100 * * * 5 [1] dakarguli.pdf · დღეს გაუმართლა მიჯნურს,...

26
ნისლში დაკარგული კადრები Progress always comes too late. ალფრედო - ფილმიდან ახალი კინოთეატრი პარადისო- ორი ბილეთი სინიორ - ოო, პატარა ეტორე გვეწვია, ინებეთ - ეტორე უთხარი მადლობა რობერტინოს, ჩვენ კი ხვალე გავსწორდებით - მადლობა სინიორ - კეთილი პრესტიებო, შემდეგი - ორი ბილეთი - 100 ლირა * * * მსოფლიოს კინოს კორიფე ეტორე პრესტიას სინემატოგრაფიასთან პირველი შეხება 5 წლის ასაკში ჰქონდა, როცა მამამ სირაკუზაში [1] ახალგახსნილ კინოკლუბში წაიყვანა. ზეწარგადაფარებულ ეკრანზე შავ-თეთრ მელოდრამას უჩვენებდნენ, ქალი სწრაფად ცეკვავდა, ცილინდრიანი ჯენტლმენი კი მისთვის ყვავილების ჩუქებას ცდილობდა. პატარა ეტორემ ჯიბიდან ფანქარი ამოიღო და ჰაერში ფიგურების მოხაზვა დაიწყო, ეს კი მამამისს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მიზეზს ჩაეკითხა: ბიძიას ყვავილებს ვუფერადებ, იქნებ ასე მაინც მოხიბლოს დეიდაო. მამამისი რიკარდო მიუხედავად იმისა რომ ყასაბი იყო, ხელოვნებაში კარგად ერკვეოდა და ვაჟის ასეთმა აზროვნებამ დიდად გაახარა. იქნებ მან მაინც ისწავლოს რაიმე ნორმალური და აქაურ სიღარიბეს დააღწიოს თავიო. რიკარდოს კინოკლუბის უფროს რობერტინოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ყოველ სამშაბათს ხორცის დიდ ნაჭერს გადაუნახავდა ხოლმე და შესაბამისად ისიც ორ ბილეთს უფეშქაშებდა. მომდევნო სამშაბათს მასთან მისულ რობერტინოს სთხოვა, იქნებ ჩემი ვაჟი ხანდახან კინოს გაშვებას დაასწროო. მან ჯერ ხორცის პარამეტრებს დაჰხედა, რომელიც დაპირებულზე დიდი აღმოჩნდა, რაც დიდად ესიამოვნა და დასტური მისცა, ხუთშაბათობით მოვიდესო. კინოს შუახნის მაურინიო უშვებდა, იგი მუდამ წვერგაპარსული, თმადავარცხნილი და გამოპრანჭული მიდიოდა საქმეზე, სამუშაოს შემდეგ კი რომელიმე მანდილოსანთან პაემანზე მიეშურებოდა. დიდად არ უყვარდა უცხო ხალხთან ურთიერთობა, რომლებიც ზედმეტი კითხვებით თავს აბეზრებდნენ, ამიტომაც რობერტინოს შეთავაზებაზე დიდად არ აღფრთოვანებულა, უფროსის მიერ დასხმული წითელი ღვინო მოსვა და უთხრა, ხელს თუ არ შემიშლის იყოსო. პატარა ეტორე კი სახლში თავისთვის განაგრძობდა წარმოდგენებს, ჯერ იყო და თავი კინოს პერსონაჟი ეგონა, დილას რომ იღვიძებდა იმას ფიქრობდა

Upload: others

Post on 10-Sep-2019

8 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

ნისლში დაკარგული კადრები

• Progress always comes too late. ალფრედო - ფილმიდან “ახალი კინოთეატრი პარადისო”

- ორი ბილეთი სინიორ - ოო, პატარა ეტორე გვეწვია, ინებეთ - ეტორე უთხარი მადლობა რობერტინოს, ჩვენ კი ხვალე გავსწორდებით - მადლობა სინიორ - კეთილი პრესტიებო, შემდეგი - ორი ბილეთი - 100 ლირა * * *

მსოფლიოს კინოს კორიფე ეტორე პრესტიას სინემატოგრაფიასთან პირველი შეხება 5 წლის ასაკში ჰქონდა, როცა მამამ სირაკუზაში [1] ახალგახსნილ კინოკლუბში წაიყვანა. ზეწარგადაფარებულ ეკრანზე შავ-თეთრ მელოდრამას უჩვენებდნენ, ქალი სწრაფად ცეკვავდა, ცილინდრიანი ჯენტლმენი კი მისთვის ყვავილების ჩუქებას ცდილობდა. პატარა ეტორემ ჯიბიდან ფანქარი ამოიღო და ჰაერში ფიგურების მოხაზვა დაიწყო, ეს კი მამამისს შეუმჩნეველი არ დარჩენია და მიზეზს ჩაეკითხა: ბიძიას ყვავილებს ვუფერადებ, იქნებ ასე მაინც მოხიბლოს დეიდაო. მამამისი რიკარდო მიუხედავად იმისა რომ ყასაბი იყო, ხელოვნებაში კარგად ერკვეოდა და ვაჟის ასეთმა აზროვნებამ დიდად გაახარა. იქნებ მან მაინც ისწავლოს რაიმე ნორმალური და აქაურ სიღარიბეს დააღწიოს თავიო. რიკარდოს კინოკლუბის უფროს რობერტინოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ყოველ სამშაბათს ხორცის დიდ ნაჭერს გადაუნახავდა ხოლმე და შესაბამისად ისიც ორ ბილეთს უფეშქაშებდა. მომდევნო სამშაბათს მასთან მისულ რობერტინოს სთხოვა, იქნებ ჩემი ვაჟი ხანდახან კინოს გაშვებას დაასწროო. მან ჯერ ხორცის პარამეტრებს დაჰხედა, რომელიც დაპირებულზე დიდი აღმოჩნდა, რაც დიდად ესიამოვნა და დასტური მისცა, ხუთშაბათობით მოვიდესო.

კინოს შუახნის მაურინიო უშვებდა, იგი მუდამ წვერგაპარსული, თმადავარცხნილი და გამოპრანჭული მიდიოდა საქმეზე, სამუშაოს შემდეგ კი რომელიმე მანდილოსანთან პაემანზე მიეშურებოდა. დიდად არ უყვარდა უცხო ხალხთან ურთიერთობა, რომლებიც ზედმეტი კითხვებით თავს აბეზრებდნენ, ამიტომაც რობერტინოს შეთავაზებაზე დიდად არ აღფრთოვანებულა, უფროსის მიერ დასხმული წითელი ღვინო მოსვა და უთხრა, ხელს თუ არ შემიშლის იყოსო.

პატარა ეტორე კი სახლში თავისთვის განაგრძობდა წარმოდგენებს, ჯერ იყო და თავი კინოს პერსონაჟი ეგონა, დილას რომ იღვიძებდა იმას ფიქრობდა

თუ საიდან უყურებდნენ მაყურებლები, ბოლოს ჩათვალა რომ კამერა ფანჯარაშიაო და მასთან გავლისას გამოიჯგიმებოდა ხოლმე, კარგად გამოვჩნდეო.

კინოთეატრში კი ოსტატისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. შევიდა თუ არა მაშინვე მაურინიოს მინიშნებულ სკამზე დაჯდა და მთელი ფილმის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ერთი-ორჯერ ფეხის ქუსლები მიაბაკუნა სკამს. მაურინიომ მხოლოდ ერთხელ, ორი წუთით მისცა უფლება, ჭუჭრუტანიდან შეეხედა კინოფილმისთვის. კვლავ იგივე სცენა იყო, ქალი ცეკვავდა და ჯენტლმენი მის მოხიბლას ცდილობდა. “ნუთუ კიდე ვერ დაიყოლია ეს ქალიო” - გაიფიქრა თავისთვის და ადგილს დაუბრუნდა.

ასე გაგრძელდა მეორე მისვლაზეც, მესამეზე კი მაურინიო მოლბა, შეგირდს შაქარყინულით გაუმაპინძლდა და აპარატის გამართვაც მიანდო. - აბა როგორ გამოვიყურები, მოვეწონები ვითომ ჯულიას? – ჰკითხა სარკის წინ მდგარმა ეტორეს და თმა გადაისწორა. - რავიცი, კი ალბად - თუ მოვეწონე მომავალ კვირას ჩემს გვერდით იდგები, აბა წარმატებები მისურვე - წარმატებები სინიორ

მაურინიომ თავზე ხელი გადაუსვა პატარას, კვლავ შაქარყინული შესთავაზა და კარებთან დატოვა, რათა რიკარდოს წაეყვანა. როგორც ჩანს იმ დღეს გაუმართლა მიჯნურს, რადგან მომავალ გაშვებაზე ეტორო გვერდით დაიყენა და ყველაფერი ასწავლა. ეკრანზე ბუფფალო ბილის [2] “ველური დასავლეთის შოუ” გადიოდა, ინდიელები და კოვბოები დაჰქროდნენ ცხენებით. - ამ კაცს უნდა უმადლოდეს ამერიკა ასეთ პოპულარობას, თორემ რა იქნებოდა, შეხედე მან ხალხს ის მისცა რაც აინტერესებდათ. სწორად გათვალა ყველაფერი. აი ნახე მომავალ კვირას რამე მელოდრამას ან ისტორიულ კინოს გავუშვებ და ამდენი ხალხი არ მოვა. - ის ჩოხიანი კაცებიც ამერიკელები არიან – იკითხა ეტორემ, თან თვალი არ მოუცილებია ეკრანისთვის - არა, ეგენი მგონი კავკასიიდან წაიყვანა.

სამწუხაროდ რიკარდოსა და ეტორეს ნაცნობობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და იგიც არმიაში გაიწვიეს. მას შემდეგ რიკარდო აღარ გამოჩენილა, მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი ამბობდა, ლომბარდიაში [3] დაჭრილი, ერთმა ქალმა შეიფარა და მასთან დარჩაო. კინოსთვის აღარავის ეცალა, ისედაც შეჭირვებული სირაკუზა თავის გადარჩენაზე ზრუნავდა. ეტორე კინოს გარეშე დარჩა, თუმც ამას ხელი არ შეუშლია მის განვითარებაში, სკოლის თეატრალულ დასში გაწევრიანდა და წარმოდგენებში იღებდა მონაწილეობას. ერთხელაც რეჟისორობა ანდეს და ეტორემაც გლადიატორთა ბრძოლის დადგმა განიზრახა. მაგრამ ერთ-ერთი რეპეტიციისას როცა ჩხუბის სცენებს

ასრულებდა, სკამზე შეხტა ვითომდა ცხენი იყო, თუმც ფეხი აუცურდა, თავი დაარტყა და ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც მშობლებმა ჩათვალეს რომ ეს გატაცება მისთვის სახიფათო გახლდა და დროებით ჩამოაშორეს. ეტორე წიგნებს კითხულობდა, გორაკებზე დასეირნობდა, პორტში შემოსულ გემებს ათვალიერებდა, ბიძაშვილ ნიკოლას თევზაობაში ეხმარებოდა და ხანდახან თეატრშიც შეიხედავდა. ბერძნული თეატრონის ნახვისას წარმოიდგენდა რომ იგი ტოგებსა [4] და ტუნიკებით [5] შემოსილი ხალხით იყო სავსე, სცენაზე კი ნიღბიანი მსახიობები რაიმე წარმოდგენით ართობდნენ მაყურებელს. გადახედავდა ციხე-სიმაგრეს და წარმოიდგენდა, ვითომდა კართაგენელი [6] მხედრები უტევდნენ მათ, მამაცი სიცილიელები კი ისრებით იგერიებდნენ. ზღვაზე გახედვისას რომაული ფლოტისა და მავრების ორთაბრძოლა წარმოუდგებოდა. აი აბიბინებულ მინდორზე გახედვისას კი ბრძოლები უკვე მეორე მხარეს იწევდა და წინ რამე რომანტიკული აზრები მოსდიოდა, მინდორი აივსებოდა გოგო-ბიჭებით, თავზე გვირილის გვირგვინებით, ზოგი დახტოდა, ზოგიც წამოწოლილი იყო, ზოგიც კი მიჯნურს კოცნიდა. ასეთი ექსტაზიდან უმეტესად ნიკოლა გამოადგებდა ხოლმე, ბიძაშვილი სულ ამერიკაზე ესაუბრებოდა, აი დავიჭერ თევზებს, ბევრ ფულს დავაგროვებ და ჰაიდა ამერიკაში ნათესავთან მოვხევო. ის კაცი ნიუ-იორკში მაგარი ტიპია და მეც კარგ ადგილას გამჩითავსო. ამერიკაში წასვლის სურვილი ეტორესაც გაუჩნდა, თუმცა მას სხვა მიზნები ჰქონდა, ნიუ-იორკში კარაბინით წანწალს კინოში მოღვაწეობა ერჩივნა.

პირველი მსოფლიო ომიც გასრულდა, სირაკუზას ქუჩებში კი დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩაიარეს. მთელი ქალაქი მათ სანახავად გამოეფინა, თანაქალაქელებს რა თქმა უნდა უკვე წამოზრდილი ეტორეც არ ჩამორჩა, ტროტუართან დადგა, ერთი ხელით მუჭი შეკრა, თვალთან მიიტანა, მეორეს კი გვერდით ატრიალებდა და ისეთ იმიტაციას აკეთებდა თითქოს კინოს იღებდა. ჯარისკაცები ხელს უქნევდნენ მოქალაქეებს, ერთ-ერთი კი ბიჭუნასკენ გაემართა, მხარზე ხელი დაადო და ხელში ხურდა ფული ჩაუყარა. - ეს ჩემგან გქონდეს, დააგროვე და კამერა იყიდე – შემდეგ ქვემეხი მხარზე შეისწორა და მხედრული ნაბიჯებით ჯარს შეუერთდა.

შემდეგ ეს ამბავი უკვე ცნობილმა ეტორემ ინტერვიუში მოჰყვა და იმ ჯარისკაცის პოვნის სურვილი გამოთქვა, ჯილდოდ კი სოლიდური თანხა და ახალთახალი ვიდეოკამერა დაასახელა. უამრავი წერილი მიუვიდა რეჟისორს, მაგრამ რეალური არც ერთი არ იყო, პრიზის მიღების გამო ბევრმა დაიბრალა ჯარისკაცობა და ათასი ტყუილიც მისწერეს. სამწუხაროდ მის კვალს ვერსად მიაგნო.

ეტორეს ჭკუაში დაუჯდა ჯარისკაცის რჩევა და ფულის შეგროვებაც დაიწყო, თუმც კამერა ძალიან ძვირი ღირდა, თანაც სირაკუზაში არ იყიდებოდა და ამიტომაც ეს პროცესი გადაედო.

გავიდა წლები, ამასობაში სკოლაც დაამთავრა და ნიკოლასთან ერთად თევზაობას მიჰყო ხელი. უკვე მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა და ქალაქის

თეატრალურ დასშიც ხშირ-ხშირად მიდიოდა. თვითონ სპექტაკლებში არ მონაწილეობდა, მაგრამ საჭირო რჩევებს აძლევდა და გამოცდილებასაც იღებდა.

ერთ-ერთ დღესასწაულზე სპარტაკის დადგმა მოიწადინეს, მაგრამ ამ დროს მისი ბიძა ლორენცო ეწვია რომიდან. ბიძამისი მაფიის ოჯახში იყო გაწევრიანებული, მთელს კუნძულზე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და საჭირო ხალხი ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ-იორკშიც ჰყავდა. ნიკოლამ მაშინვე ისარგებლა ამ მომენტით და ლორენცოს ამერიკის საკითხზე ჩამოუგდო საუბარი. მოგეხსენებათ იმ დროს ნიუ-იუორკში დიდი ამბები ხდებოდა, ბუტლეგერობა [7] შემოსავლიან საქმედ ითვლებოდა და ყველა ამ “პროფესიას” ეშურებოდა. ცხადია ფულის შოვნის სურვილი მაფიოზებსაც ამოძრავებდათ, რის გამოც ყველა კლანს გაძლიერება და ახალ-ახალი ხალხის დამატებაც ესაჭიროებოდა. ლორენცომაც უარი არ უთხრა ნიკოლას. ამის გამგონე ეტორემაც მოისურვა ატლანტს იქეთ გამგზავრება. მამამისი თავიდან უარზე იყო შვილის გაშვების, მაგრამ რა ექნა ამ ქალაქში მას მეთევზეობა ან ყასბობა ელოდა, ამისთვის კი შვილებში (სულ შვიდი ჰყავდა) გამორჩეული ეტორიო არ ემეტებოდა და გაუშვა, თან დაარიგა, შარს როგორმე აარიდე თავი და ეცადე რამე გამოსადეგი ისწავლოო.

ძალიან გაუხარდა ეტორეს, მაგრამ თან ნერვიულობდა, ასე უცებ, უცხო ქვეყანაში, გამოუცდელს გამიჭირდებაო, თუმც ისე ძლიერი იყო კინემატოგრაფიაში მოხვედრის ჟინი, რომ პრობლემებზე არც ფიქრობდა, თან გვერდით ნიკოლაც ეყოლებოდა და მთლად მარტოც აღარ იქნებოდა. ჩაალაგა საკუთარი ნივთები ორ ჩემოდანში, ნაგროვები ფული შარვლის შიგნით ჩაიკერა და ამერიკისკენ გაეშურა.

ნიუ-იორკში სერჯიო მარსელოსთან მოხვდა. მას ხუთი კაცი ემსახურებოდა, ეტორე კი დროებით სარდაფში დასვა, სადაც სასმელების აღწერას აკეთებდა. სარდაფში ყოფნა არც ისე საინტერესო იყო და სახიფათოც გამოდგა, ერთხელ ვიღაც ოხრებმა ავტომატის ჯერი მიუშვეს და დროზე იატაკზე რომ არ გაწოლილიყო ალბად მოხვდებოდა კიდეც. ეტორესთვის მოსაწყენად გადიოდა დღეები, ხასიათზე მოსაყვანად რამდენჯერმე კინოში წაიყვანა ნიკოლმა და ამან ცოტა გაამხიარულა სიცილიელი. სამსახურის გზაზე მუდამ ვიდეოკამერების მაღაზიასთან ჩერდებოდა და სანატრელ ნივთს ათვალიერებდა. - ნეტა შენა, ამაში გინდა ასე ნაწვალები ფული დახარჯო? აი მე ჩარლზ პონცის [8] ბანკის ფასიანი ქაღალდები შევიძინე და ორ წელიწადში ბევრ ფულს მომცემენ – ტრაბახობდა ნიკოლა და ცდილობდა ბიძაშვილის დაყოლიებას.

კარგი ჩაცმა-დახურვის მოყვარული გამოდგა ნიკოლა, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, ვიდეოკამერების მაღაზიის გვერდით მდებარე ტანსაცმლის ატელიეში შეივლიდა და ზოგჯერ საათობით არჩევდა ქუდებს. ერთი ღია ყავისფერი კოპოლას [9] კეპი ჰქონდა ამოჩემებული, დაიხურავდა და მერე სარკის წინ პოზირებდა, თან კოსტიუმებს უხამებდა.

თავიდან მაღაზიის გამყიდველი შეწუხებული იყო სიცილიელების ასე უაზრო სტუმრობით, თუმც ნიკოლამ იმდენი მოახერხა რომ მაღაზიის უფროსს დაუმეგობრდა და ჩუმ-ჩუმად თვითნაკეთ ვისკისაც ჰყიდდა.

ერთხელაც სტეტსონის [10] ქუდმა მიიპყრო მისი ყურადღება, დაიხურა, მრისხანე სახე მიიღო, შუათითი და საჩვენებელი გაშალა, ცერა ასწია, არათითი და ნეკა კი მოღუნა, პისტოლეტის იმიტაცია გააკეთა და ჯიბისკენ წაიღო. - ეტორეეეეე – იყვირა მან და ბიძაშვილმა როგორც კი მოიხედა, სწრაფად ამოწია ხელი, გაშლილი თითები მისკენ მიმართა და სროლის იმიტაცია გააკეთა. - ბუუხ, ბუხ - ნამდვილი ქოუბოი ხარ – შეაქო მომავალმა რეჟისორმა - არაა, არ მხიბლავს კოუბოობა, ძროხის მწყემსობა რომ მდომოდა დავრჩებოდი კუნძულზე – მოიხადა სტეტსონი და თავზე ცილინდრი დაიხურა. - ახლა ასე დადიან განგსტერები - განგსტერობა გინდა, და რა იქნება შენი ბოლო, ბოსის მანქანა უნდა ატარო? - აბა რა, და ბოსიც მე ვიქნები – თვალი ჩაუკრა ეტორეს, ხელი კურტკის შიგნით ჩაიყო, ისევ სწრაფად ამოიღო და კვლავ სროლის იმიტაცია გააკეთა. ოო, ნეტა კამერა მქონდეს, ამას ხომ ჩემს ფილმში გადავიღებდიო - გაიფიქრა ეტორემ

თავდასხმიდან ორ კვირაში სერჯიო, კიდევ ათ შეიარაღებულ პირთან ერთად სარდაფში ჩავიდა და ეტორეს რევოლვერი მიაწოდა. - გუშინ გავარკვიე, ირლანდიელები დაგვსხმიან და ახლა ჩვენი ფულით თავიანთ ბარში, ვისკით სკდებიან, როგორც ღირსეული სიცილიელი შენც წამოდი და შური იძიე შენიანებზე.

ეტორომ ვერ გაუბედა უარი და ვერც ის უთხრა სროლა არ ვიციო. ადგილზე მისულები წყნარად გადმოვიდნენ მანქანებიდან, ერთ-ერთმა ლამპიონის შუშა ჩატეხა, რათა განათება გამოერთო, ნიკოლმა კი მოლოტოვის კოკტეილი სტყორცნა ბარის სარკმელს. იფეთქა ცეცხლმა და აკაკანდა ავტომატები, ბარში გინება ატყდა და მათაც სროლით უპასუხეს. ეტორემაც გამოკრა სასხლეტს და ხელი იტკინა, გვერდზე მდგომი კი ჩაიკეცა. - დროზე, ტონიო დაჭრეს, მოვუსვათ, შენ რაღა მოგივიდა ფუ შენი, გულის არევაღა გვაკლდა, თან ჩემს მანქანაში – ილანძღებოდა სერჯიო. - არა რა, შენ ვერ გამოდგები აქა, ან სროლა უნდა ისწავლო და სისხლის დანახვაზე ცუდად არ გახდე, ანაც რესტორანში მანჰეტენზე ოფიციანტად წადი – დაარიგა ბოსმა ხელქვეითი, როცა საკუთარ სარდაფში დაბრუნდნენ.

ეტორე კაი ხანია უფროსისგან ასეთ სიტყვას ელოდა, პირისპირ ვერ უბედავდა და ახლა აჰა თვითონ უთხრა. - იქნებ სხვა ქალაქში თუნდაც ლოს-ანჯელესში გამიშვათ? – გასაგები იყო, მას უკვე ჰოლივუდის შესახებ გაეგო და გულითაც იქეთ იყო.

- სადაა? – გაუკვირდა სერჯიოს – ლორენცოს დისწულს აბა როგორ ვაწყენინებ, მაგრამ აბა იქ ებრაელები ბლატაობენ და არა მაქვს ასეთი გავლენა. იყოს რამეს მოგიხერხებ.

ბოსმა ხელქვეითს ვესტსაიდზე შუშის ჩამსმელ ფირმაში მოუძებნა ადგილი, ისიც დათანხდა, ბრონქსზე ირლანდიელთა და ზანგთა დევნას ისევ შუშის ჩასმა ერჩია, თანაც სანატრელი ჰოლივუდიც იქვე იყო. დილას საკუთარი ყულაბა, ბოღჩაში გაახვია, ორი ხელი ტანსაცმელი გაიყოლა, მასპინძლებს გულითადი მადლობა გადაუხადა და ამერიკის მეორე მხარეს გაემგზავრა.

სამუშაო აქაც მოსაწყენი გამოდგა, ძირითადად ოფისში იჯდა ოთხ მდუმარე ტიპთან, აქედან ორ ლათინოსთან, რომელნიც დიდად არ ცდილობდნენ მასთან დაახლოებას. ეტორე თანდათან გაუშინაურდა ქალაქს, ჰოლივუდშიც ხშირად გადიოდა, განსაკუთრებით კი ბულვარსა და ვაინ-სტრიტზე [12] მოსწონდა გასეირნება და ჯერ ვერც წარმოედგინა რომ 35 წლის შემდეგ ამ ადგილას მის საპატივცემულოდ ვარსკვლავს გახსნიდნენ. ბევერლი ჰილზე შესვლისას წინ ვიღაც ლათინოსი გადაუდგა და დანგრეული ინგლისურით მანი-მანიო დაემუქრა, მაგრამ ნიკოლას ნასწავლი (ნიუ-იორკში ბიძაშვილმა კრივის რამდენიმე ილეთი და ქუჩურ ჩხუბში თავის დაცვა ასწავლა) ილეთები გამოიყენა და აბეზარიც მოიშორა, თუმც ამის შემდეგ მიყრუებულ უბნებს მაინც ერიდებოდა. მალე მისი ყულაბა თანდათან გაივსო, რაც უკვე საშუალებას მისცემდა თანხა საჭიროებისამებრ დაეხარჯა, მისმა თანამშრომელმა მარტინმა, რომელიც ოფისში ფინანსებს განაგებდა, კარგი კაბარე ბარის წილი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, მისი გონება კვლავ კინოსთან იყო დაკავშირებული. მიუხედავად იმისა რომ ყულაბა ბოლომდე იყო გავსებული, რაოდენობა მაინც არ კმაროდა კამერის შესაძენად, სამაგიეროდ საკმარისი იყო სასწავლებლად. ერთხელ გაზეთში განცხადება ამოიკითხა, ჰოლივუდში ესა და ეს კოლეჯი გიწვევთ კინომატოგრაფიის შესასწავლადო, ფასიც არ იყო დიდი და მთელი მისი დანაზოგი კი ეყოფოდა. გამოცდაზე ორი კაცი დახვდა, დირექტორი ფრედი და ლექტორი სტივი. ფრედი არ იყო იტალიელთა დიდი ტრფიალი, ეტორეს დანახვაზეც დიდად არ აღფრთოვანებულა, მაგრამ რა ექნა, თანხას იხდიდა და უნდა ჩაერიცხა. სამაგიროდ სტივი იყო იტალიური ხელოვნების ტრფიალი და მომავალი სტუდენტი დიდი სითბოთი მიიღო. - რენატოს თუ იცნობთ ყმაწვილო? - არ ვიცნობ მაგრამ წამიკითხავს მის შესახებ - ხოდა ისწავლე კარგად და გაიცნობ – გაუღიმა მოსწავლეს და თვალიც ჩაუკრა.

ჩაბარებიდან ერთ კვირაში ეტორე მიხვდა თუ რატომ ღირდა ასე იაფი და ასე მარტივადაც რისთვის ჩარიცხეს ამ სასწავლებელში. სტუდენტთა უმეტესობა არც დადიოდა ლექციებზე, ორი მექსიკიდან იყო გადმოსული და ინგლისურს ძლივს ტეხავდა, ორიც, ამერიკელი მასთან ურთიერთობას გაურბოდა, იყო ლამაზი ჟულიაც, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ მისი

მეორე მეუღლეც გახდა, მანამდე კი ლექციებზე ხანდახან შემოიხედავდა და მუდამ ერთი წინადადება ეკერა პირზე, მე დიდი კინოვარსკვლავი გამოვალო. ერთი იყო უკრაინელი დენის ბანდურა, რომელიც რუსეთის იმპერიიდან კომუნისტებს გამოექცა. მანაც დამტვრეულად იცოდა ინგლისური, მაგრამ ურთიერთობა არ ეშლებოდა და სიცილიელთან საერთო ენაც გამონახა. უთანხმოება მოსდიოდათ დალევისას, ეტორე ღვინოს ანიჭებდა უპირატესობას, ბანდურა კი არაყს. მან ჭადრაკის თამაშიც ასწავლა, შემდეგ კი ნიძლავზე ეთამაშებოდა და უმეტესად უგებდა. რადგანაც სწავლება ყოველგვარი დისციპლინის გარეშე მიმდინარეობდა, ეტორე სამუშაოს შესრულებასაც ასწრებდა. ლექციებზეც ძირითადად ეტორე, ბანდურა, სტივი იჯდნენ და საინტერესო თემებს განიხილავდნენ, ლექტორს რეჟისორებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და მოსწავლეთათვის მის გაზიარებას არ ზარდებოდა. რამდენიმე თვეში გაილია სემესტრიც, სიცილიელი ფრიადზე შეაფასა ლექტორმა და მოსაწვევი გადასცა. - რენატო დამიკო იტალიელი სტუდენტებისთვის აწყობს შეხვედრას, ჩვენთნაც მოვიდა მოსაწვევი და აბა შენ იცი, ეს შანსი გამოიყენე

სტივი მოსწავლეს გადაეხვია, კარგი რეკომენდაცია დაუწერა და წარმატებაც უსურვა. და რა უნდა ექნა ღარიბ ეტორეს იმ ბანკეტზე, რამე უნდა ეჩუქებინა დიდი რეჟისორისთვის, თან ლამაზადაც ჩაეცვა, თუმც აბა საიდან, ღარიბული შარვალ-კოსტუმისა და კეპის გარდა სხვა არაფერი ებადა. მაგრამ ასეთი შანსი კიდევ როდის მიეცემოდა, ამიტომაც დასძაბა სიცილიური გონება და გამოსავალიც იპოვნა. კოსტიუმი მარტინს გამოართვა, შარვალი კი დენისს, საჩუქარზეც ბევრი არ უფიქრია, სკვერთან მდგარ კარიკატურისტ პაბლოს გაზეთიდან ამოჭრილი რენატოს ფოტო მიუტანა, 25 ცენტად მისი შარჟი დაახატვინა და ლამაზ ჩარჩოშიც მოათავსა.

საღამო სავსე იყო გამოწკიპული იტალიელებით, ყველა ცდილობდა დიდ მაესტროსთან მიტმასვნას და ძვირადღირებულ საჩუქრებსაც არ იშურებდნენ. ეტორე მარტოდმარტო იდგა კუთხეში, ბოკლიდან ღვინოს წრუპავდა, თან რეჟისორს შეჰყურებდა და მომენტს ეძებდა რათა საჩუქარი მიეცა. რენატო მორჩა სტუმრებთან საუბარს, აივნისკენ აიღო გეზი და ამ დროს წინ ეტორეც გადაუდა. - მადლობას მოგახსენებთ მაესტრო ჩემი მოწვევისთვის, ეს კი თუ არ მიწყენთ ჩემგან საჩუქრად – გადაულაპარაკა მას და კარიკატურაც მიაწოდა.

რეჟისორს მოეწონა საჩუქარი, ხელში შეათამაშა, მიყვარს პაბლოს ნამუშევრებიო - ჩაილაპარაკა, მადლობა გადაუხადა ეტორეს და დავალებაც მისცა. - ეს ჩემი მისამართია, რამე საინტერესო თუ გექნება მომწერე. - აჰა შენ მოედანი, ბურთი აიღე და ითამაშე – შეაქო მეორე დღეს სტივმა მოსწავლე – დაწერე ახლა რამე კარგი სცენარი და მიუტანე, გააბი მასთან ნაცნობობა.

აბა ახლა სჭირდება ეტორეს გონების დაძაბვა, აბა რაიმე კარგი სცენარი, მაგრამ რა დაწეროს? ახლა მოდაშია განგსტერული ფილმები, მოდი დაწერს ნიუ-იორკულ ისტორიას, მაგრამ აბა რომ იცნონ მერე პერსონაჟები? ამ ფიქრებში გართული კარებზე კაკუნმა მოაბრუნა, ზღრუბლთან მისი ბიძაშვილი ნიკოლა იდგა, ერთ ხელში ბარგით სავსე ტომარა ეკავა, მეორეში კი ჩემოდანი, თავზე როგორც ყოველთვის ცილინდრი ეხურა. - არა რა ძმაო, კაი დროს გამოასწარი ნიუ-იორკიდან – ყვებოდა მაგიდასთან მჯდარი ნიკოლა და თან დიდ ნაჭრებს იტენიდა პირში – სამი დღეა არაფერი მიჭამია. შენი წასვლიდან ერთ თვეში, დიდი შეტაკება მოგვივიდა ირლანდიელებთან, სროლისას მერის მანქანას ჩაემტვრა მინა, რაზეც ის ახვარი მაგრა გაბრაზდა და ნამდვილი რეპრესიებიც მოაწყო, ჯერ ჩვენი და ირლანდიელების სარდაფი დახურა, რამდენიმე კაციც დაგვიჭირა, ენიო მასცარა ხომ იცი, ლამის ბრონქსის მეფეს რომ უწოდებენ, ეგ დიდად გაბრაზდა სერჯიოზე და რადგანაც მისი დეიდაშვილი იყო, ნათესავს მხოლოდ ცხვირ-პირის შელამაზება აკმარა და საქმესაც ჩამოაშორა, დავრჩი ასე ქუჩაში, ახლა მკითხავ შენი ბანკში შეტანილი დანაზოგიო არა? ფაფუუ, აღარც ბანკია და აღარც დანაზოგი. ჩამოვედი ახლა შენთან, იქ აღარ დამედგომებოდა.

საუბართან ერთად ჭამასაც მორჩა ნიკოლა, იატაკზე დაგებულ ლეიბზე წამოწვა, მუცელზე ხელები დაიტყაპუნა და ხუთიოდე წუთში დაღლილმა ხვრინვაც ამოუშვა.

ვერც ბიძაშვილის მოსვლამ მოუფრინა მუზები ეტორეს, მას რაღაც ახლის, სენსაციურის და ყველასგან გამორჩეულის მოგონება სურდა. მეორე დღეს ნიკოლამ ნათესავი უცხო გარეუბანში წაიყვანა, თან ფურცელზე დაწერილ მისამართს ჩაჰყურებდა - აქ არის ეს მისამართი, მაგრამ სახლი არაა – იძახდა გაოცებული, გარშემო იყურებოდა, ილანძღებოდა და თან იწიტებოდა. მათ დანახვაზე იქვე მდგარი ორი ზანგი გაეშურა მათკენ, გამოცდილმა, თუ ჯერ კიდე ახალბედა განგსტერმა დროულად გათვალა სიტუაცია, კურტკის ჯიბეში ჩაიყო ხელი და ცხვირსახოცთან ერთად ამოაყოლა. - აქ რა ჩემი ფეხები გინდათ – უთხრა ნიკოლას ყველაზე ახმახმა და ძირს დაუფურთხა. - სორრი – მიაძახა სიცილიელმა და ცხვირსახოცგახვეული მუჭი სიფათში გლიჯა, დარტყმაზე ახმაზი გასისხლიანებული დაეცა, ნიკოლას კი ნაჭერი ჩამოუცურდა და ხელზე დამაგრებული კასტეტი გამოუჩნდა. მეორე ზანგი ყვირილით გაიქცა და კუთხეს მოეფარა, მაგრამ მალე იქიდან ათამდე ხელკეტებით შეიარაღებული მათიანი გამოვარდა. სიცილიელები სწრაფად გაიქცნენ და მას შემდეგ რამდენიმე წელი იმ უბანში აღარც შეუხედავთ.

არც ამ მცირე თავგადასავალმა უშველა ეტორეს, მუზა არადა არ ჩანდა. მეორე დღეს დანიელასთან ჰქონდა პაემანი (თანამშრომელი იყო, რომელსაც ბუღალტერია ებარა).

შეხვედრამდე ერთი საათით ადრე მუზის საძებნელად სკვერში ჩემოჯდა. და აი გამოჩნა ერთი, მოდიოდა მაგრამ რა მოდიოდა, ქალი იყო მთელი ქუჩა მას შეჰყურებდა. აბა აი შემდეგი ისტორიაც, ამ ქალს ჰყავს შეყვარებული რომელიც შორეულ მოგზაურობაში გაემგზავრება... ჰო გაემგრავრება და მერე რა... ჩაიძირება? არაა, ძალიან ბანალურია, ველურები შეჭამენ? ესეც უინტერესოა, ანაც გადავა რომელიმე კოლონიზატორების მიერ დაპყრობილ კუნძულზე და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეხმარება მამაც მეამბოხეებს. არაა ესეც უინტერესოა. ანდა თვითონ ქალზე რომ გადავიღოთ მელოდრამა, აი წავიდა ვაჟი, ქალმა უცადა, უცადა და უღალატა... ფუუუ, ეს რეები იფიქრა, იქნებ სულ არაა ეგ ქალი ეგეთი. მოკლედ მზეთუნახავმა მუზამ ვერ უშველა და ახლა მუსიკოსზე გადაიტანა მზერა, რომელიც შადრევანთან იდგა და სევდიანი სახით ვიოლინოს აკვნესებდა. აი ეს კაცი ერთ დროს იყო დიდი ოპერის სოლისტი, ჰქონდა დიდი სახლი, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი დაკარგა. არა ეს ისტორიაც არ მოწონს, რას ერჩის ამ კაცს, ანდა მისივე გამოგონილ ოპერის პერსონაჟს. აი რაიმე ისტორიული რომ იყოს, ინდიელები უტევენ იმ გორაკიდან, აქეთ კი კონფისკადორები არიან ჩასაფრებულები, ანდაც... ამ ვირტუალურ აზრებში დროც გავიდა და დანიელაც დაადგა თავზე - რას აკეთებ ეტორიკო, რაღაც უცნაურად იქცეოდი, თითქოს ვინმეს ესაუბრებოდი – ეეხ, ესაუბრებოდა აბა რა, მსოფლიოს კლასიკას, დიდ შედევრს, მაგრამ აბა ვინ აცალა, დაიკარგა უკვე.

წყვილი ცოტა ხანს სკამზე ჩამოჯდა, შემდეგ კი კაფეში შევიდნენ, თითო ყავა მოსვეს და მალევე დაიშალნენ, რადგანაც ვაჟი კვლავ რაღაცეებზე ფიქრობდა და გოგოს არ ესაუბრებოდა. დანიელა ტაქსში ჩასვა თუ არა იქვე ბარში შევიდა, იქნებ აქ მაინც ვნახო რამე საინტერესოო. საინტერესო კი იქვე კუთხეში იჯდა. ბანდურა მაგიდასთან მარტო მიმჯდარიყო და ვისკს წრუპავდა, მეგობრის დანახვა ესიამოვნა და ხელით თავისთან მოიხმო - ასე თქვეს ვისკის წრუპვა სტრესს შველისო და აი მეც ხომ ხედავ ვკურნალობ – გაიხუმრა, მაგრამ არ გასცინებია – ველოდები შედეგს მაგრამ ჯერ ვერ მიშველა. - რა მოხდა დენის, აბა მომიყევი, იქნებ გულის გადაშლამ გიშველოს - ეეხ, ამას არ ვიცი რა უშველის – ამოიოხრა, ქვემოდან აჰხედა სიცილიელს და ვისკიც მოწრუპა – ერთი ჭიქაც რა თუ შეიძლება. - ესე იგი რა ხდება, შანტომების ოჯახი ხო იცი, ელიტარულ უბანში რომ ცხოვრობდნენ, აი სახელს ვერ ვიხსენებ ლაურელ კანიონი [13] თუ რაღაც ეგეთი ჰქვია – თან ვისკი მოწრუპა – ხოდა მათ ყავთ ულამაზესი გოგო კლარა, ისე მიკვირს მაგათ ეგეთი როგორც გაუჩნდათ. ეტორეს რაღაცამ დაჰკრა თავში, თითქოს სანატრელი ამბავიც მოვიდა და ინატრა ნეტავ პასტა-ფურცელი მქონდეს, ამას ჩავიწერდიო. - ხოდა ეს გოგო ჩემს რუს მეგობარ ორლოვებთან გავიცანი, ორივეს დაგვევასა ერთმანეთი, მაგრამ რად გინდა, მისი გიჟი ძმები ამომიდგნენ გვერდით და ლაპარაკი არ მაცადეს. აბა მაგათ რა იცოდნენ მე ვინ ვიყავი... გავიგე

მისამართი, მაგრამ აბა როგორ შევიდე, იმხელაზეა შემოღობილი და შიგნით კიდევ ორი დოგი დარბის. მაგრამ აბა მე ხო იცი, ორივე ძაღლს დასაძინებელი ვაჭამე, შევიპარე და იმ გოგოს ფანჯარასთან ლამაზი თაიგული ავუგდე.

ფუ რა დებილია – გაიფიქრა ეტორემ, მაგრამ არ შეიმჩნია მეგობრის სიბრიყვე, რადგანაც სიცილიური ინტუიციით გრძნობდა რომ დიდ საინტერესო ამბავს გადააწყდა. - იგივე ოპერაცია მეორე დღესაც გავიმეორე, მესამე დღეს კი ჩავუსაფრდი, როცა გამოვა დავხვდებითქო, მაგრამ არ გამოვიდა. ისევ არლოვთან წავედი, იქნებ მიშველოთქო, მანაც არ მაწყენინა და ჩემი კლარა კიდევ ერთხელ დამიპატიჟა. ამჯერად ერთი ძმა მოჰყვა, რომელმაც იქვე სხვა გოგო გაიცნო და მასთან ბაღში გასეირნება მოიწადინა, ჩემს ბედზე გოგოც დათანხმდა და ერთი პრობლემაც მომეშვა. ეგრევე მივვარდი კლარას და უკრაინიდან წამოღებული პატარა, მოოქროვილი ყუთი ვაჩუქე, თან ბოდიშიც მოვუხადე წინა დღეების გამო. მოველოდი ახლა მხევს მეთქი, მაგრამ ალბად ფორტუნა იმ საღამოს ჩემსკენ იყო და გამიღიმა, მადლობა მომიხადა და მთხოვა მსგავსი აღარ გააკეთოო. მეთქი თქვენს ოჯახთან დიდი პატივისცემა მაკავშირებს და თუ შეიძლება თეატრში რომ დაგპატიჟო მეთქი. კარგიო, ზეგ წავიდეთ, ოღონდ ბიძაშვილი მონიკა წამოგვყვებაო. რა გაეწყობოდა წავედით. ის საღამო მართლაც კარგად გავატარეთ და სახლამდეც მივაცილე. მაგრამ რად გინდა, დღეს რომ მივედი მაგისმა ძმებმა მბეგვეს, ხო იცი რა, ორივეს მოვუგრეხდი კისერს, მაგრამ აბა სამოყვრო ხალხი იყო და ვეღარ გავიმეტე. ახლა კი ვფიქრობ, რა ვიღონო, ჰა რას მირჩევ, ოო ანდა შენ ხო ვიცი სიცილიელი რამე საშინელებას მეტყვი, მივუვარდეთ კარაბინებით, გადავწვათ, მოვტაცოთ... – ჩანდა მოყოლას ეშველა გულდათუთქული მიჯნურისთვის და ხუმრობის ხასიათზე მოსულიყო, მაგრამ ეტორე აღარც უსმენდა, უკვე მშვენიერი სიუჟეტი ჰქონდა თავში, ეს ხომ თანამედროვე რომეო და ჯულიეტას ისტორიაა, ნუ დანარჩენ გაგრძელებას თვითონ მოუძებნის. იმ ღამეს ნიკოლას ხვრინვა და მისი კალმის დაკაკუნება ისმოდა ოთახში, დილას მაგიდაზე ჩაძინებული ბიძაშვილმა გააღვიძა - ვაა, მაგარი ისტორიაა, მაგრამ ცოტა ჩხუბებიც გარიე რა, ვითომ ბიჭის მხარე მიუვარდა კარაბინებით, ანდაც ჯანდაბას დანებით

ეტორემ ზრდილობის ნიშნად, ძლივსგახელილი თვალებით ანიშნა კიო, მარტო ამას კი არა შენც ჩაგწერო და წერას შეუდგა. კვირის ბოლოსთვის მზად იყო სცენარი. ორშაბათს კორექტირება გაუკეთა, მანქანაზე დააბეჭდინა და სტივს გადააკითხა. - აბა მე რა გითხრა, მომწონს, რაღაც ახლებურია, თითქოს შექსპირია, მაგრამ მოდი თვით მაესტრომ წაიკითხოს.

იმავე დღეს სცენარი რენატოს ფოსტაში ჩააგდო. დღეები საუკუნეებივით გადიოდა, ეტორე ვერ ისვენებდა, ნერვიულობდა, ნეტა თუ მოეწონება, თუ მომწერსო პასუხსო, ნიკოლაც ცდილობდა მის გამხიარულებას, წამო მეორე ქუჩაზე მაგარი გოგოები ავყარეო, თუმც ბიძაშვილს მისი მოსმენა

არც სურდა. ერთი კვირის შემდეგ საკუთარი ფეხით ესტუმრა რეჟისორს, კარისკაცთან იცრუა დაბარებული ვარო. ტყუილის მიუხედავად რენატომ მიიღო იგი. - ვიცოდი რომ აუცილებლად მოხვიდოდი და მხოლოდ იმას ვარკვევდი თუ რა მიზეზს მოიგონებდი – რენატომ მაგიდასთან მდგარ სკამზე მიუთითა – მარტინს ხომ სვავ?

ეტორემ დასტურის ნიშნად თავი დაუკრა, სკამზე დაჯდა და დამნაშავესავით თავი ჩაქინდრა. - მომეწონა სცენარი, ცოტა შექსპირს გავს, მაგრამ ორიგინალურია, ეს ალბად შენ ან ახლობელს გადახდა? - კი, მეგობარს - თანახმა ვარ შენს ფილმს ხელი მოვკიდო, აბა მსახიობებს როგორ გადაანაწილებ? - ვაჟის როლზე ტერესი, ხოლო გოგოზე კარლა - ჩინებულია, მაგრამ აბა როგორ დაითანხმებ მათ, ვაჟზე ტერესი კიდევ შეიძლება, თუმც კარლაზე რა მოგახსენო, იგი სულ მაღალბიუჯეტიან ფილმებზე მუშაობს, ერთი ნიჭიერი სტუდენტი მყავს ელვირა და მას დავნიშნავ, თუ წინააღმდეგი არ იქნები. გადაღებაზე კი BGL სინემა ჯგუფს მოველაპარაკები, ჩემი მართებთ. ისე კარგ რჩევას მოგცემ, ყოველთვის შენი იდეები წერე და არ გინდა სხვისი მიბაძვა, დღეს ცუდად დაწერ, ხვალეც, მაგრამ ზეგ უკვე ისწავლი და კარგი გამოგივა.

ასეთ სცენარს კი ვერც ერთ თამამ ოცნებაში ვერ წარმოიდგენდა, თვით დიდმა რენატომ პირველივე შეხვედრაზე თანხმობა განუცხადა, კინოს გადაღებაზეც დათანხმდა და რჩევებსაც აქეთ ეკითხება. ფილმის დადაღებაზე კინოკომპანია BGL სინემა დაითანხმეს, თუმც თანხა არ გამოჰყო საკმარისი და რაღაც-რაღაცეების შეკვეცა დასჭირდათ. რეჟისორობა კი მართლაც ძნელი გამოდგა, პირველ დღეს ორი დუბლი ძლივს გადაიღეს, რენატო გასკდა ყვირილით, სულ აეჩეჩა დავარცხნილი თმები. მეორე დღე უფრო რთული იყო, ტერესმა დაიგვიანა, სხვა მსახიობებიც ვერ ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. რენატო სულ თანხის ნაკლებობაზე წუწუნებდა, მაგის გამოა ასე რომ გვიჭირსო ფილმის გადაღება, მსახიობები თანხის სიმცირეს განიცდიან და სტიმულიც არა აქვთო. კვირის ბოლოს დაგეგმილი საქმის მხოლოდ ნახევარი ჰქონდათ გაკეთებული. მომდევნო დღეს კი ტერესი საერთოდ გაქრა და გადაღებებზე აღარ გამოჩენილა, როგორც გაირკვა სეფროდ გროუპთან გააფორმა კონტრაქტი. - მტაცებლები, ეს ინგლისელები ყველანი ერთნაირები არიან, შელფი გადაკიდებულია ჩემზე, რომ არ დავთანხმდი ერთი სისულელის გადაღებას, ახლა ჯინში მიდგას – ილანძღებოდა რენატო - იქნებ მე წავიდე და დაველაპარაკო - აზრი არა აქვს ეტორე, ტყუილა თავი უნდა დაიმცირო - მე მაინც ვცდი, იქნებ რამე გამოვიდეს

სეფროდ გროუპის დირექტორი შელფი არც დახვედრია ოფისში, და რომც დახვედროდა არა მგონია უცნობ სიცილიელთან შეხვედრა ეკადრა. შელფის მაგივრად ერთ-ერთმა მმართველმა კერინგმა მიიღო, სტუმარს პირში სიგარაგაჩრილი, დიდი ხარისრქებიანი ულვაშებითა და ვისკის ჭიქით დახვდა. ვისკიანი ხელით სკამზე მიუთითა. - აბა რაზე შეწუხებულხართ, დღეს მგონი თქვენთან არ მქონდა შეხვედრა დანიშნული. - მე ტერესის საქმესთან დაკავშირებით გეახელით, მას ჩვენთან ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული - ჰა-ჰაა, ამ ქაღალდის ნაგლეჯს ეძახი კონტრაქტს, არც დაზღვევა და არც არაფერია, აჰაა წავიდა, ვერც უჩივლებთ - ხო მაგრამ მას ჩვენთან... - მოდი პირდაპირ გეტყვი, ტერესი რენატოსნაირ პროვინციელ უნიჭო რეჟისორზე არ უნდა ცდებოდეს, და ვინაა ახლა დამიკო, ერთხელ გაუმართლა, რაღაც უაზრობა გადაიღო და ჰა, რას აკეთებს ახლა ჭაბუკო... - რენატო ცნობილი რეჟისორია და ბევრიც სცემს პატივს - მაკვირვებ ყმაწვილო, შეიძლება ადრე იყო კიდეც ვინმე, მაგრამ ახლა რა, აი ხედავ უკვე შენ გეხვეწება კინოს გადაღებას. აღარავის სურს მასთან მუშაობა და დასდევს ახალბედებს. თუ გინდა რომ ცნობილი გახდე, შეეშვი მას და რომელიმე ნორმალური კინოკომპანია მოსძებნე, ახლა კი სხვა შეხვედრებიც მაქვს - ხო მაგრამ მაინც ვერ მიპასუხეთ - დრო აღარ მაქვს, თუ რაიმე იდეა მოგივა, დაწერე და ჩვენს საფოსტო ყუთში ჩააგდე.

რას იზავდა ეტორე, გამოაბუნძულეს იქიდან შერცხვენილი. აბა სიცილიელი ასე ადვილად როგორ დანებდებოდა, შურისძიება არა, მაგრამ გადასწყვიტა რაც არ უნდა დასჯდომოდა დაემტკიცებინა მათთვის რომ მართალი იყო. რენატოს არ გაჰკვირვებია შელფის საქციელი და ეტორეს დამშვიდება ურჩია - ეეხ, ჩემო ეტორე ჯერ ახალგაზრდა ხარ და ამ პატარა პრობლემამ აგაღელვა, მე კიდევ უკვე იმდენი ვნახე რომ, ხელიც ჩავიქნიე, არ იყო ეს ჩემი საქმე, როგორც ჩანს წავიდა ჩემი დრო. - იქნებ რაიმე საშუალება გამოვძებნოთ და გავაგრძელოთ ფილმი - ეს საშუალება თანხაა, რომელსაც შემდეგ მოჰყვებიან მსახიობები, დეკორაციები და ასე შემდეგ - მე ამერიკაში, ამ თავისუფლების ქვეყანაში იმისთვის ჩამოვედი რომ კინო გადამეღო, ასე რომ დასაკარგი არაფერი მაქვს, რაც გამაჩნია აქ ჩავდებ და ყველაფერს გავაკეთებ რათა ეს ფილმი დავასრულო - მე ვერაფერს გირჩევ, მხოლოდ ერთს გეტყვი როცა ავტობიოგრაფიულ წიგნს დაწერ ახლა რაც სთქვი ეს სიტყვები აუცილებლად ჩაწერე. მაპატიე ეტორე, ახლა ძალიან დაღლილი ვარ.

- აბა რა ვქნა, დავნებდე? რენატომ ვერაფერი უპასუხა, ეტორემაც ქუდი დაიხურა და წავიდა.

დიდმა რეჟისორმა სიგარეტს მოუკიდა, ფანჯრიდან ქუჩაში მიმავალ სიცილიელს გახედა და ჩაილაპარაკა - სწორად იქცევი, იბრძოლე, არ დანებდე ჩემსავით, იქნებ შენ მაინც გამოგივიდეს

ეტორემ მეორე დღეს რაც კი ებადა შეკრიბა, მოძებნა ყველა მეგობარი და დახმარება სთხოვა. ნიკოლას ქუჩური ორთაბრძოლებისა და სროლების დადგმა დაავალა, მარტინს ოთახი მოაწყობინა, დენის და სტივს კი როლები გადაუნაწილა, მაგრამ ეს საქმის ნახევარიც არ იყო, არც ფული ჰქონდა მეტი და არც ხალხი ჰყავდა. ეტორე საოცრების იმედზე დარჩა. იცოდა რომ არაფერი გამოვიდოდა მაგრამ მაინც ეახლა რენატოს და იდეა გაუზიარა. - არა პატარა ძმაო, მე უკვე რადიოში შემომთვაზეს სამუშაო, კინოს თავი აღარ მაქვს, იქ ძალიან დიდი სიბინძურეა.

გულმოკლულმა ეტორემ საღამოს მეგობრებს გაანდო ტკივილი, დენისმა დარდის მოსაკლავად დალევა შესთავაზა, საოცრებამდე კი სულ რაღაც 12 საათი რჩებოდა - აჰაა, ასე გინდათ კინოს გადაღება? – დაჰყვირა დილას ნაბახუსევზე ახალგამოღვიძებულ მეგობრებს რენატომ – რას ჰგავს აქაურობა? ესაა თქვენი დეკორაცია? ფანჯარაზე ყვავილები დადგით, ამ მაგიდაზე კი წყლით სანახევროდ სავსე გრაფინკა დადეთ, მოიცა ჭიქაც დაუმატეთ

ეტორე თვალებს ისრესდა და ნატრობდა ნეტა ეს სიზმარი არ იყოსო - ჰო, რეჟისორ აბა სთენდ აფ, წაიყვანე ეს მუტრუკიც და ჩემი როსინანტიდან (მის ავტომანქანას ერქვა) კამერა წამოიღეთ, დღესვე ვიწყებთ - მე მეგონა რადიოში წაყვედით - ვაპირებდი, მაგრამ ჯანდაბას შენი თავი, გუშინ ეგ რომ შემომთავაზე მთელი ღამე ვერ დავიძინე ფიქრში, რა მინდა რადიოში, მეც კინოში მინდა, სიბინძურეა მაგრამ მაინც აქ ვარ მიჩვეული.

ეტორე ისე იყო აღფრთოვანებული რომ ხელშიც აათამაშებდა დიდ რეჟისორს, მაგრამ მაინც მოერიდა, ვაი თუ ეწყინოს და გამექცესო. გადაღებებმა დიდი წვალებით, მაგრამ მხიარულად ჩაიარა, რენატომ საკუთარი დანაზოგიც მისცა ბიჭებს, ოპერატორიც მოუყვანა. საბრძოლო სცენებს ნიკოლა დგამდა, რადგანაც ფულში მწყრალად იყვნენ კასკადიორობაც მანვე იკისრა, ერთი კადრის გადაღებისას კი მესამე სართულიდანაც ჩამოვარდა და ბეწვზე გადაურჩა დამტვრევას. დენისმა მსახიობობა შეითავსა, ხოლო სტივმა კიდე ოთხი სტაჟიორი მსახიობი ბობი, მაიკლი, ხორხე და ბარბარა მოუყვანა, აი აქ გაიარეთ პრაქტიკაო. ასე თუ ისე, დიდის წვალებით ფილმიც დაასრულეს. რენატოს რჩევით, ეტორემ ერთი კადრის გადაღებისას ცილინდრი დაიხურა, პატარა ჯაგრისივით ულვაშები გაიკეთა, ხელში კი ხელჯოხი აიღო და კამერის წინ გაიარა. გასაგებია, მან დიდ ჩარლის მიამსგავსა თანაშემწე, რითაც მცირე ინტრიგა შესძინა ფილმს. გაქირავებაზე ყველა დიდმა კინოთეატრმა უარი

უთხრა და მხოლოდ ერთ პატარა “სინემ გოლდ”-ში გაუშვეს. მაყურებელი მოსალოდნელზე ცოტა მოვიდა, მეორე დღეს კი გაზეთში გაჩნდა სტატია

“სამწუხაროა როცა ასეთი დიდი რეჟისორი, როგორიც რენატოა ასე სამარცხვინოდ იბითურებს თავს, და რა იყო ეს ახალგაზრდა უსაქმურთა მიერ გაკეთებული ნაჯღაბნი, ვითომდა შექსპირს მიმსგავსებული, არამც და არამც არ დაიჯეროთ არ გადაყაროთ ტყუილად 25 ცენტი ბილეთში, მე პირადაც აქეთ რომ მომცენ 25 ცენტი, გინდ დოლარიც, მაინც არ წავიდოდი აღნიშნულ ფილმზე, უნიჭობის და გაბანძების ზეიმი, ასე ვუწოდებ ამ ნამუშევარს, რომელიც ვინმე ეტორე პრესტიამ გადაიღო, და ვინ არიან მსახიობები, ვიღაც ჩიკაგოდან მოყვანილი განგსტერი, მექსიკელი კონტრაბანდისტი, თუ უკრაინელი ლოთი?”

აღელვებული ახალბედა რეჟისორი რენატოს ოთახში შევარდა გაოფლიანებული და მასწავლებლისგან პასუხს ელოდა, რომელსაც სულაც არ ეტყობოდა აღელვება. “მორჩა ჩემი ამბავი, რას წამოვედი სირაკუზადან, აქ ვიღაც ყეყეჩს რომ დავემცირებინე, ნეტა რენატო რას მეტყვის”.

რეჟისორი კი ფეხი-ფეხზე გადადებული ღია ფანჯარასთან იჯდა, სიგარეტს ეწეოდა და სრულიად მშვიდი სახით მათზე დაწერილ სტატიას ათვალიერებდა. - მგონი ყველაფერი გეგმით მიდის - გეგმით კი არა, გავბანძდით მთელი ქვეყნის მაშტაბით - დაწყნარდი ეტორე, შენ გაგიგია ჰომეოპათიით მკურნალობა? როცა ავადმყოფს იგივე სნეულებას სითხით შეუყვანენ, ასე მოვიქეცი ახლა მეც, წარმოიდგინე რომ ავადმყოფები ვართ და ეს სტატია კი სითხეა. ამ ჟურნალისტის მოსყიდვა კი საკმაოდ იაფად, ერთ ბამბანერად და ვისკის ფასად დამიჯდა. - ანუ ანტირეკლამით ვაპირებთ პოპულარობას? - რას ვიზამთ, რეკლამის ფული არა გვაქვს და ასე გავრისკე, დასაკარგი მაინც არაფერია და ვნახოთ

მეორე დღეს, საღამოს ჩვენებაზე ბევრი ხალხი მოვიდა, დარბაზი ვერ გაივსო, მაგრამ ცოტაც არ ეთქმოდათ. იქიდან გამოსულებიც არ იყვნენ უკმაყოფილოები, ეს ამბავი კი მალე მთელ ქალაქს მოედო და მაყურებლებმაც იმატა. ეტორეს სახელი მთელს ჰოლივუდს მოედო, ვიღაც სიცილიელია ჩამოსული და თვით რენატოც მოჰხიბლაო. მასზე ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა, ფილმის გაქირავებას კი თვით “ბიგ მოვიე” დარბაზიც სთავაზობდა.

სეფროდ გროუპში კი ამ დროს თათბირი მიმდინარეობდა. სახეგაწითლებული შელფი ოთახში ნერვიული ნაბიჯებით დადიოდა, თან ხელში დაგორგლილ გაზეთს ათამაშებდა, სადაც რენატო-ეტორეს ბენეფისზე იყო საუბარი. ოთახში ყველა პასუხისმგებელი თანამშრომლი შემოვიდა, რომელნიც იქვე გრძელ მაგიდასთან დალაგებულ სკამებზე ჩამოჯდნენ. ინგლისელმა, უფრო სწორად კი იორკშირელმა ხელქვეითების გამოსაჩენად ნერვიულობა შეწყვიტა, პრეტენზიული სახით გაჰხედა და სტატია დაანახა.

- ამაზე ვინ გამცემს პასუხს? დუმილი

- ახლა მდივანმა ნახა ეს სურათი და თქვა, ეს ჭაბუკი ჩვენთან სამი თვის წინ იყოო

კვლავ დუმილი - ასეთი ნიჭიერი კაცი დადის აქ და რას მიკეთებთ, ჰაა, რისთვის გიხდით ფულს – დაიღრიალა უფროსმა, ხელქვეითებს გადაჰხედა და ბოლოს მზერა კერინგზე შეაჩერა. - ყველაფერი ვიცი, და ამაზე შენ ხარ პასუხისმგებელი

კერინგს მხრები აუცაცახცახდა, პირი დააღო, რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ სიტყვები მის ულვაშებში გაეჩხირა - იყო აქ, მაგრამ რაღაც პრეტენზიები ჰქონდა და გავუშვი - აი ასეთი კაცი გაუშვი არა, რისთვის გიხდით ფულს ამდენ უსაქმურს, სიგარას ყველა მოსწევს ყოველდღე და ვისკისაც შენზე უკეთესად დალევს ვინმე. - მე შემიძლია მას დავუკავშირდე - მოკლედ გაძლევ ერთ კვირას და იმ კაცის კონტრაქტი მედოს აქ, მანამდე ხელფასს არ მიიღებ და თუ დაითანხმე დაგტოვებ.

ეტორე ნელ-ნელა დიდებას ეჩვეოდა, რამდენიმე კინოკომპანია უკვე სთავაზობდა თანამშრომლობას, ის კი რენატოზე და ჯგუფზე უთითებდა, მხოლოდ ამათთან ერთადო.

კერინგი ეტორეს ერთ-ერთი კინოდარბაზიდან გამოსულს დახვდა - გილოცავთ, თქვენ უკვე დიდი რეჟისორი ხართ - მადლობთ – ცივად გადახედა სტუმარს - მომიტევეთ იმ დღეს გადაღლილი ვიყავი... - გასაგებია, მოგიტევებთ, ახლა კი მაგვიანდება - არა იცით რა, თქვენთან შეხვედრა შელფს სურს - გადაეცით რომ დრო არ მაქვს - მომისმინეთ, კარგ პირობებს გთავაზობთ - უკვე კაი პირობები მაქვს - ეი შენ, ეტორე, გაწუხებს ეს ტიპი – მიუახლოვდა ნიკოლა და თან ხელში გაზეთს იხვევდა, რომლის ქვემოთაც როგორც ბიძაშვილმა შეამჩნია კასტეტი ჰქონდა დამალული - არა, ფანია და მოგვილოცა

რთულ მდგომარეობაში ჩავარდა კერინგი, თუ ეტორეს ვერ დაითანხმებს გააგდებენ და თანაც ისეთი რეკომენდაციით რომ ყველაზე უბადრუკი კინოკომპანიაც არ მიიღებს. სხვა გზა არ იყო, ინგლისელმა პირდაპირ რენატოსთან მიაჭრა - ეს გენიალური იყო მაესტრო, გილოცავთ დიდ დაბრუნებას - მადლობა მაგრამ, შენ ახლა მარტო მოსალოცად არ იქნები მოსული? შელფს ჩემგან მოკითხვა და უარი გადაეცი - იქნებ დავილაპარაკოთ და რამე კომპრომისი გამოვნახოთ

- თქვენთან, მას შემდეგ რაც გვიქენით - აგერ დაგიტოვებთ კონტრაქტის ასლს და გადახედეთ, მშვიდობით

საღამოს ეტორე რენატოსთან ოთახში იჯდა, კონტრაქტს ათვალიერებდა - ძალიან კარგი პირობებია დამწყებთათვის, საუკეთესო არაა, მაგრამ ჩვენს გუნდს კარგი შანსი ეძლევა მუშაობისა. - მიდი გააფორმე, არ განგსჯი, მე კი მაგ ღორებთან არ მსურს მუშაობა - იქნებ ვცადოთ, ამაზე კარგ პირობებს არავინ მოგვცემს და თანაც მუშაობის სრული ავტონომია მოვთხოვოთ. - იქ ვერ მივალ და მიდი შენ, ბოლო ბოლო როცა საქმეს სჭირდებოდა პრუსიისა და იტალიის მონარქებიც იბრძოდნენ ერთმანეთის გვერდით, ამაზე კარგ შანსს ვერ იპოვი კარგა ხანს, მე კი წავალ რადიოში არა მგონია ძალიან მოსაწყენი იყოს იქ მუშაობდა. ადდიო ამიგო

რენატომ სევდიანი მზერით გააცილა სტუმარი, ერთი ამოიოხრა და მაგიდაზე გადაშლილი ჰემინგუეის “მშვიდობით იარაღო” დაკეცა.

ეტორემ იცოდა რომ ახლა ლაპარაკით ვერაფერს გახდებოდა დიად რეჟისორთან, ამიტომ წასვლა არჩია, იქნებ მომავლისთვის გული მოულბესო. მეორე დღეს შელფს ოფისში ეწვია - აჰაა, ჩემს პატივცემულ სტუმარს ახალთახალი ვისკი მიართვით – შეეგება ინგლისელი სიცილიელს. - დაბრძანდი აბა, მოგწონს ხელშეკრულება - კი, ოღონდ სრულ დამოუკიდებელ მუშაობას ვითხოვთ და ჩემი გუნდიც დამჭირდება, ხანდახან კი კონსულტაციისთვის რენატოს რომ მივმართო - აი მე გამოგიწერ თანხას და შენ თვითონ განკარგე, ვისაც გინდა გაუნაწილე

პირველივე დღეს უფროსთან შეკამათება ვერ გაბედა ეტორემ, მაგრამ გულში ჩაიდო, აი შენ გიჩვენებ როგორ უნდა სიცილიელებთან მუშაობაო. სიცილიელებთან ურთიერთობა კი შელფმაც კარგად იცოდა. ახსოვდა რომ ერთ დროს გაამწარა იგი, ამიტომაც ფრთხილობდა სისხლის აღება არ მოინდომოსო და მოთაფვლას ცდილობდა, გულში კი მას ფულით სავსე ტომრად აღიქვამდა, რომელიც ადრე თუ გვიან მის სეიფში შეხტებოდა. კომპანია დათმობებზე წავიდა და მცირე ჰონორარი ეტორეს გუნდსაც გამოუყო. სამუშაო თავიდან საინტერესო აღმოჩნდა, ძირითადად სხვების მოტანილ სცენარებს განიხილავდა, თავიდან მოეწონა, თუმც შემდეგ იმდენი სისულელეები მიაყარეს, ლამის აიცრუა გული. ზოგჯერ ისე ატკივდებოდა თავი რომ დამამშვიდებელიც არ შველოდა.

როგორც კი პირველი ხელფასი აიღო ახალი შარვალ-კოსტიუმი შეიძინა, ლამაზი გულსაბნევი ჩაიდო ჯიბეში, ხელში კი წითელი ვარდები დაიკავა და ასე გამოწკიპული საღამოს დანიელას სახლში მიადგა. - თვით დიდმა ბატონმა ეტორიკომ იკადრა ჩემთან მობრძანება – გაეხუმრა ვაჟს, ყვავილები ჩამოართვა და დაყნოსა. - დღეს მინდა კინოში დაგპატიჟო, შემდეგ კი სიურპრიზი მაქვს შენთან

- კინო და სიურპრიზი, რაღაც დღეს არ ვარ ხასიათზე, მადლობა ყვავილებისთვის, კარგად – დანიელამ ყვავილები გამოართვა, ხელი დაუქნია და კარი მიიხურა.

ეტორე საშინლად გაბრაზდა და გადაწყვიტა საერთოდ აღარ მივალო, მაგრამ მეორე დღეს გადაუარა და სამსახურთან დახვდა - აქეთ ვიყავი და გამოვიხედე - ხშირად დადიხარ აქეთ? - კი, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე - გასაგებია, ახლა საით მიდიხარ? - აღარსად, მოვრჩი საქმეს და მიგაცილებ თუ არ იქნები წინააღმდეგი? - კარგი, გაჩერებამდე მომყევი თუ გინდა - რა ხდება სამსახურში? - არაფერი, ვმუშაობთ და ვართ, შენთან? - ჩვენც, ვიღებთ კინოებს და ვართ - და ახლა რა გადაიღეთ?

აქ კი დაიბნა ეტორე, რადგანაც ასეთ კითხვას არ მოელოდა, კინო კი იმ ფილმის მერე არც გადაეღო - რაღაც მელოდრამა – იცრუა - აჰაა, ისევ მელოდრამა?

ნანახი ჰქონია ჩემი ფილმი, ესე იგი მთლად წყალწაღებული არა ვყოფილვარ – გაუჩნდა იმედი ეტორეს. - აბა ნახვამდის ეტორე, მადლობა რომ მომაცილე - იქნებ გაგვევლო სადმე? - არაა, ახლა ძალიან დაღლილი ვარ - ხვალე? - ამ კვირასაც ძალიან გადატვირთული ვარ

მოწყენილი ეტორე ქუჩებს მიუყვებოდა, სახლშიც ხმა არ ამოიღო ისე წამოწვა საწოლზე - ქალია ამბავია არა? – ჰკითხა ნიკოლამ, ბიძაშვილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია - მე მოგცემ კარგ რჩევას, საჩუქარიც გაუგზავნე და წერილიც მისწერე. - რა მივწერო, აქვს რო აზრი? - მიწერე რა, შენი რა მიდის, თუ აზრი არა აქვს რას კარგავ და თუ აქვს უშველის, აბა პირისპირ ვერ ეუბნები და - შენ საიდან იცი ამდენი? - ხომ არ დაგავიწყდა ორი წლით რომ ვარ შენზე უფროსი – თვალი ჩაუკრა ბიძაშვილს - და რა მივწერო? - ახლა მწერალ კაცს მე ვერ გასწავლი, მისწერე რამე

“გამარჯობა დანიელა” – არა, ასე არ ივარგებს, არ მომწონს ეს დაწყება. “მოგესალმები დანიელა” - არც ეს მომწონს. ვერ გადაეწყვიტა ეტორეს როგორ

დაეწყო წერა. გაიხსენა შექსპირი, წარმოიდგინა როგორ მისწერდა რენატო მიჯნურს წერილს.

აჰაა, მოდი მაშინ რაიმე დღესასწაულს დავამთხვევ და მილოცვით დავიწყებ. დიდი ხნის მოცდა არც დასჭირვებია, ორ დღეში გაზაფხული იწყებოდა და წერილიც ასე დაიწყო

“დანიელა გილოცავ გაზაფხულის შემობრძანებას და გისურვებ გაზაფხულივით ლამაზი ყოფილიყავი” – აუ რა იდიოტობა დავწერე, კვლავ არ მოეწონა ნამუშევარი და ისევ ახალი იდეების მოძებნა დაიწყო, რჩევისთვის ნიკოლას ჰკითხა - გოგო გამომყევი თუ არადა და წადი შენი – მე პირადად ასე მივწერდი და შენი არ ვიცი.

ისევ თვითონ უნდა ემოქმედა, რაც იქნება იქნებაო და დაწერა: “გამარჯობა დანიელა, ამ საჩუქრის ჩუქება კაი ხნის წინ მინდოდა, სხვა

ვითარებაში და უფრო კარგ ადგილას, მაგრამ ვერ მოვახერხე, ამიტომაც გადავწყვიტე ასე მეჩუქებინა, შენთვისაა და შენ მოგიხდება. გეთანხმები, სრული უფლება გაქვს გაბრაზებული იყო ჩემზე, ვეცადე სხვანაირად დამენახვებინა ჩემი თავი და ამეხსნა მიზეზები, მაგრამ არ გამოვიდა და მე მეტი არაფრის შეცვლა არ შემიძლია, არ მინდა თავი საერთოდ მოგაბეზრო. ამიტომაც ეს გქონდეს ჩემგან სახსოვრად, თუ არ გინდა ეგეც გადააგდე სადმე, ოღონდ გთხოვ მე არ დამიბრუნო. აბა მშვიდობით” წერილი საჩუქართან ერთად დანიელას გადაუგზავნა, თვითონ კი ამოისუნთქა და ახალი სცენარის დაწერას შეუდგა, მაგრამ ვინ აცალა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ეტორე უხასიათოდ წამოდგა, კართან მათი ნიუ-იორკელი ნაცნობი პაოლო იდგა, ხელში კი იაფიანი ვისკის ბოთლი ეჭირა - ჰეი, ძმებო ძლივს მოგაგენით, არ მოვცხოთ ერთი?

ბიძაშვილებს კი ეზარებოდათ მთვრალი პაოლოს ნახვა, მაგრამ ძველ მეგობარს ხათრი ვერ გაუტეხეს და ჩაუჯდნენ. - მაგარი ამბებია ნიუ-იორკში, ახლა ისევ ჩვენ მიგვყავს “პარადი” და სანდო ბიჭები გვჭირდება, რას იზავთ, ხო არ წამოხვალთ. ნიკოლა დათანხმდა, ეტორეს ჰოლივუდში სურდა “პარადის” წაყვანა. - კარგი მაშინ ნიკოლ, ზეგ გადის მატარებელი და გავყვებით, აბა ჩვენ გაგვიმარჯოს

კარგად რომ გამოთვრნენ, სტუმარმა მეძავეებთან გასეირნება შესთავაზა, ნიკოლა ამ შეთავაზებამ გამოაფხიზლა, ეტორემ კი ხათრი ვერ გაუტეხა და გაჰყვა. კარგი ადგილი ვიციო, აიჩემა პაოლომ, ტაქსში ჩაჯდნენ და ყველაზე ბნელი უბნისკენ წავიდნენ. გზაში პაოლო ბევრს ლაპარაკობდა, იქ ქალები დაგვხვდებაა, უკეთესს ვერ ინატრებთო, ტელმა ერთი ისეთიოო, თან აბოყინებდა და მყრალ, მჟავე-ალკოჰოლ ნარევ ჰაერს აფრქვევდა. როგორც იქნა მიაღწიეს ადგილზე, ეტორემ ღრმად ამოისუნთქა და პაოლოს გაჰყვა, რომელმაც ერთი ატალახებული კარი გააღო, საიდანაც ხმაური, სიგარეტის ბოლი და ნესტთან შეზავებული სასმელის სუნი გამოდიოდა. ოთახში ძნელად

ირჩეოდა ყველაფერი, ეტორემ მიმოიხედა და საშინლად არ მოეწონა იქაურობა. მთვრალი ხალხი, ყაყანი, სიბინძურე, სიმყრალე, მეძავეებიდან ყველაზე ახალგაზრდა ალბად 60-ის იქნებოდა, ხოლო მათ შორის შორის ყველაზე მსუბუქი 100 კილო. ნიკოლა ცარიელ მაგიდასთან დაჯდა, ეტორესაც მოუხმო, პაოლო კი დახლთან მივიდა და ბარმენს რაღაც ჩასჩულჩულა. ბარმენმა, კედელზე გაკეთებულ საათზე მიუთითა, შემდეგ კი მაგიდისკენ წაუძღვა და სამი ლუდი დაუდო სტუმრებს. მოსულებმა მოწრუპეს ცოტა, ამასობაში კი ტელმაც გამოვიდა სიგარეტის წევით, ჯერ ბარმენთან მივიდა, რომელმაც პაოლოზე მიუთითა. ქალმა თმები შეისწორა, იქვე ჩამოკიდებულ სარკეში ჩაიხედა, სიგარეტი ჩააქრო, ბარმენის დასხმული ლიმონათი დალია და პაოლოს მიეპარა. - ჰეიი, ტელმა, სად ხარ ამდენ ხანს, დავილიე კაცი - აქა ვარ სიხარულო, ახლაც ნისიად თუ გინდა ტყუილად მოხვედი - არა რა ნისია, ფული მაქვს, აგერ, ოღონდ ხომ ხედავ მარტო არა ვარ, ეს ბიჭებიც გამირთე - აუცილებლად, აგერ არიან გოგოები, ჩვენ კი წავიდეთ იქით ოთახში.

ტელმას ნათქვამ ქალებს გოგოები ნაკლებად ეთქმოდათ, თვითონ მეძავიც არ იყო დიდი შესახედი, ასე 50 წლამდე, გატანჯული სახით.

ეტორეს ნელ-ნელა ეშლებოდა ნერვები, რა მინდა აქ, მყავს შეყვარებული დანიელა, საქმე მაქვს უამრავი, დაღლილიც ვარ, უძინარი, მე კიდე ვიღაც ქუჩის ბიჭს ავეკიდე და სად მოვედი, ჰაა – მიმოავლო დარბაზს თვალი – ვერავინ აარჩია და გაბრაზებულმა ბოკალი ბოლომდე გამოცალა, ერთიცო მიანიშნა მიმტანს. ნიკოლა მძინარე თვალებით ათვალიერებდა გარემოს, თან ნიკაპი ბაკალზე ჩამოედო - ჰა რას იზავ? აირჩევ ვინმეს? – ჰკითხა ეტორეს - არაა, არავის და საერთოდ რატო მოვედი აქ, რას გვანან - კაი რა ეტორე, ისე ვარ ატეხილი, რომ ამათზეც ვერ ვიტყოდი უარს - კაი, შენ იცი შენი საქმის, მე კი გავდივარ თამაშიდან - რა მოგივიდა? - არ მომწონს არავინ – თავის არიდების მიზეზი იშოვა ეტორემ, ერიდებოდა დანიელას გახმაურება – და არც ვარ ხასიათზე - ეეხ, მეც ამიცრუვდა გული - დედაც ვატირე – შეიგინა ხელოვანმა და მეორე ბოკალიც გამოსცალა

ამ დროს გვერდითა მაგიდიდან ხელი აუწია ერთმა კაცმა. უცნობს მბჟუტავ სინათლეზე თეთრი თმა მოუჩანდა, ცალი ფეხი სკამზე შემოედო და მუხლზე სომბრერო ედო. გვერდით ორი მისნაირი ეჯდა, მაგიდაზე კი სასმელი და ცოტაოდენი სასუსნავი ეწყო. ცოტა სიმთვრალემ, ცოტაც სიცილიურმა ხასიათმა სიმამაცე შესძინა, გაბრაზდა ვიღაც უცნობის მისალმებაზე, წამოდგა და დაადგა თავზე. ნიკოლას შეუმჩნეველი არ დარჩენია ბიძაშვილის წამოხტომა, ერთი გაჰხედა უცნობებს, უჩუმრად კასტეტი ამოიღო

და გვერდზე გაიხედა, ვითომ სულ არ გიყურებთო, არადა მთელი ყურადღება მათკენ მიმართა

ეტორეს მიახლოებაზე არც ერთი არ განძრეულა, კვლავ განაგრძობდნენ ხუმრობებს და თან სიცილიელს უყურებდნენ. - ჩემი მისამართით თქვით რამე – იკითხა ეტორემ - რაო შვილო? ვინმემ გაწყენინა? - არა, უბრალოდ დავინახე ჩემი მისამართით ხელი აწიეთ - ხო, მომეწონა როგორც იჯექით და მოგესალმე, მე ბობი ვარ, რიჩდეილის შერიფი, ესენი კი ჩემი მეგობრები არიან, ერთ-ერთი ადრე დაჭერილიც მყავდა – გაიცინა თეთრთმიანმა და ერთ დიდწვერა მეგობარს გახედა, რომელსაც დიდად არ მოეწონა მისი ხუმრობა - გადმოდი აქეთ შენს მეგობართან ერთად, დავლიოთ, მაგარი ვისკია - ის არ სვავს, მე კი დავლევ

ეტორემ ორი ჭიქა გადაჰკრა, კარგის რა ეთქმოდა, უბრალო, წყალ და სპირტგარეული სასმელი იყო, რომელსაც მხოლოდ ეტიკეტი ჰქონდა ვისკის - რამ შეგაწუხათ? – იკითხა ბობმა - დავლიეთ მეგობრებმა და წამოვედით - მერე? - რა მერე, ამათთან რა დამაწვენს - დალიე და ლამაზებად მოგეჩვენებიან - არაა, ამდენს ვერ დავლევ - თქვენ ალბათ აქ ჩამოსულები ხართ, რათა ოცნება აისრულოთ და დიდი მსახიობები გახდეთ - მე უკვე ვარ, ჰოლივუდიდან მოვდივარ - მერე შე კაი კაცო, თუ ჰოლივუდში ხარ, აქ რაღა გინდა, ისეთი მზეთუნახავი მსახიობები გყავთ, იიიფ - იმათ ბევრი ფული უნდათ, მე კიდე არა მაქვს, ახლა ეხვეწე მაგათ - ხოო, აბა რა უნდა ქნა? - წავალ - მოიცა თუ არ მოგწონს ესენი, ავდგეთ და დავერიოთ – ჰეიიი მადლენ, სადა არიან შენი ქალები? - შემეშვი ბობ, ხომ ხედავ არ მცალია შენთვის – გამოსძახა ერთმა ქალმა, რომელიც სავარაუდოდ მადლენა იყო და ვიღაც უცნობის მხარზე ედო ხელი. - უხ თქვენი, არა რა ძმაო, ამათზე კაი ქალები ჩემს არეალში არიან, ჩამოდი როცა გინდა და ერთს კარგს გაგულავებ, გიყვარს ნადირობაც? - კი, ტყვიას ტყვიაში ვაჯენ - ძალიან კარგი, რეჩდეილში შერიფი ბობი იკითხე და დანარჩენი ჩემზე იყოს

ამასობაში თმააბურძგნული პაოლოც გამოვიდა, კვლავ ძლივს იდგა ფეხზე, პერანგი სულ ამოჩაჩოდა და შარვლის შეკვრაც დავიწყებოდა. ნიკოლამ თვალით ანიშნა ბიძაშვილს გავიდეთო და პაოლოსკენ წავიდა. ეტორე გამოემშვიდობა ახალგაცნობილებს და პაოლოს ამოუდგა გვერდით

- აბა როგორია? - უუუხ – მუშტი მოკუმა - მოიცა პაოლო სიხარულო, ერთი ღერი მომაწევინე - დაეწია ტელმა - ერთი დამრჩა - მომიკიდე – ტელმამ მოუკიდა სიგარეტს, მაგარი ნაფაზი დაარტყა, ტუჩები მიუტანა პაოლოს და შეაბოლა. მამაკაცს ცხვირიდან გამოუვიდა ბოლი, სახეზე კი დიდი სიამოვნება აღებეჭდა. - ჰე მალე, სანამ ასეა – მიანიშნა ნიკოლამ, ორთავემ მოჰკიდა ხელი მეგობარს და გარეთ გაიყვანეს. დილას თავი უსკდებოდა ეტორეს, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, წავიდა სამსახურში - აბა რა ხდება ეტორე, წეერ რამე ახალს? – ჰკითხა შელფიმ - კი, კვლავ ისტორიული მელოდრამა მინდა დავწერო - დაწერე და ვნახოთ - შეიძლება რენატოც დავიხმარო? - იქნებ მის გარეშეც მოახერხო - გასაგებია

მაშ ასე სცენარი იქნება ევროპელ და ამერიკელ წყვილზე, რომელთა ურთიერთობასაც მათი შეხედულებები და ნათესაობა უშლის ხელს, საბოლოოდ კი ყველაფერს კარგად დაასრულებს, რადგანაც ხალხს ჰეფიენდი უყვარს.

რჩევის საკითხად რენატოსკენ გასწია, თუმცა სახლში სულ სხვა ხალხი დახვდა. - უკვე ორი კვირაა ეს სახლი გერმანელმა ბარონმა იქირავა, რენატო კი თუ არ ვცდები მაღლა უბანში, ერთ პატარა სახლში გადავიდა, მოდი ეს მის მეზობელს ჰკითხე, ვისაც დროებით ნივთები დაუტოვა – უთხრა კარისკაცმა ეტორეს - ხოო, მახსოვხარ ხშირად მოდიოდი რენატოსთან - უთხრა მეზობელმა, ბუჩქის საკრეჭი მაკრატელი დადო, სომბრერო მოიხადა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა – ბანკიდან დაადგნენ, ეს სახლი ჰქონია ჩადებული და რადგან არ ჰქონდა ფული იძულებული გახდა გაექირავებინა და ასე დაეფარა ვალი.

რენატო კი ახალ ერთსართულიანი სახლის პატარა ბაღში, ხის ძირას იჯდა და რაღაცას წერდა. ეტორეს ნახვა ძლიერ გაუხარდა - ოო, დიდი მადლობა რომ მოხვედი ბებერი მასწავლებლის სანახავად, მაგრამ სამწუხაროდ არც ვისკი მაქვს და არც ღვინო რომ შემოგთავაზო - რა მოხდა, აქ რატო ხართ? - გრძელი ამბავია - ვიცი ყველაფერი, ჩემი კინო რომ გადაგეღოთ მაგისთვის დააგირავეთ სახლი... - შენ მაგაზე არ იდარდო, აქ მშვენივრად ვგრძნობ თავს, აი გაზეთმაც მანდო გვერდი და თითო დოლარად სვეტებს ვუწერ - დიდი მადლობა მაგრამ არ იყო საჭირო

- მოიცა ეტორე, ახლა შეურაწხყოფას მაყენებ, აბა წარმოიდგინე შენი თავი ჩემს ადგილას, კაცს რაღაც აჩუქო და ასე გითხრას მადლობა

ეტორეს დანიელა გაახსენდა. - სცენარს ვწერ, კომედია მინდა რაიმე, ანაც მელოდრამა - მელოდრამას გირჩევ, კომედიას თუ გადაიღებ, მაშინ ჩაპლინს და კიტონს უნდა აჯობო, რაც არ გეწყინოს და ჯერჯერობით გაგიჭირდება.

ეტორემ გააცნო სცენარის ხელხემალი, რაზე იქნებოდა და როგორ. რენატომ მოუწონა, წარმატება უსურვა და კიდევ დაიბარა, გამომიარეო. წამოსვლისას ვერ მოითმინა ეტორემ რენატოს ჰკითხა: - შეყვარებული თუ გყოლიათ? რეჟისორმა სიგარეტი გააბოლა და ამოიხრა - შეყვარებულიც მყავდა და კაი ოჯახიც

რენატო, ფრიდა და შელვი ერთად სწავლობდნენ ხელოვნებათმცოდნეობაზე, ორივე ვაჟს გოგო მოსწონდა და მის გამო მუდამ კინკლაობდნენ. ინგლისელი მდიდარი ოჯახიდან იყო და ლამაზი საჩუქრებით ცდილობდა მიჯნურის გულის მოგებას, ჯიბეგამოფხეკილ რენატოს კი კარგი სიტყვა-პასუხი ეხერხებოდა. იმ დროისთვის ყველაზე ნიჭიერ მოსწავლედ ითვლებოდა სასწავლებელში, თანაც ყოველ სემესტრულ კონკურსში მისი სცენარები მუდმივად იმარჯვებდა და შესაბამისად დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გოგოს სიმპათიაც ნელ-ნელა იტალიელის მხარეს გადმოვიდა, ამის გამო კი შელვმა იგი რინგზე გამოიწვია, მაგრამ რენატომ იუარა, სხვადასხვა წონა ვართო. იმავე წელს კინოცენტრმა მისი ანტონიუსზე დაწერილი სცენარი მიიღო. სწორედ ამ ფილმმა მოუტანა დიდი სახელი და იტალიელი ემიგრანტების შვილი უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მომდევნო წელს ჰონორარით ჰოლივუდთან დიდი სახლი იყიდა და ფრიდაზეც დაქორწინდა. მათ სამი შვილი შეეძინათ. რენატო კვლავაც განაგრძობდა კინოში მოღვაწეობას, რის გამოც ხშირად უწევდა გარე-გარე სიარული, ყვითელ პრესამაც დააღო პირი, რენატომ სილვიასთან გააბა რომანიო, ფლორამაც მეტი ვეღარ აიტანა და გაშორება არჩია. მას შემდეგ რენატო მარტო ცხოვრობდა ვილაში, მხოლოდ ერთ სახლიკაცთან და მებაღესთან ერთად. - და არ გიცდიათ შერიგება? - ვცადე მაგრამ ალბად ვერ დავაჯერე, თან ამ კინოს გადავყევი და მათი დრო არც მქონდა.

ასე ნაღვლიანი ისტორიით წამოვიდა ეტორე. გზაში კი გულმა ვერ მოუთმინა, მეც ასე სულელურად არ დავკარგო დანიელაო და მისი სამსახურისკენ გასწია, სამუშაო მალე დასრულდა და გოგოს ქუჩაში შეხვდა - მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ გთხოვ მეორედ ასე აღარ მოიქცე - რისი მადლობა შენთვის იყო... სხვანაირად ვერ მოვახერხე - გადაიღე ფილმი? - ახლა ვიღებ ნელ-ნელა, ისე შენი დახმარებაც დამჭირდება - მეე, აბა რითი

- გკითხავ სცენარიდან რაღაცეებს და მირჩიე რამე - კაი რა მე რა უნდა დაგეხმარო

ხვდებოდა ეტორე რომ სადავეები თანდათან ეცლებოდა ხელიდან, ერთი არასწორი მოქმედება და ალბად საერთოდ დაკარგავდა საოცნებო ქალს, მერე რაღა ქნას რა მიზეზი მოიგონოს მასთან მისასვლელად, ტვინში მიჩხრიკ-მოჩხრიკა და ჩასაჭიდსაც მიაგნო. დანიელას მწერალი ფლორა გარსია მოსწონდა, ახსოვს ერთხელ მასზე ჩამოუგდო სიტყვა, მწერალს კი მომავალ კვირას საიუბილეო საღამო ჰქონდა, აი მანდ უნდა მოხვდეს როგორმე და დანიელაც წაიყვანოს. მაგრამ აბა როგორ? აჰაა, დენისის მეგობარი ორლოვია მისი ახლობელი, ხოდა თხოვს - იცი იქით კვირას ფლორას იუბილეა და მანდ მინდოდა შენი დაპატიჟება - ვაა, მართლა, ძალიან მაინტერესებს - ხოდა გამოგივლი და წავიდეთ

იმავე საღამოს დენის ეახლა ეტორე - დენის შენს იქით გზა აღარ მაქვს, როგორმე ფლორას საღამოზე მინდა მოსაწვევი - ვეტყვი არლოვს და გაგვიჩითავს - შენ ეგ საქმე მომიგვარე და პირობას გაძლევ თვითონ გამოგყვები შანტომებთან

მოსაწვევებზე უარი არ უთქვავს არლოვს, ოღონდ დენის არ უთქვამს რომ სხვისთვის უნდოდა, მე და ეტორე მივიდვართო - თუ ორლოვმა მიკითხა, უთხარი რომ ავად გავხდი და შენ გაჩუქე.

იმ საღამოს შეუდარებელი იყო დანიელა, ლამის ენა ჩამოუვარდა ეტორეს როცა სახლიდან გამოსული დაინახა, გაეხუმრა კიდეც ვინმემ არ მომტაცოს შენი თავიო.

საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, ეტორე პირადად წარუდგა ფლორას, მანაც მადლობა გადაუხადა მოსვლისთვის და საკუთარი წიგნი ავტოგრაფით უსახსოვრა, რომელიც იმავე წუთს დანიელას აჩუქა. პრეზენტაციაზე ორივე კარგად გაერთო, სიცილიელმა რამდენიმე წარმატებული მწერალი გაიცნო და მათთან ერთად “შატო მონტელენას” კაბენრე სავინიონის [13] რამდენიმე ბოკალიც გადაჰკრა. ბანკეტის შემდეგ გოგო სახლამდე მიაცილა, წყნარი ღამე იყო, ქუჩაში ხალხი აღარ ირეოდა და მხოლოდ მთვარე ანათებდა, როგორც პოეტები იტყვიან რომანტიკული საღამო იყო. - მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, ღამე მშვიდობის – გამოემშვიდობა დანიელა - მოიცა, არ წახვიდე – ხელზე ხელი მოჰკიდა ვაჟმა - გვიანია ეტორე - რაღაც მინდა გითხრა - აბა რა – გოგო მოემზადა სასიამოვნოს მოსასმენად, მაგრამ რად გინდა ხვადს პირი აუკანკალდა და სიტყვებიც ფილტვებში ჩარჩა - კაი გვიანია აბა ნახვამდის

- მოიცა – და ხელი მოხვია დანიელას, წელზე შემოხვია და ახლოს მოიზიდა - რას აკეთებ, მოიცა? – მხარზე ხელი დაადო და შეჩერება სცადა, მაგრამ ამ დროს ვაჟმა სახეზე მიადო ხელი, ყურისკენ, თმებში შეუცურა და სახე მისკენ მიიზიდა, მას გოგოს ღრმა სუნთქვა და გულის ბაგაბუგი ესმოდა. - შენთან მინდა ვიყო სულ, არ შემიძლია უშენოდ – ჩასჩურჩულა ეტორემ დანიელას, როგორც ჩანს ალკოჰოლმა თავისი იმოქმედა და ბიჭს უფრო სითამამე შესძინა, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც... - ეტორეეე – გოგომ გაკვირვებული შეხედა თითქოსდა სხვა რამის თქმას მოელოდა – მოდი წავალ გვიანია - არა, ახლა თუ გაგიშვი, ვიცი მერე საერთოდ აღარ მნახავ - აბა რა გინდა? - გამომყევი ცოლად, მოვალ ხვალე და მშობლებს ვთხოვ შენს ხელს – დანიელა ამდენს ნამდვილად არ მოელოდა, ამიტომაც ამან უფრო დააბნია, რა თქმა უნდა მისი ერთ-ერთი ოცნება ლამაზი ოჯახი იყო, თუმც თუ ასე მალე აუხდებოდა სურვილი არ ელოდა.

ამ დროს კი მისი სახლის კარი შეირხა, რამაც ჩახუტებული წყვილი გამოაფხიზლა - კაი ეტორე, პირობას გაძლევ ხვალე აუცილებლად შეგხვდები, ახლა კი გვიანია - ვაჟს ტუჩებთან ახლოს აკოცა და სახლში ავიდა.

იმ ღამეს არ დაუძინია მიჯნურს და ინათა თუ არა სატრფოს სახლთან მივიდა, გამოვიდა თუ არა ეგრევე მივარდა - გამარჯობა, ვეღარ მოვითმინე - გაგიმარჯოს – გოგომ აკოცა ვაჟს, რაც იმას ნიშნავდა რომ თანახმა იყო მის წინადადებაზე - ესე იგი თანახმა ხარ? - კი მაგრამ მაინც ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ცოტა გავიაროთ, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი

წყვილი ერთი თვე ხვდებოდა ერთმანეთს, დადიოდნენ კაფეში, კინოში, ოპერაში, პარკებში, ერთხელ რენატოც გააცნო. დანიელა სცენარის წერაშიც ეხმარებოდა, რომლის დაწერაც საკმაოდ გაეწელა. თვის ბოლოს იქორწინეს, ხელისმომკიდედ კი დენისი წაიყვანა. მოსაწვევები გაუგზავნა თავის სირაკუზაშიც, თუმცა მხოლოდ ერთი ძმა ჯაკომო ეწვია, მიხვდა ეტორე რომ დანარჩენების არჩამოსვლა ფინანსების სიმწირის ბრალი იყო და მაგრად ინანა, ბევრი რომ არ გაუგზავნა. არა რა, კაცი ვარ ახლა მეე, რაც აქ ჩამოვედი სულ ჩემზე და კინოზე ვფიქრობ, ერთი ცენტიც არ გამიგზავნია ჩემი გაჭირვებული ოჯახისთვის, ანდაც რითი დავეხმარე რენატოს, რომელმაც საკუთარი სახლი ჩადო ჩემი ფილმისთვის, ეე, კაი კაცი მეგონა ჩემი თავი – უხასიათოდ დადგა ქორწილის წინ, რამაც დანიელა ააღელვა, ვაითუ აღარ ვუყვარვარო. მას ხასიათი ვერც შელბის საჩუქარმა გამოუკეთა, რომელმაც წყვილი 10 დღით საქორწინო მოგზაურობაში ფლორიდაში გაუშვა.

თაფლობის თვემ დანიელსათვის ვერ გამოდგა საოცნებო, რადგანაც მისი ქმარი სულ ფიქრში იყო და საქმეზე დადიოდა. ჯერ სემინოლების სოფელი ინახულა, შემდეგ პლიაჟზე საფილმო პერსონჟებს ეძებდა. ბაზრობაზე ორი ყულაბაც იყიდა, რომლებსაც “რენატო” და “მშობლები” დააწერა, რათა მათთვის ფული შეეგროვებინა. დანიელასგან განსხვავებით ეტორე ჰოლივუდში კმაყოფილი დაბრუნდა. მას უკვე მოეფიქრებინა ფილმი. ჯერ ბანკიდან სესხი აიღო და ორსართულიანი სახლი იყიდა. შემდეგ კი რენატოს ეახლა და საზეიმოდ განუცხადა - მოვიფქრე, გადავიღებ ისეთ ფილმს რომელიც მუდამ გაქირავებაში იქნება - რა მოიფიქრე? იმედია გაგრძელება იქნება მეორე ტურში 1] სირაკუზა - ქალაქი სიცილიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. დაარსეს ბერძნებმა ჩვ.წ 7 საუკუნეში [2] ბუფალო ბილი - ამერიკელი პოლკოვნიკი, “ველური დასავლეთის” შოუს შემქმნელი. [3] ლომბარდია - რეგიონი ჩრდილო იტალიაში [4] ტოგა - მამაკაცის ტრადიციული სამოსა ძველ რომში, 6 მეტრის სიგრძის ოვალური ფორმის თეთრი შალის ნაჭერი, რომელსაც ტუნიკის ზემოთ იცვავდნენ. [5] ტუნიკა - მამაკაცის ტრადიციული სამოსა ძველ რომში, იკერებოდა შალის ორი ნაჭრისგან, სახელოების გარეშე, სხეულს მუხლებამდე ფარავდა და ტოგის ქვეშ იცვავდნენ. [6] კართაგენი - ანტიკური ქალაქი-სახელმწიფო, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილო აფრიკის ტერიტორიაზე. [7] ბუტლეგერი - “მშრალი კანონის” დროს (1920-33) აშშ-ში კონტრაბანდული საქონელის ან, სახლში გამოხდილი ალკოჰოლური სასმელის გამყიდველი. [8] ჩარლზ პონცი - იტალიელი ბანკირი და აფერისტი, რომელმაც შექმნა პირველად “ფინანსური პირამიდა”. [9] კოპოლას კეპი - სიცილიელთა ტრადიციული მამაკაცური კეპი, შევიდა ინგლისიდან XX საუკუნის დასაწყისში

[10] სტეტსონის ქუდი - კოვბოების ქუდი [11] ვაინ-სტრიტი - ქუჩა ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივნის გასწვრივ [12] ლაურელ ცანყონ - რაიონი ლოს-ანჯელესში [13] “შატო მონტელენას” კაბენრე სავინიონის - კალიფორნიული ღვინო