ჰუმანიტარულ - tbeli.getbeli.ge/pdf/filologia.pdf · (ვენის...

17
1 დამტკიცებულიასაქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება № 02-01/03. 30.01.2019 აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი განხილულიაჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს მიერ. ოქმი 02-03-06/01. 26. 01. 2019 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა ფილოლოგია აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი პროგრამის მოცულობა 240 ECTS კრედიტი პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი თალიკო ბერიძე ხიჭაური 2019

Upload: others

Post on 27-Dec-2019

12 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

1

„დამტკიცებულია“

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის

აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება № 02-01/03. 30.01.2019

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი, სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

„განხილულია“

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საბჭოს მიერ.

ოქმი № 02-03-06/01. 26. 01. 2019 წ

საქართველოს საპატრიარქოს

წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა

ფილოლოგია

აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი

პროგრამის მოცულობა 240 ECTS კრედიტი

პროგრამის ხელმძღვანელი:

პროფესორი თალიკო ბერიძე

ხიჭაური 2019

2

1. პროგრამის სახელწოდება: ფილოლოგია

2. განათლების საფეხური: ბაკალავრიატი

3. აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი

4. პროგრამის მოცულობა: 240 ECTS კრედიტი

საუნივერსიტეტო საგნები - 40 კრედიტი, სპეციალობის ძრითადი საგნები – 125, მათ

შორის საბაკალავრო ნაშრომი (არჩევითი) – 10 კრედიტი. არჩვითი საგნები – 15

კრედიტი და დამატებითი სპეციალობა – 60 კრედიტი.

5. სწავლების ენა: პროგრამა განხორციელდება ქართულ ენაზე

6. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:

ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, კურსადამთავრებულს

მისცეს ისეთი განათლება, რომ მან შეძლოს წარმატებული სამსახურებრივი კარიერის

შექმნა; კერძოდ, შეასწავლოს ზოგადად ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ

მეცნიერებებთან დაკავშირებული ინტერდისციპლინური საკითხები, გააცნოს

ლიტერატურათმცოდნეობითი და ენათმეცნიერული კვლევის დანიშნულება და

მნიშვნელობა; განუვითაროს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზისა და

კრიტიკული შეფასების, მათი ისტორიულ და კულტურულ ჭრილში განხილვის,

კომენტირებისა და ინტერპრეტირების უნარი, შეასწავლოს ქართული ენის სტრუქტურა

და ისტორია, მისცეს ერთ-ერთი ევროპული ენის ცოდნა. გამოუმუშაოს სტუდენტს

პრაქტიკული უნარები შემდეგი მიმართულებებით: ენათმეცნიერების,

ლიტერატურათმცოდნეობის და საგამომცემლო საქმის სფეროებში, ხელი შეუწყოს

ქართული ლიტერატურის და კულტურის სიღრმისეულ გააზრებას ევროპული

ცივილიზაციის კონტექსტში. პროგრამის მიზანია, ფილოლოგიის ბაკალავრს ქართული

ფილოლოგიის სპეციალობით ჰქონდეს ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ

კომპლექსური ცოდნა, რათა მან პედაგოგიური მიმართულებით დამატებითი

კვალიფიკაციის მიღების შემთხვევაში შეძლოს დასაქმება ქართული ენისა და

ლიტერატურის მასწავლებლად სკოლაში, ასევე შეეძლოს მუშაობა მასმედიის და

საგამომცემლო სფეროში, საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში,

კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების საფუძველზე კი სამეცნიერო-კვლევითი და

პედაგოგიური საქმიანობის გაგრძელება. კურსდამთავრებულის ფართო ჰუმანიტარულ–

ფილოლოგიურ განათლება და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ჩვევები, მას არა

მხოლოდ ქართული ფილოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა

პროფილით სწავლის გაგრძელების საშუალებასაც აძლევს. ამასთან, პროგრამის მიზანია,

გამოუმუშაოს ახალგაზრდას მეცნიერული პატიოსნებისა და ღირსების შეგნება, რათა

საკუთარი თავდაუზოგავი შრომითა და მაღალი პროფესიონალიზმით მან ხელი შეუწყოს

ჩვენს საზოგადოებაში ჯანსაღი სამოქალაქო შეგნებისა და დემოკრატიული იდეების

დამკვიდრებას.

7. პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

პროგრამაზე დაშვება ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და

„საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის

3

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მოთხოვნათა შესაბამისად. პროგრამაზე

ჩაირიცხებიან პირები, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები.

8. სწავლების ფორმატი:

სწავლა წარიმართება ლექციების, სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების

ფორმატით.

9. სწავლების შედეგები

ბაკალავრიატის სწავლის შედეგები

კრიტ

ერიუ

მები

ზოგადი

კომპეტენციები

დარგობრივი კომპეტენციები

ცო

დნა

და

გაც

ნობ

იერ

ება

სფეროს ფართო

ცოდნა, რომელიც

მოიცავს

თეორიებისა და

პრინციპების

კრიტიკულ

გააზრებას. სფეროს

კომპლექსური

საკითხების

გაცნობიერებას

1. ქართველური ენების მიმართულებაში

კურსდამთავრებულმა იცის: ქართული სალიტერატურო

ენის ნომრები; ქართული სალიტერატურო ენის

განვითარების ისტორია; ქართული ენის გრამატიკა და

ლექსიკა; ქართული ენის სტრუქტურა და განვითარების

ისტორია.

2. ქართული ლიტერატურის მიმართულებაში

კურსდამთავრებულმა იცის: ქართული ლიტერატურის

განვითარების ისტორია; ქართული ლიტერატურის

ჟანრები, ქრესტომათიული ტექსტები და მათი ავტორების

ბიოგრაფიები.

3. აცნობიერებს ქართული ფილოლოგიის კომპლექსური

საკითხების ძირეულ კავშირს ენათმეცნიერებისა და

ლიტერატურის თეორიის ძირითად პრობლემებთან,

აგრეთვე, ქართული ენისა და ლიტერატურის ადგილსა და

როლს ენობრივი და ლიტერატურული ურთიერთობების

კონტექსტში;

ინტერდისციპლინური კომპეტენციები მოიცავს ბაზისურ

ცოდნას ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა: საქართველოს

ისტორია, ფსიქოლოგია, ფილოსოფიის შესავალი,

კულტურის ისტორია, ქართული პალეოგრაფია,

კლასიკური ენა, ანტიკური ლიტერატურის ისტორია,

საინფორმაციო ტექნოლოგიები და უცხო ენა.

4

ცო

დნი

ს პრ

აქტ

იკა

ში

გამ

ოყე

ნებ

ის

უნა

რი

სფეროსათვის

დამახასიათებელი

და ასევე

ზოგიერთი

გამორჩეული

მეთოდის

გამოყენება

პრობლემების

გადასაჭრელად,

კვლევითი ან

პრაქტიკული

ხასიათის

პროექტის

განხორციელება

წინასწარ

განსაზღვრული

მითითებების

შესაბამისად

კურსდამთავრებულს შეუძლია:

1. ფილოლოგიური ცნებებით ოპერირება; მიზნის

ადეკვატური ენობრივი ერთეულების შერჩევა და

აკადემიურ გარემოში საჭირო სხვადასხვა დანიშნულების

ტექსტების შექმნა ქართულ ენაზე;

2. ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი

ძირითადი მეთოდების (ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი,

სინთეზი და ახსნა–განმარტება) გამოყენებით წყაროების

დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის

პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული

მითითებების შესაბამისად;

3. წინასაწარ განსაზღვრული მითითებით ძირითადი

ენათმეცნიერული და ლიტერატურათმცოდნეობითი

მეთოდების (ტიპოლოგიური კვლევა,

კომპარატივისტული..) გამოყენება ამა თუ იმ პრობლემის

გადასაჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის

პროექტის (ნაშრომის) განსახორციელებლად;

4. საშუალო სირთულის ძველი ქართული ეპიგრაფიკული

ძეგლებისა და ხელნაწერების წაკითხვა;

5. ძველი და ახალი ქართული ენის სხვადასხვა ტიპის

ლექსიკონების გამოყენება;

6. ლიტერატურულ ტექსტებზე დაკვირვება, მათი აღწერა

და ინტერპრეტაცია;

7. შეუძლია ქართული ლიტერატურისა და

ზეპირსიტყვიერების ერთ მთლიან კულტურულ

კონტექსტში გააზრება.

5

დას

კვნი

ს უ

ნარ

სფეროსათვის

დამახასიათებელი

მონაცემების

შეგროვება და

განმარტება, ასევე

განყენებული

მონაცემებისა და/ან

სიტუაციების

ანალიზი

სტანდარტული და

ზოგიერთი

გამორჩეული

მეთოდის

გამოყენებით,

დასაბუთებული

დასკვნის

ჩამოყალიბება

1. კურსდამთავრებულს შეუძლია ქართველური

ენათმეცნიერების, ქართული ლიტერატურის,

ლიტერატურათმცოდნეობის, ზეპირსიტყვიერებისათვის

დამახასიათებელი მონაცემების მოპოვებისა და მათ საფუძ-

ველზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბება;

2. ჰუმანიტარულ სფეროში სხვადასხვა პრობლემატიკის

ირგვლივ საკუთარი აზრის დამაჯერებლად

ჩამოყალიბება/არგუმენტირება;

3. ლოგიკური მსჯელობა, ანალიტიკური და კრიტიკული

აზროვნება, სწორი დასკვნების გაკეთება;

4. ახალი მონაცემების ანალიზი ენათმეცნიერული და

ლიტერატურათმცოდნეობის მეთოდების გამოყენებით

(ანალიზი და სინთეზი).

5. პრობლემების ამოცნობისა და მათი გადაჭრის უნარი

ქართული ლიტერატურათმცოდნეობისა და ლინგვისტური

ცოდნის გამოყენებით.

6. ხელმძღვანელის დახმარებით ქართული

ფილოლოგიის სფეროში არსებული საშუალო სირთულის

პრობლემების იდენტიფიკაციის და თანამედროვე

მეთოდების გამოყენებით მათი გადაჭრის გზების მოძიების

უნარი;

7. ანალიზის შედეგად დასკვნის გაკეთების უნარი.

კომუ

ნიკა

ცი

ის

უნა

რი

იდეების,

არსებული

პრობლემებისა და

გადაჭრის გზების

შესახებ დეტალური

წერილობითი

ანგარიშის

მომზადება და

ინფორმაციის

სპეციალისტებისა

და

არასპეციალისტები

სათვის ზეპირად

გადაცემა ქართულ

და უცხოურ

ენებზე,

თანამედროვე

საინფორმაციო და

საკომუნიკაციო

ტექნოლოგიების

შემოქმედებითად

გამოყენება

ჩამოყალიბებული აქვს:

1. ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია თანამედროვე

სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით და ქართული

ლიტერატურული მასალის გამოყენებით.

2. ქართული ენისა და ლიტერატურის არსებითი

საკითხების შესახებ კომუნიკაცია როგორც სპეციალისტთა

(ფილოლოგი, ფოლკლორისტი), ასევე

არასპეციალისტთა(დაინტერესებული ჯგუფები, ფართო

საზოგადოება, მედია და სხვა) წრეში.

3. ქართული ფილოლოგიის სფეროში დეტალური

წერილობითი ანგარიშის, საჯარო გამოსვლის ტექსტის,

საკვალიფიკაციო ნაშრომის მომზადება ქართულ ენაზე;

4. სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის

ქართულ ფილოლოგიასთან დაკავშირებული ინფორმაციის

ზეპირად გადაცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ

ენაზე;

5. დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით

მონაწილეობა და აუდიტორიის კითხვებზე

არგუმენტირებული პასუხის გაცემა;

6. სწავლებისა და კვლევის პროცესში საინფორმაციო

ტექნოლოგიების, ქართულ ფილოლოგიასა და ზოგადად

ფილოლოგიურ მეცნიერებებში არსებული უახლესი

ელექტრონული რესურსების გამოყენება.

6

სწავ

ლი

ს უ

ნარ

საკუთარი სწავლის

პროცესის

თანმიმდევრულად

და მრავალმხრივად

შეფასება, შემდგომი

სწავლის

საჭიროებების

დადგენა

1. შესწევს დამოუკიდებლად ან მინიმალური დახმარებით,

სპეციალური, ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურის

გამოყენების უნარი;

2. სასწავლო მიზნით დროის დაგეგმვისა და ორგანიზების

უნარი;

3. ბაკალავრიატში სწავლისას გამოკვეთილი ინტერესების

მიხედვით შემდგომ საფეხურზე სწავლის მიმართულების

განსაზღვრის უნარი.

ღი

რებ

ულ

ებებ

ი ღირებულებების

ფორმირების

პროცესში

მონაწილეობა და

მათ

დასამკვიდრებლად

სწრაფვა.

კურსდამთავრებულს აცნობიერებს და იცის:

1. პროფესიული ეთიკის ნორმები;

2. აკადემიური პატიოსნების რაობა;

3. საქართველოში ქართული ენისა და ლიტერატურის

მნიშვნელობა და ზრუნავს ენის სიწმინდის დაცვისათვის;

4. დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის

გრძნობა;

5. აქვს: ტოლერანტობისა და ინტელექტუალური

საკუთრების, პიროვნების თავისუფლებისა და საკუთარი

ერის წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა;

6. ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული

ღირებულებებისადმი პატივისცემის გრძნობა. ამ

ღირებულებების საზოგადოებაში დამკვიდრება.

10. სწავლის შედეგის მიღწევის ფორმები და მეთოდები: პროგრამის განხორციელების დროს გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები:

საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინების შესწავლისას, სწავლის

შედეგების მისაღწევად, იმისათვის, რომ მაგისტრმა მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა ქართველურ

ენათმეცნიერებაში, შეიძინოს შეასაბამისი უნარ–ჩვევები, თავადაც დასვას ახალი პრობლემები,

მონახოს მათი გადაჭრის გზები და დამოუკიდებლად შეძლოს მეცნიერული საკითხების კვლევა,

პროგრამაში გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი:

10.1. გონებრივი იერიში – გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის

შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის

ჩამოყალიბებასა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს

პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას.

10.2. დისკუსია– დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა

და აქტივობას. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული

შეკითხვებით. იგი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების

უნარს.

10.3. ჯგუფური მუშაობა - გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო

დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და

პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან

გამომდინარე, შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს

ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის

მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში როგორც წერითი, ასევე ზეპირი ფორმით.

10.4. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)- ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის

საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას, რომლის გადაწყვეტა მოითხოვს სტუდენტთა წიგნზე

მუშაობას.

7

10.5. ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ

გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა

და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.

10.6. დემონსტრირების მეთოდი – ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს.

შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში

შესაძლებელია მასალა მულტიმედიური მეთოდით მივაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი

მასალის დემონსტრირება შეიძლება განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე

სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის

აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ

სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს

საკითხის/პრობლემის არსს. შესაძლებელია მასალის ელექტრონული გზით მიწოდება.

გრამატიკული მასალის ახსნის პროცესში ეფექტურია სქემებისა და დიაგრამების შედგენა

(ვენის დიაგრამა, თევზის ჩონჩხი და სხვა).

10.7. პრაქტიკული მეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც სტუდენტს

პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს უყალიბებს, სტუდენტი შეძენილი ცოდნისა და პროფესორის

კონსულტაციის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ აქტივობებს,

როგორიცაა პრეზენტაციის მომზადება, ტექსტებზე დაყრდნობით ენობრივ

თავისებურებებზე დაკვირვება და გამოვლენა , სამაგისტრო ნაშრომის მომზადება და ა.შ.

10.8. გამოყენებული იქნება შემდეგი ტრადიციული ლოგიკის მეთოდები (ინდუქცია,

დედუქცია...):

სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ

ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან კონკრეტულისაკენ,

ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი

მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.

სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის

გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის

ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.

ახსნა–განმარტებითი მეთოდი –ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ.

პროფესორს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებითი

განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.

ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის შემადგენელ

ნაწილებად დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით არსებული ცალკეული

საკითხების დეტალური გაშუქება

სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების

დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც

მთელის დანახვის უნარის განვითარებას.

ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდი –გულისხმობს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ

ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული

მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

10.9. ვერბალური ანუ ზეპირი მეთოდი.

10.10. წიგნზე მუშაობის მეთოდი.

10.11. წერითი მუშაობის მეთოდი.

8

11. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

1. სტუდენტის სემესტრული მუშაობა თითოეულ საგანში ფასდება 100 ქულით, რომელიც

მიიღება მეცადინეობებზე სხვადასხვა აქტივობის, სემინარულ/პრაქტიკულ მუშაობაში

მონაწილეობის, რეფერატების, პრეზენტაციების, კვლევითი კომპონენტის, შუალედური

შეფასებების, დასკვნითი/ფინალური გამოცდების და სასწავლო კურსით

გათვალისწინებული სხვა შედეგების საფუძველზე.

2. სასწავლო კურსის საბოლოო შეფასება წარმოადგენს ამავე სასწავლო კურსით

გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, რაც იყოფა ორ ნაწილად და

გულისხმობს მიმდინარე და დასკვნითი შეფასებების ჯამს.

1. სასწავლო კურსის 100 ქულიანი შეფასებიდან მიმდინარე შეფასებას ეთმობა 60,

ხოლო დასკვნით გამოცდას 40 ქულა. შუალედური და დასკვნითი შეფასებები

შედგება შეფასების კომპონენტებისაგან, რომლებიც აერთიანებს ზეპირი ან/და

წერითი სახის გამოკითხვებს, გამოცდებს, პრაქტიკულ და თეორიულ

სამუშაოებს და ა.შ. არ შეიძლება სტუდენტის შეფასება, მხოლოდ ერთი

შეფასების კომპონენტის გამოყენებით.

5. შუალედური შეფასება მოიცავს:

ა) შუალედურ გამოცდას – 20 ქულა. შუალედური გამოცდის რაოდენობა

განისაზღვრება კონკრეტული სასწავლო კურსის შინაარსის მოთხოვნების

გათვალისწინებით, რასაც, „ტბელის უნივერსიტეტი“-ს ხარისხის სამსახურთან

შეთანხმებით ადგენს კონკრეტული საგნის მასწავლებელი, რაც აისახება ამავე

სასწავლო კურსის შეფასების აღწერაში;

ბ) მიმდინარე შეფასებებს – 40 ქულა. მიმდინარე შეფასებები შეიძლება

განხორციელდეს წერითი (წერითი დავალება, ტესტი, სიტუაციური ამოცანა,

პრაქტიკული/თეორიული დავალება და სხვა) და ზეპირი (ზეპირი მოსმენა,

სემინარი, პრეზენტაცია, დისკუსია, დებატები, ზეპირი მოსმენის სხვა აქტივობა)

გამოკითხვების ფორმით, გარდა წერითი და ზეპირი შეფასებისა, შეიძლება

გამოყენებული იყოს შეფასების სხვა მეთოდი.

2. შეფასების ცალკეული კომპონენტის შეფასების მეთოდები, შეფასების კრიტერიუმები

და შესაბამისი ქულის დაგროვების წესი განისაზღვრება ცალკეული სასწავლო კურსის –

საგნის სილაბუსით, სადაც დაცული უნდა იყოს შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:

ა) მიმდინარე შეფასების თითოეული წერითი გამოკითხვა შეიძლება შეფასდეს

მაქსიმუმ 10 ქულით;

ბ) მიმდინარე შეფასების თითოეული ზეპირი გამოკითხვა შეიძლება შეფასდეს

მაქსიმუმ 5 ქულით.

3. შუალედური გამოცდა უნდა ჩატარდეს წერითი ფორმით, ხოლო დასკვნითი გამოცდა

შეიძლება ჩატარდეს კომბინირებული, წერითი ან ზეპირი ფორმით. კომბინირებულ

გამოცდაში თანაბრად (50/50-ზე) დაცული უნდა იყოს წერითი და ზეპირი ნაწილების

ხვედრითი წილი.

4. თუ შეფასებას რამდენიმე გამომცდელი ახდენს, საბოლოო შედეგი მათი შეფასებების

საშუალო არითმეტიკულია.

9

5. შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21 ქულა, ხოლო

დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 20 ქულაა.

6. სტუდენტი ვალდებულია დაესწროს სალექციო მეცადინეობების მინიმუმ 50%–ს,

წინაააღმდეგ შემთხვევაში იგი დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება.

7. სტუდენტის მუშაობა ფასდება შემდეგი სქემით:

დადებითი შეფასებები:

ა) A-ფრიადი. მაქსიმალური შეფასების 91 - 100 ქულა;

ბ) B - ძალიან კარგი. მაქსიმალური შეფასების 81 - 90 ქულა;

გ) C - კარგი. მაქსიმალური შეფასების 71 - 80 ქულა;

დ) D-დამაკმაყოფილებელი. მაქსიმალური შეფასების 61- 70 ქულა;

ე) E-საკმარისი. მაქსიმალური შეფასების 51 - 60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:

ვ) FX - ვერ ჩააბარა. მაქსიმალური შეფასების 41 - 50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ

სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი

მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ზ) F – 0 – ჩაიჭრა. მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ

სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი

განმეორებით აქვს შესასწავლი.

8. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით

შეფასებაში მიღებული ქულათა რაოდენობა.

9. სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი

შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის საბოლოო

შეფასებაში.

10. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით

საგანმანათლებლო კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0–50 ქულის მიღების

შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

11. სტუდენტის გამოცდაზე შეუფასებლობის საფუძვლებია:

ა) დანიშნულ გამოცდაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ან გამოცხადება

და გამოცდის მსვლელობისას აუდიტორიის დატოვება;

ბ) გამოცდაზე სხვისი ნაშრომის ან ჩანაწერების (ე.წ. ,,შპარგალკა”) გამოყენება;

გ) გამოცდაზე შეფასების ამ კომპონენტისათვის დადგენილ ქულათა 50%-ზე ნაკლების

მიღება. დანიშნული გამოცდის საპატიო მიზეზით გადავადება ან გამოცდაზე უარის

თქმა, შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე,

საპატიო მიზეზის მითითებითა და დასაბუთებით, დეკანის თანხმობის

შემთხვევაში.

გამოცდის განმეორებით ჩაბარების პირობებია:

1. 41-დან 50 ქულამდე სემესტრული შეფასების პირობებში სტუდენტს, კიდევ

ერთხელ, იმავე სასესიო პერიოდში, ეძლევა დასკვნით გამოცდაზე გასვლის

უფლება, კურსის განმეორებით მოსმენის გარეშე.

10

2. თუ მიღებულ ქულათა ჯამი 41 ქულაზე ნაკლებია, სტუდენტი ვალდებულია

განმეორებით მოისმინოს სასწავლო კურსი.

3. საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში FX-ის მიღების შემთხვევაში

დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან

არანაკლებ 5 დღეში.

4. ძირითად და დამატებით გამოცდაზე დადასტურებული საპატიო მიზეზით

გამოუცხადებლობის შემთხვევაში სტუდენტისათვის განმეორებითი გამოცდის

ინდივიდუალური წესით დანიშნვა დაუშვებელია. აკადემიური დავალიანების

დაფარვა მას შეუძლია, მხოლოდ მომდევნო სემესტრის სასესიო პერიოდში.

5. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სამეცნიერო-კვლევით კომპონენტში

FX–41–50 შეფასების მიღების შემთხვევაში ბაკალავრს უფლება ეძლევა

გადაამუშაოს კვლევითი კომპონენტი და წარადგონოს მომდევნო სემესტრის

განმავლობაში, ხოლო იგივე კომპონენტში F–0 შეფასების მიღების შემთხვევაში

ბაკალავრი კარგავს იგივე სამეცნიერო–კვლევითი კომპონენტის წარდგენის

უფლებას.

დეტალური ინფორმაცია სასწავლო კურსის ფარგლებში დაგეგმილი შეფასების

ფორმებისა და კრიტერიუმების შესახებ აღწერილია კონკრეტული სასწავლო კურსის

სილაბუსებში.

საბაკალავრო ნაშრომი

1. ბაკალავრიატში კვლევითი კომპონენტის შესრულებისა და შეფასების

საკითხებს, ასევე მის შესრულებას ხელმძღვანელი განსაზღვრება შესაბამისი

სილაბუსის მიხედვით.

2. ბაკალავრიატში საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელს ამტკიცებს შესაბამისი

ფაკულტეტის საბჭო, აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი

საფეხურისათვის დადგენილ ვადებში.

3. საბაკალავრო ნაშრომი ფასდება 100 ქულიანი სისტემით (კრიტერიუმები: ლოგიკა,

არგუმენტაცია, მსჯელობა – 30 ქულა, ნაშრომის არქიტექტონიკა – 20 ქულა, გადმოცემის

უნარი–15 ქულა, სიახლე – 10 ქულა, დისკუსიაში ჩართვა – 15 ქულა, საპრეზენტაციო

მასალის გამოყენება – 10 ქულა). მისი გაფორმების, წარდგენისა და დაცვის

პროცედურები განსაზღვრულია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ

აბუსერისძის უნივერსიტეტის მიერ დადგენილი „სასაწავლო პროცესის

მარეგულირებელი წესის“ შესაბამისად.

11

12. სასწავლო გეგმა - დანართი 1

13. სწავლის შედეგების რუკა - დანართი 2

14. პროგრამის ადამიანური რესურსი:

1. თალიკო ბერიძე – პროფესორი (ქართული ლექსიკოლოგია, სტილისტიკა,

საბაკალავრო ნაშრომი);

2. იაშა თანდილავა- პროფესორი (მეგრულ-ლაზური მეტყველება);

3. ელზა ფუტკარაძე – პროფესორი (ახალი ქართული ენა 1-2-3-4-5, ქართველოლოგიის

შესავალი, ქართული დიალექტოლოგია, ქართული ენის პრობლემური კურსი);

4. მედეა რიჟვაძე – პროფესორი (აკადემიური წერა, ძველი ქართული ენა, ქართული

სალიტერატურო ენის ისტორია, ქართული პალეოგრაფია);

5. ნონო შუშანიძე - პროფესორი (ქართული ხელოვნების ისტორია);

6. ემენ დავითაძე – პროფესორი (საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორია);

7. ნათელა ბერიძე – პროფესორი (ფილოსოფია);

8. თეა თავბერიძე - ასოცირებული პროფესორი (ლიტმცოდნეობის შესავალი და

ლიტერატურის თეორია);

9. ეთერი დიასამიძე - ასოცირებული პროფესორი (ძველი ქართული ლიტერატურის

ისტორია -2-3, ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია -2, უახლესი ქართული

მწერლობის აქტუალური პრობლემები, ქართული ლიტერატურის კრიტიკის

ისტორია);

10. ნაილე მიქელაძე - ასოცირებული პროფესორი ( ძველი ქართული ლიტერატურის

ისტორია - 1);

11. ლელა კუკულაძე – ასოცირებული პროფესორი (ფოლკლორი, XX ს.-ის ქართული

ლიტერატურის ისტორია);

12. სულხან ალექსაია - ასოცირებული პროფესორი ( საქართველოს

ისტორია ( ზოგადი კურსი));

13. თამილა ჩურკვეიძე – მოწვეული ლექტორი (ინგლისური ენა );

14. ნინო ძნელაძე - მოწვეული ლექტორი (ძველი ბერძნული ენა);

15. თეა ხინთიბიძე – მოწვეული ლექტორი (ფსიქოლოგია);

16. მადონა კეჟერაძე - მოწვეული ლექტორი (რუსთველოლოგია ქართული საეკლესიო

მწერლობა)

17. გურამ ბახტაძე - მოწვეული ლექტორი (ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია -

1);

18. ლევან ხალვაში – მოწვეული ლექტორი (ენათმეცნიერების შესავალი, ზოგადი

ენათმეცნიერება);

19. ივერი მუკუტაძე - მოწვეული ლექტორი (საოფისე კომპიუტერული პროგრამები).

15. მატერიალური რესურსები:

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტს ბიბლიოთეკით, საკონფერენციო

დარბაზით, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თემების პრეზენტაცია

12

შესაძლებელია პროექტორის გამოყენებით, სტუდენტები ისარგებლებენ ინტერნეტქსელში

ჩართული კომპიუტერული ტექნიკით.

13

დანართი 1

ს ა ს წ ა ვ ლ ო გ ე გ მ ა

# კომპონენტები

კრედ

იტ

ები

ს რ

აოდ

ენო

ბა

საათ

ები

ს რ

აოდ

ენო

ბა საათების განაწილება

კრედიტების განაწილება

სემესტრების მიხედვით

ლექ

ცი

ჯგ

უფ

ში

მუ

შაო

ბა

შუ

ალედ

ურ

გამ

ოც

და

დას

კვნი

თი

გამ

ოც

და

დამ

ოუ

კიდ

ებუ

ლი

სამუ

შაო

I ს

ემეს

ტრ

II ს

ემეს

ტრ

III

სემ

ესტ

რი

IV ს

ემეს

ტრ

V ს

ემეს

ტრ

VI

სემ

ესტ

რი

VII

სემ

ესტ

რი

VIII

სემ

ესტ

რი

საუნივერსიტეტო

საგნები 40

1 ფსიქოლოგია 2 50 11 3 1 2 33 2

2 აკადემიური წერა 3 75 8 18 2 2 45 3

3 ფილოსოფია 2 50 11 3 1 2 33 2

4 ინგლისური ენია 20 42 1 2 80 5 5 5 5

უცხო ენა A 1-1 5 125

უცხო ენა A 2-2 5 125

უცხო ენა B 1- 3 5 125

უცხო ენა B 2 -4 5 125

5

საოფისე

კომპიუტერული

პროგრამები

5 125 15 27 3 3 77 5

6

საქართველოს

ისტორია

(ზოგადი კურსი)

3 75 11 15 2 2

45 3

7

ქართული ხელოვნების

ისტორია (ზოგადი

კურსი)

5 125 30 13 2 3 77 5

სპეციალობის

ძირითადი საგნები 125

8 ლიტმცოდნეობის

შესავალი 5 125 23 20 2 3 77 5

9 ძველი ბერძნული ენა 5 125 15 28 2 3 77 5

10

ძვ. ქართული

ლიტერატურის

ისტორია -I

5 125 26 17 2 3 77 5

11 ენათმეცნიერების

შესავალი 5 125 29 14 2 3 77 5

14

12

ძვ. ქართული

ლიტერატურის

ისტორია - II

5

125

23

20

2

3

77

5

13

ქართველოლოგიის

შესავალი 5 125 21 22 2 3 77 5

14 ახალი ქართული ენა -I 5 125 21 22 2 3 77 5

15 ფოლკლორი 5 125 20 23 2 3 77 5

16

ძვ. ქართული

ლიტერატურის

ისტორია - III

5 125 23 20 2 3 77 5

17 ახალი ქართული ენა-II 5 125 21 22 2 3 77 5

18 ლიტერატურის

თეორია 5 125 23 20 2 3 77 5

19

ახალი ქართული

ლიტერატურის

ისტორია -I

5 125 23 20 2 3 77 5

20 ახალი ქართული ენა -

III 5 125 20 23 2 3 77 5

21 ძველი ქართული ენა 5 125 28 15 2 3 77 5

22

ახალი ქართული

ლიტერატურის

ისტორია -II

5 125 23 20 2 3 77 5

23 ახალი ქართული ენა-

IV 5 125 20 23 2 3 77 5

24 ქართული სალიტერა-

ტურო ენის ისტორია 5 125 28 15 2 3 77 5

25 ზოგადი

ენათმეცნიერება 5 125 29 14 2 3 77 5

26

საზღვარგარეთის

ლიტერატურის

ისტორია

5 125 22 21 2 3 77 5

27 რუსთველოლოგია 5 125 21 22 2 3 77 5

28

XX საუკუნის

ქართული

ლიტერატურის

ისტორია

5 125 20 23 2 3 77 5

29 ახალი ქართული ენა -

V 5 125 21 22 2 3 77 5

30 ქართული

პალეოგრაფია 5 125 28 16 1 2 78 5

15

31

ან საბაკალავრო

ნაშრომი

ან

ქართული ენის

პრობლემური კურსი

უახლესი ქართული

მწერლობის

აქტუალური

პრობლემები

10 250 30 5 10

5 125 21 22 2 3 77 5

5 125 23 20 2 3 77 5

არჩევითი საგნები 15 10 5

32

ქართული

დიალექტოლოგია 5 125 21 22 2 3 77

33

ქართული საეკლესიო

მწერლობის ზოგადი

კურსი

5 125 21 22 2 3 77

34 სტილისტიკა 5 125 23 20 2 3 77

35 ქართული

ლექსიკოლოგია 5 125 23 20 2 3 77

36

ქართული

ლიტერატურის

კრიტიკის ისტორია

5 125 23 20 2 3 77

37 მეგრულ-ლაზური

მეტყველება 5 125 23 20 2 3 77

დამატებითი

სპეციალობა 60 10 10 20 20

სულ 240 30 30 30 30 30 30 30 30

* შენიშვნა ინგლისური ენის სასწავლო კურსებთან დაკავშირებით

ინგლისური ენის სწავლება მოიცავს სულ 20 კრედიტს.

ინგლისური ენის სწავლება ხდება სტუდენტთა ცოდნის დონის მიხედვით შემდეგი სქემის

შესაბამისად:

1. ნულოვანი დონის სტუდენტები ენის შესწავლას იწყებენ A-1 საფეხურით და აგრძელებენ A-2

დონით თანმიმდევრულად.

2. საბაზო დონის მქონე სტუდენტები ენის შესწავლას იწყებენ A-2 დონით და აგრძელებენ B-1

დონეს თანმიმდევრულად.

16

დანართი 2

სწავლის შედეგების რუქა

# კომპონენტები

კრედ

იტ

ები

რაო

დენ

ობ

დარგობრივი კომპეტენციები

ცო

დნა

და

გაც

ნობ

იერ

ება

ცო

დნი

ს პრ

აქტ

იკა

ში

გამ

ოყე

ნებ

ის

უნა

რი

დას

კვნი

ს უ

ნარ

კომუ

ნიკა

ცი

ის

უნა

რი

სწავ

ლი

ს უ

ნარ

ღი

რებ

ულ

ებებ

საუნივერსიტეტო საგნები 40

1. ფსიქოლოგია 2 + + +

2. აკადემიური წერა 3 + + + +

3. ფილოსოფია 2 + + + +

4. უცხო ენა 5 + + + + + +

5. საოფისე კომპიუტერული პროგრამები 5 + + +

6 საქართველოს ისტორია (ზოგადი კურსი) 3 + + + +

7 ქართული ხელოვნების ისტორია

(ზოგადი კურსი) 5 + + + + + +

სპეციალობის ძირითადი საგნები 125

8 ლიტმცოდნეობის შესავალი 5 + + + + +

9 ძველი ბერძნული ენა 5 + + + +

10 ძველი ქართული ლიტერატურის

ისტორია I 5 + + + + +

11 ენათმეცნიერების შესავალი 5 + + + +

12 ძველი ქართული ლიტერატურის

ისტორია II 5 + + + +

13 ქართველოლოგიის შესავალი 5 + + +

14 ახალი ქართული ენა I 5 + + +

15 ფოლკლორი 5 + + + + + +

16 ძველი ქართული ლიტერატურის

ისტორია III 5 + + + +

17 ახალი ქართული ენა-II 5 + + + +

18 ლიტერატურის თეორია 5 + + + + +

19 ახალი ქართული ლიტერატურის

ისტორია I 5 + + + +

20 ახალი ქართული ენა III 5 + + + +

21 ძველი ქართული ენა 5 + + + + +

22 ახალი ქართული ლიტერატურის

ისტორია II 5 + + + + + +

23 ახალი ქართული ენა IV 5 + + +

24 ქართული სალიტერატურო ენის

ისტორია 5 + + + + +

25 ზოგადი ენათმეცნიერება

5 + + + +

17

26

საზღვარგარეთის ლიტერატურის

ისტორია

5 + + + + + +

27 რუსთველოლოგია

5 + + + +

28

XX საუკუნის ქართული ლიტერატურის

ისტორია

5 + + + + +

29 ახალი ქართული ენა V 5 + + +

30 ქართული პალეოგრაფია 5 + + + +

31

საბაკალავრო ნაშრომი ან

ქართული ენის პრობლემური კურსი

უახლესი ქართული მწერლობის

აქტუალური პრობლემები

10 + + + + + +

5 + + +

5 + + + + + +

არჩევითი საგნები 15

32 ქართული დიალექტოლოგია 5 + + +

33 ქართული საეკლესიო მწერლობის

ზოგადი კურსი 5 + + + + + +

34

სტილისტიკა 5 + + + +

35

ქართული ლექსიკოლოგია 5 + + + + + +

36

ქართული ლიტერატურის კრიტიკის

ისტორია

5 + + + + +

37 მეგრულ– ლაზური მეტყველება 5 + + + +