სიახლეებიbga.ge/uploads/newsletter/5d874099ab5ff.pdfსიახლეები...

3
სიახლეები სექტემბერი, 2019 I წითელი British-Georgin Academy www.bga.ge I ლურჯი ძვირფასო მშობლებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. მჯერა, მიმდინარე წელი საინტერესო და წარმატებული იქნება აკადემიის მოსწავლეებისათვის. ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჩამოვუყალიბოთ სასკოლო/საკლასო წესების დაცვის უნარ-ჩვევები, კლასში პირველივე კვირაში ერთად შევადგინეთ რამდენიმე წესი. დარწმუნებული ვარ, მათ სისტემატიურად დავიცავთ სასწავლო წლის განმავლობაში. რაც შეეხება საგაკვეთილო პროცესს, ბავშვებმა ერთმანეთთან მარტივი დიალოგებით, რომლებიც მოიცავდა ერთმანეთის გაცნობას, საყვარელი ფერის, საყვარელი თამაშის დასახელებას, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი. ვივარჯიშეთ როგორც მოტორული უნარების გაუმჯობესებაზე, ასევე სივრცეში ორიენტაციის საკითხებზეც (მარჯვენა, მარცხენა, ზევით, ქვევით). ვიდრე რიცხვების შესწავლაზე გადავალთ, ვიხსენებთ და ვსწავლობთ 1-დან 10-მდე დათვლას, საგნების დაწყვილებას, მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, ვანაწილებთ საგნებს გროვებად... ვფიქრობ, ეს აქტივობები დაგვეხმარება და გაგვიადვილებს შემდეგ ნაბიჯებს მათემატიკის სწავლებისას. მართალია, სწავლა სულ ახლახანს დავიწყეთ, მაგრამ ჩვენთვის ბიბლიოთეკა უკვე ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა, სადაც პირველივე დღეებიდან პატარებმა გაიგეს თუ რა არის ბიბლიოთეკა, რა პრინციპით არის წიგნები დალაგებული და როგორ შეიძლება ამ სივრცით სარგებლობა. შემდეგ კი, აარჩიეს მათთვის სასურველი წიგნი - „წიგნიერი მგელი“ და დავიწყეთ ერთობლივად კითხვა, ვარაუდების გამოთქმა, პერსონაჟის თვისებების განხილვა, უცხო ლექსიკური ერთეულების განმარტება. ბოლოს, ბავშვებმა ისაუბრეს იმ პერსონაჟზე, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოეწონათ და დაასაბუთეს თავიანთი მოსაზრებები. აქტიურად ვემზადებით წერის შესასწავლადაც. სანამ რვეულებში კალმებით წერას დავიწყებთ, ბავშვები ნატიფ მოტორულ უნარებს სახალისო აქტივობებით: მოზაიკის აწყობით, ხატვით, გაფერადებით, შეღებვით ივითარებენ. 23 სექტემბერი მშობლებთან შეხვედრა, 8:45 საათზე 23 სექტემბერი კლასგარეშე აქტივობების დაწყების თარიღი მნიშვნელოვანი თარიღები II წითელი ჩვენს კლასში ქართულის გაკვეთილების უმთავრესი მიზანია წერის, კითხვისა და მოსმენის უნარების ჩამოყალიბება-გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ვკითხულობთ და ვამუშავებთ მცირე ზომის, ავთენტურ, სახალისო ტექსტებს. კითხვის ტექნიკის დასახვეწად ვმუშაობთ ინტონაციაზე, ყურადღებას ვამახვილებთ სასვენ ნიშნებზე. ვსწავლობთ პერსონაჟისა და ავტორის სიტყვების ერთმანეთისგან გარჩევას, ვმუშაობთ დიალოგზე. პერსონაჟის როლის უკეთ მოსარგებად და დიალოგების ასაგებად მოსწავლეებმა წყვილებში შექმნეს ხელნაკეთი თოჯინები ერთჯერადი თეფ- შებისა და ფერადი ქაღალდების გამოყენებით. შემდგომ კი კლასის წინაშე წარმოადგინეს იმპროვიზებული დიალოგების სახით.

Upload: others

Post on 19-Jan-2020

8 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სიახლეებიbga.ge/uploads/newsletter/5d874099ab5ff.pdfსიახლეები სექტემბერი, 2019 I წითელი British-Georgin Academy

სიახლეებისექტემბერი, 2019

I წითელი

British-Georgin Academywww.bga.ge

I ლურჯი

ძვირფასო მშობლებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. მჯერა, მიმდინარე წელი საინტერესო და წარმატებული იქნება აკადემიის მოსწავლეებისათვის. ვინაიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჩამოვუყალიბოთ სასკოლო/საკლასო წესების დაცვის უნარ-ჩვევები, კლასში პირველივე კვირაში ერთად შევადგინეთ რამდენიმე წესი. დარწმუნებული ვარ, მათ სისტემატიურად დავიცავთ სასწავლო წლის განმავლობაში.რაც შეეხება საგაკვეთილო პროცესს, ბავშვებმა ერთმანეთთან მარტივი დიალოგებით, რომლებიც მოიცავდა ერთმანეთის გაცნობას, საყვარელი ფერის, საყვარელი თამაშის დასახელებას, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი. ვივარჯიშეთ როგორც მოტორული უნარების გაუმჯობესებაზე, ასევე სივრცეში ორიენტაციის საკითხებზეც (მარჯვენა, მარცხენა, ზევით, ქვევით). ვიდრე რიცხვების შესწავლაზე გადავალთ, ვიხსენებთ და ვსწავლობთ 1-დან 10-მდე დათვლას, საგნების დაწყვილებას, მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, ვანაწილებთ საგნებს გროვებად... ვფიქრობ, ეს აქტივობები დაგვეხმარება და გაგვიადვილებს შემდეგ ნაბიჯებს მათემატიკის სწავლებისას.

მართალია, სწავლა სულ ახლახანს დავიწყეთ, მაგრამ ჩვენთვის ბიბლიოთეკა უკვე ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა, სადაც პირველივე დღეებიდან პატარებმა გაიგეს თუ რა არის ბიბლიოთეკა, რა პრინციპით არის წიგნები დალაგებული და როგორ შეიძლება ამ სივრცით სარგებლობა. შემდეგ კი, აარჩიეს მათთვის სასურველი წიგნი - „წიგნიერი მგელი“ და დავიწყეთ ერთობლივად კითხვა, ვარაუდების გამოთქმა, პერსონაჟის თვისებების განხილვა, უცხო ლექსიკური ერთეულების განმარტება. ბოლოს, ბავშვებმა ისაუბრეს იმ პერსონაჟზე, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოეწონათ და დაასაბუთეს თავიანთი მოსაზრებები. აქტიურად ვემზადებით წერის შესასწავლადაც. სანამ რვეულებში კალმებით წერას დავიწყებთ, ბავშვები ნატიფ მოტორულ უნარებს სახალისო აქტივობებით: მოზაიკის აწყობით, ხატვით, გაფერადებით, შეღებვით ივითარებენ.

23 სექტემბერი

მშობლებთან შეხვედრა, 8:45 საათზე23 სექტემბერი

კლასგარეშე აქტივობების დაწყების თარიღი

მნიშვნელოვანი თარიღები

II წითელი

ჩვენს კლასში ქართულის გაკვეთილების უმთავრესი მიზანია წერის, კითხვისა და მოსმენის უნარების ჩამოყალიბება-გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ვკითხულობთ და ვამუშავებთ მცირე ზომის, ავთენტურ, სახალისო ტექსტებს. კითხვის ტექნიკის დასახვეწად ვმუშაობთ ინტონაციაზე, ყურადღებას ვამახვილებთ სასვენ ნიშნებზე. ვსწავლობთ პერსონაჟისა და ავტორის სიტყვების ერთმანეთისგან გარჩევას, ვმუშაობთ დიალოგზე. პერსონაჟის როლის უკეთ მოსარგებად და დიალოგების ასაგებად მოსწავლეებმა წყვილებში შექმნეს ხელნაკეთი თოჯინები ერთჯერადი თეფ-შებისა და ფერადი ქაღალდების გამოყენებით. შემდგომ კი კლასის წინაშე წარმოადგინეს იმპროვიზებული დიალოგების სახით.

Page 2: სიახლეებიbga.ge/uploads/newsletter/5d874099ab5ff.pdfსიახლეები სექტემბერი, 2019 I წითელი British-Georgin Academy

III წითელი

მოწესრიგებული სამუშაო გარემო და სწორად განაწილებული დრო აუცილებელი პირობაა მოს-წავლეთა განვითარებისათვის, ამიტომ სასწავლო პროცესის ძირითადი დრო დავუთმეთ საკლასო მენეჯმენტის საკითხების განხილვას. კერძოდ, ერთად შევიმუშავეთ და განვსაზღვრეთ სამუშაო დღის განრიგი, მეცადინეობის, მხატვრული ლიტერატურის კითხვისა და გართობის დრო. მიზნად დავისახეთ შრომისა და დასვენების შეთავსება, პასუხისმგებლობის, სასწავლო მოტი-ვაციისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება-განმტკიცება. მოსწავლეები ენთუზიაზმით ჩაერთნენ საკლასო წესების შემუშავებისა და დისციპლინის პოზიტიური სისტემის მიზნებთან დაკავშირებულ აქტივობებში.

II ლურჯი

სასწავლო პროცესი ხალისიანად და საინტერესოდ დავიწყეთ. ბავშვების მოტივაციის ასამაღლებლად მრავალფეროვან აქტივობებს ვიყენებთ. კლასში მოვაწყეთ საკლასო ბიბლიოთეკა, ორშაბათობით ვირჩევთ კვირის ბიბლიოთეკარს, რომელიც აწესრიგებს წიგნებს, აკეთებს სიას და ასევე ინიშნავს გაცემულ წიგნებს. კითხვის უნარის განვითარებისა და კითხვის შესაყვარებლად სახალისო გაკვეთილები დავგეგმეთ. ბავშვებს ძალიან მოეწონათ „ბოთლის დატრიალება“: სიტყვების ბარათები წრეზე დავალაგეთ, შუაში კი მოსწავლეები „ბოთლს ატრიალებდნენ“ და რომელი სიტყვაც შეხვდებოდათ, ხმამაღლა, სწრაფად უნდა წაეკითხათ. ქართულის გაკვეთილებზე წარმატებით ვიყენებთ ვებ-გვერდ kargiskola.ge-ს რესურსს. მისი დახმარებით ერთად შევქმენით ძალიან საინტერესო მოთხრობა „პატარა ტალღა ზღვიკო“, რომელიც შემდეგ ბავშვებმა ხმამაღლა წაიკითხეს და ვფიქრობთ, რომ მომავალში ხელნაკეთ წიგნადაც ვაქციოთ.

III ლურჯიმენტორის საათებზე ვსაუბრობდით იმ წესების აქტუალობაზე, რომლებსაც მოსწავლეები ყოველდღიურად იცავენ. ბავშვებს უნდა დაესახელებინათ, მათი აზრით, როგორ უნდა იქცეოდნენ აკადემიის სხვადასხვა სივრცეში. მათ შორის, საკლასო ოთახში, ბიბლიოთეკაში, კაფეტერიასა და ეზოში. პარალელურად გვქონდა დაწყებითი საერთაშორისო კურიკულუმის ახალი თემის გახსნა - „ერთად ცხოვრება“. ვიმსჯელეთ ადამიანებს შორის ეთნიკურ და კულტურულ განსხვავებებსა თუ მსგავსებებზე, ვუყურეთ ვიდეოებს იმ ადამიანებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში ცხოვრობენ. ვითამაშეთ სახალისო გუნდური თამაშები: „კვანძის გახსნა“ და “დაიჭირე ბურთი“, რომლებიც ბავშვებს დაეხმარა საკომუნიკაციო თუ თანამშრომლობითი უნარების განვითარებაში.

IV წითელი

მე-4 წითელი კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საერთაშორისო კურიკულუმის პირველი თემა „ერთად ცხოვრება“ სახალისო აქტივობებით გახსნეს. 2 კვირის განმავლობაში ბავშვები ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებზე, როგორებიცაა: პატივისცემა და თანამშრომლობა.მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, რათა მოეფიქრებინათ და ერთმანეთისთვის წარედგინათ სიტუაციები პატივისცემის შესახებ. მათ შექმნეს „პატივისცემის წვნიანი“, რომლისთვისაც თავად მოიფიქრეს საჭირო „ინგრედიენტები“. რამდენიმე მოსწავლემ საკუთარი სიმღერაც კი შექმნა შესასწავლ თემასთან დაკავშირებით.„ვენის დიაგრამის“ გამოყენებით იპოვეს მსგავსება-განსხვავებები ერთმანეთს შორის და დისკუსიების მეშვეობით მივიდნენ დასკვნამდე, რომ განსხვავებულ ადამიანებთან ერთად ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და სახალისოა. დაწყებითი საერთაშორისო კურიკულუმის პირველი თემა კიდევ 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

Page 3: სიახლეებიbga.ge/uploads/newsletter/5d874099ab5ff.pdfსიახლეები სექტემბერი, 2019 I წითელი British-Georgin Academy

ლეო კვაჭაძის 17, თბილისი 0186, საქართველო

IV მწვანე

მე-4 მწვანე კლასში ვიმსჯელეთ თითოეული ადამიანის განსაკუთრებულობასა და უნიკალურობაზე. მოს-წავლეებმა დახატეს ავტოპორტრეტები, დაწერეს მოკლე ესსე - „ჩემ შესახებ“, შემდეგ კი საავტორო სკამზე წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები. პარალელურად დავიწყეთ დაწყებითი საერთა-შორისო კურიკულუმის პირველი თემა „ერთად ცხოვრება“, რომელიც შეეხებოდა ადამიანებს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებს.

მოსწავლეებმა დაამზადეს პროექტები პატივისცემის თემაზე. პროექტის ფარგლებში გავიარეთ და წავიკითხეთ წიგნი „ვინც არ უნდა იყო“. შევისწავლეთ ვენის დიაგრამაც. ამ სქემის გამოყენებით, ბავშვებმა კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახეს ადამიანთა შორის არსებული მსგავსებები და განსხვავებები.

IV ლურჯი

მათემატიკის სწავლების მთავარი მიზანია მოს-წავლეებმა დაკვირვებისა და აღმოჩენის გზით განივითარონ მსჯელობის, აზროვნების, ანალიზისა და დასაბუთების უნარები. გავლილი ორი კვირა 1000-მდე რიცხვებზე მოქმედებების შესრულებას დავუთმეთ. ვივარჯიშეთ სამნიშნა რიცხვების სხვადასხვა ხერხით შეკრება-გამოკლებაზე.სახალისო აქტივობაზე გუნდებში გადანაწილებულმა მოსწავლეებმა თავად შექმნეს სამაგიდო თამაშები სამნიშნა რიცხვებზე მოქმედებების გამოყენებით და შემდეგ პრეზენტაცია გამართეს. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სამუშაოს სწორად გადანაწილების, თანამშრომლობის, განსხვავებული იდეებისა და მოსაზრებების კონსტრუქციულად განხილვისა და დაფასების ჩვევის გამომუშავებას, პრობლემის ერთობლივად გადაჭრის, გადაწყვეტილებების ერ-თობლივად მიღების, სხვისი მოსმენისა და გაგების უნარის დახვეწას, ყოველდღიურ ცხოვრებაშიმათემატიკის საჭიროების გააზრებას.

მოგესალმებით! მე ვარ ლელა ქისტაური, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასები) ხელმძღვანელი და დამხმარე თანამშრომელთა კოორდინატორი.ახალ სასწავლო წელს აკადემიის დაწყებითი საფეხურის ენერგიული, კრეატიული, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი საინტერესო და სიახლეებით დატვირთულ, თითოეული მოსწავლის ინტერესებსა თუ საჭიროებებზე მორგებულ, აკადემიურად გამართულ პროცესს გპირდებათ, რომელიც მოსწავლეების ჰოლისტიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.

დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელი

ახალი სასწავლო წლის პირველ კვირებში მასწავლებლები, მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად მუშაობდნენ წესებისა და რუტინების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც დაგვეხმარება აკადემიური პროცესის ორგანიზებაში. მჯერა, ერთობლივად, ურთიერთნდობით, ინტენსიური თანამშრომლობით, ჩვენ შევძლებთ ღირსეულად დავხვდეთ და წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს.