qartuli kultura

11
1. ქართული ცეკვები 2. ქართულ ხალხური მუსიკა 3. საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი

Upload: beqa-dvalishvili

Post on 13-Jul-2015

242 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

1. ქართული ცეკვები

2. ქართულ ხალხური მუსიკა

3. საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი

ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესშიაღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულ-საბალეტოხელოვნებას. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებითდასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილასამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის პატივსაცემად შესრულებული რიტუალურიფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროსაღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათსწლეული) - ნიღბებიან მონადირეთაფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების - დალისადმიუნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: ,,სამონადირეო ფერხული’’, ,,ლემჩილი’’, ,,ბეთქილის ფერხული’’ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყოფილ სამონადირეო ცეკვაში რიტმულიტანვარჯიშის ილეთები შეიჭრა, უფრო გვიან კი საბრძოლო ხასიათის ტონებითაც შეივსო.

ასე შეიქმნა საცეკვაო პანტონიმა - ფართოდ გავრცელებულიცეკვა ,,ხორუმი’’. ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილია

ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ფიგურა (ძვ. წ. VI ს.).გვაფიქრიანებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძრად იმართებოდა

ქალთა რიტუალური ცეკვებიცჩვენს დრომდე მოღწეულირომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია.

ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლებაჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’,

,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული

შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიისმწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული სინთეზური სანახაობის -

სახიობის წიაღში ( XI-XII სს).

თავდაპირველად სრულდებოდაგაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერსრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა -

ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად.

მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუშიგვხვდება

ზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ. ბალანჩივაძის ,

,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ. მთიულური.

ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროშიიღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენსწინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირულიშემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერსაზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველსამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ისძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა დასიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდაქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურენას.

უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურმასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილიასხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირაუნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდანმრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორისერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართულიმრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხესთავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდეაღწევს.

ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენსწინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურსიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეაშემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთამითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც

შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაებისსაგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი დასხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ

მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ.

აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურადსრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო

დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა.საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და

მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“, „იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო –

საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლოქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს.ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი

უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.

არსებობს ხალხური მუსიკის სხვა და სხვა ხმები : გამყინავი,მოძახილი,ბანი, და სხვა.

საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი, საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის სახელმწიფოლიტერატურული მუზეუმითბილისში. დაარსდა XX საუკუნის 30-იან წლებში. 1929 წელსმთაწმინდაზე ალექსანდრე გრიბოედოვის 100 წლისთავისადმიმიძღვნილი საიუბილეო გამოფენის ბაზაზე შეიქმნა რუსი მწერლისმუზეუმი, რომელსაც 1931 წლიდან წმ. დავითის ეკლესიაშიმოთავსებული მწერალთა მუზეუმი შეუერთდა. 1935 წელს მასსაქართველოს მწერალთა მუზეუმი, ხოლო 1938 — საქართველოსსახელმწიფოლიტერატურული მუზეუმი ეწოდა. ამავე წელსსაქართველოს ლიტერატურული მუზეუმმა ბინა დაიდოჯორჯიაშვილის ქუჩაზე, სადაც ამჟამადაც იმყოფება. 1967 წელს მასგიორგი ლეონიძის სახელი მიეკუთვნა. 1940-1952, 1982-2005 წლებშილიტერატურული მუზეუმი გამოსცემდა „ლიტერატურის მატიანეს“. .

საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი, თბილისში.დაარსდა XX საუკუნის 30-იან წლებში.

არსაკიძე ქეთი ხაბაზიშვილი ნინი ჩიკვილაძე ლელა მაყაშვილი ანა კახნიაშვილი თემური კლიმიაშვილი გიორგი ჭულუხაძე ალიკა დვალიშვილი ბექა