ქისტები

3
ქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქ ქქ ქქქქქქ შშშშშშშ შშშშ შშშშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშშ შშშშშშშშშ შშშშშშშშ შშშშშშშ,შშშშშშ შშშშშშშ შშშშშშშშშშშ შშშშშშშ შშშშშშშშ,შშშშშშშშ შშშ. შშშშშშშშშ შშშშშშშშშშშ შშშშშშშ. შშშშშშშშშშშ შშშ შშშშშ შშშშშ შშ,შშშშშშ შშ შშშშშშშშშ შშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშშშშშშ შშშშშ შშ შშშშშშშ. შშშშშშშ შშშშშშშშშშ (შშშშშშშშშ შშშშშშშ) შშშშშშშ შშშშშშ შშშ შშ შშშშშშშშშშშ შშ შშშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშ შშ შშშშშ,შშშშშშშ შშშ შშშშშშშშშშშშშშშშ შშშშშშშ,შშშშშშ შშ შშშშ შშშშშშ შშშშშშშშშშშშშ შშშშშშშ შშშშშშშშშშ შშშ შშ შშშშშ შშშშ შშშშშშშ შშშშშშშშ. შშშშშშშ შშშ შშშშშშშშ შშშშშშ შშშშშშშშშშშშშშ შშშ-შშშ შშშშშშ შშშშშშშშშ,შშშშშშშშ შშშ შშშ შშშშშშ შშშშშშ შშ შშშშშ შშშ შშშშშშშშშშშშშ შშშშშშშ,შშშშშშ შშშშშშშშ შშშშშშშშშშშ შშშშშშშშშშშშ შშშშშ შშშშშ შშშ,შშშშშ შშშშშშშშშ შშშ შშ შშშ შშშშშშშშშშშშ. შშშშშშშშ შშ შშშშშშშშშშ შშშშ შშშშშშშშშშ შშ შშშშშშ შშშშშშშშშ,შშშ შშშ შშშშშშშ შშშშშშშშ შშშშშშშშ შშ შშშშშშ შშ შშშშშშშშშ შშშშშშ შშშშშშ შშშშშშშშშშ. შშ შშშშშშშ შშშშ შშშშშშ შშშშშშშშშ შშ შშშშშშშ შშშშშშშშ,შშშშშ შშშშშ შშშშშშ შშშ შშ შშ შშშშშშ შშშშშშშშშ. შშშშშშშშშშ შშ შშშშ შშშშშშშ შშშშშშშ შშშ შშ შშშშშშშ შშშშშშშშშშშშ შშშშშშშშ შშშშშ,შშშ შშშშშშშშ შშშშშ შშშშშშშშშშ. შშშშშშ შშშშ შშშშშშ შშშშ შშშშშშშშშ შშ შშშშ შშშშშშშშშშშშშ შშშშშშ შშშშშშშშ შშშშშშშშშშშ,შშ შშშშშშშშშ შშშშშშ შშშშშშშ შშშშ,შშშ შშშ-შშშშ შშშშშშშშშ შშშშ შშშშშშშშშშშშშ შშშშშშ შშ შშშშშშშშ შშშშშ შშშშშშშშ,შშ შშშშშშშ შშშშშშშშშ შშ შშშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშშ შშშშშშშშშშშ. შშშშშშშ შშშშშ შშშშშ შშშშშშ ,,შშშშშშშშშშშ“,შშშშშშშშ შშშშშშშ შშშშ შშშშშშშშშ შშშშშშშ შშ შშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშშშ შშშ შშშშშშშშ,შშშშ შშშშშშშშშშშ შშშშშშშშშშშ შშშშშშშშშშშშ შშშშშშშშშ შშშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშ,შშშშშშშშშ შშშშ შშშშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშშ შშშ შშშშშშშშშშშშშშშ,შშშშ შშშშშშშშ შშშშშშშშშშ შშშშშშშ.

Upload: sulkhan-bordzikashvili

Post on 27-Jun-2015

246 views

Category:

Education


5 download

TRANSCRIPT

Page 1: ქისტები

ქისტების საქართველოში ჩამოსახლების მიზანი და შედეგი

შამილის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლები ისტორიაში კარგადაა ცნობილი,შამილი ერთიანი სახელმწიფოს შექმნას ცდილობდა,რომელშიც ჩრდ. კავკასიის ტერიტორიები შედიოდა. მეტნაკლებად მან შეძლო კიდეც ეს,მაგრამ ეს ყველაფერი ბევრი კავკასიელი ტომისათვის მშვიდობიანად მაინც არ ხდებოდა. შამილის სახელმწიფო (კავკასიის იმამატი) რელიგია ისლამი იყო და შესაბამისად ის ისლამს ავრცელებდა ყველა იმ ტომში,რომელიც მის დაქვემდებარებაში შედიოდა,მაგრამ იმ დროს მთიელი კავკასიელების რელიგია წარმართობა იყო და ისინი ამას მკაცრად იცავდნენ.

როდესაც მან გაგზავნა თავისი წარმომადგენელი ერთ-ერთ ტომთან ქისტებთან,მოითხოვა რომ მათ მიეღოთ ისლამი და ასევე მათ გადასახადებიც დაუწესა,რომლის გადახდაც იმდროინდელი ქისტებისთვის ძნელი საქმე იყო,მთაში გაჭირვება იყო და ვერ გადაიხდიდნენ. ქისტებმა ამ ყველაფერზე უარი განაცხადეს და შამილს შეუთვალეს,რომ მათ ჰქონდათ თავიანთი კანონები და მხოლოდ ამ კანონების წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამ დროიდან უკვე იწყება ქისტებისა და შამილის ბრძოლები,ორივე მხარე მამაცი იყო და არ თმობდა პოზიციებს.

საქართველო ამ დროს რუსეთის მხარეზე იყო და შამილის წინააღმდეგაც გზავნიდა ხალხს,რომ ებრძოლათ რუსთა მხარდამხარ. მაგრამ ამით შამილი უფრო განრისხდა და უკვე საქართველოშიც დაიწყო სამხედრო მოქმედებები,ის ძირითადად კახეთს ესხმოდა თავს,მან ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ჭავჭავაძეების ქალები და ბავშვები ტყვედ წაიყვანა,ის ითხოვდა ორბელიანს და სხვა ქართველებს შამილის წინააღმდეგ ბრძოლები შეეჩერებინა. შამილის გარდა კიდევ იყვნენ ,,მძარცველები“,რომლებიც გლეხებს თავს ესხმოდნენ კახეთში და მათ ართმევდნენ ყველაფერს რაც გააჩნდათ,ამით შეწუხებულმა საქართველოს იმჟამინდელმა მთავრობამ დაიწყო გამოსავლის ძიება,ლეკიანობა უკვე თითქმის გადაუჭრელი პრობლემა იყო საქართველოსთვის,მათი შეჩერება შეუძლებელი ხდებოდა.

ამავე პერიოდში ქისტები ცნობილნი არიან,როგორც განსაკუთრებით მამაცნი და შეუდრეკელნი,მათაც შამილთან მტრობა აქვთ და უამრავ ბრძოლებს მართავენ მის წინააღმდეგ. ამ ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენება გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ,მათ დაიწყეს გზების მოძიება ქისტების ბელადთან დასალაპარაკებლად,რომელიც მერე თურმე ერთ-ერთი თუშის,ზეზვას ძმადნაფიცი აღმოჩნდა. ზეზვა დათანხმდა გაემართა მოლაპარაკებები

Page 2: ქისტები

ჯოყოლასთან,მისი საქართველოში (პანკისის ხეობაში) გადმოსასახლებლად,რომელიც იმ დროს ყველაზე დაუცველი იყო....

მოლაპარაკებები ქისტებთან უკვე საბოლოო ფაზაში შედის,ჯოყოლა თანხმდება შეთავაზებებს,რომლებსაც მას სთავაზობენ. კერძოდ,მთავრობა ჯოყოლას და მის ხალხს ათავისუფლებს გადასახადებისგან,აძლევს საძოვრებს და თუ გაჭირვება დაუდგება ხალხს,სახელმწიფო მათ თავის კმაყოფაზე აყვანასაც ჰპირდება,მოთხოვნა კი იყო ერთადერთი,შებრძოლებოდნენ პანკისის ხეობიდან შემომავალ ლეკებც და შეეჩერებინათ მათი თარეში პანკისის ხეობაში. როგორც ხვთისო მამისიმედიშვილი თავის წიგნში ,,ვაინახები და ქართველი მთიელები“ აღნიშნავს,მოლაპარაკებების ბოლო შეხვედრა გაიმართა ნაქერალას მთაზე,რომელიც იმ დროს ქისტებსა და თუშებს შორის იყო.

ამ შეთანხმების საფუძველზე უკვე მე-19-ე საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩნდება სოფელი ,,ჯოყოლო“, პირველი ქისტური სოფელი პანკისის ხეობაში,რომელიც ეხლაც ქისტთა ბელადის ჯოყოლას სახელს ატარებს. ამ პერიოდიდან იწყება ლეკების თარეშების ნელ-ნელა შესუსტება,ისინი წინანდელივით ვეღარ გადაადგილდებიან,პანკისის ხეობა ჩაიკეტა მათ იქ ჩასახლებულები დიდ წინააღმდეგობას უწევენ და ქისტების პანკისში ჩასახლების შემდეგ ამ გზით ლეკთა შემოსვლა აღარ დაფიქსირებულა.

მიზანი,რომლისთვისაც ქისტები ჩამოასახლეს,სრულად გამართლდა. ქისტები პირნათლად ასრულებენ თავიანთ დაპირებას და პანკისს ,,კეტავენ“ მტრისთვის. ამ პერიოდიდან კახელებისთვის იწყება მშვიდი ცხოვრება,ისინი ყოველგვარი შიშის გარეშე იწყებენ ცხოვრებას,აღარ ეშინიათ ლეკების თავდასხმების.

ამ პერიოდიდან მოყოლებული ქისტებს მთელი ისტორიის განმავლობაში არ დაურღვევიათ დადებული პირობა,ისტორიაში ქისტების მიერ საქართველოსთვის ღალატის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა და მეტიც,ისინი პანკისის დაცვასთან ერთად გადადიან სხვა პატრიოტულ მოძრაობებში,ქართველებთან ერთად იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში. როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი აფუძნებს შეფიცულთა რაზმი,ის მან პანკისის ხეობაში დააფუძნა,სადაც მას ქისტი თანამოაზრეებიც ჰყავდა და ბოლომდე მამაცურად ედგნენ გვერდში,მის მიერ დამოუკიდებლობისთვის წარმოებულ მოქმედებებში.

ქისტები,როგორც საქართველოში მაცხოვრებელ ეროვნებათა შორის ყველაზე ერთგულ და სანდო ერად ტყუილად არ მოიაზრება. 2008 წელს როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები,ასამდე ქისტი ეროვნების მოხალისე ორი დღე იდგა ახმეტის საკრებულოს წინ და დაჟინებით ითხოვდა მიეცათ იარაღი და გაეშვათ მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად,მაგრამ რატომღაც მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.

Page 3: ქისტები

დაშლაზე იმ პირობით დაითანხმეს,რომ თუ გაგრძელდებოდა სამხედრო მოქმედებები,მათ აუცილებლად გაუშვებდნენ საბრძოლველად. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა,რომ ქისტები დღესაც პირნათლად იცავენ თავიანთ წინაპრების მიერ მიცემულ სიტყვას.

სულხანი ბორძიკაშვილი

Sulkhani Bordzikashcili