მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს...

6
1 2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება თბილისი, 2014 წლის 10 ივლისი ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.

Upload: manila-terrence-parker

Post on 27-Jan-2016

19 views

Category:

Documents


7 download

DESCRIPTION

მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს შეფასება | ISFED

TRANSCRIPT

Page 1: მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს შეფასება | ISFED

1

2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების

არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება

თბილისი, 2014 წლის 10 ივლისი

ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების

საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით.

ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო

საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ამერიკელი

ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.

Page 2: მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს შეფასება | ISFED

2

I. ძირითადი დასკვნები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი

განსაკუთრებული აქტივობით პარტიების აქტიურობით არ გამოირჩეოდა. კანდიდატებმა, პირველი

ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, გაცილებით ნაკლები შეხვედრა გამართეს

ამომრჩეველთან.

2014 წლის 23 ივნისიდან 11 ივლისამდე, იმ მუნიციპალიტეტებსა თუ თვითმმართველ ქალაქებში,

სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება, „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორები

კანდიდატების მიერ გამართულ 115 შეხვედრას დაესწრნენ. აქედან 98 შეხვედრა გამართა კოალიცია

„ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“-12; „ნინო ბურჯანაძე-ერთიანმა

ოპოზიციამ“- 4, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“-1. საარჩევნო სუბიექტები მოსახლეობას

მეორე ტურში აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა, კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების

შემცველი ერთი ფაქტი მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან.

ასევე, თერჯოლის გამგებლის მოადგილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას სოფ. ჭოგნარის

რწმუნებულზე თანამდებობის დატოვების მიზნით. მოთხოვნით.

ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული მორატორიუმის პირობების დარღვევას,

რაც გამოიხატა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავებაში.

ასევე, კონსტიტუციითა და საპროცესო ნორმების დარღვევით დაკავებულ იქნა საქართველოს

პარლამენტის დეპუტატი - ლევან ბეჟაშვილი.

II. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტური

მეორე ტური 2014 წლის 12 ივლისს 21 მუნიციპალიტეტში ჩატარდება, ვინაიდან 8 თვითმმართველ

ქალაქსა და 13 თვითმმართველ თემში მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა ვერ გადალახეს

საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 169-ე მუხლით განსაზღვრული ბარიერი - 50%+1 ხმა.

მეორე ტური 28 საარჩევნო ოლქში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღებას 1 715 514

ამომრჩეველი შეძლებს.

მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები

არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ ქალაქებში

8 თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი, ოზურგეთი, ბათუმი და

ფოთი) მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძოლებს.

Page 3: მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს შეფასება | ISFED

3

4 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, თელავი, ბათუმი) ერთმანეთს კოალიცია „ქართული

ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდება

ერთმანეთს;

2 ქალაქში (ოზურგეთი, ფოთი) მერობისთვის ერთმანეთს კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და

„დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები იბრძოლებენ;

გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული

პარტიის“ კანდიდატი დაუპირისპირდება;

მცხეთის მერობისთვის კი კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა

პარტიის“ კანდიდატები იბრძოლებენ.

არჩევნების მეორე ტური თვითმმართველ თემებში

13 მუნიციპალიტეტში (ახმეტა, ყვარელი, გორი, თიანეთი, მარტვილი, ქობულეთი, ბაღდათი, ხონი,

ტყიბული, ლანჩხუთი, თერჯოლა, თელავი, ხულო) გამგებლის არჩევნების მეორე ტური გაიმართება:

5 მუნიციპალიტეტში (ყვარელი, ქობულეთი, ხონი, თერჯოლა, თელავი) „ქართული ოცნების“

კანდიდატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დაუპირისპირდება;

4 მუნიციპალიტეტში (ახმეტა, თიანეთი, მარტვილი, ტყიბული) „ქართული ოცნების“

კანდიდატს „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი დაუპირისპირდება;

2 მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ხულო) „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წარმოდგენილია

„დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები;

ბაღდათში „ქართული ოცნების“ კანდიდატს „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“

კანდიდატი დაუპირისპირდება;

გორში - „ქართული ოცნების“ კანდიდატს „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“

კანდიდატი გაუწევს კონკურენციას.

III. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი პრობლემური საკითხები

1. კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი მოწოდება რელიგიური ორგანიზაციის

წარმომადგენლის მიერ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა)

საკვირაო ქადაგების დროს აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა, რაც

წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან, რომლის თანახმადაც, რელიგირ

ორგანიზაციებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაცია.

ქორეპისკოპოსის საკვარაო ქადაგებისას მოუწოდებს მრევლს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა

თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაუშვან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის

Page 4: მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს შეფასება | ISFED

4

გამარჯვება.1 აღნიშნული განცხადება წარმოადგენს წინასაარჩევნო აგიტაციას - ამომრჩეველთა

მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან

საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერ საჯარო მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის

მის არჩევას.2

ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და უფლება

საჯაროდ მხარი დაუჭიროს სასურველ კანდიდატს, კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. თუმცა,

საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი წინასაარჩევნო

აგიტაციის გაწევას პირდაპირ უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს. „საარჩევნო კოდექსის“ 79-ე

მუხლი წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობის მიღებისთვის 2 000 ლარიან

ჯარიმას ითვალისწინებს.

საარჩევნო კოდექსის ამკრძალავი ნორმა, რომელიც მკაცრად ადგენს საარჩევნო აგიტაციის აკრძალვის

მოთხოვნას სუბიექტთა განსაზღვრულ წრის მიმართ, მიზნად ისახავს დაიცვას საარჩევნო პროცესი

სასულიერო პირების ზეგავლენისგან, რისი ალბათობაც დიდია რელიგიური ორგანიზაციების მაღალი

ნდობისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში

სასულიერო პირების მხრიდან აგიტაციის რამდენიმე ფაქტი ადრეც დაფიქსირდა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია ამ კონკრეტულ

ფაქტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ცესკომ, 2014 წლის 9 ივლისს დაიწყო ადმინისტრაციული

წარმოება და მიმართა სასულიერო პირს წარმოედგინა წერილობითი ახსნა-განმარტება აღნიშნულთან

დაკავშირებით.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ფაქტი სათანადოდ იქნება შესწავლილი და მიგვაჩნია, რომ ცენტრალურმა

საარჩევნო კომისიამ, რომელსაც უშუალოდ ევალება კანონსაწინააღმდეგო აგიტაციაზე რეაგირება,

მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს ამ საკითხის მიმართ, უზრუნველყოს კანონისადმი თანასწორობა და

საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და

სეკულარული სახელწიფოს განვითარებისთვის.

2. ზეწოლა სოფ. ჭოგნარი რწმუნებულზე თანამდებობის დატოვების მოთხოვნით

თერჯოლის რაიონის სოფ. ჭოგნარის რწმუნებულზე - შოთა შანიძეზე, (რომელიც კენჭს თერჯოლის

საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა და საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი),

მისივე განცხადებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ - მერაბ დევიძემ

1 ქორეპისკოპოსი საკვარაო ქადაგებისას მოუწოდებს მრევლს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ

დაუშვან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება: "უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის

ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ ისე, რაღაცას

უარი უნდა ეთქვას.“ ამასთან, ქორეპისკოპოსი იაკობი აკრიტიკებს ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკას ‘’დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში

მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მობრუნდებიან?!“ და აკეთებს გარკვეულ მინიშნებებს იმაზე თუ რომელ პოლიტიკურ ძალას

უნდა დაიჭოს მხარი ამომრჩევლმა: „არ ვლაპარაკობ, რომ რომელი ძალაც არის, ყველაფერი ისე ხდება, რომ მოსაწონია. ხალხმა ამ არჩევნებზე

აჩვენა, რომ გულდაწყვეტილია, მაგრამ განსხვავებას ყველა ვხედავთ.“ 2საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მე-2 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტი

Page 5: მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს შეფასება | ISFED

5

ზეწოლა განახორციელა თანამდებობის დატოვების მოთხოვნით. როგორც შოთა შანიძემ

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს განუცხადა, ის 22 ივნისს, არასამუშაო დღეს - კვირას

მერაბ დევიძემ თავის კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა, რომ თუ ის რწმუნებულის პოსტს არ

დატოვებდა, მას პრობლემები შეექმნებოდა. აღნიშნული ზეწოლის შედეგად მან 22 ივნისს, გამგებლის

მოადგილის კაბინეტში დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელიც მერაბ

დევიძის მოთხოვნით 23 ივნისით დაათარიღა. თუმცა, შოთა შანიძემ 23 ივნისს აღნიშნული

განცხადება გამოითხოვა, მიუხედავად ამისა, ის სამსახურიდან მაინც გაათავისუფლეს.

3. ქ.თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავება

2014 წლის 3 ივლისს თბილისის ყოფილი მერი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო

შტაბის ხელმძღვანელი - გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, მისი დაკავება გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული,

რადგან არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე.

გიგი უგულავას ბრალი ედება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად

ჩადენილი განსაკუთრებით დიდი უდენობით შემოსავლების ლეგალიზაციისა და ყალბი

ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების3 ორგანიზებისთვის.4 ასევე, მარნეულის საარჩევნო

კომისიის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულებისა და ჯგუფური მოქმედების

ორგანიზებისთვის, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შეფერხებისთვის.

ამა წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების

სახით პატიმრობა შეუფარდა.

,,სამართლიანი არჩევნები“ უარყოფილად აფასებს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად

აქტიური პირის დაპატიმრების ფაქტს. ჯერ კიდევ 2014 წლის 14 აპრილს თავისუფალი და

სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის

თანახმად, ხელისუფლებამ გამოხატა პოლიტიკური ნება იმ პირთა მიმართ, ვინც უშუალოდ

ჩართულნი იყვნენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში და

გამოაცხადა მორატორიუმი, რათა არ მომხდარიყო მათი დაკავება საგამოძიებო მოქმედების

ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა ან იქმნდება

საპროცესო ვადების დარღვევის საფრთხე.5 მორატორიუმის პირობების დარღვევის შემთხვევაში,

სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ, ნამდვილად არსებობდა თუ არა პირის

დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას დაკავებამდე 1 დღით

ადრე, 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ არ

3 იხ. საქართველოს პროკურატურის განცხადება: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=509; 4აღნიშნული ქმედებისთვის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის

,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით; 5 იხ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის 2014 წლის 14 აპრილის რეკომენდაცია:

http://goo.gl/Gvpr0T

Page 6: მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს შეფასება | ISFED

6

დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიგი უგულავას მიმართ პასპორტისა

და პირადობის მოწმობის გამომძიებლისათვის ჩაბარების ვალდებულების დაკისრების თაობაზე,6

რადგან წარმოდგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ არ მიიჩნია აუცილებლად

გიგი უგულავასთვის საზღვარგარეთ გადაადგილების შეზღუდვა.

4. ფიზიკური დაპირისპირება გიგი უგულავას სასამართლო პროცესის შემდგომ და დეპუტატის

უკანონო დაკავება

2014 წლის 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას საქმეზე განაჩენის

გამოცხადების შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ბრალდებულის მხარდამჭერებსა და

სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ჩხუბის დროს დააკავეს თბილისის ყოფილი მერი კონსტანტინე

გაბაშვილი, ,,თავისუფალი ზონის“ აქტივისტები - გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ასევე

პარლამენტის წევრი - ლევან ბეჟაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას

წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისადმი

დაუმორჩილებლობისათვის.7 თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულებს

დაეკისრათ 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა, გარდა პარლამენტის წევრის - ლევან ბეჟაშვილისა,

რომელის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.8

მიგვაჩნია, რომ პარლამენტის წევრის დაკავებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი,

რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება პარლამენტის

თანხმობის გარეშე. გამონაკლისია სისხლის სამართლის დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც

დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. აღნიშნულ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს

პარლამენტისთვის არ უცნობებიათ პარლამენტის წევრის დაკავების შესახებ, შესაბამისად ლევან

ბეჟაშვილი 3 საათის განმავლობაში კონსტიტუციისა და საპროცესო ნორმების დარღვევით იყო

დაკავებული.

6 იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება: http://tcc.gov.ge/index.php?m=443&newsid=629 7 იხ. ინფორმაცია: http://www.tabula.ge/ge/story/85470-levan-bezhashvili-sasamartlom-administraciul-samartaldamrghvevad-ar-cno 8 იხ. ინფორმაცია: http://www.tabula.ge/ge/story/85470-levan-bezhashvili-sasamartlom-administraciul-samartaldamrghvevad-ar-cno