ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · web viewრატომ არ...

39
ხხხხხხხხ ხხხ ხხხხხხხხხხხ ხხხხხხხხხხ ხხხხხხხხ ხხხხხხხხხხხ სსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსს სსსს 1966 სსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსს, სსსსსსსსსს სსსსსს სს სსსსსს, სსს სსს სსსსსს 1 სს სსსსს სსს სსსსსსსს. სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს (სსსსსსსს სსსსსსსსს სს სსსსსს) სსსსსს სსსსსს სსსს სსსსსს სსსსს. 5 სსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსსს (სსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსს სსსსსსსს) სსსსსს სსსსს სსსსსს 10 სსსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსსსსს. სს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსს სსსსს, სსსსსსს სსსსსს სსსსსსსს, სსსსსსს სსსსს სსს სს სსსსსსსსს. სსსსსს სსსს სსს სსსსსსს, სსსს სსსსსსსს, სსს სსსსსს სსსსს სსსსს სსსსსსსსს სსსსს სს სსს, სსსსსს სსსსსს 1 სს-ს სსსსსს. სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსს 1969 სსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსს. სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს, სსს სსსსსს სსსსსსსსსსს სსს სსსსსს სს სსს სსსს სსსსსს სსსსსს. სსს სსსსსსსსსს სსსს სსსსსსს, სსსსსს სსსსსს სსსსსსსსს 5 სსსსსსსს სსსს სსსსსსსს სსსს სსსსს სსსს სსსსსსსსსს. სსსსსს სსსსსსსსს, სსს სსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსს. სს სს სს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს, სს სსს სსსსსს სსსსსს სსსს, სს სსს სს სსსსსსსსსს, სსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს, ს.ს. სსს სსს სსსსსსს. სს სსსსსსსს სსსსსსსსსს? სს სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსს, სს, სსსსსსსს, სსსსს სსსს სსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სს სსსსსს სსსსსსს სსსსსსს. სსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსს სს სსსსსს 5 სსსსსსსს სსსს სსსსს სსსს სს სსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს. სსსსსსსსსსს, სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს. სსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსს ს.ს. სსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსს. სსსსსსს სსსსსსსსსსსსს, სსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსს. სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს სსსს სსსსსს სსსსს სსსსსსს სსს სსს სსსსს სსს, სსსსსს სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსს სსსს. სსსსს სსსსსსსს სსსსს სსსსსსსსს სსსსსს, სსსსსსს სსსსსს, სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს? სსსსსს სსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსს, სსსსსსსს სსსსსსსსსს. სსს სსსს სსსსსს სსსსსსს სს-სსს სსსსს სსსს: სსსს სსსსსსსსს, სსსს სსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს. სსსსსსსსსსსს სსსსსსს სსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს? სსსსსსს სსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსსსსსსს 1

Upload: others

Post on 14-Jan-2020

6 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

ხობრინკი ბენქრისტიანული შეხედულება სამყაროს წარმოშობაზე

სამი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა როცა 1966 წელს მთვარეზე ამერიკული კოსმოსური ხომალდი დაეშვა, მეცნიერები გააოცა იმ ფაქტმა, რომ იგი მხოლოდ 1 სმ ფენით იყო დაფარული. წინასწარი გამოთვლებით ყოველდღიურად კოსმოსიდან მთვარეზე (რომელსაც ატმოსფერო არ აკრავს) მილიონ ტონაზე მეტი მტვერი ცვივა. 5 მილიარდი წლის განმავლობაში (რაც ევოლუციონისტებს მთვარის ასაკად მიაჩნიათ) მტვრის ფენის სისქეს 10 მეტრისთვის უნდა გადაეჭარბებინა. ამ მონაცემის გათვალისწინებით კოსმოსურ ხომალდს ფართე, ბრტყელი დაფები გაუკეთეს, მტვერში ღრმად რომ არ ჩაფლულიყო. რაოდენ დიდი იყო გაოცება, როცა აღმოჩნდა, რომ მტვრის ფენის სისქე ათეულობით მეტრს კი არა, არამედ მხოლოდ 1 სმ-ს ითვლის. მომდევნო სიურპრიზს ამერიკელი ასტრონავტების მიერ 1969 წელს ჩატარებული გაზომვის შედეგები წარმოადგენს. მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მთვარე წარმოადგენს ცივ სხეულს და არა აქვს თხიერი ბირთვი. იგი დედამიწაზე უფრო პატარაა, ამიტომ თავისი არსებობის 5 მილიარდი წლის მანძილზე უფრო ადრეც უნდა გაყინულიყო. მაგრამ გამოირკვა, რომ მთვარე სითბოს გამოასხივებს. ეს კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას თხიერი ბირთვი აქვს, და ისე არ გამომშრალა, როგორც მეცნიერებს ეგონათ, ე.ი. არც ისე ხნიერია. რა შეიძლება მომხდარიყო? ან გამოთვლებში დაუშვეს მეცნიერებმა უხეში შეცდომები, ან, შესაძლოა, მთელი მათი თეორია მთვარის წარმოშობისა და ასაკის შესახებ მცდარია. თანამედროვე მეცნიერული გამოკვლევების მიხედვით დედამიწა და მთვარე 5 მილიარდი წლის წინაც ერთი და იგივე პირველადი მატერიისაგან წარმოიქმნა. მოგვიანებით, შემთხვევითობის წყალობით დედამიწაზე სიცოცხლე წარმოიშვა. მისი განვითარება ბუნებრივი წესით მიმდინარეობდა ერთუჯრედიანი ორგანიზმებიდან მრავალფეროვანი მცენარეებისა და ცხოველების ჩათვლით, ასეთია ე.წ. ევოლუციის თეორია სამყაროს წარმოშობის შესახებ. სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ დარვინის მოძღვრება სიცოცხლის წარმოშობის ერთადერთ მეცნიერულ ახსნას წარმოადგენს. ევოლუციის თეორიის რწმუნება მისი ზოგადი სახით ჩემთვის არც ისე რთული იყო, მაგრამ როდესაც სიცოცხლის სხვადასხვა სახით გამოვლინებებთან მიმართებაში მის შესაბამისობაში მოყვანას ვცდილობდი, მაშინვე გაუგებრობა იჩენდა თავს. როგორ შეიძლება ისეთი დახვეწილი ორგანო, როგორიც თვალია, შემთხვევით წარმოშობილიყო? პატარა თევზების თვალის აგებულება ოთხთვალიანების ოჯახიდან, სავსებით ამოუცნობია. მათ თითო თვალის კაკალში ორ-ორი ლინზა აქვთ: ერთი წყალქვეშა, ხოლო მეორე წყლისზევითა მზერისათვის. შესაძლებელია მსგავსი რამ შემთხვევითობის წყალობით წარმოშობილიყო? ამგვარი პრობლემებისა და დეტალებისათვის რომ არ მიმექცია ყურადღება, შეიძლება დამეჯერებინა ევოლუციის თეორიისათვის, მაგრამ რჩებოდა კიდევ 3 ძირითადი კითხვა, გამუდმებით რომ მაწუხებდნენ, რა რომლებზეც დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერავინ გამცა: 1. როგორ წარმოიშვა მატერია?2. როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?3. როგორ წარმოიშვა ადამიანური გონება: (თვითცნობიერება)? ბუნების შესწავლისას მრავალ კითხვასა და გადაუჭრელ პრობლემას ვაწყდებით. ბევრი ფაქტი ევოლუციის თეორიასთან აშკარა წინააღმეგობაში მოდის: გაქვავებული ხეები, რომლებიც 1- ტიპის ქვანახშირის ფენაში გვხვდება; პირველყოფილი ნეანდერტანელი, რომელსაც უფრო დიდი მოცულობის ტვინი აქვს, ვიდრე ჩვენ; ზღვის დონიდან 4000 მეტრის სიმაღლეზე მასიურად დამარხული

1

Page 2: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

70 ტონა დინოზავრის ძვლები. ერთსა და იმავე ადგილას დაფლული ასეულობით მცენარისა და ცხოველის სახეობა სხვადასხვა ერადან; ჰიმალაის მთების მწვერვალებზე ნაპოვნი ნიჟარები და გაქვავებული ზღვის ცხოველები. ვიდრე ამ ფაქტებს დაწვრილებით განვიხილავდეთ, ჯერ უნდა განვსაზღვროთ რა არის რწმენა და რა - მეცნიერება? ამის გაკეთება აუცილებელია. რადგან ეკლესიის სწავლება ღვთის მიერ სამყაროს შექმნის შესახებ, როგორც არამეცნიერული სწავლება უარყოფილია, მაშინ როდესაც ევოლუციური მოძღვრება მატერიალისტების მიერ მეცნიერულ თეორიადაა აღიარებული. საბუნებისმეტყველო დისციპლინები (მაგ. ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა და სხვა) ბუნების კანონებს შეისწავლის. როდესაც სიცოცხლის ჩასახვის შესახებ ვმსჯელობთ, ფილოსოფიისა და რელიგიის სფეროში ვიჭრებით. ნებისმიერი მტკიცების მეცნიერული დასაბუთებისათვის ორი პირობის შესრულებაა აუცილებელი: პირველ რიგში ცდის შედეგებზე დაკვირვება უნდა შეიძლებოდეს; მეორე - ცდის გამეორება. დედამიწის შექმნას არავინ დაკვირვებია, არც ძალუძს გაიმეოროს, ასე რომ ორივე თეორია, როგორც ევოლუციონიზმი ისე კრეაციონიზმი, რწმენის სფეროს განეკუთვნება. აქ რაიმეს მტკიცება შეუძლებელია. ევოლუციონისტს ან კრეაციონისტს მხოლოდ მისი თეორიის დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალის მოძიება შეუძლია. უმჯობესი ის თეორია იქნება, რომელიც უფრო მეტი რაოდენობის ფაქტობრივი მასალის ახსნასა და ახალი ფაქტების პროგნოზირებას შეძლებს. საუბარია იმაზე, რომ ევოლუციონისტების მტკიცებულებები არც ისე მყარია, როგორც თვითონ მიაჩნიათ. აგრეთვე, დაკვირვებადი ფაქტები სამყაროს შექმნის თეორიით უკეთ აიხსნება, ვიდრე - ევოლუციის თეორიით.  ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ არსებული ფაქტები თანამედროვე მსოფლიოში ა. ორგანიზმების ცვალებადობაბ. ადაპტაცია და შეჯვარება კაცობრიობის არსებობის მანძილზე ცდილობენ სიცოცხლის წარმოშობა ღმერთთან მიმართების გარეშე აეხსნათ. თანამედროვე სწავლება მატერიის თანდათაონობით განვითარებაზე, სულ ერთი საუკუნის წინ წარმოიშვა. მას სათავე ჩარლზ დარვინის დედამიწაზე გარშემო მოგზაურობამ დაუდო. ამ მოგზაურობის დროს დარვინმა წყნარ ოკეანეში ცნობილი გალაპაგოსის კუნძულები მოინახულა. იმდროინდელ ბიოლოგთა სწავლების საპირისპიროდ მან შეამჩნია, რომ მცენარეთა და ცხოველთა სახეობები უცვლელი არ არის, და რომ ერთი და იგივე სახეობის შიგნით განსხვავებული ვარიანტები არსებობს. სახეობათა ცვალებადობაზე დაყრდნობით დარვინმა დაასკვნა, რომ ყოველი სახეობა სხვა შედარებით მარტივი ფორმისაგან წარმოიშობა. მცენარეთა თუ ცხოველთა მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფის შიგნით ცვალებადობაზე (მიკროევოლუციაზე) დაყრდნობით დარვინმა სიცოცხლის ევოლუციის საყოველთაო კანონის არსებობა ივარაუდა (ანუ მაკროევოლუცია). თუმცა ასეთი ვარაუდი ერთობ ნაჩქარევია. არავინ არასოდეს არ დაჰკვირვებია მარკოევოლუციას. პირიქით! შიდასახეობრივი ცვლილებები მხოლოდ იმ თვისებების წყალობით ხდება შესაძლებელი, რომლებიც მის გენეტიკურ სისტემაში უკვე დაფიქსირებულნი არიან (გენეტიკური სისტემის ცნებაში ვგულისხმობთ ინფორმაციას მცენარის ან ცხოველის ყველა შესაძლებელი თვისების შესახებ: მისი ფერის, ცხვირის ფორმის, კიდურების მოყვანილობის და ა.შ. ეს ინფორმაცია უფაქიზეს ქრომოსომათა ძაფებზეა ჩაწერილი და ორგანიზმის ყოველი უჯრედი შეიცავს). აღმოჩნდა, რომ ცვლილებები მხოლოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში შეიძლება მოხდეს. პატარა, იზოლირებული პოპულაციების შიგნით (მაგალითად კუნძულებზე), ანდა ხელოვნურად შექმნილ პირობებში სახეობა

2

Page 3: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

ძალიან მცირე დროში შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მკვეთრად გამოხატულ საზღვრებში, რომლის ფარგლებს იქეთაც მიღებული სახესხვაობები ვერ გავლენ. მებაღეებს ვარდის ასობით სახეობა შეუძლიათ გამოიყვანონ, მაგრამ ვარდი ყოველთვის ვარდად რჩება; ცხენი - ცხენად, მტრედი ვერასოდეს იქცევა ყვავად. მცენარეთა და ცხოველთა სახეობები ერთმანეთისაგან გადაულახავი ბარიერებით არიან გამიჯნულნი. კრეაციონისტების აზრით, ეს საზღვრები ემთხვევა იმას, რაც ბიბლიაში მცენარეთა და ცხოველთა შესახებ წერია შესაქმის I თავში: „თავ-თავის გვარისდა მიხედვით...“ ღმერთს ერთბაშად რამდენიმე მილიონი განსხვავებული სახეობა არ შეუქმნია. უფრო სწორად მან ერთმანეთისგან გამიჯნული და ერთიმეორის მონათესავე მცენარეებისა და ცხოველების განსაზღვრული სახეობები შექმნა. ყოველი ასეთი ჯგუფის შიგნით მრავალგვარი სახესხვაობა არსებობს, რომელთაც ურთიერთში შეჯვარება იოლად შეუძლიათ. მცენარეებისა და ცხოველების ამ მონათესავე ჯგუფებს „ძირითადი ტიპები“ შეიძლება ვუწოდო. როგორც წესი, ტერმინი „ძირითადი ტიპი“ „გვარს“ ან „ოჯახს“ შეესაბამება. მაგალითად, ძირითადი ტიპი „ძაღლი“ ბევრ ძაღლის ჯიშს მოიცავს - ჩინური მოპსიდან დანიურ დოგამდე, მგლების, ტურების, დინგოსა და სხვების ჩათვლით. ძირითადი ტიპის შიგნით ვარირება იმდენად განდიოზული შეიძლება იყოს, რომ თავად ცხოველები ერთმანეთს ერთიდაიგივე ჯგუფის წევრებდა ვერც კი აღიქვამდნენ. შესაძლოა, ისინი აგებულებით იმდენად განსხვავდებოდნენ, რომ შეჯვარება ვეღარ შეძლონ. მთავარი გარეგნული მსგავსება კი არა, არამედ მათი გენეტიკური სისტემების შესაბამისობაა. მნიშვნელოვანი შემდეგი რამაა: შეუძლიათ თუ არა მათ ერთობლივად ნაყოფისმომცემი შთამომავლობა აწარმოონ. როდესაც განსხვავებული ტიპის ცხოველთა შეჯვარებას ცდილობენ, ეს ან საერთოდ არ გამოსდით, ან სტერილურ თაობას იღებენ. ჯორი ცხენისა და თხების შეჯვარების შედეგი საინტერესო თვისებებისაა. ის როგორც ერთი, ისე მეორე ცხოველის თვისებებს ითავისებს, მაგრამ ჯორივით გამრავლების უნარსაა მოკლებული. იგივე შეიძლება ითქვას ლომსა და ვეფხვზე, თაგვსა და ვირთხაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მკაცრი წინაღობები მონათესავე ძირითად ტიპებს შორისაც არსებობს. მუდმივი განვითარების პირობებში (ევოლუციის დროს) ძირითად ტიპებს შორის ზღვარი უნდა წაშლილიყო და ხელოვნური შეჯვარების გზით ახალი სახეობების წარმოშობა არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. არყის ხის ცეროდენა (პეპლის ჯიში) (Bურსორ ბეტულარია). ძირითადი ტიპის შიგნით მიმდინარე ცვლილების საჩვენებლად თვალსაჩინო მაგალითს არყის ხის ცეროდენა (პეპელა) წარმოადგენს, რომელიც ინგლისში აგრეთვე რუსეთის ევროპულ ნაწილში, შორეულ აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ციმბირშია გავრცელებული. მისი ორი ფორმა არსებობს: მუქი და ღია ფერის. ნორმალურ პირობებში ნათელი სახეობა ჭარბობს. ყვითელი ფოთლების მკრთალ ფონზე ის მტაცებელთათვის ძნელად შესამჩნევია და ამიტომ უკეთესადაა დაცული ეკოლოგიურად ძლიერ დაბინძურებულ რაიონებში ხის ტოტები მუქნაცრისფერ შეფერილობას იღებენ და ამიტომ თეთრი პეპელა ჩიტების მსხვერპლი იოლად ხდება. ასეთ პირობებში მუქი ფერის პეპელას გადარჩენისა და გამრავლების მეტი შანსი აქვს. ამიტომ ზოგიერთ საწარმოო რაიონში პეპლების 98%-ს მუქი შეფერილობა აქვს. ასე რომ, „არსებობისათვის ბრძოლაში“ - გადარჩენის მეტი შანსი იმ სახეობებს აქვთ, რომლებიც გარემო პირობებს უკეთ ეგუებიან („მეტად შეგუებულთა გადარჩენა“). ბუნებრივი გადარჩევა გარემოში ამგვარად ხორციელდება: სუსტები და გარემოსთან ნაკლებ ადაპტირებული ინდივიდები იღუპებიან, ხოლო ძლიერები და უკეთ შეგუებულნი მეტად სიცოცხლისუნარიანნი არიან. ევოლუციური თეორიის მიხედვით არყის ხის ცეროდენას შემთხვევა წარმოადგენს „ევოლუციის ყველაზე ნათელ მაგალითს, რასაც კი ოდესმე დაჰკვირვებიან“, ანდა

3

Page 4: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

როგორც ცნობილმა ევოლუციონისტმა ჯ.ჰაქსლიმ ბრძანა „ეს არის ჩვენს თვალწინ მომხდარი ევოლუცია“. აქ სასურველი სანამდვილოდ არის წარმოჩენილი. მას, ვისაც ამაში ევოლუციის დანახვა სურს, - ხედავს, მაგრამ როგორია ფაქტები? 1. პეპლების ორივე სახეობა როგორც მუტაციის რეზულტატი ალბათ თავიდანვე არსებობდა (იხილეთ მომდევნო ქვეთავი).2. არ წარმოიქმნება ახალი გენეტიკური მასალა.3. ცვლილებები ერთი ძირითადი ტიპის შიგნით ხდება.4. ბუნებრივი გადარჩევა ახალ ტიპს არ წარმოშობს, არამედ, ცვალებად საარსებო გარემოში მხოლოდ უკვე არსებული სახეობის არსებობას უზრუნველყოს.  მუტაცია ძირითადი ტიპის შიგნით ნიშანთა ცვალებადობა მუტაციების საშუალებით ხდება შესაძლებელი. მუტაციები შთამომავლობის გენეტიკურ კოდში არსებული რეალური სტრუქტურული ცვლილებებია. ფერების გაურჩევლობა ანუ დალტონიზმი და ჰემოფილია მუტაციის შედეგია. ევოლუციონისტები ამტკიცებენ, რომ მუტაციების არსებობა ბუნებაში აუცილებელია განვითარებისათვის. თუმცა ეს აზრი მცდარია: გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მუტაციების 99% ორგანიზმისთვის მავნებელია, ხოლო 1% ნეიტრალური, ამასთან, ახალი გენეტიკური მასალა არასოდეს არ წარმოიქმნება. მუტაციები მხოლოდ არსებული გენეტიკური კოდის საფუძველზე ხდება, ისე, როგორც ეს შეჯვარების შემთხვევაშია. მუტაცია არსებული გენეტიკური კოდის ზოგიერთი ნაწილის რეკომბინირების (გადანაცვლების), ან მისი გაორმაგების (გენების ამპიფიკაცია, პოლიპლოიდია) ხარჯზე წარმოიშობა, უფრო ხშირად კი - მისი ნგრევის ხარჯზე. ეს უკანასკნელი შეიძლება რადიაციული გამოსხივებით იყოს გამოწვეული, ან რენტგენული, ულტრაიისფერი სხივებით, ან ქიმიური ნივთიერებებით. ორგანიზმებს, რომელთაც გენეტიკური მასალა ნაწილობრივ დარღვეული აქვთ, ჩვეულებრივ ისეთი წარმატებით არსებობა ან გამრავლება, როგორც იმავე სახეობის სხვა წარმომადგენლებს, არ შეუძლიათ. გადასხვაფერებული შთამომავლობა, როგორც წესი, უფრო სუსტია, ვიდრე - თავდაპირველი. ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში დიდი ყურადღება ეთმობა ხილის ბუზზე - დროზოფილაზე ჩატარებულ ცდებს. განუსაზღვრელი რაოდენობით რასისა და ხელოვნური მუტანტების გამრავლების შესაძლებლობას ხშირად იშველიებენ ევოლუციის თეორიის დასადასტურებლად. მაგრამ აქაც ირკვევა, რომ ყველა მუტაცია ან რეკომბინაცია, არსებული მასალის ნგრევას წარმოადგენს: ბუზებს უქრებათ ფრთები ან დეფორმაციას განიცდიან; უქრებათ პიგმენტი, კიდურები და ა.შ. რომელიმე გარეგნული ნიშანთვისების არქონისას, შეიძლება გარეგნული იერსახე შეიცვალოს, მაგრამ ახალი გენეტიკური მასალა არ ჩამოყალიბდება, არად ევოლუციური სწავლებისათვის სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვათაშორის ხილის ბუზის მუტაციათაშორისი სხვაობა იმდენად მცირეა, რომ ერთმა ამ მხრივ გამოჩენილმა მკვლევარმა, ევოლუციონისტმა პროფესორმა რ.გლდშიტმა ამის შესახებ თქვა: „მაშინაც კი თუ ჩვენ ერთ ინდივიდში ათასზე მეტი ამ ვარიაციის შეერთებას შევძლებდით, ეს ბუნებაში არსებულის მსგავსი ახალი სახეობა მაინც არ იქნებოდა და კიდევ, მისი აზრით „უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი სახეობის შექმნა ჯერ ვერავინ შეძლო“.  ბუნებრივი გადარჩევა ზოგადი საუბრისას, შეიძლება უბრალოდ და ლოგიკურად მოგვეჩვენოს მტკიცება იმის შესახებ, რომ მრავალფეროვანი ცოცხალი ორგანიზმები იმ ცვლილებების წყალობით წარმოიშვა, რომლებიც რიგ თაობებში მათი გარემოსთან შეგუების პროცესში მიმდინარეობდნენ. თუმცა, უფრო დაკვირვებით განხილვისას ვხედავთ,

4

Page 5: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

რომ ასეთი მტკიცება უფრო სურვილებს ეფუძნება, ვიდრე რეალურ ფაქტებს. ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია შესაძლებელია, ოღონდ განსზღვრულ ვითარებებში. ნისკარტის ფორმის ან ბუმბულის ფერის ცვლილება ერთია, სრულიად ახალი ნისკარტის, ბუმბულის, გულის, თირკმელების, ტვინის ფორმირება კი სულ სხვა. ამასთან ბუნება გაჯერებულია სახეობათა სხვადასხვაგვარი ტიპებით, რომელნიც არცერთ შემთხვევაში არ გვევლინებიან თავიანთი ყოფის გარემოს იდეალურად შეგუებულნი, არ ფლობენ საკვების მოპოვების ან შთამომავლობის გაგრძელების ოპტიმალურ სისტემას. რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ: 1. ევროპული გველთევზა მდინარეების მტკნარ წყლებში, ფშანებში და ტბებში ცხოვრობს. სიცოცხლის ბოლოს ის სარგასის ზღვაში მოგზაურობს ცენტრალური ამერიკის ნაპირებისკენ 4-დან 7 ათასი კილომეტრის მანძილზე. ამ 8 თვიანი მოგზაურობის დროს ის არაფრით არ იკვებება. სარგასის ზღვაში ის იმისათვის მიცურავს, რომ იქ შთამომავლობა დატოვოს და მოკვდეს. გველთევზას მიგრაციული ინსტიქტი იმდენად ძლიერია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მას შეუძლია დიდ მანძილზე მშრალში გახოხდეს (!), რომ მიაღწიოს მდინარემდე, რომელიც ზღვაში ჩადის. რა სარგებელია ამ ერთობ საშიშ მოგზაურობაში? რატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად ქვირითობას იქ შეხვდეს, სადაც ცხოვრობს? საიდან იცის ყველა გველთევზამ გზა ზღვისკენ და იქედან ცენტრალური ამერიკის ნაპირებისკენ? ეს ჩვეულება ბუნებრივი გადარჩევის გზით წარმოიშვა, როგორც შთამომავლობის დატოვების საუკეთესო საშუალება? 2. მწერიჭამია მცენარეების, ცვარიანას ოჯახიდან (დროზერა) აქვთ სპეციალური საცეცები, რომელთა მეშვეობით საკვებს მოიპოვებენ. ეს საცეცები ერთდროულად უნდა წარმოშობილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკვების მოპოვების სისტემა ვერ შეძლებდა ფუნქციონირებას. ასე რომ, შემთხვევითობის წყალობით ერთდროულად უნდა გამომუშავებულიყო ცხოველთა მიმზიდველი ნივთიერებები, მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მწერის მისთვის მისაწვდომ ადგილზე ყოფნას იგრძნობდა, მწერის მიმტაცებელი აპარატი, მისი გადამუშავებისათვის საჭირო ნივთიერებებით. ნამდვილად წარმოადგენს თუ არა ასეთი რთული მექანიზმი საკვების მოპოვების უფრო ეფექტურ საშუალებას, მითუმეტეს, რომ სხვა მცენარეები მის გარეშე სავსებით ნორმალურად არსებობენ? 3. მეტამორფოზა, რომლის საშუალებითაც პეპლების, ხოჭოების, ჭიანჭველების კვერცხები ზრდასრულ ფორმას იღებენ, რთულ პროცესს წარმოადგენს. ჭუპრად ყოფნის სტადიაზე მატლის თითქმის ყველა ორგანო იშლება და მისი ნივთიერებები ახალი ტიპის ორგანიზმს წარმოქმნის. ეს მექანიზმი თავიდანვე სრულყოფილი უნდა ყოფილიყო, რადგან სხვა შემთხვევაში გადანახული კვერცხებიდან ზრდასრული მწერები ვერ წარმოიშვებოდნენ.

4. ამტკიცებენ, რომ ძროხას ევოლუციის პროცესში რთული, ოთხნაწილიანი მუცელი იმიტომ განუვითარდა, რომ ვეგეტერიანულ საკვებთან უკეთ შეგუება შესძლებოდა. მაშინ ცხენს, რომელსაც დაახლოვებით იგივე ზომები აქვს, რატომ ჰყოფნის უბრალო, ერთგანყოფილებიანი მუცელი? 5. ამტკიცებენ, რომ ევოლუციის პროცესში პეპლებს მტაცებელთაგან თავდასაცავად უნდა გამომუშავებოდათ დამფარავი შეფერილობა, თუმცა ჩვეულებრივი კომბოსტოს თეთრულა, რომელსაც თეთრი ფერი აქვს, ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი პეპელაა, ზოგიერთი სხვა სახეობისაგან განსხვავებით საჭმელად ვარგისი და იოლად მოსანადირებელია ყველა მტაცებლისათვის. მიუხედავად ამისა ის პეპლის ყველაზე გავრცელებული სახეა მთელს ევროპაში.

გვაროვნული კავშირები

5

Page 6: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

ევოლუციონისტები ამტკიცებენ, რომ სიცოცხლე პრიმიტიული ერთუჯრედიანი ორგანიზამებისაგან წარმოიშვა. მათი შთამომავლები შემთხვევით მუტაციის შედეგად განვითარდნენ და უფრო რთული და მაღალორგანიზებულნი გახდნენ. განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე პრიმიტიული თევზები, შემდეგ ამფიბიები, ქვეწარმავლები (რეპტილიები), ძუძუმწოვრები და ბოლოს ადამიანი წარმოიშვა. ევოლუციური მოძღვრების თანახმად ყველა მცენარე და ცხოველი დიდად თუ მცირედ ერთმანეთს ენათესავება და შეიძლება მივაკვლიოთ აღმავალ ხაზს, რომელსაც უმარტივესი ორგანიზმებიდან უფრო რთულ თანამედროვე მცენარეული და ცხოველური ორგანიზმებისაკენ მივყავართ. ამ მოსაზრების მდგრადობა შემდეგი კითხვების პასუხებზეა დამოკიდებული: არის თუ არა ყველა ორგანიზმი ნათესაურ კავშირში ერთმანეთთან და ნამდვილად ჰყავს თუ არა ყველა ორგანიზმს შედარებით მარტივი წინაპარი? ერთი შეხედვით თევზები და ბაყაყები შეიძლება მარტივადაც მოგვეჩვენოს; ისინი ძუძუმწოვრებთან შედარებით მცირეციცხოვანნი არიან და სხვაგვარი აგებულება აქვთ, რაც არც მათ პრიმიტიულობას ნიშნავს და არც იმას რომ ვინმეს წინაპრებს წარმოადგენდნენ. ცოტა ხნის წინ ამ სფეროში, კერძოდ მოლეკულურ ბიოლოგიაში, საგულისხმო აღმოჩენები გაკეთდა. მაიკლ დენტონმა ამ თემასთან დაკავშირებით დაწერა საინტერესო წიგნი. მის მიერ მოყვანილი მრავალი მაგალითიდან მხოლოდ ორს შემოგთავაზებთ: 1) ჩ ციტოქრომი და 2) ჰომოლოგიური ორგანოები. დასაწყისში ცილების (პროტეინის) შესახებ ვიმსჯელებთ. ცილები მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების შემადგენლობაში შემავალი ყველაზე მნიშვნელოვანი მოლეკულებია. მაგალითად: კუნთები, თვალები, ტვინი, ნაწლავები და სისხლი - ყველა ეს ორგანო ცილებს შეიცავს. ცილის მოლეკულები შედარებით მცირე ნაწილაკების, ამინომჟავებისაგან იგება, რომლებიც გრძელ, სპირალურ ჯაჭვს ქმნიან. ბუნებაში მხოლოდ 20 განსხვავებული ტიპის ამინომჟავა არსებობს. ცილის მოლეკულები წიგნის ფურცლებს შეიძლება შევადაროთ. წიგნის ფურცელი შეიძლება შეიცავდეს 500-დან 2000-მდე ნიშანს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ მცირე რაოდენობით განსხვავებული ასოა. ზუსტად ამგვარად ცილის მოლეკულა შეიძლება ათეულობით ან ათასი ამინომჟავისაგან შედგებოდეს, რომელთაგან თითოეული ნახსენები ოციდან ერთ-ერთ ტიპს მიეკუთვნება. ა. ჩ ციტოქრომი ჩ ციტოქრომი მიტოქონდრიული სუნთქვის პროცესის განხორციელებისათვის საჭირო ცილაა. იგი ყველა მცენარისა და ცხოველის ორგანიზმის შემადგენლობაში შედის და დაახლოებით ასი ამინომჟავისგან შედგება. მეცნიერებისათვის კარგადაა ცნობილი სად და რამდენად ხშირად გვხვდება იგი. აღმოჩნდა, რომ მცენარეებისა და ცხოველების სხვადასხვა ჯგუფების ამინომჟავების თანმიმდევრობის სხვადასხვა წესი აქვთ. მაგალითად ცხენისა და ძაღლის (ორივე ძუძუმწოვარია, მონათესავე ცხოველებია) ჩ ციტოქრომის ამინომჟავური თანმიმდევრობა მხოლოდ 6%-ით განსხვავდება. ცხენისა და კუს ამინომჟავური თანმიმდევრობა ჩ ციტოქრომში 11%-ით. ცხენსა და ხილის ბუზს (ცხოველური სამყაროს აბსოლუტურად განსხვავებული წარმომადგენლები არიან) შორის სხვაობა 22%-ს შეადგენს. ასე რომ ჩ ციტოქრომის მოლეკულის ამინომჟავურ თანმიმდევრობებს შორის სხვაობა გარეგნული განსხვავების ზრდასთან ერთად იზრდება. შემდეგ მეორე საინტერესო ფაქტი ირკვევა. უბრალო ბაქტერიის ჩ ციტოქრომის შედარება სხვა ორგანიზმების ჩ ციტოქრომასთან გვაძლევს შემდეგ რეზულტატებს, რომელიც მათ ურთიერთგანსხვავებას გვიჩვენებს: 1) ბაქტერია და ადამიანი ან ძუძუმწოვრები (მაიმუნი, ცხენი, კურდღელი 65%)2) ბაქტერია და ფრინველები (მტრედი, ქათამი, პინგვინი 65%)3) ბაქტერია და რეპტილიები (კუ, გველი 65%)

6

Page 7: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

4) ბაქტერია და თევზი (65%)5) ბაქტერია და სხვადასხვა მცენარეები (66%) აღმოჩნდა, რომ ყველა განხილულ შემთხევავაში განსხვავებები რაოდენობრივად ერთსა და იმავე სიდიდეს გვიჩვენებს. განსხვავება ბაქტერიებსა და ყველა სხვა ორგანიზმს შორის ერთნაირია! მრავალუჯრედიან ორგანიზმებს შორის უზარმაზარი, ფანტასტიკური განსხვავების მიუხედავად ვერცერთი სახეობა ბაქტერიებისა და მრავალუჯრედიან ორგანიზმებს შორის შუალედურ რგოლად ვერ გამოდგება. ვერ იტყვი, რომ „თევზები ან ბაყაყები უფრო ახლოს დგანან ბაქტერიებთან, ვიდრე ძუძუმწოვრები, და რომ ისინი უფრო პრიმიტიული ორგანიზმები არიან. ეს ნიშნავს, რომ ევოლუცია თევზების, ამფიბიებისა და ქვეწარმავლების გავლით არ მიმდინარეობდა! აღმავალი ხაზი მარტივიდან უფრო მაღალგანვითარებულ ორგანიზმებამდე არ არსებობს. მეორე მაგალითიც ანალოგიურ სურათს გვაძლევს. ხმელეთის სხვადასხვა ხერხემლიანი ცხოველების ამფიბიების, ქვეწარმავლების, ფრინველების, ჩანთოსნებისა და ძუძუმწოვრების შედარებისას წყლის ხერხემლიან ცხოველებთან (მაგ. თევზებთან) ყველა ტიპის ცხოველი ისევ თანაბრად დაცილებული აღმოჩნდა (თევზებისგან). ბაქტერია65% ძუძუმწოვრები65% რეპტილიები65% ამფიბიები65% თევზები65% მწერები65% მცენარეები თევზი13% ბაყაყი-ხარი (ამფიბია)13% კუ (რეპტილია)14% ქათამი (ფრინველი)13% კენგურუ (ჩანთოსანი)13% კურდღელი (ძუძუმწოვარა)13% ცხენი (ძუძუმწოვარა) ეს ყოველივე ძუძუმწოვრებისა და არაძუძუმწოვრების შედარების შემთხვევაშიაც მეორდება (მაგალითად ქვეწარმავლებთან). ყველა ძუძუმწოვარა ყველა ქვეწარმავლისაგან თანაბრადაა დაცილებული. არც ქვეწარმავლებსა და ძუძუმწოვრებს შორის აღმოჩნდა გარდამავალი რგოლები. ანალოგიურ ურთიერთმიმართებას აქვს ადგილი შედარებით მცირე ჯგუფებშიც ძუძუმწოვრებს შორის და ა.შ. ვამჩნევთ, რომ ევოლუციონისტების თანახმად „პრიმიტირულ“ ფრთაფარფლიან თევზებს უკანასკნელი 350 მლნ. წლის მანძილზე ევოლუცია არ განუცდიათ, მაშინ, როცა სხვა ცხოველები, მათ შორის თევზებიც განვითარდნენ. მაგრამ ფრთაფარფლიანი თევზების ჩ ციტოქრომი ამინომჟავური თანმიმდევრობით იმავე დაშორებაზე არიან ყველა დანარჩენი ჯგუფებისგან, როგორც „თანამედროვე“ თევზები. სახეობათა ევოლუციაში დიდი მნიშვნელობა აქვს კვლავწარმოების სიჩქარეს, რადგან მუტაცია მხოლოდ მაშინაა ეფექტური, როცა მათგან ახალი თაობები იშვება. რაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს თაობათა ცვლა, რომლებიც მუტაციას განიცდიან, მით უფრო სწრაფად შეიძლება შეიცვალოს სახეობა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თაგვი ასჯერ უფრო სწრაფად მრავლდება ვიდრე სპილო, ორივე ცხოველის ჩ ციტოქრომის ამინომჟავური თანმიმდევრობა თანაბრადაა განსხვავებული ნებისმიერი ძუძუმწოვრისაგან... ბ. ჰომოლოგიური ორგანოები

7

Page 8: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

სხვადასხვა ცხოველებს ერთიდაიგივე სტრუქტურის მქონე ორგანოები აქვთ. ასეთ ორგანოებს ჰომოლოგიური ორგანოები ეწოდებათ. მაგალითად, ხმელეთის ხერხემლიან ცხოველების კიდურებს აქვთ მხრის, სხივისა და იდაყვის ძვლები თითების ანალოგიური რაოდენობა და აგებულება. ადამიანის ხელი ვეშაპის, ფრინველის ფრთას, კუს თათს და ა.შ. მოგვაგონებს. ევოლუციური მოძღვრების თანახმად აგებულების ასეთი მსგავსება იმაზე მიუთითებს, რომ ყველა ეს ცხოველი საერთო წინაპრისაგან წარმოიშვა. ეს იდეა დღემდე ევოლუციის თეორიის ერთ-ერთი ძირითადი თეზაა. შეიძლება გვეგონოს, რომ ჰომოლოგია ევოლუციას ადასტურებს, მაგრამ ამ მოვლენის გამოწვლილვითი შესწავლა საწინააღმდეგო მოსაზრების მართებულობაში გვარწმუნებს. ჯერ ერთი: წინა კიდურების აგებულება ყველა ხერხემლიანი ცხოველისათვის ერთნაირია, მაგრამ სხვადასხვა სახეობებს ეს კიდურები განსხვავებული ჩანასახოვანი უჯრედებისა და განსხვავებული გენეტიკური მასალისაგან უნვითარდებათ! ხმელეთის ცხოველები ერთი და იგივე საერთო წინაპრისგან რომ წარმოშობილიყვნენ მაშინ ყველა მათგანის წინა კიდურების განვითარება ერთი და იგივე ემბრიონალურ უჯრედებთან და გენეტიკური მასალის ანალოგიურ ტიპებთან უნდა იყოს დაკავშირებული; მეორეც: ხმელეთის ცხოველების უკანა კიდურები თავისი აგებულებითა და ემბრიონალური განვითარებით საოცრად ჰგავს წინა კიდურებს. თუმცა იმის მტკიცებას არავინ დაიწყებს, რომ უკანა კიდურები წინა კიდურებისგან შეიქმნა ან რომ ისინი ერთი და იგივე ჩანასახოვანი უჯრედებისგან ვითარდებიან. ევოლუციური თეორიის თანახმად ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოიშვნენ შემთხვევით მუტაციების შედეგად. მაგრამ როგორ შეიძლება იდენტური სტრუქტურები სხვადასხვა ემბრიონული უჯრედებისაგან განსხვავებული გენების ცვლილებებით ორჯერ შემთხვევით წარმოშობილიყო. ერთი სახეობის ცხოველის წინა და უკანა კიდურები, ისევე როგორც სხვადასხვა ცხოველის წინა კიდურები ემბრიონის სხვადასხვა ჯგუფის უჯრედებისაგან წარმოიშობიან, განსხვავებული ფუნქციები აქვთ და სხვაგვარად არიან მოწყობილნი, მაგრამ ამასთან აგებულების ერთნაირი ტიპი აქვთ! ეს ევოლუციური თეორიის ორმაგი გამოწვევაა, რომელიც აქ ცდილობს განვითარება შემთხვევითი მუტაციების დაგროვებით ახსნას. ხერხემლიანების ყველა თირკმელს ერთნაირი აგებულება და ფუნქცია აქვს. მაგრამ სხვადასხვა სახეობებს ისინიც განსხვავებული უჯრედებისა და განსხვავებული გენეტიკური მასალისგან უვითარდებათ. ევოლუციური თეორიის თანახმად, ეს დაახლოებით 500 მლნ. წლის წინათ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოთა უმრავლესობაში ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ განსხვავებული ჯგუფები თანდათანობით და მუდმივად წარმოიშობოდა, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. როგორც ევოლუციონისტები გვასწავლიან სამყაროს დაბადებიდან 4,5 მილიონი წლის განმავლობაში, მცირერიცხოვანი ერთუჯრედიანების გამოკლებით, დედამიწაზე სიცოცხლე არ იყო. მაგრამ, მიწის ფენებში, რომელთა ასაკიც 500 მლნ წლითაა განსაზღვრული მეტ-ნაკლებად ვხვდებით ცხოველთა სამყაროს ყველა დიდ ჯგუფს, მწერებისა და ხერხემლიანების გამოკლებით. ამ მოვლენის ახსნას ქვემოთ შევეცდებით.   ორი ცნობილი არასაკმარისი რგოლი

ცელაკანტი („ლატიმერიად“ წოდებული თევზის ჯიში) დიდი ხნის განმავლობაში თევზებსა და წყალხმელეთა ცხოველებს შორის გარდამავალ ფორმად ითვლებოდა. ევოლუციონისტების თანახმად ეს თევზი დაახლოებით 70-220 მლნ.

8

Page 9: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

წლის წინათ ცხოვრობდა და შემდეგ გადაშენდა, მაგრამ 1938 და 1952 წლებში მაგადასკარის მახლობლად დაიჭირეს. ნათელი გახდა, რომ ის ჩვეულებრივი თევზია და არანაირი გარდამავალი ფორმა. ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ აღმოჩენილი ნაშთები შეიძლება არასწორად შეფასდეს, მით უფრო, თუ მკვლევარს წინასწარ განსაზღვრული შეხედულება აქვს სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ცელეკანტი მხოლოდ ერთი მაგალითია იმ მრავალთაგან, რომელთა მეშვეობითაც თვალნათლივ ვხედავთ ევოლუციური სწავლებისათვის ტიპიურ მომაჯადოვებელ მსაჯულთა წრეს. ვისაც ევოლუციის სწამს, ნებისმიერი აღმოჩენა მის დადასტურებად ეჩვენება. არქეოპტერიქსი დღემდე გარდამავალ ფორმადაა ცნობილი, წყალხმელეთა ცხოველებიდან ფრინველებამდე არქეოპტერიქსი გადაშენებული ჯიშის, მტრედის ზომის ფრინველთა წარმომადგენელია. კარგად განვითარებული ფრთები ჰქონდა და თბილსისხლიანი იყო. (წყალხმელეთა ცხოველები ფარფლებით არიან დაფარულნი და ცივსისხლიანები არიან). არქეოპტერიქსს კბილები და დიდი კუდი ჰქონდა. ეს ნიშნები თანამედროვე ფრინველებთან არ გვხვდება, მაგრამ ზოგიერთი გადაშენებული ჯიშისათვის დამახასიათებელია. არქეოპტერიქსის ფრთები ბრჭყალებით ბოლოვდება. ასეთები ჩვენს დროშიც იშვიათად გვხვდება. მაგალითად ტურაკო (აფრიკა) და გოაცინი (სამხრეთი ამერიკა). ამ ბრჭყალების მეშვეობით გოაცინის ბარტყს შეუძლია ხეზე აცოცდეს. თუმცა ტურაკოცა და გოაცინიც ფრინველები არიან. არქეოპტერიქსიც აგრეთვე ნამდვილი ჩიტი იყო. როგორც ნებისმიერ ჩიტს, მასაც კარგად განვითარებული ბუმბულის საფარი ჰქონდა, მისი ტვინიც ისეთივე ტიპისა იყო, როგორიც ნებისმიერი ბუმბულიანისა (მაიკლ დენტონის თანახმად). ის ნამდვილად არ იყო თანამედროვე ფრინველთა „პრიმიტიული წინაპარი“. სხვათა შორის ერთიდაიგივე ასაკის გეოლოგიურ ფენებში არქეოპტერიქსთან ერთად თანამედროვე ფრინველთა მსგავსი ნაშთებიც აღმოჩნდა! არქეოპტერიქსს ალბათ ფრენის შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, მტაცებელი ფრინველი იყო და ძირითადად მიწაზე გადაადგილდებოდა, აფრიკაში მობინადრე თანამედროვე მდივან-ფრინველის (შავტტარუს სეროანტარეუს), მსგავსად. მისი აგებულება ზოგიერთი ორ თათზე მოსიარულე მტაცებელი დინოზავრის აგებულების მსგავსია, თუმცა მათ მსგავსი ცხოვრების წესი არა ჰქონიათ. ე.ი. მონათესავენი არიან. ჩონჩხის აგებულება შეესაბამება მის მიერ შესასრულებელ ფუნქციებს, როგორც ეს ცხოველებისა და ადამიანის შემთხვევაშია. ზოგიერთი ფრინველისა და ამფიბიას თათები მსგავსია, მაგრამ ეს არ არის ევოლუციის თეორიის სასარგებლო საბუთი, არამედ მოწმობს შემოქმედის არსებობას, რომელმაც ერთსადაიმავე პირობებში მცხოვრები ცხოველები ერთნაირი აგებულებით შექმნა ამ პირობებთან საუკეთესოდ შეგუების მიზნით.

ბევრი მეცნიერი დედამიწაზე სიცოცხლის თანდათანობით განვითარებას შეუძლებლად მიიჩნევს. თუმცა სიცოცხლის წარმოშობას ღვთის ჩარევით ვარაუდობენ. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ევოლუცია თანდათანობით კი არა, ნახტომისებურად მოხდა. უცაბედად, შემთხვევითობის წყალობით ცხოველმა ახალი ორგანო შეიძინა ან უცებ მოულოდნელად ახალი სახეობა წარმოიშვა. მაგალითად, რომელიღაც ქვეწარმავალმა კვერცხი დადო, მისგან კი ფრინველი გამოიჩეკა. ეს იდეა უფრო ნაკლებად წააგავს სინამდვილეს, ვიდრე თანდათანობითი განვითარების იდეა, რომელიც დარვინმა ჩამოაყალიბა. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე კოსმოსიდან ამინომჟავების საშუალებით შემოვიდა. აი ეს კი ნამდვილად სასწაული იქნებოდა! მაგრამ სიცოცხლე, რომელიც სხვა პლანეტებზე შეიძლება ჩასახულიყო, ზუსტად იმ

9

Page 10: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

პრობლემებს წააწყდებოდა, რასაც დედამიწაზე. მსგავსი თეორიები უსუსური არგუმენტებია იმის ახსნისათვის, თუ რატომ არ შეგვიძლია ჩვენს დროში ევოლუციას დავაკვირდეთ.

როგორ განვსაზღვროთ მთის ჯიშების ასაკი

მთის ჯიშებისა და ნამარხი ნაშთების ასაკის ზუსტი განსაზღვრა ძნელი არ არის და 5-6 ათას წელიწადს არ აღემატება. ამაში უძველეს წიგნებში არსებული შესაბამისი ინფორმაციები ან იმ ჯიშებთან შედარება დაგვეხმარება, რომელთა ზუსტი ასაკიც ცნობილია. ზოგ შემთხვევაში ასაკის განსაზღვრა ნაპოვნი ობიექტის ზემოთ განთავსებული, თიხის ფენების სისქის მიხედვით ხდება (ყოველი ფენა შეესაბამება, ვთქვათ, 1 წელიწადს). თუ ობიექტი ხუთი ათასზე მეტი წლისაა, მაშინ მისი ასაკი უშუალოდ ვერ განისაზღვრება და სხვადასხვა თეორიებითა და დამხმარე გამოთვლებით სარგებლობა ხდება საჭირო. ევოლუციონისტები ვარაუდობენ, რომ ბუნებაში მიმდინარე პროცესები ყოველთვის ისეთი იყო, როგორც დღეს არის და საერთოდ, ამ პროცესების სიჩქარე თუ შეიცვალა, - ძალიან მცირედ. ეს მოსაზრება „უნიფორმიზმის პრინციპის“ სახელითაა ცნობილი. ამტკიცებენ, რომ ბუნებრივი პროცესების თანამედროვე კანონების ცოდნა საკმარისია იმისათვის, რომ სამყაროში ყველაფრის წარმოშობა და განვითარება ავხსნათ. ან როგორც ეს პირველად შოტლანდიელმა გეოლოგმა გუტტონმა გამოთქვა: „ახლანდელი - წარსულის შემეცნების გასაღებია“. მოცემული მტკიცებულება ევოლუციის კლასიკური თეორიის ძირითად აქსიომად იქცა. ამ თეორიის მიხედვით დედამიწის ასაკი 5 მილიარდ წელიწადს ითვლის, ხოლო მიწის ქერქის დანალექი ფენები მილიარდობით წლის განმავლობაში ფორმირდებოდნენ. ამის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად ბუნებრივი პროცესები მდორედ მიედინება, ევოლუციონისტები ასკვნიან, რომ ევოლუციის მთელმა პროცესმა მილიარდობით წლები გასტანა. მათი აზრით თანამედროვე ფლორა და ფაუნა (კაცობრიობის ჩათვლით) სიცოცხლის უმარტივესი ფორმების წარმოშობის შემდეგ, ასობით მლნ. წლის წინათ წარმოიშვა. ამიტომ უძველეს ფენებს არ შეუძლიათ თანამედროვე ორგანული ფორმების გაქვავებული ნაშთების შემონახვა, რადგან თანამედროვე მცენარეები და ცხოველები მაშინ არ არებობდნენ. ევოლუციური თეორიით მიწის ფენების ასაკის განისაზღვრება საუკეთესო ხერხით ან „მოპოვებული ხელმძღვანელი ნაშთების (მარკერების)“ საშუალებით, ან იმ მეთოდებით, რომლის დროსაც რადიაქტიულ ელემენტებს გამოიყენებენ.  ა. ნამარხი ნაშთები მიწის ფენის ზოგიერთ დანალექ ფენაში არის ნაშთები, რომლებიც არცერთ სხვა ფენაში არ გვხვდება. ასეთ ნაშთებს „ხელმძღვანელი ნაშთები“ ეწოდება. ევოლუციური თეორიის თანახმად ისინი გარკვეულ პერიოდში არსებული და შემდეგ გადაშენებული მცენარეებისა და ცხოველების ნაშთებს წარმოადგენენ. როცა დანალექ ფენებში ასეთ ხელმძღვანელ ნაშთებს პოულობენ, თვლიან, რომ არსებული ფენა იმავე პერიოდისაა, რომელშიც ესა თუ ის მცენარე ან ცხოველი არსებობდა. ამგვარად შეიძლება მიწის ქერქის ყველა იმ ფენის ასაკის გასაზღვრა, რომელიც მცენარეებისა და ცხოველების ნაშთებს შეიცავს. თუ რომელიმე ფენაში ტრილობისტები შეგვხვდა (დიდი ნამის ჭიების მსგავსი არსებები), ე.ი. ევოლუციური თეორიის თანახმად ამ ფენის ასაკი 220 მლნ-დან 600 მლნ. წლამდე ივარაუდება. თუ ამონიტებს იპოვნიან (სპირალურად დახვეული

10

Page 11: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

ნიჟარით), მაშინ მიწის ქერქის მოცემული ფენა 70-დან 220 მლნ-მდე წლით თარიღდება. სიღრმეში ნაპოვნი ძუძუმწოვრების ნაშთები არაუმეტეს 100 მილიონი წლით თარიღდება. მოცემული მეთოდი მთლიანად ეფუძნება იმ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ყველაზე ძველი ფენების სიცოცხლის ყველაზე პრიმიტიულ ფორმებს უნდა შეიცავდნენ. ფენების გარეგნული სახე არაფერს არ გვეუბნება მათ ასაკზე. ეს უკანასკნელი მხოლოდ ფენებში არსებული ნაშთებით განისაზღვრება. თუ ფენაში მარტივი ფორმები იპოვეს, ითვლება, რომ ის ძველია, თუ შედარებით რთული, ე.ი. ახალგაზრდა. მსჯელობის ასეთი წესი არამეცნიერულია. რწმენით მიიღება ევოლუციის თეორიის სამართლიანობა და მისგან გამომდინარე მტკიცებულება, რომ მოპოვებული ნაშთები განსაზღვრული წესრიგით უნდა წარმოშობილიყვნენ. შემდეგ კი იგივე ნაშთები გამოიყენება ევოლუციური თეორიის სამართლიანობის დასადასტურებლად. ცხადია, რომ მსგავს მსჯელობებში საქმე ისევ მოჯადოვებულ წრესთან გვაქვს. ცოტა ხნის წინ გაირკვა ზოგიერთი ფაქტი, რომელთა მეშვეობითაც ვასკვნით, რომ ხელმძღვანელი ნაშთების მეშვეობით დათარიღება არასაიმედოა. ეს ფაქტები საჭიროა უფრო ახლოს გავიცნოთ, რადგან „ხელმძღვანელი ნაშთების“ მეთოდი ძირითად მეთოდად ითვლება და ყველა სხვა მეთოდის კორექციისათვის გამოიყენება.   აღმოჩენები ნამარხი ნაშთების სამყაროშიმსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოაჩინეს გაქვავებული ხეები, რომელთა ღეროები ერთდროულად 2 ან 3 ქვანახშირის ფენაშია განთავსებული, ამასთან, ხანდახან ფესვები ზემოთ მდებარეობს. მაგალითად, ინგლისში ნიუკასლის ახლოს აღმოჩნდა 6 მეტრი სიგრძის გაქვავებული ხე, რომელიც ქვანახშირის ათ ფენას კვეთდა. ეს ფაქტი იმას ადასტურებს, რომ ყველა ეს ფენა მცირე დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა, რადგან სხვა შემთხვევაში ხე დალპობას მოასწრებდა. ევოლუციური თეორიის თანახმად კი ქვანახშირის ყოველი ფენა ათასობით ამ მილიონობით წლის მანძილზე ფორმირდება: 1. დინოზავრების შემთხვევაშიც იგივე სურათი გვაქვს. მაშინაც კი თუ თეძოზე წვანან ამ უზარმაზარი ცხოველების სიმაღლე 5 მეტრია. დანალექი ქანების ხანგრძლივი დროის მანძილზე მილიმეტრ-მილიმეტრობით ფორმირების შემთხვევაში ცხოველის გვამი ფენებით მთლიანად დაფარვამდე დიდი ხნით ადრე გაიხრწნებოდა. 2. ამერიკაში ვირჯინიისა და პენსილვანიის შტატში, ქვანახშირის პერიოდის ფენებში, რომელიც ევოლუციური თეორიის თანახმად 300 მლნ. წელიწადს ითვლის, ადამიანის ფეხის ანაბეჭდი იქნა აღმოჩენილი. ანაბეჭდებთან ნაპოვნია ტრიბულიტები, საიდნაც ჩანს, რომ ადამიანები ამ ცხოველებს თავს ესხმოდნენ, როცა მოცემული მიწის ფენა ჯერ კიდევ რბილი იყო ე.ი. მინიმუმ 220 მლნ. წლის წინ. 3. 1866 წ. კალიფორნიაში, კალავერას რეგიონში და 1860 წელს იტალიაში კასტენოდოლის მახლობლად აღმოაჩინეს ადამიანების თავის ქალები, რომელთა ასაკიც ყველაზე ცოტა, 10 მლნ. წლით იქნა განსაზღვრული. 1880 წელს იმავე ადგილის მახლობლად კასტენოდულოში, მიწის ქერქის იმავე ფენაში იპოვეს ბავშვის 2 ჩონჩხი. თავის დროზე ამ აღმოჩენის შესახებ ბევრს წერდნენ პრესაში, ნაშთი კარგად იყო შემონახული. 4. დროდადრო პოულობენ ხოლმე „ცოცხალ ხელმძღვანელ ნაშთებს“ ე.ი. აღმოჩნდნენ ფლორისა და ფაუნის ის წარმომადგენლები, რომელთა აღმოჩენილი ნაშთებიც მიწის ფენების ასაკის განსაზღვრისათვის გამოიყენებოდა. 1938 წლამდე ცელაკანტის ნაშთს იმისათვის იყენებდნენ, რომ მისი შემცველი

11

Page 12: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

მიწის ფენის ასაკს 70-დან 220 მლნ. წლით ათარიღებდნენ, რადგან ეს ცხოველი შედარებით გვიანი პერიოდის ფენებში არასოდეს არ შეხვედრიათ. და აი, 1938 და 1952 წლებში ეს თევზი ცოცხალი და ჯანმრთელი მადაგასკარის მახლობლად დაიჭირეს. ფენა, რომლის ასაკიც ევოლუციონისტებმა 2000 მლნ. წლით განსაზღვრეს, შეიძლება ასევე მხოლოდ 5000 წლის წინათ იყოს ფორმირებული. რამდენიმე წლის წინათ ჩინეთში იპოვეს მეტასეკვოია. ეს მცენარე 20 მლნ. წლის წინათ გადაშენებულად ითვლებოდა, ახლა კი მთელი მსოფლიოს პარკებში იზრდება. ანალოგიურად იქნა ნაპოვნი სხვა „ხელმძღვანელი ნაშთებიც“ ქვეწარმავლებისა და თევზების, მოლუსკებისა და ხეების. ბევრ „ხელმძღვანელ ნაშთს“ ალბათ კიდევ აღმოაჩენენ, რადგანაც მათი ძირითადი ნაწილი ზღვის ბინადარნი არიან, ხოლო ოკეანეების სიღრმეები დღემდე თითქმის შეუსწავლელია. 5. ძალიან ძველი დალექილი ჯიშები ხშირად განლაგებულნი აღმოჩნდებიან ხოლმე უფრო ზევით ახალგაზრდა ფენებში. მაგალითად, ამერიკაში ვაიომინგის შტატში 300 მილიონ წლიანი ფენა დევს 60 მილიონ წლიანი ფენის ზევით. მას სამკუთხედის ფორმა აქვს 50 და 100 კილომეტრის სიგრძის გვერდებით (მოედანი 3000 კვადრატული კილომეტრია). ევოლუციონისტების აზრით მთელი ის ფენა ავიდა მიწის ქერქის შედარებით ახალგაზრდა ფენის ზევით. მიწის ქერქის უფრო ძველი ფენების შედარებით ახალ ფენებზე განლაგების სხვა მაგალითებად გამოდგება მატტერხორნისა და მიტენტოპის მთები შვეიცარიაში. შექმნილი სიტუაციიდან სხვა მთებთან ერთად გადაადგილდა მდებარეობის ადგილიდან 100 კმ-ის მანძილზე, სადაც იგი ახლა იმყოფება. ზოგიერთი ევოლუციონისტის აზრით მიტენტოპი აქ არც მეტი არც ნაკლები აფრიკიდან გადმოვიდა. უცნაურია, რომ გადაადგილება მხოლოდ მთების მწვერვალებმა განიცადეს (როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო?) და რომ ეს ძლიერ ახლოს განლაგებული მთები ასე განსხვავებული გზებით მოხვდნენ აქ. დავასკვნით, რომ არანაირი ხილული კვალი იმისა, რომ ამ გადაადგილებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, არ შეინიშნება. ისინი სადღაც მიწის სიღრმეში არ მდებარეობენ და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანან. არაფერი მოწმობს მათ გადაადგილებაზე: არც ნაპრალები, არც დანგრეული ან დაქუცმაცებული მთათა წარმონაქმნები. ძალას, რომელიც ამხელა მასის დასაძრავად იქნებოდა საჭირო, მიწის ქერქზე უნდა წარმოექმნა უზარმაზარი ნაპრალები დაელეწა და გაეფანტა მთელი მასივები მთის ჯიშებისა! მცირე ძვრების მოხდების შესაძლებლობაც არსებობს, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ფენები მანამ ფორმირდება, სანამ ისინი ჯერ კიდევ ფხვიერია და წყლით დაფარული. ფხვიერი ფენები ნაპრალებს არ წარმოქმნიან იმ დროს, როცა წყალში მათი წონა მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო სითხე „გლინვადი მასალის“ ფუნქციას ასეულებს. შესაბამისად ერთი ფენა იოლად მოექცა მეორის ზევით, მაგრამ ასეთი რამ შესაძლოა მხოლოდ კატასტროფულ სიტუაციაში, მსოფლიო წარღვნის პირობებში წარმოშობილიყო. რბილად რომ ვთქვათ, ხელმძღვანელი ნაშთების მიხედვით დედამიწის ასაკის განსაზღვრა არასაიმედოა. როცა თეორია სინამდვილეს არ ეთანხმება, გამოსავალს უცნაურ ჰიპითეზებში ეძებენ, სხვაგვარად მთელი ევოლუციური ნაგებობა დაინგრევა. მეცნიერული თვალსაზრისით ევოლუციის თეორია კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ფანტაზიაა რეალური საფუძვლის გარეშე.   ბ. რადიოაქტიური ელემენტები. 1. ტყვია-ურანის მეთოდი.

12

Page 13: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

ურანი - ეს არის რადიოაქტიური ელემენტი, რომელიც დროთა განმავლობაში რიგ სხვა ელემენტებად იშლება, იქამდე, სანამ, ბოლოსდაბოლოს განსაკუთრებული ტიპის ტყვიას არ მივიღებთ (ტყვიის რადიოაქტიურ იზოტოპს). იმისათვის, რომ მოცემული რაოდენობის ურანის ნახევარი ტყვიად იქცეს 4,5 მილიარდი წელი უნდა გავიდეს, რადგან ურანის დაშლის პროცესი ასე ნელა მიმდინარეობს. მას ყველაზე ძნელი ობიექტების ასაკის განსასაზღვრავად იყენებენ. და პირიქით, რადიაქტიური ნახშირბადი უფრო ახალგაზრდა ორგანული ნივთიერებების ასაკის განსაზღვრისათვის გამოიყენება. ამ მეთოდების გამოყენება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მიწის სხვადასხვა ფენების ასაკი „ხელმძღვანელი ნაშთების“ პრინციპის მეშვეობით მთლიანად განსაზღვრეს. ამრიგად რადიოლოგიური მეთოდები დამოუკიდებელნი არ არიან, არამედ უკვე მოცემულ სისტემაში შედიან. მათი შედეგები ყოველთვის ხელმძღვანელი ნაშთების პრინციპის საშუალებით მოწმდება. თავიდან მიწის ქერქის სიძველე ხელმძღვანელი ნაშთების საშუალებით ისაზღვრება, რისი ასაკიც უკვე ცნობილია (როგორც უკვე ვახსენეთ, მისი ასაკი არაა ცნობილი, რადგან მას იმ ვარაუდიდან გამომდინარე განსაზღვრავენ, რომ შედარებით მარტივი ორგანიზმების ნამარხი ნაშთების ასაკი, მილიონი (ან ასეული მილიონი) წლებით უფრო მეტია, ვიდრე სიცოცხლის უფრო რთული ფორმების ასაკი). შემდეგ მოცემულ ფენაში არსებული ურანისა და ტყვიის რაოდენობა განისაზღვრება. თუ ერთი ფენის ტყვიის ურანთან მიმართება რომელიმე სხვა ფენის მსგავსი აღმოჩნდება, ითვლება რომ ამ ფენებს ერთნაირი ასაკი აქვთ. თუ მოცემული სიდიდე უკვე ცნობილი სიდიდეებისაგან განსხვავდება, მაშინ ფენის ასაკი გამოითვლება ფორმულით, რომლებშიც ურანის დაშლის სიჩქარეს ითვალისწინებენ“. მოცემული მეთოდი არასაიმედოა შემდეგი სამი მიზეზის გამო: ა. შეუძლებელია გაიგო ურანის, ტყვიისა და დაშლის შუალედური ელემენტების რამ რაოდენობას შეიცავდა თავდაპირველად ძირეული ქანები. ბ. არცერთი სისტემა ბუნებაში არ არის ჩაკეტილი. შეიძლება ურანი და ტყვია ქანებიდან მიწისქვეშ ცირკულირებული წყლებით გამოირეცხოს, რაც მუდმივად ხდება კიდეც. მეორე მხრივ, ჩვეულებრივი ტყვია იოლად იკრავს მტვრის ნაწილაკებს (თავისუფალ ნეიტრონებს) მოსაზღვრე ქანებიდან და რადიოაქტიურ იზოტოპს ქმნის, რამაც მოცემულ ქანში ურანის თავდაპირველ შემადგენლობის თაობაზე მცდარ დასკვნამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ურანის გამორეცხვაცა და ტყვიის გარდასახვაც, ის ორი მიზეზია, მრავალთაგან, რამაც ქანების ასაკის განსაზღვრისას სერიოზულ გადაჭარბებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. გ. რადიოაქტიური ელემენტის დაშლის სიჩქარე მუდმივი სიდიდე არ არის. მართალია, დაშლის სიჩქარე თვითნებურად არ იცვლება, რადგან ეს შიდაატომური პროცესია, მაგრამ თუ უახლოეს ვარსკვლავზე აფეთქება მოხდება, რაც ევოლუციის თეორიითაც შესაძლებელია, მიწაზე ნაწილების მთელი წყება ჩამოცვივდებოდა და ურანის ბირთვს დაბომბავდა. ამ პროცესს შეიძლება ურანის ატომგულის უფრო სწრაფი დაშლა გამოეწვია, შესაბამისად უფრო მეტი ტყვიაც წარმოიშვებოდა, ვიდრე მოვლენების ჩვეულებრივი განვითარები შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაშიც მოცემული მეთოდი ქანების ასაკის განსაზღვრისას გადააჭარბებს რეალურ ასაკს. შენიშვნა: მთის ქანების ასაკის განსაზღვრის რამდენიმე მეთოდია საყურადღებო. „კალიუმ-არგონის მეთოდით 1801 წელს წარმოშობილი თანამედროვე ვულკანური ქანის ასაკი 3,5 მილიარდი წლით განისაზღვრა. სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა დანარჩენმა გამოთვლებმა ჰაგაის კუნძულების ერთი და იგივე მთის ქანების ასაკის განსაზღვრისას სხვადსახვა მონაცემები მიიღეს 0-დან 3,3 მილიონი წლის დაშორებით“.

13

Page 14: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

ორი სხვა ანალოგიური მეთოდი იყენებს „კალიუმ-არგონისა“ და „რუბიდი-სტრონცის“ ურთიერთმიმართებას. ორივე მეთოდი ისევ „ხელმძღვანელი ნათშების“ მეშვეობით მოწმდება, და ამდენად არასაიმედოა. ზემოთმოყვანილი 3 შენიშვნა აქაც ძალაში რჩება.   2. რადიონახშირბადის მეთოდიხელმძღვანელი ნაშთებისა და „ტყვია-ურანის“ მეთოდების საპირისპიროდ რადიონახშირბადის მეთოდი, რომელიც ჩ-14 ნახშირბადის იზოტოპს იყენებს, მხოლოდ შედარებით ახალგაზრდა ობიექტების ასაკის განსაზღვრისთვის გამოდგება. ან ნახშირბადის დაშლა იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ 5730 წლის განმავლობაში საწყისი რაოდენობის ნახევარიღა რჩება (ე.ი. მისი ნახევრადდაშლის პერიოდი 5730 წელია). რადიონახშირბად ჩ-14-ის მეშვეობით ასაკის განსაზღვრა საიმედოა არაუმეტეს 5 ათასი წლის ობიექტებისათვის (თუ ისეთ მსოფლიო კატაკლიზმებს არ მივიღებთ მხედველობაში, როგორიც წარღვნაა). მოცემული მეთოდის გამომგონებელმა ვ.ლიბბიმ თქვა: „პირველი სერიოზული სირთულე 8000 წლის ასაკთან დაკავშირებით წარმოიშობა. უფრო ასაკიანი ობიექტებისათვის მოცემული მეთოდი შეცდომების დაწყებას იწყებს“. ასე, რომ ის ადამიანიც კი, რომელსაც ამ მეთოდისა და ევოლუციის სწამდა, აღიარებს, რომ მონაცემები, რომელიც 8000 წელზე მეტ ასაკს ეხება, მეტ-ნაკლებად არასაიმედოა.

ჩ-14 ნახშირბადი აზოტისაგან, რომელსაც ატმოსფერო შეიცავს, კოსმიური სხივების ზემოქმედების შედეგად მიიღება. ჩ-14 ყველა ურთიერთობაში ჩვეულებრივი ნახშირბადის მსგავსად იქცევა და ამიტომაც ჩO2 ნახშირბადის ორჟანგსაც იმგვარადვე წარმოქმნის. ნახშირბადის ორჟანგი ჰაერიდან მცენარეების მიერ შთაინთქმება, რომელნიც მას ფოტოსინთეზის პროცესში საკვებ ნივთიერებად გარდაქმნიან. ცხოველები ჭამენ მცენარეებს და ნახშირბადი მათ ორგანიზმში ილექება. მათი სიცოცხლის მანძილზე ნაშხირბადისა და რადიონახშირბადის რაოდენობა მუდმივად ახლოვდება. როცა მცენარე ან ცხოველი კვდება, ნახშირბადის შენაკადი წყდება. ჩ-14 ნახშირბადი, რომელიც არაფრით არ შეივსება, იწყებს დაშლას და მისი რაოდენობა ორგანიზმში უფრო და უფრო კლებულობს. მკვდარი ცხოველის ორგანიზმში ჩ-14 ნახშირბადის რაოდენობის განსაზღვრით შეიძლება გამოითვალოს მისი გარდაცვალების დრო. თუ ცხოველის ორგანიზმში ჩ-14 საწყისი მოცულობის ნახევარი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მისი სიკვდილის დროიდან 5730 წელია გასული. ამ მეთოდის საწინააღმდეგო სამი არგუმენტი არსებობს: ა. შეუძლებელია დაადგინო როგორი იყო ჰაერში ჩ-14 ნახშირბადის საწყისი რაოდენობა. ბოლო დროის გაზომვები გვიჩვენებენ, რომ ნახშირბადი ჩ-14 ყოველწლიურად 25%-ით უფრო მეტი წარმოიშობა ვიდრე იშლება. ამგვარად წარსულ წლებში ჩ-14 ნახშირბადი ჰაერში უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ეს არის ახლა - ფაქტი, რომელიც სამყაროს შექმნის თეორიას უფრო შეესაბამება. ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ ამ გამოთვლის ასეთი მეთოდები ყოველთვის არაობიექტურ სურათს გვაძლევს. ბ. ისევე როგორც ტყვია-ურანის მეთოდის შემთხვევაში რადიოაქტიური ნახშირბადის დაშლის სისწრაფეს ცვლილება შეიძლება განეცადა. გ. ყველა ორგანიზმი რადიოაქტიური და ჩვეულებრივი ნეოტრონების ერთსა და იმავე რაოდენობას არ შთანთქავს. მაგალითად, ზოგიერთი ამჟამად მცხოვრები მოლუსკების ნიჟარების რადიოაქტიური ნახშირბადის მეთოდით განსაზღვრული ასაკი 2300 წელია.

14

Page 15: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

ჩვენს მიერ განხილული მეთოდების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ევოლუციის თეორია ძალიან ჰგავს სარწმუნოებას, ამასთან ის ხშირად ეფუძნება „მოჯადოვებული წრის“ ტიპის არგუმენტებს, ყველა მონაცემი, რომელიც მიწის ახალგაზრდა ასაკზე მიუთითებს უარიყოფა, ხოლო მიგნებები, რომლებიც ეპოქების არასწორად განსაზღვრას მოწმობენ, იგნორირდებიან.

ევოლუცია შეუძლებელია

ა. ბუნების კანონები.1. თერმოდინამიკის პირველი კანონიეს ბუნების ერთ-ერთი ძირითადი კანონია. იგი გვეუბნება: ენერგია არ წარმოიშობა არაფრისაგან და არ ქრება: იგი მხოლოდ ერთი ფორმიდან მეორე ფორმაში გადადის, მაგრამ ენერგიის საერთო რაოდენობა სამყაროში უცვლელი რჩება. სხვათაშორის, მატერიაც ენერგიის ფორმაა (ატომური ბომბის პრინციპი). შეუძლებელია სამყარო არაფრისაგან წარმოშობილიყო ისეთ შემთხვევაში, თუ ენერგიის საერთო რაოდენობა შეუძლებელია როდესმე შეიცვალოს, ან რაიმე მიემატოს, ან გამოაკლდეს. ევოლუციონისტების აზრით სამყარო პირველყოფილი ღრუბლისგან შემთხვევითი აფეთქების შედეგად წარმოიშვა (ე.წ. დიდი აფეთქება). მაგრამ საიდან მოვიდა ეს ღრუბელი? 2. თერმოდინამიკის მეორე კანონი.ეს უმნიშვნელოვანესი კანონი გვიმტკიცებს, რომ: ნებისმიერი სისტემა თავისთავად წესრიგიდან უწესრიგობის მიმართულებით მიდის, ე.ი. ყველა საგანს სამყაროში ქაოსისკენ მიმართების ტენდენცია აქვს. თუ თქვენ სამზარეულოში გაზს მოუშვებთ, გაზის მოლეკულები მთელს სამზარეულოში გავრცელდება. თუ თქვენ ცხელსა და ცივ წყალს აურევთ ერთმანეთში, მათი მოლეკულები გადანაწილდებიან და შედეგად თბილი წყალი მიიღება. ეს პროცესი შეუქცევადია. გაზს თავისი ნებით ქურაში დაბრუნება არ შეუძლია. თბილი წყალი თავისთავად ცივ და ცხელ წყლად არ დაიშლება. თერმოდინამიკის მეორე კანონი (ე.წ. „დაქვეითების“ კანონი) ამტკიცებს, რომ სამყაროში ყველაფერი გარედან უწესრიგობისკენ მიილტვის. ენერგისს ზემოქმედების გარეშე ეს ცოცხალ არსებებსაც ეხებათ. აი რატომ სჭირდება ცოცხალ ორგანიზმს ბევრი ენერგია, რომ თავის სხეულში წესრიგი დაიცვას. ის ყოველთვის იმ რთული მოლეკულების აგებითა და მოწესრიგებით არის დაკავებული, რომელთაგანაც შედგება. ამ პროცესის შეწყვეტის შემთხვევაში მაშინვე მოკვდება და დაშლას დაიწყებს. სხეულის დაშლის შედეგად თავისუფალი ატომების გროვას არასდროს მივიღებთ. ატომები არასოდეს თავისთავად დიდ მოლეკულებს არ წარმოქმნიან. მოლეკულები არასოდეს ავტომატურად არ ერთდებიან, რომ ცოცხალი უჯრედი წარმოშვან. სამყაროში ყველაფერი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. სამყაროში არაფერია ისეთი, რაც ამ დაქვეითების კანონს ეწინააღმდეგება. სამყაროში წესრიგის შექმნისა და შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობა ცოცხალი არსებების აქტივობის შედეგია. სიცოცხლის გარეშე რთული და მაღალორგანიზებული წესრიგი ვერ წარმოიშობოდა და ვერ შენარჩუნდებოდა. ე.ი. როგორ წარმოიშვა ეს ცოცხალი წესრიგი? თუ მხოლოდ სიცოცხლეს შეუძლია მისი შექმნა?.. თავდაპირველად არანაირი სიცოცხლე არ არსებობდა? მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გვრჩება. სიცოცხლე ცოცხალმა ღმერთმა შექმნა. ევოლუციონისტების პირველი „არგუმენტი“. ხშირად ასე გვპასუხობენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში წესრიგი შეიძლება ცოცხალი არსების ჩარევის გარეშეც წარმოიშვას. მაგალითად ფიფქების კრისტალები წესრიგის მაღალ დონეს გვიჩვენებენ, წარმოიშობიან რა წყლის

15

Page 16: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

უწესრიგო მდგომარეობიდან. იგივე შეიძლება ქვის კრისტალებზეც ითქვას, რომლებიც მიწის სიღრმეებში თხევადი ნივთიერებებისგან წარმოიშვებიან. ეს მაგალითები ხშირად იმის დასასაბუთებლად მოჰყავთ, რომ არაცოცხალ ბუნებაში შეიძლება წესრიგი თავისთავად წარმოიშვას, და რომ ამიტომ ევოლუცია შესაძლებელია. სპეციალური ფორმულების გარეშე ძნელია ახსნა რატომ აქვთ ძალა არ არგუმენტებს. საქმე იმაშია, რომ ატომებსა და მოლეკულებს არა მარტო შერევისა და ქაოტური მოძრაობის, არამედ ისეთი მდგომარეობის მიღების ტენდენცია აქვთ, რომელშიც მათი ენერგია უმცირესი იქნება. აღმოჩნდა, რომ ბევრი ნივთიერებისათვის ენერგიის ყველაზე დაბალი ხარისხი კრისტალურ ფორმაში მიიღწევა. თუ მიწის ქერქში არსებულ ნივთიერებებს ენერგიას წავართმევთ, წარმოიქმნება ძვირფასი ქვების ულამაზესი კრისტალები. მოლეკულებს კრისტალებში ენერგიის ენერგიის უმცირესი შესაძლებელი მაჩვენებელი აქვთ. მათი დაშლისათვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ზოგადად, იმისათვის, რომ სამყაროში მოლეკულები დაიშალოს, ყოველთვის დამატებითი ენერგია ხდება საჭირო. რაც შეეხება ცოცხალი ორგანიზმის მოლეკულებს, აქ საწინააღმდეგო კანონი მოქმედებს. ამ მოლეკულებს დიდი ენერგია აქვთ. მათი დაშლისას ენერგია გამოთავისუფლდება. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გათბეთ ცეცხლმოკიდებულ შეშასთან, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების ნარჩენებს წარმოადგენენ. ამავე მიზეზის გამო საკვები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ ენერგიას გვაძლევს. კრისტალების მოლეკულებს შეუძლიათ წარმოიქმნან სპონტანურად, რადგან დაბალი ენერგეტიკული მაჩვენებელი აქვთ (ამ მოლეკულების წარმოქმნისას გამოთავისუფლდება ენერგია). ცოცხალი ორგანიზმების მოლეკულები სპონტანურად არ წარმოიშობიან, რადგან მაღალი ენერგეტიკული დონე აქვთ (ასეთი მოლეკულების დაშლა დამატებით ენერგიას საჭიროებს). აი რატომ შეიძლება ასეთი მოლეკულები მხოლოდ ცოცხალი არსებების შექმნილი იყოს. მეორე „არგუმენტი“ ასე ჟღერს: „ევოლუცია დედამიწაზე შესაძლებელია, რადგან მიწა თავისთავის ამარა არ ყოფილა. ის მზისგან მუდმივად იღებდა ენერგიას. ხოლო სამყოფი ენერგიის მიღებით ის უკანასკნელად შეიძლება მოლეკულებს შორის უფრო მაღალი ენერგეტიკული კავშირების ე.ი. ცოცხალი უჯრედების ფორმირებისათვის გამოყენებულიყო“. კრიტიკას ასეთი არგუმენტებიც ვერ უძლებს. თუ ჩვენ სამშენებლლო მასალა და ენერგიის საკმარისი რაოდენობა გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლი ოსტატის გარეშე თავისთავად აშენდება. ეს თერმოდინამიკის მეორე კანონს ეწინააღმდეგება. მესამე „არგუმენტი“, ქლოროფილი - მწვანე მამოძრავებელი. მას შემდეგ, რაც შემოქმედმა სიცოცხლე შექმნა, მისი შენახვისათვის ბევრი ენერგია აღმოჩნდა საჭირო. ეს ენერგია საკვებიდან მიიღება, რომლის წყაროდაც ასე თუ ისე მწვანე საფარი გვევლინება. მზის ენერგიის შთანთქმა და მისი უფრო სასარგებლო ენერგიის ფორმად გარდაქმნა მხოლოდ მწვანე მცენარეებს და ზოგიერთ ბაქტერიას (რომელიც იმავე პრინციპზე ფუნქციონირებს) შეუძლიათ მათ უჯრედებში ქლოროფილის (მწვანე მასის) შემცველობის გამო. ქლოროფილის გარეშე მზის სხივები აბსოლუტურად უსარგებლო იქნებოდა, რომ არა ენერგიის ის მდადარი საზრდო, რომლითაც მცენარეების ცოცხლობენ და ცხოველები და ადამიანები იკვებებიან. ქლოროფილის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ ქლოროფილი როგორღა წარმოიშვა? თუ თქვენ დიდი ფაბრიკა გაქვთ, ელექტროგაყვანილობით, ძრავებით, მაღალგავითარებული ტექნიკით და აუცილებელი ინფორმაციით (ფურცელზე ან გონებაში), მაშინ ყოველგვარი ჩარხისა და ინსტრუმენტის დამზადებას შეძლებთ. ჩარხებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით კი უფრო მოწინავე ტექნიკას შექმნით,

16

Page 17: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

რომ მას შემდეგ ის თქვენს ფაბრიკაში გამოიყენოთ. მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ ელექტრობა გაქვთ (ან მზის გამოსხივება) და მეტი არაფერი - არც ფაბრიკა, არც ძრავები, არც ჩარხები, არც ინსტრუმენტები, არც მუშები, - მაშინ როგორ წარმოიშობა თავისთავად რთული ტექნიკა ან ფაბრიკა? ზუსტად იგივე შეეხება საგანგებოდ რთულად მოწყობილ ქლოროფილის თავთავებსაც. როგორ შეეძლოთ მათ წარმოშობა მექანიზმის გეგმის, მზის სხივების გამოუყენებელი (დამანგრეველიც კი) ენერგიის გარდაქმნის ტექნოლოგიის არცოდნის გარეშე? ეს პატარა საოცარი ფაბრიკები, რომლებიც ათასობით რთული მოლეკულისაგან შედგება, შეუძლებელია ისე უბრალოდ არაფრისაგან წარმოშობილიყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიცოცხლე თავისთავად ჩაისახა, მაშინვე მოკვდებოდა თუ ამავე დროს ქლოროფილი არ ჩაისახებოდა. გარდა ამისა უკვე უნდა არსებობდეს ქლოროფილის კვლავწარმოების უზრუნველმყოფელი მექანიზმი, იმისათვის, რომ შთამომავლობას ის თავის უჯრედებში ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოკვდება. იმისათვის, რომ ასეთი პროცესი ჩაირთოს, აუცილებელია გონიერი კონსტრუქტორის ჩარევა.   ბ. ცოცხალი ორგანიზმის სირთულეევოლუციური მოდელის თანახმად სიცოცხლე რამდენიმე მილიარდი წლის წინათ პირველყოფილ წყლებში წარმოიშვა. პირველყოფილი ოკეანის უსიცოცხლო ქაოსში. საჭირო მოლეკულები შემთხვევით წააწყდენენ ერთმანეთს, რის შედეგადაც წარმოიშვებოდა სულ უფრო და უფრო რთული მოკელულები. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ გაჩნდა თვითწარმოების უნარის მქონე მოლეკულა, რომელმაც შექმნა პირველი ცოცხალი არსება და ა.შ. ევოლუციონიზმი ვარაუდობს, რომ რაც უფრო დიდხანს არსებობს რაიმე, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ იგი რაიმე უფრო მაღალ ფორმად გარდაიქმნას. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს იდეა ერთობ მიმზიდველად გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, დარვინის ეპოქაში მაინც, როცა სწავლულები ძნელად წარმოიდგენდნენ ორგანიზმების ისეთ დაუჯერებელ სირთულეს, ეს იდეა არარეალური არ ჩანდა. მაგრამ რაც მეტს ვიგებთ უჯრედების სტრუქტურისა და ქიმიური თვისებების შესახებ, მით უკეთ გვესმის, რომ სიცოცხლე თვითნებურად უსიცოცხლო მატერიისაგან განვითარებას ვერასოდეს შეძლებდა. როგორ პრობლემებს წავაწყდებით, თუ დავუშვებთ, რომ შემთხვევითი პროცესების, სუფთა შემთხვევითობის წყალობით შეიძლება უბრალო ცილა წარმოშობილიყო?

როგორც ვნახეთ, თერმოდინამიკის მეორე კანონის მიხედვით, ყოველივე როდესმე წარმოქმნილი მოლეკულა დაიშლება, თუ რამეს არ დაიხმარებენ და შეინახებიან ცოცხალ უჯრედებში. რაც უფრო რთულია მოლეკულა, მით უფრო სწრაფად იშლება. მაგრამ ინტერესის გულისთვის შემდეგი აბსურდული და არადამაჯერებელი სიტუაცია დავუშვათ: ა) როდესღაც პირველყოფილ ოკეანეში ფორმირებული მოლეკულა, უკვე არასდროს აღარ დაიშლება. ბ)მოლეკულების წარმოებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი ელემენტი უკვე აქვს. და მოცემული მოლეკულის მოპოვების საზღვრებში მდებარეობს.  ალბათობა

წარმოვიდგინოთ, რომ შემთხვევითი რეაქციების შედეგად მოცემულ ოკეანეში უბრალო ცილის მოლეკულა ჩაისახა, რომელიც 100 ამინომჟავისაგან შედგება. როგორც ვიცით ამინომჟავების 20 ტიპი არსებობს, რომელნიც ცილების სინთეზის დროს გამოიყენებიან როგორც სამშენებლო ქვები. მათემატიკური თეორიის

17

Page 18: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

თანახმად იმის ალბათობა, რომ ეს მოლეკულა 100 ნაწილისაგან შესაბამის სახეს მიიღებს უდრის 1/20100 ეს იგივეა, რაც 1/10130 სხვანარიად 1:10130 (130 ნულით). მნიშვნელზე აღნიშნული ციფრი ძალიან დიდია საიმისოდ, რომ მისი გონებით გააზრება შესაძლებელი იყოს. იმისათვის, რომ იგი თუნდაც ძალიან ბუნდოვნად წარმოვიდგინოთ, შემდეგი გამოთვლა ჩავატაროთ. მთელი სამყარო, ყველა გალაქტიკა ერთად აღებული პლანეტები და ვარსკვლავები შეიცავენ დაახლოებით 1080 ელექტრონებსა და ანალოგიური ზომის სხვა ნაწილაკებს. წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ეს ნაწილაკი სხვა ნაწილაკებთან წამში მილიარდჯერ შედის ურთიერთობაში და ეს ყველაფერი 30 მილიარდი წლის განმავლობაში ხდება (სამყაროს მაქსიმალური ასაკი ევოლუციონისტების აზრით), ასეთ სიტუაციაშიც კი მოხდება მხოლოდ 1080ხ109ხ1018=10107 რეაქცია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც კი 1000 მილიარდჯერ მილიარდ სამყაროში არ წარმოიშობოდა რეაქციების საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ თუნდაც 1% დარწმუნებით ვთქვათ, რომ უბრალო ცილა თავისთავად წარმოიშვა. მაგრამ რაღა ვთქვათ შედარებით მცირე დედამიწის პირველყოფილ ოკეანეზე, რომელიც არც ისე ბევრ ამინომჟავას შეიცავდა, ხოლო ყოველი ხელახლა წარმოშობილი უჯრედი მაშინვე იშლებოდა და ა.შ. და ბოლოს, ცილა, რომელიც სულ მცირე 100 ამინომჟავისაგან შედგება ზედმეტად მარტვია საიმისოდ, რომ ცოცხალი იყოს... იმის ალბათობა, რომ ერთი გენი - გენეტიკური მატერიის ნაწილი, რომელიც ცილის კვლავწარმოებას უზრუნველყოფს, შემთხვევით წარმოიშობა, ტოლფასია 1/10600. თუ თქვენთვის მთელი ეს გამოთვლები გაუგებარია, იმის წარმოდგენას მაინც შეძლებთ, რომ ერთი ცოცხალი მოლეკულაც კი შეუძლებელია შემთხვევით წარმოიშვას. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ სიცოცხლე უმარტივესი, ჩვენთვის ცნობილი თვითკმარი ფორმა, მიკროკოკი, შედგება დაახლოებით 10000 რთული მოლეკულისაგან. ადამიანის ღვიძლის ერთი უბრალო უჯრედი არც მეტი, არც ნაკლები 53 მილიარდი რთული ცილის მოლეკულისგან შედგება. ადამიანი შედგება დაახლოვებით 50000000000000 უჯრედისაგან, თავისი ფუნქციებისა და აგებულების უსასრულო მრავალფეროვნებით. და თქვენ კიდევ შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ ყოველივე ეს სუფთა შემთხვევითობის წყალობით მოხდა? დაუჯერებელია.   თანმიმდევრულობა

მაშინაც კი, თუ უჯრედებში მოიპოვება ათასობით რთული ცილის მოლეკულა და საკმარისი რაოდენობით გენეტიკური მასალა, მასში მაინც არ იქნება სიცოცხლე! მოლეკულების შემადგენელი ნაწილები და თავად მოლეკულები განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა დაეწყონ, როგორც ასოები ლაგდებიან სიტყვებში და სიტყვები წინადადებებში. თუ ასოებისა და სიტყვების თანმიმდევრობა არასწორია, წიგნს აზრი არ ექნება და მისი წყალობით ვერავინ გახდება უფრო მცოდნე. თავის მხრივ გენეტიკური მასალა უნდა შეიცავდეს აღწერილობას („პროგრამას“) როგორ ააშენოს უჯრედი. თუ ამ პროგრამის წაკითხვა შეუძლებელია, უჯრედში სიცოცხლე არ წარმოიშობა. ზოგიერთი სწავლული თვლის, რომ ერთი უჯრედის გენეტიკური მასალა თავისთავში იმდენ მონაცემს შეიცავს, რამდენსაც 600 ფურცლიანი 1000 წიგნი, თითოეულ ფურცელზე 500 სიტყვით. სხვები ამტკიცებენ, რომ ერთი უჯრედი უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე მსოფლიოს ყველა წიგნი ერთად აღებული. ამგვარად იმის ალბათობა, რომ ცოცხალი უჯრედი თავისთავად წარმოიშობა, უკეთეს შემთხვევაში ტოლფასია იმის შესაძლებლობისა, რომ რომელიმე მაიმუნი 400-ჯერ უშეცდომოდ დაბეჭდავს დიდი მოცულობის ტექსტს. იგივე აზრი სხვანაირად გამოვთქვათ. ეს შესაძლებლობა ტოლფასია შემდეგი

18

Page 19: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

შესაძლებლობისა: თქვენ ჰაერში 5 მილიარდი ასო ისროლეთ და ისინი ავტომატურად 1000 სქელტანიან გააზებულ წიგნად დალაგდნენ. ფაქტიურად ევოლუციონისტები ამტკიცებენ, რომ თქვენ საფრანგეთში ეიფელის კოშკიდან ასოები რომ გადმოყაროთ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ასოები წიგნებად დალაგდნენ, ბოლოსდაბოლოს ასოებს დრო ექნებათ ერთმანეთის შეხვდნენ სანამ ჰაერში იქნებიან. სიცოცხლის წარმოშობის ევოლუციური მოდელი თავის თავში მრავალ გადაუჭრელ პრობლემას შეიცავს. მაგალითად გენეტიკური ინფორმაციის ენა უჯრედში მხოლოდ ოთხასოიან ანბანს იყენებს, და უნდა ითარგმნოს (ტრანსლირდეს) ოცასოიან ანბანზე (რადგან ცილის მოლეკულები მხოლოდ 20 განსხვავებული ამინომჟავისაგან შედეგბიან). ამ ტრანსლაციის განხორციელებისათვის საჭიროა მაღალგანვითარებული ფერმენტები (ენიზმები). ენიზმები არის რთული ცილის მოლეკულები, რომლებიც უჯრედშიგა პროცესების მსვლელობას აკონტროლებს და უზრუნველყოფს. მაგრამ თავად ეს ენიზმები მხოლოდ სხვა ენიზმების დახმარებით წარმოიქმნებიან, რომლებიც თავის მხრივ იმ ენიზმების დახმარებით შეიძლება წარმოიშვან, რომელნიც გენეტიკური ინფორმაციია ტრანსლაციას ახორციელებენ. უჯრედშიგა პროცესები იდეალურად უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ამის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. ამგვარად უჯრედი ათასი ცილის მოლეკულასაც რომ შეიცავდეს და საკმარისი რაოდენობის გენეტიკურ მასალასაც, „პროგრამას“ თუ როგორ უნდა აშენდეს უჯრედი, სულ ერთია, უჯრედი მაინც ვერ იცოცხლებს. აუცილებელია აგრეთვე, რომ თითოეული მოლეკულა თავის ფუნქციას თავის დროზე და განსაზღვრული სიჩქარით ასრულებდეს. ყველა მოლეკულა კარგად ორგანიზებული უნდა იყოს, რომ იცოცხლოს. კიდევ ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გენეტიკური მასალის ცალკეული ელემენტები და ცილები ერთმანეთთან მიმართებაში „მტრულად“ არიან განწყობილნი. თუ ისინი უჯრედებში თავისუფალ მდგომარეობაში არიან, ერთად ნადგურდებიან. ბოლოსდაბოლოს მოლეკულები განსაზღვრულუ ურთიერთმიმართებაში უნდა მოვიდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელი რეაქციები ვერ მოხდება. ამას ეხმარება უჯრედის ნახევრადგამჭირვალე მემბრანა - საკვები მოლეკულებისათვის გამტარი, ხოლო სხვა მოლეკულებისათვის გაუმტარი უნიკალური კონსტრუქცია: მემბრანა ცილის მოლეკულებისა და ლიპიდებისაგან შედგება, რომელთაც მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ფუნქციონირება, როცა ერთად არიან შეკრებილნი... ნახევრადგამტარი უჯრედიანი მემბრანით!   ვირუსები

დიდი ხნის განმავლობაში სწავლულები ვარაუდობდნენ, რომ ვირუსები იმ ნაკლულევან რგოლს წარმოადგენს, რომელსაც შუალედური ადგილი უჭირავს ცოცხალსა და არაცოცხალ ბუნებას შორის. ისინი იმდენად მცირე ზომისანი და მარტივნი არიან, რომ ცოცხალ ორგანიზმებად ვერ ჩაითვლებიან: არ სუნთქავენ, არ აქვთ ავტონომიური თვითწარმოქმნის უნარი. ვირუსების უმრავლესობა გენეტიკური მასალის მხოლოდ ნაწილისაგან შედგება, რომელსაც ცილის საფარველი აკრავს. ვირუსები შეიძლება არსებობდნენ ან ფუნქციონირებდნენ მხოლოდ ბაქტერიების, მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების ცოცხალ უჯრედებში მოხვედრისას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედამიწის „პირველყოფილ ბულიონში“ შემთხვევით რომელიღაც ვირუსი შეფრინდებოდა (რისი ალბათობაც 1/102000) არაფერი არ მოხდებოდა. ვირუსი შეიძლება მხოლოდ ცოცხალ უჯრედებში შემავალი განსაკუთრებული რთული ენიზმების საშუალებით გამრავლდეს. ეს ენიზმები,

19

Page 20: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

თავის მხრივ, მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი ფერმენტებისაგან შეიძლება წარმოიქმნას. ზოგიერთი მსჯელობისას სწავლულები უარყოფდნენ ვურისების თავისთავად წარმოშობის იდეას. მათ ხომ მხოლოდ ჩვეულებრივი ცოცხალი უჯრედების არსებობის პირობებში შეუძლიათ წარმოშობა. ასე რომ, სამყაროში წარმოშობამდე ჩვეულებრივ (რთულ) უჯრედებს უკვე უნდა ეარსებათ. დღესდღეობით ითვლება, რომ ვირუსები წარმოადგენენ მდებარეობადაკარგულ პარაზიტულ, გენეტიკურ მასალას, ნაწილს (დეგენერაციული ტიპი). იმ შემთხვევეაშიც კი, თუ ადამიანი როდესმე შეძლებდა ცოცხალი ორგანიზმის შექმნას, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მისი შექმნისათვის საჭირო იქნებოდა განსაკუთრებულად მაღალი ინტელექტის კონცენტრაცია და უზუსტესი ლაბორატორიული ტექნიკა. მაგრამ ამინომჟავების სინთეზთან დაკავშირებულ დღემდე განთქმული ცდების მიუხედავად, ვერავინ შეძლო ერთი ციცქნა „კენჭიც“ კი შეექმნა, რომ აღარაფერი ვთქვათ მთელი ტაძრის მშენებლობაზე, მითუმეტეს, ცოცხალი ტაძრის.   უცნაური ცხოველებიევოლუციური მოძღვრების ერთ-ერთი რთული პრობლემა ერთობ არაჩვეულებრივი ორგანოების მქონე აურაცხელი სიმრავლის მცენარეებისა და ცხოველების არსებობაში მდგომარეობს. ევოლუციის თეორიას არ შეუძლია მათი წარმოშობის ახსნა. პირიქით, მათი არსებობა იმის აშკარა დადასტურებაა, რომ სიცოცხლე ნაყოფია უფლის შემოქმედებისა, ამ „ახირებულ“ არსებებს განსაკუთრებული სიხარულით რომ ქმნიდა, და არა შემთხვევითი მოვლენების დამთხვევის შედეგი. მრავალთაგან ერთ-ერთი ასეთ უცნაურ მაგალითად ხოჭო გამოდგება. ტკაცუნა ბომბარდირი (Bრაცჰუმუს ცრეპიტანს), რომელიც მიწის ყოველ კუთხეშია გავრცელებული ნაკადულებისა და წყალსატევების მახლობლად. როცა ტკაცუნა-ბომბარდირ ხოჭოს მტერი ესხმის, ხოჭო მისკენ ანალური ხვრელის მახლობლად განლაგებულ პატარა ლულაკებს მიმართავს. შემდეგ ამას პატარა ზალპი მოსდევს. მდუღარე მომწამვლელი სითხე მტერს ესხმება, და მასში მტკივნეულ დამწვრობებს იწვევს. ჰაერთან შეხებისას გამოშვებული სითხე მოცისფრო ორთქლის ღრუბელს ქმნის. ეს „ორთქლის ფარდა“ ჩვენს ხოჭოს უკანდახევისა და მტაცებლის შეშინებაში ეხმარება (რაც წესისამებრ აიძულებს მტერს, უკან დაიხიოს). ამ ხოჭოს აქვს ორი პატარა ჯირკვალი, რომლებიც სითხეს გამოიმუშავებენ. ეს სითხე სპეციალურ ტომრებში ინახება და საშიშროების შემთხვევაში ნამდვილი „წვის კამერაში“ გადმოედინება. ამას მაშინვე გასროლა მოჰყვება, რის წყალობითაც სითხე ანალური ხვრელიდან გამოიყოფა. ყოველივე ეს თხევადი საწვავის მქონე საკეტის მექანიზმს გვაგონებს. სითხე წარმოადგენს მომწამვლელ ნარევს: 10% ჰიდროხინონსა და 28% წყალბადის ზეჟანგს. ექსპერიმენტული ცდისას ასეთი ნარევი მყისიერად ფეთქდება. ხოჭო ამ ნარევს ტომარაში იმ ნივთიერებასთან ერთად ინახავს, რომელიც აფეთქებას უშლის ხელს. როცა ნარევი „წვის კამერაში“ ხვდება, შემაყოვნებელი ნივთიერება ნეიტრალიზდება და ხდება აფეთქება. შეეცადეთ მხოლოდ წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება მსგავსი სისტემა შემთხვევით მუტაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით წარმოშობილიყო. ხოჭოს უნდა განევითარებინა არა მარტო შესაბამისი ორგანოების მთელი აპარატი: ჯირკვლები, შემაგროვებელი ტომრები, „წვის კამერები“ და მილები, არამედ ერთდროულად ოთხი ქიმიური ნივთიერების - ჰიდროქსოიონის, წყალბადის ზეჟანგის, შემკავებელი მანეიტრალიზებელი ნივთიერების ქონა უზრუნველეყო. ამ ნივთიერებების მიღებისათვის რთული ქიმიური ნივთიერებებია საჭირო. როგორ შეძლებდა ხოჭო სუფთა შემთხვევითობის წყალობით ოთხივე ნივთიერების ზუსტი რაოდენობრივი

20

Page 21: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

შეფარდებით მოპოვებას. ამის გარდა აუცილებელია მათი საჭირო ადგილას საჭირო დროს შერევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხოჭოს საკუთარი სიცოცხლით ზღვევა მოუწევს. თუ მთელი ეს რთული მექანიზმი თანდათანობით ევოლუციის პროცესში გამომუშავდა, ამისათვის ხოჭოების მილიონობით თაობა იქნებოდა საჭირო. ამასთან განვითარების გარდამავალი სტადიები მათთვის შეიძლება კრიტიკული გამომდგარიყო. თქვენ მარტო წარმოიდგინეთ, რომ ხოჭომ ყველა ეს აუცილებელი ორგანო განივითარა (რაც თავისთავად უკვაე სასწაულია), მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოიმუშავა საჭირო სითხეები. და აი, მტრის მოახლოებისას ის მიმართავს მისკენ თავის ლილვებს, მაგრამ არაფერი არ ხდება, რადგან იარაღი ჯერ კიდევ არ არის მზად. „ამ“ და ხოჭო უკვე აღარ არის. და ასე გრძელდება მრავალი თაობის სიცოცხლის მანძილზე. შემდეგ რაღაც სასწაულით ხოჭოს უნვითარდება უნარი დაამზადოს 2 ქიმიური ნივთიერება და შეინახოს შემგროვებელ ტომარაში. „ბახ!“ მოხდა აფეთქება და აღარ არის ხოჭო. და კიდევ ესეც ხოჭოების მრავალი თაობების არსებობს მანძილზე გრძელდება მანამ, სანამ ხოჭოს შემკავებელი ნივთიერება არ გამოუმუშავდება! ბრწყინვალეა! უკვე აღარ ხდება აფეთქებები, ის მიმართავს თავის ლულებს მტრისკენ, მაგრამ... არაფერი არ ხდება. ხოჭოს ჯერ კიდევ არ დაუხვეწავს საჭირო დროს შემკავებლის ნეიტრალიზების მექანიზმი. ამგვარად კიდევ „ამ“ და აღარ არის ხოჭო. და კიდევ მრავალი თაობა გავა. ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ეს აფეთქებული შეჭმული ხოჭო მაინც აგრძელებდა შთამომავლობის მოცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სახეობა გადაშენდებოდა, ამოწყდებოდა. ბოლოს და ბოლოს ყველა აუცილებელი კომპონენტი ხოჭოს განკარგულებაშია: ორი ამოსავალი ნივთიერება, შემკავებელი და მანეიტრალებელი, რომელიც მაშინ მოქმედებს, როცა ხოჭოს უნდა. ევოლუციის პროცესი დასრულდა. მაგრამ აქ გველოდება ყველაზე უარესი. ხოჭოს უახლოვდება მომხიბვლელი მდედრი. ხოჭო მიმართავს მისკენ თავის ლილვებს და ესვრის... ოჯახის შექმნის ერთადერთი შესაძლებლობა მგონი დაკარგულია. როგორ შეეძლო ასეთი რამე ჩაედინა? აღმოჩნდა, რომ მას ჯერ კიდევ არ გამოუმუშავდა ყველაზე რთული გამოცნობის მექანიზმი: როდის, რომელ მომენტში უნდა ისროლოს, რომ მტერს მოარტყას და არა თავის შესაძლებელ მეგობარს. ამ ინსტიქტის გარეშე, ასევე დარჩება მარტოდ მთელს სამყაროში. მე მწამს, რომ ამ პატარა ხოჭოს არსებობა, ისევე როგორც ათასობით უცნაურად კონსტრუირებული სხვა ქმნილებისა, შეუძლებელია რამენაირი ევოლუციის პროცესით აიხსნას, არამედ ყოვლისშემძლე ღვთის ხელით არის დალაგებული.

დედამიწის ახალგაზრდობის დამადასტურებელი ფაქტები

ჩვენ ვნახეთ, რომ ხელმძღვანელი ნაშთებისა და რადიაქტიური ელემენტების მეთოდები არასაიმედოა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დასაბუთებულად ჩაითვალოს, რომ დედამიწის ასაკი 5 მილიარდი წელია. არსებული მონაცემები ახალგაზრდა დედამიწის თეორიაში უფრო უკეთესად ეწერებიან. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. არც ისე დიდი ხნის წინ გამომზეურდა ბევრი ფაქტი, რომლებიც მისი სიძველეს და ე.ი. ევოლუციასაც უარყოფენ. ურიცხვი ფაქტიდან ჩვენ აქ მხოლოდ 6-ს შევეხებით. 1. 1960 წელს გამოთვლილ იქნა, რომ დედამიწაზე ყოველწლიურად 5-15 მილიონი ტონა კოსმიური მტვერი ჩამოდის. ხუთი მილიარდი წლის განმავლობაში (მიწის სავარაუდო ასაკი) მიწა 20-60 მეტრის სისქის მტვრის საფარით დაიფარებოდა. ასეთი ფენა კი არსად არ აღმოჩენილა. ამასთან, არ შეიძლება ითქვას, რომ კოსმიური მტვერი არ განირჩევა მიწიერისგან, რადგან ნიკელს შეიცავს. მიწის

21

Page 22: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

მტვერთან შერევის შემთხვევაში კი ის მაინც შესამჩნევი იქნებოდა, რადგან ზედა ფენებში ნიკელის შემცველობა ქვედა ფენებთან შედარებით მეტი იქნებოდა. ამიტომ მიწის ქერქში შეზღუდული რაოდენობით ნიკელის შემცველობა დამატებითი მოწმობაა იმის სასარგებლოდ, რომ დედამიწაზე არც ისე ბევრი კოსმიური მტვერი ჩამობნეულა, შესაბამისად, მიწა არც ისე ძველია. 2. როგორც ევოლუციონისტები ვარაუდობენ, მიწა და მთვარე ერთი ასაკისანი არიან, ისე რომ მთვარეზე მტვრის ფენა 2-ჯერ უფრო თხელი უნდა იყოს, ვიდრე დედამიწაზე (მთვარეზე გრავიტაციული ეფექტის სიმცირის გამო). როცა ამერიკული კოსმიური აპარატების მთვარეზე გაფრენა იგეგმებოდა, ეშინოდათ მტვრის სისქის. ამიტომ აპარატის ფეხებზე ფართე ბრტყელი დაფები მიამაგრეს. მაგრამ გამოირკვა, რომ მთვარის ზედაპირზე მტვრის ფენა 1 სმ-ს არ აღემატებოდა. შემდეგად ახალი გაზომვები და გამოთვლები ჩატარდა, მაგრამ ამასთან მხედველობაში არ მიუღიათ წარსულში მტვრის შედარებით ინტენსიური დალექვა. ამასთან აღმოჩნდა, რომ მთვარე სითბოს გამოასხივებს, აქვს მაგნიტური ველი და სეისმურად აქტიურია (მთვარის ძვრების არსებობა). ყოველივე ეს მხოლოდ იმ პირობითაა შესაძლებელი, თუ მთვარეს თხევადი შუაგული აქვს. რადგან მთვარე უფრო პატარაა, ვიდრე დედამიწა, ის უფრო ადრე უნდა გაყინულიყო. ამიტომ თხევადი შუაგულის ქონა მის ახალგაზრდობაზე მიუთითებს. 3. ურანის ტყვიად გადაქცევისას გამოიყოფა ჰელიუმი. ქანებიდან ამოქრობის შემდეგ, რომელშიც იგი წარმოიშობა ჰელიუმი ბოლოსდაბოლოს ატმოსფეროში ხვდება. მაგრამ ატმოსფერო ძალიან მცირე რაოდენობის ჰელიუმს შეიცავს, რაც მხოლოდ რამდენიმე ათასი წლის მანძილზე შეიძლება დარგოვილიყო. ურანის დაშლის პერიოდი რომ ხუთი მილიარდი წლის განმავლობაში გაგრძელებულიყო ატმოსფეროში 100000-ჯერ მეტი ჰელიუმი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ფაქტიურად არის. ეს იმის მიუხედავად, რომ ჰელიუმი უკვე უნდა ყოფილიყო ატმოსფეროში მიწის შექმნამდე! ატმოსფერო არათუ არ ჰკარგავს ჰელიუმს, არამედ პირიქით, ტენდენცია აქვს იგი კოსმოსიდან შეიწოვოს! 4. როგორც ცნობილია, მდინარეებს ზღვაში ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ნაშალი მასალა ჩააქვთ: თუთია, მარილები, ქვიშა და ა.შ. რაოდენობა წლითი წლობით ზღვაში მატულობს. წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა მდინარის მიერ ზღვაში ჩატანილი მარილის მოცულობა შეიძლება გაიზომოს. აქედან გამომდინარე შეიძლება გამოვთვალოთ რა დროის განმავლობაში მოედინებიან მდინარეები, და შესაბამისად რამდენად ხნიერია დედამიწა. გამოთვლებისას შემდეგი ორი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. ჯერ ერთი ზღვაში მისი წარმოშობისას უკვე არსებობდა განსაზღვრული რაოდენობის მოცემული ნივთიერება; მეორეც - თავიდან თითოეული ნივთიერების დაგროვება უნდა ინტენსიური იყო, ვიდრე ბოლოს, ამის შემჩნევა ადვილია ყავადანის მაგალითზე: თავიდან უფრო სქელი ნაზავი მოჟონავს, ვიდრე შემდეგ. ამ ფაქტის იგნორირების შემთხვევაშიც გამოდის, რომ მიწის ასაკი რამდენიმე ათასიდან რამდენიმე მილიონამდე ფარგლებში მერყეობს. ეს პერიოდი ზედმეტად მცირეა იმისათვის, რომ ევოლუცია შესაძლებლად ჩავთვალოთ. მაგალითად, მარილის რაოდენობა ზღვაში, მაქსიმუმ 260 მლნ. წელზე მიუთითებს; ნიკელის რაოდენობა 9000 წელიწადს შეესაბამება და ა.შ. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ორგანული შენაერთები და ამ ნივთიერებათა მარილები ფსკერზე არ ილექებიან! და ბოლოს: მდინარეებს იმდენად ბევრი ქვიშა და თიხა ჩააქვთ ზღვაში, რომ ეს რომ 4 მილიარდი წლის განმავლობაში გაგრძელებულიყო, ყველა კონტინენტი 440-ჯერ უკვე აბსოლუტურად ჩამორეცხილი იქნებოდა. არ შეიძლებოდა ამ პრობლემის გეოლოგიური ციკლის არსებობის ვარაუდით გადაწყვეტა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთ ადგილას კონტინენტები დაბლა ეშვებიან, ხოლო ზოგიერთ ადგილას მაღლდებიან, რომ ამასთან ყოველ

22

Page 23: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

ჯერზე ახალი მთები წარმოიქმნებიან, რომლებიც შემდგომ ჩამოიშლებიან და ჩამოირეცხებიან. ბევრი ევოლუციონერი ამაში უკვე აღარ არის დარწმუნებული. „ევოლუციური ციკლი“ მართლა რომ არსებობდეს, ამით შეიძლება თიხისა და ქვიშის მოცულობის 2-ჯერადი, 3-ჯერადი გაზრდის ახსნა და არა ასი ან ოთხასჯერადი! 5. მაგნიტური ველის მიზიდულობის ძალა დროთა განმავლობაში მუდმივად კლებულობს. ბოლო 135 წლის განმავლობაში გვიჩვენებენ, რომ ეს მინელება ყოველ 1400 წელიწადში ორმაგდება. ასეთ შემთხვევაში 10000 წლის წინათ დედამიწის მაგნიტური ველი იმდენად ძლიერი იყო, რომ თავისთავად მაგნიტურ ვარსკვლავს წარმოადგენდა. ამათან დედამიწა 10000 წელზე ბევრად ასაკიანი არ უნდა იყოს, რადგან მასზე არ ხდება ატომური რეაქციები, რომლებიც აუცილებელ ენერგიას წარმოქმნიან. ამას გარდა თუ მიწის მაგნიტური ველი წარსულში უფრო მეტი იყო, ეს ტემპერატურის ისეთ აწევას გამოიწვევდა, რომ დედამიწა უბრალოდ აფეთქდებოდა. მიწის ქერქის სხვადასხვა ფენებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ მიწის მაგნიტური ველი რამდენიმეჯერ შეიცვალა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მოხდა წარღვნისა და სხვა გრანდიოზული კატასტროფების დროს, რის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებ. ეს კატასტროფები და მაგნიტური ველის შფოთვა შეიძლება კოსმიური პროცესებით ყოფილიყო განპირობებული. მაგალითად, რომელიმე ციურ სხეულთან „შეჯახებით“ მცირე მანძილზე დაახლოვებით. 6. მიწის ახალგაზრდობის სასარგებლოდ ბევრი საბუთი არსებობს. მაგალითად, მზის სისტემაში მოკლევადიანი კომეტებისა და ვარსკვლავთა შორის მტვრის არსებობა. ყოველ ჯერზე, როცა მოკლევადიანი კომეტები მზის მახლობლად გადიან ისინი თავის ბირთვის ნივთიერებათა ნაწილს კარგავენ. ეს ნივთიერება უნიკალურ „კუდს“ წარმოქმნის, რომელიც კარგად ჩანს ღამით, როცა კომეტა მზეს უახლოვდება. ამ რღვევის საფუძველზე გამოითვალეს, რომ კომეტის ასაკი შეუძლებელია 6000 წელს აღემატებოდეს. რამდენადაც სწავლულთა უმრავლესობას დედამიწის უძველესი ასაკისა სწამს, ათასნაირი თეორია შეიმუშავეს კომეტების წარმოშობიდან მილიარდობით წლის გასვლის დასასაბუთებლად. მაგალითად, ბევრი სწავლული თვლის, რომ მზის სისტემის გარეთ არსებობს ჩვენთვის უხილავი „კომეტების ღრუბელი“, საიდანაც ისინი დროდადრო მზისკენ მიემართებიან. კომეტების ასეთი „საწყობის“ არსებობის დასაბუთება ვერ მოხერხდა. ამ თეორიის არსებობა საერთოდაც არაა აუცილებელი, და იმიტომ მოიგონეს, რომ როგორმე მიწის უძველეს ასაკს „შეგუებოდნენ“. მცირე სასიცოცხლო ასაკი აქვთ აგრეთვე მზის სისტემაში ცირკულირებულ ვარსკვლავთაშორის მტვრის ნაწილაკებსაც, მზის პლანეტების, მთვარისა და დედამიწის გრავიტაციული ძალის წყალობით მტვრის ნაწილაკები მუდმივად „გამოიგვებიან“. მზის სისტემა რომ უფრო ძველი იყოს, ყველა ნაწილაკი თავისი შემოგარენიდან დიდი ხნის გამოგვილი იქნებოდა. ის ამბავი, რომ მზის სისტემაში კიდევ არსებობს ვარსკვლავთაშორისი მტვრის საკმარისი რაოდენობა, ზუსტად სამყაროს ახალგაზრდობაზე მიუთითებს. თავდაპირველად მზის სისტემაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მტვერი იყო, ვიდრე დღეს არის. და შესაბამისად, მისი დალექვა დედამიწასა და მთვარეზე წარსულში უფრო ინტენსიური იყო. სხვათაშორის, აღსანიშნავია, რომ ორი პლანეტის ღერძული ბრუნვა (ვენერასა და ურანის) საწინააღმდეგო მიმართულებით ხდება ყველა დანარჩენ პლანეტასთან და თვით მზესთან შედარებით. თუ მზის სისტემა თავისთავად წარმოიშვა ერთი მბრუნავი ღრუბლისაგან, მაშინ როგორ მოხდა, რომ ეს ორი პლანეტა საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს? წინამდებარე თავებში უბრალოების მიზნით მსჯელობის საგნებს მხოლოდ ზედაპირულად შევეხეთ. მან ვინც დაინტერესდება (ან მოინდომებს მოყვანილი ცნობების სამართლიანობაში

23

Page 24: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

დარწმუნდეს), შეუძლია წაიკითხოს სპეციალური ლიტერატურა, სადაც მოცემული თემატიკა უფრო დაწვრილებითაა განხილული.   კრეაციონიზმი როგორც მეცნიერებაა. ბიბლია - საიმედო წყარო რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა ღმერთზე წიგნის სასწავლო სახელმძღვანელოდ გამოყენება. ბიბლიის ენა არაა მეცნიერების ენა; ის ნებისმიერი უბრალო ადამიანისათვის მისაწვდომია. და მიუხედავად ამისა იგი ბევრ ისეთ საინტერესო ფაქტს მოიცავს, რომ შეგვიძლია თუნდაც ბიოლოგიური და ფიზიკური მოვლენების ცოდნაში ვერწმუნოთ. ყველაფერი, რაც ბიბლიაშია დაწერილი ჭეშმარიტებაა, მაშინაც კი, თუ სწავლულები ამას არ ეთანხმებიან. ინდუსებს სწამდათ, რომ მიწა გიგანტური სპილოს მხრებს ეყრდნობა. „განათლებული“ ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყაროს თავისი მხრებით ატარებს ტიტანი ატლანტი. შუა საუკუნეების სწავლულები ამტკიცებდნენ, რომ მიწა ბრტყელია და ბოძებზე დგას. ბიბლია კი აი უკვე 3000 წლის წინათ ამტკიცებდა, რომ მიწა მრგვალია და ცარიელ სივრცეშია შეკიდული: ესაია წინასწარმეტყველის (40, 20) სიტყვები მიუთითებენ, რომ „დედამიწას თავისუფალი მდებარეობა აქვს ცარიელ სივრცეში“. ბიბლიის სანდოობის სხვა მაგალითი - „ბიოლოგიური ლაფსუსი“ ლევიტელთა წიგნის (11, 6): აქ კურდღელი მცოხნელების ოჯახის (ღეჭია) ცხოველად არის სახელდებული. ეს „ლაფსუსი“ საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩემთვის უნივერსიტეტში დაეცინათ ქრისტიანობის გამო. კურდღელი არ ღეჭავს, ის არ მიეკუთვნება აქლემების, ირმების, ძროხების ოჯახსო. სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი, რომ კურდღლები ხანდახან თავის ექსკრემენტს ჭამენ და საკვებს ხელმეორედ გადაამუშავებენ. ე.ი. ნამდვილად ღეჭავენს საღეჭელს! არა, ბიბლია ფიზიკის სახელმძღვანელო არ არის, მაგრამ რასაც ის ამტკიცებს, სრული ჭეშმარიტებაა. ზემოთაღნიშნულის მსგავსი ათეულობით მაგალითი უფლებას გვაძლევს სამყაროს შექმნისა და წარღვნის შესახებ შესაქმის წიგნის (1-8 თავი) მეცნიერული აზრითაც კი სრულიად სერიოზულად ვილაპარაკოთ. „სენსაციები“ ხელმძღვანელი ნაშთების სამყაროში, ან სხვადასხვა ჯიშის ცხოველების უცაბედი გაქრობა ახსნადი გახდება, თუ მსოფლიო წარღვნას მივიღებთ მხედველობაში. მეცნიერული თვალსაზრისით შესაქმის თეორია სავსებით საფუძვლიანია. პრობლემა ჩვენში, სუბიექტში მდგომარეობს, რადგანაც მსჯელობისას საკუთარი გამოცდილებიდან გამოვდივართ. კოსმიურ და მსოფლიო პროცესებში მნიშვნელოვანი ცვლილებების დანახვა რაკი არასოდეს არ გვიწევს, არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ 6-დან ათი ათას წლამდე წლის წინათ სხვა კანონები მოქმედებდნენ, და რომ იყო დრო, როცა დედამიწა არ არსებობდა. ქვემოთ მოვიყვანთ სამყაროს პირველი ორასწლეულის ისტორიას. ხაზს ვუსვამთ, ყოველი ჩვენი მტკიცება (და ფაქტიურად მთელი წიგნი) მეცნიერულ არგუმენტაციას ეფუძნება, ასე რომ, მსჯელობაში შესაძლებელი შეცდომის შემთხვევაში ბიბლიის ავტორიტეტს არ უნდა აკნინებდეს.

  ბ. ბიბლიური გეოლოგია 1. წარღვნის წინ „შესაქმის“ წიგნის მიხედვით (თავი 1) ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ყველაფერი უცბათ, სრულყოფილი ფორმით იქნა შექმნილი, სამყარო, დედამიწა და ყველა ცოცხალი არსება. ქმნილებას გაუმჯობესება უკვე აღარ შეეძლო. ნებისმიერ

24

Page 25: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

რეალურ ცვლილებას შეიძლება მხოლოდ გაუარესება მოჰყოლოდა; ეს როგორც მე-2 თავში ვნახეთ მუტაციების მაგალითზე ხდება ნათელი. ადამი შემოქმედების ისეთივე სრულყოფილი ნაყოფი იყო, როგორც მთელი დედამიწა. ისე, რომ უკვე შექმნის პირველ კვირაში ყველაფერი უკვე სიმწიფეს მიღწეულ სრულყოფილებად გამოიყურებოდა. ბორცვების მწკრივებს არ ჰქონდათ 5 მლნ. წლის ეროზიების კვალი როგორც ევოლუციონისტები გვასწავლიან. ისინი ასეთები გახდნენ, უფრო სწორად წახდნენ წარღვნის შედეგად, ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ სწორად წახდნენ წარღვნის შედეგად, ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ მიწას წყველა დაატყდა (შესაქმე 3, 17) და მოქმედებაში შევიდა  თერმოდინამიკის II კანონი (დაცემისა და გაუარესების კანონი): „ჩაკეტილი სისტემის პირობებში ყველაფერი უმეტესი უწესრიგობის მდგომარეობისაკენ ილტვის თუ გარედან ენერგიას არ დავახმარებთ“. ჰაერი შეიცავდა დიდი რაოდენობით წყლის ორთქლს (შეს. 1, 6-7 და 2, 5-6), რაც სიცოცხლისათვის იდეალურ პირობებს ქმნიდა. ჯერ ერთი ორთქლი თანაბრად თბილ ტემპერატურაას უზრუნველყოფდა მთელს დედამიწაზე. ამ „სითბოს ეფექტის“ მოწმობებს ყველა ასაკის ფენებში პოულობენ მთელს მსოფლიოში. ჩრდილოეთ პოლუსზეც კი სუბტროპიკული კლიმატი მეფობდა. ევროპაში მაიმუნები, სპილოები და ჰიპოპოტამები და ა.შ. ცხოვრობდნენ. სითბოსა და მაღალი ტენიანობის წყალობით მცენარეები იზრდებოდნენ, რასაც ის გარემოება უწყობდა ხელს, რომ ჰაერი იდეალური რაოდენობის ოროქსიდიან ნახშირბადს შეიცავდა, ალბათ ათჯერ რომ აღემატებოდა მის თანამედროვე მოცულეობას ე.ი. 0,3%. მეორეც, ორთქლი დამანგრეველი კოსმიური სხივებისა და მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან სქელი დამცავი ფენის ფუნქციას ასრულებდა. დედმიწის ძლიერი მაგნიტური ველი და ოზონის სქელი ფენა (25 კმ სიმაღლეზე) ყველა მავნე სხივებისგან დამატებით დაცვას უზრუნველყოფდნენ: ამგვარი სამჯერადი დამცავი ფილტრის წყალობით რადიაქტიური ნახშირბადი არა მგონია წარმოქმნილიყო, მავნე მუტაციები არ წარმოიშობოდა, ხოლო დაბერების პროცესი ძალიან ნელა მიდიოდა. შენიშვნა: მოკლეტალღიანი ულტრაიისფერი (1-210 - 600 ნმ) წყლის საფარველით კი არ იფილტრებოდა, არამედ ოზონით, რომელიც სტრატოსფეროში წყლის ავტოლიზის შედეგად წარმოიშობოდა. ცოცხალი ორგანიზმები დიდხანს ცოცხლობდნენ და უკეთ ვითარდებოდნენ, ვიდრე ჩვენს დროში. განსაკუთრებით დიდ ზომებს აღწევდნენ ქვეწარმავლები, რადგანაც ისინი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე იზრდებიან. დაიბადნენ გიგანტური ინდივიდები განსაკუთრებით ადამიანებსა და ცხოველებს შორის. ზოგიერთ ადგილას იქ, სადაც ჭაობები და ტყეები იყო, ცხოველთა განსაკუთრებული ჯგუფები ისევე ცხოვრობდნენ, როგორც დღეს. განსაკუთრებით საზარელი შესახედაობის გიგანტური ქვეწარმავლები დადიოდნენ „ცარცის“ ჭაობებში დიდი რაოდენობით ცარცის შემცველ ფლორასა და ფაუნაში. ტერიტორიულ მხარეებს ევოლუციონისტებმა შეცდომით დაარქვეს ერა (ანუ დროითი პერიოდები).

2. წარღვნის დროს

უცებ (რაც ალბათ ძალიან ახლო მანძილზე სხვა ციურ სხეულებთან შეხვედრით იყო გამოწვეული) მთელს დედამიწაზე მოხდა ბუნებრივი კატაკლიზმები. მიწის ქერქში გადახსნილმა უზარმაზარმა ნარღვევებმა ვულკანური ამოფრქვევები და მიწისძვრები გამოიწვიეს. ამან თავის მხრივ უზარმაზარი ტალღების წარმოქმნას შეუწყო ხელი. რომელმაც სანაპირო ზოლი და მთელი ტყეები გაანადგურა. (პატარა ვულკანის კრაკატაუს (ინდონეზია) რთულ მცირე ამოფრქვევემაც კი 1883

25

Page 26: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

წელს 36 მეტრის სიმაღლის მოქცევის ტალღა გამოიწვია, რომელიც ოკეანის ზედაპირზე 650 კილომეტრსაათი სიჩქარით მიჰქროდა და ათასობით კილომეტრი მანძილი დაფარა, რამაც 36000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა). ფერფლი და ქვები ჰაერში 40 კილომეტრის სიმაღლეზე იტყორცნებოდა და ცის შეფერილობა მთელს მსოფლიოში შეიცვალა. ჰაერში აიტყორცნენ და გავრცელდნენ ვულკანური ფერფლის უზარმაზარი ღრუბლები. მტვრის ნაწილაკებმა ორთქლით ზეგაჯერებულ ჰაერთან კონდენციისათვის ბირთვის ფუნქცია შეასრულეს, რისი შედეგიც იყო აქამდე არნახული თქეში. პირდაპირ ცა ჩამოიქცა მიწაზე და ეს ზუსტად 40 დღის განმავლობაში გრძელდებოდა! დახეთქილი მიწის ქერქის ღრმულებიდან დამატებითი დიდი რაოდენობით წყალი ამოვარდა. ჩვენს დროშიც ხდება ხანდახან დღეში არანაკლებ 20 მილიარდი ლირტი ცხელი მიწისქვეშა წყლის ამოფრქვევა, რაც ვულკანური აფეთქებითაა გამოწვეული. ამ რანგის უბედურება ადრე არასოდეს მომხდარა; თანდათან მთელი პლანეტა წყლის ქვეშ მოექცა. ნოეს ალბათ თავის კიდაობანში რამდენიმე (ათეულობით) ათასი ცხოველი ყველა ძირითადი ტიპიდან მხოლოდ ორი წარმომადგენელი ჰყავდა. ბუნებრივია, კიდობანში ზღვის ცხოველები არ იყვნენ მაშინ, როცა ეს ფორმები (მწერების გამოკლებით) ყველა დანარჩენი ფორმის 90%-ზე მეტს წარმოადგენდნენ. ყველგან ძლიერი მოქცევები და შტორმები მრისხანებდნენ. მთელი ტყეები ძირფესვიანად მოიგლიჯა და წყალში დამსხვრეული გემებივით დაცურავდნენ. ხეები ერთმანეთს ასკდებოდნენ განსაკუთრებით მომცრო ჩაკეტილ ყურეებში და მიწისძვრით გამოწვეული ჩამოქცეული მთის ზვავით იმარხებოდნენ. მთებისა და ბორცვების ჩამორეცხილი საფუძვლები მიექანებოდა ქვევით უზარმაზარ მეწყერებად და ჭუჭყის მღვრიე დინებებად და ხეებს ახორავდებოდა ათობით მეტრი ქვიშა და თიხა. დიდი წნევის გამო შედეგად ქვანახშირი მივიღეთ (ლაბორატორიული გამოკვლევები გვიჩვენებენ, რომ ქვანახშირი შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში მივიღოთ). სხვათაშორის ქვანახშირი მხოლოდ ზემოთაღწერილი ხერხით მიიღება და არა ფოთლებისა და ჭაობებში გაზრდილი ხეების ნარჩენების თანდათანობით დაგროვებით. ამის დამამტკიცებელ ერთ-ერთ არგუმენტად ის ფაქტი გვევლინება, რომ არსად მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ჭაობი, რომ თანდათანობით ნახშირის ფენებად გარდაიქმნებოდეს, თუმცა ბიოლოგიის პოპულარულ წიგნებში ეს ყალბად ივარაუდება. გარდა ამისა, ნახშირის ფენებში მცენარეების ბევრი ისეთი სახეობა იპოვეს, ჭაობში საერთოდ რომ არ იზრდება; განსაკუთრებული რიცხვით ქვანახშირის ფენები ზღვის ცხოველებს შეიცავენ, რომლებიც აგრეთვე ჭაობებში არ სახლობენ. ლავისა და ჭუჭყის დინების პირველი მსხვერპლი მილიარდობით ფსკერზე ან მის მახლობლად მცხოვრები ზღვის უხერხემლო ცხოველები შეიქმნენ; ისეთები მაგალითად, როგორიცაა უბრალო ჭია და ვარსკვლავთევზები. ასეთი ჭუჭყის მეწყერები დღესაც ხდება ოკეანეში, მაგალითად დინება, რომელიც 1929 წელს სამხრეთ დასავლეთ ამერიკაში მოწოლილ მეწყერს მოჰყვა. ჭუჭყის ნაკადი 100 კმ/სთ სიჩქარით მოვარდა და ოკეანის ფსკერი 100000 კვადრატულ კილომეტრზე დაფარა 1 მ სისქის დანალექი ქანებით. მეწყერმა შთანთქა ყველაფერი ცოცხალი რაც გზაში ზღვის ფსკერზე ან მის მახლობლად შეხვდა. სიჩქარე ძალიან ზუსტად იქნა განსაზღვრული, რადგან ზუსტად იყო ცნობილი სად და როდის დაზიანდა ტელეფონის კაბელები ამერიკასა და ევროპას შორის. სხვა უბრალო უხერხემლო ცხოველები ან უსუსურად ფარფატებენ წყალში, ან ცურვის შემოსაზღვრული შესაძლებლობა აქვთ. საშიშროების შემთხვევაში მისგან გაქცევა არ შეუძლიათ. ისინი ძალიან სუსტებიი და ადვილად მოწყლვადები არიან აჩოჩქოლებული წყლის მასისა და ვულკანური ამონაფრქვევის შედეგად მასში გაფანტული და გახსნილი უზარმაზარი რაოდენობით მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებთან მიმართებაში.

26

Page 27: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

ამიტომაც ექცევიან ისინი ცხოველების იმ პირველ ჯგუფში, რომლებიც ბუნების არაკეთილსასურველი ზემოქმედების შედეგად იღუპებიან. მკვდარი ცხოველები ფსკერზე ეშვებიან. მარტივი ფორმის წყალობით (წრიული ან ოვალური) უფრო სწრაფად იძირებიან, ვიდრე რთული ფორმები, რომლებიც ყოველგვარ შესატყვის მონაცემებს ფლობენ. ამიტომ გათხრებისას, როგორც წესი, ასეთი სურათს ვხვდებით: ა) მიწის ქერქის ყველაზე ქვედა ფენა - ზღვის ფსკერი ან ამოსავალი პირველდაწყებითი მიწა - ნაშთებს არ შეიცავს. ბ) შემდეგი ფენა შეიცავს უბრალო (დრეიფირებული) ზღვის ცხოველებს ან იმათ, რომელნიც ფსკერის მახლობლად ცხოვრობენ. გ) რაც მაღლაა ფენა განლაგებული, მით უფრო რთულ ფორმებს შეიცავს. ზღვის ხერხემლიანი ცხოველები (თევზები, სელაპები და ა.შ.) მნიშვნელოვანწილად საფრთხისაგან თავდაცვისუნარიანები არიან (გაქცევა შეუძლიათ), ამიტომ არც ისე ადვილად ხდებიან მეწყერისა და წყალდიდობების მსხვერპლნი. მომწამვლელი ნივთიერებებისადმი მაღალი გამძლეობაც ეხმარებათ წარღვნის დასაწყისში არ დაიღუპონ. ამიტომ მათ ამოთხრილ ნაშთებს მოლუსკებთან შედარებით ზედა ფენებში პოულობენ. ისინი ხშირად მასიურად დამარხულნი გვხვდებიან, რადგან მოზღვავებულმა ტალღამ ერთად წაიღო, ანდა მოულოდნელად კატასტროფა დაატყდა თავს. მაგალითად, კალიფორნიაში 10 კვ.მ-ზე განფენილი 1 მილიარდზე მეტი თევზის ნაშთი იპოვეს. დასახიჩრებული მოკრუნჩხული გვამები, მათ არაბუნებრივ სიკვდილზე მეტყველებს, როგორც ევოლუციის თეორიის მიხედვით იყო მოსალოდნელი. წყალხმელეთა ცხოველები და ქვეწარმავლები (ბაყაყები, ნიანგები და ა.შ.) ჭაობის სანაპირო ზოლში ბინადრობენ. ამიტომ ისინი კიდევ უფრო მაღალ ფენებში გვხვდებიან. ძუძუმწოვრებისა და ადამიანების ნამარხ ნაშთებს იშვიათად და მხოლოდ ყველაზე მაღალ ფენებში პოულობენ. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ წყლის ადიდებისას ცხოველები მთებს აფარებდნენ თავს, მაგრამ მთებიც დაიფარა წყლით. მათი გვამები ლპობას იწყებდა, რადგან დანალექი ფენები მათ მაშინვე ბოლომდე არ ფარავდა. იგივე მიზეზის გამო ნამარხი ფრინველები და მწერები, იგულისხმება უფრო იშვიათად და ამასთან მხოლოდ ზედა ფენებში გვხვდება. სხვათა შორის მთებში, გამოქვებულებში ბევრი ნაკვალევია შემორჩენილი. სიმაღლისაკენ რომ მივყავართ, რაც ცხოველების წყლისაგან გაქცევას მოწმობს. ორგანიზმები მხოლოდ იმ შემთხვევაში ქვავდება, თუ მას უცაბედად უწყდება ჰაერი. სხვანაირად ეროზიული ძალები, ბაქტერიების ზემოქმედება, ამინდის პირობები მას პროცესის დასასრულამდე შლიან. ჩვენს დროში გაქვავებები ძირითადად იმგვარად წარმოიშობიან, როგორც ადრე, როცა მოდენილი წყალი უცაბედად ფარავს სხეულს რომელიმე მკვრივი მასალით. გაქვავება არასოდეს არ წარმოიშობა სხეულის ჭაობში დაფლვისას ან ჰაერის თანდათანობით შეწყვეტის შემთხვევაში. ან თუ ის არასაკმარისად მკვრივი ნივთიერებებით იფარება, მაგ. ფოთლებით (ტყეში) ან ქვიშით (სანაპიროზე). ვიდრე წარღვნა მძვინვარებდა დედამიწის ფლორისა და ფაუნის 2/3 განადგურდა. რადგან ცოცხალი ორგანიზმების მხოლოდ 1/3 დარჩა, ბუნებრივია, რომ ნამარხ ორგანიზმებს შორის ბევრი ჩვენთვის ერთობ უცნაურად გამოიყურება. ჩვენ გვეხმარება ვიფიქროთ, რომ ეს ნამარხები გარდამავალ ფორმებს წარმოადგენენ, რადგან ისინი ჩვენთვის ცნობილი ცოცხალი ორგანიზმების არცერთ ჯგუფში არ შედიან. ასეთ მაგალითებად არქეოპტერიქსი, სამჩლიქინი ცხენი და ადამიანისმაგვარი მაიმუნები - ავსტრალოპტიკები გამოგვადგებიან. ვულკანურმა ფერფლმა და ნაცარმა თვეობით დაფარა მზე. მზის ჩასვლასთან ერთად ტემპერატურა დედამიწაზე მკვეთრად ეცემა. მიწა უჩვეულოდ სწრაფად ცივდება, პოლუსებზე უზარმაზარი მყინვარები აღიმართებიან და ყოველივე ეს წარღვნის საფუძველზე. დგება ე.წ. გამყინვარების პერიოდი. გაყინული წყლები

27

Page 28: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

სამხრეთ პოლუსზე მოულოდნელად ცხოველების მთელ ფარებს მაგალითად მამონტებს ყინავდნენ. ასობით მამონტი ადგილზევე გაიყინა და ასე შემორჩა საკვებით პირში. თამამად შეიძლება მტკიცება, რომ მამონტები მიწის ქერქის ნაღვარევში არ მოხვედრილან, როგორც ამას ზოგიერთი ევოლუციონისტი ვარაუდობს, რადგან იმავე ფენაში მათთან ერთად სხვა ძუძუმწოვრების ბევრი ძვალიცაა შემონახული. მამონტები ნაპრალებში რომ ჩავარდნილიყვნენ, მიწის საკუთარი ფენისაგან რამდენადმე დაშორებული აღმოჩნდებოდნენ. ციმბირში ერთ მილიონამდე დაფლული მამონტია. ბელგიაში ათეულობით ათასი დინოზავრის ძვალი და მთელი ჩორჩხი იპოვეს 30 მეტრიანი სისქის ფენაში დაფლული. სულ ცოტა ხნის წინათ ჩინეთში 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე 70000 დინოზავრის ნაშთი ნახეს. დინოზავრის ანალოგიური სასაფლაო ყველა კონტინენტზე აღმოჩნდა. ევოლუციის თეორია არ იძლევა ათობით ასეთი გიგანტური მასიური სასაფლაოების არსებობის დამაკმაყოფილებელ ახსნას. მაგალითად, ლოს-ანჟელესის მახლობლად ყველა ეპოქისა და განსხვავებული კლიმატური სარტყლის ყველა ჯიშის ცხოველია ერთსა და იმავე ადგილზე მასიურად დასაფლავებული. ნუთუ ყველა ეს ცხოველი იმისათვის მოვიდა და მწყობრად დაწვა, რომ ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო?   3. წარღვნის შემდეგ მიწისძვრებმა და ქარიშხალმა დაანგრია ყველაფერი, რაც ადამიანურმა კულტურამ შექმნა. ნოეს შთამომავლებს ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ. ასეთ საცოდავ დღეში ყოფნის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ მღვიმეები და სხვა თავშესაფარი მოეძებნათ და იარაღები ხისა და ქვისგან გამოეთალათ (ქვის ხანა). მხოლოდ მაშინ, როცა ხელახლა აღმოაჩინეს რკინის საბადო, შეძლეს უფრო დახვეწილი იარაღის დამზადება. შეუჩვეველმა სიტუაციამ, მკაცრმა კლიმატმა, ნესტიანმა მღვიმეებმა და არასაკმარისი რაოდენობის ერთფეროვანმა საკვებმა ადამიანები ტანმორჩილი და სუსტი გახადეს. ადამიანის ორგანიზმმა დეგრადაცია განიცადა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა რეგიონში ეს პროცესი სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდა, რასაც ნეანდერტანელი ადამიანისა და გამართულადმოსიარულე ადამიანების ნაშთები გვიჩვენებს, რომლებიც ალბათ წარღვნებს შეეგუა, მხოლოდ მაშინ შეძლო ახალი იარაღების დამზადება, და მიწის ნაკვეთების დამუშავება, მტკიცე სახლები ააშენა და უფრო ჯანმრთელი გახდა. ცხოველები კიდობნიდან მთელს დედამიწაზე გავრცელდნენ. ისინი პატარა იზოლირებულ გჯუფებს წარმოადგენდნენ და ცხოვრება ექსტრემალურ ვითარებაში უხდებოდათ. ბიოლოგები მოწმობენ, რომ ასეთი სიტუაციები იდეალურად მოქმედებს მრავალრიცხოვანი ვარიაციებისა და განსხვავებული სახეობების წარმოქმნისათვის. მიწის მთელი ზედაპირის 75% წყლით მოტანილი დანალექი ქანებითაა დაფარული, რაც წარღვნის თვალნათელი მოწმობაა. მაგალითად ამერიკაში, არიზონას შტატში არსებული დიდი კანიონი გამოდგება. აქ დანალექი ფენები, რომელთა საერთო სიღრმე 1500 მ-ია, აბსოლუტურად ხელუხლებელი ჰორიზონტალურად ძევს. დანალექი ფენების ასეთი განლაგების ერთადერთი შესაძლებელი ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ფენები წარმოიშვა ელვის სისწრაფით მოვარდნილი წყლისგან, მაშინ, როცა მათი სისქე გვიჩვენებს წყალდიდობის გიგანტურ სიდიდეზე. ფენები მილიონობით წლის მანძილზე კი არ ჩამოყალიბებულა, არამედ ძალიან მოკლე დროის განმავლობაში იქნა მოლექილი: ყველა ეს ფენა ერთდროულად რბილი იყო! ამის საბუთად მდინარე კოლორადოს კალაპოტი გამოდგება, თავისი მკვეთრი სიმეტრიული ზოლებით ფენებად რომ კვეთს 15000 მ სიღრმის კანიონს.

28

Page 29: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

მდინარის ასეთი სიმეტრიული და მძაფრი ვულკანის გაკეთება მხოლოდ რბილ საფუძველზე შეუძლია. მყარი ფენების არსებობის შემთხვევაში მდინარე ვერ ამოთხრიდა დაკლაკნილსა და ამავე დროს ღრმა კალაპოტს. კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ წარღვნა მსოფლიო კატასტროფა იყო: ყველა პირველყოფილ ხალხებს მთელს მსოფლიოში ჩინეთში, ინდოეთში, სამხრეთ ამერიკაში, პერუში, სკანდინავიის მხარეში შემორჩენილი აქვთ ლეგენდები წარღვნაზე (მთლიანად 80-ზე მეტ ერსა და ტომს).

წარღვნის შემდეგ ადგილი ჰქონია ზოგიერთ სხვა კატასტროფას. პირველი ალბათ კონტინენტების დაყოფა იყო (შესაქმე 10, 25) გეოლოგები ფიქრობენ, რომ თავდაპირველად ყველა კონტინენტი ერთ მთლიან უშველებელ ხმელეთს ე.წ. პანგეას წარმოადგენდა. შემდეგ ეს ხმელეთი რამდენიმე კონტინენტად დაიყო. გადაადგილებებისა და შეჯახებების შედეგად ისეთი მაღალი მთის მასივები წარმოიქმნა, როგორიც ალპები, ჰიმალაი და კლდოვანი მთებია. ის ნიშნავს, რომ მანამდე მთები ასეთი მაღალი არ იყო, ზღვები ასეთი ღრმა, როგორც ახლა. მიწაზე ადვილად ხდებოდა წყალდიდობები. თავიდან ხმელეთის უეცარი გაყოფა მოხდა კონტინენტებად, ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანისათვის საგრძნობი იყო, როგორც შესაქმის წიგნიდან ჩანს. კონტინენტების უმნიშვნელოდ მცირე შერევა (1-15 სმ წელიწადში), რომელიც დღეს შეიმჩნევა, ალბათ, გადაადგილების უკანასკნელ ეტაპებს წარმოადგენს, რომელსაც დასაწყისი ფალეკის პერიოდში დაედო. ეს პროცესი შეიძლება ლოკომოტივს შევადაროთ, რომელიც ბიძგს აძლევს ვაგონს. ბიძგის შემდეგ ვაგონი თანდათან ანელებს თავის მოძრაობას და ბოლოს ჩერდება.   რამდენიმე დამატებითი ფაქტიევოლუციონისტების არგუმენტებმა ორ მოდელს შორის კამათისას (ევოლუციონისტურსა და კრეაციონისტულს), კარგა ხანია რაც თავისი აქტუალობა დაკარგეს. მაგრამ ძველ სახელმძღვანელოებსა და პოპულარულ ლიტერატურაში ეს მონაცემები შეტანილია, როგორც ევოლუციის დამადასტურებელი ფაქტები. ამიტომ ჩვენ მათ მოკლედ განვიხილავთ.   ჩანასახის განვითარებაწარსულში ითვლებოდა, რომ ადამიანის ჩანასახის განვითარება ევოლუციის პროცესის შეკუმშულ განმეორებად დეკაპიტულაციად გვევლინება. ადამიანის ემბრიონი თანმიმდევრულად მეტ-ნაკლებად თევზის, წყალხმელეთა ამფიბიების ცხოველებს, ქვეწარმავლებს და ბოლოს ძუძუმწოვრებს ჰგავს. მაგალითი, რომელიც ყოველთვის მოჰყავთ - განვითარების ადრეულ ეტაპზე ემბრიონს აქვს თევზის მსგავსი ლაყუჩები - მხოლოდ გარეგნული და ერთობ ზედაპირული მსგავსებაა. ე.წ. „ლაყუჩები“ ჯერ არდაბადებულ ბავშვში არ ასრულებენ სუნთქვის ფუნქციას, როგორც ეს თევზებთან გვხვდება: ადამიანის ემბრიონი ჟანგბადს პლანცეტის მეშვეობით იღებს. სინამდვილეში ეს ლაყუჩები სხვა არაფერია, თუ არა ქსოვილის ფენები, რომლისგანაც სხვადასხვა ორგანოები ვითარდება; როგორც ჩანს ეს სხეულის განსაზღვრული ნაწილების განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ადამიანის ემბრიონი თავისი განვითარების ადრეულ საფეხურზე რომ ყოფილიყო მოწყობილი, კარგად განვითარებას ვერ შეძლებდა. თვით ევოლუციონისტებსაც კი აღარ სწამთ, ემბრიონის მიერ ევოლუციური პროცესის გავლის თეორია. უნივერსიტეტებში მას ხშირად ხუმრობით ციტირებენ, რათა აჩვენონ რამდენად გულუბრყვილონი იყვნენ ძველად ადამიანები და როგორი ციებ-ცხელებით ეძებდნენ არგუმენტებს ევოლუციის სასარგებლოდ. რუდიმენტული ორგანოები. ეს ის ორგანოებია, რომლებიც ბოლომდე არ განვითარდნენ, ან ორგანიზმში არანაირ ფუნქციას არ ასრულებენ, ყოველ

29

Page 30: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

შემთხვევაში, როგორც ეს ჩვენ გვეჩვენება. დღემდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს ასზე მეტი ასეთი ორგანო აქვთ. მათ მიაკუთვნებდნენ: ნუშისებრ ჯირკვლებს, მესამე ქუთუთოს, აპენდიციტს და ა.შ. მაგრამ რამდენადაც ჩვენი ცოდნა იზრდება, რუდიმენტული ორგანოების რაოდენობა კლებულობს. აღმოჩნდა, რომ ეს ორგანოები რაღაც სამუშაოს ორგანიზმში ასრულებენ. რუდიმენტული ორგანოების კლასიკურ მაგალითს ვეშაპის „უკანა კიდურები“ წარმოადგენს. დაახლოებით სხეულის შუაში ვეშაპს 15-25 სმ. სიგრძის ძვლოვანი გამონაზარდები აქვს. დღემდე ითვლებოდა, რომ ეს ძვლები სრულიად უსარგებლოა და ფეხების ნაშთებს წარმოადგენენ, რომლითაც ცხოველი ოდესღაც ხმელეთზე გადაადგილდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ვეშაპი ძუძუმწოვარი ცხოველია, ხოლო ევოლუციის თეორიის თანახმად, ის ხმელეთიდან ისევ ზღვას დაუბრუნდა. კვლევებმა ცხადჰყო, რომ ეს წანაზარდები არ ყოფილა უსარგებლო და არც განუვითარებელი უკანა კიდურები, არამედ ისინი სასქესო ორგანოების დაცვის ფუნქციას ასრულებენ. შეგიძლიათ წარმოდგინოთ, რომ შემთხვევითობის წყალობით ცხოველს კუდი განუვითარდეს, სხეულმა გაწელილი ფორმა მიიღოს, თავის ზევით ნესტოები გადაუვიდეს და მკერდის ისეთი საწოვარი განუვითარდეს, რომ ახლადდაბდებული ვეშაპი წოვის პროცესში არ ჩაიძიროს. როგორ შეიძლება ქცევის სტერეოტიპები ისე შეცვლილიყო, რომ ვეშაპები არ ჩაძირულიყვნენ, განსაკუთრებით ახლადდაბადებული ვეშაპები. ნუთუ ყველა ეს ცვლილება შემთხვევითი მუტაციის წყალობით მოხდა მილიონობით წლის განმავლობაში. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ იმ დროს დაბადებული ვეშაპის ნაშიერნი უნდა დამხრჩვალიყვნენ...   იხვნისკარტაიმის მტკიცება, რომ იხვნისკარტა გარდამავალ ფორმას წარმოადგენს და ამიტომ ევოლუციის თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს, შედარებით მცირე უგუნურებაა. იხვნისკარტა სრულიად დამოუკიდებელი სახეობაა. მას იხვის ნისკარტი და გაერთიანებული თათები აქვს, ის ბუდეს ბალახისგან იკეთებს და კვერცხებზე ზის როგორც კრუხი. განა იმას ნიშნავს, რომ ის ვითარდებოდა როგორც ფრინველი? ამასთან მას 4 ფეხი, კანის ბეწვიანი საფარი და თახვის მსგავსი კუდი აქვს. შვილებს რძით კვებავს, როგორც ძუძუმწოვარა. არცერთი ევოლუციონისტი არ დაიწყებს მტკიცებას, რომ ჩიტებსა და ძუძუმწოვრებს შორის გარდამავალი ფორმები არსებობს: ხომ ითვლება, რომ ფრინველები რეპტილიებისაგან განვითარდნენ და არა ძუძუმწოვრებისაგან! ევოლუციის თეორიის პოპულარობის მიზეზი მის თითქოს მეცნიერულობაში კი არ იმალება, არამედ იმაში, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ დაუშვან სხვა შესაძლებლობა: სამყაროს შექმნა ყოვლისშემძლე ღვთის მიერ. შემთხვევითი არ არის, რომ ევოლუციის თეორია ასე პოპულარული იყო კომუნისტურ ათეისტურ ქვეყნებში, სადაც ის სახელმწიფო რელიგიის რანგში იყო აყვანილი. ეს თეორია იძლევა იმ მტკიცების „მეცნიერულ საფუძველს“, რომ ღმერთი არ არსებობს და რომ ადამიანი არანაირი უმაღლესი არსების წინაშე პასუხისმგებელი არ არის. ევოლუციის თეორიის ცნობილმა მედროშემ ჰექსლიმ ეს ასე გამოხატა: „ეს ახალი (ევოლუციური) თეორია საოცრად გვათავისუფლებს ზედმეტად ვიწრო დაბადების წიგნის მუნდირისაგან (თავი 1 და 2). რადგან თუ შესაქმის გვჯერა, მაშინ ცოდვით დაცემისა და ყოვლისშემძლე ღვთის არსებობისაც უნდა გვჯეროდეს, რომელიც პასუხისგებისთვის გვიხმობს და რომელსაც უნდა დავემორჩილოთ. ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ ჩვენ იესო ქრისტე გვჭირდება, როგორც ჩვენი გამომხსნელი და ჩვენი ცოდვების გამომსყიდველი. ადამიანები, რომელთაც არ სურთ ღმერთს

30

Page 31: ხობრინკი ბენƒ®ობრინკი... · Web viewრატომ არ შეუძლია სხვა თევზების მსგავსად

ემსახურონ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ის ჩვენი ცხოვრებიდან გამორიცხონ“.   შემაჯამებელი სიტყვამას შემდეგ, რაც დარვინმა 1859 წელს „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ თავისი წიგნი გამოაქვეყნა, მილიონობით სწავლული ცდილობდა და ცდილობს ევოლუციის თეორიის სამართლიანობა დაამტკიცოს, მაგრამ ბუნების შესახებ ჩვენი ცოდნის ზრდასთან ერთად ევოლუციის თეორია ყოველგვარ საფუძველს კარგავს. აი, რას წერს ევოლუციონისტი სწავლული მაიკლ დენტინი თავის წიგნში: „მცდარია იმის მტკიცება, რომ ბიოლოგიურ მეცნიერებაში პროგრესული მიღწევები აუცილებლად ადასტურებს ევოლუციური თეორიის სისწორეს“ და კიდევ 1859 წლიდან მოყოლებული დარვინისეული ევოლუციური თეორია არ დასტურდება არც ერთი ემპირიული ფაქტით, არც ერთი მეცნიერული აღმოჩენით“. პირიქით, ასობით ევოლუციონისტური თეორიის საწინააღმდეგო ფაქტი აღმოჩნდა. და მაინც ამ თეორიის მიმდევრები ძნელია გადაარწუნო მენიერული არგუმენტაციით, რადგან ევოლუციასა და შესაქმეს შორის არჩევანი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ორ თეორიას შორის არჩევანი. ეს არჩევანი ეხება ადამიანის ცხოვრების გულისგულს: გვჯეროდეს თუ არა ყოვლისშემძლე ღვთის არსებობისა. თუ ჩვენ პატიოსნად და ობიექტურად შევისწავლით ბუნებას და შევადარებთ იმასთან, რასაც ბიბლია გვეუბნება, დავინახავთ, რომ სიტყვა ღმრთისა და ღმერთის ქმნილება სრულ თანხმობაში იმყოფებიან და ერთმანეთს ავსებენ. ეს ორი საშუალებაა, რომელთა წყალობითაც ღმერთი კაცობრიობას თავისთავს განუცხადებს, ორი ხერხი, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ მისი ძალისა და ღმრთაებრიობის შესახებ შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ამის თაობაზე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში გვაუწყებს პავლე მოციქული (1, 20). ღმერთის შეცნობა და მასთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი. დაბადების დასაწყისში ღმერთმა თქვა: „შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად“ (დაბადება 1, 26). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თითქმის მისი სწორნი ვართ, რომ ჩვენ მასთან ერთ სიმაღლეზე ვართ, და მის ქმნილებას წარმოვადგენთ, რომელსაც მას როგორც თავის მეგობარს, ისე შეუძლია მიმართოს, როგორც თავის ერთადერთ ქმნილებას, რომელსაც უკვდავი სული და თავისუფალი ნება აქვს. ჩვენი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თავისუფალნი ვართ რა, მუდამ არასწორ არჩევანს ვაკეთებთ, რის შედეგადაც მიზანს ვცდებით და ღმერთთან კავშირს ვკარგავთ. მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვიძლია ხელახლა დავუბრუნდეთ სწორ გზას და ხორცი შევასხათ ჩვენი მიწიერი ცხოვრების მიზანს: საკუთარ შემოქმედს დავუმეგობრდეთ.

 

31