rama.moh.gov.gerama.moh.gov.ge/res/docs/fsiqiatria.docx · web viewზოგადი...

528
ზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზ 1. ააააააააა აააააააა აააააააააა ააააა ააააააააააა, ააააა: ა ) აააააააა აააააააააააა; *ა) აააააააააა ააააააააა; ა ) ააააააააა ააააააააააააა; ა ) აააააააა ააააააააააააა. 2. აააააააა აააააააააა აააააააა ააააააააა აააააააა აააააააააა ააააა ააააააააააა, ააააა: ა ) აააააა-ააააააააააა აააააააააააა; ა) ააააააააააააა, აააააა აააააა აა ააააააააააააა; *ა ) ააააააააააა აააააააააა; ა ) აააააააა ააააააააა, აააააააააააა ააააა-ააააააააა აააააააა. 3. აააა-აააააა ააააააა აააააააა ააააააააა აააააააა აააააააააა ააააა ააააააააააა, ააააა: *ა ) აააააააააა; ა) ააააა აააააააააა აა ააააააააააა აააააააააააა; ა ) აააააააა აააააააააა; ა ) ააააააააააააააა ააააააააა. 4. ააა-აა ააააააააააააააა ააააააააააა აააა ააააააააა აააააააა აააააააააა ააააა ააააააააააა, ააააა:

Upload: others

Post on 25-Dec-2019

2 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

ზოგადი ფსიქოპათოლოგია

1. ასთენიური სინდრომი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) აფექტური ლაბილურობისა;

*ბ) ფიქსაციური ამნეზიისა;

გ ) ფსიქიკური განლევადობისა;

დ ) ფიზიკური განლევადობისა.

2. სომატური დაავადების შემდგომი ასთენიური სინდრომი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) სომატო-ვეგეტატიური დარღვევებისა;

ბ) ჰიპერესთეზიის, აწეული დაღლის და განლევადობისა;

*გ ) ცნობიერების აშლილობისა;

დ ) აფექტური ლაბილობის, დაქვეითებული გუნებ-განწყობის სიჭარბით.

3. ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი ასთენიური სინდრომი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა ) მენტიზმისა;

ბ) თავის ტკივილების და ვეგეტატიური დარღვევებისა;

გ ) აფექტური ლაბილობისა;

დ ) გამღიზიანებლური სისუსტისა.

4. ცნს-ის ათეროსკლეროზული ცვლილებების დროს ასთენიური სინდრომი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) დაქვეითებული გუნებ-განწყობის თვალცრემლიანობით და ეიფორიის მონაცვლეობისა;

*ბ) ცნობიერების აშლილობისა;

გ ) ხანგრძლივი დასვენების შემდეგ შრომისუნარის აღდგენისა;

დ ) ხანგრძლივი გონებრივი და ფიზიკური შრომის მიმართ უნარის დაკარგვისა;

ე ) მკვეთრად გამოხატული დაღლილობისა.

5. კლასიკური დეპრესიული ტრიადა ხასიათდება:

ა ) იდეატორული შეკავებით;

ბ ) მოძრაობითი შეკავებით;

გ ) ემოციური შეკავებით;

დ ) არც ერთი ჩამოთვლილიდან;

*ე) ყველა ჩამოთვლილით.

6. დეპრესიული ტრიადისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) იდეატორული შეკავებისა;

*ბ) მელანქოლური რაპტუსისა;

გ ) მოძრაობითი შეკავებისა;

დ ) დარდის აფექტისა.

7. დეპრესიული მოძრაობითი შეკავების ნიშნებს ეკუთვნის ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) მიმიკის სიღარიბისა და მოძრაობათა შენელებისა;

ბ) დეპრესიული სტუპორის გამოვლინებისა;

გ ) კუნთოვანი სისუსტის შეგრძნებისა;

*დ ) აწეული მგრძნობელობისა.

8. დეპრესიის სომატურ ნიშნებს მიეკუთვნება:

ა ) გახდომა;

ბ) ყაბზობა

გ ) დისმენორეა;

*დ ) ყველა ჩამოთვლილიდან;

ე ) არც ერთი ჩამოთვლილიდან.

9. მანიაკალური ტრიადა ხასიათდება:

ა) მოძრაობითი აგზნებით;

ბ ) ასოციაციების აჩქარებით;

გ ) აწეული გუნებ-განწყობით;

დ ) არც ერთი ჩამოთვლილით.

*ე) ყველა ჩამოთვლილით;

10. მანიაკალური იდეატორული აგზნება შეიძლება გამოიხატოს ყველა ჩამოთვლილი ნიშნებით, გარდა:

ა ) იდეატორული აბნევისა;

ბ ) გაფანტულობისა იდეათა ხტომით;

*გ ) კონფაბულაციისა;

დ) ასოციაციების აჩქარების და ჰიპერმნეზიისა.

11. ჰიპომანიური მდგომარეობის ნიშნებია:

ა ) ძილის დარღვევა;

ბ ) აწეული გუნებ-განწყობა;

დ ) აწეული აქტიურობა;

დ ) არც ერთი ჩამოთვლილიდან;

*ე) ყველა ჩამოთვლილიდან.

12. ობსესიური სინდრომი ხასიათდება:

ა ) გრძნობების, აზრების, მოგონებების, ლტოლვების, მოძრაობითი აქტების სურვილის გარეშე წარმოქმნით;

ბ ) უსუსურობით, მათი გადალახვისათვის ბრძოლაში;

გ ) ავადმყოფურობის განცდით, კრიტიკული დამოკიდებულებით მათ მიმართ;

*დ) ყველა ჩამოთვლილით;

ე ) არც ერთი ჩამოთვლილით.

13. აბსტრაქტულ, განყენებულ აკვიატებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

*ა ) ანტიპათიის აკვიატებული გრძნობისა;

ბ ) დავიწყებულ სახელთა, ტერმინთა მეხსიერებაში აკვიატებული კვლავწარმოქმნისა;

გ) სხვადასხვა სიტყვების ცალკეულ მარცვლებად აკვიატებული დანაწილებისა;

დ ) აკვიატებული თვლისა.

14. აკვიატებული ეჭვიანობა ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა) ავადმყოფის დამშვიდებისა მრავალჯერადი შემოწმებით;

ბ ) დაურწმუნებლობისა ჩადენილ ქცევათა სისწორესა და დამთავრებულობაში;

გ ) გადამოწმებისადმი სწრაფვისა;

დ ) შესრულების სისწორესა და სიზუსტეში დაურწმუნებლობისა.

15. დეპერსონალიზაციის სინდრომი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) თვითცნობიერების მთლიანობის დარღვევისა;

ბ ) საკუთარი სხეულის ცვლილებებთან დაკავშირებული, ხატოვნად წარმოდგენილი განცდებისა;

გ ) საკუთარი მე-ს შეცვლის, დაკარგვის ან გაორების გრძნობისა;

*დ) ცნობიერების დაკარგვისა.

16. მძიმე შემთხვევებში დეპერსონალიზაცია ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა) გარემოს არარეალობის განცდისა;

ბ) როგორც გარე ზემოქმედებით ხელოვნურად შექმნილის აღქმისა;

გ ) წარმოდგენების, მოგონებების, აზრების, განცდების გაუცხოებისა;

დ ) მოძრაობების, ქცევების გაუცხოებისა.

17. დერეალიზაცია ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) სინამდვილის რეალურობის გრძნობის დაკარგვისა;

ბ ) გარემოს არამკაფიოდ აღქმისა;

*გ) მოძრაობებისა და ქცევების გაუცხოებისა;

დ ) გარემოს არარეალურობის განცდისა.

18. სენესტოპათიები ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა) საკუთარი სხეულის ფორმისა და ზომის დამახინჯებული აღქმისა;

ბ ) სხვადასხვა ძალზე შემაწუხებელი და მტანჯველი შეგრძნებებისა სხეულის სხვადასხვა ნაწილში;

გ ) იპოქონდრიულ დარღვევებთან თანაარსებობისა და სომატური მეთოდებით დადგენილი მიზეზების არარსებობისა;

დ ) შეგრძნებების არაჩვეულებრივობის, უცნაურობისა;

19. იპოქონდრიული სინდრომი ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) სხვადასხვაგვარი ძალზე შემაწუხებელი და მტანჯველი შეგრძნებებისა;

*ბ) არარსებულ დაავადებაში ბოდვითი დარწმუნებისა;

გ ) დათრგუნული გუნებ-განწყობისა, გამოწვეული სენესტოპათიებით და აზრებით - განუკურნებელი დაავადების შესახებ;

დ ) დაავადების არსებობაში დარწმუნებისა;

ე ) საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ გაზვიდებული ყურადღებისა.

20. პარანოიალური იპოქონდრიის თავისებურებას წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) რაიმე დაავადებაში მყარი დარწმუნების და გადარწმუნების მცდელობისას კვერულანტული აქტივობის გამოვლენისა.

ბ ) გამოკვლევების დაჟინებული მოთხოვნისა;

გ ) დაავადების დამამტკიცებელი სისტემის არსებობისა.

*დ) მტკიცებისა, რომ დაავადება განვითარდა ჰიპნოზის ზემოქმედების შედეგად.

21. ფსიქოგენური გულყრა ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა ) გულყრისა - ტონური და კლონური ფაზით;

ბ ) ფსიქოგენური განპირობების და გაძლიერება/გახანგძლივებისა - ხალხის თავმოყრის დროს.

გ ) ცნობიერების თანმხლები აშლისა;

დ ) სხვადასხვაგვარი რთული, გამომხატველი მოძრაობებისა.

22. ფსიქოგენური მოტორული დარღვევები ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) ბლეფაროსპაზმის, აფონიის და მუტიზმისა.

*ბ) ფსიქოგენური სიბრმავისა;

გ ) სხვადასხვა ჰიპერკინეზების და ტიკებისა;

დ ) ასტაზია-აბაზიის, ფუნქციური პარეზებისა და დამბლებისა;

23. ფსიქოგენური (დისოციაციური) სენსორული და მგძნობელობის დარღვევები ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა) მხედველობის ველის კონცენტრაციული შევიწროვებისა;

ბ ) სხეულის უბნების ჰიპესტეზიის და ანესთეზიის;

გ ) სმენის დაკარგვისა;

დ ) ფსიქოგენური სიბრმავისა;

*ე ) დარღვევათა “გაკეთებულობის” ხასიათისა.

24. ფსიქოგენური ბინდისებური ცნობიერება ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) არამყარი ბოდვისმაგვარი იდეების წარმოქმნის შესაძლებლობისა;

ბ ) ფსიქომატრავმირებელი სიტუაციის ჟღერადობისა;

*გ ) შეცვლილი ცნობიერების მთელი პერიოდის გახსენებისა;

დ ) ცნობიერების დარღვევისა მკვეთრი ჰალუცინაციების მოზღვავებით.

25. ზეღირებულოვანი იდეების სინდრომი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა) მთლიანად მცდარი, არაკორეგირებადი მსჯელობებისა;

ბ ) გამოხატული აფექტური დაძაბულობისა და გარკვეული პირობებისა და დროის შემდეგ მათი გაფერმკრთალების და გაქრობისა;

გ ) ავადმყოფთა ცნობიერებაში ამ მსჯელობათა დომინირებული ადგილის დაკავებისა;

დ ) რეალურ გარემოებათა, ნამდვილი ფაქტების საფუძველზე აღმოცენებული მსჯელობებისა.

26. ბოდვითი იდეები ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) რეალობასთან აშკარა შეუსაბამობის მიუხედავად, შესწორების შეუძლებლობისა;

ბ ) ცნობიერების მთლიანად დაუფლებისა;

*გ ) დარწმუნების გზით გადაჯერებისა;

დ) სინამდვილის ასახვის გამრუდებისა.

27. ბოდვითი განწყობა ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) მოსალოდნელი კატასტროფის დაძაბული წინათგრძნობისა;

ბ ) გარემოს მიერ სხვა აზრის შეძენისა;

*გ) ამ მდგომარეობის წარმოქმნისა ბოდვის „კრისტალიზაციის“ შემდეგ;

დ ) აუხსნელი, მტანჯველი მოუსვენრობისა.

28. ინტერპრეტაციული ბოდვა (ახსნა-განმარტების ბოდვა) ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა) გარე სამყაროს გრძნობადი შეცნობის დარღვევისა;

ბ ) მამტკიცებელი ფაქტების ცალმხრივი ახსნისა, ყველა საწინააღმდეგო ფაქტის იგნორირებით;

გ ) მუდმივი შინაგანი მუშაობისა ბოდვის შინაარსზე;

დ ) ბოდვის სისტემის აგებისა სუბიექტური ლოგიკის საფუძველზე.

29. გრძნობადი ბოდვა ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა) მცდარი მსჯელობის გარემოებათა ჯაჭვით თანმიმდევრული გამაგრებისა;

ბ ) ბოდვითი წარმოდგენების ფრაგმენტულობის, გაურკვევლობის, არათანმიმდევრულობისა;

გ ) წარმოსახვების, ფანტაზიების, ზმანებების სიჭარბისა;

დ ) მტკიცებების, დასაბუთების თანმიმდევრული სისტემის არარსებობისა.

30. მწვავე ფანტასტიკური ბოდვის თავისებურებას არ წარმოადგენს:

ა ) შიშის, ექსტაზის და პათეტიკის მონაცვლეობა;

*ბ) მხედველობის ველის კონცენტრაციული შევიწროვება;

გ ) ანტაგონისტური, ინსცენირების, ინტერმეტამორფოზის ბოდვა;

დ) განცდათა გრანდიოზულობა, მეგალომანიურობა.

31. აფექტური ბოდვისთვის დამახასიათებელი არ არის:

ა ) შინაარსის შედარებითი ლოგიკური თანმიმდევრულობა და ემოციურ დარღვევებთან ერთად წარმოქმნა.

ბ ) ფსიქიკური ქმედების შედარებით არაღრმა დარღვევები;

გ ) პიროვნული შეუქცევადი ცვლილებების არარსებობა;

*დ) ჰიპერესთეზია და ასთენიზაცია.

32. ინსცენირების ბოდვას ახასიათებს შემდეგი:

*ა) ყველა ჩამოთვლილი;

ბ ) ახლობლების სახით ვლინდებიან უცნობები, უცნობებში კი ახლობლებს შეიცნობენ;

გ ) გარშემო ყველაფერი იცვლება, გადაადგილდება, იცვლება ირგვლივმყოფთა სახეები;

დ ) გარშემო ყველაფერი სპეციალურად ხდება; სპექტაკლის გათამაშება მიმდინარეობს;

33. ჰალუცინაციისათვის დამახასიათებელი არ არის:

ა ) გარემოში პროეცირებული უნებურად წარმოქმნილი წარმოდგენები;

ბ ) პროეცირების ხასიათით არ განირჩევა რეალური ობიექტებიდან;

*გ) ფიზიკური და ფსიქიკური განლევადობა;

დ) რეალური ობიექტის გარეშე წარმოქმნა და არარსებულის აღქმა.

34. ჰალუცინაციებისათვის დამახასიათებელია:

ა) წარმოდგენების უნებური წარმოქმნა და მათი პროეცირება სხეულის ხატის გარეთ;

ბ) მკაფიობა, რეალური საგნებისაგან განურჩევლობა;

გ) არც ერთი ჩამოთვლილი;

*დ) ყველა ჩამოთვლილი.

35. მხედველობითი ჰალუცინაციები შეიძლება იყოს:

*ა) ყველა ჩამოთვლილი;

ბ ) უძრავი ან მოძრავი;

გ ) უფერული ან ფერადი; უფორმო ან არამკაფიო ფორმის;

დ) ნატურალური, დაპატარავებული ან გადიდებული ზომის.

36. სმენითი ჰალუცინაციები იყოფა:

*ა) ყველა ჩამოთვლილის მიხედვით;

ბ ) ხანგრძლივობის (უწყვეტი და ეპიზოდური) მიხედვით;

გ ) შინაარსის (განურჩეველი, მუქარის, იმპერატიული და სხვა) მიხედვით;

დ ) სირთულის (ელემენტარული -აკოაზმები და უფრო რთული) მიხედვით.

37. ტაქტილური ჰალუცინაციების დროს წარმოიშვება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილიდან;

*ბ) ყველა ჩამოთვლილი;

გ ) უცხო სხეულების გაჩენის შეგრძნება კანქვეშ;

დ ) უცხო სხეულების გაჩენის შეგრძნება სხეულის ზედაპირზე;

ე ) მწერების ცოცვის შეგრძნება სხეულზე (ფორმიკაცია).

38. ვისცერალური ჰალუცინაციებისათვის დამახასიათებელი არ არის:

ა ) ცოცხალ არსებების შეგრძნება სხეულში;

ბ ) უცხო სხეულების არსებობის შეგრძნება სხეულის შიგნით;

*გ) გაფანტულობა იდეათა ხტომით;

დ) საკუთარი შეგრძნებების ზუსტი აღწერის შესაძლებლობა.

39. ჰიპნაგოგიური ჰალუცინაციები ვლინდება შემდეგი სახით:

ა ) უნებურად წარმოქმნილი ძილის წინ;

ბ ) წარმოქმნილი მხედველობის მუქ ველზე;

გ ) წარმოქმნილი დახურული თვალებით;

*დ) ყველა ჩამოთვლილი.

40. აფექტური ილუზიები ხასიათდებa:

*ა) ყველა ჩამოთვლილით;

ბ ) საღამოს საათებში გაძლიერებით;

გ ) უფრო ხშირად შიშის, განგაშის დროს წარმოქმნით;

დ ) პათოლოგიურად შეცვლილი აფექტის დროს წარმოქმნით;

ე ) დამახინჯებული აღქმით, დაკავშირებული არაჩვეულებრივ ემოციურ მდგომარეობასთან.

41. პედუნკულარული ჰალუცინოზი ხასიათდება:

ა) უფრო ხშირად შუამდებარე ტვინის ფეხების დაზიანებისას წარმოშობით;

ბ ) მოძრავი მიკროსკოპული მხედველობითი ჰალუცინაციებით;

გ ) უფრო ხშირად საღამოს დროს წარმოქმნით და შიშის შემაწუხებელი შეგრძნებების არარსებობით;

*დ ) ყველა ჩამოთვლილით.

42. ფსევდოჰალუცინაციებისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

ა ) გაკეთებულობის ხასიათისა და ორგანიზმის შიგნით ინტერპროექციისა;

ბ ) უსიცოცხლობის, უსხეულობის შეგრძნებისა;

*გ) ცნობიერების დარღვევის ნიშნებისა;

დ ) არაკონკრეტულობის, არარეალურობისა.

43. ვერბალური ილუზიები ხასიათდება:

ა ) ირგვლივმყოფების რეალური საუბრის შინაარსის შემცდარი აღქმით;

ბ) ნეიტრალურ საუბარში დანაშაულის, ლანძღვის, მუქარის აღქმით;

გ ) უფრო ხშირად შფოთვის, ეჭვიანობის, შიშის ფონზე წარმოქმნით;

დ ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ე ) ყველა ჩამოთვლილით.

44. ფუნქციური ჰალუცინაციები ხასიათდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) რეალური, გარე გამღიზიანებლის არსებობისას წარმოქმნით;

დ ) გარე გამღიზიანებელთან თანაარსებობით, მასთან შერწყმის გარეშე;

ე ) გამღიზიანებლის მოქმედების შეწყვეტისას გაქრობით.

45. ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომი ხასიათდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით,

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) დევნის და ზემოქმედების ბოდვის შერწყმით;

დ ) ფსიქიკური ავტომატიზმებით და ჰალუცინაციებით;

ე ) სხვადასხვა შინაარსით (ჯადოს, ჰიპნოზიდან დაწყებული დევნის თანამედროვე მეთოდებამდე).

46. იდეატორული (ასოციაციური) ავტომატიზმები ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) მოჩვენებითი ზემოქმედებისა აზროვნების პროცესებსა და ფსიქიკური მოქმედების სხვა ფორმებზე;

ბ ) გუნებ-განწყობის, გრძნობების გაკეთებულობისა;

*გ) თანმხლები ცნობიერების აშლისა;

დ ) აზრთა წართმევის, მენტიზმის, გახსნილობის ფენომენის, აზრთა გახმოვანებისა.

47. კინესთეზიური (მოტორული) ავტომატიზმები ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) დარწმუნებისა, რომ მოქმედებებს წარმართავენ, ამოძრავებენ;

*ბ ) აზრთა წართმევის, მოგონებათა გახსნისა;

გ) უმოძრაობის, გაშეშების შეგრძნებისა;

დ ) მეტყველებით-მოძრაობითი ავტომატიზმებისა.

48. ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომს თან სდევს:

*ა) ყველა ჩამოთვლილი;

ბ ) შიშის, განგაშის, დაბნეულობის აფექტი;

გ ) ფსიქიკური ავტომატიზმების ყველა ფორმა;

დ ) ბოდვითი აშლილობების სისტემატიზაციის ტენდენცია.

49. ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომი ხასიათდება:

ა ) ბოდვითი აშლილობების სისტემატიზაციის ტენდენციით;

ბ) განვითარების მწვერვალზე ბოდვითი დეპერსონალიზაციის ხშირი გამოვლინებებით;

გ ) დაბნეულობის მკაფიო აფექტის არარსებობით;

დ ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ე ) ყველა ჩამოთვლილით.

50. ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომის ჰალუცინაციური ვარიანტი არ ხასიათდება:

* ა) თეატრალური პოზებით და დეკლამაციით;

ბ ) ჰალუცინაციების სიჭარბით;

გ ) ფსიქიკური ავტომატიზმების მნიშვნელოვანი ხვედრითი წონით;

დ ) დევნისა და ზემოქმედების ბოდვის უმნიშვნელო ხვედრითი წონით.

51. ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომის ბოდვითი ვარიანტი ხასიათდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) ფსევდოჰალუცინაციების შედარებით სუსტი გამოხატვით;

დ ) ფსიქიკური ავტომატიზმების დიდი ხვედრითი წონით;

ე ) დევნის და ზემოქმედების ბოდვითი იდეების უპირატესობით.

52. პარაფრენიული სინდრომი ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) ანტაგონისტური ბოდვისა;

ბ ) ბოდვის ახალი ფაქტებით გამდიდრების; მიდრეკილებისა; გაფართოებისაკენ;

გ ) თვალნათლობისა, მტკიცებების შეუვალობისა;

*დ) გამონათქვამების სინამდვილესთან სიახლოვისა;

ე ) განდიდების, დევნის, ზემოქმედების ფანტასტიკური ბოდვის, ფსიქიკური ავტომატიზმების და აფექტის ცვლილებების შერწყმისა.

53. პარაფრენიიული სინდრომის ჰალუცინაციური ვარიანტი ხასიათდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილიდან;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) ჰალუცინაციების და ბოდვის ფანტასტიკური ხასიათის უპირატესობით;

დ ) ჰალუცინაციების უპირატესობით ბოდვით იდეებთან შედარებით;

ე ) ვერბალური ჰალუცინაციების მოზღვავებით.

54. კატატონიური სტუპორი ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) მეტყველების აკრძალვის, ნეგატივიზმისა;

ბ ) ერთიდაიგივე პოზის ხანგრძლივად შენარჩუნებისა;

გ ) კუნთთა ტონუსის აწევისა;

*დ) გამოხატული დეპრესიული აფექტისა;

ე ) უმოძრაო, გაყინული, ამიმიური სახისა.

55. სტუპორი ცვლისებური მოქნილობით (კატალეფსიით) ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) ნებისმიერი, მათ შორის, უცნაური - პოზის ხანგრძლივი შენარჩუნებისა;

ბ ) კუნთთა ტონუსის თანდათანობითი ზრდისა;

*გ) პაციენტის ხშირი მოულოდნელი ვარდნისა, რასაც კუნთების ტონუსის დაქვეითება იწვევს.

დ ) უმოძრაობისა და ხმამაღალ საუბარზე რეაგირების არქონისა.

56. სტუპორი გაშეშებით ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) „ხორთუმის სიმპტომის“ გაჩენისა;

ბ ) ემბრიონულ პოზაში ყოფნისა;

*გ) ფსიქომოტორული აჟიტაციისა;

დ ) ერთი და იგივე პოზის შენარჩუნებისა კუნთთა ტონუსის მომატების გამო.

57. რაპტუსი ვლინდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილიდან;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) იმით, რომ ადგილს ვერ პოულობენ, ყვირიან, თავს იზიანებენ;

დ ) აგზნებებში, რომელიც უცაბედად წყდება შეკავებით;

ე ) მოძრაობითი აგზნების ყველაზე გამოხატულ ფორმაში.

58. დეპრესიის დროს აგზნება ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა) ავტომატური მორჩილებისა;

ბ ) იმისა, რომ ავადმყოფები კვნესიან, ქვითინებენ, ცდილობენ თვითდაზიანებას;

გ ) მტანჯველი, აუტანელი დარდისა და გამოუვალი სასოწარკვეთისა;

დ ) მოძრაობითი აგზნებისა.

59. შფოთვის დროს აგზნება ვლინდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილიდან;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) სხვადასხვაგვარად გამოხატული აჟიტაციით;

დ ) შფოთვით, შიშით;

ე ) საერთო მოძრაობითი მოუსვენრობით.

60. იმპულსიური აგზნება ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) მეტყველებაში სტერეოტიპების სიჭარბისა (ექოლალია, ვერბიგერაცია);

ბ ) ხანმოკლე სტუპორული მდგომარეობებით შეწყვეტისა;

გ ) აგრესიის, გამძვინვარებისა და ქცევათა მოულოდნელობისა;

*დ) პოზათა თეატრალურობისა.

61. ჰებეფრენიის დროს აგზნება ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) უადგილო, უკბილო ხუმრობებისა;

ბ ) მოულოდნელი და აშკარად ჯამბაზური, „სულელური“ ქცევებისა;

გ ) უგუნური, უაზრო ხარხარისა;

*დ) პაციენტის ხშირი მოულოდნელი ვარდნისა, კუნთების ტონუსის დაქვეითების გამო.

62. იმპულსური მოქმედებები ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) არამოტივირებული და უაზრო მოქმედებისა;

ბ ) უცაბედი და მიზანსწრაფული დაწყებისა;

გ ) ფსიქიკური მოქმედების ღრმა დარღვევების დროს წარმოქმნისა;

დ ) ცნობიერების კონტროლის გარეშე მოქმედებების ჩადენისა;

*ე) სხვათა ზემოქმედებით გაკეთებულობის ხასიათისა.

63. იმპულსური ლტოლვები ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა ) უაზრო მოძრაობითი აგზნებებისა;

ბ ) ყველა საწინააღმდეგო აზრის, წარმოდგენის, სურვილების დათრგუნვისა;

გ ) ლტოლვებისა, რომლებიც დროდადრო მწვავედ წარმოიქმნება და იმორჩილებს ავადმყოფთა ქცევას;

დ) მათი ამოწურვის შემდეგ ლტოლვათა შესახებ არასრული, არათანმიმდევრული მოგონებებისა.

64. ონეროიდული კატატონია ვლინდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) ცნობიერების ონეროიდული შეცვლით;

დ ) სტუპორით ცვლისებური მოქნილობით;

ე ) ექსტატიური, იმპულსური, ჰებეფრენიული აგზნებით.

65. ლუციდური კატატონია მიმდინარეობს:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) ცნობიერების შეცვლის გარეშე;

დ ) როგორც წესი, სტუპორით ნეგატივიზმითა და გაშეშებით;

ე ) კატატონიური მდგომარეობით.

66. ცნობიერების აშლის სინდრომები ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა) „გაკეთებულობის“ გრძნობისა;

ბ ) აზროვნების დარღვევის, სრული ან ნაწილობრივი ამნეზიისა;

გ ) დროში, ადგილში და გარემოში, ზოგჯერ საკუთარ თავში - დეზორიენტირებისა;

დ ) გარემოსაგან მოწყვეტის, გარემოში მომხდარის აღქმის გაძნელების ან სრული შეუძლებლობისა;

ე ) რეალური სამყაროს, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი კავშირების ასახვის დარღვევისა.

67. დელირიუმი ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) ვერბალური ჰალუცინაციების, მწვავე გრძნობადი ბოდვის, აფექტური აშლილობების შესაძლებლობისა.

ბ ) მძაფრად გამოხატული მოძრაობითი აგზნებისა და ცნობიერების შეცვლისა;

გ ) პარეიდოლიების და სცენისმაგვარი მხედველობითი ჰალუცინაციების მოზღვავებისა;

*დ ) კატატონიური ჩართვებისა.

68. მუსიტიური (მობუტბუტე) დელირიუმი ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) კარფოლოგიის (თეთრეულის უმიზნო, ნახევრადგაცნობიერებული წიწკვნა) გამოვლენისა;

ბ ) ქაოტური, უწესრიგო აგზნებისა ლოგინის ფარგლებში;

გ ) გაუგებარი, დაუკავშირებელი ბუტბუტისა;

*დ ) პროფესიული მოძრაობებისა;

69. პროფესიული დელირიუმი ვლინდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილიდან;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) ღრმა დეზორიენტირებით გარემოში და ურეაქციობით გარემოზე;

დ ) აგზნებით, ავტომატიზირებული მოძრაობითი აქტების სახით;

ე ) ცნობიერების უფრო ღრმა აშლით, ვიდრე ჩვეულებრივი დელირიუმისას.

70. გაბრუება ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) ცნობიერების აშლისა, ნათელი ცნობიერების გაქრობით;

ბ ) აზროვნების გაძნელების, შენელების, სიტუაციის მთლიანობაში აღქმის გაძნელებისა ელემენტარული მოვლენების სწორად აღქმის დროს;

გ ) ნაკლები მოძრაობისა, ასპონტანურობის და ყველა გარე გამღიზიანებელზე გაღიზიანების ზღურბლის აწევისა;

*დ) გამოხატული ჰალუცინაციური და ბოდვითი ჩართვებისა.

71. ცნობიერების აშლის სტადიებია:

*ა) ყველა ჩამოთვლილი;

ბ ) კომა;

გ ) სოპორი;

დ ) სომნოლენცია;

ე ) ობნუბილაცია.

72. ობნუბილაცია ვლინდება:

*ა) ყველა ჩამოთვლილით;

ბ ) ცნობიერების დაბინდვით, ცნობიერების პირბადით;

გ ) რეაქციების, პირველ რიგში - მეტყველების, შენელებით;

დ ) ერთი წუთიდან უფრო ხანგრძლივ დრომდე მიმდინარეობით.

73. სომნოლენცია ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) ძილ-ღვიძილის მდგომარეობისა;

ბ ) მარტივ შეკითხვებზე სწორი პასუხებისა;

*გ) კონფაბულაციებისა;

დ ) სპონტანური მეტყველების არარსებობისა;

ე )გარე გამღიზიანებლებით სიმპტომატიკის რამდენიმე ხნით შესუსტების შესაძლებლობისა.

74. სოპორი ვლინდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) ძლიერი გამღიზიანებლებით მხოლოდ სტერეოტიპული, არადიფერენცირებული დაცვითი რეაქციების გამოწვევით;

დ ) ავადმყოფთა უმოძრაობით (დახურული თვალებით და ამიმიით);

ე ) პათოლოგიური ძილით.

75. ონეიროიდის განვითარების დასაწყისი შეიძლება გამოვლინდეს:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) ძილის დარღვევით, თავის ტკივილებით, უსიამოვნო შეგრძნებებით გულის არეში;

დ ) დაქვეითებული, ჭირვეულობის ელფერით, აფექტის სიჭარბით, უმოტივო შფოთვით ან აწეული გუნებ-განწყობით;

ე ) აფექტის ლაბილურობით.

76. ცნობიერების ბინდისებური აშლა ვლინდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) ხანდახან გარემოს ეპიზოდური და არასწორი ასახვით, ჩვეული ავტომატიზირებული მოქმედებების შენარჩუნებით;

დ ) გარემოსაგან სრული მოწყვეტით;

ე ) ნათელი ცნობიერების უცაბედი, ხშირად ხანმოკლე დაკარგვით.

77. ბინდისებური ცნობიერების პროდუქტიულ სიმპტომატიკას წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

*ა) ადგილში და დროში ორიენტაციის შენარჩუნებისა;

ბ ) ცნობიერების აშლის პერიოდში ჩადენილი მოქმედებების მიმართ გაუცხოვებისა;

გ ) გამოსვლის შემდეგ - ნაწილობრივი, რეტარდირებული ან სრული ამნეზიისა;

დ ) ხანგრძლივობისა რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე;

78. პაროქსიზმების პროდრომი, რომლებიც წარმოიშვებიან რამოდენიმე წამით (წუთით, საათით, დღეებით) ადრე ხასიათდება არასპეციფიკური აშლილობებით:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) სენესთოპათიური;

დ ) აფექტური;

ე ) ასთენიური.

79. დიდი გულყრის განვითარებისას არჩევენ:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილიდან;

*ბ) ყველა ჩამოთვლილი;

გ ) ცნობიერების აშლის ფაზას (გაბრუება ან ბინდისებური ცნობიერება);

დ ) კლონურ ფაზას;

ე ) ტონურ ფაზას.

80. კონვულსიური ეპილეფსიური სტატუსი ხასიათდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით;

*ბ) ყველა ჩამოთვლილით;

გ ) შეცვლილი ცნობიერებით (გაბრუება, სოპორი ან კომა);

დ ) რითმული ტონურ-კლონური აქტივობით;

ე ) იშვიათად, უწყვეტი ტონური სერიული გულყრით.

81. არაეპილეფსიური გულყრა (უკრუნჩხვებო პაროქსიზმები) ხასიათდება:

*ა) სწორია ყველა ჩამოთვლილი;

ბ ) არც ერთი ჩამოთვლილიდან;

გ ) პიროვნების უეცარი და საყურადღებო ქცევითი, აღქმითი, აზრობრივი ან შეგრძნებითი ცვლილებებებით;

დ ) თან არ ახლავს თავის ტვინის ნეირონების არანორმალური და გადაჭარბებული განტვირთვების ამსახველი ელექტროფიზიოლოგიური ცვლილებები.

82. მეხსიერების დარღვევებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

*ა) ხელოვნური, გაკეთებული მოგონებებისა;

ბ ) პარამნეზიისა;

გ ) კონფაბულაციისა;

დ ) ამნეზიისა;

ე ) დისმნეზიისა.

83. რეტროგრადული ამნეზია ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) მეხსიერების დაკარგვისა იმ მოვლენებზე, გარემოებებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ცნობიერების დაკარგვამდე;

ბ ) მეხსიერების ამგვარი დაკარგვის სხვადასხვა ხანგძლივობისა;

*გ) მეხსიერების დაკარგვის და მიმდინარე მოვლენების დამახსოვრების უნარის დაკარგვისა;

დ ) მეხსიერების გამოვარდნისა იმ მოვლენებზე, რომლებიც უშუალოდ წინ უძღოდნენ უგონო მდგომარეობას.

84. ფიქსაციური ამნეზია არ ხასიათდება:

* ა ) მოგონებებში სიცარიელის შევსებით პროფესიასთან დაკავშირებული მოვლენებით;

ბ ) მეხსიერებიდან იმ მოვლენათა გამოვარდნით, რომლებიც უშუალოდ წინ უძღოდნენ არსებულ მდგომარეობას;

გ ) მიმდინარე ფაქტებზე მეხსიერების არარსებობით;

დ) დამახსოვრების უნარის დაკარგვით.

85. კონფაბულაცია წარმოადგენს ყველა ჩამოთვლილს, გარდა:

*ა) ხელოვნური, „გაკეთებული“ მოგონებებისა;

ბ ) ცრუ მოგონებებისა;

გ ) ჩვეულებრივი, ხშირად პროფესიასთან დაკავშირებული მოვლენებისა, რომლებიც ავსებენ სიცარიელეს მოგონებებში;

დ ) ნამდვილი, წარსულში მომხდარ მოვლენებისა, გადმონაცვლებულის უახლოეს დროში.

86. ნებელობითი დარღვევები არ ვლინდება:

*ა) სურვილების დაკარგვით; ;

ბ ) ნებელობის გაუკუღმართებით;

გ ) ნებელობის არარსებობით;

დ ) ნებელობითი აქტიურობის დაქვეითებით ან აწევით.

87. ჰიპობულია ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

*ა) კუნთთა ტონუსის მომატებისა;

ბ ) ურთიერთობების შეზღუდვის და ღარიბი, გამომხატველობას მოკლებული მეტყველებისა;

გ ) ყურადღების დაქვეითების, აზროვნების გაღარიბებისა;

დ ) ნებელობითი აქტიურობის დაქვეითების, სწრაფვათა სიღარიბის, მოდუნების, უმოქმედობისა.

88. აბულია ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა) სრული განურჩევლობის და უმოქმედობისა;

ბ ) ურთიერთობების შეწყვეტისა;

*გ ) მუტიზმისა;

დ ) სურვილების და სწრაფვათა არარსებობისა.

89. ჰიპერბულია ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) მოჭარბებული ლაპარაკის, მოძრაობისა;

ბ ) ინიციატივობისაკენ სწრაფვისა;

*გ) გაკეთებულობის გრძნობის;

დ ) ნებელობითი აქტიურობის აწევის, სწრაფვათა გაძლიერებისა.

90. აზროვნების აჩქარება ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) იდეათა, წარმოდგენათა ხტომის, რბოლისა;

ბ ) გრძნობადი წარმოდგენების აბსტრაქტულ იდეებთან უპირატესობისა;

*გ) ფუჭი მსჯელობისა;

დ ) დასკვნების უფრო ზედაპირული ხასიათის, აზროვნების უკიდურესი გაფანტულობისა;

ე ) ასოციაციების რაოდენობის გამრავლებისა.

91. აზროვნების პროცესის შეკავება ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) გონებრივი შესაძლებლობების შესუსტების შეგრძნებისა და აზროვნების უნარის დაკარგვის გამო ჩივილებისა;

*ბ) მთავარის და მეორეხარისხოვანის გამიჯვნის გაძნელებისა;

გ ) აზრების და წარმოდგენების ერთფეროვნების, მათი წარმოშობის სიძნელისა;

დ ) ასოციაციების შენელების, ასოციაციების რაოდენობის შემცირებისა;

92. დაუკავშირებელი აზროვნება (ინკოჰერენცია) ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) აზროვნებაში ქაოტურად წარმოშობილი, უაზრო კავშირებისა;

ბ ) ელემენტარული განზოგადოების, ანალიზის, სინთეზის უნარის დაკარგვისა;

*გ) მეტყველებისა - გრამატიკულად გამართული, ლოგიკურად აგებული წინადადებებით;

დ ) მეტყველების ასოციაციური კავშირების წარმოშობის უნარის დაკარგვის, უწესრიგო სიტყვათა კრებულისა.

93. გაჭიანურებული აზროვნება ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) აზროვნების პროდუქტიულობის დაქვეითებისა;

*ბ) მეტყველების ასოციაციური კავშირების წარმოშობის უნარის დაკარგვისა;

გ ) არსებითისა და არაარსებითის და/ან მთავარის მეორეხარისხოვანისგან გამიჯვნის უნარის დაკარგვისა;

დ ) ახალი ასოციაციების წარმოშობის შენელებისა.

94. აზროვნების შეჩერება (შპერუნგი) ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) ნათელი ცნობიერების დროს წარმოქმნისა;

ბ ) ავადმყოფის უცაბედი გაჩუმების, აზრების ძაფის გაწყვეტისა;

*გ) ცნობიერების ხანმოკლე დარღვევის დროს წარმოქმნისა;

დ ) აზრების მოულოდნელი შეჩერების, შეწყვეტისა.

95. პარალოგიური აზროვნება ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

ა ) აზროვნების ძირითადი ხაზიდან გვერდითზე გადანაცვლებისა;

ბ ) ერთი ცნების სხვა ცნებით შეცვლისა; ასევე - შეუთავსებელ გარემოებათა, მოვლენათა, დებულებათა შეკავშირებისა;

გ ) საწინააღმდეგო იდეების გაერთიანებით ლოგიკური აზრის დაკარგვისა;

*დ) ერთი რომელიმე აზრის, წარმოდგენის ხანგრძლივი დომინირებისა.

96. ქვემოთ ჩამოთვლილი ემოციური დარღვევებიდან რომელი არის ნაკლებად დამახასიათებელი შიზოფრენიისათვის?

ა ) აპათია;

ბ ) პარათიმია;

*გ) დისფორია;

დ ) დეპრესიის და მანიის მონაცვლეობა.

97. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი არ შეიძლება გავაერთიანოთ ერთ ჯგუფში:

ა ) შენელებული და/ან აჩქარებული აზროვნება;

*ბ) ბოდვითი იდეები;

გ ) შპერუნგი;

დ ) პერსევერაციები.

98. თუ ავადმყოფი კედლის ან იატაკის უსწორმასწორო ზედაპირზე, ხალიჩის ორნამენტსა ან სურათზე არსებულ რეალურ გამოხატულებას აღიქვამს ფანტასტიკურ ფიგურად - ეს შეიძლება იყოს:

ა ) ჰიპნოგოგიური ჰალუცინაცია;

*ბ) პარეიდოლური ილუზია;

გ ) აფექტური ილუზია;

დ ) ფუნქციური ჰალუცინაცია;

ე ) მხედველობითი ფსევდოჰალუცინაცია.

99. კორსაკოვის სინდრომის ძირითადი სიმპტომია:

ა ) ბოდვითი იდეები;

ბ ) სენესტოპათიები;

*გ ) ფიქსაციური ამნეზია;

დ) ფსიქოგენური ამნეზია.

100. კორსაკოვის სინდრომისათვის არ არის დამახასიათებელი:

ა ) ფსევდორემინესცენციები;

ბ ) კონფაბულაციები;

*გ ) რეტროგრადული ამნეზია;

დ ) ფიქსაციური ამნეზია.

101. ზეღირებულოვანი იდეები ბოდვითი იდეებისაგან განსხვავებით:

ა ) შეუღლებულია მეხსიერების უხეშ პათოლოგიასთან;

ბ ) უფრო ხშირად ვითარდება 25 წლის ასაკამდე;

გ ) უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში;

*დ ) არ ხასიათდება სინამდვილის უხეში დამახინჯებით.

102. დისმორფომანია უხშირესად გვხვდება:

ა ) ტრავმული ფსიქოზის დროს;

*ბ) ახალგაზრდა ასაკის შიზოფრენიის დროს;

გ ) მორფინული აბსტინენციის დროს;

დ ) რეაქტიული დეპრესიის დროს.

103. სიყვარულის ბოდვა (ეროტომანია) უფრო ხშირად აღინიშნება:

ა ) მორფინული აბსტინენციის დროს;

ბ ) თეთრი ცხელების დროს;

*გ ) შიზოფრენიის დროს;

დ) ცნს-ის ტრავმული დაზიანების შემდეგ.

104. როცა ავადმყოფს ირგვლივმყოფთა ნეიტრალურ თემაზე საუბარში „ესმის" მის საწინააღმდეგოდ მიმართული ხმები, ეს არის:

ა ) სმენითი ჰალუცინაციები;

ბ ) აკვიატებული იდეები;

გ ) ბოდვითი იდეები;

*დ) ვერბალური ილუზია.

105. დისმორფოფობია გვხვდება:

ა ) ეპილეფსიის დროს;

*ბ) შიზოფრენიის დროს;

გ ) ნევრასთენიის დროს;

დ ) ციკლოთიმიის დროს.

106. დისმორფომანიისათვის დამახასიათებელია:

*ა) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;

ბ ) ფიქსაცია საკუთარ განცდებზე;

გ ) გუნება-განწყობის მკვეთრი დაქვეითება;

დ ) არარსებული ან უმნიშვნელო ფიზიკური ნაკლის განცდა.

107. ნერვული ანორექსიის დროს გვხვდება შემდეგი სიმპტომები, გარდა:

ა ) საჭმლის პროგრესული შეზღუდვისა;

*ბ) მოწამვლის ბოდვისა;

გ ) მოტივისა: “გახდომა - აღნაგობის გაუმჯობესების გამო";

დ ) კვებასთან დაკავშირებული ინტერესების შეზღუდვისა.

108. ონეროიდული მდგომარეობა, დელირიუმისაგან განსხვავებით:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილია სწორი;

*ბ) ყველა ჩამოთვლილი სწორია;

გ ) უფრო ხშირად გვხვდება შიზოფრენიის დროს;

დ ) მიმდინარეობს საკუთარ პიროვნებაში ორიენტაციის დარღვევით;

ე ) ხასიათდება კოსმოსური შინაარსის ჰალუცინაციური განცდებით.

109. ონეროიდის დროს, ცნობიერების ბინდისმაგვარი აშლილობისაგან განსხვავებით, აღინიშნება:

ა ) დისფორია;

ბ ) ამნეზია;

*გ) ფანტასტიკური შინაარსის ჰალუცინაციური განცდები;

დ ) ჭეშმარიტი ჰალუცინაციები;

ე ) ფსიქომოტორული აგზნება.

110. თუ ორ ახლობელ და ერთად მცხოვრებ პირს აღენიშნება ფორმით და შინაარსით მსგავსი ბოდვითი იდეები მაშინ სავარაუდოა, რომ ეს იქნება:

ა ) დამოკიდებულების სენზიტიური ბოდვა;

ბ ) ეროტომანია;

გ ) პარაფრენიული ბოდვა;

*დ) ინდუცირებული ბოდვითი აშლილობა;

ე ) იატროგენია.

111. ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი არ შეიძლება გავაერთიანოთ ერთ ჯგუფში?

*ა) ასტაზია-აბაზია.

ბ ) ექოლალია, ექოპრაქსია, ექომიმია;

გ ) ცვილისებური მოქნილობა;

დ ) ჰაეროვანი ბალიშის სიმპტომი.

112. სინდრომი, რომელიც ხასიათდება ფიქსაციური ამნეზიით, ამნეზიური აფაზიით, ამნეზიური დეზორიენტირებით, ფსევდორემინესციებით, კონფაბულაციებით, ანტეროგრადული ამნეზიით -შეიძლება კვალიფიცირებულ იქნას როგორც:

ა ) პარციალური დემენცია;

ბ) ჰანზერის სინდრომი;

*გ ) კორსაკოვის სინდრომი;

დ ) პროგრესული ამნეზია.

113. ცნობიერების დელირიული შეცვლისათვის დამახასიათებელია:

ა ) აუტოფსიქიკური ორიენტაციის მოშლა;

ბ) კატალეფსია;

*გ ) მხედველობითი ჰალუცინაციები;

დ ) ალოფსიქიკური ორიენტაციის შენახვა.

114. ზოგადი ფსიქიკური უმწეობა: მეხსიერების დაქვეითებით, მოფიქრება-მოსაზრების გაძნელებით, სუსტსულოვნებით (ე.წ. ვალტერ-ბიუელის ტრიადა) კვალიფიცირდება როგორც:

ა ) ტოტალური დემენცია;

ბ ) ფსიქოენერგეტიკული პოტენციალის დაქვეითება;

*გ) ფსიქოორგანული სინდრომი;

დ ) ფსიქოპათიისმაგვარი მდგომარეობა.

115. ამენციური მდგომარეობა მიმდინარეობს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით, გარდა:

ა ) წყვეტილი ბოდვითი იდეების, არამდგრადი ჰალუცინაციური განცდების და ცალკეული კატატონიური გამოვლინებებისა.

ბ ) საწოლის ფარგლებში მოუსვენრობის მოვლენებისა;

გ ) გაფანტულობისა და ინკოჰერენციისა;

*დ) სისტემატიზირებული, პარანოიდული ბოდვითი იდეებისა.

116. წყვეტილი აზროვნება ასოციაციურ რგოლთა გამოვარდნებით დამახასიათებელია:

ა ) ალკოჰოლური ფსიქოზისთვის.

*ბ ) შიზოფრენიისთვის;

გ ) ბიპოლარული აფექტური აშლილობისთვის;

დ) ციკლოთიმიისთვის.

117. პარანოიასთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:

ა ) ცოლ-ქმრული ღალატის ბოდვისა

ბ ) რეფორმატორული ან განდიდების ბოდვისა;

*გ) ჰალუცინაციებისა;

დ ) მომჩივნელობის ან დევნის ბოდვისა.

118. ცოლ-ქმრული ღალატის (ღაზოანობის) ბოდვა ყველაზე უფრო დამახასიათებელია:

ა ) შიზოფრენიისთვის;

ბ ) პრესენილური ფსიქოზისთვის;

*გ) ალკოჰოლური პარანოიდისთვის;

დ ) ალცჰაიმერის დაავადებისათვის.

119. ენდოკრინული დარღვევების დროს უპირატესად დამახასიათებელია შემდეგი აშლილობები, გარდა:

ა ) დისფორიების და/ან გუნება-განწყობის ცვალებადობისა;

*ბ) ბოდვითი იდეებისა;

გ ) ფსიქიკური აქტივობის დაქვეითებისა;

დ ) მიზიდულობებისა და ინსტიქტების გაუკუღმართებისა.

120. გულის ინფარქტის დროს ფსიქიკური მოშლილობანი მიმდინარეობს ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევებით, გარდა:

*ა ) ტოტალური დემენციისა;

ბ ) ასთენო-დეპრესიული მდგომარეობებისა;

გ ) დეპრესიულ-ბოდვითი სინდრომისა;

დ) გაბრუებისა.

121. ინფექციური დაავადებით გამოწვეული ფსიქოზებისათვის დამახასიათებელია:

*ა) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი;

ბ ) გაბრუება;

გ ) ჰიპნოგოგიური ჰალუცინაციები;

დ ) დელირიული სინდრომი;

ე ) ასთენიური სინდრომი.

122. თავის ტვინის სიმსივნეების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს:

*ა) ყველა ჩამოთვლილი;

ბ ) ცნობიერების ბინდისებური აშლა და/ან გაბრუება;

გ ) ეპილეფტიფორმული გულყრები;

დ ) ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომი.

123. პაროქსიზმულად აღმოცენებული დერეალიზაციურ-დეპრესონალიზაციური სინდრომი აღინიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი აშლილობების დროს:

*ა) ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში;

ბ ) თავის ტვინის სიმსივნეები;

გ ) შიზოფრენიისას;

დ ) ობსესიურ-კომპულსიური აშლილობებისას.

124. დაახლოებით 55-60 წ. ასაკიდან ავადმყოფს დაეწყო პროგრესირებადი ამნეზია, რასაც დაერთო აფაზია, აპრაქსია და აგნოზია. განვითარდა ტოტალური დემენციის სურათი. ასეთი კლინიკური სურათი უფრო დამახასიათებელია შემდეგი დაავადებისათვის:

ა ) რეაქტიული პარანოიდი;

*ბ) ალცჰაიმერის დაავადება;

გ ) მოგვიანებული ასაკის შიზოფრენია;

დ ) ტრავმული ფსიქოზი.

125. ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომს არ ახასიათებს:

ა ) მეტყველებით-მოძრაობითი (კინესტეტიკური) ჰალუცინაციები;

*ბ ) ცნობიერების ამენციური აშლა;

გ ) გაუცხოვების განცდა;

დ) აზრთა გახმოვანების ფენომენი.

126. დისფორია ხასიათდება:

ა ) არც ერთი ჩამოთვლილით;

ბ ) ფიქსაციური ამნეზიით;

*გ) გაბოროტება-გაღიზიანებით;

დ ) სმენითი ჰალუცინაციებით.

127. დერეალიზაციის სინდრომის კლინიკური სურათი ხასიათდება უპირატესად:

ა ) აგნოზიებით;

*ბ) გარე სამყაროს აღქმის დარღვევით;

გ ) პარეიდოლური ილუზიებით;

დ ) დისფორიით.

128. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი არ მიეკუთვნება რეაქტიული პარანოიდის გამოვლინებებს?

ა ) ინდუცირებული ბოდვა;

ბ ) გზის პარანოიდი;

*გ) ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომი;

დ ) სმენადაქვეითებულთა ბოდვა;

ე ) უცხოენოვან გარემოში მყოფ ადამიანთა ბოდვა.

129. რომელი ფსიქოზური მდგომარეობის დროს აქვს უფრო ხშირად ადგილი სოციალურად საშიშ ქმედებას?

ა ) ქრონიკული ალკოჰოლური ჰალუცინოზი;

ბ ) ალკოჰოლური ეპილეფსია;

გ ) ალკოჰოლური ენცეფალოპათია;

*დ) ალკოჰოლური პარანოიდი.

130. მანიის დროს ჰოსპიტალიზაცია ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როცა აღინიშნება: