iii საფეხური კვალიფიკაცია: კბილის...

12
შპს ბარაკონი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი - 090251) დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ. დანართი 7 1 შპს ბარაკონი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა კბილის ტექნიკოსი 090251 III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია საკონტაქტო ინფორმაცია მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) ქ. №1 , მესამე სართული (მეტრო - „სამედიცინო ინსტიტუტი“) ტელეფონი: (+995 322) 30 80 86 ელ-ფოსტა: [email protected] თბილისი 2017

Upload: others

Post on 27-Jun-2020

7 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი

(კბილის ტექნიკოსი - 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

1

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი

090251

III საფეხური

კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) ქ. №1ბ, მესამე სართული (მეტრო - „სამედიცინო ინსტიტუტი“)

ტელეფონი: (+995 322) 30 80 86

ელ-ფოსტა: [email protected]

თბილისი 2017

Page 2: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

2

I. საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: კბილის ტექნიკოსი

II. პროფესიული განათლების საფეხური: III

III. მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

IV. პროგრამის მოცულობა:

კბილის ტექნიკოსის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა განისაზღვრება მთლიანად 60 კრედიტით (1500სასწავლო საათი). 1

კრედიტი = 25 სთ.

პროგრამის თეორიული კომპონენტი განსაზღვრულია 33 კრედიტით (825 სასწავლო საათი), პრაქტიკული კომპონენტი კი – 27 კრედიტით

(675 სასწავლო საათი). კრედიტების 55% ეთმობა თეორიულ კომპონენტს, ხოლო 45% ეთმობა პრაქტიკულ კომპონენტს.

პროგრამის ხანგრძლივობაა 38 კვირა.

V. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

ზოგადი განათლების საბაზო საფეხური

VI. პროფესიული პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კბილის ტექნიკოსის მომზადება, რომელსაც ეცოდინება:

ორთოპედიული პროტეზების დამზადება, კბილის გვირგვინების დეფექტების აღდგენა მოდელირებით და ცვილის შეცვლა სათანადო

ორთოპედიული ტექნოლოგიებით, ნახევარგვირგვინებით, ვინირებით და მთლიანი გვირგვინებით; მოუხსნელი ხიდისებური,

ნაწილობრივი ფირფიტოვანი ან მთლიანი ფირფიტოვანი ორთოპედიული პროთეზების დამზადება და ორთოდონტიული პროტეზების

დამზადება.

VII. სწავლების ენა: ქართული

VIII. დასაქმების სფერო:

Page 3: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

3

კბილის ტექნიკოსის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია იმუშაოს კბილის სატექნიკო

ლაბორატორიაში. იგი შეკვეთას იღებს ექიმი სტომატოლოგისაგან და ათანხმებს პაციენტთან.

IX. სწავლის შედეგი:

1. ცოდნა და

გაცნობიერება

კურსდამთავრებულმა იცის ადამიანის პირის ღრუს შემადგენელი ორგანოების ანატომიური აგებულება და

მათი ფუნქცია; წარმოდგენა აქვს პირის ღრუში მიმდინარე ქიმიურ და ბიომექანიკურ პროცესებზე; იცის

როგორც ზედა, ასევე ქვედა ყბებზე კბილთა მწკრივები, შეუძლია მათი გამოცნობა ჯგუფობრიობის მიხედვით,

იცის თითოეული კბილის ანატომია და სტრუქტურული აგებულება; იცის თანამედროვე სტომატოლოგიის

მოთხოვნის შესაბამისი ორთოპედიული და ორთოდონტიული პროტეზების დამზადების ხერხები. აქვს

ცოდნა საღეჭ-სამეტყველო აპარატის თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების შესახებ, დაზიანებების,

დეფორმაციების შესახებ; შეუძლია მოდელებზე მათი ამოცნობა და შესწავლილი აქვს მათი რეაბილიტაციის

საკითხები. იცნობს სატექნიკო ლაბორატორიის აღჭურვილობას, იცის დანადგარების და ინსტრუმენტების

მნიშვნელობა და გამოყენება. იცნობს თანამედროვე საანაბეჭდო და პროთეტიკულ მასალებს; იცნობს

ძირითად ტექნიკურ და დამხმარე საშუალებებს; იცის ცალკეული გვირგვინების, ჩანართების და წკირიანი

კბილების დამზადება; კბილის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში მოუხსნელი ხიდისებრი პროთეზების,

ნაწილობრივად მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზების, ბიუგელისებრი პროთეზების დამზადება; კბილების

მთლიანი დაკარგვის შემთხვევაში მთლიანი მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზების

დამზადება.გაცნობიერებული აქვს აპარატურული, ანუ ორთოპედიული კონსტრუქციებით დეფექტების და

დეფორმაციების მკურნალობის აუცილებლობა.

2. ცოდნის პრაქტიკაში

გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია: საანაბეჭდო მასალების თვისებების გათვალისწინებით, სასურველი

კონსისტენციის და შემადგენლობის საანაბეჭდო მასის მომზადება. ფანტომიდან ანაბეჭდის აღება, მიღებული

ანაბეჭდიდან თაბაშირით მოდელის ჩამოსხმა; შეუძლია მოდელიდან საჭირო კბილების ამოჭრა,

სპირტქურისა და სატექნიკო ფითხის დახმარებით კბილების ცვილით მოდელირება, მათთვის სასურველი

ფორმის მიცემა; ექიმი სტომატოლოგის მიერ შეკვეთილი მოსახსნელი და მოუხსნელი ტიპის პროთეზების

დამზადება; შეუძლია კბილის გვირგვინების დეფექტების აღდგენა მოდელირებით და ცვილის შეცვლა

სათანადო ორთოპედიული ტექნოლოგიებით, ნახევარგვირგვინებით, ვინირებით და მთლიანი

Page 4: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

4

გვირგვინებით. აღნიშნული პროცესისათვის პლასტმასის, ფაიფურის, მეტალებისა და მათი კომბინაციების

გამოყენება; კბილების ნაწილობრივი ან მთლიანი დაკარგვის შემთხვევაში შეუძლია მოდელზე სიტუაციის

შეფასება, სამუშაო გეგმის შემუშავება სათანადო მასალების შერჩევით და მოუხსნელი ხიდისებური,

ნაწილობრივი ფირფიტოვანი ან მთლიანი ფირფიტოვანი ორთოპედიული პროთეზების დამზადება. შეუძლია

საკუთარი სამუშაო გეგმის შედგენა და მისი შეთანხმება ექიმ - სტომატოლოგთან.

3. დასკვნის გაკეთების

უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია ორთოპედიული პროტეზების დამზადებისას სამუშაო მოდელზე არსებული

სიტუაციის სწორად შეფასება, სხვადასხვა სიტუაციებში წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრა

სტომატოლოგიაში არსებული ტექნოლოგიებით, თაბაშირის ან სხვა რომელიმე საანაბეჭდო მასალიდან

მიღებული მასის საჭირო კონსისტენციის განსაზღვრა, პლასტმასების ტექნოლოგიური პროცესისათვის

თვალყურის დევნება და დანადგარის ოპტიმალურ დროში გამორთვა, გაციების რეჟიმის დაცვა; კბილების

შეძენილი ან თანდაყოლილი დეფექტების შემთხვევაში სწორი დასკვნის გაკეთება და მათი ფორმის

აღსადგენად შესაბამისი მეთოდების გამოყენება, ხელმძღვანელების მხრიდან მიღებული შენიშვნების

გათვალისწინება და სწორი დასკვნის გამოტანა.

4.კომუნიკაციის უნარი პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლია კომუნიკაცია, განსხვავებულ სიტუაციებში

პროფესიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და ამისთვის კომპიუტერული პროგრამებით

სარგებლობა. შეუძლია პროფესიულ საკითხებზე მარტივი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე. შეუძლია მისთვის

საჭირო ინფორმაციის (ხელშეკრულება, შინაგანაწესი, ინსტრუქციები) მოძიება, გაცნობა, გააზრება.

5. სწავლის უნარი სწავლის პერიოდში შეუძლია, საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით, სწორი მიმართულების

განსაზღვრა, სწავლის დაგეგმვა. შეუძლია მითითებული ლიტერატურის მოძიება, დამუშავება და ანალიზი.

კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლის გაგრძელება სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე.

6.ღირებულებები იცავს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეთიკურ ნორმებს. პასუხისმგებლობით ეკიდება ნებისმიერ

დავალებას, განსხვავებულ სიტუაციებში არ კარგავს კეთილგანწყობას. კრიტიკულ სიტუაციაში მოქმედებს

შესაბამისად.

Page 5: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

5

X. სწავლის შედეგების რუქა

სასწავლო კურსები/მოდულები/საგნები სწავლისშედეგები/კომპეტენციები

ცოდნა

და

გაცნობი

ერება

ცოდნის

პრაქტიკ

აში

გამოყენ

ების

უნარი

დასკვნის

გაკეთების

უნარი

კომუნიკ

აციის

უნარი

სწავლი

ს უნარი

ღირებუ

ლებები

მოსახსნელი პროთეზების დამზადების ტექნიკა X X X X

მოუხსნელი პროტეზების დამზადების ტექნიკა X X X X

საღეჭი და სამეტყველო აპარატის დეფექტები X X

უცხო ენა X

კომპიუტერის საბაზისო კურსი X

სამედიცინო ეთიკა და ურთიერთობის ფსიქოლოგია X

საქმიანი ურთიერთობების კულტურა X X

მასალათმცოდნეობა X X X X

კბ. და ყბების სისტემების ანატომია ფიზიოლოგია,

მორფოლოგია

X X

საწარმოო პრაქტიკა X X X X X X

Page 6: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

6

XI. სასწავლო გეგმა

ს ა გ ნ ე ბ ი

კრედ

იტებ

ის რ

აოდ

ენო

ბა

ს ა ა თ ე ბ ი ს გ ა ნ ა წ ი ლ ე ბ ა სულ

საათების

რაოდენობა საკონტაქტო საათები საათები

დამოუკიდებე

ლი

მუშაობისთვის

ლექ

ცია-

სამუ

შაო

ჯგუფ

ში მ

უშაო

ბა

ლაბ

ორ

ატო

რიუ

ლი

შუალ

ედურ

ი/

დას

კვნი

თი

შეფ

ასებ

საწა

რმო

ო პ

რაქ

ტიკ

1 მოსახსნელი პროთეზების დამზადების ტექნიკა 5 41 16 6 62 125

2 მოუხსნელი პროტეზების დამზადების ტექნიკა 4 46 6 48 100

3 საღეჭი და სამეტყველო აპარატის დეფექტები 2 26 4 20 50

4 უცხო ენა 4 42 8 50 100

5 კომპიუტერის საბაზისო კურსი 3 3 27 5 40 75

6 სამედიცინო ეთიკა და ურთიერთობის

ფსიქოლოგია

2 21 4 25 50

7 საქმიანი ურთიერთობების კულტურა 3 28 8 39 75

8 მასალათმცოდნეობა 6 68 10 72 150

Page 7: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

7

9 კბ. და ყბების სისტემების ანატომია

ფიზიოლოგია, მორფოლოგია

4 40 3 6 51 100

10 საწარმოო პრაქტიკა 27 32 643 675

სულ 60 315 46 89 643 407 1500

XII. პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა (დატვირთვა)

პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა მოიცავს:

✓ ლექციაზე დასწრებას

✓ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას

✓ ლაბორატორიულ მეცადინეობას

✓ დამოუკიდებელ მეცადინეობას

✓ საწარმოო პრაქტიკას

✓ გამოცდებს (შუალედური და დასკვნითი)

XIII. პროფესიული სტუდენტის ცოდნის შეფასება

ყველა დისციპლინაში ცოდნის შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით, შემდეგი სახით:

ხუთი სახის დადებითი შეფასება:

• (A) - ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

• (B) - ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;

• (C) - კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;

• (D) - დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;

Page 8: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

8

• (E) - საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

ორი სახის უარყოფითი შეფასება:

• (FX ) - ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა

სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

• (F) - ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო

არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის

საფუძველზე შეფასება. შეფასება ითვალისწინებს: შუალედურ შეფასებას, დასკვნით გამოცდას.

ქულები ნაწილდება შემდეგი სახით: შუალედური შეფასება - აქტიურობა და შუალედური გამოცდა - 60 ქულა.

დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა.

ქულების განაწილება აქტიურობასა და შუალედურ გამოცდაზე, ასევე შუალედური გამოცდების რაოდენობა და ტიპი განსაზღვრული და

მითითებულია საგნის სილაბუსში მასწავლებლის მიერ. ასევე სილაბუსში წარმოდგენილია დასკვნითი გამოცდის შეფასების სქემა.

მასწავლებელი ვალდებულია სასწავლო წლის დასაწყისში პროფესიულ სტუდენტებს გააცნოს შეფასების რუბრიკები.

თუ დასკვნით გამოცდაზე პროფესიული სტუდენტის მიერ მიღებული ქულა არის 50%-ზე ნაკლები, ის არ ერთვება საერთო შეფასების

სისტემაში. პროფესიულ სტუდენტს ეძლევა უფლება განმეორებით გავიდეს გამოცდაზე არანაკლებ 10 დღეში.

პროფესიულ სტუდენტს კრედიტი მიენიჭება ქულების 51%-დან 100%-მდე დაგროვების შემთხვევაში.

საწარმოო პრაქტიკის შეფასება ხორციელდება კოლეჯის ,,საწარმოო-სასწავლო პრაქტიკის გავლის ინსტრუქციის შესაბამისად“.

XIV. სწავლების მეთოდები:

Page 9: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

9

თეორიული სწავლების დროს გამოიყენება შემდეგი მეთოდები: მასალის პირდაპირი გზით გადაცემა, დისკუსია, ჯგუფური მეცადინეობა,

სწავლა კეთებით, წყვილებში მუშაობა, პრეზენტაციები, დამოუკიდებლად შესრულებული ნამუშევრების წარდგენა/განხილვა.

ლაბორატორიული სამუშაო ხორცილედება პროგრამის მიზნებისთვის შესაბამისი რესურსებით აღჭურვილ ლაბორატორიაში. საწარმოო

პრაქტიკის გავლისას პროფესიული სტუდენტი აკვირდება სამუშაოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო პროცესში

ჩართვით/ასისტირებით ახდენს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერს.

XV. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსის შესახებ

საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამის რეალიზაცია უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კადრებით.

სასწავლო დისციპლინებს უძღვებიან შესაბამისი პროფილის მქონე სპეციალისტები, რომელთაც აქვთ პროფესიული საქმიანობის

გამოცდილება. საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყოველი დისციპლინის სწავლების პროცესი

უზრუნველყოფილია შესაბამისი სასწავლო-მეთოდური დოკუმენტაციით: დისციპლინის სილაბუსით; სალექციო კურსებით; ძირითადი

სახელმძღვანელოებითა და დამხმარე საინფორმაციო წყაროებით; სწავლების აუციო/ვიდეო მასალებით.

კურსი/მოდული/საგანი სახელი, გვარი კვალიფიკაცია

მოსახსნელი პროთეზების დამზადების ტექნიკა მადონა კაპანაძე ექიმი-სტომატოლოგი

მოუხსნელი პროტეზების დამზადების ტექნიკა მადონა კაპანაძე ექიმი-სტომატოლოგი

უცხო ენა

მანანა სიხარულიძე

თინათინ თულაშვილი

ინგლისური ენისა და ლიტერატურის

მასწავლებელი, ფილოლოგიის მაგისტრი.

ფილოლოგიის ბაკალავრი - ანგლისტიკა

ფილოლოგიის მაგისტრი - ანგლისტიკა

კომპიუტერის საბაზისო კურსი მაია დუნდუა ინჟინერ-ეკონომისტი

საღეჭი და სამეტყველო აპარატის დეფექტები მადონა კაპანაძე ექიმი-სტომატოლოგი

Page 10: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

10

სამედიცინო ეთიკა და ურთიერთობის ფსიქოლოგია ეკა ქებურია

ქეთევან ბუჯიაშვილი

ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი,

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრი

ფსიქოლოგი

საქმიანი ურთიერთობების კულტურა ნინო ხაჩიძე განათლების ადმინისტრირების მაგისტრი

მასალათმცოდნეობა მადონა კაპანაძე ექიმი სტომატოლოგი

კბ. და ყბების სისტემების ანატომია ფიზიოლოგია,

მორფოლოგია

მადონა კაპანაძე ექიმი სტომატოლოგი

საწარმოო პრაქტიკა მადონა კაპანაძე ექიმი სტომატოლოგი

XVI. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსის შესახებ.

საგანმანთლებლო პროგრამის განხორციელებას ემსახურება: ლექცია/სამუშაო ჯგუფში მუშაობისთვის საჭირო აუდიტორიები; კბილის

სატექნიკო ლაბორატორია აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, თვალსაჩინოებებით, სტომატოლოგიური ინსტრუმენტებით;

კომპიუტერული ლაბორატორია აღჭურვილია სწავლისთვის საჭირო ყველა ტიპის აპარატურით, სახელმძღვანელოებითა და

სწავლისათვის ხელშემწყობი გარემოთი, ინტერნეტით.

XVII. საწარმოო სწავლება/საწარმოო პრაქტიკა

საწარმოო პრაქტიკა ხორციელდება ს/ს თ. ცეცხლაძის სახელობის № 2 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკასა და შპს სტომატოლოგიურ

კლინიკა “ 999“-ში, შპს ბარაკონთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

XVIII. სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა

Page 11: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

11

მესამე საფეხურის პროგრამის წარმატებულად დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებულს უფლება ექნება სწავლა გააგრძელოს

პროფესიული სწავლების მომდევნო - IV საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

XIX. საათობრივი ბადე

საგანი

საკონტაქტო

საათები ს ა ა თ ე ბ ი ს გ ა ნ ა წ ი ლ ე ბ ა კ ვ ი რ ე ბ ი ს მ ი ხ ე დ ვ ი თ

ს უ

ლექ

ცია/

სემ/

ლაბ

შუალ

ედ.

დას

კვნ.

შეფ

. სექტ.ოქტო

მბერი ნოემბერი

დეკემბერ

ი იანვარი

იანვ.თებერ

ვალი მარტი აპრილი მაისი

ივნისი/ივ

ლისი

1

/

1

2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4/

1

1.

მოსახსნელი პროთეზებ.

დამზ. ტექნიკა 63 57 6 20 16 16

ა რ

დ ა

დ ე

გ ე

ბ ი

11 ---

2. მოუხსნელი

პროტეზ.დამზ. ტექნიკა 52 46 6 20 16 16 --- ---

3. საღეჭი და სამეტყველო

აპარატის დეფექტები 30 26 4 10 8 8 4

4. უცხო ენა 50 42 8 15 12 12 11 --- --- --- 5. კომპიუტერის საბაზისო

კურსი 35 30 5 10 8 8 9 ---

6. სამედ. ეთიკა და

ურთიერთ. ფსიქოლოგია 25 21 4 10 8 7 --- --- --- ---

7. საქმიანი ურთიერთობის 36 28 8 10 8 8 10

Page 12: III საფეხური კვალიფიკაცია: კბილის ტექნიკოსის მესამე ...barakoni.edu.ge › wp-content › uploads

შპს ბარაკონი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

კბილის ტექნიკოსი (კბილის ტექნიკოსი 090251)

დამტკიცებულია დირექტორის ბრძანებით № 19 /29.05.2017წ.

დანართი 7

12

კულტურა 8. მასალათმცოდნეობა 78 68 10 20 16 16 20 6 --- --- 9. კბ. და ყბების სისტემების

ანატომია ფიზ,

მორფოლ. 46 40 6 15 12 12 7 --- --- ---

10. საწარმოო პრაქტიკა 675 12

160 160 160 195