ხარაგაულში განახლებული...

8
ხარაგაულში განახლებული კინოთეატრი გაიხსნა ხარაგაულელთა ათწლეულების ოცნება რეალობად იქცა - რეაბილიტი- რებული კინოთეატრის შენობა ექსპლუ- ატაციაში შევიდა. 17 ოქტომბერს შენობის გახსნა საზეიმო კონცერტით აღინიშნა. ხარაგაულის მდიდარი კულტურუ- ლი ტრადიციების გაგრძელება იყო სცენაზე შესრულებული თითოეული ნომერი - სიმღერა, ნაწყვეტები სპექ- ტაკლებიდან თუ ცეკვა. საზეიმო ღონისძიების სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლდათ გამ- გეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე. მან ბათუ კიკნაძესთან ერთად ღონიძიება იმ ხარაგაულელე- ბის გახსენებით დაიწყო, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ხარა- გაულში ფოლკლორის შენარჩუნებაში, თეატრალური ხელოვნების, ცეკვის, კლასიკური და ვოკალური მუსიკის განვითარებაში. დღეს მომავალ თა- ობებს ამ ტრადიციებს აზიარებენ ხა- რაგაულში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლები „უბისი“, „კახორი“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „საუნჯე“ (ხელმძღვანელები ზაქარია ბერაძე, დალი და მაია მაღ- რაძეები). დახვეწილი და გემოვნებიანი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მოსწავლეთა სახლთან არსებული სამუსიკო სტუდია „ჰარმონიის“ მოს- წავლეებმა (ხელმძღვანელები ლალი ალექსიძე, მაია ბლუაშვილი, ციური ბლუაშვილი, ნანა ლურსმანაშვილი). მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსა- ხურა სახალხო თეატრის მსახიობთა მიერ „დარისპანის გასაჭირიდან“ და თოჯინების თეატრის სპექტაკლიდან გათამაშებულმა ნაწყვეტებმა (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). ოვაციები არ ცხრებოდა სცენაზე ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისისა“ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები) და ფოლკ- ლორის სახლთან არსებული მოცეკვა- ვეთა ანსამბლის ცეკვების შესრულე- ბის შემდეგ (ხელმძღვანელი რომან ბუაჩიძე). მსმენელი მოიხიბლა კულტურის გვ. 2 სოციალური მომსახურების სააგენტოსგან გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ცვლილებაა სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების მეთოდში. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთათვის სარე- იტინგო ქულების მინიჭების ახალი სისტემის მიხედვით, შემწეობის მისაღებად ხელშემშლელი ფაქ- ტორი აღარ იქნება პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ა.შ.) და ნივთები. ასევე სარეიტინგო ქულების დათვლისას განმსაზღვრელი აღარ იქნება სო- ციალური მუშაკის სუბიექტური მო- საზრება და ის აღარ იარსებებს შე- ფასების დოკუმენტშიც. სოციალურ შემწეობას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთაც არავითარი შემოსა- ვალი ან შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ (მაგ. პირუტყვი, ხეხილი, დასამუშავებელი მიწა). დღეს სოციალურ შემწეობას საქართვე- ლოში 428 ათასი ადამიანი იღებს. ქულების ხელახალი გადათვლა, სავარაუდოდ, 1 დეკემბრიდან დაიწყება. სოციალური მომსახუ- რების სააგენტოს პრიორიტეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული ოჯახების სიღარიბის დასაძლევად, მათ სამუშაო ადგი- ლები შესთავაზოს. ვახანში 30 ოქტომბერს ადგი- ლობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევ- ნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება. ხარაგაულის 48 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომა- რის გია ცისკაძის ინფორმაციით, ვახანის საუბნო საარჩევნო კომისია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ვახანის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილია ორი კან- დიდატი: მერაბ ღონღაძე - ბლო- კიდან „ქართული ოცნება“ და გენადი არევაძე - „თავისუფალი საქართველოდან.“ „საუბნო საარჩევნო კომი- სიის წევრებს წინასაარჩევნო პერიოდში ვუწევთ კონსულ- ტაციებს. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ ჩაუტარა ტრე- ნინგი თვალსაჩინოებების გამო- ყენებით, - ამბობს გია ცისკაძე, - რამდენიმე დღის წინ ვახანში იმყოფებოდნენ ცესკოს თავმჯ- დომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, საორგანიზაციო დე- პარტამენტის უფროსი გიორ- გი სეხნიაშვილი და ცესკოს წევრი თამაზ შარმანაშვილი. ისინი შეხვდნენ საუბნო კომი- სიის წევრებს და მოიწონეს იმ შენობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოგეხსენე- ბათ, ვახანში საარჩევნო უბანი სკოლაში იყო განთავსებული. ვინაიდან არჩევნები ხუთშაბათს გაიმართება, სწავლის პროცესის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, საარჩევნო უბანი განთავსდა ადმინისტრაციულ შენობაში, სასოფლო კლუბის დარბაზში.“ გია ცისკაძის ინფორმაციით, ბიულეტენებს და საარჩევნო ინ- ვენტარს ვახანის საუბნო საარ- ჩევნო კომისიას 29 ოქტომბერს გადასცემენ. ვახანის საარჩევნო უბანში 732 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ვახანში 30 ოქტომბერს არჩევნებია ბიუროს სხდომაზე 22 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებს ხარა- გაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების ცხრა თვის შედეგების შესახებ ინფორმაცია გააცნო გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახუ- რის უფროსმა ვლადიმერ გე- ლაშვილმა. დეპუტატებმა ასევე მოისმინეს საკრებულოს აპარა- ტის საქმის წარმოების საკით- ხებში მთავარი სპეციალისტის მარინა კვინიკაძის ინფორმაცია საკრებულოში შემოსულ და საკრებულოდან გასულ დოკუ- მენტებზე რეაგირების მდგომა- რეობის შესახებ. სხდომის ბოლოს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მა- ნანა ბარბაქაძის ინიციატივით, გაიმართა საინტერესო დისკუსია ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის თემაზე. ქულების ხელახალი გადათვლა, სავარაუდოდ, 1 დეკემბრიდან დაიწყება 24 ოქტომბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 40 (611) www.chkh.org ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში ხარაგაულში „მათემატიკის დღე” გაიმართა 4-6 გვ. 6 გვ. ზაზა მეფარიშვილი - ჯობია გზა გაკეთდეს ხარისხიანად, ვიდრე უხარისხოდ და იაფად ირაკლი ხაჩიძე 100 წლისაა ახალგაზრდა მხატვართა კონკურსი „შემოდგომის პალიტრა” 2 გვ. 5 გვ. 8 გვ. დღეს ნომერშია ზაზა სოფრომაძე: „სავარაუდოდ, მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამაში წამლების ჩართვის შესახებ” ვარძიაში საბავშვო ბაღი გაიხსნა ხარაგაულში ღვინის დეგუსტაცია- ფესტივალი გაიმართა განცხადებები 3 გვ. 6 გვ. 5 გვ. 7-8 გვ.

Upload: others

Post on 04-Mar-2020

7 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ხარაგაულში განახლებული ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/40-611-2014w.pdfავტორი და რეჟისორი გახლდათ

ხარაგაულში განახლებული კინოთეატრი გაიხსნა

ხარაგაულელთა ათწლეულების ოცნება რეალობად იქცა - რეაბილიტი-რებული კინოთეატრის შენობა ექსპლუ-ატაციაში შევიდა. 17 ოქტომბერს შენობის გახსნა საზეიმო კონცერტით აღინიშნა.

ხარაგაულის მდიდარი კულტურუ-ლი ტრადიციების გაგრძელება იყო სცენაზე შესრულებული თითოეული ნომერი - სიმღერა, ნაწყვეტები სპექ-ტაკლებიდან თუ ცეკვა.

საზეიმო ღონისძიების სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლდათ გამ-გეობის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე. მან ბათუ კიკნაძესთან ერთად ღონიძიება იმ ხარაგაულელე-ბის გახსენებით დაიწყო, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ხარა-გაულში ფოლკლორის შენარჩუნებაში, თეატრალური ხელოვნების, ცეკვის, კლასიკური და ვოკალური მუსიკის განვითარებაში. დღეს მომავალ თა-ობებს ამ ტრადიციებს აზიარებენ ხა-რაგაულში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლები „უბისი“, „კახორი“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „საუნჯე“ (ხელმძღვანელები ზაქარია ბერაძე, დალი და მაია მაღ-რაძეები). დახვეწილი და გემოვნებიანი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მოსწავლეთა სახლთან არსებული

სამუსიკო სტუდია „ჰარმონიის“ მოს-წავლეებმა (ხელმძღვანელები ლალი ალექსიძე, მაია ბლუაშვილი, ციური ბლუაშვილი, ნანა ლურსმანაშვილი). მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსა-ხურა სახალხო თეატრის მსახიობთა

მიერ „დარისპანის გასაჭირიდან“ და თოჯინების თეატრის სპექტაკლიდან გათამაშებულმა ნაწყვეტებმა (რეჟისორი ირინე ჩხეიძე). ოვაციები არ ცხრებოდა სცენაზე ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისისა“ (ქორეოგრაფები ელისო და

ზაზა ლურსმანაშვილები) და ფოლკ-ლორის სახლთან არსებული მოცეკვა-ვეთა ანსამბლის ცეკვების შესრულე-ბის შემდეგ (ხელმძღვანელი რომან ბუაჩიძე). მსმენელი მოიხიბლა კულტურის

გვ. 2

სოციალური მომსახურების სააგენტოსგან გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით,

ცვლილებაა სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების მეთოდში. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთათვის სარე-იტინგო ქულების მინიჭების ახალი სისტემის მიხედვით, შემწეობის მისაღებად ხელშემშლელი ფაქ-ტორი აღარ იქნება პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ა.შ.) და ნივთები. ასევე სარეიტინგო ქულების დათვლისას განმსაზღვრელი აღარ იქნება სო-ციალური მუშაკის სუბიექტური მო-

საზრება და ის აღარ იარსებებს შე-ფასების დოკუმენტშიც. სოციალურ შემწეობას მიიღებენ ის ოჯახები, რომელთაც არავითარი შემოსა-ვალი ან შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ (მაგ. პირუტყვი, ხეხილი, დასამუშავებელი მიწა). დღეს სოციალურ შემწეობას საქართვე-ლოში 428 ათასი ადამიანი იღებს. ქულების ხელახალი გადათვლა, სავარაუდოდ, 1 დეკემბრიდან დაიწყება. სოციალური მომსახუ-რების სააგენტოს პრიორიტეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული ოჯახების სიღარიბის დასაძლევად, მათ სამუშაო ადგი-ლები შესთავაზოს.

ვახანში 30 ოქტომბერს ადგი-ლობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევ-ნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

ხარაგაულის №48 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომა-რის გია ცისკაძის ინფორმაციით, ვახანის საუბნო საარჩევნო კომისია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ვახანის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილია ორი კან-დიდატი: მერაბ ღონღაძე - ბლო-კიდან „ქართული ოცნება“ და გენადი არევაძე - „თავისუფალი საქართველოდან.“

„საუბნო საარჩევნო კომი-სიის წევრებს წინასაარჩევნო პერიოდში ვუწევთ კონსულ-ტაციებს. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა მაყვალა სულაქველიძემ ჩაუტარა ტრე-ნინგი თვალსაჩინოებების გამო-ყენებით, - ამბობს გია ცისკაძე, - რამდენიმე დღის წინ ვახანში იმყოფებოდნენ ცესკოს თავმჯ-დომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, საორგანიზაციო დე-პარტამენტის უფროსი გიორ-გი სეხნიაშვილი და ცესკოს წევრი თამაზ შარმანაშვილი.

ისინი შეხვდნენ საუბნო კომი-სიის წევრებს და მოიწონეს იმ შენობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს. მოგეხსენე-ბათ, ვახანში საარჩევნო უბანი სკოლაში იყო განთავსებული. ვინაიდან არჩევნები ხუთშაბათს გაიმართება, სწავლის პროცესის შეუფერხებლად ჩატარებისთვის, საარჩევნო უბანი განთავსდა ადმინისტრაციულ შენობაში, სასოფლო კლუბის დარბაზში.“

გია ცისკაძის ინფორმაციით, ბიულეტენებს და საარჩევნო ინ-ვენტარს ვახანის საუბნო საარ-ჩევნო კომისიას 29 ოქტომბერს გადასცემენ.

ვახანის საარჩევნო უბანში 732 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ვახანში 30 ოქტომბერს არჩევნებია

ბიუროს სხდომაზე22 ოქტომბერს ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებს ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების ცხრა თვის შედეგების შესახებ ინფორმაცია გააცნო გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახუ-რის უფროსმა ვლადიმერ გე-ლაშვილმა. დეპუტატებმა ასევე მოისმინეს საკრებულოს აპარა-

ტის საქმის წარმოების საკით-ხებში მთავარი სპეციალისტის მარინა კვინიკაძის ინფორმაცია საკრებულოში შემოსულ და საკრებულოდან გასულ დოკუ-მენტებზე რეაგირების მდგომა-რეობის შესახებ.

სხდომის ბოლოს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მა-ნანა ბარბაქაძის ინიციატივით, გაიმართა საინტერესო დისკუსია ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის თემაზე.

ქულების ხელახალი გადათვლა, სავარაუდოდ, 1 დეკემბრიდან დაიწყება

24 ოქტომბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№40 (611)

www.chkh.org

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში

ხარაგაულში „მათემატიკის დღე” გაიმართა

4-6 გვ.

6 გვ.

ზაზა მეფარიშვილი - ჯობია გზა გაკეთდეს ხარისხიანად, ვიდრე უხარისხოდ და იაფად

ირაკლი ხაჩიძე 100 წლისაა

ახალგაზრდა მხატვართა კონკურსი „შემოდგომის პალიტრა”

2 გვ.

5 გვ.

8 გვ.

დღეს ნომერშია

ზაზა სოფრომაძე: „სავარაუდოდ, მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამაში წამლების ჩართვის შესახებ”

ვარძიაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ხარაგაულში ღვინის დეგუსტაცია-ფესტივალი გაიმართა

განცხადებები

3 გვ.

6 გვ.

5 გვ.

7-8 გვ.

Page 2: ხარაგაულში განახლებული ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/40-611-2014w.pdfავტორი და რეჟისორი გახლდათ

2 xtvb [fhfufekb 24 ოქტომბერი, 2014 წ.

ხარაგაულში განახლებული კინოთეატრი გაიხსნა

ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალუ-რი ჯგუფის (ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე) მიერ შესრულებული სიმღე-რებით. მქუხარე ტაში დაიმსახურა თია ჯანიაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ. განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შეხვდა მაყურებელი ფოლკლორულ ანსაბლს „ოდილა“

(ხელმძღვანელი იუზა ბერაძე). საზე-იმო ღონისძიება გაალამაზა იტალიაში მოღვაწე ხარაგაულელმა საოპერო მომღერალმა მამუკა ლომიძემ.

ღონისძიება დაგვირგვინდა ხარა-გაულზე შექმნილი სიმღერით. ტექსტის და მუსიკის ავტორი გახლავთ დალი მერაბიშვილი. თინათინ ლურსმანაშ-ვილმა და სალომე კვირიკაშვილმა სიმღერა ანსამბლ „უბისთან“ ერთად შეასრულეს.

ხარაგაულის კინოთეატრის საზე-იმო ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხარაგაულში ვერ ხერხდებოდა შემოქ-მედებითი ჯგუფების ფართო აუდიტო-რიის წინაშე წარმოჩენა. მისივე თქმით, ეს პრობლემა წელიწადნახევარში აღმოიფხვრა და ხარაგაულში გვაქვს რეაბილიტირებული კინოთეატრის შენობა. „გრძელდება ხარაგაულის მდიდარი კულტურული ტრადიციები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კულტურის მოღვაწეებს ჰქონდეთ სათანადო პირობები, ჩვენს ახალგაზრ-დებს კი საკუთარი ნიჭის წარმოჩენის შე-საძლებლობა,“ - აღნიშნა გამგებელმა.

კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის

საპატიო მოქალაქეები დაასახელა. „სასურველია, რომ ხარაგაულობის დღესასწაულზე მივანიჭოთ ეს წოდება დამსახურებულ და გამორჩეულ ადამი-ანებს. პირობას ვდებ, რომ მომავალ წელს ხარაგაულობა გრანდიოზულად აღინიშ-ნება. ამჯერად საპატიო ხარაგაულელებს გადავცემთ დიპლომებსა და მედლებს.“

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმერეთის სამხარეო

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და-აჯილდოვეს საპატიო ხარაგაულელები:

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი (კაპანაძე),

ბენილუქსის ქვეყნების ეპარქიის არქიმანდრიტი მეუფე დოსითე (ბოგ-ვერაძე),

პოეტი ლინა ბარათაშვილი,სპორტის დამსახურებული ოსტატი

ანზორ მაღრაძე,კინორეჟისორი გივი ვეფხვაძე,ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელი იუზა

კელენჯერიძე,ფერადი და ძვირფასი ლითონების

ტექნოლოგი, ხელოვნებათმცოდნე ერმილე მაღრაძე,

კოლორიტი ხარაგაულელი გიორ-გი (ჟორა) ბლუაშვილი.

„აღფრთოვანებას ვერ ვმალავ იმ დიდი კულტურული და სულიერი მიღწევების გამო, რაც ვნახე დღეს ჩემს პატარა ხარაგაულში, - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ, - თამამად და ამაყად ვიტყ-ვი, რომ ვარ ხარაგაულელი. დიდი მადლობა საპატიო ხარაგაულელის წოდების მონიჭებისთვის. მართალია, მე ხარაგაულისთვის არაფერი გამი-კეთებია, რომ ასეთი დიდი ჯილდო მიმეღო, მაგრამ ვთვლი, რომ ეს არის

ავანსად გაცემული.“ პოეტ ლინა ბარათაშვილის თქმით,

ძალზე ძლიერია გრძობა საკუთარი კერიის, ფუძის მიმართ. „ხარაგაული ჩემთვის დიდი სიყვარულია. აქ გაიარა ჩემმა ბავშვობამ, აქედან დავუკავშირ-დი სამყაროს. დღემდე მომყვება ის სიყვარული, რომელიც ხარაგაულმა ცხოვრების გზაზე გამაყოლა. წლების განმავლობაში მოკრძალებული წვლი-ლი შევიტანე ქართულ მწერლობასა და ჟურნალისტიკაში და ეს სხვადასხვა ჯილდოებით აღინიშნა კიდეც, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე დიდი ჯილდო ხარაგაულის საპატიო მოქალაქეობაა,“ - აღნიშნა ლინა ბარათაშვილმა.

საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ წარადგინა სპორტის დამსახურებული ოსტატი ანზორ მაღრაძე. „ბატონი ანზორ მაღრაძე ღირსების, შრომის-მოყვარეობის, გონიერების და მიზანს-წრაფულობის სიმბოლოა, - აღნიშნა პარლამენტარმა წერილში, რომელიც დამსწრეთ ირინე ჩხეიძემ გააცნო, - მე გავიარე ანზორ მაღრაძის სკოლა და მთელი ცხოვრება ამით ვიამაყებ. ის გვასწავლიდა არა მხოლოდ სპორტის ამ უმშვენიერესი სახეობის - თავისუფალი ჭიდაობის - საიდუმლოებებს, არამედ გვზრდიდა მოქალაქეებად, ვაჟკაცებად, ღირსეულ მებრძოლებად. უზომოდ მახა-რებს, რომ დღეს იგი კვლავ ემსახურება იმ საქმეს, რომელიც ყველაზე კარგად იცის. დამერწმუნეთ, ხარაგაულის საჭი-დაო სკოლა კვლავ გახდება ფლაგმანი და ამის მიღწევა ბატონი ანზორის გარეშე ალბათ შეუძლებელი იქნება.“

კინორეჟისორმა გივი ვეფხვაძემ

აღნიშნა, რომ იშვიათად შეხვედრია ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები, რომ-ლებიც ხარაგაულის სცენაზე ნახა. მან მადლიერება გამოხატა ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების მი-მართ საპატიო ხარაგაულელის წო-დების მინიჭების გამო. გივი ვეფხვაძემ საკუთარი ნახატები - „ხარაგაულის შემოსასვლელი“ და „თამაზ კიკნა-ძის პორტრეტი“ ისტორიულ მუზეუმს გადასცა, რამდენიმე პიროვნება კი საკუთარი წიგნებით დაასაჩუქრა. „ეს დიდებული დღე ყველაზე ძალიან გა-უხარდებოდა თამაზ კიკნაძეს, - აღნიშნა კინორეჟისორმა, - ხარაგაულელები ათიათასჯერ ლამაზები და კარგები ხართ, ვიდრე ეს წლების წინ თქვენთან შეხვედრამდე წარმომედგინა.“

ხარაგაულის საპატიო მოქალაქის, იუზა კელენჯერიძის თქმით, მისთვის საპატიო ხარაგაულელობა ყველაზე მაღალი ჯილდოა და მას ხარაგაულე-

ლებთან ერთად ატარებს. „ეს ძალიან დიდი ჯილდოა იმ მცირე

სამუშაოსთვის, რაც მე ჩემი ქვეყნის წინაშე მიმიძღვის, - აღნიშნა დაჯილ-დოების შემდეგ ერმილე მაღრაძემ, - ვუერთდები იმ დიდ სიხარულს, რომ ხარაგაულს აქვს დიდი კულტურული პოტენციალი, რითაც ნებისმიერი ქვე-ყანა იამაყებდა.“

„თავისი ცხოვრების წესით მისაბაძი და გამორჩეული, ყველასათვის საყვა-რელი და კოლორიტი ხარაგაულელი,“ - ასე წარადგინა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე გიორგი (ჟორა) ბლუაშვილი.

„გუშინ გავიგე, რომ საპატიო ხარა-გაულელის წოდებაზე წარმადგინეს. ძალიან ვინერვიულე. არ მეგონა, დღეს აქ მოსვლას თუ შევძლებდი. დიდი მადლობა ყველას,“ - აღნიშნა ბატონმა ჟორამ.

იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მე-ფარიშვილმა მადლობა გადაუხადა სა-ზეიმო ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. „აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით, - აღნიშნა მან, - ხარაგაულელები უფრო დიდ სცე-ნას იმსახურებენ. ეს ბავშვებს შეეტყოთ ცეკვისას. ვფიქრობ, შორს არ არის ის დრო, როცა ჩვენ შევეჭიდებით ამ საქმე-საც. ვეთანხმები ხარაგაულის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსს, ირინე ჩხეიძეს, რომ ხარაგაულში კულტურა ჰყვავის და ტრადიციები გრძელდება. ქალბატონმა ირინემ თავისი მუშაობის ანგარიშის ყველაზე დარწმუნებითი ფორმა მოძებნა და შედეგი სახეზეა.“

ნინო კაპანაძე

პირველი გვერდიდან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილ-მა მუშაობის ცხრა თვის ანგარიში წარმოადგინა. შეხვედრას, რომელიც გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმარ-თა, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, გუბერნატორის მოად-გილე ალექსანდრე იოსებაშვილი, გამგეობის სამსახურების, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები და სხვა დაინტერე-სებული პირები ესწრებოდნენ.

გამგებელმა საუბარი საჯარო მო-ხელეთა ატესტაციით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან და ისინი მზად უნდა იყვნენ კონკურსისათვის.

გამგებელმა ისაუბრა ხარაგაულ-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი თქმით, მშენებლო-ბის ასეთი ტემპი ხარაგაულში არასდ-როს ყოფილა. კობა ლურსმანაშვილ-მა ხაზგასმით აღნიშნა მუნიციპალიტე-ტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების ზრდის შესახებ და შპს „საქართველოს რკინიგზისგან“ მისაღებ ქონების გადა-სახადზე, რაც, გამგებლის თქმით, წინა წლებში ბიუჯეტში მინიმალური იყო. „სოციალურ პროგრამებზე 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე მეტი, - აღ-ნიშნა კობა ლურსმანაშვილმა, - ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ბიუჯეტში ცვლილების შეტანა დაგვჭირდა. წლის ბოლომდე ალბათ კიდევ დაგვჭირდება ამ მიმართულებით ბიუჯეტში ცვლილე-ბა. მომავალი წლისათვის შეიძლება ზოგიერთმა სოციალურმა პროგრამამ ცვლილება განიცადოს, რათა ზუსტად მოერგოს დასახმარებელი ბენეფიცი-

არების მოთხოვნებს.“იმერეთის გუბერნატორმა ზაზა

მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ „ხარა-გაული, იმერეთის სხვა მუნიციპალიტე-ტებთან შედარებით, თითქმის ყველა სფეროში, ავლენს ერთი საფეხურით მაღალი მომზადების დონეს.“ მან ისაუბრა თვითმმართველობაში მიმ-დინარე რეორგანიზაციაზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს და არავის დასჯას არ ისახავს მიზნად.

„საქართველოში ამოქმედდა თვით-მმართველობის ახალი კანონი და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიის განვითარებისათვის. გამგებლის თა-ნამდებობა გახდა არჩევითი და ეს მეტი განვითარების საშუალებას მის-ცემს მუნიციპალიტეტს, - აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა, - იმერეთის რეგიონში შექმნილია საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და გამგებლები. საბჭო იმსჯელებს იმ პროექტებზე, რომ-ლებიც რეგიონში განხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით.

გუბერნატორმა ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პი-რების რანგირებასა და მოახლოებულ ატესტაციაზე. მისი თქმით, არჩევნების გზით გამარჯვებული გამგებელი ნიშ-ნავს 12 თანამდებობის პირს. პირველ ნოემბერს დამტკიცდება მუნიციპალი-ტეტის საჯარო სამსახურებში საშტატო ნუსხა. თავდაპირველი ფორმულირე-ბით, 30 საშტატო ერთეულს უნდა და-მატებოდა დეპუტატების რაოდენობის შესაბამისი ოდენობის საშტატო ერთე-

ული და პლუს ხუთას ამომრჩეველზე ერთი თანამშრომელი. ეს ფორმული-რება შეიცვალა იმ მუნიციპალიტეტებ-ში, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 45 000 ამომრჩეველზე ნაკლებია. ნაცვლად 500 ამომრჩე-ველზე ერთი საჯარო მოსამსახურისა, იქნება 450 ამომრჩეველზე ერთი საჯარო მოსამსახურე, ხოლო დეპუ-ტატების რაოდენობის კოეფიციენტია 3.2. ეს ცვლილება განაპირობა იმან, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მძიმე სოციალური ფონია და ამ ფორმულით მეტი ადამიანის დასაქმება მოხდება. მიუხედავად ამისა, ოპტიმიზაცია აუცი-ლებლად ჩატარდება.

ოპტიმიზაცია მომავალში აუცილებ-ლად შეეხება ა(ა)იპებსაც. 2015 წლის იანვრიდან ადმინისტრაციაში დასაქმე-ბულთა შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შიდა ხარჯების 25 %-ს. გუბერნატორის თქმით, აუცილებელია

ახალგაზრდები დასაქმდნენ მუნიციპა-ლიტეტის მმართველ რგოლში.

ამის შემდეგ ზაზა მეფარიშვილმა ხარაგაულის გამგეობის საფინანსო-საბიუტეტო სამსახურის უფროსთან ვლადიმერ გელაშვილთან ერთად დე-ტალურად განიხილა მიმდინარე წლის ცხრა თვის საბიუჯეტო მაჩვენებლები. ასევე ისაუბრეს იმ მთავარ პრიორიტე-ტებზე, რომლებიც გათვალისწინებული იქნება 2015 წლის ბიუჯეტში. ვლა-დიმერ გელაშვილის განმარტებით, სოციალურ პროგრამებზე მომავალი წლის ბიუჯეტში ერთ მილიონ ლარს გაითვალისწინებენ.

შეხვედრაზე გამგეობის ინფრას-ტრუქტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ ფხალაძემ ისაუბრა 2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტუ-რულ პროექტებზე. გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა მაქათუბნის

ხიდის მშენებლობაზე, რაც არასწორი პროექტირების გამო გართულდა და გახანგრძლივდა. გუბერნატორის თქმით, გამგეობის საფინანსო-სამსა-ხურმა თავის ფუნქციებთან ერთად უნდა შეითავსოს წარმოდგენილი პროექტების პირველადი მონიტო-რინგის ფუნქცია, რათა აღარ მოხდეს მსგავსი ფაქტი და მუნიციპალიტეტმა არ შეიძინოს არასწორი პროექტი. ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნა, რომ მაქათუბნის პროექტს მიღებისას არ ახლდა საექსპერტო დასკვნა.

მანვე ყურადღება გაამახვილა სოფლის განვითარების პროგრამის პროექტებზე და აღნიშნა, რომ ის გზები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში დაიხრეშა, დღეს უკვე სავალალო მდგომარეობაშია. ჯობია გზა გაკეთდეს ხარისხიანად და ზედმეტი დანახარჯით, ვიდრე უხარისხოდ და იაფად. მართა-ლია სოფელი ირჩევს პრიორიტეტს, მაგრამ აუცილებელია ადმინისტრაცია დაეხმაროს სოფელს პრიორიტეტის სწორად შერჩევაში.

შეხვედრის ბოლოს გუბერნატორმა ისაუბრა სახანძრო-სამაშველო სამსა-ხურის ოპტიმიზაციაზე. მისი თქმით, ეს სამსახური უნდა აღიჭურვოს სხვადასხვა საჭირო ინვენტარით. „შეიძლება სახანძ-რო-სამაშველო სამსახური ისევ დარჩეს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში და ის ხარჯები, რაც საჭიროა ამ სამ-სახურის ფუნქციონირებისათვის, უნდა გაითვალისწინონ მომავალი წლის ბი-უჯეტში, - აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა, - ამ სამსახურში კონკურსის ჩატარებისას უნდა შემოწმდეს დასასაქმებელის ფი-ზიკური მომზადების დონეც.“

თამთა გოგოლაძე

ზაზა მეფარიშვილი - ჯობია გზა გაკეთდეს ხარისხიანად, ვიდრე უხარისხოდ და იაფად

Page 3: ხარაგაულში განახლებული ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/40-611-2014w.pdfავტორი და რეჟისორი გახლდათ

3xtvb [fhfufekb24 ოქტომბერი, 2014 წ.

ზაზა სოფრომაძე: „სავარაუდოდ, მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამაში წამლების ჩართვის შესახებ“

-ბატონო ზაზა, ბოლო საჯარო დოკუმენტი საყოველთაო ჯანდაც-ვის პროგრამის განხორციელების შედეგების შესახებ, რომელიც ერ-თობლივად მოამზადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკისა და ამერიკის განვითარების სააგენტოს ექსპერტებმა, გამო-ქვეყნდა მიმდინარე წლის მაისში. გაქვთ თუ არა ახალი მონაცემები, თუ როგორ მიმდინარეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა?

-ეს არის ძალიან საინტერესო კვლევა, რომელმაც გვაჩვენა საყო-ველთაო ჯანდაცვის ყველა ასპექტი, - როგორც დადებითი, ასევე უარყოფი-თი. მსგავსი კვლევა ებერტის ფონდის მხარდაჭერით ორიოდე თვის წინ ასევე ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზა-ცია „საზოგადოებრივმა დამცველმა.“ ამ კვლევაშიც დაახლოებით იგივე მაჩვე-ნებლები დაფიქსირდა, რაც USAID-ის კვლევებში.

გამოკითხვის შედეგები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავაკორექტი-როთ ჩვენი მოსაზრებები ამ პროგრა-მასთან დაკავშირებით, პროგრამაშიც შევიტანოთ გარკვეული ტიპის ცვლი-ლებები და სწორად დავგეგმოთ ამ პროგრამის მომავალი.

აღსანიშნავია, რომ ძალიან მაღა-ლი პროცენტი დაფიქსირდა მოსახ-ლეობაში საყოველთაო პროგრამით კმაყოფილების.

-თუმცა ცნობადობის მხრივ იყო იქ პრობლემა.

-ცოტა მოგვიანებით ამასაც შე-ვეხები, მაგრამ გამოკითხულთა 80

პროცენტზე მეტმა აღნიშნა, რომ კმაყო-ფილია ამბულატორიული სერვისებით. გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსა-ხურებით კმაყოფილია გამოკითხულთა ასივე პროცენტი, - ბუნებრივია, ვისაც ეს დასჭირდა. ეს არის უნიკალური მაჩვენებელი იმიტომ, რომ არცერთ ახალდაწყებულ პროგრამას ამხელა რეიტინგი არ აქვს ხოლმე. რა თქმა უნდა, არის მცირე პროცენტიც ამ პროგრამის უკმაყოფილო მოსარ-გებლეების - ძირითადად ამბულა-ტორიული მომსახურების, თუმცა აქაც გარკვეული გრადაციაა, - სხვადასხვა სახეობების მიხედვითაა დაყოფილი ეს უკმაყოფილება და მერყეობს 0,9-დან 5,7 პროცენტამდე. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი - 5,7 პრო-ცენტი განპირობებულია იმით, რომ სტაციონარში არ არსებობს პაციენტის მომვლელისათვის დარჩენის პირობე-ბი. ეს არ არის მაინცდამაინც საგანგაშო იმიტომ, რომ იქ, სადაც სტაციონარი თავის თავზე იღებს ავადმყოფის მოვ-ლის სერვისს, მართლაც შეიძლება არ იყოს საჭირო დამატებით კიდევ მომვ-ლელის დატოვება. შესაძლოა, მსგავს-მა სერვისმა გარკვეული პრობლემებიც კი შეუქმნას სხვა ავადმყოფებს.

გამოკითხულთა დაახლოებით 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ საჭიროა პროგრამის გაფართოება მედიკამენ-ტების ჩართვით. ჩვენ გავითვალისწი-ნებთ ამას და უახლოეს მომავალში, ალბათ, მიღებული იქნება ამ ტიპის გადაწყვეტილება. თუმცა, წინასწარ არ შემიძლია ამაზე დაბეჯითებით საუბარი.

გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი თვლის, რომ საჭიროა მოსახ-ლეობის უფრო მეტად ინფორმირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებისა და პროცედურების მხრივ.

-მიგაჩნიათ თუ არა, რომ პროგ-რამას უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი? ძალიან მძიმე ტვირთი ხომ არ არის ბიუჯეტისთვის?

-მე, როგორც ჩვეულებრივ მოქა-ლაქეს, მიმაჩნია, რომ ამ პროგრამას უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი. ისეთ პირობებში, როგორშიც დღეს იმყოფება ჩვენი მოსახლეობა სოცი-ალური, ეკონომიკური და დემოგრა-ფიული კუთხით, აუცილებელია მსგავსი პროგრამის არსებობა.

განვითარებულ ქვეყნებში არა მთელი ბიუჯეტის, არამედ მთლიანი შიდა პროდუქტის შვიდი პროცენტი გახლავთ მინიმალური ზღვარი, რო-მელიც უნდა იხარჯებოდეს მოსახლე-ობის სოციალურ უზრუნველყოფაზე. ვეტევით ჩვენ ამ სტანდარტებში და ეს ბიუჯეტისთვის არ არის ზედმეტი ტვირ-თი. უფრო მეტიც, - ამ სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, კიდევ უფრო მეტი რესურსია საჭირო ჩვენი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისათვის.

-საყოველთაო ჯანდაცვის ფარგ-ლებში სამედიცინო დაწესებულებები გარანტირებულად იღებენ ანაზღა-ურებას და მათ მიერ დახარჯული თანხის კონტროლი როგორ ხდება? რით არის სახელმწიფო დაზღვეული, რომ ხელოვნურად არ იზრდება მკურ-ნალობის თანხა?

-სამინისტროში არსებობს სპეცი-ალური სტრუქტურები, რომლებიც პროგრამაში ბენეფიციარის ჩართვის დღიდან ახორციელებენ სრულ მო-ნიტორინგს პროცესებზე. ბუნებრივია, მთლიანი დოკუმენტაციის შესწავლა ვერ მოხდება, თუმცა დროის რაღაც გარკვეულ მონაკვეთში, - ერთი წლის შემდეგ იქნება ეს თუ ორი წლის შემდეგ, მთელი დოკუმენტაციაც გეგ-მიურად შეისწავლება. პირველ რიგში კი ხდება პიროვნების იდენტიფიკაცია იმიტომ, რომ ესეც მნიშვნელოვანი პრობლემა გახლდათ ახლო წარსულ-ში. დგინდება, რეალურად არსებობს თუ არა ეს პაციენტი და ვინმე სხვა ხომ არ სარგებლობს მსგავსი სერვისით.

ავადმყოფობის ხანგრძლივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ანაზღა-ურების მხრივ არ ენიჭება იმიტომ, რომ თვითონ ნოზოლოგია არის შეფასე-

ბული და იმ ნოზოლოგიის მიხედვით აუნაზღაურდება გაწეული მომსახურება სამედიცინო დაწესებულებას. ნოზო-ლოგიის საშუალო სტანდარტი გვაქვს გამოყვანილი გარკვეული ფორმულის მიხედვით, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება ახლო მომავალში. სადაც უფრო ძვირია ეს სერვისი, ბუნებრივია, დარჩენილი თანხის გადახდა უწევს ბენეფიციარს. ბენეფიციარს სერვისის მიღების ამორჩევის თავისუფლება აქვს, მან თავად უნდა განსაზღვროს, სად წავიდეს. თუ უღირს მას ზედმეტი თანხის გადახდა იმ სტაციონარში ან ამ-ბულატორიაში, სადაც მიდის სერვისის მისაღებად, მაშინ, ბუნებრივია, წავა. თუ არადა, ჩვენ გვაქვს ალტერნატივები, სადაც მას თანაგადახდის პრინციპით გაცილებით ნაკლები დაუჯდება მკურ-ნალობა.

-ეს ინფორმაცია სად არის ხელმი-საწვდომი, რომ ადამიანმა ზუსტად იცოდეს, რომელ საავადმყოფოში რას გადაახდევინებენ?

-ამ ინფორმაციის მიღება შესაძ-ლებელია საყოველთაო ჯანდაცვის ოფისებში, რომლებიც გახსნილია რეგიონული მასშტაბით ყველგან. თბილისში გვაქვს სამი ასეთი ოფისი - ჯავახიშვილის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბოჭორმის ქუჩაზე. ზუსტი ინფორმაციის მიღება ასევე შეიძლება სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15-05.

-იმ კვლევის მიხედვით, რომელზეც ვისაუბრეთ, რამდენია ოჯახის ფინან-სური ტვირთი ჯანდაცვაზე?

-მხოლოდ წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა 545 ათასმა ბენეფიციარმა. დამეთანხ-მებით, რომ შთამბეჭდავი რიცხვია. დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ პროგრამისთვის. ეს არის სწორედ ის ტვირთი, რაც არ ამოვიდა ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან და შეეწია მას სახელმწიფო ამ ნაწილში.

საგაზეთოდ მოამზადა ლაურა გოგოლაძემ

რადიო თავისუფლების ყოველკვირეული რუბრიკის „ინტერაქტიული დიალოგი” სტუმარია საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. იგი ჟურნალისტ ია ანთაძეს ესაუბრება თემაზე:

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები.” სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გაგზავნის ნომერზე 15-10, ან

მიწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად იმატა სოკოთი მოშხამ-ვის შემთხვევებმა. ბუნებაში არსებობს 70 ათასამდე სოკოს სახეობა. შხამიანი სოკოების რაოდენობა არც ისე დიდია. სოკოები სამ ძირითად ჯგუფად იყო-ფა: საკვებად ვარგისი, პირობითად ვარგისი (რომლებიც მხოლოდ სპე-ციალური კულინარული დამუშავების შემდეგ გამოიყენება) და შხამიანები, რომლებიც შეიცავენ სპეციფიკურ ტოქ-სინებს (შხამებს). გარდა ამისა, სოკოს ხშირად ეტმასნებიან მწერები და ჭიები, რომლებიც შხამიან ნივთიერებებს გამოყოფენ. საკვებად ვარგის სოკოს გააჩნია ე.წ. „შხამიანი ორეული“, რო-მელიც გარეგნული ნიშნებით ძალიან ჰგავს საკვებად ვარგის სოკოს. ამიტომ თუ არ გაგვაჩნია შესაბამისი ცოდნა, უნდა მოვერიდოთ სოკოს მოგროვებას და საკვებად გამოყენებას.

მოშხამვას ძირითად იწვევენ შხამი-ანი ან პირობითად შხამიანი სოკოები, აგრეთვე საკვებად ვარგისი სოკოებიც, რომლებშიც დაბერების ან დაჭიანე-ბის შემთხვევაში მასში დროთა გან-მავლობაში ტოქსინები დაგროვდა. ხშირად სოკოთი მოწამვლას ადგილი აქვს მისი არასწორი ან არასრული კულინარული დამუშავების შემთხ-ვევაშიც.

შხამიანი სოკოთი მოშხამვები ხში-რად სიკვდილით მთავრდება. სოკოს

სახეობაზეა დამოკიდებული მოწამვ-ლის გამოვლენის განსხვავებული დრო (0,5 სთ-დან 12 სთ-მდე) და სიმპტომები: თავის ტკივილი, მოუს-ვენრობა, პირღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ჰალუცინაციები, ბოდ-ვა, ოფლიანობა, სისუსტე, ქოშინი, ჰიპერსალივაცია (გაძლიერებული ნერწყვდენა), კანკალი, გაიშვიათებუ-ლი მაჯა, ფაღარათი, კოლაფსი, კომა, ბრონქების შევიწროვების გამო სუნთ-ქვა გაძნელებულია, შეიძლება განვი-თარდეს არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა და სიკვდილი. ამ სიპტომების განვითარება დამოკიდებულია შხამებ-ზე, რომლებთაც შეიცავენ სოკოები. ისინი თავიანთი მოქმედების მიხედვით სამ ჯგუფად იყოფა.

პირველ ჯგუფს განეკუთვნება ის შხამები, რომლებიც მხოლოდ საჭმ-ლის მომნელებელი სისტემის მოშლას იწვევენ, რაც გამოიხატება გულის რევასა და ღებინებაში, მუცლის ტკი-ვილში, ოფლიანობაში, სისუსტესა და ფაღარათში.

მეორე ჯგუფის შხამები მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. მოწამვლის ნიშნე-ბი ვლინდება 0,5-4 სთ-ის შემდეგ და გამოიხატება გონების დაბინდვაში, ისტერიულ სიცილსა და ტირილში, ჰა-ლუცინაციებში, ძლიერ ოფლიანობაში.

მესამე ჯგუფის შხამებით მოწამვ-ლის ნიშნები სოკოს ჭამიდან დაგვი-

ანებით ვლინდება, - მაშინ, როდესაც შხამი მიაღწევს ტვინამდე და მოქმე-დებს ნერვულ ცენტრებზე, რომლებიც არეგულირებენ შინაგან ორგანოთა ფუნქციებს. ამის შემდეგ იწყება გულის რევა, ფაღარათი, ორგანიზმი განიც-დის გაუწყლოვნებას და დაუოკებელი წყურვილის გრძნობას. სქელდება სის-ხლი, ავადმყოფს ულურჯდება ტუჩები და ფრჩხილები. ავადმყოფის ჯანმრ-თელობის მდგომარეობა სწარაფად უარესდება და თითქმის ყოველთვის სიკვდილით მთავრდება.

სოკოთი მოშხამვაზე ეჭვის შეტანის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებე-ლია ექიმთან ვიზიტი ან ჰოსპიტალი-ზაცია. დაგვიანებული მკურნალობა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. ექიმის მოსვლამდე ავადმყოფს უნდა გაეწმინდოს კუჭი და ნაწლავები. კუჭის გაწმენდა შეიძლება თბილი სოდიანი წყლით, ხოლო ნაწლავების გამწმენდად გამოიყენება საფაღარა-თო საშუალება ან ოყნა. ავადმყოფი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და ამიტომ აუცილებელია დანაკარ-გის შევსება. ავადმყოფს უნდა მიეცეს მცირე ულუფებით მარილის სუსტი წყალხსნარი ან მაგარი ჩაი. დაუშ-ვებელია ალკოჰოლური სასმელის მიღება, რომელიც ხელს უწყობს სოკოს შხამის ორგანიზმში უფრო სწრაფ შეწოვას.

გამოიჩინეთ სიფრთხილე და თავი აარიდეთ ისეთი სოკოს შეგროვებას, რომლის უსაფრთხოებაშიც ეჭვი გე-პარებათ.

არასდროს შეაგროვოთ გადა-მწიფებული ან დამჭკნარი სოკო, ან ისეთი, რომელსაც ძირში ბოლქვის მსგავსი გასქელება აქვს.

არ შეიძლება სოკოს შეგროვება ქუჩებთან ან ტრასებთან ახლოს, მძიმე მეტალების აკუმულირების გამო.

და ბოლოს, - სოკო სასურველია მომზადეს იმავე დღეს.

თათია ბლუაშვილისაზოგადოებრივი ჯანმრთელობის

დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი.

შაბათს, 25 ოქტომბერს, დილის ათი საათიდან კიცხის ამბულატორიაში ზესტაფონის სამედიცინო გაერთიანება „ჯეოჰოსპიტალის“ ექიმები უფასო სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ კიცხისა და ხიდრის მოსახლეობას. სამედიცინო აქციაში მონაწილეობენ ქირურგი გურამ ალხაზიშვილი, გი-ნეკოლოგი და ექოსკოპისტი თამაზ აბესაძე, უროლოგი გიზო კუპატაძე, ნევროპათოლოგი ფიქრია ცერცვაძე, ოფთალმოლოგი ნანა მაკარიძე, ოტორალინგოლოგი ლია ებანოიძე.

სამედიცინო აქცია ეტაპობრივად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

ლარისა დვალისამედიცინო გაერთიანება „ჯეოჰოს-

პიტალის“ მენეჯერი

ცოტა რამ სოკოს შესახებკიცხისა და ხიდრის

მოსახლეობის საყურადღებოდ!

Page 4: ხარაგაულში განახლებული ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/40-611-2014w.pdfავტორი და რეჟისორი გახლდათ

4 xtvb [fhfufekb 24 ოქტომბერი, 2014 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ცხრა თვის ბიუჯეტი შემოსულო-ბების ნაწილში განისაზღვრა 6765,9 ათ. ლარით, ხოლო ფაქტობრივად მიღებულია 6837,5 ათ. ლარის შემო-სულობები, რაც გასული 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს 2313,5 ათ. ლარით აღემატება (2013 წლის ცხრა თვეში მიღებულია 4524,0 ათ. ლარის შემოსულობები). 2014 წლის შემოსულობების ცხრა თვის გეგ-მა შესრულებულია 101,1 პროცენტით და გეგმის ზევით მობილიზებულია 71,6 ათ. ლარი.

შემოსულობების წლიური გეგმა დამტკიცებული ბიუჯეტით განისაზღ-ვრებოდა 5504.1 ათ. ლარით, განვ-ლილ ცხრა თვეში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შემოსულობე-ბის გეგმა გაიზარდა 3274,1 ათ. ლარით და განისაზღვრა 8778,2 ათასი ლარით (ზრდა მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან 3144,1 ათ. ლარით და საკუთარი შემოსულობებიდან 130,0 ათ. ლარით). საკუთარი შემოსულო-ბების წლიური გეგმა განსაზღვრული იყო 1190,0 ათ. ლარით, ფაქტობრივად მობილიზებულია 1238,9 ათ. ლარი, ანუ წლიურ გეგმასთან შედარებით უკვე მიღებულია 48,9 ათ. ლარით მეტი.

გადასახადებიდან მუნიციპალი-ტეტს დაგეგმილი 68,0 ათ. ლარიდან მიღებული აქვს 56,2 ათ. ლარი, მათ შორის საწარმოთა ქონების გადა-სახადი 48,2 ათ. ლარი, ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი 0,1 ათ. ლარი და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადა-სახადი ჯერჯერობით მხოლოდ 7,9 ათ. ლარი. ფაქტობრივად მიღებული გადასახადები გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით შემცირებულია 209,8 ათ. ლარით (2013 წლის ცხრა თვეში შემოსულია 266,0 ათ. ლარი), რადგან გასულ წლის პირველ თვეებ-ში რკინიგზის დეპარტამენტისგან ჩამოირიცხა წინა 2012 წლის ნარჩენი გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე.

აღნიშნული გადასახადის წლიური გეგმა განსაზღვრულია 200,0 ათ. ლარი, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ფინანსთა სამი-ნისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს რკინიგზის დეპარ-ტამენტს ხელახლა გაეგზავნათ შეტყო-ბინება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არასასოფ-ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გაზრდილი - 1,5 კოეფი-ციენტით გადახდის შესახებ, რაზედაც ოფიციალურად მიღებულია დასტური. აღნიშნულიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე სავარაუდოა აღნიშნული გადასახადის ზეგეგმიური მიღება, რაც მუნიციპალიტეტს დამატებითი ვალდე-ბულებების აღების შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამო-ყოფილი ტრანსფერები ცხრა თვეში დაგეგმილი იყო 5792,1 ათ. ლარი, ფაქტობრივად მიღებულმა ტრანს-ფერმა შეადგინა 5598,6 ათ. ლარი. აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი მიღებულია სრულად და შეადგენს 3229,3 ათ. ლარს. მიზნობრივი ტრან-სფერი დელეგირებული უფლება-მოსილების განსახორციელებლად ასევე მიღებულია სრულად 103,5 ათ. ლარის ოდენობით, ხოლო სახელმ-წიფო ბიუჯეტის ფონდებიდან, კერძოდ საქართველოს რეგიონებში განსახორ-ციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი1846,3 ათ. ლარიდან მიღებული გვაქვს 1669,3 ათ. ლარი და სოფლის მხარდამჭერი პროგრამით დაგეგმილი 613,0 ათ. ლარიდან 596,5 ათ. ლარი. სულ ფონდებიდან მისაღე-ბი ტრანსფერების გეგმას დააკლდა 193,5 ათ. ლარი. აღნიშნული თანხის ჩამორიცხვაზე დროულად ეცნობა სა-ქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თუმცა მოთხოვილი თანხა ჩამოირიცხა 1 ოქტომბერს და შესაბამისად ხარჯე-ბის გაწევა მოხდა საკუთარი სახსრების ხარჯზე.

სხვა შემოსავლების ცხრა თვის გეგმა განისაზღვრა 894,8 ათ. ლა-რით. ფაქტობრივად კი მიღებულია 1163,6 ათ. ლარის სხვა შემოსავლები, დაგეგმილზე 268,8 ათ. ლარით მეტი, რაც წინა 2013 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს 202,5 ათ. ლარით აღე-მატება. შარშან ამ სახეში მიღებული გვაქვს 961,1 ათ. ლარი; აქედან 2014 წლის ცხრა თვეში ბანკიდან მისაღები

პროცენტები დაგეგმილი 59,0 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 73,6 ათ. ლარი. ასევე დაგეგმილზე მეტი თანხაა მობილიზებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრე-ბელში - დაგეგმილი 50,0 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 62,8 ათ. ლარი, რის გამოც წლიური გეგმა აღნიშნულ სახეში უკვე შესრულებულია.

წლიური გეგმები შესრულდა ასევე მიწის იჯარიდან მიღებულ შემოსავა-ლებსა და ჯარიმებში; შემოსავალი მიწის იჯარიდან 15,0 ათ. ლარის ნაცვლად მიღებულია 22,8 ათ. ლარი და ჯარიმები, სანქციები და საურავები დაგეგმილი 765,0 ათ. ლარის ნაცვ-ლად მიღებულია 988,2 ათ. ლარი; მიუხედავად ახალი კანონმდებლობის ამოქმედებისა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 137,8 ათ. ლარით გაიზარდა ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი; (2013 წლის ცხრა თვეში ჯარიმებიდან მიღებულია 850,4 ათ. ლარი).

აქვე უნდა აღინიშნოს მუნიციპალი-ტეტის მიერ გაწული აქტიური მუშაობა ხელშეკრულებების დარღვევების შემთხვევაში მუნიციპალიტეტისათვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვებზე. აღნიშნული ფაქტების გამოვლენის შედეგად სექტემბერში ერთ-ერთი ფირმისგან მუნიციპალიტეტისათვის გადახდილმა ჯარიმამ 82,6 ათ. ლარი შეადგინა, ხოლო სულ მიღებულია 88,7 ათ. ლარი.

ადმინისტრაციული მოსაკრებლე-ბისა და გადასახდელების გეგმის შესრულებას დააკლდა 1,7 ათ. ლარი და 5,8 ათ. ლარიდან შემოსულია 4,1 ათ. ლარი;

შერეული და სხვა არაკლასიფი-ცირებული შემოსავლები 2014 წლის ცხრა თვეში მივიღეთ 12,1 ათ. ლარი, რომელიც არ დაგვიგეგმავს და ძირი-თადად შედგება უკან დაბრუნებული თანხებისაგან.

სულ სხვა შემოსავლების გეგმა დამტკიცებული ბიუჯეტით განისაზღვ-რებოდა 780,0 ათ. ლარი, გეგმა გა-იზარდა სხვა შემოსავლების ცალკეულ სახეებში სულ 114,8 ათ. ლარით და განისაზღვრა 894,8 ათ. ლარი, ხოლო ფაქტობრივად, როგორც ზემოთ აღი-ნიშნა, მიღებულია 1163,6 ათ. ლარი, რაც ასევე იძლევა საშუალებას, მუნიცი-პალიტეტმა აიღოს ახალი დამატებითი ვალდებულებები.

არაფინანსური აქტივების კლები-დან ცხრა თვეში დაგეგმილი 11,0 ათ. ლარიდან შემოსულია 19,1 ათ. ლარი. აქედან 5,6 ათ. ლარი მიწების პრივატი-ზებიდან და 13,5 ათ. ლარი სხვადასხვა ძირითადი აქტივების რეალიზაციიდან.

გარდა ზემოთ აღნიშნული შემო-სულობებისა, ხარჯების დაფინანსების წყაროდ მიმდინარე წლის ცხრა თვეში ასევე გამოყენებულია 2014 წლის პირველი იანვრისათვის არსებული სახსრების ნაშთიდან 1611,5 ათ. ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდების ნაშთიდან ასათვისებელი დარჩა 64,8 ათ. ლარი; 2014 წლის პირველ იანვა-რისათვის არსებული სახსრების ნაშთი განისაზღვრა 2051,5 ათ. ლარი, მ. შ. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ნაშთი 1490,4 ათ. ლარი და საკუთარი სახსრების ნაშთი 561,1 ათ. ლარი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ცხრა თვის ბიუჯეტი ხარჯე-ბის ნაწილში განისაზღვრა 8581,3 ათ. ლარი, ფაქტობრივად კი გაწეულია 8383,0 ათ. ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდში გაწეულ ხარჯებს 4344,6 ათ. ლარით აღემატება. 2013 წლის ცხრა თვეში მუნიციპალიტეტს გაწეული აქვს მხოლოდ 4038,4 ათ. ლარის ხარჯი. მიმდინარე წლის ცხრა თვეში გაწეული ხარჯები დაფინანსებუ-ლია 97,7 პროცენტით. ამასთან, ცხრა თვეში გაწეული ხარჯების წილი წლიურ

ხარჯებთან განისაზღვრა 77,4 პრო-ცენტი. 2014 წლის ხარჯების წლიური გეგმა შეადგენს 10829,7 ათ. ლარს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ათვისებას, მიმდინარე წლის ცხრა თვეში სახელმწიფო ფონდებიდან შესასრულებელი იყო სულ 3929,6 ათ. ლარის სამუშაოები. აქედან 2012-13 წლების ფონდებიდან დარჩენილი 1470,3 ათ. ლარი და მიმდინარე წელს გამოყოფილი 2459,3 ათ. ლარი. ფაქ-ტობრივად ცხრა თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებით გამოყოფილი სახსრებიდან ათვისებული იქნა 3877,3 ათ. ლარის სამუშაო, მ. შ. საქართვე-ლოს რეგიონებში განსახორციელებე-ლი პროექტების ფონდიდან 3233,0 ათ. ლარი, ხოლო სოფლის მხარდამჭერი პროგრამით 644,3 ათ. ლარი.

წარმომადგენლობითი და აღმას-რულებელი ორგანოების ხარჯების დაფინანსებაზე დაგეგმილი 1403,3 ათ.

ლარიდან გაწეულია 1396,1 ათ. ლარი, მათ შორის:

მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესანახი ხარჯები 2014 წლის ცხრა თვეში განსაზღვრული 329,4 ათ. ლა-რიდან გაწეულია 328,7 ათ. ლარი და დაფინანსებულია 99,8 პროცენტით. 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შე-დარებით საკრებულოს ხარჯები გაზრ-დილია 34,6 ათ. ლარით (2013 წლის ცხრა თვეში საკრებულოს ხარჯებმა შეადგინა 294,1 ათ. ლარი). ხარჯების ზრდა ძირითადად გამოწვეულია შრო-მის ანაზღაურების ხარჯების გაზრდით.

მუნიციპალიტეტის გამგეობის შესა-ნახი ხარჯები დაგეგმილი 1073,9 ათ. ლარიდან დაფინანსებულია 1067,4 ათ. ლარი, 99,4 პროცენტით. 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარე-ბით მუნიციპალიტეტის გამგეობის შე-სანახი ხარჯები გაზრდილია 167,4 ათ. ლარით (2013 წლის ცხრა თვეში მუ-ნიციპალიტეტის გამგეობაზე გაწეულია 900,0 ათ. ლარი). ხარჯების ზრდა ძი-რითადად გამოწვეულია საქონელი და მომსახურების ხარჯების (შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება, ოფისის, ტრანსპორტის, წარმომადგენლობითი ხარჯები) და არაფინანსური აქტივების ზრდის ხარჯების გაზრდით.

2014 წლის ცხრა თვეში მუნიცი-პალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 47,1 ათ. ლარი, აქედან სოფელ მოლითში ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად ჩამონგრეული მრა-ვალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის შესაკეთებლად - 28,9 ათ. ლარი;

დაბა ხარაგაულში ცხრა აპრილის ქუჩის პირველ შესახვევში ხანგრძ-ლივი წვიმების შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლების მოსაწყობად 11,8 ათ. ლარი; წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გოლათუბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ტორ-ძალის მთის გზის სარეაბილიტაციოდ 1, 9 ათ. ლარი; სტიქიის შედეგად დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის შესაკეთებლად დაბა ხარაგაულის ად-მინისტრაციულ ერთეულში სოლომონ მეფის ქუჩის პირველ ჩიხში 3,0 ათ.

ლარი; მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნებოძირში კოკის-პირული წვიმების შედეგად მოვარდ-ნილი ღვარცოფით დაზიანებული გზის შესაკეთებლად 1,5 ათ. ლარი.

2014 წელს გამოყოფილი სარე-ზერვო ფონდიდან 85,0 ათ. ლარიდან დარჩენილი გასანაწილებელი თანხა შეადგენს 37,9 ათ. ლარს.

თავდაცვა, საზოგადოებრივი წეს-რიგი და უსაფრთხოების ხარჯების დასაფინასებლად დაგეგმილი 340,7 ათ. ლარიდან დახარჯულია 338,5 ათ. ლარი, მ.შ.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხარჯები დაგეგმილი 264,1 ათ. ლა-რიდან დაფინანსებულია 263,0 ათ. ლარი და დაფინანსებულია 99,6 პროცენტით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხარჯები გაზრდილია 67,4 ათ. ლარით (2013 წლის ცხრა თვეში გაწეულია 263,0 ათ. ლარი). ხარჯების ზრდა ძირითადად

გამოწვეულია საქონელი და მომსა-ხურების ხარჯების გაზრდით (მ. შ. შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება, ოფისისა და ტრანსპორტის ხარჯები).

თავდაცვის ხარჯები 76,6 ათ. ლა-რიდან დაფინანსებულია 75,5 ათ. ლარით, ანუ 98,6 პროცენტით, ამასთან თავდაცვის ხარჯები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 18,2 ათ. ლარით. (2013 წლის ცხრა თვეში სამხდრო სამსახურის მიერ გაწეულია 57,3 ათ. ლარი),

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის ხარჯები 2014 წლის ცხრა თვის შედე-გების მიხედვით დაგეგმილი 3486,9 ათ. ლარიდან დაფინანსებულია 3416,9 ათ. ლარით, 98,0 პროცენტით. ამას-თან, გასული წლის შესაბამის პერიოდ-თან შედარებით ინფრასტრუქტურაზე გაწეულია 2514,6 ათ. ლარით მეტი (2013 წლის ცხრა თვეში ინფრასრუქ-ტურას მოხმარდა მხოლოდ 902,3 ათ. ლარი). აქედან:

1) საგზაო ინფრასტრუქტურის მშე-ნებლობაზე დაგეგმილი 2385,5 ათ. ლარიდან დახარჯულია 2342,6 ათ. ლარი, ე. ი. 98,2 პროცენტი. გასულ 2013 წელთან შედარებით საგზაო ინფ-რასტრუქტურაზე დახარჯულია 2222.9 ათ. ლარით მეტი (2013 წლის ცხრა თვეში საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდა მხოლოდ 119,7 ათ. ლარი). მათ შორის გზების მშენებლობა, რე-კონსტრუქციის მოვლა-შენახვის ხარ-ჯები დაგეგმილი 2306,0 ათ. ლარიდან დახარჯულია 2304,4 ათ. ლარი, გზების რეაბილიტაცია ხორციელდებოდა: მთავრობის 2013 წ. 4.04.#311 განკარ-გულებით და დახარჯულია 775,4 ათ. ლარი, (აქედან ნაპირსამაგრებზე 130,2 ათ. ლარი; ქუჩების მოასფალტებაზე 645,2 ათ. ლარი); მთავრობის 2014 წ. # 34 განკარგულებით 1131,8 ათ. ლარი (აქედან საპროექტო სამუშაოებზე 4,2 ათ. ლარი და ხარაგაული-ფარცხ-ნალის გზის მოასფალტებაზე 372,3 ათ. ლარი; კიცხი-ხიდარის გზის მოას-ფალტებაზე 355,2 ათ. ლარი; ვარძია-წყალაფორეთის გზის მოასფალტებაზე 400,1 ათ. ლარი); მთავრობის 2014 წ.

#35 განკარგულებით 143,4 ათ. ლარი და მოხმარდა მთლიანად დაბა ხარა-გაულის ქუჩების მოასფალტებას. ამავე ქუჩების მოასფალტებას საკუთარი სახსრებით მოხმარდა 14,3 ათ. ლარი.

მთავრობის 2012 წ. #972 განკარ-გულებით, 11,0 ათ. ლარი მოხმარდა სასულიერო გიმნაზიის ეზოსთან საყრ-დენი კედლის მოწყობას. ამასთან, საკუთარი სახსრებით ამ პროექტზე მიიმართა 39,3 ათ. ლარი.

საკუთარი სახსრებით გზების რე-აბილიტაციაზე დახარჯულია 183,3 ათ. ლარი. აქედან დახრეშვაზე 176,7 ათ. ლარი და 6,6 ათ. ლარით შეძენილია საწვავი დაზიანებული გზების გასაწ-მენდი ტექნიკის მომსახურეობისათვის.

6,0 ათ. ლარი მოხმარდა იმ მიკ-როავტობუსის სუბსიდირებას, რომე-ლიც ემსახურებოდა დაბა ხარაგაულის მოსახლეობის ტრანსპორტირებას და-ბის ცენტრიდან სოფელ თეთრაწყაროს ცენტრამდე.

ხიდებისა და ბოგირების შეკეთე-ბაზე მიმდინარე წლის ცხრა თვეში უნდა გაწეულიყო 79,5 ათ. ლარი. ფაქტობრივად შესრულდა მხოლოდ 38,2 ათ. ლარის სამუშაო, აქედან 36,0 ათ. ლარი საკუთარი სახსრების ხარჯზე; აღნიშნულ ხარჯებში ეკონომია გამოწვეულია სოფელ მაქათუბანში მშენებარე ხიდის გამო. ამ ეტაპზე შედ-გენილია ახალი პროექტი, რაზედაც დახარჯულია 2,2 ათ. ლარი;

2) კომუნალური ინფრასტრუქტუ-რის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაციაზე გათვალისწინებული 357,8 ათ. ლარიდან დახარჯულია 331,2 ათ. ლარი, ე.ი. 92,6 პროცენტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომუნალურ მომსახურე-ობაზე გაწეულია142,7 ათ. ლარით მეტი. დასუფთავების ღონისძიებების სუბსიდირებაზე დაგეგმილი 164,6 ათ. ლარიდან დახარჯულია 143,9 ათ. ლარი, მრავალბინიანი სახლების რე-კონსტრუქციაზე (სახურავის რეაბილი-ტაცია) 27,5 ათ. ლარი, წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე 8,2 ათ. ლარი, გარე განათების სუბსიდირებაზე გაწეულია 92,8 ათ. ლარი, ხოლო ელექტრო გადამცემი ხაზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 58,8 ათ. ლარი. დასუფთა-ვების წლიურ ხარჯებში სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გათვალისწინე-ბულია ერთი ნაგავმზიდისა და 50 ცალი ერთეული ნაგვის ბუნკერის შეძენა, რა-ზედაც გამოცხადებული იყო ტენდერი, გამარჯვებული გამოვლენილია, ნაგვის კონტეინერები უკვე შემოტანილია და თვის ბოლომდე მოხდება ნაგავმზიდი ავტომანქანის შემოტანა.

3) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყო-ბის ღონისძიებების დასაფინანსებლად ცხრა თვეში გამოყოფილი 78,0 ათ. ლარი სრულად იქნა ათვისებული. აქედან 70,0 ათ. ლარი მოხმარდა პარკებისა და სკვერების სუბსიდირებას, რაც გასული წლის შესაბამისი პერი-ოდის მაჩვენებლებს 13,5 ათ. ლარით აღემატება და 8,0 ათ. ლარი მოხმარდა სოფელ უბისაში მიწის შეძენას.

4) სოფლის მხარდამჭერი პროგრა-მის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები 2014 წლის ცხრა თვეში 647,6 ათ. ლარით განისაზღვრა. ფაქ-ტობრივად მოხდა 647,1 ათ. ლარის დახარჯვა. აქედან წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდა 81,0 ათ. ლარი; სარიტუალო შენობების მშენებ-ლობის დასრულებას, ინვენტარითა და ჭურჭლით უზრუნველყოფას 213,9 ათ. ლარი; საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას 24,5 ათ. ლარი, სასაფლაოებისა და თავ-შეყრის ადგილების მოწყობას 17,1 ათ. ლარი, გზების რეაბილიტაციას 233,2 ათ. ლარი; ხიდებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაციას 8,2 ათ. ლარი, კლუბე-ბისა და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციას 7,8 ათ. ლარი, ტრაქ-ტორებისა და ავტობუსის შეძენას 20,6 ათ. ლარი, მემორიალის მოწყობას 10,0 ათ. ლარი, გარე განათების ქსელის მოწყობას 4,5 ათ. ლარი, წისქვილების მოწყობასა და აღჭურვას 12,2 ათ. ლარი. სხვადასხვა პროექტების გან-ხორციელებას 14,1 ათ. ლარი. გასული 2013 წლის ცხრა თვესთან შედარებით სოფლის მხარდამჭერი პროგრამის დაფინანსებაზე დახარჯულია 109,5 ათ. ლარით მეტი. გასული წლის ცხრა თვე-ში აღნიშნულ პროგრამაზე დაიხარჯა 537,6 ათ. ლარი.

2014 წელში ხარაგაულის ინფ-რასტრუქტურულ პროექტებს დაემატა სოფლის მეურნეობის დაფინანსების პროგ-

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014

წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

გვ. 6

Page 5: ხარაგაულში განახლებული ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/40-611-2014w.pdfავტორი და რეჟისორი გახლდათ

5xtvb [fhfufekb24 ოქტომბერი, 2014 წ.

ირაკლი ხაჩიძე ასი წლისაა

ხარაგაულის ისტორიულმა მუზეუმმა (დირექტორი ნინო დიდიძე) ტრადიციად ქცეული ოჯახური წესით დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია-ფეს-ტივალს უმასპინძლა. 2006 წელს მუზეუმის მაშინდელმა დირექტორმა ეკა შველიძემ დაიწყო პროექტის „შენ ხარ ვენახი“ განხორციელება. ამ საქმეში მას გვერდით დაუდგა ს/ს „იმერის“ ხელმძღვანელი იუზა კელენჯერიძე. პროექტი

მიზნად ისახავს ოჯახური წესით დამზადებული ღვინის პოპუ-ლარიზაციას და მეღვინეთა წახალისებას.

„ამჯერად ორმოცი სახეობის ოჯახური წესით დამზადებული ღვინო წარმოადგინეს ხარაგაულე-ლებმა, - გვიამბობს ეკა შველიძე, - საკონკურსო კომისიის წევრები კომპეტენტური და სწავლული მეღვინეები გახლდნენ: იუზა კე-ლენჯერიძე, ჰამლეტ მანჯავიძე, ამირან ოქრომჭედლიძე, გელა შავიძე, უშანგი ბაბუხადია და ბებური მაჭავარიანი. სხვადასხვა

ნომინაციაში გამარჯვებული ოცდა-თორმეტი კონკურსანტი მუზეუმისა და ს/ს „იმერის“ მიერ დაწესებული სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილ-დოვდნენ.“

თეთრი ღვინის დამზადებისთ-ვის დიპლომებით დაჯილდოვდ-ნენ:

სულიკო ჭანკოტაძე - იმერუ-ლი წესით ქვევრის ღვინის კარგი დამყენებელი;

თემურ გამცემლიძე - იმერული

წესით ქვევრის ღვინის საუკეთე-სოდ დამყენებელი;

ჟაკი ციცქიშვილი - უხუცესი მევენახე-მეღვინე;

ჟორა ჩუბინიძე - იმერული წე-სით ქვევრის ღვინის დამყენებელი;

იმერი ავალიანი და ბადრი ბერაძე - იმერული წესით ღვინის დამყენებელი;

ვლადიმერ კაპანაძე და პაატა ფცქიალაძე - ახალგაზრდა მევე-ნახე-მეღვინე;

ცეზარ ბუბულაშვილი - კარგი ღვინის დამყენებელი;

თენგიზ ცხოვრებაძე - საუკეთე-

სო ღვინის დამყენებელი;უშანგი ბაბუხადია - უხუცესი

მევენახე-მეღვინე - საუკეთესო ღვინის დამყენებელი;

ბებური მაჭავარიანი - ახალ-გაზრდა მევენახე-მეღვინე, სწავ-ლული სპეციალისტი;

ვლადიმერ გელაშვილი, გივი გაბუნია - მევენახე-მეღვინე, კარგი ღვინის დამყენებელი.

შავი ღვინის დამზადებისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ:

რამაზ ხარაძე - უხუცესი მევენა-ხე-მეღვინე, იმერული წესით ქვევ-რის შავი ღვინის დამყენებელი;

გივი ფურცელაძე - იმერული ღვინის კარგი დამყენებელი;

მამუკა კიკნაძე - კარგი ღვინის დამყენებელი.

სიგელებით დაჯილდოვდნენ:გოჩა კუპრაძე - კარგი მევენა-

ხე-მეღვინე;ბაჩუკი გორგაძე, დავით გე-

ლაშვილი, მამუკა რამიშვილი - ვაზისა და ღვინის ქომაგი;

ნოდარ კვირიკაშვილი და ალექსანდრე კაპანაძე - ღვინის ფესტივალის დებიუტანტები;

ვიტალი ხარაძე - საუკეთესო ღვინის დამყენებელი;

ბესიკ ჩუბინიძე - ღვინის ქო-მაგი;

ზურაბ დევდარიანი - საუკეთე-სო მევენახე-მეღვინე.

ჟიურის მიერ დაწესებული სპე-ციალური პრიზი „საქართველოს მომავალი“ გადაეცა ბებური მაჭა-ვარიანის შვილს გიორგი მაჭავა-რიანს. მუზეუმში 17 ოქტომბერს გამართულ დეგუსტაცია-ფესტი-

ვალზე დამსწრე საზოგადოებამ ყველაზე მეტად მოიწონა ბებური მაჭავარიანის ღვინო.

ღონისძიება ქართული ხალხუ-რი სიმღერებითა და საგალობ-ლებით გაალამაზა ფოლკლორის სახლთან არსებულმა ანსამბლმა „კახორი“ (ხელმძღვანელი დალი მაღრაძე, ლოტბარი მაია მაღ-რაძე).

ოჯახური წესით დამზადებუ-ლი ღვინის დეგუსტაცია-ფესტი-ვალში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), მუნიციპალიტეტის ადგილობრი-ვი ხელისუფლებისა და იმერე-თის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობ-დნენ.

ნინო კაპანაძე

1989 წელს, ხარაგაულის რა-იონული გაზეთის რედაქციაში რომ დავიწყე მუშაობა, ირაკლი ხაჩიძე მშრომელთა წერილების განყოფილების გამგედ მუშაობ-და. უამრავი ადამიანი მოდიოდა რედაქციაში ბატონ ირაკლისთან, - ზოგი რჩევას თხოვდა, ზოგი - თანადგომას, ზოგიც - პრობლემის გადასაჭრელად გზის გაკვლევაში დახმარებას.

ხმალამოწვდილი კაციც რომ შემოსულიყო, ბატონი ირაკლი დაუყვავებდა, დაამშვიდებდა, და-აიმედებდა და გზაზე დაყენებულს გაისტუმრებდა. იგი ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარითა და პრობლემებში წვდო-მის გამორჩეული ალღოთი იყო დაჯილდოებული. მისგან უნდა გესწავლა! ხშირად შევპარულვარ ბატონი ირაკლის სამუშაო ოთახში მისი მომაჯადოვებელი საუბრის მოსასმენად.

75 წლის ასაკშიც მუდმივად ფლობდა უახლეს და ობიექტურ ინფორმაციას არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე ფაქტებსა და პროცე-სებზე. ასაკოვანიც კი ადვილად ღებულობდა სიახლეებს.

ირაკლი ხაჩიძე 1914 წელს დაიბადა სოფელ წაქვაში. ნიჭიერ-მა ახალგაზრდამ ჯერ ჭიათურის პედტექნიკუმი დაამთავრა, შემდეგ კი ფილოლოგიური განათლება მიიღო. პედაგოგიური მოღვაწეობა ხევის არასრულ სკოლაში დაიწყო გასული საუკუნის 30-იან წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამავე სკოლაში ხანგრძლივად მუშაობდა სასწავ-

ლო ნაწილის გამგედ, სკოლის დირექტორად.

1965 წლიდან, როგორც აღი-არებული ფელეტონისტი და მრა-ვალი საგაზეთო სტატიის ავტორი, ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილედ მიიწ-ვიეს. ამ თანამდებობაზე სრუ-ლად გამოვლინდა მისი, რო-გორც ღრმად ერუდირებული ჟურნალისტის, გაზეთის ტექნიკური მხარის უბადლო სპეციალისტის თვისებები. მისი ნარკვევები, ჩანა-ხატები, რეპორტაჟები, ფელეტო-ნები მუდამ მოსწონდა მკითხველს. ირაკლი ხაჩიძე აქტიურად თანამშ-რომლობდა რესპუბლიკური გა-ზეთების - „კომუნისტი,“ „სოფლის

ცხოვრება,“ „სახალხო განათლება“ რედაქციებთან. ღვაწლმოსილი პიროვნება დაჯილდოებული იყო მთავრობის მრავალი ჯილდოთი.

განათლებული, ავტორიტეტუ-ლი, დინჯი, დარბაისელი, უაღრე-სად თავმდაბალი, შრომისმოყ-ვარე, - ასეთი გვახსოვს ბატონი ირაკლი ყველას, ვისაც კი მასთან ურთიერთობა გვქონია. როგორც რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილე, მუდამ ცხოვრების შუ-აგულში ტრიალებდა, გულწრფე-ლად იზიარებდა ხარაგაულელთა ჭირსა და ლხინს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ირაკლი ხაჩიძის არაჩვეულებრივი იუმორი. ერთხელ რედაქტორს,

ქალბატონ ქეთევან სახვაძეს, ორჯერ მიუბრუნებია ბატონი ირაკ-ლისთვის სტატია - ესა და ეს აკლია და დაამატეო. დინჯად შეუს-რულებია ორივეჯერ რედაქტორის მითითება და სტატიაზე წაუწერია:

„გასრულდა ესე წერილი, ვითა სიზმარი ღამისა,მე აღარა ვარ ამაზედამმატებელი რამისა.”ერთი კურიოზიც მახსენდება

ირაკლი ხაჩიძის ჟურნალისტური საქმიანობიდან.

სასურსათო მაღაზიაში ახალ-მიღებული ხორცი გაიყიდა. რიგში მყოფი მოქალაქეები, რომელთაც სასურველი ხორცი არ შეხვდათ, წუხდნენ, ცოტ-ცოტა რომ გა-

ნაწილებულიყო, მეტს შეგვხვ-დებოდაო. ბატონი ირაკლის ამ თემაზე დაწერილ ფელეტონში ვკითხულობთ:

„ხორცი მოვიდა, რა ხორცი,შეიქნა ერთი ხორხოცი,ზოგს ერთი კილო არ შეხვდა,ზოგმა წაიღო ოც-ოცი...”ამ ფელეტონის გამოქვეყნების

შემდეგ რედაქციაში ბატონ ირაკ-ლისთან მოვიდა გამყიდველი, - არავისთვის გამიტანებია ოცი კილო ხორციო. რითმისთვის დამჭირდაო, - ძლივს გააგებინა მყიდველებისგან შევიწროვებულ გამყიდველს ბატონმა ირაკლიმ.

ირაკლი ხაჩიძემ მეუღლეს-თან, მარიამ გრიგალაშვილთან, ერთად, აღზარდა ოთხი შვილი: შეჰერა, დინარა, ზაირა და მირზა ხაჩიძეები. მის ხსოვნას დღეს სახე-ლოვნად აგრძელებენ შვილიშვი-ლები და შვილთაშვილები.

1999 წელს, 85 წლის ასაკში, გადასახლდა იმქვეყნად. ნათელი კვალი დატოვა ამქვეყნად.

ირაკლი ხაჩიძე ახლახან 100 წლისა შესრულდა. მარად იცოც-ხლებს ამ დიდებული ხარაგა-ულელის ხსოვნა და დიდება კოლეგების, ახლობლებისა და ხარაგაულელების გულებში.

ლაურა გოგოლაძე

ფოტოზე: რაიონული გაზეთის რედაქციის თანამშრომლები გუ-ლიკო ნიქაბაძე, ირაკლი ხაჩიძე, ქეთევან სახვაძე, ზინა მამასახლისი და ჯუმბერ კვინიკაძე.

1975 წ. 31 დეკემბერიგონერი ლომიძის ფოტო

ხარაგაულში ღვინის დეგუსტაცია-ფესტივალი გაიმართა

Page 6: ხარაგაულში განახლებული ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/40-611-2014w.pdfავტორი და რეჟისორი გახლდათ

6 xtvb [fhfufekb 24 ოქტომბერი, 2014 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

რამა, კერძოდ მევენახეობის სანერგე მეურნეობის დაფინანსება, რაზედაც ცხრა თვეში უკვე დაიხარჯა 18,0 ათ. ლარი.

განათლებაზე 2014 წლის ცხრა თვეში გათვალისწინებული 1177,4 ათ. ლარიდან დახარჯულია 1159,2 ათ. ლარი და დაფინანსებულია 98,5 პროცენტით, მ.შ. სკოლამდელი განათლების სუბსიდირებაზე დაგეგ-მილი 386,1 ათ. ლარი სრულად იქნა ათვისებული, სკოლა-ინტერნატის სუბსიდირებაზე - 62,7 ათ. ლარი, სკოლა-გიმნაზიის სუბსიდირებაზე 5,0 ათ. ლარი; მოსწავლე-ახალგაზრდო-ბის სახლის სუბსიდირებაზე 75,5 ათ. ლარი; რაც შეეხება საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარეობას, წლი-ური დაგეგმილი 761,0 ათ. ლარიდან ათვისებულია 550,7 ათ. ლარი, მ. შ. 522,2 ათ. ლარი სახელმწიფო ფონდე-ბიდან არის დაფინანსებული, აქედან:

მთავრობის 2013 წ. #311 განკარ-გულებით გამოყოფილი სახსრებიდან 206,0 ათ. ლარი იქნა ათვისებული;

საქ. მთავრობის 2014 წლის #34 განკარგულებით 260,9 ათ. ლარი, აქედან სოფელ ხიდრის საბავშვო ბაღის მშენებლობას მოხმარდა 75,7 ათ. ლარი; სოფელ წყალაფორეთის საბავშვო ბაღის მშენებლობას 18,5 ათ. ლარი; სოფელ ბორითის საბავშვო ბა-ღის რეაბილიტაციას 160,7 ათ. ლარი; და მშენებლობის საპროექტო სამუშა-ოებზე დაიხარჯა 6,0 ათასი ლარი.

საქ. მთავრობის 2014 წ. #35 გან-კარგულებით გაიხარჯა 55,3 ათ. ლარი; საკუთარი სახსრებით ბაღების მშენებლობას ცხრა თვეში მოხმარდა 28,5 ათ. ლარი;

ხოლო სხვადასხვა ინვენტარის შესაძენად სახელმწიფო ფონდებით ათვისებულია 90,9 ათ. ლარი.

სულ განათლებაზე მიმდინარე წლის ცხრა თვეში გასული წლის შესა-ბამის პერიოდთან შედარებით გაწე-ულია 697,5 ათ. ლარით მეტი ხარჯი (2013 წლის ცხრა თვეში განათლებას მოხმარდა 461,7 ათ. ლარი).

კულტურა, რელიგია, ახალგაზრ-დული და სპორტული ღონისძიებების ხარჯები დაგეგმილი 1601,1 ათ. ლა-რიდან დახარჯულია 1517,6 ათ. ლარი და დაფინანსებულია 94,8 პროცენტი, აქედან სპორტის განვითარებაზე 454,4 ათ. ლარიდან დახარჯულია 415,0 ათ. ლარი, საიდანაც სპორტული ღონის-ძიებების დაფინანსებაზე დახარჯულია 9,1 ათ. ლარი, სპორტული სკოლის-სუბსიდირებაზე 111,1 ათ. ლარი, ტურიზმის ცენტრის დაფინანსებაზე 80,1 ათ. ლარი საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა-2009“-ის სუბსიდირებაზე 115,0 ათ. ლარი; სპორტული კომპ-ლექსისათვის სპორტული საქონლისა და ინვენტარის შესაძენად საქ. მთავ-რობის 2014 წ. #35 განკარგულებით დახარჯულია 85,6 ათ. ლარი და საკუ-თარი სახსრებით სპორტკომპლექსის ეზოს კეთილმოწყობასა და სპორტული მოედნების მოწყობაზე 14,1 ათ. ლარი;

კულტურის განვითარებაზე დაგეგ-მილი 998,1 ათ. ლარიდან დახარჯუ-ლია 955,8 ათ. ლარი და დაფინანსე-ბულია 95,8 პროცენტით, აქედან:

სამუსიკო სკოლის სუბსიდირებაზე დაიხარჯა 83,2 ათ. ლარი, ხალხური შემოქმედების სახლის სუბსიდირებაზე 58,2 ათ. ლარი, კულტურის ცენტრის სუბსიდირებაზე 133,7 ათ. ლარი, კი-ნოთეატრის რეაბილიტაციაზე საქ. მთ. 2013 წ. #311 განკარგულებით 302,3 ათ. ლარი და საკუთარი სახსრებით 6,9 ათ. ლარი, ეზოს კეთილმოწყო-ბაზე 115,9 ათ. ლარი და საკუთარი სახსრებით 49,0 ათ. ლარი მოხმარდა

სხვადასხვა აპარატურის შეძენას.ცენტრალური ბიბლიოთეკის სუბსი-

დირებაზე 110,6 ათ. ლარი, ისტორიული მუზეუმის სუბსიდირებაზე 57,7 ათ. ლარი, ლიტერატურული თეატრის სუბსიდირე-ბაზე 38,3 ათ. ლარი; ტელერადიო მაუწ-ყებლობა და საგამომცემლო საქმიანო-ბაზე 21,3 ათ. ლარი, მათ შორის გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ სუბსიდირებაზე 18,3 ათ. ლარი და 3,0 ათ. ლარი სატე-ლევიზიო გადაცემაში მუნიციპალიტეტის მონაწილეობის ხარჯების ასანაზღაურებ-ლად. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსებაზე 10,4 ათ. ლარი.

რელიგიის დაფინანსებაზე ცხრა თვეში მიიმართა 115,1 ათ. ლარი, აქე-დან ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის სუბსიდირებაზე 62,0 ათ. ლარი და 53,1 ათ. ლარი მუნიციპა-ლიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ეკლესიებისა და ტაძრების სუბსიდირებაზე. მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის ცხრა თვეში დახმა-რება გაუწია ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერს 8,0 ათ. ლარით; კიცხის წმ. გიორგის სახ. ტაძარს 5,0 ათ. ლარით; რიკოთის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერს 6,0 ათ. ლარით; ბაბის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას 6,5 ათ. ლარით; ბორითის (ვაშლევის) ღვთისმშობლის ტაძარს 20,2 ათ. ლარით; ვახანის წმ. გიორგის სახ. ტაძარი 1,4 ათ. ლარი; ვერტყვიჭალის ღვთისმშობლის ტაძა-რი 3,0 ათ. ლარი; წმ. ანდრიაპირველ-წოდებულის სახელობის ეკლესია 3,0 ათ. ლარი.

სულ მუნიციპალიტეტის მიერ მიმდი-ნარე წლის ცხრა თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კულტურის, სპორტის, რელიგიისა და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებაზე გაწეულია 633,8 ათ.

ლარით მეტი, 2013 წლის ცხრა თვეში აღნიშნულ ღონისძიებებზე დახარჯუ-ლია მხოლოდ 883,8 ათ. ლარი.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოცი-ალურ უზრუნველყოფაზე ცხრა თვეში დაგეგმილი 571,9 ათ. ლარიდან ათ-ვისებულია 554,7 ათ. ლარი, აქედან საზოგადოებრივი ჯანდაცვაზე დახარ-ჯულია 78,5 ათ. ლარი, აქედან 69,1 ათ. ლარი მოხმარდა საზ. ჯანდაცვის სუბსიდირებას და 9,4 ათ. ლარი სო-ფელ წიფაში საექიმო ამბულატორიის საძირკვლის მშენებლობას.

სოციალურ პროგრამებზე დაგეგმი-ლი 482,2 ათ. ლარიდან ათვისებულია 476,2 ათ. ლარი. აქედან უფასო სასა-დილოს სუბსიდირებაზე დახარჯულია 59,9 ათ. ლარი. მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობის, მედიკამენტე-ბით უზრუნველყოფის და სხვადასხვა სოციალური ფენის მოსახლეობის ერთ-ჯერად დახმარებებზე 338,3 ათ. ლარი, ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარებაზე 20,6 ათ. ლარი, სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებ-ლით უზრუნველსაყოფად 56,9 ათ. ლარი, ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვაზე 0,5 ათ. ლარი.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საზჯანდაცვის დაფინანსებაზე ხარჯები გაზრდილია 19,1 ათ. ლარით და სო-ციალური პროგრამების დაფინასება გაზრდილია 182,6 ათ. ლარით. გასულ წლის ცხრა თვეში სოციალურ პროგ-რამებზე დაიხარჯა 293,6 ათ. ლარი.

მიმდინარე წლის ცხრა თვეში მუ-ნიციპალიტეტის მიერ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამი-სად სხვადასხვა საქონლის, სამუშაოს და მომსახურეობის შესყიდვის განხორ-

ციელებისათვის გაფორმებულია 339 ხელშეკრულება, გამოცხადებულია 64 ელექტრონული და გამარტივებული ტენდერი, მათ შორის 17 ტენდერი არ შედგა, ხოლო 1 ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით.

მუნიციპალიტეტის მიერ განხორცი-ელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულე-ბები ასახულია სახელმწიფო შესყიდვე-ბის ერთიანი ელექტრონული სისტემის GMR მოდულში და ასევე ასახულია ინფორმაცია კონკრეტულ ხელშეკრუ-ლებაზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების შესახებ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის ცხრა თვეში გაწეული 8383,0 ათ. ლარიდან არაფინან-სური აქტივების ზრდაზე გაწეულია 3639,8 ათ. ლარი, მთელი ხარჯების 43,4 %; და დარჩენილი 4743,2 ათ. ლარის ხარჯებიდან საკუთარი სახს-რებით გაწეული ხარჯები შეადგენს 4247,1 ათას ლარს; აქედან შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია 1001,2 ათ. ლარი, ე.ი. 23,6 %, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 354,1 ათ. ლარი, 8,3 %, მივლინების ხარჯების ანაზღაურებაზე 7,6 ათ. ლარი, 0,2 %; საოფისე ხარჯების გაწევაზე 131,4 ათ. ლარი, 3,1 %, წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურებაზე 8,0 ათ. ლარი, 0,3 %; სატრანსპორტო ხარჯე-ბის ანაზღაურებაზე 107,4 ათ. ლარი, 2,5 % სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურებაზე 281,1 ათ. ლარი, 6,6 %; სუბსიდირებაზე 1781,3 ათ. ლარი, 41,9 %, სოციალურ უზრუნველყოფაზე 547,5 ათ. ლარი, 12,9 %.

ვლადიმერ გელაშვილიხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

მეოთხე გვერდიდან

მათემატიკური კონკურსი „მათემა-ტიკის დღე“ 19 ოქტომბერს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორია საგან-მანათლებლო სფეროში მოღვაწე საინიციატივო ჯგუფი. პროექტის მიზა-ნია გამოავლინოს მათემატიკური ნი-ჭით დაჯილდოებული ახალგაზრდე-ბი, ხელი შეუწყოს მათ მოტივაციას და გონებრივ განვითარებას. კონკურსზე მოსწავლეებს უნდა ამოეხსნათ ქართ-ველი მათემატიკოსების, კერძოდ ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემა-ტიკის თბილისის №42 საჯარო და ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის №199 საჯარო სკოლების პროფესორ-მასწავლებლების მონა-წილეობით შექმნილი საკონკურსო დავალებები. პროექტის მონაწილე-ბისგან გადახდილი თანხა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლო-ბით, სოციალურ ღონისძიებებსაც მოხმარდება.

კონკურსში მონაწილეობდნენ მეორე-მეათე კლასების მოსწავ-ლეები. ხარაგაულში „მათემატიკის დღე“ #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სპეციალისტის ნათია კაციტაძის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობისთვის და-რეგისტრირდა ხარაგაულის საჯარო სკოლების 155 მოსწავლე. კონკურს-ზე გამოცხადდა 120 მოსწავლე.

ვერტყვიჭალის საჯარო სკო-ლის მათემატიკის მასწავლებლის, ალექსანდრა ჭიპაშვილის თქმით, ძალიან კარგია, რომ მთელი საქარ-თველოს მასშტაბით ტარდება მათე-მატიკის დღე. „მათემატიკის კონკურ-სებით ეძებენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდობეულ ბავშვებს, - ამბობს ალექსანდრა მასწავლებელი , - 15 წელი ვმუშაობდი მათემატიკის ტურის შედეგების გამსწორებლად ზესტა-ფონში. ერთადერთხელ გავაგზავნეთ ერთი მოსწავლე მესამე ტურში მონა-წილეობისთვის. ასე რომ, მათემატიკა საკმაოდ რთულია და ასეთი სახის კონკურსები ნამდვილად დაეხმარე-ბა მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს ცოდნის ამაღლებაში. კონკურსი არის შესაძლებლობა, გამოცადო და შეამოწმო საკუთარი

ცოდნა. რასაც სწავლისა და მოს-წავლის წიგნთან დაბრუნებისთვის გავაკეთებთ, ყველაფერი კარგია. ვერტყვიჭალის სკოლიდან კონსკურ-ში შვიდი მოსწავლე მონაწილეობს.“

ვარძიის საჯარო სკოლის მა-ტემატიკის მასწავლებელი მამუკა ხიჯაკაძე ამბობს, რომ ძალიან კარგი მოსწავლეები ჰყავს და ამიტომ ჩართო ამ კონკურსში. მამუკა მასწავ-

ლებელი ამბობს, რომ მოსწავლეები წინა წლების დავალებებიდან გამო-მდინარე ამეცადინა და მათ არ უნდა გაუჭირდეთ ამოცანების ამოხსნა.

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის დოდო გელაშვილის თქმით, საკმაოდ რთული და სააზროვნო დავალებებია. დოდო მასწავლებელი მიიჩნევს, რომ კონკურსში მონაწილეობა გამბედა-

ობას და გამოცდილებას შემატებს მოსწავლეებს, რაც მათ ცხოვრებაში სირთულეების დაძლევაში დაეხმარება.

ხუნევის საჯარო სკოლის მეცხ-რეკლასელ თამარ კურტანიძეს მათემატიკა ძალიან უყვარს. თამარი ამბობს, რომ დავალებები რთული იყო, მაგრამ მათი ამოხსნა არ გას-ჭირვებია. მისივე თქმით, ასეთი ტიპის კონკურსები ხელს შეუწყობს ბავშ-ვების უფრო მეტად განვითარებას.

ბორის საჯარო სკოლის მეათეკ-ლასელი ფერიდე ბერაძე ამბობს, რომ საშუალო სირთულის დავალე-ბები იყო და ძირითადად სასკოლო საკითხებს მოიცავდა. ფერიდე მიიჩ-ნევს, რომ კონკურსებში მონაწილე-ობით ბევრ რამეს სწავლობს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის მეორე კლასელმა გიორგი მაქაძემ ხუთი ამოცანიდან ოთხი ამოხსნა, თუმცა ამბობს, რომ ამოცანები ძა-ლიან რთული იყო.

კონკურსის, „მატემატიკის დღე“, შედეგები ოც დღეში გახდება ცნო-ბილი.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ და-წესებულებათა გაერთიანებაში

შემავალი რიგით მეთორმეტე საბავშვო ბაღი სოფელ ვარძიაში გაიხსნა. ვარძიის საბავშვო ბაღი

გათვლილია 25 აღსაზრდელზე, თუმცა ჯერჯერობით აქ თექვს-მეტი აღსაზრდელია. საბავშვო ბაღი აღჭურვილია ახალი ინ-ვენტარითა და სათამაშოებით. ბაღის გამგე იზოლდა ხიჯაკაძე ამბობს, რომ აღსაზრდელებს ხუთი თანამშრომელი მოემსა-ხურება.

ვარძიის საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელი და ამავე დროს აღსაზრდელის მშობელი მაყვალა ხიჯაკაძის თქმით, ვარძიელების ნანატრი ოცნება ახდა. ინგა სულაქ-ველიძეს შვილი კიცხის საბავშვო ბაღში დაჰყავდა. ამიტომ ძალიან გახარებულია ვარძიაში საბავშვო ბაღის გახსნით. შვიდი შვილიშვი-ლის ბებია ლია ქავთარია ამბობს,

რომ ეს დღე ვარძიელებისთვის ზეიმია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის თქმით, ხარაგაულში წელს უკვე მეოთხე საბავშვო ბაღი გაიხსნა და ეს ტენდენცია გრძელდება. „დარწმუნე-ბული ვარ, ამ ბაღში ბევრი სასახელო მამულიშვილი აღიზრდება,“ - ამბობს გამგებელი.

საბავშვო ბაღის გახსნას ესწ-რებოდა იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი. მან აღნიშნა, - მნიშვნელოვანია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დიდი ყურადღება რომ ექცევა სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობას.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგეობის ინფრასტრუქტუ-

რის სამსახურის უფროსის მალ-ხაზ ფხალაძის ინფორმაციით, ვარძიის საბავშვო ბაღისათვის რეგიონული განვითარების ფონ-დიდან გამოიყო და გაიხარ-ჯა105 000 ლარი, ლეღვანის საბავშვო ბაღისთვის - 116 500 ლარი, კიცხის საბავშვო ბაღი-სათვის 112 000 ლარი, ვახანის საბავშვო ბაღისათვის - 107 500 ლარი, ბორითის საბავშვო ბაღი-სათვის - 160 700 ლარი. ხიდრის ს ა ბ ა ვშვო ბაღისათვის გამო-ყოფილია 101 500 ლარი. რაც შეეხება წყალაფორეთის საბავშ-ვო ბაღს, მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და თანხა დაზუს-ტებული არა.

თამთა გოგოლაძე

ვარძიაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

„მათემატიკის დღე“ ხარაგაულში

Page 7: ხარაგაულში განახლებული ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/40-611-2014w.pdfავტორი და რეჟისორი გახლდათ

7xtvb [fhfufekb24 ოქტომბერი, 2014 წ.

გამომცემლობა „პალიტრა L“ მალე მკითხველს შესთავაზებს „ილუსტრირებული ისტორიის“ 24 ტომს, რომელშიც გაერთიანდება საქართველოს განვლილი გზა, უძვე-ლესი დროიდან თანამედროვეობამ-დე. „პალიტრა L“ ისტორიკოსებთან, მხატვრებთან და სხვადასხვა სფერო-ში მოღვაწე პროფესიონალებთან ერთად სამი წელია, ამ უნიკალურ პროექტზე მუშაობს.

საქართველოს თავს გადა-ხდენილი ბევრჯერ დაწერილი ან დაუწერელი მოვლენები მკითხვე-

ლის თვალწინ ტექსტთან ერთად ილუსტრაციებით გაცოცხლდება.

გამოცემაში „პალიტრა L“ მკით-ხველს შესთავაზებს თემატურად დაყოფილ რუკებს, რომლებიც კონკრეტულ ეპოქაში მომხდარ მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს.

საქართველოს „ილუსტ-რირებული ისტორიის“ შესა-ძენად ხარაგაულში დაუკავ-შირდით ლილი მაღლაფერიძეს (ტელ.: 558 42 45 38).

გამოცემის პირველი წიგნი მთლიანად თამარ მეფეს ეთმობა.

ხევის საჯარო სკოლის თანამშ-რომლები თანავუგრძნობთ ამავე სკოლის პედაგოგს ქალბატონ ნატო ბლიაძესა და მის მეუღლეს ბატონ თემურ შუბითიძეს მაზლისა და ძმის

იური შუბითიძის გარდაცვალების გამო.

თემიკო ოსანაძე ოჯახით თა-ნაუგრძნობს ლუიზა კიკნაძესა და ნიკო წიკლაურს საყვარელი დეიდაშვილის

დათო ქავთარიასგარდაცვალების გამო.

თემური გელაშვილი, დემური გორგაძე, გელა კაციტაძე და ჯაბა კურტანიძე ოჯახებით თანაუგრ-ძნობენ ლატავრა ნინიკაშვილს, გოგი და მარიამ ბერაძეებს მამის, სიმამრისა და ბაბუის

ენვერი ნინიკაშვილისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.

ვაჟა, გურამი, ბეჟანი, თემური, პაატა, დევიკო, ანზორი, ფირუზი მაღრაძეები, ეთერი აბლოთია, კალენიკე ხვედელიძე, ამირან მუხურაძე, თენგიზ დევდარიანი თანაუგრძნობენ არსენ და ეთერ მაღრაძეებს დედისა და დედამ-თილის

ნაზიკო შარიქაძე - მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ვალოდია, ოთარ, თემური, გია, ბესო, ჟუჟუნა, ცისანა, მადლენა მაღრაძეები, ქეთინო შარიქაძე, ანდრო დევდარიანი თანაუგრძნო-ბენ არსენ და ეთერი მაღრაძეებს დედისა და დედამთილის

ნაზიკო მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ივანე აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის ცენტრის თანამშრომლები ღრმა მწუხარე-ბას გამოვხატავთ და სამძიმარს ვუცხადებთ ლუიზა კიკნაძესა და ნიკო წიკლაურს დეიდაშვილის

დათო ქავთარიასგარდაცვალების გამო და თანა-

ვუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს.

გულიზა, აზა, ელიზა, ლუიზა კიკნაძეები ოჯახებით დიდი მწუ-ხარებით იუწყებიან საყვარელი დეიდაშვილის (ძმის)

დავით (დათუნა) ქავთარიასგარდაცვალებას და უსამძიმრე-

ბენ ოჯახს და ყველა ახლობელს.

ვარძიის საჯარო სკოლის დი-რექცია, პედაგოგიური კოლექ-ტივი და ტექნიკური პერსონალი მწუხარებით იუწყებიან, რომ ტრა-გიკულად დაიღუპა ამავე სკოლის მათემატიკის ყოფილი პედაგოგი, ხევის საჯარო სკოლის დირექ-ტორი

ზურაბ გოგოლაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ვარძიის საჯარო სკოლის დი-რექცია, პედაგოგიური კოლექ-ტივი და ტექნიკური პერსონა-ლი მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა წყალაფორეთის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

ნუგზარ ალექსანდრეს ძე ჭუმბაძე

და თანაუგრძნობენ განსვენებუ-ლის ოჯახს.

ვარძიის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი და ტექნიკუ-რი პერსონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგებს თამარ ანთაძესა და თამაზ კვირიკაშვილს ძვირფასი ბიცოლას

მერი გაბუნია-ანთაძისგარდაცვალების გამო.

ხუნევის ამბულატორიისა და ბაღის თანამშრომლები თანაგრძ-ნობას უცხადებენ ხუნევის ამბულა-ტორიის ექიმს თემურ შუბითიძეს ძმის

იური შუბითიძის გარდაცვალების გამო.

ხუნევ-გედსამანიის საჯარო სკო-ლის პედაგოგიური კოლექტივი თანაგრძნობას უცხადებს ხუნევის ამბულატორიის ექიმს თემურ შუ-ბითიძეს ძმის

იური შუბითიძის გარდაცვალების გამო.

სიტყვები არ მყოფნის, ენა ვერ მიბრუნდება და გული მიკვდება, შვილო ნანი, რომ მე, 74 წლის ქალი - შენი მეუღლის დეიდა ვწერ შენს მოსაგონარს და დაბადების დღეს საუკუნო სასუფეველში გი-ლოცავ. ვინც გიცნობდა, ვისაც უყვარდი და დღესაც ძალიან უყვარხარ, ახსოვხარ და ვერც და არც დაგივიწყებენ, შენი სურათის დანახვისას ცხარე ცრემლებს დაღ-ვრიან და ტკბილად მოგიგონებენ.

ნანიკო, შვილო, მეხის გავარდნა იყო ჩვენთვის შენი მოულოდნელი გარდაცვალება. დიდებულ ოჯახში გაზრდილო „გოგო“ - ცდილობდი იმ ოჯახისათვის, რომლის რძალიც იყავი - რომელსაც ლოლა შერგე-ლაშვილის ოჯახი ერქვა, ჩრდილი არ მიგეყენებია. ისე გიყვარდა ქმარ-

შვილი, დედამთილი და ოჯახი, რომ ახსნაც კი მიჭირს. ანდა, როგორ ავხსნა რძალ-დედამთილის ისეთი სიყვარული, რაც თქვენს შორის იყო. სრული გულწრფელობით მო-ვიგონებ თქვენს თბილ სიყვარულს, რომელიც სიკვდილითაც კი გაამარ-თლე - დედამთილის ორმოცის მეორე დღეს ჯანმრთელმა ქალმა შენი უმანკო სული შენს დედამ-თილთან სამუდამო სასუფეველს შეუერთე. შენი მეუღლე კი შენი ორმოციდან ერთ კვირაში შენს გზას დაადგა - ვერ გაუძლო უშენობას.

ნანიკო, შვილო, გამრავლდა შენი ოჯახი. შენი საფიცარი თამუნა გაბედნიერდა და საუკეთესო ოჯახი შექმნა. ჰყავს საუკეთესო მეუღლე და პატარა ანდრია, რომელიც მხოლოდ სურათით გაიცნობს თავის საამაყო ბებოს და იამაყებს წინაპრე-ბით. ორი პატარა გოგონა კი და-ტოვე და არასოდეს დაგივიწყებენ.

ნანიკო, ჩვენი ოჯახების სიცოცხ-ლევ და სიხარულო, უდროოდ ჩაქრა შენი ლამაზი სიცოცხლე. შრომით გადაღლილო გოგო, იძინე მშვიდად. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი საქარიქე-დის მიწა. მადედან ილოცე შენი შვილებისათვის. დაბადებიდან 54-ე წლისთავს გილოცავთ, ნანი, რომელსაც მეორედ ვერ ესწრები.

თინა (ნაზი) ამანათოვი

დაბადების დღეს გილოცავთ, ნანი

ჩვენს სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ასფალტ-ზე ხატვის კონკურსი გამოცხადდა. მონაწილეობა თავისუფალი და

ასაკი შეუზღუდავი იყო. პირველად შევშინდით მაღალი კლასის მოს-წავლეები რომ დავინახეთ, მაგრამ ინტერესი ის იყო, რომ გამარჯ-

ვებულებს სიურპრიზი გველოდა. სკოლის ფოიეში, ასფალტზე, ფერადი ცარცებით შევუდექით ხატვას. კონკურსი მხიარულად წარიმართა, დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები. ბევრი რამ შევისწავლეთ, მონდომებით ვხატეთ და ბოლოს ყველაზე მეტად გამარჯვების სიგელმა გაგვახარა. სიურპრიზი კი ექსკურსიაა, რომელ-საც მოუთმენლად ველოდებით.

დიდი მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს, კათედრის წევრებს და ჩვენს ლამზირა მასწავლებელს. ბევრი ასეთი და უკეთესი ღონისძი-ება მოგეწყოთ ჩვენდა გასახარად.

ანი ნიქაბაძე, დიმა ხიჯაკაძევარძიის საჯარო სკოლა, მეორე

კლასი

ასფალტზე ხატვის კონკურსი ვარძიაში

ხარაგაულის რაიონს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში სათა-ნადო წვლილი მიუძღვის. მრავალი მოღვაწე ემსახურებოდა თეატრა-ლურ თუ მუსიკალურ ხელოვნებას. ასეა დღესაც. ბრწყინავენ ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები და სამ-შობლოს გარეთაც ისმის მათი ქება.

ხარაგაულში კულტურულ ცხოვ-რებას ადრეულ წარსულში აქვს გადგმული ფესვები. საინტერესოა, რომ გიორგი ერისთავისგან შექმ-ნილ თეატრს ჰყოლია მსახიობი ჩვე-ნი რაიონიდან, კერძოდ ზვარიდან. ეს პიროვნებაა გრიგოლ ივანეს ძე კორძაია, ზვარელი აზნაურის, ივანე კორძაიას, უმცროსი ვაჟი.

თეატრალური მოგონებები, კერ-ძოდ გიორგი ერისთავის თეატრის შესახებ, გვამცნობენ, რომ გიორ-გი ერისთავის მიერ დადგმულ წარმოდგენებში მონაწილეობდა გრიგოლი. სპექტაკლში „დავა“ შეუსრულებია ორი როლი. ითვლე-ბოდა აქტიურ მსახიობად. გრიგოლ კორძაია ცნობილი იყო, როგორც იმერელის როლის საუკეთესოდ შემსრულებელი. იგი დაბადებულა და აღზრდილა სოფელ ზვარეში. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები თითქმის არ არის. მისი ნაცნობები დიდი ხანია დროს გაჰყვნენ. ჩემს ახალგაზრდობაში მაშინ მოხუცე-ბულმა ელენე გაჩეჩილაძემ მო-იგონა გრიგოლის დასთან, ევდო-კიასთან ურთიერთობა. ევდოკიას უამბნია, რომ ჰყოლია მსახიობი ძმა გრიგოლი, რომელიც ტრაგი-კულად დაიღუპა. თევზაობის დროს მტკვარში დამხრჩვალა. მისი ბადე შეუნახია ევდოკიას და უჩვენებია ელენესთვის. მსახიობი დაუკრ-ძალავთ სოფელ ზვარეში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.

მეც მაქვს მოგონება ამ საფლა-

ვის შესახებ. ცნობილი პედაგოგი ქსენია ციცქიშვილი დაწყებითი სკოლის ახლანდელ შენობას აგებ-და და სკოლის საქმიანობა გადა-ტანილი იყო ეკლესიის დარბაზში. პირველ კლასში ვსწავლობდი. ჩემი მერხი იდგა მარმარილოს წარწერიან ქვაზე - ფეხებს ქვაზე ამოკვეთილ ანგელოზებს რომ ვაკარებდი, მეშინოდა. ქვაზე ეწერა „გრიგოლ ივანეს ძე კორძაია“. ეს საფლავის ქვა ცელქმა ბიჭუნებმა დააზიანეს, დაშალეს და კვალიც წაიშალა.

საუბედუროდ, გვიან მივაქციე ყურადღება ქართული თეატრის ისტორიას და ვნანობ, რადგანაც სახელოვანი თანამემამულის შე-სახებ მეტად მცირე ვიცი.

ზვარეში დარჩა მსახიობის ეზო - დღევანდელი სკოლა - დარბა-ზის გარემო. მწამს, რომ რაიონის თეატრალური საზოგადოება რაი-ონული თეატრის ისტორიაში ასა-ხავს გრიგოლ ივანეს ძე კორძაიას მოღვაწეობას. „არდავიწყება მოყვ-რისა, აროდეს გვიზამს ზიანსა.“

ეთერ ბიძინაშვილი

ქართული თეატრის სათავეებიდან

მალე ყველა ასაკის ადამიანისთვის - საქართველოს

ილუსტრირებული ისტორია

Page 8: ხარაგაულში განახლებული ...chemikharagauli.com/uploads/secbanners/40-611-2014w.pdfავტორი და რეჟისორი გახლდათ

8 xtvb [fhfufekb 24 ოქტომბერი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

მხატვართა კონკურსი „შემოდგომის პალიტრა“

***

***

ვულოცავთ ბედნიერებას ვარძიის საჯარო სკოლის უცხო ენების პედა-გოგ ლელა კოჩაძესა და პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელ ფრიდონ ბანცაძეს. ვუსურვებთ მტკიცე ქარ-თული ოჯახის შექმნას, ულევ სიყ-ვარულს, შვილთა სიმრავლეს და უფლის მფარველობას.

„შვილთა სიმრავლე დაგბედე-ბოდეთ,

მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო,

ჩხებით, აკვნებით და ბუდეებითამაღლდი ჩვენო ფუძევ და ჭერო!“

ვარძიის საჯარო სკოლა

დიდი სიყვარულითა და პატივისცე-მით ვულოცავთ კლასის ხელმძღვა-ნელ ლელა კოჩაძეს გაბედნიერებას. ვუსურვებთ თავის რჩეულ ფრიდონ ბანცაძესთან ერთად სიყვარულს, სიხარულსა და გამრავლებას.

ვარძიის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები და

მოსწავლეთა მშობლები

გადის დრო.. . იზრდებით.. . ფრთიანდებით და ბუდიდან ფრინ-დებით...

ჩვენ კი თვალცრემლიანი და ამაყები გაცილებთ...

ამაყები, რადგან თქვენ, თითოე-ული თქვენგანი, ჩვენი სიამაყე ხართ...

ცხრა მოსწავლემ დაამთავრა ვახანის საჯარო სკოლა 2013-2014 სასწავლო წელს და ეროვნული გამოცდით ხუთი სტუდენტი გახდა: ჟანა ღონღაძე, დავით ქალიაშვილი, მურმან ფერაძე, მარიკა ცუცქირიძე, ანა ყიფიანი. აქედან სამი უფასო ფაკულტეტზე მოეწყო.

გილოცავთ, ჩვენო კარგებო, ამ ბრწყინვალე ეპოქას ადამიანის ცხოვრებაში. სტუდენტობის წლები ნაყოფიერად გამოგეყენებინოთ და წარმატების მწვერვალამდე დაუბრ-კოლებლად გევლოთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

დიდი სიყვარულით, ვახანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ჩემს საყვარელ მოსწავლეებს: ბერიკა ოკრიბელაშვილს, დათო და მირანდა ხიჯაკაძეებს, თეონა ღამბაშიძეს ვულოცავ უმაღლეს სას-წავლებელში ჩარიცხვას. იყავით სულ ბედნიერი და გახარებული, ღმერთი იყოს თქვენი შემწე და მფარველი.

თქვენი დამრიგებელი რუსუდან ქველაძე

სოფელ წიფის ოჯახის ექიმს, ქალბატონ ნინო ბუხნიკაშვილს ვულოცავთ ტყუპი ქალ-ვაჟის - მა-რიამისა და დავითის შეძენას. პატარებს ვუსურვებთ ჯანმრთელო-ბას, სიხარულს, უღრუბლო ზეცას. სასახელო ქალ-ვაჟი აღზრდილიყვ-ნენ და ღვთის მფერველობა არ მოკლებოდეთ.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ვულოცავთ დაბადების დღეს ელისო ლურსმანაშვილს. ვუსურ-ვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს და გახარებას თავის ლამაზ ოჯახთან ერთად.

ივანე აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის

ცენტრის თანამშრომლები

ხევის საჯარო სკოლის პედაგოგს ქალბატონ ნატო ბლიაძეს და მის მეუღლეს, ჩვენი სოფლის გულისხ-მიერ ექიმს ბატონ თემურ შუბითი-ძეს ვულოცავთ შვილის გაბედნიერე-ბას. ლინა შუბითიძესა და გიორგი სამხარაძეს ვუსურვებთ ოჯახურ დიდ სითბოსა და სიყვარულს, შვილთა სიმრავლეს. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

ხევის საჯარო სკოლა

ვულოცავთ შორენა ჭანკოტაძეს დის გაბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს ბედნიერე-ბასა და შვილთა სიმრავლეს. ღმერ-თი იყოს მათი ოჯახის მფარველი.

ვახანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ვულოცავთ წიფის საჯარო სკო-ლის თანამშრომელს ნინო ჭან-კოტაძეს და ზურაბ გოგოლაძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალ-შეუღლებულებს ჯანმრთელობას, სიხარულს, სიკეთეს და შვილთა სიმრავლეს. ღმერთი იყოს მათი ოჯახის მფარველი.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ვულოცავთ ციცქიურის სკოლის პედაგოგს ეთერი მაისურაძესა და მის მეუღლეს სოსო სამხარაძეს შვილის გაბედნიერებას. ვუსურვებთ ცისნამი სამხარაძესა და მამუკა ტაბატაძეს ოჯახურ ბედნიერებას, შვილთა სიმრავლეს, უფლის მფარ-ველობას.

ხევის საჯარო სკოლა

ვულოცავთ თიკო ჯანიაშვილს ქალაქ ზესტაფონში გამართულ ფეს-ტივალზე „სულიკო-2014“ მიღწეულ წარმატებას. ვუსურვებთ მომავალში უფლის მფარველობასა და შემდგომ წარმატებებს ცხოვრების გზაზე.

ანზორი არევაძე, პაატა გოგოლაძე, ნიკუშა მაჭავარიანი, ნელი შარიქაძე,

გულო ტალახაძე, მალვინა ჩერქეზიშვილი, მერი ბერაძე, როზა

ლაბაძე, მაია დევდარიანი, მერაბი თხელიძე, ჟუჟუნა მაქაძე

დაბადების დღეს ვულოცავთ სამუსიკო სკოლის დირექტორს ლალი ალექსიძეს. ვუსურვებთ ჯან-მრთელობას, ულევ სიხარულს და ბედნიერებას თავის ლამაზ ოჯახთან ერთად. უფლის მადლი ფარავდეს მუდამ.

სამუსიკო სკოლის კოლექტივი

ვულოცავთ მოლითის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს ქეთევან ცხადაძეს მედიაპროექტ „ეტალონში“ მონაწილეობას. ვუსურ-ვებთ წარმატებებს.

მოლითის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ვულოცავთ დისშვილის შეძე-ნას მოლითის საჯარო სკოლის მასწავლებელს ინგა კაკიაშვილს. ვუსურვებთ პატარა გიორგის ჯანმრთელობას და ღვთის მფარ-ველობას. სასახელო ვაჟკაცი გაზრდილიყოს.

მოლითის საჯარო სკოლის თანამშრომლები

მოლითის საჯარო სკოლის პე-დაგოგს ჯილდა მახაროპულოს ვულოცავთ შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარ ელენეს ღვთის წყალობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. უღრუბლო ზეცა დაჰ-ნათოდეს მუდამ.

მოლითის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ვულოცავთ დისშვილის გაბედნი-ერებას მოლითის საჯარო სკოლის პედაგოგს ვლადიმერ ტალახაძეს. ვუსურვებთ ახალგაზრდებს ბედნი-ერებას და ულევ სიყვარულს.

მოლითის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ვულოცავთ დაბადების დღეს მოლითის საჯარო სკოლის დირექ-ტორს ნანა ლომიძეს. ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთე-ლობას და ბედნიერებას საყვარელ ოჯახთან ერთად.

მოლითის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ვულოცავთ პედაგოგთა სასერ-თიფიკაციო გამოცდების წარმატე-ბით ჩაბარებას მოლითის საჯარო სკოლის პედაგოგებს ნინო ცხა-დაძეს (ქართული ენა და ლიტე-რატურა, პირველი-მეექვსე კლ.), რუსუდან კვიციანს - პროფესიულ უნარებში. ვუსურვებთ წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმი-ანობაში.

მოლითის საჯარო სკოლის თანამშრომლები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ინიციატივით (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ხარაგაულის კულტურისა და დასვენე-ბის პარკში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი „შემოდგომის პალიტრა“ მოეწყო. კონკურსი სა-განმანათლებლო რესურსცენტრის, გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიების ორგანიზატორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, კონკურსში ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის საჯარო სკოლებიდან 46 მოსწავლე ჩაერთო. „მათ სამი თემა შევთავაზეთ: „საქართველოო ლამა-ზო,“ „სიზმარი“ და „შემოდგომის ფან-ტაზიები.“ მონაწილეებს ოთხი საათის განმავლობაში უნდა შეექმნათ ნახა-ტები, - გვიამბობს მამუკა ჭიპაშვილი, - ისტორიულ მუზეუმში მოეწყო ყველა ნახატის გამოფენა. პირველ ადგილზე გასული მოსწავლეების მიერ სხვადას-

ხვა დროს შექმნილი ნახატებისთვის კი ცალკე კუთხე მოეწყო. სიგელებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე.

ნამუშევრები შეაფასა ჟიურიმ შემ-დეგი შემადგენლობით - მარინე გოგია - მოსწავლეთა სახლის ხატვის წრის მასწავლებელი, ზეინაბ ბუაჩიძე - პედაგოგი, მხატვარი და ხატმწერი, ჟუჟუნა კალანდაძე - კიცხის საჯარო სკოლის ხატვის მასწავლებელი, გაიოზ შუბითიძე - ხარაგაულის სა-ხალხო თეატრის მხატვარი. ჟიურის წევრებმა ბევრი ვიმსჯელეთ. მაქსიმა-ლურად ვეცადეთ, რომ გული არავის დაწყვეტოდა. ვფიქრობ, ობიექტური გადაწყვეტილება მივიღეთ.“

ჟიურის წევრი მარინე გოგია ამ-ბობს, რომ ბუნებაში ხატვის პროცესი ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა მონა-წილეებისთვის. მისივე თქმით, თემები საინტერესო იყო და ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს შეეძ-ლოთ შესაძლებლობების გამოვლენა. „კონკურსზე შეიქმნა რამდენიმე კარგი და გამორჩეული ნახატი,“ - ამბობს

მარინე გოგია და მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის კონკურსები მოსაწონი და მისასალმებელია, რადგან ხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფანტაზიის, გემოვნების, ესთეტიკის, საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებისა და გამოვლენისთვის.

ზეინაბ ბუაჩიძის თქმით, კონ-კურსს დიდი დაინტერსება მოჰყვა და მასში მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის მოსწავლეები ჩაერთ-ვნენ. „კმაყოფილებას გამოხატავდნენ მონაწილეები და მათი პედაგოგები, - გვიამბობხ ზეინაბ ბუაჩიძე, - მოს-წავლეებმა კარგად იმუშავეს და საინტერესო ნახატები შექმნეს. კარგი იქნება, თუ კონკურსი ყოველ წელს ჩატარდება. ეს ხელს შეუწყობს მხატ-ვრობის ნიჭით დაჯილდოებული ბაშვების წარმოჩენას, მათ ესთეტიკურ და სულიერ აღზრდას. ჩემი აზრით, სასურველია, რომ სკოლებში ხატვას პროფესიონალები და სპეცალისტები ასწავლიდნენ.“

ჟუჟუნა კალანდაძე მიიჩნევს, რომ კონკურსანტებმა საკუთარი ფანტაზია გამოამჟღავნეს საკონკურსო თემაზე „სიზმარი“ მუშაობით. მისივე თქმით, საქართველოს თემაზე ცოტა ნახატი შეიქმნა და მოსწავლეებმა ძირითა-დად საქართველოს რუქა და იარაღი-ანი მებრძოლები დახატეს. „საერთო ჯამში საინტერესო ნახატები შეიქმნა და მათში იგრძნობოდა ნიჭიერება, - ამბობს ჟუჟუნა კალანდაძე, - ასეთ კონკურსებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა სხვებიც დაინტერესდნენ და სურთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.“

გაიოზ შუბითიძე: -ასეთი ტიპის კონკურსებს დიდი მნიშვნელობა აქვს. იზრდება ხატვის ნიჭით დაჯილდოებუ-ლი მოსწავლეების ინტერესი. ეს კი

ხელს შეუწყობს მათში ხელოვნების, სილამაზის აღქმის, შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

კონკურსში გამარჯვებული თეონა ჭყოიძე პატარაობიდანვე ხატავს, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სე-რიოზულად ხატვით მეშვიდე-მერვე კლასიდან დაინტერესდა. ძირითადად პორტრეტებს ხატავს. რაც შეეხება პროექტს, თეონა მიიჩნევს, რომ მოს-წავლეებს შანსი მიეცათ საკუთარი შე-საძლებლობების წარმოსაჩენად და ეს კონკურსი მათი მომავალი წარმატების საწინდარია. თეონას სურს მომავალ პროფესიად მხატვრობა აირჩიოს. ის უზომოდ მადლიერია ხატვის მასწავ-ლებელ იზოლდა გველესიანის და თვლის, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი მასწავლებელს მიუძღვის.

თინათინ გელაშვილი გვიამბობს, რომ ხატვა ძალიან უყვარს და ხატავს იმ დროს, როცა ხატვის მუზა ეწვევა. „ძირითადად ხეებს ვხატავ, - ამბობს თინათინი, - ხატვის კონკურსზე ავირ-ჩიე თემა „შემოდგომის ფანტაზიები.“ ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ზეინაბ მასწავლებელს, მამა-ჩემს და ჩემს ძმას, ნიკუშას. შეიძლება პროფესიად ავირჩიო მხატვრობა. კონკურსი მომეწონა და იმედია, კიდევ ჩატარდება.“

კონკურსის გამარჯვებულ ნინო ჭიპაშვილს ხატვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და ამბობს, რომ ხატვა მისთვის ყოველდღიური ცხოვ-რების ნაწილია. ნინომ კონკურსზე აირჩია თემა „სიზმარი.“ მაინცდამაინც არ უყვარს, როცა ხატვისთვის დროს უსაზღვრავენ და არც შეკვეთით ხატვა შეუძლია, თუმცა კონკურსში მონაწი-ლეობა მისთვის მნიშვნელოვანი იყო. „ახლა როგორც ვხატავ, ეს მოსწავლე-თა სახლის ხატვის წრის მასწავლებ-

ლის, მარინე გოგიას დამსახურებაა,“ - ამბობს ნინო და ცდილობს, ფერებში ჩააქსოვოს ის გრძნობები, რასაც ხატ-ვის დროს განიცდის. ნინოს ოცნებაა მხატვარი გამოვიდეს.

ნომინაციაში „საუკეთესო ჩა-ნაფიქრი“ გაიმარჯვეს: ია ბერაძემ (ხიდარი, 15 წლის), თამაზ გოგოლა-ძემ (ვერტყვიჭალა, 12 წლის), ფატი კაკოიშვილმა (ბორი, 14 წლის), გუგა ბერაძემ (ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა, 12 წლის).

ნომინაციაში „ორიგინალური მხატვრობა“ გაიმარჯვა მეგი იჩქი-ტიძემ (ღორეშა, 14 წლის).

ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ დაჯილდოვდნენ: ირაკლი ჩაჩანიძე (ხიდარი, 12 წლის), საბა ებანოიძე (სა-სულიერო გიმნაზია, 12 წლის), ნინო გელაშვილი (სასულიერო გიმნაზია, 14 წლის), ნათია რამინიშვილი (ღო-რეშა, 14 წლის), თინათინ პაქსაშვილი (ვაშლევი, 14 წლის).

„შემოდგომის პალიტრა“ 2014 გამარჯვებულები არიან: თინათინ გელაშვილი (სასულიერო გიმნაზია, 13 წლის), თეონა ჭყოიძე (მარელისი, 16 წლის), ნინო ჭიპაშვილი (სასული-ერო გიმნაზია, 16 წლის)

მეორე ადგილი ერგოთ: თინათინ ხიჯაკაძეს (ვარძია, 15 წლის), ნანა მდინარაძეს (კიცხი, 13 წლის), ანა მდინარაძეს (კიცხი, 17 წლის).

მესამე ადგილზე გავიდნენ: ანა გურგენიძე (სასულიერო გიმნაზია, 13 წლის), ანა გორგაძე (ბორითი, 13 წლის), მარიამ ფცქიალაძე (მარელი-სი, 16 წლის).

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: კონკურსის მონაწილე-თა დაჯილდოებისას

იყიდება ფერადი ტელევიზორი LG. მისამართი ხარაგაული, სოლომონ მე-ფის ქ. №60. ტელ: 22 14 56 (ამირანი).

***

***

***

******

***

***

***

***

***

***

***

მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენი უბნის ექიმს, აზა ფურცელაძეს, იმ გულისხმიერებისა და ყურადღე-ბისათვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი ოჯახის მიმართ. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს.

იამზე მაღრაძე ოჯახით

მადლობა ექიმს

უფასო განცხადების ქვითარი #40

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________