literaturuli meskheti_january 2015 (193)

12
გამოცემის მეჩვიდმეტე წელი “LITERATURULI MESKHETI” გიორგი ლეონიძე 1 ( 193 ) იანვარი 2015 წელი ფასი 40 თეთრი “литературули месхети” “დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი” უნივერსიტეტი, რომელმაც დაკისრებულ მისიას წარმატებით გაართვა თავი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერ- თი რესპუბლიკური მნიშვნელობის ღონისძიების ორგანი- ზატორი და მასპინძელი ყოფილა. გადაუჭარბებლად შეიძ- ლება ითქვას, _ უნივერსიტეტს ყოველთვის უჩვენებია ინტელექტუალური და ორგანიზატორული მომზადების სათანადო დონე. ამჟამად იგი ერთ-ერთი გამორჩეული, აკადე- მიური და სახელმწიფოებრივი პროექტების უზადოდ შემსრუ- ლებელი უმაღლესი სასწავლე- ბელია საქართველოში. აქ გან- საკუთრებით პრიორიტეტულია საგანმანათლებლო და ახალი პროგრამების შექმნა. არსებობს დაწყებითი განათლების საბა- კალავრო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო აკრედიტებული პროგრამები. საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მზადდება ბილინგ- ვური განათლების მასწავლე- ბელთა სამაგისტრო პროგრამა და სკოლამდელი განათლების პროფესიული კურსები. სამცხე-ჯავახეთის სახელმ- წიფო უნივერსიტეტის რექტორატს კარგად აქვს გაცნობი- ერებული, რომ განათლების სფეროში, მიმდინარე რეფორ- მის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბაზო და უმაღლეს განათლებაში ჩართული პედაგოგე- ბის დაახლოებას, გამოცდილების გაზიარებას, პრობლე- მების ერთობლივ განხილვას და მათი გადაჭრის გზების მოძიებას, სკოლის პედაგოგთა უშუალო გამოცდილებას; მათ მიერ დასმული პრობლემები, თითოეული სკოლის სპეციფიკა, ადეკვატურად უნდა აისახოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში. _ „თუ საუნივერსიტეტო პროგრამებში სათანადოდ არ აისახა თანამედროვე საქართველოს სკოლის პრობლემატი- კა, თავისებურებები, თუ სკოლის პროგრამა დაშორებულია საუნივერსიტეტო განათლებასთან, საქართველოში კიდევ დიდხანს იდგება კვალიფიციური პედაგოგიური კადრების პრობლემა”, _ მიაჩნია უნივერსიტეტის რექტორს, პროფე- სორ მერაბ ბერიძეს. აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა _ გასული წლის 26 - 27 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმ- წიფო უნივერსიტეტში, ჩატარებულიყო პროფესორ-მას- წავლებელთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე _ „განათლების თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები”. კონფერენცია ფინანსურად უზრუნველყო პრეზიდენტის ფონდმა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამც- ხე-ჯავახეთის მხარეში შემავალმა ექვსივე მუნიციპალი- ტეტის, ამავე დროს, დმანისის, ბოლნისის, დედოფლისწ- ყაროს, წალკის ქართული, სომხური, რუსული და აზერ- ბაიჯანულენოვანი სკოლის პედაგოგებმა, უნივერსიტეტის პროფესურამ, განათლების მიმართულების მკვლევარებმა და მოწვეული სტუმრების რანგში _ რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელებ- მა. თითოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა, გაეზიარე- ბინა გამოცდილება, გარკვეულიყო პრობლემებში და, რაც მთავარია, დაესახათ თანამშრომლობის პერსპექტივები. კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ _ მეუფე თეოდორე – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტ- როპოლიტი, ზაქარია ქუცნაშვილი – საქართველოს პარ- ლამენტის წევრი, თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი მაჩაბელი – მასწავლებელთა პროფესიული განვი- თარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ტარიელ ფუტ- კარაძე – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, მაკა ომიაძე – ზურაბ ჟვანიას სახელობის სა- ხელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის პროგრამის სწავლების ხელმძღვანელი, ზაზა მელიქიძე – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი კოპაძე – ქ. ახალციხის მერი. სტუმრებმა მადლობა გადა- უხადეს უნივერსიტეტის რექ- ტორს, ბატონ მერაბ ბერიძეს, ასევე, კონფერენციის ორგანიზა- ტორებს კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის და უსურვეს წარმატებები. ზაქარია ქუცნაშვილი: „მონა- ცემები თქვენი მრავალწლიანი მოღვაწეობისა, იმდენად პოზიტიური, იმდენად სა- მაგალითოა, რომ შეიძლება სამოდელოდ გამოვიყენოთ საქართველოს სხვა პრობ- ლემურ რეგიონებში”. _ „სამინისტროს მომა- ვალი წლის გეგმაში ერთ- ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება უნივერსიტე- ტებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების თანამშრო- მელთა წახალისება. დაგეგმილია, რომ რეგიონუlი უნივერსი- ტეტები, ამ შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, გახდეს ცენტრი პედაგოგთა პროფესიული მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით”. _ აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა. შემდეგ კონფერენციამ მუშაობა გააგრძელა სექციების მიხედვით. შემაჯამებელი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართა. პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადო- ებას მიესალმა ბატონი მერაბ ბერიძე და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა. კონფერენციის მუშაობა შეაფასეს სექციის ხელმძღ- ვანელებმა. ანნა ბაბლუანი _ საგნის სწავლების მეთოდიკის სექ- ციის თავმჯდომარე: „რაც შეეხება თემებს, ყველა საინტე- რესო იყო. მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომ მოგვცა შესანიშნავი შანსი, მიგვეღო მონაწილეობა ამ არაჩვეულებრივ კონფერენციაში”. შემდეგ განიხილეს თითოეული მონაწილის მიერ წარ- მოდგენილი თემების მნიშვნელობა და აღნიშნეს, რომ წარ- მოდგენილი თემები გამოირჩევიან აქტუალობით, დასმუ- ლი პრობლემებითა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებით. წარმოდგენილი იყო თვალსაჩინოებებიც. შეფასე- ბების დროს, გამოითქვა მოსაზრება, უნივერსიტეტის ბა- ზაზე შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონფერენცი- აზე გამოთქმული პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზებ- ზე. კონფერენციამ აჩვენა სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა. დაისვა საკითხი _ კონფერენციის მონაწილეთათვის დამზადდეს სერტიფიკატები და უნივერსიტეტმა უზრუნველყოს ჯავა- ხეთში, ერთთვიან პრაქტიკებზე, სტუდენტების გაგზავნა. კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია ბი- ლინგვურ სწავლებასთან დაკავშირებით. მაკა კაჭკაჭაშვილი _ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: „სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადებისთვის არსებობს ბილინგვური განათლების საბა- კალავრო პროგრამა და ის სტუდენტები, რომლებიც ჩაირიც- ხებიან ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომელთა მშობლიური ენა სომხურია, პოტენციურად, არაჩვეულებრი- ვი კადრები იქნებიან”. უნივერსიტეტის წარმომადგენლე- ბის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, დაიწყოს მუშაობა ბილინგვური სწავლებისთვის საჭირო წიგნებზე, რომლის გამოცემის გამოცდილებაც დიდი ხანია აქვს ჩვენს უნი- ვერსიტეტს. რაც შეეხება პედაგოგთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა მერაბ ბერიძემ უპასუხა: „უნდა გაგრძელდეს სკოლებსა და უნი- ვერსიტეტებს შორის თანამშრომლობა. ასეთი შეხვედრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად წარმოჩნდა ბევრი რამ. მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ წაკითხულ მოხსენებებს გამოვცემთ კრებულის სახით. ასევე დამზად- დება სერტიფიკატებიც. არც ჯავახეთში სტუდენტთა პრაქ- ტიკებზე წასვლაა შეუძლებელი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას მობრძანებისთვის. ასევე მადლობას ვუხადი საქარ- თველოს პრეზიდენტის ფონდს, რომელმაც ფინანსური დახ- მარება გაგვიწია”. კონფერენციის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინიციატივით, პედაგოგებმა ახალცი- ხის ისტორიული ციხე მოინახულეს და კეთილი სურვილე- ბით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ვერიკო მოდებაძე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ი ლ ი ა II-ის საშობაო ეპისტოლედან: “… თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენ- თვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხ- ყო პიროვნების ღირ- სება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბ- რალო აღმსრულებ- ლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა. ამიტომაც ეს ცოდ- ვები ღვთის გმო- ბად სახელდება და მათგან განთა- ვისუფლება მხო- ლოდ ლოცვით, მარ- ხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რო- მელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესათვის (ფილ. 2,4). სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრა- ლება, _ ჩვეულებად, გულგრილობა, _ წესად, უზნე- ობა და თავაშვებულობა, _ მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა, _ ყოველდღიურ მოვლენად; ანუ, ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება“...

Upload: -

Post on 07-Feb-2016

258 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

ლიტერატუტული მესხეთის 2015 წლის იანვრის ნომერი

TRANSCRIPT

Page 1: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

გამოცემის მეჩვიდმეტე წელი “LITERATURULI MESKHETI”

გიორგი ლეონიძე

№1 (193)იანვარი

2015 წელიფასი 40 თეთრი

“литературули месхети”

“დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი”

უნივერსიტეტი, რომელმაც დაკისრებულ მისიას წარმატებით გაართვა თავი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერ-თი რესპუბლიკური მნიშვნელობის ღონისძიების ორგანი-ზატორი და მასპინძელი ყოფილა. გადაუჭარბებლად შეიძ-ლება ითქვას, _ უნივერსიტეტს ყოველთვის უჩვენებია ინტელექტუალური და ორგანიზატორული მომზადების

სათანადო დონე. ამჟამად იგი ერთ-ერთი გამორჩეული, აკადე-მიური და სახელმწიფოებრივი პროექტების უზადოდ შემსრუ-ლებელი უმაღლესი სასწავლე-ბელია საქართველოში. აქ გან-საკუთრებით პრიორიტეტულია საგანმანათლებლო და ახალი პროგრამების შექმნა. არსებობს დაწყებითი განათლების საბა-კალავრო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო აკრედიტებული პროგრამები. საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მზადდება ბილინგ-ვური განათლების მასწავლე-ბელთა სამაგისტრო პროგრამა და სკოლამდელი განათლების პროფესიული კურსები.

სამცხე-ჯავახეთის სახელმ-წიფო უნივერსიტეტის რექტორატს კარგად აქვს გაცნობი-ერებული, რომ განათლების სფეროში, მიმდინარე რეფორ-მის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბაზო და უმაღლეს განათლებაში ჩართული პედაგოგე-ბის დაახლოებას, გამოცდილების გაზიარებას, პრობლე-მების ერთობლივ განხილვას და მათი გადაჭრის გზების მოძიებას, სკოლის პედაგოგთა უშუალო გამოცდილებას; მათ მიერ დასმული პრობლემები, თითოეული სკოლის სპეციფიკა, ადეკვატურად უნდა აისახოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში.

_ „თუ საუნივერსიტეტო პროგრამებში სათანადოდ არ აისახა თანამედროვე საქართველოს სკოლის პრობლემატი-კა, თავისებურებები, თუ სკოლის პროგრამა დაშორებულია საუნივერსიტეტო განათლებასთან, საქართველოში კიდევ დიდხანს იდგება კვალიფიციური პედაგოგიური კადრების პრობლემა”, _ მიაჩნია უნივერსიტეტის რექტორს, პროფე-სორ მერაბ ბერიძეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა _ გასული წლის 26 - 27 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმ-წიფო უნივერსიტეტში, ჩატარებულიყო პროფესორ-მას-წავლებელთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე _ „განათლების თანამედროვე პრობლემები და პერსპექტივები”. კონფერენცია ფინანსურად უზრუნველყო პრეზიდენტის ფონდმა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამც-ხე-ჯავახეთის მხარეში შემავალმა ექვსივე მუნიციპალი-ტეტის, ამავე დროს, დმანისის, ბოლნისის, დედოფლისწ-ყაროს, წალკის ქართული, სომხური, რუსული და აზერ-ბაიჯანულენოვანი სკოლის პედაგოგებმა, უნივერსიტეტის პროფესურამ, განათლების მიმართულების მკვლევარებმა და მოწვეული სტუმრების რანგში _ რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელებ-მა. თითოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა, გაეზიარე-ბინა გამოცდილება, გარკვეულიყო პრობლემებში და, რაც მთავარია, დაესახათ თანამშრომლობის პერსპექტივები.

კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ _ მეუფე თეოდორე – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტ-როპოლიტი, ზაქარია ქუცნაშვილი – საქართველოს პარ-ლამენტის წევრი, თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი მაჩაბელი – მასწავლებელთა პროფესიული განვი-თარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ტარიელ ფუტ-

კარაძე – საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, მაკა ომიაძე – ზურაბ ჟვანიას სახელობის სა-ხელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის პროგრამის სწავლების ხელმძღვანელი, ზაზა მელიქიძე

– ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი კოპაძე – ქ. ახალციხის მერი.

სტუმრებმა მადლობა გადა-უხადეს უნივერსიტეტის რექ-ტორს, ბატონ მერაბ ბერიძეს, ასევე, კონფერენციის ორგანიზა-ტორებს კონფერენციის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის და უსურვეს წარმატებები.

ზაქარია ქუცნაშვილი: „მონა-ცემები თქვენი მრავალწლიანი

მოღვაწეობისა, იმდენად პოზიტიური, იმდენად სა-მაგალითოა, რომ შეიძლება სამოდელოდ გამოვიყენოთ საქართველოს სხვა პრობ-ლემურ რეგიონებში”.

_ „სამინისტროს მომა-ვალი წლის გეგმაში ერთ-

ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება უნივერსიტე-ტებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების თანამშრო-მელთა წახალისება. დაგეგმილია, რომ რეგიონუlი უნივერსი-ტეტები, ამ შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, გახდეს ცენტრი პედაგოგთა პროფესიული მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით”. _ აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

შემდეგ კონფერენციამ მუშაობა გააგრძელა სექციების მიხედვით.

შემაჯამებელი სხდომა 27 დეკემბერს გაიმართა. პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადო-ებას მიესალმა ბატონი მერაბ ბერიძე და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებული მუშაობა უსურვა.

კონფერენციის მუშაობა შეაფასეს სექციის ხელმძღ-ვანელებმა.

ანნა ბაბლუანი _ საგნის სწავლების მეთოდიკის სექ-ციის თავმჯდომარე: „რაც შეეხება თემებს, ყველა საინტე-რესო იყო. მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომ მოგვცა შესანიშნავი შანსი, მიგვეღო მონაწილეობა ამ არაჩვეულებრივ კონფერენციაში”.

შემდეგ განიხილეს თითოეული მონაწილის მიერ წარ-მოდგენილი თემების მნიშვნელობა და აღნიშნეს, რომ წარ-მოდგენილი თემები გამოირჩევიან აქტუალობით, დასმუ-ლი პრობლემებითა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიებით. წარმოდგენილი იყო თვალსაჩინოებებიც. შეფასე-ბების დროს, გამოითქვა მოსაზრება, უნივერსიტეტის ბა-ზაზე შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს კონფერენცი-აზე გამოთქმული პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზებ-ზე. კონფერენციამ აჩვენა სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა. დაისვა საკითხი _ კონფერენციის მონაწილეთათვის დამზადდეს სერტიფიკატები და უნივერსიტეტმა უზრუნველყოს ჯავა-ხეთში, ერთთვიან პრაქტიკებზე, სტუდენტების გაგზავნა. კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია ბი-ლინგვურ სწავლებასთან დაკავშირებით.

მაკა კაჭკაჭაშვილი _ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: „სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა მომზადებისთვის არსებობს ბილინგვური განათლების საბა-კალავრო პროგრამა და ის სტუდენტები, რომლებიც ჩაირიც-ხებიან ქართული ენის მომზადების პროგრამაზე, რომელთა

მშობლიური ენა სომხურია, პოტენციურად, არაჩვეულებრი-ვი კადრები იქნებიან”. უნივერსიტეტის წარმომადგენლე-ბის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, დაიწყოს მუშაობა ბილინგვური სწავლებისთვის საჭირო წიგნებზე, რომლის გამოცემის გამოცდილებაც დიდი ხანია აქვს ჩვენს უნი-ვერსიტეტს. რაც შეეხება პედაგოგთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა მერაბ ბერიძემ უპასუხა: „უნდა გაგრძელდეს სკოლებსა და უნი-ვერსიტეტებს შორის თანამშრომლობა. ასეთი შეხვედრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად წარმოჩნდა ბევრი რამ. მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ წაკითხულ მოხსენებებს გამოვცემთ კრებულის სახით. ასევე დამზად-დება სერტიფიკატებიც. არც ჯავახეთში სტუდენტთა პრაქ-ტიკებზე წასვლაა შეუძლებელი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას მობრძანებისთვის. ასევე მადლობას ვუხადი საქარ-თველოს პრეზიდენტის ფონდს, რომელმაც ფინანსური დახ-მარება გაგვიწია”.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინიციატივით, პედაგოგებმა ახალცი-ხის ისტორიული ციხე მოინახულეს და კეთილი სურვილე-ბით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

ვერიკო მოდებაძე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის

მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა

და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ი ლ ი ა II-ის

საშობაო ეპისტოლედან:“… თავისუფალი

ნება ღვთისგან ჩვენ-თვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხ-ყო პიროვნების ღირ-სება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბ-რალო აღმსრულებ-ლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა. ამიტომაც ეს ცოდ-ვები ღვთის გმო-ბად სახელდება და მათგან განთა-ვისუფლება მხო-ლოდ ლოცვით, მარ-ხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რო-მელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესათვის (ფილ. 2,4). სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრა-ლება, _ ჩვეულებად, გულგრილობა, _ წესად, უზნე-ობა და თავაშვებულობა, _ მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა, _ ყოველდღიურ მოვლენად; ანუ, ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება“...

Page 2: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

ლიტერატურული მესხეთი2 2015 წელი, იანვარი

(დასასრული. დასაწყისი წინა ნომერში)

კონსტანტინეპოლში ახლად დაბრუნე-ბულმა მოძღვარმა, მცირე ხნის შესვენების შემდეგ, გაბედა და ხელახლა მივიდა ჰარუ-ხანიანთან. აღნიშნულის შესახებ ალფონს ხი-თარიშვილი წერს: „ვისაც დიდი საქმის დაწ-ყება უნდა და უმწეოდ არის, მას, ვერცერთი წინააღმდეგი მოვლენა ვერ შეაფერხებს, ამი-ტომაც იყო, რომ მ. პ. ხარისჭირაშვილი _ ჩუმი და მომთმენე კაცი, რომელსაც ახსოვდა პატრიარქის ცივი სიტყვა: „ვნახოთ’’. თუმცა, იცოდა თუ ვისთან ჰქონდა საქმე, მაინც არ დაერიდა, მოვიდა და ერთხელ კიდევ შეეცა-და საქმის გაწყობას. საკვირველად, ჰარუხა-ნიანი ერთობ გამოცვლილი და პირბადე ახ-დილი დაუხვდა. მ. პეტრეს ისე აგრძნობინა, ვითომც არც კი ენახოს და მის მიერ მოხსე-ნებულ საქმეზე თავი ერთობ შორს დაიჭირა. ამდენსაც არ მოელოდა ეს უბედური მგზავ-რი, თვით გულწრფელი ძალზედ გაკვირდა. საგონებელს მიეცა; მაგრამ ვერაფერი ვერ აეხსნა ჰარუხანიანის ამ მსგავსი საქციელით; ამისგან უარესს უკანასკნელის ერის კაცზეც ვერ წარმოიდგენდა. ასეთი უდიერების მიზე-ზი, აღნიშნავს ივანე გვარამაძე, ის იყო, რომ მეთაურობა თვითონ ჰარუხანიანს სურდაო; მაგრამ მ. პეტრე ფიქრობდა, ამნაირი მისი ბატონობა ჩვენს საქართველოს არავითარ სიკეთეს არ მოუტანდა... ამიტომაც ნელ-ნე-ლა უკან დაიხია, თუმც მიმოსვლა მასთან არ შეუწყვეტია. ფიქრობდა და გულის საკურთ-ხეველში ზრდიდა თავის ზეაზრის, სულისკ-ვეთების განხორციელებას სამშობლო ქვეყ-ნის საკეთილდღეოდ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰარუხანიანი განათლებული და გამჭრიახი ადამიანი იყო, კარგად ხედავდა, რომ მამა პეტრე მის აზრს მიუხვდა, ამისთვის მტრულად დაუწყო მოპყ-რობა. ღრმად მორწმუნე და მტკიცე ხასიათის მოძღვარმა იმედი არ გადაიწყვიტა; მალე მოძებნა ახალი საშუალება, დაუახლოვდა სხვადასხვა კათოლიკე ლათინ მღვდლებს, რომელთაც რჩევას სთხოვდა. მათ თანაუგ-რძნეს და პატივით მოეპყრნენ. მალე გაეცნო თვით რომის პაპის პიო IX-ის წარმომადგე-ნელს _ მთავარ ეპისკოპოზს, უფალს ბრუ-ნონის, რომელსაც დაწვრილებით გაუზიარა თავისი გულის ტკივილი. ამ ეპისკოპოზმა, რომლის სახელიც მარადის კეთილ სახსენებ-ლად დარჩა მონასტერში, რიგის გარეთი და წრფელი კაცთმოყვარეობა უჩვენა; მოუწონა აზრი, გაამხნევა საწყალი მწირი და მალეც, მკვიდრი სამსახური მისცა მოწყალების დათა მონასტერში, სადაც, ჩვენი თავდავიწყებული ადამიანი, ამ დღის შემდეგ, ბინას და საზრ-დოს პოულობდა არამარტო თავისთვის, არა-მედ თავის პირველ მოწაფეთათვისაც. ესენი იყვნენ ცნობილი სიმონ (ალფონს) ხითარიშ-ვილი, ივანე გვარამაძე, იოანე ნებიერიძე და სტეფანე გიორგიძე _ ახალციხელები.

მისი უსამღვდელოესი ეპისკოპოზი ბრუნონი _ ვკითხულობთ სავანის არქივში, _ არ დასჯერებულა მამა პეტრესთვის გაწეულ სამსახურს და მალე უცნობებია რომისთვის მისი საქმის გარემოება. პასუხი რომს არ დაუგვიანებია და 1859 წლის 7 მაისს ნე-ბართვაც მიუღიათ ქართული საზოგადოების შექმნის თაობაზე.

აღნიშნული ნებართვის სისრულეში მო-საყვანად საჭირო გამხდარა, პ. ხარისჭირაშ-ვილს ჰქონოდა კერძო ბინა, საზოგადოების შესაქმნელად, ჰყოლოდა ხალხი და ჰქონოდა ასევე წესდება. თუმცა, ამ დროს, ქართ-ველი მოძღვარი ცხოვრების მხრივ უზრუნ-ველყოფილი იყო, მაგრამ საკუთარი ბინის შესაძენად, შესაძლებლობა მაინც არ ჰქონ-და. დღიურად გამოდიოდა. მიუხედავად ამი-სა, რაგინდ ცუდ პირობებში ყოფილიყო, ეს ენერგიით სავსე და გამჭრიახი ადამიანი, მა-რადის საქმეს შესცქეროდა. იმედი ჰქონდა, ღმერთი არ გასწირავდა. და ეს ასეც მოხდა. მამა პეტრეს მოუძებნია ადგილი, რომელიც მისთვის ერთ ქველმოქმედს შეუთავაზებია ქალაქის განაპირას, ფერიქოიში (ანგელოზთა სოფელი). ჯერ-ჯერობით მეტიც არ უნდოდა: 300 ფრანკის შეძლება ჰქონია და დაუყოვ-ნებლივ ამ მიწაზე პატარა სადგურისა და ეკლესიის შენება დაუწყია. რასაკვირველია, ამ თანხით საძირკველსაც ვერ ჩაყრიდა, რომ ქველმოქმედთ თანაგრძნობა არ აღმო-ეჩინათ. მრავალთა ყურადღება მიიპყრო ამ კაცის ცხოვრებამ _ განაგრძობს ალფონს ხითარიშვილი, _ ყველამ მისი დიადი აზრი თავისად გაიხადა. მამა პეტრე, რიგის გარეთ ეკონომისტიც ყოფილა, თვითონვე ხელმძღ-ვანელობდა მუშებს, მათთან მუშაობდა, აგუ-ლიანებდა, რათა დრო არ დაკარგულიყო და ხარჯიც ბევრი არ წასულიყო. შენობა დღითი დღე მატულობდა. ერთი წლის განმავლობაში

კიდეც დამთავრდა. პირველ მოწაფეებს უკვე ახლებიც დამატებიან: ეგნატე (ივანე) ეხ(ქ)სანიშვილი, იოსებ მამუკაშვილი, მიხეილ ხი-თარიშვილი და ნიკოლოზ ბეთანოვი (ფუძე-გვარი _ ბეთანიშვილი). როგორც მისი თანა-მედროვენი აღნიშნავდნენ: ახლა შეეძლო ამ ადამიანს მოსვენებით შესდგომოდა თავისი მომავალი საზოგადოების წეს-წყობილების შემუშავებას, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვ-ნიშნეთ, მას მიღწეული ვერ დააკმაყოფილებ-

და, რადგან მისი მიზანი _ გაეხსნა ქართული სკოლა და სტამბა სამშობლოს მოწყვეტილი ქართველებისთვის, ჯერ კიდევ შეუსრულე-ბელი რჩებოდა. თუმცა, მიზნის მიღწევა არ-ცთუ შორეული ოცნება აღმოჩნდა, რადგან, მან, 1865 წელს მიიღო კონსტანტინეპოლ-ში ქართული სკოლის გახსნის ნებართვა და ქალაქის ქართველობას აუწყა ქართული სკოლის გახსნა, რომელშიც სწავლობდა 60 ყმაწვილი, მათ შორის, საქართველოდან გა-ტაცებული და გაყიდული 30 ბავშვი...

ამის შემდეგ მალე დაიწყო მამათა და დე-დათა მონასტრების მშენებლობაც. როგორც ცნობილია, ბერ-მონაზვნები, უმეტესად, მეს-ხეთიდან _ ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

_ საქმე კარგად წავიდა, _ აღნიშნავს ზ. ჭიჭინაძე _ პეტრე ხარისჭირაშვილს მთე-ლი კონსტანტინეპოლის საზოგადოებრიობა ემადლიერებოდა, როგორც ეკლესიის აგე-ბის, ისე ეკლესიაში ქართულს ენაზე წირვა-ლოცვის დაწყების გამო. ეკლესიის გვერდით სასწავლებლის შენობის აგებაც დაიწყო... ქველმოქმედთა დახმარებით მალეც აღაშენა. სასწავლებლისათვის შეიძინა ყველა საჭირო ნივთები, წიგნები, სხვადასხვა სახმარი სა-ჭიროებანი და სახელმძღვანელოდ მოამზადა ქართული წიგნები, თითქმის ყველა სახეობი-სა. ამასთანავე, სკოლის გახსნის ნებაც მალე მიიღო და 1865 წელს ჯავახეთის ქართ-ველებს აუწყა: „კონსტანტინეპოლში ქართვე-ლი გვარის კათოლიკეთა შვილების აღსაზ-რდელად დავაფუძნე მონასტერი. მასთანვე გავხსენ სასწავლებელი და ამიტომ მოგწერთ თქვენ, რომ დღეის შემდეგ ქართველ კათო-ლიკეთა შვილებს აქ გამოგზავნიდეთ სას-წავლებლად... აქ ისწავლიან სამშობლო ენას, მასთან სხვა ენებს. სწავლის დამთავრების შემდეგ, ვინც სასულიერო წოდებაში ისურ-ვებს შესვლას, ის რომში წავა უმაღლეს სას-წავლებელში; იქ სწავლას დაამთავრებს და მღვდლათ შემოსილი დაბრუნდება საქართ-ველოში...” პირველ წელიწადსვე 100-ზე მეტი ყმაწვილი შეგროვილა, მათი მასწავლებლე-ბი ქართველი მოძღვარნი იყვნენ... პირველ დაწყებით ჯგუფებში ყველა საგანს ქართულ ენაზე ასწავლიდნენ და შემდგომ წლებში: ფრანგულის, იტალიურის, ბერძნულის, ლა-

თინურის, სომხურის და ოსმალურის სწავ-ლებას აწყებინებდნენ. ასწავლიდნენ აგრეთ-ვე სამეცნიერო საგნებს. მათ შორის: საქარ-თველოს ისტორიას, ქართველ კათოლიკეთა ისტორიას, ქართულ გალობას, ქართულის ძველისა და ახლის მწიგნობრობის ისტო-რიას, ეკლესიაში სამსახურს და ა. შ.

როცა გაძლიერდნენ, ეკლესიის ირგვლივ მიწებიც შეიძინეს და სასიკეთო საქმეებიც ბევრი აკეთეს.

ქართველი მღვდლები განსაკუთრებით ცნობილი იყვნენ ოსმალეთსა და საბერძ-ნეთში. აქაურობა იმდენად სახელგანთქ-მული იყო, ოსმალეთის ძველი იმპერიის ფარგლებში, რომ ყოველი გვარის ხალ-ხი და ხშირად სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებიც დაიარებოდნენ ამ ეკლესი-აში. გარეთ, მშვენიერ ბაღში, ღვთისმ-შობლის, წმინდა ნინოს და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ძეგლები ესვენა.

მამა პეტრეს მიერ ჩამოყალიბებულმა სასულიერო საზოგადოებამ, ეკლესია-მო-ნასტერი სტამბოლის მეორე უბანში _ უს-კუდარშიც დააარსა. ფერიქოისა და უსკუ-დარის ეკლესია-მონასტრებთან ქართულ-ფრანგულ, ქართულ-ბერძნულ, ქალთა და ვაჟთა სკოლები გახსნა. ქართველ მღვდლებს სკოლა და ეკლესია ჰქონდათ აგრეთვე პერას უბანში, _ პაპასკვერში. იმჟამად საზოგადოებამ ეკლესია-მონასტ-რები და ქართული სტამბა საფრანგეთში, ქალაქ მონთობანშიც დააარსა.

ამდენად, ქართული სასულიერო საზო-გადოების მიზანი იყო ქართველი ხალხის გამოღვიძება სარწმუნოებრივად, პოლი-ტიკურად და კულტურულად. მამა პეტრე ხარისჭირაშვილს ამ გეგმის განხორცი-ელებაში დიდი წინააღმდეგობა ხვდებო-და. მატერიალურად უჭირდა, ხელს უშლიდნენ, ავიწროებდნენ. ამასთან, რუ-სეთის მაშინდელი ხელისუფლების მიერ მიღებული წესების გამო საქართველოში შესვლის უფლება არ ჰქონდა.

...მამა პეტრე, სხვა მრავალ საზ-რუნავთან ერთად, დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს და საქართველოს სახალხო

სკოლების მდგომარეობას, წიგნების სიმწი-რის მხრივ... ამიტომაც იყო, რომ კონსტან-ტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა სკოლის გახსნის შემდეგ, იქვე, 1870 წელს, დააფუძნა ქართული სტამბა. მანვე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვენეციიდან სტამბოლში გად-მოიტანა ქართული ასოები, რადგან იქ უკვე მისთვის ქართული წიგნების ბეჭდვა აუცი-ლებელი აღარ იყო. ...სტამბაში მუშაობა თავისივე მოწაფეებს და ძმებს დააწყებინა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველას უკვირდა მამა პეტრეს ასეთი დაუღალავი შრომა და დაუდ-რეკელი ენერგია, რადგან მან, ქართული სტამბა, ჯერ იტალიაში, შემდეგ საფრანგეთ-ში (ქ. მონთობანი) და, ბოლოს, ოსმალეთში _ კონსტანტინეპოლში, ააწყო, სადაც მრავალი წიგნი დაიბეჭდა, რომელთა შორის სამაგალი-თოდ მოვიყვან რამდენიმეს: „ისტორია გინა მოთხრობა ძველისა და ახლისა ახთქმისა”, „წმინდანების ცხოვრება”, „გზა ცხოვრები-სა”, „გვირგვინი წამებულთა”, „მოკლე ქარ-თული ღრამატიკა” და სხვა მრავალი. მაგ-რამ, როგორც ბ. ვაზიანელი გადმოგვცემს, მას სხვა მრავალი დაუბეჭდავი ხელნაწერიც დარჩა: ქიმიის, ფიზიკის, არითმეტიკის, გე-ომეტრიის, საქართველოს ისტორიის და ა.შ. მიზეზი ბეჭდვის შეჩერებისა, როგორც დიდად პატივცემული ადრიანოპოლის პატ-რი ათანასე ნასყიდოვი (ნასყიდაშვილი) ზ. ჭიჭინაძეს სწერს _ „ენის სტილის დაწუ-ნება ყოფილა. პ. ხარისჭირაშვილი ძალზედ ცდილობდა მის მიერ გამოცემული წიგნების საქართველოს სკოლებში გავრცელებას, მაგ-რამ ეს ვერ ხერხდებოდა, რის გამოც ივანე გვარამაძე წერს: _„დაბეჭდა და გამოსცა მე-ტად სასარგებლო წიგნები, მაგრამ, ჩვენდა დიდად სამწუხაროთ საიმისოდ ვერა ვსარ-გებლობთ... მაგრამ ბრალი, დანაშაულობა, ჩვენი გონების გაუხსნელობისა არის და არა მისი, ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვართ უმეც-რების ღრმა ძილისაგან...”

პეტრე ხარისჭირაშვილს გულში მოზღვა-ვებული რომ ჰქონდა ქართველი ერის სიყვა-რული, ეს მის მიერ დასტამბულ წიგნებშიც არის აღბეჭდილი: _ „დიდი ხნის აქეთ მწუ-ხარეს გულით ვხედვიდით, რომ არ იპოვე-ბოდნენ ქართულს ენაზედ დასტამბული სა-

სარგებლო და გამოსადეგი წიგნები და ამით ყოველიფერი მოკლებული იყო სწავლის საშ-ვალებისაგან, მთელი საქართველოს ფრიად უდიდესი ნაწილი... წიგნების უქონლობა უფრო შესამჩნევ გულ-დასაწყვეტი იყო მი-ხედვით სასოფლო სკოლების მდგომარეობი-სა... თუმც გლეხი აკლებდა თავის ოჯახს და აძლევდა ფულს სკოლის აშენებისა და მასწავლებლის ჯამაგირის მიცემისათვის, რათა განღებოდათ სწავლის კარი თავის შვილებს... მაგრამ სკოლისათვის საჭირო სა-ხელმძღვანელო წიგნები არსად იყო... ერთ-ერთ „სასოფლო გაზეთში” წავიკითხე, რომ სახელმძღვანელოების უქონლობის გამო ზოგი სკოლები გაუქმებულა კიდეც. სკოლე-ბის საბრალო მდგომარეობის შესახებ გაზეთ „დროება”-შიც ეწერა, ერთი მასწავლებელი ამბობდა, რომ „ბუნების კარი” იყო და ისიც ხუთჯერ დავახელმეორებინე ყმაწვილებსო... სწორედ ასეთმა მძიმე მდგომარეობამ შეგ-ვაგულიანა სახელმძღვანელოების დაბეჭდ-ვა, რის გამოც მძიმე შრომა და წარმოების მსხვერპლი თავზედ ავიღეთო, რათა მისცე-მოდა საქართველოს საზოგადოებას შემწე-ობა და წარმატება სწავლაში და სხვანი”.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, _ პეტრე ხარისჭირაშვილს დიდი სურვილი ჰქონდა, რათა მის მიერ დაბეჭდილი წიგნები, სა-ქართველოს გარდა, ოსმალეთის მაჰმადიან ქართველებშიც შეეტანათ და განევრცოთ. აღნიშნულის შესახებ გაზეთ „ინდეპენდანტ ბელგიაში” 1876 წელს დაბეჭდილი ცნობა იტყობინება: კონსტანტინეპოლის ქართველ ბერებს სურთ _ „ნაციონალების გრძნობების აღძვრის საშვალებით კათოლიკე სარწმუ-ნოების გავრცელება ოსმალეთის მაჰმადიან ქართველებში”-ო. რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი აზრით, ჭეშმარიტებას მოკლებული არ იყო, რადგან, როგორც ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან ირკვევა, მამა პეტრეს კათო-ლიკობაზე უფრო ქართველ მაჰმადიანთა საქმე ადარდებდა, მათი საქართველოსგან მოგლეჯვა და მოწყვეტა საკუთარი ფესვე-ბიდან და სრული გადაგვარების საფრთხე, რომლის რეალობის წინაშე ნამდვილად იდ-გნენ ქართველი მაჰმადიანები. აღნიშნული ფაქტის შესახებ მისი თანამედროვენი წერდ-

ნენ: _ „მამა პეტრეს, ოსმალეთში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველების მდგომარეობასთან ერთად _ დასავლეთ საქართველოს ყოფა და ქართველების შეფერხება ისე ადარდებდა, რომ ამაზე მეტი უსასტიკესი დარდი მისთვის აღარ იყო რა, რის გამოც მოამზადა მქადა-გებელნი, რომლებსაც საღმრთო საქმესთან ერთად შესწავლილი ჰქონდათ _ „ექიმობა, იცოდნენ წამლების დამზადება, ასევე სხვა-დასხვა ენები და მასწავლებლობა...” ერთმა ქართველმა რამდენიმე დუქანი შესწირა ამ საქმეს. ოღონდ ამ საქმისთვის ხელი მოეკი-დათ და ამოდენა ქართველობა ნუ დაღუპუ-ლიყო, ქართულ გვარს ნუ მოსპობოდა ქარ-თული ენა და ზნე-ჩვეულებაო”...

სამწუხაროდ, მამა პეტრეს ჩანაფიქრს შესრულება არ ეწერა, რადგან, ამ დროს, თურქეთი რუსეთთან საომარ მდგომარეობა-ში ჩაერთო და ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეჩერდა... რაკი საქმე ასე დაბოლოვდა, ქარ-თველი მქადაგებლები ევროპის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ. ამ ამბავმა პეტრე ხა-რისჭირაშვილი ძალზე დააღონა ფუჭად ჩავ-ლილი ბრძოლისა და მეცადინეობის გამო, ამიტომაც მიეცა მონასტერში განმარტო-ებულ ცხოვრებას, მწუხარებასა და გოდებას ქართველ მაჰმადიანთა გამო.

ამ დროს, _ ხაზგასმით აღნიშნავს პატ-რი შალვა ვარდიძე _ „სტამბოლში, სტუმრად ჩამოსული ქართველი თუ მასთან მოსაკით-ხად მოვიდოდა, იგი მწარედ ატირდებოდა და შემდეგ საქართველოს ამბებს გამოკითხავდა. მოხუცი წინამძღვარი ასე მოიქცა მაშინაც, როცა კონსტანტინოპოლში ჩამოსულმა ის-ტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ ინახულა. სახელოვანი ქართველის დანახვაზე ღრმა მოხუცს ცრემლი მოერია, დიმიტრის მოეხ-ვია და შემდეგი სიტყვები უთხრა _ „ძლიერ ვუმადლი ღმერთს, რომ თვალები ამიხილა, მამცნო სამშობლო ენა, მწიგნობრობა, მიმახ-ვედრა მის ისტორიას, სახელწოდებას, მის დღევანდელ მდგომარეობას, მის წინანდელ დავრდომილებას, ღვთისა და ქრისტიანობის დიდმა აზრებმა განავრცოს ეს აზრები ჩემ

ციური ლაფაჩი

პეტრე ხარისჭირაშვილი-200

დასასრული მე-4 გვ.

ნათელკვალმდებელი

Page 3: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

2015 წელი, იანვარი 3ლიტერატურული მესხეთიპოეზია

ნომადი ბართაია

***ოქტომბერი მიყვარს ქართლის,ფერთა მისთა რიარია,სექტემბერი ადრე არის,ნოემბერი გვიანია.

ზოგს რომ ჰკითხო, ვერც კი გეტყვის,უკეთესი რომელია,ოქტომბერი სულ სხვა არის,ოქრო აუწონელია.

ალი თავაზოის (თავაზაშვილს)

ფერეიდანში, უსინათლო, ხანდაზმულმა კაცმა, ალი თავაზოიმ, რომ გაიგო საიდა-ნაც ვიყავით, გვთხოვა _ გემუდარებით, არ მინდა ისე მოვკვდე, ერთხელ მაინც არ ვნახო ჩემი საქართველო, საქართველოში წამიყვანეთო.

ეს რა მითხარი, ეს რა გავიგე,ეს რა მომესმა, ძვირფასო ალი,საქართველოსთვის, საქართველოსთვისთურმე ხილული გქონია თვალი.

ვის გაუგია ასეთი რამე,ვერ გამიგია, ვინა ხარ, რა ხარ,იქ ვერას ნახავ ვერაფერს, თორემსაქართველოში ყველაფერს ნახავ.

სიტყვები შენი, სიტყვები შენი,მე ახლა თვალებს ცრემლებით მივსებს,როგორ არ გინდა, სიკვდილი, თურმე,რომ საქართველო არ ნახო ისე.

ეს რა მითხარი, ეს რა გავიგე,ეს რა მომესმა ძვირფასო ალი,საქართველოსთვის, საქართველოსთვისთურმე ხილული გქონია თვალი.

***ისე არაფერი ხდება, თან აშკარად მიგრძნობს გული,არის რაღაც ამ ფოთლებშიუსათუოდ ჩამალული.

მიგრძნობს კი არ,ამ ფოთლებშიამდენი რომ ასე ყრია,ჩამალული რომ არ იყოს რამე, შეუძლებელია.

***საიდუმლოს მე შენსასგულო ჩემო, ვერ ვხდები,როგორ ხდება, მითხარი,რომ არასდროს ბერდები.

ყველაფერი ხომ ირგვლივძველდება და ბერდება,საიდუმლოს კი შენსასკაციშვილი ვერ ხვდება.

გეუბნები, ამას შენ,განა სალაპარაკოდ,კი, ბატონო, თუ გინდა,არ დაბერდე არასდროს.

***ღმერთმა ასეთი დაგბადა,

ღმერთი ყოველთვის გფარავდეს,მზესავით გასცემ სითბოს და მზესავით ითხოვ არაფერს.

ვიწყებ ბარგის ჩალაგებასვიწყებ ბარგის ჩალაგებას,ანუ აყრას გუდა-ნაბდის,მადლი უფალს, ყველაფრისთვის,ყველაფრისთვის უფალს მადლი.

ვიწყებ ბარგის ჩალაგებას,ბარგი არის განა ბევრი,თანაც მეჩქარება არსად,საჩქაროა არაფერი.

არაფერი არც რა ხდება,დარდი მქონდეს, ანუ რისი,დადგა ჟამი, წასასვლელადდამიწყია სამზადისი.

მადლი უფალს, გაჩენისთვის,ანუ მოფენისთვის მადლის,თუმც არ ვიცი, ყოველივეიყო სიზმარი თუ ცხადი.

***როგორ მიყვარდა მე ეს სიტყვები,თანაც ნამღერი გულით ალალით,ჟრუანტელივით დავლილი ტანში _„შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი!..”

არანაკლებად მახვევდა თავბრუს,ანდა რა არის აქ დასამალი,მისი მომდევნო ტაეპი ერთი _„მე გული მტკივა, მომეც წამალი!..”

გვარი არ მახსოვს, კინწურა ერქვა,უკრავდა როგორ, მღეროდა როგორ,

მახსოვს, რომ ნაგვაზაოდან იყო, _აკორდეონის მადლობა მომგონს.

ცეკვა ხანჯლური

ცეკვა კი არა, ეს არის ბრძოლა,ეს არის ბრძოლა,მართლაც, რომ ამ დროს;ეს იგივეა,დაარქვა ცეკვამარაბდას,კრწანისს,დიდგორსდა შამქორს.

ქართველო კაცო, ქართველო კაცო,გამოგივლია ხომ ვიცი, ო, რა!..შენთვის ბრძოლააყოველი ცეკვა.შენთვის ცეკვააყოველი ბრძოლა.

***არ ვიცი,როგორგადავუხადო,მადლობა,რისიც ის არის ღირსი;რა ჩიტი იყო,გალობდა როგორ,სახელი მაინცვიცოდე მისი.

ლევან ინაური

დაბრუნება

ყინავდა თებერვალი...და დაბრუნებამ დაანგრია ოცნებები,ვით უბედობის ვალი,ცა იყო მრგვალი,სიმარტივე ნიშნავდა ღმერთთან სიახლოვეს,რადგან მე მჯეროდა ჩემი არსებობის.

ქუჩაში ლოთებმა მე ხურდა მთხოვესდა მომერიდა მცირე თავნებობის,და დრო არ იყო ნერვებთან ომის.

მაინც ღვიოდა სევდა,ჟამი წარსულის წერილებს ხევდა.მოხდა აფრენა ახალიდა მის კისერზე პატარა ხალიმიწვევდა, როგორც ინსტიქტი მგელის,_ შენ უსაზღვრობა ამაღამ გელის,

მე ვთხოვე სხვას სხვა სიყვარული,ის კიიყო აზრებში ღმერთივით სრული,მომინდა ძლიერ და შევსვი ვისკი,ვით ფრენის გულში დაბალი რისკი,ცა იყო მრგვალი,და თებერვალი...არ მსურდა ფრენის შიში და რისკი,ამიტომ შევსვი ჯიმ ხიმის ვისკი.

მაინის ღამეახალი ფიქრი ათრიაქებს ჰაერში ღამეს,ჩამწვარ იმედებს ჩავაფერფლებ გულის წყვდიადში,რას გავაჩერებ ამ მომენტში წამზე უჟამესს?უცხო ტურისტი თავს მოიკლავს თერთმეტ იარდში.

ჩვენ სულ გვაწუხებს პიროვნების მღვრიე ლაქები,ხანდახან ცრემლი მოგუბული იღვრება ხეთა,რას გვიქადიან ევროპული ცის ქალაქები,ისინი მაღალ საფეხურზე გულგრილად სხედან.

მე გულს მიქროლებს ხმელეთიდან ზეცის უფსკრულშიღრმად აზიდული მწვერვალების ამაყი პოზადა ხალისიან მელოდიის მედგრად დაკრულშიმინეიტრალებს წყურვილის ხმას სასმელის დოზა.

მიდიან მთები ფერდობებზე ნელი ნაბიჯით,მოხეთქილ ზვავებს ვერ აბრკოლებს მწვანე ბალახი,ამ შეხვედრების ტრიუმფატორს მაღალი ნიჭითელის მანძილი შორეული გადასალახი.

მაინი იკლავს მარადიულ წყურვილს დინებით,ვცდილობ თან ავყვე ამ დიდებულ მოძრავ პეიზაჟს,ქალაქი თითქოს მემუქრება ბნელი ბინებით,და ემსგავსება გამოპრანჭულს, როგორც გეიშას.

ტურისტმა თავი ჩამოიხრჩო თერთმეტ იარდში,მე უცხოელნი მაფიქრებენ მრავალ განცდაზე,კვლავ ვიკეტები მარად ღია გულის წყვდიადშიდა ბნელ იალქნებს შევცქერივარ მაინის ცაზე.

როგორც პოეტინებდება ჟინი და უკან იხევს,კალამს ანებებს უღლელი ტორი,მაგრამ უსიტყვოდ გადამღლელ შტრიხებს,მე ვებრძვი, როგორც ლიტერატორი.ჯერაც უფხიზლო ნაბახუსევთაწარმოსახვაში გსურდა ნობელი,მიდიხარ შინ და ფეხაურევლადმოგდევს ქარბუქი დაუნდობელი.ჟინი და ხიბლი უშლელი კვალისჩამოქცეული რჩება მარადის,რომ უსასოო ოცნება მთვრალი,სალხინებელის გზამდე არ ადის.და როგორც ტანად შებილწულ მეძავსსულიერ სატრფოდ მაინც არ ელი,იმ ისტორიულ კიდეებს ლეწავსდა ვინჩი, ჯოტო და რაფაელი.გადაებმება ჯაჭვს მოგონებისსუნთქვაშეკრული მრავალი ხანი,მე კი სიზმრებით გამოგონებისგამოვიზამთრებ, ვით თომას მანი.ნაზი ფიქრები ჩვეულ ფერებითგამოეფინნენ სხივსავსე მზეზედა მოწიწებულ კადნიერებითმე წინ ვიდექი, როგორც სკორსეზე.ნებდება ჟინი და უკან იხევსაქ ყოფნა ხდება მარიონეტი,მაგრამ უსიტყვოდ გადამღლელ შტრიხებსმე კალმით ვებრძვი, როგორც პოეტი.

უგვანო ესკიზებიუქრობი ელვა და გაქანება,და უქმე წლების გადმონანება,გახელებული ქშინვა მკერდისა...მოფერება კი აღარ მეღირსა.და შემობურვა ნათოვლარ ზეცისახლოა უფრო შორეულ დროსთან,ყმუილი ღამით მშიერი მხეცის,გენია ბორგავს ალეწილ ბრბოსთან.შენ არ გაქვს ცრემლის ხათრი და რიდი,შენ სუყველაფერს აწმყოზე ყიდი,დავკარგეთ ნელა როკი და ჯავა,კაფეში უცხომ დალია ყავა.მწიფე მტევნები ვენახებს ება,და განწირული გამოქანება,შეყვარებულის შემხვედრი გზიდან,გამორბენამდე ადგილზე იდგა.და, მასპინძელო, შენ მეტყვი, _ „შემო”!მე მოგიყვები, რომ ის სან რემოაღუწერელი დარჩა ლექსისთვის,ვით ჩანასახი ბავშვის ექვსი თვის.აგორდა ტალღადა უფრო მაღლადაეტყო ღრუბლებს ფარული დაღლა.დამტვერდა ქალის შოლტები ქერაქუჩაში ჟღერდა ქარის სიმღერა.

ბედის წინაშეკვირა დნებოდა დილის წირვებითდა უსასრულო ცის გაკვირვებით,ჰაერს ნიღბავდა უჟამო ქნარი,ზღვა იყო წყნარი.შენ მიდიოდი იქით ოცნებით,ცხოვრებისეულ გამოცანებით,თუმც გულს გიკლავდა კივილი ქორის,ზღვა დგას ჩვენს შორის.მე მწვავს შიგნიდან ლექსის დემონი,სხვა ყველაფერი ჩანს უგემონი.ამ გაგიჟებას დანებდა ყველა,აღარ ჩანს შველა!ჩემი მიზნების მთელი სიბრაზეავადმყოფურად აკრავს აბრაზედა ახლა ჩემზე გიჟიც კი ითქმის,გავთავდი თითქმის!სახელი მე არ მეწვევა მალედა უკვე ძლიერ გადავიღალე.მოემტვრა ზეცას მძიმე ფეხები,მე ღმერთს ვეხები.დაუშრეტელი კალმის მელნობადა პოეტური მოუთმენლობა,მტანჯავს და თესავს ლექსების ნერგებს,რა ვუყო ნერვებს?!

***გამოიტირა ღამემ შუქი შენი სახლიდან,მე გდარაჯობდი შემართული, როგორც ყაჩაღი,შენ უნებლიე მღელვარებას გულზე მახლი დაგამოიტირა ღამემ შუქი შენი სახლიდან.ვით შეუძლებელ იმ სიყვარულს ველი ახლიდან,მე ვარ ხანძარი ადიდებულ ზღვაში ნაჩაღი,გამოიტირა ღამემ შუქი შენი სახლიდან,მე გდარაჯობდი შემართული როგორც ყაჩაღი.

Page 4: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

ლიტერატურული მესხეთი4 2015 წელი, იანვარი

ამირან ჯმუხაძე

ქალი, რომელსაც ძალიან ლამაზი სახე, გადატკეცილი თმა და მეტყველი, ნუშისებრი თვალები ჰქონდა, ავტობუსე-ბის გაჩერებასთან იდგა. მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და მიმართა:

_ ქალბატონო, უკაცრავად, ასე უცერემონიოდ რომ მო-გეჭერით, მაგრამ, ეს რომ არ გავაკეთო, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ!

_ რაშია საქმე? _ შეკრთა ქალი._ უბრალოდ, ძალიან მომხიბლეთ და სხვა გზა არ გაქვთ,

უნდა გამეცნოთ!_ რას მელაპარაკები?! - ირონიულად უპასუხა ლამაზმა._ რატომ გაოცდით? ასეთი ქალით რომ ვინმე დაინტე-

რესდეს, რა არის ამაში უცნაური?!_ არც მიკვირს, მაგრამ უტაქტობას ვერ ვიტან! მაპა-

ტიეთ, მაგრამ ასე პირდაპირ, ასე უტიფრად მოსვლა? მგონი არასწორია!

_ მართალი ბრძანდებით, მართალი! მაგრამ, ხომ იცით, სილამაზეს წინ ვერაფერი დაუდგება!

_ მორჩით რა! _ დღეს ისე ვარ ნერვებ მოშლილი, თქვენ-თვის არ მცალია! _ ჩაუგესლა ქალმა.

_ მე უკანდამხევი კაცი არ ვარ, ხომ ხედავთ, მეტროს-თან ახლოს, ახალთახალი „მერსედესი” რომ დგას!

_ მერე რა? _ ჩაეკითხა ქალი._ ის, რომ მანქანა ჩემია, ახლახან შევიძინე, ძალიან სა-

ჭირო საქმეზე მივდიოდი და თქვენ რომ შეგნიშნეთ, იძულე-ბული გავხდი, გადმოვსულიყავი და გამეცანით.

_ ყველა კაცი ერთნაირი ხართ! _ შენიშნა ქალმა._ ეს როგორ გავიგოთ?_ ყველაფერს ხომ არ გეტყვი! თანაც, თქვენ, ჩემთვის

უცნობი მამაკაცი ბრძანდებით!_ მე თემური მქვია. აი, ხომ ხედავთ, უკვე მიცნობთ.ქალმა ხმა არ ამოიღო._ თქვენ რა გქვიათ?! _ ჩაეძია თემური._ ჩემი სახელი რა საჭიროა, უბრალოდ, გეტყვით, მე

გათხოვილი ქალი ვარ!_ ეს არაფერს წყვეტს! _ ხმა გაუმკაცრდა თემურს._ უზრდელიც ყოფილხართ!_ ხომ გეუბნებოდით, ასეთი სილამაზის ქალი ჯერ არ

შემხვედრია... თქვენი ბრალია, მე რას მემართლებით?!_ კარგით, გეყოფათ! ყველაფერს საზღვარი აქვს! _ მი-

ახალა ქალმა._ სახელს მაინც არ მეუბნებით, ხომ?დაბნეული ქალი თვალებში შესცქეროდა თემურს, თით-

ქოს ცდილობდა ამოეცნო, ცრუობდა თუ არა ვაჟი. შემდეგ, ქალმა ცოტა შეიცადა და ხმადაბლა უთხრა: _ რაში გჭირ-დებათ ჩემი სახელი, კარგად დაიმახსოვრეთ, ჩვენს შორის არაფერი შეიძლება მოხდეს, გასაგებად გითხარით, _ ქმარი მყავს, შვილები. ასე, რომ, დაახვიეთ!.. სხვა ნახე, რა!

_ რატომ, ასე უხეშად?! _ განაწყენებული ტონით ამოთქ-ვა თემურმა და თან დაამატა, _ გაბრაზება გიხდებათ!

_ ასეა საჭირო და იმიტომ. თავხედ ადამიანებს ვერ ვი-ტან!

_ როგორ გითხრათ, ვერ ხვდებით, რომ ასეთი ადამიანი არ ვარ?! _ ხმას აუწია თემურმა.

_ აბა, როგორი ხართ? რას ჰგავს თქვენი საქციელი? მოდიხართ, არც იცით ვინ ვარ, რას წარმოვადგენ და ლაზ-ღანდარობას მიწყებთ! მომეშვით, რა!

_ გეტყობათ, ცხოვრებაში ერთი ნახვით არავინ შეგყ-ვარებიათ!

_ ასეთი რამე იშვიათად ხდება, _ ჩაილაპარაკა ქალმა._ ძალიან ცდებით, _ მიუგო თემურმა._ არ ვიცი, მართალი ვარ თუ არა, მაგრამ, გეუბნებით,

ჩემი ქმრის გარდა მე არავინ აღარ მაინტერესებს!_ ოჰ, ეს ქალები რა ხართ! როდესაც რაიმე გიჭირთ,

მაშინვე ქმრებს იშველიებთ, ხოლო თუ ვინმე მოგეწონათ, იმ

კაცთან მაშინვე ქმრების ძაგებას იწყებთ._ უტიფარი ადამიანი ბრძანდებით. ვერ ატყობთ, რომ

ბევრს ყბედობთ! აი, ახლავე ჩემს მეუღლეს დავურეკავ და გირჩევნიათ დროზე მომშორდეთ და თქვენს საქმეს მიხე-დოთ!

თემურმა ქალის ქცევაში სიბეჩავე, უმწეობა და დათ-რგუნვილობა ამოიცნო. ის გამუდმებით ისწორებდა თმებს, რითაც ვაჟი მიხვდა, რომ აღარ უნდა მოეშვას.

_ ხომ გითხარით, თავს არ დაგანებებთ. მერამდენედ უნდა გაგიმეოროთ, თქვენმა სილამაზემ ისე მომხიბლა, მეტი

აღარ შემიძლია. გაოცებული ვარ, ასეთი რამ ცხოვრებაში არ განმიცდია. თქვენ კი, ხელს მკრავთ!

_ რამდენი წლის ბრძანდებით? _ დაინტერესდა ქალი._ მე, უცდახუთი წლის ვარ. მართალია ასაკოვანი არ

გახლავარ, მაგრამ, ქალების ბუნებას, ასე თუ ისე, კარგად ვიცნობ.

ძალიან თავდაჯერებული ბრძანდებით!_ რატომაც არა! კარგი სამსახური მაქვს, ფულიც არ

მაკლია, გარეგნობითაც ვერავინ დამიწუნებს და ქალს მეტი რა უნდა?

_ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. კაცს, სამსახურის და ფუ-ლის გარდა, ინტელექტიც უნდა ჰქონდეს!

_ ეს არ უნდა გეთქვათ._ ვითომ რატომ? _ ჩაეძია ქალი._ რატომ და მთლად დებილის შთაბეჭდილებას არ უნდა

ვტოვებდე!_ ისე, სიმართლე რომ გითხრათ, კაცები თავიდან ყველა

მაგრები ხართ... სიყვარულის კოშკებს უგებთ ქალებს, მერე ფეხებზე იკიდებთ ყველაფერს!

_ ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ კაცებზე!_ ასეც არის, დღევანდელმა ცხოვრებამ ყველაფერი მას-

წავლა!_ ქმრითაც უკმაყოფილო ხართ? _ დაინტერესდა თემუ-

რი და ქალს გამომწვევად მიაჩერდა.ქალმა მამაკაცის დაჟინებული მზერას თვალი ვეღარ

გაუსწორა და თავი ჩაღუნა. თემურმა ამ მომენტით ისარგება

და პირდაპირ მიახალა:_ მე ვგრძნობ, რომ თქვენ, ქმარს გაცილებული ხართ!ქალს ხმა არ ამოუღია, თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, თე-

მურს მკაცრი ტონით მიმართა: _ გეყოფათ, რა! თქვენ თავს მიხედეთ, ჩაჯექით თქვენს

„მერსედესში” და მომწყდით თავიდან!_ ძალიან გთხოვთ, ასეთი უხეში ტონით ნუ მელაპარა-

კებით!_ აბა, რა ვქნა, მაშინვე კისერზე ჩამოგეკიდო და გითხრა,

რომ ძალიან მომეწონე და შენზე ვგიჟდები - მეთქი?!_ მე ამას არ გთხოვთ, მაგრამ, რომ გიცნობდეთ, ამაში

რატომ მიშლით ხელს? არაფრად მაგდებთ და სახელსაც კი არ მეუბნებით.

_ აზრი არა აქვს და იმიტომ!_ ეხ, რა უხასიათო ყოფილხართ. ხომ გეუბნებით, კარგი

ოჯახის შვილი ვარ, მდიდარიც ვარ. კარგი სამეგობრო წრეც მყავს. ვიცი, ამით არ უნდა ტრაბახობდეს კაცი, მაგრამ, რა ვქნა? სხვანაირად უკვე აღარ შემიძლია.

_ არ მოგწყინდათ ეს უაზრო ლაპარაკი?_ თქვენნაირ ლამაზ ქალთან საუბარს რა მომაბეზრებს!..ამასობაში ცხელმა ქარმა დაუბერა და ქალს თმები აუშა-

ლა. მან მაშინვე გაისწორა თმები და ქუჩის ბოლოსკენ გა-იხედა.

_ ვის ელოდებით? _ გამოსცრა თემურმა._ რამდენჯერ უნდა გითხრათ, სამარშრუტო ტაქსს ვე-

ლოდები, ძალიან მეჩქარება სამსახურში და თქვენდა ბედად, ის იგვიანებს.

_ სად მუშაობთ? _ ეს მაინც მითხარით._ მერამდენედ გეუბნებით, შემეშვით, რა!_ ახლა უკვე ვეღარ შეგეშვებით!_ ვითომ, რატომ? _ გაოცდა ქალი._ იმიტომ, რომ თქვენს თვალებში ძალიან დიდი სევდა

ამოვიკითხე. ძალიან მინდა, რომ რამეში დაგეხმაროთ. მოკ-ლედ, თუ დამიახლოვდებით, მერე მე ვიცი, ჩიტის რძესაც არ მოგაკლებთ. მეტი რაღა გითხრათ?

_ ტყუილად ოცნებობთ, ხომ გითხარით, ქმარ-შვილი მყავს-მეთქი. თავი აღარ უნდა გამანებოთ?!

_ ამისი კი, ნამდვილად არ მჯერა._ რისი? _ დაინტერესდა ქალი._ მე მტკიცედ მწამს, რომ ქმარს გაცილებული ხართ,

ამჟამად კი მარტო ბრძანდებით!_ ძალიან ცდებით! _ წარმოსთქვა ქალმა და ღრმად

ამოიოხრა._ თუ თქვენ ხართ მართალი, მაშინ, ჩემს თვალწინ, მო-

ბილური ტელეფონიდან, დაურეკეთ თქვენს მეუღლეს და უთხარით: „ვიღაც ამეკიდა და მოსვენებას არ მაძლევს”-ო.

ქალმა წარბები შეიჭმუხნა და გაწითლდა._ მოკლედ, _ ხმას აუწია თემურმა. _ დღეს რესტორან-

ში უნდა დაგპატიჟოთ. მეგობრებსაც დავურეკავ და კარგად მოვილხინოთ!

_ არა-მეთქი! რამდენჯერ უნდა გითხრათ?! მაინც რა ბედი მაქვს, რა ჭირი ეტაკა ამ სამარშრუტო ტაქსს, რომ აღარ მოდის?! არც თქვენი „მერსედესი” მინდა, არც თქვენი ფული, არც თქვენი მეგობრები, მე ქმარი მყავს და იმის მეტი აღარავინ მინდა! თანაც, რომ იცოდეთ, ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივად კეთილი და განათლებული კაცია. ასე, რომ, თავი დამანებეთ! თქვენს თავს მიხედეთ. გაუთხოვარი ქალების მეტი რა დადის! _ წარმოსთქვა ქალმა და თემურს მიაჩერდა. ახლაღა შეამჩნია, რომ თემური ძალიან სიმპატი-ური ახალგაზრდა კაცი იყო და მიხვდა, რომ ასე უხეშად არ უნდა ელაპარაკა...

ამ დროს, უცებ, სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა, თემური რაღაცის თქმას აპირებდა, რომ ზურგიდან ვიღაც ახალგაზრდა მიეპარა და ყურში მხიარულად ჩასძახა:

_ ბიჭო, მაყუთი ვიშოვე, გზის ფული უკვე გვაქვს და დროზე მოვხიოთ აქედან!

ამის თქმა იყო და, გაოგნებული ქალის თვალწინ, თემუ-რის რკინის ორლარიანი აუთამაშა....

ავტობუსის გაჩერებასთან

თანამემამულეებში და დაიფაროს იგინი თა-ვიანთი სამშობლო ქვეყნით, ენით, წიგნობ-რობით და გვარტომობით...”. ყოველივე ამის შემდეგ დაწვრილებით გამოუკითხავს ერის მდგომარეობა და ისტორია”...

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული სასო-წარკვეთილებისა და გულგატეხილობისა, პ. ხარისჭირაშვილი სისტემატურად თვალ-ყურს ადევნებდა ოსმალეთში მყოფ ქართველთ და ნამეტურ იმ ქართველთ მდგომარეობაზე, რომელთაც ქართველი მებატონეები ყიდდ-ნენ ოსმალთა ვაჭრებზე, _ წერს ზ. ჭიჭინაძე და აქვე აგრძელებს: „ოსმალო ვაჭრებს ეს ყმაწვილები ტრაპიზონში და კონსტანტინო-პოლში მიჰყავდათ და იქ ჰყიდდნენ თათრებზე, შემდეგ კი ათათრებდნენ. ასეთი დაყიდული ქართველი ყმაწვილები პ. ხარისჭირაშვილს ხშირად დაუხსნია თავის საკუთარი ფულით და მერე ესენი სამშობლოში დაუბრუნებია. XIX ს-ის 60-იან წლებში”, _ ვკითხულობთ სავანის დღიურებში _ მრავალი გურულის გოგო-ბიჭები და ქალბატონთაგანი იქნენ პ. ხარისჭირაშვილისაგან დახსნილი, რომლებიც თათრობითგან ქრისტიანობაზე გადმოვიდნენ, კონსტანტინოპოლის დედათა მონასტერში მოლოზნებად შევიდნენ...”

მიუხედავად ასეთი მძიმე ამბებით გულ-გატეხილი და მონასტერში განმარტოებული ქართველთ სამსახურს გულიდან ვერ იშო-რებდა, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ისიც, რომ ერთ დღეს შეკრიბა თავისი თანა-შემწენი და განუცხადა: ყველა გვარის ტომი დაწინაურდა ვაჭრობით, ხელობით და სხვე-

ბის ცოდნით. მაგრამ, ჩვენ ქართველებს კი არა გვეშველა რა, ჩვენი ქვეყანა სავსეა უცხო ტომთ ვაჭრობით, ჩვენში ისინი სარგებლობენ და ჩვენები დაქვეითებული არიან. ამას რამე უნდა ეშველოს... რომ ქართველი ტომის ერ-ნიც წადგნენ წინ და ვაჭრობას შეეჩვიონ.

ამ საკითხის მოგვარებისთვის მას გა-ნუზრახავს სავაჭრო ამხანაგობის შედგენა და სტამბოლში დაფუძნება. ამ ამხანაგობის-თვის მას შეუწირავს თავისი საცხოვრებელი და შეძლება... გაუმართავს ხელის მოწერა. როგორც წყარო-მასალები გვამცნობენ, ბევრს ამხანაგობისთვის თავისი საცხოვ-რებელი შეუწირავს... ფულის მოგროვებისა და მტკიცე ქართული გვარის ძმობის დაარსების შემდეგ ქართველნი კონსტანტი-ნოპოლში აშენებენ ქარვასლას, აქ ხსნიან მაღაზიებს. ქარვასლას ქართველთ ვაჭართ ქარვასლა უწოდეს... უკვე საქართველოში იმყოფებიან ძმობის ამხანაგები, რომლებიც საქართველოდან ამ ქარვასლაში გზავნიან ნაწარმს, რომელიც იქ იგზავნება და იყიდე-ბა, ხოლო შემდეგ ევროპაში ყიდულობენ იმ საქონელს, რაც საქართველოში საღდება და გზავნიან საქართველოში მყოფ ძმობის ამხა-ნაგებთან. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამხანაგობა ცდილობდა, რომ ვაჭრის შეგირ-დებათ მარტო ქართული გვარის მოწაფენი ყოლოდათ... ძმობის ამხანაგობას შეუდგინეს წესდება, რომლის თითოეული პუნქტი მტკი-ცედ უნდა ყოფილიყო დაცული, სადაც ყო-ველი კითხვა, ყოველი საგანი დაწვრილებით იყო აღწერილი და განმარტებული. ასე, რომ ეს წესდება კი არაა, _ გადმოგვცემს მემა-ტიანე, _ არამედ, უფრო თხზულება არის

იმის შესახებ, თუ ასეთი სასარგებლო ძმობა, როგორ და რა მიზნით უნდა დაფუძნდეს და ისიც, თუ ამის მოქმედება, წარმოება და ვაჭ-რობა რა რიგით იქნეს მოწყობილი.

ამ საქმის განხორციელებას იგი ვეღარ მოესწრო და მწარე ნაღვლიანობაში მყო-ფი 1890 წლის 28 სექტემბერს სტამბოლის ქართველ მამათა მონასტრის დამაარსებელი პეტრე (ლუკა) ხარისჭირაშვილი გარდაიცვა-ლა და დიდი პატივით დაკრძალული იქნა იქვე, თავის მიერ აშენებული ეკლესიის სა-კურთხევლის წინ.

მონასტრის არქივში ინახება ჩანაწერი, სა-დაც ვკითხულობთ: მამა პეტრემ სიკვდილის წინეთ მიიხმო თავის მოწაფე-მოძღვარნი და დიდის ერთგულებით დაავალა შემდეგი: სა-ქართველოს სიყვარული, ქართული ენის და მწიგნობრობის პატრონობა, რომ მათ ტო-მობას, გვარს და ენას გზაში რაიმე ხიფათი არ მოევლინოს და მათ არ დაუწყონ გადაგ-ვარება. დიდებული ქართული ენა, რომელი ენითაც ლაპარაკობდნენ თვით მოციქულნი მაცხოვრისა და რომელი ენაც ადიდა შოთა რუსთაველმა, შავთელმა, პეტრე ვარაზ ბაკუ-რისძემ, ჩახრუხაძემ, გიორგი მთაწმინდელმა, პეტრიწმა, თმოგველმა და სხვებმა, რომ ეს ენა არ წაერთოდ მათ და არ დაეკარგოთ...

ჩვენ, ჩვენ რას ვფიქრობთ დღეს?!...პეტრე ხარისჭირაშვილის გარდაცვალე-

ბის ამბავმა ახალციხეშიც მოაღწია. უანგარო მამულიშვილი ქართველმა საზოგადოებამ დიდი მწუხარებით დაიტირა. მისი გარდაცვა-ლება განსაკუთრებულად ქართველმა ინ-ტელიგენციამ განიცადა, რადგან ისინი საზ-ღვარგარეთ ყოფნის დროს ხშირად ქართუ-

ლი მონასტრის სასტუმროში ცხოვრობდნენ და კარგად ახსოვდათ პეტრე ხარისჭირაშ-ვილის დახმარება და მხარდგომა. მაგრამ, განსაკუთრებით მტკივნეულად ეს ამბავი მშობლიური ქალაქის სასულიერო, საერო და ნათესავ-მეგობართა წრემ განიცადა, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ივანე გვარამაძის სიტყვა, თქმული 7 ღვინობისთ-ვეს, 1890 წელს ნათლისმცემლის ეკლესიაში _ „...ეკლებში ვარდი ამოვა, რუსხმულთ და წყლის პირთ ნაპირებზედ შროშანი, მინდორ-ველზედაც ყვავილი; ჩვენს ამ მცირე საბ-რალო გაღატაკებულს ახალციხის ქალაქშიც უკანასკნელ სხვათა მოძღვართა შორის, რო-გორც ვიცით, ამ ჩვენს მეცხრამეტე საუკუ-ნის ნახევარში, ხომ აღმოჩნდა უფლის მიერ აწ ახალგანსვენებული აბბა მამა მოძღვარი _ პეტრე (ლუკა) ხარისჭირაშვილი, რომელ-მანაც რა შეჰხედა ჩვენს მოუძლურებას ში-ნაგანის და გარეგანის მტრების მემძლავრე-ბისაგან; თავის მამულის ღირს _ შვილურის მეტისმეტი კაცთ-მოყვარებით შეჭურვილმან. არა მარტო მთელი თავისი საცხოვრებელი გარდასდვა ჩვენს გასაძლიერებლად და და-საწინაურებლად; არამედ, იგივე თვით თავის თავიცა შესწირა ღმერთსა მონაზონობითა...” ყოველის მხრით სინდისის განწმენდილმან მიიძინა ღვთის მადლში. უფალმან საუკუნო განსვენება მიანიჭოს და სამარადისო ნათ-ლითა განანათლოს ზეცას სასუფევლისა შინა იგი, რათა იყოს მეოხე ჩვენი: ამინ.

წერილი მომზადებულია სტამბოლის ქარ-თველთა სავანის არქივში დაცული, თეოლო-

გიის პროფესორის _ შალვა ვარდიძის დღიურების მიხედვით

ნათელკვალმდებელი

დასაწყისი გვ. 3

პროზა

Page 5: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

2015 წელი, იანვარი 5ლიტერატურული მესხეთი

ხალილ გოზალიშვილის სახელობის

მესხთა საერთაშორისო ასოციაცია “ხსნა”

(სრული ინფორმაცია ქართული ორიენტაციის მესხთა შესახებ)

მინდა მოკლედ, ქრონოლოგიურად აღვწე-რო ხალილ გოზალიშვილის მეთაურობით სა-ზოგადოება „ხსნის” შექმნის პირობები, ასევე ვისაუბრო ხალილის გარდაცვალების შემდეგ თავმჯდომრის როლში ისა აშრაფოვის მოსვ-ლისა და ხალილ გოზალიშვილის სახელობის ასოციაციის იძულებითი შექმნის შესახებ.

მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დროებით საორგანიზაციო კომიტეტს (დსკ), რომელშიც ყველა მესხი სამშობლოში ფანჯარას ხედავ-და, თავმჯდომარეობდა ანვერ უდაბაშოვი (ხოზრევანიძე). ხალილ გოზალიშვილი იყო მისი პირველი მოადგილე და იდეოლოგი. ყვე-ლა წესიერი მესხი თავს მოვალედ თვლიდა გამხდარიყო დსკ-ს წევრი. ისინი ყველანა-ირად ეხმარებოდნენ მის ლიდერებს.

იმ დროს ისა აშრაფოვი იყო ქ.კუვასაის (ფერგანას ოლქი) ავტობაზის საწყობის გამ-გე. 60-იანი წლების ბოლოს ის იქიდან გაიქცა ფულის გაფლანგვის გამო.

თქვენი მონა-მორჩილი მაშინ იმ საშუალო სკოლაში სწავლობდა, სადაც ხ.გოზალიშვილი ისტორიას ასწავლიდა. მან სამშობლოსადმი, მესხეთისადმი, საქართველოს ისტორიისად-მი ისეთი სიყვარული ჩაგვინერგა, რომ ჩვენ სამუდამოდ მისი იდეის მონებად დავრჩით. დსკ-ს იდეა კი ერთი იყო _ ჩვენ სისხლითა და ხორცით ქართველები ვართ, რომლებმაც, ძალაუნებურად, მუსლიმანობა მიიღეს. იმას, რომ ჩვენ წარმოშობით ქართველები ვართ, მამაჩემი გვეუბნებოდა, რომელიც უგანათლე-ბულესი კაცი იყო.

60-იანი წლების ბოლოს უდაბაშოვი (ხოზ-რევანიძე) ციხეში ჩასვეს. 70-იანი წლების დასაწყისში ის დაგვიბრუნდა თავგამოდებულ პანტურქისტად. დსკ ორ ნაწილად გაიყო. ეს იყო სუკ-ის შესანიშნავი ოპერაცია.

თუკი ადრე დსკ სხდომებს ფარულად ატარებდა, უდაბაშოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სხდომები ღიად ტარდებოდა. მას არავისი აღარ ეშინოდა, ჩანდა, რომ მას შესა-ბამისი ორგანოების მხარდაჭერა ამხნევებდა.

ახლა, ფარულად, ხალილ გოზალიშვილის მომხრეები იკრიბებოდნენ.

დსკ-ში დიდი უთანხმოებისა და შესაბამი-სი ორგანოების დევნის გამო ხ.გოზალიშვილი ყაბარდოში, ნალჩიკში წავიდა, სადაც, 1969 წელს, მესხები მესამედ გადაასახლეს გალის რაიონიდან, მათ შორის ჩემი დეიდაც იყო. 1969 წელს მე და მამაჩემი მასთან საცხოვ-რებლად ნალჩიკში გადმოვედით. ისინი სო-ფელ ფსიკოდში _ „ბარაკებში” ცხოვრობდნენ. მესხების თქმით, ისინი, ხელისუფლებაზე კი არა, საქართველოზე, მის ერზე განაწყენებუ-ლები იყვნენ, თვლიდნენ, რომ ხალხი ხელი-სუფლების წინააღმდეგ წავიდოდა და მესხებს დაუჭერდა მხარს. ეს ხომ ტოტალიტარულ რეჟიმში შეუძლებელი იყო.

დსკ-ს დაშლის შემდეგ, უმეტესობა ანვერ უდაბაშოვის მხარეს აღმოჩნდა, რადგან ხალ-ხის თვალში ის წამებული იყო. ხელისუფლება ჩუმად ეხმარებოდა მას, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ყოველი ბრძანებულე-ბის შემდეგ, აწყობდა ინსცენირებებს, რათა ყურადღება მიეპყრო. როდესაც პანთურქიზ-მის იდეა აზერბაიჯანს მთლიანად მოედო, ასეთი ლიდერის იქ ცხოვრება სასურველი აღარ იყო, ის ხ.გოზალიშვილთან გაგზავნეს. რუსეთს მესხი მოსახლეობის ალტერნატიული იდეა სჭირდებოდა. ხელისუფლება შესანიშ-ნავად მოიქცა. ანვერ უდაბაშოვი ლიდერი გახდა. იუსუფ სარვაროვი _ მისი მარჯვენა ხელი.

რას აკეთებდა იმ დროს აშრაფოვი? აზერბაიჯანში, ადიგენის კოლმეურნეობაში (საათლის რაიონის სოფელი ქიროვქენდი) მან გახსნა კოოპერატიული მაღაზია, მოსახლე-ობისგან პროდუქტებს ყიდულობდა და ყიდდა მათ კანტორებში, რითაც დიდ ფულს აკეთებ-და. 70-იან წლებში ის ამით იყო დაკავებული.

საბჭოთა დროში მაღაზიებში, კაფეებში, სა-სადილოებსა და სხვ. მომუშავე მესხთა ერთი ნაწილი შს ორგანოების ოფიციალური აგენ-ტებიც კი იყვნენ. ჩვენ ეს ჯერ კიდევ სტუ-დენტობის დროიდან ვიცოდით, როცა კრე-ბები სოფლებიდან მოშორებით ტარდებოდა. ჩვენ ქართული ორიენტაცია გვქონდა.

ვიცოდით, რომ მართლები ვიყავით, იმი-ტომ, რომ მესხეთის ისტორია ვიცოდით და გვქონდა ქართული გვარები, რომლებიც უკავშირდებოდა გამოჩენილ მწერლებს, მეც-ნიერებსა და დისიდენტებს.

70-იანი წლების მეორე ნახევარში, უდა-ბაშოვის ყაბარდოში გადმოსვლის შემდეგ, აშრაფოვიც იქ მიემგზავრება. რაზე მეტყვე-ლებს ეს?

აშრაფოვი ყოჩაღი ბიჭია, ის იწყებს მუშა-ობას ორსართულიან რესტორანში, რომელიც მდინარე თერგზეა _ ქ.მაისკის და თერგის რაიონს შორის. 80-იან წლებში ის იქ ფულს აკეთებს.

ფერგანის 1989 წლის მაის-ივნისის მოვ-ლენებით შოკში ვართ. გვკლავენ, გვხოცა-ვენ, საშინლად გვექცევიან _ საქართველო კი დუმს. მესხთა უმეტესობა თავს თურქად თვლის, მაგრამ, იმ მომენტში, ყველა მესხი საქართველოს იმედით შეჰყურებდა, მან კი, კიდევ ერთხელ გაგვწირა _ ჩვენ ისევ რუსე-თის იმპერიის კლანჭებში ვართ. ჩვენ, ხალი-ლის მომხრეებს, არ გვესმის საქართველოს განმათავისუფლებლების, ეროვნული მოძრა-ობის ლიდერების, ისინი ხომ კგბ-ს მოთხოვ-ნებს ასრულებდნენ _ პოლიტიკურ დისიდენ-ტებს აგროვებდნენ.

გოზალიშვილის მიმართვა, ზვიად გამსა-ხურდიას მიმართ, უპასუხოდ დარჩა. ბევრი ჩვენი მომხრეთაგანი სარვაროვის მხარეს გა-დავიდა, ან, უბრალოდ, წავიდა. მათ დაკარგეს საქართველოსადმი რწმენა. ჩვენ სულ უფრო და უფრო პატარა წრეში აღმოვჩნდით. გვეს-მის, რომ ერი დამნაშავე არ არის! ალბათ, პირველად, 1944 წლის შემდეგ, ხალხმა იგრ-ძნო სამშობლოს გენეტიკური და ფიზიკური მოთხოვნა.

ამ სავალალო დროის განმავლობაში, მხო-

ლოდ ჯუმბერ პატიაშვილმა გასცა ბრძანება (1988 წ. აპრილი), რის საფუძველზე მესხთა 100 ოჯახს უფლება მიეცა დასახლებულიყ-ვნენ მესხეთში. ამ ოჯახებმა საქართველოს ხელისუფლებისაგან ოფიციალური საბუთები მიიღეს.

ხ.გოზალიშვილის დედა ავად გახდა. ის ამ დროს ადიგენში (საათლის რაიონის სოფე-ლი ქიროვქენდში) იმყოფებოდა. მოულოდნე-ლად იქ ჩამოდიან მერაბ კოსტავა და თამარ ჩხეიძე. მახსოვს მერაბ კოსტავას სიტყვები: „მორჩა, ხალილ, ყველაფერი დატოვე და წა-მოგვყევი, საქართველო გელოდება”!

უზომო იყო ჩვენი სიხარული მოსკოვში კი, სარვაროვი აამხედრეს „თურქი მესხების” წინააღმდეგ. ბევრს არ ესმის, რას გულისხ-მობს ეს სიტყვა. თურქი ხომ მაჰმადიანს ნიშ-ნავს, მესხი კი _ ქრისტიანს! მახსოვს, ფერგა-ნის მოვლენების შემდეგ, ეროვნულ პალატა-ში, რომელსაც მიშანოვი ხელმძღვანელობდა, გაიმართა პრეს-კონფრენცია, ჟურნალ „ოგო-ნიოკის” ჟურნალისტმა ჰკითხა საქართვე-ლოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს „თურქი მესხების” შესახებ. გუმბარიძემ გასცა მოკლე, ლაკონური პასუხი. ზუსტ ციტირებას ვერ გავაკეთებ, შინაარსი

კი ასეთი იყო: არიან მესხები და არა თურქე-ბი. „თურქი მესხების” ეროვნება კი არ არსე-ბობს. ყოველი მათგანის პრობლემები შესაბა-მისმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ, რადგანაც ეს სიტყვა ერთ ეროვნებას გულის-ხმობდა, არც საქართველო და არც თურქეთი ამაში არ ჩაერივნენ. რა სიადვილით აითვისეს ეს სიტყვა საქართველოს ეროვნული მოძრა-ობის ლიდერებმა. ამ სიტყვის ფუნდამენტზე შეიძლებოდა ისეთი „სიძულვილის შენობის” აგება, რომელიც გერმანელების _ ებრაელე-ბის მიმართ, რაც „სიძულვილის შენობა”-ზე უარესია. ასეც მოხდა. ძალიან მოკლე დროში საქართველოში გაჩნდა ლოზუნგები _ „საქარ-თველო მხოლოდ ქართველებისთვის“! „საქარ-თველო ქრისტიანული ქვეყანაა“! და ა.შ.

სიტყვა „თურქი მესხები”, მოსკოვის სუ-კის გენერლების მიერაა მოგონილი. ისინი ახალ-ახალ იდეებს სარვაროვს უგზავნიდნენ, რის შედეგადაც მესხები კიდევ დიდი ხნით სამშობლოს გარეთ აღმოჩნდნენ.

1988 წლის გაზაფხულზე სარვაროვი ატა-რებს მიტინგს ქალაქ ბორჯომში. თავსხმა წვიმაში მან 500 კაცი დააყენა და ყვიროდა, რომ ისინი თურქები არიან. იმ 100 ოჯახის

ჩათვლით, რომლებიც მესხეთში დაბრუნდნენ.მრავალწლიანმა სიძულვილმა თავისი გა-

აკეთა: თურქები სოფლებიდან კინწისკვრით გაყარეს, ზოგიერთი დისიდენტი მოსკოვის განზრახვას მიემხრო.

რა დასკვნების გაკეთება შეიძლება ამ ექ-სპერიმენტიდან?

1. ოსმალეთის, რუსეთისა და საბჭო-თა იმპერიების მიერ მესხების დამუშავების

მიუხედავად, მათმა 99/%-მა აღიარა, რომ წარმოშობით ქართველია. ამას ადასტურებს ი.ჩხეიძის სახელზე „გოსკომტრუდში” გაკე-თებული განცხადებები. იქ ჩემი მეგობარი, ინტელიგენტი კაცი მუშაობდა. მის პატივ-საცემად ჩემ შვილს თემური (ჩავლიაშვილი) დავარქვი.

2. საქართველოს ყველაფერი შეუძლია, თუკი მოისურვებს!

რა თქმა უნდა, მთავრობამაც გამოიტანა დასკვნები.

ეს ლირიკული წინსვლა კი არ იყო, უბრა-ლოდ, მე, ადამიანს, რომელიც სპეცკომენდა-ტურის დროს დაიბადა და რომელსაც ცხოვ-რებაში ბევრი რამ უნახავს, მინდა მჯეროდეს, რომ მორწმუნე ქართველი ამ ძალადობას წინ უნდა აღუდგეს. ჩვენ ხომ კავკასიელები, რაინდული სულის ადამიანები ვართ, რომ-ლებიც უსამართლობას ვერ იტანენ.

ისევ 1959 წელს დავუბრუნდეთ. მაშინ შეიქმნა სრულიად საკავშირო საზოგადოება „ვათანი” იუსუფ სარვაროვის თავმჯდომარე-ობით. ქართული ორიენტაციის მესხებს დევ-ნიან. ყაბარდოში დევნიან ხალილს, ფატულს, ზეინალს. აზერბაიჯანში _ ჩვენ, რომლებიც

ხალილის ერთგულნი დავრჩით, „ვათანო-ველების” გარდა, მთელი საქართველო აამ-ხედრეს „თურქი-მესხების” წინააღმდეგ. სამი წელი ამ კოშმარში ვცხოვრობდით, საკუთარი ერის მიერ უკუგდებულნი, ვინ იცის, რამდენ დამცირებასა და ლანძღვა-გინებას განიც-დიან.

„ვათანოველებმა” ულტიმატუმით მოგვ-მართეს _ სამშობლოს საქმეებში არ ჩაერი-ოთო! დიდი ხნის უარყოფის შემდეგ, ჩვენ დავთანხმდით, მაგრამ იატაკქვეშეთში დავრ-ჩით.

საზოგადოება „ვათანის” გაზეთში _ „ვა-თან ეშკი”-შში გამოქვეყნდა ი.იშრაფოვის სტატია, სადაც ის ამბობს, რომ ისწავლა ლა-თინური ანბანი და უხარია, რომ მალე გაზეთი მშობლიურ თურქულ ენაზე გამოვა.

როგორ მოხვდა აშრაფოვი სარვაროვის გუნდში? მოდით, ვთქვათ, გაუნათლებელი ხალხი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, პა-ტივს სცემს სამ რამეს:

1.ძალადობას; 2.ფულს; 3.ძალას. აშრაფოვს ჰქონდა ფული და კლანი, რო-

მელსაც ნებისმიერი ფულიანი მესხი თავის ირგვლივ ქმნის. პირველ ეტაპზე სარვაროვს

ასეთი ხალხი სჭირდებოდა. მესხები ფულს არ ნანობდნენ, ეს ხომ მაღაზია ან რესტორანი არ არის. მოსახლეობას უყვარს ადამიანი, რომელიც სამშობლოს დაბრუნებისთვის იბრ-ძვის.

ზვიად გამსახურდია და ხალილ გოზალიშ-ვილი ოცი წელი ჟურნალ „ოქროს საწმისში” მუშაობდნენ. ისინი მეგობრები იყვნენ. ზვი-ადი მესხების მხარდამჭერ სტატიებს წერდა, მას შემდეგ, როგორც კი პრეზიდენტი გახდა, სულ სხვანაირად იქცეოდა. მე მხოლოდ იმ ფაქტის კონსტატირება მინდა, რომ მესხები კიდევ რამდენიმე ათეული წლით სამშობლოს გარეშე დარჩნენ.

1991 წელს, ადიგენში (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საათლის რაიონის სოფელი ნასიმიქენდში) ხალილმა და მისმა მომხრე ინ-ტელიგენციამ გამართეს მიტინგი, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა. ჩვენ ყველა მოვ-ლენა გავაანალიზეთ. ბოლოს გადავწყვიტეთ, შეგვექმნა საზოგადოება „ხსნა”.

საზოგადოება „ხსნა” არის ქართველ მაჰ-მადიანთა, მესხთა საზოგადოება, რომელიც „ვათანთან” არავითარ კავშირში არ არის. ამ ორი საზოგადოების იდეები დიამეტრულად განსხვავდება.

შევიმუშავეთ წესდება და პროგრამა. თავ-მჯდომარედ ხალილ გოზალიშვილი ავირჩიეთ. ასევე საზოგადოების 11 კაციანი საბჭო, ზო-გიერთი მათგანი ჩვენთან აღარ არის, აშრა-ფოვისნაირი არც ერთი არ იყო.

საზოგადოების შექმნისთანავე, ხ. გოზა-ლიშვილი თბილისში, გამსახურდიასთან გა-ვაგზავნეთ იმისათვის, რომ დაგვხმარებოდა „ხსნის” სამშობლოში დარეგისტრირებაში. პრეზიდენტმა რეგისტრაცია ხალილის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით ნალჩიკში გაგვიკეთა. მან დაურეკა კოკოვას, ყაბარდოს პრეზიდენტს და დახმარება სთხოვა.

ასე ჩვენი საზოგადოება ლეგიტიმური გახდა.

1991-1992 წლების მოვლენებმა _ ჯაბა იოსელიანისა და სიგუას ხელისუფლებაში მოსვლამ, დემოკრატიულ ძალებს გასაქა-ნი მისცეს. ხალილის თხოვნით, 1992 წლის თებერვალში, მე თბილისში ჩამოვედი. ჯაბა იოსელიანმა მიმიღო. მე ვუამბე ჩვენი საზო-გადოების შესახებ, მოვილაპარაკეთ, რომ 4 დღეში ის ხალილს მიიღებდა, _ იუსტიციის სამინისტროს შეატყობინებდა და რეგისტრა-ციას გაგვიკეთებდა. ჯაბა სიტყვის კაცი იყო.

საქართველოში ოფიციალური პირი ვარ, ძა-ლიან გვიხაროდა. ამაზე მთელმა კავშირმა გაიგო.

გაზეთ „ლიტერატურულ მესხეთში” არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნებულა ე.წ. „მაჰმადიან მესხთა” თაობაზე. ამჟამად ამ თემაზე კვლავ გთავაზობთ ორ საგაზეთო მასალას, რომლებიც, ვფიქრობთ, დააინტერესებს ჩვენი გაზეთის ერთგულ მკითხველებს. პირველი პუბლიკაცია ეხე-ბა სხვადასხვა ორიენტაციის მქონე რეპატრიანტ მაჰმადიან მესხებს, ხოლო მეორე, ინტერვიუს ის ნაწილია, მაჰმადიან მესხთა თაობაზე, რომელიც „მესხეთის უნივერსიტეტის” რედაქტორ-მა მარინე ზედელაშვილმა და მე-9 არხის ჟურნალისტმა თამარ ფეიქრიშვილმა (გაზეთი „მესხეთის უნივერსიტეტი” 2014წ. დეკემბერი) აიღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერ-სიტეტის რექტორისაგან _ ბატონმა მერაბ ბერიძემ გასული წლის მიწურულს მონაწილეობა მიიღო თურქეთის ქალაქ ბურსაში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმში, რომელიც მიეძღვ-ნა სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს გასახლებულ მაჰმადიან მოსახლეობას.

დასასრული მე-6 გვ.

Page 6: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

ლიტერატურული მესხეთი6 2015 წელი, იანვარი

დასაწყისი გვ. 5 „ვათანელთა” რიგებში განხეთქილება

მომწიფდა. ხალილისაგან წამოსული ხალხი ისევ მას დაუბრუნდა. მათ საქართველოსი სჯეროდათ.

ნდობა! _ რა ძლიერი სიტყვაა. ადამიანს სურს მთელი ცხოვრება ნდობით იაროს, მაგრამ მესხების უმრავლესობა სამშობლოს აღარ ენდობა.

საზოგადოება „ხსნის” ძირითადი ორგა-ნო იყო ყოველთვიური კონფერენცია. 1992 წლის 18 მაისს, სოფელ ფსიკოდში (ყაბარდო-ბალყარეთი) გაიმართა პირველი კონფერენ-ცია. საქართველოს წარმოადგენდა თემურ ჩავლეიშვილი. მე და ჩემი მოადგილე აზერ-ბაიჯანის წარმომადგენლები ვიყავით. დელე-გატების რაოდენობა ათჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ხალხისა. ჩვენ შოკში ჩავვარდით, რო-დესაც დელეგატებად ეიუბ აბასოვი, რასულ მამედოვი, ისა აშრაფოვი გამოგვეცხადნენ.

ეს ხალხი იყო, რომელიც ქართული ორიენ-ტაციის მესხებს დევნიდა, _ მოსკოვში, სა-ქართველოს წარმომადგენლობის წინ, უზნეო მიტინგებს ატარებდა. ჩვენ ხალილს პასუხი მოვთხოვეთ. მან აგვიხსნა, რომ ხალხი მათ-თანაა. მაშინ მე ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ეს ჩვენი ხელმძღვანელების საბედისწე-რო შეცდომა იყო.

ალბათ, მაშინ, მას უფრო მაღალი მოტი-ვები ამოძრავებდა, მაგრამ, საორგანიზაციო თვალსაზრისით, ესეც შეცდომა იყო.

„ვათანი” ბანაკებად დაიყო. სარვაროვის მოადგილეები გოზალიშვილის მოადგილეებად გადაიქცნენ. საბჭო უკვე 22-24 კაცისაგან შედგებოდა. პირველივე კონფერენციაზე ნა-თელი გახდა, რომ სარვაროველებს საზოგა-დოების მართვა სურდათ. ისინი საზოგადო-ების თანათავმჯდომარეები გახდნენ.

კონფერენციის მეორე ნახევარში, საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების დროს, ინცი-დენტი მოხდა, _ ხ.გოზალიშვილი ი.აშრაფოვის კანდიდატურის წინააღმდეგ გამოვიდა. მან საკითხი ასე დააყენა: ან მე, ან აშრაფოვი!

აუდიტორიის 80%-ს აშრაფოვის ხალხი წარმოადგენდა. სიტუაცია ჩვენთვის წინას-წარ წამგებიანი იყო. ჩვენ მხოლოდ შვიდნი ვიყავით თემურ ჩავლეიშვილთან ერთად. მან შემოგვთავაზა აშრაფოვის აყვანა, წინააღმ-დეგი მხოლოდ მე ვიყავი და აშრაფოვი საბ-ჭოში მიიღეს.

1992 წლის განმავლობაში, თბილისში, ზურაბ მამალაძის ბინაში (ხუდადოვის ქ#41) ვიკრიბებოდით.

ზურაბ მამალაძე მე გავიცანი 1989 წლის შემოდგომაზე, როდესაც თბილისში მერაბ კოსტავას 40-ზე ჩამოვედი. მაშინ იქ ხალილ გოზალიშვილთან ერთად ვიყავი. ჩვენ გვინ-დოდა საშინელი უსამართლობის ტალღის შეჩერება. ტელეჟურნალისტ თემურ კვირ-

კველიას ინტერვიუ მივეცი. ვიყავით „ქარ-თულ ფილმში” რეზო ჩხეიძესთან. მაშინ მე გავიცანი მშვენიერი მწერალი ქალი, ქალ-ბატონი ნაირა გელაშვილი. მასთან ოჯახში, ვაკეში _ მე, ხალილი და ზურაბი შუაღა-მემდე საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე ვმსჯელობდით. მაშინ 34 წლის ვიყავი და ასეთი საოცარი ადამიანები ჯერ არ შემხ-ვედრია. ზურაბი ყოველთვის ჩვენთან ახლოს იმყოფებოდა. მეგობარი, რაინდი, ჯენტლ-მენი, მაღალი ზნეობრივი პრინციპების მქო-ნე ადამიანი. მაშინ იგი ხელმძღვანელობდა ქართველ მაჰმადიანთა უფლებების დაცვის ლიგას. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. ზურაბი ჩემი მეგობარი და ჩემი შვილის ნათ-ლია გახდა. მე ხშირად ვფიქრობდი, რატომ არ დაწინაურდა იგი პოლიტიკურ ასპარეზზე. ბისმარკის თქმით _ პოლიტიკა ხომ ბინძური საქმეა, ზურაბი კი ყოველმხრივ უსპეტაკესი ადამიანია.

თბილისის 1992 წლის სამოქალაქო ომის

შემდეგ, არსებობდა ძალიან ბევრი პოლიტი-კური პარტია, რომლებმაც საკოორდინაციო საბჭოში გაგვაერთიანეს ხალილი, მე და იოსებ ხოზრევანიძე. ამ სტრუქტურისაგან სასიკეთო საქმე როგორ უნდა მიგვეღო? საბ-ჭო მალე გაუქმდა და ყველა საკითხზე ჯაბა იოსელიანთან მივდიოდით. ბევრი კითხვა იყო: კრასნოდარი, ყარაბახი... პოლიტიკური პარ-ტიების ბევრ ლიდერს შევხვდით. რას აკეთებ-დნენ ამ დროს ჩვენი თანათავმჯდომარეები _ აბასოვი, მამედოვი და აშრაფოვი? აბასოვი იყო ყოფილი პარტოკრატი, პროტოკოლების შედგენის დიდი გამოცდილება ჰქონდა, მაგ-რამ ანალიტიკურად ვერ აზროვნებდა. მამე-დოვი მოლაპარაკებისთვის სრულიად უსარ-გებლო ადამიანია, უყვარს კონფლიქტები, ინტელიგენტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

ისა აშრაფოვი _ ინტელიგენტი ნულის დონეზე, _ პატარა პრობლემასაც ვერ გა-დაწყვეტს, ყველაფერს ფულით ზომავს. ამ სიაში მინდა ჩავრთო აწ გარდაცვლილი იასინ ხასანოვი (ვარსკენიძე), რომელმაც მთელი ცხოვრება ორგანოებთან თანამშ-რომლობდა. ინტელექტუალურად აშრაფო-ვისგან შორს არ წასულა, კონფლიქტებს ძალით წყვეტდა, რაც პედაგოგისთვის დაუშვებელია, დადებითი მხარე _ იდეისად-მი ერთგულება.

აი ასეთ მოადგილეებთან უწევდა ხალილს მუშაობა. თბილისში დიდხანს ვერ ვრჩებო-დით. ზამთრის პერიოდში ხალილი ხშირად ხდებოდა ავად, მე კი ინჟინრად ვმუშაობდი. ხალილი ნანობდა, რომ საბჭო გაფართოვდა, ერთხელ სარვაროველების წინააღმდეგ წავი-და კიდეც. ყველას უბრძანა, _ წასულიყვნენ ჩემი და ხასანოვის (ვარსკნელიძის) გარდა. ზ.მამალაძემ ის ძლივს დაამშვიდა.

ყოფილი სარვაროველები ავრცელებდნენ ხმებს, თითქოს ხალილი გაგიჟდა და „ხსნას”

სინამდვილეში ისინი მართავდნენ.1993 წელს იოსელიანმა პრეზიდენტობაზე

უარი თქვა და მოსკოვიდან ედუარდ შევარდ-ნაძე ჩამოიყვანეს. შევარდნაძემ დიდი უფლე-ბა-მოსილება მისცა გურამ მამულიას.

შევარდნაძის დროს ჩვენ გურამ მამულიას მუდმივი პრესინგის ქვეშ ვიმყოფებოდით. ყო-ფილი სარვაროველები მან სამინისტროში რეპატრიაციის მთავარ სპეციალისტებად და-ანიშნინა.

ისინი რეგიონებში დადიოდნენ და ხალხს თავიანთ შეხედულებებზე ესაუბრებოდნენ. ბევრი აფიორა დაატრიალეს. გურამ მამუ-ლია მათ ხელს აფარებდა. ჩვენნაირი ხალხი მას არ სჭირდებოდა. როდესაც ჩვენ თბი-ლისში ჩამოვდიოდით, გურამ მამულია მთელ სტრუქტურას აზიანებდა. ჩვენ ვხედავდით, რომ საქართველოში მესხებისთვის არც პრე-ზიდენტი, არც საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც სხვა კომპედენტური ორგანო არ არ-სებობდა, გურამ მამულიას გარდა. მართალია მის დროს ბევრმა მესხმა სტუდენტმა უნი-ვერსიტეტი დაამთავრა, მაგრამ გლობალურ პრობლემებს ის ვერ წყვეტდა.

1994 წლის შემოდგომაზე მე წავედი ხა-ლილთან და ვიმსჯელეთ „ხსნა”-ში შექმნილ სიტუაციაზე. ხალილმა მიამბო, რომ ხასანოვ-მა რამდენჯერმე მისი განადგურება სცადა. 1997 წელს ხასანოვმა თვითონ აღიარა ეს ფაქტი და ნანობდა, რომ აშრაფოვს დაუჯერა.

მე და ხალილ გოზალიშვილმა დავასკვე-ნით, რომ შევარდნაძე და ხალხი ერთმანე-თისგან შორს იდგნენ. მისი პრეზიდენტობის დროს მესხებისთვის არაფერი არ გაკეთებუ-ლა. ხალილისთვის ყველაზე საშინელება ის იყო, რომ მის თბილისელ მეგობრებს შევარდ-ნაძის სჯეროდათ. მან ეს ღალატად აღიქვა. 1995 წლის ზამთარში ის ინფარქტით გარ-დაიცვალა. ჩვენთვის ეს დიდი დარტყმა იყო.

ამასობაში აშრაფოვი დროს არ კარგავდა. მან ხასანოვი დაათრო და მისგან ხელწერი-ლი _ თანხმობა აიღო იმაზე, რომ „ხსნის” აზერბაიჯანელი წევრები თანახმანი არიან აშრაფოვი თავმჯდომარე გახდეს. ასეთივე ქაღალდი მან მამედოვისაგან, ჩეჩნეთში მეს-ხების წარმომადგენლისაგან, მიიღო. შემდეგ ის გაემგზავრა კრასნოდარის ოლქში საზოგა-დოების ბეჭდის ასაღებად. აქ აბასოვი დახვ-და, ბეჭედი სახეში ესროლა. ასე მან „ხსნის” უზურპირება მოახდინა. მაშინ „ხსნა”-ს მამუ-ლიას მარიონეტი მართავდა.

კრასნოდარში აბასოვმა ახალი საზოგადო-ება გახსნა, ხალხს ყაზახეთში დარჩენას მო-უწოდებდა. აბასოვი ნაზარბაევს პირადად იც-ნობდა, ის კი ხალხის მიღებაზე თანახმა იყო.

როგორც ჩანს, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საქართველოში სურდათ. კრასნო-დარის ოლქის მესხები მზად იყვნენ ამერი-კაში წასულიყვნენ, ვიდრე აშრაფოვს გაჰყო-ლოდნენ.

რუსეთში აშრაფოვს მისი კლანის გარდა არავინ არ უჯერებდა. აზერბაიჯანში უფრო „ვათან”-ის სჯეროდათ.

1996 წელს საქართველოს პრეზიდენტის დეკემბრის ბრძანებულების შემდეგ, ჩემ-თან ხასანოვი ჩამოდის და მთხოვს, გავხდე „ხსნის” თავმჯდომარე.

მე ვიცოდი, რომ აშრაფოვმა ხელახალი რეგისტრაცია გაიარა და რომ საბჭოში ძველი არავინ არ დარჩა. ერთადერთი გზა სასამარ-თლო იყო. საჭირო გახდა თბილისში ძველი შემადგენლობის ჩაყვანა და სასამართლოს გზით პრობლემის მოგვარება.

1997 წლის თებერვალში მე ჩამოვედი თბილისში, დავურეკე იოსებ ხოზრევანიძეს, ავუხსენი სიტუაცია, იგი დათანხმდა (საბჭოს ძველი შემადგენლობიდან ოთხი წევრი ოზურ-

გეთის სოფელ ნასაკერალში ცხოვრობს. ხა-ლილის შვილს, ოსმანს დავურეკეთ, მან ისინი შეკრიბა და ჩამოსვლას დაგვპირდა. ბოლო მომენტში აშრაფოვიც მათთან აღმოჩნდა, მამულიას მითითებით. ღამის 11 საათზე მა-მულია გლდანში, ჩემთან მოვიდა და თქვა, რომ ხვალ დიდი დელეგაცია ჩამოდისო. მე ვკითხე, საიდან გაქვს ასეთი ინფორმაციაო? მან გაიღიმა და მიპასუხა, რომ აზერბაიჯან-შიც იციან, ვათანოველებიც მოდიანო. მე მას შევხედე და ჩემთვის ყველაფერი ნათე-ლი გახდა, ვიცოდი, რომ რაღაცას აპირებდა, მაგრამ რას?

დილით, რუსეთის საზღვართან, ვერტმ-ფრენით, კგბ-ს (სუკის) უფროსის პირველი მოადგილე, შს მინისტრის პირველი მოად-გილე და სხვა ოფიციალური პირები ჩამო-ვიდნენ 50-ზე მეტი მსუბუქი ავტომანქანით და ხეობაში მიტინგი ჩაატარეს, სადაც ითქ-ვა, რომ საქართველოში, რთული სიტუაციის გამო, ასეთი დიდი დელეგაციის მიღება შეუძ-ლებელიაო.

გლდანში ოთხი მსუბუქი ავტომანქანით ჩამოვიდა აშრაფოვი თავისი ამალით, ჩვენი ხალხი კი უკან დავაბრუნეთ.

თბილისში „ვათანოველები” ჩამოვიდ-ნენ, „ხსნელებმა” კი უკან დაიხიეს. ეს ჩვენი ორიენტაციის ხალხისთვის კიდევ ერთი დარ-ტყმა იყო.

სტუდენტებს შორის ხალილის იდეას მხარს უჭერდა სანდრო ხოზრევანიძეც. 1993 წლიდან იგი შემაერთებელი ხიდი გახდა ხა-ლილსა და ჩემს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სწავლობდა, ის ყველა საქმის კურსში იყო, ჩვენ მას ვენდობოდით. სანდრო ძალიან მებრძოლი იყო.

ბევრ სტუდენტს მობეზრდა ეს ვაკხა-ნალია. თებერვლის ბოლოს ფარულად ჩა-ვატარეთ მიტინგი ბაგების სტუდ-ქალაქში. ფაქტიურად, ეს იყო დამფუძნებელი კრება. შექმნილ სიტუაციაში შემომთავაზეს შეგვექ-მნა ხალილ გოზალიშვილის სახელობის ახა-ლი საზოგადოება. იდეა ყველას მოეწონა და ჩვენც შევუდექით წესდებისა და პროგრამის შემუშავებას. ამ საქმეში ზურაბ მამალაძეც ჩავრთეთ, იმისათვის, რომ პუნქტი კარგად ჩამოგვეყალიბებინა.

მალე, თბილისიდან, ოჯახური მდგომარე-ობის გამო, ყველა საქმე სანდროს მივაბარე, ვიცოდი, რომ გაუჭირდებოდა, მას ხომ გა-მოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ის იურის-ტი უნდა გამოსულიყო და ეს ეხმარებოდა. მშობლებს როდესაც ნახულობდა, ჩემთანაც შემოირბენდა ხოლმე. რთულ მომენტში ვეხ-მარებოდი კიდეც.

ახლა არსებობს ხალილ გოზალიშვილის სახელობის ასოციაცია, რაზედაც ჩვენ ვოცნე-ბობდით. სანდრო სამინისტროში მუშაობს, მე მისით ვამაყობ, ის ასოციაციის პრეზიდენტია. საჭიროა ასოციაციის დამოუკიდებლობის შე-ნარჩუნება იმისათვის, რომ ასოციაციისა და სამინისტროს პრობლემები ჰარმონიულად გა-დაწყდეს. აშრაფოვის თბილისში ჩასვლა სიკ-ვდილის ტოლფასია. მილიონობით ადამიანი რომც იყოს მისი მომხრე _ ეს დაუშვებელია.

„ხსნა” ერთხელ უკვე გაწირეს, ახლა კი ასოციაციის განადგურება სურთ. თუკი სა-ქართველოს ეს უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აშრაფოვის მანიპულირება და მესხების პრობლემის კიდევ რამდენიმე ათწლეულით გადაწევა სურთ.

რაშიდ მოვლუდოვი (ქითუნაშვილი),

ხალილ გოზალიშვილის სახელობის მესხთა საერთაშორისო ასოციაციის სარევიზიო კომი-

სიის თავმჯდომარე2006 წელი

მ. ზე დე ლაშ ვი ლი: ბა ტო ნო მე-რაბ, თქვენ რამ დე ნი მე დღის წინ დაბ რუნ დით ქა ლაქ ბურ სა დან, სა-დაც მო ნა წი ლე ობ დით სა ერ თა შო-რი სო სიმ პო ზი უმ ში. რა თე მას მი-ეძღ ვ ნა სიმ პო ზი უ მი?

მ. ბე რი ძე: ბურ სა ში გა მარ თუ-ლი სიმ პო ზი უ მი მი ეძღ ვ ნა ძა ლი ან სე რი ო ზულ თე მას _ სამ ხ რეთ სა-ქარ თ ვე ლო დან 1944 წელს გა სახ-ლე ბულ მაჰ მა დი ან მო სახ ლე ო ბას. უც ნა უ რი ერ თი რამ იყო, მთა ვა რი ბა ნე რი, სიმ ბო ლო ამ შეხ ვედ რი სა, ასე თი სა ხი სა გახ ლ დათ: წყალ ში მო ტო პავს გა მოქ ცე უ ლი ქა ლი, ერ-თი ბავ შ ვი ხელ ში ჰყავს აყ ვა ნი ლი, მე ო რე _ ზურ გ ზე მო კი დე ბუ ლი, მე სა მეს თ ვის ხე ლი აქვს ჩა კი დე ბუ-ლი და მის უკან ასე თი წარ წე რაა: „გურ ჯის ტან” და აქეთ _ თურ ქე-თი. საწყალ ქალს, გა ჭირ ვე ბულს,

გა უ ბე დუ რე ბულ ადა მი ანს, დევ ნი ან სა ქარ თ ვე ლო დან, თვი თონ სა ქარ თ-ვე ლო დევ ნის და, ამ დროს, ჰუ-მა ნუ რი ქვე ყა ნა _ თურ ქე თი ასეთ ხალხს პატ რო ნობს.

მე და ბა ტო ნი რო ინ ყავ რე ლიშ-ვი ლი გახ ლ დით ამ კონ ფე რენ ცი ა ზე

მიწ ვე უ ლი. რო დე საც მი სა სალ მე-ბე ლი სიტყ ვა მომ ცეს, რო ი ნი თარ-ჯიმ ნობ და (მო გეხ სე ნე ბათ, ის შე სა-ნიშ ნა ვი თარ ჯი მა ნი და შე სა ნიშ ნა ვი მეც ნი ე რია). პირ ვე ლი, რა ზეც მე ყუ რადღე ბა გა ვა მახ ვი ლე, ვთქვი, რომ ეს ბა ნე რი არ არის ჰუ მა ნუ რი

და არ ასა ხავს იმ რე ა ლო ბას, რაც მა შინ მოხ და; არ ასა ხავს იმი ტომ, რომ მა შინ, ქარ თ ვე ლებს, არ გა უ-ძე ვე ბი ათ ეს მაჰ მა დი ა ნე ბი სამ ხ რეთ სა ქარ თ ვე ლო დან. იქ უნ და ეწე როს მა შინ დე ლი იმ პე რი ის სა ხე ლი _ „საბ ჭო თა კავ ში რი”. სხვა თა შო რის, მათ ეს გა ით ვა ლის წი ნეს და შემ დეგ შეხ ვედ რა ზე ეს ბა ნე რი იქ აღარ იყო. რა თქმა უნ და, შე სა ვალ სიტყ-ვა ში ვე სხვაგვარი მი მარ თუ ლე ბა მი ვე ცი ამ შეხ ვედ რას, რომ ეს მო-სახ ლე ო ბა სუ ლაც არაა თურ ქული, რომ მათ შო რის თურ ქი სა ერ თოდ არ ერია და იყ ვ ნენ მხოლოდ მაჰ მა-დი ა ნი ქარ თ ვე ლე ბი, მათ თან ერ თად _ ქურ თე ბი, თა რაქ მე ბი (იყო ასე თი თურ ქუ ლი მოდ გ მის ტო მი _ მუთ-რუ ფე ბი და ხემ ში ნე ბი). ასე რომ, თურ ქი, მათ შო რის, იმ პე რი ოდ ში, ნამ დ ვი ლად არა ვინ იყო. ამას ეძღ ვ-

ნე ბო და სიმ პო ზი უ მი და მრა ვალ მ ხ-რივ იყო სა ინ ტე რე სო.

მ. ზ.: გარ და სა ქარ თ ვე ლო სი, კი-დევ რო მე ლი ქვეყ ნის მეც ნი ე რე ბი მო-ნა წი ლე ობ დ ნენ სიმ პო ზი უმ ში?

მ. ბ.: სა ქარ თ ვე ლოს გარ და მო-ნა წი ლე ობ დ ნენ შუა აზი ის რეს-პუბლიკების, აზერ ბა ი ჯა ნისა და თურ ქე თის, ძი რი თა დად იმ ქვეყ-ნე ბის წარმომადგენლები, სა დაც მეს ხე თი დან გა სახ ლე ბულ ჩვენს თა ნა მე მა მუ ლე ებს, ის ტო რი ულ და, თუნ დაც, დღე ვან დელ სის ხ ლით ძმებს, 1944 წლის შემ დეგ, მო უ წი-ათ ცხოვ რე ბა. ძი რი თად ტონს, მა-ინც, აზერ ბა ი ჯა ნი სა და თურ ქე თის მეც ნი ე რე ბი იძ ლე ოდ ნენ. კი დევ ვი მე ო რებ, ამ შეხ ვედ რის მთა ვა რი ხა ზი გახ ლ დათ ის, რომ ისი ნი არი ან თურ ქე ბი, წარ მო-

სტუ დენ ტ თა სა ხელ მ წი ფო და ფი ნან სე ბა სა და პრო ტეს ტ ზე, ყო ფი ლი სამ შობ ლოს წი ნა აღ მ დეგ

ინტერვიუ

Page 7: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

2015 წელი, იანვარი 7ლიტერატურული მესხეთი

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტ-როპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ ღვთისმ-შობლის შობის სახელობის ტაძარში, წირვის შემდეგ, იღუმენის ხარისხში 35 წლის მონა-ზონი დედა ნინო (ჩიტაძე) აკურთხა.

_ იღუმენის ხარისხი მიენიჭება იმ მონა-ზონს, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს მონაზვნურ ცხოვრებაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ეპარქიაში პირველად მოხდა დედაოს იღუმენიად კურთხევა. იღუმენია ნინოს ვუსურვებ ღირსეულ მსახურებას უფლის წინაშე და მრავალ წელს სიცოცხლეს _ გვითხრა მეუფე სერაფიმემ.

იმ დღეს ტაძარში ღვთისმშობლის ტაძ-რად მიყვანების დღესასწაულსაც აღნიშ-ნავდნენ, მრევლს შორის იმყოფებოდნენ საბერძნეთიდან მოწვეული სტუმრები _ ათონის მთის ვატოპედის მონასტრის არქი-მანდრიტი მამა ნიფონტი და პროტოსერო-ნის მონასტრის იღუმენია ანისია დებთან ერთად. მამა ნაფონტიმ საუბრისას გვითხ-რა:

_ მინდა მადლობა ვუთხრა უფალს, რომ პირველად ვარ საქართველოში და ამ დალოცვილ მონასტერში ჩამოვედით, რომ გავიზიაროთ სიხარული დედა ნინოს იღუ-მენიად კურთხევისა. ეს არის ბედნიერება და დალოცვა არა მარტო ამ მონასტრისა, არამედ, როგორც ეპარქიის, ასევე მთელი საქართველოსი. ჩამოვედით ათონის მთი-დან, რათა გითხრათ, რომ არ ხართ მარტო, პირიქით, ჩვენ ყველა ერთად ვართ, როგორც ერთი მართლმადიდებელი ოჯახი. ჩვენი ცხოვრება არის არა ჩვენი თავისთვის, არა-მედ, ეს არის ცხოვრება ყველასთვის. ის, რაც არ შეუძლიათ გააკეთონ ნათესავებმა და ახ-ლობლებმა, ბერები და მონაზვნები აკეთებენ თავიანთი ლოცვით. როდესაც ხალხს სძი-ნავს, ამ დროს მონაზვნები ერთმანეთისთვის ლოცულობენ.

საქართველოს დედა ღვთისმშობელი და წმინდა ნინო ეხმარება, რათა კვლავ აღსდ-გეს ძველი რწმენა.

საბერძნეთში, ათონის მთაზე, საქართ-ველოს პატრიარქს დიდ პატივს ვცემთ და გვწამს, რომ მისი ლოცვით საქართველოში ეკლესია და ბერ-მონაზვნობა გაძლიერდება.

მიხარია, რომ ასე მოკლე დროში ამ მო-ნასტერმა მიაღწია ასეთ დიდ სულიერებას ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებაში. ეს არის ერთი სასწაული ღვთისა. უფალი ითვალისწინებს ადამიანის თხოვნასა და ლოცვას. მეუფე სე-რაფიმეს ლოცვა-კურთხევით ღმერთმა და-ლოცოს და გააძლიეროს ეს ეპარქია.

მამა ანდრია ღვთისმშობლის დედათა მონასტრისა და წმ.ათანასე ათონელის მა-მათა მონასტრის წინამძღოლი და სულიერი მოძღვარია. მან საუბრისას დაგვლოცა და გვითხრა:

_ საუბარს დავიწყებ იმით, რომ ჩემთ-

ვის, უპირველეს ყოვლისა, დიდი სიხარუ-ლია ბორჯომში დედათა მონასტრის შექმ-ნა და არსებობა, რომელიც უკვე 10 წელია ფუნქციონირებს. მონასტრული ცხოვრება ქალაქისთვის დადებითად აისახება. მიხა-რია, როდესაც ვხედავ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც სურს ეკლესიასა და მონასტერში ლოცვა. ლოცვა ეხმარება ადამიანს, ქვეყანას და ყველას, ვინც ლოცულობს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარ-ქის ილია მეორისა და ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის, მიტროპოლიტის, მეუფე სერაფი-მეს ლოცვა-კურთხევით მონასტერში დე-დაოები კერავენ სამღვდელო შესამოსელს, დაკავებულები არიან ქარგვით, ხატწერით, მინანქრით და, ასევე, მიტრის კეთებით”.

ზოგიერთმა თქვენმა დედაომ, საბერძ-ნეთში, ჩვენს მონასტერში ყოფნის დროს, სხვადასხვა ხელსაქმე შეისწავლა. ჩვენი აქ ყოფნისას კი, ბორჯომის ეპარქიიდან დაწ-ყებული, ყველგან მოვილოცეთ მთლიანად საქართველო”.

საუბრის ბოლოს მამა ანდრიამ დალოცა სრულიად საქართველო და ბორჯომ-ბაკუ-რიანის ეპარქია.

მონასტერში ყოფნისას, რამდენიმე წუ-თით, დედა ანისიას გავესაუბრეთ, რომელ-მაც გვითხრა:

_ აქ მე დავინახე მონაზვნური ცხოვრე-ბა და ძალიან გამიხარდა. საოცარია, როგორ შეიქმნა ასეთი აწყობილი მონასტერი. მთელი სულისკვეთება ჩანს დედაოების მოღვაწე-ობაში.

ყველას გლოცავთ, ერთი ცოდვილი იღუ-მენია და გისურვებთ სიყვარულს.

მონასტერში ჩვენი ყოფნისას შესრულ-

და მორჩილად კურთხევა. მორჩილად ეკურ-თხა ნატალია (კირაკოზაშვილი).

ამავე დღეს, უკვე იღუმენია დედა ნინოს (ჩიტაძე) ვთხოვეთ მკითხველისთვის მონას-ტრის ცხოვრების ერთი დღე აღეწერა:

_ ლოცვის დაწყების გამაფრთხილებე-ლი პირველი ზარი ღამის სამის ნახევარზე ირეკება. ამ დროს მონაზვნები იღვიძებენ და ტაძარში შესასვლელად ემზადებიან. ზუსტად სამზე იწყება შუაღამიანისა და ცისკრის ლოცვები და სამი საათის განმავ-ლობაში გრძელდება. განსაკუთრებულ საეკ-ლესიო დღესასწაულებზე კი შუაღამიანისა და ცისკრის ლოცვებს მიებმის ლიტურია. ჩვეულებრივი ლოცვით დღეს მონაზვნები ექვსი საათიდან ცხრა საათამდე ბრუნდებიან კელიებში და მათ აქვთ თავისუფალი დრო. სურვილის შესაბამისად ისინი ან ისვენებენ, ან ასრულებენ პირად კანონებს, ხოლო ცხრა საათიდან თერთმეტ საათამდე მონაზვნები ასრულებენ მორჩილებებს, ანუ აწესრიგებენ ტაძარსა და მონასტერს და, ასევე, ამზადე-ბენ ტრაპეზს. თერთმეტ საათზე ტრაპეზია; თორმეტი საათიდან ორ საათამდე ისევ მორ-ჩილებები იწყება. არსებობს მუდმივი და დროებითი მორჩილებები. დროებითი მორ-ჩილებები ყოველკვირეულად იცვლება.

ვინაიდან ჩვენი მონასტერი ღვთისმშობ-ლის შობის სახელს ატარებს, ორ საათზე იკითხება დაუჯდომელი და პარაკლისი. სამი საათიდან ხუთ საათამდე კვლავ ვუბრუნდე-ბით მორჩილებებს, ხუთზე კვლავ ტრაპეზია, ექვსზე _ ლოცვა, რომელიც საათნახევარი გრძელდება. რვა საათიდან უკვე მონაზვ-ნები არიან განმარტოებულები და მეორე დღისთვის ემზადებიან.

ტიბიკონი დიდ მარხვებში იცვლება და

ხანგრძლივდება ლოცვები. ღვთისმშობლის შობის ეკლესია ადრე მხოლოდ საკათედრო ტაძარი იყო. 2003 წლის 3 დეკემბრიდან იგი გადაკეთდა დედათა მონასტრად, სადაც მო-ნასტრის გახსნის დღიდან ვიმყოფები, ხუთი წლის განმავლობაში მონასტრულ ტიბიკონს ვასრულებდით მე და ჩემი მოძღვრის დედა სქი-მონაზონი ევგენია. ასევე ძალიან დიდ ფიზიკურ დახმარებას გვიწევდა დედაჩემი ნაირა ალხაზიშვილი, რომელიც ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ, ექვსი წელი, ჩვენ-თან, მონასტერში ცხოვრობდა. მას არც კი უფიქრია მონაზვნობაზე, რადგან მეუღლე ჰყავს, თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, ყველანაირად გვერდში გვედგა და გვეხმა-რებოდა. ამ პერიოდში გვყავდა მონასტრის დროებითი წევრები, რომლებიც იყვნენ სხვა-დასხვა მონასტრიდან და ჩვენთან გარკვე-ული დროით ცხოვრობდნენ.

დღესდღეობით, მონასტერი 15 წევრისა-გან შედგება, მათ შორის შვიდი მონაზონია, შვიდი სამონაზვნე და ერთი მორჩილი. ყვე-ლაზე ასაკოვანი 88 წლის მონაზონი იოანაა, ხოლო ყველაზე პატარა _ 22 წლის სამონაზვ-ნე მარიამი და თეკლა.

_ დედა ნინო, თქვენ როდის გახდით მო-ნაზონი?

_ 2003 წლიდან ვარ მონასტერში. სამო-ნაზვნე 2006 წელს გავხდი, 2009 წელს მონა-ზონი და დღემდე ჩემი მოძღვრისა და მიტ-როპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით ვასრულებდი კეთილმოწამის მოვალეობას.

ჩემთვის იღუმენიას ხარისხში კურთხე-ვა უდიდესი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე.

_ შესაძლებელია თუ არა რამდენმე დღის გატარება თქვენთან, მონასტერში?

_ ვისაც უნდა და სურვილი აქვს, რომ გაეცნოს სამონასტრო ცხოვრებას, და აქ, ჩვენთან გაატაროს რამდენიმე დღე ან კვი-რა, აუცილებელია იყოს მრევლი და ჰქონდეს მოძღვრის რეკომენდაცია.

_ დაბოლოს. რას დაამატებდით?_ დაგლოცავთ და გწამდეთ უფლის.ვფიქრობ, დედა ნინოს გალობას ყვე-

ლამ უნდა მოუსმინოს, მის გალობაში ჩანს ღვთის მიმართ უდიდესი ვედრება, რომე-ლიც სულსა და გონებას გიმშვიდებს და, ამავე დროს, გიფორიაქებს. როდესაც ტაძარში მისი გალობა ისმოდა, შევამჩნიე, მრევლის ნაწილს თვალებიდან ცრემლი სდიოდა.

ამ დღეს, მეუფე სერაფიმემ, ქადაგები-სას, მრევლს ვატოპედიის მონასტრის წი-ნამძღოლის იღუმენი ეფრემის ღვაწლზე უამბო, რომლის დამსახურებაა, რომ დღეს, 200 წლის შემდეგ, ათონის მთაზე ქართველ ბერებს შეუძლიათ იმოღვაწონ და აღავლი-ნონ ქართულად ლოცვა.

იზა იანვარაშვილი

უდიდესი პასუხისმგებლობა და ნუგეში მონასტრისათვის

შო ბი თაც, დღე-ვან დე ლო ბი თაც, ყვე ლაფ რით თურ-ქე ბი! ამის სა წი ნა-

აღ მ დე გო იყო, სწო რედ, ჩე მი სა მი გა მოს ვ ლა _ მი სა სალ მე ბე ლი, სა-დაც ამა ზე გა ვა მახ ვი ლე ყუ რად-ღე ბა. ძი რი თა დი მოხ სე ნე ბა, სა-დაც მთლი ა ნად წარ მო ვად გი ნე ის ვერ სია, რაც რე ა ლუ რია, რაც ჩვენ გვწამს, და არა მარ ტო ჩვენ, რაც ჭეშ მა რი ტე ბას თან ყვე ლა ზე ახ ლოს არის და მე სა მე _ დას კ ვ ნი თი ნა-წი ლი, სა დაც უკ ვე, პრაქ ტი კუ ლად, საკ მა ოდ სე რი ო ზუ ლი თა ნა მო აზ რე-ე ბი გა ვი ჩი ნეთ, რო გორც იმ მეს-ხებ ში, თვი თონ იმ გა სახ ლე ბუ ლებ-ში, ასე ვე, იქა ურ მეც ნი ე რებ ში.

თ. ფეიქრიშვილი: რას ფიქ რო-ბენ ისი ნი რე პატ რი ა ცი ის შე სა ხებ, ბა ტო ნო მე რაბ? ფიქ რო ბენ, რომ არ უნ და დაბ რუნ დ ნენ, იმი ტომ, რომ თურ ქე ბი არი ან?

მ. ბ.: რე პატ რი ა ცია უკ ვე ჩვენ ზე აღარ არის და მო კი დე ბუ ლი, ეს დაწ-ყე ბუ ლი პრო ცე სია. 100-ზე მეტ მა უკ ვე მი ი ღო სა ქარ თ ვე ლოს მო ქა ლა-ქე ო ბა, 1000-ზე მეტ მა _ რე პატ რი-ან ტის სტა ტუ სი. ასე რომ, პრო ცე-სი დაწყე ბუ ლია. მთა ვა რია, რო გორ მოვ ლენ ისი ნი ჩვენ თან, რო გორც თურ ქე ბი თუ, რო გორც ქარ თ ვე ლი მაჰ მა დი ა ნები, რო მლებიც ნამ დ ვი-ლად ქარ თ ვე ლე ბი იყ ვ ნენ და გა ა-სახ ლეს აქე დან. ეს საკ მა ოდ რთუ ლი პრო ცე სია. ჩემ თ ვის ძა ლი ან სა ინ ტე-რე სო იყო ის, რომ, მე ო რე დღის

და საწყის ში ვე, ჩვე ნი სა ელ ჩოს ორ-მა წარ მო მად გე ნელ მა მოგ ვა კითხა, ან კა რი დან ჩა მო ვიდ ნენ და ჩვენ თან ერ თად გა აგ რ ძე ლეს მო ნა წი ლე ო ბა ამ სიმ პო ზი უმ ში, იმ დე ნად მნიშ ვ-ნე ლო ვა ნი იყო ეს შეხ ვედ რა სა ქარ-თ ვე ლოს თ ვის. ძა ლი ან სა ინ ტე რე სო იყო მა თი პო ზი ცია, რო დე საც უკ ვე ნა ხეს ჩვე ნი და მო კი დე ბუ ლე ბა, ნა-ხეს ჩვე ნი გა მოს ვ ლე ბი. ჩვენ საკ მა-ოდ მა ღა ლი მეც ნი ე რუ ლი და დიპ-ლო მა ტი უ რი სვლე ბი გა ვა კე თეთ იქ.

მ. ზ.: რო გორ ფიქ რობთ, რა შე-დეგს მო ი ტანს მეც ნი ერ თა ასე თი შეხ-ვედ რა?

მ. ბ.: გარ კ ვე ულ წი ლად, შე დე გად მი მაჩ ნია ის, რომ უკ ვე თურ ქე თის მხრი დან არის წი ნა და დე ბა, რომ გა ვა კე თოთ ერ თობ ლი ვი კრე ბუ ლი ნაშ რო მე ბის, ოღონდ ეს მა სი უ რი, არა მეც ნი ე რუ ლი და სა მოყ ვა რუ-ლო ნაშ რო მე ბი არ დავ ბეჭ დოთ; მა თი მხრი და ნაც და ჩვე ნი მხრი-და ნაც და ი ბეჭ დოს, რაც ღი რე ბუ ლი იქ ნე ბა, შე მოგ ვ თა ვა ზეს ჩვენ ორს და, და ახ ლო ე ბით, 3-4 იქ ნე ბა მა თი მხრი დან. ჩვენ ამ კრე ბულს გა ვა კე-თებთ. მე ვფიქ რობ, ეს უკ ვე შე დე-გია, იმი ტომ, რომ, ჩვენ რო დე საც ჩა ვე დით, პრაქ ტი კუ ლად, არა ვინ იყო იმის მთქმე ლი, რომ თუნ დაც ერ თი კა ცი იყო მათ შო რის წარ მო-შო ბით ქარ თ ვე ლი. მე არ ვამ ბობ, რომ ისი ნი დღეს გუ ლან თე ბუ ლი ქარ თ ვე ლე ბი არი ან, მაგ რამ უკ ვე იქამ დეა საქ მე მი სუ ლი, რომ ისი-ნი უარ ყო ფენ თა ვი ანთ ქარ თულ

წარ მო მავ ლო ბას. ეს ძა ლი ან მძი მეა, იმი ტომ, რომ ეს არის რა ღაც პრო-ტეს ტი თა ვი სი ყო ფი ლი სამ შობ-ლოს წი ნა აღ მ დეგ, პრო ტეს ტი იმი-ტომ, რომ მათ შთა გო ნე ბუ ლი აქვთ _ ისი ნი გა ა სახ ლეს ქარ თ ვე ლებ მა. არ გა უ სახ ლე ბი ათ ისი ნი ქარ თ ვე-ლებს! სა ქარ თ ვე ლოს არც ამისი ძა-ლა ჰქონ და, რომ მო ენ დო მე ბი ნა და გა ე სახ ლე ბი ნა და არც არა ვი თა რი მი ზე ზი ამის თ ვის არ არ სე ბობ და მა შინ, 1944 წელს.

სე რი ო ზუ ლი შე დე გი იყო, თუნ-დაც ის, რომ, ჩე მი გა მოს ვ ლის შემ დეგ, უკ ვე გა ი მარ თა კა მა თი, იყო ბევ რი შე კითხ ვა; და ახ ლო ე-ბით, სა ათ ნა ხევ რამ დე გაგ რ ძელ და ჩე მი პა სუ ხი მათ შე კითხ ვებ ზე, მა-შინ, რო დე საც სხვა მოხ სე ნე ბებ ზე პრაქ ტი კუ ლად კითხ ვე ბი არ დას-მუ ლა. აქ უკ ვე თვი თონ მეს ხე ბი გა ე მიჯ ნენ ამ ყვე ლა ფერს. ის ხალ-ხი, ვინც მა ნამ დე გულ ზე ირ ტყამ-და ხელს, რო გორც თურ ქე ბი, ამის შემ დეგ მა თი დი დი ნა წი ლი უკ ვე დად გა მე ო რე მხა რეს და თქვეს _ ჩვენ ქარ თ ვე ლე ბი ვართ! მათ შო-რის, ერ თი იყო, მე არ და მა ვიწყ-დე ბა ეს შუ ახ ნის კა ცი, მე ტო ნი ძე, რო მე ლიც ად გა და თქვა: მე ვარ ოშო რი დან (ას პინ ძის რა ი ონ შია სო ფე ლი ოშო რი), ჩე მი მა მა, პა პა, ყვე ლა იყო ქარ თ ვე ლი. მე რა ტომ ვარ თურ ქი?! არა და, ეს იმ დარ-ბაზ ში ხდე ბა, სა დაც დი დი ვაჟ კა-ცო ბაა ამის თქმა. სხვა თა შო რის, ამას გარ კ ვე უ ლი ნა წი ლი ტა შით

შეხ ვ და. გა დის სულ რა ღაც მცი-რე დრო, ერ თი შე კითხ ვა, მე ო რე შე კითხ ვა და ამის შემ დეგ მე ო რე მხა რე _ „შენ კი ხარ ქარ თ ვე ლი, მაგ რამ მე არა ვარ ქარ თ ვე ლი. მე ვარ თურ ქი”! მე ტო ნი ძემ უთხ რა: რო გორ ხარ შენ თურ ქი, რო დე საც მა მა შე ნი ქარ თ ვე ლი იყო და პა პა-შე ნი ქარ თ ვე ლი იყო... ეს დი ა ლო გი დარ ბაზ ში გა ი მარ თა. მე ვფიქ რობ, ეს უკ ვე სე რი ო ზუ ლი შე დე გი იყო.

ამას წინ უს წ რებ და ჩვე ნი სა-ტე ლე ვი ზიო გა მოს ვ ლა სტამ ბოლ ში, ერთ-ერთ მნიშ ვ ნე ლო ვან არ ხ ზე _ „კა ნალ ა”, სა დაც ეს პო ზი ცია, რის შე სა ხე ბაც მოგახსენეთ, და ვა დას ტუ-რეთ. მე არ მე გო ნა, თუ ჩვენს სა-უ ბარს ტე ლე ვი ზი ით მთლი ა ნად გა-უშ ვებ დ ნენ (ჩვე ნი წა მოს ვ ლის დღეს უჩვენებია ტე ლე ვი ზი ას). ამას წინ უს წ რებ და სიმ პო ზი უ მის შეხ ვედ რე-ბი. ასე, რომ, ყი ნუ ლი გამლ ღ ვა ლი იყო და ამას სა ტე ლე ვი ზიო გა მოს-ვ ლაც და ერ თო. ჩვენ უკ ვე თვით მ-ფ რი ნავ ში ვსხდე ბო დით, სტამ ბოლ ში, რო დე საც დაგ ვი რე კეს და გვითხ რეს, რომ ძა ლი ან დი დი გა მოხ მა უ რე ბაა და გან სა კუთ რე ბით გვეხ მა უ რე ბი ან თვი თონ ის მაჰ მა დი ა ნე ბი, ის ხალ ხი, ვი საც ეხე ბო და ეს ყვე ლა ფე რი.

მ. ზ.: რო დე საც ჩვენ ვი ცით, და არა მარ ტო ჩვენ, თურ ქე თის მხარე-მაც იცის რე ა ლო ბა, რომ ეს გა კე თე-ბუ ლია მე სა მე ძა ლის _ საბ ჭო თა კავ-ში რის მიერ, მაშ რა ში მდგო მა რე ობს თურ ქე თის ინ ტე რე სი, რომ აჩ ვე ნოს, რო გორც თქვენ ისა უბ რეთ ბა ნე რის

შე სა ხებ, თით ქოს სა ქარ თ ვე ლომ გან-დევ ნა ეს ად მი ა ნე ბი?

მ. ბ.: თქვენს შე კითხ ვა ში ყვე ლა-ზე მთა ვა რი ის არის, რომ ეს ხალ-ხი არის მსხვერ პ ლი გა რე შე ძა ლის და არა ერ თი ძა ლის _ დი დი სა-ხელ მ წი ფო ე ბის. ამას ად ვი ლად ვერ გა არ კ ვევს ადა მი ა ნი, გა არ კ ვევს და ვერ იტყ ვის ად ვი ლად. ამი ტომ თვი-თონ რო დე საც გა ერ კ ვე ვი ან, შე იძ-ლე ბა გვი ა ნი იყოს. მე მგო ნია, რომ დღეს, რო დე საც ისი ნი ბრუნ დე ბი-ან სა ქარ თ ვე ლო ში, სულ სა თი თა-ოდ უნ და გა ი ა რონ მათ ქარ თუ ლი დე რე ფა ნი. და აკ ვირ დით, რას ვგუ-ლის ხ მობ. ვინც ჩა მო ვი და, არ ხდე ბა მა თი ინ ტეგ რა ცია, ისევ თურ ქე თის-კენ მი დი ან, ვერ გა ი გებ, სკო ლა ში სად არი ან, ქარ თუ ლი ვერ ის წავ-ლეს. აი, ამ ტი პის აგი ტა ცი ის შე-დე გია ეს. ჩვენ ამ ხალხს უნ და შევ-თა ვა ზოთ, პირ ველ რიგ ში, და ისი ნი უარ ზე არ არი ან, კონ ს ტი ტუ ცი უ რი მა თი უფ ლე ბა. არ შე იძ ლე ბა, სა ქარ-თ ვე ლოს მო ქა ლა ქე იყოს (რაც არის და რო გორც არის აქამ დე, გა სა გე-ბია, კომ პაქ ტუ რად და სახ ლე ბუ ლი სხვა მო სახ ლე ო ბა და სხვა), რო დე-საც ახა ლი ძა ლა და ახა ლი ადა მი-ა ნი მო დის, ჩვე ნი კონ ს ტი ტუ ცი ის მი ხედ ვით, უფ ლე ბა არა აქვს მას, მო ვი დეს სა ქარ თ ვე ლო ში თუ სა-ხელ მ წი ფო ენა არ ეცო დი ნე ბა. უნ-და ის წავ ლოს სა ხელ მ წი ფო ენა, თუ გვინ და, რომ ამ ხალ ხის ინ ტეგ რა-ცია მოხ დეს. თუ სხვა მი ზა ნი აქვს, მა შინ სხვა გან წა ვი დეს.

Page 8: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

ლიტერატურული მესხეთი8 2015 წელი, იანვარი

წმინ და ნად შე რაცხუ ლი მცე ნა რის ის ტო რია

(დასასრული, დასაწყ.იხ.№7-9-10)სამცხე-ჯავახეთში ვაზის კულ-

ტურისთვის გავრცელების პირობე-ბი შეიცვალა იმის გამო, რომ მნიშ-ვნელოვნად შემცირდა ტყის ფარ-თობები, რამაც გამოიწვია ატმოს-ფერული მოვლენების უარყოფითი ზემოქმედება ვაზის ნარგავებზე.

როგორც მეცნიერ-მკვლევარე-ბი და ვაზის მოყვარული მევენა-ხეები აღნიშნავენ, „მესხური ვაზი საუკეთესო თვისებებით გამოირ-ჩევა, მას ახასიათებს ადგილობრივ პირობებთან შეგუების უჩვეულო უნარი. აქ გავრცელებული აბო-რიგენული ჯიშების უმეტესობა საუკუნეთა განმავლობაში შეგუ-ებულია მაღალი მთის კლიმატუ-რი პირობების გავლენას. სამცხე-ჯავახეთის ვაზის ჯიშები უფრო სიგრილეს არიან შეჩვეულნი. კონ-კრეტული ჯიშები ავლენენ შეგუ-ებას კონკრეტულ ნიადაგობრივ და კლიმატურ პირობებში და უხვ მოსავალს იძლევიან” (მაქსიმე რა-მიშვილი _ „მევენახეობის განვითე-რებისათვის მესხეთში”, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის შრომები. 1943 წ.).

სამცხე-ჯავახეთში მევენახე-ობის წარმოების უძველესი ფორ-მაა ხევანი, დაბლარი და ფეხის ვაზი, აგრეთვე გართხმული. „გურ-ჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთ-რის” მიხედვით, „სამცხე-ჯავახეთში აღრიცხულია ვენახის 111 ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთები ხევანს წარ-მოადგენდა. გარდა ამისა, მითითე-ბულია, რომ სოფელ უდეში 2 ნაკვე-თი ახალშენია, ხოლო ერთი _ დაბ-ლარი. დავთარში აღნიშნულია, რომ სოფელ მერექში, ვენახის 2 ნაკვეთი „ხატის ვაკუფია”.ახალციხის ხიდის საჭიროებაზე დასახარჯად ვენახის 1 ნაკვეთი სოფელ ლაშიხევში არსე-ბული, რომელიც 10 ქილიანია, იქნეს გამოყენებული; მამული 1 ნაკვეთი 30 ქილიანი სოფელ ზემო მარდაში ჩილდირის ხალიფაშას შემოწირული ახალციხის ჯამესათვის ვაკუფს. ვე-ნახი გურაფსა აზნაურისა შეწირუ-ლია მეჩეთში ყურანის საკითხავად. ვენახი ჭულეს ეკლესიისა ვაკუფი 1 ნაკვეთი ქრისტეფორე ბერის ხელ-ში იძლევა გამოსაღებს და ბეჰრეს. ვენახი მირზა ალიბეგისა სოფელ ლაშიხევში 1 ნაკვეთი ეკლესიის შე-წირული (ვაკუფი) სასამართლოს განაჩენით ოჯახის წესით იძლევა 40 ახჩას. სოფელი ორმოცი, სოფელ სა-როს ვენახების გამოკლებით, ვენახი ჰაჯიკის სასამართლო განაჩენით ოჯახის წესით შესაწირი (ვაკუფი) 1 ნაკვეთი იძლევა 10 ახჩას” (ს.ჯიქია. დას. ლიტ. 1941წ.) და ა.შ.

ხევანი _ ხის რიგით მდგომის მნიშვნელობით გაშენებული ვაზის აღსანიშნავად იხმარებოდა. ხევა-ნის, ხეივნის, ტალავარის მნიშვნე-ლობით არსებობა უკვე მე-4-მე-5 საუკუნის ძეგლებით არის დადას-ტურებული და ძველი ქართული მევენახეობის ტერმინად უნდა იქ-ნას მიღებული. ხევანი _ „ტალავა-რის”, „ტალავერის” ანარეკლს წარ-მოადგენს. ქართულში „თალარი” ვაზი, რომელიც მაღლარად არის დაყენებული, ხეივანივით არის გა-მართული. სულხან-საბა ორბელი-ანის ჩანაწერით „ხევანი გასაოც-რად მიაგავს ბაღის გზას, რომელიც სპარსულ ტერმინს ხეივანს ჰგავს”. ვფიქრობ, ამ ტერმინს შარაგზის სა-ხელად ხმარობენ” (ივ.ჯავახიშვილი, „საქართველოს ეკონომიკური ის-ტორია”, 1986, გვ.324).

ვაზის საყრდენად სამცხე-ჯავა-ხეთში გამოყენებული იყო ვაშლის, მსხლის, ჭანჭურის, შინდის, კომ-შის, ალვის, მუხის, იფნის, რცხი-ლის და თუთის ხეები. პირველად ხეხილს აშენებდნენ, შემდეგ კი მიურგავდნენ ვაზს.

ვაზნარის განახლებას ახდენდ-ნენ მთლიანი გადაწვენით, ნერგის გამოყვანისას კი ტოტის (ერთწლი-ანი, ორი და სამწლიანი) ჩაწიღვ-

ნით. პროფ. პაატა გუგუშვილი დაასკვნის _ „დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიის შესაბამისობის პირო-ბებში ვაზის ჯიშთა რაოდენობის მი-ხედვით შეეძლოს გვერდში ამოუდ-გეს საქართველოს”.

მევენახეობა სამცხე-ჯავახეთ-ში წარმოდგენილი იყო მდინარე მტკვრის ხეობაში ტაშისკარიდან ვარძიის ზემო ნაწილამდე და მდი-ნარეების _ გუჯარეთის, წინუბნის, ხომის, თისელის, ელაზის, ქვაბის-ხევის, ბულბულას, ოცხის, ურავ-ლის, ოშორა-ოთის წყლების, ფა-რავნისა და სხვათა ხეობებში (ტე-რასებზე და ვაკე ადგილებში).

ვაზის არსებობა დაზუსტებუ-ლია ახალციხის რაიონის 55 სო-ფელსა და ნასოფლარში, ადიგენის რაიონის 16 სოფელსა და ნასოფ-ლარში, ასპინძის რაიონის 40-ზე მეტ სოფელსა და ნასოფლარში, ბორჯომის რაიონის 12 სოფელსა და ნასოფლარში.

სამცხე-ჯავახეთის დასახლე-ბულ პუნქტებში და ნასოფლარებ-ში ვაზის კულტურის უძველესი ნარგავების ძველი ვაზის ჯიშების ეგზემპლარები კვლავ მოსაძებნი და შესასწავლია. ამისათვის საჭი-როა გულმოდგინე და ხანგრძლივი მუშაობა. ვაზის სიყვარულმა უნდა შეგვაძლებინოს ამ მხარეში ქარ-თული ვაზის და ღვინის დიდების აღდგენა.

ჩვენს მიერ ზემოთ დასახელე-ბული სოფლების რაოდენობის მი-ხედვით უნდა განვსაზღვროთ, რომ საქართველოში არ ფიქსირდება სოფელი, რომლის სახელი მევენა-ხეობის განსაკუთრებულ ყურადღე-ბას მიიქცევდა, თუმცა, ბორჯომის ხეობის შესწავლის დროს, სერგი მაკალათიას ყურადღება მიიქცია ნასოფლარმა, რომელიც ვახუშტის ნაშრომში მოიხსენიება.

ვახუშტის ნაშრომში, სადგე-რის ხეობაში არსებულ სოფელთა შორის, მე-10 ნომრად დასახელე-ბულია სოფელი „ყურძენი”. ვახუშ-ტისეულ რუკაზე დასახელებულია „სარბიელას ხევი, რომელსაც ახლა აბანოს ხევს უწოდებენ. ამ აბანოს წყალზე არის ყურძნის ციხე და ნა-სოფლარი. ყურძნის ციხე მაღალ კლდეზეა აგებული, აღმოსავლეთ-სამხრეთით მას ჩამოუდის აბანოს წყალი. ციხე ნაგებია კლდის ქვით. ციხის შუა მოედანზე ჩაფლულია ოთხი დიდი ქვევრი. ციხე ძნელი მი-სადგომია, ციხეში მისასვლელი გზა უნდა ყოფილიყო ნასოფლარი ყურძ-ნიდან, საითკენაც არის საცალფეხო ბილიკი. ნასოფლარი ყურძენი და-შორებულია ერთი კილომეტრით” (ს.მაკალათია. „ბორჯომის ხეობა”, 1957წ, გვ.19-26).

ვაზის ჯიშების შესწავლის დროს ჩვენს ყურადღებას იქ-ცევს ის მდგომარეობა, რომ არც ერთ კუთხეში ჯიშთა შორის და-სახელებული ყურძნის ჯიში სა-ხელწოდებით „საღვინე” არაა.

ივ.ჯავახიშვილისთვის მიწოდებულ ცნობაში, ჯავახეთიდან, პავლე ხუ-ციშვილის მიერ ხიზაბავრის ტერა-საზე გაშენებულ ჯიშებში დასახე-ლებულია ჯიში _ „საღვინე”, რო-მელიც შავყურძნიანი ჯიშია. მესხ კონსტანტინე გვარამაძესთანაც სამცხეში გავრცელებულ ჯიშებს შორის „საღვინე” არის დასახე-ლებული. ჯიში „საღვინე” დასა-ხელებულია პერსპექტიულ ჯიშთა შორის პროფ.დიმიტრი ტაბიძის მიერაც.

შესწავლის შემდეგ დადგენი-ლად უნდა მივიჩნიოთ ის გარემო-ებაც, რომ ქართულ და, კერძოდ, მესხური ვაზის ჯიშების შენარჩუ-ნებაში მესხ გლეხკაცთან ერთად დიდი როლი ითამაშეს სამცხე-ჯა-ვახეთის ერისთავებმა, ათაბაგებ-მა, აზანაურებმა, მონასტრების და სამღვდელოების მომსახურეთა დიდმა არმიამ.

სამცხე-ჯავახეთის ნიადაგები ვაზის გაშენებისთ-

ვის ვარგისია. მთავარია, სწორად შეირჩეს გასაშენებელი ჯიშები, ნარგავების წყლით უზრუნველყო-ფა გარანტირებული უნდა იყოს. ვაზის გაშენების დროს უპირატე-სობა ეძლევა სამხრეთ-აღმოსავ-ლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ფერდობებს. ადგილი მზიანი უნდა იყოს, სადაც ვაზი კარგად იზრდე-ბა, დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს, ადვილად იმწიფებს ვე-გეტატიურ ნაწილებს. უპირატე-სობა ენიჭება მაღალმოსავლიან როგორც ქართულ, ისე ევროპულ საადრეო და საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშებს, რომელთა სა-ვეგეტაციო პერიოდი აპრილის მე-სამე დეკადიდან ნოემბრის პირველ დეკადამდე გრძელდება (კვირტის გაშლიდან _ ფოთოლცვენის დამ-თავრებამდე).

ვაზის დარგვისთვის სამც-ხე-ჯავახეთის პირობებში გამო-ყენებულია: ტყის ყავისფერი და ყომრალი ნიადაგები; ყომრალიდან _ ყავისფრამდე გარდამავალი ნი-ადაგები _ ალუვიური, დელივიური, პროვილუარი, შავმიწა, წაბლა და ძველი ტერასების ნიადაგები. სოფ-ლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი როსტომ პეტრიაშვილი ტერასების შესახებ წერს: „მიუხე-დავად იმისა, რომ მესხეთის ტერა-სების ნიადაგების ნაწილი მიტოვე-ბულია და სადღეისოდ განადგურე-ბულიც, სპეციალური გამოკვლევით დადგენილია, რომ მისმა ნიადაგმა დღემდე შეინარჩუნა მაღალნაყო-ფიერება და თითქმის არ განუცდია ეროზიული პროცესების გავლენა” (რ.პეტრიაშვილი, „მესხეთის ტე-რასების აღდგენა”, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, #2, გვ.467, 1968წ.).

მესხეთის ტერასების აღდგე-ნა და ვაზის გასაშენებლად მისი გამოყენება სამცხე-ჯავახეთის მე-ვენახეთა მომავალი საქმეა. მევე-ნახეობის აღდგენა ტერასებზე სა-

სურველია აბორიგენული ჯიშებით. ვაზის მესხური ჯიშების გარდა

დადგენილია და დადებითი შედე-გების მომცემია ვაზის ქართული და ევროპული ჯიშები, რომლებიც მაღალი მოსავლიანობით გამოირ-ჩევიან და სუფრის ღვინისა და შამპანურის საუკეთესო მასალას იძლევიან. ესენია: პინო შავი, პინო შარდონე, ალიგოტე, ჩინური, ხიხ-ვი, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო.

ვაზის გასაშენებლად ნიადაგის პლანტაჟი სწარმოებს 50-60-70 სმ-ის სიღრმეზე. უფრო კარგად ვითარდე-ბა ვაზის ფესვები და ვაზის გახა-რების პროცენტი მაღალია 60-70 სმ სიღრმის პლანტაჟის დროს.

ხეივნად, ვაზის გაშენების დროს, ვაზი უნდა გავაშენოთ ორ-მოს ან არხის წესით. ნაპლანტაჟარ ნაკვეთში ვაზის მწკრივად გაშენე-ბის დროს ვაზის ნამყენი ირგვე-ბა ორმოს წესით. ორმოს სიდიდე

განისაზღვრება 50X70 სმ-ით.სოფლის მეურ-

ნეობის მეცნიერე-ბათა კანდიდატი შალვა წიქვაძე,

ვაზის გაშენების სა-კითხის განხილვისას,

სამცხე-ჯავა-ხეთის ტე-რიტორიას სამ ზონად ყ ო ფ დ ა . პირველი _ ზღვის დო-

ნიდან 850-100 მეტრი, მეორე

_ 1000-1200 მეტრი, მესამე _ 1200

და მეტი. ასევე გვირჩევს ვა-ზის გასაშენებლად ზონებს:

ახალციხის რაიონის პირველ ზონაში _ პინო შავს, პინო თეთრს, ალიგოტეს, ჩინურს, გორულ მწვა-ნეს, შავკაპიტო თავკვერს, რქაწი-თელს, ხიხვს; ადგილობრივი ჯი-შებიდან _ როკეთულას, საწურს, სამარიობოს, ბუდეშურს, ცხენის ძუძუს, საფარულას, ბეჟანას.

ასპინძის რაიონისთვის: პინო შავს, პინო თეთრს, ალიგოტეს, ჩინურს, გორულ მწვანეს, რქაწი-თელს, ხიხვს, ადგილობრივი ჯი-შებიდან _ ასპინძურ შავს, ცხენის ძუძუ შავს, ხარისთვალას, ბეჟანს, თამარის ვაზს; ადიგენის რაიონის-თვის _ პინო შავს, პინო თეთრს, ალიგოტეს, ჩინურს, გორულ მწვა-ნეს, ადგილობრივი ჯიშებიდან: სა-მარიობოს, ცხენის ძუძუს, თეთრს, ხარისთვალა თეთრს.

მეორე ზონისთვის გასაშენებ-ლად რეკომენდებულია: ახალცი-ხის რაიონში _ პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე, გორული მწვა-ნე, ადგილობრივი ჯიშებიდან: სა-მარიობო, ბუდეშური, როკეთულა, ხარისთვალა თეთრი;

ასპინძის რაიონისთვის: პინო შავი, პინო თეთრი, ჩინური, გორუ-ლი მწვანე, რქაწითელი. ადგილობ-რივი ჯიშებიდან: ასპინძური შავი, სამარიობო, თამარის ვაზი; ადიგე-ნის რაიონისთვის: პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე, ჩინური და გო-რული მწვანე, ადგილობრივი ჯიშე-ბიდან _ სამარიობო.

მესამე ზონისთვის გასაშენებ-ლად რეკომენდებულია: ახალციხის რაიონისთვის _ პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე. ადგილობრივი ჯიშებიდან: სამარიობო, ბუდეშური; ასპინძის რაიონისთვის: პინო შავი, პინო თეთრი, ალიგოტე. ადგილობ-რივი ჯიშებიდან: სამარიობო და ბუდეშური; ადიგენის რაიონისთ-ვის: პინო შავი, პინო თეთრი, ალი-გოტე, სამარიობო და ბუდეშური.

მეორე და მესამე ზონაში, უმე-ტესად, უპირატესობა უნდა მიეცეს ცხენის ძუძუს (თეთრი და შავი), ხარისთვალას (თეთრი და შავი). ბუდეშურს (თეთრი და შავი), სა-წურს, საღვინეს, კლდის შავს, ღო-

ბიეთის შავს, ასპინძურ შავს, ასევე სხვა მესხურ ჯიშებს, რომელნიც ადგილობრივ პირობებს შეგუებუ-ლი არიან. არ უნდა დავივიწყოთ ყურძნის პროდუქტიულობა, მისი სასარგებლო თვისებები და ღვინის ქვევრში დაყენების წესი (უნდა ვი-ცოდეთ, რომ ღვინო ქვევრში კარ-გად ინახება).

მესხური ვაზის ჯიშების ღვინის ნიმუშების დეგუსტაცია 1959 წელს ჩატარდა საქართველოს მებაღე-ობის, მევენახეობისა და მეღვინე-ობის ინსტიტუტში და სპეციალის-ტთა მაღალი შეფასება მიიღო.

მესხეთის კლიმატური და ნი-ადაგური პირობები შუშხუნა ღვი-ნის კარგ მასალას იძლევა, მისგან შეიძლება დამზადდეს უმაღლესი ხარისხის შამპანური ღვინოები, რომელნიც გაუტოლდება ცნობილ ღვინოებს.

მოვიყვანთ მესხეთში დამზადე-ბული ღვინოების აღწერას:

1.ღვინო ღია ჩალისფერი, მომ-წვანო იერით, გამჭვირვალე, კარ-გად განვითარებული, სასიამოვნო ბუკეტით, ხალისიანი, ჰარმონიული სხეულით. კარგი შამპანური მასა-ლაა ალიგოტეს ჯიში;

2.ღვინო ღია ჩალისფერი, დაწ-მენდილი, კარაგად განვითარებული ჯიშური ბუკეტით, ხალისიანი, საკ-მაოდ ჰარმონიული სხეულით (ჯიში ჩინური);

3.ღვინო ღია ჩალისფერი, კარ-გად დაწმენდილი, მომწვანო იერით, განვითარებული ჯიშის ბუკეტით, ხალისიანი, არომატული (ჯიში გო-რული მწვანე);

4.ღვინო ღია ჩალისფერი, დაწ-მენდილი, ხალისიანი, მჟავიანობით, ნაზი, არომატული, შამპანური მა-სალა (ჯიში ხიხვი);

5.ღვინო ჯიშური არომატით, კარგად დაწმენდილი, ნაზი, ჰარ-მონიული, ევროპული ტიპის ღვინო (ჯიში საფერავი);

6.ღვინო საკმაოდ დაწმენდილი, კარგად შეფერილი, საშუალო სხე-ულით, ჰარმონიული, ევროპული ტიპის ღვინო (ჯიში შავკაპიტო).

საერთოდ, მესხური ღვინო ხა-სიათდება ჯიშური არომატით. კარ-გად დაწმენდილი, საკმაოდ ნაზი, ხალისიანი, ევროპული ტიპის ღვი-ნო და კარგი საშამპანურე მასალაა.

მესხეთში დიდი ოდენობით რომ მზადდებოდა ყურძნის ღვინო, ნათ-ლად დასტურდება არქეოლოგი-ური გათხრებით, საცხოვრებელი სახლების და სხვა ნაგებობების მშენებლობის დროს აღმოჩენილი დიდი ოდენობით მარნებით და ქვევრებით, ქვებისაგან გამოთლი-ლი საწნახელებით. გაკვირვებას იწ-ვევს ვარძიის „სალხინოს”, ჭობის-ხევის, წნისის მარნები, აწყურის, გურკელის, საყუნეთის, რაბათის, ნოსტევის, უდის, ხეოთის, ლაშიხე-ვის, ასპინძის ქვევრები.

ჩვენ შევეცადეთ მოგვეთხრო მევენახეობის განვითარებისთვის სამცხე-ჯავახეთში მეოცე საუკუ-ნეში ჩატარებული სამუშაოების ზოგიერთი პრაქტიკული შედეგები ვაზის აბორიგენული ჯიშების შეს-წავლისათვის, ექსპედიციური გა-მოკვლევების და გავრცელებისთვის წარმოებული მუშაობის შესახებ. აბორიგენული ჯიშების შემდგო-მი გავრცელებისთვის სამცხე-ჯა-ვახეთში მრავლად არის ხეივნის წესით გავრცელებული ვენახები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი რა-ოდენობით მოგვცენ სარგავ მასა-ლასთან ერთად სანამყენე მასალაც.

ნოდარ დუმბაძის სიტყვებით მინდა დავამთავრო: „ვაზია სამშობ-ლო? აბა დააკვირდით, თუ დაბლა-რია დაჩოქილი უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია _ ცაში ხელაპყრობილმა: ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას. ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს”!

კონსტანტინე გვიშიანი

ვაზის გაშენების პირობები და გლეხური მეურნეობის შესაძლებლობა თანამედროვე პირობებში

Page 9: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

2015 წელი, იანვარი 9ლიტერატურული მესხეთი

ქუჯი

ისე, როგორც ყველგან, ძველი ადათ-წე-სების მიმდევარ ხალხმა იცოდა, ჯავახეთშიც მხოლოდ მშობლების ნება-სურვილით ხდებოდა ქალ-ვაჟის დანიშვნა. ქალ-ვაჟნი კი, ძალაუნებუ-რად, ემორჩილებოდნენ მშობლების სურვილს. დასანიშნი ვაჟის მშობლები არჩეული ქალის მშობლებს შუაკაცს _ „მაშუალს” (მაჭანკალს) მიუგზავნიდნენ. თქმა არ უნდა, რომ მაშუვლად გასაგზავნს ისეთს შეარჩევდნენ, რომელიც ქა-ლის მშობლების მახლობელი იქნებოდა და ვაჟის მხრივაც ვაჟისთვის საქმის გაკეთების მსურვე-ლი. ამასთანავე, მაშუალი კარგი ავტორიტეტის მქონე და მოხერხებული ენის მქონე, დიპლო-მატიც უნდა ყოფილიყო, რომ, თუნდაც, ქალის მშობლებს არ სურვებოდათ ვაჟისთვის გატანება ქალის, მაშუალს დაერწმუნებინა ვაჟის სიკარგე-ში და თავის მოხერხებული ენით აეძულებინა ქალის მშობლები, დათანხმებოდნენ.

მაშუვალის პირველი მისვლით შეუძლებე-ლი იყო დათანხმებოდნენ ქალის მშობლები, _ „ერთი შემოკვრით ხე არ წაიქცევაო”, _ იტყოდნენ და განმეორებით მივიდოდნენ. ყოფილა შემთხ-ვევებიც, როდესაც ორი ვაჟის მაშუალი ერთ-დროულად მისვლია ერთ ქალს. ასეთ შემთხ-ვევაში, მაშუალები ენამრავლობით ცდილობდ-ნენ ერთმანეთისათვის ეჯობნათ, ხოლო ქალის მშობლები თუ ვერ სწყვეტდნენ, რომლისთვის გაეტანებინათ ქალი, მაშინ ქალს დაჰკითხავდ-ნენ, რადგან მეტად ძნელი იყო ჯავახელი ქალი „პირათ გამოსულიყო”. მით უმეტეს, ასეთ შემთ-ხვევაში, თავის სურვილი განეცხადებინა. ამი-ტომ ორივე მაშუალის ქუდებს დასტოვებდნენ საქვეზე (ტახტზე), ქალს შემოიყვანდნენ, რომელ ქუდსაც აიღებდა ქალი, მის ნამაშუალებს რჩე-ბოდა გამარჯვება.

როდესაც მაშუალი საქმეს გაარიგებდა და პირობას გამოიტანდა ქალის მშობლებისაგან, მის შემდეგ „ბეის” გაცვლას შეუდგებოდნენ. ბეი შეიძლება პირობის გამოტანის შემდეგ, მე-ორე ღამესაც მოხდეს. ვაჟის მამა მაშუალითა და რამდენიმე მახლობელი ნათესავით ქალის მშობლების ოჯახში მივიდოდა, ჩვეულებრივ სალმით შევიდოდნენ სამოყვროდ მისულნი. ვიდრე ვახშამს მოიტანდნენ, საუბრობდნენ უბ-რალოდ (არაფერს იმჩნევდნენ მოსვლის მიზე-ზის შესახებ), ხოლო ვახშამს რომ მიუტანდნენ და სუფრას მიუსხდებოდნენ, მაშინ მაშუალი მიმართავდა იქ მყოფთ: „ჩვენ ბედნიერ საქმეზე ვართ მოსული, ერთი დავინახოთ რაზე-ნა ვიხა-როთ და იმის მერე თქვენი ნება იყვეს”. ამასთან ერთად ამოიღებს არაყს _ ორ ბოთლს, ან ერთ თუნგს (ოთხ ბოთლს).

_ „ეგეც იქნება, ეგეც“! _ უპასუხებდნენ ქალის მშობლები. რაც მათი მხრივ თანხმობას ნიშნავდა. ამის შემდეგ მაშუალი „ბეის” ამო-იღებდა. ბეიდ შეიძლება თავშალი ან ბეჭედი ყოფილიყო. ერთი რომელიმე, ვაჟის მხრიდან მოტანილ არაყს დაასხამდა და მიაწოდებდა უფ-როსებს, უმეტესად, ვაჟისა და ქალის მშობლებს. ქალის მხრივაც მოიტანდნენ „ბეის” _ თავშალს (ქიშმირს), კაბას ან ბეჭედს. აიღებდა ქალის მამა (ან მის შემცვლელი _ თუ მამა არ ჰყავდა, ბიძა). ორივეს, ქალისა და ვაჟის ბეის სამჯერ გადაანაცვლებდა ხელში, შემდეგ ჭიქას აიღებდა ხელში და დაილოცებოდა: „ღმერთო, ერთო და ძალნო, ღვთისანო, ბედნიერი და უცვალებელი იყ-ვეს ამათ გვირგვინი, ერთ სართულზე შეაბერე”-ო.

ან: „დაგლოცოთ პირმა ღვთისამა,ნათელმა ბარძიმისამა,გწყალობდეს ლოცვაშემოსილ ღვდლისამა,დაგლოცათ ქალაქმა სიონისამა 1გაგაბედნიეროთ წმინდა გიორგმა,მაყურებელმა მტკვრისამა,შეეწიოთ წმინდა თედორე,ისიც ჩვენი მხრისამა”.ამის შემდეგ ილოცებოდა ვაჟის მამა და

შემდეგ ყველა იქ მყოფი. შემდეგ ირჩევენ თა-მადას (ტოლიბაშს). ჭიქების _ არაყის შესმით მიულოცავენ თამადობას: „მრავალ ასეთ ბედნიერ დღეს შეგასწროს და მრავალი თამადობა გაგეწევ-ნოსო”. ან „კეთილი თამადობა შეგესრულებინო-სო”. თამადა შესვამს სამადლობელოს და შემდეგ ადღეგრძელებს ახალ დაწინდულებს: „ღმერთ-მა გაგაბედნიეროს, ახალ დაწინდულებო“! ან „ნორჩი ყვავილებიო”.. თამადაზე იყო დამოკი-დებული, როგორ შეამკობდა სადღეგრძელოს. სადღეგრძელო ვაჟის მამასთან მივიდოდა. მაშინ ის იტყოდა: „რა ვადღეგრძელოთ, ვინ ვადღეგ-რძელოთ, ერთი მანახეთო”. ვინმე, ქალის მახ-ლობელი, განსაკუთრებით ისეთ ვინმეს, ვისაც ოჯახში სიკვდილიანობა არ ქონებოდა, ან კარგი სიმღერა იცოდა, მას ავალებდნენ საპატარძლოს შემოყვანას. ამავე დროს, თუ ვაჟი _ სასიძო არ ჰყავდათ მოყვანილი, იმასაც მოიყვანდნენ.

პატარძლის შემომყვანი წინ მიუძღოდა სიმ-ღერით:

„მეფე გილოცავ ბედნიერებას, ყელი მიგიგავს წეროსა,შენ და შენი საპატარძლო,ერთმანეთს შეგაბეროსა”.

„ასწი და დასწი ქართული ყანწი,აიღე, დალიე, ქართველო ბიჭო,რო ვადღეგრძელოთ ჩვენი სანეფო“”

„... მოვდივართ მოგვიხარია, მოგვყამს წითელი პეპელა,ნეტავი ნეფის დედ-მამას რო მოიმატა კეკელა,პატარძლისა დედ-მამა სახლში დარჩა ხეხელა”...

წინ მოსიმღერე შემოდის, უკან მისდევს

ვინმე ბედნიერი ფეხის მქონე ქალი „გამბედვი-ნებელი”. მას მოჰყვება საპატარძლო. გამბედ-ვინებელი ხელზე მოკითხვით (ხელზე ჩამორ-თმევისას, ხელზე მთხვევით, მარცხენა ხელის გულზე დადებით), ჯერ ვაჟის მშობელს, ან თუ უფრო უხუცესი ვინმე არის, მას ჩამოართმევს ჯერ ხელს, შემდეგ უფროს უნცროსობის მიხედ-ვით ყველა იქ მყოფს. ასე იქცევა შემდეგ სა-პატარძლოც. „გამბედვინებელ ქალის” მსგავსად ყველა ხელს ჩამოართმევს და დაჯდება სუფრის ბოლოზე. ვაჟის მხარე ასაჩუქრებს ფულით შე-მომყვან კაცს და გამბედვინებელ ქალს. ქალის მხარეც, თუ სასიძო იქ არის (თუ სხვა სოფლი-დან არის, შეიძლება იქ არ იყვეს), ასაჩუქრებს სასიძოს. შეიძლება წინდებით, საცვლებით და სხვა ნივთებით. ამ დღიდან შეიძლება ქალმა ჩიტა ატაროს, რომ ჩამოივლის სადღეგრძელო, ე.ი. ყველა რომ დალოცავს და შესვამს ახალი დაწინდულების სადღეგრძელოს, ბოლოს ჭიქებს სასიძოსა და საპატარძლოს მიაწოდებენ. სასიძო ხმამაღლა დაილოცება, მადლობას გადაუხდის

დღეგრძელობისათვის. საპატარძლო კი გულზე ხელის დადებით თავს დაუკრავს ჯერ უფრო-სებს და შემდეგ ყველა იქ მყოფთ (პატარძა-ლი, ვაჟის მხრივ უფროსებს, ხმას არ უნდა სცემდეს), პატარძალიც რომ დაამთავრებს დალოცვას, ქალ-ვაჟი (სასიძო და საპატარძ-ლო) შესცვლიან ჭიქებს და შესვამენ. ვაჟს შეუძლია სხვებივით, ხალხის საპირისპიროდ, შესვას, ქალს კი, საერთოდ, ერიდება უფრო-სების და, განსაკუთრებით, მამაკაცების პი-რისპირ სასმელისა და წყლის დალევაც კი, და, ამიტომ, საპატარძლოც გვერდზე თავის მიბრუნებით, შესვამს ფარულად.

დანიშნულების სადღეგრძელოს მოჰყვება მშობლების _ მამების _ ჯერ „მოყვრებისა” და, შემდეგ _ დედების _ „მზახლებისა”.

„ვინც იამაყა, გაზარდა, დღევანდელი დღის მიზეზები”. ამ ხნის განმავლობაში სასიძო და სა-პატარძლო ფეხზე დგანან. ამის შემდეგ კი შეიძ-ლება დაჯდეს სასიძო, საპატარძლო კი ხალხს თავზე ადგია. შემდეგ მაშუალს ადღეგრძელებენ: ვინც ეს კეთილი საქმე მოიგონა. ზაჰმათი (წვა-ლება) გასწია და ხელი შეუწყო ორი ახალგაზ-რდის, ნორჩი ყვავილის გაბედნიერებას. სხვაც მრავალი ასეთი მოეგონებინოს და მის ოჯახშიც მოიღოს ასეთი ბედნიერი დღე”.

შემდეგ კი, ოჯახის, ძმების და სიძეები-სა, მეზობლებისა და სხვა ასეთთა სადღეგრ-ძელოებს დალევენ. ბოლოს კი, ყველა წმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ამთავრებენ ქეიფს („ყველა წმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს ამ ოჯახს და ყველა აქ მყოფელის ოჯახსაო“). ყო-ველ სადღეგრძელოზე, განსაკუთრებით კი, ვის სადღეგრძელოსაც სვამდნენ, ის სამადლობელს რომ გადაიხდიდა, მღეროდნენ. დრო და დრო შეიძლებოდა შეეწყვიტათ სადღეგრძელოები და ეცეკვნათ.

სადღეგრძელოების მოთავების შემდეგ კი, თუ დამკვრელებს იპოვიდნენ, ცეკვა-თამაშს მართავდნენ.

რამდენიმე სადღეგრძელო რომ ჩამოივლი-და, პირველად, შემდეგ სასიძო და საპატარძლო პურის საჭმელად გაჰყავდათ ცალკე სახლში, იქ პურს აჭმევდნენ, უფრო კი მცირე ხნით სა-ალერსოდ მარტო დასტოვებდნენ ახალ დანიშ-ნულებს, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ისევ შემოჰ-ყავდათ მოქეიფეებთან.

აქვე უნდა შევნიშნო: როგორც ბეის გაცვ-ლაზე, ისე ნიშნობაზე, ქორწილზე და სხვა ასეთ ბედნიერ საქმესთან დაკავშირებულ ქეიფზე, ყველაფერი წყვილი უნდა მიეტანათ. პურს მა-გიდაზე წყვილ-წყვილად დაალაგებდნენ, წყვილი ჭიქით ასმევდნენ სასმელსაც.

ახალგაზრდობა და სხვები, ვიდრე ცეკვას განაგრძობდნენ, სუფრასთან მჯდომი რამდენი-მე კაცი „შინაურ” სადღეგრძელოებს სვამდა, ე.ი. ერთმანეთს ადღეგრძელებდნენ, ან რაც მოაგონ-დებოდათ. ცეკვასაც რომ მოათავებდნენ, მაშინ იშლებოდნენ მოქეიფეები: მოყვარე _ ვაჟის მამა რჩებოდა მოყვრებისას, სასიძო კი სხვაგან მიჰ-ყავდათ მეზობლებს (თუ სხვა სოფლელი იყო, თუ არა და მაშინ შეიძლებოდა მოყვარეც და სასიძოც თავიანთ სახლში წასულიყვნენ).

საპატარძლოს დედა _ მზახალი, ვალდებუ-ლი იყო წინდები „ჩაეცმია” (ეჩუქებინა) როგორც სასიძოსათვის, ისე მაშუალისათვის და მოყვრე-ბისათვის. ვაჟის მამას თან მიჰქონდა ქალის ბეი, ხოლო ვაჟის ბეი, ქალს რჩებოდა.

მილოცვარაკი ნათესავები და მეზობლები გაიგებდ-

ნენ, რომ ვაჟი დანიშნულია (ე.ი. ბეი გაცვლი-ლია), მეორე საღამოს თითო ბოთლ არაყს ჩაიდ-გამდნენ ჯიბეში და მივიდოდნენ ვაჟის ოჯახში, ვაჟის მშობლებისთვის შვილის გაბედნიერების

მისალოცად. ნათლიდედები კი, აუცილებლად სუფრით მივიდოდნენ. სუფრაზე ქადა, ნამცხვა-რი, ერბო-კვერცხი, ხილი, სასმელი და წინდები ეწყო. იმართებოდა ისევ ქეიფი. ჯერ შესავალი სადღეგრძელო შეისმოდა ახალი დაწინდულების ბედნიერების მისალოცი, შემდეგ კი თამადას აირჩევდნენ და თამადაც, იმავე რიგით, ჩამო-ატარებდა სადღეგრძელოებს, როგორც ბეის გაცვლაზე. მხოლოდ დაუმატებდა „ნათლიის”, უკეთ მეჯვარის სადღეგრძელოს, მშობლების სადღეგრძელოს შემდეგ. ვინც ჩვენ ახალდაწინ-დულებს მხარს დაუმშვენებს, ცალათ წაიყვანს ნეფეს და წყვილათ მოიყვანს, უწინამძღვრებ-სო. ქეიფის შემდეგ ცეკვა-თამაში იმართება და ბოლოს კი მასპინძლებისადმი ხელის ჩამორთ-მევით, ოჯახის დალოცვის და მადლობის გა-დახდით ყველა თავთავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდოდნენ.

ნიშნობაბეის გაცვლის შემდეგ რამდენიმე ხანში

სასიძოს მამა მიდის ქალის მშობლებთან, რომ შეუთანხმდეს, როდის გადაუხდიან ნიშნობას და რა უნდა მიუტანოს ნიშნის გადასახდე-ლი, _ საკლავი, სასმელი და რამდენ კაცით უნდა მისულიყო. მისატანის განსაზღვრა და აგრეთვე რამდენიმე კაცით მისულიყო ვაჟის მამა, დამოკიდებული იყო მათს შეძლებაზე და, აგრეთვე, იმაზე, თუ როგორი ნიშანი უნდა გადაეხადა ქალის მამას. ნიშნის მისატანად არჩევდნენ უფრო ბედნიერ დღეს _ შობას, ახალწელიწადს, ყველიერებს, აღდომას, ან სხვა ასეთს.

დათქმულ დღეს ვაჟის მამა თავის მხლებ-ლებითა და სასიძოთი, შეპირებული საკლავითა და სასმელით, მიდის საპატარძლოს ოჯახში. ქალის მშობლებიც ნიშანში მოიპატიჟებენ ახალ ნათესავებსა და მეზობლებს და იწყება ქეიფი. აქაც ისევ შესავალ სადღეგრძელოს დალევენ: დღევანდელი დღის მიზეზისას, შემდეგ კი თამა-დას აირჩევენ. თამადა, მას შემდეგ ყველა რომ მიულოცავდა თამადობას, შესვამდა სამადლო-ბელს და მოაყოლებდა მას სადღეგრძელოს. ხში-რად ამ სადღეგრძელოს ლექსად იტყოდა:„დიდება ღმერთსაო, კიდევ დავლევ ერთსაო,შენ სწყალომდე: სახლსა, საძირკველსაო,სტუმარსა და მასპინძელსაო,ჰალალსა და მართლის მთქმელსაო,გაცოცხლოთ და გადღეგრძელოთ ჯარო დარბაისელნოო”..

ეს იყო საერთო ყველას სადღეგრძელო. ამას მოსდევდა ახალდაწინდულების სადღეგრძელო.

თამადა წყვილების სადღეგრძელოს წარ-მოთქმას რომ დაიწყებდა, მაშინ შემოჰყავ-დათ საპატარძლო. საპატარძლოს წინ მოუძ-ღოდა სიმღერით ვაჟი (შეიძლება კაციც) ბედნიერი ფეხის მქონე. მას უკან მოსდევ-და, როგორც ბეის გაცვლაზე, საპატარძლო, ხოლო მის უკან მოდიოდა ბედნიერი ფეხის მქონე ვინმე ნათესავი ქალი. წინ გამძღოლი ვაჟი იმავე სიმღერებს მღეროდა, რასაც ბეის გაცვლაზე. წინ გავიდოდა ქალი, ხელს ჩა-მოართმევდა სამამთილოს, ხელზე მოუკით-ხავდა, შემდეგ უფრო უმცროსობის მიხედ-ვით ყველა დანარჩენებს მოიკითხავდა ხე-ლის ჩამორთმევით. ისე, როგორც პირველის შემდეგ, ამის შემდეგ, ისევ მის მსგავსად (მარცხენა ხელი გულზე უნდა ჰქონოდა), საპატარძლო ყველას მოიკითხავდა ხელზე. ვაჟის მხარე ასაჩუქრებდა ფულით პატარძ-ლის შემომყვან ვაჟს, ან ქალს. მოყვრებს მი-ულოცავდნენ შვილების ბედნიერებას ხელის ჩამორთმევით ყველა იქ მყოფნი. წყვილების სადღეგრძელოს რომ აიღებდა თამადა ხელ-ში, მაშინ ხდებოდა ადრინდელი ბეის გაც-ვლის მსგავსად, _ ნიშნის „ბეის გაცვლა”. ბეის გაცვლა უფრო ფარული იყო, შინაურუ-ლი. ბეის გაცვლა კი უფრო გაფართოვებულ საზოგადოებაში ხდებოდა. ვაჟი მხარეს ბეით _ ქიშმირი, ძვირფასი საკაბე ან სხვა ასეთი რამ უნდა ქონებოდა. ქალის მხრივ კი, ქალა-ღაში გამოხვეული ბეჭედი მოჰქონდათ. „ბეის გაცვლის” მსგავსად, ქალის მამა ლოცავდა წყვილებს, დალოცავდნენ ასევე ყველას და, ბოლოს, წყვილებს უნდა შეესვათ სამადლო-ბელი. ქალი თავს დაუკრავდა ხალხს გულზე მარცხენა ხელის დადებით, ვაჟი კი დაილო-ცებოდა და მადლობას მოახსენებდა მათი სადღეგრძელოს შესმისთვის:

„ვინც ინებეთ და არ ინებეთ ჩვენი სადღეგრ-ძელოს შესმა, ყველასაგან დიდად მადლობელი ვართ”. მადლობის გადახდისას ერთი მხარე წა-მოიწყებდა:

პირველი გუნდი:

„მადლობელი ვართ, მადლობელი ვართ,მადლობელი ვართ, სადღეგრძელოსთვის”.

მეორე გუნდი:

მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ,მრავალჟამიერ ღმერთმან გაცოცხლოთ.განა ჩვენს ენითა, განა ჩვენს ენითა,განა ჩვენს ენითა, ღვთის შეწევნითა,ინებოს ღმერთმა, ინებოს ღმერთმა,ინებოს ღმერთმა თქვენი და სიცოცხლე.მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ!მრავალჟამიერ, ღმერთმა გაცოცხლოთ.ოთხი წყარო ზდის, ოთხი წყარო ზდის,ოთხი წყარო ზდის, ოთხი მხრივ მოდის,მითი მოირწყვის, მითი მოირწყვის,მითი მოირწყვის, ყოველი არე.ედემსა გარე, ედემსა გარე,ედემსა გარე შემოუარე.მოველ და ვნახე, მოველ და ვნახე,მოველ და ვნახე სამოთხის სახე.ერთი მზეს ჰგავხართ, ერთი მზეს ჰგავხართ,ერთი მზეს ჰგავხართ, მეორე მთვარეს,მესამე შაქარს, მესამე შაქარს,მესამე შაქარს, შემოუარე.*მიმინო მყავდა, მიმინო მყავდა,მიმინო მყავდა, მყავდა და მიყვარდა.სხვისი მეგონა, სხვისი მეგონა,სხვისი მეგონა ჩემი და გამოდგა.მოყვრების სადღეგრძელოზე ქალის ერთი

ბიძაშვილთაგანი, რომელსაც ეხერხება და ენამჭევრი იყო, ადგებოდა, მოუტანდნენ მას მოყვრის მიერ მოტანილ საჩუქრებს. პატარძ-ლისას და, აგრეთვე, სანიშნო პურ-ღვინოს. ეს ბიძაშვილი, რომელსაც დამძახებელი ჰქვია, მო-იტანდა ხალხის წინაშე ხურჯინს და იტყოდა: რა ვიპოვნე და რა ვიშოვნე, აჰა, ერთი მომის-მინეთ, ღმერთმა გაუმარჯოს ამ ოჯახის ახალ მოყვარეს, ღმერთმა გამიბედნიეროს შვილი და რძალიო. ამ დღისთვის მოურთმევია...ო, ჰა, ჰა, ერთი ურემი ქადა-ნამცხვარი (თუმცა კი შეიძ-ლება 30 ქადაზე მეტი არ ყოფილიყო), ერთი ბოჭკა არაყი (ან ღვინო), ერთი დიდი ვერძი, რა ვიცი, ვერძია თუ ბუღა (იგულისხმება ხორცი), პატარძლისათვის მოურთმევია, გაუბედნიეროს ღმერთმა, ერთი ძვირფასი, ათასთუმნათ რო ფასობს, ქიშმირი კაბა. აპა, რა ვიცი, აბრე-შუმია, ატლასია თუ რაღაც, აი, იმის თქვენ გაიგეთ (თითოეულ მათგანს ანახვებს) და ის ჩამოყვება ტუფლებს, პალტოსა და ყველა იმას, რაც მონიშნეებს (მოყვრებს, რა თქმა უნდა) მოტანილი ექნებათ. ამ სანიშნოს დაძახებას რომ დაამთავრებს, შემდეგ მოყვარე სანიჭარს აძლევს. სანიჭარი, უმთავრესად, ნიშანზე ფუ-ლადაა. დამძახებელი ამ ფულსაც ისევ გაზვი-ადებით დაიძახებს, მას მოჰყვება ვაჟის მხრივ ყველა მონიშნეთა სანიჭარის დაძახება. სანი-ჭარი რომ მოთავდება, ისევ დაუბრუნდებიან სადღეგრძელოს.

წყვილების სადღეგრძელოს, წყვილების მშობლების სადღეგრძელოს მოჰყვებოდა: ჯერ მამების _ „მოყვრების”. შემდეგ კი დედების _ „მზახლების”, მოყვრების სადღეგრძელოზე ხში-რად მღეროდნენ:

„მოყვარე მინდა, მიმოყვროს,კალთა გადმიბას კალთაზე,სადილათ ბუღა-კამეჩი,სამხრათ სხვა მოგვინახოსა”.(ეს ლექსიც და წინა ორი ლექსიც ლექსო

იოსების ძე ზედგინიძის თქმით, მაქვს ჩაწერილი. ბალანთა. 83 წლის. იგივე ლექსები, განსაკუთ-რებით კი უკანასკნელი ორი ლექსი, ყოველთვის ისმის, როგორც ნიშნობასა და ქორწილში, ისე სხვა ქეიფებშიც).

როგორც ამ წინა სადღეგრძელოებს, ისე სხვებსაც, ნადღეგრძელების დალოცვითა და სამადლობელის შესმით ამთავრებენ. ყველა სა-მადლობელოს შესმისას, შეიძლება იმღერონ სა-მადლობელო სიმღერა:

„მადლობელი ვარ, მადლობელი ვარ” და სხვა.

მშობლების სადღეგრძელოს მაშუალების სადღეგრძელო მოჰყვება, მას კიდევ სიძეებისა და ამ ოჯახის ქალიშვილების, ნათესავებისა და მეზობლების. დასასრულს, შეიძლება ქვეყნის ხელმძღვანელის, წინათ მეფის, ახლა კი სტალი-ნის და წითელი არმიის სადღეგრძელო შეისმის ხოლმე. ხშირად ამ სადღეგრძელოს სადღეგრძე-ლოების დაწყებისასაც შესვამენ ხოლმე. ბოლოს კი ყველა წმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ-თავრებენ სადღეგრძელოებს:

„ყველა წმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს ამ ოჯახსა და ამ ოჯახის კეთილის მდომსაო”.

მეორე დღეს ქალის მახლობელი ნათესავები გადიპატიჟებდნენ თავის ნათესავებს, გაიმართე-ბოდა აქაც ქეიფი, იმავე რიგით ისმოდა სად-ღეგრძელოები, როგორც ნიშანზე, მესამე დღეს ახლა მეორე ნათესავი გადიპატიჟებდა და ასე გრძელდებოდა ქეიფი, ხშირად, მთელი კვირის მანძილზე.

აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ქეიფში, სადღეგ-რძელოების ჩამოტარების შემდეგ, იწყებდნენ ცეკვას, შეიძლებოდა დრო და დრო შეეწყ-ვიტათ სადღეგრძელოები და ეცეკვათ. შემდეგ კი განეგრძოთ სადღეგრძელოები, მაგრამ, ასე უფრო იშვიათად იქცეოდნენ.

მთქმელი სიკო მელიქიძე, ახალ-ქალაქის რაიონი, სოფელი ბალანთა, ჩაიწერა

გიორგი ზედგინიძემ 1948 წელსგაგრძელება იქნება

ქორწინების წესები

წესჩვეულებები

Page 10: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

ლიტერატურული მესხეთი10 2015 წელი, იანვარი

დიდი ხანი ვფიქრობდი, დამეწერა ჩვე-ნი წინაპრების ვინაობა და დღემდის ვერ ვბედავდი და ვფიქრობდი, უფრო ზუსტი ცნობები შემეგროვებინა, მაგრამ, რაც მამა-ჩემისაგან გაგონილი მქონდა, მას ბევრი ვერაფერი მივუმატე. ვფიქრობდი, ჩემი უფროსი ძმისაგან _ გაბოსაგან და დი-საგან _ შუშანასაგან დამატებით გამეგო რამე, მაგრამ, რაც გავიგე, დროზე ვერ ჩავიწერე და ზეპირათ რაც ვიცოდი, მამიჩემისაგან გაგონილი, იგივე ჩამრ-ჩა მეხსიერებაში. მაშინ რას ვიფიქრებ-დი, რომ ყველა უდროოდ დაიხოცებოდა და მათთან ვეღარ ვილაპარაკებდი წარ-სულზე და ან მომავალზე. ეხლა ვფიქრობ, პაპიჩემის ჩამომავლობიდან ჩემზე უფროსი აღარავინ არის და ჩემზე უნცროსებს ჩემ-ზე მეტი არ ეცოდინებათ. მეორეც, ჩვენ, ქართველ ხალხს, არ აინტერესებს წე-რილობით გადასცეს თაობიდან თაობას გენიალოგია, თუ მწერალი არ არის და საზოგადო მოღვაწე. მე მწერალი კი არა, ოცდახუთი წელიწადი იქნება მო-საკითხი ბარათიც არ დამიწერია, ხელიც გადაეჩვია წერას, თვალიც და გულიც. ვინაიდან, ამ ხნის განმავლობაში, მუშა-ობა მიხდებოდა ფიზიკურად კანტორაში, ფანქრით, კალმით, აღარ მიმუშავია. რასაც შევძლებ, რაც გამიგონია, იმას ჩავ-წერ, შთამომავლობას ეცოდინება თავისი ნათესაობა. კოთელიიდან ბერო (ცოლი ნა-მორაძე), იგივე პავლე მაღრაძე (ბეროს პავლე რქმევია და ბერო მეორე სა-ხელია (ბერო დაბერდიო), სასიყვარულო სახელი შეურქმევიათ და ამ სახელით ყოფილა ცნობილი), მის ჩამომავლობა-საც დღესაც „ბეროანთ” ეძახიან. ბერო რომელ წელშია დაბადებული და სად, სინამდვილეში არ ვიცით. ბერო სოფ. ხიზაბავრაში მარხია, ქართული ეკლე-სიის გალავანში და თუ იმისი საფლავის ქვის წარწერა იტყვის რასმეს .... ბე-როს მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში და მე- 19 -ე საუკუნის პირველ ნახევარ-ში უცხოვრია. ამის დამადასტურებელია, რომ მისი შვილი _ ვასილი დაბადებულია 1824 წ. მასზე უფროსები და უმცროსე-ბიც ჰყავდა ბეროს, როგორც ვაჟიშვილები, ეგრეთვე ქალიშვილები. მათზე მერე ვილაპა-რაკებთ. გარდა ბეროსი, ამ ეკლესიის გა-ლავანში მისი შვილებიც მარხია: პეტრე და სოლომონი. ეს ეკლესია პატარაობი-სას მინახავს, მთავარ ანგელოსის სახელს ატარებს და ეძახიან ბეროს ეკლესიას. მე მახსოვს, როცა საროში ვცხოვრობდით, ჩემი მამა, ბიძები _ მთელი საგვარეულო, მიდიოდა სალოცავად, სამხთოთი (8 სექ-ტემბერს, ძველი სტილით). ამბობდნენ, ეს ჩვენი ეკლესია არისო. მაშინ მეგონა, ბეროს აშენებულია-მეთქი, თუმცა, ბეროს კარგად უცხოვრია, ფულიც ჰქონია, მაგრამ ერთი კომლი გლეხისათვის ძნელი იქნებოდა ეკლესიის აშენება, მართალია ეკლესია დიდი მოცულობისა არ არის, მაგრამ, მაინც, ვფიქრობ, ალბათ, ბე-რომ ძველი ეკლესია შეაკეთებინა. ეხლა ვნანობ, თავის დროზე რატომ მამაჩემს არ ვკითხე ეკლესიის შესახებ, იმას ეცო-დინებოდა, ბერომ ააშენა თუ შეაკეთა. ბეროს აშენებული სახლები ჩემი ბავშვო-ბის დროს ისევ იყო ხიზაბავრაში, ახლა არ ვიცი, კიდევ იქნებიან თუ არა. ბეროს ხიზაბავრაში უცხოვრია. ბეროს მამას რა რქმევია, არ ვიცით, სად დაბადებულა, არც ის ვიცით.

ბეროს მამიდა მღვდელს, ფაფერაშვილს ყოლია ცოლად, უცხოვრიათ ს. ხიზაბავრაში (მგონი ქვაბისხევიდან ყოფილან მოსულ-ნი). ეს ხალხი უშვილონი ყოფილან და ბერო გაუზრდიათ შვილათ. ბერო უკვე ვაჟკაცი ყოფილა, მგონი ცოლ-შვილიანიც და ამ დროს მღვდელსა, ბეროს მამიდას, ვაჟიშვილი შესძენიათ და გრიგოლი დაურქმევიათ. მღვდელს უთქვამს ბერო-სათვის: შვილო, შენ და გრიგოლი ძმები იქნებით. მე დიდხანს ვერ ვიცოცხლებ და ჩემი თხოვნა იქნება, ჩემსავით მღვდლათ აღზარდეო. ბეროს ეს ანდერძი შეუს-რულებია, თავისი ნაძმევი მამიდაშვილი მღვდლათ აღუზრდია. მისი აღზრდა კი ძალიან გასჭირვებია. გრიგოლი ნებიერი და ძალზე ცელქი ყოფილა. მაშინდელ დროში დივნობა-მღვდლობას მღვდლები ასწავლიდნენ და ისიც კოთელიაში აღ-საზრდელად მიუბარებიათ მღვდლისათვის (ნიკოლოზ მღვდელი ყოფილა იმ დროს), მაგრამ გრიგოლს ძალიან გაუწვალებია ბეროცა და მღვდელიც. კოთელიიდან, თურმე, ჩქარ-ჩქარა გამორბოდა ხიზა-ბავრაში, არ მინდა სწავლაო და ბეროს კიდევ ანდერძის გატეხა ეძნელებოდა და ხვეწნით და მუდარით ისევ მიჰყავდა

მღვდელთან. ბოლოს მაინც მღვდელი გამ-ხდარა გრიგოლი. მამაჩემი, თურმე, ძალიან კარგათ იცნობდა, მამაჩემს რომ უქორ-წინია, ჯვარი მას დაუწერია. მამაჩემი იტყოდა ხოლმე, მე, მასთან ერთად ბევ-რჯერ მივლია ახალციხეში და სოფლებ-ში საეკლესიო საქმეებზეო. მე მამაჩემის მაგიერ დავყავდიო, მამაჩემს, როგორც მოხუც დიაკონს, პატივს სცემდა, მის მაგიერ მე მივყავდი ხოლმეო. ერთხელ,

მე და მამაჩემმა, ხიზაბავრის ბაღებ-თან გავიარეთ. არ მახსოვს, ახალცი-ხეში მივყავდი სასწავლებლათ თუ ოთის ტყეში მივდიოდით პანტის მოსაკრეფად. ერთ ადგილას შეჩერდა, ბაღისაკენ იბრუ-ნა პირი და მითხრა: ეს ბაღი პაპიჩემის _ ბეროსი ყოფილა, ისე დიდი ბაღია, ამ თავიდან რომ კაცმა დაიძახოს, იმ თავ-ში კაცს ხმას ვერ გააგონებსო. ერთხელ მე და გრიგოლ მღვდელი მივდიოდითო ახალციხიდან ცხენებითო, _ ამბობს მა-მაჩემი, ამ ბაღთან რომ მოვედით, გრი-გოლ მღვდელმა ცხენი გააჩერა, ბაღისაკენ მიბრუნდა და ერთი მაგრათ ამოიოხრა, სწორეთ ამ ადგილასო... რა იყო, მამაო, რა დაგემართაო, _ უთხარი მღვდელსო, _ ეჰ, შვილო, რა მამული დავკარგეთო, ეს ბაღი ჩვენი იყოო.

ხიზაბავრაში ბერო ვერ გაჩერებულა. ხიზაბავრა საბატონო ყოფილა, მეც მახ-სოვს, ერთ ადგილას პურის აუარებელ ზვინებს დგამდნენ და ამბობდნენ: ყველა გლეხს ბატონის წილი აქ მოაქვსო (იტ-ყოდნენ ხოლმე). სარო არ იყო საბატონო, საროს მამულები სახელმწიფოს ეკუთვნო-და. რა თქმა უნდა, საროში გლეხისათვის უფრო იოლი იქნებოდა ცხოვრება და ამისათვის ხიზაბავრიდან გადმოსახლებულა საროში. ბატონი ხომ არ ვარგა, მაგრამ თვითონ ხალხიც ქართველი კათოლიკებია, რაღაც სხვა გვარი მოდგმის ხალხია, იმათთან ცხოვრება დღესაც სხვა ხალხს არ შეუძლია. ხიზაბავრაში, იმ დროს, ქართველი მართლმადიდებლები საკმაოდ ყოფილან, მაგრამ სულ გასცლიან და საბო-

ლოოდ მარტო ერთი კომლი იყო დარჩენილა, მგონი ღარიბაშვილი, მაშინ საროში მოსახ-ლეობა მცირე ყოფილა, მიწა ბლომათ და ბერო მოუწვევიათ მეზობლათ. ისიც და-თანხმებია და საროში ჩამოსახლებულა. ბეროს საროში სიძე ჰყოლია _ ბერიძე კიკოლა. იმასთან ახლოს დასახლებულა, ქვე უბანში. საროს სარწყავი წყალი არ ჰქონია მინდვრისათვის. ზედა ველას წყლით მარტო ხიზაბავრა სარგებლობდა.

ბერო რომ ჩამოსულა, ზედა ველას წყალი გაუყვია ხიზაბავრელებისათვის და ერთი მესამედი (1/3) საროსათვის დაუმკვიდ-რებია. გასაკვირია, დაწერილი არსად არის და ეს ყველა საროველმაც იცის და ხიზაბავრელმაც, რომ ამ წყლით სარ-გებლობის უფლება აქვთ სარველებს 1/3 რაოდენობით, პირველი გაზაფხულიდან, 12 ივნისამდე, ძველი სტილით. ესე იგი, მზის დაბრუნებიდან. 1963 წელს პაპაჩემის _ ვასილის, ჩემი ძმის _ გიორგის, დების _ ანიკო და ნინოს საფლავების ქვებისთვის, სოფ. ვარევანში დაკვეთა უნდა მიმეცა და ჩვენმა სიძემ _ ლავრენტი გიორგაძემ _ პოლკოვნიკმა, იმ დროს საროს კოლ-მეურნეობის თავმჯდომარემ, გამიყოლია ვარევანში. როცა ზედა ველას წყლის რუები უნდა შეეკეთებინათ, მაისის თვე იყო, ორი დიდი სატვირთო მანქანა ხალ-ხით იყო სავსე და ჩვენც მსუბუქი მანქა-ნით ვარევანზე შევიარეთ. ორი სატვირთო მანქანა წავიდა, ჩვენ ხელოსანი მოვნა-ხეთ, საფლავის ქვებს მოურიგდით და ჩვენც ზედა ველაზე წავედით. იმ დღეს, ხალხი რომ მუშაობდა, ორმოცამდე კაცი იყო, მეც იმათთან ვიყავი და ყველა მეუბნებოდა: „მირონ, ეს თქვენი წყალია, ბეროს წყალიაო”. აი ეს ამბავი თაობიდან თაობაზე გადადის. მე ბეროს მეოთხე თაობა ვარ და აგერ მეც მოვხუცდი. ბერო ხი-ზაბავრაში თავის ბატონსაც ეურჩებოდა. ბეროს კარგად უცხოვრია და ცხენიც კარგი ჰყოლია. ბატონს უთხოვნია ბე-როსთვის ცხენი, მაგრამ ბეროს უარით გაუსტუმრებია _ ჩემს ცხენზედ სხვა ვერ

შეჯდებაო, _ უთქვამს ბეროს ბატონის-თვის. ამისთვის ბატონი ძალიან განაწ-ყენებულა და მათი ერთად ცხოვრება არა სასიამოვნო იქნებოდა. გრიგოლ მღვდელიც ბეროსთან ერთად საროში ჩამოსულა, ერთ ხანს ერთად უცხოვრიათ, მერე გაყრილან, გაყრაზე ჩხუბიც მოსვ-ლიათ, ბეროს უფროსი შვილი, პეტრე, დიდი ყოფილა იმ დროს. გრიგოლს ორი ქვა აუღია, თითო ხელში დაუჭერია და უთქვამს: თითოს მოგცემთ და გეყოფა-თო. რა თქმა უნდა, მერე ისევ კეთილი განწყობილება ჰქონიათ. გრიგოლ მღვდელს ვაჟიშვილი არ ჰყოლია, ქალიშვილები ჰყოლია, ახალციხეში, ერთი გოგო იყო თუ ორივე, არ ვიცი, ჩვენები ნათე-საობდნენ. გრიგოლ ღვდლის სიძე აგიაძე ყოფილა გვარათ. ბერო მრავალ შვილი-ანი ყოფილა, ჰყოლია ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი:

ვაჟები: 1.პეტრე (საშა ძიას პაპა);2. თედორე,...3. ბასილა (ვასილი _ მირონას პაპა),4 . სოლომონი (ქალიშვილების სახელები

არ ვიცი, არც უფროს - უმცროსო-ბა ვიცი მათი, მხოლოდ სად იყვნენ გათხოვილნი და რა გვარებს ჰყავდათ, გაგაცნობთ:

ქალიშვილები: 1. გათხოვილი ს.საროში _ კიკოლა

ბერიძეზე.2. ” -----------” ს.ზედათმოგვში _ კა-

ველიძეზე; 3 ” -----------” ს.კოთელიაში _ ჩუჩუ-

ნაანი (ქმარს სოლომონი რქმევია, შვილს კონსტანტინე,

4 ” ----------” ს.კოთელიაში _ (ფანჯაკი-ენი). შვილები ბასილა, ნინა.

5 ” -----------” ს.ახალ დაბა (ბლიაძე-ები), შვილი _სოლომონი;

ეს ქალიშვილები ჩემ ბიძაშვილმა _ გიორგი პავლეს ძემ ჩამაწერინა. ამჟა-მად ცოცხალია და 93 წელს ითვლის (7 თებერვალი, 1969 წ.).

ბეროს ქალიშვილების, ზოგიერთის ჩა-მომავლობის, ცოტა რამ ვიცი და ბარემ ჩავწეროთ:

ბეროს ქალიშვილი საროში კიკოლას რომ ჰყოლია, ერთი ვაჟი დარჩენია, როს-ტომა რქმევია, როსტომის შვილს სიმონა ერქვა, ადრე გარდაიცვალა, სიმონას შვი-ლები: გრიშა საროში ცხოვრობს, პეტ-რე გარდაიცვალა, ოლღა ბორჯომში ცხოვრობს, კიტა გიორგის ძე მაღრაძეს ჰყავს. კიკოლას ერთი ქალიშვილი, ბე-როს შვილისშვილი, ჩუნჩხაში ყოფილა გათხოვილი, მე იმათ ოჯახში ვყოფილვარ, ჩუნჩხაში 1914 წ. იმათი ორი ბიჭი, არ-სენა და ბაგრატი ჩემთან სწავლობდნენ ახალქალაქში და ერთ ბინაშიც ვცხოვ-რობდით.

ბეროს ქალიშვილი, რომელიც ზედათ-მოგვში ჰყავდა გათხოვილი, იმის შვილს _ სოლომონს, ვიცნობდი. საროში რომ ვცხოვრობდით, ხშირათ მოდიოდა ხოლმე და ყველა ბიძაშვილებს დაივლიდა ხოლმე, ყველგან თითო დღეს მაინც დარჩებოდა ბიძაშვილებთან. სოლომონის შვილებიც მოდიოდნენ ხოლმე საროში: ბესო და იორდანე, იმათ მესამე ძმაც ჰყოლიათ _ თედორე. მერე ბესო და თედორე მანგლისში გადასახლდნენ. 1936 წელში მე თავმჯდომარეობის კურსებზე ვიყავი მანგლისში და მათთან ხშირათ მივდი-ოდი. ბესო და თედო ისევ გაუყრელე-ბი იყვნენ. ძველ მანგლისში, ეკლესიის წინ ცხოვრობდნენ. საკუთარი სახლები იყიდეს, ზოგიც გაიშენეს. მერე გაყრი-ლიყვნენ. თედო ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. შვილები დაზრდია, არ ვიცი, რამდენი ჰყავს. ბესოც ტრა-გიკულად დაღუპულა _ ბუღას ურქენია და მომკვდარა. ბესოს ერთი ვაჟიშვილი ჰყავს _ დათიკო. კარგი, ჭკვიანი კაცია. ისიც მანგლისში ცხოვრობს. ბესოს გო-გოც ჰყავდა, სახელი აღარ მახსოვს, მანგლისში გაათხოვეს. იორდანეც აღარ ყოფილა, მაგრამ ვინ დარჩა ჩა-მომავალი, არ ვიცი. ბეროს ქალიშვილი კოთელიაში (ჩუჩუნაანი) ელიზბარაშვი-ლი, მისი შვილი კოსტანა, შვილიშვილი იროდიონი. ბეროს უფროსი ვაჟიშვილი პეტრე ყოფილა, არ ვიცი, რომელ წელში დაბადებულა და როდის გარ-დაცვლილა, მხოლოდ ვიცი დასაფლავე-ბულია ხიზაბავრის ეკლესიის გალავანში. პეტრეს ჰყავდა ოთხი ვაჟიშვილი და ერთი ქალიშვილი:

ქალიშვილი _ მელანა;პავლე _ დაბადებულა 1849 წ. გარდაცვ-

ლილა 1915 წ.ივანე _ დაბადებულა

მესხელი მაღრაძეების გვარის წარმომავლობა

(მირონ პავლეს ძე მაღრაძის ჩანაწერები)(1899-1988 წლები)

Page 11: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

2015 წელი, იანვარი 11ლიტერატურული მესხეთი

ახალი გამოცემები

1853 წ. გარდაცვლილა _ 1908 წ.

სვიმონი _ დაბადებუ-ლა 1862 წ. გარდაცვლი-

ლა _1922 წ.ანდრია _ დაბადებულა 1873 წ.

გარდაცვლილა _ 1937 წ.პეტრეს ქალიშვილი, მელანა, მე არ

მახსოვს. როგორც გიორგი მაღრაძემ მითხრა, ის ხიზაბავრიდანვე გაუთხოვე-ბიათ ერკოტაში, მას ოთხი ვაჟიშვილი ჰყავდა; ბასილა, ალექსი, ევგენი და თომა.

მინდა ბეროს წინაპრების შესახებ ცოტა უკან დაუბრუნდე.

ბეროს წინაპრები სადაურები ყოფი-ლან და საქართველოს რომელ კუთხეში უცხოვრიათ, ბეროსა და მის შვილებისა-გან ნათქვამი არავის გადმოუციათ, თუ სადაური იყო ბეროს წინაპრები. მე, როცა მამაჩემს ვკითხე ამის შესახებ, მითხრა;

_ შვილო, ჩვენთან იყვნენ მოსულნი იმე-რეთიდან ოთხი კაცი. ყველა მაღრაძეები იყო და აზნაურობის სიგელს ან რაიმე სა-ბუთს ეძებდნენ, რომ აზნაურებათ აღედ-გინათ წოდებაო. ეს ამბავი დაახლოებით მე -19 საუკუნის მიწურულს, ან მეოცე საუკუნის დასაწყისში ყოფილა. იმ კაცებს უთქვამთ: „ ეს საბუთი ჩვენთან არავისთან არ აღმოჩდაო და ჩვენგან განაყარი აქეთ არისო წამოსული, ეს თქვენა ხართო, ვიცით, გადმოცემითაო და თუ თქვენთან, რამე საბუთი ინახება, ეს თქვენც გარ-გებთ და ჩვენცაო”. მამაჩემმა თქვა ეს სიგელი სწორეთ ჩვენთან ინახებოდაო. მეც ვიციო, ოქროს ასოებით იყო ნაწერიო და ჩემ დედინაცვალს, როგორც წერა-კითხვის უცოდინარს, ის საბუთი სხვა ქაღალდებ-თან ერთად დაეწვაო, ქათმის გასატრუსად მოეხმარებინაო. რა ვიცი, რამდენად მარ-თალია, ის ქაღალდი, სწორედ აზნაურობის სიგელი იქნებოდა და არა სხვა რამე. მამაჩემი კი, რომ გითხრათ, წერა-კითხვის მცოდნე იყო, დაწყებითი სკოლა ჰქონია დამთავრებული. ჩემი და შუშანაი იტყოდა ხოლმე, ის ჩემი და ჩემზე ექვსი წლით იყო უფროსი. მეც მახსოვს, მინახავსო ის ქაღალდი. მე მამაჩემს უთხარი, _ რა უპა-სუხეთ- მეთქი, იმერლებს, _ იყო და ბებერს დაუწვიაო ის საბუთი?

_ არა, შვილო, სირცხვილით როგორ ვიტყოდითო. უთხარით, რომა, არაფე-რი არ ყოფილაო. გვითხრეს, რომ, ასე თუ ისე, იცოდეთო, რომ თქვენ ჩვენი განაყრები ხართ და ნათესავებიო. რამდე-ნიმე დღეს დარჩნენ ჩვენთან სტუმრათ და წავიდნენო. ეს ვიცი მარტო, სხვა არაფერიო. მე, ამ სტრიქონების ავტორი, მირონ მაღრაძე პავლეს ძე, 1931 წელს, ზაფხულში, არდადეგების დროს, თეთრ- წყაროში მასწავლებლობის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ერთ თვიან კურსებზე ვიყავი. ერთხელ, სასადილოში, ვიღაცამ ჩემი გვა-რით მომმართა. მაღრაძეო და ეს სიტყვა იქ ახლო მდგომმა ახალგაზრდა კაცმა, რომ გაიგონა, დამიწყო გამოკითხვა: მაღ-რაძე საიდან ხარო. სოფელი მენკალისი-დან-მეთქი, მანდ საიდან ხართო მოსული? ს. საროდან-მეთქი. საროში საიდან ხართ მოსულიო. მე ხიზაბავრა აღარ ვახსენე, იმიტომ, რომ ისიც იქვეა, საროსთან და პირდაპირ იმერეთიდან ვართ- მეთ-ქი მოსული. რომელი სოფლიდან ხართ მოსულიო? არ ვიცი, მარელისიდან თუ ლეღვანიდან-მეთქი. იმან მითხრა, მარელისიდან არა, ლეღვანელები ხართ და ჩემი სახლის კაცები ხართო. მე, ლეღვანიდან ვარ, მაღრაძე, სახელად მიხა მქვიაო. მერე ჩამომითვალა ჩემი პაპების სახელები: პეტრე, ბასილა, სოლომონი ხომ გყავდათო, კი- მეთქი, გვყოლიაო. შენ რა იცი-მეთქი? მე ბიძა მყავს, ამჟამად ოთხმოცდაათი წლისა არის, სო-ლომონი ჰქვია, ის ლაპარაკობს ხოლმე. საროში ნამყოფია, თქვენთან, ისიც და, კიდევ, სხვებიც. ოთხნი ყოფილან თქვენ-თან სანახავადო. მე უთხარი, შაბათ

სახლში მივდივარ, წამომყე, მამაჩემთან ილაპარაკე, იმასაც რამე ეცოდინება და ისიც შენ გეტყვის და ძალიან გა-იხარებს-მეთქი. იმ დღეებში, მანამ შაბათი მოვიდოდა, ყოველ დღეს ვხვდებოდით და ვლაპარაკობდით. მე მუშფაკში ვსწავლობ-დი და მივლინებული ვარ ბედენზე, საბჭოთა მეურნეობაში, სილოსის ორ-მოები უნდა გავაკეთოთო და ველოდები აქედან, როდის გაგვაგზავნიან ბედენზეო. მეც მინდოდა შაბათამდე არ გაეგზავ-ნათ, რომ შინ წამეყვანა. დადგა შაბათიც. დამთავრდა ჩვენი მეცადინეობა. დასაძი-ნებელი ზევით, ყაზარმებში გვქონდა და სასადილო ქვევით, კლუბთან. ჩავედით სასადილოში. ვისადილე, მიხაც ყოველთ-ვის იქ მხვდებოდა ხოლმე. იმ დღითაც დამელოდა, გამეხარდა, წავიყვანე და ერთ ადგილას გავაჩერე, აქ მომიცადე-მეთქი. ავირბენ, პატარა ხურჯინი მაქვს, იმას ავიღებ-მეთქი, მოვალ და წავიდეთ სახლ-ში. ავირბინე, ხურჯინი ავიღე, ჩამოვედი იმ ადგილას, სადაც მიხა დავტოვე, უყუ-რებ და კაცი არ არის, ვიდექი და ვათ-ვალიერებდი, იქნებ საიდანმე მოვიდეს. ვნახოთ, სატვირთო მანქანამ გამოირბინა, ძარაში მიხაი იდგა, ხელში ბარათი ეჭი-რა, გადმომცა და თან მომაძახა: თბი-ლისში მივდივარო. ბარათში იგივე ეწერა, _ გამოგვიძახეს, თბილისში დავბრუნდე-თო. რაღა იქნებოდა, წავედი დაღონებული სახლისაკენ. მამაჩემს რომ ვუამბე, _ ნეტავი კი, როგორმე მოგეყვანა ეგ ბი-ჭიო, _ ინატრა ძალიან. მიხას მისამართი ჩემ ძმას, პეტრეს მივეცი. ერთ დროს პეტრე თბილისში სწავლობდა. თურმე,

ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და ძალიან დაძმობილდნენ, თითქმის ერთი ხნისანი იყვნენ. მერე, მიხა მხოლოდ 1938 წელს ვნახე. გაეგო, რომ თბილისში ჩამოვედი საცხოვრებლად და მოვიდა სანახავად. სახლისა მარტო კედლები მქონდა გაკეთებული. ვაჩვენე. ჩემი ბიჭი, გიორგი მყავდა მარტო ჩემთან, ის მშვე-ლოდა სახლის მშენებლობას (16 წლისა იყო მაშინ). გავაქციე მაღაზიაში, სასმელი და შესატანებელი მოიტანე-მეთქი. მაშინ მაღაზიაც შორს იყო. ქვევით უნდა ჩავსულიყავით. მიხაი გაჯავრდა, რა დროს გამასპინძლებაა, ოჯახობა აქ არ გყავს, კაცი მინდორზე ცხოვრობ და როგორ შეიძლება ასეთი ამბავიო, ჩემთან ჩამო-დი და იქ ვილაპარაკოთო. არ გაჩერდა, მანამ ბიჭი რასმე მოიტანდა, წავიდა. მას შემდეგ ველოდებოდით ხოლმე ერთმანეთს, ხან ჩემთან, ხან მასთან. ერთხელ, 1940 წლის ნოემბრის დამდეგს, მოვიდა ჩემთან და თავისი ძმა შალიკოი მოიყვანა. მეც ჩემი ძმები დაუძახე, გავაცანით ერთი მეორე, ვივახშმეთ, ვიმხიარულეთ, მაინც სამხიარულო წელი ისღა იყო თურმე, რა ვიცოდით მაშინ. მერე მიხას ძმამ _ შალვამ გაგვიპატიჟა ლეღვანში, _ 7 ნოემბერს ჩემი სტუმრები იქნებით, ჩემი ძმა, მიხაც და თქვენცაო. მე და ჩემ ძმამ, პეტრემ, პირობა მივეცით, მოვალ-თო. დანიშნულ დღეს, მგონი, 6 ნოემბერს, მე და მიხა დიდუბის სადგურში შევხ-

ვდით, პეტრე არ მოვიდა მორიგეობა დაევალებიათ, არ გამოეშვათ. მიხა რკი-ნიგზელი იყო, უფასო ბილეთი ჰქონდა, მე უბილეთოდ დავჯექი მატარებელში. მიხამ მითხრა, ჯარიმაც იმდენი იქნება, რამდენიც ბილეთი ეღირებაო. მართლაც, ისე მოხდა. მივედით მარელისის სადგურ-ზე. იქიდან ავედით ფეხით ლეღვანში. შორს არ მეჩვენა, მგონი, სამი-ოთხი კი-ლომეტრი იყო. მივედით სოფლის ნაპირას და ერთი მიხას ბიძაშვილი, ნადიაკვნარი, მგონი, სპირიდონი ერქვა, ურმით ტყე-ში მიდიოდა შეშაზე, მოაბრუნა ურემი უკან. მიხამ უთხრა: რათ აბრუნებო: „მაშა, სტუმრები მოხვედითო და სადღა წამესვლელებაო”. მიხამ უთხრა: „წადი, შენს საქმეს მიხედეო და იქაც სამ-ყოფნი დაგვხვდებიანო”. წავედით. მიხამ თავისი ვენახი მაჩვენა, მერე გავიარეთ, ერთი პატარა ფიცრული ქოხისავით სახ-ლი იყო. სახლი გავყიდე, სახლის მაგიერ ეს არის, თუ დამჭირდა, გავაკეთებ, თუ არა და სახლად ესეც კმარაო, როგორც სახლიო. შიგ კომშები ეყარა და კიდევ რაღაციებიც. იქიდან რომ გა-მოვედით, მიხას ძმის და ბიძაშვილების სახლები გამოჩნდა, შვიდი-რვა ახალგაზრდა კაცი იდგა და, თურმე, ჩვენს მისვლას ელოდნენ. გამოვჩნდით თუ არა, აგერ მოვიდნენო, მაგრამ, ორნი არიან, მესამე არა სჩანსო. ერთმა თქვა, მეორემ თქვა, ჩვენც უკვე გვესმოდა, ნამდვილი მაღ-რაძე ეგ იქნებაო, რომელიც მოვიდაო. ჩვენც მივედით, მაგრამ, სახლამდე არ მიგვიშვეს, სადაც ქვევრები ჰქონდათ მიწაში ჩაყრილი, იქ შეგვაჩერეს, ყველა

ქვევრები მიხაანთი და მისი ბიძაშვი-ლების ერთ ადგილას იყვნენ, სახლიდან მოშორებით, ოცდაათ მეტრზე. დაიწყეს ქვევრების ახდა. იღებდნენ ღვინოს და იქვე ზეზე დგომელებს გვასმევდ-ნენ. გაჩნდა ხელათ ცხელი მჭადი და ჭყინტლი ყველი. გამოიტანეს ქალებმა წნილი და სხვა შესატანებელი. ყველამ თავისი ქვევრი ახადა, მიხამაც ახადა. ერთი ქვევრი ჰქონდა, სავსე არც კი იყო. ბოლოს მიხას ძმამ გაავსო ერთი დიდი დოქი, იქნებოდა ორი ფუთი და წაგვიყვანა ყველა სახლში. ერთი ოთა-ხი გაივსო ხალხით (ყველანი მაღრაძეები იყვნენ). თამადათ ძმამ მიხაი დააყე-ნა, იმ ღამეს კარგი დრო გაგვატა-რებინეს. დილით ავდექით, თითო ჭიქა არყის დალევა ძლივს მოვასწარით, მიხას ბიძაშვილი _ თედო შემოვიდა ჩვენთან, _ წამოდითო. წაგვიყვანა. საშუალო სკო-ლის დირექტორიც იყო, დავითი, ძმები გაყრილები იყვნენ. მაგრამ ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ოროთახიანი სახლი იყო. კამპანია დავითის ოთახში მოეწყოთ, მაგრამ სურსათ-სანოვაგე ორივესაგან იყო, იმ დღისით ბევრი ქათმის და ინდაურის ცოდვა დაიდეს. საღამოთი ნიკოლა მაღრაძემ გადაგვიპატიჟა, მერე სპირიდონმა და დაღამდა კიდეც, სო-ფელში რომ დავყავდი, მეუბნეოდნენ: ეს ბეროს წყაროაო, ესეც ბეროს ნასახლა-რიაო. მიჩვენებდნენ ძველ ნასახლარს.

ჩემთვისა ძალიან ბევრი დაელევინებიათ და იმ ღამეს, თურმე, ძალიან შემაწუხა და შეშინებოდათ კიდეც. იცოდნენ, რომ ძალიან ბევრი მქონდა დალეული. მეც ვფიქრობდი, ისე ბევრი ღვინო ერ-თდროულად არასდროს არ დამილევია. ეხლა ყველა ჩვენთაგანს, რომ ჰკით-ხამენ, წარმოშობით საიდან ხართო. ყველას ამას ვეუბნებით _ ხარაგაულის რაიონიდანო. პავლე პეტრეს ძე მაღრაძე, ცოლს სოფიო ერქვა. ვაჟიშვილები: 1. გიორგი _ დაბადებულია 1876 წელს, ცოცხალი აღარაა.

2. სერგო _ როდისაა დაბადებული, არ ვიცით, პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა.

ქალიშვილები: 1. შუშანა _ გარდაიცვალა გასული

საუკუნის 60-იან წლებში.2 ანიკო _ გარდაიცვალა 1967 წელს.3. მარიამი (მაიკო ) _ 1888 - 1910 წ.წ.ივანე პეტრეს ძე (ცოლს ერქვა ელე-

ნე. ს.ჭობარეთიდან).შვილები:ნინო _ დაბადების წელი უცნობია ,

გარდ.1912 წ.სალომე _ დაბადების წელი უცნობია,

გარდ.1930-იან წლებში.ელისაბედი _ 1894 - 1966წ.წ.სვიმონ პეტრეს ძე (ცოლს ერქვა სო-

ფიო).შვილები: 1. ალექსანდრე (დაბ.1897 წ.).2. ანიკო _ (დაბად. 1900 წ.).3.ელენე (დაბად. 1900-იანი წლები).4. ანდრია პეტრეს ძე მაღრაძე

(ცოლს ეფემია ერქვა, ს. ანდრიაწმინდიდან)შვილები: 1. ექვთიმე (დაბად. 1897 წ.).2. ოლღა _ (დაბად. 1900 წ.).3. ანასტასია (ტასო), დაბად. 1902წ.4. მარიამი ...5 თამარი ....6. სალომე ივანეს ასული _ გათხო-

ვილი იყო ვ. მურმანიშვილზე.შვილები: 1. თამარი2. მარგო3 ნინო4 დარეჯანი5 ქეთევანი.ელისაბედი (ლიზა), გათხოვილი იყო

ე. იაძეზეშვილები: 1 მიხეილი (ომიდან არ

დაბრუნებულა).2 გიორგი

3. ნინა ბეროს მეორე ვაჟიშვილი თედორე

ყოფილა, მას უცხოვრია სოფ. ყვიბისში, უმსახურია

დიაკვნად.ვაჟები: 1. ალექსი - 1852-1937 წ.წ.2. ლევანი ... 3. ტარასი ... 4 . ესტატე ...ქალიშვილიც ჰყოლია, სახელი არ ვი-

ცით, ლიკანში ყოფილა გათხოვილი მ. გელაძეზე. ალექსი თედორეს-ძე მაღრაძის ვაჟიშვილი:

1. გიორგი _ დაბად. 1897 წ. გარდ. 1924 წ. ქალიშვილიც ჰყოლია. ლევანი თედორეს ძე მაღრაძე ვაჟიშვილი ილია ჭ... რასი თევ-დორეს ძე მაღრაძე შვილები: 1. ნიკოლოზი _ ბეროს მე-3 ვაჟიშვილი ბასილა (ვასილი ) ბასილა დიაკვანი პაპაჩემია და რა თქმა უნდა მასზე უფრო ბევრი გამიგონია მამა-ჩემისაგან, ვიდრე მეორე პაპებზე ( პაპაჩე-მის ძმებზე). პაპაჩემი დიაკვანი ყოფილა და ბასილ დიაკვანს ეძახდა ხალხი. მის შვილებს და ჩვენც, შვილი შვილებს დიაკვნიანთ გვეძახიან. წინათ ქართველს ბასილას უძახდნენ, ვასილი, როგორც ეტ-ყობა, რუსულიდან თანდათან დამკვიდრ-და ვასილი - ვასო. პაპაჩემის საფლავის ქვაზე ვასილია ამოჭრილი.

გაგრძელება იქნება.სტილი დაცულია

ახლახან სამცხე - ჯავახეთის სახელმ-წიფო უნივერსიტეტში შედგა აწ გარდაც-ვლილი მწერლისა და საზოგადო მოღვა-წის გიორგი ზედგინიძის წიგნის „ჯავახუ-რი ლექსიკონის“ წარდგენა.

სიტყვაში გამოვიდნენ უნივერსიტე-ტის რექტორი მერაბ ბერიძე, პროფესორ-მასწავლებლები: თინა იველაშვილი, ნათე-

ლა ბერიძე, მაკა კაჭკაჭაშვილი, მწერლის ვაჟი ვლადიმერ ზედგინიძე და რევაზ ან-დღულაძე.

ასევე წიგნის წარდგენა შედგა ქ.ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთე-კაშიც, სადაც სიტყვაში გამოვიდნენ ქა-ლაქის მერი გიორგი კოპაძე, პენსიონერი პედაგოგი _ გ.ზედგინიძის თანასოფლე-

ლი ვახტანგ მელიქიძე, პუბლიცისტი ვაჟა სამსონიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწი-ფო მუზეუმის მენეჯერი ციური ლაფაჩი, შალვა ტაბატაძე, ნელი ღონღაძე, სახალ-ხო მთქმელები ვასილ კვინცხაძე, ზაქარია ზედგინიძე, ქ.ახალციხის მერიის კულტუ-რის სამსახურის უფროსი მარინა გოგო-ლაძე, ახალგაზრდა პოეტი გივი ნემსაძე.

ანსაბლ „მესხეთი“-ის მიერ (ხელმძღვანე-ლი ზაზა თამარაშვილი) შესრულებული იქნა მესხური ხალხური სიმღერები.

საღამო მიჰყავდათ ახალციხის ცენტ-რალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ლილი აჩელაშვილს, მარინა ბერიძეს და ნაირა გოგოლაძეს.

საკ.ინფ.

დიდი შენაძენი

Page 12: Literaturuli Meskheti_January 2015 (193)

ლიტერატურული მესხეთი12 2015 წელი, იანვარი

საბურთალოს 43ატელ: 2–93–27–66

ქ. თბილისში გაზეთ “ლიტერატუ-რული მესხეთის” შეძენა შეგიძლიათ

თავისუფლების მოედანზე – ალ. პუშკინის ქ. №5–ის წინ, მეტრო “თა-ვისუფლების” გამოსასვლელთან და

საქართველოს რაიონებში – “საქპრესის” ჯიხურებში

გამოცანები

ფოლკლორი

გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის” მეოხია ლიანა მანჩხაშვილი

გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის” ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.scribd.com; facebook: ლიტერატურული მესხეთი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი საქორწინო ვაჟი, ეძლეოდა სამი ლამაზი ქალი. ერთი იყო ქმარგანაყარი, მეორე _ ქვრივი და მესამე, კი-დევა, იყო გასათხოვარი ქალიშვილი.

იფიქრა, იფიქრა, ბოლოს თქვა: მოდი, წავალ და ღვდელს ვეტყვი, რომელი ქალი ვითხოვო, ყველანი ერთმანეთზე უკეთესები არიანო.

იარა, იარა და შემოხვდა მგელი. კბილი მტკივაო და ჩემი ამბავიც გამიგეო.

_ კარგიო, _ თქვა ბიჭმა. მიდის გზაში და ახლა შეხვდა ერთი ირემი.

ცაზე ჰქონდა რქები მიბჯენილი. _ საშველი არა მაქვს და რა ვქნა, არ ვი-

ციო. და ჰკითხა ბიჭს: სად მიდიხარო?ვაჟმა უთხრა, სადაც მიდიოდა._ ჩემი ამბავიც გამიგეო, _ უთხრა ირემმა._ კი, ბატონოო და გზა განაგრძო.

მიდის გზაში და შეხვდა გუთანში შებმული ხარ-კამეჩი. გუთანს იქით ერთია შებმული,

გუთანს აქეთ _ მეორე. გუთანი ერთ ად-გილზე დგას და არც იქით მიდის და არც აქეთ.

_ კაცო, რას სჩადიხარ, აუშვი და გუთანი ამოძრავდებაო.

_ ეს შენი საქმე არ არის, ხაზეინს ასე ჭირდებაო. და ბიჭმაც გზა განაგრძო. მიდის და შეხვდა წისქვილი. წისქვილს შეხედა და, ეს საფქვავი რომ ჩამოდის, კრიჭაში ჩადის, იფქვება და საფქვილე არ არის და ფქვილი პირდაპირ წყალში მიდის.

_ რას ჩადიხარო! _ უთხრა კაცმა. ასე რა-ტომ ავერანებო?

_ წადი, ბიძია, შენს საქმეს მიხედე, ჩვენ ჩვენი ვიცითო. ჩვენს უფროსს ასე სჭირდებაო.

ბევრი იარა ბიჭმა თუ ცოტა, ერთ ალაგას მივიდა და ერთი მშვენიერი ყანაა, ზღვასავით ღელავს, ოქროს თავთავი აქვს დასხმული. რო შეხედო, თვალს არ დაუჯერებ. მივიდა და ნახა, რომ თიბვის დროა და მისმა პატრონმა უთხრა: აი, ხომ ხედავ, კარგი ხორბალია, მაგ-რამ, მკას რომ დავიწყებ, უცბად ცეცხლი უჩნ-დება და სულ იწვებაო. ჩვენ კი შიმშილით ვი-ხოცებითო. გაგვიგე ეს ამბავი, რაშია საქმეო.

_ კი ბატონოო, _ თქვა ბიჭმა. ბოლოს მივიდა მღვდელთან საკითხავად.

მღვდელმა უთხრა: დაბლა ჩემი ბავშვია და იმას ჰკითხეო. ბავშვსაც ჰკითხა: ასეა ჩემი საქმეო.

ბავშვმა უთხრა: შე კაი კაცო, თუ ქვრივს ითხოვ, სამნი იქნებითო, ქმარგაშვებულს ით-ხოვ _ მაგარი ვაჟკაცობა გჭირდებაო, თუ გასათხოვარს ითხოვ, ეგ ყველაზე ნაღდი იქ-ნებაო.

ვაჟმა ვერ გაიგო _ სამი როგორ ვიქნე-ბითო და ახლა მღვდელთან მივიდა და მას შეეკითხა _ ვერ გავიგე და ამიხსენიო.

მღვდელმა უთხრა: აი შენ, შვილო, თუ ქვრივს ითხოვ, ის, ყოფილი ქმარი და შენ სამ-ნი იქნებით. ის თავის ქმარს არ დაივიწყებს და ასე მაინც სამნი იქნებით. თუ განათხოვარს ითხოვ, ქმარგანაცილებს, მაშინ მაგარი ვაჟ-კაცობა გჭირდება, მას უნდა აჯობო, თორემ შენც გაგიჭირდებაო. თუ გასათხოვარს ითხოვ, ის უკვე შენი საკუთრება იქნებაო.

ახლა კი, ბატონო, ყველაფერი გავიგეო და უთხრა: ახლა ერთი გამაგებინე, მგელი შემხვ-და, კბილი სტკიოდა და რა ეშველება მგელ-საო?

_ სამა კაცი შეჭამოს და გაუვლისო, უთხ-რა მღვდელმა.

ირემსაც ასე და ასე აქვს საქმეო._ მაისის წყალი დალიოს და რქები გასც-

ვივდებაო. გუთანში რო ხარები იყო შებმუ-ლი და ვერც აქეთ მიდოდნენ და ვერც იქით, იმათმა რა უნდა ჰქნანო?

_ ეგ, შვილო, ჩემი ბრძანება იყოო. ოჯახ-ში როცა საქმე წინ არ მიდის და არაფერი კეთდება, საქმე წინ არ წავაო. ასე იქნება და არსად წავაო.

ხორბალი რო ფუჭდება და ფქვილი წყალ-ში მიდის, თუ თავის დროზე არ მიაქციე ყუ-რადღება, იმასაც წყალი წაიღებსო.

_ კარგი ბატონო, მაგრამ, ამ ყანას რაღა ეშველებაო?

_ ყანასაო? _ თქვა მღვდელმა. ერთი მეტ-რი მიწა გადახვეტონ, შიგ დიდძალი ოქროა, აიღონ ის ოქრო და იცხოვრონ კარგადო.

მადლობა გადაუხადა ბიჭმა, გამოემშვიდო-ბა მღვდელს და წამოვიდა. მიდის გზაში და მივიდა ყანის პატრონის სოფელში.

ასე და ასეა თქვენი საქმეო. თიბვის დრო-სა, როდესაც გვალვა დაიწყებაო, მაშინვე ის ხურდება, მის ქვეშ ოქროა და მაგის გულისთ-ვის იწვება ყანაო. ამისთვის ყანის მკას თავი დაანებეთ, გადახვეტეთ, ამოიღეთ ოქრო და იცხოვრებთო.

_ მოდი, შე კაი კაცო, თუ ეს ასეა, ჩვენთან დარჩი, ერთად ვიცხოვროთო და ის ოქროც ამოგვაღებინეო.

_ არაო, _ თქვა ბიჭმა. მე ჩემი საქმე მაქვ-სო და გზა განაგრძო.

იარა, იარა და ხარ-კამეჩთან მივიდა. აქაც იგივე უთხრა, რაც მღვდელმა დაავალა. ახლა ირემთან მივიდა და უთხრა: მაისის წყალი და-ლიე და რქები მოგძვრებაო. ირემმაც მადლო-ბა გადაუხადა და ბიჭმა გზა განაგრძო.

ბოლოს მივიდა მგელთან. მგელმა უთხრა, _ როგორაა საქმეო. ბიჭმაც ყველაფერი უამ-ბო, რაც გზაში ნახა. მგელმა თავისი კბილის ტკივილის შესახებაც გამოჰკითხა, _ რა მეშ-ველებაო.

ბიჭმაც მღვდლის დანაბარები გადასცა, _ სამა კაცი შეჭამე და მოგირჩებაო და თავა-დაც გზა გააგრძელა. ერთი ვერსი არ ჰქონდა გავლილი, რომ მგელი წამოეწია, შენზე სამას ვერავის ვნახავო და გადასანსლა ეს ბიჭი.

მთქმელი ნიკოლოზ ნადირაძე, 74 წლის. ჩაიწერა ავთანდილ ბერიძემ 2014

წელს, ქ.ვალე

*აქედან სერი, იქიდან სერი,შიგ ლომი გორავსო.

(გობი)

მთქმელი ოქრო ივანიძე, ზველი, 44 წლის

*შვიდი ფიცარი, შვიდად შეკრული,ურჯულოს მეტი ვერავინ გახსნის.

(დიდმარხვა)*თორმეტი წყარო გამოდის,თორმეტსვე თითო ჰყავს პატრონი.

(ღორი და გოჭები)*ოთხი წყარო ჩამოდის, ერთი ჰყავს პატრონი, მაგრამ სინამდვილეში ბევ-რია მისი პატრონი.

(ძროხის ძუძუები)

მთქმელი კირილე ზედგინიძე, 35 წლის

*მაღალი მთის თოვლი ვარ,მზის წინაშე არ დავდნები,მამაჩემის შვილი ვარ,დედაჩემის ქმარი ვარ.

(კვერცხი)*სანამ მამა დაიბადა,შვილი სტამბოლ ჩავიდა.

(კვამლი)*მიდის მოდის გაბრიელი,არავინ ყავს მადლიერი.

(კარები)

მთქმელი ელენე ზარიძე, 62 წლის, სოფ. თოკი

*ის რა არის, რომ ორმოც დღემდე არც ხელი აქვს, არცა ფეხი, ორმოცი დღის მერე სულიც აქ და ფეხიც.

(ბაყაყი)*თითონ ხისა, თავი ქვისა,ბალახ ძოვს და ნაცარ ყრისა.

(ჩიბუხი)*წითელი ხარის ნაძოვზებალახი არ ამოდისო.

(ტყვია)*ერთი სტუმარი მეწვიამისდღემში უსტუმრებელი,ისეთი სადილი მივართვი,სუფრაზე დაუდებელი.

(ხბო)მთქმელი ნინო ზარიძე, 52 წლის,

სოფელი თოკი*ორბი, ორბი ორასი,ფრთა გაშალა სამასი,ნისკარტი გკრა სამასი,კლდე გააპო ხუთასი.

(გუთანი და ცხენი)

მთქმელი ზაქარია ლეკიშვილი, სოფ. თოკი, ასპინძის, ჩაიწერა ამირან გომართელმა,

1965 წელს თსუფა

იყო ერთი ღარიბი ცოლ-ქმარი, წვრიშვილნი იყვნენ და ხშირად შიმშილობდნენ.

ერთხელ ცოლმა უთხრა:_ ამ სახში ჯდომით თავი ნუ დაიობე, წადი

და ლუკმა-პური უშოვე შენ შვილებსო.რაღას იზამდა კაცი. წავიდა. ბევრი იარა თუ

ცოტა იარა, მიადგა ერთ სახლს დაბურულ ტყე-ში. დაუძახა სახლის პატრონს და სთხოვა, ღამე გაეთენებინა.

სახლის პატრონმა ქალმა უარი უთხრა: _ ჩემი შვილები მოვლენ და შეგჭამენო, მაგრამ მერე დასტოვა და თან დაარიგა: როგორც კი დაინახავ, აქეთკენ მომავალ დევებს, მიეგებე და უთხარი:

_ გაუმარჯოს ცხრა დევს და მეათე მამასაო.კაცი ეგრეც მოიქცა. დევებმა კარგათ მი-

იღეს. კაცმა უთხრა:_ მშია, საჭმელი მაჭამეთო.დევების მამამ უთხრა:_ ნანადირევი ჩვენ ტყეში დაუტოვეთ ჩემ

ძმას და სახში არაფერი მოგვიტანიაო.ადგა, კედლიდან ჩამოხსნა გუდა და უთხ-

რა ჩურჩულით რაღაცა. თვალის დახამხამებაზე, ისეთი სუფრა გაიშალა, რო, რა გინდა სულო და გულო, ისე იქ იყო ყველაფერი.

კაცი კარგად რო დაპურდა, მაშინღა გაახ-სენდა, რო სახში მშიერი ცოლ-შვილი ელოდებო-და. კაცმა იფიქრა: „მოდი, ამ გუდას მოვიპარავ და ამოვალ ამ სიღარიბიდანო”.

დაწვნენ დასაძინებლად. ყველამ ძილს მისცა თავი, მაგრამ ამ კაცს თვალზე რული არ ეკა-რება, ან რა დააძინებს, თვალწინ თავისი მშიერი ცოლ-შვილი უდგა და თან იმაზე ფიქრობს, რო-გორ მოიპაროს ეს გუდა.

რო დაატყო, რო მასპინძლებს ეძინათ, წამო-იწია კაცმა გუდისკენ. უცებ ჯამ-ჭურჭელმა ჩხა-კუნი ატეხა და თან გაიძახოდა: სტუმარს გუდის მოპარვა უნდაო.

წამოცვივდნენ დევები, ნახეს, რო კაცს სძი-ნავს. გაბრაზდნენ ჯამ-ჭურჭელზე და დაამტვ-რიეს. ისევ დაწვნენ და დაიძინეს. კაცმა ისევ დააპირა გუდის მოპარვა. ახლა ნამტვრევებმა დაიწყეს ჩხარუნი. ისევ გაიღვიძეს დევებმა, გაბ-რაზდნენ, რო მძინარე ნახეს სტუმარი და სახ-ლიდან შორს გადაყარეს ჭურჭლის ნამტვრევები. დაწვნენ და დაიძინეს. ადგა ეს კაცი, მოიპარა გუდა და თავისი გზით წავიდა.

ბევრი იარა თუ ცოტა, ერთ კაცს შეხვ-და. მიდიან გზაზე და ლაპარაკობენ თავისთვის ცხოვრებაზე. ახალმა გაცნობილმა უთხრა:

_ მე ისეთი ხმალი მაქ, ვისაც გინდა, თავს მოაჭრევინებ და ისევ თავის ქარქაშს დაუბრუნ-დებაო. ღარიბმა კაცმა თავის გუდაზე უთხრა:

_ ისეთი გუდა მაქ, რო ეტყვი, ისეთ საჭ-მელ-სასმელს გაგიშლის, რა გინდა, სულო და გულოო.

მოეწონათ ერთმანეთის საქონელი და გაც-ვალეს’

ცოტა რო გაიარეს გზა, ერთმანეთს დაშორ-დნენ. ღარიბმა კაცმა უბრძანა ხმალს:

_ წადი, იმ კაცს თავი მოაჭერი და ჩემი გუდა უკან მომიტანეო.

ხმალმა იმ წუთში შეასრულა თავისი პატრო-ნის დავალება და ღარიბ კაცს გუდასთან ერთად ხმალიც მიუტანა.

მიდის კაცი გახარებული თავის სახში. გუდა აქვს, რომლითაც საჭმელ-სასმელი არ გამოელე-ვა და ხმალით კი თავის მტრებს დახოცავს.

ჭირი იქა, ლხინი აქა,ქატო იქა, ფქვილი აქა.

მთქმელი მაკარ ზარიძე, 78 წლის, ახალციხის რაიონი, სოფელი თოკი.

ჩაიწერა თეიმურაზ ქურდოვანიძემ 1965 წელს

ზღაპარი ღარიბისა და დევებისა

სამა ბიჭის ამბავი

სატრფოს სიყვარულიქალი ვარ გასათხოვარიმოუვლი მუდამ თავსაო,კარგი ვაჟკაცი თუ შემხვდა,მას მე ჩავუკრამ თვალსაო.

ის კი მიხვდება ჩემ აზრსა,მას შევაყვარებ თავსაო,ის ქმარი ხდება, მე ცოლი,ერთად დავიწერთ ჯვარსაო.

კეთილი გრძნობით ვიშრომებთ,მოვიყვანთ მოსავალსაო,ურთიერთ სიყვარულითა,ვიყოლებთ მომავალსაო.

მათი აღზრდითა ვახარებთ,მშვიდ-კეთილ ცხოვრებასაო,ალალ მარჯვენით ვიშრომებთ,შევიძენთ ქონებასაო,

ჩვენ წავალთ, შვილი დარჩება,შეგვითვლის ცხონებასაო,მშვიდად იხაროს, იცოცხლოს,დავლოცავთ მომავალსაო.

ადიგენის რაიონის სოფელ უდეში 79 წლის პავლე წალდაძისაგან

ჩაიწერა ტარიელ წალდაძემ 2005 წელს