გიორგი კორნაპელი

Post on 08-Jul-2015

365 Views

Category:

Documents

8 Downloads

Preview:

Click to see full reader

DESCRIPTION

prezentacia moamzades zestafonis #7 sajaro skolis moswavleebma, pedagog gocha gorgodzis xelmZRvanelobiT.

TRANSCRIPT

თემა:გიორგი კაპანაძე-კორნაპელი

მიზანი:გიორგი კორნაპელის შემოქმედების პოპულარიზაცია

თემის ავტორი:

ნინო კალატოზი

ხელმძღვანლი:

გოჩა გორგოძე

თემა განხილულია ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის სხდომაზე

და მიეცა დადებითი შეფასება.

ძველი მითების გავხდი მებაღე/გიორგი კორნაპელი/

“იყვნენ “ცისფერყანწელები” და იყო გალაკტიონი, არიანსამოციანელები და არის გიორგი კორნაპელი”

/გ.ბენიძე/

“გაქვთ სურვილი კიდევ ერთ დიად შემოქმედებას ეზიაროთ ქართულ პოეზიაში? თუ გაქვთ, იგი თქვენს თვალწინაა, მენდეთ და ეცადეთ, რწმენით მიხვიდეთმასთან...”

/გ. ბენიძე/

“ერთსა და იმავე დროს რთულიც რომ არის და მარტივიც, მაგრამ თვალ-ყურსთუ შეაგუებთ, შესაძლოა რთული გამარტივდეს და მარტივი - გართულდეს, რაციმას ნიშნავს, რომ პოეტის სამყაროში შეაღწიეთ... ჭეშმარიტი სიამოვნება ამის მერეგელოდებათ, რომელსაც დაფარვა არ უხერხდება - პირიქით, გამოდგებით დასხვათა გასაგონადაც იყვირებთ!”

/ზ.ებანოიძე/

• ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში არის გონიოსავით მოხრილი სერი, რომელსაცკორნაპის სერს ეძახიან. მის ფერდობზე ერთი უბრალო ძველი სახლია, ხის თვითნაკეთიჯვრებით შემკული, ამ სახლში ცხოვრობდა პოეტი გიორგი კორნაპელი.

• დაიბადა 1931 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას.

• საშუალო სკოლა თავის სოფელში დაამთავრა და სწავლა გააგრძელა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1958 წელს დაასრულა.

• 70-იან წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში.

• მამა - სპირიდონ კაპანაძე - უბრალო სვირელი გლეხი კაცი.

• დედა - ეკატერინე ბერაძე - ოჯახის დიასახლისი, უაღრესად სათნო და გასაოცარი ადამიანურითვისებებით შემკული ქალი.

• 1966 წელს პირველი პოეტური წიგნის გამოცემისთანავე გახდა საქართველოსმწერალთა კავშირის წევრი.

• “ლურჯი სათიბი” – 1966 წელი, “გაზაფხულის ზარები” – 1970 წელი, “ზღვისტაძარი” – 1974 წელი, “ჟამი სინათლისა” – 1976 წელი, “ “მარადიული პაემანი” –1979 წელი, “თოვლი - ჩემი ორეული” – 1985 წელი, “სხვა არაფერი სინათლისგარდა” – 1987 წელი, “ნარცისი” – 1989 წელი, “ფენიქსი” – 1995 წელს.

თურმე ბავშვობიდანვე ესიზმრებოდა სერზე აღმართული ჯვარი.

1990 წლის 1 ოქტომბერს თანასოფლელებთან ერთად კორნაპის სერზე რკინისჯვარი აღმართა. როგორც კი სამუშაო დაასრულეს, დასავლეთით, საღამოსბინდმორეულ ცაზე მათ თვალწინ გამოისახა უზარმაზარი ოქროსფერი ჯვარი. “მარტო რომ ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი მეჩვენებოდაო “ - ჰყვებოდაგიორგი, მაგრამ მის გვერდით მყოფებიც ხედავდნენ ამ ჯვარს. რაკი კორნაპისსერზე ჯვრის აღმართვისათვის ციდან იდუმალი დასტური მიიღო, გიორგიკაპანაძე გიორგი კორნაპელი გახდა.

• გარდაიცვალა 1997 წლის 7აპრილს, ხარება დღეს.

• დაკრძალულია სვირში, კორნაპის სერზე.

• გარდაცვალებულის მეგობრების, ამირან ბიძინას ძედეკანოიძის და თემურ მიხელის ძე კაპანაძისქველმოქმედებით გამოიცა პოეტის ბოლო წიგნი “ფენიქსი”.

• მისი შემოქმედება დღესაც ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ხალხური სიტყვიერება, ლეგენდები და მითები მსოფლიო ხელოვნებისსაფუძველი და მასაზრდოებელი წყაროა. ლიტერატურულ შედევრებშიხშირად ვხვდებით ამ თემებს. როცა გიორგი კორნაპელის შემოქმედებასვეცნობოდით აღმოჩნდა, რომ მის პოეზიაში ამოუწურავი მასალაა.

ჩვენი თემის მიზანია წარმოგიდგინოთ პოეტის შემოქმედების ისნაწილი, რომელშიც უხვადაა გამოყენებული არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მითოსიც.

ამ მხრივ, ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ გიორგი კორნაპელის ლექსებზე: “კოლხეთში”, “კოლხეთის ქნარი”, “პონტო”, “ის ოქროს ვერძი”, “აქ ჩემისული დააქვთ ამ ტყეებს”, “ფენიქს გავფრინდეთ”, “ამორძალები”, “ორფეოს” და პოემა “მედეა”, თუმცა ვთვლით, რომ ეს პოემა ცალკემიმოხილვის თემაა და ამჯერად აქ არ ვისაუბრებთ.

ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შესაძლებლობა ეხილა მდინარე ყვირილას ხეობა,

კოლხეთის დაბლობი ზღვისპირეთამდე, მისთვის ადვილი ჩასაწვდომია, რა შეიძლება

განეცადა პოეტს. ამიტომაცაა, რომ მის შემოქმედებაში კოლხეთის თემა მითოსურ

ხილვებში აღიქმება:

აქ ჩემი სული დააქვთ ამ ტყეეებს

და ორფეოსის ქნარს დაეძებენ,

აქ ჩემი სული დააქვთ ამ ტყეებს

და ოცნებობენ ოქროს ვერძებზე.

აქ ლეგენდები დაფესვიანდა,

აქ ხეებს თითქოს მადლი ჩამოსდის...

/კოლხეთში/

ცა ალურჯებდა ფშანების ძირებს,

ვიღაცა სწუხდა დაკარგულ ქნარზე,

მხოლოდ თხმელების გაფრენა ქარში

ამსუბუქებდა კოლხეთის სულს წყალში წასილულს.

მე იმ გარდასულ დროებში მაშინ

ვიგრძენი, რატომ აჟღერებდა მზეს ორფეოსი.

ამ ყრუ ჭაობებს ვერ იტანდა ნათელი ბავშვი

და შეეფარა სამოთხის ფრთებს მწვანით შემოსილს.

მერე რამდენი გაზაფხული მოკვდა უმზეოდ,

ანდა რამდენი ფრთა გადაჰყვა ქარებს.

კოლხეთი როგორ ეძახოდა დაღუპულ აფრებს,

დაღუპულ აფრებს, პონტოს ნათელს, დამარხულ ქნარებს.

და მე ვისმენდი ამორძალთა ფარების ჟრიალს,

კოლხეთის ღამე რომ ანათებდა გრძნეულ მთვარეთი.

ამ ყრუ ველებში ჩემი სული არ დაილია,

მას მუდამ ზრდიდა პონტოს ზვირთი და სიზმარეთი.

და მე მაჩვენა აქ ფაზისმა ლომის თათებით

იმ სასახლეთა დაფარული უცხო ნახატი

თლილი სვეტებით, მზის თაღებით და გუმბათებით

და მასზე ზღვები მოფრენილი ცისფერ ფარფატით.

აშფოთდნენ ისევ დაკარგული გაზაფხულები

ამორძალივით ამ ვნებიან და ძველ მიწაზე,

ახლა კოლხეთი მზეს შეეხო ნაპოვნი ქნარით,

ამოიმღერა დაფარული დიდი სიმწვანე.

და შრიალებენ ასაფრენად აწვდილი ფრთები,

სდუმს ეს ფაზისი, გაფანტული მყუდრო ფშანებად,

წამოფრინდება პონტო, როგორც ლურჯი ფრინველი

და კოლხეთის სულს სამუდამოდ ის ეზმანება.

/კოლხეთის ქნარი/

ევქსინის პონტორომაელთა აფრებს წამოშლის,აინთო რომიმითრიდატეს ჩამქრალ ნათელზე,დაფრინავს ყანჩაჭაობების ყრუ მიდამოში,დაფრინავს ყანჩა,სადაც შენი ძვლები დათესეს.

ო, ახლობელო,ისევ ისე

შენ ჩემში ცოცხლობ.აქ, კოლხიდაში,ჩაქრა შენი სისხლის ჩქერალი.შენ, მწვანე ბორცვო,თეთრ ნისლებში მყვინთაო ბორცვო,რას დარდობს დაფნამარადიულ ცის მაცქერალი?

/პონტო/

ის ოქროს ვერძი ღმერთებისთვის არ შეუწირავთ,ის ოქროს ვერძი ბერძნებს როდი გაუტაცნიათ.

ის ათასწლობით აქ, რიონში, მწარედ ბღაოდა,და დავიხსენით ის ტალღების სასაფლაოდან,

გენიის მადლით დღეს რიონი გახდა ფეხმძიმედა ეს სინათლეც დაიბადა ოქროს ვერძივით.

ვინღა იტირებს რიონის ფშანთან.გაღიმებიათ ბაგრატის ფრესკებს,ვინღა შეაქებს წყნარ სუროს კალთას,როცა სინათლე ჩაატანს ქვესკნელს.

ძველი მითების გავხდით მებაღე,სახლები ნათელ მკერდს იღეღავენდა ქუთაისში ლეგენდების შუქი დაცვივდა.

/ის ოქროს ვერძი/

ყვითელი ალიაბიბინდა დამჭკნარჩალებზე,ბატების გუნდნისამხრეთისკენმიყაყანებენ,შემოდგომაზეფიქრობს კოლხიდა.

ოქროს საწმისიკვლავ იშლებაგაშლილ მუხებზე,შემოდგომაზეფიქრობს კოლხიდა.ჩემს გულზე ცვივაეს ფოთლები,გამჭკნარი ჩალა,მოქანცული ცა

იმზირებაქედების მხრიდანჩემს გულზე ცვივა,ეს ფოთლები, გამჭკნარი ჩალა,შემოდგომაზეფიქრობს კოლხიდა.

/ოქროს საწმისი/

ზღვების ნათელში მელანდებიან,თითქოს ვისმენ მათ ისართა ზრიალს.ანდა გუთნებთან ჩანან დახრილნიდა ომზე ფიქრობს მათი მახვილიც.

მათი ფარების მესმის ჟღარუნი,იქ, თავს იყრიან გვირილებივით,მამაკაცებზე რომ ოცნებობენდა ოცნებებში ვარსკვლავივით იძირებიან.

ლომის კუდივით დაგრეხილ მთებთანფარს იფარებენ, როგორც ენძელებს, კოლხეთის მდორე ღამეშირას დაეძებენ?რაზე წუხს მათი დამწვარი ძუძუ?

ან ვინ იხილა მათი ომები,განცვიფრებული მთების წინარე,გააფთრებული ტურფა ლომებიდა მათ თვალთაგან ცა მომდიმარე..შეპყრობილ ვაჟებსრომ ახრჩობენ ქართულ ალერსით,სარეცლების ქვეშხმლებს მალავენ სისხლით გალესილს, ჩამოშლილი თმა ლაქაშივითეხება ღამეს.

/ამორძალები/

ჩემი სულიდან ამოქროლდნენეს მთები, რამინ,დამუნჯებული ეს კლდეებივის უსმენს, რამინ?ვის ესმის, რამინ,პრომეთეს მკერდისსისხლიანი განთიადები?დამძიმებულიძერის ქარდებით?და თუ ტიტანის სისხლის ღვარი არ გაშრა, რამინკლდეზე კი არა,მიჯაჭვული იყო იმედზე.იყო ლოდინი,გაზაფხულის მსუბუქი ჟამის,ჩემი სულიდან ამოქროლდნენეს მთები, რამინ!

/იყო ლოდინი/

ორფეოს ,გესმის ეს გაზაფხული,ჩემი ტკივილი გესმის, ორფეოს?ვაკხებმა მოგკლეს,ჰადესის მძლევი?ცერბერი მიყეფს,ჟამთა დენა რომ შეაყენე.გეფარფატება ის მიჯნურიმიმქრალი მთვარით,და ვარსკვლავები დაჰხვევიანობოლ კითარას...მარადისობა ვინ გვანიშნა ვარსკვლავებიდან?ორფეოს, გესმის ჩემი ტკივილი,ეს გაზაფხული გესმის, ორფეოს?ორფეოს, იყო ნუთუ წარსული?

/ორფეოს/

ფენიქს, გავფრინდეთ,

სად ციმციმებს ის წმინდა ცეცხლი?

დამძიმდა ეს გზა,

თითქო სადმე

მკვდარს მივათრევდე

ფენიქს, გავფრინდეთ

სად ციმციმებს ის წმინდა ცეცხლი?

ჩემი ფერფლიდან

რომ კვლავ გავთენდე

და უსასრულო ხეტებაში გავყვე

მზის ქროლვას.

ისევ მივფრინავ შენი ფერფლიდან

და უზრუნველად უჭვრეტ შენ, ფენიქს,

ღრუბელთა დენას დაუსრულებელს

და ვარსკვლავების მტრედისფერ სევდას.

ჩვენი წარსულის წყვდიადში ჰყვავი

განთიადივით მუდამ ლურჯ-მწვანე.

სისხლით გათხვრილი დაგდევდა ყვავი

და მაინც ლურჯი ფრთებით დაფარე.

მე, ფენიქს, ისევ კლდეებს ვეყრდნობი,

რადგან სისხლი მდის კვლავ წინაპართა,

ახლა ვიღვიძებ ბრძოლისთვის, ფენიქს,

უდაბნოების მძვინვარე ქართან.

/ფენიქს/

მარადიულ ცას სინანული არ ეკარება,

აყვავდა მუხა, ხევში ღელე ჩამოქვითინდა,

მომელანდება დინოზავრები,

მომელანდება მილიარდი წლების იქიდან.

ქრება ლოდებზე დინოზავრთა ნატერფალები,

მარადიულ ცას სინანული არ ეკარება:

დაღუპულ ზღვებზე,

დამპალ ხეზე, ჩამქრალ თვალებზე.

შეხე, იები დამიწებულ წიფლის სხეულზე

ამოსულან და აყვავებულ ცას იფარებენ

და გაზაფხული დაყიალობს მწვანე თვალებით./მარადიულ ცას/

გამოყენებული ლიტერატურა

1. ზ.ებანოიძე - წინასიტყვა - გ. კორნაპელი “ფენიქსი” -გამომცემლობა “მოწამეთა” -1995 წ.

2. გ.ბენიძე - “ჟამიერების მძლეველი”

3. გიორგი იონთა იბერიონი - “სიკვდილის მისტერიები” – 1993წ.

4. გ.ნებიერიძე - პირადი ჩანაწერები და მოგონებები

5. გიორგი კორნაპელი- “ფენიქსი” - გამომცემლობა“მოწამეთა” – 1995წ.

top related