qvashveti

4
სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს | სსსსს | სსსს სსსსსსსსსს | სსსსსსსსს | სსსსსს სსსსსსს (სსსსსსს) http://www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php? do=view&id=3273 1.ქქქქქქ. ქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქ //ქქქქქქ ქ. XVI-XVIII ქქქქქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქქქ.-ქქ.,1994.-ქქ.113-115. ქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქ VI ქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქქქქქქ (XVIII ქ.) ქქქქქქქქ ქქქქქქქ. ქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქქ (ქ.ქქქქქქქქქ)- ქქ.113-116. ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქ:ქქქქქქქქქ ქ.ქქქქქქქქქქ, ქქქქქქქქქქქ ქ.ქქქქქქქქქ, ქქქქ ქქქქქქქქქქქ. 2.ქქქქქქ ქ. ...ქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქ.-ქქ.,1977.-ქქ.34-45. ქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქ.ქქქქქქ ქქქქქ ქქქქქქქ. ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქ: ქქქქ ქქქქქქქქქქ, ქქქ. ქქქქქქქქ, ქ. ქქქქქქქქქქ; ქქქქქქ. 3.ქქქქქ ქქქქქქ //ქქქქქქ ქქქქქქქ.-1901(15ქქქ.).-N1436.-ქქ.3. ქქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქ ქქქ ქქქქქქქ ქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქ. 4.ქქქქქ ქქქქქქ //ქქქქქქ ქქქქქქქ.-1901(7ქქქქქ.).-N1634.-ქქ.2. ქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქქ. ქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქ ქ.ქ. ქქქქქქქქქქ. 5.ქქქქქქქქქქქ ქ. ქქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქ //ქქქქქქქ.-1968(25 ქქქ.).- ქქ.3. ქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქ. 6. ქქქქქქქ . ქქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქ // ქქქქქ ქქქქქქ .-1990.-N1.- ქქ .58-59. ქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქ ქქქქქქქ . 7.ქქქქქქქქქქქქ ქ. ქქქქქქქქქქქქ ქ. ქქქქქქქქქ ქ. ქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ.-ქქ.,1958.-ქქ.79-80. ქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქ ქქქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქ. 8. ქქქქქქქქქქ . ქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ // ქქქქქქქ ქქქქქქქქქ .- 1956.-N12.- ქქ .103-110. ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ - ქქქქქქქქქქ ქქქქქქქ . ქქქქქქქქქქქქქ ქქქქ ქქქქქქქქქქ . 9.ქქქქქქქქქქქ ქ. ქქქქქქქქქ ქქ. ქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქ //ქქქქქქ ქქქქქქქქ.-1993.-N2.-ქქ.8-9. ქქქქქქ ქქქქქ ქქქქქქქ, 1988 ქქქქ ქქ ქქქქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ ქქ ქქქქქქქქ ქქქქ ქქქქ ქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქ ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქ ქქქქქქქ. 10."ქქქქქქქქ ქქქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქ ქქქქქქქქქქ..." //ქქქქქქ.-1905(15 ქქქ.).-N82.-ქქ.1. ქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ ქქ ქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქ ქქქქქქქ. 11.ქქქქქქქ //ქქქქქქ.-1904(27 ქქქ.).-N99.-ქქ.2.

Upload: liza-buskhrikidze

Post on 25-Oct-2015

71 views

Category:

Documents


5 download

TRANSCRIPT

Page 1: qvashveti

 საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება  | მოგვწერეთ | შესვლა

ქაშვეთი (თბილისი) http://www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php?do=view&id=3273

1.ქართლი. თბილისის ქაშვეთის ეკლესია //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.113-115.გივი ამილახორის მიერ VI საუკუნის ეკლესიის საფუძველზე აგებული (XVIII ს.) ეკლესიის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის სქემატური ნახატები (ო.სამონსონი)-გვ.113-116. მოხსენიებულნი არიან:ფოტოგრაფი ა.როინაშვილი, არქიტექტორი ო.სამონსონი, იესე ბარათაშვილი.2.ბერიძე თ. ...და აღმოცენდა თბილისი.-თბ.,1977.-გვ.34-45.ეკლესიის აშენების შესახებ ხალხში გავრცელებული ლეგენდა.აგების მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არაიან: გივი ამილახვარი, არქ. ბილფელდი, ე. ანდრიოლეტი; აგლაძე.3.ახალი ამბავი //ცნობის ფურცელი.-1901(15აპრ.).-N1436.-გვ.3.გადაწყვეტილება ქაშვეთის ეკლესიის დანგრევისა და მის ადგილზე ახალი ეკლესიის აგების თაობაზე.4.ახალი ამბავი //ცნობის ფურცელი.-1901(7ნოემბ.).-N1634.-გვ.2.ახალი ტაძრის აგების გეგმის განხილვა ეკლესიის კომიტეტის სხდომაზე. მოხსენიებულია კომიტეტის თავმჯდომარე ი.გ. ამილახვარი.5.ბეჟანიშვილი გ. კულტურის საამაყო ძეგლები //თბილისი.-1968(25 ოქტ.).-გვ.3.ტაძრის აღდგენის თაობაზე.6.ვაჩნაძე ე. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოხატვის გამო //ჯვარი ვაზისა.-1990.-N1.-გვ.58-59.ტაძრის მოხატვის მოკლე ისტორია.7.კარბელაშვილი მ. კინწურაშვილი ს. ჯანბერიძე ნ. თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლელი.-თბ.,1958.-გვ.79-80.მოკლე ცნობები ტაძრის ისტორიისა და ხუროთმოძღვრების შესახებ.8.მათიაშვილი ი. ქაშვეთის საკურთხევლის მოხატულობა //საბჭოთა ხელოვნება.-1956.-N12.-გვ.103-110.საკურთხევლის იკონოგრაფიულ-სტილისტური ანალიზი. მოხსენიებულია ლადო გუდიაშვილი.9.მოსულიშვილი თ. ქვაშვეთის წმ. გიორგის ტაძარი თბილისში //ძეგლის მეგობარი.-1993.-N2.-გვ.8-9.ძეგლის მოკლე ისტორია, 1988 წელს აქ განხორციელებული მიშენებებისა და თბილისის ომის დროს დაზიანებული კედლების გაწმენდისა და ნატყვიარების შევსების სამუშაოების თაობაზე.10."რადგანაც ქვაშვეთის კედლები საშიშოთ დახეთქილია..." //ივერია.-1905(15 აპრ.).-N82.-გვ.1.კომისიის დადგენილება ქაშვეთის ეკლესიის დანგრევისა და ახალი ტაძრის აშენების შესახებ.11.ტფილისი //ივერია.-1904(27 აპრ.).-N99.-გვ.2.ქაშვეთის ტაძრის ახალი შენობის კურთხევა.12.ქვაშვეთი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.19.მოკლე ცნობები ქართ. და ინგლ. ენებზე.13.ქაშვეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.X.-თბ.,1986.-გვ.495.მოკლე ცნობები 1904 წელს ძველი ეკლესიის ადგილზე ახალი აგებული ტაძრის შესახებ.14."ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია..." //ივერია.-1904(10 ივლ.).-N159.-გვ.2.კალისტრატე ცინცაძის ღვაწლი ქაშვეთის ტაძრის განახლებაში.15.ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია //ცნობის ფურცელი.-1903(7 ივნ.).-N2173.-გვ.3.

Page 2: qvashveti

ახალი ტაძრის ასაგები თანხების შესახებ.16.ჩორგოლაშვილი მ. მთაწმინდა .-თბ.,1979.-გვ.34.ქაშვეთის ეკლესიის მშენებლობის მოკლე ისტორია.17.ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორიიდან.-ტფ.,1926.-გვ.85.მოკლე ცნობა ქაშვეთის ძველი ეკლესიის შესახებ.18.ჯანაშვილი მ. საქართველოს დედქალაქი ტფილისი.ქუთაისი.-1899.-გვ.181-182.ტაძრის მოკლე ისტორია და კარების ზემოთ არსებული წარწერის ანალიზი.19.ბერიძე თ. ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია.-თბ.,1977.-გვ.54-55.წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ არსებული წერილობითი წყაროების მოკლე მიმოხილვა.მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბაგრატიონი, პლ. იოსელიანი, გივი ამილახვარი.20.ბერიძე ვ. თბილისის ხუროთმოძღვრული ძეგლები //მეცნიერება და ტექნიკა.-1958.-N10.-გვ.20-24.ანჩისხატის, სიონის, ქაშვეთის, ნარიყალას, ლურჯი მონასტრის მეტეხის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.21.ბერიძე ვ. თბილისის ხუროთმოძღვრება.II.-თბ.,1968.-გვ.87-89.ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება და მშენებლობის მოკლე ისტორია.22.ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2002.-გვ.122.წმ. გიორგი სახ. ტაძრის მშენებლობის ეტაპებისა და აქ დაცული სიწმინდეების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: გივი ამილახვარი (ტაძარი აუგია 1734 წელს), არქ. ბილფელდი, ე. ანდრიოლეტი (ჩუქურთმების ნახატების ავტორი), ნეოფიტე აგლაძე (ქვაზე კვეთილობა), დავით სარაჯიშვილი, ლადო გუდიაშვილი (ტაძარი მოხატა 1974 წელს), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე). ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.23.მაჭარაშვილი გ. ჟამი შენებისა //"მადლი".-1998(სექტ.).-გვ.6-7.ქაშვეთის ტაძრის მოძღვარ მამა ელიზბარის (ოდიშვილი) ღვაწლზე.24.მაჭარაშვილი გ. ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია //"მადლი".-1997(22 ნოემბ.).-გვ.3,5.ტაძრის ისტორია.25.მელიქიძე ქ. მონატრება //გაზ. "რესპუბლიკა".-1991(30აპრ.).-გვ.13.ტაძრის მოხატულობაზე. მოხსენიებულია ლადო გუდიაშვილი.26.ყიფიანი ი. მცირე უწყებაი ქაშვეთის ეკლესიისა //"საქმე".-1992(15-30 აპრ.).-გვ.8.ტაძრის აგების მოკლე ისტორია.27.წერეთელი მ. ცოტა რამ თბილისზე: ქაშუეთის ეკლესიის ადგილი უხსოვარ დროში წარმართთა საკერპეს ეკავა //"თბილისის სიახლენი".-1999(5-12 დეკ.).-გვ.8.ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობების მოკლე ისტორია.28.ქაშუეთის წმ. გიორგის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.-თბ.,2010.-გვ.27-29. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.ტაძრის მოკლე ისტორიული მიმოხილვა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.29.სიონი და ქაშვეთი //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.12.ტაძრის მშენებლობის მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან: წმინდა მამა დავით გარეჯელი, გივი ამოლახვარი (შიდა ქართლის სადროშოს სარდალი), ხუროთმოძღვრები: ლ.-პ. ბილიფელდი, ე. ლ. ანდრეოლეტი, ძმები აღლაძეები, დამფინანსებელი დავით სარაჯიშვილი. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.30.Амиранашвили Ш. История грузинского искусства.-М.,1063.-С.102 //Амиранашвили Ш. история грузинского искусства.Т.1.-М.,1950.-С.112 //Амиранашвили Ш. Древности Тифлиса //Тифлис и его окрестностиПутеводитель.-Тифл.,1925.-С.179-186.31.Бадриашвили Н. Тифлис. Книга 1-ая. От основания города до XIX в.-Тифл.,1934.-С.121.32.Бакрадзе Дм. Кавказ в древней памятниках христианства //Заметки общества любителей кавказской археологии.Кн.1.-Тифл.,1875.-С.19-177.33.Бегичев К. Путеводитель по Тифлису.-Тифл.,1896.-С.56-58.34.Гогия Г. Тбилиси (Краткий путеводитель).-Тб.,1958.-С.43.35.Джанберидзе Н. и др. Архитектура Тбилиси.-Путеводитель..-Тб.,1961.-С.70-71.

Page 3: qvashveti

36.Иоселиани П. Описание древностей города Тифлиса.-Тифл.,1866.-С.77-81.37.Ткешелашвили О. Тбилиси. Краткий справочник-путеводитель.-Тб.,1967.-С.44 с илл.38.Уманец С. На берегах Куры.-1901.-С.262,264.39.ქაშვეთი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.227. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

 2010-12-08განახლებული ქაშუეთი 100 წლისაა

თბილისში, რუსთაველის გამზირისა და ჯორჯაძის ქუჩის გადაკვეთაზე, იქ, სადაც დღეს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დგას, ძალიან დიდი ხნის წინათ, თურმე დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი ყოფილა, რომელიც XVIII საუკუნეში, 1753 წელს, გივი ამილახვრის მიერ აგებულმა აგურის ეკლესიამ შეცვალა, რასაც ქვემო ტაძრის კარიბჭის მარცხენა კედელში დატანებული წარწერა ადასტურებს. XIX საუკუნის მიწურულს ეს ეკლესია დაზიანებულა. ქალაქის მაშინდელ წინამძღვარს მარკოზ ტყემალაძეს და ტაძრის მესვეურებს ახალი შენობის აგება გადაუწყვეტიათ და ძველი ეკლესიის ადგილას, 1904 წლის 12 ნოემბერს, ახალი ტაძრის მშენებლობა დაუწყიათ. `ქვაშვ. წმ. გიორგის ეკლესიის კომიტეტის თავმჯდომარეს, თ. ამილახვარს, თ. მუხრანსკის, არჯევანიძეს და ეკკლესიის კრებულს სურვილი ჰქონდათ გაედიდებინათ ხსენებული ეკკლესია და რადგან ქვაშვეთის ეკკლესიის კედლები საკმაოდ დახეთქილია რამდენსამე ადგილას, ამისთვის კომიტეტმა მოიწვია მაღალ-ყოვლად უსამღვდელოესი ფლაბიანე, ხუროთ-მოძღვარნი: ბუტკევიჩი, ტატიშჩევი, შიმკევიჩი, რაგოისკი და ბილფელდი, იმ მიზნით, რომ შეემოწმებინათ _ შეიძლებოდა თუ არა ქვაშვეთის ეკლესიას სიდიდე მომატებოდა, ისე რომ დაზიანებული კედლები საშიში არ ყოფილიყვნენ. ხსენებულ ხუროთ-მოძღვართ განაცხადეს, რომ კედლები ძალზედაა დაზარალებულიო, რის გამოც, თათბირის შემდეგ, დაადგინეს ერთ ხმივ: სრულიად დაინგრეს ახლანდელი შენობა და ახალი ეკლესია აშენდეს საუკეთესო გეგმაზედ~ (`ცნობის ფურცელი~, 1903 წელი, N2173, გვ 3).`ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიას ამ ახლო მომავალში უპირებენ დანგრევას და ახალ ეკკლესიის აგებას. როგორც გამოუანგარიშებიათ, დასჭირდება 120, 000 მანეთი, 30, 000 სესხად უშოვნია კომიტეტს და 60, 000 მან. უკვე მზად აქვს. ვიდრე ეკკლესიას დაასრულებდნენ, გამართავენ დროებით სამლოცველოს ეკკლესიის გალავანში, რისთვისაც

გადადებულია 6, 000 მანეთი~ (`ივერია~, 1904 წელი, N99).ტაძრის პროექტი ლეოპოლდ ბილფელდმა შეადგინა, რომელმაც ნიმუშად სამთავისის ტაძარი გამოიყენა. `თანამედროვე შენობა წარმოადგენს სამთავისის ეკლესიის გეგმით აგებულ ჯვარ-გუმბათოვან, სამნავიან ტაძარს. მისი არქიტექტურული თავისებურებაა კანკელის არატრადიციული მდებარეობა. კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, რათა მეტი ადგილი დაეთმოს მლოცველებს, ვიდრე მღვდელმსახურთ. მშენებლობაში გამოყენებულია ალგეთის ქვა, ძეგამის თეთრი ქვა, იტალიური მარმარილო. ჩუქურთმებით ზომიერადაა შემკული არც ისე ღარიბად, როგორც სიონი და არც ისე ჭარბად, როგორც ნიკორწმინდა. ჩუქურთმები გადმოღებულია საქართველოს სხვადასხვა ეკლესიიდან და საკვირველი ჰარმონიულობით არის ურთიერთშეთანხმებული. ტაძარი წარმოადგენს სიმარტივისა და სიმსუბუქის, თვალბანადობისა და სილამაზის იშვიათ სინთეზს~. აღსანიშნავია, რომ ტაძრის მაღალტექნიკურად შესრულებული მდიდრული ჩუქურთმა ნეოფიტე აგლაძეს ეკუთვნის. ტაძარი მოხატულია ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის მიერ 1947 წელს. ხატებიდან აღსანიშნავია: `ღვთისმშობლის ხატი _ ბეთანიისა, წმინდა გიორგი `წვერისი~, შედარებით ძველი ხატებია გრინევსკის `თამარ მეფე~, `დავით აღმაშენებელი~. კათალიკოს პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ცნობით, ქაშვეთში დაცული იყო ორი ჯვარი ცხოველმყოფელი ხით, წმინდა ევსტათის მარჯვენა ხელის ოთხი თითი, დავით გარეჯიდან ჩამოსვენებული წმინდა მოწამეთა ნაწილები, იოანე ნათლისმცემლის სისხლი, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. გიორგის, ქრისტეს ცრემლისა და ოფლის ქაღალდი, პავლე მოციქულის საფლავის მიწა და სხვა წმინდა ნაწილები~ (გაზეთი `საპატრიარქოს უწყებანი~, 1999 წ.).1910 წლის 31 ოქტომბერს აკურთხეს თბილისის განახლებული ქაშუეთის ეკლესია. `დღეს ქვაშვეთის წმ. გიორგის კრებული დღესასწაულობს ტაძრის კურთხევის სატფურებასა. ტაძარი წარმოადგენს იშვიათ შეთანხმებას სიმარტივისა და სიმსუბუქისას, თვალ-ტანადობისა და სილამაზისა. საფუძველი მისი ჩაიყარა 1904 წ. ნოემბრის 12-სა~ (`სახალხო გაზეთი~). `...ზაქარია ფალიაშვილმა ამ დღეს გიმნაზიისა და ფილარმონიის მომღერალთაგან გაერთიანებული, ძლიერი გუნდი გამოიყვანა და ეკლესიის დასავლეთი მხარე დაიკავა (ეს ადგილი ხელსაყრელი იყო რეზონანსისთვის). ეკლესიაში მოვიდა საქართველოს მაშინდელი ეგზარქოსის რუსული გუნდი. ეგზარქოსმა მოსთხოვა ზაქარიას ადგილის გათავისუფლება თავისი გუნდისათვის. ზაქარია ფალიაშვილმა არასგზით არ დაუთმო, თავის გუნდს ფეხი არ მოაცვლევინა და იქვე ლოტბარობდა ბოლომდე. უნაყოფო უსიამოვნებისა და შეჯახების შემდგომ, ეგზარქოსის გუნდი იძულებული გახდა სხვა ადგილი მოეძებნა. ისინი რუსულად გალობდნენ, ზაქარიას გუნდი კი ქართულად~ (შ. კაშმაძე, `ზაქარია ფალიაშვილი~). გადმოცემის თანახმად, სიტყვა `ქაშვეთის~ წარმოშობა დაკავშირებულია მამა დავითის (გარეჯელის) სახელთან. `ქვა-შვეთი~ _ საუბარია იმაზე, რომ ამ ადგილზე, სადაც ახლა ქაშუეთის ტაძარია, წინათ დედათა მონასტერი იყო. იქ ხშირად დადიოდა მამა დავითი. მონასტრის ერთ-ერთმა მონაზონმა დაარღვია ქალწულობის აღთქმა და დაორსულდა. ეს ამბავი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს მამა დავითის მტრებმა და ბავშვის მამობა დააბრალეს. ქალიც გააფრთხილეს, თუ ასე იტყვი, ბავშვი გადარჩება, თუ არა _ დაიღუპებაო. ქურუმები ხალხს მამა დავითის დასჯას სთხოვდნენ. მაშინ მამამ თავისი ჯვრიანი კვერთხი ქალს მუცელზე დაადო და ბავშვს მოსთხოვა, ეთქვა, ვინ იყო მისი მამა. მოხდა სასწაული, მუცლიდან ყველამ გაიგონა ბავშვის ხმა _ მამაჩემი შენ არ ხარ, მჭედელიაო. დავითმა ქალს უთხრა, ამგვარი ცილისწამებისთვის ქვას შობო და ასეც მოხდა. სანამ თავად ქურუმები ჩაქოლავდნენ, ყოფილმა მონაზონმა ქვა გააჩინა. შემდეგ ამ ადგილზე ტაძარი ააგეს და ქვაშვეთი, ანუ ქაშვეთი უწოდეს. მამა დავითი კი ამ ამბების მერე განერიდა თბილისს და გარეჯის უდაბნოში დასახლდა, რათა წუთიერი და წარმავალი გასაჭირის დათმენით საუკუნო შვება მოეპოვებინა. ამიტომაც დაერქვა შემდგომში ამ უდაბნოს `გარე სჯა~, ანუ გარეჯა.

***წელს, ქაშუეთის ტაძრის აღდგენიდან ერთი საუკუნე გავიდა. 23 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გაიმართა ქაშვეთის ტაძრის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ: ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა დანგრეული და შემდეგ აღდგენილი ტაძრის ამსახველი უნიკალური მასალა _ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, სადაც ასახულია ტაძრის ისტორია. ეროვნული არქივიდან წარმოდგენილი იყო: ფოტოები, დოკუმენტები და ტაძრის აღდგენის პროექტები; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: ქაშუეთის შესახებ საინტერესო ფოტომასალა კალისტრატე ცინცაძის პირადი ფონდიდან; ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირებისა და წინამძღოლთა ფოტოები, ქაშუეთში დაცული ხატებისა და სიწმინდეების ფოტოები და უნიკალური წიგნები; ცნობილი ფრანგი მოგზაურის ბარონ დე ბაის მიერ გადაღებული ფოტოები (ქაშუეთის ტაძარი, 1880-90-იანი წლები). ტაძრის აღდგენის პროექტის ავტორის _ ლეოპოლდ ბილფელდისა და ქაშუეთის ახალი ტაძრის ქვისმთლელების _ ძმები აგლაძეების, ტაძრის აღდგენის ინიციატორებისა და დამფინანსებლების ფოტოები; ქაშუეთის განახლებული ტაძრის კანკელი და ძველი ტაძრის ინტერიერი; აგრეთვე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ენახა: ბეთანიის ღვთისმშობლის ხატი, შემკობილი ბარათაშვილთა მიერ; ხატი `ვედრება~ შემკობილი გაბაშვილთა მიერ (1713 წელი); ქაშუეთის ტაძრის სახარება (შეწირულია 1842 წელს, ტაძრის წინამძღვრის არჯევანიძის ქვრივის, რიფსიმეს მიერ); ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის, ალექსანდროვის ბაღის კეთილმოწყობის პროექტი და სხვ.  დეკანოზი მიქაელი, ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი: `ვულოცავ საქართველოს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, გავეცნოთ იმ დიდებულ მასალებს, რომლებიც აქამდე არქივებში ინახებოდა და ფართო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი~. ლუარსაბ ტოგონიძე, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, გამოფენის ორგანიზატორი: `100 წლის წინ, 1910 წელს დასრულდა ქაშუეთის განახლებული ტაძრის მშენებლობა. ჩვენ გადავწყვიტეთ საზეიმოდ აღგვენიშნა ეს თარიღი. შევაგროვეთ მასალები, რაშიც დიდი დახმარება გაგვიწია ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არქივმა. გამოფენა საფუძველს დაუდებს მეცნიერულ კვლევას, რომლის საბოლოო შედეგი იქნება ქაშუეთის ტაძრის შესახებ სამეცნიერო-პოპულარული კრებულის გამოცემა. კრებულში შევა ისტორიული წყაროები, პუბლიკაციები და ფოტომასალა~. ჩუქურთმა გუდიაშვილი, ლადო გუდიაშვილის შვილი: `ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ დიდებულ თარიღს აღნიშნავს ქართველი საზოგადოება. ვერ წარმოიდგენთ, როგორი სიხარული იყო ლადოსთვის, როდესაც კალისტრატე ცინცაძემ ტაძრის მოხატვა შესთავაზა. წარმოიდგინეთ, რა პერიოდში მოუხდა ამ სამუშაოს შესრულება. მაშინ როდესაც ტაძართან გავლაც კი სახიფათო იყო, მაგრამ მისთვის არ არსებობდა შიში, ის მთელი არსებით, მონდომებით, დაუღალავად, გატაცებით მუშაობდა. ძალიან რთული ეპოქა იყო. მე მაშინ პატარა ვიყავი, ამიყვანდა ხოლმე ხარაჩოებზე და მეუბნებოდა: გესმის ანგელოზების ფრთების შრიალი? როცა კალისტრატე ცინცაძე მოდიოდა ეკლესიაში და მოხატვის პროცესს ათვალიერებდა, ლადოს ღიმილი არ შორდებოდა სახეზე, ისე უხსნიდა პატრიარქს ნამუშევრების შინაარსს. წლების შემდეგ, უკვე მოხუცი ლადო საღამოობით სახლის აივნიდან გაჰყურებდა ქაშუეთს და ამბობდა _ ჩემი კაპელა. ნამდვილ შემოქმედს რთული გზა აქვს, წამებული, მაგრამ მამამ ეს გზა ღირსეულად გამოიარა. მადლობას ვწირავ უფალს, მას ასეთი დიდებული საქმის შესრულება რომ არგუნა~. 

მაკა ყიფიანი

http://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=62