სიახლეებიbga.ge/uploads/newsletter/5d873f2e4765d.pdf · 2019-09-22 ·...

4
სიახლეები ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია სკოლაში შევქმნათ გარემო, სადაც სწავლა გარდაიქმნება ცხოვრებისეულ გამოცდილებად. მიმდინარე წლის განმავლობაში ქალბატონი მარიამი უხელმძღვანელებს აკადემიურ პროგრამას და უზრუნველყოფს, რომ საგაკვეთილო პროცესი იყოს დინამიკური, სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნა ურთიერთდაკავშირებული, შეფასების სისტემა კი მიზნობრივი და რელევანტური. ბატონი ჯოში უხელმძღვანელებს აღმზრდელობით (პასტორალურ) სისტემას, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი უნარების განვითარებისა და პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს. საუკეთესო სკოლაში აკადემიური პროგრამა და აღმზრდელობითი სისტემა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სწორედ ამ ორი სისტემის განვითარება გახლავთ აკადემიის მიზანი 2019-2020 სასწავლო წელს. მომდევნო კვირებში მშობლებს მივაწოდებთ სხვადასხვა ინფორმაციას ჩვენი სკოლის პოლიტიკის და მასთან დაკავშირებული ცვლილებების, კლასგარეშე აქტივობების, ტრანსპორტირების, ელექტრონული ჟურნალისა და სხვა მრავალი საკითხის შესახებ. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აკადემიის მიერ გამოგზავნილ თითოეულ დოკუმენტს. ასევე, მოგიწოდებთ, დაესწროთ მშობლებთან შეხვედრებს, რომლებზეც არაფორმალურ გარემოში შევძლებთ თქვენთვის საინტერესო საკითხებისა და შემოთავაზებების განხილვას და სიახლეებისა და პროგრესის შესახებ საუბარს. მსურს მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც დრო დაგვითმეთ და წარმატებები გვისურვეთ ბრიტანულ-ქართული აკადემიის მმართველ გუნდს. ვიმედოვნებთ, რომ აკადემიის სასკოლო საზოგადოება, თქვენი მხარდაჭერით, უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდება და განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. მოგესალმებით! მე გახლავართ მარიამ შურღაია, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორის მოადგილე და საბაზო საფეხურის სკოლის ხელმძღვანელი. წლევანდელ წელს აკადემიის ენთუზიაზმით აღსავსე და დინამიკური გუნდი ინტერდისციპლინური სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებაზე ფოკუსირდება. ეს მეთოდოლოგია მოსწავლეებს დისციპლინებს შორის კავშირების დამყარებისა და სხვადასხვა საგნის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და უნარების სინთეზის, და მათი განსხვავებულ კონტექსტში გამოყენების საშუალებას მისცემს. ქართული ეროვნული სასწავლო გეგმისა და საუკეთესო საერთაშორისო მიდგომების შერწყმა სწავლა-სწავლების პროცესში ხელს შეუწყობს მასწავლებლებს ინოვაციური და კრეატიული სასწავლო პროგრამის დანერგვაში და უზრუნველყოფს მოსწავლეების ჰოლისტიკურ განვითარებას. აკადემიის სასკოლო საზოგადოებას გამოწვევებით სავსე, ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებ! გუნდის შესანიშნავ მენტორებთან, რათა ერთად დაგვეგეგმა მიმდინარე სასწავლო წლის აქტივობები. ბრიტანულ-ქართული აკადემია შესანიშნავი ადგილია და მოუთმენლად ველი თითოეული თქვენგანის უკეთ გაცნობს. მე ვარ ჯოშუა გარნერი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის საშუალო საფეხურის სკოლის ხელმძღვანელი. საქართველოში ცოტა ხანია რაც ჩამოვედი და აქ შთაბეჭდილებებით სავსე ერთი თვე გავატარე. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, უგემრიელესი კერძებითა და მეგობრული ხალხით. მიმდინარე სასწავლო წელს პასუხისმგებელი ვარ აღმზრდელობითი (პასტორალური) და ჰაუს სისტემების განვითარებაზე. პასტორალური სისტემა უზრუნველყოფს თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვასა და მათი შესაძლებლობების თანაბრად განვითარებას. სასწავლო წლის დაწყებამდე აქტიურად ვითანამშრომლე ჩვენი აკადემიური ძვირფასო მშობლებო, ყველას გილოცავთ ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ჩვენი აკადემიური გუნდი მოხარულია სკოლაში დაბრუნებით და მზად არის ახალი სასწავლო წლის გამოწვევებისთვის. პირველმა სასწავლო კვირამ წარმატებით ჩაიარა, აკადემიაში ნამდვილად შეიმჩნევა პოზიტიური განწყობა. დერეფნებში ვხვდები ბედნიერ და გაღიმებულ მოსწავლეებს, სამასწავლებლოებში კი აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებლებს შორის დისკუსია საინტერესო საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესახებ. ჩვენი მიზანია, რომ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში უზრუნველვყოთ ჰოლისტიკური საგანმანათლებლო სისტემა, სადაც მოსწავლეები შეძლებენ სოციალურ, პერსონალურ და აკადემიურ განვითარებას. მოგესალმებით

Upload: others

Post on 14-Feb-2020

0 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: სიახლეებიbga.ge/uploads/newsletter/5d873f2e4765d.pdf · 2019-09-22 · British-Georgin Academy საზოგადოებრივი მეცნიერების

სიახლეები

ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია სკოლაში შევქმნათ გარემო, სადაც სწავლა გარდაიქმნება ცხოვრებისეულ გამოცდილებად. მიმდინარე წლის განმავლობაში ქალბატონი მარიამი უხელმძღვანელებს აკადემიურ პროგრამას და უზრუნველყოფს, რომ საგაკვეთილო პროცესი იყოს დინამიკური, სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნა ურთიერთდაკავშირებული, შეფასების სისტემა კი მიზნობრივი და რელევანტური. ბატონი ჯოში უხელმძღვანელებს აღმზრდელობით (პასტორალურ) სისტემას, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი უნარების განვითარებისა და პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს. საუკეთესო სკოლაში აკადემიური პროგრამა და აღმზრდელობითი სისტემა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სწორედ ამ ორი სისტემის განვითარება გახლავთ აკადემიის მიზანი 2019-2020 სასწავლო წელს.

მომდევნო კვირებში მშობლებს მივაწოდებთ სხვადასხვა ინფორმაციას ჩვენი სკოლის პოლიტიკის და მასთან დაკავშირებული ცვლილებების, კლასგარეშე აქტივობების, ტრანსპორტირების, ელექტრონული ჟურნალისა და სხვა მრავალი საკითხის შესახებ. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აკადემიის მიერ გამოგზავნილ თითოეულ დოკუმენტს. ასევე, მოგიწოდებთ, დაესწროთ მშობლებთან შეხვედრებს, რომლებზეც არაფორმალურ გარემოში შევძლებთ თქვენთვის საინტერესო საკითხებისა და შემოთავაზებების განხილვას და სიახლეებისა და პროგრესის შესახებ საუბარს. მსურს მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც დრო დაგვითმეთ და წარმატებები გვისურვეთ ბრიტანულ-ქართული აკადემიის მმართველ გუნდს. ვიმედოვნებთ, რომ აკადემიის სასკოლო საზოგადოება, თქვენი მხარდაჭერით, უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდება და განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.

მოგესალმებით! მე გახლავართ მარიამ შურღაია, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორის მოადგილე და საბაზო საფეხურის სკოლის ხელმძღვანელი. წლევანდელ წელს აკადემიის ენთუზიაზმით აღსავსე და დინამიკური გუნდი ინტერდისციპლინური სწავლებისმეთოდოლოგიის გამოყენებაზე ფოკუსირდება. ეს მეთოდოლოგია მოსწავლეებს დისციპლინებს შორის კავშირების დამყარებისა და სხვადასხვა საგნის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და უნარების სინთეზის, და მათი განსხვავებულ კონტექსტში გამოყენების საშუალებას მისცემს. ქართული ეროვნული სასწავლო გეგმისა და საუკეთესო საერთაშორისო მიდგომების შერწყმა სწავლა-სწავლების პროცესში ხელს შეუწყობს მასწავლებლებს ინოვაციური და კრეატიული სასწავლო პროგრამის დანერგვაში და უზრუნველყოფს მოსწავლეების ჰოლისტიკურ განვითარებას. აკადემიის სასკოლო საზოგადოებას გამოწვევებით სავსე, ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებ!

გუნდის შესანიშნავ მენტორებთან, რათა ერთად დაგვეგეგმა მიმდინარე სასწავლო წლის აქტივობები. ბრიტანულ-ქართული აკადემია შესანიშნავი ადგილია და მოუთმენლად ველი თითოეული თქვენგანის უკეთ გაცნობს.

მე ვარ ჯოშუა გარნერი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის საშუალო საფეხურის სკოლის ხელმძღვანელი. საქართველოში ცოტა ხანია რაც ჩამოვედი და აქ შთაბეჭდილებებით სავსე ერთი თვე გავატარე. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა სტუმართმოყვარეობით, უგემრიელესი კერძებითა და მეგობრული ხალხით. მიმდინარე სასწავლო წელს პასუხისმგებელი ვარ აღმზრდელობითი (პასტორალური) და ჰაუს სისტემების განვითარებაზე. პასტორალური სისტემა უზრუნველყოფს თითოეულ მოსწავლეზე ზრუნვასა და მათი შესაძლებლობების თანაბრად განვითარებას. სასწავლო წლის დაწყებამდე აქტიურად ვითანამშრომლე ჩვენი აკადემიური

ძვირფასო მშობლებო, ყველას გილოცავთ ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ჩვენი აკადემიური გუნდი მოხარულია სკოლაში დაბრუნებით და მზად არის ახალი სასწავლო წლის გამოწვევებისთვის. პირველმა სასწავლო კვირამ წარმატებით ჩაიარა, აკადემიაში ნამდვილად შეიმჩნევა პოზიტიური განწყობა. დერეფნებში ვხვდები ბედნიერ და გაღიმებულ მოსწავლეებს, სამასწავლებლოებში კი აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებლებს შორის დისკუსია საინტერესო საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესახებ. ჩვენი მიზანია, რომ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში უზრუნველვყოთ ჰოლისტიკური საგანმანათლებლო სისტემა, სადაც მოსწავლეები შეძლებენ სოციალურ, პერსონალურ და აკადემიურ განვითარებას.

მოგესალმებით

Page 2: სიახლეებიbga.ge/uploads/newsletter/5d873f2e4765d.pdf · 2019-09-22 · British-Georgin Academy საზოგადოებრივი მეცნიერების

British-Georgin Academywww.bga.ge

საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა

მოგესალმებით ძვირფასო ბავშვებო და მშობლებო!საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის სახელით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!ჩვენი დეპარტამენტი ტრადიციულად განაგრძობს აკადემიისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განივითარებას. კათედრის კონცეფცია ურთიერთპატივისცემასა და ჰუმანურ მსოფლმხედველობაზეა დაფუძნებული, მიზნად ისახავს მოსწავლეების პატრიოტ, თავისუფალ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ - საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამისათვის კი მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მათ, არა მხოლოდ სწავლა /სწავლების, არამედ სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმასა და ამ სამყაროში საქართველოს ადგილის განსაზღვრისათვის. მათთან თანამშრომლობით შევიმუშაოთ სწორი ღირებულებები, რათა ჩვენმა მოსწავლეებმა სამყაროში ღირსეული ადგილის დაიმკვიდრება შეძლონ.წინ სასიამოვნო და შემოქმედებითი სამუშო პროცესი გველის. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

უცხოური ენების კათედრა

მოგესალმებით! უცხოური ენების კათედრის სახელით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!ჩვენი კათედრა ტრადიციულად განაგრძობს მოსწავლეების ლინგვისტური უნარების განვითარებას, უცხოური ენების შესწავლის ენთუზიაზმისა და ინტერესის გაღვივებას, ასევე გლობალური ცნობიერების ამაღლებას. თითოეული უცხოური ენის სწავლება შეიცავს ინტერდისციპლინურობის გარკვეულ ხარისხს, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსწავლეებს, ამა თუ იმ ენის კომპეტენციის განვითარებასთან ერთად, ექმნებათ ზოგადი შთაბეჭდილება სხვადასხვა კულტურის შესახებ.

ინგლისური ენის კათედრა

გილოცავთ ახალი 2019-2020 აკადემიური წლის დაწყებას. როგორც ყოველთვის, საინტერესო, წარმატებულ და სიახლეებით სავსე წელს გპირდებით. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე ყველა ჩვენმა მოსწავლემ დადებითი შეფასება მიიღო: 36-მა უმაღლესი ქულა დაიმსახურა, ხოლო 10-მა შესაბამისი საფეხურის დონეს გადააჭარბა.წარმოგიდგენთ ჩვენი კათედრის წევრებს, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, გააჩნიათ მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება და ფლობენ ინგლისური ენის სწავლების მსოფლიოში აღიარებულ დიპლომებსა და სერტიფიკატებს. ჩვენი მიზანია, თქვენი შვილებისთვს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თავს უსაფრთხოდ, კომფორტულად და მოტივირებულად იგრძნობენ. ჩვენი კათედრა მოუთმენლად ელის სასწავლო სემესტრის დაწყებას და თქვენთან ერთად წარმატებული წლის გატარებას.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

მოგესალმებით! ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გვაქვს პატივი, ვასწავლოთ თქვენს შვილებს. დამეთანხმებით, რომ ყოველი წელი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის! გვინდა, განსაკუთრებული გავხადოთ ის მათთვისაც! თქვენს შვილს, შეიძლება, აღარ სჭირდება დახმარება ნივთებისა და სასკოლო ჩანთის მოწესრიგებისთვის, მაგრამ სჭირდება ჩვენი და თქვენი რჩევები, თანამონაწილეობა რთული გადაწყვეტილებების მიღებისას, სჭირდება ყურადღებიანი მსმენელი და გულისხმიერი მეგობარი, როცა რუტინული სასწავლო პროცესით გადაღლილს თქვენი ღიმილი და ხალისიანი შეთავაზებები დაავიწყებს შრომის ტვირთს. თუ ყოველდღიურად დაინტერესდებით მათი მიღწევებით აკადემიაში, ითანამშრომლებთ პედაგოგებთან, თუ დროულად გაეცნობით ინფორმაციას, აირიდებთ და დაიცავთ თქვენს შვილს მოულოდნელი უსიამოვნებებისგან, ასევე, აგრძნობინებთ მას, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ყოველდღიური ცხოვრება თქვენთვის. ჩვენ ერთად გავართმევთ თავს პრობლემებს. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ!ეს სასწავლო წელი ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება!

Page 3: სიახლეებიbga.ge/uploads/newsletter/5d873f2e4765d.pdf · 2019-09-22 · British-Georgin Academy საზოგადოებრივი მეცნიერების

მათემატიკის კათედრა

მოგესალმებით ძვირფასო ბავშვებო და მშობლებო!მათემატიკის კათედრის სახელით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.დარწმუნებულები ვართ, რომ ეს წელი ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება თითოეული მოსწავლისათვის, რაც განპირობებულია მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომით, სწავლების თანამედროვე მეთოდებით და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით. ჩვენი მიზანია, რომ მათემატიკა თითოეული მოსწავლისთვის გახდეს საგანი, რომელსაც ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით მოეკიდებიან, სიამოვნებით ამოხსნიან რთულ და მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილ ამოცანებსა და საკითხებს. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სწავლების პროცესში თითოეული მოსწავლის პოტენციალი სრულად იყოს გამოვლენილი და განვითარებული, ამასთან, სწავლების პროცესი იყოს სახალისო, საინტერესო და სასიამოვნო თითოეული მოსწავლისათვის. წინ სასიამოვნო და შემოქმედებითი სამუშაო პროცესი გველის. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

სპორტის კათედრა

მოგესალმებით. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მოგეხსენებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდის ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის. სპორტის კათედრის სახელით გაცნობებთ, რომ წელს ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებისთვის ბევრ საინტერესო და სახალისო სპორტულ ღონისძიებას გეგმავს, სადაც მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში. გვაქვს სასიამოვნო სიახლე ინფრასტრუქტურული მიმართულებითაც, ახალ ფეხბურთის მოედანს დაემატება სპორტული დარბაზი, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა

მიმდინარე წლის ზაფხული ნამდვილად გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი მოვლენებით და სიახლეებით, ვინაიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრას ორი ახალი თანამშრომელი შემოუერთდა: ჯოშ გარნერი, რომელიც მეცნიერების მიმართულებას უხელმღძვანელებს და თინა მაისურაძე, რომელიც აკადემიის ლაბორატორიას გაუძღვება. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დასრულდა სკოლის ახალი ლაბორატორიის მონტაჟი, რომლის კონცეფციის შექმნაში ქალბატონ ანას, ქალბატონ დალის და ქალბატონ ხათუნას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. ახალი ლაბორატორია აკადემიის მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს განივითარონ კვლევითი უნარები.გაცნობებთ, რომ 28 სექტემბერს, შაბათს, ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე, ქალბატონი დალი ლომიძე აკადემიის მეშვიდე კლასის მოსწავლეთა ჯგუფთან ერთად წარსდგება. ჩენი მოსწავლეები, 15:00-დან 18:00 საათამდე წარმოგვიდგენენ რამდენიმე საინტერესო სამეცნიერო ფენომენს. შემოგვიერთდით და მოძებნეთ ჩვენი კარავი!

ესთეტიკური აღზრდის კათედრა

მოგესალმებით ესთეტიკური აღზრდის კათედრის სახელით. მინდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. როგორც მოგეხსენებათ, მუსიკალურ და სახელოვნებო დისციპლინებს უდიდესი ფუნქცია და პასუხისმგებლობა აკისრია მომავალი თაობის ჰარმონიულ განვითარებაში, შემოქმედებითად მოაზროვნე, თანამედროვე, ჰუმანური, განათლებული, მსოფლიო მოქალაქის ჩამოყალიბების პროცესში.ესთეტიკური აღზრდის კათედრა ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებისთვის, ტრადიციულად, ბევრ საინტერესო და სახალისო პროექტს გეგმავს. დაწყებით საფეხურზე შემოთავაზებული შემოქმედებითი პროექტების პარალელურად, ჩვენ წელს კვლავაც ვითანამშრომლებთ ბროდვეის საერთაშორისო მუსიკალურ თეატრთან. თქვენთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილებით, ვიმედოვნებთ, რომ ეს სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებული და შთაბეჭდილებებით დატვირთული იქნება თითოეული ჩვენგანისთვის.

Page 4: სიახლეებიbga.ge/uploads/newsletter/5d873f2e4765d.pdf · 2019-09-22 · British-Georgin Academy საზოგადოებრივი მეცნიერების

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კათედრა

მოგესალმებით!ინფორამციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კათედრის სახელით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ჩვენი კათედრა ტრადიციულად განაგრძობს მოსწავლეებში პროგრამული და მანქანური ენების მიმართ ენთუზიაზმისა და ინტერესის გაღვივებას. თითოეული ენის სწავლების მიზანია მოსწავლეებში პროგრამირების უნარის განვითარება და, ზოგადად, ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა პროგრამული ენების შესახებ.

ლეო კვაჭაძის 17, თბილისი 0186, საქართველო

ბრიტანულ-ქართული აკადემიის ადმინისტრაციული გუნდი