წიგნის...მაცდური მეცნიერებაც გახლავთ....

4735

Upload: others

Post on 17-Mar-2021

6 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • წიგნის ელექტრონულივერსია

    მოამზადა საიტმა:www.ChiaturaINFO.GE

    https://www.facebook.com/groups/ELLIB/

    ი იოტი

    ნაწილი პირველი

  • Iნოემბრის მიწურულს,დილის ცხრა საათზე,პეტერბურგ-ვარშავისმატარებელი

    მთელი სისწრაფითუახლოვდებოდაპეტერბურგს. ჯანღი დანესტი იდგა, რის ვაი-

    ვაგლახით გამოატანარიჟრაჟმა. ვაგონისსარკმლიდან გზის მარცხნივთუ მარჯვნივ

  • ათიოდე ნაბიჯზე კაციძნელად გაარჩევდა რასმე.მგზავრებშისაზღვარგარეთიდან

    დაბრუნებულნიც იყვნენ:ყველაზე მეტად მესამეკლასის განყოფილება იყოსავსე,

    მეტწილად წვრილფეხა,მოსაქმე ხალხით; ისინიარცთუ შორიდან

    მოემგზავრებოდნენ.ჩვეულებისამებრ, ყველამოთენთილი ჩანდა, ყველას

  • დასიებოდა ღამის თევისაგანთვალები, ყველაგათოშილიყო, ყველასგასცრეცოდა და

    გაყვითლებოდა სახე ამნისლის დარად.

    მესამე კლასის ერთ-ერთვაგონში დილაუთენიაპირისპირ აღმოჩნდასარკმელთან

    ორი მგზავრი - ორივეახალგაზრდა, ორივე თითქმისმსუბუქად, არცთუ კოხტად

  • ჩაცმული, ორივე შესამჩნევისახის და ბოლოს ორივეერთმანეთთანგამოლაპარაკების

    მოსურნე. ამ ორ ყმაწვილსრომ სცოდნოდა, რითგამოირჩეოდნენ ისინი ამწუთს, რა

    თქმა უნდა, გაოცდებოდნენ,რომ განგებამ აგრე უცნაურადშეჰყარა ისინი

    პეტერბურგ-ვარშავისმატარებლის მესამე კლასისვაგონში და ერთმანეთის

  • პირისპირ

    მოათავსა. ერთი მათგანი,ტანმორჩილი,ოცდაშვიდიოდე წლისიქნებოდა. ხუჭუჭი,

    თითქმის შავი თმა ჰქონდა,წვრილი, ჭროღა, მაგრამცეცხლიანი თვალები.

    ძვალმსხვილ სახეზეჩაჭყლეტილი, განიერიცხვირი მოუჩანდა, თხელტუჩებზე

    წარამარა რაღაც თავხედური,

  • დამცინავი, ასე გასინჯეთ,ბოროტი ღიმილი

    დასთამაშებდა. მაგრამმაღალი, ნატიფი შუბლისახის ქვედა ნაწილისსიტლანქეს

    უფარავდა. კაცს მაშინვეეცემოდა თვალში მისიჩათეთქილი ფერი, რაც,საკმაოდ

    ჩასკვნილი გარეგნობისმიუხედავად, ავადმყოფურსდა ამასთან ერთად, რაღაც

  • გაწამებულ იერს აძლევდა,რომელიც მის თავხედურღიმილს და უკმეხ გულზვიად

    გამოხედვას დიახაც, არეხამებოდა. ეცვა თბილად,შავი კრაველის განიერი,

    სარჩულგამოდებულიტყაპუჭი და ამიტომაც ღამითარ შესცივნოდა, სამაგიეროდ,

    მის მეზობელს თავისზურგზე გამოეცადა ნოემბრისნესტიანი ღამის მთელი

    სიტკბოება რუსეთში,

  • რისთვისაც, ეტყობა,შემზადებული არ იყო. მასსაკმაოდ

    განიერი, სქელი ნაჭრისუსახელო ლაბადა ეცვა, ვეებაკაპიუშონით, როგორსაც

    ხშირად ატარებენ ხოლმემგზავრები ზამთრობითსადმე საზღვარგარეთ,

    შვეიცარიაში ან, მაგალითად,ჩრდილოეთ იტალიაში და, რათქმა უნდა, არა ისეთ

    გზაზე, ეიდკუნენიდან[1]

  • პეტერბურგამდე რომააგაჭიმული. მაგრამ რაციტალიაში

    გამოსადეგი და სრულიადსაკმარისი იყო, ის რუსეთშიარცთუ დიდად მოსახმარისი

    აღმოჩნდა. კაპიუშონიანილაბადის პატრონიახალგაზრდა კაცი იყო, ისიცოცდაექვსი

    თუ ოცდაშვიდი წლისა,საშუალოზე მომაღლო, მეტადქერა, გრუზათმიანი,

  • ჩაცვივნული ლოყებითა დაპატარა, ცანცარა, თითქმისსრულიად ჟღალი წვერით.

    მისი დიდრონი, ცისფერითვალები მოსაუბრესჩაციებით უმზერდნენ.გამოხედვა

    რაღაც მშვიდი, მაგრამდანისლული ჰქონდა, რაღაცუცნაური მეტყველებითსავსე.

    სწორედ ამ გამოხედვითსცნობენ ზოგიერთები ერთიშეხედვით ბნედით

  • ავადმყოფებს. თუმცა სახე ამყმაწვილი კაცისა სასიამოვნო,ნაზი, გამხდარი ჩანდა,

    ოღონდ ფერფურის ნატამალიარ ეცხო, სიცივეს კი ახლამთლად გაელურჯებინა.

    ხელზე ერთი პატარა, ძველი,გახუნებული ფულიარისბოხჩა უკონწიალებდა,

    როგორც ჩანს, მთელი მისიავლადიდება გზაში. ფეხზეშტიბლეტებიანი სქელძირა

    ფეხსაცმელი ეცვა - რუსული

  • ყაიდისა არც ის იყო.შავთმიანმა, ტყაპუჭიანმა

    მეზობელმა ეს ყოველივეკარგად შეუთვალიერა, რაკისხვა საქმე მაინც არ ჰქონდა,და

    ბოლოს იმ უზრდელიღიმილით ჰკითხა, რომელშიცზოგჯერ მოყვასისუბედურებით

    გამოწვეული სიამე აგრეუბოდიშოდ იგრძნობა:

    - გცივათ განა? - და თან

  • მხრები შეათამაშა.

    - ძალიან, - მყის მიაგებამეზობელმა პასუხი, -ზამთარი მაინც იყოს.ყინვებში რაღა

    იქნება? არც მეგონა, თუჩვენში ასე ეციებოდა.გადავეჩვიე.

    - მაშ საზღვარგარეთიდანმოდიხართ?

    - დიახ, შვეიცარიიდან.

    - ეჰეი, საიდან სადაო!..

  • შავთმიანმა დაუსტვინა დაგადაიხარხარა.

    საუბარი გაიბა. ქერაყმაწვილი, შვეიცარულილაბადის პატრონი, საოცარი

    სიხალისით აძლევდა პასუხსშავტუხა მეზობლის ყოველკითხვას და ზოგი

    შეკითხვის აგდებულ კილოსადა უადგილობას ვერცამჩნევდა. სხვათა შორის,ისიც

    აუწყა, რომ მართლაც,

  • თითქმის ოთხ წელზე მეტიააღარ ყოფილა რუსეთში, რომ

    საზღვარგარეთ იმიტომგაგზავნეს, რაღაც სენისჭირებოდა, ბნედის თუფილენჯის

    ქარის მსგავსი, რაღაც ცახცახიდა კრუნჩხვებიდასჩემებოდა. შავტუხამ ამის

    მოსმენისას რამდენჯერმეჩაიღიმა, განსაკუთრებითიმაზე გაეცინა, როცა მის

    კითხვაზე: - მერე და,

  • მოგარჩინესო? - ქერათმიანმაუპასუხა: - ვერა, ვერმომარჩინესო.

    - ჰე-ჰე! ვინ იცის, რამდენიფული დაგახარჯინესტყუილად, ჩვენ კი აქ როგორგვჯერა

    მაგათი, - გესლიანადდაურთო შავტუხამ.

    - სრულ ჭეშმარიტებასბრძანებთ! - ჩაერია საუბარშიერთი გვერდით მჯდომი,

    უხეიროდ ჩაცმული ჯმუხი

  • ვაჟბატონი, ასე ორმოციოდეწლისა, წითელი ცხვირისა

    და ფერიმჭამელებიანი სახისპატრონი. ზედ ეტყობოდა,კანცელარიებში გამოქექილი

    მოხელე უნდა ყოფილიყო, -სრულ ჭეშმარიტებასბრძანებთ, მაშა, ყოველივესიკეთეს

    ტყუილად გვცანცლიან!

    - ჰო, რარიგ სცდებით ამ ჩემსამბავში, - მიუგო ამაზეშვეიცარიელმა პაციენტმა

  • მშვიდად და ნელა, - რა თქმაუნდა, გამოდავება არშემიძლია, სხვებისა არ ვიცი,

    მაგრამ ჩემმა ექიმმაუკანასკნელი ფულიც მეგამინაწილა სამგზავროდ დაიქ კიდევ

    თითქმის ორი წელი თავისხარჯზე მაცხოვრა.

    - არავინ გყავდათ ფულისგამომგზავნი? - ჰკითხაშავტუხამ.

    - ბატონი პავლიშჩევი, ვინც იქ

  • მინახავდა, ორი წლის წინგარდაიცვალა. შემდეგ

    მოვწერე გენერალ ეპანჩინისმეუღლეს, ჩემს შორეულნათესავს, მაგრამ პასუხი არ

    მომსვლია. მეც ავდექი დაჩამოვედი.

    - სად ჩამოხვედით მაინც?

    - მაშასადამე, სადგავჩერდები, არა?.. ჯერ არვიცი მართლაც... ალბათსადმე...

    - ჯერ არ გადაგიწყვეტიათ?

  • ორივე მსმენელმა ხარხარიატეხა.

    - მგონი ეგ ბოხჩა მთელთქვენს ავლადიდებასშეადგენს? - ჩაჰკითხაშავტუხამ.

    - სანაძლეოს დავდებ, რომეგრეა, - მეტისმეტი ნაამებისახით დაუკრა კვერი

    წითელცხვირა მოხელემ, - დარომ საბაჟო ვაგონებს მაგისსხვა ბარგი არ მოსდევს.

    თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო,

  • რომ სიღარიბე ცოდვად არჩაითვლება.

    მართლაც, ასე გამოდგა: ქერაყმაწვილი კაცი მაშინვეგამოტყდა ამაში.

    - მაგ თქვენს ბოხჩას წონამაინც არ უნდა აკლდეს, -განაგრძო მოხელემ, როცა

    ხარხარით გული იჯერეს(საოცარი ის იყო, რომ ბოხჩისპატრონსაც აუტყდა ბოლოს

    სიცილი მათ შემხედვარეს,რამაც უფრო მეტად

  • გაამხიარულა მსმენელნი), -

    მართალია, სანაძლეოსჩამოვალ, რომ შიგ არც ოქრო,არც ნაპოლეონდორებისა და

    ფრიდრიჰდორებისსაზღვარგარეთული დასტებიგიწყვიათ, არც ჰოლანდიური

    არაბულები, რაც მაგსაზღვარგარეთულშტიბლეტებითაც შეიტყობა,მაგრამ... თუ მაგ

    ბოხჩას ისეთ ნათესავსდავუმატებთ, როგორიც,

  • მაგალითად, გენერალეპანჩინის

    მეუღლე გახლავთ, მაშინბოხჩასაც სხვა წონა მიეცემა,რასაკვირველია, იმ

    შემთხვევაში, თუ გენერალეპანჩინის მეუღლე მართლაცნათესავად გერგებათ და

    დაუდევრობას შეცდომაში არშეუყვანიხართ... რაც ყოველკაცს ძალიანაც სჩვევია,

    თუნდაც... გადაჭარბებულიწარმოდგენის წყალობით.

  • - ოჰ, ეგეც გამოიცანით, -ჩამოართვა სიტყვა ქერაყმაწვილმა, - მართლაც,თითქმის

    ვცდები, ესე იგი ნათესავადთითქმის არც მომხვდება,იმდენად, რომ, მართალი

    გითხრათ, სულაც არგამკვირვებია, როცა არმიპასუხეს. ეგრეც ველოდი.

    - მაშ, ტყუილადდაგიხარჯავთ ფულიწერილის ფრანკირებაზე[2].ჰმ... ყოველ

  • შემთხვევაში, მიამიტობა დაგულწრფელობა გჩვევიათ,რაც მოსაწონ არს! ჰმ...

    გენერალ ეპანჩინს ვიცნობთ,როგორ არა, თუნდაც იმიტომ,რომ საყოველთაოდ

    ცნობილი კაცი გახლავთ.განსვენებული ბატონიპავლიშჩევიც ვიცით, თქვენრომ

    შვეიცარიაში ხელსგიმართავდათ, თუ ისნიკოლაი ანდრეევიჩპავლიშჩევია, ისინი

  • ბიძაშვილები იყვნენ. მეორეაქამდე ყირიმში ცხოვრობს.განსვენებული ნიკოლაი

    ანდრეევიჩი დარბაისელიკაცი იყო, კარგი ნაცნობობაჰქონდა, ოთხი ათასი სულიყმა

    ჰყავდა თავის დროზე...

    - სწორედ ეგრეა, ნიკოლაიანდრეევიჩ პავლიშჩევიერქვა, - მიუგო ყმაწვილკაცმადა

    დაკვირვებით შეათვალიერა

  • ყოვლისმცოდნე ბატონი.

    ასეთი ყოვლისმცოდნებატონები ხანდისხან,წარმოიდგინეთ, საკმაოდხშირადაც კი,

    გარკვეულ საზოგადოებრივფენაში შეგხვდებიან კაცს.მათ ყოველივე იციან, მათი

    ჭკუისა და ნიჭისმოუსვენარი, მცდელი თვალიშეუკავებლივ მიილტვისერთი მხრივ,

    რა თქმა უნდა, უფრო

  • ყურადსაღები სასიცოცხლოინტერესებისა დაშეხედულებათა

    უქონლობის გამოო, როგორციტყოდა თანამედროვემოაზროვნე. თუმცა სიტყვა

    „ყოვლის მცოდნეობაში“საკმაოდ შეზღუდული არეუნდა იგულისხმო.მაგალითად:

    მავანი და მავანი კაცი სადმსახურობს, ვის იცნობს, რაშეძლების პატრონია, სად იყო

  • გუბერნატორად, ვინ ჰყავსცოლად, ცოლს რა მზითევიმოჰყვა, ბიძაშვილად თუ

    ბიძაშვილიშვილად ვინერგება, ერთი სიტყვით, სულასე და ამგვარად. მეტწილად,ეს

    ყოვლისმცოდნენიიდაყვგამოყრილები დადიანდა თვეში ჯამაგირიჩვიდმეტი

    მანეთი აქვთ. ისინი კი, ვისიასავალ-დასავალიც მათ ასეწვრილად იციან, ცხადია,

  • ვერც მოიფიქრებენ, რაინტერესი ამოძრავებთ მათ,თუმცა ბევრ მათგანს ესცოდნა,

    ცოდნა კი არა, მთელიმეცნიერება, დიახაც, ნუგეშსაძლევს, საკუთარპატივისცემას

    უღვივებს და უდიდესსულიერ სიამოვნებასაცანიჭებს. თან ფრიადმაცდური

    მეცნიერებაც გახლავთ. ბევრიმეცნიერი, ლიტერატორი,

  • პოეტი, პოლიტიკური

    მოღვაწე მინახავს, ამმეცნიერების წყალობით რომჰპოვეს თუ ჰპოვებენუდიდეს

    სულიერ სიმშვიდესა დამიზანს. ასე გასინჯეთ,გადაჭრით ამის მეოხებითაცშეიქმნეს

    კარიერა. მთელი ამ საუბრისმანძილზე შავტუხა ყმაწვილიხან ამთქნარებდა, ხან,

    უმიზნოდ იყურებოდა

  • სარკმელში და მოუთმენლადელოდა მგზავრობის

    დასასრულს. რაღაცუგულისყურობა, რაღაცმეტისმეტიგონებადაფანტულობა,

    ლამის შეშფოთებაეტყობოდა. რაღაც უცნაურადგამოიყურებოდა: ხანუსმენდა და

    არც უსმენდა, ხან უყურებდადა არც უყურებდა, იცინოდადა თვითონაც არ იცოდა

  • ზოგჯერ, რაზე იცინოდა.

    - მაპატიეთ, ვისთან მაქვსპატივი... - მიუტრიალდაანაზდად ფერიმჭამელებიანი

    ვაჟბატონი ქერა ყმაწვილს,ბოხჩა რომ ეკავა.

    - თავადი ლევ ნიკოლაევიჩმიშკინი გახლავართ - მიუგოდიდის ხალისით მყისვე.

    - თავადი მიშკინი? ლევნიკოლაევიჩი? არ ვიცი და არცგამიგია, - მიუგო ჩაფიქრებით

    მოხელემ. - ესე იგი, გვარზე არ

  • მოგახსენებთ, გვარიისტორიული გახლავთ.

    კარამზინის ისტორიაშიშეგიძლიათ ნახოთ და ნახავთკიდეც[3]. მე პიროვნებაზე

    მოგახსენებთ. ესეც კია,თავადი მიშკინები რაღაცაღარ ჩანან, მათი ხსენებაცმიწყდა.

    - ოჰ, დიახაც ეგრეა, - მაშინვემიაგება თავადმა, - თავადიმიშკინები ახლა აღარ არიან,მე დავრჩი მხოლოდ, მგონი,უკანასკნელი მე უნდა ვიყო.

  • ჩვენს მამა-პაპას რაც შეეხება,

    მეკომური გლეხებიც[4]ერივნენ მათში. მამაჩემიპოდპორუჩიკი იყო,იუნკერთა

    სკოლიდან. მაგრამ გენერალეპანჩინის მეუღლე საიდანარის მიშკინთა ასული, ეს კი

    არ ვიცი, ალბათ ისიცუკანასკნელი...

    - ჰი-ჰი-ჰი! უკანასკნელიო!ჰი-ჰი! ეგ როგორშეატრიალეთ, - ახითხითდა

  • მოხელე.

    ღიმი მოერია შავტუხასაც.ქერა ყმაწვილი, ცოტა არიყოს, სახტად დარჩა,კალამბური

    რომ გამოუვიდა, თუმცასაკმაოდ უკბილო.

    - წარმოიდგინეთ, სავსებითდაუფიქრებლად მომივიდა, -განმარტა ბოლოს

    გაკვირვებულმა.

    - გასაგებია, გასაგებია, -მხიარულად დაემოწმა

  • მოხელე.

    - განა სწავლითაც იქსწავლობდით, თავადო,პროფესორთან? - იკითხაუეცრად

    შავტუხამ.

    - დიახ... ვსწავლობდი...

    - აგერ, მე თავის დღეშიარაფერი მისწავლია.

    - მეც ხომ ისე, ზოგი რამმხოლოდ, - ლამის მოიბოდიშათავადმა, - ავადმყოფობის

  • გამო ჩემს სისტემატურსწავლას არ თვლიდნენაუცილებლად.

    - როგოჟინებს იცნობთ! -უეცრად შეეკითხა შავტუხა.

    - არა, არ ვიცნობ, რუსეთში მეხომ ბევრს არ ვიცნობ,როგოჟინი თქვენბრძანდებით.

    - დიახ, მე, პარფენ როგოჟინი.

    - პარფენიო? ოო, იმროგოჟინების ხომ არა... -წამოიწყო მოხელემ

  • მრავლისმეტყველად.

    - დიახ, დიახ, იმროგოჟინების, - უბოდიშოდგააწყვეტინა შავტუხამ,რომელსაც

    ერთხელაც არ მიუმართავს ამფერისმჭამელებიანივაჟბატონისათვის,თავიდანვე

    მხოლოდ თავადსელაპარაკებოდა.

    - ეგ... ეგ როგორ? -გაოცებისაგან სახტად დარჩა

  • მოხელე და ლამის თვალები

    წამოსცვივდა, სახეზე მყისრაღაც მოწიწებისა დაპირმოთნეობის, თითქოსშიშის იერი

    გამოეხატა, - მაშ იმ სემიონპარფენოვიჩ როგოჟინის,ჩამომავლობით, საპატიო

    მოქალაქისა, ვინც ამ ერთითვის წინათ გარდაიცვალა დაორ მილიონ-ნახევარი

    ფული დარჩა?

    - შენ საიდან იცი, რომ ორ

  • მილიონ-ნახევარი ნაღდიფული დარჩა? - გააწყვეტინა

    შავტუხამ, რომელმაც არცამჯერად სცნო მოხელეშეხედვის ღირსად, - ამასუყურე!

    თვალი ჩაუკრა მოხელეზეთავადს, - ნეტა რასგამოელიან, ხელდახელკუდში რომ

    გამოგებმევიან? თუმცამართალი კია, რომ მამაჩემიგარდაიცვალა და მეც აგერ,

  • ფსკოვიდან ერთი თვისშემდეგ თითქმისფეხშიშველი ვბრუნდები შინ.არც ჩემმა

    არამზადა ძმამ, არც დედამკაპიკი არ გამომიგზავნეს დაარც არაფერი მაცნობეს.

    ძაღლადაც არ ჩამაგდეს.ფსკოვში ერთი თვეხურვებით ვეგდე!..

    - ახლა კი ერთ კოხტამილიონსა და მეტსაცმიიღებთ, სულ ცოტა, ამდენიმაინც

  • იქნება. ოჰ, ღმერთო ჩემო! -ხელები გაასავსავა მოხელემ.

    - მერე და, ამას რა, ერთიმითხარით!.. - გაგულისებითგაიქნია მისკენ თავი

    როგოჟინმა, - შენ ხომ ერთკაპიკს არ მოგცემ, თუნდაცყირაზე იარო ჩემ წინ.

    - ვივლი, დიახაც ვივლი.

    - შეხე! ხომ მაინც არ მოგცემ,არ მოგცემ, გინდ ერთი კვირაიხტუნო!

    - ნუ მომცემ! ახია ჩემზე: ნუ

  • მომცემ! მე კი ვიხტუნებ.ცოლს, წვრილშვილს დავყრი,

    შენ წინ კი ვიხტუნებ!მოუქონე და მოგექონების!

    - ფუჰ, შენს კაცობას! -გადააპურჭყა შავტუხამ დათავადს მიუტრიალდა, -ხუთი

    კვირის წინ მეც თქვენსავითერთი ბოხჩის ამარა გავექეციმამაჩემს, ფსკოვში წავედი

    დეიდასთან, იქ ხურვებამჩამაგდო, მამა კი უჩემოდ

  • მოკვდა. სისხლი ჩაექცა.ღმერთმა

    აცხონოს, მე კი მაშინ კინაღამარ შემოვაკვდი! დამიჯერებთ,თავადო, ღმერთმანი,

    მაშინ რომ არ გავქცეოდი,მართლა მომკლავდა.

    - გააბრაზეთ რამეზე? -გაეხუმრა თავადი და რაღაცმეტისმეტი გულისყურით

    შეათვალიერა ტყაპუჭიანიმილიონერი. მილიონისა დამემკვიდრეობის მიღების

  • ამბავში თუმცა კი იყო რაღაცღირსშესანიშნავი, მაგრამთავადი უფრო მეტად სხვამ

    გააკვირვა და დააინტერესა.თვითონ როგოჟინმაცრატომღაც განსაკუთრებული

    ხალისით აირჩია მოსაუბრედთავადი, თუმცა მოსაუბრეს,როგორც ჩანს,

    მექანიკურად უფროსაჭიროებდა, ვინემ გულისთხოვდა, უფრო

    გონებადაფანტულობის

  • წყალობით, ვინემმიამიტობით; რაღაცმოუსვენრობა და

    მღელვარება უფროალაპარაკებდა, რა არის,ვინმესთვის ეცქირა და ენამოექავებინა.

    თითქოს მთლიანად არ იყომორჩენილი ხურვებისგან,ყოველ შემთხვევაში,

    აგზნებული სჩანდა. რაცშეეხება მოხელეს, ისეგადაფოფრებოდა დადაჰკანკალებდა

  • როგოჟინს, ისე შესციცინებდაპირში და სუნთქვაშეკრულიიჭერდა მის ყოველ

    სიტყვას, თითქოსმარგალიტები სცვიოდაპირიდან და ეშინოდა, არდამეკარგოსო.

    - გაბრაზებით კი გავაბრაზე! -მიუგო როგოჟინმა, - მხოლოდყველაზე მეტად ძმამ

    გამიჭირა საქმე. დედაჩემზერა მეთქმის, მოხუცი ქალია,მთელი დღე თთუენს[5]

  • კითხულობს, ერთთავადბებრუხანები ახვევიაირგვლივ. რასაც ჩემი ძმასენკა

    გადაწყვეტს, კანონადმიაჩნია. რატომაც! ეს კია,მაშინ უგონოდ ვიყავ.ამბობენ, დეპეშა

    გამოგზავნესო. მაგრამ დეპეშადეიდაჩემს მოუვიდა. ის კიაგერ ოცდაათი წელია

    ქვრივია, სულ სალოსებიუზის დღედაღამ შინ.მონაზონი არაა, მაგრამ არც

  • არაფერი

    უკლია. დეპეშამ ისედააფრთხო, არც გაუხსნია,პირდაპირ პოლიციაშიწარადგინა,

    ჰოდა, აქამდე იქ გდია თურმე.კიდევ კარგი, კონევმა,ვასილი ვასილიჩმა, მიშველა,

    თურმე ჩემს ძმას ღამითოქროს ფუნჯები ჩამოუჭრია:„აქაოდა, დიდი ფულიღირსო“.

    თუ მოვინდომე, მარტო

  • ამისთვის ციმბირს შემიძლიაგავუყენო, მკრეხელობაა და

    იმიტომ. ჰეი, შენ,საფრთხობელავ! -მიუტრიალდა როგოჟინიმოხელეს, - კანონი რას

    ამბობს: ხომ მკრეხელობაა?

    - მკრეხელობაა, მკრეხელობა,მაშ! - მყისვე დაუკრა კვერიმოხელემ.

    - ციმბირში უკრავენ ხომთავს?

    - ციმბირში, ციმბირში,

  • მაშინვე ციმბირში!

    - იმათ ისევ ავად ვგონივარ! -კვლავ მიუბრუნდა როგოჟინითავადს, - მე კი, სიტყვაც

    არ მითქვამს, ისე, ჩუმად,ისევ ავადმყოფი, ვაგონშიჩავჯექი და, აგერ, მოვდივარ.აბა, კარი გახსენ, ძმაო სემიონსემიონიჩ! ცხონებულმამაჩემს, ვიცი, სულ ჩემზეაქეზებდა,

    მე კი მაშინ მამაჩემი ნასტასიაფილიპოვნას გულისთვისრომ გავაგულისე, ეგეც

  • მართალია. ამაში ბრალიმარტო მე მიდევს. ეშმაკმამძლია.

    - ნასტასია ფილიპოვნასგულისთვის? -მლიქვნელურად წარმოთქვამოხელემ,

    თითქოს რაღაცას იგონებსო.

    - ხომ არ იცნობ! -მოუთმენლად შეუყვირაროგოჟინმა.

    - რომ ვიცნობდე! -ნიშნისმოგებით უპასუხა

  • მოხელემ.

    - აბა, უყურე! ნასტასიაფილიპოვნა ამქვეყნად ერთიკი არ არის! არა, რა უტიფარი

    ვინმე ყოფილხარ მაინც! ასეცვიცოდი თავიდანვე, ამისთანაუტიფარი რომ მაშინვე

    ამეკიდებოდა! - გაუგრძელამან თავადს.

    - რომ ვიცნობდე! -ქოთქოთებდა მოხელე, -ლებედევი რომ იცნობდეს!თქვენ, აგერ,

  • მაყვედრით, თქვენობრწყინვალებავ, მაგრამ რომმართლა დაგიმტკიცოთ?ნასტასია

    ფილიპოვნას გულისთვის არიყო, მამათქვენმა ძახველისკეტით რომ ჭკუაზე მოყვანა

    ინება თქვენი, დიახ, ნასტასიაფილიპოვნა ბარაშკოვასი, ასევთქვათ, თავის მხრივ

    ლამის თავადის ქალის,რომელიც ვინმე ტოცკის,აფანასი ივანოვიჩისახლობელია,

  • მარტოდმარტო მისი. ისტოცკი კი მემამულე დადიდზე დიდი კაპიტალისტია,

    კომპანიების დასაზოგადოებების წევრი.ამიტომაცაა გენერალეპანჩინთან კუდი

    კუდსა აქვს გადაბმული...

    - ეჰეი, ამას უყურე! -მართლაც გაოცდა როგოჟინი, -ფუი, ეშმაკმა იცის მაგისითავი,

    მართლა არ სცოდნია!

  • - მაშ, ყველაფერი იცისლებედევმა. მე, თქვენობრწყინვალებავ, ორი თვედავდევდი

    კუდში ალექსაშკა ლიხაჩევს,მამა რომ მოუკვდა, მერე.მისი ასავალ-დასავალი

    ყველაფერი ვიცი, უჩემოდბოლოს ნაბიჯსაც ვერდგამდა. ამჟამადვალებისთვის

    გახლავთ ჩაყუდებული, მაშინკი მისი მეოხებით მომეცაშემთხვევა არმანსს,

  • კორალიას, თავადის ქალპაცკაიას და ნასტასიაფილიპოვნას გავცნობოდი დასხვაც

    ბევრი გამეგო.

    - ნასტასია ფილიპოვნას? განაის ლიხაჩევთან... - ავი თვალიჰკრა როგოჟინს, ტუჩებიც

    კი გადაუფითრდა დააუკანკალდა.

    - აპა-პა, არაფერი! სულარაფერი! - ენაზე იკბინამოხელემ და ჰაიჰარად

  • მოაყოლა, -

    ვერა ფულით ვერა გააწყო რალიხაჩევმა! არა, ეგ არმანსი არგახლავთ. მარტო ტოცკია

    გარეული. საღამოობითდიდსა თუ ფრანგულთეატრში საკუთარ ლოჟაშიბრძანდება

    გამოჭიმული. ოფიცრები რასარ უმტკიცებენ: „აგერ, ისარისო ნასტასია ფილიპოვნა“,

    და მეტი არაფერი. სხვავეღარას ამატებენ, ვეღარას.

  • იმიტომ რომ არც არაფერიაქვთ

    სათქმელი.

    - ეგრეც არის, - წარბი შეიკრაროგოჟინმა, - ზალიოჟევმაცმაშინ ეგრევე მითხრა

    ერთხელ, თავადო, მამაჩემისსამი წლის ნათრევი ბეკეშითნევსკიზე გადავრბოდი, ის

    კი ამ დროს მაღაზიიდანგამოვიდა. კარეტაში ჩაჯდა.იქვე დამეცა მეხი. ზალიოჟევი

    შემხვდა სწორედ. აბა, სად მე

  • და სად ის! პარიკმახერისშეგირდივით იყო

    გამოწყობილი, ლორნეტიეკეთა თვალზე, მამაჩემს კიგაპოხილი ჩექმების გარდასხვა

    არ უღირსებია ჩვენთვის,უხორცო შჩიზეგადავდიოდით. მითხრა, ეგშენი ტოლი არ

    გეგონოს, თავადის ქალია,ნასტასია ფილიპოვნა ჰქვია,გვარად ბარაშკოვაა და

  • ტოცკისთან ცხოვრობსო.ტოცკიმ კი ახლა აღარ იცისროგორ მოიშოროს თავიდან,

    იმიტომ, რომ უკვე კარგა ხნისარის, ორმოცდათხუთმეტისა,და მთელ პეტერბურგში

    ულამაზესი ქალის თხოვნასაპირებსო. მანვე ჩამაგონამაშინ, დღესვე შეგიძლია

    ნასტასია ფილიპოვნასხილვა, დიდ თეატრში იქნება,ბალეტს დაესწრება, თავის

    ლოჟაში, ბენუარში იჯდებაო.

  • მამაჩემის ხელში კი კაი ბიჭიიყავ, ბალეტზე წასვლა

    გაგებედა, იქვე გაგათავებდა!მე მაინც ერთი საათითუჩუმრად გავიპარე დანასტასია

    ფილიპოვნა ისევ ვნახე.მთელი ის ღამე თეთრადგავათენე. დილასცხონებულმა ორი

    ხუთპროცენტიანი ბილეთიმომცა, ხუთ-ხუთ ათასიანითითო. წადიო, მითხრა,

  • გაყიდე, შვიდი ათას ხუთასიანდრეევების კანტორაშიწაიღე, გადაიხადე, დანარჩენი

    კი მომიტანე, არსად გაუხვიო,იცოდე, აქ დაგელოდებიო.ბილეთები კი გავყიდე,

    ფულიც ავიღე, მაგრამანდრეევის კანტორისნაცვლად პირდაპირინგლისური

    მაღაზიისკენ გავწიე დამთელი ეს ფული წყვილსაყურეში მივეცი. თითქმის

  • თხილისტოლა ბრილიანტიჰქონდა თითოს, ოთხასიმანეთი დამაკლდა კიდევ,

    მაგრამ ჩემი გვარი რომვუთხარი, მენდნენ.საყურიანად პირდაპირზალიოჟევს

    მივადექი: ასეა და ასეა, ძმაო,ნასტასია ფილიპოვნასთანუნდა გამომყვე-თქო.

    წავედით. სად მივდიოდი,რას ვუყურებდი, აქეთ-იქითრა იყო, ვერაფერს ვამჩნევდი

  • და არაფერი მახსოვს.პირდაპირ დარბაზშიშეგვიყვანეს. თვითონგამოვიდა ჩვენთან.

    მაშინ არ მითქვამს, ვინცვიყავ, რომ პირის სანახავიჩემგან იყო: „პარფენროგოჟინმა

    მოგართვათო, - უთხრაზალიოჟევმა, - გუშინდელიშეხვედრის სახსოვრად, უარიარ

    ბრძანოთო“. გახსნა, დახედადა ჩაიცინა: „მადლობა

  • მოახსენეთ თქვენს მეგობარ

    უფალ როგოჟინს ასეთითავაზიანობისგამოჩენისთვისო“, თავიდაგვიკრა და გავიდა.

    ნეტავ მიწა გამსკდომოდა დათან ჩავეტანე მაშინ!წასვლითაც იმიტომ წავედი,რომ

    გადაწყვეტილი მქონდა, სულერთია, ცოცხალი არდავბრუნდები-მეთქი!ყველაზე

  • მეტად ის მეწყინა, რომ იმთაღლითმა ზალიოჟევმათვითონ მიიწერა ყველაფერი.მე

    ტანითაც მორჩილი ვიყავი,ცუდი ჩაცმული, ენასაც ვერვძრავდი, მარტო ლენჩივით

    მივშტერებოდი, მრცხვენოდადა იმიტომ, ლოყებღაჟღაჟაზალიოჟევი კი, მოდაზე

    გამოწკეპილი, თმაგაპომადებული დადახვეული, კუბოკრულიჰალსტუხითაც

  • ყელზე, - ენას არ აჩერებდა,წარამარა თავს უკრავდა,ფეხს ფეხზე ურტყამდა. ვინ

    იცის, მე ვეგონე! „აბა, გულშიარაფერი ჩაიდო, იცოდე“, -ვუთხარი გამოსვლისას.

    გაეცინა: „ნეტავ სემიონპარფენოვიჩს რა პასუხსაძლევთო?“ გულში მართლაც

    გადაწყვეტილი მქონდა, შინაღარ მივსულიყავი დაპირდაპირ წყალში

    გადავვარდნილიყავ, მაგრამ

  • ვიფიქრე, იქაც ის დღე მელის-მეთქი, და გულმკვდარი

    წამოვეხეტე შინ.

    - უჰ! უჰ! - იგრიხებოდამოხელე და მთელი სხეულიუკანკალებდა, - მერედა,

    ცხონებული ათი ათასის კიარა, ათი მანეთისგულისთვის საიქიოშიგაისტუმრებდა

    კაცს, - დაუქნია თავი თავადს.თავადი ცნობისმოყვარეობითშესცქეროდა როგოჟინს;

  • ის კი თითქოს უფროგადაფითრებულიყო იმწუთს.

    - გაისტუმრებდა! - გაიმეორაროგოჟინმა, - შენ რა იცი მერე?მაშინვე, - მიუბრუნდა იგი

    თავადს, - შეიტყო ყოველივე.ზალიოჟევმაც, ვინც კიშეხვდა, ყველასთან მოხსნა

    გუდას პირი. ჰოდა, მამაჩემიცადგა და ზემოთ ამიყვანა,ჩამკეტა, მთელი საათი

    მასწავლიდა ჭკუას. „ესაო,

  • მითხრა, ჯერ შესავალიაო,ღამით კიდევ შემოგივლიძილი

    ნების სათქმელადო“. და რაგგონია? ეს ჭაღარა კაცინასტასია ფილიპოვნასმიადგა,

    სულ იატაკს ურტყა თურმეთავი, ემუდარა და ცრემლებიღვარა, გამოუტანა იმანაც

    ბოლოს კოლოფი და თავშიახალა: „აჰა, საყურე, შებეხრეკო, ახლა ათჯერ უფრო

  • ძვირად მიღირს ეგენი, რაკიასეთი ღვთის რისხვითმოუპოვებია პარფენსო.

    მოიკითხე და მადლობამოახსენე ჩემგან პარფენსემიონოვიჩსო!“ მე კიამასობაში,

    დედაჩემის ნებართვით,სერიოჟკა პროტუშინს ორითუმანი ვესესხე, მატარებელს

    დავაჯექი და ფსკოვსგავსწიე. ჩავედი, უკვე ციებამქონდა შეყრილი. იქგახეთქილ

  • მთვრალს ბებრუხუნებმაშელოცვა დამიწყეს. მერეავდექი და დუქან-დუქან

    ვიხეტიალე დარჩენილიფულით. მთელი ღამეუგრძნობლად ვეგდე ქუჩაში,დილას

    კი ხურვება დამეწყო, თანაცღამით თურმე ძაღლებსდავუკბენივარ. ძლივ-ძლივობით

    მოვეგე გონს.

    - ვაჰ, ახლა რა სხვანაირად

  • აგვიმღერდა ნასტასიაფილიპოვნა! - ხითხითებდადა

    ხელებს იფშვნეტდა მოხელე,- ახლა, ბატონო ჩემო, საყურერაა! ახლა ისეთ საყურეს

    ვუბოძებთ...

    - იცი, ერთი სიტყვა თუ კიდევდაგცდენია ნასტასიაფილიპოვნაზე, აგერ,ღმერთია

    მოწამე, სულ აგაჭრელებ,ლიხაჩევთან ქრიალი აღარ

  • გიშველის! - ხელი სტაცა და

    დაუტია როგოჟინმა.

    - თუ ამაჭრელებ, მაშ არცგამაგდებ! ამაჭრელე!ამაჭრელებ და მაშ ბეჭედსაც

    დამასვამ... ვაჰ,ჩამოვსულვართ კიდეც!

    მატარებელი, მართლაც,სადგურში შედიოდა.როგოჟინმა თუმცა თქვა,ჩუმად

    გამოვიპარეო, მაგრამ აქ უკვერამდენიმე კაცი ელოდებოდა.

  • ქუდებს უქნევდნენ და

    კიჟინებდნენ.

    - შეხე, ზალიოჟევიც აქბრძანებულა! - ჩაიბუტბუტაროგოჟინმა დანიშნისმოგებით,

    ღვარძლიანი ღიმილითგახედა მათ. მერე უცებთავადს მიუტრიალდა: - არვიცი,

    თავადო, რატომ შემივარდაშენზე გული. ეგებ იმიტომ,რომ ასეთ დროს შემხვდი,

  • მაგრამ აგერ ესეც ხომშემხვდა, მიუთითალებედევზე, მაგაზე ხომ არშემვარდნია

    გული. მეწვიე, თავადო. ჩვენმაგ შტიბლეტებს გაგხდით,კვერნის ქურქში

    გამოგაწყობთ საუკეთესოში,ფრაკს შეგიკერავთმშვენიერს, თეთრ ჟილეტსანდა

    როგორსაც მოისურვებთ,ჯიბეებს ფულით აგივსებთდა... ნასტასია

  • ფილიპოვნასთან

    გავწიოთ! მოხვალ თუ არა?

    - უსმინეთ, თავადო ლევნიკოლაევიჩ! - რიხიანადდასძინა ლებედევმა, - არგაუშვათ

    შემთხვევა! არ გაუშვათ!..

    თავადი მიშკინი წამოიწია,ზრდილობიანად გაუწოდახელი როგოჟინს და უთხრა:

    - დიდი სიამოვნებითგეწვევით და დიდმადლობასაც მოგახსენებთ,

  • რომ შემიყვარეთ.

    თუ მოვასწარი, იქნებ დღესაცგეწვიოთ. იმიტომ, რომგულახდილად გეტყვით, მეც

    ძალზე მომეწონეთ,განსაკუთრებით, როცაბრილიანტის საყურეებისამბავი მიამბეთ.

    იცით, საყურეებზე ადრეცმომეწონეთ, თუმცამოღუშული სახე გაქვთ.მადლობას

    მოგახსენებთ იმაზეც, რომ

  • ტანსაცმელსა და ქურქსშემპირდით, რადგანტანსაცმელი

    და ქურქი მართლაც მალედამჭირდება. ამ წუთშითითქმის უკაპიკოდ ვარ.

    - ფული მექნება, საღამოსმექნება, მოდი!

    - ექნება, ექნება, - კვერიდაუკრა მოხელემ, - საღამოსექნება, მზის ჩასვლამდე!

    - ქალები თუ გიყვართ,თავადო? ჯერ ეგ მითხარით!

  • - მე. არა! მე ხომ... თქვენალბათ არ იცით, მე ხომ ჩემითანდაყოლილი სენის გამო,

    ქალებისა სულ არაფერი ვიცი.

    - ჰო, თუ ეგრეა, სალოსიყოფილხარ და ეგაა, თავადო, -შესძახა როგოჟინმა, -

    შენისთანებს კი ღმერთისწყალობს!

    - შენისთანებს კი ღმერთისწყალობს, - მხარი აუბამოხელემაც.

    - შენ მე მომყევი, ქაღალდის

  • ჭიავ! - უთხრა როგოჟინმალებედევს და ყველანი

    გავიდნენ ვაგონიდან.

    ლებედევმა მაინც თავისასმიაღწია ბოლოს. მალე მთელიეს ხროვა ერთი

    ღრიანცელით გაემართავოზნესენსკისპროსპექტისაკენ. თავადსლიტეინაიაზე უნდა

    შეეხვია. ნაწვიმარი იყო. მანგამვლელებში მოიკითხა, -თურმე სამიოდე ვერსი კიდევ

  • იქნებოდა იქამდე, სადაცმისვლას აპირებდა, ამიტომაცეტლის აყვანა ირჩია.

  • IIგენერალი ეპანჩინი საკუთარსახლში ცხოვრობდალიტეინაიას ცოტამოშორებით,

    ფერისცვალების ტაძრისკენ.ამ მშვენიერი სახლის გარდა,რომლის ხუთი-მეექვსედი

    გაქირავებული იყო, გენერალეპანჩინს კიდევ კარგა დიდისახლი ედგა სადოვაიაზე

    და ისიც დიდ შემოსავალს

  • აძლევდა. ამ ორი სახლისგარდა ზედ პეტერბურგთან

    ფრიად შემოსავლიანი დაკარგა დიდი მამულიცჰქონდა. პეტერბურგისმაზრაში

    კიდევ რაღაც ფაბრიკაეკუთვნოდა. როგორცსაყოველთაოდ ცნობილი იყო,გენერალი

    ეპანჩინი ძველადმოიჯარადეობას ეწეოდათურმე. ამჟამად კი ზოგიერთფრიად

  • საიმედო სააქციონეროკომპანიებში მონაწილეობდადა დიდი გავლენითაც

    სარგებლობდა იქ. მასფულიანი, საქმიანი და დიდინაცნობობის მქონე კაცისსახელი

    ჰქონდა გავარდნილი. ისიცმოახერხა, რომ აქა-იქ ყოვლადსაჭირო კაცი შეიქმნა,

    სხვათა შორის, საკუთარსამსახურშიც. თუმცა ისიცცნობილი იყო, რომ ივან

  • ფიოდოროვიჩ ეპანჩინსსწავლა-განათლება არჰქონდა მიღებული დაწარმოშობით

    ჯარისკაცის შვილი იყო. ესუკანასკნელი გარემოება,უეჭველია, საამაყოდაც უნდა

    დარჩენოდა, მაგრამგენერალს, ჭკუისმიუხედავად, პატარა, ფრიადსაპატიო

    ცოდვები სჩვეოდა,გადაკრულები არ უყვარდა.მაგრამ მოხერხებული და

  • ჭკვიანი

    კაცი რომ იყო, ეს უდავოა.მაგალითად, წესად ჰქონდაშემოღებული, არასოდეს

    წამოჩრილიყო წინ, თუსაჭიროება შეიქნებოდა,ჩრდილში გამდგარიყო. ჰოდა,ბევრნი

    კიდევ აფასებდნენ სწორედამ თავმდაბლობისთვის,სწორედ იმიტომ, რომ თავისი

    ადგილი მუდამ იცოდა.მაგრამ ამ მსაჯულთ რომ

  • სცოდნოდათ, რა ხდებოდა

    ხანდახან ამ თავისი ადგილისმშვენივრად მცოდნე ივანფიოდოროვიჩის გულში!

    მართალია, ცხოვრებისპრაქტიკა და გამოცდილებაჰქონდა, შესანიშნავი ნიჭიც

    აღმოაჩნდა. ზოგ რამეში,მაგრამ თავს უფრო მეტადსხვისი იდეისშემსრულებლად

    ასაღებდა, ვიდრე თავისჭკუის მქონედ, „ულიქნო

  • ერთგულად“[6] და ვაჰ,დრონი,

    დრონი! ასე გასინჯეთ, რუსადდა გულითად კაცადმოჰქონდა თავი. ამუკანასკნელმა

    გარემოებამ რამდენიმესასაცილო ანეგდოტიც კიშეამთხვია, მაგრამ გენერალს

    იხტიბარი არასოდესგაუტეხია, თუნდაცსასაცილოზე სასაცილოანეგდოტი

  • დამართნოდეს. თან ბედიცყველაფერში სწყალობდა,წარმოიდგინეთ, ბანქოშიც კი,

    თუმცა დიდ ფულზეთამაშობდა და განზრახარათუ ჩქმალავდა ამ თავისვითომდა

    პატარა ცოდვას - ბანქოსტრფიალს, სააშკარაოდაცხდიდა, რამეთუ ამ ამბავმაბევრ

    შემთხვევაში არსებითისიკეთე მოუტანა.საზოგადოება ჭრელი ეხვია

  • ირგვლივ,

    ყოველ შემთხვევაში,„ბობოლებიდან“ შემდგარი.მაგრამ ცხოვრებას ხომ ახლაარ

    ათავებდა, დრო ითმენდა,დრო ყველაფერს ითმენდა,ასე რომ თავის დროზე და

    რიგზე ყველაფერიმოესწრებოდა. ასაკითაცგენერალი ეპანჩინი, როგორციტყვიან,

    ჯერ კიდევ დაღვინების

  • ასაკში იყო, მაშასადამე, ასეორმოცდათექვსმეტი წლისა,

    არამც და არამც მეტის. ეს კიგაფურჩქვნის ასაკსწარმოადგენს, მამაკაცისთვის

    ჭეშმარიტი ცხოვრება სწორედამ ასკიდან იწყება ხოლმე.ჯანი, სახის ფერი, მაგარი,

    თუმცა ჩაჟანგული კბილები,ჩასკვნილი ტანადობა,შეფიქრიანებული

    გამომეტყველებადილდილაობით სამსახურში,

  • საღამოს ბანქოს თამაშისასთუ მის

    ბრწყინვალებასთან ყოფნისასკი მხიარული - ყოველივე ესხელს უწყობდა ახლანდელ

    თუ მომავალ წარმატებებს დამის აღმატებულებასფიანდაზად უშლიდაცხოვრებას.

    გენერალს ოჯახიცდიდებული ჰყავდა.მართალია, არც მთლადუეკლოდ ჰქონდა აქ

  • საქმე, მაგრამ, სამაგიეროდ,ბევრი ისეთი რამ გააჩნდა,რასაც დიდი ხანია უკვე

    სერიოზულად დაგულითადად ემყარებოდამისი აღმატებულებისუმთავრესი

    იმედები და მიზნები. თანაცმშობლის მიზანზე უფროწმინდა და მნიშვნელოვანირა

    უნდა იყოს ამ ცხოვრებაში?ვის უნდა დაენდო, თუ არაშენს ოჯახს? გენერლის ოჯახს

  • მისი ცოლი და სამიმოწიფული ქალი შეადგენდა.ცოლი გენერალს კარგა დიდი

    ხანია, რაც შეერთო, ჯერკიდევ პორუჩიკის ჩინი რომჰქონდა; შეირთო თითქმის

    თავისი კბილა არც დიდისილამაზისა და არც დიდიგანათლების პატრონი,

    რომელსაც მზითვად მხოლოდორმოცდაათიოდე სულიმოჰყვა; თუმცა სწორედ ამან

    ჩაუყარა საძირკველი მის

  • შემდგომ კეთილდღეობას.მაგრამ გენერალს შემდეგში

    არასოდეს გამოუთქვამსსამდურავი ამ თავის ნაადრევქორწინებაზე, არასოდეს

    მოუხსენებია აბუჩად,ვითარცა წინდაუხედავისიყმაწვილის გატაცება. ცოლსესოდენ

    პატივს სცემდა და ხანდახანესოდენ ეშინოდა მისი, რომკიდეც უყვარდა. გენერლის

    ცოლი თავად მიშკინთა

  • ჩამომავლობას ეკუთვნოდა.მართალია, დიდადბრწყინვალე

    გვარს ისინი არწარმოადგენდნენ, მაგრამძველისძველი ჩამომავლობაკი ჰქონდათ და

    გენერლის ცოლსაც ამითფრიად მოჰქონდა თავი.ერთმა იმხანად გავლენიანმაპირმა

    რატომღაც ინება ახალგაზრდათავადის ასულისქორწინებისთვის ყურადღება

  • მიექცია, თუმცა იმმექომაგეთა რიცხვს კიეკუთვნოდა, რომელთაცთავიანთი

    ქომაგობა არაფრადუჯდებათ. მან კარი გაუხსნაახალგაზრდა ოფიცერს დაბიძგი

    მისცა, ხოლო ამ ყმაწვილსბიძგი კი არა, ერთიგამოხედვაც ეყოფოდა, რომ

    ცხოვრებაში არდაკარგულიყო! თითო-ოროლა შემთხვევის გარდა,

  • თავიანთი კარგა

    გრძელი იუბილის მთელიხანი ცოლ-ქმარმაშეხმატკბილებით გაატარა.ჯერ კიდევ

    ყმაწვილობის წლებშიგენერლის ცოლმა, ვითარცადაბადებით თავადის ასულმადა

    თავისი გვარის უკანასკნელმაწარმომადგენელმა, ან ეგებსაკუთარი ზნე-ნირის

    წყალობით, შეძლო ზოგიერთ

  • დიდად წარჩინებულმანდილოსანთა მფარველობა

    დაემსახურებინა. შემდეგში,როცა მისმა მეუღლემსიმდიდრე დასამსახურებრივი

    გავლენა მოიპოვა, ამ მაღალწრეში ცოტა არ იყოს კიდეცგაშინაურდა.

    ამ უკანასკნელ წლებშიწამოიზარდა და მოიწიფაგენერლის სამივე ქალი -

    ალექსანდრა, ადელაიდა და

  • აგლაია. მართალია, სამივემხოლოდ ეპანჩინები იყვნენ,

    მაგრამ დედის მხრივთავადიშვილურიჩამომავლობა ჰქონდათ, არცმზითევი

    მიჰყვებოდათ ცოტა, მამასაცშემდეგში შეიძლება ფრიადდიდი ადგილი დაეკავებინა,

    და, რაც არანაკლებსათვალავში ჩასაგდები იყო,სამივე, უფროსი ქალისალექსანდრას

  • ჩათვლით, უკვე ოცდახუთიწელი რომ შესრულებოდა,შესახედავად იშვიათი

    ლამაზები გახლდნენ.შუათანა ოცდასამი წლისაიყო, პატარა, აგლაია კი,ახლახან

    გამხდარიყო ოცისა. ესუმცროსი ქალი, მართლაც,კალმით ნახატი იყო და

    საზოგადოებაში უკვე დიდყურადღებას იმსახურებდა.მაგრამ ეს კიდევ რა: სამივენი

  • განათლებით, ჭკუითა დანიჭითაც გამოირჩეოდნენ.ისიც ცნობილი იყო, რომ

    ერთმანეთის საოცარისიყვარული და ერთგულებაჰქონდათ. ხმები დადიოდა,

    ვითომდა ორ დას თავიანთიმზითვის წილი მთელიოჯახის სათაყვანო უმცროსი

    ქალისთვის დაეთმო.საზოგადოებაში არათუ თავისგამოჩინება სჩვეოდათ,

    მეტისმეტი მორიდებით

  • ეჭირათ თავი. ქედმაღლობასადა მედიდურობას ვერავინ

    შესწამებდათ, თუმცა კიყველამ იცოდა, არც სიამაყეაკლდათ და თავისი ყადრიც

    მშვენივრად იცოდნენ.უფროსი მუსიკოსი იყო,შუათანა - შესანიშნავიმხატვარი,

    მაგრამ ეს ამბავი წლებისმანძილზე არავის შეუტყვია,მხოლოდ სულ უკანასკნელ

    ხანებში გამომჟღავნდა და

  • ისიც შემთხვევით. ერთისიტყვით, ეპანჩინის ქალებზე

    მეტისმეტი ქება-დიდებადადიოდა. მაგრამგამკილავებიც არ აკლდათ.შეძრწუნებით

    ამბობდნენ, რომ რამდენიმეწიგნი ჰქონდათ წაკითხული,რომ გათხოვებას

    მაინცდამაინც არჩქარობდნენ, საზოგადოებისგარკვეულ წრეს, მართალია,

    აფასებდნენ, მაგრამ არცთუ

  • დიდად. ეს ამბავი კი მითუფრო გასაოცრად რჩებოდა,

    რომ მამის მიდრეკილება,ზნე, მიზნები და სურვილებიყველამ იცოდა.

    თერთმეტი საათი იქნებოდა,როცა თავადმა გენერლისბინაზე დარეკა ზარი.

    გენერალი მეორე სართულზეცხოვრობდა. დიდიმდიდრული ბინა, მართალია,არ

    ჰქონდა, მაგრამ მისი

  • მდგომარეობის შესაფერისიკი იყო. კარი ლივრეაში

    გამოწყობილმა ლაქიამგაუღო. თავადს კარგა ბევრიახსნა-განმარტება დასჭირდაამ

    კაცთან, რომელმაცთავიდანვე ეჭვის თვალითშეხედა მასა და მის ბოხჩას.ბოლოს,

    არა ერთი განცხადებისშემდეგ, რომ მართლაცთავადი მიშკინია დააუცილებლად

  • სჭირდება გენერლის ხილვაგადაუდებელი საქმის გამო,შეცბუნებულმა მსახურმა ის

    იქვე, გვერდით, პატარადერეფანში მიაბრძანა,კაბინეტთან მდებარემისაღების წინ,

    და მეორე მსახურსგადაულოცა, რომელიც დილ-დილაობით მორიგეობდახოლმე ამ

    დერეფანში და გენერალსნახვის მსურველებზემოახსენებდა. ეს მეორე

  • მსახური,

    რომელსაც ფრაკი ეცვა, ორმოცწელს იქნებოდაგადაცილებული,შეწუხებული

    გამომეტყველება ჰქონდა,მისი აღმატებულებისკაბინეტის სპეციალურიმსახური და

    მომხსენებელი გახლდათ დათავსაც დიდად იფასებდა.

    - მოსაცდელში წაბრძანდით,ეგ ბოხჩა კი აქ დატოვეთ, -

  • წარმოთქვა მან, მერე დინჯად

    ჩაჯდა თავის სავარძელში დაგოროზი გაკვირვებითშეაცქერდა თავადს, რომელიც

    გვერდით მოუჯდა სკამზეთავის ბოხჩიანად.

    - თუ ნებას დამრთავთ, აქმირჩევნია, თქვენთან, იქმარტომ რა ვაკეთო?

    - დერეფანში ჯდომა არშეგფერით, მნახველიბრძანდებით, მაშასადამე,სტუმარი.

  • პირადად გენერლის ნახვაგსურთ?

    როგორც ჩანს, ლაქიასვერასგზით გადაეწყვიტაასეთი მთხოვნელის შეშვებადა კიდევ

    ერთხელ იფიქრა გამოძიება.

    - ჰო, საქმე მაქვს...

    - რა საქმე გაქვთ, რასგეკითხებით, მე მხოლოდთქვენი მოსვლა უნდავაუწყო.

    მდივნის გარეშე კი,

  • მითქვამს, თქვენზე ვერმოვახსენებ.

    მსახურს თითქოს უფრო დაუფრო უძლიერდებოდა ეჭვი.ეს თავადი რაღაც

    მეტისმეტად გამოირჩეოდაყოვედღიურმთხოვნელთაგან. გენერალსსაკმაოდ

    ხშირად, თითქმის ყოველდღეუხდებოდა გარკვეულსაათებში ზოგჯერ ფრიად

    ჭრელი ხალხის მიღება,

  • განსაკუთრებით, საქმეებისთაობაზე, და კამერდინერიც

    გაწაფული გახლდათ ამაში,ინსტრუქციაც საკმაოდფართო ჰქონდა მიცემული,

    მაგრამ ეჭვი ვერ დაეძლია,მდივნის შუამავლობააუცილებლად მიაჩნდა.

    - თქვენ მართლაც...საზღვარგარეთიდანმობრძანდებით? - უნებლიეთწამოსცდა მას

    ბოლოს და უცბად შეცბა.

  • შესაძლოა, იმის კითხვაუნდოდა: „მართლა თავადიმიშკინი

    ბრძანდებითო?“

    - დიახ, პირდაპირმატარებლიდან მოვდივარ.მგონი, ის გინდოდათგეკითხათ:

    მართლა თავადი მიშკინი ვართუ არა? ოღონდ ვერმკადრეთ.

    - ჰმ... - ჩაიბურტყუნაგანცვიფრებულმა ლაქიამ.

  • - მერწმუნეთ, არ გატყუებთ,ჩემი გულისთვის პასუხსარავინ მოგთხოვთ. ჩემი

    შეხედულება და ბოხჩა კი ნუგაგაკვირვებთ, ჩემიმდგომარეობა ამჟამადვერაფერი

    ბრწყინვალეა.

    - ჰმ! მაგისი არ მეშინია. ჩემივალია, მოვახსენო დათქვენთან მდივანი გამოვა,თუკი...

    სწორედ ეგაა, რომ თუკი...

  • გენერალს, თუ შეიძლებაგავიგო, გაჭირვების თაობაზეხომ

    არ ეახელით სათხოვნად?

    - ო, არა, ამაში სრულიადდარწმუნებულიბრძანდებოდეთ. მე სხვასაქმე მაქვს.

    - მაპატიეთ, თქვენმაშესახედაობამ დამაეჭვა.მდივანს მოუცადეთ, თვითგენერალი

    ახლა პოლკოვნიკს ებაასება,

  • მერე მდივანიც მოვა...

    - კარგი, მაგრამ თუ დიდხანსმომიხდება ცდა, ეს მაინცმითხარით, გეთაყვა, აქ სად

    შეიძლება მოვწიო? ჩიბუხი დათამბაქო თანა მაქვს.

    - მო-წი-ოთ? - რაღაც ზიზღითადა გაოცებით ამოხედაკამერდინერმა, თითქოს

    ყურებს არ უჯერებსო, -მოწიოთ? არა, აქ ვერ მოწევთ,ან რამ გაფიქრებინათ. ჰე...

    საოცრებაა პირდაპირ!

  • - ო, მე ამ ოთახში არცმიფიქრია; ვიცი, ვიცი. სადაცმეტყოდით, იქ გავიდოდი.აგერ

    სამი საათია არ მომიწევია დამიჩვეულს მიჭირს, თუმცა,როგორც გენებოთ, ხომ იცით

    ანდაზა; რა ქვეყანაშიცმიხვალ...

    - აბა, თქვენისთანა კაცზეროგორ მოვახსენო? -ჩაიბურტყუნა თითქმისუნებლი