hims 2009 annual report

40
ჯანმსაქმ1 იანვთელანობირი 2009 ბის ანგა9 - 1 იანაზღვიში არი 201 ვის 0 დიაც200 ის სა09 სახუის

Upload: vakho-rusieshvili

Post on 25-Mar-2016

232 views

Category:

Documents


5 download

DESCRIPTION

Health Insurance Mediation Service, c Annual Report

TRANSCRIPT

ჯანმრსაქმი 1 იანვა

რთელოიანობის

არი 2009

ობის დს ანგარ

9 - 1 იანვ

დაზღვერიში

ვარი 201

ევის მე

0

ედიაცი

200

იის სამ

09 წე

მსახურ

ელი

რის

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

1

1

სარჩევი 1.  შესავალი ................................................................................................................................... 5 

2.  სამსახურის სტრუქტურა ....................................................................................................... 6 

3.  ცვლილებები შიდა რეგულაციებში ..................................................................................... 6 

4.  შპს ”ინფო-ქოლი” ..................................................................................................................... 7 

5.  საჩივრების განმხილველი კომიტეტი ................................................................................. 8 

6.  შეხვედრები ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა ........................ 8 

6.1  შეხვედრები ორგანიზაციებთან ............................................................................................ 8 

6.1.1  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა .......................................................................................................................... 9 

6.1.2 შეხვედრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში.............. 10 

6.1.3. შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და .............................................. 10 

სოციალური დაცვის სამინისტროში ......................................................................................... 10 

6.2  შეხვედრები სადაზღვევო კომპანიებთან და დაზღვეულებთან ................................... 11 

6.2.2. შეხვედრა სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას”-ს გენერალურ დირექტორთან ............................................................................................................................... 12 

6.2.3. შეხვედრა იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან გორში (კარალეთის დასახლება) ..................................................................................................................................... 13 

6.2.4 შეხვედრა იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან გორში ( სკრის დასახლება) ..................................................................................................................................... 13 

6.2.5. შეხვედრები იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან (კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში) .............................................................................................................. 14 

6.2.6. შეხვედრა მიცუბიში-მოტორსის ცენტრში ..................................................................... 15 

6.2.7. შეხვედრა AgVantage-სთან ................................................................................................. 16 

6.2.8. შეხვედრა ა.შ.შ-ის საელჩოს თანამშრომლებთან ........................................................... 17 

6.3.  (USAID) პროექტ CoReform-ის დასრულებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება ..................................................................................................................................... 18 

6.4. საზოგადოების ინფორმირება ............................................................................................ 18 

6.4.1. სემინარი ბაკურიანში......................................................................................................... 18 

6.4.2. საზოგადოებრივი საბჭო .................................................................................................. 19 

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

2

2

6.4.4. ფესტივალი ”ოქროს მიკროფონი” ................................................................................... 21 

6.4.5. ჟურნალისტების დაჯილდოება ..................................................................................... 21 

6.4.6. გამოსვლები მასმედიის საშუალებით ............................................................................ 22 

6.4.7. ვებ-გვერდი ......................................................................................................................... 23 

7.  მომართვების ანალიზი ......................................................................................................... 24 

7.1 ანალიზი რეგიონალურ ჭრილში ....................................................................................... 25 

7.2  მომართვების ანალიზი კატეგორიების მიხედვით ......................................................... 27 

7.3  ანალიზი სადაზღვევო კომპანიების მიხედვით .............................................................. 29 

7.4  მორიგებით დასრულებული დავები ................................................................................. 30 

8.  საინტერესო ისტორიები მედიაციის პრაქტიკიდან ....................................................... 30 

9.  იდენტიფიცირებული პრობლემები .................................................................................. 38 

10.  რეკომენდაციები .................................................................................................................... 39 

დიაგრამა 1: წლის განმავლობაში შემოსული მომართვების დინამიკა ......................................... 25 დიაგრამა 2: მომართვები რეგიონალურ ჭრილში ........................................................................... 26 დიაგრამა 3: შემოსული მომართვების გადანაწილება კატეგორიების მიხედვით ......................... 28  ცხრილი 1: შეხვედრები იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან .......................................... 15 ცხრილი 2: მომართვების გეორგაფიული გადანაწილება საანგარიშო პერიოდების მიხედვით ... 26 ცხრილი 3: მომართვების გადანაწილება კატეგორიების მიხედვით .............................................. 27 ცხრილი 4: რეგიონებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსული მომართვები კატეგორიების მიხედვით ................................................................................................................ 28 ცხრილი 5: მომართვები სადაზღვევო კომპანიების მიხედვით ..................................................... 29 ცხრილი 6: საჩივრების რაოდენობა სადაზღვევო კომპანიების მიხედვით 1000 კაცზე გაანგარიშებით (საჩივრების ინდექსი) ............................................................................................ 30 

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

3

3

შედეგების მოკლე მიმოხილვა ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური (შემდგომში მედიაციის სამსახური) საქართველოში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და ამ პერიოდის განმავალობაში (2008 წლის 15 მარტიდან 2010 წლის 1 იანვრამდე) მას 5202 ადამიანმა მომართა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი სხვადასხვა პრობლემით, თუ ინფორმაციის მოთხოვნით. ეს ნიშნავს, რომ მედიაციის სამსახურში დღეში საშუალოდ 12 მომართვა შემოვიდა. 2009 წლის განმავლობაში შემოვიდა 3619 მომართვა, ანუ დღეში საშუალოდ 16 მომართვა. იანვარ - მარტში 1023 მომართვა (28,3%) ანუ დღეში საშუალოდ 17 მომართვა, აპრილ-ივნისში 895 მომართვა (24,7%) -- დღეში 14 მომართვა, ივლის-სექტემბერში 658 მომართვა (18,2%) -- დღეში 10,6 მომართვა, ოქტომბერ-დეკემბერში 1043 მომართვა (28,8%) -- დღეში 17 მომართვა.. 2009 წლის განმავლობაში შემოსული მომართვების მთლიანი რაოდენობიდან 2625 მომართვა (72,6%) ეკუთვნის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს. 506 მომართვის (14,0%) ავტორები არიან მოქალაქეები, რომლებიც არ არიან დაზღვეულები და ითხოვენ სადაზღვევო კომპანიებისა და დაზღვევასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესახებ ინფორმაციას, 274 მომართვა (7,6%) განახორციელა საჯარო სკოლის პედადგოგებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, 47(1,2%) მომართვა ეკუთვნის ბაზისური პროგრამით დაზღვეულ პირებს, 96 მომართვის (2,6%) ავტორები არიან ნებაყოფლობითი (ინდივიდუალური და კორპორატიული) წესით დაზღვეულები, 70 მომართვა (1,9%) ეკუთვნის მერიის პროგრამით დაზღვეულებს და 1 მომართვა (0,03%) ეკუთვნის მოსწავლეთა დაზღვევის პროგრამით დაზღვეულს. მედიაციის სამსახურში შემოვიდა 3186 (88%) I კატეგორიის მომართვა (მიეკუთვნება საცნობარო შინაარსის მომართვები), 336 (9%) -- II კატეგორიის მომართვა (მარტივი მედიაცია), 97 (3%) -- III კატეგორიის მომართვა (რთული მედიაცია-მიეკუთვნება საჩივრები, სადაც სახეზეა დავა დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიას შორის და რომლიც საჭიროებს დამატებით გამოკვლევას).

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

4

4

საზოგადოების ინფორმირება მედიაციის სამსახურმა შეიმუშავა და დაბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, პოსტერები და კალენდრები. სახელმწიფო პროგრამების ახალ ბენეფიციარებისათვის ამ მასალების მიწოდება ხდებოდა სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო პროვაიდერების მეშვეობით. ასევე ხდებოდა კორპორატიული წესით დაზღვეულთა ინფორმირება მათთან შეხვედრების ორგანიზების გზით. მედიაციის სამსახურის ვებ-გვერდზე www.him.ge რეგულარულად თავსდება განახლებადი ინფორმაცია, მათ შორის მთავრობის დადგენილებები ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ და გასული პერიოდის საქმიანობის ამსახველი ანგარიშები. საანგარიშო პერიოდის მანძილზე ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურში შემოსული მომართვების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები: 1. მიზანშეწონილია, რომ დაზღვეულ მოქალაქეებს შესაბამისი ორგანიზაციების მიერ

განემარტოთ და გადაეცეთ სადაზღვევო პირობები.

2. მიზანშეწონილია, რომ სადაზღვევო კომპანიებმა გაითვალისწინონ ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით” დაზღვეულთა აუცილებელი გადაადგილების შემთხვევები და მათთვის შეიმუშავონ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების განხორციელების ქმედითი სქემა.

3. მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემუშავდეს და შეთანხმდეს სამედიცინო

მანიპულაციებისა და ტერმინების საერთო განმარტებები, რასაც დაეყრდნობა ყველა სადაზღვევო კომპანია.

4. დამატებითი მომსახურების საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ და

კლინიკამ მკაფიოდ შეიმუშაონ მხარეთა მოქმედების სქემა, რათა უმწეო პაციენტი უზრუნველყოფილი იქნას სრული სამედიცინო მომსახურებით მისი მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

5

5

1. შესავალი

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს მედიაციის სამსახურის მიერ 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ჩატარებული სამუშაოების დეტალურ მიმოხილვას. ანგარიშის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს გამჭვირვალე და ობიექტური ინფორმაცია მედიაციის სამსახურის მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და ჯანმრთელობის დაზღვევის ურთიერთობებში წამოჭრილი დავების დარეგულირების საქმეში სამსახურის მნიშვნელობისა და როლის შესახებ. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ინიციტივით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ CoReform-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით 2008 წლის 15 მარტიდან საქართველოში ფუნქციონირებს მედიაციის სამსახური.

ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის მასშტაბური ზრდის გათვალისწინებით, დგება საჭიროება, არსებობდეს სადაზღვევო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების მოგვარების გამარტივებული მექანიზმი. სწორედ ამ ფუნქციას ატარებს მედიაციის სამსახური. მედიაციის სამსახურის საქმიანობის დასაწყისში მისი ძირითადი სამიზნე იყო სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეული ადამიანების მომსახურება, მათი დიდი რაოდენობიდან და რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარე. 2009 წლიდან ამას დაემატა საქმიანობის ახალი ფოკუსი -- სადაზღვევო კომპანიების კორპორატიული და ინდივიდუალური წესით დაზღვეულების მომსახურება. წინამდებარე ანგარიშში აღწერილია 1იანვარი 2009წ –1 იანვარი 2010 წ პერიოდში (შემდგომში საანგარიშო პერიოდში) მიღებული და მოგვარებული მომართვები, გაწეული საინფორმაციო სამუშაოები, იდენტიფიცირებული პრობლემები და შემუშავებული რეკომენდაციები.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

6

6

2. სამსახურის სტრუქტურა

საანგარიშო პერიოდის ბოლოს მედიაციის სამსახურის სტრუქტურა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

• ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსი-მედიატორი -- ა. ცერცვაძე;

• იურიდიული კონსულტანტი -- ლ. გორხელაშვილი; • პიარის კონსულტანტი -- მ. დარჩია. • აპარატის უფროსი -- მ. ლოლაძე; • ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტი -- ე. საღირაშვილი; • ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტი -- ლ. მემარნიშვილი; • ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტი -- ქ. ფანცხავა; • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი -- მ.შენგელია; • ტექნიკური მენეჯერი -- ვ. რუსიეშვილი;

3. ცვლილებები შიდა რეგულაციებში

2009 წლის ოქტომბრიდან მონაცემთა ბაზისა და ანგარიშგების მენეჯერის თანამდებობიდან, გერმანიაში სასწავლებლად წასვლის გამო გათავისუფლდა ნ. ჟორჟოლაძე. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შიდა რეგულაციებმა განიცადა ცვლილებები, კერძოდ : • სამედიცინო ნაწილის გააქტიურება -- მედიაციის სამსახურში მომართვების სირთულისა და მოცულობის გაზრდის გამო ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალისტთა გუნდს დემატა კიდევ ერთი ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტი -- ქეთევან ფანცხავა. • • საზოგადოებასთან ურთიერთობა - მედიაციის სამსახურის გუნდს შეემატა ახალი თანამშრომელი მ. შენგელია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

7

7

• მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა -- ამ პერიოდში მონაცემთა ბაზაზე მუშაობის გამარტივებისა და ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მიღების მიზნით დაინერგა ახალი კომპიუტერული პროგრამა. • მომართვების რეკლასიფიცირება -- 2009 წლის 1 იანვრიდან მოხდა შემოსული მომართვების კატეგორიების რეკლასიფიცირება (II კატეგორიის საცნობარო-განმარტებითი მომართვები გადავიდა I კატეგორიის მომართვებში). I კატეგორიის მომართვებმა მიიღეს ახალი სამუშაო განმარტება -- საცნობარო, II კატეგორიის მომართვებმა -- მარტივი მედიაცია, III კატეგორიის მომართვებმა -- რთული მედიაცია. • ანგარიშების პერიოდულობა -- მედიაციის სამსახურის შექმის თარიღიდან (15.03.2008) მოყოლებული, ანგარიშების წარმოება ხდებოდა ყოველ სამ თვეში ერთხელ (მარტი-მაისი, ივნისი-აგვისტო, სექტემბერი-ნოემბერი, დეკემბერი-თებერვალი). ამ გზით მოხდა მედიაციის სამსახურის ფუნქციონირების პირველი ერთი წლის ანგარიშის (15 მარტი 2008 - 1 მარტი 2009) შედგენა. 2009 წლის 1 იანვრიდან კი მედიაციის სამსახური გადავიდა ანგარიშის წარმოების კალენდარულ სისტემაზე. • მომართვის ახალი ფორმა - 2009 წლის 2 ივნისს დამტკიცდა მედიაციის სამსახურის მომართვის ახალი ფორმა.

4. შპს ”ინფო-ქოლი”

2009 წლის 1 სექტემბრიდან, მოქალაქეების მომართვების სატელეფონო გზით უკეთ მიღების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულება დაიდო მედიაციის სამსახურსა და შპს ”ინფო ქოლ”-ს შორის. შემუშავდა მომართვების მიღების ახალი სცენარი, რომლის მიხედვითაც ქოლცენტრის ოპერატორები პასუხობენ სატელეფონო ზარებს და ღებულობენ მათგან მომართვასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას, ავსებენ მომართვის სარეგისტრაციო ფორმას და ყოველდღიურად გადასცემენ მედიაციის სამსახურს, ასევე აწარმოებენ მომართვის მიღების დადასტურებას და საჭიროების შემთხვევაში მედიაციის სამსახურთან შეთანხმებით ახდენენ დანიშნულებისამებრ გადამისამართებას და განმარტებების მიცემას. ეს პროცედურები წარმოებს იგივე ნომრის 555 115 საკონტაქტო სატელეფონო ხაზით, ეს ნომერი განთავსებულია ჩვენს მიერ შემუშავებულ და დაბეჭდილ მედიაციის სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტებზე, პოსტერებზე და კალენდრებზე. აგრეთვე მედიაციის სამსახურის ვებგვერდზე.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

8

8

მოცემული პროცედურების სწორად და სრულყოფილად ჩატარების უზრუნველსაყოფად მედიაციის სამსახურის სპეციალისტების მიერ რეგულარულად ხდება ქოლცენტრის ოპერატორებისათვის სხვადასხვა ტრეინინგების ორგანიზება.

5. საჩივრების განმხილველი კომიტეტი

მედიაციის სამსახურის დებულების შესაბამისად მეორე წელია მუშაობს მედიაციის სამსახურის საჩივრების განმხილველი კომიტეტი. კომიტეტის თავმჯდომარე არის მედიაციის სამსახურის უფროსი - მედიატორი ა. ცერცვაძე. 2009 წლის იანვრიდან თავმჯდომარის მოადგილის რ. რუხაძის სხვა სამსახურში გადასვლის გამო, თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა იურიდიული კონსულტანტი ლ. გორხელაშვილი. კომიტეტის წევრად კი არჩეული იქნა მედიაციის სამსახურის ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტი ე. საღირაშვილი. საანგარიშო პერიოდში ჩატარებული იქნა კომიტეტის 50 სხდომა, სადაც განხილული იყო 86 საკითხი და მიღებული იქნა სათანადო გადაწყვეტილებები.

6. შეხვედრები ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან

ურთიერთობა საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მედიაციის სამსახურის მიერ მოეწყო შეხვედრები თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით. 6.1 შეხვედრები ორგანიზაციებთან საანგარიშო პერიოდში, თანამშრომლობისა და მედიაციის სამსახურის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მოეწყო შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ:

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

9

9

6.1.1 საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის გასვლითი სხდომა 2009 წლის 24 მაისს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის გასვლით სხდომაში, რომელიც ჩატარდა დედოფლისწყაროში. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური სუფსიდირების სააგენტოს, სადაზღვევო კომპანიების ჯი-პი-აი ჰოლდინგისა და ირაოს, მედიაციის სამსახურის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები. სხდომაზე განხილული იქნა სახელმწიფო პროგრამებით განხორციელებული ჯანმრთელობის დაზღვევის და ბაზისური დაზღვევის მიმდინარეობის საკითხები. სხდომაზე მოხსენება გააკეთა კომიტეტის თავჯდომარემ - ოთარ თოიძემ. სახელმწიფო პროგრამების და ბაზისური დაზღვევის თაობაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს პასუხისმგებელმა მუშაკებმა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების პროცედურაზე მოხსენება გააკეთა სოციალური სუბსიდირების სააგენტოს წარმომადგენელმა. სახელმწიფო პროგრამით განხორციელებული ჯანმრთელობის დაზღვევის მიმდინარეობის თაობაზე დედოფლისწყაროს რაიონში ინფორმაცია წარმოადგინეს სადაზღვევო კომპანიების ”ჯი-პი-აი ჰოლდინგისა” და ”ირაოს” წარმომადგენლებმა. დაზღვეულების მხრიდან სადაო საკითხებზე, ინფორმაციულობის გაზრდაზე და განმარტებების მიცემაზე დამსწრეთ ინფორმაცია მიაწოდა მედიაციის სამსახურის უფროსმა -- მედიატორმა არჩილ ცერცვაძემ. მან აგრეთვე ისაუბრა მედიაციის სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე და იმ სერვისების თაობაზე რისი მიწოდებაც შეუძლია სამსახურს. მოხსენებების ბოლოს გაიმართა დისკუსია და კითხვა პასუხი დამსწრე საზოგადოებას, კომიტეტის წევრებსა და დაზღვევის სფეროს წარმომადგენლებს შორის.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

10

10

6.1.2 შეხვედრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. 2009 წლის 9 სექტემბერს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომლები მ. თედორაძე, კ. ნემსაძე, თ. ლომთათიძე, მედიაციის სამსახურის უფროსი- მედიატორი ა. ცერცვაძე, ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტი ე. საღირაშვილი, აპარატის უფროსი მ. ლოლაძე, CoReform-ის წარმომადგენელი ლ. სერებრიაკოვა, UNIFEM-ის გორის რესურსცენტრის თანამშრომლები, ვ. ბიწაძე და ნ. მეგრელიშვილი, სადაზღვევო კომპანიების ჯი-პი-აი ჰოლდინგისა და ირაოს, და ცხინვალის და კოდორის რეგიონებიდან რუსეთის აგრესიის პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში კომპაქტურად ჩასახლებულ იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის წარმომადგენლები და კოორდინატორები. მედიაციის სამსახურის შესახებ მოხსენება გააკეთა მედიაციის სამსახურის უფროსმა- მედიატორმა არჩილ ცერცვაძემ, მან ისაუბრა მედიაციის სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე და იმ სერვისების თაობაზე რისი მიწოდებაც შეუძლია სამსახურს. მოხსენების ბოლოს გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხი. შეჯამდა იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან შეხვედრების მიმდინარეობა და ჩამოყალიბდა არსებული პრობლემები, გადაჭრის გზები, დაისახა მომავალი შეხვედრების გეგმები, რომელიც ითვალისწინებდა კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის ადგილებზე მონახულებას, რომლის დასრულებაც გათვალისწინებული იყო 25 სექტემბრისათვის. 6.1.3. შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში

2009 წლის 3 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სადაზღვევო ტექნიკური საკითხების განმხილველი საბჭოს სხდომაზე მედიაციის სამსახურის უფროსმა -მედიატორმა არჩილ ცერცვაძემ წარადგინა ანგარიში განვლილი საქმიანობის შესახებ. მან ისაუბრა მედიაციის სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე და იმ სერვისების თაობაზე რისი მიწოდებაც შეუძლია სამსახურს, აგრეთვე შემოსული მომართვების დარეგულირების პრაქტიკაზე. მოხსენების ბოლოს გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხი.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

11

11

6.1.4. შეხვედრა “ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში”

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USID)-ის და საქართველოს ,,ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ეგიდით 2009 წლის 16 და 17 დეკემბერს ჩატარდა სოფლის ექიმების გადამზადების პროექტის (კერძო სამედიცინო პრაქტიკის დაწყება, მართვა და განვითარება) ფარგლებში ტრეინინგი. სწავლება ჩატარდა ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი: • ტრენერი :” ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ეკონომისტი გიორგი ციმინტია • მარნეულის რაიონის სოფლის ექიმები • მედიაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლია მემარნიშვილი მეორე ჯგუფი: • ტრენერი: ეკონომისტი ქეთევან ფაცაცია • თეთრი წყაროს რაიონის სოფლის ექიმები • მედიაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ქეთევან ფანცხავა ძირითადი სასწავლო პროგრამის გაცნობის შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის წარმომადგენლებმა სოფლის ექიმებს გააცნეს მედიატორის როლი ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში. დაზღვეულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურეობის პროცესში გამოვლენილი პრობლემები და მათი მოგვარების გზები. ექიმებს დაურიგდათ მედიაციის სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების შესაბამისი დებულებები. ინფორმაცია მედიაციის სამსახურის არსებობის შესახებ ზოგიერთი სოფლის ექიმისათვის აღმოჩნდა სიახლე, მათ გამოთქვეს მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.

6.2 შეხვედრები სადაზღვევო კომპანიებთან და დაზღვეულებთან 6.2.1. შეხვედრები სადაზღვევო კომპანიებთან სადაზღვევო კომპანიებთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად მედიაციის სამსახურმა ივლისის თვეში ჩაატარა სადაზღვევო კომპანიების მიერ 2009 წლის 12

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

12

12

თებერვალს ხელმოწერილი მემორანდუმის შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი, რომელიც ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიების მიერ მედიაციის სამსახურის ცნობადობის თაობაზე აღებული შემდეგი ვალდებულებების შესრულებას: 1. სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულთათვის თვალსაჩინო ადგილებზე მედიაციის სამსახურის შესახებ ინფორმაციის განთავსებას; 2. ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებებში ცალკე პუნქტად მედიაციის სამსახურის შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის შეტანას; 3. სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაზღვეულისთვის მედიაციის სამსახურის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

მონიტორინგის პროცესში მედიაციის სამსახურის თანამშრომლებმა სადაზღვევო კომპანიების მუშაკებს გააცნეს სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, ამოცანები და გაწეული საქმიანობის შედეგები, აგრეთვე გადასცეს მათი დაზღვეულების მომართვების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, მედიაციის სამსახურის პოსტერები, ბუკლეტები და კალენდრები. შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია, დასმული იყო შეკითხვები, რომელსაც პასუხობდნენ მედიაციის სამსახურის თანამშრომლები. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე დაისახა მომავალი საქმიანობის მიმართულებები.

6.2.2. შეხვედრა სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას”-ს გენერალურ დირექტორთან

2009 წლის 19 თებერვალს მოეწყო მედიაციის სამსახურის შეხვედრა სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორთან ნ. რამიშვილთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მედიაციის სამსახურის სადაზღვევო კომპანიასთან შემდგომი თანამშრომლობის ნაყოფიერების გაზრდისათვის გასატარებელი ღონისიებების შეთანხმება. მედიაციის სამსახურის უფროსმა-მედიატორმა ა. ცერცვაძემ ისაუბრა სამსახურის მიზნების, ამოცანებისა და სადაზღვევო კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. განხილული იქნა სადაზღვევო კომპანია ”არქიმედეს გლობალ ჯორჯია”-ს მისამართით მედიაციის სამსახურში შემოსული დაზღვეულთა მომართვები. განხილულ იქნა

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

13

13

სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია. სადაზღვევო კომპანიის მხრიდან გამოითქვა სურვილი მედიაციის სამსახურთან მჭიდრო თანამშომლობის შესახებ.

6.2.3. შეხვედრა იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან გორში (კარალეთის დასახლება)

2009წ 1 მაისს 14 საათზე გორში, კარალეთის დასახლებაში, ჩატარდა შეხვედრა იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსი-- მედიატორი ა. ცერცვაძე, ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტი ე. საღირაშვილი, ტექნიკური მენეჯერი ვ. რუსიეშვილი, CoReform-ის წარმომადგენელი ლ. სერებრიაკოვა, ”ალდაგი ბი სი აის” სახელმწიფო პროგრამების მენეჯერები ქ. ინასარიძე, თ. გეგიძე და ადგილობრივი წარმომადგენელი ი. ბერიანიძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გენდერული თანასწორობის რესურს-ცენტრის წარმომადგენელმა ვ. ბიწაძემ. შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა გორი-კარალეთის დასახლების მამასახლისმა ც. ლაფაჩმა. შეხვედრა გააშუქა ტელეკომპანია ”თრიალეთმა”. შეხვედრის მიზანი გახლდათ ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის მუშაობის გაცნობა შეკრებილი საზოგადოებისათვის. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ მედიაციის სამსახურის უფროსი -- მედიატორი ა. ცერცვაძე და ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტი ე. საღირაშვილი. მოხენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია შეკრებილ საზოგადოებაში, დასმული იქნა მთელი რიგი შეკითხვები რაზეც ამომწურავი პასუხები გაიცა როგორც მედიაციის სამსახურის ასევე ”ალდაგი ბი სი აი”-ს წარმომადგენლების მიერ. 6.2.4 შეხვედრა იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან გორში ( სკრის დასახლება) 2009 წ. 3 ივლისს 14 საათზე გორში, სკრის დასახლებაში, ჩატარდა შეხვედრა იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მედიაციის სამსახურის უფროსი-- მედიატორი ა. ცერცვაძე, ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტი ე. საღირაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მ. შენგელია, USAID-ის წარმომადგენელი გ ხეჩინაშვილი, CoReform-ის წარმომადგენელი ლ. სერებრიაკოვა, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაი”-ს სახელმწიფო პროგრამების მენეჯერები ქ. ინასარიძე, თ. შაგიძე, ადგილობრივი წარმომადგენელი ი. ჯოჯიშვილი და ოჯახის ექიმი ს. მანელიძე.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

14

14

შეხვედრის მიზანი გახლდათ შეკრებილი საზოგადოებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის მუშაობის გაცნობა. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ მედიაციის სამსახურის უფროსი -- მედიატორი ა. ცერცვაძე და ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტი ე. საღირაშვილი. მოხენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, დასმული იქნა შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები გაიცა როგორც მედიაციის სამსახურის, ასევე ”ალდაგი ბისიაის” წარმომადგენლების მიერ.

6.2.5. შეხვედრები იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან (კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში)

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ CoReform-ის ფინანსური მხარდაჭერით 2009 წლის 19 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით მედიაციის სამსახურმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარა გასვლითი შეხვედრები ცხინვალისა და კოდორის რეგიონებიდან იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან, კომპაქტური ჩასახლების ადგილებში. სულ ჩატარდა 34 შეხვედრა 5000-მდე ოჯახთან, დაახლოებით 16000 ადამიანთან. მოსახლეობას მიეცა ინფორმაცია ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის შესახებ, დეტალურად განემარტათ ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები და სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის წესები. ასევე 5000-მდე ოჯახს დაურიგდათ სამახსოვრო საჩუქრები USAID-ისა და მედიაციის სამსახურის ლოგოებით.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

15

15

ცხრილი 1: შეხვედრები იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან

კომპაქტურად ჩასახლების ადგილი შეხვედრის თარიღი მოსახლეობის დაოჯახების რაოდენობა

საგარეჯო 19/08/2009 75/24

ქარელი- ახალსოფელი 21/08/2009 341/100

მცხეთა - წეროვანი 25/08/2009 6559/2001

მცხეთა - ფრეზეთი 02/09/2009 960/268

ლაგოდეხი 02/09/2009 54/18

თეთრიწყარო - კოდა 03/09/2009 1370/446

მცხეთა - წილკანი 04/09/2009 1351/397

დუშეთი - ბაზალეთი 07/09/2009 311/102

თელავი 09/09/2009 80/26

მცხეთა-წინამძღვრიანთკარი-ტელევიზია, ბიბლიოთეკა მცხეთა - საგურამო-ინტერნატი, პროფ ტექნიკუმი I და IIბლოკი

11/09/2009 209/61, 138/40,

136/36, 75/24, 46/11

გარდაბანი 14/09/2009 321/125

ბოლნისი-ქვემო ბოლნისი, მარნეული-შაუმიანი

15/09/2009 68/20,

556/209

გორი - ბერბრუკი, კვერნათი 16/09/2009 449/134, 13/9

გორი - მუსიკალური სკოლა, ნარკოლოგიური 17/09/2009 83/40, 111/64

გორი - ხურვალეთი, შავშვები, 18/09/209 440/139, 591/177

ხაშური- პროფტექნიკუმი, საბავშვო ბაღი 21/09/2009 195/50, 75/22

სურამი პროფტექნიკუმი,. სანატ. ფოლადი I ბლოკი, ,კოტეჯი, ჩუმათელეთი

22/09/2009 79/28, 95/40, 22/13, 114/38

კასპი - მეტეხი, თელიანი 23/09/2009 125/35, 169/54

ქარელი - მოხისი 24/09/2009 226/58

ქარელი - ელტექნიკუმი, პროფტექნიკუმი 25/09/2009 187/64, 148/48

6.2.6. შეხვედრა მიცუბიში-მოტორსის ცენტრში 2009 წლის 29 იანვარს ქ. თბილისში მოეწყო შეხვედრა მედიაციის სამსახურსა და კომპანია “მიცუბიში მოტორსის” წარმომადგენლებს შორის.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

16

16

შეხვედრის მიზანი იყო მედიაციის სამსახურის საქმიანობის გაცნობა საავტომობილო კომპანია “მიცუბიში მოტორსის” თანამშრომლებისათვის. მედიაციის სამსახურის უფროსმა -- მედიატორმა ა. ცერცვაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სამსახურის შექმნის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ; ასევე ამ სამსახურის არსებობის აუცილებლობისა და სადაზღვევო ურთიერთობებში მისი მზარდი როლის შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უშუალოდ კორპორატიული წესით დაზღვეულებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე. კომპანია “მიცუბიში მოტორსის” ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების თანამშრომლებმა დასვეს კითხვები და გადმოსცეს მათი თანამშრომლების სადაზღვევო ურთიერთობის პრაქტიკაში წამოჭრილი კონკრეტული პრობლემური საკითხები, რაზეც სათანადო განმარტება მიიღეს მედიატორისგან და მედიაციის სამსახურის ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალისტისაგან. კომპანია ”მიცუბიში მოტორსის” წარმომადგენლებმა გამოთქვეს მედიაციის სამსახურთან თანამშრომლობის სურვილი. მათ გადაეცათ სამსახურის საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო ბუკლეტები, კალენდრები და პოსტერები.

6.2.7. შეხვედრა AgVantage-სთან 2009 წლის 11 თებერვალს ქ. თბილისში მოეწყო შეხვედრა მედიაციის სამსახურსა და USAID-ის პროექტ AgVANTAGE-ს -- ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაქსიმალური ზრდა -- წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი გახლდათ მედიაციის სამსახურის საქმიანობის გაცნობა AgVANTAGE-ს თანამშრომელთათვის. ამ მიზნით მედიაციის სამსახურის უფროსმა -- მედიატორმა ა. ცერცვაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სამსახურის შექმნის, მიზნებისა და ამოცანების, ასევე მედიაციის სამსახურის არსებობის აუცილებლობისა და სადაზღვევო ურთიერთობებში მისი მზარდი როლის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო უშუალოდ კორპორატიული წესით დაზღვეულებს და დაზღვევის ამ სახეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაიმართა კითხვა-პასუხი დამსწრე საზოგადოებას შორის და AgVANTAGE-ს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მედიაციის სამსახურთან თანამშრომლობის სურვილი.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

17

17

მათ გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები, კალენდრები და პოსტერები, რათა მოხდეს მედიაციის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის თანამშრომლებისათვის მიწოდება. 6.2.8. შეხვედრა ა.შ.შ-ის საელჩოს თანამშრომლებთან 2009 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მოეწყო შეხვედრა საელჩოს 20-მდე ქართველ თანამშრომელთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მედიაციის სამსახურის, USAID-ის და CoReform-ის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მედიაციის სამსახურის მუშაობის გაცნობა შეკრებილი საზოგადოებისათვის. მედიაციის სამსახურის უფროსმა -- მედიატორმა არჩილ ცერცვაძემ ისაუბრა აღნიშნული სამსახურის შექმნის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია და დასმული იქნა რიგი შეკითხვები. კერძოდ, თუ რა პრობლემებია, როგორია სამსახურის სტრუქტურა და რა ვადებია მომართვის განხილვისათვის საჭირო, შეიძლება თუ არა რომ გამონაკლისებში შედიოდეს რიგი ქრონიკული დაავადებები, ვინ არიან მომართვების ავტორები, რა ეტაპებია გასავლელი იმ შემთხვევაში თუ მორიგება ვერ მოხდა, ასევე რიგი შეკითხვებისა სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებული სარგებლების დაზუსტების შესახებ და ა.შ. წამოჭრილ საკითხებზე კომპეტენტური პასუხები იქნა გაცემული მედიაციის სამსახურის უფროსის -- მედიატორის და ჯანმრთელობის დაზღვევის მთავარი სპეციალიტის მიერ. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო პოსტერები , ბუკლეტები და კალენდრები. შეხვედრა შეაჯამა და მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს აშშ საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნ. სვანაძემ.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

18

18

6.3. (USAID) პროექტ CoReform-ის დასრულებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება 2009 წლის 10 სექტემბერს სასტუმრო ”მეტეხ”-ში გაიმართა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ CoReform-ის დასრულებასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებაზე მიწვეული იყო მედიაციის სამსახურის ყველა თანამშრომელი. მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს გადაეცა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და (USAID) პროექტ CoReform-ის რწმუნების სერტიფიკატი საქართველოში ჯანდაცვის პროექტში თანამშრომლობისა და მის წარმატებით განხორციელებისათვის.

6.4. საზოგადოების ინფორმირება ივლის-სექტემბერში სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო პროვაიდერების მეშვეობით დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ახალ ბენეფიციარებზე გრძელდებოდა მედიაციის სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტების, ვაუჩერიზაციის და პოლისირების პოსტერების მიწოდება. 6.4.1. სემინარი ბაკურიანში

2009 წ 20-22 მარტს ბაკურიანში ჩატარდა სემინარი ჟურნალისტებისათვის, რომლის ორგანიზებაც უზრუნველყო ჯგუფმა „სარკემ" და მისმა პიარ მენეჯერმა თორნიკე გურულმა.

სემინარის მიზანი იყო:

• ჟურნალისტების ჯგუფის შექმნა, რომელიც უფრო მეტად გაერკვევიან ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში;

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

19

19

• სადაზღვევო კომპანიების ტოპ მენეჯერებისა და პიარის მენეჯერების ჟურნალისტებთან დაახლოება;

• ჟურნალისტებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის დეტალების გაცნობა- პრობლემური საკითხების კომუნიკაცია;

• ჟურნალისტებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში დაგეგმილ სიახლეებში გარკვევა.

სემინარში მონაწილეობდნენ: საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი,საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე დევი ხეჩინაშვილი, ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის უფროსი - მედიატორი არჩილ ცერცვაძე, სადაზღვევო კომპანიების დირექტორები და მათი სარეკლამო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლები, ჟურნალისტები პრესიდან, ტელევიზიიდან, რადიოებიდან.

სემინარი იყო მეტად აქტუალური მედიაციის სამსახურისათვის, სადაც პრეზენტაცია გააკეთა მედიაციის სამსახურის უდროსმა -- მედიატორმა არჩილ ცერცვაძემ. მან ისაუბრა მედიაციის სამსახურის არსებობის აუცილებლობაზე, მის აქტიურობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ასევე დიდი სურვილი გამოთქვა ჟურნალისტებთან თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

მედიაციის სამსახურმა დააწესა სიმბოლური პრიზი საუკეთესო პუბლიკაციისა და გაშუქებისათვის რომელიც წლის ბოლოს გადაეცემა გამარჯვებულს. გაცვლილი იქნა ინფორმაციები და კონტაქტები მომავალი თანამშრომლობის იმედით.

6.4.2. საზოგადოებრივი საბჭო 2009 წლის 26 ივნისს მედიაციის სამსახურის ოფისში ჩატარდა მედიაციის სამსახურის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა. სხდომას ესწრებიდნენ ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის საზოგადოებრივი საბჭოს წევრები: მარიკა დარჩია (საგამომცემლო სახლ ”პალიტრას” კრეატიული დირექტორი), გიორგი ნიჟარაძე(საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი), მამა ილია ნასიძე (სამების საკათედრო ლავრის წინამძღოლის მოადგილე), თამარ მანჯავიძე (ს შ ჯ დ ს დ სამინისტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი), საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დ. ხეჩინაშვილი, USAID-ის პროექტ CoReform-ის

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

20

20

კოორდინატორი ლ. სერებრიაკოვა და ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის თანამშრომლები. სხდომის დღის წესრიგი მოიცავდა მედიაციის სამსახურის პრეზენტაციას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და კონცეფციის განხილვასა და საზოგადოებრივი საბჭოს თავჯდომარის არჩევას. მედიაციის სამსახურის უფროსის-მედიატორის არჩილ ცერცვაძის მიერ წარმოდგენილ იქნა მოხსენება-პრეზენტაცია მედიაციის სამსახურის მუშაობის, მიზნების და ჩატარებული სამუშაოების შესახებ. დ. ხეჩინაშვილმა მოკლედ ისაუბრა მედიაციის სამსახურის შექმნის დეტალებზე, მოიყვანა მაგალითები თუ როგორ ფუნქციონირებს მედიაციის სამსახური სხვადასხვა ქვეყნებში და რა დატვირთვა აქვთ მათ. ასევე ისაუბრა მედიაციის სამსახურის საჭიროებაზე საქართველოში, ინფორმაციის გავრცელებასა და სამომავლო გეგმებზე. საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა მარიკა დარჩიამ მოხსენება გააკეთა მედიაციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიასა და კონცეფციის შესახებ, სამსახურის ცნობადობის გაზრდასა და დასახული მიზნების განხორციელების გზებზე. მან ისაუბრა საზოგადოებრივი საბჭოს აქტუალურობაზე, გამოთქვა სურვილი რომ საზოგადოებრივი საბჭოს თითოეული წევრი აქტიურად იყოს ჩართული მედიაციის სამსახურის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. ამ მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია საბჭოს წევრების მხრიდან, კერძოდ გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა რომ იგი „კეთილ საქმეს„ ემსახურება და მზად არის ყველა შესაძლო მეთოდით გაუწიოს დახმარება მედიაციის სამსახურს. მამა ილიამ დალოცა მედიაციის სამსახური და მისი საზოგადოებრივი საბჭოს წევრები, გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიიღოს მედიაციის სამსახურის საზოგადოებრივი საბჭოს მომავალ საქმიანობაში. მედიაციის სამსახურის საქმიანობას ასევე მიესალმა თამარ მანჯავიძე. დახურულ კარს მიღმა მედიაციის სამსახურის საზოგაგადოებრივი საბჭოს წევრებმა ისაუბრეს საბჭოს მეხუთე წევრის კანდიდატურასა და საბჭოს თავჯდომარის ვინაობაზე. საზოგადოებრივი საბჭოს თავჯდომარე სხდომაზე არ იქნა არჩეული საბჭოს არასრული შემადგენლობის გამო. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეირჩეს საზოგადოებრივი საბჭოს მეხუთე წევრი.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

21

21

6.4.3. სარეკლამო რგოლი თბილისის მეტროპოლიტენის სადგურებში მედიაციის სამსახურის მომსახურების შესახებ ინფორმაცია სარეკლამო რგოლის სახით, მიმდინარე წლის 28 სექტემბრიდან ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 09.00 საათიდან 21.00 საათის ჩათვლით, გადიოდა თბილისის მეტროპოლიტენის 15 სადგურში 97 მონიტორზე, ყოველ 14 წუთში. 6.4.4. ფესტივალი ”ოქროს მიკროფონი” 2009 წლის 15 ნოემბერს მედიაციის სამსახურის წარმომადგენლებმა კლუბ ”ტრიუმფში” მონაწილეობა მიიღეს კომპანია ”ინდუსტრია 2007” ფესტივალ-კონკურს ”ოქროს მიკროფონი”-ს დაჯილდოებაში. ამ კონკურსში მონაწილეობას იღებენ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ცნობილი ჟურნალისტები, მსახიობები, ექიმები, სპორტსმენები და ცნობილი კომპანიები. მედიაციის სამსახურმა კონკურსში მონაწილე და გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებს: ალდაგი, ბისიაი-ს, ირაოს და ჯიპიაი ჰოლდინგს მედიაციის სამსახურის ლოგოიანი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 6.4.5. ჟურნალისტების დაჯილდოება 2009 წლის 23 დეკემბერს 16 საათზე კაფე „Les coulisses”-ში მედიაციის სამსახურმა დააჯილდოვა ჟურნალისტები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის, სადაზღვევო კომპანიების, მედიაციის სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციების, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას დაურიგდათ მედიაციის სამსახურის საქმიანობის პრეს -რელიზები, პოსტერები და ბუკლეტები; მედიაციის სამსახურის უფროსმა- მედიატორმა არჩილ ცერცვაძემ ისაუბრა მედიაციის სამსახურის საქმიანობის ბოლო პერიოდის შედეგებზე, საზოგადოების სამსახურისადმი ცნობადობის ამაღლების თაობაზე სადაც დიდი როლი შეასრულა პრესამ და ტელევიზიამ, მან წარმოადგინა ჟურნალისტების დაჯილდოების ორი ნომინაცია: ”წლის

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

22

22

საუკეთესო რეპორტაჟი მედიაციის სამსახურის შესახებ” და ”საუკეთესო პუბლიკაცია მედიაციის სამსახურის შესახებ”. ნომინაციაში ”წლის საუკეთესო რეპორტაჟი მედიაციის სამსახურის შესახებ” გაიმარჯვა და სპეციალური პრიზი გადაეცა ტელეგადაცემა ”ბიზნეს კურიერს”-ს. ნომინაციაში ”წლის საუკეთესო პუბლიკაცია მედიაციის სამსახურის შესახებ” გაიმარჯვა და სპეციალური პრიზი გადაეცა ჟურნალ ”მკურნალის” ჟურნალისტ დევი დევიძეს. 6.4.6. გამოსვლები მასმედიის საშუალებით 2009 წლის მთელ პერიოდში პერიოდულად შუქდებოდა სხვადასხვა აქტუალური საკითხები მედიაციის სამსახურის მონაწილეობით რუსთავი 2-ის გადაცემა ”ბიზნეს კურიერში”, ტელეკომპანია მზეზე გადაცემა ”კაპიტალში”, გაზეთ ”კვირის პალიტრაში”, “Brosse Street Journal”-ში და ა.შ. აქტუალური საკითხები მედიაციის სამსახურის საქმიანობის შესახებ გამოდიოდა სხვადასხვა ბეჭდური მედიის საშუალებებით. აგრეთვე, ტელეკომპანია მზეზე გადაცემა ”კაპიტალში” წარმოდგენილი იქნა მედიაციის სამსახურის 1 წლის საქმიანობის შედეგები და გამოკვეთილი ტენდენციები. მედიაციის სამსახურის შეხვედრა იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან კარალეთის დასახლებაში გაშუქდა ტელეკომპანია „თრიალეთის” ეთერში. რეგიონალურ გაზეთ ”კახეთის კარიბჭე”-ში და რადიო ”ჰერეთ”-ში გაშუქდა მედიაციის სამსახურის ვიზიტი საგარეჯოში, პროფტექნიკუმის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ სამაჩაბლოდან იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან. ტელეკომპანია იმედზე გადაცემა ”კაპიტალ”-ში წარმოდგენილი იქნა მედიაციის სამსახურის უფროსი- მედიატორი არჩილ ცერცვაძე მედიაციის სამსახურის საქმიანობის შედეგებზე და გამოკვეთილ ტენდენციებზე. ტელეკომპანია I არხმა (საზოგადოებრივი მაუწყებელი) რუსულენოვანი მოამბის გადაცემაში ფართო რეპორტაჟი მიუძღვნა მედიაციის სამსახურს, სადაც სამსახურის უფროსმა - მედიატორმა ბ-მა არჩილ ცერცვაძემ ვრცლად ისაუბრა სამსახურის საქმიანობის და მისი ქოლცენტრის მუშაობის შესახებ, მედიაციის სამსახურის შეხვედრები ქარელის რაიონში სამაჩაბლოდან იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან გააშუქა ტელეკომპანიებმა: I არხმა, რუსთავი2 -მა, იმედმა, ალანიამ და თრიალეთმა.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

23

23

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გაშუქდა სასტუმრო ”ვერე პალას”-ში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ CoReform-ის მხარდაჭერით გამართული მედიაციის სამსახურის პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა 19 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით მედიაციის სამსახურის თანამშრომლების, სადაზღვევო კომპანიების და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლების გასვლით შეხვედრებს ცხინვალისა და კოდორის რეგიონებიდან იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობასთან, კომპაქტური ჩასახლების ადგილებში. ტელეკომპანია ”რუსთავი2:-ის გადაცემა ”ბიზნეს კურიერში-ში წარმოდგენილი იქნა მედიაციის სამსახურის უფროსი- მედიატორი არჩილ ცერცვაძე მედიაციის სამსახურის საქმიანობის შედეგებზე და გამოკვეთილ ტენდენციებზე. ტელეკომპანია ”იმედი”-ს საინფორმაციო გადაცემაში მედიაციის სამსახურის უფროსმა- მედიატორმა არჩილ ცერცვაძემ ვრცლად ისაუბრა სამსახურის საქმიანობის და მისი მასმედიასთან ურთიერთობის შესახებ. ტელეკომპანია ”ალანია”-მ საინფორმაციო გადაცემაში ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა მედიაციის სამსახურის საქმიანობას. 6.4.7. ვებ-გვერდი დღეისათვის მედიაციის სამსახურის ვებ გვერდს (www.him.ge) 7500-ზე მეტი ადამიანი ესტუმრა. მოქალაქეები ეცნობიან მუდმივად განახლებად მედია-მასალებს და მათთვის საინტერესო ინფორმაციას ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით. ვებ გვერდზე ასევე განთავსებულია მომართვის ელექტრონული ფორმა, რომელიც ნებისმიერ მსურველს შუძლია შეავსოს და გამოგზავნოს მედიაციის სამსახურის ელექტრონული ფოსტის მისამართზე -- [email protected]. ვებ გვერდზე განთავსებულია ჯანმრთელობის დაზღვევის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, მედიაციის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები და სხვადასხვა აქტუალური ინფორმაცია. www.facebook.com-ზე შეიქმნა ჯგუფი ”ჯანმრთელობის დაზღვევის მედიატორი”

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

24

24

7. მომართვების ანალიზი

მედიაციის სამსახურში 2009 წლის განმავლობაში შემოვიდა 3619 მომართვა, ანუ დღეში საშუალოდ 16 მომართვა. იანვარ - მარტში 1023 მომართვა (28,3%) ანუ დღეში საშუალოდ 17 მომართვა, აპრილ-ივნისში 895 მომართვა (24,7%) -- დღეში 14 მომართვა, ივლის-სექტემბერში 658 მომართვა (18,2%) -- დღეში 10,6 მომართვა, ოქტომბერ-დეკემბერში 1043 მომართვა (28,8%) -- დღეში 17 მომართვა. მომართვების მაღალი სიხშირე დაფიქსირდა შემდეგ თარიღებში: • 9 იანვარს შემოვიდა 38 მომართვა; • 17 მარტს შემოვიდა 30 მიმართვა • 27 მარტს შემოვიდა 41 მიმართვა; • 4 მარტს შემოვიდა 29 მომართვა; • 14 დეკემბერს შემოვიდა 28 მომართვა; • 25დეკემბერს შემოვიდა 27 მომართვა; • 16 ოქტომბერს შემოვიდა 25 მომართვა; • 23 აპრილს შემოვიდა 24 მომართვა. მედიაციის სამსახურს თვეების მიხედვით მომართა: იანვარში -- 270-მა ადამიანმა; თებერვალში -- 294-მა ადამიანმა; მარტში -- 459-მა ადამიანმა; აპრილში -- 312-მა ადამიანმა; მაისში -- 275-მა ადამიანმა; ივნისში -- 308-მა ადამიანმა; ივლისში -- 289-მა ადამიანმა; აგვისტოში -- 122-მა ადამიანმა; სექტემბერში --247-მა ადამიანმა; ოქტომბერში -- 372-მა ადამიანმა; ნოემბერში --302-მა ადამიანმა; დეკემბერში -- 369-მა ადამიანმა;

25

25

დიაგრ

წლის (72,5%დახმაავტორსადაზშესახეპედადპროგრ(ინდიეკუთვმოსწავ 7.1 ანმომართბილ333 მოზემო მთიანლეჩხუ

რამა 1: წლის გ

განმავლობ%) ეკუთვნიარების სახელრები არიანზღვევო კომებ ინფოდგოგებმა დრამით დაზღივიდუალურვნის მერიივლეთა დაზ

ნალიზი რრთვების გელისიდან შემომართვა (9,2სვანეთიდანეთიდან 13უმიდან და ქ

0,0%

5,0%

10,0%

15,0%

განმავლობაშ

აში შემოსუის სიღარიბლმწიფო პრნ მოქალაქმპანიებისა დორმაციას, 2და ტექნიკურღვეულ პირრი და კორის პროგრაზღვევის პრო

რეგიონალუეოგრაფია მოსული იყო2%),კახეთიდნ 222 (6,1%

36(3,8%), გუქვემო სვანე

%

%

%

მომართ

ში შემოსული

ული მომართბის ზღვარროგრამაში ჩქეები, რომდა დაზღვევ274 მომარრმა პერსონარებს, 96 მომრპორატიულმით დაზღოგრამით და

ურ ჭრილშისაანგარიშოო 1879 მომადან 243 (6,

%), იმერეთიურიიდან 8თიდან 50 (

თვების განაწ

ჯანმრთელ

ი მომართვებ

თვების მთლრს ქვემოთჩართულ ბელებიც არვასთან დაკ

რთვა (7,6%ალმა, 47(1ართვის (2,7

ლი) წესითღვეულებსაზღვეულს,

ი ო პერიოდართვა, ანუ,7%), ქვემოიდან 183 (5,86 (2,4%), სამ1,4%), ცხინვ

წილებათვეებ

ლობის დაზღვ1 ია

ბის დინამიკა

ლიანი რაოდმყოფი მო

ენეფიციარებარიან დაზ

კავშირებულ%) განახორ

,3%) მომარ7%) ავტორედაზღვეულდა 1 მომ

დში ჩამოყა51,9%, შიდქართლიდა1%), აჭარმცხე ჯავახევალის რეგი

ბის მიხედვით

ვევის მედიაცანვარი 2009 –

დენობიდან ოსახლეობიბს. 506 მომზღვეულები

ლი სხვადასხრციელა საჯთვა ეკუთვები არიან ნელები, 70 მოართვა (0,0

ალიბდა შედა ქართლიდან 229(6,3%)რიდან 182 (5ეთიდან - 71იონიდან 5(0

ციის სამსახუ– 1 იანვარი 20

2625 მომარის სამედიცართვის (14ი და ითხოხვა საკითხეჯარო სკოლნის ბაზისუებაყოფლობომართვა (103%) ეკუთვ

ემდეგნაირადან შემოვიდ), სამეგრელ5%), მცხეთ(2,0%.), რაჭ

0,1%).

რი 010

რთვა ცინო 4,0%) ოვენ ების ლის ური ითი ,9%) ვნის

დ: და

ლო-თა-ჭა-

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

26

26

ცხრილი 2: მომართვების გეორგაფიული გადანაწილება საანგარიშო პერიოდების მიხედვით

დიაგრამა 2: მომართვები რეგიონალურ ჭრილში

თბილისი52%

კახეთი7%

სამეგრელო‐ზემოსვანეთი

6%

აჭარა5%

იმერეთი5%

ქვემო ქართლი6%

შიდა ქართლი9%

გურია2%

მცხეთა‐მთიანეთი4%

რაჭა‐ლეჩხუმიდა ქვემოსვანეთი

2%

სამცხე ჯავახეთი2%

ცხინვალი რეგიონი0%

№ რეგიონის დასახელება იანვარ-მარტი

აპრილი-ივნისი

ივლისი-სექტემბერი

ოქტომბერ- დეკემბერი

2009 წელი

1 ქ. თბილისი 561 467 317 534 1879

2 აჭარის ა/რესპუბლიკა 66 40 27 49 182

3 იმერეთი 28 48 48 59 183

4 კახეთი 64 65 50 64 243

5 სამეგრელო ზემო სვანეთი

52 57 45 68 222

6 ქვემო ქართლი 67 61 41 60 229

7 შიდა ქართლი 90 68 64 111 333

8 მცხეთა-მთიანეთი 35 26 32 43 136

9 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

13 22 5 10 50

10 გურია 24 25 16 21 86

11 სამცხე-ჯავახეთი 20 15 13 23 71

12 ცხინვალის რეგიონი 3 1 - 1 5

სულ 1023 895 658 1043

3619

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

27

27

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდებოდა მომართვების რაოდენობა აჭარიდან, გურიიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა და ქვემო ქართლიდან, რაც ამ რეგიონში პოლისირების პერიოდის დასრულებით აიხსნება.

7.2 მომართვების ანალიზი კატეგორიების მიხედვით შემოსული მიმართვები კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად დაიყო: საანგარიშო პერიოდში მედიაციის სამსახურში შემოსულია 3186 -- I კატეგორიის მომართვა (მიეკუთვნება საცნობარო შინაარსის მომართვები), 336 -- II კატეგორიის მომართვა (მარტივი მედიაცია) 97 -- III კატეგორიის მომართვა (რთული მედიაცია მიეკუთვნება საჩივრები, სადაც სახეზეა დავა დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიას შორის და რომლებიც საჭიროებს დამატებით გამოკვლევას). მედიაციის სამსახურში შემოსული მომართვების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით მოცემულია ცხრილში №2: ცხრილი 3: მომართვების გადანაწილება კატეგორიების მიხედვით №

კვარტალი

მომართვათა რაოდენობა სულ

I კატეგორია საცნობარო

II კატეგორია მარტივი მედიაცია

III კატეგორია რთული მედიაცია(საჩივარი)

1 იანვარ-მარტი 880 100 43 1023

2 აპრილი-ივნისი 784 86 25 895

3 ივლისი-სექტემბერი 558 87 13 658

4 ოქტომბერ-დეკემბერი 964 63 16 1043

5 სულ 3186 336 97 3619

28

28

ცხრილკატეგო

დიაგრ

1 ქ2 ა3 ი4 კ5 ს6 ქ7 შ8 მ9 რ

ს10 გ11 ს

12 ც

ლი 4: რეგიორიების მიხე

რამა 3: შემოსუ

რეგიონის დას

ქ. თბილისი აჭარის ა/რესპიმერეთი კახეთი სამეგრელო-ზქვემო ქართლშიდა ქართლიმცხეთა-მთიანრაჭა-ლეჩხუმსვანეთი გურია სამცხე-ჯავახე

ცხინვალის რე

სულ

ონებში საანედვით

ული მომართ

I კატეგორი

სახელება

პუბლიკა

ზემო სვანეთილი ი ნეთი მი და ქვემო

ეთი

ეგიონი

ნგარიშო პერ

თვების გადანა

9%

3%

ია II კატე

I კატეგორსაცნობარ

1681 160 139 214

ი 192 204 290 121

ო 41

76 63

5

3186

ჯანმრთელ

რიოდის გან

აწილება კატე

88%

გორია III

რიის რო

II კმარ

159183526201833115

6 5

-

336

ლობის დაზღვ1 ია

ნმავლობაში

ეგორიების მი

 კატეგორია

კატეგორიისრტივი მედიაცი

9

6

ვევის მედიაცანვარი 2009 –

შემოსული

იხედვით

ია

III კატე რთულმედიაცი

39 4 9 3 10 7 10 4 4

4 3

-

97

ციის სამსახუ– 1 იანვარი 20

ი მომართვე

ეგორიის ლი ია (საჩივარი)

რი 010

ები

სულ

1879 182 183 243 222 229 333 136 50

86 71

5

3619

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

29

29

7.3 ანალიზი სადაზღვევო კომპანიების მიხედვით მომართვები კატეგორიების მიხედვით სადაზღვევო კომპანიებზე გადანაწილდა შემდეგნაირად: ცხრილი 5: მომართვები სადაზღვევო კომპანიების მიხედვით N

სადაზღვევო კომპანია

I კატეგორია საცნობარო

II კატეგორია მარტივი მედიაცია

III კატეგორია რთული მედიაცია(საჩივარი)

სულ

1 აისი ჯგუფი 655 54 16 725

2 ალდაგი ბისიაი 82 44 15 141

3 არქიმედეს გლობალ ჯორჯია 166 38 13 217

4 ვესტი 5 1 - 6

5 იმედი-L international 487 35 11 533

6 ირაო 45 11 8 64

7 პარტნიორი 4 - 1 5

8 ტაო 11 8 2 21

9 ქართუ 1 - - 1

10 ჯიპიაი ჰოლდინგი 442 54 21 517

11 სახალხო დაზღვევა 786 87 10 883

ს უ ლ 2684 332 97 3113

დარჩენილ 506 მომართვა ეკუთვნოდა ისეთ პირებს , რომლებიც არ იყვნენ დაზღვეულები და მედიაციის სამსახურისგან ითხოვდნენ ინფორმაციებს სადაზღვევო კომპანიების, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების და დაზღვევის სხვა საკითხებზე.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

30

30

ცხრილი 6: საჩივრების რაოდენობა სადაზღვევო კომპანიების მიხედვით 1000 კაცზე გაანგარიშებით (საჩივრების ინდექსი)

* დაზღვეულთა რაოდენობა მოცემულია 2009 წლის მდგომარეობით 7.4 მორიგებით დასრულებული დავები მედიაციის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად ერთი წლის განმავლობაში სულ მოგვარდა ყველა მეორე კატეგორიის მომართვა (განმარტება/მარტივი მედიაცია) და 94 მესამე კატეგორიის საჩივარი. მესამე კატეგორიის სამი საჩივარი განხილვის პროცესშია.

8. საინტერესო ისტორიები მედიაციის პრაქტიკიდან

ქალბატონს (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა) ფორმა №100-ის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიამ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია დაუგეგმა 2009 წ. თებერვალში. დაზღვეული დაუკავშირდა მედიაციის სამსახურს და აღნიშნა, რომ ნაღვლის ბუშტის შეტევები გაძლიერდა და გახშირდა, აღენიშნება პერიოდულად მაღალი სიცხე, შემცივნების

N

სადაზღვევო კომპანია

დაზღვეულთა რაოდენობა*

III კატეგორიის რთული მედიაცია(საჩივარი)

საჩივრების ინდექსი

1 აისი ჯგუფი 304235 16 0,05 2 ალდაგი ბისიაი 206809 15 0,07 3 არქიმედეს გლობალ

ჯორჯია 123462 13 0,1

4 იმედი L international 268281 11 0,04 5 ირაო 210346 8 0,04 სახალხო დაზღვევა 169582 10 0,06

6 პარტნიორი 14959 1 0,07 7 ტაო 56300 2 0,04 8 ჯიპიაი ჰოლდინგი 238000 21 0,09

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

31

31

შეგრძნება. გამორიცხული არ არის, რომ იგი სასწრაფოდ გახდეს საოპერაციო. მედიაციის სამსახურს დაზღვეული სთხოვდა დახმარებას, რათა დაჩქარებულიყო ოპერაციის ჩატარება. მედიაციის სამსახურის სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებისა და კონსულტაციის შედეგად გათვალისწინებულ იქნა დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სადაზღვევო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ოპერაციის ჩატარების თაობაზე იანვრის თვეში.

თებერვალში დაზღვეული დაუკავშირდა მედიაციის სამსახურს და თანამშრომლებს გადაუხადა მადლობა ოპერატიული რეაგირებისა და კვალიფიციური დახმარების გაწევისათვის.

ქალბატონის (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო

დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა) გადმოცემით, მისი მეუღლე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილდება ეტლის მეშვეობით. 2008 წლის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება უტარდებოდა საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში, რაც ძალიან მოსახერხებელი იყო. 2009 წლიდან სადაზღვევო კომპანიამ შეცვალა პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება. ამის გამო ქალბატონს დაზღვეული მეუღლე ექიმთან მიღებაზე საცხოვრებელი ადგილიდან უნდა წაეყვანა დიდ მანძილზე ეტლით. ქალბატონი დაუკავშირდა მედიაციის სამსახურს თხოვნით, რომ ან სადაზღვევო კომპანიას დაზღვეული მიემაგრებინა ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაზე ან შეეცვალა სადაზღვევო კომპანია.

მედიაციის სამსახურმა ქალბატონს აუხსნა, რომ იგი ვერ შეიცვლიდა სადაზღვევო კომპანიას. მედიაციის სამსახურსა და სადაზღვევო კომპანიას შორის ჩატარებული კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულების შეცვლა ვერ მოხერხდებოდა. სადაზღვევო კომპანიამ გაითვალისწინა დაზღვეულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე შეიმუშავა დაზღვეულის სამედიცინო მომსახურების ოპტიმალური ფორმა -- დაზღვეულისათვის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე) ბინაზე ოჯახის ექიმის ოთხი ვიზიტის და ნებისმიერი აუცილებელი საჭიროებისას -- ადგილზე ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება.

დაზღვეული და მისი მეუღლე არაერთხელ დაუკავშირდნენ მადლობის სათქმელად მედიაციის სამსახურის თანამშრომლებს. მოქალაქეები უდიდეს მადლიერებას

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

32

32

გამოთქვამდნენ თანადგომის, ყურადღებისა და მათი პრობლემების გაზიარების გამო, გამოხატავდნენ კმაყოფილებას სამედიცინო მომსახურებით.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ ქალბატონს, რომელსაც აღენიშნებოდა გართულებული ორსულობა და იმყოფებოდა დედასთან სხვა ქალაქში. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა უარი უთხრა სამედიცინო მომსახურებაზე და გააგზავნა მუდმივი რეგისტრაციის ადგილზე. მედიაციის სამსახური დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიაის სათაო ოფისის წარმომადგენელს, რის შემდეგაც პრობლემა მოგვარდა - დაზღვეულმა მიიღო სამედიცინო მომსახურება დროებითი ადგილსამყოფელის მიხედვით. დაზღვეული გარკვეული პერიოდის შემდეგ დაუკავშირდა მედიაციის სამსახურს, აცნობა, რომ უკვე იმშობიარა (ახალშობილი თავს კარგად გრძნობს) და მადლობა გადაუხადა გაწეული თანადგომისათვის.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულის ძმის გადმოცემით, დაზღვეული მიიყვანეს საავადმყოფოში ქვემო კიდურების პარეზით, ექიმის მიერ დაინიშნა ხერხემლის სვეტის მაგნიტურ ბირთვულ რეზონანსული გამოკვლევა, რის დაფინანსებაზეც სადაზღვევო კომპანიისგან მიიღო უარი. ჩვენ სასწრაფოდ დავუკავშირდით სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, რომელიც ადგილზე გაეცნო საქმის ვითარებას. აღმოჩნდა, რომ დაფინანსებაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ პაციენტი მიყვანილი იყო კლინიკაში გეგმიური კვლევისთვის მისი ახლობლების გადაწყვეტილებით. სადაზღვევო კომპანიამ გაითვალისწინა პაციენტის მდგომარეობა და დათანხმდა კლინიკაში დაყოვნების თანხის ანაზღაურებაზე, ხოლო მაღალტექნოლოგიური კვლევის დაფინანსებაზე თქვა უარი. ყოველივე ეს მედიაციის სამსახურმა განუმარტა დაზღვეულის ძმას და ის დაეთანხმა სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებას და კვლევის თანხა გადაიხადა თავად. შემდგომში კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ხერხემალზე, რომელიც სადაზღვევო კომპანიამ დააფინანსა სრულად, ამასთანავე სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა ხერხემლის მაგნიტურ ბირთვულ რეზონანსულ კვლევაზე ოჯახის მიერ გაწეული ხარჯი, როგორც წინასაოპერაციო კვლევა. დაზღვეული და მისი ძმა დაუკავშირდნენ მედიაციის სამსახურს, აცნობეს,რომ ოპერაციამ ხერხემალზე წარმატებით ჩაიარა, დაზღვეული თავს კარგად გრძნობს, მადლობა გადაუხადეს ყურადღებისა და დახმარებისათვის.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

33

33

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის

სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ ყმაწვილს ესაჭიროებოდა ტონზილექტომია, ფ.100 მიტანილი ჰქონდა სადაზღვევო კომპანიაში, თუმცა საგარანტიო წერილს ვერ იღებდა, საბუთებში დაშვებული უზუსტობის გამო. კერძოდ კი, სადაზღვევო კომპანიის რეგიონალური წარმომადგენელის მიერ არასწორად იყო მითითებული დაზღვეულის დაბადების თარიღი. დაზღვეულის დედამ რამოდენიმეჯერ მიმართა სადაზღვევო კომპანიის რეგიონალურ და სათაო ოფისებს, მაგრამ უშედეგოდ. მედიაციის სამსახურის სადაზღვევო კომპანიის სათაო ოფისთან დაკავშირების შემდეგ მოხდა საკითხის შესწავლა, შეცდომა გასწორდა და დაზღვეულზე გაიცა საგარანტიო წერილი. მედიაციის სამსახურს დაუკავშირდა დაზღვეულის დედა და შეგვატყობინა, რომ მის ვაჟიშვილს უკვე ჩაუტარდა ტონზილექტომია, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მადლობა გადაუხადა მედიაციის სამსახურის თანამშრომლებს მათ პრობლემაზე სწრაფი რეაგირებისათვის.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ ქალბატონს კისრის არეში ეპიდერმული კისტის გამო ესაჭიროებოდა ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის კალკულაციამ შეადგინა 3386 ლ. სადაზღვევო კომპანიისგან მიიღო უარი დაფინანსებაზე იმ მიზეზით, რომ აღნიშნული თანხა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეპიდერმული კისტის გამო ოპერაციის რეალურ ღირებულებას. მედიაციის სამსახური დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიას ამ შემთხვევის თაობაზე. ქალბატონის შემდგომი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტს აღენიშნებოდა კისტის ზედა შუასაყარში გავრცელება, რომელიც მოითხოვდა უფრო ვრცელ ოპერაციას, კერძოდ კი სიმსივნის ფართო ამოკვეთას, რის გამოც გაიზარდა ოპერაციის კალკულაცია. სადაზღვევო კომპანიამ აღნიშნული ოპერაცია დააფინანსა სრულად. მედიაციის სამსახურს დაუკავშირდა დაზღვეული ქალბატონი, შეგვატყობინა, რომ ოპერაცია უკვე ჩატარდა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და მედიაციის სამსახურის თანამშრომლებს დიდი მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ ქალბატონს ესაჭიროებოდა ორმხრივი მასტექტომია, რომლის ჩატარება ვერ ხერხდებოდა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ვადაში. დაზღვეულს განუვითარდა მწვავე თრომბოფლებიტი და წითელი ქარი. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელთან მედიაციის სამსახურის დაკავშირების შემდეგ გაირკვა, რომ დაზღვეულს

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

34

34

თავდაპირველად დაუფინანსდებოდა ქვემო კიდურების ვენების დოპლეროგრაფია, ხოლო შემდგომში დაფინანსდებოდა ონკოლოგიური ოპერაციაც.

ერთი თვის შემდეგ დაგვიკავშირდა დაზღვეული, რომელსაც ჩაუტარდა დოპლეროგრაფიაცა და ოპერაციაც. ამჟამად ქალბატონი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. მან მედიაციის სამსახურს გადაუხადა დიდი მადლობა დახმარებისა და თანადგომისათვის.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროგრამით დაზღვეულ ქალბატონს ესაჭიროებოდა სასწრაფო ოპერაცია დიაბეტური ტერფის გამო. ფ. 100 და კალკულაცია წარდგენილი ჰქონდა სადაზღვევო კომპანიაში. დაზღვეული აპროტესტებდა საგარანტიო წერილის დაყოვნებას. მედიაციის სამსახური დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, გათვალისწინებული იქნა დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ოპერაცია დაფინანსდა.

დაზღვეული ქალბატონის შვილისაგან შევიტყვეთ, რონ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მთელი ოჯახი მადლობას უხდის მედიაციის სამსახურს სწრაფი რეაგირებისათვის.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროგრამით დაზღვეულ ქალბატონს ესაჭიროებოდა რეტროგრადული ურეთროგრაფია. სადაზღვევო კომპანიამ უარი უთხრა დაფინანსებაზე, ვინაიდან მთავრობის დადგენილების მიხედვით აღნიშნული გამოკვლევა წარმოადგენს გამონაკლისს. დაზღვეულმა მოგვმართა დახმარებისთვის. მასთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ დაზღვეულს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა ერთადერთ თირკმელზე. მედიაციის სასმახური დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიას, აუხსნა დაზღვეულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რის შემდგომაც მან გამოკვლევა დააფინანსა გამონაკლისის სახით.

დაგვიკავშირდა დაზღვეულის მეუღლე, გვაცნობა, რომ ქალბატონს ჩაუტარდა რეტროგრაფიული კვლევა, რის შედეგადაც დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, ამჟამად თავს უკეთ გრძნობს და მადლობას უხდიან მედიაციის სამსახურს თანადგომის, ყურადღებისა და დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროგრამით დაზღვეულ ქალბატონს ჩაუტარდა ქირურუგიული ოპერაცია ბარძაყის მოტეხილობის გამო. ჩადგმული მეტალოკონსტრუქცია შემდგომში დაზიანდა და დაზღვეულს ესაჭიროებოდა განმეორებითი ოპერაცია. დაზღვეული მოითხოვდა ოპერაციის ჩატარებას. სადაზღვევო კომპანიამ გადაავადა ოპერაცია 2-3 კვირით, რაზედაც დაზღვეულმა გამოთქვა უკმაყოფილება და მომართა მედიაციის სამსახურს. მედიაციის

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

35

35

სამსახური დავუკავშირდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც გაითვალისწინა დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაჩქარდა ოპერაციის დაფინანსება.

ორი თვის შემდეგ დაგვიკავშირდა დაზღვეული ქალბატონი, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია უკვე ჩატარდა. ამჟამად გადის რეაბილიტაციის ეტაპს და მადლობა გადაუხადა მედიაციის სამსახურს ყურადღებისა და ოპერაციის დაჩქარებისათვის.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის

სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული, მძიმე მდგომარეობით მიიყვანეს კლინიკაში, სადაც დაუდგინდა პლევრო-პნევმონიის დიაგნოზი (დაზღვეულის ინფორმაციით მის სადაზღვევო ბარათს ვადა ჰქონდა გასული ერთი თვის წინ). პაციენტი იყო 60 წელს გადაცილებული, კლინიკამ შეტყობინება მისცა ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტოს. სააგენტომ კლინიკას უარი უთხრა დაფინანსებაზე, ვინაიდან დაზღვეულის ბარათი გაგრძელებული იყო სადაზღვევო კომპანია ,,ირაო”-ში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამით. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა აღნიშნული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე იმ მიზეზით, რომ მასთან შეტყობინება დროულად არ იყო შესული. მედიაციის სამსახური დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, აუხსნა საქმის ვითარება. სადაზღვევო კომპანიამ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და დაზღვეულის სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა სრულად. მედიაციის სამსახურს დაუკავშირდა დაზღვეულის ვაჟი და დიდი მადლობა გადაუხადა სამსახურის თანამშრომლებს ოპერატიულობისა და გულისხმიერებისათვის.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული მძიმე მდგომარეობაში, ინსულტის დიაგნოზით მიიყვანეს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. მკურნალობა გრძელდებოდა ორი კვირის განმავლობაში, რის შემდგომაც მკურნალმა ექიმმა დაზღვეულის ოჯახის წევრები გააფრთხილა, რომ ორ-სამ დღეში დაზღვეულის დაფინანსების თანხა იწურებაო. მკურნალობის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაზღვეულს ორჯერ ჩაუტარდა ანგიოგრაფია და კომპიუტერული კვლევა. ექიმების დასკვნით დაზღვეულს ესაჭიროებოდა მესამეჯერ ანგიოგრაფიის ჩატარება (ანევრიზმასთან დაკავშირებით საჭიროა თუ არა ოპერაცია). სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებდა აღნიშნული გამოკვლევების დაფინანსებაზეც. მედიაციის სამსახური დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, შესწავლილ იქნა დაზღვეულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და აღნიშნული გამოკვლევების

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

36

36

საჭიროება-აუცილებლობა, რის შემდგომაც სადაზღვევო კომპანიამ სრულად დააფინანსა დაზღვეულის სამედიცინო მომსახურება. მედიაციის სამსახურს დაუკავშირდა დაზღვეულის რძალი და დიდი მადლობა გადაუხადა ყურადღების, თანადგომისა და დახმარებისათვის.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ 4 წლის გოგონას მარცხენა ქუთუთოზე სიმსივნური წარმონაქმნის გამო ესაჭიროებოდა ოპერაცია (წარმონაქმნი ქუთუთოს დაბლა წევდა და მხედველობაში უშლიდა ხელს). სადაზღვევო კომპანიამ ფორმა №100-ის მიტანის შემდგომ უარი განაცხადა ოპერაციის დაფინანსებაზე - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება პლასტიკური ოპერაცია. მედიაციის სამსახურის სადაზღვევო კომპანიასთან დაუკავშირების შემდგომ ოპერაცია დაფინანსდა სრულად.

მედიაციის სამსახურს დაუკავშირდა დაზღვეული გოგონას დედა და უდიდესი მადლობა გადაუხადა სამსახურის თანამშრომლებს, ასევე სადაზღვევო კომპანიას სამედიცინო მომსახურების გამონაკლისის დაშვების, დაზღვეულის ასაკის გათვალისწინების და ოპერაციის დაფინანსებისთვის.

მოგვმართა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულის დედამ. 2 წლის ბიჭუნას ჰქონდა ორივე ტერფის დეფორმაცია, რის გამოც ესაჭიროებოდა ქირურგიული ოპერაცია. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა აღნიშნული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე, ვინაიდან ოპერაცია ჩაითვალა კოსმეტიკურად. ექიმთა აზრით კი აღნიშნული ოპერაციის შემდგომ დაზღვეული შეძლებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას. მედიაციის სამსახური დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს, აუხსნეს საქმის ვითარება და თხოვეს განმეორებით განეხილათ აღნიშნული საკითხი, რის შემდეგაც აღნიშნული ქირურგიული ოპერაცია დაფინანსდა. მედიაციის სამსახურს დაუკავშირდა დაზღვეულის დედა და მადლობა გადაიხადა დიდი ყურადღებისა და თანადგომისათვის. აღნიშნა, რომ პატარა ბიჭუნა ამჟამად გადის რეაბილიტაციის ეტაპს და სწავლობს დამოუკიდებლად სიარულს.

პედაგოგის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული, რომელსაც სკოლა-ინტერნატში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ფსიქიურად დაავადებულმა პიროვნებამ დანით მიაყენა ჭრილობა. დაზღვეულს ჩაუტარდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

37

37

ლაპარასკოპიული მეთოდით, რომლის ღირებულებამ შეადგინა 2200ლ. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა მკურნალობის ხარჯის დაფინანსებაზე, როგორც კრიმინალური აქტის შედეგზე. მედიაციის სამსახურმა მიმართა სადაზღვევო კომპანიას და თხოვა განმეორებით განეხილათ აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან დაზღვეული იყო კრიმინალური აქტის შედეგად დაზარალებული და არა მისი მონაწილე. განმეორებითი განხილვის შემდგომ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება სრულად დაფინანსდა. მედიაციის სამსახურს დაუკავშირდა დაზღვეული პედაგოგის ოჯახის წევრი და მედიაციის სამსახურის სამუშაო ჯგუფს მადლობა გადაუხადა ოპერატიული დახმარებისათვის.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულს ესაჭიროებოდა ოფთალმოლოგიური ოპერაცია, რის დაფინანსებაზეც სადაზღვევო კომპანიისაგან მიიღო უარი. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელთან მედიაციის სამსახურის დაკავშირების შემდგომ გაირკვა, რომ უარის მიზეზი იყო რამდენიმე ოფთალმოლოგის დასკვნა ქირურგიული ოპერაციის დაბალი შედეგიანობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენი სამსახურის თხოვნით სადაზღვევო კომპანიამ გაითვალისწინა დაზღვეულის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დააფინანსა ოპერაცია. გარკვეული პერიოდის შემდგომ მედიაციის სამსახურს დაუკავშირდა დაზღვეულის ვაჟი და შეგვატყობინა, რომ ოპერაცია და ოპერაციის შემდგომმა პერიოდმა ჩაიარა ნორმალურად და მედიაციის სამსახურის თანამშრომლებს გადაუხადა მადლობა.

პედაგოგის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეული მწვავე გადაუდებელი მდგომარეობით მკურნალობდა კლინიკაში. მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 339 ლარი სადაზღვევო კომპანია დათანხმდა მხოლოდ 147 ლარის ანაზღაურებაზე. მედიაციის სამსახური დაუკავშირდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს. აღმოჩნდა, რომ დაზღვეულს გადახდილი ჰქონდა მკურნალობის დადგენილ სტანდარტს ზემოთ მომსახურების ღირებულება. საკითხი მოაგვარა სადაზღვევო კომპანიის მობილურმა ჯგუფმა. გადაწყდა, რომ კლინიკა სადაზღვევო კომპანიას წარუდგენს საბუთებს შესრულებულ სამუშაოს 339 ლარზე, ხოლო თანხის მიღების შემდეგ დაზღვეულს გადახდილი თანხა დაუბრუნდება უკან. გარკვეული პერიოდის შემდგომ, მედიაციის სამსახურს დაუკავშირდა დაზღვეული, გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ აღნიშნული თანხა დაუბრუნდა.

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

38

38

9. იდენტიფიცირებული პრობლემები მედიაციის სამსახურში 2009 წელს შემოსული მომართვებიდან და ჩატარებული პრეზენტაციებიდან გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: 1. დაზღვეული პირები სათანადოდ არ იცნობენ სადაზღვევო პირობებს, კერძოდ: სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალი და გამონაკლისები, სამედიცინო ცენტრებთან და პროვაიდერ კლინიკებთან ურთიერთობის წესები, ცხელ ხაზზე შეტყობინების და გადახდილი ქვითრების წარდგენის ვადები, სადაზღვევო და სამედიცინო ტერმინოლოგიის არცოდნა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ. ნებისმიერი ზემოთაღნიშნული პირობის დარღვევა ხშირ შემთხვევაში ხდება დავის საფუძველი დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიას შორის სამედიცინო მომსახურებისა და დაფინანსების თვალსაზრისით. 2. მედიაციის სამსახურს ხშირად მომართავენ ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დაზღვეული მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა აუცილებელი მიზეზის გამო დროებით იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მისაღებად სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს აგზავნის პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამის გამო იქმნება ამბულატორიული მომსახურების მიღების პრობლემა დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. 3. დავის ხშირი მიზეზია სამედიცინო მანიპულაციებისა და ტერმინების არაერთნაირი გაგება და ინტერპრეტაცია, რაც განაპირობებს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის ინდივიდუალურ მიდგომას ერთიდაიგივე პროგრამით დაზღვეულ პაციენტთა მიმართ. (მაგალითად: კორონაროგრაფია წარმოადგენს თუ არა რენტგენოლოგიურ კვლევას? სტენტი არის თუ არა ენდოპროთეზი? გეგმიური კორონაროგრაფია და სტენტირება მიეკუთვნება თუ არა გეგმიურ თერაპიულ მკურნალობას? და ა.შ)

4. რიგ შემთხვევებში სტაციონარები ვერ უზრუნველყოფენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულის სრულ მომარაგებას საჭირო მედიკამენტებით ან სამედიცინო გამოკვლევებით, რის გამოც დაზღვეულის მხარე იძულებულია დამატებით თავად გადაიხადოს თანხა აღნიშნული მომსახურებისთვის. სადაზღვევო კომპანია შემდგომში უარს აცხადებს ქვითრებით სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების თანხის

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური

1 იანვარი 2009 – 1 იანვარი 2010

39

39

ანაზღაურებაზე, რაც წარმოშობს დავას დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიას შორის.

10. რეკომენდაციები

საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მედიაციის სამსახურში შემოსული მომართვების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები: • მიზანშეწონილია, რომ დაზღვეულ მოქალაქეებს შესაბამისი ორგანიზაციების მიერ განემარტოთ და გადაეცეთ სადაზღვევო პირობები.

• მიზანშეწონილია, რომ სადაზღვევო კომპანიებმა გაითვალისწინონ ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით” დაზღვეულთა აუცილებელი გადაადგილების შემთხვევები და მათთვის შეიმუშავონ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების განხორციელების ქმედითი სქემა.

• მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემუშავდეს და შეთანხმდეს სამედიცინო მანიპულაციებისა და ტერმინების საერთო განმარტებები, რასაც დაეყრდნობა ყველა სადაზღვევო კომპანია.

• დამატებითი მომსახურების საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ და კლინიკამ მკაფიოდ შეიმუშაონ მხარეთა მოქმედების სქემა, რათა უმწეო პაციენტი უზრუნველყოფილი იქნას სრული სამედიცინო მომსახურებით მისი მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.