88 ვასილ ბარნოვი, კრებული · ძირხვენისა...

1669

Upload: others

Post on 03-Jul-2020

11 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • ვასილბარნოვიკრებული

  • თებერასდანიშნული

    1

    ერთი საწყალი მეღორე იყოთებერა,ობოლი ბიჭი, სხვისმოჯამაგირე, მაგრამ სოფლის გოგო-ბიჭებს ისეგვიხაროდა იმისი მოსვლა, თითქო უფროსი ძმაყოფილიყოსჩვენი,მოსიყვარულედაკეთილისმყოფელი.ხშირად არდახედავდათებერა ჩვენ სოფელს: ერთხელ-ორჯელ ზამთრობით შემოჰრეკავდა ღორს რამდენისამედღითდამიატარ-მოატარებდაკარ-მიდამოზეთუკალო-საბძელთან; ან ხევს ააყოლებ-ჩააყოლებდა, სადაც ღორიძირხვენისა თუ სხვა ბალახის ძირსა სთხრიდა დაიკვებებოდა. ღამე ღორს გომურში გამოამწყვდევდა დათითონ ოდაში მოუჯდებოდა ცეცხლს. თებერას

  • მეპატრონეჩვენსოფელში არაცხოვრობდა,მაგრამიქაცაჰქონდა მამული და სახლკარი. თითონ თებერა ჩვენიმეზობელი იყოდა ბატონ ნუგზარს ემსახურებოდა სხვასოფელში. გაზაფხულზე და ზაფხულში თებერასრულებით მიეფარებოდა ჩვენთვალიდან, მაგრამ რაკიყანები მოიმკებოდა და ჭირნახული კალოებზეგადაიზიდებოდა. უსათუოდ გაჩნდებოდა ის ჩვენისოფლის მინდვრებში ჩვენდა სასიხარულოდ. ღორინამჯაში დაუდიოდა, ჩარჩენილი თავთავით თუჩაბნეულიმარცვლითჰკვებავდა.

    -ბიჭო,ეხლა-კი,სადაცარის,გამოჩნდებაჩვენითებერა.

    -რაიცი,კაცო,ვინგითხრა?

    - რა თქმა მინდა? აბა გახედე მინდვრებს, ათეულიაღარსად სჩანს, მთლად მოწმენდილია; ამ დროს

  • მორეკავსხოლმეთებერაღორს.

    - მერე რამდენი თავთავი და მარცვალი ჰყრია ნამკალ-ნათიბში!

    -მართლადაშარშანაცამდროსედგათებერასღორიჩვენმინდვრებში.

    - არა, ბიჭო, შარშან უფრო ადრე მორეკა, შიგადაშიგათეულებიისევიდგა.გახსოვს,ტახირომგაუღორდადაძალზეიწევდაათეულისაკენ?ვეღარცგაჯავრებამგასჭრა,აღარცცემამიმოქმედა.ჯიუტადიწევდაძნისაკენ.

    - მერე-კი, ღვთის წყალობა გაქვს, კარგი ხერხი იხმარათებერამ: დასტაცა ტახს ხელი უკანა ფეხებში, ერთიმოქნევითმოიკიდაზურგზედაკოლტშივეგადაისროლაგაჯიუტებული.

  • - ძალიან ღონიერი ბიჭი კი არისთებერა! ჭიდაობა რომიცოდეს:მუხათელჯუნასაცგაუმკლავდებოდა.

    და გავაბამდით საუბარს თებერაზე, გატაცებულივლაპარაკობდით ამ ჩვენ შეუდარებელ მეგობარზე.ისეთის სიამოვნებით მოველოდით მას სოფლისბალღები, თითქო დიდი რამ სიკეთე უნდა მოეტანაჩვენთვის, ან ნათელი უნდა მოეფინა ბჭყვრიალა ჩვენერთგვარ,ბუნდდაუფერულცხოვრებისათვის.

    2

    მართლა კარგი ბიჭი იყო თებერა და ჩვენთვისდაუფასებელი. ბუნებით კეთილი, გულჩვილი, მუდამმოღიმარე.გაჯავრებასრულებითარიცოდა.ვუყვარდითბალღები. სოფელში რომ მოვიდოდა უთუოდ რასმე

  • მოგვიტანდა:სათითაოშვილდს,ისრებს,ქორისფრთებსისრებისათვის, სალამურებს, ჯოხებს თუ კომბლებს,ჭრელ-ჭრელ ქვებსდა ყოველსავე საიშვიათოს, რასაც-კიმოჰხელავდატყეშიანველში,მთაშითუმდინარისპირას.ამისთანა კარგ რამეებს ყველას ჩვენთვის შეაგროვებდა,დაამზადებდა და მოგვართმევდა საჩუქრად. თითონაცდიდ სიხარულსა ჰგრძნობდა თუ ჩვენ გაგვახარებდა.ამისთვისაც მისი მოსვლა ჩვენთვის დღესასწაული იყოდამხიარულება.

    ღორსნუგზარისავეგომურშიაბინავებდა.გომურისწინანაწილი გადაფიცრული იყო. აქ მიწის იატაკი უფრომაღალიიყო:მიწადაეყარნათ.გაემაღლებინათდარომარგადაშანშლილიყო, გარს ფიცრები შემოეწყოთ,დაემაგრებინაო. გომურის ამ ნაწილში ბუხარიც იყო.გარშემო მორები ეწყო ჩამოსასხდომად. ჭერში ყველგანგახირული კომბლები, კავები, ორთითები, - ყველა ეს

  • თებერას ნაწარმოები. გარსტყე ერტყა სოფელს,თებერამარჯვეთვალისადახელისპატრონიბიჭიიყოდააბაისეროგორ გაუვლიდა ახლო რამე იარაღისათვის ანსაციქვლისათვის გამოსადეგ ხეს, რომ არ მოეჭრადა არგამოეყენებინა?! ამას ყველაფერს თებერა დიდ განძადასთვლიდა, იმ სანატრელ დროისათვის გამოსადეგსაუნჯედ, როცა ღმერთი უშველიდა მას და საკუთაროჯახსგაიჩენდათავისაწთავმინებებულდაგაოხრებულქოხში; ჩამქრალ კერას ისევ გააჩაღებდა, სოფელშიმეკომურადვე ჩაითვლებოდა. მაშინ მისი საკომიდანამონადენი კვამლი პირდაპირ წავიდოდა ზეცისაკენ,აბელის მსხვერპლის ბოლივითთავმომწონედ! ვაჰ,რომშესაფერი ხელსაწყო არა ჰქონდა ხელმარჯვე თებერას,თორემ ფიწლისა და ნიჩბის გამოჭრასაც შესძლებდა,არნადისა თუ კაბდოს გათლასაც მოახერხებდა.შვილდებს კი ხანჯლით გვიკეთებდა, ისრებს დანითგამოგვიჭრიდა.

  • - ეჰ, ბიჭო, ერთი ნაჯახი რომ მქონდესდა საჭრეთელი,რამდენ რასმე გავაკეთებდი ტყეში. აბა ხანჯლით თუდანით რა უნდა მოვსჭრა, ან რა უნდა გავთალო! -იტყოდაგულნატკენითებერა.

    როცა ზამთრობით, მორეკავდა ღორს თებერა, ჩვენისიხარულიმაშინიწყებოდა,ბუნებისსისასტიკენებასარგვაძლევდა ჩვენებურად გვექროლნა აღმა თუ ჩაღმა,ცხვირებ ჩამოშვებულნი ვისხედით სახლშიდათებერასმოსვლა დღესასწაულის დადგომა იყო ჩვენთვის. რაკიდააწყნარებდაბიჭითავისსაქონელს, აანთებდაცეცხლსბუხარში და ჩვენც შემოუსხდებოდით გარშემო. ახლაჩვენთვისმოიცლიდათებერა.რასარგვიამბობდა!ტყისათუ ველის ამბავს, მთისა თუ მდინარის ცხოვრებას,ფრინველისა თუ ნადირის ნამოქმედარს, წყლისა თუმასში მოციმციმე მნათობთა დანაბარებს; ჩიტების

  • მოფრენას ან წასვლას; მწერთა თუ ქვემძრომთაგულისთქმას.გვეტყოდადათვისმოუხეშავძლიერებაზე,გაუმაძღარ მგლის ოინებზე და მათთან ალმასას თუტუგიას ბრძოლაზე. გრძნეული იყო თებერა: ცხოველისსაუბარიც ესმოდა, ფრინველთა ენაც, წყლისა თუ ტყისჩხრიალ-შრიალიცშეგნებულიჰქონდა.

    ხევებშიდაჭაობებშიმცხოვრებიფერიებიცენახათებერასდა მათი საკვირველი ხმა და სტვენა-სიმღერა გაეგონა.მერე როგორი რწმენით მოგვითხრობდა ყველა ამას,როგორი ცოდნით! არც საკვირველია: მთელ თავისსიცოცხლესმათთანერთადატარებდაბუნებისკალთაზე,იმათშიიყოგართული.იმათინაწილიიყოდაკერძი;ისეიყო მათთან დაშინაურებული, როგორც თავისიანებთანდათავისტოლ-სწორთან.

    3

  • - ხომ იცით, ბალღებო, სად მიყენია ღორი ღამე, როცატყეშიდამიდის წიფელზე შემოდგომობით? რამდენჯერმითქვამს თქვენთვის! ტყე რომ თავდება, რამდენიმემანძილიმარტოთხილიანიმოსდევსხევსდაბუწკნარი.მერე ხევი ერთ ალაგას განიერდება, მოზდილტაფობადგარდაიქმნება და ეს ადგილი ისევ აყრილი ტყით არისშემოსილი.აქერთალაგასწყაროამოდისწიფლისძირას.ამ წყაროს წყალიც და ხევის წყალიც მოფანტულიატაფობში. დედამიწა მთლად გაჟღენთილია წყლით,ჭაობად არის გადაქცეული. ჭყანტობი დაფენილიალელით, ბუერით, ჯორის-კუდათი. სტვირებისათვისლერწამს აქ მოგიჭრით ხოლმე. იქა გვაქვს ალაჩოყებიგაკეთებულიდაღამღამობითიქმივერეკებითსაქონელს.მოხერხებული ადგილია: დიდი არ არის და ადვილიდასათვალიერებელია, ნამდვილ დიდ ტყიდანაცმოწყვეტილი.მივალთთუ არაბინაზე,ძაღლებიმაშინვე

  • დაურბენენმთელამადგილსდამგელსანდათვს-კიარა,ძირს კურდღელს და მაღლა ციყვს არ დასტოვებენშეუყეფავად. ალაჩოყები ტყის მხარესა გვაქვსგამართული, რომ ხევ-ხევ ნადირი არ მოგვეპაროს.ღორისთვის გაკაფულ-გაწმენდილი ადგილი, გარშემოჯაგ-ჯუგითშემოფარგლული.

    - თებერავ! წაგვიყვანე იქ: არც ხომ ისე შორს არის ისადგილი?

    -კარგი,წაგიყვანთ!იცით,როდისასჯობიათქვენთვისიქწამოსვლა?თხილირომმოიწევა,მაშინ.

    -ჰოდა,ბიჭო,შარშანზაფხულს,ღვთისწყალობაგაქვთ,მე იქ შიში ვჭამე! ძალიან ცხელი დღე დადგა, ტყეც კივეღარგვიფარავდასიცხისაგან,ღამეცსიცხისბუღიიდგა,სიო არსაით იძროდა. სიცხისაგან ჭაობი სულ

  • ბუყბუყებდა, ბუშტებს ისროდა, შამბს ანძრევდა.უმთვაროღამეიყოდათოფიმზადმეჭირა.მიმძინებოდათოფითხელში.შუაღამეიქნებოდა,რომამბნელღამეშიუცნაურმა სინათლემ გამომაღვიძა. შევხედე, ციაგი რამნათელიდაჰფენოდა მთელ ჭანჭრობს. გამიკვირდა,რომდავაშტერდი, შევნიშნე, ალაგ-ალაგს ცრიატი ალიამოჩენილიყო, ნელ-ნელა ირყევ-ირხეოდა, მოლურჯოდციმციმებდა,წინწანაქარი ხომ აგინთიათთითზე? ჰოდასწორედ იმგვარი ნათელი იყო. ის მაღალიდა წვრილადასული ნათლის სვეტები იძროდნენ, ირხეოდნენ, მიდი-მოდიოდნენ, გადაეხვეოდნენ ერთმანეთს, ისევგაიყრებოდნენ, გამიკვირდა, ძალიანაც შევფიქრიანდი,რომ ჩავაკვირდი; ალის ყველა სვეტში ქალის სახემოჩანდა. თმაგაშლილი ქალები იყვნენ ისინი დაანათებდნენ იქაურობას. ფერი მეცვალა: მივხვდი, რომალქაჯები იყვნენ! პირჯვარი გადავისახე, "ჩვენთან არსღმერთი",ვთქვი,მაგრამარგაჰქრნენიწყეულები.ზოგმა

  • ჩემსკენაჰქნაპირი.ერთიდაწინაურდა,ჩემკენწამოვიდა,მეთოფიმოვიმარჯვეაცახცახებულიხელით,მაგრამაღარდავცალე:ვიცოდი,ალქაჯსტყვიავერაფერსდააკლებდა.

    - სწორედ ალქაჯები გინახავს! აბა თოფი რას ავნებდათითონმავნეებსდაშეჩვენებულებს?

    -ჯვარიუნდაგეჩვენებინა,ბიჭო,დამაშინგაქრებოდნენ.

    -ჰაი,თუმქონოდაყელზეჯვარი,კივაჩვენებდი,მაგრამსად იყო დალოცვილი? აი ეს ეხლაღა ვიყიდემეწვრიმანისაგან, - სთქვა თებერამ და გვიჩვენა ყელზეჩამოკიდებულისიწმიდე.

    გვიამბობდა თებერა ამისთანა საკვირველებას და თმაყალყზე გვიდგებოდა მსმენელთ, შიშის ჟრუანტელიგვივლიდა. გოგოები ხომ ვერხვის ფოთოლივით

  • თრთოდნენდა გაფითრებულნი ეკროდნენ ერთმანეთს.მეტადრე შეშინებულიყო გზირიაანთ ეონა. ისეცფერმიხდილ გოგოს მთლად ნაცრის ფერი დასდებოდასახეზე.თვალებიუელავ-უბრწყინავდა. ისეცჯალჯივითთმა აბურძგნოდა. თებერა როგორღაც დაჟინებითჩააკვირდაეონას.

    - იცით, ბიჭებო? ჩემკენრომ ალქაჯი მოდიოდა, სწორედესეთი გაფითრებული სახე ჰქონდადა ესეთითვალები,როგორც აი ეონას. თმაც ესეთივე ჰქონდა გაშლილ-გაბურძგვნილი! - სთქვა განცვიფრებულმა ბიჭმა დაეონასკრძალვითთმაზეხელიშეახო.

    მივიხედეთ იმისკენ. გოგოს მთლადდაჰკარგოდაფერი,სისხლის ნასახი აღარ ეტყობოდა სახეზე. თვალებიდაჰგანიერებოდა შეშინებულს; შუქი რამ ციაგიგამოჰკრთოდამისთვალებიდან.

  • -სწორედეონასაჰგვანდაისალქაჯი,მაშინრომმეჩვენა!-გაიმეორა ჩაფიქრებუმა თებერამ და ისევგანცვიფრებული დააკვირდა შემკრთალ-შეძრწუნებულგოგონას.

    ამისშემდეგაღარცმიეფარაეონასსახეთებერასგონებისთვალიდან.წაუშლელიდაღივითამოიწვამისისახევაჟისგონებაში.

    -მერეკაცო,მერე?

    - მერე და მოდიოდა ჩემკენ ის ალქაჯი და მიზიდამდამიძახოდა: მოდი ნუ გეშანიან, ჩემი ხარ, ჩემიო. ისეთიტკბილადმეჩვენამისიხმა,როგორცსალამურისსტვენა;მისმა ძახილმა რბილად დამიარა ტანში და გამათბო;მთლად მიმიზიდა იმისმა ღიმილმა. უნებლიეთ წავედი

  • მისკენ.ვიცოდი,ხელსმომხვევდადადამღუპავდა;მაინცმისკენ მივდიოდი: მიამებოდა და მივიწევდი. უეცრადგაისმა თოფის გრიალი და ძაღლების ყეფა. შევკრთი,ბურანს გამოვერკვიე. ალქაჯი გაჰქრა. ზედ ფლატისპირად ვიდექი. სხვა მეღორესაც შეენიშნა ალქაჯები დაშეშინებულსთოფიდაეცალნა.

    4

    გზირისგერიიყოეონა,მისმეორეცოლსმოჰყვათან.რაცთავი შემესწავლა, სულ გზირობაში მენახა კაკლუა. არასცვლიდნენ:უკეთესგზირსვერციშოვნიდნენ.საშინელიავღანი ადამიანი იყო ის გზირი, მისი ყვირილი სოფლისთავიდან ბოლოში გაისმოდა; ყოველთვის ხმამაღლალაპარაკობდა, ომახიანად. სიტყვას თავისებურადადასტურებდა, თავისგან შეთხზილ-შემუშავებულგინებით; ნათქვამს სახრის წვერით ჰბეჭდავდა და

  • ამტკიცებდა. სახრე განუყრელი თანამგზავრი იყოკაკლუასი,ყოველთვისმასთანმყოფი,მისიღლიაშითავ-შეფარებულ-ჩათბუნებული. რომ იტყოდა და ნათქვამსგანმარტავდა, თან მარჯვედ და ხელოვნურადაათამაშებდა გველივით მოქნილ იფნს, ეშხიანადჰზნექავდა მასწელში, გამოცდილი ხელითუმარჯვებდამობაასეს, თუნდ მასთან მეგობრულად მოლაპარაკეს.შეჩვეულიჰქონდამარჯვენა!თანამდებობისასრულებისდროს უთვალავჯერ ეცადნა ურჩის ზურგზე იგი სახრე,ბევრსა ჰქონდა ნაწვნევი იმ სახრის სილბო, სიმარჯვე,სიკისკასედაგამჭრიახობა.

    გზირობას ოჯახიდან გაექსუვებინა კაკლუა, ბეჯითადმუშაობაზე ხელი აეღებინებინა; შესჩვევოდა კაციმუშაობის გაწყვეტას უდროვო დროს და უადგილოადგილას, მთლად მის თავმინებებასაც. მოუვიდოდაბრძანება, ისიც აიჩრიდა იღლიაში სახრეს და

  • დაწანწალებდაკარის-კარსთავისსოფელშითუხევგაღმამეორე სოფელში, რომელიც მისსავე საბრძანებელსშეადგენდა. ბოლოს მთლად შეექვსა კაკლუა საქმისხელიდან დაგდებას; ხშირად თავს ანებებდა თვითგასაჭირ საკეთსაც და გადაერგოდა რომელსამე უბანში,თუნდაც არავის დაეძახნა მისთვის, არც არავითარისაგზიროსაქმეყოფილიყოსოფელში.თუშინაურივინმეგაუბედავდა რასმე, ღრიანცელს მორთავდა საშინელს,ერთაურ-ზაურსასტეხდა.

    პირველი ცოლის დროს მის სიტყვას ოჯახშიმაინცდამაინც დიდი ფასი არა პქონდა, არც გასავალი;მისი ანჯახი თქმა, თუნდ ძახილი უბრალო რყევა იყოჰაერისა და გუგუნი. მარჯვე მეუღლე არაფერში არჩამოუვარდებოდა ქმარს და არამც თუ უსწორებდაუღელს, წინაც იწევდა: თოქმა, ორმაგი, ძვალმსხვილი,თვალებწამოკაკლული,მარადჟამსაზეზილ-ატკრეცილი

  • მარინე შიშისადა მორჩილებისათვის არ იყო გაჩენილი.ოჯახსჯარასავითატრიალებდათავისღონიერიმკლავითდა ქმარიც ისევე ასდევ-ჩასდევდა მის ჯარის ტრიალს,როგორც სხვა ყველა მის სახლში. მაგრამ რადგანსიკვდილი თვით მარინეზედაც ძლიერი გამოდგა დადაამკვიდრა იგი წიაღთა შინა სარრაიასა თუ რებეკასი,ხოლო კაკლუამ მეორე ცოლი მოიყვანა, გზირისანჯახობამ ოჯახში ფართოდ განმარტა ფრთები. ახალმაცოლმა სიტყვის შებრუნება ვერც გაბედა, ვერც შესძლო.თხელიქალი,სუსტი,მოკრთალებულივერშეჰმართავდაორ სოფელთან ბრძოლაში გამოცდილ-გამოჯეკილვაჟკაცს. ენაც მოკლეუნდა ჰქონოდა. ჯერ მადლობელიუნდა ყოფილიყო ახალი ქმრისა,რომ ახალგაზრდა ქალიიხსნაქვრივ-ოხრობისაგან,გარდაამისაქალიმოჰყვათანდაფრთხილადუნდა ყოფილიყო,რომ მამინაცვალს ავითვალითარშეეხედნაგერისათვის,არაეძულნაისდაარგაემწარებინამისისიცოცხლე.შრომობდადედაკაციახალ

  • ოჯახში, თავჩაღუნული მუშაობდა, არაფერ საქმეს არერიდებოდა, სრულებით არზოგავდათავის სუსტ ძალ-ღონეს. ქმარმა ისარგებლა ამ გარემოებითდა ნელ-ნელააეშვა საქმეებიდან, მთლადაც გამოეშვა საოჯახო მძიმეუღლიდან.

    კაკლუას გერი ეონაცუსარგებლო არ იყოოჯახისათვის.არც მეტი ბარგი. დედასავით თხელი და ჩია გოგოდედასავით ხათრიანი იყო და გამრჯელი. მართალია,მძიმე საქმეს ვერ ებრძოდა, მაგრამ წვრიმანი საქმეძალიანაც ეხალისებოდა, კიდეც ემარჯვებოდა ყაისნაღიხომმისისაყვარელიიარაღიიყო.მძიმესაქმესიმისთვისვერებრძოდა,ჯანიარმოსდევდაბეჩავს.ამაზეჯავრობდამისი მამინაცვალი, დედასაც და შვილსაც აყვედრიდა,სუსტებიხართ,ცალპირადნაქსოვებიდასაგლეხოსაქმისშეუფერებელნიო. ერთი კიდევ იმაზე უჯავრდებოდაკაკლუათავისგერს,რომგოგოსარშეეძლოფეხშიშველა

  • სიარული.კაბა-თავსახურირომდაბდღვნილიჰქონდადადაკონკებული,ფეხთუთუოდუნდასცმოდაჩუსტითუმესტიდაყელიანიწინდები.

    - აზნაურის ქალი ბრძანდები და როდი გეკადრებაფეხშიშველარბენა! -აყვედრიდამამინაცვალი,რადგანაცეონას მამა, საიდანღაც გადმოვარდნილი კაცი,აზნაურობისმაძიებელსეძახდათავისთავსდასაბუთისქაღალდებიმარადჯიბითდაჰქონდა.

    ჭკვიანი გოგონა კი იყო ეონა, მიხვედრილი; წიგნსაცკითხულობდაჩათვლით;ზღაპრებიდაამბებიპურსადაწყალსერჩივნა.მაგრამერთიცუდიზნესჭირდა:უდროვოდროს იცოდა გაშტერება. ცოცხით ხელში, ანსურაწამოკიდებული მიაჩერდებოდა რასმედედამიწაზეთუ ჰაერში, იდგა გარინდებული, თვალებდაკარგული,შესტრფოდა რაღაც ჭრელ ხილვას, სანამ ვინმე არ

  • შეუტევდა და არ გამოარკვევდა ოცნებიდან. ამაზეფიცხდებოდა ეონას მამინაცვალი და ცეცხლდებოდა;ამაზევე დავცინოდით ეონას ყველანი, თორემ სხვადგვიყვარდაისდაუფრთხილდებოდითთამაშობისდროს,თუ საერთო მუშაობაში. სუსტი იყო და მაშ რა უნდაგვექნა?ესეონაიყო,თებერამრომფერიასმიამსგავსადაასეუეცრადშეაკრთოდაგააოცა.

    5

    უჯიშო კაციუდროვოდროს გიღალატებსდაუადგილოადგილს! სწორედ უჯილაგო ადამიანი გამოდგა ჩვენიმოჯამაგირე გელა: მარჯვედა ხალისიანი არასდროს არყოფილა, არც კეთილი. მაგრამ რაკი ზაფხულის სიცხემდააჭირადა სამუშაოგახშირდა,ტვინი მთლად აემღვრა,გაავკაცდა, გაბოროტდა. აღარც საქონელს ინდობდა,აღარცსამუშაოიარაღსთუმოწყობილებას;ბუზღუნებდა,

  • ქვეშ-ქვეშგამოიყურებოდა,საქმესუგულოდეკიდებოდა,შანშლამდა.

    - ჩვენი მოჯამაგირე ღალატს აპირებს ამ გაჭირვებისდროს:ანგასვლაუნდაჩვენგან,ანჯამაგირისმომატებაჰსურს, - სთქვა მამამ და კალმუხის ქუდით შუბლიმოიწმინდა.

    -გაგვტანჯამაგუჟმურმაბოლოდროს!წყურვილითრომვიხრჩობოდეთ,კოკითწყალზევერგაგვიგზავნია,მთელისაქმე მოახლეს აწევს თავს. დავითხოვოთ! - გადასჭრადედამ.

    - აბა მკისადა კალოობისდროს ვიღა ვიშოვოთ,რომ ეგდავითხოვო? შემოდგომაზე, ღვთის წყალობა გაქვს,ბევრიც შემოგვეხვეწება, მაგრამ ეხლა ძნელია. ეჰ, მაინცხეირი აღარ გამოვა ეხლა მაგისგან! ნეტა მეკალოვეს

  • ვიშოვნიდევისმე.

    ამლაპარაკშიიყვნენჩვენები,რომძაღლისყეფამოგვესმადავიღაცამდაგვიძახა:

    -სტუმარიარგინდათ?

    -მობრძანდი,სტუმარიღვთისაა!-მიუგომამამ.

    გავედით დერეფანში. წვრილფეხობაც თან გამოგვყვა.კარებში თებერა იდგა, გუდა-ნაბად აკიდებული,ჩომბახით ხელში. გაგვეხარდა. შემოვიწვიეთ. დავსვით,მოვიკითხეთ. მოგვიკითხა. გამოვკითხეთ ამბავი. ყავლიგასთავებოდა მეპატრონესთან და აღარ .მოესურვამასთანმოჯამაგირობა.

    თებერა ადრიდანვე იმის ნატვრაში იყო, თავისი

  • აოხრებულიდაჩაჩუმებულიკარ-მიდამოისევაღედგინადა აეხმაურებინა, კარგამოკეტილი სახლი საცხოვრებელბინადვე გარდაექმნა, ოჯახი გაეცოცხლებინა, კერისანგელოზი გაეღვიძებინა და ისე პატიოსნად განეგრძომეკომურობა, როგორც პატიოსნად ეცხოვრნა მის მამა-პაპას. ეხლა ბიჭმა უკვე თავზე ხელი მოისვა:დავაჟკაცებული ახალგაზრდაა და თავისით ცხოვრებაცშეუძლიან. რაღა საჭიროა სხვის კარს მოჯამაგირობა?ობოლ-ოხრობაშიდახშულ სახლის კარს გააღებს, ბახჩასშეღობავსდა შეამუშავებს,თავის ნაჭერ მიწასროგორმემოხნავს,იშრომებსდაუზარებლივდაღმერთიუშველის.რასაკვირველია, პირდაპირ სახლში ცხოვრებას დამეკომურობის გაჩაღებას ჯერ ვერ შესძლებს, რადგანოჯახს ახლად მოწყობა უნდა, ხოლო მოწყობას ბევრისაფანელი. თავის სახლში ბინის დადება-კი შეუძლიან.ჯანს გარჯის, დღიურად იმუშავებს და საზრდოგამოულეველი ექნება. თანაც თავის სახლს მიხედავს

  • საღამ-საღამოობითთუკვირა-უქმეებში,გასასწორებელსგაასწორებს, გასამართს გამართავს, ჩამოქცეულსშეაკეთებს და ყველაფერს კეთილად წარმართავს.დასასვენებლად არ დაანება მოჯამაგირეობას თავი, ანსაზარმაცოდ! ეხლა უფრო მეტს გარჯის ჯანს და მეტსიშრომებს. მაშ რა ექმნა ახალგაზრდას, როდესაც გულმავეღარ გაუძლო სხვაგან, როდესაც სულ მამა-პაპისკერისაკენიწევდა?

    სხვაძალაციზიდავდაეხლათებერასთავისსოფლისკენ:იქ ეგულებოდათავისი ალქაჯი,თავის სურვილთა ჯერგადუფურჩქვნელი კოკორი. ეს ანდამატებრივი ძალაიზიდავდა მას, თუმცა ჯერ თვით მისთვისაცგამოურკვეველიიყოდასაიდუმლოებითმოცული.

    -ჭკვიანიბიჭიხარ,კარგადგიფიქრია!ნიადაგძვირფასიასაკუთარი კერა:თავის სახლში ადამიანითავისუფალია,

  • თავისთავისკითხული,სხვისოჯახში-კიფუფუნებაც-კიიგივე მონობაა აუტანელი, უთხრა - მამამ და დედასგადახედა.

    დედა მიუხვდა სურვილს და თავისი აზრიც ანიშნა. ესნიშნებით საუბარი ისე სწრაფად მოხდა, როგორც ელვა.თებერამ ვერაფერი შენიშნა, მე-კი მაშინვე გავიგე, რაცუთხრესერთმანეთს:ვიცოდიმათისაუბრისჰანგი.

    - კარგ კაცს კარგი აზრი მოგსვლია! ეხლა სწორედმოხერხებული დროა დღიურად მუშაობისა, გამრჯელიმარჯვენა კარგადა ფასობს და ყველასაც გვიჭირს მუშახელიამარდადეგებში.აიმეცმეკალოვემინდადამოდიჩემთანიმუშავედღიურადკალოკრეფამდის!

    თებერას იამა სიტყვა. შეთანხმდნენ. ძალიან გამეხარდაეს ამბავი.თებერასაც გაეხარდა,რომ პირველი ნაბიჯივე

  • მარჯვედგადადგა.სულპირიუღიმოდაგულკეთილს.

    6

    თებერასუფროიმისთვისგაეხარდაჩვენთანმეკალოვედდადგომა, რომ მისი სახლ-კარი ჩვენს ახლო იყო. ჩვენიკალოთუკარმიდამოზედდაჰყურებდამას.სადაგდღესრომ ჩვენთან იმუშავებდა და მხოლოდ დასაძინებლადწავიდოდა შინ, კვირა-უქმე მთლად მისი იყო; თავისსაკუთარ სახლში მიდგებ-მოდგებოდა. მის ქოხმახსძლიერ ეჭირებოდა მომვლელი და ჭირისუფალი:უპატრონო სახლს ბოროტნი დაჰპატრონებოდნენ,გაექელ-გაენადგურებინათ: ასაგლეჯ-გასატანიყოველივეგაეტანათ, დასანგრევ-წასაღები გაეფუჭებინათ თუწაეღოთ; იქაურობა არ დაენდოთ გაევერანებინათ,აეტირებინათსახლ-კარი.ყველაამასგასწორებაუნდოდა,აღდგენა, გაკეთება. ეხლა-კი ცრემლი შეაშრებათებერას

  • სახლისანგელოზს:მოსიყვარულეპატრონიდაუბრუნდასახლს და დაუღალავი მშრომელი! ეხლა სახლი ისევწარმატების გზას დაადგება, ჭერ ქვეშ ისევ სავსებადაივანებსდასიხარულიდაისადგურებს.

    სოფელსაცგაეხარდათებერასდაბრუნება.მხოლოდმისიბიძა დემეტრე იყო წყენით: გულხარბს თებერას წილისახლკარი თუ ბაღ-მინდორი თავის კერძადმოსჩვენებოდადასახლშიდაბრუნებულობოლსმტრადმოჰკიდებოდა,თითქოთებერასრამეწაერთმიამისთვის.გულმართალი და მოსიყვარულე თებერა არა ჰხედავდაამას. ბიძის ავობა დაჰვიწყებოდა და პატივისცემითეპყრობოდამას.

    სოფლის სამდივნოს წინ ხალხი შეყრილიყო დაყაყანებდა, სამართალს ეძებდა, ასამართლებდა,ედავებოდა, ჩხუბობდა, ილანძღებ-იგინებოდა,

  • იქოქებოდა,ფიცულობდა,ურიგდებოდა. კვირადღე იყოდაუღლიდანგამოშვებულიხალხი ენას ანძრევდა, ქარსიღებდა,გულისბუხარსყრილობდა,ტვინსავარჯიშებდა,აზრსა ჰმახავდა. თებერაც იმათში იყო, წვერ-ულვაშახლად ამობიბინებული. იმედიანად ნაგები, ორმაგადნაქსოვიამაყადიდგაკრებაშიდათავმომწონედ:დღესისსოფლის ყრილობაში გარეულიყო, როგორც სოფლისმეკომური და მოსახლეთა თანასწორ-თანაბარი. ეხლასხვის მონა-მოსამსახურე-კი აღარ იყო თებერა,თავისუფალი კაცი იყო, თავის თავის ბატონ-პატრონი;ეხლაისყველასაგანდაბრიყვებულიობოლიკიაღარიყო,ყველასაგანხელისწამოსაკრავი,ვაჟკაციიყო,თავისმიწა-წყალზე დამდგარ-დასახლებული, თავის ჭერ-ქვეშდაბინავებული, თავის მშრომელ მარჯვენაზედანდობილ-დაყრდნობილი. ეს გრძნობა ამაყშეხედულებასაძლევდამას,მიმზიდველადაჰქმნიდამისკეთილსდაგამომეტყველსახეს.

  • -კაცო,თებერავ,ერთიწინწამოდექი,შემამაცხონებულო,რომგნახოთდადაგინახოთ!-მიჰმართაგზირმათებერასდახალხისყურადღებამიაქცია.

    თებერა ცოტა შეწითლდა, მაგრამ თავისუფლად დაგაბედვით წარსდგა - წინ ნაბიჯი. გზირმა ახედ-დახედადა თვალში მოუვიდა სუფთად ჩაცმული მოღიმარეახალგაზრდა.

    - მაგარი ბიჭი დამდგარხარ, მე და ჩემმა ღმერთმა, დაშნოიანი! სწორედ სოფლის შესამატია ამისთანამეკომური. მაგრამ შენ, ეი! სოფელში რომ ჩამოდექ,მხარშიაც უნდა ამოუდგე სოფელს: ხარჯი-ბორჯი,მღვდელითუერი,საყდარითუსკოლა,-ყველაფერიჩვენგვაწევს კისერზე და მხარი უნდა დაგვიჭირო, უნდაშემოგვეშველო, პატარა-კი აღარა ხარ, ვაჟკაცი ხარ

  • მოწიფული! - ეუბნებორა გზირი თებერას და მოქნილსახრეს მარჯვედ გარს უთამაშებდა მას: ხან მარჯვნივდაუღერებდა, ხან მარცხნივ, მის წინ ჰაერში სწმახნიდა;ბეჭებისკენ თუ წვივებისკენ მიუზომ-მიუქნევდა,მოსხლეპილითებერა-კიწარბშეუხრელი იდგამოღიმარედადინჯადდასცქეროდამოსაუბრეს.

    -დღეისამასიქითისევსოფლისშვილივარდასოფელიაჩემი ღონე!თქვენთან მიგულეთ ჭირშიაცდალხინშიაც;ღმერთმანუღარაფერშიგამომარჩიოსსოფლიდან!

    -ბარაქალა,ბიჭო!

    -გეტყობაკარგიმამისშვილობადა!

    -კვიციგვარზეხტისო,იტყვიან.

  • გამოეხმაურათებერასმისპასუხითნასიამოვნებიხალხი.

    - მა რა!უნდაჯანი გაიგდებინოსდა მხარში ამოუდგესსოფელს: ეყო, ძმავ, ამდენი თარხნობა! - ამოიღო ხმათებერასგანაყოფმა.

    - არა,ღვთის წინაშე,თებერა არც აქამდის იყოთარხანი:ყველაფერს რიგზე ვახდევინებდით, ჯამაგირსვუჭერდით,თუმცა მცირეწლოვანიც იყოდა ვერცთავისმიწა წყლით და სახლ-კარით სარგებლობდა: სხვებიეტანებოდნენ მის მამულს, სხვებს ეჭირათ ის დასარგებლობდნენ. - გადაჰკრა გზირმა სიტყვა თებერასბიძას და მარჯვედ შეათამაშ-შემოათამაშა მისკენგაწვდილისახრისწვერი.მერემიჰმართაისევთებერას:

    - ბიჭო, ისე კი არა ჰქნა, რო კერა არ დაგვალოცვინო!მღვდელსიაზმა ახდევინე,დედ-მამამოიხსენიე,სახლის

  • ანგელოზიგაახარე.

    - კარგი კაცი ყოველთვის ჭკვიან სიტყვას იტყვის! -დაურთოსიტყვანაცვალმა.

    - ბატონი ბრძანდებით! ჩემი სახლის კარი ყოველთვისღიააკარგიკაცისათვის,-მიუგოთებერამ.

    7

    საკალოვედარიიდგადალოცვილი.მთლადმოწმენდილ.ლაჟვარდ ცაზე მზე ამაყად მიცურავდა და უხვადაფრქვევდა ბჭყვრიალა სხივებს, უანგარიშოდ.არავისთვის არა ჰშურდა ნათელთა დიდებულშესაკრებელსარცშუქი,არცსითბო,მიმოაპნევდამეუფეცისა ყოველსავე სიკეთეს სავსებისაგან თვისისა.გავარვარებულიჰაერილაპლაპებდადათვალსასჭრიდა.

  • გაფიცხებული ჭირნახული კევრ ქვეშ ანაზდადიფშვნიტებოდა, იქუმლებოდა. სამი კევრი ტრიალებდაჩვენ კალოზე. მოჯამაგირე, მეკალოვეთებერადა ჩვენცყველანი დიდიან-პატარიანად კალოს ვეხვეოდით,შევტრიალებდით, შევხაროდით. ისეთ ოროველასდასძახოდა თებერა, რომ მისი ხმა ქვემო უბანსაცეფინებოდა. ყოველთვის ხალისიანი და მხიარულითებერა დღეს ეშხითაც იყო მთვრალი და სურვილითარაკრაკებდარჩეულლექსებს. ჩვენ აგვიყოლიათებერასმადლიანმა მუშაობამ შუბლი გაგვიშალა, აგვაჟივჟივ-აგვახმაურა.მხოლოდჩვენიმოჯამაგირეუფროდაუფროიღრუბლებ-იღუშებოდა: ჯავრი აღრჩობდაგულჩახვეულს,რომღრძოაზრიგაუცრუვდადამუხრუჭივერმოგვიჭირაგაჭირვებულმუშაობისდროს.

    - რა გახტუნებს, ბიჭო, ან რა გამღერ-გამხიარულებს ამსიცხე-პაპანაქებაში, ჯოჯოხეთურ მუშაობაში?! - შეუტია

  • აბრამამთებერას.

    - რას ამბობ, კაცო?! ღმერთმა მოსავალი მისცა ქვეყანას,კაცის საზრდოთუ საქონლის საკვებიფეხქვეშ გვიშლიადარამაქვსდასაღონებელი?

    -განაშენიაჭირნახული,სულელო?!

    - ჩემიც არის და შენიც! ვმუშაობთ და კერძი ჩვენცგვერგება; თუ არაფერი იქნებოდა, ჩვენ რაღაზევიმუშავებდით?

    თებერას გულწრფელადა სჯეროდა, რომ დღეს მისიგანსაკუთრებული ხალისის მიზეზი უხვი სამუშაო იყოდა ბრწყინვალე დღე. ვერ გაეთვალისწინებინა ჭაბუკსთავისგადამეტებულიმხიარულებისნამდვილიმიზეზი.მართალია, როცა სოფელი სავსეა დოვლათით, სოფლის

  • შვილიც იმედიანად არისდა მხიარულად, მაგრამდღესთებერას დიდი ხალისის უმთავრესი მიზეზი სხვა იყო:იმისათვის გაჰნათებოდა მას სახე, იმისთვის ვეღარშეეკავებინა პირზე ღიმილი, იმისთვის ამღერებულ-აჭიკჭიკებულიყო ის, რომ ერთ-ერთ კევრზე ეონა იდგა.თებერას კევრი რომ მარცხნივ უვლიდა კალოს, ეონასკევრი მარჯვნივ მოსრიალობდა. გოგოს სიახლოვემაგრილებელ ნიავად ეფინებოდა ახალგაზრდას,გამაცოცხლებელნამადეპკურებოდამასდაგამოუთქმელნეტარებას ჰფენდა მის გულს. ეონას სიახლოველომისებურ ძალას სძენდა და ქალის გვერდზე შრომათამაშობად მიაჩნდა მას, დღესასწაულად. კევრები რომშეხვდებოდნენ ერთმანეთს და ეონა მიაპყრობდა მასოცნებათაგან გატაცებულ ბიჭისათვის საოცნებოთვალებს, ახალგაზრდას მზე ამოსდიოდა, სულისმანათობელი.

  • - ფერიისთვალებია, ალქაჯისა,და მოდი ახლა გაუძელშენმათმიმზიდველობას!

    ეონას აზრუმული წითელი ჩუსტები საბძელთანდაეყარნა და გრძელ-ყელიან თეთრ წინდებითშემდგარიყო კევრზე. თეთრივე კაბა ეცვა პირისფრადდაწინწკლული, დაფოთლილი რამ თავის ჩითი ეხვიაჩარდახულად.ფეხსაცმელში ნაზარდიფეხი სუფთა იყოდა პატარა. ბიჭს სულ პაწაწად ეჩვენებოდა იგი ფეხი,სათუთად უბეში შესანახ-საალერსოდ. რა, ვუყოთ, რომკაბა ჩაჰხეოდა ჩაქებად?! თვალს კიდეც უხაროდა ეს:შიგნით შეჭვრეტას ვეღარ უშლიდა. გამხდარი,ყლორტივით ასული ტანი რხევით მოსრიალებდაკევრთან ერთად და მსწრაფლ გადასამტვრევადიზნიქებოდა კევრის ყოველ მოცურებაზე. ვგონებნიავსაც-კი შეეძლო გადაზნექ-გადალეწვა! მკრთალი,მიმქრალი სახე, მიტაცებულ-მიბნედილი თვალები,

  • თითქმის ფერფლის ფერი ხუჭუჭა თმა ჰაეროვანშეხედულებას აძლევდაგოგონას.მთელი არსებაქალისაიზიდავდათებერას,როგორცრამალქაჯიგრძნეული,დათან უსაზღვრო სიბრალულს იწვევდა ახალგაზრდისგულში. ოო! ეონა თებერას ფერია იყო, ნაზი, სუსტი,ჰაეროვანი. როგორ შეიძლებოდა მოუხეშავად მისიშეხება.მაგრამნეტარადიყო .იგიფერიაესეძლიერიდადამმონებელი?!

    - სწორედ მშველელი მარჯვენა უნდა საბრალოს დამფარველი.ვინმემარადგარსუნდაუვლიდესმას,თავსევლებოდეს. ისეა მისთვის ზრუნვა საჭირო, როგორცმოვლა ჩვილისათვის, თორემ გადატყდება წელში,როგორც ყვავილის ღერო რამ ნორჩი, და დაჭკნებაუდროვოდ,ჩაშავდება,-ფიქრობდათებერა.

    და უნდოდა შეჰხვეწნოდა ქალს, რომ ჩრდილოს

  • შეჰფარებოდა ის, მაგრამთანაც ვერ ეთმობოდა, ძალიანუნდოდაგვერდითჰყოლოდათავისიეონა.

    - ხიოო, ხი! - შეაყენათებერამ კევრი,როცადაუსწორდაეონასდაწინგადაეღობაქალისხარებს. -აპეურიუჭერსამდალოცვილს!-სთქვაბიჭმა.გამოხსნახარი,გაუსწორაუღელი,ისევგამონასკვააპეური,ჩამოართვაქალსსახრედამხარიშეუცვალაკევრებს.

    ხერხი იყო ეს თებერასაგან მოგონებული, თორემ არცუღელს და არც აპეურს არაფერი გასწორება არესაჭიროებოდა. მაშ რა უნდა ექმნა ბიჭს, როცა ძალიანმოუნდა გოგოსთან მიახლოვება?! სახრე რომ მიაწოდაქალსდახელიხელზემოავლო,თბილმაელვამდაურბინატანში,სურვილიყელშიბუშტადმოებჯინა.ბედნიერებამშიგთვალებშიჩახედაჭაბუკს.

  • ეონამაც იგრძნო, რომ უღლის გასწორება, თუ კევრისშებრუნებამომიზეზებაიყოუბრალო,რომბიჭიმხოლოდმისთვის გადმოხტა კევრიდან, რადგან მოუთმენლადმოუნდა მასთან მიახლოვება და მისი შეხება. ესმოდაეხლა ეონას ეს ყველაფერი, განა პატარაღა იყო!მადლობელი დარჩა გოგო მოხერხებულ ბიჭისა: მისიგულიცამსურვილითიყოგამსჭვალული.

    -ახ,-ფიქრობდაგოგონა,-რაბედნიერებაიქნებამისსავეკევრზე მის გვერდზე დგომა, მის ძლიერ მკერდზემისვენება და უზრუნველად თავის დავიწყება მთლადბოლომდის,სიკვდილამდის!

    გული მოულბა ქალს და იგი გონების თვალით უკვედაენდო დასასვენებლად ბიჭის იმედიან მარჯვენას,მიეყრდნომისძლიერმკერდსდადამონებულმა,მთლადდაწყნარებულმა, თავისუფლად შეაცურა ფიქრთა ნავი

  • ოცნებათა კამკამ ზღვაში. სუსტი არსება იყო ეონა,თითონაცა გრძნობდათავის სისუსტეს; ხედავდა კიდეცგარემო ცხოვრების სიმკაცრე-უგულობას დამისაყრდნობელი რამ სიმტკიცე იზიდავდაფათალოსავით, რომ თავს შემოჰვლებოდა მას, გარსშემოჰხვევოდა, მტკიცედ ჩასწმახნოდა და შეერთებინათავისი პიროვნება მისთვის. მთლადაც შთაენთქა იგითავისიპიროვნებამისძლიერდაიმედიანარსებაში.

    8

    პატარააღარიყოეონა,აგერთოთხმეტ-თხუთმეტიწლისქალიიყო.სუსტი აგებულებისგოგონა,მართალია,ტოლქალებთან შედარებით დასრულებული არა ჩანდა, არცჯერ ქალობაში ჩავარდნილი, მაგრამ წლოვანებისკვალობაზე-კი მოწიფულ ქალწულად ჩაითვლებოდა,საპატარძლოდ. კარგა ხანი გავიდა მას აქეთ, რაც

  • პირველად მიაქცია თებერამ ეონას ყურადღება და მასაქეთ გაიზარდა ქალი, საროსავით მაღლა-მაღლა წავიდა.გაბურძგვნილი თმა ეხლა ჩაწნული ჰქონდა დალახტებივით ნაწნავები წელზედა სცემდა; ბაგე ეშხითევსებოდა და საკოცნელად ეპობოდა, მკერდიუფუვდებოდა და გრძნობათა შესაკრებელნიბორცვდებოდნენზედ:ახლადგაღვიძვბულ-გაღივებულისხეული ფშოდა სუნნელად, ატკბობდა ყნოსვას დათვისკენ იზიდავდა სურვილებს. მაგრამ თითონ ქალისარსებაში მძლავრი ნდომა მაინც ჯერ ვერგამოფხიზლებულიყო, ჯერ არ აემაღლებინა ხმამბრძანებელი: იგი ჯერ ისევ იშმუშნებოდა, ნელ-ნელაიღვიძებდადა ერკვეოდა. ამისთვის იყო,რომ ეონა ისევგულგრილად ეპყრობოდა მოტრფიალეებს და მათმაცთურად თუ ნდომით შეხედვას, ან ორაზროვანსიტყვას თუ შეხებას გოგო ისე მეამიტად დაგულუბრყვილოდ უყურებდა, თითქო ამგვარ

  • მოძრაობათა აზრი სრულებითაც არ ესმისო. ამით გულსუსიებდა ახალგაზრდობას,ჯავრზემოჰყვანდადათავისუნებლიეთდა შეუგნებლად სურვილსუფიცხებდა მათ,უძლიერებდა.

    - ბიჭო, ეს ეონაა რაღაც, სწორედ ხექალაა,უსისხლო! იმდღესჯერ სიტყვა გადავუგდე, მერე ხელი მოვკიდედაუნდამეკოცნა,მაგრამისეწყნარადდაცივად ამაღებინახელი, რომ მევე შემრცხვა ჩემი საქციელისა და თავიდავანებე.

    -არაჰგავსნახატაანთბაბოს:ერთშეხედვაზეთონესავითვარვარდება,იმისჯანისჭირიმე!

    - მადლი-კი იქნებოდა, მე და ჩემმა ღმერთმა, კაცსგაეგებინა მა ეონასათვის,რომ პატარა აღარ არის, ქალიათვალშესულ-შემწიფებული.

  • - იქნებ განძრახ გავეკიდება ცივად ეონა, რა არისგაგვაზიოსდანდომაგაგვიძლიეროს?

    ვერ გაეგოთ ჭაბუკებს,რომ ეონა ეშხისათვისჯერ ეხლაღვივდებოდადაინთებოდა; არცისიცოდნენ,რომქალსბუნებისახალგანთიადზევეშეხვდაგულისდამხვეველიახალგაზრდა, რომლისაკენაც მიიმართა მისი გრძნობათანაკადი, რომელმაც გრძნობები გაუზიარა, ხოლოსურვილები მძლავრად არ შეუგუბა გულში, გზა მისცამათდენას. აზრადაც არ მოსვლოდათ ბიჭებს, რომ ეონაუკვე ამორჩეული ჰყვანდა თებერას, კიდეცეგრძნობინებინა მისთვის თავისი სურვილი დათებერასათვის გულმომბალი ქალი ყურადღებას ვეღარმიაპყრობდასაცოლედშეღერებულსხვაბიჭებს.

    საცოლე ბიჭების პატრონებს-კი, მეტადრე მათ დედებს

  • თუ დებს სრულებით არ მოსწონდათ ეონა, არცუნდოდათ იგი სასძლოდ. ვიღაც ობოლი გოგო,დოღრიალაგზირისგერი,თითონაცთხელირამ,ხაითადნაქსოვიდასუსტი!რაგლეხისოჯახისშესაფერიიყო ანშესაწყნარებელი?!

    -რაუნდაგამიკეთოს,ქა,ეონამსახლში?!იმდღესსურაშეედგა მხარზედა ისე საცოდავად იზნიქებოდა წელში,თითქოდიდირამსაპალნეჰკიდიაო.

    - ბალღის ხელებს უგავ ი ხელები რძენაწყენს: ან ცომიროგორ უნდა მომიზილოს, ან პური როგორ უნდაჩააკრას?!

    - კარგითავადის ქალივითფეხშიშველა კი არ გაივლის,გულმკვდრისშვილი!

  • ესეტუჩაკვრითუბნობდნენდედაკაცები ეონაზედა არმოსწონდათშვილებისათვისსაცოლედ.ისერომსოფლისოჯახიშვილების მხრივ არავითარი საფრთხე ანგანსაცდელი არ მოელოდა თებერას სიყვარულს, მისისაბედო ახალგაზრდებში სხვას არავის ჰყვანდა ნიშანშიამოღებული, და ბიჭს შეეძლო ამ მხრივ დაემინებულიყოფილიყო და დამშვიდებული. მაგრამ თებერასაგანარჩეულგოგონასსხვავინმეუყურებდა არამითვალით,მისგანამორჩეულჭრელხოხობსგველირამმისჩერებოდამზირადდათვისაუცილებელმსხვერპლადდაესახნაის.ესსაშიშიგველეშაპიმედუქნეთევდორაიყო.

    სოფელ გვერდნგრეულში ორი დუქანი იყო და ამათშითევდორას დუქანი უფრო მარჯვედა ვაჭრობდა.თევდორა ამავე სოფლის გლეხი იყო, პატარაობიდანვექალაქში ნათრევ-ნუთრევი, სირაჯხანის აღმართშიაღზრდილი, გაქნილი და ათასნაირად ნაცვეთ-ნაცადი.

  • გამოწრთვნილი. თავის სოფელს დავაჟკაცებულიდაუბრუნდათანხითხელშიდაგახსნადუქანი.მარჯვედდაატრიალა სოფელში ნაღდი: მოსავლის პირსყიდულობდა, ვენახებს იჯარით იღებდა, ნაქურდალთუნატაცებ საქონელს ხოცავდა, ფულს მამასისხლადასესხებდა. ყველაფარი გამოუვიდოდა ხელიდან. ხათრიდა მოკრძალება არ იცოდა. სირცხვილის ან შებრალებისგემო არ ახსოვდა. ძალიან გაიდგა ფესვები. სოფელიხელში დაიჭირა: სწურავდა და მისი სისხლით თუსიჩხინტითპირსიპოხავდა,სუქდებოდა.ეხლათევდორაშუახნის კაცი იყო, ჭაღარაშერთული; ერთი პირი ცოლ-შვილი ამოეჭამადა ახლა სოფლად ნადირობდა: ხნიერი,ახალგაზრდა,ქალითურძალისულერთიიყოიმისათვის,ოღონდკიხელთეგდორომელიმე.ძალაშესწევდა,ფულიხელთ ჰქონდადა კოჭაობდა.თორემთითონ ვერაფერისანუკვარი იყო: თვალებ ჩასისხლიანებული, ახმახი,ხმელი ცხვირ კეხიანი, წითელ ლაშებიანი. წაბილწა

  • სოფელიბილწადმიმართულმა!მსხვერპლსშოულობდა,სურვილს ადვილად ისრულებდა და ძალიან გაიგეშა,ურცხვირამ შეიქნადათავხედი.რაკი ვისმე ამოიღებდამიზანში, აღარ მოეშვებოდა, გველის ხვრელშიგაძვრებოდადათავისას-კი გაიტანდა. აი, ამთევდორასმოუვიდათვალშიტანტინიკიეონადაშეეცადათავისას.წინდაწინვე ტუჩებს ილოკავდა პირწყალ მორეული,რადგან გამარჯვება ადვილი მიაჩნდა: ეონა სხვისი გერიიყო, სახლიდან განაპირებული, მამინაცვალიმუცელღმერთა ჰყვანდა,დედა - ბეჩავიდადაჩაგრული.ვინღა გაუმაგრდებოდათეოდორას ყვითელ ოქროს, ვინაღუდგებოდაწინმისძლიერსურვილებს?!

    9

    თევდორამ გადასწყვიტა, ხელთ ეგდო ეონა დადაუყოვნებლივ შეუდგა ჩვეულ საქმეს.თუმცა ეჭვი არა

  • ჰქონდა, რომ დაიკმაყოფილებდა ამ ახალ ჟინს, მაგრამმაინცშორიდანდაიწყოგაწრვთნილმა.

    - კაცო, კაკალო, - გადაეღობა ეონას მამინაცვალსთევდორა,-ირემაანთბიჭირომნისიასაღარიძლევა,ნეტარაუნდამოვუხერხო?

    -რომელი?ვანუა?

    -სწორედვანუა,იპირშავი!

    -დააცა,კაცო,ალბათარააქვს,თორემმოგცემდა.სხვაარაიყოსრა,აღარდასჭირდებაშენსკარზეგავლა?ბარათებიხომგაქვს?

    -ბარათებიცმაქვსდახელიცუწერია,რაშვილივარ,ისევანდო რამე! მაგრამ რა შორიდან ვლაპარაკობთ, კაცო,

  • შემოდუქანშიდაყველასფერსგიჩვენებ!

    თევდორამ შეიპატიჟა გზირიდუქანში,დავთარი აჩვენა,რჩევა ჰკითხა, დახმარება სთხოვა და ისეთი კილოთი,თითქოს, კაკლუა უბრალო გზირი-კი არა, თითონმამასახლისი ყოფილიყო. თანაც ორი ჭიქა პილატესცრემლი გადააცეცხლა, ზურგიელი დაუთალა, შოთიმოუმტვრია.

    გზირს ეამა პატივისცემა, შექეიფიანდა, შეწითლდა:აღუთქვა ყოველივე დახმარება ნისიის განაღდებაში.ძალიან ნასიამოვნები დაბრუნდა შინ. ამის შემდეგთევდორახშირადპოულობდამიზეზსგამოხმაურებოდაგზირს და პატივი ეცა მისთვის. შეიტკბო კაკლუამედუქნემ, დაიმეგობრა; ნისიას უარის უთქმელადაძლევდა, ფულითაც-კი უმართავდა ხელს და ისიცუთამასუქოდ. იქამდის შეეტყუა კაკლუას, რომ ის

  • იძულებული შეიქნა თითონაც პატივი ეცამედუქნისათვის, სახლში შეეყვანა ის. სხვა არა იყოსრა,ზრდილობა მოითხოვდა ამას! თევდორა მაინცხელცარიელი არ შედიოდა ახალი მეგობრის სახლში; ხანქიშმიშ-ლაბლაბოს მიიტანდა, ხან თხილს თუ წაბლსხელსახოცით,ანშაქარლამას.

    გზირს და მის ოჯახს რომ უახლოვდებოდა თეოდორა,თან ეონასაკენ მიცურავდა ჭრელი: ხილს მიართმევდა,სიტყვასგადაუგდებდა,ეხუმრებოდა,უღრეჭდა, აქებდა.ეონა მეამიტად ეპყრობოდა სტუმარს, არ ესმოდა მისიქცევის მიზანი და არც განსაკუთრებით ყურადღებასაქცევდა მის სიტყვას თუ მოძრაობას, მით უფრო, რომუკვესხვისკენიყვნენმისიფიქრებიმიქცეულნი. ანრასმიხვდებოდა გამოუცდელი გოგო, რა ბოროტი აზრიჰქონდა გულს ჩადებული ჭაღარაშერეულ ვაჟკაცს მისშესახებ?ეონაარცცივიიყოთევდორასათვის,არცცხელი,

  • არც უფრთხოდა მას, არც უახლოვდებოდა. ხედავდათევდორა, რომ ეონაზე მისი სიტყვა თუ ალერსისხლტებოდა,ფეხს ვერ იკიდებდადაჯავრი მოსდიოდამოუთმენელს,მითუფრო,რომგოგოსსიახლოვემუფროდა უფრო, გაამწვავა მისი ნდომა. გაძლიერებულმასურვილმა მთლადაცდაიმორჩილა ვაჟკაციდადაიმონა.რაკი ეონასდაინახავდათევდორა, ეშმაკი შეუჯდებოდაგვერდებში, ააღელვებ-აადუღებდა და თავისსავე ქაფშისთუთქავდა მას დაუნდობელი. რას იზამდა?იძულებული იყო ბრჭყალებიდაემალა ვერაგსდათავიმოეკატუნებინა.აკიასეციქცეოდა!

    ბოლოს მოთმინება შემოელია ვაჟკაცს, ვეღარ შესძლობრძოლა გაცეცხლებულ ნდომასთან;თანაც ეგონა,უცხონადირი საკმაოდ იყო შეჩვეულიდადააპირა ემოქმედნაგაბედვით. მარჯვე შემთხვევასღა ელოდდა მტაცებელი.შემთხვევამ ააჩქარა ის: ერთ საღამოს თებერა და ეონა

  • განმარტოებით ისხდნენ სათარზე და ჭუკჭუკობდნენ,როგორცშინაურები.გულიგაუსკდათევდორას.

    -სწორედისბიჭიწაიყვანსეონასდაწადიმერე,ჩაიგდეგოგოხელში!-გაიფიქრაიმანდაგადადგანაბიჯი.

    წყაროს გზაზე ჩაესაფრათევდორა ეონას, შამბის პირას.ქალიგამოჩნდახევისბილიკზე,კოკისქვეშლერწამივითიზნიქებოდა, ლამი