xrusgovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი...

463
xruSGovelebi ენვერ ხოჯა ოგონებები

Upload: others

Post on 24-Sep-2019

9 views

Category:

Documents


2 download

TRANSCRIPT

Page 1: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

xruSGovelebi

ენვერ ხოჯა

მოგონებები

Page 2: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

„ხრუშჩოველები“ — ესაა მეორეწიგნი, რომელიც იბეჭდება ამხანაგენვერ ხოჯას მოგონებათა სერიიდან.1976 წელს დაწერილი ეს ნაწარმოებიმოიცავს ავტორის პირად მოგონებებ-სა და შთაბეჭდილებებს საბჭოთა კავ-შირის კომუნისტური პარტიისა დასხვა კომუნისტური და მუშათა პარ-ტიების ხელმძღვანელებთან უშუალოშეხვედრებიდან და უამრავი კონტაქ-ტიდან 1953-61 წლებში.

წიგნი „ხრუშჩოველები“ იბეჭდებაალბანურ და რამდენიმე სხვა ენებზე.

Page 3: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა

ხრუშჩოველები

მოგონებები

თარგმანი: კობა კახიძე

3

Page 4: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ალბანეთის შრომის პარტიის ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი

ტირანა, გამომცემლობა „8 ნენტორი“ —1980.ინტერნეტ-გამოცემა: www.enverhoxha.ru —2011.

4

Page 5: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა
Page 6: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უკვე ორი ათეული წელი გავიდა მსოფლიოს 81 კომუნისტურიდა მუშათა პარტიის თათბირიდან, რომელიც ისტორიაში შევი-და და დარჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მარ-ქსიზმ-ლენინიზმსა და ოპორტუნიზმს შორის გამართულ ბრძო-ლაში. ამ თათბირზე ჩვენმა პარტიამ ცეცხლი გაუხსნა ხრუშჩო-ვის რევიზიონისტულ ჯგუფს, რომელიც საბჭოთა კავშირს მარ-თავდა და ყველა საშუალებით ცდილობდა მთელი საერთაშო-რისო კომუნისტური მოძრაობის, მსოფლიოს კომუნისტური დამუშათა პარტიების დამორჩილებას და საკუთარი მოღალატე-ობრივი გზით წაყვანას.

1960 წელს გამართულ თათბირზე ჩვენი ღია თავდასხმახრუშჩოვისეულ თანამედროვე რევიზიონიზმზე მოულოდნელიარ ყოფილა. პირიქით, იგი იყო ლოგიკური გაგრძელება მარ-ქსისტულ-ლენინური პოზიციისა, რომელზეც ყოველთვის იდგაალბანეთის შრომის პარტია, იმ ბრძოლის ახალი და უფრო მა-ღალი სტადია, რომელსაც ჩვენი პარტია დიდი ხნის განმავლო-ბაში აწარმოებდა მარქსიზმ-ლენინიზმის თანმიმდევრულად გა-ტარების დასაცავად.

ალბანეთის შრომის პარტიასა და საბჭოთა კავშირის კომუ-ნისტურ პარტიას შორის ურთიერთობებმა — ხრუშჩოველებისმიერ ძალაუფლების ხელში აღებიდან მათ წინააღმდეგ ჩვენსღიად გამოსვლამდე — ზიგზაგებით, გამწვავებებითა და დრო-

6

Page 7: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ებითი ნორმალიზაციებით აღსავსე რთული გზა განვლეს. ესიყო ბრძოლის, ძალისხმევებისა და შეხედულებათა მუდმივი შე-ჯახების პირობებში მიმდინარე ურთიერთშესწავლის პროცესი.ხრუშჩოვის რევიზიონისტი პუტჩისტების ხელისუფლების სათა-ვეში მოსვლის შემდეგ ჩვენმა პარტიამ გაითვალისწინა იქ მიმ-დინარე მოვლენათა განვითარება და ის ზოგიერთი შეხედულე-ბა და ქმედება, რომლებიც თავდაპირველად გაურკვეველი იყო,მოგვიანებით კი თანდათან კონკრეტდებოდა, და დიდი საფ-რთხე იგრძნო მარქსისტულ გამაყრუებელ დემაგოგიას ამოფა-რებულ რენეგატთა ამ ხროვისაგან და მიხვდა, რომ ეს ხროვასულ უფრო და უფრო საშიში ხდებოდა როგორც მთლიანობაშირევოლუციისა და სოციალიზმის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც.

სულ უფრო მეტად ვამჩნევდით, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის შე-ხედულებები და პოზიციები საერთაშორისო კომუნისტურ მოძ-რაობასა და სოციალისტურ ბანაკზე არ ემთხვეოდა ჩვენს შეხე-დულებებსა და პოზიციებს. სკკპ XX ყრილობამ კი განსაკუთრე-ბული ძალით გვაიძულა ხრუშჩოვისა და ხრუშჩოველების მი-მართ ოპოზიციაში გადასვლა. ჩვენ, როგორც მარქსისტ-ლენი-ნელები, პერიოდულად მარქსისტულ-ლენინური გზით ვეუბნე-ბოდით საბჭოთა ხელმძღვანელებს, რომ არ ვეთანხმებოდითმათ მიერ დაკავებულ პოზიციას იუგოსლავიელი რევიზიონის-ტების მიმართ, მათი არაპრინციპული საგარეო პოლიტიკისმრავალ ასპექტს, მიმდინარე საერთაშორისო საკითხებში დაკა-ვებულ მათ მცდარ და მარქსიზმისგან შორს მყოფ პოზიციებსდა ა.შ. დროდადრო მოჩვენებითი უკანდახევის მიუხედავად,ისინი თავიანთი გზით სიარულს აგრძელებდნენ, ჩვენ კი უარსვამბობდით მათ მიერ მოწოდებულის გადაყლაპვაზე, უფრო მე-

7

Page 8: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ტიც, ვიცავდით ჩვენს შეხედულებებს და საკუთარ საშინაო დასაგარეო პოლიტიკას ვატარებდით.

ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ერთმანეთის პოზი-ციების უკეთ გაცნობაში დაგვეხმარა და შედეგად ორივე მხა-რემ ერთმანეთის ნდობა დავკარგეთ. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ვაგ-რძელებდით მეგობრობას საბჭოთა კავშირთან, მის ხალხთან,ვაგრძელებდით სოციალიზმის შენებას ლენინისა და სტალინისმოძღვრების მიხედვით, ვაგრძელებდით დიადი სტალინისა დამისი საქმის დაცვას და შეუპოვარ ბრძოლას იუგოსლავიურ რე-ვიზიონიზმთან. ეჭვები, რომლებიც გაგვიჩნდა საბჭოთა რევი-ზიონისტების მიმართ, დღითიდღე ძლიერდებოდა და იზრდე-ბოდა, რამეთუ ხრუშჩოვი და მისი ამალა ყოველდღიურად უხ-ვევდნენ მარქსიზმ-ლენინიზმის გზიდან.

ხრუშჩოვმა იცოდა ჩვენი განსხვავებული შეხედულება XXყრილობასა და მის პოლიტიკაზე ტიტოელების, იმპერიალიზმი-სა და სხვათა მიმართ, მაგრამ მისი ტაქტიკა არ ითვალისწინებ-და ჩვენთან, ალბანელებთან, ურთიერთობების გამწვავებისდაჩქარებას. მას იმედი ჰქონდა, რომ გამოიყენებდა ჩვენს მე-გობრულ გრძნობას საბჭოთა კავშირის მიმართ, რათა ალბანე-თის ციხე-სიმაგრე შიგნიდან გაეტეხა და ღიმილითა და იმავ-დროული მუქარებით, შეკვეცილი კრედიტებით, ზეწოლითა დაბლოკადით მახეში გავბმულიყავით. ხრუშჩოვი და ხრუშჩოვე-ლები ასე ფიქრობდნენ: „ჩვენ ვიცნობთ ალბანელებს; მიუხედა-ვად მათი სიჯიუტისა და სიფიცხისა, ისინი ხელში გვყავს დამანჭვა-გრეხისა და ურჩობის შემთხვევაში დავაშინებთ, მოვაქ-ცევთ ბლოკადაში, გამოვუცხადებთ ბოიკოტს, წინააღმდეგობისგაწევისას კი დავამხობთ“.

8

Page 9: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა და გააღრმავა იგი და მიზნების მიღწევას „მალულად“ და„უხმაუროდ“ აპირებდა. რეალობა კი მას უჩვენებდა, რომ ასეთტაქტიკას შედეგები არ მოჰქონდა, რის გამოც წამდაუწუმ მო-უთმენლობასა და უხეშობას ავლენდა. ვითარება იძაბებოდა,შემდეგ „რბილდებოდა“ და ხელახლა იძაბებოდა ხოლმე. ვიცო-დით, სადამდეც მივიდოდნენ ამ გზით სიარულისას ხრუშჩოვიდა მისი ხროვა; სწორედ ამიტომ ვიჩენდით მეტ სიფხიზლეს დამათი მხრიდან წამოსულ თვითნებობას მტკიცედ ვეწინააღმდე-გებოდით, ვცდილობდით „მშვიდობისთვის“ სიცოცხლის გახან-გრძლივებას პრინციპებზე უარის თქმის გარეშე.

თუმცა დადგა მომენტი, როდესაც მოთმინების ფიალა აგ-ვევსო. უწინდელი, მოჩვენებითი „მშვიდობა“ ვეღარ გაგრძელ-დებოდა. ხრუშჩოვი ღია შეტევაზე გადმოვიდა, რათა დავეჩო-ქებინეთ და თავის მთლიანად ოპორტუნისტულ გზაზე იძულე-ბით გადავეყვანეთ. მაშინ პირდაპირ და მთელი ხმით ვუთხა-რით ხრუშჩოვს „არა!“, ვუთხარით „სდექ!“ მის მუხანათურ საქ-მიანობას. ამან სათავე დაუდო გრძელ და ურთულეს ბრძოლას,რომლის დროსაც ჩვენი პარტია, საკუთარი სახელისა და მისიმშობელი და აღმზრდელი ხალხის სასახელოდ, ყოველთვისიცავდა და იცავს საკუთარი სოციალისტური სამშობლოს ინტე-რესებს, განუხრელად იცავდა და იცავს მარქსიზმ-ლენინიზმსადა ჭეშმარიტ საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობას.

იმ პერიოდში ბევრმა ადამიანმა ვერც კი გაიგო ალბანეთისშრომის პარტიის პოზიცია; ჩვენი პარტიისა და ჩვენი ქვეყნისკეთილმოსურნეთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ასეთპოზიციას წინდაუხედავად მიიჩნევდნენ, ზოგი ჯერაც ვერ იც-

9

Page 10: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ნობიერებდა მთელი სიგრძე-სიგანით ხრუშჩოველების ღალატს,სხვები კი თვლიდნენ, რომ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობაჩინეთთან დაახლოების მიზნით გავწყვიტეთ, და ა.შ. დღესდღე-ობით კი, მეგობრების გარდა, სოციალისტური ალბანეთის მტრე-ბიც კი მიხვდნენ იმ განუწყვეტელი ბრძოლის პრინციპულ ხასი-ათს, რომელსაც ჩვენი პარტია აწარმოებდა და აწარმოებს ყვე-ლა ჯურის ოპორტუნისტის წინააღმდეგ.

დრომ მთლიანად დაადასტურა ალბანეთის შრომის პარტი-ის სიმართლე, რომელმაც არ გაიზიარა ხრუშჩოველთა კურსიდა მათ წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა. სწორედ ამ ბრძოლას, რო-მელმაც დიდი მსხვერპლის გაღება მოითხოვა და ახლაც ით-ხოვს, უნდა უმადლოდეს ჩვენი პატარა ქვეყანა საკუთარ თავი-სუფლებასა და ეგზომ ძვირფას დამოუკიდებლობას, თავის წარ-მატებით განვთარებას სოციალიზმის გზაზე. მხოლოდ ჩვენიპარტიის მარქსისტულ-ლენინური ხაზის გამო არ გახდა და არცარასდროს გახდება ალბანეთი რუსების ან ნებისმიერი სხვავინმეს პროტექტორატი.

1961 წელს ჩვენმა პარტიამ ხრუშჩოველებთან ყოველგვარიკავშირი და კონტაქტი გაწყვიტა. იგი არც მომავალში დაამყა-რებს მათთან პარტიულ ურთიერთობებს, საბჭოთა სოციალ-იმ-პერიალისტებთან კი არც გვქონია და არც არასდროს გვექნებასახელმწიფო ურთიერთობებიც. ჩვენი პარტია უწინდებურადგააგრძელებს თანმიმდევრულ იდეოლოგიურ და პოლიტიკურბრძოლას მარქსიზმ-ლენინიზმის ამ მტრების გამოსააშკარავებ-ლად. ასე ვიქცეოდით, სანამ ხელისუფლების სათავეში ხრუშჩო-ვი იდგა, და მაშინაც, როცა ბრეჟნევის ჯგუფმა იგი ჩამოაგდო.ჩვენს პარტიას არ გააჩნდა არავითარი ილუზია, პირიქით, დარ-

10

Page 11: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

წმუნებული იყო, რომ ბრეჟნევი, კოსიგინი, სუსლოვი, მიქოიანიდა სხვები, რომლებიც ხრუშჩოვის უახლოესი თანამშრომლებიიყვნენ და მასთან ერთად საბჭოთა კავშირში რევიზიონისტუ-ლი კონტრრევოლუცია მოახდინეს, თავიანთ უწინდელ კურსსთანმიმდევრულად გააგრძელებდნენ.

მათ თავიდან მოიშორეს ხრუშჩოვი, რათა ხრუშჩოვიზმი და-ეცვათ თავად მისი პატრონისგან, რომელიც თავისი სულელუ-რი გამოხდომებით მის დისკრედიტაციას ახდენდა, თავიდან მო-იშორეს „მამა“, რათა საბჭოთა კავშირში კაპიტალიზმის სრუ-ლად აღდგენა უფრო დაჩქარებულად და უფრო წარმატებითგანეხორციელებინათ.

ამ მხრივ ბრეჟნევი და მისი თანამზრახველები თავიანთიავადხსენებული მასწავლებლის „ღირსეული მოწაფეები“ აღ-მოჩნდნენ. თავად საბჭოთა კავშირში დაამყარეს და გააძლიე-რეს ფაშისტური რეჟიმი, მაშინ როცა თავიანთი სახელმწიფოსსაგარეო პოლიტიკა ველიკოდერჟავული შოვინიზმის, ექსპანსი-ისა და ჰეგემონიზმის პოლიტიკად აქციეს. ბრეჟნევის ხრუშჩო-ველთა ხელმძღვანელობით საბჭოთა კავშირი გადაიქცა მსოფ-ლიო იმპერიალისტურ დერჟავად და, ამერიკის შეერთებულიშტატების მსგავსად, მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის. საბ-ჭოთა სოციალ-იმპერიალიზმის მთლიანად რეაქციული პოლი-ტიკის მწარე დადასტურებაა, მაგალითად, ტრაგიკული მოვლე-ნები ჩეხოსლოვაკიაში, კრემლის ბატონობის გაძლიერება ვარ-შავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებზე და ამ უკანას-კნელთა ყოველმხრივი დამოკიდებულება მოსკოვზე, საბჭოთასოციალ-იმპერიალისტების ბრჭყალების გაწვდენა აზიის, აფ-რიკისა და სხვა კონტინენტებისაკენ.

11

Page 12: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ჩვენი პარტიის მიერ ბრეჟნევის რეაქციული საშინაო და სა-გარეო პოლიტიკის შეფასებისა და პროგნოზების სისწორე ყო-ველთვის ფაქტებით მტკიცდებოდა და მტკიცდება. ამის უახლე-სი მაგალითია ავღანეთი, სადაც ბრეჟნევის ხრუშჩოველებმაღია ფაშისტური აგრესია განახორციელეს, ახლა კი ცეცხლითადა მახვილით ცდილობენ სახალხო ომის კოცონის ჩაქრობას,რათა საკუთარ სოციალ-იმპერიალისტურ ოკუპაციას სიცოც-ხლე გაუხანგრძლივონ.

ის ფაქტი, რომ ჩვენს პატარა ქვეყანასა და ჩვენს მცირერიც-ხოვან ერს არ ეწია იმათი ბედი, ვინც ამჟამად იმპერიალისტე-ბისა და სოციალ-იმპერიალისტების უღელქვეშ იმყოფება —ჩვენი შრომის პარტიის მიერ გატარებული პრინციპული, გაბე-დული და თანმიმდევრული ხაზის სისწორის დადასტურებაა.

ის, რომ ასეთ სწორ გზაზე ვდგავართ, დამსახურებაა მთელიპარტიისა და, განსაკუთრებით, მისი ცენტრალური კომიტეტი-სა, რომელიც, გამობრძმედილია რა მარქსისტულ-ლენინური სუ-ლისკვეთებით და ინარჩუნებს რა მისი გზამკვლევი თეორიისერთგულებას, პარტიასა და ხალხს ყოველთვის სწორად ხელ-მძღვანელობდა და ამჟამადაც ხელმძღვანელობს. ეს ფოლადი-სებრი ერთიანობა პარტიას აძლიერებდა და ფრთებს ასხამდახრუშჩოველ რევიზიონისტებთან გამართული მძიმე ბრძოლისდროსაც; იგი ედო და ამჟამადაც უდევს საფუძვლად ალბანეთისდაუმარცხებლობასა და იმ განუხრელობას, რომლითაც იგი წინმიიწევდა და მიიწევს კიდეც მტრების მხრიდან ზეწოლისა დაშანტაჟის, დაცინვისა და დემაგოგიის მოგერიების პარალელურად.

მე, როგორც კომუნისტსა და პარტიის ხელმძღვანელს, ჩვენიპარტიის მთელ ამ გმირულ ბრძოლაში საკუთარი ქმედითი

12

Page 13: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

წვლილის შეტანა მიხდებოდა. პარტიისა და მისი ხელმძღვანე-ლობის დავალებით, ალბანეთის გათავისუფლებისთანავე და,განსაკუთრებით, 1950-1960 წლებში მრავალჯერ ვხელმძღვანე-ლობდი სამთავრობო დელეგაციებს საბჭოთა ხელმძღვანელებ-თან და სხვა კომუნისტური და შრომითი პარტიების ხელმძღვა-ნელებთან გამართულ შეხვედრებზე. გავმართეთ მრავალი ვი-ზიტი ერთმანეთთან, ვმონაწილეობდი კომუნისტური პარტიე-ბის საერთაშორისო თათბირებსა და შეხვედრებში, სადაც ვაყა-ლიბებდი და ვიცავდი პარტიის ხაზს, მის დადგენილებებსა დამითითებებს. ამ შეხვედრებისა და ვიზიტების დროს პირადადგავიცანი ღირსეული და დაუვიწყარი ხელმძღვანელები — სტა-ლინი, დიმიტროვი, გოტვალდი, ბერუტი, პიკი და სხვები; ამავედროს მიხდებოდა კონტაქტების დამყარება და პირადად გაც-ნობა ხრუშჩოველ მოღალატეებთან, რომლებმაც ხანგრძლივიდა რთული პროცესის განმავლობაში თანდათან მოახდინესსაბჭოთა კავშირსა და ყოფილ სახალხო-დემოკრატიულ ქვეყ-ნებში ხელისუფლების უზურპირება.

ურთიერთობები, რომლებიც ჩვენს პარტიას ჰქონდა, და პო-ზიციები, რომლებსაც იგი ამ პერიოდში იკავებდა, გამოქვეყნე-ბულია პარტიულ დოკუმენტებში, ცენტრალური კომიტეტისდადგენილების საფუძველზე გამოქვეყნებულ ჩემს ნაშრომებსადა პარტიის ცენტრალურ არქივში დაცულ სხვა დოკუმენტებში.ახლა კი გამოსაქვეყნებლად გადავეცი ჩემი მოგონებები დაშთაბეჭდილებები ხრუშჩოველებთან გამართული მრავალიშეხვედრისა და ბრძოლის შესახებ, რომლებიც 1953 წლიდან,ანუ სტალინის გარდაცვალებიდან, 1961 წლის ბოლომდე, ანუხრუშჩოვის ჯგუფის მიერ ალბანეთის სახალხო რესპუბლიკას-

13

Page 14: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტამდე, გრძელდებოდა.ამ პერიოდის ირგვლივ გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან და მა-სალებთან ერთად, ვფიქრობ, ეს ჩანაწერებიც დაეხმარება კო-მუნისტებსა და მშრომელ მასებს, უკეთ გაეცნონ საბჭოთა რე-ვიზიონისტების კონტრრევოლუციურ საქმიანობას საბჭოთა კავ-შირის შიგნით და გარეთ, აგრეთვე, ჩვენი პარტიის განუხრელადსწორ და თანმიმდევრულ ბრძოლას მარქსიზმ-ლენინიზმის, ჩვე-ნი ხალხისა და ჩვენი სოციალისტური სამშობლოს დასაცავად.

1980 წ.

14

Page 15: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

სტალინის გარდაცვალება. უმაღლესი საბჭოთა ხელისუფ-ლება მეორე დღესვე პორტფელებს ინაწილებს. ხრუშჩოვიხელისუფლების კიბეზე ადის. იმედგაცრუება 1953 წელს„ახალ“ საბჭოთა ხელმძღვანელებთან გამართულ პირველშეხვედრაზე. მიქოიანისა და ბულგანინის ბოროტგანზრახუ-ლი შენიშვნები. ბერიას ხანმოკლე ხელისუფლების დასას-რული. შეხვედრა ხრუშჩოვთან 1954 წლის ივნისში: „თქვენბერიას მხილებაში დაგვეხმარეთ“. ხრუშჩოვის „თეორიული“ლექცია: პარტიის პირველი მდივნისა და პრემიერ-მინის-ტრის როლის შესახებ. რევიზიონისტული მაფია საბჭოთაკავშირსა და მის გარეთ ქსელს ხლართავს.

იმისგან, თუ რა სახით იყო გავრცელებული ცნობა სტალინისგარდაცვალების შესახებ და როგორ იყო ორგანიზებული მისიდაკრძალვის ცერემონია, ჩვენ, ალბანელ კომუნისტებსა და ალ-ბანელ ხალხს, ისევე როგორც ჩვენს მსგავს სხვა ერებს, შეგვექ-მნა შთაბეჭდილება, რომ მის სიკვდილს საბჭოთა კავშირის კო-მუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმისმრავალი წევრი სულმოუთქმელად ელოდა.

სტალინის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე, 1953 წლის 6მარტს, პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა, მინისტრთა საბ-ჭომ და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა სასწრაფოდ გა-მართეს ერთობლივი სხდომა. ისეთი დიდი დანაკარგის შემ-

15

Page 16: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თხვევაში, როგორიც სტალინის გარდაცვალება იყო, ასეთი სას-წრაფო სხდომები საჭიროცაა და აუცილებელიც. თუმცა ის დი-დი და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ერთი დღისშემდეგ გამოქვეყნდა, იმაზე მოწმობდნენ, რომ ეს სასწრაფოსხდომა გაიმართა არა რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზით, არა-მედ… თანამდებობების გასანაწილებლად! სტალინი ეს-ესააგარდაიცვალა, მისი ცხედარი საცერემონიო დაბრაზშიც კი არიყო გადატანილი უკანასკნელი პატივის მისაგებად, ჯერ კიდევარ იყო შედგენილი გამოთხოვებისა და დაკრძალვის პროგრამა,საბჭოთა კომუნისტები და საბჭოთა ხალხი ცრემლს ღვრიდაუდიდესი დანაკარგის გამო, და სწორედ ეს დღე აირჩია უმაღ-ლესმა საბჭოთა ხელმძღვანელობამ პორტფელების გასანაწი-ლებლად! პრემიერ-მინისტრად დაინიშნა მალენკოვი, პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილედ და შინგან საქმეთა მინისტრად— ბერია, და ასე მიყოლებით გაინაწილეს თანამდებობები ბულ-განინმა, კაგანოვიჩმა, მიქოიანმა და მოლოტოვმა. ამ დღის გან-მავლობაში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებებიყველა უმაღლეს პარტიულ და სახელმწიფო ორგანოში. პარტი-ის პრეზიდიუმი და ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის ბი-ურო ერთ ორგანოდ გადაკეთდა, ზოგიერთი სამინისტრო გაუქ-მდა, სხვები გაერთიანდნენ, ცვლილებები შევიდა უმაღლესისაბჭოს პრეზიდიუმში და სხვ.

ამ ყველაფერმა ჩვენზე ღრმა და ცუდი შთაბეჭდილება მო-ახდინა. თავისთავად გაჩნდა საკვირველი კითხვები: განა შე-საძლებელი იყო, რომ ეგზომ მნიშვნელოვანი საკითხები ასე მო-ულოდნელად, ერთ დღეში გადაწყვეტილიყო, თანაც არა რომე-ლიმე ჩვეულებრივ, არამედ გლოვის პირველ დღეს?! ნებისმიე-

16

Page 17: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

რი ლოგიკა გვაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყომომზადებული. ამ ცვლილებათა სიები კარგა ხნის წინ იყო შედ-გენილი ჩუმად და მალულად და ელოდებოდნენ მხოლოდ შემ-თხვევას, რათა გამოექვეყნებინათ და ყველანი კმაყოფილიდარჩენილიყვნენ…

გამორიცხულია რამდენიმე საათში, თუნდაც ერთი ნორმა-ლური სამუშაო დღის განმავლობაში, ასეთი უმნიშვნელოვანესიგადაწყვეტილებების მიღება.

თუმცა, თუ თავდაპირველად ეს მხოლოდ საკვირველი დაგანსაცვიფრებელი კითხვები იყო, მოვლენათა მსვლელობამ,მოგვიანებით ჩვენამდე მოღწეულმა შემთხვევებმა და ფაქტებ-მა უფრო მეტად დაგვარწმუნა, რომ რომელიღაც უჩინარმა ძა-ლებმა უკვე კარგა ხანია, რაც შეთქმულება მოამზადეს და მხო-ლოდ ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებოდნენ, რათა გეზი ბოლ-შევიკური პარტიისა და საბჭოთა კავშირში სოციალიზმის დამ-ხობისაკენ აეღოთ.

სტალინის დაკრძალვის დროსაც კი თვალშისაცემი იყო ცენ-ტრალური კომიტეტის პრეზიდიუმში ერთსულოვნების არარსე-ბობა: მისი თითოეული წევრი დანარჩენებისთვის გვერდის ავ-ლას და გადასწრებას ცდილობდა. იმის მაგივრად, რომ სტალი-ნის უდროო გარდაცვალების გამო უაღრესად დამწუხრებულიდა სულის სიღრმემდე შეძრული საბჭოთა კავშირის ხალხებისადა მთელი მსოფლიოს კომუნისტებისთვის გლოვის დღეს ერ-თსულოვნება ეჩვენებინათ, „ამხანაგები“ თავდაუზოგავად ცდი-ლობდნენ მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენას. სამგლოვია-რო ცერემონია გახსნა ხრუშჩოვმა, მალენკოვი, ბერია და მო-ლოტოვი სიტყვით გამოვიდნენ ლენინის მავზოლეუმის წინ.

17

Page 18: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ხრუშჩოვი და მისი თანამზრახველები პირფერობდნენ სტალი-ნის ცხედართან და ცერემონიის დამთავრებას ჩქარობდნენ, რა-თა კრემლში ჩაკეტილიყვნენ და თანამდებობების გაყოფისა დაგადანაწილების პროცესი გაეგრძელებინათ.

ჩვენც და სხვაბსაც გვეგონა, რომ საბჭოთა კავშირის კომუ-ნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნადაირჩევდნენ მოლოტოვს, სტალინის უახლოეს თანამებრძოლს,ყველაზე ძველ, მოწიფულ, საბჭოთა კავშირსა და მის ფარ-გლებს გარეთ ყველაზე ცნობილ ბოლშევიკს. თუმცა ასე არმოხდა. სათავეში მალენკოვი მოვიდა, რომელსაც მოსდევდა ბე-რია. იმ დღეებში შორიახლოს, ჩრდილში იდგა „ჯიქი“, რომელიცამ ორთავეს ჩასაყლაპად და სალიკვიდაციოდ ემზადებოდა. ესიყო ნიკიტა ხრუშჩოვი.

მისი აღმასვლა მეტად უცნაურად და საეჭროდ გამოიყურე-ბოდა: იგი დაინიშნა მხოლოდ სტალინის დაკრძალვის ორგანი-ზაციის ცენტრალური კომისიის თავმჯდომარედ და, როდესაც7 მარტს თანამდებობების გადანაწილების შესახებ ცნობა გა-მოქვეყნდა, მას არავითარი ახალი თანამდებობა არ მიუღიაგარდა პარტიის მოსკოვის საოლქო კომიტეტის პირველი მდივ-ნის თანამდებობიდან გათავისუფლებისა იმის გამო, რომ „პარ-ტიის ცენტრალულ კომიტეტში სამუშაოდ გადადიოდა“. გავიდასულ რამდენიმე დღე და 1953 წლის 14 მარტს მალენკოვი „სა-კუთარი თხოვნის საფუძველზე“ გაათავისუფლეს პარტიის ცენ-ტრალური კომიტეტის მდივნის (!) თანამდებობიდან და იმავედღეს არჩეულ ახალ სამდივნოში ნიკიტა ხრუშჩოვი უკვე პირ-ველ ადგილზე ფიგურირებდა.

18

Page 19: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

მსგავსი ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენ არგვეხებოდა, დიდად არ მოგვეწონა. უმაღლესი საბჭოთა ხელი-სუფლების სტაბილობაში იმედი გაგვიცრუვდა, თუმცა ყველა-ფერს იმით ვხსნიდით, რომ საერთოდ არაფერი ვიცოდით საბ-ჭოთა კავშირისა და კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა-ში მიმდინარე მოვლენების შესახებ. პირად შეხვედრებში, რო-მელიც სხვადასხვა დროს გავმართე სტალინთან, მალენკოვთან,მოლოტოვთან, ხრუშჩოვთან, ბერიასთან, მიქოიანთან, სუსლოვ-თან, ვოროშილოვთან, კაგანოვიჩთან და სხვა მთავარ ხელმღვა-ნელებთან, მათ შორის ოდნავი უთანხმოებაც კი არასდროს შე-მიმჩნევია.

სტალინი თანმიმდევრულად იბრძოდა საბჭოთა კავშირისკომუნისტურ პარტიაში მარქსისტულ-ლენინური ერთიანობის-თვის და თავადვე იყო ამის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი.ეს პარტიული ერთიანობა, რომლისთვისაც სტალინი იბრძოდა,არ შექმნილა ტერორით, როგორც ეს მოგვიანებით ხრუშჩოვმადა ხრუშჩოველებმა განაცხადეს იმ იმპერიალისტებისა დამსოფლიო კაპიტალისტური ბურჟუაზიის ცილისმწამებლურ მო-ნაჩმახთა კვალდაკვალ, რომლებიც საბჭოთა კავშირში პროლე-ტარიატის დიქტატურის დასამხობად და გასანადგურებლადიბრძოდნენ, პირიქით, იგი ემყარებოდა სოციალიზმის მონაპო-ვარს, ბოლშევიკური პარტიის მარქსისტულ-ლენინურ ხაზსა დაიდეოლოგიას, სტალინის ამაღლებულ და სუფთა პიროვნებას.საყოველთაო ნდობა სტალინმა მოიპოვა თავისი სამართლია-ნობით, საბჭოთა კავშირისა და ლენინიზმის დაცვის ცოდნით.სტალინი სწორად აწაროებდა კლასობრივ ბრძოლას, იგი არზოგავდა (და კარგადაც შვრებოდა) სოციალიზმის მტრებს. ეს

19

Page 20: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მთლიანად დასტურდება სტალინის, ბოლშევიკური პარტიისადა მთელი საბჭოთა ხალხის ყოველდღიური და კონკრეტულიბრძოლით, დასტურდება სტალინის მიერ გამოქვეყნებული პო-ლიტიკური და იდეოლოგიური ნაშრომებით, საბჭოთა კავში-რის კომუნისტური პარტიის დოკუმენტებითა და დადგენილე-ბებით, დასტურდება იმ პერიოდში გამოქვეყნებული ნაშრომე-ბითა და მასობრივი პროპაგანდით ტროცკისტების, ბუხარინე-ლების, ზინოვიეველების, ტუხაჩევსკელებისა და სხვა მოღალა-ტეების წინააღმდეგ. ეს იყო მწვავე პოლიტიკური და იდეოლო-გიური კლასობრივი ბრძოლა სოციალიზმის, პროლეტარიატისდიქტატურის, პარტიისა და მარქსიზმ-ლენინიზმის პრინციპებისდასაცავად. ამ საქმეში სტალინს უდიდესი დამსახურება მიუძღვის.

სტალინმა თავი წარმოაჩინა გამოჩენილ მარქსისტ-ლენინე-ლად, რომელიც ატარებდა ნათელ პრინციპებსა და გამოირჩეო-და რევოლუციონერ-მარქსისტის დიდი გამბედაობით, გამძლე-ობით, მოწიფულობითა და შორსმჭვრეტელობით. საკმარისიაიმის გახსენება, თუ რამხელა ძალას ფლობდნენ საბჭოთა კავ-შირის შიგა და გარე მტრები, რა ოინებს და აღვირახსნილ პრო-პაგანდას იყენებდნენ, რა მზაკვრულ ტაქტიკურ ნაბიჯებსდგამდნენ, რათა სათანადოდ შეეფასებინათ სტალინის სწორიპრინციპები და ქმედებები საბჭოთა კავშირის კომუნისტურიპარტიის სათავეში ყოფნისას. და თუ მთელ ამ სამართლიან დატიტანურ ბრძოლაში ცალკეული გადახრებიც აღინიშნებოდა,ამაში დამნაშავე არა სტალინი, არამედ ხრუშჩოვი, ბერია დამათი დამქაშები იყვნენ, რომელთა ფარული მიზნებიც, სანამხელში რეალური ძალაუფლება ჩაუვარდებოდათ, ათასგვარისაგულდაგულო წმენდა იყო. მათი ასეთი საქციელის მიზეზი

20

Page 21: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

იყო ნდობის მოპოვება და „პროლეტარიატის დიქტატურისმგზნებარე დამცველების“, „მტრებისადმი დაუნდობელთა“ სახე-ლის მოხვეჭა და ამ გზით ასვლა იქამდე, საიდანაც მომავალშიხელისუფლების უზურპირება მოახდინეს. ფაქტები გვიჩვენებს,რომ, როდესაც სტალინმა ვინმე იაგოდასა და ეჟოვის მტრულისაქმიანობა ამხილა, რუვოლუციურმა სასამართლომ დამსახუ-რებული განაჩენი მათ უყოყმანოდ გამოუტანა. ხრუშჩოვის, მი-ქოიანისა და ბერიასნაირი ელემენტები და მათი „აპარატჩიკე-ბი“ სტალინს სიმართლეს უმალავდნენ. ისინი საბოლოო ჯამშისტალინს ატყუებდნენ. ეს უკანასკნელი არ ენდობოდა მათ დაპირდაპირაც ეუბნებოდა: „…ჩემს შემდეგ საბჭოთა კავშირსუღალატებთო“. ამას თავად ხრუშჩოვიც ადასტურებდა. და მოხ-და ის, რაც სტალინმა იწინასწარმეტყველა. მის სიცოცხლეშიპარტიის ერთიანობაზე ეს მტრები ლაპარაკობდნენ, მისი სიკ-ვდილის შემდეგ კი მათ პარტიაში განხეთქილება შეიტანეს. ესპროცესი განუხრელად ღრმავდებოდა.

იმ მრავალი ვიზიტისას, რომელიც საბჭოთა კავშირში 1953წლის შემდეგ გავმართე, რათა კონსულტაცია მიმეღო ჩვენიპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ან საერთაშო-რისო პოლიტიკის რომელიმე საკითხის ირგვლივ, რომელსაცსაბჭოელები აყენებდნენ და ვითომ ჩვენს აზრსაც კითხულობ-დნენ, სულ უფრო და უფრო უკეთ ვამჩნევდი საბჭოთა კავშირისკომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმისწევრებს შორის არსებულ წინააღმდეგობათა გამწვავებას.

სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ,1953 წლის ივნისში, მოსკოვში პარტიულ-სამთავრობო დელეგა-

21

Page 22: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ციის ხელმძღვანელის რანგში გავემგზავრე, რათა ეკონომიკუ-რი და სამხედრო ხასიათის კრედიტი მეთხოვა.

ეს იყო დრო, როცა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თით-ქოს მთავარი ხელმძღვანელი მალენკოვი იყო. მას საბჭოთაკავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაეკავა. მიუხედავად იმისა, რომ 1953 წლის მარტიდან ხრუშჩო-ვი პირველ ადგილზე იდგა პარტიის ცენტრალური კომიტეტისმდივანთა სიაში, მას სავარაუდოდ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ხელ-ში მთელი ძალაუფლება ჩაგდებული, ჯერ კიდევ არ ჰქონდაპუტჩი მომზადებული.

როგორც წესი, ჩვენს მოთხოვნებს ჯერ წერილობით ვაყა-ლიბებდით, ასე რომ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმისადა საბჭოთა მთავრობის წევრები მათ წინასწარვე იცნობდნენ;მეტიც, როგორც აღმოჩნდა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, თურას მოგვცემდნენ და რას არა. მათ კრემლში მიგვიღეს. როდე-საც დარბაზში შევედით, საბჭოთა ხელმძღვანელები ფეხზე წა-მოდგნენ და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ერთმანეთს სა-ლამი ვუძღვენით.

ყველა მათგანს ჯერ კიდევ სტალინის პერიოდიდან ვიცნობ-დი. მალენკოვი ისეთივე მსუქანი და უწვერულვაშო ყვითელიიერსახისა იყო. იგი რამდენიმე წლის წინ, სტალინთან გამარ-თულ ერთ შეხვედრაზე, გავიცანი და ჩემზე კარგი შთაბეჭდი-ლება მოახდინა. მას ძალიან უყვარდა სტალინი და, როგორცჩანს, სტალინიც მას დიდად აფასებდა. XIX ყრილობაზე მან სიტ-ვა წარმოთქვა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელით.იგი მიეკუთვნებოდა ხელისუფლებაში მოსულ შედარებითახალგაზრდა კადრებს; მოგვიანებით მასი ლიკვიდაცია შენიღ-

22

Page 23: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

ბულმა რევიზიონისტმა ხრუშჩოვმა და მისმა კომპანიამ მოახ-დინა. თუმცა ახლა იგი მთავარ ადგილზე იჯდა, ვინადან სსრკმინისტრა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მისგვერდით იჯდა ბერია, რომელსაც სათვალეებიდან თვალებიუბრწყინავდა და გამუდმებით ხელებს ამოძრავებდა. ბერიასგვერდით ეჯდა მოლოტოვი — მშვიდი, სიმპათიური, ჩვენი აზ-რით, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და საპატივსაცემო ადა-მიანი, ვინაიდან იყო ძველი ბოლშევიკი, ლენინის დროინდელიბოლშევიკი და სტალინის უახლოესი თანამებრძოლი. ასეთადმიგვაჩნია მოლოტოვი სტალინის სიკვდილის შემდეგაც.

მოლოტოვის მახლობლად იჯდა ჯმუხი და კოპებშეყრილიმიქოიანი. ამ ვაჭარს ხელში ეკავა მოწითალო-მოლურჯო დიდიფანქარი (რომელსაც საბჭოთა კავშირის ყველა კანცელარიაშიდაინახავდით) და „ანგარიშით“ იყო დაკავებული. ახლა მისიკომპეტენცია გაცილებით გაფართოებული იყო. 6 მარტს, თანამ-დებობების განაწილების დღეს, გადაწყვიტეს საგარეო ვაჭრო-ბის სამინისტროსა და საშინაო ვაჭრობის სამინისტროს გაერთი-ანება, ვაჭარ-მინისტრის პორტფელი კი ხელში სომეხმა ჩაიგდო.

მაგიდის კიდესთან თითქოს დაბნეული იჯდა თეთრთავა წვე-როსანი, ფართო ლურჯი თვალების მქონე მარშალი ბულგანინი.

— გისმენთ! — წარმოთქვა დარბაისლურად მალენკოვმა.ეს არ იყო ამხანაგური დასაწყისი. ახალ საბჭოთა ხელმძღვა-

ნელებს მალე ჩვევად ექცათ მოლაპარაკებების ასე დაწყება, რაცველიკოდერჟავულ სიამაყეზე მიგვითითებდა. — „აბა, ჩამოყა-ჭეთ, მოგისმენთ და ჩვენს საბოლოო აზრს გამოვთქვამთ“.

23

Page 24: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რუსული ენა კარგად არ ვიცოდი, რუსულად ლაპარაკი არშემეძლო, თუმცა იგი საკმაოდ კარგად მესმოდა. საუბარი თარ-ჯიმნის მეშვეობით მიმდინარეობდა.

ლაპარაკი ჩვენს პრობლემებზე დავიწყე, განსაკუთრებით— სამხედრო და სამეურნეო პრობლემებზე. თავდაპირველადგავაკეთე შესავალი ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგო-მარეობის შესახებ. აუცილებლად უნდა დამესაბუთებინა ჩვენიმოთხოვნებები როგორც ეკონომიკის, ასევე სამხედრო სფერო-ებში. ამ უკანასკნელში მათ მიერ გაწეული დახმარება ყოველ-თვის არასაკმარისი და მინიმალური იყო, თუმცა იმ უმნიშვნე-ლო დახმარებასაც, რომელსაც ისინი გვიწევდნენ, საჯაროდ მა-ღალ შეფასებას ვაძლევდით. ჩვენი მოკრძალებული მოთხოვნე-ბის პარალელურად შევჩერდი ჩვენს ურთიერთობებზე იუგოს-ლავიელ, ბერძენ და იტალიელ მეზობლებთან. მტერი ყოველიმხრიდან — ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან — აძლიერებ-და ჩვენი ქვეყნის მიმართ დივერსიულ, ჯაშუშურ და საბოტა-ჟურ საქმიანობას. ჩვენ გამუდმებულად ვებრძოდით დივერსან-ტთა ბანდიტებს, ასე რომ აუცილებლად გვჭირდებოდა სამხედ-რო მასალები.

ვცდილობდი, რაც შეიძლება ზუსტად და კონკრეტულად ჩა-მომეყალიბებინა ჩემი მოსაზრებები, ბევრი არ მელაპარაკა,თუმცა ოცი წუთიც არ იყო გასული, როცა გველისთვალება ბე-რიამ მის გვერდზე მუმიასავით მჯდომ მალენკოვს უთხრა:

— ხომ არ ვუთხრათ იმას, რაც საჭიროა, და დავამთავროთეს საქმე?

24

Page 25: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

მალენკოვს ჩემთვის თვალი არ მოუშორებია (მას ხომ ავტო-რიტეტი უნდა შეენარჩუნებინა თავისი მოადგილეების წინაშე),და ბერიას სახის აუტოკებლად უთხრა:

— მოიცა!ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი, გული ამიდუღდა,

თუმცა სიმშვიდე შევინარჩუნე და რათა მათთვის მეგრძნობინე-ბინა, რომ მათი ნათქვამი გავიგე, სიტყვა შევიმოკლე და მალენ-კოვს ვუთხარი:

— დავამთავრე.— Правильно!1 — თქვა მალენკოვმა და სიტყვა მიქოიანს

გადასცა.ბერია აშკარად კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ლაპარაკი და-

ვამთავრე, ხელები ჯიბეში ჩაიწყო და მომაშტერდა, რათა გა-მოეცნო, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მათმა პასუ-ხებმა. რასაკვირველია, არ ვიყავი კმაყოფილი იმით, რისი მოცე-მაც გადაწყვიტეს ჩვენი უაღრესად მოკრძალებული მოთხოვნე-ბის საპასუხოდ. კვლავ ვითხოვე სიტყვა და ვთქვი, რომ მათ მე-ტისმეტად შეგვიკვეცეს ჩემი მოთხოვნები. ამ დროს ლაპარაკშისწრაფად ჩაერია მიქოიანი, რომელმაც „განგვიმარტა“, რომსაბჭოთა კავშირი თავადაც ღარიბია, და რომ მან ეს-ესაა ომიდაამთავრა, და რომ მას სხვების დახმარებაც უხდება და ა.შ.

— აღნიშნული მოთხოვნების შედგენისას, — მივუგე მიქოი-ანს, — ყოველთვის ვითვალისწინებდით თქვენს მიერ ახლახანსგამოთქმულ მოსაზრებებსაც, თანაც ამ ანგარიშს ძალზე ხელ-

1. სწორია. — ტექსტში რუსულადაა.

25

Page 26: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მომჭირნედ ვაკეთებდით, რასაც ჩვენთან მომუშავე თქვენისპეციალისტებიც დაადასტურებენ.

— ჩვენმა სპეციალისტებმა არ იციან საბჭოთა კავშირის შე-საძლებლობები. ეს ვიცით ჩვენ და კიდეც გითხარით ჩვენი აზ-რი და ჩვენი შესაძლებლობები, — მითხრა მიქოიანმა.

მოლოტოვი თავდახრილი იჯდა. მან რაღაც ჩაილაპარაკაალბანეთის ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან ისე, რომთავი ერთხელად არ აუწევია. მალენკოვი და ბერია „საქათმისმამლები“ იყვნენ, მიქოიანი კი, — ცივი და გამაღიზიანებელი,— თითქოს ნაკლებს ლაპარაკობდა, მაგრამ ერთთავად ბოღმა-სა და ნაღველს ანთხევდა. მათი ლაპარაკის, ერთმანეთისთვისლაპარაკში ჩახტომის, რჩევების მოცემისას თავმომწონეობისმიხედვით ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ მათ შორის უთანხმო-ებები არსებობდა.

— რახან უკვე გადაწყვიტეთ, — ვუთხარი მათ, — მეტი რა-ღა მეთქმის.

— Правильно! — გაიმეორა მიქოიანმა და ხმის აწევითიკითხა:

— შენიშვნები თუ გაქვთ?— გვაქვს, — წარმოთქვა ბოლოდან ბულგანინმა.— თქვი, — უთხრა მალენკოვმა. ბულგანინმა რომელიღაც

საქაღალდე გახსნა და საქმესთან დაკავშირებით წარმოთქვა:— თქვენ, ამხანაგო ენვერ, არმიისათვის დახმარება გვთხო-

ვეთ. ჩვენ თანახმა ვართ მოგცეთ ის, რაც უკვე დადგენილიგვაქვს, თუმცა თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკული შენიშ-ვნა გამაჩნია. არმია პროლეტარიატის დიქტატურის მძლავრიიარაღი უნდა იყოს, მისი კადრები პარტიის ერთგული უნდა

26

Page 27: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

იყონ, მათი წარმომავლობა უნდა იყოს პროლეტარული, პარ-ტია არმიას მტკიცედ უნდა ხელმძღვანელობდეს…

ბულგანინმა „რჩევებითა“ და „მორალით“ აღსავსე საკმაოდგრძელი ტირადა გააკეთა. ყურადღებით ვუსმენდი და მის სიტ-ყვებში კრიტიკული შენიშვნების პოვნას ვცდილობდი, რამეთუასეთები იქ არ იყო. ბოლოს და ბოლოს გადმოანთხია:

— ამხანაგო ენვერ, ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით,თქვენი არმიის მრავალი კადრი ბაებისა და მდიდრების ვაჟიშ-ვილები, საეჭვო წარმომავლობისა და საეჭვო საქმიანობისმქონე ხალხია. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენს მიერმოცემული იარაღი საიმედო ხელში იქნება, — განაგრძო მან,— ამიტომ გირჩევთ ამ საკითხის ღრმად შესწავლას და წმენ-დის ჩატარებას…

ტვინში სისხლმა ამასხა, ეს ხომ გამონაგონი და ცილისმწა-მებლური ბრალდება და ჩვენი არმიის კადრების შეურაცხყოფაიყო. ხმა ავიმაღლე და მარშალს ვკითხე:

— საიდან გაქვთ ასეთი ცნობები, რომლებიც ასე თავდაჯე-რებით მოგყავთ? რატომ შეურაცხყოფთ ჩვენს არმიას?

დამსწრე საზოგადოებას ცივმა ოფლმა დაასხა. ყველამ თავიასწია და შემომხედა, მე კი ბულგანინისგან პასუხს ველოდი.იგი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამეთუ არ ელოდაასეთ მწარე კითხვას, და ბერიას მიაშტერდა.

სიტყვა ბერიამ აიღო, რომელმაც თვალებისა და ხელებისნერვიულად მოძრაობით თქვა, რომ, მათ ხელთ არსებული ცნო-ბებით, ჩვენ გვყავდა საეჭვო ელემენტები არა მარტო არმიაში,არამედ სახელმწიფო და სამეურნეო აპარატშიც (!), რაღაც ციფ-რიც კი დაასახელა პროცენტებში. ბულგანინმა თავისუფლად

27

Page 28: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ამოისუნთქა და კმაყოფილებით მიმოიხედა, მაგრამ ბერიამ მასღიმილი შეაწყვეტინა. იგი ღიად შეეწინააღმდეგა ბულგანინის„რჩევას“ წმენდების თაობაზე და აღნიშნა, რომ „ცუდი წარსუ-ლის მქონე ელემენტები, რომლებიც შემდეგომში სწორ გზაზედადგნენ, თავიდან კი არ უნდა მოვიშოროთ, არამედ უნდა ვა-პატიოთ მათ“. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაპირისპირებაბულგანინსა და ბერიას შორის იყო არა უბრალოდ დაპირისპი-რება ორ პიროვნებას შორის, არამედ იმ ღრმა უთანხმოებების,ურთიერთდაჭმისა და წინააღმდეგობების გამოვლინება, რომ-ლებიც არსებობდა საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების ორგა-ნოებსა და საბჭოთა არმიის დაზვერვის ორგანოებს შორის.თუმცა ეს მოგვიანებით შევიტყვეთ. ამ შემთხვევაში კი ლაპა-რაკი ჩვენს მიმართ წამოყენებულ მძიმე ბრალდებებზე იყო.ჩვენ ამ ბრალდებებს ვერასგზით ვერ მივიღებდით, რის გამოცფეხზე წამოვდექი და ვუთხარი:

— ვინც ასეთი ცნობები მოგაწოდათ, ცილს გვწამებენ, აქე-დან გამომდინარე, მტრები არიან. თქვენ მიერ ნათქვამში იოტი-სოდენა სიმართლეც კი არაა. ჩვენი არმიის კადრების უმეტესო-ბა ღარიბი გლეხი, მწყემსი, მუშა, ხელოსანი და რევოლუციუ-რად განწყობილი ინტელიგენტი იყო. ბაებისა და მდიდრებისვაჟიშვილები არმიაში არა გვყავს. და თუ მაინც გვყავს 10 ან 20ასეთი ადამიანი, ისინი უკვე განუდგნენ თავიან კლასს, „გასის-ხლიანდნენ“, და როცა ამ სიტყვას ვხმარობ, ეს იმას ნიშნავს,რომ ომის პერიოდში მათ არა თუ იაღარი მიმართეს გარემტრებისკენ, არამედ ის კლასიც უარყვეს, რომელსაც მანამდემიეკუთვნებოდნენ, და საკუთარი მშობლები და ნათესავებიც,თუ ეს უკანასკნელნი პარტიასა და ხალხს უპირისპირდებოდ-

28

Page 29: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

ნენ. ჩვენი არმიის ყველა კადრმა ომი გამოიარა და მათი წინწამოწევა ომის პროცესში მოხდა, ასე რომ არა თუ არ შემიძ-ლია ამ ბრალდებების მიღება, არამედ იმასაც გეტყვით, რომინფორმატორები გატყუებენ, ცილს გვწამებენ. გარწმუნებთ,რომ იარაღი, რომელსაც თქვენგან ვიღებდით და მომავალშიმივიღებთ, საიმედო ხელში იყო და იქნება კიდეც, და რომ ჩვენსარმიას ხელმძღვანელობს შრომის პარტია და სხვა არავინ.მეტს ვერაფერს გეტყვით!, — და დავჯექი.

ჩემს შემდეგ სიტყვა აიღო მალენკოვმა, რათა დისკუსია და-ეხურა. მან აღნიშნა, რომ იზიარებდა აქამდე გამოსულ ორა-ტორთა მოსაზრებებს, მოგვცა უამრავი „რჩევა და მითითება“და შეჩერდა ჩვენს არმიაში არსებული „მტრების“ საკითხზე, რა-ზეც ბულგანინთან და ბერიასთან კამათი მოგვივიდა.

— რაც შეეხება არმიაში წმენდის ჩატარებას, მგონია, რომსაკითხი ასე არ უნდა დადგეს, — თქვა მალენკოვმა, რითაც„წმენდის“ თაობაზე ბულგანინის რჩევას დაუპირისპირდა. —ადამიანები განსწავლულებად არ იბადებიან, ისინი ცხოვრება-ში შეცდომებსაც უშვებენ ხოლმე. მათთვის შეცდომების პატიე-ბისა არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ გვყავს ხალხი, რომლებიციარაღით ხელში გვებრძოდნენ, მაგრამ ახლა განსაკუთრებულბრძანებებს ვცემთ იმაზე, რომ მათ წარსული ვაპატიოთ და ამგზით არმიაშიც იმუშაონ და პარტიაშიც კი შევიდნენ. ტერმინი„არმიის წმენდა“, — გაიმორა მალენკოვმა, — შეუფერებელია,— და ამით განხილვა დაასრულა.

კაცი ვერაფერს გაიგებდა: ერთი მათგანი დაუფიქრებლადგვეუბნებოდა, რომ „მტრები გვყავდა“ და ამის გამო „წმენდა

29

Page 30: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უნდა ჩაგვეტარებინა“, მეორე კი გვეუბნებოდა, რომ „ბრძანე-ბებს ვცემთ, რათა მათ წარსული ვაპატიოთო“!

როგორც არ უნდა იყოს, ეს მათი მოსაზრებები იყო. ყურად-ღებით მოვისმინეთ ისინი და რომელ საკითხშიც არ ვეთანხმე-ბოდით, ღიადვე შევეპასუხეთ. დასასრულს მადლობა გადავუ-ხადე მიღებისთვის და სხვათა შორის ვუთხარი, რომ ჩვენი პარ-ტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემ-თვის შრომის შემსუბუქების თაობაზე — გამათავისუფლა მრა-ვალი ფუნქციისგან და მხოლოდ ერთი მათგანი დამიტოვა —პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა. (მაშინ ცენტრა-ლური კომიტეტის გენერალური მდივანიც ვიყავი, პრემიერ-მი-ნისტრიც, თავდაცვის მინისტრიც და საგარეო საქმეთა მინის-ტრიც. ეს ფუნქციები ქვეყნის გათავისუფლების პერიოდიდანშემომრჩა, როდესაც გარე და შიგა მტრების მიერ შექმნილიუამრავი სიძნელის გადალახვა გვიხდებოდა).

მალენკოვს მოეწონა ასეთი გადაწყვეტილება და ორჯერ გა-იმეორა თავისი საყვარელი правильно! სხვა სათქმელი აღარგვქონდა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ ერთმანეთს გამოვემ-შვიდობეთ.

ამ შეხვედრიდან მწარე დასკვნა გავაკეთე. მივხვდი, რომსაბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში ჩვენი ქვეყნის მიმართკეთილგანწყობა აღარ არსებობდა. აშკარა გაბღენძილობა, რო-გორითაც ისინი შეხვედრაზე გვეპყრობოდნენ, ჩვენს უმნიშვნე-ლო მოთხოვნებზე უარის თქმა და ჩვენი არმიის კადრების წი-ნააღმდეგ ცილისმწამებლური გამოხდომა ცუდის მომასწავებე-ლი იყო.

30

Page 31: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

ამ შეხვედრიდან ისიც დავასკვენი, რომ საბჭოთა კავშირისკომუნისტური პარტიის პრეზიდიუმში აღარ იყო ერთიანობა:მალენკოვი და ბერია სხვებს აჭარბებდნენ, მოლოტოვი ხმასთითქმის არ იღებდა, თითქოს ჩრდილში მყოფი მიქოიანი შხამსანთხევდა, ბულგანინი კი ათას სისაძაგლეს როშავდა.

აშკარა იყო, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტი-ის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმში ერთმანეთის გამო-საძევებლად ბრძოლა გაიმართა. თავგამოდებით ცდილობდნენისინი საზოგადოების წინაშე ისეთი შთაბეჭდილებას შექმნას,თითქოს კრემლში „გვარდიათა ცვლა“ ხდებოდა, თუმცა მოვლე-ნების დაფარვა მაინც შეუძლებელი იყო. პარტიასა და მთავრო-ბაში მოხდა ცვლილებები და ეს პროცესი გრძელდებოდა.ხრუშჩოვმა სარმა გამოკრა მალენკოვს, როცა მას მხოლოდპრემიერ-მინისტრის თანამდებობა მისცა, თავად კი 1953 წლისსექტემბერში ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახ-და. გასაგებია, რომ ხრუშჩოვმა და მისმა თანამზრახველებმაწარმატებით განახორციელეს პრეზიდიუმში შეთითხნილი ინ-ტრიგა მოწინააღმდეგეთა ურთიერთდაპირისპირებისა და ბე-რიას ჩამოშორების მიზნით, რის შემდეგაც დანარჩენები სავა-რაუდოდ უბრალოდ „დააშოშმინეს“.

რაც შეეხება ბერიას დაპატიმრებასა და სიკვდილით დას-ჯას, ამაზე ბევრი ვერსია არსებობს. კერძოდ, ამბობდნენ, რომბერია პირდაპირ პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდი-უმში სამხედროებმა დააპატიმრეს მოსკალენკოს მეთაურობით.როგორც ჩანს, ხრუშჩოვმა და მისმა კომპანიამ ამ „სპეციალურიმისიის“ შესრულება არმიას დაავალეს, ვინადან არ ენდობოდ-ნენ უშიშროების ორგანოებს, რამეთუ ეს უკანასკნელნი მრავა-

31

Page 32: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ლი წლის განმავლობაში ბერიას ხელში იყვნენ. გეგმა წინდა-წინვე შეადგინეს: პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომისდროს მოსკალენკო თავის ხალხთან ერთად მეზობელ ოთახშიშეუმჩნევლად შემოვიდა. გარკვეულ მომენტში მალენკოვმა ხე-ლი ზარის ღილაკს დააჭირა და რამდენიმე წამში დარბაზშიმოსკალენკო შემოვიდა ბერიას დასაპატიმრებლად. ამბობენ, რომამ უკანასკნელმა ხელი იქვე დადებული პორტფელისგან გაიშ-ვირა, მაგრამ მის გვერდით „ფხიზლად“ მჯდარი ხრუშჩოვი უფ-რო „მარჯვე“ აღმოჩნდა და პორტფელს პირველმა სტაცა ხელი.„ჩიტი“ ვეღარ გაუსხლტებოდათ, აქცია წარმატებით დასრულ-და! ზუსტად ისე, როგორც დეტექტიურ ფილმებში ხდება ხოლ-მე, თუმცა არა ჩვეულებრივ დეტექტივებში: მასში მონაწილე-ობდნენ სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრები!

ამბობდნენ, რომ ეს სწორედ ასე მოხდა, თუმცა ამას თავადხრუშჩოვიც აღიარებდა. შემდეგ ერთმა გენერალმა, საბჭოთასამხედრო მრჩეველმა, მგონი გვარად სერგაცკოვმა, ტირანაშიჩამოსვლის შემდეგ რაღაც მოგვიყვა ბერიას სასამართლო პრო-ცესის შესახებ. მან გვითხრა, რომ ამ სასამართლოზე მოწმედიყო გამოძახებული, და რომ ბერია მას უხეშად ექცეოდა. ამას-თან დაკავშირებით სერგაცკოვმა ჩვენ ამხანაგებს კონფიდენ-ციალურად უთხრა: „ბერია მაგრად იცავდა თავს სასამართლო-ზე, არაფერი უღიარებია და ყველა ბრალდება უარყოო“.

1954 წლის ივნისში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარ-ტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებო-ბაზე ხრუშჩოვის ასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ამხანაგჰიუსნი კაპოსთან ერთად მოსკოვში გავემგზავრეთ და საბჭო-თა ხელმძღვანელებს შეხვედრა ვთხოვეთ, რათა მათთან ერ-

32

Page 33: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

თად ჩვენი ის ეკონომიკური პრობლემები განგვეხილა, რომლე-ბიც მათ არ გადაჭრეს. მიგვიღეს ხრუშჩოვმა და მალენკოვმა,რომელიც ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო; შეხვედრას ეს-წრებოდნენ ვოროშილოვი, მიქოიანი, სუსლოვი და კიდევ ერთითუ ორი უფრო დაბალი თანამდებობის მქონე ადამიანი.

ხრუშჩოვს ადრე, სტალინის სიკვდილამდე, ორჯერ შევხვდიუკრაინაში. იმ დროს ჩვენთან ეს-ესაა დამთავრებული იყო ომიდა, რასაკვირველია, დიდი, უდავოდ დიდი ნდობა გვქონდა არამარტო სტალინის, საბჭოთა კავშირის, საბჭოთა კავშირის კო-მუნისტური პარტიის მიმართ, არამედ საბჭოთა კავშირის კო-მუნისტური პარტიის ყველა ხელმძღვანელის მიმართაც. ჯერკიდევ პირველი შუხვედრისას ხრუშჩოვმა ჩემზე „ენერგიულიდა ენაწყლიანი კეთილი ადამიანის“ შთაბეჭდილება მოახდინა;იგი აქებდა ჩვენს ბრძოლას, თუმცა ჩანდა, რომ მის შესახებარაფერი იცოდა.

მან თავაზიანობის გამო ამიღწერა უკრაინა, გამიმართა სა-დილი, რომლის დროსაც მეხსიერებაში ჩამრჩა რაღაც სუპი,ბორშჩი და ერთი ფიალა იმდენად სქელი ჩუმა-მაწონი, რომ მასკაცი დანითაც დაჭრიდა; მან ზოლიანი უკრაინული პერანგი მა-ჩუქა და მომიბოდიშა იმის გამო, რომ მოსკოვში პოლიტბიუროსსხდომაზე მიფრინავდა. ეს შეხვედრა კიევში შედგა, სადაცხრუშჩოვი ჩემი თანდასწრებით წამდაუწუმ სტალინს აქებდა.მაშინ, რასაკვირველია, მხოლოდ იმას ვხედავდი, თუ როგორცოსტატურად მართავდნენ ეს მოსკოვში გასაფრენად მომზადე-ბული ხელმძღვანელები ჩვენთვის აგრერიგად საყვარელ უდი-დეს ქვეყანას, და სტალინის მიმართ მათი კეთილი სიტყვები,

33

Page 34: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დიდად კმაყოფილი და მათი მიღწევებით აღფრთოვანებულიდავრჩი.

მიუხედავა ამისა, ხელისუფლების სათავეში ხრუშჩოვის ეგ-ზომ მოულოდნელად და სწრაფად მოსვლამ ჩვენზე ცუდი შთა-ბეჭდილება მოახდინა. არა იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ ვიყა-ვით, არამედ იმიტომ, რომ ხრუშჩოვი არც თავად საბჭოთა კავ-შირში და არც საზღვარგარეთ არ იყო ისეთი ცნობილი და ართამაშობდა ისეთ როლს, რომ ასე სწრაფად დაეკავებინა დიადისტალინის ადგილი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირვე-ლი მდივნის თანამდებობაზე. ხრუშჩოვი ერთხელად არ გამოჩე-ნილა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრების უმრავლესობა-ში კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს თით-ქმის ყველა ხელმძღვანელი მონაწილეობდა. თუმცა ჩვენი მო-საზრება ხრუშჩოვის ეგზომ სწრაფად აღმასვლის გამო არას-დროს გამოგვითქვამს. ეს საბჭოთა კავშირის კომუნისტურიპარტიის საშინაო საქმედ მიგვაჩნდა და გვეგონა, რომ თავადვეიცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, და მთელი სულითა და გულითვუსურვებდით საბჭოთა კავშირს ისევე წინსვლასა და აყვავე-ბას, როგორც ეს სტალინის პერიოდში ხდებოდა.

და აი, დადგა დღე, როდესაც ყველანი ხრუშჩოვის პირისპირაღმოვჩნდით მასთან გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედ-რაზე.

პირველად სიტყვა მე მოვითხოვე. მოკლედ ჩამოვაყალიბექვეყნის მდგომარეობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ორგანი-ზაციულ საკითხებში და პარტიისა და სახალხო ხელისუფლებისმდგომარეობა. მალენკოვთან წინა წელს გამართული შეხვედ-რიდან მიღებული გამოცდილებით ვიცოდით, რომ კომუნისტუ-

34

Page 35: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

რი პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს ახალ ხელმძღვანე-ლებს არ უყვარდათ სხვების ხანგრძლივად მოსმენა, რის გამოცსაკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას მოკლედ შევეცადედა ძირითადად ყურადღება იმ ეკონომიკურ საკითხებზე გავა-მახვილე, რომელთა შესახებაც ორი თვით ადრე საბჭოთა ხელ-მძღვანელობას წერილობით ვაცნობეთ. ხრუშჩოვი ლაპარაკშიმხოლოდ ერთხელ ჩაერია. ჩვენს ქვეყანაში სახალხო კრებისდეპუტუტთა არჩევნების ბრწყინვალე შედეგებზე და ამ არჩევ-ნებისას პარტიას, ხალხსა და სახალხო ხელისუფლებას შორისარსებულ მონოლითურ ერთიანობაზე ვლაპარაკობდი.

— ამ შედეგებმა არ უნდა მოგადუნონ, — ამ დროს ხრუშ-ჩოვმა და ხაზი გაუსვა იმ საკითხსრომელსაც ყოველთვის ვით-ვალისწინებდითსულ ახლახანს აღვნიშნე სწორედ რომ ჩვენსმიერ ჩატარებული სამუშაო ერთიანობის გასამტკიცებლადპარ-ტიისადმი და სახალხო ხელისუფლებისადმი ხალხის სიყვარუ-ლის გასაძლიერებლადსიფხიზლის ასამაღლებლად და ა.შთუმ-ცა ნაირგვარი რჩევების მოცემა მისი უფლება იყო და ეს არ უნ-და გვწყენოდაიყო ჩემს შემდეგ სიტყვით გამოვიდა ხრუშჩოვი,რომელმაც რომელმაც რომელმაც რომელმაც რომელმაც რო-მელმაც რომელმაც რომელმაც რომელმაც რომელმაც რომელ-მაც რომელმაც რომელმაც რომელმაც რომელმაც

ჩემს შემდეგ სიტყვით გამოვიდა ხრუშჩოვი, რომელმაც საქ-მეებისადმი მიდგომაში იმთავითვე ჯამბაზობა გამოავლინა:

— შევისწავლეთ თქვენი მასალა, ასე რომ საქმის ყურშივართ თქვენი მდგომარეობისა და თქვენი პრობლემების შესა-ხებ, — დაიწყო მან. — ამხანაგი ენვერის მიერ გაკეთებულმამოხსენებამ კიდევ უფრო ღრმად განგვიმარტა ეს საკითხები და

35

Page 36: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ეს უკვე „ერთობლივ მოხსენებად“ მიმაჩნია — თქვენსა დაჩვენს მიერ გაკეთებულ მოხსენებად. თუმცა მე, — განაგრძომან, — ჯერ კიდევ ცუდი ალბანელი ვარ და არ ვილაპარაკებამხანაგი ენვერის მიერ დასმულ ეკონომიკურ და პოლიტიკურპრობლემებზე, რამეთუ ჩვენი მხრიდან მოსაზრებები არ გამოგ-ვიქვამს და ერთიან აზრამდეც არ მივსულვართ. ამის გამო სხვასაკითხს შევეხები.

და შემდეგ პარტიის როლზე ვრცლად საუბარს მოჰყვა.იგი ხმამაღლა ლაპარაკობდა, განუწყვეტლივ ჟუსტიკული-

რებდა და თავს იქნევდა, ირგვლივ იხედებოდა, მზერას არავის-ზე აჩერებდა, დროდადრო საუბარს წყვეტდა და კითხვებს იძ-ლეოდა, შემდეგ კი ხშირად პასუხსაც არ ელოდებოდა და ერთისაკითხიდან მეორეზე ხტებოდა.

— პარტია, — მსჯელობდა იგი თეორიულად, — ხელმძღვა-ნელობს, ორგანიზებას უკეთებს, ამოწმებს. იგი ინიციატორი დასულისჩამდგმელია. ბერია კი პარტიის როლის ლიკვიდირებასცდილობდა, — შემდეგ წამით გაჩუმდა და მკითხა: — თუ გაე-ცანით რეზოლუციას, რომელიც ბერიას განაჩენთან დაკავშირე-ბით მივიღეთ?

— კი, — მივუგე მას.— მან შეწყვიტა პარტიაზე ლაპარაკი და ბერიას საქმიანო-

ბის განხილვას შეუდგა; რა აღარ დააბრალა მას და ლამისააყველა უბედურების მიზეზად წარმოგვიდგინა. ეს იყო სტალინ-ზე შეტევის პირველი ნაბიჯები. ჯერ-ჯერობით ხრუშჩოვი ვერდაესხმებოდა თავს სტალინს, მის საქმესა და ფიგურას, მას ესკარგად ესმოდა, ამიტომ ბერიადან დაიწყო, რათა ნიადაგი შე-

36

Page 37: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

ემზადებინა. ჩვენდა გასაკვირად, ამ შეხვედრაზე ხრუშჩოვმათქვა:

— შარშან აქ ყოფნისას ბერიას მხილებაში დაგვეხმარეთ.გაფაციცებით მივაშტერდი, რათა გამეგო, თუ საით უმიზ-

ნებდა. ხრუშჩოვმა საკითხი თავადვე ახსნა:— გემახსოვრებათ შარშანდელი თქვენი კამათი ბულგანინ-

თან და ბერიასთან თქვენი არმიის მიმართ გამოთქმულ ბრალ-დებებთან დაკავშირებით. ეს მონაცემები ბერიამ შეგვატყობი-ნა, პრეზიდიუმში შემავალი ამხანაგების თანდასწრებით გა-მოთქმულმა თქვენმა პრინციპულმა უარმა კი ეჭვები გაგვიძ-ლიერა ბერიას მტრული საქმიანობის შესახებ. ალბანეთშითქვენი დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ბერია გავასამარ-თლეთ.

არადა ჩვენთან გამართულ ამ პირველ შეხვედრაზე ხრუშ-ჩოვს მხედველობაში მარტო ბერია არ ჰყავდა. „ბერიას“ საქმეუკვე დახურული იყო, ხრუშჩოვი მას უკვე გაუსწორდა. ახლაიგი წინ უნდა წასულიყო. მან ვრცლად ილაპარაკა პარტიისპირველი მდივნისა თუ გერენალური მდივნის მნიშვნელობისადა როლის შესახებ.

— არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის, თუ რა ერქმევა მას, —„პირველი“ თუ „გენერალური“, — თქვენ მან არსებითად. —მნიშვნელობა აქვს ამ თანამდებობაზე ქვეყანაში ყველაზეჭკვიანი, ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ავტორიტეტული ადა-მიანის არჩევას. ჩვენ საკუთარი გამოცდილება გაგვაჩნია, —განაგრძო მან. — სტალინის გარდაცვალების შემდეგ ცენტრა-ლური კომიტეტის ოთხი მდივანი ვიყავით, თუმცა არ გვყავდა

37

Page 38: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უფროსი, ასე რომ სხდომათა ოქმებზე ხელმომწერიც კი არგვყავდა!

ამ საკითხის „პრინციპული“ კუთხით დაწვრილებით განხილ-ვის შემდეგ ხრუშჩოვი აშკარად გადასწვდა მალენკოვს, თუმცამისი სახელი ერთხელაც არ დასცდენია.

— წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, — წარმოთქვა ეშმა-კურად, — ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ავტორიტეტული ამ-ხანაგი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ რომ ყოფილიყოარჩეული? ყველანი მას მიმართავდნენ, ეს კი სახიფათოა, რამე-თუ შეიძლებოდა უყურადღებოდ დარჩენილიყო პარტიის მხრი-დან დაყენებული საჩივრები, რითაც პარტია მეორე პლანზე გა-დადის და მინისტრთა საბჭოს ორგანო ხდება.

მისი გამოსვლისას რამდენჯერმე გადავხედე გაფითრებულდა გაყვითლებულ მალენკოვს, რომელიც ვეღარც თავს ამოძ-რავებდა, ვეღარც სხეულსა და ვეღარც ხელებს.

ყაყაჩოსავით გაწითლებული ვოროშილოვი მიცქერდა დახრუშჩოვის გამოსვლის დამთავრებას ელოდა. შემდეგ კი სიტ-ყვა მოითხოვა. მიმითითა (თითქოს არ ვიცოდი), რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ამა და ამმიზეზით და ა.შ.

— მიმაჩნია, რომ ამხანაგ ხრუშჩოვს, — თქვა ვოროშილოვ-მა გაუბედავად, ვინაიდან არ იცოდა, ვის მიმართ გამოემჟღავ-ნებინა პირფერობა, — არ უნდოდა იმისი თქმა, თითქოს მინის-ტრთა საბჭოს განსაკუთრებული როლი არ აკისრია. და პრემი-ერ-მინისტრსაც…

მალენკოვი ქაღალდივით გაფითრდა. უნდოდა რა ხრუშჩო-ვის მიერ ნათქვამით გამოწვეული ცუდი შთაბეჭდილების შემ-

38

Page 39: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში

სუბუქება, განსაკუთრებით — მალენკოვის მიმართ, თავისინათქვამით ვოროშილოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარტი-ის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმში არსებულ დაძაბულმდგომარეობას. რამდენიმე წუთს გაგრძელდა კლიმ ვოროში-ლოვის ლექციაც პრემიერ-მინისტრის თანამებობის როლისა დამნიშვნელობის შესახებ!

მალენკოვი „განტევების ვაცი“ იყო, რომლის „დაგემოვნე-ბაც“ შემომთავაზეს. მე კი ამ ორი ლექციიდან აშკარად დავინა-ხე, რომ სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმში განხეთქილება მწიფდებოდადა მალენკოვი და მისი ხალხი უფსკრულისკენ მიექანებოდნენ.რაც გამოიწვია ამ პროცესმა, მოგვიანებით ვიხილეთ.

ამ შეხვედრაზევე გვითხრა ხრუშჩოვმა, რომ სხვა მოძმეპარტიებს საბჭოთა „გამოცდილება“ შესთავაზეს — ანუ ის, თუვინ უნდა ყოფილიყო პარტიის პირველი მდივანი თუ პრემიერ-მინისტრი სახალხო-დემოკრატიულ ქვეყნებში.

— ჩვენ ეს საკითხები პოლონელ ამხანაგებთან ერთადაცგანვიხილეთ მათი პარტიის ყრილობამდე ცოტა ხნით ადრე, —მითხრა ხრუშჩოვმა. — საქმეები კარგად ავწონ-დავწონეთ დამიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ამხანაგი ბერუტი მინის-ტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დარჩენილიყო, ამხანაგი ოხაბიკი პარტიის პირველ მდივნად დაენიშნათ…

ამრიგად, თუკი დაჟინებით მოითხოვდა, რომ პირველ მდივ-ნად ოხაბი, — მისივე თქმით, „შესანიშნავი პოლონელი ამხანა-გი“, — აერჩიათ, ხრუშჩოვი იმთავითვე მომხრე იყო პარტიისხელმძღვანელობიდან ბერუტის გამოყვანისა (მოგვიანებით კიმისი ლიკვიდაციისა). ამრიგად, მწვანე შუქი ეძლეოდა ყველარევიზიონისტულ ელემენტს, რომლებიც აქამდე მიმალული იყ-

39

Page 40: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ვნენ და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ. ეს მომენტი ახლახრუშჩოვმა შექმნა, რომელიც თავისი ქმედებებით, თავისი პო-ზიციებითა და თავისი „ახალი იდეებით“ „ცვლილებებისა“ და„რეორგანიზაციების“ სულისჩამდგმელად გადაიქცა.

არადა პოლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის ყრი-ლობამ არ დააკმაყოფილა ხრუშჩოვის სურვილი. ბერუტი —მტკიცე მარქსისტ-ლენინელი ამხანაგი — რომელზეც საუკეთე-სო მოგონებები დამრჩა, პარტიის პირველ მდივნად აირჩიეს,მეორე მდივნად კი — ცირანკევიჩი.

ხრუშჩოვი ამ გადაწყვეტილებას შეეგუა, ვინაიდან სხვა გა-მოსავალი არ ჰქონდა. თუმცა თავწამოყოფილი რევიზიონისტუ-ლი მაფია სხვა გზებსა და შესაძლებლობებზე ფიქრობდა. იგიობობას ქსელს ხლართავდა. და თუ ბერუტი ვარშავაში პარტი-ული ხელმძღანელობიდან ვერ ჩამოაგდეს, როგორს ამას ხრუშ-ჩოვი კარნახობდა, მისი ლიკვიდაცია მოგვიანებით მოსკოვშიმოახდინეს მოულოდნელი „სურდოთი“.

40

Page 41: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

საბჭოთა კავშირის ტრაგედიის ფესვები. ეტაპები, რომლე-ბიც ხრუშჩოვმა გაიარა პოლიტიკური და იდეოლოგიურიძალაუფლების ხელში აღებამდე. ხრუშჩოვის ხროვამ რევო-ლუციის მახვილი დააბლაგვა. რა იმალება ხრუშჩოვისეული„კოლეგიალური ხელმძღვანელობის“ უკან. ხრუშჩოვი დამიქოიანი — კონტრრევოლუციური შეთქმულების თავები.საბჭოთა კავშირში ლიბერალიზმის ქარი ქრის. ხრუშჩოვიდა ვოროშილოვი ღიად გამოდიან სტალინის წინააღმდეგ.ხრუშჩოვი საკუთარ კულტს განადიდებს. რევოლუციისმტრები „გმირებად“ და „მსხვერპლებად“ გამოცხადდნენ.

ხრუშჩოვის სტრატეგიისა და ტაქტიკის ერთ-ერთი მთავარი მი-მართულება იმაში მდგომარეობდა, რომ მთლიანად ჩაეგდოხელში პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალაუფლება საბჭო-თა კავშირში და საკუთარ სამსახურში ჩაეყენებინა საბჭოთაარმია და სახელმწიფო უშიშროების ორგანოები.

ხრუშჩოვის ჯგუფი ამ მიზნის მიღწევას ეტაპობრივად აპი-რებდა. თავდაპირველად მას არ უნდა ეწარმოებინა ფრონტა-ლური შეტევა მარქსიზმ-ლენინიზმზე, საბჭოთა კავშირში მიმ-დინარე სოციალისტურ მშენებლობასა და სტალინზე. პირიქით,ეს ჯგუფი უნდა დაყრდნობოდა განხორციელებულ მიღწევებსდა რაც შეიძლება ხოტბაც კი შეესხა მისთვის, რათა ნდობა მო-ეპოვებინა და შეექმნა ეიფორიის ვითარება, მოგვიანებით სო-ციალისტური ბაზისისა და ზედნაშენის განადგურების მიზნით.

41

Page 42: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რენეგატების ეს ჯგუფი უწინარეს ყოვლისა პარტიის ხელშიჩაგდებას აპირებდა, რათა გაეტეხა შესაძლო წინააღმდეგობაიმ კადრების მხრიდან, რომლებსაც ჯერაც არ ჰქონდათ დაკარ-გული კლასობრივი სიფხიზლე, გაენეიტრალებინათ და დარ-წმუნებით ან დაშინებით გადაებირებინათ მერყევი ადამიანები,გარდა ამისა, საკვანძო თანამდებობებზე დაენიშნათ მავნე, ან-ტიმარქსისტული, კარიერისტული, ოპორტუნისტული ელემენ-ტები, როგორებიც, რასაკვირველია, საბჭოთა კავშირის კომუ-ნისტურ პარტიაშიც არსებობდნენ და საბჭოთა სახელმწიფოშიც.

დიდი სამამულო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის კომუნის-ტურ პარტიაში გარკვეული უარყოფითი მოვლენები მოხდა.საბჭოთა კავშირის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ნგრევა,გაპარტახება, უდიდესი ადამიანური დანაკარგები კადრებისადა მასის სრულ მობილიზებას საჭიროებდა კონსოლიდაციისადა პროგრესის მისაღწევად. არადა ამის მაგივრად მრავალიკადრის ხასიათისა და მორალის ერთგვარი შესუსტება შეინიშ-ნებოდა. მეორე მხრივ, თავიანთი პატივმოყვარეობითა და მიღ-წეული გამარჯვებების ხმამაღლა განდიდებით, თავიანთიჯილდოებითა და პრივილეგიებით, ისევე როგორც უამრავიმანკიერებითა და მანკიერი შეხედულებით გაყოყოჩებულიელემენტები პარტიის სიფხიზლეს აქვეითებდნენ და გუდავ-დნენ, მას შიგნიდან უთხრიდნენ ძირს. არმიაში გაჩნდა კასტა,რომელმაც თავისი თვითნებური და უხეში ბატონობა პარტია-ზეც გაავრცელა და მისი პროლეტარული ხასიათი შეცვალა.კასტამ დააბლაგვა რევოლუციის მახვილი, რომელიც პარტიაუნდა ყოფილიყო.

42

Page 43: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

ჩვენი აზრით, საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიაშიჯერ კიდევ ომამდე, განსაკუთრებით კი ომის შემდეგ გამოვ-ლინდა საძრახისი აპათიის სიმპტომები. ეს პარტია დიდი გავ-ლენით სარგებლობდა, დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა ამა-ვე დროს დაიწყო საკუთარი რევოლუციური სულისკვეთებისდაკარგვა, დაავადდა ბიუროკრატიზმითა და რუტინიორობით.ლენინისეული ნორმები, ლენინური და სტალინური დებულებე-ბი აპარატჩიკებმა გაცვეთილ ფორმულებად და არაქმედითლიტონ სიტყვებად აქციეს. საბჭოთა კავშირი ვეებერთელა ქვე-ყანა იყო, ხალხი შრომობდა, აწარმოებდა, ქმნიდა. ამბობდნენ,რომ მრეწველობა საჭირო ტემპებით ვითარდებოდა, სოცია-ლისტური სოფლის მეურნეობა წინ მიიწევდა, თუმცა ეს ყველა-ფერი მინც არ იდგა სათანადო დონეზე.

სტალინის „მცდარი“ ხაზი კი არ აფერხებდა პროგრესს, პი-რიქით, სტალინის ხაზი იყო სწორი, მარქსისტულ-ლენინური,მას კი მტრული ელემენტები ზოგჯერ ცუდად ატარებდნენცხოვრებაში, ამახინჯებდნენ და საბოტაჟს უწყობდნენ. სტალი-ნის სწორ ხაზს პარტიასა და სახელმწიფო ორგანოებში მოკა-ლათებული შენიღბული მტრები, ოპორტუნისტები, ლიბერალე-ბი, ტროცკისტები და რევიზიონისტებიც ამახინჯებდნენ, როგო-რებიც იყვნენ მოგვიანებით ღია მოქმედებაზე გადასული ხრუშ-ჩოვები, მიქოიანები, სუსლოვები, კოსიგინები და სხვები.

ხრუშჩოვი და მისი უახლოესი თანამზრახველები ჯერ კიდევსტალინის სიკვდილამდე შედიოდნენ იმ მთავარ ხელმძღვანელ-თა რიცხვში, რომლებიც ბუჩქებში მიმალულები მოქმედებდნენდა ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ ღია და ფართო მოქმედება-ზე გადასასვლელად. ფაქტია, რომ ეს მოღალატეები იყვნენ

43

Page 44: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თავგამოდებული შეთქმულები, რომლებსაც გადაღებული ჰქონ-დათ ათასი ჯურის რუსი კონტრრევოლუციონერის, ანარქის-ტის, ტროცკისტისა და ბუხარინელის გამოცდილება. ისინი იც-ნობდნენ რევოლუციისა და ბოლშევიკური პარტიის გამოცდი-ლებასაც, თუმცა რევოლუციის დროს ვერაფერი კარგი ვერ ის-წავლეს, სამაგიეროდ კარგად აითვისეს ყოველივე ის, რაც სა-ჭირო იყო რევოლუციისა და სოციალიზმის ძირგამოსათხრე-ლად, თანაც მათ არ შეხებია რევოლუციისა და პროლეტარიატისდიქტატურის დარტყმა. ანუ ისინი იყვნენ კონტრრევოლუციო-ნერები და მოქმედებდნენ როგორც ორპირები. ერთი მხრივ, ქე-ბა-დიდებას არ აკლებდნენ სოციალიზმს, რევოლუციას, ბოლშე-ვიკთა კომუნისტურ პარტიას, ლენინსა და სტალინს, მეორემხრივ — კონტრრევოლუციას ამზადებდნენ.

ამრიგად, მთელი ეს ხროვა საბოტაჟს ახორციელებდა ყვე-ლაზე უფრო ეშმაკური მეთოდებით, რომელსაც იგი სტალინისადა სოციალისტური წყობის ქება-დიდებით მალავდა. ეს ელე-მენტები კონტრრევოლუციის მომზადებით ამარცხებდნენ რე-ვოლუციას, თავს ასაღებდნენ შიგა მტრებთან „დაუნდობელ“მებრძოლებად, რათა შიში და ტერორი დაეთესათ პარტიაში,ქვეყანასა და ხალხში. სწორედ ისინი უთხზავდნენ და უხატავ-დნენ სტალინს ბრწყინვალე ვითარებას, მაშინ როცა სინამდვი-ლეში არყევდნენ პარტიის საფუძვლებს, სახელმწიფოს საფუძ-ვლებს, ამახინჯებდნენ ადამიანთა სულებს და ცამდე აჰყავდათსტალინის კულტი, რათა სამომავლოდ მისი დამხობა გაადვი-ლებოდათ.

ეს იყო სისხლიანი და მტრული საქმიანობა, რომელმაც თა-ვის მარწუხებში მოიქცია საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავში-

44

Page 45: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

რის კომუნისტური პარტია და სტალინი, რომელიც, როგორცისტორიულმა ფაქტებმა გვიჩვენა, მტრების გარემოცვაში იმყო-ფებოდა. პრეზიდიუმისა და ცენტრალური კომიტეტის თითქმისარც ერთ წევრს არ ამოუღია ხმა სოციალიზმისა და სტალინისდასაცავად.

პარტიის ხელმძღვანელობისა და ორგანიზაციისთვის, ბრძო-ლისა და შრომისთვის გამოცემული სტალინის პოლიტიკური,იდეოლოგიური და ორგანიზაციული დირექტივების საგულდა-გულო ანალიზისას მთლიანობაში ერთი პრინციპული შეცდო-მის პოვნაც კი შეუძლებელია, თუმცა იმის გათვალისწინებით,თუ როგორ მახინჯდებოდა იგი მტრების მიერ და როგორ ტარ-დებოდა ცხოვრებაში, აუცილებლად დავინახავთ ამ დამახინჯე-ბათა საშიშ შედეგებს და მივხვდებით, თუ რატომ განიცადაპარტიამ ბიუროკრატიზაცია და დაეშვა რუტინამდე და სახიფა-თო ფორმალიზმამდე, რომელიც მას ბოჭავდა და რევოლუციურსულისკვეთებასა და აღმაფრენას აკარგვინებდა. პარტიას ჟან-გი მოედო და აპათიაში ჩავარდა, ვინაიდან შეცდომით ფიქრობ-და, რომ მხოლოდ თავი, ხელმძღვანელობა მოქმედებდა დაწყვეტდა ყველაფერს. ასეთი კონცეფციის შედეგად შეიქმნა ვი-თარება, როდესაც ყველგან და ყველაფერზე ამბობდნენ: „ესიცის ხელმძღვანელობამ“, „ცენტრალური კომიტეტი არ ცდება“,„სტალინმა თქვა და მორჩა“ და ა.შ. შეიძლება ბევრი რამე სტა-ლინს არც უთქვამს, მაგრამ მისი სახელით ინიღბებოდა. აპარა-ტები და თანამშრომლები გახდნენ „სრულუფლებიანები“, „შე-უცდომელები“, რომლებიც ბიუროკრატიულად მოქმედებდნენ,ამოფარებული იყვნენ დემოკრატიულ ცენტრალიზმს, ბოლშევი-კურ კრიტიკასა და თვითკრიტიკას, რომელიც ბოლშევიკური

45

Page 46: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უკვე აღარ იყო. ყოველივე ამით ბოლშევიკურმა პარტიამ ყო-ფილი სიცოცხლისუნარიანობა უეჭველად დაკარგა. იგი ცხოვ-რობდა სწორი ფორმულებით, მაგრამ მარტოოდენ ფორმულე-ბით; იგი იყო აღმასრულებელი, მაგრამ არა თვითმოქმედი პარ-ტია; პარტიის ხელმძღვანელობაში გამოყენებულმა მეთოდებმადა მუშაობის ფორმებმა საწინააღმდეგო ნაყოფი გამოიღო.

ასეთ პირობებში ბიუროკრატიულმა ადმინისტრაციულმაზომებმა რევოლუციურ ზომებს გადააჭარბეს. სიფხიზლემუწინდელი ქმედითუნარიანობა დაკარგა, ვინაიდან მას ხელი-დან გამოეცალა რევოლუციურობა, მიუხედავად იმისა, რომ რე-ვოლუციურ სიფხიზლეზე მთელი ხმით გაჰყვიროდნენ. პარტიი-სა და მასების სიფხიზლიდან იგი ბიუროკრატიული აპარატისსიფხიზლედ გადაიქცა; თუ ფორმით მთლიანად არა, ფაქტობ-რივად იგი სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლოებისსიფხიზლედ გადაიქცა.

გასაგებია, რომ ამ პირობებში საბჭოთა კავშირის კომუნის-ტურ პარტიაში, კომუნისტებსა და მრავალ ადამიანის ცნობიე-რებაში დაიწყეს არაპროლეტარული, არაკლასობრივი განწყო-ბილებებისა და შეხედულებების ჩანერგვა. გავრცელდა კარიე-რიზმი, მლიქვნელობა, შარლატანობა, ავადმყოყოფური მფარ-ველობა, ანტიპროლეტარული მორალი და ა.შ. ეს ყველაფერიპარტიას შიგნიდან ადნობდა, გუდავდა კლასობრივი ბრძოლისადა თავდადებულობის გრძნობას და ხელს უწყობდა ლტოლვას„კარგი“, წყნარი ცხოვრებისკენ, პრივილეგიებისკენ, პირადი გა-მორჩენისკენ, ისეთი ცხოვრებისკენ, რომელიც ნაკლებ შრომასადა გაჭირვებას მოითხოვდა. შედეგად იქმნებოდა ბურჟუაზიუ-ლი და წვრილბურჟუაზიული განწყობილებები, რომლებიც გა-

46

Page 47: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

მოიხატებოდა და იგრძნობოდა შემდეგ სიტყვებში: „ჩვენ ამ სო-ციალისტური სახელმწიფოსათვის ვიბრძოდით და გავიმარ-ჯვეთ კიდეც, ახლა კი უნდა გავიხაროთ და მისი ნაყოფით ვი-სარგებლოთ“, „ჩვენ ხელშეუხებლები ვართ, წარსული ყველაფ-რისგან გვიცავს“. ყველაზე დიდი საფრთხე კი იმაში მდგომარე-ობდა, რომ ასეთი განწყობილება ფესვებს იდგამდა კარგი წარ-სულისა და პროლეტარული წარმომავლობის მქონე ძველ პარ-ტიულ კადრებშიც, ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმისწევრებს შორისაც, რომლებსაც სხვებისთვის მაგალითი უნდამიეცათ. მრავალი მათგანი ხელმძღვანელად მუშაობდა, ზოგიც— აპარატში, ისინი მარჯვედ იყენებდნენ სიტყვებს, რევოლუ-ციურ ფრაზებს, ლენინისა და სტალინის თეორიულ ფორმუ-ლებს, სახელს სხვების შრომაზე იხვეჭდნენ და ცუდ მაგალი-თებს ფართო გასაქანს აძლევდნენ. ამრიგად, საბჭოთა კავში-რის კომუნისტურ პარტიაში ბიუროკრატი კადრებისგან მუშაარისტოკრატია ყალიბდებოდა.

სამწუხაროდ, გადაგვარების ამ პროცესს ახლდა „სასიხარუ-ლო“ და „დამაიმედებელი“ ლოზუნგები იმის შესახებ, რომ „ყვე-ლაფერი კარგად მიდის, პარტიული ნორმებისა და კანონებისშესაბამისად“, არადა ეს კანონები ფაქტობრივად ფეხქვეშ ითე-ლებოდა, და რომ „კლასობრივი ბრძოლა გრძელდება“, „დემოკ-რატიული ცენტრალიზმი დაცულია“, „კრიტიკა და თვითკრიტი-კა უწინდებურად ფართოდ ვრცელდება“, „პარტიაში არსებობსფოლადისებრი ერთიანობა“, „აღარ არსებობენ ფრაქციული დაანტიპარტიული ელემენტები“, „ტროცკისტებისა და ბუხარინე-ლების დრო კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა“, და ა.შ. მსგავს და-მახინჯებულ წარმოდგენას ვითარების შესახებ — და სწორედ

47

Page 48: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ესაა დრამისა და საბედისწერო შედომის მიზეზი — რევოლუ-ციური ელემენტებიც კი ნორმალურ მოვლენად მიიჩნევდნენ,რის გამოც მიაჩნდათ, რომ საშიში არაფერი იყო, და რომმტრებს, მფლანგველებს, მორალის დამარღვეველებს სასამარ-თლოები სჯიდნენ, პარტიის უღირს წევრებს მისი რიგებიდანრიცხავდნენ და მათ მაგივრად ახალ წევრებს იღებდნენ, გეგმე-ბი სრულდებოდა და იყო შეუსრულებლობის შემთხვევებიც,ადამიანებს აკრიტიკებდნენ, სჯიდნენ, აქებდნენ და ა.შ. ამრი-გად, მათი აზრით, ცხოვრება საკუთარი დინებით მიედინებოდადა სტალინს ასეც უპატაკებდნენ: „ყველაფერი ნორმალუდ მი-დისო“. დარწმუნებული ვართ, რომ სტალინს, როგორც დიადრევოლუციონერს, რომ სცოდნოდა პარტიაში საქმეების რეა-ლური ვითარება, ამ არაჯანსაღ სულისკვეთებას გამანადგურე-ბელ დარტყმას მიაყენებდა, კომუნისტური პარტია და საბჭოთახალხი კი ამ დროს ერთ მხარეზე იქნებოდნენ, ვინაიდან მათსტალინის მიმართ უდიდესი ნდობა ჰქონდათ.

აპარატები არა მარტო მცდარ ინფორმაციას აწვდიდნენსტალინს და ბიუროკრატიულად ამახინჯებდნენ მის სწორ დი-რექტივებს, არამედ ხალხსა და პარტიაში შექმნეს ისეთი მდგო-მარეობა, როცა პარტიულ და ხალხთა მასებთან კონტაქტისასთავად სტალინიც კი (რამდენადაც ამისთვის მას ასაკი და ჯან-მრთელობა უწყობდა ხელს) არ იღებდა სწორ ინფორმაციას ამუკანასკნელთაგან, რამეთუ აპარატები კომუნისტებსა და ხალ-ხთა მასებს უნერგავდნენ იმ იდეას, რომ „სტალინის შეწუხებაარ იყო საჭირო“.

ხრუშჩოველების მიერ ე.წ. „სტალინის კულტის“ ირგვლივატეხილი ხმაური ფაქტობრივად ბლეფი იყო. ამ კულტს ნერგავ-

48

Page 49: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

და არა სტალინი, რომელიც თავმდაბალი ადამიანი იყო, არა-მედ მთელი ეს რევიზიონისტული ხროვა, რომელმაც პარტიისადა სახელმწიფოს სათავეში მოიყარა თავი და, ყველაფერთანერთად, მარჯვედ იყენებდა ხალხთა მხურვალე სიყვარულს საბ-ჭოთა კავშირის მიმართ, განსაკუთრებით, ფაშიზმზე გამარჯვე-ბის შემდეგ. ხრუშჩოვის, მიქოიანისა და პრეზიდიუმის სხვა წევ-რების გამოსვლათა გადაკითხვისას დავინახავთ, თუ რა თავდა-უზოგავად და პირფერულად აქებდნენ ეს მტრები სტალინს თა-ვის სიცოცხლეში. იმის გაფიქრებაზე, რომ ამ ქება-დიდებისუკან კომუნისტებისა და მასების წინააღმდეგ მიმართული მტრუ-ლი საქმიანობა იდგა, და ეს მასები ცდებოდნენ, როცა ფიქრობ-დნენ, რომ საქმე მარქსიზმ-ლენინიზმის ერთგულ ხელმძღვანე-ლებთან და სტალინის უახლოეს თანამებრძოლებთან ჰქონდათ,ამ გამოსვლათა გადაკითხვა ზიზღისმომგვრელი ხდება.

სტალინის სიკვდილის შემდეგაც გარკვეული დროის განმავ-ლობაში „ახალი“ საბჭოთა ხელმძღვანელები და პირველ რიგშიხრუშჩოვი მასზე ცუდს არ ლაპარაკობდნენ; მეტიც, ისინი აფა-სებდნენ მას და უწოდებდნენ „დიად ადამიანს“, „უდავო ავტო-რიტეტის მქონე ბელადს“ და სხვ. ხრუშჩოვს ასე უნდა ელაპარა-კა, რათა საბჭოთა კავშირსა და მის ფარგლებს გარეთ ნდობამოეპოვებინა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სოციალიზმისა დარევოლუციის ერთგული და ლენინისა და სტალინის საქმის „გამ-გრძელებლი“ იყო.

ხრუშჩოვი და მიქოიანი მარქსიზმ-ლენინიზმისა და სტალი-ნის ყველაზე უფრო დაუძინებელი მტრები იყვნენ. ორივე მათ-განი სათავეში ედგა შეთქმულებასა და პუტჩს, რომელიც მათკარგა ხნის წინ მოამზადეს ცენტრალურ კომიტეტში, არმიასა

49

Page 50: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

და ადგილობრივ ხელმძღვანელებს შორის არსებულ კარიერის-ტებთან და ანტიმარქსისტულ ელემენტებთან ერთად. ამ პუტ-ჩისტებმა არ გახსნეს კარტები სტალინის სიკვდილისთანავე დააგრძელებდნენ შხამის ნელ-ნელა ჩაწვეთებას სტალინის ქება-დიდებაში, როცა ეს მათ სჭირდებოდათ და რა დოზითაც სჭირ-დებოდათ. ისე, ჩემთან გამართულ უამრავ შეხვედრაზე მიქოია-ნი არასდროს აქებდა სტალინს, თუმცა პუტჩისტები თავიანთგამოსვლებსა და მოხსენებებში სტალინს წამდაუწუმ ქებე-დი-დებას ასხამდნენ. ისინი ახდენდნენ სტალინის კულტის განდი-დებას, რათა იგი კიდევ უფრო ჩამოეშორებინათ მასებისგან დაამ კულტს ამოფარებულებს კატასტროფა მოემზადებინათ.

ხრუშჩოვი და მიქოიანი ამ გეგმით მოქმედებდნენ და სტა-ლინის სიკვდილის შემდეგ მოქმედების საშუალება იმიტომაცმიეცათ, რომ მალენკოვი, ბერია, ბულგანინი და ვოროშილოვიარა მარტო დოყლაპიები, არამედ ძალაუფლების მოყვარულე-ბიც აღმოჩნდნენ და თითოეული მათგანი ხელისუფლების ხელ-ში ჩასაგდებად ილტვოდა.

ისინი და სხვა ძველი, პატიოსანი რევოლუციონერები უკვეიქცნენ იმ ბიუროკრატიული რუტინის, იმ ბიუროკრატიული„ლეგალობის“ ტიპიურ წარმომადგენლებად, რომელმაც უკვეთავი იჩინა, მაგრამ როცა მათ ამ „ლეგალობის“ გამოყენებახრუშჩოველების შეთქმულების წინააღმდეგ სცადეს, უკვე გვი-ან იყო.

ხრუშჩოვმა და მიქოიანმა სრულიად შეთანხმებულად იმოქ-მედეს და ისინი ერთიმეორეს დაუპირისპირეს. სხვა სიტყვებით,მათ მიმართეს ტაქტიკას: დაყავი პრეზიდიუმში, გააძლიერეპუტჩის ძალები მის გარეთ, გააგრძელე სტალინის ქება-დიდება,

50

Page 51: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

რათა მილიონობით ადამიანი შენს მხრეზე იყოს, და ყოველივეამით მოაახლოვე ხელისუფლების ხელში აღების, მოწინააღ-მდეგეებისა და სოციალისტური მშენებლობის, სამამულო ომშიგამარჯვებისა და სხვა მრავალი სახელოვანი ეპოქის ლიკვიდა-ციის დღე. მთელი ეს გამალებული საქმიანობა (ამას კარგადვგრძნობდით) საბჭოთა კავშირსა და მის ფარგლებს გარეთხრუშჩოვის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

ლენინისა და სტალინის ხელმძღვანელობით საბჭოთა კავ-შირისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მიერმიღწეულ გამარჯვებებს ამოფარებული ხრუშჩოვი ყველაფერსაკეთებდა იმისათვის, რათა საბჭოთა ხალხს და საბჭოთა კომუ-ნისტებს ეფიქრათ, რომ არაფერი არ შეცვლილა, დიადი ხელ-მძღვანელი გარდაიცვალა, მაგრამ მის ადგილზე მოდის „კიდევუფრო დიადი“ ხელმძღვანელი და თანაც როგორი! „ისეთივეპრინციპული და ისეთივე ლენინელი, როგორიც პირველი იყო,მეტიც — ლიბერალური, თავაზიანი, მხიარული, იუმორით აღ-სავსე!“

არადა ამასობაში რევიზიონისტმა ნაძირლებმა სტალინისსაქმეზე შხამის გადმონთხევა დაიწყეს. თავდაპირველად ამასსტალინის სახელის უხსენებლად აკეთებდნენ, თავს პირდაპირარ ესხმოდნენ.

1954 წელს ხრუშჩოვთან გამართულ ერთ შეხვედრაზე მანთითქოს პრინციპულ და თეორიულ ჭრილში წამოიწყო „კოლე-გიალური ხელმძღვანელობის“ უდიდესი მნიშვნელობის შესახებაზრის განვითარება, ილაპარაკა იმ უდიდეს ზარალზე, რომე-ლიც საქმეს ადგება, როცა ეს ხელმძღვანელობა ერთი ადამია-ნის კულტით იცვლება, მომიყვანა ცალკეული ციტატები მარ-

51

Page 52: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ქსიდან და ლენინიდან, რათა მივეხვედრებინე, რომ მის მიერნათქვამი „მარქისტულ-ლენინურ ნიადაგს“ ეფუძნებოდა.

სტალინზე ცუდი არაფერი უთქვამს და მთელი ყურადღებაბერიაზე გადაიტანა, დააბრალა მას რეალური და გამოგონილიდანაშაულები. ხრუშჩოვის რევიზიონისტული შეტევის ამ პირ-ველ ეტაპზე ბერია მართლაც კარგი კოზირი იყო ამ საიდუმლოგეგმების განხორციელების გზაზე. როგორც ზემოთ დავწერე,ხრუშჩოვმა ბერია უამრავი ბოროტების მოთავედ დახატა,თითქოსდა ბერია არ აფასებდა ჯეროვნად პირველი მდივნისროლს, თითქოს მან გააუქმა „კოლეგიალური ხელმძღვანელო-ბა“ და ცდილობდა პარტიის დაქვემდებარებას სახელმწიფოუშიშროების ორგანოებისთვის. ბერიას მიერ მიყენებული ზარა-ლის დაძლევის ნიღაბს ამოფარებული ხრუშჩოვი, ერთი მხრივ,ფესვებს იდგამდა პარტიულ და სახელმწიფო ხელმძღვანელო-ბაში და ხელში ჩაიგდო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მეორემხრივ კი საზოგადოებას ამზადებდა, რათა ღია თავდასხმა და-ეწყო იოსებ ბესარიონის ძე სტალინის, ბოლშევიკთა კომუნის-ტური პარტიის — ლენინისა და სტალინის პარტიის — წინააღმდეგ.

გვაკვირვებდა მრავალი ასეთი მოულოდნელი მოქმედებადა ცვლილება, თუმცა ჯერ კიდევ არ შეგვეძლო განხორციელე-ბის პროცესში მყოფი შეთქმულების ჭეშმარიტი მასშტაბის წი-ნასწარ განჭვრეტა. თუმცა უკვე იმ პერიოდში შევნიშნეთ საბ-ჭოთა კავშირის ამ „ახალი ხელმძღვანელის“ საქციელისა და აზ-რების წინააღმდეგობრივი ხასიათი. იგივე ხრუშჩოვი, რომე-ლიც ახლა „კოლეგიალური ხელმძღვანელობის მომხრედ“ გამო-დიოდა, რამდენიმე დღის ადრე, ჩვენთან გამართულ შეხვედრა-ზე, პარტიის პირველი მდივნისა და პრემიერ-მინისტრის რო-

52

Page 53: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

ლის განხილვისას „პიროვნების როლისა“ და „მტკიცე ხელის“მგზნებარე მომხრედ მოგვევლინა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომთითქოს ამ „პრინციპულმა“ მოღვაწეებმა კოლეგიალური ხელ-მძღვანელობა დაამყარეს. ამას იმის დასამტკიცებლად გაჰყვი-როდნენ, რომ თითქოს „სტალინი კოლეგიალობის პრინციპებსარღვევდა“, თითქოს მან „დაამახინჯა ლენინისეული ხელმძღვა-ნელობის ეს მნიშვნელოვანი ნორმა“, თითქოს მის პერიოდში„პარტიული და სახელმწიფო ხელმძღვანელობა კოლეგიალური-დან პირად ხელმძღვანელობად გადაიქცა“.

ეს მტკნარი სიცრუე იყო, რომელიც ხრუშჩოველებმა ნიადა-გის მოსამზადებლად გაავრცელეს. თუკი კოლეგიალობის პრინ-ციპი მართლა დაირღვა, ამის მიზეზი სხვადასხვა პრობლემებზესტალინის სწორი აზრები კი არა, არამედ სხვა ადამიანებისთაღლითობა და თვითნებური გადაწყვეტილებებია, რომლებ-საც ისინი თავადვე იღებედნენ და მათ დაქვემდებარებაშიმყოფ სხვადასხვა სექტორებში სტალინის ხაზს გვარიანად ამა-ხინჯებდნენ. აბა როგორ შეიძლებოდა სტალინის ირგვლივ მყო-ფი ამ ანტიპარტიული ელემენტების მსგავს ქმედებათა გაკონ-ტროლება, როცა თავად ისინი ავრცელებდნენ იდეას იმის შესა-ხებ, რომ Цэ-Ка знает все2?! ამით ისინი ცდილობდნენ პარტიისადა ხალხის დარწმუნებას იმაში, რომ „სტალინმა იცოდა ყველა-ფერი, რაც ხდებოდა“, და რომ „იგი ყველაფერს სწორად მიიჩ-ნევდა“. სხვა სიტყვებით, სტალინის სახელისა და თავისი აპა-რატჩიკების მეშვეობით ისინი ცდილობდნენ კრიტიკის შენელე-

2. ტექსტში რუსულადაა — ცე-კამ ყველაფერი იცის. [მთარგმნელისშენიშვნა].

53

Page 54: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ბას და ბოლშევიკური პარტიის გადაქცევას მკვდარ, უნებისყო-ფო და უენერგიო ორგანიზმად, რომელსაც მხედველობიდან გა-მორჩებოდა ბიუროკრატიული გადაწყვეტილებები, მაქინაციე-ბი და დამახინჯებები და ამ ყველაფერზე ხელსაც კი მოაწერდა.

ეგრეთ წოდებული „კოლეგიალური ხელმძღვანელობის“დამყარებისთვის გამართული კომპანიისას ხრუშჩოვი ეშმაკუ-რად ჟონგლიორობდა და პიროვნების კულტის წინააღმდეგ გა-მართული ბრძოლის გამაყრუებელ ხმაურს ტეხავდა. გაზეთები-დან ხრუშჩოვის პორტრეტები გაქრა, გაქრა მსხვილად დაბეჭ-დილი მისი საქებარი სტატიების სათაურებიც, მაგრამ სამაგიე-როდ მწვანე შუქი აუნთეს სხვა, უფრო ნაცად ტაქტიკას: გაზე-თები აივსო მისი საჯარო გამოსვლებით, მოხსენებებით, ცნობე-ბით უცხოელ ელჩებთან გამართული შეხვედრების შესახებ,დიპლომატების მიერ მოწყობილ ყოველდღიურ მიღებებზესტუმრობებით, ამერიკელ ჟურნალისტებთან, საქმოსნებთან დახრუშჩოვის დასავლელ მილიონერ მეგობრებთან შეხვედრებით.ეს ტაქტიკა „სტალინის მუშაობის დახურულობას“, მის „სექტან-ტურ მუშაობას“ უნდა დაპირისპირებოდა, რომელიც, ხრუშჩო-ვის თქმით, ხელს უშლიდა საბჭოთა კავშირის გააქტიურებასმსოფლიოში.

ამ ხრუშჩოვისეულ პროპაგანდას საბჭოთა ხალხისთვის უნ-და ეჩვენებინა, რომ მას უკვე ჰყავდა „ჭეშმარიტი ლენინელიბელადი, რომელმაც ყველაფერი იცოდა, ყველაფერს სწორადწყვიტავდა, განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით გამო-ირჩეოდა და ნებისმიერს საკადრის პასუხს გასცემდა“, და რომ-ლის დაუცხრომელი საქმიანობაც „საბჭოთა კავშირს დაეხმარე-

54

Page 55: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

ბოდა ყველაფრის დაძლევაში, წარსულის დანაშაულთა გადა-ლახვასა და წინსვლაში“.

მოსკოვში ვიმყოფებოდი ყველა სოციალისტური ქვეყნისპარტიათა თათბირის გამო. თუ არ ვცდები, ეს იყო 1956 წლისიანვარში, როცა გაიმართა ეკონომიკური ურთიერთდახმარე-ბის საბჭოს წევრი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების სა-კითხებისადმი მიძღვნილი თათბირი. ეს იყო დრო, როცა ხრუშ-ჩოვი და ხრუშჩოველები თავიანთ მტრულ საქმიანობას აძლიე-რებდნენ. ხრუშჩოვთან და ვოროშილოვთან ერთად მოსკოვისგარეუბანში მდებარე აგარაკზე ვიმყოფებოდით, სადაც ჩვენ,მოძმე პარტიების წარმომადგენლებს, უნდა გვესადილა. დანარ-ჩენები ჯერ არ იყვნენ მოსული. მანამდე საბჭოთა ხელმძღვანე-ლებს ჩემი თანდასწრებით არასდროს მოუხსენებიათ აუგად სტა-ლინი და მეც უწინდებურად დიდი სიყვარულითა და პატივისცე-მით ვიხსენებდი ხოლმე დიად სტალინს. როგორც ჩანს, ეს ჩემისიტყვები ხრუშჩოვს დიდად არ ეპიტნავებოდა. სანამ სხვა ამხა-ნაგებს ველოდებოდით, ხრუშჩოვმა და ვოროშილოვმა მითხრეს:

— პარკში ხომ არ გავისეირნოთ, სუფთა ჰაერზე?გარეთ გავედით და პარკის ბილიკებს გავუყევით. ხრუშჩოვ-

მა კლიმ ვოროშილოვს მიმართა:— აბა, მოუყევი ენვერს სტალინის შეცდომების შესახებ.მაშინვე ყურები ვცქვიტე, თუმცა მათ გულღვარძლიანობა-

ზე მანამდეც მქონდა ეჭვი. და ვოროშილოვი მოჰყვა ლაპარაკსიმაზე, რომ „სტალინი შეცდომებს უშვებდა პარტიულ ხაზში, იყოუხეში და იმდენად სასტიკი, რომ კაცი ვერც შეეკამათებოდა“.

— იგი, — განაგრძო ვოროშილოვმა, — ხელს უწყობდა და-ნაშაულების ჩადენასაც, რომლებზედაც პასუხისმგებლობა მას

55

Page 56: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ეკისრება. ცდებოდა სოფლის მეურნეობის განვითარების სა-კითხშიც, რის გამოც „სოციალისტური მშენებლობის ხუროთ-მოძღვრის“ ეპითეტი მას არ შეჰფეროდა. სხვა პარტიებთანსტალინს არასწორი ურთიერთობა ჰქონდა…

ვოროშილოვი დიდხანს აძაგებდა სტალინს. მე რაღაც გავი-გე, რაღაც კი ვერ გავიგე, რამეთუ, როგორც ზემოთ ვწერდი,რუსული კარგად არ ვიცოდი, თუმცა საუბრის შინაარსსა დაორივე მათგანის მიზანს კარგად მივხვდი და განაგონმა აღმაშ-ფოთა. ხრუშჩოვი წინ მიდიოდა და ჯოხით პარკში დათესილკომბოსტოებს ეხებოდა. (ხრუშჩოვი პარკებშიც კი ბოსტნეულსთესავდა, რითაც თავს მიწათმოქმედების დიდი მცოდნედ ასა-ღებდა.)

როდესაც ვოროშილოვმა ლაყბობა და ინსინუაციები დაას-რულა, ვკითხე:

— განა შეიძლება, რომ სტალინს ამდენი შეცდომა დაეშვა?სახეაწითლებული ხრუშჩოვი მომიბრუნდა და მითხრა:— შეიძლება, შეიძლება, ამხანაგო ენვერ, სტალინი სწორედ

ასეთ შეცდომებს უშვებდა.— კი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ სტალინის სიცოცხლეშივე

შენიშნეთ. რატომ არ მოეხმარეთ მას ამ შეცდომების თავიდანაცილებაში, თუ, როგორც თქვენ ამტკიცებთ, იგი მათ უშვებდა?— ვკითხე ხრუშჩოვს.

— ეს კითხვა, ამხანაგო ენვერ, ბუნებრივი კითხვაა, მაგრამთუ ხედავ ამ капусту-ს? სტალინი თავებს ისევე ადვილად აჭრი-და ხალხს, როგორაც მებაღეს შეუძლია ამ კომბოსტოს მოჭრა,— და ხრუშჩოვმა კომბოსტო ჯოხით შეარხია.

56

Page 57: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

— ყველაფერი გასაგებია! — ვუთხარი ხრუშჩოვს და ხმააღარ ამომიღია.

აგარაკზე დავბრუნდით. სხვა ამხანაგებიც მოსულიყვნენ.ერთობ აღელვებული ვიყავი. იმ საღამოს გვიპირებდნენ ღიმი-ლის ჩუქებას და სოციალიზმის „უფრო სწრაფად“ და „მაქსიმა-ლურად სწრაფად“ განვითარებას, „მეტ დახმარებას“ და „უფროფართო“ და „ყოვლისმომცველ“ თანამშრომლობას. ეს იყო დრო,როცა ავადხსენებულ XX ყრილობას ამზადებდნენ, დრო, როცახრუშჩოვი ხელისუფლების ხელში ჩაგდებს ცდილობდა. იგი იქ-მნიდა მუჟიკი ხელმძღვანელის, „სახალხო“ ხელმძღვანელისიერსახეს, რომელიც აღებდა ციხეების კარებს, აღებდა საკონ-ცენტრაციო ბანაკების კარებს, რომელსაც არათუ ეშინოდა რე-აქციონერებისა და საბჭოთა კავშირის მსჯავრდადებული მტრე-ბისა, არამედ მათი ციხიდან გამოშვებით ყველას უჩვენებდა,რომ მათ შორის „უსამართლოდ“ დასჯილებიც არსებობდნენ.

ცნობილია, თუ რა ტროცკისტები, რა შეთქმულები, რა კონ-ტრრევოლუციონერები იყვნენ ზინოვიევი და კამენევი, რიჟკო-ვი და პიატაკოვი, რა მოღალატე იყო ტუხაჩევსკი და „ინტელი-ჯენს სერვისის“ ან გერმანიის სხვა გენერალ-აგენტები. ხრუშ-ჩოვისა და მიქოიანისთვის კი ისინი კარგი ადამიანები იყვნენ,რომლებიც ცოტა ხნის შემდეგ, 1956 წლის თებერვალში, „სტა-ლინის უდანაშაულო მსხვერპლად“ უნდა გამოეცხადებინათ. ესტალღა თანდათან ზვირთდებოდა, საზოგადოებრივი აზრი სა-გულდაგულოდ მზადდებოდა. „ახალი“ ხელმძღვანელები, რომ-ლებიც ისევ ის ძველი ხელმძღვანელები იყვნენ, სტალინის გა-მოკლებით, თავს ლიბერალებად ასაღებდნენ, რათა ხალხის-თვის ეთქვათ: „ისუნთქე თავისუფლად, შენ უკვე თავისუფალი

57

Page 58: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ხარ, ისარგებლე ნამდვილი დემოკრატიით, რამეთუ ტირანი დატირანია აღარ არსებობს. ახლა უკვე ყველაფერი ლენინისგზით მიდის, იქმნება დოვლათი, ბაზრები საქონლითაა გადაჭე-დილი და პროდუქცია აღარც კი ვიცით სად წავიღოთო“.

ხრუშჩოვი, ეს საძაგელი ყბედი, საკუთარ ეშმაკობებსა დამზაკვრობებს ყბედობითა და სისულელეებით ფარავდა და მა-ინც მოახერხა თავისი ჯგუფისთვის ხელსაყრელი ვითარებისშექმნა. დღეც არ გავიდოდა, რომ ხრუშჩოვს აღვირახსნილი დე-მაგოგია არ ეწარმოებინა სოფლის მეურნეობაზე, არ გამოეცვა-ლა ხალხი და მუშაობის მეთოდები, არ გამოეცხადებინა თავისოფლის მეურნეობის ერთადერთ „კომპეტენტურ მცოდნედ“,რომელიც ამგვარ „პირად“ რეფორმებს ატარებდა.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურიკომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე დანიშვნა ხრუშ-ჩოვმა სოფლის მეურნეობაზე დაწერილი ვრცელი მოხსენებით„დაიწყო“, რომელიც 1953 წლის სექტემბერში გამართულ ცენ-ტრალური კომიტეტის პლენუმზე გააკეთა. ეს მოხსენება, რო-მელსაც „უმნიშვნელოვანესი“ მოხსენება უწოდეს, იმ ხრუშჩოვი-სეულ იდეებსა და რეფორმებს შეიცავდა, რომლებმაც ფაქტობ-რივად საბჭოთა სოფლის მეურნეობა ისე ძლიერად შეარყიეს,რომ მიღებული კატასტროფები დღესაც კი კარგად ჩანს. „ყამი-რი მიწების“ ირგვლივ ატეხილი ხმაური და ფანფარონობა ცრურეკლამა იყო და მეტი არაფერი.

საბჭოთა კავშირი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყი-დულობდა და ახლაც ყიდულობს მილიონობით ტონა ხორბალს.

მიუხედავად ამისა, „კოლეგიალური ხელმძღვანელობა“ დახრუშჩოვის პორტრეტების გაზეთების ფურცლებიდან გაქრობა

58

Page 59: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში

დიდხანს არ გაგრძელებულა. ხრუშჩოვის კულტს ადიდებდნენთაღლითები, ლიბერალები, კარიერისტები, მლიქვნელები დაპირფერები. სტალინის დიადი ავტორიტეტი, რომელიც მის წა-რუშლელ საქმეებს ეფუძნებოდა, საბჭოთა კავშირსა და მისფარგლებს გარეთ ძლიერად შეირყა. მისმა ავტორიტეტმა ად-გილი დაუთმო შარლატანის, ჯამბაზისა და შანტაჟისტის ავტო-რიტეტს.

59

Page 60: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

მიქოიანი — გადამყიდველ-კოსმოპოლიტი და განუხრელი ან-ტიალბანელი. 1953 წელს მიმდინარე რთული მოლაპარაკე-ბა ეკონომიკურ საკითხებზე — საბჭოთა ხელმძღვანელებიალბანეთისთვის გაწეული დახმარების ირგვლივ ვაჭრობენ.ხრუშჩოვის „რჩევები“ ერთი წლის შემდეგ: „რა თავში იხ-ლით მძიმე მრეწველობას“, „ნავთობსა და ლითონებს ჩვენმოგცემთ“, „პურზე ნუ იდარდებთ, პურს იმდენს მოგცემთ,რამდენსაც მოისურვებთ“. მიქოიანთან წაჩხუბება. უკმაყო-ფილება ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოში რე-ვიზიონისტების გამო. ოხაბი, დეჟი, ულბრიხტი. ეკონომიკუ-რი ურთიერთდახმარების საბჭოს 1956 წელს მოსკოვში გა-მართული თათბირი — ხრუშჩოვი: „…ჰიტლერის მსგავსადუნდა მოვიქცეთ“. ხრუშჩოვთან გამართული კიდევ ერთი სა-უბარი. მისი „რჩევები“: „ალბანეთი წინ უნდა წავიდეს ბამ-ბის, ცხვრების, თევზისა და ციტრუსების მეშვეობით“.

მზად ვიყავით, რომ გაგვეგრძელებინა და გაგვევითარებინასტალინის დროს დამტკიცებული აზრთა გაცვლა-გამოცვლისპრაქტიკა და საბჭოთა მთავრობისადმი დახმარებისათვის მი-მართვა ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. სა-ხალხო ხელისუფლების პირველი 8-9 წლის განმავლობაში ქვეყ-ნის ეკონომიკური განვითარების საქმეში მთელ რიგ წარმატე-ბებს მივაღწიეთ, პირველი ნაბიჯები გადავდგით ინდუსტრია-

60

Page 61: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

ლიზაციის სფეროში, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის კო-ლექტივიზაციის საქმეში, ამ მიმართულებით გარკვეული ბაზაშევქმენით და გარკვეული გამოცდილებაც შევიძინეთ, რომე-ლიც ჩვენი ქვეყნის სოციალისტური ეკონომიკის განუხრელადწინსვლაში გვეხმარებოდა. თუმცა მიღწეული თავში არ აგვარ-დნია და არც ჩვენთან არსებული დიდი პრობლემები, ხარვეზე-ბი და სიძნელეები დაგვიფარავს. ამის გამო აუცილებლად მიგ-ვაჩნდა, მუდმივად გვეკითხა რჩევები ჩვენი მეგობრებისთვისდა, პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისხელმძღვანელებისთვის; ასევე გვჭირდებოდა გარკვეული მა-ტერიალური დახმარება და კრედიტები მათი მხრიდან. თუმცაისინი არასდროს ჩაგვითვლია მოწყალებად და არც არასდროსმოგვითხოვია ასეთი სახით.

თუმცა მალე სტალინისშემდგომ ხელმძღვანელებთან არსე-ბულ ჩვენს ამ ურთიერთობებსა და კონტაქტებშიც გაჩნდა სიგ-ნალები, რომ საქმეები უწინდებურად არ მიდიოდა. რაღაც უკ-ვე მოიკოჭლებდა, რაღაც უკვე აღარც კი არსებობდა ძველიატმოსფეროდან, როცა სტალინთან მორიდების გარეშე მივდი-ოდით, ვუზიარებდით ჩვენ გაჭირვებას, ის კი გვისმენდა დაასევე ღია გულით — ინტერნაციონალისტი კომუნისტის გუ-ლით — გველაპარაკებოდა. მის მემკვიდრეებში დღითიდღე,სულ უფრო და უფრო მეტად, კომუნისტების მაგივრად ვაჭ-რებს ვხედავდით.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურიკომიტეტის წევრებს შორის ყველაზე უარყოფითი, ყველაზე ეჭ-ვიანი ელემენტი და ყველაზე გამოუსწორებელი ინტრიგანი მი-ქოიანი იყო. ეს ვაჭარი, რომელიც გამუდმებით ტუჩებს იღეჭავ-

61

Page 62: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

და და თავის ჩასმულ კბილებს აჭრიალებდა, როგორც მოგვია-ნებით გაირკვა, ასევე ღეჭავდა ანტიმარქსისტულ, მუხანათულდა პუტჩისტურ გეგმებსაც. ეს გულქვა და ანტიპათიური გარეგ-ნობის მქონე ადამიანი განსაკუთრებულ ბოროტებას ჩვენს, ალ-ბანელების, მიმართ იჩენდა. ამ გადამყიდველთან და ჩარჩთანეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში კავშირს ვინარჩუნებ-დით. ყველაფერს, რაც ალბანეთს შეეხებოდა — კრედიტებისგამოყოფა და სავაჭრო მიმოცვლა — ეს ინდივიდუუმი მარტო-ოდენ სავაჭრო კუთხით განიხილავდა. მასში უკვე აღარ არსე-ბობდა ინტერნაციონალისტური, სოციალისტური და მეგობრუ-ლი გრძნობები.

მიქოიანისთვის ალბანეთი „გეოგრაფიული ცნება“ და უსარ-გებლო ხალხით დასახლებული ქვეყანა იყო. ერთხელაც არმსმენია, რომ სიტყვა დასცდენოდა ჩვენს ბრძოლაზე, ჩვენსხალხზე, ჩვენს პირობებზე უდიდეს სიძნელეებთან ბრძოლაშიომისგან დანგრეული ქვეყნისა და ეკონომიკის აღსადგენად. მანუამრავი ქვეყანა მოიარა, მაგრამ ალბანეთში ჩამოსვლის სურ-ვილი ერთხელაც არ გამოუთქვამს. აშკარა იყო, რომ საბჭოთახელმძღვანელობა ამ გადამყიდველ-კოსმოპოლიტის „დიდ ეკო-ნომიკურ გამოცდილებას“ ეფუძნებოდა, რომელიც, როგორც ის-ტორიამ დაამტკიცა, ნიკიტა ზრუშჩოვთან ერთად შეთქმულე-ბას გეგმავდა სტალინის წინააღმდეგ, რომელის მოკვლაც გა-დაწყვიტეს, რაც თვითონვე გვითხრა მე და მეჰმეტს 1960 წლისთებერვალში. პუტჩის შემდეგ ისინი ამერიკულ იმპერიალიზმსდაუკავშირდნენ და ლენინისა და სტალინის დიადი საქმის — საბ-ჭოთა კავშირში სოციალიზმის — დანგრევას შეუდგნენ. როდე-

62

Page 63: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

საც ალბანეთის დახმარების საკითხი დგებოდა, ისევე როგორცსხვა ქვეყნების შემთხვევაში, საქმეს მიქოიანი წყვიტავდა.

ჩვენთან მიმართებაში მიქოიანი არა მარტო ყველაზე დიდსიძუნწეს, არამედ მოურიდებელ შეურაცხყოფებსაც არ ერიდე-ბოდა. იგი ყოველთვის ანტიალბანურ ხაზს ატარებდა, სტალი-ნის სიცოცხლეშიც კი. ჩემს მოგონებებში — „სტალინთან ერ-თად“ — ვწერდი ერთ შემთხვევაზე, როდესაც სტალინმა საბ-ჭოელების მიერ ჩვენთვის გაწეული ინტერნაციონალური დახ-მარების განხილვისას ღიმილით მკითხა:

— თავად ალბანელები ხომ არ იტყვიან უარს მუშაობაზე?!მაშინვე მივხვდი, თუ რატომ მითხრა ეს სტალინმა: მანამდე

ორი-სამი დღის განმავლობაში ვკამათობდით მიქოიანთან ჩვე-ნი ეკონომიკური მდგომარეობისა და საბჭოთა ხელმძღვანელო-ბისადმი გაგზავნილი ჩვენი მოთხოვნების ირგვლივ. მიქოიანმაშეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია ჩვენი მდგომარეობადა ჩვენი საქმეები და იქამდეც კი დაეშვა, რომ გამოგვიცხადა:„თქვენს განვითარებას მარტოოდენ გარედან დახმარებაზეაფუძნებთო!“

— არა, — შევეპასუხე მე. — არა ხართ მართალი. ჩვენ თავ-დაუზოგავად ვმუშაობთ, ძილსაც ვიკლებთ, მაგრამ ასეთი პი-რობები და სიძნელეები გვაქვს. — და მოვუყევი, თუ როგორდაუღალავად და მუხლჩაუჩოქავად მუშაობენ ალბანეთში მუ-შები, გლეხობა, ახალგაზრდობა, ქალები, მთელი ხალხი — დი-დიც და პატარაც.

— აი, მაგალითად, — უკან დაიხია ვაჭარმა, — თქვენ ინ-დუსტრიის შექმნა გინდათ. ინდუსტრია თქვენთვის ადვილისაქმე არაა, თანაც მას ვერსად შეიძენთ, უცხოეთის გარდა, ანუ

63

Page 64: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ჩვენგან. მიმართეთ მთელი ძალები სოფლის მეურნეობისკენ,გააუმჯობესეთ სოფლის ცხოვრება, არაფერში გჭირდებათმარტოოდენ მრეწველობის განვითარება.

სომეხ ვაჭართან დიდხანს ვიკამათეთ და, როგორც ყოველ-თვის, ლაპარაკი მანვე შეწყვიტა სიტყვებით: „კეთილი, ხელ-მძღვანელობას მოვახსენებო“. სტალინი ფაქტობრივად დაეთან-ხმა ჩვენს ყველა მოთხოვნას, მას არც ამ შემთხვევაში და არცმოგვიანებით ჩვენთვის მიქოიანის მსგავსი შენიშვნები არ გაუ-კეთებია. მიუხედავად ამისა, თავისი უკანასკნელი შხამი მიქო-ინმა სტალინის თანდასწრებითაც გადმოგვანთხია.

ჩვენს ყველა ეკონომიკურ დელეგაციას მიქოიანი ვაჭარი-ვით ეპყრობოდა.

— ჩვენ თქვენთვის მოსაცემი არაფერი გვაქვს, თქვენმსხვილ კრედიტებს ითხოვთ. ბრინჯის გასასუფთავებელი დაცემენტის ქარხნების მშენებლობაში ვერ დაგეხმარებით, და ა.შ,— გვეუბნებოდა იგი, მიუხედავად იმისა, რომ იმდენად მცირეკრედიტებს ვითხოვდით, რამხელაც კაცმა შეიძლება წარმოიდ-გინოს.

ჩვენი მოკრძალებულობა და ჩვენი მორცხვობა მოთხოვნე-ბის ჩამოყალიბებისას ის თვისებები იყო, რომლითაც ხასიათ-დება ხოლმე მრავალჭირგადანახული ღატაკი, რომელმაც კარ-გად იცის შრომისა და ოფლის ფასი, კარგად ესმის ომით გადა-ბუგული საბჭოთა კავშირის კოლოსალური გაჭირვება და მისისაერთაშორისო ვალდებულებები. ჯერ კიდევ სტალინის დროსგაგვიხსნეს კრედიტები მრავალი ფაბრიკისა და სხვა ობიექტისასაშენებლად. ამაოდ ვუხსნიდით მიქოიანს ჩვენი ქვეყნის იმ სა-ვალალო მდგომარეობას, რომელსაც ბურჟუაზიისგან მემკვიდ-

64

Page 65: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

რეობით ერთი ფაბრიკაც არ მიუღია და რომელიც ომის დროსმთლიანად გადაწვეს და გადაბუგეს, მას ერთი ტრაქტორიც არგააჩნდა მიწის დასამუშავებლად, რის გამოც არ იყო სწორიჩვენი დაყენება აღმოსავლეთ გერმანიის, ჩეხოსლოვაკიისა დასხვათა გვერდით. ერთხელ მიქოიანთან ცხარე კამათი გავმარ-თე, ვინაიდან იგი იმაში მადანაშაულებდა, რომ ჩვენი ძროხებიწელიწადში 500-600 ლიტრ რძეს იძლეოდნენ.

— რაში გჭირდებათ ისინი? — მითხრა მან. — დაკალით!მე გაბრაზებით ვუპასუხე:— პირუტყვის განადგურების გზას არასდროს დავადგებით,

მათ უკეთ გამოვკვებავთ და უკეთეს ჯიშებსაც გამოვიყვანთ.უნდა იცოდეთ, რომ ჩვენთან პირუტყვი კი არა, ადამიანებიცვერ ჭამენ ძღომამდე.

— ჩვენთან ერთი ძროხა იძლევა…, — წარმოთქვა ქედმაღ-ლურად და ჩამოთვალა ამდენი და ამდენი ათასი ლიტრი რძე.

— ბოდიშით, მაგრამ, — მივუგე მას, — თქვენ საბჭოთა სა-ხელმწიფოს ძველი მოღვაწე ბრძანდებით, ასე რომ ალბათ კარ-გად გეცოდინებათ: იძლეოდნენ თუ არა თქვენი ძროხები ოქ-ტომბრის რევოლუციის მოხდენისთანავე, 1920 ან 1924 წლებში,იმდენივე რძეს, რამდენსაც ახლა იძლევიან?

— არა, — თქვა მან, — მაშინ საქმე სხვანაირად იყო.— ასეა საქმე ახლა ჩვენთან, — ვუთხარი მას, — არ შეგვიძ-

ლია თქვენს დონემდე მისვლა 4-5 წელიწადში. მთავარი ისაა,რომ საქმეს უკვე შევუდექით და პროგრესის მიმართულებითსიარული გვწადია. არც სურვილი გვაკლია და არც ნებისყოფა.თუმცა ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ.

65

Page 66: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის ვაჭარ-მი-ნისტრის საქციელში ანტიალბანური ტენდენციები განუხრელკურსად იქცა. თუმცა ახლა იგი მარტო აღარ იყო. მისმა ფან-ქარმა, რომელსაც ჩვენს მოკრძალებულ მოთხოვნებზე დიდიჯვრებისა და „უარების“ დასმის მიდრეკილება ჰქონდა, ახლაუკვე სხვების მხარდაჭერაც მოიპოვა. ზემოთ ვახსენე 1953წელს მოსკოვში მალენკოვთან, ბერიასთან, მიქოიანთან დასხვებთან გამართული შეხვედრა. ყველაფერს რომ თავი დავა-ნებოთ, მარტო იმის მიხედვით, თუ როგორ გვეპყრობოდნენ დაროგორ უდგებოდნენ ჩვენს მიერ წამოყენებულ ეკონომიკურპრობლემებს, ვიგრძენი, რომ კრემლში აღარ არსებობდა არამარტო დაუვიწყარი სტალინის სხეული, არამედ მისი დიადი დაადამიანური სულიც, მისი გულისხმიერება, ხალხისადმი გულ-თბილი მოპყრობა, მისი როგორც გამოჩენილი მარქსისტ-ლენი-ნელის აზრები.

რამდენიმე წუთიც არ იყოს გასული მას შემდეგ, რაც ალბა-ნეთის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მშრომლთამასების, კომუნისტებისა და კადრების არნახულ შრომით აღ-მაფრენაზე დავიწყე ლაპარაკი, როცა მალენკოვმა სიტყვა გა-მაწყვეტინა:

— Ну, товарищ Энвер3, — მითხრა მან, — თქვენი მტკიცე-ბით, ალბანეთში კარგი მდგომარეობაა, არადა ფაქტები სულსხვა რამეს გვეუბნებიან. ამის გამო ჩვენი კონსტატაციები მო-ისმინეთ.

3. აბა, ამხანაგო ენვერ. — ტექსტში რუსულადაა.

66

Page 67: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

და მოვისმინეთ მათი შენიშვნები ჩვენი მდგომარეობისა დაჩვენი საქმეების შესახებ. საიდან ჰქონდათ ეს „ცნობები“, არ ვი-ცოდით, თუმცა ფაქტი იყო, რომ საქმეებს საკვირველად აზვია-დებდნენ და უტრირებას უკეთებდნენ. მეხსიერებაში განსაკუთ-რებით ჩამრჩა მათი ორი „შენიშვნა“.

პირველი მათგანი ჩვენს სახელმწიფო აპარატს შეეხებოდა.— თქვენი აპარატი, — „ასკვნიდა“ საბჭოთა ხელმძღვანე-

ლობა, — იმდენად დიდი და გაბერილია, რომ როკფელერი დამორგანიც ვერ გაბედავდნენ მის შენახვას!

და მას შემდეგ, რაც ეს-ესაა როკფელერებად და მორგანე-ბად გვაქციეს, თავიანთი მეორე შენიშვნით მეორე უკიდურესო-ბაში გადავარდნენ:

— თქვენ გლეხებს არ ჰყოფნით საარსებო პური, არ გააჩნი-ათ ხარები, არც პირუტყვი, ერთი ქათამიც კი (ალბათ თავადვეიციან, თუ როგორ მოახერხეს ალბანეთში ქათმების დათვლა!);რომ აღარაფერი ვთქვათ პირველი მოხმარების სხვა საგნებზე.

როკფელერიც და შევარდენივით შიშველ-ტიტველიც! აბასადაა აქ ლოგიკა?!

თუმცა მიქოიანის ხმამ დიდხანს ფიქრის საშუალება არ მომ-ცა. მიქოიანი ციფრომანი იყო და პროცენტების, ციფრების, შე-დარებებისა და ცხრილების ენით ლაპარაკობდა. შემდეგ მანთქვა:

— ეკონომიკური მდგომარეობა უვარგისი გაქვთ, თქვენისოფლის მეურნეობა სავალალო მდგომარეობაშია, პირუტყვიომამდელზე ნაკლები გყავთ, პურის 20 პროცენტი უცხოეთიდანშეგაქვთ, კოლექტივიზაცია ნელა მიმდინარეობს, გლეხობას არსჯერა კოლექტიური მეურნეობის უპირატესობისა. გლეხების

67

Page 68: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ექსპლუატაციას ეწევით. ფინანსების საქმე ცუდად გაქვთ დაყე-ნებული. ვაჭრობა არ იცით, — ლაყბობდა ეს სომეხი.

საბჭოთა ხელმძღვანელებისადმი დიდი პატივისცემის მიუ-ხედავად, ვეღარ გავჩუმდებოდი:

— ჩვენ არც ვცეკვავთ და არც ვნადიმობთ, — მივუგე მას.— ვშრომობთ, ოფლს ვღვრით, მაგრამ ყველაფრის ერთად გა-მოსწორება შეუძლებელია. ეს სტადია თქვენც გაიარეთ, ასერომ, ნუ დაგავიწყდებათ ეს.

— არც გვავიწყდება, — თქვა მან, მაგრამ ჩვენ ჩვენივე ხე-ლებით ვშრომობდით.

— ჩვენც ჩვენივე ხელებით ვშრომობთ, — განვაგრძე მე, —რამეთუ ჩვენს ქვეყანაში პალოები არ არსებობს. ჩვენ მოწყა-ლებას კი არა, მხოლოდ ინტერნაციონალურ დახმარებასგთხოვთ.

ჩემმა რეპლიკებმა მას ტონის შერბილება აიძულა. თუმცამაინც განაგრძო:

— თქვენი გეგმები არასდროს არ სრულდება. ავიღოთ მშე-ნებლობა. იწყებთ თქვენი ქვეყნის კვალობაზე კოლოსალურმშენებლობას, არადა თქვენი სამშენებლო გეგმები არ სრულ-დება, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ სამუშაო ძალა არ გყოფ-ნით და ამისათვის არც შესაბამისი პირობები შეგიქმნიათ, მეო-რეც, იმიტომ, რომ უამრავი თქვენთვის გამოუსადეგარი ფაბრი-კისა და ქარხნის მშენებლობით ხართ დაკავებული. ასეთ მშე-ნებლობებს ალბანეთის რეალური პირობების გაუთვალისწი-ნებლად იწყებთ. მატზე ჰიდროელექტროსადგურს აშენებთ. გე-კითხებით: სად უნდა გამოიყენოთ ელექტროენერგია? ვერ ვხე-

68

Page 69: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

დავთ, თუ სად შეძლებთ მის გამოყენებას, ამდენი ელექტროე-ნერგია არაფერში გჭირდებათ.

მისი მსჯელობა მეტად უცნაურად მეჩვენა და არ დავეთანხმე:— მდინარე მატზე მშენებარე ჰიდროსადგური დასრულების

შემდეგ დაახლოებით 25000 კილოვატს მოგვცემს. განა ეს ბევ-რად და ზედმეტად გეჩვენებათ?! გაითვალისწინეთ, ამხანაგომიქოიან, რომ ელექტროენერგია ახლავე გვჭირდება; მეტიც,ჩვენი ეკონომიკის გეგმიური განვითარება მომავალში შეუძლე-ბელი იქნება საჭირო ელექტროენერგიით მომარაგებისთვისწინასწარი ზომების მიუღებლად.

— დაგეგმარებისას უზუსტობებს უშვებთ. ჰიდროელექ-ტროსადგურის აშენება ძალიან ძვირი დაგიჯდებათ, თანაცელექტროენერგიასაც ვერაფერში გამოიყენებთ, — არ იშლიდათავისას. — თქვენთვის გამოუსადეგარი ფაბრიკებისა და ქარ-ხნების აშენებას აგრძელებთ, როგორიცაა ფოლადსაგლინავიდა ხის გადამამუშავებელი ქარხნები, ქაღალდის ფაბრიკა, შუ-შის ქარხანა, სელის ქარხანა, პურის ქარხანა და სხვ. რაშისჭირდება ალბანეთს ეს ფაბრიკები და ქარხნები? რაში გჭირ-დებათ ნავთობსახადი ქარხანა? გაქვთ კი საკმარისი ნავთობიამისათვის? ან იქნებ ამ ნავთობსახად ქარხანას იმიტომ აშე-ნებთ, რომ იგი გაჩერებული გქონდეთ? ეს საკითხები კარგადგააანალიზეთ და ზედმეტი მშენებლობები გააუქმეთ. სოფლისმეურნეობა თქვენთან უაღრესად კრიტიკულ მდგმარეობაშია,რის გამოც მრეწველობაში კაპიტალის დაბანდება უნდა შეამ-ციროთ და გეზი სოფლის მეურნეობის ამოქაჩვისკენ აიღოთ!

მისი ლაპარაკის მოსმენისას რაღაც მომენტში მომეჩვენა,რომ ჩემს წინაშე იდგა არა საბჭოთა კავშირის კომუნისტური

69

Page 70: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

პარტიის ცენტრალურ კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი და საბ-ჭოთა ექს-პრემიერი, არამედ ტიტოს გამოგზავნილი კიდრიჩი,რომელიც 7-8 წლით ადრე თავის მეგობრებთან ერთად ტყავი-დან ძვრებოდა, რომ მრეწველობაზე ხელის აღებაში დავერწმუ-ნებინეთ, და რომ ერთი სამრეწველო ობიექტიც აღარ აგვეშენე-ბინა. „სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობა“, — გვაძალებ-დნენ ბელგრადში. „სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობა“,— მირჩევდნენ 1953 წელს მოსკოვში…

მთელმა ამ შეხვედრამ, რომელზეც ჩვენი ეკონომიკურიპრობლემები უნდა განგვეხილა, სწორედ ამ სულისკვეთებითჩაიარა.

რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთხელ დავჯექით მიქოი-ანთან და სხვა საბჭოთა ამხანაგებთან ერთად ეკონომიკურისაკითხების „განსახილველად“. როდესაც მეგობრების მხრიდანმოწადინება ვეღარ დავინახეთ, ბევრ ჩვენს საკითხზე თავადვევთქვით უარი. შემოვიფარგლეთ რამდენიმე ყველაზე აუცილე-ბელი ობიექტით, და, მათი „რჩევების“ მიუხედავად, მაინც მოვა-ხერხე უმნიშვნელო კრედიტის მიღება ინდუსტრიის გასავითა-რებლად, განსაკუთრებით — ნავთობისა და სამთო მოპოვებისმრეწველობებში.

არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც ეკონომი-კური საკითხების განსახილველად მალენკოვსა და მიქოიანსშევხვდით.

— თქვენი რჩევების საფუძველზე, — დავიწყე მე, — საკით-ხები ჩვენს ამხანაგებთან განვიხილე და წინა მოთხოვნებიდანმომავალ ხუთწლედში გადავიტანეთ ქაღალდის ფაბრიკა, შუში-სა და ფოლადის ქარხნები და პურის ქარხანა.

70

Page 71: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

— Правильно! — თქვა მალენკოვმა, მიქოიანმა კი მაშინვეგადახაზა თავის სიაში ისინი თავისი დიდი ფანქრით.

მატსკის ჰიდროსადგურის აშენება გადავიტანეთ 1957წლისთვის!

— Правильно! — გაიმეორა მალენკოვმა, მიქოიანმა კი მა-შინვე გადახაზა.

— ამოვიღეთ გეგმიდან რკინიგზის მშენებლობა, ბიტუმისდანადგარის მშენებლობა…

— Правильно! Правильно! … ასე დასრულდა ეს შეხვედრა.— მომავალშიც ჩამობრძანდით! — გვითხრეს გამომშვიდო-

ბებისას, — აწონ-დაწონეთ ყველაფერი კარგად და მოგვწერეთ.მადლობა გადავუხადეთ მეგობრებს იმ მცირედისთვისაც,

რაც მოგვცეს, და ალბანეთში დავბრუნდით.მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში განხორციელე-

ბული ვიზიტის შემდეგ შთაბეჭდილებები სულაც არ იყო საუკე-თესო, საბჭოეთის დიადი ქვეყნის, ლენინისა და სტალინის სამ-შობლოს მიმართ მეგობრობისა და სიყვარულის გრძნობა არგაგვნელებია. ის, რაც მათ მოქმედებებსა და ნაბიჯებში ცუდადჟღერდა, ფაქტობრივად დავმალეთ კიდეც და ამაზე ერთმანეთ-თან თუ გადავილაპარაკებდით ხოლმე, თუმცა გულით გვინდო-და, რომ საქმეები იქ ცუდად არ წასულიყო. ერთმანეთში ვლა-პარაკობდით, რომ თავად საბჭოთა ხელმძღვანელებს ქვეყანა-ში დიდი ეკონომიკური პრობლემები ჰქონდათ; სტალინის გარ-დაცვალებამ ისინი გარკვეულწილად დააბნია, მართვის სადა-ვეების საკუთარ ხელში აღება არც ისე ადვილი გახლდათ, და

71

Page 72: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ჩვენც იმედით ველოდით, რომ ეს ყველაფერი დროებითი მოვ-ლენა იყო და მალე გამოსწორდებოდა.

არადა რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ ერთხელ შევეჯახეთმათი მხრიდან უსიამოვნო და არაკორექტულ საქციელს.

1953 წლის 22 დეკემბერს საბჭოთა კავშირის კომუნისტურიპარტიის ცენტრალურ კომიტეტს გრძელი წერილი გავუგზავ-ნეთ, რომელშიც აღვნიშნეთ ჩვენს მიერ მიღებული ზომები სა-ხალხო ხელისუფლების გასამტკიცებლად, სახალხო მეურნეო-ბის გასავითარებლად, სოფლის ცხოვრების გასაუმჯობესებ-ლად და სოფლის მეურნეობის გასავითარებლად, ჩამოვთვა-ლეთ რამდენიმე პრობლემაც, რომლებთან დაკავშირებითაცკონსულტაციები გვჭირდებოდა, და გავაკეთეთ მეტად მოკრძა-ლებული თხოვნა დახმარებისა და კრედიტების შესახებ, ჩვენიმომავალი ხუთწლიანი გეგმისგან გამოდინარე. ეს წერილი მა-თი რჩევის საფუძველზე შევადგინეთ, რამდენიმე თვის განმავ-ლობაში საქმეების საგულდაგულოდ შესწავლის შემდეგ, დავფიქრობდით, რომ ჩვენი მოთხოვნები სრულიად დასაბუთებუ-ლი და ზუსტად გაანგარიშებული იყო.

ამ მოსაზრებას იზიარებდნენ ის საბჭოთა სპეციალისტებიცდა მრჩევლებიც, რომლებიც ჩვენთან მუშაობდნენ ორ ქვეყანასშორის გაფორმებული დახმარებისა და თანამშრომლობის ფარ-გლებში.

მოსკოვში ჩვენი წერილის გაგზავნიდან 5-6 დღის შემდეგტირანაში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრა-ლური კომიტეტიდან გამოგზავნილი წერილი მოვიდა. სულ რა-ღაც 15 თუ 20 სტრიქონი. „მდგომარეობას არაზუსტად ხატავთ“,„საკითხი ნაჩქარევად განგიხილავთ“, „საქმეში ვერ გარკვეულ-

72

Page 73: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

ხართ“, „სათანადო ზომები არ მიგიღიათ“, „უკეთ მოემზადეთ დახელახლა მოგვწერეთ“. ამით ამოიწურებოდა მათი რამდენიმე-სტრიქონიანი წერილი, რომელსაც ხელს საბჭოთა კავშირის კო-მუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი აწერდა. ახალისაბჭოთა მთავრობის ქედმაღლურმა და შეურაცხმყოფელმატონმა ძალიან გაგვანაწყენა და გარკვირვებულებს ათასი კით-ხვა გაგვიჩნდა: „საიდან უნდა სცოდნოდათ მათ მოსკოვში, სწო-რად ყავალიბებდით ჩვენს პრობლემებს თუ არა, ალბანეთშიხომ ისინი კი არა, ჩვენ ვცხოვრობდით და ვშრომობდით?!“

თუმცა მიქოიანთან ჩვენმა უწინდელმა შეხვედრებმა გვას-წავლა, თუ როგორ უნდა გვემოქმედა, რათა საბჭოელებისთვისჩვენი წერილი მისაღები გამხდარიყო: მრავალი საკითხი საერ-თოდ ამოვიღეთ, მომავალი გეგმიდან მოვხსენით ზოგიერთიმონახაზი და წინადადება, განსაკუთრებით, ინდუსტრიის სფე-როში, და მეორე, „შესწორებული“, უფრო ზუსტად კი — დამა-ხინჯებული — შეკვეცილ-შემოკვეცილი გავუგზავნეთ. და არცშევცდარვართ: მათ შეგვატყობინეს, რომ მოსკოვში „კონსულ-ტაციისა და დახმარებისთვის გველოდებოდნენ“.

პირველი შეხვედრა საბჭოთა ხელმძღვანელებთან 1954წლის 8 ივნისს შედგა. ეს სწორედ ის შეხვედრა იყო, რომელზე-დაც ხრუშჩოვმა, მისივე თქმით, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ„ცუდი ალბანელი“ იყო, არ ილაპარაკა ჩვენს ეკონომიკურპრობლემებზე და პირველი მდივნისა და პრემიერ-მინისტრისროლის შესახებ გვესაუბრა.

მიუხედავად ამისა, ხრუშჩოვი თავისი სიტყვის დასასრულსთითქოს ზოგადად, ანდაც მითითებებისა და რჩევების მოცემის

73

Page 74: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მიზნით, ეკონომიკურ საკითხებზეც შეჩერდა, განსაკუთრებითიმაზე, თუ რა უნდა გვექნა ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში:

— თქვენი ეკონომიკის განვითარებისას, — თქვა მან, — ან-გარიშს მეტი ყურადღება მიაქციეთ. — აი, მაგალითად, ნავთო-ბი ავიღოთ. გაწყობთ თუ არა ამხელა კაპიტალდაბანდებებინავთობში?! — მკითხა მან.

მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მიუხედავად მათი უწინ-დელი „რჩევებისა“ ალბანეთში ნავთობის საბადოების დაზვერ-ვისა და მოპოვების თაობაზე, ამ საკითხს მეორე წერილშიცხაზს ვუსვამდით და დახმარებას ამ საქმეშიც ვთხოვდით. და ახ-ლა, რახან მკითხა, ვიხელთე დრო და ჩვენი აზრი ხელახლა ჩა-მოვუყალიბე:

— როგორც თქვენთვის ჩვენი წერილიდანაა ცნობილი, —ვუთხარი მე, — მთავრობა და ჩვენი პარტიის ცენტრალური კო-მიტეტი, აღმოჩნდა რა სერიოზული ეკონომიკური და პოლიტი-კური პრობლემების წინაშე, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ნების-მიერ ფასად უნდა გავაგრძელოთ ნავთობის დაზვევრა, მიუხე-დავად იმისა, რომ ეს ჩვენი ეკონომიკისთვის უმძიმესი ტვირ-თია და ასეთადვე დარჩება, თუ არ გავზრდით ნევთობის მოპო-ვებას. ნავთობის დაზვერვა და მოპოვება უნდა გავზარდოთ, —განვაგრძე მე, — რამეთუ ეს ნედლეული უდიდესი სტრატეგიუ-ლი და ეკონომიკური მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვისაც დაჩვენი ბანაკისთვისაც. თუმცა სადაზვერვო და საექსპლუატა-ციო-საბურღი სამუშაოები ძალზე არასაკმარის დონეზე გვაქვსდაყენებული. არსებული ჭაბურღილების წარმადობა გამუდმე-ბით მცირდება, რაც არა მარტო მნიშვნელოვან დეფიციტს იწ-

74

Page 75: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

ვევს წარმოებაში და ამძიმებს ჩვენს ეკონომიკას, არამედ ჩვენიექსპორტის გრაფიკსაც გვარიანად არღვევს ხოლმე.

— დარწმუნებული თუ ხართ, რომ თქვენი წიაღისეულიმდიდარია ნავთობით? — მკითხა ხრუშჩოვმა.

— ნება მომეცით გითხრათ, რომ 1950 წლიდან ჩვენთან ნავ-თობის დაზვერვით დაკავებული ექსპედიცია, რომელსაც საბ-ჭოთა სპეციალისტები ხელმძღვანელობენ, ოპტიმისტურადააგანწყობილი და მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნავთობი, არსე-ბული წერტილების გარდა, ძალიან ბევრ ახალ ადგილზეც არ-სებობს. თუმცა ამ მარაგების არსებობის დასადასტურებლადროგორც არსებულ, ასევე ახალ ველებზე, საჭიროა კაპიტალდა-ბანდებები. ამ სფეროში მსხვილი სახსრები დავაბანდეთ, ვაშე-ნებთ ნავთობსახად ქარხანასაც; ნავთობის მოპოვებაში მუშათაკლასის ყველაზე მოწინავე ნაწილია თავმოყრილი; აღვზარდეთმენავთობეთა კადრები. პატიოსნად უნდა ვაღიაროთ, — გან-ვაგრძე საუბარი, — რომ ამ პროცესში მრავალი შეცდომაც და-ვუშვით და საქმეც არასათანადოდ გვაქვს გამართული, თუმცამათ აღმოსაფხვრელად ძალას არ ვიშურებთ. ისიც უნდა აღ-ვნიშნო, რომ ნავთობის მარაგების საკითხში ჯერაც არა ვართბოლომდე დარწმუნებული. აქამდე ცნობილი მარაგები მინიმა-ლურია, და 2-3 წლის შემდეგ შეიძლება გამოილიოს კიდეც, თუ-კი დაზვერვას არ გავაგრძელებთ.

— ამაზე ნუ იდარდებთ, — ჩაერია ხრუშჩოვი. — ნავთობითავზე საყრელად გექნებათ, ჩვენს მოგცემთ.

— დიახ, — მივუგე მას, — 1948-1953 წლებში იძულებულივიყავით, რამდენიმე მილიონი მანეთის ღირებულების გადამუ-შავებული ნავთობი და საპოხი მასალები შემოგვეტანა. ალბათ

75

Page 76: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

კარგად ხვდებით, თუ რა მძიმე ტვირთვი იყო ჩვენთვის ეს;წარმოიდგინეთ, რამდენი საშუალება გამოგვითავისუფლდება,საკუთარი წიაღიდან ამოღებულ ნავთობს რომ ვიყენებდეთ.

— ამ მეტად უდავო მიზეზების გარდა, — განვაგრძე საუბა-რი, — ნავთობის მოპოვების აუცილებლობა კიდევ ერთი მწვა-ვე ფაქტორით აიხსნება: ჩვენს ქვეყანას საფრთხე რომ დაემუქ-როს და ამ დროს ჩვენს მეგობრებს ჩვენთვის საწვავის მოწოდე-ბის საშუალება პრაქტიკულად არ აღმოაჩნდეს, მთლიანად ნავ-თობის გარეშე დავრჩებით და ქვეყანაში ყველაფრის პარალი-ზება მოხდება.

— ამ მდგომარეობათა გათვალისწინებით, — ვუთხარიხრუშჩოვს, — გადავწყვიტეთ ნავთობის მოპოვების გაგრძელე-ბაც და მისი ახალი საბადოების დაზვერვაც. თუმცა ამისათვისთქვენი დახმარება გვჭირდება. საბჭოთა და ალბანელი სპეცია-ლისტების მონაცემებით, მარტო ჩვენს ხელთ არსებული საშუა-ლებებით თუ გავაგრძელებთ არსებული საბადოების დამუშა-ვებას და ახალი წერტილების ძებნას, ნავთობი მხოლოდ 2-3წელს გვეყოფა. ამის შემდეგ კი ისევ უდიდეს სიძნელეებს გადა-ვაწყდებით.

— სწორედ ამიტომ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე,ვთხოვთ საბჭოთა მთავრობას, შეისწავლოს ჩვენი თხოვნა მო-მავალი სამი წლის განმავლობაში ნავთობგადამამუშავებელიმრეწველობის გასავითარებლად კრედიტების გამოყოფის თაო-ბაზე. მინდა დავამატო ისიც, რომ უკვე არსებული და მომავალ-ში მისაღები დანადგარების გამოსაყენებლად საკუთარი კად-რებიც გაგვაჩნია, თუმცა მაინც დაგვჭირდება მცირე რაოდენო-ბით საბჭოთა ინჟინრების დახმარება.

76

Page 77: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

— კეთილი, კეთილი, — აიღო სიტყვა ხრუშჩოვმა, — მაგ-რამ საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ფანქრით ხელში საგულდა-გულოდ უნდა გამოიანგარიშოთ და მომგებიანობის გაითვა-ლისწინოთ. ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენი ნავთობი პოპულა-რობით არ სარგებლობს, მასში ბევრია მინარევები, განსაკუთ-რებით, ბიტუმი, ისევე როგორც გოგირდი, რის გამოც გადამუ-შავებისას კიდევ უფრო ნაკლებად სახეირო ხდება. ერთ მაგა-ლითს გეტყვით, თუ რა შეგვემთხვა ბაქოს ნავთობთან დაკავ-შირებით. იქ მილიარდობით მანეთი ჩავდეთ. ბაქოში ნევთობისგადამუშავების გასავითარებლად ბერია იოსებ ბესარიონის ძესგამუდმებით კაპიტალდაბანდებებს თხოვდა, ვინაიდან სტალი-ნი ძველად თავად მუშაობდა ბაქოში და იცოდა, რომ იქ ნავთო-ბი არსებობდა. მაგრამ ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში დაძებ-ნილმა წერტილებმა და ჩატარებულმა ანალიზმა გვაჩვენა, რომბაქოს ნავთობის ექსპლუატაცია წამგებიანია4.

ჩემთვის ციფრებით გადატვირთული მთელი ლექციის წა-კითხვის შემდეგ ნავთობის მოპოვების „მომგებიანობისა“ და„წამგებიანობის“ შესახებ, რათა სტალინივით (!) არ შევმცდარი-ყავი, ხრუშჩოვი, ბოლოს და ბოლოს, საქმის არსზე გადავიდა:

— ამრიგად, ეკონომიკურ საკითხებზე ლაპარაკისას ჩვენცდა თქვენც ანგარიში ფანქრით უნდა აწარმოოთ, და თუ ნავთო-ბის მომგებიანი საბადოები აღმოგაჩნდათ, კრედიტებს გამოგი-

4. თუ რამდენად მართალი იყო ხრუშჩოვის ეს „მოსაზრება“ ბაქოს ნავ-თობთან დაკავშირებით, ნათლად დასტურდება იმით, რომ სსრკ-ში კაპიტა-ლიზმის საბოლოო რესტავრაციის შემდეგ დასავლეთის იმპერიალისტურმაქვეყნებმა ორი სპეციალური ტრანსკავკასიური ნავთობსადენი ააშენეს სწო-რედ ბაქოს ნავთობის დასავლეთის ბაზრებისთვის დიდი რაოდენობით დაშეუფერხებლად მისაწოდებლად [მთარგმნელის შენიშვნა].

77

Page 78: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ყოფთ. თუმცა ამგვარი ანგარიშისას გამოდის, რომ უფრო მომ-გებიანი თქვენთვის ჩვენი ნავთობის მოცემაა…

— ყველაფერს მომგებიანობის კუთხით უნდა შეხედოთ, —განაგრძო ხრუშჩოვმა. — ინდუსტრია ავიღოთ. ვიზიარებთქვენს მოსაზრებას იმაზე, რომ ალბანეთს საკუთარი ინდუს-ტრია უნდა ჰქონდეს. თუმცა როგორი? ვფიქრობ, რომ უნდა გა-ნავითაროთ კვებითი ინდუსტრია — საკონსერვო წარმოება,თევზის, ხილისა და ზეთების გადამუშავება და ა.შ. თქვენ მძიმემრეწველობის განვითარებაც გწადიათ. ამაზე კარგად უნდადაფიქრდეთ, — თქვენ მან და აღნიშნა, რომ შესაძლებელი იყორომელიმე მექანიკური ქარხნის აშენება სათადარიგო ნაწილე-ბის სარემონტოდ, და დასძინა:

— რაც შეეხება მინერალების გადამამუშავებელ მრეწვე-ლობას, ეს თქვენთვის წამგებიანია. ლითონები ჩვენ გვაქვს, ასერომ იმდენს მოგცემთ, რამდენიც გინდათ. ერთ დღეში გამოშვე-ბული პროდუქციაც რომ მოგცეთ, ამით მთელ თქვენს მოთხოვ-ნილებებს დაიკმაყოფილებთ.

— იგივე შეიძლება ითქვას სოფლის მეურნეობაზეც. ისკულტურები უნდა მოიყვანოთ, — განაგრძო მან, — რომლებიცთქვენთან ძირითადად ხარობს და რომლებიც მომგებიანია. ამმიმართულებით შეცდომები ჩვენც გვქონდა. ასე მაგალითად,ოდესღაც გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დაგვეთესა მარ-ცვლეული საქართველოში, ბამბა — უკრაინაში, და ა.შ. არადა,ანგარიში გვიჩვენებს, რომ საქართველოში უნდა დაითესოსციტრუსები, ყურძენი, ხილი და ა.შ., უკრაინაში კი — მარცვლე-ული. უკვე მივიღეთ სხვა გადაწყვეტილებები და საქართველო-შიც და სხვა რესპუბლიკებშიც შევწყვიტეთ იმ კულტურების

78

Page 79: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

დათესვა, რომლებიც იქ არ ხარობენ. ასე რომ ალბანეთშიც ისკულტურები უნდა განავითაროთ, რომლებიც ყველაზე კარგადხარობენ და ყველაზე მეტ მოსავალს იძლევიან, როგორიცააბამბა, ციტრუსები, ზეთისხილი და სხვ. შედეგად ალბანეთი ლა-მაზ ბაღად გადაიქვეცა და ერთმანეთის მოთხოვნილებებსაცდავაკმაყოფილებთ.

— ჩვენი ქვეყნისთვის, — ვუთხარი მას, — მიწათმოქმედებისგანვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა პურისმარცვლეულის წარმოების გაზრდა. პური ჩვენთვის ყოველ-თვის დიდი პრობლემა იყო და ჯერ-ჯერობით ასეთადვე რჩება.

— პურის დათესვაზე ნუ იდარდებთ, — მაშინვე ჩაერია ლა-პარაკში ხრუშჩოვი. — პურს იმდენს მოგცემთ, რამდენიც დაგ-ჭირდებათ; საბჭოთა კავშირში გეგმის ერთი დღით გადაჭარბე-ბა იმდენივე პურს იძლევა, რამდენიც ალბანეთს სამ წელიწადსეყოფა. ჩვენ, — აღნიშნა მან, — სოფლის მეურნეობაში წინსწრაფი ნაბიჯებით მივდივართ. მოგიყვანთ ჩვენთან საგაზაფ-ხულო თესვის გეგმის შესრულების ზოგიერთ სტატისტიკურმონაცემს: ეს გეგმა შესრულებულია … პროცენტით, დათესი-ლია … მილიონი ჰექტრით მეტი წინა წელთან შედარებით, …მილიონი ჰექტარი გეგმის გარდა … — და ერთიმეორის მიყო-ლებით წარმოთქმული ციფრების კორიანტელი დაგვიყენა, რა-თა დაგვენახა, რომ საქმე ჩვეულებრივთან კი არა, ისეთ ხელ-მძღვანელთან გვქონდა, რომელმაც მდგომარეობა საკუთარიხუთი თითივით იცოდა.

რაც შეეხება მის მიერ მოყვანილ ციფრებს, მათი სიზუსტეშიეჭვის შეტანის არავითარი მიზეზი არ გაგვაჩნდა, რის გამოცგვიხაროდა და გვსურდა, რომ საბჭოთა კავშირი რაც შეიძლება

79

Page 80: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

წინ წასულიყო. რაც შეეხება მოსაზრებებსა და „ორიენტირებს“ჩვენი ეკონომიკის შესახებ, ხრუშჩოვს ამაში ვერასგზით ვერდავეთანხმებოდით. ამით სულაც არ მინდა იმის თქმა, თითქოსმასთან ამ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე, 1954 წელს, მივ-ხვდით, რომ ჩვენს წინაშე თანამედროვე რევიზიონიზმის მომა-ვალი ლიდერი იდგა. არა, ამას მოგვიანებით მივხვდით, თუმცაზემოხსენებულ შეხვედრაზე შევნიშნეთ, რომ მისი მოსაზრებებიროგორც ნავთობის, ასევე ჩვენს ქვეყანაში მრეწველობისა დასოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებაზე, მცდარიიყო, არ შეესაბამებოდა არც ჩვენი ქვეყნის მოთხოვნილებებს,არც სოციალიზმის მშენებლობის ძირითად პრინციპებს და არცლენინისა და სტალინის დებულებებსა და გამოცდილებას. ამისგამო გადავწყვიტეთ, უარი გვეთქვა მათზე და საკუთარი შეხე-დულებები დაგვეცვა.

თუმცა ამ შეხვედრაზე ხრუშჩოვმა დებატების საშუალებაარ მოგვცა.

— ეს აზრები იმიტომ გამოვთქვი, — დაასრულა მან, —რომ გაითვალისწინოთ. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულიკონკრეტული კოთხვების განხილვას თქვენი სახალხო მეურნე-ობის განვითარების შესახებ, ამ მიზნით ჯგუფი დავნიშნეთ მი-ქოიანის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით ერთმანეთს კიდევშევხვდებით და ერთობლივ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

რამდენიმე დღის განმავლობაში ცხარე კამათი გვქონდა გა-მართული მიქოიანთან, რომელსაც ხელში უკვე დიდი მაკრატე-ლი ეკავა. მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებულჩვენს მოკრძალებულ, მაგრამ დაჟინებულ მოთხოვნებზე უარის

80

Page 81: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

თქმის მიზნით ის და მისი მეგობრები, როგორც წესი, უთავბო-ლოდ გვეკითხებოდნენ:

— აბა რაში გჭირდებათ მრეწველობა! — ამბობდნენ ისინი.— განა ვერ ხედავთ, თუ როგორ მდგომარეობაშია თქვენთანსოფელი?

ჩვენი სოფლის მდგომაროება, რასაკვირველია, მათზე უკე-თესად ვიცოდით, ძველი დროიდან მემკვიდრეობით მიღებულისოფლის მეურნეობის ჩამორჩენილობაც ცნობილი იყო ჩვენ-თვის და სწორედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კარგად ვიცო-დით, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სოფელში ცხოვ-რების დონის ამაღლებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქ-ცევდით. ჩვენი შესაძლებლობების კვალობაზე უდიდეს კაპი-ტალდაბანდებებს ვაკეთებდით სამელიორაციო და საირიგაციონაგებობების მშენებლობაში, ახალი მიწების ათვისებაში დაა.შ.; გლეხობას საუკეთესო თესლებითა და სასოფლო-სამეურ-ნეო მანქანა-დანადგარებით ვეხმარებოდით, შევქმენით რამდე-ნიმე სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმო, კარგად მიგ-ვდიოდა კოლექტივიზაციის საქმე, გამუდმებით ვიღებდით ზო-მებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გასაადვი-ლებლად და გასაზრდელად, აგრეთვე, სოფლად ცხოვრების დო-ნის ასამაღლებლად და ა.შ. თუმცა ყველაფრის ერთბაშად მიღ-წევა შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, მშვენივრად გვესმოდაჩვენი ყოველდღიური პრაქტიკით დადასტურებული მარქსის-ტულ-ლენინური პრაქტიკაც იმის შესახებ, რომ სოფლის მეურ-ნეობა ვერასდროს წავიდოდა წინ ინდუსტრიის გარეშე, იმ ძი-რითადი დარგების შექმნისა და განმტკიცების გარეშე, რომ-ლებსაც ხელი უნდა შეეწყოთ ჩვენი სახალხო მეურნეობის

81

Page 82: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მთლიანობაში განვითარებისათვის. ამიტომაც იყო, რომ საბჭო-თა ხელმძღვანელებთან გამართულ ამ შეხვედრებზეც ჩვენსმოსაზრებებსა და მოთხოვნებს მტკიცედ ვიცავდით.

— ჩვენი მრეწველობა, — ვუთხარით მათ, — მიუხედავადგარკვეული წინსვლისა, დღესდღეობით მცირე ასორტიმენტისპროდუქციას ამზადებს და მშრომელთა მოთხოვნილებებს ვერაკმაყოფილებს. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში პროდუქციის წარ-მოება ხშირად უცხოეთიდან მრავალი პროდუქტის შემოტანა-ზეა დამოკიდებული, როგორიცაა მაგალითად, საწვავი, ფოლა-დი, ნაგლინი, ავტოსაბურავები, ქიმიკატები, მინერალური სასუ-ქები, სათადარიგო ნაწილები, ხელსაწყოები და სხვა მრავალი.

ამრიგად, ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულიიმპორტზე. ჩვენი ინდუსტრია ჯერ-ჯერობით ძალიან ცოტა სა-ქონელს უშვებს და იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა მეგობარიქვეყნებიდან ძალზე შორს მდებარეობს, ზოგჯერ არსებული მრეწ-ველობის მთელი დარგებია ხოლმე გაჩერებული ამა თუ იმ ნედ-ლეულის, დამხმარე მინერალის ან დანადგარების არარსებობისგამო. ჩვენს სახელმწიფოს არასდროს ჰქონია რომელიმე პრო-დუქტის მცირე მარაგიც კი, პურიდან დაწყებული და ფანქრე-ბით დამთავრებული. გვიხდება არა მარტო ძირითადი საქონლისიმპორტი, როგორიცაა პური, საწვავი და ა.შ., არამედ მთლია-ნად შემოგვაქვს მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სათადარი-გო ნაწილები, შალის ქსოვილები, ფეხსაცმელი, ძაფები, ნემსები,ლურსმნები, შეშა, თოკი, შპაგატი, ტომრები, სასკოლო ფანქრე-ბი, ქაღალდი, საპარსი პირები, ასანთი, მედიკამენტები და ა.შ.

ასეთი მძიმე მდგომარეობა, — ამხანაგებო, — განვაგრძეთჩვენ, — პესიმიზმში არ გვაგდებს, თუმცა რეალობა ასეთია.

82

Page 83: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ სიძნელეების დასაძლევად, რათაეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. თუმცა როგორ უნდა მივაღ-წიოთ ამას?

პარტიის ცენტრალური კომიტეტი და ჩვენი მთავრობა ფიქ-რობს, რომ არსებული ვითარების შეცვლა შესაძლებელია, —აღვნიშნეთ ჩვენ, — სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის პარა-ლელურად განვითარებით, იმ ინდუსტრიისა, რომელიც საშუა-ლებას მოგვცემს, თანდათან შევიმსუბუქოთ დღესდღეობით არ-სებული ასეთი მსხვილი დადამამძიმებელი იმპორტის ტვირთი.

როგორც იქნა, მიქოიანმა და მისმა ჯგუფმა უკან დაიხიეს.— კეთილი, — თქვა მან, — რაზეც ვერ მოვილაპარაკეთ,

ხელმძღვანელობას შევატყობინებთ და დასკვნით შეხედრაზეგადავწყვიტავთ.

ამ ვიზიტისას გამართულ უკანასკნელ შეხვედრაზე, რომე-ლიც ალბანეთში დაბრუნებამდე ორი-სამი დღით ადრე შედგა,ხრუშჩოვი უფრო თბილად და ღიად გვექცეოდა. იგი დაეთანხმაჩვენს მოთხოვნებს (სავარაუდოდ მიქოიანმა მოუყვა ჩვენს შო-რის გამართული დებატების შესახებ), თავი უფრო „გულუხვ“ადამიანად წარმოაჩინა, რამდენჯერმე გაიმეორა: „ჩვენ დავეხ-მარებით პატარა ალბანეთს“, და დაეთანხმა კრედიტებისა დადახმარების შესახებ არსებული ჩვენი მოთხოვნების ნაწილობ-რივ დაკმაყოფილებას.

ამ შეხვედრაზე მან ჩვენი პარტია, მისი ცენტრალური კომი-ტეტი და პირადად მე კარგად მოიხსენია და, ჩვეულებისამებრ,არც „ხმამაღალი დაპირებები“ დაიშურა. თუმცა აღარ იყო დი-დი დრო დარჩენილი იქამდე, როცა მივხვდებოდით მის ასეთსაქციელს: ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო მისი აღმავლობისა

83

Page 84: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თავის ჯგუფთან ერთად, რის გამოც პოპულარობა და კარგირეპუტაცია სჭირდებოდა, რათა თავად საბჭოთა კავშირსა დამის ფარგლებს გარეთ ეფიქრათ, რომ საქმე ჰქონდათ კეთილხელმძღვანელთან და გულთბილ, მარჯვე და ჭკვიან ადამიან-თან, რომელმაც შეკამათებაც უწყოდა და უკან დახევაც, არიყო ძუნწი, მაგრამ ზომაც იცოდა, ანუ საქმე სრულყოფილ ბუ-ღალტერთან ჰქონდათ.

აქედან გამომდინარე, ისეთი პერიოდიც იყო, როცა ხრუშჩო-ვი თავის საიდუმლო აქციაში „ინვესტირებას“ ახდენდა და ამი-ტომ სჭირდებოდა, ვითარებისგან დამოკიდებულებით, რომ„გულუხვის“, „გულისხმიერისა“ და „ადამიანურის“ იერსახე მიე-ღო. თუმცა ამ ლამაზი და „მეგობრული“ ფასადის მიღმა მოქმე-დებდა მიქოიანისა და ვაჭრობის სხვა მუშაკების გვარდია,რომლებიც ეკონომიკურ საკითხებზე გამართული მოპალარაკე-ბებისას ნამდვილი ვაჭრებივით გვეპყრობოდნენ. სწორედხრუშჩოვის ეს ხალხი, მისი მითითებებით, „საქმიან შეხვედრებ-ზე“ „საკთხების კონკრეტულად განხილვისას“ ათასგვარ ზეწო-ლასა და ეშმაკობას მიმართავდნენ, რათა შეეკვეცათ ჩვენიმოთხოვნები და იმდენად „შეერბილებინათ“ საქმეები, რომხრუშჩოვთან საბოლოო შეხვედრაზე ამ უკანასკნელს მარტოო-დენ ღიმილი, პირფერობა და სადღეგრძელოების წარმოთქმადასჭირვებოდა.

ერთხელ დიდხანს ვიკამათეთ მიქოიანთან ჩვენთვის კრედი-ტის გამოყოფის საკითხზე ფართო მოხმარების საგნების შესა-ძენად. აქ არაა ადგილი იმაზე სალაპარაკოდ, თუ რა მძიმემდგომარეობაში ვიყავით იმ პერიოდში ამგვარი პროდუქტებისმხრივ და რაოდენ სჭირდებოდა ისინი ჩვენს ქვეყანას. საბჭოთა

84

Page 85: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

მთავრობამ იცოდა ეს მდგომარეობა, თუმცა ჩვენი თხოვნისუფრო მეტად დასაბუთების მიზნით ზემოხსენებული კრედიტისმისაღებად მას წერილი გავუგზავნეთ, რომელშიც ზოგადადდავხატეთ, თუ როგორ ვაკმაყოფილებდით მოსახლეობის მოთ-ხოვნილებებს. არადა ჩვენი თხოვნის განხილვა დაწყებულიცარ იყო, როცა მიქოიანმა ბრალდება წამოგვიყენა:

— თქვენ, — თქვენ მან, —დანიშნულებისამებრ არ ხარ-ჯავთ ჩვენს მიერ თქვენი სახალხო მეურნეობისათვის გამოყო-ფილ კრედიტებს. მათი საშუალებით ფართო მოხმარების პრო-დუქტებს ყიდულობთ.

— სამომხმარებლო პროდუქტების მხრივ უდიდეს გაჭირვე-ბას განვიცდიდით და ახლაც განვიცდით, — მივუგე მას, —თუმცა თქვენს მიერ ნათქვამის შესახებ არაფერი ვიცი. არას-დროს მიგვიცია ვინმესთვის ნება, რომ ინდუსტრიის ან სოფლისმეურნეობის გასავითარებლად გამოყოფილი კრედიტები ფარ-თო მოხმარების საგნების საყიდლად გამოეყენებინა.

— კი, კი! — გაიმეორა მიქოიანმა. — თქვენს მიერ დახარ-ჯულია … მილიონი მანეთი, — და ციფრი დაასახელა, რომე-ლიც ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 10 მილიონს აჭარბებდა.

— ამის შესახებ პირველად მესმის, — ვუპასუხე მას, —თუმცა მაინც ვნახავთ, თუ რაშია აქ საქმე.

— გარწმუნებთ! — თქვა მიქოიანმა პურქუში და გაბრაზე-ბული გამომეტყველებით და თავის გვერდით მჯდომ მუშაკსდოკუმენტების მოტანა დაავალა.

რამდენიმე წამში ეს უკანასკნელი გაფითრებული შემოვიდადა მიქოიანს წინ ფაქტურები დაუდო.

85

Page 86: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— დარღვევები არ არსებობს, — თქვა მან, — ალბანეთისმხარემ თქვენს მიერ ნახსენები პროდუქტები იმ კრედიტით შე-იძინა, რომელიც მას სწორედ სამომხმარებლო პროდუქტების-თვის გამოვუყეთ.

უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მიქოიანმა რაღაცჩაიბურტყუნა და სამომხმარებლო პროდუქტებისთვის ახალკრედიტზე ჩვენს თხოვნასთან დაკავშირებით გვიპასუხა::

— ასეთი კრედიტების გამოყოფა აღარ შეგვიძლია, რამეთუასეთი პროდუქტები ვაჭრობის საგანია: მოგვცემთ — მოგცემთ.

— ვწუხვარ, — მივუგე მას, — რომ საკითხს ამგვარად აყე-ნებთ, მიეხედავად იმისა, რომ იცით ჩვენი ქვეყნის უდიდესისიძნელეები, და რომ იტალიელი, იუგოსლავიელი და ბერძენიმტრების გარემოცვაში ვიმყოფებით, რომლებიც ჩვენს წინააღ-მდეგ შეთქმულებებს აწყობენ. მეტი რაღა გინდათ ჩვენგან?ქრომს, ნაფთობს, სპილენძს, რომლებსაც მოვიპოვებთ, თქვენდა სახალხო დემოკრატიის ქვეყნებს გაძლევთ. ნუთუ იმ საარ-სებო პურის მოცემას გვთხოვთ, რომელიც ჩვენს ხალხს ისედაცარ ჰყოფნის? თქვენს მოსაზრებებს უადგილოდ მივიჩნევ, —ვუთხარი სომეხს, — და გთხოვთ საკითხის გადახედვას.

მათ გადახედეს საკითხს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები მხო-ლოდ მნიშვნელოვნად შეკვეცის შემდეგ მიიღეს. რაღაც შემცი-რებული კრედიტები გამოგვიყვეს, სამაგიეროდ კი უხვად დაგ-ვასაჩუქრეს ქედმაღლური კრიტიკიტა და „რჩევებით“.

ისინი ამგვარად გვეპყრობოდნენ 1960 წელს მოსკოვში გა-მართულ 81 პარტიის თათბირზეც.

ამ პერიოდის განმავლობაში საბჭოთა ხელმძღვანელებთანუამრავი ორმხრივი შეხვედრა გავმართეთ, რომლებზეც ეკონო-

86

Page 87: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

მიკურ პრობლემებს ვიხილავდით და ამა თუ იმ დახმარებასვთხოვდით ხოლმე; მათ ხშირად ვხვდებოდით თათბირებსა დაშეხვედრებზე, რომლებიც ეკონომიკური ურთიერთთანამშრომ-ლობის ფარგლებში იმართებოდა.

ის ფაქტი, თუ როგორ ეწყობოდა ეს შეხვედრები და როგორგვეპყრობოდნენ მეგობრები, როგორ ეპყრობოდნენ ჩვენს მიერდასმულ პრობლემებს, ჩვენს საზრუნავს, სულ უფრო და უფრომეტად გვიჩენდა კითხვას: მარქსისტ-ლენინელებთან გვქონდასაქმე თუ ვაჭარ-გადამყიდველებთან? ერთმანეთს ჭამდნენ ულ-ბრიხტი, ნოვოტნი, ოხაბი, დეჟი, კადარი, გომულკა, ცირანკევი-ჩი, ჟივკოვი და სხვები; თითოეული მათგანი ბუზღუნებდა იმა-ზე, რომ საქმეებს ძლივს აუდიოდა და მეგობრებს მოუწოდებდამისთვის „დახმარების გაზრდისკენ“, რამეთუ „მათ ქვემოდან აწ-ვებოდნენ“; ერთმანეთს სარმებს უდებდნენ, მოჰყავდათ ათას-გვარი „არგუმენტი“ და ციფრები, ცდილობდნენ ვალდებულებე-ბის შემცირებას და სხვების ხარჯზე რაც შეიძლება მეტის წა-ტაცებას. მათ შორის დგებოდნენ ხრუშჩოვი და მისი წარგზავ-ნილები, კითხულობდნენ ლექციებს „სოციალისტური შრომისდანაწილებაზე“, ხან ერთს უჭერდნენ მხარს და ხან მეორეს, ინ-ტერესებისა და სიტუაციებიდან გამომდინარე, და მოუწოდებ-დნენ „სოციალისტურ თანამეგობრობაში“ „ერთიანობისა“ და„ურთიერთგაგებისკენ“. ყველაფერ ამასთან ერთად ალბანეთსარც კი ახსენებდნენ, თითქოს იგი არც არსებობდა.

შეხვედრები და თათბირები ორი, სამი ან ოთხი დღე გრძელ-დებოდა, სქელ საქაღალდეებს ავსებდნენ სიტყვებით, მოთხოვ-ნებით, გადაწყვეტილებებით, შედეგებით, სოციალისტურ ალბა-ნეთს კი სხვები ზიზღით უყურებდნენ, თითქოს მათ კისერზე

87

Page 88: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ვიჯექით. მშვენივრად ვიცოდით ჩვენი მდგომარეობა, კარგადგვესმოდა, რომ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი ვერანაირადვერ შეედრებოდა სხვა ქვეყნების პოტენციალს; ისიც კარგადგვესმოდა, რომ ამ ქვეყნებს თავიანთი დიდი საზრუნავები დაპრობლემები ჰქონდათ, თუმცა ეს ყველაფერი არავითარ შემ-თხვევაში არ უნდა გამხდარიყო იმის მიზეზი, რომ ჯეროვნადარ შევეფასებინეთ და ჩვენი იგნორირება გაეკეთებინათ. უამ-რავი შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ, უდიდესი ძალის-ხმევის შედეგად, ბოლოს და ბოლოს ვახერხებდით ხოლმე მათ-თვის გარკვეული კრედიტებისა და დახმარების გამოგლეჯვას.მთელი გულით ვიყავით მათი მადლობელი იმისათვისაც, რასაცგვაძლევდნენ, პირველ რიგში მადლობელი ვიყავით მოძმე ხალ-ხისა, თუმცა ჩვენი მხრიდან არათუ დროულად და მთლიანადვფარავდით ხოლმე აღებულ კრედიტებს, არამედ შეძლების-დაგვარად პატიოსნად ვასრულებდით ყველა აღებულ ვალდე-ბულებას მეგობრების მიმართ. მათ კი სწორედ რომ გულწრფე-ლობა, ჭეშმარიტი ინტერნაციონალისტური სულისკვეთება აკ-ლდათ. როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის დახმარების თაობაზე მი-ღებული შესაბამისი ვალდებულებების პრაქტიკულად განხორ-ციელებამდე მიდიოდა, ყოველი მათგანი გვერდზე დგებოდა.

— თავადაც გვიჭირს, — ამბობდა ულბრიხტი. — ჩვენზეზეწოლას ახდენს ფედერაციული გერმანია, რის გამოც ალბანე-თის დახმარება არ შეგვიძლია.

— კონტრრევოლუციამ დიდი ზიანი მოგვაყენა, — თავსიმართლებდა კადარი. — დახმარების შესახებ აღებული ვალ-დებულების შესრულება არ შეგვიძლია.

ასე იქცეოდნენ ყველანი. მიიღეს „გადაწყვეტილებაც“:

88

Page 89: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

— ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო ალბანელ ამ-ხანაგებს ურჩევს, რომ აქ წამოყენებული პრობლემები საბჭო-თა მთავრობასთან გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე გადაჭრას.

ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოში შემავალიქვეყნების უამრავი შეხვედრებიდან მეხსიერებაში ჩამრჩა ერ-თი, 1956 წელს მოსკოვში გამართული, შეხვედრა. ხრუშჩოვიუკვე გამალებული დაადგა ღალატის გზას, თუმცა მას არცსხვები ჩამორჩებოდნენ. სკკპ XX ყრილობა, რომელზეც ქვემოთშევჩერდები, უკვე ნაყოფს ისხამდა. თუმცა რევიზიონიზმის გა-ნუყრელი თანამგზავრებია მისი ბუნებრივი შედეგები — ერთი-ანობის არარსებობა, განხეთქილება, წინააღმდეგობები.

ამ ყველაფერმა თავი იჩინა ჯერ კიდევ ამ შეხვედრაზე, რო-მელიც XX ყრილობიდან 3-4 თვის შემდეგ გაიმართა.

ფეხზე წამოდგა ოხაბი, რომელიც იმ დროისათვის უკვე პო-ლონეთის გაერთიანებული მუშათა პარტიის მდივანი იყო, დაგანაცხადა:

— ვერ შევასრულეთ და ვერც შევასრულებთ ჩვენს მიერაღებულ ვალდებულებას ქვანახშირის თაობაზე. გეგმას ვერვასრულებთ, იგი გადატვირთულია და საჭიროა მისი შეკვეცა.ქვანახშირის მომპოვებლები ცუდად ცხოვრობენ, ისინი გადაი-ღალნენ.

როგორც კი სიტყვა დაასრულა, ერთიმეორეს მიყოლებითგამოვიდნენ გერე, ულბრიხტი და დეჟი, რომლებმაც რა აღარუწოდეს პოლონელებს. ვითარება ერთობ დაიძაბა.

— თუ კოქსი გინდათ, გააკეთეთ კაპიტალდაბანდებები პო-ლონეთში, — არ ეთანხმებოდა ოხაბი. — ჩვენ ცხოვრება უნდა

89

Page 90: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

გავაუმჯობესოთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლონელი მუშე-ბი გაფიცვებს აწყობენ და შახტებს ტოვებენ…

— სად უნდა დავაბანდოთ ყველაზე ადრე?! — პასუხობ-დნენ სხვები. — საბჭოთა კავშირში ფოლადის ჩამოსასხმელქარხანაში თუ თქვენი ქვანახშირის შახტებში?

— საჭიროა ამ საკითხების განხილვა, — ცდილობდა ვითა-რების განმუხტვას ხრუშჩოვი. — რაც შეეხება სამუშაო ძალას,თუ თქვენ, პოლონელებს, იგი არ გყოფნით, თუკი თქვენთან მუ-შები გარბიან, მათ სხვა ქვეყნებიდან გამოგიგზავნით.

ამ სიტყვებმა ოხაბი შეაკრთო.— ეს უსამართლობაა, — ყვიროდა იგი. — უნდა დაგვეხმა-

როთ, არ წავალთ პოლონეთში, სანამ ამ საქმეებს არ მოვაგვა-რებთ. ან გეგმა შეგვიმცირეთ, ან ინვესტიციები გაგვიზარ-დეთ…

— საჭიროა უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შესრუ-ლება, — ხტუნავდა დეჟი.

— გადაწყვეტილებები არ სრულდება, — დაასხა ცეცხლზენავთი გორემ. — რამდენიმე ქარხანა გვაქვს, რომლებსაც და-კისრებული აქვთ სპეციალური იარაღისა და მოწყობილობებისგამოშვება, თუმცა ჩვენი პროდუქცია არავის არ მიაქვს.

— არც ჩვენი მიაქვთ, — ისევ წამოხტა ფეხზე ოხაბი. — რავუყოთ მათ?!

— აქ არ შეიძლება ფაბრიკის დირექტორივით ლაპარაკი,— უთხრა ხრუშჩოვმა ოხაბს. — არ შეიძლება საკითხის ასედასმა. ამოსავალი წერტილი მომგებიანობაა. ჩვენც შევცვალეთბევრი ქარხნის დანიშნულება. ზოგიერთი იარაღის ქარხანა, მა-გალითად, — განაგრძო ხრუშჩოვმა, — წყლის ტუმბოების ქარ-

90

Page 91: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

ხანად გადავაკეთეთ. ამ პრობლემებთან დაკავშირებით რამდე-ნიმე მოსაზრება მაქვს, — დასძინა ხრუშჩოვმა, — და ენაზემომდგარი „მარგალიტები“ გადმოალაგა:

— სამრეწველო პროდექციის ზოგიერთი განსაკუთრებულისახეობის შემთხვევაში, — თქვა მან კერძოდ, — ისე უნდა მო-ვიქცეთ, როგორც ჰიტლერი იქცეოდა. გერმანია მაშინ მარტოიყო და მაინც უამრავი პროდუქცია გამოუშვა. უნდა შევისწავ-ლოთ ეს გამოცდილება და შევქმნათ ერთობლივი განსაკუთრე-ბული საწარმოები, მაგალითად, იარაღის გამოსაშვებად.

საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდით! ნუთუ საბჭოთა კავში-რის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირვე-ლი მდივანი მართლა ჰიტლერისგან აპირებდა სწავლას დასხვებსაც ამას მოუწოდებდა?! არადა საქმე სწორედ აქეთ მიდი-ოდა. სხვებიც ისმენდნენ და დასტურის ნიშნად თავს უქნევდნენ.

— პროექტები უნდა მოგვცეთ, — უთხრა ოხაბმა.— ამას არ იმსახურებთ, — მიუგო გაბრაზებულმა ხრუშჩოვ-

მა, — იმიტომ რომ მათ დასავლეთი გპარავთ. ერთი თვითმფრი-ნავის პატენტი მოგეცით, ის კი კაპიტალისტებმა მოგპარეს.

— კი, ასე მოხდა, — აღიარა ოხაბმა და თავი ოდნავ დახარა.— XX ყრილობის საიდუმლო მოხსენება მოგეცით, თქვენ კი

დაბედეთ და თითო ეგზემპლარი 20 ზლოტად გაყიდეთ. საი-დუმლოებების შენახვა არ იცით.

— მართალია, — ჩაიჩურჩულა ოხაბმა და კიდევ უფრო მე-ტად ჩაქინდრა თავი.

— ოთხი სხვა სრულიად საიდუმლო დოკუმენტი გადმოგე-ცით და ისინიც გაგიფრინდათ, — ჩაურთო ბულგანინმა და ოთ-ხივე მათგანი პირდაპირ ჩამოუთვალა.

91

Page 92: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— კი, — უთხრა საბოლოოდ ენაჩაგდებულმა ოხაბმა. —ისინი ერთმა კაცმა მოგვპარა და დასავლეთში გაიქცა.

— პოლონეთში ცუდი მდგომარეობა გაქვთ, — განაგრძოხრუშჩოვმა. — საბჭოთა კავშირის მიმართ ოპორტუნისტულპოლიტიკას ატარებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთარ ქვე-ყანაში გატარებულ პოლიტიკაზე.

— თანამშრომლობის ფარგლებში, — ჩაერია ლაპარაკშიულბრიხტი, — ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ, განსაკუთ-რებით, სოციალ-დემოკრატებთან.

ხრუშჩოვს წამით ყელში ბურთი გაეჩხირა. „ყველასთან თა-ნამშრომლობა“, რეაბილიტაცია, მტრების მიმართ რბილი პო-ლიტიკის გატარება — ეს მისი იდეები იყო, ეს იყო იმ ოპორტუ-ნისტული და პაციფისტური პოლიტიკის გაგრძელება, რომელ-საც იგი საბჭოთა კავშირში ატარებდა. მას არც დანარჩენებიჩამორჩებოდნენ, ზოგიერთმა კი გაასწრო კიდეც.

— თანახმა ვარ, — წამოიძახა ხრუშჩოვმა, — თუმცა არაისე, რომ ისინი საბჭოთა კავშირისა და ჩვენი ბანაკის წინააღ-მდეგ ამხედრდნენ. არადა პოლონეთში ხომ სწორედ ასე ხდება.თქვენ, — მიმართა ოხაბსა და ცირანკევიჩს, რომელსაც აქამდეკრინტიც არ დაუძრავს და ფრანგულ სიგარეტ „გალუაზს“ ეწე-ოდა, — მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოთ და ხალხში დამა-ჯერებლობა განამტკიცოთ.

— ყველა დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატი გავათავი-სუფლეთ, — უთხრა ოხაბმა.

— ზოგიერთი მათგანი მაინც უნდა დაგეტოვებინათ საპა-ტიმროში, — შენიშნა ირონიულად საბუროვმა, — ისე აბა დღესვინ ვადღეგრძელოთ, სოციალ-დემოკრატები?!

92

Page 93: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

მას ხრუშჩოვმა უპასუხა:— ვადღეგრძელოთ თანამშრომლობა!აშკარა იყო, რომ ბანაკში საქმეები ცუდად მიდიოდა. ხრუშ-

ჩოვის მიერ დოქიდან ამოშვებული „ეშმაკები“ ცოცხლდებოდ-ნენ და საკუთარ მხსნელს ენასაც კი უყოფდნენ. ის კი ცდილობ-და მანევრირებას, აშოშმინებდა მათ, ერთიმეორეზე გეშავდა(მოცემულ შემთხვევაში სკამზე ოხაბი დააჯინეს), შემდეგ კი,ამჩნევდა რა, რომ კამათი არ ცხრებოდა, ყველა მათგანს მუქა-რებითა და გაფრთხილებებით ესხმოდა თავს. იგი გამოცდილიფოკუსნიკი იყო და ზეწოლის საშუალებებსაც ყოველთვის მარ-ჯვედ პოულობდა ხოლმე. ამჯერად მან პურის იარაღს მიმარ-თა. ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის საბჭოს ერთმარუსმა чиновник5-მა მოკლე მოხსენება გააკეთა ბანაკში სოფ-ლის მეურნეობის მდგომარეობის შესახებ და პურის დეფიცი-ტის გამო განგაში ატეხა.

ხრუშჩოვმა მაშინვე თავი ასწია და შემთხვევით ისარგებლა:— პური სასიცოცხლო პრობლემაა, — თქვა მძიმე ტონით,

რომელშიც აშკარად შეინიშნებოდა ზეწოლაც და მუქარაც. —რისი მოცემაც შეიძლებოდა, უკვე მოგეცით. ახლა მეტი აღარაგვაქვს. ამიტომ პურზე კარგად იფიქრეთ, სხვა გამოსავალი არარსებობს…

რამდენიმე წუთის განმავლობაში იგი პურის მათრახის ქნე-ვას მოჰყვა, შემდეგ კი უეცრად აღფრთოვანებით გადავიდა თა-ვის საყვარელ თემაზე — სიმინდზე! მასთან წმინდა წყლის პო-ლიტიკურ და იდეოლოგიურ საკითხებზე გამართულ შეხვედ-

5. чиновник — ჩინოვნიკი. ტექსტში რუსულადაა.

93

Page 94: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რებზეც კი არ მახსოვს, რომ ხრუშჩოვს დითირამბები არ ემღე-რა გულში ჩავარდნილი მცენარისთვის.

— უკანასკნელ წლებში, — თქვა მან კერძოდ, — სიმინდსგანსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით და შესანიშნავი შე-დეგებიც მივიღეთ. სიმინდის მეშვეობით, — განაგრძო მან, —გადავჭერით ხორცის, რძისა და ზეთის საკითხები.

— ხორცის, რძისა და ზეთის გარეშე არ არსებობს სოცია-ლიზმი, — მხარი აუბა „შეფს“ მიქოიანმა.

— არა! — დაეთანხმა ხრუშჩოვი და განაგრძო: — ყოველმახელმძღვანელმა უნდა მიაქციოს ყურადღება სიმინდს! აი, მაგა-ლითად, ჩემი შეფობის ქვეშ მოვაქციე ჩემივე საკუთარი სოფე-ლი და ნება მომეცით მიღებული შედეგები მოგახსენოთ: პირ-ველ წელს იქ 60 ღორი ვიპოვნე, ორი წლის წინ მათი სულადო-ბა 250-მდე ავიყვანე, ახლა კი იქ 600 ღორია.

და ამ „ღრმა“ მოხსენების შემდეგ, რომელიც, ადვილი წარ-მოსადგენია, რა ლამაზად ჟღერდა საბჭოთა კავშირის №1 ხელ-მძღვანელისგან, საყვედურების კორიანტელი დაატეხა თავსყველას — ულბრიხტს, ხეგედიუშას, ცირანკევიჩს და ა.შ.

— რაც შეეხება ალბანეთს, — დასძინა მან, — მასზე ვერა-ფერს ვიტყვი, ვინაიდან არ ვიცნობ მას.

შემთხვევით ვისარგებლე და ლაპარაკში ჩავერიე.— ჩამობრძანდით ჩვენთან და გაეცანით მას, — წარმოვ-

თქვი.— ახლა ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ, მერე ვილაპარაკოთ,

— თქვა და სასწრაფოდ საკუთარი სიტყვის დამთავრებაზე გა-დავიდა, ვინაიდან აღმაფრენის დაკარგვისა ეშინოდა.

94

Page 95: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

მან პრობლემა მეტად გამარტივებულად ჩამოაყალიბა, მო-იყვანა მაგალითები და არც კრიტიკა დაიშურა, ბოლოს კი დას-ძინა:

— რაც შეეხება ბულგარეთსა და ალბანეთს, ქვეყნებს, სა-დაც უამრავი გლეხობაა, განსაკუთრებით კი ალბანეთს, საკით-ხი უფრო ღრმად უნდა განვიხილოთ და დავეხმაროთ მათ.

ჩვეულებისამებრ, საბჭომ გვირჩია იქ დასმული საკითხებისსაბჭოელებთან ერთად განხილვა. რამდენიმე დღის შემდეგხრუშჩოვს შევხვდით, რომელთანაც ერთი საათი ვისაუბრეთ.

— უწინარეს ყოვლისა, — ვუთხარი მას, — გვსურს, რომ ალ-ბანეთი მოინახულოთ. თქვენს ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ექნე-ბა ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტისა და პრესტიჟის გასაზრდელად.

— მეც მინდა ალბანეთში ჩამოსვლა,— მიპასუხა მან, —მაგრამ გარკვეული დაბრკოლებებიც არსებობს. რამდენადშორსაა ალბანეთი მოსკოვისგან?

იგი იმსახურებდა იმას, რომ მეპასუხა: „20 წუთის სავალზეაბელგრადიდან“, რამეთუ ამ მარშრუტს იგი კარგა ხნის წინ იც-ნობდა, მაგრამ თავი შევიკავე. ვუთხარი, რომ ტუ-104 მოსკოვი-დან ტირანაში დაახლოებით სამ საათში ჩაფრინდებოდა, დადავძინე:

— მოდით დავნიშნოთ ეს ხაზი.— კი, მაგრამ ტუ-104 მრავალადგილიანია. მგზავრების რა-

ოდენობა საკმარისი იქნება?! — შენიშნა მან, ჰქონდა რა მხედ-ველობაში „მომგებიანობა“.

— ჩვენი და თქვენი ამხანაგები განუწყვეტლივ ასრულებენრეისს მოსკოვი-ტირანა-მოსკოვი, — ვუთხარი მას, — ასე რომთვითმფრინავი ცარიელი არ დარჩება.

95

Page 96: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— ჩამოსვლის სურვილი ნამდვილად მაქვს, — გაიმეორათავის გასამართლებლად; — ტიტოსაც კი ვუთხარი, რომ ალბა-ნეთის მონახულება მინდოდა, მაგრამ მანამდე დასვენება მინდა.

— შეგიძლიათ ჩვენთან დაისვენოთ, — ვუთხარი მას. —ზღვაც ჩინებული გვაქვს და მთებიც.

— ეჰ, თუ ჩამოვედი, დასასვენებლად არ მეცლება! — მით-ხრა ამ საკითხის დასამთავრებლად.

დაძალებას აზრი აღარ ჰქონდა:— ეს თქვენი გადასაწყვეტია, — ვუთხარი მას და ეკონომი-

კურ საკითხებზე გადავედი. მოკლედ ავუხსენი ჩვენი მდგომა-რობა და ყველაზე უფრო საჭირბოროტო საკითხები.

— საქმე იმაშია, — აიღო სიტყვა ხრუშჩოვმა, — რომ ამიე-რიდან იმ წყაროების პოვნაზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც ალ-ბანეთს სარფიანობის ამაღლებაში დაეხმარება. ამ საკითხს ასე-ვე უნდა მიუდგნენ მეგობრებიც. ალბანეთს დიდი მნიშვნელობააქვს, — განაგრძო მან, — რამეთუ თქვენი ქვეყნის მეშვეობითვაპირებთ თურქეთის, საბერძნეთისა და იტალიის ყურადღებისმიპყრობას, რათა თქვენგან მაგალითი აიღონ. ახლა ეს საკითხისაგულდაგულოდ უნდა შევისწავლოთ და შესაბამისი გზები ვი-პოვოთ.

იგი წამით დადუმდა, რათა რომელიმე ასეთი გზა ეპოვნა,და ვიფიქრე, რომ ახლა სიმინდზე დაიწყებდა ლაპარაკს. თუმცაშევცდი.

— ბამბას თუ თესავთ? — მკითხა მან. — რა ფართობს უთ-მობთ ამ კულტურას? როგორია მისი მოსავლიანობა?

მის კითხვებზე ვუპასუხე.

96

Page 97: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

— ასე არ ივარგებს, — თქვა მან და განაგრძო: — მიზანშე-წონილად მიგვაჩნია, ბამბა ისე მოიყვანოთ, რომ უდიდეს კულ-ტურად გადაიქცეს, რამეთუ კარგი მოგება მოაქვს თქვენთვი-საც და ბამბის არმქონე მეგობრების — სახალხო-დემოკრატიუ-ლი ქვეყნებისთვისაც.

— მეორეც, — განაგრძო მან, — თქვენთვის დიდი პრობლე-მაა ცხვრების მოშენება, — და მკითხა ცხვრების სულადობის,მატყლის ნაპარსის, რძის ნაწველის, ხორცისა და სხვათა შესა-ხებ. ჩემი პასუხების მოსმენის შემდეგ განაგრძო:

— ცხვრები თქვენთვის მეორე დიდ სფეროდ უნდა იქცეს.უნდა გამოიყენოთ ცხვრის ნაზმატყლიანი ჯიში. თქვენ გაგაჩნი-ათ საძოვრები, — თქვა მან, — ასე რომ, ცხვრები უნდა მოამ-რავლოთ. ამ მიზნით უნდა იპოვოთ შესაბამისი ჯიში, ორგანი-ზება გაუკეთოთ ფართომასშტაბიან ხელოვნურ დაგრილებასდა გაზარდოთ მათი სულადობა.

ჩვენთვის განვითარების „მეორე გზის“ მითითების შემდეგხრუშჩოვი „მესამე გზაზე“ გადავიდა, რომელსაც ნათელ გზაზეუნდა გავეყვანეთ. იგი თევზს უკავშირდებოდა.

— თევზი, — თქვა მან, — თქვენი კიდევ ერთი დიდი სიმ-დიდრეა. სკანდინავიის ქვეყნებში, მაგალითად, ნორვეგიაში, იმ-დენ თევზს იჭერენ, რომ ხალხი არათუ თავზესაყრელად ჭამსმას, არამედ ექსპორტზეც დიდი რაოდენობით გააქვთ. ისინიარა მარტო ტერიტორიულ, არამედ ღია წყლებშიც იჭერენ მათ.თქვენც ასევე უნდა მოიქცეთ, — გვითითებდა ხრუშჩოვი, —რათა თევზი ალბანეთისთვის დიდ სიმდიდრედ გადაიქცეს. აუ-ცილებლად უნდა გააკეთოთ ეს, ჩვენ კი დაგეხმარებით და გა-მოგიგზავნით სპეციალისტებს, ფლოტსა და ა.შ..

97

Page 98: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

იმის გამო, რომ პირველმა „სამმა“ გზამ განმაცვიფრა, მოუთ-მენლად ველოდი „მეოთხე გზას“ და ისიც მალე გაირკვა.

— ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, — თქვა მან, — მე-ციტრუსეობას. ციტრუსები თქვენთვის კიდევ ერთ სიმდიდრედუნდა იქცეს, რამეთუ ლიმონზე, გრეიპფრუტზე, ფორთოხალსადა სხვებზე დიდი მოთხონილებაა.

ასეთი იყო მისი რჩევები ალბანეთში სოციალიზმის „მშენებ-ლობის“ შესახებ! ბოლოს კი დააყოლა:

— სხვა სიმდიდრეებზეც უნდა იფიქროთ, მაგალითად, მინე-რალებზე, მაგრამ მთავარი მაინც ისინია, რომლებიც ვახსენე.დაგეხმარებით მებამბეობის, მეციტრუსეობის, მეთევზეობისადა მეცხვარეობის განვითარებაში. ეს ყველაფერი, — დაასრუ-ლა მან, — კარგად უნდა შევისწავლოთ და დარწმუნებულივართ, ამ გზით ალბანეთი მალე გახდება მაგალითი საბერძნე-თის, თურქეთისა და იტალიისთვის.

მის „მარგალიტებთან“ დკავშირებით პოლემიკას აზრი არჰქონდა. „რჩვევებისთვის“ მადლობა გადავუხადე და გამოვემ-შვიდობეთ.

ახლა კი ყველაფერი ნათელი გახდა. ეკონომიკური ურთი-ერთთანამშრომლობის საბჭო გვირჩევს ჩვენი ეკონომიკურიპრობლემების გადაჭრას ხრუშჩოვთან ერთად; ხრუშჩოვი კიმათ გადაჭრას გვირჩევს ბამბის, ცხვრებისა და… ალალბედისმეშვეობით.

ყველა ამ შეხედულებამ და მოქმედებამ, სხვა პოლიტიკურ,იდეოლოგიურ, სამხედრო და სხვა პრობლემების განხილვასთანერთად, კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ საქმეები ჩვენსბანაკში და, უწინარეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირში, დაღმა მი-

98

Page 99: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები

დიოდა. წინ ახალი მოვლენები გველოდებოდა, რომელთა ინ-ტენსიურად გადალახვასთან ერთად სწავლა უნდა გაგვეგრძე-ლებინა და მომავლი ბრძოლებისთვის მოვმზადებულიყავით.

99

Page 100: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

4. სასინჯი ქვა

ხრუშჩოვი იუგოსლავიისკენ მიისწრაფვის. ფლირტის პირვე-ლი სიგნალი: 1954 წელს გაგზავნილი საბჭოთა წერილი;ხრუშჩოვი იუგოსლავიის ხელმძღვანელობის ღალატს ინ-ფორმბიუროს აბრალებს. გაძლიერებული და გულისხმიერიმიმოწერა ხრუშჩოვსა და ტიტოს შორის. ხრუშჩოვის გადაწ-ყვეტილება რენეგატების რეაბილიტაციის შესახებ. ჩვენიკატეგორიული წინააღმდეგობა: 1955 წლის მაისსა და ივ-ნისში გაგზავნილი წერილები. ელჩ ლევიჩკინთან გამართუ-ლი საუბარი: „როგორ შეიძლება ეგზომ მარტივად და ცალ-მხრივად მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება?“. დაჟინებუ-ლი მიწვევა, რათა საბჭოთა კავშირში „დასასვენებლად“წავსულიყავი! შეხვედრა სუსლოვთან. მიქოიანი შუაღამისასგვირეკავს: „შეხვდით ტემპოს და უთანხმოებები მოაგვა-რეთ“. შეხვედრა ს.ვ.ტემპოსთან.

ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირში სტალინის სიკვდილისშემდეგ ხდებოდა, ჩვენს პარტიასა და ხელმძღვანელობას ძალი-ან აწუხებდა. ამ პერიოდში, განსაკუთრებით კი XX ყრილობამ-დე, ჩვენი ეჭვები, რა თქმა უნდა, ცალკეულ ფაქტებს ეფუძნე-ბოდა, რომლებსაც საბჭოთა ხელმძღვანელები უხვი დემაგოგი-ით ფარავდნენ. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, მათი ქცევაჩვენთან შეხვედრებზე, მათი მოქმედება ქვეყნის შიგნით და უც-ხოეთში ჩვენს ყურადღებას იპყრობდა. განსაკუთრებით არგვსიამოვნებდა ხრუშჩოვის ფლირტი ტიტოსთან. ჩვენი მხრი-

100

Page 101: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

დან დაუნდობელ ბრძოლას ვაწარმოებდით ტიტოსეულ იუგოს-ლავიურ რევიზიონიზმთან და იუგოსლავიელი რევიზიონისტე-ბის მიმართ სტალინისა და ინფორმბიუროს სწორ, მარქსის-ტულ-ლენინურ პოზიციებს ვიცავდით. ასე არა მარტო სტალი-ნის სიცოცხლეში ვიქცეოდით, არამედ იმ გარდამავალ პერიოდ-შიც, რომელიც საბჭოთა კავშირმა სტალინის შემდეგ გადაიტა-ნა, და ხრუშჩოვის პუტჩის შემდეგაც, როდესაც იგი ადგენდა კა-ნონებს, აგრეთვე, მისი ჩამოგდების შემდეგაც. ასეთ პოზიციასშევინარჩუნებთ იუგოსლავიური რევიზიონიზმის მიმართ ყო-ველთვის, მის იდეურ და პოლიტიკურ განადგურებამდე.

ხრუშჩოვის თითოეულ ნაბიჯს ფხიზლად და საგულდაგუ-ლოდ ვადევნებდით თვალს. ერთი მხრივ, ვამჩნევდით, რომ ზო-გადად სტალინის წინააღმდეგ არაფერს ამბობდნენ, ლაპარა-კობდნენ სოციალისტური ბანაკის ერთიანობაზე საბჭოთა კავ-შირის მეთაურობით, ხრუშჩოვი ამერიკულ იმპერიალიზმს სა-კუთარ გამოსვლებში „ბომბებს“ ესროდა, ზოგჯერ კი ტიტოიზ-მსაც ასე თუ ისე აკრიტიკებდა; მეორე მხრივ, მათ წინაშე შერი-გებისა და დამორჩილების თეთრ დროშას აფრიალებდა. ამ ვი-თარებაში ვინარჩუნებდით საბჭოთა კავშირთან მეგობრობისკურსს, ვიბრძოდით ამ კურსის შენარჩუნებისა და განმტკიცე-ბისთვის, თანაც ჩვენთვის ეს ტაქტიკა კი არა, პრინციპული სა-კითხი იყო. მიუხედავად ამისა, კურსიდან გადახვევისა და მან-კიერი მოქმედებების შემთხვევებს უპასუხოდ არასდროს ვტო-ვებდით.

ჩვენთვის ამერიკულ იმპერიალიზმთან და იუგოსლავიურტიტოიზმთან ბრძოლა იყო სასინჯი ქვა, ხრუშჩოვისა და ხრუშ-ჩოველების პოზიციებისადმი მარქსისტული მიდგომის კრიტე-

101

Page 102: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რიუმი. მიუხედავად ხრუშჩოვის ლაქლაქისა ამერიკული კაპი-ტალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ, არც ის სამი თუხუთი შეხვედრა თუ მიღება მოგვწონდა ათასი ჯურის ამერი-კელ სენატორებთან, მილიარდელებთან და საქმოსნებთან.ხრუშჩოვი იქცა ჯამბაზად, რომელიც ყოველდღე სცენაზე გა-მოდიოდა და საბჭოთა კავშირის ღირსებას ლახავდა.

„გარეშე მტერი ჩვენს ფეხებთანაა, იგი მარწუხებში მოვაქ-ციეთ, ატომური ბომბებით მას საბოლოოდ გავანადგურებთ“ —ყვიროდა იგი თავის გამოსვლებში დილიდან საღამომდე. მასშემდეგი ტაქტიკა ჰქონდა: ქვეყნის შიგნით ეიფორიის შექმნა,თავისი ხროვის პრესტიჟის ამაღლება სახალხო დემოკრატიისქვეყნებში და ამერიკული და მსოფლიო რეაქციისათვის გზავ-ნილის გაგზავნა, რომ, მიუხედავად ამაღლებული სიტყვებისა,„ჩვენ მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის მაგივრადთქვენთან მჭიდრო თანამშრომლობა გვინდა, თქვენ გვჭირდე-ბით, და უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ ფერს ვიცვლით, მკვეთრადვუხვევთ. ასეთი მოხვევით სიძნელეებს გადავეყრებით და ამისგამო თქვენ უნდა დაგვეხმაროთო“.

იუგოსლავიის საკითხს, რომელიც ჩვენთვის ნათელი იყო დაამ მხრივ პოზიციას არ ვიცვლიდით, ხრუშჩოველები ტალღისე-ბურად უყურებდნენ, მოქცევებითა და მიქცევებით. იუგოსლა-ვიელ ხელმძღვანელებს ხრუშოველები ხან ეჩხუბებოდნენ დახან ურიგდებოდნენ. ტიტოელებთან წაჩხუბებისას საბჭოთახელმძღვანელები ჩვენს სისწორეს აღიარებდნენ, მათთან მო-რიგებისას კი ტიტოელი რევიზიონისტების მიმართ ჩვენი პოზი-ციების შერბილებისკენ მოგვიწოდებდნენ.

102

Page 103: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

ხრუშჩოვი გაფაციცებით ადევნებდა თვალს იუგოსლავიისხელმძღვანელობას და თუ მის დამორჩილებას არა, საკუთარმხარეზე გადაბირებას მაინც ცდილობდა. ტიტოს სახით იგი, რა-საკვირველია, იდეურ მოკავშირესაც ეძებდა და იმ ხელმძღვა-ნელსაც, რომლის მფარველობაც „უფროსი ძმის“ კვალობაზეუნდა ეკისრა. სხვა სიტყვებით, ტიტო ხრუშჩოვის საყვარელიადამიანი იყო, რამეთუ ტიტომ პირველმა შეუტია სტალინს დაუარი თქვა მარქსიზმ-ლენინიზმზე. ამ საკითხში ისინი მშვენივ-რად რიგდებოდნენ, თუმცა ბელგრადის ლიდერი შეუნიღბავადმოქმედებდა, ხრუშჩოვი კი ნიღბის შენარჩუნებას ცდილობდა.საერთაშორისო ასპარეზზე ტიტო ამერიკული იმპერიალიზმისადა მსოფლიო კაპიტალის საყვარელ „კომუნისტად“ იქცა, დახმა-რებებსა და კრედიტებს თავზე აყრიდნენ, რათა საბჭოთა სახელ-მწიფოსთვის და საბჭოთა წყობილებისთვის ეყეფა, პარალელუ-რად კი იუგოსლავია უცხოელი კაპიტალისტებისთვის მიეყიდა.

ხრუშჩოვი ტიტოს გადაბირებას ცდილობდა, რათა რამენაი-რად მოეხერხებინა საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ მიმარ-თული მისი ტონის შერბილება, დაეოკებინა ბელგრადში მჯდო-მი ამერიკელი აგენტისთვის სახალხო დემოკრატიის ქვეყნებშისაბჭოთა გავლენის წინააღმდეგ მიმართული ჟინი, იუგოსლავი-აში ხრუშჩოვის რევიზიონისტული შეხედულებები გაევრცელე-ბინა და შეეკავებინა ბელგრადის ხელმძღვანელობის უშუალოკურსი დასავლური ცხოვრების წესისა და ამერიკული კაპიტა-ლისაკენ.

თავის მხრივ ტიტოც კარგა ხანია ოცნებობდა, რომ ეგრეთწოდებული კომუნიზმის ხელმძღვანელობის ეპიცენტრი მოსკო-ვიდან ბელგრადში გადანაცვლებულიყო, რათა ბელგრადს მოს-

103

Page 104: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

კოვი შეეცვალა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსევლეთ ევრო-პაში. ტიტოს გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალა მისმაგანხეთქილებამ სტალინთან, რომელმაც აღმოაჩინა და გადაჭ-რით ამხილა რენეგატის ეს მზაკვრული საქმიანობა. ხედავდარა, რომ ხრუშჩოვი და მისი ჯგუფი სტალინისა და ლენინის საქ-მეს ძირს უთხრიდნენ, ტიტომ ეს გეგმა ამერიკელების დახმარე-ბით ისევ ამოათრია.

ხრუშჩოვსა და ტიტოს — თანამედროვე რევიზიონიზმის ამლიდერებს — შორის აუცილებლად უნდა მომხდარიყო ხან-გრძლივი და რთული კონფრონტაცია, ზოგჯერ მწვავე, გინებე-ბითა და შეტევებით, ზოგჯერ კი ლაქუცითა და ღიმილით. თუმ-ცა ამ ჩხუბისა თუ ხვევნა-კოცნისას არც ერთი მხარე არ იქცეო-და მარქსიზმ-ლენინიზმის ინტერესებიდან გამომდინარე, მიუ-ხედვად ერთი შეხედვით მარქსისტული სიტყვებისა და ფრაზე-ოლოგიისა, მიუხედავად ხრუშჩოვის ფიცისა იმაზე, რომ იგი ვი-თომდა ტიტოს მარქსიზმ-ლენინიზმის პოზიციებზე დასაბრუ-ნებლად იბრძოდა. ანტიკომუნიზმი მათი ურთიერთობის ქვა-კუთხედს შეადგენდა; ანტიკომუნიზმის პოზიციებიდან ეს ორი-ვე კაცუნა ყვლაფერს აკეთებდა, რათა ერთმანეთი დაემორჩი-ლებინათ, თითოეულს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენი პარტია ყურადღებით აკვირდებოდა ამ პროცესს დასიფხიზლეს წამითაც არ კარგავდა. მისმა შემდგომმა განვითარე-ბამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, თუ ვინ იყვნენ ხრუშჩოვიდა ხრუშჩოველები, რას წარმოადგენდნენ ისინი საბჭოთა კავ-შირში და საერთაშორისო კომუნისტურ და მუშათა მოძრაობაში.

104

Page 105: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

პირველი სიგნალი იმისა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობამიუგოსლავიური რევიზიონიზმის მიმართ არსებული უწინდელიკურსი შეცვალა, 1954 წლის ივნისში მივიღეთ.

მოსკოვში ყოფნის დღეებში საბჭოთა ხელმძღვანელობამხრუშჩოვის მიერ ხელმოწერილი გრძელი წერილი გადმოგვცა,რომელიც მოძმე პარტიათა ცენტრალური კომიტეტებისთვისიყო გაგზავნილი, და რომელშიც გვატყობინებდნენ ახალი საბ-ჭოთა ხელმძღვანელობის მიერ იუგოსლავიის საკითხთან და-კავშირებით გამოტანილ დასკვნებს. წერილი დათარიღებულიიყო 4 ივნისით, ჩვენ კი მოსკოვში უკვე რამდენიმე დღეა ვიმყო-ფებოდით, თანაც 8 ივნისს მთავარ საბჭოთა ხელმძღვანელებ-თან მოლაპარაკებებიც კი გავმართეთ, არადა წერილში ჩამო-ყალიბებული ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის შესახებ ჩვენ-თვის საერთოდ არაფერი უთქვამთ. როგორც ჩანს, ხრუშჩოვმა,რომელმაც იცოდა ჩვენი მტკიცე პოზიცია ბელგრადელი მოღა-ლატეების მიმართ, გადაწყვიტა, რომ წინდახედულად მოგვქცე-ოდა და საქმე ნელ-ნელა გაეკეთებინა.

ისტორიული ჭეშმარიტების დამახინჯების შედეგად ხრუშ-ჩოვი და კომპანია აქაოდა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იუგოს-ლავიის ჩამოშორება სოციალისტური ბანაკისგან და „იუგოსლა-ვიის მუშათა კლასის იზოლაცია მუშათა საერთშორისო მოძრა-ობისგან“ მოხდა იმიტომ, რომ თითქოს ამის მიზეზი 1948 წელსმომხდარი „განხეთქილება იყო იუგოსლავიის კომუნისტურპარტიასა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობას შორის“. მათისიტყვებით, 1948 და 1949 წლებში იუგოსლავიის პარტიის მი-მართ დაკავებული პოზიცია არასწორი იყო, რამეთუ ამ პოზი-ციამ, ასე განსაჯეთ, უბიძგა „იუგოსლავიის მმართველ წრეებს

105

Page 106: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

აშშ-თან და ინგლისთან დაახლოება“(!), „საბრეძნეთთან დათურქეთთან სამხედრო-პოლიტიკური ხელშეკრულებების და-დება (ბალკანეთის პაქტი)“, „კაპიტალიზმისთვის რიგ დათმო-ბებზე“ წასვლა, „კაპიტალიზმის რესტავრაციისკენ“ კურსისაღება და სხვ. ერთი სიტყვით, ხრუშჩოვის მტკიცებით, რახანინფორმბიურომ იუგოსლავიის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკა-ვა, ეს უკანასკნელი, სიბრაზით ან საკუთარი სურვილით, იმპე-რიალიზმს მიეყიდა, იმ პატარძლის მსგავსად, რომელმაც დე-დამთილის ჯინაზე წისქვილთან გაატარა პირველი ღამე.

ხრუშჩოვის ამ ლოგიკის თანახმად, ჩვენს შრომის პარტიას,მაშ შემდეგ რაც ხრუშჩოვის რევიზიონიზმს პირდაპირ შეეწინა-აღმდეგა და მასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, სა-კუთარი თავი და ქვეყანა იმპერიალიზმისთვის უნდა მიეყიდა,რამეთუ სხვანაირად ვერ იარსებებდა! თუმცა მოგვიანებითხრუშჩოვმა საკუთარი პირით დაგვადანაშაულა იმაში, რომთითქოს ჩვენ „იმპერიალიზმს ოცდაათ ვერცხლად მივეყიდეთ“!

თუმცა ეს მხოლოდ ანტიმარქსისტული და კაპიტალისტურილოგიკა იყო. ჩვენი პარტია გმირულად უწინააღმდეგებოდახრუშჩოვის რევიზიონიზმს, ისევე როგორც მანამდე შეეწინააღ-მდეგა იუგოლავიურ რევიზიონიზმს, ისევე გაბედულად ებრძო-და მას, როგორც რევიზიონიზმის ნებისმიერ ნაირსახეობას, დამიუხედავა ამისა, არასდროს მიუყიდია თავი და არც არასდროსმიჰყიდის იმპერიალიზმს ან სხვა ვინმეს, ვინაიდან ჭეშმარიტიმარქსისტულ-ლენინური პარტია, თუ ასეთად იწოდება და სა-კუთარ თავს პატივს სცემს, შექმნილი პირობებისგან დამოუკი-დებლად, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ იგი ვინმემიყიდოს ან გაყიდოს, პირიქით, იგი გაბედულად მიდის საკუთა-

106

Page 107: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

რი გზით — იმპერიალიზმთან, რევიზიონიზმთან და რეაქციას-თან უკომპრომისო ბრძოლის გზით.

ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იუგოსლავიის ხელმძღვა-ნელობა, ხრუშჩოვის მტკიცებით, 1949 წელს დაუმსახურებლადგაიკიცხა, არაფერი აძლევდა უფლებას და არც არავინ ამარ-თლებდა იმპერიალიზმთან მათ ჩახუტებას. პირიქით, ის ფაქტი,რომ კიდევ უფრო გაამყარეს იმპერიალიზმთან და მსოფლიორეაქციასთან გადებული ხიდები, საუკეთესო დადასტურებაიყო სტალინის, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის, ინ-ფორმბიუროს, ჩვენი პარტიისა და ყველა სხვა პარტიის სიმარ-თლისა, რომლებმაც იგი ვამხილეთ და გავკიცხეთ.

ნიკიტა ხრუშჩოვი კი ბელგრადელი რევიზიონისტების თან-მიმდვრული რეაბილიტაციისას თავის წერილში ინფორმბიუ-როს სდებდა ბრალს, რასაკვირველია, მისი სახელის ხსენებისგარეშე, იმაში, რომ მან 1948 და 1949 წლებში „არ გამოიყენაბოლომდე ყველა შესაძლებლობა…, რათა წარმოქმნილი საკა-მათო საკითხება მოეგვარებინა“, რაც, მისი აზრით, გამოიწვევ-და „მტრის ბანაკში იუგოსლავიის გადასვლის არდაშვებას“.ჩვენთვის გადმოცემულ წერილში ნიკიტა ხრუშჩოვი იმის გან-ცხადებამდეც კი მიდიოდა, რომ „საბჭოთა კავშირის კომუნის-ტურ პარტიასა და იუგოსლავიის კომუნისტურ პარტიას შორისარსებულ უთანხმოებათა ზოგიერთი მიზეზის შემთხვევაში…კამათისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობდა, ან კიდევწარმოქმნილი გაუგებრობების მოგვარება… შესაძლებელიიყო“. ტიტოსა და იუგოსლავიის ხელმძღვანელობას ამაზე მე-ტად ვერაფერი ასიამოვნებდა! ხრუჩშოვი კალმის ერთი მოს-მით წერტილს უსვამდა მსხვილ პრონციპულ პრობლემებს,

107

Page 108: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რომლებიც საფუძვლად ედო იუგოსლავიური რევიზიონიზმისწინააღმდეგ გამართულ ბრძოლას, ისინი მას „არასერიოზულმიზეზებად“ და „გაუგებრობებად“ მიაჩნდა, ანუ ფაქტობრივადბოდიშს უხდიდა მოღალატეებს იმის გამო, რომ ვითომდა მათწვრილმანებისთვის დაესხა თავს!

არადა ვინაა დამნაშავე ამ „გაუგებრობებში“? თავის წე-რილში ხრუშჩოვი არ სდებდა ბრალს არც ინფორმბიუროს, არცსტალინს, არც საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას, არცსხვა პარტიებს, რომლებიც 1949 წელს ინფორმბიუროს სოლი-დარობას უცხადებდნენ. როგორც ჩანს, მას ასეთი შეტევის დაწ-ყება ჯერ კიდევ ნაადრევად მიაჩნდა. ამის გამო იპოვნა „დამნა-შავეები“: საბჭოელებს შორის — ბერია, რომელმაც თავისიმოქმედებებით „იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ხელ-მძღვანელობის დამსახურებული საყვედური“ გამოიწვია, იუ-გოსლაველებს შორის კი — გილიასა (რომელიც ტიტოს კარგახნის წინ ჰყავდა გასამართლებული), „რომელიც ღიად გამოდი-ოდა ლიკვიდატორული შეხედულებებით“ და „აქტიური მომხრეიყო იუგოსლავიის დასავლური ორიენტაციისა“ და ა.შ.

ამრიგად, ხრუშჩოვის თქმით, პრობლემა მეტად მარტივიაღმოჩნდა: იუგოსლავიასთან მომხდარი განხეთქილების საფუძ-ველი მიზეზები კი არა, საბაბები იყო, „ჩვენ ტყუილუბრალოდგაგანაწყენეთ, დამნაშავეები ვიპოვნეთ: ჩვენთან ბერია, თქვენ-თან გილიასი. ეს მტრები ორივე მხარემ დავსაჯეთ, ასე რომდაგვრჩენია მხოლოდ ერთმანეთის გადაკოცნა, შერიგება დაწარსულის დავიწყება“.

ეს მეფოკუსე ძალიან ადვილად რევდა და ალაგებდა კარტს.ჩვენ კი, ალბანელი კომუნისტები, რომლებიც ათ წელზე მეტი

108

Page 109: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

ხნის განმავლობაში პირისპირ ვებრძოდით ბელგრადელი მო-ღალატეების ხროვას და რომლებმაც საკუთარ თავზე ვიწვნი-ეთ მათი არამზადობები, რის შემდეგაც ვამხილეთ კიდეც ისინი,იუგოსლავიის პრობლემის მსგავსი სახით გადაჭრას არ დავე-თანხმეთ და სხვანაირად არც შეიძლებოდა. თუმცა მაშინ ჯერკიდევ 1954 წელი იდგა. ჯერ კიდევ არ იყო სტალინზე ღია შე-ტევა დაწყებული, მის წინააღმდეგ კრინტსაც არ ძრავდნენ,ხრუშჩოვი ჯერაც დახვეწილ და ოსტატურად შენიღბულ დემა-გოგიას იყენებდა; ჩვენს წარმოდგენაში საბჭოთა კავშირი ჯერკიდევ ინარჩუნებდა სტალინისდროინდელ, თუმცა ოდნავ გახუ-ნებულ ელფერს. მით უმეტეს, რომ ამ წერილში, რომელმაც სუ-ლის სიღრმემდე შეგვძრა, ხრუშჩოვი გვეფიცებოდა, რომ ყვე-ლაფერს „მარქსიზმ-ლენინიზმისა და სოციალიზმის“ ინტერესე-ბიდან გამომდინარე აკეთებდა, და რომ საბჭოთა ხელმძღვანე-ლობა და სხვა მოძმე პარტიები იუგოსლავიის საკითხის გადა-ხედვისას მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდნენ, რომ „ამერი-კელ-ინგლისელი იმპერისლისტების გეგმები ჩაეფუშათ და იუ-გოსლავიელ ხალხზე თავიანთი გავლენა შეძლებისდაგვარადგაეძლიერებინათ“, „დადებითი გავლენა მოეხდინათ იუგოსლა-ვიის მუშათა კლასზე“ და ა.შ. იგი იმასაც ამბობდა, რომ საბჭო-თა მხარისა და სახალხო დემოკრატიის სხვა ქვეყნების ძალის-ხმევა ახალი ნაბიჯი იქნებოდა „იუგოსლავიის ხელმძღვანელო-ბის მზადყოფნის გამოსაცდელად სოციალიზმის გზაზე დაბრუ-ნების საქმეში“.

ეს ყველაფერი გვაიძულებდა, რომ რაც შეიძლება ზომიერიდა წინდახედული პასუხი მოგვემზადებინა. მოსკოვში ყოფლისპერიოდში ჰიუსნისთან და ჩვენი დელეგაციის სხვა ამხანაგებ-

109

Page 110: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თან ერთად ეს საკითხი ხანგრძლივი განხილვის საგანი გახდა,რის შემდეგაც საბჭოა მთავრობას ჩვენი წერილობითი პასუხიგადავეცით.

ამ პასუხში ხრუშჩოვს ღიად არ დავპირისპირებივართ, აღ-ვნიშნეთ ბელგრადის რევიზიონისტული ხელმძღვანელობის მი-მართ ჩვენი უცვლელი პოზიცია, მივუთითეთ 1948 და 1949წელს ინფორმბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისმნიშვნელობაზე და იოტისოდენადაც არ მიგვინიშნებია, რომიუგოსლავიის ხელმძღვანელობის მიმართ ჩვენი უწინდელი პო-ზიციის გადახედვას ვაპირებდით.

ხრუშჩოვის აზრს იმის თაობაზე, რომ „განხეთქილებამ იუ-გოსლავიელი ხელმძღვანელები იმპერიალისტებთან ჩაახუტა“,საპასუხო წერილში დავუპირისპირეთ დებულება, რომ თავადიუგოსლავიელმა ხელმძღვანელებმა უღალატეს მარქსიზმ-ლე-ნინიზმს და თავისი ხალხი და თავისი სამშობლო ამერიკელ-ინ-გლისელი იმპერიალისტების დიქტატსა და მონობაში ჩააგდეს,რამაც უდიდესი ზარალი მიაყენა იუგოსლავიის ხალხთა ინტე-რესებს, და რომ სწორედ მათ მოსწყვიტეს იუგოსლავია სოცია-ლიზმის ბანაკს, და რომ მათ გადააქციეს იუგოსლავიის პარტიაბურჟუაზიულ პარტიად და პროლეტარიატი საერთაშორისომოძრაობას მოსწყვიტეს.

ამ ჭეშმარიტებათა მკაფიოდ აღნიშვნის შემდეგ ვუთითებ-დით, რომ ვეთანხმებოდით აზრს, რომლის თანახმადაც კომუ-ნისტურ პარტიებს ძალისხმევა არ უნდა დაეშურებინათ იუგოს-ლავიის ხალხის გასათავისუფლებლად მონობისა და სიღატაკი-საგან, თუმცა კვლავ ხაზს ვუსვამდით, რომ, ჩვენი აზრით, იუ-გოსლავიელმა ხელმძღვანელებმა ძალიან შორს შეტოპეს ანტი-

110

Page 111: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

მარქსისტულ გზაზე, ამერიკელი და ინგლისელი იმპერიალის-ტების წინაშე ქედის მოხრის გზაზე.

ამით არაპირდაპირ ვეუბნებოდით ხრუშჩოვს, რომ არ ვიზი-არებდით მის იმედებსა და ილუზიებს იუგოსლავიელი ხელ-მძღვანელებისა და, განსაკუთრებით, „ამხანაგ ტიტოსთან“ მი-მართებაში, როგორი სახელითაც მისი მოხსენიება დაიწყო. ესაზრი ხრუშჩოვს 1954 წლის 23 ივნისს მასთან გამართული სა-უბრის დროსაც ვუთხარი. თუმცა მას თავი ისე ეკავა, თითქოსვერ ამჩნევდა განსხვავებას ჩვენს შეხედულებებში იუგოსლავი-ის საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება, არ უნდოდა ჩვენთანკონფლიქტი პირველივე ოფიციალურ შეხვედრებზე, ან იქნებარც კი გვაფასებდა ჯეროვნად და ჩვენი საპირისპირო აზრებისგაგონებაც არ უნდოდა. მახსოვს, იგი აფორიაქებული იყო დაიმ ადამიანის თავდაჯერებულობით ლაპარაკობდა, რომელსაცყველა საქმე საათივით ჰქონდა აწყობილი. იგი ეს ესაა დაბრუნ-და ჩეხოსლოვაკიაში ელვისებური მოგზაურობიდან (მისი ხე-ლობა იყო ნაირგვარი მოგზაურობები: ელვისებური, ინკოგნი-ტო, ოფიციალური, მეგობრული, ხმაურიანი, უხმაურო, დღისით,ღამით, გამოცხადებული, გამოუცხადებელი, ხანმოკლე, ხან-გრძლივი, ამალასთან ერთად და სრულიად მარტო, და ა.შ.).

— პრაღაში, — მითხრა მან, — კიდევ ერთხელ შევეხე იუ-გოსლავიის პრობლემას იქ მყოფ ზოგიერთ მოძმე პარტიასთანერთად. მათ მთლიანად გაიზიარეს ჩემი შეხედულებები და მიუ-თითეს ჩვენი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯების უდიდესმნიშვნელობაზე.

შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და დასძინა:

111

Page 112: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— ჩვენ, უნგრელებმა, ბულგარელებმა, რუმინელებმა დსხვებმა უკანასკნელ პერიოდში დიდებითი ნაბიჯები გადავდგითიუგოსლავიასთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის…

მივხვდი, თუ რატომ გაუსვა ამას ხაზი. ამით ფაქტობრივადმეუბნებოდა: ხომ ხედავ, ჩვენ ყველანი ერთ აზრამდე მივედით,რის გამოც თქვენც, ალბანელებიც, უნდა შემოგვიერთდეთო.

მოკლედ ავუხსენი, რომ იუგოსლავიის პარტიასთან და სა-ხელმწიფოსთან მეტად ხანგრძლივი ურთიერთობა გვქონდა, დარომ ჩვენს შორის განხეთქილებაში ბრალი თავად მის ხელ-მძღვანელობას მიუძღვის, და რომ თუ ალბანურ-იუგოსლავიუ-რი ურთიერთობები ძალზე დაბალ დონეზე იდგა, ეს დამოკიდე-ბული იყო არა ჩვენზე, არამედ ბელგრადის ხელმძღვანელობისგანუწყვეტელ ანტიმარქსისტულ და ანტიალბანურ პოზიციებზე.

— Конечно, конечно! — შეხტა ხრუშჩოვი და მივხვდი, რომარ სურდა ამ პრობლემაზე ვრცლად მესაუბრა.

— ჩვენ, — თქვა მან, — უკვე მივიღეთ მოსამზადებელი ზო-მები. ხვალ ჩვენი ელჩი იუგოსლავიაში შეხვდება ტიტოს, რომე-ლიც ბრიონში იმყოფება. მიზნის მიღწევა, ჩვენი აზრით, ძალზემოსალოდნელია. თუ არაფერი გამოვიდა, — დაასრულა მან, —სხვა საშუალებებიც არსებობს.

ამრიგად, აშკარა იყო ხრუშჩოვსა და ტიტოს შორის რომა-ნის დაწყება. რამდენიმე დღის შემდეგ იუგოსლავიის საკით-ხთან დაკავშირებით თავისი „დასკვნები“ და „ახალი ანალიზი“ხრუშჩოვმა ტიტოს წერილობით შეატყობინა! ტიტო, რასაკვირ-ველია, გაახარა იმან, რომ ხრუშჩოვს საქმეები იქეთ მიჰყავდა,საითაც მან გაითვალისწინა, მაგრამ იმდანად მოცვეთილი მელაიყო, რომ თავქარიანობა არ გამოუვლენია და ხრუშჩოვს მაშინ-

112

Page 113: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

ვე არ ჩაჰხუტებია. პირიქით, ტიტო ფიქრობდა და ცდილობდაიმის მიღწევას, რომ ხრუშჩოვი, რომელმაც პირველმა დახარათავი, ბელგრადშიც პირველი ჩასულიყო ბოდიშის ღიად მოსახ-დელად. მით უმეტეს, რომ ტიტო იმპერიალიზმის ჭაობში ყე-ლამდე იყო ჩაფლული და ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, რის გა-მოც „სოციალიზმის“ ან „მარქსიზმის“ ხსენებაც კი მხოლოდ ორისიტყვით, დოზირებულად უნდა გაეკეთებინა, დასავლეთისპატრონებისა და, პირველ რიგში, ამერიკელი იმპერიალისტე-ბის მიერ ნებადართულ ფარგლებში. მან თავდაპირველადხრუშჩოვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლოდინით გუ-ლი გაუწვრილა, რათა საბოლოოდ აერია მისი ისედაც არეულიტვინი, და ბოლოს, 1954 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, ასევეწერილობით უპასუხა.

ბელგრადელი რევიზიონისტის წერილის შინაარსი დაახლო-ებით ასეთი იყო: მოხარული ვარ, ნიკიტა სარგეევიჩ, რომ თავიგონიერ და დიდსულოვან ადამიანად წარმოაჩინე; თუმცა კიდევუფრო მეტად უნდა გაგვიღო გული, კიდევ უფრო მტკიცედ უნ-და დადგე ახალ გზაზე, შერიგებისა და ჩახუტების გზაზე. ჩვენ,იუგოსლავები, თანახმა ვართ შერიგებაზე, თუმცა, როგორცთქვენთვის ცნობილია, ჩვენ ახალი მეგობრები გავიჩინეთ, რისგამოც თქვენთან შერიგება „უნდა შედგეს საერთაშორისო თა-ნამშრომლობის ჩვენეული პოლიტიკის მიმართულების გათვა-ლისწინებით“, ანუ ისე, რომ გაწყვეტის მაგივრად კიდევ უფროგამტკიცდეს იუგოსლავების კავშირები იმპერიალისტებთან.

ტიტო ასეთივე დიქტატის ტონით უყენებს ხრუშჩოვს სხვაპირობებსაც მომავალ კავშირებთან მიმართებაში:

113

Page 114: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ჯერ ერთი, ტიტო ითხოვდა, რომ საბჭოთა მხარეს გაეძლიე-რებინა „უარყოფითი ელემენტების“ სალიკვიდაციო სამუშაო,მოეხსნა დაბრკოლება, რომელმაც 1948 წლის განხეთქილებასშეუწყო ხელი, და, გასაგებია, რომ ბელგრადელი „ოსტატი“ ღი-ად ითხოვდა ინფორმბიუროს, სტალინისა და სხვა კომუნისტუ-რი პარტიების მიერ 1948 წელს გატარებული მთელი იმ სწორიდა პრინციპული ხაზის რევიზიას.

მეორეც, კარნახობდა ტიტო, მომავალი შერიგება არ უნდაგულისხმობდეს „სრულ ერთიანობას მოვლენათა შეფასებაში“,აქედან გამომდინარე, ისე შევრიგდეთ, რომ თითოეულმა ჩვენ-განმა საკუთარი შეხედულებებით და საკუთარი მიზნების შესა-ბამისად იმოქმედოს.

მესამეც, საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი გზა აირჩია თი-თოეულმა ჩვენგანმა „სოციალიზმის“ ასაშენებლად, მხოლოდთითოეული ჩვენგანის საშინაო საქმეა და ამან არ უნდა იმოქ-მედოს ურთიერთობათა ნორმალიზაციაზე, აქედან გამომდინა-რე, მე „სპეციფიკური სოციალიზმის“ აშენებას დავიწყებ, შენ კიამას უნდა დაეთანხმო.

მეოთხეც, კონფლიქტში ბრალი, — ამბობდა ტიტო, — არცბერიას მიუძღვის და არც გილიასს, კონფლიქტს უფრო ღრმამიზეზები გააჩნია, რი გამოც თქვენ, საბჭოელებმა, და, ამის პა-რალელურად, სხვებმაც მთლიანად უარი უნდა თქვათ სტალი-ნისდროინდელ ხაზზე, უარი თქვათ უწინდელ პრინციპებზე დაასეთ შემთხვევაში კონფლიქტის ჭეშმარიტი მიზეზები თავის-თავად გაუქმდება.

დასასრულს კი ტიტომ უარი განაცხადა ხრუშჩოვის წინადა-დებაზე ორმხრივი შეხვედრის შესახებ და პირობად „ნორმალი-

114

Page 115: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

ზაციის გზაზე წინასწარი წარმატებების მიღწევა დაუყენა“.ქვეტექსტი სრულიად ნათელი იყო: თუ ჩემთან შეხვედრა დაშერიგება გინდა, გადადგი ახალი ნაბიჯები დაწყებულ გზაზე,სწრაფად და გაბედულად გააფართოვე საბჭოთა კავშირსა დასხვა ქვეყნებში ეს „ახალი გზა“, რომელიც ჩემთვის ძველი გზაადა ასეთადვე რჩება.

და ხრუშჩოვიც, სიბრაზისგან თუ აღფრთოვანებისგან, ტი-ტოს პირობებსა და მითითებებს დაემორჩილა და გულმოდგი-ნედ შესრულებას შეუდგა.

ჩვენ, ვინც ამ პროცესს ყურადღებით და შეშფოთებით ვაკ-ვირდებოდით, ეჭვი გაგვიჩნდა, რომ მსგავსი პოზიციები საბჭო-თა კავშირს ანტიმარქსისტულ გზაზე გადაახვევინებდა. დღი-თიდღე სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებოდით, რომ ხრუშჩოვითავისი ფოკუსებით რაღაც მზაკვრულ თამაშს ფარავდა. ვამ-ჩნევდით, რომ იგი ანადგურებდა კომუნისტური პარტიისა დასაბჭოთა კავშირის პრესტიჟს — ტიტოს წინაშე მუხლებზე იჩო-ქებდა. ეს არ გვსიამოვნებდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს საბჭო-თა-იუგოსლავიის ურთიერთობათა გაუმჯობესება მათი საში-ნაო საქმე იყო და ამის წინააღმდეგ რამის თქმა ჩვენი საქმე არიყო. თუმცა არასდროს ვეთანხმებოდით და ვერც დავეთანხმე-ბოდით მის მცდელობას, რომ წაეშალა წარსული და, რეალო-ბისდა მიუხედავად, იუგოსლავიელი რევიზიონისტების გაკიც-ხვის მიზეზები სრულიად სხვა კუთხით წარმოეჩინა. გარდა ამი-სა, ვერც ხრუშჩოვის პარტნიორები გავხდებოდით ამ სახიფათოდა საეჭვო იდეოლოგიასა და პოლიტიკურ თამაშში. ის, რასაცაკეთებდნენ რუმინელები, უნგრელები ან ბულგარელები, მათი

115

Page 116: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

საქმე იყო. ტიტოელებს ვერც ვეამბორებოდით და ვერც შევუ-რიგდებოდით.

რევიზიონისტული შეხედულებების გარდა ამ ანტიმარქსის-ტულ გზაზე ხრუშჩოვს უდავოდ ტიტომაც უბიძგა. მას არ უნ-დოდა ქედის მოხრა ხრუშჩოვის წინაშე, რის გამოც დაჟინებითითხოვდა, რომ ხრუშჩოვი ჩასულიყო მასთან ბელგრადში დამის წინაშე დაეჩოქა, კანოსში (ბელგრადი) თვითკრიტიკით გა-მოსულიყო. ასეც მოხდა. სპეციალური წარმომადგენლების მეშ-ვეობით ერთწლიანი საიდუმლო და ღია კონტაქტების შემდეგ,„ამხანაგ“ ხრუშჩოვსა და „ამხანაგ“ ტიტოს შორის გაძლიერებუ-ლი და მატად ინტიმური კორესპონდენციის შემდეგ, ბოლოს დაბოლოს, 1955 წლის აპრილში, ტიტომ თავის ახალ რჩეულს გა-დასცა, რომ მზად იყო ჯვრისწერისთვის და იწვევდა მას „ნიშ-ნობისთვის“ ან „დუნაიზე მოსეირნე გემზე, ან კიდევ, თუ ინე-ბებთ, ბელგრადში. ჩვენი აზრით, — აგრძელებდა ბელგრადისკრალი6, — შეხვედრა უნდა იყოს ღია და საჯაროო“. ხრუშჩოვი,რომელიც ბელგრადში ჩასვლას სულმოუთქმელად ელოდა, გა-დაეხვია და გადაკოცნა ტიტო, გამოვიდა თვითკრიტიკით, „გა-დაჭრით გადაუსვა ხაზი წარსულის დანალექს“ და ამ ქვეყნების„ორ ხალხსა და ორ პარტიას შორის მეგობრობის ერა“ გახსნა.

ჩვენმა პარტიამ დაგმო ხრუშჩოვის ბელგრადში ვიზიტი დაგანსაკუთრებით მისი გადაწყვეტილება უწმინდური ტიტოსგაწმენდის თაობაზე. ხრუშჩოვმა კანოსში თავისი გამგზავრე-ბის შესახებ მხოლოდ ორი-სამი დღით ადრე შეგვატყობინა,თუმცა სხვას არც ველოდით, ვინაიდან წყალი, რომელშიც

6. ალბანურ-ხორვატიულ ენაზე — მეფე.

116

Page 117: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

ხრუშჩოვმა შეტოპა, მხოლოდ ამ წიქვილამდე თუ მიიყვანდა.წავიდოდა თუ არა იგი ბელგრადში, ეს მისი საქმე იყო და რაცუნდა ის ექნა. თუმცა აღგვაშფოთა და შეგვაძრწუნა მისმა წე-რილობითმა შეტყობინებამ იუგოსლავიის ხელმძღვანელობისდამგმობი ინფორმბიუროს 1949 წლის გადაწყვეტილების, რო-გორც უსამართლოს, გაუქმების შესახებ, ამ თავისი გადაწყვე-ტილების ტიტოსთვის შეტყობინებამ და გაზეთ „მტკიცე მშვი-დობისა და სახალხო დემოკრატიისთვის!“ კომუნიკეს გამოქვეყ-ნებამ. ამ კომუნიკეში ხრუშჩოვი აღნიშნავდა, რომ ინფორმბიუ-როს წევრი კომუნისტური და მუშათა პარტიების წევრებმათითქოს ხელახლა განიხილეს ინფორმბიუროს თათბირის მესა-მე რეზოლუცია, რომელიც იუგოსლავიის პრობლემების გამო1949 წლის ნოემბერში იყო მიღებული, და ვითომდა დაუსაბუ-თებლად მიიჩნიეს იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ხელ-მძღვანელობის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები, რისშემდეგაც ინფორმბიუროს რეზოლუცია იუგოსლავიის საკით-ხთან დაკავშირებით გააუქმეს.

ამის გამო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენ-ტრალურ კომიტეტს წერილი გავუგზავნეთ და მწვავე პროტეს-ტიც გამოვთქვით. ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო კო-მუნიზმის მტრის მიმართ, რომელიც პარტიებმა ერთბლივადდაგმეს, არავითარ შეითხვევაში არ შეიძლებოდა, ცალმხრივადმიეღო საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას დანარჩენიპარტიების, და მათ შორის ჩვენი პარტიის, დაუკითხავად. და-ნარჩენი პარტიები ხრუშჩოვისა და ტიტოს იმ სურვილს ემორ-ჩილებოდნენ, რომ ხრუშჩოვის შემდეგ სოციალისტური ბანაკისპარტიათა ხელმძღვანელები ბელგრადში ჩასულიყვნენ, ტიტოს-

117

Page 118: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თვის ხელზე ეამბორათ და პატიება ეთხოვათ. დეჟი თავისი ამა-ლით ჩავიდა იქ, ჩვენ კი ამაზე უარი განვაცხადეთ. ჩვენ რევი-ზიონისტებთან ბრძოლას ვაგრძელებდით. ამაოდ მოვიდა ჩვენ-თან ტირანაში საბჭოთა ელჩი ლევიჩკინი, რომ წინააღმდეგო-ბაზე უარი ეთქმევინებინა.

ლევიჩკინი კიდევ ერთხელ მივიღე და ავუხსენი ის, რაც საბ-ჭოთა ხელმძღვანელობას მივწერეთ.

— საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, — განვუცხა-დე მას კერძოდ, — გვასწავლიდა პირდაპირ, გულწრფელად,ინტერნაციონალისტურად გამოგვეხატა ხოლმე საკუთარი აზ-რი პარტიის ხაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. საბ-ჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტე-ტი უწინ ყოველთვის საქმის ყურში გვაყენებდა და ჩვენს აზ-რსაც იგებდა ხოლმე იუგოსლავიის მიმარი გატარებული ერ-თობლივი პოლიტიკის თაობაზე. საბჭოთა ხელმძღვანელობისაზრი საგულდაგულოდ შევისწავლეთ, არაერთხელ გამოვ-თქვით ჩვენი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით და, რამდე-ნადაც ვიცით, შევთანხმდით იუგოსლავიასთან ურთიერთობე-ბის გასაუმჯობელებელი ნაბიჯების გადასადგმელად.

— კი, მაგრამ გუშინ გაგზავნილ პასუხში ამხანაგ ხრუშჩო-ვის მიერ გადადგმულ ახალ ნაბიჯს ეწინააღმდეგებით, — მით-ხრა ლევიჩკინმა.

— დიახ, — მივუგე მე, — და ამისათვის ყველა საფუძველიგაგვაჩნია. მიგვაჩნია, რომ იუგოსლავიის საკითხთან დაკავში-რებით დიდი განსხვავებაა ადრინდელ წერილებსა და უკანას-კნელ წერილს შორის.

118

Page 119: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

— რომელი განსხვავება გაქვთ მხედველობაში? — მკითხალევიჩკინმა. — ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტიის შეხედულებებიარ შეცვლილა.

— აბა ვნახოთ, — ვუთხარი მას და საბჭოთა ხელმძღვანე-ლობის წერილი ამოვიღე. — აი, მაგალითად, 1954 წლის 4 ივ-ნისს გამოგზავნილ წერილში თქვენი ხელმძღვანელობა წერს:„იუგოსლავიის კომპარტიასა და კომუნისტურ და მუშათა პარ-ტიებს შორის განხეთქილების ისტორიის და მის შედეგად დე-მოკრატიული ბანაკიდან იუგოსლავიის გამოსვლის საკითხისგანხილვისას საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარიტის ცენ-ტრალური კომიტეტი თვლის, რომ იუგოსლავიის კომუნისტურიპარტიის ხელმძღვანელმა ბირთვმა იმ პერიოდში უდავოდ და-უშვა სერიოზული გადახრები მარქსიზმ-ლენინიზმისგან, დაეშვაბურჟუაზიულ ნაციონალიზმამდე და საბჭოთა სახელმწიფოსწინააღმდეგ გამოხდომებამდე. საბჭოთა კავშირის მიმართ თა-ვიანთ არამეგობრულ პოლიტიკას იუგოსლავიის კომუნისტურიპარტიის ხელმძღვანელები სახალხო დემოკრატიის ქვეყნებ-ზეც ავრცელებდნენ, რომლებსაც მანამდეც ქედმაღლურადთხოვდნენ მათი არარსებული განსაკუთრებული დამსახურებე-ბისა და უპირატესობების აღიარებას“.

იმავე წერილში, — ვუთხარი ლევიჩკინს, — აღინიშნებოდა,რომ „იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელთამატქსისტულ-ლენინური გზიდან ნაციონალისტური და სხვა გა-დახრების გამო გამოწვეული კრიტიკა კომუნისტური და მუშა-თა პარტიების მხრიდან აუცილებელიც იყო და სრულიად სა-მართლიანიც. იგი ხელს უწყობდა კომუნისტური და მუშათაპარტიების მარქსისტულად გამობრძმედას, კომუნისტთა სიფ-

119

Page 120: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ხიზლის გაძლიერებას და მათ აღზრდას კომუნისტური ინტერ-ნაციონალიზმის სულისკვეთებით“.

— მართალია, — ჩაიბურტყუნა ლევიჩკინმა.— საბჭოთა მთავრობის პირველი ნაბიჯების შემდეგაც კი

იუგოსლავიასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებელი, — ვუთ-ხარი შემდეგ ელჩს, — იუგოსლავიის ხელმძღვანელობამ უწინ-დელი გზით სიარული განაგრძო და ძველ პოზიციებზე დარჩა,თანაც ამ ბოლო პერიოდში, სულ რაღაც ორი-სამი თვის წინ,მიმდინარე წლის თებერვალში, საბჭოთა ამხანაგები გვწერ-დნენ, რომ „იუგოსლავიის პარტიის ხელმძღვანელობა სერიო-ზულად იყო დაკავშირებული კაპიტალისტურ სამყაროსთან პო-ლიტიკურად და ეკონომიკურად“.

— კი, კი, ასეა! — გაიმეორა ლევიჩკინმა ხმადაბლა.— თუ ასეა, — ვკითხე მას, — რატომ შეიცვალა საბჭოთა

ხელმძღვანელობამ ეგზომ სწრაფად და მოულოდნელად საკუ-თარი აზრი ამ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემების მიმართ?!ან როგორ შეიძლება ასე ადვილად და ცალმხრივად ისეთი გა-დაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ინფორმბიუროს 1949წლის გადაწყვეტილების გაუქმება?!

ჩვენმა პოლიტბიურომ დიდი ყურადღებითა და შეშფოთე-ბით განიხილა 23 მაისით დათარიღებულ თქვენს წერილში ჩა-მოყალიბებული პრობლემები და რიგი შენიშვნები ამხანაგხრუშჩოვს ღიად და გულწრფელად მივწერეთ.

ჯერ ერთი, ვფიქრობთ, რომ 1949 წელს გამართული ინფორ-მბიუროს თათბირის რეზოლუციის გენერალური ხაზი, მთავა-რი, არსებითი შინაარსი სწორეა და არ შეიძლება მისი განხილ-ვა 1948 წლის ივლისის რეზოლუციისგან მოწყვეტით. მისი სის-

120

Page 121: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

წორე მტკიცდება ჩვენი პარტიის ყოველდღიური პრაქტიკითაციუგოსლავებთან მიმართებაში როგორც 1948 წელს მომხდარგანხეთქილებამდე, ასევე მას შემდეგ, და ამჟამადაც.

მეორეც, ინფორმბიუროს 1949 წლის ნოემბრის რეზოლუცი-ის გაუქმების შემოთავაზებული პროცედურა არასწორად გვეჩ-ვენება. კომუნისტური პარტიებისა და ინფორმბიუროს წევრიპარტიებისთვის გამოყოფილი ვადა თავიანთი შეხედულებებისჩამოსაყალიბებლად თქვენს წერილთან მიმართებაში ძალიანმოკლედ გვეჩვენება, რაც არასაკმარისია ისეთი მნიშვნელოვა-ნი საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, როგორი-ცაა თქვენს ზემოხსენებულ წერილში დასმული საკითხი. ჩვენიაზრით, ამ დიდ და პრინციპულ საკითხთან მიმართებაში ეგზომნაჩქარევი გადაწყვეტილება წინასწარი და ღრმა ანალიზის გა-რეშე ამ საქმით დაინტერესებულ ყველა პარტიასთან ერთადდა, მით უმეტეს, ამ გადაწყვეტილების პრესაში გამოქვეყნებადა ბელგრადის მოლაპარაკებებზე გაჟღერება არა მარტო ნაჩ-ქარევი იქნებოდა, არმედ იუგოსლავიის მიმართ არსებულ სა-ერთო კურსს სერიოზულ ზიანსაც მიაყენებდა.

რაც შეეხება ჩვენს შრომის პარტიას, იგი უკვე შვიდი წელიაიბრძვის იუგოსლავიასთან მიმართებაში თავისი გეერალურიკურსის გასატარებლად, რომელიც ინფორმბიუროს რეზოლუ-ციაზეა აგებული და I ყრილობამაც დაადასტურა. დარწმუნებუ-ლი ვართ, რომ ჩვენი პარტიის ეს გენერალური კურსი იუგოს-ლავიასთან მიმართებაში სწორია. თუმცა ერთი წუთით ისიცრომ დავშვათ, რომ ამ კურსის რომელიმე ნაწილი შეცვლას მო-ითხოვს, ამისათვის პარტიული ყრილობა ან პარტიული კონფე-რენცია მაინც უნდა მოგვეწვია, თანაც იუგოსლავიის მიმართ

121

Page 122: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ყველა კომუნისტური და მუშათა პარტიის გენერალური კურ-სის, აგრეთვე, ინფორმბიუროს გადაწყვეტილებებისა და დას-კვნების წინასწარი და ღრმად გაანალიზების შემდეგ.

ამის გამო, — ვუთხარი შემდეგ ლევიჩკინს, — გთავაზობთ,რომ საბჭოთა მთავრობის უკანასკნელ წერილში ჩამოყალიბე-ბული საკითხები ინფორმბიუროს წევრი პარტიების თათბირზეგაანალიზდეს, რომელშიც, თუ ეს საჭიროდ ჩაითვლება, ჩვენმაპარტიამაც მიიღოს მონაწილეობა და თავისი სიტყვა თქვას. ამსაკითხთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილების მი-ღება მხოლოდ იქაა შესაძლებელი.

ლევიჩკინმა, რომელიც გაფითრებული სახით მისმენდა, ჩემიგადარწმუნება სცადა, მაგრამ მალე უკან დაიხია:

— რაც მითხარით, — თქვა მან, — პარტიის ხელმძღვანე-ლობას მოვახსენებ.

— ამხანაგ ხრუშჩოვისადმი გაგზავნილ ჩვენს წერილში, —აღვნიშნე დასასრულს, — ასახულია ყველაფერი, რაც გითხა-რით, თუმცა ეს ყველაფერი გაგიმეორეთ იმ მიზეზის ასახსნე-ლად, რამაც ასეთ პოზიციაზე დაგვაყენა.

ჩვენი დაუთანხმებლობა სრულიად სამართლიანი იყო და იმმარქსისტულ-ლენინურ ნორმებს შეესაბამებოდა, რომლები-თაც პარტიათაშორისი ურთიერთობები რეგულირდება. მშვე-ნივრად ვიცოდით, თუ რამდენად სწორი, დასაბუთებული დაარგუმენტირებული იყო ინფორმბიუროსა და საბჭოთა კავში-რის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ანალი-ზი და გადაწყვეტილებები იუგოსლავიის საკითხთან მიმართე-ბაში 1948-1949 წლებში. როდესაც იუგოსლავიის ხელმძღვანე-ლობის ანტიმარქსისტული საქმიანობის გაკი(ცვის შესახებ გა-

122

Page 123: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

დაწყვეტილება გამოქვეყნდა, ინფორმბიუროს წევრი არ ვიყა-ვით. მიუხედავად ამისა, სტალინმა, ბოლშევიკთა საკავშიროკომუნისტურმა პარტიამ და ინფორმბიუროს წევრმა პარტიებმაამ პერიოდში ჩვენთანაც ითათბირეს და დიდი ყურადღებითმოისმინეს ჩვენი სიტყვა იუგოსლავიის ხელმძღვანელობასთანარსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. სტალინი და მისიამხანაგები ასე არა მარტო იმიტომ იქცეოდნენ, რომ ერთმანე-თის მოძმე პარტიები ვიყავით და ამის გამო, ლენინური ნორმე-ბის შესაბამისად, საჭირო იყო აზრთა ფართოდ და დაწვრილე-ბით გაცვლა-გამოცვლა, არამედ იმ მნიშვნელოვანი მიზეზითაც,რომ ჯერ კიდევ ომის წლებში იუგოსლავიის ხელმძღვანელო-ბასთან არსებული განსაკუთრებული კავშირების გამო მასზებევრი რამის თქმა შეგვეძლო.

ამ პრობლემასთან დაკავშირებულ უამრავ შეხვედრათარიცხვს მიეკუთვნება ჩემი ინკოგნიტოდ შეხვედრა ვიშინსკის-თან ბუქარესტში, რომელსაც დეჟიც ესწრებოდა, ამ შეხვედრა-ზე აზრების გაცვლა-გამოცვლა მოვახდინეთ იმ ერთობლივიპოზიციის ჩემოყალიბების მიზნით, რომელიც იუგოსლავიისხელმძღვანელობის მოღალატური საქმიანობის მიმართ უნდადაგვეკავებინა. ამ შეხვედრაზე ჩემს მიერ მოყვანილმა უამრავ-მა უტყუარმა მკიცებამ და ფაქტმა ვიშინსკისგან და დეჟისგა-ნაც კი მაღალი შეფასება დაიმსახურეს, მათი შეფასებით, ესიყო ჩვენი პარტიის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილიბელგრადის ხელმძღვანელთა მტრულ და ანტიმარქსისტულსაქმიანობაში უკეთ გარკვევის საკითხში. აქ არაა იმის ადგილი,რომ ამ შეხვედრის შესახებ დაწვრილებით ვილაპარაკოთ, დამხოლოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ ვაჩვენო, თუ რაოდენ ფრთხი-

123

Page 124: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ლად და ბრძნულად იქცეოდნენ მაშინ სტალინი და ინფორმბიუ-რო თავიანთი ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღებისას.

სრულიად საპირისპირო რამ ხდებოდა ამჟამად ხრუშჩოვისადა სხვა საბჭოთა ხელმძღვანელების შემთხვევაში. სწორედისინი, რომლებიც ახლა ინფორმბიუროსა და სტალინს კიცხავ-დნენ იმის გამო, რომ ვითომდა ეს უკანასკნელნი არასწორადიქცეოდნენ და მოქმედებდნენ, თავადვე თელავდნენ ფეხქვეშპარტიებს შორის არსებული ურთიერთობების ელემენტარულწესებს, თავს უდავო მბრძანებლებად გვაჩვენებდნენ და სხვე-ბის აზრს საერთოდ არ ითვალისწინებდნენ. ამან განგვაცვიფრადა ერთობ შეგვაფიქრიანა კიდეც.

იმ დღეებში ლევიჩკინი კიდევ რამდენჯერმე მოვიდა ჩვენ-თან შესახვედრად. როგორც ჩანს, ცენტრი დაჟინებით მოით-ხოვდა მისგან ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ საკუთარ აზრზეუარი გვეთქვა და ხრუშჩოვის პოზიციებს დავთანხმებულიყა-ვით. ეს ძალიან რთული მომენტი იყო. სავარაუდოდ ხრუშჩოვიუკვე მოლაპარაკებული იყო სხვა პარტიების ხელმძღვანელებ-თან იმაზე, რის გაკეთებასაც ბელგრადში აპირებდა. ასე რომჩვენი წინადადება ინფორმბიუროს შეკრების თაობაზე აღნიშ-ნული პრობლემის საგულდაგულო ანალიზისთვის უბრალოწყლის ნაყვა გამოდიოდა. პოლიტბიუროში ამ საკითხის ხან-გრძლივი განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, კიდევ გამოგვეძა-ხა ლევიჩკინი, რათა მისთვის ჩვენი პოზიცია აგვეხსნა. მას 27მაისს შევხვდი, სწორედ იმ დღეს, როდესაც ხრუშჩოვი ბელ-გრადში იმყოფებოდა, და ჩემსა და ლევიჩკინს შორის გამართუ-ლი საუბრის თაობაზე საბჭოთა მთავრობას მეორე წერილითვაცნობეთ. მოგვიანებით ხრუშჩოვმა ეს ჩვენი მეორე წერილი

124

Page 125: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

არგუმენტად გამოიყენა, თითქოსდა 25 მაისს გაგზავნილ ჩვენსპირველ წერილში შეცდომა დავუშვით, ორი დღის შემდეგ კივითომდა „თვითკრიტიკით“ გამოვედით და უწინდელ აზრზე„უარი“ ვთქვით.

ისევე, როგორც ლევიჩკინთან 27 მაისს გამართულ შეხვედ-რაზე, საბჭოთა მთავრობისადმი გაგზავნილ მეორე წერილშიცკიდევ ერთხელ ავხსენით, თუ რატომ დავუპირისპირდით აშკა-რად მათ.

მიმდინარე წერილში კიდევ ერთხელ შევახსენეთ საბჭოთახელმძღვანელობას, რომ, მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელო-ბისა იუგოსლავიასთან წარმოქმნილი უთანხმოებების მარქსის-ტულ-ლენინური გზით მოსაგვარებლად, უწინდებურად დარ-წმუნებული ვიყავით, რომ იუგოსლავიელი ხელმძღვანელებიარ იტყოდნენ უარს არჩეულ გზაზე და არ აღიარებდნენ თავი-ანთ უხეშ შეცდომებს.

იუგოსლავიის საკითხთან და, რაც მთავარია, იუგოსლავიისკომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის ანტიმარქსისტულსაბმიანობასთან დაკავშირებით, — ვწერდით წერილში, — გან-საკუთრებით მგრძნობიარენი ვიყავით, რამეთუ მათი მტრულისაქმიანობა საბჭოთა კავშირის, სახალხო-დემოკრატიული ქვეყ-ნებისა და მთელი პროლეტარული მოძრაობის წინააღმდეგ გან-საკუთრებული ძალით გამოვლინდა ჩვენი პარტიისა და სამ-შობლოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

საქმისადმი სწორედ ასეთი მიდგომისას, — ვწერდით შემ-დგომ, — როდესაც წავიკითხეთ თქვენი წერილის ის ნაწილი,სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ იუგოსლავებისთვის შეიძლე-ბოდა ინფორმბიუროს 1949 წლის ნოემბრის გადაწყვეტილების

125

Page 126: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

გაუქმების შესახებ შეტყობინება და ეს ამბავი კომუნიკეს სა-ხით დაიბეჭდებოდა გაზეთში „მტკიცე მშვიდობისა და სახალხოდემოკრატიისათვის!“, შეშფოთებული დავრჩით, ვინაიდან ამის-თანა რამის დაშვება დიდი შეცდომა იქნებოდა. მიგვაჩნდა, რომარსებული გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელი იყო, ვინა-იდან მასში ასახულია იუგოსლავიის კომუნისტური პარტიისხელმძღვანელობის მტრული და ანტიმარქსისტული პრაქტიკუ-ლი საქმიანობა.

ჩვენ ასე ვმსჯელობთ: თუ გავაუქმებთ ამ რეზოლუციას, თუგავაუქმებთ ყველაფერს, რაც მასში იყო ჩაწერილი, მაშინ, მაგა-ლითად, გაუქმდება პროცესებიც უნგრეთში რაიკის წინააღ-მდეგ, ბულგარეთში კოსტოვის წინააღმდეგ და ა.შ. ანალოგიუ-რად, მაშინ უნდა გაუქმდეს კოჩი ძოძესა და მისი დამქაშებისბანდის მუხანათური საქმიანობის წინაღმდეგ აღძრული საქმეც.კოჩი ძოძეს მუხანათური ბანდის მტრული საქმიანობა ჩვენს წი-ნააღმდეგ დაკავშირებული იყო იუგოსლავიის კომუნისტურიპარტიის ხელმძღვანელობის ანტიმარქსისტულ, ლიკვიდატო-რულ და ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურ საქმიანობასთან დაიქედან იღებდა სათავეს. ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ ამმტრულ საქმიანობასთან სამართლიანი ბრძოლა ჩვენი პარტიისმუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო მის I ყრი-ლობაზე. ამ სწორი პოზიციიდან არასდროს გადავუხვევთ —ვწერდით წერილში შემდეგ. ამრიგად, მიგვაჩნდა, რომ აღნიშ-ნული რეზოლუციის გაუქმება თითქოსდა მისი არასწორობისგამო, არა მარტო ჭეშმარიტების დამახინჯებაა, არამედ მძიმემდგომარეობაში ჩააგდებს თავად ჩვენს პარტია, გამოიწვევს არე-ულობას, გაააქტიურებს ანტიპარტიულ და სხვა მტრულ ელე-

126

Page 127: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

მენტებს ჩვენი სახალხო ხელისუფლებისა და ჩვენი პარტიის წი-ნააღმდეგ, აგრეთვე, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ასეთი ვი-თარების შექმნას კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ.

ჩვენ, — ვწერდით საბჭოთა ხელმძღვანელობას, — რთულიპერიოდი განვვლეთ და ვწუხდით და ახლაც ვწუხვართ, რომ ამსაკითხთან დაკავშირებით მათ აზრს ვერ დავეთანხმებოდით.

ასეთი იყო არსებითად საბჭოთა ხელმძღვანელობისთვისგაგზანილი მეორე წერილის შინაარსი.

თუ აქ საერთოდ აქვს აზრი სიტყვა „უარის“ გამოყენებას,მაშინ ერთადერთი ფაქტი, რომლის მიმართაც ეს შეიძლება,ესაა ჩვენი პარტიის მხრიდან ინორმბიუროს წინასწარი მოწვე-ვის წინადადების გაუმეორებლობა. ასეთ წინადადებას კი აზრიარ ჰქონდა, რამეთუ ხრუშჩოვმა ყველაფერი მომხდარ ფაქტადაქცია ბელგრადში გაფრენით. მეორე მხრივ, მიუხედავად პრინ-ციპების დაცვის შესახებ ჩვენი აზრის გამოხატვისა, არავითარშემთხვევაში არ შეგვეძლო საბჭოთა ხელმძღვანელობისა დასხვების წინააღმდეგ ღიად გამოსვლა იმ დროს, როცა პრობლე-მა ჯერ კიდევ განვითარების პროცესში იმყოფებოდა. ყოველშემთხვევაში, კიდევ უფრო გავზარდეთ სიფხიზლე და ყველა-ფერზე ზედმიწევნით კარგად დაკვირვება. ჩვენთვის მანამდეცდა შემდგომშიც დამოკიდებულება ბელგრადელი რევიზიონის-ტების მიმართ სასინჯი ქვა იყოს იმის შეფასებისას, ატარებდათუ არა ეს პარტია სწორ, მარქსისტულ ანდაც მცდარ და ანტი-მარქსისტულ ხაზს. იგი სამომავლოდაც ერბოქვად უნდა ქცეუ-ლიყო ხრუშჩოვისა და ხრუშჩოველებისათვის.

127

Page 128: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ამ მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1955 წლის ზაფხულ-ში, მოწვევა მივიღე „საბჭოთა კავშირში დასასვენებლად აუცი-ლებლად ჩასვლის თაობაზე“.

სტალინის დროს იქ საქმეებზე ჩავდიოდი, დასასვენებლადკი — იშვიათად. ხრუშჩოვის პერიოდში კი ისეთ ძლიერ ზეწო-ლას ახდენდნენ ჩვენზე იქ დასასვენებლად ჩასვლის მიზნით,რომ უარს ლამისაა ვერც ვამბობდით, რამეთუ საბჭოთა მხარესაკითხს პოლიტიკურ ჭრილში აყენებდა. არადა არ მინდოდადასასვენებლად საბჭოთა კავშირში წასვლა, რამეთუ იქ დასვე-ნება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და უამრავი დრო მეკარ-გებოდა ხოლმე. მოსკოვში ჩასასვლელად ჯერ დურესიდანოდესამდე რვა დღე უნდა გვეცურა გემით, თანაც მომცრო გე-მებით (როგორებიცაა, მაგალითად, „კოტოვსკი“, „ჭიათურა“),რომლებიც გვარიანად ირყეოდნენ. კიდევ ორი დღე-ღამე სჭირ-დებოდა მატარებელს ოდესიდან მოსკოვამდე ჩასასვლელად,შემდეგ ერთი დღე მოსკოვიდან კავკასიაში (კისლოვოდსკში დასხვ.) ჩასაფრენად, ანუ 11 დღე იქეთ და 11 დღე აქეთ, რასაცემატებოდა რამდენიმე დღე თათბირებისთვის, ასე რომ ადვი-ლად წარმოიდგენთ, რა დასვენებაზე იყო აქ ლაპარაკი.

მოსკოვში ჩასვლისთანავე იწყებოდა შეხვედრები საბჭოთახელმძღვანელებთან, თუმცა ისინი აღარ იყო სტალინთან გა-მართული შეხვედრებივით სასიამოვნო. ისინი ახლა უკვე ყრურისხვის, ან კიდევ დაძაბულ ატმოფეროში მიმდინარეობდა.

ასე მოხდა ამჯერადაც. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ორჯერშევხვდი სუსლოვს.

მან თავიდანვე მითხრა, რომ იუგოსლავიის საკითხზე ვილა-პარაკებდით და დიქტატის ტონით აღნიშნა:

128

Page 129: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

— თქვენი პარტიის ხელმძღვანელობამ კარგად უნდა გაით-ვალისწინოს ეს საკითხი, იუგოსლავიის პრობლემას გვერდი არუნდა აუაროთ.

თვალს არ ვაშორებდი და როცა ჩემი უკმყოფილება იგ-რძნო, ერთგვარად უკან დაიხია:

— მათი შეცდომები შეცდომებადვე რჩება, — თქმა მან, —თუმცა ჩვემი მიზანი ისაა, რომ დავუმეგობრდეთ მათ და იუ-გოსლავიასთან მეგობრობა წინ წავიყვანოთ. ჩვენმა ცენტრა-ლურმა კომიტეტმა, — განაგრძო მან, — თავის უკანასკნელსხდომაზე კიდევ ერთხელ გააანალიზა ჩვენი ურთიერთობა იუ-გოსლავიასთან და ჩვენს მოხსენებას პირადად თქვენ გადმოგ-ცემთ, რამეთუ იგი სრულიად საიდუმლოა.

იგი წამით დადუმდა, რათა გამოეცნო, თუ რა შთაბეჭდილე-ბა მოახდინა ჩემზე მისმა სიტყვებმა, შემდეგ კი დაამატა:

— მთავარი ისაა, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტურიპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა იუგოსლავიის საკითხი რე-ალისტურ ჭრილში განიხილა, ბერიას მუხანათური საქმიანობისგათვალისწინებით, და ამასთან დაკავშირებით თვითკრიტიკითგამოვედით. ჩვენი ცენტრალური კომიტეტი იმ დასკვნამდე მი-ვიდა, რომ განხეთქილება იუგოსლავიასთან შეცდომა იყო, ესეიგი ვიჩქარეთ.

— როგორ თუ იჩქარეთ?! — ვკითხე მას. — თავის დროზეამ საკითხის განხილვა ღრმად და დაწვრილებით მოხდა, ამხი-ლა წარმოქმნილ უთანხმოებათა ჭეშმარიტი იდეოლოგიური დაპოლიტიკური მიზეზები.

— ამ განხეთქილების მთავარი მიზეზი, — განაგრძო სუს-ლოვმა, — არაა იდეოლოგიური საკითხები, მიუხედავად იმისა,

129

Page 130: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რომ შეცდომები მათ საკმარისად ჰქონდათ, რაც იუგოსლავებსპირდაპირ ვუთხარით. მთავარი შეცდომა იყო ცილისწამება იუ-გოსლავიის ხელმძღვანელებზე, ჩვენი მხრიდან მოუთმენლობისგამოვლინება. იუგოსლაველთა პრინციპული შეცდომები უნდაგანგვეხილა, დაგვემტკიცებინა და მოგვეგვარებინა. ეს კი არგაკეთდა.

— ფაქტების განხილვის შედეგად, — აღნიშნა შემდეგ, —გამოდის, რომ არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები,რომ თითქოს იუგოსლავიელმა ამხანაგებმა სწორი გზიდან გა-დაუხვიეს და იუგოსლავიას უღალატეს; ამავე დროს, სულაც არგამოდის, რომ იუგოსლავიის ეკონომიკა უცხოელებზეა დამო-კიდებული.

— მაპატიეთ, — ვუთხარი მას, — მაგრამ მოდით წამითგვერდზე გადავდოთ ის, რაც 1948 და 1949 წლებში გავაანალი-ზეთ და გადავწყვიტეთ. ავიღოთ მხოლოდ თქვენი კორესპონ-დენცია იუგოსლავიის ხელმძღვანელობასთან უკანასკნელიორი წლის განმავლობაში. არათუ თქვენს ზოგიერთ წერილში,თავად იუგოსლავებიც კი თავიანთ წერილებში აღიარებენ,რომ დასავლეთთან მტკიცე კავშირები გააბეს. მაშ როგორ გა-ვიგოთ ამ საკითხების ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებითქვენი მხრიდან?

— დაშვებული იყო ზოგიერთი შეცდომა, მაგრამ საჭიროამათი საგულდაგულოდ განხილვა, — თქვა სუსლოვმა და და-მიწყო რიგი „არგუმენტების“ მოყვანა იმის დასამტკიცებლად,რომ იუგოსლავიელი ხელმძღვანელები თითქოსდა არ იდგნენმცდარ გზაზე. რასაკვირველია, ამაში დამნაშავედ კვლავ ბერი-

130

Page 131: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

ას, გილიასისა და იმპერიალიზმის გამოყვანა სცადა, რომელიც„იუგოსლავიის გადაბირებას ცდილობდა“.

ამ პრობლემის მიმართ მოლოტოვსაც საკმაოდ სექტანტურიპოზიცია ეკავა, — განაგრძო სუსლოვმა. იგი შეცდომებს უშვებ-და იუგოსლავიასთან სახელმწიფო ურთიერთობებში და ამტკი-ცებდა, რომ ეს მისი კი არა, იუგოსლავიელი ამხანაგების შეც-დომები იყო. თუმცა ცენტრალურმა კომიტეტმა მოლოტოვის-გან იუგოსლავთა შეცდომების დამტკიცება მოითხოვა და თა-ვისი პოზიციის გამო მწვავედაც გავაკრიტიკეთ. ბოლოს და ბო-ლოს ცენტრალურ კომიტეტს მანაც სოლიდარობა გამოუცხადა.

სიტყვა ავიღე და დაწვრილებით ჩამოვუყალიბე ჩვენი ურ-თიერთობები იუგოსლავიის ხელმძღვანელობასთან, ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლიდან დღემდე. აღვნიშნე ძირითა-დი აგენტურული და ანტიალბანური გამოხდომები, რომლებსაცგანუწყვეტლივ მიმართავდნენ ჩვენს წინააღმდეგ და დასას-რულს ვუთხარი:

— სწორედ ეს და სხვა ერთმანეთზე უფრო მტკიცე ფაქტებიგვარწმუნებენ, რომ იუგოსლავიის ხელმძღვანელობა არც ადრედა არც ახლა სწორ გზაზე არ დგას. მიუხედავად ამისა, ყოველ-თვის გამოვდიოდით და გამოვდივართ მათთან ნორმალური სა-ხელმწიფო ურთიერთობების მომხრედ.

— თანახმა ვარ, თანახმა ვარ! — თქვა სუსლოვმა. — უფროღია გულით უნდა ვიმოქმედოთ. ეს ჩვენი ბანაკის ინტერესებსემსახურება; არ უნდა დავუშვათ, რომ იუგოსლავია იმპერია-ლისტებმა წაგვართვან.

ამ შეხვედრის დასასრულს თითქოს სხვათა შორის მითხრა:

131

Page 132: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— გასულ წლებში ბევრი მტერი დასაჯეთ იუგოსლავებთანკავშირის ბრალდებით. გადახედეთ მათ საქმეებს და ვისი რეა-ბილიტაციაც საჭიროა, გააკეთეთ ეს.

— ჩვენ უსამართლოდ არავინ დაგვისჯია, — მივუგე გა-დაჭრით; შემდეგ მან გვირჩია, რომ „მეტი დიდსულოვნება“ გა-მოგვეჩინა, და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

გასაგები გახდა, თუ რატომ მიმიწვიეს დასასვენებლად.თუმცა ხრუშჩოველები ამით არ შემოიფრგლენ. მათ უკვე შემუ-შავებული ჰქონდათ ეშმაკური გეგმები, რათა ჩვენი პარტია აე-ძულებინათ, ბელგრადელი რევიზიონისტების მიმართ მათ მიერარჩეულ შემრიგებლურ გზაზე გადასულიყო. ამჯერად მოსკო-ვის გარეუბანში რომელიღაც აგარაკი გამომიყვეს, რომელიც,მათი თქმით, სტალინს ეკუთვნოდა. ეს იყო უბრალო აგარაკი,რომლის ყველა ძირითადი ოთახი, ჩვენი საძინებლის ჩათვლით,პირველ სართულზე მდებარეობდა და დერეფნისგან შუშის კო-რიდორით იყო გამოყოფილი. მარჯვენა მხარეს მდებარეობდასასადილო ოთახი, სტუდია და მისაღები, რომლებიც იმიტომდამამახსოვრდა, რომ მეტად ღარიბული ავეჯით იყო გაწყობი-ლი. მარცხენა მხარეს, დერეფნისა და ტახტებიანი ოთახის გავ-ლით შეიძლებოდა კინოდარბაზში შესვლა. ეზო მოუვლელი იყო— იქ ლამისაა აღარც ყვავილები არსებობდა და აღარც გამ-წვანება. არსად ჩანდა ჩრდილოვანი ხეები, რომლის მაგივრა-დაც რკალური ფანჩატური აეშენებინათ და ასეთივე რკალურიდა სვეტებზე მიმაგრებული სკამებით გაეწყოთ. სახლის გვერ-დით იყო ბოსტნის მსგავსი მიწის ნაკვეთი. სწორედ ამ სახლშიგავიგონეთ ერთ ღამეს იმ შუშის კარზე კაკუნი, რომელიც ჩვენსსაძინებელს დერეფნისგან ჰყოფდა. ჩემი მეუღლე, ნეჟმიე, ნელ-

132

Page 133: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

ნელა წამოდგა და იფიქრა, რომ ჩვენს ვაჟიშვილს რაღაც აწუ-ხებდა, ვინაიდან იმ დღეს დაეცა და ხელი დაიზიანა. იგი გავი-და, თუმცა მაშინვე დაბრუნდა და მითხრა:

— ერთ-ერთი მორიგე ოფიცერია, მიქოიანი ტელეფონთანგთხოვს.

ნამძინარევმა ვიკითხე, თუ რომელი საათი იყო.— პირველის ნახევარია, — მიპასუხა ნეჟმიემ.მხრებზე რაღაც მოვისხი და სტუდიაში გავედი, სადაც ტე-

ლეფონის აპარატი იდგა. მიქოიანმა არც კი მომიბოდიშა შუა-ღამით დარეკვის გამო და პირდაპირ მითხრა:

— ამხანაგო ენვერ, აქ, მოსკოვში, იმყოფება ამხანაგი სვე-ტოზარ ვუკმანოვიჩ ტემპო და აქამდე მასთან ვიმყოფებოდი.თქვენ იცნობთ მას და კარგი იქნებოდა, შეხვედროდით; იგი თა-ნახმაა, რომ ხვალ შეგხვდეთ.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხმა არ ამომიღია, მი-ქოიანმა კი, რომელიც არც აპირებდა ჩემთვის აზრის კითხვას,მითხრა: „ესე იგი თანახმა ხართ, ხვალ“, — თანაც ისეთი ტო-ნით, თითქოს რომელიმე საოლქო კომიტეტის მდივანს განკარ-გულებას აძლევდა.

— როგორ თუ „თანახმა ვარ“, ამხანაგო მიქოიან? — მივუგემას. — მე ხომ უკვე ვესაუბრე ამხანაგ სუსლოვს და ავუხსენიჩვენი პარტიის შეხედულებები იუგოსლავიისა და ტიტოს პოზი-ციებზე.

მიქოიანი ჩემთვის ტელეფონით ტრაფარეტული მონოლო-გის კითხვას შეუდგა „სოციალისტური იუგოსლავიის“ და ტი-ტოს შესახებ, რომელიც „კარგი ადამიანი“ იყო, შემდეგ ბერიასშეცდომებზე და ვითომდა ჩვენი (საბჭოთა კავშირისა და ინ-

133

Page 134: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ფორმბიუროს) მხრიდან დაშვებულ ცოდვებზე ილაპარაკა, ბო-ლოს კი მითხრა:

— უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი, ამხანაგო ენვერ, ტემპოსთქვენ იცნობთ, დაელაპარკეთ, შეეცადეთ უთანხმოებათა აღ-მოფხვრას, ეს ჩვენსა და ბანაკის ინტერესებშიაო. თქვენც უნდადაგვეხმაროთ იმპერიალიზმის ბანაკში იუგოსლავიის გადას-ვლის შეწყვეტაში… ასე რომ, თანახმა ხართ, ხვალ.

— თანახმა ვარ, თანახმა ვარ, ხვალ, — ჩავილაპარაკე გაბ-რაზებულმა. დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ძილი არ მომეკა-რა ამ კულისებსმიღმა მომხდარი გარიგებებისა და ფაქტებისგამო, რომლებსაც გამალებული თითხნიდნენ ღალატის გზაზედამდგარი ხრუშჩოველები. ტემპოს ომის დროს ალბანეთში ორ-ჯერ შევხვდი და ორივეჯერ წავიჩხუბეთ, ვინაიდან იგი უხეშიდა მეტისმეტად ქედმაღლური ადამიანი იყო. იგი ცრუ ბრალდე-ბებს უყენებდა ჩვენს ბრძოლასა და ჩვენს ხელმძღვანელებს, ანკიდევ უაზრო წინადადებები შემოჰქონდა „ბალკანეთის შტა-ბის“ შექმნის შესახებ, რომელსაც ეშმაკმა უწყის როგორ უნდაეფუნქციონერა იმ პირობებში, როცა ქვეყნის სხვადასხვა ზო-ნებს შორის კავშირსაც კი ძლივს ვინარჩუნებდით, რომ აღარა-ფერი ვთქვათ ამ „შტაბის“ მიღმა დამალულ მიზნებზე. საინტე-რესოა, რაღა უნდა მეთქვა ტემპოსთვის მას შემდეგ, რაც მათჩვენს წინააღმდეგ ჩაიდინეს, ტიტოდან, რანკევიჩიდან და მათიწარგზავნილებიდან — ველიმირ სტოინიჩიდან, ნიაზი დიზდარე-ვიჩიდან — დაწყებული და მათი აგენტებით — კოჩი ძოძეთი დამისი დამქაშებით — დამთავრებული? განა კუზიანს რამე გაას-წორებს? მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და ვფიქრობდი,

134

Page 135: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

4. სასინჯი ქვა

რა უნდა მექნა. ხრუშჩოვის რევიზიონისტებთან ანგარისწორე-ბა ჯერ კიდევ ნაადრევი იყო.

მეორე დღეს ტემპოს შევხვდით. ლაპარაკი მე დავიწყე დამოვუყევი, თუ რა მოხდა.

— დავანებოთ თავი წარსულს, — თქვა და იუგოსლავიისმდგომარეობაზე ლაპარაკს შეუდგა. მითხრა, რომ მრეწველო-ბის სფეროში მიღწევებიც ჰქონდათ, თუმცა ნედლეული არჰყოფნიდათ.

— სოფლის მეურნეობაში საქმეები ძალიან ცუდად გვაქვს,— თქვა მან, — ამ დიდი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად დიდისამუშაო გველის. სოფლის მეურნეობაში დაშვებული შეცდომე-ბის გამო, — განაგრძო მან, — ძალიან გვიჭირს.

და მომიყვა გადატანილი სიძნელეების შესახებ, აღნიშნა რა,რომ იძულებული იყვნენ დასავლეთის ქვეყნებიდან სესხები მა-ღალი საპროცენტო განაკვეთებით აეღოთ.

— ახლა კი საბჭოთა კავშირი გვეხმარება და საბჭოელებთანშეთანხმება წარმატებით დაგვირგვინდა, — დაასრულა მან.

მეც მოვუყევი მას ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყ-ნის მიღწევებისა და იმ სიძნელეთა შესახებ, რომლებსაც ვეჯა-ხებოდით და ახლაც ვეჯახებით; მოვუყევი ოხრიდის ტბის საქ-მეზე და მათი მხრიდან მოლაპარაკებების გაჭიანურებაზე,თუმცა მან მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა, რამეთუ„ეს მაკედონიელთა გეგმები იყო“.

— მიუხედავად ამისა, მოდით შკოდრინის ტბის საკითხიგანვიხილოთ, სადაც სარგებელი გაცილებით მეტი იქნება ორი-ვე მხარესთვის, განსაკუთრებით კი თქვენთვის, — დასძინა მან.

135

Page 136: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ასე ჩაიარა შეხვედრამ ტემპოსთან, რომელიც საბჭოელებმაიძულებით მომიწყვეს.

მასთან შეხვედრის შემდეგ მიქოიანმა და სუსლოვმა ერ-თხმად მითხრეს:

— კარგი ქენით, რომ ტემპოს შეხვდით, ყინული უკვე დაიძრა.მათი აზრით, ჩვენსა და ტიტოს რევიზიონისტებს შორის არ-

სებულ ყინულის მთას ერთი შემთხვევითი თათბირი ან შეხვედ-რა გაადნობდა, ჩვენ კი სხვაგვარად ვფიქრობდით. ჩვენი და იუ-გოსლავიის ურთიერთობათა იდეოლოგიურ ასპექტში „გაზაფ-ხული“ და „ლეღმის დაკვრა“7 გამორიცხული იყო და ხრუშჩოვე-ლებისა და ტიტოელების მღვრიე წყლების ზანზარაში ჩაფლო-ბას არც ვაპირებდით.

7. оттепель — ლეღმის დაკვრა, დათბობა, ყინულის გადნობა. ხრუშჩო-ვის რევიზიონისტული საქმიანობის აღმნიშვნელი ერთ-ერთი კრებითი ტერ-მინი. [მთარგმნელის შენიშვნა].

136

Page 137: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

ხრუშჩოვი მსოფლიო კომუნისტურ მოძრაობაში ჰეგემონიისმიღწევას ცდილობს. ხრუშჩოველები თავიანთ ბრჭყალებსსხვა პარტიებისკენაც იშვერენ. გოტვალდისა და ბერუტისმოულოდნელი სიკვდილი. დაუვიწყარი შეხვედრა დიმიტ-როვთან და კოლაროვთან. კორექტული, მაგრამ ფორმალუ-რი ურთიერთობები რუმინეთთან. რუმინეთის ხელმძღვანე-ლობის ოპორტუნისტული ზიგზაგები. ჩეხოსლოვაკიისგანმიღებული სასიამოვნო შეთაბეჭდილებები; სეირნობა დაისტორიული ადგილების მონახულება. საბჭოთა კავშირისყველა კუთხეში შექმნილი დახუთული ატმოსფერო. ყველ-გან ჩინოვნიკების გარემოცვაში ვიმყოფებით. ჩვენი დამო-კიდებულება აღმოსავლეთ გერმანელებთან.

ზემოთ უკვე ვილაპარკე ლექციაზე, რომელიც ხრუშჩოვმა წამი-კითხა პარტიის პირველი მდივნის როლის შესახებ, და იმ „აზ-რზე“, რომელიც მან პოლონელ ამხანაგებს განუცხადა ბერუტისოხაბით შეცვლის თაობაზე. ამ ფაქტმა არა მარტო განმაცვიფ-რა, არამედ სრულიად მიუღებლადაც და მოძმე პარტიის საქმე-ებში უტაქტო (რბილად რომ ვთქვათ) ჩარევად მომეჩვენა.

მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ დაგვარწმუნა, რომმსგავსი „ღონისძიებები“ ხრუშჩოვის „მუშაობის“ ყოველდღიუ-რი ფორმა იყო საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის სა-კუთარი ბატონობის ქვეშ მოსაქცევად.

137

Page 138: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ამ საქმიანობას არ აკლდა დემაგოგიური სამოსელიც. ეს დე-მაგოგია შემდეგში მდგომარეობდა: „სტალინს კომუნისტურიდა მუშათა პარტიები ხელში ძალითა და ტერორით ეკავა, მათთავს ახვევდა საბჭოთა კავშირის ინტერესების სასარგებლოდა მსოფლიო რევოლუციისთვის საზიანო ნაბიჯების გადად-გმას“. ხრუშჩოვი გამოდიოდა კომინტერნის წინააღმდეგ ბრძო-ლის მომხრედ, თანაც ვითომდა ამ ბრძოლაში ლენინის პერი-ოდს გამორიცხავდა. ხრუშჩოვისა და სხვა თანამედროვე რევი-ზიონისტების აზრით, კომინტერნი მხოლოდ „საბჭოთა და კაპი-ტალისტური ქვეყნების აგენტურა“ იყო. მათი აზრი, რომელსაცღიად არასდროს გმოთქვამდნენ, მაგრამ რომელიც უნდა გვე-გულისხმა, მთლიანად ემთხვეოდა კაპიტალიზმისა და მსოფ-ლიო რეაქციული ბურჟუაზიის ბრალდებებს პროლეტარიატისადა იმ ახალი კომუნისტური პარტიების მიმართ, რომლებიც სო-ციალ-დემოკრატიისა და II ინტერნაციონალის ღალატის შემ-დეგ გაჩნდნენ.

ლენინმა და მის შემდეგ სტალინმა კომინტერნის მეშვეობითკომუნისტური და მუშათა პარტიების კონსოლიდირება მოახ-დინეს, გააძლიერეს პროლეტარიატის ბრძოლა ბურჟუაზიისადა გაძლიერების გზაზე მდგომი ფაშიზმის წინააღმდეგ. კომინ-ტერნის საქმიანობა დადებითი და რევოლუციური იყო. გამო-რიცხული არაა, რომ ცალკეული შეცდომებიც იყო დაშვებული,თუმცა არალეგალურად მოქმედების ის რთული პერიოდიც უნ-და გავითვალისწინოთ, რომელშიც იძულებული იყვნენ ემუშა-ვათ პარტიებსა და თავად კომინტერნის ხელმძღვანელობას, აგ-რეთვე, ის გააფთრებული ბრძოლა, რომელსაც იმპერიალიზმი,ბურჟუაზია და რეაქცია კომუნისტური პარტიების წინააღმდეგ

138

Page 139: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

აწარმოებდნენ. ჭეშმარიტ რევოლუციონერებს არასდროს დაა-ვიწყდებათ, რომ სწორედ კომინტერნმა შეუწყო ხელი კომუნის-ტურ პარტიათა დაარსებასა და გაძლიერებას II ინტერნაციონა-ლის ღალატის შემდეგ, და ისიც, რომ სწორედ ლენინისა დასტალინის დროინდელი საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, სადაცასობით რევოლუციონერმა იპოვა თავშესაფარი, როდესაცბურჟუაზიისა და ფაშიზმის მხრიდან მოწყობილ რეპრესიებსგაურბოდნენ, და საქმიანობაც გააგრძელა.

კომინტერნისა და სტალინის მუშაობის შეფასებისას ხრუშ-ჩოვმა მხარდაჭერა ჩინელების მხრიდანაც მიიღო, რომლებიცამ მიმართულებით ჯერაც ფარულ კრიტიკას აგრძელებენ. ჩვე-ნი აზრი ზოგადად კომინტერნისა და სტალინის საქმიანობისარასწორად შეფასების თაობაზე ჩინელ ხელმძღვანელებსაცმოვახსენეთ, როცა ამისი შესაძლებლობა მოგვეცა. როდესაცმაო ძედუნთან საუბრის შესაძლებლობა მომეცა ჩინეთში გა-მართული ჩემი ერთადერთი ვიზიტისას 1956 წელს, გარდა ამი-სა კი, ტირანაში ჭოუ ენლაისთან გამართულ შეხვედრებზე, მათსტალინის ფიგურასა და კომინტერნზე ჩვენი პარტიის საყო-ველთაოდ ცნობილი შეხედულებაც გავაცანი. ამაზე არ მინდააქ დაწვრილებით ლაპარაკი, ვინაიდან ეს ჩემს პოლიტიკურდღიურსა და სხვა გამოსვლებში გავაკეთე.

კომინტერნის გადაწყვეტილება და დიმიტროვის დირექტი-ული სიტყვა 1935 წლის ივლისში საერთაშორისო კომუნისტუ-რი მოძრაობის ისტორიაში შევიდა როგორც ფუნდამენტურიდოკუმენტები, რომლებმაც ერებსა და, პირველ რიგში, კომუ-ნისტურ მოძრაობას მობილიზება გაუკეთეს ანტიფაშისტურიფრონტის შესაქმნელად, იტალიელი და გერმანელი ფაშისტე-

139

Page 140: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ბის, აგრეთვე, იაპონელი მილიტარისტების წინააღმდეგ შეია-რაღებული ბრძოლის ორგანიზებისთვის. კომუნისტები და მათიპარტიები ამ ბრძოლის ავანგარდში იდგნენ.

ამის გამო ნებისმიერი თავდასხმა კომინტერნსა და სტალი-ნის მარქსისტულ-ლენინურ ავტორიტეტზე, — რომლებმაცმსოფლიოს კომუნისტური და მუშათა პარტიების საორგანიზა-ციო, პოლიტიკური და იდეოლოგიური კონსოლიდაციის შექმნა-ში დიდი როლი ითამაშეს, — დანაშაულია. ბოლშევიკური პარ-ტია, თავის მხრივ, ამ პარტიების მძლავრი დასაყრდენი იყო,საბჭოთა კავშირი კი სტალინის მეთაურობით — საერთაშორისოასპარეზზე რევოლუციის მხარდამჭერი უდიდესი პოტენციალი.

იმპერიალიზმი, კაპიტალისტური ბურჟუაზია და მისი ფა-შისტური დიქტატურა მთელი ძალებით გამოდიოდნენ საბჭოთაკავშირის, ბოლშევიკური პარტიისა და სტალინის წინააღმდეგ.გააფთრებით ებრძოდნენ კომინტერნსა და თითოეული ქვეყნისკომუნისტურ და მუშათა პარტიებს; მუშათა კლასზე ბატონო-ბას ტერორით, სისხლისღვრითა და დემაგოგიით ინარჩუნებდნენ.

როდესაც ფაშისტური გერმანია საბჭოთა კავშირს თავს და-ესხა, სხვადასხვა ქვეყნის კომუნისტურმა პარტიებმა ხელში ია-რაღი აიღეს, გაერთიანდნენ საკუთარი ქვეყნის ყველა პატრი-ოტთან და დემოკრატთან და ფაშისტი დამპყრობლების წინა-აღმდეგ ბრძოლაში ჩაერთნენ. ამ კანონიერი ბრძოლის თაობა-ზე მტრებმა თქვეს: „კომუნისტური და მუშათა პარტიები მოს-კოვის ჩამსახურში ჩადგნენო“. ეს ცილისწამება იყო. კომუნის-ტური და მუშათა პარტიები თავიანთი ხალხის გასათავისუფ-ლებლად, მუშათა კლასისა და ხალხის მიერ ხელისუფლებისხელში ასაღებად იბრძოდნენ. ანტიფაშისტური ომის დიად კავ-

140

Page 141: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

შირში მათი სიმპათიები საბჭოთა კავშირისკენ იხრებოდა, რა-მეთუ სწორედ ეს უკანასკნელი იყო გამარჯვების ყველაზე საი-მედო გარანტი.

სწორედ თავად სტალინმა გამოაქვეყნა კომინტერნის აღ-მასრულებელი კომიტეტის სახელით გადაწყვეტილება კომინ-ტერნის დაშლის შესახებ, ვინაიდან ამ უკანასკნელის საჭიროე-ბა აღარ იგრძნობოდა. ეს აბსოლუტურად სწორი აქტი იყო, რა-მეთუ კომუნისტური და მუშათა პარტიები უკვე მომძლავ-რდნენ, გახდნენ ბრძოლისუნარიანნი, გამოიწრთნენ კლასობრივბრძოლებსა და ფაშისტებთან დიად შეტაკებაში, დაიგროვესკოლოსალური გამოცდილება. უკვე ყოველ პარტიას საკუთარფეხზე დგომა შეეძლო, გზის მიმანიშნებელ უტყუარ კომპასადკი მარქსიზმ-ლენინიზმი ჰქონდათ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა კომუნისტური დამუშათა პარტიების ინფორმბიურო, რომელიც აუცილებელიორგანიზმი იყო, რამეთუ პარტიებს, — სოციალისტური ქვეყნე-ბიდანაც და კაპიტალისტური ქეყნებიდანაც, განსაკუთრებით,ევროპულებს, — მიღებული ფასდაუდებელი გამოცდილებისურთიერთგაზიარება სჭირდებოდათ. ჩვენს პარტიებს შორისგამოცდილების გაზიარება აუცილებელი იყო ომისშემდგომპირველ გაურკვეველ პერიოდში, როდესაც ამერიკული და ინ-გლისური იმპერიალიზმი ნებისმიერი საშუალებით ცდილობდაგათავისუფლებული ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას.

რეაქციამ, ტიტომ და ტიტოელებმა მოგვიანებით სცადეს,რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები სხვადახსვა გზით წასუ-ლიყვნენ, ისინი ცდილობდნენ, რომ ჩეხოსლოვაკიაში ხელისუფ-ლების სათავეში ინგლისელების მხარდაჭერილი რეაქცია მო-

141

Page 142: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

სულიყო და ასევე მომხდარიყო ალბანეთში, რუმინეთში, პო-ლონეთში და ა.შ.

„მარქსისტმა“ ტიტომ დიდი ხმაური ატეხა ვენეცია-ჯულიასრაიონის პრობლემის ირგვლივ და ამტკიცებდა, რომ თითქოსსაბჭოთა კავშირი არ ეხმარებოდა ამ რაიონის დაბრუნებაში,რომელიც მთლიანად იუგოსლავიის ტერიტორიად მიაჩნდა, მა-შინ როცა კოსოვოსთან მიმართებაში, რომელიც ნამდვილადალბანური იყო, ამ ვაი-მარქსისტმა არათუ ალბანეთისთვის მი-სი დაბრუნების საკითხი დააყენა, არამედ ტყავიდან ძვრებოდაამ საკითხის მისაჩუმათებლად. ბელგრადის ხროვამ კოსოველე-ბი ტანჯვა-წამებისა და გაპარტახებისთვის გასწირა იმ მოტი-ვით, რომ თითქოს ისინი ბალისტები იყვნენ, მოგვიანებით კიმთელი ალბანეთის შთანთქმაც სცადა, რათა იგი იუგოსლავიისმეშვიდე რესპუბლიკად ექცია.

ინფორმბიურომ ამხილა იუგოსლავიელი რევიზიონისტებისღალატი და ეს ერთ-ერთი მისი ისტორიული საქმე და სტალი-ნის რევოლუციური სიფხიზლის შედეგი იყო. ტიტო გაკიცხესდა ნიღაბი ჩამოაშორეს სრულიად უდავო აურაცხელი მიზეზისგამო, და ეს ღალატი შემდგომმა პერიოდმა მთლიანად დაადას-ტურა. ამ სწორ აქტში, რომელიც მოთმინებით აღსავსე მუშაო-ბას მოჰყვა, ჯერ მხოლოდ ამხანაგური ახსნა-განმარტებით, შემ-დეგ — საყვედურის, და ბოლოს გაკიცხვის სახით ყველა კომუ-ნისტური და მუშათა პარტია მონაწილეობდა, თანაც არა იმი-ტომ, რომ „სტალინის თვითნებურ გადაწყვეტილებას დაეთან-ხმნენ“, როგორც მათ ცილს წამებდნენ, არამედ იმიტომ, რომისინი იუგოსლავიული ლიდერების ღალატის შესახებ არსე-ბულმა უტყუარმა ფაქტებმა დაარწმუნა. მოგვიანებით ყველა

142

Page 143: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

აღნიშნულმა პარტიამ, ალბანეთის შრომის პარტიის გამოკლე-ბით, ალოკეს თავიანთი გადაფურთხებული — ტიტოსა და ტი-ტოიზმის წინააღმდეგ ნათქვამი და მხარდანაჭერი. ამ პარტია-თა ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ თვითკრი-ტიკით, გაემგზავრნენ მათთან მომლოცველების რანგში დახელზე ეამბორნენ, დაუხარეს თავები და განუცხადეს, რომ იგიიყო „ნამდვილი მარქსისტ-ლენინელი“, მაშინ როცა სტალინი,მათი აზრით, „ანტილენინელი, დამნაშავე, უვიცი და დიქტატო-რი“ გახლდათ.

ხრუშჩოვის გეგმა, როგორც ყველა მისმა ნაბიჯმა და საქმემგვაჩვენა, იმაში მდგომარეობდა, რომ თავისი ბელგრადში გამ-გზავრებით მოეხდინა ტიტოს რეაბილიტაცია და გაეკიცხა სტა-ლინი „დანაშაულისა“ და „შეცდომის“ გამო, რომლებიც მანთითქოს ამ საკითხში დაუშვა. ამ საქმის ბოლომდე მიყვანისმიზნით ხრუშჩოვმა, ყველას დაუკითხავად, ლიკვიდირების გა-დაწყვეტილება მიიღო და ინფორმბიურო გააუქმა. ამ საკითხისგამო ყველანი fait accompli-ს8 წინაშე დაგვაყენა კრემლში გა-მართულ შეხვედრაზე, რომელსაც ინფორმბიუროსთან არავი-თარი კავშირი არ ჰქონდა.

ხრუშჩოვმა გადაწყვეტლება წაიკითხა და ინფორმბიუროსდაკრძალვის ლოცვის ჩამღერების შემდეგ წარმოთქვა: „როდე-საც ეს ნერუს შევატყობინე, იგი კმაყოფილი დარჩა და თქვა,რომ ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ყველანიდაეთანხმებოდნენ“. ცნობა ინფორმბიუროს დაშლის შესახებთურმე ჯერ ძველ ინდოელ რეაქციონერს შეუტყვია, შემდეგ კი

8. ფრანგ. — მომხდარი ფაქტი.

143

Page 144: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ჩვენს კომუნისტურ პარტიებს (!). ყველაფერს რომ თავი დავა-ნებოთ, მარტოოდენ ეს ფაქტი გვიჩვენებდა, თუ ვინ იყო ეს რე-ნეგატი, ეს ტროცკისტ-რევიზიონისტი, რომელიც საბჭოთა კავ-შირისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელ-მძღვანელი გახდა.

ეშმაკობით, ტროცკისტული ფორმებითა და მეთოდები —პირფერობით, შანტაჟით, საყვედურებით, მუქარებით — ხრუშ-ჩოვი ცდილობდა მთელი მსოფლიო კომუნისტური მოძრაობისხელში ჩაგდებას, ყველა დანარჩენი პარტიის „სადირიჟოროჯოხით“ მართვას, რომლებიც, რასაკვირველია, მისი პირდაპი-რი მითითების გარეშე საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტი-ას „დედა-პარტიად“ გამოაცხადებდნენ, და, როგორც საბჭოთარევიზიონისტების ჩვენს მიერ მოგვიანებით მხილებული ფარუ-ლი აგენტი, ლირი ბელიშოვა, ამბობდა, იმასაც კი აღიარებ-დნენ, რომ „ხრუშჩოვი ჩვენი მამააო“ (!). ამ მიმართულებით მუ-შაობდნენ ხრუშჩოვი და ხრუშჩოველები.

ხრუშჩოველებმა ეს საქმიანობა, რასაკვირველია, სტალინისსიცოცხლეშივე, მის ზურგს უკან, დაიწყეს. ეს აზრი გვიძლიერ-დება საბჭოთა ხლმძღვანელებთან ჩვენი ურთიერთობის გა-მოცდილებიდანაც, ჩვენდამი მიქოიანის ვაჭრულად უხეში მოპ-ყრობიდან და ზოგიერთი სხვა მომენტიდან გამომდინარე.

სტალინის სიკვდილის შემდეგ კი მათი შეტევა, რომელიცდანარჩენ ქვეყნებში სოციალიზმის დანგრევისკენ იყო მიმარ-თული, მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ხრუშჩოვმა, საბჭოთა კავ-შირის მსგავსად, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში,რუმინეთსა და უნგრეთში, აგრეთვე, ალბანეთში ანტიმარქსის-ტული, მიმალური და მხილებული ელემენტების მხარდაჭერა

144

Page 145: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

დაიწყო. ხრუშჩოვი და მისი თანამზრახველები ცდილობდნენ,საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექციათ ეს ადამიანები იქ, სა-დაც ხელისუფლების სათავეში იდგნენ, სადაც არ იდგნენ —აეთრიათ ისინი ზემოთ, რისთვისაც მიმართავდნენ საიმედოხელმძღვანელების ლიკვიდაციას ინტრიგებით, პუტჩებითა დათავდასხებით, როგორის მოწყობასაც უპირებდნენ სტალინს(და, სავარაუდოდ, სრულიად შესაძლებელია, რომ მოუწყვეს კი-დეც).

სტალინის სიკვდილისთანავე გარდაიცვალა გოტვალდი.როდესაც ჩეხოსლოვაკიაში გავემგზავრე, მას პრაღაში შევ-ხვდი, კარგა ხანს ვისაუბრეთ ჩვენი შეცდომების შესახებ. იგიიყო თავმდაბალი, გულწრფელი და სიტყვაძუნწი ამხანაგი. მას-თან სრულიად თავისუფლად ვსაუბრობდი; იგი ყურადღებითმისმენდა, დროდადრო ჩიბუხს აბოლებდა და დიდი სიმპათიითმელაპარაკებოდა ჩვენს ხალხზე და მის ბრძოლაზე; მან დახმა-რება აღგვითქვა მრეწველობის შექმნაში, შემომთავაზა არა ოქ-როს ზოდები, არამედ სრულიად მოკრძალებული კრედიტი, რო-მელსაც ჩეხოსლოვაკიის მთავრობა გვაძლევდა.

— ასეთია ჩვენი შესაძლებლობები, — მითხრა მან. — მოგ-ვიანებით, როდესაც ჩვენს ეკონომიკას ავაწყობთ, თქვენთანერთად ამ საკითხებს ხელახლა გადავხედავთ.

გოტვალდი — სტალინისა და დიმიტროვის ძველი მეგობა-რი — მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ მოვლენამ გულიცდაგვწყვიტა და კიდეც გაგვაკვირვა.

ამას მოჰყვა — ასევე მოულოდნელად — ამხანაგ ბერუტისგარდაცვალება, რომ აღარაფერი ვთქვათ დიადი გეორგ დი-მიტროვის უფრო ადრე გარდაცვალებაზე. დიმიტროვიც, გოტ-

145

Page 146: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ვალდიცა და ბერუტიც მოსკოვში გარდაიცვალნენ. რა საოცარიდამთხვევაა! სამივე მათგანი დიადი სტალინის ამხანაგები იყ-ვნენ!

ბერუტის შემდეგ პარტიის პირველი მდივნის ადგილი ედ-ვარდ ოხაბმა დაიკავა. ამრიგად, ახდა ხრუშჩოვის ძველი ოცნე-ბა. თუმცა შემდგომში ხრუშჩოვი „ვერ მორიგდა“ ოხაბთან, რა-მეთუ, როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი ვერ ასრულებდა სათანა-დოდ მის ბრძანებებს. მოგვიანებით იმ თათბირებსაც ვესწრე-ბოდით, რომლებზეც ხრუშჩოვს ოხაბი მუდამ მიზანში ჰყავდახოლმე ამოღებული. ოხაბს რამდენჯერმე შევხვდი — მოსკოვ-ში, ვარშავასა და პეკინში — და მიმაჩნია, რომ იგი არათუ ვე-რანაირად ვერ შეედრებოდა ბერუტს, არამედ არც პარტიისადა ქვეყნის მართვის ნიჭი გააჩნდა. ოხაბი ამ თანამდებობაზეჩრდილად მოვიდა და ჩრდილადვე წავიდა სულ რაღაც ერთიწლის შემდეგ.

პოლონეთში მოვლენათა განვითარების შესახებ მოგვიანე-ბით ვილაპარაკებ, ახლა კი მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ბე-რუტის სიკვდილმა პოლონეთის ტახტისკენ გზა გაუწმინდა რე-აქციონერ გომულკას. ეს „კომუნისტი“, რომელიც ციხიდან გარ-კვეული პერიპეტიებისა და წვალების შემდეგ გამოუშვა ჭრე-ლა-ჭრულა ხელმძღვანელობამ, რომელშიც მრავლად იყო სიო-ნიზმისა და კაპიტალისტური სახელმწიფოების აგენტები, ხელი-სუფლების სათავეში მისმა მეგობარმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა,აათრია.

პოლონეთი ხრუშჩოვის საბჭოთა კავშირის „უფროსი და“ იყო.მას მოსდევდა ბულგარეთი, რომელსაც ხრუშჩოველები აბუჩად

146

Page 147: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

იგდებდნენ და ახლაც აბუჩად იგდებენ სინდისის ქენჯნის გარე-შე, ბოლოს და ბოლოს კი საკუთარ „დამჯერ დად“ აქციეს.

ჩეხების, პოლონელებისა და რუმინელებისგან განსხვავე-ბით, რომ აღარაფერი ვთქვათ გერმანელებზე, ბულგარელებიმჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სტალინთან და ბოლშევიკთასაკავშირო კომუნისტურ პარტიასთან, რომელსაც ეს უკანას-კნელი ხელმძღვანელობდა. მეტიც, ბულგარელი ხალხი უფროადრე ტრადიციულად იყო დაკავშირებული რუსეთთან. სწო-რედ ამ კავშირების არსებობის გამო მეფე ბორისმა ვერ გაბედაბულგარეთის ოფიციალურად ჩართვა ომში საბჭოთა კავშირისწინააღმდეგ, და საბჭოთა არმიაც ბულგარეთში ერთი გასრო-ლის გარეშე შევიდა.

ხრუშჩოვს ამ გავლენის განმტკიცება თავისი შოვინისტურიმიზნებისთვის და საკუთარი რევიზიონისტული შეხედულებე-ბის გასავრცელებლად და გასამტკიცებლად უნდოდა. ამის გა-მო ისარგებლა ამ გარემოებებით, ბულგარეთის კომუნისტურიპარტიის ნდობით სტალინისადმი, საბჭოთა კავშირისადმი დაბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიისადმი და ბულ-გარეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელად უვარგისიადამიანი, მესამეხარისხოვანი კადრი დააყენა, რომელიც სამა-გიეროდ დამჯერი ყოჩაღი ბიჭი იყო, ვინც ხრუშჩოვის, მისი ელ-ჩისა და უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ნებისმიერ გან-კარგულებას ასრულებდა. ეს იყო ტოდორ ჟივკოვი, რომელიცგაასუქეს, გაბერეს და ბოლოს ბულგარეთის კომუნისტურიპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აქციეს.

მიმაჩნია, რომ დიმიტროვის შემდეგ ბულგარეთის პარტიასადა სახელმწიფოში არასდროს ყოფილა არა თუ დიმიტროვის

147

Page 148: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დონის, არამედ მასთან ახლოს მყოფი ხელმძღვანელიც კი თავი-სი პრინციპულობით, იდეური და პოლიტიკური თვალსაწიერი-თა და ხელმძღვანელის თვისებებით. აქ, რა თქმა უნდა, არა-ფერს ვამბობ კოლაროვზე, რომელიც დიმიტროვის გარდაცვა-ლებიდან მალევე, რამდენიმე თვეში, დაიღუპა, და რომელიცძველი რევოლუციონერი, დიმიტროვის შემდეგ მეორე მოღვაწეიყო და მასთან ერთად კომინტერნში მუშაობდა.

კოლაროვი პირველად 1947 წელს, ბელგიაში ოფიციალურვიზიტად ყოფნისას, გავიცანი. იგი დაახლოებით დიმიტროვისასაკისა და სიმაღლის მქონე კაცი და სასიამოვნო თანამოსაუბ-რე იყო; ჩვენთან შეხვედრებისას გვიყვებოდა კომინტერნის მი-ერ მისთვის მიცემულ დავალებებზე, მაგალითად, მონღოლეთ-ში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. როგორც ჩანს, კოლაროვსპარტიამ დაავალა საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთო-ბების გაძღოლა, რამეთუ იგი არაერთხელ გველაპარაკა ბულ-გარეთის ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიცჩვენი მეზობლებიც იყვნენ, ესაა იუგოსლავია და საბერძნეთი.მან საერთაშორისო მდგომარეობაც აგვიხსნა, რაც მნიშვნე-ლოვნად დაგვეხმარა.

კოლაროვი, დაუვიწყარი გიორგი დიმიტროვის მსგავსად,თავმდაბალი ადამიანი იყო. იგი იოტისოდენა ქედმაღლობასაცკი არ ამჟღავნებდა ჩვენთან საუბრისას, მიუხედავად იმისა,რომ ახალგაზრდები ვიყავით. იგი პატივს სცემდა ჩვენს აზ-რებს, არადა მას პირველად ვხვდებოდით, იქ ყოფნისას კი თავსისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ ოჯახში, როგორც ახლო-ბელთა წრეში, სადაც ჭარბობდა ურთიერთსიყვარული, ერ-

148

Page 149: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

თობლივი მიზნის — სოციალიზმის აშენების —მისაღწევად არ-სებული ერთიანობა და ძალისხმევა.

ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შევხვდი დიმიტროვსდა კოლაროვს, ამ გამოჩენილ ბულგარელ კომუნისტებს, და მი-უხედავად ამისა, მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დამრჩა.დიმიტროვის შემდეგ კოლაროვი პრემიერ-მინისტრი გახდა დატიტოს აგენტის, კოსტოვის, გასამართლების ერთ-ერთ ინიცია-ტორად მოგვევლინა, თუმცა გავიდა რამდენიმე თვე და კოლა-როვი გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა ძალზე დამანაღვლიანა.

დიმიტროვისა და კოლაროვის გარდაცვალების შემდეგბულგარეთის კომუნისტური პარტიისა და ბულგარეთის ხელ-მძღვანელობაში უავტორიტეტო ადამიანები დაინიშნენ.

ბულგარეთში რამდენჯერმე ვიყავი საქმეებზე და დასასვე-ნებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად. თუ სიმართლეგნებავთ, ბულგარეთში ყოფნა განსაკუთრებით მსიამოვნებდა,იქნებ იმიტომაც, რომ ორივე ჩვენი ერი, მიუხედავად სრულიადგანსხვავებული წარმომავლობისა, საუკუნეების განმავლობა-ში თანაარსებობდა და ერთი და იგივე დამპყრობლის — ოტო-მანების — წინააღმდეგ იბრძოდა; გარდა ამისა, მრავალ ასპექ-ტში მათ ხასიათის მსგავსება აერთიანებს, განსაკუთრებით კითავმდაბლობა, სტუმართმოყვარეობა, მტკიცე ხასიათი, საუკე-თესო ტრადიციების შენახვისკენ სწრაფვა, ფოლკლორი და ა.შ.

სტალინის სიკვდილამდე ბულგარელებთან მეგობრობაშიერთი გაუგებრობაც კი არ არსებობდა. მოგვიანებითაც, სანამხრუშჩოვი ჩვენთან ურთიერთობას გაწყვეტდა, ბულგარელებ-თან იდეოლოგიური და პოლიტიკური უთანხმოება არასდროსგვქონია, ისინი კარგად და თბილად მიღებდნენ ხოლმე. მრავა-

149

Page 150: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ლი მათგანი, როგორებიც არიან ვილკო ჩერვენკოვი, განევი,ცოლა დრაგოჩევა, ანტონ იუგოვი და სხვები, აღარ იყვნენ ახალ-გაზრდები, ისინი დიმიტროვთან ერთად ემიგრაციაშიც მუშაობ-დნენ და არალეგალურად ქვეყნის შიგნითაც, მოგვიანებით კიმეფე ბორისის საპყრობილეებშიც ისხდნენ. მათ, ბოლოს და ბო-ლოს, აჯობა ტოდორ ჟივკოვმა — პოლიტიკურად არც წყალმადა არც ღვინომ.

გიორგი დიმიტროვის სიკვდილის შემდეგ პარტიის გენერა-ლურ მდივნად ვილკო ჩერვენკოვი დაინიშნა. იგი იყო ტანმაღა-ლი, ნახევრად გათეთრებული წვერისა და მსუქანი სახის მქონეადამიანი; ყოველთვის, როცა მას ბულგარეთში ან მოსკოვშივხვდებოდი, ჩემზე კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ-და; იგი ყოველთვის ბაჯბაჯით დადიოდა, თითქოს უნდოდა ეთ-ქვა: „რა საქმე მაქვს ამ ბაზრობაზე? ჩემი აქყოფნა წყლის ნაყ-ვააო“.

როგორც ჩანს, იგი სამართლიანი, მაგრამ უპრინციპო ადამი-ანი იყო. ყოველი შემთხვევისთვის, ასეთი შთაბეჭდილება დამ-რჩა პირადად მე. ზედმეტად კრინტსაც არ ძრავდა. ოფიცია-ლურ შეხვედრებზე იმდენად ცოტას ლაპარაკობდა, რომ უცნობადამიანებზე ქედმაღლური კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.არადა ქედმაღლურობის ნატამალიც არ გააჩნდა; იგი თავმდა-ბალი ადამიანი იყო. არაოფიციალურ შეხვედრებზე, როდესაცდანარჩენ ბულგარელ ამხანაგებთან ერთად ვსადილობდით ანაზრთა გაცვლა-გამოსვლას ვაპირებდით, ვილკო პირქუშადდუმდა ხოლმე, თითქოს იქ საერთო არ იყო. სხვები საუბრობ-დნენ და იცინოდნენ, ის კი — არა.

150

Page 151: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

ჩერვენკოვი დიმიტროვის სიძე იყო, ანუ დაქორწინებულიიყო ბულგარეთის დიადი ბელადის ქალიშვილზე. დიმიტროვისდიდებისა და ავტორიტეტის რაღაც ნაწილი ვილკო ჩერვენკოვ-ზეც გადავიდა, მაგრამ ვილკო ვერასდროს გახდებოდა დიმიტ-როვი. ასე რომ, იგი უხმაუროდ შეიყვანეს ბულგარეთის კომუ-ნისტური პარტიის ხელმძღვანელობის მეთაურად და უხმაურო-დაც გამოიყვენეს. იგი ჩუმად მოიშორეს თავიდან, მოხსნეს ყო-ველგვარი ხმაურის გარეშე და პარტიის ხელმძღვანელის ადგი-ლი ტოდორ ჟივკოვისთვის დაათმობინეს.

ნიკიტას არხში, ამრიგად, პოლონეთიც შევიდა, ჩეხოსლოვა-კიაც და ბულგარეთიც. მას მიზნებიდან ვერ გამორჩებოდა რუ-მინეთიც, რომლის პარტიასაც ზოგიერთი უღირსი მომენტებიცგააჩნია.

ომის წლებში რუმინელებთან არავითარი ურთიერთობა არგვქონდა; სხვა საქმეა იუგოსლავები და ბულგარელებიც კი,რომლებმაც ოდესღაც ბილგარანოვი გამოგვიგზავნეს, ვინცშეგვატყობინა მაკედონიაში მიმდინარე მუშაობის შესახებ დაგვთხოვა დავხმარებოდით იმ ალბანელების ბრძოლაში ჩასარ-თავად, რომლებიც ნაცისტ-ფაშისტების მიერ ოკუპირებული„მაკედონიის“ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ომის შემდეგ საბ-ჭოელებისგან საკმაოდ საქებარი სიტყვები გვესმოდა რუმინე-თის პარტიისა და დეჟის, როგორც ძველი რევოლუციონერის,შესახებ, რომელმაც დოფგანის საპყრობილეებში ბევრი ჭირიგადაიტანა. თუმცა, სიმართლე თუ გნებავთ, ცოტა არ იყოს გაკ-ვირვებული დავრჩი, როცა მას პირველად შევხვდი იუგოსლა-ვიელი რევიზიონისტების საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ზე-მოთ ვილაპარაკე.

151

Page 152: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

აქ არაა ადგილი იმისათვის, რომ ამ შეხვედრის შესახებ ვი-ლაპარაკო, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ რუმინეთის შესახებნანახისა და გაგონილის, აგრეთვე, დეჟთან გამართული თავი-სუფალი საუბრისას უსიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა რუმი-ნეთის პარტიაზეც და თავად დეჟზეც.

მიუხედავად რუმინეთის ხელმძღვანელების მიერ გაკეთებუ-ლი რეკლამისა, რუმინეთში არ მოქმედებდა პროლეტარიატისდიქტატურა, რუმინეთის მუშათა პარტიას კი სუსტი პოზიციებიგააჩნდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების სათავეშიიდგნენ, არადა ცხადი იყო, რომ ხელისუფლების სათავეში დე-ფაქტო ბურჟუაზია იდგა. მას საკუთარ ხელში ეკავა მრეწვე-ლობა, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და რუმინელ ხალხსტყავს აძრობდა, თავად კი მდიდრულ სახლებსა და აგარაკებზეცხოვრობდნენ. თავად დეჟი დაჯავშნული ავტომობილით დაშეიარაღებული ამალის თანხლებით დადიოდა, რაც მათი პოზი-ციების „სიმტკიცეზე“ მიუთითებდა. რეაქცია რუმინეთში ძლიე-რი იყო, და რომ არა წითელი არმია, არავინ უწყის, ამ ქვეყანასრა დაემართებოდა.

ბუქარესტში გატარებული რამდნიმე დღის განმვლობაშიდეჟთან გამრთული საუბრებისას იგი გასაქანს არ გვაძლევდაიმ „გმირობებზე“ ტრაბახით, რომლებიც მათ ჩაიდინეს, როცამოსყიდულ მეფე მიხაის ტახტზე უარი ათქმევინეს, არადა არა-თუ დასაჯეს იგი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისგამო, არამედ რუმინეთის საზღვრების დატოვებისა და დასავ-ლეთში გამგზავრების საშუალებაც მისცეს, თანაც მთელი თავი-სი სიმდიდრე და ხასებიც გაატანეს.

152

Page 153: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

დეჟის ბაქიაობა გაკვირვებას იწვევდა, განსაკუთრებით მა-შინ, როცა მომიყვა, თუ როგორ შევიდა რეაქციონერთა კაფეშიწელზემორტყმული ნაგანით და „გამოიწვია“ ისინი.

ასე რომ, პირველივე შეხვედრაზე ცუდი შთაბეჭდილება შე-მექმნა არა მარტო დეჟზე, არამედ რუმინეთის პარტიაზეც დამის ოპორტუნისტულ ხაზზეც. და რაც დაემართა მოგვიანებითდეჟსა და მის პარტიას, არც გამკვირვებია. ამ პარტიის რევიზი-ონისტული ლიდერები წარმოუდგენლად ქედმაღლურები იყ-ვნენ და გამწარებული ბაქი-ბუქობდნენ ომით, რომელსაც ისინიარ აწარმოებდნენ.

როდესაც ტიტოს რენეგატულ ჯგუფთან ბრძოლაში ჩავერ-თეთ, დეჟი ამ ჯგუფის წინააღმდეგ „თავდადებული მებრძოლი“გახდა. ინფორმბიუროს ისტორიულ თათბირებზე მას დაევალამთავარი მოხსენებით გამოსვლა ტიტო-რანკოვიჩის ჯგუფის წი-ნააღმდეგ.

სანამ სტალინის სიცოცხლეში ინფორმბიუროს რეზოლუციაძალაში იყო, დეჟის თავგამოდებულ ანტიტიტოელად მოჰქონდათავი. მას შემდეგ, რაც ხრუშჩოვის მეთაურობით რევიზიონის-ტმა მოღალატეებმა თავიანთ ქვეყნებში ხელისუფლების უზურ-პაცია მოახდინეს და ჩვენთვის ცნობილი ღალატის ყველა აქტიჩაიდინეს, რომელთა სიაშიც ტიტოს ცამდე აღზევებაც ეწერა,დეჟიმ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო სხვა ყაიდაზე სიმღერადა ფერი ქამელეონივით შეიცვალა. მან ხაზი გადაუსვა ადრენათქვამს, გამოვიდა ღია თვითკრიტიკით, ბოლოს კი ბრიონშიჩავიდა და ყველას გასაგონად ტიტოს თავი დაუხარა. ამრიგად,დეჟი გახდა ის, ვინც ყოველთვის იყო — ბეჭედდასმული ოპორ-ტუნისტი.

153

Page 154: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

გათავისუფლების შემდეგ, რასაკვირველია, რუმინეთთან მე-გობრული ურთიერთობა დავამყარეთ, ისევე როგორც სახალხოდემოკრატიის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ერთობგვეწადა შეძლებისდაგვარად უფრო მეტად გაგვეფართოებინაურთიერთობები ამ ქვეყანასთან და, განსაკუთრებით, რუმინელხალხთან, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორი სოციალისტური ქვე-ყანა ვიყავით, არამედ იმიტომაც, რომ ვინახავდით მეგობრობი-სა და სიმპათიების განსაკუთრებულ გრძნობას იმ დახმარებისგამო, რომელიც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის რუ-მინეთში მცხოვრებ ალბანელ პატრიოტებს აღმოუჩინეს. თუმცაჩვენმა სურვილმა და ძალისხმევამ ამ მხრივ საჭირო შედეგებიარ გამოიღო რუმინეთის ხელმძღვანელობის გულგრილობისგამო. ამას კი თავისი მიზეზები ჰქონდა, რომლებიც ჩვენს პოზი-ციებსა და ჩვენს სურვილებზე დამოკიდებული არ იყო.

ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანასშორის კორექტულად, თუმცა ფორმალურად ვითარდებოდა. რუ-მინელი ხელმძღვანელები იოტისოდენა სითბოსა და მეგობრო-ბასაც კი არ ამჟღავნებდნენ ისეთი პატარა სოციალისტურიქვეყნის მიმართ, როგორიც ჩვენი ქვეყანა იყო და რომელმაცასეთი დიდი ბრძოლა გამართა და უდიდესი მსხვერპლი გაიღოფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. სოციალის-ტური ქვეყნებიდან რუმინეთმა ყველაზე დიდი გულგრილობაგამოიჩინა ალბანეთის განვითარებისა და ჩვენს ორ პარტიასადა სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განვითარების სა-კითხებში.

როდესაც მოგვიანებით რუმინეთში გავემგზავრე ჩვენი დე-ლეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ამ ქვეყანაში მოგზაურობი-

154

Page 155: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

სას მრავალი საინტერესო რამე ვნახე; მათ მიჩვენეს უამრავიმიღწევა ეკონომიკაში. მოვინახულე პლოეშტი, რომელიც ჩვენსკუჩოვოსთან შედარებით უზარმაზარი ნავთობმომპოვებელიცენტრი იყო. აქ ნავთობის საბადოებს თანამედროვე მეთოდე-ბით ამუშავებდნენ, და მახსოვს, რომ ჩემთან გამართულ უკა-ნასკნელ შეხვედრაზე დეჟი ტრაბახით მომიყვა, რომ ამერიკე-ლებისგან დიდი და თანამედროვე ნავთობსახადი ქარხანა იყი-დეს. (მითხრა, რომ იგი ნაღდი დოლარებით იყიდეს, არადა, რო-გორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ქარხანა კრედიტით ყოფილანაყიდი. ჯერ კიდევ „სოციალისტურმა“ რუმინეთმა ამერიკულიმპერიალიზმთან ვაჭრული გარიგება განახორციელა). მაჩვე-ნეს მეტალურგიული ცენტრი, სადაც უამრავი ფოლადის გა-მოდნობა ხდებოდა, მაჩვენეს მრავალი ფაბრიკაც, სანიმუშო სა-სოფლო-სამეურნეო ფერმები, მზა ტანსაცმლის მსხვილი კომბი-ნატი და ა.შ.

მოვინახულე ღია ცის ქვეშ მდებარე სამუზეუმო კომპლექსი„რუმინული სოფელი“ — სოფლის სახლების ანსამბლი — რომ-ლებიც გაწყობილი იყო რუმინული სოფლისთვის დამახასიათე-ბელი ავეჯეულობითა და სამოსელით, ეს ყველაფერი საკმაოდთავისებურად და ლამაზად გამოიყურებოდა.

რაც ვნახეთ, ყველაფერი მოგვეწონა; მათ მრავალი ახალინაგებობა ჰქონდათ აშენებული, მემკვიდრეობითაც ძალზე ბევ-რი ჰქონდათ მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ რუმინელებმასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შექმნეს, საქმეები მაინცცუდად მიუდიოდათ; იქ არ არსებობდა ხელმძღვანელობა, ორ-განიზებულობა და პოლიტმუშაობა. მიუხედავად ამისა, ზოგა-დად მიღწევები ქვეყანაში აშკარა იყო, და ისიც ჩანდა, და ამას

155

Page 156: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თავადაც ამბობდნენ, რომ საბჭოთა კავშირი უდიდეს დახმარე-ბას უწევდა ნებისმიერ სფეროში, დიდი სასახლის აშენების ჩათ-ვლით, რომელშიც, ჩვენი იქყოფნის პერიოდში, იბეჭდებოდა „სკინ-ტეია“ და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები ტარდებოდა.

რაც შეეხება ალბანეთის დახმარებას, უნდა აღვნიშნო, რომიუგოსლავებთან ურთიერთობის გაწყვეტის მიმენტამდე სახალ-ხო დემოკრატიის არც ერთი ქვეყანა უმნიშვნელო კრედიტითაცკი არ დახმარებია ალბანეთს. მოგვიანებით ამ ქვეყნებმა ასეთუ ისე მაინც გაგვიწიეს მცირეოდენი დახმარება. ზოგი მათგა-ნი თავდაპირველად კრედიტს შეფარული მიზნის გარეშე გვაძ-ლევდა, ზოგი კი სარგებლის მიღების მიზნით, ზოგიერთი მათ-განი ამას თვალის ასახვევად აკეთებდა, რათა ეჩვენებინა თა-ვისი „სოციალისტური სოლიდარობა“ ან კიდევ საბჭოთა კავში-რისთვის, ვისგანაც მსხვილ კრედიტებს იღებდა, შემდეგ ეთქვა,რომ „აი, ჩვენც რაღაცას ვაძლევთ სოციალისტურ ალბანეთს დაროცა უფრო მეტი გვექნება, მასაც უფრო მეტს მივცემთო“.

კრედიტები რუმინელებსაც რამდენჯერმე ვთხოვეთ, თუმცაისინი ან უარს ამბობდნენ მოცემაზე, ან კიდევ სასაცილომდეცოტას გვაძლევდნენ. რაც შეეხება გამოცდილებას, მაგალითად,მრეწველობის, კერძოდ, ნავთობის გადამუშავების სფეროში,აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ დახმარება აღ-გვითქვეს, მაგრამ რეალურად თითქმის არაფერი მოუციათ.პარტიული მუშაობისა და სახელმწიფოს მშენებლობის გამოც-დილების გაზიარება მათთვის არც არასდროს გვითხოვია დამათგან არც არასდროს გადმოგვიღია.

156

Page 157: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

მაინც რატომ იყო შექმნილი ასეთი ვითარება რუმინელებ-თან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ დახმარების მიღებაარც სხვა ქვეყნებიდან გვიადვილდებოდა?

სხვა პარტიებს შორის თავდაპირველად ასე თუ ისე კიდევშეინიშნებოდა ერთიანობისა და სოციალისტური ურთიერ-თდახმარების სულისკვეთება, ჩვენს მიმართ კი ეს ყველაფერიპრაქტიკულადაც ხორციელდებოდა, მაშინ როცა რუმინეთისპარტიაში ერთიანობისა და დახმარების ეს სულისკვეთება მე-ტად სუსტი იყო.

საერთო ჯამში, რუმინეთის ხელმძღვანელები გამოირჩეოდ-ნენ როგორც მეგალომანიით „პატარების“ მიმართ, ასევე ქვე-წარმავლობით „დიადების“ წინაშე. ჩვენთან გამართული საუბ-რებისას ისინი სიტყვაძუნწობად გვევლინებოდნენ, ზოგჯერ კიმხოლოდ თავის დაკვრითა და ხელის ჩამორთმევით იფარგლე-ბოდნენ ხოლმე. თათბირებსა და ყრილობებზე იმდენად „დამ-წუხრებული“ იყვნენ, რომ კაცს ეგონებოდა, მთელი სიმძიმე მათაწვათ მხრებზე. ასეთ შემთხვევებში მათ ყოველთვის საბჭოთაკავშირის მთავარი ხელმძღვანელის გვერდით დაინახავდით.როგორც ჩანს, ისინი მათი ქვეშევრდომები და ოპორტუნისტებიიყვნენ, რაც სრულიად აშკარა გახდა, როცა პრინციპების დაც-ვის მომენტი დადგა.

ჩემი აზრით, სრულიად სხვაგვარად იქცეოდნენ ჩეხები. ისი-ნი ყველაზე სერიოზულებად გამოიყურებოდნენ. უკვე ვილაპა-რაკე გოტვალდზე, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მის შემდეგ მო-სულებსაც მშვენიერი ურთიერთობები ჰქონდათ ჩვენთან, ალ-ბანელებთან. მათთან ყოველთვის გულწრფელნი ვიყავით, ისე-ვე როგორც ყველა დანარჩენთან, და თავად ჩეხოსლოვაკიელი

157

Page 158: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ხელმძღვანელებიც კარგად გვექცეოდნენ. ისინი პატივისცემითეპყრობოდნენ ჩვენს ხალხსაც და ჩვენს პარტიასაც. დიდ ინიცი-ატივას არასდროს ავლენდნენ, თუმცა არც თავდაჭერილობადა კორექტულობა აკლდათ და, ასე ვიტყოდი, კეთილგანწყობი-თაც გვექცეოდნენ.

ნოვოტნისა და შიროკის მსგავსად, დოლინსკიც და კოპეც-კიც, რომელთაც არაერთხელ შევხვედრივარ და მისაუბრია,როცა მათ ქვეყანაში საქმეებზე ან ოჯახთან ერთად დასასვე-ნებლად ჩავდიოდი, ჩვენსა და ჩვენი მეგობრების წინაშე თავ-მდაბლობასა და გულღიაობას ავლენდნენ. მათში არ შეინიშნე-ბოდა ის ქედმაღლობა და უხეშობა, რაც სხვებს აშკარად ეტყო-ბოდათ.

ეკონომიკურ საკითხებშიც, საბჭოელების შემდეგ, ყველაზემეტად ჩეხები გვეხმარებოდნენ. ისინი, რასაკვირველია, ანგარი-შიანობას, აუჩქარებლობასა და წინდახედულობას იჩენდნენ,როცა ლაპარაკი კრედიტების გამოყოფას შეეხებოდა. თუმცაჩვენთვის დახმარების გაწევისას არც ჩვენს ჯეროვნად შეუფა-სებლობას და არც თავიანთ ეკონომიკურ უპაირატესობას არგვაგრძნობინებდნენ. ჩეხოსლოვაკია ყველაზე მოწინავე სამ-რეწველო ქვეყანა იყო სახალხო დემოკრატიის ქვეყნებს შორის;მისი ხალხი გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, ოსტატობით,სისტემატურობით, მოწესრიგებულობით მუშაობასა და ცხოვ-რებაში. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ყველგან ვამჩნევდით,რომ ჩეხოსლოვაკია განვითარებული ქვეყანა იყო კულტურუ-ლი მოსახლეობით, რომელიც უძველესი კულტურის ტრადიცი-ებს უფრთხილდებოდა. სახალხო დემოკრატიის სხვა ქვეყნებისხელმძღვანელები მათ შენატროდნენ და ამაოდ უშვებდნენ გეს-

158

Page 159: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

ლიან სიტყვბს ჩეხოსლოვაკიის ხელმძღვანელობის მიმართ, რო-მელიც ღირსებით სხვებს ნამდვილად აღემატებოდა. სოცია-ლისტური ბანაკის თათბირებზეც ჩეხოსლოვაკიელი ხელმძღვა-ნელების სიტყვას დიდი წონა ჰქონდა. ქვეყნის შიგნითაც, რამ-დენადაც ამის დანახვა და განსჯა შემეძლო, იგი პატივისცემი-თა და სიმპათიით სარგებლობდა.

ჩეხოსლოვაკიაში ყოფნისას არასდროს მიგრძვნია ის სიმძი-მე და მარტოობა, რომელიც მოსკოვში გამეფდა ხელისუფლე-ბის სათავეში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ. მოსკოვში ჩასვლის-თანავე რომელიმე გარეუბანში მდებარე აგარაკზე გვასახლებ-დნენ, სადაც მთელი დღეების განმავლობაში იზოლირებულებივიჯექით ხოლმე. იქ, როგორც წესი, იყვნენ ან ჩვენს გასაცილებ-ლად ან ჩვენთან ერთად სადილის გასამართავად მოდიოდნენლესაკოვი, მოშატოვი, პეტროვი ან რომელიმე უმნიშვნელო მუ-შაკი პარტიის ცენტრალური კომიტეტიდან. ყველა მათგანიცენტრალური კომიტეტის ჩინოვნიკების, ანუ აპარატის თანამ-შრომლების, ფორმაში გადაცმული სახელმწიფო უშიშროებისკომიტეტის თანამშრომელი გახლდათ. მათგან ლესაკოვი იყოჩემი განუყრელი თანამგზავრი და პარტნიორი ბილიარდის თა-მაშში. მას ვუყვარდი და მეც მიყვარდა იგი, რამეთუ, მიუხედა-ვად არცთუ განვითარებული გონებისა, კეთილი და გულწრფე-ლი ადამიანი იყო. მოშატოვი კი უფრო იშვიათად შემოგვივლი-და ხოლმე და ცოტათი მედიდურობდა კიდეც; იგი გასამგზავ-რებლად გვამზადებდა ხოლმე ან კიდევ გვეხმარებოდა რაიმესყიდვაში, რამეთუ მაღაზიებში ადვილად კაცი ვერაფერს იშოვი-და (ყველაფერი წინასწარ უნდა შეგეკვეთათ; შეკვეთილი საგ-ნები არავინ უწყის საიდან მოჰქონდათ მოსკოვის სახელმწიფო

159

Page 160: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უნივერმაღის ცალკე ოთახში, სადაც ცენტრალური კომიტეტის-თვის განკუთვნილი განსაკუთრებული შესასვლელიდან შევდი-ოდით ხოლმე). პეტროვი აპარატჩიკი იყო, რომელიც კარგა ხა-ნია ბერძნებთან მუშაობდა, რის გამოც მისთვის ჩვენი კომპანი-აც ხელსაყრელი იყო. ეს იყო სერიოზული ამხანაგი და ძალია-ნაც ვუყვარდით. იგი რამდენჯერმე ჩამოვიდა ალბანეთში, გან-საკუთრებით, როცა საბერძნეთის დემოკრატიულ არმიას ვუ-ჭერდით მხარს მის სამართლიან ბრძოლაში. მოგვიანებით კი,თითქოს ისინი არ კმაროდნენ, ჩვენი „თანამგზავრების“ რიცხვსშეემატნენ სხვებიც, როგორიც იყო ლაპტევი — ალბანური ენისმცოდნე ლაწირაკი, რომელსაც თავზე დიდი წარმოდგენა დარ-ჩა იმ „თანამდებობის“ გამო, რომელზეც დასვეს, და კიდევ ერ-თი კაცი, რომელიც იუგოსლავიის საკითხებით იყო დაკავებუ-ლი; მისი გვარი აღარ მახსოვს, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომმათ შორის იგი ყველაზე ჭკვიანი იყო.

თავისუფალი არასდროს ვიყავი, აუცილებლად ვიღაც მახ-ლდა ხოლმე. ხრუშჩოვის ყველა ეს ადამიანი ცენტრალური კო-მიტეტისა და საბჭოთა სახელწიფო უშიშროების კომიტეტისმზვერავი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ოფიციალურ დაცვასადა ჩუმად მოსასმენ აპარატურაზე, რომლითაც გაჭედილი იყოყველა აგარაკი, სადაც ვცხოვრობდით ხოლმე. არადა ეს სხვაამბავია. თუმცა დავანებოთ თავის აპარატურას და ადამიანებსდავუბრუნდეთ.

ეს საბჭოთა მუშაკები ჩვენს настроение-ს9 სწავლობდნენ,რათა გაეგოთ, თუ რა მოთხოვნები გვექნებოდა და რა საკით-

9. განწყობილებას — ტექსტში რუსულადაა.

160

Page 161: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

ხებს დავაყენებდით, როგორი მდგომარეობა იყო ჩვენთან, რააზრისანი ვიყავით იუგოსლავებზე, საბერძნეთის კომუნისტურიპარტიის ხელმძღვანელებსა და სხვა საკითხებზე. მათ იცოდნენ,თუ რატომ გამოგზავნეს ჩვენთან, თუმცა ჩვენც ვიცოდით, ვინგზავნიდა მათ და რა მიზნით, რის გამოც ორივე მხარე მეგობ-რულად ვსაუბრობდით ხოლმე იმაზე, რაც გვაინტერესებდა, დაცენტრალური კომიტეტიდან შეხვედრის თაობაზე შეტყობინე-ბებს ველოდებოდით. ჩინოვნიკები არასდროს გადადიოდნენპოლიტიკურ საკითხებზე, რამეთუ მათ, სავარაუდოდ, ასეცჰქონდათ ნაბრძანები; არადა ვერც იმას ლაპარაკობდნენ, რაცუნდოდათ, რამეთუ იცოდნენ, რომ ყველაფერი აპარატებითიწერებოდა. ჩვენ ძირითადად ტიტოელ რევიზიონისტებზე ვსა-უბრობდით. შეუძლებელი იყო რომელიმე კოლმეურნეობის მო-ნახულება ან რომელიმე ამხანაგთან ან ხალხთან კონტაქტისდამყარება ამის შესახებ ორი-სამი დღით ადრე საქმის ყურშიჩაყენების გარეშე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადმე გავემგზავ-რებოდით, სასმელებითა და ხილით სავსე სუფრასთან დაგ-ვსვამდნენ და არაფრის ნახვის საშუალებას არ გვაძლევდნენ— არც ბოსლების და არც კოლმეურნეთა სახლებისას.

თვით ბულგარეთშიც კი გარკვეულწილად განსხვავებულიმდგომარეობა სუფევდა; სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველ-გან ამხანაგური ატმოსფერო იყო, ნაკლები ფორმალობებითადა მცველებით.

მეტი განსხვავება შეინიშნებოდა ჩეხოსლოვაკიაშიც. პრა-ღის მსგავსად, ბრატისლავაში, კარლოვი ვარში, ბრნოსა დასხვა ადგილებში, სადაც ოფიციალურადაც ვიმოგზაურე დაკერძოდაც, სრულიად თავისუფლად გადავაადგილდებოდი ნე-

161

Page 162: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ბისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, ერთადერთ შესამჩნევმცველთან ერთად, და ყველგან საკმაოდ მეგობრულად დაგულთბილად გვიღებდნენ. მოგზაურობისას თავადვე, სპონტა-ნურად, დაგვატარებდნენ ხოლმე სტრატეგიულ ადგილებში. სა-დაც არ უნდა ვყოფილიყავი ჩეხოსლოვაკიაში, როგორც ოფიცი-ალურ მოლაპარაკებებზე, ასევე ნოვოტნისა და შიროკის ოჯა-ხებთან გამართულ თავისუფალ შეხვედრებზე პრაღასა და კარ-ლოვი ვარში, ბაცილეკთან გამართულ შეხვედრაზე სლოვაკია-ში და პარტკომის მდივნების გვერდით სხვადასხვა ქალაქსა დაფაბრიკაში, საუბარი ყოველთვის ღია, სიხარულით აღსავსე, სა-სიამოვნო და არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. იქ არასდროსვგრძნობდით იმ სიმძიმეს, რომელსაც საბჭოთა კავშირში გან-ვიცდიდით, მიუხედავად იმ მხურვალე სიყვარულისა, რომელიცამ ქვეყნისა და ამ ხალხის მიმართ გვქონდა.

ტიტოსთან განხეთქილების შემდეგ საბჭოთა კავშირში საზ-ღვაო გზით დავდიოდით ხოლმე, რამეთუ იუგოსლავები უფლე-ბას არ გვაძლევდნენ, მათ ტერიტორიაზე გადაგვეფრინა. ასერომ, გვიხდებოდა მრავალჯერ შეჩერება ოდესაში, სადაც შევ-ხვდით ქებულ ეპიშევსაც, ოდესის საოლქო კომიტეტის პირველმდივანს, მოგვიანებით კი — საბჭოთა არმიის პოლიტსამმართვე-ლოს უფროსს. იქ საინტერესო არაფერი გვინახავს. მას ოდესისცნობილი კატაკომბები ან ისტორიული პოტიომკინის კიბეც კიარასდროს უნახვებია ჩვენთვის; და მხოლოდ იმიტომ, რომ მას-ზე ფეხით უნდა ჩაგვევლო. მხოლოდ ავტომობილიდან დავინა-ხეთ ეს სახელგანთქმული კიბე, რომელიც იწყებოდა რიშელიეს— XIX ს. დასაწყისში ქალაქის გუბერნატორის — ძეგლიდან.

162

Page 163: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

— როგორ მოხდა, — ვუთხარი ეპიშევს, — რომ ამ ფრანგიავანტიურისტ-არისტოკრატის ძეგლს აქ ინახავთ, თანაც ისტო-რიული კიბის თავთან?!

— აბა რა ვიცი, შემოგვრჩა რაღაცნაირადო, — მიპასუხაოდესის საოლქო კომიტეტის მდივანმა.

მაინც რითი ვიყავით დაკავებული ოდესაში? მოწყენილო-ბით, სიგარეტის წევით, დავდიოდით აგარაკ „კიროვის“ პარკში,იმ ოთახშიც შევდიოდით ხოლმე, სადაც ძველი ბილიარდი იდ-გა. ერთი მუზეუმი ან სკოლაც კი არ მოგვინახულებია. მან მარ-ტო ვენახი დაგვათვალიერებინა, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომრამდენიმე ბოთლი საუკეთესო ღვინო თავადვე დაეგემოვნები-ნა და დაეცალა, რომლებიც იქვე მყოფ ღვინის სარდაფებშიინახებოდა.

საბჭოთა კავშირში ასე ხშირად ხდებოდა ხოლმე. მხოლოდშეხვედრებისას იყო შესაძლებელი რომელიმე მოღვაწისთვისხელის ჩამორთმევა. როცა ლენინგრადში, კიევში ან სხვაგანრომელიმე ფაბრიკას ან კულტურის სახლს ვათვალიერებდით,ყველაფერი წინასწარ იყო ხოლმე მომზადებული: მუშები წი-ნასწარ გველოდებოდნენ მწკრივში გაწყობილად, დამსწრეთაწინაშე წარგვადგენდა ხოლმე რომელიმე კოზლოვი, რომელიცინდაურივით თავს იწონებდა და ნაძალადევი ბოხი ხმით ლაპა-რაკობდა, რათა საკუთარი ძალაუფლება გამოემჟღავნებინა,შემდეგ გვესალმებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამისთვისწინდაწინვე იყვნენ დანიშნულნი და რომლებსაც უთითებდნენ,რა და რამდენი უნდა ელაპარაკათ.

სრულიად განსხვავებული სურათი იყო ჩეხოსლოვაკიაში,სადაც ადამიანები, ხელმძღვანელები და ფაბრიკის მუშები

163

Page 164: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ძალდაუტანებლად ლაპარაკობდნენ, გვეკითხებოდნენ, ჩვენცვეკითხებოდით და ისინიც ამომწურავ პასუხებს გვაძლევდნენხოლმე. იქ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა თავისუფლად სეირ-ნობა, ავტომობილით ან ფეხით.

ყოველთვის მაინტერესებდა ერებისა და ადამიანების ისტო-რია. ჩეხოსლოვაკიაში უამრავი ისტორიული ადგილია. მოვინა-ხულე ადგილი, სადაც თაბორიტების აჯანყება დაიწყო, დავათ-ვალიერე დამახასიათებელი სოფლები, სადაც დადიოდა და იბ-რძოდა ჟიჟკა. ვნახე აუსტერლიცი და მუზეუმის გორაკიდან გა-დავხედე ბრძოლის ველს, წარმოვიდგინე ბონაპარტეს ისტორი-ული მანევრი და მათი შენაერთების მიერ ავსტრიელთა მოუ-ლოდნელი შემოვლა ფლანგებიდან აუსტერლიცში მზის ამოს-ვლისთანავე. გამახსენდა ვალენშტაინის ომი და შილერის სახელ-განთქმული ტრილოგია. ჩეხოსლოვაკიელ ამხანაგებს ვკითხე:

— თუ არსებობს ამ ისტორიული პიროვნების რომელიმემუზეუმი?

— რასაკვირველია, — მიპასუხეს და მაშინვე წამიყვანეს ვა-ლენშტაინის სასახლე-მუზეუმში.

შვლებზე სანადიროდ ხშირად დავდიოდი ხოლმე. არსებოდაგანსაკუთრებული ცერემონია მოკლული შვლისთვის პატივის-ცემის აღსანიშნავად! მიდიხარ, რომ პატივი მიაგო შველს, ჭრიფიჭვის ტოტს, შეღებავ ცხოველის სისხლით და ბუმბულივითქუდის გარე ბაფთში გაირჭობ.

ერთხელ, ნადირობისას, დიდი სასახლის გვერდით აღმოჩ-ნდი და ვიკითხე:

— ეს რა შენობაა?

164

Page 165: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

— მეტერნიხის ერთ-ერთი რეზიდენციაა, — მიპასუხეს, —ახლა კი აქ მუზეუმია.

— თუ შეიძლება მისი ნახვა? — ვკითხე თანმხლებ ამხანა-გებს.

— აუცილებლად, — მომიგეს მათ.ყველანი შიგნით შევედით და დავათვალიერეთ. გამცილე-

ბელმა დაწვრილებითი ცნობები მოგვაწოდა და მეტად კომპე-ტენტურად ლაპარაკობდა. როგორც მახსოვს, იქ დავათვალიე-რე მეტერნიხის ბიბლიოთეკაც, სადაც ლამაზ ყდებში ჩასმულიწიგნები ელაგა. ბიბლიოთეკიდან გამოსვლის შემდეგ დახურულკარს ჩავუარეთ და გამცილებელმა გვითხრა:

— აქ ინახება მუმია, რომელიც ეგვიპტიდან გამოუგზავნესავსტრიის კანცლერს — ნაპოლეონის გადასახლებაში მყოფივაჟიშვილის მკვლელსა და რომის მეფეს.

— გამიღეთ, — ვუთხარი მას, — ძალიან მინდა მუმიის ნახ-ვა, იმიტომ რომ ეგვიპტოლოგია ძალზე მაინტერესებს და მასზეუამრავი წიგნი მაქვს წაკითხული, განსაკუთრებით, კარტერისადა კარნარვონის კვლევები, რომლებმაც ტუტანჰამონის ხელუხ-ლებელი მუმია აღმოაჩინეს.

— არ შეიძლება, — მითხრა გამცილებელმა, — ვერ გაგი-ღებთ.

— რატომ? — ვკითხე გაკვირვებულმა.— იმიტომ, რომ რამე უბედურება შემემთხვევა, შეიძლება

დავიღუპო კიდეც.ჩეხმა ამხანაგებმა გაიცინეს და უთხრეს:— გააღე, აბა საიდან მოიტანე ეს?! გამცილებელი თავისას არ იშლიდა და ბოლოს გვითხრა:

165

Page 166: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— აიღეთ გასაღები, თავადვე გააღეთ და დაათვალიერეთიგი. მე ვერ შემოვალ შიგნით და ვერც პასუხისმგებლობას ავი-ღებ საკუთარ თავზე.

ერთ-ერთმა ჩემმა თანმხლებმა ჩეხოსლოვაკიელმა ამხანაგ-მა კარი გააღო, სინათლე ავანთეთ და კუპრივით შავი მუმიადავინახეთ, რომელიც ხის სარკოფაგში იწვა. შემდეგ კარი დავ-კეტეთ და გასაღები გამცილებელს დავუბრუნეთ, ხელი ჩამო-ვართვით და დავემშვიდობეთ.

წამოსვლისას ჩეხოსლოვაკიელმა ამხანაგმა მითხრა:— კიდევ არსებობენ ცრუმორწმუნე ადამიანები, რომლებ-

საც სჯერათ ნიშნების და ჯადოქრობისა, ჩვენი გამცილებლისმსგავსად.

— არა, მივუგე მას, — გამცილებელი მეცნიერია და არაცრუმორწმუნე ადამიანი. ეგვიპტოლოგიის წიგნები კი გვაუწყე-ბენ, რომ თითქმის ყველა მეცნიერმა, რომლებმაც ფარაონთამუმიები აღმოაჩინეს, ასე თუ ისე სიკვდილი ჰპოვეს. არსებობსმრავალი თეორია, რომელთა თანახმადაც ძველი ეგვიპტელიმღვდლები, რომლებიც ჩვენს ერამდე დაახლოებით სამი ათასიწლის წინ ცხოვრობდნენ, დიდი მეცნიერები იყვნენ და მუმიებისქურდებისაგან დასაცავად კედლებს ურანის შემცველი ქვებითაპირკეთებდნენ. ამბობენ, რომ მუმიის საკნებში ისინი ძლიერისაწამლავის გამომყოფ ბალახებს წვავდნენ. დამტკიცებულია,რომ პირამიდის აშენება უდიდესი საოცრებაა გეომეტრიულითვალსაზრისით; მაგალითად, ხეოფსის პირამიდის მწვერვალიზოგჯერ გარკვეულ ვარსკვლავს ემთხვევა, მეფეთა ველზე კიგარკვეულ წლებსა და დღის გარკვეულ საათებში დერეფნიდანმზის სხივები აღწევდა და ფარაონის ძეგლის შუბლს ანათებდა.

166

Page 167: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

ჩემმა თანმხლებმა ამხანაგმა, — სახელად პავლემ, — რომე-ლიც კარგი, კეთილი და თავმდაბალი ადამიანი იყო, გამცილე-ბელზე აზრი შეიცვალა და ამ საკითხით უფრო მეტად დაინტე-რესდა. სლოვაკეთში თავად ჩეხებმა წამიყვანეს მონასტერში,რომლის ფლიგელშიც, ისტორიული მოღვაწეებისადმი მიძ-ღვნილ სხვა ნამუშევრებთან ერთად, ის უძველესი ფრესკაცმიჩვენეს, რომელზეც ჩვენი გმირი სკანდერბეგი იყო გამოსახუ-ლი. მოვინახულე საკურორტო ქალაქი სუდეტიც, რომელსაცოდესღაც მარიენბადი ეწოდებოდა, და გოეთეს ისტორიულისახლიც დავათვალიერე. იქ ხანდაზმულ გოეთეს ძალზე ახალ-გაზრდა „გრეტჰენი“ შეუყვარდა და სახელგანთქმული „მარიენ-ბადის ელეგია“ დაწერა.

ეს ყველაფერი იმიტომ ვახსენე, რომ ჩეხოსლოვაკიის რეა-ლობა და ჩეხების ჩვენდამი დამოკიდებულება მეჩვენებინა.თუმცა ისინი ყველას ასე ექცეოდნენ. თავად საბჭოელებიც კისულ სხვაგვარად გრძნობდნენ თავს ჩეხოსლოვაკიაში ყოფნისას.

ჩეხოსლოვაკიაში რამდენიმე საათის განმავლობაში ვესაუბ-რე პარკში როკოსოვსკისა და კონევს, კრემლში ხომ ისინი მარ-ტო ხელის ჩამორთმევით იფარგლებოდნენ. ჩეხოსლოვაკიაშისანადიროდ უნდა ჩავსულიყავი, რათა უკრაინის უმაღლესისაბჭოს თავმჯდომარეს შევხვედროდი, და იმის გამო, რომ ნი-კიტა ხრუშჩოვმა მე და ჩემი მეუღლე ნეჟმიე ჩაის დასალევადმიგვიპატიჟა. ჩეხოსლოვაკიაში გენერალ ანტონოვთან დასხვებთან სასაუბროდ უნდა ჩავსულიყავი.

არადა, როგორც ზემოთ ვთქვი, გოტვალდის სიკვდილისშემდეგ ხრუშჩოველებმა ჩეხოსლოვაკიის საკუთარ ხელში ჩაგ-დება დაიწყეს. ნოვოტნი — ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური

167

Page 168: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

პარტიის პირველი მდივანი — როგორც ჩანს, სწორ პოზიციაზეიდგა, თუმცა დრომ დაამტკიცა, რომ იგი იყო მერყევი ელემენ-ტი და ოპორტუნისტი, რის შედეგადაც ასე თუ ისე მაინც ხრუშ-ჩოვისა და მისი თანამზრახველების წისქვილზე ასხამდა წყალს.მან დიდი როლი ითამაშა რუსული ტანკებით დაპყრობილი ჩე-ხოსლოვაკიის გუბერნიად გადაქცევის გეგმების განხორციელე-ბის საქმეში.

ამრიგად, რევიზიონისტული ობობა თავის ქსელში უკვე სა-ხალხო დემოკრატიის ქვეყნებს აბამდა. ძველი ხელმძღვანელე-ბი, ისეთები როგორც დიმიტროვი, გოტვალდი და, მოგვიანე-ბით, ბერუტი და სხვები შეცვალეს ახლებით, რომლებიც საბჭო-თა ხელმძღვანელებს უფრო შესაფერისებად მიაჩნდათ, ყოველშემთხვევაში, იმ პერიოდისთვის.

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემთხვევაში პრობ-ლემას ისინი გადაჭრილად მიიჩნევდნენ, ვინაიდან აღმოსავ-ლეთ გერმანია საბჭოთა არმიას საიმედოდ ჰქონდა დაპყრობი-ლი. ეს ჩვენც საჭიროდ მიგვაჩნდა, რამეთუ სამშვიდობო ხელ-შეკრულება ჯერაც არ იყო მიღწეული და საბჭოთა არმიაც გერ-მანიაში არა მარტო ამ სოციალისტური ქვეყნის, არამედ მთლი-ანად სოციალისტური ბანაკის დაცვის საქმეს ემსახურებოდა.

აღმოსავლეთ გერმანელებთან კარგი ურთიერთობა გვქონ-და, ვინაიდან ცოცხალი იყო პიკი — ძველი რევოლუციონერიდა სტალინის ძველი ამხანაგი; მას დიდ პატივს ვცემდი. პიკს1959 წელს შევხვდი, როდესაც გერმანიის დემოკრატიულ რეს-პუბლიკაში დელეგაციის მეთაურის რანგში გავემგზავრე. პიკიიმ დროს უკვე ხანდაზმული და დასნეულებული იყო. მან გუ-ლისხმიერად და სიხარულით მიმიღო, ღიმილით მისმენდა, რო-

168

Page 169: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

დესაც ჩვენს მეგობრობაზე ველაპარაკებოდი და ალბანეთისმიწღევებზე ვუყვებოდი (ლაპარაკი დამბლის გამო უკვე აღარშეეძლო).

უკანასკნელ წლებში პიკი ქვეყანასა და პარტიას უკვე ვე-ღარ ხელმძღვანელობდა ქმედითად. მას შეუნარჩუნეს რესპუბ-ლიკის პრეზიდენტის საპატიო თანამდებობა, მართვას კი ულ-ბრიხტი და გროტევილი ახირციელებდნენ თავიანთ დამქაშებ-თან ერთად.

ულბრიხტს არასდროს გამოუმჟღავნებია რაიმე სახით ღიამტრობა ჩვენი პარტიის მიმართ, სანამ საბჭოელებთან ურთი-ერთობები არ გაგვიფუჭდა. იგი იყო თავდაჯერებული, ქედ-მაღლური და უხეში გერმანელი არა მარტო ჩვენისთანა პატა-რა პარტიებთან, არამედ სხვებთან მიმართებაშიც. საბჭოელებ-თან ურთიერთობისას იგი ასე ფიქრობდა: „თქვენ ჩვენი ქვეყანადაიპყარით, გაგვიუქმეთ მრეწველობა, ამის გამო უნდა მოგ-ვცეთ კრედიტები და სურსათი ისეთი რაოდენობით, რომლისშედეგადაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გაძღებადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დონეს მიაღწევ-სო“. იგი უხეშად ითხოვდა ამგვარ კრედიტებს და იღებდა კი-დეც. მან ხრუშჩოვი აიძულა, რომ ერთ-ერთ სხდომაზე განეცხა-დებინა: „გერმანიას უნდა დავეხმაროთ, რათა დასავლეთის წი-ნაშე ჩვენი ვიტრინა გახდესო“. და ულბრიხტიც საბჭოელებსჩვენს თვალწინ უსირცხვილოდ ეუბნებოდა:

— უნდა იჩქაროთ დახმარება, თუ არა ბიუროკრატიზმი უკ-ვე აშკარაა.

— სადაა ბიუროკრატიზმი აშკარა, თქვენთან? — ჰკითხამიქოიანმა.

169

Page 170: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— არა, არავითარ შემთხვევაში, — მიუგო ულბრიხტმა, —თქვენთან.

არადა, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს დახმარებას იღებ-და, არასდროს გამოუთქვამს სხვებისთვის დახმარების გაწევისმზადყოფნა და ჩვენც სასაცილო კრედიტი გამოგვიყო. მას შემ-დეგ, რაც მოსკოვში ხრუშჩოველებს შევუტიეთ, იგი თათბირ-ზეც და მის შემდეგაც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ პირველი გა-მოვიდა, თანაც სრულიად დაუფარავად.

ხრუშჩოველებს არა მარტო სახალხო დემოკრატიის ქვეყნე-ბის, არამედ მთლიანად საერთაშორისო კომუნისტური მოძრაო-ბის მართვა უნდოდათ.

სხვა ადგილას ვილაპრაკებ ისეთი ხელმძღვანელების რევი-ზიონისტულ და ოპორტუნისტულ შეხედულებებსა და პოზიცი-ებზე, როგორებიც არიან ტოლიატი, ტორეზი და სხვ., აქ კი მინ-და აღვნიშნო, რომ ტოლიატიმაც და სხვებმაც სტალინის სიკ-ვდილის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს თავიანთირევიზიონისტული შეხედულებების გამომჟღავნება, რამეთუხრუშჩოვისა და მისი წრის სახით იდეური და პოლიტიკური მო-კავშირეები შეიძინეს, იყნოსეს ხრუშჩოვის ოპორტუნისტულიხაზი ტიტოელების, სოციალ-დემოკრატების და ბურჟუაზიის მი-მართ და ა.შ. ხრუშჩოვის მიერ გატარებული ეს ხაზი ძალიანმოეწონა ტოლიატის და მის დამქაშებს, რომლებიც უკვე კარგახანია თანამშრომლობდნენ ბურჟუაზიულ პარტიებთან და ბურ-ჟუაზიულ მთავრობებთან თავიანთ ქვეყნებში, ოცნებოდნენ ამმთავრობებში ადგილის დაკავებაზე და ნათლიებად გახდომა-ზე. პირველ ხანებში ეს შეხედულებები დაფარული იყო, მათიმატარებლები მათ მორიდებით ავლენდნენ, XX ყრილობის შემ-

170

Page 171: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია

დეგ კი გადაიზარდნენ „თეორიაში“, როგორიცაა, მაგალითად,ტოლიატის ნაქები „პოლიცენტრიზმის“ ანდაც მისი „სოციალიზ-მისკენ მიმავალი იტალიური გზის“ თეორიები.

გასაგებია, რომ მსოფლიო კომუნისტური მოძრაობის ფარ-გლებში ხრუშჩოველები სრულიად ღია რევიზიონისტულიპლატფორმით თავდაპირველად არ გამოვიდნენ. თავად საბჭო-თა კავშირის მსგავსად, მათ მასში მოქნილი ხაზის გატრება და-იწყეს, რათა არ გამოეწვიათ დაუყოვნებელი რეაქცია როგორთავის, ასევე სხვა პარტიებში. მხოლოდ სიტყვიერი „ლენინიზ-მი“, სტალინზე აქა-იქ დაგდებული კეთილი სიტყვები, „ლენი-ნურ პრინციპებზე დამყარებული ურთიერთობები სოციალის-ტურ ქვეყნებს შორის“ — ეს ყველაფერი ნიღაბი იყო მათ მიერმოწყობილი ღია შეთქმულებისთვის, რათა მოგვიანებით ფრონ-ტალური დარტყმისთვის ნიადაგი შეუმჩნევლად მოემზადები-ნათ. ეს მათ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრი-ლობაზე გააკეთეს. იქ მათ კარტები გახსნეს, რამეთუ ხრუშჩოვიდა მისი კომპანია უკვე კარგა ხანია იღებდნენ ზომებს შესაძ-ლო რეაგირების შესასუსტებლად როგორც ქვეყნის შიგნდან,ასევე მის გარედანაც.

171

Page 172: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

სკკპ XX ყრილობა. ხრუშჩოვის თეზისი — თანამედროვე რე-ვიზიონიზმის ქარტია. „საიდუმლო“ მოხსენება სტალინისწინააღმდეგ. ტოლიატი საკუთარი „დამსახურებების“ აღია-რებას ითხოვს. ტიტო საბჭოთა კავშირში. მოლოტოვს საგა-რეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ხსნიან. „ანტი-პარტიული ჯგუფის“ ჩაფუშული მცდელობა. მარშალ ჟუკო-ვის კარიერის დასასრული. ხრუშჩოვის კულისებსმიღმა გა-რიგებების ახალი მსხვერპლი: კირიჩენკო. 1956 წლის მაისი:სუსლოვი ჩვენგან კოჩი ძოძესა და მისი თანამზრახველებისრეაბილიტაციას ითხოვს. 1956 წლის ივნისი: ტიტო დახრუშჩოველები ჩვენით უკმაყოფილონი არიან. 1957 წლისივლისი: ხრუშჩოვი მოსკოვში ვახშამს აკოწიწებს, რათარანკოვიჩთან და კარდელთან შემახვედროს.

ღალატი, რომელიც განხორციელდა საბჭოთა კავშირის კომუ-ნისტური პარტიის მეთაურობით, იმ ქვეყნის პარტიისა, სადაცოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია მოხდა, საბოლოოჯამში ლენინის და, განსაკუთრებით, სტალინის სახელისა დასაქმეების წინააღმდეგ ათასგვარი გამოხდომით გამოვლინდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმპერიალიზმმა, საკუთარისტრატეგიის ფარგლებში და ამერიკული იმპერიალიზმის მეთა-ურობით, შენიშნა რა საბჭოთა ხელმძღვანელობის პირველივეყოყმანი და გზიდან გადახვევა, კიდევ უფრო გააძლიერა შეტე-ვა და ზეწოლა, რათა ხრუშჩოვი და მისი კომპანია დღითიდღე

172

Page 173: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

სულ უფრო და უფრო სწრაფად დაშვებულიყო კაპიტულაციისადა ღალატის ამ გზაზე. იმპერიალიზმის „შრომა“ და კოლოსა-ლური ხარჯები ამ კონტრრევოლუციურ საქმეში ტყუილად არდაკარგულა. დათმობებისა და ღალატის გზით მოსიარულეხრუშჩოვმა და მისმა კოპანიამ თანდათან შეუწყეს ხელი იმპე-რიალიზმის გაძლიერებას და ამ უკანასკნელის ძველი ოცნებე-ბის ახდენას.

როდესაც დარწმუნდნენ, რომ საკუთარი პოზიციები განიმ-ტკიცეს, მარშლების მეშვეობით არმია ხელში ჩაიგდეს, თავისგზაზე წაიყოლიეს სახელმწიფო უშიშროების ორგანოები დაცენტრალური კომიტეტის უმრავლესობა გადაიბირეს, ხრუშ-ჩოვმა, მიქოიანმა და სხვა ხრუშჩოველებმა 1956 წელს მოამზა-დეს და ჩაატარეს ავადხსენებული XX ყრილობა, რომელზეცსტალინის წინააღმდეგ მიმართული „საიდუმლო“ მოხსენები-თაც გამოვიდნენ.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ეს ყრილობა ის-ტორიაში შევიდა როგორც ყრილობა, რომელმაც ოფიციალუ-რად დააკანონა ნიკიტა ხრუშჩოვისა და მისი თანამზრახველე-ბის მთლიანად ანტიმარქსისტული, ანტისოციალისტური თეზი-სები, როგორც ყრილობა, რომელმაც ფართოდ გაუღო კარი უც-ხო ბურჟუაზიულ-რევიზიონისტულ იდეოლოგიას ყოფილი სო-ციალისტური ქვეყნებისა და კაპიტალისტური ქვეყნების კომუ-ნისტურ და მუშათა პარტიებში. უმნიშვნელოვანესი პრინციპუ-ლი საკითხების — როგორიცაა ჩვენი ეპოქის დამახასიათებე-ლი საკითხები, სოციალიზმში გადასვლის გზები, მშვიდობიანითანაარსებობა, ომი და მშვიდობა, დამოკიდებულება თანამედ-როვე რევიზიონიზმთან და იმპერიალიზმთან და ა.შ., რომლე-

173

Page 174: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ბიც მოგვიანებით რევიზიონიზმთან მწვავე პოლემიკის საფუძ-ვლად იქცნენ — ყველა დამახინჯების ოფიციალური წყარო XXყრილობაზე ხრუშჩოვის მოხსენება იყო.

სტალინის სიკვდილის შემდეგ XX ყრილობამდე ხრუშჩოვე-ლი შეთქმულები იყენებდნენ „ბიუროკრატიულ ლეგალურო-ბას“, „პარტიულ წესებს“, „კოლეგიალობასა“ და „დემოკრატიულცენტრალიზმს“, ნიანგის ცრემლებს ღვრიდნენ სტალინის გარ-დაცვალების გამო და ამ გზით ნაბიჯ-ნაბიჯ ამზადებდნენ სტა-ლინის საქმეზე, მის პიროვნებასა და მარქსიზმ-ლენინიზმზეთავდასხმას. ეს პერიოდი მდიდარია გაკვეთილებით მარქსისტ-ლენინელებისათვის, რამეთუ მიუთითებს „ბიუროკრატიულილეგალურობის“ კრახზე, რომელიც დიდ საფრთხეს წარმოად-გენს მარქსისტულ-ლენინური პარტიისათვის, მიუთითებს იმ მე-თოდებზე, რომლებსაც მიმართავდნენ რევიზიონისტები „ბიუ-როკრატიული ლეგალურობის“ გამოსაყენებლად, მიუთითებსიმაზე, რომ პატიოსანი და გამოცდილი ხელმძღვანელები კლა-სობრივი, რევოლუციური სულისკვეთების დაკარგვის შემდეგფარ-ხმალს ყრიან რევოლუციურ ფრაზეოლოგიას ამოფარებუ-ლი რევიზიონისტული მოღალატეების შანტაჟისა და დემაგოგი-ის წინაშე. მოწმენი გავხდით იმისა, რომ ხრუშჩოველებმა თავი-ანთი ხელისუფლების განმტკიცების ამ გარდამავალ პერიოდშიდიდი ხმაურის ატეხვით იმაზე, რომ თითქოს „დიდ პარტიულო-ბას“ ამჟღავნებდნენ, და რომ „სტალინის წინაშე შიშისგან გათა-ვისუფლების“ შემდეგ ჭეშმარიტად „დემოკრატიული ლენინურიმეთოდების“ გამოყენება დაიწყეს, აქტიურად იგონებდნენ ყვე-ლაზე უფრო დაბალსინჯიან ცილისწამებას, რომლის გამოყენე-ბაც კი ბურჟუაზიას შეეძლო საბჭოთა კავშირის, სტალინისა და

174

Page 175: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

მთელი სოციალისტური ბანაკის წინააღმდეგ. ხრუშჩოველი რე-ვიზიონისტების მთელი ეს გაუგონარი ცილისწამება, მთელი მა-თი დამღუპველი საქმიანობა მხარს უჭერდა და ვითომდა კანო-ნიერი დოკუმენტებით, „არგუმენტებითა“ და „ახალი სულისკვე-თებით გამსჭვალული ანალიზებით“ ცდილობდა იმ ცილისწამე-ბის „დასაბუთებას“, რომელსაც რეაქციული ბურჟუაზია მრავა-ლი წლის განმავლობაში თხზავდა მარქსიზმ-ლენინიზმის, რე-ვოლუციისა და სოციალიზმის წინააღმდეგ.

ვითომდა „ახალი სიტუაციების“, „ახალი მოვლენების“, წინ-სვლის „ახალი გზებისა და შესაძლებლობების“ ლოზუნგებითდაამახინჯეს ყველაფერი, რაც წარსულში დადებითი იყო.

მრავალი ადამიანი აჰყვა მოღალატეთა ამ დემაგოგიას. ალ-ბანეთის შრომის პარტია კი — არა. მან ეს საკითხი პრინციპუ-ლი პოზიციებიდან დაწვრილებით განიხილა და თავისი სიტყვათქვა მარქსისტულ-ლენინური სიმართლის დასაცავად.

მე, ამხანაგი მეჰმეტ შეჰუ და გოგო ნუში ჩვენმა პარტიამ XXყრილობის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გაგვაგზავნა.ოპორტუნისტული „ახალი სულისკვეთება“, რომელსაც მხარსუჭერდა და სიცოცხლეს აძლევდა ხრუშჩოვი, იქედანაც ჩანდა,თუ როგორ იყო ორგანიზებული და როგორ მიმდინარეობდაყრილობის მუშაობა. ეს ლიბერალური სულისკვეთება შავიღრუბელივით გადაჰკროდა მთელ ატმოსფეროს, განჭოლავდასაბჭოთა პრესას და იმ პერიოდის პროპაგანდას, გამეფებულიიყო ყრილობის დარბაზებსა და დერეფნებში, გამოხატული იყოადამიანთა სახეებზე, ჟესტებსა და სიტყვებში.

უკვე აღარ იგრძნობოდა უწინდელი სერიოზულობა, რომ-ლითაც ხასიათდებოდა პარტიისა და ქვეყნის ცხოვრებისთვის

175

Page 176: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ეგზომ მნიშვნელოვანი მოვლენები. ყრილობაზე უპარტიოებიცგამოვიდნენ. სხდომებს შორის არსებულ შუალედებში ხრუშჩო-ვი და მისი დამქაშები დარბაზებსა და დერეფნებში დადიოდ-ნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ მოჰყე-ბოდა მეტ ანეკდოტს, ვინ იხუმრებდა უფრო მწვავედ და თავსუფრო პოპულარულად წარმოაჩენდა ან კიდევ მეტ ჭიქა სას-მელს დაცლიდა, რომლითაც სავსე იყო საჭმლით გადაჭედილიმაგიდები.

ამ ყველაფრით ხრუშჩოვი ცდილობდა იმ იდეის განმტკიცე-ბას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჰქონდა დასმული წერტილი„მძიმე პერიოდს“, „დიქტატურას“, საკითხების „პირქუშ ანა-ლიზს“ და ოფიციალურად იწყებოდა „ახალი პერიოდი“, „დემოკ-რატიის“, „თავისუფლებისა“ და მოვლენებისადმი „შემოქმედე-ბითად მიდგომის“ პერიოდი საბჭოთა კავშირსა და მის ფარ-გლებს გარეთ.

პირველი საანგარიშო მოხსენება, რომლითაც ყრილობაზეიგი გამოვიდა და რომელიც ყველგან რეკლამირდებოდა რო-გორც მარქსიზმ-ლენინიზმში შეტანილი „უდიდესი წყლილი“,როგორც ჩვენი მეცნიერების „შემოქმედებითი განვითარება“,ფაქტობრივად თანამედროვე რევიზიონიზმის ოფიციალურიქარტია იყო. ჯერ კიდევ იმ დღეებში ბურჟუაზიამ და რეაქციამგანსაკუთრებით გაახმაურეს ხრუშჩოვის „სიახლეები“, ღიადლაპარაკობდნენ იმ ძირეულ ცვლილებებზე, რომლებიც საბჭო-თა კავშირში და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისპოლიტიკურ და იდეოლოგიურ ხაზში ხდებოდა.

რეაქცია და ბურჟუაზია სიხარულით ეგებებოდნენ ხრუშჩო-ვის ამ ძირეულ გარდაქმნას, თუმცა იმავე დროს ზოგჯერ ამ

176

Page 177: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

გარდაქმნას საკუთარი ინტერესებისთვის სტალინის ხაზზე უფ-რო საშიშადაც მიიჩნევდნენ ხოლმე. ამ საყვედურებს ხრუშჩოვიდა ხრუშჩოველები იყენებდნენ სხვების დასარწმუნებლად იმა-ში, რომ „ახალი ხაზი“ იყო „სწორი“ და „მარქსისტული“, თუმცასაერთაშორისო ბურჟუაზიის შეფიქრიანების წყარო ფაქტობ-რივად სხვა რამე იყო: ხრუშჩოვსა და მის „ახალ პოლიტიკაში“იგი არა მარტო ახალ მოკავშირეებს, არამედ გავლენის სფერო-ებში, ძარცვაში, ომებსა და დაპყრობებში ახალ და საშიშ მეტო-ქესაც ხედავდა.

ყრილობის უკანასკნელი დღე დახურულ კარს მიღმა მიმდი-ნარეობდა, ვინაიდან უნდა გამართულიყო არჩევნები, რის გა-მოც ამ სხდომებს არ დავსწრებივართ. ფაქტობრივად იმ დღესარჩევნების შემდეგ დელეგატებმა ხრუშჩოვის მეორე მოხსენე-ბა მოისმინეს. ეს იყო ავადხსენებული მოხსენება სტალინის წი-ნააღმდეგ, ეგრეთ წოდებული „საიდუმლო მოხსენება“, რომე-ლიც სინამდვილეში წინასწარ იყო გაგზავნილი იუგოსლავიისხელმძღვანელებთან, რამდენიმე დღის შემდეგ კი ბურჟუაზიასადა რეაქციას დაუგზავნეს ხრუშჩოვისა და ხრუშჩოველების„ახალი საჩუქრის“ რანგში. დელეგატების მიერ განხილვის შემ-დეგ ეს მოხსენება ჩვენც და ყველა სხვა უცხოურ დელეგაცია-საც გადმოგვცეს.

იგი ყრილობაში მონაწილე მოძმე პარტიათა მხოლოდ პირ-ველმა მდივნებმა წაიკითხეს. მე იგი ერთ დღეში წავიკითხე დასავარაუდოდ წასაკითხად მეჰმეტსა და გოგოს გადავეცი. ის,რომ ხრუშჩოვმა და მისმა დამქაშებმა ჯვარი დაუსვეს სტა-ლინს, მის იერსახესა და მის სახელოვან საქმეებს, ეს მანამდეცვიცოდით, ამაში ჩვენი თვალით დავრწმუნდით ყრილობის მუ-

177

Page 178: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

შაობის დროსაც, სადაც მისი სახელი ერთხელაც არ წარმოუთ-ქვამთ დადებითად. მაგრამ ის, რომ საბჭოთა ხელმძღვანელებსქაღალდზე ჩამოეწერათ უამრავი ბრალდება და ჯოჯოხეთურილანძღვა-გინება დიადი და დაუვიწყარი სტალინის წინააღ-მდეგ, ეს აზრადაც არ მოგვდიოდა. და მიუხედავად ამისა, ყვე-ლაფერი შავით თეთრზე იყო დაწერილი, მოხსენება ყრილობისსაბჭოთა კომუნისტ დელეგატებს წაუკითხეს და ყრილობის მუ-შაობაში მონაწილე სხვა პარტიათა წარმომადგენლებს გადას-ცეს. ჩვენმა აზრებმა და ჩვენმა გულებმა უმძიმესი დარტყმა მი-იღეს. ერთმანეთში ვლაპარაკობდით, რომ ეს იყო არნახულიარამზადობა საბჭოთა კავშირისა და ჩვენი მოძრაობისთვისდამღუპველი შედეგებით, რის გამოც იმ ტრაგიკულ პირობებშიჩვენი პარტიის ვალი იყო საკუთარ მარქსისტულ-ლენინურ პო-ზიციებზე მყარად დგომა.

ეს საძაგელი მოხსენება წაკითხვისთანავე ავტორებს და-ვუბრუნეთ. არაფერში გვჭირდებოდა ხრუშჩოვის მიერ გამოგო-ნილი ამ დაბალსინჯიანი ბრალდებების ნაგავსაყრელის თან წა-მოღება. იგი სხვა „კომუნისტებმა“ წაიღეს, რათა რეაქციისთვისგადაეცათ და კიოსკებში გაეყიდათ სარფიანი ბიზნესის გასაკე-თებლად.

ალბანეთში გულგატეხილები დავბრუნდით ყოველივე იმისგამო, რაც ლენინისა და სტალინის სამშობლოში ვნახეთ და გა-ვიგონეთ, თუმცა დიდი გაკვეთილითაც დავბრუნდით: ფხიზ-ლად უნდა ვყოფილიყავით ხრუშჩოვისა და ხრუშჩოველებისსაქმიანობისა და პოზიციების მიმართ.

სულ რაღაც ხუთიოდე დღეში XX ყრილობის შავი კვამლისბოლქვებმა გავრცელება დაიწყო.

178

Page 179: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

პალმირო ტოლიატი, ჩვენი უახლოესი მეზობელი, რომელიცჩვენგან ყველაზე შორული და უცხო იყო, პირველი გამოვიდათავის პარტიაში მკერდზე მჯიღის ცემით. მან არა მარტო ცამ-დე აიყვანა საბჭოთა რევიზიონისტების ყრილობის მიერ გახ-სნილი ახალი „პერსპექტივები“, არამედ მრავალი ახალი ხრუშ-ჩოვის თეზისის გამო მოითხოვა, რომ იგი ეღიარებინათ ამ იდე-ების წინამორბედად და „ძველ მებრძოლად“. „რაც შეეხებაჩვენს პარტიას, — განაცხადა ტოლიატიმ 1956 წლის მარტში,— მგონია, რომ გაბედულად ვიქცეოდით. ჩვენ გამუდმებით ვე-ძებდით საკუთარ, იტალიურ გზას სოციალიზმისკენ“.

სიხარულისგან წარმოუდგენლად გამოცოცხლდნენ ბელგრა-დელი რევიზიონისტები, სახალხო დემოკრატიის ქვეყნების და-ნარჩენ პარტიებში კი ხრუშჩოვის თეზისების სულისკვეთებისყაიდაზე არა მარტო მომავლის პროექტირება დაიწყეს, არამედწარსულის გადახედვასაც შეუდგნენ. რევიზიონისტული ელე-მენტები, რომლებიც გუშინდელ დღემდე ბოღმას მიმალულებიანთხევდნენ, ახლა უკვე სრულიად ღიად გამოვიდნენ მოწინა-აღმდეგებთან ანგარიშის გასაწორებლად; გაიმართა მოღალა-ტეთა და გასამართლებულ მტერთა სარეაბილიტაციო კამპა-ნია, გაიღო ციხეების კარები და უამრავი ყოფილი მსჯავრდადე-ბული პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობებზე გადმოაჯინეს.

პირველი მაგალითი თავად ხრუშჩოვის ხროვამ მოგვცა. XXყრილობაზე ხრუშჩოვმა ტრაბახით განაცხადა, რომ საბჭოთაკავშირში ციხეებიდან გათავისუფლდა და რეაბილიტაცია განი-ცადა 7000 ადამიანმა, რომლებიც სტალინის დროს იყვნენმსჯავრდადებულნი. ეს პროცესი თანდათან ღრმავდებოდა.

179

Page 180: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ხრუშჩოვმა და მიქოიანმა ერთმანეთის მიყოლებით მოახდი-ნეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის ყველა იმწევრის ლიკვიდირება, რომლებიც მალე „ანტიპარტიულ ჯგუ-ფად“ უნდა ეღიარებინათ. მათ ფეხი დაუდეს მალენკოვს, რო-მელმაც დროებით შეცვალა ბულგანინი, და მოლოტოვს მიად-გნენ. ეს 1956 წლის 2 ივლისს მოხდა. იმ დღეს გაზეთი „პრავდა“ტიტოს დიდი პორტრეტით გაიხსნა; სიტყვებით „добропожаловать!“10 იგი ესალმებოდა მოსკოვში ბელგრადის ხროვისლიდერის ჩამოსვლას, მისი მეოთხე გვერდი კი მთავრდებოდაშეტყობინებით „ქრონიკიდან“ საბჭოთა კავშირის საგარეო საქ-მეთა მინისტრის თანამდებობიდან მოლოტოვის გათავისუფლე-ბის შესახებ. შეტყობინებაში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მოლო-ტოვი ამ თანამდებობიდან თავისუფლდებოდა „საკუთარი თხოვ-ნის საფუძველზე“, თუმცა ფაქტობრივად იგი თავისუფლდებო-და ტიტოს მიერ დასმული პირობის შესაბამისად საბჭოთა კავ-შირში მის პირველ ვიზიტთან დაკავშირებით 1948-1949 წლებ-ში მომხდარი განხეთქილების შემდეგ. და ხრუშჩოვმა თავისდამქაშებთან ერთად დაუყოვნებლივ შეასრულა ბელგრადისმიერ წამოყენებული პირობა, რათა ტიტოსთვის ესიამოვნები-ნათ, ვინაიდან მოლოტოვმა სტალინთან ერთად მოაწერა ხელიწერილებს, რომლებიც საბჭოთა მთავრობამ იუგოსლავიისმთავრობას 1948 წელს გაუგზავნა.

რევიზიონისტულ რეაქციონერთა პოზიციები ძლიერდებო-და და პრეზიდიუმში მყოფმა მათ მოწინააღმდეგეებმა — მა-ლენკოვმა, მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა, ვოროშილოვმა და სხვებ-

10. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! — ტექსტში რუსულადაა.

180

Page 181: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

მა — უკვე აშკარად შენიშნეს ხრუშჩოვის რევიზიონისტულიზრახვები და მზაკვრული გეგმები საბჭოთა კავშირის კომუნის-ტური პარტიისა და პროლეტარიატის დიქტატურის სახელმწი-ფოს წინააღმდეგ. 1957 წლის ზაფხულში, კრემლში პარტიისცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის ერთ-ერთ სხდომაზე,უამრავი საყედურის მიღების შემდეგ ხრუშჩოვი უმცირესობაშიდარჩა და, როგორც პოლიანსკი პირადად მოგვიყვა, მოხსნესპირველი მდივნის პოსტიდან და სოფლის მეურნეობის მინის-ტრად დანიშნეს, ვინაიდან „кукуруза11-ს დიდი სპეციალისტიიყო“. თუმცა ასეთი მდგომარეობა სულ რამდენიმე საათს გაგ-რძელდა. ხრუშჩოვმა და მისმა მეგობრებმა საიდუმლო განგაშიგამოაცხადეს, მარშლებმა კრემლს ტანკებით ალყა შემოარტყესდა ბრძანება გასცეს, რომ კრემლიდან ბუზიც კი არ გამოეშვათ.მეორე მხრივ, ქვეყნის ყველა წერტილში თვითმფრინავები აფ-რინეს, რათა სკკს ცენტრალური კომიტეტის წევრები ჩამოეყვა-ნათ. „შემდეგ, — მოგვიყვა ხრუშჩოვის ნაშიერმა პოლიანსკიმ,— კრემლში შევიჭერით და სხდომათა დარბაზში შეშვება მო-ვითხოვეთ. გამოვიდა ვოროშილოვი და გვკითხა, თუ რა გვინ-დოდა. როდესაც ვუთხარით, რომ სხდომათა დარბაზში შესვლაგვსურდა, მან კატეგორიული უარი გვითხრა. როდესაც ვუთხა-რით, რომ ძალას გამოვიყენებდით, მკითხა: „რაშია საქმეო?“.მაგრამ იგი გავაფრთხილეთ: თუ ბევრს ილაპარაკებ, დაგაპა-ტიმრებთ-თქო. შემდეგ სხდომათა დარბაზში შევედით დამდგომარეობა შევცვალეთ“. ხრუშჩოვმა ხელისუფლება კვლავსაკუთარ ხელში აიღო.

11. სიმინდის — ტექსტში რუსულადაა.

181

Page 182: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ამრიგად, სტალინის ამ ყოფილ თანამებრძოლებს, რომლებ-მაც მონაწილეობა მიიღეს მის ღირსეულ საქმეზე ცილისწამე-ბის შეთითხნაში, ამ ჩაფუშული მცდელობის შემდეგ „ანტიპარ-ტიული ჯგუფი“ უწოდეს და ხრუშჩოველებმა გამანადგურებე-ლი დარტყმა მიაყენეს. ისინი არავის დაუტირებია და არც არა-ვის შესცოდებია. მათ რევოლუციური სულისკვეთება დაკარ-გეს, ბოლშევიზმის გვამებად გადაიქცნენ და აღარც მარქსისტ-ლენინელები იყვნენ. ისინი ხრუშჩოვს შეუერთდნენ და სტალი-ნისა და მისი საქმის ტალახში ამოსვრაზე დათანხმდნენ; მათრაღაცის გაკეთება სცადეს, თუმცა არა პარტიული გზით, ვინა-იდან პარტია მათთვის აღარ არსებობდა.

იგივე ბედი ელოდა ყველას, რომელიც ასე თუ ისე ეწინააღ-მდეგებოდა ხრუშჩოვს ან უკვე უსარგებლო ხდებოდა ამ უკა-ნასკნელისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ცამდე ადიდებ-დნენ ჟუკოვის „უდიდეს დამსახურებას“, მისი საქმიანობა დიდისამამულო ომის პერიოდში სტალინისთვის ტალახის სასრო-ლად მოიხმარეს, მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის, ხელიხრუშჩოვის პუტჩის გამარჯვების უზრუნველსაყოფად გამოიყე-ნეს. თუმცა მოგვიანებით სრულიად მოულოდნელად შევიტ-ყვეთ, რომ იგი თანამდებობიდან მოუხსნიათ. იმ დღეებში ჟუ-კოვი ჩვენთან ვიზიტით იმყოფებოდა. მას, როგორც ძველ მოღ-ვაწეს და სტალინის წითელი არმიის გმირს, კარგად შევხვდით,ვესაუბრეთ ჩვენი თავდაცვის პრობლემებზეც და სოციალისტუ-რი ბანაკის თავდაცვის პრობლემებზეც და მის აზრებში ამა-ღელვებელი ვერაფერი შევნიშნეთ. პირიქით, იმის გამო, რომიუგოსლავიაში გამართული ვიზიტის შემდეგ ჩამოვიდა ჩვენ-თან, მითხრა: „თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც იუგოსლა-

182

Page 183: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

ვიაში ვნახე, არ მესმის, რანაირი სოციალისტური ქვეყანააო!“აქედან მივხვდით, რომ მისი აზრები ხრუშჩოვისას არ ემთხვეო-და. იმავე დღეს, როდესაც ჩვენგან გაემგზავრა, შევიტყვეთ,რომ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის თანამდებობი-დან გაუთავისუფლებიათ „პარტიის ხაზის“ გატარებისას დაშვე-ბული „უმძიმესი შეცდომების“, „არმიაში კანონიერების“ დარ-ღვევის გამო და ა.შ. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ჟუკოვს შეცდო-მები ამ მხრივ, მაგრამ უფრო ღრმა მიზეზების არსებობაც ად-ვილი შესაძლებელია.

ძალიან დამაინტრიგა ხრუშჩოვის მოპყრობამ ჟუკოვთანერთ-ერთ შეხვედრაზე. წელი არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო ზაფ-ხულში, როდესაც საბჭოთა კავშირის სამხრეთში ვისვენებდი.ხრუშჩოვმა სადილზე მიმიწვია. ადგილობრივებიდან იქ იყვნენმიქოიანი, კირიჩენკო, ნინა პეტროვნა (ხრუშჩოვის მეუღლე) დაკიდევ ვიღაც. უცხოელი სტუმრებიდან, ჩემს გარდა, იყვნენ ულ-ბრიხტი და გროტევოლი. სუფთა ჰაერზე, ვერანდაზე ვისხედით,ვჭამდით და ვსვამდით.

მოვიდა ჟუკოვი და ხრუშჩოვმაც მოიპატიჟა. ჟუკოვი ხასი-ათზე არ იყო. მიქოიანმა უთხრა:

— მე ვარ тамада12, ჩამოასხი!— ვერ დავლევ, — მიუგო ჟუკოვმა, — რაღაც არა ვარ კარ-

გად.— დაასხი, რომ გეუბნები, — განაგრძო მიქოიანმა ავტორი-

ტეტული ტონით, — აქ ბრძანებებს მე ვიძლევი და არა შენ.საქმეში ნინა ხრუშჩოვა ჩაერია:

12. თამადა — ტექსტში რუსულადაა.

183

Page 184: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— ანასტას ივანოვიჩ, — უთხრა მან მიქოიანს, — ნუ დააძა-ლებ, რახან არ უნდა.

ჟუკოვი დადუმდა და ჭიქა არ აუვსია. ხრუშჩოვმა მიქოიან-თან ხუმრობა დაიწყო და საუბრის თემა შეცვალა.

გამორიცხული არაა, რომ უკვე მაშინ წარმოიქმნა უთანხმო-ება ჟუკოვთან, მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და უჩვენებ-დნენ, რომ „ბრაძნებებს“ იძლეოდნენ სხვები და არა იგი? შეიძ-ლება ხრუშჩოვს და მის მეგობრებს შეეშინდათ იმ ძალის, რომე-ლიც თავად მათ მისცეს ჟუკოვს ძალაუფლების ხელში ჩაგდე-ბის მიზნით, და სწორედ ამის გამო „ბონაპარტიზმში“ დაადანა-შაულეს? იქნებ ხრუშჩოვს ისიც შეატყობინეს, რაც ჟუკოვმა იუ-გოსლავიაზე თქვა საბჭოთა კავშირში დაბრუნებამდე?! ყოველშემთხვევაში, ჟუკოვი პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრა, მიუ-ხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის გმირის ოთხი ვარ-სკვლავის, ლენინის რამდენიმე ორდენისა და უამრავი სხვა ორ-დენისა და მედლის კავალერი იყო.

XX ყრილობის შემდეგ ხრუშჩოვმა წამოსწია და ხელმძღვა-ნელობაში ერთ-ერთ მთავარ ფიგურად კირიჩენკო აქცია. იგიკიევში მრავალი წლის წინ გავიცანი, როდესაც უკრაინის პირ-ველი მდივანი იყო. ამ წითელსახიანმა ტანმაღალმა კაცმა, რო-მელსაც ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, არც ქედ-მაღლურად მიმიღო და არც მხოლოდ ზრდილობის გამო. კირი-ჩენკო მახლდა უამრავ ადგილას, რომლებიც პირველად დავათ-ვალიერე, მაჩვენა კიევის მთავარი ქუჩა, რომელიც მთლიანადხელახლა იყო აშენებული, წამიყვანა „ბაბი იარად“ წოდებულადგილას, რომელიც ცნობილი იყო ნაცისტების მიერ ებრაელე-ბის ამოხოცვით. მასთან ერთად წავედით ოპერაში, სადაც მო-

184

Page 185: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

ვუსმინეთ პიესას ბოგდან ხმელნიცკის შესახებ, რომელიც, რო-გორც მახსოვს, ჩვენს სკანდერბეგს შეადარა. ეს ძალიან მესია-მოვნა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ კირიჩენკოს მხო-ლოდ სკანდერბეგის სახელი ახსოვდა იმ ინფორმაციიდან, რაცმას ჩინოვნიკებმა ალბანეთის შესახებ შეატყობინეს. სტალინისმიმართ გამოთქმულ ჩემს სიყვარულზე იგი ასევე აღფრთოვა-ნებისა და ერთგულების გამომხატველი მსგავსი ტერმინებითპასუხობდა. თუმცა თავისი უკრაინელობის გამო კირიჩენკოშემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რომ ხრუშჩოვზე, მის „სიბ-რძნეზე, ცოდნასა და ენერგიაზე“ არ ელაპარაკა. მაშინ ამ ბუ-ნებრივ გამონათქვამებში ცუდს ვერაფერს ვამჩნევდი.

კრემლში მრავალჯერ მქონდა კირიჩენკოსთან საუბარი,როცა ერთ მაგიდასთან მის გვერდით ვიჯექი ხოლმე. სტალინისსიკვდილის შემდეგ მრავალი ბანკეტი იმართებოდა, რამეთუ ამპერიოდში საბჭოთა ხელმძღვანელებს, როგორც წესი, ბანკე-ტებზე თუ შეხვდებოდა კაცი. მაგიდები საჭმლით იყო გადავსე-ბული და გულისამრევად ბევრი კერძი და სასმელი ელაგა. ესხდებოდა სტალინის სიკვდილის შემდეგ, როდესაც საბჭოთადიპლომატია ბანკეტებზე გადავიდა, ხრუშჩოვის „კომუნიზმი“კი, სხვა ყველაფერთან ერთად,, ბანკეტებით, ხიზილალებითადა ყირიმული ღვინოებით ილუსტრირდებოდა.

ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, როდესაც გვერდით კირიჩენკომეჯდა, ხრუშჩოვს ხმამაღლა ვუთხარი:

— ალბანეთში უნდა ჩამობრძანდეთ, თქვენ ხომ ყველგანხართ უკვე ნამყოფი.

— ჩამოვალ, — მიპასუხა ხრუშჩოვმა.შემდეგ კირიჩენკომ ხრუშჩოვს უთხრა:

185

Page 186: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— ალბანეთი შორსაა, ამიტომ ნუ შეპირდებით, თუ როდისგაემგზაერებით და რამდენ ხანს დარჩებით იქ.

მე, რასაკვირველია, არ მომეწონა მისი ჩარევა, და ვკითხე:— თქვენ, ამხანაგო, რატომ ამჟღავნებთ ჩვენი ქვეყნის მი-

მართ ასეთ არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებას?მან თავი ისე დაიჭირა, თითქოს ნათქვამს ნანობდა და საკუ-

თარი ჟესტის ასახსნელად მითხრა:— ჯერ-ჯერობით ნიკიტა სერგეის ძე შეუძლოდაა და მას

უნდა მოვუფრთხილდეთ.ეს ზღაპარი იყო. ხრუშჩოვი ღორივით ჯანმრთელი იყო და

ოთხი კაცის სამყოფს სვამდა და ჭამდა.კირიჩენკოს გვერდით კიდევ ერთხელ მოვხვდი (რასაკვირ-

ველია — ბანკეტზე). ნეჟმიეც მახლდა. ეს იყო 1957 წლის ივ-ლისში, იმ დროს, როცა ხრუშჩოვი საბოლოოდ მოურიგდა ტი-ტოელებს და ერთი და იმავე დროს ეპირფერებოდა კიდეც მათდა მათზე ზეწოლასაც ახორციელებდა. ტიტოელებს თავი ისეეჭირათ, თითქოს პირფერობით მოხიბლულები იყვნენ, ზეწო-ლასა და დანის დარტყმებზე კი ზუსტად ასევე პასუხობდნენ.ხრუშჩოვმა მანამდე ერთი დღით ადრე „ნების დართვის“ ფორ-მით შემატყობინა, რომ იმ ვახშამზე მიმიწვევდა, რომელსაცჟივკოვი, რანკევიჩი და კარდელიც დაესწრებოდნენ თავიანთმეუღლეებთან ერთად. ხრუშჩოვი, ჩვეულებრისამებრ, მიქოიანსეხუმრებოდა. მას ერთი კომბინირებული მანევრი იცოდა: ისრე-ბი, მზაკვრობა, ეშმაკობა, სიცრუე, მუქარა, რომლებსაც „ანას-ტასის“ აბუჩად აგდებასთან ერთად მიმართავდა ხოლმე, ესუკანასკნელი კი „მეფის ხუმარას“ როლს თამაშობდა.

186

Page 187: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

„მეფის ხუმარასთან“ საუბრის შესავლის დამთავრების შემ-დეგ ხრუშჩოვმა ჭიქა ასწია და ლექციის წაკითხვა დაგვიწყო მე-გობრობაზე, რომელიც ერთმანეთთან უნდა ჰქონოდა სამკუთ-ხედს — ალბანეთი–იუგოსლავია–ბულგარეთი, და ოთხკუთხედს— სსრკ–ალბანეთი–იუგოსლავია–ბულგარეთი.

— საბჭოთა კავშირის ურთიერთობები იუგოსლავიასთან,— თქმა მან, — სწორი გზით ვერ მიდიოდა. თავდაპირველადისინი კარგი იყო, შემდეგ გაცივდა, მოგვიანებით კი გაფუჭდა,შემდეგ, ბელგრადში ჩვენი ჩასვლისთანავე, თითქოს გამოს-წორდა კიდეც. ამის შემდეგ რაკეტა აფეთქდა (მას მხედველო-ბაში 1956 წლის უნგრეთში ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენებიჰქონდა) და ისინი ისევ გაფუჭდა, თუმცა ახლა უკვე შეიქმნასუბიექტური და ობიუქტური პირობები მათ გამოსასწორებ-ლად. არადა იუგოსლავიის ურთიერთობა ალბანეთთან დაბულგარეთთან ჯერაც არ გაუმჯობესდა და, როგორც რანკო-ვიჩსა და კარდელს ვუთხარი, იუგოსლავებმა უნდა შეწყვიტოთაგენტურული საქმიანობა ამ ქვეყნების წინააღმდეგ.

— ალბანელები არ გვაძლევენ მოსვენებას, — ჩაერია ლაპა-რაკში რანკოვიჩი.

ამის შემდეგ ლაპარაკში მეც ჩავერიე და რანკოვიჩს ჩამო-ვუთვალე ანტიალბანური, საბოტაჟური მოქმედებები, შეთქმუ-ლებები და დივერსიული აქტები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგგანახორციელეს. იმ საღამოს ხრუშჩოვი „ჩვენს მხარეზე იყო“,თუმცა იუგოსლავებს დუნედ აკრიტიკებდა.

— მე, — უთხრა მათ ხრუშჩოვმა ჭიქის ქნევით, — არ მეს-მის თქვენი პარტიის სახელწოდება: „იუგოსლავიის კომუნის-ტთა კავშირი“. რას ნიშნავს ეს სიტყვა „კავშირი“? გარდა ამისა,

187

Page 188: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თქვენ, იუგოსლავები, ეწინააღმდეგებით „სოციალისტური ბანა-კის“ ტერმინის გამოყენებას. მაშინ მითხარით, რა ვუწოდოთმას, „ნეიტრალური ბანაკი“ თუ „ნეიტრალური ქვეყნების ბანა-კი“? ჩვენ ყველანი სოციალისტური ქვეყნები ვართ, ან იქნებთქვენი ქვეყანა არაა სოციალისტური?

— სოციალისტურია, მაშ! — მიუგო კარდელმა.— თუ ასეა, მოდით ჩვენთან, ჩვენ ხომ უმრავლესობა ვართ,

— შენიშნა ხრუშჩოვმა.მთელი ეს სიტყვა, რომელსაც ფეხზეწამომდგარი ამბობდა

და რომელიც გაჯერებული იყო იუგოსლავების მისამართითგამოთქმული წამოძახილებით, ჟესტებითა და „კრიტიკული შე-ნიშვნებით“, ხრუშჩოვმა წარმოთქვა იმის გამო, რომ ტიტოსთანერთად ემღერა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ თანხმდებოდახრუშჩოვის აღიარებას კრების „ზემდეგად“.

ჩემს გვერდით მჯდომი კირიჩენკო უსიტყვოდ გვისმენდა.მოგვიანებით ჩუმად მკითხა:

— ვინაა ის ამხანაგი, რომელიც ჩემს გვერდით ზის?— ჩემი მეუღლეა, ნეჟმიე, — მივუგე მას.— ნეტა აქამდე გეთქვა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ამათთაგა-

ნის მეუღლე მეგონა, — მითხრა და თვალით იუგოსლავებისკენმიმანიშნა. მან ნეჟმიეს თავი დაუკრა და იუგოსლავთა ლან-ძღვას მოჰყვა.

ამასობაში ხრუშჩოვი იუგოსლავთა კრიტიკას აგრძელებდადა განაგრძობა მათ დარწმუნებას იმაში, რომ სწორედ იგი (რა-საკვირველია, საბჭოთა კავშირისა და სკკპ-ს სახელს ამოფარე-ბული) უნდა ყოფილიყო „სათავეში“, და არა სხვა ვინმე. მას

188

Page 189: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

მხედველობაში ტიტო ჰყავდა, რომელიც თავისი მხრიდან იუ-გოსლავიის პარტიის ყველაზე მაღლა დაყენებას ცდილობდა.

— სასაცილო იქნება, — უთხრა მან იმათ, — ჩვენ რომ ვიდ-გეთ ბანაკის სათავეში, როცა სხვა პარტიები ანგარიშს არ გაგ-ვიწევდნენ, განა სასაცილო არ იქნებოდა, თუ რომელიმე სხვაპარტია საკუთარ თავს მეთაურს დაარქმევდა, მაშინ როცა და-ნარჩენები მას ასეთად არ ჩათვლიდნენ.

კარდელი და რანკოვიჩი მას ცივად უყურებდნენ და სიმშვი-დეს ძალით ინარჩუნებდნენ, არადა ძნელი არ იყო იმის მიხვედ-რა, რომ სიბრაზით სკდებოდნენ. ტიტომ დაარიგა ისინი, რომმისი პოზიციები დაეცვათ, და ისინიც პატრონისთვის მიცემულისიტყვის შესრულებას ცდილობდნენ.

მათ შორის გამართული დიალოგი ხშირად წყდებოდა ხრუშ-ჩოვის წამოძახილებით, თუმცა მათ ყურადღებას აღარც კი ვაქ-ცევდი. გამონაკლისი მხოლოდ რანკოვიჩისადმი პასუხი იყო,რომელიც მათ საქმებში ჩარევას გვაბრალებდა, სხვა საკითხებ-ზე კი ხმაც არ ამომიღია. მთელი ამ ხნის განმავლობაში კირი-ჩენკოსთან ვსაუბრობდი, რომელმაც როგორ აღარ ლანძღა იუ-გოსლავები და ჩვენი პარტიის პოზიციები იუგოსლავიის რევი-ზიონისტული ხელმძღვანელობის მიმართ მთლიანად სწორადმიიჩნია.

თუმცა მოგვიანებით ამ კირიჩენკომაც ალიყური მიიღოხრუშჩოვისგან. კირიჩენკო, რომელსაც ზოგიერთი უცხოელი მი-მომხილველი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხრუშჩოვისშემდეგ მეორე ადამიანად თვლიდა, რუსეთის რომელიღაც პა-ტარა და მიყრუებულ ქალაქში გაგზავნეს, ანუ — თითქმის გა-დაასახლეს. რომელიღაც სამხედრო სასწავლებლის ერთი ჩვენი

189

Page 190: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ქვეყნიდან გაგზავნილი მსმენელი ალბანეთში დაბრუნების შემ-დეგ გვიყვებოდა:

— მატარებლით მივემგზავრებოდი, როცა ჩემს გვერდითრომელიღაც საბჭოთა მგზავრი დაჯდა, გაზეთი ამოიღო დაკითხვას შეუდგა. ცოტა ხნის შემდეგ მიატოვა გაზეთის კითხვადა, როგორც ხდება ხოლმე, მკითხა: „საით მიემგზავრებით?“. მევუპასუხე. ჩემი რუსული აქცენტის გამო მან გაიკვირვა დამკითხა: „რა ეროვნების ბრძანდებით?“. „ალბანელი ვარ“, — მი-ვუგე მას. მგზავრს გაუკვირდა და გაეხარდა, ვაგონის კარს შე-ხედა, შემომიბრუნდა, ხელი მაგრად ჩამომართვა და მკითხა:„აღფრთოვანებული ვარ ალბანელებით“. მე, — განაგრძო ოფი-ცერმა, — გამაკვირვა მისმა საქციელმა, ვინაიდან ამ დროს უკ-ვე ჩართული ვიყავით ხრუშჩოველებთან ბრძოლაში. ეს 81 პარ-ტიის თათბირის შემდეგ მოხდა. „თქვენ ვინ ბრძანდებით?“,ვკითხე მას, — ჰყვებოდა ოფიცერი. — მან მიპასუხა: „მე კირი-ჩენკო ვარ“. როდესაც მან თავისი გვარი დაასახელა, — განაგ-რძო ოფიცერმა, — მივხვდი, თუ ვინ იყო იგი, და მასთან საუბა-რი დავაპირე, მაგრამ მაშინვე მითხრა: „დომინო ხომ არ გვეთა-მაშა?“. — „სიამოვნებით!“, — მივუგე მას, მან ჯიბიდან კოლო-ფი ამოიღო და თამაში დავიწყეთ. მალე მივხვდი კიდეც, რატომუნდოდა დომინოს თამაში. მას რაღაცის თქმა უნდოდა და დო-მინოს კოჭების მაგიდაზე კაკუნით თავისი ხმის ჩახშობას ცდი-ლობდა. და ლაპარაკი დაიწყო: „ყოჩაღ თქვენს პარტიას, რომხრუშჩოვი ამხილა. გაუმარჯოს ენვერ ხოჯას! გაუმარჯოს სო-ციალისტურ ალბანეთს!“. ასე გავმართეთ მეტად მეგობრულისაუბარი დომინოს კოჭების კაკუნის თანხლებით. ამასობაში,ჩვენი საუბრის პარალელურად, კუპეში სხვა ხალხი შემოვიდა.

190

Page 191: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

მან უკანასკნელად დააგდო კოჭი და თქვა: „გაუძელით, ენვერსმოკითხვა გადაეცითო!“, შემდეგ კი გაზეთი აიღო და კითხვასისე შეუდგა, თითქოს ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით, —დაასრულა ოფიცერმა.

რას აღარ აკეთებდნენ ხრუშჩოველები და მისი თანამზრახ-ველები, რათა დანარჩენ კომუნისტურ და მუშათა პარტიებშითავიანთი აშკარა რევიზიონისტული ხაზი, თავიანთი ანტიმარ-ქსისტული და პუტჩისტური მოქმედებები და მეთოდები გაეტა-რებინათ. და დავინახეთ, რომ ხრუშჩოვიზმმა ნაყოფი გამოიღობულგარეთსა და უნგრეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, პოლო-ნეთში, რუმინეთსა და ჩეხოსლოვაკიაში. „წარსულში დაშვებულშეცდომათა გამოსწორების“ ნიღაბს ამოფარებული რეაბილი-ტაციის ფართო პროცესი ყველა ყოფილ სახალხო-დემოკრატი-ულ ქვეყანაში უზარმაზარ კომპანიად გადაიქცა. ყველგან გაიხ-სნა ციხეების კარები, სხვა პარტიების ლიდერები შეჯიბრში ჩა-ებნენ: ვინ გამოუშვებდა ციხეებიდან უფრო მეტ გასამართლე-ბულ მტერს, ვინა უფრო მეტ თანამდებობას მისცემდა მათ,პარტიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელის თანამდებობათაჩათვლით. ამ პარტიათა გაზეთები და ჟურნალები ყოველდღეათავსებდნენ კომუნიკეებსა და ცნობებს რევიზიონისტული მა-ფიის ამ გაზაფხულის შესახებ, თავიანთი გაზეთები გადაჭედესტიტოს, ულბრიხტისა და სხვა რევიზიონისტი ლიდერების გა-მოსვლებით, მაშინ როცა „პრავდა“ და საბჭოთა კავშირის სატე-ლეგრაფო სააგენტო ამ მოვლენების ხაზგასმას ჩქარობდნენ და„მოწინავე მაგალითის“ რეკლამას უკეთებდნენ.

ვხედავდით, რაც ხდებოდა, ვგრძნობდით სულ უფრო დაუფრო მზარდ ზეწოლას, რომელსაც ჩვენზე ყველა მხრიდან ახ-

191

Page 192: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დენდნენ, თუმცა ჩვენი ხაზიდან და ჩვენი პოზიციებიდან იოტი-სოდენადაც არ გადაგვიხვევია.

ეს აღიზიანებდა უპირველეს ყოვლისა ტიტოსა და მის თა-ნამზრახველებს, რომლებიც აღაფრთოვანა XX ყრილობის გა-დაწყვეტილებამ და სხვა ქვეყნებში დაწყებულმა მოვლენებმა,და ელოდნენ, რომ ალბანეთში ღრმა გადატრიალება განხორცი-ელდებოდა. ტირანაში არსებულ იუგოსლავიის საელჩოში მო-მუშავე ტიტოელებმა ჩვენი პარტიისა და ჩვენი ქვეყნის წინააღ-მდეგ საქმიანობა გაააქტიურეს.

მათ ისარგებლეს ჩვენი კორექტული საქციელით და იმ შე-ღავათიანი პირობებით, რომლებიც ჩვენთან ჰქონდათ შექმნი-ლი თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად, და იუგოსლა-ვიელმა დიპლომატებმა ტირანაში, ბელგრადიდან მიღებულიბრძანებისა და მითითებების საფუძველზე, კვლავ გამოაცოც-ხლეს და გაააქტიურეს თავიანთი ძველი აგენტურა ჩვენს ქვე-ყანაში, მიმართულება უჩვენეს და შეტევის სიგნალი მისცეს.1956 წლის აპრილში ტირანას კონფერენციაზე ჩვენი პარტიისხელმძღვანელობაზე თავდასხმის ჩაფუშული მცდელობა ბელ-გრადელი რევიზიონისტების მოწყობილი იყო; თუმცა მასშიხრუშჩოვისა და ხრუშჩოველების ხელიც ერია. ეს უკანასკნელე-ბი თავიანთი რევიზიონისტული თეზისებითა და იდეებით შეთ-ქმულების სულისჩამდგმელად გამოვიდნენ, მაშინ როცა ტიტო-ელები და მათი საიდუმლო აგენტურა მხოლოდ მისი ორგანიზა-ტორები იყვნენ.

მიუხედავად ამისა, როცა დაინახეს, რომ ეს შეთქმულებაცჩაიფუშა, საბჭოთა ხელმძღვანელებმა, რომლებსაც თავები ერ-

192

Page 193: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

თგულ მეგობრებად და პრინციპულ ადამიანებად მოჰქონდათ,ღია ზეწოლა და ღია მოთხოვნებიც იკადრეს.

ჩვენი პარტიის III ყრილობის დამდეგს, რომელიც 1956 წლისმაისის უკანასკნელ დღეებსა და ივნისის დასაწყისში მუშაობ-და, სუსლოვმა ყოველგვარი ქარაგმების გარეშე მოსთხოვაჩვენს ხელმძღვანელობას თავისი უწინდელი ხაზის „გადახედვა“და „გასწორება“.

— ჩვენს პარტიას თავის ხაზში არაფერი აქვს გადასახედი,— ვუთხარით მას გადაჭრით. — უხეში და პრინციპული შეც-დომები პოლიტიკურ ხაზში ერთხელაც არ დაგვიშვია.

— ადრე გასამართლებული კოჩი ძოძესა და მისი ამხანაგე-ბის საქმეს უნდა გადახედოთ, — გვითხრა სუსლოვმა.

— ისინი ჩვენი პარტიისა და ჩვენი ხალხის, საბჭოთა კავში-რისა და სოციალიზმის მტრები იყვნენ და ასეთებადვე რჩებიან,— ვუპასუხად მკვეთრად. ასჯერაც რომ გადავხედოთ მათ საქ-მეებთან დაკავშირებით გამართულ პროცესებს, ასჯერვე მხო-ლოდ მტრებად მოვახდენდით მათ კვალიფიცირებას. ასეთიიყო მათი საქმიანობა.

ამის შემდეგ სუსლოვმა გვითხრა, თუ რა ხდებოდა სხვა პარ-ტიებსა და თავად სკკპ-ში, და რომ ამ საკითხთან მიდგომას ისი-ნი „უფრო დიდსულოვნად“ და „უფრო ჰუმანურად“ ახდენდნენ.

— ამან, — თქვა მან, — დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერებ-ზე, ისინი მას დადებითად აფასებენ. და თქვენთანაც ასე უნდა იყოს.

— ჩვენი ხალხი ქვებით ჩაგვქოლავდა, მტრებისა და მოღა-ლატეების რეაბილიტაცია რომ მოგვეხდინა, ვინც ქვეყანაზეახალი მონობის ბორკილების დადებას ცდილობდა, — განვუც-ხადეთ ხრუშჩოვის იდეოლოგს.

193

Page 194: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

როცა დაინახა, რომ ასე არაფერი გამოუვიდოდა, სუსლოვმასიტყვა უკან წაიღო.

— კეთილი, — თქვა მან, — თუ დარწმუნებული ხართ, რომისინი მტრები არიან, მაშინ ასეთებადვე დარჩნენ. მაგრამ ერთირამე მაინც უნდა გააკეთოთ: არ ილაპარაკოთ მათ კავშირებზეიუგოსლავებთან და ამიერიდან აღარ უწოდოთ ბელგრადისაგენტები.

— ჩვენ აქ სიმართლეზე ვლაპარაკობთ, — ვუთხარით მას.— სიმართლე კი ისაა, რომ კოჩი ძოძე და შეთქმულებაში მონა-წილე მისი თანამზრახველები იუგოსლავიელი რევიზიონისტე-ბის ასპროცენტიანი აგენტები იყვნენ. ყველას გასაგონად ვაც-ხადებდით, რომ კოჩი ძოძეს იუგოსლავებთან კავშირები ჩვენიპარტიისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული დაამის დამამტკიცებელი უამრავი ფაქტი გამოვაქვეყნეთ. შეიძ-ლება აქამდე არც კი იცით ეს ფაქტები და იმის გამო, რომთქვენს ძველ აზრს არ იცვლით, რამდენიმე მათგანს მოგიყ-ვანთ.

სუსლოვი სიბრაზეს ძლივს იკავებდა. მას მშვიდად ჩამო-ვუთვალეთ რამდენიმე ძირითადი ფაქტი და დასასრულს ვუთ-ხარით:

— ასეთია სიმართლე კოჩი ძოძესა და იუგოსლავიელ რევი-ზიონისტებს შორის არსებულ კავშირებზე.

— Да, да13! — გაიმეორე მოუთმენლად.— მაშ რანაირად შეიძლება ამ სიმართლის დამახინჯება?!

— ვკითხეთ მას. — და ვინ მისცა ნება პარტიას, რომ ვინმეს-

13. ტექსტში რუსულადაა — კი, კი! [მთარგმნელის შენიშვნა].

194

Page 195: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

თვის სიამოვნების გამო დამალოს ან დაამახინჯოს ის, რაც უამ-რავი ფაქტითაა დამტკიცებული?

— კი, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ სხვაგვარად იუგოსლავი-ასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლებელია, — ამო-იხვიხვინა სუსლოვმა.

ჩვენთვის ყველაფერი გასაგები გახდა. სუსლოვის „ძმური“ჩარევის უკან ხრუშჩოვსა და ტიტოს შორის დადებული გარი-გება იმალებოდა.

როგორც ჩანს, ტიტოს ჯგუფი, რომელმაც უკვე მოიპოვა ნი-ადაგი, ცდილობდა უფრო მეტი ეკონომიკური, სამხედრო დაპოლიტიკური უპირატესობების მიღებას. ტიტო გადაჭრით მო-ითხოვდა ხრუშჩოვისაგან ისეთი ტიტოელი მოღალატების რეა-ბილიტაციას, როგორებიც იყვნენ კოჩი ძოძე, რაიკი, კოსტოვიდა სხვები. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ტიტოს ეს სურვილი არ შეს-რულდა, მაშინ როცა უნგრეთში, ბულგარეთსა და ჩუხოსლოვა-კიაში მან საწადელს მიაღწია. იქ მოღალატეების რეაბილიტა-ცია მოახდინეს, პარტიების მარქსისტულ-ლენინური საფუძველიკი დაანგრიეს. ეს ხრუშჩოვისა და ტიტოს საერთო საქმე იყო. ტი-ტო ფეხში შესობილ ეკლად გვთვლიდა, თუმცა ჩვენი პოზიციამის მიმართ მტკიცე და ხელშეუხებელი იყო. მტრებს ჩვენს წინა-აღმდეგ რაიმე მოქმედება რომც დაეწყოთ, წინააღმდეგობას გავუ-წევდით. ტიტომ ეს კარგა ხნის წინ იცოდა, თუმცა ამაში რწმუნ-დებოდა ხრუშჩოვიც, რომელსაც, ბუნებრივია, ტიტოს შებოჭვისმიზანი ჰქონდა, რათა ტიტოს არ დაეწყო ძოვა იმ „საძოვრებ-ზე“, რომლებსაც ხრუშჩოვი თავის საკუთრებად თვლიდა.

ჩვენი პარტიის III ყრილობიდან დაახლოებით 15-20 დღისშემდეგ, 1956 წლის ივნისში, მოსკოვში თათბირზე ვიმყოფებო-

195

Page 196: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დი, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე და რომელშიც ყველა სოცი-ალისტური ქვეყნის პარტიათა ხელმძღვანელი მონაწილეობდა.მიუხედავად იმისა, რომ თათბირის მიზანი ეკონომიკური სა-კითხების განხილვა იყო, ხრუშჩოვმა ჩვეულებისამებრ ისარ-გებლა შემთხვევით და ყველა სხვა საკითხსაც შეეხო.

იქ, დანარჩენ პარტიათა წარმომადგენლების თანდასწრე-ბით, საკუთარი პირით აღიარა, რომ მასზე ზეწოლას ტიტო ახ-დენდა ალბანეთში გასამართლებული კოჩი ძოძესა და სხვამტრების რეაბილიტაციის მიზნით.

— ტიტოსთან ერთად, — თქვა კერძოდ ხრუშჩოვმა, იუგოს-ლავიის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები განვიხილეთ. პოლო-ნელებით, უნგრელებით, ჩეხებით, ბულგარელებითა და სხვე-ბით ტიტო კმაყოფილი იყო, ალბანეთზე კი აშკარად ნერვიუ-ლობდა, ხელებსა და ფეხებს იქნევდა. „ალბანელები, მითხრატიტომ, — ნორმალურად ვერ არიან, ისინი მცდარ გზას დაად-გნენ, არ აღიარებენ თავიანთ დაშვებულ შეცდომებს, მომხდარიმოვლენებიდან ვერაფერი ისწავლეს“.

ტიტოს სიტყვებისა და ბრალდებების გამეორებასთან ერთადფაქტობრივად ხრუშჩოვმაც იხელთა დრო, რათა თავისი სიბრა-ზე და უკმაყოფილება გამოეხატა იმის გამო, რომ ჩვენს ყრი-ლობაზე კოჩი ძოძეს რეაბილიტაცია არ მოვახდინეთ, „რომელ-საც ტიტომ, — აღნიშნა ხრუშჩოვმა, — დიადი პატრიოტი უწოდა“.

— ალბანელ ამხანაგებზე ლაპარაკისას ტიტო მთლიანადკანკალებდა, თუმცა არ დავეთანხმე და ვუთხარი, რომ „ეს ალ-ბანელი ამხანაგების საშინაო საქმე იყო და მათ გადაჭრას მოა-ხერხებენ-თქო“, — განაგრძო ხრუშჩოვმა „მოხსენება“, ცდი-ლობდა რა ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ ტიტოსთან პრინცი-

196

Page 197: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება

პული კამათი მოუვიდა. თუმცა ჩვენ უკვე ვიცოდით თანამედ-როვე რევიზიონიზმის ამ ორი ტრუბადურის გამუდმებულიხვევნა-კოცნისა და კამათის აზრი.

ღალატის ჭაობში ყელამდე ჩაფლულმა ტიტომ სოციალის-ტური ქვეყნების წინააღმდეგ უამრავი შეთქმულება მოაწყო.ხრუშჩოვის ღალატის შემდეგ კი „ფარშევანგად“ გადაიქცა დათავი ხრუშჩოვის „მასწავლებლად“ გაასაღა. ტიტოს უფლებაჰქონდა, მისგან ბევრი მოეთხოვა და ამ მხრივ ბევრიც მოას-წრო. იგი ცდილობდა, რომ ხრუშჩოვი მას დამორჩილებოდა დამისი ბრძანებები შეესრულებინა. ტიტოს უკან იდგნენ ამერიკუ-ლი იმპერიალიზმი და მსოფლიო რეაქცია, სწორედ ამიტომ მი-მართავდა ხრუშჩოვი ტიტოსთან დაახლოების ტაქტიკას, რათათავდაპირველად გადაებირებინა და გული მოეგო, შემდეგ კიგაეგუდა. არადა მას საქმე ჰქონდა ტიტოსთან, რომელიც ასევემიმართავდა ხრუშჩოვთან დაახლოების ტაქტიკას, რათა მის-თვის საკუთარი ნება მოეხვია თავს და არა მას დაქვემდებარე-ბოდა, ეკარნახა მისთვის და არა მისი ბრძანებები შეესრულები-ნა, რაც შეიძლება მეტი დახმარება მიეღო ყოველგვარი პირო-ბების გარეშე და ხრუშჩოვისთვის აეძულებინა ბელგრადის ყვე-ლა მოწინააღმდეგის, პირველ რიგში კი, ალბანეთის შრომისპარტიის, მისთვის დამორჩილება.

აი, რატომ ატარებდა ხრუშჩოვი ტიტოს მიმართ საკმაოდზიგზაგისებრ ხაზს, ხან „უახლოვდებოდა“, ხან კი ბრაზდებოდა,უტევდა და ლანძღავდა, ზოგჯერ კი უკან იხევდა, რათა კვლავგაეკრიტიკებინა იგი. ეს იყო უპრინციპო პოლიტიკის შედეგი.ტიტო და ხრუშჩოვი იყვნენ ორი რევიზიონისტი, კაპიტალიზმისორი აგენტი, ბევრ რამეში ჰგავდნენ, ბევრ რამეში კი ეწინააღ-

197

Page 198: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მდეგებოდნენ კიდეც ერთმანეთს, რაც გამოვლინდა ხრუშჩოვსადა ტიტოს შორის არსებულ ზიგზაგისებრ ურთიერთობებში,რომლებიც ტიტოსა და ხრუშჩოვის მემკვიდრეებს შორის ამჟა-მადაც ასეთად რჩება.

მათ მოქმედებებსა და პოზიციებში მარქსიზმ-ლენინიზმისნატამალიც არ იყო. ისინი კონტრრევოლუციური მიზნებითხელმძღვანელობდნენ და რევიზიონიზმის სათავედ იქცნენ, რო-მელიც არის ახალი ყაიდის კაპიტალიზმი, ხალხთა ერთობისმტერი, რეაქციული ნაციონალიზმის გამჩაღებელი, ყველაზეუფრო სასტიკი ფაშისტური დიქტატურის დამყარებისა და გაძ-ლიერების მომხრე, რომელიც ფორმალური ბურჟუაზიული დე-მოკრატიის უმცირეს უფლებასაც კი არ იძლევა. რევიზიონიზმიარის იდეა და მოქმედება, რომელიც მოცემული ქვეყნის სოცია-ლიზმიდან კაპიტალიზმისკენ შემობრუნებას მართავს, მოცე-მულ კომუნისტურ პარტიას ფაშისტურ პარტიად გარდაქმნის,ემხრობა იდეურ ქაოსს, დაქსაქსულობას, გარყვნილებას, რეპ-რესიებს, განუკითხაობას, არასტაბილურობას და სამშობლოსგაყიდვას საჯარო ვაჭრობით. ეს ტრაგედია საბჭოთა კავშირსადა სხვა რევიზიონისტულ ქვეყნებში მოხდა. ეს სიტუაცია ხრუშ-ჩოვმა და ხრუშჩოველებმა შექმნეს, მას აქეზებდა და ხელს უწ-ყობდა ამერიკული იმპერიალიზმი და მსოფლიო კაპიტალიზმი.

198

Page 199: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

7. იმპერიის დაპროექტება

სოციალისტური ქვეყნების რუსულ გუბერნიებად გადაქცე-ვის გზაზე. მოსკოვის მიერ თავს მოხვეული ღალატი ბულ-გარეთის ხელმძღვანელობაში. ჟივკოვის „საათს“ მოსკოვშიმართავენ. დუნაის კომპლექსი და რუმინელების „წაჩხუბე-ბა“ საბჭოელებთან. ინფორმბიუროს ოფიციალურად ლიკვი-დირება. იტალიისა და საფრანგეთის პარტიათა რეფორმის-ტული ილუზიები — ტოლიატი, „პოლიცენტრიზმის“ მამა.დაუვიწყარი შეხვედრა ორ ძვირფას ფრანგ ამხანაგთან —მარსელ კაშენთან და გასტონ მონმუსოსთან. მორის ტორე-ზის ყოყმანი. კომუნისტური მოძრაობის ერთიანობის დან-გრევა — მსოფლიო იმპერიალიზმისთვის გაწეული უდიდე-სი სამსახური.

XX ყრილობის თეზისებმა და, განსაკუთრებით, სტალინისათვისხრუშჩოვის „საიდუმლო“ მოხსენებით მიყენებულმა დარტყმამრევიზიონისტული ელემენტები როგორც სოციალისტური ქვეყ-ნების პარტიებში, ასევე სხვა პარტიებშიც გამოაცოცხლეს. საბ-ჭოთა კავშირში სოციალიზმის მტრების რეაბილიტაციის ზე-გავლენით ზედაპირზე ამოტივტივდა რაიკის, კოსტოვის, გო-მულკას, სლანსკისა და პროლეტარიატის დიქტატურის მიერგასამართლებული სხვა მტრების საქმეები.

ხრუშჩოვის ხროვის მიერ საბჭოთა კავშირში განხორციელე-ბული მთელი კონტრრევოლუციური ძირგამომთხრელი საქმია-ნობა მის საგარეო მიზნებსაც ემსახურებოდა. თავდაპირველად

199

Page 200: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ამ მიმართულებით მისი ძირითადი მიზანი იყო: საკუთარი ბა-ტონობის გამტკიცება იმ პარტიებსა და სახალხო დემოკრატიისყოფილ ქვეყნებში, რომლებსაც უკვე აკონტროლებდა, გარდაამისა, იმ პარტიებისა და ქვეყნების ხელში ჩაგდება, რომლებიცაქამდე არ ემორჩილებოდნენ; კაპიტალისტური ქვეყნების კო-მუნისტური და მუშათა პარტიების მთლიანად საკუთარ სამსა-ხურში ჩაყენება, ამერიკული და მსოფლიო იმპერიალიზმისნდობის მოპოვება საბჭოთა კავშირსა და სხვა ქვეყნებში სოცი-ალიზმისთვის ძირის გამოთხრით, რისთვისაც იყენებდა მთელირიგი ოპორტუნისტული თეზისებით განხორციელებული „შე-მოქმედებითი მარქსიზმის“ პროპაგანდას.

ხრუშჩოვს ეგონა, რომ სტალინზე ცილისწამებით ყველასსაბჭოთა კავშირის და, განსაკუთრებით, პირადად მის მიმართდადებითად „განაწყობდა“. ამრიგად, ფიქრობდა იგი, დაკმაყო-ფილდება მსოფლიო რეაქცია, მის ირგვლივ კი თავს მოიყრიანდანარჩენი პარტიები, მოლბება და დაუახლოვდება ტიტო, დაისინი ერთად, მკვდრეთით აღმდგარი ოჯახივით, მსოფლიო იმ-პერიალიზმთან და კაპიტალიზმთან დაახლოვდებიან. ხრუშჩო-ვი და ხრუშჩოველები მათ ეუბნებოდნენ: „ჩვენ აღარ ვართ ლე-ნინისა და სტალინის დროინდელი კომუნისტები, კბილებში ხან-ჯალგაჩრილი კომუნისტები. აღარ გვინდა მსოფლიო რევოლუ-ცია, გვსურს თანამშრომლობა, მშვიდობიანი თანაარსებობა, სა-პარლამენტო გზა. სტალინის მიერ შექმნილი საკონცენტრაციობანაკები გავაღეთ და მოვახდინეთ ტუხაჩევსკებისა და ზინოვი-ევების რეაბილიტაცია; კიდევ უფრო შორს წასვლა და ტროც-კის რეაბილიტაციაც შეგვიძლია. ციხიდან გამოვუშვით სოლჟე-ნიცინი და ანტისაბჭოთა წიგნების გამოქვეყნების უფლება მი-

200

Page 201: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

ვეცით. სტალინი მავზოლეუმიდან გამოვიტანეთ და მისი სხეუ-ლი დავწვით. ვინც ჩვენს ამ აქტს სტალინის წინააღმდეგ დანა-შაულად თვლიდა, ვუთხარით: «გინდად ჩაძაღლებული ჯაგლა-გი? თქვენი იყოს!»“

ხრუშჩოვს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკუთარი მოწინააღ-მდეგეების მოშორება არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედსახალხო დემოკრატიის სხვა ქვეყნებშიც მოუწია. ისინი, ვინცსტალინის მარქსისტულ-ლენინურ ხაზს მიჰყვებოდნენ, პარტიე-ბის ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს. ვინც ხრუშჩოვთან მორი-გებული ტიტოს წინააღმდეგ გამოდიოდა, ასევე ჩამოიშორეს,მაშინ როცა მათ, ვინც თავიანთ ქვეყნებში ტიტოს აგენტები გა-ასამართლა, უნდა მოეხდინათ ამ მოღალატეების რეაბილიტა-ცია, თავად კი ხელმძღვანელობიდან უნდა წასულიყვნენ. ხრუშ-ჩოვმა ყველა ხერხს მიმართა: გოტვალდი გარდაიცვალა, ბერუ-ტიც გარდაიცვალა, გომულკა და კადარი კვლავ ხელისუფლე-ბის სათავეში მოვიდნენ, დეჟი სხვა ყაიდაზე ამღერდა, რაკოშიდა ჩერვენკოვი ლიკვიდირებული იყვნენ. ხრუშჩოვმა მხოლოდჩვენი ლიკვიდირება ვერ მოახერდა.

გასაგებია, რომ ამერიკულ იმპერიალიზმთან დაახლოებისმიზნით ხრუშჩოვის რევიზიონიზმი ცდილობდა ასპარეზზე გა-მოსულიყო როგორც ძლიერი პარტნიორი განვითარებულიმრეწველობითა და სოფლის მეურნეობით, რომელიც მეტოქეო-ბას გაუწევდა ამერიკის შეერთებული შტატების მრეწველობა-სა და სოფლის მეურნეობას (როგორც ამას ყველგან რეკლამასუკეთებდნენ) და საკუთარ კოლონიალურ იმპერიასაც, რომელ-შიც სოციალისტური ბანაკის ქვეყნები უნდა შესულიყვნენ.

201

Page 202: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ამ „იმპერიის“ შესაქმნელად ხრუშჩოვმა და მისმა კომპანიამმუშაობა ადრევე დაიწყეს, ახლა კი მხოლოდ აგრძელებდნენდაწყებულ საქმეს. ზოგან ეს საქმე დაუბრკოლებლად მიდიოდა,ზოგან — დაბრკოლებებით, მაშინ როცა ალბანეთში მსგავსმიზნებს ახდენა არ ეწერა.

ბულგარეთი, მაგალითად, არასდროს აწვალებდა საბჭოთარევიზიონისტებს. დიმიტროვისა და სტალინის სიკვდილის შემ-დეგ, როგორც ჩანს, შეუძლებელი იყო ბულგარეთის კომუნის-ტური პარტიისთვის ვილკო ჩერვენკოვის „ავტორიტეტის“ თავსმოხვევა. იგი ხრუშჩოვისთვის ხელის შემშლელად იქცა და; სა-ვარაუდოდ, მის თავიდან მოშორებას ხელი შეუწყო საბჭოთაინტრიგებმა, ხრუშჩოვის ინტრიგებმა, რომელმაც ძალაუფლებახელში ჩაიგდო და ცნობილია, რაც ჩაიდინა.

XX ყრილობის დამთავრებისთანავე ჩერვენკოვი, რომელიციმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი იყო, დაადანაშაულეს „პიროვ-ნების კულტის“ გაღმერთებაში, „შეცდომებში“ და ა.შ. მაგრამვილკო არ იყო ის კაცი, რომელიც თავის კულტს ქმნიდა. იგი,როგორც ჩანს, იმ „თავად“ გამოიყენეს, რომელზეც დარტყმებიუნდა განეხორციელებინათ „გამოსწორებათა“ გასამართლებ-ლად — ანუ კოსტოვისა და მისი დამქაშების სარეაბილიტაცი-ოდ. ჩერვენკოვმა ხმაურის გარეშე დაუთმო პრემიერ-მინის-ტრის თანამდებობა ანტონ იუგოვს, თუმცა ამ თანამდებობაზეგაჩერება დიდხანს არც ამ უკანასკნელს ეწერა.

დიმიტროვის დროს ანტონ იუგოვი საგარეო საქმეთა მინის-ტრი იყო, ჩერვენკოვის მოსვლის შემდეგ კი პრემიერის მოადგი-ლე, მოგვიანებით კი — პრემიერ-მინისტრი. ომის დროს იუგო-ვი არალეგალურად იბრძოდა, თანაც — ძალიან კარგად; იგი

202

Page 203: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

ერთ-ერთი მთავარი და დინამიური ხელმძღვანელი იყო, განსა-კუთრებით, იმ აჯანყებისას, რომელმაც 1944 წლის 9 სექტემ-ბერს ბულგარეთის გათავისუფლება მოახდინა. როდესაც ბულ-გარეთს პირველად ვესტუმრე, შევნიშნე, რომ დიმიტროვი იუ-გოვს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდა, გვერდი-დან არ იშორებდა და, როგორც ჩანს, ძალზეც ენდობოდა. ზო-გიერთი ნაკლის მიუხედავად, რამდენადაც მას ვიცნობდი, დი-მიტროვის სიკვდილის შემდეგ ბულგარელ ხელმძღვანელებსშორის იუგოვი პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ყველაზეუფრო გაწაფული, საკუთარ შეხედულებებში დარწმუნებული,გაბედული და კარგი საორგანიზაციო ნიჭის მქონე მოღვაწეიყო. მას არაერთხელ შევხვდი ბულგარეთში, მოსკოვსა და ალ-ბანეთში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი გამართა, და ჩემ-თან მიმართებაში ყოველთვის ღია, თავაზიანი და სასიამოვნომოსაუბრე იყო.

იუგოვმა კარგად იცოდა ბულგარეთის მდგომარეობა პოლი-ტიკურ, ეკონომიკურ და საორგანიზაციო ასპექტებში, თანაც,ჩემი აზრით, იცოდა იგი არა მოხსენებების, არამედ კონტაქტე-ბიდან. იგი ქვეყნაში ბევრს დადიოდა და მასოვიკი იყო. მას არამარტო საორგანიზაციო ნიჭი ჰქონდა, არამედ გადაწყვეტილე-ბების მიღება და მათი დაცვაც შეეძლო. სხვა სიტყვებით, იუგო-ვი არ იყო შემგუებელი ხელმძღვანელი, ანუ ისეთი, ვისაც პირ-ზე გამუდმებით „დიახ, დიახ, გისმენთ!“ აკერია.

როდესაც ჩერვენკოვი პარტიის გენერალური მდივნის თა-ნამდებობიდან მოხსნეს, ეს თანამდებოდა ჟივკომ14 დაიკავა, მა-

14. ტოდორ ჟივკოვის გვარის ირონიულად შემოკლება.

203

Page 204: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

შინ როცა იუგოვი უწინდელ თანამდებობაზე — პრემიერ-მი-ნისტრის მოადგილედ — დარჩა. გაიძვერა ხრუშჩოვმა მას ტო-დორი ამჯობინა, ვინაიდან ეს უკანასკნელი უფრო აწყობდა.ხრუშჩოვს არ შეეძლო იუგოვის ტარება საკუთარ ჭკუაზე. მოე-წონა თუ არა იუგოვს ხრუშჩოვის მსგავსი გადაწყვეტილება?სავარაუდოდ არა, რასაც გამოხატავდა კიდეც. ყოველთვის,როდესაც მასთან ერთად ვიყავი, თვალშისაცემი იყო, რომ იუ-გოვი ჟივკოვს ანგარიშს საერთოდ არ უწევდა.

ერთ მშვენიერ დილას, ჩერვენკოვის მსგავსად, იუგოვისლიკვიდირებაც ხმაურისა და მითქმა-მოთქმის გარეშე მოახდი-ნეს. მისი ჩამოშორების მიზეზები ვერ გავიგეთ, თუმცა შეგვიძ-ლია ვივარაუდოთ. როგორც ჩანს, იგი ჟივკოვის, ანუ ხრუშჩო-ვის, წინააღმდეგი იყო. ერთი სიტყვით, იგი ხრუშჩოვის საბჭო-თა კავშირის მიერ ბულგარეთის კოლონიზაციის, ბულგარეთისთავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაკარგვის წინააღმდეგიუნდა ყოფილიყო. იუგოვი, სავარაუდოდ, არ ყოფილა და არცგახდა ჟივკოვისნაირი მარიონეტი ხრუშჩოველების ხელში.

დადებით თვისებებთან ერთად, რომლებიც იუგოვს, რო-გორც ხელმძღვანელსა და პიროვნებას, გააჩნდა, მას ნაკლოვა-ნებებიც ჰქონდა. მისი ძირითადი ნაკლი იყო ქედმაღლობა, რო-მელიც იმ ტრაბახსა და გამონათქვამებში ვლინდებოდა, რომ-ლებსაც საკუთარი თავისა და საკუთარი მუშაობის წარმოსაჩე-ნად იყენებდა. მასთან ერთად ბულგარეთი შემოვიარე, იგი მახ-ლდა ქალაქებში, ველებზე, სასოფლო-სამეურნო კოოპერატი-ვებში, ისტორიულ ადგილებში, ფაბრიკებში, მხატვრულ წარ-მოდგენებზე და ა.შ. ამ ქვეყნის სილამაზე აღმაფრთოვანებდა,კმაყოფილი ვიყავი ბულგარეთი ხალხისა და ბულგარელი კო-

204

Page 205: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

მუნისტების სიყვარულით ჩვენი ხალხისა და ჩვენი პარტიის მი-მართ. იუგოვთან ერთად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნო დამრავლისმომცემი იყო.

თუმცა იგი ყოველთვის ამჟღავნებდა თვითქების ტენდენცი-ას. ავტომობილით სოფლებში დავდიოდით და იუგოვი ყოველ-თვის მეუბნებოდა არა მარტო თითოეული კოოპერატივის სა-ხელს, არამედ მიწის, ძროხების, ცხენებისა და თხების სულადო-ბასაც კი, რომლებიც მათ გააჩნდათ, რომ აღარაფერი ვთქვათვენახზე, ყურძნის ჯიშებსა და მსხმოიარე ხეების რაოდენობაზე.და ყველაფერ ამას — სტატისტიკის შესაბამისად! კი, მაგრამზოგჯერ ხომ თავად სტატისტიკოსებიც ცდებიან! ის კი, იუგო-ვი, „სიტყვისთვის შორს არასდროს მიდიოდა“, თითქოს მეუბნე-ბოდა: „ყველაფრის საქმის ყურში ვარო“.

როდესაც სახალხო წარმოდგენებს გვიწყობდნენ, წამოხტე-ბოდა ხოლმე ფეხზე, ცეკვავდა და მღეროდა. ძალიან მხიარულიადამიანი იყო.

და მაინც, იგი კეთილი ადამიანი იყო და მასზე მხოლოდკარგი შთაბეჭდილება შემოვინახე. ვფიქრობ, იგი არ გადაგვა-რებულა პოლიტიკურად და იდეოლოგიურად.

მისი მოშორებით ხრუშჩოვმა ბულგარეთის, უფრო სწორადკი, საბჭოთა ბულგარეთის, „მბრძანებლად“ ტოდორ ჟივკოვიმონათლა. რამდენადაც დიმიტროვმა ბულგარეთის კომუნისტუ-რი პარტიის პრესტიჟი ზემოთ ასწია, იმდენადვე დასცა ესპრესტიჟი ტოდორ ჟივკოვმა. ეს უღიმღამო ადამიანი ხრუშჩო-ვის დახმარებით აღზევდა და მისივე ლაქიად გადაიქცა. როდე-საც დიმიტროვს შევხვდი, ჟივკოვისთვის თვალიც კი არ მომიკ-რავს. მოგვიანებით, ჩერვენკოვის დროს, მას სულ ორჯერ შევ-

205

Page 206: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ხვდი. ერთხელ მან ჩემთვის ბულგარეთის სოფლის მეურნეობისახსნა სცადა, მეორეჯერ კი სოფიიდან ცოტა მოშორებით მდე-ბარე მარწყვის პლანტაცია დამათვალიერებინა.

როდესაც სოფლის მეურნეობაზე მელაპარაკებოდა, ჩანდა,რომ ჟივკოვის თავის მაგივრად მისი პატარა რვეული ლაპარა-კობდა. იგი იუგოვის სრული ანტიპოდი იყო. ანბანიან წიგნშიციფრები შეჰქონდა ყველაფრის შესახებ — ქვეყნის მოსახლეო-ბიდან დაწყებული და ბარში გაშენებული თამბაქოთი დამთავ-რებული. მისი თანმხლები სხვა ამხანაგი ზოგადად ბულგარე-თის ეკონომიკაზე გაცილებით უკეთ, მრეწველობაზე კი — გან-საკუთრებით კარგად გვესაუბრებოდა. ჟივკოვი სრულიადაცგადამავიწყდა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ჩერვენკოვი მოხ-სნეს, იგი პირველი მდივნის (!) თანამდებობაზე დანიშნეს. გაგ-ვიკვირდა, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერი იყო. იგი ამ თანამ-დებობაზეც გავიცანი! მასში არაფერი შეცვლილა, ერთის გარ-და; უწინდელი სახის შესაცვლელად ცოტა სხვა გამომეტყველე-ბა ჰქონდა მიღებული; აღარ იღებდა ჯიბიდან პატარა წინგებს,ტუჩებს ხშირად წელავდა ღიმილად, კეპს ატარებდა და „ხალ-ხოსნურად“ ლაპარაკობდა.

მასთან ამის შემდეგაც არასდროს მქონია თუნდაც ერთი სე-რიოზული საუბარი. არაერთხელ გვისადილია ბულგარეთისბევრ ხელმძღვანელ ამხანაგთან ერთად, ჟივკოვს მეფე ბორისისერთი სასახლიდან მეორეში გადავყავდით, სოფიაში მდებარესასახლიდან ვარნაში მდებარე ექსინოგრადის სასახლეში, თუმ-ცა სერიოზულს არაფერს ამბობდა, გარდა რაიმე უშინაარსოლაპარაკისა დროის გასაყვანად.

206

Page 207: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

ჟივკოვი მეტამორფოზებს ხრუშჩოვის მხრიდან მისი აღ-ზრდის შესაბამისად განიცდიდა. ჟივკოვის ლაიტმოტივად იქცა:„მარად საბჭოთა კავშირთან ერთად!“. ხრუშჩოვმა მისი მთლია-ნად დამორჩილება მოახერხა. ჟივკოვის დამსახურებაა ის, რომ„შეთითხნა“ და წამოაყენა იდეა „საკუთარი საათების ხრუშჩო-ვის საათთან გასწორების“ შესახებ. ჟივკოვმა გადაიღო ხრუშ-ჩოვის ტაქტიკური ილეთები კომუნისტური და მუშათა პარტიე-ბის მიმართ: დღეს ტიტოს წინააღმდეგ ლაპარაკობდა, ხვალ —მის სასარგებლოდ, დღეს იუგოსლავებთან ერთად ბაზრობებისგასამართავად საზღვრებს აღებდა, ხვალ — კეტავდა, დღეს მა-კედონიას უკეთებდა რეკლამას, ხვალ კი მას დუმილით უვლი-და გვერდს. ხრუშჩოვის გზითა და „რჩევებით“ სიარულისასჟივკოვი „მოღვაწედ“ იქცა და ხრუშჩოვის რევიზიონისტებმამისი „პიროვნების“ აღზევების მეშვეობით მთელი ბულგარეთიხელში ჩაიგდეს. ამ ქვეყანას, მის ყველა სფეროსა და ცხოვრე-ბას საბჭოთა ადამიანები ხელმძღვანელობენ. ფორმალურადარსებობენ ბულგარეთის მთავრობა, ბულგარეთის პარტია დაბულგარეთის ადმინისტრაცია, თუმცა ფაქტობრივად ყველა-ფერს საბჭოელები მართავენ. ხრუშჩოველებმა ბულგარეთი სა-ხიფათო არსენალად აქციეს. ბულგარეთი რუსი სოციალ-იმერი-ალისტების პლაცდარმად გადაიქცა ჩვენი ქვეყნისა და ბალკა-ნეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს ჟივკოვისა და მისი ჯგუ-ფის ნახელავია, რომლებიც ბულგარეთის საჭმელს ჭამენ დასაბჭოთა სოციალ-იმპერიალიზმს ემსახურებიან.

როგორც ისტორიული ფაქტები გვიჩვენებს, დეჟი და მისიდამქაშებიც ხრუშჩოვის სატელიტები იყვნენ და ასეთებადვედარჩნენ. საითაც ქარი დაუქროლებდა, იქეთ იხრებოდნენ. ტი-

207

Page 208: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ტოსა და ხრუშჩოვის მჭიდრო მეგობრობას ზოგჯერ წაჩხუბე-ბაც ახლდა, რაც გამოწვეული იყო უნგრეთის, პოლონეთის სა-კითხებით და ა.შ., ესე იგი, წაჩხუბება და შერიგება, რომელსაცმეგობრების ხვევნა-კოცნა მოსდევდა ხოლმე. დეჟმა კი ყოველ-გვარი პოლიტიკური ღირსება დაკარგა, საბოლოოდ დაეშვახრუშჩოვის ანტიმარქსისტულ მუხანათურ ჭაობამდე და ესუკანაკნელიც მას ყოველთვის საკუთარ დაკრულზე აცეკვებდა.

ქვემოთ იმაზე შევჩერდები, რაც 1960 წელს ბუქარესტსა დამოსკოვში მოხდა, აქ კი მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ დეჟმა ამმოვლენებში კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა საკუთარი თავი,როგორც ადამიანმა, რომლისთვისაც ჩირადაც არ ღირდა ნე-ბისმიერი ფაქტის ამოწევა ან მიჩქმალვა. არსებობს ზოგიერთისაკვანძო მომენტი ადამიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში,რომლებიც — მთლიანობაში აღებული — მის პორტრეტს ხა-ტავენ. აი, დეჟის პორტრეტიც: 1948 და 1949 წლებში თავგამო-დებულ ანტირევიზიონისტად და ანტიტიტოელად გამოდიოდა;1954 წლის შემდეგ — მგზნებარე და თავგამოდებულ პრორევი-ზიონისტად და პროტიტოელად; 1960 წელს — წმინდა წყლისპრო-ხრუშჩოველად; მოგვიანებით კი აშკარა გახდა, რომ ესდროშაც გვერდზე მოისროლა, რათა ერთდროულად ორი-სამიალამი ეფრიალებინა. მოკლედ რომ ვთქვათ, კონიუნქტურულიპირუეტების შემსრულებელი პოლიტიკანი იყო, რომელიც ატა-რებდა ხაზს სახელწოდებით „იქეთაც და აქეთაც“, ტიტოსთანერთადაც, ხრუშჩოვთან ერთადაც, მაო ძუდენთან ერთადაც, მი-სი მემკვიდრეები კი — ამერიკულ იმპერიალიხმთან ერთადაც.ის და მისი მემკვიდრეები ნებისმიერს დაუდგებოდნენ გვერ-დზე, გარდა თანმიმდევრული მარქსიზმ-ლენინიზმისა.

208

Page 209: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

მოწმენი გავხდით როგორც დეჟსა და ხრუშჩოვს შორის მე-გობრობის აყვავების, ასევე ამ მეგობრობაში ბზარის გაჩენისა.

ხრუშჩოვი თვლიდა, რომ დეჟი მისი ჟილეტის ჯიბეში იჯდასპილოს ძვლისაგან დამზადებული ჯაყვასავით, რომელსაცამოიღებდა ხოლმე და თათბირებზე ათამაშებდა. იგი დეჟის გა-მოყენებას საკუთარი ჯაყვის გამოყენებასავით ფიქრობდა.1960 წლის შემდეგ ხრუშჩოვმა სიტუაცია შესაფერისად ჩათვა-ლა და ანექსიონისტური გეგმა წამოაყენა — ბუქარესტის ოლ-ქიდან საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა უკრაინის საზღვრებამ-დე მდებარე ადგილის ეკონომიკური შემოერთების გეგმა „სა-სოფლო-სამეურნეო კომპლექსის“ სახით. მსგავსი იდეა მეტადბრიყვული იყო. უწინ უამრავ სატყუარაზე წამოგებულმა დეჟმაამჯერად ხელები გაასავსავა.

და მხოლოდ მაშინ, როცა ხრუშჩოვმა რუმინეთს მაზოლზედააბიჯა, დეჟიმ ჩვენს წინააღმდეგ ღია გამოხდომები შეწყვი-ტა. თუმცა დეჟს არც მანამდე და არც ამის შემდეგ არ მოუკრე-ფია იოტისოდენა მოქალაქეობრივი ან, უფრო მეტიც, მარქსის-ტულ-ლენინური გამბედაობა, რათა ჩვენი პარტიისა და ჩვენზეშეთხზული ჭორების გამო თუნდაც მცირეოდენი თვითკრიტი-კით გამოსულიყო. ამ რევიზიონისტმა, რომელიც ტიტოს ხელზეემთხვია, პატიებაც კი არ გვთხოვა.

ამბობდნენ, რომ დეჟი კიბოსაგან გარდაიცვალა. რუმინელხალხთან მეგობრობის აღსანიშნავად მის დაკრძალვაზე დელე-გაცია გავგზავნეთ. იქ ჩაუშესკუმ, რომელმაც დეჟი შეცვალა,ჩვენს დელეგაციას მხოლოდ ხელი ჩამოართვა. ამაზე ჩვენც ანა-ლოგიურად ვუპასუხეთ ამ ახალგამომცხვარ რევიზიონისტს,რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე უცვლელ

209

Page 210: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დევიზად გადაიქცია გარიგებების პოლიტიკა ყველა რევიზიო-ნისტულ და იმპერიალისტურ ლიდერთან: ბრეჟნევთან, ტიტოს-თან, ნიქსონთან, მთელ მსოფლიო რეაქციასთან.

ამ კაცმა, რომელიც დეჟის პატარა ყმა იყო, ხელისუფლებაჩაიგდო ხელში, დეჟი საფუძვლიანად ამხილა და საკუთარი პო-ზიციების განმტკიცების შემდეგ ცდილობს, რომ გახდეს „მსოფ-ლიო“ მნიშვნელობის, ტიტოს მსგავსად, და ამ უკანასკნელისადგილიც კი დაიკავოს ვითომდა საბჭოელების ფარული ზეწო-ლის მიმართ გაწეული წინააღმდეგობის გამო.

რუმინელებსა და საბჭოელებს შორის გაჩენილი წინააღმდე-გობების შემდეგაც მათ შორის სახელმწიფო ურთიერთობებიუწინდებურ მდგომარეობაში დარჩა — ცივ, უხეშ და უკბილოურთიერთობებად. პარტიული ურთიერთობები რუმინეთისპარტიასთან არც გვქონია და არც მომავალში გვექნება, სანამყველას გასაგონად არ აღიარებს ჩვენი პარტიის მიმართ დაშვე-ბულ შეცდომებს.

ჩვენ, რასაკვირველია, ძალზე ვწუხვართ იმის გამო, რომრუმინეთი კაპიტალისტური ქვეყანა გახდა, იუგოსლავიის, საბ-ჭოთა კავშირისა და სხვების მსგავსად; მისი სოციალისტურობამხოლოდ ლიტონი სიტყვებია.

ეს დეჟები, ჟივკოვები, ჩაუშესკუები და მისთანები, რომლე-ბიც ხრუშჩოვმა და ხრუშჩოველებმა გამოიყენეს და ახლაც იყენე-ბენ თავიანთი მიზნებისთვის, რევიზიონიზმის ნაშიერები არიან.

მარქსისტულ-ლენინური ნდობა და მარქსისტულ-ლენინურიმეგობრობა საბჭოთა ხრუშჩოველებმა დიადი „სოციალისტური“სახელმწიფოს ბატონობით შეცვალეს „სოციალისტური ოჯა-ხის“, „სოციალისტური თანამეგობრობის“ შექმნის მიზნით, სა-

210

Page 211: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

დაც ახლა კანონებს ბრეჟნევისა და საბჭოთა მარშლების რკი-ნის ხელი წერს, რომლებიც ნებისმიერ „ურჩ შვილს“ თავში ვარ-შავის ხელშეკრულების კომბალს ურახუნებენ.

ხრუშჩოვი და მისი დამქაშები ვერანაირ კრიტიკასა და ვე-რანაირ შენიშვნას ვერ იტანდნენ, გამოდიოდნენ ნებისმიერიურთიერთკონტროლისა და დისციპლინის წინააღმდეგ, როგო-რი ფორმალურებიც არ უნდა ყოფილივყნენ ეს უკანასკნელნი.თათბირები, განცხადებები, ერთობლივი გადაწყვეტილებებიმათთვის ფორმალური და არარსებული იყო, თუკი ისინი მათგეგმებს ხელს უშლიდნენ.

რატომ გააუქმეს და, მით უმეტეს, სახელი შეულახეს ინ-ფორმბიუროს? იმიტომ, რომ ინფორმბიურომ ამხილა ტიტო, დარომ მას თვლიდნენ სტალინის შექმნილად, რომელიც კაპიტა-ლისტების თვალში „ცუდი სახელით“ სარგებლობდა. გასაგებია,რომ აქ ლაპარაკი არ იყო ორგანიზაციულ ფორმებზე, რამეთუ,ბოლოს და ბოლოს, რა დიდი იყო განსხვავება ფორმის მხრივხრუშჩოვის მიერ შემოთავაზებულ „კონტაქტების ბიუროს“(რომელიც არც არასდროს შექმნილა) და ინფორმბიუროს შო-რის? მათი მიზანი ის იყო, რომ ტიტოს რეაბილიტაციით იმპე-რიალიზმი ესიამოვნებინათ.

თუმცა მოგვიანებით სოციალისტური ბანაკის პარტიებისსათათბირომ გვერდზე მოისროლა ამ „ბიუროს“ თაობაზე არსე-ბული წინადადება ნაწილობრივ იმის გამო, რომ ხრუშჩოველებ-მა გადაიფიქრეს, ნაწილობრივ კი პოლონეთის მიერ გაწეულიწანააღმდეგობის შემდეგად. ისინი (ოხაბი და ცირანკევიჩი)მსგავსი იდეის წინააღმდეგ საკმაოდ აქტიურად გამოვიდნენ.

211

Page 212: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თანაც ერთობლივი ორგანოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილე-ბის მიღების შემდეგაც კი თქვეს:

— კეთილი, იყოს ყოველი შემთხვევისთვის, ვინაიდან, რო-გორც ჩანს, ჩვენთვის იგი საჭიროაო.

მახსოვს ის ენთუზიაზმი, რომლითაც ამ უნაყოფო შეხვედ-რაზე ტოლიატიმ ხრუშჩოვის იდეა მიიღო და მაშინვე განავი-თარა: მან დაიჟინა ორი „კონტაქტების ბიუროს“ შექმნა: ერთის— სოციალისტური ქვეყნების პარტიებისთვის, მეორესი — კა-პიტალისტური ქვეყნების პარტიებისთვის! „პოლიცენტრიზმის“მომავალმა მამამ ეს იდეა „გააღრმავა“ და წინადადება შემოი-ტანა, რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირის კომუნისტურპარტიას აღარ უნდა მიეღო მონაწილეობა მეორე ბიუროში,„თუმცა, — შეალამაზა ტოლიატიმ თავისი წინადადება, — იგიჩვენი ხელმძღვანელი იქნებაო“.

იტალიის რევიზიონისტული პარტია საერთაშორისო კომუ-ნისტური მოძრაობის, კომუნისტური და მუშათა პარტიებისადა სოციალისტური ბანაკის ქვეყნების წინააღმდეგ მიმართუ-ლი მტრული საქმიანობის ავანგარდში იდგა.

იტალიელ და ფრანგ „კომუნისტებს“ დიდი ილუზიები გააჩ-ნდათ ბურჟუაზიული დემოკრატიისა და საპარლამენტო გზისმიმართ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიისა და საფრან-გეთის კომპარტიები თავდაპირველი ბურჟუაზიული მთავრო-ბების შემადგენლობაში შედიოდნენ. ეს ბურჟუაზიის ტაქტიკა-საც შეადგენდა, რომლის მიზანიც გაფიცვებისა და ქაოსის თა-ვიდან აცილება და ეკონომიკის აღდგენა იყო, განსაკუთრებითკი, საკუთარი ეკონომიკური და სამხედრო პოზიციების გან-მტკიცება და პოლიციური ზომების გაძლიერება. კომუნისტების

212

Page 213: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

მსგავსი სახით მონაწილეობა ბურჟუაზიულ მთავრობებში ნე-ლი ცეცხლის ტოლფასი იყო. ბურჟუაზიამ კომუნისტები ხელი-სუფლებიდან გამოაძევა, განაიარაღა და ოპოზიციაში გადას-ვლა აიძულა, შემოიღო ისეთი საარჩევნო კანონები, რომლისდროსაც, მიუხედავად კომუნისტების მიერ აღებული ხმებისსიმრავლისა, მათი დეპუტატების რაოდენობა პარლამენტში მი-ნიმუმამდე იყო დაყვანილი.

ტიტო და ტოლიატი, როგორც შემდგომში გაირკვა, იმ პერი-ოდშივე ერთი ცომისგან გამომცხვარი იყვნენ, და სწორედ ამი-ტომ იყო, რომ იტალიის კომპარტია ტიტოს პოზიციებზე გადა-ვიდა, თუმცა არა ერთბაშად და არა ღიად. მტკიცე და ფარულრევიზიონისტ ტოლიატის და ინფორმბიუროში შემავალ იტა-ლიის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობას ტიტოს მხი-ლებამ გული დასწყვიტა. მათ ამ მხილებას მხარი გარკვეულივითარების გამო დაუჭირეს — მათ ვერ გაბედეს ღიად გამოს-ვლა; თუმცა დრომ დაამტკიცა, რომ იტალიელი რევიზიონისტე-ბი ტიტოსთან ხვევნა-კოცნის სურვილით კვდებოდნენ.

ხრუშჩოვის ბელგრადში გამგზავრებამ და ტიტოსთან შერი-გებამ ტილიატის და მის დამქაშებს არა მარტო ბელგრადშიჩასვლისა და ტიტოსთან შერიგების საშუალება მისცა, არამედღიადაც დაიწყეს თავიანთი რევიზიონისტული და ძირგამომ-თხრელი შეხედულებების განვითარება, აგრეთვე, საბჭოთაკავშირის — არა მხოლოდ როგორ სახელმწიფოს, არამედ რო-გორ სისტემის — წინააღმდეგ მოქმედება. ტოლიატიმ და ტო-ლიატელებმა ღიად დაუჭირეს მხარი ტიტოს და ხრუშჩოვისმიე-რი ზიგზაგების ტაქტიკისთვის არ მიუმართავთ. თავისი მხრი-დან ხრუშჩოვი ტოლიატისთან მიმართებაშიც მანევრირებდა,

213

Page 214: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

აქებდა მას და რბილად კიცხავდა, რათა ხელში მტკიცედ ჰყო-ლოდა შებოჭილი.

იტალიის პარტიის ლიდერებმა — ტოლიატიმ და ლონგომთავიანთ დამქაშებთან ერთად — განსაკუთრებული ყურადღე-ბა გამოიჩინეს XX ყრილობის დებულებების, კერძოდ კი, ხრუშ-ჩოვის სტალინზე ცილისწამებების მიმართ. ამ ყრილობიდანცოტა ხანში ტილიატიმ ინტერვიუ მისცა ჟურნალ „ნუოვი ერგო-მენტი“-ს, რომელშიც სოციალისტური სისტემის, პროლეტარია-ტის დიქტატურისა და სტალინის წინააღმდეგ ცილისწამებათაკორიანტელი დააყენა. პარალელურად მან წამოაყენა თავისიიდეა „პოლიცენტრიზმის“ შესახებ, რომელიც საერთაშორისოკომუნისტური მოძრაობის დანაწევრებისა და განხეთქილებისიდეა იყო.

ამასობაში საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვა-ნელები — ტორეზი, დიუკლო და სხვები — სიმართლე რომ ვთქვათ,თავდაპირველად ცუდად შეხვდნენ ხრუშჩოვის „საიდუმლო“მოხსენებას სტალინის წინააღმდეგ და მხარი არ დაუჭირეს. ამმოხსენების დასავლეთის პრესაში გამოქვეყნების შემდეგ საფ-რანგეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ გამოაქვეყნაგანცხადება, რომელშიც დაგმო ეს აქტი და სინანული გამოთქვასტალინის წინააღმდეგ მსგავსი გამოხდომების გამო. ამ პრობ-ლემაზე ლაპარაკისას თავად ტორეზმა პირადად მე მითხრა:„ჩვენს საბჭოთა ამხანაგებს ახსნა-განმარტება ვთხოვეთ და მა-თაც მოგვცეს იგი, თუმცა ვერ დაგვარწმუნეს“. მე კი ვუპასუხეტორეზს: „თქვენ ვერ დარწმუნდით, ჩვენ კი საერთოდ არ ვე-თანხმებით“. ასე რომ ტორეზმა და საფრანგეთის კომუნისტურ-

214

Page 215: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

მა პარტიამ კარგა ხნის წინ იცოდნენ ჩვენი აზრი XX ყრილობისადა სტალინის წინააღმდეგ ხრუშჩოვის ცილისწამების შესახებ.

ფრანგები და იტალიელები ერთმანეთთან ისევე რიგდებოდ-ნენ, როგორც კატა და ძაღლი რიგდებიან ხოლმე. უკვე ვესაუბ-რე ტორეზსა და დიკლოს იმაზე, რომ იტალიის კომუნისტურიპარტიის ხელმძღვანელები მარქსისტულ-ლენინური ხაზის წი-ნააღმდეგ მოქმედებდნენ და ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ტი-ტოს რევიზიონისტებს იცავდნენ. ისინი და, განსაკუთრებით,ფრანგები კარგად გვექცეოდნენ. ჩვენ საკუთარ შეხედულებებ-ზე ვრჩებოდით, ისინი — თავისაზე. განუწყვეტლივ ვაგრძე-ლებდით ტიტოელებზე შეტევას, ტიტოსი, როგორც ჩანს, იმა-თაც არ სჯეროდათ. თანაც იტალიელი ხელმძღვანელების მი-მართ ჩვენც იგივე პოზიციებზე ვიდექით.

განხეთქილების გამომწვევ მოვლენებამდე ჩვენთან სტუმ-რად იყვნენ კომუნიზმის ორი გამოჩენილი ამხანაგი — მარსელკაშენი და გასტონ მონმუსო. მთელი პარტია და ხალხი მათ სი-ხარულითა და სიყვარულით იღებდა. მათთან უაღრესად ღიადა გულთბილი საუბარი მქონდა. მათ ჩვენს ქვეყანაში იმოგზა-ურეს, მასზე დიდი სიმპათიით ლაპარაკობდნენ და ძალზე კარ-გად წერდნენ „იუმანიტეში“ ჩვენი პარტიისა და ჩვენი ხალხისშესახებ. მონმუსომ ჩვენი ქვეყნის შესახებ ძალზე კარგი წიგნიცგამოსცა. ერთ დღეს მასთან ერთად კოცონს მივუსხედით დამომიყვა, თუ როგორ იმოგზაურა კორჩაში და კორჩელ კოოპე-რატივისტებთან ერთად ყურძნის კრეფაში მიიღო მონაწილეო-ბა. საუბრისას ვკითხე „ჟან ბეკოტის“ ავტორს, რომელიც წარ-მოშობით შამპანიდან — სახელგანთქმული ღვინოების სამშობ-ლოდან — იყო:

215

Page 216: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— ამხანაგო მონმუსო, როგორ მოგწონთ ჩვენი ღვინო?მან pince-sans-rire15-ით მიპასუხა:— ძმარივითაა.გადავიხარხარე და ვუთხარი:— მართალი ბრძანდებით, მაგრამ გვითხარით, რა ვუყოთ

ამას.და მონმუსო მთელი საათი გველეპარაკა ღვინოზე, რაც ძა-

ლიან მოგვეხმარა. აღფრთოვანებით ვუსმენდი ბერიკაცს, რო-მელსაც ლოყები უწითლდებოდა და თვალებში ისეთი ფერისცეცხლი უკიაფებდა, რომელიც მისი სამშობლოს — შამპანის —ღვინოს მოგაგონებდათ.

მოსკოვში, 81 პარტიის თათბირზე, გამგზავრებამდე მორისტორეზმა ჩვენთან დასასვენებლად დარჩენა გვთხოვა. იგი დი-დი სიამოვნებით მივიღეთ. მიგვაჩნდა (და არც შევმცდარვართ),რომ იგი საბჭოელების მიერ იყო შეგულიანებული „ჩვენს მო-სათვინიერებლად“.

როდესაც ტორეზი დურესში ისვენებდა, მას ყველა იმ არამ-ზადობის შესახებ მოვუყევი, რაც საბჭოელებმა ჩაიდინეს.

მორისი ყურადღებით მისმენდა. იგი გაკვირვებული დარჩა,იმიტომ რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა. საბჭოელები მასყველაფერს უმალავდნენ. მოვუყევი ბუქატესტის თათბირისადა იმ თათბირზე ჩვენი პოზიციის შესახებ. მან მითხრა, რომ ბუ-ქარესტის თათბირზე მყოფმა მათ დელეგაციამ ინფორმაცია მი-აწოდა ალბანეთის შრომის პარტიის შესახებ და იმის გამო, რომამ პოზიციამ მათზე შთაბეჭდილება მოახდინა, ალბანეთში წა-

15. ფრანგ. — იუმორით. [მთარგმნელის შენიშვნა].

216

Page 217: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

მოსვლის წინ ჩვენთან ერთად ამ საკითხების განხილვაც დაგეგ-მა. ტორეზმა მითხრა, რომ ბუქარესტის თათბირი სასარგებლოგამოდგა, მაგრამ კრინტიც არ დაუძრავს იმაზე, შეესაბამებოდათუ არა იგი საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს. მას არ გაუკრი-ტიკებია ჩვენს მიერ ბუქარესტში დაკავებული პოზიცია და ჩე-მი სიტყვების მოსმენის შემდეგ მითხრა:

— ამხანაგო ენვერ, ის, რაც თქვენს მიმართ ჩაიდინეს, საბ-ჭოთა ხელმძღვანელობასთან ერთად უნდა განიხილოთ.

რაც შეეხება ტიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მორისი ამასმთლიანად ეთანხმებოდა. ჩვენ გამოვემშვიდობეთ მას და იგიოდესაში გემით გაემგზავრა.

81 პარტიის თათბირზე ჩემს გამოსვლამდე მოსკოვში მყოფ-მა მორის ტორეზმა ვახშამზე მიგვიწია. ამჯერად აშკარა იყო,რომ იგი ხრუშჩივის მიერ იყო შეგულიანებული, რათა დავერ-წმუნებინეთ, რომ თათბირზე არაფერი გვეთქვა რევიზიონის-ტულ ღალატზე; თუმცა დაკისრებული მისია ვერ შეასრულა.მის მიერ მოცემული „უკუღმართი“ რჩევები არ მივიღეთ.

მორის ტორეზი გვაკრიტიკებდა თათბირზე, მაგრამ ზომიე-რი გამონათქვამებით, მაშინ როცა ჟანეტ ვერმერში — ტორე-ზის მეუღლე — ჩემი გამოსვლის შემდეგ შემხვდა და მითხრა:

— ამხანაგო ენვერ, რომელ გზას დაადექით? ჩვენ თქვენიარ გვესმის.

— დღეს არ გესმით, თუმცა ხვალ შეიძლება გაიგოთ, — მი-ვუგე მე.

ცნობილია, თუ რა დაემართა საფრანგეთის კომუნისტურპარტიას. იგი მთლიანად რევიზიონისტულ გზას დაადგა. მან

217

Page 218: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უღალატა მარქსიზმ-ლენინიზმს, ნელ-ნელა ატარებდა და ატა-რებს ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის ხაზებს.

ტოლიატის კი ზიგზაგები არ ჰქონდა, ფრანგების მსგავსად,იგი ტიტოსავით ღიად გამოვიდა რევიზიონისტული შეხედულე-ბებით, რომლებიც ლონგოსა და ბერლინგუერს „ანდერძად“ და-უტოვა. იგი საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაში „პოლი-ცენტრიზმის“ მამაა. გასაგებია, რომ „პოლიცენტრიზმი“ ხრუშ-ჩოვს დიდად არ ეპიტნავებოდა, ვინაიდან უნდოდა, რომ „სადი-რიჟორო ჯოხი“ საკუთარ ხელში ჰქონოდა, ისევე როგორც არეპიტნავებათ იგი საბჭოთა კავშირში ამჟამად მყოფ ხრუშჩოვე-ლებს. ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის თათბირებს ტოლიატელებიუპირისპირებდნენ და ახლაც უპირისპირებენ ევროპის, ლათი-ნური ამერიკისა და სხვა კაპიტალისტური ქვეყნების კომუნის-ტური პარტიების „თათბირებს“. ხრუშჩოვის მიმდევარი ფრან-გები არ ემხრობოდნენ ტოლიატის წინადადებებს და მის წინა-აღმდეგ გამოდიოდნენ. თუმცა ამაზე აქ არ ვილაპარაკებ, ვინა-იდან ადრე დავწერე რევიზიონისტების ამ თეორიებისა და ან-ტიმარქსისტული საქმიანობის შესახებ.

იტალიელი რევიზიონისტები არასდროს უყურებდნენ დადე-ბითად არც ალბანეთის სოციალიზმს და არც ალბანეთის შრო-მის პარტიას. გათავისუფლებიდან პირველ წლებში ალბანეთშიზრდილობის გულისთვის ჩამოვიდა მოხუცი ტორაჩინი ერთახალგაზრდა მსახიობ ქალთან ერთად. მან ჩვენთან ორ დღესდაჰყო და ხელცარიელი წავიდა. მოგვიანებით პაიეტაც გვეს-ტუმრა, რომელმაც ასევე ორ დღეს დაჰყო ჩვენთან და მეჰმეტიდა მე ესპანეთის ომისა და წინააღმდეგობის „გარიბალდის“ ორ-დენებით დაგვაჯილდოვა, და ასევე ხელცარიელი წავიდა. იტა-

218

Page 219: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

ლიელი რევიზიონისტები სოციალისტურ ალბანეთზე ასევეთითქმის არაფერს წერდნენ თავის ბეჭდვით ორგანოში „უნი-ტა“. შეიძლება ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არ უნდოდათ ხელი-სუფლების სათავეში მყოფი ნეოფაშისტების გაღიზიანება, რო-მელთა არმიებიც ომში დავამარცხეთ, ან კიდევ იმიტომ, რომმათი ამხანაგი ტიტო ვამხილეთ.

იტალიის კომუნისტური პარტია ძველ ოპორტუნისტულხაზს მიჰყვებოდა, იგი ღია ფრონტი იყო ხმებისთვის. გამუდმე-ბით მიდიოდა გაწევ-გამოწევა ხელმძღვანელობაში თანამდე-ბობების, ხელფასების, დეპუტატად ან სენატორად გასვლისუფლების მოპოვების გამო. ჩვენ გვხვდებოდა და წუწუნს იწ-ყებდა ტოლიატის მიერ მოხსნილი ამ პარტიის რომელიმე ხელ-მძღვანელი, თუმცა ხვალ, თუკი მას რაიმე საკენკს დაუყრიდნენდა სენატორად დანიშნავდნენ, მაშინვე ჩუმდებოდა.

მახსოვს შეხვედრა კარლოვი ვარში ერთ მათგანთან, რომე-ლიც მაშინ ტოლიატის იტალიის კომუნისტური პარტიის ხელ-მძღვანელობის წევრი იყო.

— ტოლიატის შეხედულებების მოწინააღმდეგე ვარ, —მითხრა მან.

— რატომ? — ვკითხე მას.მან ერთი თუ ორი „არგუმენტი“ მოიყვანა და ბოლოს, რო-

გორც იქნა, საქმის არსზეც გადავიდა:— ტოლიატი არ აქვეყნებინებს ბეჭდვით ორგანოს სიტ-

ყვებს, რომლებითაც პარლამენტში გამოვდივარ ხოლმე. ტოლი-ატი და პაიეტა არა მარტო არ ბეჭდავენ იტალიაში, არამედ საბ-ჭოელებსაც აგულიანებენ, რომ მოსკოვშიც არ დაბეჭდონ ისი-ნი. გთხოვთ, ამხანაგო ენვერ, მიშუამდგომლოთ ხრუშჩოვთან.

219

Page 220: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ამან, რასაკვირველია, გამაკვირვა და მაშინვე ვუპასუხე:— როგორ გიშუამდგომლოთ? მაგალითად, შემიძლია, რომ

ხელი შევუწყო მათ გამოქვეყნებას ან გამოუქვეყნებლობას ალ-ბანეთში, მაგრამ არა საბჭოთა კავშირში?! თქვენ საბჭოთა ამ-ხანაგებს უნდა მიმართოთ. ისინი არიან თავიანთ ქვეყანაში ბა-ტონ-ბატრონები და ამასაც გადაწყვიტავენ.

ჩვენ მიერ ხრუშჩოველებთან ურთიერთობის გაწყვეტისშემდეგ მას იტალიის რევიზიონისტულ ხელმძღვანელობასთა-ნაც ჰქონდა „უთანხმოება“. თუმცა ისინი არ ეხებოდნენ პრინცი-პულ საკითხებს, ეს იყო მხოლოდ თანამდებობისა და ფულის-თვის ბრძოლა. თუ ხვალ სენატორი ხდებოდა, მაშინვე წყნარ-დებოდა და ხმას აღარ იღებდა. ასეთები იყვნენ და ასეთებადვედარჩნენ იტალიელი რეკვიზიონისტები — იტალიისა და საერ-თაშორისო ბურჟუაზიის თანამზრახველებად.

მთელმა ამ რევიზიონისტულმა საქმიანობამ ძირი გამოუთ-ხარა და დაანგრია მარქსისტულ-ლენინური თანამშრომლობადა ჰარმონია, რომლითაც საერთაშორისო კომუნისტური მოძ-რაობა გამოირჩეოდა. ხრუშჩოვმა და ხრუშჩოველებმა ფასდაუ-დებელი სამსახური გაუწიეს მსოფლიო ომპერიალიზმს და მისსამსახურში ჩადგნენ. ის, რაც ათწლეულების მანძილზე ვერ გა-ნახორციელა იმპერიალიზმმა და მისმა ლაქიებმა ძირგამომ-თხრელი საქმიანობის შედეგად, ხრუშჩოვმა და ათასი ჯურისხრუშჩოველმა მიაღწია. სტალინზე, საბჭოთა კავშირზე, სოცია-ლიზმსა და კომუნიზმზე ცილისწამებით ისინი კაპიტალისტიცილისმწამებლების ფერხულში ჩადგნენ და საბჭოთა კავშირიდაასუსტეს, რაც კაპიტალისტების ოცნება და მიზანი იყო.

220

Page 221: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

მათ განხეთქილება შეიტანეს იმ მონოლითურ ერთიანობა-ში, რომელსაც კაპიტალისტები ებრძოდნენ, ეჭვქვეშ დააყენესრევოლუცია და მას თავს დაესხნეს, რასაც კაპიტალისტები გა-მუდმებით აკეთებდნენ. მათ დანერგეს შუღლი და სხვადასხვაკომუნისტურ და მუშათა პარტიაში განხეთქილება შეიტანეს,რისთვისაც ხელმძღვანელობაში ისეთი ხროვები შეჰყავდათ,რომლებიც უფრო კარგად მოემსახურებოდნენ ძლიერი მიწის-ძვრით შერყეულ ჰეგემონისტურ ინტერესებს. ამ მტრებმა მარ-ქსიზმ-ლენინიზმს ყველა მიმართულებით შეუტიეს და შეცვა-ლეს იგი რეფორმისტული სოციალ-დემოკრატიული იდეოლო-გიით, რითაც გზა გაუწმინდეს ლიბერალიზმს, ბიუროკრატიზმს,ტექნოკრატიზმს, დეკადენტურ ინტელექტუალიზმს, კაპიტა-ლისტურ შპიონაჟს პარტიაში, ერთი სიტყვით — გადაგვარებას.ის, რისი გაკეთებაც მსოფლიო კაპიტალიზმმა ვერ მოახერხა,მის მაგივრად ხრუშჩოვის ხროვამ ჩაიდინა.

თუმცა ამერიკული იმპერიალიზმი და მსოფლიო კაპიტა-ლიზმი არ თვლიდნენ საკმარისად ამ უზარმაზარ დახმარებას,რომელიც მას ხრუშჩოვმა და ხრუშჩოველებმა გაუწიეს, ამ უდი-დეს დივერსიას, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმისა და სოცია-ლიზმის წინააღმდეგ ჩაიდინეს. სწორედ ამიტომ დაიწყო ფარ-თო შეტევა ბურჟუაზიამ და რეაქციამ რევიზიონისტულ პარტი-ებზე მათი კრიზისის შემდგომი გაღრმავების მიზნით, რათა არამარტო სახელი გაეტეხათ მარქსიზმ-ლენინიზმისა და რევოლუ-ციისთვის, არა მარტო გაეღრმავებინათ განხეთქილება კომუ-ნისტურ და მუშათა პარტიებში და გაეძლიერებინათ მათი ამ-ბოხი მოსკოვის წინააღმდეგ, არამედ მთელი ამ მოქმედებითდაესუსტებინათ, დაეჩოქებინათ და დაემონებინათ საბჭოთა

221

Page 222: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

კავშირი, როგორც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და იდეო-ლოგიურად დიადი სახელმწიფო, იმისდა მიუხედავად, რომხრუშჩოვის იდეოლოგია მარქსიზმი კი არა, ანტიმარქსიზმიიყო. მსოფლიო კაპიტალიზმს, ამერიკული იმპერიალიზმის მე-თაურობით, ბრძოლა მოუწია იმისათვის, რომ არ მიეცათ ხრუშ-ჩოვის ჰეგემონიზმისთვის თავის გადარჩენისა და მის მიერ შექ-მნილი ნანგრევების ირგვლივ კონსოლიდირება.

ამის გამო ამერიკულმა და მსოფლიო იმპერიალიზმმა სოცი-ალისტური ბანაკის ქვეყნებში მუშაობა გააძლიერებს ხრუშჩო-ვის მიერ დაპროექტებული კოლონიალური იმპერიისთვის ძი-რის გამოთხრის მიზნით. ხრუშჩოვის ლოზუნგებით შექმნილიშესაფერისი კლიმატის პირობებში არა მარტო ხრუშჩოვის დამ-ჯერი ლიდერები გამოცოცხლდნენ, მსგავსად ჟივკოვისა, არა-მედ ამერიკელების, ინგლისელების და ფრანგების, დასავლეთ-გერმანელების და ტიტოს მსგავსი აგენტებიც. როგორც თავადრევიზიონიზმის არსიდან გამომდინარე, ასევე იმპერიალიზმისზეწოლისა და ჯაშუშური საქმიანობის შედეგად მრავალ პარ-ტიაში თავი წამოყეს ადამიანებმა, რომლებიც უკმაყოფილონიიყვნენ იმთ, თუ როგორც მიმდინარეობდა „დემოკრატიიზაციი-სა“ და ლიბერალიზაციის პროცესი. სოციალიზმის მტრებს უნ-გრეთში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და რუმინეთში კაპიტა-ლიზმის რესტავრაციისკენ გაჯირითება უნდოდათ, რისთვისაცჩამოიშორეს ის დემაგოგიური გარსი, რომლის შენარჩუნებაცსაბჭოთა ხელმძღვანელებს უნდოდათ. ამ ქვეყნების ბურჟუაზი-ის ტრადიციულმა კავშირებმა დასავლეთთან და პროლეტარია-ტის დიქტატურის მხრიდან მუდმივი შიშისგან გათავისუფლე-ბისკენ სწრაფვამ (მიუხედავად იმისა, რომ ხრუშჩოველებს უკვე

222

Page 223: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

7. იმპერიის დაპროექტება

ძირი ჰქონდათ მისთვის გამოთხრილი) ეს მტრები ვაშინგტო-ნისკენ, ბონისკენ, ლონდონისკენ და პარიზისკენ შეატრიალა.

ხრუშჩოვი თავისივე მიერ გამოშვებული ეშმაკების თასშიუკან ჩარეკვას იმედოვნებდა. არადა თასიდან ამოსვლის შემ-დეგ მათ თვითნებურად მოინდომეს იმ მინდვრებზე ძოვა, რომ-ლებიც ხრუშჩოველებს თავიანთ საკუთრებად მიაჩნდათ, და„ეშმაკებმაც“ შეწყვიტეს ხრუშჩოვის „ჯადოსნურ სალამურზე“ცეკვა. უკანასკნელს მათი მოთვინიერება ტანკებითღა დარჩე-ნოდა.

223

Page 224: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

ჩვენი ურთიერთობა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან 1956 წლამდე. ჩინეთი-დან, კორეიდან და მონღოლეთიდან მიღებული მიწვევები.საკვირველი შემთხვევა კორეაში: პოლიტბიუროს ორი წევ-რის გაქცევა… ჩინეთში! პანამარიოვი ლტოლვილებს იფა-რებს. მიქოიანი და პენ დე-ჰუაი კიმ ირ სენის სიმებს „აწყო-ბენ“. შეხვედრა მაო ძედუნთან: „არც იუგოსლავები ცდე-ბოდნენ და არც თქვენ“, „სტალინი შეცდომებს უშვებდა“,„საჭიროა შეცდომების დაშვება“. ლი ლი-სანი ჩინეთის კო-მუნისტური პარტიის VIII ყრილობაზე: „მოგიწოდებთ რომდამეხმაროთ, მე ხომ კიდევ შეიძლება შევცდე“. იმდგაცრუ-ება და შეშფოთება ჩინეთის კომუნისტური პარტიის VIIIყრილობის გამო. შეხვედრები პეკინში დეჟთან, იუგოვთან,ჭოუ ენლაისთან და სხვებთან. ბოდნერაში ტიტოსთან ჩვენსშესარიგებლად შუამავლობს.

ჩვენსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის არსებულ ურ-თიერთობებს 1949-დან 1956 წლამდე და შემდეგაც, რამდენიმეწლის განმავლობაში, ყველაზე უფრო ესადაგება ტერმინი„ნორმალური“, მეტ-ნაკლებად იმ გაგებით, რომლითაც იგი დიპ-ლომატიურ ენაზე იხმარება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ჩვენიმხრიდან, ჯერ კიდევ ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძო-ლის პერიოდში და, განსაკუთრებით, ჩვენი სამშობლოს გათავი-სუფლების შემდეგ, სიმპათიით ვადევნებდით თვალს მოძმე ჩი-

224

Page 225: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

ნელი ხალხის სამართლიან ბრძოლას იაპონელი ფაშისტი აგრე-სორების, ჩანკაიშის რეაქციისა და ამერიკელების ჩარევის წი-ნააღმდეგ და ამ ბრძოლას მთელი ძალით ვუჭერდით მხარს.განსაკუთრებით გვახარებდა ის ფაქტი, რომ ამ ბრძოლას სათა-ვეში, როგორც ამბობდნენ, კომუნისტური პარტია ედგა, რომე-ლიც აღიარებული იყო კომინტერნის მიერ და საბჭოთა კავში-რის კომუნისტური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა., ამუკანასკნელს კი იმ პერიოდში სტალინი ხელმძღვანელობდა.

ჩვენთვის ისიც იყო ცნობილი, რომ ჩინეთის კომუნისტურიპარტიის სათავეში მაო ძედუნი იდგა, რომლის შესახებაც, ისე-ვე როგორც თავად ჩინეთის კომუნისტური პარტიის შესახებ,მხოლოდ ის ვიცოდით, რაც ჩვენთვის საბჭოთა ამხანაგებსჰქონდათ ნათქვამი. ამ პერიოდშიც და 1949 წლის შემდეგაცმაო ძედუნის გამოსვლებიდან ან ნამუშევრებიდან წაკითხულიარაფერი გვქონდა, მასზე კი ამბობდნენ, რომ ფილოსოფოსიიყო და მრავალი ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი. 1949 წლის 1ოქტომბრის გამარჯვებას სიხარულითა და მთელი გულით მი-ვესალმეთ, თანაც ჩინეთის ახალი სახელმწიფო ერთ-ერთმაპირველებმა ვაღიარეთ და მასთან ძმური ურთიერთობები და-ვამყარეთ. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ უფრო მეტი შე-საძლებლობა და საშუალება გაჩნდა ჩვენს ორ ქვეყანას შორისარსებული კავშირების გასაღრმავებლად, ეს უკანასკნელებიმაინც მეგობრულ, კულტურულ და სავაჭრო მიმოცვლის დონე-ზე რჩებოდა, რომელიმე მეორეხარისხოვანი დელეგაციის გაგ-ზავნით ან ურთიერთმხარდაჭერით იფარგლებოდა, მდგომარე-ობისგან დამოკიდებულებით, რასაც ემატებოდა საჯარო გა-

225

Page 226: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მოსვლები და განცხადებები, დღესასწულებსა და იუბილეებზედეპეშების დაგზავნა, მეტი არაფერი.

მთელი ძალით ვაგრძელებდით ჩინელი ხალხისა და მისიხელმძღვანელობის ძალისხმევის მხარდაჭერას ქვეყნის სოცია-ლისტური მშენებლობის საქმეში, თუმცა კონკრეტულად არა-ფერი ვიცოდით იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესიდა რა მასშტაბი ჰქონდა მას. ამბობდნენ, რომ მაო „საინტერე-სო“ კურსს ატარებდა ჩინეთში სოციალიზმის ასაშენებლად ად-გილობრივ ბურჟუაზიასთან და სხვა პარტიებთან ერთად, რომ-ლებსაც თავად ისინი „დემოკრატიულ“ პარტიებს, „მრეწველთა“პარტიებს და ა.შ. უწოდებდნენ, და რომ იქ კომუნისტური პარ-ტია უშვებდა და მხარს უჭერდა ერთობლივ კერძო-სახელმწი-ფო საწარმოებს, რომ იქ მხარს უჭერდნენ და ასაჩუქრებდნენმდიდართა კლასიდან გამოსულ ელემენტებს, თანაც ამ უკანას-კნელებს საწარმოების, პროვინციებისა და ა.შ. ხელმძღვანელთანამდებობებზეც კი ნიშნავდნენ. ეს ყველაფერი ჩვენთვისსრულიად გაუგებარი იყო და, მიუხედავად ამაზე ბევრი ფიქრი-სა, ვერავითარ არგუმენტს ვერ ვპოულებდით იმისათვის, რომეს ყველაფერი მარქსიზმ-ლენინიზმთან თავსებადად ჩაგვეთვა-ლა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობდით ჩვენ, ჩინეთი უდიდესიქვეყანაა, მრავალასმილიონიანი მოსახლეობით, ეს-ესაა გამოვი-და ბნელი ბატონყმურ-ბურჟუაზიული წარსულიდან, უამრავისაზრუნავი და დაბრკოლება გააჩნია და დროთა განმავლობაშიარსებულ ხარვეზებს სწორი, მარქსისტულ-ლენინური გზით აღ-მოფხვრავდნენ.

დაახლოებით ეს ვიცოდით ჩინეთის კომუნისტურ პარტიასადა ჩინეთის სახელმწიფოზე 1956 წლამდე, როდესაც ჩვენი პარ-

226

Page 227: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

ტიის ცენტრალურ კომიტეტში მაო ძედუნისაგან მიწვევა მივი-ღეთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის VIII ყრილობის მუშაობა-ში მონაწილეობის მისაღებად პარტიული დელეგაციის გაგზავ-ნის თაობაზე. მიწვევა სიამოვნებით და სიხარულით მივიღეთ,რამეთუ შემთხვევა გვეძლეოდა, უშუალოდ და ახლოს გაგვეც-ნო ეს მოძმე პარტია და ეს მოძმე სოციალისტური ქვეყანა. იმა-ვე პერიოდში მიწვევები მოგვდიოდა მონღოლეთის სახალხორესპუბლიკიდან და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბ-ლიკიდან, რათა ამ ქვეყნებში პარტიულ-სამთავრობო დელეგა-ციები მეგობრული ვიზიტით გაგვეგზავნა.

მეგობრების მიწვევა პოლიტბიუროში განვიხილეთ და გა-დავწყვიტეთ, რომ უმაღლესი დონის ჩვენს დელეგაციას ესარ-გებლა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტე-ტის VIII ყრილობაზე ჩასვლის შემთხვევით და გზად მონღო-ლეთსა და კორეაშიც ჩასულიყო.

პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, დელეგაცის შემადგენ-ლობაში შევდიოდით მე, ამხანაგები მეჰმეტ შეჰუ და რამიზალია და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ბახარ შტიუ-ლა. მონღოლეთსა და კორეაში დელეგაციისთვის უნდა ეხელ-მძღვანელა მეჰმეტ შეჰუს, რამეთუ დელეგაცია სამთავრობოიყო, ჩინეთში კი პარტიული დელეგაციისთვის მე უნდა მეხელ-მძღვანელა.

ყველაფერი მოვამზადეთ და 1956 წლის აგვისტოს ბოლოს-თვის გავემგზავრეთ.

ეს იყო დრო, როცა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარ-ტიის XX ყრილობის მიერ შეგულიანებული თანამედროვე რევი-ზიონიზმი არა მარტო საბჭოთა კავშირში და სხვა სახალხო-დე-

227

Page 228: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მოკრატიულ ქვეყნებშიც გავრცელდა, არამედ უკვე აღარც მა-ლავდა თავის შემადგენელ უწმინდურობას, განხეთქილებას,შუღლს, შეთქმულებებს, კონტრრევოლუციას. პოლონეთში მო-თუხთუხე ქვაბი უკვე ისროდა მზა პროდუქციად ავადხსენე-ბულ გომულკას, უნგრეთში შავი რეაქცია წარმოუდგენლად გა-აქტიურდა და კონტრრევოლუციას გამალებული ამზადებდა.ტიტო იმ დღეებში ყირიმში „დასასვენებლად“ იყო მიწვეულიდა ხრუშჩოვთან, რანკოვიჩთან და სხვებთან ერთად გერეს გე-შავდა. აშკარა იყო, რომ სხვადასხვა ქვეყნის რევიზიონისტებისაძაგელ შეჯიბრებაში ჩაერთნენ: ვინ დაასწრებდა ხრუშჩოვიზ-მის პრაქტიკულად განხორციელებას. ევროპაში, ჩვენი პარტიი-სა და ჩვენი ქვეყნის გარდა, რევიზიონისტულმა მიწისძვრამყველაფერი საფუძვლიანად შეარყია.

მონღოლეთში 3-4 დღე თითქმის შეუმჩნევლად გავატარეთ.რამდენიმე საათს ვუნდებოდით რომელიმე დასახლებულ პუნ-ქტამდე მისღწევად და ყველგან ერთი და იგივე პეიზაჟიგვხვდებოდა: ვრცელი, შიშველი, მონოტონური, მოსაწყენი. ცე-დენბალი, რომელიც ჩვენს გვერდით დაფუსფუსებდა რეზინისბურთის მსგავსი მოძრავი და მრგვალი სახით, წამდაუწუმ ერთთემას ატრიალებდა — მეცხოველეობას. ამდენი და ამდენი მი-ლიონი ცხვარი, ამდენი ფაშატი, ამდენი ცხენი, ამდენი აქლემი— ეს იყო ერთადერთი სიმდიდრე, ერთადერთი დარგი, რომელ-საც ეს სოციალისტური ქვეყანა ეყრდნობოდა. დავლიეთ ფაშა-ტის რძე, ჩამოვართვით ხელი და ერთმანეთს გამოვემშვიდო-ბეთ.

7 აგვისტოს ფხენიანში ჩავედით. კარგად შეგვხვდნენ —ხალხით, გონგებით, ყვავილებით და კიმ ირ სენის პორტრეტე-

228

Page 229: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

ბით ყოველ ფეხის ნაბიჯზე. კარგად უნდა მოგენდომებინათ,რომ რომელიმე მივარდნილ კუთხეში ლენინის პორტრეტი და-გენახათ.

დავათვალიერეთ ფხენიანი და კორეის ზოგიერთი სხვა ქა-ლაქი და სოფელი, სადაც ხალხიც და პარტიული და სახელმწი-ფო ხელმძღვანელებიც გულთბილად გვხვდებოდნენ. იქ ყოფნი-სას კიმ ირ სენი ჩვენს მიმართ მეტად კეთილმოსურნე აღმოჩ-ნდა. კორეელმა ხალხმა ცოტა ხნის წინ დაასრულა ამერიკელაგრესორებთან გამართული სისხლისმღვრელი ომი და უკვე გა-დაერთო ქვეყნის აღდგენასა და განვითარებაზე. ეს იყო შრო-მისმოყვარე, გულმართალი და ნიჭიერი ერი, რომელსაც განვი-თარება და წარმატებები სწყუროდა; ჩვენც მთელი გულით ვუ-სურვეთ უწყვეტი წარმატებები სოციალიზმის გზაზე.

თუმცა რევიზიონისტულმა ბზიკმა იქაც დაიწყო თავისი გეს-ლიენი ისრის შერჭობა.

კიმ ირ სენმა ჩვენთან გამართულ შეხვედრაზე მოგვიყვა იმშემთხვევის შესახებ, რომელიც მათთან მოხდა XX ყრილობისშემდეგ გამართულ პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლე-ნუმზე.

— როგორც კი მოხსენების წაკითხვა დავამთავრე, — გვით-ხრა კიმმა, — პოლიტბიუროს ორმა წევრმა და ცენტრალურიკომიტეტის სხვა წევრებმა განგვიცხადეს, რომ XX ყრილობისიდეები და საკითხი პიროვნების კულტის შესახებ ჩვენთან, კო-რეაში, სათანადოდ ვერ შეაფასეს, და რომ პიროვნების კულტისწინააღმდეგ თანმიმდევრული ბრძოლა არ მიმდინარეობს დაა.შ. „ჩვენთან, — თქვეს მათ პლენუმზე, — არ აღინიშნება ეკო-ნომიკური და პოლიტიკური შედეგები XX ყრილობის პლატ-

229

Page 230: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ფორმის შესაბამისად, ცენტრალური კომიტეტი უნიჭო ადამია-ნების გარემოცვაშია“.

ერთი სიტყვით, — აღნიშნა შემდგომ კიმ ირ სენმა, — მათშეუტიეს ხელმძღვანელობის ხაზს, მის ერთიანობას. მათ წინა-აღმდეგ, — დაასკვნა მან, — მთელი ცენტრალური კომიტეტიფეხზე დადგა.

— როგორ მოექეცით მათ, — ვიკითხე მე.— ისინი პლენუმმა გააკრიტიკა და ამით ყველაფერი დამ-

თავრდა, — მიპასუხა კიმ ირ სენმა და დასძინა: — ამის შემდეგისინი უმალ ჩინეთში გაიქცნენ.

— ჩინეთში?! იქ რაღა გააკეთეს?— ჩვენმა ცენტრალურმა კომიტეტმა ისინი ანტიპარტიულ

ელემენტებად გამოაცხადა და ჩინეთის მთავრობას წერილი გა-ვუგზავნეთ, რომელშიც მათი დაუყოვნებლივი დაბრუნება მოვ-თხოვეთ. სხვა შეცდომებთან ერთად მათ მძიმე დანაშაულიც ჩა-იდინეს — გაქცევა. ჩინელმა ამხანაგებმა ისინი არ დაგვიბრუ-ნეს. ისინი დღესაც იქ იმყოფებიან.

ჩვენ ღიად ვუთხარით კიმ ირ სენს: „მართალია, არ ვიყავითპოლიტბიუროს იმ ორი წევრის მიერ დაყენებული საკითხებისსაქმის ყურში და თქვენს საქმეებზე მსჯელობა არ შეგვიძლია,მაგრამ, რახან ეს თქვენვე მოგვიყევით, მოვლენები მეტად სე-რიოზულად მიგვაჩნია“.

— ჩვენთანაც, — ვუთხარი მას, — სკკპ XX ყრილობის შემ-დეგ ანტიპარტიულმა ელემენტებმა ჩვენი პარტიისა და მისიცენტრალური კომიტეტის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობასცადეს. შეთქმულება ბელგრადელი რევიზიონისტების ნახელა-ვი იყო, თუმცა შევიტყვეთ იგი და უმალვე გავანადგურეთ.

230

Page 231: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

შემდეგ მოვუყევით ტირანას საქალაქო პარტიული კონფე-რენციის შესახებ, რომელიც 1956 წლის აპრილში გაიმართა,ჩვენზე განხორციელებული ზეწოლისა და ჩვენი პარტიის მტკი-ცე და ურყევი პოზიციის შესახებ გარე და შიგა მტრების მი-მართ.

— მართალია, მართალია! — მპასუხობდა კიმ ირ სენი, რო-ცა ვლაპარაკობდი. ლაპარაკის მანერაზე შევატყვე, რომ იგიერთგვარად ყოყმანობდა და დამაჯერებლობაც აკლდა.

ჩემი ვარაუდი მართალი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის შემ-დეგ, ჩინეთში პონომარიოვთან შეხვედრისას, რომელიც ჩინე-თის კომუნისტური პარტიის VIII ყრილობაზე საბჭოთა დელეგა-ციის წევრი იყო, მასთან ლაპარაკი კორეელ ლტოლვილებზეჩამოვაგდე.

— ეს ჩვენთვის ცნობილია, — მომიგო მან, — და კიმ ირსენს ჭკუა ვასწავლეთ.

— ჭკუა ასწავლეთ? რატომ? — ვკითხე მას.— ამხანაგო ენვერ, — მითხრა მან, — კორეელებს საქმეები

ცუდად მიუდით. ცხვირები ძალიან მაღლა ასწიეს, ასე რომდიდგულობა უნდა მოვაშლევინოთ.

— აქ ლაპარაკი არაა ზოგადად მათ საქმეებზე, რომლებსაცარ ვიცნობ, — ვუთხარი პონომარიოვს, — ლაპარაკი კონკრე-ტულ პრობლემაზეა. პოლიტბიუროს ორი წვერი თავისი პარტი-ის ცენტრალური კომიტეტის წინააღმდეგ გამოდის, შემდეგ კისხვა სოციალისტურ ქვეყანაში გარბის. რაშია აქ კიმ ირ სენიდამნაშავე?!

— კორეელმა ამხანაგებმა შეცდომები დაუშვეს, — არ იშ-ლიდა თავისას პონომარიოვი. — არ მიიღეს ზომები XX ყრილო-

231

Page 232: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ბის კურსის შესაბამისად და სწორედ ამიტომ გამოვიდა პო-ლიტბიუროს ორი წევრი. საქმეების ამგვარი მდგომარეობითჩინელი ამხანაგებიც აღშფოთებული არიან და ეუბნებოდნენკიმ ირ სენს, რომ ზომების მიუღებლობის შემთხვევაში არ გა-დასცემდნენ ჩინეთში თავშეფარებულ იმ ორ ამხანაგს.

— საკვირველია! — ვუთხარი მას.— აქ საკვირველი არაფერია, — შენიშნა მან, — თავად კიმ

ირ სენიც უკან იხევს. ამ დღეებში კორეაში პარტიის ცენტრა-ლური კომიტეტის პლენუმი გაიმართა და კორეელები შეცდო-მების გამოსწორებაზე დათანხმდნენ.

ასეც მოხდა. ორივე ლტოლვილი კორეაში დაბრუნდა და პო-ლიტბიუროში უწინდელი ადგილები დაიკავეს. მარწუხებშიმოქცეული კიმ ირ სენიდან არა მარტო დიდგულოვნება გამო-ბერტყეს, არამედ თავის დახრაც აიძულეს. ეს საბჭოელებისადა ჩინელების ერთობლივი აქცია იყო, რომელშიც განსაკუთრე-ბული „წვლილი“ მიქოიანს მიუძღვოდა. ჩინეთის კომუნისტურიპარტიის VIII ყრილობაზე იგი სბჭოთა დელეგაციის ხელმძღვა-ნელის რანგში იყო გაგზავნილი და ეს ხრუშჩოველი მაფისტიარ დაელოდა ჩინეთის ყრილობის დამთავრებას და მაო ძუდე-ნის მიერ მასთან ერთად ჩინეთის წარმომადგენლის რანგში გა-ყოლებულ პენ დეჟუაესთან ერთად კორეაში ჩავიდა, რათა კიმირ სენის აშლილი სიმები ხრუშჩოვის ყაიდაზე გადაეწყო. შემ-დგომში კორეაში სხვა „ამწყობი“ ვიზიტები საბჭოელებმა, ჩინე-ლებმა და სხვებმაც განახორციელეს, თუმცა ეს მომავლის საქმეიყო. ასე რომ, კვლავ 1956 წლის სექტემბერს დავუბრუნდეთ.

პეკინში, სადაც 13 სექტემბერს ჩავედით, ხალხით, მუსიკით,ყვავილებითა და მაო ძედუნის აურაცხელი პორტრეტებით

232

Page 233: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

დაგვხვდნენ. აეროდრომზე დაგვხვდნენ ლიუ შაოცი, ჭოუ ენ-ლაი, დენ სიაოპინი და სხვები, რომელთა სახელებიც აღარ მახ-სოვს.

მივესალმეთ მათ, წარმატებები ვუსურვეთ ყრილობის მუშა-ობაში, რომლის გახსნასაც ორი დღის შემდეგ აპირებდნენ, დაძლივს გავუძელით მათ სტერეოტიპულ ფორმულირებებს: „დი-დი პატივი“, „დიდი დახმარება“, „ძმები ევროპის შორეულიფრონტიდან“, „მოგვეცით შენიშვნები“ და მსგავსი გამონათქვა-მები, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ ყელში ამოგვივიდა.(არადა იმ დღეებში ამ გამონათქვამებმა, რომლებიც ჩვენიმუდმივი თანამდევები იყვნენ, ჩვენზე არ მოახდინა ცუდი შთა-ბეჭდილება — ისინი ჩინეთის უბრალოებისა და თავმდაბლო-ბის გამოვლინება გვეგონა.)

მაო ძედუნმა სხდომათა შორის არსებულ ერთ-ერთ შესვენე-ბაზე მიგვიღო ერთ დარბაზში, რომელიც ყრილობის დარბაზისგვერდით მდებარეობდა. ეს იყო მასთან ჩვენი პირველი შეხ-ვედრა. როდესაც დარბაზში შევედით, ფეხზე წამოდგა, თავიოდნავ დაგვიკრა, ხელი გამოგვიწოდა და ასეთ მდგომარობაშიდარჩა თითოეული ჩვენგანისთვის ხელის ჩამორთმევისას. ყვე-ლანი დავსხედით.

სიტყვა მაომ აიღო. აღნიშნა, რომ ძალზე მოხარული იყვნენშორეული ალბანეთიდან მეგობრების ჩამოსვლის გამო, რამდე-ნიმე სიტყვა ჩვენს ხალხზე თქვა და მას ღირსეული და გმირიხალხი უწოდა.

— თქვენი ხალხის მიმართ დიდი სიმპათიები გაგვაჩნია, —თქვა მან კერძოდ, — თქვენ ხომ ჩვენზე ადრე გათავისუფლდით.

ამის შემდეგ დაუყოვნებლივ მკითხა:

233

Page 234: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— როგორი ურთიერთობა გაქვთ იუგოსლავიასთან?— დაძაბული, — მივუგე მაშინვე და შევნიშნე, რომ გაკვირ-

ვება ღიად გამოხატა. „როგორც ჩანს, — გავიფიქრე, — არ იც-ნობს კარგად ჩვენსა და იუგოსლავებს შორის არსებულ ურთი-ერთობებს, რის გამოც გადავწყვიტე, მისთვის ამეხსნა რამდენი-მე მომენტი ჩვენი პარტიისა და ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ის-ტორიის მქონე ურთიერთობებიდან იუგოსლავიის პარტიასთანდა იუგოსლავიის ხალხთან. მოკლედ ვლაპარაკობდი და მხო-ლოდ ზოგიერთ საკვანძო საკითხზე შევჩერდი იუგოსლავიისხელმძღვანელობის ანტიალბანური და ანტიმარქსისტული საქ-მიანობიდან და მის რეაგირებას დაველოდე. თუმცა შევნიშნე,რომ მაოს სახეზე მხოლოდ გაკვირვება ეტყობოდა და დრო-დადრო დანარჩენ ჩინელ ამხანაგებს გადახედავდა ხოლმე.

— ამ საქმეში, — თქვა მაომ, — არც თქვენ, ალბანელები,არ შემცდარხართ იუგოსლავებთან მიმართებაში, და არც იუ-გოსლავიული ამხანაგები შემცდარან თქვენთან მიმართებაში.აქ უხეში შეცდომები ინფორმბიურომ დაუშვა.

— ჩვენ, — ვუთხარი მას, — მიუხედავად იმისა, რომ ინ-ფორმბიუროს მუშაობაში მონაწილეობა არ მიგვიღია, მის ცნო-ბილ ანალიზსა და პოზიციას იუგოსლავიელი ხელმძღვანელო-ბის საქმიანობის მიმართ მხარს ვუჭერდით, მართებულად მი-ვიჩნევდით და ახლაც ასეთადვე მივიჩნევთ. იუგოსლავიის ხელ-მძღვანელობასთან ჩვენმა ხანგრძლივმა ურთიერთობამ დაგ-ვარწმუნა, რომ იუგოსლავიელთა ხაზი და პოზიცია არც მანამ-დე და არც ახლა არ იყო მარქსისტულ-ლენინური. ტიტო გამო-უსწორებელი რენეგატია.

234

Page 235: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

თუმცა მაომ არ მოისმინა ბოლომდე ჩემი სიტყვების თარ-გმანი და მკითხა:

— სტალინზე რას ფიქრობთ?ვუპასუხე მას, რომ ჩვენი პარტია უმაღლეს შეფასებას აძ-

ლევდა და ახლაც აძლევს სტალინს, როგორც ბელადს, რომელ-საც მიუძღვის უზარმაზარი და ყოვლისმომცველი დამსახურე-ბა, აფასებს როგორც ლენინის ერთგულ მოწაფესა და მისი საქ-მის გამგრძელებელს, როგორც…

— თქვენ, — სიტყვა გამაწყვეტინა მან, — თუ გამოაქვეყ-ნეთ მოხსენება, რომელიც ამხანაგმა ხრუშჩოვმა საბჭოთა კავ-შირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე გააკეთა?

— არა, — მივუგე მას. — ასეთი რამე არ გაგვიკეთებია დაარც არასდროს გავაკეთებთ.

— თქვენ, ამხანაგო ალბანელებო, — თქვა მან, — სრულიადსწორად მოიქეცით, თქვენი პარტიის ხაზი სწორია. ჩვენც ასემოვიქეცით. იმის გამო, რომ თავად საბჭოთა ხელმძღვანელო-ბას არ გამოუქვეყნებია ეს მოხსენება, ამის გაკეთება ჩვენცარაფერში გვჭირდებოდა, როგორც ეს ზოგიერთებმა გააკეთეს.

იგი წამით დადუმდა და განაგრძო:— სტალინი უშვებდა შეცდომებს. მან შეცდომა ჩვენთან მი-

მართებაშიც დაუშვა; მაგალითად, 1927 წელს. იუგოსლავიელიამხანაგების მიმართაც დაუშვა მან შეცდომა.

შემდეგ ნელი და ჩუმი ხმით შენიშნა:— შეცდომების გარეშე წინსვლა შეუძლებელია. — და

მკითხა:— თქვენს პარტიას თუ დაუშვია შეცდომები?

235

Page 236: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— ვერ ვიტყვით, რომ შეცდომები არ გვქონდა, — ვუთხარიმას, — თუმცა მთავარი ისაა, რომ ვიბრძვით იმისთვის, რათარაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ ან საერთოდ არდავუშვათ ისინი, და როცა მსგავსი რამე აშკარავდება, მათ და-უყოვნებლივ გამოსასწორებლად ვიბრძვით.

ჩემი პასუხი „ნაჩქარევი“ აღმოჩნდა. დიდი ფილოსოფოსიხომ სხვა აზრზე იდგა:

— შეცდომების დაშვება საჭიროა, — თქვა მან. — პარტიისაღზრდა შეუძლებელია, თუ იგი შეცდომებს არ შეეჩვია. ამაშიდიდი აზრი დევს.

პრაქტიკაში ყველგან ვხვდებოდით მაო ძედუნის ყაიდაზეარსებულ ამ „აღზრდას“. ერთმა ჩინელმა ამხანაგმა ყრილობისდღეებში მითხრა:

— ხალხს ჩვენთან ძალზე ეშინოდა. ისინი ცდილობდნენ,რომ შეცდომები არ დაეშვათ, ვინაიდან პარტიიდან გარიცხვისაეშინოდათ. თუმცა, თავმჯდომარე მაოს სწორი პოლიტიკის შე-დეგად, ეს შიში უკვე დაძლეულია, პარტიის წევრებს შორის იზ-რდება ინიციატივა და შემოქმედებითი შრომითი აღმაფრენა.

— აი, — გვითხრა მან, — ხედავთ ამხანაგს, რომელიც ახლასიტყვით გამოდის? ეს ლი ლისანია, ჩვენი კომუნისტური პარ-ტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. თავის ცხოვრებაში მას უმძი-მესი შეცდომები აქვს დაშვებული, თანაც არა ერთი, არამედზედიზედ სამი. არსებობდნენ ისეთი ამხანაგებიც, რომლებსაცამ ბერიკაცის პარტიიდან გარიცხვა უნდოდათ, თუმცა თავ-მჯდომარე მაოს დაჟინებული მოთხოვნით პარტიის ცენტრა-ლური კომიტეტის წევრად რჩება და ამჟამად ცენტრალური კო-მიტეტის აპარატში მუშაობს.

236

Page 237: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

ამასობაში ლი ლისანი VIII ყრილობის წინაშე ახალი „თვით-კრიტიკით“ გამოდიოდა.

— მე, — ამბობდა იგი, — შეცდომებს ვუშვებდი, მაგრამ პარ-ტია დამეხმარა. ამხანაგებო, — განაგრძო მან, — გთხოვთ, რომმომავალშიც დამეხმაროთ, მე ხომ კიდევ შეიძლება შეცდომებიდავუშვა…

თუმცა მაო ძედუნთან შეხვედრას დავუბრუნდეთ. მისი ფი-ლოსოფოსობის შემდეგ „შეცდომების დაშვების დიდი აზრის“შესახებ შემთხვევით ვისარგებლე და იუგოსლავებზე ზემოთნალაპარაკებს ბელგრადელი რევიზიონისტების აგენტურულისაქმიანობა დავამატე, რომლებიც ტირანას საქალაქო პარტი-ულ კონფერენციაზე 1956 წლის აპრილში შეთქმულების მოწ-ყობას აპირებდნენ.

— ჩვენი აზრით, — ვუთხარი მას, — მათი გამოსწორება შე-უძლებელია.

მაომ ჭეშმარიტ ჩინურ ყაიდაზე, ჰაერში ასროლილი სიტყვე-ბით მიპასუხა:

— თქვენი ხაზი სწორი და მარქსისტულ-ლენინურია.წასვლის დროც დადგა. მას მადლობა გადავუხადე მიწვევის-

თვის, მიღებისთვის და დახმარებისთვის, რომელსაც ჩინეთისსახალხო რესპუბლიკა გვიწევდა.

— სამადლობელო არაფერია, — შენიშნა მაომ, — ჯერ ერ-თი, იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან დახმარება სრულიად უმნიშ-ვნელოა, — და ერთი თითი მოხარა. — მეორეც, — განაგრძომან და მეორე თითიც მოხარა, — ჩვენ სოციალისტური ბანაკისდიადი ოჯეხის წევრები ვართ, რომელსაც სათავეში საბჭოთა

237

Page 238: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

კავშირი უდგას, და სულ ერთია, როცა ერთი ხელი რამეს მეო-რე ხელს — ერთი და იმავე სხეულის ნაწილს — აძლევს.

ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მას მადლობა და ფეხზეწამოვდექით. რამდენიმე სურათი გადავიღეთ, კიდევ ერთხელჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და დავიშალეთ.

თუ სიმართლე გნებავთ, ჩვენმა შთაბეჭდილებამ ამ შეხვედ-რაზე იმედები არ გაგვიმართლა და იქედან გამოსვლის შემდეგვისაუბრეთ მეჰმეტთან და რამიზთან მონასმენის შესახებ. მაოს-თან საუბარმა ვერაფერი კონსტრუქციული ვერ გვასწავლა, რაცშეიძლება რამეში გამოგვდგომოდა, და თავად შეხვედრაც უფ-რო ზრდილობის გამოხატულებად მოგვეჩვენა. განსაკუვთრე-ბით იმედი გაგვიცრუა იმან, რაც მაოს პირით ინფორმბიუროს,სტალინისა და იუგოსლავიის საკითხის შესახებ მოვისმინეთ.

თუმცა კიდევ უფრო მეტად გვაკვირვებდა და გვაშფოთებ-და მათი VIII ყრილობის მუშაობა. ამ ყრილობის მთელ პლატ-ფორმას საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილო-ბის დებულებები ედო საფუძვლად, თანაც ზოგიერთ ასპექტშიხრუშჩოვის თეზისების შემდგომი განვითარება მაო ძედუნმა,ლიუ შაოციმ და სხვა ჩინელმა ხელმძღვანელებმა მოახდინეს.

ვიგრძენით, რომ თანამედროვე რევიზიონიზმის ეპიდემიითუკვე ჩინეთიც დასნეულებული იყო. მაშინ ჯერ კიდევ ვერვხვდებოდით ამ სენის მასშტაბს, თუმცა ის, რაც ჩინეთში ხდე-ბოდა და ხდება, იმაზე მოწმობს, რომ მაშინ ჩინელი ხელმძღვა-ნელები ცდილობდნენ, თავი არ შეერცხვინათ და ხრუშჩოველე-ბის ჭრელი დროშაც კი აეტაცებინათ.

ყველაფერთან ერთად, VIII ყრილობაზე წაკითხულ მოხსენე-ბებში ლიუ შაოცი, დენ სიაოპინი და ჭოუ ენლაი იცავდნენ და

238

Page 239: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

ავითარებდნენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის უცვლელკურსს ბურჟუაზიასა და კულაკებთან ფართო თანამშრომლო-ბისაკენ, ისინი „ამტკიცებდნენ“, თუ რაოდენ დიდი სარგებელიმოჰქონდა „სოციალიზმისთვის“ კაპიტალისტებთან, ვაჭრებთანდა ბურჟუაზიულ ინტელექტუალშჩინასთან თანამშრომლობასდა მათ დანიშვნას ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ყველას გა-საგონად ახდენდნენ მუშათა კლასის ადგილობრივ ბურჟუაზი-ასთან თანამშრომლობის აუცილებლობის პროპაგანდას; კომუ-ნისტური პარტიის — სხვა პარტიებთან — დემოკრატიულ დაეროვნულებთან სოციალიზმის პირობებში და ა.შ. — თანამ-შრომლობას. მაო ძედუნის „100 ყვავილი“ და „100 სკოლა“, რომ-ლებიც ყრილობის სხდომებზე აყვავდნენ და ერთმანეთს ეჯიბ-რებოდნენ, ფაქტობრივად მთელ პარტიასა და ჩინეთის სახელ-მწიფოში ყვავილობდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ეს მაოძედუნისეული „100 დროშის“ თეორია, რომელიც 1956 წლის მა-ისში ფართოდ გაახმოვანა ჩინეთის კომუნისტური პარტიისცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდი-დატმა ლიუ დინმა, ბურჟუაზიულ-რევიზიონისტული თეორიისადა „ადამიანებისა და იდეების თავისუფალი მოძრაობის“ პრაქ-ტიკის, სოციალიზმის პერიოდში ათასგვარი იდეოლოგიის, მიმ-დინარეობის, სკოლისა და სკოლუკების თანაარსებობის ჩინურივარიანტი იყო16.

16. მოგვიანებით, ყვლაფერთან ერთად, აღმოჩნდა, რომ მაო ძედუნისმთლიანად რევიზიონისტული მოხსენება „ათი ძირითადი კავშირის“ შესახებთანამედროვე რევიზიონიზმის „გაზაფხულის“ სწორედ ამ პერიოდს მიეკუთ-ვნება. (ავტორის შენიშვნა).

239

Page 240: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

შემდეგში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ისტორიის ამ პე-რიოდს არაერთხელ დავუბრუნდი იმის გასარკვევად, თუ რა-ტომ შეიქმნა მოგვიანებით ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს1956 წლის ღრმად რევიზიონისტულმა ხაზმა არხი შეიცვალადა გარკვეული პერიოდის განმავლობაში „სუფთა“, „ანტირევი-ზიონისტული“, „მარქსისტულ-ლენინური“ გახდა. ფაქტია ის,რომ, მაგალითად, 1960 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიათითქოს გადაჭრით შეეწინააღმდეგა ნიკიტა ხრუშჩოვის რევი-ზიონისტულ დებულებებს და დაამტკიცა, რომ იგი „მარქსიზმ-ლენინიზმს“ დამახინჯებებსგან „იცავდა“. სწორედ იმიტომ, რომ1960 წელს ჩინეთი თანამედროვე რევიზიონიხმის წინააღმდეგგამოვიდა და მარქსისტულ-ლენინური პოზიცია დაიკავა (მო-საჩვენებლად), ჩვენი პარტია ჩვენს მიერ ხრუშჩოველების წინა-აღმდეგ დაწყებული ბრძოლის იმავე ბარიკადზე აღმოჩნდა.

თუმცა დრომ დაამტკიცა — და ეს ფართოდაა ასახული ჩვე-ნი პარტიის დოკუმენტებში, რომ ჩინეთის კომუნისტური პარ-ტია არც 1956 წელს და არც 60-იან წლებში არც ერთ შემთხვე-ვაში არ მოქმედებდა მარქსიზმ-ლენინიზმის პოზიციებიდან.

1956 წელს იგი აჩქარდა და სცადა რევიზიონიზმის დროშისმიტაცება, ხრუშჩოვისთვის ფეხის დადება და კომუნისტური დამუშათა მოძრაობის ლიდერის როლის მორგება. თუმცა, როცადაინახა, რომ რევიზიონიზმის შეჯიბრებაში ასე იოლად ვერ გა-უმკლავდებოდნენ თანამედროვე რევიზიონიზმის პატრიარქხრუშჩოვს, მაო ძედუნმა და მისმა კომპანიამ ტაქტიკა შეცვა-ლეს და თავი ისე წარმოაჩინეს, თითქოს გვერდზე მოისროლესთავიანთი პირველი დროშა, დაიწყეს „წმინდა წყლის მარქსისტ-ლენინელებად გამოსვლა“ და ამით იმ პოზიციეის მოპოვება

240

Page 241: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

სცადეს, რომლებიც პირველი ტაქტიკით ვერ მოიპოვეს. როცაეს მეორე ტაქტიკაც ჩაუფლავდათ, მეორე, ვითომდა მარქსის-ტული, დროშაც „გვერდზე მოისროლეს“ და ასპარეზზე ისეთე-ბად გამოვიდნენ, როგორებიც ყოველთვის იყვნენ — ოპორტუ-ნისტებად, კაპიტალისა და რეაქციის მიმართ შემრიგებლურიდა კაპიტულანტური ხაზის ერთგულ მხარდამჭერებად. ეს ყვე-ლაფერი მოგვიანებით დავინახეთ და დავამტკიცეთ ხანგრძლი-ვი, რთული, მაგრამ ღირსეული ბრძოლით, რომელსაც ჩვენიპარტია მარქსიზმ-ლენინიზმის დასაცავად აწარმოებდა.

ყრილობის მუშაობის დამთავრების შემდეგ რამდენიმე ქა-ლაქსა და სახალხო კომუნაში წაგვიყვანეს, როგორიცაა პეკინი,შანხაი, თიანძინი, ნანკინი, პორტ-არტური და ა.შ., სადაც უშუა-ლოდ გავეცანით დიადი ჩინელი ხალხის ცხოვრებასა და შრო-მას. ეს იყო უბრალო და მუყაითი ადამიანები, რომლებიც მე-ტად მოკრძალებული მოთხოვნილებებით კმაყოფილდებოდნენდა სტუმრებს დიდი ყურადღებით ექცეოდნენ. რაც ჩინელმახელმძღვანელებმა გვითხრეს და რაც თავად დავინახეთ, იმაზემეტყველებდა, რომ მიღწეული იყო მთელი რიგი დადებითიგარდაქმნები. თუმცა ეს არ შეესაბამებოდა იმ ხარისხს, რომლა-დაც მას რეკლამას უკეთებდნენ, მით უმეტეს, ჩინეთის კონტი-ნენტის უზარმაზარი ადამიანური პოტენციალისა და ჩინელიხალხის გამრჯეობისა და მუყაითობის გათვალისწინებით.

ჩინეთში მოახერხეს მასობრივი შიმშილის ლიკვიდირება,რაც ამ ქვეყნისთვის მუდმივი ჭირი იყო; აშენდა ქარხნები დაფაბრიკები, ყალიბდებოდა სახალხო კომუნები, თუმცა ჩანდა,რომ ცხოვრების დონე ჯერ კიდევ დაბალი იყო და მნიშვნელოვ-ნად ჩამორჩებოდა არა მარტო განვითარებულ სოციალისტურ

241

Page 242: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ქვეყნებს, არამედ ჩვენს ქვეყანასაც. ამ უკიდეგანო ქვეყანაშიმოგზაურობისა და მასებიდან გამოსულ ადამიანებთან შეხვედ-რებისას შევნიშნეთ, რომ ისინი მართლა ძალიან კარგად და კო-რექტულად იქცეოდნენ, თუმცა თვალშისაცემი იყო გარკვეულიმორცხვობა ჩვენს და ჩვენი თანმხლებლების მიმართაც. მათლაპარაკსა და კადრებისადმი დამოკიდებულებაში, როგორცჩანს, რაღაც წარსულის გადმონაშთი გამოსჭვიოდა. აშკარაიყო, რომ მრავალსაუკუნოვანმა წარსულმა, იმპერატორების,ჩინელი ფეოდალებისა და კაპიტალისტების აბსოლუტურმა ძა-ლაუფლებამ, გადამთიელმა იაპონელმა, ამერიკელმა, ინგლი-სელმა და სხვა ექსპლუატატორებმა, ბუდიზმმა და სხვა რეაქცი-ულმა ფილოსოფიებმა — უძველესიდან დაწყებულმა და „უთანა-მედროვესებით“ დამთავრებულმა, — ამ ყველაფერმა არა მარ-ტო გასწირა ხალხი საშინელი ეკონომიკური ჩამორჩენილობის-თვის, არამედ მის მსოფლმხედველობაში, მის საქციელსა დალაპარაკის მანერაში ფესვები გაუდგა ყმობის, მორჩილების,ბრმად მინდობის, ყოველგვარი ავტორიტეტებისადმი უსიტყვოდდამორჩილების ცნობიერებას. თუმცა ამ ყველაფრის ერთბაშადგადალახვა შეუძლებელი იყო და ამას იმ ატავიზმად ვთვლი-დით, რომელიც დაძლეული იქნებოდა ამ ხალხის ცნობიერება-ში, ვინაიდან მათ თავიანთი დადებითი თვისებებისა და სწორიხელმძღვანელობის მეშვეობით საოცრებების მოხდენა შეეძლოთ.

მაო ძედუნისა და სხვა ჩინელი ხელმძღვანელების გარდა ჩი-ნეთში ჩვენი ყოფნის პერიოდში სხვა კომუნისტური და მუშათაპარტიის დელეგაციებსაც შევხვდით, რომლებიც ჩინეთის კომუ-ნისტური პარტიის VIII ყრილობის მუშაობაში მონაწილეობდნენ.

242

Page 243: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

ყველა მათგანი დიდი ენთუზიაზმით იხსენიებდა XX ყრილო-ბის შემდეგ პერიოდში გაჩენილ „ახალ ხაზს“.

ბულგარელები მას „აპრილის ხაზს“ უწოდებდნენ, ვინაიდანაპრილში ჩაატარეს ცენტრალური კომიტეტის პლენუმი, რო-მელზეც წერტილი დაუსვეს ბლაგრევისა და დიმიტროვის პო-ზიციებს და ხრუშჩოვის ხაზი მიიღეს.

— მოვახდინეთ ტრაიჩო კოსტოვის რეაბილიტაცია, —გვითხრა ანტონ იუგოვმა, — იმიტომ, რომ მისი ბრალეულობისდამამტკიცებელი ერთი საბუთიც კი ვერ ვნახეთ.

რაღაც დუნედ ლაპარაკობდა. როგორც ჩანს, გრძნობდა,რომ ადრე თუ გვიან მასაც გამოჰკრავდნენ სარმას, რათა ბო-ლომდე შეეგრძნოთ ხრუშჩოვის ბრძანებით ბულგარეთში გამო-მუშავებული რევიზიონიზმის გემო. „ინფორმბიუროისტი“ დეჟი,რომელმაც ამ მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე საინფორ-მაციო ბიუროს ის მოხსენება წაიკითხა, რომელიც ბელგრადელრევიზიონისტებს კიცხავდა, ახლა უკვე შეურიგდა ტიტოს ბუქა-რესტში და მასთან ხვევნა-კოცნის სიამოვნებას ბელგრადშიელოდებოდა.

— ბელგრადში ტიტოსთან შესახვედრად გავემგზავრები, —გვითხრა მან, როგორც კი პეკინში შევხვდით, სადაც ასევე ყრი-ლობის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული.— ტიტო, — აღნიშნა მან, — კარგი, დადებითი ამხანაგია დასულაც არ ჰგავს კარდელსა და პოპოვიჩს. (აბა ხომ გვჭირდე-ბოდა სამი თვით ადრე რუსულ ენაზე მოსმენილი ამ მოსაზრე-ბების რუმინულ ენაზე მოსმენაც!) — როდესაც ტიტო ივნისშიმოსკოვში გაემგზავრა, — განაგრძო დეჟმა, — მოვიპატიჟეთიგი, რომ ბუქარესტში შეჩერებულიყო და ესაუბრა ჩვენთან,

243

Page 244: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თუმცა არ დათანხმდა. და რა გავაკეთეთ მაშინ? შევიკრიბეთმთელი პარტიული და სახელმწიფო ხელმძღვანელობა და მისდასახვედრად სადგურში წავედით. რაღა უნდა ექნა ტიტოს?სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა! და ვაიძულეთ ჩვენთან დასას-ვენებლად შეჩერება არა 45 წუთით, როგორც თავად აპირებდა,არამედ მთელი ორი საათით! (ჰოო, ძალიან „იძულება“ გამოგ-სვლიათ ტიტოსი, გავიფიქრე ჩემთვის.) საბჭოთა კავშირიდანდაბრუნების წინ კი, — განაგრძო დეჟმა, — ამხანაგმა ტიტომშეგვატყობინა, რომ ბუქარესტში მოლაპარაკებებისთვის შეჩე-რება უნდოდა. სიამოვნებით მივიღეთ მისი თხოვნა, შევხვდით,ველაპარაკეთ… — და დეჟმა სიტყვა-სიტყვით მოგვიყვა, თურა ნანაც იმღერეს ტიტოსთან ერთად.

— ახლა ბელგრადში რომ ჩავალ, ველაპარაკო თქვენზე? —მკითხა მე.

— თუკი გსურთ ჩვენზე ლაპარაკი, — ვუთხარი გეირგიუ-დეჟს, — მაშინ უთხარით, რომ ხელი აიღონ ალბანეთის სახალ-ხო რესპუბლიკისა და ალბანეთის შრომის პარტიის წინააღ-მდეგ აგენტურულ და შეთქმულებრივ საქმიანობაზე. უთხარით,რომ ტირანას პარტიულ კონფერენციაზე, მის დაწყებამდეც დამისი დამთავრების შემდეგაც, იუგოსლავიელი დიპლომატები და-ბალსინჯიანი საქმიანობით იყვნენ დაკავებული…, — და მოკლედმოვუყევი, რაც ჩვენს ქვეყანაში XX ყრილობის შემდეგ მოხდა.

— ჰო, ჰო! — ამბობდა იგი, თუმცა შევნიშნე, რომ ტუჩებიდაებერა. დიდად არ ეპიტნავა, როცა მის წინაშე ტიტოს ნიღაბიჩამოვხსენი. იგივე გააკეთა დეჟმა მოგვიანებით, როდესაც შევ-ხვდი მას შემდეგ, რაც ბელგრადში მისთვის ეგზომ სასურველივიზიტი გამართა და ტიტოს შეურიგდა. ამ ვიზიტიდან რამდენი-

244

Page 245: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

მე თვის შემდეგ გზად შევჩერდი ბუქარესტში, სადაც დეჟსა დაბოდნერაშს შევხვდი და ცოტა ხანს ველაპარაკე.

ამ საუბრისას ბოდნერაშმა (უფროსმა, ემილმა) სიტყვა აიღოდა მითხრა, რომ ტიტოსთან ჩავიდნენ და ლაპარაკი ალბანეთზეჩამოაგდეს. „ტიტომ, — მითხრა მან, — კარგად და სიმპათიითმოიხსენია თქვენი ქვეყანა, თქვენი გმირი ხალხი და თქვენთანკარგი ურთიერთობების სურვილი გამოთქვა“ და ა.შ. სხვა სიტ-ყვებით, ტიტოიზმის ეს „რუპორი“ ტიტოსთან ჩვენს შერიგებასცდილობდა, იმის განხორციელება უნდოდა, რაშიც ხრუშჩოვიჩაფლავდა.

ბოდნერაში თავის ადგილზე დავაჯინე, როცა ვუთხარი, რომტიტოსთან და ტიტიზმთან ბოლომდე ბრძოლას გავაგრძელებ-დით, იმიტომ რომ იგი მარქსიზმ-ლენინიზმის რენეგატი იყო.

— ტიტოს არ შევურიგდებით, — ვუთხარი ბოდნერაშს გა-დაჭრით.

სანამ ბოდნერაშს ტიტოს მიმართ ამ სიტყვებს ვეუბნებოდი,შევნიშნე, რომ დეჟი თეთრ ქაღალდზე ორკაპებს ხაზავდა, რა-საკვირველია, გაღიზიანების გამო, თუმცა კრინტი არ დასცდე-ნია, როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები ჭინჭარივით სუსხავდა.

თუმცა მოდით ჩინეთში დავბრუნდეთ — შეხვედრებზე, რომ-ლებიც იმ დღეებში სხვა ამხანაგებთან და მოძმე პარტიებთანგავმართეთ.

საინტერესოა: ვისაც არ უნდა შევხვედროდით, ყველას პირ-ზე რეაბილიტაცია და ტიტო ეკერა. თვით ჭოუ ენლაიმაც ჩვენ-თან შეხვედრისას განაცხადა:

245

Page 246: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— ტიტომ იუგოსლავიაში მიმიპატიჟა და მისი მიწვევა მი-ვიღე. შემიძლია, ამ შემთხვევით ვისარგებლო და ალბანეთშიშემოგიაროთ, თუ თქვენ თანახმა ხართ.

— თანახმა ვართ, რომ ალბანეთში ჩამობრძანდეთ, — ვუთ-ხარით და მადლობა გადავუხადეთ გამოთქმული სურვილის-თვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ცუდად ჟღერდა — ჩინეთისპრემიერ-მინისტრი ალბანეთში გამგზავრებას თავის იუგოსლა-ვიაში გამგზავრების „შემთხვევას“ უკავშირებდა.

თუმცა, როგორც ზემოთ ვწერდი, ეს ის დრო იყო, როცა რე-ვიზიონიზმის ცხელებამ ყველას დარია ხელი და ყოველი მათ-განი ბელგრადში ჩასვლას ჩქარობდა თანამედროვე რევიზიო-ნიზმის ვეტერანისგან კურთხევის მისაღებად და „გამოცდილე-ბის“ გადმოსაღებად. ერთხელ სკოჩი-მარო მომიახლოვდა დაწუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ტოლიატი ბელგრადში ჩავი-და, მაგრამ ტიტოსთან ბოლომდე ვერ მორიგდა.

— როგორ? — ვკითხე საკმაოდ ირონიულად. — იჩხუბეს?— არა, — მომიგო მან, — მაგრამ ყველაფერზე ვერ მორიგ-

დნენ. მიუხედავად ამისა, — განაგრძო მან, — ბელგრადში დე-ლეგაციას გავგზავნით მათი გამოცდილების გასაზიარებლად.

— რა გამოცდილების? — ვკითხე მე.— იუგოსლავიელი ამხანაგები, — მიპასუხა მან, — ქმედი-

თად ებრძოდნენ ბიუროკრატიზმს და ახლა იუგოსლავიაში ბიუ-როკრატიზმი აღარ არსებობს.

— საიდან იცით, რომ იქ ბიუროკრატიზმი აღარ არსებობს?— ვკითხე მას.

— იქ ხომ მუშებიც იღებენ მოგებას, — მიპასუხა მან. მოვუ-ყევი მას, თუ როგორ უდგებოდა ჩვენი პარტია ამ პრობლემას,

246

Page 247: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში

მაგრამ იტალიელს მაინც ტიტო არ ამოსდიოდა თავიდან. მეჰ-მეტმა მას ჰკითხა:

— რატომ გინდათ ხალხის გაგზავნა მხოლოდ იუგოსლავია-ში „გამოცდილების გასაზიარებლად“? რატომ არ გზავნიდითმსგასვ დელეგაციებს სახალხო დემოკრატიის ქვეყნებშიც, მაგა-ლითად, ალბანეთში და ა.შ.?!

იგი წამით შეიშმუშნა, მერე კი საჭირო პასუხი იპოვნა:— გავგზავნით, — თქვა მან. — აი, მაგალითად, ჩინეთის გა-

მოცდილება მუშათა კლასსა და ბურჟუაზიას შორის, აგრეთვე,კომუნისტურ პარტიასა და სხვა დემოკრატიულ პარტიებს შო-რის არსებული თანამშრომლობა ჩვენთვის ძალზე ღირებულია.შევისწავლით მას…

მას მართლაც ჰქონდა ხელჩასაჭიდი საგანი. და არა მარტოიუგოსლავიასა და ჩინეთში, ამიერიდან იტალიელ რევიზიონის-ტებს ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლოთ გამგზავრება პროლეტა-რიატის საქმის, რევოლუციისა და სოციალიზმის ღალატის გა-მოცდილების გასაზიარებლად. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ჩა-მოსულან ისინი, და ვერც ჩამოვიდოდნენ, რამეთუ ჩვენთან მხო-ლოდ მარქსიზმ-ლენინიზმი ტარდებოდა ცხოვრებაში; ეს გამოც-დილება კი მათ არაფერში გამოადგათ.

1956 წლის 3 ოქტომბერს სამშობლოში დავბრუნდით. ამმოგზაურობამ კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა, რომ ხრუშჩო-ვისეული თანამედროვე რევიზიონიზმი დიდ და საშიშ ზომებამ-დე გაიზარდა.

ბუდაპეშტში ხრუშჩოვი-ტიტოს „ახალი ხაზის“ ერთ-ერთისაშინელი შედეგის — კონტრრევოლუციის — ნახვა გველოდა.იგი კარგა ხანია თუხთუხებდა, ახლა კი გადმოღვრას იწყებდა.

247

Page 248: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

9. უკონტროლო „ეშმაკები“

უნგრეთსა და პოლონეთში ამოქმედებული კონტრრევოლუ-ცია. მათიას რაკოში. ვინ მოაწყო „არეულობა“ ბუდაპეშტში.საუბარი უნგრელ ხელმძღვანელებთან. კამათი სუსლოვთანმოსკოვში. იმრე ნადის „თვითკრიტიკა“. რაკოშის დამხობა.რეაქციის თარეში. ხრუშჩოვი, ტიტო და გერე ყირიმში. ან-დროპოვი: „მეამბოხეებს კონტრრევოლუციონერებს ვერ ვუ-წოდებთ“. საბჭოთა ხელმძღვანელობა ყოყმანობს. უნგრე-თის მშრომელთა პარტიის ლიკვიდირება. ნადი ვარშავისხელშეკრულებიდან გამოსვლას აცხადებს. კულისებსმიღმაგარიგების ნაწილი: მიმოწერა ტიტოსა და ხრუშჩოვს შორის.პოლონეთი 1956 წელს — გამეფებული გომულკა. რეტროს-პექტული შეხედულება: ბერუტი. გომულკას კონტრრევო-ლუციური პროგრამა. რა ვისწავლეთ 1956 წლის მოვლენე-ბიდან. მოლაპარაკებები მოსკოვში, 1956 წლის დეკემბერი.

XX ყრილობის საზიზღარმა სულისკვეთებამ ყველა კონტრრე-ვოლუციონერი შეაგულიანა სოციალისტურ ქვეყნებში, კომუ-ნისტურ და მუშათა პარტიებში, შეაგულიანა ისინი, ვინც მიმა-ლური ელოდებოდა ხელსაყრელ მომენტს, რათა დაემხო სოცია-ლიზმი იქ, სადაც ამ უკანასკნელს უკვე გამარჯვება ჰქონდა მო-პოვებული.

უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიისა დასხვა ქვეყნების კონტრრევოლუციონერებმა, იტალიისა და საფ-

248

Page 249: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

რანგეთის კომუნისტურ პარტიაში მარქსიზმ-ლენინიზმის მოღა-ლატეებმა და იუგოსლავიელმა ტიტოელებმა უდიდესი სიხარუ-ლით მიიღეს ხრუშჩოვის ავადხსენებული თეზისები „დემოკრა-ტიზაციის“, „სტალინის კულტის“, გასამართლებული მტრებისრეაბილიტაციის, „მშვიდობიანი თანაარსებობის“, კაპიტალიზ-მიდან სოციალიზმზე მშვიდობაინად გალასვლის შესახებ დაა.შ. ეს თეზისები და ლოზუნგები აღტაცებითა და იმედით მიი-ღეს რევიზიონისტებმა — როგორც ხელისუფლების სათავეშიმდგომმა, ასევე ჩამოგდებულებმა, აგრეთვე, სოციალ-დემოკრა-ტებმა და რეაქციულმა ბურჟუაზიულმა ინტელიგენციამ.

უნგრეთსა და პოლონეთში მომხდარი მოვლენები კონტრრე-ვოლუციის პროლოგი გახდა, რომელიც კიდევ უფრო გაფარ-თოვდა და გაღრმავდა არა მარტო ამ ქვეყნებში, არამედ ბულ-გარეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ჩინეთსადა, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირში.

ხრუშჩოვის ხროვამ რაღაცნაირად გაიმყარა პოზიციებიბულგარეთში, რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიაში და ა.შ., შემდეგ კითავს დაესხა უნგრეთს, რომლის ხელმძღვანელობაც სათანა-დოდ არ იზიარებდა საბჭოთა კურსს. თუმცა უნგრეთისკენ ტი-ტოც ილტვოდა და ამერიკელებიც.

უნგრეთში, როგორც რეალობა გვიჩვენებდა, უამრავი სუს-ტი წერტილი არსებობდა. იქ შეიქმნა პარტია რაკოშის ხელ-მძღვანელობით, რომელმაც შემოიკრიბა ზოგიერთი ძველი ამ-ხანაგი კომუნისტი, მაგალითად გერე, მიუნიხი და ახალგაზ-რდობაც, რომლებიც დაბრუნდნენ და წითელი არმიისა და სტა-ლინის მიერ გაწყობილ სუფრას მიუსხდნენ. უნგრეთში „სოცია-ლიზმის აშენება“ დაიწყეს, თუმცა მათი რეფორმები რადიკა-

249

Page 250: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ლური არ იყო. ისინი პროლეტარიატს მფარველობდნენ, თუმცაისე, რომ წვრილი ბურჟუაზიაც არ გაენაწყენებინათ. უნგრეთისმშრომელთა პარტია ვითომდა არალეგალური კომუნისტურიპარტიის (საბჭოთა კავშირში დატყვევებული უნგრელი სამხედ-რო ტყვეები), ბელა კუნის ძველი კომუნისტებისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაერთიანება იყო. ამრიგად, ეს გაერ-თიანება ის ავადმყოფური შეჯვარება გამოდგა, რომელიც ვე-რაფერმა განკურნა, სანამ კონტრრევოლუციამ და კადარმა,ხრუშჩოვთან და მიქოიანთან ერთად, ბრძანება არ გამოსცესუნგრეთის მშრომელთა პარტიის სრული ლიკვიდაციის შესახებ.

რაკოშის უშუალოდ ვიცნობდი და მიყვარდა კიდეც იგი. ხში-რად ვესაუბრებოდი, ვინაიდან მას რამდენჯერმე ვესტუმრეროგორც საქმეებზე, ასევე ოჯახური ვიზიტით ნეჟმიესთან ერ-თად. რაკოში პატიოსანი ადამიანი იყო, თუმცა მისი სიკვდილისშემდეგ უნგრეთში სუსტი მხარეები წარმოჩინდა.

ჩვენი ერთი შეხვედრისას რაკოშიმ უნგრეთის არმიაზე ჩა-მოაგდო ლაპარაკი და ჩვენს არმიაზე მკითხა.

— სუსტი არმია გვყავს, კადრებიც გვაკლია, ოფიცრები ძვე-ლი, ხორტის არმიიდან არიან შემორჩენილი, რის გამოც ჩეპე-ლის ფაბრიკიდან რიგით მუშებს ვიწვევთ და ოფიცრის მუნდი-რებს ვაცმევთ, — მითხრა მან.

— ძლიერი არმიის გარეშე, — ვუთხარი რაკოშის, — სოცი-ალიზმის დაცვა შეუძლებელია. ხორტისტები თავიდან უნდამოიშოროთ. კარგად მოქცეულხართ, რომ მუშები აგიყვანიათ,თუმცა მათ სათანადო აღზრდას დიდი ყურადღება უნდა მიაქ-ციოთ.

250

Page 251: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

რაკოშის აგარაკზე გამართული საუბრისას კადარი შემოგ-ვესწრო, რომელიც მოსკოვში თვალების სამკურნალოდ იყო წა-სული და ეს-ესაა დაბრუნებულიყო. რაკოშიმ გამაცნო იგი, მოი-კითხა მისი ჯანმრთელობა და სახლში წასვლის ნება დართო.როდესაც მარტო დავრჩით, რაკოშიმ მითხრა:

— აი, კადარი, ახალგაზრდა მუშაკი, იგი შინაგან საქმეთამინისტრად დავნიშნეთ.

სიმართლე თუ გნებავთ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამ-დებობისთვის იგი შეუფელებლად მომეჩვენა.

სხვა შეხვედრისას ეკონომიკაზე ვისაუბრეთ. იგი უნგრეთისეკონომიკაზე მელაპარაკა, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეო-ბაზე, რომელიც ისე კარგად ვითარდებოდა, რომ ხალხი ძღო-მამდე ჭამდა საჭმელს და აღარ იცოდნენ სად წაეღოთ ღორისხორცი, ძეხვი, ლუდი, ღვინო!

თვალები გადმოვკარკლე, რამეთუ ვიცოდი, რომ არა მარტოჩვენთან, არამედ ყველა სოციალისტურ ქვეყანაში, უნგრეთისჩათვლით, ასეთი მდგომარეობა არ არსებობდა. რაკოშის ერთინაკლი ჰქონდა: ექსპანსიური ადამიანი იყო და შრომის შედეგე-ბის გაზვიადება უყვარდა. თუმცა, მიუხედავად ამ ნაკლისა, მა-თიასი, ჩემი აზრით, გამოირჩეოდა კეთილი და კომუნისტურიგულით და სოციალიზმის განვითარების სწორ კურსს მიჰყვე-ბოდა. უნდა ითქვას, რომ უნგრეთისთვის და რაკოშის მთავრო-ბისთვის, ჩემი აზრით, საერთაშორისო რეაქცია დაჟინებითცდილობდა ძირის გამოთხრას, რასაც მხარს უჭერდნენ სასუ-ლიერო პირები, ძლიერი კულაკობა, რომლებსაც ქრისტიან ფა-შისტთა ნიღაბი ჰქონდათ ჩამოფარებული, ამასვე ცდილობდაიუგოსლავიური ტიტიზმი და მისი აგენტურა რაიკის, კადარისა

251

Page 252: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

(შენიღბულად) და სხვათა მეთაურობით, და ბოლოს, იგივე მი-ზანი ჰქონდათ ხრუშჩოვსა და ხრუშჩოველებს, რომლებსაც არათუ არ უყვარდათ რაკოში და მისი მომხრეები, არამედ ეზიზღე-ბოდათ კიდეც იგი იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი სტალინისადა მარქსიზმ-ლენინიზმის ერთგული იყო და თათბირებზე, სა-ჭიროების შემთხვევაში, ავტორიტეტულად ეწინააღმდეგებოდახოლმე მათ. რაკოში კომინტერნის ძველ გვარდიაში შედიოდა,კომინტერნი კი თანამედროვე რევიზიონისტებისთვის „გარეუ-ლი ცხოველი“ იყო.

ამრიგად, უნგრეთი ხრუშჩოვის, ტიტოსა და კონტრრევოლუ-ციონერების (რომელთა უკანაც ამერიკული იმპერიალიზმი იმა-ლებოდა) ხრიკებისა და მაქინაციების ასპარეზად გადაიქცა, რომ-ლებიც უნგრეთის პარტიას, რაკოშის პოზიციებსა და მის ხელ-მძღვანელობაში არსებულ სხვა საიმედო ელემენტებს შიგნიდანუთხრიდნენ ძირს. რაკოში დაბრკოლებად იქცა ხრუშჩოვისთვი-საც, რომელიც უნგრეთის საკუთარ ფარეხში შეგდებას ცდილობ-და, და ტიტოსთვისაც, რომელიც სოციალისტური ბანაკის გა-ნადგურებას ლამობდა და ორმაგად ეზიზღებოდა რაკოში, რო-გორც ერთ-ერთი სტალინელი, რომელმაც იგი 1948 წელს ამხილა.

1957 წლის აპრილში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ლიკვი-დირებული მალენკოვის, მოლოტოვისა და სხვათა „ანტიპარტი-ული ჯგუფი“, მოსკოვში ვიყავი ჩვენს პარტიულ-სამთავრობოდელეგაციასთან ერთად. კრემლში, ეკატერინეს დარბაზში, გა-მართული ოფიციალური ვახშმის დამთავრების შემდეგ კუთხე-ში დავსხედით ყავის დასალევად ხრუშჩოვთან, მოლოტოვთან,მიქოიანთან, ბულგანინთან და სხვებთან ერთად. მოლოტოვმათითქოს ხუმრობით მითხრა:

252

Page 253: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

— ხვალ მიქოიანი ვენაში მიფრინავს. აბა გაბედოს და იქაცისეთი არეულობა მოაწყოს, როგორიც უნგრეთში მოაწყო.

საუბრის გასაფართოვებლად მას ვუთხარი:— ნუთუ მიქოიანმა მოაწყო იქ არეულობა?— აბა რა! — მიპასუხა მოლოტოვმა.— ასეთ შემთხვევაში, — ვუთხარი მას, — მიქოიანი ბუდა-

პეშტში ვეღარც ჩავა.— თუ მიქოიანი იქ კიდევ ჩავა, — მომიგო მოლოტოვმა, —

იქვე ჩამოახრჩობენ.ხრუშჩოვი თავდახრილი იჯდა და ყავას კოვზით ურევდა.

მიქოიანი გაშავდა და რაღაცას ბურტყუნებდა; შემდეგ მან ცი-ნიკურად ჩაიცინა და თქვა:

— რატომ არ შემიძლია ბუდაპეშტში ჩასვლა? თუ ჩამომახ-რჩობენ, ჩემთან ერთად კადარსაც ჩამოახრჩობენ, არეულობახომ მასთან ერთად მოვაწყე.

ჩემთვის ნათელი გახდა ხრუშჩოველების როლი უნგრეთისტრაგედიაში.

ხრუშჩოვი და ტიტო ცდილობდნენ, რომ უნგრეთში ყველა-ფერი ჯანსაღი გაუნადგურებინათ, რის გამოც თავიანთ მოქმე-დებებს კოორდინირებას უკეთებდნენ. ხრუშჩოვის ბელგრადშიჩასვლის შემდეგ მათ ძალისხმევა ტიტოს შეთქმულების — კო-ჩი ძოძეს, რაიკის, კოსტოვის და სხვების — რეაბილიტაციისკენმიმართეს. იმ დროს, როცა ჩვენს პარტიას ფეხიც არ მოუცვლიასწორი და პრინციპული პოზიციებიდან, უნგრეთის პარტია გა-ტეხეს და ტიტომ და ხრუშჩოვმა გამარჯვებას მიაღწიეს. რაი-კის რეაბილიტაციასთან ერთად მოხდა ღალატის რეაბილიტა-ციაც. რაკოშის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა.

253

Page 254: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უნგრეთის მშრომელთა პარტია, რაკოშისა და გერეს ხელ-მძღვანელობით, ეკონომიკური ხასიათის შეცდომებსაც უშვებ-და ხოლმე, თუმცა ეს კონტრრევოლუცია მათი მიზეზით არდაწყებულა. რაკოშისა და მისი ამხანაგების მთავარი შეცდომაის იყო, რომ სიმტკიცე არ გამოიჩინეს, გარე და შიგა მტრებისზეწოლის პირობებში ყოყმანი დაიწყეს. არ მოახდინეს პარტიი-სა და ხალხის, მუშათა კლასის მობილიზება, რათა ჩანასახშივეგაუნადგურებინათ რეაქციის მცდელობები, მასთან დათმობებ-ზე წავიდნენ, მოახდინეს რაიკისა და სხვათა მსგავსი მტრებისრეაბილიტაცია და მდგომარეობა იმდენად გააუარესეს, რომკონტრრევოლუცია გაჩაღდა.

1956 წლის ივნისში, როდესაც მოსკოვში ეკონომიკური ურ-თიერთდახმარების საბჭოს თათბირზე მივემგზავრებოდი, ბუ-დაპეშტში შეხვედრა გავმართე უნგრეთის მშრომელთა პარტი-ის პოლიტბიუროში შემავალ ამხანაგებთან. თუმცა იქ არ იყ-ვნენ არც რაკოში, არც ჰეგედიუშა (პრემიერ-მინისტრი) და არცგერე, ვინაიდან ისინი უკვე მოსკოვში იყვნენ მატარებლით გამ-გზავრებული. (სინამდვილეში რაკოში არც თათბირზე და არცრომელიმე სხვა ადგილას არ მინახავს. იგი, სავარაუდოდ, რო-მელიმე „კლინიკაში“„ისვენებდა“, სადაც საბჭოელები მას „გა-დადგომის აუცილებლობაში არწმუნებდნენ“. ორი-სამი კვირისშემდეგ იგი მართლაც გაათავისფლეს დაკავებული თანამდებო-ბიდან.) უნგრელმა ამხანაგებმა მითხრეს, რომ გარკვეული სირ-თულეები ჰქონდათ პარტიასა და მის ცენტრალურ კომიტეტში.

— ცენტრალურ კომიტეტში, — მითხრეს მე, — შეიქმნა ვი-თარება რაკოშის წინააღმდეგ. ფარკაშიმ, პოლიტბიუროს ყო-

254

Page 255: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ფილმა წევრმა, მის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის დროშასაკუთარ ხელში აიღო.

— დროა, რომ რაკოში არა მარტო ცენტრალური კომიტე-ტიდან, არამედ პარტიიდანაც გავრიცხოთ, — მითხრა თავდაც-ვის მინისტრმა ბატამ. — მას ანტიპარტიული და ჩვენდამიმტრული პოზიცია უკავია, — განაგრძო ბატამ. — მისი თეზისიასეთია: „შევცდი, ბერია მოღალატეა. თუმცა ვისი ბრძანებითჩავიდინე ეს შეცდომა? რაკოშის ბრძანებით“.

— ეს საკითხი, — მითხრეს უნგრელმა ამხანაგებმა, — რე-ვაემაც დასვა, რომელმაც წინადადება შემოიტანა, „რაკოშისადა სხვების ბრალეულობის ანალიზის ჩასატარებელი კომისიაშეგვექმნა“.

ლაპარაკში ჩავერიე და ვკითხა:— გამოდის, რომ ცენტრალური კომიტეტი პოლიტბიუროს

არ ენდობა?— ასე გამოდის, — მიპასუხა მან. — იძულებული ვიყავით,

კომისიის შექმნაზე თანხმობა გაგვეცხადებინა, თუმცა გადავ-წყვიტეთ, რომ მისი მოხსენება თავდაპირველად პოლიტბიუ-როსთვის უნდა გადაგვეცა.

— რა კომისიაზეა ლაპარაკი? — ვკითხე მას. — ცენტრა-ლურმა კომიტეტმა პოლიტბიუროს უნდა დაავალოს მსგავსისაკითხების გაანალიზება და მოხსენებაც მან უნდა განიხილოს.თუ ცენტრალური კომიტეტი საჭიროდ ჩათვლის, მას შეუძლიაპოლიტბიუროს გაუქმებაც.

უნგრელმა ამხანაგებმა ისიც მითხრეს, რომ იმრე ნადიმ, რო-მელიც გარიცხეს როგორც კონტრრევოლუციონერი, თავისიდაბადების დღის აღსანიშნავად დიდი ვახშამი გამართა, რო-

255

Page 256: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მელზე მიწვეულ 150 სტუმარს შორის ცენტრალური კომიტეტი-სა და მთავრობის ცალკეული წევრებიც იყვნენ. როდესაც ცენ-ტრალური კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ამხანაგებს ჰკითხა,სწორი იყო თუ არა ამ ვახშამზე წასვლა, მათ უპასუხეს: „თა-ვადვე გადაწყვიტე“. ასეთმა პასუხმა ცოტა არ იყოს გამაკვირვადა უნგრელ ამხანაგებს ვკითხე:

— რატომ არ უთხარით მას პირდაპირ, რომ არ უნდა წასუ-ლიყო, ვინაიდან იმრე ნადი მტერი იყო?

— აბა რა გიპასუხოთ, ვიფიქრეთ, რომ თავადვე უნდა მიე-ღო გადაწყვეტილება, როგორც ამას საკუთარი სინდისი უკარ-ნახებდა, — მიპასუხეს მათ.

ამ საბრისას უნგრელმა ამხანაგებმა დამიდასტურეს, რომმათ პარტიაში მძიმე ვითარება იყო შექმნილი. ამ გასაჭირს კიXX ყრილობით გამოწვეული თავის ტკივილიც დაემატა.

— პარტიაში არსებობს ჯგუფები, მაგალითად, მწერლებიდა სხვები, — მითხრეს მათ, — რომლებიც სწორ გზას ასცდნენდა XX ყრილობის მასალების გათავისებას ცდილობენ. ეს ელე-მენტები ამბობენ, „XX ყრილობა იმ ჩვენს თეზიებს ამტკიცებს,რომელთა მიხედვითაც ხელმძღვანელობაში შცდომები იყოდაშვებული და ამის გამო ჩვენ მართლები ვართო“.

— დიდი ზიანი მოგვყენა ტოლიატის ინტერვიუმაც, — მით-ხრა ერთ-ერთმა დამსწრემ. — ცენტრალური კომიტეტის ზოგი-ერთი წევრი მეუბნებოდა: „რას ვაკეთებთ? უფრო მეტად მიზან-შეწონილია უნგრეთში სხვა, დამოუკიდებელი, პოლიტიკის გა-ტარება, იუგოსლავიის მსგავსად“.

სინამდვილეში იქ საქმე დღითიდღე უარესდებოდა. ცენტრა-ლური კომიტეტის მეორე წევრმა გაბრაზებით უთხრა მათ:

256

Page 257: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

„თქვენ, პოლიტბიუროს წევრები, ჯერაც გვიმალავთ ისეთ სა-კითხებს, როგორიცაა XX ყრილობის საკითხები? რატომ არ აქ-ვეყნებთ ტოლიატის ინტერვიუს?“

— ჩვენც გამოვაქვეყნეთ იგი, — მითხრეს ამხანაგებმა პოლიტ-ბიუროდან, — პარტიის ინფორმირება ხომ აუცილებელლია!..

უნგრელ ამხანაგებს ვუთხარი, რომ ჩვენთან ჯანსაღი ვითა-რება იყო და მოვუყევი, თუ როგორ მოვიქეცით ტირანას კონ-ფერენციაზე.

— პარტიაში, — ვუთხარი მათ ხაზგასმით, — სწორი დე-მოკრატიაა დამყარებული, რომელიც ვითარებას ასტაბილებსდა ერთიანობას აძლიერებს, და არა ძირს უთხრის მათ. ამის გა-მო, — აღვნიშნე მე, — ბოლომდე გავანადგურეთ ისინი, ვინცდემოკრატიის გამოყენებას პარტიის საზიანოდ ცდილობდა.ასეთი რამეების ნებას არავის ვრთავდით.

მათ მკითხეს აზრი ტოლიატის ინტერვიუს შესახებ.— ტოლიატი, — მივუგე მათ, — თუ იმის მიხედვით ვიმსჯე-

ლებთ, რაც მოჩმახა, ვერაა ნორმალურად. ჩვენ, რასაკვირვე-ლია, არ გამოგვიქვეყნებია მათთან უთანხმოება, თუმცა რაიონე-ბის პირველი მდივნები გამოვიძახეთ და განვუმარტეთ ეს საკით-ხი, რათა ფხიზლად და ყველაფრისთვის მზად ყოფილიყვნენ.

პოლიტბიუროს წევრმა სალაიმ მითხრა:— წავიკითხე ტოლიატის ინტერვიუ და არც ისე ცუდად მო-

მეჩვენა. კარგად იწყება, მაგრამ ბოლოს ფუჭდება.— იგი არ გამოგვიქვეყნებია და ძალიან გაგვიკვირდა, რომ

პარიზის რადიომ გამოაქვეყნა, — ვუთხარი მას.ამ საუბარმა დამარწმუნა, რომ მათ არ გააჩნდათ სტაბილუ-

რი კურსი. მეტიც, პოლიტბიუროს ყველაზე უფრო საიმედო წევ-

257

Page 258: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რებიც კი, როგორც ჩანს, კონტრრევოლუციური ელემენტებისზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, რის გამოც თავადაც ყოყმანობ-დნენ. ერთი შეხედვით, პოლიტბიუროში სოლიდარობა სუფევ-და, მაგრამ სინამდვილეში იგი მთლიანად იზოლირებული იყო.

საღამოს ვახშამი გაგვიმართეს პარლამენტის შენობის იმდარბაზში, სადაც კედელზე ატილას დიდი პორტრეტი ეკიდა.ლაპარაკი ისევ უნგრეთში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ჩამო-ვარდა. თუმცა უკვე აშკარა იყო, რომ ისინი სწორდ გზას აცდე-ნილები იყვნენ.

— კი, მაგრამ რას აკეთებთ და როგორ შეგიძლიათ გულ-ხელდაკრეფილები ისხდეთ გაჩაღებული კონტრრევოლუციისწინაშე? რატომ ხართ დამკვირვებლის როლში იმის მაგივრად,რომ ზომები მიიღოთ?

— რა ზომები? — მკითხა ერთმა მათგანმა.— დაუყოვნებლივ დახუროთ კლუბი „პეტეფი“, დააპატიმ-

როთ მეამბოხეთა წინამძღოლები, გამოიყვანოთ ბულვარებშიშეიარაღებული მუშათა კლასი და ალყა შემოარტყათ ესტერგს.დაუშვათ, რომ არ შეგიძლიათ მინდესენტის ციხეში ჩასმა, იმნადის დაპატიმრება ხომ მაინც შეგიძლიათ? დახვრიტეთ ამკონტრრევოლუციონერების ზოგიერთი წინამძღოლი, რათაყველამ გაიგოს, თუ რა არის პროლეტარიატის დიქტატურა.

უნგრელმა ამხანაგებმა თვალები გადმოკარკლეს და გაკ-ვირვებით შემომხედეს, თითქოს მეუბნებოდნენ: „ხომ არ გაგიჟ-დიო“. ერთმა მათგანმა მითხრა:

— არ შეგვიძლია ისე მოქცევა, როგორც თქვენ გვეუბნე-ბით, ამხანაგო ენვერ, ვინაიდან მდგომარეობას ეგზომ სახიფა-თოდ არ მივიჩნევთ. ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ მდგომა-

258

Page 259: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

რეობას. კლუბ „პეტეფში“ გაკეთებული შეძახილები ბავშვურისაქმეა, და თუ ცენტრალური კომიტეტის ზოგიერთი წევრი წა-ვიდა და იმრე ნადს მიულოცა, ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთეს,რომ მისი ძველი მეგობრები იყვნენ, და არა იმიტომ, რომ ცენ-ტრალურ კომიტეტს არ ეთანხმებოდნენ თავისი რიგებიდან იმ-რეს გარიცხვის საკითხში.

— მგონია, რომ საქმეს ერთობ აუბრალოებთ, — ვუთხარიმათ, — და ვერ აფასებთ მოახლოებულ უდიდეს საშიშროებას.გვერწმუნეთ, ტიტოელებს კარგად ვიცნობთ, ვიცით ამ ანტიკო-მუნისტებისა და იმპერიალიზმის აგენტების მიზნები.

თუმცა ჩემი სიტყვები იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსაშინა. დავამთავრეთ ეს ვაი-ვახშამი და რამდენიმესაათიანი სა-უბრის განმავლობაში უნგრელი ამხანაგები მარწმუნებდნენ,რომ „ვითარებას აკონტროლებდნენ“, და კიდევ ათას სისულე-ლეს ჩმახავდნენ.

დილით თვითმფრინავში ჩავჯექი და მოსკოვში გავფრინდი.შევხვდი სუსლოვს კრემლში არსებულ მისივე კაბინეტში. იგიჩვეული მიხვრა-მოხვრით შემხვდა — დიდი თეატრის ბალერი-ნების მსგავსი სიარულით — და დაჯდომის შემდეგ ალბანეთისირგვლივ კითხვები დამისვა. ჩვენი პრობლემების თაობაზე აზ-რთა ურთიერთგაცვლის შემდეგ უნგრეთის საკითხი წამოვჭე-რი. გავუზიარე მას საკუთარი აზრი ზუსტად ისევე, როგორციგი უნგრელ ამხანაგებს ღიად ჩამოვუყალიბე. სუსლოვი გაფა-ციცებით მიყურებდა თავისი რუხი ძვლის ჩარჩოიანი სათვალე-დან და ლაპრაკისას შევნიშნე, რომ მზერაში უკმაყოფილება,მოწყენილობა და ბრაზი შეეპარა. მისი მხრიდან არდათანხმე-ბას და აღნიშნულ გრძნობებს ახლდა მაგიდაზე მის წინ დადე-

259

Page 260: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ბულ თეთრ ფურცელზე გაუთავებელი ჯღაპნა. საუბარი იმითდავამთავრე, რომ აღვნიშნე, თუ რაოდენ განმაცვიფრა უნგრე-ლი ამხანაგების „აუღელვებლობამ“.

სუსლოვმა ლაპარაკი დაიწყო თავისი წვრილი და გამყინავიხმით და არსებითად თქვა:

— ვერ დავეთანხმებით თქვენს მოსაზრებებს უნგრეთის სა-კითხზე. თქვენ მდგომარეობას სგანგაწოდ მიიჩნევთ, არადა იგიარაა ასეთი, როგორიც გგონიათ. შეიძლება არასაკმარისად იც-ნობთ საკითხს, — და სუსლოვი ვრცელ ლაპარაკს მოჰყვა, რა-თა „დავუმშვიდებინე“ და დავერწმუნებინე იმაში, რომ უნგრეთ-ში საგანგაშო არაფერი იყო. მისმა „არგუმენტებმა“ ვერანაირადვერ დამარწმუნეს, მომდევნო დღეებში განვითარებულმა მოვ-ლენებმა კი დაადასტურეს, რომ ჩვენი მოსაზრება და შენიშვნე-ბი უნგრეთში მძიმე ვითარების არსებობის თაობაზე მთლიანადსწორი იყო. თითქმის ორი თვის შემდეგ, 1956 წლის აგვისტოში,კიდევ ერთხელ მომივიდა ცხარე კამათი სუსლოვთან უნგრე-თის საკითხზე. როდესაც ჩინეთში მივემგზავრებოდით ამ უკა-ნასკნელის პარტიულ ყრილობაზე, ბუქარესტში გავლისას უნ-გრელ ხელმძღვანელებთან აეროპორტში საუბარი გავმართეთდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მდგომარეობა უნგრეთ-ში უარესდებოდა, რეაქცია აქტიურდებოდა, უნგრეთის ხელ-მძღვანელობა კი თავისი მოქმედებით კონტრრევოლუციას უწ-ყობდა ხელს. მოსკოვში შეჩერებისას მეჰმეტი, რამიზი და მესუსლოვს შევხვდით და ვუთხარით ჩვენი შეშფოთების შესახებ,რათა მას ეს ყველაფერი საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის გა-დაეცა. სუსლოვი ჩვენს სიტყვებს ისევე მიუდგა, როგორც ივნი-სის შეხვედრაზე.

260

Page 261: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

— იმაზე, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, ანუ ის, რომ იქ კონ-ტრრევოლუცია თუხთუხებს, — გვითხრა სუსლოვმა, — არც დაზ-ვერვის მონაცემები გაგვაჩნია და არც სხვა წყაროები გვატყო-ბინებენ. მართალია, მტრები უნგრეთში ხმაურს ტეხავენ, მაგ-რამ მდგომარეობა იქ უკვე ნორმალიზდება. ის, რომ იქ გარკვე-ული სტუდენტური მოძრაობა შეინიშნება, მართალია, თუმცა ესარაა საშიში და ყველაფერი კონტროლდება. იუგოსლავები იქ არმოქმედებენ, როგორც ამას თქვენ ამბობთ. უნდა იცოდეთ, რომმარტო რაკოში კი არა, გოდეც უშვებდა შეცდომებს…

— კი, ისინი რომ შეცდომებს უშვებდნენ, სრული სიმარ-თლეა, მათ ხომ უნგრელი ტიტოელების რეაბილიტაცია მოახ-დინეს, რომლებიც სოციალიზმისთვის ძირის გამოთხრას აპი-რებდნენ, — გავაწყვეტინე სიტყვა სუსლოვს. მას თავისი წვრი-ლი ტუჩები დაებერა, შემდეგ კი განაგრძო:

— რაც შეეხება ამხანაგ იმრე ნადს, ვერც ამ საკითხში დაგე-თანხმებით, ამხანაგო ენვერ.

— ძალიან მაკვირვებით, — ვუთხარი მას, — როცა „ამხა-ნაგს“ უწოდებთ იმრე ნადს, რომელიც უნგრეთის მშრომელთაპარტიამ გვერდზე მოისროლა.

— მერე რა რომ მოისროლა, — მიპასუხა სუსლოვმა, — მანმოინანია დანაშაული და თვითკრიტიკით გამოვიდა.

— ენას ძვალი არა აქვს, — შევეპასუხე მე, — ყბედობასყურს ნუ დაუგდებთ…

— არა, — მითხრა ალმურმოდებულმა სუსლოვმა, — ჩვენმისი წერილობითი თვითკრიტიკა გაგვაჩნია, — და ამ დროსგამოსწია უჯრა, საიდანაც რაღაც ქაღალდი ამოიღო იმრე ნა-დის ხელმოწერით, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტური

261

Page 262: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

პარტიის მისამართზე იყო გამოგზავნილი, და რომელშიც წერ-და, რომ მისი „აზრები და საქციელი“ მცდარი იყო და საბჭოე-ლებს მხარდაჭერას თხოვდნენ.

— და ამის გჯერათ? — ვკითხე სუსლოვს.— გვჯერა, რატომაც არა! — მიპასუხა სუსლოვმა და განაგ-

რძო: — ამხანაგები შეიძლება შეცდნენ კიდეც, მაგრამ თუ ისინითავიანთ შეცდომებს აღიარებენ, მათ ხელი უნდა გავუწოდოთ.

— იგი მოღალატეა, — ვუთხარი სუსლოვს, — და მიგვაჩ-ნია, რომ მოღალატისთვის ამგვარი ხელის გაწვდენით შეცდო-მას უშვებთ.

ამით დამთავრდა სუსლოვთან საუბარი, მას ისე გამოვემ-შვიდობეთ, რომ ამ საკითხში ვერ დავეთანხმეთ.

ამ შეხვედრიდან ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ საბ-ჭოელებს, რაკოშის საბოლოოდ გაკიცხვის შემდეგ, შიშმა და-რია ხელი უნგრეთის მდგომარეობასთან დაკავშირებით და ქა-რიშხლის წინ აღარც კი იცოდნენ, რა ექნათ. სავარაუდოდ ისი-ნი ტიტოსთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ საკითხის ერ-თობლივად გადასაწყვეტად. ისინი იმრე ნადს ამზადებდნენ დამისი მეშვეობით უნგრეთში მდგომარეობის კვლავ გაკონტრო-ლებას აპირებდნენ. ასეც მოხდა.

რაკოშის გარემოცვა ძალზე სუსტი იყო. არც ცენტრალურიკომიტეტი და არც პოლიტბიურო თავის ადგილებზე არ იდგნენ.ჰეგედიუშისა და კადარის მსგავსი ადამიანები, მიუნიხის მსგავსიბებრები და პარტიული და საბრძოლო ცხოვრების გამოცდილე-ბის არმქონე ახალგაზრდობა დღითიდღე აუარესებდნენ საქმე-ებს და საბოლოო ჯამში ხრუშჩოვ-ტიტოს ქსელში ამოჰყეს თავი.

262

Page 263: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

მთელი ეს ავანტიურა გამალებით მზადდებოდა. გამოცოც-ხლდა და თავი გამოყო რეაქციამ, რომელიც უკვე ღიად მოქმე-დებდა. კომუნიზმის ნიღაბს ამოფარებული ცრუკომუნისტი, კუ-ლაკი და მოღალატე იმრე ნადი ტიტიზმის დროშად იქცა რაკო-შის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ უკანასკნელმა იგრძნო საშიშ-როება, რომელიც პარტიასა და ქვეყანას ემუქრებოდა, იმრე ნა-დის წინააღმდეგ ზომებიც მიიღო და იგი 1955 წლის დასასრულსპარტიიდან გარიცხა. თუმცა უკვე ძალზე გვიანი იყო: უნგრეთიკონტრრევოლუციის მტკიცე ქსელში იყო გახვეული და ეს ქვე-ყანა ბრძოლას აგებდა. რაკოშის უტევდნენ ხრუშჩოვიც და ტი-ტოც, ესტერგომის ცენტრიც და გარე რეაქციაც. ანა კეგლიმ, მინ-დსენტიმ, თავად უნგრეთში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში თავ-მოყრილი მსოფლიო რეაქციის სამსახურში მდგარი გრაფები დაბარონები კონტრრევოლუციას ამზადებდნენ და უნგრეთში ია-რაღს გზავნიდნენ, რათა ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინათ.

კლუბი „პეტეფი“ რეაქციის ცენტრად გადაიქცა. იგი ვითომახალგაზრდობის კავშირის კულტურის კლუბი იყო, თუმცა ფაქ-ტობრივად თავად უნგრეთის პარტიის ცხვირწინ იმ ბუნაგისროს ასრულებდა, სადაც რეაქციული ინტელიგენშჩინა არა მარ-ტო სოციალიზმისა და პროლეტარიუტის დიქტატურის წინააღ-მდეგ ლაყბობდა, არამედ ემზადებოდა, ორგანიზდებოდა, თანაციმ დონემდე, რომ ბოლოს და ბოლოს ულტიმატუმის სახით ქედ-მაღლურად წამოუყენა თავისი მოთხოვნები პარტიასა დამთავრობას. თავდაპირველად, სანამ ხელისუფლების სათავეშირაკოში იდგა, გარკვეული ზომები მიიღეს: ცენტრალური კომი-ტეტის რეზოლუციით დაგმეს კლუბი „პეტეფი“, პარტიიდან გა-რიცხეს ერთი თუ ორი მწერალი, თუმცა ეს ყველაფერი პწკენა

263

Page 264: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უფრო იყო და არა რადოკალური ზომები. კონტრრევოლუციისბუნაგი არსებობას განაგრძობდა და მოგვიანებით გასამარ-თლებულების რეაბილიტაციაც მოახდინეს.

დამხობილი იმრე ნადი ფაშასავით იჯდა საკუთარ სახლში,რომელიც თავისი მომხრეების მიღების ადგილად გადააქცია.მის მომხრეთა რიცხვში შედიოდნენ უნგრეთის მშრომელთაპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები. უნგრეთის ხელ-მძღვანელები აღშფოთებული მიმოდიოდნენ მოსკოვში, მაშინროცა ცენტრალურ ჯომიტეტში მჯდარი მათი ეგრეთ წოდებუ-ლი ამხანაგები, ნაცვლა იმისა, რომ წომები მიეღოთ გამოცოც-ხლებული რეაქციული ელემენტების წინააღმდეგ, იმრე ნადთანსახლში დადიოდნენ და მას დაბადების დღეს ულოცავდნენ. რა-კოშის თაყვანისმცემლები ნადის თაყვანისმცემლებად გადაიქ-ცნენ და მას ხელისუფლებისაკენ გზა გაუწმინდეს.

რაკოშის ჩამოგდების გადაწყვეტილება მოსკოვსა და ბელ-გრადში მიიღეს. იგი გატეხეს, მან ვერ გაუძლო ხრუშჩოველები-სა და ტიტოელების ზეწოლას, ისევე როგორც უნგრეთის ხელი-სუფლებაში ჩანერგილ მათი აგენტურის ხრიკებს. რაკოშის თა-ნამდებობიდან გადადგომა ვითომ „ჯანმრთელობის მდგომარე-ობის“ გამო აიძულეს (ვინაიდან ჰიპერტონია სჭირდა!) და „კა-ნონის დარღვევაც“ აღიარებინეს. თავდაპირველად „ამხანაგ მა-თიას რაკოშის“ დამსახურებებზე ალაპარაკდნენ. (ასე რომ იგიღირსეულად „დამარხეს“.) შემდეგ მის შეცდომებზე დაიწყესლაპარაკი, სანამ, ბოლოს და ბოლოს, მას „რაკოშის დანაშაუ-ლებრივი ხროვა“ არ უწოდეს. რაკოშის გათავისუფლების წინა-მორბედი კულისებსმიღმა გარიგებების მომზადებაში დიდი

264

Page 265: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

როლი ითამაშა სუსლოვმა, რომელიც სწორედ ამ დროს ჩავიდაუნგრეთში დასასვენებლად (!).

როგორც ჩანს, რაკოში უკანასკნელი თვლის მანა იყო, რო-მელიც რევიზიონისტულ ეტლს მთელი სისწრაფით გაქანებაშიხელს უშლიდა. თუმცა პირველ მდივნად აირჩიეს არა კადარი,როგორც ეს საბჭოელებს სურდათ, არამედ გერე, თუმცა ამუკანასკნელსის დღეებიც დათვლილი იყო. კადარი, რომელიცმანამდე ციხეში იჯდა და მხოლოდ ცოტა ხნის წინ იყო რეაბი-ლიტირებული, თავდაპირველად პოლიტბიუროში აირჩიეს და,როგორც ზრუშჩოვისა და ტიტოს მიმდევარი, ფაქტობრივად„პირველ ხმას“ ამბობდა.

1956 წლის ივლისის პლენუმის შემდეგ (რომელზეც გერემრაკოში შეცვალა, კადარი კი პოლიტბიუროს შემადგენლობაშიშევიდა) რეაქციამ ფრთები გამოისხა, პარტიისა და მთავრობისავტორიტეტი თითქმის აღარ არსებობდა. კონტრრევოლუციუ-რი ელემენტეი დაჟინებით მოითხოვდნენ ნადის რეაბილიტაცი-ას და იმ მცირერიცხვანი საიმედო ადამიანების მოხსნას, რომ-ლებიც ჯერ კიდევ ხელმძღვანელობაში რჩებოდნენ. გერე, ჰეგე-დიუში და სხვები ქალაქებსა და ფაბრიკებში დადიოდნენ, რათახალხი დაეშოშმინებინათ, და ყველას „დემოკრატიას“, „სოცია-ლისტურ კანონიერებასა“ და ხელფასების გაზრდას ჰპირდე-ბოდნენ. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, კეთდებოდა არა სწო-რი, მარქსისტულ-ლენინური გზით, არამედ წვრილი ბურჟუაზი-ისა და რეაქციის მძლავრი სტიქიის ზეწოლით.

უნგრეთის მშრომელთა პარტიის ხელისუფლებიდან რაკო-შის გამოყვანა შეცდომად მივიჩნიეთ, რომელმაც დიდი ზიანიმიაყენა და გვარიანად გააუარესა სიტუაცია უნგრეთში, და ჩვე-

265

Page 266: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ნი აზრი საბჭოთა ხელმძღვანელებს გავუზიარეთ, როდესაც დე-კემბერში მოსკოვში ვიმყოფებოდით. მოვლენათა განვითარე-ბამ ჩვენი სისწორე დაამტკიცა.

დაიწყო ლიბერალიზაციის „ბედნიერი“ პერიოდი, როცა ცი-ხეებიდან და საფლავებიდან იმათი ამოთრევა დაიწყეს, ვინცსამართლიანად იყო გასამართლებული პროლეტარიატის დიქ-ტატურის მიერ. მოღალატე რაიკი და მისი თანამზრახველებიხელახლა დაასაფლავეს მდიდრული ცერემონიით, რომელშიცათასობით ადამიანი მონაწილეობდა და რომელსაც უნგრეთისხელმძღვანელები მიუძღოდნენ წინ; ცერემონიის დასასრულსინტერნაციონალიც იმღერეს. ამრიგად, მოღალატე რაიკი „ამხა-ნაგი რაიკი“ და უნგრეთის ეროვნული გმირი გახდა, თითქმისისეთივე გმირი, როგორიც კოშუტი იყო.

პარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი გაგზავნილი ფორ-მალური წერილის შემდეგ ნადი ისევ მიიღეს პარტიაში და ალ-ბათ ელოდებოდა კიდეც, რომ მოვლენათა განვითარება მას ხე-ლისუფლების სათავეში მოიყვანდა. მალე ასეც მოხდა.

რაიკის შემდეგ ასპარეზზე გამოვიდნენ სხვებიც, ადრე გასა-მართლებულები — ოფიცრები და მღვდლები, პოლიტიკურიდამნაშავეები და ქურდები, რომლებსაც მორალურ და მატერი-ალურ სიამოვნებას ანიჭებდნენ. რაიკის ქვრივმა საკუთარი მე-უღლის ღალატის გამო ჯილდოდ 200000 ფორინტი მიიღო, ბე-დაპეშტის გაზეთები კი განცხადებას აქვეყნებდნენ „ქალბატო-ნი რაიკის“ დიდსულოვნების შესახებ, რომელმაც ეს თანხა სა-ხალხო კოლეჯებს გადასცა. მართლმსაჯულების მიერ გასამარ-თლებული ადამიანები რაკოშის, გაბორ პეტერისა და მიხაილფარკაშის მსხვერპლებად გამოცხადდნენ და ეს უკანასკნელი

266

Page 267: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

იმავე დღეს დააპატიმრეს. მაღალჩინოსნები რეაქციის წინაშეთავიანთი „დანაშაულების“ გამო თავს იმართლებდნენ. „ჩვენრაღა უნდა გვექნა, — ამბობდა იუსტიციის მინისტრი, — როცათავად რაიკი დაეთანხმა წაყენებულ ბრალდებებსო?“

ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოფმა ჰე-გედიუშმა ხრუშჩოვის ზეწოლით განაცხადა: „ღრმა მწუხარებასგამოვთქვამთ იმის გამო, რომ ჩვენმა პარტიამ და ჩვენმა მთავ-რობამ იუგოსლავიას ცილი დასწამეს“, მაშინ როცა გერემ თა-ვის პირველ გამოსვლაში პარტიის ხელმძღვანელად არჩევისშემდეგ თქვა, რომ „ჩვენი პარტია ჯერ კიდევ ვალშია იუგოს-ლავიის კომუნისტთა კავშირისა და იუგოსლავიის ხელმძღვანე-ლების წინაშე, მან უნდა დაგმოს ცილისმწამებლური ჭორები,რომლებიც იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის წინა-აღმდეგ გავავრცელეთო“.

გერემ, ერთ-ერთმა უხუცესმა პარტიულმა ხელმძღვანელმა,ამ მოვლენებში თავი ოპორტუნისტად და ლაჩარ ადამიანად გა-მოამჟღავნა, რომელიც ხან ერთ მხარეს იხრებოდა და ხან მეო-რე მხარეს იმ თოჯინასავით, რომელიც უნგრეთის ტრაგედიისჭეშმარიტ მსახიობებზე მიმაგრებული ძაფებით იმართებოდა.როდესაც ტიტო ყირიმში „დასასვენებლად“ იმყოფებოდა, გე-რეც იქ ჩავიდა და ხრუშჩოვის აგარაკზე დაელაპარაკა, რისშემდეგაც სამივე მათგანმა, თავიანთ ამალებთან ერთად,„ზღვის ნაპირზე სეირნობა, საუბარი და ფოტოსურათების გა-დაღება დაიწყო“. კაცი ვერაფერს იტყვის, „ისტორიული“ ფო-ტოსურათები გამოუვიდათ, თუკი ოდესმე დაიწერება ხალხთაწინააღმდეგ მიმართული ინტრიგებისა და გარიგებების ისტო-რია! აქ, იალტაში მდებარე ხრუშჩოვის აგარაკზე, პირველი შე-

267

Page 268: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რიგება შედგა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გერე, ჰეგედიუშიდა კადარი ბელგრადში ჩავიდნენ და რანკოვიჩთან მოლაპარა-კება გამართეს. მას შემდეგ სულ ცოტა ხანში არეულობები და-იწყო, გერე გვერდზე, ნაგვის ყუთში, მოისროლეს, კადარი კი,ხრუშჩოვის ლოცვა-კურთხევით, მიქოიანისა და რევიზიონის-ტული იდეოლოგის — სუსლოვის — ოინებით პირველი მდივ-ნის თანამდებობაზე დაინიშნა.

ამასობაში იმრე ნადი თავისი სოროდან გამოძვრა, მოძლი-ერდა, გამარჯვების შეძახილი აღმოხდა და დემოკრატია „გამო-აცხადა“, ტიტო კი გამარჯვებას ზეიმობდა. რეაქცია ხელისუფ-ლების სათავეში მოვიდა, გარედან ძარცვაც აბობოქრდა, ხე-ლახლა შეიქმნა ბურჟუაზიის პარტიები — ფაშისტურები, ქრის-ტიანულები, კლერიკალურები. იმპერიალიზმმა ქვეყანა ჯაშუ-შებით წალეკა და ავსტრიის გავლით დიდძალი იარაღის შემო-ტანა დაიწყო. რადიოსადგური „თავისუფალი ევროპა“ ოცდა-ოთხი საათის განმავლობაში კონტრრევოლუციას აღვივებდადა სოციალისტური წყობის დამხობისა და სრული ლიკვიდაცი-ისკენ მოუწოდებდა. უნგრეთის კარი ადრევე იყო გაღებულიჯაშუშებისთვის, რომლებსაც თავი ტურისტებად მოჰქონდათ.

როდესაც 1956 წელს ჩინეთიდან სამშობლოში ვბრუნდებო-დით ბუდაპეშტის გავლით, უნგრეთის მშრომელთა პარტიისპოლიტბიუროს წევრებმა საკუთარი პირით გვითხრეს, რომ„უკანასკნელ პერიოდში უნგრეთში 20000 ტურისტმა იმოგზაუ-რაო“. როდესაც მათ ვუთხარი, რომ ეს სახიფათო საქმე იყო, მი-პასუხეს: „მათგან შემოსავალი ვალუტაში შემოგვდისო“. რაკო-შის ჩამოგდების შემდეგ, განსაკუთრებით, ავადხსენებულ ოქ-ტომბრის დღეებში, კარი გაიღო ხორტისტებისთვის, ბარონები-

268

Page 269: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

სა და გრაფებისთვის, უნგრეთის ყოფილი მესაკუთრეებისა დამჩაგვრელებისთვის. ბუდაპეშტის ცენტრიდან ესტერხაზმა ტე-ლეფონით შეატყობინა უცხოელ საელჩოებს, რომ მთავრობისსათავეში მოსვლას აპირებდა. ცოტათი უფრო ადრე ციხიდანგამოშვებული მინდსენტი საკუთარ სასახლეში „ეროვნულიგვარდიის“ თანხლებით შედიოდა და ხალხს ლოცავდა. ჩირ-ქგროვაში მომრავლებული ჭიებივით აღორძინდნენ ძველი პარ-ტიები — მესაკუთრეთა პარტია, გლეხთა პარტია, სოციალ-დე-მოკრატიული პარტია, კათოლიკეთა პარტია, მათ დაუბრუნ-დათ უწინდელი რეზიდენციები, დაიწყეს გაზეთების გამოშვება,ნადი და კადარი კი მთავრობის შემადგენლობაში შევიდნენ.კონტრრევოლუციამ უკვე მთელი დედაქალაქი მოიცვა და უნ-გრეთის დანარჩენ რაიონებზე გავრცელდა.

როგორც შემდგომში ბუდაპეშტში მომუშავე ჩვენმა ელჩმა— ბატო კარაფილიმ — მოგვიყვა, გამძვინვარებული კონტრ-რევოლუციონერები თავდაპირველად სტალინის სპილენძისძეგლისკენ გაიქცნენ, რომელიც ჯერ კიდევ იდგა ბუდაპეშტისერთ-ერთ მოედანზე. მსგავსად იმისა, როგორც ოდესღაც ჰიტ-ლერის შტურმბანბრიგადები ესხმოდნენ თავს ყოველივე მოწი-ნავეს, ხორტისტები და უნგრეთის საზოგადოების სხვა ნაძირ-ლები გამძვინვარებული დაესხნენ თავს სტალინის ძეგლს დამისი წაქცევა სცადეს. იმის გამო, რომ ეს ფოლადის ბაგირები-თაც ვერ შეძლეს, რომელთაც მძიმე ტრაქტორი ექაჩებოდა, ყა-ჩაღებმა ეს შესადუღებელი მანქანის მეშვეობით მოახერხეს. მა-თი პირველი აქტი სიმბოლური იყო: სტალინის ძეგლის წაქცე-ვით იმის თქმა უნდოდათ, რომ წააქცევდნენ ყველაფერს, რაცკი უნგრეთში სოციალიზმისგან, პროლეტარიატის დიქტატუ-

269

Page 270: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რისგან და მარქსიზმ-ლენინიზმისგან იყო დარჩენილი. მთელ ქა-ლაქში ნგრევა, მკვლელობები და არეულობა გამეფდა.

ხრუშჩოვსა და სუსლოვს ქეციანი ჩიტი — იმრე ნადიც — გა-უფრინდათ. ამ მოღალატემ, რომლის იმედიც მოსკოვს იმ წყალ-ში ჩავარდნილივით ჰქონდა, რომელიც საკუთარ თმებს მაშველღუზასავით ებღაუჭება, კონტრრევოლუციის გამძვინვარებულდღეებში თავისი ჭეშმარიტი სახე გამოაჩინა, თავისი რეაქციუ-ლი პოლიტიკა გამოამზეურა და ვარშავის ხელშეკრულებიდანუნგრეთის გამოსვლა საჯაროდ გამოაცხადა. საბჭოთა ელჩადუნგრეთში ვინმე ანდროპოვი იყო, სახელმწიფო უშიშროებისკომიტეტის თანამშრომელი, რომელიც მოგვიანებით დააწინაუ-რეს და თავისი მზაკვრული როლი ჩვენს წინააღმდეგაც ითამა-შა. ელჩის იარლიყიანი ეს აგენტი გაჩაღებული კონტრრევოლუ-ციის ორომტრიალში აღმოჩნდა. კონტრრევოლუციური მოვლე-ნები ღიად მიმდინარეობისა და მთავრობის სათავეში ნადიმოსვლის დროსაც საბჭოელები მას მხარს უჭერდნენ იმ იმე-დით, რომ, როგორც ჩანს, საკუთარი კონტროლის ქვეშ ჰყოლო-დათ. იმ დღეებში, საბჭოთა არმიის პირველი უღიმღამო ჩარე-ვის შემდეგ, ანდროპოვმა ბუდაპეშტში ჩვენს ელჩს უთხრა:

— მეამბოხეებს კონტრრევოლუციონერებს ვერ ვუწოდებთ,რამეთუ მათ შორის პატიოსანიც ადამიანებიც არიან. ახალიმთავრობა კარგი მთავრობაა და საჭიროა მისი მხარდაჭერა,რათა მდგომარეობა გამოსწორდეს.

— ნადის გამოსვლებს როგორ უყურებთ? — ჰკითხა ჩვენმა ელჩმა.— არაა ცუდი გამოსვლები, — უპასუხა ანდროპოვმა და

როცა ჩვენმა ამხანაგმა უთხრა, რომ საბჭოთა კავშირში ნალა-პარაკები მცდარად მიაჩნდა, მან უპასუხა:

270

Page 271: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

— ანტისოვეტჩინა სახეზეა, მაგრამ ნადის უკანასკნელი გა-მოსვლა არ იყო ცუდი და არც ანტისაბჭოთა მიმართულებაჰქონია. იგი მასებთან კავშირის შენარჩუნებას ცდილობს. პო-ლიტბიურო კარგია და ნდობით სარგებლობს.

კონტრრევოლუციონერები იმდენად თავხედურად მოქმე-დებდნენ, რომ თავად ანდროპოვი და მთელი საელჩო ქუჩაშიგაიყვანეს და რამდენიმე საათი იქ გააჩერეს. ბუდაპეშტში ჩვენსელჩს მითითება მივეცით, რომ საელჩო და მისი პერსონალი და-ეცვა და პარმაღთან ტყვიამფრქვევი დაეყენებინა; იმ შემთხვე-ვაში, თუ კონტრრევოლუციონერები საელჩოს თავს დაესხმე-ბოდნენ, მათთვის ცეცხლი დაუფიქრებლად გაეხსნა, თუმცა რო-ცა ჩვენმა ელჩმა ანდროპოვს იარაღი სთხოვა ჩვენი საელჩოსდასაცავად, პასუხად უარი მიიღო.

— ჩვენ დიპლომატიური იმუნიტეტით ვსარგებლობთ, ასერომ თქვენ არავინ შეგეხებათ.

— რა დიპლომატიურ იმუნიტეტზეა ლაპარაკი?! — უთხრაჩვენმა ელჩმა. — მათ ქუჩაში გაგიყვანეს.

— არა, არა, — მიუგო ანდროპოვმა. — იარაღი რომ მოგ-ცეთ, ამან შეიძლება ინციდენტები გამოიწვიოს.

— რახან ასეა, — უთხრა მას ჩვენმა წარმომადგენელმა, — მა-შინ ალბანეთის მთავრობის სახელით ოფიციალურად გთხოვთამას შესახებ.

— მოსკოვს შევეკითხები, — უთხრა ანდროპოვმა, და როცაჩვენს თხოვნაზე უარი მივიღეთ, ჩვენმა ელჩმა მას განუცხადა:

— კეთილი, მხოლოდ იცოდეთ, რომ იმ რევოლვერითა და იმსანადირო თოფებით დავიცავთ თავს, რომლებიც გაგვაჩნია.

271

Page 272: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

საბჭოთა ელჩი საელჩოში ჩაიკეტა და გარეთ ცხვირის გამო-ყოფასაც ვერ ბედავდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინის-ტროს ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა მუშაკმა, რომელსაც ბან-დიტები მისდევდნენ, ჩვენს საელჩოში თავშესაფრის მიღებაითხოვა და მას იგი მივეცით. მან ჩვენს ამხანაგებს უთხრა, რომსაბჭოთა საელჩოში იყო, მაგრამ იქ არ მიიღეს.

უნგრეთში განლაგებული საბჭოთა არმია თავდაპირველადსაქმეში ჩაერია, მაგრამ შემდეგ ნადისა და კადარის მოთხოვ-ნით უკან დაიხიეს, საბჭოთა საელჩომ კი განაცხადა, რომ მზადიყო მოლაპარაკება დაეწყო უნგრეთიდან მათი გამოყვანის შე-სახებ. და იმ დროს, როცა კონტრრევოლუციონერები მძვინვა-რებდნენ, მოსკოვი შეშინებული იყო. ხრუშჩოვი ცახცახებდა დაჩარევას ვერ ბედავდა. ტიტო ვითარების მეფედ და იმრე ნადისმხარდამჭერად გამოდიოდა, ჯარიც კი გააწყო და უნგრეთშიშესაჭრელად მოამზადა. ამის შემხედვარე მოსკოვმა ბუდაპეშ-ტში შესაფერისი ადამიანი მიავლინა — ვაჭარი მიქოიანი, რო-მელსაც მამლაყინწა სუსლოვი გააყოლა.

აქ, ტირანაში, დაუყოვნებლივ ჩვენი სათქმელი ვთქვით. საბ-ჭოთა ელჩი გამოვიძახე და გაბრაზებულმა ვუთხარი:

— საერთოდ არაფერი არ ვიცით იმის შესახებ, რაც ზოგი-ერთ სოციალისტურ ქვეყანაში ხდება. უნგრეთის კონტრრევო-ლუციაში ტიტოსა და მისი თანამზრახველების ხელი ურევია.უნგრეთს იმპერიალიზმსა და ტიტოს აძლევთ. თქვენ ამ საქმეშიშეიარაღებული ძალებით უნდა ჩაერიოთ და fare piazza pulita17,სანამ გვიან არაა.

17. იტალიურად — ადგილის გაწმენდა.

272

Page 273: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ველაპარაკე მას ტიტოს მიზნებზე და გავკიცხე ხრუშჩოვიიმის გამო, რომ მას ტიტოსი სჯეროდა, და ვუსაყვედურე სუს-ლოვსაც იმის გამო, რომ იმრე ნადის „თვითკრიტიკისა“ სჯეროდა.

— აი, ვინ იყო იმრე ნადი, — ვუთხარი მას. — ახლა კი უნგრეთ-ში სისხლი იღვრება, ასე რომ დროა დამნაშავეები დადგინდეს.

მან მიპასუხა:— ვითარება რთულია, თუმცა არ დავუშვებთ, რომ უნგრე-

თი მტერმა ჩაიგდოს ხელში. თქვენ მოსაზრებებს მოსკოვს გა-დავცემ.

ცნობილია, რაც მოხდა უნგრეთში, კერძოდ — ბუდაპეშტში.ათასობით ადამიანი მოკლეს. გარე ძალების მიერ შეიარაღებუ-ლი რეაქცია ქუჩაში ხვრეტდა კომუნისტებსა და დემოკრატებს,ქალებსა და ბავშვებს, წვავდა სახლებს, დაწესებულებებსა დაყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდა. მთელი დღეების განმავ-ლობაში ძარცვა-გლეჯა მიდიოდა. მცირეოდენი წინააღმდეგობამხოლოდ ბუდაპეშტის უშიშოების ორგანოების რაზმებმა გას-წიეს, მაშინ როცა უნგრეთის არმია და უნგრეთის მშრომელთაპარტია განეიტრალებული და ლიკვიდირებული იყო. კადარმაბრძანება გამოსცა უნგრეთის მშრომელთა პარტიის დაშლის შე-სახებ, რითაც თავისი ჭეშმარიტი სახე გამოამჟღავნა, და ახალიპარტიის — სოციალისტური მუშათა პარტიის — შექმნა გამო-აცხადა, რომელიც კადარს, ნადს და სხვებს უნდა აეშენებინათ.

საბჭოთა საელჩო გარშემორტყმული იყო ტანკებით, მისშიგნით კი მიქოიანი, სუსლოვი, ანდროპოვი და, შეიძლება,სხვებიც ინტრიგებს ხლართავდნენ.

რეაქცია კადარისა და იმრე ნადის მეთაურობით, რომლებიცპარლამენტში ისხდნენ და დროს დისკუსიებში ატარებდნენ, და-

273

Page 274: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

სავლეთის კაპიტალისტურ ქვეყნებს საკუთარი ჯარების შემოყ-ვანას თხოვდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგ. ბოლოს და ბო-ლოს, შეშინებული ხრუშჩოვი იძულებული იყო, ბრძანება გაე-ცა. საბჭოთა სატანკო ნაწილები ბუდაპეშტში შევიდნენ და ქუ-ჩის ბრძოლები გაიმართა. ინტრიგანმა მიქოიანმა ანდროპოვიტანკში ჩასვა და პარლამენტში გაგზავნა კადარის წამოსაყვა-ნად, რათა ამ უკანასკნელით მანიპულირება გაეგრძელებინა.და ასეც მოხდა. კადარმა ისევ გამოიცვალა პატრონი, ისევ გამო-იცვალა ტყავი, საბჭოელებს ჩაეხუტა და მათი ტანკებით დაც-ვის ქვეშ ხალხს არეულობის შეწყვეტისაკენ, კონტრრევოლუცი-ონერებს კი იარაღის დაყრისა და ჩაბარებისკენ მოუწოდა.

ნადის ხელისუფლებას წერტილი დაესვა. კონტრრევოლუ-ცია ჩახშობილი იყო, იმრე ნადიმ კი თავშესაფარი ტიტოს საელ-ჩოში ჰპოვა. ცხადია, რომ იგი ტიტოსა და მსოფლიო რეაქციისაგენტი იყო. იგი ხრუშჩოვის მხარდაჭერითაც სარგებლობდა,თუმცა ამ უკანასკნელს ხელიდან დაუსხლტა, რათა სულ უფროდა უფრო შორს შეტოპვა ეწადა. ხრუშჩოვი რამდენიმე თვისგანმავლობაში კამათობდა ტიტოსთან და ნადის წამოყვანასცდილობდა, რომელსაც ტიტო არ აძლევდა, სანამ კომპრომისუ-ლი გამოსავალი არ იპოვნეს — იგი რუმინელებს გადასცეს. იმდროს, როცა ტიტოსთან ამ პრობლემის ირგვლივ მოლაპარაკე-ბა მიმდინარეობდა, კრილოვმა, ტირანაში საბჭოთა ელჩმა, აზ-რის გამოთქმა გვთხოვა: თანახმა ვიყავით თუ არა, რომ ნადირუმინეთში გადაეყვანათ.

— იმრე ნადი, როგორც ადრე განვაცხადეთ, — ვუპასუხეკრილოვს, — მოღალატეა, რომელმაც უნგრეთის კარი ფაშიზმსგაუღო. ახლა გვთავაზობენ მოძმე ქვეყანაში გადაყვანას ამ მო-

274

Page 275: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ღალატისა, რომელიც ხვრეტდა კომუნისტებს, კლავდა პროგრე-სულ ადამიანებს, ხოცავდა საბჭოთა ჯარისკაცებს და იმპერია-ლისტებს სამხედრო ინტერვენციისკენ მოუწოდებდა. ეს დიდიდათმობაა და ამას ვერ დავეთანხმებით.

მას შემდეგ, რაც ვნებები დაცხრა და უნგრეთის კონტრრე-ვოლუციის — ძირითადად ტიტოსა და ხრუშჩოვის ნახელავის— მსხვერპლთა გვამები დამარხეს, ნადი ჩამოახრჩეს. არადაესეც არასწორი იყო, არა იმტომ, რომ ნადი ჩამოხრჩობას არ იმ-სახურებდა, არამედ იმიტომ, რომ იგი არ უნდა ჩამოეხრჩოთჩუმად და გასამართლების გარეშე, საჯარო მხილების გარეშე,როგორც ეს გაკეთდა. საჭირო იყო მისი საჯაროდ გასამარ-თლება და დასჯა, იმ ქვეყნის კანონების შესაბამისად, რომლისმოქალაქეც იგი იყო. არადა სასამართლო პროცესში არ იყვნენდაინტერესებული არც ხრუშჩოვი, არც კადარი და არც ტიტო,ვინაიდან ნადის ყველა იმათგანის მხილება შეეძლო, ვინც კონ-ტრრევოლუციურ შეთქმულებას მართავდა.

მოგვიანებით, როცა კონტრრევოლუცია უნგრეთში ჩახშო-ბილი იყო, მრავალი ფაქტი გამოვლინდა, რომლებიც უნგრეთისმოვლენებში საბჭოთა ხელმძღვანელების დანაშაულზე მოწ-მობდნენ. ჩვენ, რასაკვირველია, ეჭვი გვქონდა, რომ საბჭოელე-ბი გარკვეულ როლს თამაშობდნენ, განსაკუთრებით, რაკოშისმოხსნაში, ნადის მხარდაჭერაში და ა.შ. თუმცა იმ პერიოდში არვიცოდით ზუსტად, თუ როგორ მიმდინარეობდა თანამზრახვე-ლობა ხრუშჩოვსა და ტიტოს შორის, არც ხრუშჩოვისა და მიქო-იანის ტიტოსთან ბრიონში საიდუმლო შეხვედრების შესახებ ვი-ცოდით რამე. ეს ყველაფერი მოგვიანეით გახდა ცნობილი და

275

Page 276: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

საბჭოელების მსგავსი საქციელის წინააღმდეგ ჩვენი აზრი გა-მოვთქვით.

უნგრეთში წესრიგის დამყარებიდან რამდენიმე დღეში საბ-ჭოთა მთავრობამ გაგვაცნო მიმოწერა, რომელსაც იგი იუგოს-ლავიის ხელმძღვანელობასთან უნგრეთის საკითხთან დაკავში-რებით აწარმოებდა. ფაქტები, რომლებიც ამ დოკუმენტებიდანირკვეოდა, ძალიან გვაშფოთებდა, ვინაიდან პრომლემები სერი-ოზული და კრიტიკული იყო. სოციალიზმისა და კომუნისტურიმოძრაობის ინტერესები იმ პერიოდში იმპერიალიზმისა და რე-აქციის შემოტევისგან საბჭოთა კავშირის დაცვას და ჩვენს შო-რის ერთიანობის შენარჩუნებას მოითხოვდნენ. მეორე მხრივ,ჩვენს პარტიას არ შეეძლო გაჩუმება საბჭოთა ხელმძღვანელო-ბის ამ ანტიმარქსისტულ მოქმედებებთან მიმართებაში. ამისგამო საჭირო იყო ყველაფრის კარგად აწონ-დაწონვა და გან-ხილვა, ჩვენი პარტიის, ჩვენი ქვეყნის, რევოლუციისა და სოცი-ალიზმის ინტერესების გათვალისწინებით. ასე მივუდექით ამსაკითხებს, ჩვენი მოსაზრებები საბჭოთა ხელმძღვანელებს ამ-ხანაგური ტონით გავუზიარეთ, რათა ყველაფერი ჩვენს შორისდარჩენილიყო და ერთად გამოგვესწორებინა.

იმ დღეებში წერილების მიღებისთანავე კრილოვი გამოვი-ძახე.

— იმიტომ მოგიწვიეთ, — ვუთხარი მას, — რომ ამ წერი-ლებში წამოჭრილი ზოგიერთი საკითხი გავარკვიო. უპირვე-ლეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ტი-ტოს მინიშნებები „ზოგიერთ ცუდ ადამიანზე“, რომლებშიც იგიაქ აშკარად ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობას გულისხმობს. ესარც გვაკვირვებს, რამეთუ ტიტოს გამოხდომები ჩვენთვის ახა-

276

Page 277: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ლი ხილი არაა. ძალიან გვაკვირვებს ის ფაქტი, რომ საბჭოთაკავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პა-სუხში ვერ ვხედავთ ნათელ პოზიციას ტიტოს ამ ინსინუაციებ-თან დაკავშირებით. შეგიძლიათ რამის თქმა ამაზე?

— ამაზე ვერაფერს გეტყვით! — მიპასუხა კრილოვმა, რო-მელიც მუდამ მუნჯივით იქცეოდა ხოლმე.

ლაპარაკი ისევ მე გავაგრძელე.— ტიტოსთვის პირდაპირ უნდა გეთქვათ, რომ ჩვენ არც

ცუდი ადამიანები ვართ და არც სოციალიზმის მტრები, რო-გორც ისინი ამტკიცებენ. ჩვენ მარქსისტ-ლენინელები ვართ,მტკიცე ადამიანები, რომლებიც აღსავსე ვართ სურვილით, რომსოციალიზმის საქმისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ტიტო კი,პირიქით, რევოლუციისა და სოციალიზმის მტერია და ეს უამ-რავი ფაქტით მტკიცდება.

კრილოვი დუმდა, მე კი ლაპარაკი სხვა პროლემაზე გადავი-ტანე, რომელიც ამ წერილებში ჩვენს ყურადღებას იპყრობდა:„თქვენ, — სწერდა ხრუშჩოვს ტიტო, — სრულიად კმაყოფილიიყავით იმით, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისცენტრალური კომიტეტი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაღხულ-ში, რაკოშის თავიდან მოშორებასთან დაკავშირებით იმისკენისწრაფვოდა, რომ კადარი პირველი მდივანი გამხდარიყო“.

მეორე მხრივ, წერილი აშკარად მოწმობდა მათ თანამშრომ-ლობაზე არა მარტო ოქტომბრის მოვლენებამდე, არამედ ამმოვლენების დროსაც, და იმაზეც, რომ ეს თანამშრომლობა კონ-კრეტდებოდა ბრიონში გამართული საიდუმლო მოლაპარაკებე-ბის დროს შეთითხნილ გეგმაში. საბჭოთა ხელმძღვანელებისასეთი მოქმედება ჩვენთვის მიუღებელი იყო. ჩვენი აზრით, ტი-

277

Page 278: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ტოელები თავის აგენტურულ და ძირგამომთხრელ საქმიანობასაგრძელებდნენ, რაც განსაკუთრებულად აშკარად უნგრეთშიჩანდა. ეს ჩვენი მტკიცე მოსაზრება უკვე ვაცნობეთ საბჭოთაკავშირის ხელმძღვანელობას.

ამ საკითხთან დაკავშირებით კრილოვს ვკითხე:— ვერ გავიგეთ, სად მოხდა უნგრეთის მშრომელთა პარტი-

ის ცენტრალური კომიტეტის ფორმირება, ბუდაპეშტში თუ ყი-რიმში?

კრილოვს, რასაკვირველია, არ მოეწონა ეს კითხვა და აუჩ-ქარებლად გვიპასუხა:

— როგორც ჩანს, საქმის ვითარება ასეთია: უნგრელი ამხა-ნაგები ყირიმში გაემგზავრნენ და ჩვენს ამხანაგებთან ილაპა-რაკეს. იქ დაისვა საკითხი იმაზე, თუ ვისთვის დაევალებინათხელმძღვანელობა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისცენტრალურმა კომიტეტმა მათ უთხრა, რომ „მიზანშეწონილიიქნებოდა კადარის არჩევა“.

— ესე იგი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელ-მძღვანელობა გერს კი არა, კადარს უჭერდა მხარს? — განვაგ-რძე მე.

— წერილიდან ასე გამოდის, — მიპასუხა კრილოვმა.— გარდა ამისა, — აღვნიშნე მე, — კადარის მთავრობის

ფორმირებაც ტიტოსთან თქვენი ხელმძღვანელობის მჭიდროთანამშრომლობის პირობებში მოხდა, ხომ ასეა?

— კი, — იძულებული იყო დამთანხმებოდა კრილოვი, —როგორც ჩანს, ეს ასეა.

საუბარი განვაგრძეთ, მას იმ შეშფოთების შესახებ ვუთხა-რი, რომელიც ჩვენს პარტიაში გაჩნდა უნგრეთის მოვლენები-

278

Page 279: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

დან გამომდინარე, და საბჭოთა ელჩის ყურადღება ერთ გარე-მოებაზე გავამახვილე:

— ჩვენი პოლიტბიუროს ერთსულოვანი აზრი ისაა, რომსაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კო-მიტეტის პრეზიდიუმის წევრთა მიერ ტიტოსთან ერთად უნ-გრეთის სახლმწიფოსა და პარტიის ხელმძღვანელობის შემად-გენლობის შესახებ არასწორეა. ჩვენი შეხედულება ამ საკით-ხებზე კარგადაა ცნობილი საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის,ვინაიდან ამის შესახებ თქვენ ინფორმაცია ადრეც მოგაწოდეთ.ხომ ასეა?

— კი, ასეა, — მიპასუხა კრილოვმა.— ატყობინებდით თუ არა მოსკოვს ჩვენს შეხედულებებს?— კი, — მიპასუხა მან, — ვატყობინებდი.საუბრის დასასრულს საბჭოთა ელჩმა თითქოს სხვათა შო-

რის მკითხა:— დალი ნდრეუს გაასამართლებთ?ეს კითხვა, რასაკვირველია, არ იყო სხვათა შორის დასმუ-

ლი. როგორც ჩანს, იუგოსლავიელი რევიზიონისტების აგენტუ-რის — ლირი გეგისა და დალი ნდრეუს — სასამართლო პრო-ცესი და მხილება საბჭოელებს არანაირად არ სიამოვნებდათ.

— სასამართლო პროცესი მომზადებულია და გაიმართებაკიდეც, — მივუგე კრილოვს, — იმიტომ რომ ისინი მოღალატე-ები და აგენტები არიან. როდესაც ჩაიფუშა დალი ნდრეუსა დალირი გეგას შეთქმულება ჩვენი პარტიისა და ჩვენი სახელმწი-ფოს წინააღმდეგ, ისინი მიხვდნენ, რომ თავიანთი აგენტურულიმოქმედებებისთვის პასუხისგება მოუწევდათ და გაქცევა სცა-დეს, მაგრამ ორივენი ჩვენი სახელმწიფო საზღვრის მახლობ-

279

Page 280: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ლად დავაპატიმრეთ. მათი მტრული საქმიანობა მთლიანადაადამტკიცებული და თავადაც აღიარეს იგი. და თუ ტიტო კვლავგააგრძელებს თავის მტრულ საქმიანობას, ამ აგენტების შესა-ხებ სიმართლეს გამოვაქვეყნებთ და მათ ფაქტებითა და მაგნი-ტოფონის ჩანაწერებით დავამტკიცებთ. ვფიქრობთ, რომ აღარშეიძლება ტიტოელების ატანა, რომლებიც, ერთი მხრივ, ჩვენ-თვის დანის დარტყმას, მეორე მხრივ კი — დადანაშაულებასცდილობენ.

— მესმის თქვენი მდგომარეობა, — გამოსცრა კრილოვმადა კუდამოძუებული წავიდა.

უნგრეთის ანალოგიური მოვლენები პოლონეთშიც თითქმისიმავე პერიოდში მოხდა, თუმცა იქ მოვლენებს არ მიუღია ისმასშტაბები და არც ისეთი დრამატული შედეგებით დამთავრე-ბულა, როგორითაც უნგრეთში დამთავრდა. გაერთიანებულიმუშათა პარტიის მიერ პოლონეთშიც პროლეტარიატის დიქტა-ტურა დამყარდა, თუმცა იქ, მიუხედავად საბჭოთა კავშირის მი-ერ გაწეული დახმარებისა, სოციალიზმი საჭირო ტემპებით არვითარდებოდა. სანამ ხელისუფლების სადავეები ბერუტის ხელ-ში იყო, პარტია კი სწორ პოზიციებზე იდგა, ქვეყნის სოციალის-ტური განვითარების საქმეში წარმატებებსაც მიაღწიეს. თუმცაპირველი რეფორმები და პირველი ღონისძიებები, რომლებიციქ გატარდა, ბოლომდე არ მიიყვანეს და კლასობრივი ბრძოლასათანადოდ არ ვითარდებოდა. იზრდებოდა პროლეტარიატი,ვითარდებოდა მრეწველობა, არ აკლებდნენ ძალისხმევასაც მა-სებში მარქსისტული იდეების გასავრცელებლად, თუმცა ბურ-ჟუაზიულმა ელემენტებმა თავიანთი გაბატონებული მდგომა-რეობა დე ფაქტო შეინარჩუნეს. სოფლად არ გატარდა აგრარუ-

280

Page 281: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ლი რეფორმა, კოლექტივიზაცია შუა გზაზე გაჩერდა, ბოლოს კიგომულკამ კოოპერატივები და სახელმწიფო ფერმები არარენ-ტაბელურად გამოაცხადა და პოლონეთის სოფელში კულაკო-ბისთვის თავზე ხელის გადასმა დაიწყო.

უნგრეთის, აღმოსავლეთ გერმანიის, რუმინეთისა და სხვაქვეყნების მსგავსად, პარტია პოლონეთში შეიქმნა ბურჟუაზიუ-ლი — ეგრეთ წოდებული „მუშათა“ — პარტიების მექანიკურადშექმნით. შეიძლება ეს საჭიროც იყო პროლეტარიატის შემო-საკრებად ერთადერთი პარტიის გარშემო, მაგრამ მანამდე უნ-და ჩატარებულიყო დიდი იდეოლოგიური, პოლიტიკური და სა-ორგანიზაციო მუშაობა, რათა სხვა პარტიების ყოფილი წევრე-ბი არა მარტო ასიმილირებულიყვნენ, არამედ, — და ესაა ყვე-ლაზე მთავარი, — საფუძვლიანად აღზრდილიყვნენ მარქსის-ტულ-ლენინურ იდეოლოგიურ და საორგანიზაციო ნორმებზე.მაგრამ ეს არ გაკეთდა არც პოლონეთში, არც უნგრეთში დასხვა სხვა ქვეყნებში, და ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომბურჟუაზიული პარტიის წევრებმა სახელი გამოიცვალეს, „კო-მუნისტებად“ იქცნენ, თავიანთი ძველი შეხედულებები დამსოფლმხედველობა კი მთლიანად შეინარჩუნეს. ამრიგად, პრო-ლეტარიატის პარტიები არათუ გაძლიერდნენ, პირიქით, და-სუსტდნენ კიდეც, ვინაიდან მათში ფესვები გაიდგეს ისეთმა სო-ციალ-დემოკრატებმა და ოპორტუნისტებმა, როგორებიცაა ცი-რანკევიჩი, მაროშანი, გროტევოლი და სხვები, თავიანთ შეხე-დულებებთან ერთად.

პოლონეთში, გარდა ამისა, აშკარა იყო კიდევ ერთი ფაქტო-რი, რომელმაც კონტრრევოლუციურ გამოსვლებზე იქონია გავ-ლენა: პოლონელი ხალხის ძველი ზიზღი მეფის რუსეთის მი-

281

Page 282: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მართ. პარტიის შიგნით და გარეთ რეაქციის საქმიანობის წყა-ლობით, ძველი ზიზღი, რომელიც წარსულში სრულიად გამარ-თლებული იყო, ახლა უკვე საბჭოთა კავშირისა და საბჭოთახალხის წინააღმდეგ მიბრუნდა, რომელიც, სიმართლე თუ გნე-ბავთ, პოლონეთის გათავისუფლებისთვის სისხლს ღვრიდა. პო-ლონეთის ბურჟუაზია, რომელმაც სათანადო დარტყმა არ მიი-ღო, ყველანაირად აღვივებდა ნაციონალისტურ და შოვინის-ტურ განწყობილებებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

ბერუტის სიკვდილის შემდეგ ეს ყველაფერი კიდევ უფროაშკარად მჟღავნდებოდა, ასევე უფრო აშკარად მჟღავნდებოდაპოლონეთში პარტიისა და პროლეტარიატის დიქტატურის სი-სუსტეც. ამრიგად, ან მუშაობაში არსებული ნაკლოვანებების,ან რეაქციის, ეკლესიის, გომულკასა და ცირანკევიჩის გაძლიე-რების, ან კიდევ ხრუშჩოველების ჩარევის გამო განვითარდა1956 წლის ივნისის არეულობაც და მოგვიანებით მომხდარი მოვ-ლენებიც. რასაკვირველია, ბერუტის სიკვდილმა შესაფერისი პი-რობები შექმნა კონტრრევოლუციის გეგმების გასახორციელებ-ლად. ბერუტს კარგა ხანია ვიცნობდი, მას შემდეგ, რაც პოლო-ნეთში ვიმოგზაურე. იგი იყო მოწიფული, გამოცდილი, გულის-ხმიერი და წყნარი ამხანაგი. მიუხედავად იმისა, რომ მასზე გა-ცილებით ახალგაზრდა ვიყავი, იმდენად კარგად და ამხანაგუ-რად მომექცა, რომ ეს არასდროს დამავიწყდება. მაშინაც, როცამას მოსკოვში გამართულ თათბირებზე ვხვდებოდი, მასთან სა-უბარი განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა. ყურადღებითმისმენდა, როდესაც ჩვენი ხალხისა და ჩვენი მდგომარეობის შე-სახებ ვუყვებოდი. იგი გულღია, სამართლიანი და პრინციპული

282

Page 283: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ადამიანი იყო. მახსოვს, როცა ვარშავაში მასთან საუბრისას ისსაუბარი შემახსენა, რომელიც ამხანაგ მეჰმეტთან გამართა.

— როდესაც თქვენმა ამხანაგმა ჩვენი პრემიერ-მინისტრისსაქციელი გააკრიტიკა, ჩემთან ღიად ლაპარაკობდა. მომწონსისეთი ამხანაგები, რომლებიც პირდაპირ ლაპარაკობენ ხოლმე,— თქვა ბერუტმა.

მას უკანასკნელად მოსკოვში შევხვდი, სკკპ XX ყრილობისმუშაობის დღეებში.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბერუტმა, მისმა მეუღლემ,მე და ნეჟმიემ „მცირე თეატრში“ ლოჟა ერთად დავიკავეთ, რა-თა ლენინგრადის რევოლუციური ფრონტისადმი მიძღვნილიპიესა გვენახა.

ანტრაქტის დროს, სცენის გვერდით მდებარე პატარა ოთახ-ში ჩვენს შორის გულითადი საუბარი გაიმართა. კერძოდ კი კო-მინტერნზე ჩამოვაგდეთ ლაპარაკი, ვინაიდან ამ დროს ჩვენთანბულგარელი განევი შემოვიდა, და ორივე მათგანმა თავისი აზ-რები გამიზიარეს სოფიაში გამართულ შეხვედრებთან დაკავში-რებით, სადაც ბერუტი საქმეებზე არალეგალურად გაგზავნეს.

ამ შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ საშინელი ცნობა მივი-ღეთ: ბერუტი გარდაიცვალა… და გოტვალდის მსგავსად…„სურდოსაგან“. დიდი მწუხარება და საოცრება!

ვარშავაში გავემგზავრეთ და დავასაფლავეთ იგი; ეს 1956წლის მარტში მოხდა. ბერუტის კუბოსთან ბევრმა ადამიანმაწარმოთქვა სიტყვა — ხრუშჩოვმა, ცირანკევიჩმა, ოხაბმა, ჭუდემ და სხვებმა. სიტყვით გამოვიდა ვუკმანოვიჩ ტემპოც, რო-მელიც დასაფლავებას ბელგრადის წარგზავნილის რანგში და-ესწრო. ტიტოელების წარმომადგენელმა აქაც არ გაუშვა ხელი-

283

Page 284: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დან შემთხვევა, რომ თავისი რევიზიონისტული ლოზუნგები წა-მოეყენებინა და კმაყოფილება გამოეთქვა იმ ახალი „შესაძლებ-ლობებისა და პერსპექტივების“ გამო, რომლებიც სულ ახლა-ხანს XX ყრილობის მიერ იყო გაჩენილი.

— ბერუტი ჩვენგან ისეთ მომენტში წავიდა, როცა უკვე გაჩ-ნდა თანამშრობლობისა და მეგობრობის შესაძლებლობები დაპერსპექტივები ყველა სოციალისტურ მოძრაობას შორის, ოქ-ტომბრის იდეების სხვადასხვა გზით განხორციელებისთვის, —თქვა ტემპომ და ყველას მოუწოდა „მუდმივი მოქმედებების“შედეგად გახსნილი გზით სიარული.

სანამ ორატორები ერთიმეორეს მიყოლებით სიტყვით გამო-დიოდნენ, ვუყურებდი, თუ როგორ იყო ჩემთან საკმაოდ ახლომანძილზე ხეზე მიყუდებული ნიკიტა ხრუშჩოვი ვანდა ვასი-ლევსკაიასთან ლაპარაკით გართული. როგორც ჩანს, გარიგე-ბებით იყო დაკავებული ბერუტის ცხედართან, რომელსაც საფ-ლავში დებდნენ.

1956 წლის დასაწყისში მომხდარი ამ სამწუხარო მოვლენე-ბიდან რამდენიმე თვეში პოლონეთი არეულობამ და ქაოსმა მო-იცვა, რომლებსაც კონტრრევოლუციის სუნი უდიოდა.

პოლონეთში მომხდარი მოვლენები ტყუპის ცალივით ჰგავ-და უნგრეთის მოვლენებს. პოზნანელი მუშების გამოსვლა უნ-გრეთის კონტრრევოლუციამდე დაიწყო, მაგრამ ფაქტობრივადეს ორივე კონტრრევოლუციური მოძრაობა ერთსა და იმავედროს, ერთსა და იმავე სიტუაციაში მომწიფდა და ერთი დაიგივე მოტივებით საზრდოობდა. ამ მოვლენების აღწერას არშევუდგები, ვინაიდან ისინი ისედაც ცნობილია, თუმცა საინტე-რესოა ამ ქვეყნებში ფაქტების ანალოგიის აღნიშვნა, პოლო-

284

Page 285: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ნეთსა და უნგრეთში კონტრრევოლუციის განვითარების უცნა-ური პარალელი.

პოლონეთშიც და უნგრეთშიც შეცვალეს ხელმძღვანელები:ერთ ქვეყანაში ხელმძღვანელი — ბერუტი — გარდაიცვალა(მოსკოვში), მეორეში — რაკოში — მოხსნეს (ეს მოსკოვმა გააკე-თა); უნგრეთში მოახდინეს რაიკის, ნადისა და კადარის რეაბი-ლიტაცია; პოლონეთში — გომულკას, სპიხალსკის, მორავსკის,ლოგა-სავინსკისა და მოღალატეთა მთელი ქარავნის რეაბილი-ტაცია; იქ ასპარეზზე გამოვიდა მინდსენტი, აქ — ვიშინსკი.

უფრო თვალშისაცემია ამ მოვლენათა იდეური და სულიერიტოლფასოვნება. პოლონეთშიც და უნგრეთშიც მოვლენები XXყრილობის ეგიდით და „დემოკრატიზაციის“, ლიბერალიზაციისადა რეაბილიტაციის ლოზუნგებით ვითარდებოდა. ხრუშჩოვე-ლები ამ ორივე ქვეყნაში განვითარებულ მოვლენებში აქტიურდა თანაც მუხანათურ, კონტრრევოლუციურ როლს თამაშობ-დნენ. პოლონეთზე გავლენას ტიტოელებიც ახდენდნენ, შეიძლე-ბა არა იმდენად უშუალოდ, როგორც უნგრეთზე, მაგრამ თვით-მმართველობისა და „სოციალიზმისკენ ნაციონალური გზების“,„მუშათა საბჭოების“ იდეები, რომლებმაც ადგილი პოლონეთშიდაიმკვიდრეს, იუგოსლავიური „სპეციფიკური სოციალიზმის“მიერ იყო შთაგონებული.

პოზნანის ივლისის მოვლენები კონტრრევოლუციური მოძ-რაობა იყო, რომელიც რეაქციამ გააღვიძა, ამ უკანასკნელმა კი,თავის მხრივ, იმ ეკონომიკური სიძნელეებითა და შეცდომებითისარგებლა, რომლებიც პოლონეთში პარტიის მიერ ეკონომი-კურ განვითარებაში იყო დაშვებული. ეს გამოსვლები მალევეჩაახშეს და უნგრეთის მოვლენების მასშტაბებამდე საქმე არ მი-

285

Page 286: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ვიდა, თუმცა მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე მათ უდიდე-სი გავლენა იქონიეს. პოლონეთში რეაქციამ თავისი ნადი იპოვა— ეს იყო ვლადისლავ გომულკა, მტერი, რომელიც ციხიდან გა-მოუშვეს და მაშინვე პარტიის პირველ მდივნად დანიშნეს. გო-მულკა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პოლო-ნეთის მუშათა პარტიის გენერალური მდივანი იყო, ამხილესთავისი მემარჯვენე-ოპორტუნისტული და ნაციონალისტურიშეხედულებების გამო, რომლებიც ძალიან ჰგავდა იმ პერიოდშიინფორმბიუროს მიერ უკვე მხილებული ტიტოს ჯგუფის მიერგატარებულ ხაზს. როდესაც 1948 წელს მუშათა და სოციალის-ტური პარტიების გამაერთიანებელი ყრილობა გაიმართა, ბე-რუტმა, ხელმძღვანელებმა და დელეგატებმა ამხილეს და დაგ-მეს გომულკას შეხედულებები. ჩვენმა პარტიამ ამ ყრილობაზეთავისი წარმომადგენელი გაგზავნა, რომელიც ალბანეთში დაბ-რუნების შემდეგ მოგვიყვა ყრილობაზე გომულკას თავხედურიდა ჯიუტი ქცევის შესახებ. გომულკა ამხილეს, თუმცა, როგორცმითითებული იყო, „მას კვლავ გაუწოდეს ხელი“ და ცენტრა-ლურ კომიტეტშიც აირჩიეს. როგორც ჩვენს ამხანაგს მისმათანმხლებმა პოლონელმა უთხრა, გომულკამ იმ დღეებში ყრი-ლობაზე მყოფ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენ-ტრალური კომიტეტის მდივან პონომარენკოსთან tête-à-tête18

ხანგრძლივად ისაუბრა და, როგორც ჩანს,პონომარენკომ დაარ-წმუნა გომულკა თვითკრიტიკით გამოსვლაში. თუმცა დრომდაამტკიცა, რომ მას არ გადაუთქვამს თავისი აზრები და მოგ-

18. ფრანგულად — პირისპირ.

286

Page 287: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ვიანებით ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვისაც გაასა-მართლეს.

რეაბილიტაციის კამპანიის დაწყების შემდეგ გომულკასმომხრეებმა ზეწოლა განახორციელეს პარტიულ ხელმძღვანე-ლობაზე, რათა გომულკა წყლიდან მშრალი ამოეყვანათ. არადაიგი პოლიტიკურად და იდეოლოგიურად მეტისმეტად დისკრე-დიტებული იყო, რის გამოც ამ გზაზე დაბრკოლებები არსებობ-და. პოლონეთში პარტიის სათავეში გომულკას ხელახლა მოს-ვლამდე რამდენიმე თვით ადრე ოხაბმა საზეიმოდ განაცხადა,რომ მიუხედავად ციხიდან გომულკას გამოშვებისა, „იმ პოლი-ტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის არსი, რომელსაც პარტიაგომულკას წინააღმდეგ აწარმოებდა, უწინდებურად სწორიაო“.

ბერუტის ლიკვიდირების შემდეგ ხრუშჩოვი დაეხმარაოხაბს, ზავადსკის, ზამბროვსკისა და ცირანკევიჩისთანა სხვაელემენტებს, თუმცა განხეთქილების თესლმა უკვე ღრმად გა-იდგა ფესვები და სააშკარაოზეც გამოვიდა. გომულკა და მისიმომხრეები ცდას არ აკლებდნენ და საბოლოო ჯამში ხელისუფ-ლების სათავეშიც მოვიდნენ. ხრუშჩოველები რთულ მდგომა-რეობაში აღმოჩნდნენ: მათ პოლონეთი ხელში უნდა ჰქოლო-დათ; მათი manu militari19-ის პოლიტიკა და იდეოლოგია ამ იმპე-რატივს შეესაბამებოდა. ხრუშჩოვმა ძველი მეგობრები მიატო-ვა და გომულკასკენ შემოტრიალდა, თუმცა ეს უკანასკნელიხრუშჩოვის დიქტატს ყურს დიდად არ უგდებდა.

გომულკას ხელისუფლების საავეში მოსვლამ იმაში დაგვარ-წმუნა, რომ პოლონეთში მოვლენები სოციალიზმის საზიანოდ

19. ლათინურად — სამხედრო ხელი.

287

Page 288: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ვითარდებოდა. ჩვენ არა მარტო ვიცოდით გომულკას ბნელიწარსული, არამედ მის შესახებ მისივე ლოზუნგებით და გამოს-ვლებითაც შეგვეძლო გვემსჯელა. იგი ხელისუფლების სათავე-ში შემდეგი კონკრეტული ლოზუნგებით მოვიდა: „პოლონეთისჭეშმარტი დამოუკიდებლობა“ და „ქვეყნის შემდგომი დემოკრა-ტიზაცია“. პირველი მდივნის თანამდებობაზე დანიშვნისას წარ-მოთქმულ სიტყვაში იგი საბჭოელებს დაემუქრა და განაცხადა,რომ „თავს დაიცავდნენ“, თანაც, რამდენადაც ჩვენთვის იყოცნობილი, პოლონეთში შეტაკებებიც კი მოხდა პოლონურ დასაბჭოთა საჯარისო შენაერთებს შორის. მთლიანობაში მოვლე-ნები პოლონეთშიც და უნგრეთშიც ანტისაბჭოთა ლოზუნგებითვითარდებოდა. გომულკაც ანტისაბჭოელი იყო, რა თქმა უნდასტალინისდროინდელი საბჭოთა კავშირის წინააღდმდეგაც გა-მოდიოდა, ახლა კი იმ უღლიდან გათავისუფლებას ცდილობდა,რომელსაც ხრუშჩოველები სოციალისტურ ბანაკს უმზადებ-დნენ. თუმცა ფორმალურად იგი საბჭოთა კავშირთან მეგობრო-ბაზე ლაპარკობდა და ანტისაბჭოთა ლოზუნგებს „კიცხავდა“.რაც შეეხება საბჭოთა არმიის პოლონეთში ყოფნას, ამას იგიდადებითად უყურებდა უშუალოდ ნაციონალური ინტერესები-დან გამომდინარე, ვინაიდან დასავლეთ გერმანიის მხრიდანთავდასხმისა ეშინოდა, რომელიც არა და არ აღიარებდა ოდერ-ნეისზე გამავალ საზღვარს.

რევიზიონისტი გომულკა ისეთ ქედმაღლობას ამჟღავნებდა,რომ საჭიროდ ჩავთვალე, მის ზოგიერთ საქციელზე ხრუშჩოვისყურადღება გამემახვილებინა ამ უკანასკნელთან იალტაში შეხ-ვედრაზე. ზღვის პირას ქვიშაზე ტენტის ქვეშ ვისხედით, ხრუშ-ჩოვმა მომისმინა, აღიარა რომ მართალი ვიყავი და მითხრა

288

Page 289: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

სიტყვასიტყვით: „გომულკა ნამდვილი ფაშისტიაო“. თუმცაორივე კონტრრევოლუციონერმა მოგვიანებით მოილაპარაკესდა შეტკბილხმიანდნენ. უთანხმოებები და წინააღმდეგობებიცშეარბილეს.

გომულკას გამოსვლა ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე,რომელმაც იგი პირველ მდივნად აირჩია, რევიზიონისტის „საპ-როგრამო“ გამოსვლა იყო. მან გააკრიტიკა ხაზი, რომელიც იმპერიოდში მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში ტარდებო-და, გააშავა სოფლად არსებული კოოპერაციული სისტემა დასახელმწიფო ფერმები და ისინი არარენტაბელურად გამოაცხა-და. ეს შეხედულებები ანტიმარქსისტულ-ლენინურად შევაფა-სეთ. პოლონეთში შეიძლება შეცდომებიც იყო დაშვებული კო-ლექტივიზაციისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისგანვითარების საქმეში, მაგრამ ამაში დამნაშავე კოოპერაციუ-ლი სისტემა არ იყო. მან უკვე დაამტკიცა თავისი სასიცოცხლოძალა, როგორც საბჭოთა კავშირისა და სხვა სოციალისტურიქვეყნების (ჩვენი ჩათვლით) სოფლებში სოციალისტური მშე-ნებლობის ერთადერთმა გზამ. გომულკამ იარაღის ჟღარუნიდაიწყო მარჯვნივ და მარცხნივ „კანონიერების დარღვევის“,სტალინის „პიროვნების კულტის“, ბერუტის (მიუხედავად იმისა,რომ მისი სახელი არ უხსენებია), სოციალისტური ქვეყნების(რომლებსაც სტალინის სატელიტებს უწოდებდა) ხელმძღვა-ნელთა წინააღმდეგ. გომულკამ დაცვის ქვეშ აიყვანა პოზნანისკონტრრევოლუციური გამოსვლები. „პოზნანელმა მუშებმა, —განაცხადა გომულკამ 1956 წლის ოქტომბერში გამართულ VIIIპლენუმზე, — პროტესტი სოციალიზმის წინააღმდეგ კი არა, ჩვენსსაზოგადოებრივ სისტემაში უარყოფითი მოვლენების წინააღ-

289

Page 290: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მდეგ გამოთქვეს. პოზნანის ტრაგედიის წარმოჩენა იმპერიალის-ტური აგენტურისა და იმპერიალისტური პროვოკატორების ნა-ხელავად დიდი პოლიტიკური მიამიტობაა. ამის მიზეზები პარ-ტიულ და სახელმწიფო ხელმძღვანელობაში უნდა ვეძებოთ“.

პოლონეთის მოვლენებმა საბჭოელები ერთობ შეაშფოთადა შეაშინა, ვინაიდან ხედავდნენ, რომ მათ მიერვე გამოცხადე-ბულ „ახალ კურსს“ პოლონელი ხელმძღვანელები იმაზე შორსმიჰყავდა, ვიდრე ეს საბჭოელებს უნდოდათ, და რომ პოლო-ნეთზე გავლენაც შეიძლებოდა დაეკარგათ. იმ პლენუმის მიმდი-ნარეობის დღეებში, რომელსაც ხელისუფლების სათავეში გო-მულკა უნდა მოეყვანა, პოლონეთში სასწრაფოდ გაემგზავრნენხრუშჩოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და მიქოიანი. ხრუშჩოვმაპოლონელი ხელმძღვანელები უხეშად დატუქსა აეროდრომზე:„ამ ქვეყნის გასათავისუფლებლად სისხლს ვღვრიდით, თქვენკი ამერიკელებისთვის გინდათ მისი მიცემაო“. რუსების შეშფო-თება იზრდებოდა, რამეთუ პოლონური წარმოშობის საბჭოთამარშალი როკოსოვსკი და პოლიტბიუროს სხვა წევრები, რომ-ლებიც პროსაბჭოურებად ითვლებოდნენ, მაგალითად მინცი დასხვები, პოლიტბიუროს შემადგენლობიდან გამოიყვანეს. თუმცაპოლონელები არც მათ ზეწოლას შეუშინებია და არც რუსულიტანკების გადაადგილებას: მათ ისინი პლენუმზეც კი არ შეუშ-ვეს. გაიმართა მოლაპარაკებაც, რომელშიც მონაწილეობა გო-მულკამაც მიიღო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხრუშჩოვი და მი-სი მეგობრები ჯერ-ჯერობით პირში ჩალაგამოვლებულებირჩებოდნენ. მიმართეს ზეწოლას, „პრავდაში“ სტატია გამოაქ-ვეყნეს, რომელსაც პოლონელებმა უხეშად უპასუხეს, თუმცა,ბოლოს და ბოლოს, ხრუშჩოვმა აკურთხა გომულკა, ამ უკანას-

290

Page 291: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

კნელმა კი მოსკოვში „მომლოცველობა“ ჩაატარა, კრედიტი მიი-ღო და საბჭოთა-პოლონეთის „ლენინური მეგობრობის“ მხარ-დაჭერით გამოვიდა.

გომულკამ საკუთარი „პროგრამის“ განხორციელება დაიწ-ყო, შექმნა „მუშათა საბჭოები“ და „თვითმმართველი კოოპერა-ტივები“, „რეაბილიტაციის კომიტეტები“, ხელი შეუწყო კერძოვაჭრობას, შეიტანა რელიგია სკოლასა და არმიაში, კარი გაუ-ღო უცხოურ პროპაგანდას; მან ასევე ლაპარაკი დაიწყო სოცი-ალიზმისკენ მიმავალ „ნაციონალურ გზაზე“.

გომულკას შეხედულებები და საქციელი მეტად აშკარა დაშეუნიღბავი იყო, რის შედეგადაც მრავალი ადამიანი მათ ვერიზიარებდა ან არ შეეძლო ღიად გაზიარება. ხრუშჩოვიც იძუ-ლებული იყო, დროდადრო გომულკას ბოსტანში კენჭები ესრო-ლა. თავდაჭერილობით ან შეპასუხებებით გამოირჩეოდნენ იმპერიოდში ჩეხები, ფრანგები, ბულგარელები, აღმოსავლეთგერმანელები, რომლებსაც ცალი თვალი და ცალი ყური მოსკო-ვისკენ ეჭირათ. ჩვენ, რასაკვირველია, გომულკასა და მისიმოქმედებების წინააღმდეგ ვიყავით, რის შესახებაც საბჭოთახელმძღვანელობა საქმის ყურში ჩავაყენეთ, თანაც ამ საკითხზემასთან ერთხელ უკვე გვქონდა ლაპარაკი. ასეთი პოზიცია პო-ლონელებს დიდად არ ეპიტნავებოდათ და მათი პრესა ღიადჩიოდა იმაზე, რომ სხვა პარტიებს არ ესმოდათ პოლონეთშიმიმდინარე ცვლილებები. იმ დღეებში გამოქვეყნებულ ერთსტატიაში მათ ჩვენი და სხვა ქვეყნების პრესაც ახსენეს ასეთი„შეუსმენლობის“ ნიმუშად, იტალიის, ჩინეთის, იუგოსლავიისადა სხვა პარტიებისგან განსხვავებით, რომლებსაც „სწორად ეს-

291

Page 292: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მოდათ პოლონეთში მიმდინარე ცვლილებების ღრმად სოცია-ლისტური ხასიათი“.

იუგოსლავები ამ „სოციალისტურ“ ცვლილებებს ენთუზიაზ-მით შეხვდნენ, და გაჰყვიროდნენ, რომ პოლონეთში „გაიმარ-ჯვეს ძალებმა, რომლებიც პოლიტიკური დემოკრატიზაციის-თვის, ეკონომიკური დეცენტრალიზაციისა და თვითმმართვე-ლობის სისტემისთვის იბრძოდნენ“.

საბჭოელები პოლონეთის მოვლენებთან დაკავშირებითაცარავითარ ინფორმაციას არ გვაწვდიდნენ, ერთადერთი წერი-ლი გამოგვიგზავნეს, რომელშიც წერდნენ, რომ მდგომარეობაიქ მეტად მძიმე იყო და საბჭოთა დელეგაციის ახლო მომავალ-ში გამგზავრებას გვატყობინებდნენ. საბჭოთა პრესაში ზოგჯერქვეყნდებოდა პოლონეთის მოვლენების მამხილებელი სტატიე-ბი, თუმცა ისეთი სტატიებიც არსებობდა, რომლებიც მათ მხარსუჭერდნენ. ტირანაში საბჭოთა ელჩ კრილობთან გამართულისაუბრებიდან კაცი ვერაფერს გაიგებდა. მასთან ერთ-ერთ შეხ-ვედრაზე პოლონეთის საკითხზე ჩამოვაგდე ლაპარაკი და ჩვენიშეშფოთება გამოვთქვით იმის გამო, რაც იქ ხდებოდა.

— რატომ არ გვაყენებენ საქმის ყურში, — ვკითხე მას, —რანაირად შეიძლება, რომ არაფერს გვატყობინებდეთ იმ სა-კითხებზე, რომლებიც ყველა ჩვენგანს გვეხება? ეს არასწორეა.

— მართალი ხართ, — მიპასუხა კრილოვმა.— გადაეცით ჩვენი აზრი მთელ ცენტრალურ კომიტეტს, —

ვუთხარი დასასრულს.მიმდინარე მოვლენების ფარგლებში სულ უფრო და უფრო

აშკარა ხდებოდა შეხედულებათა განსხვავება ჩვენსა და საბ-ჭოელებს შორის. ჩვენი პარტიის პოზიცია ამასთან დაკავშირე-

292

Page 293: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ბით ასეთი იყო: ეს უთანხმოებები სააშკარაოზე არ გამოგვეტა-ნა, რამეთუ ეს ზიანს მიაყენებდა საბჭოთა კავშირსა და სოცია-ლისტურ ბანაკს, თუმცა, მეორე მხრივ, არანაირ დათმობებზეარ წავსულიყავით პრინციპულ საკითხებში, დაგვეცვა საკუთა-რი პოზიციები და პირდაპირ გამოგვეთქვა ხოლმე ჩვენი შეხე-დულებები საბჭოთა ხელმძღვანელებისთვის.

როდესაც იმავე წლის დეკემბერში მოსკოვში ვიმყოფებოდი,საბჭოთა ხელმძღვანელებს პოლონეთის საკითხზეც დაველაპა-რაკე. 1956 წლის დეკემბრის მოლაპარაკებებზე დაწვრილებითშევჩერდები, თუმცა აქ მინდა აღვნიშნო მხარდაჭერა, რომე-ლიც ხრუშჩოვმა და მისმა დამქაშებმა გომულკას აღმოუჩინესთავისი ხელისუფლების განმტკიცებაში. როდესაც ხრუშჩოვსადა სუსლოვს გომულკასთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულებე-ბი და ეჭვები გავაცანით, ისინი შეეცადნენ ჩვენს დარწმუნებასიმაში, რომ იგი კარგი ადამიანი იყო და მისთვის მხარდაჭერაცაუცილებელი იყო, მაშინ როცა ჩვენ დარწმუნებული ვიყავით,რომ არეულობები, რომლებიც პოლონეთში მოხდა და უნგრე-თის კონტრრევოლუციას ჩამოჰგავდა, გომულკას ნახელავი იყოდა ამ ფაშისტის ხელისუფლების სათავეში მოსვლას ემსახურე-ბოდა, შემდეგ კი იგი იქამდე დარჩა ხელისუფლების სათავეში,სანამ ხრუშჩოვმა და გერეკმა თავიდან არ მოიშორეს. ეს უკა-ნასკნელი ალბანეთის შრომის პარტიის დაუძინებელი მტერია. პო-ლონეთში ყველა ერთიმეორეს მიყოლებით ჩამოაგდეს. ბურჟუ-აზიის ძველი აგენტი ცირანკევიჩი ხელისუფლებაში დარჩა დაპოლონეთს საბჭოთა საოკუპაციო ჯარებთან ერთად მართავდა.

უნგრეთსა და პოლონეთში მიმდინარე მოვლენებმა ჩვენიპარტია და მისი ხელმძღვანელობა შეაშფოთა, ვინაიდან ზიან-

293

Page 294: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დებოდა რევოლუციის საქმე და ევროპასა და მთელ მსოფლიო-ში სოციალიზმის პოზიციები სუსტდებოდა.

როდესაც ეს მოვლენები დამთავრდა, ან, უფრო სწორად,მათ ღია და მწვავე ფორმა დაკარგეს და ამიერიდან საიდუმ-ლოდ მიმდინარეობდა, დადგა ანალიზისა და დასკვნების გაკე-თების მომენტი. ანალიზით იყვნენ დაკავებული ხრუშჩოვიც დატიტოც, თავიანთი ინტერესებიდან და გათვლებიდან გამომდი-ნარე, თანაც თავიანთი ანტიმარქსისტული შეხედულებების სა-ფუძველზე. ტიტოელები და ხრუშჩოველები არსებითად ერთნა-ირად „აანალიზებდნენ“ — ყველაფრის მიზეზად უნგრეთისმშრომელთა პარტიის ხელმძღვანელობის შეცდომები მიაჩნდათდა ბრალს განსაკუთრებით რაკოშის სდებდნენ. კადარი, რო-გორც ორი ბატონის მსახური, მათ მეორე ბანს აძლევდა და აც-ხადებდა, რომ „მასების ამბოხი კანონიერი იყო რაკოშისა დაგერეს დანაშაულებრივი ხროვის შეცდომების გამოო“.

ჩვენმა პარტიამ გაითვალისწინა მოვლენათა მიმდინარეობაიმდენად, რამდენადაც საქმის ყურში იყო, და იმ ფაქტებიდანგამომდინარე, რომლებიც წყვდიადის გადაყრის შემდეგ გამო-აშკარავდა, და ამ მოვლენათა ანალიზის შემდეგ შესაბამისიდასკვნები გააკეთა. ჩვენი აზრით, კონტრრევოლუციის პროვო-ცირება და ორგანიზება მსოფლიო კაპიტალიზმმა და მისმა ტო-ტის აგენტურამ მოახდინეს სოციალისტური ბანაკის ყველაზესუსტ რგოლში იმ მომენტში, როდესაც ხრუშჩოვის ხროვას ჯერკიდევ არ ჰქონდა თავისი პოზიციები გამტკიცებული. უნგრე-თის მშრომელთა პარტია და უნგრეთში პროლეტარიატის დიქ-ტატურა რეაქციასთან პირველივე სასტიკი კონტფრონტაციი-

294

Page 295: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

სას დანაწვიმი თოვლივით გადნა. ყოველივე მომხდარიდან ჩვე-ნი ყურადღება რამდენიმე ფაქტმა მიიპყრო:

უწინარეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ მოვლენებმა გამოამ-ჟღავნეს უნგრეთის მშრომელთა პარტიაში სუსტი და ზედაპი-რული მუშაობა მშრომელთა კლასის აღზრდისა და მისი ხელ-მძღვანელობის საკითხში. უნგრეთის მუშათა კლასმა, მიუხედა-ვად თავისი რევოლუციური ტრადიციებისა, კონტრრევოლუცი-ის დროს საკუთარი ხელისუფლების დაცვა ვერ მოახერხა. მე-ტიც, მათი ნაწილი რეაქციის რეზერვად გადაიქცა. თავად პარ-ტიამ არ მოახდინა რეაგირება როგორც თავისი კლასის შეგნე-ბულმა და ორგანიზებულმა ავანგარდმა, მისი ლიკვიდაცია რამ-დენიმე დღეში მოხდა, რამაც კონტრრევოლუციონერ კადარსმისი საბოლოოდ დასამარების საშუალება მისცა.

1956 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენებმა კიდევ ერ-თხელ გამოკვეთეს უნგრეთის ინტელიგენციისა და სტუდენტიახალგაზრდობის მერყევი ხასიათი. ისინი რეაქციის ხელშემ-წყობად და ბურჟუაზიის მოიერიშე რაზმებად გადაიქცნენ. ამსაქმეში განსაკუთრებით მზაკვრული როლი შეასრულეს კონ-ტრრევოლუციონერმა მწერლებმა კონტრრევოლუციონერიმწერლის — ლუკაჩის — მეთაურობით, რომელიც ნადის მთავ-რობის წევრიც კი გახდა.

უნგრეთის შემთხვევამ დაამტკიცა, რომ ბურჟუაზიას არათუგაუქრა რესტავრაციის იმედები, არამედ ჩასაფრებული იყო დაძველი ორგანიზაციული ფორმებიც შენარჩუნებული ჰქონდა,რაც ბურჟუაზიული, კლერიკალური და ფაშისტური პარტიებისელვისებურმა გაჩენამაც დაამტკიცა.

295

Page 296: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უნგრეთის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჩვენიპარტია იმ პოზიციის სისწორეში, რომელიც იუგოსლავიელირევიზიონისტების მიმართ დავიკავეთ. ტიტოელები უნგრეთისკონტრრევოლუციის მთავარი სულისჩამდგმელები და მთავარიდასაყრდენები იყვნენ. იუგოსლავიის ოფიციალური პირები დაპრესა ენთუზიაზმით ესალმებოდნენ ამ მოვლენებს. კლუბ „პე-ტეფში“ წარმოთქმული სიტყვები ბელგრადში ქვეყნდებოდა,ტიტოსა და კარდელის „თეორიები“ კი XX ყრილობის თეზისებ-თან ერთად ამ სიტყვების დროშებად გვევლინებოდნენ.

თუმცა ეს ჩვენთვის არც სიახლე იყო და არც მოულოდნელო-ბა. ყველაზე მეტად გვაწუხებდა ის როლი, რომელიც საბჭოთახელმძღვანელობამ შეასრულა ამ მოვლენებში, ტიტოსთან გეგ-მების შეთანხმება, კულისებსმიღმა გარიგებები უნგრეთის ხალ-ხის საზიანოდ, რომლებსაც დიდი და მწარე შედეგები მოჰყვა.

უნგრეთის კონტრრევოლუცია საბჭოთა ტანკებმა ჩაახშეს,ვინაიდან ხრუშჩოვს ჩაურევლობა არ შეეძლო (წინააღმდეგშემთხვევაში იგი, ყველაფერთან ერთად, საკუთარ თავს გამოა-აშკარავებდა), და სწორედ ეს ვეღარ გათვალეს იმპერიალის-ტებმა და ტიტომ. თუმცა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ამ კონ-ტრრევოლუციის ჩახშობა იმ კონტრრევოლუციონერების მიერ-ვე მოხდა, რომლებიც კაპიტალიზმის რესტავრაციას ახდენ-დნენ, თუმცაღა ფარულად, საღებავისა და ნიღბების შენარჩუ-ნებით, როგორც ეს საბჭოთა ხრუშჩოველებმა თავიანთ ქვეყა-ნაში გააკეთეს.

უნგრეთთან დაკავშირებული ფაქტები ეჭვებს გვიძლიერებ-დნენ სკკპ-ის ხულმძღვანელობის მიმართ, გვაშფოთებდნენ დაგულს გვწყვიტავდნენ. ყოველთვის დიდი ნდობა გვქონდა ლე-

296

Page 297: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ნინისა და სტალინის ბოლშევიკური პარტიის მიმართ და ამნდობას მისდამი — საბჭოთა ქვეყნისადმი — გულწრფელ სიყ-ვარულში ვამჟღავნებდით.

ამ წუხილისა და ეჭვების გრძნობით გავემგზავრე 1956წელს მოსკოვში ჰიუსნისთან ერთად, რომელიც მხარში მედგახრუშჩოველებთან გამართულ რთულ მოლაპარაკებებსა დადისკუსიებზე, სადაც შხამი ფარისევლობით ზავდებოდა.

პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირში საბ-ჭოთა ხელმძღვანელებთან ერთად შექმნილი მდგომარეობის,უნგრეთისა და პოლონეთის მოვლენებისა და იუგოსლავიასთანარსებული ურთიერთობებთან დაკავშირებული მწვავე საკით-ხების განსახილველად გავემგზავრეთ.

უნდა ითქვას, რომ იმ დროს ხრუშჩოვი და მისი მეგობრებიტიტოსთან არც ისე ძლიან იყვნენ დაახლოებული, მათი მეგობ-რობა ცოტათი გაცივდა კიდეც. ტიტომ უკვე წარმოთქვა პულშითავისი ავადხსენებული მოხსენება, რომელმაც უამრავი ნეგა-ტიური გამოხმაურება ჰპოვა სოციალისტური ბანაკის პარტიებ-ში. ამ მოხსენებაში ბელგრადის ლიდერი თავს ესხმოდა საბჭო-თა სისტემას, სოციალიზმს, პარტიებს, რომლებიც არ მისდევ-დნენ ტიტოს „ორიგინალურ მარქსისტულ-ლენინურ“ კურსს,კიცხავდა უნგრეთში საბჭოთა კავშირის ჩარევას. ეს ყველაფე-რი არ მოსწონდათ ხრუშჩოვს და მის მეგობრებს, ან კიდევ ესმეტისმეტად აშკარად კეთდებოდა და მათ საკუთარი დამოკი-დებულება უნდა გამოეხატათ საზოგადოებრივი აზრისთვის ან-გარიშის გაწევის მიზნით.

სწორედ ამიტომ გააკეთეს ხრუშჩოველებმა ორიოდე თავ-დასხმა თავიანთ გაზეთებში, თუმცა ეს თავდასხმები არც ის

297

Page 298: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ძლიერი იყო (ამხანაგი ტიტო რომ არ გაენაწყენებინათ!) დაგარკეული შექებაც კი ახლდა, რის შემდეგაც, ჩვეულებისამებრ,იუგოსლავიაზე ეკონომიკური ზეწოლაც დაიწყეს, რაც ერთიშეხვედრისას ხრუშჩოვმა თავისი პირით დამიდასტურა. „პრავ-დამ“ მაშინ ჩემი სტატიაც გამოაქვეყნა, რომელშიც მწვავე ტერ-მინებით ვეტუვდი იუგოსლავიის „სპეციფიკურ სოციალიზმსა“და მის ტრუბადურებს.

ამ ყველაფერს იმის ასახსნელად ვამბობ, თუ რატომ მოგ-ვიწყეს მაშინ უფრო „გულთბილი“ მიღება და რატომ მოხდა,რომ საბჭოთა ხელმძღვანელები არათუ ჩვენი შეხედულებებისწინააღმდეგ გამოვიდნენ, განსაკუთრებით, იუგოსლავების სა-კითხში, არამედ ფორმალურად დაგვეთანხმდნენ კიდეც.

ეს ატმოსფერო ჯერ კიდევ ოდესაში შევნიშნეთ, როდესაც გე-მიდან ჩამოსვლისთანავე დაველაპარაკეთ უკრაინის პარტიულდა სახელმწიფო ხელმძღვანელებს, რომლებიც იქ დაგვხვდნენ.

ოდესაში მატარებელში ჩავსხედით და მოსკოვში გავემგზავ-რეთ. მგზავრობის შემდეგ წესიერად დასვენებაც ვერ მოვასწა-რით, როცა შეგვატყობინეს, რომ საბჭოთა კავშირის კომუნის-ტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა ჩვენიდელეგაციის საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა. როგორც ად-რე აღვნიშნე, საბჭოთა ხელმძღვანელები გაწაფულები იყვნენმრავალსაათიანი სადილებისა და ვახშმების გამართვაში.მგზავრობის შემდეგ არსებული დაღლილობის მიუხედავად, ამ„ვახშამზე“ წავედით, რომელიც სადილის დროს დაიწყო, დაახ-ლოებით ოთხ საათზე. რამდენადაც მახსოვს, მას პრეზიდიუმისყველა წევრი ესწრებოდა, ბრეჟნევის, ფურცევასა და კიდევ ერ-თი-ორის გამოკლებით. ვახშამი რამდენიმე საათს გაგრძელდა,

298

Page 299: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ხრუშჩოვი და სხვებიც ისეთი ატმოსფეროს შექმნას ცდილობ-დნენ, რომელიც რაც შეიძლება მეგობრულად უნდა მოგვჩვენე-ბოდა. თითქმის ყველა დამსწრემ წარმოთქვა სადღეგრძელო(მარტო ხრუშჩოვმა წარმოთქვა ხუთი თუ ექვსი სადღეგრძე-ლო); სადღეგრძელოებში ჩვენი პარტიისა და ალბანეთის შესა-ხებ კარგ სიტყვებს ამბობდნენ, პირადად ჩემი მისამართით კიქება-დიდებას არ იშურებდნენ. ამ ქაბა-დიდებაში განსაკუთრე-ბით თავი გამოიჩინა პოსპელოვმა, რომელიც მაისში ჩვენი პარ-ტიის III ყრილობას ესწრებოდა.

სადღეგრძელოები ხშირად პოლიტიკური გამოსვლებისფორმას იღებდნენ, განსაკუთრებით, ხრუშჩოვის მიერ წარმოთ-ქმული სადღეგრძელოები, რომლისთვისაც ერთი სადღეგრძე-ლოს წარმოსათქმელად ნახევარი საათი ჩვეულებრივი ამბავიიყო. რაც არ უნდა იყოს, ამ გამოსვლებმა პირველი სიგნალიმოგვცეს იმისა, თუ რა პოზიციას დაიკავებდნენ ისინი მოლაპა-რაკებებზე.

იმ საღამოს ხრუშჩოვმა იუგოსლავიის ხელმძღვანელობასბევრჯერ შეუტია.

— ისინი, — თქვა კერძოდ ხრუშჩოვმა, — ანტილენინურ დაოპორტუნისტულ პოზიციებზე დგანან. მათი პოლიტიკა უბრა-ლო ვინეგრეტია. მათთან დათმობებზე არ წავალთ. ისინი, —თქვა შემდეგ, — განდიდების მანიით არიან შეპყრობილი. რო-დესაც ტიტო მოსკოვში იყო, ეგონა, რომ რახან დიდებულადდავხვდით, ხალხიც მის სიმართლეს აღიარებდა, ჩვენს პოლიტი-კას კი კიცხავდა. ფაქტობრივად კი საკმარისი იყო ხალხისთვისერთი სიტყვა გვეთქვა და ტიტოს და მის მეგობრებს ფეხქვეშგათელავდნენ.

299

Page 300: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

როდესაც ტიტოს მიმართ ჩვენს ურთიერთობებს შეეხო,თქვა, რომ „ალბანელი ამხანაგები მართალი არიან, თუმცა აუ-ცილებელია მოთმინება და გამძლეობაო“.

— ჭაღარა შეგრევიათ, — დაასრულა ეს სადღეგრძელოხრუშჩოვმა, — თუმცა ჩვენც გავმელოტდით.

ამ ნადიმის დროს „მელოტმა“ თქვა, რომ ალბანეთი პატარაქვეყანა იყო, თუმცა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეო-ბა ჰქონდა. „იქ წყალქვეშა ნავებისა და რაკეტების ბაზა რომშევქმნათ, მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზის გაკონტროლებასშევძლებთ“. ეს აზრი ხრუშჩოვმა და მალინოვსკიმ ალბანეთში1959 წელს გამართული ვიზიტისას გაიმეორეს. ეს იყო იდეა,რომლის მატერიალიზაციაც მოგვიანებით ვლერის ბაზაში მოხ-და, და რომელიც შემდგომში ხრუშჩოვმა ჩვენზე ზეწოლისთვისგამოიყენა.

ხრუშჩოვი და სხვა საბჭოთა ხელმძღვანელები, როგორც ზე-მოთ აღვნიშნე, თავს საკმაოდ „მეგობრულებად“ გვაჩვენებდნენ,არ გვაკლებდნენ პირფერობასაც, თანაც ეს ყველაფერი მათიარასწორი მოქმედებების გამო ჩვენი პარტიის კანონიერი აღ-შფოთების შესარბილებლად კეთდებოდა. მახსოვს, რომ ამ ვახ-შამზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში ხრუშჩოვის ვიზიტის სა-კითხიც, ვინაიდან მას ყველა ქვეყანა ჰქონდა უკვე შემოვლილი,ჩვენთან კი არც ღიად და არც დაფარულად არასდროს არ ყო-ფილა. თუმცა იმ საღამოს ჩვენს მოთხოვნებზე ისინი დადები-თად პასუხობდნენ. ხრუშჩოვის გარდა, პრეზიდიუმის ბევრმასხვა წევრმაც გამოთქვა ალბანეთში ჩამოსვლის სურვილი, ერ-თმა მათგანმა კი, რომლის გვარიც ზუსტად აღარ მახსოვს, ხუმ-რობით წინადადება შემოიტანა ცენტრალური კომიტეტის პრე-

300

Page 301: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ზიდიუმის სხდომის ალბანეთში გამართვის თაობაზე! იქ ლაპა-რაკობდნენ იმ „სიყვარულზეც“, რომელიც თითქოს ხრუშჩოვსჩვენი ქვეყნის მიმართ ჰქონდა (და რომელიც მან მომავალშიდაამტკიცა კიდეც!), და მას „ალბანელი“ უწოდეს.

მახსოვს, რომ სხვებთან ერთად ჭიქა მოლოტოვმაც ასწია:— მე, — თქვა მან, — ადამიანთა იმ კატეგორიას მივეკუთ-

ვნები, რომლებიც არ ანიჭებდნენ ალბანეთს მნიშვნელობას დაარ იცნობდნენ მას. საბჭოთა კავშირს ბევრი მეგობარი ჰყავს,თუმცა ყველა მათგანი ერთნაირი არაა. ალბანეთი ჩვენი საუკე-თესო მეგობარია. მაშ, შევსვათ იმის სადღეგრძელო, რომ საბ-ჭოთა კავშირს ისეთი ერთგული მეგობრები ჰყავდეს, როგო-რიც ალბანეთია!

იმ საღამოს მთლიანობაში საბჭოთა ხელმძღვანელები აქებ-დნენ ჩვენს სწორ ხაზს და იუგოსლავიელ რევიზიონისტებს კიც-ხავდნენ. მარშალმა ჟუკოვმა ისიც კი გვითხრა, რომ ხელთჰქონდათ მონაცემები, რომლის თანახმადაც ბელგრადის ხელ-მძღვანელები უნგრეთის კონტრრევოლუციას უჭერდნენ მხარსარა მარტო იდეოლოგიურად, არამედ ორგანიზაციულადაც, დარომ იუგოსლავები ამერიკული იმპერიალიზმის აგენტურისროლში გამოდიოდნენ.

ერთი სიტყვით, ამ ვახშამმა ასეთი სულისკვეთებით ჩაიარა.ორი თუ სამი დღის შემდეგ წინასწარი შეხვედრა გავმართეთცენტრალური კომიტეტის მდივან სუსლოვთან; იგი თავს იდეო-ლოგიური საკითხების სპეციალისტად ასაღებდა და, თუ არვცდები, მასვე ჰქონდა დაკისრებული საერთაშორისო საკითხე-ბის გადაწყვეტაც.

301

Page 302: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

სუსლოვი საბჭოთა ხელმძღვანელობაში უფრო გამოუსწო-რებელ დემაგოგთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. იგი საზრიანი დაეშმაკი ადამიანი იყო და რთული მდგომარეობებიდან ყოველ-თვის პოულობდა გამოსავალს, და იქნებ სწორედ ამის გამოცმოხვდა იმ მცირერიცხოვან მოღვაწეთა რიცხვში, რომელმაცთავისი თანამდებობა საბჭოთა რევიზიონისტი ხელმძღვანელო-ბის მიერ ჩატარებული მრავალი წმენდის შემდეგაც შეინარჩუ-ნა. სუსლოვთან რამდენიმე მოლაპარაკება გავმართე და მას-თან შეხვედრისას ყოველთვის მოწყენილობასა და უსიამოვნე-ბას განვიცდიდი ხოლმე. მით უმეტეს არ მსიამოვნებდა სუს-ლოვთან ლაპარაკი ახლა, უნგრეთის მოვლენების შემდეგ, იმკამათის შემდეგ, რომელიც მასთან მომივიდა ნადის, უნგრეთისმდგომარეობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს, რომ მისი როლიც ამ მოვლენებში, განსაეკუთრებითკი, რაკოშის თანამდებობიდან მოხსნაში, მშვენივრად ვიცოდი.მიუხედავად ამისა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სუს-ლოვს შევხვდი.

ამ შეხვედრაში მონაწილეობდა ბრეჟნევიც, თუმცა იგი ფაქ-ტობრივად მხოლოდ დამსწრეს როლში იყო, რამეთუ შეხვედრისგანმავლობაში მხოლოდ სუსლოვი ლაპარაკობდა. ლეონიდი პე-რიოდულად თავისი მსხვილ წარბებს ათამაშებდა და ისე გაუნ-ძრევლად იჯდა, რომ კაცი იფიქრებდა, არც კი ფიქრობს იმაზე,რასაც ვლაპარაკობთო. პირველად მას XX ყრილობაზე შევხვდი,სხდომებს შორის არსებულ შესვენებაზე (შემდეგ კი 1957 წლისნოემბერში გამართულ ოქტომბრის რევოლუციის მე-40 იუბილე-ზე), თანაც ამ შემთხვევით შეხვედრაზეც კი მასზე ქედმაღლუ-რი და თვითკმაყოფილი ადამიანის შთაბეჭდილება შემექმნა.

302

Page 303: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ჩვენთან გაცნობის შემდეგ მან მალევე საკუთარ თავზე და-იწყო ლაპარაკი და „კონფიდენციალურად“ გვითხრა, რომ „სპე-ციალური იარაღებით“ იყო დაკავებული. თავისი ტონითა დაგამომეტყველებით გვაგრძნობინა, რომ ცენტრალურ კომიტეტ-ში იგი იყო ადამიანი, რომელიც ატომური იარაღის საკიხებსგანაგებდა.

XX ყრილობამ ბრეჟნევი ცენტრალური კომიტეტის პოლიტ-ბიუროს კანდიდატად აირჩია, ერთი წლის შემდეგ კი სკკპ ცკ-ის1957 წლის ივნისის პლენუმმა, „მოლოტოვ-მალენკოვის ანტი-პარტიული ჯგუფის“ გაკიცხვისა და თავიდან მოშორების შემ-დეგ, ბრეჟნევი წევრობის კანდიდატობიდან პრეზიდიუმის ნამ-დვილ წევრად აირჩია. როგორც ჩანს, ეს საჩუქარი მას პარტი-ულ ხელმძღვანელობაში მოლოტოვის, მალენკოვისა და სხვამუშაკების ლიკვიდაციის საქმეში არსებული „დამსახურების“გამო გაუკეთეს.

ამ მოვლენების შემდეგ, 1960 წლამდე, კიდევ ბევრჯერ მო-მიწია მოსკოვში ჩასვლა, სადაც კომუნისტური პარტიის მთა-ვარ ხელმძღვანელებს ვხვდებოდი ხოლმე, თუმცა, ისევე რო-გორც XX ყრილობამდე, არასდროს გამიგია ან მინახავს, რომბრეჟნევი სადმე სიტყვით გამოსულიყო. იგი ყოველთვისჩრდილში, ანუ „თადარიგში“ იყო.

ხრუშჩოვის ნაძრახი დასასრულის შემდეგ სწორედ ეს პირ-ქუში და დინჯი ადამიანი გამოვიდა ჩრდილიდან და შეცვალარენეგატი, რათა ხრუშჩოვის მაფიის საქმე გაეგრძელებინა, მაგ-რამ უკვე ხრუშჩოვის გარეშე.

როგორც ჩანს, კომუნისტური და პარტიისა და საბჭოთა სო-ციალ-იმპერიალისტური სახელმწიფოს სათავეში ბრეჟნევი და-

303

Page 304: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

აყენეს არა მისი ნიჭის გამო, არამედ როგორც მოდუს ვივენ-დი20, იმ მოქიშპე დაჯგუფებების საწინააღმდეგოდ, რომლებიცუმაღლეს საბჭოთა ხელმძღვანელობაში ჩხუბობდნენ და ერ-თმანეთს ჭამდნენ. თუმცა არც მისი დაკნინება იქნებოდა მარ-თალი: მას მარტო წარბები ჰქონდა კომენდანტის, მისი საქმე კიმთლიანად ტრაგიკული იყო. მას შემდეგ, რაც ამ ხრუშჩოველმაძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ჩვენმა პარტიამ არაერთხელ გა-მოთქვა საკუთარი აზრი მასზე და მის ანტიმარქსისტულ,მტრულ და აგრესიულ ბუნებაზე. თუმცა აქ არაა ბრეჟნევზედაწვრილებით ლაპარაკის ადგილი, რის გამოც 1956 წლის დე-კემბრის შეხვედრას დავუბრუნდეთ.

დასწყისში სუსლოვმა შემოგვთავაზა, რომ მოკლედ ჩამოგ-ვეყალიბებინა განსახილველი საკითხები, განსაკუთრებით ისი-ნი, რომლებიც ისტორიულ ნაწილს ეხებოდა, თავად კი უნგრე-თის მოვლენები მიმოიხილა. მან გააკრიტიკა რაკოში და გერე,რომლებმაც თავიანთი შეცდომებით „ხალხის დიდი უკმაყოფი-ლება გამოიწვიეს“, მაშინ როცა ნადი უკონტროლოდ რჩებოდა.

— ნადი და იუგოსლავები, — განაგრძო მან, — სოციალიზ-მის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

— მაშ რატომღა მიიღეს ნადი ისევ პარტიაში? — ვკითხე მას.— უსამართლოდ იყო გარიცხული, მისი შეცდომები არ იმ-

სახურებდნენ ასეთ სასჯელს. ახლა კი კადარი სწორი გზით მი-დის. თქვენს პრესაში გარკვეული კრიტიკული მომენტები არ-სებობდა კადარის მისამართით, თუმცა უნდა გავითვალისწი-

20. modus vivendi — ლათ. დროებითი შეთანხმება მოკამათე მხარეებსშორის. [მთარგმნელის შენიშვნა.]

304

Page 305: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ნოთ, რომ საჭიროა მისი მხარდაჭერა, ვინაიდან იუგოსლავებიმის წინააღმდეგ არიან განწყობილი.

— კადარს ცუდად ვიცნობთ. მხოლოდ ის ვიცით, რომ ციხე-ში იჯდა და იმრე ნადის მომხრე იყო.

როდესაც შევნიშნეთ, რომ უნგრეთში მიმდინარე მოვლენე-ბის საქმის ყურში არ ჩაგვაყენეს, სუსლოვმა გვითხრა, რომმოვლენები ელვისებურად ვითარდებოდა და კონსულტაციე-ბისთვის დრო აღარ იყოო.

— არც სხვა პარტიებთან გვქონია კონსულტაციები. მხო-ლოდ მეორე ჩარევისას გავმართეთ კონსულტაცია ჩინელებ-თან, მაშინ როცა ხრუშჩოვი, მალენკოვი და მოლოტოვი რუმი-ნეთსა და ჩეხოსლოვაკიაში გაემგზავრნენ.

— როგორ გამონახეთ დრო ტიტოსგან რჩევების მიღებადკადარის დანიშვნის თაობაზეც კი, როცა ჩვენ ამის შესახებ არა-ფერი ვიცოდით? — ვკითხე მას.

— ტიტოსთვის კადართან დაკავშირებით რჩევისთვის არმიგვიმართავს, — თქვა მან. — მხოლოდ ის ვუთხარით, რომ ნა-დის მთავრობა ვეღარ იარსებებდა.

— ეს, — აღვნიშნე მე, — პრინციპული საკითხებია. — კონ-სულტაციები აუცილებელია, მაგრამ ისინი არ იმართება. ვარ-შავის ხელშეკრულების პოლიტიკური საკონსულტაციო კომი-ტეტი, მაგალითად, უკვე ერთი წელია, რაც აღარ იკრიბება.

— მის მოწვევას იანვარში ვაპირებთ, ვინაიდან იმ დღეებშითითოეული დაგვიანებული დღეც კი დიდ სისხლისღვრას გამო-იწვევდა.

მას ვუთხარი, რომ უცნაურად გვეჩვენებოდა ამჟამად გამო-ყენებული ტერმინი „რაკოში-გერეს დანაშაულებრივი ხროვა“,

305

Page 306: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

და მიგვაჩნდა, რომ ეს არ უწყობდა ხელს უნგრელი კომუნისტე-ბის გაერთიანებს.

— რაკოშის შეცდომებმა, — თქვა სუსლოვმა, — რთულიმდგომარეობა შექმნეს და ხალხისა და კომუნისტების უკმაყო-ფილება გამოიწვიეს.

ჩვენ ვთხოვეთ, რომ კონკრეტულად მოეთხროთ რაკოშისადა გერეს შეცდომების შესახებ, და სუსლოვმაც მთელი რიგიმოსაზრებები გადმოგვიწყო, რომელთა მეშვეობითაც მომხდარ-ზე პასუხისმგებლობის გადატანა მათზე სცადა. ჩვენ რომელიმეკონკრეტული მაგალითის მოყვანა ვთხოვეთ, რაზეც გვიპასუხა:

— აი, მაგალითად, რაიკის საკითხი, რომელსაც ჯაშუში უწო-დეს ყოველგვარი დამამტკიცებელი დოკუმენტების გარეშე.

— თუ ესაუბრა ვინმე რაკოშის ამ საქმეებზე, თუ სცადა ვინ-მემ მისი დარწმუნება? — ვკითხე მე.

— რაკოშის ვერავინ დაარწმუნებდა, — იყო პასუხი.ამავე დროს საერთოდ არ ვეთანხმებოდით სუსლოვს გო-

მულკას საკითხშიც.— გომულკამ, — ვუთხარი სუსლოვს, — თანამდებობები-

დან მოხსნა კომუნისტები, ძველი და ერთგული ხელმძღვანელე-ბი და ოფიცრები, და შეცვალა ისინი სხვებით, იმგენით, ვინცპროლეტარიატის დიქტატურის მიერ იყო გასამართლებული.

— იგი თავის ნაცნობებს ეყრდნობოდა, — თქვა სუსლოვმა;— გომულკას დრო უნდა მივცეთ და მხოლოდ მის შემდეგ ვიმ-სჯელოთ მასზე.

— კი, მაგრამ მისი შეხედულებებისა და მოქმედებების შე-სახებ ხომ ახლაც მშვენივრად შეგვიძლია მსჯელობა, — არ და-

306

Page 307: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ვეთანხმე მე. — რითი აიხსნება ანტისაბჭოთა ლოზუნგები, რომ-ლებითაც იგი ხელისუფლების სათავეში მოვიდა?!

სუსლოვს სახე დაეღმანჭა და მაშინვე შემეპასუხა:— ეს არაა გომულკას ნახელავი, თანაც იგი უკვე აღარ

ლაპრაკობს ასეთ რამეებს.— კი, მაგრამ მისი შეხედულებები და განცხადებები, მაგა-

ლითად, ეკლესიის შესახებ?სუსლოვმა გრძელი მოხსენება გამიკეთა, რომელშიც „ამტკი-

ცებდა“, რომ ეს მხოლოდ „წინასაარჩევნო ტაქტიკა“ იყო, დარომ გომულკას საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანა-კის მიმართ „სწორი პოზიცია ეკავა“, და ა.შ. ჩვენ ისე დავშორ-დით ერთმანეთს, რომ ერთ საკითხზეც კი ვერ შევთანხმდით.

იმავე დღეს ოფიციალური მოლაპარკება გავმართეთ ხრუშ-ჩოვთან, სუსლოვთან და პონომარიოვთან. თავდაპირველადსიტყვა მე მოვითხოვე და უნგრეთისა და პოლონეთის მოვლე-ნებზე ჩვენი პარტიის აზრი ჩამოვაყალიბე, ვილაპარაკე იუგოს-ლავიასთან არსებულ ურთიერთობებზეც. გამოსვლის დასაწ-ყისშივე მათ ვუთხარი:

— ჩვენი დელეგაცია ღიად ჩამოაყალიბებს ჩვენი პარტიისცენტრალური კომიტეტის შეხედულებებს ამ საკითხებზე, მიუ-ხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხში საბჭოთა კავშირისხელმძღვანელობასთან უთანხმოება გაგვაჩნია. ამ მოსაზრე-ბებს, დამოუკიდებლად იმისა, ტკბილი იქნება ისინი თუ მწარე,— განვაგრძე მე, — პირდაპირ ვიტყვი, როგორც ეს მარქსისტ-ლენინელს შეჰფერის, რათა ამხანაგური სულისკვეთებით გან-ვიხილოთ და გადავწყვიტოთ, მართალი ვართ თუ არა, და თუმიგაჩნიათ, რომ ვცდებით, გთხოვთ, ამაში დაგვარწმუნოთ.

307

Page 308: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უნგრეთთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნე სოცი-ალისტური ბანაკისთვის ამ ნევრალგიური საკითხის ირგვლივცნობებისა და კონსულტაციების არარსებობა.

— მიგვაჩნია, — ვთქვი შემდეგ, — რომ იმ სიტუაციაში სა-ჭირო იყო ვარშავის ხელშეკრულების პოლიტიკური კონსულ-ტაციების კომიტეტის მოწვევა. ასეთ მომენტებში კონსულტა-ციები აუცილებელია ჩვენი მოქმედებებისა და ჩვენი პოზიციე-ბის შესათანხმებლად. ეს ჩვენი ძალისა და ჩვენი ერთიანობისდამამტკიცებელი ფაქტიც იქნებოდა.

უნგრეთის პრობლემაზე ლაპარაკისას საკუთარი აზრი გა-მოვთქვი უნგრეთის მშრომელთა პარტიაზე, რაკოშიზე და გე-რეზე. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აღვნიშნე, რომკადარის მიერ მათი „დანაშაულებრივ ხროვად“ შეფასება უცნა-ურად გვეჩვენებოდა. ჩვენი აზრით, რაკოშისა და გერეს შეც-დომები არ იყო ისეთი მასშტაბის, რომ ასეთი კვალიფიკაციადაემსახურებინა. „რაც შეეხება უნგრეთის ეკონომიკურ განვი-თარებაში დაშვებულ შეცდომებს, — აღვნიშნე მე, — ჩვენ არვიცოდით, რომ უნგრეთში მდგომარეობა იმდენად სერიოზულიიყო, რომ „მასების ამბოხს“ ამართლებდა“. ამ საკითხში საბჭოე-ლები დაგვეთანხმნენ და დაადასტურეს, რომ ეკონომიკურიმდგომარეობა არ იყო მძიმე.

შემდეგ ვილაპარაკე მათ დამოკიდებულებაზე ნადთან, კადარ-თან და სხვებთან. კადართან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენიპარტია მას არ ენდობოდა და დავამატე, რომ, მიუხდავად ამისა, მის-დამი საკმაოდ კეთილგონივრული დამოკიდებულება გვქონდა.

უნგრეთის მოვლენებთან დაკავშირებით ხაზი გავუსვი იუ-გოსლავიელი რევიზიონისტების როლს და აღვნიშნე ალბანე-

308

Page 309: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

თის შრომის პარტიის არდათანხმება იმაზე, რომ ტიტო ამ მოვ-ლენების მოსამართლედ დაინიშნა.

იუგოსლავიასთან ურთიერთობებზე ლაპარაკისას, პოლიტ-ბიუროს გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩამოვაყალიბე საკით-ხი ისტორიულ ჭრილში, კერძოდ კი განვაცხადე:

— იუგოსლავები დიდი ხანია მტრულ საქმიანობას ეწეოდ-ნენ ჩვენი პარტიისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და დღემ-დღე ამას აგრძელებენ. ვფიქრობთ, რომ იუგოსლავისელი ხელ-მძღვანელები მთლიანად ანტიმარქსისტულ პოზიციებზე დგა-ნან და ამერიკელი იმპერიალისტების აგენტურასთან ერთადუნგრეთის მოვლენების ძირითადი გამჩაღებლები არიან. იუ-გოსლავიასთან ურთიერთობა მხოლოდ მარქსისტულ-ლენინუ-რი გზით უნდა მოგვარდეს, ყოველგვარი დათმობის გარეშე,არადა დათმობები უკვე გაკეთებულიც გვაქვს. ალბანეთისშრომის პარტია თვლის, რომ საბჭოთა კავშირმა არ უნდა დააკ-მაყოფილოს იუგოსლავიის მიერ გოშნიაკის მეშვეობით მოთ-ხოვნილი იარაღის მიწოდების საკითხი. ჩვენ, ჩვენი მხრიდან,მათთან მხოლოდ სახელმწიფო ურთიერთობებსა და სავაჭროკავშირებს შევინარჩუნებთ, ყოველგვარი პარტიული კავშირე-ბის გარეშე.

ჩვენი პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელით კიდევერთხელ გამოვხატე აზრი იმის შესახებ, რომ 1955 წელს ხრუშ-ჩოვის ბელგრადში ჩასვლა უნდა მომხდარიყო მოძმე პარტიებ-თან და ინფორმბიუროსთან წინასწარი კონსულტაციების შემ-დეგ, ვინაიდან ამ ორგანიზაციების მიერ ტიტო უკვე გაკიცხუ-ლი იყო როგორც ანტიმარქსისტი.

309

Page 310: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ჩემი გამოსვლის შემდეგ სიტყვა ნიკიტა ხრუშჩოვმა აიღოდა მოგვიყვა, თუ როგორ აკრიტიკებდა იუგოსლავიელ ხელ-მძღვანელებს ჩვენი პარტიისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ არსე-ბული დამოკიდებულების გამო. ხრუშჩოვს თავი ისე ეჭირა,თითქოს ჩვენს შეხედულებებსა და პოზიციებს ეთანხმებოდა,თუმცა მაინც შენიშვნებსა და „რჩევებს“ გვაძლევდა. ასე მაგა-ლითად, „პრავდაში“ გამოქვეყნებული ჩემი სტატიის მიმართმან თქვა:

— ტიტოს ამ სტატიამ თავზარი დასცა. ჩვენ პრეზიდიუმშივფიქრობდით, რომ ცალკეული მომენტების ამოღება შეიძლე-ბოდა, თუმცა თქვენ განაცხადეთ, რომ მასში არაფერის შეცვლაარ შეიძლებოდა და ჩვენც ცვლილებების გარეშე გამოვაქვეყ-ნეთ. ყოველ შემთხვევაში, სტატიის დაწერა სხვა ფორმითაც შე-იძლებოდა.

რაც შეეხება უნგრეთისა და პოლონეთის მოვლენებს, ხრუშ-ჩოვი კვლავ თავისას არ იშლიდა და, სხვა ყველაფერთან ერ-თად, „მოგვითითა“, რომ კადარისა და გომულკასთვის მხარიდაგვეჭირა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მან გვითხრა:

— გომულკა რთულ მდგომარეობაშია, ვინაიდან რეაქციაძალების მობილიზებას ახდენს. ის, რასაც პრესაში წერენ, ცენ-ტრალური კომიტეტის შეხედულება კი არა, გომულკას წინააღ-მდეგ მოქმედი ზოგიერთი ადამიანის შეხედულებაა. იქ მდგომა-რეობა თანდათან სწორდება. ახლა პოლონეთისთვის მნიშვნე-ლოვანია მომავალი არჩევნები. ამის გამო მხარი გომულკას უნ-და დავუჭიროთ. ამ მიზნით ჭოუ ენლაი ჩავა და ეს მნიშვნე-ლოვნად გააძლიერებს გომულკას პოზიციებს. მიზანშეწონი-

310

Page 311: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

9. უკონტროლო „ეშმაკები“

ლად ჩავთვალეთ, რომ ჩინელები ელაპარაკონ და არა ჩვენ, ვი-ნაიდან რეაქცია ჩვენს წინააღმდეგაა განწყობილი.

და ჭოუ ენლაი, ხრუშჩოვთან შეთანხმებისა და მისი დახმა-რების მეშვეობით, პოლონეთში ჩავიდა.

შემდეგ ხრუშჩოვმა გვირჩია, რომ იუგოსლავებთან მიმარ-თებაში თავშეკავება გამოგვეჩინა და „დიდ პოლიტიკაში“ გადა-იჭრა, გვითითებდა რა დიდ განსხვავებაზე იუგოსლავიის ხელ-მძღვანელებს შორის.

დასასრულს ხრუშჩოვმა „თიმიამის“ ბოლში გაგვახვია21 დადაგვპირდა, რომ ჩვენს ეკონომიკურ მოთხოვნებს შეისწავლი-და და დაგვეხმარებოდა.

ასე დამთავრდა ეს მოლაპარაკებები, სადაც ჩვენი შეხედუ-ლებები გამოვთქვით, საბჭოთა ხულმძღვანელებმა კი სცადეს,მთლიანად დაეძვრინათ თავი მომხდარზე პასუხისმგებლობის-გან. ასე დასრულდა დისკუსიები უნგრელი ხალხის ისტორიისამ ტრაგიკულ საკითხზე, ისევე როგორც პოლონელი ხალხისსაკითხზე. კონტრრევოლუცია ზოგან საბჭოთა, ზოგან კი პო-ლონური ტანკებით ჩაახშეს, თუმცა ეს ჩახშობა რევოლუციისმტრებმა გააკეთეს. არადა უბედურება და ტრაგედია ამით არდასრულებულა, ამჯერად მხოლოდ ფარდა ჩამოეფარა მას,ფარდის მიღმა კი კადარმა, გომულკამ და ხრუშჩოვმა დანაშაუ-ლების ჩადენა განაგრძეს, სანამ თავიანთი ღალატი ბოლომდე— კაპიტალიზმის რესტავრაციამდე — არ მიიყვანეს.

21. გადატ. — პირფერობა, გადაჭერბებული ქება-დიდება. [მთარგმნე-ლის შენიშვნა.]

311

Page 312: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით

საბჭოელები „ერთიანობას“ აღწევენ. 1957 წლის მოსკოვისთათბირი. ხრუშჩოვის მოლაპარაკება თათბირზე ტიტოს ჩა-მოსაყვანად. ხრუშჩოვის წუთიერი „რისხვა“. კამათი ფორ-მულის გამო: „საბჭოთა კავშირის მეთაურობით“. გომულკა:„ჩვენ სსრკ-სგან დამოუკიდებლები ვართ“. მაო ძედუნი:„ჩვენს ბანაკს უნდა ჰქონდეს თავი, როგორც გველს აქვსთავი“. ტოლიატი: „ახალი გზების გაკვლევა“, „ერთიანიხელმძღვანელი ცენტრის წინააღმდეგი ვართ“, „არ გამოვი-ყენებთ ლენინის თეზისს „ახალი ტიპის პარტიის“ შესახებ“.მაოს სოფიზმები: 80-, 70- და 10-პროცენტიანი „მარქსისტე-ბი“. მოსკოვის დეკლარაცია და იუგოსლავების რეაგირება.ხრუშჩოვი ღალატს ლენინის სახელით ნიღბავს.

ხრუშჩოველები, რომლებიც საბჭოთა კავშირში კაპიტალიზმისაღდგენით იყვნენ დაკავებული, ცდილობდნენ მის დიად სოცი-ალ-იმპერიალისტურ სახელმწიფოდ გადაქცევას, აქედან გამომ-დინარე, ცდილობდნენ მის შეძლებისდაგვარად მეტად შეიარა-ღებას, რამეთუ ამით გამოწვეული ქარიშხალი არა მარტო ძირსგამოუთხრიდა სოციალისტურ ბანაკს, არამედ დაძაბავდა ურ-თიერთობებს ამერიკულ იმპერიალიზმთანაც. ხრუშჩოველებმაიცოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავ-შირზე უფრო დიდი ძალა იყო როგორც ეკონომიკურად, ასევეშეიარაღებითაც.

312

Page 313: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით

ხრუშჩოველების დემაგოგიური ლაყბობა „მსოფლიო ახალეპოქასა“ და „განიარაღებაზე“ დოყლაპიების პოლიტიკის მეტიარაფერი იყო. ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიოკაპიტალიზმი ცდილობდნენ კომუნიზმის კრიზისის გაღრმავე-ბას, თავად ამერიკაზე დამუქრებული ეკონომიკური და პოლი-ტიკური კრიზისის შერბილებას, საკუთარი ბაზრებისა და ალი-ანსების, განსაკუუთრებით კი, ნატოს, გამტკიცებას. ხრუშჩოვე-ლები კი, თავისი მხრიდან, იბრძოდნენ ვარშავის ხელშეკრულე-ბის კონსოლიდაციისკენ და მის ბორკილებად გადასაქცევადჩვენი ქვეყნებისთვის. „ნატოსგან თავდაცვის ნიღბით“ განთავ-სებული არმია მათ ვარშავის ხელშეკრულებაში შემავალი მრა-ვალი ქვეყნის სამხედრო ოკუპაციად გადააქციეს.

სინამდვილეში იმპერიალისტური საფრთხე ყოველთვის რე-ალური იყო და ახლაც ასეთად რჩებოდა, მაგრამ ხრუშჩოველე-ბის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ჩვენი ქვეყნებიმათ მიერ განიხილებოდა როგორც პლაცდარმი საბჭოთა საზ-ღვრების წინ, ჩვენი ხალხი კი, როგორც საზარბაზნე ხორცი საბ-ჭოთა რევიზიონისტებისთვის. ყველაფერი — არმია, ეკონომი-კა, კულტურა და ა.შ. — თავისი კონტროლისა და მმართველო-ბის ქვეშ მოაქციეს. სოციალისტური ქვეყნების ყველა პარტია,ალბანეთის შრომის პარტიის გამოკლებით, ამ ხრუშჩოვისეულხაფანგში გაება.

თუმცა იმათ შორისაც, ვინც ხრუშჩოვის კურსს გაჰყვა, გარ-დაუვალი იყო შეხლა-შემოხლა, უთანხმოებები, გაწევ-გმოწევე-ბი, რასაც არაპრინციპული პოლიტიკის მიზნები წარმოშობდა.მსოფლიო ბურჟუაზია და მსოფლიო რეაქცია ამ უთანხმოებებს

313

Page 314: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

აზვიადებდა „კომუნისტური ბლოკის“ შიგნით ბზარების გასაღ-რმავებლად.

ხრუშჩოველები და მათი დამქაშები ამჩნევდნენ ამ პროცესსდა ყველა ძალას ხმარობდნენ მათ შესაკავებლად.

თავიანთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ხრუშჩოვე-ლებს ყველასთან „მეგობრობა“ სჭირდებოდათ, განსაკუთრე-ბით კი, სოციალისტური ბანაკის პარტიებთან „მეგობრობა“,რის გამოც სხვადასხვა ტაქტიკურ ილეთს მიმართავდნენ „კავ-შირების კონსოლიდაციისთვის“, უთანხმოებათა შესარბილებ-ლად, სხვების დასამორჩილებლად და მათზე ბატონობის მოსა-პოვებლად.

თავიანთი მიზნების მისაღწევად ისინი იყენებდნენ თათბი-რებსა და შეხვედრებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის მოს-კოვში იმართებოდა, რათა მოსკოვი, დე-იურე თუ არა, დე-ფაქ-ტო მაინც საერთაშორისო კომუნიზმის ცენტრად გადაექციათ,რათა ყოველთვის ჰქონოდათ შესაძლებლობა ყველას დასამუ-შავებლად და გასაკონტროლებლად მოსასმენი აპარატურისადა დაზვერვის თანამშრომლების მეშვეობით. აშკარა იყო, რომხრუშჩოველებს საქმეები არც ისე კარგად მიუდიოდათ. საბჭო-თა კავშირს მრავალი უთანხმოება ჰქონდა ალბანეთთან, ჩი-ნეთთან, სახალხო დემოკრატიის სხვა ქვეყნებთან. XX ყრილო-ბაზე ყველას გასაგონად გამოცხადებული „თავისუფლებისა“ და„დემოკრატიის“ ხაზი საბჭოთა ხელმძღვანელობას ბუმერანგი-ვით უბრუნდებოდა. რიგები აირია და ხრუშჩოველებს ნებისმი-ერ ფასად, თუნდაც მოჩვენებით, უნდა შეენარჩუნებინათ სოცი-ალიზმის ბანაკისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაო-

314

Page 315: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით

ბის იდეურ-პოლიტიკური „ერთიანობა“. ამასთან დაკავშირებითდა ამ მიზნით გამართეს მოსკოვის 1957 წლის თათბირი.

ხრუშჩოვი და მისი კომპანია მონდომებას არ აკლებდნენ,რათა ამ თათბირში არა მარტო მონაწილეობა მიეღო იუგოს-ლავიის კომუნისტთა კავშირს, როგორც „სოციალისტური ბანა-კის პარტიას“, არამედ ტიტო შეძლებისდაგვარად შეთანხმებუ-ლიყო ხრუშჩოვთან თათბირის პლატფორმაზე, ჩატარების მე-თოდსა და თავად შედეგებზეც კი. ამრიგად „ერთიანობა“, რო-მელზეც ხრუშჩოველები აგრერიგად ოცნებობდნენ და რომე-ლიც ძალზე სჭირდებოდათ, ძალზე ძლიერად გამოჩნდებოდა.თუმცა ტიტი არ იყო ის კაცი, რომელსაც ხრუშჩოვი ასე ადვი-ლად მიიმწყვდევდა კუთხეში. ხრუშჩოვისა და ტიტოს წარმო-მადგენლებმა უამრავი წერილი მისწერეს ერთმანეთს და უამ-რავი ორმხრივი შეხვედრაც გამართეს, მაგრამ როგორც კი შე-იქმნებოდა ისეთი ვითარება, თითქოს ეს-ესაა ურთიერთგაგე-ბას მიაღწიესო, მაშინვე ყველაფერი ხელიდან ეცლებოდათ დამათ შორის არსებული ბზარი კიდევ უფრო ღრმავდებოდა. თი-თოეულ მხარეს თათბირის გამოყენება საკუთარი მიზნების-თვის უნდოდა: ხრუშჩოვს — „ერთიანობის“ გამოსაცხადებლად,თუნდაც დიდი დათმობების ხარჯზე და ტიტოს დასაკმაყოფი-ლებლად და შემოსატყუებლად; ამ უკანასკნელს კი — რათადანარჩენები საბოლოოდ შეეგულიანებინა და ღიად ეთქმევი-ნებინა უარი მარქსიზმ-ლენინიზმზე, თანამედროვე რევიზიო-ნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ნებისმიერ პრინციპულ პო-ზიციაზე. ბელგრადში პონომარიოვი და ანდროპოვი გაემგზავ-რნენ ტიტოს წარმომადგენლებთან თვითნებური გარიგებებისდასადებად, იქ მზადყოფნა გამოთქვეს მრავალ უწინდელ, ერთი

315

Page 316: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

შეხედვით პრინციპულ, პოზიციებზე უარის სათქმელად, თუმცატიტო შორიდან ბრძანებდა:

— თათბირზე იმ პირობით ჩამოვალთ, თუ არ გამოქვეყნდე-ბა არავითარი განცხადება, ვინაიდან სხვა შემთხვევაში დაიძა-ბება საერთაშორისო ვითარება, განაწყენდებიან იმპერიალის-ტები და „კომუნიზმის მხრიდან არსებულ საშიშროებებზე“ აყ-ვირდებიანო.

ჩვენ, იუგოსლავები, ვერ დავეთანხმებით ვერანაირ განცხა-დებას, სხვაგვარად ჩვენი დასავლელი მოკავშირეები იფიქრე-ბენ, რომ სოციალისტურ ბანაკს შევეკარით, რის შედეგადაცისინი იუგოსლავიასთან მჭიდრო კავშირებს გაწყვიტავენო.

თათბირზე იმ პირობით ჩამოვალთ, რომ იქ საერთოდ არ იქ-ნება ნახსენები ტერმინები „ოპორტუნიზმი“ და „რევიზიონიზმი“,სხვაგვარად ჩვენ პირდაპირ დაგვესხმებიან თავსო.

თათბირზე იმ პირობით ჩამოვალთ, რომ იქ არ გამოაშკა-რავდება იმპერიალისტური სახელმწიფოების პოლიტიკა, ვინა-იდან ეს არ შეუწყობს ხელს დაძაბულობის შესუსტების პოლი-ტიკასო, და მისთანანი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ტიტოს უნდოდა, რომ მსოფლიოსყველა კომუნისტი მოსკოვში ჩაის დასალევად და ზღაპრებისმოსაყოლად ჩასულიყო.

ხრუშჩოვს კი სწორედ განცხადების გაკეთება სჭირდებოდა,თანაც ისეთი განცხადების, რომელშიც დადასტურებული იქნე-ბოდა „ერთიანობა“ და რომელსაც შეძლებისდაგვარად მეტიხელმომწერი ეყოლებოდა. ტიტომ გადაწყვიტა, რომ მოსკოვშიარ ჩასულიყო. ხრუშჩოვის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა,ტერმინები უფრო „გამკაცრდა“, „ამხანაგ“ და „მარქსისტ“ ტი-

316

Page 317: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით

ტოს მიმართ არსებული ღიმილი და კეთილგანწყობა წუთით„ოპორტუნისტის“ ეპითეტით შეიცვალა და გაკეთდა განცხადე-ბა იმის თაობაზე, რომ „მას ლენინიზმთან საერთო არაფერიაქვს“, და ა.შ.

თუმცა ამ „მკაცრ“ ტერმინებს ბელგრადის ლიდერის მიმართხრუშჩოვი კულუარებსა და შემთხვევით შეხვედრებზე მიმარ-თავდა, რამეთუ თათბირზე „ამხანაგ ტიტოს“ წინააღმდეგ კრინ-ტიც არ დაუძრავს. პირიქით, როცა საბჭოთა კავშირის წინააღ-მდეგ გამოსული რევიზიონისტების „წინააღმდეგ“ რაღაცისთქმა დასჭირდა, სანაგვეზე მოსროლილი ორი გვამი ახსენა: ნა-დი და გილიასი.

მას კიდევ ჰქონდა იმის იმედი, რომ ტიტო მოსკოვში ჩამო-ვიდოდა „13-ის ერთიანობის“ დასადასტურებლად, რისი პირო-ბაც მან ცოტა ხნით ადრე ბუქარესტში დადო. თუმცა ტიტო მო-ულოდნელად „ავად გახდა“!

— დიპლომატიური სენი! — თქვა აღშფოთებულმა ხრუშ-ჩოვმა და გვკითხა, თუ როგორ მოვქცეულიყავით, რამეთუ იუ-გოსლავები არათუ განცხადების ხელმოწერაზე, არამედ პირ-ველ თათბირში — სოციალისტური ქვეყნების კომუნისტურ პარ-ტიათა თათბირშიც — მონაწილეობაზეც კი არ დათანხმდნენ.

— ჩვენი აზრი მათ შესახებ კარგა ხნის წინ გამოვთქვით, —ვუპასუხეთ ჩვენ, — და თითოეული დღე ჩვენს სიმართლეს ამ-ტკიცებს. იუგოსლავების ჩამოუსვლელობის გამო უკან დახევასარ ვაპირებთ.

— ჩვენც მაგ აზრზე ვართ, — გვითხრა სუსლოვმა. და თათ-ბირი მე-13 ზედმეტის გარეშე გაიმართა.

317

Page 318: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თუმცა იუგოსლავიელი რევიზიონისტები არ მონაწილეობ-დნენ სოციალისტური ქვეყნების პარტიათა თათბირში, მის მუ-შაობას კი მაინც ესწრებოდნენ: ისინი წარმოდგენილი იყვნენთავიანთი იდეური ძმებით, როგორიცაა გომულკა და მისი კომ-პანია, რომლებიც ღიად გამოვიდნენ ტიტოს დებულებათა და-საცავად და ხრუშჩოვს სხვა დათმობებიც მოსთხოვეს, რომლე-ბიც რღვევას გააძლიერებდა.

— ჩვენ არ ვეთანხმებით განსაზღვრებას „სოციალისტურიბანაკი საბჭოთა კავშირის მეთაურობით“, — განაცხადა გო-მულკამ, — და პრატიკულად უკვე უარიც ვთქვით ამ ტერმინ-ზე, რათა გვეჩვენებინა, რომ დამოუკიდებლები ვართ საბჭოთაკავშირისგან, სტალინის პერიოდისგან განსხვავებით.

თავად საბჭოთა ხელმძღვანელებმა მიმართეს მზაკვრულფანდს ამ პროლემის გადაწყვეტისას. თავიანთი ეგრთეთ წოდე-ბული „პრინციპულობის“ სადემონსტრაციოდ სხვა მოძმე პარ-ტიების მიმართ მათ „წინადადება შემოიტანეს“, გაეუქმებინათტერმინი „საბჭოთა კავშირის მეთაურობით“, ვინაიდან ჩვენაქაოდა ერთმანეთის თანასწორნი ვიყავით. თუმცა ეს წინადა-დება გულის კანკალით შემოიტანეს და მიზნად სხვების პულ-სის მოსინჯვას ისახავდნენ, რამეთუ არსებითად ისინი მომხრეიყვნენ არა ტერმინისა „…მეთაურობით“, არამედ ტერმინისა„საბჭოთა კავშირის წინამძღოლობით“, თუკი ეს გამოუვიდო-დათ, ანუ „საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში“. ამისკენ ილ-ტვოდნენ და ამისთვის იბრძოდნენ ხრუშჩოველები და დრომმათი მიზნები მთლიანად დაამტკიცა.

როდესაც გომულკა თათბირზე თავისი წინადადებით გამო-ვიდა, საბჭოთა ხელმძღვანელებს აღშფოთებისგან ენა ჩაუვარ-

318

Page 319: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით

დათ, თუმცა თავად ჩრდილში ყოფნა არჩიეს და გომულკასთავდასხმების წინააღმდეგ სხვები შეაგულიანეს.

ამ საკითხზე ხანგრძლივი კამათი გაიმართა. ჩვენ, მიუხედა-ვად იმისა, რომ დღითიდღე ვრწმუნდებოდით საბჭოთა ხელ-მძღვანელობის მიერ სოციალიზმის გზიდან გადახვევაში, პრინ-ციპული და ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მაინცგანვაგრძეთ ტერმინის — „საბჭოთა კავშირის მეთაურობით“— დაცვა. კარგად ვიცოდით, რომ გომულკა და მისი მომხრეებიმსგავსი ტერმინის წინააღმდეგ გამოსვლისას ფაქტობრივადცდილობდნენ იმ ყოველივე კარგისა და ღირებულის ღიად დაგადაჭრით უარყოფას, რომელიც ლენინისა და სტალინის ხელ-მძღვანელობით საბჭოთა კავშირმა მრავალი ათწლეულის მან-ძილზე დააგროვა, ცდილობდნენ ოქტომბრის რევოლუციისა დასტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირში სოციალისტური მშე-ნებლობის უარყოფას, იმ როლის უარყოფას, რომელიც საბჭო-თა კავშირს მიუძღვოდა მრავალ ქვეყანაში სოციალიზმის გა-მარჯვებასა და განვითარებაში.

ამრიგად, რევიზიონისტები გომულკა, ტოლიატი და სხვებისაკუთარ ხმებს დაუნდობელი შეტევისთვის ამზადებდნენ, რო-მელიც იმ წლებში იმპერიალიზმმა და რეაქციამ საბჭოთა კავ-შირისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის წინააღ-მდეგ მოაწყვეს.

ამ მნიშვნელოვანი მარქსისტულ-ლენინური დებულებებისდაცვა ჩვენთვის ინტერნაციონალური ვალი იყო, რის გამოც გა-დაჭრით დავუპირისპირდით გომულკასა და მის მომხრეებს. ესპრინციპული საკითხი იყო. მეორე მხრივ, ჩვენს მიერ საბჭოთაკავშირისა და ტერმინის — „საბჭოთა კავშირის მეთაურობით“

319

Page 320: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— დაცვა როგორც 1957 წელს, ასევე 2-3 წლის შემდეგ ჩვენიპარტიის ის ერთ-ერთი ტაქტიკური ილეთი იყო, რომელსაც თა-ვად ხრუშჩოვის რევიზიონიზმის წინააღმდეგ ვიყენებდით.

მიუხედავად იმისა, რომ ხრუშჩოვისა და სხვებისათვის ჩვე-ნი შეხედულებები და პოზიციები ცნობილი იყო, იმ პერიოდშიჯერ კიდევ არ გამოვდიოდით ღიად, ყველა პარტიის წინაშემათში გამოკრისტალებული რევიზიონისტული ხაზის წინააღ-მდეგ; ამის გამო, ყველას თვალწინ გადაჭრით გამოსვლებისასტიტოს, გომულკას, ტოლიატისა და სხვების რევიზიონისტულიდებულებების წინააღმდეგ, როგორც კი შემთხვევა მოგვეცემო-და, არაპირდაპირ ხრუშჩოვის მდგომარეობას, პოზიციებსა დასაქმეებსაც ვააშკარავებდით ხოლმე, რომლებიც ტიტოსა დამისი დამქაშების მდგომარეობის, პოზიციებისა და საქმეებისგანარსებითაც არც განსხვავდებოდა.

გომულკას წინააღმდეგ წავიდნენ ულბრიხტი, ნოვოტნი,ჟივკოვი, დეჟი და სხვებიც, თუმცა მარქსიზმ-ლენინიზმისგანსრულიად განსხვავებული მიზნებითა და მოსაზრებებით. ისინიქება-დიდებას არ აკლებდნენ საბჭოთა კავშირსა და ხრუშჩოვსდა ამ პრობლემასთან მიმართებაში თავიანთი იდეული ძმა უმ-ცირესობისთვის გასწირეს.

მაო ძედუნი ადგილიდან ისროდა „არგუმენტებს“:— ჩვენს ბანაკს, — თქვა მან, — უნდა ჰქონდეს თავი, თავი

ხომ გველსაც კი აქვს, და იმპერიალიზმსაც აქვს თავი. ვერ და-ვეთანხმებოდი იმას, — განაგრძობდა მაო, — რომ ჩინეთისთვისგვეწოდებინა ბანაკის თავი, ამ პატივს ნამდვილად არ ვიმსახუ-რებთ, არ შეგვიძლია ამ როლის შესრულება, ჩვენ ჯერ კიდევღარიბები ვართ. ჩვენ მეოთხედი თანამგზავრიც კი არ გაგვაჩ-

320

Page 321: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით

ნია, მაშინ როცა საბჭოთა კავშირს ასეთი ორი ჰყავს. თანაცსაბჭოთა კავშირი იმსახურებს მეთაურად ყოფნას, იმიტომ რომკარგად გვექცევა. შეხედეთ, რა თავისუფლად ვამბობთ ახლაჩვენს სათქმელს. სტალინის დროს ასე ვერ ვილაპარაკებდით. რო-დესაც სტალინს შევხვდი, მის წინაშე თავი ისე ვიგრძენი, რო-გორც მოწაფემ მასწავლებლის წინაშე, ამხანაგ ხრუშჩოვთან კითავისუფლად ვლაპარკობთ, როგორც თანასწორი მეგობრები.

შემდეგ ესეც აღარ აკმარა და თავის ყაიდაზე განაგრძო:— პიროვნების კულტის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტი-

კის შემდეგ თითქოს ტვირთი მოგვეხსნა მხრებიდან, რომელიცგვარიანად გვაწვებოდა და მრავალი საკითხის გაგებაში ხელსგვიშლიდა. ვინ მოგვაშორა მხრებიდან ეს ტვირთი, ვინ დაგვეხ-მარა პიროვნების კულტის სწორად გაგებაში?! — იკითხა ფი-ლოსოფოსმა, მერე წუთით დადუმდა და იქვე უპასუხა: — ამხა-ნაგმა ხრუშჩოვმა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.

აი, ასე იცავდა „მარქსისტი“ მაო დებულებას „საბჭოთა კავ-შირის მეთაურობით“, ასე იცავდა იგი ხრუშჩოვს. თუმცა ამავედროს, როგორც კარგმა ეკვილიბრისტმა, ამ დებულების წინა-აღმდეგ გამოსულ გომულკას რომ არ წყენოდა, მაომ დასძინა:

— გომულკა კარგი ამხანაგია, საჭიროა მისი მხარდაჭერა,მას უნდა ვენდოთ!

საკმაოდ მწვავე კამათი გაიმართა თანამედროვე რევიზიო-ნიზმთან დამოკიდებულების ირგვლივაც.

განსაკუთრებით გომულკა, ოხაბისა და ზემბროვსკის მხარ-დაჭერით, პირველ თათბირზე — სოციალისტური ქვეყნების 12პარტიის თათბირზე, შემდეგ კი ტოლიატი მეორე თათბირზე —68 პარტიის თათბირზე, რომელშიც ტიტოს წარგზავნილებმაც

321

Page 322: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მიიღეს მონაწილეობა, გადაჭრით გამოვიდნენ თანამედროვერევიზიონიზმის მხილების წინააღმდეგ, მისთვის მთავარი სა-შიშროების როლის მინიჭების წინააღმდეგ თანამედროვე კო-მუნისტურ და მუშათა მოძრაობაში, რამეთუ, როგორც ოხაბმაგანაცხადა, „ამ განსაზღვრებებით მამაც და შესანიშნავ იუგოს-ლავიელ ამხანაგებს ვკარით ხელი, ახლა კი ჩვენც, პოლონე-ლებს, გვკრავთ ხელსო“.

პალმირო ტოლიატი წამოდგა და თათბირზე თავისი ულ-ტრარევიზიონისტული დებულება გამოაცხადა:

— საჭიროა, კიდევ უფრო გავაღრმაოთ XX ყრილობის ხაზი,— თქვა მან არსებითად, — რათა კომუნისტური პარტიები მა-სების ფართო პარტიებად გადავაქციოთ, გამოვძებნოთ ახალიგზები, წამოვაყენოთ ახალი ლოზუნგები. ახლა, — განაგრძომან, — მეტი დამოუკიდებლობაა საჭირო ლოზუნგებისა და თა-ნამშრომლობის ფორმების განსაზღვრისას, რის გამოც ჩვენ ერ-თი მმართველი ცენტრის წინააღმდეგი ვართ. ასეთი ცენტრიუსარგებლო იქნება თითოეული პარტიის ინდივიდუალობისგანვითარებისთვის და ჩვენს გარშემო ფართო მასების, კათო-ლიკებისა და სხვების შემოსაკრებად.

ჩემს გვერდით მჯდომი ჟაკ დიუკლო ცუდად გახდა.— მას პასუხს გავცემ, — მითხრა მან, — მას ღიად გავცემ

პასუხს. თუ გესმის, ამხანაგო ენვერ, რას ბოდავს?!— კი, — მივუგე დიუკლოს. — ის აქ იმას ამბობს, რაზეც

დიდი ხანია ფიქრობდა და აკეთებდა კიდეც.— 1945 წელს, — განავრცო თავისი მრუდე გზა ტოლიატიმ,

— განვაცხადეთ, რომ ახალი პარტიის შექმნა გვინდოდა. ჩვენვამბობთ „ახალ პარტიას“ და არ გვინდა ლენინის გამონათქვამი

322

Page 323: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით

— „ახალი ტიპის პარტია“ — გამოვიყენოთ, რამეთუ ამგვარადრომ ვთქვათ, ეს მძიმე პოლიტიკური და თეორიული შეცდომისდაშვების ტოლფასი იქნება, ისეთი კომუნისტური პარტიის შექ-მნის ტოლფასი იქნება, რომელიც სოციალ-დემოკრატიის ტრა-დიციებს დაასამარებს. ახალი ტიპის პარტია რომ შეგვექმნა, —განაგრძო ტოლიატიმ, — ამით პარტიას ხალხის მასებს მოვ-წყვეტდით და ვეღარ შევქმნიდით ამჟამინდელ სიტუაციას, რო-ცა ჩვენი პარტია დიადი მასობრივი პარტია გახდა.

ტოლიატის ამ და სხვა დებულებების მოსმენისას ცხარე კა-მათი გაიმართა. სიტყვით ჟაკ დიუკლო გამოვიდა.

— ყურადღებით ვუსმენდით ტოლიატის გამოსვლას, —თქვა მან კერძოდ, — თუმცა ვაცხადებთ, რომ არავითარ შემთხვე-ვაში არ ვეთანხმებით ტოლიატის ნათქვამს. მისი შეხედულებე-ბი მწვანე შუქს აძლევენ ოპორტუნიზმსა და რევიზიონიზმს.

— ჩვენს პარტიას, — შეეპასუხა ტოლიატი, — ხელს უშლიდ-ნენ და ახლაც უშლიან სექტანტობა და დოგმატიზმი.

რაღაც მომენტში, ვნებების დასაცხრობად, მაო ძედუნიც გა-მოვიდა და, როგორც ჩვეოდა ხოლმე, იგავებითა და ქარაგმე-ბით დაიწყო:

— ნებისმიერი ჰუმანური… საკითხის განხილვისას, — თქმამან, — საჭიროა ბრძოლის გაჩაღებაც და შერიგებაც. მხედვე-ლობაში მაქვს ურთიერთობები ამხანაგებს შორის: როდესაცუთანხმოებები გვიჩნდება, ერთმანეთი მოლაპარაკებაზე უნდამივიწვიოთ ხოლმე. პანმინჭონში მოლაპარაკებას ამერიკელებ-თან ვაწარმოებდით, ვიეტნამში კი — ფრანგებთან.

მან კიდევ რამდენიმე ასეთი ფრაზა ჩამოყაჭა და თავის ად-გილზე დაჯდა.

323

Page 324: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— არსებობენ ადამიანები, — თქვა მან, — რომლებიც ას-პროცენტიანი მარქსისტები არიან, არსებობენ ისეთები, რომ-ლებიც არიან 80-პროცენტიანები, 70-პროცენტიანები, 50-პრო-ცენტიანები, თანაც არსებობენ მარქსისტები, რომლებსაც შეუძ-ლიათ ასეთებად ყოფნა მხოლოდ 10 პროცენტით. და მათთანაც,ვინც 10-პროცენტიანი მარქსისტები არიან, უნდა ვისაუბროთ,ვინაიდან ეს ჩვენთვის სასარგებლო იქნება.

იგი დადუმდა, დარბაზს რაღაც გულგრილად გადახედა დაგანაგრძო:

— რატომ არ შეიძლება, რომ 2-3-კაციან ჯგუფებად შევიკ-რიბოთ და პატარა ოთახში ვისაუბროთ ხოლმე? რატომ არ უნ-და ვისაუბროთ ერთიანობის მიღწევის მიზნით? ჩვენ ორივე ხე-ლით უნდა ვიბრძოლოთ — ერთით შემცდარების წინააღმდეგ,მეორეთი — დათმობები ვაკეთოთ.

სუსლოვმა, რომელსაც „პრინციპული“ პოზიცია უნდა დაეკა-ვებინა, აღნიშნა, რომ ოპორტუნიზმისა და რევიზიონიზმის წი-ნააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, ისევე როგორც ბრძოლადოგმატიზმის წინააღმდეგ, თუმცა „მთავარი საშიშროება რევი-ზიონიზმია, რამეთუ მას შემოაქვს განხეთქილება, არღვევსმთლიანობასო“ და ა.შ. და მისთ.

საბჭოთა ხრუშჩოველები იმაზე ზრუნავდნენ, რომ „ერთია-ნობა შეენარჩუნებინათ“, სოციალისტური ქვეყნები და სხვადას-ხვა ქვეყნების კომუნისტური პარტიები ლაგამამოდებული ჰყო-ლოდათ, რის გამოც, თუ ამჯერად „მიიღეს“ რამდენიმე სწორიდებულება და „დაიცვეს“ ისინი, ამის მიზეზი, პირველ რიგში,თათბირის მონაწილე ნამდვილი მარქსისტ-ლენინელების შეუ-პოვარი ზეწოლა იყო, თუმცა ეს მათ თავიანთი სტრატეგიული

324

Page 325: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით

გეგმის გამოც გააკეთეს. მათ უკან დაიხიეს, დროებით თავი შე-იკავეს, რათა ძალები გადაეჯგუფებინათ და მომავალში რევი-ზიონისტული რევანში აეღოთ.

ჩვენმა დელეგაციამ თავისი მარქსისტულ-ლენინური აზრიგამოთქვა თათბირზე დასმულ ყველა საკითხზე, განსაკუთრე-ბით, მსოფლიოსა და ერებისთვის ძირითადი საფრთხის — თა-ნამედროვე რევიზიონიზმისა და ამერიკული იმპერიალიზმის —წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის საკითხებზე; სოციალიზმზეგადასვლის გზების საკითხებზე, კომუნისტურ და მუშათა მოძ-რაობებში მარქსისტულ-ლენინური ერთიანობის შენარჩუნება-ზე, ოქტომბრის რევოლუციისა და სოციალისტური წყობის გა-მოცდილების დაცვაზე და ა.შ.

რევიზიონისტებმა უკან დაიხიეს იმ ბრძოლის შედეგად, რო-მელიც თათბირზე განსახილველ საკითხებზე ოპორტუნისტუ-ლი შეხედულებების წინააღმდეგ გაჩაღდა. ამის შედეგად 1957წლის მოსკოვის დეკლარაცია საკმაოდ კარგი გამოვიდა.

რევიზიონიზმი და მემარჯვენე ოპორტუნიზმი თათბირმა სა-ერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობისთვის მთა-ვარ საფრთხედ მიიჩნია.

იუგოსლავები ამან წყობიდან გამოიყვანა. თათბირის დაწ-ყებამდე მათ ხანგრძლივად იკამათეს ხრუშჩოვის წარმომად-გენლებთან განსაკუთრებით ამ დებულებასთან დაკავშირებით.

— რა გაწუხებთ? — აწყნარებდნენ მათ ხრუშჩოველები, —თქვენ არსად არ გახსენებენ. ჩვენ ვილაპარაკებთ რევიზიონიზ-მზე ზოგადად, კონკრეტული მინიშნებების გარეშე.

— კი, — პასუხობდნენ იუგოსლავები, — მაგრამ წაიკით-ხეთ ენვერ ხოჯას სტატიები, რომლებსაც „პრავდაში“ აქვეყ-

325

Page 326: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ნებთ! რევიზიონიზმის წინააღმდეგ ლაპარაკისას ენვერ ხოჯაჩვენ გვგულისხმობს და ჩვენს სახელს პირდაპირ ახსენებს. დამაშინაც, როცა კონკრეტულად არ გვასახელებენ, მაინც ჩვენვყავართ ხოლმე მხედველობაში, რის გამოც თათბირის მონაწი-ლეობაში მონაწილეობას არ მივიღებთ და სოციალისტურიქვეყნების პარტიათა დეკლარაციას ხელს არ მოვაწერთ.

და მათ ამ დეკლარაციას ხელი არ მოაწერეს.მაო ძედუნმა თავისი ღრმა წუხილი გამოთქვა:— ისინი, — თქვა მან, — არ მოაწერენ ხელს 12 პარტიის დეკ-

ლარაციას. როგორც წესი, უნდა იყოს 13 ქვეყანა, მაგრამ იუ-გოსლავმა ამხანაგებმა უარი თქვეს. მათთვის დაძალება არა-ფერში გვჭირდება. ისინი მას ხელს არ მოაწერენ. იმის თქმამინდოდა, რომ ისინი დეკლარაციას ხელს 10 წლის შემდეგ მოა-წერენ22.

თათბირის მიერ ერთობლივად მომზადებულ და მიღებულდეკლარაციაში განზოგადებული იყო საერთაშორისო კომუნის-ტური მოძრაობის გამოცდილება, ხდებოდა სოციალისტური რე-ვოლუციისა და სოციალისტური მშენებლობის ზოგადი კანონ-ზომიერებების დაცვა, განისაზღვრებოდა კომუნისტური და მუ-შათა პარტიების რიგი ერთობლივი ამოცანები, აგრეთვე, მათშორის ურთიერთობის ნორმები.

ამრიგად, დეკლარაციის მიღება რევოლუციური, მარქსის-ტულ-ლენინიური ძალების გამარჯვება იყო. იგი, საერთო ჯამ-

22. მაო მხოლოდ ვადაში შეცდა. არა 10, არამედ 20 წლის შემდეგ პეკინ-ში იუგოსლავებთან მართლაც მოეწერა ხელი „დეკლარაციას“. მაოისტებმახელი ტიტოს წინაშე თავის დახრას მოაწერეს. (ავტორის შენიშვნა.)

326

Page 327: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით

ში, იმპერიალიზმთან და რევიზიონიზმთან მომავალი ერთობ-ლივი ბრძოლის სწორი გეგმა იყო.

მიუხედავად ამისა, თანამედროვე რევიზიონისტებს, შეწყვი-ტეს რა დროებით ბრძოლა და შემალეს რა ფეხები, არ შეუწყვე-ტიათ და არც შეეძლოთ შეწყვეტა თავანთი შავბნელი საქმია-ნობისა. ხრუშჩოვმა მოსკოვის 1957 წლის თათბირი თავისი მო-მავალი მზაკვრული ანტიკომუნისტური გეგმის განხორციელე-ბისთვის ნიადაგის მოსამზადებლად გამოიყენა.

რას აღარ აკეთებდა იგი, რათა ლენინის სახელით შეენიღბათავისი ღალატი, სწორედ ამიტომ მიმართავდა ხშირად ფსევ-დოლენინურ ფრაზეოლოგიას, მობილიზებას უკეთებდა ყველაფსევდოფილოსოფოს-ლიბერალს, რომლებიც ხელსაყრელ მო-მენტს ელოდებოდნენ, რათა რევიზიონისტული ხაზისთვის (რო-მელიც ძველი სოციალ-დემოკრატიული არსენალიდან ამოათ-რიეს) ლენინის ნიღბები მოერგოთ, რომლებიც ეკონომიკური გან-ვითარების თანამედროვე ვითარებას და „სოციალიზმის უპირა-ტესობის ჩვენს ეპოქას“ შეეფერებოდა „კომუნიზმის სტადიის მშე-ნებლობის მისაღწევად, განსაკუთრებით — საბჭოთა კავშირში“.

ხრუშჩოვიზმმა დაამახინჯა მარქსიზმ-ლენინიზმი, გამოაცხა-და იგი უკვე გადალახულად, რის შედეგადაც მოგვიანებითპროლეტარიატის დიქტატურის ფაზაც გადალახულად გამოაც-ხადა და იგი „ზოგადსახალხო სახელმწიფოს“ ყალბი ცნებითშეცვალა. ამავე დროს ხრუშჩოვმა, იყო რა თანმიმდევრული მო-ღალატე, პროლეტარიატის პარტიაც „ზოგადსახალხო პარტიის“ყალბი ცნებით შეცვალა. აქედან გამომდინარე, ხრუშჩოვის თა-ნახმად, საბჭოთა კავშირი „კომუნიზმის უმაღლეს ფაზაში გადა-დიოდა“, მაშინ როცა სინამდვილეში ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ

327

Page 328: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ჩამორჩენილ მდგომარეობაში იმყოფებოდა მრეწველობა დასოფლის მეურნეობა, ბაზრები კი დაცარიელებული იყო.

მხოლოდ ხრუშჩოვის განცხადებებში „გადადიოდა საბჭოთაკავშირი კომუნიზმის ფაზაში“, რამეთუ სინამდვილე საპირისპი-როზე მოწმობდა. ამ ქვეყანას უპირველეს ყოვლისა განსაკუთ-რებით ძლიერი მარქსისტულ-ლენინური პარტია სჭირდებოდა,რომელიც გადაგვარების გზაზე დამდგარი საბჭოთა ადამიანი-სა და საბჭოთა საზოგადოების აღზრდას შეუდგებოდა.

ამ ლიბერალურ ბლეფს ხრუშჩოვი და მისი თეორეტიკოსებიგაუთავებლად გაჰყვიროდნენ. ამ მიმართულებით პრესაში, რა-დიოდში და მთელ საბჭოთა პროპაგანდაში ლაქლაქი წამითაცარ ცხრებოდა; ქუჩებში, შენობათა ფასადებსა და სამრეწველოობიექტებზე პლაკატებიც კი ჩანდა, რომლებზეც მსხვილი ასოე-ბით იყო გამოყვანილი: «Догнать и перегнать США»23 მოღალა-ტე გაჰყვიროდა შეხვედრების ტრიბუნებიდან: გადავასწარითამერიკას ამა და ამ სექტორში, გადავასწრებთ სოფლის მეურ-ნეობაშიც (თანაც ვადებსაც უთითებდა), დავმარხავთ კაპიტა-ლიზმს და ა.შ. რევიზიონისტულ თეორიებს ავითარდებდნენ,ამუშავებდნენ და ავრცელდებდნენ ყველა კაპიტალისტურ ქვე-ყანაში ფსევდომარქსისტული პარტიების მოღალატე ხელ-მძღვანელები და ათასი ჯურის ცრუმარქსისტი ფილოსოფოსე-ბი, სერვენას, გაროდის, კრივინის, ფიშერისა და სხვათა მსგავსიტროცკისტები, რომლებიც კომუნისტურ პარტიებში იმალე-ბოდნენ და ხრუშჩოველ რევიზიონისტებად ნაწვიმარზე ამოსუ-ლი სოკოებივით ამოვიდნენ.

23. ტექსტში რუსულადაა — დავეწიოთ და გავუსწროთ აშშ-ს.[მთარგმნელის შენიშვნა].

328

Page 329: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით

ნამდვილი კომუნისტებისთვის ეს მოულოდნელობა აღმოჩ-ნდა. ამაზე უარყოფითი გავლენა იქონია ავადმყოფურმა, ანტი-მარქსისტულმა სენტიმენტალიზმმა — ისინი ვერ ბედავდნენხმის ამაღლებას თავიანთი გადაგვარებული პარტიების, ღალა-ტის გზაზე დამდგარი თავიანთი ძველი ხელმძღვანელების წი-ნააღმდეგ, ვერ ბედავდნენ ხმის ამაღლებას მათთვის ეგზომსაყვარელი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ვინაიდან ვერ აც-ნობიერებდნენ კატასტროფას, რომელიც ლენინისა და სტალი-ნის სამშობლოს ემუქრებოდა.

კაპიტალისტური ბურჟუაზია ყველა ეკონომიკური და პრო-პაგანდისტული ძალითა და საშუალებით უწყობდა ხელს ამარეულობის შემდგომ გაღრმავებას.

ამრიგად, ხრუშჩოვის სისხლიანი გეგმა გეგმაზომიერად ვი-თარდებოდა ხრიკებით, ზეწოლით, დემაგოგიით, შანტაჟით,ცრუ ბრალდებებით, იმ ხელშეკრელებების, შეთანხმებებისა დაკონტრაქტების დარღვევით, რომლებიც საბჭოთა კავშირსა დაჩინეთს შორის, აგრეთვე, საბჭოთა კავშირსა და ალბანეთს შო-რის არსებობდა, სანამ ხრუშჩოველები ბუქარესტის ნაქებ ხელ-შეკრულებამდე არ მივიდნენ.

329

Page 330: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

ჩვენი პარტიულ-სამთავრობო დელეგაცია საბჭოთა კავშირ-ში მიემგზავრება. ხრუშჩოვის ოინები: მაგიდაზე დებენ „კა-ლაჩს“ — საბჭოთა მთავრობა კრედიტების დაფარვისგანგვათავისუფლებს. ლენინგრადი: პოსპელოვი და კოზლოვიჩვენს გამოსვლას ცენზურას უკეთებენ. ჩვენი ოფიციალურიმოლაპარაკებები ხრუშჩოვთან და სხვებთან. ხრუშჩოვინერვიულობს: „გინდათ, რომ სტალინის გზაზე დაგვაბრუ-ნოთ“, „ტიტო და რანკოვიჩი კარდელსა და პოპოვიჩზე უკე-თესები არიან, ტემპო — ვირია… არასტაბილური“. შემ-თხვევითი შეხვედრა მოსკოვში იუგოსლავიის ელჩთან, მი-ჩუნოვიჩთან. ხრუშჩოვის გამგზავრება ალბანეთში, 1959წლის მაისი. ხრუშჩოვი და მალინოვსკი ჩვენგან სამხედრობაზებს მოითხოვენ: „მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი —ბოსფორიდან გიბრალტარამდე — ჩვენს ხელში იქნება“.მრჩეველი ძაღლების განადგურების საქმეში. საბჭოთა სა-ელჩო ტირანაში — სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისრეზიდენცია.

ჩვენი პარტია და მისი ცენტრალური კომიტეტი ხედავდნენ იმტრაგიკულ გზას, რომლითაც ხრუშჩოველებს საბჭოთა კავშირიდა სხვა სოციალისტური ქვეყნები მიჰყავდათ, ამჩნევდნენ, თუროგორ სახეს იღებდა მოვლენები, რის გამოც დიდი დილემისწინაშე აღმოჩნდნენ. საჭირო იყო გააზრებული ნაბიჯების გა-დადგმა: არც ავჩქარებულიყავით და არც გვეთვლიმა. ძალზე

330

Page 331: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

დაინტერესებულები ვიყავით საშინაო მდგომარეობის გამყარე-ბაში, ეკონომიკის წამოწევასა და შემდგომ განვითარებაში, აგ-რეთე, არმიის გაძლიერებასა და რთული მომენტების წინასწარგამოცნობაში. უწინარეს ყოვლისა პარტია უნდა შეგვენარჩუნე-ბინა მარქსიზმ-ლენინიზმის რელსებზე, დაგვეცვა რევიზიონიზ-მისგან, ბრძოლა კი ლენინური ნორმების დაცვით უნდა გვეწარ-მოებინა, ანუ მთლიანად ხელმძღვანელობასა და პარტიაში ერ-თიანობა დაგვეცვა. სწორედ ეს იყო ტიტიზმისა და ხრუშჩოვიზ-მისგან დაცვის მთავარი პირობა. ხრუშჩოველები ნიღაბს ინარ-ჩუნებდნენ და ამ მიმართულებით ღიად ვერ შემოგვიტევდნენ.ჩვენ სამართლიანად ვიცავდით საბჭოთა კავშირს, როდესაცმას ყველა თავს ესხმოდა. ეს, როგორც ზემოთ ვწერდი, მეორემნიშვნელოვანი პრინციპული საკითხი იყო და ჩვენს ტაქტიკა-საც შეადგენდა ხრუშჩოველების მიმართ, რომლებიც ჩვენს პო-ზიციებში ბზარებს ვერ პოულობდნენ.

მათ არ შეეძლოთ ან არ სურდათ ჩვენთან დაპირისპირებისგამწვავება. შეიძლება ისინი უბრალოდ არ აფასებდნენ ჯეროვ-ნად ჩვენი პარტიის ძალასა და ალბანელი ხალხის სიცოცხლი-სუნარიანობას, რამეთუ ჩვენ პატარა ქვეყანა ვიყავით, და ჩვენსმოგუდვას იმედოვნებდნენ, ან კიდევ იმის იმედი ჰქონდათ, რომციხეს შიგნიდან გატეხავდნენ, რისთვისაც თავისი აგენტურამოამზადეს (დრომ გვაჩვენა, რომ ისინი ამ მიმართულებით მოქ-მედებდნენ, რისთვისაც იყენებდნენ ლირი ბელიშოვას, მატიუჩომოს, პანაიოტა პლიაკუს, ბეკირა ბალუკუს, პეტრიტა დუმეს,ციტო ჩაკოსა და მოგვიანებით მხილებულ მათ თანამზრახველშეთქმულებს). თუმცა მათი მხრიდან ჩვენთან „მორიგებისა“ და

331

Page 332: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ვნებების ჩაცხრობის მცდელობის მიუხედავად, ისინიც დაჩვენც ვხედავდით, რომ უფსკრული ღრმავდებოდა.

იუგოსლავიის საკითხი უწინდელივით ერთ-ერთი მთავარიმიზეზი იყო ხრუშჩოველებთან დაპირისპირებისა, რომელიცრაღას აღარ აკეთებდნენ იუგოსლავიელ რევიზიონისტებთანჩვენს შესარიგებლად. ხრუშჩოვს მათთან ჩვენი შერიგება იმი-ტომ უნდოდა, რომ ამ შერიგების მეშვეობით ჩვენ მარქსის-ტულ-ლენინური გზიდან გადაგვეხვია, რომელსაც მტკიცედ მივ-ყვებოდით, ვეიძულებინეთ უარი გვეთქვა ნებისმიერ სწორ დაპრინციპულ პოზიციაზე საშინაო და საერთაშორისო ასპარეზ-ზე, ერთი სიტყვით, ხრუშჩოვის კურსს დავმორჩილებოდით.

ეს კარგა ხნის წინ გამოვიცანით და არავითარ დათმობაზეარ წავედით არც დემაგოგიის და არც შანტაჟისა და მუქარისწინაშე ხრუშჩოვის მხრიდან. ჩემს მიერ ზემოხსენებული შემ-თხვევების გარდა, ამის ტიპიური დამამტკიცებელი საბუთიაჩვენი შეხვედრა საბჭოთა ხელმძღვანელებთან 1957 წლის აპ-რილში. ეს მოხდა უნგრეთისა და პოლონეთის მოვლენების შემ-დეგ და ჩვენი პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1957 წლისთებერვლის პლენუმის შემდეგ.

ამ პლენუმზე კვლავ ღრმად გავაანალიზეთ უნგრეთსა დაპოლონეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები. ღიად გამოვ-თქვით ჩვენი აზრი იმ პერიოდისათვის დაძაბულ საერთაშორი-სო მდგომარეობაზე, ვილაპარაკეთ სოციალიზმის ბანაკში მომ-ხდარ არეულობათა ნამდვილ მიზეზებზე, მკვეთრად დავგმეთიმპერიალიზმის ხრიკები ამერიკული იმპერიალიზმის მეთაუ-რობით, ფარდა ავხადეთ თანამედროვე რევიზიონიზმს, ხაზი გა-ვუსვით მარქსიზმ-ლენინიზმის ძირითად დებულებებს და გამო-

332

Page 333: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

ვედით მათ დასაცავად. მთლიანობაში, ამ პლენუმზე პოლიტბი-უროს სახელით გაკეთებული ჩემი მოხსენება XX ყრილობისმრავალ თეზისს უპირისპირდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელსპირდაპირ არ ასახელებდა. ეს მოხსენება პლენუმის დამთავრე-ბისთანავე გამოვაქვეყნეთ გაზეთში „ზერი ი პოპულიტ“ და რა-დიოთი გადავეცით. სავარაუდოდ სწორედ ამან განარისხახრუშჩოველები. მათ არ შეეძლოთ ღიად გამოსვლა ჩვენი დე-ბულებებისა და ჩვენი პრინციპული პოზიციების წინააღმდეგ,რამეთუ მოჩვენებითობისკენ ილტვოდნენ. მათ „მეგობრობისგანმტკიცების“ ფარგლებში მოსკოვში უმაღლეს დონეზე ჩვენიდელეგაცია მიიწვიეს.

1957 წლის აპრილში საბჭოთა კავშირში გავემგზავრეთ მე,მეჰმეტ შეჰუ, გოგო ნუში, რიტა მარკო, რამიზ ალია, სპირო კო-ლეკა, ჯაფერ სპახიუ, ბეჰარ შტიულა და სხვები. ჰოი, საოცრე-ბავ: როგორც კი გემი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, საბჭო-თა კავშირის ტერიტორიულ წყლებში შევიდა, საბჭოთა სამ-ხედრო გემების ჯგუფმა ალყა შემოგვარტყა და დროშებისსალმით თითქმის ოდესამდე გაგვაცილა ესკორტით. ნავსად-გურში ჩვენთან შესახვედრად მოვიდნენ უკრაინის პრემიერისმოადგილე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრისმოადგილე პატოლიჩევი, ოდესის პარტიული და სახელმწიფომოღვაწეები, ასობით ადამიანი ალმებითა და ყვავილებით.ოდესაში ერთი დღე დავყავით, ქალაქი დავათვალიერეთ, და-ვესწარით ბალეტს, საღამოს კი მატარებლით მოსკოვში გავემ-გზავრეთ. კიევში რკინიგზის სადგურში დაგვხვდნენ კირიჩენ-კო, კალჩენკო (უკრაინის პრემიერ-მინისტრი) და სხვები; ჩვენსშორის გულთბილი საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც კეთილი

333

Page 334: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მგზავრობა გვისურვეს და გზა გავაგრძელეთ. კიდევ უფროთბილი ატმოსფერო სუფევდა მოსკოვში, კიევის სადგურში24.ათასობით მოსკოველი იყო მოსული ყვავილებითა და ალმებითუმაღლეს დონეზე მოწვეული ალბანეთის დელეგაციის დასახ-ვედრად და ჩვენი ხალხის, ჩვენი პარტიისა და ჩვენი ქვეყნის-თვის საკუთარი სიყვარულისა და გულწრფელი პატივისცემისგამოსახატავად. საბჭოთა ხალხის ამ სიყვარულსა და პატივის-ცემას ჩვენს მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ სტალინის დროსიყო გამოზრდილი, ყოველთვის ვგრძნობდი, როცა კი შემთხვე-ვა მეძლეოდა, კონტაქტში შევსულიყავი უბრალო საბჭოთაადამიანებთან სამრეწველო ობიექტებსა და კოლმეურნეობებ-ში, კულტურულ, სამხატვრო და სამეცნიერო დაწესებულებებ-ში. ჩვენს პარტიასა და ჩვენს ხალხში რიგითი საბჭოთა ადამია-ნები თავის ნამდვილ და გულწრფელ მეგობრებს ხედავდნენ,ხედავდნენ პარტიასა და ხალხს, რომლებსაც მთელი გულითუყვარდათ და მთელი ძალით იცავდნენ საბჭოთა კავშირს, უყ-ვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ ლენინსა და სტალინს.

— ამხანაგო ენვერ, — მომმართა პატოლიჩევმა, — ამ სად-გურში სახალხო დემოკრატიის ქვეყნების სხვა მაღალჩინოსანწარმომადგენლებსაც დავხვედრივართ, მაგრამ ისეთი მიღება,როგორიც საბჭოთა ხალხმა თქვენ მოგიწყოთ, არასდროს გვი-ნახავს.

ბაქანზე დაგვხვდნენ ხრუშჩოვი, ბულგანინი, პარტიის ცენ-ტრალური კომიტეტის წევრები, სსრკ მთავრობის წევრები დასხვები. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, გადავეხვიეთ და, მიუ-

24. კიევის სადგური — მოსკოვის ერთ-ერთი რკინიგზის სადგურის სა-ხელწოდება.

334

Page 335: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

ხედავად იმისა, რომ მათ მიერ გამოხატული სიხარული ახლო-საც ვერ მივიდოდა ჩვენს ირგვლივ შეკრებილ და ჩვენთვისოვაციების მომწყობი ხალხის სიხარულს, მაინც შევნიშნეთ, რომამჯერად საბჭოთა ხელმძღვანელების მიღებაც რამდენიმე თა-ვით მაღლა იდგა, ვიდრე უწინ. სადგურშიც და შემდგომ მიღე-ბებზეც პატივისცემის სიტყვების ნამდვილი წვიმა მოდიოდა.

— გვეამაყება თქვენთან მეგობრობა; თქვენი პარტია ახალ-გაზრდა პარტიაა, მაგრამ დიდი სიმწიფე გამოავლინა; თქვენუდიდეს როლს თამაშობთ…, — ერთიმეორის მიყოლებით გვე-უბნებოდნენ ხრუშჩოვი, ბულგანინი, პოსპელოვი და სხვები.

მალე დავინახეთ, რომ ეს „კალაჩი“ იყო. მათრახი მათ ცოტამოგვიანებით გვიჩვენეს.

— თქვენ უფრო ორგანიზებულად უნდა დაგეხმაროთ. რა-ღაც უკვე მოგეცით, თუმცა არა სათანადოდ გააზრებულად, —ცდილობდა ჩვენი გულის მოგებას პირველ მიღებაზე ხრუშჩო-ვი, რომელსაც ამ შემთხვევაში არ დავიწყებია ძლიერი „სურვი-ლის“ გამეორება იმის შესახებ, რომ ალბანეთი „ნიმუშად იქცააზიისა და აფრიკის სახელმწიფოებისთვის, საბერძნეთისა დაიტალიისთვის“.

ხრუშჩოვმა მრავალჯერ გაიმეორა: „ჩვენ კიდევ უფრო მე-ტად“, „კიდევ უფრო უკეთესად დაგეხმარებით“, და მაშინვე შე-ამოწმა თავისი ნათქვამის ეფექტურობა.

— პრეზიდიუმში ვხარხარებდით, — თქვა მან, — პულშიტიტოს მიერ წარმოთქმული სიტყვის წაკითხვისას. მასში იგიამხანაგ ენვერს აგინებდა, თუმცა ტიტო უბრალოდ ბეცია.

— დაუყოვნებლივ გავეცით მას საკადრისი პასუხი, —ვთქვი მე.

335

Page 336: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— რასაკვირველია, რასაკვირვველია, — შენიშნა ხრუშჩოვ-მა და სახიდან ღიმილი გაუქრა, — თუმცა უნდა შევიკავოთჩვენი კანონიერი რისხვა და მათ მიმართ დიდსულოვნება გამო-ვიჩინოთ იუგოსლავიისა და ბანაკის ერთიანობის გულისათვის.

— ჩვენ, — განაგრძო მან, — ხალხში გავალთ და მის წინაშევიტყვით სიტყვას. გონივრულობა უნდა გამოვიჩინოთ, იუგოს-ლავები პირდაპირ არ ვახსენოთ და რევიზიონიზმზე როგორცმოვლენაზე ზოგადად ვილაპარაკოთ…

ეს იყო ჩვენი შეხვედრის საპატივსაცემოდ მოწყობილი მი-ღება და მას არ შევეპასუხე. თუმცა შემდგომში იუგოსლავიისსაკითხი აჩრდილივით თან დაგვდევდა.

ორი დღის შემდეგ ლენინგრადში გავემგზავრეთ. იქ კოზ-ლოვი დაგვხვდა, რომელმაც მეტად გულთბილი სიტყვები მოგ-ვიძღვნა.

— ვგიჟდები ალბანეთზე, — თქვა მან. — თქვენი ქვეყნისდიდი პატრიოტი გავხდი! (ორი-სამი წლის შემდეგ, დაუვიწყარიბუქარესტისა და მოსკოვის მოვლენებისას იმავე კოზლოვმაჩვენი ქვეყნის ისეთი „პატრიოტობა“ გამოამჟღავნა, რომ, ყვე-ლაფერთან ერთად, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკი-დებლობის დაკარგვით გვემუქრებოდა, განაცხადა რა: „საკმა-რისია ამერიკელების მიერ ჩამოგდებული ერთი ატომური ბომ-ბი და ალბანეთი თავისი მოსახლეობიანად აღიგვება პირისაგანმიწისაო“.

მოვინახულეთ ლენინის სახელობის მანქანათმშენებლობისქარხანა — ისტორიული მნიშვნელობის მქონე მსხვილი საწარმო.იქ, ცარიზმის რთულ პირობებში, ლენინმა პირველი კომუნის-ტური ჯგუფები შექმნა და ხშირად გამოდიოდა მუშების წინაშე.

336

Page 337: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

— ამ ქარხანაში ერთი უცხოური დელეგაციაც არ ყოფილა,— შენიშნა პოსპელოვმა, რომელიც თან გვახლდა.

მუშები არ იყვნენ წინასწარ მომზადებული ჩვენთან შესახ-ვედრად, ვინაიდან ჩვენი ვიზიტი დაგეგმილი არ იყო, თუმცამათ მართლაც რომ თბილად მიგვიღეს. ერთმა მუშამ, რომელიცმატზე მშენებარე ჩვენი ჰიდროელექტროსადგურისთვის გან-კუთვნილი ტურბინის დამზადებაში მონაწილეობდა, რამდენიმეხელსაწყო გადმოგვცა ალბანელი მუშისთვის სამახსოვროდ გა-დასაცემად. ქარხნის მუშებმა, რომლებთანაც საუბარი გავმარ-თეთ, გვითხრეს, რომ იცნობდნენ ალბანეთს და ალბანელი ხალ-ხის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ; მათ ჩვენსხალხს გმირი ხალხი უწოდეს.

ქარხანაში მაშინვე მიტინგი გამართეს, რომელშიც 4000-5000ადამიანი მონაწილეობდა, და მასზე სიტყვით გამოსვლა მთხო-ვეს. მე მათ ვუთხარი, რომ ალბანელ ხალხს და ალბანეთისშრომის პარტიას ისინი და მთელი საბჭოთა ხალხი ძალიან უყ-ვარს. დადგა დრო, რომ მათ იმპერიალისტებისა და რევიზიო-ნისტების წინააღმდეგ ჩვენი ხალხისა და ჩვენი პარტიის ბრძო-ლის შესახებ მოუყვეთ. ამ მტერს კონკრეტული სახელები ერ-ქვა და ჩვენს წინააღმდეგ კონკრეტულ საქმიანობას ეწეოდნენ.საჭირო იყო მუშებისთვის ამის ღიად თქმა, თუმცა ხრუშჩოვსეს არ მოეწონებოდა. თუმცა მეც და ჩემს ამხანაგებსაც გულმაგვაგრძნობინა, რომ უნდა გველაპარაკა, რის გამოც სიტყვით გა-მოსვლისას ვუთხარი მუშებს, რომ იუგოსლავიელი ხელმძღვა-ნელები ანტიმარქსისტები და შოვინისტები არიან, მტრულ საქ-მიანობას ეწევიან და ა.შ.

337

Page 338: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მუშები ყურადღებით მისმენდნენ და აღფრთოვანებით მეხმა-ურებოდნენ. თუმცა მიტინგის დასასრულს პოსპელოვმა მითხრა:

— ურიგო არ იქნებოდა იმ ნაწილის შესწორება, რომელშიციუგოსლავიაზეა ლაპრაკი, იგი ცოტა მწვავედ მეჩვენა.

— მასში ზედმეტი არაფერია, — მივუგე მე.— ხვალ თქვენი სიტყვა პრესაში გამოქვეყნდება, — შენიშ-

ნა პოსპელოვმა. — იუგოსლავები ძალიან გაგინაწყენდებიან.— ეს ჩემი სიტყვაა, თქვენ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, —

ვუთხარი მას.— გაგვიგეთ, ამხანაგო ენვერ, — განაგრძო პოსპელოვმა.

— ტიტო ხომ იმას ამტკიცებს, რომ სწორედ ჩვენ გაქეზებთ მათწინააღმდეგ ასე ღიად ლაპარაკისთვის. საჭიროა ამ ნაწილისშერბილება.

მთელი ეს დიალოგი ლენინგრადის კიროვის სახელობის სა-ოპერო თეატრის ერთ-ერთ ოთახში მიმდინარეობდა. სპექტაკ-ლის დაწყების დრო უკვე გავიდა და ხალხი დარბაზში ჩვენსშესვლას ელოდებოდა.

— ამაზე მერე ვილაპარაკოთ, სპექტაკლის დამთავრებისშემდეგ, — ვთქვი მე. — დრო აღარ გვაქვს.

— გადავდოთ სპექტაკლის დაწყება, — თავისას არ იშლიდაიგი, — ახლავე ვეტყვი ამხანაგებს.

ცოტა ვიკამათეთ და ბოლოს „კომპრომისამდე“ მივედით:სიტყვა „მტრული“ სიტყვა „ანტიმარქსისტულით“ შევცვალეთ.

რევიზიონისტები სიხარულით მეშვიდე ცაზე იყვნენ. თუმცაცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ კოზლოვმა სხვა „დათმობაც“მოინდომა:

338

Page 339: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

— ანტიმარქსისტული, — შენიშნა მან, — ეს რაღაც ცუდადჟღერს, რა მოხდება, რომ ცოტა შევასწოროდ და დავწეროთ„არამარქსისტული“?

— ასეც დაწერეთ! — ვუთხარი ირონიულად, — იყოს ისე,როგორც თქვენ გნებავთ.

— ფოიეში გავიდეთ, — მითხრა ამის შემდეგ კოზლოვმა, დამასში ორჯერ გავიარეთ, რათა კოზლოვი ხან მარჯვნივ მისალ-მებოდა და ხან მარცხნივ. ამასობაში სხვები „შესწორებების“გასაკეთებლად წავიდნენ, რამიზიც მათ გაჰყვა. თუმცა დაბრუ-ნების შემდეგ რამიზმა მითხრა, რომ მათ ამოიღეს ყველაფერი,რაც იუგოსლავებზე ვთქვი. მას დავავალე გადაეცა მათთვის,რომ ჩვენ საკუთარ აზრზე ვრჩებოდით, მაგრამ ხრუშჩოვისხალხმა მიპასუხეს:

— უკვე ვერანაირ შესწორებებს ვეღარ გავაკეთებთ, რამე-თუ ამისთვის ხელახლა უნდა შევატყობინოთ ამხანაგებს ცენ-ტრშიო!

ერთ-ერთი ანტრაქტის დროს პოსპელოვს ჩვენი უკმაყოფი-ლება ვუთხარი.

— ისინი მართლაც ისეთები არიან, როგორც თქვენ ამბობთ,— მითხრა მან, — მაგრამ მოდით ნუ ვიჩქარებთ, ამისი დროცმოვა…

ამრიგად, გაზეთ „პრავდაში“ ჩემს მიერ მიტინგის განმავლო-ბაში იუგოსლავებზე ნათქვამი სიტყვები სხვანაირად გამოვიდა.ასეთივე ზეწოლას გადააწყდა მეჰმეტი ტაშკენტში, სადაც დე-ლეგაციის ნაწილთან ერთად გაემგზავრა, მის გამოსვლებსაცასეთი „ოპერაციები“ ჩაუტარდა.

339

Page 340: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დამოკიდებულება იუგოსლა-ვიელ რევიზიონისტებთან საბჭოთა ხელმძღვანელობისთვისკარგად იყო ცნობილი, უკვე გადავწყვიტეთ, რომ მოსკოვში ესსაკითხი დაწვრილებით განგვეხილა, ღიად გვეთქვა ხრუშჩო-ვისთვისა და მისი ამხანაგებისთვის, თუ რატომ არ ვეთანხმე-ბოდით. ერთმანეთს 15 აპრილს შევხვდით. ჩვენი მხრიდან მო-ლაპარაკებებში ვმონაწილეობდით მე, მეჰმეტი, ტოგო, რამიზი,სპირო და რიტა; საბჭოთა მხრიდან — ხრუშჩოვი, ბულგანინი,სუსლოვი, პონომარიოვი, აგრეთვე, ანდროპოვი. ეს უკანასკნე-ლი უნგრეთის მოვლენების შემდეგ ელჩი აღარ იყო და პარტი-ის ცენტრალური კომიტეტის აპარატის მაღალჩინოსნად მუშა-ობდა, სოციალისტური ქვეყნების პარტიებთან ურთოერთობა-თა განყოფილების გამგედ ან გამგის მოადგილედ.

ხრუშჩოვსა და მის ამხანაგებს თავიდანვე ვუთხარი, რომ ძი-რითადად იუგოსლავიის საკითხზე ვილაპარაკებდი.

— ჩვენ, — აღვნიშნე კერძოდ, — მრავალჯერ განვიხილეთეს საკითხი ჩვენს პარტიაში და ყოველთვის ვცდილობდით, რომრაც შეიძლება მეტად წინდახედულები და ფრთხილები ვყოფი-ლიყავით იუგოსლავიის ხელმძღვანელობის მიმართ.

თავის მხრივ, იუგოსლავიის ხელმძღვანელობა ყოველთვისერთ გზას ადგა. არ ვაპირებ აქ მათთან 14-წლიანი ურთიერთო-ბის მწარე ისტორიის მოყოლას, ვინაიდან იგი თქვენთვის ცნო-ბილია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ იუგოსლავიის ხელმძღვა-ნელობა დღემდე აგრძელებს ჩენს მიმართ მტრულ აგენტურულსაქმიანობას და გამუდმებით პროვოკაციებს გვიწყობს.

მიგვაჩნია, — ვთქვი შემდეგ, — რომ იუგოსლავიის ხელ-მძღვანელობისა და, განსაკუთრებით, ტირანაში მისი მისიის ამ-

340

Page 341: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

გვარი საქციელი მიმართულია ჩვენთან ურთიერთობების სრუ-ლი გაწყვეტისკენ, რათა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენონმეგობრების წინაშე იმის მტკიცებით, რომ „აი, ყველა სხვა პარ-ტიასთან მოვახერხეთ კარგი ურთიერთობების დამყარება, ალ-ბანელებთან შეთანხმება კი შეუძლებელიაო“.

შემდეგ ჩემს გამოსვლაში ახალი ფაქტები მოვუყვანე იუ-გოსლავიული რეზიდენტი მინისტრისა და ტირანაში იუგოსლა-ვიის მისიის მდივნის ზოგიერთ მოქმედებასთან დაკავშირებით,მოვუყევი იმ აგენტერული საქმიანობის შესახებ, რომლებსაცისინი აწარმოებენ ანტიპარტიული ელემენტების ორგანიზებისადა ჩვენი პარტიისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მათი გააქტი-ურების მიზნით, ველაპარაკე ჩვენს ძალისხმევაზე, რათა ანტი-ალბანური საქმიანობა შევაწყვეტინოთ.

— მსგავსი საქმიანობა, — თქვა ხრუშჩოვმა, — მათი პირა-დი ინიციატივა ვერ იქნება და იუგოსლავიის უმაღლესი ხელ-მძღვანელობის მითითებით სრულდება. მათი საქციელიდან გა-მომდინარე, ასეთ დასკვნამდე მივედით.

შემდეგ ჩემს გამოსვლაში წამოვაყენე საკითხი მავნეობაზე,რომელსაც იუგოსლავიის ხელმძღვანელები კოსოვოში განაგ-რძობდნენ.

— ეს ჩვენთვის მტკივნეული და მნიშვნელოვანი საკითხია,— აღვნიშნე მე, — რამეთუ ისინი არა მარტო ორგანიზებასუკეთებენ კოსოვოს მეშვეობით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგფართო მოქმედებას, არამედ კოსოვოს ალბანური მოსახლეო-ბის ლიკვიდირებასაც ცდილობენ, მათ მასობრივად ასახლებენთურქეთსა და სხვა ქვეყნებში.

341

Page 342: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დაწვრილებით მოვყევი ტირანაში იუგოსლავიის მისიისმცდელობაზე ჩვენი პარტიისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ში-გა მტრების გასაერთიანებლად, შექმულებაზე, რომლის მოწყო-ბაც უნდოდათ 1956 წლის პარტიულ კონფერენციაზე ტირანა-ში, შემდგომ მტრულ საქმიანობაზე, რომელიც მათ გაშალესტუკა იაკობის, დალი ნდრეუს, ლირი გაგასა და სხვების მეშვე-ობით, და აღვნიშნე:

— ეს და ჩვენს ხელთ არსებული მრავალი სხვა ფაქტი გვარ-წმუნებს, რომ იუგოსლავიის ხელმძღვანელობას ჯერაც არ აუ-ღია ხელი ალბანეთში სახალხო ხელისუფლების ჩამოგდებისმიზანზე. ამით იუგოსლავიელი რევიზიონისტები საშიშროებასწარმოადგენენ არ მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ სხვა სო-ციალისტური ქვეყნებისთვისაც, რამეთუ, როგორც თავადვე აც-ხადებენ და როგორც ჩვენს წინააღმდეგ მიმართული მათი საქ-მიანობა ადასტურებს, ისინი არ ეგუებიან ჩვენს სოციალისტურსისტემას, წინააღმდეგნი არიან პროლეტარიატის დიქტატური-სა და საბოლოოდ აქვთ უარი ნათქვამი მარქსიზმ-ლენინიზმზე.

ჩვენ, — აღვნიშნე შემდეგ, — გვსურდა და ახლაც გვსურსიუგოსლავიასთან კარგი ურთიერთობების დამყარება, თუმცა,სიმართლე თუ გნებავთ, იუგოსლავიის ხელმძღვანელობას ვერვენდობით, ვინაიდან ისინი ჩვენი ქვეყნების საზოგადოებრივისისტემის წინააღმდეგ, მარქსიზმ-ლენინიზმის წინააღმდეგ გა-მოდიან. მთელ თავის პროპაგანდაში ისინი ერთ სიტყვასაც არამბობენ იმპერიალიზმის წინააღმდეგ, პირიქით, საკუთარ ხმასდასავლეთის სახელმწიფოთა ხმებს უერთებენ ჩვენს წინააღ-მდეგ. 14 წლის განმავლობაში იუგოსლავიის ხელმძღვანელო-ბის მხრიდან ოდნავი შემობრუნებაც არ დაგვინახავს, რათა

342

Page 343: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

დაგვესკვნა, რომ მან რამე მაინც შეიგნო თავისი უხეში შეცდო-მებიდან და გადახვევებიდან, რომლებიც თავის დროზე მხილე-ბული იყო. ამის გამო ასეთ ხელმძღვანელობას ვერ ვენდობით.

თუმცა რა პოზიციას დავიკავებთ მის მიმართ? — ვთქვიშემდეგ. — შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, გამოვამჟღავნებთ მოთ-მინებასა და სიფხიზლეს. არადა ნებისმიერ მოთმინებას საზ-ღვარიც გააჩნია. ერთ ისეთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ, რომელ-საც სოციალიზმისა და მარქსიზმ-ლენინიზმის ინტერესების შე-ლახვა შეუძლია, არ დავიწყებთ მასთან შეიარაღებულ დაპი-რისპირებას და არ ჩავერევით იუგოსლავიის საშინაო საქმეებ-ში. მსგავს მოქმედებებს არასდროს ვუჭერდით და არც არას-დროს დავუჭერთ მხარს, თუმცა ჩვენს სწორ იდეოლოგიურ დაპოლიტიკურ ხაზსა და ოპორტუნიზმისა და რევიზიონიზმის და-უღალავ მხილებას ვთვლიდით და ახლაც ჩვენს მუდმივ მოვა-ლეობად ვთვლით.

დავამთავრე, — ვთქვი დასასრულს. — რაც შეეხება ჩვენსპოლიტიკურ მდგომარეობას, იგი ძალზე კარგია. ხალხი პარტი-ის ირგვლივაა გაერთიანებული და ცხოვრებაში მის ხაზს ატა-რებს. მეტი სათქმელი არაფერი გვაქვს.

სიტყვა აიღო ხრუშჩოვმა, რომელიც ხან წითლდებოდა დახან ფითრდებოდა, თუმცა „სიმშვიდის“ შენარჩუნებას ცდილობ-და, მისმენდა რა აქამდე უსიტყვოდ. როგორც ჩანს, ჩვენთვისიმის ჩვენება უნდოდა, თუ „როგორ შეიძლებოდა ჩუმად ყოფნა“იმ შემთხვევაშიც კი, როცა თანამოსაუბრეს არ ეთანხმები.

— ჩვენი აზრის გამოთქმა მინდოდა, — დაიწყო მან; —მთლიანად გეთანხმებით და მხარს გიჭერთ.

343

Page 344: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თუმცა ამ ფრაზის შემდეგ ხრუშჩოვმა გვიჩვენა, თუ როგორ„გვიჭერდა მხარს“:

— მიგვაჩნდა, რომ ეს პარტიული შეხვედრა უფრო სწრა-ფად დამთავრდებოდა და არ გვეგონა, რომ საკითხებს ამგვა-რად დააყენებდით.

თქვენ, — წარმოთქვა შემდეგ, — რაღაც გაღიზიანებითუყურებთ იუგოსლავიასთან ურთიერთობებს. იუგოსლავიასთანარსებულ ურთიერთობებს უპერსპექტივოდ ხატავთ. თქვენიმონაყოლიდან გამოდის, რომ იუგოსლავიის ხელმძღვანელო-ბამ ჩაიდინა ღალატი, მთლიანად ასცდა სწორ გზას და მასთანკაცი ვერაფერს გახდება, ასე რომ მასთან კავშირი უნდა გავ-წყვიტოთ. ჩემი აზრით, ღალატი მას არ ჩაუდენია, თუმცა ის,რომ მარქსიზმ-ლენინიზმს ასცდა, ეს სიმართლეს ჰგავს. თქვენიაზრით, სტალინის საქმიანობას უნდა დავუბრუნდეთ, რომელ-მაც ისეთი რამეები ჩაიდინა, რაც ჩვენთვის ცნობილია. თუ იმისმიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც საქმე თქვენ ჩამოაყალიბეთ,გამოდის, რომ იუგოსლავია პირველ რიგში საბჭოთა კავშირისწინააღმდეგაა განწყობილი, შემდეგ კი თქვენი და სხვების წი-ნააღმდეგ. გისმენდით და შევამჩნიე, რომ მათ მიმართ გაბორო-ტებული ხართ! იტალიელები, ბერძნები და თურქები მათზეუკეთესები არაფრით არ არიან. გვინდოდა გვეკითხა თქვენ-თვის: რომელ მათგანთან გაქვთ უკეთესი ურთიერთობები?

— ბერძნებთან და თურქებთან ურთიერთობა საეთოდ არაგვაქვს, — ვუპასუხე მე.

— შეხედეთ, როგორ იქცევიან იუგოსლავები ჩვენთან მი-მართებაში, — თქვა მან შემდეგ. — ისინი უფრო მეტად გვიტე-ვენ, ვიდრე ბერძნები, ვიდრე თურქები, ვიდრე იტალიელები!

344

Page 345: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

თუმცა იუგოსლავიას რაღაც განსაკუთრებულიც გააჩნია —პროლერატული. ამრიგად, შეიძლება თუ არა იუგოსლავიასთანურთიერთობების გაწყვეტა?

— ჩვენ ეს არ გვითქვამს, — მივუგე მას.— არ გითქვამთ, მაგრამ, თქვენი სიტყვებით თუ ვიმსჯე-

ლებთ, ასე ფიქრობთ. იუგოსლავია, რასაკვირველია, არ გახდე-ბა ომის მიზეზი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მსგავსად გერმანი-ის, იტალიის ან რომელიმე სხვა ქვეყნისა. იუგოსლავია ნომერპირველ მტრად მიგაჩნიათ?! — მკითხა მან.

— ჩვენ არ ვლაპარაკობთ იუგოსლავიაზე. ჩვენ ვლაპარა-კობთ იუგოსლავიის რევიზიონისტულ ხელმძღვანელობაზე, —ვუპასუხე მას. — რა გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც მათ ჩვენს წი-ნააღმდეგ ჩაიდინეს?

— სცადეთ მათი საქმიანობის განეიტრალება. აბა რას აპი-რებთ სამომავლოდ? ომის გამოცხადებას? — კვლამ მკითხა მან.

— არა, ომი არც გამოგვიცხადებია და არც გამოვუცხა-დებთ. არადა, თუ იუგოსლავიის მინისტრი ხვალ ჩვენი სამხედ-რო ობიექტებისთვის ფოტოსურათების გადასაღებად წავა, რაუნდა მოვიმოქმედოთ?

— ჩამოართვით ფირი! — მიპასუხა ხრუშჩოვმა.— ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს ჩვენთან ურთიერთობების

გაწყვეტას და ამაში ჩვენივე დადანაშაულებას, — შევნიშნე მე.— მაშ რა გინდათ ჩვენგან, ამხანაგო ენვერ? — გაბრაზდა

იგი. — ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა და ვერაფერსვერ გირჩევთ! არ მესმის თქვენი, ამხანაგო ხოჯა! ადენაუერიდა კისი ტიტოზე უკეთესები არ არიან, და მიუხედავად ამისა,

345

Page 346: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ყველანაირად ვცდილობდით მათთან დაახლოებას. იქნებ იმა-საც ფიქრობთ, რომ ჩვენ არასწორად ვიქცევით?

— ეს მთლად ასე არაა, — ვუპასუხე მე. — ტიტოზე ლაპა-რაკისას პარტიული ურთიერთობების გაუმჯობესებას ვცდი-ლობთ, არადა ის ანტიმარქსისტია. იუგოსლავიის ხელმძღვანე-ლობა სახელმწიფოებრივ ურთიერთობებშიც არაკორექტულადიქცევა. რა პოზიცია უნდა დავიკავოთ, თუ იუგოსლავები ჩევნსწინააღმდეგ შეთქმულებების მოწყობას გააგრძელებენ?

— ამხანაგო ხოჯა, — წამოიყვირა გაღიზიანებულმა ხრუშ-ჩოვმა, — თქვენი გამუდმებული რეპლიკებით სიტყვას მაწყვე-ტინებთ ხოლმე. მთელი საათი გისმინეთ და თქვენთვის სიტ-ყვვა ერთხელაც არ გამიწყვეტინებია, თქვენ კი რამდენიმე წუ-თით ლაპარაკის საშუალებაც არ მომეცით და გაუთავებლადსიტყვას მაწყვეტინებდით! მეტი სათქმელი აღარაფერი მაქვს!— თქვა მან და ფეხზე წამოდგა.

— ჩვენ თქვენთან აზრების გასაცვლელად ჩამოვედით, —ვუპასუხე მე. — თანაც, როცა თქვენ აზრს აყალიბებთ, მაშინვეკითხვებს მისვამთ ხოლმე. ნუთუ ის გწყინთ, რომ თქვენს კით-ხვებზე პასუხს ვიძლევი?

— გითხარით და კიდევ გიმეორებთ: მთელი საათი გისმი-ნეთ, ამხანაგო ხოჯა, თქვენ კი თხუთმეტი წუთიც არ მომისმი-ნეთ და არაერთხელ გამაწყვეტინეთ სიტყვა! თქვენ თქვენი პო-ლიტიკის აწყობა გრძნობებზე გინდათ. იმას ამტკიცებთ, რომტიტოს, კარდელს, რანკოვიჩს, პოპოვსა და სხვებს შორის არა-ვითარი განსხვავება არ არსებობს! ადრეც გეუბნებოდით: ისინიადამიანები არიან და ერთმანეთისგან განსხვავდებიან. იუგოს-ლავები ამტკიცებენ, რომ მათ ყველას ერთი აზრი გააჩნიათ,

346

Page 347: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

ჩვენ კი სხვას ვამბობთ: პირიქით, ჩვენ უფრო გონივრულადგვეპყრობიან ტიტო და რანკოვიჩი, მათ უფრო მეტად უნდათჩვენთან დაახლოება; ჩვენს მიმართ მთლინად მტრულად არიანგანწყობილი კარდელი და პოპოვიჩი. ტემპო ვირია… არასტა-ბილური. ავიღოთ ეიზენჰაუერი და დალასი. ორივე მათგარირეაქციონერია, მაგრამ მათ ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ. და-ლასი ბოროტი და ცეცხლის გამჩაღებელია, მაშინ როცა ეიზენ-ჰაუერი უფრო ადამიანურია.

ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაზე გითხარით: არავიზე არ ვა-პირებთ თავდასხმას და არც ვინმეს პროვოცირება გვინდა. ჩვე-ნი შეტევები და კონტრშეტევები მხოლოდ ისეთი უნდა იყოს,რომლებიც მხილებას შეუწყობს ხელს და არა გაუცხოებას.

ჭოუ ენლაის ვთხოვეთ, რომ შუამავლის როლის შეასრულოსჩვენს პარტიებს შორის შეხვედრის საორგანიზაციოდ, რომელ-შიც იუგოსლავებიც მიიღებდნენ მონაწილეობას25. იგი სიამოვ-ნებით დათანხმდა. ასეთი შეხვედრა შეიძლება შედგეს კიდეც.იუგოსლავებმა თანხმობა განაცხადეს. თუმცა ვერ ვიფიქრებთ,რომ ყველაფერი ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული. არადა ღირსკი თქვენი შეხედულებებით ამ შეხვედრაზე წასვლა?! ვერ გამი-გია, რა გინდათ, ამხანაგო ენვერ! გინდათ დაგვარწმუნოთ, რომარასწორი ვართ?! იქნებ იმისთვის ჩამოხვედით, რომ დაგვარ-წმუნოთ იუგოსლავიასთან ისეთი პოზიციის დაკავებაში, როგო-

25. ლაპარაკია ხრუშჩოვის მცდელობაზე ჩინეთის ხელმძღვანელობას-თან ერთად სოციალისტური ქვეყნების ყველა კომუნისტური პარტიის თათ-ბირზე მოწვევის შესახებ და მასში ტიტოს მონაწილეობაზე. ეს თათბირიმოსკოვში 1957 წლის ნოემბერში გაიმართა, თუმცა, მიუხედავად ხრუშჩოვი-სა და მაო ძედუნის მცდელობისა, იუგოსლავებმა მასში მონაწილეობა არმიიღეს. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ზემოთ იყო ლაპარაკი.

347

Page 348: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რიც თქვენ გაქვთ? არა, ჩვენ მხრებზე საკუთარი თავი გაგვაჩ-ნია. თქვენ გინდათ, რომ თქვენი ხაზის სისწორეში დაგვარწმუ-ნოთ?! ეს კარგს არაფერს მოგვიტანს და ჩვენი ბანაკის ინტერე-სებს არ პასუხობს. სწორედ მიგვაჩნდა ალბანეთის შრომის პარ-ტიის შეხედულებები უნგრეთში მომხდარ კონტრრევოლუცია-ზე. იუგოსლავიის მიმართ თქვენი ტაქტიკა კი არასწორეა. ჩემიაზრით, უნდა შეხვდეთ მიჩუნოვიჩს (მოსკოვში იუგოსლავიისელჩს), მაგრამ არა ურთიერთობების გასამწვავებლად, არამედმათ გასაუმჯობესებლად. თუმცა, თუ იმის მიხედვით ვიმსჯე-ლებთ, თუ როგორ უდგებით ამ საქმეს, სავარაუდოდ არაფერიგამოვა. თქვენ ლაპარაკობთ ტირანაში იუგოსლავიის მინის-ტრის პროვოკაციებზე. იუგოსლავიის მინისტრი ჩვენთანაც დე-მონსტრაციულად დადიოდა სამხედრო ობიექტებისთვის ფო-ტოსურათების გადასაღებად. ჩვენმა მილიციონერმა მას ფოტო-აპარატი ჩამოართვა და საქმეც ამით დამთავრდა!

ვიმეორებ: ჩვენი კურსი მიმართული იქნება იუგოსლავიას-თან როგორც სახელმწიფო, ასევე პარტიული ურთიერთობებისგაუმჯობესებისკენ. მოვახერხებთ თუ არა ამას, ეს სხვა საქმეა,სამაგიეროდ სინდისი სუფთა გვექნება, ამით ჩვენს პარტიასადა ყველა სხვა პარტიას დიდ სამსახურს გავუწევთ. საქმის გამ-წვავება საჭირო არაა. რუმინელმა ამხანაგებმა სამართლიანადდაგახასიათეს „სკინტეიაში“ როგორც „შარიანები“.

— ჩვენ არა მარტო მსგავსი აუტანელი იარლიყის წინააღ-მდეგი ვართ, არამედ წინააღმდეგი ვართ იმ სულისკვეთებისა,რომლითაც რუმინეთის პარტიის მსგავსი მოძმე პარტია ახდენსამ საკითხის განხილვას თავის ცენტრალურ ორგანოში, —ვუთხარი ხრუშჩოვს. — შარიანობა უპრინციპო თავდასხმებს

348

Page 349: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

ნიშნავს. ასე არასდროს და არავის მიმართ არ მოვქცეულვართ.თავად „სკინტეია“ და ამ სტატიის დამწერნი ხდებიან არასწორიდა არაპრინციპული მოქმედებების მხარდამჭერნი. ჩვენ ჩვენიშენიშვნები გაგავაჩნია პოლონეთის ამხანაგების მიერ მთავარსაკითხთან დამოკიდებულებაზე, მაგრამ პრესაში ისინი არას-დროს გაგვიკრიტიკებია, რამეთუ არ გვინდა კინკლაობისა დაგანხეთქილების გამოწვევა. იტალიელების მიმართაც გვქონდადა ახლაც გვაქვს შენიშვნები, ისევე როგორც თავად რუმინელიამხანაგების მიმართ რიგ საკითხებში. და მაინც, ვამჟღავნებ-დით და ახლაც ვამჟღავნებთ თავშეკავებულობას, პრესაში ისი-ნი არასდროს გაგვიკრიტიკებია, ვინაიდან არ გვსურს პრობლე-მების გადაჭრა იმ ნორმებისა და წესების დაუცველად, რომლე-ბითაც მოძმე პარტიებს შორის ურთიერთობები რეგულირდება.

ხრუშჩოვმა, რომელმაც ამით პასუხი მიიღო თავის „თანხმო-ბაზე“ „სკინტეასთან“, ოდნავ ხმას დაუწია და განაგრძო:

— მშვიდად, მშვიდად ამხანაგებო, ყოველთვის მშვიდად უნ-და ვიყოთ და გავიმარჯვებთ! იცით, რას გვეუბნებოდა სტალი-ნი? — დასძინა მან. — „გადაწყვეტილების მიღებამდე ცივიშხაპის მიღებაა საჭირო, რომაელების მსგავსადო“. სტალინიასეთ რჩევას ჩვენ გვაძლევდა, თავად კი შხაპს არასდროსიღებდა. მაშ გავაკეთოთ ის, რასაც სტალინი არასდროს აკე-თებდა!

ამი თქმასთან ერთად იგი დადუმდა, შემდეგ კი კვლავბრალდებებზე გადავიდა:

— არც თქვენ იღებთ შხაპს გადაწყვეტილებების გამოტანამ-დე, — აღნიშნა მან. — აი, სიკვდილით დასაჯეთ დალი ნდრეუ

349

Page 350: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

და ლირი გეგა. მსგავსი აქტი მძიმე, ძალიან მძიმე შეცდომადმიგვაჩნია.

— ამ აგენტებთან დაკავშირებით, — ვთქვი მე, — თქვენადრეც გელაპარაკეთ, და მიუხედავად ამისა, თუ გნებავთ, შე-მიძლია უამრავი ფაქტი ჩამოგითვალოთ მათი ანტიპარტიულიდა ანტიალბანური საქმიანობიდან. ისინი გამუდმებით ჩვენიქვეყნის საზიანოდ მოქმედებდნენ.

— მერე რა! მერე რა! — წამოიძახა ხრუშჩოვმა. არ იყო სა-ჭირო მათი ასე მკაცრად დასჯა. იუგოსლავები ამან ძალიან გა-აბრაზა.

— აბა რას იზამდნენ, ისინი ხომ მათი აგენტები იყვნენ, —ვთქვი მე და შევნიშნე, რომ ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტი-ლებამ ხრუშჩოვი იუგოსლავებზე ნაკლებად როდი გაამწარა.

— როდესაც გავიგეთ, რას აპირებდით, ტირანაში ჩვენსელჩს, კრილოვს, სასწრაფო რადიოგრამა გავუგზავნეთ, რო-მელშიც ვუთხარით, რომ საჭირო იყო სასამართლოს ამ გადაწ-ყვეტილების აუცილებლად გაუქმება. როგორც ჩანს, მას არ და-უჯერეთ. ეს ჩვენი ბრძანება იყო.

— პირველად მესმის და მიკვირს, რომ თქვენ მიერ ბრძანე-ბა იყო გამოგზავნილი, — მივუგე მე და შევეცადე გაბრაზების და-მალვა. — უნდა იცოდეთ, რომ სასამართლო პროცესზე მთლია-ნად იყო დამტკიცებული ამ საშიში აგენტების დანაშაულებრი-ვი საქმიანობა. ჩვენი ხალხი არ გვაპატიებდა მათ შეწყალებას.მტრებს თავზე ხელს არ ვუსვამთ, არამედ დამსახურების მი-ხედვით ვსჯით, იმ კანონების საფუძველზე, რომლებსაც ხმახალხმა მისცა.

თუმცა ხრუშჩოვი ადგილს ვეღარ პოულობდა.

350

Page 351: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

— პულში ტიტოს გამოსვლის შემდეგ, — ჩაურთო პონომა-რიოვმა, — კრილოვს რადიოგრამა გავუგზავნეთ, რომელშიცმივუთითეთ, რომ ქვენთვის რჩევა მოეცა სიმშვიდის შენარჩუ-ნების თაობაზე, როდესაც ტიტოს უპასუხებდით, რამეთუ ჩვენცვაპირებდით სტატიის დაწერას და ისე რომ არ გამოსულიყო,თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ იყო მოწყობილი. მასში კრი-ლოვს იმასაც ვუთითებდით, თუ რა უნდა გექნათ დალი ნდრეუ-სა და ლირი გეგასთვის.

— სტატიის შესახებ მან შეგვატყობინა, — ვუპასუხე მე, —თუმცა არ შეგვეძლო, ტიტოსთვის არ გვეპასუხა, ამიტომ ავდე-ქით და დავწერეთ კიდეც. რაც შეეხება დალი ნდრეუსა და ლი-რი გეგას, ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენი ელჩი გაეცნო მათსაქმეს დაპატიმრების შემდეგ და მას ველაპარაკეთ ამ აგენტე-ბის საქმიანობის შესახებ. არავითარი ბრძანება მას არ უხსენე-ბია და სწორედაც მოიქცა. თუმცა, რომც მოეცა ასეთი ბრძანე-ბა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ წავიდოდით სახალხომართლმსაჯულების წინააღმდეგ.

— ჩვენმა ელჩმა, — თქვა ხრუშჩოვმა და თავის ამხანაგებსმიუბრუნდა, — თავისი მოვალეობა არ შეასრულა. ამას უნდამივხედოთ.

ეს ადამიანი ყოველთვის ღიად იცავდა ჩვენს მტრებს დაალბანეთი წარმოედგინა ქვეყანად, რომელსაც მისი ბრძანებებიუნდა შეესრულებინა და არა ჩვენი სახელმწიფოს კანონები.მახსოვს, თუ როგორ მითხრა ერთხელ:

— ვინმე პანაიოტა პლიანუსაგან წერილი მივიღე, რომელ-შიც იგი დახმარებას მთხოვს:

351

Page 352: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— თქვენ იცნობთ ამ ადამიანს? — ვკითხე მე. (ჩემთვის ცნო-ბილი იყო, რომ იგი კარგად იცნობდა იუგოსლავიაში გაქცეულმოღალატეს, იუგოსლავიელთა აგენტ პანაიოტა პლიაკუს, რო-მელიც საბჭოთა კავშირს თავშესაფრის მიცემას თხოვდა.)

— არა, — მიპასუხა ხრუშჩოვმა, — არ ვიცნობ.იგი ცრუობდა.— იგი მოღალატეა, — ვუთხარი მას, — და თუ მას თავშე-

საფარს მისცემთ, ჩვენს მეგობრობას წერტილი დაესმება. თუმას მიიღებთ, იგი ჩვენ უნდა გადმოგვცეთ, რათა მოედანზე ჩა-მოვახრჩოთ.

— სტალინს ჰგავხართ, რომელიც ადამიანებს ხოცავდა, —თქვა ხრუშჩოვმა.

— სტალინი მოღლატეებს ხოცავდა, მათ ჩვენც ვხოცავთ, —დავძინე მე.

მან სხვა გამოსავალი ვერ იპოვნა და უკან დაიხია. კიდევიმედი ჰქონდა, რომ სხვა მეთოდებითა და გზებით დაგვიმორჩი-ლებდა. ყველაფრის გადმონთხევის შემდეგ გაჩუმდა და ხელებიმაგიდაზე დააწყო, მწვავე ტონი დაიოკა და ისევ „რჩევების“ მო-ცემაზე გადავიდა:

„მათრახის“ ტაქტიკას წერტილი დაესვა: ხრუშჩოვმა მოლა-პარაკების მაგიდაზე ისევ „კალაჩი“ შემოგვთავაზა.

— გთხოვთ, რომ გაგვიგოთ, ამხანაგებო, — თქვა მან, —ასე მხოლოდ თქვენ გელაპარაკებით, იმიტომ რომ გულითგვიყვარხართ, — და ა.შ. და მისთ. და ამ ყველაფრის შემდეგ„გულუხვობის“ ჟესტი გააკეთა: გაგვათავისუფლა კრედიტებისდაფარვისგან, რომლებიც საბჭოთა კავშირის მიერ ჩვენი ქვეყ-ნისთვის 1955 წლის დასასრულამდე იყო გამოყოფილი სამეურ-

352

Page 353: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

ნეო და კულტურული განვითარებისათვის. ჩვენ, რასაკვირვე-ლია, მადლობა გადავუხადეთ მათ და, პირველ რიგში, საბჭოთამუშათა კლასს და მოძმე ხალხს პატარა, მაგრამ მამაცი, შრო-მისმოყვარე და ქედმოუხრელი ქვეყნის დახმარებისთვის. მიუ-ხედავად ამისა, ყველა ჩვენგანი მიხვდა ხრუშჩოვის ამ „გულუხ-ვობის“ „მოტივებს“. მას უნდოდა ჩვენთვის „გულის მოლბობა“,მოლაპარაკებებისას შექმნილი დაძაბული ვითარების რაღაცნა-ირად შერბილება, უნდოდა ჩვენი გაღვიძება ამ „დახმარებით“,რომელიც ხრუშჩოვისთვის დახმარება კი არა, მოწყალება დასატყუარა იყო, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოტყუებას და და-მორჩილებას ცდილობდა. თუმცა მალე დარწმუნდა, რომ იმათრიცხვს მივეკუთვნებოდით, რომლებიც მზად იყვნენ, მხოლოდბალახი ეჭამათ, მაგრამ არასდროს დამორჩილებოდნენ არც ამდა არც სხვა მოღალატეებს.

„გულუხვობის“ ჟესტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ხრუშ-ჩოვმა ჩვენი დელეგაციის საპატივსაცემოთ დიდი ვახშამი გა-მართა, რომელზეც მიჩუნოვიჩიც მოიწვია. როცა იგი სადღაცდარბაზის ბოლოში შენიშა, თავისთან მოიხმო:

მოდი აქ! რას ზიხარ ასე მოშორებით?!მან ერთმანეთთან წარგვადგინა და ღიმილით გვითხრა:— თავადვე შეთანხმდით! — და ჭიქით ხელში გვერდზე გავი-

და, რათა ჩვენთვის „შეთანხმება“ ეცლია. ჩვენ კი წავიჩხუბეთ.მიჩუნოვიჩს ჩამოვუყალიბე ყველაფერი, რაც ხრუშჩოვს შეხ-

ვედრაზე ვუთხარი და აღვნიშნე:— მზად ვართ, რომ თქვენთან სახელმწიფო ურთიერთობე-

ბი გავაუმჯობესოთ და ამას ძალისხმევას არც არასდროს ვაკ-

353

Page 354: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ლებდით, მაგრამ თქვენც საბოლოოდ უნდა აიღოთ ხელი ანტი-ალბანურ საქმიანობაზე.

— თქვენ რევიზიონისტებს გვიწოდებთ, — თქვა მიჩუნო-ვიჩმა. — მაშ როგორ შეგიძლიათ ურთიერთობის შენარჩუნებარევიზიონისტებთან?

— არა, — ვუპასუხე მე, — რევიზიონისტებთან ურთიერ-თობებს არასდროს დავამყარებთ, მაგრამ მე სახელმწიფო ურ-თიერთობებზე ვლაპარაკობ. ასეთი ურთიერთობების დამყარე-ბა შეგვიძლია და უნდა გვქონდეს კიდეც. რაც შეეხება ჩვენსშორის არსებულ იდეოლოგიურ წინააღმდეგობებს, უნდა გეს-მოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვით უარს ოპორ-ტუნიზმისა და მარქსიზმ-ლენინიზმის რევიზიის წინააღმდეგბრძოლაზე.

— რევიზიონიზმის წინააღმდეგ ლაპარაკისას ჩვენ გვგუ-ლისხმობთ, — მითხრა მიჩუნოვიჩმა.

— მართალია, — აღნიშნე მე. — ვახსენებთ თუ არა იუგოს-ლავიას, მხედველობაში სწორედ თქვენ გვყავხართ.

მიჩუნოვიჩი თავის აზრზე იდგა. კამათი მწვავდებოდა.ხრუშჩოვმა, რომელიც შორიდან გვითვალთვალებდა, გამწვავე-ბა იგრძნო და ჩვენთან მოვიდა.

მიჩუნოვიჩმა მას თავისი ნათქვამი გაუმეორა და ჩემს მი-მართ ბრალდებები გამოთქვა. თუმცა ამ ვახშამხე ხრუშჩოვი„ჩვენს მხარეზე“ იყო.

— როდესაც ტიტო კორფუში იყო, — შეახსენა მიჩუნოვიჩს,— საბერძნეთის მეფემ უთხრა: „აბა, ხომ არ გაგვენაწილებინაალბანეთი?“ ტიტომ არაფერი უპასუხა, დედოფალმა კი მათმსგავსი ლაპარაკის შეწყვეტა სთხოვა.

354

Page 355: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

მიჩუნოვიჩი დაიბნა და თქვა:— ეს ხუმრობა იყო.— ასეთი ხუმრობა, — განსაკუთრებით, მონარქისტ-ფაშის-

ტებთან, რომლებიც გამუდმებით ცდილობდნენ და ახლაც ცდი-ლობენ სამხრეთ ალბანეთის ხელში ჩაგდებას, — არ შეიძლება.მსგავსი სახით, — ვუთხარი მეც, — ადრეც „ხუმრობდით ხოლ-მე“. ჩვენს ხელთაა ბორის კიდრიჩის დოკუმენტი, რომელშიციგი ალბანეთს იუგოსლავიის მეშვიდე რესპუბლიკად თვლის.

— ეს ერთმა ცალკეულმა ადამიანმა გააკეთა, — მიპასუხამიჩუნოვიჩმა.

— კი, ცალკეულმა ადამიანმა, მაგრამ თქვენი პარტიის პო-ლიტბიუროს წევრმა და სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავ-მჯდომარემ, — უთხრა მას მეჰმეტმა.

მიჩუნოვიჩი კიდევ უფრო მეტად დაიბნა და წავიდა. ხრუშ-ჩოვმა ხელი მომკიდა და მკითხა:

— რა მოხდა, კიდევ იჩხუბეთ?— აბა სხვა რა უნდა მომხდარიყო?! ცუდია, როცა რევიზიო-

ნისტებთან გაქვს საქმე, — მივუგე მას.— დიდი უცნაური ხალხი ხართ ეს ალაბანელები, — აღნიშ-

ნა მან, — ჯიუტი ხალხი ხართ.— არა, — ვუთხარი მას, — მარქსისტები ვართ.ერთმანეთს უკმაყოფილონი დავშორდით.თუმცა ხრუშჩოვი თავის მზაკვრობებს ხშირად ცვლიდა

ხოლმე. როგორც უკვე ვთქვი, იგი ხან არბილებდა, ხან კი ამ-წვავებდა ტიტოსთან ურთიერთობას. როდესაც ტიტოსთან ურ-თიერთობას ამწვავებდა, ჩვენთან ურთიერთობას არბილებდახოლმე. მახსოვს, ბულგარეთის კომუნისტური პარტიის VII ყრი-

355

Page 356: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ლობაზე გამოსვლისას ხრუშჩოვმა მწვავედ შეუტია ტიტოს დამას ყველამ ტაში დაუკრა. შესვენებაზე დელეგაციათა ხელ-მძღვანელები ერთ ოთახში ყავის დასალევად შეიკრიბნენ. იქხრუშჩოვმა თქვა:

— მიუხედავად იმისა, რაც ტიტოზე ვთქვი, ამხანაგი ენვერხოჯა მაინც უკმაყოფილოა.

— მართალი ბრძანდებით, — ვუთხარი მას, — ტიტოს მხი-ლება კიდევ უფრო გადაჭრით და მიუკერძოებლადაა საჭირო.

თუმცა ასე ყოველთვის არ ხდებოდა. 1959 წლის მაისში,ხრუშჩოვის ალბანეთში ჩამოსვლამდე, საბჭოთა ხელმძღვანე-ლობამ რადიოგრამა გამოგვიგზავნა, რომელშიც გვატყობინებ-დნენ, რომ „გასაგები მიზეზების გამო იგი არ შეეხებოდა თავისგამოსვლებში იუგოსლავიის საკითხს და იმედოვნებდა, რომალბანელი მეგობრები სათანადოდ გაითვალისწინებდნენ ამასთავიანთ გამოსვლებშიც“.

ეს იყო პირობა, რომელსაც ისინი გვიყენებდნენ და ჩვენს პა-სუხს ელოდებოდნენ. ამ საკითხის განხილვას პოლიტბიუროშიდიდი დრო მოვანდომეთ, ყველამ უარყოფითი აზრი და წუხილიგამოთქვა ისეთი ვიზიტის გამო, რომელსაც წინ პირობების წა-მოყენება უძღოდა, ავწონ-დავწონეთ ყველა პლუსი და მინუსი,რომლებიც ჩვენს მიერ ხრუშჩოვის მიერ წამოყენებული პირო-ბების მიღებას ან მიუღებლობას მოჰყვებოდა. კარგად გვესმო-და, რომ იუგოსლავები და მთელი რეაქცია ხელების ფშვნეტითშესძახებდნენ:

— აი, გაემგზავრა ხრუშჩოვი ალბანეთში და ალბანელებსპირი მოაკეტინა. თანაც სად? თავიანთ სახლში!

356

Page 357: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

არადა ალბანეთში საბჭოთა საბჭოთა კავშირის მინისტრთასაბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოთა კავშირის კომუნისტურიპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ჩამოს-ვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისსარეთაშორისო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ერთხმად ხრუშჩოვის მიერდაყენებული პირობების მიღება მხოლოდ მისი ალბანეთშიყოფნის პერიოდში, ალბანეთიდან მისი წასვლის შემდეგ კიუწინდებურად უნდა გაგვეგრძელებინა ჩვენი თანმიმდევრულიბრძოლა იუგოსლავიელი რევიზიონისტების წინააღმდეგ. იმისშიშით, რომ არ მომხდარიყო ის, რაც ლენინგრადში 1957 წელსმოხდა, ხრუშჩოვმა 1959 წლის მაისში, ჩამოსვლისთანავე, მი-სალმების მაგივრად, სიტყვა დამასწრო და გვითხრა:

— უნდა იცოდეთ, რომ ტიტოს წინააღმდეგ არაფერს ვილა-პარაკებ.

— სტუმარს ყყოველთვის სტუმრად ვთვლით და მას თავსარაფერს არ ვახვევთ ხოლმე, — მივუგე მე.

ამის შემდეგ მე ავლაპარაკდი, მოვუყევი მას, თუ რა მდგო-მარეობა გვქონდა, რასაკვირველია, მეგობრული ტონით, თუმ-ცა არა მგონია, ჩემს ქარაგმებს ვერ მიმხვდარიყო.

მიუხედავად ამისა, მას ამხანაგურად ვეპყრობოდით დავცდილობდით, რომ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე რაც შე-იძლება კარგი შთაბეჭდილება შექმნოდა. იგი ყოველთვის ისეიქცეოდა, როგორც სჩვეოდა ხოლმე: ხან ხუმრობით და ხანმწვავე ტონით ამბობდა ყველაფერს, რაც გულში ჰქონდა.

ვლაპარაკობდით ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებზეც. მასჯერ ჩვენს მიერ აქამდე მიღწეული შედეგები გავაცანი, შემდეგ

357

Page 358: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

კი პერსპექტივებზეც ველაპარაკე. ძირითად დარგებს შორისდავასახელე ნევთობის გადამუშავება და ვუთხარი, რომ უკა-ნასკნელ დღეებში ახალმა ნავთობის შადრევანმა ამოხეთქა:

— მართლა? — მითხრა მან. — და როგორი ხარისხისაა ესნავთობი? რამდენადაც ვიცი, ცუდი, მძიმე ნავთობი გაგაჩნიათ.თუ იანგარიშეთ, რა დაგიჯდებათ მისი გადამუშავება? თანაცვის უნდა მიჰყიდოთ იგი, ვის სჭირდება თქვენი ნავთობი?

შემდეგ მოვუყევი ჩვენი სამთო მრეწველობის შესახებ, მისძალიან კარგ პერსპექტივებზე, ვახსენე რა ფერონიკელის, ქრო-მისა და სპილენძის საბადოები.

— ეს საბადოები საკმარისად გვაქვს და მიგვაჩნია, რომ მა-თი გადამუშავება უნდა დავიწყოთ. გასულ წელს თქვენთან ლა-პარაკის დროსაც და ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბ-ჭოს თათბირებზეც არაერხელ აღვნიშნეთ ალბანეთში მეტა-ლურგიული მრეწველობის აუცილებლობა, — ვთქვი მე. — და-დებითი პასუხი აქამდე არ მიგვიღია, თუმცა, მიუხედავად ამი-სა, ჩვენს მოთხოვნაზე უარს არ ვამბობთ.

— მეტალურგიული ქარხანა? — შემაწყვეტინა სიტყვა მან.— თანახმა ვარ, თუმცა კარგად გაქვთ ეს გააზრებული? თუდათვალეთ, რამდენი დაგიჯდებათ ერთი ტონა გამომდნარილითონი? თუ ძვირი დაგიჯდებათ, მაშინ არაფერში გჭირდე-ბათ. ვიმეორებ: ჩვენი ერთი დღის პროდუქცია რამდენიმეწლის განმავლობაში გეყოფათ თქვენი მოთხოვნილებების და-საკმაყოფილებლად.

ასე გვპასუხობდა ჩვენ მოთხოვნებზე იგი, ასე უდგებოდაჩვენს პრობლემებს.

358

Page 359: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

როგორც კი ლაპარაკი დავამთავრე, სიტყვა ხრუშჩოვმა აი-ღო:

— ამხანაგ ენვერის მონაყოლმა, — თქვა მან, — კიდევ უფ-რო კარგად აგვიხსნა თქვენი მდგომარეობა. რაც შეეხებათქვენს მოთხოვნილებებს, გეტყვით, რომ აქ მათ განსახილვე-ლად არ ჩამოვსულვართ. მთავრობის მიერ არა გვაქვს მონიჭე-ბული უფლება ასეთ საკითხებზე მოლაპარაკებების გასამარ-თავად. აქ ერთმანეთის გასაცნობად და აზრთა გასაცვლელადჩამოვედით.

შემდეგ გაიღიმა და იხუმრა, თუმცა ეს ხუმრობა არ იყო:— ვფიქრობთ, — თქვა მან, — თქვენი საქმეები კარგად მი-

დის. ალბანეთმა წინ გადადგა ნაბიჯი და ჩვენთვის კრედიტირომ მოგეცათ, სიამოვნებით მივიღებდით თქვენგან.

— ქვები, ზღვა და ჰაერი თავზესაყრელად გვაქვს, — უპა-სუხა მას იგივე ტონით მეჰმეტმა.

— ისინი ჩვენ თქვენზე მეტი გვაქვს, — შენიშნა მან. — დო-ლარები თუ გაქვთ? — იკითხა ხრუშჩოვმა და ტონი შეცვალა:

— კარგით, დავანებოთ ამას თავი. — თქვენ მართლა დასა-ხული გაქვთ წინსვლა, მაგრამ თქვენი დაკმაყოფილება არც ისეადვილია. გასულ წელს კრედიტი გამოგიყავით, მაგრამ კიდევითხოვთ. ჩვენთან კი ხალხური ანდაზა არსებობს: „ფეხი იქამდეგაშალე, სადამდეც გაგაწყდეს საბანიო“.

— ასეთი ანდაზა ჩვენთანაც არსებობს, — ვუთხარი მე, —ვიცი იგი და საკმაოდ კარგადაც ვიყენებთ.

— კი, — აღნიშნა მან, — მაგრამ მაინც კრედიტებს ით-ხოვთ. — მხრები აიჩეჩა, შემდეგ დადუმდა და კვლავ ღიმილითგანაგრძო:

359

Page 360: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— ან კიდევ, ჯერ ძღომამდე გვასადილეთ, შემდეგ კი შემ-თხვევით ისარგებლეთ, რათა კვლავ მოგეთხოვათ. ეს რომგვცოდნოდა, სადილს თან წამოვიღებდით.

— ალბანელები, — ვუთხარი მას, — სტუმარს განსაკუთრე-ბულ პატივს სცემენ. — ბევრი აქვთ თუ ცოტა, ისინი მაინცსტუმართმოყვარეები არიან. როდესაც ჩვენთან სტუმარი ჩამო-დის, მას მაქსიმალურად სცემენ პატივს და, თუნდაც რამე კარ-გად არ წავიდეს, მაინც მოთმინებას იჩენენ.

— ვხუმრობ, — თქვა მან ხმამაღლა და გადაიხარხარა. თუმ-ცა ეს უფრო გრიმასას ჰგავდა. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი,ყველგან გვაკრიტიკებდა. შტოისკის დიდ ვენახთან დაკავშირე-ბით შენიშნა:

— რატომ ყრით ფულს ჰაერში? აქ არაფერი რა გამოვა.თუმცა, მიუხედავად „სოფლის მეურნეობის სპეციალისტის

შენიშვნებისა“, ამ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელეთ დაამჟამად შტოისკის ვენახები ნამდვილი საოცრებაა.

მან გააკრიტიკა ტერბუფის ჭაობის ამოსაშრობად მიმდინა-რე სამუშაოები. ვლერში გამოიძახა ჩვენთან მომუშავე მთავა-რი საბჭოთა სპეციალიტი და იმანაც, სავარაუდოდ კარგად„მომზადებულმა“ ტირანაში არსებული საბჭოთა საელჩოს მი-ერ, ჩვენს თვალწინ გაუკეთა მეტისმეტად პესიმისტური მოხსე-ნება და განუცხადა, რომ ალბანეთში ნავთობი არააო. თუმცაიქვე მოვიდა ალბანელი ნავთობის სპეციალისტების ჯგუფი,რომლებმაც უამრავი ფაქტითა და მოსაზრებით უარყვეს საბ-ჭოთა სპეციალისტის სიტყვები. მათ დაწვრილებით ჩამოაყა-ლიბეს ჩვენი ნავთობის მრეწველობის განვითარების ისტორია,ის დიდი ინტერესი, რომელსაც წარსულში უცხოელი იმპერია-

360

Page 361: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

ლისტური კომპანიები იჩენდნენ ალბანური ნავთობის მიმართ,და ის დიდი და იმედისმომცემი შედეგები, რომლებიც სახალხოხელისუფლების მიერ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაშიიყო მიღწეული. თავის მხრივ, მეჰმეტმა ამომწურავი ინფორმა-ცია მიაწოდა ხრუშჩოვს ალბანეთში ნავთობმოპოვების მრეწვე-ლობის დიდი პერსპექტივების შესახებ და მიუთითა ამ სფერო-ში არსებულ უკანასკნელ აღმოჩენებზე.

— კეთილი, კეთილი, — გაიმეორა ხრუშჩოვმა, — მაგრამთქვენი ნავთობი მძიმეა, იგი გოგირდოვანია. გაანგარიშებებსთუ აკეთებთ? დავუშვათ, დაიწყეთ მისი გადამუშავება, მაგრამერთი ლიტრი ბენზინის ფასი ერთ კილოგრამ ხიზილალას ფას-ზე მეტი გამოგივათ. საჭიროა კომერციული მხარის კარგადგათვალისწინება. სულაც არაა აუცილებელი ყველაფრის ად-გილზე ქონა. აბა მეგობრები რისთვის არიან?!

გვირჩია, რომ სარანდაში მხოლოდ ფორთოხალი და ლიმონიდაგვეთესა, რომლებიც საბჭოთა კავშირს ძალიან სჭირდებოდა.

— ხორბალს ჩვენ მოგცემთ. თქვენ რომ ხორბალი გჭირდე-ბათ, ჩვენთან ამდენს ვირთხები ჭამენ, — გაიმეორა მან მიქოი-ანის მიერ 1957 წელს ჩემთვის ნათქვამი სიტყვები. და უამრავი„რჩევა“ მოგვცა.

— ნუ დახარჯავთ თქვენს მიწას და თქვენს შესანიშნავკლიმატს სიმინდსა და ხორბალზე. ისინი მოგებას არ მოგიტა-ნენ. თქვენთან დაფნა ხარობს. იცით კი რა არის ეს? დაფნა ოქ-როა. დათესეთ დაფნა ათასობით ჰექტარზე, მათ კი ჩვენ ვიყიდით.

შემდეგ მიწის თხილზე, ჩაიზე და ციტრუსებზე გველაპარაკა.— აი, რა უნდა თესოთ, — თქვა მან. — ამ გზით ალბანეთი

აყვავებულ ქვეყანად გადაიქცევა.

361

Page 362: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

სხვა სიტყვებით, მას უნდოდა, რომ ალბანეთი მეხილეობისკოლონიად გადაქცეულიყო, რომელიც რევიზიონისტულ საბჭო-თა კავშირს მოემსახურებოდა, როგორც ამერიკის შეერთებულშტატებს ემსახურება ლათინური ამერიკის ბანანებისა და ხი-ლის პლანტაციები.

ჩვენ კი ვერაფრით ვერ დავუშვებდით და არც დავუშვითისეთი თვითმკვლელობა, რომელსაც ხრუშჩოვი გვირჩევდა.თუმცა თავად არქეოლოგიური სამუშაოებიც კი გააკრიტიკამან და არქეოლოგიურ აღმოჩენებს „მძორები“ უწოდა. ბუტრინ-ტის მონახულებისას გვითხრა:

— რაშია საჭირო ამდენი ძალისა და სახსრების ხარჯვაასეთ მძორებზე! დატოვეთ ელინები და რომაელები თავიანთძველ დროში!

— ელინური და რომაული კულტურის გარდა, — ვუთხარიმას, — ამ კუთხეში კიდევ ერთი უძველესი კულტურა ყვაოდა,ილირიული კულტურა. ალბანელები ილირიული წარმოშობისა-ნი არიან და ჩვენი არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურე-ბენ და ნათელს ჰფენენ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას,მამაცი, შრომისმოყვარე და ქედმოუხრელი ხალხის უძველეს დამდიდარ კულტურას.

თუმცა ხრუშჩოვს ამ საკითხებში საერთოდ არაფერი გაეგე-ბოდა. იგი მხოლოდ „სარფიანობის“ მიხედვით უდგებოდა ყვე-ლა საკითხს.

— ამით თქვენ რა ხეირი? ზრდის თუ არა ეს ხალხის კეთილ-დღეობას, — იკითხა მან და დაუძახა მალინოვსკის, მაშინდელთავდაცვის მინისტრს, რომელიც ყველგან თან დაჰყვებოდა:

362

Page 363: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

— შეხედე, — ყური მოვკარი მათ ჩურჩულს, — რა საოცრე-ბაა აქ! იდეალური ბაზის აშენება შეიძლება ჩვენი წყალქვეშაგემებისთვის. ამოვთხაროთ და ზღვაში გადავყაროთ მთელი ესმძორები (მხედველობაში ჰქონდათ ბუტრინტის არქეოლოგიუ-რი ობიექტები), გავჭრათ ეს მთა შუაზე, — და ხელი ქსამილის-კენ გაიშვირეს. — ჩვენ გვექნება ყველაზე იდეალური და ყვე-ლაზე საიმედო ბაზა ხმელთაშუა ზღვაზე. აქედან ყველაფრისპარალიზება და ყველაფერზე შეტევა შეიძლება.

ორი დღის შემდეგ იგივე გაიმეორა ვლერშიც. ჩვენ მაშინ„უი-ი-ფროხტეს“ აგარაკის ვერანდაზე ვისხედით.

— დიდებულია, დიდებული! — წამოიძახა ხრუშჩოვმა დამალინოვსკის მიუბრუნდა. ვიფიქრე, ჩვენი რივიერის მართლაცთვალწარმტაც პეიზაჟს გულისხმობდა. თუმცა მას სულ სხვარამე ჰქონდა თავში.

— რაოდენ საიმედო უბეა ამ მთების ძირში! — ამბობდნენისინი. — აქ ძლიერი ფლოტი რომ განვალაგოთ, მთელი ხველ-თაშუა ზღვის აუზი — ბოსფორიდან დაწყებული და გიბრალ-ტარით დამთავრებული — ჩვენს ხელში იქნება! ყველა ხელშიგვეყოლება.

ამ სიტყვების გაგონებაზე ერთიანად შევკრთი, რამეთუ მათთავი ზღვების, ქვეყნებისა და ერების მბრძანებლებად მოჰქონ-დათ. არა, ნიკიტა ხრუშჩოვ, გავიფიქრე ჩემთვის, არასდროსდავუშვებთ, რომ ჩვენი მიწა სისხლისღვრისა და სხვა ქვეყნები-სა და ერების დამონების საწყის პუნქტად იქცეს. არც ბუტრინ-ტი, არც ვლერი და ალბანეთის მიწის არც ერთი მტკაველიარასდროს არ იქნება შენი, მათ ვერასდროს ვერ გამოიყენებშენი შავბნელი მიზნებისათვის.

363

Page 364: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ფიქტიური „მშვიდობა“ თანდათან ინგრეოდა. ხრუშჩოვი დამისი მიმდევრები სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდნენჩვენს წინააღმდეგობას და ცდილობდნენ ჩვენს გატეხვას, რის-თვისაც მიმართავდნენ ეკონომიკურ ზეწოლას, მალულად ახ-დენდნენ ჩვენი ხელმძღვანელობის დისკრიმინაციას ჩვენთანყველა სექტორში — ნავთობის მოპოვებაში, ეკონომიკურ სა-წარმოებში, სადაც არ გვქონდა მუშაობის საკმარისი გამოცდი-ლება, არმიაში, სადაც მათ თავისი მრჩევლები ჰყავდათ და ა.შ.— მომუშავე თავისი სპეციალისტების მეშვეობით. საბჭოთა სა-ელჩოს უამრავი „მრჩეველი“ ჰყავდა, რომლებსაც დიპლომატე-ბი მხოლოდ სახელად ერქვათ, რამეთუ სინამდვილეში ისინიუშიშროების ორგანოთა ოფიცრები იყვნენ, კავშირი ჰქონდათყველა ამ „სპეციალისტთან“ და მათ შესაბამის მითითებებს აძ-ლევდნენ. პირველ რიგში ეკონომიკურ ნაწილში მომუშავე თა-ვის სპეციალისტებს მითითება მისცეს, რომ ალბანეთში მუშაო-ბა შეესუსტებინათ. ამ სპეციალისტებმა, — ვინ მეტად, ვინ ნაკ-ლებად, — უპირველეს ყოვლისა შალის ქსოვილებისა და სხვანივთების შეძენა დაიწყეს, რომლებსაც საბჭოთა კავშირშიგზავნიდნენ და შავ ბაზარზე ჰყიდდნენ, ჩვენს ამხანაგებთან ერ-თად მუშაობის მაგივრად.

სპეციალისტებს, რომლებიც გულწრფელად გვექცეოდნენ,საელჩო ნელ-ნელა თავიდან იშორებდა უსაფუძვლო მიზეზები-თა და მათი სურვილის წინააღმდეგ. ჩვენს ხალხთან დამშვიდო-ბებისას ეს სპეციალისტები თავიანთ უკმაყოფილებას გამოხა-ტავდნენ. ალბანეთში, რასაკვირველია, რჩებოდნენ ისინი, რომ-ლებსაც ნაბრძანები ჰქონდათ ჩვენი ეკონომიკისთვის ძირის გა-მოთხრა, განსაკუთრებით, ნავთობის მოპოვებისა და გეოლოგი-

364

Page 365: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

ური დაზვერვის სფეროებში. საბჭოთა ნავთობის „სპეციალის-ტებმა“, როგორც შემდგომში გაირკვა, რამდენიმე ჩვენი გეო-ლოგიც გადაიბირეს და, როგორც ამ უკანასკნელებმა თავადაღიარეს, მათ დაევალათ, რომ არ შეეტყობინებინათ ჩვენი პარ-ტიისა და ჩვენი მთავრობისთვის ზუსტი ცნობები გაკეთებულიაღმოჩენების შესახებ, დაემალათ ამ აღმოჩენათა შედეგები, გა-მოყენებინათ საბოტაჟის ნებისმიერი ფორმა — დაეწყოთ ჭა-ბურღილების გათხრა იქ, სადაც საჭირო არ იყო, დაერღვიათსამძებრო და სამომპოვებლო ტექნიკა, წყალში გადაეყარათ მი-ლიონობით ლეკი და ა.შ. აგენტებს, რომელთა გადაბირებასაცჩვენთან ახდენდნენ, ხრუშჩოვის რევიზიონისტები საბოტაჟისსხვადასხვა მეთოდებს ასწავლიდნენ. და ეს აგენტები თავიანთიპატრონების მითითებებს ასრულებდნენ. ეს ნავთობის „სპეცია-ლისტები“ და „გეოლოგები“ ორ მოხსენებას ადგენდნენ: ერთსზუსტი და დადებითი მონაცემებით სხვადასხვა სასარგებლოწიაღისეულის დაზვერვის შედეგად, მეორეს — მცდარს, სადაცამტკიცებდნენ, რომ თითქოს ძებნა უარყოფითი შედეგით დამ-თავრდა, აქედან გამომდინარე, საჭირო მინერალები არ აღმოჩ-ნდაო. პირველი მოხსენება მოსკოვსა და ლენინგრადში იგზავ-ნებოდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ბუდის — ტირა-ნაში საბჭოთა საელჩოს — მეშვეობით, მეორე — ჩვენს მრეწ-ველობისა და შახტების სამინისტროში. მთელი ეს არამზადობაგამოაშკარავდა და დამტკიცდა, როდესაც საბჭოელები ჩვენიქვეყნიდან წაეთრნენ. როცა ჩვენი ცენტრალური კომიტეტი სა-ბოტაჟურ მოქმედებებში დარწმუნდა, მან ბრძანება გასცა, შე-ესწავლათ მოხსენებები, აღეჭურვათ ჩვენი საკუთარი გეოლო-გიური ექსპედიციები ყველა იმ ადგილის შესასწავლად, რომ-

365

Page 366: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ლებიც საბჭოთა საბოტაჟნიკებმა უარყოფითად გამოაცხადეს,და იქ სამძებრო სამუშაოები დაეწყოთ. ასეც გაკეთდა. სწორედიმ ადგილებში, რომლებზეც თქვეს, „არაფერი არ არისო“, აღმო-ვაჩინეთ ნავთობი, ქრომის, სპილენძისა და ფერონიკელის მად-ნები, ქვანახშირი და სხვა სასარგებლო წიაღისეული.

ეს იყო ეკონომიკური ზეწოლა, გათვლილი იმაზე, რომ იძუ-ლებული ვყოფილიყავით მათ შეხედულებებს შევრიგებოდით.თუმცა მათ საკუთარი თავი გაიტეხეს. ჩვენი პარტიის მიერ გა-წეული წინააღმდეგობა გამუდმებით ძლიერდებოდა, თუმცამათთან მიმართებაში არც უკან დასახევი გზა მოგვიჭრია. თა-ვისი მხრიდან, საბჭოთა რევიზიონისტებიც წინდახედულადმოქმედებდნენ, რათა ჩვენთან მიმართებაში უკან დასახევი გზაარ მოეჭრათ. საბჭოთა ელჩი ჩვენთან მოდიოდა, რათა ჩვენიგანწყობილება გაეგო რომელიმე საერთაშორისო პრობლემისსაკითხის მიმართ, რომლებზეც ქარაგმების გარეშეც გამოვ-თქვამდი ხოლმე ჩვენს აზრს, ან კიდევ ცდილობდა ყველაფერისპირველი ხელიდან გაგებას, და მას უამრავ ცნობას ვაწვდიდიამინდის, თესვის, მკისა ან პარტიის რომელიმე ზოგადი დადგე-ნილების შესახებ ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებთანდაკავშირებით.

ასეთები იყვნენ საბჭოთა ელჩები ტახტზე ხრუშჩოვის ას-ვლის შემდეგ. ისინი თვლიდნენ, რომ ჩვენ ბრმები ვიყავით. რო-დესაც მათ რაიმე კითხვით მივმართავდით, ისინი არასდროსგამოთქვამდნენ რაიმე აზრს. ასეთ შემთხვევებში ისინი პასუ-ხობდნენ: „შევატყობინებ“ ან „მოსკოვს ვკითხავ“. ინფორმატო-რობა მათი მოვალეობა იყო. მათ იშვიათად თუ ესმოდათ ჩვენიმრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პრობლემები.

366

Page 367: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

საბჭოთა ელჩი კრილოვი, რომელი ალბანეთში ივანოვამდეჩამოვიდა, სამხრეთ ალბანეთის რამდენიმე რაიონში ჩავიდა.იქადან დაბრუნების შემდეგ ჩემთან მოვიდა.

— აბა, თუ დარჩი კმაყოფილი ნანახით? — ვკითხე მას.კონკრეტულად არაფერი მიპასუხა, რამეთუ ამ მოგზაურო-

ბის მიზეზის ჩემთვის შეტყობინება სახიფათო იყო. და ერთა-დერთი სიტყვა წარმოთქვა: „შესანიშნავია“.

შევნიშნე, რომ სოფლებში და ქალაქებში ბევრი ძაღლია და,ჩემი ანგარიშით, ალბანეთში უნდა იყოს … ძაღლი, რომლებსაცდაჭირდებათ … პურის შეჭმა, და რომ ეს პური მარცვალზე გა-დაანგარიშებით … ათას ცენტნერს შეადგენს.

მაგარი ელჩი გამოგვიგზავნეს, — გავიფიქრე და ვუთხარი:— ეს იქნებ მართალიცაა, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ძაღლე-

ბის საპარიკმახეროები ან რესტორნები, პარიზის მსგავსად. რაზომების მიღებას გვირჩევთ, ამხანაგო ელჩო?

— დახოცეთ ისინი! — მიპასუხა მან.— კი, მაგრამ ამ შემთხვევაში „ცხოველთა დაცვის საზოგა-

დოება“ პროტესტს გამოთქვამს, ჩვენ ხომ ისედაც არ გვაკლიაბრალდებები მოღალატეებისა და რეაქციის აგენტების დახოც-ვაში, — ვთქვი მე.

ამ ელჩმა ერთ მშვენიერ დღეს მირჩია თავი შემეკავებინამწვავე გამოთქმებისაგან ტიტოს მისამართით სახალხო კრებისდამდეგ სესიაზე. მე ვუპასუხე:

— ამხანაგო ელჩო, ბრძანებებს არავისგან არ ვიღებ, ჩვენიპარტიის გარდა.

367

Page 368: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— ეს ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ტი-ტოს შეუტევთ, სახალხო კრების სესიას მე არ დავესწრები, —გამოთქვა საკუთარი პროტესტი.

— ტიტო იმაზე ძლიერადაც კი იქნება მხილებული, ვიდრეადრე ვწერდი, სახალხო კრების სესია კი თქვენი დაუსწრებლო-ბის შემთხვევაშიც გაიხსნება, — ვუთხარი მას.

და ნაქები საბჭოთა ელჩი სესიაზე მოვიდა და სადღაც ლო-ჟის კუთხეში, სხვა ელჩების უკან მიჯდა, სადაც მისი ადგილიარ იყო.

გასაგები იყო, რომ ჩვენგან ალიყურის მიღების შემდეგ ელ-ჩმა ასეთი მუქარის გამომხატველი ჟესტი მოსკოვის მითითე-ბით გააკეთა.

არ გასულა დიდი დრო, როცა ალბანეთში ძაღლების დახოც-ვის „მრჩეველი“ ტირანადან გაიწვიეს და ხრუშოვის კომუნის-ტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამ-გედ დანიშნეს.

ხრუშჩოვი და მისი ხროვა დღითიდღე აძლიერებდნენ ჩვენ-ზე ეკონომიკურ ზეწოლას. არ გვაძლევდნენ დახმარებას ჩვენიმოთხოვნების შესაბამისად, და რასაც გვაძლევდნენ, სრულიადარასაკმარისი იყო. რაღაც ყუთებში ჩაწყობილ ტრაქტორებისსათადარიგო ნაწილებს თვითმფრინავებით გვიგზავნიდნენ.ამით ჩვენი დაჩოქება უნდოდათ, თუმცა ამაოდ, მათ ფიასკო გა-ნიცადეს. იმისათვის, რომ მათი პირობები ზეწოლის ქვეშ მიგვე-ღო, ერთხელ ხრუშჩოვმა მითხრა (მაშინ ჩვენი ეკონომიკურიპრობლემების ირგვლივ ვსაუბრობდით): „იუგოსლავების მი-მართ ყოველთვის ერთი პრინციპი გვქონდა: მიგვეცა მონათხო-ვის ნახევარი. როდესაც კარგად იქცევიან, ჩვენც მეტ გულუხ-

368

Page 369: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

11. „კალაჩი“ და „მათრახი“

ვობას ვამჟღავნებთ. ასე ვექცევით ყველას, ვინც ჩვენ ცუდადგვექცევაო“. ქვეტექსტი სრულიად გასაგები იყო: ისინი ღია ზე-წოლას მიმართავდნენ. ისე წავიჩხუბეთ, რომ კინაღაც მოლაპა-რაკებები შევწყვიტეთ.

საბჭოელებმა ჩვენი ხალხის ხშირად პროვოცირება დაიწყესქვეყნის ყველა კუთხეში. ერთხელ ერთმა ჩვენმა მოქალაქემ უფ-როსთან იჩივლა იმის გამო, რომ საბჭოთა „სპეციალისტმა“ მასაგენტად გახდომა შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით ჩვენმასაგარეო საქმეთა სამინისტრომ საბჭოთა ელჩს პროტესტი განუც-ხადა. რასაკვირველია, საბჭოთა საელჩომ განაცხადა, რომ საბ-ჭოთა სპეციალისტებს შორის ასეთი ადამიანი არ არსებობდა,თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ თავისი ჩაფლავებული აგენტიუკან გაიწვია. ასეთი შეტყობინება მაშინ პირველად მივიღეთ, რისგამოც ჩვენმა პარტიამ და ჩვენმა მთავრობამ ყველას მოუწო-და, რომ მეტი სიფხიზლე, წინდახედულობა და მოთმინება გამო-ემჟღავნებინათ. დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრონათელი ხდებოდა, რომ ვითარება იძაბებოდა, თუმცაღა მოსკო-ვის ხელმძღვანელობა მოჩვენებით „მეგობრობას“ ინარჩუნებდა.

ჩვენი აზრით, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისხელმძღვანელობა საბოლოოდ ასცდა სწორ გზას, ხრუშჩოვი დახრუშჩოველები რევიზიონისტები და მოღალატეები იყვნენ. ბრძო-ლა აუცილებლად გამოცხადდებოდა. და ეს გამოცხადება რამდე-ნიმე თვის ამბავი იყო, ჩვენი ურთიერთობები კი ბეწვზე ეკიდა.

369

Page 370: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

1960 წლის თებერვალი: მიქოიანი საბჭოთა-ჩინეთის უთან-ხმოებების შესახებ. ურთიერთობების გამწვავება მოსკოვსადა პეკინს შორის. კოსიგინი მეჰმეტ შეჰუსთან მოსკოვში„ვიზიტით“ მიდის. ბუქარესტის შეთქმულება. ჰიუსნი კაპომხრუშჩოვის ზეწოლისას თვალიც კი არ დაახამხამა. საბჭოე-ლებმა საიდუმლო აგენტები აამოქმედეს და შიმშილითბლოკადას მიმართეს. ბრძოლა მოსკოვის თათბირის მოსამ-ზადებელ კომისიაში. ჩვენი დელეგაცია მოსკოვში. ყინულო-ვანი ატმოსფერო. საბჭოთა გარგანტუები. კვლავ ზეწოლა,ტრელობა, პროვოკაციები. კრემლის მარშლები. ხანმოკლეშეხვედრა ანდროპოვთან. ხრუშჩოვის ტაქტიკა: „პოლემიკასარ გავმართავთ“. დაქირავებული აგენტები ჩვენს გამოს-ვლაზე რეაგირებენ. უკანასკნელი მოლაპარაკებები ხრუშ-ჩოვის რენეგატებთან.

რუმინეთის მუშათა პარტიის ყრილობაზე დამსწრე ყველა კო-მუნისტური და მუშათა პარტიის წარმომადგენელისთვისააცნობილი, თუ როგორ მიუდგა ჩვენი პარტია ხრუშჩოველებისმიერ იქ მალულად მომზადებულ მზაკვრულ შეთქმულებას. აქარ დავიწყებ ამაზე დაწვრილებით ლაპარაკს, ვინაიდან ჩემითხზულებების ძირითადად მე-19 ტომში განხილულია ჩვენიპარტიის ბრძოლა, რომელმაც ხრუშჩოველებს ცეცხლი გაუხსნადა რომელიც მარქსისტულ-ლენინური რევოლუციური გამბედა-ობით იბრძოდა.

370

Page 371: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ბუქარესტის თათბირი, — თუ იმ მიზნებით ვიმსჯელებთ,რომელთა მიღწევასაც ხრუშჩოველები ცდილობდნენ პოლიტი-კურ, იდეოლოგიურ და საორგანიზაციო ასპექტებში, — რევი-ზიონისტული, ტროცკისტული და ანტიმარქსისტული პუტჩიიყო. ჩატარების ფორმითაც იგი წმინდა წყლის შეთქმულებაგახლდათ.

1957 წლის მოსკოვის თათბირზე ჩაფლავებული თანამედ-როვე რევიზიონიზმის საბოლოოდ დაკანონების ძველი გეგმარევიზიონისტმა რენეგატებმა საერთაშორისო კომუნიზმის სხვათათბირზე გამოიტანეს. აი, რატომ დააყენეს საკითხი კომუნის-ტური და მუშათა პარტიების ახალი თათბირის გამართვის შე-სახებ ვითომდა „ჩვენი მოძრაობის პრობლემების“ განსახილვე-ლად, რომლებიც 1957 წლის თათბირის შემდეგ წარმოიშვა. ამმიზნით 1960 წლის ივნისის დასაწყისში საბჭოთა კავშირის კო-მუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა წერილი გა-მოგვიგზავნა, რომელშიც სოციალისტური ბანაკის კომუნისტუ-რი და მუშათა პარტიების თათბირის ჩატარებას გვთავაზობდადა რომლისთვისაც რუმინეთის მუშათა პარტიის III ყრილობაუნდა გამოგვეყენებინა. ამ წინადადებას დადებითად ვეპასუ-ხეთ და გადავწყვიტეთ დელეგაციის მივლინება ჩემი ხელ-მძღვანელობით.

ვიცოდით საბჭოელებსა და ჩინელებს შორის არსებულიუთანხმოებები. იმავე წლის თებერვალში მეჰმეტი და მე მოს-კოვში გავემგზავრეთ სოციალისტური ქვეყნების პარტიათათათბირზე, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებს ეძღვნე-ბოდა, და ვარშავის ხელშეკრულების პოლიტიკური საკონსულ-ტაციო კომიტეტის თათბირზე. მოსკოვის აეროპორტში ჩაფრე-

371

Page 372: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ნისთანავე სკკპ ცენტრალური კომიტეტის აპარატის თანამ-შრომელი დამხვდა.

— ამხანაგმა მიქოიანმა გამომგზავნა, — თქვა მან, — რო-მელსაც ხვალ დილით პირადად თქვენთან სურს შეხვედრა მე-ტად მნიშვნელოვან საკითხზე.

ასეთი სიჩქარე უცნაურად მომეჩვენა; მიქოიანს ხომ მოგვია-ნებითაც შეეძლო შეხვედრა. მოსკოვში რამდენიმე დღით ვაპი-რებდით დარჩენას. მიუხედავად ამისა, მას ვუპასუხე:

— კეთილი. თუმცა ჩემთან ერთად ამხანაგი მეჰმეტიც იქნება.— მე მხოლოდ თქვენზე მითხრეს, — მიპასუხა მიქოიანის

ჩინოვნიკმა; მაგრამ გავუმეორე:— არა. ამხაგან მეჰმეტთან ერთად მოვალ.ეს დაჟინებით იმიტომ მოვითხოვე, რომ მივხვდი, რომ „მე-

ტად მნიშვნელოვანი საკითხის“ გამო გამართულ ამ სასწრაფოშეხვედრაზე მიქოიანი რთულ და უხერხულ საკითხებზე დამიწ-ყებდა ლაპარაკს, მით უმეტეს, რომ კარგად ვიცნობდი მიქოი-ანს და მის ანტიმარქსისტულ და ანტიალბანურ პოზიციას.

მეორე დღეს მიქოიანთან შესახვედრად წავედით, რომელიცლენინის მთებზე მდებარე აგარაკზე იმოფებოდა. ანასტასიმოგვესალმა და მაშინვე საუბარი დაიწყო:

— მინდა საქმის ყურში ჩაგაყენოთ ჩვენი უთანხმოებებისშესახებ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, ხაზს ვუსვამ: ჩინე-თის კომუნისტურ პარტიასთან. გადავწყვიტეთ, რომ ეს მხოლოდმოძმე პარტიების პირველ მდივნებს შევატყობინოთ. ასე რომ ამ-ხანაგ მეჰმეტს ვთხოვ, არ გაგვინაწყენდეს, რამეთუ ასეთი იყოჩვენი გადაწყვეტილება, და არა ის, რომ მას არ ვენდობოდით.

372

Page 373: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

— როგორ გეკადრებათ, — მიუგო მეჰმეტმა. — მე შემიძ-ლია წავიდე.

— არა! — თქვა მიქოიანმა. — დარჩით!შემდეგ მიქოიანი ვრცლად გველაპარაკა ჩინეთის კომუნის-

ტურ პარტიასთან მათ უთანხმოებებზე.მიქოიანი ისე ლაპარაკობდა, რომ ჩვენთვის შთაბეჭდილება

შეექმნა, თითქოს თავად ისინი პრინციპულ, ლენინურ პოზიცი-ებზე იდგნენ და ჩინეთის ხელმძღვანელობის გადახრებს ებ-რძოდნენ. მიქოიანმა, კერძოდ, არგუმენტებად მოიყვანა რამდე-ნიმე ჩინური თეზისი, რომლებიც ჩვენი აზრითაც არასწორიიყო მარქსიტულ-ლენინური იდეოლოგიის პოზიციებიდან გან-ხილვისას. ასე მაგალითად, მიქოიანმა ახსენა „ასი ყვავილის“პლურალისტური თეორია, მაოს კულტის საკითხი, „დიდი ნახ-ტომი“ და ა.შ.

ამასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა შენიშვნები იმდე-ნად, რამდენადაც იმ დროისათვის ჩინეთის კომუნისტური პარ-ტიის საქმიანობასა და პრაქტიკას ვიცნობდით.

— ჩვენ მარქსიზმ-ლენინიზმი გვაქვს და არავითარი სხვათეორია არ გვჭირდება, — ვუთხარი მიქოიანს, — და რაც შეე-ხება „ასი ყვავილის“ კონცეფციას, იგი არასდროს მიგვიღია დაარც არასდროს გვიხსენებია.

სხვათა შორის, მიქოიანი მაოზეც ლაპარაკობდა და, მისისტალინთან შედარების შემდეგ, აღნიშნა:

— ერთადერთი განსხვავება მაო ძედუნსა და სტალინს შო-რის სწორედ ისაა, რომ მაო არ კვეთს თავებს თავის მოწინააღ-მდეგეებს, სტალინი კი კვეთდა. აი, რატომაა, — განაგრძო ამრევიზიონისტმა, — რომ სტალინს ვერ ვეპასუხებოდით. ერ-

373

Page 374: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

თხელ ხრუშჩოვთან ერთად მასზე покушение26 განვიზრახეთ,მაგრამ ამ იდეაზე ხელი მალევე ავიღეთ, ვინაიდან გვეშინოდა,რომ ხალხი და პარტია ვერ გაგვიგებდა.

— მიქოიანის მიერ დასმულ საკითხებზე ჩვენი აზრი არ გა-მოგვითქვამს, მაგრამ ბოლომდე მოსმენის შემდეგ ვუთხარი:

— თქვენსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის წარ-მოქმნილი მნიშვნელოვანი უთანხმოებები მეტად სერიოზულისაქმეა და ვერ გაგვიგია, რატომ მიიყვანეთ საქმე მათ აგრერი-გად გაღრმავებამდე. აქ არაა მათი განხილვის დრო და ადგი-ლი. ჩვენი აზრით, ეს საკითხები თქვენმა პარტიებმა უნდა გა-დაწყვიტონ.

— ასეც მოხდება, — თქვა მიქოიანმა და დასასრულს, დამ-შვიდობებისას, გვთხოვა:

— გთხოვთ, ჩემს მიერ ჩამოყალიბებული პრობლემები არა-ვის უთხრათ, თქვენი პოლიტბიუროს წევრებსაც კი.

ამ შეხვედრაზე მივხვდით, რომ უთანხმოებები და წინააღ-მდეგობები მეტად სერიოზული და უკიდურესობამდე მისულიცკი იყო. ვიცნობდით რა ხრუშჩოვსაც და მიქოიანსაც, სრულადვაცნობიერებდით იმას, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასბრალდებებს პრინციპული პოზიციებიდან არ უყენებდნენ.

უთანხმოებები, როგორც ეს მოგვიანებით უფრო კარგად გა-ირკვა, რიგი პრინციპული საკითხების ირგვლივ არსებობდა,რომლებშიც ჩინელები, ერთი შეხედვით, იმ დროს სწორ პოზი-ციაზე იდგნენ. როგორც ჩინელი ხელმძღვანელების ოფიცია-ლურ გამოსვლებში, ასევე სტატიებში, განსაკუთრებით — სტა-

26. მკვლელობის მცდელობა — ტექსტში რუსულადაა.

374

Page 375: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ტიაში სახელწოდებით „გაუმარჯოს ლენინიზმს!“ — ჩინეთისკომუნისტური პარტია სწორედ ახდენდა საკითხების განმარტე-ბას თეორიული კუთხით და ხრუშჩოველებს უპირისპირდებო-და. სწორედ ეს აღიზიანებდა ამ უკანასნელებს, რის გამოც ისი-ნი ცდილობდნენ, თავიდან აეცილებინათ ყველაზე უარესი.

მიქოიანის მიერ ჩვენთვის ნათქვამი მხოლოდ პოლიტბიუ-როს წევრებთან ერთად განვიხილეთ, ვინაიდან ლაპარაკი მე-ტად დელიკატურ საკითხზე იყო და სიფრთხილე და წინდახე-დულობა გვმართებდა. თანაც საბჭოთა ხელმძღვანელობამაცგვთხოვა, რომ ეს საკითხი საიდუმლოდ შეგვენახა.

ამრიგად, ბუქარესტის თათბირის წინ ჩვენთვის ცნობილიიყო უთანხმოებები ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის.

ამ დროს — ეს, თუ არ ვცდები, მაისის ბოლოს ან ივნისისდასაწყისში ხდებოდა, — გოგო ნუშიმ, რომელიც პეკინში იმყო-ფებოდა პროფკავშირთა მსოფლიო ფედერაციის გენერალურისაბჭოს სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რადიოგრამა გა-მოგვიგზავნა, რომელშიც გვატყობინებდა დაპირისპირებას,რომელიც პეკინში ჩინეთისა და საბჭოთა დელეგაციებს შორისმოხდა. ამ სესიაზე ჩინეთის დელეგაცია მომავალი მოხსენებისმრავალი დებულების წინააღმდეგ გამოვიდა, რამეთუ არსები-თად ისინი ხრუშჩოვის რევიზიონისტული დებულებები იყო„მშვიდობიანი თანაარსებობის“, ომისა და მშვიდობის, ხელი-სუფლების „მშვიდობიანი გზით ხელში ჩაგდების“ შესახებ დაა.შ.

ჩინელებმა რამდენიმე დელეგაციის მეთაურები (ისინი, ვინცკომუნისტური და მუშათა პარტიების ხელმძღვანელობის წევ-რები იყვნენ) ვახშამზე მიიწვიეს, რომელიც იმ თათბირად უნ-

375

Page 376: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დოდათ გადაექციათ, რომელზეც კიდევ ერთხელ გამოთქვამ-დნენ თავიანთ აზრს თათბირის მოხსენების პროექტის მცდარითეზისების თაობაზე. თავდაპირველად გამოვიდნენ ლიუ შაოციდა დენ სიაოპინი, შემდეგ კი სიტყვა ჭოუ ენლაიმ აიღო.

გოგო ნუში იმის მომხრედ გამოვიდა, რომ ეს საკითხები აღ-ნიშნულ თათბირზე კი არ განეხილათ, არამედ პარტიული გზითგადაეწყვიტათ, ვინაიდან დელეგაციები პროფკავშირების გენე-რალური საბჭოს სესიაზე იყვნენ ჩამოსული და არა ამ საკითხე-ბის განსახილველად. ასეთი იყო დელეგაციის სხვა წევრებისაზრიც. ბოლოს და ბოლოს ჭოუ ენლაიმ უკან დაიხია და განაც-ხადა: „კეთილი, სხვა შემთხვევას ვიპოვნითო“.

ყოველივე ეს, რასაც ემატებოდა თებერვალში მოსკოვში მი-ქოიანის მიერ ნათქვამი, აგრეთვე, საბჭოთა და ჩინურ პრესაშიარაპირდაპირი ურთიერთგამოხდომები გვიჩვენებდნენ, რომსაქმეები მწვავდებოდა არა მარქსისტულ-ლენინური სულის-კვეთებით. ეს ყველაფერი იმაზე მოწმობდა, რომ თათბირი, რო-მელიც ბუქარესტში უნდა გამართულიყო და რომელში მონაწი-ლეობაზეც თანხმობა განვაცხადეთ, შეიძლება ჩიხში შესულიყოან კიდევ მთლიანად ჩაფლავებულიყო.

ასეთ ვითარებაში, პირველი წერილიდან რამდენიმე დღისშემდეგ, სკკპ ცენტრალურმა კომიტეტმა მეორე წერილი გამოგ-ვიგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ზოგიერთი პარტიაწინადადებით შემოდიოდა, რათა გადაედოთ კომუნისტური დამუშათა პარტიის თათბირის ჩატარება, ბუქარესტში კი გაემარ-თათ სოციალისტური ბანაკის პარტიების წარმომადგენელთაშეხვედრა მხოლოდ იმისათვის, რომ დაედგინათ მომავალითათბირის გამართვის თარიღი და ადგილი. ამ შეხვედრაზე, —

376

Page 377: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

წერდნენ საბჭოელები, — თარიღისა და ადგილის დანიშვნისგარდა, „შესაძლებელი იქნება აზრთა ურთიერთგაცვლა, ყო-ველგვარი გადაწყვეტილების მიღების გარეშე“. ჩვენ დავეთან-ხმეთ ამ წინადადებას და გადავწყვიტეთ, რომ ბუქარესტშიპარტიული დელეგაცია გაგვეგზავნა ამხანაგ ჰიუსნი კაპოსხელმძღვანელობით რუმინეთის მუშათა პარტიის ყრილობაში,აგრეთვე, მომავალი თათბირის გამართვის თარიღისა და დრო-ის დასადგენ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

რატომ არ წავედი ბუქარესტში? პირადად მე და საქმეში ჩა-ხედული დანარჩენი ამხანაგები პოლიტბიუროდან ვეჭვობდით,რომ ბუქარესტში მოხდებოდა ჩინეთსა და საბჭოთა კავშირსშორის არსებულ უთანხმოებათა საკითხის განხილვა. ჩვენ არვეთანხმებოდით ამას, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ საკითხთანდაკავშირებით მხოლოდ ერთი მხარის აზრი გვქონდა მოსმენი-ლი, საბჭოთა მხარის, და არ ვიცნობდით ჩინელების კონტრარ-გუმენტებს; მეორეც, უთანხმოება ეხებოდა საერთაშორისო კო-მუნისტური მოძრაობის თეორიისა და პრაქტიკის კარდინალურსაკითხებს და ასეთ საპასუხისმგებლო თათბირზე არ შეგვეძ-ლო წასვლა ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე წინასწარიგანხილვისა და ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბების გარეშე. ეს იმი-ტომაც იყო შეუძლებელი, რომ ასეთი საკითხების განხილვა არშეიძლებოდა ცენტრალურ კომიტეტში ნაჩქარევად, ერთი ხე-ლის დაკვრით. საჭირო იყო მათი ღრმად, გულდასმით განხილ-ვა, რასაც დრო სჭირდებოდა.

სწორედ ამიტომ მიავლინა ჩვენმა პარტიამ ბუქარესტში ამ-ხანაგი ჰიუსნი კაპო მხოლოდ მომავალი თათბირის თარიღისადა ადგილის საკითხის განსახილველად, აგრეთვე, აზრთა თავი-

377

Page 378: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

სუფალ გაცვლა-გამოცვლაში მონაწილეობის მისაღებად, რო-გორც ამაზე ჩვენი პარტიები შეთანხმდნენ, იმ საერთაშორისომდგომარეობის საკითხებზე, რომელიც პარიზის კონფერენციისჩაფუშვის შემდეგ შეიქმნა.

როგორც შემდგომმა ფაქტებმა გვიჩვენა, ბუქარესტის თათ-ბირი ხრუშჩოველების მიერ წინასწარ მომზადებულ შეთქმუ-ლებად გადაიქცა. გაძლიერდა მცდელობები, შენიღბული ან ღია(რამეთუ ხრუშჩოველებისთვის ცნობილი იყო ჩვენი პარტიისპრინციპული პოზიცია), რომ ჩვენც ამ შეთქმულებაში ჩავეთრიეთ.

როდესაც ამხანაგი გოგო ნუში პეკინიდან ალბანეთში ბრუნ-დებოდა, მოსკოვში მასთან შეხვედრა ბრეჟნევმა მოითხოვა,რომელიც იმ დროისათვის უკვე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუ-მის თავმჯდომარე იყო. გოგო შეხვდა ბრეჟნევს, რომელიცვრცლად ელაპარაკა ჩინელებთან არსებულ უთანხმოებებზე.

ბუქარესტის თათბირის დაწყებამდე ოთხი-ხუთი დღით ად-რე, როდესაც მე და ჰიუსნი ვიხილავდით საკითხს იმის შესახებ,თუ როგორი პოზიცია უნდა დაეკავებინა მას რუმინეთის პარ-ტიის ყრილობაზე, მივიღეთ რადიოგრამა მეჰმეტისგან, რომე-ლიც რამდენიმე დღის განმავლობაში მოსკოვში სამკურნალოდიმყოფებოდა. თავის რადიოგრამაში მეჰმეტი გვატყობინებდაიმ მოულოდნელი „ვიზიტის“ შესახებ, რომელიც მასთან კოსი-გინმა გამართა. როდესაც იგი კარებთან დაინახა, მეჰმეტს გა-უკვირდა და გაიფიქრა, რომ ეს ზრდილობის ვიზიტი იყო, თუმ-ცა დაგვიანებული.

— ამხანაგო მეჰმეტ, თქვენთან ძალზე მნიშვნელოვანი სა-კითხის გამო მოვედი, — უთხრა კოსიგინმა, და საერთოდ არ

378

Page 379: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

მოუკითხავს მისი ჯანმრთელობა, თუმცაღა მშვენივრად იცო-და, რომ მეჰმეტი იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა.

— კი ბატონო, გისმენთ, — უთხრა მეჰმეტმა.და კოსიგინი მთელი საათნახევარი ელაპარაკა იმ უთანხმო-

ებებზე, რომლებიც ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ჰქონ-დათ. მეჰმეტმა მოუსმინა მას და უთხრა:

— ყველაფერი, რაც შემატყობინეთ, ძალიან მძიმეა. საკვირ-ველია, თუ რატომ დაუშვით ამ საკითხების აგრერიგად გაღ-რმავება.

— ჩვენ, — მიუგო კოსიგინმა, — ჩინელებთან არავითარ დათ-მობაზე არ წავალთ.

— მიქოიანსაც ვუთხარით, როდესაც მან მე და ამხანაგ ენ-ვერს ეს შეგვატყობინა, რომ ეს საკითხები ორ პარტიას შორისუნდა გადაწყდეს, — უთხრა მას მეჰმეტმა.

— ჩვენ, — გაიმეორა კოსიგინმა, — ერთ დათმობაზეც არწავალთ, ერთ დათმობაზეც, — და დასძინა: — ძალიან მოგვე-წონა ამხანაგ ბელიშოვას გაბედული, გმირული საქციელი პე-კინში ჩინელებთან გამართულ მოლაპარაკებაზე. პეკინში ჩვენისაელჩოს მრჩეველმა შეგვატყობინა იმ საუბრის შინაარსი, რო-მელიც მასთან გამართა ჩინელებთან მოლაპარაკების შემდეგ.

მეჰმეტმა მაშინ არ იცოდა ლირი ბელიშოვას ეს საქციელიდა ოინები, თუმცა, ამისდა მიუხედავად, კოსიგინს ცივად დამკვეთრად მიახალა:

— არ ვიცი, რა გელაპარაკათ ლირი ბელიშოვა, ვინაიდან მეაქ ვიმყოფებოდი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩვენთან საუბრისასმიქოიანმა გვთხოვა, ამ საკითხებზე არავისთან არ გველაპარა-კა. მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ ეს საკითხები თქვენმა

379

Page 380: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ორმა პარტიამ უნდა მოაგვაროს. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მო-ხერხდა, ეს საკითხი პარტიათა შორის გამართულ თათბირზეუნდა დააყენოთ. ჩვენი პარტია მარქისტულ-ლენინურ პოზიცი-ას დაიკავებს და არა ოპორტუნისტულს ან სენტიმენტალურს.

კოსიგინი წამოდგა, წარბები შეიჭმუხნა და ის-ის იყო, კარისზღურბლის გადაბიჯებას აპირებდა, როცა მეჰმეტმა საყვედუ-რით მიმართა:

— ამხანაგო კოსიგინო, — უთხრა მშვიდად მან, — იმის სა-შუალებაც არ მომეცით, თქვენი ჯანმრთელობა მომეკითხა?

კოსიგინი შემობრუნა და თითქოს თავის მართლებით მეჰ-მეტსაც ჰკითხა, თუ როგორ გრძნობდა თავს.

— ჩინებულად, — მიუგო მშრალად მეჰმეტმა და ამ საუბ-რისთანავე შეწყვიტა მკურნალობა და მეორე დღესვე სამშობ-ლოში თვითმფრინავით გამოფრინდა.

ჩვენთვის ყველაფერი გასაგები გახდა: ხრუშჩოვი ბუქარეს-ტის შეთქმულებას ამზადებდა და ჩვენი დამუშავება უნდოდა,რათა ნებისმიერ ფასად ვეიძულებინეთ, რომ მის რევიზიონის-ტულ შეხედულებებსა და პოზიციებს შევგუებოდით.

იმ დღეებში აქ, ტირანაში, საბჭოთა ელჩი ივანოვი თითქმისყოველდღე მოდიოდა ჩვენთან, ხან რომელიღაც კატალოგიმოჰქონდა, ხან კიდევ რაღაც უმნიშვნელო ინფორმაციას გად-მოგვცემდა ხოლმე; სინამდვილეში კი იგი იმიტომ მოდიოდა,რომ გაეგო, წავიდოდი თუ არა ბუქარესტში, როგორი პოზიცი-ის დაკავებას ვაპირებდით და ა.შ. და მისთ. თუმცა მეც ყოველ-თვის ჩვეულებრივი საუბრებით ვაცილებდი ხოლმე მას დაოფიციალური ინფორმაციის გარდა არც არაფერს ვეუბნებოდი.

380

Page 381: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

მახსოვს, ივნისის შუა რიცხვებში ივანოვი სამუშაო კაბინეტ-ში მესტუმრა, რათა „შეეტყობინებინა“ ის, რაც ორი-სამი საა-თით ადრე რადიოში მოვისმინეთ. მივხვდი, რომ, როგორც ყო-ველთვის, მას სხვა მიზანი ჰქონდა. ეს იყო დრო, როცა საბჭოე-ლები და ხრუშჩოვი დიდ რეკლამას უკეთებდნენ ხელისუფლე-ბაში პარიზის კონფერენციას, რომელსაც კაცობრიობისთვის„მშვიდობა“ უნდა მოეტანა. თუ არ ვცდები, ხრუშჩოვი პარიზშიგაემგზავრა, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ინციდენტი ამერი-კულ სადაზვერვო თვითმფრინავ უ-2-თან დაკავშირებით, რო-მელიც საბჭოთა რაკეტამ ჩამოაგდო.

— რა აზრის ბრძანდებით პარიზის კონფერენციაზე? —მკითხა ივანოვმა.

— რახან გაემგზავრნენ იქ, — ვუთხარი მას, — დაე, გამარ-თონ კონფერენცია, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს კონფერენცია უშე-დეგო იქნება. იმპერიალისტები ადრეც აგრესიულები იყვნენ დაახლაც ასეთებად რჩებიან ერებისა და სოციალისტური ქვეყნე-ბის მიმართ. ასე რომ, ჩემი აზრით, პარიზის კონფერენციამთლიანად უშედეგო იქნება.

ორი დღის შემდეგ კონფერენცია საპნის ბუშტივის გასკდა,ვინაიდან ამერიკელებმა არათუ ბოდიში მოიხადეს, არამედ გა-ნაცხადეს, რომ ჯაშუშობას მომავალშიც გააგრძელებდნენ. დახრუშჩოვი იძულებული იყო, იმპერიალისტებისთვის რამდენიმეტლინკი ეკრა და უკან წამოსულიყო. ივანოვი ისევ მოვიდა ჩემ-თან და მითხრა:

— ამხანაგო ენვერ, აღმოჩნდა, რომ მართალი იყავით! თუწაიკითხეთ ხრუშჩოვის განცხადება?

381

Page 382: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— წავიკითხე, — მივუგე მე. — თუმცა იმპერიალისტებისწინააღმდეგ მან ყოველთვის ასე უნდა ილაპარაკოს, ვინაიდანისინი არ გამხდარან და არავითარ შემთხვევაში არ გახდებიან„გონივრულები“ და „მშვიდობისმოყვარენი“.

ასეთი იყო ვითარება ბუქარესტის თათბირის წინ, რომელიცდაიწყო და დამთავრდა ისე, რომ შავ ლაქად დარჩა საერთაშო-რისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ისტორიაში. ხრუშ-ჩოველებმა იგი თითქოს იმისთვის მოაწყეს, რომ მომავალითათბირის ვადა დაედგინათ, თუმცა ვადის დადგენას ფორმა-ლური ხასიათი ჰქონდა — ხრუშჩოველებს სხვა მიზანი ამოძრა-ვებდათ. მათთვის მნიშნელოვანი იყო ზოგიერთი გადაწყვეტი-ლების მიღება, რათა ყველა პარტიის მომავალ თათბირზე „ერ-თიანი ბლოკად“ გამოსულიყვნენ. მათთვის „ერთიან ბლოკად“გამოსვლა ნიშნავდა ხრუშჩოვის რევიზიონისტების ირგვლივგაერთიანებას, რათა უსიტყვოდ შევგუებოდით იმას, რომ მათუღალატეს მარქსისტულ-ლენინური თეორიასა და ყველა საერ-თაშორისო და ნაციონალურ საკითხში სწორ, რევოლუციურ,მარქსისტულ-ლენინურ პრაქტიკას. მოკლედ რომ ვთქვათ,ხრუშჩოვი ფიქრობდა, რომ უკვე დრო იყო, რკინის კანონებიდაემყარებინა ქვეყანაში, რომლის მართვაც მას სურდა.

თუმცა ისინი კარგად ხედავდნენ და დარწმუნებული იყვნენიმაში, რომ იმ ბუნაგში, რომლის საკუთარ ხელში მტკიცედ ჩაგ-დებას ცდილობდნენ, შესვლას არ აპირებდა ორი პარტია —ალბანეთის შრომის პარტია და ჩინეთის კომუნისტური პარტია.მეტიც, ჩვენს გაბედულ და პრინციპულ პოზიციებში ისინი თა-ვიანთი მხილების საშიშროებასა და მთელი თავიანთი საიდუმ-ლო კონტრრევოლუციური გეგმების ჩაფუშვის საშიშროებას

382

Page 383: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ხედავდნენ. აი, რატომ ანგარიშობდა ხრუშჩოვი ასე: იმისათვის,რომ ყველა პარტიის თათბირი „ერთიანობის“, „სოლიდარობის“თათბირად, ანუ სრული დამორჩილების თათბირად გადაიქცეს,თავდაპირველად ალბანეთსა და ჩინეთს უნდა გასწორებოდნენ.ხრუშჩოვის, როგორც გამოუსწორებელი რევიზიონისტის, ლო-გიკა კიდევ უფრო შორს მიდიოდა: „რაც შეეხება ალბანეთისშრომის პარტიას, იტყუებდა იგი თავს, მას ყურადღება არ უნ-და მივაქციოთ, არ უნდა შევუტიოთ პირდაპირ, ბოლოს და ბო-ლოს, ეს ხომ პატარა ქვეყნის პარტიაა. ალბანელები, მისი აზ-რით, ჯიუტი ხალხია, ეწყინებათ, გაბრაზდებიან, მაგრამ საბო-ლოოდ მაინც ფარ-ხმალს დაყრიან, ვინაიდან სხვა გამოსავალიარა აქვთ; რაც არ უნდა ქნან, მაინც ჩემს ხელში არიან“. ზესა-ხელმწიფოებრივი რევიზიონისტული ლოგიკა! ხრუშჩოვის-თვის გადაუდებელი პრობლემა იყო ჩინეთი. იგი ასე ფიქრობ-და: „ან ჩინეთი დამორჩილდება და ფარეხში უსიტყვოდ შემოვა,ან კიდევ გავკიცხავ მას და ბანაკიდან ახლავე გავაძევებ. ამითჩინეთსაც გავკიცხავ როგორც განხეთქილების შემომტანს, ალ-ბანეთის შრომის პარტიასაც გავანეიტრალებ და ნებისმიერსხვა მყეფარე „უძღებ შვილსაც მოვთოკავ“. ერთი სიტყვით,ხრუშჩოვს აუცილებლად სჭირდებოდა წინასწარი თათბირი„ურჩთა“ გასანადგურებლად, რათა მომავალ თათბირზე ყო-ველგვარი ბზარისგან თავისუფალი „ერთიანობისთვის“ მიეღ-წია. ამას უნდა მომსახურებოდა და სწორედ ამ მიზნით იყომოწვეული ბუქარესტის თათბირი.

სახალხო დემოკრატიის ყველა ევროპული ქვეყნის ყველაპარტიამ ბუქარესტში პირველი მდივნები გაგზავნა, რის გამოცხრუშჩოვს არ მოეწონა, რომ იქ არ ვიყავი და დაინტერესდა:

383

Page 384: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

— რატომ არ ჩამოვიდა ამხანაგი ენვერი? შეიძლება თუარა, რომ გადასცეთ, რათა ჩამოვიდეს?

ჰიუსნიმ უპასუხა:— ამხანაგი ენვერი ახლა არ ჩამოვა. იგი პარტიათა მომა-

ვალ თათბირს დაესწრება, რომლის გამართვის ვადაზეც და ად-გილზეც აქ შევთანხმდებით.

თავდაპირველად არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, თუ რაჰქონდათ ჩაფიქრებული ხრუშჩოვსა და მის თანამზრახველებსბუქარესტში. თუმცა მალე ჰიუსნისგან პირველი რადიოგრამებიმივიღეთ. ყველა ჩვენი წინასწარმეტყველება დადასტურდა. ბუ-ქარესტის თათბირი იმით დაიწყო, რომ ვადა დაედგინათ, დადამთავრდა იმით, რომ გადაიქცა ჯვაროსნულ ლაშქრობად.ხრუშჩოვი დაჟინებით ითხოვდა, რომ თათბირზე განხილული-ყო საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის არსებულ უთანხმოე-ბათა საკითხი, თანაც ისეთ ჭრილში და ისეთი მიმართულებით,როგორც მას სურდა. ამ თათბირზე, ამტკიცებდა ხრუშჩოვი, შე-იძლება „გადაწყვეტელებების მიღებაც“, და სხვა პარტიებისგან„ჩინეთის უხეშ შეცდომებზე“ აზრის გამოთქმას, საბჭოელებთანსოლიდარობასა და „ერთი საერთო პოზიციის“ დაკავებას მო-ითხოვდა. საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ ლაპარაკი იყოერთ-ერთ უსაძაგლეს და უსასტიკეს შეთქმულებაზე, და საკით-ხი განსახილველად მაშინვე პოლიტბიუროში დავაყენე.

ამ დღეებში ინტენსიური, განუწყვეტელი, საგულდაგულო,კარგად გააზრებული და აწონ-დაწონილი სამუშაო ჩავატარეთ,თანაც ლამისაა არც კი დაგვიძინია. კენჭი ნაყრელი იყო, ხრუშ-ჩოველებთან „მშვიდობას“ წერტილი დაესვა. მათ კოცონი გაა-ჩაღეს, ჩვენ კი ამ ყველაფერზე ჩვენი ძალისხმევით უნდა გვეპა-

384

Page 385: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

სუხა. ჩვენი მხრიდან ხრუშჩოველებთან რაიმე სახით ტაქტი-კურ შერიგებასა და „შეთქმულებაზე“ ლაპარაკიც კი ზედმეტიიყო. დიადი ბრძოლა დაიწყო. წინ ურთულესი, მძიმე, მსხვერ-პლითა და უსიამოვნო შედეგებით აღსავსე ბრძოლა გველოდა,თუმცა მისი ბოლომდე მიყვანის სულისკვეთება გვამოძრავებ-და, რწმენითა და ოპტიმიზმით ვიყავით აღსავსე, ვინაიდან ვაც-ნობიერებდით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზე, მარქსიზმ-ლენი-ნიზმის მხარეზე იყო.

ყველასათვის ცნობილია, თუ როგორ ჩატარდა თათბირი:ნაჩქარევად დარიგდა საბჭოთა სქელტანიანი მასალები, რომ-ლებიც ჩინეთის წინააღმდეგ გამოხდომებს შეიცავდა; გადაწ-ყდა, რომ რამდენიმე საათის შემდეგ გაემართათ სოციალისტუ-რი ბანაკის პარტიათა თათბირი, შემდეგ კი რუმინეთის პარტი-ის ყრილობაში მონაწილე კომუნისტური და მუშათა პარტიებისხელმძღვანელები შეკრებილიყვნენ, რომელთა წინაშეც ხრუშ-ჩოვი თავის სურვილს გამოთქვამდა „ჩინეთის კომუნისტურიპარტიის, როგორც ანტიმარქსისტული, ტროცკისტული პარტი-ის, გაკიცხვის თაობაზე და ა.შ. და მისთ.“

ხრუშჩოვის მიერ მოწყობილ პირველ თათბირზე ამხანაგმაჰიუსნი კაპომ, ჩვენი პარტიის სახელითა და დეტალური მითი-თებების საფუძველზე, რომელსაც მას ყოველდღიურად ვუგ-ზავნიდით, ზოგჯერ კი დღეში ორჯერაც, შეუტია ხრუშჩოვს დასხვებსაც მათი ანტიმარქსისტული მიზნებისა და შეთქმულებ-რივი მეთოდების გამოყენების გამო, მან დაიცვა ჩინეთის კომუ-ნისტური პარტია და ასეთი თათბირის გაგრძელების წინააღ-მდეგ გამოვიდა.

385

Page 386: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ხრუშჩოვი ამას არ ელოდა. თათბირებზე იგი პირზე დუჟმო-რეული გაუთავებლად ლაპარაკობდა, ჟესტებს იშველიებდა,ნერვიულობდა და ბრაზდებოდა. მაგრამ ამხანაგი ჰიუსნი კაპო,რომელიც შეიარაღებული იყო ჩვენი პარტიის სწორი ხაზით დაჩვენგან უწყვეტად მიღებული განსაკუთრებული მითითებე-ბით, აგრეთვე, თავისი ცნობილი სიმშვიდითა და გამბედაობით,არა თუ არ დაიბნა, არამედ მტკიცედაც იდგა და ხრუშჩოვს სა-კადრის პასუხებს სცემდა.

თავის უამრავ გამოსვლაში ხრუშჩოვი თითქოს ჩინეთის დე-ლეგაციის ხელმძღვანელს — პენ ჭენს — ლანძღავდა ხოლმე,თუმცა შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რათა ჩვენს პარტია-სა და მის ხელმძღვანელსაც დასხმოდა თავს. მისი მიზანი იყოარა მარტო ჩვენი მტკიცე პოზიციისთვის შეტევა, არამედ სხვაპარტიებისთვის იმის ჩაგონება, რომ „ალბანელები ჩინელებისწისქვილზე ასხამენ წყალსო“.

— თქვენ, ამხანაგო პენ ჭენ, — უებნებოდა ნიკიტა ხრუშჩო-ვი ბრალდების ტონით, — გუშინ საღამოს საერთოდ არ გიხსე-ნებიათ მშვიდობიანი თანაარსებობა. საერთოდ არ გიხსენები-ათ. ახსენა თუ არა, ამხანაგო კაპო?

— მე ალბანეთის შრომის პარტიიდან ვარ, — მიუგო ჰიუს-ნიმ. — აგერაა პენ ჭენი და იმას ჰკითხეთ!

— ვერ ვახერხებთ მაო ძედუნთან და ჩინელებთან შეთან-ხმებას, ვერც ისინი ახერხებენ ჩვენთან შეთანხმებას. იქნებთთქვენ გაგაგზავნოთ, ამხანაგო კაპო, მათთან შესათანხმებლად?— მიმართა ხრუშჩოვმა ამხანაგ ჰიუსნის ერთხელ.

— თქვენგან ბრძანებებს ვერ მივიღებ, — მიუგო ჰიუსნიმ.— ბრძანებებს მხოლოდ ჩემი პარტიისგან ვიღებ.

386

Page 387: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ვერაფრით ვერ აიძულეს იგი, რომ პარტიის პრინციპულ, გა-ბედულ და რევოლუციურ პოზიციებზე უარი ეთქვა. მას თვა-ლიც არ დაუხამხამებია შარლატან ნიკიტა ხრუშჩოვის შეძახი-ლებსა და ზეწოლაზე. მშვიდმა, აუღელვებელმა და პრინცი-პულმა ამხანაგმა ჰიუსნი კაპომ პარტიის სახელით განაცხადა,რომ ამ საკითხების განხილვას ბუქარესტის თათბირზე ალბანე-თის შრომის პარტია შეცდომად თვლიდა, ისევე როგორც შეც-დომად მიაჩნდა ჩინელების თავდაპირველი მცდელობა, რათაეს საკითხები პროფკავშირების დელეგაციებთან ერთად განე-ხილათ. „ალბანეთის შრომის პარტია, — თქვა მან, — საზიანოდმიიჩნევს პოლემიკას პრესაში, დამოუკიდებლად იმისგან, ღიაიქნება იგი თუ შენიღბული. ვინაა მართალი და ვინაა მტყუანი,ამას პარტიათა მომავალ თათბირზე განვიხილავთ“.

ხრუშჩოველები ააღელვა იმან, რომ შეთქმულება ეფუშებო-დათ. დაიწყო გაუთავებელი მიმოსვლები, „რჩევები“, „მეგობრუ-ლი კონსულტაციები და საუბრები“, ხუმრობებითა და ღიმილე-ბით შენიღბული ზეწოლები. ანდროპოვი, — კულისებსმიღმამაქინაციებისა და ოინების ოსტატი (ამის გამო დანიშნეს იგისახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელად), —ყველა უფრო აქტიურ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ტყა-ვიდან ძვრებოდა, რათა ჩვენს პარტიას შეთქმულებაში მონაწი-ლეობა იძულებით მიეღო.

საბჭოელებმა სცადეს, რომ სხვა პარტიებში არსებული თა-ვიანთი ლაქიებიც ჩაერთოთ ამ საძაგელ თამაშში. ანდროპოვიგვერდიდან არ იშორებდა ვინმე მოდიეროშს და მასთან ერთადამხანაგ ჰიუსნისთან წამდაუწუმ „ვიზიტით“ დადიოდნენ. ან-დროპოვი ხმას არ იღებდა, აქაოდა „მე ჩუმად ვარო“, მოდიერო-

387

Page 388: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ში კი „სკკპ მარქსისტულ-ლენინური ხაზის სისწორეზე“ ლაპა-რაკობდა.

— რას აკეთებს ალბანეთი, — კითხულობდა თავის მხრივჟივკოვი. — მხოლოდ თქვენ არა ხართ თანახმა.

— ამით რისი თქმა გინდათ? — ჰკითხა მას ჰიუსნიმ.— არა, არა, — შეცვალა ტონი ჟივკოვმა. — ვიხუმრე.— აბა ეს რა ხუმრობაა? თუ ამბობთ, რომ „ალბანეთი თა-

ნახმა არაა“, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას გულისხმობთ.ბუქარესტის თათბირის მიმდინარეობის პერიოდში ჩვენთან

თითქმის ყოველდღე ვმართავდით პოლიტბიუროს სხდომებს,მუდმივ კავშირში ვიმყოფებოდით ამხანაგ ჰიუსნი კაპოსთან,ვაძლევდით მას მითითებებს და ყურადღებითა და შეშფოთე-ბით ვადევნებდით თვალყურს მოვლენათა მსვლელობას. უკვეერთხმად დავასკვენით:

ბუქარესტის თათბირი — ესაა მარქსიზმ-ლენინიზმის წინა-აღმდეგ მიმართული ორგანიზებული შეთქმულება; ხრუშჩოვიდა მისი დამქაშები იქ თავის აშკარად რევიზიონისტულ სახესამჟღავნებენ, რის გამოც ჩვენ რევიზიონისტებს არაფერს და-ვუთმობთ, თუნდაც ყველას წინააღმდეგ მარტონი დავრჩეთ.

ჩვენი პოზიცია სწორი და მარქსისტულ-ლენინური იყო;ხრუშჩოვის მიერ ჩაფიქრებული შავბნელი საქმე უნდა დაგვე-მარცხებინა.

საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ჩვენი პარტია ჩინეთს ბუ-ქარესტში მარქისტულ-ლენინური გამბედაობითა და პრინციპუ-ლობით იცავდა, თანაც აქედან გამომდინარე ყველა შედეგს ით-ვალისწინებდა. ამჟამად, ბუქარესტის შეთქმულებიდან მრავა-ლი წლის შემდეგ, როდესაც, სამწუხაროდ, ჩინეთის კომუნისტუ-

388

Page 389: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

რი პარტიაც საბოლოოდ მიექანება ღალატის, რევიზიონიზმისადა კონტრრევოლუციისკენ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუს-ვა იმას, რომ ჩვენი პარტიის პოზიცია ბუქარესტსა და მოსკოვ-ში აბსოლუტურად სწორი, ერთადერთი სწორი პოზიცია იყო.

ჩვენ, როგორც ზემოთ ვწერდი, ზოგიერთი შენიშვნა გვქონ-და როგორც მაო ძედუნის, ასევე სხვა ჩინელი ხელმძღვანელე-ბის მიერ გამოთქმულ შეხედულებებზე, შენიშვნები გვქონდაჩინეთის კომუნისტური პარტიის VIII ყრილობასთან დაკავშირე-ბითაც, თუმცა 1957 წლის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეგ-ვექმნა, თითქოს ეს პარტია გამოსწორების გზაზე დადგა და გა-დალახა უწინდელი ოპორტუნისტული შეცდომები. შეცდომებინებისმიერ პარტიას შეიძლება მოუვიდეს, სამაგიეროდ შესაძ-ლებელია მათი გამოსწორება, ასეთ შემთხვევაში კი პარტიაძლიერდება და საქმეებიც უკეთესად მიუდის. ჩინეთში აღარლაპარაკობდნენ VIII ყრილობაზე, იქ ამხილეს პენ დეჰუის მე-მარჯვენე შეხედულებები და თავი დაანებეს „ას ყვავილზე“ ლა-პარაკს. თავის ოფიციალურ განცხადებებსა და სტატიებში ჩი-ნელები ღიად ამათრახებდნენ იუგოსლავიელ რევიზიონისტებს,იცავდნენ სტალინს, თეორიულად სწორად უდგებოდნენ ომსადა მშვიდობას, მშვიდობიან თანაარსებობას, რევოლუციას დაპროლეტარიატის დიქტატურას.

აქ არაა ჩინეთლი ხელმძღვანელების მოტივების ანალიზის,აგრეთვე, იმის განმარტების ადგილი, იყო თუ არა რამე პრინ-ციპული მათ ამგვარ საქციელში იმ დროს (ამის შესახებ ჩემსდღიურში ვწერდი), თუმცა ერთი რამე კი ნამდვილად ცხადიიყო: იმ პერიოდში ჩინეთის კომუნისტური პარტია მარქსიზმ-ლენინიზმის დამცველად გამოდიოდა.

389

Page 390: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ხრუშჩოვი იმას გვაბრალებდა, რომ „ჩვენ 200 მილიონთანურთიერთობა გავწყვიტეთ, რათა 600 მილიონს მივმხრობო-დით“. ჩინეთის დაცვისას არ ვხელმძღვანელობდით არანაირიფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო ან დემოგრაფიული მო-ტივებით. ასეთი ანტიმარქსისტული და პრაგმატული მოტივე-ბით რომ გვეხელმძღვანელა, მაშინ ჩვენთვის უფრო ხელსაყრე-ლი იქნებოდა ხრუშჩოველებისთვის მიმხრობა, რამეთუ საბჭო-თა კავშირი ჩინეთზე ძლიერი იყო და ხრუშჩოვი მაშინვე კრე-დიტებსა და „დახმარებას“ გამოგვიყოფდა (რასაკვირველია,ამის სანაცვლოდ მოგვთხოვდა, რომ უარი გვეთქვა ჩვენი ხალ-ხის, პარტიისა და სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკი-დებლობაზე).

აქედან გამომდინარე, ბუქარესტსა და მოსკოვში ჩინეთისდასაცავად გამოვედით არა იმიტომ, რომ იგი დიდი ქვეყანაა,რომლისგანაც დახმარების მიღებას შევძლებდით; არა, ჩვენ გა-მოვედით ლენინური ნორმებისა და მარქსიზმ-ლენინიზმის და-საცავად. ჩინეთის კომუნისტური პარტიის დასაცავად გამოს-ვლისას ვიცავდით არა იმდენად პარტიას, რამდენადაც პრინცი-პებს, მარქსისტულ-ლენინურ სიმართლეს. ბუქარესტსა და მოს-კოვში ნებისმიერი პარტიის დასაცავად გამოვიდოდით, როგო-რი დიდი ან პატარაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი რიცხობრი-ვად, რისთვისაც საკმარისი იქნებოდა ის, რომ ისინი მარქსიზმ-ლენინიზმის მომხრენი ყოფილიყვნენ. მაშინ ამის შესახებ ყვე-ლას გასაგონად განვაცხადეთ, და დრომ ეს მთლიანად დაამ-ტკიცა.

ბრძოლა მარქსიზმ-ლენინიზმის დასაცავად რევიზიონიზმისწინააღმდეგ ის ერთადერთი ფაქტორი იყო, რომლის გამოც ჩი-

390

Page 391: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ნეთის კომუნისტურ პარტიასთან ერთად ერთ სანგარში აღმოვ-ჩნდით.

ეს იყო ის მოტივები, რომლებმაც ყველასათვის ცნობილიპოზიციის დაკავება გვაიძულეს ჯერ ბუქარესტში, შემდეგ კიმოსკოვში. ბრძოლებში გამობრძმედილ ჩვენს პარტიას გააჩნდასაღად აზროვნების უნარი და მკიცედ იდგა მარქსისტულ-ლენი-ნურ გზაზე, იქ „სდექ!“ უთხრა ხრუშჩოვის შემოტევას, გმირუ-ლად გაუძლო ამ შემოტევას და წარბი არ შეუხრია არანაირიზეწოლისა და არანაირი შანტაჟის წინაშე.

ხრუშჩოვი ვერ გვაპატიებდა იმ დარტყმას, რომელიც რევი-ზიონიზმს მივაყენეთ, თუმცა ვერც ჩვენ ვაპატიებდით მას იმას,რაც მარქსიზმ-ლენინიზმის, რევოლუციის, საბჭოთა კავშირის,ალბანეთისა და საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძ-რაობის საზიანოდ გააკეთა.

დაიწყო ღია ბრძოლა. ტირანაში მდებარე საბჭოთა საელ-ჩომ გამოიყენა იქ მომუშავე საზელმწიფო უშიშროების კომი-ტეტის აგენტები და გააძლიერა ზეწოლა, ჩვენს საქმეებში ჩა-რევა და საბოტაჟი, რისთვისაც ყველაზე უფრო მდაბალ ფორ-მებსა და მეთოდებს მიმართა. ალბანეთში მომუშავე საბჭოთასამხედრო და სამოქალაქო პირები პროვოცირებას უკეთებ-დნენ ჩვენს ხალხს, გამოდიოდნენ ჩვენი ხელმძღვანელობის წი-ნააღმდეგ, თითქოს მცდარ პოზიციებზე დავდექით და „საბჭო-თა კავშირის წინააღმდეგ გამოხდომებს ვაწყობდით“, თითქოს„არ ვასრულებდით საკუთარ სიტყვას“ და სხვა მსგავს საძაგ-ლობებს ლაპარაკობდნენ. ტირანაში მდებარე საბჭოთა საელ-ჩოს თანამშრომლები, ელჩ ივანოვის მეთაურობით, ცდილობ-დნენ აგენტების გადაბირებას, ჩვენს სამხედროებს პროვოკაცი-

391

Page 392: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ულ კითხვებს უსვამდნენ: „ვის მხარეზეა არმია?“ და ცდილობ-დნენ ჩვენი ხალხის დამუშავებას, რათა ისინი ჩვენი პარტიისხაზის წინააღმდეგ წასულიყვნენ.

ასეთ საქმიანობას ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, ჩვენიპარტიისა და ჩვენი ხალხის განწყობა ხელმძღვანელობის საწი-ნააღმდეგოდ, ინიღბებოდნენ რა იმით, რომ საბჭოთა კავშირმა,აქაოდა, „ძალზე ბევრი“ გააკეთა ალბანეთისთვისო, მეორემხრივ კი — ოდნავ მაინც ესარგებლად შემთხვევით და შუღლიდაეთესათ, რისთვისაც გამოიყენებდნენ იმ გულწრფელ სიყვა-რულს, რომელიც ჩვენს პარტიას და ჩვენს ხალხს საბჭოთა კავ-შირის მიმართ გააჩნდა.

ამ ძნელ პერიოდში კიდევ ერთხელ გამოვლინდა ჩვენი პარ-ტიის რიგების ფოლადისებრი ერთიანობა, პარტიის რიგითიწევრებისა და კადრების ერთგულება ცენტრალური კომიტეტი-სა და ჩვენი პოლიტბიუროს მიმართ. საბჭოთა რევიზიონისტე-ბის პროვოკაციები ალბანელი კომუნისტების სახით ბარიერსდა მიუდგომელ ფრიალო კლდეს გადააწყდნენ. ერთადერთიმოღალატეები, რომლებმაც საკუთარი თავი ჩვენი რიგების მო-ნოლითურ ერთიანობას დაუპირისპირეს, იყვნენ ლირი ბელი-შოვა და კოჩო ტაშკო, რომლებიც აჰყვნენ საბჭოელების ზეწო-ლას, დაუჩოქეს მათ და ქარიშხლისა და სასტიკი გამოცდის იმპერიოდში თავიანთი კაპიტულანტური, პროვოკატორული დაანტიმარქსისტული სახე გამოამჟღავნეს. მომდევნო მოვლენებ-მა დაადასტურა, რომ ეს ორივე მოღალატე ხრუშჩოვის სამსა-ხურში იდგა, მის აგენტებად იქცნენ და ჩვენი პარტიისთვის დამისი ხელმძღვანელობისთვის დარტყმის მიყენებას შიგნიდან

392

Page 393: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ცდილობდნენ. პარტიამ და ხალხმა ზიზღითა და სიძულვილითამხილა და გაასამართლა ისინი.

პროვოკაციები, რომლებსაც ტირანაში მდებარე საბჭოთასაელჩო გაუთავებლად აწყობდა, ახლა უკვე უცხოეთიდანაცგანხორციელებულ ზეწოლასთან ერთად ხდებოდა, რომელსაცსაბჭოთა რევიზიონისტული ხელმძღვანელობა და მისი მოკავ-შირეები ჩვენს პარტიაზე და ჩვენს ხალხზე ახორციელებდნენ.ეს ზეწოლა მრავალმხრივი იყო: ეკონომიკური, პოლიტიკურიდა სამხედრო.

ალბანეთის შრომის პარტიისა და ალბანელი ხალხის წინა-აღმდეგობის გასატეხად ხრუშჩოველები არანაირ გზას არ თა-კილობდნენ და იქამდეც კი დაეცნენ, რომ ჩვენ ქვეყანას შიმში-ლის ბლოკადით დაემუქრნენ. სოციალიზმისა და, განსაკუთრე-ბით, ალბანელი ხალხის ამ მტრებმა ხორბლის მოწოდება სწო-რედ იმ დროს შეგვიწყვიტეს, როცა პურის მარაგები მხოლოდ15 დღის სამყოფი გვქონდა დარჩენილი. ამ პირობებში იძულე-ბული გავხდით, ჩვენი ვალუტა გამოგვეყენებინა და ხორბალისაფრანგეთში გვეყიდა. ამ მიზნით ტირანაში ჩამოსული ფრანგივაჭარი პულსს გვისინჯავდა და ცდილობდა გაეგო, რატომ ყი-დულობდა ალბანეთი ხორბალს დასავლეთის ქვეყნებში, მაშინროცა ასეთი „დიადი მეგობარი“ — საბჭოთა კავშირი — ჰყავ-და. ჩვენ, რასაკვირველია, ბურჟუაზიული ვაჭრისთვის არაფე-რი გვითქვამს, პირიქით, განვუცხადეთ, რომ საბჭოთა კავშირიგვაწოდებდა მარცვლეულს — სიმინდს, თუმცა მას პირუტყვისგამოსაკვებად ვიყენებდით“.

„პურზე ნუ იფიქრებთ, — გვეუბნებოდა ოდესღაც ხრუშჩო-ვი, — დარგეთ ციტრუსები, რამეთუ იმდენ პურს, რამდენიც

393

Page 394: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ალბანელებს სჭირდებათ, ჩვენთან მარცვლეულის საცავებშივირთხები ჭამენო“. და როცა ალბანელს ხალხს შიმშილი დაე-მუქრა, ხრუშჩოვმა ვირთხების გამოკვება არჩია, და არა ალბა-ნელების. მისი აზრით, ჩვენ ვიდექით ალტერნატივის წინაშე: ანდაგვეჩოქა, ან სული შიმშილით ამოგვხდომოდა. ასეთი იყო ამმოღალატის ცინიკური ლოგიკა.

თუმცა ის დიდი ბზარი, რომელიც საბჭოთა ხელმძღვანელო-ბასთან ურთიერთობებში გაგვიჩნდა, დიდხანს ვეღარ დაიმალე-ბოდა, მით უმეტეს, რომ თავად ხრუშჩოველები მას დღითიდღეააშკარავებდნენ.

იმ დღეებში იუგოსლავიაში საბჭოთა და ბულგარელი ელჩე-ბი ტაშს უკრავდნენ ჯალათ რანკოვიჩს, რომელმაც ალბანეთსსრემსკა მიტროვიცეში გამართულ მიტინგზე „მავთულხლარ-თით შემოვლებული ჯოჯოხეთი“ უწოდა; ბულგარელებმა და-ბეჭდეს ბალკანეთის რუკა, რომელზეც ჩვენი ქვეყანა „შეცდო-მით“ იუგოსლავიის შემადგენლობაში იყო მოქცეული; ვარშავა-ში გომულკას ხალხი ძალით იჭრებოდნენ ალბანეთის საელჩო-ში და ალბანეთის ელჩს თავს ესხმოდნენ; ხრუშჩოვი აქეზებდადა მხარს უჭერდა ბერძენი მონარქისტ-ფაშისტების, მაგალი-თად, ვენიზელოსის სიხარბეს, რომლებმაც ერთხელ უკვე გაჭ-რილი კარტით ხელახლა დაიწყეს ეგრეთ წოდებული ჩრდილო-ეთ ეპირის ანექსია, და ა.შ. და მისთ. იმ დღეებში ჩვენი ქვეყანადა ჩვენი პარტია მოწმე იყო ამ და ათობით სხვა ანალოგიურიფაქტორისა, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ ყველა მხრიდანხორციელდებოდა. ზოგან აშკარად, ზოგან კი ფარულად, მაგ-რამ ყველა ამ ანტიალბანურ საქმიანობაში ხრუშჩოვის ხელი

394

Page 395: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

იგრძნობოდა, რომელიც ცდილობდა, რომ, რადაც არ უნდა დას-ჯდომოდა, დავეჩოქებინეთ და დავემორჩილებინეთ.

მიუხედავად ამისა, ჩვენმა პარტიამ და ჩვენმა ხალხმა ოდნა-ვაც კი არ დაიხიეს უკან სწორი, მარქსისტულ-ლენინური ხაზი-დან. შევატყობინეთ კომუნისტებსა და კადრებს, რაც ხდებოდაკომუნისტურ და მუშათა მოძრაობაში, მოვუყევით მათ ხრუშ-ჩოველების ღალატზე და პარტიის წევრთა მასები ხრუშჩოვე-ლების მიერ წამოჭრილი ქარიშხლის წინაშე კიდევ უფრო მტკი-ცედ დადგნენ ცენტრალური კომიტეტის გვერდით. ხრუშჩოვე-ლებმა ამ ფოლადისებრ ბლოკში ბზარი ვერ იპოვნეს, პარტიისდროშა ყოველთვის ამაყად ფრიალებდა და იფრიალებს კიდეცნებისმიერი ქარიშხლის ან შტორმის მოსაგერიებლად.

ცენტრალურმა კომიტეტმა პარტიასა და ხალხს მოუწოდა,რომ დამდგარიყვნენ მტკიცედ, შეენახათ და განემტკიცებინათერთიანობა და პატრიოტიზმი, გამოეჩინათ მოთმინება, გარდაამისა, არ აჰყოლოდნენ პროვოკაციებს, გამოეჩნიათ სიფხიზლედა სიმამაცე. პარტიას ავუხსენით, რომ სწორედ ეს იყო გამარ-ჯვების საფუძველი, რომელსაც ჩვენი სწორი მარქსისტულ-ლე-ნინური ხაზით მოვიპოვებდით. პარტიას ვუთხარით, რომ, მიუ-ხედავად მტრის ძლიერებისა და სიმრავლისა, გამარჯვება ჩვენდაგვრჩებოდა.

მოსკოვიდან ან სხვა ვასალური ქვეყნების დედაქალაქები-დან, აგრეთვე, ტირანაში არსებული საბჭოთა საელჩოდან დამისი თანამშრომლების მეშვეობით ჩვენთვის პროვოკაციებისმოწყობისას ხრუშჩოველებს კიდევ ერთი მიზანი ჰქონდათ: შეე-თითხნათ და შეეგროვებინათ ცრუ ინფორმაცია, რათა ისინიჩვენთვის, ალბანელებისთვის, ბრალდებების წამოსაყენებლად

395

Page 396: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

გამოეყენებინათ, თითქოს სწორედ ჩვენ ვარღვევდით შეთან-ხმებებს, და ამით დაეპირისპირებინათ ისინი ჩვენი თეორიუ-ლად და პოლიტიკურად დასაბუთებული არგუმენტებისთვის.სწორედ ასეთ პირისპირ შეხვედრას, განსაკუთრებით — მსოფ-ლიოს კომუნისტური და მუშათა პარტიების თათბირზე — გა-ურბოდა მოსკოვი. იგი მძიმე დანაკარგი იქნებოდა თანამედრო-ვე რევიზიონიზმისა და რევიზიონისტებისთვის, რომელთა სა-თავეშიც ხრუშჩოვი და ხრუშჩოველები იდგნენ. სწორედ ამი-ტომ არ უნდოდათ მათ, რომ საქმე აქამდე მისულიყო. მათ აუ-ცილებლად სჭირდებოდათ ჩვენი დამორჩილება, უკიდურესშემთხვევაში კი, ჩვენთან „შერიგება“.

ამ მიზნით, მაშინ როცა ტირანაში საბჭოთა საელჩო პროვო-კაციებით მოქმედებდა, მოსკოვი ერთმანეთის მიყოლების უგ-ზავნიდა წერილებს კოზლოვის მეშვეობით „ცენტრალურ კომი-ტეტსა და ამხანაგ ენვერ ხოჯას“. ამ წერილებში მთხოვდნენ,რომ მოსკოვში მოლაპარაკებაზე ჩავსულიყავი, რათა შევთან-ხმებულიყავით „როგორც მეგობრები და ამხანაგები“, „აღმოგ-ვეფხვრა ბუქარესტში წარმოქმნილი ეს პატარა გაუგებრობადა უთანხმოება“, და „ორივე მხარეს არ დაგვეშვა, რომ პატარანაპერწკლიდან დიდი ალი ანთებულიყო“, და ა.შ.

მათი მიზანი გასაგები იყო: ძალით გაეჩუმებინათ ჩვენი პარ-ტია, რათა მათ შევრიგებოდით და ღალატის თანამზრახველებიგავმხდარიყავით. უნდოდათ, რომ მოსკოვში შევეტყუებინეთდა იქ, ცენტრალური კომიტეტის „სახელოსნოებში“ „გადავერ-წმუნებინეთ“. თუმცა ვიცოდით, თუ ვისთან გვქონდა საქმე დამოკლუდ ვუპასუხეთ: „ამხანაგ ენვერ ხოჯას მოსკოვში ჩამოს-ვლა მხოლოდ კომუნისტური და მუშათა პარტიების თათბირზე

396

Page 397: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

შეუძლია. ბუქარესტში ყველაფერი გითხარით, რის თქმასაც ვა-პირებდით; ჩვენს შეხედულებებსა და პოზიციებს პარტიათა მო-მავალ თათბირზე გაგიზიარებთო“.

ხრუშჩოველები კიდევ უფრო მეტად დარწმუნდნენ იმაში,რომ ალბანეთის შრომის პარტიაზე არ მოქმედებდა არც პირ-ფერობა, არც კრედიტები, არც იაფფასიანი ღიმილი, არც შან-ტაჟი და არც მუქარები.

მას სხვა თანამზრახველებიც მიემხრნენ, რათა ალბანეთისშრომის პარტია დაერწმუნებინათ, რომ მას ხელი აეღო რევიზი-ონისტული ღალატის წინააღმდეგ ბრძოლაზე. სოციალისტურიბანაკის რამდენიმე პარტიამ მათ მიერ ჩინეთის კომუნისტურიპარტიისადმი გაგზავნილი წერილების ასლები გამოგვიგზავ-ნეს. ხრუშჩოველები ამ წერილებით გვემუქრებოდნენ. „ჩვენყველას ერთიანობა გვაკავშირებს, ასე რომ კარგად დაფიქ-რდით, სანამ ჩვენგან გვერდზე გადგებითო“.

ხრუშჩოვის დაკრულზე გამოგზავნილ ამ წერილებზეც სა-კადრისი პასუხი გავეცით: „ბუქარესტში შეცდომა ჩვენ კი არა,თქვენ დაუშვით, ჩვენი პოზიცია სწორი, მარქსისტულ-ლენინუ-რი იყო. ჩვენ არ მოგემხრეთ და ჩვენს აზრს მოსკოვში ვიტ-ყვით“.

ეს წერილები ერთი და იმავე დროს მივიღეთ, რაც უეჭვე-ლად საბჭოელების მიერ იყო ნაკარნახევი და ჩაფიქრებული.საინტერესოა, რომ ბუქარესტის თათბირზე ვითომდა „ყველაკომუნისტური და მუშათა პარტიის ერთიანობის“ დამოწმები-სას ისინი არ ეკონკრეტებდნენ, თუ რა საკითხში არსებობდა ეს„ერთიანობა“. საბჭოელების წერილში კი ასეთი გამოთქმა სა-ერთოდ არ არსებობდა (!). როგორც ჩანს, საბჭოელებს არ უნ-

397

Page 398: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დოდათ, რომ თავად გამოსულიყვნენ ასეთი მანევრით და საქ-მის გაკეთებას სხვისი ხელებით ცდილობდნენ. თუმცა ალბანე-თის შრომის პარტიის შეცდომაში შეყვანა შეუძლებელი იყო ეგ-ზომ მდაბალი და ტრივიალური ილეთებით. ჩვენს ერთ წერილ-ში მწვავედ გავაკრიტიკეთ სიმართლის ასეთი სახით დამახინ-ჯება და ჩვენი პასუხი ყველას შევატყობინეთ, რათა ყველაპარტიას, რომლებმაც ალბანეთის შრომის პარტიის „მოთვინიე-რება“ ნაჩქარევად სცადეს, გაეგოთ და გაეცნობიერებინათ,რომ ალბანეთის შრომის პარტია არ მიეკუთვნებოდა იმ პარტი-ათა რიცხვს, რომელიც მოღალატეებთან პირს შეკრავდა.

ასეთი პოზიცია ალბანეთის შრომის პარტიამ არც ვინმესჯინაზე დაიკავა და არც რაიმე ახირების გამო. არა. ზემოხსენე-ბული წერილი, ისევე როგორც იმ პერიოდის სხვა ჩვენი დოკუ-მენტები, თავისი მაღალი პრინციპულობით, თავისი ჯანსაღიმარქსისტულ-ლენინური სულისკვეთებით, მეცნიერული მსჯე-ლობისა და არგუმენტაციის სიღრმით არა მარტო დარტყმასაყენებდა ჩვენი პარტიის გადაგვარების მცდელობებს, არამედიმ წვლილსა და ძლიერებასაც შეადგენდა, რომელსაც მოძმეპარტიებს ვუწევდით, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარ-ტიის ჩათვლით, ვუჩვენებდით რა მას, თუ როგორ იყო საჭიროსაკითხებისადმი მიდგომა, რაში მდგომარეობდა სიმართლე დაროგორი გამბედაობით და პრინციპულობით უნდა დაგვეცვა იგი.

ჩვენ მოსკოვის თათბირისთვის ვემზადებოდით და გავითვა-ლისწინეთ, რომ იქ დაუნდობელი ბრძოლა გაიმართებოდა.ჩვენმა პარტიამ გადაწყვიტა, ღიად შეეტია პარტიათა მომავალთათბირზე მარქსისტულ-ლენინური თეორიის წინააღმდეგ ამ-ხედრებული ხრუშჩოვის რევიზიონისტების ღალატისთვის.

398

Page 399: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ბრძოლა უნდა გაგვემართა მათი მუხანათური პრაქტიკისთვისდა პოლიტიკისთვის, დაგვეცვა საბჭოთა კავშირი, ლენინიზმიდა სტალინი, შეგვეტია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარ-ტიის XX ყრილობისთვის და გამოგვეაშკარავებინა ყველა ანტი-ალბანური სისაძაგლე, რომლებიც ხრუშჩოველებმა და პირა-დად ხრუშჩოვმა ჩაიდინეს.

ბრძოლა ჯერ კიდევ იმ კომისიაში დაიწყო, რომელიც თათ-ბირის განცხადების პროექტს ადგენდა. საბჭოელებმა იქ სუს-ლოვი, პოსპელოვი, კოზლოვი, პონომარიოვი, ანდროპოვი დაკიდევ ვიღაც გაგზავნეს. ეს იყო „სოლიდური“ დელეგაცია, რომ-ლებშიც მრავლად იყვნენ „დიდი“ თავები, რათა ჩვენზე გავლე-ნა მოეხდინათ. თითქმის ყველა დანარჩენი დელეგაცია, ჩვენიდა ჩინეთის გარდა, შედგებოდა დაბალი რანგის თანამშრომლე-ბისგან, მესამე და მეოთხე ხარისხის მუშაკებისგან. აშკარა იყო,რომ ყველაფერი შეთანხმებული და დათქმული იყო, რის გამოცსათქმელი აღარაფერი გვქონდა.

კარგად გვესმოდა, რომ კომისიაში გამართული ბრძოლამხოლოდ წინასიტყვაობა იყო მომავალი დრამისა. გავითვალის-წინეთ, რომ საბჭოელები და მათი კუდები დათმობებზე წავი-დოდნენ, რასაკვირველია, სახეზე ფერის დაკარგვით, და ძალის-ხმევას არ დააკლებდნენ, რათა თათბირიდან გამოსულიყო გან-ცხადება „არც წყალი, არც ღვინო“, რომელშიც არ იარსებებდაწვეტიანი კუთხეები, მასში იქნებოდა საეჭვო ფორმულირებები,რომელიმე უმნიშვნელო დათმობითა და „ფრაქციის და კრუჟ-კოვშჩინის“ დახასიათებით, რომელსაც ისინი ჩვენს პარტიასაკუთვნებდნენ. აი, რატომ ურჩია პოლიტბიურომ ჩვენს დელე-გაციას, რომელიც ამხანაგების ჰიუსნი კაპოსა და რამიზ ალიას-

399

Page 400: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

გან შედგებოდა, ბრძოლა იმისათვის, რომ განცხადება დენთითყოფილიყო გატენილი.

მეტიც, სხვა ვარიანტიც გავითვალისწინეთ, კერძოდ ის, რომხრუშჩოველებს შეეძლოთ სწორი ფორმულირებების გამოყენე-ბა, რომლებიც მხოლოდ იმისთვის იყო საკმარისი, რომ თათბი-რი უპრობლემოდ გამართულიყო, არ დაწყებულიყო ბრძოლა,მხილებები და ფარდაც არაფერს ახდოდა. ამასაც ველოდებო-დით, ვინაიდან ვიცოდით, რომ მათ კამათის ისე ეშინოდათ, რო-გორც ეშმაკს — საკმევლისა. ისინი მზად იყვნენ დათმობების-თვის; თუ გაუჭირდებოდათ, გვეტყოდნენ: „ეს არ მოგწონთ?!უფრო მაგარს გავაკეთებთ. მთავარია, ბრძოლა არ გაიმართოს;შევადგენოთ განცხადება, მოვაწეროთ ხელი, რად გვინდა ბუქა-რესტის გაკიცხვა, რად გვინდა პრინციპული ბრძოლა“ და…ყველაფერი მოგვარდება! შემდეგ, როცა ყველაფერი დამთავ-რდებოდა, მათი საყვირი აყვირდებოდა: „ბუქარესტი სასარგებ-ლო იყო, ჩვენი ხაზი სწორი ხაზია, ალბანელები და ჩინელებიგავკიცხეთ დოგმატიზმისთვის, მაგრამ ისინი უკვე გამოსწორ-დნენო“, განცხადება კი მათთვის გამოუსადეგარი ქაღალდისნაგლეჯი იქნებოდა, როგორც სინამდვილეში მოხდა კიდეც.

ჩვენ ეს არ გვინდოდა. განცხადება არ უნდა გამხდარიყო ნი-ღაბი რევიზიონისტული ნაყარნუყარისთვის, არამედ უნდა ყო-ფილიყო კამათის, ბრძოლისა და მხილების შედეგი. მოსკოვშიმყოფ ჩვენს დელეგაციასთან მიმოწერისას მას ვთავაზობდით:„ჩვენი მიზანი და ამოცანა არა განცხადებების კოლექციონერო-ბა, არამედ შეცდომების გამათრახება და მათი მხილებაა. ჩვენგანცხადებები არაფერში გვჭირდება“.

400

Page 401: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

მოსამზაბებელ კომისიაში დაუნდობელი ბრძოლა მიმდინა-რეობდა. სუსლოვი მთელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა, რათაXX ყრილობის რევიზიონისტული თეზისების განცხადების პრო-ექტი გაეთრია და საბჭოთა ხელმძღვანელობის ხაზის დადები-თად შეფასება მიეღო. ჩვენი ამხანაგები გაბედულად იბრძოდ-ნენ, ამხილეს ეს შეხედულებები და დაჟინებით მოითხოვეს,რომ ფორმულირებები პროექტში ყოფილიყო ზუსტი, არაორაზ-როვანი, მარქსისტულ-ლენინური. „არ შეიძლება დაშვება არა-ვითარი გაურკვევლობის, არავითარი ქვეტექსტების, არავითა-რი ისეთი გამონათქვამების, რომლებიც ხვალ სხვაგვარად შე-იძლება განიმარტოს“ — განაცხადეს ჩვენი პარტიის წარმომად-გენლებმა, ამხანაგებმა ჰიუსნიმ და რამიზმა.

მხილებული იყო ხრუშჩოვის თეზისები, რომლებიც მიმარ-თული იყო იმპერიალიზმის შერბილებისკენ, მათ პირდაპირუთხრეს, რომ „იმპერიალიზმის შელამაზების აშკარა ტენდენ-ცია სახიფათოა“, დავიცავით სტალინის დებულება იმის შესა-ხებ, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმშემთხვევაში, თუ ერები ამ საქმეს თავის ხელში აიღებდნენ.„იმის მტკიცება, რომ იმპერიალიზმის პირობებში შესაძლებე-ლია მსოფლიოს აშენება ისე, რომ ომები აღარ არსებობდეს(ხრუშჩოვის თეზისი), — აღნიშნა ჰიუსნიმ, — მთლიანად ეწინა-აღმდეგება ლენინის მოძღვრებას“.

ხრუშჩოველთა სურვილის მიუხედავად, კომისიაში ჩვენმადელეგაციამ დაჟინებით მოითხოვა, განცხადების პროექტში მი-ეთითებინათ, რომ „რევიზიონიზმი კომუნისტური მოძრაობისმთავარი საფრთხეა“, განსაკუთრებით კი ლაპარაკი იყო იუგოს-ლავიურ რევიზიონიზმზე, როგორც იმპერიალიზმის აგენტურა-

401

Page 402: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ზე. ჩვენმა ამხანაგებმა გადაჭრით მიუთითეს იმ თეზისის სა-შიშროებაზე, რომლის თანახმადაც „რევიზიონიზმი იდეოლოგი-ურად განადგურებულია“ და რომელიც ხრუშჩოვს და მისგუნდს სხვა პარტიებისთვის უნდოდათ თავს მოეხვიათ. „რევი-ზიონიზმი, — აღნიშნა ამხანაგმა ჰიუსნი კაპომ, — არა მარტოარსებობს, არამედ უკვე რქებიც კი ეზრდება“.

ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ლამისაა აღმოჩნდნენთითქმის ერთიანი რევიზიონისტული ფრონტის წინაშე. ხრუშ-ჩოვის მარიონეტები, რომლებსაც სუსლოვი და სხვები ხელ-მძღვანელობდნენ, თავს დაესხნენ მათ გამოხდომებით, რათაიძულებით ეთქმევინებინათ უარი თავიანთი სწორი ხაზის დაც-ვაზე. თუმცა, — თქვა ჰიუსნი კაპომ, — „ჩვენი პარტია არას-დროს არ დათანხმდება ისე ლაპარაკს, როგორიც ვინმეს მოე-სურვება, ან კიდევ ვინმეს ზეწოლის ქვეშ“. მან გააცამტვერახრუშჩოვის ლაქიების ბრალდებები და პროვოკაციები და კი-დევ ერთხელ დაგმო ბუხარინელთა შეთქმულება და მისი მოს-კოვში განხორციელების მცდელობა.

როდესაც სუსლოვმა, ამ ურცხვმა რევიზიონისტმა, ჩვენიპარტიის ტალახში გასვრა სცადა და მისი შეხედულებები კონ-ტრრევოლუციონერ კერენსკის შეხედულებებს შეადარა, ამხა-ნაგმა ჰიუსნი კაპომ პირდაპირ მიახალა:

— მისამართი შეგეშალათ, ამხანაგო სუსლოვ, როცა მე მომ-მართეთ კერენსკისთან დაკავშირებით. უნდა განვაცხადო, რომალბანეთის შრომის პარტია კერენსკის დაარსებული არაა. კე-რენსკი თქვენია. ჩვენ ვიცნობდით და ვიცნობთ ლენინს და ლე-ნინის პარტიას. ჩვენი პარტია, რომელიც ენვერ ხოჯამ დააარსამარქსისზმ-ლენინიზმის მოძღვრების შესაბამისად, ერთგულად

402

Page 403: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

იბრძოდა და მომავალშიც იბრძოლებს მაქსიზმ-ლენინიზმის და-საცავად, — და დასასრულს დასძინა:

— ვინც მოღალატე კონტრრევოლუციონერ იმრე ნადსუჭერდა მხარს, მან არ უნდა უწოდოს უსამართლოდ ალბანე-თის შრომის პარტიას ბურჟუაზიული პარტია, ალბანელ კომუ-ნისტებს კი — კერენსკები.

— აქ რაღაც გაუგებრობაა! — სცადა სუსლოვმა მიღებულიპასუხით გამოწვეული გამანადგურებელი ეფექტის თუნდაც ნა-წილობრივ შერბილება.

— ჩვენთვის ყველაფერი გასაგებია, თქვენთვის კი, შეიძლე-ბა, არა, — უპასუხა იმავე ტონით ამხანაგმა ჰიუსნიმ.

სხდომებზე, როდესაც მტკიცე ადამიანების წინაშე აღმოჩ-ნდებოდნენ ხოლმე, საბჭოელები უკან იხევდნენ, თუმცა მეორედღეს უკვე გავლილ საკითხებს უბრუნდებოდნენ და ბრძოლათავიდან იწყებოდა, ვინაიდან ხრუშჩოვი სუსლოვსა და კომპა-ნიას შეახურებდა ხოლმე.

სიტყვით გამოვიდა ხრუშჩოვის ყურმოჭრილი მონა, სირიე-ლი ბაგდაში, რომელმაც იმაში დაგვადანაშაულა, რომ თითქოსსაბჭოთა კავშირის კრიტიკისას ჩვენი პარტია „ახალ კომუ-ნიზმს“ ემხრობოდა. ჰიუსნი კაპო ბაგდაშის ამ მდაბალ ბრალდე-ბაზე პასუხის გასაცემადაც მზად იყო. მეორე სიტყვაში, რომლი-თაც ჰიუსნი კომისის სხდომაზე გამოსვლას აპირებდა, ლაპარა-კი იყო შემდეგზე:

— პარტიამ იმიტომ გამოგვგზავნა, მისი შეხედულებებიგადმოგვეცა. მას აზრადაც არასდროს მოსვლია და არც არას-დროს მოუვა მარქსიზმ-ლენინიზმის რაიმე ახალი სახელმძღვა-ნელოს შექმნა და არც რომელიმე სხვა კომუნისტური მოძრაო-

403

Page 404: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ბის მომხრეა, როგორც ამხანაგი ბაგდაში ამტკიცებდა. ჩვენიპარტია გაბედულად იბრძოდა და იბრძვის მარქსის, ენგელსის,ლენინისა და სტალინის კომუნიზმისთვის და სწორედ ამის გა-მო დგას ხელისუფლების სათავეში და წარმატებით აშენებსსოციალიზმს. თქვენ, ამხანაგო ბაგდაშ, როგორც ჩანს, მისამარ-თი შეგეშალათ. გთხოვთ, რომ „ახალი კომუნიზმის“ თაობაზეარსებული თქვენი შენიშვნებით მათ მიმართოთ, ვისაც ამისპრეტენზია გააჩნია, ანუ რევიზიონისტებს, და არა ჩვენ.

თუმცა, მიუხედავად ამხანაგ ჰიუსნის დაჟინებული მოთხოვ-ნისა, კომისიის სხდომის პრეზიდიუმმა, რომელსაც ხრუშჩოვე-ლები მართავდნენ, არ მისცა მას მეორე სიტყვის წაკითხვის სა-შუალება, რომლის ტექსტიც ჩვენს პარტიულ არქივში ინახება.

ჩვეულებისამებრ, გამოხდომებისა და ბრალდებების გარდა,ჩვენი ამხანაგების მიმართ საკმარისად იყო ფარისევლური „მე-გობრობის“ გამომხატველი ფაქტებიც. ერთხელ კოზლოვმა ამ-ხანაგი ჰიუსნი სადილზე მიიწვია, თუმცა ამ უკანასკნელმა მად-ლობა გადაუხადა და უარი უთხრა.

ალბანეთის შრომის პარტიის წარმომადგენლების, ჩინეთისკომუნისტური პარტიის წარმომადგენლებისა და კიდევ ერთირომელიღაც პარტიის ბრძოლის წყალობით გაუქმდა უამრავირევიზიონისტული თეზისი და მრავალ საკითხთან დაკავშირე-ბით მარქსისტულ-ლენინური ფორმულირებები შეიმუშავეს.თუმცა კიდევ რჩებოდა გადაუჭრელი საკითხები, რომლებთანდაკავშირებითაც კოზლოვს ჩვენთვის „შიგა განცხადების“ გაკე-თების შემოთავაზება უნდოდა. ხრუშჩოველები შიშობდნენ,რომ ბრძოლა არ წაეგოთ და იმას უფრთხილდებოდნენ, რისი

404

Page 405: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

მოფრთხილებაც შეიძლებოდა. თუმცა ეს მხოლოდ ბრძოლისპროლოგი იყო. ნამდვილი ბრძოლა წინ გველოდა.

კარგად გვესმოდა, რომ იგი ძნელი და დაუნდობელი იქნე-ბოდა და უმცირესობაშიც აღმოვჩნდებოდით. თუმცა ეს არ გვა-შინებდა. საგულდაგულოდ მოვემზადეთ თათბირისთვის, რათაჩვენი პარტიის მსჯელობა და ანალიზი დასრულებული და გა-აზრებული, გაბედული და პრინციპული ყოფილიყო. სიტყვა,რომელიც მოსკოვის თათბირზე უნდა წარმომეთქვა, ცენტრა-ლური კომიტეტის პლენუმის სპეციალურ სხდომაზე განვიხი-ლეთ, რომელმაც ერთხმად დაუჭირა მას მხარი, ვინაიდან შეი-ცავდა ანალიზს, რომელსაც ალბანეთის შრომის პარტია უკე-თებდა ჩვენს მოძღვრებას, ასევე როგორც ხრუშჩოველების ან-ტიმარქსისტულ საქმიანობას. მოსკოვში ჩვენი პარტიის უცვლე-ლი ხაზი უნდა ჩამოგვეყალიბებინა, გვეჩვენებინა მისი იდეო-ლოგიური და პოლიტიკური სიმწიფე, იშვიათი რევოლუციურიგაბედულება, რომელსაც ჩვენი პარტია მთელი თავისი გმირუ-ლი ცხოვრების განმავლობაში ავლენდა.

ჩვენი პარტიის დოკუმენტებში დაწვრილებითაა ასახული81 პარტიის თათბირის მუშაობა, ჩვენი დელეგაციის გამოსვლე-ბი და საუბრები იმ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტებში, რო-მელსაც კომუნისტური სამყარო, განსაკუთრებით კი, ჩვენი ქვე-ყანა და ჩვენი პარტია განიცდიდა, ასე რომ არა საჭირო აქ მას-ზე ლაპარაკი.

81 კომუნისტური და მუშათა პარტიის თათბირზე მოსკოვშიგავემგზავრეთ მე, მეჰმეტი, ჰიუსნი და რამიზი, გარდა ამისა,რამდენიმე სხვა ამხანაგიც გამოგვყვა დელეგაციის დასახმა-რებლად. დარწმუნებული ვიყავით, რომ მივდიოდით ქვეყანაში,

405

Page 406: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

სადაც ხელისუფლება უკვე მტერს ჰქონდა ხელში ჩაგდებულიდა სადაც დიდი სიფრთხილე უნდა გამოგვემჟღავნებინა, ვინაი-დან ისინი ისე მოგვექცეოდნენ, როგორც მტერს შეჰფერის, დამოახდენდნენ ნებისმიერი ჩვენი სიტყვის, ნებისმიერი ჩვენი ნა-ბიჯის რეგისტრირებას. ჩვენ სიფხიზლე არ უნდა მოგვედუნები-ნა და ყველაფერში წინდახედულობა გამოგვეჩინა. დარწმუნე-ბული ვიყავით იმაში, რომ ისინი შეეცდებოდნენ ჩვენი რადიოგ-რამების გაშიფვრას ჩვენი მიზნების გასაგებად და ჩვენი ტაქ-ტიკური ილეთების დაწვრილებით გამოსაცნობად.

გზად, ბუდაპეშტში, უნგრეთის მშრომელთა პარტიის რამდე-ნიმე მთავარი „ამხანაგი“ შეგვხვდა, რომლებიც კორექტულადმოგვექცნენ. არც მათ და არც ჩვენ არავითარი მინიშნება არგაგვიკეთებია მომავალ პრობლემებზე. უკრაინაში მატარებ-ლით გავემგზავრეთ. პერსონალი ცივად გვეპყრობოდა დაუსიტყვოდ გვემსახურებოდა, დერეფნებში კი სავარაუდოდუშიშროების ორგანოს ოფიცრები მიმოდიოდნენ. მათთან ლაპა-რაკის არავითარი სურვილი არ გვქონდა, ვინაიდან ვიცოდით,ვინ იყვნენ ისინი და ვის ინტერესებს იცავდნენ. კიევის სად-გურზე უკრაინის ცენტრალური კომიტეტის ორი-სამი წევრიმოვიდა, რომლებმაც ცივად მიგვიღეს. ჩვენც ასევე ცივად მოვე-ქეცით და მათგან ყავაზე მიპატიჟებაც კი არ მივიღეთ. შემდეგმატარებელში ჩავსხედით და გზა მოსკოვისკენ გავაგრძელეთ,სადაც ჩვენს შესახვედრად მოვიდნენ კოზლოვი, და ცენტრალუ-რი კომიტეტის წევრი ეფრემოვი, გარდა ამისა, საგარეო საქმე-თა სამინისტროს პროტოკოლური განყოფილების გამგის მოად-გილე. მოსკოვის სადგურში მათ საპატიო ყარაულიც გააწყეს,გამოიყვანეს სასულე ორკესტრიც; შესრულდა ჰიმნები; ჯარის-

406

Page 407: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

კაცებმა სამწყობრო სვლით ჩაიარეს, როგორც ეს ყველა დელე-გაციის დახვედრისას იყო მიღებული. არც პიონერები ჩანდა დაარც ყვავილები. ჩვენს ჩამოსვლას მხოლოდ კოზლოვის ცივი ხე-ლი ხვდებოდა, თავისი ნაძალადევი ღიმილითა და ბოხი ხმით.თუმცა ყინული ყინულადვე დარჩა.

როგორც კი ჰიმნები და ჯარისკაცების სვლა დასრულდა,სკანდირება, აპლოდისმენტები და მგზნებარე შეძახილები გაის-მა: „გაუმარჯოს შრომის პარტიას!“. ეს იყო რამდენიმე ასეულიალბანელი სტუდენტი, რომლებიც მოსკოვში სწავლობდნენ.მათ არ უშვებდნენ სადგურში, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს შე-მოუშვეს რაიმე სკანდალის თავიდან ასაცილებლად. ყურადღე-ბას არ ვაქცევდით იმას, რომ კოზლოვი და ეფრემოვი გვერდი-დან არ გვშორდებოდნენ, და ჩვენს სტუდენტებს ვესალმებო-დით, რომლებიც სიხარულისაგან მთელი ძალით გაჰყვიროდნენდა მათთან ერთად ჩვენი პარტიის სკანდირება დავიწყეთ. ესკარგი გაკვეთილი იყო საბჭოელებისთვის, მათ დაინახეს, თუროგორი ერთიანობა ჰქონდა ჩვენთან პარტიასა და ხალხს თა-ვის ხელმძღვანელობასთან. სტუდენტები გვერდიდან არ მოგ-ვშორებიან, სანამ ზილ-ებში27 არ ჩავსხედით. ავტომობილშიკოზლოვმა ლაპარაკის თემა ვეღარ გამონახა და მკითხა:

— თქვენს სტუდენტებს ვერაფერი შეაკავებს.— არა, — ვუპასუხე მას, — ისინი დიდი პატრიოტები არიან

და მთელი გულით უყვართ თავისი პარტია და თავისი ხელ-მძღვანელობა.

27. ზილ — ЗИЛ, მაღალი კლასის საბჭოთა ავტომობილები, რომლები-თაც უმაღლესი რანგის მთავრობის წევრები სარგებლობდნენ. [მთარგმნე-ლის შენიშვნა].

407

Page 408: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

კოზლოვმა და ეფრემოვმა ჩვენთვის გამოყოფილ რეზიდენ-ციამდე მიგვაცილეს, რომელიც მოსკოვიდან 20-25 კილომეტ-რში, ზარეჩიეში მდებარეობდა. ეს იყო აგარაკი, სადაც ხშირადვჩერდებოდით ამხანაგებთან და ნეჟმიესთან ერთად, როდესაციქ დასასვენებლად ჩავდიოდი ხოლმე. „ეს აგარაკი, — მითხრესერთხელ, — განკუთვნლია ჭოუ ენლაისთვის და თქვენთვის,სხვებს აქ არ ვასახლებთ ხოლმე“. და აგარაკზე ჩინელებთანგაგვაერთიანეს. აგარაკი, როგორც მოგვიანებით ჩვენს მიერწამოღებული დეტექტორის მეშვეობით დავადგინეთ, მოსასმე-ნი აპარატურით იყო გამოტენილი.

კოზლოვს კარგად ვიცნობდი, ვინაიდან ხშირად მიწევდამასთან საუბარი. იგი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა,რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ სულ უაზროდ. იმისდამიუხედავად, თუ რას ვფიქრობდით ახლა საბჭოელებზე, ამკოზლოვმა გაცნობისთანავე ჭკუამოკლე ადამიანის შთაბეჭდი-ლება დატოვა, რომელიც თავს ყველაფრის მცოდნედ ასაღებდა,შესაბამის პოზებს იღებდა, თუმცა თავში ოფოფები უტრიალებ-და. იგი არ სვამდა სხვებივით და, უნდა ითქვას, რომ ხრუშჩო-ვის შემდეგ ხელმძღვანელობაში მეორე კაცად ითვლებოდა.

ზემოთ ვწერდი კოზლოვთან და პოსპელოვთან 1957 წელსგამართულ კამათზე ლენინგრადში, ოპერისა და ბალეტის აკა-დემიურ ბალეტში, იმ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიცლენინის სახელობის მანქანათმშენებლობის ქარხანაში გამოს-ვლისას წარმოვთქვი.

მახსოვს, იმ საღამოს, როცა თეატრიდან ვბრუნდებოდით,ზილ-ში სამნი ვისხედით. მე შუაში ჩამსვეს. კოზლოვმა პოსპე-

408

Page 409: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ლოვს მიმართა, თან კნინობით სახელებს იყენებდა, როგორც ესრუსებს ჩვევიათ ხოლმე:

— დიადი ადამიანი ხარ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თეორე-ტიკოსი.

— Ну нет, ну нет!28 — მიუგო მას „მოკრძალებულად“ პოსპე-ლოვმა.

ვერ გამეგო, რა აზრი ჰქონდა ამ პირფერობას, თუმცა მოგ-ვიანებით შევიტყვეთ, რომ ეს პოსპელოვი სტალინის წინააღ-მდეგ გაკეთებული „საიდუმლო“ მოხსენების ერთ-ერთი შემდგე-ნელი ყოფილა. კოზლოვი აგრძელებდა:

— ეს მართლა ასეა, თუმცა შენ თავმდაბალი, ძალიან თავ-მდაბალი ადამიანი ხარ.

მთელი გზა სხვა არაფერზე ულაპარაკიათ; ისინი ერთმა-ნეთს ეპირფერებოდნენ, სანამ რეზიდენციაში არ მივედით. ესყელში ამომივიდა, რამეთუ ჩვენთან ასეთი რამეები მიღებულიარაა.

ეფრემოვს კი ცუდად ვიცნობდი.როდესაც მოსკოვში მეჰმეტთან ერთად ვიყავი, XXI ყრილო-

ბის დროს, ერთ კვირა დღეს, პოლიანსკიმ, — მაშინ სკკპ ცკ-ისწევრმა, ამჟამად კი ტოკიოში ელჩმა, — მოსკოვის გარეუბანშიმდებარე თავის აგარაკზე სადილად მიგვიწვია. ჩვენ გავემგზავ-რეთ. მოსული თოვლის გამო ირგვლივ ყველაფერი თეთრადელვარებდა. აგარაკიც თოვლივით თეთრი და ლამაზი იყო. პო-ლიანსკიმ მითხრა:

— ეს ის აგარაკია, სადაც ლენინი ისვენებდა.

28. არამც და არამც! — ტექსტში რუსულადაა.

409

Page 410: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ამით იმის თქმა უნდოდა, რომ „მნიშვნელოვანი პერსონა“იყო. იქ შევესწარით ეფრემოვს და კიდევ ერთ მდივანს ყირიმი-დან, თუ არ ვცდები. ჩვენ ერთმანეთი გაგვაცნეს. დილის 10 სა-ათი იყო. სუფრა ისე იყო გაწყობილი, როგორც რუს მეფეებზეარსებულ ზღაპრებშია ხოლმე.

— მოდით, ვისაუზმოთ, — გვითხრა პონომარიოვმა.— უკვე ნასაუზმები ვართ, — ვუპასუხეთ ჩვენ.— არა, — შეგვეპასუხა იგი, — დავჯდეთ და კიდევ ერ-

თხელ ვისაუზმოთ. (მას, რასაკვირველია, უნდოდა ეთქვა „დავ-ლიოთო“.)

ჩვენ არ ვსვამდით და მათ ვუყურებდით, როდესაც სვამდნენდა ლაპრაკობდნენ. მართლა მაგრად შეექცეოდნენ საჭმელს:კოლოსალურად!! თვალები შუბლზე აგვდიოდა, როცა არყისადა სხვადასხვა ღვინის ჭიქებს ცლიდნენ. პოლიანსკი ინტრიგა-ნის გამომეტყველებით და უსირცხვილოდ ტრაბახობდა, მაშინროცა ეფრემოვი, ის მდივანი და მოგვიანებით მოსული კიდევერთი პიროვნება სვამდნენ და პოლიანსკის, ჩვენთან მორიდე-ბის გარეშე, ქება-დიდებას ასხამდნენ: „შენი ტოლი არავინაა,დიადი ადამიანი და პარტიის ბურჯი ხარ, ყირიმის ხანი ხარ“ დაა.შ. და მისთ. ასე გაგრძელდა „საუზმე“ დღის პირველ საათამ-დე. მეჰმეტი და მე მოწყენილობისგან ვკვდებოდით. აღარც კივიცოდით, რა გვეკეთებინა. ბილიარდი გამახსენდა და ამ ლო-თების დარბაზის დატოვების მიზნით პოლიანსკის ვკითხე:

— ბილიარდი თუ არის აქ?— აბა რა, — მიპასუხა მან. — იქეთ გასვლა გინდათ?— დიდი სიამოვნებით! — ვუპასუხეთ მას და მაშინვე წა-

მოვდექით.

410

Page 411: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

საბილიარდო ოთახში ავედით და იქ თითქმის ორ საათსდავყავით. საბილიარდოში ამოგვყვნენ водка, перцовка და за-куски29.

შემდეგ წასვლის ნება ვითხოვეთ.— საით? — მკითხა პოლიანსკიმ.— მოსკოვში, — მივუგეთ ჩვენ.— აბა ეს როგორ შეიძლება, — არ დაგვეთანხმა იგი. — ახ-

ლა ხომ უნდა ვისადილოთ.გაკვირვებისგან თვალები გაგვიფართოვდა. მეჰმეტმა შე-

ნიშნა:— აბა აქამდე რას ვაკეთებდით, განა ორი დღის სამყოფი

არ ვჭამეთ და არ დავლიეთ?— ო, არა, — არ დაეთანხმა ეფრემოვი, — ის, რაც ვჭამეთ,

მსუბუქი საუზმე იყო, ახლა კი ნამდვილი სადილი იწყება.ხელი მოგვკიდეს და სასადილო ოთახში წაგვიყვანეს. და რა

იხილა ჩვენმა თვალებმა! სუფრა კვლავ გადაჭედილი იყო. მთე-ლი ეს სასმელ-საჭმელი პროლეტარების საბჭოთა სახელმწი-ფოს ხარჯით კეთდებოდა მისი ხელმძღვანელებისთვის, რათამათ „დაესვენათ“ და ეკაიფათ! ჩვენ მათ ვუთხარით: „არ შეგ-ვიძლია ჭამა“. ჩვენ უარს ვამბობდით, ისინი კი გვთხოვდნენ დაგაუთავებლად ჭამდნენ და სვამდნენ. მეჰმეტმა ერთი კარგირამ მოიფიქრა; მან იკითხა:

— კინოდარბაზი თუ გაქვთ? შეიძლება ფილმის ნახვა?— გვაქვს, აბა რა, — უპასუხა პოლიანსკიმ, ღილაკს თითი დაა-

ჭირა და კინოოპერატორს ფილმის სანახავად მომზადება უბრძანა.

29. ტექსტში რუსულადაა — არაყი, წიწაკის ნაყენი და საუზმეული.[მთარგმნელის შენიშვნა].

411

Page 412: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ნახევარ საათში ყველაფერი მზად იყო. კინოდარბაზში გავე-დით და სკამებზე ჩამოვსხედით. მახსოვს, რომ ეს იყო ფერადიმექსიკური ფილმი. როგორც იქნა столовая30-ს თავი დავაღწი-ეთ. ათი წუთიც არ იყო გასული, როცა დავინახეთ, რომ სიბნე-ლეში ერთიმეორეს მიყოლებით პოლიანსკი და სხვები კინო-დარბაზიდან არაყის დასალევად გაიპარნენ. როდესაც ფილმიდამთავრდა, ისინი გაწყობილ სუფრასთან ვიპოვნეთ: ჭამდნენდა სვამდნენ.

— დასხედით, — გვითხრეს მათ, — ახლა რამე უნდა შევჭა-მოთ, ფილმს რამე უნდა დავაყოლოთ.

— არა, — შევეპასუხეთ მას, — მეტი აღარც სმა შეგვიძლიადა აღარც ჭამა; ძალიან გთხოვთ, ნება მოგვეცით მოსკოვშიდავბრუნდეთ.

და მაშინვე ფეხზე წამოვდექით.— რუსული ზამთრის ლამაზი ღამით უნდა დატკბეთ, — შე-

მოგვთავაზეს მათ.— ზამთარში აუცილებლად დავტკბებით, — ვუთხარი მეჰ-

მეტს ალბანურად, — მთავარია, ახლა ამ სუფრასა და ამ ლო-თებს დავაღწიოთ თავი.

პალტოების ჩავიცვით და თოვლში გავედით. რამდენიმე ნა-ბიჯი გავაკეთეთ და ჩვენს წინ ზიმ31-ი გაჩერდა: შიგნით პოლი-ანსკის ორი სხვა მეგობარი იჯდა; ერთ მათგანს, ვინმე პოპოვს,ჯერ კიდევ ლენინგრადში ვიცნობდი; იქ იგი კოზლოვის სანდოკაცი იყო, რომელმაც ის სასწრაფოდ რუსეთის საბჭოთა ფედე-რაციული სოციალისტური რესპუბლიკის კულტურის მინის-

30. სასადილოს — ტექსტში რუსულადაა.31. ზიმ — ЗИМ, საბჭოთა ავტომობილების მარკა.

412

Page 413: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ტრის თანამდებობაზე დანიშნა. ერთმანეთს თოვლზე გადავეხ-ვიეთ.

— დაბრუნდით, გეთაყვათ, — გვთხოვეს მათ, — ერთი საა-თით მაინც… და ა.შ. და მისთ. ჩვენ არ დავეთანხმეთ და წამო-ვედით; თუმცა მე მაინც ვერ გადავრჩი. გავცივდი, ძლიერისურდო ავიკიდე და მაღალი სიცხის გამო ყრილობის რამდენი-მე სხდომა გამოვტოვე. (ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომერთი მომენტი მეჩვენებინა საბჭოთა ხელმძღვანელების ცხოვ-რებიდან, იმათი ცხოვრებიდან, რომლებმაც საბჭოთა წყობილე-ბასა და სტალინის ავტორიტეტს ძირი გამოუთხარეს.)

ახლა კი კვლავ მოსკოვში გატარებულ დღეებს დავუბრუნ-დეთ პარტიების თათბირამდე.

კოზლოვმა აგარაკამდე მიგვაცილა. წინა ჯერზე, როგორცწესი, მათ სახლამდე მივყავდით ხოლმე და მერე გვტოვებდნენ;ამჯერად კი კოზლოვმა მოინდომა, რომ თავი „გულითად მე-გობრად“ მოეჩვენებინა. მან პალტო გაიხადა და პირდაპირстоловая-ში შევიდა, რომელიც გადავსებული იყო ბოთლებით,საუზმეულითა და შავი ხიზილალათი.

— მოდით, დავლიოთ და შევჭამოთ რამე! — მიგვიპატიჟაკოზლოვმა, — თუმცა საქმე სხვა რამეში იყო. მას ჩვენთან საუ-ბარი უნდოდა, რათა გაეგო ჩვენი განწყობა და ჩვენი წინასწა-რი შეხედულებები.

მან საუბარი ასე დაიწყო:— კომისიამ უკვე დაამთავრა პროექტი და თითქმის ყველა

ჩვენგანი ეთანხმება მას. ჩინელი ამხანაგებიც თანახმანი არიან.არებობს კიდევ 4-5 საკითხი, რომლებზედაც საერთო აზრს ვერ

413

Page 414: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მივაღწიეთ, თუმცა მათ შესახებ შიგა განცხადების გაკეთებაშეგვიძლია.

შემდეგ ჰიუსნის მიმართა და მისგან თანხმობის მიღებისმიზნით უთხრა:

— ხომ ასეა?ჰიუსნიმ უპასუხა:— არა, ასე არაა. მუშაობა დამთავრებული არაა. ჩვენ შე-

ნიშნები გაგვაჩნია, რომლებიც ჩვენმა პარტიამ კომისიისადმიგადაცემულ წერილობით განაცხადში ჩამოაყალიბა.

კოზლოვი გაფითრდა, იმიტომ რომ მისგან თანხმობა ვერ მი-იღო. ლაპარაკში ჩავერიე და კოზლოვს ვუთხარი:

— ეს სერიოზული თათბირი იქნება, რომელზეც ყველაპრობლემა სწორად უნდა დაისვას. მრავალი საკითხი პროექ-ტში დამახინჯებულადაა დასმული, თუმცა განსაკუთრებულადდამახინჯებულად ისინი ცხოვრებაში, თეორიასა და პრაქტიკა-ში ტარდება. განცხადებაში ყველაფერი უნდა იყოს ჩამოყალი-ბებული. არ დავუშვებთ არავითარ შიგა ფურცლებსა და კუ-დებს. სიბნელეში — არაფერი, ყველაფერი — სინათლეზე. თათ-ბირიც სწორედ ამისთვის ტარდება.

— არაა საჭირო ვრცლად ლაპარაკი, — თქვა კოზლოვმა.მეჰმეტი წყობიდან გამოვიდა და მას დამცინავი ტონით უთ-

ხრა:— გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც საკმარისად

ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე. იქ კასტრო 4 საათს გამოდიოდა,თქვენ კი ჩვენთვის გამოსვლის ვადის შეზღუდვა გინდათ!

ჰიუსნიმ მას უთხრა:

414

Page 415: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

კომისიაში ორჯერ შეგვაწყვეტინეთ სიტყვა და სათქმელიარ დაგვამთავრებინეთ.

— ასეთი რამეები აღარ უნდა გამეორდეს, — დავამატე მე.— კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მსგავსი მეთოდები ჩვენთვისმიუღებელია.

— ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ, სხვაგვარად ტრაგედიადატრიალდება, — თქვა კოზლოვმა.

— ერთიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა სათქმელის ღი-ად გამოთქმა, მარქსისტულ-ლენინური ნორმების შესაბამისად,— მიუგო მეჰმეტმა.

კოზლოვმა საკადრისი პასუხი მიიღო, ჩემი სადღეგრძელოშესვა, ცოტა საჭმელი მიაყოლა და წავიდა.

თათბირის დაწყებამდე არსებული მთელი პერიოდი აღსავ-სე იყო თავდასხმებითა და კონტრთავდასხმებით ჩვენსა დაათასი ჯურის რევიზიონიტებს შორის. რევიზიონისტებმა ფარ-თომასშტაბიანი ომი გამოგვიცხადეს და ჩვენც მათ თავდასხმასცხელ კვალზევე ვიგერიებდით.

ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ, რომ თათბირზე ღი-ად არ გაგვეკრიტიკებინა ჩადენილი დანაშაულებების გამო.დარწმუნებული იყვნენ რა იმაში, რომ ჩვენს სწორ შეხედულე-ბებსა და გადაწყვეტილებებს არ შევცვლიდით, ცილისწამება-ზეც კი მიდიოდნენ და ამტკიცებდნენ, თითქოს ის, რასაც თათ-ბირზე დავაყენებდით, დაუსაბუთებელი იყო, „შემოჰქონდა გან-ხეთქილება“, თითქოს ჩვენ „ტრაგიკულად ვცდებოდით“, თით-ქოს „დამნაშავეები“ ვიყავით და მიმართულება უნდა შეგვეცვა-ლა, და ა.შ. და მისთ. საბჭოელები ამ მხრივ მომავალ თათბირშიმონაწილე მოძმე კომუნისტური და მუშათა პარტიების ყველა

415

Page 416: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

დელეგაციას ამუშავებდნენ. რაც შეეხება საკუთარ თავზე ლა-პარაკს, ისინი თავს ასაღებდნენ „შეუცდომლებად“, „უდანაშაუ-ლოებად“, „პრინციპულებად“, ისე იქცეოდნენ, თითქოს მარქსის-ტულ-ლენინური ხაზის ბედი ეკავათ ხელში.

ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციებმა და ზეწოლამ ღია ხასია-თი მიიღო. კრემლში 7 ნოემბრის საპატივსაცემოთ გამართულმიღებაზე ჩემთან მკვდრისფერდადებული კოსიგინი მოვიდა დამეგობრობის შესახებ sermon32 წამიკითხა.

— საბჭოთა კავშირთან მეგობრობას, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმზე იქნება დაფუძნებული, თვალის ჩინივით გავუფ-რთხილდებით და დავიცავთ, — შევნიშნე მე.

— თქვენს პარტიაში მტრები გყავთ, რომლებიც ამ მეგობ-რობის წინააღმდეგ იბრძვიან, — თქვა კოსიგინმა.

— ერთი მაგას ჰკოთხე, — მივუბრუნდი მეჰმეტს, რომელ-მაც კარგად იცოდა რუსული ენა, — ვინაა ჩვენს პარტიაში მტე-რი? ადგეს და გვითხრას.

კოსიგინი ხათაბალაში გაება და სლუკუნით გვითხრა:— თქვენ არასწორად გამიგეთ.— კარგით რა! — უთხრა მას მეჰმეტმა; — ძალიან კარგა-

დაც გაგიგეთ, თუმცა თქვენ ღიად ლაპარაკს ვერ ბედავთ. თათ-ბირზე კი ღიად გეტყვით, თუ რას ვფიქრობთ თქვენზე.

მივატოვეთ ეს რევიზიონისტული მუმია და წავედით.(მთელი საღამოს განმავლობაში საბჭოელები მარტო არ

გვტოვებდნენ და არც გვასვენებდნენ: ისინი ერთმანეთისგან

32. ფრანგ. — ქადაგება.

416

Page 417: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ჩვენს იზოლირებას ახდენდნენ და წინასწარ მომზადებული მი-ზანსცენების ალყაში გვაქცევდნენ.)

მალე მეც და მეჰმეტსაც ალყა შემოგვარტყეს მარშლებმაჩუიკოვმა, ზახაროვმა, კონევმა და სხვებმა. ისინი ზემოდან მი-თითებით სხვა ხმაზე მღეროდნენ: „თქვენ, ალბანელები, მეომა-რი ხალხი ხართ, მაგრად ომობდით და მაგარი გამძლეობა გა-მოავლინეთ, სანამ ჰიტლერის გერმანია არ დაამარცხეთ“, დაზახაროვმა გერმანელი ხალხი მიწასთან გაასწორა. ამ მომენ-ტში ჩვენთან შელეპინი მოვიდა. იგი ზახაროვს შეეპასუხა ამუკანასკნელის მიერ გერმანელების მისამართით ნათქვამის გა-მო. აღშფოთებულმა ზახაროვმა აღარ მიაქცია ყურადღება იმას,რომ შელეპინი პრეზიდიუმის წევრი და სახელმწიფო უშიშროე-ბის კომიტეტის უფროსი იყო, და უთხრა: „მიხედე შენს საქმეს,რატომ ერევი საუბარში, შენ ვერ მასწავლი, ვინ არიან გერმანე-ლები! მე რომ მათ ვეომებოდი, შენ ლაწირაკი იყავი“, და ა.შ.

არყით მთვრალი ქედმაღალი მარშლების ამ საუბრისას ზა-ხაროვმა, — რომელიც ოდესღაც ვოროშილოვის სახ. სამხედროაკადემიის უფროსი იყო, სადაც მეჰმეტი სხვა ამხანაგებთან ერ-თად სტალინისეულ სამხედრო ხელოვნებას სწავლობდა, —მეჰმეტს უთხრა: „როცა ჩვენთან იყავით, თავი ჩვენი სამხედროხელოვნების შესაწავლაში გამოიჩინეთ“. მეჰმეტმა სიტყვა გააწ-ყვეტინა და უპასუხა: „კომპლიმენტისთვის მადლობას მოგახსე-ნებთ, მაგრამ იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ ახლაც, გეორგიევ-სკის დარბაზში, ჩვენ უფროსები და უმცროსები ვართ, მეთაურიდა მსმენელი?“

საუბარში მარშალი ჩუიკოვი ჩაერია, რომელიც ასევე მთვრა-ლი იყო; მათ თქვა: „ჩვენ იმის თქმა გვინდა, რომ ალბანეთის

417

Page 418: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

არმია ყოველთვის ჩვენს მხარეს უნდა იყოს…“. მეჰმეტმა მაშინ-ვე უპასუხა: „ჩვენი არმია არის და დარჩება თავისი ხალხის ერ-თგულად და მარქსიზმ-ლენინიზმის გზაზე ერთგულებით დაი-ცავს სოციალიზმის აშენების საქმეს; იგი არის და დარჩება მხო-ლოდ ალბანეთის შრომის პარტიის ხელმძღვანელობის დაქვეყ-ნებარებაში და იქნება ალბანეთში პროლეტარიატის დიქტატუ-რისა იარაღი. ნუთუ ეს აქამდე არ იცოდით, ამხანაგო მარშალოჩუიკოვ? მით უარესი თქვენთვის!“

მარშლებმა საკადრისი პასუხი მიიღეს. ერთი მათგანი, კონე-ვი ან რომელიღაც სხვა, როცა დაინახა, რომ საუბარი მათი გეგ-მით არ წავიდა, საუბარში ჩაერია და ჩაურთო: „შევწყვიტოთასეთი საუბარი, მოდით შევსვათ ჩვენი ორი ხალხისა და ჩვენიორი არმიის სადღეგრძელო“.

თუმცა ამ აღვირახსნილ ანტიალბანურ და ანტიმარქსის-ტულ საქმიანობასთან ერთად ხრუშჩოველები ღიად დაგვეს-ხნენ თავს მასალაში, რომელიც ჩინელებს გაუგზავნეს და რო-მელშიც მათაც უტევდნენ. ეს მასალა ყველა დელეგაციას გა-დასცეს, ჩვენი დელეგაციის ჩათვლით. ამ მასალაში, როგორცუკვე ცნობილია, ალბანეთს ხრუშჩოველები აღარ თვლიდნენსოციალისტურად. ერთი მხრივ, ხრუშჩოვი ლიუ შაოცისთან გა-მართულ საუბარში ეუბნებოდა მას: „ალბანეთი წავაგეთ, თუმ-ცა ეს არაა დიდი დანაკარგი; თქვენ მოიგეთ იგი, თუმცა დიდიარაფერი მონაგებია. შრომის პარტია იყო და არის სუსტი რგო-ლი საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაშიო“.

ხრუშჩოველების ტაქტიკა ჩვენთვის გასაგები იყო. ისინი,უწინარეს ყოვლისა, გვემუქრებოდნენ სიტყვებით: „ჩვენზეა და-მოკიდებული, იქნებით თუ არა სოციალისტური ქვეყანა, ასე

418

Page 419: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

რომ თქვენთვის გადმოცემულ მასალაში ალბანეთი აღარ ფი-გურირებს სოციალისტურ ქვეყანად“, მეორეც, ისინი ემუქრე-ბოდნენ სხვებს, ეუბრებოდნენ რა, რომ „ალბანეთის შრომისპარტია აღარაა მარქსისტულ-ლენინური პარტია, რის გამოციმას, ვინც მას დაიცავს, დიდი შეცდობას დაუშვებს და ალბანე-თის შრომის პარტიასთან ერთად გაიკიცხებაო“. სხვა სიტყვე-ბით, ეს ნიშნავდა: „თქვენ, კომუნისტურმა და მუშათა პარტიებ-მა, რომლებიც თათბირზე ჩამოხვალთ, ახლავე უნდა შეიგნოთ,რომ ის, რასაც ენვერ ხოჯა თათბირზე იტყვის, მონაჭორია,ესაა ანტისაბჭოელის სიტვები“.

თათბირზე აშკარა გახდა, თუ როგორ იყვნენ წინდაწინ მომ-ზადებული იბარური, გომულკა, დეჟი და სხვები.

თათბირზე გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ხრუშჩოვ-მა შეხვედრა მთხოვა, გასაგებია, რომ ჩვენთვის პოზიციის შეც-ვლაში „დასარწმუნებლად“. ამ შეხვედრაზე წასვლა გადავწყვი-ტეთ, რათა კიდევ ერთხელ განგვემარტა ხრუშჩოველებისთვის,რომ ჩვენს პოზიციებზე უარის თქმას არ ვაპირებდით. თუმცამანამდე ის მასალა წავიკითხეთ, რომელზეც ზემოთ იყო ლაპა-რაკი. შევხვდი ანდროპოვს, რომელიც იმ დღეებში ისე მოუს-ვენრად იყო, როგორც ხრუშჩოვის მეკავშირეს შეჰფერის.

— დღეს წავიკითხე მასალა, რომელშიც ალბანეთი სოცია-ლისტურ ქვეყანად არ ფიგურირებს, — ვუთხარი მას.

— რა კავშირშია ეს წერილი ალბანეთთან? — მკითხა ურ-ცხვად ანდროპოვმა, რომელიც ამ მდარე ხარისხის დოკუმენტისერთ-ერთი ავტორი იყო.

— ეს წერილი შეუძლებელს ხდის ხრუშჩოვთან ჩემს შეხ-ვედრას, — შევნიშნე მე.

419

Page 420: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ანდროპოვი დაიბნა და ჩაილაპარაკა: — ეს მეტად სერიოზული განცხადებაა, ამხანაგო ენვერ.— დიახ, — ვუთხარი მას, — მეტად სერიოზული! ხრუშჩოვს

გადაეცით, რომ, იქნება თუ არა ალბანეთი სოციალისტური, ესმისი გადასწყვეტი არაა. ეს სისხლით გადაწყვიტა ალბანელმახალხმა და მისმა მარქსისტულ-ლენინურმა პარტიამ.

ანდროპოვმა თუთიყუშივით გაიმეორა:— კი, მაგრამ ეს მასალა ხომ ჩინეთს ეხება, ამხანაგო ენვერ,

და ალბანეთთან არავითარი კავშირი არა აქვს.— ჩვენს აზრს, — დავასრულე საუბარი, — პარტიათა თათ-

ბირზე გამოვთქვამთ. კარგად ბრძანდებოდეთ.ჩამორიგებული საბრალდებო წერილი ჩინეთის წინააღმდეგ

მიმართული დაბალსინჯიანი ანტიმარქსისტული დოკუმენტიიყო. მისი მეშვეობით ხრუშჩოველებს მოსკოვში უნდოდათ იმისგაგრძელება, რაც ბუქარესტში ვერ მოახერხეს. მათ ისევ მზაკ-ვრულ, ტროცკისტულ ტაქტიკას მიმართეს. ეს ვრცელი მასალაჩინეთის წინააღმდეგ თათბირის წინ ჩამოარიგეს ნიადაგის მო-სამზადებლად და დანარჩენი პარტიების დასამუშავებლად, რა-თა ჩინელები შეეშინებინათ და, თუ ისინი მთლიანად არ და-მორჩილდებოდნენ, ზომიერება მაინც შეენარჩუნებინათ. ამ ან-ტიჩინურმა მასალამ სულაც არ გაგვაკვირვა, პირიქით, უფრომეტადაც კი დაგვარწმუნა მარქსისტულ-ლენინური ხაზისა დამარქსისტულ-ლენინური პოზიციების სისწორეში ჩინეთის კო-მუნისტური პარტიის დასაცავად. მასალამ გვარიანად შეაღონათათბირის მონაწილეები, რომლებმაც სულაც არ გაიგეს იგიისე, როგორც ამას ხრუშჩოველები თავაზობდნენ. თათბირზეგაჩნდებოდა ბზარები, რაც მარქსიზმ-ლენინიზმს არ წაადგებო-

420

Page 421: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

და. ჩვენ შეიძლებოდა იმის იმედი გვქონოდა, რომ 7-10 პარტიასავარაუდოდ ჩვენს მხარეზე დადგებოდა, ღიად თუ არა, ხრუშ-ჩოველების მტრული საქმიანობის დაგმობით მაინც.

ჩინეთის დელეგაცია, როგორც აღმოჩნდა, მოსკოვის თათ-ბირზე იმ აზრით ჩამოვიდა, რომ ვნებები შეიძლებოდა ჩამ-ცხრალიყო, და თავდაპირველად მოამზადეს მასალა, რომელიცგამსჭვალული იყო შემრიგებლური სულისკვეთებით და ხრუშ-ჩოველების პოზიციებისა და მოქმედებების მიმართ გამოჩენი-ლი შემწყნარებლობით. სიტყვით დენ სიაოპინი უნდა გამოსუ-ლიყო. როგორც ჩანს, მათ მომზადებული ჰქონდათ შესაძლოპოზიციათა „ორი-სამი ვარიანტი“. ეს უცნაურად მოგვეჩვენა იმდაუნდობელი თავდასხმების შემდეგ, რომლებიც ჩინეთის კო-მუნისტური პარტიისა და მაო ძედუნის წინააღმდეგ ბუქარეს-ტში განხორციელდა. თუმცა, როცა ხრუშჩოველები შეტევაზეგადავიდნენ და სასტიკი გამოხდომების კორიანტელი დააყენეს,მსგავსად იმისა, რომელიც თათბირამდე ჩამორიგებულ მასალა-ში ეწერა, ჩინელებს მოუწიათ თავიანთი მომზადებული მასალისმთლიანად შეცვლა და შემრიგებლური ტონის უკუგდება, რათახრუშჩოვის გამოხდომებზე საკუთარი პოზიციით ეპასუხათ.

თათბირი საშინელ მდგომარეობაში გაიხსნა. ჩვენ სპეცია-ლურად დაგვაჯინეს ორატორების ტრიბუნის მახლობლად, რა-თა ხრუშჩოვის ანტიმარქსისტი „ორატორების“ საჩვენებელითითის ქვეშ მოვქცეულიყავით. თუმცა, მათი მოლოდინის საპი-რისპიროდ, სწორედ ჩვენ გავხდით რენეგატებისა და მოღალა-ტეების პროკურორები და ბრალმდებლები. ისინი საბრალდებოსკამზე აღმოჩნდნენ. ჩვენ მაღლააწეული თავებით ვისხედით,ვინაიდან მარქსიზმ-ლენინიზმს ვემხრობოდით. ხრუშჩოვს თავი

421

Page 422: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ხელებში ჰქონდა ჩარგული ყოველთვის, როცა ჩვენი პარტიი-დან თავზე ბომბები ეცემოდა.

თათბირზე ხრუშჩოვმა მზაკვრული ტაქტიკა ამოირჩია. იგისიტყვით პირველი გამოვიდა, წარმოთქვა ერთი შეხედვივთზომიერი, მშვიდობიანი სიტყვა, ღია გამოხდომების გარეშე,დახვეწილი ფრაზებით, რათა თათბირისთვის ტონი მიეცა დაისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ იგი უნდა ყოფილიყო მშვი-დი, ჩაეგონებინა მისი მონაწილეებისთვის, რომ არ იყო საჭიროერთმანეთზე თავდასხმა (არადა ისინი პირველნი დაესხნენთავს), საჭირო იყო „ერთიანობის“ (სოციალ-დემოკრატიულის)შენარჩუნება და მისთ. ამით უნდოდა ეთქვა: „არ გვინდა კინ-კლაობა, არ გვინდა განხეთქილება, საამისოდ არაფერი მომ-ხდარა, ყველაფერი კარგად მიდისო“.

ხრუშჩოვმა თავის სიტყვაში სრულად გამოთქვა თავისი რე-ვიზიონისტული შეხედულებები, შეუტია ჩინეთის კომუნისტურპარტიასა და ალბანეთის შრომის პარტიას, და იმ პარტიებსაც,რომლებიც ამ ორ პარტიას მიემხრობოდნენ, თუმცა არც ერთიმათგანი პირდაპირ არ უხსენებია. ამ ტაქტიკით მას უნდოდაგავეფრთხილებინეთ: „აირჩიეთ: ან გამოხდომები ზოგადად, უმი-სამართოთ, თუმცაღა იცით, ვისზეა ლაპარაკი, ანდაც, თუ გნე-ბავთ, ღიად შემოგიტევთო“. სიტყვით გამოსული 20 დელეგაცი-იდან ჩინეთს რეალურად 5-6-მა მარიონეტულმა დელეგაციამშეუტია საბჭოელების მასალაზე დაყრდნობით.

ხრუშჩოვმა და მისმა მარიონეტებმა იცოდნენ, რომ ჩვენხრუშჩოველებსა და მსოფლიო რევიზიონიზმს ბრძოლას გამო-ვუცხადებდით, რის გამოც ისინი როგორც კომისიაში, ასევე თა-ვის გამოსვლებში დაჟინებით მოითხოვდნენ, პროექტში შეეტა-

422

Page 423: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ნათ დებულება საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაშიფრაქციებისა და გრუპოვშჩინის შესახებ, აგრეთვე, საბჭოთაკავშირის კომუნისტური პარტიის XX და XXI ყრილობების შეფა-სებები და რამდენიმე სხვა საკითხი, რომელთა წინააღმდეგაცჩვენ არ გამოვდიოდით. აშკარა იყო, რომ ხრუშჩოვს, რომელიცუარს ამბობდა ლენინიზმსა და ლენინურ ნორმებზე, და რომე-ლიც, მისივე მტკიცებით, „ლენინიზმზე მემკვიდრეობასა და მო-ნოპოლიას ფლობდა“, თავისი დირიჟორის ჯოხით სურდა მსოფ-ლიოს ყველა კომუნისტური და მუშათა პარტიის მართვა, მათიდაქვემდებარება საკუთარი დიქტატისთვის. ვინც XX და XXIყრილობებზე გამომუშავებული მისი ხაზის წინააღმდეგ გამო-დიოდა, ცხადდებოდა ფრაქციონერად, ანტიმარქსისტად დაგრუპოვშჩინის მომხრედ. გასაგებია, რომ ამ გზით ხრუშჩოვიკომბალს ამზადებდა ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ალ-ბანეთის შრომის პარტიის წინააღმდეგ, ემზადებოდა ჩვენი გა-სარიცხი ზომების მისაღებად საერთაშორისო კომუნისტურიმოძრაობიდან, რომელშიც, მისი აზრით, ანტიმარქსისტულიიდეები უნდა გამეფებულიყო.

მის შემდეგ მიყოლებით გამოვიდა 15-20 სხვა დელეგაცია,რომლებიც, იყვნენ რა წინდაწინ მომზადებულები და დამუშა-ვებულები, ხრუშჩოვს ბანს აძლევდნენ: „არაფერი ისეთი არმომხდარა, ჩვენს შორის ყველაფერი კარგადაა, სიჩუმეა, ყველა-ფერი კარგად მიდისო“. რა დაბალსინჯიანი ბლეფი იყო ესხრუშჩოველებისთვის, რომლებიც მანიპულირებდნენ ამ მოსყი-დულებით, რათა თავი პრინციპულებად გაესაღებინათ! აი, ასე-თი გახლდათ საერთო ტონი. „საათები ერთმანეთზე იყო გასწო-რებული“, როგორც ამას ოდესღაც ჟივკოვი რომელიღაც თავის

423

Page 424: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

გამოსვლაში ამბობდა, რომელიც ხრუშჩოვმა ბუქარესტში გაი-მეორა როგორც „ისტორიული“ გამონათქვამი.

თათბირის მიმდინარეობისას საბჭოელებს, კერძოდ კი ხრუშ-ჩოვს, ძალიან ეშინოდათ ჩვენი გამოსვლისა და ყველანაირადცდილობდნენ ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ უარი გვეთქვაჩვენს შეხედულებებზე ან შეგვერბილებინა მაინც ჩვენი პოზი-ცია. როდესაც ხრუშჩოვს შეხვედრაზე უარი ვუთხარით, მათშუამავლობა ტორეზს სთხოვეს. ტორეზმა ვახშამზე მიგვიწვია,წაგვიკითხა ლექცია „ერთიანობაზე“ და გვირჩია, „თავშეკავე-ბულობა და სიმშვიდე“ გამოგვეჩინა. მორის ტორეზი, რასაკვირ-ველია, საქმის ყურში იყო, რამეთუ მასთან უკვე ნალაპარაკებივიყავით, ასე რომ ახლა იგი აშკარად ხრუშჩოვის ემისრის როლსასრულებდა. თუმცა მისი მცდელობა ამაო გამოდა. ჩვენ ყველამისი წინადადება ვუარვყავით, რის შემდეგაც დაგვემუქრა:

— თქვენს წინააღმდეგ მთელი თათბირი ამხედრდება.— არაფრის არ გვეშინია, იმიტომ რომ სწორ გზაზე ვდგა-

ვართ, — ვუპასუხეთ მას.როცა დაინახეს, რომ ტორეზის შუამავლობაც უშედეგოდ

დამთავრდა, საბჭოელებმა დაჟინებით მოგვთხოვეს მიქოიან-თან, კოზლოვთან, სუსლოვთან, პოსპელოვთან და ანდროპოვ-თან შეხვედრა. ჩვენ დავთანხმდით. ამ შეხვედრაზე, რომელიცზარეჩიეში მდებარე აგარაკზე შედგა, საბჭოელებმა საქმე ისედახატეს, თითქოს არაფერი არ მომხდარიყო, თითქოს ისინიარაფერში არ იყვნენ დამნაშავე, პირიქით, მათი აზრით, ალბა-ნეთის შრომის პარტია იყო დამნაშავე! თურმე ჩვენ გაგვიმწვა-ვებია ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან და მოგვთხოვეს,რომ პირდაპირ გვეთქვა, თუ რატომ გავაკეთეთ ეს.

424

Page 425: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ჩვენ ვუარვყავით მათი ბრალდებები და მტკიცებულებებიდა უტყუარი ფაქტებით დავუმტკიცეთ, რომ ჩვენ კი არა, თა-ვად მათ თავიანთი პოზიციებითა და საქციელით გაამწვავესურთიერთობები ჩვენს პარტიებსა და ჩვენ ქვეყნებს შორის.

თავისი მხრიდან, ხრუშჩოვის ხალხმა ყოველგვარი სინდისისქენჯნის გარეშე უარყვეს ყველაფერი, ტირანაში თავიანთი ელ-ჩის ჩათვლით, რომელსაც дурак33-ი უწოდეს და ყველაფრისმისთვის გადაბრალება სცადეს. ისინი ყველანაირად ცდილობ-დნენ ჩვენი გულის მოლბობას, რათა გავჩუმებულიყავით. შე-მოგვთავაზეს კრედიტებიც, ტრაქტორებიც. თუმცა ნიღაბი ჩა-მოვხსენით და ვუთხარით: „თქვენი მცდელობა ამაო იქნება, თუთქვენს მძიმე შეცდომებს არ აღიარებთ და არ გამოასწორებთ“.მეორე დღეს ისევ მოვიდნენ ჩვენთან კოზლოვი და მიქოიანი,თუმცა ისევ არაფერი არ გამოუვიდათ.

ჩვენი გამოსვლის დრო ახლოვდებოდა და მათ უკანასკნელიმცდელობა განახორციელეს — გვთხოვეს, რომ ხრუშჩოვსკრემლში შევხვედროდით. როგორც ჩანს, ხრუშჩოვი ჯერაციმედოვნებდა, რომ „გადაგვარწმუნებდა“; ჩვენ ავთანხმდით,თუმცა უარი ვთქვია მის მიერ დანიშნულ საათზე, რათა ამითმისთვის გვეთქვა: „შენ შეხვედრის დროის დანიშვნაც არ შეგიძ-ლია ჩვენთვის, მას ჩვენ თვითონვე დავნიშნავთ“. გარდა ამისა,შეხვედრის დაწყებამდე მისთვის „სიტყვიერი გზავნილის“ გაგ-ზავნა გვსურდა. ჩვენი აპარატის მეშვეობით დავადგინეთ, რომჩვენთვის გამოყოფილ რეზიდენციაში ყველგან მოსასმენი აპა-რატებით გვისმენდნენ. მხოლოდ ერთ აბაზანაში არ იყო მიკრო-

33. ჩერჩეტი — ტექსტში რუსულადაა.

425

Page 426: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ფონი. როდესაც ციოდა და ქუჩაში საუბარს ვერ ვახერხებდით,იძულებული ვიყავით, აბაზანაში გვესაუბრა. ამან საბჭოელებიდააინტრიგა, მათ უნდოდათ იმის გაგება, თუ სად ვსაუბრობ-დით, და მიკროფონი აბაზანაშიც სასწრაფოდ დაამონტაჟეს.ჩვენი ოფიცერი საბჭოთა „ტექნიკოსს“ მაშინ დაადგა თავს, რო-დესაც იგი „ოპერაციას“ ატარებდა — იგი თითქოს აბაზანასარემონტებდა; ჩვენმა თანამშრომელმა მას უთხრა: „ნუ შეწუხ-დებით, აბაზანა ჩინებულად მუშაობსო“.

ჩვენი საელჩოც გამოჭედილი იყო მოსასმენი აპარატურითდა ჩვენც, ვიცოდით რა ეს, დროის დანიშვნის შემდეგ კრემლიდავტოვეთ და ჩვენს საელჩოში მივედით. ჩავრთეთ ჩვენი აპა-რატი და მანაც გვიჩვენა, რომ ყველა მხრიდან გვისმენდნენ.ამის შემდეგ მეჰმეტმა ხრუშჩოვსა და სხვებს 15-15-წუთიანი„შეტყობინება“ გაუგზავნა, რომელშიც მათ „მოღალატეები“უწოდა, რომლებიც „მალულად გვისმენდნენ“, და ა.შ. და მისთ.ასე რომ, როდესაც კრემლში მივედით, რევიზიონისტებს უკვემიღებული ჰქონდათ ჩვენი „სალამი“.

შეხვედრა ხრუშჩოვის კაბინეტში გაიმართა და, როგორცყოველთვის, ლაპარაკიც თავადვე დაიწყო:

— გისმენთ, ილაპარაკეთ.— თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა, — ვუთხარი მე, — ამიტომ

ჯერ თქვენ ილაპარაკეთ.ხრუშჩოვი იძულებული გარდა, დათანხმებულიყო. ჩვენ თა-

ვიდანვე დავრწმუნდით, რომ იგი მართლაც იმ იმედით იყო მო-სული შეხვედრაზე, რომ მოახერხებდა თათბირზე დაგეგმილგამოსვლაში არსებული ჩვენი კრიტიკის ლიკვიდირებას თუარა, შერბილებას მაინც. გარდა ამისა, ამ შეხვედრას, თუნდაც

426

Page 427: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

უშედეგო გამოსულიყო, გამოიყენებდა, როგორც ყოველთვის,„არგუმენტად“ დანარჩენი პარტიების წარმომადგენელთა წინა-შე, რათა ეთქვა მათთვის: „აი, კიდევ ერთხელ გავუწოდეთ ხე-ლი ალბანელებს, თუმცა ისინი თავის აზრზე დარჩნენო“.

ხრუშჩოვი და სხვები ცდილობდნენ, ყველაფერი ჩვენთვისდაებრალებინათ და გაკვირვებული სახით გვიყურებდნენ, რო-დესაც ჩვენს პარტიებს შორის წარმოქმნილი ურთიერთობებისისტორიას ვუყვებოდით.

— რამდენადაც ვიცი, ამხანაგ კაპოსთან ბუქარესტში არა-ვითარი კონფლიქტი არ მქონია, თქვა ურცხვად ხრუშჩოვმა.

— ჩვენი პარტიის ცენტრალური კომიტეტი, — ვუთხარი მას,— ბუქარესტს უარყოფითად აფასებდა და ახლაც ასე აფასებს.

— ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა საქმე იმაშია, რომთქვენ ბუქარესტამდეც არ გვეთანხმებოდით და ამას არ გვეუბ-ნებოდით.

ეს თაღლითი, რასაკვირველია, ცრუობდა, თანაც გარკვეუ-ლი მიზნით. განა სწორედ ამ ხრუშჩოვმა არ სცადა 1957 წლისაპრილში მოლაპარაკებების უხეშად შეწყვეტა? განა უფრო ად-რე, 1955 და 1956 წლეში, არ ვეუბნებოდით მას და სუსლოვსჩვენი შენიშვნების შესახებ ტიტოსთან, ნადთან, კადართან დაგომულკასთან არსებულ ურთიერთობებზე?

მეჰმეტმა რამდენიმე ასეთი ფაქტი შეახსენა და მიქოიანიიძულებული იყო, ისინი ხმადაბლა ეღიარებინა.

თუმცა, როდესაც ხრუშჩოვი ხედავდა, რომ კუთხეში იმ-წყვდევდნენ, მაშინვე ერთი ადგილიდან მეორეზე ხტებოდა, ერ-თი თემიდან მეორეზე გადადიოდა და მასთან საერთოდ შეუძ-ლებელი ხდებოდა დიდ და პრინციპულ საკითხებზე ლაპარაკი,

427

Page 428: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რომლებიც ფაქტობრივად დაპირისპირების საფუძველს შეად-გენდნენ. თანაც საერთოდ არ აინტერესებდა ამ საკითხებისხსენებაც კი. იგი ცდილობდა ალბანეთის შრომის პარტიისა დაალბანელი ხალხის დამორჩილებას, იგი მათი მტერი იყო.

— თქვენ არ ემხრობით ურთიერთობათა დარეგულირებას,— თქვა მკვეთრად ხრუშჩოვმა.

— ჩვენ მათი დარეგულირება გვინდა, თუმცა ჯერ თქვენუნდა აღიაროთ თქვენი შეცდომები, — ვუპასუხეთ მას.

ხრუშჩოვს ჩვენთან საუბარი აღიზიანებდა. იგი, რასაკვირვე-ლია, მიუჩვეველი იყო იმას, რომ პატარა პარტია და პატარაქვეყანა გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა მის პოზიციებსა დამოქმედებებს. ასეთი იყო მათი შოვინისტური ლოგიკა, რომე-ლიც დამახასიათებელია პატრონებისთვის, ამ ანტიმარქსისტე-ბის ლოგიკა, რომლებიც, მსგავსად იმპერიალისტური ლოგიკი-სა, პატარა ერებსა და პატარა ქვეყნებს თავის ვასალებადთვლიდნენ, მათ უფლებებს კი — ხურდა ფულად. როდესაც მასღიად მივუთითეთ თავის და მისი ხალხის შეცდომებზე, თმებიყალყზე დაუდგა:

— ესე იგი მაფურთხებთ, — დაიღრიალა მან. — თქვენთანსაუბარი შეუძლებელია. მხოლოდ მაკმილანმა სცადა ჩემთანასე ლაპარაკი.

— ამხანაგი ენვერი მაკმილანი არაა, ასე რომ თქვენი სიტ-ყვები უკან უნდა წაიღოთ, — უპასუხეს ერთხმად აღშფოთე-ბულმა მეჰმეტმა და ჰიუსნიმ.

— სად უნდა წავიღო?!— ჯიბეში უნდა ჩაიდოთ, — უპასუხა მეჰმეტმა.

428

Page 429: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ოთხივენი წამოვდექით და წამოვედით ისე, რომ ხელიც კიაღარ ჩამოგვირთმევია. ჩვენ არ გავებით მათ ხაფანგში, რომე-ლიც მუქარებითა და ფარისევლური დაპირებებით იყო დახ-ლართული.

მოლაპარაკების დარბაზიდან გამოსვლისას მეჰმეტი უკანდაბრუნდა და ხრუშჩოვს უთხრა: „ქვა, რომელიც ჩვენს პარტია-სა და ჩვენს ხალხს ესროლეთ, თქვენვე მოგხვდებათ თავში. დაამას დრო დაამტკიცებს!“, რის შემდეგაც კარი გამოიხურა დაშემოგვიერთდა.

ეს იყო უკანასკნელი ბრძოლა ამ რენეგატებთან, რომლებიცთავს ჯერ კიდევ მარქსისტებად ასაღებდნენ. თუმცა ჩვენი პარ-ტიისა და ნამდვილი მარქსისტულ-ლენინური პარტიების ბრძო-ლა, აგრეთვე, თავად ამ რენეგატების კონტრრევოლუციურისაქმიანობა თანდათან ხსნიდნენ მათ დემაგოგიურ ნიღაბს.

ამრიგად, მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, ჩვენიპოზიციები ოდნავაც არ შევიცვალეთ და ჩვენს მოხსნებაშიასოც კი არ შეგვიცვლია.

არ ვილაპარაკებ ვრცლად იმ სიტყვის შინაარსზე, რომლი-თაც მოსკოვში გამოვედი ჩვენი ცენტრალური კომიტეტის სახე-ლით, რამეთუ იგი გამოქვეყნებულია, ჩვენი პარტიის შეხედუ-ლებები კი ჩვენს მიერ დასმულ პრობლემებზე საყოველთაოდააცნობილი. მხოლოდ იმაზე მინდა მივუთითო, თუ როგორი რეა-გირება მოახდინეს ხრუშჩოვის მიმდევრებდა, როდესაც თავიან-თი პატრონის წინააღმდეგ ჩვენი გამოხდომები მოისმინეს. გო-მულკა, ლეჟი, იბარური, ალი იატა, დაგლაში და სხვები ტრიბუ-ნაზე ადიოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმაში, თუ ვინ

429

Page 430: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

უფრო მეტად იძიებდა შურს „დედა-პარტიაზე ხელის ამწევზე“.ტრაგიკულად და სასაცილოდ გამოიყურებოდნენ ადამიანები,რომლებიც თავს პოლიტიკოსებად და ხელმძღვანელებად ასა-ღებდნენ და ეს „ჭკუის კოლოფები“ იქცეოდნენ, როგორც მოჯა-მაგირეები, როგორც hommes de paiile34-ები; როგორც კულისებ-სმიღმა მომართული და მოთოკილი მარიონეტკები.

სხდომებს შორის არსებულ შესვენებაზე ჩემთან ტოდორჟივკოვი მოვიდა. მას ტუჩები და ნიკაპი უკანკალებდა.

— დავილაპარაკოთ, ძმაო, — მითხრა მე.— ვისთან? — ვკითხე მას. — მე მოხსენებით გამოვედი,

თქვენ, იმედი მაქვს, მომისმინეთ; იქნებ ხრუშჩოვმა მოგაგზავ-ნათ? თქვენთან სასაუბრო არაფერი მაქვს, ადით ტრიბუნაზედა ილაპარაკეთ.

იგი ქაღალდივით გაფითრდა და მითხრა: — აუცილებლად ავალ და გიპასუხებთ.როდესაც გეორგიევსკის დარბაზიდან გამოვდიოდით და რე-

ზიდენციაში წასასვლელად ვემზადებოდით, ანტონ იუგოვმა კი-ბის თავში აღელვებულმა გვკითხა:

— საით მიჰყავხართ ამ გზას, ძმებო?— თქვენ საით მიჰყავხართ ხრუშჩოვის გზას, ჩვენ კი ყო-

ველთვის ლენინის გზით მივდიოდით და ასეც ვივლით, — ვუ-პასუხეთ მას. მან თავი დახარა და ერთმანეთს ხელის ჩამორ-თმევის გარეშე დავშორდით.

ჩვენი გამოსვლის შემდეგ მეჰმეტმა და მე ის რეზიდენციადავტოვეთ, რომელშიც საბჭოელებმა განგვათავსეს, და საელ-

34. ფრანგ. — ცრუმაგიერი პირები.

430

Page 431: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

ჩოში წავედით, სადაც მოსკოვში ყოფნის ბოლომდე დავრჩით.როდესაც მათ რეზიდენციას ვტოვებდით, საბჭოთა უშიშროებისოფიცერმა ამხანაგ ჰიუსნის კონფიდენციალურად უთხრა: „ამხა-ნაგი ენვერი სწორად მოიქცა, რომ აქედან წავიდა, რამეთუ აქმისი სიცოცხლე დიდ საფრთხეში აღმოჩნდებოდაო“. ხრუშჩოვე-ლებისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, რის გამოც სათანა-დო ზომები მივიღეთ. ჩვენი საელჩოს თანამშრომლები და ჩვენიდელეგაციის თანაშემწეები მაღაზიებში სურსათ-სანოვაგის მა-რაგის საყიდლად დავგზავნეთ. როდესაც ჩვენი გამომგზავრე-ბის დრო მოვიდა, უარი ვთქვით თვითმფრინავით გამოფრენა-ზე, რამეთუ „უბედური შემთხვევა“ ძალზე ადვილად შეიძლებო-და მომხდარიყო. ჰიუსნი და რამიზი მოსკოვში დარჩნენ, რათაგანცხადებაზე ხელი მოეწერათ, მაშინ როცა მე და მეჰმეტი საბ-ჭოთა კავშირიდან მატარებლით გამოვემგზავრეთ ისე, რომ მა-თი ხელიდან საჭმელიც კი აღარ გვიჭამია. ჩვენ ჩავედით ავ-სტრიაში, საიდანაც მატარებლით, იტალიის გავლით, ჩავაღწი-ეთ ბარიმდე, შემდეგ კი ჩვენი თვითმფრინავით ტირანაში საღ-სალამათები დავბრუნდით და მაშინვე 28-29 ნოემბრის აღსა-ნიშნავად გამართულ მიღებაზე წავედით. ჩვენს სიხარულს საზ-ღვარი არ ჰქონდა, რამეთუ პარტიის მიერ დაკისრებული ამო-ცანა წარმატებით, მარქსისტულ-ლენინური გამბედაობით შე-ვასრულეთ. გარდა ამისა, მოწვეული სტუმრები, თანამებრძოლე-ბი, მუშები, ოფიცრები, კოოპერატივისტები, მამაკაცები და ქა-ლები, მოხუცი და ახალგაზრდა — ყველა ენთუზიაზმით იყო აღ-სავსე და ერთიანობას გამოხატავდნენ, როგორც ხდებოდა ხოლ-მე ყოველთვის, ამ ძნელბედობის ჟამს კი — განსაკუთრებით.

431

Page 432: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ხრუშჩოვმა და მისმა მიმდევრებმა ყველა ღონე იხმარეს იმის-თვის, რომ საერთაშორისო ხასიათის მქონე მიღებულ დოკუმენ-ტში ასახული ყოფილიყო ხრუშჩოვის მთელი რევიზიონისტულიხაზი, რომელიც ამახინჯებდა მარქსიზმ-ლენინიზმის დებულე-ბებს იმპერიალზმის ბუნებაზე, რევოლუციაზე, მშვიდობიან თა-ნაარსებობაზე და ა.შ. მიუხედავად ამისა, ჩვენი პარტიისა დაჩინეთის კომუნისტური პარტიის დელეგაციები კომისიაში გა-დაჭრით გამოდიოდნენ ასეთი დამახინჯებების წინაშე და ამხი-ლეს კიდეც ისინი. მივაღწიეთ მრავალი დებულების შესწორებას,მოხდა რევიზიონისტთა მრავალი თეზისის უარყოფა, სხვები კიხელახლა სწორედ ჩამოყალიბდა, სანამ არ შედგა საბოლოო დო-კუმენტი, რომელსაც თათბირის ყველა მონაწილე დაეთანხმა.

ხრუშჩოველები იძულებული იყვნენ, ეს დოკუმენტი მიე-ღოთ, მაგრამ ხრუშჩოვმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა დათათბირის დამთავრების აღსანიშნავად გამართულ მიღებაზეგანაცხადა: „დოკუმენტი კომპრომისული გამოდგა, კომპრომი-სებს კი დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიათო“. აშკარა იყო, რომხრუშჩოვი თავადვე დაარღვევდა მოსკოვის თათბირის განცხა-დებას და ჩვენ დაგვაბრალებდა იმას, თითქოს ამ თათბირის გა-დაწყვეტილება ჩვენ დავარღვიეთ.

ჩვენი ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან და მოსკოველრევიზიონისტებთან მოსკოვის თათბირის შემდეგ კიდევ უფროგაფუჭდა, ვინაიდან მათ ცალმხრივად არ გაწყვიტეს ეს ურთი-ერთობები.

უკანასკნელ შეხვედრაზე, რომელიც მეჰმეტმა და ჰიუსნიმმოსკოვში 25 ნოემბერს გამართეს, მიქოიანი, კოსიგინი და კოზ-ლოვი ღია მუქარაზე გადავიდნენ. მიქოიანმა მათ უთხრა: „ერთ

432

Page 433: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე

დღესაც ვერ იარსებებთ ჩვენი მხრიდან და სოციალიზმის ბანა-კის სხვა ქვეყნების მხრიდან დახმარებით გარეშე“. „მზად ვართ,რომ ქამრები შემოვიჭიროთ და ბალახი ვჭამოთ, — მიუგეს მეჰ-მეტმა და ჰიუსნიმ, — თქვენ კი არ დაგმორჩილდებით; თქვენ ვერდაგვაჩოქებთო“. რევიზიონისტებს ეგონათ, რომ ჩვენი პარტიი-სა და ჩვენი ხალხის გულწრფელი სიყვარული საბჭოთა კავში-რის მიმართ მოსკოველი რევიზიონისტების წისქვილზე წყალსდაასხამდა, იმედოვნებდნენ, რომ ჩვენი უამრავი კადრი, რომ-ლებიც საბჭოთა კავშირში სწავლობდა, ჩვენი ხელმძღვანელო-ბის წინააღმდეგ მტკიცედ შეკრულ ძირგამომთხრელ ბლოკადგადაიქცეოდნენ. ეს აზრი მიქოიანმა გამოხატა სიტყვებით: „რო-დესაც შრომის პარტია თქვენს საქციელს შეიტყობს, იგითქვენს წინააღმდეგ გამოვა“. „გთხოვთ, რომ ჩვენი პარტიისრომელიმე სხდომას დაესწროთ, როდესაც ამ პრობლემებისგანხილვას დავიწყებთ, — უთხრა მას მეჰმეტმა, — და დაინა-ხავთ, თუ როგორია ჩვენი პარტიის ერთიანობა, როგორ მტკი-ცედაა იგი შეკრული თავისი ხელმძღვანელობის გარშემო“.

რევიზიონისტები მარტო სიტყვებით არ გვემუქრებოდნენ.ისინი მოქმედებაზე გადავიდნენ. მოსკოვისა და ეკონომიკურსფეროში მისი სპეციალისტების საბოტაჟური საქმიანობა აღ-მასვლას განიცდიდა.

433

Page 434: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

13. უკანასკნელი აქტი

ჩვენი პარტიისა და ჩვენი ხალხის ფოლადისებრი ერთიანო-ბა. საბჭოელებს ვლერის ბაზის ხელში ჩაგდება უნდათ. და-ძაბული ვითარება ბაზაზე. ადმირალი კასატონოვი კუდამო-ძუებული მიდის. მტერი ჩვენს ხელმძღვანელობაში ცვლი-ლებებზე ოცნებობს. ალბანეთის შრომის პარტიის IV ყრი-ლობა. პოსპელოვი და ანდროპოვი ტირანაში. დამსახურე-ბული მკვახე პასუხი ბერძენ და ჩეხოსლოვაკიელ პროვოკა-ტორ დელეგატებს. ხრუშჩოვის ტირანაში წარგზავნილთამისიის ჩაფლავება. რატომ „გვიწვევენ“ ხელახლა მოსკოვ-ში?! ხრუშჩოვის საჯარო გამოხდომები ალბანეთის შრომისპარტიის წინააღმდეგ სკკპ XXII ყრილობაზე. ურთიერთობე-ბის საბოლოოდ გაწყვეტა: 1961 წლის დეკემბერში ხრუშჩო-ვი ალბანეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიურურთიერთობებს წყვეტს.

მთელი პარტია და ხალხი ინფორმირებული იყო მომხდარი მოვ-ლენების და იმ ვითარების შესახებ, რომელიც განსაკუთრებითმოსკოვის თათბირის შემდეგ შეიქმნა. ვიცოდით, რომ უწინ-დელთან შედარებით გამოხდომები, პროვოკაციები და შანტაჟიგაძლიერდებოდა და გახშირდებოდა; დარწმუნებული ვიყავით,რომ ხრუშჩოვი თავის რისხვას ჩვენზე, ჩვენს პარტიასა დაჩვენს ხალხზე გადმოანთხევდა, რათა მძლავრი საშუალებებითდავეჩოქებინეთ. პარტიასა და ხალხს ყველაფერს გულწრფე-ლად ვეუბნებოდით და ვუხსნიდით, განვუმარტეთ მათ ხრუშჩო-

434

Page 435: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

ვის რევიზიონისტების სახიფათო საქმიანობაც. როგორც ყო-ველთვის, პარტიამ და ხალხმა გამოავლინეს უდიდესი მოწიფუ-ლობა, ბრწყინვალე რევოლუციური პატრიოტიზმი, თავისი ერ-თგულება და სიყვარული პარტიის ცენტრალური კომიტეტისადა იმ სწორი ხაზის მიმართ, რომელსაც ყოველთვის მივყვებო-დით. მათ კარგად გაიცნობიერეს რთული სიტუაციები, რომლე-ბიც ჩვენთან იყო შექმნილი, რის გამოც მაქსიმალურად დაძაბესთავიანთი ნერვები და ენერგია, მთლიანად გაუკეთეს მობილი-ზება საკუთარ ძალებს და შედეგად ჩვენი ერთიანობა კიდევუფრო განმტკიცდა, საბჭოთა რევიზიონისტები კი სალი კლდისწინაშე აღმოჩნდნენ. 1961 წელი სასტიკი გამოცდის წელი აღ-მოჩნდა. ყველგან, თითოეულ სექტორში ცივად და დაუნდობ-ლად გამომჟღავნდა ხრუშჩოველების პროვოკაციები, ინსინუა-ციები და საბოტაჟური მოქმედება, რომლებიც ყველგან ჩაუფ-ლავდათ. მოსკოვმა და შემდეგ მისი სატელიტების ყველა დე-დაქალაქმა ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ მოგვაქციეს. თავდა-პირველად რევიზიონისტებმა სერიოზული ზეწოლა განახორცი-ელეს, გაგვიყინეს ყველა დადებული კონტრაქტი და შეთანხმე-ბა, რათა ისინი მოგვიანებით ჰიტელერებივით გაეწყვიტათ.მათ დაიწყეს სპეციალისტების გაწვევა და იმედოვნებდნენ,რომ ჩვენთან ყველაფერი გაჩერდებოდა. თუმცა ისინი მწარედშეცდნენ.

ვლერის ბაზა განხეთქილების ვაშლად იქცა. არავითარი ეჭ-ვი არ არსებობდა იმაში, რომ ეს ბაზა ჩვენი იყო. არასდროსდავთანხმდებოდით იმას, რომ ჩვენი თუნდაც ერთი მტკაველიმიწა უცხოელების ხელში ყოფილიყო. ოფიციალური, ნათლადჩამოყალიბებული და ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილი

435

Page 436: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

შეთანხმების მიხედვით, რომელშიც არავითარი ორაზროვნებაარ არსებობდა, ვლერის ბაზა ალბანეთს ეკუთვნოდა და იმავ-დროულად სოციალისტური ბანაკის დაცვას უნდა მომსახურე-ბოდა. საბჭოთა კავშირმა, — მითითებული იყო შეთანხმებაში,— უნდა მოიყვანოს 12 წყალქვეშა ნავი და დამხმარე გემები.ჩვენ უნდა მოგვემზადებინა კადრები და მოვამზადეთ კიდეც,უნდა მიგვეღო და მივიღეთ კიდეც გემები, აგრეთვე, ოთხიწყალქვეშა ნავი. ჩვენი ეკიპაჟები მზად იყვნენ დანარჩენი რვაწყალქვეშა ნავის მისღებადაც.

თუმცა უკვე გაჩნდა იდეოლოგიური უთანხმოებები ორ პარ-ტიას შორის და შეუძლებელი იყო, რომ ხრუშჩოვს არ აესახაისინი ისეთ ნევრალგიურ პუნქტში, როგორიც ვლერის სამხედ-რო-საზღვაო ბაზა იყო. ის და მისი ხალხი აპირებდნენ მიღწეუ-ლი ოფიციალური შეთანხმების დამახინჯებას ორი მიზნით:ჯერ ერთი, ჩვენზე ზეწოლისთვის, რათა მათ დავმორჩილებო-დით, მეორეც, თუ არ დავმორჩილდებოდით, შეეცდებოდნენ ბა-ზის ხელში ჩაგდებას და ამ უმძლავრესი საშუალების მთელიალბანეთის დასაპყრობად გამოყენებას.

ვლერის ბაზაზე მყოფმა მრჩევლებმა და სხვა საბჭოთა სამ-ხედრო პირებმა გააძლიერეს, — განსაკუთრებით, ბუქარესტისთათბირის შემდეგ, — კინკლაობა, შუღლი და ინციდენტებიჩვენს მეზღვაურებთან. საბჭოელებმა მთლიანად შეწყვიტეს ბა-ზის აღჭურვა, რომელსაც მიღწეული ხელშეკრულება ითვალის-წინებდა; ცალმხრივად შეწყვიტეს ყველა დაწყებული სამუშაო,გააძლიერეს პროვოკაციები და შანტაჟი. ამ გამძვინვარებულანტიალბანურ და ანტისოციალისტურ საქმიანობას ტირანაშისაბჭოთა საელჩოს თანამშრომლები, აგრეთვე, ვარშავის ხელ-

436

Page 437: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

შეკრულების შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდლობისმთავარი წარმომადგენელი, გენერალი ანდრეევი, ახორციელებ-დნენ. ბაზაზე მყოფი საბჭოთა მოქალაქეები, ზემოდან მიღებუ-ლი ბრძანების საფუძველზე, უამრავ ხულიგნობას სჩადიოდნენდა „თავის დასაზღვევად“ ცდილობდნენ ჩვენი ხალხის დადანა-შაულებას ხულიგნობაში, რომლებიც თავად მათი ჩადენილიიყო. ურცხვობა და ცინიზმი იქამდეც კი მივიდა, რომ „მთავარმაწარმომადგენელმა“ ანდრეევმა ალბანეთის სახალხო რესპუბ-ლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ნოტა გაუგზავნა,რომელშიც ჩიოდა, რომ ალბანელები „ბაზაზე უღირსად იქცე-ოდნენ“. არადა რა იგულისხმებოდა ასეთ „საქციელში“? „ამა დაამ ალბანელმა მატროსმა საბჭოთა ხომალდის გემბანზე სიგა-რეტის ნამწვავი დააგდო“, „დუკატის ბიჭუნები საბჭოთა ბავ-შვებს ეუბნებიან: „წაეთრიეთ სახლშიო“, „ერთი კლუბის ალბა-ნელმა ოფიციანტმა ჩვენს ოფიცერს უთხრა: „პატრონი აქ მევარ და არა შენო“, და ა.შ. გენერალი ანდრეევი ალბანეთის სა-ხელმწიფოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან იმასაც კიჩიოდა, რომ რომელიღაც უცნობმა ბიჭუნამ საბჭოთა სამხედ-როების შენობასთან ჩუმად მოისაქმაო!

ერთმა ჩვენმა აღშფოთებულმა ოფიცერმა ანდრეევს საკად-რისი პასუხი გასცა:

— ამხანაგო გენერალო, — უთხრა მას, — რატომ არ აყე-ნებთ საკვანძო საკითხებს და ასეთ წვრილმანებზე იხარჯებით,რომლებიც გემების მეთაურთა კომპეტენციაშიც კი არ შედისდა მხოლოდ მიჩმანებისა და ქალაქის კვარტლების დემოკრა-ტიული ფრონტის ორაგნიზაციათა ხელმძღვანელების უფლება-მოვალეობებს შეადგენს?!

437

Page 438: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ჩვენ ფხიზლად და იმავდროულად მშვიდად ვადევნებდითთვალყურს სიტუაციის განვითარებას და გამუდმებით ვურჩევ-დით ჩვენს მეგობრებს, რომ გამოემჟღავნებინათ წინდახედუ-ლობა, მოთმინება, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ დამორჩი-ლებოდნენ და არ აჰყოლოდნენ ხრუშჩოვის აგენტების პროვო-კაციებს.

— მომავალში არეულობებისა და ინციდენტების თავიდანასაცილებლად, — შემოგვთავაზეს საბჭოელებმა, — ვლერის ბა-ზა მთლიანად საბჭოთა მხარეს გადაეცესო!

ასეთ გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ დავე-თანხმებოდით, რამეთუ ეს საკუთარი თავის მონობისთვის გა-წირვის ტოლფასი იქნებოდა. მათ წინააღმდეგ გადაჭრით გამო-ვედით და ის ხელშეკრულება შევახსენეთ, რომლის მიხედვი-თაც ბაზა მთლიანად ჩვენი იყო.

თავიანთი წინადადებისთვის ერთობლივი გადაწყვეტილე-ბის იერსახის მისაცემად მათ ვარშავის ხელშეკრულება გამოი-ყენეს, რომელიც 1961 წლის მარტში გაფორმდა და რომელშიცგრეჩკომ დაჟინებით მოითხოვა, რომ ვლერის ბაზა მთლიანადსაბჭოელების ხელში გადასულიყო და ვარშავის ხელშეკრულე-ბის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ანუ თავადგრეჩკოს, „უშუალო დაქვემდებარებაში“ ყოფილიყო.

ჩვენ გადაჭრით და აღშფოთებით გამოვდიოდით მსგავსიწინადადების წინააღმდეგ და, მიუხედავად იმისა, რომ სხვებისმიერ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, განვაცხადეთ:

— ერთადერთი გადაწყვეტილება იმაში მდგომარეობს, რომვლერის ბაზა ალბანეთის არმიის ხელში დარჩეს. არანაირ სხვაგადაწყვეტილებას არ დავუშვებთ.

438

Page 439: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

ამის შემდეგ ხრუშჩოველებმა გადაწყვიტეს, რომ აღარ გად-მოეცათ ჩვენთვის 8 წყალქვეშა ნავი და სხვა სამხედრო ხომალ-დები, რომლებიც, ხელშეკრელების თანახვად, ალბანეთს ეკუთ-ვნოდა. ჩვენ ამას დაჟინებით მოვითხოვდით, რამეთუ ისინიჩვენი საკუთრება იყო და მოვითხოვეთ, რომ საბჭოთა ეკიპაჟე-ბი წასულიყვნენ და ყველა საშუალება ჩვენი მეზღვაურების-თვის გადაეცათ, როგორც ეს პირველი ოთხი წყალქვეშა ნავისშემთხვევაში მოხდა. „მთავარი წარმომადგენლის“, ანდრეევის,გარდა საბჭოთა რევიზიონისტებმა ტირანაში კიდევ ერთი კონ-ტრადმირალი მოავლინეს. მთელი ეს ჯგუფი საბჭოთა სახელ-მწიფო უშიშროების ოფიცრებისგან შედგებოდა, რომლებიცჩვენთან გამოგზავნილი იყვნენ ვლერის ბაზაზე არეულობებისმოსაწყობად, საბოტაჟური და დივერსიული საქმიანობისთვის.

— ხომალდებს არ მოგცემთ, რამეთუ ისინი ჩვენიაო, — ამ-ბობდნენ ისინი.

როდესაც სახელმწიფო ხელშეკრულება ვაჩვენეთ, მათ სხვასაბაბი გამონახეს.

— თქვენი ეკიპაჟები არ არიან მზად მათ გადასაბარებლად.ისინი არასაკმარისად არიან მომზადებული.

ეს მხოლოდ საბაბი იყო. ჩვენმა მეზღვაურებმა შესაბამისისკოლები დაამთავრეს, ისინი უკვე რამდენიმე წლის განმავლო-ბაში ემზადებოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მზად იყვნენ წყალ-ქვეშა ნავებისა და სხვა გემების მისაღებად. თავად საბჭოე-ლებმა ვითარების გამწვავებამდე რამდენიმე თვით ადრე გა-ნაცხადეს, რომ ჩვენი ეკიპაჟები უკვე მზად იყვნენ მათი კუთ-ვნილი საშუალებების მისაღებად.

439

Page 440: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

მათ ამასთან დაკავშირებითაც საკადრისი პასუხი გავეცით.ბაზაზე ჩვენი ოფიცრები და მატროსები მტკიცედ, მშვიდად დარკინისებური დისციპლინით ასრულებდნენ ჩვენ მიერ გაცემულყველა ბრძანებას. საბჭოელების პროვოკაციები განსაკუთრე-ბით მას შემდეგ გაძლიერდნენ, როცა მოსკოვში 81 პარტიისთათბირზე ვიმყოფებოდით. ტირანადან ჩვენი პოლიტბიუროსწევრი ამხანაგები მუდმივად გვაწვდიდნენ ინფორმაციას ვითა-რების შესახებ, ჩვენ კი მოსკოვიდან მათ მითითებებს ვაძლევ-დით და ვურჩევდით, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, მორი-დებოდნენ პროვოკაციებს, აემაღლებინათ სიფხიზლე და მიე-ღოთ საჭირო ზომები სამხედრო თვალსაზრისით, რათა არმიასრულ მზადყოფნაში ყოფილიყო როგორც ვლერში, ასევე მთე-ლი ქვეყნის მასშტაბითაც.

ალბანეთში მყოფი საბჭოთა ოფიცრები ბრძანებებს პირდა-პირ მოსკოვიდან იღებდნენ, სადაც იმ დღეებში მწვავე კამათიგვქონდა გამართული ხრუშჩოვთან, მიქოიანთან, სუსლოვთანდა სხვებთან.

ჯერ კიდევ პირველ შეხვედრაზე, რომელიც მიქოიანთან დამის კოლეგებთან მოსკოვში 10 ნოემბერს გავმართეთ, მან სიტ-ყვა აიღო და ჩვენი დაშინება სცადა:

— ვლერის ბაზაზე მყოფი თქვენი ოფიცრები, — თქვა მან,— ჩვენებს ცუდად ექცევიან. იქნებ ვარშავის ხელშეკრულები-დან გამოსვლა გინდათ?

— მაშინვე საკადრისი პასუხი გავეცით მიქოიანს, რომელიცმთელი რიგი „შენიშვნებისა“ და „რჩევების“ შემდეგ უკვე გვე-მუქრებოდა კიდეც. მას შევახსენეთ საბჭოთა ოფიცრებისუღირსი საქციელი ვლერის ბაზაზე, განსაკუთრებით კი, ერთ-

440

Page 441: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

ერთი საბჭოთა „კონტრადმირალის“ უნამუსო ქმედებანი, რომე-ლიც, — ვუთხარი მიქოიანს, — „ყველაფერი შეიძლება იყოს,კოტრადმირალის გარდა“; შევახსენე მას გრეჩკოსა და მალი-ნოვსკის განცხადებები, რომლებიც ასევე გვემუქრებოდნენვარშავის ხელშეკრულებიდან გარიცხვით და ა.შ.

იგი შეიშმუშნა და პასუხს თავი აარიდა, ვინაიდან ცდილობ-და, რომ საკუთარ თავზე არაფერი არ აეღო, თუმცა ორი დღისშემდეგ მსგავსი მუქარით ხრუშჩოვმაც მოგვმართა:

— თუ გინდათ, ბაზას მოვხსნით, — შეჰყვირა მან იმ დროს,როცა წარმოქმნილ მნიშვნელოვან უთანხმოებებზე ვლაპარა-კობდით.

— გვემუქრებით? — შევნიშნე მე.— ამხანაგო ენვერ, ხმას ნუ უწევთ, — ჩაერია ხრუშჩოვი. —

წყალქვეშა ნავები ჩვენია.— თქვენიცაა და ჩვენიც, — მივუგე მე, — ჩვენ ხომ სოცია-

ლიზმისთვის ვიბრძვით. ბაზის ტერიტორია ჩვენია. წყალქვეშანავებთან დაკავშირებით ჩვენ გაგვაჩნია ხელმოწერილი ხელ-შეკრულებები, რომლებიც მათ ალბანელი ხალხის საკუთრებადაღიარებენ. მე ჩემი სამშობლოს ინტერესებს ვიცავ. ასე რომ,იცოდეთ, ბაზა ჩვენია და ჩვენადვე დარჩება.

მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ პროვოკაციები ბაზაზეგაძლიერდა, ისევე როგორც ჩვენზე ზეწოლა, ტირანაში ჩამო-ვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფირიუბინი დაორი სხვა „მოადგილე“: საბჭოთა არმიის გენერალური შტაბისადა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის უფროსის მოადგილეანტონოვი, და საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის გერენა-ლური შტაბის უფროსის მოადგილე სერგეევი.

441

Page 442: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ისინი ვითომ იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ ჩვენთან „შეთან-ხმებისთვის“ მიეღწიათ, სინამდვილეში კი ულტიმატუმი ჩამოგ-ვიტანეს:

ვლერის ბაზა მთლიანად უნდა გადასულიყო ერთიანი საბ-ჭოთა სარდლობის დაქვემდებარებაში, რომელიც ვარშავისხელშეკრულების შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსემორჩილებოდა.

— აქ უფროსები ჩვენ ვართ, — ვუთხარით მოკლედ და გა-საგებად. — ვლერა ჩვენი იყო და ჩვენადვე დარჩება.

— ეს ვარშავის ხელშეკრულების სარდლობის გადაწყვეტი-ლებაა, — განაცხადა მუქარით ფირიუბინმა, ყოფილმა საბჭოთაელჩმა ბელგრადში ხრუშჩოვისა და ტიტოს შერიგების დროს.

მას საკადრისი პასუხი გავეცით, რის შემდეგაც დაგვაშინაგანცხადებით: „გემებს წაგართმევთ და იმპერიალისტები გა-დაგყლაპავენო“, და ორივე თანხმხლებ გენერალთან ერთადუკან გაემგზავრა.

მას ტირანაში ჩამოჰყვა შავი ზღვის ფლოტის მთავარსარდა-ლი, ადმირალი კასატონოვი, რომლის ამოცანაშიც შედიოდაარა მარტო 8 წყალქვეშა ნავისა და მცურავი ბაზის წაღება,რომლებიც საბჭოთა ეკიპაჟებს ემსახურებოდა და რომლებიცასევე ალბანეთის სახელმწიფოს საკუთრება იყო, არამედ ჩვენიმიერ ადრე მიღებული ნავებისაც. მას გადაჭრით განვუცხადეთ:ან ხელშეკრულების შესაბამისად წყალქვეშა ნავები გადმოგვე-ცით, ანდაც უმოკლეს დროში (მას ვადა დავუთქვით) დატოვეთჩვენი სრუტე მხოლოდ იმ წყალქვეშა ნავებთან ერთად, რომ-ლებსაც თქვენი ეკიპაჟები ემსახურებიან. თქვენ არღვევთ ხელ-

442

Page 443: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

შეკრულებას, თქვენ ძარცვავთ ჩვენს წყალქვეშა ნავებს, რის-თვისაც პასუხს აგებთ.

ადმირალი შეიშმუშნა, შეეცადა ჩვენი გულის მოგებას, მაგ-რამ ამაოდ. მან უარი განაცხადა ჩვენთვის წყალქვეშა ნავებისგადმოცემაზე, გაემგზავრა ვლერაში, ჩაჯდა სამეთაურო წყალ-ქვეშა ნავში, დანარჩენები კი საბრძოლოდ გააწყო. ჩვენებსვუბრძანეთ, საზანის სრუტე დაეკავებინათ და ქვემეხების ლუ-ლები საბჭოთა ხომალდებისთვის დაემიზნებინათ. ადმირალ კა-სატონოვს, რომელსაც ჩვენი შეშინება სურდა, თავზარი დაეცა.იგი სათაგურში გაბმული თაგვის მდგომარეობაში აღმოჩნდადა თავისი გეგმის განხორციელება რომ ეცადა, ზღვის ფსკერ-ზეც აღმოჩნდებოდა. ასეთ პირობებში ადმირალი იძულებულიიყო, მხოლოდ ის წყალქვეშა ნავები წაეყვანა, რომლებსაც საბ-ჭოთა ეკიპაჟები მართავდნენ, და ისიც კუდამოძუებული გავი-და სრუტედან და შინისაკენ გასწია. ჩვენი მიწა ერთხელ და სა-მუდამოდ გათავისუფლდა დიდი ბოროტებისგან.

მათი უღირსი საქციელი ვლერის ბაზაზე, განსაკუთრებით,უკანასკნელი წლის განმავლობაში, აღმაშფოთებელი იყო დაისე გახშირდა, რომ სათვალავიც კი აგვერია. მიუხადვად ამისა,ასეთ საჩოთირო მდგომარეობაში ბაზაზე არსებული ჩვენიოფიცრების ჯგუფი მამაცად და ჭკვიანურად იცავდა პარტიასშეთქმულების, პროვოკატორებისა და შოვინისტებისგან, რომ-ლებმაც მთლიანად დაამახინჯეს საბჭოთა მეზღვაურებისგრძნობები, დახვრიტეს რეზერვუარები, დაამტვრიეს საწოლე-ბი, ჩაამსხვრიეს ფანჯრების მინები შენობებში, სადაც ცხოვ-რობდნენ და მუშაობდნენ, და ა.შ. ისინი ცდილობდნენ, თან წაე-ღოთ ყველაფერი, უკანასკნელი ჭანჭიკის ჩათვლით, თუმცა სა-

443

Page 444: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

წადელს მაინც ვერ მიაღწიეს. ჩვენ მტკიცედ ვიდექით და ჩვენსუფლებებს ღირსეულად ვიცავდით, მშვიდად ვიგერიებდითთავდასხმებსა და პროვოკაციებს, ისინი კი ჭკუიდან კინაღამშეიშალნენ.

საბჭოთა რევიზიონისტები გაცოფდნენ. მათ მიმართესათასგვარ საბოტაჟს, არღვევდნენ ხელშეკრულებებს. იძულე-ბული იყვნენ, გაეწვიათ თავიანთი ელჩი ივანოვი, მის მაგივრადკი ვინმე შიკინი გამოგზავნეს. მას უნდა მოემზადებინა საბჭო-თა რევიზიონისტების მუხანათური საქმის უკანასკნელი აქტი— პარტიის გახლეჩვა. ხრუშჩოველები ჩვენს პარტიაში განხეთ-ქილების შეტანას აპირებდნენ მის IV ყრილობაზე, რომლისთვი-საც იმ პერიოდში ვემზადებოდით. ამაოდ იმედოვნებდნენ ისინიჩვენს ყრილობაზე იმის მიღწევას, რაც სხვა გზებით ვერ მოა-ხერხეს; იმედოვნებდნენ, რომ ყრილობა დაგმობდა ხაზს, რო-მელსაც მისდევდა ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობა ბუქარეს-ტსა და მოსკოვში. იმ პერიოდში ბურჟუაზიამ და რეაქციამ,რომლებიც უკვე ინფორმირებული და პირდაპირ ან ირიბად წა-ქეზებული იყვნენ ხრუშჩოველების, ტიტოელებისა და მათიაგენტების მიერ, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პარტიის წინააღმდეგცილისმწამებლური კამპანია გააჩაღეს. მათ იმედი ჰქონდათ,რომ ალბანეთშიც რევიზიონისტული კატაკლიზმი მოხდებოდა.„ენვერ ხოჯა, ალბანეთის კომუნისტური პარტიის შეფი, მალეგათავისუფლებული იქნება დაკავებული თანამდებობიდანმსოფლიოს კომუნისტური ხელმძღვანელების თათბირის შედე-გად, რომელიც წინა თვეში მოსკოვში გაიმართაო“, — გადას-ცემდა ჩვენი IV ყრილობის დაწყების წინ რომელიღაც დასავ-

444

Page 445: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

ლეთის სატელეგრაფო სააგენტო თავის კომენტარში, რაზეცბელგრადის წყაროებს იმოწმებდა.

„აღმოსავლეთ ევროპის მკვლევართა მტკიცებით, მოსკოვიისარგებლებს თავისი გავლენით, რათა ალბანეთის კომუნის-ტურ პარტიაში ცვლილებები განახორციელოს, ვინაიდან ესუკანასკნელი მოსკოვის თათბირზე მტკიცე პოზიციაზე იდგაო“,— იტყობინებოდნენ იმ დღეებში იმპერიალისტური ქვეყნებისსატელეგრაფო სააგენტოები, და დასძენდნენ: „მიუხედავად იმი-სა, რომ კომუნისტურმა ჩინეთმა საბჭოთა ხაზს დაუჭირა მხა-რი, ალბანელები თავის პოზიციებს მაინც შეუპოვრად იცავენო“.

იმპერიალისტების ბანაკის მკითხავთა ამ შეტყობინებებსყურადღებას არ ვაქცევდით, ვინაიდან კარგად ვიცოდით, ვისიხელითაც იყო ისინი დაწერილი.

1960 წლის 25 ნოემბერს, ალბანეთის შრომის პარტიისა დასკკპ დელეგაციების შეხვედრაზე, თავად მიქოიანმა უთხრა ამ-ხანაგ მეჰმეტსა და ჰიუსნის:

— ნახავთ, რა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება თქვენი პარ-ტია და თქვენი ხალხი თქვენი მხრიდან საბჭოთა კავშირთანურთიერთობების შეცვლის გამო.

მსგავსი მუქარები, ღია თუ შენიღბული, უკვე ყველგან გვეს-მოდა.

მიუხედავად ამისა, ჩვენს გზას მშვიდად ვაგრძელებდით:ჩვენს ყრილობაზე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიისადა დანარჩენი ქვეყნების კომუნისტური და მუშათა პარტიებისდელეგაციები მოვიწვიეთ. საბჭოთა კავშირიდან ჩამოვიდნენპოსპელოვი და ანდროპოვი, ჩეხოსლოვაკიიდან — ვინმე ბარა-კი, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მოგვიანებით ქურდო-

445

Page 446: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ბისთვის ციხეში ჩასვეს, და სხვები. დაე, საკუთარი თვალითენახათ, ვინ იყო ალბანეთის შრომის პარტია და ალბანელიხალხი, და აბა გაებედათ თავიანთი ფარული მიზნების განხორ-ციელება. ისინი დიდ მახეში გაებმებოდნენ.

ყრილობა ენითაუწერელი ენთუზიაზმის, პარტიისა და ხალ-ხის ერთიანობის ვითარებაში გაიხსნა. ყრილობის გახსნის დღენამდვილ სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. ხალხი დელეგა-ტებს იმ შენობამდე აცილებდა, რომელშიც ყრილობას უნდაემუშავა, და ყვავილებით, სიმღერითა და ცეკვით ესალმებოდა.ყრილობამ მუშაობა დაიწყო, მაგრამ დღესასწაული ქუჩაში მა-ინც არ წყდებოდა. ეს იყო პირველი პასუხი, რომელიც ხრუშჩო-ველებმა, ტიტოელებმა და სხვა რევიზიონისტებმა თავიდანვემიიღეს. მეორე გამანადგურებელი დარტყმა მათ თავად ყრი-ლობაზე იწვნიეს.

პოსპელოვს, ანდროპოვსა და მათ ლაქიებს არასდროს მოუ-ვიდოდათ თავში, რომ ასეთ ცეცხლში მოჰყვებოდნენ, რომელიცგულებს გვითბობდა და გვიმაგრებდა, მათ კი — წვავდა და აბ-რმავებდა. ყრილობის მუშაობისას მთელი პერიოდის განმავ-ლობაში სრული სიკაშკაშით გამოვლინდა ჩვენი პარტიის ფო-ლადისებრი ერთიანობა თავის ცენტრალურ კომიტეტთან, დე-ლეგატთა მაღალი მოწიფულობა და დახვეწილი მარქსისტულ-ლენინური ალღო, სიფხიზლე, შორსმჭვრეტელობა და თითოეუ-ლი დელეგატის მზადყოფნა, რომ რევიზიონისტი „მეგობრების“ნებისმიერ გამოხდომაზე საკადრისი პასუხი გაეცათ.

პოსპელოვის მოხსენებამ, რომელსაც, რევიზიონისტებისგათვლით, ჩვენს ყრილობაში განხეთქილება უნდა შეეტანა, ტა-შიც კი არ დაუმსახურებია, პირიქით, ყრილობის დელეგატები

446

Page 447: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

მას ცივად და ზიზღით შეხვდნენ. ანდროპოვი ლოჟიდან ღიადუთითებდა თავის მარიონეტებს, თუ როდის დაეკრათ ტაში დაროდის წამომდგარიყვნენ ფეხზე. მათი საქციელი მართლაცრომ სასაცილო სანახავი იყო. მათ მთლიანად შეირცხვინეს თა-ვი როგორც საკუთარი საქციელით, ასევე თავიანთი უღირსიქმედებებით.

ყრილობას ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენე-ლი, ლი სიან-ნიანიც, ესწრებოდა, რომელიც დელეგატების ენ-თუზიაზმის დანახვისას მუდამ გაქვავებული იჯდა ხოლმე. მანყრილობის ტრიბუნიდან რამდენიმე კარგი სიტყვა წარმოთქვაჩვენი პარტიის მისამართით, თუმცა „გვირჩია“, რომ თავშეკავე-ბა და სიფრთხილე გამოგვეჩინა და ხრუშჩოვთან მოლაპარაკე-ბა არ შეგვეწყვიტა. ჩვენ კი ჩვენს საქმეს ვაკეთებდით.

ჩვენი რიგების მონოლითური შეკრულობის დანახვაზე, რო-მელშიც განხეთქილების ნატამალიც კი არ არსებობდა, ხრუშ-ჩოველებმა ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟი გააძლიერეს. ისინიყველგან და ყველაფერში ჩვენს პროვოცირებას ახდენდნენ.

— რას ჰგავს ეს?! — გაბრაზებით მიმართა ანდროპოვმაპარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატის თანამშრომელს,რომელიც მას ახლდა. — რა საჭიროა ასეთი მხურვალე შეძახი-ლები ენვერ ხოჯას მისამართით?!

— მიდით და თავადვე ჰკითხეთ მათ! — მიუგო მას ჩვენმა ამ-ხანაგმა. — სიტყვამ მოიტანა და, გვითხარით, — ჰკითხა მას ჩვენ-მა ამხანაგმა, — აბა რას უნდა მიაგონ პატივი, თუ არა მარქსიზმ-ლენინიზმს, თუ არა პარტიასა და მის ხელმძღვანელობას?! ანიქნებ პარტიის სათავეში ვინმე სხვის დანიშვნას გვთავაზობთ?

447

Page 448: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ანდროპოვმა საკადრისი პასუხი მიიღო და თავი ჩაქინდრა.ამის შემდეგ ამოქმედდნენ ბერძენი დელეგატი და ჩეხოსლოვა-კიელი დელეგატი რუდოლფ ბარაკი. ბერძენმა დელეგატმა,სხვა ყველაფერთან ერთად, არასწორი უწოდა ჩვენს რეაგირე-ბას „ჩრდილოეთ ეპირში“ განხორციელებულ ანტიალბანურშეთქმულებაზე, რომელიც სოფოკლე ვენიზელოსმა და ხრუშ-ჩოვმა მოგვიწყეს. „ვენიზელოსი, — უთხრა ბერძენმა დელეგატ-მა მის თანმხლებ ჩვენს ამხანაგს, — არაა ცუდი ადამიანი, იგიპროგრესული ბურჟუა-დემოკრატია. ჩვენმა ამხანაგმა უპასუხა,რომ „დემოკრატ“ ვენიზელოსის შეხედულებები „ჩრდილოეთეპირზე“ არაფრით განსხვავდება გამოუსწორებელი შოვინის-ტისა და ანტიალბანელის, ელეფტერიოს ვენიზელოსის, შეხედუ-ლებებისგან. მოხსენება, რომლითაც ჩვენს ყრილობაზე ბერძენიდელეგატი აპირებდა გამოსვლას, ისევე როგორც მთლიანობა-ში მისი საქციელი, აშკარად პროვოკაციული სულისკვეთებითიყო გამსჭვალული, რის გამოც განრისხებულმა მეჰმეტმა ბერ-ძენს ყველას თვალწინ საკადრისი პასუხი გასცა, როცა ნამდვი-ლი სახელი უწოდა: პროვოკატორი.

ამ შემთხვევით ისარგებლეს ბარაკმა, — ხრუშჩოვის მეორეაგენტმა, — და სხვებმა, რომლებიც ყველაზე დაბალსინჯიანიხულიგნური საქციელით ანთხევდნენ ჩვენზე შხამს, თუმცაამით კიდევ უფრო აძლიერებდნენ არა მარტო საკუთარი თა-ვის, არამედ იმათ დისკრედიტაციასაც, ვინც ისინი ჩვენთან გა-მოაგზავნა. ისინი მოქმედებდნენ ლოჟიდან ან სხდომებს შორისარსებულ შესვენებებზე. ამასობაში საქმეში საბჭოთა ჟურნა-ლისტებიც ჩაერთნენ.

448

Page 449: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

რას აღარ აკეთებდნენ ისინი და მათი მბრძანებლები, რათარაიმე სუსტი წერტილი „გამოენახათ“, ჩასჭიდებოდნენ მას დაშეტევაზე გადმოსულიყვნენ! მაგრამ ვერაფერს გახვდნენ. ყრი-ლობის მუშაობა საათივით იყო აწყობილი, ალბანელი კომუნის-ტები დიდი პასუხისმგებლობით აჯამებდნენ განვლილ გზას დამომავლის ამოცანებს სახავდნენ. არადა ჟურნალისტებიც ვერწავიდოდნენ „ხელცარიელი“, ვინაიდან ანგარიში უნდა ჩაებარე-ბინათ თავიანთი პატრონებისთვის, და მათაც ერთი „სუსტიწერტილი“ იპოვნეს:

— ბევრია ოვაციები, ასე რომ სხდომები საათნახევარზემეტ ხანს გრძელდება — ბრაზმორეული გამოთქვამდა „პრო-ტესტს“ საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს რომელი-ღაც ვაი-კორესპონდენტი, რომელიც იმ დღეებში მოსკოვიდანყრილობის მუშაობისთვის თვალყურის სადევნებლად ჩამოვიდა.

— აბა რა უნდა ვქნათ? დელეგატების სკანდირება ავუკრძა-ლოთ?! — ჰკითხა ირონიით მისმა თანმხლებმა ჩვენმა ამხანაგმა.

— უნდა დაიცვათ გამოყოფილი დრო! საათნახევარი დამორჩა, — მიპასუხა „ჟურნალისტმა“.

საქმეც იმაშია, რომ ყრილობას ხელმძღვანელობენ არა ჟურ-ნალისტები, არამედ არჩეული პრეზიდიუმი, — მიუგო ჩვენმაამხანაგმა. — ყოველ შემთხვევაში, — უთხრა მას, — თუ საჭი-როდ ჩათვლით, განაცხადეთ პროტესტი ჩვენი ოვაციების წინა-აღმდეგ…

ყრილობის შემდეგ, გამგზავრებამდე, პოსპელოვმა და ან-დროპოვმა მათთან შეხვედრა მთხოვეს.

— გვინდა თქვენთან ლაპარაკი საიკთხებზე, რომლებიც ამ-ხანაგურ ურთიერთობებს შეეხება, — გვითხრა პოსპელოვმა,

449

Page 450: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რომელმაც პირველმა დაიწყო ლაპარაკი. — ჩვენ მეგობრობისგანმტკიცება გვსურს ჩვენს შორის, მტკიცე მეგობრობა გვსურს.

— ეს ჩვენც გვინდოდა და ახლაც გვინდა, — ვუპასუხე მე,— მაგრამ არ გეგონოთ, რომ ამ მჭიდრო მეგობრობის განმტკი-ცება „სული წმინდათია“ შესაძლებელი. ასეთი მეგობრობა შე-საძლებელია მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმისა და პროლეტარუ-ლი ინტერნაციონალიზმის ცხოვრებაში სწორად და თანმიმდევ-რულად გატარების პირობებში.

საუბარი განვაგრძე და პოსპელოვს შევახსენე მათი მხრი-დან ზოგიერთი ანტიმარქსისტული და ანტიალბანური მოქმე-დება, და აღვნიშნე, რომ გზა, რომელსაც საბჭოთა ხელმძღვანე-ლობა დაადგა, მეგობრობას უბრალოდ გამორიცხავდა.

— საბჭოთა ხელმძღვანელობის საშინაო საქმეებში ერევით,— მითხრა მან.

— როცა ვამბობთ, რომ ამა თუ იმ ხელმძღვნელის ესა თუის შეხედულება ან ნაბიჯი მცდარია, — ვუპასუხე პოსპელოვს,— ეს სრულიად არ ნიშნავს მოცემული ხელმძღვანელობის სა-შინაო საქმეებში ჩარევას. აზრადაც არასდროს მოგვსვლია დაარც არასდროს მოგვივა თქვენს საშინაო საქმეებში ჩარევა.თუმცა ისიც კარგად უნდა გესმოდეთ, რომ არც დაგვიშვია დაარც არასდროს დავუშვებთ, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობაჩვენი პარტიის საშინაო საქმეებში ჩაერიოს. ყოველი პარტიაბატონ-პატრონია საკუთარ სახლში.

— მართალია, — აღვნიშნე შემდეგ, — ჩვენ ორ პარტიასშორის დიდი იდეოლოგიური უთანხმოებაა. და ჩვენ ღიად, ყვე-ლა ლენინისეული ნორმის შესაბამისად, გითხარით მათ შესა-ხებ. თქვენ ამან გაგაცოფათ და, ყველაფერთან ერთად, ეს იდე-

450

Page 451: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

ოლოგიური უთანხმოებები სხვა სფეროებზეც გაავრცელეთ. მი-ქოიანს უნდოდა ჩვენი შეშინება „მძიმე სიტუაციებით“, რომლე-ბიც ჩვენს პარტიაში შეიქმნებოდა, და ეს მუქარა იყო. თქვენ ნა-ხეთ, რა მდგომარეობაა ჩვენთან, — ვუთხარი მას, — ამიტომმიქოიანსაც მოუყევით მის შესახებ, რაც ჩვენი პარტიის IV ყრი-ლობაზე იხილეთ, უთხარით, თუ რამდენადაა „განხეთქილი“ჩვენი პარტია!

ეს არამზადები, სხვა ყველაფერთან ერთად, ცდილობდნენმიმდინარე ხუთწლედისთვის გამოყოფილი კრედიტების შესა-ხებ არსებული ყველა შეთანხმებისა და ოქმის გადახედვას,რისთვისაც უნდოდათ, რომ მოსკოვში ჩავსულიყავი.

ჩვენ გადაჭრით ვუარვყავით მათი ეს მტრული მოთხოვნები,რომელთა უკანაც შავბნელი აზრები იმალებოდა.

— ეკონომიკა — ეს მეორე სფეროა, რომელზეც ჩვენს შო-რის არსებული იდეოლოგიური უთანხმოებები გაავრცელეთ, —ვუთხარით პოსპელოვსა და ანდროპოვს. — ეს მარქსიზმს ეწი-ნააღმდეგება; მეტიც, ეს არ შეჰფერის თქვენს პარტიასა დათქვენს სახელმწიფოს.

— არ გვესმის თქვენი, — თქვა პოსპელოვმა, — რაში ხე-დავთ ამას?!

— არსებობს ათობით ფაქტი, — ვუთხარით მათ. — თუმცაავიღოთ თუნდაც თქვენი მოპყრობა ჩვენი ეკონომიკური დელე-გაციის მიმართ, რომელიც გასული წლის ნოემბერში საბჭოთაკავშირში ჩამოვიდა. იგი მთელი თვეები აქეთ-იქეთ დადიოდამოსკოვში. მას არც არავინ იღებდა და არც არავინ უსმენდა.მხოლოდ იქ ყოფნის პერიოდში, სხვა ყველაფერთან ერთად,ჩვენმა ეკონომიკურმა დელეგაციამ თქვენს შესაბამის ორგანო-

451

Page 452: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

ებს 20-ზე მეტი წერილი და ტელეგრამა გაუგზავნა, მაგრამ ერ-თი პასუხიც არ მიუღია, ერთი საკითხიც არ განუხილავთ დაერთ დოკუმენტზეც კი არ მოუწერიათ ხელი. როგორ გგონიათ,ვერ ვხვდებით, თუ რატომ აირჩიეთ ასეთი პოზიცია, რომელსაცშანტაჟის სუნი ასდის?

— როდესაც თქვენთან იუგოსლავები ჩამოდიან, მათთანმოლაპარაკებას 10 დღეში ამთავრებთ ხოლმე, — შენიშნა მეჰ-მეტმა.

— თქვენთან, მოსკოვში, ინდონეზიის სამხედრო მინის-ტრიც ჩამოვიდა და მაშინვე დადეთ ხელშეკრულება მასთან, გა-მოუყავით მსხვილი კრედიტები შეიარაღებისთვის, — ვუთხარიმათ, — მაშინ როცა პატარა სოციალისტურ ალბანეთს, რომელ-თანაც ხელშეურელებები გაგაჩნიათ, ყურადღებასაც კი აღარაქცევთ.

— მოსკოვში მოლაპარაკებებზე უნდა ჩამოხვიდეთ, —თქვეს მათ და ჩემი იქ ჩასვლის თაობაზე ხრუშჩოვის დაჟინებუ-ლი მოთხოვნა გამიმეორეს.

— წერილობითაც გიპასუხეთ,— ვუთხარი მათ, — მე დამეჰმეტს არაფერში გვჭირდება მოსკოვში ჩამოსვლა იმ პრობ-ლემების განსახილველად, რომლებიც დიდი ხნის წინაა განხი-ლული და გადაწყვეტილი. თქვენთვის კარგადაა ცნობილი, რომჩვენი მომავალი ხუთწლედისთვის კრედიტების მიღების თაო-ბაზე შეთანხმება ერთად განვიხილეთ და შევადგინეთ, თანაცარა მარტო პრინციპულად, არამე დეტალურადაც, ყველა ობი-ექტთან დაკავშირებით. მის საფუძველზე ჩვენთან ჩამოვიდნენსაბჭოთა სპეციალისტები, შედგა პროექტები და ა.შ. ახლა კიმოითხოვთ, რომ კვლავ ჩამოვიდეთ თქვენთან შეთანხმებების

452

Page 453: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

გადასახედად! რისთვის?! ჩვენ არა ვართ თანახმა, რომ ორივემხარის მიერ უმაღლეს დონეზე ხელმოწერილი დეტალური დო-კუმენტები თუნდაც ოდნავ შეიცვალოს, — ვუპასუხე რევიზიო-ნისტებს, და განვაგრძე:

— არაფერში მჭირდება და არც მსურს მოსკოვში გამგზავ-რება. რაც შეეხება ხელშეკრულებებს, ჩვენ ორი გზა გვაქვს: ანშევასრულოთ ისინი, ან დავარღვიოთ. თქვენზეა დამოკიდებუ-ლი, თუ რომელ გზას დავადგებით. თუ ხელშეკრულებებს დაარ-ღვევთ და მტრული, ანტიმარქსისტული გზით წახვალთ, მსოფ-ლიო გაკიცხავს და დაგმობს თქვენს საქციელს. ჩვენ პირდაპირ,როგორც მარქსისტებს შეჰფერის, გეუბნებოდით ყველაფერს,რაშიც არ გეთანხმებოდით. ახლა თქვენი ასარჩევია: ან მარ-ქსისტულ-ლენინური მეგობრობის გზა, ან მტრობის გზა.

ხრუშჩოველებმა, ბუნებრივია, ალბანეთის სახალხო რესპუბ-ლიკასთან და ალბანეთის შრომის პარტიასთან მტრობის გზააირჩიეს. ისინი უფრო თავხედურ და უფრო დაუფარავ მოქმე-დებაზე გადავიდნენ. ცნობილია, რომ იმ პერიოდში ვამხილეთდ გავანადგურეთ ზოგიერთი უცხოური იმპერიალისტურ-რევი-ზიონისტული სახელმწიფოს მიერ მოწყობილი შეთქმულება; ამსახელმწიფოებს, ჩვენს რიგებში არსებულ თავიანთ აგენტებ-თან ერთად, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სამ-ხედრო აგრესიის განხორციელება უნდოდათ. პარტიის IV ყრი-ლობაზე განვაცხადეთ, რომ შეთქმულება გახსნილი იყო დაშეთქმულების მონაწილეები — ტემე სეიკო და მისი დამქაშები— პასუხს აგებდნენ სახალხო მართლმსაჯულების წინაშე. შეთ-ქმულებმა ყველაფერი საკუთარი პირით აღიარეს.

453

Page 454: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

სწორედ ამ დროს ჩვენმა „მეგობრებმა“, — ვარშავის ხელ-შეკრულების მონაწილეებმა ხრუშჩოვის მეთაურობით, — თა-ვიანთი მუქარების გარდა, განგვიცხადეს, რომ აპირებდნენ „ალ-ბანეთში ვარშავის ხელშეკრულების სპეციალური კომისიის გა-მოგზავნას შეთქმულების შესახებ თქვენი განცხადების შესა-მოწმებლად“! სადამდე მივიდა მათი არამზადობა! მათ ალბანეთ-ში უნდადათ ჩამოსვლა, რათა მიეღწიათ იმისთვის, რასაც სხვებ-მა ვერ მიაღწიეს. თუმცა ამაზეც საკადრისი პასუხი გავეცით.

ხრუშჩოვმა ყველა საშუალება ამოწურა. ჩვენს წინააღმდეგყველაფერს მიმართა: მაქინაციებს, მზაკვრობას, ოინებს, შან-ტაჟს, თუმცა ყველა ეს საშუალება მისთვის უშედეგო აღმოჩნდა.

ამის შემდეგ იგი ჩვენს წინააღმდეგ ღიად გამოვიდა. თავისიპარტიის XXII ყრილობაზე, 1961 წლის ოქტომბერში, ხრუშჩოვისაჯაროდ დაესხა თავს ალბანეთის შრომის პარტიას და ცილის-წამებებით შეამკო.

მის დაბალსინჯიან ანტიალბანურ გამოხდომებს მაშინვე ღი-ად ვუპასუხეთ და პარტიასა და ხალხს პრესის მეშვეობით გავა-ცანით როგორც ხრუშჩოვის ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ,ისევე ჩვენი პოზიციები ამ ბრალდებებისა და გამოხდომებისმიმართ.

ხრუშჩოვმა მაშინვე მიიღო პასუხი არა მარტო ჩვენგან, არა-მედ მთელი ალბანელი ხალხისგანაც: მოსახლეობის სხვადასხვაფენები, კომუნისტები და ჩვენი ხალხი ათასობით დეპეშასა დაწერილში, რომლებიც იმ დღეებში ჩვენი ცენტრალური კომიტე-ტის სახელზე მოდიოდა ალბანეთის ყველა კუთხიდან, ნ. ხრუშ-ჩოვის მუხანათურ საქმიანობას თავიანთ ღრმა და კანონიერაღშფოთებას უპირისპირებდნენ, მთელი ძალით უჭერდნენ

454

Page 455: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

13. უკანასკნელი აქტი

მხარს პარტიის ხაზს და იფიცებდნენ, რომ დაიცავდნენ და თან-მიმდევრულად გაატარებდნენ ცხოვრებაში ამ სწორ ხაზს, მიუ-ხედავად იმისა, თუ რა გამოცდასთან და სიღარიბესთან იქნე-ბოდა ეს დაკავშირებული.

ხრუშჩოვმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა უკანასკნელი აქ-ტიც — ერთადერთი, რაც მას დარჩენოდა — ალბანეთის სა-ხალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები ცალ-მხრივად გაწყვიტა. ეს იყო მისი თავზეხელაღებული შურისძიე-ბის უკანასკნელი გამოვლინება: „დაე, იმპერიალისტებმა გადაყ-ლაპონ, — ფიქრობდა იგი, — რახან ჩემი ზონტის ქვეშ დარჩენაარ ისურვეს“. თუმცა იგი მწარედ შეცდა, ისევე როგორც მთელითავისი სიცოცხლის განმავლობაში ცდებოდა. ჩვენ გადაჭრითგამოვედით ხრუშჩოვისა და მისი ლაქიების მუხანათობის წინა-აღმდეგ. ალბანეთის შრომის პარტია გმირულად და მარქსის-ტულ-ლენინური მოწიფულობით გაუმკლავდა ხრუშჩოვის მიერმართული თანამედროვე რევიზიონიზმის შემოტევას და შეეწი-ნააღმდეგა მას უდიდესი გამბედაობით, სანიმუშო შეკრულობი-თა და ნამდვილი მარქსისტულ-ლენინური სიცხადით, გამოიყე-ნა რა ამ დროს უტყუარი, უდავო არგემუნტები და ფაქტები.

ალბანეთის შრომის პარტიის რევოლუციურ სიტყვასა დააზრს მთელ მსოფლიოში ყურს უგდებდნენ. პროლეტარიატი ხე-დავდა, რომ მცირერიცხოვანი პარტია წარმატებით და ღირსე-ულად იცავდა მარქსიზმ-ლენინიზმს მმართველი რევიზიონისტუ-ლი ხროვისაგან. ჩვენი პარტია აქამდეც ააშკარავებდა და ახლაცრევოლუციური გამბედაობით განაგრძობს საბჭოთა რევიზიონის-ტების მიერ მართული თანამედროვე რევიზიონიზმის მხილებას.

455

Page 456: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

რევიზიონისტულმა საბჭოთა კავშირმა უდიდესი მარცხი გა-ნიცადა ყველა სფეროში, მას უკვე ჩამოხსნილი აქვს ფსევდო-მარქსისტული ნიღაბი, დაკარგა პრესტიჟი, რომელიც მოიპოვესლენინმა, სტალინმა და ბოლშევიკურმა პარტიამ, რომელსაცისინი ხელმძღვანელობდნენ. კომუნისტებს, რევოლუციონე-რებს, ხალხთა გათავისუფლებისათვის მებრძოლებს ვერ შეაც-დენდა ხრუშჩოველი რევიზიონისტების დემაგოგია. ამ რევო-ლუციურ საქმეში შეჰქონდა, შეაქვს და ყოველთვის შეიტანსთავის წვლილს ჩვენი პარტიაც.

ასეთია დასასრული სოციალისტური ალბანეთის ურთიერ-თობებისა რევიზიონისტულ საბჭოთა კავშირთან. თუმცა ჩვენიბრძოლა ხრუშჩოვისა და ბრეჟნევის რევიზიონისტების მუხანა-თურ, ფაშისტურ და სოციალ-იმპერიალისტურ საქმიანობასთანარ შემწყდარა და არც არასდროს შეწყდება. მანამდე შევუ-ტევთ მათ, სანამ არ აღიგვებიან პირისაგან მიწისა, სანამ მთე-ლი მსოფლიოს ხალხთა, რევოლუციონერთა, მარქსისტ-ლენი-ნელთა ბრძოლა გამარჯვებით არ დასრულდება ყველგან, საბ-ჭოთა კავშირის ჩათვლით.

დადგება დღე, როცა საბჭოთა ხალხი მკაცრ სასჯელს გამოუ-ტანს ხრუშჩოველებს, ალბანელ ხალხს და ალბანეთის შრომისპარტიას კი შეიყვარებს და პატივის სცემს, როგორც იგი უკეთე-სობის ჟამს უყვარდა, რამეთუ ჩვენი ხალხი და ჩვენი პარტია და-უნდობლად ებრძოდნენ ხრუშჩოველებს — ჩვენს საერთო მტერს.

1976წ.

456

Page 457: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

სარჩევი

სარჩევი

1. ბრძოლა ერთმანეთის გამოსაძევებლად უმაღლეს საბჭოთა ხელისუფლებაში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 15

სტალინის გარდაცვალება. უმაღლესი საბჭოთა ხელისუფლება მეო-რე დღესვე პორტფელებს ინაწილებს. ხრუშჩოვი ხელისუფლებისკიბეზე ადის. იმედგაცრუება 1953 წელს „ახალ“ საბჭოთა ხელ-მძღვანელებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე. მიქოიანისა დაბულგანინის ბოროტგანზრახული შენიშვნები. ბერიას ხანმოკლე ხე-ლისუფლების დასასრული. შეხვედრა ხრუშჩოვთან 1954 წლის ივ-ნისში: „თქვენ ბერიას მხილებაში დაგვეხმარეთ“. ხრუშჩოვის „თეო-რიული“ ლექცია: პარტიის პირველი მდივნისა და პრემიერ-მინის-ტრის როლის შესახებ. რევიზიონისტული მაფია საბჭოთა კავშირსადა მის გარეთ ქსელს ხლართავს.

2. ხრუშჩოვის სტრატეგია და ტაქტიკა საბჭოთა კავშირში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 41

საბჭოთა კავშირის ტრაგედიის ფესვები. ეტაპები, რომლებიც ხრუშ-ჩოვმა გაიარა პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალაუფლებისხელში აღებამდე. ხრუშჩოვის ხროვამ რევოლუციის მახვილი დააბ-ლაგვა. რა იმალება ხრუშჩოვისეული „კოლეგიალური ხელმძღვანე-ლობის“ უკან. ხრუშჩოვი და მიქოიანი — კონტრრევოლუციურიშეთქმულების თავები. საბჭოთა კავშირში ლიბერალიზმის ქარიქრის. ხრუშჩოვი და ვოროშილოვი ღიად გამოდიან სტალინის წინა-

457

Page 458: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

აღმდეგ. ხრუშჩოვი საკუთარ კულტს განადიდებს. რევოლუციისმტრები „გმირებად“ და „მსხვერპლებად“ გამოცხადდნენ.

3. არა მარქსისტ-ლენინელები, არამედ ვაჭარ-გადამყიდველები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 60

მიქოიანი — გადამყიდველ-კოსმოპოლიტი და განუხრელი ანტიალ-ბანელი. 1953 წელს მიმდინარე რთული მოლაპარაკება ეკონომი-კურ საკითხებზე — საბჭოთა ხელმძღვანელები ალბანეთისთვისგაწეული დახმარების ირგვლივ ვაჭრობენ. ხრუშჩოვის „რჩევები“ერთი წლის შემდეგ: „რა თავში იხლით მძიმე მრეწველობას“, „ნავ-თობსა და ლითონებს ჩვენ მოგცემთ“, „პურზე ნუ იდარდებთ, პურსიმდენს მოგცემთ, რამდენსაც მოისურვებთ“. მიქოიანთან წაჩხუბება.უკმაყოფილება ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოში რევი-ზიონისტების გამო. ოხაბი, დეჟი, ულბრიხტი. ეკონომიკური ურთი-ერთდახმარების საბჭოს 1956 წელს მოსკოვში გამართული თათბი-რი — ხრუშჩოვი: „…ჰიტლერის მსგავსად უნდა მოვიქცეთ“. ხრუშ-ჩოვთან გამართული კიდევ ერთი საუბარი. მისი „რჩევები“: „ალბა-ნეთი წინ უნდა წავიდეს ბამბის, ცხვრების, თევზისა და ციტრუსე-ბის მეშვეობით“.

4. სასინჯი ქვა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 100

ხრუშჩოვი იუგოსლავიისკენ მიისწრაფვის. ფლირტის პირველი სიგ-ნალი: 1954 წელს გაგზავნილი საბჭოთა წერილი; ხრუშჩოვი იუგოს-ლავიის ხელმძღვანელობის ღალატს ინფორმბიუროს აბრალებს.გაძლიერებული და გულისხმიერი მიმოწერა ხრუშჩოვსა და ტიტოსშორის. ხრუშჩოვის გადაწყვეტილება რენეგატების რეაბილიტაციისშესახებ. ჩვენი კატეგორიული წინააღმდეგობა: 1955 წლის მაისსადა ივნისში გაგზავნილი წერილები. ელჩ ლევიჩკინთან გამართულისაუბარი: „როგორ შეიძლება ეგზომ მარტივად და ცალმხრივად

458

Page 459: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

სარჩევი

მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება?“. დაჟინებული მიწვევა, რათასაბჭოთა კავშირში „დასასვენებლად“ წავსულიყავი! შეხვედრა სუს-ლოვთან. მიქოიანი შუაღამისას გვირეკავს: „შეხვდით ტემპოს დაუთანხმოებები მოაგვარეთ“. შეხვედრა ს.ვ.ტემპოსთან.

5. „დედა-პარტიას“ ხელმძღვანელობა სწადია . . . . . . . . . . 137

ხრუშჩოვი მსოფლიო კომუნისტურ მოძრაობაში ჰეგემონიის მიღწე-ვას ცდილობს. ხრუშჩოველები თავიანთ ბრჭყალებს სხვა პარტიე-ბისკენაც იშვერენ. გოტვალდისა და ბერუტის მოულოდნელი სიკ-ვდილი. დაუვიწყარი შეხვედრა დიმიტროვთან და კოლაროვთან.კორექტული, მაგრამ ფორმალური ურთიერთობები რუმინეთთან.რუმინეთის ხელმძღვანელობის ოპორტუნისტული ზიგზაგები. ჩე-ხოსლოვაკიისგან მიღებული სასიამოვნო შეთაბეჭდილებები; სეირ-ნობა და ისტორიული ადგილების მონახულება. საბჭოთა კავშირისყველა კუთხეში შექმნილი დახუთული ატმოსფერო. ყველგან ჩინოვ-ნიკების გარემოცვაში ვიმყოფებით. ჩვენი დამოკიდებულება აღმო-სავლეთ გერმანელებთან.

6. რევიზიონიზმის ოფიციალურად გამოცხადება . . . . . . . . 172

სკკპ XX ყრილობა. ხრუშჩოვის თეზისი — თანამედროვე რევიზიო-ნიზმის ქარტია. „საიდუმლო“ მოხსენება სტალინის წინააღმდეგ. ტო-ლიატი საკუთარი „დამსახურებების“ აღიარებას ითხოვს. ტიტო საბ-ჭოთა კავშირში. მოლოტოვს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამ-დებობიდან ხსნიან. „ანტიპარტიული ჯგუფის“ ჩაფუშული მცდელო-ბა. მარშალ ჟუკოვის კარიერის დასასრული. ხრუშჩოვის კულისებ-სმიღმა გარიგებების ახალი მსხვერპლი: კირიჩენკო. 1956 წლის მაი-სი: სუსლოვი ჩვენგან კოჩი ძოძესა და მისი თანამზრახველების რე-აბილიტაციას ითხოვს. 1956 წლის ივნისი: ტიტო და ხრუშჩოველებიჩვენით უკმაყოფილონი არიან. 1957 წლის ივლისი: ხრუშჩოვი მოს-

459

Page 460: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

კოვში ვახშამს აკოწიწებს, რათა რანკოვიჩთან და კარდელთან შე-მახვედროს.

7. იმპერიის დაპროექტება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 199

სოციალისტური ქვეყნების რუსულ გუბერნიებად გადაქცევის გზა-ზე. მოსკოვის მიერ თავს მოხვეული ღალატი ბულგარეთის ხელ-მძღვანელობაში. ჟივკოვის „საათს“ მოსკოვში მართავენ. დუნაისკომპლექსი და რუმინელების „წაჩხუბება“ საბჭოელებთან. ინფორ-მბიუროს ოფიციალურად ლიკვიდირება. იტალიისა და საფრანგე-თის პარტიათა რეფორმისტული ილუზიები — ტოლიატი, „პოლი-ცენტრიზმის“ მამა. დაუვიწყარი შეხვედრა ორ ძვირფას ფრანგ ამხა-ნაგთან — მარსელ კაშენთან და გასტონ მონმუსოსთან. მორის ტო-რეზის ყოყმანი. კომუნისტური მოძრაობის ერთიანობის დანგრევა— მსოფლიო იმპერიალიზმისთვის გაწეული უდიდესი სამსახური.

8. ჩემი პირველი და უკანასკნელი ვიზიტი ჩინეთში . . . . . . 224

ჩვენი ურთიერთობა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ჩინე-თის სახალხო რესპუბლიკასთან 1956 წლამდე. ჩინეთიდან, კორეი-დან და მონღოლეთიდან მიღებული მიწვევები. საკვირველი შემ-თხვევა კორეაში: პოლიტბიუროს ორი წევრის გაქცევა… ჩინეთში!პანამარიოვი ლტოლვილებს იფარებს. მიქოიანი და პენ დე-ჰუაი კიმირ სენის სიმებს „აწყობენ“. შეხვედრა მაო ძედუნთან: „არც იუგოს-ლავები ცდებოდნენ და არც თქვენ“, „სტალინი შეცდომებს უშვებ-და“, „საჭიროა შეცდომების დაშვება“. ლი ლი-სანი ჩინეთის კომუ-ნისტური პარტიის VIII ყრილობაზე: „მოგიწოდებთ რომ დამეხმა-როთ, მე ხომ კიდევ შეიძლება შევცდე“. იმდგაცრუება და შეშფოთე-ბა ჩინეთის კომუნისტური პარტიის VIII ყრილობის გამო. შეხვედრე-ბი პეკინში დეჟთან, იუგოვთან, ჭოუ ენლაისთან და სხვებთან. ბოდ-ნერაში ტიტოსთან ჩვენს შესარიგებლად შუამავლობს.

460

Page 461: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

სარჩევი

9. უკონტროლო „ეშმაკები“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 248

უნგრეთსა და პოლონეთში ამოქმედებული კონტრრევოლუცია. მა-თიას რაკოში. ვინ მოაწყო „არეულობა“ ბუდაპეშტში. საუბარი უნ-გრელ ხელმძღვანელებთან. კამათი სუსლოვთან მოსკოვში. იმრე ნა-დის „თვითკრიტიკა“. რაკოშის დამხობა. რეაქციის თარეში. ხრუშ-ჩოვი, ტიტო და გერე ყირიმში. ანდროპოვი: „მეამბოხეებს კონ-ტრრევოლუციონერებს ვერ ვუწოდებთ“. საბჭოთა ხელმძღვანელო-ბა ყოყმანობს. უნგრეთის მშრომელთა პარტიის ლიკვიდირება. ნადივარშავის ხელშეკრულებიდან გამოსვლას აცხადებს. კულისებსმიღ-მა გარიგების ნაწილი: მიმოწერა ტიტოსა და ხრუშჩოვს შორის. პო-ლონეთი 1956 წელს — გამეფებული გომულკა. რეტროსპექტულიშეხედულება: ბერუტი. გომულკას კონტრრევოლუციური პროგრამა.რა ვისწავლეთ 1956 წლის მოვლენებიდან. მოლაპარაკებები მოს-კოვში, 1956 წლის დეკემბერი.

10. დროებით უკან დახევა რევანშის აღების მიზნით . . . . . 312

საბჭოელები „ერთიანობას“ აღწევენ. 1957 წლის მოსკოვის თათბი-რი. ხრუშჩოვის მოლაპარაკება თათბირზე ტიტოს ჩამოსაყვანად.ხრუშჩოვის წუთიერი „რისხვა“. კამათი ფორმულის გამო: „საბჭოთაკავშირის მეთაურობით“. გომულკა: „ჩვენ სსრკ-სგან დამოუკიდებ-ლები ვართ“. მაო ძედუნი: „ჩვენს ბანაკს უნდა ჰქონდეს თავი, რო-გორც გველს აქვს თავი“. ტოლიატი: „ახალი გზების გაკვლევა“, „ერ-თიანი ხელმძღვანელი ცენტრის წინააღმდეგი ვართ“, „არ გამოვიყე-ნებთ ლენინის თეზისს „ახალი ტიპის პარტიის“ შესახებ“. მაოს სო-ფიზმები: 80-, 70- და 10-პროცენტიანი „მარქსისტები“. მოსკოვისდეკლარაცია და იუგოსლავების რეაგირება. ხრუშჩოვი ღალატსლენინის სახელით ნიღბავს.

461

Page 462: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

ენვერ ხოჯა. ხრუშჩოველები. მოგონებები.

11. „კალაჩი“ და „მათრახი“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 330

ჩვენი პარტიულ-სამთავრობო დელეგაცია საბჭოთა კავშირში მიემ-გზავრება. ხრუშჩოვის ოინები: მაგიდაზე დებენ „კალაჩს“ — საბჭო-თა მთავრობა კრედიტების დაფარვისგან გვათავისუფლებს. ლენინ-გრადი: პოსპელოვი და კოზლოვი ჩვენს გამოსვლას ცენზურას უკე-თებენ. ჩვენი ოფიციალური მოლაპარაკებები ხრუშჩოვთან დასხვებთან. ხრუშჩოვი ნერვიულობს: „გინდათ, რომ სტალინის გზაზედაგვაბრუნოთ“, „ტიტო და რანკოვიჩი კარდელსა და პოპოვიჩზეუკეთესები არიან, ტემპო — ვირია… არასტაბილური“. შემთხვევი-თი შეხვედრა მოსკოვში იუგოსლავიის ელჩთან, მიჩუნოვიჩთან.ხრუშჩოვის გამგზავრება ალბანეთში, 1959 წლის მაისი. ხრუშჩოვიდა მალინოვსკი ჩვენგან სამხედრო ბაზებს მოითხოვენ: „მთელიხმელთაშუა ზღვის აუზი — ბოსფორიდან გიბრალტარამდე —ჩვენს ხელში იქნება“. მრჩეველი ძაღლების განადგურების საქმეში.საბჭოთა საელჩო ტირანაში — სახელმწიფო უშიშროების კომიტე-ტის რეზიდენცია.

12. ბუქარესტიდან მოსკოვამდე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 370

1960 წლის თებერვალი: მიქოიანი საბჭოთა-ჩინეთის უთანხმოებე-ბის შესახებ. ურთიერთობების გამწვავება მოსკოვსა და პეკინს შო-რის. კოსიგინი მეჰმეტ შეჰუსთან მოსკოვში „ვიზიტით“ მიდის. ბუქა-რესტის შეთქმულება. ჰიუსნი კაპომ ხრუშჩოვის ზეწოლისას თვა-ლიც კი არ დაახამხამა. საბჭოელებმა საიდუმლო აგენტები აამოქ-მედეს და შიმშილით ბლოკადას მიმართეს. ბრძოლა მოსკოვის თათ-ბირის მოსამზადებელ კომისიაში. ჩვენი დელეგაცია მოსკოვში. ყი-ნულოვანი ატმოსფერო. საბჭოთა გარგანტუები. კვლავ ზეწოლა,ტრელობა, პროვოკაციები. კრემლის მარშლები. ხანმოკლე შეხვედ-რა ანდროპოვთან. ხრუშჩოვის ტაქტიკა: „პოლემიკას არ გავმარ-თავთ“. დაქირავებული აგენტები ჩვენს გამოსვლაზე რეაგირებენ.უკანასკნელი მოლაპარაკებები ხრუშჩოვის რენეგატებთან.

462

Page 463: xruSGovelebi - enverhoxha.ru · 9 ხრუშჩოვის ჯგუფმა ასეთი გზით სიარული არჩია, განავითა-რა

სარჩევი

13. უკანასკნელი აქტი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 434

ჩვენი პარტიისა და ჩვენი ხალხის ფოლადისებრი ერთიანობა. საბ-ჭოელებს ვლერის ბაზის ხელში ჩაგდება უნდათ. დაძაბული ვითა-რება ბაზაზე. ადმირალი კასატონოვი კუდამოძუებული მიდის. მტე-რი ჩვენს ხელმძღვანელობაში ცვლილებებზე ოცნებობს. ალბანეთისშრომის პარტიის IV ყრილობა. პოსპელოვი და ანდროპოვი ტირანა-ში. დამსახურებული მკვახე პასუხი ბერძენ და ჩეხოსლოვაკიელპროვოკატორ დელეგატებს. ხრუშჩოვის ტირანაში წარგზავნილთამისიის ჩაფლავება. რატომ „გვიწვევენ“ ხელახლა მოსკოვში?! ხრუშ-ჩოვის საჯარო გამოხდომები ალბანეთის შრომის პარტიის წინააღ-მდეგ სკკპ XXII ყრილობაზე. ურთიერთობების საბოლოოდ გაწყვე-ტა: 1961 წლის დეკემბერში ხრუშჩოვი ალბანეთის სახალხო რეს-პუბლიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს.

463