ხარაგაულელები სტუმრად...

8
ხარაგაულელები სტუმრად პატრიარქთან მოსწავლეთა გაზეთი „იმედი ხვალის” განცხადებები ამინდი ხარაგაულში „ახალგაზრდული საკრებულო” ყალიბდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 767 473 ლარი გამოეყო 3-6 გვ. 7-8 გვ. 8 გვ. 4 გვ. 2 გვ. დღეს ნომერშია ამბების აკიდო სრულიად საქართველოს კა- თოლიკოს-პატრიარქი ილია მე- ორე ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ქვეყნის საზოგა- დოებრივი ცხოვრების მიმართ. მას ხშირად სტუმრობენ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევ- რები, რომლებიც პატრიარქისგან რჩევასა და ლოცვა-კურთხევას იღებენ. 17 მარტს უწმინდესი და უნე- ტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგის კვლევის ცენტ- რის“ წარმომადგენელ ლაშა გო- გოლაძისა და საქველმოქმედო ფონდ „ქვიშის საათის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მარიკა შენგელიას ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ თბილისში მცხოვრები 50-მდე უნარშეზღუდული პირი. შეხვედრაზე ხარაგაულელ- მა რუსუდან გურგენიძემ ისაუბ- რა ხარაგაულში მცხოვრები შშმ პირებზე. მისი ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი არასრულწლოვანი და 100-ზე მეტი სრულწლოვანი უნარ- შეზღუდული ადამიანი ცხოვრობს და მათთვის უახლოეს მომავალში დღის ცენტრის გახსნა იგეგმება. რამდენიმე უნარშეზღუდული ბავშვი სიმღერით წარსდგა პატ- რიარქის წინაშე. ანა ქაჯაიამ თეატ- რალურ კვარტეტთან ერთად შეას- რულა საგალობელი „წმინდაო ღმერთო.“ ძმებმა ტურაბელაშვი- ლებმა შეასრულეს სიმღერა „ვტი- რი, უშენოდ ვტირი...“, თინათინ შარიქაძემ კი ლექსი „გაზაფხული“ წაიკითხა. ახალგაზრდა ხარაგაულელი მომღერლის მადონა შველიძისგან შესრულებულმა სიმღერებმა „ფსოუ“ და „განთიადი“ პატრიარქისა და სა- პატრიარქოს წარმომადგენლების დიდი მოწონება დაიმსახურა, „თეატ- რალურმა კვარტეტმა“ კი სიმღერის ჩაწერა შესთავაზა. შეხვედრის ბოლოს ქალბატონ- მა რუსუდანმა მადლობა გადა- უხადა უწმინდესს. უწმინდესმა კი ჯანმრთელობა და ბედნიერი აღდგომის დღესასწაული უსურვა იქ მყოფ საზოგადოებას. „ყოველი შემდგომი აღდგომა იქნება ღვთისადმი აღსავლენი მადლიერების დღე,“ - ბრძანა პატრიარქმა. პატრიარქთან დამშვიდობების შემდეგ ახალგაზრდებმა ჯერ სა- მება, შემდეგ კი სვეტიცხოველი და სამთავროს მონასტერი მო- ილოცეს და უდიდესი მადლით აღვსილნი დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. შეზღუდული შესაძლებლობე- ბის მქონე პირების პატრიარქთან სტუმრობა გააშუქა საპატრიარქოს ტელევიზიამ „ერთსულოვნება.“ შეხვედრის ხარაგაულელი მო- ნაწილეების ტრანსპორტირება ხარაგაულის ადგილობრივი ბი- უჯეტიდან დაფინანსდა. ანა გოლუბიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხიდ-ბოგირები მაქათუბანში, საქასრიასა და ბაზალეთში სოფელ მაქათუბანში საცალფე- ხო ბოგირის, საქასრიაში - ხიდ-ბო- გირის, ხოლო ბაზალეთში - ხიდის მოწყობა იგეგმება. მაქათუბნის ბოგირის მოსაწყობად 13 ათასი ლარია განსაზღვრული, საქასრიის ხიდ-ბოგირის მოსაწყობად - 17 ათასი ლარი, ხოლო ბაზალეთში ხიდისთვის - 10 ათასი ლარი. ამ ხარჯების გასაწევად ხარა- გაულის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება უნდა განხორციელდეს; კერძოდ, გზების მშენებლობის, რე- კონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებიდან 40 ათასი ლარი უნდა გადავიდეს ხიდებისა და ბოგირების აშენება-შეკეთების ხარჯებში. გარდა ამისა, ღორეშის ტერიტო- რიულ ერთეულში დენის დასაერ- თებლად საჭიროა 5,8 ათასი ლარი. როგორც გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურისგან საკრებუ- ლოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ეს თანხა 2015 წლის პირველი იანვრისთვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან გამოიყოფა. ზემოთაღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს ხარაგა- ულის მუნიციპალიტეტის საკრებუ- ლოს ბიუროს წევრებმა 16 მარტს ბიუროს მორიგ სხდომაზე. დეპუტატებმა ასევე მოისმინეს საკრებულოს იურიდიული, სამან- დატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მუშაობის ანგარი- ში, რომელიც კოლეგებს კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილმა წარუდგინა. სხდომაზე ასევე იმსჯელეს ადგი- ლობრივი მოსაკრებლების შემოღე- ბისა და უძრავი ქონების საპრივატი- ზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ. ამ საკითხებს ხარაგაულის მუ- ნიციპალიტეტის საკრებულო 6 აპრილს, მორიგ სხდომაზე განიხი- ლავს დასამტკიცებლად. სასულიერო გიმნაზიას ახალი დირექტორი ჰყავს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფის, ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ოფიციალური ფეისბუქ- გვერდის ინფორმაციით, 16 მარტს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპიკოპოს მელქისედეკის გადაწყვეტილებითა და ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას- თან არსებული განათლებისა და ახალგაზრდობასთან ურთიერ- თობის განყოფილება, რომელსაც დეკანოზი იოსები (გაჩავა) უხელმ- ძღვანელებს. დეკანოზი იოსები (გაჩავა) და- ინიშნა ხარაგაულის წმინდა ანდ- რია პირველწოდებულის სახე- ლობის სამლოცველო სახლის წინაძღვრად და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებუ- ლის სახელობის გიმნაზიის დი- რექტორად. სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება 6 აპრილიდან საარჩევნო ადმი- ნისტრაციის მოხელეთა სასერტიფი- კაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირება შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ- კვალიფიციური მოხელეების შესარ- ჩევად ტარდება. სასერტიფიკაციო გამოცდებს ჩაატარებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორ- მებისა და სწავლების ცენტრი. გამოცდის ჩაბარების მსურ - ველები 29 მარტის ჩათვლით ელექტრონული ფორმით უნდა დარეგისტირდნენ შემდეგ მისამარ- თზე: www.registration.cec.gov.ge გამოცდის ჩაბარების მსურვე- ლებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთ- ვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2015 წლის 29 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (შაბათ-კვირის გარდა). სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტუ- რებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ცესკოს ვებგ- ვერდზე www.cesko.ge ან ტელე- ფონებით 261 21 11; 599 95 83 83 - საკონტაქტო პირი ზურაბ ლუაშვილი (სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი). ვულოცავთ წარმატებას საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავ- შირმა (თავმჯდომარე რეზო ჭა- ნიშვილი) ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრა- ფიული ანსამბლის „უბისი“ ხელმძ- ღვანელი ზაზა ლურსმანაშვილი „საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით“ დააჯილდო- ვა წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შე- ტანილი წვლილისა და კავშირის საქმიანობაში აქტიური მონაწილე- ობისთვის. ვულოცავთ ზაზა ლურსმანაშ- ვილს ამ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ. ბაზალეთის სკოლა კონკურსის ფინალისტია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ეკოკლუბმა მორიგი კონკურსი „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები“ გამოაცხადა. ტყის პრობლემებსა და მათი გამო- სწორების პერსპექტივებზე მოსწავ- ლებმა ნახატები შექმნეს. კონკურსში 96 სკოლის 205 ნაშრომი მონაწი- ლეობდა. 49 ფინალისტს შორისაა ბაზალეთის საჯარო სკოლის (დი- რექტორი იზოლდა ოკრიბელაშვი- ლი) მეცხრეკლასელთა ნამუშევარი „ტყე - მარადიული სიცოცხლის წყარო.“ კონკურსის ფინალი ხვალ, 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერ- სიტეტის პირველ კორპუსში გაი- ამართება. გამოფენაში მონაწილე ფინალისტებს გადაეცემათ სერტი- ფიკატები, ხოლო გამარჯვებული დაჯილდოვდება უნივერსიტეტისგან დაწესებული პრიზებით. წარმატებას ვუსურვებთ ბაზალე- თის საჯარო სკოლას. 20 მარტი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 10 (630) www.chkh.org

Upload: others

Post on 30-Apr-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

ხარაგაულელები სტუმრად პატრიარქთან

მოსწავლეთა გაზეთი „იმედი ხვალის”

განცხადებები

ამინდი

ხარაგაულში „ახალგაზრდული საკრებულო” ყალიბდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 767 473 ლარი გამოეყო

3-6 გვ.

7-8 გვ.

8 გვ.

4 გვ.

2 გვ.

დღეს ნომერშია

ამბების აკიდო

სრულიად საქართველოს კა-თოლიკოს-პატრიარქი ილია მე-ორე ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ქვეყნის საზოგა-დოებრივი ცხოვრების მიმართ. მას ხშირად სტუმრობენ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევ-რები, რომლებიც პატრიარქისგან რჩევასა და ლოცვა-კურთხევას იღებენ.

17 მარტს უწმინდესი და უნე-ტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგის კვლევის ცენტ-რის“ წარმომადგენელ ლაშა გო-გოლაძისა და საქველმოქმედო ფონდ „ქვიშის საათის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მარიკა შენგელიას ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ თბილისში მცხოვრები 50-მდე უნარშეზღუდული პირი.

შეხვედრაზე ხარაგაულელ-მა რუსუდან გურგენიძემ ისაუბ-რა ხარაგაულში მცხოვრები შშმ პირებზე. მისი ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი არასრულწლოვანი და 100-ზე მეტი სრულწლოვანი უნარ-შეზღუდული ადამიანი ცხოვრობს და მათთვის უახლოეს მომავალში დღის ცენტრის გახსნა იგეგმება.

რამდენიმე უნარშეზღუდული ბავშვი სიმღერით წარსდგა პატ-

რიარქის წინაშე. ანა ქაჯაიამ თეატ-რალურ კვარტეტთან ერთად შეას-რულა საგალობელი „წმინდაო ღმერთო.“ ძმებმა ტურაბელაშვი-ლებმა შეასრულეს სიმღერა „ვტი-რი, უშენოდ ვტირი...“, თინათინ შარიქაძემ კი ლექსი „გაზაფხული“ წაიკითხა.

ახალგაზრდა ხარაგაულელი მომღერლის მადონა შველიძისგან შესრულებულმა სიმღერებმა „ფსოუ“ და „განთიადი“ პატრიარქისა და სა-პატრიარქოს წარმომადგენლების დიდი მოწონება დაიმსახურა, „თეატ-რალურმა კვარტეტმა“ კი სიმღერის

ჩაწერა შესთავაზა.შეხვედრის ბოლოს ქალბატონ-

მა რუსუდანმა მადლობა გადა-უხადა უწმინდესს. უწმინდესმა კი ჯანმრთელობა და ბედნიერი აღდგომის დღესასწაული უსურვა იქ მყოფ საზოგადოებას.

„ყოველი შემდგომი აღდგომა იქნება ღვთისადმი აღსავლენი მადლიერების დღე,“ - ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქთან დამშვიდობების შემდეგ ახალგაზრდებმა ჯერ სა-მება, შემდეგ კი სვეტიცხოველი და სამთავროს მონასტერი მო-

ილოცეს და უდიდესი მადლით აღვსილნი დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს.

შეზღუდული შესაძლებლობე-ბის მქონე პირების პატრიარქთან სტუმრობა გააშუქა საპატრიარქოს ტელევიზიამ „ერთსულოვნება.“

შეხვედრის ხარაგაულელი მო-ნაწილეების ტრანსპორტირება ხარაგაულის ადგილობრივი ბი-უჯეტიდან დაფინანსდა.

ანა გოლუბიანიივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

ხიდ-ბოგირები მაქათუბანში, საქასრიასა და ბაზალეთში

სოფელ მაქათუბანში საცალფე-ხო ბოგირის, საქასრიაში - ხიდ-ბო-გირის, ხოლო ბაზალეთში - ხიდის მოწყობა იგეგმება. მაქათუბნის ბოგირის მოსაწყობად 13 ათასი ლარია განსაზღვრული, საქასრიის ხიდ-ბოგირის მოსაწყობად - 17 ათასი ლარი, ხოლო ბაზალეთში ხიდისთვის - 10 ათასი ლარი.

ამ ხარჯების გასაწევად ხარა-გაულის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება უნდა განხორციელდეს; კერძოდ, გზების მშენებლობის, რე-კონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯებიდან 40 ათასი ლარი უნდა გადავიდეს ხიდებისა და ბოგირების აშენება-შეკეთების ხარჯებში.

გარდა ამისა, ღორეშის ტერიტო-რიულ ერთეულში დენის დასაერ-თებლად საჭიროა 5,8 ათასი ლარი. როგორც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისგან საკრებუ-ლოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, ეს თანხა 2015 წლის პირველი იანვრისთვის არსებული საკუთარი სახსრების ნაშთიდან გამოიყოფა.

ზემოთაღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლოს ბიუროს წევრებმა 16 მარტს ბიუროს მორიგ სხდომაზე.

დეპუტატებმა ასევე მოისმინეს საკრებულოს იურიდიული, სამან-დატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მუშაობის ანგარი-ში, რომელიც კოლეგებს კომისიის თავმჯდომარე მიხეილ გელაშვილმა წარუდგინა.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს ადგი-ლობრივი მოსაკრებლების შემოღე-ბისა და უძრავი ქონების საპრივატი-ზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ.

ამ საკითხებს ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტის საკრებულო 6 აპრილს, მორიგ სხდომაზე განიხი-ლავს დასამტკიცებლად.

სასულიერო გიმნაზიას ახალი დირექტორი ჰყავსმარგვეთისა და უბისის ეპარქიის

მეუფის, ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ინფორმაციით, 16 მარტს მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპიკოპოს მელქისედეკის გადაწყვეტილებითა და ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას-

თან არსებული განათლებისა და ახალგაზრდობასთან ურთიერ-თობის განყოფილება, რომელსაც დეკანოზი იოსები (გაჩავა) უხელმ-ძღვანელებს.

დეკანოზი იოსები (გაჩავა) და-ინიშნა ხარაგაულის წმინდა ანდ-რია პირველწოდებულის სახე-ლობის სამლოცველო სახლის წინაძღვრად და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებუ-ლის სახელობის გიმნაზიის დი-რექტორად.

სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

6 აპრილიდან საარჩევნო ადმი-ნისტრაციის მოხელეთა სასერტიფი-კაციო გამოცდები იწყება.

სერტიფიცირება შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ-კვალიფიციური მოხელეების შესარ-ჩევად ტარდება. სასერტიფიკაციო გამოცდებს ჩაატარებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორ-მებისა და სწავლების ცენტრი.

გამოცდის ჩაბარების მსურ-ველები 29 მარტის ჩათვლით ელექტრონული ფორმით უნდა დარეგისტირდნენ შემდეგ მისამარ-თზე: www.registration.cec.gov.ge

გამოცდის ჩაბარების მსურვე-ლებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთ-

ვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2015 წლის 29 მარტის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (შაბათ-კვირის გარდა). სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტუ-რებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ცესკოს ვებგ-ვერდზე www.cesko.ge ან ტელე-ფონებით 261 21 11; 599 95 83 83 - საკონტაქტო პირი ზურაბ ლუაშვილი (სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი).

ვულოცავთ წარმატებასსაქართველოს ქორეოგრაფიის

მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავ-შირმა (თავმჯდომარე რეზო ჭა-ნიშვილი) ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრა-ფიული ანსამბლის „უბისი“ ხელმძ-ღვანელი ზაზა ლურსმანაშვილი „საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით“ დააჯილდო-ვა წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შე-ტანილი წვლილისა და კავშირის

საქმიანობაში აქტიური მონაწილე-ობისთვის.

ვულოცავთ ზაზა ლურსმანაშ-ვილს ამ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

ბაზალეთის სკოლა კონკურსის ფინალისტიაივ. ჯავახიშვილის სახელობის

თსუ-ეკოკლუბმა მორიგი კონკურსი „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები“ გამოაცხადა. ტყის პრობლემებსა და მათი გამო-სწორების პერსპექტივებზე მოსწავ-ლებმა ნახატები შექმნეს. კონკურსში 96 სკოლის 205 ნაშრომი მონაწი-ლეობდა. 49 ფინალისტს შორისაა ბაზალეთის საჯარო სკოლის (დი-რექტორი იზოლდა ოკრიბელაშვი-ლი) მეცხრეკლასელთა ნამუშევარი „ტყე - მარადიული სიცოცხლის წყარო.“

კონკურსის ფინალი ხვალ, 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტის პირველ კორპუსში გაი-ამართება. გამოფენაში მონაწილე ფინალისტებს გადაეცემათ სერტი-ფიკატები, ხოლო გამარჯვებული დაჯილდოვდება უნივერსიტეტისგან დაწესებული პრიზებით.

წარმატებას ვუსურვებთ ბაზალე-თის საჯარო სკოლას.

20 მარტი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№10 (630)

www.chkh.org

2 xtvb [fhfufekb 20 მარტი, 2015 წ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 767 473 ლარი გამოეყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 14 მარტიდან დაიწყო და 27 მარ-ტამდე გასტანს სოფლის მხარდა-ჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან სოფლებში შეხვედრები.

რა სიახლეებია წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორ-ციელებაში და რა რეკომენდაცი-ები მიაწოდა მუნიციპალიტეტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, - ამ საკითხებზე ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის გამგეობის ინფრას-ტრუქტურის სამსახურის უფროსი მალხაზ ფხალაძე გვესაუბრება:

-საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს სოფლის მხარ-დაჭერის პროგრამების განსა-ხორციელებლად 767 473 ლარი გამოეყო. წინა წლებში თანხები კონკრეტული სოფლებისთვის განისაზღვრებოდა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით. ახლა მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება, რომ თავად განსაზღვროს სოფ-ლებისთვის თანხის ოდენობა.

ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად შევთანხმდით, რომ ხა-რაგაულის მუნციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის 20%-ით განვახორციელოთ ერთი ისეთი პროექტი, რომლითაც ისარგებ-ლებს მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელი.

მივიღეთ რეკომენდაცია რე-გიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტ-როდან, რომ არ გვაქვს უფლება, სოფლის მხარდაჭერის პროგრა-

მისთვის გამოყოფილი თანხით განვახორციელოთ მოსახლეობაში ბუნებრივი აირისა და ელქტრო-ენერგიის შეყვანა, ეს თანხა ვერ დაიხარჯება ასევე სკოლებსა და სხვადასხვა აღმსარებლობის და-წესებულებებში. რეკომენდაციის თანახმად, გზის დახრეშვაზეც უნდა შევიკავოთ თავი. ვეცდებით ასე მოვიქცეთ, მაგრამ თუ კატას-ტროფული მდგომარეობაა და სოფელში შეუძლებელია ტრანს-პორტის გადაადგილება, მაშინ მოვხრეშავთ გზას. სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ მოვერი-დოთ მცირებიუჯეტიან პროექტებს, რომელთა განსახორციელებლად მომსახურებას ვერც ტენდერზე და ვერც შესყიდვაზე გავიტანთ. სასურ-ველია, იყოს არაუმცირეს 4 ათასი ლარი ღირებულების პროექტები. უნდა მოვერიდოთ ადმინისტრა-ციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების ოფისების რემონტს. ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან აქტუალური იყო სარიტუ-ალო სახლების მშენებლობა. ბევრ სოფელში თითქმის ყველა უბანშია სარიტუალო სახლი. სამინისტროს რეკომენდაციით, ასეთი პროექტის განხორციელებაზე თავშეკავებას გვირჩევენ, ხოლო დაუმთავრებე-ლი სარიტუალო სახლები აუცი-ლებლად უნდა დასრულდეს.

სასოფლო გზების შეკეთებაზე სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ გავაკეთოთ სანიაღვრე არხე-ბი, ხოლო განსკუთრებით რთულ მონაკვეთებზე - ბეტონის გზა მო-ვაწყოთ.

რეგიონული სამინისტროს რე-კომენდაციით ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმო-მადგენლებთან და მაჟორიტარ

დეპუტატებთან გამგეობაში შეხ-ვედრისას გარკვეული პრიორიტე-ტები და თითოეული სოფლისთვის თანხის ოდენობა განვსაზღვრეთ. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო

გადაწყვეტილებას მოსახლეობა საერთო კრებაზე იღებს.

მაგალითად, სოფელ ღორე-შაში განსახორციელებელ პროექ-ტებზე მსჯელობისას ითქვა, რომ სოფელში არსებული იმ შენობის რეაბილიტაციაზე მიიმართოს 20 ათასი ლარი, სადაც განთავსდება საბავშვო ბაღი. ეს იდეა სოფელში კრებაზე მოსახლეობის უმრავ-ლესობამ მოიწონა. ღორეშაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბი-ლიტაციას რა თანხაც დააკლდება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აღსა-ნიშნავია, რომ ღორეშაში საბავშვო ბაღის ასაკის 25 აღსაზრდელია.

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრისას მოსახ-ლეობამ გარე განათების მოწყობა მოითხოვა. ბაზალეთის გზაზე ას-ფალტო-ბეტონის საფარი დაიგება.

გარე განათება გზის სარეაბილიტა-ციო სამუშაოებთან ერთად შეთანხ-მებულად მოეწყობა.

ხევის ადმინისტრაციულ ერ-თეულში ოთხი სარიტუალო დარ-

ბაზის მოწყობაა დაწყებული. სო-ფელ გრიგალათსა და წაქვაში შეხვედრებისას მოსახლეობას შევთავაზეთ, რომ ერთ-ერთი სარიტუალო დარბაზი საბავშვო ბაღად გადაკეთებულიყო, მაგრამ მოსახლეობამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

რამდენიმე სოფელი სასაფ-ლაოს მოწყობას და წყალმომა-რაგების სისტემის გაუმჯობესებას ითხოვს. ჩვენ შევიძენთ მასალებს და ამ პროექტის განხორციელება უნდა უზრუნველყოს მოსახლე-ობამ.

სოფლის მხარდაჭერის პროგ-რამების განხორციელებისას კანონი არ გვავალდებულებდა ელექტრონულ შესყიდვას. ამი-ტომ, სამუშაოები სრულდებოდა გამარტივებული ტენდერით - ერთ პირთან მოლაპარაკებით.

წელს, შესაძლოა, ყველა სამუ-შაო ელექტრონული ტენდერით განხორციელდეს. ხარაგაულის საკრებულოში სესიებზე ხშირად აპელირებენ, რომ თანამდებო-ბის პირთა ნათესავებთან იდება სამუშაოს შესრულებაზე ხელ-შეკრულებები. სრული პასუხისმ-გებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ნათესავებიდან ამ პროცესში არავინ ჩართულა. შინაგანად არც მე მიმაჩნია სწორად, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით სრულდება სამუშაოები, მაგრამ ელექტრონულ ტენდერს დიდი დრო სჭირდება. არის ტენდე-რის ჩავარდნის შემთხვევები და სამუშაოები ისევ ერთ პირთან მოლაპარაკებით სრულდება. თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ აუცილებლად ელექტრონული შესყიდვა განხორციელდეს, კარ-გი იქნება. ამ შემთხვევაში თანხე-ბი დაიზოგება და სოფელში სხვა პრობლემაც მოგვარდება.

მოსახლეობასთან შეხვედრე-ბის ოქმებს რომ ჩავიბარებთ, შევადგენთ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექ-ტების ნუსხას და მივაწოდებთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. დამტკიცდება, სად რა პროექტი უნდა განხორციელდეს და შემდეგ საუშაოებს ან ელექტრონული ტენდერით შევისყიდით, ან ერთ პირთან მოლაპარაკებით განვა-ხორციელებთ.

რაც შეეხება პროექტის დასრუ-ლების ვადას, ეს ინდივიდუალური ხელშეკრულებით განისაზღვრება. ყველა პროექტი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულელთა ჯგუფი კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩაერთო. 14 მარტს ქუთაისში, საქართვე-ლოს პარლამენტის შენობაში, გაიმართა კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები, პრო-ცესები, პრიორიტეტები“. კონფერენციას უძღვებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია.

ხარაგაულიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ გამგეობის კულტუ-რის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, კულტურის ცენტრის დირექტორი ვასილ კიკნაძე, ცენტრალური ბიბლი-ოთეკის დირექტორი ნიკო მაჭავარი-ანი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯ-დომარე ინგა მაღრაძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.

ღონისძიებაზე კულტურისა და ძეგ-ლთა დაცვის სამინისტრომ წარადგინა კულტურის სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი, რომელშიც გათვალისწი-ნებულია ევროკომისიის აღმოსავლეთ პატნიორობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად მი-ღებული რჩევები და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციები.

კონფერენციაზე კულტურის პოლი-ტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსიები შემდეგ თემებზე: კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვ-ნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

კონფერენცია მიზნად ისახავდა კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირე-ბული ინფორმაციის გავრცელებას, ამ პროცესით საზოგადოების დაინ-ტერესებას, ძირითადი პრობლემების გამოვლენას და მათი გადაჭრისათვის

შესაძლო გზების ძიებას. კონფერენციაზე გამოთქმული რჩე-

ვები და მოსაზრებები განთავსდება ვებგვერდზე www.culturepolicy.ge.

შემუშავდება ორი დოკუმენტი: კულტურის გრძელვადიანი სტრატე-გია (2015-2025 წწ.) და სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა (2016-2017 წწ.). ამ ორ დოკუმენტს 2015 წლის ბოლოს სა-ქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო: „დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ და რეგიონის წარმომადგენლებთან ასეთი შეხვედრა კულტურის სამინისტროს, კარგა ხანია, არ გაუმართავს. ვფიქ-რობ, ძალიან დროულია კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება მდიდარი კულტურული ტრადიციების მქონე ჩვენი ქვეყნისათვის.

დისკუსიის შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუ-ფებად. ვისაუბრეთ პრობლემებზე. ხარაგაულისა და იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა კვალი-ფიციური კადრების უკმარისობა და ძლიერი მიგრაცია. ახალგაზრდები, განათლების მიღების შემდეგ, დედაქა-ლაქში რჩებიან. ხარაგაულში სამუშაოდ აღარავინ ბრუნდება. გამოვთქვით აზრი, რომ იქნებ შეიმუშაოს მთავრობამ ისეთი სტრატეგია, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყოს ახალგაზრდა სპეციალისტების დაბრუნებას რეგიონებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უნდა განი-საზღვროს კულტურის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში.

კულტურის საკითხებით დაინტერე-სებულ ნებისმიერ პირს შეუძლია ვებგ-ვერდზე www.culturepolicy.ge შესვლა, საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება და ამით - კულტურის სტატეგიის შემუ-შავებაში ჩართვა.

ლაურა გოგოლაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან შემუშავებული მოსახ-ლეობასთან შეხვედრების გრაფიკის თანახმად, 14 მარტს შეხვედრები გაიმართა ბორითსა და საქასრიაში, 15 მარტს - ღარიხევში, წიფში, მაქათუბანში, უბისაში, ვარძიასა და ღორეშაში, 16 მარტს - ბაზა-ლეთში, ქროლში, ერეთაში, ვაშლევში, წაქვასა და გრიგალათში, 17 მარტს - პატარა ხარაგაულის, კვესრევის, ამაშუკეთის, სხლითის, ვანის, ხიდარის, ხევისა და ციცქიურის მოსახლეობასთან, 18 მარტს - ვახანის, ჯაფაროულის, ჩხერის, ბჟინევის მოსახლეობასთან, 19 მარტს - სერბაისის, ზედუბანის, საღანძილის, ზარანის, ვერტყვიჭალისა და ვერტყვილას მოსახლეობასთან.

გთავაზობთ მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგი დღეების გრაფიკს.

20 მარტი 11:00 სთ. - ხორითი11:00 სთ. - ხუნევი12:00 სთ. - ზვარე15:00 სთ. - მირონწმინდა 15:00 სთ. - გედსამანია

21 მარტი11:00 სთ. - გოლათუბანი11:00 სთ. - სარგვეში11:00 სთ. - ჩრდილი15:00 სთ- ნუნისი15:00 სთ. - გუდათუბანი,15:00 სთ. - საბე

22 მარტი 11:00 სთ. - კიცხი11:00 სთ - ნადაბური11:00 სთ - წიფა15:00 სთ - ბორი15:00 სთ - გოლისი15:00 სთ. - ფონა

23 მარტი11:00 სთ - საქარიქედი11:00 სთ - ნებოძირი12:00 სთ - ჩალხაეთი15:00 სთ - კიცხის იგორეთი15:00 სთ - ჭარტალი

24 მარტი11:00 სთ - ლახუნდარა15:00 სთ - პატარა ვარძია11:00 სთ - ქვები15:00 სთ - ბაბი11:00 სთ - ლეღვანი12:00 სთ - თეთრაწყარო15:00 სთ - მარელისი

25 მარტი11:00 სთ - დიდვაკე11:00 სთ. - ანიულა11:00 სთ - ისლარი11:00 სთ - წყალაფორეთი12:00 სთ. - ხემაღალი15:00 სთ. - პატარა სახვლარი 15:00 სთ. - ბეჟათუბანი15:00 სთ. - ღუდუმექეთი15:00 სთ. - ხონი

26 მარტი11:00 სთ. - ლაშე11:00 სთ. - მოლითი11:00 სთ. - ფარცხნალი15:00 სთ. - ლაშის იგორეთი15:00 სთ. - დეისი15:00 სთ. - ახალსოფელი

27 მარტი11:00 სთ. - უჩამეთი14:00 სთ. - ღვერკი

რაც შეეხება თანხებს, სოფლების მიხედვით გამოყოფილია

ვარძია - 23 ათასი ლარი; ხიდარი - 22 ათასი ლარი;პატარა ხარაგაული, ღორეშა,

კიცხი - თითოეულ სოფელს 20-20 ათასი ლარი;

ლეღვანი - 15 ათასი ლარი;ბორითი - 14 ათასი ლარი;ხუნევი, ლახუნდარა - თითოეულ

სოფელს - 13-13 ათასი ლარი;გოლათუბანი, ჩრდილი, ვახანი -

თითოეულ სოფელს - 12-12 ათასი ლარი;

ზვარე, მარელისი - თითოეულ სოფელს - 11-11 ათასი ლარი;

საქასრია, მაქათუბანი, უბისა, სა-ქარიქედი, თეთრაწყარო, ლაშე, ნადაბური, ფარცხნალი, გედსამანია, ვერტყვიჭალა, ვერტყვილა, გრიგალა-თი - თითოეულს 10-10 ათასი ლარი;

ბორი, ნებოძირი, სარგვეში, სა-ღანძილე, წაქვა - თითოეულ სო-ფელს 8-8 ათასი ლარი;

ბაზალეთი, მოლითი, ქვები, ჩხე-რი, წყალაფორეთი, წიფა, ხევი - თი-თოეულს 7-7 ათასი ლარი;

სერბაისი, ღვერკი, დეისი, ჯაფა-როული, ახალსოფელი, ისლარი, ციცქიური - თითოეულ სოფელს 6-6 ათასი ლარი;

ღარიხევი, ზედუბანი, დიდვაკე, უჩამეთი, ხემაღალი, ხორითი, საბე, ზარანი, ვანი - თითოეულ სოფელს 5-5 ათასი ლარი;

ქროლი, წიფი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, ამაშუკეთი, ნუნისი, კიცხის იგორეთი, პატარა სახვლარი, ლაშის იგორეთი, ბეჟათუბანი, ჭარტალი, ბაბი, ანიულა, გოლისი, მირონწ-მინდა, სხლითი, ღუდუმექეთი, ხონი, პატარა ვარძია, ჩალხაეთი, გუდა-თუბანი, ფონა, ბჟინევი - თითოეულ სოფელს 4-4 ათასი ლარი.

სულ ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის სოფლებში სოფლის მხარდა-ჭერის პროგრამით გაიხარჯება 610 ათასი ლარი.

სტრატეგიის შემუშავებაში ჩართვა ყველას შეუძლია

3xtvb [fhfufekb20 მარტი, 2015 წ.

იქნებ ახდეს ჩემი სიზმარი

გაზაფხულია. მზის სითბო მძლავრობს დედამიწაზე. სხივები აკაშკაშებენ არე-მიდამოს. კვირ-ტები დაბერიათ ხეებს. ყვითლად აფერადებულან ნარგიზები. ენძე-ლების სითეთრეს ყოჩივარდების სიწითლე შერევია. გზის პირებსა და ბუჩქნარებში ფურისულები ნაირფერობენ. მინდვრებსა და ტყისპირებში ბღუჯა-ბღუჯად აყვავებულან იები და იისფრად შეუღებავთ შემოგარენი. ჰყვა-ვის გზისპირები და ტყისპირები, მინდვრები და ჭალები, მდე-ლოები და ბუჩქნარები. ფერთა სიმრავლეს ელაციცება თბილი სიო. ელვარებს მზის ათინათი. ერთმანეთში არეულ სითბოსა

და სილამაზეს ხიბლს მატებს ფრინველთა ჭიკჭიკი, ნაკადულე-ბის რაკრაკი, ცხოველთა ხმები, გულისწორს რომ მოუხმობენ სითბომორეულები.

საოცარია გაზაფხულის სურ-ნელი. რაღაც უცნაურად ერთმა-ნეთში არეული არომატი, თბილი, საამო და სასიამოვნო.

შეუდარებელია გაზაფხულის პატარძალი - აფეთქებული ტყე-მალი, სურნელოვანი თეთრი ტაძარი. რა შეედრება ცეცხლმო-კიდებული ატმის ცქერას, ჯადოს-ნური სურნელით რომ აბრუებს გარემოს.

საყვარელია გაზაფხული - სი-ცოცხლის საწყისი, სილამაზისა

და სითბოს ნაზავი. გაღვიძებული დე -დაბუნება ხალისს მატებს ყველა სუ -ლიერს, სიხარულს და თავდავიწყებას ჩუქნის ყველას და ყველაფერს, სიცოც-ხლის ხალისს აღ-ვიძებს აცეკვებული მზის ათინათი.

მინდა ყველას ვა-ჩუქო გაზაფხული.

ნია ყიფიანიმარელისის საჯარო სკოლის IV კლასის

მოსწავლე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი №61

სოფლის განაპირას პატარა კოხტა სახლი დგას. სახლსაც და ეზოსაც მზრუნველი პატრონის ხელი ეტყობა. აქაურობა ისე ლამაზია, გამვლელს უნებურად გიზიდავს. ბებიასთან ჩასულს, მეც მომდომებია შესვლა, იმ კამკამა წყაროს წყლის დალევა, ეზოში რომ მოჩუხჩუხებდა, მაგრამ იქ შესვლას როგორ გავბედავდი, როცა ეზოს დიდი ქართული ნაგა-ზი დარაჯობდა.

ერთ დღეს, დაღლილი ნახი-რიდან სახლში ვბრუნდებოდი. ჩემს წინ მიმავალი მოხუცი დავი-ნახე, მხარზე ფიჩხის კონა გაედო და გაჭირვებით მიჰქონდა. ფეხს ავუჩქარე, მოხუცს დავეწიე და მივესალმე:

-გამარჯობა ბებო, დაგეხმარე-ბით.

-გაგიმარჯოს შვილო, შენ გაიხა-რე, მართლაც ძალიან დავიღალე, - მიპასუხა მოხუცმა, ნაღვლიანად შემომხედა და ტვირთი მოიხსნა.

შეშა ზურგზე მოვიკიდე და დავ-წინაურდი. მოხუცი ნელი ნაბიჯით მომყვებოდა უკან. სოფელს რომ მივუახლოვდით, შევჩერდი, მო-ხუცს დაველოდე და ვკითხე:

-ბებო, თქვენი სახლი რომე-ლია?

მოხუცმა სოფლის განაპირას მდგარი პატარა სახლისაკენ მი-მანიშნა. სახლს მივუახლოვდით, ჭიშკარი შეაღო და იმ ეზოში შე-მიძღვა, რომლის სილამაზეც ასე მხიბლავდა. შეშა მხარიდან ჩამო-ვიღე და შიშისაგან თმები ყალყზე დამიდგა, ჩემსკენ უზარმაზარი ძაღლი მორბოდა.

-ბომბორა, ჭკვიანად! - ალერ-სიანად უთხრა მოხუცმა. ძაღლი მოხუცთან შეჩერდა, მერე ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა, ხელები ამილოკა და ჩემს ფეხებთან დაწვა. მოხუცი გაკვირვებული დასცქერო-და ძაღლს. მე კი ვგრძნობდი, რომ ამ საქციელით ბომბორა მადლო-ბას მიხდიდა.

წყაროსთან მივედი, წყალი დავ-ლიე და მოხუცს გამოვემშვიდობე. ბომბორამ ჭიშკრამდე გამო-მაცილა. იმ დღის შემდეგ თინა ბებოს ხშირი სტუმარი გავხდი. საოჯახო საქმეებში ვეხმარებოდი. ბომბორაც ძალიან დამიმეგობრ-და. ხანდახან, როცა დაღლი-ლი წყაროსთან ჩამოვჯდებოდი, ძაღლიც მოვიდოდა, მუხლებზე თავს დამადებდა და ალერსიანი

თვალებით შემომცქეროდა.ბომბორას ერთმა ჩვევამ გა-

მაკვირვა: იგი დროდადრო გა-ინაბებოდა, მერე წამოხტებოდა, ჭიშკართან მიირბენდა და გზას გახედავდა. მერე თითქოს იმედ-გაცრუებული, გზაზე რომ ვერა-ვის დაინახავდა, ნელი ნაბიჯით მომიახლოვდებოდა, წინ ჩამო-მიჯდებოდა და თათებზე თავს დაიდებდა.

-თინა ბებო, - ვკითხე ერთხელ მოხუცს, - ალბათ ვინმეს ელოდე-ბა, არა?

-ალბათ! - მითხრა და თვალები ცრემლით აევსო.

-ვის?-ბომბორა ჩემს შვილს მონას-

ტერში აჩუქეს. ის ძალიან პატარა და უმწეო იყო. ერთი წლისა მე დამიტოვა და ჯარში წავიდა. მერე ის საშინელი აგვისტოს ომი დაიწყო. მას მერე აღარ მინახავს. ლოდინით დავიღა-ლეთ, შვილო, - მოხუცმა თვალი ამარიდა.

მივხვდი, მეტს ვეღარ გავუძ-ლებდი, ფეხზე წამოვდექი და სახლისაკენ გავემართე. რამდენი-მე ნაბიჯის შემდეგ უკან მივიხედე. ბომბორა ახლა თინა ბებოს ფეხებ-თან იწვა და თვალს არ აცილებ-და. ამ სურათის დანახვაზე გული ამომიჯდა, ორივე საბრალოდ გამოიყურებოდა, - ლოდინით უყვ-ნენ დაღლილები.

თინა ბებო ახალ წლამდე გარდაიცვალა. მეზობლებისთ-ვის უთქვამს, ძაღლი იმ პატარა ბიჭმა წაიყვანოს, ზაფხულში ღმერთმა სანუგეშებლად რომ მომივლინაო, მერე ჩემი შვილიც დაბრუნდებაო.

ამასწინათ საოცარი სიზმარი ვნახე: ვიღაცას თინა ბებოს სახლ-ზე ბოქლომი აეხსნა და ბუხარში ცეცხლი დაენთო. მე და ბომბორა ეზოში ვიდექით. კიბეზე ჯარისკა-ცი ჩამოვიდა. ჩვენთან მოვიდა, ძაღლს თავზე ხელი გადაუსვა, მოეფერა, მერე ჩემსკენ დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.

დილით ყვავილების თაიგული მივიტანე თინა ბებოს საფლავზე. ქვაზე ჩამოვჯექი და სიზმარი მო-ხუცს ვუამბე...

იქნებ ახდეს კიდეც ჩემი სიზ-მარი.

თემიკო მაღლაკელიძეზვარეს საჯარო სკოლის

V კლასის მოსწავლე

მოსწავლეთა შემოქმედება

შორიდან ვუცქერ აფხაზეთს,ეს ჩემი სატკივარია.რაც აფხაზს სტკივა, მეც მტკივა,ეს ხომ ქართველის ვალია.ადრე აფხაზეთს სიტურფითარ ჰყავდა თურმე სადარი,ახლა კი ეშმა ჩურჩულებს:„ეს თქვენი მიწა არ არის.“ამ წამს უეცრად ფიქრებშიჩემი ოცნებით ვერთვები,შორიდან ვუცქერ ამ წალკოტს,მისი სიტურფით ვოგნდები.

მე კვლავაც ველი ლამაზ დღეს,მზე რომ ამოვა ამ მხარესდა აფხაზეთის კარგ ამბებს მთელ საქართველოს ვახარებ!ახლა კი გვიწევს ქართველებს,რომ ავიტანოთ საზღვარი,ეს ჩემი საქართველოა,აქ გასაყოფი რა არის?

თამარ ლომიძეხუნევის საჯარო სკოლის

VIII კლასის მოსწავლე

ჩემი ტკივილი

ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ისტ-ის ტრენინგი 1:1 ელექტრონუ-ლი სწავლების დანერგვა.

7-8 და 14-15 მარტს ხარაგა-ულის #3 საჯარო სკოლაში დაწყე-ბითი კლასების მასწავლებლებთან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტ-რის ინფორმაციულ-საკომუნიკა-ციო ტექნოლოგიების ტრენერმა მანანა კაპანაძემ იმუშავა. ტრე-

ნინგზე გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, გაკვეთილების დაგეგმვას და გამრავალფეროვნე-ბას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს, შინაარსიანს და სახალისოს გახდის საგაკვეთილო პროცესს მოსწავლეებისთვის.

სასურველი და მიმზიდველია ბუკთან ურთიერთობა. მოსწავ-ლეებმა სწრაფად აითვისეს ეს

ტექნოლოგია. მე კი როგორც პედაგოგს, საშუალებას მაძლევს სწრაფად, მარტივად და მიზან-მიმართულად შევქმნა სასწავ-ლო რესურსები. კარგი იქნება, თუ უფრო ხშირად ჩატარდება ტრენინგები არა მარტო ისტ-ის მასწავლებლებისთვის, არამედ სხვადასხვა საგნების სპეციალის-ტებისთვისაც.

თეა მაღრაძე მარელისის საჯარო სკოლის

მასწავლებელი

ბუკების ტრენინგები ხარაგაულში

როცა გესმის სიტყვა „დედა“,გულში სითბო იბადება.დედის თბილი სიყვარულითსახე თბილად იბადრება.

ხშირად გული გვიტკენია,უმიზეზოდ გვიტირია.დიდ ოჯახზე შენი ზრუნვაჩვენთვის მტკიცე ქვიტკირია.

ჩვენზე ფიქრი არ გშორდება,სიყვარულით შემოგბედავ,გეფიცებით ამ დიდ ამაგს,დაგიფასებთ, ჩემო დედავ.

სალომე გოგოლაძევერტყვიჭალის საჯარო სკოლის

მე-7 კლასის მოსწავლე

მინდა გაჩუქოთ გაზაფხული

დედას

„გაზაფხულის პირველ დღესას-წაულს, - დედის დღესა და ქალთა დღეს გილოცავთ!“ - ამ სიტყვებით დაიწყო ვარძიის საჯარო სკოლაში ღონისძიება, სადაც ბევრი თბილი სიტყვა ითქვა. ქართველი დედე-ბი საუკუნეების განმავლობაში იძ-ლეოდნენ სათნოების, გმირობისა და გამძლეობის მაგალითს. ყველა დე-დას ვულოცავთ ამ ლამაზ დღესას-წაულს. ჯანმრთელობას, მხნეობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს, შვილებით გახარებასა და ღირსე-ული მამულიშვილების აღზრდას გისურვებთ. შვილებს ყოველთვის გვქონოდეს უნარი და შესაძლებლო-ბა, სითბო არ მოვაკლოთ ყველაზე სათაყვანებელ არსებას, - დედას.

ჯაბა ხიჯაკაძევარძიის საჯარო სკოლა,

მეორე კლასი

გილოცავთ!

4 xtvb [fhfufekb 20 მარტი, 2015 წ.

ხარაგაულში „ახალგაზრდული საკრებულო“ ყალიბდება

არასოდეს დაავიწყდებათ ზვა-რეს საჯარო სკოლის უფროსკ-ლასელებს დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ლამაზად გაფორმებული დარბაზი, მაცდურად მომღიმარი ტკბილე-ულის სუფრა და საგანგებოდ მოწვეული, ყველაზე საყვარელი და პატივსაცემი სტუმრები - მასწავ-ლებლები, მონაწილეთა მშობლები და IX-XII კლასების მოსწავლეები.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს დე-დისა და ქალის სიყვარულსა და პატივისცემაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ IX კლასის გუნდი „მერცხლები“ და X-XII კლასების ნაკრები გუნდი „ყოჩები“.

მისალმების შემდეგ მონაწილე-ნი თავს იწონებდნენ დედისა და ქალისადმი მიძღვნილი ბრძნული გამონათქვამებით, ლექსებითა და სადღეგრძელოებით. სასიამოვნო

მოსასმენი იყო „ყოჩების“ მიერ ექსპრომტად დაწერილი ლექსი. ღონისძიებას ალამაზებდა გუნდე-ბისგან წარმოდგენილი მხიარული ნომრები.

ალბათ ბევრ გამოცდილ სტი-ლისტს შეშურდებოდა X კლასელ თეონა ქემიქქირანის მიერ წარმო-დგენილი თმის ვარცხნილობა. საინტერესო იყო ნომინაცია „როცა მამაკაცი ოჯახში მარტო რჩება“. ვა-ჟებმა მოხერხებულად მოამზადეს მჭადი და ხაჭაპური.

ვიზუალურად სასიამოვნო სანა-ხავი იყო და დაგემოვნების შემდეგ მოწონება დაიმსახურეს ნინო ტა-ლახაძისა და ფატი შათირიშვილის-გან მაყურებლების წინაშე მომზადე-ბულმა ბოსტნეულის სალათებმა. მთელი დარბაზი აქტიურობდა, მათ შორის პედაგოგებიც და მშობლე-ბიც. მონაწილეთა მშობლები ერთ-

მანეთს შეეჯიბრენ ფრაზაზე „დედის დღე“ ლექსის დაწერაში.

ლამაზი ღონისძიება მშვენიერი ცეკვებით დამთავრდა. საბო-ლოოდ „ყოჩებმა“ გაიმარჯვეს, მაგრამ იმ დღეს გამარჯვებული იყო ღონისძიების თითოეული მონაწილე.

სკოლის დირექციისა და სა-მეურვეო საბჭოს სახელით გვინდა გადავუხადოთ ამ ღონისძიების სულისჩამდგმელს, ქალბატონ ნათელა გუდაძეს გაწეული მუშა-ობისათვის. მისი ხელმძღვანელო-ბით მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმე-დება.

უმრავლოს ზვარეს საჯარო სკოლას ასეთი ღონისძიებები.

მარეხი დალალიშვილიზვარეს საჯარო სკოლის

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ხარაგაულში „ახალგაზრდულ საკ-რებულოს“ აფუძნებს. სამოცდაათ უფროსკლასელთან შეხვედრა კინოთეატრის შენობაში 16 მარტს გაიმართა. შეხვედრაში მონაწი-ლეობდნენ ა/ო „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე, პროექტის ხელმძღვანელი დასავლეთ საქარ-თველოში გიორგი მღვდელაძე და პროექტის კოორდინატორი სოფიო სხილაძე.

გიორგი ჭულუხაძემ ახალ-გაზრდებს გააცნო ინფორმაცია აღნიშნულ პროექტზე და აღნიშნა, რომ 2015 წლიდან დაიწყო ამ ორ-განიზაციამ 64 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულოების დაფუძნება. „ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ახალ-გაზრდების ჩართულობას თვით-მმართველობის საქმიანობაში. ისინი განახორციელებენ მნიშვნე-ლოვან პროექტებს, აღიზრდებიან ახალგაზრდა ლიდერებად.

„ახალგაზრდული საკრებულო-ები“ საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე XI-XII კლასელებით ყალიბდე-ბა პროექტის „ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა 2015“ ფარგლებში. შეხვედრა-ზე ახალგაზრდებს დაურიგდათ ტესტები. ტესტირების შედეგებით შეირჩევიან ახალგაზრდული საკ-რებულოს წევრები.

შერჩეული ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს არჩევნები-სა და მისი მნიშვნელობის, ადგი-ლობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის, ევროპასთან ინტეგ-რაციის პროცესის, ლიდერობის, მედიასთან ურთიერთობის, დიპ-ლომატიური ურთიერთობებისა და კავკასიოლოგიის შესახებ.

ღია ლექციებს ჩაატარებენ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორ-განიზაციების წარმომადგენლები და წარმატებული ახალგაზრდები. შერჩეული ახალგაზრდები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსკურ-სიებში, საგანმანათლებლო პროგ-რამებსა და სხვა ღონისძიებებში.

საქართველოს მთელს ტერი-ტორიაზე არსებულ 64 მუნიციპა-ლიტეტში 2014 წლის თვითმმარ-თველობის არჩევნების შედეგად არჩეულია 2105 საკრებულოს წევრი. შემდეგ ეტაპზე, შერჩეულ ახალგაზრდებს შორის მოხდება „ახალგაზრდული საკრებულოს“ თავმჯდომარის არჩევა და საკ-რებულოს თემატური კომისიების ჩამოყალიბება.

ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის უფროსი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით კიკ-ნაძე ამბობს, რომ მისთვის ორ-მაგად საინტერესოა ეს პროექტი: „ჩვენ ანალოგიური პროექტის განხორციელებას ვაპირებდით და ეს საკითხი გატანილი გვქონდა

საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ შევიკავეთ თავი სწორედ იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩვენზე უკეთ იციან ალბათ ამ პროექტის სპეცი-ფიკა. დარწმუნებული ვარ, რომ ხარაგაულელი ახალგაზრდები ამ პროექტს თავს წარმატებით გაართმევენ“.

პროექტის მონაწილე, მარელი-სის საჯარო სკოლის მე-12 კლა-სის მოსწავლე მარიამ არევაძე ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ახალგაზრდული საკრებულოს პროექტის იდეა: „საინტერესო

იქნება ეს პროექტი ჩემი თანატო-ლების, ქვეყნისა და მუნიციპალი-ტეტებისთვის.“

მნიშვნელოვან პროექტად მიიჩ-ნევს ამ პროექტს ხარაგაულის ანდ-რია პირველწოდებულის სახელო-ბის გიმნაზიის მოსწავლე არჩილ მაისურაძე: „ხარაგაულში, დიდ ქალაქებთან შედარებით, ნაკლები აქტივობები ტარდება ბავშვებისათ-ვის. ეს პროექტი გარკვეული შანსი იქნება მოსწავლებისთვის, რომ გახდნენ აქტიური მოქალაქეები. საქართველოს სჭირდება ძლიერი საზოგადოება.“

პროექტის ფარგლებში შეიქ-მნება სპეციალური ინტერნეტ პორტალი, რომელიც გააერთი-ანებს ახალგაზრდული საკრებუ-ლოების 2105 წევრს და სადაც განთავსდება მათზე დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, მოცე-მული იქნება თითოეული წევრის ინიციატივებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციები. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტის „ახალ-გაზრდული საკრებულოსთვის“ უკვე არსებობს 64 Facebook გვერდი.

თამთა გოგოლაძე

ლაშის საჯარო სკოლის მოსწავ-ლეები ყოველთვის გამოირჩევიან ინოვაციებით, აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა პროექ-ტებსა და კონკურსებში, სისტე-მატურად აწყობენ სასკოლო თუ რაიონულ ღონისძიებებს.

ამჯერად თქვენი ყურადღე-ბა მინდა შევაჩერო ერთ-ერთ კონკურსზე „ფოტო სინთეზი“, რომელიც რამდენიმე ტურისგან შედგებოდა. კონკურსი ჩატარდა გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროების თანამშრომლო-ბით პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგ-ლებში. პროექტს კავკასიის გა-რემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) „ავსტრიის განვითარება თანამშ-რომლობისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ფოტოკონკურსის ფარგლებში დაწესდა ნიკო კეცხოველის სახე-ლობის ყოველწლიური პრემია.

პროექტში აქტიურად ჩავერთეთ. აიტვირთა შვიდი მოსწავლის ოცი ფოტო, რომლებიც განთავსდა CENN-ის facebook-ის გვერდზე. სას-კოლო ტურისთვის ლაშის საჯარო სკოლაში მოეწყო ფოტოსტენდი. გამოვლინდა ორი გამარჯვებული

ფოტო - მეთერთმეტე კლასელ ვლა-დიმერ მაღრაძის ფოტო facebook-ის მოწონების რაოდენობის მიხედვით შეირჩა; მეცხრეკლასელ ნიკა დევ-დარიანის ფოტო სკოლის ადმინისტ-რაციამ გამოავლინა.

სასკოლო ტურში გამარჯვებულ-მა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რეგიონულ ფოტოგამოფე-ნაში, რომელიც 2 მარტს ამბრო-ლაურში გაიმართა. ლაშის საჯარო სკოლის კონკურსანტი მოსწავლე-ები პედაგოგ თამილა კოპაძესთან ერთად სტუმრად ეწვივნენ რაჭას, აღფრთოვანდნენ ბუნების განუმე-ორებელი სილამაზით, ძნელად გადასალახი უღელტეხილის ექსტ-რემალური პირობებითა და რაჭუ-ლი სტუმარ-მასპინძლობით. ვლა-დიმერი და ნიკა დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით, მაისურებითა და ფასიანი საჩუქრებით. პროექ-ტის ორგანიზატორები აპირებენ, რომ ეს კონკურსი ყოველწლი-ურად ჩაატარონ. ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასახეს სამომავლო გეგმები, რათა 2016 წელს გახდნენ ფოტო-კონკურსის ფინალისტები.

თამილა კოპაძეგეოგრაფიისა და სამოქალაქო

განათლების მასწავლებელი

ლაშის სკოლის მორიგი წარმატება

ხეველი მოსწავლეები რუსთაველის თეატრში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ახალი ინიციატივით მიმართა სკოლებს, რომ ჩართულიყვნენ პროექტში „ექსკურსია თეატრში.“ პროექტის ფარგლებში სკოლებს საშუალება აქვთ მოინახულონ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თერთმეტი თეატრი.

პროექტმა ძალიან დააინტერე-სა ხევის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები. მათ კლასის ხელმძღვანელ რაიბულ კურტა-ნიძესთან ერთად გადაწყვიტეს ამ პროექტში ჩართვა. ბევრი რამ წაიკითხეს და შეიტყვეს თეატრის შესახებ და გადაწყვიტეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს

წვეოდნენ. ექსკურსიამძღოლ მეგი ჭუმბურიძის მეშვეობით მათ უფრო გაიმდიდრეს თავიანთი ცოდნა ამ კუთხით. მათ მოინახულეს თეატ-რის ის მცირე და დიდი სცენები, სადაც თამაშობდნენ აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ლადო მესხიშვილი, სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე და ქართული სცენის უამრავი სხვა კორიფე.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საგრიმიორო, კულისები, ხმის რეჟისორისა თუ გამნათებლის ოთახები, დეკორა-ცია თუ თეატრალური კოსტუმები, ქიმერიონი. ასევე გაეცნენ თეატრის არქივს, დიდი რეჟისორების, - კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტე-ლისა და რობერტ სტურუას, მიერ

დადგმულ სპექტაკლებს. დღის ბოლოს მოსწავლეები დაესწრენ რობერტ სტურუას სპეკტაკლს „თორმეტი განრისხებული მამაკა-ცი.“ მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს მსახიობებთან.

ის დღე ძალიან ნაყოფიერი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ხევის საჯარო სკოლის მეათეკლასე-ლებისთვის. თეატრში მისვლამ-დე დაათვალიერეს ეროვნული, ოკუპაციისა და არქეოლოგიის მუზეუმები, მოილოცეს წმ. სამების ტაძარი და მცხეთაში სამთავროს მონასტერი.

პროექტით კმაყოფილებმა გადაწყვიტეს ახლა საქართველოს სხვა თეატრებს ესტუმრონ.

მანანა ტაბატაძე

„სანამ თვალით ამ სამყაროს ხედავს, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ დედას!“

5xtvb [fhfufekb20 მარტი, 2015 წ.

საგალობელი დედებს...

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ფონდსაცავში დაცული კოლექციები-დან გვინდა გესაუბროთ ფალერის-ტიკის კოლექციაზე, რომლის შემად-გენლობაშიც 300-ზე მეტი ექსპონატია.

ფალერა (ლათ. Phalerae), რო-მაელ მხედართა წოდებრივი ნიშნები, ქრისტეს შობამდე II საუკუნიდან

სამხედრო ჯილდოებია, რომელიც ძირითადად იყო ლითონის, მრგვალი, ოვალური ან მოგრძო ფორმის ბალთა და სამკაული. იმპერიის ეპოქაში ქრის-ტეს შობიდან IV საუკუნემდე ფალე-რით აჯილდოებდნენ არა მხოლოდ ცალკეულ მეომრებს, არამედ მთელ სამხედრო ქვედანაყოფებსაც.

ფალერისტიკამ, ორდენებისა და მედლების ისტორიის შემსწავლელმა დისციპლინამ, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ღირსეული ადგილი დაიკა-ვა დამხმარე ისტორიულ დისციპლი-ნებს შორის, მანამდე კი ის ნუმიზმატი-კის შემადგენელ საგნად მიიჩნეოდა.

როგორც გერბი, დროშა და ჰიმნი, ასევე წარჩინების ნიშნებიც (ორდენე-ბი, მედლები და სხვ.) სახელმწიფოს განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს. მამაცობის, გმირობისა და ვაჟკაცობი-სათვის დაჯილდოების ტრადიცია რო-გორც უნგრელი არქეოლოგები ამტ-კიცებენ, ჯერ კიდევ ნეოლითში წარმო-იშვა. პირველი ორდენი კი ჩნდება 370 წელს ეთიოპიაში, ხოლო ჯილდოების ჩეხმა კოლექციონერმა ოლდრჟის ჰილცმა მეცნიერულ მიმოქცევაში

შემოიტანა ტერმინი „ფალერისტიკა.“ ორდენი არის წარჩინების ნიშანი, სახელმწიფოს ჯილდო განსაკუთრე-ბული დამსახურებისათვის, რომლის წარმოშობაც დაკავშირებულია სა-სულიერო-სარაინდო ორდენებთან - გაერთიანებებთან, რომლებიც არ-სებობდნენ დასავლეთ ევროპაში XII

საუკუნიდან. სასულიერო-სარაინდო ორდენები დაარსდა პალესტინაში ჯვაროსნული ომების დროს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საფრანგეთში ყველაზე სასურველი ორდენი იყო და დღესაც არის „საპატიო ლეგიონის ორდენი,“ რომელიც როგორც საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო სამხედრო და ასე-ვე სამოქალაქო დამსახურებისათვის ნაპოლეონ ბონაპარტმა (1769-1821 წწ.) დააწესა 1802 წლის 19 მაისს. ამ ჯილდოს მიღება შეეძლო ყველა მოქა-ლაქეს, მიუხედავად მისი წარმოშობისა, საზოგადოებრივი მდგომარეობისა და სარწმუნოებისა. ჩვენდა საამაყოდ, მისი პირველი კავალერი იყო ნაპოლეონის ერთგული მცველი, მამელუქი რუსტა-მი - როსტომ რაზმაძე, რომელიც თან ახლდა იმპერატორს ყველა ომში.

რუსეთში ორდენები პირველად პეტრე I-მა (1672-1725 წწ.) დააწესა ევროპაში მოგზაურობის შემდეგ: წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდე-ბულის (1698 წ.) და წმ. ეკატერინეს ქალთა ორდენი (1714 წ.), ხოლო 1769 წელს უმაღლეს რუსულ ჯილ-

დოდ იქცა „წმ. გიორგის ორდენი“ სამხედრო მამაცობისათვის.

საქართველოში ორდენით დაჯილ-დოების წესი არ არსებობდა, თუმცა 1799 წლის 10 მაისს ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ, განმანათლე-ბელ-ენციკლოპედისტმა, მწერალმა და მეცნიერმა, ქართლ-კახეთის უკა-ნასკნელი მეფის გიორგი XII-ის ვაჟმა იოანე ბატონიშვილმა (1768-1830 წწ.) მამამისს წარუდგინა ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო წყობილების რეფორმების პროექტი, სჯულდება, რომლის ერთ-ერთ მუხლში ბატონიშ-ვილი აღნიშნავდა: „გასახალისებლად ხალხისა, მსახურებისათვის მამულისა და განსხვავებისათვის გვამთა იყოს ნიშნები (კავალერიად წოდებულნი).“

პროექტის მიხედვით ნათლად ჩანს ბატონიშვილის ღრმა განსწავლულობა ევროპაში არსებული ორდენების სისტე-მაში, ამასთანავე ქართულ ორდენებს იგი ეროვნულ ხასიათს აძლევდა და სხვა-დასხვა ხარისხის შემოღებასაც ითვალის-წინებდა. მათგან მნიშვნელოვანი იყო „წმ. გიორგის სახელობის ჯილდო“-ს ნიშანი, ვინაიდან ის გათვალისწინებული იყო „მდაბალთა ხალხთათვის,“ ევროპაში არსებული ორდენები კი მხოლოდ არის-ტოკრატიისათვის იყო განკუთვნილი.

სამწუხაროდ, ქართული წარჩინების ნიშნების - ორდენებისა და მედლების

შექმნის ბატონიშვილისეულ პროექტს განხორციელება არ ეწერა. თუმცა ქართველი მეფის სახელობის ორდენი მაინც დაარსდა, კერძოდ I მსოფლიო ომის დროს გერმანიის სარდლობამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას 1915 წელს დააწესა „თამარ მეფის“ I და II ხარისხის ორდენები, მეთაურთა შემადგენლობის დასაჯილდოებლად.

ოქტომბრის გადატრიალების შემ-დეგ მეფის ორდენები გაუქმდა, სანაცვ-ლოდ შემოიღეს საბჭოური ორდენები.

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დაცული ორდენებიდან ძალზედ მნიშვ-ნელოვანია „ალექსანდრე ნეველის“ ორდენი, რომელიც 1725 წლის 21 მაისს რუსეთში დაწესდა. იგი გახლდათ XIII საუკუნის რუსი სამხედრო-სახელმწიფო მოღვაწე, ნევის ბრძოლის შედეგად ხალხმა მას „ნეველი“ უწოდა, ხოლო რუსეთის ეკლესიამ სიკვდილის შემდეგ წმინდანად შერაცხა. გასაბჭოების შემდ-გომ იგი საბჭოთა სამხედრო ორდენად გადაკეთდა. მეორე მსოფლიო ომში ხუნეველ გობრონ ივანეს ძე ლომიძეს, რომელიც 19 წლისა გაემგზავრა ბრძო-ლის ველზე, გამოჩენილი მამაცობი-

სათვის გადაეცა სწორედ „ალექსანდრე ნეველის“ და „სამამულო ომის I და II ხარისხის“ ორდენები. ბატონი გობრონი იურისტი გახლდათ და მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში.

კოლექციაში წარმოდგენილი, მსოფლიოში ცნობილი სამხედრო ჯილდო - „საპატიო ლეგიონის ორ-დენი“ კი ეკუთნის სოფ. მოლითის მკვიდრს, აწ განსვენებულ პოდპოლ-კოვნიკ ს. ი. ცუცქირიძეს, რომელიც დაჯილდოვდა ამერიკის სარდლობის-გან ელბაზე შეხვედრის დროს.

მუზეუმში დაცულია ასევე: „წითელი ვარსკვლავის,“ „შრომის წითელი დრო-შის,“ „წითელი დროშის,“ „საპატიო ნიშნის,“ „ოქტომბრის რევოლუციის“ და „ლენინის“ ორდენები. ამ უკანასკნელზე გიამბობთ, რომ მას ჯილდოს სახით გადასცემდნენ, როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, აგრეთვე კოლექტივებს, დაწესებულებებს, საწარმოებსა და საბ-ჭოთა ორგანიზაციებს სოციალისტურ შრომაში განსაკუთრებული დამსახურე-ბისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლამ-დე იგი თითქმის 460 000-ჯერ გაიცა. პირველნი იყვნენ : იური გაგარინი (რუსი კოსმონავტი/მფრინავი), ვასილ ვარაზი (ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი), მერეცკოვი კირილი (რუსი სახელმწიფო და სამ-ხედრო მოღვაწე).

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი „ლენინის ორდენი“ 28 პიროვნებას გადაეცა, რომელთა ნაწი-ლიც ჩვენს მუზეუმშია დაცული.

ფალერისტიკის კოლექციის გამ-დიდრებაში საზოგადოებაც აქტი-ურობს, - საჩუქრად გადმოგვცემენ ოჯახის წევრთა სახელმწიფო ჯილ-დოებს. ახლახან, 2015 წლის თე-ბერვალში, სოფ. დეისის მკვიდრის აკადემიკოს დიმიტრი ალექსანდრეს ძე კიკნაძის შთამომავალმა შემოგვწი-რა „ღირსების ორდენი“, რომლითაც იგი დაუჯილდოებიათ 2007 წელს კრიმინალური ფსიქოლოგიის მეც-ნიერების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის.

აღსანიშნავია აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ (ხვიჩა ) თამაზის ძე მუმლაძის ოჯახი, რომელ-მაც მათთვის ძვირფასი მემორიალუ-რი ჯილდო - მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ გვაჩუქეს. დიდი მადლობა ასეთი პატრიოტული განწ-ყობისათვის. მუზეუმი ის დაწესებულე-ბაა, სადაც ღირსეულად ხდება ასეთი გმირების წარმოჩენა სტუმრებისა და

მომავალი თაობების წინაშე. რაც შეეხება მედალს, ჩვეულებ-

რივ ორხმრივი რელიეფური გამო-სახულებითა და წარწერით არის წარმოდგენილი, რომელსაც თავისი მნიშვნელობით აქვს როგორც ჯილ-დოს, ასევე მემორიალური (სამახ-სოვრო, საიუბილეო, სუვენირული) დატვირთვა.

მედალი, როგორც წარჩინების ნიშანი, პირველად XVII საუკუნეში გაჩნდა. შვედეთის მეფემ გუსტავ II ადოლფმა (1594-1632 წ.წ.) დააწესა ოცდაათწლიანი ომის (1618-1648 წ.წ.) მსვლელობისას 1632 წელს ოფიცერ-თათვის. ნაპოლეონმა მოაჭრევინა მედალი ლონდონის დაცემის აღსა-ნიშნავად, როგორც აუსრულებელი ოცნების სიმბოლო.

პირველი მასიური რუსული ჯილდო - მედლები შემოიღეს XVIII საუკუნის დასაწყისში პეტრე I-ის დროს და მათი უმრავლესობა ჩრდილოეთის ომს უკავშირდებოდა. საერთო სახელმ-წიფოებრივი ჯილდო - მედლების გარდა, რომლებსაც სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აწესებს, არსებობს ცალკეული ორგა-ნიზაციების, კომიტეტების და ა.შ. შემო-ღებული მედლები, როგორც ჯილდო მეცნიერებაში, კულტურაში, სპორტში და ნებისმიერ სხვა სფეროში მიღწე-

ული წარმატებისათვის. თითოეული მედლის დაწესებისას მტკიცდება მისი დებულება და აღწერილობა, სადაც მითითებულია, თუ რა დამსახურე-ბისათვის აჯილდოებენ მედლით და როგორია მისი ტარების წესი.

მუზეუმში დაცულ ფალერისტიკის ნიმუშებს შორის უძველესია საქარ-თველოს დამსახურებული ექიმის, ხარაგაულელ, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე - იაკინთე პეტრეს ძე კიკნაძის სამკერდე ნიშანი. სიძველის მხრივ ასევე აღსანიშნავია საიუბილეო მედალიონი - „რომანოვების 300 წლოვანი მმართველობის“ აღსანიშ-ნავად მოჭრილი.

წარჩინების ნიშნები, დაჯილდოების სისტემა და მათთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტაცია საკმაოდ ძვირფასი წყაროა პოლიტიკური და სამხედრო ისტორიის შესწავლისათვის.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

ფოტოზე: ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დაცული გობრონ ივანეს ძე

ლომიძის სახელმწიფო ჯილდოები

კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის უკვე ჰიტად ქცეული სიმღერის „გაზაფ-ხული შემოსულა, ლენ...“ არაჩვეულებ-რივი ჰანგები იმ დღეს საამოდ ეფინე-ბოდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახ-ლის (დირექტორი მაია ბლუაშვილი) ლამაზად მორთულ დარბაზს, სადაც სტუმარი ქალბატონები მოუთმენლად ელოდებოდნენ პატარების გამოსვლას და აი, თოჯინების თეატრის თეჯირიდან თოჯინებმა, - კურდღლებმა და დათუ-ნიამ სტუმრებს ამცნეს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მხატვრული კითხვის წრის (ხელმძღვანელი თამარ გაჩეჩილაძე) მოსწავლეები თავიანთ დედებს გაზაფხულს და დედის დღეს მიულოცავდნენ, ხოლო სულ მალე ბავ-შვებს ახალი თოჯინური სპექტაკლით გაახარებდნენ.

შემდეგ კი მოსწავლეებმა ლიტე-რატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს, რომელსაც პირობი-თად „საგალობელი დედებს“ უწოდეს. ეს კომპოზიცია საკმაოდ იყო გაჯე-რებული ძველი და ახალი თაობის პოეტების ლამაზი სტრიქონებით. ლექსებს ბავშვები დიდი მონდომე-ბითა და მოწიწებით მხატვრულად კითხულობდნენ.

-დედა! რა ძვირფასი და სანატრე-ლი, სათაყვანებელია ეს სახელი და რაოდენ ამაღლებულ, - აჭიკჭიკდა პატარა მარი გელაშვილი.

-ვადიდებთ დედას, სიცოცხლის მშობელს, ვაღმერთებთ, რადგან მან გვშობა და გვზრდიდა, ღამეს გვითევ-და, თავს გვევლებოდა.

-დედა ყოველთვის ქვეყნის დროშაც ყოფილა, წინმავალი ვარსკვლავი. აზ-ვირთებულ ლაშქარს სწორედ დედები უძღოდნენ წინ და სამშობლოს საკურ-თხეველზე სანთლებივით იწვოდნენ თამარი, ქეთევანი, მარიამი...

მადლი იმ დედებს, უკვდავება ვინც გაინაღდა,

ვისი სახელიც ხალხის გულში ჩუმად სანთელობს,დიდება იმ ქალს, ვინც რწმენისთვის დაწვეს

ჩირაღდნად,ვისაც საფლავში დღესაც სცივა

უსაქართველოდ.ეს სტრიქონები ძალზე შთამბეჭდა-

ვად წარმოთქვა თათია ტალახაძემ.ძვირფასო დედებო, დღევანდე-

ლი დღე თქვენ გეძღვნებათ, ყველა ლექსი და სიმღერა თქვენთვის მოგ-ვირთმევია, - განაცხადეს ღონისძიების მონაწილეებმა. ვინ უკეთ და ლამაზად მოეფერებოდა დედას, ერთმანეთს შეეჯიბრენ მარიამ ტაბატაძე, ლიზი მაღრაძე, თიკო და სოფო ლომსაძეები ანასტასია ხარაძე. პატარა ანამარია კურტანიძემ კი პირობაც მისცა თავის დედას:

„კარგი ვიქნები, ამას გპირდები,შენა ხარ ჩემი ნაზი ფერია”.არც ბებოს მოფერება დავიწყებიათ

პატარებს. ლამაზი ლექსები უძღვნეს თათიამ და მარიმ.

„ძალიან თბილი და სასიამოვნო საღამო გამოვიდა. როდესაც დედების ბედნიერ სახეებს ვუცქერდი, მივხვდი, რომ დედისთვის მართლაც რა შეიძ-ლება იყოს „სხვა საჩუქარი, ამ საჩუქარს რომ სჯობდეს“. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ამ ბავშვების ნაწილი ვერც კი მეტყ-ველებდა, ახლა კი ისინი თამამად და მხატვრულად კითხულობენ ლექსებს. ესკი მათი პედაგოგის უდავოდ დიდი შრომის შედეგი და დამსახურებაა,“ - აღნიშნა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა მაია ბლუაშ-ვილმა და მან მონაწილე ბავშვებს სამახსოვროდ ფასიანი საჩუქრები გადასცა ამ დღის აღსანიშნავად.

ანა გაჩეჩილაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის

პედაგოგი

გეოგრაფიული გარემოსა და საზოგადოების ურთიერთდამოკი-დებულების საკითხი ყოველთვის იწვევდა მსოფლიოს ინტერესს. ამ საკითხზე განსაკუთრებით ალა-პარაკდნენ XX საუკუნის 80-იან წლებიდან, როცა გეოგრაფიული გარსისა და მისი ელემენტების დეგრადაცია თვალსაჩინო გახდა როგორც რეგიონულ, ისე გლობა-ლურ დონეზე.

ბუნებრივ გარემოზე ამა თუ იმ სახის ანთროპოგენური ზემოქმე-დება უმრავლეს შემთხვევაში არა მარტო თვით ბუნებაზე, არამედ

ადამიანთა საზოგადოებაზეც უარ-ყოფითად აისახება ჰავის, ნიადა-გის, წყლების დაბინძურებით, მცე-ნარეთა და ცხოველთა ზოგიერთი სახეობის მოსპობით, ეპიდემიების გავრცელებით და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ თავი იჩინა გლობალურმა ეკოლოგიურმა კრიზისმა.

ამ კრიზისიდან თავის დასაღწე-ვად მსოფლიო მასშტაბით ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარ-დება, რომლებიც მიზნად ისახავს თანამედროვე და მომავალი თაობისათვის ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.

გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი სახეა საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლითაც მთელი

საქართველო და მათ შორის ჩვენი სოფელიცაა დაბინძურებუ-ლი. ჩვენი სკოლის მოსწავლეები უერთდებიან საყოველთაო აქციას „დავასუფთაოთ საქართველო.“ ამ მიზნით მოსწავლეებს გავაცანით ნარჩენების მავნეობის შესახებ, მათი ბუნებაში დაშლის დრო, ნარჩენების დაწვით გამოწვეული მოსალოდნელი უარყოფითი ქმედებები ჯანმრთელობისათვის. გამოვუშვით კედლის გაზეთი „ეკო-ლოგია ჯანსაღი მომავლისათვის“. მოსწავლეებს გაუძლიერდათ სურ-ვილი, იზრუნონ გარემოს დაცვისა და სისუფთავისთვის.

გადავწყვიტეთ, დავასუფთავოთ ჩვენი სოფელი. მოგეხსენებათ,

სოფელი საკურორტოა და ჯან-საღი გარემო ყოველთვის სასურ-ველია. სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ნაგავსაყრელებზე შე-ვაგროვეთ პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები. ცალკე შევაგროვეთ ნარჩენები, რომე-ლიც მოითხოვდა გაუვნებლობას და დავამიწეთ. სოფლის ყველა მცხოვრებს განვუმარტავთ ნარჩე-ნების მავნეობას. არ უნდა დავანაგ-ვიანოთ გარემო. უნდა ვიზრუნოთ სოფლის სისუფთავეზე ჩვენი და მომავალი თაობების სასიკეთოდ.

ნ. ფანქველაშილი, გ. თიკანაშვილი

ზვარეს საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლები

დავასუფთაოთ გარემო

ფალერისტიკა - ისტორიის დამხმარე დისციპლინა

6 xtvb [fhfufekb 20 მარტი, 2015 წ.

ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სტუმ-რად ღვაწლმოსილ პედაგოგ ცაფანა ლურსმანაშვილთან.

სამოდელო გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა

ლაშის საჯარო სკოლის IV კლასში ჩატარდა სამოდელო გაკ-ვეთილი ისტ-ის გამოყენებით სას-წავლო პროექტის - „მოგზაურები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“ - ფარგლებში (პროექტის ხელმძ-ღვანელი ბუნების მასწავლებელი თამარ ძიძიგური, ისტ-ის მასწავლე-ბელი ირმა კალანდაძე).

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული მასალების პრეზენტა-ცია, ააწყვეს ასოციაციური რუკა, კონტურულ რუკებზე დაიტანეს მოგზაურთა მარშრუტები, მიიღეს მონაწილეობა ვიქტორინაში. გააკე-თეს სლაიდშოუ. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ დი-ანა ლომსაძე, ლუკა ტაბატაძე და გიორგი კალანდაძე. გაკვეთილმა

საინტერესოდ ჩაიარა.დასასრულს სკოლის დირექ-

ტორმა ქალბატონმა ნათელა

აბესაძემ მადლობა გადაუხადა მასწავლებელსა და მოსწავლეებს აქტიური მუშაობისათვის.

-ბოლო პერიოდში სასკოლო გა-ნათლების სისტემაში ბევრი ცვლი-ლება განხორციელდა, დაგეგმილია კიდევ სიახლეები. რა არსებითი გამოწვევების წინაშე დააყენა ამ ცვლილებებმა საქართველოს სკო-ლების მასწავლებლები?

-თემა საოცრად აქტუალურია. მინ-და იმ ცვლილებებიდან, რომლებიც ბოლო10-15 წლის განმავლობაში განხორციელდა ჩვენს სისტემაში, რამდენიმე გამოვყო. ამ ცვლილებებმა მართლაც არსებითი გამოწვევების წინაშე დააყენა მასწავლებლები. ახალმა ეროვნულმა სასწავლო გეგ-მამ სერიოზული ცვლილებები შე-იტანა მასწავლებლის საქმიანობაში. მასწავლებელი, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დადგა ისეთი აუცილებლობის წინაშე, რომ მას მოუწია ახალი პროგრამების შექმნა და ახალი გრიფირებული სახელმძ-ღვანელოებით სასწავლო პროცესის დატვირთვა. ახალ ეროვნულ სასწავ-ლო გეგმაში ნათლად წერია, რომ გრიფირებული სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი. დანარჩენ რესურსებს, რასაც მასწავლებელი აქტიურად იყენებს სასწავლო პროცესში, თვითონ ქმნის კონკრეტული სამიზნე კლასისთვის კონკრეტული თემის სწავლებისას. ეს იყო მართლაც სერიოზული გამოწვევა მასწავლებლისთვის.

ეს ეხება ყველას, - საჯარო თუ კერძო სკოლის მასწავლებლებს. კერძო სკოლის მასწავლებლებს კი-დევ უფრო მეტი თავისუფლება აქვთ, რადგან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 25 %-იან ცვლილებას ითვა-ლისწინებს. ამას დაემატა შეფასება სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით და კიდევ უფრო გაიზარდა მასწავ-ლებელთა თავისუფლების ხარისხი. სწორედ ამ თავისუფლების შედეგად მასწავლებელმა ბევრი რამ ისწავლა. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი დაიწერა და მასში გაიწერა ის კომპეტენციები, რასაც უნდა ფლობდეს მასწავლებელი.

სწორედ ამის გამო მასწავლებელს მოუწია სხვადასხვა პროგრამებში ჩარ-თვა. დღეს ბევრ მასწავლებელს დაუგ-როვდა გამოცდილება და რომელიმე პროგრამის ტრენერი, ან ტრენინგ მოდულის ავტორები გახდნენ, ანუ ჩვე-ულებრივი მასწავლებლობიდან ამაღ-ლდნენ, სხვა კომპეტენცია შეიძინეს. გვყავს მასწავლებელები, რომლებიც საერთაშორისო პროგრამების ტრე-ნერები გახდნენ. თავისუფლებამ, ამ გამოწვევებმა, ცვლილებებმა, სწორედ ეს მოიტანა ჩვენს სივრცეში, რასაც უპა-სუხეს ჩვენმა ქართველმა პედაგოგებმა.

-მასწავლებლების დაახლოებით რამდენი პროცენტი სარგებლობს აქტიურად ამ თავისუფლებით?

-ძნელია ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი, რადგან კვლევები არ ჩატარე-ბულა. ზოგადად, არსებობს შეხედუ-ლება, რომ მასწავლებელთა მესამედი არის მზად ამ გამოწვევებისთვის.

-რეგიონებში მუშაობენ ძალიან საინტერესო მასწავლებლები, რომ-ლებიც ქმნიან თავის რესურსებს და შემდეგ სოციალური ქსელებით უზიარებენ კოლეგებს.

-მასწავლებელთა რეგიონალური და სახელმწიფო კონფერენციების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ რეგიონებში მომუშავე მასწავლებლები ძალიან საინტერესო საკონფერენციო თემებით და მათ მიერ შექმნილი რე-სურსებით გამოდიან.

-პორტფოლიოს გადამწყვეტი როლი აქვს მასწავლებლის კარი-ერულ წინსვლაში. სად და როგორ სწავლობენ მასწავლებლები საკუ-თარი შრომის დოკუმენტირებას, გან-ზოგადებას, სხვებისთვის გადაცემას?

-მასწავლებელი, პორტფოლიოთი, მისი საქაღალდე იქნება თუ ინტერნეტ-სივრცე, საშუალებას აძლევს თავის კოლეგებს და ნებისმიერ დაინტერე-სებულ ადამიანს, რომ გაეცნონ მის პედაგოგიურ პრაქტიკას. ამ ბოლო დროს სახელმწიფომ სხვადასხვა ტი-პის ტრენინგები შესთავაზა საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს, სადაც მათ მიეცათ საშუალება, ესწავ-ლათ, როგორ წარადგინონ თავიანთი ნაშრომები. ინტერნეტსივრცეში ხშირად შეხვდებით აქტიური მასწავლებლების ბლოგებს, სადაც ისინი წერენ ამის შესახებ. მათ გააკეთეს ელექტრონუ-ლი პორტფოლიოები, რომლითაც გვიზიარებენ თავის შემოქმედებას. ეს არის მასწავლებლის სამუშაოს მნიშვ-ნელოვანი ნაწილი. ამით ის აანალი-ზებს თავის წარმატებულ პედაგოგიურ პრაქტიკას; ამავდროულად გვიყვება იმ რესურსის შესახებ, რომელიც დაეხმა-რა ამა თუ იმ კონკრეტული სასწავლო მიზნის მიღწევაში, რაც განსაზღვრულია

ეროვნული სასწავლო გეგმით. სახელმწიფომ სერიოზული სწავ-

ლება გაწია იმისთვის, რომ მასწავ-ლებელს ჰქონოდა ელექტრონული პორტფოლიოს შედგენის უნარები, ან ბლოგის საშუალებით გაეზიარებინა მასწავლებლისთვის ეს ცოდნა.

-ყველასთვის იყო ხელმისაწვდო-მი, თუ მარტო მონდომებულებისთ-ვის. 62 ათასი მასწავლებელი გვყავს საქართველოში.

-სახელმწიფოს მიდგომა იყო ასეთი, - ყველა სკოლას ჰყავს ისტ-ის სპეცი-ალისტი, რომელსაც შეუძლია მასწავ-ლებლებისთვის ამ ცოდნის გადაცემა. თუმცა, განსაკუთრებულად დაინტე-რესებული მასწავლებლებისთვის სპეციალურად ჯგუფები გადამზადდა.

-ეს თავისუფლება, რაზეც თქვენ საუბრობდით, ცვლის თუ არა რე-ალურად მასწავლებლის მიდგომებს სწავლების მიმართ და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ინერგება საქართ-ველოს სკოლებში კრიტიკული და შემოქმედებითი პედაგოგიკა?

-თავისუფლება, რომელიც მასწავ-ლებელს მოუტანა ამ ცვლილებებმა, თავისთავად მომთხოვნიც იყო მასწავ-ლებლისთვის. ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის გამჭოლი პრიორიტეტუ-ლი კომპეტენციები, რომლებიც მას-წავლებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ ძალიან მრავალფეროვანი იყოს თემის განხილვის დროს მისი მიდგომე-ბი. რაც შეეხება კრიტიკულ და შემოქ-მედებით აზროვნებას, რომელიც არის მნიშვნელოვანი უნარი ოცდამეერთე საუკუნის მოზარდისათვის, მასწავლე-ბელმა განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ამ აქცენტების გაკეთების დროს სწორად შერჩეულ მეთოდოლოგიაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. 2016 წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შე-მოდის. გამჭოლ პრიორიტეტულ კომ-პეტენციად დაემატა სწორედ კრიტიკუ-ლი და შემოქმედებითი აზროვნება. თუ ჩვენ კარგად მოვუსმენთ მასწავლებ-ლებს და ძალიან მნიშვნელოვანია, - მოვუსმინოთ მასწავლებლებს, რას და როგორ აკეთებენ, - აღმოჩნდება, რომ მასწავლებლებს ერთმანეთისთვის ბევრი რამის გაზიარება და სწავლება შეუძლიათ სწორედ ამ სფეროში; რა გამოსდით მათ კარგად, როდესაც საუბარია კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე და როგორ შეიძლება ჩვენი რეალობისთვის ეს უფრო ეფექ-ტურად გააკეთონ. თუმცა, ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი მოთხოვნები თავისთავად აისახება ახალ სახელმძღ-ვანელოებში და ალბათ იქ უფრო მეტი და დიდი ადგილი დაეთმობა კრიტი-კულ და შემოქმედებით აზროვნებას.

მასწავლებლის როლი შეიცვალა. ადრე მასწავლებელი თვითონ გეგმავ-და, თვითონ ატარებდა, თვითონ იყო ცოდნის მატარებელი. ახლა მასწავლე-ბელი არის ფასილიტატორი და ეხმა-რება მოსწავლეს, თავად ააგოს ცოდნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მანანა ბოჭორიშვილი: „სწავლების კუთხით მთავარი ცვლილება

მასწავლებლის მეტი თავისუფლებაა“რადიოთავისუფლების ყოველკვირეული რუბრიკის „ინტერაქტიული

დიალოგი” სტუმარია განათლების სპეციალისტი მანანა ბოჭორიშვილი. იგი ჟურნალისტ ია ანათაძესთან ერთად საუბრობს თემაზე: „პრაქტიკული პედაგოგიკის გამოწვევები”. ორშაბათობით

სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გაგზავნის

ნომერზე 15-10, ან მიწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

„დედის დღე და გაზაფხული ერთად

მოგვილოცნია!“სოფელ ვარძიის საბავშვო ბაღ

„მზიურის“ ისტორია 2014 წლის 17 ოქტომბრიდან იწყება. საბავშვო ბაღში 25 აღსაზრდელია. დაკომ-პლექტდა უნარიანი კადრებით, რომელთა მუშაობაზე კონტროლი და ხელმძღვანელობა მინდობილი აქვს ქალბატონ იზოლდა ხიჯაკა-ძეს. ბაღის კოლექტივი ძალასა და ენერგიას არ იშურებს ჩვენი შვილების კეთილდღეობისათვის.

საბავშვო ბაღში მაღალმხატვ-რულ დონეზე ტარდება ღონისძი-ებები. ორ მარტს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „გაზაფხუ-ლი და დედა“ ვიხილეთ. ლამაზად მორთულ დარბაზში იფრქვეოდა დედისადმი მიძღვნილი ლექსე-ბისა და სიმღერების სასიამოვნო ჰანგები. ღონისძიება გაალამაზა

„პატარა კინტოების“ მიერ შესრუ-ლებულმა ცეკვა „შალახო.“

ჩვენი შვილები რომ ყოველდღე სიხარულით მიემართებიან საბავშ-ვო ბაღისაკენ, ეს საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომლის დიდი დამსახურებაა.

საბავშვო ბაღის მთელ პერ-სონალს სულითა და გულით გილოცავთ გაზაფხულის დადგო-მას, დედის დღესა და რვა მარტს. იყავით გაზაფხულივით ლამაზნი, მშვენიერნი და კდემამოსილნი. მუდამ გეამაყოთ თქვენი აღზრ-დილებით. უფალი გფარავდეთ თქვენს ძვირფას ოჯახებთან ერ-თად. დიდი მადლობა ჩვენს შვილებზე გაწეული ამაგისათვის.

ვარძიის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლები

ჭიათურის რაიონის სოფელ მეჩხეთურთან ახლოს, შავარა-ში, არის ნაქალაქარის ნაშთები. ლეგენდის მიხედვით აქ ყოფილა დიდი ქალაქი, სადაც ცხოვრობდ-ნენ მდიდრები. აღდგომას ჩხუბი მოსვლიათ ერთი კვერცხის გამო. ამ ჩხუბში ასი „ტოლმიანი“ ქალი დაღუპულა. „ტოლმა“ მაშინ ნიშ-ნავდა ძვირფას მოსასხამს. იმ დროში ას ქალში ერთს თუ ეცვა ეს მოსასხამი. ეს ქალაქი დანგრეულა და ხალხი სხვადასხვა კუთხეში გადასახლებულა.

ვაშლევის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლებმა ნაქა-ლაქარის დათვალიერება გადა-ვწყვიტეთ. მეგზურობა დავით მასწავლებელმა გაგვიწია. ჩვენი კლასი მოუთმენლად ელოდა ამ დღეს.

მზიანი დილა გათენდა. ზურ-გჩანთები ავიკიდეთ და გეზი შავარისაკენ ავიღეთ. ათი კი-ლომეტრი ფეხით უნდა გვევლო. დაღლილობა არც გვიგრძვნია, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი სილამაზე იშლებოდა ჩვენს

თვალწინ. გადავიარეთ სამ -ზიარის მთის კლდოვანი ნაპ-რალები, დავეშვით მდინარე დუმალისაკენ. მთის კრიალა მდინარე გველივით მიიკლაკ-ნებოდა ხეობაში. ვღელავდით. გვინდოდა, რაც შეიძლება მალე გვენახა შავარის წმინდა გიორ-გის ნასაყდარი. საოცრება ის იყო, რომ მზიანი ადგილიდან წამოსულებს დაგვხვდა თოვლი. თოვლს მონატრებულებმა ბევრი ვიგუნდავეთ.

შევედით ნაქალაქარში, შე-მოვიარეთ და დავათვალიერეთ ნაქალაქარის ნაშთები, საყდრის ნანგრევები, ნამარნევი და მიწი-დან ამოხეთქილი წყალი „ღურ-ღუმალა“. ყველაფერი ფირზე აღვბეჭდეთ და გადავწყვიტეთ, შევქმნათ ბროშურა „შავარის ნა-ქალაქარი“.

საინტერესო შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება.

გიორგი ლურსმანაშვილივაშლევის საჯარო სკოლის VIII

კლასის მოსწავლე

დაუვიწყარი დღე

7xtvb [fhfufekb20 მარტი, 2015 წ.

სულ ცოტა ხნის წინ წახვედი ამქ-ვეყნიდან, ჩვენო უსაყვარლესო, ჩვენო ძვირფასო ნორა. კარგად გიცნობდით, როგორი მეგობრობა შეგეძლო, რო-გორი დაუღალავი, მშვიდი, გაწონას-წორებული და უაღრესად შრომისმოყ-ვარე იყავი.

ძალიან განიცდის უშენობას მარ-ტოდ დარჩენილი შენი მეუღლე, შვილები, რომლებიც საზოგადოების ღირსეულ წევრებად აღზარდე, შვი-ლიშვილები. შენ ხომ მათთვის შეუცვ-ლელი იყავი.

ჩვენ სამუშაოც გვაკავშირებდა ერთმანეთთან. აქაც გამოირჩეოდი

განსაკუთრებული თვისებებით, პა-სუხისმგებლობით, მაღალი პრო-ფესიონალიზმითა და საუკეთესო ცოდნით. შენგან ხომ საოცარი სითბო და სიკეთე მოდიოდა, რაც დღეს ასე გვაკლია ადამიანებს. ვერასოდეს წარმოვიდგენდით, თუ შენ რაიმე ავადმყოფობა მოგერეოდა. ძალიან გვენატრები და გვაკლიხარ ყველას, მათ შორის შენს ახლო მეგობრებს. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი ვერტყვიჭალის მიწა. ღმერთმა ნათე-ლი დაგიმკვიდროს სასუფეველში.

მეგობრების სახელით მანანა ღამბაშიძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში დროებით მო-ვალეობის შემსრულებლად დაინიშნენ:

თენგიზ ჭიპაშვილი - გამგებლის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმი-ნისტრაციულ ერთეულში;

თამაზ ჭიპაშვილი - ადმინისტრაცი-ული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფრო-სი სპეციალისტი ბაზალეთის ადმინისტ-რაციულ ერთეულში;

კახაბერ ლომიძე - გამგებლის წარმომადგენელი ხუნევის ადმინისტ-რაციულ ერთეულში;

ნინო ხარაძე - გამგეობის კულ-ტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი სპორტის სა-კითხებში;

ზალიკო ლურსმანაშვილი - ად-მინისტრაციული სამსახურის წარმო-მადგენლების კოორდინაციის განყო-ფილების უფროსი სპეციალისტი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში;

გელა მაღრაძე - ადმინისტრაცი-ული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფრო-სი სპეციალისტი ლეღვნის ადმინისტ-რაციულ ერთეულში;

ზურაბ კვინიკაძე - ადმინისტრაცი-ული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების მთავა-რი სპეციალისტი წარმომადგენლებთან კოორდინირების საკითხებში;

ხათუნა ტაბატაძე - გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსა-ხურის სპეციალისტი ახალგაზრდულ

საკითხებში;რუსუდან გურგენიძე - სამხედრო

აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი პირველადი აღრიცხვის საკითხებში.

თამაზ სახვაძე - სამხედრო აღ-რიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი სამხედრო გაწვევის საკითხებში;

მამუკა არევაძე - ადმინისტრაცი-ული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფ-როსი სპეციალისტი ვახანის ადმინისტ-რაციულ ერთეულში;

ნანა ჩხიკვაძე - ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილე-ბის წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;

შმაგი ხიჯაკაძე - ინფრასტრუქტუ-რის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი კეთილმოწყო-ბისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში;

შორენა ჭყოიძე - ადმინისტრაცი-ული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფრო-სი სპეციალისტი მოლითის ადმინისტ-რაციულ ერთეულში;

დავით ლომიძე - ადმინისტრაცი-ული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფ-როსი სპეციალისტი ხუნევის ადმინისტ-რაციულ ერთეულში;

ნუგზარ ტაბატაძე - ადმინისტრაცი-ული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფ-როსი სპეციალისტი ხევის ადმინისტ-რაციულ ერთეულში.

მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს ბიურომ მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსე-ბული უძრავი ქონების საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხა განიხილა.

საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის პროექტის მიხედვით, დაბა ხარაგაულ-ში საპრივატიზებო ობიექტებია:

სოლომონ მეფის ქ. №46-ში მდება-რე ავტოფარეხი მასზე დამაგრებული მიწის ფართით; არასასოფლო-სა-მეურნეო დანიშნულების მიწის ფარ-თობები - სოლომონ მეფის ქუჩაზე სახაჭაპურესთან, სოლომონ მეფის ქუჩის მეორე შესახვევთან, წერეთლის ქუჩაზე, ე. წ. „დევებთან“, ხარაგაული-ძირულას საავტომობილო გზის მესამე კილომეტრზე, საბავშვო ბიბლიოთეკის მიმდებარედ, სოლომონ მეფის ქუჩის დასაწყისში.

საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაშია: სოფელ კიცხის საბავშვო ბაღის

ყოფილი შენობა, მშენებარე საბავშვო ბაღის შენობა მასზე დამაგრებული მიწით და ამავე სოფელში არასასოფ-ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

ორი ფართობი; თეთრაწყაროს ყოფილი კოლ-

მეურნეობის ადმინისტრაციული შე-ნობა, მაღაზია, მაღაზია-ჯიხური მასზე დამაგრებული მიწით და არასასოფ-ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი;

მაქათუბანში - ხისა და ქვის შე-ნობები მასზე დამაგრებული მიწის ფართობებით;

ბორითში - ყოფილი ამბულატო-რიის შენობა მასზე დამაგრებული მიწით;

დიდვაკეში - ყოფილი ამბულატო-რიის ფართი;

მოლითში - კავშირგაბმულობის საველე ნაგებობა მასზე დამაგრებული მიწით;

ბაზალეთში - დანგრეული ყოფი-ლი ბოსლის შენობა მასზე დამაგრე-ბული მიწით;

ხორითში - ყოფილი ფურნე და მაღაზიის შენობა მასზე დამაგრებული მიწის ფართობებით;

ღორეშაში - კლუბი, ბიბლიოთეკა, კანტორა (დანგრეული), ბიბლიოთეკა

(დანგრეული შენობა), ყოფილი სა-ავადმყოფოს დამხმარე სათავსო, ექი-მის სახლი ამ შენობებზე დამაგრებული მიწის ფართობებით;

წყალაფორეთში - საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებული მიწით;

ლახუნდარასა და ხონში - ყოფი-ლი კლუბ-კანტორის შენობები მათზე დამაგრებული მიწით;

ნადაბურში ყოფილი ფურნის შე-ნობა, სამჭედლო და საწყობი მათზე დამაგრებული მიწით;

ზედა ლაშეში - ყოფილი დაწ-ყებითი სკოლის შენობა მასზე და-მაგრებული მიწით და ზედა ლაშის მოსაცდელის მოპირდაპირე მხარეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულე-ბის მიწის ფართობი;

საღანძილეში - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთი.

ამ ობიექტთა ნუსხას საკრებულო 6 აპრილის მორიგ სხდომაზე განიხი-ლავს და დაამტკიცებს.

მუშავდება საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა

ივანე აბაშიძის სახელობის ხარაგა-ულის კულტურის ცენტრის თანამშრომ-ლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამავე სამსახურის თანამშრომელი

რეზო ბაბლიძედა სამძიმარს უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს. ღმერთმა ნათელი დაუკვიდროს რეზოს ალალმართალ და კეთილ სულს.

ბიძაშვილი ლიანა ყიფიანი შვი-ლებით ვეფხვია, ირმა, შორენა და ჰერა ვეფხვაძეები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა კეთილი, კდემამოსილი, უპატიოსნესი ქალბატონი

ლალი ყიფიანი-ჭიპაშვილიდა თანაუგრძნობენ გარდა -

ცვლილის ოჯახს.

ბორითის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს თორნიკე ზუმბაძეს მამის

დავით ზუმბაძისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის დი-რექცია, პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი ღრმა მწუ-ხარებას გამოხატავენ ამავე სკოლის პედაგოგების გულნარა ჯინჭარაძის ძმის, ვაგიფ მურადოვის ცოლისძმის და მადონა მურადოვას ბიძის

ზურაბ ჯინჭარაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

ლიანა სარალიძე, ჯამბული ბანცაძე ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყებიან მამიდაშვილის

ზურაბ (კუსო) ჯინჭარაძისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

მოლითის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები და მათი მშობ-ლები თანაგრძნობას უცხადებენ კლა-სის დამრიგებელს გულნარა ჯინჭარა-ძეს ძმის

ზურაბ ჯინჭარაძისგარდაცვალების გამო.

ზვარის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის მასწავლე-ბელს ირმა გერლიანს საყვარელი ბებიის

ანა ჟორკევიჩისგარდაცვალების გამო.

ზვარის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და ტექპერსონალი თა-ნაგრძნობას უცხადებენ ამავე სკოლის მასწავლებელს ირა გოგნაძეს მულის

თამარა გოგნაძე-ბარბაქაძისგარდაცვალების გამო.

ტარიელ ფოცხვერაშვილი ოჯახით სამძიმარს უხცადებს გულნარა ჯინჭა-რაძეს და ვაგიფ მურადოვს ძმისა და ცოლისძმის

ზურაბ ჯინჭარაძისგარდაცვალების გამო.

ბორითის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები და კლასის ხელძღვანელი მანანა ბარბაქაძე თა-ნაუგრძნობენ თორნიკე ზუმბაძეს მამის

დავით ზუმბაძისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის დამრიგებლები ნანა ლომი-ძე და ქეთინო ცაბაძე, მოსწავლეები და მათი მშობლები თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგებს გულნარა ჯინჭა-რაძეს, მადონა მურადოვასა და ვაგიფ მურადოვს ძმის, ბიძისა და ცოლისძმის

ზურაბ ჯინჭარაძისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის მე-9 კლასის დამრიგებელი რუსუდან კვიცი-ანი, მოსწავლეები და მათი მშობლები თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედა-გოგებს გულნარა ჯინჭარაძეს, მადონა მურადოვასა და ვაგიფ მურადოვს ძმის, ბიძისა და ცოლისძმის

ზურაბ ჯინჭარაძისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის მე-11 კლასის დამრიგებელი მედეა იაკობი-ძე, მოსწავლეები და მათი მშობლები თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედა-გოგებს გულნარა ჯინჭარაძეს, მადონა მურადოვასა და ვაგიფ მურადოვს ძმის, ბიძისა და ცოლისძმის

ზურაბ ჯინჭარაძისგარდაცვალების გამო.

მოლითის საჯარო სკოლის მე-12 კლასის დამრიგებელი ნათია გელაშვი-ლი, მოსწავლეები და მათი მშობლები თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედა-გოგებს გულნარა ჯინჭარაძეს, მადონა მურადოვასა და ვაგიფ მურადოვს ძმის, ბიძისა და ცოლისძმის

ზურაბ ჯინჭარაძისგარდაცვალების გამო.

ვიხსენებთ ბაბუა სევერიონ ბარბა-ქაძეს, ბიძია რაული ბარბაქაძეს, ბებია გალინა გოგოლაძე-ბარბაქაძეს, ჩვენს პატარა 10 წლის ლიკა (ლიკუნა) კუპ-რაძეს და ჩვენი ოჯახის ახლობლებს.

სევარიონ ბაბუა, შენი გარდა-ცვალებიდან სულ რამდენიმე წელში უბედური შემთხვევით გარდაიცვალა ჩვე-ნი საყვარელი რაული ბიძია, რომელსაც დარჩა ოცდაორი წლის მეუღლე და ორი პატარა - ზვიადი და ცირა ბარბაქაძეები. რაული ბიძია, შენმა ქვრივმა რუსიკო ბიცოლამ, გალინა ბებიასთან ერთად გაზარდა შვილები, რომლებიც დაოჯახდ-ნენ. სამი შვილიშვილის ბაბუა იქნებოდი - ლიკუნასი, თორნიკესი და დალინდასი. ახლა ჩვენს საყვარელ რუსიკო ბიცოლას გვერდით უდგანან შვილები ზვიადი და ცირა თავიანთი მეუღლეებით. ცხოვრება

გრძელდება, ოღონდ უთქვენოდ.ორი წელი სრულდება, რაც გალინა

ბებიაც თქვენთან გადმოსახლდა. დიდი პატივი მიაგეს როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ ჩვენმა რუსიკო ბიცოლამ, რძალმა ზანდამ, ზვიადიმ და ცირამ, რა თქმა უნდა, შენს დედმამიშვილებთან და მათ ოჯახებთან ერთად. ბებიას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს დიდი ტრაგედია დატრიალდა - ჩვენი მანანა მამიდას შვილიშვილი - ათი წლის ლიკა (ლი-კუნა) კუპრაძე თქვენთან გამოფრინდა. ეს დიდი ტრაგედია იყო ყველა ჩვენ-თაგანისათვის. იმედია, ერთად ხართ.

თქვენთან ერთად დიდი გულისტკი-ვილით მოვიგონებთ რუსიკო ბიცოლას დედმამიშვილებს და სიძეს, რომლებიც ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ - დალი,

სოსო, ცეზო ჩაჩანიძეები და სიძე სიკო. აგრეთვე მინდა მოვიგონოთ ოჯახის ახ-ლობლები ფაცია გოგოლაძე-ციცქიშვი-ლი, ლევან გოგოლაძე, ვასიკო, მარუსა, რეზო, ნაზიკო, პავლე, აგრაფინა, ლენა, ნინა, იუზა, გუგულა, კომუნარი, ნაზიკო, გოგია, ეთერი, რამაზი ბარბაქაძეები, ჯემალი, ავთო წიქარიშვილები მშობ-ლებით, აქტოზია ბარბაქაძის ოჯახი, ანა მდინარაძე და ვახო მაქაძე.

ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაში იქნებით და გწამდეთ, არასოდეს და-გივიწყებთ.

იმედა, გენადი, რუსუდან, მანანა, მე-დიკო, ზვიადი, ცირა, ლიკა, თორნიკე

ბარბაქაძეები, რუსუდან ჩაჩანიძე, ზანდა ფხალაძე, ნადია (ელენა) ფუტ-კარაძე, ვასო, დარინდა ტოროშელი-

ძეები, სულიკო (კაკო), გაგა, ფატი კუპრაძეები, თენგიზი, მაია, კობა, კახა

პაქსაშვილები ოჯახებით

უახლოესი ნათესავების ხსოვნას

დედა, მალე შენი დაბადების დღე - 14 აპრილი მოვა. უშენოდ მოვიდა დედის დღეც, გაზაფხულიც... ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ დედის გარდაცვალების შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ვერავითარმა დრომ ვერ დამავიწყა უშენობით გამოწვეული ტკივილები. დედა, შენ უზომოდ შრო-მისმოყვარე იყავი. ნეტავ თუ იყო ისეთი საქმე, თუ გინდ მამაკაცის გასაკეთებელი, შენთვის შეუძლებელი რომ ყოფილიყო. დედა, შენ უზომოდ კეთილი და სტუმარ-თმოყვარე იყავი, თბილი და შვილებიც

ამ ღირსებებით ვიზრდებოდით.დღეს, როდესაც მეც ზრდასრული

ადამიანი ვარ, კიდევ მეტად ვაფასებ შენს ადამიანობას. ღმერთმა უმრავ-ლოს შენისთანა დედები და პიროვნე-ბები ჩვენს ქვეყანას. გვენატრები, დედა. ძნელია უშენოდ ყოფნა. მჯერა, ვინც გიცნობდა, ყველა პატივს გცემდა შენი გამორჩეული თვისებების გამო.

შენს დაბადების დღეს შენი შვილები მოვალთ შენს საფლავზე და ანთებული სანთლებით მოგილოცავთ დაბადების დღეს. შევთხოვთ უფალს, ნათელი დაგიმკვიდროს სასუფეველში.

შენი მანანა

ელენე წიქარიშვილი-ღამბაშიძე

დღეს 21 მარტია. მძიმეა ეს დღე ჩემთვის, ჩემო მოუშუშებელო ტკივი-ლო. ყოველი დღე შენი მოგონებებით იწყება და შენზე ლოცვით მთავრდება. ლამაზი მოგონებები დამიტოვე, რომც მოვინდომო, ვერ დაგივიწყებ, არ და-მავიწყებენ შენს თავს. შენი გიორგი შენი ასლია - ძალიან გგავს. როცა მას ვხედავ, ვთვლი, რომ ცოცხალი ხარ. გარეგნო-ბით, საუბრით, ხმითა და ყოველგვარი ქცევით სულ შენ ხარ. მეგობრები დიდი სიყვარულით გიხსენებენ. ყველა, სადაც კი გიმუშავია თავიანთი კოლექტივის წევრად გთვლის. შენი სახელობის თასს, რომელიც ხარაგაულის სპორტ-კომიტეტმა დააარსა და გაათამაშა კიდეც, გულში იხუტებს გიორგი. უხარია,

ასეთი დედიკო რომ ჰყავდა. უხარია და ენატრები. ყველაფერს ეფერება, რაც შენს თავს აგონებს. უკვე მესამე კლაშია. ჯერ კიდევ სრულად ვერ აცნობიერებს, რომ მხოლოდ მონატრება დარჩა... უყვარხარ და ენატრები ყველას, მაგრამ ეს მონატრება არაფერია იმასთან შედა-რებით, რასაც მე განვიცდი. დაღამდება, შენს ხელშევლებულ ნივთებს ვეფერები, გათენდება და შენი სურათი შემომცი-ცინებს, შენი თვალები მეფერებიან და მთხოვენ, ვიცოცხლო გიორგისთვის, მისი სახელისათვის, მაგრამ ძნელზე ძნე-ლია მე ცოცხალი ვიყო და შენ, მადონა წიქარიშვილი, აღარ იყო ამქვეყნად. რთულია მაგრამ ვუძლებ... გაუსაძლისია ეს მოგონება. თუმცა მომავალს დიდი

იმედით შევყურებ და გჯეროდეს, ჩემო სიცოცხლეზე შეყვარებულო შვილო, შენი გიორგი შემივსებს იმ სიცარიელეს, რაც შენ დამიტოვე.

იძინე მშვიდად, ჩემო 43 წლის სი-ცოცხლით გაუმაძღარო შვილო, ჩემო მადონა.

შენი გულდამწვარი დედა ნუნუ ბლიაძე

სიცარიელეს შენი გიორგი შემივსებს

ნორა ბარბაქაძე-ციცქიშვილი

8 xtvb [fhfufekb 20 მარტი, 2015 წ.

დ. ხარაგაული20.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +13ºC, ღამე +8ºC;21.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +10ºC, ღამე +7ºC;22.03 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +7ºC, ღამე +4ºC;23.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +12ºC, ღამე +4ºC;24.03 - მზიანი დარი, დღე +16ºC,

ღამე +7ºC;25.03 - მზიანი დარი, დღე +16ºC,

ღამე +6ºC.

ბორითი20.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +12ºC, ღამე +6ºC;21.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +9ºC, ღამე +4ºC;22.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +5ºC, ღამე +4ºC;23.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +2ºC;24.03 - მზიანი დარი, დღე +14ºC,

ღამე +4ºC;25.03 - მზიანი დარი, დღე +14ºC,

ღამე +5ºC.

კიცხი20.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +12ºC, ღამე +6ºC;21.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +9ºC, ღამე +6ºC;22.03 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +6ºC, ღამე +2ºC;23.03 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +3ºC;24.03 - მზიანი დარი, დღე +15ºC,

ღამე +6ºC;25.03 - მზიანი დარი, დღე +14ºC,

ღამე +6ºC.

მოლითი20.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +11ºC, ღამე +4ºC;21.03 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +7ºC, ღამე +2ºC;22.03 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +4ºC, ღამე +2ºC;23.03 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა უნალექოდ, დღე +9ºC, ღამე 0ºC;24.03 - მზიანი დარი, დღე +13ºC,

ღამე +2ºC;25.03 - მზიანი დარი, დღე +13ºC,

ღამე +2ºC.

amindi

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

„ქარსგამკლავებულები”შოთა ლომიძის ფოტო

ფოტოგანწყობისათვის

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. №27-ში ახალგახსნილი პურის საცხობი გთავაზობთსაუკეთესო ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა შოთის პურსა და უგემრიელეს ნაზუქებს

(მათ შორის სამარხვოს).მობრძანდით და შეიძინეთ სანდო და საუკეთესო პირობებში შექმნილი პროდუქციათქვენთვის მისაღებ ფასად.

13 მარტს დამთავრდა ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის ჩემპი-ონატი მინი ფეხბურთში სკოლებს შორის, რომელშიც 18 სკოლა მონაწილეობდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედ-რაში კიცხის საჯარო სკოლამ დაამარცხა ვახანის საჯარო სკო-

ლის გუნდი. ფინალურ შეხვედ-რაში კი ვარძიის საჯარო სკოლა დაამარცხა ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდმა.

გამარჯვებული გუნდის შემად-გენლობაში ასპარეზობდნენ ლაშა თორია, გიგა ჭყოიძე, გიორგი

გვაძაბია, ავთო გელაშვილი, მი-ხეილ ლურსმანაშვილი, თამაზი ჯანიაშვილი, არჩილ მაისურაძე, თორნიკე კერესელიძე. სპორტის მასწავლებლები ჯამბულ ბანცაძე, ვალოდია შავიძე.

ვეფხვია ღონღაძეპროგრამების მენეჯერი

8 მარტს თბილისში ჩატარ-და ევრაზიის თასის გათამაშება კუნგ-ფუ სანდაში. მასში მონაწი-ლეობდნენ ხარაგაულის სპორ-ტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის (დირექ-ტორი დავით გელაშვილი) აღ-საზრდელები (მწვრთნელი ზვიად კურტანიძე).

ჩვენმა მოსწავლეებმა კარგად

იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

პირველი ადგილი - სოფო ჭანკოტაძე, გიორგი გოგოლაძე (საღანძილის საჯარო სკოლა), სოსო ნიქაცაძე (ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა);

მეორე ადგილი - ნინო ცხოვრე-ბაძე, მელანო ჭიპაშვილი (ხარაგა-ულის ანდრია პირველწოდებულის

სახელობის გიმნაზია), გიორგი ფურცელაძე (ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა), საბა ებანიოძე (ძირულის საჯარო სკოლა);

მესამე ადგილი - გაგა გელაშვი-ლი, გიორგი ებანოიძე (ძირულის საჯარო სკოლა), საბა ბერაძე (ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა).

ვეფხვია ღონღაძეპროგრამების მენეჯერი

ევრაზიის თასის გათამაშება

ჩემპიონატი მინი ფეხბურთში დასრულდა

ვულოცავთ ვაშლევის საჯარო სკოლის პედაგოგს ლილი პაქ-საშვილს შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ელენეს ჯანმ-რთელობას, ულევ სიხარულს, ბედნიერ მომავალს და ღვთის წყალობას.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ იზა ვეფხვაძეს შვილიშვილის ანა ჭუმბურიძის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ქალბატონს ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, ბედნიერე-ბას , ს აუკეთესო მომავალს მშობლებისა და ახლობლების გულის გასახარად და ღვთის წყალობას.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის თანამშრომლები

ვულოცავ მარტში დაბადებულ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს და-ბადების დღეებს - რძალს - ლია გრიგალაშვილ-კუპრაძეს, სიძეს - ლევან ზაალიშვილს, დებს - ლე-ილა და ლილი ნიშნიანიძეებს. ვუ-სურვებ მათ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, ღვთის წყალობასა და ბედნიერებას.

სიყვარულითა და პატივისცემით,

რუსიკო კუპრაძე

ვულოცავთ დაბადების დღეს მოლითის საჯარო სკოლის ქი-მიის მასწავლებელს რუსუდან კვიციანს. ვუსურვებთ ჯანმრთე-ლობას, ბედნიერებას და ღვთის წყალობას თავის საყვარელ ოჯახ-თან ერთად.

მოლითის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ლია სანიკიძესა და მერაბ ბერაძეს შვილიშვილის მართას დაბადებას. ვუსურვებთ პატარას გაიზარდოს სასახელო, ბედნიერი ქალი, უფლის წყალობა არ მოჰკლებოდეს მას და მის ოჯახს.

ხარაგაულის№2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და

პედკოლექტივი

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს ბიძაშვილს მარიამ დეკანო-სიძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელო-ბას, ბედნიერებას, კარგ სწავლასა და ღვთის ულევ წყალობას. მამიდაშვილები ალეკო და ლიკა

ავალიშვილები

***

***

***

***

იყიდება ოროთახიანი ბინა ბუნებრივი აირით, ხარაგაულში მისამართზე სოლომონ მეფის ქუჩა №56 მე-3 სართული

577 77 45 25 მარინა

იყიდება ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბელე-ტაჟზე, სოფელ ბაზალეთში, 2500 მ2 მიწის ნაკვეთითა და ეზოში დამხმარე ნაგებობით. ფასი შეთანხმებით.

593 12 39 66 (ლაშა)

ვიბარებ ჯართს უმაღლეს ფასად. ტელ: 555 29 56 08 იკითხეთ დემური

ქირავდება ბინა საცხოვრე-ბელი ფართით, საოფისედ ან კომერციული საქმინობისათვის, იზოლირებულად ცალ-ცალკე შესასვლელით მთლიანად ან ნაწილობრივ - სულ 4 ოთახი, დამხმარე სათავსოებით პატარა ეზოთი, ტელეფონით და ინტერ-ნეტ კავშირით. ფასი შეთანხმებით. მის.: ხარაგაული, კიკნაძის ქ. №13, რკინიგზის სადგურზე ორ-სართულიანი შენობის პირველ სართულზე, ყოფილი აფთიაქის შენობა. ტელ: 555 65 70 06

განცხადებები