იაკობ მანსვეტაშვილის...

7
1 იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გირგი შატბერაშვილის "საუკუნო საგზალი" (განხილვა) იაკობ მანსვეტაშვილი იხსენებს იმ ერთობ რთულ დროს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრებიდან,როცა მეფის რუსეთის მკაცრი ცენზურა უმოწყალოდ ანადგურებდა მწერალთა ნააზრევსა და არ ეძლეოდათ საშუალება,ხმა მიეწვდინათ მთვლემარე ერისთვის, არადა მამულიშვილთა გამოღვიძების,მათ ჩაყენებას ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. იმ პერიოდში ცენზორად დანიშნული ყოფილა ვინმე ლუკა ისარლოვი , რომელსაც ქართული მწერლობის "ჯალათად" მოიხსენიებს მანსვეტაშვილი:" მახინჯი სულითაც და ხორცითაც... ფლიდი ენის პატრონი... გული გაქვავებული... ვერც წრფელი სიტყვა, ვერც საღი სჯა, ვერც ხვეწნა და მუდარა ვერ მიაღწევდა იმის გულსა და ტვინსა"... ცენზორის მტარვალხელდარეული სტატიების შემხედვარე რედაქტორის, ილია ჭაჭავაძის ტკივილს "საუკუნო საგზალში" აღწერს გიორგი შატბერაშვილი : "დახედეთ, გული მოგიკვდებათ, დასეტყვილ ყანასა ჰგავს გაზეთს კი არა!... შეუბრალებელ ფანქართან ბრძოლაში დახოცილი სიტყვები და აზრები... ხმაჩამწყდარი ამოძახილები... წითელი ჯვრით გადახაზული, ჩახშობილი გულისძგერა, ამოშლილი ადგილები უდაბნოებს თუ სასაფლაოებს ჰგავდა, უთანასწორო ბრძოლაში დახოცილ აზრთა სასაფლაოს... ბოროტ ხელს საგულდაგულოდ დაეთხარა აზრთა ფესვები, ღონივრად , ჟინიანად დასწოლოდა ფანქარს, მარჟვენა წაეჭრა ნათელი აზრისთვის,დაეთხარა თვალები, დაებლაგვებინა მჭრელი პირი, დაემუნჯებინა მეტყველი ბაგე"... ასე თრთოდა და გმინავდა ქართული სიტყვა,ბორკილდადებული მარჯვენა მწერალთა, ჩაწყვეტილი ხმა, რომელსაც ქვეყანა ღრმა ძილიდან უნდა გამოეყვანა. მეფის რუსეთის სურვილს-" ჩვენი მოსპობის შესახებ," - ახორციელებდა ლუკა ისარლოვი და პოლიტიკური მიზანი- "დიდმა ერებმა უნდა შთანთქან პატარა ერები"- განხორციელებამდე რამოდენიმე ნაბიჯსა და წუთს ითვლიდა... ამ მიზანთან შებრძოლებას შეეწირა ილია ჭავჭავაძე, მთელი მისი შეგნებული ცხოვრება თანამოაზრეებთან ერთად ქართული მსოფლშეგრძნების ამაღლებას მიუძღვნა და მაინც დათითოკაცებული მეციხოვნენი საქართველოსი ძლივსღა უმკლავდებოდნენ სასტიკ დრო-ჟამს: "რანი ვართ,რანი? ათასი გიორგი მუხრანსკი, ათასი ლუკა ისარლიჩი, ათასი გამცემი გვაზის თავზე... ეს ავი დრო მაჯლაჯუნასავით დასწოლია ჩენს აზრსა და სიტყვას... არ ვიცით ბრძოლა,არა! წკიპურტები,გამოცანები,ლათაინები! აი, რით ვებრძვით მტერს, რომელიც ღონეს არ ზოგავს ჩვენი დასამარებისათვის...განა ჩვენ შეგვიძლია გავუძღვეთ ერს, აღვძრათ იგი მჩაგვრელთა წინააღმდეგ? ერეკლემ ხმლით ვერ შეაერთა საქართველო, ჩვენ როგორღა გვინდა კალმით შევაერთოთ? ვაწრიპინებთ, ვაცოდვილებთ უბადრუკ კალამს... ვითომ ესმის ჩვენი ხმა ერს?.. მტრის კალამი გვჯობნის, მოსყიდული კალამი"-გრგვინავდა დიდი ილია. იაკობ მანსვეტაშვილი , გიგა ყიფშიძე და სხვა თანამშრომლები რედაქციისა ბუმბერაზ მწერალს იმედის

Upload: -98-

Post on 17-Jan-2017

3.641 views

Category:

Education


45 download

TRANSCRIPT

Page 1: იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო

1

იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გირგი შატბერაშვილის

"საუკუნო საგზალი"

(განხილვა)

იაკობ მანსვეტაშვილი იხსენებს იმ ერთობ რთულ დროს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა

ცხოვრებიდან,როცა მეფის რუსეთის მკაცრი ცენზურა უმოწყალოდ ანადგურებდა მწერალთა

ნააზრევსა და არ ეძლეოდათ საშუალება,ხმა მიეწვდინათ მთვლემარე ერისთვის, არადა

მამულიშვილთა გამოღვიძების,მათ ჩაყენებას ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე

სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. იმ პერიოდში ცენზორად დანიშნული

ყოფილა ვინმე ლუკა ისარლოვი , რომელსაც ქართული მწერლობის "ჯალათად" მოიხსენიებს

მანსვეტაშვილი:" მახინჯი სულითაც და ხორცითაც... ფლიდი ენის პატრონი... გული

გაქვავებული... ვერც წრფელი სიტყვა, ვერც საღი სჯა, ვერც ხვეწნა და მუდარა ვერ მიაღწევდა

იმის გულსა და ტვინსა"... ცენზორის მტარვალხელდარეული სტატიების შემხედვარე

რედაქტორის, ილია ჭაჭავაძის ტკივილს "საუკუნო საგზალში" აღწერს გიორგი შატბერაშვილი :

"დახედეთ, გული მოგიკვდებათ, დასეტყვილ ყანასა ჰგავს გაზეთს კი არა!... შეუბრალებელ

ფანქართან ბრძოლაში დახოცილი სიტყვები და აზრები... ხმაჩამწყდარი ამოძახილები... წითელი

ჯვრით გადახაზული, ჩახშობილი გულისძგერა, ამოშლილი ადგილები უდაბნოებს თუ

სასაფლაოებს ჰგავდა, უთანასწორო ბრძოლაში დახოცილ აზრთა სასაფლაოს... ბოროტ ხელს

საგულდაგულოდ დაეთხარა აზრთა ფესვები, ღონივრად , ჟინიანად დასწოლოდა ფანქარს,

მარჟვენა წაეჭრა ნათელი აზრისთვის,დაეთხარა თვალები, დაებლაგვებინა მჭრელი პირი,

დაემუნჯებინა მეტყველი ბაგე"...

ასე თრთოდა და გმინავდა ქართული სიტყვა,ბორკილდადებული მარჯვენა მწერალთა,

ჩაწყვეტილი ხმა, რომელსაც ქვეყანა ღრმა ძილიდან უნდა გამოეყვანა. მეფის რუსეთის სურვილს-"

ჩვენი მოსპობის შესახებ," - ახორციელებდა ლუკა ისარლოვი და პოლიტიკური მიზანი- "დიდმა

ერებმა უნდა შთანთქან პატარა ერები"- განხორციელებამდე რამოდენიმე ნაბიჯსა და წუთს

ითვლიდა... ამ მიზანთან შებრძოლებას შეეწირა ილია ჭავჭავაძე, მთელი მისი შეგნებული

ცხოვრება თანამოაზრეებთან ერთად ქართული მსოფლშეგრძნების ამაღლებას მიუძღვნა და მაინც

დათითოკაცებული მეციხოვნენი საქართველოსი ძლივსღა უმკლავდებოდნენ სასტიკ დრო-ჟამს:

"რანი ვართ,რანი? ათასი გიორგი მუხრანსკი, ათასი ლუკა ისარლიჩი, ათასი გამცემი გვაზის

თავზე... ეს ავი დრო მაჯლაჯუნასავით დასწოლია ჩენს აზრსა და სიტყვას... არ ვიცით

ბრძოლა,არა! წკიპურტები,გამოცანები,ლათაინები! აი, რით ვებრძვით მტერს, რომელიც ღონეს არ

ზოგავს ჩვენი დასამარებისათვის...განა ჩვენ შეგვიძლია გავუძღვეთ ერს, აღვძრათ იგი

მჩაგვრელთა წინააღმდეგ? ერეკლემ ხმლით ვერ შეაერთა საქართველო, ჩვენ როგორღა გვინდა

კალმით შევაერთოთ? ვაწრიპინებთ, ვაცოდვილებთ უბადრუკ კალამს... ვითომ ესმის ჩვენი ხმა

ერს?.. მტრის კალამი გვჯობნის, მოსყიდული კალამი"-გრგვინავდა დიდი ილია. იაკობ

მანსვეტაშვილი , გიგა ყიფშიძე და სხვა თანამშრომლები რედაქციისა ბუმბერაზ მწერალს იმედის

Page 2: იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო

2

თვალით შეჰყურებდნენ, ვინძლო მის შეუდრეკელ ბუნებას ეძლია უსამართლო და დაუნდობელი

მტრისათვის?!

ამ ძნელბედობის ჟამს ახალგაზრდა მწერალი ვაჟა-ფშაველა თავისი შემოქმედებით სალბუნად ეფინებოდა

საზოგადო მოღვაწეთა დაჩეხილ გულებს, ცენზურისაგან დასახიჩრებულ აზრებს. მთის არწივი

გასალკლდევებული ხასიათით ებრძოდა უსამართლობას თავის კუთხეში და ხურჯინით ჩამოტანილი

რევულებით კვეთდა მტრის მიზნებს, ნახევარი დღის საგზლით ჩამოსულმა ვაჟა-ფშაველამ ერს საუკუნო

საგზალი ჩამოუტანა, კარზე მორიდებით დააკაკუნა და ნაწერების განაჩენს არც კი დალოდებია, ისე

გავიდა რედაქციიდან. მანსვეტაშვილმა მისი მოსვლა ასე შეაფასა :" სიკეთე გაუბედავად აკაკუნებს,

ბოროტება კი არ კითხულობს, ისე აწვება კარებს!" და აი დიდი ილიას შეფასებაც არ იგვიანებს: "ეს

რვეული საუკუნო საგზლად გასწვდება საქართველოს... არა,ჩვენ,ძველებმა, ახლა კალამი ძირს უნდა

დავდოთ!...გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ... როგორც ჩანს,ჩვენ დროში კაცურად ცხოვრების ერთადერთ

წუთსაც კი თავისი მადლი და ფასი აქვს... ამ ერთი კაცური, ბედნიერი წუთისათვის ვცხოვრობთ ამ

გაძაღლებულ ქვეყანაზე!".. მიუხედავად იმისა,რომ თონეთში მასწავლებლად მოღვაწეობისას ვაჟაზე

განაწყენებული იყო დიდი ილია, ახალი კალმის ძალა იგრძნო, შეაფასა და დააფასა კიდეც. ვაჟაც

მორიდებით იქცეოდა, არ იცოდა, გაამართლა თუ არა რედაქტორმა იმ ისტორიაში, რომელიც

დუქანში,რუს ოფიცერთან შეემთხვა. თავად ვაჟა დარწმუნებული იყო თავისი ქმედების სისწორეში,-

რუსმა ოფიცერმა ქართველების შესახებ "არასაკადრისი სიტყვა" თქვა, ვაჟამ ვერ მოითმინა და სილა

გაარტყა. ამის გამო მორჩილად მოელოდა ილიას განაჩენს: "თუ საზოგადოებას რაიმე უსიამოვნება

მოელის ჩემის გულისათვის, მე თვითონ დავანებებ თავს აქაურ მასწავლებლობას,"- ამბობდა მგოსანი, მისი

ეჭვი კი, მიუტევა თუ არა საქციელი ილიამ, უსაფუძვლო იყო, რათქმაუნდა, აპატია, უფრო მეტიც, იამაყა

და მომავლის მეკალმედ აღიარა, ნაწერებით აღტაცებულ ილიას განწყობას აღწერს იაკობ მანსვეტაშვილი:

"წარმავალმა დიდმა ნიჭმა გულით იგრძნო მომავალი დიდი ნიჭი".

გიორგი შატბერაშვილი კი მრავალმნიშვნელოვნად ამთავრებს თავის თხზულებას: "ღამდებოდა,მაგრამ

საიდანღაც ახალი უცნაური შუქი მოსდგომოდა საქართველოს მთების ზურგს,"-ეს შუქი ჩარგლიდან

ასხივოსნებდა ქვეყანას, რომელსაც თავისუფლების საზრდოდ,საუკუნო საგზლად ვაჟა-ფშაველას

გულზვიადი, შეუვალი შემოქმედება ებოძა, მას შემდეგ ზრდის "შვლის ნუკრის ნაამბობი", "ხმელი

წიფელი", "ალუდა ქეთელაური", "ბახტრიონი" და სხვა მრავალი პატრიოტული დვრიტა ღირსეულ

მამულიშვილებს. დიდი ილიასა და მისი თანამებრძოლების დაწყებულმა საქმემ მთაში გამოზრდილი

ბრგე პოეტის მარჯვენაში გადაინაცვლა, მისი კალამი შეუპოვრად ჰკაფავდა ქართული სულის ჩახშობის

მიზანს.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------.

Page 3: იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო

3

ვაჟა-ფშაველას "ჩემი ვედრება"

(განხილვა)

ბიბლიის მიხედვით,ღმერთმა ადამიანი შექმნა "ხატად და მსგავსად თვისად"რაც გონიერებას

გულისხმობს. გონი ის ღვთაებრივი პოტენციალია,რომელიც გამოარჩევს კაცს სხვა დანარჩენი

სამყაროსაგან და იმავდროულად აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს; გონი არის თავისუფლების

მინიჭების დადასტურება,რაც "თავისი თავის უფლობას" გულისხმობს. ქრისტიანული გაგებით,იყო

თავისუფალი ნიშნავს,ამაღლდე პირად-ეგო ინტერესებზე და საზოგადო ჭირი საკუთარ სევდად

აქციო.

ვაჟა-ფშაველას "ჩემი ვედრება " თავისუფალი ადამიანის ლოცვაა-უფლის მიმართ აღვლენილი.მგოსანი

სთხოვს არსთა გამრიგეს,რომ ცნობიერებიდან არ ამოუშალოს რწმენა უფლისა,ღმერთის "სახსოვარი"

არ დაუკარგოს". შემომქმედის მიმართ რწმენის ქონა პოეტისათვის ადამიანური "სიფხიზლის"

სიმბოლოა: თუ გწამს უფალი,მაშასადამე აცნობიერებ გონიერებით,ანუ ხატიერებით დაკისრებულ

ვალდებულებებს, რომელთა ჩამონათვალიც ლექსის მთავარი ღერძია. გონების მუდმივი "ტანჯვა"

შეუდრეკელი ცხოვრების წესია,ხოლო დაჩაგრულების "მცველობა"- ამქვეყნად მოვლინების ერთ-ერთი

გამართლება:

"ბალახი ვიყო სათიბი,

არა მწადიან ცელობა,

ცხვრადვე მამყოფე ისევა,

ოღონდ ამშორდეს მგელობა".

ცხვრისა და სათიბი ბალახის სიმბოლიკა უპირისპირდება მჩაგვრელთა სახე-ხასიათს,რომელსაც

"ცელობა", თუ "მგელობა" იტევს. პოეტის აზრით, თავმდაბლობა და ქედდადრეკილობა კაცის "წმინდა

ხელობაა".მგოსანი სხვათა სიკეთისათვის ღწვას,-თუნდაც დაუფასებელსა და უნაყოფოს ამჯობინებს

მომავალ თაობათაგან მისი სახელის გმობას. თუ არ შეფასდება სათანადოდ მგოსნის "წმინდა

ხელობა",საგმობი მაინც არ გახდება მისი საძვალე. პოეტი შესთხოვს უფალს,რომ შეაძლებინოს იმგვარი

ცხოვრების წარმართვა, აზრი და გამართლება რომ ექნება მის დაბადებას ადამიანად; უკვალო

არსებობა კაცისა "გაციებულის ლეშის" მდგომარეობას შეუდარა, ხოლო ღვთიურმადლდაკარგული

თვალები და შუბლისძარღვგაწყვეტილი-ნამუსაყრილი არსებობა გონიერ ქმნილებად დაბადების

გაუმართლებლობას;

"გულს დარდი გამიდიადე,

იმ სანეტარო საგანზე

დაწერე ფიქრი ღრმა,მწვავე

ჩემის გონების საბანზე".

სიკეთის კეთების წყურვილი,დაუდგრომელი გულისცემა,საზოგადო ჭირსა და საზრუნავზე

"შეწუხებული" ყოფნა ბედნიერებას განაცდევინებს პოეტის გულს, რომელსაც "საღვთო

ცეცხლი"მოსდებია,ხოლო საღად მოაზროვნე გონებას მისი თავისუფალ ადამიანად დაბადება

დაუდასტურებია;

Page 4: იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო

4

"როცა გულს ცეცხლი მედება,

გონება მსჯელობს საღადა,

მაშინ ვარ თავისუფალი,

თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა".

ხორცისაგან სულის განშორებას არ უშინდება მგოსანი,თუ შემოქმედი სათხოვარს შეისმენს და

გაუკვალავს გზას სიცოცხლეშივე "თავისი თავის უფალ პოეტს" და ამქვეყნად მოვლინების

გამართლებაში დაეხმარება, მფარველ "მარჯვენასა" და მადლიან კალთას გადააფარებს. ამგვარად

ცხოვრების ლოგიკური დასასრული სადარდებლად აღარ მიაჩნია მგოსანს,მისთვის კაცობრიობის

ხვედრი მიწადქცევისა უფლის ნების აღსრულებაა:

"სული შენ, ხორცი-მიწასა,

აღარა ვგლოვობ ამასა,

თევზი წყალს,ცასა ვარსკვლავი,

შვილი დედას და მამასა"

----------------------------------------------------------.

Page 5: იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო

5

ილია ჭავჭავაძის "სარჩობელაზედ"

(განხილვა)

მოქმედება ვითარდება ლოჭინის ხევის პირს, გვალვიან ზაფხულში.. მწერალს პერსონაჟები სახასიათო

ნიშნებით შემოჰყავს სიუჟეტში, მეურმეების საქმიანობის აღწერისთანავე ორ ახალგაზრდას ვეცნობით:

ერთი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლისაა-"მისი ჩქარ-ჩქარი თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა,რომ ამ კაცის

კანში რაღაც უფხო გულია დამალული... იმისთანა იერის ყმაწვილი იყო, რომ კაი კაცის კვალზე

წავიდოდა, შესამჩნევი არა იქნებოდა რა-ავის კაცის კვალზე დადგებოდა, ქურდბაცაცობის მეტს

ვერაფერს ვერ შეძლებდა",-ასე აღწერს უფროს ძმას- ბეჟანს ავტორი...უმცროსის "შავი ღრმა თვალები

მკვახედ გამოიყურებოდნენ. წარბშეკრული იყო და გულდახურული, თითქო რაღაცას ითმენსო და

თავის თავს ძალას ატანსო,შინაგანი ამღვრეულობა არავის ამცნოსო"... ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი

ხნიერი მეურმე პეტრეა,რომელიც გამოელაპარაკა ძმებს... ბეჟანი თავადიშვილებად გაეცნო და

შეთხზული ისტორია უამბო პეტრეს,თუ როგორ გაძარცვა ძმები ვიღაც რუსმა მეურმემ: რვა მანეთი

ფული, ბარგი და ხუთთუმნიანი ჩოხა წაუღია,ვითომ. მიუხედავად იმისა,რომ უმცროსი ძმა სიტყვას

აწყვეტინებდა,უწყრებოდა კიდეც,ბეჟანმა თავისი არ დაიშალა და პეტრეს შსჩივლა: ორი დღის

მშივრები ვართ და არ ვიცით ამ უცხო ქვეყანაში რაღა უნდა ვქნათო?! პეტრეს გულს ლახვარივით

დაესო უკანასკნელი სიტყვები და პასუხად მიუგო:" ეს ქვეყანა საქრისტიანი საქართველოა" და უცხოდ

ყოფნა რას გვიქვიაო,შემდეგ შინ წაიყვანა,უმასპინძლა და ნაბადზე გაუშალა ქვეშაგები...

რომ ირიჟრაჟა,პეტრეს სტუმრები აღარ დახვდნენ შინ, გაუძარცვავთ საბრალო მოხუცი და შარვლის

ჯიბეები მოუჭრიათ-სამი და ათი შაური სდებია ჯიბეში მხცოვანს,რომელსაც დანაკარგის ჯავრი კი არ

ჰქონდა,იმას განიცდიდა, პირტიტველა ყმაწვილების მოსატყუებლად რომ გაიხადა ყოფა,

ჯავრობდა,რომ დასცინებდნენ მეზობლები,მაგრამ ძმებზე მაინც ვერ გააბოროტა მომხდარმა:"ღმერთმა

იმათ კი შეარგოთ და მე კი ეს სირცხვილადაც მეყოფა და სიცილადაცო"... დიდი დრო არ იყო

გასული,რომ პეტრე ქალაქში შეყოვნდა,უსაქმოდ სიარულისას ავლაბრის მოედანზე შეკრებილ ხალხს

შეუერთდა...ხედავს,სახრჩობელა გაუმზადებიათ და აგერ რუსულ ფარაჯაში გახვეული კაციც

მოჰყავდათ... პეტრესათვის ეს "ჯამბაზობა" იყო,ბოლომდე ვერ დაიჯერა და გაერკვია,რა ხდებოდა,

სრცხვენოდა კიდეც გულმა ასეთი სანახაობისკენ რომ გამოუწია და გაიფიქრა: "ამ პატარა გულში

რამოდენა ცოდვა და მადლი ტრიალებსო"... ესმოდა ირგვლივ მყოფი ხალხის წუხილიც ახალგაზრდა

კაცის ჩამოხრჩობაზე- "ჯერ დღე სწორედაც არ გასთენებია და ეგრე ადრე და მალე კი უნდა მზე

დაუბნელდესო,მის საბრალო დედაზე,მაგრამ ეგონა, ხალხმა პირი შეკრა და სოფლელ კაცს

მაბრიყვებენო... ამასობაში ჯალათმა ყულფში გააყოფინა თავი ახალგაზრდა კაცს,გამოაცალა

კიბე,უბედურმა ფართხალი დაიწყო...

ისე წამოვიდა პეტრე ავლაბრის მოედნიდან,რომ დადგმული სპექტაკლი ეგონა,ხალხის სასეიროდ

შექმნილი სანახაობა... გზად დუქანში შევიდა, ფეხდაფეხ ახალგაზრდა კაცი შეჰყვა... თითქოს ეცნო

მისი სახე პეტრეს,მაგრამ ვერ იხსენებდა ვინაობას... ახალგაზრდამ კალამი და ფურცელი მოითხოვა და

რაღაცის წერა დაიწყო...

Page 6: იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო

6

დუქნიდან გასულს,პეტრეც შორიახლოს მიჰყვებოდა,მის ნაცნობ სახეს აკვირდებოდა,მალე ვიღაცამ

მხარზე ხელი დაადო,წერილი გადასცა და უთხრა,რომ ამ ბარათიდან შეიტყობდა ყოველივეს დღეს

მომხდარი ამბის შესახებ...

პეტრემ კითხვა არ იცოდა, სასწრაფოდ შვილისაკენ გაეშურა,რომ წერილის არსი გაეგო, მამის

მდგომარეობით გაკვირვებულმა ვაჟმა წერლის კითხვა დაიწყო :"დღეს რომ ყმაწვილი ბიჭი

დაარჩეს,ჩემი ძმა იყო",- წერდა ახალგაზრდა კაცი და გაანდო ადრესატს მძიმე ბავშვობის ისტორია ,-

ძმებს მამა გარდაცვლიათ,დედა გათხოვილა,მამინაცვალს კი მამისეული ქონება გაუფლანგავს,შემდეგ

სოფლად დაუტოვიათ ,თავად ქალაქში წამოსულან, ყველა საბრალო ბავშვებს სცემდა:" გამოვედით

ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ,უბინაოდ, უნუგეშოდ,უთვისტომოდ.

ვის შესტკივდებოდა ჩვენშვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით,ყველანი-ჩვენთვის,

გამოვწიეთ ქალაქისაკენ გაბოროტებულებმა, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულებმა, გადავემტერეთ

უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას: მამინაცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენა და სხვასა.

პატარები ვიყავით,ყველა ხედავდა, რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ, არავინ გამოგვესარჩლა,არავინ

მოგვეშველა,არავინ ხმა არ ამოიღო"... წერილის მეკალმე გულწრფელია თავის განცდებში,მისი

სიმართლე ტრაგიზმის გამოძახილია,მას ერთადერთი ერთგული და უღალატო ადამიანიც წაართვეს,

თავის მარტოსულობას დასტირის ძმის უბედობასთან ერთად :"ის ერთადერთი სული, ის ერთადერთი

ჩემი სისხლი და ხორცი,ის ერთადერთი ძმაკაცი,ის ერთადერთი ადამიანი ჩემი

კეთილისმყოფელი,ჩემთვის თავდადებული,ჩემი მოსიყვარულე და ერთგული... კატის კნუტსავით

ჩამომირჩეს"...წერილიდან შეიტყო თავისი მტანჯველი ფიქრების პასუხიც დუქანში ნანახი

ახალგაზრდა კაცის შესახებ,რომელმაც ეს ბარათი შეაჩეჩა ხელში პეტრეს,როგორც გაირკვა, ერთ-ერთი

იყო მათგან,ძმებმა რომ გაქურდეს მხცოვანი მეურმე,ის დღეც შეახსენა პეტრეს და დასძინა.რომ "მას

შემდეგ დღე არ გასულა,რომ არავინ არ გაგვეძარცვოს...ამით ვირჩენდით თავსა გული მაინც არ

დაგვიცხრა... ამ ორი წლის წინათ მამინაცვალი შემოგვაკვდა..." თავად გამოქცეულა,მაგრამ პოლიციას

ბეჟანი დაუკავებია... დიდი ღირებულება აქვს წერილის კულმინაციურ ნაწილს,სადაც მეკალმე პეტრეს

ადანაშაულებს უმოქედობაში: " თქვენ იდექით და სეირს უყურებდით,მე ვიდექი და ვიწოდი" ..."განა

შენ კი ამხანაგი არა ხარ ჩემი მამინაცვლისა! განა შენ კი არ დამირჩე ერთადერთი ძმა! განა შენ კი არ

მიიყვანე ის სარჩობელამდე!"... და ბოლო პასუხი საზოგადოებას, რომელმაც დაღუპა ორი ობოლი ძმა,

ბეჟანი კი სახრჩობელაზე დაჰკიდა მათმა გულგრილობამ: "მძულს ქვეყანა და ადამიანი...ერთი პატარა

ძარღვი კიდევ მქონდა გულში და ისიც დღეს სარჩობელაზედ ჩამწყდა... ამით სამუდამოდ მოვწყდი

ქვეყანას,მშვიდობით!"

თითქოს ავტორს თავადვე შეებრალა აცახცახებული პეტრე, მკითხველს სამსჯელოდ კი კითხვა

დაუტოვა: "მართლა და, ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს"-ო?!

Page 7: იაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი" და გიორგი შატბერაშვილის "საუკუნო

7

საზოგადოებას მართავს არამხოლოდ კანონები და კანონქვემდებარე აქტები, არამედ მორალურ-

ზნეობრივი დოგმატების შემცველი დაუწერელი წესები,რომელთა მიყოლაც ქვეყნისა და ღმერთის

წინაშე დაკისრებული ვალდებულებებით არის ნაკარნახები... შესაბამისად უმოქმედობით ჩადენილ

დანაშაულს იმავე პლანში განიხილავს საზოგადოება.... შედეგი იწვევს სამსჯელოდ მკითხველს და

მისგანვე ელის განაჩენს ... რას საყვედურობს უთვისტომოდ დარჩენილი ძმა ხალხის პეტრეობას? -

ინდიფერენტულობაში,- მაშინ როცა შიოდათ ყველასაგან მიტოვებულ ბავშვებს, სციოდათ,

იყინებოდნენ ლუკმა- პურის ნატრულნი , პირადი ცხოვრების ნაჭუჭში ჩაკეტილმა ხალხმა არც თვალი

და არც გული იბრუნა მათკენ... გულქვა საზოგადოებამ მიიყვანა ძარცვის გადაწყვეტილებამდე ძმები,

სიდუხჭირესა და გულცივობაში გამოზრდილი ობლობა წაგლეჯვასა და ძარცვას სწავლობს... წერილში

ნაქურდალიც იდო,მაგრამ პეტრეს ყურადრება არც კი მიუქცევია... უთვისტომო ახალგაზრდა ღმერთის

განაჩენს ელის "განკითხვის დღემ გამოაჩინოს მართალნი და მტყუანნი"...

-------------------------.