sepsis and septic shock prof. mamuka chkhaidze · international guidelines for management of severe...

30
SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE Course n°: 3 Sub-category: (3.1.5.) Date: (12-04-2014) Language: Georgian City: Tbilisi Country: Republic of Georgia Weight: kb Related text: no

Upload: others

Post on 22-Feb-2020

14 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

SEPSIS AND SEPTIC SHOCK

Prof. MAMUKA CHKHAIDZE Course n°: 3 Sub-category: (3.1.5.) Date: (12-04-2014) Language: Georgian City: Tbilisi Country: Republic of Georgia Weight: kb Related text: no

Page 2: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

http://www.euroviane.net www.gsaccm.ge

sefisisi da sepituri Soki

prof. mamuka CxaiZe

11-13.04.2014

Tbilisi

III kursi

Page 3: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

სეპტიური შოკი

სეფსისისგან გადარჩენის კამპანია

Surviving Sepsis Campaign

International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004,

2008, 2012.

Page 4: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

დეფინიციები: სეფსისი განისაზღვრება, როგორც ინფექცია (დადასტურებული ან

საეჭვო),რომელსაც თან ერთვის სისტემური ინფლამატორული (ანთებითი) პასუხის რეაქცია.

მძიმე სეფსისი განისაზღვრება, როგორც სეფსისი, რომელსაც თან ერთვის სეფსისით გამოწვეული ორგანოთა დაზიანების სინდრომი ან ქსოვილოვანი ჰიპოპერფუზია

სეპტიური შოკი განისაზღვრება, როგორც სეფსისით გამოწვეული ჰიპოტენზია, რომელიც პერსისტირებს მიუხედავად ადექვატური ინფუზიური თერაპიისა.

სეფსისით გამოწვეული ჰიპოტენზია არის - სისტოლური არტ. წნევა < 90 mmHg ან საშუალო არტერიული წნევა < 70 mmHg ან სისტოლური წნევა მოზრდილთან შემცირდა 40 mmHg-ზე მეტად, ან ასაკობრივ ნორმაზე ორ სტანდარტულ დევიაციით ნაკლებია და ჰიპოტენზიის სხვა მიზეზები არ არსებობს. სეფსისით გამოწვეული ქსოვილოვანი ჰიპოპერფუზია განისაზღვრება, როგორც ინფექციით გამოწვეული ჰიპოტენზია, ლაქტატის დონის მატება, ან ოლიგურია.

სეპტიური შოკი

Page 5: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

აუცილებელია იყოს: ინფექცია, დადასტურებული ან საეჭვო და ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე

ნიშანი

ზოგადი ნიშნები ცხელება >38.3C ჰიპოთერმია (ცენტრალური ტემპერატურა <36 C) გულის შეკუმშვათა სიხშირე > 90 (მოზრდილებში) ან 2

სტანდ.დევიაციით >ასაკობრივ ნორმაზე ტაქიპნეა მენტალური სტატუსის შეცვლა (სხვა მიზეზის არარსებობისას) მნიშვნელოვანი შეშუპება ან სითხის დადებითი ბალანსი (>20

მლ/კგ 24 საათში) ჰიპერგლიკემია (პლაზმაში გლუკოზა >140 მგ/დლ ან 7.7

მმოლ/ლ (დიაბეტის არარსებობის პირობებში)

Page 6: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

სეფსისი

ანთების (ინფლამაციის) მარკერები: ლეიკოციტოზი >12,00/mm3 ლეიკოპენია < 4,00/mm3 (ან ასაკობრივი ნორმების მიხედვით ლეიკოციტოზი ან

ლეიკოპენია) ახალგაზრდა ნეიტროფილები > 10% როდესაც ლეიკოციტების

რაოდენობა ნორმალურია პლაზმაში C- რეაქტიული ცილა 2 სტანდ.დევიაციით მეტია

ნორმაზე პლაზმაში პროკალციტონინის დონე 2 სტანდ.დევიაციით

მეტია ნორმაზე

Page 7: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

ჰემოდინამიკური მაჩვენებლები: არტერიული ჰიპოტენზია - სისტოლური არტ. წნევა < 90

mmHg , საშუალო არტერიული წნევა < 70 mmHg, ან სისტოლური წნევა მოზრდილთან შემცირდა 40 mmHg-ზე მეტად, ან ასაკობრივ ნორმაზე ორ სტანდარტულ დევიაციით ნაკლებია.

სეფსისი

Page 8: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

სეფსისით გამოწვეული ორგანოთა დაზიანების სინდრომი ნიშნები: არტერიული ჰიპოქსემია PaO2/FiO2 <300 მწვავე ოლიგურია შარდის გამოყოფა < 0.5 მლ/კგ/სთ მინიმუმ 2

საათის განმავლობაში მიუხედავად სითხის ადექვატურად გადასხმისა

შრატის კრეატინინის მატება >0,5 მგ/დლ ან (44,2 მკმოლ/ლ) შრატის ბილირუბინი > 4 მგ/დლ ან > 70(მკმოლ/ლ) ჰიპოკოაგულაცია (INR >1.5 ან aPTT >60 წმ) თრომბოციტოპენია <100.000/ მკლ-1 ილეუსი (არ მოისმინება ნაწლავთა პერისტალტიკის ხმიანობა) ქსოვილოვანი ჰიპოპერფუზიის ნიშნები: ჰიპერლაქტატემია >1 მმოლ/ლ ან 9 მგ/დლ შემცირებული კაპილარული ავსება ან სიჭრელე

სეფსისი

Page 9: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

სეფსისით გამოწვეული ორგანოთა დაზიანების სინდრომი ნიშნები: არტერიული ჰიპოქსემია PaO2/FiO2 <300 მწვავე ოლიგურია შარდის გამოყოფა < 0.5 მლ/კგ/სთ მინიმუმ 2

საათის განმავლობაში მიუხედავად სითხის ადექვატურად გადასხმისა

შრატის კრეატინინის მატება >0,5 მგ/დლ ან (44,2 მკმოლ/ლ) შრატის ბილირუბინი > 4 მგ/დლ ან > 70(მკმოლ/ლ) ჰიპოკოაგულაცია (INR >1.5 ან aPTT >60 წმ) თრომბოციტოპენია <100.000/ მკლ-1 ილეუსი (არ მოისმინება ნაწლავთა პერისტალტიკის ხმიანობა) ქსოვილოვანი ჰიპოპერფუზიის ნიშნები: ჰიპერლაქტატემია >1 მმოლ/ლ ან 9 მგ/დლ შემცირებული კაპილარული ავსება ან სიჭრელე

სეფსისი

Page 10: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

პედიატრიულ პოპულაციაში სეფსისის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები არის: ანთების სიმპტომები და ნიშნები პლუს ინფექცია, რომელთაც თან ერთვის ჰიპერ ან ჰიპოთერმია (რექტალური ტემპერატურა > 38,5 ან < 35 C), ტაქიკარდია (რომელიც ჰიპოთერმულ პაციენტთან შეიძლება არ განვითარდეს), და ორგანოთა ფუნქციის მოშლის მინიმუმ ერთი ნიშანი: შეცვლილი მენტალური სტატუსი, ჰიპოქსემია, შრატში ლაქტატის დონის მატება, „მხტუნავი პულსი“

წყარო: LevyMM, Fink MP, Marshall JC, et al: 2001 SCCM/ESICM/ACCP/ATS/SIS International Sepsis Defintions Conferenece. Crit Care Med 2003; 31: 1250-1256.

სეფსისი

Page 11: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

მძიმე სეფსისი

მძიმე სეფსისი= სეფსისით გამოწვეული ქსოვილოვანი ჰიპოპერფუზია ან ორგანოთა დისფუნქცია (ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი, თუკი ითვლება, რომ ის ინფექციის მიზეზით არის გამოწვეული)

სეფსისით გამოწვეული ჰიპოტენზია ლაქტატის დონე სჭარბობს ლაბორატორიის ნორმის ზედა ზღვარს შარდის გამოყოფა < 0.5 მლ/კგ/სთ 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში,

მიუხედავად სითხის ადექვატური გადასხმისა ფილტვის მწ. დაზიანება (ALI) როდესაც PaO2/FiO2 <250 და ინფექციის

წყარო პნევმონია არ არის ფილტვის მწ. დაზიანება (ALI) როდესაც PaO2/FiO2 <200 და ინფექციის

წყარო პნევმონიაა კრეატინინი > 2.0 მგ/დლ (176.8 მკმოლ/ლ) ბილირუბინი > 2 მგ/დლ (34.2 მკმლ/ლ) თრომბოციტების რაოდენობა <100.000/ მკლ-1 კოაგულოპათია (INR > 1.5) LevyMM, Fink MP, Marshall JC, et al: 2001 SCCM/ESICM/ACCP/ATS/SIS International Sepsis Defintions Conferenece. Crit Care

Med 2003; 31: 1250-1256.

Page 12: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

სეპტიური შოკის მართვა

ა.პირველადი რეანიმაცია: 1. მძიმე სეფსისით ან სეპტიური შოკით გამწვეული ქსოვილების ჰიპოპერფუზიის

(პერსისტირებადი ჰიპოტენზია მიუხედავად სითხის ადექვატური გადასხმისა ან ლაქტატ აციდოზი > 4 მმოლ/ლ) დროს რეანიმაცია უნდა დაიწყოს სინდრომის ამოცნობისთანავე და არ გადაიდოს პაციენტის ინტენსიურ თერაპიაში მოთავსებამდე. სეფსისით გამოწვეული ჰიპოპერფუზიის პირველადი რეანიმაციის (პირველი 6 საათი) მიზანს წარმოადგენს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური მიზნის მიღწევა (მკურნალობის პროტოკოლის შემადგენელი ნაწილია):

ცენტრალური ვენური წნევა - 8-12 mmHg საშუალო არტერიული წნევა > 65 mmHg შარდის გამოყოფა - ≥ 0.5 მლ/კგ/სთ ცენტრალური ვენური (ზედა ღრუ ვენა) ან შერეული ვენური სისხლის ჟანგბადით

გაჯერება (სატურაცია) 70% ან 65% შესაბამისად. რეკომენდაციის ხარისხი 1C. 2. რადგანაც ლაქტატის დონის მატება სისხლში ქსოვილოვანი ჰიპოპერფუზიის

მარკერია, რეკომენდებულია საწყისი რეანიმაციული ღონისძიებების კლინიკურ სამიზნედ დავისახოთ ლაქტატის დონის ნორმალიზება იმ პაციენტებთან, ვისაც ლაქტატის დონე მომატებული აქვს.

რეკომენდაციის ხარისხი 2 C.

Page 13: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

დიაგნოზი

ანტიმიკრობული თერაპიის დაწყებამდე სასურველია სათანადო მასალის აღება ბაქტერიოლოგიური კვლევისათვის, თუ მასალის აღება მნიშვნელოვნად არ დააყოვნებს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებას (>45 წთ) -რეკომენდაციის ხარისხი 1C. გამომწვევის იდენტიფიცირებისთვის სულ მცირე სისხლის 2 კულტურის აღებაა მიზანშეწონილი (როგორც აერობულ ისე ანაერობულ კონტეინერებში),

ეს უნდა გაკეთდეს ანტიმიკრობული მკურნალობის დაწყებამდე: ერთი- პერიფერიული ვენიდან-პუნქციით, მეორე- სისხლძარღვოვანი კათეტერის თითოეული არხიდან, თუ კათეტერის ჩაყენებიდან 48 სთ-ზე მეტია გასული. თუ სისხლის აღება ხდება სხვადსხვა ადგილებიდან, მასალის მოგროვება შეიძლება განხორციელდეს ერთდროულად. სხვა მასალა, როგორიცაა: შარდი, თავ-ზურგტვინის სითხე, ჭრილობის ნაცხი, რესპირატორული სეკრეტი ან სხეულის სხვა რაიმე სითხე - კლინიკური საჭიროების მიხედვით -ასევე აღებული უნდა იქნეს ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებამდე.

რეკომენდაციის ხარისხი 1 C

Page 14: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

მართვის განშტოებები (საფეხურები)

უნდა შესრულდეს პირველ სამ საათში: ლაქტატის დონის განსაზღვრა ანტიბიოტიკების დაწყებამდე სისხლის კულტურების აღება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების დაწყება გადაუსხი 30მლ/კგ კრისტალოიდის ხსნარი თუ ჰიპოტენზიაა ან ლაქტატი > 4

მმოლ/ლ უნდა შერულდეს პირველ ექვს საათში: დაიწყე ვაზოპრესორების მიკროინფუზია (თუ ი.ვ. სითხის გადასხმის მიუხედავად

ჰიპოტენზია რჩება), რათა შეინარჩუნე საშუალო არტერიული წნევა (MAP) > 65 mmHg

პერსისტირებადი არტერიული ჰიპოტენზიის დროს, მიუხედავად ი.ვ. სითხის ადექვატური გადასხმისა (სეპტიური შოკი), ან თუ საწყისი ლაქტატი > 4 მმოლ/ლ (36 მგ/დლ), გაზომე ცენტრალური ვენური წნევა (ცვწ) და ცენტრალური ვენური სისხლის ჟანგბადით სატურაცია (ScvO2)

თუ საწყისი ლაქტატის დონე მაღალი იყო, ზემოჩამოთვლილი ღონისძიებების ჩატრების შემდეგ განმეორებით გაზომე ის.*

*ჩატარებული ღონისძიებების თერაპიული სამიზნეები არის: ცვწ > 8 mmHg, ScvO2 > 70%, ლაქტატის დონის ნორმალიზება.

Page 15: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

ინფექციის კერის (წყაროს) კონტროლი

ანტiბიოტიკოთერაპია განიხილება ცალკე ლექციაში ინფექციის სპეციფიური ანატომიური კერა, რომელიც

მოითხოვს ინფექციის წყაროს კონტროლის გადაუდებელი ღონისძიებებს (რბილი ქსოვილების ნეკროზული ინფექცია, პერიტონიტი, ქოლანგიტი, ნაწლავის ინფარქტი და სხვა) - აღმოჩენილი და დიაგნოზირებული უნდა იქნას ან გამოირიცხოს რაც შეიძლება სწრაფად, შესაბამისი ინტერვენცია (თუ ასეთი ნაჩვენებია) უნდა განხორციელდეს დიაგნოზის დასმიდან არაუგვიანეს პირველ 12 საათში.

რეკომენდაციის ხარისხი 1C.

Page 16: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

როდესაც ინფექციის შესაძლო წყაროდ მიიჩნევა ინფიცირებული პერიპანკრეოზული ნეკროზი, რადიკალური ჩარევა უმჯობესია გადაიდოს, სანამ საბოლოო დემარკაცია სიცოცხლის უნარიან და მკვდარ ქსოვილებს შორის ჩამოყალიბდება.

რეკომენდაციის ხარისხი 2B. თუ მძიმე სეფსისის და სეპტიური შოკის შემთხვევაში

ინფექციის წყარო სისხლძარღვოვანი კათეტერია, იგი უნდა მოშორდეს დაუყოვნებლივ, სხვა კათეტერის ჩაყენებისთანავე.

რეკომენდაციას არ აქვს მინიჭებული ხარისხი.

ინფექციის კერის (წყაროს) კონტროლი

Page 17: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

ინფუზიური თერაპია

პირველადი რეანიმაციის საინფუზიო ხსნარებად რეკომენდებულია კრისტალოიდების გამოყენება.

რეკომენდაციის ხარისხი 1B. არ არის რეკომენდებული ჰიდროქსიეთილ სახამებლების

(HES) ხსნარების ი.ვ საინფუზიო გამოყენება მძიმე სეფსისის და სეპტიური შოკის დროს.

რეკომენდაციის ხარისხი 1B. მძიმე სეფსისის და სეპტიური შოკის დროს, ი.ვ. სითხით

რეანიმირების პროცესში, როდესაც კრისტალოიდური ხსნარების მნიშვნელოვანი რაოდენობაა საჭირო, შესაძლოა გადავასხათ ალბუმნის ხსნარი.

რეკომენდაციის ხარისხი 2C. შეიცვალა 2012 ში

Page 18: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

ვაზოპრესორები

ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი) რეკომენდებულია გამოვიყენოთ პირველი რიგის ვაზოპრესორად.

რეკომენდაციის ხარისხი 1B. შეიცვალა ძველში იყო დოფამინიც!

შემოთავაზებულია: ეპინეფრინი (დავამატოთ ნორეპინეფრინს ან ჩავანაცვლოთ იგი), გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც დამატებითი აგენტია საჭირო არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის (ადექვატურ დონეზე შენარჩუნებისთვის).

რეკომენდაციის ხარისხი 2B. რეკომენდებულია დოპამინის, როგორც ნორეპინეფრინის ალტერნატიული

ვაზოპრესორული აგენტის გამოყენება, მხოლოდ პაციენტთა სელექტიურ ჯგუფში (მაგ.: ტაქიარითმიის დაბალი რისკის მქონე პაციენტები ან შედარებითი ან აბსოლუტური ბრადიკარდიის მქონე პაციენტები)

რეკომენდაციის ხარისხი 2C. ფენილეფრინი (მეზატონი) არ არის რეკომენდებული სეპტიური შოკის

მკურნალობაში, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა: (ა) ნორეპინეფრინმა გამოიწვია სერიოზული არითმიები, (ბ) გულის წუთმოცულობა მაღალია, ხოლო არტერიული ჰიპოტენზია პერსისტირებს, ან (გ) როგორც „სიცოცხლის გადარჩენის თერაპია“, როდესაც ინოტროპულ/ვაზოპრესორული კომბინირებული თერაპია და დაბალი დოზა ვაზოპრესინის დამატება არ იძლევა საშუალო არტერიული წნევის (MAP) სასურველ ციფრებს.

რეკომენდაციის ხარისხი 1C.

Page 19: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

ინოტროპული თერაპია

რეკომენდებულია დობუტამინის მიკროინფუზიის დაწყება (მაქს. 20 მკგ/კგ/წთ) ან ვაზოპრესორებზე მისი დამატება (თუ ვაზოპრესორული მკურნალობა უკვე დაწყებულია) თუ სახეზეა: ა) მიოკარდიუმის დისფუნქცია, რაზეც მიუთითებს მომატებული ავსების წნევები (პრედატვირთვა) და გულის დაბალი წუთმოცულობის სინდრომი, ან ბ) ჰიპოპერფუზიის ნიშნები რჩება მიუხედავად ადექვატური სისხლძარღვშიდა სისხლის მოცულობისა და ადექვატური საშუალო არტერიული წნევისა.

რეკომენდაციის ხარისხი 1C.

Page 20: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

კორტიკოსტეროიდები

სეპტიური შოკის დროს, რეკომენდებულია არ გამოვიყენოთ ინტრავენური კორტიკოსტეროიდები მოზრდილებში, სანამ ადექვატური ინფუზიური თერაპია და ვაზოპრესული დახმარება უზრუნველყოფს ჰემოდინამიკურ სტაბილურობას (იხ. საწყისი რეანიმაციის მიზნები), თუ ამის მიღწევა შეუძლებელია, რეკომენდებულია ი.ვ. ჰიდროკორტიზონი 200 მგ დღეში.

რეკომენდაციის ხარისხი 2C. შეიცვალა 2012 იყო:intravenuri kortikosteroidebi (hidrokortizoni - 200-300

mg/dReSi 7 dRiani kursi 3 an 4-jeradi bolusuri ineqciiT an

ganuwyveteli infuziiT) rekomendirebulia iseTi septiuri Sokis

dros, roca miuxedavad adeqvaturi infuzuri Terapiisa art. wnevis

SenarCunebis mizniT saWiro xdeba vazopresorebis gamoyeneba.

rekomendaciis xarisxi E

Page 21: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

რეკომენდებულია აკტჰ-ით სტიმულაციის ტესტი არ იქნას ჩატარებული, კორტიკოსტეროიდებით თერაპიაზე მოპასუხე პაციენტების აღმოსაჩენად, სეპტიური შოკის დროს, როდესაც არის ჩვენება ჰიდროკორტიზონის დაწყებისა.

რეკომენდაციის ხარისხი 2B. როდესაც დაბალი დოზით ჰიდროკორტიზონის თერაპიას

ვიწყებთ, უპირატესობა ენიჭება უწყვეტი ინფუზიით მიწოდებას და არა ბოლუსურ ინექციების დანიშვნას.

რეკომენდაციის ხარისხი 2D.

კორტიკოსტეროიდები

Page 22: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

სისხლის კომპონენტების გამოყენება:

მძიმე სეფსისის დროს პაციენტს თრომბომასა უნდა გადავუსხათ, როდესაც მათი რაოდენობა < 10.000 მმ3 (10X109 /ლ), მიუხედავად იმისა არის თუ არა სისხლდენა. თრომბომასის ტრანსფუზია შესაძლოა ჩატარდეს, როდესაც მათი რაოდენობაა < 20.000 მმ3 (20 X109 /ლ) სისხლდენის მაღალი რისკის პირობებში. თრომბოციტების უფრო მაღალი ციფრები (> 50.000 მმ3 ანუ 50X109/ლ) საჭიროა ქირურგიული და ინვაზიური პროცედურების ჩატარების დროს.

რეკომენდაციის ხარისხი 2D. შეიცვალა 2012 ში, იყო 5000 და 5.000 - 30.000 mm3 .

Page 23: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

adamianis rekombinanturi aqtivizirebuli

cila C (rhAPC) საერთოდ აღარ შევიდა 2012! 2012 დან დაემატა: რეკომენდებულია არ იხმაროთ ი.ვ. იმუნოგლობულინები მოზრდილ

პაციენტებთან მძიმე სეფსისით ან სეპტიური შოკით. რეკომენდაციის ხარისხი 2B. რეკომენდებულია არ გამოიყენოთ სელენიუმი მძიმე სეფსისის

მკურნალობაში. რეკომენდაციის ხარისხი 2C.

Page 24: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია სეფსისით გამოწვეული მწვავე

რესპირატორული დისტრეს სინდრომის (მ.რ.დ.ს.-ARDS) დროს.

დაემატა 2012 დან: სეფსისიან პაციენტთან, რომელსაც აქვს მძიმე, რეფრაქტერული

ჰიპოქსემია, გამოწვეული მ.რ. დ. ს. -ით, უმჯობესია ჩატარდეს ე.წ. „ფილტვის გაშლის მანევრი“ (recruitment maneuvers).

რეკომენდებულია სითხის დამზოგველი (კონსერვატიული) ინფუზიური სტრატეგია იმ პაციენტებთან ვისაც აქვს სეფსისით გამოწვეული მ.რ.დ. სინდრომი და არ აქვს ქსოვილოვანი ჰიპოპერფუზიის ნიშნები.

რეკომენდაციის ხარისხი 1C. სეფსისით გამოწვეული მ.რ.დ.ს.-ის მქონე პაციენტებთან არ არის

რეკომენდებული b2 აგონისტების გამოყენება, თუ არ არის რაიმე სპეციალური ჩვენება, მაგალითად - ბრონქოსპაზმი.

რეკომენდაციის ხარისხი 1B.

Page 25: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

დაზუსტდა, შეუცვალა

სეფსისის დროს, მ.რ.დ. სინდრომის გარეშე, თუ ეს შესაძლებელია, რელაქსანტების გამოყენება არ არის სასურველი ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის გახანგრძლივების რისკის გამო. თუ მიორელაქსანტების გამოყენება აუცილებელია, მისი ბოლუსური ან უწყვეტი ინფუზია სასურველია ჩატარდეს კუნთთა რელაქსაციის სიღრმის განსაზღვრით (ნერვ-კუნთოვანი სტიმულტორით - „train –of- four“).

რეკომენდაციის ხარისხი 1 C. სასურველია ჩატარდეს ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის მოკლე

კურსი (< 48 სთ), იმ პაციენტებთან ვისაც აქვს ადრეული, მძიმე-სეფსისით გამოწვეული მ.რ.დ. სინდრომი და PaO2 / FiO2 < 150 mmHg.

რეკომენდაციის ხარისხი 2 C.

Page 26: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

გლუკოზის კონტროლი

რეკომენდებულია, ვიხელმძღვანელოთ გლიკემიის მართვის პროტოკოლიზებული სისტემით, ინტენსიურ თერაპიაში მოთავსებულ მძიმე სეფსისიან პაციენტებთან, რაც გულისხმობს ინსულინის მიწოდებას, როდესაც ორი განმეორებითი ანალიზი გვიჩვენებს გლუკოზის დონეს სისხლში > 180 მგ/დლ. ასეთი მიდგომა მიზნად ისახავს სისხლში გლუკოზის დონის მაქსიმუმი მივიჩნიოთ < 180 მგ/დლ, ნაცვლად < 110მგ/დლ-ისა.

რეკომენდაციის ხარისხი 1A. შეიცვალა დაემატა: რეკომენდებულია, სისხლში გლუკოზის დონე გაიზაომოს 1-2 საათში ერთხელ,

სანამ გლუკოზის დონის და ინსულინის ინფუზიის სტაბილურობა იქნება მიღწეული, შემდეგ კი ყოველ 4 საათში ერთხელ.

რეკომენდაციის ხარისხი 1C. რეკომენდებულია, ინტენსიურ თერაპიაში (ან პალატაში) ექსპრეს მეთოდით

გაზომილი კაპილარული სისხლის გლუკოზის დაბალი მაჩვენებლები შეფასდეს დიდი სიფრთხილით, რადგანაც ასეთი გაზომვით შესაძლოა ცდომილება მივიღოთ არტერიულ სისხლის ან შრატის გლუკოზასთან შედარებით.

რეკომენდაციის არ გააჩნია ხარისხი.

Page 27: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

გლუკოზის კონტროლი

ar Secvlila:

ჰემოდინიმაკის გაუმჯობესებისა და ვაზოპრესორების მოთხოვნილების შემცირების მიზნით ბიკარბონატების გამოყენება ჰიპოპერფუზიით განპირობებული ლაქტატ აციდემიის (pH >7.15) მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული.

რეკომენდაციის ხარისხი 2B. Mmoimata mtkicebulebis xarisxma!

Page 28: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

სტრეს-წყლულების პროფილაქტიკა შეიცვალა

როდესაც სტრესული წყლულების პროფილაქტიკა ინიშნება,მეტი უპირატესობა მიანიჭეთ პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორებს, ვიდრე H2 რეცეპტორების ანტაგონისტებს.

რეკომენდაციის ხარისხი 2C. პაციენტები, ვისაც არ აქვს სისხლდენის რისკ ფაქტორები არ

საჭიროებენ პროფილაქტიკას. რეკომენდაციის ხარისხი 2B.

Page 29: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

კვება (დაემატა 2012-ში)

მძიმე სეფსისის და სეპტიური შოკის დიაგნოზის დასმიდან პირველი 7 დღის განმავლობაში, თუ ეს შესაძლებელია, სასურველია, სრული პარენტერალური კვების ნაცვლად დავიწყოთ ენტერალური კვებისა ი.ვ. გლუკოზის კომბინაცია, ან პარენტერალური და ენტერალური კვების კომბინაცია.

რეკომენდაციის ხარისხი 2B.

Page 30: SEPSIS AND SEPTIC SHOCK Prof. MAMUKA CHKHAIDZE · International guidelines for management of severe sepsis and septic shock: 2004, 2008, 2012

Coming Soon!!! დაავადებათა მართვის ეროვნული პროტოკოლი

მძიმე სეფსისის და სეპტიური შოკის მართვა მოზრდილებში წარმდგენი: საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და

კრიტიკული მედიცინის საზოგადოება. 2014 წელი საზოგადოების წევრებს მოგაწვდით ელ-ფოსტით

შეკითხვები???? გმადლობთ!