rama.moh.gov.gerama.moh.gov.ge/res/docs/... · 2020. 2. 5. ·...

478
ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია 1. ტკივილის შეგნებული აღქმა: 1. შეუძლებელია თავის ტვინის სიმპატიკური მგრძნობელობის მოშლის შემდეგ; 2.ქერქოვანი ფუნქციაა; 3. ექვემდებარება ქერქქვეშა სტრუქტურებს; 4. შეიძლება მოხდეს ექსპერიმენტში თავის ტვინის ქერქის ელექტრული გაღიზიანების შემთხვევაში. ) 1. 2. 3 ) 1. 3 *) 2. 4 ) 4 ) ყველა დებულება ჭეშმარიტია 2. აცეტილქოლინი წარმოადგენს მედიატორს: 1. ავტონომიური ნერვული კვანძის; 2. პარასიმპატიკური ნერვული დაბოლოების; 3. სიმპატიკური პოსტგანგლიური დაბოლოების; 4. ჩონჩხის კუნთის მამოძრავებელი ნერვის დაბოლოების. ) 1. 2. 3 ) 1. 3 *) 2. 4 ) 4 ) ყველა დებულება ჭეშმარიტია 3. აცეტილქოლინესთერაზა: 1. ქოლინერგული ნერვის დაბოლოებებშია; 2. შეიცავს აცეტილქოლინს; 3. დიდი რაოდენობითაა გრანულოციტებში; 4. განსაკუთრებით ეფექტურია აცეტილქოლინის დეფიციტის შემთხვევაში; ) 1. 2. 3 ) 1. 3 ) 2. 4 ) 4 *) არცერთი დებულება არ არის სწორი 4. არტერიული წნევის მატებას და გულისცემის გახშირებას ადგილი აქვს: 1. ჰიპოთალამუსის უკანა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 2. ჰიპოთალამუსის ძაბრის მიდამოს გაღიზიანების დროს; 3. ჰიპოთალამუსის შუა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 4. ჰიპოთალამუსის წინა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; ) 1. 2. 3 ) 1. 3 ) 2. 4 *) 1 ) არც ერთი არ არის სწორი 5. გულისცემის გაიშვიათებას ადგილი აქვს: 1. ჰიპოთალამუსის უკანა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 2. ჰიპოთალამუსის ძაბრის მიდამოს გაღიზიანების დროს; 3. ჰიპოთალამუსის შუა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 4. ჰიპოთალამუსის წინა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს;

Upload: others

Post on 21-Aug-2020

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია

    1. ტკივილის შეგნებული აღქმა: 1. შეუძლებელია თავის ტვინის

    სიმპატიკური მგრძნობელობის მოშლის შემდეგ; 2.ქერქოვანი ფუნქციაა; 3.

    ექვემდებარება ქერქქვეშა სტრუქტურებს; 4. შეიძლება მოხდეს

    ექსპერიმენტში თავის ტვინის ქერქის ელექტრული გაღიზიანების შემთხვევაში.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    *გ) 2. 4

    დ) 4

    ე) ყველა დებულება ჭეშმარიტია

    2. აცეტილქოლინი წარმოადგენს მედიატორს: 1. ავტონომიური ნერვული

    კვანძის; 2. პარასიმპატიკური ნერვული დაბოლოების; 3. სიმპატიკური

    პოსტგანგლიური დაბოლოების; 4. ჩონჩხის კუნთის მამოძრავებელი ნერვის

    დაბოლოების.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    *გ) 2. 4

    დ) 4

    ე) ყველა დებულება ჭეშმარიტია

    3. აცეტილქოლინესთერაზა: 1. ქოლინერგული ნერვის დაბოლოებებშია; 2.

    შეიცავს აცეტილქოლინს; 3. დიდი რაოდენობითაა გრანულოციტებში; 4.

    განსაკუთრებით ეფექტურია აცეტილქოლინის დეფიციტის შემთხვევაში;

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) არცერთი დებულება არ არის სწორი

    4. არტერიული წნევის მატებას და გულისცემის გახშირებას ადგილი აქვს: 1.

    ჰიპოთალამუსის უკანა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 2.

    ჰიპოთალამუსის ძაბრის მიდამოს გაღიზიანების დროს; 3. ჰიპოთალამუსის

    შუა ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 4. ჰიპოთალამუსის წინა

    ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს;

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 1

    ე) არც ერთი არ არის სწორი

    5. გულისცემის გაიშვიათებას ადგილი აქვს: 1. ჰიპოთალამუსის უკანა

    ჯგუფის ბირთვების გაღიზიანების დროს; 2. ჰიპოთალამუსის ძაბრის

    მიდამოს გაღიზიანების დროს; 3. ჰიპოთალამუსის შუა ჯგუფის ბირთვების

    გაღიზიანების დროს; 4. ჰიპოთალამუსის წინა ჯგუფის ბირთვების

    გაღიზიანების დროს;

  • ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) არც ერთი არ არის სწორი.

    6. A ტიპის ნერვული ბოჭკოები: 1. მხოლოდ ავტონომიურ ნერვებშია; 2.

    მიელინურ მამოძრავებელ ნერვებშია; 3. შეიძლება იყოს მიელინური და

    არამიელინური;

    ა) 1. 2

    ბ) ბ. 2. 3

    გ) 1.

    *დ) 2

    ე) არცერთი დებულება არ არის სწორი

    7. B ბოჭკოები: 1. მხოლოდ ავტონომიურ ნერვებშია; 2. მიელინურ

    მამოძრავებელ ნერვებშია; 3. შეიძლება იყოს მიელინური და არამიელინური.

    *ა) 1

    ბ) 2

    გ) 3

    დ) სწორია ყველა

    ე) არც ერთი არ არის სწორი

    8. C ბოჭკოები: 1. მხოლოდ ავტონომიურ ნერვებშია; 2. მიელინურ

    მამოძრავებელ ნერვებშია; 3. შეიძლება იყოს მიელინური და არამიელინური.

    ა) 1

    ბ) 2

    *გ) 3

    დ) სწორია ყველა;

    ე) არც ერთი არ არის სწორი.

    9. C ბოჭკოები: 1. უმიელინოა; 2. ატარებენ ტემპერატურულ და ტკივილის

    იმპულსებს; 3. შეუძლიათ ტაქტილური იმპულსების გატარება; 4. იმპულსის

    გატარების სიჩქარე 2 მ/წმ ან უფრო მცირეა.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) ყველა დებულება ჭეშმარიტია

    10. ვეგეტატიური ნერვული სისტემა სომატურისაგან განსხვავდება:

    ა) აგზნების და ქრონაქსიის მაღალი ზღურბლით, გახანგრძლივებული

    რეფრაქტერული ფაზით;

    *ბ) მცირე აგზნებადობით, მაღალი ქრონაქსიით (აგზნების ზღურბლი),

    აგზნების გატარების მცირე სიჩქარით;

    გ) მცირე აგზნებადობით, მაღალი ქრონაქსიით, ხანმოკლე რეფრაქტერული

    ფაზით, აგზნების გატარების მცირე სიჩქარით;

  • დ) მცირე აგზნებადობით, დაბალი ქრონაქსიით, გახანგრძლივებული

    რეფრაქტერული ფაზით, აგზნების გატარების დიდი სიჩქარით;

    ე) მცირე აგზნებადობით, დაბალი ქრონაქსიით, აგზნების გატარების დიდი

    სიჩქარით.

    11. პარასიმპატიკური სისტემის ძირითად განსხვავებას სიმპატიკურისაგან

    წარმოადგენს:

    ა) განგლიების ექსტრამურული განლაგება, მხოლოდ ქოლინერგული ბუნების

    მედიატორების არსებობა, გაღიზიანების შემდეგ ეფექტის სწრაფად გამოვლენა,

    მოქმედების ხანგრლივობა;

    ბ) განგლიების ინტრამურული განლაგება, მხოლოდ ადრენერგული ბუნების

    მედიატორების არსებობა, გაღიზიანების შემდეგ ეფექტის სწრაფად გამოვლენა,

    მოქმედების ხანგრძლივობა;

    *გ) განგლიების ინტრამურული განლაგება, მხოლოდ ქოლინერგული

    ბუნების მედიატორების არსებობა, გაღიზიანების შემდეგ ეფექტის სწრაფად

    გამოვლენა, მოქმედების მოკლე ხანგრძლივობა;

    დ) განგლიების ინტრამურული განლაგება, მხოლოდ ადრენერგული ბუნების

    მედიატორების არსებობა, გაღიზიანების შემდეგ ეფექტის დაგვიანებული

    გამოვლენა, მოქმედების მოკლე ხანგრძლივობა;

    ე) განგლიების ექსტრამურული განლაგება, მხოლოდ ადრენერგული ბუნების

    მედიატორების არსებობა, გაღიზიანების შემდეგ ეფექტის სწრაფად გამოვლენა,

    მოქმედების მოკლე ხანგრძლივობა.

    12. პარასიმპატიკური ნერვული სისტემის უმდაბლესი ცენტრები

    განლაგებულია:

    *ა) შუა ტვინში, მოგრძო ტვინში, ზურგის ტვინის კუდუსუნის ნაწილში;

    ბ) შუა ტვინში, ზურგის ტვინის გულმკერდისა და წელის ნაწილების

    გვერდით რქებში;

    გ) ზურგის ტვინის გულმკერდისა და წელის ნაწილების გვერდით რქებში;

    დ) მოგრძო ტვინში და ზურგის ტვინის გულმკერდისა და წელის ნაწილების

    გვერდით რქებში;

    ე) შუა ტვინში, ზურგის ტვინის წელის ნაწილების გვერდით რქებში.

    13. ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპატიკური ნაწილის აგზნებისას

    აღინიშნება:

    ა) გუგების გაფართოება, გულის რითმის გახშირება, არტერიული წნევის

    მატება, ჰიპერგლიკემია, წვრილი ნაწლავის მოტორიკის გაძლიერება;

    *ბ) გუგების შევიწროება, გულის რითმის გაიშვიათება, ნაწლავის

    მოტორიკის გაძლიერება, შარდის ბუშტის სფინქტერის მოდუნება;

    გ) გუგების გაფართოება, გულის რითმის გაიშვიათება, არტერიული წნევის

    მატება, კორონარული არტერიების შევიწროება, წვრილი ნაწლავის მოტორიკის

    შესუსტება;

    დ) გუგების შევიწროება, გულის რითმის გაიშვიათება, კორონარული

    არტერიების გაფართოება, ნაწლავის მოტორიკის შესუსტება;

    ე) გუგების შევიწროება, გულის რითმის შენელება, Aარტერიული წნევის

    დაცემა, კორონარული არტერიების შევიწროვება, წვრილი ნაწლავის

    მოტორიკის შენელება.

  • 14. ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპატიკური ნაწილის აგზნების

    შემთხვევაში აღინიშნება:

    ა) გუგების შევიწროება, გულის რითმის გაიშვიათება, არტერიული წნევის

    შემცირება, ჰიპოგლიკემია, წვრილი ნაწლავის მოტორიკის შესუსტება;

    ბ) გუგების გაფართოება, გულის რითმის გახშირება, არტერიული წნევის

    მატება, ჰიპოგლიკემია, წვრილი ნაწლავის მოტორიკის გაძლიერება;

    გ) გუგების შევიწროება, გულის რითმის გაიშვიათება, არტერიული წნევის

    შემცირება, ჰიპერგლიკემია, წვრილი ნაწლავის მოტორიკის შესუსტება;

    დ) გუგების გაფართოება, გულის რითმის გახშირება, არტერიული წნევის

    შემცირება, ჰიპოგლიკემია;

    *ე) გუგების გაფართოება, გულის რითმის გახშირება, არტერიული წნევის

    მატება, ჰიპერგლიკემია, წვრილი ნაწლავის მოტორიკის შესუსტება;

    15. სიმპატიკური ნერვული სისტემის უმდაბლესი ცენტრები განლაგებულია:

    ა) შუა ტვინში, მოგრძო ტვინში, ზურგის ტვინის კუდუსუნის ნაწილში;

    ბ) მოგრძო ტვინში, ზურგის ტვინის კუდუსუნის ნაწილში;

    *გ) ზურგის ტვინის გულმკერდისა და წელის ნაწილების გვერდით რქებში;

    დ) ზურგის ტვინის კუდუსუნის ნაწილში;

    ე) ზურგის ტვინის გულმკერდისა და წელის ნაწილების წინა რქებში.

    16. ჩამოთვლილი ორგანოებიდან, რომელზე ახდენენ ნერვული სისტემის

    სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნაწილები ყველაზე მეტად გამოხატულ

    ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტს:

    *ა) შარდის ბუშტის სფინქტერი, ნაწლავი (მამოძრავებელი ფუნქცია);

    ბ) სანერწყვე ჯირკვლები, სისხლძარღვები, გული;

    გ) თირკმლები, შარდის ბუშტის სფინქტერი და სანერწყვე ჯირკვლები;

    დ) სანერწყვე ჯირკვლები, გული, შარდის ბუშტის სფინქტერი;

    ე) კუნთები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლები და სანერწყვე

    ჯირკვლები.

    17. სიმპატიკური ნერვული სისტემის პრეგანგლიური დაბოლოებებიდან

    გამოიყოფა: 1. ადრენალინი; 2. ნორადრენალინი; 3. ჰისტამინი; 4.

    აცეტილქოლინი.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4.

    ე) ყველა სწორია

    18. სიმპატიკური ნერვული სისტემის პოსტგანგლიური დაბოლოებებიდან

    გამოიყოფა: 1. ჰისტამინი; 2. ნორადრენალინი; 3. აცეტილქოლინი;

    4.ადრენალინი.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    *გ) 2. 4

    დ) 4.

  • ე) ყველა სწორია

    19. პარასიმპატიკური ნერვული სისტემის პრეგანგლიური დაბოლოებებიდან

    თავისუფლდება:

    ა) ადრენალინი;

    *ბ) აცეტილქოლინი;

    გ) ნორადრენალინი;

    დ) სეროტონინი;

    ე) ჰისტამინი.

    20. პარასიმპატიკური ნერვული სისტემის პოსტგანგლიური დაბოლოებებიდან

    თავისუფლდება:

    ა) ადრენალინი;

    *ბ) აცეტილქოლინი;

    გ) ნორადრენალინი;

    დ) ჰისტამინი;

    ე) სეროტონინი.

    21. შუამდებარე ტვინის რომელი ნაწილის გაღიზიანების დროს აღინიშნება

    პარასიმპატიკური ნერვული სისტემის აგზნებით განპირობებული ეფექტები:

    ა) თალამუსის მედიალური ნაწილების;

    *ბ) ჰიპოთალამუსის წინა ნაწილის;

    გ) ჰიპოთალამუსის უკანა ნაწილის;

    დ) თალამუსის ლატერალური ნაწილის;

    ე) არც ერთი არ არის სწორი.

    22. ცდომილი ნერვი (N. Vagus): 1. არ მოქმედებს გულისცემის

    სიხშირეზე; 2. იძლევა ტოტებს პარკუჭების კუნთისათვის; 3. მისი

    სტიმულაცია იწვევს ტაქიკარდიას; 4. აძლევს ტოტებს სინუსურ და

    ატრიოვენტრიკულურ კვანძებს.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4.

    ე) ყველა სწორია

    23. ცდომილი ნერვის რეფლექტორული გაღიზიანება ვლინდება:

    ა) ბრადიკარდიით და არტერიული წნევის მატებით;

    *ბ) ბრადიკარდიით და არტერიული წნევის დაცემით;

    გ) ტაქიკარდიით და ჰიპოტონიით;

    დ) ტაქიკარდიით და ჰიპერტონიით;

    ე) ბრადიკარდიით და დიასტოლური წნევის მატებით.

    24. ჯანმრთელი გულის, როგორც ტუმბოს ფუნქციის მატება შესაძლებელია

    ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

    ა) გულის კუმშვადობის გაზრდით;

    ბ) გულის ჰიპერტროფიით;

  • გ) სიმპატიკური სტიმულაციით;

    დ) ტემპერატურის მატებით;

    *ე) სისტემური წნევის მატებით.

    25. მოსვენების პოტენციალის ცვლილება განისაზღვრება უჯრედის შიგნით

    შემდეგი იონის დაგროვებით:

    *ა) კალიუმის;

    ბ) ნატრიუმის;

    გ) კალციუმის;

    დ) მაგნიუმის;

    ე) ქლორის.

    26. ადრენერგული რეცეპტორები სჭარბობს ყველა ჩამოთვლილ

    წარმონაქმნებში, გარდა: 1. ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვებისა; 2.

    მიოკარდიუმისა; 3. კანის სისხლძარღვებისა; 4. კორონარული

    სისხლძარღვებისა.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4.

    ე) ყველა სწორია

    27. ცენტრალური ვენური წნევა ასახავს: 1. ვენურ ტონუსს; 2. მარჯვენა

    პარკუჭის კუმშვადობის უნარს; 3. სისხლის მოცულობას; 4. გულის

    წუთმოცულობას.

    *ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4.

    ე) ყველა სწორია

    28. ტრანსკაპილარული ცვლა ხორციელდება: 1. ფილტრაციის გზით;

    2. რეაბსორბციის გზით; 3. დიფუზიის გზით; 4. მიკროპინოციტოზის

    გზით;

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4.

    *ე) ყველა სწორია

    29. არტერიული სისხლის გულიდან არტერიოლებამდე გავლისას ჟანგბადის

    პარციალური წნევის ცვლილება შეადგენს:

    *ა) 0 მმ. ვწყ. სვ.

    ბ) 20 მმ. ვწყ. სვ.

    გ) 30 მმ. ვწყ. სვ.

    დ) 40 მმ. ვწყ. სვ.

    ე) 50 მმ. ვწყ. სვ.

  • 30. პლაზმის ონკოზურ წნევას ძირითადად განაპირობებს:

    ა) ფიბრინოგენი;

    ბ) გლობულინი;

    გ) ჰისტამინი;

    დ) გლუკოზა;

    *ე) ალბუმინი.

    31. ეფექტური სისხლძარღვშიდა ოსმოსური (ფილტრაციული ანუ

    ტრანსმემბრანული) წნევა შეადგენს:

    ა) 6 მმ. ვწყ. სვ.

    ბ) 12 მმ. ვწყ. სვ..

    *გ) 18- 24 მმ. ვწყ. სვ.

    დ) 30 მმ. ვწყ. სვ.

    32. მოზრდილი მამაკაცის მოცირკულირე სისხლის მოცულობა შეადგენს:

    ა) სხეულის მასის 2-5 %-ს;

    ბ) სხეულის მასის 10-20 %-ს;

    *გ) სხეულის მასის 6-8 %-ს;

    დ) სხეულის მასის 1-3 %-ს;

    ე) სხეულის მასის 20-25 %-ს.

    33. მოზრდილი ადამიანის არტერიული წნევა მდგომარე პოზაში ყველაზე

    მაღალია:

    ა) მხრის არტერიაში;

    ბ) საძილე არტერიაში;

    გ) თირკმლის არტერიაში;

    *დ) ბარძაყის არტერიაში;

    ე) სხივის არტერიაში.

    34. პლაცენტაში სისხლის ნაკადი ხდება არაადექვატური, როცა დედის

    სისტოლური არტერიული წნევა ეცემა:

    ა) 100-110 მმ. ვწყ. სვ.-მდე.

    *ბ) 75-80 მმ. ვწყ. სვ.-მდე.

    გ) 45-50 მმ. ვწყ. სვ.-მდე.

    დ) 35-49 მმ. ვწყ. სვ.-მდე.

    ე) 15-20 მმ. ვწყ. სვ.-მდე.

    35. სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებისას ერითროციტებში

    ადგილი აქვს ყველა ჩამოთვლილ ცვლილებებს, გარდა: 1. ბიკარბონატების

    შემცველობის მატება; 2. ერითროციტებში ქლორიდების შემცველობის მატება;

    3. წყლის შემცველობის და ერითროციტების მოცულობის მატება; 4.

    პლაზმაში და ერითროციტებში მეტალების კათიონების შემცველობის მატება.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4.

  • ე) ყველა სწორია

    36. სიმპატიკური სტიმულაცია იწვევს: 1. ადრენალინის და ნორადრენალინის

    გამოთავისუფლებას; 2. პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროებას; 3.

    გულის ინოტროპული ფუნქციის გაზრდას; 4. ტაქიკარდიას.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4.

    *ე) ყველა სწორია

    37. კალიუმის იონები სისხლში იმყოფება: 1. თავისუფალი სახით

    პლაზმაში; 2. KCl- ის სახით პლაზმაში; 3.KH2PO4- ის სახით პლაზმაში ;

    4. მხოლოდ ერითროციტში.

    *ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4.

    ე) ყველა სწორია

    38. ალდოსტერონი აკონტროლებს:

    ა) ნატრიუმის გამოყოფას და კალიუმის შეკავებას;

    ბ) წყლის გამოყოფას;

    გ) ნახშირორჟანგის ტრანსპორტს;

    დ) ჟანგბადის ცვლას;

    *ე) ნატრიუმის შეკავებას და კალიუმის გამყოფას.

    39. ზოგადი ანესთეზიის პირობებში, საოპერაციო მაგიდის თავის მხარის 60

    გრადუსით სწრაფი აწევისას არტერიული წნევის დაცემის მიზეზია:

    ა) კუნთური ტონუსის დაცემა;

    ბ) ბეინბრიჯის რეფლექსის დათრგუნვა;

    *გ) ვენური უკუდინების შემცირება;

    დ) კაროტიდული სხეულების რეფლექტორული გაღიზიანება;

    40. შემდეგი ფაქტორებიდან, რომლებმა შეიძლება გამოიწვიონ ფილტვის

    არტერიაში წნევის დაქვეითება: 1. ფენოთიაზინის შეყვანის შემდეგ თავის

    დაწევამ; 2. ფენოთიაზინის შეყვანის შემდეგ თავის აწევამ; 3. ზედაპირულმა

    ზოგადმა ანესთეზიამ ბარბიტურატებით; 4. სისხლის გამოშვება 500-1000

    მლ.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    *გ) 2. 4

    დ) 4.

    ე) ყველა სწორია

    41. ჩვეულებრივი ამოსუნთქვის ბოლოს ინტრაპლევრულ სივრცეში

    უარყოფითი წნევა შეადგენს:

  • ა) 2 სმ წყლ. სვ.

    *ბ) 5სმ წყლ. სვ.

    გ) 9 სმ წყლ. სვ.

    დ) 12 სმ წყლ. სვ.

    ე) 16 სმ წყლ. სვ.

    42. ფილტვების ელასტიურობა განპირობებულია: 1. ალვეოლების კედელზე

    არსებული ელასტიური ბოჭკოებით; 2. გულმკერდის რიგიდობით; 3.

    ალვეოლების შიგნითა ზედაპირის ამომფენი პოლიპეპდიდების

    (სურფაქტანტის) ზედაპირული დაჭიმულობით; 4. დიაფრაგმის გუმბათის

    მაღალი მდებარეობით.

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4.

    ე) ყველა სწორია

    43. ალვეოლების კედლების შეწებებას ხელს უშლის:

    *ა) სურფაქტანტი;

    ბ) ექსპირატორული წინააღმდეგობა;

    გ) ფილტვის ინტერსტიციული ქსოვილი;

    დ) პლევრის ღრუს უარყოფითი წნევა;

    ე) ჰაერის აზოტი.

    44. ჩასუნთქვაზე ალვეოლების სუმარული ზედაპირი შეადგენს:

    *ა) 100 მ.კვ;

    ბ) 50 მ.კვ;

    გ) 30 მ.კვ;

    დ) 20 მ.კვ;

    ე) 150 მ.კვ.

    45. მოსვენებულ მდგომარეობაში ჯანმრთელი ადამიანის მიერ ჟანგბადის

    საშუალო მოხმარება შეადგენს:

    ა) 1-3 მლ/კგ/წთ;

    *ბ) 5-7 მლ/კგ/წთ;

    გ) 10-12 მლ/კგ/წთ;

    დ) 18-20 მლ/კგ/წთ;

    ე) 25-30 მლ/კგ/წთ.

    46. ფაქტორებს, რომლებიც ახდენენ ზეგავლენას სუნთქვით ცენტრზე,

    ჩამოთვლილთაგან მიეკუთვნება: 1.PO2; 2.PCO2; 3. PH;

    4.ენდორფინები.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) ყველა ჩამოთვლილი

  • 47. სასუნთქი გზების კომპლაინსი არის:

    ა) ორგანიზმის მიერ 1 წთ-ში მოხმარებული ჟანგბადის მოცულობა;

    ბ) წნევა ფილტვებში ამოსუნთქვის ბოლოს;

    გ) წნევა ფილტვებში ჩასუნთქვის ბოლოს;

    *დ) სუნთქვითი მოცულობის შეფარდება მის მიერ ფილტვებში გამოწვეულ

    წნევის ცვლილებასთან;

    ე) აირის ნაკადის მოცულობითი სიჩქარის შეფარდება მთავარი ბრონქის

    დიამეტრთან.

    48. ფილტვებში გაზთა ცვლა მოიცავს ყველა ჩამოთვლილ პროცესს, გარდა:

    1. ალვეოლების ვენტილაცია; 2. აირების დიფუზიას ალვეოლო-კაპილარული

    მემბრანის გავლით; 3. ფილტვის არტერიებში სისხლის დინება; 4. სისხლით

    აირების ტრანსპორტი.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) ყველა ჩამოთვლილი

    49. ალვეოლური ვენტილაციის სიდიდე განისაზღვრება ყველა

    ჩამოთვლილით, გარდა:

    ა) სუნთქვის სიხშირით;

    ბ) სუნთქვითი მოცულობით;

    გ) სასუნთქი გზების მკვდარი სივრცის მოცულობით;

    დ) სუნთქვის წუთმოცულობით;

    *ე) ფილტვების სასიცოცხლო ტევადობით.

    50. საშუალო მასის ადამიანში, 500 კუბ.სმ სუნთქვითი მოცულობის დროს

    ჩასუნთქული ჰაერის რა მოცულობა ერევა ალვეოლურ ჰაერს:

    ა) 50 სმ.კუბ;

    ბ) 200 სმ.კუბ;

    *გ) 350 სმ.კუბ;

    დ) 450 სმ.კუბ;

    ე) 500 სმ.კუბ.

    51. ფილტვებში გაზების დიფუზიაზე გავლენას ახდენს ყველა ჩამოთვლილი

    ფაქტორი, გარდა: 1. ალვეოლო-კაპილარული მემბრანის გასქელება; 2.

    ალვეოკაპილარული მემბრანი განვლადობის გაზრდა; 3. დიფუზიის

    ზედაპირის შემცირება; 4. ფილტვების ჰიპოვენტილაცია.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) ყველა ჩამოთვლილი

    52. ვენტილაციურ-პერფუზიული კოეფიციენტი ნორმაში არის:

  • ა) 0,3;

    ბ) 0,4;

    *გ) 0,8;

    დ) 1,2;

    ე) 1,5.

    53. ნორმალური ატმოსფერული წნევის პირობებში პლაზმაში თავისუფლად

    გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა შეადგენს:

    *ა) 0,3 მოც. %;

    ბ) 0,5 მოც. %;

    გ) 0,7 მოც. %;

    დ) 0,9 მოც. %;

    ე) 1,1 მოც. %;

    54. მოზრდილი ადამიანის ნახშირორჟანგის წუთპროდუქცია ნორმაში

    შეადგენს:

    ა) 100 მლ.კუბ/წთ;

    *ბ) 200 მლ.კუბ/წთ;

    გ) 400 მლ.კუბ/წთ;

    დ) 500 მლ.კუბ/წთ;

    ე) 700 მლ.კუბ/წთ;

    55. ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის შემცველობა შეადგენს:

    ა) 19, 1 მოც %;

    *ბ) 20,9 მოც %;

    გ) 25 მოც %;

    დ) 30 მოც %;

    ე) 52,5 მოც %;

    56. ალვეოლურ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევა შეადგენს:

    ა) 40-46 მმ.ვწყ.სვ.;

    ბ) 50-56 მმ.ვწყ.სვ.;

    გ) 60-66 მმ.ვწყ.სვ.;

    *დ) 100-108 მმ.ვწყ.სვ.;

    ე) 140-180 მმ.ვწყ.სვ.

    57. არტერიულ სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევა ნორმაში შეადგენს:

    ა) 30 მმ.ვწყ.სვ.

    ბ) 40 მმ.ვწყ.სვ.

    გ) 60 მმ.ვწყ.სვ.

    *დ) 96-100 მმ.ვწყ.სვ.

    ე) 110-180 მმ.ვწყ.სვ.

    58. ალვეოლურ ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობა ნორმაში შეადგენს:

    ა) 1,0-1,5 მოც. %;

    ბ) 2,0-2,5 მოც. %;

    გ) 3,0-4,0 მოც. %;

  • *დ) 5,0-5,6 მოც. %;

    ე) 6,2-7,0 მოც. %.

    59. არტერიულ სისხლში ნარშირორჟანგის პარციალური წნევა ნორმაში

    შეადგენს:

    ა) 30 მმ.ვწყ.სვ;

    *ბ) 40 მმ.ვწყ.სვ;

    გ) 52 მმ.ვწყ.სვ;

    დ) 60 მმ.ვწყ.სვ;

    ე) 80 მმ.ვწყ.სვ.

    60. ყველაზე მაღალი PCO2 აღინიშნება:

    ა) ამოსუნთქულ ჰაერში;

    ბ) ალვეოლურ ჰაერში;

    გ) არტერიულ სისხლში;

    *დ) ვენურ სისხლში;

    ე) ქსოვილებში.

    61. CO2 უკეთ გადის ალვეოლო-კაპილარულ მემბრანაში, ვიდრე O2. ამის

    მიზეზია:

    ა) მაღალი სიმკვრივე;

    ბ) პლაზმაში მაღალი ხსნადობა;

    გ) სხეულის ტემპერატურასთან შედარებით, ფილტვებში უფრო დაბალი

    ტემპერატურა;

    დ) დაბალი სიბლანტე;

    *ე) დიფუზიის მაღალი კოეფიციენტი.

    62. რომელი დებულებაა არასწორი: 1.ჰემოგლობინი სისხლის მთავარი

    ბუფერია; 2. ოქსიჰემოგლობინი, როგორც მჟავა, აღდგენილ ჰემოგლობინზე

    ძლიერია; 3. აღდგენილი ჰემოგლობინი ოქსიჰემოგლობინზე ძლიერია,

    როგორც ფუძე; 4. ნახშირბადანჰიდრაზას კონცენტრაცია მეტია პლაზმაში,

    ვიდრე უჯრედში.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) ყველა დებულება არასწორია

    63. აორტული და კაროტიდული ზონის ქემორეცეპტორები ახდენენ

    ზეგავლენას:

    ა) სისხლის მიმოქცევაზე;

    *ბ) სუნთქვაზე;

    გ) ტვინის სისხლისმიმოქცევაზე;

    დ) კორონარულ სისხლისმიმოქცევაზე;

    ე) ფილტვის სისხლისმიმოქცევაზე.

  • 64. აორტული და კაროტიდული ზონის პრესორეცეპტორები ახდენენ

    ზეგავლენას ყველა ჩამოთვლილზე, გარდა:

    ა) სისხლის მიმოქცევაზე;

    *ბ) სუნთქვაზე;

    გ) ტვინის სისხლისმიმოქცევაზე;

    დ) კორონარულ სისხლისმიმოქცევაზე;

    ე) ფილტვის სისხლისმიმოქცევაზე.

    65. კაროტიდული ზონის ბარორეცეპტორების გაღიზიანება იწვევს:

    ა) ჰიპერტენზიას, ბრადიკარდიას, ტაქიპნოეს;

    ბ) ჰიპერტენზიას, ბრადიკარდიას, ბრადიპნოეს;

    *გ) ჰიპოტენზიას, ბრადიკარდიას, ბრადიპნოეს;

    დ) ჰიპოტენზიას, ტაქიკარდიას, ბრადიპნოეს;

    ე) ჰიპერტენზიას, ტაქიკარდიას, ბრადიპნოეს.

    66. აორტის რკალის ქემორეცეპტორების გაღიზიანება იწვევს:

    *ა) ტაქიპნოეს, ჰიპერტენზიას, ტაქიკარდიას, ვაზოკონსტრიქციას;

    ბ) ტაქიპნოეს, ჰიპოტენზიას, ბრადიკარდიას, სისხლძარღვების სპაზმს;

    გ) ბრადიპნოეს, ჰიპერტენზიას, ბრადიკარდიას, ვაზოდილატაციას;

    დ) ბრადიპნოეს, ჰიპოტენზიას, ტაქიკარდიას, ვაზოდილატაციას;

    ე) ბრადიპნოეს, ჰიპოტენზიას, ტაქიკარდიას, ვაზოკონსტრიქციას.

    67. ფილტვის არარესპირატორულ ფუნქციებს მიეკუთვნება: 1.

    თერმომარეგულირებელი; 2. ფიბრინოლიზური, ანტიკოაგულაციური; 3.

    ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ცვლა; 4. სისხლის

    მიმოქცევის სისტემაში სისხლის ბუფერული რეზერვუარის ფუნქცია.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) ყველა ჩამოთვლილი

    68. ფილტვების მეტაბოლურ ფუნქციას წარმოადგენს: 1. ანგიოტენზინ II -

    ის სინთეზი; 2. ბრადიკინინის ინაქტივაცია; 3. იმუნოგლობულინების

    სინთეზი;

    ა) 1

    ბ) 2

    გ) 3

    *დ) 1. 2. 3

    ე) ყველა დებულება მცდარია

    69. ფილტვების სასიცოცხლო მოცულობა დამოკიდებულია: 1. ასაკზე; 2.

    ფილტვების დაავადებებზე; 3. გულმკერდის თანდაყოლილ დეფორმაციაზე;

    4. სიმსუქნეზე.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

  • დ) 4

    *ე) ყველა ჩამოთვლილი

    70. ბრონქიოლოსპაზმის დროს გვაქვს: 1. გაძნელებული ამოსუნთქვა; 2.

    ფილტვებში ხიხინი; 3. ფსიქომოტორული აგზნება; 4. ტაქიკარდია.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) ყველა ჩამოთვლილი

    71. ფილტვის შეშუპება შეიძლება განვითარდეს: 1. სასუნთქი გზების

    გამტარებლობის დარღვევის დროს; 2. ნარშირჟანგით მოწამვლისას; 3.

    კოლაბირებული ფილტვის სწრაფი გაშლის დროს; 4. წყლით

    ინტოქსიკაციისას.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) ყველა ჩამოთვლილი

    72. კომპენსირებულ რესპირატორულ ალკალოზს თან ახლავს: 1. ტვინის

    სისხლძარღვების და კორონარების გაფართოება; 2. არტერიული წნევის

    დაქვეითება; 3. ჰიპოკაპნია; 4. ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდის

    გადახრა მარჯვნივ.

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) ყველა ჩამოთვლილი

    73. ნორმაში ქლორიდების დონე სისხლში შეადგენს:

    ა) 50 მეკვ/ლ;

    *ბ) 100 მეკვ/ლ;

    გ) 150 მეკვ/ლ;

    დ) 200 მეკვ/ლ;

    ე) 300 მეკვ/ლ;

    74. ნორმაში სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობა შეადგენს:

    ა) 1,8_2,3 მეკვ/ლ;

    ბ) 0,8_1,0 მეკვ/ლ;

    გ) 2,0_2,7 მეკვ/ლ;

    *დ) 3,8_5,3 მეკვ/ლ;

    ე) 6,3_8,0 მეკვ/ლ.

    75. ნორმაში სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობა შეადგენს:

    *ა) 135-145 მმოლ/ლ;

  • ბ) 146-170 მმოლ/ლ;

    გ) 100-120 მმოლ/ლ;

    დ) 80-100 მმოლ/ლ;

    ე) 125-132 მმოლ/ლ.

    76. როგორ იცვლება შრატში კალიუმის კონცენტრაცია მეტაბოლური

    აციდოზისა და მეტაბოლური ალკალოზის დროს:

    ა) ალკალოზის დროს მატულობს;

    ბ) აციდოზის დროს მცირდება;

    *გ) მატულობის აციდოზის დროს და მცირდება ალკალოზის დროს;

    დ) მცირდება აციდოზის დროს და მატულობის ალკალოზის დროს;

    ე) არ იცვლება.

    77. სისხლის ცილოვანი აზოტი არ მოიცავს: 1. შარდოვანას აზოტს;

    2. ამინომჟავების აზოტს; 3. კრეატინინს; 4. სისხლში გახსნილ აზოტს.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3.

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) მოიცავს ყველა ჩამოთვლილს

    78. ნორმალურად ნაკვები ჯანმრთელი მამაკაცის საერთო წყლის შემცველობა

    შეადგენს:

    ა) 40 %;

    ბ) 50 %;

    *გ) 60 %;

    დ) 70 %;

    ე) 80 %.

    79. მოზრდილი ადამიანის მოცირკულირე სისხლის მოცულობა საშუალოდ

    შეადგენს:

    ა) 30-40 მლ/კგ;

    ბ) 40-50 მლ/კგ;

    *გ) 60-85 მლ/კგ;

    დ) 90-100 მლკგ;

    ე) 100-110 მლ/კგ;

    80. მოზრდილი ადამიანის პლაზმის მოცულობა საშუალოდ შეადგენს:

    ა) 14-20 მლ/კგ;

    ბ) 25-30 მლ/კგ;

    *გ) 37-48 მლ/კგ;

    დ) 52-61 მლ/კგ;

    ე) 63-69 მლ/კგ;

    81. ნორმაში პლაზმის ოსმოლარობა შეადგენს:

    ა) 190-205 მოსმ/ლ;

    ბ) 230-240 მოსმ/ლ;

  • *გ) 275-295 მოსმ/ლ;

    დ) 320-340 მოსმ/ლ;

    ე) 340-360 მოსმ/ლ.

    82. მოზრდილი ადამიანის დღიური მოთხოვნილება წყალზე შეადგენს:

    ა) 0,5 ლ;

    ბ) 0,8 ლ;

    *გ) 2,5 ლ;

    დ) 3,5 ლ;

    ე) 5,5 ლ.

    83. მოზრდილი ადამიანის წყლის დღიური დანაკარგი შეადგენს:

    ა) 0,8 ლ;

    ბ) 1,2 ლ;

    *გ) 2,5 ლ;

    დ) 3,5 ლ;

    ე) 5,5 ლ.

    84. მაგნიუმის დეფიციტს ახასიათებს: 1. ნერვ-კუნთოვანი აგზნების

    მომატება; 2. ლარინგოსპაზმი; 3. ტეტანია;'4. ჰიპოტონია.

    *ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) ყველა ჩამოთვლილი

    85. კალიუმის დეფიციტის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია: 1.

    ასთენიზაცია; 2. კუნთოვანი სისუსტე; 3. სუნთქვითი დარღვევები; 4.

    კარდიოგრამაზე T კბილის გაფართოება და Q-T ინტერვალის გახანგრლივება.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) ყველა ჩამოთვლილი

    86. კალიუმის დეფიციტის მიზეზად არ ითვლება: 1. პოლიურია; 2.

    ღებინება; 3. არასაკმარისი მიღება; 4. სპირონოლაქტონი მიღება

    100მგ /დღ.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) ყველა ჩამოთვლილი

    87. ნატრიუმის დეფიციტის კლინიკურ ნიშნებს არ მიეკუთვნება: 1.

    დაღლილობა, აპათია; 2. ღებინება, გულისრევა; 3. ტაქიკარდია; 4.

    ჰემატოკრიტის მომატება; 5. პოლიურია.

  • ა) 1. 2. 3

    ბ) 4. 5

    გ) 1. 4

    *დ) 5

    ე) 2. 3

    88. ჰიპოკალციემიის კლინიკურ ნიშნებს შეადგენს: 1. ჰიპერრეფლექსია; 2.

    ტეტანია; 3. მუცლის ტკივილი; 4. პოლიურია.

    *ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) ყველა სწორია

    89. მეტაბოლური აციდოზის მიზეზია: 1. კონსერვირებული სისხლის

    მასიური ტრანსფუზია; 2. სისხლში კეტომჟავის კონცენტრაციის გაზრდა; 3.

    ჰიპოქსია; 4. თირკმლის უკმარისობა.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3.

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) ყველა ჩამოთვლილი

    90. ალკალოზის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა, გარდა:

    ა) მძიმე ღებინება;

    ბ) ოფლიანობა;

    *გ) კალიუმის ქოლირიდის 4% ხსნარის ინფუზია

    დ) ჰიპერვენტილაცია;

    ე) კონსერვირებული სისხლის მასიური გადასხმა.

    91. მეტაბოლური ალკალოზი ვითარდება: 1. შარდმდენი პრეპარატების

    ხანგრძლივად გამოყენებისას; 2. დიაბეტური კომის დროს; 3. ურემიული

    კომის დროს; 4. ჰიპერთერმიისას; 5. ჰემორაგიული შოკის დროს.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 4. 5

    *გ) 1

    დ) 2. 5

    ე) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში

    92. ნატრიუმის ჰიდროკარბონატის დანიშვნის უკუჩვენება მეტაბოლური

    აციდოზის დროს არის: 1. ჰიპოვენტილაცია; 2. ეკლამფსია; 3.

    ჰიპეროსმოლარული კომა; 4. მასიური ჰემოტრანსფუზიის შემდგომი

    პერიოდი.

    *ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

  • ე) ყველა ჩამოთვლილი

    93. სისხლში ბიკარბონატის და ნახშირმჟავას რაოდენობის გაორმაგებისას

    არტერიული სისხლის PH:

    ა) მცირედ გაიზრდება;

    ბ) მნიშვნელოვნად გაიზრდება;

    გ) მნიშვნელოვნად შემცირდება;

    *დ) არ შეიცვლება;

    ე) უმნიშვნელოდ შემცირდება.

    94. რომელი ხსნარები არ გამოიყენება მეტაბოლური ალკალოზის

    სამკურნალოდ: 1. კალიუმის ქლორიდი გლუკოზასთან ერთად; 2.

    ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარი; 3. გლუკოზაზე დამზადებული HCL-ის

    ხსნარი; 4. რინგერ-ლაქტატის ხსნარი.

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 2. 4

    გ) 1. 3

    დ) 4

    ე) ყველა ჩამოთვლილი

    95. ჰიპერტონულ დეჰიდრატაციამდე მივყავართ: 1. ჰიპერთერმიას; 2.

    ტაქიპნოეს; 3. სითხის არასაკმარის მიღებას; 4. ღებინებას.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3.

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) ყველა ჩამოთვლილს

    96. ჰიპერტონული დეჰიდრატაციის კლინიკური სიმპტომი არ არის: 1.

    გამოხატული წყურვილი; 2. კანისა და ლორწოვანების სიმშრალე; 3.

    პოლიურია; 4. პლაზმის მომატებული ოსმოლარობა; 5. ნერვულ-ფსიქიური

    დარღვევები.

    ა) 1. 2

    ბ) 2. 3

    *გ) 3

    დ) 4. 5

    ე) ყველა ჩამოთვლილი

    97. იზოტონურ დეჰიდრატაციამდე მივყავართ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ

    შემთხვევას, გარდა: 1. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სითხეების დაკარგვას; 2.

    პლაზმისა და სისხლის დაკარგვას; 3. პოლიურიას; 4. ჭარბ ოფლიანობას.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) 3

  • 98. იზოტონური დეჰიდრატაციის კლინიკური ნიშანი არ არის: 1.

    არტერიული ჰიპოტონია; 2. ჰიპოვოლემიური შოკი; 3. პოლიურია; 4.

    აპათია, შენელებული რეაქციები; 5. პირის სიმშრალე.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3.

    გ) 2. 4

    *დ) 3

    ე) ყველა სწორია

    99. ჰიპოტონური დეჰიდრატაციის მიზეზი შეიძლება იყოს: 1.

    არაკორეგირებული შარდმდენი თერაპია; 2. ელექტროლიტების

    არასაკმარისი შეყვანა; 3. სითხის დანაკარგის შევსება არაელექტროლიტური

    ხსნარებით; 4. ადისონის დაავადება.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) ყველა ჩამოთვლილი

    100. ჰიპოტონური დეჰიდრატაციის დროს არ ვლინდება: 1. არტერიული

    წნევის დაცემა; 2. ტაქიკარდია; 3. ოლიგურია; 4. თვალის კაკლების

    დაჭიმულობა; 5. პლაზმის ოსმოლარობის დაქვეითება.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) ყველა ჭეშმარიტია

    101. ჰიპერტონული დეჰიდრატაციის მკურნალობისათვის რომელი საინფუზიო

    ხსნარების გამოყენებაა რეკომენდებული? 1. 5%-იანი გლუკოზის ხსნარი; 2.

    0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი; 3. 5%-იანი ფრუქტოზის

    ხსნარი; 4. რინგერ-ლაქტატის ხსნარი.

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) ყველა ჩამოთვლილი

    102. იზოტონური დეჰიდრატაციის კორეგირებისთვის ინიშნება: 1.

    იზოტონური ელექტროლიტური ხსნარები; 2. უპირატესად ელექტროლიტური

    ხსნარები; 3. ვოლემიური (მოცულობის შემავსებელი) ხსნარები; 4. 20%

    ალბუმინის ხსნარი.

    ა) 1. 2. 3, 4

    *ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

  • 103. იზოტონური ჰიპერჰიდრატაციისას სიმპტომად ვერ ჩაითვლება: 1.

    სხეულის შეშუპება; 2. ფილტვის შეშუპება; 3. პლაზმის ნორმალური

    ოსმოლარობა; 4. პლაზმის ოსმოლარობის მატება.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 2. 4

    გ) 1. 3

    *დ) 4

    ე) ყველა სწორია

    104. იზოტონური ჰიპერჰიდრატაციის დროს არამიზანშეწონილია: 1.

    ძირითადი დაავადების მკურნალობა; 2. ნატრიუმის და წყლის

    უარყოფითი ბალანსის შექმნა; 3. ცილოვანი დეფიციტის კომპენსაცია; 4.

    ოსმოდიურეზული და სალურეზული საშუალებების დანიშვნა; 5. შაქრიანი

    ხსნარების გამოყენება.

    ა) 1. 2.

    ბ) 3. 4

    *გ) 5

    დ) 2. 4. 5

    ე) 3

    105. ჰიპოტონური ჰიპერჰიდრატაციის მიზეზად ითვლება: 1.

    არაელექტროლიტური ხსნარების ჭარბი რაოდენობით შეყვანა; 2.

    ელექტროლიტური ხსნარების ჭარბი რაოდენობით შეყვანა; 3.

    ტრავმული შოკი; 4. პერორალურად სითხით დატვირთვა.

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 1

    გ) 2. 4

    დ) 3

    ე) ყველა ჩამოთვლილი

    106. წყლით მოწამვლის მნიშნელოვან სიმპტომად ითვლება: 1. სისუსტე,

    გონების დაბნელება, კომა; 2. ღებინება; 3. პოლიურია, გარდამავალი

    ოლიგო და შემდგომ ანურია; 4. ფილტვის შეშუპება.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) სწორია ყველა

    107. ჰიპოტონური ჰიპერჰიდრატაციის მკურნალობის ძირითადი პრინციპები

    ემყარება:1. ძირითადი დაავადების მკურნალობას, რომელიც იწვევს წყლის

    შეკავებას ორგანიზმში; 2. წყლის უარყოფითი ბალანსის შექმნას ორგანიზმში;

    3. ფორსირებულ დიურეზს მანიტოლის გამოყენებით; 4. სისხლის

    ულტრაფილტრაციას.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

  • დ) 4

    *ე) სწორია ყველა

    108. ჩამოთვლილი პასუხებიდან რომელია სავარაუდოდ სწორი

    პაციენტებისათვის, რომელებსაც აქვთ სისხლის PH 7,8: 1. მძიმე ღებინების

    შედეგად დეკომპენსირებული მეტაბოლური ალკალოზი; 2. გამოხატული

    ჰიპერვენტილაციის შედეგად დეკომპენსირებული სუნთქვითი ალკალოზი; 3.

    ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ჭარბი რაოდენობით შეყვანის შემდეგ

    განვითარებული დეკომპენსირებული მეტაბოლური ალკალოზი; 4. დიაბეტური

    კეტოაციდოზი.

    *ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) სწორია ყველა

    109. ფუძეების დეფიციტის მომატების საფუძველი არ შეიძლება იყოს: 1.

    მძიმე ღებინება; 2. ჰემორაგიული შოკი; 3. ჰიპოქსია; 4. სისხლში

    ჰიდროკარბონატის დონის შემცირება; 5. დიაბეტური კომა.

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 1.

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) სწორია ყველა

    110. ფუძეების სიჭარბის გაზრდა თავს იჩენს ძირითადად: 1. კუჭის

    შიგთავსის მუდმივი ევაკუაციის დროს; 2. პლაზმაში ქლორის შემცველობის

    შემცირებისას; 3. ფორსირებული დიურეზის დროს; 4. გლუკოზის

    იზოტონური ხსნარის ვენაში შეყვანისას.

    *ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) სწორია ყველა

    111. მეტაბოლური აციდოზის კომპენსაცია ხდება თირკმლის გზით შემდეგი

    ნივთიერებების ექსკრეციის დროს: 1. H+ იონების; 2. თავისუფალი

    მჟავების; 3. ამონიუმის მარილების; 4.HCO3--ის იონების.

    *ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) სწორია ყველა

    112. მოზრდილი, საშუალო წონის ადამიანისათვის კალიუმის მოხმარების

    დღე-ღამური დონე შეადგენს:

    ა) 30-40 მმოლ;

  • ბ) 10-30 მმოლ;

    *გ) 50-70 მმოლ;

    დ) 120-140 მმოლ;

    ე) 150-180 მმოლ.

    113. ნატრიუმის დღე-ღამური მოთხოვნილება მოზრდილი, საშუალო წონის

    ადამიანისათვის შეადგენს:

    ა) 170-200 მმოლ;

    ბ) 100-140 მმოლ;

    *გ) 70-100 მმოლ;

    დ) 20-40 მმოლ;

    ე) 50-60 მმოლ.

    114. კალიუმის დეფიციტის დროს რეკომენდებულია: 1. 1%-იანი KCl-ის

    ხსნარი; 2. 7,5%-იანი KCl-ის ხსნარი; 3. 10%-იანი KCl; 4. KCl 4%

    ხსნარი 20-40 მლ/სთ

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) სწორია ყველა

    115. კალიუმის ქლორიდის ვენაში შეყვანის ჩვენებად ითვლება: 1.

    ნებისმიერი წარმოშობის ოლიგურია ან ანურია; 2. ჰიპერკალიემია; 3. მძიმე

    მწვავე დეჰიდრატაცია; 4. დეკომპენსირებული მეტაბოლური ალკალოზი.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) სწორია ყველა

    116. შოკის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს დიურეზული საშუალებები

    გამოიყენება: 1. ყველა შემთხვევაში; 2. როდესაც სავარაუდოა პოსტრენული

    ანურია; 3. არ გამოიყენება; 4. როცა მოცირკულირე სისხლის მოცულობის,

    ცენტრალური ვენური წნევისა და არტერიული წნევის სტაბილიზაციის

    მიუხედავად არ აღსდგა სპონტანური დიურეზი.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    *დ) 4

    ე) სწორია ყველა

    117. რომელია ინფუზური საშუალებები, არ გამოიყინება ვოლემიის

    შესავსებად: 1. დექსტრანები; 2. ერითროციტული მასა; 3. პლაზმა; 4.

    იზოტონური ელექტროლიტური ხსნარები.

    *ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

  • გ) 2. 4

    დ) 4

    ე) სწორია ყველა

    118. ერითროციტული მასის გადასხმის შესაძლო გართულებები: 1.

    ალერგიული რეაქციები; 2. იმუნიტეტის დეპრესია; 3. ვირუსული

    ინფიცირების საშიშროება; 4. ჰიპოალბუმინემია.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    *ე) სწორია ყველა

    119. რომელ საინფუზიო ხსნარს აქვს შემადგენლობა, რომელიც უახლოვდება

    უჯრედგარეთა ნივთიერების შემადგენლობას:

    *ა) რინგერ-ლაქტატის ხსნარი;

    ბ) 5% გლუკოზის ხსნარი;

    გ) 0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი;

    დ) ვოლუვენი;

    ე) დექსტრან 40 000.

    120. გართულებებს, რომლებიც ვითარდება კუჭის წვენის დაკარგვის

    შედეგად, განეკუთვნება:

    ა) ჰიპერტონული დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი;

    *ბ) იზოტონური დეჰიდრატაცია, მეტაბოლური ალკალოზი;

    გ) იზოტონური დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი;

    დ) ჰიპოტონური დეჰიდრატაცია, მეტაბოლური ალკალოზი;

    121. კუჭის წვენის დაკარგვის დროს რაციონალური მკურნალობისათვის

    იყენებენ შემდეგ ხსნარებს: 1. ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი;

    2. ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 8,4%-იანი ხსნარი; 3. რინგერის ხსნარი;

    4. 5%-იანი გლუკოზა.

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) სწორია ყველა

    122. ჰიპერთერმიის დროს ვლინდება წყალ-მარილოვანი ბალანსის შემდეგი

    ცვლილებები:

    ა) ჰიპოტონური დეჰიდრატაცია;

    *ბ) ჰიპერტონული დეჰიდრატაცია;

    გ) იზოტონური დეჰიდრატაცია;

    დ) იზოტონური ჰიპერჰიდრატაცია;

    ე) ჰიპოტონური ჰიპერჰიდრატაცია.

  • 123. ჰიპოთერმია ხასიათდება მნიშვნელოვანი კოაგულაციური დარღვევებით.

    რომელი სისხლის შემადედებელი ფაქტორების აქტივობა შემცირდება

    ჰიპოთერმიისას? 1. VII ფაქტორი 2. VIII ფაქტორი 3. X ფაქტორი 4.

    V ფაქტორი 5. XII ფაქტორი

    ა) 1. 3. 5

    ბ) 2. 4.

    გ) 3. 5

    დ) 3

    *ე) ყველა ჩამოთვლილი

    124. პანკრეასის წვენის დაკარგვის დროს რეკომენდირებულია შემდეგი

    საინფუზიო ხსნარები: 1. კალიუმით მდიდარი საინფუზიო ხსნარები; 2.

    გლუკოზირებული ხსნარები; 3. საინფუზიო ხსნარები, რომლებიც შეიცავენ

    ელექტროლიტებს; 4. იზოტონური ხსნარი.

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 1. 3

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) სწორია ყველა

    125. გართულებებს გამოწვეულს ნაღვლის, დუოდენური წვენის, წვრილი

    ნაწლავის სეკრეტის დაკარგვით, ნაწლავური ფისტულებითა და ფაღარათით,

    მიეკუთვნება:

    ა) ჰიპერტონული დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი;

    *ბ) იზოტონური დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი;

    გ) იზოტონური დეჰიდრატაცია, მეტაბოლური ალკალოზი;

    დ) ჰიპერტონული დეჰიდრატაცია, მეტაბოლური ალკალოზი;

    ე) ჰიპოტონური დეჰიდრატაცია და მეტაბოლური აციდოზი.

    126. ნორმოთერმიის პირობებში მოზრდილი ადამიანის ორგანიზმისათვის

    ყოველდღიური წყლის მოხმარება შეადგენს:

    ა) 1 ლ/მ.კვ;

    *ბ) 1,5 ლ/მ.კვ;

    გ) 2 ლ/მ.კვ;

    დ) 2,5 ლ/მ.კვ

    ე) 3 ლ/მ.კვ

    127. აზოტის ბალანსი ეს არის:

    ა) აზოტის დღე-ღამური დანაკარგი;

    ბ) საკვებით დღე-ღამეში აზოტის მიღება;

    *გ) დღე-ღამეში მიღებასა და გაცემას შორის დამოკიდებულება;

    დ) სისხლში საერთო ცილის შემცველობა;

    ე) სისხლში შარდოვანას შემცველობა.

    128. მოზრდილ ჯანმრთელ ადამიანში აზოტის ბალანსი:

    ა) დადებითია;

    *ბ) ნეიტრალურია;

  • გ) უარყოფითია;

    დ) მკვეთრად დადებითია;

    ე) მკვეთრად უარყოფითია.

    129. აზოტის ბალანსი ბავშვებში:

    *ა) დადებითია;

    ბ) ნეიტრალურია;

    გ) უარყოფითია;

    დ) მკვეთრად დადებითია;

    ე) მკვეთრად უარყოფითია.

    130. აზოტის ბალანსი ორსულებში:

    ა) ნეიტრალურია;

    *ბ) დადებითია;

    გ) უარყოფითია;

    დ) დამოკიდებულია ნაყოფის წონაზე;

    ე) მკვეთრად უარყოფითია.

    131. აზოტის ბალანსი გამოჯანმრთელების პერიოდში:'

    ა) ნეიტრალურია;

    *ბ) დადებითია;

    გ) უარყოფითია;

    დ) განისაზღვრება საერთო ცილის შემცველობით სისხლში;

    ე) მკვეთრად უარყოფითია.

    132. თირკმელები შარდით გამოყოფენ მთელი აზოტის:

    ა) 20%;

    ბ) 40%;

    *გ) 60%;

    დ) 80%;

    ე) 100%.

    133. 1 გრამი აზოტი ექვივალენტურია:

    ა) 1,25 გრ ცილის;

    ბ) 2,25 გრ ცილის;

    *გ) 6,25 გრ ცილის;

    დ) 13,25 გრ ცილის;

    ე) 18,25 გრ ცილის.

    134. ამონომჟავების ასათვისებლად საჭიროა:

    ა) 60 კკალ 1 გრამ აზოტზე;

    ბ) 100 კკალ 1 გრამ აზოტზე;

    *გ) 180 კკალ 1 გრამ აზოტზე;

    დ) 220 კკალ 1 გრამ აზოტზე;

    ე) 300 კკალ 1 გრამ აზოტზე.

    135. ორგანიზმის დღე-ღამური მოთხოვნილება ცილებზე შეადგენს:

  • ა) 3 გ/კგ-ზე;

    ბ) 2.8 გ/კგ-ზე;

    *გ) 0,8 გ/კგ-ზე;

    დ) 4 გ/კგ-ზე;

    ე) 5 გ/კგ-ზე.

    136. ცხიმების ენერგეტიკული ღირებულება წარმოადგენს:

    ა) 15 კკალ/გრ;

    ბ) 20 კკალ/გრ;

    *გ) 9 კკალ/გრ;

    დ) 30 კკალ/გრ;

    ე) 25 კკალ/გრ.

    137. ნახშირწყლების ენერგეტიკული ღირებულებაა:

    ა) 15 კკალ/გრ-ზე;

    ბ) 20 კკალ/გრ-ზე;

    *გ) 4,1 კკალ/გრ-ზე;

    დ) 9 კკალ/გრ-ზე;

    ე) 18 კკალ/გრ-ზე.

    138. ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მატება წარმოადგენს მნიშვნელოვან

    დიაგნოსტიკურ ნიშანს: 1. მიოკარდიუმის ინფარქტის დროს; 2. კუნთების

    და თირკმლის დაზიანების დროს; 3. ჰეპატიტის დროს; 4.

    პოსტჰემორაგიული ანემიის დროს; 5. ჰემოლიზის დროს.

    ა) 1. 2. 3

    ბ) 4. 5

    გ) 2. 4

    *დ) 3.

    ე) ყველა შემთხვევაში

    139. ასტ/ალტ თანაფარდობა მნიშვნელოვნად მატულობს: 1. მიოკარდიუმის

    ინფარქტის დროს; 2. ჰემოლიზის დროს; 3. თირკმლის მწვავე უკმარისობის

    დროს; 4. ტვინის დაზიანების დროს;

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 1.

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) არც ერთის დროს.

    140. ასტ/ალტ თანაფარდობა მნიშვნელოვნად მცირდება: 1. ნებისმიერი

    ეტიოლოგიის გულის დაავადებების დროს; 2. ინფარქტების დროს; 3.

    ნებისმიერი ეტიოლოგიის ჰეპატიტების დროს; 4. ჰემოლიზის დროს; 5.

    პოსტჰემორაგიული ანემიის დროს.

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 3

    გ) 2. 4

    დ) 4

  • ე) არც ერთის დროს.

    141. კრეატინფოსფოკინაზას მატებას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს:

    ა) ეთერით ზოგადი ანესთეზიის დროს;

    *ბ) ავთვისებიანი ჰიპერთერმიის დროს;

    გ) ფიზიკური დატვირთვისას;

    დ) ბარბიტურატებით ზოგადი ანესთეზიის დროს;

    ე) თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს;

    142. ამილაზას (დიასტაზას) მატებას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს:

    1.პანკრეატიტის დროს; 2. ტოტალური პანკრეონეკროზის დროს; 3.

    სანერწყვე ჯირკვლების დაავადების დროს; 4. პერიტონიტის დროს; 5.

    ოპიოიდური ჯგუფის პრეპარატების მიღების დროს.

    ა) 1. 2. 3

    *ბ) 1.

    გ) 2. 4

    დ) 4

    ე) ყველა შემთხვევაში

    143. სისხლის შედედების დრო ლი და უაიტის მიხედვით შეადგენს:

    ა) 15-20 წთ;

    ბ) 2-3 წთ;

    *გ) 5-10 წთ;

    დ) 2-5 წთ;

    ე) 12-15 წთ.

    144. სისხლის შედედების დრო მატულობს: 1. ჰიპოკოაგულაციისას; 2.

    ჰიპერკოაგულაციისას; 3. სისხლში ფიბრინოგენის მატების შემთ