სექტემბრიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-589-2014w.pdf ·...

6
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ცხრა საინიციატივო ჯგუფია რეგისტრირებული 48 ხარაგაულის საოლქო საარ- ჩევნო კომისიის მდივნის მაყვალა სუ- ლაქველიძის ინფორმაციით, საოლქო კომისიას რეგისტრაციაში გასატარებ- ლად 16-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რომელთაც დამოუკიდებელი კანდიდატები წარადგინეს. მათგან ერთ- მა მაჟორიტარობის მსურველმა, მამია ტაბატაძემ, საკუთარი სურვილით გაიტანა განცხადება საოლქო კომისიიდან. შესა- ბამისად გაუქმდება მისი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია. ექვსმა საინიციატი- ვო ჯგუფმა და მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა ვერ შეძლეს მხარდამჭერ- თა საჭირო რაოდენობის ხელმოწერების წარდგენა საოლქო კომისიაში. კოალიციიიდან კანდიდატად კობა ლურსმანაშვილი წარადგინეს ხარაგაულის მუნიციპალიტე - ტის გამგებლობის კანდიდატად კოალიციიდან „ქართული ოცნე - ბა“ ხარაგაულის მუნიციპალიტე - ტის მოქმედი გამგებელი კობა ლურსმანაშვილი წარადგინეს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლობის კანდიდატები 3 მაისს, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკ- ლი ღარიბაშვილმა დაასახელა. 3 მაისს, ქუთაისში გამართულ აქცი- აზე, კობა ლურსმანაშვილმა ჩვენ- თან საუბარში განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპი- რებდა. მეორე დღეს კი დააზუსტა, რომ მომავალი ორშაბათიდან, 12 მაისიდან, სავარაუდოდ, შვებულე- ბაში გავა: „კანონი არ ითხოვს არც გადადგომას და არც შვებულებაში გასვლას. მიუხედავად ამისა, მე გავდივარ შვებულებაში, - ამბობს კობა ლურსმანაშვილი, - არ მი - სარგებლია წინა წლის შვებულებით. აბსოლუტურად საკმარისი იქნება შარშანდელი და ამ წლის შვებუ- ლებები ერთად იმისათვის, რომ ბოლომდე დასრულდეს საარჩევნო პროცედურები, - ვგულისხმობ იმას, რომ ყველანაირად შეჯამდეს და გამოცხადდეს არჩევნების შედეგები.“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის შტაბის უფროსის, პაატა გოგოლაძის, ინფორმაციით, 9 მაისს, ხარაგაულში, ღია ესტრადაზე ოფი- ალურად გაიხსნება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ხარაგაულში, დასახელდებიან საკრებულოს მაჟორი- ტარობის კანდიდატები კოალიციიდან „ქართული ოცნება“ და წარადგენენ თვითმმართველობის არჩევნებში მო- ნაწილე კანდიდატების პარტიულ სიას. ებრაელებმა მარადიული მონატრება დაგვიტოვეს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატ- რის ხელმძღვანელის იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ლიტერატურულმა თეატრმა დაასრულა პროექტი „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს,“ რომელიც ქართულ-ებრაული ურ- თიერთობების 26-საუკუნოვან იუბი- ლეს ეძღვნებოდა. „ლიტერატურული სპექტაკლები გავმართეთ საქართვე- ლოს იმ რეგიონებში, სადაც საუკუნეთა განმავლობაში ებრაელები სახლობდ- ნენ: სამტრედია (კულაში), ქუთაისი, მცხეთა, სენაკი, მარტვილი (ბანძა), სურამი, ცაგერი (ლაილაში), თბი- ლისი. მართალია, პროექტის ფარგ- ლებში სპექტაკლები ვერ გაიმართა ონში, ვანში, საჩხერეში, ახალციხეში, გორში, ქარელში, აბაშაში, ფოთსა და ბათუმში, - იმ ქალაქებში, სადაც ასევე სახლობდნენ ებრაელები, მაგრამ 2011 წელს ჩვენმა მუზეუმმა მი- იღო საფრანგეთის რესპუბლიკის მინისტრის ბატონ ფრედერიკ მიტე- რანის წერილის ასლი, რომელიც გვთავაზობდა მონაწილეობა მიგ- ვეღო აქციაში „მუზეუმების ღამე“. მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები სწორედ ამ დღეს, საღამოს 6 სა- ათიდან 12 საათამდე, სრულიად უსასყიდლოდ კარს უღებენ დამთ- ვალიერებელს. უკვე სამი წელია, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ჩართულია აქციაში. 14 მაისს, საღამოს 6 საათზე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმ- ში დამთვალიერებელი იხილავს მოსწავლეთა მიერ „გაცოცხლე- ბულ“ მე-19 საუკუნის ფოტოებზე აღბეჭდილ პერსონაჟებს. გთხოვთ მობრძანდეთ ქართული ნაციონა- ლური სამოსით ან რაიმე ეროვნუ- ლი ატრიბუტით. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი აქცია „მუზეუმების ღამეამბების აკიდო გვ. 4 8 მაისი, ხუთშაბათი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 18 (589) www.chkh.org შეხვედრა ლინა ბარათაშვილთან სკაუტები ნუნისსა და ვახანში აქცია „ჩემი შესაწირი ტაძარს” გრძელდება 3 გვ. 3 გვ. 4 გვ. „უპირატესობა საარჩევნო საკითხებში გამოცდილ პირებს მივანიჭეთ” 2 გვ. დღეს ნომერშია 69 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან 3 გვ. პრემიერ-მინისტრის მიერ გამო- ცემული ახალი ნორმატიული აქტით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ახალი ნორმები დაუწესდათ ბავშვთა კვების, სამზა- რეულოს მოწყობისა და ჰიგიენის წესების დაცვის მიმართულებით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულება - თა გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანება ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მიიღეს. მისივე თქმით, გაერთიანე- ბის ადმინისტრაციის თანამშრომ- ლებმა ინტენსიურად იმუშავეს და მენიუ შეცვალეს. ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ ნორმატიული აქტით გასათვალისწინებელ სიახლეებს სექტემბრიდან დანერგავენ. ამის- თვის კი ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება დასჭირდებათ. „ნორმატიული აქტის თანამხ- მად, ჭარბწონიან აღსაზრდე - ლებს სხვანაირი კვება სჭირდე- ბათ, ალერგიულებს - სხვანაირი. ამ კუთხით უკვე გამოვიკვლიეთ ხარაგაულის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. კვების ბლოკში უნდა იყოს ბრებიანი ნათურა, რომელიც არ ჩანს. მზარეულების- თვის აუცილებელია ერთჯერადი ჩაცმულობა, რასაც ცალკე თან- ხა დასჭირდება. ყველა ჯგუფში აუცილებელია თბილი წყალი. მოთხოვნაა ჭურჭლის სარეცხ და იატაკის საწმენდ ახალ ხსნარებზე,“ - ამბობს ქეთევან ზუმბაძე. მისივე თქმით, სექტემბრიდან მენიუში ნეტოსა და ბრუტოს გათ- ვალისწინება მოუწევთ. „100 გრამი ხორცის ბრუტო არის 100 გრამი, ნეტო - 70 გრამი, - განმარტავს ქეთევან ზუმბაძე, - კალორია 70 გრამიდან უნდა ვიანგარიშოთ.“ ქეთევან ზუმბაძე იმედოვნებს, რომ სექტემბერში ადგილობრივი ხელისუფლება მხარს დაუჭერს და დამატებით დაფინანსებას გამო- უყოფს. ხარაგაულის ყველა საბავ- შვო ბაღში უნდა მოწესრიგდეს სვე- ლი წერტილები და ბავშვთა კვება ახალი ნორმით განხორციელდეს. ნინო კაპანაძე ფოტოზე: ხარაგაულის 2 საბავშვო ბაღში სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში კვების ახალი ნორმები ამოქმედდება განცხადებები 5-6 გვ.

Upload: others

Post on 08-Mar-2020

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სექტემბრიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-589-2014w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2014 წ. ხარაგაულში მცხოვრებმა

ხარაგაულის საარჩევნო ოლქში ცხრა საინიციატივო ჯგუფია რეგისტრირებული

№48 ხარაგაულის საოლქო საარ-ჩევნო კომისიის მდივნის მაყვალა სუ-ლაქველიძის ინფორმაციით, საოლქო კომისიას რეგისტრაციაში გასატარებ-ლად 16-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა, რომელთაც დამოუკიდებელი კანდიდატები წარადგინეს. მათგან ერთ-მა მაჟორიტარობის მსურველმა, მამია ტაბატაძემ, საკუთარი სურვილით გაიტანა განცხადება საოლქო კომისიიდან. შესა-ბამისად გაუქმდება მისი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია. ექვსმა საინიციატი-ვო ჯგუფმა და მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა ვერ შეძლეს მხარდამჭერ-თა საჭირო რაოდენობის ხელმოწერების წარდგენა საოლქო კომისიაში.

კოალიციიიდან კანდიდატად კობა ლურსმანაშვილი

წარადგინესხარაგაულის მუნიციპალიტე -

ტის გამგებლობის კანდიდატად კოალიციიდან „ქართული ოცნე-ბა“ ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის მოქმედი გამგებელი კობა ლურსმანაშვილი წარადგინეს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლობის კანდიდატები 3 მაისს, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკ-ლი ღარიბაშვილმა დაასახელა. 3 მაისს, ქუთაისში გამართულ აქცი-აზე, კობა ლურსმანაშვილმა ჩვენ-თან საუბარში განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპი-რებდა. მეორე დღეს კი დააზუსტა, რომ მომავალი ორშაბათიდან, 12 მაისიდან, სავარაუდოდ, შვებულე-

ბაში გავა: „კანონი არ ითხოვს არც გადადგომას და არც შვებულებაში გასვლას. მიუხედავად ამისა, მე გავდივარ შვებულებაში, - ამბობს კობა ლურსმანაშვილი, - არ მი-სარგებლია წინა წლის შვებულებით. აბსოლუტურად საკმარისი იქნება შარშანდელი და ამ წლის შვებუ-ლებები ერთად იმისათვის, რომ ბოლომდე დასრულდეს საარჩევნო პროცედურები, - ვგულისხმობ იმას, რომ ყველანაირად შეჯამდეს და გამოცხადდეს არჩევნების შედეგები.“

კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის შტაბის უფროსის, პაატა გოგოლაძის, ინფორმაციით, 9 მაისს, ხარაგაულში, ღია ესტრადაზე ოფი-ალურად გაიხსნება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ხარაგაულში, დასახელდებიან საკრებულოს მაჟორი-ტარობის კანდიდატები კოალიციიდან „ქართული ოცნება“ და წარადგენენ თვითმმართველობის არჩევნებში მო-ნაწილე კანდიდატების პარტიულ სიას.

ებრაელებმა მარადიული მონატრება დაგვიტოვეს რეზო თაბუკაშვილის სახელობის

ხარაგაულის ლიტერატურული თეატ-რის ხელმძღვანელის იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ლიტერატურულმა თეატრმა დაასრულა პროექტი „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს,“ რომელიც ქართულ-ებრაული ურ-თიერთობების 26-საუკუნოვან იუბი-ლეს ეძღვნებოდა. „ლიტერატურული სპექტაკლები გავმართეთ საქართვე-ლოს იმ რეგიონებში, სადაც საუკუნეთა განმავლობაში ებრაელები სახლობდ-ნენ: სამტრედია (კულაში), ქუთაისი, მცხეთა, სენაკი, მარტვილი (ბანძა), სურამი, ცაგერი (ლაილაში), თბი-ლისი. მართალია, პროექტის ფარგ-ლებში სპექტაკლები ვერ გაიმართა ონში, ვანში, საჩხერეში, ახალციხეში, გორში, ქარელში, აბაშაში, ფოთსა და ბათუმში, - იმ ქალაქებში, სადაც ასევე სახლობდნენ ებრაელები, მაგრამ

2011 წელს ჩვენმა მუზეუმმა მი-იღო საფრანგეთის რესპუბლიკის მინისტრის ბატონ ფრედერიკ მიტე-რანის წერილის ასლი, რომელიც გვთავაზობდა მონაწილეობა მიგ-ვეღო აქციაში „მუზეუმების ღამე“. მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები სწორედ ამ დღეს, საღამოს 6 სა-ათიდან 12 საათამდე, სრულიად უსასყიდლოდ კარს უღებენ დამთ-ვალიერებელს. უკვე სამი წელია, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ჩართულია აქციაში.

14 მაისს, საღამოს 6 საათზე, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმ-ში დამთვალიერებელი იხილავს მოსწავლეთა მიერ „გაცოცხლე-ბულ“ მე-19 საუკუნის ფოტოებზე აღბეჭდილ პერსონაჟებს. გთხოვთ მობრძანდეთ ქართული ნაციონა-ლური სამოსით ან რაიმე ეროვნუ-ლი ატრიბუტით.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

აქცია „მუზეუმების

ღამე“

ამბების აკიდო

გვ. 4

8 მაისი, ხუთშაბათი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№18 (589)

www.chkh.org

შეხვედრა ლინა ბარათაშვილთან

სკაუტები ნუნისსა და ვახანში

აქცია „ჩემი შესაწირი ტაძარს” გრძელდება

3 გვ.

3 გვ.

4 გვ.

„უპირატესობა საარჩევნო საკითხებში გამოცდილ პირებს მივანიჭეთ” 2 გვ.

დღეს ნომერშია

69 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

3 გვ.

პრემიერ-მინისტრის მიერ გამო-ცემული ახალი ნორმატიული აქტით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ახალი ნორმები დაუწესდათ ბავშვთა კვების, სამზა-რეულოს მოწყობისა და ჰიგიენის წესების დაცვის მიმართულებით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულება-თა გაერთიანების დირექტორი ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის ბრძანება ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მიიღეს. მისივე თქმით, გაერთიანე-

ბის ადმინისტრაციის თანამშრომ-ლებმა ინტენსიურად იმუშავეს და მენიუ შეცვალეს. ქეთევან ზუმბაძე ამბობს, რომ ნორმატიული აქტით გასათვალისწინებელ სიახლეებს სექტემბრიდან დანერგავენ. ამის-თვის კი ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსება დასჭირდებათ.

„ნორმატიული აქტის თანამხ-მად, ჭარბწონიან აღსაზრდე-ლებს სხვანაირი კვება სჭირდე-ბათ, ალერგიულებს - სხვანაირი. ამ კუთხით უკვე გამოვიკვლიეთ ხარაგაულის საბავშვო ბაღების

აღსაზრდელები. კვების ბლოკში უნდა იყოს ბრებიანი ნათურა, რომელიც არ ჩანს. მზარეულების-თვის აუცილებელია ერთჯერადი ჩაცმულობა, რასაც ცალკე თან-ხა დასჭირდება. ყველა ჯგუფში აუცილებელია თბილი წყალი. მოთხოვნაა ჭურჭლის სარეცხ და იატაკის საწმენდ ახალ ხსნარებზე,“ - ამბობს ქეთევან ზუმბაძე.

მისივე თქმით, სექტემბრიდან მენიუში ნეტოსა და ბრუტოს გათ-ვალისწინება მოუწევთ. „100 გრამი ხორცის ბრუტო არის 100 გრამი,

ნეტო - 70 გრამი, - განმარტავს ქეთევან ზუმბაძე, - კალორია 70 გრამიდან უნდა ვიანგარიშოთ.“

ქეთევან ზუმბაძე იმედოვნებს, რომ სექტემბერში ადგილობრივი ხელისუფლება მხარს დაუჭერს და დამატებით დაფინანსებას გამო-უყოფს. ხარაგაულის ყველა საბავ-შვო ბაღში უნდა მოწესრიგდეს სვე-ლი წერტილები და ბავშვთა კვება ახალი ნორმით განხორციელდეს.

ნინო კაპანაძეფოტოზე: ხარაგაულის №2

საბავშვო ბაღში

სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში კვების ახალი ნორმები ამოქმედდება

განცხადებები 5-6 გვ.

Page 2: სექტემბრიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-589-2014w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2014 წ. ხარაგაულში მცხოვრებმა

2 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2014 წ.

ხარაგაულში მცხოვრებმა ია ტაბატაძემ ინტერნეტით, სოცი-ალურ ქსელში, შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა: „შე-გიძლიათ ვინმემ ამიხსნათ, №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო უბნებზე როგორ ხდება კომისიის წევრის დანიშვნა? ან რა კრიტერიუმით ირჩევენ წევრებს? აქაც ჩაწყობაა საჭირო?“

სიტუაციაში გასარკვევად იას დავუკავშირდით. „ძალიან გულ-დაწყვეტილი ვარ, - ამბობს ია ტაბატაძე, ჩემმა ძმამ შეიტანა საბუთები მარელისის საარჩევნო უბნის კომისიის წევრთა შესარჩე-ვი კონკურსისთვის. არ მიმართა არც ერთ პარტიას და მათ არ თხოვა საარჩევნო უბანზე კომი-სიის წევრობა. საოლქო კომისიის კონკურსში ჩაერთო. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ აირჩიეს. მაინტერესებს, რა კრიტერიუმით ანიჭებენ უპირატესობას კონკურ-სანტებს. მე თუ მკითხავთ, ორი თვით მაინც უნდა დაასაქმონ ახალგაზრდა, უნარიანი და უმუ-შევარი ადამიანები. შეამოწმონ მათი ცოდნა, შესაძლებლობები და ისე გადაწყვიტონ. როგორც ვიცი, კომისიები დაკომპლექტდა იმ პირებით, რომლებიც სხვაგანაც მუშაობენ და საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ.“

18 აპრილიდან 24 აპრი-ლის ჩათვლით საოლქო

საარჩევნო კომისიას საუბნო საარ-ჩევნო კომისიის წევრობის მსურ-ველებმა მიმართეს. 26 აპრილს კი საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში 6-6 წევრი შეარჩია. №48 ხარაგაულის საოლქო საარ-ჩევნო კომისიის მდივანი მაყვალა სულაქველიძე განმარტავს, რომ უპირატესობა საარჩევნო ადმინის-ტრაციებში გასულ წლებში მომუშა-ვე, გამოცდილების მქონე პირებს მიანიჭეს. მისივე ინფორმაციით, კონკურსისთვის 278 განცხადება შევიდა. ხარაგაულის 37 საარჩევ-ნო უბანზე საოლქო კომისიამ 222 პირი შეარჩია. კონკურსის ჩატარე-ბა არ გახდა საჭირო 15 საარჩევ-ნო უბანზე (ბაზალეთი, ბორითი, მაქათუბანი, ვახანი, ზვარე, დეისი, ნადაბური, სარგვეში, საღანძილე, ჩხერი, ღორეშა, ხიდარი, ხუნე-

ვი, ვერტყვიჭალა, გედსამანია), რადგან მხოლოდ 6-6 პიროვნე-ბის განცხადება შევიდა საოლქო კომისიაში.

საოლქო კომისიის მიერ წელს შერჩეული 222 წევრი-

დან 104 გასული წლის არჩევნებ-ზეც საოლქო კომისიის კონკურსის გამარჯვებულია.

ჯაფარეულსა და საბეში საოლ-ქო კომისიამ წელსაც იგივე 6-6 პირი შეარჩია, ვინც გასულ წელს; პატარა ხარაგაულში შარშანდე-ლის მსგავსად - ხუთი პირი; გასული წლის არჩევნებში გამოცდილების მქონეა მაქათუბნის, ვარძიის, ზვა-რის, კიცხის, ლეღვანის, ქვების, ვანის, ჩხერისა და ხიდრის საარ-ჩევო უბნებზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შერჩეული 4-4 პირი; დაბა ხარაგაულის, უბისის, თეთრაწყაროს, ლაშეს, დეისის, სარგვეშის, წიფას, წყალაფორე-თის, ვერტყვიჭალის საარჩევნო უბნებზე - 3-3 პირი; ბაზალეთის, ბორითის, საქასრიის, მარელისის, დიდვაკის, საღანძილის, ხევის, ხუ-ნევის, გედსამანიისა და ისლარის საარჩევნო უბნებზე - 2-2 პირი; ვახანის, ნადაბურის, მოლითის, ფარცხნალისა და ღორეშის საარ-ჩევნო უბნებზე თითო-თითო წევრი. საქარიქედის საარჩევნო უბანში წელს საოლქოს მიერ შეირჩნენ ის პირები, რომლებიც გასულ წელს საარჩევნო ადმინისტრაციაში არ იყვნენ დასაქმებულები.

საუბნო კომისიებში წევრები წარადგინეს პოლიტიკურმა

პარტიებმაც. პარტიამ „მრეწველო-ბა გადაარჩენს საქართველოს“ 29 უბანზე იგივე პირები დაასახელა

საუბნო კომისიის წევრებად, ვინც - შარშან; „ქართულმა ოცნებამ“ 24 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებად იგივე პირები შეარჩია, ვინც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე; „რესპუბლიკელებმა“ განმეორებით დაასახელეს - 22 პირი, „ეროვნულმა ფორუმმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ არ

შეცვალეს კომისიის წევრები 16-16 საარჩევნო უბანზე, „კონსერვატო-რებმა“ - 15 საარჩევნო უბანზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძ-რაობამ“ - 10 საარჩევნო უბანზე.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს დაბა ხარაგაულის

საარჩევნო უბანზე კომისიის წევ-რად წელს „ქართულმა ოცნებამ,“ ხოლო გასულ წელს საოლქო კომისიამ შეარჩია მაკა აბაშიძე. მაქათუბნის საარჩევნო უბან-ზე წელს „რესპუბლიკელებმა,“ ხოლო გასულ წელს საოლქო კომისიამ შეარჩია სიმონ ზუმბაძე. გასულ წელს ზვარეს საარჩევ-ნო უბანზე ნათია გელაშვილი კომისიის წევრად „ეროვნული ფორუმიდან“ დასახელდა, წელს ის საოლქო კომისიამ შეარჩია. კიცხის საარჩევნო უბანზე მზია ჭალიძე და თეთრაწყაროს საარ-ჩევნო უბანზე ნათელა ვეფხვაძე შარშან საოლქო კომისიამ შეარ-ჩია საუბნო კომისიის წევრებად, წელს - „კონსერვატორებმა“. მა-რინა ჩუბინიძე ლაშის საარჩევნო უბანზე წელს საოლქო კომისიამ შეარჩია, ხოლო გასულ წელს - „რესპუბლიკელებმა.“ დიდვაკის საარჩევნო უბანზე თამარ მაღრაძე შარშან საოლქო კომისიამ შეარ-ჩია, წელს - „ქართულმა ოცნებამ.“

ამავე უბანზე ლია ქურდაძე შარშან „კონსერვატორებმა,“ წელს კი „რესპუბლიკელებმა“ წარადგინეს. მოლითისა და ხიდრის საარჩევ-ნო უბნებზე ნაზი ლაცაბიძე და სოსო გაგოშიძე გასულ წელს საოლქო კომისიამ შეარჩია, წელს - „რესპუბლიკელებმა.“ სარგ-ვეშის, ხუნევისა და გედსამანიის საარჩევნო უბნებზე ლაშა ციც-ვიძე, ციცინო ლომიძე და ირმა მუმლაძე გასულ წელს საოლქო კომისიამ შეარჩია, წელს, - „ნა-ციონალებმა.“ წყალაფორეთისა და ისლარის საარჩევნო უბნებზე შარშან „ეროვნულმა ფორუმ-მა,“ წელს კი საოლქო კომისიამ შერჩია რობიზონ ნიქაბაძე და მერაბ ჭიპაშვილი. ფარცხნალის საარჩევნო უბანზე ჟანა მიქელაძე წელს საოლქო კომისიამ შეარჩია, შარშან - „ქართულმა ოცნებამ.“ ხევის საარჩევნო უბანზე შარშან „კონსერვატორებმა“, წელს კი „ეროვნულმა ფორუმმა“ დაასახე-ლა კომისიის წევრად თამარ მო-დებაძე. საქარიქედის საარჩევნო უბანზე შარშან საოლქო კომისიამ შეარჩია დარეჯან მაღრაძე, წელს - „თავისუფალმა დემოკრატებმა,“ ამავე უბანზე შარშან საოლქოსგან, წელს კი „კონსერვატორებისგან“ გახდა კომისის წევრი ნარგიზ ციცქიშვილი. ისლარის საარჩევნო უბანზე დალი შარაშიძე შარშან საოლქო კომისიამ შეარჩია, წელს - „ეროვნულმა ფორუმმა.“ გედსა-მანიის საარჩევნო უბანზე ლოლა ბიწაძე წელს საოლქო კომისიამ შეარჩია, შარშან „მრეწველებმა.“

„დემოკრატიული მოძრა-ობა - ერთიანი საქართ-

ველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ლაცაბიძეს პრეტენზია აქვს საოლქო კომისიის მიერ ხუნევის საარჩევნო უბნის დაკომპლექტებასთან დაკავში-რებით. ბატონი გოგი მიიჩნევს, რომ ნანული ჩადუნელი, რომლის მიმართაც მათი წარმომადგენლის მიერ გასულ არჩევნებზე საჩივარი დაიწერა, აღარ უნდა აერჩიათ. „გასულ არჩევნებზე რამდენიმე ადამიანს ვურჩიე, ჩართულიყვნენ საოლქოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. მათ შორის იყო მარი-ნა ჭიპაშვილი, რომელსაც სურდა ბაზალეთის საარჩევნო უბანში

კომისიის წევრობა. ის არ აირჩიეს. ამიტომ წელს აღარავისთვის მირ-ჩევია კონკურსში ჩაბმა,“ - ამბობს გოგი ლაცაბიძე.

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მაყ-ვალა სულაქველიძე ხუნევის საარ-ჩევნო უბანში დაწერილ საჩივარს და შემდგომ განვითარებულ მოვ-ლენებს იხსენებს: „საჩივარი „დე-მოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა დაწერა. საჩივრის ავტორი მიიჩნევ-და, რომ მდივანმა ამომრჩეველთა სიიდან ამოიწერა ხმის მისაცემად ჯერ არ მისული მოქალაქეები. მის მიერ დაწერილი საჩივარი რეგისტ-რაციაში გატარდა. ამის შემდეგ სა-ჩივრის ავტორმა განცხადების უკან გატანა მოითხოვა. საოლქო კომი-სიაში საჩივრის განხილვისას „დე-მოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები არ მოვიდნენ. უბანზე მყოფმა ამ პარტიის მეორე წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ხუნევის საარჩე-ვო უბანზე მცირე ინციდენტი მაშინვე აღმოიფხვრა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ბრალეულობა არ დადასტურდა. ჩვენ მათ მიმართ ადმინისტრაციული ზომები არ გაგ-ვიტარებია.“

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომა-რე კახა გოლუბიანი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად საუბნო საარ-ჩევნო კომისიაში არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც საქართ-ველოს საარჩევნო კანონმდებ-ლობის დარღვევისთვის საოლქო საარჩევნო კომისიამ ან სასამართ-ლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან; პირი რომლის საარჩევნო დარღვევა დაადას-ტურა სასამართლომ. მსგავსი რამ ხუნევის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ არ დადასტურებულა და არც რაიმე სასჯელი დაგვიკისრებია,“ - ამბობს კახა გოლუბიანი.

16 მაისს საუბნო კომისიების წევრები პირველ სხდომას ჩა-ატარებენ და აირჩევენ კომისიის თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

ნინო კაპანაძე

ადგილობრივი თვითმმართ-ველობის არჩევნებში მონაწი-ლეობს პოლიტიკური გაერთი-ანება „დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. მისი ხელმძღვანელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თემურ ფცქიალაძეა. „ორი თვეა, რაც რაიონული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, - ამბობს ბატონი თემური, - ვფიქრობ, რომ ზვიად გამსახურდიას შემდეგ რელიგი-ურად ისეთი განათლებული პირი, როგორიც დავით თარხან-მოურა-ვია, საქართველოს არ ჰყოლია. ეს არის ილია ჭავჭავაძისა და ზვიად გამსახურდიას გზის გამგრძელებე-ლი. გაერთიანების გენერალური მდივანია სოსო მანჯავიძე. რაც კი ქართული და ეროვნულია, ამ პარტიასთან არის დაკავშირე-ბული. „დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ყველა ეროვნულ ძალას აერთიანებს. ხარაგაულელებს ახსოვთ, რომ მე გასულ წლებში ვხელმძღვანელობდი სხვადასხვა

პარტიას, მაგრამ ყოველთვის ვი-დექი იქ, სადაც ეროვნული ძალები ერთიანდებოდნენ.“

თემურ ფცქიალაძე ამბობს, რომ დიდ პატივს ცემს პარტია „ქართულ ოცნებას,“ მაგრამ მიიჩ-ნევს, რომ გაერთიანებაში არიან ანტიქართული ძალები. „ანტიდის-კრიმინაციული კანონის მიღება პარლამენტს არ უნდა ეჩქარა, - ამას მოუწოდებდა ერის სუ-ლიერი მამა პარლამენტარებს. სასჯელი გარდაუვალია უფლის-გან, როცა ჩვენ მის წინააღმდეგ მივდივართ. ან პარლამენტი უნდა გამოვცვალოთ, ან ეს კანონი არ უნდა მიიღონ. უმცირესობის წარმომადგენელთა შეურაცხყო-ფაზე სასჯელი არსებობს და რა საჭიროა ცალკე მათი უფლებე-ბისთვის კანონის მიღება? ამიტომ, უნდა მოვუსმინოთ ეკლესიას. პოლიტიკურ ნაწილში ვითანამშ-რომლოთ ევროპასთან. ორ დიდ ძალას შორის ვართ და უნდა შევძლოთ მათი განეიტრალება,“ - ამბობს თემურ ფცქიალაძე.

„დავით თარხან-მოურავი - სა-ქართველოს პატრიოტთა ალიან-სის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ წელს, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, უფრო თავისუფალი საარჩევნო გარე-მოა, მაგრამ არ აღდგა სამართ-ლიანობა. „არა მგონია, რომ რამე გაუმჯობესდა. ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვედავებოდით, რომ შვიდი-რვა წევრი ჰყავდა საუბნო საარჩევნო კომისიაში. ახლანდელ ხელისუფლებას 12 წევრი ჰყავს. კი ბატონო, კარგი შედეგი ჰქონდა წინა არჩევნებზე, მაგრამ ხუთ ოპო-ზიციურ პარტიას მაინც მისცენ ერთი წევრის ყოლის შესაძლებლობა. ეს არათანაბარი მდგომარეობაა. მსხვილბიუჯეტიან პარტიებთან ჭი-დილი ჩვენთვის ადვილი არ იქნება. ოფისის დაქირავების საშუალება არ გვაქვს. ამიტომ ჩემს პირად საკუთრებაში მოვაწყვე ოფისი. საბედნიეროდ, არსებობს ტელე-ვიზია „ობიექტივი,“ სადაც ხშირად უთმობენ საეთერო დროს ჩვენი

ალიანსის ლიდერებს,“ - ამბობს თემურ ფცქიალაძე.

მისივე თქმით, ხარაგაულში არ ეყოლებათ გამგებლობის კანდიდა-ტი: „ვიყავი კომისიის წევრი, რომელ-მაც გამგებელი აირჩია. ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი ავარჩიეთ კობა ლურსმანაშვილის სახით. ის ახლა კანდიდატია „ქართული ოც-ნებიდან.“ ამიტომ პირადად მე მის

წინააღმდეგ ვერ წავალ. სხვა საქმეა, რას გადაწყვეტს გუნდი.“

თემურ ფცქიალაძე ამბობს, რომ საზოგადოებას ძლიერ კან-დიდატებს შესთავაზებს - ისეთებს, რომლებიც ამ ალიანსის სლო-განს ამართლებენ - პატრიოტებს, ღირსეულებს, ერთგულებს. „ჩვე-ნი პროგრამა მინიმუმია, გადა-ვლახოთ ბარიერი და მოვხვდეთ საკრებულოში. დანარჩენი ღვთის ხელშია. არჩევნებში წარმატება ფინანსებსა და ამომრჩევლის ინფორმირებულობაზეა დამოკი-დებული. სამჯერ რომ მოუსმინოთ დავით თარხან-მოურავს, საკმარი-სი იქნება და მიხვდებით, თუ რა გზით უნდა ვიაროთ.“

თემურ ფცქიალაძე ფიქრობს, რომ „თუ შევძლებთ ამომრჩე-ველთა სრულ ინფორმირებას, მუნიციპალიტეტის საკრებულო-ში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობით შევა.

გვფარავდეს ღმერთი!“ნინო კაპანაძე

„უპირატესობა საარჩევნო საკითხებში გამოცდილ პირებს მივანიჭეთ“

„საზოგადოებას ძლიერ კანდიდატებს შევთავაზებთ“

Page 3: სექტემბრიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-589-2014w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2014 წ. ხარაგაულში მცხოვრებმა

3xtvb [fhfufekb8 მაისი, 2014 წ.

მოსაწონი და გულშიჩამწვოდმი სათაურით გამოქვეყნდა გაზეთში „ჩემი ხარაგაული“ წერილი, რომელიც მუნი-ციპალიტეტში სპორტის განვითარებას ეხებოდა. როგორც საგაზეთო წერილ-ში სპორტის მართვისა და განვითა-რების ცენტრის დირექტორი მალხაზ კუპრაძე ამბობს, კალათბურთის ოთხი ჯგუფიდან ორი უნდა შემცირდეს.

მოსაზრება, რომ ვერტყვიჭალის საკალათბურთო გუნდის არსებობა არ არის გამოსადეგი სხვა სოფლე-ბისთვის, მცდარია. განვმარტავთ, რომ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის სპორ-ტდარბაზი ერთ-ერთი საუკეთესოა.

სკოლის სპორტისადმი ტრადიციები ბოლო ათწლეულის მანძილზე მხო-ლოდ დადებითად უნდა შეფასდეს. სპორტული წრეების დაკომპლექტე-ბისას გათვალისწინებული უნდა იყოს ტრადიციები, მიღწევები, ინფრასტრუქ-ტურა. ჩვენი სკოლის კალათბურთელ გოგონათა გუნდი 2010-2011 წლებში მონაწილეობდა თბილისის ბავშვთა კალათბურთის სასკოლო ლიგის ჩემ-პიონატში. 2011 წელს იმერეთის რეგი-ონის სასკოლო ლიგის ჩემპიონატზე და 2012 წელს ზაურ ჩარკვიანის ხსოვნის ტურნირზე გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

სულ ახლახან, ჩვენი სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდ-ნენ იმერეთის რეგიონულ ფესტივალში. ორივე გუნდის წევრთა უმრავლესობა ვერტყვიჭალის სკოლის მოსწავლეა.

იმედია, სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრი ითანამშრომ-ლებს სკოლებთან. გაითვალისწინებენ არსებულ ტრადიციებსა და შესაძლებ-ლობებს. ასეთი ურთიერთობები ნამდ-ვილად წაადგება სპორტის პოპულარი-ზაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

ლენა აბაშიძევერტყვიჭალის საჯარო

სკოლის დირექტორი

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარ-გლებში, 30 აპრილს, ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ პოეტ ლინა ბარათაშვილს შეხვედრა მოუწ-ყო. ღონისძიებაზე, რომელიც სამუ-სიკო სკოლის დარბაზში გაიმართა, ბიბლიოთეკის დირექტორმა ნანა ლურსმანაშვილმა კმაყოფილება გამოხატა შესანიშნავი პოეტური კრე-ბულებისა და „მზითვის წიგნის“ ავ-ტორ-შემდგენელის, ხარაგაულელი ლინა ბარათაშვილის სტუმრობით.

ბიბლიოთეკის თანამშრომელ-მა ლიკა სვანიძე-დევდარიანმა დამსწრეთ ლინა ბარათაშვილის ბიოგრაფია გააცნო. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლინა ბარათაშვილისა და მისდამი მიძღვნილი ლექსები. ხუთი წლის რატი დევდარიანმა ლინა ბარათაშვილს მისივე ლექსი „სავარძლებზე რიგია“ წაუკითხა.

პოეტმა ვალერი გოგნაძემ აღ-

ნიშნა: „ლინა ბარათაშვილის შე-მოქმედებას რომ ეცნობი, ლექსები თითქოს ოდნავ სევდანარევია, მაგ-რამ, ამის მიუხედავად, მისი თითო-ეული სტრიქონი უდიდესი სითბოსა და სიყვარულის მატარებელია.“ ვალერი გოგნაძემ წაიკითხა ლინა ბარათაშვილისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი და უსახსოვრა თავისი ლექსების კრებული. ლექსი მიუძღვნა ლინა ბარათაშვილის შე-მოქმედებას ხარაგაულელმა გურამ სახვაძემ. დონარი ბერიძემ კი ისურ-ვა, რომ „ლინა ბარათაშვილს კიდევ მრავალი წლის მანძილზე დაეტკბოს ლექსის სტრიქონებით ხარაგაულე-ლებისა და სრულიად ქართველების გულები“. ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ უდიდესი მოკრძალე-ბა გამოხატა ლინა ბარათაშვილის, - როგორც არაჩვეულებრივი პო-ეტისა და ხარაგაულელის, მიმართ და მისივე ლექსი „მარტოხელა“ წაიკითხა. ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგებელმა კობა ლურ-სმანაშვილმა გამოთქვა სურვილი,

რომ ლინა ბარათაშვილს „საპატიო ხარაგაულელის“ წოდება მიენიჭოს. ხარაგაულელები ვამაყობთ, რომ ლინა ბარათაშვილი ხარაგაულე-ლია, - აღნიშნა იზა ვეფხვაძემ. ვერ-

ტყვიჭალის სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ გამოთქვა სურვილი, რომ მისმა სკოლამ, ისევე როგორც წლების წინ, უმასპინძლოს პოეტ ლინა ბარათაშვილს. პედაგოგმა მერი გიორგიძემ გაიხსენა, თუ რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ლინა ბარათაშვილისგან რა-დიოს დილის გადაცემაში წლების წინ წაკითხულმა ლექსმა.

ლინა ბარათაშვილის შემოქმე-დებისადმი მიძღვნილ საღამოზე პოეტმა ეკა ბაქრაძემ აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ამ შეხვედრითა და თითოეული ხარაგაულელით: „ლინა ბარათაშვილის პოეზია და პიროვნება ნამდვილად იძლევა ისე-თი სიყვარულისა და პატივისცემის საბაბს, როგორიც აქ გამოიხატა.“

ღონისძიებაზე შესრულდა დალი მერაბიშვილის მიერ ლინა ბარა-თაშვილის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. საღამოს მუსიკალური ჰანგებით ამკობდნენ ვასილ კიკნაძე, თიკო ჯანიაშვილი, მაია ბერაძე და სხვები.

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლი-ოთეკის დირექტორის მოადგილე რიტა წაქაძემ მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკას ნაყოფიერი მუშა-ობისთვის.

ლინა ბარათაშვილის დისშვი-ლის, თამარ ლაბარტყავას, თქმით, ხარაგაული მისთვის უდიდესი სიყ-ვარულია: „სადაც არ უნდა ვიყო, ჩემთვის პირველი ხარაგაულია. ის სითბო, რაც მე აქ ვიგრძენი, კიდევ დიდხანს გამყვება“.

„ხარაგაული ჩემი ადგილის დე-დაა. დიდი მადლობა ასეთი ლამაზი და დახვეწილი საღამოსათვის,“ - კმაყოფილებას ვერ მალავდა ღო-ნისძიების დასასრულს ქალბატონი ლინა ბარათაშვილი - საპატიო ხარა-გაულელის წოდება დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იქნება ჩემთვის.“

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნანა ლურსმანაშვილმა პოეტს სამახ-სოვრო საჩუქრები გადასცა. მანვე მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის გამგე მარინა ჩუბინიძეს შეხვედრის ორგანიზებისთ-ვის, სამუსიკო სკოლის დირექტორ ლალი ალექსიძესა და ხარაგაულის კულტურის ცენტრის დირექტორს ვასილ კიკნაძეს - მხარდაჭერისთვის.

თამთა გოგოლაძე

„ვამაყობთ, რომ ლინა ბარათაშვილი ხარაგაულელია“

69 წელი გავიდა მეორე მსოფ-ლიო ომის დასრულებიდან და ფაშიზმზე გამარჯვებიდან. 1941-45 წლებში ხარაგაულიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 პიროვნება იბრძოდა. მათგან შინ ვეღარ დაბ-რუნდა 2 704 მებრძოლი.

სამამულო ომში განსაკუთრე-ბული გმირობისათვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა ხუთ ხარაგაულელს: დავით ბაქრა-ძეს, გრიგოლ ბუაჩიძეს, ვლადიმერ ლურსმანაშვილს, გიორგი ინასა-რიძეს, ვახტანგ ლეჟავასა და შოთა გამცემლიძეს.

1945 წლის 25 ივნისს მოსკოვში გამართულ გამარჯვების აღლუმში მონაწილეობდნენ ხარაგაულელი მებრძოლები: დავით გელაშვილი, სევასტი შარიქაძე, გიორგი სახვაძე, გიორგი სულაქველიძე, ზაქარია სუ-ლაქველიძე და მიხეილ სებისკვერაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სამამულო ომში მებრძოლებიდან დღეს ცოცხალია 27 ვეტერანი.

1943 წელს გაიწვიეს ფრონტზე ვლადი-

მერ ხარატიშვილი. „გამომიძახეს სამხედრო კომისარიატში. მშვენი-ერაძე იყო კომისარი. პირველად

ბაქოს მახლობლად ვიბრძოდი, შემდეგ აზერბაიჯანის ქალაქ სტეფა-ნაკერტში. ძალიან მძიმე ბრძოლები გადავიტანე.“

90 წლის ომის ვეტერანი იხსენებს, - იარაღი რომ პირველად აიღო ხელში, უხაროდა, რადგან მტრის წინააღმდეგ იბრძოლებდა. ახსოვს შიმშილი, სიცივე და თანამებრ-ძოლთა დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. თუმცა, ომში გამარჯვებამ ყველაფერი დაავიწყა. ამბობს, რომ ავტომატის ჯერით გამოხატეს სიხა-რული 1945 წლის 9 მაისს. ომიდან შინ 1947 წელს დაბრუნდა, ჯილდო-ებით მკერდდამშვენებული.

შემდგომ წლებში ვლადიმერ ხარატიშვილი სხვადასხვა უწყებებში საქმიანობდა. ბოლოს კი საფინან-სო განყოფილებაში ეკონომისტად მუშაობდა. იხსენებს, რომ მისი გაშე-ნებულია კოპიტნარის დასახლებაში ნაძვნარი. ახსოვს, როგორ ზრუნავდა თითოეული ნერგის გახარებაზე.

ფაშიმზე გამარჯვების 69-ე წლის-თავს ვულოცავთ, მხნეობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანს.

ნინო კაპანაძე

69 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან

ხარაგაულელი ომის ვეტერანები, 2012 წელი

20 წელია, რაც სოფელ სარგვეშში აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძის სახელობის დღესასწაული „ხვიჩაობა“ იმართება. ამ დღის დაწესების იდეა თანასოფ-ლელებს მაშინდელმა სოფლის გამ-გებელმა რომან შერგელაშვილმა შესთავაზა. დათქვეს, რომ მაისის პირველი შაბათი ხვიჩას ხსენების დღე იქნებოდა. „მას შემდეგ მთელი სოფ-ლის მოსახლეობა ყოველწლიურად იკრიბება ჩემი შვილის საფლავთან, - ამბობს გმირის დედა მზია მუმლა-ძე, - ეს დღე მამხნევებს და ვფიქრობ, თითქოს ხვიჩაც მათთან ერთადაა. მძიმეა ჩემი ხვედრი, მაგრამ გმირის დედობა საამაყოა.“

ხვიჩა მუმლაძის საფლავთან იკრი-ბებიან ახალგაზრდები, მისი თანატო-ლები, უმცროსი მეგობრები. სარგვეშში მცხოვრები გელა ცისკაძე ფიქრობს, რომ მათი ვალია, გმირი თანასოფლე-ლის ხსოვნას პატივი მიაგონ, მომავალ თაობას უთხრან, ხვიჩას გმირობის შე-სახებ და არ დაივიწყონ მისი სახელი.

„ყოველ წელს მივდივარ ხვიჩას საფ-ლავთან. მთელი სოფელი იკრიბება. ჩვენც ვიღებთ გარკვეულ წვლილს ამ დღის აღსანიშნავად და კიდევ ერთ-ხელ ვიხსენებთ ხვიჩას უკვდავ სახელს,“ - ამბობს გელა.

„მე მსმენია ხვიჩას გმირობის შე-სახებ. მან თავი გაწირა მეგობრებისა და სამშობლოსთვის. ამიტომ ასეთი გმირების პატივისცემა ჩვენი ვალია,“ - აღნიშნა 3 მაისს „ხვიჩაობის“ დღე-სასწაულზე პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ.

ხვიჩა მუმლაძის სიცოცხლე ოჩამ-ჩირეში 1992 წელს შეწყდა. რამდენი ოცნება დარჩა განუხორციელებელი... მის ფუძეზე იზრდებიან დისშვილები და მისი მოსახელე დისშვილიშვილები, რომლებიც არასოდეს დაივიწყებენ გმირის სახელს.

ნინო კაპანაძეფოტოზე: გმირი ხვიჩა მუმლაძის

დედა მზია მუმლაძე შვილთაშვილ ხვიჩასთან ერთად

სოფელი არ ივიწყებს გმირის სახელს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ინიციატივით 21 თებერვალს ხარაგაულში იმყოფე-ბოდნენ იმერეთის სკაუტური ორგანი-ზაციის ხელმძღვანელები, რომლებმაც ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ხარაგაულელ ახალგაზრდებს სკა-უტების შესახებ. ახალგაზრდები დაინ-ტერესდნენ სკაუტინგით და გამოხატეს სკაუტურ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი. სკაუტური ორგანიზაცია მარ-თავს სხვადასხვა სახის ლაშქრობებს, საზაფხულო სკაუტურ ბანაკებს, ასევე ახალგაზრდები მიჰყავთ მსოფლიო საერთაშორისო ბანაკებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა.

ახლახან ხარაგაულელი ახალგაზ-რდები ჩაერთვნენ იმერეთის სკაუტური ორგანიზაციისგან სათაფლიაში დაგეგ-მილ ღონისძიებაში, სადაც ხარაგაული-დან სამი მოხალისე გახდა სკაუტი და გადაეცათ სკაუტური ყელსახვევი. ხა-რაგაულში გვყავს რამდენიმე ათეული მოხალისე, რომლებსაც სურთ გახდ-ნენ სკაუტები და აქტიურად ჩაერთონ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ

ღონისძიებებში.სკაუტად გახდომა შეუძლია ყველა

ახალგაზრდას 8-დან 25 წლამდე, თუმ-ცა ორგანიზაციით და ცხოვრების ჯანსა-ღი წესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს სკაუტი. ხარაგაულში წარმომადგენლობის დანიშვნის შემდეგ, ადგილობრივმა მოხალისეებმა და სკაუტებმა, იმერეთის რეგიონის სკაუტებთან და მოხალი-სეებთან ერთად მოაწყვეს ლაშქრობა

ნუნისში, ბერების კლდეზე და ვახანის ციხეზე. ასევე იგეგმება ლაშქრობების სერია და სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრ-დებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკ-ვიდრებას და ხარაგაულის ტერიტორი-აზე არსებული ღირშესანიშნაობების გაცნობა-მონახულებას.

ბერიკა თურმანიძეიმერეთის სკაუტური ორგანიზაციის

წარმომადგენელი ხარაგაულში

იმედია, ითანამშრომლებთ სკოლებთან

სკაუტები ნუნისსა და ვახანში

Page 4: სექტემბრიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-589-2014w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2014 წ. ხარაგაულში მცხოვრებმა

4 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2014 წ.

ვიმედოვნებ, რომ ამ რეგიონების მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით, ამ ქალაქებშიც შევძლებთ წლის ბოლომდე ამ სპექტაკლის ჩვენებას. მინდა გამოვხატო ჩემი საოცარი აღფრთოვანება და სიყვარული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დარბაზში ისხდნენ და სიხარულისა და მინატრების ცრემლით იხსენებდნენ იმ ბედნიერ წლებს, როცა ქართველები და ებრაელები ერთად ძმებივით ცხოვრობდნენ, ერთ მიწაზე, ქართულ მიწაზე, რომელიც ორივეს დედობას უწევდა, ორივეს თანაბრად უყოფდა სიყვარულს და სითბოს, მიწის მადლს და სურნელს. ასევე მინდა დიდი სიყ-ვარული გამოვხატო ებრაელი ერის მიმართ, რომელთაც გახლეჩილი გულის კვნესა და მარადიული მო-ნატრება დატოვეს საქართველოში,“ - ამბობს იზა ვეფხვაძე.

იმერეთის ფესტივალი „საირმე 2014”

3-4 მაისს კურორტ საირმეში იმე-რეთის ინტელექტუალური ფესტი-ვალის „საირმე 2014“ ფარგლებში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ როგორც მუნიციპა-ლიტეტების გუნდები, ასევე უმაღლესი და სხვადასხვა ლიგის მოთამაშეები. ფესტივალში ხარაგაულის გუნდი შემ-დეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: დავით ჩადუნელი, გივი კურტანიძე, რეზო დეკანოსიძე, დავით დევდარი-ანი, მამუკა ჭიპაშვილი, დავით ლა-ცაბიძე. ფესტივალში სულ 42 გუნდი მონაწილეობდა. ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზ-რდულ საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტის, კულტურის საკითხებ-ში, დავით ჩადუნელის თქმით, ფეს-ტივალის ორგანიზატორი გახლდათ „რა? სად? როდის?“ ფედერაცია და ბატონი გიორგი მოსიძე, საორგანი-ზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო იმერეთის ინტელექტკლუბის თავმჯ-დომარე კახა მაჩიტიძე. შეკითხვები საკმაოდ რთული იყო. ხარაგაულში 15 წელზე მეტია ამ თამაშს ვმართავთ და ეს იყო ერთგვარი გამოცდილების მიღება ჩვენთვის,“ - აღნიშნა დავით ჩადუნელმა.

„თვალშისაცემია შიდა

მიგრაცია”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ერთობლივ პროექტს „საქართველო-სა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაცია“ ახორციელებენ. საიას იურისტის, თამარ ფაჩულიას ინფორმაციით, პროექტი, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, 2015 წლის მაისამდე გაგრძელდება. პროექ-ტის ფარგლებში ჩატარდა კვლევა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიდა მიგრაციაზე. „კვლევით გამოვლინდა, რომ საქართველოში მუდმივად ცხოვ-რობს 2,5 მილიონი ადამიანი, მათგან 1,5მილიონი - თბილისში. 1,5 მილი-ონი ადამიანი კი პერიოდულად გადის საზღვარგარეთ. ძალიან თვალსშისა-ცემია შიდა მიგრაცია. ფაქტობრივად, სოფლები დაცლილია,“ - ამბობს თამარ ფაჩულია.

პროექტის ფარგლებში საია აწარ-მოებს საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან. „ჩვენ ვაძლევთ რჩევებს მოქალაქეებს, რომ არ გახდ-ნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი, ან არ ჩაიდინოს რაიმე კანონდარღვევა და მათი გადაადგილება იყოს ლეგიტი-მური. საჭიროების შემთხვევაში საია მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

აღნიშნული საინფორმაციო შეხ-ვედრები ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის 18 სოფელსა და დაბა ხარა-გაულში ჩატარდა.

პენსიონერი საარჩევნო მოხელეები, სავარაუდოდ,

პენსიასაც მიიღებენ№48 ხარაგაულის საოლქო საარ-

ჩევნო კომისიიდან მიღებული ინ-ფორმაციით, ხარაგაულის საარჩევნო ადმინისტრაციებში დასაქმებულია 42 პენსიონერი. უახლესი ინფორმა-ციით, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს იმისთვის, რომ პენსიონერმა საარჩევნო მოხელეებმა მიიღონ როგორც პენსია, ისე სახელფასო ანაზღაურება.

საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს

5 მაისს ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, დეპუტატებმა დაამტკიცეს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების შე-სახებ ანგარიში, რომელიც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა და საბიუჯეტო განყოფილების ხელმ-ძღვანელმა ნინო მაღლაკელიძემ წარმოადგინეს.

სხდომაზე საპრივატიზებოდ დამტ-კიცდა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩა, მეორე შესახვევის ტერიტორიაზე 120 მ2 მიწის ფართი, ავტოსადგურის მიმდებარედ. საპრივატიზებო მიწის ფართის საწყისი ფასია 852 ლარი.

მზადდება საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის

დოკუმენტაციახარაგაულის გამგეობის ეკონომი-

კისა და ინფრასტრუქტურის განვითა-რების სამსახურის უფროს დავით დევ-დარიანისგან მოპოვებული ინფორმა-ციით, სოფლის მხარდაჭერის პროგ-რამის ფარგლებში მოსახლეობისგან კრებებზე შერჩეული პროექტების განსახორციელებლად მიმდინარეობს საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დო-კუმენტაციის მომზადება. რამდენიმე პროექტზე უკვე გაფორმდა ხელშეკრუ-ლება სამუშაოების დასაწყებად.

სოფლის მხარდაჭერის პროგრა-მით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფელში განსახორციელებელია 192 პროექტი, რისთვისაც გამოყოფილია 770 163 ლარი. ამ თანხიდან 276 129 ლარი გათვალისწინებულია სხვა-დასხვა სოფლებში სარიტუალო დარბაზების მშენებლობა-მოწყობა და ინვენტარით აღჭურვისათვის; 238 584 ლარი - გზების რეაბილიტაციისათვის; 17 795 ლარი - მოსაცდელების მოსაწ-ყობად სოფლებში; სხვა დანარჩენი პროექტებისთვის - 237 655 ლარი.

ხარაგაულში გაზიფიკაციის სამუშაოები გრძელდებადაბა ხარაგაულში დღეისათვის

ბუნებრივი გაზი მიეწოდება 210 ოჯახს. კომპანია „სოკარ გაზის“ ზესტაფონი-ხარაგაულის უბნის დისტრიბუციისა და აღრიცხვის სამსახურის უფროს მიხეილ ბანცაძის ინფორმაციით, ამჟამად გაზიფიკაცია მიმდინარეობს თაბუკაშ-ვილის ქუჩაზე, სადაც სამუშაოები ათ დღეში დასრულდება. ამის შემდეგ დაგეგმილია პატარა ხარაგაულში, ჭავჭავაძის ქუჩის სრული გაზიფიკაცია, მისი ყველა ჩიხის ჩათვლით.

მიხეილ ბანცაძის ინფორმაციით, 2014 წლის პირველი თებერვლიდან შეიცვალა ოჯახებში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯები; კერძოდ, თუ მოსახ-ლესთან ბუნებრივი აირის შეყვანის ღი-რებულება განისაზღვრა 300 ლარით, ამ თანხას მომხმარებელი გადაიხდის სრულად და არ დაემატება პროცენტი, მაგრამ თუ მას სურს განვადება, ამ თანხას ემატება პროცენტი და საერთო ჯამში იხდის 600 ლარს. ეს წესი დად-გინდა საქართველოს ენერგეტიკის მა-რეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) დადგენილებით.

რაც შეეხება დაბა ხარაგაულის მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციას, მიხეილ ბანცაძის თქმით, მიმდინა-რეობს პროექტებზე მუშაობა, თუმცა კონკრეტული ვადები ჯერ ცნობილი არ არის.

ამბების აკიდოპირველი გვერდიდან

№ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი

საკრებულოში შემავალი სოფლები საკრებულოში არსებული უბნების დასახელება

48/01 ხარაგაულის დაბის #1 დაბა ხარაგაულის საარჩევნო უბანი#2 პატარა ხარაგაულის საარჩევნო უბანი

48/02 ბაზალეთის თემის ბაზალეთი, ღარიხევი, წიფი, ქროლი. #3 ბაზალეთის საარჩევნო უბანი

48/03 ბორითის თემის ბორითი, ამაშუკეთი, ერეთა, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, ვაშლევი, უბისა

#4 ბორითის საარჩევნო უბანი#5 მაქათუბნის საარჩევნო უბანი#6 საქასრიის საარჩევნი უბანი#7 უბისის საარჩევნო უბანი

48/04 ვარძიის სოფლის ვარძია #8 ვარძიის საარჩევნო უბანი48/05 ვახანის თემის ვახანი, სერბაისი, ზედუბანი #9 ვახანის საარჩევნო უბანი48/06 ზვარის თემის ზვარე, ჩრდილი, ნუნისი #10 ზვარის საარჩევნო უბანი

48/07 კიცხის თემის კიცხი, ბორი, თეთრაწყარო, საქარიქედი, იგორეთი

#11 კიცხის საარჩევნო უბანი#12 თეთრაწყაროს საარჩევნო უბანი#35 საქარიქედის საარჩევნო უბანი

48/08 ლაშის თემის ლაშე, ღვერკი, იგორეთი, ხემაღალი, უჩამეთი

#13 ლაშის საარჩევნო უბანი

48/09 ლეღვნის თემის ლეღვანი, მარელისი, დიდვაკე, პატარა სახვლარი

#14 ლეღვნის საარჩევნო უბანი#15 მარელისის საარჩევნო უბანი#16 დიდვაკის საარჩევნო უბანი

48/10 მოლითის თემის მოლითი, ნებოძირი, ანეულა, ბეჟათუბანი, დეისი, ქვები, ბაბი, ჭარტალი

#17 მოლითის საარჩევნო უბანი#18 დეისის საარჩევნო უბანი#19 ქვების საარჩევნო უბანი48 11 ნადაბურის თემის ნადაბური გოლისი #20 ნადაბური საარჩევნო უბანი

48/11 ნადაბურის თემის ნადაბური, გოლისი #20 ნადაბური საარჩევნო უბანი

48/12 სარგვეშის თემის სარგვეში, ხორითი, მიროწმინდა, საბე#21 სარგვეშის საარჩევნო უბანი#22 საბის საარჩევნო უბანი

48/13 საღანძილის თემის საღანძილე, ზარანი, ვანი, სხლითი, ჩხერი, ჯაფარეული

#23 საღანძილის საარჩევნო უბანი#24 ვანის საარჩევნო უბანი#25 ჩხერის საარჩევნო უბანი#34 ჯაფარეულის საარჩევნო უბანი

48/14 ფარცხნალის თემის ფარცხნალი, ისლარი, ახალსოფელი, ღუდუმექედი

#26 ფარცხნალის საარჩევნო უბანი#36 ისლარის საარჩევნო უბანი

48/15 ღორეშის სოფლის ღორეშა #27 ღორეშის საარჩევნო უბანი

48/16 წიფის თემის წიფა, გოლათუბანი, ფონა, გუდათუბანი #28 წიფის საარჩევნო უბანი

48/17 წყალაფორეთის თემის წყალაფორეთი, ხონი, პატარა ვარძია, ჩალხაეთი, ლახუნდარა

#29 წყალაფორეთის საარჩევნო უბანი

48/18 ხევის თემის ხევი, გრიგალათი, წაქვა, ციცქიური #30 ხევის საარჩევნო უბანი48/19 ხიდრის სოფლის ხიდარი #31 ხიდრის საარჩევნო უბანი

48/20 ხუნევის თემის ხუნევი, გედსამანია, ვერტყვიჭალა, ვერტყვილა, ბჟინევი

#32 ხუნევის საარჩევნო უბანი#33 ვერტყვიჭალის საარჩევნო უბანი#37 გედსამანიის საარჩევნო უბანი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები და უბნები

აპრილში ტაძრის მშენებლობისთ-ვის შესაწირი გაიღეს:

ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბ-სიდია - 20 ათასი ლარი;

ს/ს „იმერის“ თანამშრომლები - 8 ლარი;

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყო-ბის“ თანამშრომლები - 25 ლარი;

ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლები - 26 ლარი;

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლები - 90 ლარი;

საზოგადოებრივი ჯანდაცვის თა-ნამშრომლები -20 ლარი;

ტურიზმის სამსახურის თანამშ-რომლები - 34 ლარი;

პავლე ალავიძე (იგორეთი) - 50 ლარი;

ლალი ღამბაშიძე (ჯაფაროული) - 30 ლარი;

ანდრია ასაშვილი (თბილისი) - 10 ლარი;

ლია მჭედლიძე (დაბა ხარაგა-ული) - 10 ლარი;

ვალიდა მაისურაძე (პატარა ხა-რაგაული) - 10 ლარი;

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახ-ლის თანამშრომლები - 9 ლარი.

გულიკო ჭარბაძემ სახელობითი ჩუქურთმის წინა თვეში შემოტანილ თანხას დაამატა 50 ლარი.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სახელობითი ჩუქურთმისთვის შემოიტანეს 510 ლარი. ყველა სახელობითი სია ინახება დირექციაში.

ტაძრის მშენებლობაზე ფიზიკუ-რად იმუშავეს დაბა ხარაგაულიდან და ბაზალეთიდან ხუთ-ხუთმა კაცმა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიდან შვიდმა კაცმა, სახანძ-

რო-სამაშველო სამსახურიდან და ლეღვნიდან ათ-ათმა კაცმა, ფარც-ხნალი-ახალსოფლიდან რვა კაცმა.

ტაძრის მშენებლობის დირექცია მადლობას უხდის ყველას, ვინც შე-საწირი გაიღო, ფიზიკურად იმუშავა და ვისაც ქრისტიანულად უხარია ამ ტაძრის აშენება. უფალი იყოს მათი მფარველი.

ტაძრის მშენებლობა უკვე დამ-თავრების სტადიაშია. თუ ჩვენ დრო-ულად მივიღებთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაპირებულ სუბსიდიას, 100 ათას ლარს, შაბათობების კარგი ორგანიზება გაკეთდება და წლის ბოლოსთვის მშენებლობის დამთავ-რება - გუმბათის გადაბეტონებით, რეალურია. დარჩება სახურავის და შიგა კეთილმოწყობის სამუშაოები მომავალი წლისთვის. მშენებლობას თავისი ტექნოლოგიური პროცესე-ბი აქვს და თანხის გარდა დროს მოითხოვს.

საარჩევნო ციებ-ცხელებაა, მაგ-

რამ მინდა შევახსენო ადგილობრივ პოლიტიკოსებს, ნუ შეეცდებიან ტაძრის მშენებლობის პოლიტიკურ ანგაჟირებას, მღვდელ-მსახურების გამოყენებას და ჩართვას თავიანთი პოლიტიკური ამბიციების დასაკ-მაყოფილებლად, რომლის მცდე-ლობებიც აქამდე არ მოგვკლებია, საკადრისი პასუხიც გაგვიცია. თუ ამ ტენდენციას გააგრძელებენ, თავიან-თი უგუნურების მსხვერპლნი იქნე-ბიან. გაზეთის მკითხველს ბოდიშს ვუხდი ასეთი ტონისთვის, მაგრამ მე ამის საფუძველი მაქვს. თუ მათ შემო-ტევებს ადექვატური პასუხი არ გაეცა, ტაძრის მშენებლობის დამთავრება საფრთხეშია. ეს უნდა იცოდეს საზო-გადოებამ, ეს უნდა დარჩეს გაზეთის ფურცლებზე და ჩაიწეროს ტაძრის მშენებლობის ისტორიაში. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.

პატივისცემით,ცეზარ ბუბულაშვილი

ტაძრის მშენებლობის დირექტორი

აქცია - ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას - გრძელდება

Page 5: სექტემბრიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-589-2014w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2014 წ. ხარაგაულში მცხოვრებმა

5xtvb [fhfufekb8 მაისი, 2014 წ.

40 დღე გავიდა დედა, რაც ჩვენ-გან წახვედი და როგორ მენატრე-ბი... მინდა ჩაგეხუტო, მოგეფერო, შენი სუნთქვა, სითბო ვიგრძნო. თურმე რა ბედნიერი ვიყავი, როცა დედა მყავდა. ვერავინ შემივსებს ამ სიცარიელეს, ვერავინ მეტყვის შენსავით: „მოხვედი, შვილო?“ ამბობენ, მშობელი უნდა წავიდეს და შვილი დარჩესო, მაგრამ ძალიან ძნელი ყოფილა დედა-შვილის განშორება. თან შენ ჯერ ხომ ახალგაზრდა იყავი, მხოლოდ 53 წელი იცხოვრე ამქვეყნად. როგორ გინდოდა გეცოცხლა და შვილიშვილს მოსწრებოდი. ბევრი ვებრძოლეთ შენს ავადმყოფობას, მაგრამ ვერ გიშველეთ. დიდი დარდი და მონატრება დაუტოვე შენს მეუღლეს, მამას, ძმას, ყვე-ლას, ვინც ახლოს გყავდა. ახლა მხოლოდ სურათებითა და მოგო-ნებებით ვივსებთ ამ სიცარიელეს და ვაძლევთ ერთმანეთს იმედს. მჯერა, შენი ლოცვა თან დამყვება და გაგვაძლიერებს შენს ნაფერებ ოჯახს. ხშირად მოვალთ საფ-ლავზე, აგინთებთ სანთლებს, მო-გიტანთ ყვავილებს, ძალიან რომ გიყვარდა. ჩაგეხუტები საფლავის ქვაზე, იქნებ ახლა მე გაგათბო, დედა.

მირანდა ტარასოვა

ნუგზარ თაბუკაშვილის ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უახლოესი ნათესავის, ძმისა და მეგობრის

თამაზი შოთას-ძე თაბუკაშვილისგარდაცვალების გამო. მსუბუქი ყო-

ფილიყოს შენთვის ხარაგაულის მიწა, ასე ძალიან რომ გიყვარდა.

მეუღლე ნანული, შვილები აჩიკო, დავითი, გიორგი ბურჯანაძეები, რძალი თინათინი, შვილიშვილი ანანო, ძმა ომარი ბურჯანაძე, დეიდაშვილები, ბიძაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

მარლენ ივანეს ძე ბურჯანაძედაიკრძალა 6 მაისს ბაზალეთში.

პრამონ აბრამიშვილი ოჯახით იუწყება მეტად კეთილშობილი ადამი-ანის, ზრდილი, უჩუმარი, უპრეტენზიო მეზობლის

მარლენ ბურჯანაძისგარდაცვალებას და თანაუგრძნობს

განსვენებულის ოჯახსა და ახლობ-ლებს.

ბონდო კვირიკაშვილი ოჯახით თანაუგრძნობს ნათლულს მანანა თა-ბუკაშვილს ძმის

თამაზი თაბუკაშვილის გარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

უახლოესი მეზობლები თანავუგრძ-ნობთ ნანული, აჩიკო, დავით და გიორ-გი ბურჯანაძეებს მეუღლისა და მამის

მარლენ ბურჯანაძისგარდაცვალების გამო.

სამუსიკო სკოლის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ლალი ალექსიძეს ბიძაშვილის

გოჩა მანჯავიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირ-ველწოდებულის გიმნაზიის პედაგო-გები და ტექნიკური პერსონალი თა-ნაუგრძნობენ მანანა თაბუკაშვილს ძმის

თამაზ თაბუკაშვილისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კო-ლექტივი ღრმა მწუხარებით თანაუგრ-ძნობს დათო მანჯავიძეს და მთვარისა ჭყოიძეს ძმისა და მაზლის

გოჩა მანჯავიძისგარდაცვალების გამო.

ნორა შერგელაშვილი ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდობისდ-როინდელი მეგობარი, უკეთილშობი-ლესი პიროვნება

მარლენ ბურჯანაძე და თანაუგრძნობს განსვენებულის

ოჯახს.

თემური ჭანკოტაძე და დოდო ნანიტაშვილი ოჯახით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

მარლენ ბურჯანაძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

ბორის სკოლა-პანსიონის თანამშ-რომლები თანაუგრძნობენ ფარიდა, გიგა, ჰამლეტ, მელანო ბერაძეებს და მაია ბარბაქაძეს დედის, სიდედრისა და ბებიის

ია თუთბერიძე-ნიქაბაძისგარდაცვალების გამო.

სოლომონ მეფის ქუჩა #90-ში მცხოვრები მეზობლები თანაუგრძ-ნობენ დათო მანჯავიძეს და მთვარისა ჭყოიძეს ძმისა და მაზლის

გოჩა მანჯავიძისგარდაცვალების გამო.

ვახტანგი ლურსმანაშვილის ოჯახი ღრმა მწუხარებით იუწყება ოჯახის ახლო მეგობრის

გოჩა მანჯავიძის გარდაცვალებას და თანაუგრძნობს

განსვენებულის ოჯახს.

ლალი, ვალოდა, გიგა, მაკა კელენ-ჯერიძეები ღრმა მწუხარებით იუწყებიან

გოჩა მანჯავიძისგარდაცვალებას და თანაუგრძნო-

ბენ განსვენებულის ოჯახს.

ჩვენო უსაყვარლესო, იუმორით დაჯილდოვებულო, მშრომელო, მოქეიფე და მეგობრების მოყვარუ-ლო გოჩუნი, როგორ გვენატრები და გვენანები შენი ლამაზი ღიმი-ლით, დაუზარელი მარჯვენით. ვის შეიძლებოდა ეთხოვა შენთ-ვის დახმარება და შენ გულთან

არ მიგეტანა. მაისში დაიბადე და მაისში მიაბარე შენი ლამაზი სული უფალს. 14 მაისი შენი დაბადების დღეა. უშენოდ შევხვდებით შენს დაბადების დღეს, გოჩა. მოგილო-ცავთ, შევსვამთ შენს სადღეგრძე-ლოს და შევთხოვთ უფალს, სულ ნათელში გვიმყოფოს შენი ლამაზი სული. შენ ვეღარასოდეს მოხვალ ჩვენთან, ვეღარ გაგვიღიმებ და შენს ჩვეულ ანეგდოტებს ვეღარ მოგვიყვები. ყველას გული დაგვ-წყვიტე და გვატკინე, აგვაფორიაქე შენი მოულოდნელი ამბით.

ღმერთმა ნათელში გამყოფოს და მსუბუქი იყოს შენთვის საყვარე-ლი სოფლის მიწა. გაგანათლოს უფალმა.

შენი გულჩაკლული მეგობრები - ს/ს ხარაგაულის

„ავტოტრანსის” თანამშრომლები

დაბადების დღეს გილოცავთ, გოჩა

ერთი წელი გავიდა 6 მაისს, რაც ჩვენგან წახვედი მარადიულ სასუფეველში, ალეკო. ჩემო საამაყო და უსაზღვროდ მონატ-რებულო, ვერ წარმომედგინა უშენოდ როგორ უნდა მეცოცხ-ლა და მეცხოვრა ამ ქვეყანაზე. შენმა უსაზღვრო სიყვარულმა და მონატრებამ ძალა მომცა. შენ მონატრებულ შვილებთან და დედ-მამასთან ერთად მძიმე და მწუხარე იყო ყოველი დღე. ნუთუ არ გებრალება დედა, რომელსაც წელიწადია ცრემლი არ შეშრობია თვალზე, მამა, რომელიც უშენოდ ოხრავს. ისევ გელიან შენი შვილები - ლონდა და გიორგი, რომლებიც შენი სიყ-ვარულით გაუმაძღრები დატოვე. არასოდეს დავივიწყებთ შენს სა-ხელს. ყოველთვის მოვალთ შენს საფლავთან, გულმკვდარი და თვალცრემლიანი. მუდამ მოვი-გონებთ შენს ლამაზ სულს, ჩემო

ტკბილო და მწარე სიყვარულო. ნუთუ ასეთი ცხოვრების ღირსი ვი-ყავი? რატომ? რისთვის? უფალს ვთხოვ, ნათელში მიმყოფოს შენი ლამაზი სული. მიყვარხარ და მენატრები, ალეკო.

მეუღლე ეკა, ოჯახი

უზომოდ მენატრები, ალეკო

მანანა ბუაჩიძე-ტარასოვას მონატრება

სადგურ მარელისის საჯარო სკო-ლაში საინტერესო და მრავალფერო-ვანი სასკოლო ღონისძიებები ტარდება. მათგან გამორჩეული იყო ახლახან გამართული სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“. ყველასათვის საყვარელი ეს ნაწარმოები ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკალური შედევრებით იყო გამრავალფეროვნებული. სცენაზე გაცოცხლდა საქართველოს წარსული, გულისხმიერი დამოკიდებულება იგრძ-ნობოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისადმი. ჩქეფდა ქართული სიმღერის სიყვარუ-ლი და მრავალხმიანობა. სათუთად ეპ-ყრობოდა ყველა მონაწილე ქართული სიტყვის მადლსა და ლაზათს. ღონის-ძიების მონაწილეები კიდევ ერთხელ შეეცადნენ იმის ხაზგასმას, რომ ჩვენი კულტურა და ხელოვნება უკვდავია; თი-თოეული ქართველის სულში ძალუმად ფეთქავს ქართული სიტყვის, ქართული აზრის სითბო და სიყვარული.

სპექტაკლის ავტორია მუსიკის პე-დაგოგი ლია ტარიელაშვილი. ერუ-დირებული და თავისი საქმის მცოდნე ქალბატონმა ამჯერადაც დაატყვევა დარბაზი თავისი არაჩვეულებრივი

მიგნებითა და შესაბამისი მუსიკალური გაფორმებით. მონაწილე მოსწავლეები: მარი და ანა ქურდაძეები, ნინო და ნია ყიფიანები ხმაშეწყობილად მღეროდ-ნენ და თავისი პლასტიკით აოცებდნენ მაყურებელს. გულო ლომსაძე, მედეა მესხი, ნინო მაღრაძე,ია ჭყოიძე, გივი ღონღაძე, ნინო რობაქიძე, ნიკა ყი-ფიანი, გიორგი მჭედლიძე, ნუგზარ, გიორგი, ავთანდილ მაღრაძეები, ზუ-რაბ, ნუგზარ, დავით, ნანა ჭყოიძეები, მარიამ ფცქიალაძე თავისი არტისტიზმი-თა და სილაღით იპყრობდნენ დარბაზს. პატარა მსახიობებმა სცენაზე აჩვენეს თავიანთი დამოკიდებულება ქართული სიტყვისადმი. ამაღელვებელი იყო სპექ-ტაკლის ფინალი, გულაჩვილებული მაყურებელი ოვაციებით გამოხატავდა კმაყოფილებას. ისმოდა ტაში და პატარა მსახიობები თავს უკრავდნენ მათდამი გამოხატულ მოწონებასა და კმაყოფილებას. ასეთი დღეები საინ-ტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის სასკოლო ცხოვრებას. მშობლების სახელით მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა.

ქეთინო ყიფიანი

მრავალრიცხოვანი მკითხველის თხოვნით მეფუტკრე ლაშა გურგე-ნიძე ამჟამად საფუტკრეში ჩასატარე-ბელ სამუშაოებზე საუბრობს:

-ღალიანობის, ანუ თაფლის მი-ღების პერიოდი იწყება მაშინ, როცა აკაცია აყვავდება. სამწუხაროდ, ხა-რაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა და ყინვამ აკაცია და ხურმა-კარალიოკი მოყინა. კუნელას, ჭენჭკეტასა და პატარ-პატარა ყვავილებისგან მიღე-ბული თაფლი კი ფუტკრის ბარტყის გამოსაკვებადაც არ არის საკმარისი. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ფუტკ-რის კვება ვაჟინით (სიროფი) და მკურნალობა. კანდი რომ ჰქონდეს ახლა მეფუტკრეს, უფრო დაზღვეული იქნებოდა. თუ რამდენიმე დღეს ცუდი ამინდები დაიჭირა, ფუტკარი ჩაიკეტე-ბა და ბარტყი შეწყვეტს განვითარებას. ამიტომ ხელი უნდა შევუწყოთ მანამ, სანამ ცაცხვი და წაბლი აყვავდება.

ახლა არის საშიშროება ჩაკირვის ანუ სოკოვანი დაავადება ასკოსფე-როზის განვითარების. მოგეხსენებათ, თაფლი სადეზინფექციო საშუალებაა და როდესაც ფუტკარი მას უჯრებში ასხამს, სოკო ვეღარ განვითარდება. ვინაიდან ახლა თაფლი უჯრაში ვერ ხვდება, ძალიან დიდი შანსია ასკოს-ფეროზის განვითარების. გავიმეორებ მკურნალობის წესს: ხუთ ლიტრ სიროფში უნდა აურიოთ ერთი დიდი თავი დაჭყლეტილი ნიორი და მის-

ცეთ ფუტკარს ყველა კვების დროს. შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეპარატი ასკოვარი.

მეფუტკრეებს ვურჩევ, დაიცვან სკები ინფექციური დაავადება სი-დამპლესგან. ეს დაავადება შარშან დაფიქსირდა. არ ჰგავს ევროპულ და ამერიკულ სიდამპლეს, მაგრამ ფუტკ-რის განვითარებას ხელს უშლის. ანტიბიოტიკების გარდა ამ დაავადე-ბის საწინააღმდეგო სხვა საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს.

მეფუტკრეებმა უნდა იცოდნენ, რომ ახლა დაიწყება ფუტკრის ინტენ-სიური ნაყრიანობა. ფუტკარი ვითარ-დება, მაგრამ ვერ მოაქვს თაფლი, სკაშია მოქცეული. შეივსება სკა და გააკეთებს ნაყარს. უნდა ვარეგული-როთ ეს პროცესი. მეფუტკრეებს შეუძ-ლიათ მაღალი კორპუსები დაადგან სკას დიდი ბუდის ჩარჩოებით, სადაც

დედა ფუტკარი კვერცხს დადებს. წაბ-ლის აყვავებისას მეფუტკრეს ახალი ოჯახი ეყოლება.

თუ ვერ მოგვიტანს ფუტკარი თაფლს, მაშინ უნდა ვიმუშაოთ მის გამრავლებაზე. ამისთვის კი ინტენ-სიურად უნდა მივაწოდოთ სკას საკ-ვები. სავარაუდოდ, ორი კგ თაფლი სჭირდება ერთი დედის გამოყვანას. ეს დაახლოებით 4-5 ლიტრი სირო-ფია. როგორც ჩვილ ბავშვს ვუვლით, ისე უნდა მოვუაროთ ახლა დედა ფუტკარს, რომ შედეგი მივიღოთ. არ არის კატასტროფა, რომ არ აყვავდა აკაცია. ყველა მეფუტკრეს ვურჩევ, იმუშაონ ფუტკრის გამრავლებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მეფუტკრე ლაშა გურგენიძეს ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 593 76 97 00.

უნდა გავაგრძელოთ ფუტკრის კვება ვაჟინით

მეფუტკრის რჩევები

„იავნანამ რა ჰქმნა“

Page 6: სექტემბრიდან ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/18-589-2014w.pdf · 2 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2014 წ. ხარაგაულში მცხოვრებმა

6 xtvb [fhfufekb 8 მაისი, 2014 წ.

დ. ხარაგაული08.05 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+21ºC, ღამე +16ºC;09.05 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+31ºC, ღამე +16ºC;10.05 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +30ºC, ღამე +20ºC;11.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +20ºC;12.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +19ºC;13.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +19ºC.

ბორითი08.05 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+20ºC, ღამე +15ºC;09.05 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +29ºC, ღამე +15ºC;10.05 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +29ºC, ღამე +18ºC;11.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +18ºC;12.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +18ºC;13.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +28ºC, ღამე +19ºC.

კიცხი08.05 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+21ºC, ღამე +17ºC;09.05 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+31ºC, ღამე +17ºC;10.05 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +31ºC, ღამე +20ºC;11.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +20ºC;

12.05 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე +29ºC, ღამე +19ºC;

13.05 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე +28ºC, ღამე +19ºC.

მოლითი08.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +18ºC, ღამე +13ºC;09.05 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +27ºC, ღამე +12ºC;10.05 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+28ºC, ღამე +16ºC;11.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +16ºC;12.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +16ºC;13.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +15ºC.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

amindi

ვულოცავ გაბედნიერებას თა-მუნა მაღრაძეს და კახა ბუაჩიძეს. ვუსურვებ ახალდაქორწინებულებს ჯანმრთელობას, სიხარულს, უსაზ-ღვრო ბედნიერებას და ულევ სიყვარულს. გამრავლდით და გაიხარეთ. უფალი იყოს თქვენი მფარველი. მიყვარხართ ძალიან.

სალომე ყრუაშვილი

ვარძიის საჯარო სკოლის პედა-გოგ ლეილა ვერულაშვილსა და მის მეუღლე მურად ხიჯაკაძეს ვულოცავთ შვილიშვილის შეძენას. პატარა თემურს ვუსურვებთ სასა-ხელო ვაჟკაცად აღზრდას, ლაღ ბავშვობას და ღვთის წყალობას.

ვარძიის საჯარო სკოლა

ვულოცავთ დაბადების დღეს ელენე გაგოშიძეს. ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს თავის საყ-ვარელ ოჯახთან ერთად.

ხარაგაულის ბაზრის მუშაკები

ვულოცავ ჩემ ნათლიას ჯაბა მაღლაკელიძეს ქალიშვილის, ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი ქრისტინეს გაბედნიერებას. ყო-ფილიყოს სულ ჯანმრთელი და ბედნიერი.

გიორგი მაღრაძე

ვულოცავთ ჩვენ საყვარელ შვილიშვილს, ჩვენ გაზრდილ ქრისტინე მაღლაკელიძეს გაბედ-ნიერებას. ვუსურვებთ ყოველივე კარგს ცხოვრებაში.

ბებო და ბაბუ ჯემალი და ნანი მაღლაკელიძეები

ვულოცავთ დაბადების დღეს საყვარელ ბაბუას ჯემალი ლურს-მანაშვილს. ვუსურვებთ ჯანმრთე-ლობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენს საიმედოდ.

შვილიშვილები ლონდა, ლექსო ლურსმანაშვილები,

შმაგი და გიორგი კალანდაძეები

ვულოცავთ შვილიშვილის შეძე-ნას ნუგზარ ჭიპაშვილს. ვუსურ-ვებთ პატარა იზას ჯანმრთელო-ბას და ბედნიერ მომავალს თავის მშობლებთან ერთად.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის

პედაგოგები და ტექნიკური პერსონალი

ვულოცავთ ბაზალეთის ტერი-ტორიული ორგანოს რწმუნებულს ვარლამ ჭიპაშვილს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, წინსვლას და სიკე-თეს საზოგადოებრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.

ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოსა და ამბულატორიის

თანამშრომლები

იზა ძვირფასო, გილოცავთ მთელ ოჯახს მარიამის ბედნი-ერებას. სიყვარული, სიხარული, ოჯახური სიმყუდროვე, ღვთის წყა-ლობა ყოფილიყოს შენი შვილის თანამდევი ცხოვრების გზაზე.

გულიკო ნიქაბაძე ოჯახით

კვების ფულს ხელ -ზე ვიღებდით მშობლე-ბისგან. თვის ბოლოს მხოლოდ ნიკას დედას ჰქონდა გადასახდელი. მშობელი ერიდებოდა ჩემთან შეხვედრას და 4 წლის ნიკას ჯგუფში მარტო აგზავნიდა ჭიშკრი-დან. იძულებული გავხდი, ნიკასთვის დამებარებინა ფული, - შენს დედიკოს ჩანთაში ჩემი ათი მანე-თი აქვს, გაახსენე გამო-გატანოს-მეთქი.

დილით ნიკა მოდის გაბრწ-ყინებული სახით, ხელში ფული უჭირავს და მეუბნება:

-აჰა, ლილი მასწავლებელო, დედიკომ თქვა, მიაქვავე და მი-ახეთქე ეს ფული შენს მასწავლე-ბელს, მაინც არ მოგვეშვებიანო.

ხუმრობენ ხარაგაულელები

კურიოზებს პედაგოგიური პრაქტიკიდან იხსენებს ლილი ბარბაქაძე

დამაცადეთ სიკვდილიგივიკოს ბებია სამ წლამდე

სახლში ზრდიდა. სამი წლის მოიყვანა საბავშვო ბაღში. ბავშვს გასართობად მივეცი ბურთი, რო-მელიც თანატოლებმა წაართვეს. გივიმ ბურთს სდია, მაგრამ ბავშ-

ვებს ვერ გამოსტაცა ხელიდან. გივიკო გაბრაზდა და ბავშვებს მიმართა: „დამაცადეთ სიკვდილი, დამაცადეთ, თქვე გასაწყვეტლე-ბოო, - ისე როგორც ბებიასგან ესმოდა...

მარი მოწყენილი მო-ვიდა საბავშვო ბაღში. მიზეზი რომ ვკითხეთ, - ჭუკები დაგვიწყდაო,- შემოგვჩივლა.

ძიძამ, რომელსაც სახ-ლში ჭუკები ჰყავდა, თქვა, - იქავე იყოს, იქავეო...

-იქავე კი არა, დედამ ღელეში გადაყარაო, - დააზუსტა მარიმ.

ჭუკები ღელეში

5-6 წლიანებში შემოდგომის ზეიმისთვის ვასწავლით სიმღერას „თებრონე მიდის წყალზედა.“ დარ-

ბაზში მოვაწყვეთ „წყა-რო,“ საითკენაც „თებ-რონე“ კოკით მხარზე მიდის. გუნდი მღერის „თებრონე მიდის წყალ-ზედა...“ ამ დროს „თებ-რონე“ უნდა გამოვიდეს კულისებიდან, მაგრამ არ გამოდის.

ვ ა ხ ს ე ნ ე ბთ , რომ სიმღერასთან ერთად უნდა წავიდეს „წყაროს-კენ,“ მაგრამ „თებრონე“ კვლავ აგვიანებს.

-ჩქარა, გოგო, ჩქარა, დაიცალა „ბასეინი“, - ეძახის ამ დროს ბეტო გუნდიდან.

დაიცალა “ბასეინი”

მიაქვავე და მიახეთქე

ხარაგაულში გიმნაზიის წინ იყიდება 3 ოთახიანი ბინა 54 კვ.მ. სასწრაფოდ. დარე კ ეთ ტელეფონზ ე 577 165 007 ლევანი.

***

***

*** ***

***

***

***

სოფელ საბეში იყიდება 1,5 ჰა მიწის ხეხილიანი შე-მოღობილი ფართობი, სადაც განთავსებულია შენობა-ნაგე-ბობებები პირუტყვის მოსაშე-ნებლად. აქვე შესაძლებელია თევზსაშენის მოწყობა.

დაწვრილებითი ინფორ-მაციისთვის დაუკავშირდით დიმიტრი ხვედელიძეს. ტელ.: 22 18 72.

გვესაჭიროება სამზარე-ულოში დამხმარე ახალგაზრ-და ქალბატონი. დასაქმების მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონით შემდეგ ნომერზე 593 32 78 03 ან მობრძანდით შემდეგ მისამართზე: ხარაგა-ული, სოლომონ მეფის ქ. №17 „ქართული სამზარეულო“. სასტუმრო „უღელტეხილის“ პირველი სართული.

დავასაქმებთ

იყიდება სასწრაფოდ

იყიდება ორსართულიანი სახლი სოფელ ჯაფარეულში ეზოთი, კარგ მდგომარეობა-ში. აქვს მანქანის სადგომი. ტელ: 593 30 49 07 ლამარა.

იყიდება

იყიდება

თეთრი ვარდებით და ნაირფერი ყვავილებით მორთული საკლასო ოთახი მართლაც ჰგავდა სიყვარულის ღმერთის საბრძანებელს, თითქოს „ანგელოზს ეჭირა თეთრი პერგამენტი“ და ითვლებოდა ძვირფასი წუთები. ასე დაიწყეს სიყვარულის დღის აღნიშვნა საღანძილის საჯარო სკოლაში.

ღონისძიება მეათეკლასელთა და მათი დამრიგებლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მზია ჭყოიძის ხელშეწყობით ჩატარდა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებ-და ლენა კიკნაძე. ყველა მონაწილეს გათავისებული ჰქონდა ჭეშმარიტი სიყვა-რულის არსი, სიღრმე და სილამაზე. შე-

სანიშნავად იყო შერჩეული რეპერტუარი, გვყავდა ტარიელი და ნესტანი, რომეო და ჯულიეტა, ზურიკელა და მერი, ხატია და სოსოია, გიორგი და კესო. ერთ-ნაირი მონდომებით კითხულობდნენ მოსწავლეები შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას, ბერნს, პეტეფს, შექსპირს. გულში ჩამწვდომად ასრულებდნენ სიმღერებს სიყვარულზე. დაუვიწყარი გახადეს ეს დღე ჩვენთვის ბერიკა და ნათია კიკნა-ძეებმა, ნინო ყრუაშვილმა, მაია ტაბატა-ძემ, მარიამ ლომსაძემ, შმაგი ბაკურაძემ, სალომე ბლუაშვილმა, ნინო სუთიძემ, თინათინ ცხრაკბილაშვილმა. ყოველი დღე სიყვარულისაა და სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ ამქვეყანაზე - სცენი-დან მოგვიწოდეს ჩვენმა მოსწავლეებმა.

ვარდო ჭიპაშვილისაღანძილის საჯარო სკოლის

დირექტორი

სიტყვას ითხოვს... სიყვარული