დღეს ამბების ნომერშია...

8
ახალი სასწავლო წლიდან ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ახალი წრეები ამოქმედდა. ვრცლად იხილეთ მეორე გვერდზე. გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. კვლავაც ენერგიით, შემართებით და წარმატებებით გემოღვაწეოთ მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდსის საქმეში და ქვეყნის საკეთილდღეოდ. განათლების პროფკავშირი ძვირფასო პედაგოგებო! მიმდინარეობს გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“ ხელმოწერის ერთთვიური. თუ თქვენ ჯერ არ ხართ „ჩემი ხარაგაულის“ ხელმომწერი და გსურთ ყოველ პარასკევს მიიღოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე სანდო და ობიექტური ინფორმაცია, გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“. გაზეთზე ხელმოწერა 3 თვით ღირს 5 ლარი; 6 თვით - 10 ლარი; ერთი წლით - 20 ლარი. გაზეთის გამოწერა შეგიძლიათ „ჩემი ხარაგაულის“ დისტრიბუტორებთან ან რედაქციაში მისამართზე - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. 59, მეორე სართული, შემოსასვლელი შე- ნობის უკანა მხრიდან. დაგვიკავშირდით ტელეფონებით - 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80. გაზეთი „ჩემი ხარაგაული” - ყველა ხარაგაულელის ოჯახში გამოიწერეთ „ჩემი ხარაგაული 3 ოქტომბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 37 (608) www.chkh.org რატომ დარჩა ხარაგაული საავადმყოფოსა და სპეციალისტების გარეშე 4-5 გვ. 5 ოქტომბერი მასწავლებლის დღეა რუბრიკა - ჯანმრთელობა 2 გვ. 3-6 გვ. დღეს ნომერშია დავით გელაშვილი - სპორტსმენის გაზრდას დრო სჭირდება განცხადებები ხუმრობენ ხარაგაულელები ამინდი 2 გვ. 6-8 გვ. 8 გვ. 7 გვ. სასწავლო ოლიმპიადისთვის მზადება იწყება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკ- ნაძის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს დასრულდება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა რეგისტრაცია. მისივე ინფორმაციით, ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლე- ბა აქვთ მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს. „ვისაც აქვს სურვილი და შესაბამისი მონაცემები, უნდა ჩაერთოს ოლიმპიდაში. სკოლის წარმატების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი სას- კოლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა შედეგებიცაა,“ - ამბობს დავით კიკნაძე. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა გაკონტროლდება „გახშირებული გრიპის ეპიდემიის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ სკოლებში მაქ- სიმალურად მოაწესრიგოთ სველი წერტილები. სკოლაში სანიტარულ-ჰი- გიენურ მდგომარეობას მიაქციეთ გან- საკუთრებული ყურადღება, - მიმართა 29 სექტემბერს სკოლების დირექტო- რებს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ. მისივე თქმით, აუცილებელია, სკოლას ჰქონდეს წყალი და ჰიგიენური საშუალებები, რომ მოსწავლემ ხელი დაიბანოს. რესურსცენტრის უფროსი სპეცი- ალისტის (შიდა აუდიტი) ნანა ხიჯაკა- ძის ინფორმაციით, ამ საკითხს დიდი ყურადღება მიექცევა და სკოლების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობა მკაცრად შემოწმდება. მოსწავლეთა შორის მარათონი 8 ოქტომბერს გაიმართება 8 ოქტომბერს, 11 საათზე, ხარა- გაულში გაიმართება მოსწავლეთა მარათონი. გარბენი ცალ-ცალკე ჩა- ტარდება ვაჟებსა და გოგონებს შორის. ამ ინფორმაციას ხარაგაულის საგანმა- ნათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ავრცელებს. საშუალო სკოლებიდან მარათონში ჩაერთვება სამი ვაჟი და ორი გოგონა, ხოლო საბაზო სკოლებიდან - ორი ვაჟი და ერთი გოგონა. ვაჟები, სავარაუდოდ, 2,5 კმ-ს, გოგონები კი 2 კმ-ს გაირბენენ. „არ ენდოთ „განათლების ექსპერტებს” ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი (შიდა აუდიტი) ნანა ხიჯაკაძე სკოლე- ბის დირექტორებს აფრთხილებს, რომ არ გააფორმონ ხელშეკრულება გაურ- კვეველი წარმომავლობის იურიდიულ პირებთან, რომლებიც მათ, შესაძლოა, განათლების ექსპერტის სახელით გაეცნონ და შესთავაზონ იურიდიული ან საბუღალტრო მომსახურება. ნანა ხიჯაკაძის ინფორმაციით, სკო- ლებში ბუღალტერია აუცილებლად მემორიალური ორდერებით უნდა იყოს ნაწარმოები. 30 ოქტომბერს 48/09 ვახანის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმარ- თება. შუალედური არჩევნებისთვის შექმნილია საუბნო საარჩევნო კო- მისია შემდეგი შემადგენლობით: თამარ შარიქაძე - კომისიის თავმჯდომარე (საოლქო კომი- სიისგან); ოთარ მეგრელიშვილი - მოად- გილე (რესპუბლიკური პარტიის- გან); ელზა ფერაძე - მდივანი (მპგ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისგან“); წევრები: მირანდა კალანდაძე - საოლქო კომისიისგან; დავით ინასარიძე - საოლქო კომისიისგან; მარიამ ფერაძე - საოლქო კომისიისგან; ლევან გოგოლაძე - საოლქო კომისიისგან; თემურ ლომსაძე - საოლქო კომისიისგან; თეიმურაზ მაღლაკელიძე - მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრა- ობისგან“; ბესიკ ხიხაძე - „საქართველოს კონსერვატიული პარტიისგან“; ვალერი არევაძე - პ/გ „თავისუ- ფალი დემოკრატებისგან“; ლაშა არევაძე - პ/მ „მრეწვე- ლობა გადაარჩენს საქართვე- ლოსგან“; თამარ შავიძე - მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართ- ველოსგან.“ ვახანის ადგილობრივ მაჟო- რიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილია ორი კანდიდატი: მერაბ ღონღაძე - ბლოკი „ქარ- თული ოცნება“; გენადი არევაძე - „თავისუფალი საქართველო.“ ვახანში შუალედური არჩევნები ტარდება ამბების აკიდო

Upload: others

Post on 22-Aug-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: დღეს ამბების ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-608-2014w.pdf · გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

ახალი სასწავლო წლიდან ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ახალი წრეები ამოქმედდა. ვრცლად იხილეთ მეორე გვერდზე.

გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. კვლავაც ენერგიით, შემართებით და წარმატებებით გემოღვაწეოთ მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდსის საქმეში და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

განათლების პროფკავშირი

ძვირფასო პედაგოგებო!

მიმდინარეობს გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“ ხელმოწერის ერთთვიური. თუ თქვენ ჯერ არ ხართ „ჩემი ხარაგაულის“ ხელმომწერი და გსურთ ყოველ პარასკევს მიიღოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე სანდო და ობიექტური ინფორმაცია, გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“.

გაზეთზე ხელმოწერა 3 თვით ღირს 5 ლარი;6 თვით - 10 ლარი;ერთი წლით - 20 ლარი.გაზეთის გამოწერა შეგიძლიათ „ჩემი ხარაგაულის“ დისტრიბუტორებთან ან რედაქციაში

მისამართზე - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №59, მეორე სართული, შემოსასვლელი შე-ნობის უკანა მხრიდან.

დაგვიკავშირდით ტელეფონებით - 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80.გაზეთი „ჩემი ხარაგაული” - ყველა ხარაგაულელის ოჯახში

გამოიწერეთ „ჩემი ხარაგაული“

3 ოქტომბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№37 (608)

www.chkh.org

რატომ დარჩა ხარაგაული საავადმყოფოსა და სპეციალისტების გარეშე 4-5 გვ.

5 ოქტომბერი მასწავლებლის დღეა

რუბრიკა - ჯანმრთელობა

2 გვ.

3-6 გვ.

დღეს ნომერშია

დავით გელაშვილი - სპორტსმენის გაზრდას დრო სჭირდება

განცხადებები

ხუმრობენ ხარაგაულელები

ამინდი

2 გვ.

6-8 გვ.

8 გვ.

7 გვ.

სასწავლო ოლიმპიადისთვის მზადება

იწყებახარაგაულის საგანმანათლებლო

რესურსცენტრის უფროსის, დავით კიკ-ნაძის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს დასრულდება ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა რეგისტრაცია. მისივე ინფორმაციით, ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლე-ბა აქვთ მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებს. „ვისაც აქვს სურვილი და შესაბამისი მონაცემები, უნდა ჩაერთოს ოლიმპიდაში. სკოლის წარმატების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი სას-კოლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა შედეგებიცაა,“ - ამბობს დავით კიკნაძე. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.

სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა

გაკონტროლდება „გახშირებული გრიპის ეპიდემიის

ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ სკოლებში მაქ-სიმალურად მოაწესრიგოთ სველი წერტილები. სკოლაში სანიტარულ-ჰი-გიენურ მდგომარეობას მიაქციეთ გან-საკუთრებული ყურადღება, - მიმართა 29 სექტემბერს სკოლების დირექტო-რებს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ. მისივე თქმით, აუცილებელია, სკოლას ჰქონდეს წყალი და ჰიგიენური საშუალებები, რომ მოსწავლემ ხელი დაიბანოს.

რესურსცენტრის უფროსი სპეცი-ალისტის (შიდა აუდიტი) ნანა ხიჯაკა-ძის ინფორმაციით, ამ საკითხს დიდი ყურადღება მიექცევა და სკოლების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობა მკაცრად შემოწმდება.

მოსწავლეთა შორის მარათონი 8 ოქტომბერს

გაიმართება8 ოქტომბერს, 11 საათზე, ხარა-

გაულში გაიმართება მოსწავლეთა მარათონი. გარბენი ცალ-ცალკე ჩა-ტარდება ვაჟებსა და გოგონებს შორის. ამ ინფორმაციას ხარაგაულის საგანმა-ნათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე ავრცელებს. საშუალო სკოლებიდან მარათონში ჩაერთვება სამი ვაჟი და ორი გოგონა, ხოლო საბაზო სკოლებიდან - ორი ვაჟი და ერთი გოგონა. ვაჟები, სავარაუდოდ, 2,5 კმ-ს, გოგონები კი 2 კმ-ს გაირბენენ.

„არ ენდოთ „განათლების ექსპერტებს”

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი (შიდა აუდიტი) ნანა ხიჯაკაძე სკოლე-ბის დირექტორებს აფრთხილებს, რომ არ გააფორმონ ხელშეკრულება გაურ-კვეველი წარმომავლობის იურიდიულ პირებთან, რომლებიც მათ, შესაძლოა, განათლების ექსპერტის სახელით გაეცნონ და შესთავაზონ იურიდიული ან საბუღალტრო მომსახურება.

ნანა ხიჯაკაძის ინფორმაციით, სკო-ლებში ბუღალტერია აუცილებლად მემორიალური ორდერებით უნდა იყოს ნაწარმოები.

30 ოქტომბერს №48/09 ვახანის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმარ-თება.

შუალედური არჩევნებისთვის შექმნილია საუბნო საარჩევნო კო-მისია შემდეგი შემადგენლობით:

თამარ შარიქაძე - კომისიის თავმჯდომარე (საოლქო კომი-სიისგან);

ოთარ მეგრელიშვილი - მოად-გილე (რესპუბლიკური პარტიის-გან);

ელზა ფერაძე - მდივანი (მპგ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისგან“);

წევრები:მირანდა კალანდაძე - საოლქო

კომისიისგან;დავით ინასარიძე - საოლქო

კომისიისგან;მარიამ ფერაძე - საოლქო

კომისიისგან;ლევან გოგოლაძე - საოლქო

კომისიისგან;თემურ ლომსაძე - საოლქო

კომისიისგან;თეიმურაზ მაღლაკელიძე - მპგ

„ერთიანი ნაციონალური მოძრა-ობისგან“;

ბესიკ ხიხაძე - „საქართველოს კონსერვატიული პარტიისგან“;

ვალერი არევაძე - პ/გ „თავისუ-ფალი დემოკრატებისგან“;

ლაშა არევაძე - პ/მ „მრეწვე-ლობა გადაარჩენს საქართვე-ლოსგან“;

თამარ შავიძე - მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართ-ველოსგან.“

ვახანის ადგილობრივ მაჟო-რიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილია ორი კანდიდატი:

მერაბ ღონღაძე - ბლოკი „ქარ-თული ოცნება“;

გენადი არევაძე - „თავისუფალი საქართველო.“

ვახანში შუალედური არჩევნები ტარდება

ამბების აკიდო

Page 2: დღეს ამბების ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-608-2014w.pdf · გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

2 xtvb [fhfufekb 3 ოქტომბერი, 2014 წ.

მზია ბერაძე - სწავლა დაუსრულებელი პროცესია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის მარტში დააფუძნა ა(ა)იპ „სპორტის მართ-ვისა და განვითარების ცენტრი,“ რომელიც ახალ სპორტულ დარ-ბაზში განთავსდა. რეორგანიზაციის შედეგად მასთან გაერთიანდა თ. გიორგაძის სახელობის სპორტული სკოლა. 2 ივლისიდან ამ ორგანი-ზაციას დავით გელაშვილი ხელმ-ძღვანელობს. რა მდგომარეობაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების კუთხით, რა პრობლემები და სიახლეებია ცენტრში, - ამის შესახებ დავით გელაშვილი გვესაუბრება.

ამჟამად „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტრში“ ფუნქ-ციონირებს თავისუფალი ჭიდა-ობის (მწვრთნელი რეზო შერგე-ლაშვილი), ძიუდოს (მწვრთნელი ბორის მანჯავიძე), კლასიკური - ბერძნულ-რომაული ჭიდაობის (მწვრთნელი დავით გელაშვი-ლი) წრეები; კარატეს ორი ჯგუფი (მწვრთნელები ზვიად კურტანიძე და ირაკლი ღონღაძე); ვაჟთა და გოგონათა კალათბურთის წრეები (მწვრთნელი გოჩა ბუაჩიძე, მეორე მწვრთნელის ადგილი ვაკანტურია).

„ერთი კვირაა, რაც გავხსენით ჭადრაკის წრე, - გვიამბობს დავით გელაშვილი, - 15 მოსწავლე და-დის. მათ ჭადრაკის თამაშს ამირან ხარატიშვილი შეასწავლის. დიდი ინტერესია მოსწავლეთა მხრიდან. უახლოეს ხანში ამოქმედდება მა-გიდის ჩოგბურთის წრე. ძალიან

გვინდა გოგონათა ტანვარჯიშის წრის ამოქმედება, რისთვისაც ვე-ძებთ სპეციალისტს.“

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, უმთავრესი პრობლე-მა მაინც ბავშვთა კონტინგენტის სიმცირეა. დავით გელაშვილის ინფორმაციით, ბორითის ზონაზე ფუნქციონირებს ფეხბურთისა და ჭიდაობის წრეები (მწვრთნელები სულიკო და ლევან დონაძეები), ხევში მძლეოსნობის წრე (მწვრთნე-ლი მარლენ გრიგალაშვილი), კიცხში კალათბურთის, ფეხბურთისა და კლასიკური ჭიდაობის წრეები (მწვრთნელები გიგა ბერაძე, ჟორა მაჩიტაძე, ვეფხვია გამრეკელაშ-ვილი), ზვარეში ჭიდაობა-ძიუდოს წრე (მწვრთნელი ივანე ჩაჩანიძე).

დავით გელაშვილი კმაყოფი-ლია კარატეს წრის მწვრთნელის, ზვიად კურტანიძის, მუშაობით და ამბობს, რომ საქართველოს პირ-ველობიდან მისი მოსწავლეები ყოველთვის გამარჯვებულები - 5-6 მედლითა და თასით ბრუნდებიან.

„ხარაგაული განთქმული იყო საუკეთესო მოჭიდავეებით და მათი მიღწევებით. გვყავდა საბჭოთა კავ-შირისა და ევროპის პრიზიორები. ამჟამად სავალალო მდგომარე-ობაა. ფაქტობრივად, მეცადინე-ობები სექტემბერში დავიწყეთ. შედეგს და სპორტსმენის გაზრდას დრო სჭირდება. მონდომებული მოსწავლეები გვყავს. თუ სწორად

ვიმუშავებთ, ჭიდაობაში ძველე-ბურად მაღალ შედეგს მივიღებთ და ტრადიციებს გავაგრძელებთ,“ - ამბობს დავით გელაშვილი და ამ კუთხით აუცილებლად მიიჩნევს ად-გილებზე შეჯიბრებების ჩატარებას და ხარაგაულელი მოჭიდავეების გასვლას ჩამპიონატებზე. მისივე თქმით, გაზაფხულიდან დაიწყება შეჯიბრებები.

დავით გელაშვილმა ჭიდაობის საკითხებში მრჩევლად „სპორტის მართვისა და განვითარების ცენტ-რში“ ანზორ მაღრაძე მიიწვია. „ყვე-ლა წარმატებული ხარაგაულელი მოჭიდავე ბატონი ანზორის გაზრ-დილია. დღეს მას შეუძლია მუშა-ობა, სათანადო რჩევებს აძლევს მწვრთნელებსა და მოჭიდავეებს, - ამბობს დავით გელაშვილი, - ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ და შედეგებს გაზაფხულიდან ველო-დებით.“

თავად ბატონი ანზორი ამბობს, რომ მისთვის მეორე ცხოვრება დაიწყო და საყვარელ საქმესთან დაბრუნებამ სიცოცხლის ხალისი შემატა. დამსახურებული სპორტს-მენი და სპორტის ოსტატი მიიჩნევს, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდა მოჭიდავეები ძლიერები და მონ-დომებულები არიან, მთავარია, მათი სწორად გაწვრთნა.

ხარაგაულის სპორტული დარბა-ზი ამ ზაფხულს რუსთავის კალათ-ბურთელთა ორი გუნდის შეკრე-

ბას მასპინძლობდა. „რუსთაველ მწვრთნელებსა და კალათბურ-თელებს დარბაზი ძალიან მოეწო-ნათ, - ამბობს დავით გელაშვილი, - დარბაზში ყველა ხარვეზი გამო-სწორდა. ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტი გუნდი ჩამოვა ხარა-გაულში და სპორტული დარბაზი მაქსიმალურად დაიტვირთება.“

სპორტულ დარბაზში მოქმედებს „ტრენაჟორები.“ „ას ბავშვზე მეტი ვარჯიშობს ჩვენთან, - ამბობს და-ვით გელაშვილი, - კვირაში ერთ-ხელ აქვთ ფიზიკური დატვირთვის დღე და მწვრთნელი მათ „ტრენა-ჟორებზე“ ავარჯიშებს.

ამავე დროს ტრენაჟორებზე ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 30 ლარის გადახდის შემ-თხვევაში თვეში 16-ჯერ ვარჯიშია შესაძლებელი.“

ცენტრის დირექტორის თქმით, ზაფხულში ძალიან აწუხებდათ უწყლობა. „სპორტულ დარბაზში ყველაფერი ძალიან უხარისხოდაა გაკეთებული. ხელახლა გვიწევს ხარჯის გაწევა - დარბაზში ჭერი ჩამოვარდა, შევცვალეთ კარებები, საკეტები, დენის მარეგულირებე-ლი. თანდათან გავაუმჯობესებთ პირობებს,“ - ამბობს დავით გე-ლაშვილი. მისივე ინფორმაციით, „სპორტის მართვისა და განვითა-რების ცენტრს“ თვეში ყველა ხარ-ჯის დასაფარად 20 ათასი ლარი სჭირდება.

„არაჩვეულებრივი თანამშრომ-ლები მყავს. ის, რისი გაკეთებაც საკუთარი ძალებით და მონდომე-ბით შეგვიძლია, ვაკეთებთ. აუცი-ლებლად გვჭირდებოდა გარეთ წყარო და ავაშენეთ. მუდმივად რომ გვქონდეს წყალი, სპორტული დარბაზის ეზოში ვგეგმავთ ჭის გაჭ-რას,“ - ამბობს დავით გელაშვილი.

ცენტრის დირექტორის სურვი-ლია, რომ ადგილობრივმა ხელი-სუფლებამ 2015 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს წარმატებული სპორტსმენების დაფინანსების საკითხი.

„ჭიდაობაში გვყავს მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ადგილის მფლობელი თედო ებანოიძე და ევროპის პრიზიორი ლაშა გიგაშვი-ლი, - ამბობს დავით გელაშვილი, - ორივე მათგანი საქართველოს მოჭიდავეთა მთავარი ნაკრების წევრია და პირველი-მეორე ნომ-რები არიან საქართველოს გუნდში. სპორტსმენს უნდა დაფასება. კარგი იქნება, მათ ხელფასი დავუნიშნოთ და წავახალისოთ. ამით უფრო მეტად მოტივირებული გახდებიან ახალგაზრდა დამწყები სპორტსმე-ნები, რომ მათი შრომა მომავალში დაფასდება.“

ნინო კაპანაძე

ფოტოებზე: დავით გელაშვი-ლი, ანზორ მაღრაძე მოჭიდავეებ-თან; ტრენაჟორებზე

5 ოქტომბერი მასწავლებლის დღეა

მესამე წელია, რაც ხიდრის სა-ჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელია ამავე სკოლის კურსდამთავრებული, აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდა, მუდამ სიახლეების მაძიებელი, მზია ბერაძე. მზია მასწავლებელმა ჩაატარა ხიდრის სკოლაში ინგლი-სურის პირველი გაკვეთილი. მა-ნამდე ამ სკოლაში უცხო ენებიდან ფრანგულს სწავლობდნენ.

მზია ბერაძემ 2007 წელს დაამ-თავრა ხიდრის საჯარო სკოლა. იმა-ვე წელს ჩაირიცხა ილიას უნივერსი-ტეტში ბიზნესის ადმინისტრირებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტზე. 2008-2011 წლებში იყო პრეზიდენ-ტის სტიპენდიანტი. მისი ნაშრომი წიგნად გამოიცა, ხოლო უნივერ-სიტეტთა შორის კონფერენციებზე ორჯერ დაიმსახურა დიპლომი საუკეთესო კვლევისთვის.

„მადლობელი ვარ უფლის, რომ ილიას უნივერსიტეტში ვისწავლე, - გვიამბობს მზია ბერაძე, - სტუ-დენტობის წლები ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, ხარისხიანი განათლება და საუკეთესო გამო-ცდილება მივიღე. ენების შესწავლა ყოველთვის მაინტერესებდა. სამ-წუხაროდ, რადგან ინგლისური არ ჩავაბარე ეროვნულ გამოცდებზე, არ მქონდა ინგლისური ენის არ-ჩევის უფლება. თუმცა, ძალები არ დავიშურე და დავიწყე დამო-უკიდებლად სწავლა. ბაკალავრი-ატის დამთავრების შემდეგ სწავლა

გავაგრძელე მაგისტრატურაში. ინგლისურ ენაზე ვსწავლობდი ბიზ-ნესის ადმინისტრირებას და ორმაგი ხარისხის დიპლომი მივიღე. მაგისტ-რატურაში უცხოელი ლექტორები გვასწავლიდნენ. შემდეგ ჩავაბარე „თიქეითის“ გამოცდა, - ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიაში. ავიღე „ქალანის“ მეთოდის სერტი-ფიკატიც.“

მზია მასწავლებელი ამბობს, რომ სკოლა მისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, სრულიად ახალი სივრცე, საინტერესო გარე-მო. მან პირველივე მცდელობაზე ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა ინგლისურში. შემდეგ წარმატებით გაართვა თავი მეორე გამოცდას და დღეს უკვე სერტიფიცირებული მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს, ინგლისურისა და უნარების თითქმის ყველა ტრენინგს დაესწ-რო მასწავლებლის სახლში და შვიდივე მოდული გაიარა.

-რამდენად საპასუხისმგებლოა მუშაობა მშობლიურ სკოლაში?

-ძალიან დიდი პასუხისმგებ-ლობაა. ჩემი აღმზრდელი მასწავ-ლებლები ახლა ჩემი კოლეგები არიან. მუდმივად მიზიარებენ გამო-ცდილებას. ათმაგდება პასუხისმგებ-ლობა, როცა შენს მშობლიურ სკო-ლაში მუშაობ. შენი ვალდებულება და შინაგანი მოტივაცია იზრდება, როცა გინდა, რომ მეტი მიაწოდო მშობლიური სოფლისა და სკოლის მოსწავლეებს.

-როგორი მოსწავლეები გყავთ?-საკმაოდ რთულია მათთან ურ-

თიერთობა, დაღლის საშუალებას არ გაძლევენ. დიდ ძალას და მუხტს ვგრძნობდი მოსწავლეებისგან, განსაკუთრებით მაგისტრატურაში სწავლის დროს. ბავშვებთან ურ-თიერთობა ცალკე გამოცდილებაა. ახალი მეთოდების დანერგვა, ტრე-ნინგებზე მიღებული ცოდნის გაკვე-თილზე გამოყენება ჩემთვის მუდმი-ვი ძიებისა და კვლევის პროცესია.

-როგორ აფასებთ სასკოლო რეფორმას და მასწავლებელთა დაყოფას კატეგორიების მიხედ-ვით, მათ სქემაში ჩართვას?

-მომავალი ძალიან ნათლად მესახება. დიდი გამოწვევების წი-ნაშე ვართ და ეს ასეც უნდა იყოს. თითოეული მასწავლებელი გაკვე-თილზე ქვეყნის მომავალი ბედის მჭედელია. მასწავლებლის ხელშია ის, თუ როგორი მომავალი თაობა გვეყოლება. ამიტომ სიახლეები აუცილებელია, ტექნოლოგიების დანერგვა და პროექტების გან-ხორციელება. რაც შეეხება სქემას, ეს დიდი მოტივი და სტიმულია ჩემთვის. რომ არ იყოს სქემა, სერ-ტიფიცირება, სიახლეების ძიება, რა უნდა ვაკეთო მაშინ. იქნებოდა მხოლოდ რუტინული ყოველდღი-ურობა. სქემაში ჩართვა არის გზა და მცდელობა, რომ მასწავლებ-ლებმა ჩვენი ცოდნა საგანში დავხ-ვეწოთ, სწავლება გავხადოთ უფრო საინტერესო მოსწავლეებისთვის

და მოვარგოთ მათ ინტერესებს. მასწავლებლის სახლის ტრენინ-გები მიმართულია იქით, რომ საინტერესო და მრავლისმომცემი იყოს სასწავლო პროცესი. სწავლა დამღლელი და შემაწუხებელი არ უნდა იყოს მოსწავლესთვის.

-ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აღარ ბრუნდებიან მშობ-ლიურ მხარეში და ქალაქში ეძე-ბენ პრესტიჟულ სამსახურებს. რატომ გადაწყვიტეთ ხიდარში დაბრუნება?

-განა სამსახურის პრესტიჟულობა იმას გულისხმობს, რომ ქალაქში იყო და მაინცდამაინც მაღალი ხელფასი გქონდეს? პრესტიჟული მაშინ არის სამსახური, როცა ბედნი-ერებას განიჭებს და შენ თავს იპოვი იმ საქმეში, რომელსაც აკეთებ.

თავისუფლად ვარ, ვაკეთებ იმას, რისი კეთების სურვილიც მაქვს. ახალგაზრდებმა სასწაული და ბედნიერება არ უნდა ვეძებოთ რუს-თაველზე სიარულში. ბედნიერება იქ არის, სადაც საკუთარ თავს იპოვი და პატიოსანი შრომით ირჩენ თავს.

-თქვენ ჩვენი გაზეთის სტუმა-რი ბრძანდებით მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით. რას უსურვებთ კოლეგებს?

-ბევრი გამოცდილი, ღვაწლმო-სილი, კოლორიტული ადამიანის გვერდით მიწევს მუშაობა. ვუსურვებ ყველა მასწავლებელს, რომ მათ ენერგიას ფუჭად არ ჩაევლოს და სასახელო მომავალი თაობა აღე-ზარდოთ.

დიდი მადლობა ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს, ჩემს ეთერი მასწავლებელს, ხიდრის სკოლის პედკოლექტივს. რომ არა მათი თანადგომა და ხელშეწყობა, ვერ დავამთავრებდი მაგისტრატურას.

იმის მიუხედავად, რომ პედაგო-გიური განათლება არ მიმიღია, ში-ნაგანად სკოლა სულ მიზიდავდა და გული მოსწავლეებისკენ მომიწევდა. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, „საქართველოს ბანკში“ ვმუშაობ-დი, შემდეგ კრედოში - გაყიდვების მენეჯერად. მაინც მშობლიური სო-ფელი და სკოლა ვარჩიე. ეს უფრო საინტერესოდ მეჩვენებოდა. სწავლა დაუსრულებელი პროცესია. მეც სულ ვსწავლობ ძიებაში ვარ.

ნინო კაპანაძე

დავით გელაშვილი - სპორტსმენის გაზრდას დრო სჭირდება

Page 3: დღეს ამბების ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-608-2014w.pdf · გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

3xtvb [fhfufekb3 ოქტომბერი, 2014 წ.

„ნაბიჯი ხარაგაული“ - ასე ეწო-დება შეზღუდული შესაძლებლო-ბის მქონე პირებისათვის შექმნილ დღის ცენტრს, რომელიც იანვრი-დან ხარაგაულში ამოქმედდება. ანალოგიური დღის ცენტრი უკვე მოქმედებს საჩხერეში, ტყიბულში, ზესტაფონსა და სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტებში. ორგანიზაცია შეიქმნა „მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ ხელშეწყობით.

ხარაგაულში დღის ცენტრის შექმნის იდეა რუსუდან გურგენიძეს ეკუთვნის. მისი ინფორმაციით, დღის ცენტრი განთავსდება ფარცხნალის სკოლის შენობის პირველ სარ-თულზე. „შენობა სარემონტოა, ამი-ტომ ახლა სარემონტო თანხის მო-ძიების პროცესში ვართ,“ - გვითხრა

დღის ცენტრის დამფუძნებელმა რუ-სუდან გურგენიძემ. მისივე ინფორ-მაციით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა 50-60 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდება ცენტრში მომუშავე ადამიანების ხელფასსა და ბავშვების ერთჯერად კვებას. ეს თანხა გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.

დღის ცენტრში იმუშავებს ლო-გოპედი, მასაჟისტი, ფსიქოლოგი, ორი სპეცპედაგოგი, რომლებიც საგნების შესწავლაში დაეხმარე-ბიან შშმ ბავშვებს. „შეიძლება ასევე იყოს დამატებით ორი პედაგოგი, რომლებიც ბავშვებს შეასწავლიან ხელობას, - ქსოვას, კერვას, თექა-ზე მუშაობას. ვფიქრობ კურდღლე-ბის მოშენებას. ამის საშუალებას იძლევა ამ სკოლის ეზო. ამას ემატება ის, რომ მებოცვრეობა შშმ ბავშვებისთვის ერთგვარი თერაპიაცაა,“-ამბობს რუსუდან გურგენიძე.

დღის ცენტრისათვის პედაგოგე-ბი აუცილებლად გადამზადდებიან სპეციალურ კურსებზე და მათ დასჭირდებათ მაკლეინის ორგანი-ზაციიდან შეფასება, რომ ისინი ნამ-დვილად შეძლებენ შშმ პირებთან

მუშაობას. ამ ცენტრში მომუშავე ყველა ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი დონის პრო-ფესიონალი.

დღის ცენტრისათვის ხარა-გაულში ბევრი ბენეფიციარია, თუმცა პირველ ეტაპზე მივიღებთ ოც მათგანს. ბენეფიციარებს შეარ-ჩევს მაკლეინის ორგანიზაცია. პირველ ეტაპზე ბენეფიციართა ტრანსპორტირება შორეული სოფ-ლებიდან გართულდება. ამიტომ ოც ბენეფიციარს შევარჩევთ დაბა

ხარაგაულთან ახლომდებარე სოფლებიდან. დღის ცენტრი მოემ-სახურება 5-დან 18 წლამდე შშმ პირებს და ის იმუშავებს დღის ათი საათიდან ხუთ საათამდე.

რუსუდან გურგენიძემ აღნიშნა, რომ დღის ცენტრის საჩხერის ორგანიზაციამ მოიძია თურქი ბიზმესმენი, რომელიც მზადაა დააფინანსოს ოცამდე შშმ და უდედმამო ბავშვი. „ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატებს ვთხო-ვე დამხმარებოდნენ და მოეწო-დებინათ ინფორმაცია თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები უდედმამო ბავშვების შესახებ. შშმ პირებზე ინფორ-მაცია მაქვს. ჯერჯერობით, არ შემხმიანებია არცერთი დეპუტატი. ველოდები მათგან ინფორმაციას, რომელსაც წარვუდგენ ამ ბიზმეს-მენს და ის თავად გადაწყვეტს, ვის დაეხმაროს. თურქი ქველმოქმედი მზადაა გადმორიცხოს თანხა დღის ცენტრის ანგარიშზე, ასევე დაეხ-მაროს ბავშვებს მედიკამენტებითა და ტანსაცმლით. რუსუდან გურგე-ნიძის ინფორმაციით, ხარაგაულის მოსახლეობა დღის ცენტრის შექმ-ნას სიხარულით შეხვდა, თუმცა

ზოგიერთი ოჯახი, სადაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ამას მალავენ და არ უნდათ ეს ინფორმაცია გასაჯა-როვდეს. შეზღუდული შესაძლებ-ლობა სირცხვილი არაა. ისინი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც სხვა ნებისმიერი ჩვენგანი. ხშირია შემთხვევები, როცა ისინი თითოეულ ჩვენგანი-საგან განსხვავებული ნიჭით არიან დაჯილდოებულნი და ამ ნიჭს დამალვა კი არა, პირიქით წახა-ლისება უნდა,“ - ამბობს რუსუდან გურგენიძე.

„ლიბერთი ბანკის” ხარაგა-ულის ფილიალში გახსნილია ა(ა)იპ „ნაბიჯი ხარაგაულის“ ანგარიში.

ა ნ გ ა რ ი შ ი ს ნ ო მ ე რ ი ა GE73LB0115131674304000

თქვენგან გაღებული და გადმო-რიცხული ერთი ლარიც კი დიდ საქმეს გააკეთებს შშმ ბავშვების დახმარებისათვის.

ა(ა)იპ „ნაბიჯი ხარაგაულის“ დამფუძნებელი რუსუდან გურგე-ნიძე ყველა გულისხმიერ ადამიანს წინასწარ გიხდით მადლობას.

თამთა გოგოლაძე

2013 წლის სექტემბრიდან ხა-რაგაულის საავადმყოფო შპს „რე-გიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დაქვემდებარებაში გადავიდა. ამის შემდეგ საავადმყოფოში ექიმთა მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი - ხარაგაულის“ დირექტორ ქეთევან აბრამიშ-ვილის ინფორმაციით, თუ ადრე ექიმის საშუალო ანაზღაურება 100 ლარს უახლოვდებოდა, ახლა პაციენტთა მომართვიანობის გაზრ-დის გამო, მათი საშუალო ხელფა-სი 500 ლარამდეა. ანაზღაურება ასევე მოემატათ ექთნებს, სანიტ-რებსა და ლაბორანტებსაც. „რე-გიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები ცდილობენ, ანაზღაურებაში სხვაობა ექიმს, ექთანსა და სანიტარს შორის თან-დათან შეამცირონ. ხელფასები ივნისის ჩათვლითაა გაცემულია.

„რეგიონალური ჯანდაცვის ცენტ-რი“ ხარაგაულის საავადმყოფოს ამარაგებს ყველა საჭირო მედიკამენ-

ტითა და ნივთებით. ადრე ყოველთ-ვის პრობლემა გვქონდა ქაღალდზე, კატრიჯზე და ჰიგიენის საშუალებებზე. ახლა ამისთვის სპეციალური საწყო-ბიც კი გვაქვს. ჩვენს ყველა მოთ-ხოვნაზე მყისიერად რეაგირებენ და პრობლემას გვიგვარებენ, - ამბობს ქეთევან აბრამიშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივით, პაციენტებს მთელი რიგი მედიკამენტების შეძენა აფთი-აქებში მხოლოდ ექიმისგან გამო-წერილი რეცეპტით შეუძლიათ. ამის გამო თითქმის 100% - ით გაიზარდა პაციენტთა მომართ-ვიანობა, რამაც გაზარდა საავადმ-ყოფოს შემოსავალი.

დაბალი რჩება საავადმყოფოს კაპიტაციური დაფინანსება. კა-პიტაციური დაფინანსება ნიშნავს საავადმყოფოს დაფინანსებას და-რეგისტრირებული პაციენტების რა-ოდენობის მიხედვით. ხარაგაულე-ლი პაციენტები რეგისტრირდებიან ზესტაფონში, რადგან ხარაგაულში არ არის იმ სპეციალისტთა მომსა-

ხურება, რომელიც მათ სჭირდებათ. ხარაგაულის საავადმყოფოში

შესაძლებელია გადაუდებელი ამბულატორიული, სტაციონარუ-ლი, თერაპიული, ქირურგიული, სამეანო-გინეკოლოგიური, ქალთა კონსულტაციის, ოჯახისა და თვა-ლის ექიმის, ასევე ნევროლოგის მომსახურების მიღება.

ხარაგაულის საავადმყოფოში დაურეგისტრირებელი ავადმ-ყოფის ექიმთან ვიზიტის ღირე-ბულება 20 ლარია. თუ პაციენტი დარეგისტრირებული არ არის არსად, სურვილის შემთხვევაში ვარეგისტრირებთ ხარაგაულის საავადმყოფოში და ამ პაციენტი-სათვის მოქმედებს მომსახურების ის ფასები, რაც დაზღვევის პაკეტი-თაა გათვალისწინებული.

ქეთევან აბრამიშვილის თქმით, თუ ავადმყოფის მდგომარეობის სიმძიმე არ შეესაბამება ჩვენი სტაციონარის პირობებს, მაშინ ვიძახებთ კატასტროფის ანუ რე-ფერალურ სამსახურს და პაციენტი

გადაგვყავს სხვა საავადმყოფოში.საქართველოში ყველა ადამი-

ანი დაზღვეულია, მაგრამ განსხვა-ვებაა დაზღვევის პაკეტებს შორის. საბაზისო პაკეტის მქონე პაციენტე-ბისათვის უფასოა ოჯახის ექიმის მომსახურება, მაგრამ სპეციალისტ-თან ვიზიტის შემთხვევაში პაციენტი იხდის მომსახურების 30%-ს.

მიზნობრივი პაკეტის შემთხ-ვევაში უფასოა სპეციალისტთან ვიზიტი, ოჯახის ექიმის მომსახურე-ბაც, რენტგენი და სტაციონალური მომსახურებაც.

ასაკობრივი დაზღვევის მქო-ნე პირებისათვის ვრცელდება ყველა ის უფასო მომსახურება, რაც განსაზღვრულია მიზნობრივი პაკეტის მქონე პაციენტებისათვის, მხოლოდ პენსიონერები იხდიან სტაციონარული მომსახურების დროს 10%-ს, ბავშვები და სტუ-დენტები კი - 20%-ს.

გადაუდებელი სამედიცინო მომ-სახურება ყველა საავადმყოფოში რეგისტრაციის გარეშეც უფასოა.

საავადმყოფოში ვიზიტის დროს ყველა პაციენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწ-მობა, რათა ექიმმა განსაზღვროს, თუ რომელი დაზღვევით სარგებლობს ესა თუ ის პაციენტი. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ასევე აუცილებელია რეგისტრაციისა და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების დროსაც. თუ პაციენტს არ აქვს პირადობის მოწმობა, მაშინ ის იხდის მომსახურების სრულ ღი-რებულებას. ქეთევან აბრამიშვილის განმარტებით, თუ პაციენტი პირადო-ბის მოწმობას მოიტანს მომსახურები-დან 24 საათში, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.

ხარაგაულის საავადმყოფოში არის ახალი მიკროსკოპი და ცენტ-რიფუგის აპარატი. ცენტრიფუგის აპარატის მეშვეობით პაციენტთა სისხლის ნიმუშს წაიღებენ ბორი-თის კლინიკაში, სადაც განთავსებუ-ლია სისხლის ბიოქიმიური ანალი-ზის აპარატურა და იქ გაკეთდება სისხლის ანალიზი. ხარაგაულის საავადმყოფოში შესაძლებელია კოაგულოგრამისა და სისხლის ბიოქიმიური ანალიზების ჩატარება.

ხარაგაულის საავადმყოფოში ასევე შესაძლებელი ტუბერკული-ოზის გამოკვლევა.

ქეთევან აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის ნუგზარ ბოლქვაძისაგან მიღებული ინფორ-მაციით, ხარაგაულში ახალი საავად-მყოფოს მშენებლობა მომავალი წლიდან იგეგმება, თუმცა სხვა კონკ-რეტული ფაქტები ამ საკითხთან და-კავშირებით ჯერ ცნობილი არ არის.

თამთა გოგოლაძე

ხარაგაულის საავადმყოფოში ხელფასები გაიზარდა

რუსუდან გურგენიძე - შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

Page 4: დღეს ამბების ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-608-2014w.pdf · გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

4 xtvb [fhfufekb 3 ოქტომბერი, 2014 წ.

რა მდგომარეობაშია ჯანდაც-ვა ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში, - ამ თემაზე სასაუბროდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიით ექიმ დეპუტატებს - აზა ფურცელაძეს, ბესო ფოცხვერაშვილს, თორნიკე ავალიშვილსა და ქეთევან ზუმბა-ძეს მივმართეთ.

ოთხივე დეპუტატი ხარაგაულში ჯანდაცვის ნომერ პირველ პრობ-ლემად ნორმალური საავადმ-ყოფოს არარსებობას ასახელებს. კაპიტალურად გასარემონტებე-ლია ან ახლადასაგებია შენობა, მოსაწესრიგებელია ინფრასტ-რუქტურა, საჭიროა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა და ასევე პრობლემაა კადრები.

„საავადმყოფოს მშენებლობა აუცილებელი და გარდაუვალია, - ამბობს შპს „რეგიონული ჯან-დაცვის ცენტრი - ხარაგაულის“ დირექტორის მოადგილე, საკრე-ბულოს წევრი აზა ფურცელაძე, - ხარაგაულის მოსახლეობისათვის თუნდაც ხუთ თუ ათსაწოლიანი საავადმყოფო დიდი შეღავათი იქნება, ვიდრე ასეთი დანგრეული და ამორტიზებული საავადმყოფო.

შენობა და კადრები, - აი, ეს არის ჩვენი პრობლემა... კადრი არ გვყავს, თორემ შენობას კი-დევ ეშველება რამე... ზოგჯერ ავადმყოფს ურჩევნია, აქ მოვი-დეს, მინიმალური პირობა რომ გვქონდეს, მაგრამ კადრი არ არის. აუცილებლად გვჭირდება მეორე პედიატრი, მეორე გინეკოლოგი, მეორე ქირურგი. ზაური ჭუმბურიძე შევიკალით ხელში დღე და ღამე. ერთს არ იტყვის - არ გამოვალ, დავიღალეო.

რეანიმატოლოგი, ანესთეზი-ოლოგი საერთოდ არ გვყავს. როგორ შეიძლება, - ერთი გი-ნეკოლოგი გვყავს და მშობიარე მივიღოთ. ეს ძალიან დიდი რის-კია. მშობიარეს რომ სისხლდე-ნა დაეწყოს, საოპერაციოს ვერ გაშლი. უდიდესია პასუხისმგებ-ლობა, როცა შენთან მოდის ორი ჯანმრთელი - დედა და ბავშვი. ორსულმაც იცის, რომ მხოლოდ ერთი გინეკოლოგია, მასაც ეშინია და ვერ მოდის. ვერც დააძალებ.

პაციენტს გამოკვლევა თანამედ-როვე მეთოდებით აინტერესებს. ბორითში ექოსკოპისტი ჩამო-დის კვირაში ერთხელ, მაგრამ ავადმყოფს თუ გადაუდებელი დახმარება სჭირდება, კვირაში ექოსკოპისტის ერთხელ მოსვლა არ არის საკმარისი.

ძალიან კარგი ლაბორანტები გვყავს, მაგრამ თუ სამუშაო პირო-ბები და რეაქტივი არ ექნათ, ისე ანალიზს ვერ გააკეთებენ. ახლა გვპირდებიან, რომ ბიოქიმიური გამოკვლევები იწარმოებს ჩვენთან და პაციენტი ამისთვისაც მოგვა-კითხავს ალბათ.

რადგან ხარაგაულის საავადმ-ყოფოში ყველა სახის სამედიცინო მომსახურების გაწევა არ შეგვიძ-ლია, ამიტომ ჯანმრთელობას-თან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების მქონე პაციენტებს არ ვარეგისტრირებთ ხარაგა-ულის საავადმყოფოში და ვურ-ჩევთ მიმართონ იმ კლინიკებს, სადაც მათთვის საჭირო სერვისს მიიღებენ. კლინიკაში დაურეგისტ-რირებელმა პაციენტმა თანხა უნდა გადაიხადოს.

სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ 12 თუ 15 ათასი დაზღვეული ჰყავ-და გასულ წლებში ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტში და შეიძლებოდა, რომ ხარაგაულში „ირაოს“ ერთი საავადმყოფო აეშენებია, მაგრამ არ იბრძოლა, არ მოინდომა, არ იაქტიურა ამისთვის მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ამიტომ „ირაოსგან“ დაზღვეული ყველა პაციენტი გაედინა ზეს-

ტაფონში. ძირულას ხეობისა და კიცხის ზონის მაცხოვრებლები ზეს-ტაფონის კლინიკებს მიმართავენ სამედიცინო მომსახურებისთვის. თანაც მათთვის ზესტაფონისკენ ტრანსპორტირებაც მოსახერხე-ბელია.

ასე დარჩა ხარაგაული სამედი-ცინო დაწესებულებისა და სპეცი-ალისტების გარეშე.

მე ძალიან ოპტიმისტი ვარ. გვეუბნებიან, რომ აშენდება სა-ავადმყოფო. საავადმყოფო თუ აშენდა და სპეციალისტებიც და-საქმდნენ, პაციენტიც მოვა. მხო-

ლოდ სპეციალისტებს შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა ჰქონდეთ. ხარაგაულის საავადმყოფო რომ „ადითის“ დაქვემდებარებაში იყო, ექოსკოპისტი მოვიყვანეთ და ას ლარს უნაზღაურებდა „ადითი“ ხელფასის სახით. თბილისიდან ას ლარად არ წამოვა ექიმი და ვერ იქირავებს ხარაგაულში ბინას.

ბევრ პაციენტს უთქვამს ჩემთ-ვის, აზა ექიმო, რა მინდა ზესტა-ფონში, ხარაგაულში მოსვლა არ მირჩევნია, ზესტაფონში იმხელა რიგში ვიცდიდი, გონი დამეკარგა რიგშიო?!...

„ხარაგაულელი პაციენტების ზესტაფონისა და ხაშურის სა-ავადმყოფოებში გადინება გამო-წვეულია ხარაგაულის საავადმ-ყოფოში ვიწრო სპეციალისტების არყოფნით, - ამბობს მოლითის საექიმო ამბულატორიის ექიმი, დეპუტატი ბესო ფოცხვერაშვილი, - პაციენტი, თუ მისთვის საჭირო მანიპულაციას ვერ მიიღებს, ბუ-ნებრივია, არ მივა ხარაგაულის საავადმყოფოში. აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტში გაკეთდეს თანამედროვე ტიპის, კარგად აღჭურვილი საავადმყოფო. ეს შეამცირებს პაციენტების სხვა მუნი-ციპალიტეტებში მიგრაციას.

ხარაგაულის საავადმყოფოში დარჩენილი ექიმები თავს არ იზოგავენ. თუმცა არ გვყავს, მა-გალითად, ენდოკრინოლოგი. დაავადება კი პრობლემურია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.“

„ამდენი დაპირება საავადმ-ყოფოსთან დაკავშირებით აღარ არის საჭირო, - ამბობს დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე, - ჯობია, რომ ვიღაცა ჩაუდგეს სათავეში, გულ-თან მიიტანოს ჩვენი გასაჭირი და აშენდეს საავადმყოფო. ხელი უნდა შევუწყოთ, რომ კიდევ ერთ-ხელ გადამზადდნენ და კვალიფი-კაცია აიმაღლონ ჩვენმა ექიმებმა. თუ გაქვს აპარატურა, თუ გყავს კვა-

ლიფიციური ექიმი, კარგი შენობა, - მზად ხარ პაციენტის მისაღებად.“

„პირველ რიგში დაბა ხარა-გაულში ასაშენებელია საავადმ-ყოფო. სოფელ ბორითში მდებარე სასწრაფო-გადაუდებელი დახმა-რების სამსახური კი უნდა გადა-კეთდეს სტაციონარად. ეს აუცი-ლებელია ჩვენი მუნიციპალიტეტის რელიეფიდან გამომდინარე, - ამბობს საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ თავმ-ჯდომარე, ექიმი თორნიკე ავა-ლიშვილი, - ორივე სტაციონარში სხვა განყოფილებებთან ერთად, აუცილებელია არსებობდეს რე-ანიმაციული განყოფილება, რომ-ლებიც აღიჭურვება თანამედროვე აპარატურით. ასევე აუცილებელია ადგილობრივი ექიმების გადა-მზადება სპეციალობების მიხედ-ვით, რათა მუდმივად ჩართულები და გარკვეულები იყვნენ მედიცინის სიახლეებში.

განსაკუთრებით მნიშვნელო-ვანი და საჭიროა ინფექციული განყოფილების არსებობა. თუ ეს საავადმყოფოები გაკეთდება, ამას ადგილობრივი კადრები ვერ დააკ-მაყოფილებს და საჭირო გახდება კვალიფიციური ექიმების მოწვევა.

● აზა ფურცელაძისა და ბესო ფოცხვერაშვილის ინფორმა-ციით, ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურება სოფლებში გაუმჯო-ბესდა. თითქმის ყველა სოფელში

ჰყავთ ექიმი. ზოგიერთ სოფელ-ში კეთილმოწყობილი საექიმო ამბულატორიაა. წიფაში ახალი ამბულატორია აშენდა და აპარა-ტურითაც აღიჭურვა.

მძიმე მდგომარეობაა ვახანში, რადგან საექიმო ამბულატორია არ არის. ექიმს პაციენტების მისაღე-ბად გამოყოფილი აქვს ადმინისტ-რაციული შენობის ერთი ოთახი, რაც, აზა ფურცელაძის თქმით,

არადამაკმაყოფილებელია სა-მედიცინო მომსახურებისათვის. აუცილებლად უნდა იყოს ბავშვთა მისაღები ოთახი, სადაც ბავშვთა აცრები ჩატარდება.

სოფლის ამბულატორიების ექიმთა პრობლემაა, რომ თავად იხდიან ელენერგიის გადასახადს და თვითონ იძენენ ზამთრის სათ-ბობსა და საკანცელარიო ნივთებს.

„სახელმწიფოს დაფინანსებაზე რაც გადავედით, მივიღეთ ექიმის ჩანთა წნევის აპარატით, პირვე-ლი გადაუდებელი დახმარების მედიკამენტებითა და შესახვევი

მასალით. რომ გაიხარჯება, ჩვენ უნდა შევავსოთ. მართალია, ბევრი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც მისასალმებელია. დანარჩენს მერე ნელნელა ჩვენ შევიძენთ, - ამბობს აზა ფურცელაძე, - მაინც რაღაც პროგრესია, ოდნავ გაგვიუმჯობეს-და მდგომარეობა.

სოფლის ამბულატორიის ექი-მებს ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა ნოუთბუქები და პრინტე-რები. თუმცა პრობლემაა სოფ-ლებში ინტერნეტზე ხელმისაწვ-დომობა. ამის გამო ლეღვნის ამბულატორიის ექიმი აზა ფურცე-

ლაძე იძულებულია ინტერნეტით ხარაგაულში ყოფნისას ისარგებ-ლოს, ხოლო ბესო ფოცხვერაშ-ვილს ყოველდღიურად 7-8 ლარი უჯდება ინტერნეტით სარგებლობა. ინტერნეტზე წვდომის აუცილებ-ლობა გაზარდა წამლის რეცეპტით გაცემის აღდგენამ.

● სოფლის რამდენიმე ამბუ-ლატორიაში ადგილობრივი ექი-მია. იმ ამბულატორიებში, სადაც ოჯახის ექიმი შორი მანძილიდან მიდის, ექიმს ტრანსპორტირე-ბა უჭირს, ხოლო მოსახლეობა ვერ ღებულობს სრულყოფილ ყოველდღიურ სამედიცინო მომ-სახურებას.

„პირადად მე ჩემი მანქანით დავდივარ. ბენზინი ხომ უნდა, ამას არავინ კითხულობს, - ამბობს აზა ფურცელაძე, - ადრე 4-5 რეისი დადიოდა სოფლებში. ტრანსპორ-ტი რომ იყოს, კვირაში ერთხელ კი არა, ოთხჯერაც ავალ ლეღვანში. ზესტაფონიდან დადის ვახანის ექი-მი ირმა ფორჩხიძე, ძალიან წვა-ლობს. დილის ექვს საათზე უნდა წამოყვეს მატარებელს. ვახანიდან დაბრუნებაც პრობლემაა. კარგი იქნება, თუ მუნიციპალიტეტი ხელს შეუწყობს სოფლებში ტრანსპორ-ტირების საკითხის მოგვარებას.“

„ხელფასის ნახევარს ექიმები ხარჯავენ ტრანსპორტირებაში,“ - აზა ფურცელაძეს ეთანხმება ბესო ფოცხვერაშვილი.

„სოფლის ყველა ამბულატო-რია ყოველდღიურად უნდა მუ-შაობდეს. თუ ამბულატორიები, სა-ავადმყოფო და სასწრაფო-გადა-უდებელი დახმარების სამსახური კოორდინირებულად იმუშავებენ, გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტში სამედიცინო მომსახურება,“ - ამ-ბობს თორნიკე ავალიშვილი.

ბ ე ს ო ფ ო ც ხ ვ ე რ ა შ ვ ი ლ ი ს თქმით, მუნიციპალიტეტს შეუძ-ლია სოფლის ამბულატორიებზე დახმარება ეზოს შემოსაღობად

და წყალმომარაგების პრობ-ლემის მოსაგვარებლად. მისი თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შესაძლებელია, რომ შემოიღობოს ამბულატორიის ეზო. „დაახლოებით რვა თვეა, ყოველ მესამე დღეს 300 ლიტრ წყალს ვეზიდები ავტომანქანით ამბულატორიაში, - ამბობს ბესო ექიმი, - სოფლის ამბულატორიები მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის და ამიტომ ელექტროენერ-გიის ღირებულებისა და ზამთრის სათბობით მომარაგებაში ადგი-ლობრივი ხელისუფლება ვერ დაგვეხმარება, მაგრამ წყლის პრობლემის მოგვარებასა და ეზო შემოღობვაში დახმარება შესაძ-ლებელია.“

● ექიმ აზა ფურცელაძის აზ-რით კარგი იქნება, თუ სასწ-რაფო-სამედიცინო დახმარების ადგილობრივ სამსახურებში აღდ-გება ოპერატორების მომსახურე-ბა. „სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების სამსახური მუშაობს ოპერატიულად, თუმცა ზოგჯერ პაციენტი ფიქრობს, რომ აგვიან-დება სასწრაფოს. პაციენტი უკავ-შირდება 112-ს. დრო იკარგება 112-დან სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის ინფორმაციის გადმოცემაში. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს, რომ გამოძახება ცენტრალიზებული გამხდარიყო. არის შემთხვევები, როცა ორივე ბრიგადა გასულია ავადმყოფთან. ადრე, როცა სასწრაფო დახმა-რების სამსახურში ოპერატორად ვმუშაობდი, პაციენტს ბრიგადის მისვლამდე ტელეფონით ვუწევდი კონსულტაციას და დახმარებას. 112-ის ოპერატორი ტელეფონით კი არ ეხმარება პაციენტს, პირიქით, ჩვენ გვიშლიან ხელს მუშაობაში და გეტყვით, რაში გამოიხატება ეს. ზოგჯერ სასწრაფო სამედი-ცინო დახმარების სამსახურის ექიმი ამბობს, რომ ავადმყოფი გადასაყვანია ზესტაფონში და ხარაგაულის საავადმყოფო ვერ გაუწევს სამედიცინო დახმარებას, საამისო პირობების არქონის გამო. სწორედ აქ იქმნება დიდი წინააღმდეგობა ხარაგაულის სა-ავადმყოფოსა და 112-ს შორის. ერთხელ მირეკავენ, რომ მოჰყავთ პაციენტი მუცლის ღრუს შემავალი

ჭრილობით. ვეუბნები, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ. გვყავს მხოლოდ ერთი ქურურგი. არ გვყავს ანესთე-ზიოლოგი და რეანიმატოლოგი. როგორ შეიძლება მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობით პაციენტი მიიღოს ხარაგაულის საავადმ-ყოფომ?!

-არა, მოვაო, შემოიყვანენ მანდ, ხელი მოუწერეთ, რომ არ ღებუ-ლობთ და მერე გადაიყვანენო.

ამასობაში ხომ დრო იკარგება? -არ არის მაგ ჩვენი პრობლემაო. ვინ იცის, რამდენჯერ გვქონია ასე-

თი შემთხვევა. კანონი ავადმყოფის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული.

რატომ დარჩა ხარაგაული საავადმყოფოსა და

სპეციალისტების გარეშე

თორნიკე ავალიშვილი: -გან-საკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭიროა ინფექციული განყოფი-ლება.

აზა ფურცელაძე: -ძალიან ოპტიმისტი ვარ. გვეუბნებიან, რომ აშენდება საავადმყოფო. საავადმ-ყოფო თუ აშენდა და სპეციალის-ტებიც დასაქმდნენ, პაციენტიც მოვა.

ქეთევან ზუმბაძე: -უნდა გა-იზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტი-დან მედიკამენტების შესაძენი და ოპერაციების დასაფინანსებელი თანხა.

ბესო ფოცხვერაშვილი: -სოფ-ლის ამბულატორიები მუნიციპალი-ტეტის ბალანსზე არ არის, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძ-ლია წყლის პრობლემის მოგვარება-სა და ეზო შემოღობვაში დახმარება.

გვ. 5

Page 5: დღეს ამბების ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-608-2014w.pdf · გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

5xtvb [fhfufekb3 ოქტომბერი, 2014 წ.

მეზობლის რჩევით წამლის მიღება დაუშვებელია

● გასულ წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბავშ-ვთა ღრმა სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობდა. ამ პროექტის გაგ-რძელება, აზა ფურცელაძისა და ბესო ფოცხვერაშვილის თქმით, კადრებთან არის დაკავშირებული. „ძალიან ძნელია სოფლებში გასვ-ლა თითო სპეციალისტით, რადგან, ფაქტობრივად, იმ დღეს დაიკეტება საავადმყოფო, რაც დაუშვებელია. ადრეულ წლებში ლოლა გურ-გენიძე რომ სკოლებში ბავშვების სამედიცინო შემოწმებისთვის მო-დიოდა, მერი გოგიჩაძე და ნანა ბე-რაძე რჩებოდნენ საავადმყოფოში. ახლა პედიატრი ნანი არევაძე რომ სკოლებში ბავშვების შესამოწმებ-ლად წავიდეს და საავადმყოფოში დაავადებული ბავშვი შემოიყვანონ, ვერ დახვდება პედიატრი,“ - ამბობს აზა ფურცელაძე და ბავშვთა ღრმა სამედიცინო შემოწმებაში სოფლის ამბულატორიის ექიმების ჩართვის უპირატესობაზე საუბ-რობს. „სოფლის ამბულატორიის

ექიმმა თავად უნდა შეისწავლოს სოფლის სკოლების მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხშირად მოავადე და დამატებით გამოსაკვლევი ბავშვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მშობელს.“

მოსწავლეთა ღრმა სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებით აზა ფურცელაძის აზრს იზიარებს ბესო ფოცხვერაშვილი. „გასულ წლებში ამ პროექტში მეც ვიყავი ჩართული, - ამბობს ბესო ექიმი, - მართალია, ჩვენმა ბრიგადამ რამდენიმე შემთხვევაში ბავშვს დაუდგინა დაავადება, რომლის შესახებაც არ იცოდა მშობელმა, მაგრამ ეს გამოწვეულია მშობ-ლის უყურადღებობით და იმით, რომ ზოგიერთ მშობელს შვილი არ მიჰყავს ექიმთან და ზოგჯერ შემოიფარგლებიან თვითმკურ-ნალობით. ვფიქრობ, უმჯობესია, მუნიციპალიტეტმა გამოყოს გარკ-ვეული თანხა სოფლის ამბულატო-რიის ექიმებისთვის საიმისოდ, რომ ნახევარ საათში კი არა, ვთქვათ

ერთი კვირის განმავლობაში შე-მოწმდეს თითო კლასი. ვფიქრობ, უმჯობესია, უბნის ექიმებმა გადა-იბარონ ეს საქმე.“

● სოფლის ამბულატორიის ექიმები ამბობენ, რომ მუნიციპა-ლიტეტში კარგად მიმდინარეობს პროფილაქტიკური აცრები და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მაქსიმალურა-დაა მობილიზებული საამისოდ.

● ქეთევან ზუმბაძის აზრით უნდა გაიზარდოს ადგილობრი-ვი ბიუჯეტიდან მედიკამენტების შესაძენი და ოპერაციების დასა-ფინანსებელი თანხა. ბესო ფოცხ-ვერაშვილი კი ამბობს, რომ სოცი-ალურად დაუცველ მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაუფინანსდეთ გარკვეული და-ავადებების მკურნალობა. „ექიმის დასკვნის საფუძველზე, ვფიქრობ, უმჯობესია დავეხმაროთ დიაბე-ტით, გულსისხლძარღვთა, ბრონ-ქიალური ასთმით, ენდოკრინო-ლოგიური და რევმატოლოგიური

დაავადებებით მოავადე ქრონი-კულ ავადმყოფებს, - ამბობს ბესო ფოცხვერაშვილი. მისივე თქმით, ხელშეწყობა სჭირდება სასწრა-ფო-სამედიცინო დახმარების სამ-სახურს. ისინი არაჩვეულებრივად ემსახურებიან მოსახლეობას. აქვთ დაბალი ანაზღაურება და მუშაობენ მოძველებული ავტომანქანებით. ზაფხულში დამსვენებლების ჩამო-სვლის გამო გამოძახებათა რიცხვი იზრდება და ნამდვილად არ იქნება ურიგო ორის ნაცვლად სამი ბრი-გადა თუ იმუშავებს.“

სასწრაფო-სამედიცინო დახ-მარების სამსახურის ბრიგადების გაზრდის საჭიროებაზე ასევე საუბ-რობს თორნიკე ავალიშვილი: „სასურველია, ორი ბრიგადა მორი-გეობდეს დაბა ხარაგაულში, ორი კი - ბორითის სამედიცინო ცენტრში. მოსაგვარებელია ოპერატორე-ბის საკითხიც. მოქალაქეებისგან არაერთხელ მსმენია, რომ 112-ში დარეკვისას უამრავ პრობლემას აწყდებიან. გამოძახებას ადგილზე

მყოფი ოპერატორი უნდა იღებდეს. თორნიკე ავალიშვილი ასევე საუბ-რობს მედპერსონალის ანაზღაურე-ბის გაზრდის აუცილებლობაზე.

ქეთევან ზუმბაძის თქმით, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს მდგომარეობა შეუმსუბუქდებათ, სოფლებში აფთიაქები რომ ფუნქ-ციონირებდეს. ექთნები მხოლოდ ხარაგაულის #1 და #2 საბავშვო ბაღებს ემსახურება. ქეთევან ზუმ-ბაძის აზრით, სკოლის მოსწავლე-ების ღრმა სამედიცინო შემოწმება საჭირო და აუცილებელია და ამ პროექტში საბავშვო ბაღის აღსაზ-რდელთა ჩართვაც იქნება მნიშვ-ნელოვანი.

P.S. გაზეთის მომzადების პრო-ცესში პარლამენტარ ნოდარ ება-ნოიძისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2 ოქტომბერს ხარაგაულში გაიმართება შეხვედრა ხარაგა-ულის საავადმყოფოს ფუნქციონი-რებისა და მშენებლობის საკითხებ-თან დაკავშირებით.

ლაურა გოგოლაძე

მეოთხე გვერდიდან

რატომ დარჩა ხარაგაული საავადმყოფოსა და სპეციალისტების გარეშე

პ ირვ ელი ს ე ქტ ე მ ბრიდა ნ ჯანდაცვის სამინისტროს გადა-წყვეტილებით, პირველი და მეორე ჯგუფის 4 ათასზე მეტი დასახელე-ბის მედიკამენტი რეცეპტით გაიცე-მა. მესამე ჯგუფის მედიკამენტების შესაძენად კი რეცეპტი არ არის სა-ჭირო. რეცეპტის გამოსაწერად ოჯა-ხის ექიმს ამ საჭირო სპეციალისტს უნდა მიმართოთ. ჯანდაცვის სამი-ნისტროს ინფორმაციით, რეცეპტის გამოწერა არ იწვევს პაციენტის მხრიდან ფინანსურ დანახარჯებს, რადგან ოჯახის ექიმთან და ექიმ-სპეციალისტთან ვიზიტების რაოდე-ნობა შეუზღუდავია, - ფინანსდება სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

დავინტერესდით, რა ვითარებაა და როგორ აფასებენ ამ სიახლეს ხარაგაულელი პაციენტები, აფ-თიაქების წარმომადგენლები და ექიმები.

დიდვაკეში მცხოვრები მედეა სამხარაძე კმაყოფილია რეცეპ-ტის შემოღებით. ის ამბობს, რომ მაღალი წნევის გამო წლებია, რაც მედიკამენტებს იღებს. „ახლახან მივედი ექიმთან, რადგან წნევის წამლები რეცეპტის გარეშე აღარ იცემა. ექიმმა გამსინჯა და შემიც-ვალა დანიშნულება. ამ ახალმა წამლებმა უფრო მიშველა და თავს კარგად ვგრძნობ,“ - ამბობს ქალ-ბატონი მედეა.

აფთიაქ „მარიამის“ მენეჯერი მარიკა ხომასურიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობას თანდათან ჩამო-უყალიბდება ექიმთან მისვლისა და წამლების რეცეპტით შეძენის კულ-ტურა. „გვინდა - არ გვინდა, მაინც რაღაც თანხა ჯდება რეცეპტისთვის ექიმთან მისვლა, - ამბობს მარიკა ხომასურიძე, - ტრანსპორტირება არ არის ადვილი სოფლად მცხოვ-რები ადამიანისთვის. ოჯახის ექიმე-ბი ემსახურებიან ადგილზე, მაგრამ უფრო მეტი პრობლემა ქრონიკულ ავადმყოფებს შეექმნათ, რომლე-ბიც თბილისში ან სხვა ქალაქში მკურნალობდნენ და ხარაგაულში მათი დაავადების სპეციალისტი არ არის. ჩემ დედამთილს ლეღვანში, მაგალითად, არაჩვეულებრივად მოემსახურა ოჯახის ექიმი აზა ფურცელაძე, - ექვსთვიანი რეცეპტი მივიღეთ უპრობლემოდ, ყოველგ-ვარი თანხის გადახდის გარეშე.“

მარიკა ხომასურიძე ამბობს,

რომ ადამიანი აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, დადგინდეს დიაგ-ნოზი და ისე მიიღოს წამალი. „ხა-რაგაულში უდიდესი პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს საავადმყოფო, - ამბობს მარიკა, - რა ქნან ცარიელი ხელებით ჩვენმა ექიმებმა, როცა არანაირი აპარატურა არ გააჩნიათ. თხუთმეტ ადგილიანი საავადმყოფო სანატრელი გაგვიხდა. ბორითის კლინიკაში კი ყველაფერი კარგია, მაგრამ იქამდე ხომ გინდა მისვლა.“

„სახალხო აფთიაქის“ მენეჯერი ნათია ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მომხმარებლიდან მოდის დიდი აგრესია, როცა იგებენ, რომ მათ მიერ დასახელებული წამალი რეცეპტის გარეშე აღარ იყიდება. „ბევრმა არ იცის, რომ წამალი, რომელსაც ადრე იღებდა, ახლა რეცეპტით გაიცემა, - ამბობს ნათია, - ამიტომ გვეხვეწებიან, ოღონდ ახლა მოგვეცი წამალი და შემდეგი თვიდან რეცეპტით მოვალთო. რე-ცეპტების შემოღების შემდეგ ჩვენი მუშაობა განახევრებულია“.

აფთიაქის, „36,6“-ის მენეჯერი თამარ სხილაძე ამბობს, რომ მოქა-ლაქეები ექიმთან მისვლის მოხარუ-ლები მაინცდამაინც არ არიან. „ვისაც დანიშნული ჰქონდა მედიკამენტები, მისთვის ექიმთან მისვლა და რეცეპ-ტის დაწერა ფორმალობაა. მკურ-ნალ ექიმთან გამოკვლევისთვის წასვლა ხარჯებთან არის დაკავში-რებული. ასი ლარი მაინც უჯდება ოჯახს ავადმყოფის ექიმთან მიყვანა. ხალხი ძალიან გულშეწუხებულია. მე როგორც შემიძლია, ისე ვმუშაობ და ღმერთთან ვარ მართალი. 15 წუთი მაინც სჭირდება ერთი რეცეპ-ტიანი პაციენტის მომსახურებას. უნდა მოიძიო, შეუვსო ბლანკი. ჩემთან შეწუხებული ადამიანი მოდის. არ მი-ვესალმები ამ პროგრამას,“ - ამბობს თამარ სხილაძე, თუმცა ეთანხმება დამამშვიდებელი წამლების რეცეპ-ტით გაცემას. „პარკინსონის დაავადე-ბა რომ აქვს ადამიანს, ის ტყუილად ხომ არ დალევს წამალს, - ამბობს თამარ სხილაძე, - ანტიბიოტიკებს რაც შეეხება, არ მგონია, რომ ბრმად დალიოს ვინმემ. თუ არადა, ჩამო-გვართვან, ბატონო, ის დიპლომები, თუ მაგდენს ვერ ვგებულობთ, რა ვურჩიოთ პაციენტს. ამასწინათ კა-ხელი კაცი შემოვიდა, - პომიდორს ჰყიდდა ხარაგაულში. დიაბეტით იყო ავად. პომიდორი უნდა გავყიდო, რომ არ დამილპეს, ექიმთან მისასვ-

ლელად სად მცალიაო. სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. რა მექნა, არ გამეტანებია წამალი?! თუ ეს დანაშაულია, პასუხს ვაგებ, ბატონო.“

შპს „ფირმა ფარმაციას“ მენე-ჯერი იზო ბარბაქაძე ფიქრობს, რომ ყველაფერი ახალი უკმაყო-ფილებას იწვევს. მისივე თქმით, ბევრი რამ დასახვეწია რეცეპტის ფორმაშიც. შესაძლოა, მეტი წამ-ლის გაცემა ურეცეპტოდ, მაგრამ საერთო ჯამში რეცეპტის შემოღება სწორად მიაჩნია.

„ჩვენც გვიჭირს ამჟამად. მო-სახლეობას ვეუბნებით უარს და წამალს რეცეპტის გარეშე ვერ ვცემთ. ეს შემოსავლებზე ცუდად აისახება, მაგრამ მეზობლის რჩე-ვით წამლის მიღება დაუშვებელია, - ამბობს ქალბატონი იზო, - ექიმის დანიშნულების გარეშე ბავშვისთ-ვის წამლის მიცემა არ შეიძლება. ამ წლის ბოლომდე ეს პროგრამა, ვფიქრობ, კიდევ დაიხვეწება და პაციენტებიც მიეჩვევიან.“

ლია მაღლაფერიძე, შპს ფირმა „ფარმაციას ფარმაცევტი: -ექიმთან მისვლა ეზარებათ ადამიანებს. აქამდე ასე იყვნენ მიჩვეულები და არავინ თხოვდა რეცეპტს.

„აფთიაქიდან სწორედ ექიმის გამოწერილი წამალი უნდა გაიცეს. ჩვენ ვურჩევთ, პაციენტს, მაგრამ მაინც არ ვართ კომპეტენტურები, - ამბობს შპს ფირმა „ფარმაციას“ ფარმაცევტი მელანო ბლიაძე, - წამალი პაციენტის გამოკვლევის საფუძველზე ინიშნება. იმდენი პრეპარატია თავისი უკუჩვენებებით და ალერგიული ფონით, ძნელია ფარმაცევტმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა. რატომ უნდა

იხმარო თვალის წვეთები რეცეპტის გარეშე?! ბევრი ჰიპერტონიკია, ამას გულის დაავადებებიც ერთვის. აუცილებელია გამოკვლევა და იმის მიხედვით მკურნალობა. თანდა-თან ყველაფერი მოწესრიგდება. მარტო ვაჭრობაზე ხომ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. ყველა-ზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხარაგაულში არ გვაქვს საავადმ-ყოფო, სადაც იქნება თანამედროვე ლაბორატორია და სრულყოფილ გამოკვლევებს ჩავიტარებთ. ძა-

ლიან მნიშვნელოვანია მოქალა-ქეებისთვის ექიმთან მისასვლელ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.“

ხარაგაულის საავადმყოფოს თე-რაპევტი და ოჯახის ექიმი აზა ფურ-ცელაძე ამბობს, რომ სოფლებში სე-რიოზული პრობლემაა ინტერნეტის არქონა. „კომპიუტერი გადმოგვცა ჯანმრთელობის სამინისტრომ, მაგ-რამ სოფლებში ინტერნეტი არ არის. ამდენი დასახელების მედიკამენტია დასანიშნი რეცეპტით. ყველას ხომ ვერ დავიმახსოვრებთ,“ - ამბობს აზა ექიმი და მიიჩნევს, რომ რეცეპტი აუცილებელია. „გაიზარდა ექიმთან მომართვიანობა, როგორც სოფელ-ში, ასევე ადგილზე. ჩვენ უფრო მეტად დავიტვირთეთ, მაგრამ პა-ციენტმა უნდა მიიღოს ის წამალი, რომელიც მას ესაჭიროება და არა ის, რაც მეზობელმა ურჩია. მოვიდა ერთი პაციენტი და მოაქვს წამალი, ეს გამომიწერე დედაჩემისთვისო. ძლივს გადავათქმევინე. ვიცოდი იმ პაციენტის მდგომარეობა და ის წამალი რომ გამომეწერა, შეიძლება გარდაცვლილიყო.“

აზა ექიმი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტს არ სჭირდება

ძლიერმოქმედი და ძვირადღირებუ-ლი ანტიბიოტიკი, რომელსაც ფარმა-ცევტები აფთიაქებში სთავაზობდნენ. აზა ფურცელაძის თქმით, ანტიბი-ოტიკის ურეცეპტოდ მიღება გამო-უსწორებელ გართულებებს იწვევს. „თუ ხუთი დღის შემდეგ გართულდა გრიპი, მობრძანდეს პაციენტი ექიმთან და როგორი ანტიბიოტიკიც დასჭირ-დება, ისეთს გამოვუწერთ. პაციენტები არ არიან კმაყოფილები, რადგან აფთიაქში ფარმაცევტი ურჩევდა წამალს. პრეპარატი ექიმმა უნდა გამოწეროს დაავადების შესაბამისად. თანთადათან ალბათ მიეჩვევიან ექიმთან მოსვლას. საყოველთაო დაზღვევა აფინანსებს ექიმთან ვიზიტს და, ვფიქრობ, უკეთესობისკენ მიდის ამ კუთხით საქმე.“

ოჯახის ექიმი ბესო ფოცხვე-რაშვილი მიესალმება სარეცეპტო მომსახურებაზე გადასვლას. „ახლა ზოგი პაციენტი მთხოვს, რომ წი-ნასწარ გამოვუწერო ანტიბიოტი-კის რეცეპტი, - რომ მოთოვს და გავცივდები, მერე ვეღარ მივალ ექიმთანო, - მეუბნებიან. როგორ შეიძლება ასეთი რამ. ანტიბიოტიკი ერთი ან ორი თვით კი არა, რამ-დენიმე დღით ინიშნება და მასზე წინასწარ მოთხოვნა დაუშვებელია. რომელი წამალი უნდა მიიღოს, ეს არ არის პაციენტის გადასაწყვეტი,“ - ამბობს ბესო ექიმი და სოფლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად ასახელებს. „ინტერნეტი 7-8 ლარი მიჯდება დღეში. ინტერნეტის გა-რეშე რეცეპტს ვერ ამოწერ. 3 200 დასახელების მედიკამენტიდან რომელია რეცეპტით გამოსაწერი, ყველას ხომ ვერ დაიხსომებ ზეპი-რად. ინტერნეტზე წვდომა ამბუ-ლატორიებში ფუფუნებაა. კარგი იქნება, ორი-სამი დასახელების მედიკამენტი რომ იწერებოდეს ერთად, ქაღალდთან უფრო მეტი ურთიერთობა გვაქვს ამჟამად,“ - ამბობ ბესო ექიმი. მისივე ინფორ-მაციით, ახალი წლიდან რეცეპტი ელექტრონულად გამოიწერება. ამ ინფორმაციასთან წვდომა ექნება აფთიაქს და პაციენტი პირადობის მოწმობის საფუძველზე შეიძენს ექიმის მიერ გამოწერილ მედიკა-მენტებს. სარეცეპტო ფურცელი აღარ იქნება საჭირო. ეს კი, ბესო ფოცხვერაშვილის თქმით, ინტერ-ნეტის საჭიროებას უფრო გაზრდის.

ნინო კაპანაძე

Page 6: დღეს ამბების ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-608-2014w.pdf · გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

6 xtvb [fhfufekb 3 ოქტომბერი, 2014 წ.

გულისათვის ჯანსაღი გარემო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგა-ნიზაცია 29 სექტემბერს გულის მსოფ-ლიო დღეს აღნიშნავს. მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 17,3 მილიონი ადამიანი იღუპება, გარდაცვლილთა 80% რეგისტრირე-ბულია დაბალ და საშუალო შემოსავ-ლის ქვეყნებში.

გულის დაავადებებისა და ინსულ-ტის ძირითადი რისკ-ფაქტორებია: მაღალი არტერიული წნევა, სისხლ-ში ქოლესტეროლისა და გლუკოზის მაღალი დონე, თამბაქოს მოხმარე-ბა, ხილისა და ბოსტნეულის არასაკ-მარისი მიღება, ჭარბი წონა, სიმსუქნე და დაბალი ფიზიკური აქტივობა.

კარდიოვასკულური დაავადე-ბების გავრცელების ზრდა უფრო მეტად ასაკის მატებასთან ერთად ხდება. მიუხედავად დაავადების არქონისა, წლების განმავლობაში ადამიანის გული განიცდის მნიშვ-ნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლი-ლებებს. ასაკის მატებასთან ერთად შესაძლებელია გულის, კამერის კედლების გასქელება, გულის კუნ-თის კუმშვადობის შესუსტება და შესაბამისად გულის სატუმბო ფუნქ-ციის დაქვეითება. კარდიოვასკულუ-

რი დაავადებები აზიანებს გულს, ხოლო ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ამწვავებს პრობლე-მას ან მის მკურნალობას. გულის დაავადებების განვითარების რის-კი უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში მენოპაუზამდელ პერიოდში, მენოპაუზის შემდეგ ქალისა და მამაკაცის რისკი თანა-ბარია ინსულტის განვითარებაში. აგრეთვე მნიშვნელოვანია გულის დაავადებების განვითარების რისკის ზრდის მემკვიდრული ფაქტორი; გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ თუ თავისუფალ დროს ვატარებთ. გარემო და სოციალუ-რი-ეკონომიკური სტატუსი ხელს უწ-ყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მაპროვოცირებელი რისკის ფაქტორების ექსპოზიციის ზრდას. ურბანიზაცია მოსახლეობის ინტეგრაციაა სოფლიდან ქალაქში, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებე-ბის განვითარებაზე. ქალაქები ვერ უზრუნველყოფენ ცხოვრების ჯან-საღი წესის პირობებს. მტვრით და ტოქსიური ნივთიერებებით დაბინ-ძურებული ჰაერი, არაჯანსაღი კვება,

ქალაქის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს დაბალ ფიზიკურ აქტივობას, კერძოდ ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოძრაობს ტრანს-პორტით და არა ფეხით.

გულ-სისხლძარღვთა დაავადე-ბებს (გსდ) სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: იმის მიხედვით უპირატესად რომელ ორგანოს აზიანებს - გულს, თავის ტვინს თუ პერიფერიულ სისხლძარღვებს. გულის შეტევის სიმპტომები მოიცავს: დისკომფორტს მკერდის ძვლის უკან, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთის გან-მავლობაში, იხსნება და ისევ იწყება ანუ შეტევითი ხასათისაა; ტკივილს სხეულის სხვა ნაწილებში, როგო-რიცაა მკლავები, ზურგი, კისერი, ყბა, კუჭი; ქოშინს, გულისრევას, ცივ ოფლს და თავბრუსხვევას.

საქართველოს ათ ყველაზე გავ-რცელებულ პათოლოგიას შორის პირველ ადგილზეა არტერიული ჰიპერტენზია. მისი გავრცელების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა. არტერიული ჰიპერტენზია - სისხლ-ძარღვოვანი კატასტროფების, მი-ოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ძირითადი რისკის ფაქტორია.

გულის დაავადებების თავიდან აცილების საშუალებებია:

- თავი აარიდეთ ინტენსიურ, განსაკუთრებით უცაბედ ფიზიკურ დატვირთვას;

- ივარჯიშეთ მსუბუქად, ოღონდ რეგულარულად;

- ეცადეთ თავი აარიდოთ სტრესს;- ნუ იჩქარებთ ცივ ამინდში სი-

არულისას;- ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით

ძნელად მოსანელებელ საკვებს;- ნუ მოსწევთ თამბაქოს და თავი

აარიდეთ მეორად კვამლს;- ნუ მიიღებთ ჭარბი რაოდენობით

ალკოჰოლს;- შეამცირეთ მარილის მოხმა-

რება, დღიური დოზა 5 გრამია, ანუ არასავსე ჩაის კოვზი, ამაში შედის საკვებში შემავალი მარილიც.

- იკვებეთ ჯანსაღად და მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

თათია ბლუაშვილისაზოგადოებრივი

ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

გულის მსოფლიო დღე

უფასო განცხადების ქვითარი #37

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

8 ოქტომბერს, 11 საათზე, ა(ა)იპ „ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ ხარაგაულის კულტუ-რის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამ-სახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რე-სურსცენტრი აწყობს მარათონს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხარაგაულელ ახალგაზრდებს 10-დან 30 წლის ჩათვლით.მარათონი გაიმართება „დევების წყაროდან“ „ჩოხოსნების წყარომდე“ (2 კმ)მარათონი გოგონებისათვის და ბიჭებისათვის გაიმართება ცალ-ცალკე.გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ტურიზმის ცენტრს ტელ.: 22 00 75, 577 55 57 40.

11 ოქტომბერს ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ ხარაგაულის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რე-სურსცენტრი ახალგაზრდა მოყვარული მხატვრებისათვის აწყობს კონკურსს „შემოდგომის პალიტრა.“

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ ხარაგაულელ ახალგაზრდებს 10-დან 30 წლის ჩათვლით.

კონკურსი გაიმართება ღია ცის ქვეშ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში და 10 საათიდან და გაგრძელდება 4 საათი.

კონკურსის წინ ჟიურის მიერ დასახელდება სამი თემა და ამ თემებიდან მო-ნაწილე აირჩევს ერთ-ერთს.

კონკურსის მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ სახატავი საშუალებები, გარდა სახატავი ფურცლისა, რომელიც მათ ადგილზე დახვდებათ.

ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს ერთ კვირაში და მათ დაჯილდოებასთან ერთად მოხდება საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 22 00 75 ან 577 55 57 40გისურვებთ წარმატებებს!

კონკურსი „შემოდგომის პალიტრა“

ყურადღება - მარათონი!

სექტემბერში ხარაგაულის სა-კათედრო ტაძრის მშენებლობის შესაწირი შემოიტანეს:

1. „სილქნეტის“ ხარაგაულის თანამშრომლებმა - 10 ლარი;

2. ხარაგაულის ფოსტის თანამშ-რომლებმა - 12 ლარი;

3. ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილ-მოწყობის“ თანამშრომლებმა - 26 ლარი;

4. ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფ-თავების“ თანამშრომლებმა - 27 ლარი;

5. პავლე ალავიძემ (იგორეთი) - 20 ლარი;

6. ნათელა კაკიაშვილმა (მო-ლითი) - 20 ლარი;

7. ქეთინო შარიქაძემ (ღუდუმე-ქეთი) - 20 ლარი;

8. გოჩა კვირიკაშვილმა (ბაზა-ლეთი) - 50 ლარი;

9. ზაზა ყრუაშვილმა (საღანძი-ლე) - 200 ლარი, შემოწირული თანხით თავისი შვილების გვანცა, ლუკას და ალექსანდრეს სახელზე სახელობითი ჩუქურთმა შეუკვეთა და ვაზის კომპოზიცია უკვე მომ-ზადდა, რომელიც დაამშვენებს ტაძრის სამხრეთის, მუზეუმის მხა-რის, კედელს.

ასევე გოჩა კვირიკაშვილის, პავლე ალავიძის, ქეთინო შარი-ქაძისგან შემოწირული თანხებითაც სახელობითი ჩუქურთმები მზად-დება და თავის შესაფერის ადგი-ლებზე განთავსდება. სახელობითი ჩუქურთმის შეკვეთის მიღება კიდევ შეიძლება.

10. ს/ს „იმერის“ თანამშრომლე-ბი - 10 ლარი;

11. ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი - 9 ლარი;

12. საზოგადოებრივი ჯანმრთე-ლობის ცენტრის თანამშრომლები - 30 ლარი;

13. ტაბატაძე ირაკლი (ისლარი) - 100 ლარი;

14. ანნა ქავთარაძე (თბილისი) - 10 ლარი;

15. ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მშენებლებმა 10მ2 თუნუქი შემოწირეს ტაძრის მშენებლობას.

ტაძრის მშენებლობაზე ფიზი-კურად იმუშავეს: ნადაბურიდან - 15-მა კაცმა, ჯაფაროულიდან და წიფადან 8-8 კაცმა; ფარცხ-ნალიდან - 9 კაცმა; ლაშედან და ხევიდან - 6-6-მა კაცმა; სარგვეში-დან - 5-მა კაცმა; ვარძიიდან - 3-მა კაცმა; ბორითიდან - 7-მა კაცმა; მოლითიდან - 14-მა კაცმა.

თითქმის ყველა სოფლის ბრი-გადას სოფლის ხელმძღვანელები ახლდნენ და შრომის მაგალითს თვითონ აძლევდნენ თავიანთ მოყ-ვანილ ხალხს. ამიტომ მათი დახმა-რებით ბევრი სამუშაო შესრულდა და კარგი საქმეც გაკეთდა. ჩვენ ვერავის მოვთხოვთ და ვაიძულებთ შესაწირის გაღებას და მუშაობას - ეს ყველა ქრისტიანის ვალი და გასაკეთებელია. როცა გეგმიური მონაწილეობა ხდება და ამ დროს არავინ არ მოდის, ჩვენი მუშაობის პროცესიც ირღვევა და მშენებლო-ბაც ჭიანურდება, ისედაც ძალიან მწირი დაფინანსების გამო. მაგრამ ტაძარი მაინც შენდება უფლის ნებითა და კეთილი ადამიანების თანადგომით. წინ ბევრი სამუშაოა, რისთვისაც ფინანსების მოძიება და მუშახელის დახმარება არის საჭირო. ამიტომ ვისაც დღემდე მონაწილეობა არ მიუღია ტაძრის მშენებლობაში, შეუძლია ახლა ჩაერთოს ამ პროცესში. ყველას, ვინც დღემდე შესაწირი გაიღო, - ფი-ზიკურად იმუშავა და უხარია ამ ტაძ-რის აშენება, მადლობას ვუხდით და უფლის მფარველობას ვუსურვებთ.

პატივისცემით ცეზარ ბუბულაშვილი

ტაძრის მშენებლობის დირექტორი

აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას“

გრძელდება

სახლის, მიწის ნაკვეთის ან რაიმე ნივთის გაყიდვა, შეძენა, გაქირავება გსურთ?

სამუშაოს ეძებთ ან ახალი თა-ნამშრომლის დაქირავება გსურთ?

ოჯახში დამხმარე ან ძიძა გჭირ-დებათ?

შენება, შეკეთება ან სხვა სახის მომსახურების შეთავაზება შეგიძ-ლიათ?

ამოჭერით გაზეთიდან „ჩემი ხარაგაული“ უფასო განცხადების ქვითარი, ჩაწერეთ განცხადების ტექსტი და მოგვაწოდეთ გაზეთ

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში.თქვენს განცხადებას უფასოდ

გამოვაქვეყნებთ მხოლოდ გაზე-თის ბოლო ნომრიდან ამოჭრილი უფასო განცხადების ტალონით.

დაგვიკავშირდით, გელით!

უფასო განცხადებები

ხარაგაულში იყიდება 3 ოთახი-ანი ბინა, 5 სართულიანი კორპუსის მე-3 სართულზე, სასწრაფოდ! 577 165 007 (ლევანი).

ქირავდება ბინა საოფისედ ან მაღაზიის ფართად. მისამართი - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №8, უნივერმაღის შენობაში, ყოფილი ავეჯის მაღაზია. ტელ: 577 67 16 90; 555 76 22 65

სოფელ კიცხში სკოლასთან ახლოს იყიდება საცხოვრებელი სახლი თავისი ეზოთი (თხილის პლანტაციებით), ფასი 8 000 აშშ დოლარი. ტელ: 593 24 26 13; 577 55 01 15 (ლევან ხიჯაკაძე).

ქირავდება ფართი ხარაგა-ულის ცენტრში, სოლომონ მეფის ქ. №21 (ა)-ში, სატყეო მეურნეობის გვერდით. საკონტაქტო ტელეფო-ნი 595 44 51 11

სასწრაფოდ იყიდება კერძო სახლი დაბა ხარაგაულში მისამართ-ზე - კიკნაძის ქუჩა ქ. №4, ეზოთი და მიწის ნაკვეთით. ფასი შეთანხმებით. მსურველებმა დაგვირეკეთ: 0 433 22 18 58; 593 57 53 10 (გია, ქეთინო)

Page 7: დღეს ამბების ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-608-2014w.pdf · გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

7xtvb [fhfufekb3 ოქტომბერი, 2014 წ.

რეზიკო, გვენატრები ყველას, - მშობლებს, დედმამიშვილებს და სიცოცხლეში გამწარებულ ბე-

ბიას. 4 წელი გავიდა 12 ივლისს, რაც ჩვენს გვერდით აღარ ხარ. პირველ ოქტომბერს კი შვიდი წლის უნდა გამხდარიყავი, ჩვენო ტიკტიკა პატარა ვაჟკაცო. ნათიას და გივიკოს კი იცნობდი და შენი გარდაცვალების შემდეგ ორი კი-დევ გაჩნდნენ - ზურიკო და ქეთი, შენც ყოფილიყავი მათ გვერდით, მაგრამ გიმტყუნა შენმა ბედისწე-რამ და წაგვართვა შენი თავი. მუ-დამ უკვდავი იქნება შენი სახელი. შენს გვერდით არიან შენი ბაბუა გივი, ვალენტი, ლალი. ილოცეთ ჩვენთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

მშობლები ოჯახით

შვილები აზა, ლია, მზია, შვილიშ-ვილები: ზაზა ბუაჩიძე, ტარიელ ბუბუ-ლაშვილი, მაია, გოგი ვარსიმაშვილე-ბი, ზურაბ თამარ, ალიკა მაღრაძეები, სიძე ტარიელ მაღრაძე, დისშვილები, მულიsშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

სულიკო ცხოვრებაძე - ბუაჩიძედაიკრძალა 2 ოქტომბერს სოფელ

ფარცხნალში.

მეუღლე მერი ხიჯაკაძე, შვილები: მზია, დარეჯან, ნუნუ ბააკაშვილები, სიძეები დემურ ჭანკვეტაძე, ლერი დოღაძე, რძლები: ნაზი ბააკაშვილი, ნატო ჯანიაშვილი, ნანა გუდაძე, ძმისშვილები: ავთანდილ, მარინა, მალხაზ ბააკაშვილები, დისშვილი ნუნუ დეკანოსიძე, შვილიშვილები, შვილთაშვილები, ბიძაშვილები, მამი-დაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

კოტე (გერონტი) ბააკაშვილიდაიკრძალა 2 ოქტომბერს სოფელ

ვარძიაში.

სოლომონ მეფის ქ. №90-ში მცხოვ-რები მეზობლები თანაუგრძნობენ ინეზა, ლიანა, ლალა და ირმა ვეფხ-ვაძეებს მეუღლისა და მამის

ჯუმბერ ვეფხვაძისგარდაცვალების გამო.

ფარცხნალის ველითის უბანში მცხოვრები მეზობლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

სულიკო ცხოვრებაძე-ბუაჩიძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

ვარძიის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანე-ლი ფრიდონ ხიჯაკაძე თანაუგრძნო-ბენ ამავე კლასის მოსწავლე მარიამ კვინიკაძეს საყვარელი ბაბუის

ოთარ კვინიკაძისგარდაცვალების გამო.

ვარძიის საჯარო სკოლის დაწყები-თი კლასების პედაგოგ მზია კოჩაძეს და მის მეუღლე გურამ ბააკაშვილს სამძიმარს ვუცხადებთ სიძის

იანგო სარალიძის გარდაცვალების გამო.

ვარძიის ადმინისტრაციული ერთე-ულის, სოფლის ბიბლიოთეკის, საექი-მო ამბულატორიის თანამშრომლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გერონტი (კოტე) ბააკაშვილიდა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

სოფელ ვარძიაში მცხოვრები უახ-ლოესი მეზობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან და თანაუგრძნობენ მერი ხიჯაკაძეს მეუღლის, ღვაწლმოსილი პედაგოგის და საუკეთესო პიროვნების

გერონტი (კოტე) ვასილის ძე ბააკაშვილის

გარდაცვალების გამო და სამ-ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

რეზო კვანტრიშვილი ოჯახით ღრმა სამძიმარს უცხადებს ლიანა, ლალი, ირმა ვეფხვაძეებს მამის, ინეზა ვეფხვაძეს მეუღლის, ზურიკო, თამრიკო ლომიძეებს, ჯუბა და შალვა ხუჯაძეებს ბაბუის

ჯუმბერ ვეფხვაძისგარდაცვალების გამო.

ნაზი გიორგიძე სამძიმარს უცხადებს მაყვალა და ქეთინო ვეფხვაძეებს, ზუ-რიკო, სალომე, ოთარი ლომსაძეებს საყვარელი დის, მეუღლისა და დედის

მედიკო ვეფხვაძისგარდაცვალების გამო.

ბაზალეთში მცხოვრები უახლოესი მეზობლები თანაუგრძნობენ ზურიკო, სალომე და ოთარი ლომსაძეებს მეუღლისა და დედის

მედიკო ვეფხვაძისგარდაცვალების გამო.

მაია და დათო მღებრიშვილები ოჯახით თანაუგრძნობენ ლიანა ვეფხ-ვაძეს მამის

ჯუმბერი ვეფხვაძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ცენტრალური და საბავშვო ბიბლი-ოთეკების თანამშრომლები თანაუგრ-ძნობენ ლიანა და ლალა ვეფხვაძეებს მამის

ჯუმბერ ვეფხვაძისგარდაცვალების გამო და უსამძიმ-

რებენ განსვენებულის ოჯახს.

ცენტრალური ბიბლიოთეკის თა-ნამშრომლები თანაუგრძნობენ ხათუნა კვირიკაშვილს დეიდის

მედეა ვეფხვაძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის კო-ლექტივი ღრმა მწუხარებით ვიუწყე-ბით ნინო კვირიკაშვილის ძმისშვილის

ქეთევან კვირიკაშვილისგარდაცვალებას და ვუსამძიმრებთ

გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობ-ლებს.

ცოლისდისშვილები ბადრი, ეთერი მაჩიტაძეები, ცოლისძმისშვილები ირაკლი, მამუკა, ნათია ხიჯაკაძეები, რძალი ქეთინო არჯევანიძე ოჯახე-ბით თანაუგრძნობენ მერი ხიჯაკაძეს მეუღლის, მზია, დარეჯან, ნუნუ ბააკაშ-ვილებს მამის

კოტე (გერონტი) ბააკაშვილისგარდაცვალებას.

სოლომონ მეფის ქ. №90-ში მცხოვ-რები მეზობლები თანაუგრძნობენ ნათია ქურციკიძეს, ანა, თამარ, ეკა და ანდრო მაღრაძეებს მეუღლისა და მამის

თამაზი მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის გიმნაზიის 2006 წლის კურსდამთავრებულები თანაუგრძნობენ ეკა მაღრაძეს მამის

თამაზი მაღრაძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ზვარეს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვა-ნელი ფატი ბოჟაძე თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს გიორგი შათირიშვილს საყვარელი ბაბუის

ანზორ შათირიშვილისგარდაცვალების გამო.

გურამ და მერი კვირიკაშვილები თანაუგრძნობენ ირმა და ლალა ვეფხვაძეებს მამის და თაკო ლომიძეს ბაბუის

ჯუმბერ ვეფხვაძისგარდაცვალების გამო.

ანა ქავთარაძე, ლამარა თაბუკაშ-ვილი, რუსუდან გოგოლაძე, დარეჯან სახვაძე, ნუნუ ღონღაძე, ელენე ფუტ-კარაძე ღრმა მწუხარებით იუწყებიან ყოფილი თანამშრომლის

ნინელი ავალიანისგარდაცვალებას და თანაუგრძ-

ნობენ განსვენებულის ოჯახს.

ნანი თხელიძე და მაია ქასრაშვი-ლი თანავუგრძნობთ ეკა შარიქაძე-ბრეგვაძეს საყვარელი დის

გარდაცვალების გამო.

საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ადმი-ნისტრაცია თანაუგრძნობენ ეკატერინე კურტანიძეს მამის

ზურაბ კურტანიძისგარდაცვალების გამო.

საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ად-მინისტრაცია თანაუგრძნობენ ნონა კიკნაძეს ბიძის

ომარი რაზმაძისგარდაცვალების გამო.

საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ად-მინისტრაცია თანაუგრძნობენ მაია მესხიშვილს დეიდის

მედეა ვეფხვაძისგარდაცვალების გამო.

იუზა ჭყოიძე და ჟორა ნიქაბაძე ოჯახებით თანაუგრძნობენ დათო და ოლეგი თხელიძეებს დედის

ირა პირველაშვილი-თხელიძისგარდაცვალების გამო და თანაუგ-

რძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ზვარის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის თანამ-შრომელს ნამი კერესელიძეს დეიდის

მაგული მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ზვარის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი თანაუგრძნობენ თანამშრომლებს ციალა კიკნაძეს მეუღლის, ნატო შათირიშვილს მამის, მარეხი დალა-ლიშვილს მამამთილის

ანზორი შათირიშვილისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ზვარის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი თანაუგრძნობენ თანამშრომელს მა-რეხი ღონღაძეს ბებიის

ანია ღონღაძისგარდაცვალების გამო.

დ. ხარაგაული03.10 - მზიანი დარი, დღე +22ºC, ღამე

+14ºC;04.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +15ºC;05.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +20ºC, ღამე +15ºC;06.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +20ºC, ღამე +15ºC;07.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +19ºC, ღამე +13ºC;08.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +19ºC, ღამე +12ºC.

ბორითი03.10 - მზიანი დარი, დღე +20ºC, ღამე

+11ºC;04.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +19ºC, ღამე +12ºC;05.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +19ºC, ღამე +10ºC;06.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +19ºC, ღამე +10ºC;07.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +18ºC, ღამე +8ºC;08.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +17ºC, ღამე +9ºC.

კიცხი03.10 - მზიანი დარი, დღე +21ºC, ღამე

+12ºC;04.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +14ºC;05.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +19ºC, ღამე +14ºC;06.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +19ºC, ღამე +14ºC;07.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +18ºC, ღამე +11ºC;08.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +18ºC, ღამე +10ºC.

მოლითი03.10 - მზიანი დარი, დღე +18ºC,

ღამე +9ºC;04.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +18ºC, ღამე +10ºC;05.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +18ºC, ღამე +8ºC;06.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +18ºC, ღამე +7ºC;07.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +6ºC;08.10 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +6ºC.

amindi

„ვიხსენებთ ახლა და არ გვინდა, რომ გავიხსენოთ,

დამწუხრებულ გულს მივუმატოთ კიდევ ნაღველი,

დაცარიელდა ჩვენი სოფლის კუთხე-კუნჭული,

რაც თქვენ წახვედით!!!”კიდევ ერთი ღირსეული პიროვ-

ნება გამოაკლდა სოფელ ვარძიას. სამუდამოდ წავიდა ჩვენგან განათ-ლებული, გულმართალი, დინ-ჯი, სანდო, უღალატო ადამიანი, წლების განმავლობაში სოფელ ვარძიის ღირსეული თავკაცი, მომავალი თაობის ჭეშმარიტი მოძღვარი გერონტი ბააკაშვი-ლი, ჩვენი კოტე მასწავლებელი. თქვენი მომდევნო თაობა ყველა ასე მოგმართავდათ, - ,,კოტე მასწავლებელო!“ - რადგან თქვენ ყველასათვის მასწავლებელი, ჭკუის დამრიგებელი იყავით.

ცხოვრების საინტერესო გზა განვლო კოტე მასწავლებელმა. იგი დაიბადა 1929 წელს ხარა-გაულის რაიონის სოფელ ვარძი-აში. 1936 წელს სწავლა დაიწყო ვარძიის დაწყებით სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო ვარძიის შვიდწლიან სკოლაში, ხოლო დაასრულა 1948 წელს კიცხის საშუალო სკოლაში. სკოლის დას-რულებისთანავე მუშაობა დაიწყო წყალაფორეთის რვაწლიან სკო-ლაში დ/კლასების მასწავლებ-

ლად. 1950 წელს ჩაირიცხა ქ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. სწავლის პარალელურად, 1953 წლიდან, მუშაობას იწყებს ვარძიის საშუალო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად. წლების მანძილ-ზე მუშაობდა სოფელ ვარძიის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. ღირსეული პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობი-სათვის მიღებული აქვს მთავ-რობის ჯილდოები: განათლების განყოფილების საპატიო სიგელი ბიოლოგიაში მოპოვებული წარ-მატებისათვის 1975-1976 წლებში; მასწავლებლის დღესთან დაკავ-შირებით ყოველწლიურად ჯილ-დოვდებოდა საპატიო სიგელით, როგორც წარჩინებული პედაგოგი; 1998-2002 წლებში დაიმსახურა მადლობის სიგელი იმერეთში პრე-ზიდენტის რწმუნებულის თეიმურაზ შაშიაშვილისაგან. მიღებული აქვს მრავალი მედალი შრომით საქ-მიანობაში მოპოვებული წარმატე-ბისათვის და ბოლოს, მთავრობის უმაღლესი ჯილდო, ღირსების ორდენი 2002 წელს.

კოტე მასწავლებლის საინტე-რესო და სასახელო ცხოვრებას ამშვენებს მისი ღირსეული შთა-მომავლობა: შვილები, შვილიშვი-ლები, შვილთაშვილები, სიძეები, რომლებიც შვილებივით ზრუნავდ-ნენ მასზე.

ასე სახელოვნად განვლო კოტე მასწავლებელმა ცხოვრების გზა და გადასახლდა იმ სამყაროში, სადაც მართალნი განისვენებენ.

მსუბუქი იყოს თქვენს გულზე დაფენილი მშობლიური ვარძიის წმინდა მიწა. უფალმა სასუფევე-ლი დაუმკვიდროს თქვენს სპეტაკ სულს.

ვარძიის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური

კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი

გერონტი (კოტე) ვასილის ძე ბააკაშვილის გამოსათხოვარი

რა ჩქარა გავიდა 17 წელი უშე-ნოდ. სიცოცხლით სავსე იყავი. 33 წლის ვაჟკაცს უდროოდ შეგიწყვიტეს სიცოცხლე. ყველა, ვინც კი გიცნობდა, გულისტკივილითა და სითბოთი გიხ-სენებს. 3 ოქტომბერი შენი დაბადების დღეა. გილოცავ ამ დღეს, შვილო, 50 წლისთავს. ძნელია უშენოდ სიცოცხ-ლე, შვილო, ჩემთვის.

უფალს ვთხოვ, სიმშვიდე და-გიმკვიდროს სამუდამო სასუფე-ველში და ჩემმა დანთებულმა სანთლებმა გზა გაგინათოს მარა-დიულ სასუფეველში.

დედა ირა თაბუკაშვილი

ჩემო საყვარელო შვილო, ზაზა

რეზიკო მაზიაშვილის ცრემლიანი გახსენება

Page 8: დღეს ამბების ნომერშია აკიდოchemikharagauli.com/uploads/secbanners/37-608-2014w.pdf · გაზეთი „ჩემი ხარაგაული“

8 xtvb [fhfufekb 3 ოქტომბერი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

მიმდინარე წლის 5 მაისს უბედუ-რება შემემთხვა. ჩამიტარდა მარჯ-ვენა ქვედა კიდურის ამპუტაცია, მარცხენა კი მძიმე მდგომარეობაში მქონდა. დღემდე ვმურნალობ. არ ვიცი, როგორ შევძლებდი ამ პრობლემების ფსიქოლოგიურად და ფინანსურად გამკლავებას, რომ არა ჩემს გვერდით მდგომი კეთილი ადამიანების არმია.

ნათქვამია, განსაცდელში მყო-ფი ადამიანი გაიგებ, ვინაა შენი მტერი და ვინ მოყვარე. მოყვა-რე უფრო ბევრი მყოლია, ვერ ჩამოვთვლი, არავინ გამომრჩეს და გული არ ვატკინო ვინმეს. არ წყდებოდა მათი ზარი, გამხნევე-ბა. და-ძმებივით ჩემს გვერდით იყვნენ ღორეშისა და სარგვეშის პედაგოგები და დირექტორები ქეთევან ბარბაქაძე და დავით ლურსმანაშვილი.

უღრმესი მადლობა ღორეშისა და სარგვეშის რწმუნებულებს იური მჭედლიძესა და ამირან კამკამიძეს; ასევე სოფლის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით ქ-ნ მანანა ხიხაძეს.

უღრმესი მადლობა ღორე-შის წმინდა გიორგის სახელობის მოტყიერის ეკლესიის ბერსა და წინამძღვარს მამა პეტრე კურტა-ნიძეს. მისი დამსახურებაა ჩემი გადარჩენა. მართლაც უფალმა მხსნელი და მშველელი მომივ-ლინა მისი სახით. გამრავლოთ და გაგახაროთ ღმერთმა ყველა ასე-თი სიკეთისათვის. მე კი შევთხოვ უფალს და ვილოცებ, ღმერთმა კარგად მიმყოფოს თქვენი თავი, სიცოცხლე მეორედ მაჩუქეთ.

დიდ სიყვარულითა და პატივისცემით

ბერდია სამხარაძე სოფელი ღორეშა

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ თა-ნამშრომელს, საუკეთესო ექიმს და მეგობარს, ნინო ბუხნიკაშვილის ტყუპი შვილების შეძენას. ვუსურ-ვებთ პატარა დავით და მარიამ ჩადუნელებს ჯანმრთელობას, ბედ-ნიერ ბავშვობას, გახარებას თავის უფროს და-ძმა ანასთან და აჩი-კოსთან ერთად. მუდამ ფარავდეს უფლის და წმინდა ღვთისმშობლის კალთა მათ ლამაზ და მრავალშ-ვილიან ოჯახს.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის

თანამშრომლები

ინგა მაღრაძეს თავის რჩეულ-თან, მიხეილ ჭიპაშვფილთან ერთად ვულოცავთ ბედნიერებას. ვუსურვებთ მათ სიხარულს, სიყვა-რულსა და გამრავლებას.

იამზე მაღრაძე ოჯახით

ვულოცავთ მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების წარ-მატებით ჩაბარებას ვარძიის საჯარო სკოლის ენერგიულ, ნიჭიერ და ერუდირებულ დირექტორს ბატონ ჯამბულ ხიჯაკაძეს. ვუსურვებთ ნა-ყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.

ვარძიის საჯარო სკოლა

ვულოცავთ ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს თავმ-ჯდომარეს ინგა მაღრაძეს ბედნი-ერებას. ვუსურვებთ თავის რჩეულ-თან, მიხეილ ჭიპაშვილთან ერთად ბედნიერებას, ულევ სიხარულს, სიყვარულს, შვილთა სიმრავლესა და ღვთის წყალობას.

კონსტანტინე (კოტე) სახვაძე ოჯახით

ვარძიის საჯარო სკოლის გეოგ-რაფიის პედაგოგ დიმიტრი ავა-ლიშვილს ვულოცავთ მასწავლე-ბელთა სასერთიფიკაციო გამო-ცდების წარმატებით ჩაბარებას და შვილის, ირაკლი ავალიშვილის სტუდენტობას. ბატონ დიმიტრის ვუსურვებთ პროფესიულ წარმატე-ბებს, ხოლო ირაკლის სანიმუშო სწავლასა და წინსვლას ცხოვრე-ბაში.

ვარძიის საჯარო სკოლა

ვარძიის საჯარო სკოლის კურ-სდამთავრებულებს: ლელა კო-ჩაძეს, ნინო კვინიკაძეს, ნინო ოკრიბელაშვილს და მურად ხიჯაკაძეს ვულოცავთ სტუდენ-ტობას. ვუსურვებთ წარმატებულ სწავლას და კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბებას ჩვენი ქვეყნის საკე-თილდღეოდ.

ვარძიის საჯარო სკოლა

ვარძიის საჯარო სკოლის დაწ-ყებითი კლასების პედაგოგ ლეილა შველიძესა და მის მეუღლე ჯონდო ცქიტიშვილს ვულოცავთ შვი-ლიშვილის შეძენას. პატარა თამთა მეტრეველს ვუსურვებთ სასახელო ქართველ ქალად აღზრდას, ლაღ ბავშვობას და უფლის მფარველობას.

ვარძიის საჯარო სკოლა

ვარძიის საჯარო სკოლის დამ-ლაგებელ მაყვალა ხიჯაკაძეს ვულოცავთ შვილიშვილის შეძენას. პატარა ავთანდილ ხიჯაკაძეს ვუსურვებთ ბედნიერ ბავშვობას, ნათელ მომავალს და უფლის მფარველობას.

ვარძიის საჯარო სკოლა

ვარძიის საჯარო სკოლის პე-დაგოგებს მაკა ხიჯაკაძესა და ლალი ხარაზიშვილს ვულოცავთ შვილისა და შვილიშვილის, ლელა კოჩაძის სტუდენტობას. ვუსურვებთ ბედნიერ სტუდენტობას, სანიმუშო სპეციალისტად ჩამოყალიბებას და უფლის მფარველობას.

ვარძიის საჯარო სკოლა

ჩვენი მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს თავმჯდომარეს, ლამაზ და კეთილშობილ ქალბატონ ინგა მაღრაძეს და მიხეილ ჭიპაშვილს ვულოცავთ ღირსშესანიშნავ დღეს - ნიშნობას.

ახლადდანიშნულებს ვუსურვებთ ულევ სიხარულს, სიყვარულს, შვილთა სიმრავლეს, ლამაზი ოჯა-ხის შექმნას და უფლის მფარვე-ლობას.

ეთერ მაღრაძე, ნამი და ლიკა კერესელიძეები ოჯახებით

ვულოცავთ ნინო ბუხნიკაშვილ-სა და დავით ჩადუნელს ტყუპი ქალ-ვაჟის, ჩვენთვის უძვირფასეს ქალბატონ ლამარა კურტანიძეს - შვილიშვილების შეძენას. ვუსურ-ვებთ პატარა დავით და მარიამ ჩა-დუნელებს ჯანმრთელობას, ლაღ ბავშვობას და ბედნიერ მომავალს. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

„ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

ვულოცავთ ირმა ყრუაშვილს დისშვილის, პატარა ანასტასიას ამქვეყნად მოვლინებას. ვუსურვებთ პატარა ქალბატონს ლაღ ბავშ-ვობას, უღრუბლო ზეცას და ღვთის წყალობას.

საღანძილის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და

ადმინისტრაცია

ნანა და კობა ცხვედაძეებს ვულოცავთ ქალიშვილის ბედნი-ერებას. ვუსურვებთ ახალდაქორ-წინებულებს სალომე ცხვედაძესა და რომანი ბუაჩიძეს ყოველივე სა-უკეთესოს, სიხარულს, სიყვარულს, შვილთა სიმრავლეს. საამაყო ყოფილიყავით თქვენი სიცოცხლის მანძილზე. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

ნათელა ცხვედაძე ოჯახით

სერთიფიცირებას ვულოცავთ ნინო კვირიკაშვილსა და ლელა ბარბაქაძეს; მეორე სერთიფიკატი მიღებას თეა ტალახაძეს. ვუსურ-ვებთ მათ შემდგომ წარმატებებს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურს-დამთავრებულებს რევაზი ჩაჩანი-ძეს და მარიკა გოგნაძეს სტუდენ-ტობას. ვუსურვებთ მათ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს.

ზვარის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ჩვენს თანამშრო-მელს ქეთევან ალხაზიშვილს დის ნათია ალხაზიშვილის გაბედნი-ერებას. ვუსურვებ ახალდაქორწი-ნებულებს ბედნიერებასა და ნათელ მომავალს.

ზვარის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ჩვენს თანამშრომ-ლებს ხათუნა ტალახაძეს და ლალი ფანქველაშვილს შვილიშვი-ლების შეძენას. ვუსურვებთ პატარა ალექსანდრეს და პეტრეს ბედ-ნიერ ბავშვობას, ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს.

ზვარის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ვულოცავთ ჩვენი სკოლის პედა-გოგს ნატო შათირიშვილს დირექ-ტორის სასერთიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებას. ვუსურვებთ წარმატებებს, წინსვლას და ღვთის წყალობას.

ზვარის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ვულოცავთ ფატი ბოჟაძეს ქა-ლიშვილის ოლიკო ტალახაძის შე-ძენას. ვუსურვებთ პატარა ოლიკოს ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

ზვარის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ვულოცავთ ჩვენს თანამშრომ-ლებს ნიკა მჭედლიშვილს და ნატო არევაძეს ქალიშვილის ბარ-ბარეს შეძენას. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას, ულევ სიხარულს და ბედნიერ მომავალს.

ზვარის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ვულოცავთ წყალაფორეთის საჯარო სკოლის მასწავლებელს ნათია ტაბატაძეს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის (ზოგა-დი უნარები) წარმატებით ჩაბარე-ბას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ახალ-ახალ წარმატებებს.

წყალაფორეთის საჯარო სკოლის პედაგოგიური

კოლექტივი

ვულოცავთ დავით მანჯავიძეს და მთვარისა ჭყოიძეს შვილის ნინოს გაბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს ნინო მანჯავიძესა და ლევან მაღრაძეს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ღვთის ულევ წყალობას.

სოლომონ მეფის ქ. №90-ში მცხოვრები მეზობლები

ვულოცავთ დავით მანჯავიძეს და მთვარისა ჭყოიძეს შვილის ნინოს გაბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს ნინო მანჯავიძესა და ლევან მაღრაძეს სიხარულს, სიყვარულს, ღვთის წყა-ლობასა და შვილთა სიმრავლეს.

ხარაგაულის №2 საშუალო სკოლის 1983 წელს

კურსდამთავრებულები

გაბედნიერებას ვულოცავთ ნა-თია ლურსმანაშვილსა და შო-თიკო ფცქიალაძეს. ვუსურვებთ სიხარულს, სიყვარულს, ჯანმრთე-ლობასა და შვილთა სიმრავლეს. უფალი ფარავდეთ.

ბებია და ბაბუა ანიკო და გეო ლურსმანაშვილები

ჩემს საყვარელ ადამიანებს თამარ ავალიშვილსა და ალეკო ბარბაქაძეს ვულოცავ ქალიშვი-ლის, ქეთის ბედნიერებას. ვუსურვებ ქეთის და დათოს ლამაზი ქართუ-ლი ოჯახის შექმნას, ჯანმრთელო-ბას, ულევ სიხარულსა და შვილთა სიმრავლეს. უფალი იყოს მათი მფარველი.

თადული გაჩეჩილაძე

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენი ოჯახის ანგელოზს, საყვარელ მარი ბაკურაძეს. ჩვენო საყავრელო მარი, გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთე-ლობას და ულევ სიხარულს. გვინდა, რომ რაც შენს გულს გაეხარდება, ყველაფერი აგსრულებოდეს. შენი სილამაზე და მხიარულება ბოლომდე გაგყოლოდეს. ისეთი გოგო გაზრ-დილიყავი, ყველას გვეამაყოს შენით.

ჩვენო პატარა კისკისა მარი,გვინდა გისურვოთ ულევი

სითბო,და ამ სითბოსთან დიდი სიკეთე,რომ შენს გულშიდაც სულ მუდამ

ენთოს.ბებია და ბაბუა ლალი ღამბაშიძე

და შოთა ბაკურაძე

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

***

ხუმრობენ ხარაგაულელები(ახმედ გოგოლაძის წიგნიდან)

სოფელ ბაბში ერთ გლეხს მოუნდომებია მეზობლის ადგილის მით-ვისება. საქმე იქამდე მისულა, რომ დავაში მთელი სოფელი ჩარეულა. სოფლის თავკაცებს გადაუწყვეტიათ, თუ მიწა მისი იყო, ხატზე ფიცით დაემტკიცებინა.

მიმთვისებელს ეშმაკობა უხმარია, ფეხსაცმელში თავისი კუთვნილი მიწა ჩაუყრია და ისე ჩაუცვამს. შემდეგ დამდგარა სადავო ადგილზე და დაუფიცია: „მე დავიმარხო ამ მიწაში, თუ ფეხები ჩემს მიწაზე არ მედგასო". რადგან მაშინ ფიცის სჯეროდათ, ის ადგილი გლეხისთვის მიუკუთვნებიათ, რომლისთვისაც ნაფიცი შეურქმევიათ.

ერთმა საღანძილელმა, ფული რომ ეშოვა, დაიჩემა, ბუხრის აშენება ვისწავლეო. როგორც იქნა, გააბრიყვა შორს მცხოვრები მეზობელი, რომ მისთვის ბუხარი აეშენებინა. სამ დღეში მართლა აუშენა. მასპინძელმა ბუხარში ცეცხლი შეანთო. სუფრაც იქვე გაშალა სავახშმოდ. ის იყო უნდა დაელოცათ ბუხარი, რომ ცეცხლი რაღაც უცნაურად აბრიალდა. ამშენებელმა იყვირა, - თავს უშველეთო. სუფრის გარშემო მსხდომნი გაიფანტნენ აქეთ-იქით. ორიოდ წამში ბუხარი ერთიანად ჩამოფხავდა.

უმარცხოდ გადარჩენილმა მასპინძელმა შვებით წარმოთქვა, - რას ნიშნავს ოსტატის თვალი, არ გადაგვარჩინა ხიფათსო?!

ოსტატის თვალით

ვილოცებ თქვენთვის

ნაფიცი