news feed - newspaper

14
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო სტუდენტური გაზეთი “სიამტკბილობის” ლოგიკური დასასრული ქართული საზოგადოება თეატრის მიმართ ნიჰილის- ტურადაა განწყობილი და წარმოდგენებზე მაყურე- ბელთა სიმცირე შეინიშნება. ამ პრობლემის ირგვლივ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. საზოგადოება მიიჩ- ნევს, რომ ამას ერთი მხრივ უშინაარსო დადგმები, ხოლო მეორე მხრივ, მულტიმედიური სივრცისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა განაპირობებს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიმ- დინარე მოვლენები სიმწვავეს არ კარგავს. 2014 წლის გაზაფხულიდან დღემდე, სტუდენტების ნაწილი ლექ- ტორ ლუიზა ლაფერაძესთან ერთად, აკადემიაში არსებულ სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქცია-პერ- ფორმანსების საშუალებით აპროტესტებს და რექტო- რის ხელახალ არჩევნებს ითხოვს. დედაქალაქის მერმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმო- ადგინა. დავით ნარმანიამ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რო- მელიც თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაიწერა. დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა მომდევნო წლისთვის დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრება. 12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არ- ჩევნები გაიმართა. რეგისტრირებული 54 კანდიდატიდან ახალი მოწვევის სენატში 42 წევრი აირჩიეს, მათ შორის 14 სტუდენტი. პოლონეთში აქცია დაარბიეს ვარშავაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 276 ადამიანი დააკავეს და 50 მძიმედ დაშავდა. პოლონე- ლი ნაციონალისტები პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მშვიდობიან მსვლელობას გამო- ეყვნენ და პოლიციას ქვები და პეტარდები დაუშინეს. გვ. 11 გვ. 5 4 ნოემბრის საღამოს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცდილობდა, გამოძიებისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა. ამასთან პრემიერმა დაამატა - „რომ ალასანიას უპასუხისმგებლო განცხადება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა ეს გამოძიებები, რაც მიმდინარეობს სამინისტროში – ეს არის ყოვლად უპასუხისმ- გებლო. და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი.“ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მთავრობას შორის დაპირისპირება 28 ოქტომბერს დაკავებული მაღალჩინოსნების საქ- მით არ დაწყებულა. ივნისში, ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართვე- ლო მზად იყო, თავის ტერიტორიაზე „ნატოს“ საზენიტო სისტემების განთავსებაზე მოლაპარაკებები დაეწყო. ამ განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა მთავრობასა და რუსეთში, ხოლო ზოგიერთმა ექსპერტმა, მინისტრის განცხადებას გაუაზრებელიც უწოდა. შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის კიდევ ერთ დაპირისპირებას ღარიბაშვილთან, როდესაც ალასანიამ 2013 წელს ვიცეპრემიერის პოსტი იმიტომ დაკარგა, რომ საუბარი დაიწყო თავის შესაძლო პრეზიდენტობაზე. თეატრში ხალხი აღარ დადის აკადემია ჩაკეტილ წრეში საბჭოური ჰომოფობიის კვალი საქართველო ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობის მაჩვენებლით როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყ- ნებში, ასევე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილ- ზეა და საერთო მონაცემებით ყველაზე არატოლერანტული ქვეყნების გვერდით სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაცია და სიძულვილი გან- საკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, საქართველო- ში ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცევა. გვ. 13 თბილისის ახალი ბიუჯეტი მზადაა უნივერსიტეტის ახალი სენატი ჰყავს ჯოკოვიჩმა უბრძოლველად გაიმარჯვა ATP–ის შემაჯამებელი ტურნირის გამაჯრვებული ნო- ვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ფინალი, რომელსაც ჩოგბურთის გულშემატკივარი ელოდა, არ შედგა. როჯერ ფედე- რერმა ტრამვა მიიღო. გამოვიდა კორტზე, ბოდიში მო- იხადა და ნოვაკს მიულოცა. სამხედრო მოდერნიზაცია აშშ-ში აშშ სამხედრო ძალების ფართომასშტაბიან მოდერნი- ზაციას გეგმავს. შტატების თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰე- იგელის თქმით, სამხედრო მიზნებისათვის შესაძლოა რობოტების განვითარებაც გახდეს საჭირო. თავდაცვის მდივანი იმედოვნებს, რომ ეს მოდერნიზაცია სერიოზუ- ლი ნაბიჯი იქნება კაცობრიობის ისტორიაში. გვ.3 გვ.2 გვ.2

Upload: -

Post on 06-Apr-2016

263 views

Category:

Documents


7 download

DESCRIPTION

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაზეთი - News Feed

TRANSCRIPT

Page 1: News Feed - Newspaper

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო სტუდენტური გაზეთი

“სიამტკბილობის” ლოგიკური დასასრული

ქართული საზოგადოება თეატრის მიმართ ნიჰილის-ტურადაა განწყობილი და წარმოდგენებზე მაყურე-ბელთა სიმცირე შეინიშნება. ამ პრობლემის ირგვლივ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. საზოგადოება მიიჩ-ნევს, რომ ამას ერთი მხრივ უშინაარსო დადგმები, ხოლო მეორე მხრივ, მულტიმედიური სივრცისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა განაპირობებს.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიმ-დინარე მოვლენები სიმწვავეს არ კარგავს. 2014 წლის გაზაფხულიდან დღემდე, სტუდენტების ნაწილი ლექ-ტორ ლუიზა ლაფერაძესთან ერთად, აკადემიაში არსებულ სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქცია-პერ-ფორმანსების საშუალებით აპროტესტებს და რექტო-რის ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

დედაქალაქის მერმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმო-ადგინა. დავით ნარმანიამ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რო-მელიც თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაიწერა. დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა მომდევნო წლისთვის დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრება.

12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არ-ჩევნები გაიმართა. რეგისტრირებული 54 კანდიდატიდან ახალი მოწვევის სენატში 42 წევრი აირჩიეს, მათ შორის 14 სტუდენტი.

პოლონეთში აქცია დაარბიეს ვარშავაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 276 ადამიანი დააკავეს და 50 მძიმედ დაშავდა. პოლონე-ლი ნაციონალისტები პოლონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მშვიდობიან მსვლელობას გამო-ეყვნენ და პოლიციას ქვები და პეტარდები დაუშინეს.

გვ. 11 გვ. 5

4 ნოემბრის საღამოს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცდილობდა, გამოძიებისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცა. ამასთან პრემიერმა დაამატა - „რომ ალასანიას უპასუხისმგებლო განცხადება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა ეს გამოძიებები, რაც მიმდინარეობს სამინისტროში – ეს არის ყოვლად უპასუხისმ-გებლო. და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი.“ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მთავრობას შორის დაპირისპირება 28 ოქტომბერს დაკავებული მაღალჩინოსნების საქ-მით არ დაწყებულა. ივნისში, ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართვე-ლო მზად იყო, თავის ტერიტორიაზე „ნატოს“ საზენიტო სისტემების განთავსებაზე მოლაპარაკებები დაეწყო. ამ განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა მთავრობასა და რუსეთში, ხოლო ზოგიერთმა ექსპერტმა, მინისტრის განცხადებას გაუაზრებელიც უწოდა. შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის კიდევ ერთ დაპირისპირებას ღარიბაშვილთან, როდესაც ალასანიამ 2013 წელს ვიცეპრემიერის პოსტი იმიტომ დაკარგა, რომ საუბარი დაიწყო თავის შესაძლო პრეზიდენტობაზე.

თეატრში ხალხი აღარ დადის აკადემია ჩაკეტილ წრეში საბჭოური ჰომოფობიის კვალი

საქართველო ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობის მაჩვენებლით როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყ-ნებში, ასევე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილ-ზეა და საერთო მონაცემებით ყველაზე არატოლერანტული ქვეყნების გვერდით სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ პირთა მიმართ დისკრიმინაცია და სიძულვილი გან-საკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, საქართველო-ში ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცევა.

გვ. 13

თბილისის ახალი ბიუჯეტი მზადაა

უნივერსიტეტის ახალი სენატი ჰყავს

ჯოკოვიჩმა უბრძოლველად გაიმარჯვაATP–ის შემაჯამებელი ტურნირის გამაჯრვებული ნო-ვაკ ჯოკოვიჩი გახდა. ფინალი, რომელსაც ჩოგბურთის გულშემატკივარი ელოდა, არ შედგა. როჯერ ფედე-რერმა ტრამვა მიიღო. გამოვიდა კორტზე, ბოდიში მო-იხადა და ნოვაკს მიულოცა.

სამხედრო მოდერნიზაცია აშშ-ში აშშ სამხედრო ძალების ფართომასშტაბიან მოდერნი-ზაციას გეგმავს. შტატების თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰე-იგელის თქმით, სამხედრო მიზნებისათვის შესაძლოა რობოტების განვითარებაც გახდეს საჭირო. თავდაცვის მდივანი იმედოვნებს, რომ ეს მოდერნიზაცია სერიოზუ-ლი ნაბიჯი იქნება კაცობრიობის ისტორიაში.

გვ.3

გვ.2

გვ.2

Page 2: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი

ახალი ამბები

2

თბილისის ახალი ბიუჯეტის პროექტი მზადაადედაქალაქის მერმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. დავით ნარმანიამ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც თბილი-სის მთავარ საფინანსო დოკუმენტში გაიწერა. დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა მომდევ-ნო წლისთვის დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრება. მთავარი პრიორი-ტეტები ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნ-ველყოფის პროგრამები, დედაქალაქის გამ-წვანება, საბავშვო ბაღების მშენებლობა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილ-მოწყობა იქნება. მერის თქმით, ჯანმრთელო-ბის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების თვალსაზრისით განსაკუთრე-ბით მნიშვნელოვანი იქნება ის პროგრამები და მათი დაფინანსება, რომლებზეც საზოგა-დოების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნაა. დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პროექ-ტის მიხედვით , ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროექტების დაფინანსება წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით 8 მილიონით გაიზრდება. მერია ასევე 1 მი-ლიონს გამოყოფს სოციალურად დაუცველ ოჯახებში, ყველა ახალშობილზე, ერთჯერა-დი 500 ლარიანი დახმარების პროგრამის დაფინანსებისთვის. გარდა ამისა, მერია აპი-რებს დაიწყოს საპილოტე პროექტი “ენერ-გოეფექტური მუნიციპალური შენობა”, რაც შენობის კარკასის ენერგოეფექტურ თბოიზო-ლაციას გულისხმობს. მერის თქმით, ბიუჯე-ტის პრიორიტეტების განსასაზღვრად 8 000–მდე ადამიანი გამოიკითხა. ცნობილი გახდა მერიის ახალი ინიციატი-ვაც, რომლის მიხედვით, 2015 წლის 1 იანვ-რიდან, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავი-სუფლებული პირებსა და საბავშვო ბაღების პედაგოგებს თბილისში მუნიციპალურ ტრანს-პორტზე შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა შეეძლებათ ,რაც 20 თეთრიან ტარიფს გუ-ლისხმობს. დავით ნარმანიამ ასევე განაცხა-და, რომ დედაქალაქის მერია კომერციული ბანკიდან სესხს აღარ აიღებს, რადგან არსე-ბული შემოსავლების და ხარჯებიდან გამო-მდინარე სესხის აღების აუცილებლობა აღარ დგას. საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება კარგად მიმდინარეობს და ბიუჯეტის ანგა-

რიშზე დაახლოებით 70 მილიონი ლარია. ჯერ კიდევ სექტემბერში თბილისის მერი ვა-რაუდობდა , რომ თუ ბიუჯეტში დეფიციტური მდგომარეობა იქნებოდა, თბილისის მერია კომერციული ბანკიდან 30 მილიონი ლარის ოდენობით სესხს აიღების აუცილებლობა იქ-ნებოდა. თბილისის საკრებულოს უმცირესობა დე-დაქალაქის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში კონკრეტული სოციალური პროექ-ტების გათვალისწინებას სთხოვს. საკრებუ-ლოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ, ირაკლი აბე-საძემ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც სა-ქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახერხებს პენსიების ზრდას მომავალ წელს, ეს უნდა შეძლოს თბილისის მერიამ. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებუ-ლი უნდა იქნეს სოციალური მიმართულებით ბევრი ახალი ხარჯი. პირველ რიგში და გა-იზარდოს პენსია. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალა-ქის საკრებულოში 15 ნოემბრამდე უნდა შე-ვიდეს, რის შემდეგაც კომისიები წარდგენილ პროექტს ხუთი დღის განმავლობაში განიხი-ლავენ და შესწორებულ ვარიანტს ისევ თბი-ლისის მერიას გადაუგზავნიან. 2015 წლის ბიუჯეტი დედაქალაქის თვითმმართველმა ორგანომ დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამ-ტკიცოს.

მარიკა ფირცხალავა

თსუ-ს სენატის ახალი შემადგენლობა ცნობილია

12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტში უმაღლესი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები გაიმართა. სე-ნატის არჩევნები ცენტრალური ეროვნული საარჩევნო კომისიის მიერ იყო ორგანიზებუ-ლი. საარჩევნო უბნები 10:00–დან 17:00 სა-ათამდე ფუნქციონირებდა. „ არჩევნების პროცესი საკმაოდ კარგად მიმ-დინარეობს. დილიდან გაიხსნა საარჩევნო უბანი. სტუდენტების დიდი აქტივობაა დაფიქ-სირებული. არანაირი წინასწარი შედეგი არ არის ცნობილი და ყველაფერი არჩევნების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“. – თქვა ერთ–ერთმა ამომრჩეველმა გიორგი როგავამ. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზი-დენტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეც-ნიერებათა ფაკულტეტის ერთ–ერთი კანდი-დატის შალვა საბაურის თქმით: „ საარჩევნო პროცესი ბევრი ხარვეზით წარიმართა. ერთი მხრივ ეს იყო სიების დაულაგებლობა, რის გამოც სტუდენტებს ექმნებოდათ პრობლემა, რომ შესულიყვნენ დროულად და ხმა მიეცათ. შესაბამისად ბევრი ადამიანი, რომელიც რიგ-ში იდგა ვერ შევიდა ხმის მისაცემად, რადგან ამის დროც აღარ ჰქონდა. მან ასევე გამოთქვა

პრეტენზია, რომ მიმდინარეობდა აგიტაცია“. სენატის არჩევნებში 6 ფაკულტეტიდან კენჭს იყრიდა 18 სტუდენტი და აკადემიური პერსო-ნალის 36 წარმომადგენელი. სტუდენტური თვითმმართველობის სახელით 14 კანდიდა-ტი იღებდა მონაწილოებას, 4 კანდიდატი კი თვითმმართველობის ოპონენტი იყო. სტუდენტური თვითმმართველობის ოპო-ნენტისა და იურიდიული ფაკულტეტის ერთ–ერთი კანდიდატის ირაკლი კუპრაძის თქმით, „საარჩევნო პროცესმა მშვიდობიანად ჩაი-არა, თუმცა იყო პრობლემებიც, ერთ–ერთი მათგანია ამომრჩეველთა რიგები. ასევე არ იყო საკმარისი დრო და სტუდენტების ნაწილ-მა ვერ მოახერხა ხმის მიცემა. შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან ორ ფაკულტეტზე თვითმმართველობისგან განსხვავებული 2 კანდიდატი შევიდა სენატში“. რეგისტრირებული 54 კანდიდატიდან ახა-ლი მოწვევის სენატში 42 წევრი აირჩიეს, მათ შორის 14 სტუდენტი. სოციალურ და პოლი-ტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფა-კულტეტიდან სენატში თვითმმართველობის ოპონენტი თითო თითო, ხოლო თვითმმარ-თველობის 12 წევრი მოხვდა.

ანა ვაშაყმაძე

ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად მცირდება

ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასის ყველა-ზე დაბალი ნიშნული 2012 წელთან შედარე-ბით 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში დაფიქ-რსირდა, რის შედეგადაც ტეხასური ნავთობი 1,76$-ით გაიაფდა და 78.78$-ს შეადგინა. ასე-ვე, ნავთობი გაიაფდა ევროპაშიც, მისი ფასი ლონდონის ბირჟაზე 1,08$-ით შემცირდა. ფასების ვარდნა საუდის არაბეთის ნავთობ-კომპანიის ამერიკასა და აზიაში საექსპორტო ნავთობის გაიაფებამ გამოიწვია. ყოველივე ეს უკავშირდება კომპანიის მცდელობას, რათა დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები აშშ-ს ბა-ზარზე. ,,საუდის არაბეთი იმედოვნებს, რომ ზამთარში ნავთობზე ფასების მატება მათ პო-ზიციებს გაამყარებს“-განაცხადა ანალიტიკოს-მა ჯონ კილდაფმა. ნავთობის ფასის ვარდნა უკავშირდება აშშ-ს ნავთობმოპოვების ბუმსაც. აშშ-ს ენერგეტიკუ-ლი ინფორმაციის სააგენტოს მონაცემებით, WTI-ის უმსხვილეს ტერმინალზე, რომელიც ოკლაჰომაში მდებარეობს, ნავთბის მარაგი 315 ათასი ბარელით, 20.5 მლნ ბარელამდე გაიზარდა.

ნავთობის გაიაფება განსაკუთრებულ საფრ-თხეს უქმნის ნავთობის ერთერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორის, რუსეთის ეკონო-მიკას. ის უკვე გახდა რუსული რუბლის გა-უფასურების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ექსპერტთა 58% აცხადებს, რომ რუსეთი რეცესიას მხოლოდ იმ შემთხვევა-ში აიცილებს თუ Urals-ის მარკის ნავთობის ფასი არ ჩამოცდება $100-ს. აღსანიშნავია, რომ Urals-ი, როგორც უფრო დაბალი ხარის-ხის ნავთობი უფრო იაფია ვიდრე WTI-ი და Brent-ი(ჩრდილოეთის ზღვაში მოპოვებული ნავთობი). არც ისე დიდი ხნის წინ, ევროკავშირმა აშშ-ს ევროპაში ნავთობისა და გაზის ექსპორტის უზ-რუნველყოფა მოსთხოვა. მიზეზად რუსი მიმ-წოდებლის ბოლოდროინდელი პოლიტიკა დასახელდა. „ფიქალის გაზის რევოლუციის“ წყალობით 2009 წელს ამერიკამ პირველად გაუსწრო რუსეთს ბუნებრივი აირის მოპოვებაში და ექს-პორტზეც კი დაიწყო მუშაობა. ამის გამო რუ-სეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტ-რომ რუსული გაზის ექსპორტისა და ფასების პროგნოზი მნიშვნელოვნად შეამცირა. საუდის არაბეთი, ქუვეითი და არაბეთის გაერ-თიანებული საემიროებიც აგდებენ ნავთობზე ფასებს, რათა შეინარჩუნონ ან გაზარდონ ბა-ზარზე მათი არსებული წილი. საერთო ჯამში საერთო ენერგეტიკულმა სააგენტომ ნავთო-ბის ყოველდღიური მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი 1,3მლნ ბარელიდან 700ათას ბა-რელამე შეამცირა. თათა ტალახაძე (NEWS.GE-ზე დაყრდნობით)

ვარშავაში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა ვარშავაში მომხდარი დაპირისპირე-ბის შედეგად 276 ადამიანი დააკავეს და 50 მძიმედ დაშავდა. პოლონელი ნაციონალისტები პოლონეთის დამო-უკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მშვიდობიან მსვლელობას გამოეყვნენ და პოლიციას ქვები და პეტარდები დაუშინეს. ათასობით ადამიანი პოლონეთის დედაქალაქში დროშებით გადა-ადგილდებოდა. მსვლელობას პო-ლონელ ექსტრემისტთა ჯგუფებიც ესწრებოდნენ. დემონსტრანტთა უმ-რავლესობა ულტრამემარჯვენე დაჯ-გუფებების წევრები იყვნენ.დედაქალაქში ასეთი მსვლელო-ბა 2008 წლიდან იმართება და ხში-რად არეულობითა და შეტაკებებით სრულდება. ზედიზედ მეოთხე წელია, როდესაც აქტივისტებმა მშვიდობიანი მსვლელობა დაარღვიეს და პროტეს-ტის ნიშნად პოლონეთის ეროვნული სტადიონისკენ გადაინაცვლეს.„როიტერის“ ცნობით, აქტივისტებმა ავტობუსის გაჩერებებიდან სკამები მოგლიჯეს და ჯავშანჟილეტებში გამო-წყობილ პოლიციელებს დაუშინეს.სამართალდამცავებმა აქტივისტე-ბისგან თავდასაცავად წყლის ჭავლი გამოიყენეს. რამდენიმე წყაროს ცნო-ბით წყლის ჭავლის გარდა, პოლიციამ პროტესტანტები ცრემლსადენი გაზი-თა და რეზინის ტყვიებით დაარბია. დაპირისპირების დროს 23 პოლიცი-ელი და 24 პროტესტანტი დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ სამართალდამრღვევები მაშინვე და-აკავა, შეტაკებები მაინც გაგრძელდა. ფარებით შეიარაღებული პოლიცია ხალხის შეკავებას წყლის ჭავლით

ცდილობდა. ეროვნულ სტადიონთან შეკრებილი მოსახლეობა დროშებს აფრიალებდა და პეტარდებს ისროდა.2013 წლის ნოემბერში, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვ-ნისას პოლიციას რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. პოლონელი ნაციონა-ლისტების დემონსტრაცია რუსეთის საელჩოზე თავდასხმით დასრულ-და. ხალხი რუსეთის პოლიტიკას აპროტესტებდა. ისინი პოლონეთის აღმოსავლელ მეზობელს მეორე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზე-ზად თვლიდნენ და ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებდნენ.პოლონეთის საგარეო საქმეთა მი-ნისტრმა განაცხადა, რომ ამ საქ-ციელს გამართლება არ აქვს. პოლონეთში დამოუკიდებლობის დღე 11 ნოემბერს 1918 წლიდან აღი-ნიშნება. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც რუსეთს, პრუსიასა და ჰაბსბურგის იმპერიას გამოეყო.

ავტ. ირაკლი დარჩიაშვილი

Page 3: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი

editorial

3

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშ-ვილმა 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დაკავებული თანამ-დებობიდან გაათავისუფლა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა ალა-სანიას გათავისუფლების მიზეზად 28 ოქ-ტომბერს დაკავებული, თავდაცვის სა-მინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაასახელა. 4 ნოემბრის საღამოს ირაკლი ღარიბაშვილ-მა განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მი-ნისტრი ცდილობდა, გამოძიებისთვის პოლი-ტიკური ელფერი მიეცა. ამასთან პრემიერმა დაამატა - „რომ ალასანიას უპასუხისმგებლო განცხადება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა ეს გამოძიებები, რაც მიმდინარეობს სამინისტროში – ეს არის ყოვ-ლად უპასუხისმგებლო. და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტი-კური ინტეგრაცია – ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არ-ჩევანი და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი.“ განცხადება, რომელსაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანიამ ასევე 4 ნოემბერს გააკეთა და თქვა, რომ აშკარაა პო-ლიტიკური სარჩულის არსებობა და რომ მისი თანამშრომლების დაკავების დრო და გარემო-ებები საქართველოსთვის საგანგაშო სიმპტო-მებს ავლენს. „მე მინდა ნათლად ვთქვა, რომ ეს არის შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტი-კურ არჩევანზე“ - დასძინა მან. არსებული სიტუაცია განხილვის საგნად იქცა ქვეყანაში არსებული ყველა პოლიტიკური ძა-ლისთვის, რასაც დამატებითი განცხადებები მოჰყვა, როგორც პრემიერის, ისე კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების ლიდერების მხრი-დან. ირაკლი ალასანიას გათავისუფლების შემ-დეგ თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტ-რიაშვილმა (მინისტრმა ევროპულ და ევროატ-ლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკით-ხებში). ალასანიას გათავისუფლების შემდგომ, პრემიერმა განაცხადა, რომ „მთავრობას ერთი ავანტიურისტი მინისტრი ჩამოშორდა“, ხოლო ფანჯიკიძესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ

სწორედ ყოფილი მინისტრების ბრალია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში კითხვები არ-სებობს საქართველოში პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე. 5 ნოემბერს ფრაქცია „თავისუფალმა დე-მოკრატებმა“ (რომლის ლიდერიც გახლავთ აწ უკვე თავდაცვის ყოფილი მინისტრი) განც-ხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ტოვებენ მმართველი კოალიციის რი-გებს, თუმცა ინარჩუნებენ დაკავებულ თანამ-დებობებს და განაგრძობენ იმ პოლიტიკური ღირებულებების ერთგულებას, რომლებიც დეკლარირებული აქვთ მათ პოლიტიკური ძალის დაფუძნების დროიდან. „თავისუფალ დემოკრატები“ პარლამენტში 7 მანდატით არიან წარმოდგენილნი და მათი გამოყოფის შემთხვევაში, კოალიცია დაკარგავდა საპარ-ლამენტო უმრავლესობას, მაგრამ 10 ნოემ-ბერს ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელ-

მა მაჟორიტარებმა“ განაცხადეს, რომ ისინი უერთდებიან კოალიციას, რათა ქვეყანაში არ დაიწყოს პოლიტიკური რყევები, რამაც შეიძ-ლება გამოიწვიოს ვადამდელი საპარლამენ-ტო არჩევნები. შექმნილ სიტუაციას კვლავ კრიტიკა მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ყოფი-ლი მმართველი გუნდის ერთერთმა ლიდერმა, გუკა გაბაშვილმა 10 ნოემბერს ჟურნალისტებ-თან საუბარში განაცხადა, რომ „პრემიერმი-ნისტრი ერთი დიდი არაადეკვატურობის ზეიმი გახდა“. გაბაშვილი იმ პრემიერმინისტრის იმ გან-ცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ყოფილი მინისტრები „ენმ-ს“ ინტერესების ლო-ბირებას ეწეოდნენ საზღვარგარეთ. მათი თქმით, საქართველოს კვლავ ბიძინა ივანიშვილი მარ-თავს, ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ქვეყნის აღებულ კურსზე დამანგრევ-ლად მოქმედებს და სახელმწიფოს იმიჯს ლა-ხავს საერთაშორისო ასპარეზზე.

თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და მთავრო-ბას შორის დაპირისპირება 28 ოქტომბერს და-კავებული მაღალჩინოსნების საქმით არ დაწ-ყებულა. ივნისში, ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი ალასანიამ განაც-ხადა, რომ საქართველო მზად იყო, თავის ტერიტორიაზე „ნატოს“ საზენიტო სისტემების განთავსებაზე მოლაპარაკებები დაეწყო. ამ განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა მთავრო-ბასა და რუსეთში, ხოლო ზოგიერთმა ექსპერ-ტმა, მინისტრის განცხადებას გაუაზრებელიც უწოდა. შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის კიდევ ერთ დაპირისპირებას ღარი-ბაშვილთან, როდესაც ალასანიამ 2013 წელს ვიცეპრემიერის პოსტი იმიტომ დაკარგა, რომ საუბარი დაიწყო თავის შესაძლო პრეზიდენ-ტობაზე. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემდგომ, ექსპერტები ერთი ნაწილი პოლიტი-კურ კრიზისზე ალაპარაკდა. როგორც პოლი-ტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „რადიო თავისუფ-ლებასთან“ საუბარში ამბობს, შესაძლებელი იყო ამ პროცესების ბევრად უფრო უმტკივ-ნეულოდ ჩატარება ისე, რომ ქვეყნის იმიჯს ჩრდილი არ მისდგომოდა. ამის პარალელუ-რად სანდრო თვალჭრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, რომელიც ალასანიამ კი არა, ღარიბაშვილმა გამოიწვია. „ცხადზე ცხადია ის, რომ კოალიცია აღარ არსებობს. ღმერთმა ქნას, რომ საპარ-ლამენტო უმრავლესობა არ დაიშალოს. თუ ჩვენ გვსურს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები გავხდეთ, აუცილებლად არჩევნების მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ“ - დაასრულა მან. ასეა თუ ისე, ქვეყანას თავდაცვის ახალი მი-ნისტრი, ახალი ოპოზიციური ძალა და ახალი საპარლამენტო რეალობა აქვს. საფიქრებე-ლია, რომ მთავრობაში „სიამტკბილობის“ ხანა დასრულდა და შეიძლება მსგავსი პროცესები მომავალშიც განვითარდეს. ყველაფერი იმა-ზეა დამოკიდებული, თუ როგორ სამოქმედო კურსს აირჩევს მთავრობა.

ზაზა ნიკოლოზიშვილი

დაიცავი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი! თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგური, შპს „გაზვილის“ მიერ უნდა აშენდეს. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება, აქცია, საჯარო მიმართვა და სხვა დამატებითი ქმედებები განხორციელდა. სტუდენტების მხრიდან. სტუდენტების მიერ დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფის, „დაიცავი თსუს“ ორგანიზებულით ორი აქციაც გაიმართა. პირველად თბილისის მერიასთან, შემდეგ კი ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ვინ ფიქრობს სტუდენტზე? მიუხედავად იმისა, რომ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც გააპროტესტა გაზგასამართი სადგურის მშენებლობა, ამას შესაბამისი ორგანოებიდან რეაგირება მაინც არ მოჰყოლია. სტუდენტებისა და პროფესორების თხოვნით, ამ საკითხთან დაკავშირებით, პაპავამ თბილისის მერს, დავით ნარმანიასაც მიმართა. რექტორმა აღნიშნა, რომ გაზგასამართი სადგურის გახსნა არა მხოლოდ მიუღებელია საუნივერსიტეტო სივრცისათვის, არამედ სახიფათოც. „დაიცავი თსუს“ ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეა, რომელიც აქტიურად ახორციელებს მოლაპარაკებებს, მერსა თუ ეკონომიკის მინისტრის წარმომადგენელთან, იმისათვის რომ შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები. თუმცა იმის მაგივრად, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვლილიყო, ირაკლის დაემუქრნენ და გააფრთხილეს პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეეკავებინა. ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია და სტუდენტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან. „News Feed”-ის რედაქცია ეწინააღმდეგება მაღლივის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებას. ჩვენ ვთვლით, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არ უნდა განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომლებიც სტუდენტეთა უსადრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

© NEWS FEED

“სიამტკბილობის” ლოგიკური დასასრული

პრეზიდენტმა და პრემიერმა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა განიხილეს 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზი-დენტის ავლაბრის რეზიდენციის ად-მინისტრაციულ კორპუსში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ, როგორც საქართ-ველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშ-ვილი, ასევე: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივა-ნი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგ-რაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტ-რი ალექსი პეტრიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვი-ლი, ასევე, პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეები: თედო ჯაფარიძე, ირაკ-ლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე. იმის გამო, რომ საქართველოში არ იმ-ყოფებოდნენ, სხდომას არ დაესწრნენ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მინის-ტრები: შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. თუმცა ამ უწყებების ხელმძღვანელები მათ-მა მოადგილეებმა შეცვალეს. უშიშროების საბჭოს სხდომა აფხაზე-თის საკითხის განხილვას დაეთმო. საუბა-რია შეეხებოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” შეთანხმების მოსა-ლოდნელ გაფორმებაზე. რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავში-რეობისა და ინტეგრაციის” შესახებ შეთან-ხმების პროექტი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შო-რის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას “აგრესიის მოსაგერიებლად გაერო-ს წეს-დების 51 მუხლის თანახმად და ამ დაჯგუ-ფების სამმართველოს ინფორმირებას”. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხა-ზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავში-რებით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს

ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას. აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით სა-ქართველოს პარლამენტმა უმრავლესო-ბის მიერ მომზადებული დოკუმენტი უკვე მიიღო. სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მოხსენებით წარდგა იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა რუსეთის და ოკუ-პირებული აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტზე რეაგირებისა და საერთაშორი-სო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთ-ვის. „ჩვენ დღეს განვიხილეთ და გავაანალი-ზეთ მიმდინარე მდგომარეობა აფხაზეთში, ჩვენს მიერ განხორციელებული ქმედებები და ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყა-ნა დგას უახლოეს მომავალში. ასევე ის ნაბიჯები, რომლებიც ერთობლივად და კოორდინირებულად უნდა გადადგას პრე-ზიდენტმა, მთავრობამ და პარლამენტმა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, გამოჩნდა რომ შესაძლებელია ერთად ჯანსაღი მუშაობა და არ არსებობს არანა-ირი საკითხი, რაზეც პრემიერი და პრეზი-დენტი ვერ თანხმდებიან.

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შო-რის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომ-ბერს გამოქვეყნდა.შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარა-ღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარე-ები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამ-ხედრო დახმარება აღმოუჩინონ.

პროექტში ასევე წერია, რომ საქართვე-ლოსთან საზღვარზე კონტროლი ეტაპობ-რივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით - ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხ-სნას. შეთანხმება ოკუპირებულ აფხაზეთთან თანამშრომლობის ახალ დონეს ითვა-ლისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

გიორგი ბენაშვილი

პოლიტიკა

Page 4: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი4

პოლიტიკა

მეგობრული ხელშეკრულება, ანუ ფორმალიზებული ანექსია აფხაზეთის პარლამენტს განსახილვე-ლად რუსეთთან ხელშეკრულების ახა-ლი პროექტი წარედგინა, როგორც ცნობილია ახალი ხელ-შეკრულება საშუალებას იძლევა გა-ფართოვდეს 2008 წელს ხელმო-წერილი „ რუსეთ-აფხაზეთის დიდი ხელშეკრულება“ .ხელშეკრულებაში წარმოჩენილი მე-5 მუხლი,აფხაზეთისა და რუსეთის,გაერთიანებული,სამხედრო დაჯგუფებების შექმნას გულისხმობს.ამას გარდა,ამ ხელშეკრულებაში იგულისხმება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის,რომლებიც საჯარო სამსახურში არიან,ხელფასებისა და პენსიის გაზრდა,რათა აფხაზეთი ანაზღაურებით რუსეთს გაუთანაბრდეს.ასევე,აფხაზეთის მოქალაქეები რუსე-თის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაშიც ჩაერთვებიან.მოსკოვში ვარაუდობენ,რომ ეს პირობები ხელსაყრელი იქნება აფ-ხაზი მოსახლეობისთვის და მათი მხირ-დან ნეგატიურ დამოკიდებულებას არ გამოიწვევს,ამის შესახებ ინფრომაციას რუსული გაზეთი “ვედომოსტი” აქვეყნებს. ამ პროექტის ტექსტი,პირველად 13 ოქ-ტომბერს „აფსნიპრესის“ ვებ-გვერდზე გა-საჯაროვდა.როგორც ცნობილია,ტექსტის გამოქვეყნებამდე აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის წევრებს შეხვდა და მათ პროექტის შესახებ საკუთარი აზრის გამო-თქმა სთხოვა. როგორც ხაჯიმბა აცხადებს: „დოკუმენტის განხილვა და წინადადებების შემუშავება გახსნილობის ატმოსფეროში და აფხაზი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება.” ქართველი ანალიტიკოსე-ბი ამ ხელშეკრულებას,რუსეთის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პასუ-ხად აფასებენ. ”სამხედრო ფაქტორებიდან და ე.წ. ერთობლივ სამხედრო შეიარაღებულ ძალებს, კრიზისის შემთხვევაში უხელმძ-ღვანელებს რუსეთის ფედერაციიდან და-ნიშნული პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს რეალურად რუსული ჯარებია და ნაკლები საერთო აქვს აფახაზეთთან.ასევე არანაკ-ლებ საინტერესოა ის, რომ რუსეთი პირა-დაპირ იღებს ასე ვთქვათ შინაგან საქმე-

თა სამინისტროს ფუნქციებს აფხაზეთში. ამ ხელშეკრულების თანახმად რუსეთი შეისრუტავს აფახაზეთს”- აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე,”ევროპულ ფასეულობათა ინს-ტიტუტის” თანადამფუძნებელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხ-ვედრა შედგა,თუმცა შეხვედრის დასრუ-ლების შემდეგ ორივე მხარის პოზიცია უცვლელი დარჩა,როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს,”მოკავშირეობისა და ინტეგრა-ციის შესახებ” შეთანხმებასთან დაკავშირე-ბით მას და გრიგორი კარასინს განსხვავე-ბული ხედვები და პოზიციები აქვთ. აღსანიშნავია,ასევე ის,რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მეკავ-შირეობის 25-პუნქტიანი დოკუმენტი რუ-სულმა მხარემ შეადგინა,ამიტომ კრემლის პროექტი დაპირისპირების მიზეზი გახდა ოკუპირებულ აფხაზეთში,რადგან დეპუტა-ტებისთვის გარკვეული მუხლები მიუღებე-ლი აღმოჩნდა. “ეთნიკურ ქართველებს , რომლებიც ცხოვრობენ გალის რაიონში სჭირდებათ უფრო მეტი ყურადღება ჩვენგან, თვითონ აფხაზობა უნდა დავიცვათ და გავააქტი-უროთ ფორმატები მათი საქართველოს შიდა პროცესებში ჩასართველად. “- აღ-ნიშნა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში”. საქართველოს სახელმწიფო მინისტ-რის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა-ზე განხილვის მთავარი საკითხი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ ხელშეკრულების გაფორმება იყო,პეტრიაშვილის თქმით ამ ხელშეკრულების გაფორმება რუსეთის მხრიდან ღია ანექსიის მცდელობაა. სააგენტო ოსრადიოს მიერ გავრცელე-ბული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ თანამშრომ-ლობის და ინტეგრაციის დოკუმენტი მოს-კოვსა და ცხინვალს შორისაც მზადდება.„ხელშეკრულება, რომელიც მზადდება, უფრო ფართო იქნება, ვიდრე აფხაზური ვერსია. ხელშეკრულების ის ვარიანტი, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შო-

რის ხელმოსაწერად მზადდება, სამხრეთ ოსეთის ხალხის ყველა მისწრაფებას, რუ-სეთის ფედერაციაში შესვლის სურვილს არ ასახავს“, - განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ამჟამად შემუშა-ვების სტადიაშია და მას ხელი წლის ბო-ლომდე უნდა მოეწეროს. ამავ დროულად ვრცელდება ინფრომაცია,რომ შვეიცარიის კონფედე-რაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი მომავალ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას აპირებს. მისი თქმით, ახალ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ის მოლაპა-რაკებების გამართვას.“შეთანხმება ჯერ ხელმოწერილი არაა. ვხედავთ, რომ ამ დოკუმენტით თავად აფხაზებიც არ არიან კმაყოფილები. სა-ქართველო უნდა ჩაერთოს მოლაპა-რაკებებში, რომ იპოვონ საერთო გზა ევროპისკენ”-აცხადებს გიუნტერ ბეხლერი. რაც შეეხება ქართულ მხარეს,უმცირესობა და უმრავლესობა ვერ ახერხებს ერთიანი,შეთანხმებული

პოზიციის ჩამოყალიბებას.როგორც ცნობილია,საპარლამენტო უმცირესობამ შეიმუშავა რეზოლუცია,სადაც პრობლე-მის გარდა ჩამოყალიბებულია მთელი რიგი რეკომენდაციები უმრავლესობის წარმომადგელებისთვის,მაგრამ როგორც დეპუტატი ზვიად ძიძიგური უცხადებს ჟურ-ნალისტებს: ”ეს, არა მგონია, რუსეთის კრიტიკა იყოს. ეს ძირითადად ჩვენი ლან-ძღვა-გინების რეზოლუციაა”. ექსპერტთა უდიდესი ნაწილი თანხმ-დება იმ აზრზე, რომ აუცილებელია მიღ-წეულ იქნეს შემთანხმება უცმირესობასა და უმრავლესობას შორის,რათა დამთავ-რდეს შიდაპოლიტიკური დისკუსიები და ორიენტირება მოხდეს საგარეო პო-ლიტიკაზე და რიგ პრობლემებზე.თუმ-ცა საქართველოში არსებული შეუთან-ხმებლობისგან განსხვავებით,რუსეთი მყარად იცავს საკუთარ პოზიციებს და აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას,თანამეგობრობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.

მარიამ სირაძე

ახალი სავიზო რეჟიმის ამოქმედებამ რამდენიმე სახის პრობლემა შეუქმნა იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობენ. პირველი სექტემბრის შემდეგ მათ უკვე აღარ შეუძლიათ 90 დღეზე მეტი ხნით ქვეყანაში გაჩერება, რაც მათთვის უხერხულობას ქმნის და შესაბამისად, მათ უკმაყოფილებასაც იწვევს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანადელი სტუდენტი, იუჯინ სლონიმეროვი ამბობს, რომ ახალი სავიზო რეჟიმი არ მოსწონს, რადგან საქართველოში სწავლის პარალელურად მუშაობს და სამ თვეში ერთხელ კანადაში დაბრუნება და შემდეგ ისევ საქართველოში ჩამოსვლა არც ისე პატარა თანხებთანაა დაკავშირებული და სწორედ მგზავრობის სიძვირე და მისგან გამოწვეული დისკომფორტი იქნება ყველა სტუდენტის პრობლემა, რის გამოც შეიძლება, ბევრმა სტუდენტმა საქართველოში სწავლა შეწყვიტოს. კანადა იმ 94 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომელთანაც საქართველომ უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით, რომლებიც იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად უვიზო რეჟიმისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენის უფლება მხოლოდ 90 დღით აქვს, ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში. თუმცა საქართველოში სასწავლებლად მხოლოდ ისეთი ქვეყნებიდან არ ჩამოდიან, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი შენარჩუნებული გვაქვს. ინდოეთი იმ 94 ქვეყანაში ვერ მოხვდა, თუმცა თბილისის ქუჩებში მრავლად შევხვდებით ინდოელ

ახალგაზრდებს, რომლებიც ძირითადად ან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისკენ მიდიან, ან იქიდან მოდიან. ფრადუნა რავი და რაგუნათ რამაჩანდრანი თსსუ-ს მეოთხეკურსელი სტუდენტები არიან, უკვე მეოთხე წელია აქ სწავლობენ და ამბობენ, რომ ახალი სავიზო რეჟიმი მათ განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნით. თუმცა ეს მხოლოდ მათ, რადგან დროებითი ბინადრობის მოწმობები აქვთ აღებული, რაც საქართველოში ყოფნის ვადას ერთ წლამდე უხანგძლივებთ. ფრადუნა ამბობს, რომ ამ მოწმობის აღების საშუალება ყველას არ აქვს, რადგან მის მისაღებად საჭიროა, საბანკო ანგარიშზე 2500 დოლარი გერიცხებოდეს, ამიტომაც სტუდნეტების უმეტესობას დაბრუნება მოუწევს, ხოლო ინდოეთში წასვლა-წამოსვლა კი, მისი თქმით, 1600 აშშ დოლარი ღირს.

იუსტიციის სამინისტრო განცხადებაში აღნიშნულია, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრება და შესაბამისად ახალი კანონის მიღება, უკიდურესად ღია სავიზო პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში წარმოშობილმა იმიგრაციულმა პროცესებმა განაპირობა. ამას გარდა ნათქვამია, რომ „ევროკავშირთან დაახლოევების პროცესში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიგრაციული პროცესების სწორი და გააზრებული მართვა. ხოლო, შექმნილი ვითარების გამოსწორებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შემოღება იქნებოდა. პირველ სექტემბრამდე არსებული წესებით, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი გვაკავშირებდა, უფლება ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე 360 დღის განმავლობაში გაჩერებულიყვნენ. ამჟამად ეს დრო 90 დღემდე შემცირებული. ამას გარდა შეიცვალა ვიზის აღების ადგილებიც, და ახლა საქართველოს ვიზა მხოლოდ უცხო ქვეყნის საელჩოებსა თუ დიპლომატიურ დაწესებულებებში გაიცემა, მაშინ, როდესაც ვიზის აღება საქართველოს საზღვარზეც იყო შესაძლებელი. ამჟამინდელი კანონმდებლობით, ვიზები ორ კატეგორიად იყოფა - მოკლე და გრძელვადიანებად, თუმცა არსებობს მოკლევადიანი მრავალჯერადი ვიზებიც, რომლებიც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია უცხოელი სტუდენტებისთვის. ის შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედების დროით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის

ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდი მაინც 90 დღით განესაზღვრება. შემდეგ იგი ვალდებულია უკან დაბრუნდეს და სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, კვლავ შემოვიდეს. საქართველოს ახალი სავიზო რეჟიმი ამ მხრივ ძალიან ჰგავს ესტონეთისას. ქვეყნისას, რომელიც ევროკავშირის წევრი გახლავთ, სივრცის, სადაც მკაცრად კონტროლდება მიგრაციული პროცესები. თავისთავად, ახალი კანონით დადგენილი წესები უცხოელ სტუდენტებზეც ისევე ვრცელდება, როგორც ნებისმიერი სხვა სტატუსის მქონე პირებზე. მაგრამ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა მხოლოდ 90 დღით არ გრძელდება და ჯერჯერობით დაუდგენელია შესთავაზებს თუ არა განათლების ან საგარეო სამინისტრო მათ რაიმე განსაკუთრებულ პირობებს, გარდა მოკლევადიანი მრავალჯერადი ვიზებისა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის და შესაბამისად ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რაიმე განსაკუთრებული დადგენილება უცხოელი სტუდენტებთან დაკავშირებული შეღავათების შესახებ არ მოსვლიათ. თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო საუბრები, რომ შესაძლოა კანონში ცვლილებები შესულიყო, მაგრამ ამ დრომდე კონკრეტულად უცხოელი სტუდენტების შესახებ არაფერი გამხდარა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ 90 დღეში ერთხელ ჯერ ვიზის მიღება მოუწევთ და შემდეგ განათლების.

გიორგი გოგბერაშვილი

წრეზე ვიზით - განათლებისკენ

Page 5: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი

საზოგადოება

5

აკადემია ჩაკეტილ წრეში

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკა-დემიაში მიმდინარე მოვლენები სიმწვავეს არ კარგავს. 2014 წლის გაზაფხულიდან დღემდე, სტუდენტების ნაწილი ლექტორ ლუიზა ლაფერაძესთან ერთად, აკადემი-აში არსებულ სასწავლო პროცესს აპრო-ტესტებს. წელს ლუიზა ლაფერაძე ვაკანტური აკადემი-ური თანამდებობის კონკურსში მეორედ აღარ აირჩიეს. კონკურსის დარგობრივი საფაკულ-ტეტო სხდომის ოქმში წერია, რომ მისი განაც-ხადი სრულიად შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და რომ ის არაკოლეგიალობის გამო არ მიიღეს.„ლუიზა ლაფერაძის განაცხადი, პრინციპ-ში, შეესაბამება საფაკულტეტო მოთხოვნებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიის წევრების ნაწილმა, რომლებიც მუშაობდნენ აკადემიურ თანამდებობაზე, დააფიქსირეს, რომ ლუიზა ლაფერაძე წლების მანძილზე მუშაობდა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტ-ზე მოწვეული პედაგოგის თანამდებობაზე და შესაბამისად იცნობენ მას და მის მოღვა-წეობას. ლუიზა ლაფერაძის მხრიდან ხშირი იყო არაკოლეგიალური ქცევა. იგი ხშირად ქმნიდა არაჯანსაღ, სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამო გარემოს, რაც არასახარბიელოდ აისახებოდა საგანმანათლებლო პროცესზე”. - წერია ოქმშილუიზა კომისიის გადაწყვეტილებას 2014 წელს გამართულ აქცია-პერფორმანსებს უკავშირებს, რომლებშიც სტუდენტებთან ერ-თად იყო ჩართული.15 ოქტომბერს კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სტუდენტური პროტესტიც გაგრძელდა. ძველ მოთხოვნებს კიდევ ერთი, ლუიზა ლაფერაძის აკადემიაში დაბრუნება დაემატა. დილის 10:30 საათი-დან აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები “მწვანე მუშტის” წევრებთან ერთად აქციას მართავდნენ. სას-წავლებლის ეზოში საზეიმო კონცერტის ნაც-ვლად, სასტვენებისა და შეძახილების ხმა ისმოდა - “აკადემია სტუდენტებს და ლექტო-რებს!”. სტუდენტები სისტემურ პრობლემებთან ერ-თად, ჩატარებულ რექტორის არჩევნებს აპ-როტესტებდნენ, რომლზეც გია გუგუშვილი “დახურულ კარს მიღმა აირჩიეს”. როგორც “ნეტგაზეთს” აკადემიის პრესსამ-სახურში განუმარტეს, არჩევნების ჩატარების დრო სცეტიცხოვლობის გამო დილის 11-დან დილის 9 საათზე გადმოიტანეს, რათა თანამ-შრომლებს ეკლესიაში წასვლის საშუალება ჰქონოდათ. ფაქტია, რომ აკადემიის საბჭოში სეკულარიზმის კრიზისია. ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რომ ლუიზა ლაფერაძე 2009 წელსაც არ მიიღეს ლექტორის სტატუ-სით, რადგან ის სტუენტებს შორის რელიგიურ საფუძველზე შუღლის გაღვივებაში დაადანა-შაულეს - ლაფერაძის სტუდენტების სემესტ-რულ გამოფენაზე, სტიქაროსანმა ერთ-ერთი ნამუშევარი დახია, იმ მოტივით, რომ ნახატი მის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა (ნახატზე გამოსახული იყო შიშველი სხეული და ეკლის გვირგვინი). ამ ფაქტს სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სტუდენტები იმასაც აპროტესტებენ, რომ რექ-ტორის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დებულება შეცვალეს, რომლის მიხედვითაც, რექტორობის კანდიდატი აუცილებლად დარ-გობრივი პროფესორი უნდა იყოს. “ეს არის რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, საკმაოდ დაინტერესებულები, შეგვიძ-ლია, სიტყვა “ნეპოტიზმიც” მოვიშველიოთ. აქედან სტუდენტი პრაქტიკულად არ იყო, თუ 1-2-ს არ ჩავთვლით. რაც შეეხება მათთან

ურთიერთობას, მე მათ შევთავაზე დიალოგი.” - ამბობს აკადემიის ახლადარჩეული რექტო-რი.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუ-დენტი, საბა ჩიხლაძე, გია გუგუშვილს პასუ-ხობს, რომ აკადემიის პრობლემები მხოლოდ აკადემიის სტუდენტებს არ ეხებათ.“თსუ-ის სტუდენტი ვარ, მაგრამ სოლიდარო-ბის გამოსაცხადებლად აქ მოვედი. თსუ-შიც არის პრობლემები. ყველა უნივერსიტეტში პრობლემა არის კომპლქსური. მე რომ არ ვარ აკადემიის სტუდენტი, არ ნიშნავს იმას, რომ აქციას არ უნდა ვესწრებოდე.” ამბობს საბა ჩიხლაძესამხატვრო აკადემიის სტუდენტი, გიორგი კარტოზია კი ამბობს, რომ ერთი სტუდენტიც რომ აპროტესტებდეს, რექტორმა მას მაინც უნდა მოუსმინოს.“ჩათვალეთ, რომ მე ვარ ერთადერთი სტუ-დენტი, რომელსაც აწუხებს პრობლემები. დანარჩენებს, დავუშვათ, არ აინტერესებთ. თქვენ ვალდებულნი ხართ ჩემს კითხვებზე გასცეთ პასუხი. თურმე გუგუშვილს, ვერ გა-უგია რას ვაპროტესტებთ. მაინც და მაინც რექ-ტორის სტატუსით უნდა შეგვხვდეთ? გაზაფხუ-ლიდან დღემდე, რატომ არ დაინტერესდით იმ სტუდენტთა პრობლემებით, ვინც აპრო-ტესტებდა?” - მიმართავს რექტორს გიორგი კარტოზია რამდენად ობიექტურად მიიღეს გადა-წყვეტილება, ლუიზა ლაფერაძის აკადემიაში არმიღებასთან დაკვშირებით? რამდენად სა-მართლიანად ჩატარდა რექტორის არჩევნები? და სად არის გამოსავალი? 15 ოქტომბერს, რექტორთან შეხვედრამდე სტუდენტებს, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, თინა კლდიაშვილი შეხვ-და.“ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის დიალოგში. ჩვენ ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ.” - ამბობს, კლდიაშვილი. კითხვაზე, რამდენად ობიექტურად მიიღეს გადაწყვეტილება, ლუიზა ლაფერაძის არ მი-ღებასთან დაკავშირებით, რექტორი გია გუგუშ-ვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა დარგობრივი საფაკულტე-ტო კომისიის სხდომის ოქმი საწინააღმდეგოს მოწმობს - ოქმში წერია, რომ გია გუგუშვილი აღნიშნული კონკურსის კომისიის წევრი იყო. “მე გადავხედავ, მეც დამაინტერესა, არ ვარ საქმის კურსში, რადგან დაკავებული ვიყავი ჩემი წინასაარჩევნო საქმეებით. ლუიზა ლაფე-რაძე არავის არ გაუშვია აკადემიიდან, ის არ აიყვანეს. სამაგიეროდ, მან მიიღო შეთავაზება დიზაინის ფაკულტეტის დეკანისაგან. ფაკულ-ტეტის საბჭო, ეს არის ფაკულტეტზე მაღალი ორგანო. აკადემიური საბჭო არის აკადემიაში უმაღლესი ორგანო. გააპროტესტოს და განვი-ხილავთ. მეც მინდა გავიგო. ხომ არ შეიძლება სასწავლო წლის წინ, ორიათას კაციან კოლექ-ტივში ერთი ფაქტი ერთ დღეში განიხილო? მოვიდეს და დაგველაპარაკოს.”- ამბობს გია გუგუშვილი. ჩარევის მოთხოვნით, სტუდენტები კულტუ-რისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმო-მადგენლებსაც შეხვდნენ, თუმცა სამინისტროს ჯერ რეაგირება არ მოუხდენია. სტუდენტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ სამინის-ტროს მხრიდან ჩარევა აკადემიის ავტონომი-ურობას შეუშლის ხელს, თუმცა ლუიზა ლაფე-რაძის აზრით, ჩარევა საჭიროა ჩაკეტილი წრის გასახსნელად.სტუდენტები აქციების გაგრძელებას რექტო-რის ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გეგ-მავენ. მათ რექტორის საჯარო განხილვის შე-დეგად არჩევა და სისტემური ცვლილებების დაწყება სურთ.

მამუკა მგალობლიშვილი

ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში -აუცილებლობა და არა ახირება

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამარ-თლიანი არჩევნები“ (ISFED) გამოაქვეყნა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართ-ველობის ორგანოების არჩევნების მონი-ტორინგის საბოლოო ანგარიში, რომე-ლიც ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას ასახავს. გამოკვლევის თანახმად, ქალების პოლიტიკაში ჩართულობის თვალსაზრი-სით, ტენდენცია მზარდია,თუმცა,ძალიან დაბალი მაჩვენებლით. საქართველოს პარლამენტში 150 დეპუ-ტატიდან ქალები მხოლოდ 12%-ს წარმო-ადგენენ, 69 გამგებლიდან კი მხოლოდ ორია ქალი,მათგან ერთი დანიშნული მე-ორე არჩეული.რაც შეეხება თვითმმართვე-ლი ქალაქის მერებს,მათგან ყველა მამაკა-ცია. 184 ქვეყანას შორის საქართველო 115-ე ადგილზეა, მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით, ქალთა წარმომადგენლობით პარლამენტში და 42-ე ადგილზე - მთავრო-ბაში.ქალთა რაოდენობამ ქართულ პოლი-ტიკაში შედარებით მოიმატა,მაგრამ მათი ზეგავლენა პოლიტიკურ პროეცესებზე არ ჩანს.ამბობს “საქართველოს ქალთა პარ-ტია სამართლიანობისა და თანასწორობი-სათვის” თავჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი: „ქალები ერთნაირად განვიცდით დისკრიმინაციას,სოციუმის ფონზე ნებისმიერ ქვეყანაში,მაგალითად ბელარუსიაში ქალე-ბი პარლამენტის 35% შეადგენენ,თუმცა,ეს არაფერს არ ცვლის.ქალებს არა აქვთ გავ-ლენა პოლიტიკაზე,რადგან არ არსებობს ქალთა ინსტიტუტები. “ ხათუნა მაჭავარიანის თქმით,ჩვენი კონს-ტიტუცია არ იცნობს ქალთა თანასწორობი-სა და გენდერის საკითხებს.ყველა ქვეყენა ეხება ამ საკითხს,საქართველში კი არ არ-სებობს აღსრულების მექანიზმები,საჭიროა ქალთა უფლებები დეკლარირებული იყოს კონსტიტუციაში.“ეს ახირება არ არის,ეს აუცილებლობაა“-ქალთა პარტიის თავმ-ჯდომარე თვლის რომ ქალების ჩართუ-ლობა პოლიტიკაში განსაზღვრავს, ქვეყ-ნის პოლიტიკურ ფონს,რადგან ქალებს შეუძლიათ წინა პლანზე წამოწიონ ისეთი საკითხები,როგორიცაა გენდერი,ქალთა უფლებების დარღვევა და ასე შემდეგ.

ადამიანთა გონებრივი შესაძლებლობა არ განსხვავდება სქესის, რასის თუ კანის ფერის მიხედვით.ქალებს შეუძლიათ იყვნენ ისეთივე ძლიერები და პროდუქტიულები, როგორც კაცები არიან და გახდნენ კიდეც ლიდერები. გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირო-ბები და ცხოვრებისეული შანსები, თანაბ-რად მოახდინონ საკუთარი ინტერესების რეალიზაცია,როგორც პირად ცხოვრებაში ისე ეკონომიკასა თუ პოლიტიკაში,თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში ქართული სა-ზოგადოება შედარებით კრიტიკულია.მათ-თვის ქალის ჩართულობა პოლიტიკაში უჩვეულოა,გამომდინარე კულტურული და ტრადიციული შეხედეულებებიდან.ქარ-თული მენტალიტეტის მიხედვით ქალის როლი ოჯახში უფრო დიდია ვიდრე პოლი-ტიკაში ან სხვა რომელიმე სფეროში.ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციალის-ტისა და ფემისნისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრის,ბაია პატარაიას თქმით კი,ქართულ პოლიტიკაში ქალთა მაღალი ჩართულობის გამოცდილება და კულტუ-

რა არ არსებობს,რაც განპირობებულია საზოგადოების მცდარი შეხედულებები-თა და პარტიების მხრიდან გულგრილი დამიკიდებულებით,შიდაპარტიულად და-აწინაურონ ქალები და დააყენონ მათი კან-დიდატურა საარჩევნო სიებსა თუ სხვა არ-ჩევით თანამდებობებზე.“პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა საქარ-თველოში ძალიან დაბალია, ეუთოს ქვეყ-ნებს შორისაც კი ბოლო ადგილზე ვართ. ქალები საქართველოს მსოახლეობის უმ-რავლესობას შეადგენენ, თუმცა მათი სათა-ნადო წარმომადგენლობა უზრუნველყოფი-ლი არ არის. ეს არის რესურსი, რომელსაც ქვეყანა ვერ იყენებს. ქალის გამოცდილება, მისი ხედვა, მართვის სპეციფიკა აკლია დღევანდელ პოლიტიკას და ბევრი საზო-გადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ამიტომ არ არის წამოწეული წინა პლანზე.საქართველოში ყველა პოლიტი-კურ პარტიას აქვს რესურსი ქალი პოლი-ტიკოსის სახით, მაგრამ ისინი იყინებიან სა-შუალო მენეჯმენტის რგოლზე და არ ხდება მათი წამოწევა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. კვლევები გვიჩვენებს, რომ სა-ზოგადოება მზად არის ქალი პოლიტიკო-

სების მისაღებად და რომ პოლიტიკოსის შეფასებისას მის კომპეტენციას ანიჭებს უპი-რატესობას და არა მის სქესს.“ ბაია პატარაია აღნიშნავს ,რომ დღევანდე-ლი სისტემა, რომელიც გენდერული ბალან-სის დასარეგულირებლად მუშაობს, არა-ეფექტურია.საჭიროა შერეული საარჩევნო სისტემა შეიცვალოს პროპორციულით,რაც ხელს შეუწყობს ქალთა რაოდენობის ზრდას პოლიტიკაში.ამასთან ერთად საჭი-როა გაიზარდოს გენდერული კვოტირება საარჩევნო სიებში.„საჭიროა დაწესდეს სავალდებულო შიდა-პარტიული კვოტირება. წინააღმდეგ შემთხ-ვევაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა კვლავ სავალალო მდგომარეობაში დარ-ჩება.“ “გენდერული თანასწორობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრუ-ლებელი დირეტორი,თამარ კუჭავა არ ფიქრობს რომ,ქალების პოლიტიკური ჩარ-თულობის დაბალ დონეს საკანონმდებლო სისტემის უუნარობა განსაზღვრავს,რადგან პრობლემა საზოგადოებაშია.საზოგადო-ება თვითონ უნდა იძლეოდეს სამოქმედო ბერკეტებს,მხოლოდ კანონ ვერ შეცვლის საზოგადოებრივ ფონს.„პრობლემა განათლებაშია და არა რადი-კალური კოდექსების შემუშავებაში.საქართ-ველოში არ ან ვერ არის დაკმაყოფილებუ-ლი ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც გენდერული პოლიტიკის სიძლიერის ხარისხი ფასდება,რადგან ეს პრობლემა საზოგადოების მიდგომის დო-ნეზე არსებობ, ვიდრე საკანონმდებლო დონეზე.“ პოლიტიკური მართვის სტილი და უნარი ადამიანის სქესზე კი არა ფსიქოლოგიურ ხასიათზეა დამოკიდებული. ქალების აქ-ტიური მონაწილეობა პოლიტიკაში კი განსაზღვავს ქვეყანაში დემოკრატიის დონეს.ქალებისა და მამაკაცების თანამშ-ლომლობა პოლიტიკაში უფრო სრული და წარმომადგენლობითი დემოკრატიის წყაროა,ვიდრე რომელიმე სქესის პირდა-პირი ან ირიბი დისკრიმინაცია,როდესაც მხოლოდ ერთი აზრი ახწევს წარმატებას და შესაბამისად ძალიან ბევრი პრობლემა გადაუჭრელი რჩება.

შორენა ქარცივაძე

Page 6: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი

საზოგადოება

საქართველოს ბიუჯეტი უსალხკარო ბავშვების დასახმარებლად

საქათველოში ქუჩაში მცხოვრები ბავშ-ვების პრობლემა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ყოველი ფეხის ნაბიჯზეა შე-საძლებელი მათი ნახვა და იმის გააზრე-ბა, რომ ისინი არაჯანსაღ გარემოში იზრ-დებიან და მათი დახმარება სჭირდებათ. დღეისთვის არც ერთი სტრუქტურა არ ფლობს ზუსტ მონაცემებს „ქუჩის ბავშვე-ბის“ რაოდენობის შესახებ, თუმცა ისინი არიან ყველგან, განურჩევლად ასაკისა. 20 სექტემბერს, „შერატონ-მეტეხი პალასში,” ქუჩაში მცხოვრები ბავშვების საჭიროებების, სოციალაური დაცვის და სახელმწიფო ინიცი-ატივების შესახებ შეხვედრა გაიმართა. ჟურ-ნალისტებს მიმდინარე საკითხებზე ინფორ-მაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა გაიოზ თალაკვაძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაკა ფერაძემ და ევროკავშირის პროექტის მენეჯერმა ლიკა ყოჩიშვილმა მიაწოდეს.ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სო-ციალური დაცვის და მათზე ზრუნვის პროგრა-მას მომავალი წლიდან სრულად სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. ამჟამად პროგრამა დონორი ორგანიზაციების დახმარებით ხორ-ციელდება. სოციალაური მომსახურების სა-აგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი გახდება ამ ბავშვე-ბისათვის უკეთესი პირობების შექმნა. ამჟამად დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით 350-მდე ბავშვი ცხოვრობს, მათგან 195 სახლემწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების მიღებაზე უარს ამბობს. მუშაობას ართულებს ისიც, რომ ამ მოზარდებს არავითარი მაიდენტიფიცირე-ბელი დოკუმენტი არ აქვთ. ბავშვების სოციალურ ადაპტაციასა და დაც-ვაზე ამჟამად მობილური ჯგუფებთან ერთად, დღის 2 ცენტრი, კრიზისული ინტერვენციის 2

თავშესაფარი და ტრანზიტული მომსახურების 2 ცენტრი მუშაობს- თბილისსა და რუსთავში. პროგრამა მოზარდების სოციალიზაციას ითვალისწინებს. ოთხ-ოთხი კაცისგან შემ-დგარი მობილური ჯგუფები ამ ბავშვებთან საერთო ენის გამონახვასა და საზოგადოება-ში მათ ჩართვას ცდილობენ. მობილური ჯგუფი რამდენიმეა და თბილი-სის რეგიონების მიხედვით იყოფა. გასვ-ლები ჯგუფს ყოველდღიურად აქვს. ჯგუფის წევრი, ფსიქოლოგი ნინო რეხვიაშვილი ამ-ბობს, რომ პირველ ეტაპზე მათი მოვალეობა ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების მოძიება, მათთან გასაუბრება და შემდეგ - მშობლებთან ვიზიტია. ჩვენი მიზანია იმ ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში მათხოვრობენ ან მუშაობენ, გარკვეული ინ-ფორმაცია მივაწოდოთ; ანბანი თუ ანგარიში

ვასწავლოთ. ძალიან ხშირად ქართველები არ არიან და უჭირთ ქართულად საუბარი. ვცდილობთ, რაც შეიძლება გავუადვილოთ ხალხთან ურთიერთობა“.ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემა-ზე საქართველოში არსებული ბევრი არა-სამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. მათი უმრავლესობა პირველ ეტაპზე ბავშვებთან დადებითი ურთიერთობის დამყარებას და შემდეგ მათი სხვადასხვა საშუალებით დახ-მარებას ცდილობს.პრობლემის მოგვარებას დღესდღეობით ბევრი ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორის, არსებული კანონების უმოქმედობა და ისიც, რომ ბავშვის უფლებების დამრღვევი და მო-ძალადე ხშირად, სწორედ მასზე უფლებამო-სილი პირია. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტა-მენტის ხელმძღვანელი გია კაკაჩია აცხადებს, რომ თუკი ბავშვი მათხოვრობს, პატრული ვალდებულია ეს ფაქტი აღკვეთოს, ხოლო თუ ამას არ აკეთებს, ესე იგი კანონს არღვევს.“კანონმდებლობა არ არის საკმარისად დახ-ვეწილი. ორგანო, გარდა გულგრილობისა, არაკომპეტენტურია. არაფერს არ აკეთებს. რაც მე მქონდა შეხება, არაფერი გაუკეთებია. თუკი ბავშვი მათხოვრობს, პატრული ვალდე-ბულია ეს ფაქტი აღკვეთოს, ხოლო თუ ამას არ აკეთებს, ესე იგი კანონს არღვევს.” - ამ-ბობს კაკაჩია ლოგიკურია დაისვას კითხვა: ნუთუ ვერცერ-თი პატრულის ეკიპაჟი ვერ ამჩნევს უამრავ არასრულწლოვანს რომელიც ქუჩაში მოწყა-ლებას ითხოვს? პრობლემა სწორედ ისაა, რომ სისტემა თავად არის გულგრილი ამ პრობლემის მიმართ, არაა დახვეწილი და ვერ ერგება ქართულ რეალობას. გარდა ამისა,კონსტიტუციური უფლებით, ბავშვის მეურვეობის უფლება მშო-ბელს აქვს, ხშირად კი სწორედ მშობელია მოძალადე, რის გამოც ბავშვის უფლებების დაცვა სხვადასხვა ინსტანციაში რთულდება. გამონაკლისია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებუ-ლი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგა-ნო. კანონმდებლობა მას საკმარის უფლება-მოსილებას კი აძლევს, მაგრამ რეალურად, ის მაინც უმოქმედოა.გამოსავალი ერთია, ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ქუჩაში მცხოვრები ბავშვებს პრობლემას, რათა მათაც ჩვეულებრივი ბავშვებივით შეძლონ საზოგადოებაში ინ-ტეგრირება და ღირსეული ადგილის დამკ-ვიდრება.

ანანო ჯაბუა

რეცეპტით გასაცემი წამლები და თანმდევი პრობლემები

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სისტემაში წამლე-ბის ურეცეპტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით მიღებულმა ახალმა კანონმა,რომელიც ძალაში პირველ სექტემბერს შევიდა ,საზოგადოებაში ორაზროვანი შეხედულება ჩამოაყალიბა.ერთი ნაწილი მიესალმებოდა ახალ კანონს და და-დებითად აღიქვამდა ამ ფაქტს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნდა,რომ ეს დამატებით სირთუ-ლეებს გამოიწვევდა მედიკამენტების შეძენას-თან დაკავშირებით და შესაბამისად,ზედმეტი ფასის გადახდაც მოუწევდათ. პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა “წამ-ლისა და ფარმაცეფტული საქმიანობის შესა-ხებ კანონში” ცვლილება,რომლის მიხედვითაც აფთიაქებში 5000 მედიკამენტზე მეტი წამალი ურეცეპტოდ აღარ გაიცემა. ესენია მე-2 ჯგუ-ფის მედიკამენტები , მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები,ანტიპერსპინანტები,საგულე გლუკოზიდები, ზოგიერთი ვი-ტამინი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მომხმარებელი ვეღარ შეიძენს რეცეპტის წარ-დგენის გარეშე ისეთ ხშირად მოხმარებად წამ-ლებს როგორებიცაა: ნიმესილი,კეტონალი, ანალგინი,სუპრასტინი და სხვ. სწორედ ასეთი წამლების ურეცეპტოდ აკრ-ძალვამ გამოიწვია საზოგადებაში უკმაყოფილე-ბა.აქამდე თუ მათ მხოლოდ აფთიაქებში წამ-ლის საყიდლად უწევდათ რიგის დაკავება,ახლა დამატებით საჭირო რეცეპტისათვის ექიმთან რიგშიც უხდებათ დგომა,რაც ბუნებრივია მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ,,ავერსის” ფარმაცევტმა ფიქრია გოგიშვილმა კითხვაზე_ თუ რამდენად კმაყოფილია მომხ-მარებელი ახალი კანონით?_ასეთი პასუხი გაგვცა: ,,კმაყოფილების რა გითხრათ, ძირი-თადად ურეცეპტოდ მოდიან ადამიანები მე-დიკამენტების საყიდლად და როდესაც ჩვენ რეცეპტს ვითხოვთ მაშინვე ჩვენზე ტყდება ჯოხი და საყვედურს ჩვვენთან გამოთქვამენ, ან გვთხოვენ,რომ ძალიან ეჩქარებათ და წამალი ურეცეპტოდ გავატანოთ.ამაზეც რომ უარს ვეუბ-ნნებით შეურაცხყოფასაც კი გვაყენებენ ხოლ-მე.’’ აფთიაქში შემოსული რიგითი კლიენტი,ქალბატონი თამარ თანდილაშვილი, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა ფარ-მაცევტის მიმართ , კითხვაზე_ რა არის მისი გა-ღეზიანების მიზეზი? _შემდეგნაირად პასუხობს: ,,ისედაც ძალიან მიჭირს სიარული. ძლივს მოსუ-ლი აფთიქამდე კიდევ ექიმის რიგში უნდა ვიდგე ერთი წამლის რეცეპტისათვის,რომელსაც უკვე

წლებია ვსვამ და ამისთვის სულაც არ მჭირდე-ბა ექიმის რეცეპტი.’’ საინტერესოა, ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ექიმების პოზიცია,რომელთა უმეტესო-ბაც სპეციალურ გადამზადებას გადის ახალი კანონის დადგენილებასთან დაკავშირებით.მათი დიდი ნაწილის აზრით,ეს დადებითად წაადგება საზოგადოებას და თავიდან ააცი-ლებს გართულებებს,რომლებიც ურეცეპტოდ შეძენილი წამლებთან არის დაკავშირებული, ეს კი საქართველოში არც თუ ისე იშვიათად ხდება. იაშვილის კლინიკის მთავარი ექიმის ივანე ჩხაიძის თქმით, ეს მოვლენა სწორედ რომ დროულია, რადგან უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული,როდესაც პაციენტმა დოზას გადააჭარბა, ან შეცდომით სხვა მედიკამენტი მიიღო . მთავარი მიზეზი,თუ რისთვის გახდა საჭირო ამ ახალი კანონის შემოღება ჯანდაცვის მინისტ-რის დავით სერგენკოს განმარტებით,ეს არის ნარკოტიკული თრობის შემცირება და მისი აღმოფხვრა.,,მივიღეთ უკონტროლო სისტე-მა_მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარება ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, იწვევს ნარკოტიკულ თრობას”_აღნიშნა სერ-გენკომ. ხოლო მეორე მიზეზი ,როგორც ჯანდაცვის სა-მინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმა-ცევტული საქმიანობის ინსპექციის სამმართვე-ლოს უფროსი, დავით მაჭარაშვილი ამბობს,ეს არის სწორი მკურნალობა და წამალზე დანა-ხარჯების წილის შემცირება, რაც საქართველო-ში სხვადასხვა ფაქტორის გამო ისედაც ძალიან მაღალია.,,საქართველოში ხშირია, როდესაც ადამიანები თვითმკურნალობას მიმართავენ. ეს არ არის გამართლებული რაციონალური ფარმაკოთერაპიის კუთხით. ხდება გარკვეული პერიოდით პრობლემის მოგვარება, შემდეგ კი ძალიან აგრესიული ფორმით თავს ისევ იჩენს პრობლემა. გარდა ამისა, მედიკამენტების ურე-ცეპტოდ ყიდვა კი არ ამცირებს, ზრდის დანა-ხარჯებს. პრობლემა არ ქრება, ექიმთან მაინც გიწევს წასვლა, სულ სხვა დანიშნულება ხდება საჭირო და მედიკამენტების ყიდვა ისევ გიწევს. საბოლოო ჯამში, მკურნალობა ძვირდება”_ აცხადებს მაჭარაშვილი. ჯანდაცვის სამინისტრო კი ხალხს მოუწოდებს დადებითად აღიქვას რეცეპტული სისტემის და-ნერგვა, რადგან ეს მათივე ეფექტური მკურნა-ლობისთვისაა საჭირო.

თიკო ჩოხელი

უცხოელი სტუდენტები საქართველოში - პრობლემები და გამოწვევები

6

ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორ-განიზაციამ Eრასმუს შტუდენტ Nეტწორკ (თბილისი IშU)-მ ფონდ ”ღია საზოგადო-ებასთან” ერთად ჩაატარა კვლევა, რომ-ლის ერთ-ერთი მიზანი იმის გარკვევა იყო განიცდიან თუ არა დისკრიმინაციას საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტები. გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა ის არსებითი პრობლემები, რომლებიც მათ სტუდენტური ცხოვრე-ბის პერიოდში ექმნებათ. როგორც IშU-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიდან ჩანს, ყოველი მე-ათე ეთნიკურად არაქართველი სტუდენტი განიცდის დისკრიმინაციას ქართველი სტუ-დენტების მხრიდან.

დიაგრამის მიხედვით, ქართველები ყვე-ლაზე მეტად განსხვავებული რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფას ერიდებიან. ეთ-ნიკურად არაქართველების დიდი ნაწილი რასისტულ დამოკიდებულებას ხვდება, რაც ცინიკურ მოპყრობასა და პირად შეურაცხ-ყოფაში გამოიხატება. ანჟელინ რებეკა ინდოეთიდან საქართვე-ლოში სამი წლის წინ ჩამოვიდა და ახლა სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. როგორც ამბობს, თავდაპირ-ველად უცხო ქალაქში ცხოვრება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა ადაპტაციის პროცესში ინდოელი უფროსკურსელები დაეხმარნენ. ანჟელინი ქართველი სტუ-დენტების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქ-ტებზეც საუბრობს. “ქართველ სტუდენტებთან ნორმალური დამოკიდებულება მაქვს.ზოგიერთი მათგა-ნი მეგობრულია, ზოგი - ამპარტავანი. იშვი-

ათად, მაგრამ ხდება ძალიან არასასიამოვ-ნო ფაქტებიც. მაგალითად, ჩემს მეგობარს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მეორეს კი საფულე მოჰპარეს” - ამბობს ან-ჟელინი. მურად მურადოვი ქართველებისგან დის-კრიმინაციულ ფაქტებს ვერ იხსენებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი კომუნიკაციის ნაკ-ლებობაზე საუბრობს. მთავარ მიზეზად კი ენობრივ ბარიერს ასახელებს. “ეთნიკურად არაქართველები ერთ გამო-ცდას აბარებენ მშობლიურ ენაზე, შემდეგ გადიან ერთწლიან მოსამზადებელ კურსს ქართულ ენაში და ირიცხებიან ნებისმიერ ფაკულტეტზე. შესაბამისად, არ იციან ქარ-თული და უჭირთ ერთმანეთთან კომუნიკა-ცია”- ამბობს მურად მურადოვი ბუნებრივ პროცესად აფასებს ქართველ და ეთნიკურად არაქართველ სტუდენტთა ურთიერთდამოკიდებულებას ფსიქოლოგი შალვა აბზიანიძე. მათ შორის დისკრიმინა-ციული ფაქტების არსებობას კულტურული განსხვავებებით ხსნის. “ქართველებს და მით უფრო ახალგაზ-რდებს, არ აქვთ სხვა ეთნოსებთან ურ-თიერთობის გამოცდილება. შესაბამისად, ის აღიქმება, როგორც უცხო. ჩვენსა და იმ ხალხს შორის, ვინც აქ ჩამოდის, ძალიან დიდი კულტურული სხვაობებია. თან ისინი სრულებით საწინააღმდეგო ღირებულე-ბებზეა დაფუძნებული. დისკრიმინაციულ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს. ეს თა-ვისთავად უნდა შეწყდეს” – ამბობს შალვა აბზიანიძე. უცხოელი სტუდენტების დისკრიმინაციისა და სოციალიზაციის საკითხს, ახალგაზ-რდული არასამთავრობო ორგანიზაცია EშN-ის (Eრასმუს შტუდენტ Nეტწორკ) წევ-რები, საკმაოდ მზარდ და მწვავე პროცესად მიიჩნევენ. მათი თქმით, საკითხი ფართო მიდგომას, საზოგადოების ჩართულობას საჭიროებს და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა არ არის საკმარი-სი პრობლემის მოსაგვარებლად.

ანი ყურაშვილი

Page 7: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი 7

საზოგადოება

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა სოციალიზაცია

,,მთავარი საქმე არ უნდა იყოს განსაკუთ-რებული საჭიროების მქონე ადამიანთა მი-მართ ფილანტროპიის წახალისება. მათ არ სჭირდებათ „უნარიანი“ ხალხის მფარველო-ბა. ჩვენ გვმართებს კაცობრიობის უნივერ-სალური ღირებულებების გაცნობიერება. გააზრება, თუ რამდენად სხვადასხვანაირია ადამიანური ცხვორება. აღიარება, რომ ჩვენ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა არსებობა ჩვენი მრავალფეროვ-ნების კიდევ ერთი სიმდიდრეა.“ ნელსონ მანდელას სიტყვების საწინააღმდეგოდ, ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები ფილანტ-როპიის, უარყოფისა და საზოგადოებისგან გარიყვის მსხვერპლნი ხდებიან. მიუხედა-ვად იმისა, რომ მათ სურთ თავი საზოგა-დოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ, ამის საშუალება არ ეძლევათ. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პი-რებს არაერთი დაბრკოლების გადალახვა უწევთ როგროც საჯარო, ასევე კერძო სფე-როებში. აქ საუბარია ჯანდაცვაზე, განათლე-ბაზე, პროფესიულ-ტექნიკურ მომზადებასა და ბევრ სხვა პრობლემაზე. საქართველოს ხელისუფლება კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს სრულყოფილად არ ას-რულებს. მაგალითად, ადამიანის უფე-ლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. კონ-ვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ მუხლი 24, ნაწილი 2, ა ქვეპუნქტი: „სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს , რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არ იქნენ გარიყულნი ზოგადი განათლების სისტემი-დან მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ასევე უფასო და სავალდებულო გა-ნათლების სისტემიდან.“ თუმცა, საქართვე-ლოში არსებული პირობები ხელს უშლის ამ უფლებების განხორციელებას. არასამთავ-რობო ორგანიზაციის „პირველი ნაბიჯი სა-ქართველო“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, სალომე მირიანაშვილის თქმით, ხშირ შემ-თხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილება უჭირთ საჭი-რო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო: „არაადაპტირებული გარემოს გამო განსა-კუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანე-ბი ვერ ახერხებენ დღის ცენტრში სიარულს და მოქმედებს შინ მოვლის პროგრამა, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.“ ასევე აღსანიშნავაია, რომ ადამიანის უფ-ლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათ-ვალისწინებული კიდევ ერთი პირობა ირღ-ვევა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების

ყველა წევრისათვის ინფორმაციის თანაბ-რად ხელმისაწვდომობას. სახელმწიფო არ ავალდებულებს კერძო ტელეკომპანიებს შექმნან პირობები, იმისათვის რომ ინფორ-მაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. თუ არ ჩავთვლით საზოგადოებრივ მაუწ-ყებელსა და საპატრიარქოს ტელევიზიას, დანარჩენი ტელევიზიები გვერდს უვლიან ამ პრობლემას. ყველა ზემოთ ხსენებული პრბლემის გამო, საზოგადოების ეს კონკრე-ტული ჯგუფი, ფაქტობრივად, ვერ საქმდება. „ განათლებით მუსიკსი მასწავლებელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება არ მიჭირს და ვაკმაყოფილებ პედაგოგისათვის საჭირო მოთხოვნებს, ვერსად ვერ დავსაქმ-დი.“ -აღნიშნავს განსაკუთრებული საჭირო-ების მქონე პირი ინგა ნაბახტეველი. კონკრეტული პირების გარდა, სახელმწი-ფოს უყურადღებობაში ამ კუთხით მომუშა-ვე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ადა-ნაშაულებენ. ფონდ „ქალი და რეალობის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი თავადვე ცდილობენ საზოგადოებრივ ცხოვრება-ში ჩართვას, თუმცა ხელისუფლების პასი-ურობის გამო მათ ეს არ გამოსდით. ამი-ტომ, მათივე თქმით, ერთი გამოსავალი რჩებათ- მიმართონ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ინვესტიციების მოსაზიდად. დღეს არსებული პრობლემების მოსაგ-ვარებლად პროგრესი ნაკლებად შეინიშ-ნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქში ამ ბოლო დროს გადასასვლელ ხიდებზე, რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელსა და ე.წ. შუქნიშნის კუნძულებზე გაკეთდა პანდუსები. აუცილებელია, რომ ზემოხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად სახელმ-წიფომ იზრუნოს განსაკუთრებული საჭი-როებების მქონე პირთათვის ხელსაყრე-ლი გარემოს შექმანზე და დაიცვას კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუმცა მხოლოდ ეს არაა საკმარისი- საზოგადოების წევრებმა უნდა შევხედოთ მათ , როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის განვითარებაში.

ნინი ჩუბინიძე

საპენსიო რეფორმა

,,რა ვიცი შვილო,ისეთ ასაკში ვარ,შეიძლება ვეღარც მოვესწრო პენსიის გაზრდას, უკვე 2 წელზე მეტია, არაფერი შეცვლილა,, 83 წლის მარიამ მელაძე 20 წელზე მეტია, რაც პენსიონერია.მოესწრო კომუნისტების მმართველობას,რომელზეც ძალიან ნოს-ტალგიურად საუბრობს,შევარდნაძის პრე-ზიდენტობის პერიოდს,როდესაც პენსია 14 ლარს შეადგენდა და ხშირად ,,იყი-ნებოდა,,. გამოსცადა ,,ნაციონალური მოძ-რაობის’’ მმართველობაც.მისთვის დიდი სიხარული იყო,როდესაც პენსია გაორმაგ-და. შემდეგ კი, ნელი ზრდის ტემპით 130 ლარი გახდა,თუმცა მარიამი ამბობს,რომ გაზრდას კიდევ ელოდება,რადგან ახლან-დელი ხელისუფლება დაჰპირდა ამას. ,,რა ვიცი შვილო,ისეთ ასაკში ვარ,შეიძლება ვე-ღარც მოვესწრო პენსიის გაზრდას, უკვე 2 წელზე მეტია, არაფერი შეცვლილა,, - ამ-ბობს ის. მარიამის გარდა საქართველოში კიდევ 687 ათასი პენსიონერია,რომელთათვისაც კითხვა- ,,როდის გაიზრდება პენსია?,, ძა-ლიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია.საინტერესოა,რას აკეთებს სახელმწიფო ამ კუთხით. კვირის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ამბებს შორის ინფორმაციას პენსიის ზრდის შესა-ხებაც შეხვდებით. რადგან წინასაარჩევნო დაპირებებს შორის ერთ-ერთი მთავარი სწორედ პენსის გაზრდა გახლდათ, ახალი მთავრობა აქტიურად მუშაობს საპენსიო რეფორმაზე. ბოლო ინფორმაციით, საპენ-სიო რეფორმის სამსახური საპენსიო სის-ტემის სამ მოდელს განიხილავს,რომელიც დაგროვებით საპენსიო სისტემას უკავშირ-დება, ესენია : სავალდებულო მონაწილე-ობა, ნებაყოფლობით მონაწილეობა და ჰიბრიდული მოდელი. დღეისთვის საქარ-თველოში სოლიდარულ პრინციპზე და-ფუძნებული საპენსიო სქემა მოქმედებს, ანუ საპენსიო ასაკს მიღწეული მოსახლეობა იღებს პენსიას ბიუჯეტში მობილიზებული

გადასახადებიდან.დაგროვებითი საპენსიო სქემა არსებული მოდელისგან პრინციპუ-ლად განსხვავებულია. მარტივად რომ ვთქვათ, დაგროვებითი პენსია არის სისტემა, როდესაც ადამიანე-ბი ახალგაზრდობაში, ანუ დასაქმების პე-რიოდში ხელფასიდან და შემოსავლიდან გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავენ კერძო ან სახელმწიფო ფონდში. როდესაც მათ დაუდგებათ საპენსიო ასაკი, დაგრო-ვებული თანხა გარკვეული პროცენტული დანამატებით უბრუნდებათ, როგორც პენ-სია. საპენსიო ფონდის არსებობის გამო-ცდილება ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს,ოღონდ ეს აბსოლუტურად ნება-ყოფლობით ხასიათს ატარებს.არსე-ბობს კერძო სადაზღვევო კომპანია “ჯი–პი–აი–ჰოლდინგი“,რომელიც საპენსიო დანაზოგების სისტემას მომხმარებელს 2001 წლიდან სთავაზობს. 2012 წლის მო-ნაცემებით, ამ საპენსიო სქემაში ჯამში 17 935 ადამიანი იღებდა მონაწილეობას,რაც საერთო როდენობის ძალიან მცირე ნა-წილს წარმოადგენს. რეფორმის შემდეგ მინიმალური სოცი-ალური პენსია უცვლელი დარჩება და მას მიიღებს ყველა, მაგრამ ის პირები, ვისაც საპენსიო ფონდში თანხა შეჰქონდათ, ამ ფონდიდან მიიღებენ შესაბამის დანამატებს პენსიის სახით. ამასთანავე, შეტანილი თან-ხა არ დაექვემდებარება დაბეგვრას. საინტერესოა,მოხდება თუ არა აღ-ნიშნული რეფორმის რეალიზება ჩვენს რეალობაში.გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,რომ საქართველოში ძალიან ბევ-რი დაუსაქმებელია.ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ვინ შეძლებს საპენსიო ფონდში თანხის შეტანას? სავარაუდოდ,საერთო სურათი მაინც არ შეიცვლება.ამ საკითხს ექსპერტებიც აქტიურად განიხილავენ. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე BPN-თნ საუბრისას აღნიშნავს: „ეს საპენსიო რეფორმა დიდი ხნის წინ უნდა განხორციელებულიყო, იგი, გარკვეულ-წილად, დაგვიანებულიც კია და ყოველი დღე, რომელიც ამ რეფორმის გარეშე გადის, მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანია. მისი განხორციელების შედე-გად ჩამოყალიბებული საპენსიო სისტემა თავის კლასიკურ სახეს დაახლოებით 30 წლის შემდეგ მიიღებს.’’ ვინაიდან დღევანდელი მთავრობა პენ-სიის გაზრდის ალტერნატიულ საშუალე-ბაზე ჯერჯერობით არ საუბრობს, დიდი შანსია,რომ მარიამ მელაძე და სხვა პენსი-ონეები პენსიის გაზრდას ვერ მოესწრებიან.

გიორგი დვალიშვილი

“ისტორიული მინიმუმი” და საქართველო ლევანისთვის თითქმის ყოველი დღე ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ავ-ზის შევსებით იწყება. მას თბილისიდან რაიონში უწევს სამსახურში სიარული და როგორც თვითონ ამბობს, საწვავზე კვი-რაში საშუალოდ 60-70 ლარს ხარჯავს, რაც მისი ხელფასის საკმაოდ დიდ ნა-წილს შეადგენს.„თვალს ვადევნებ საწვავის ფასის კლე-ბას საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ ქართულმა კომპანიებმა მხოლოდ სამი თეთრით შეამცირეს. ვიმედოვნებ, ისინიც დააკლებენ ფასს, რადგან ჩემს ბიუჯეტზე ეს სასიკეთოდ აისახება.“- აღნიშნავს ლე-ვან დევიძე. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ნავთობის ფასმა მსოფლიო ბირჟებზე არნახული ზრდა დაიწყო. იმ დროიდან მოყოლებული, 1 ბარელი ნავთობის ფასი, თუ მის ისტორიულ მაჩვენებელს გა-ვიხსენებთ, თითქმის შვიდჯერ გაიზარდა. ნავთობის ფასის გაძვირებამ მისი მნიშვ-ნელობაც გაზარდა. ბოლო რამდენიმე

წლის განმავლობაში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე მისი ფასი მერყეობს. საქართველო ნავთობპროდუქტებით მდიდარი არაა, ამიტომ მისი იმპორტირე-ბა საზღვარგარეთიდან ხდება. დღეისთვის ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე დაახლოებით 50 კომპანია მოქმედებს, მაგრამ აქედან ბაზრის მნიშვნელოვან წილს ხუთი კომპანია :,,სოკარი’’, ,,ვისო-ლი’’, ,,ლუკოილი’’, ,,რომპეტროლი’’ და ,,გალფი’’ ფლობს. სექტემბრიდან მოყოლებული, მსოფ-ლიო საფონდო ბირჟაზე საწვავის ფასმა მკვეთრად დაიწყო კლება. 2014 წლის 15 ოქტომბრის მონაცემებით, ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასმა 83,35 დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე - 81,78. ,,ისტორიული მინიმუმი“ და „ფსი-ქოლოგიური ზღვარი“- ეს ის ტერმინებია, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობა-ში ნავთობის ბაზრის ნაწილი გახდა. საერთაშორისო ბაზარზე ფასის კლების

ტენდენციის შენარჩუნების მიუხედავად, ქართული ნავთობკომპანიები ფასს მხო-ლოდ სამი თეთრით ამცირებენ. ტელე-კომპანია „მაესტროსთან“ საუბრისას ორ-განიზაციის „პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს“ ხელმძღვანელმა ბექა კემულა-რიამ განაცხადა- „მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლება ივლისიდან შეინიშნება, ქართული კომპანიები კი საწ-ვავის ფასს მხოლოდ სამი თეთრით ამცი-რებენ, როცა დღევანდელი მონაცემებით, ფასებს დაახლოებით 35 თეთრით უნდა დაეკლო.“კარტერული გარიგების შსახებ საუბრობს bpn-თან ,,ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის” გენე-რალური დირექტორი ირაკლი ლექვინა-ძე: ,,მსოფლიო ბაზარზე ბო ლო ექვ-სი თვის განმავლობაში საწვავის ფასებზე 25%-იანი კლება აღინიშნა, საქართველო-ში კი ამ მასშტაბის კლება არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში კარტელური გარიგების ყველა ნიშანი გვაქვს. ამ ბაზარზე ძალიან ცოტა კომპანია საქმიანობს და მათ შორის კონცენტრაციის ხარისხიც მაღალია, ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ შეთანხმებულად იმოქმედონ და იმაზე მეტი მოგების მარჟა მიიღონ, ვიდრე ეს ნორმალური, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იქნებოდა შესაძ-ლებელი. საქართველოში საწვავის ფასი

არ იკლებს, დასავლეთში კი - გაიაფების პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებულია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკურენციის ხარისხი მინიმალურ დონეზეა და საქ-მე გვაქვს პრობლემასთან, რომელსაც კარტელურ გარიგებას ეძახიან.” კოალიცია „ქართული ოცნების“ ყო-ფილმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართვე-ლოს ბაზარზე მონოპოლიასა და კარ-ტერულ გარიგებას აღარ დაუშვებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა კონკურენციის სააგენტო,რომლის ხელ-მძღვანელიც 2014 წლის 15 აპრილი-დან გიორგი ბარაბაძეა. მან მედიასთნ საუბრისას განაცხადა, რომ უწყება 2015 წლის იანვრიდან გააქტიურდება და ქართულ სანავთობე ბაზარს გააკონტ-როლებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ოფიციალური განცხადებით, საქართველოში საწვავზე ფასების კლე-ბას კიდევ უნდა ველოდოთ. ქართველი მოსახლეობა კი კონკურენციის სააგენ-ტოს ელოდება, რომელიც მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს აქტიურ მუ-შაობას.

ხატია თათრიშვილი

Page 8: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი

საზოგადოება

,,დღემდე თუ სული გვიდგას მე და ჩემს ოჯახს კათარზისით გვიდგას...” 80 წლის ზინაიდა ნოდია 8 წელია რაც კათარზისის ბენეფიციარია.რო-გორც მასთან საუბრისას გაირკვა,მას ფული წაართვეს,არ ყავს არც ქმარი,არც შვილი,ცხოვრობს მარტო,თუმცა ერთ დიდ ოჯახში 310 ბენეფიციარის გარემოცვაში.აღმაშენებლის ქუჩა,სამსართულიანი შე-ნობა.მათი დევიზია _,,რაც გაუკეთეთ ერთ ჩემს მცირე ძმათაგანს,მეც გამიკეთეთ.” შენობაში შესვლისთანავე ჩემი ყურად-ღება მიიპყრო :ინტერიერმა,დიდმა დარბაზმა,კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულ-მა რბილმა სკამებმა და დივანმა,იქვე რამ-დენიმე პატარა მაგიდამ და მოფუსფუსე მო-ხუცებმა.სწორედ იმ დროს მივედი,როდესაც სადილის დრო იყო და ცხელი კერძების სუნი მთელ მისაღებში ტრიალებდა,მომღიმარი ბებია-ბაბუები კი სასადილო ოთახისკენ მიიჩქაროდნენ. შესვლისთანავე გამაოცა იმ ფაქტმა,რომ თვითონ ეს ბენეფიციარები ისეთი ყურადღებიანები არიან,მათ ოჯახში შესული სტუმარივით გეპყრობიან.,,რამით ხომ ვერ დაგეხმარებით? ვის ეძებთ?”-გაისმა ერთ-ერთი ბენეფიციარის ხმა,რომელიც საკ-მაოდ აქტიური ჩანდა.მასთანაც მოვისურვე რამდენიმე წუთის შემდეგ გასაუბრება და საკ-მაოდ გულწრფელი და კარგი რესპონდენტი აღმოჩნდა.როგორც გვითხრა,13-15 წელია რაც კათარზისის მომხმარებელია.უაღრესად კმაყოფილია და ამბობს,რომ ეს მათი დიდი ოჯახია. ,,როდესაც მეც და ჩემი მეუღლეც სამსახურიდან გამოგვიშვეს,იმ დროს პენსიაც არ გვქონდა ჯერ დანიშნული.ორივე აგვიყვა-ნეს აღრიცხვაზე,როგორც მრავალშვილიანი ოჯახის მეპატრონეები.მალევე ჩემი მეუღლე გადაიყვანეს ერთჯერად დახმარებაზე,რაკი აქ ყოველდღე ვერ მოდიაოდა და ამის სუ-ვილიც აღარ ჰქონდა,მეორე ჯგუფის ინ-ვალიდია .ყოველთვე ვიღებთ ერთჯერად დახმარებას,კვებითაც კმაყოფილები ვართ, და არა მარტო ჩვენ,არამედ შემიძლია ეს ვთქვა მთელი ბენეფიციარის სახელით. პრე-ზიდენტიდან დაწყებული უბრალო დამლა-გებლით დამთავრებული,ყველა ყოველთვის ზრუნავს ჩვენზე,ყურადღებიანები და სათნო-ები არიან .დღემდე თუ სული გვიდგას მე და

ჩემს ოჯახს კათარზისით გვიდგას,მართლაც სათნოების სახლია”_გვითხრა მან. ასევე თვალშისაცემია მისაღების გვერ-დით პატარა ოთახი,სადაც მოხუცები ტელე-ვიზორს უყურებენ.კინოთეატრის მსგავსად ჩაწყობილი სკამები და პირდაპირ კედელ-ზე დიდი ტელევიზორი,სადაც იმ დროს სე-რიალის ყურებით გატაცებული მოხუცები ისხდნენ,ჰარმონიულობას ქმნიდა. მეორე სართულზე არის სამედიცინო კაბინეტი,ტრენაჟორების ოთახი,ბანქოს დიდი მაგიდა,სადაც მოხუცები დიდ აზარტში შე-დიან.ასევე არის სამლოცველო ოთახი,სადაც ზუსტად იმ დროს,როდესაც კათარზისში მო-მუშავე ჯარისკაცი შენობას მათვალიერებდა, ლოცვა-კურთხევას აღასღულებდა მამა და-ვით თავაძე.თავისუფალ ადგილს ვერც კი მოეძბნიდით,მთელი სამლოცველო მოხუ-ცებით იყო სავსე და აქ ყოველ ორშაბათს ასეთი ვითარებაა. მესამე სართულის მისაღები, პატარა ,ლამაზი ოთახია,რბილი ავეჯით,პატარა მაგიდით,ბუხრითა და კედლზე ხატებით.აქედან შედიხარ ოთახში,სადაც 14 რკინის საწოლია ორ მწკრივად ჩაწყობილი, იმ 14 ხანშიშესული ქალბატონისთვის,რომელებიც აქ მუდმივად ცხოვრობენ.მათ ერთმანეთი-სა და მომვლელების გარდა არავინ ჰყავთ. მათთვის ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდე და მზრუნველობაა,თუმცა აქ ძირი-თადად არ უყვართ საუბარი,მითუმეტეს ჟურ-ნალისტებთან. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ლამარა კვანტალიანმა,რომელიც 85 წლისაა და 2 წელია რაც აქ იმყოფება,ცოტაოდენი გვესაუბრა საკუთარ თავზე. ,,დავკარგე ბინა,როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა.იგი მწერალი-დრამატურგი იყო. ჩემს ბი-ნაში ჩაწერილი იყო გერი.ასე რომ ,როდე-საც ბინდა გაიყიდა მე უბინაოდ დავრჩი და კარი ცხვირწინ მომიხურეს. 2 წელია რაც აქ ვიმყოფები,არაჩვეულებრივი გარემოა_ კვება, სისუფთავე,მოპყრობა.ძალიან კარ-გი პიროვნებაა უფროსი მაია ალადაშვილი, რომლისაც უზომოდ კმაყოფილი ვარ.ძირი-თადად ჩვენი საქმე აქ ჭორაობაა,ერთმანეთს ვუყვებით ჩვენს ამბებს,ვიხსენებთ

ახალგაზრდობას,თუ მოვიწყენთ ეზოში ჩავდივართ,ხან ჩხუბია,ხან ერთმანეთს ეფე-რებიან და ასე ვერთობით,ზოგი გიჟია,ზოგი ჭკვიანი...”. კათარზისის პრეზიდენტის,ზაურ ალადაშ-ვილის მეუღლესთან,მაია ალადაშვილ-თან საუბრისას შევიტყვე,კათარზისში არიან ისეთებიც,რომლებსაც აქვთ ჯანმრთელო-ბის პრობლემები და სპეციფიკურ მოვ-ლას საჭიროებენ.მათ საჭირო პრეპარა-ტებით კათარზისის სპონსორი აფთიაქები ეხმარებიან.ასევე არის რამდენიმე ათეული მწოლიარე,რომლებსაც ჯარისკაცების ხე-ლით მიეწოდებათ საკვები.ამ ბენეფიციარებს აქ ცხოვრების გარკვეული ვადა არ აქვთ. ,,ჩვენთან არის 14 ბენეფიციარი,რომლებიც ძირითადად უსახლკაროები არიან: ზოგი შვილმა გამოაგდო; ზოგიერთს შვილიშვილ-მა სახლი გაუყიდა; ზოგს უცხო პიროვნებებმა

სახლის კარი ცხვირწინ მიუხურეს;ისინი განუ-საზღვრელი დროით არიან ჩვენთან ,იქამდე ვიდრე, ღმერთმა დაიფაროს და, ჩავარდე-ბიან”_გვითხრა მაია ალადაშვილმა. ასევე კათარზისში არის თეატ-რი ,,ნოსტალგია”,რომლის მსახიობე-ბიც თავად ეს მოხუცები არიან.დგამენ სპექტაკლებს,რომლებიც ყოველ შაბათს იმართება. სათნოების სახლში ყოვედღიურად 310 ბე-ნეფიციარი ადამიანი იკრიბება.მისაღებში მო-ფუსფუსე ბებია-ბაბუები,ტელევიზორის ოთახ-ში სერიალით გატაცებული მოხუცები,ბანქოს თამაშით გართული ბაბუები და ცხელი სადი-ლის სუნი_ასეთია ყოველი დღე კათარზისში.ამ ადამიანებს საზოგადობის მხრიდან ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

სოფო ნიკოლაიშვილი

წიგნიერების ასამაღლებლად დაგეგმილი პროექტები

‘’წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას.’’ ფრენსის ბეკონი “წიგნი ყველა სოფელს” – ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ ინიციატივი-თა და საქართველოს საპატრიარქოს, სახელმწიფოს, არასამთავრობოებისა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით ხორციელდება. ეს საქველმოქმედო პროექტი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს უსას-ყიდლოდ გასცენ წიგნები რეგიონების მო-სახლეობისთვის. სხვადასხვა ხალხმრა-ვალ ადგილებში განთავსებულია ყუთები, რომელშიც წიგნის ჩადება და გაჩუქება შეგიძლია. რეგიონების მოსახლეობისათვის ლიტე-რატურის მიწოდებაზე ,,მოსიარულე ბიბ-ლიოთეკა’’ იზრუნებს, რომელიც საქართ-ველოს დიდ ქალაქებში გაჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობი-ლი მწერლების დახმარებით, ადგილობ-

რივ მოსახლეობას წიგნების გაჩუქების საშუალებას მისცემს. საქველმოქმედო პროექტი გრძელვადიანია და მიზნად ისა-ხავს ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში წიგნების პოპულარიზაციას. ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის მწერალმა ჯაბა ზარქუამ პროექტი „მოხე-ტიალე წიგნები“ გამოიგონა. – ეს წამო-წყება მიზნად ისახავს პოლიტიზებული ქუ-ჩების, უბნების, ქალაქების და მთლიანად ქვეყნის კულტურულ ბლოკადას .ვიღებთ წიგნს, ვაწერთ თამაშის წესებს და ვტოვებთ ქუჩაში. მპოვნელი იღებს, კითხულობს და ტოვებს სხვაგან. აწერს თარიღს თუ სად დატოვა, როდის და ა.შ. წიგნი უსასრულოდ მოგზაურობს და უნებლიეთ გზადაგზა ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. „ იდეა მარტივად მომივიდა. ვფიქრობდი, როგორ მიმეტანა ჩემი წიგ-ნები მკითხველამდე და უცებ ვთქვი, გა-ვუშვებ ქალაქში და რატომაც არა, იყოს, იხეტიალოს, თვითონ იპოვნოს მკითხვე-ლი-მეთქი. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს იდეა ასე ოპერატიულად და დიდი მონ-დომებით აიტაცა ხალხმა.’’ – ამბობს ჯაბა ზარქუა. 2013 წლის ივლისში ბაკურ სულაკა-ურის გამომცემლობამ საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო, სახელწოდებით, ,,წიგნი ყველა ბავშვს’’. პროექტი საქართ-ველოს ბავშვთა სახლებში მუდმივად გა-ნახლებადი ბიბლიოთეკის გახსნას ითვა-ლისწინებს. ასევე ძალიან საინტერესო პროექტია ,,50 წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხო, სა-ნამ ცოცხალი ხარ.“ მოსახლეობის გამო-კითხვით, 100 ნაწარმოები აირჩიეს და ბოლოს ლიტერატურის მცოდნეების და ხალხის აზრის გათვალისწინებით, 50 ნაწარმოები გამოიცა. ამ პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხის მოთ-ხოვნით კიდევ გამოიცა ,,49 წიგნი რომე-ლიც უნდა წაიკითხოსანამ ცოცხალი ხარ.“ 23 აპრილი წიგნის დღეა, ამ დროს ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფი-

ნება და კაცობრიობა კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ სა-უბარს. 23 აპრილი წიგნის დღედ იუნეს-კომ გამოაცხადა, ,,წიგნის მიმართ პატი-ვისცემის ნიშნად და ახალგაზრდებისთვის კითხვის შესაყვარებლად.’’ ამ დღეს 80 ქვეყანაში ზეიმობენ: კანადაში, საფრან-გეთში, იტალიაში, მოზამბიკაში, კუბაზე...მოკლედ, სად აღარ. 2003 წელს მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ლიტერატურული საღამოები, წიგნის პრეზენტაციები,საჯარო კითხვები,წიგნის ფესტივალები და მრავა-ლი სხვა იმართება. თუნდაც ბოლო დროს გამართული ევროპის კვირეული, რომ-ლის ერთ–ერთი მიზანიც სწორედ ევრო-პული მწერლობის გაცნობა იყო. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მასშტაბით არ ხორციელდება პროექტე-ბი რომლებიც მიზნადკითხვის შეყვარე-ბას ისახავს. რამდენად ამართლებს ეს პროექტები,მნიშვნელოვანია თუ არა ასე-თი ღონისძიებების ჩატარება- ამაზე ივა-ნე ჯავახიშვილი სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ლიტერატურული ჟურნა-ლისტიკის ლექტორი, დალი სინჯარაძე გვესაუბრება:,,ამგვარი პროექტების განხორცილება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, ჩემი აზ-რით, წიგნის სიყვარული ოჯახიდან უნდა იწყებოდეს და არა მოზრდილ ასაკში. ეს პროექტები, რომლებიც თქვენ და-ასახელეთ, თავისთავად კარგია, წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მაგრამ ადამიანს თუ ბავშვობიდანვე არ აქვს შეთ-ვისებული წიგნისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, მხოლოდ ამგვარი პროექტების მჟღერადი სახელწოდებები მისთვის არაფრისმთქმელია. ზოგადად ვერ გავიზიარებ იმ ნიჰილისტურ პათოსს, თითქოსდა ახალგაზრდები წიგნებს არ კითხულობენ და, აქედან გამომდინარე, გვყავს უწიგნური ახალგაზრდობა. საერ-თოდ, ასეთი მიდგომა გაუმართლებელია. ჩემი აზრით, განათლებული ახალგაზრდა

თაობა მოდის. მათ შორის, არიან ისეთე-ბიც, რომლებიც თავს არიდებენ კითხვას, მაგრამ ასეთები ყოველთვის არსებობდ-ნენ, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ეპოქაში.»-აღნიშნავს სინჯარაძე. ამგვარ ღონისძიებებს დადებითად აფა-სებს საქართველოს საზოგადოებრივ საქ-მეთა ინტიტუტის სტუდენტი ანი მირუაშვი-ლი: ,,მივესალმები სახელმწიფოს მხრდან ამგვარ აქტვობებს, მაგრამ, ამასთან ერ-თად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წიგ-ნები იყოს ყველა ფენისთვის ხელმისაწვ-დომი იყოს, რათა ბარიერი ადამიანს და წიგნს შორის ფინანსური მდგომარეობა არ აღმოჩნდეს. საბედნიეროდ რეგიონებ-ში მრავალი პროექტი ხორციელდება ამ პრობლემის დასაძლევად მაგრამ ეს საკ-მარისი არ არის და საჭიროა მეტი ღონის-ძიებების ჩატარება ხელისუფლების მხრი-დან. სახელმწიფოს მოვალეობაა შეუქმნას სა-ზოგადოებას კეთილდღეობა.ადამიანი კი საკუთარი თავის რეალიზებას ვერ შეძ-ლებს განათლების გარეშე,სწორედ ამას ემსახურება ზემოთ ჩამოთვლილი პროექ-ტები.ეს ღონისძებები ტარდება იმისთვის, რათა ყველა ადამიანმა შეძლოს იყოს გა-ნათლებული და სრულფასოვანი.“-ამბობს მირუაშვილი. ტექნოლოგიების წყალობით, კითხ-ვა წიგნთან უშუალო კონტაქტის გარეშე, ელექტრონულად არის შესაძლებელი.მაგრამ არსებობენ ადამიანები რომელ-თათვის წიგნის სურნელს და წიგნთან შეხებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, სწორედ მათთვის შექმნეს პარფი-უმერებმა სუნამო, რომელსაც ახალგამო-ცემული წიგნის სუნი აქვს. უცნაური სუნამო ჟურნალ „WALLPAPER-ის“ დახმარებით შეიქმნა. სუნამოს არამხოლოდ სუნი არა-მედ შეფუთვაც ორიგინალური აქვს, მისი ყუთი წიგნს წააგავს, ხოლო შიგნით ამოჭ-რილ ბუდეში ოთხკუთხა ფლაკონია მო-თავსებული.

მარიამ მეიფარიანი

8

Page 9: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი

რეპორტაჟი

9

ყოველდრე გასავლელი ,,გოლგოთა“ რუსთავიდან მომავალი სტუდენტებისთვის ,,თსუ-ში ჩაბარების შემდეგ უნივერსი-ტეტში რუსთავიდან დავიწყე სიარული. სწორედ აქედან დაიწყო ის პრობლე-მები, რომლებსაც ყოველდღე მგზავ-რობისას ვაწყდებოდი. რა დროსაც არ უნდა გამოვსულიყავი სახლიდან, ლექ-ციებზე ყოველთვის ვაგვიანებდი, მიზე-ზი ის იყო, რომ გზაში 2 სატრანსპორ-ტო საშუალება უნდა გამომეცვალა, ამ ყველაფერს საცობებიც ემატებოდა და მინიმუმ 1 საათი ან 1.20 წუთი მჭირდე-ბოდა უნივერსიტეტში მისასვლელად. თანაც, ბევრი მეხარჯებოდა- დაახლო-ებით, 3 ლარი. ამიტომ, მშობლებს ვთხოვე და თბილისში მიქირავეს ბინა. “- იხსენებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსამე კურსის სტუდენ-ტი სოფო კირთაძე.

სოფო გამონაკლისს არ წარმოადგენს. მსგავსი პრობლემები, თბილისის სახელ-მწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, ილიას სახელმწიფო უნივერსი-ტეტის სტუდენტებსაც აწუხებთ. დანიშ-ნულების ადგილზე მისასვლელი მარშ-რუტი ასეთია: ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსამდე რუსთავის მიკროავ-ტობუსით მისვლა და იქიდან ყვითელი ავტობუსით მგზავრობა დანიშნულების ადგილამდე. ფაქტობრივად , ახალგაზ-რდებს გზის ერთი და იმავე მონაკვე-თის გავლა ( გმირთა მოედანის ) 2 -ჯერ უწევთ. ალტერნატიული გზა კი ვარაზეის-ხევის ფეხით გავლასა და აქ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლო-ბას გულისხმობს, რომელზეც სტუდენტები ხშრად უარს ამბობენ, რის გამოც გადა-ტვირთული გზის გადაკვეთა უწევთ.,,ყოველდღე სხვადასხვა პრობლემას ვაწყდები მგზავრობისას, საცობების გარ-

და , ბევრი რამ მიშლის ხელს , რაც ჩემს გასავლელ გზას სახლიდან უნი-ვერსიტეტამდე ახანგრძლივებს. ადრე მიწისქვეშა გადასასვლელებით ვსარგებ-ლობდი და დროს ასე ვიგებდი,მაგრამ მას შემდეგ, რაც წელსქვემოთ შიშველი მამაკაცი ვნახე იქ , ე.წ პადზემკებისკენ აღარც კი გამიხედავს. ახლა იძულებუ-ლი ვარ, გზა გადავკვეთო და ისე მივი-დე თსუ-მდე, პატრულიც კი აღარ რეაგი-რებს ამაზე, რადგან ყველამ იცის, თუ რა ხდება ზოოპარკთან არსებულ მიწისქვე-შა გადასასვლელებში. ამიტომ, სულ-მოუთქმელად ველი რუსთავი-თბილისის მიმართულბით მოძრავი მიკროავტო-ბუსების გამოჩენას , რომლებსაც ვაკეში შეეძლებათ მოძრაობა. როგორც ამბობ-

დნენ, 1 ოქტომბერს უნდა დანიშნუიყვნენ , ახლა კი გვითხრეს , რომ ნოემბრის ბოლომდე დაიწყებენ მოძრაობას.იმედი მაქვს, მალე მოხდება ეს ყველაფერი, რადგან გზაში იმდენ პრობლემას ვაწყ-დები, ლექციებზე დასწრების სურვილიც კი მიქრება“- აღნიშნა სალომე აბულაშ-ვილმა.სტუდენტების პრობლემები მას შემდეგ დაიწყო , რაც რუსთავიდან მომავალ სა-მარშრუტო ტაქსებს აეკრძალათ რუსთა-ველის გამზირზე მოძრაობა, მიზეზად კი გადატვირთული გზები და საცობები და-სახელდა. ,, ადრე ჩვეულებრივად დავდიოდით თავისუფლების მოედნიდან ჭავჭავაძის გამზირზე. მაგრამ, ახალი ესტაკადის აშე-

ნების შემდეგ გვითხრეს, რომ გზები ისე-დაც გადატვირთული იყო და საცობები შეიქმნებოდა. ახლა გადაწყვიტეს , რომ ისევ დაინიშნოს ახალი სამარშრუტო ხაზი ,,რუსთავი-ვაკე“ , რომელიც ისევ იმ გზას გაივლის , რომელსაც რუსთავის მარ-შუტკები გადიოდნენ აკრძალვამდე.“ - აღნიშნა რუსთავის ერთ-ერთი მიკროავ-ტობუსის მძღოლმა, გია გელაშვილმა.,, რუსთავის სამარშრუტო ტაქსები ჩვენს დაქვემდებარებაში არ არის და, შესაბა-მისად, ეს აკრძალვა ჩვენი ინიციატივით ვერ მოხდებოდა. დაუკავშირდით საპატ-რულო პოლიციას, ის კურირებს მსგავს საქმეებს’’ -განუცხადა ,,თვისუფალი ასო-ციაციის“ ჟურნალისტს მერიის საზოგა-დოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა. საპატრულო პოლიციაში კი აცხადებენ , რომ მათი მხრიდან მსგავსი აკრძალვა არ ყოფილა და ნოემბრის შუა რიცხვე-ბიდან , მძღოლების ინიციატივით ისევ დაინიშნება ახალი მარშრუტი ,,რუსთავი-ვაკე“ .ფაქტია, მალე აღნიშნული პრობლემა მოგვარდება, მაგრამ კითხვაზე პასუხი - თუ ვისი ინიცატივით მოხდა მსგავსი აკრ-ძალვა, დღემდე ბუნდოვანია. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ ნოემბ-რის შუა რიცხვებიდან სალომეს მსგავ-სად სხვა სტუდენტებს აღარ მოუწევთ იმ დამქანცველი და არასასიამოვნო გზის გავლა , რომელიც გულისხმობდა მინი-მუმ 2 სატრანსპორტო საშუალებით მგზავ-რობას, გზების გადაკვეთას ან მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობას,სადაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამი-ანები იყრიდნენ თავს.

მარიამ გოგატიშვილი

თუშეთში სკოლები აღარ არის! უკვე თენდება, როდესაც „ყვითელ“ თუ-შეთს ვუახლოვდებით. ასე მას სექტემბრის შუა რიცხვებში მოლაშქრეები ეძახიან. რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო ვიწ-როვდება გზა, ხედი კი თავის სახელს ამარ-თლებს - მოოქროსფერო-მოყვითალო ბა-ლახი, ალისფერი ბუჩქები და ჩამუქებულ, მწვანე ნაძვებს შორის ანთებული,ჭყეტელა ყვითელი ხეები.მანქანები ბორბლების სა-სიამოვნო ხმაურით გზაზე მიგორავენ, ერთ მხარეს ციცაბო ფერდობია , მეორეზე კი დაღმართი, რომელიც ხშირად უფსკრუ-ლივით მკვეთრია.ზემოდან გადავდივართ ჩანჩქერის ქვეშ გაშლილ მდინარეზე, ვჯაყ-ჯაყებთ წვიმის დროს ჩამოყრილ კლდის ნაფშვენებზე, შემხვედრი მანქანისთვის გვერდის აცილების დროს უფსკრულ სრამ-დენიმე სანტიმეტრიღა გვაშორებს. ყვითელი მთის ფერდობზე გამოჩნდა პირველი დასახლება. აქ თითქმის ყვე-ლა ადგილის სახელი „ო“-ზე მთავრდება :ომალო, კესელო, დართლო, კვამლო, ჭეშო, შენაქო, დიკლო . . . გზა მინდორ-ზე გადადის. მანქანა მძიმედ ეფლობა ტალახში, ცვლის მიმართულებას, იჭედე-ბა, შხეფებს აწუწებს, ბოლოს პოულობს ასასვლელ წერტილს , ძლივს ფოფხდება და ჩერდება - ახლა მისი მგზავრები მე-გობრების მანქანებს გულშემატკივრობენ. „დელიკებს“(მანქანის მოდელი, რომელიც ხშირად გამოიყენება მაღალმთიან რეგი-ონებში მოძრაობისთვის) მივყავართ იქამ-დე, სადამდეც შეუძლიათ, შემდეგ კი გზას ფეხით ვაგრძელებთ - ქვევით ვიტოვებთ ღრუბლებს. კლდის ნატეხებისგან აშენებულ კოშკებს შორის გალესილი საცხოვრებელი სახ-ლებია. რამდენიმე საკვამურიდან ბოლი გამოდის. ერთ-ერთი, სხვებთან შედარე-ბით მოზრდილი სახლის ეზოში ორი ბიჭი თამაშობს. ისინი ჯოხებიდან „ისვრიან“, შემ-დეგ განიხილავენ, კიდევ რომელი ტოტი გამოდგება „იარაღად“. როგორც ჩანს, უფროსი ბიჭის აზრი უმცროსისთვის ავტო-რიტეტულია და პატარა მორჩილად მიდის თხილის ტოტის გასათლელად, რადგან ძმის აზრით ასე უფრო „კარგი სასროლი“ იქნება.

უფროსი ბიჭი საქმიანად შემიძღვა სახლ-ში, შემდეგ კი ძმასთან სათამაშოდ გაიქცა. მათი მშობლებისგან გავარკვიე, რომ უფ-როსიბიჭი - ნიკა,მეხუთე კლასში გადავიდა, უმცროსი გიორგი კი წელს პირველად მი-დის სკოლაში. მათი დასახლება, თუშეთის მასშტაბების გათვალისწინებით, დაბლა მდებარეობს, ჰყავთ ძროხები, ამზადებენ გუდის ყველს. თბილ თვეებს თუშეთში ატარებენ, სიცივეში კი რთული პირობების გამო კახეთში, ალვანის ველზე ბინავდე-ბიან. საერთოდ, გამოსაზამთრებლად აქ სულ რამდენიმე ადამიანი რჩება. პროდუქ-ტების გადატანასა და მესაქონლეობასთან დაკავშირებული პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე გადასახლება უფრო მოსა-ხერხებელია სექტემბრის შემდეგ.ამ ყველაფრის გამო ბავშვები სკოლებ-ში რამდენიმე კვირით გვიან იწყებენ სი-არულს. მათ კლასელებს უკვე ნასწავლი აქვთ პირველი თავები, როდესაც თუშების უმრავლესობა კახეთისკენ მიემგზავრება. განსაკუთრებით რთული უნდა იყოს ‘’ტო-ტებიდან სროლის’’ დროს გაცნობილი გიორგისთვის და მისი თანატოლებისთვის დაგვიანებით პირველ კლასში მისვლა.თუშეთის მაღალმთიან დასახლებებში ძი-რითადად ცხვარი ჰყავთ. მაღლა უფრო სწრაფად ცივდება, ამიტომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სექტემბრის შუაში უკვე ალვანის ველისკენ ეშვება. ასეთი სოფ-ლების პატარა მაცხოვრებლებს უფრო გა-უმართლათ - სწავლის პროცესს 1-2 კვირის დაგვიანებით უერთდებიან, თუმცა არც ეს უნდა იყოს ბავშვებისთვის მოსახერხებელი.თუშეთში არ ფუნქციონირებს არც ერთი მუდმივი ან დროებითი სკოლა. სოფლე-ბი მთებზეა შეფენილი და ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდე-ბარეობენ, ამიტომ თითქმის შეუძლებელია თუში მოსწავლეებისთვის ალტერნატი-ვის მოძებნა - ერთი სოფლიდან მეორეში გადასვლა რთულია, თითოეულ დასახლე-ბაში სასწავლებლის შექმნას კი ბევრი რე-სურსები დასჭირდება. „ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლე-ბა“ - წერია ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციაში, რომელსაც ხელი საქართ-

ველომაც მოაწერა.აქედან გამომდინარე, ამ უფლების გამოყენებით ბავშვის უზრუნ-ველყოფაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. კითხვაზე, ვის ევალება ამ საკითხების მოგ-ვარება, განათლების სამინისტროს წარმო-მადგენელმა უპასუხა, რომ სკოლაში ბავშ-ვების მიყვანა მშობლების მოვალეობაა, თუ მათ ყოველწლიურად შემოდგომის დასაწ-ყისში მთებშ უწევთ ყოფნა, მაშინ „ბავშვი ნა-თესავებს დაუტოვონ ან რამე მოიფიქრონ“, და თუ ამას არ აკეთებენ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეიძლება, მათთვის მეურ-ვეობის წართმევის მოთხოვნაა.საქართველოში სწრაფი ტემპებით მიმდი-ნარეობს ურბანიზაცია. თბილისში საცხოვ-რებლად, სასწავლებლად და სამუშაოდ გადადის ხალხის ისეთი რაოდენობა, რო-გორზეც ქალაქი უბრალოდ არ არის გათ-ვილი, შესაბამისად, მუდმივი პრობლემე-ბია საცობები გზებზე, დანაგვიანება, ჰაერის დაბინძურება და უმუშევრობა. ეს უარყო-ფითად მოქმედებს ამ პროცესში ჩართულ

თითქმის ყველა ადამიანზე, ამ დროს კი ცარიელდება სოფლები, პოტენციური ტუ-რისტების გარდა იკარგება მნიშვნელოვანი არქიტექტურული მემკვიდრეობა, ინგრე-ვა სახლები . . . ერთი მხრივ სახემწიფოს სტრატეგია ითვალისწინებს ადამიანების სოფლებშ დაბრუნებას, სვანეთში შენობებ-სა და მუზეუმებს ჩაუტარდათ რესტავრა-ცია, ყაზბეგში გაიყვანეს ბუნებრივი აირი. თუმცა, თუშეთში სკოლებთან დაკავშირე-ბული პრობლემა ერთადერთ გამოსავალს უტოვებს მშბლებს, ვისაც შვილების სკო-ლაში დროულად მიყვანა უნდათ - დატო-ვონ ძველი სახლ-კარი და მუდმივ საცხოვ-რებელ ადგილად „ბარი“ აირჩიონ. თუშები ასე უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ. მაღალმთიანი რეგიონების მოასწავლეების განათლების საკითხზე წლიდან წლამდე იწყება მსჯელობა, შემდეგ კი ისევ წყდება. 2014 წელს კი პატარა გიორგი პირველ კლასში ოქტომბერში მიდის.

ქეთევან დავითაშვილი

Page 10: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი10

დამოუკიდებლობის დღეს - დამოუკიდებლობისთვის დაბადებული 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებ-ლობის დღე, დღე როდესაც 1918 წელს ქართულმა სახელმწიფომ მოიპოვა სუვერენიტეტი(სახელმწიფოს დამოუკი-დებლობა)- ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვ-ნელოვანი და სასიცოცხლო. ისტორიულმა მოვლენებმა, პოლიტიკურმა პროცესებმა მხოლოდ 3 წლით შეუნარჩუნა თავისუფა-ლი მდგომარეობა და კვლავ ექსპანსიის მსხვერპლად აქცია. 1921 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანამ სა-ხელმწიფოებრიობა შეწყვიტა, გავიდა 18 წელი და 1939 წლის 26 მაისს, ქ. თბილის-ში, კოსტავა-დემურიების ოჯახში დაიბადა ბავშვი, სახელად მერაბი. ალბათ მიხვდით, მერაბ კოსტავა, თავისუფლებისთვის მებრ-ძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი და ეროვნული გმირი. ადამიანი, რომლისთვი-საც ორი სიტყვა: სამშობლო და დამოუკი-დებლობა უერთმანეთოდ არ არსებობდა. პიროვნება, რომელშიც იდეამ ჰპოვა დაბა-დება, განვითარება და განხორციელება. ეს იდეა კი იყო საქართველოს განთავისუფ-ლება საბჭოთა კავშირისგან(ს.ს.რ.კ. საბჭო-თა სოციალური რესპუბლიკების კავშირი) 1946 წელს თბილისის ვაჟთა სკოლაში შეჰყავთ მშობლებს. ის სწავლის დიდი მონ-დომებითა და მეგობრებისადმი უანგარო დახმარების სურვილით გამოირჩეოდა. სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა ზვიად გამსახურდიას, მის თანამებრძოლსა და თანამოაზრეს. მერაბი მღეროდა, უკრავდა და წერდა ლექსებს. მისი მთავარი მიზანი კი თავისუფლება და თავისუფლებისთ-ვის ბრძოლა იყო. ამის გამოვლინება იყო სტალინის გარდაცვალებიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე დისიდენტური ორგანიზაცია „გორგასლიანის“ შექმნა(ზ.გამსახურდიას-თან, გ.დოჩანაშვილთან, თ.მეტრეველთან და სხვებთან ერთად) და მისი წევრობა. სკოლის მოსწავლეებმა რუსთაველისა და პლეხანოვის(ახლანდელი აღმაშენებ-ლის) გამზირზე უპრეცენდენტო შინაარსის მქონე პროკლამაციები გამოფინეს:„ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფაქტი, მოს-წავლეობის დროს დაწყებული ბრძოლა

სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც წლები გასტანა. ამ პერიოდიდან მერაბ კოსტავა განიცდის პოლიტიკურ დევნას და უხდება საპყრობილეში სხვადასხვა ვადით დროის გატარება. 1977 წელს 3 წლიანი პატიმ-რობა მიუსაჯეს ანტისაბჭოთა აგიტაციისთ-ვის და პროპაგანდისთვის, რომელთაც ის და მისი თანამოაზრენი ჟურნალ „ოქროს საწმისის“(გამოდიოდა 1975-1976 წლებში, სულ გამოვიდა 4 ნომერი) დახმარებით ახერხებდნენ. მანამდე კი უნდა აღვნიშნოთ მისი მუშაობა ჟურნალში „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, სადაც ის მთელ რიგ წერილებს აქვეყნებდა ნაციონალუ-რი ხელოვნების განვითარების საკითხებ-ზე და უფრო და უფრო მომართავდა სა-ზოგადოებას თვითმპყრობლისგან თავის დასაღწევად. ხუთი წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიასთან ერთად აყალიბებს სა-ქართველოში ადამიანთან უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფს. ამ პერიოდან სუკ-ი(სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მუდმივად უთვალთვალებდა მას. ახლობ-ლები იხსენებ, რომ მერაბი ცნობდა მათ და

იტყოდა ხოლმე:„მთელი დღე აქ დგანან მოშივდებოდათო“ და საჭმელი გაუგზავნია მეთვალყურეებისთვის. მის სულგრძელ ბუ-ნებაზე მეტყველებს დიდი მწერლის, კონს-ტანტინე გამსახურდიას შეფასებაც: „იგი სი-კეთით გახლდათ საცნობი“. მერაბ კოსტავა, უბრალოდ, დიდი ადამი-ანი იყო. მხოლოდ დიდი ადამიანები უძ-ლებენ წლობით ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ზეწოლას, მხოლოდ ერთეულები არ ნებ-დებიან ციხეებს, საკონცენტრაციო ბანაკებს, ათწლიან პატიმრობას. ერთ-ერთი მისი მოგონება:„პერმის სა-კონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერ-ში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუ-სიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღ-ლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტ-რი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარეო. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს “გასატანად” მოვიდნენ, გაოგნებუ-ლი დარჩნენ, როცა დავუძახე: “პრივეტ, ბრატცი!”(ქართულად:„გამარჯობა ძმებო!“) საინტერესო იყო მისი იმდროინდელი სუ-

ლიერი მდგომარეობა, ის, თუ რამ გააძლე-ბინა, ის, თუ რამ არ გატეხა!.. ამის პასუხს თავისივე დაწერილი ნაწარმოების „თავი-სუფლების“ ერთი ძალიან თავისუფალი მონაკვეთი გასცემს:„რაოდენი თავისუფ-ლებაა, საოცარო ფრინველო, შენს მოძრა-ობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანყო-ფის სურვილი. თავისუფლება დიახაც ჰგუ-ლისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობს მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბორო-ტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ, უსპე-ტაკესო, კიდევ მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრნენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭდონ მისი კელდები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი“. 1987 წლიდან მოყოლებული, ის ეროვ-ნული მოძრაობის სათავეში იდგა(ზვიად გამსახურდიასთან ერთად) 10 წლის ტყვე-ობიდან დაბრუნებულმა, იმავე წლის 26 მაისს, თანამოაზრეებთან ერთად დამოუკი-დებლობის დღე აღნიშნა. ის არა მხოლოდ ქართველების განთავისუფლებისთვის, არამედ გამთლიანებისთვის მებრძოლი ადამიანი გახლდათ. 1989 წლის ზაფხულ-ში ერთი სატელევიზიო პაექრობისას მერაბ კოსტავამ განაცხადა:„თუ ერთმანეთთან ვერ გამოვნახავთ სალაპარაკო ენას დღეს, შესაძლოა დადგეს დრო განუჭვრეტელი სიბნელისა, სადაც ჩვენ ერთმანეთს დაბრ-მავებული ვეძებდათ და ვეღარ ვპოვებდე-თო“. სამწუხაროდ მას არ დასცალდა და იმავე წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი, სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონში) ტრაგიკულად და-იღუპა. მერაბ კოსტავა მთაწმინდაზე, მწე-რალთა და საზოგადო მოღვაწეთა პან-თეონში დაკრძალეს. ის იყო ადამიანი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის საზოგადოების ერთი იდეისადმი გაერთიანებაში. იდეა კი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო იყო. მერაბ კოსტავა - ადამიანი, რომელიც და-მოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლო-ბისთვის დაბადებულიყო.

ვახტანგ მაზმიშვილი

რობერტ კაპას გზა ომებიდან საქართველომდე

„ორიოდე ფოტოსურათით მე უფრო მეტს გამოვხატავ,ვიდრე ჟურნალისტი,რომელიც ათასამდე სიტყვას წერს“- ეს მსოფლიო ომის უდიდესი ფოტოგრაფის რობერტ კა-პას სიტყვებია. მისი ფოტოები მეოცე საუკუ-ნის ოცდაორწლიანი პერიოდის (1932-1954) შემზარავ მოვლენათა დოკუმენტად იქცა და უდიდესი საფუძველი ჩაუყარა ფოტოჟურნა-ლისტიკის მიმართულების ომის ფოტოგრა-ფიის განვითარებას.რობერტ კაპა 1913 წლის 22 ოქტომბერს ბუდაპეშტში უნგრელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი ენდრე ფრიდმანი გახლდათ,ამიტომაც ,თავდაპირ-ველად, მის ფოტოებს ფსევდონიმით „ანდ-რე“ აქვეყნებდა. 1931 წელს ბუდაპეშტიდან ბერლინში მიემგზავრება ჟურნალისტიკის შესასწავლად.ბერლინის შემდეგ კაპა პარიზ-ში თავის მეუღლე გერდა ტაროსთან ერთად

გადავიდა საცხოვრებლად. 1936 წელს მან საბოლოოდ შეიცვალა სახელი და „კაპა“ დაირქვა, რაც უნგრულად „ზვიგენს“ ნიშნავს.„ფოტოგრაფი სრულიად შემთხვევით გავ-ხდი“ -ხშირად იმეორებდა. მისი პირველი სერიოზული ფოტორეპორტაჟი 1932 წლით თარიღდება. კაპა ტროცკისტების მიტინგს იღებს კოპენჰაგენში.30-იანი წლების და-საწყისში კაპა ფოტოგრაფ ანდრე კერტეშს ხვდება,რაც დიდ გავლენას ახდენს მის პრო-ფესიულ არჩევანზე. 1936 წელს ესპანეთის ომის დასაწყისში რესპუბლიკელთა გულ-შემატკივარი ხდება და თავის მეუღლესთან ერთად ომის თემაზე მუშობს. 1937 წელს გერდა ტარო ფრონტის ხაზზე იღუპება. 1938 წელს კი მისი წიგნი სახელწოდებით - Death in the Making (სიკვდილი მზადებაში) გამო-დის.„თუ თქვენი ფოტოები არ არის კარგი,ეს ნიშნავს,რომ თქვენ არ ხართ საკმარისად ახლოს“- კაპას სიტყვები მისი ცხოვრებისე-ული გზის მეგზური იყო. ის იყო რისკიანი ადამიანი,რომელიც შედეგის მისაღწევად არ უშინდებოდა სიახლოვეს . კაპა მუდამ იმ მოვლენების მონაწილე იყო,რასაც ფირზე აღბეჭდავდა. 30-იან წლებში მნიშვნელოვ-ნად გაიზარდა ინტერესი კაპას და მისი თა-ობის ფოტოგრაფთა ნამუშევრების მიმართ. მისი ფოტოები ევროპისა და აშშ-ს წამყვან ჟურნალებში იბეჭდებოდა : „Paris Match” ; „Picture Post” და სხვა.მისი ფოტოების მეშ-ვეობით ადამიანებმა პირველად გაუსწორეს თვალი ომის სისასტიკეს. 1938 წელს ჟურნა-ლი „Picture Post” კაპას ფოტოების შესახებ წერდა,რომ ფოტოებზე აფეთქების მტვრის სუნიც კი იგრძნობოდა. ესპანეთის ფრონტის რეპორტაჟს თავად კაპამ ასე უწოდა: „ეს ომია!“მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ფო-ტოგრაფის ცხოვრებაში დიდი ცვლილებე-ბი ხდება. კაპა ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის გადასაღებ მოედანზე მსახიობ ინგრიდ ბერგ-მანს ხვდება . ბერგმანი მისი გარდაცვლილი

მეუღლის შემდეგ კაპას გულს იპყრობს და საცხოვრებლად ჰოლივუდში მიჰყავს. თუმცა, კაპა მალე მიხვდა რომ მისი ცხოვრება ომის ფოტოჟურნალისტიკის გარეშე შეუძლებელი იყო. ურთიერთობა კაპას ინიციატივით დას-რულდა.მას უყვარდა ვისკი,პოკერი,ლაღი და ლამაზი ცხოვრება. ბევრს მოგზაურობ-და და სახელოვან მეგობრებთან: ერნესტ ჰემინგუეისთან,პაბლო პიკასოსთან,ჯონ ჰიუსტონთან და სხვებთან ერთად ატარებდა დროს.1947 წელს MOMA-ს (ნიუ-იორკის თანამედ-როვე ხელოვნების მუზეუმი) რესტორანში კაპას მეგობრების : ანრი კარტიე-ბრესონის, „შიმ“ სეიმურის,ჯორჯ როჯერისა და უილიამ ვანდივერტის შეკრებით ფოტოგრაფთა კო-ოპერატივი შეიქმნა. სადილის განმავლობაში შესმული შამპანურის „მაგნუმის“ საპატიცემუ-ლოდ ფოტოგრაფებმა სააგენტოს „მაგნუმი“ უწოდეს. კაპა სიცოცხლის ბოლომდე ჩართუ-ლი იყო სააგენტოს საქმიანობაში,რომლის მიზანი ახალგაზრდა ფოტოგრაფთა მოზიდ-ვა და მათთვის ოპტიმალური სამუშაო პი-რობების შექმნა იყო.„მაგნუმის“ დაარსებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ფოტოგრაფი ამერიკელ მწერალ ჯონ სტაინბერკთან ერთად საბჭოთა კავშირ-ში მოგზაურობს. მათი მთავარი მიზანი „რკი-ნის ფარდის“ მიღმა სივრცის შეცნობა და აღ-ბეჭდვა იყო. კაპამ და სტაინბერკმა რუსეთში , უკრაინასა და საქართველოშიც იმოგზაურეს.

1948 წელს კაპას ფოტოებით გაფორმებული წიგნი სახელწოდებით „რუსული დღიური“ გამოიცა.ამონარიდები წიგნიდან:„ყველგან,სადაც კი მოვხვდებოდით რუსეთის ტერიტორიაზე,გამუდმებით გვესმოდა სიტყ-ვა „საქართველო“. ადამიანები,რომლების ერთხელად არ ყოფილან საქართველოში და შესაძლოა, ვერასოდეს მოახერხონ იქ ჩასვლა,საქართველოზე ლაპარაკობდნენ აღფრთოვანებითა და მისი ნახვის დაუოკებე-ლი სურვილით. მათი სიტყვით,ქართველები არიან სუპერმენები,სახელგანთქმული მ ო ქ ე ი ფ ე ნ ი , ს ა უ ც ხ ო ო მოცეკვავენი,დიდებული მუსიკოსები,მუშაკნი და არშიყნი.“„ქართველები გვეჩვენა უფრო ლაღნი,ვიდრე სხვები,ვინც აქამდე შეგვხვედრია. ისინი არიან მშვიდნი,გულმხურვალენი და მხი-არულნი. ქართველები,ალბათ,ამიტომაც იწვევენ აღტაცებას რუსებში.ეტყობა რუსებს სწადიათ,რომ ქართველებს დაემსგავსონ.“როგორც მწერალი სტაინბეკი წერდა,კაპა საქართველოში გაუთავებლად იღებდა ფოტოსურათებს, „საოცარი იყო,როგორ უხმაუროდ მოძრაობდა და შეუმჩნევლად იღებდა ფოტოებს.“2003 წლის შემდეგ კაპას შემოქმედე-ბა საქართველოს ისევ დაუბრუნდა. 2014 წელი,აღინიშნება როგორც კაპას გარდა-ცვალებიდან 60 წლისთავი. ოქტომბრის თვეში თიბისი გალერეაში გამოიფინა რო-ბერტ კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოები სახელწოდებით „ქართული დღიურები,რობერტ კაპა საქართველოში“.რობერტ კაპა 1954 წელს ჟურნალ „Life-ს“ მიერ რეპორტაჟზე წარგზავილი, დიენ ბენ ფუშში( ინდოჩინეთში) ნაღმზე აფეთქდა. ომის ფოტოგრაფმა უკანასკნელი ფოტო სიკვდილამდე 5 წუთით ადრე გადაიღო . რობერტ კაპამ უდიდესი კვალი დატოვა მე-ოცე საუკუნის ისტორიასა და ფოტოჟურნა-ლისტიკაში.

ტატა ნაკანი

პროფაილი

Page 11: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი

კულტურა

11

ქართული თანამედროვე თეატრის პრობლემები და გამოწვევები

ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ თა-ნამედროვე ქართულმა თეატრმა მაყურე-ბელი დაკარგა, რომ ქართველი საზოგა-დოება თეატრის მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი და სპექტაკლებზე მაყურებელ-თა სიმცირე შეინიშნება. საინტერესოა, რა ფაქტორებმა გააჩინეს საზოგადოებაში ეს აზრი და რა პრობლემებისა და გამო-წვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი თეატრი? რატომ შეინიშნება ქართულ თეატრებში მაყურებელთა სიმცირე? რამ განაპირობა საზოგადოების დამოკიდებულების ცვლი-ლება თეატრის მიმართ? ამ პრობლემის ირგვლივ რამდენიმე აზრი არ-სებობს. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მაყურებლის მკვეთრი შემცირება უში-ნაარსო და არაფრის მომცემმა სპექტაკლებმა გამოიწვია. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ თა-ნამედროვე ფილმების, სერიალების, მულტი-მედიური სივრცისა და ინტერნეტის სამყაროში თეატრის მიმართ ინტერესი საზოგადოებაში თანდათან უფერულდება და ქრება. ზოგიერ-თები კი ამ ყველაფერს თეატრის მსახიობებისა და რეჟისორების დაბალ მოტივაციას უკავში-რებენ და ამბობენ, რომ სწორედ შემოქმედე-ბითი ჯგუფის დაბალი ანაზღაურებითაა პრობ-ლემა გამოწვეული. მსახიობების ხელფასი თეატრებში მართლაც მიზერულია, (მათი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 200-300 ლარს შეადგენს) როცა ძალიან მაღალია თვითონ სპექტაკლის ბილეთის ღირებულება. სწორედ ამიტომ, დღეს საქართველოში თეატრალურ სანახაობაზე დასწრება ფუფუნებად ითვლება. რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში (სწორედ ამ ორი თეატრიდან მოდის მთელი ქართული თეატრალური სამყაროს მაჯისცემა) ერთ სპექტაკლზე დასასწრებად მაყურებელე-მა 15-20 ლარი უნდა გადაიხადოს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში კი ერთი სპექტაკლის (,,რადიო მაკბეტი”) ბილეთის ღი-რებულება 20-დან 40 ლარამდე მერყეობს. ეს საშუალო შემოსავლის მქონე ადამისთვისაც კი საკმაოდ დიდი თანხაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ოჯახთან ერთად სურს სპექტაკლზე დასწრება. მართალია, სტუდენტებს ბილეთის ყიდვა შედარებით დაბალ ფასად შეუძლიათ, თუმცა აქ ლოგიკურად ჩნდება კითხვა- რამდე-ნად ხშირად დადიან ისინი თეატრში და იყენე-ბენ მათთვის განკუთვნილ ფასდაკლებას? სოფო ჯანჯალაშვილი (სტუდენტი) : ,,თეატ-რში იშვიათად დავდივარ და ფასდაკლების შესახებ არაფერი მსმენია. თეატრს კინოში მე-გობრებთან ერთად სიარული მირჩევნია. ის კი ზუსტად ვიცი, რომ კინოში ბილეთს სტუდენტის პირადობის მოწმობით 5 ლარად ვიყიდი.” ლევან მორჩიაშვილი (სტუდენტი) : ,, დიდი სურვილის მიუხედავად, თეატრში ხშირად ვერ დავდივარ, მაგრამ ძალიან მიყვარს. სამწუხა-როა, რომ დღეს საზოგადოება თეატრის მი-მართ დიდ ინტერესს აღარ იჩენს და მას მაყუ-რებელი საგრძნობად შემოაკლდა.” ანი კაკაურიძე (სტუდენტი) : ,,მგონია, რომ თეატრი დღეს ახალგაზრდებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ეს სამწუხარო რეალობაა, მაგ-რამ თეატრში უფრო ასაკოვანი ხალხი დადის, ვიდრე ჩვენ, სტუდენტები და ზოგადად, ახალ-გაზრდობა...” თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, ქართული თეატრის ერთ-ერთ მთავარ პრობ-ლემად მრავალგზის გადაღეჭილი, ამოწურუ-ლი და განხილული რეპერტუარებიც მიიჩნევა. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც რეჟი-სორები უკვე მრავალჯერ დადგმულ პიესებს იმეორებენ, რადგანაც ახალი ძალიან იშვი-ათად იქმნება, ხოლო რაც იქმნება, მაყურებ-ლის აპათიისა და გულგრილი დამოკიდე-ბულების გამო, ძალიან მალე, დასაწყისშივე ქრება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტენდენცია საფრთხის შემცველი გახდა განსაკუთრებით, რეგიონული თეატრებისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონულ თეატრებში მწირი ფი-ნანსები, ტექნიკური გაუმართაობა და დასის დაბერებაა. მაგალითად, გურჯაანის თოჯი-ნების სახელმწიფო თეატრს მწირი დაფინან-სება აქვს და ის თანხა, რომელიც თეატრს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერიცხება, მხო-ლოდ სახელფასო ფონდს ხმარდება. ამის გამო წლებია არ განახლებულა ფონოგრა-მების არქივი, რის გამოც მან ხარისხი დაკარ-გა. ზემოთ აღნიშნული პრობლემები კი ხელს უშლის მსახიობთა შემოქმედებით ზრდასა და განვითარებას და, ამავდროულად, ავიწროებს რეჟისორის ფანტაზიის უნარს. თეატრმცოდნე ჩხარტიშვილის თქმით, თანამედროვე ქარ-თულ თეატრებში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები მედიისათვის უინტერესო თემაა, კერძო ტელევიზიებს კი, რომლებიც თავის შე-ნახვის მიზნით კომერციულ პროექტებზე არიან

ორიენტირებულნი, ვერ მოსთხოვ გადაცემები მოამზადონ ისეთ არაკომერციულ თემაზე, როგორიც თეატრის პრობლემები და თეატ-რალური ცხოვრებაა. ,,თანამედროვე ქართუ-ლი თეატრის კვლევის ცენტრმა” 2013 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც თეატრის მაყურებელთა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემ-ცირდა. თეატრმცოდნე ირინა ღოღობერიძის აზრით, თეატრი იმდენად უნივერსალური და მსოფლიოს მოდებული ხელოვნებაა, რომ შეუძლებელია მას განსხვავებული პრობლე-მები ჰქონდეს მსოფლიოს მასშტაბით. მისი თქმით, თეატრს ერთი დიდი გლობალური პრობლემა აქვს და ეს მაყურებელთა რაოდე-ნობის კლებაა, თუმცა აღნიშნულ პრობლემას დასავლეთში შემდეგნაირად უპირისპირდე-ბიან- ითვალისწინებენ მაყურებელთა ინტერე-სებს, სწავლობენ მაყურებელს და ასე ავსებენ დარბაზებს..საინტრესოა, გავიგოთ, რას ფიქრობენ ქარ-თველი მსახიობები- რა არის თანამედროვე ქართული თეატრის ძირითადი პრობლემა? რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)- ,,თეატრის მთავარი პრობლემა ის არის, რომ, ზოგადად, მაყურებელი აღარ ჰყავს ქართულ თეატრს. ეს ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ რეჟისორები ისეთ პიესებს

დგამენ, რომელიც არაა ქართველი საზოგა-დოებისთვის აქტუალური. ერთ-ერთი მთავა-რი პრობლემაა ასევე ისიც, რომ მსახიობებს თეატრში გაცილებით ცოტას უხდიან, ვიდრე ისინი თავიანთი შრომით იმსახურებენ. შემიძ-ლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში მსახიობობა ღარიბი პროფესიაა!”ბარბარე (ბაია) დვალიშვილი (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი: ,,ქართულ თეატრს დღეს უამრავი პრობლემა აქვს. უმთავრესი პრობ-ლემა, ჩემი აზრით, ქართული დრამატურგიის არარსებობაა. სწორედ ამან გამოიწვია თეატ-რებში მაყურებელთა საგრძნობი შემცირება.” პაატა ინაური (სამეფო უბნის თეატრის მსა-ხიობი) : ,,ქართული თეატრის პრობლემები თეატრალური უნივერსიტეტიდან იწყება. და-ვამთავრე თეატრალური უნივერსიტეტის კინო-სა და დრამის ფაკულტეტი, მაგრამ სწავლის განმავლობაში კინოსთან შეხება საერთოდ არ მქონია. თეატრალურ უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს გაცვლითი პროგრამები ევროპის უნივერსიტეტებთან, უნდა ასწავლიდნენ თანა-მედროვე მეთოდებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. შესაბამისად, თეატრალური უნივერსიტეტი ვერ აძლევს სათანადო განათ-ლებას თავის კურსდამთავრებულებს და სა-ბოლოო ჯამში თეატრში არაპროფესიონალი მსახიობები ხვდებიან.” მართალია, ქართულ თეატრს აქვს რიგი პრობლემები, მაგრამ ის ჯერ არ კვდება, ჯერ კიდევ ცოცხლობს და არსებობს ჩვენს რეალო-ბაში. უბრალოდ, იცვლება დრო, დროსთან ერთად კი- თეატრი, მსახიობებიც, იცვლება დამოკიდებულება და ადამიანთა მსოფლმხედ-ველობა, თუმცა თუ ქართველი საზოგადოება კარგად გააცნობიერებს თეატრის მნიშვნელო-ბას, თუ მაყურებელი დაუბრუნდება თეატრს, მაშინ ის ისევ დარჩება ხელოვნების ის რელიკ-ვია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც ისეთი ჯაჭვი, რომლის გაწყვეტა და უკუგდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ანა ბარისაშვილი

თბილისის ქუჩის მოდა”რა ჩავიცვა?” - ამბობენ, ყოველი დილა ამაზე ფიქრით იწყებაო, თუმცა თბილისის ქუჩებში გასვლის შემდეგ აშკარა ხდება, რომ ხალ-ხის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ამ საკითხზე ბევრი კი არა, უმეტეს შემთხვევაში, საერთოდაც არ უფიქრია. ქართველებს რომ ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა გვიყვარს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რამდენად ადეკვატურად და გემოვნებით, საკითხავი აი ეს არის. შავი მაისურები თეთრი წარწერებით, ყვა-ვილებიანი ქურთუკები, დამუშავებული ტყავი, ნახევრად ღია და ამოჭრილი ფეხსაცმელი, შავი გეტრები, შებრუნებულად დახურებული კეპი და თხელი შარფები - ეს იმ სამოსისა და აქსესუარების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც დღეს თბილისში ყველაზე მო-

დურად მიიჩნევენ. ჩვენს დედაქალაქში ხალხს წინა წლებთან შედარებით უკეთესად აცვია. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათობას აღარ წარმოადგენს კაშკაშა, მხიარული ფე-რები, ხალხის ჩაცმულობაში მაინც მუქი ფე-რები, განსაკუთრებით კი, შავი ჭარბობს. ის ხომ ყოველთვის ელეგანტურია. ,,Black is always elegant”- Riccardo Tisci, Givenchy. როგორც ჩანს, ქართველებმა ეს ციტატა ყვე-ლაზე კარგად ვიცით.სად იცვამენ თბილისელი ახალგაზრდები? სად ყიდულობენ ტანსაცმელს?- ამ კითხ-ვებზე გამოკითხული გოგონებისა და ბიჭე-ბის უმრავლესობა თბილისში არსებული ბრენდების მაღაზიებს ასახელებს. 20 გამო-კითხულიდან 12 ამბობს, რომ ყველაზე მე-ტად ,,ZARA-ს’’ ტანისამოსი მოსწონთ, თუმცა ფასის გამო, ხშირ შემთხვევაში, შეძენას ვერ ახერხებენ. მოწონება მხოლოდ მოწონებად რჩება და ელოდებიან იმ სასწაულს, რომელ-საც ფასდაკლება ჰქვია. მართლაც, ამ მა-ღაზიაში რთულია იპოვო ისეთი რამ, (იქნება ეს ტანსაცმელი, აქსესუარი თუ ფეხსაცმელი) რისი ფასიც ორნიშნა ციფრისგან შედგება. დანარჩენები კი ისეთ მაღაზიებსა და ბრენ-დებს ასახელებენ როგორებიცაა: ,,Pull & Bear’’, ,,River Island’’, ,,Stradivarius’’, ,,New Yorker’’, ,,Bershka’’ და სხვ.

დავინტერესდი, როგორ ახერხებენ ახალ-გაზრდები ჩაიცვან ლამაზად და გემოვნებით ძალიან დიდი დანახარჯის გარეშე. გაირკვა, რომ ძალიან ბევრი მათგანი ტანსაცმელს უც-ხოური ონლაინ მაღაზიებიდან იწერს. მარიამ გიორგობიანი : ,,ნამდვილად არ გვაქვს არც მე , არც ჩემ გარშემო ხალხს

იმდენი ფული, რომ საქართველოში ტან-საცმელი შევძინოთ. იმ თანხით, რაც აქ ერთ პიჯაკში უნდა გადავიხადო, უცხოეთიდან რამ-დენიმეს ვიწერ, ასე უფრო იაფია და ხარის-ხიც უფრო კარგი აქვს.”თამთა როინიშვილი : ,,ერთ-ერთი ბრენდის მაღაზიაში (სახელს არ დავასახელებ) მა-ისურში 119 ლარი გადავიხადე, ინტერნეტში კი იმავე ბრენდის ზუსტად იგივე მაისური 18 დოლარი ღირდა. ეს ყველაფერი ნორმალუ-რია?” გოგონების უმრავლესობა ტანსაცმლის შე-ძენისას ბრენდს დიდ მნიშვნელობას არ ანი-ჭებს. სრულიად საპირისპირო ვითარებაა ბიჭების შემთხვევაში. როგორც თვითონ ამ-ბობენ, მათს არჩევნას, ძირითადად, სწორედ ეს განაპირობებს . ძლიერი სქესის წარმო-მადგენლებისთვის რომ წინა პლანზე შიგნი-დან მიკერებული სტიკერი ან იარლიყია და არა ესთეთიკური მხარე, ამას ჩვენი თბილი-სის ქუჩებში მოსეირნე, უბრალოდ მოსიარუ-ლე თუ მორბენალი ბიჭების ჩაცმულობაც მოწმობს. გოგონებისგან განსხვავებით, შე-დარებით რთულია ქუჩაში იპოვო გემოვნე-ბიანად ჩაცმული ბიჭები. ამ სეგმენტში ძირი-თადად ორი უკიდურესობა გვხდება: ძალიან კლასიკური ან ზედმეტად სპორტული სტილი. ოქროს შუალედის პოვნა რთული, მაგრამ , საბედნიეროდ, შესაძლებელია.თბილისელი ბიჭებიც უპირატესობას ტანსაცმ-ლის გამოწერას ანიჭებენ და ამბობენ, რომ საქართველოში არჩევანი ძალიან მცირეა. ლუკა ნაკანი: ,,როცა რაღაც მინდა ვიყი-დო და ზუსტად არ ვიცი რა მინდა, ვერასდ-როს ვერ ვპოულობ საქართველოში მსგავს ტანსაცმელს, ან თუ ვნახავ ოდნავ მიმსგავ-სებულს, სრული საშინელბაა. მირჩევნია, ველოდო გამოწერილ ტანსაცმელს და ვი-ცოდე, რომ ისაა, რაც მე მინდა, ვიდრე აქ ვიყიდო ისეთი, რომელიც მხოლოდ იმიტომ

უნდა შევიძინო, რომ მჭირდება.”ერეკლე მოდებაძე : ,, არსად ნორმალური ტანსაცმელი არ იყიდება, ისეთი, რომ ჩაიცვა და მოგეწონოს. გოგოებისთვის ყველაფერი ბევრია, ჩვენთვის კი არჩევანის საშუალება თითქმის არ არის. თუ რამე ოდნავ მაინც მოგეწონა იმხელა ფასი ადევს, სჯობს, საერ-თოდ არც წაიკითხო. ” მათი ნათქვამი მართალი აღმოჩნდა.მამაკა-ცის ტანისამოსის განყოფილება ყველგან ბევ-რად უფრო პატარაა, ვიდრე ქალბატონების. ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ თბილისში ბიჭების ჩაცმის სტილი არც თუ ისე მოსაწონი და სახარბიელოა. როგორც გაირკვა, თბილისელი ახალგაზ-რდების უმრავლესობას აქ არარეალურ ფასად არც თუ ისე დახვეწილი ტანსაცმლის ყიდვას, სასურველი ტანისამოსის გამოწერა ურჩევნია. ბოლოს ხომ მაინც ჩამოფრინდება, ან მოცურავს მომავალ პატრონამდე ზუსტად ის, რასაც გამოწერის დღიდან ელოდნენ. ამასობაში კი, ჩვენი ქალაქის ქუჩებში, დეპრე-სიული სახეებით მოსიარულე მასაში გემოვ-ნებიანი, ელეგანტური ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. თუმცა რამდენად უნდა გვქონდეს იმედი იმისა, რომ თბილისის ქუჩებში, სადაც მოდის კვირეულს ,, ტრიპაჩო-ბის ზეიმს” უწოდებენ, გემოვნებით შემოსი-ლი ხალხის რაოდენობა სასურველ ნიშნულს მიაღწევს, ამას მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

ლევან მორჩიაშვილი

Page 12: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი

სპორტი

წარმატება მოწესრიგებული შიდა ჩემპიონატის გარეშე საქართველოს ეროვნული საკალათბურ-თო ნაკრები ქვეყანას საერთაშორისო საკალათბურთო შეჯიბრებებში წარმო-ადგენს. ნაკრებს არაერთი გამარჯვებისთ-ვის მიუღწევია და ქართული დროშა ევრო-პის წამყვანი საკალათბურთო ნაკრებების გვერდით არაერთხელ აუფრიალებია. 2014 წელს საქართველოს ეროვნულ-მა ნაკრებმა ქართველი გულშემატკივარი კვლავ გაახარა და ევროპის ჩემპიონატზე უკვე მესამედ გასვლის უფლება მოიპოვა. მომავალი ჩემპიონატი 2015 წლის 5-20 სექ-ტემბერს ერთდროულად ოთხ ქვეყანაში ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მადრიდში გამართულ „ფიბა-ევროპის“ სპე-ციალურ სხდომაზე მიიღეს. ვერდიქტის თა-ნახმად, საწყის ეტაპზე თითო-თითო ჯგუფს ზაგრები (ხორვატია), მონპელიე (საფრანგე-თი), ბერლინი (გერმანია) და რიგა (ლატვია) მიიღებენ. ფინალური რაუნდის მატჩებს კი მხოლოდ საფრანგეთის ქალაქი მონპელიე უმასპინძლებს. „ფიბა-ევროპამ“ 2015 წლის ევრობასკეტზე ნოვაცია შეიტანა. მასპინძელ ქვეყნებს უფლე-ბა მისცა, შეერჩიათ თითო ნაკრები, რომე-ლიც მათ ჯგუფში ითამაშებს. საფრანგეთმა ჯგუფის მეტოქედ ფინეთი ისურვა, გერმანიამ-თურქეთი, ლატვიამ-ლიტ-ვა, ხოლო ხორვატიამ-სლოვენია. რატომ არავინ აირჩია საქართველო? ალ-ბათ, ამის მთავარი მიზეზია ის, რომ საქარ-თველო შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში პირველ ადგილას გავიდა და მეტოქეები მას ერთერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნევენ. ამის საპირისპიროდ კი შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შიდა ჩემპიონატი განად-გურების პირასაა. არადა, წარმატება რომ კვლავ ჩვენს ხელთ იყოს, აუცილებელია, სა-თანადო ყურადღება მომავალ თაობას მიექ-ცეს. მათ, ვინც ნაკრების ამჟამინდელი წევრე-ბი ეტაპობრივად უნდა შეცვალონ. თუ რა ხდება სინამდვილეში შიდა სამზარე-ულოსა და შიდა ჩემპიონატებში, რეალურად რა პრობლემები არსებობს, ამის შესახებ ცნო-ბილი, ფართო საზოგადოებისთის, გასულ აგვისტოს გახდა . აღმოჩნდა, რომ თერ-თმეტი არსებული გუნდიდან, როგორებიცაა „დინამო,“ შსს,“ „სოხუმი,“ „რუსთავი,“ „ქუთა-ისი,“ „ოლიმპი,“ „უნივერსიტეტი,“ „პოლიტექ-ნიკური,“ „სამედიცინო“ და „მაკაბი,“ ქვეყნის შიდა ჩემპიონატს მხოლდ ორი გუნდიღა შე-მორჩა, სამოცდაათზე მეტი კალათბურთელი

კი დაითხოვეს. ამის მიზეზია ის, რომ იმ გუნ-დებს, რომლებსაც დღეს სხვადასხვა უწყება აფინანსებდა, დაფინანსება შეუწყდა. ეს პრობლემა დღის სინათლეზე ზაზა ფა-ჩულიამ და ვიქტორ სანიკიძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩში გამარჯვების შემდეგ გამოიტანეს. მათ საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით პრემიერმინისტრ ირაკ-ლი ღარიბაშვილს, სპორტისა და ახალგაზრ-დობის საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს და მთლიანად მთავრობას საგანაგებო განცხა-დებით მიმართეს. მათ სპორტის ამ სახეობა-ში არსებულ პრობლემებზე უკმაყოფილება გამოთქვეს და მთავრობას ამ პრობლემების მოგვარებისკენ მიუთითეს. „გვინდა თხოვნით მიმვართოთ მთლიანად მთავრობას, რომ მიხედონ კალათბურთს, ყურადრება მიაქციონ სპორტის ამ სახეობის გავითარებას. დღესდღეობით საქართველო-ში მხოლოდ ორი გუნდია, ამას ჩვენი ქვეყა-ნა ნამდვილად არ იმსახურებს.” –განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შო-რის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა, განაცხადეს, რომ სპორტი ბიზნესის საქმეა და გუნდები ბიზნესმა უნდა დააფინანსოს. ამ ფაქტს ეხმაურება „პოლიტექნიკურის“ გუნდის წევრი, ნიკუშა დოლიძე. -“ამ გაუაზრებელი ცვლილებების შედე-გად გამოწვეული რეალობით, ზარალდება, მხოლოდ და მხოლოდ, ქართული კალათ-ბურთი. ამიტომ აუცილებელია მთელი კა-პიტალი, რისი მოძიებაც კი სახელმწიფოს შეუძლია, მომავალ თაობაში ჩაიდოს. მთე-ლი ძალა და ენერგია მოხმარდეს მათი პო-ტენციალის ამაღლებასა და მათი ამბიციების სწორ კალაპოტში ჩაყენებას.”-განაცხადა ნი-კუშა დოლიძემ. ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი შე-მადგენლობა ქართველ გულშემატკივარს წლების განმავლობაში ანებივრებდა გამარ-ჯვებით, მიუხედავად იმისა, რომ სპორტს-მენებს არ ჰქონდათ სათანადო პირობები. საგულისხმოა, რომ ამ წარმატებაში ჩვენს კა-ლათბურთელებს საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება დაეხმარა. ამიტომ, უკეთესი იქნება, დიდი ყურადრება მიექცეს მომავალი თაობის გავითარებასა და შიდა ჩემპიონატე-ბის მაღალ დონეზე ჩატარებას.

თინიკო ლევანიშვილი

თემურ ქეცბაია - მოლოდინი და რეალობა 14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ-მა ნაკრებმა გასვლით მატჩზე გიბრალტა-რი ანგარიშით 3–0 დაამარცხა. მრვალწ-ლიანი პაუზის შემდეგ საქართველომ ერთ მატჩში სამ გოლზე მეტის გატანა შეძლო, თუმცა, გულშემატკივარს სიხარული არ გამოუხატავს. საყოველთაოდ გავრცე-ლებული აზრის თანახმად, ეს გამარჯვება არაფერს ნიშნავს და არაფრისმომცემია. არსებული მდგომარეობით, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან გასვლის შანსი ორი მარცხის შემდეგ, გიბ-რალტართან გამარჯვების მიუხედავად, მინიმუმამდეა დაყვანილი. თემურ ქეცბაიას მიმართ კრიტიკა სულ უფრო მწვავდება.

პროგრესისკენ მიმავალი გზა არ ჩანს.თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურ-თო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნე-ლად 2009 წლის 5 ნოემბერს დაინიშნა. მისივე განცხადებით, საჭირო იყო კომპ-ლექსური ღონისძიებების გატარება და ფეხბურთელებისთვის კარგი პირობების შექმნა. ამ გზით მომავალ გამარჯვებებზე ფიქრი შესაძლებელი ხდებოდა. აღსანიშნა-ვია, რომ ქართული საფეხბურთო სამყარო ქეცბაიას დანიშვნას ეროვნულ ნაკრებში დადებითად შეხვდა და პირველი ოფიცი-ალური მატჩის შემდეგ, როდესაც საქართ-ველომ ესტონეთი 2–1 დაამარცხა, იმედები კიდევ უფრო გაიზარდა. მას შემდეგ ჩატა-რებული 37 მატჩიდან საქართველომ გა-იმარჯვა 11–ჯერ, ფრე ითამაშა 8–ჯერ და დამარცხდა 17–ჯერ. თუმცა, ამ სტატისტიკის მიღმა იმალება უმნიშვნელო გამარჯვებები და ამასთან, უშედეგო მატჩები საფეხბურ-თო თვალსაზრისით უსუსტეს ჯუჯა სახელმ-წიფოებთან. ქეცბაიას სტარტი ნაკრებში ურიგო ნამდვი-

ლად არ ყოფილა. 10 მატჩიდან 5 მოგება და 5 ფრე საკმაოდ ბევრს ნიშნავს, თუმცა მას მერე დაწყებული რეგრესის ფონზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლის გადა-ჭრა ქეცბაიამ დღემდე ვერ შეძლო. გუნდის დაცვით ტაქტიკაზე გადართვამ წინა ხაზში ფანტაზიის სრული სიმწირე და კრეატივის არარსებობა გამოიწვია, რამაც, როგორც სანახაობის, ასევე შედეგის თვალსაზრი-სით, წარმატება ვერ მოიტანა. ამას ადას-ტურებს ქართველი თავდამსხმელის, შოთა არველაძის კომენტარი: ყველას გვსურს სა-ქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. დღევანდელი ნაკრები დაცვა-ზეა ორიენტირებული. ფეხბურთელებს არ აქვთ ფანტაზიის და იმპროვიზაციის უნარი, ისინი ნაკლებად შემოქმედებით სტილში თამაშობენ. ჩვენ გვყავდა მაღალი კლასის ინდივიდუალისტები. ჩემს თაობაში შევდი-ოდით მე, თემურ ქეცბაია, გიო ქინქლაძე და სხვები...“ ამის დასტურად, ძირითად გუნდ-ში ხშირ მოთამაშას და ცენტრალურ ფორ-ვარდს, ნიკოლოზ გელაშვილს, 21მატჩი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის კარში პირველი (!) ბურთი გაეტანა, რაც სწორედ ზემოთხსენებულ გიბრალტარის წინააღმდეგ მატჩში მოხდა.ქეცბაიას დანიშვნას თან დაერთო ე.წ. „თა-ობათა ცვლა.“ ძველმა გვარდიამ, რომე-ლიც ძირითადი გუნდის წევრებად წლების მანძილზე ითვლებოდა, თანდათანობით ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება დაიწყო. ახალმა თაობამ კი სათანადო პროგრე-სი ვერ განიცადა და, შესაბამისად, გუნდი ვერ განვითარდა. თუმცა, გადაჭრით თქმა იმისა, რომ ცუდი შედეგი ფეხბურთელების ბრალია, ვერ იქნება ჭეშმარიტებასთან ახ-ლოს. ერთი კვირის წინ გამართულ მატჩში ისლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ჰოლან-დია, მსოფლიოს ერთ–ერთი მოწინავე ნაკ-რები დაამარცხა და ეს უდიდესი ძალისხმე-ვის შედეგად მოახერხა. გუნდის დირიჟორი კი მათი მთავარი მწვრთნელი იყო.გუნდის ვითარება ასეთია – უპერსპექტივო-ბა და ქომაგების მხრიდან ინდიფერენტუ-ლობა. თემურ ქეცბაიამ გუნდი ვერ აათა-მაშა და მისმა ტაქტიკამ იგი კიდევ უფრო უკან დახია. მთავარი მწვრთნელის რანგში ხუთწლიანი მოღვაწეობა საკმარისია იმით-ვის, რომ გუნდმა პროგრესი განიცადოს. ასეთი რამ კი არ ჩანს.

გუგა როგავა

სულ ახლახან კახეთში ამიერკავკასიის მას-შტაბით 1-ლი გოლფის მოედანი გაიხსნა. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთ-ში, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე, 35 ჰექტარზე განთავსდა. „ამბასადორის“ გოლფის მოედნების დაგეგ-მარება 2011 წელს დაიწყო. 20 ჰექტარზე გადაჭიმული 9-ფოსოიანი გოლფის პროფესი-ოანლური მოედნის დიზაინი კანადელმა არქი-ტექტორმა გრაჰამ ჩოოკემ შექმნა. კონსტრუქ-ციაზე მუშაობა 2012 წლის მარტიდან დაიწყო და 2013 წლის ნოემბერში დასრულდა. გოლფის მოედანი ხშირად მასპიძლობს მსოფლიო ტურნირებს. გოლფის სათამაშოდ ჩამოსულ ტურისტესბს იქ 4- ვარსკვლავიანი სასტუმრო, საბანკეტო დარბაზი, კაზინო და სხვა უამრავი გასართობი საშუალება ხვდებათ. როგორც გოლფ კლუბის მენეჯერი ქალბატო-ნი ჯინო დოლინი ამბობს, გოლფის მოყვარუ-ლი ქართველების რაოდენობა იზრდება და მითი, რომ ეს სპორტი მხოლოდ მდიდრებისთ-ვისაა მცადრია. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გოლფის თამაში, მათ ამაში ქართველი ინს-ტრუქტორები დაეხმარებიან. ,, პირადი გამო-ცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ არც ისე მარტივია ყველაფერი როგორც ერთი შე-ხედვით ჩანს. „-აღნიშნავს დოლინი.გოლფის მოედნის პროექტის განხორციელება-ში 7 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. ოფიცი-ალურ გახსნასთან დაკავშირებით, 2014 წლის 21 ივნისს გოლფის მოთამაშეებისთვის ტურნი-რი მოეწყო, რომელშიც მონაწილეთა უმეტესო-ბა საქართველოში მცხოვრები უცხოელი დიპ-ლომატები იყვნენ. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ასევე სომხეთის გოლფის ეროვნუ-ლი ასოციაციის დელეგაციაც მოიწვიეს.ჯერჯერობით, საქართველოში გოლფი არც თუ ისე პოპულარული სპორტია,მაგრამ ამისდა მი-უხედავად, ,,ამბასადორ კაჭრეთში“ გოლფის მოედნები ყოველთვის ხალხითაა სავსე. იქ ნე-ბისმიერ ადამიანს შეუძლია ჩასვლა და თამა-შით სიამოვნების მიღება.

დავით თვალთვაძე

გოლფის მინდვრები კახეთში

12

სულ მალე ახალი სეზონი იწყება და ჩნდება ბუნებრივი კითხვა - რა არის მოდაში? მიუხე-დავად ტენდენციების მრავალფეროვნებისა, ყოველთვის არის რამდენიმე ფაქტორი, რო-მელიც ჩაცმულობას განსაკუთრებით აქტუ-ალურს აქცევს. ყველაზე მოდური ტენდენცია: კაბები მუხლს ქვემოთ.რამდენიმე წლის წინ, როდესაც მარკ ჯეიკობ-სი „ლუი ვიტონის“ ფრანგულ სახლს ჩაუდგა სათავეში, პირველი მუხლს ქვემოთ კაბების ტენდენცია შემოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამან წარმატება ვერ ჰპოვა, 2014 წელს მუხლამდე კაბების ტენდენცია ბრუნდება და ექსპერტების აზრით, საკმაოდ წარმატებული იქნება. თავისუფალი შარვლები2014 წელს ცვლილებები არამარტო კაბებსა და ქვედაბოლოებს შეეხო, არამედ შარვლებსაც. სწორი და გაშვებული შარვალი არ კარგავს აქ-

ტუალობას და ისევ მოდურად ითვლება.დიდი ზომის პალტოები. ამ სეზონზე ზედმეტად დიდი ფორმები კვლავ მოდაშია. ბუნებრივია, უპირველესად ეს პალ-ტოებს შეეხო. ისინი წელსაც აქტუალურია.2014 წლის ფეხსაცმლის მოდა შემოდგომა-ზამ-თარი: ცნობილია, რომ დიზაინერები უპირატესობას მდუმარე და ტრადიციულ ფერებს ანიჭებენ. ესენია: შავი, ბეჟისფერი, თეთრი და ასევე შე-მოდგომის ფოთოლთა ფერები- წითელი, სტა-ფილოსფერი, ყავისფერი და ბორდოსფერი. ახალ სეზონზე მოდაში შემოდიwს მაღალყე-ლიანი ჩექმები, მაღალი, უხეში ქუსლით, და ოდნავ მომრგვალებული წვეტიანი ცხვირით. შავმა ტყავმა მოდის მწვერვალები დაიპყრო. ფაქტობრივად, ეს მასალა ჩვენებებისთვის თითქმის ყველა დიზაინერმა გამოიყენა. ტყავის კაბები, ქვედაბოლოები, შარვლები, პერანგები, ქურთუკები შემოდგომა-ზამთრის კოლექციის

შემადგენელი ნაწილია. 2014 წელს ისევ არ კარგავს აქტუალობას ტყავის ექსტრავაგანტული პიჯაკები და კა-ბები. რაც შეეხება მათ ფერებს: როგორც იცით, შავი და თეთრი თითქმის არასდროს გადადის მოდიდან და წელსაც აქტუალურია. მათთან ერთად მოდაშია კრემისფერი, ღია ვარდისფერი, მარჯნისფერი და ხაკისფერი პიჯაკები და კაბები. წელს ასევე განსაკურებით აქტუალურია ჟო-ლოსფერი, ნაცრისფერი და თამბაქოსფერი; კვლავ მოდურია ღია იისფერი და გახუნებუ-ლი ცისფერი ტონალობები. მოდურ ფერთა მრავალფეროვნების გამო, მათ შერჩევაში განსაკუთრებულად დიდ დროს და ძალისხმევას ნუ დახარჯავთ, ჩაიც-ვით ნებისმიერი ფერის სამოსი, ოღონდ, რაც მთავარია სწორად შეახამეთ.

ანანო ჯიღაური

რჩევები შემოდგომა-ზამთრის სეზონზე შესამოსად

Page 13: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი

ბლოგი

საბჭოური ჰომოფობიის გადმონაშთები „თუ გინდა ბიჭად დარჩე, ბიჭო, ეგ თმა უნდა შეიკრიჭო“. ზემოთ მოცემულია ნაწყვეტი ედუარდ უსპენ-სკის ლექსიდან, რომელიც პირველი კლასის მოსწავლეებისათვის საპროგრამო ნაწარ-მოებთა ჩამონათვალში შედიოდა. ლექსში საუბარია ბიჭზე, რომელიც უარს ამბობს თმის შეჭრაზე. ურჩ ბავშვს თმა ისე უგრძელდება, რომ ე.წ. ცხენის კუდს უკეთებენ,ბოლოს კი „მზრუნველი დედა“ ბიჭისთვის კა-ბასაც ყიდულობს. ლექსის ეს მცირე ნაწყვეტი საბჭოთა მსოფლმხედველობის ფუნდამენტუ-რი ღირებულებების კარგი ილუსტრირებაა ლგბტ საზოგადოების მიმართ. ჰომოფობია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქტუალური პრობლემაა. მათ შორის გამო-ნაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ პირთა მი-მართ დისკრიმინაცია და სიძულვილი გან-საკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, საქართველოში ამ საკითხს სათანადო ყუ-რადღება არ ექცევა. კვლევებით დასტურდება რომ საქართველო ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტობის მაჩვენებლით როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე მთელ მსოფლი-ოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და საერთო მონაცემებით ყველაზე არატოლერანტული ქვეყნების, კერძოდ, ირანისა და იორდანიის გვერდით სახელდება. საქართველოში ამ მხრივ შექმნილი მდგომარეობა განსაკუთ-რებით თვალსაჩინო 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმ-დეგ მებრძოლ საერთაშორისო დღეს გამო-იკვეთა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოქმედი ლგბტ ორგანიზაციების სამოქმედო სტრატეგიები, ძირითადად ორგვარია: ერთი ყოველდ-ღიური, შეურიგებელი ბრძოლის პრაქტიკაა, ხოლო მეორე _ ზედმეტად ყურადღების მიპყრობის შიშით განპირობებული პასიურო-ბა და იმ მოცემულობის მიღება, რაც უბრ-ძოლველადაც გაქვს. არაერთი მოსაზრება არსებობს, რომ დღეს საქართველოში არსებული სიტუაცია, საბჭო-თა კავშირის წყობის დამსახურებაა.20-30–იან წლებში დაიწყო საბჭოთა ადამიანის, საბჭოთა მოქალაქის მორალური სახის ფორმირება. კომუნისტური პროპაგანდა ახალგაზრდობას ზრდიდა საბჭოთა იდეოლოგიის საფუძველ-ზე. ეს იდეოლოგია უპირველესად ემყარე-ბოდა კომუნიზმს – ეროვნულის უარყოფისა და „საერთო საკაცობრიო ღირებულებების

მქონე“ სოციალისტური იდეოლოგიისადმი ერთგულებას. იდელოგიურ მუშაობაში კო-მუნისტურ პარტიას დიდ დახმარებას უწევ-და ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირი. საბჭოთა იდეოლოგიის „წარმატებად“ უნდა ჩაითვალოს თანამედროვეობის ერთ-ერთ ფუნდამენტური პრობლემის _ გენდერული საკითხის გადაჭრა. საინტერესოა, რომ ლენინმა ხელისუფ-ლებაში მოსვლისთანავე გააუქმა მეფის რუ-სეთში დაწესებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჰომოსექსუალური კავში-რებისთვის, მაგრამ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა სტალინის ეპოქაში. სტალინი ტოტალიტარი გახდალთ. ტოტა-ლიტარიზმის ბუნება კი, თავის მხრივ, უპირვე-ლესად პერსონის ნიველირებას, პიროვნების გაუქმებამდე მისულ უპატივცემულობასა და პირადი სივრცის გაუქმებას გულისხმობს. ამ დროს გულწრფელად აღარ შეგიძლია იმის თქმა, რისიც გწამს. აქ იდეა უფრო მნიშვნე-ლოვანი ხდება, ვიდრე პიროვნება. საფუძვე-ლი ეყრება ისეთ სივრცეს, რომელშიც შენი სიმართლის საჯაროდ დაფიქსირების უფლე-ბა არ გაქვს. სიმართლე კი იმდენი არსებობს, რამდენი პიროვნებაცაა! შესაბამისად, შეუძ-ლებელია გქონდეს საკუთარი სექსუალობა, მაშინ, როცა სიმართლესაც გართმევენ. სტალინის ეპოქის მკვლევარი, რობერტ კონკვესტი წერდა, რომ ყველაზე დიდი სა-შინელება, რაც სტალინმა ჩაიდინა ადამიანში სიმართლის გაცნდის მოსპობაა. ოციანი წლების რუსეთისაგან განსხვავე-

ბით, როცა ბოლშევიკები თავს სექსუალური საკითხების მიმართ მეცნიერული მიდგომე-ბით იწონებდნენ, სინამდვილეში კი გენდე-რული სტერეოტიპების დანერგვაზე იყვენენ ორიენტირებულნი, ჰომოსექსუალობა და-ავადებიდან და საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებიდან, სა-ხელმწიფო დანაშულად იქცა. ვილჰელმ რაიხი წერდა: საბჭოთა კავშირ-ში ჰომოსექსუალობა, ბანდიტიზმი, კონტრე-ვოლუციური მოქმედება და შპიონაჟი ერთი იგივე დონის დანაშაულიაო. სტალინის სიცოცხლეში ჰომოსექსუალთა დევნით სწორედ უშიშროება იყო დაკავებუ-ლი. 1933 წლის ანგარიშში დაზვერვის ერთ-ერთი აგენტი გენრიხ იაგორა წერს რომ და-აპატიმრა „პედარასტების“ ორგანიზებული ფორმირებების ჩამოყალიბების მოსურვე დაჯგუფების წევრები. მისივე თქმით, ეს შემ-დგომში დანაშაულის ჩადენის პრევენციით იყო განპირობებული და აუცილებლად უნდა მიეღოთ „პედარასტების“ დამსჯელი კანონი. ჰომოსექსუალთა მტრად შერაცხვისათვის იდეოლოგიური საფუძველი მაქსიმ გორკიმ მოამზადა. 1933 წელს „პრავდასა“და „იზვეს-ტიაში“ ქვეყნდება წერილი „პროლეტარული ჰუმანიზმი“: „ ათასობით ფაქტი მეტყველებს რომ ევ-როპის ახალგაზრდებზე ფაშიზმის დამანგ-რეველი, გამრყვნელი გავლენა აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში, სადაც პროლეტა-რიატის ვაჟკაცური და წარმატებული მმარ-თველობაა, ახალგაზრდობის გამრყვნელი ჰომოსექსუალობა სოციალურ დანაშაულად მიიჩნევა და ისჯება. დიდი ფილოსოფოსების, მეცნიერების, მუსიკოსების „კულტურულ ქვე-ყანაში“ კი ჰომოსექსუალები თავისუფლად და დაუსჯელად მოქმედებენ. გავრცელდა სარკასტული გამოთქმა: „გაანადგურეთ ჰო-მოსექსუალობა და ფაშიზმი გაქრება!“ ქალისა და მამაკაცის სტერეოტიპების ჩამოყალიბება საბჭოთა კავშირის შექმნის დღიდანვე დაიწყო. საბჭოთა იდეოლოგია ფასადურად აღიარებდა გენდერულ თა-ნასწორობას ქალსა და მამაკაცს შორის. შედეგად, მკაცრად განსაზღვრა ქალისა და მამაკაცის მოვალეობები და ტანსაცმე-ლიც კი. ქალის სამოსი უნდა უბრალო, არაგამომწვევი და სწორკუთხოვანი ფორ-მის უნდა ყოფილიყო.ამით საბჭოთა ქალს დასავლური ტიპის „ამორალურ“ ქალს უპირისპირებდნენ,რომელიც საბჭოთა იდე-ოლოგიის თანახმად,ყურადღებას ჩაცმულო-

ბასა და სექსზე ამახვილებდნენ. ბუნებრივია, შეუძლებელი იყო საკუთარი სექსუალური ორიენტაციის სააშკარაოზე გამოტანა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტი აქტი-ურად არსებობდა: „კანონიერი ქურდები“ _ დანაშაულებრივი გაერთიანებაა, რომლის ტრადიცია 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისთვის დამახასიათებელია კრიმინალური კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა. ამ ყველაფერმა საბჭოთა ოჯახის სტრუქ-ტურაზე დამღუპველად იმოქმედა და ხელი შეუწყო მამაკაცის ტრადიციული, პატრიარ-ქალური მოდელის გაძლიერებას. ის ოჯახში დიქტატორი გახდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსე-ბული მდგომარების ერთადერთი ლოგიკური გაგრძელება, ყველა იმ მარწუხისაგან გან-თავისუფლება უნდა ყოფილიყო, რომელიც საბჭოთა პერსონას ყელში უჭერდა, ინდივი-დად არსებობის უფლებას უკრძალავდა და მასაში გათქვეფას აიძულებდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ერთიმეორეს მიყოლებით გააუქ-მეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჰომოსექსუალობისთვის: საქართველოში – 2000 წელს, ლატვიასა და უკრაინაში კი 1992 წელს. რთულია ისაუბრო იმ აშკარა ცვლილებეზე, რომელიც საშუალო სტატისტიკური „ჰომო პოსტსოვიეტიკუსის“ ცნობიერებაში უნდა მომხდარიყო და ახალი, სწორი აზროვნება ჩამოეყალიბებინა. საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ იურიდიულ დონეზე მოხდა. ანაფორაში გამოწყობილი პირები ლგბტ თემის წარმო-მადგენლებსა თუ მათს დამცველებს „ტაბუ-რეტკებით“ დასდევენ, პარალელურ რეჟიმში კი ქვეყნის სეკულარულად განვითარების აუცილებლობაზე ქადაგებენ. ამასობაში ყოველმხრივ დისკრიმინირებული ლგბტ პირები თავებს იკლავენ, არამხოლოდ საზოგდოების, არამედ ოჯახის წევრებისგანაც წამოსული ზიზღის, უარყოფისა და შევიწრო-ების გამო. ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმ-რავლესობაში მოსახლეობის ჰომოფობიური განწყობები ოდნავადაც არ შეცვლილა. ამის კარგი მაგალითია ისევ და ისევ 2012 წლის 17 მაისი და არაერთი ლგბტ ახალგაზრდის სახელი, რომელთაც სიცოცხლე ტოტალური ზიზღის გამო, სუიციდით დაასრულეს.

ნანა გობეჯიშვილი

კმარა ფემიციდი! ორხევი, თერჯოლა, ადიგენი, იორმუ-ღანლო, ქუთაისი, მარნეული, საჩხერე, ოჩხამური, თბილისი და კიდევ ბევრჯერ თბილისი. ამ ადგილებს სისხლიანი ის-ტორია აკავშირებთ. სისხლი კი ქალი-საა. 17 ოქტომბერს „ილიას სახელმ-წიფო უნივერსიტეტის“ ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა ქმარმა მოკლა. ეს 2014 წელს ქალის მკვლელობის რიგით მეოცე შემთხვევაა. ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ მაკა წივწივაძე ლექცი-იდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით, თავის არეში, რამდენიმე ჭრი-ლობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ლაშა მაღრაძე წარსულში ნარკოდანა-შაულისთვიის იხდიდა სასჯელს და წე-ლიწადნახევრის წინ ციხიდან ამნისტიით ვადაზე ადრე გამოვიდა. სასწრაფოს ბრიგადამ მაკა წივწივაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ კრიტიკული მდგომარეობის გამო სასწ-რაფო ოპერაციამ უშედეგოდ ჩაიარა. „ილიაუნის“ სტუდენტების თქმით მაკა წივწივაძე აუდიტორიიდან აეროზოლით გავიდა, შემდგომ გაიგონეს კივილი „ბავ-შვებო მიშველეთ!“ მსხვერპლის ნათესავები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმე-დობაში სდებენ ბრალს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მარიამ წივწივაძემ ორჯერ მიმართა სამარ-თალდამცავ ორგანოებს და ორჯერვე მოხდა შესაბამისი რეაგირება, მაგრამ შემაკავებელი ორდერი არ გაცემულა. მომხდარს საზოგადოების მწვავე რეაქ-ცია მოყვა. „ფეისბუკის“ მომხმარებლებ-მა წამოიწყეს აქცია „მე აეროზოლი ვერ

დამიცავს“. ამ აქციით ისინი ცდილობენ ყურადღება მიექცეს ასეთ მწვავე პრობ-ლემებს და აღშფოთება აღშფოთებად არ დარჩეს. ინტერნეტ სივრცის გარდა აქცია გაიმართა იუსტიციის სამინისტ-როსთანაც. ადგილი აქციის ორგანიზა-ტორებმა იუსტიციის მინისტრის განცხა-დების გამო შეარჩიეს. თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „არჩე-ვანში“ განაცხადა, რომ “საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა. ამას აჩვე-ნებს ის ციფრები, რომელიც დათვლი-ლია სხვადასხვა მეთოდით. ერთადერ-თი, კაცების მხრიდან ქალების მიმართ აგრესიამ იმატა – ქმრები კლავენ ცო-ლებს, მაგრამ მეტი არსად კრიმინალის ზრდა არ დაფიქსირებულა”. „გვეყოს ცოლების, დების, მეგობრების, დედების, ქალების მკვლელობა! მერამ-

დენედ უნდა გაუხვრიტონ ქალს შუბლი, ჩაქოლონ, გააუპატიურონ, დაანაწევ-რონ რომ პრობლემის სიმძაფრეს ჩავ-წვდეთ?! რომ მოვთხოვოთ სახელმწი-ფოს ადექვატური რეაგირება? “- ამბობს აქციის ორგანიზატორი, მარიამ ქაჯაია, იუსტიციის მინისტრის პასუხად.იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი 20-ამდე ადმიანისათვის კიდევ უფრო გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯ-დომარის, ეკა ბესელიას სიტყვები „არ-ცერთი მკვლელობა არ ხდება უმიზე-ზოდ განსაკუთრებით როცა ოჯახური ძალადობაა“. მათი აზრით ეს მკვლე-ლობის წაქეზებას გავს და მიზანშეწონი-ლი არ არის მოძალადის გამართლების გზების ძებნა. მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდო-

მარე დავით უსუფაშვილი და მწუხარება გამოთქვა, რომ სწორედ ასეთი შემთხ-ვევის ფონზე უწევს პარლამენტს დამტ-კიცება ახალი საკანონმდებლო პაკე-ტისა, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს - “პროექტს ჩვენ კენჭს ვუყრით იმ საზარელი ტრაგედიის ფონ-ზე, რომელიც ილიას უნივერსიტეტში დატრიალდა. იქნებ ამ კანონებით შე-ვეხმიანოთ ამ უმძიმეს მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ კანონი ვერაფერს უშველის’’. კანონპროექტი უძლურია თუ შესაბამისი ორგანოები მის სისრულე-ში მოყვანას არ ცდილობენ. ქალბატო-ნები საუბრობენ არაერთ შემთხვევაზე, როდესაც პატრულს მათი ზარისთვის შესაბამისი ყურადღება არ მიუქცევია. უფრო ხშირია, როდესაც ოჯახის წევრე-ბი არსებული სიტუაციის გამომზეურებას ერიდებიან. არსებობს ქართული გამო-ნათქვამიც „სულელს ცოლ-ქმრის ჩხუბი ნამდვილი ეგონაო“ და დღემდე საზო-გადოების უმრავლესობა ბრმად მიყვება ამ ტრადიციას. ცოლ-ქმრის ჩხუბი ძა-ლადობად არ აღიქმება და სხვების ჩა-რევას არ საჭიროებს. ამ ტრადიციებს ემსხვერპლა მეცხრე შვილზე ორსული ქალბატონი ქობულეთში, ახალგაზრ-და გოგონა სოფელ იორმუღნალოში, რომელიც ღალატის ბრალდების გამო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ქალ-ბატონი ოჩხამურში... ჩარევა საჭიროა და თან სასწრაფოდ.

ანა შარაძე

13

Page 14: News Feed - Newspaper

NEWS FEED

13 ნოემბერი14

ზამთარი ახლოვდება...ფოტორეპორტაჟი

მთ. რედაქტორი: ზაზა ნიკოლოზიშვილი რედაქტორი: ივანე მჭედლიშვილი ტექ. რედაქტორი: ნარიტა ჩხაიძე დამკაბადონებლები: ირაკლი დარჩიაშვილი, იოანე პაპიაშვილი კორექტორები: ანი ბოჭორიშვილი, სალომე ფხალაძე, გვანცა გოგიაშვილი, ნათია დაშნიანი

© NEWS FEED

ხელმძღვანელი: პროფესორი მაია ტორაძე