ƒ®არანაული... · web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ...

284
ხხხხხხხხხ ხხხხხ ხხხხხხხხხხ ხხხხხხხხხხ ხხხხხხხხხხხხხხ ო, ოოოოო-ოოოოოო, ოოოო-ოოოოოოოოოო ოოოოოოოოოო, ოო-ოოოოოოო ოოოოოოოოო, ოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოო, ოოოოოო-ოოოოოოო ოოოოოოო ოოო-ოოოოოოოოოოოო, ოოოოო, ოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოო ოო ოოოოოო, ოოო-ოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოო ოო ოოოოო, ოოოოოოოო ოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოო, ოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოო ოო ოოოოოო ოო ოოოო ოოოოოოოოოოო ოოოო ოოოოოოოოოოოოოოო... ოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოოოოოო! ოოოოო, ოოოოოოოო ოოოოოო ოოოოოო ოოოო ოოოოო, ოოო ოო ოოოოოოოო ოოოოოო ოოოოოო ოო ოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოოოო. ოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოო ოოოოოოოო, ოოო ოოოო ოოოოო ოოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოო. ოოოოოოოოოო ოოოოო ოოოოოოოოო, ოოოოოოოოოოოო ოოო, ოოოოო-ოოოო ოო ოოოოოოოო ოოოოოო. ოოოოო, ოოოოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოო ოოოო, ოო ოოოოო ოოოოოო ოოოოოო ოოო ოოოოო, ოოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოოოოო, 1

Upload: others

Post on 02-Jan-2020

5 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ხარანაული ბესიკ

ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის

ო, ლურჯა-ღმერთო, ფშავ-ხევსურეთის სალოცავებო,

ცა-ქვეყნის გამრიგენო, ხორციელთ საცხოვრებლადა,

სასწორ-ჩარექთა მქონენო

წეს-უწესობისთვის,

თქვენ, რომელნიც იფარავთ მართალსა და კეთილს,

გზა-მეგზურს აშორებთ მაცილსა და კაოტს,

რომელნიც ცხენის ფლოქვქვეშ აძლებინებთ ბალახს,

მდიდრის რიხქვეშ ახარებთ მშიერსა და ღარიბს

და უბირ მესიტყვესაც თავს წარმოადგენინებთ...

წმინდა პირითამც იხსენიებოდეთ!

თქვენ, რომელნიც სულელს აძლევთ იმის ძალას,

რომ არ შერცხვეს თავისი ნაკლის

და იფარავთ სიბრძნის ჩრდილისგან.

კოჭლი გოგოსთვის აქანავებთ მთაზე ბილიკებს,

რომ მთის გაღმა გამიჯნურდეს ვინმეთაგანი.

ქურდისთვის ღამეს დააძინებთ,

გამოაღვიძებთ ბუს, ბუკნა-ჭოტს და მინდვრის თაგვსა.

თქვენ, რომლებმაც ერთადერთმა იცით ოინი,

თუ როგორ ძალუძს წნორის ერთ ფესვს,

რკინის ღვედზეც უუმტკიცესად,

დაიჭიროს მიწის ნაკვეთი,

რომ არ მოწყდეს და ჩაზვავდეს

სიმაღლეზე შეფენილი მთელი სოფელი1

Page 2: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და არ იქმნას ჩაყლაპული

მსხვერპლთმონატრე უფსკრულისაგან.

რომელნიც აფრთხობთ ძილს კაცისას

არა ტყვიით ანდა მახვილით,

არამედ მხოლოდ მარტოოდენ უძილობითა,

თქვენ, რომელნიც ენაჩლუნგის ნათქვამსაც კი

გასაგებსა ხდით,

ჩვენა გვხედავთ, ჩვენ გვიყურებთ

და მაინც კი ადგილს არ იცვლით,

წესსაც ხედავთ, უწესობასაც

და იქავ სუფევთ...

წმინდა პირითამც იხსენიებოდეთ!

ო, ლურჯა-ღმერთო,

ფშავ-ხევსურეთის სალოცავებო!

მა ბახტრის წმინდა გიორგივ,

მგზავრების პატრონო!

თქვენ დაიფარეთ 14–15-წლის პირშიშველა ყმაწვილი კაცი, რომელიც თავისი სოფლიდან მარტოკა აპირებს გამგზავრებას უცხო ქალაქში. მიდის, რათა თავისი ნაცოდვილარი, ანუ ლექსებით გატენილი ორი საერთო რვეული ქალაქში წაუღოს სახელოვან პოეტს. გაეცნოს, წააკითხოს და მსჯავრიც მოისმინოს... რადგან, ჩანს, მოილია უკვე სოფლის ქებანი, ჩანს, ადგილობრივი ავტორიტეტები უკვე აღარ აკმაყოფილებს, უკვე სივრცე აღარ ჰყოფნის, უკვე ადგილზე ვეღარ ეტევა... მაგრამ თუ არ მოეწონა?

წარმოუდგენელია!

შორს შიში და ეჭვები!.. ისინი ყმაწვილი კაცის გულს ვერ მიეკარება.

... თუმცა, მხოლოდ ისინია, სხვა მნიშვნელოვან ფორიაქებთან ერთად, გამგზავრებას რომ უჩიჩინებენ.

2

Page 3: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ო, ლურჯა-ღმერთო,

ფშავ-ხევსურეთის სალოცავებო!

თქვენ დაიფარეთ 14–15- წლის ყმაწვილი კაცი, რომელიც ყველანაირად ეცადა, სახლიდან გაქცევის დაუოკებელი წყურვილი კეთილგანზრახული მიზნებით შეეფერა და უცხო გზაზე ისე დამდგარიყო.

რაკი თქვენი კეთილი გულით ბევრი ურჩიეთ და ვერ გადააფიქრებინეთ, მაშინ მშვიდობის მგზავრობა მაინც მიეცით. გზა დაუბნიეთ იმის მტერსა, თვალთ დაუბნელეთ მოშურნესა, რომ შინ თავდაღუნული არ დაგვიბრუნდეს, თავმომწონედ სახლიდან წასული.

ო, ლურჯა-ღმერთო!

მომწიფების კვალობაზე, ადამიანში იმდენი ახალი გრძნობა იბადება, ისე შეემატება ხოლმე მის სისხლს მღვრიე ნაკადები, ისე ფართოვდება მისი ცნობიერება, ისე ცდილობს მეორეხარისხოვან ცოდვებს გემო გაუსინჯოს, იმდენი აქვს საჩუმათო და დასამალი, რომ კარის ჩაკეტვაც ისევე ხშირად უნდება, როგორც გაქცევა. ძველ ადგილს, ნაჩვევ გარემოს, ჩვენც, უფროსებს, ჯიბრში გვიდგება, რადგან თვითონ სრულიად ახალია.

ლურჯა-ღმერთო!

აქ იღებს სათავეს უფროსების უნებური განცდაც:

ახალგაზრდობის გულისამრეობა.

დიდი, გრანდიოზული ცვლილება ესაჭიროებოდა 14–15- წლისას. ესაჭიროებოდა, რომ ამოტრიალებულიყო მთლიანად მისი ცხოვრება, მისი სული, მისი გონება, მისი არსებობა... მისი სახე, მისი სხეული, მისი ფიზიკური ძალა. ესაჭიროებოდა, რომ ქცეულიყო სხვად, სხვად, რომელსაც ალანდებდა, აჩვენებდა – დაბინდულ შუშაში – თავისივე თავი... ოღონდ რად? რა სხვად?.. იგი არც კაცი იყო თითქოს და არც მისი ოცნებებით ხორცშესხმული ისეთი არსება, რომელიც მოსწონებია, რომელიც მონდომებია, რომელიც მოლანდებია, რომელზეც უფიქრია, – ნეტა მეც ასეთიო!.. მაგრამ რა ასეთიო?.. ნეტა ასეთი ლექსები მაწერინაო? ასეთი გონიერი მქნაო?.. არა, რა თქმა უნდა, ესენი ხომ თვითონაც შეეძლო, თუ თავს აიძულებდა... სხვა რამ ესაჭიროებოდა საკუთარი თავისგან, სხვა რამ... და სხეულის აგებულება და მწირი სულიერი გამოცდილება კარნახობდა ამ თვითცვლილების ერთადერთ გზას – კატასტროფას! დიახ, კატასტროფით უნდა დაიბადოს საკუთარი თავისგან!.. არ უნდა მოეწონოს სახელოვან პოეტს მისი ლექსები: – “ეს ხომ ლიტერატურისთვის ნაცნობია”, “ეს ხომ უკვე ნათქვამია”, “საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ გამოცდილებას უნდა წერდეს პოეტი და არა უკვე ცნობილს გადაამღერებდეს”,

3

Page 4: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

“სიყვარულიც კი, რომელიც ადამიანისთვის გამორჩეულად პირადული განცდაა, სხვების სიტყვებით და სხვათა მიბაძვით გაქვს აღწერილი”, “ეპიგონობას უნდა შეეშვა, წაკითხული უნდა მოკლა”...

დიახ, უნდა მოკლა არა მხოლოდ წაკითხული და ყველა სიტყვაც, რაც კი შენამდე არსებობდა, უნდა მოკლა საკუთარი ცხოვრებაც, რომ თვითონ დაიბადო. ტკბილი, სასურველი ცხოვრება შენს ნიჭთან არ მიგიშვებს, ძაღლივით აბია შენს თავამდე მისასვლელ გზაზე... ამიტომაც აგეხილოს უნდა თვალები, გაიგოს უნდა შენმა გულმა, რომ გჭირდება დიდი ცვლილება!

ამისთვის კი ადამიანის აგებულებას უნდა გაექცე.

ო, ლურჯა-ღმერთო! ასეთი განცდა სხვადასხვა სულიერ მიჯნაზე ერთდროულად მყოფი ადამიანის განცდაა, როცა მას უნდა, რომ მომავალში წარსულისა და აწმყოს გამოცდილებით კი არ შეაბიჯოს, არამედ კატასტროფით.

კატასტროფა სწყუროდა 14–15-ისას, სწყუროდა, რომ ცარცივით თეთრ ციკოს, რომელიც ორი თვის წინ სოფელში დასასვენებლად ჩამოსული გაიცნო და უსწრაფესად შეუყვარდა, მუხანათურად ეთქვა უარი მის სიყვარულზე. მით უფრო, რომ, 14–15-ისას ისეთი ტრფობა შეჰყროდა, რომ შესაძლოა, გაეგრძელებინა კიდევაც თავის დიდ წინამორბედ მიჯნურთა გზა და მეჯნუნ-რამინ-ტარიელ-რომეოთა მემილიარდე შთამომავლიც გამხდარიყო, თუ რომ მასში ამ უკვდავი გმირების შემქმნელთა სისხლიც არ რეულიყო და განგებისაგან მათ 1586-ე მემკვიდრედ არ ყოფილიყო ჩაფიქრებული... მაგრამ იმ დროს 14–15-ისამ ამ საბედისწერო განაჩენზე არაფერი უწყოდა. იმ დროს, იმ წამს, მისი არსება, როგორც უმანკო მინდორი, ორი შერკინებული რაინდის ცხენთა ფლოქვქვეშ უნდა გათელილიყო... ან რა აცოცხლებდა დღესაც ადამიანს, თუ რომ მასში, ადამ და ევადან მოყოლებული, კაცობრიობის მთელი ისტორია არ იყოს განახლებად გამზადებული. რა დატანჯავდა, ან თუნდაც, რა გაახარებდა?!

კატასტროფა სწყუროდა 14–15-ისას, სწყუროდა, რომ ცარცივით თეთრ ციკოს, რომლის სანახავადაც გარბოდა ახლა ქალაქში, მის სიყვარულზე უარი ეთქვა. უარი ეთქვა იმაზე, რითაც ჯერ არც დამტკბარიყო და უკვე განშორება ენატრებოდა. რადგან, რა არის პოეტისათვის სიყვარულის კატასტროფაზე უფრო სანატრელი? ასე ახლოს სიკვდილთან და ასე ახლოს – დაბადებასთან!.. სწყუროდა უარი იმ სიტყვებზე, მთვარიან ღამეში რომ ეჩურჩულებოდა, როცა იმის ნესტოების ჰაერი 14–15-ისას ყელს სწვდებოდა და გაღეღილ მკერდში ჩასდიოდა. ისე ახლოს ედგნენ ერთმანეთს, რომ მარტო სიფრიფანა ჰაერი იყო მათ შორის, ისიც სავსე იმათით, მაგრამ კედელივით გადაულახავი. ამიტომაც ვერც ეკვროდა და ვერც ეწებებოდა. არც სჭირდებოდა... მაშინ ხომ გაუჩერებლად ვერ ილაპარაკებდა სიყვარულზე და პოეზიაზე... რატომ არ იყო 14–15-ისა ცარცივით თეთრ ციკოსთან ისეთივე,… როგორიც თანასოფლელ გოგოებთან, სულ რომ ძუძუებში უძვრებოდა

4

Page 5: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და კაბის კალთებზე ებღლარძუნებოდა და მხოლოდ იმ წუთებში უყვარდა, როცა კოცნიდა.

ეტყობა, ერთადერთხელ ახდება კაცის ოცნება, როცა, სრულიად მოულოდნელად, კვლავ იმ გრძნობას გადაეყრება, დაბადებამდე რომ ჰქონდა განცდილი და სჯერა და არ სჯერა, უყურებს და იქ არ არის, არ ენამდვილება ეს ნამდვილი, რადგან ოცნებას ჰყავს წაღებული და იმ გრძნობასაც ვერ მორევია, რომ ამ პირველ სიყვარულამდე მას მრავალჯერ უყვარდა პირველად, და, რომ მხოლოდ ხსოვნა არის ძალიან შორი და დაბინდულ შუშასავით გაუმჭვირვალი და ადამიანის აგებულებაც ისე უძლური, თორემ იმ უპირველესი სატრფოს თვალებია, დღესაც პეპლებივით რომ ათრობენ და მუხლებს კვეთენ. ამიტომაცაა, ალბათ, ერთი ადამიანი, სხვა სიტყვების უქონლობის გამო, მეორეს რომ ეუბნება, მიყვარხარო და მეორეც რომ იჯერებს სხვა გამოცდილებისა და ხსოვნის უქონლობის გამო: ამ პირველ სიყვარულამდე მასაც მრავალჯერ უყვარდა პირველად!..

პირველი სიყვარული, ეტყობა, კაცის ადამიანობამდელი გახსენებაა, აუხდენილი ოცნებაა და, ეტყობა, ამიტომაც, პირველი სიყვარულით ატანილებს სხეული არ ახსოვთ. რადგან აფრთხობს პირველ სიყვარულს სხეული, უარყოფს... ოცნებასავით, არც მასა აქვს მუხლებში ძალა... ამიტომაა, რომ შეყვარებულები, თუ მათ სიყვარული შეუძლიათ, შეყვარებულებად კვდებიან:თვალი თვალში იყოს და სუნთქვა სუნთქვაში, სული და ოცნება ვერ იქორწინებენ! დაე, იქორწინონ სხეულებმა, როცა სული და ოცნება მოკვდება, დაე, იღორძინონ იმათ ხსოვნაზე...

ბედზე უწინ არავინ არის. და 14–15-ისა, რომ ოცნებობდა უარზე, ღალატზე და კატასტროფაზე, შესაძლოა, ერთ-ერთის ბედსაც განაგებდა. მაგრამ კატასტროფის გარეშე სიყვარულს თავს ვერ დააღწევდა და სწყუროდა მასაც ღალატი და კატასტროფა და ეს გრძნობა გადარჩენილი იმედით და სიცოცხლით უვსებდა ფილტვებს, მკერდს უბერავდა კატასტროფის წყურვილი. რისთვისღა იცოცხლოს ადამიანმა, თუ მოიპოვა, რასაც მიელტვის?.. თუ უყვარს იმას, ვისზეც არის შეყვარებული, რისთვისღა იცოცხლოს?..

ასეთებს გრძნობდა 14–15-ისა, მაგრამ როგორ უნდა აეხსნა ეს ყოველი ცარცივით თეთრი ციკოსთვის? სიყვარულით ელოდა და სიყვარულითვე დახვდებოდა, 14–15-ისაც ბედნიერი იქნებოდა მისი დანახვით და მაინც, უნდა ეთქვა, რომ პოეზია მეტია, ვიდრე სიყვარული. სიყვარული წარმავალია, პოეზია კი – მარადიული! მაშინ, როდესაც, სრულიად წრფელად, იმავეს გრძნობდა პოეზიის მიმართაც: პოეზია არ აღვიძებს და არ ატკბობს ადამიანში იმდენ გრძნობას, რამდენსაც– სიყვარული. პოეზია სულის ხმაა, შენკენ მომართული მზერაა, მაგრამ, ვერც მზერა და ვერც ხმა ვერ გეტყვის თანხმობას თავის სხეულზე, ვერც სხვა რამეს გამოხატავს მეორე წამში, როგორც სხეული. პოეზია უცვლელისკენ არის მიმართული, სხეული კი – ცვალებადობისკენ. და ერთხელა ჰგავს პოეზია და სიყვარულიც მხოლოდ ერთმანეთს – როცა ისინი არიან საკვირველნი...

5

Page 6: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რამდენიც გინდა წოვე და სვი სასუტელასავით ძუძუ, ვერ ამოათავებ, რამდენიც გინდა კოცნე და ყნოსე, სულს ვერ ამოაცლი, როგორც ვარდს, ცის უსასრულობასავით გამოუთავებელს, რომელსაც, რამდენიც არ უნდა მზირო და ყნოსო, ოდნავაც კი ახლოს ვერ მიიწევ.… კოცნე?.. რა, მერე!.. ბურჩქნე?.. რა, მერე!.. პირ-შიშველობიდან ჭაღარა პირ-ყბამდე, ვერ ამოლევ იმის სულს, როგორც უფსკრულს, რომელშიც იმიტომ არ ღირს გადავარდნა, რომ არ დაემჩნევი.

ასე, ადამიანების დაუსწრებლად, ხვდებიან ერთმანეთს პოეზია და სიყვარული, ორი უსასრულობა–ვარდი და უფსკრული...

სიყვარული თუ პოეზია?.. როცა ორ მიუწვდომელზე ლაპარაკობენ, მათი ღირსებები ერთმანეთში ერევათ. სინამდვილეში მეტი ისაა, რაც მეტად გწყურია.

ამასობაში კი 14–15-ისას ყოველი წუთი ცარცივით თეთრ ციკოსთან შეხვედრას უახლოვებდა. ამის გახსენებაზე შეუკრთებოდა ხოლმე გული, როგორც ნაპრალს გადავლებული მხედარი. ღმერთო, რა დღეში აგდებს ხოლმე გულს სიყვარული და ქურდობა რაღა იქნება! როცა ღამით იმის სახლის წინა დგახარ ხეს მოფარებული და ალალბედზე დანახვას ელი, შენი მამხილებელია ირგვლივ ყოველი. ცარცივით თეთრი ციკო კი სოფლის მთავარი მოხელის სტუმარი იყო, გოროზი და საშიში კაცისა. ამიტომ, ქალაქი, სადაც მალე სატრფოს შეეყრებოდა, 14–15-ისას წარმოედგინა სიყვარულის ღია სამეფოდ, სადაც გზა ფიანდაზია და ჰაერი– აბრეშუმი... და აი, აქ, ამ სიყვარულით სავსე გარემოში, უნდა ეთქვა ისეთი რამ, მხოლოდ მის გულში რომ დუღდა და ხმამაღლა არ წარმოთქმულიყო... მაგრამ, აბა, თვითონ ეგრძნო, თუ რა ძნელია, როცა შენი არსებობისა და მომავლის მთავარ საგანს შენი სატრფო არასერიოზულად უყურებს და შემოზიარებას კი არ ცდილობს, არამედ იმას, რომ მთელი შენი აგებულება, რაც შეიძლება, ცხოვრებით გატენოს და მიწაზე მყარად დაგაყენოს. შენ ლამის საკუთარ თვალებზეც კი ეჭვიანობ, როცა მზერას დაატარებ იმის სახისა და სხეულის კონტურებზე, ის კი ელის, როდის დაიწყებთ ქალ-ვაჟიანობას. თითქოს გულში გიმღეროდეს შენი გულის გასაგონად – იქეც კაცად, იქეც აგრესიად, მხედავ, გამზადებული ვარ, როგორც სამკალი... იქეცი ძალად, ძლიერებად, მიაწექი ცხოვრებასაც და მეც მომაწექი... ამ სიტყვებს არც ცარცივით თეთრი ციკოს ბაგეები ამბობდა და არც გონება ფიქრობდა, ამ სიტყვებს თავის ენაზე მისი გული უთვლიდა 14–15-ისას გულს... ეს კი ოცნებობდა, სიყვარული მსხვერპლად დაეკლა პოეზიისთვის... მერე რა, თუ შემდეგ სინანულად ამოუჩნდებოდა მისი ცრემლი თავის ნაწერზე.

მაგრამ როგორღა უნდა იცოცხლოს ადამიანმა, თუკი იმას მიაღწია, რომ იმისი ლექსები მოსწონთ?

ძალზე ძნელია სოფელში სიყვარული. თითქმის ყველა ხიფათი, რაც კი ტრფობათა გამო მთელი ცხოვრების მანძილზე 14–15-ისას თავს გადახდენია, მის ყმაწვილობაზე და სოფელზე მოდის. მერე და მერე, გამოცდილებამ დაანახა, რომ ამ გზაზე ქალს უნდა მიჰყვე. ქალს, ბუნების წყალობით, ვაჟზე ადრე უჩნდება

6

Page 7: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

დასამალიცა და საიდუმლოც. ამიტომ ყველაზე უსაფრთხო ქალის მიერ დანიშნული პაემანია – ადგილი, დრო, საათი და წუთიც... ქალივით ვერც ვერაგი იქნები და ვერც ალალ-მართალი. სოფელი კი ის განსაკუთრებული ადგილია, სადაც, რაც შენ იცი შენს თავზე, იცის ყველაფერმაც – გზამ, ორღობემ, ძაღლმაც და კაცმაც... ერთადერთი შენი ახლობელი და შემწე – შუამავალია, ვინც სატრფოსთან გაკავშირებს. იგია შენი სულისდგმა, მუდამ იმის წინ ტრიალებ, სულ იმას ელი, აბა რა ამბავს მომიტანს და რას მეტყვის ჩემს სიყვარულზეო... ისიც, 14–15-ისას ნადობი, სანთია, მისი ტოლი გოგო, როგორი დაუზარელი და ენაწყლიანი იყო!..

სანთიას ოჯახი, გამსხვილება რომ იწყო 14–15-ისას სოფელმა, ერთ-ერთი პირველი ჩამოსახლდა მთიდან: – “წამდაუწუმ აქეთ-იქით თრევას და პურის ბუხანკებით ზურგის გადაქლეტვას ისევ აქ ჩამოსახლება გვერჩიაო” – მამამისმა. მანამდე, 14–15-ისაანთ ძროხები ეყენათ გამოსაზამთრებლად სანთიას მშობლებთან და დაახლოვდნენ, თან ისიც აღმოაჩინეს, რომ ერთი თემისანი იყვნენ, ერთი ხატის ყმები და სალოცავიც საერთო ჰქონდათ – თეთრი გიორგი... ახლა მათ 14–15-ისას დედა ეხმარებოდა აქაურ ცხოვრებასთან შეგუებაში და სამსახურების შოვნაში. მოკლედ, ნათესავებივით შეიქნენ... სანთიამ და 14–15-ისამ კი “ნადობ-ნაძმობობა” დათქვეს.

მაგრამ, ერთხელაც, ასკილის საკრეფად რომ იყვნენ და დაიღალნენდა დასხდნენ ტყის პირას და სოფელს გადახედეს, ვინ გამოსცადა თავისი გრძნობა მათ შორის პირველმა?.. 14–15-ისამ დაჯდომას დაწოლა არჩია, გამხმარ მიწაზე თავის დადებას – სანთიას კალთაში ცხვირ-პირის მოუსვენრობა... ამგვარად შეერწყა მათში სულიერ მეგობრობას სხეულის ნეტარებანი და თავი იგრძნეს უფრო ახლობლებად.

– აგე, ძმა-ქმარა მოგივიდა, გოგოო!.. – ეტყოდა ხოლმე სიყვარულიანი თვალებით ბებომისი, სულ რომ მიწისპირულ აივანზე იჯდა და თვალებიც აუნაპერწკლდებოდა ამათ დანახვაზე.მერე და მერე უფრო დამეგობრდნენ: სანთიას ბებომ ხალხური ლექსები იცოდა უამრავი და ეხალისებოდა იმათი თქმა. ამას გარდა, მის ხუმრობას, ქარაგმულ და ხატოვან ენას 14–15-ისას სახით გამგებ-გამგონიც გამოუჩნდა...

ოთახის ჩრდილ-ბნელში რომ შევიდოდნენ გასამარტოებლად, სხვანაირი, არათავისსოფლური სუნი ეცემოდა ხოლმე 14–15-ისას, საკუთარი სუნი ოჯახისა, რომელსაც, სადაც არ უნდა გადასახლებულიყო, ყველგან თან წაიღებდა. ამ პატარა სახლის ჭერქვეშ გარემოცა და საგნებიც ბუნებრივ ურთიერთობაში სუფევდნენ და სოფლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში წარმოდგენილი მსგავსი ხალხური საოჯახო ექსპონატებისგან იმით განსხვავდებოდნენ, რითაც ცოცხალი განსხვავდება მკვდრისაგან. დიდი, წნელით დაწნული ძობანი ეკიდა დერეფნის ჩრდილში, გასაშრობი ხაჭოს კვერებით სავსე. ძალიან ფართო ტახტი იდგა კედელთან, საბან-ლოგინიანი, მატყლით გატენილი ბალიშები ერთმანეთზე ეწყო. ზედ კედელზე კი უცნაურად ლამაზი და თვალისთვის უცხო ფარდაგი ეკიდა: ჭროღა

7

Page 8: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

დედალს წითელი მამალი პირში ნისკარტს უყოფდა. შემხედვარე იფიქრებდი, ალბათ, ფასკუნჯებზე ოცნებამ გაიტაცა ამისი მქსოველიო.

ძალიან ახლობლები იყვნენ სანთია და 14–15-ისა. სულს სულში უძვრენდნენ ერთმანეთს. სანთიასთვის ის სატრფოც იყო და ნაძმობიც. ქალობით და ბიჭობით ერთმანეთს ავსებდნენ და ეზიარებოდნენ. 14–15-ისა დიდად მფარველობდა თავის ნადობს, თუ რამეს ჩაიგდებდა, ქალის საკადრისს, სიხარულით ჩუქნიდა, ისევე, როგორც სანთია, რომელიც სულ რაღაცას უქსოვდა და უქარგავდა. მოკლედ, ერთი მფარველობდა, მეორე კი ერთგულობდა, პირიქით არ შეეძლოთ.

ღმერთი ამ მხარის ქალ-ვაჟებს განსაკუთრებული სილამაზით აჯილდოებდა ოდითგან და ასეთი იარაღის პატრონნი, გაიწევდნენ ერთურთზე, რა თქმა უნდა, მით უმეტეს, რომ დიდი შრომის, დაშორების და ნაადრევი სიბერის გზა ედოთ წინ, ისეთი მძიმე და მომქანცველი იყო ბუნებასთან და ცხოვრებასთან არსებობისთვის ბრძოლა. სიყვარული იყო ერთადერთი, რითაც იმსუბუქებდნენ სიცოცხლეს, იხალისებდნენ, იმშვენიერებდნენ... მეტყველი იყო ქალის ენა, ფერადი, ხატოვანი და მართალი: – ვენაცვალე შენს თვალთა, ვენაცვალე შენს მკლავთა, მოიტა, შენი ენა პირში ჩამიდე, მოიტა, შენი ნერწყვი ჩავყლაპო... და 14–15-ისა და სანთიაც თავიანთი მრავალ საუკუნის წინანდელი წინაპრებივით წაწლობდნენ, ერთს ახალს არ გამოურევდნენ, აკრძალულში არ გადავიდოდნენ:

ოთახის გრილში შესული 14–15-ისა მიეგდებოდა ხოლმე ტახტზე, კარგა დაღლილი კაცივით. სანთიაც მიუწვებოდა, ფეხებშორის კაბაჩაკეცვით, თავს იმის გაშლილ მკლავზე დადებდა და გაინაბებოდა. ფეხები და გულ-მკერდი შორი-შორ ეჭირათ, ერთობოდნენ, ტკბებოდნენ საუბრით. მერე ქალი უბეს გაახსნევინებდა ვაჟს და მის ხელებს გზას ულოცავდა თავისი ძუძუებისკენ. მერე ლოყას ლოყაზე მიადებდნენ, ერთზე რომ ცეცხლი ავარდებოდათ, მეორეს უნაცვლებდნენ, ჭიკჭიკობდნენ, კოცნიდნენ ერთმანეთის ლამაზ პირსახეს და ტუჩების ჯერიც დადგებოდა. თავიდან ტუჩებს შემძივულ კბილებს დააკრავდა ხოლმე სანთია და ისე კოცნიდა, მერე კი, თანდათან, ბაგეები გაეპობოდათ და ნერწყვს რომ გადაიტანდნენ ერთმანეთში, სანთია სასაზე ენას მოუტარებდა სალესველასავით და ჟრუანტელს დააწყებინებდა.

14–15-ისას თითქოს ყველაფერი შედარებისთვის სჭირდებოდა და პირველად სანთიას ქვასავით გამაგრებულ ძუძუებს რომ მიეკარა, ისეთივე გრძნობა დაეუფლა, როგორიც მაშინ, როცა იყო 8–10 წლისა და როცა შინსახკომის უფროსმა ნაგანი გაუშვირა ხელში დასაჭერად. არ ეჯერებოდა 8–10ისას: ასეთი ბედნიერება და შიში ერთად არ განეცადა. და მაინც, ტკბობა მეტი იყო შიშზე.

14–15-ისამ სანთია აირჩია ცარცივით თეთრ ციკოსთან შუამავლად. ჯერ ერთი, თავის გულისნადებს მის გარდა ვერავის გაუმხელდა, მეორეც, სანთიასავით ვერავინ უერთგულებდა და მესამეც, სანთია უკვე დამეგობრებოდა ცარცივით თეთრს.

8

Page 9: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მაგრამ 14–15-ისამ ის არ იცოდა, რომ მისი გამიჯნურების ამბავი სანთიამ თავიდანვე გაიგო, რადგან სწორედ მისი ეზოდან დაინახა 14–15-ისამ ქალაქელი გოგო და მაშინვე გაიფიქრა, ცარცივით თეთრიაო... ეტყობა, ცარცისფერი ბევრი უნდა ევლო 14–15-ისას, რომ თიხისფერ ევამდე მიეღწია.

ნადობ-ნაძმობის ურთიერთობა, მხოლოდ ერთადერთზე – სიყვარულზეა დამყარებული. ნადობ-ნაძმობნი მომავალი ცოლ-ქმარი არ არიან, ისინი ერთ თემს ეკუთვნიან და ვერასოდეს იქორწინებენ, მათ მხოლოდ სიყვარულის გზა აქვთ ცარიელი... სანთიას ბებომისის სიბრძნე სჭირდა და მის ნათქვამსვე იმეორებდა: “ვაჟი ბევრია, ქარივით სიყვარულისგან აჩქარებულიო, მაგრამ ფოთოლივით მალედავ ცვივიანო.”

“რა კარგია ქალთან წოლა, უბიაში ხელანია, პატუტარან ძუძუანი, ვაშლის ოდოდენანია”... ყველაფერი მხოლოდ პოეზიაშია ზუსტი და მშვენიერი. რა გასაკვირია, რომ სანთიას დიდი, ყუმბარისხელა ძუძუები ჰქონდა. გავა დრო, დაუჩვილდება სანთიას ძუძუები, დამთავრდება უბეში ხელაობა, სანთია არ გათხოვდება და დროთა მანძილზე ისტუმრებს ხოლმე ქარში მოუსვენარი Fფოთოლივით სტუმარს, რომელიც ისევ ხეზე ეკიდება.

იმ დროს კი 14–15-ისა ხელმწიფობაზე ოცნებობდა, განათლებული კაცი იყო და მომავალი დიდი პოეტი... სწორედ ამიტომ აუჭრელა თვალი ქალაქელმა ცარცივით ციკომ, სწორედ ამიტომ მოეჩვენა, რომ მის სითეთრეს არაფერი აჩნდა.

სანთიას მთელი არსებით, თითქოს მიჯნურზე მეტი მოცულობით უყვარდა 14–15-ისა, ენით ბევრჯერ ჩაუზომავს მისი სხეულის ღრუვი და უგრძნია, რომ ის, რაც ამ ღრუვში იდგა, მის პატრონს ბევრს ატარებდა ქვეყანაზე და გასტანჯავდა. ბებომისმაც იცოდა თავიდანვე, რომ ეს ფოთოლი მათ კერაზე არ დავარდებოდა. და მაინც უყვარდა 14–15-ისა, ეტყობა, ყმაწვილქალობისდროინდელ ვიღაცას აგონებდა. თანაც, ძალიან გაუთავისუფლა მახსოვრობა, გაუცოცხლა სხვებისთვის უინტერესო წარსული, თავისი უამრავი და დაუღლელი ცნობისმოყვარეობით გულში ჩამწყვდეული ლექსები ამოუცალა... მოკლედ, ბევრი ეკალი მოაშორა წარსულისა ამ ოხერმა ბიჭმა. ამიტომაც იყო, რომ, როცა ახალგაზრდები ოთახის ჩრდილ-მყუდროში იყვნენ გაყუჩებულნი, ბებო შიგ არავის შეუშვებდა... აკი, სულ კარწინ იჯდა ისედაც: ჯოხს გადაუღობავდა შესვლის მდომელს – არავინააო, – ეტყოდა, ან – სძინიათო.

14–15-ისა კიდევ ამღვრეული წყალივით მივარდებოდა სანთიასთან სიყვარულის ჭუჭყ-სინდისიანად და.. – ციკოსკენ გამირუეო, – სთხოვდა ხვევნა-ალერსით. სანთია ცრემლს დამალავდა და გაიფიქრებდა: “თითქოს კაბაც არა გცმია, სანთიავ, ისე არად გაგდებენო”...

– წაწალი გყავდა, ბებო?..

9

Page 10: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

როგორც თიხის ძველ ქილას დაჰკრას მზემ და ფერი გამოუნათოს, ეგრე სანთიას ბებოსაც წარსულის სხივმა სახე გაუბრწყინა. კინაღამ შეჰყვირა 14–15-ისამ – შეიპყარ, ბებო ეგ წამი, არ გაუშვა, ეგეთივ დარჩიო!..

– მყვანდა, მაშა.

– სწვებოდით?

– მაშა!

– რადა სწვებოდი?

– ეე, ბალღო... მიყვარდა და იმისთვინა, სხვად რადა... ამ ჩვენი მხრის ქალ-ვაჟთ მალედვე ეკიდება სიყვარული და თუ გასაქანი არ მიეცი, თუ არ უშეღავათე რითამე, სუ დაიქცევიან მთის წყაროებივით აქეთ-იქითა, ისევ წაწლობის ჯარჯ-გირკალი აბამთ თავის ადგილზე, ისევ დალოცვილის მადლი აძლებინებთ ზაფხულის სიცხესა და ზამთრის ყინვაში და შრომაში, ოოო, ძალიან უდიერი შრომაა ჩვენში. წაწლობითა და ნადობ-ნაძმობობით აძლებინებენ ერთურთს ქალ-ვაჟნი...

– ეგრე ყველაფერი შეიძლება, ბებო...

– მაშ სხვასთან რატო არა ვწვებოდი, თუ შეიძლება. ვინც მიყვარდა, იმასთან ვწვებოდი.

– ქმარი?

– ქმარი მემრე იყო. ეგება, უსიზმროდაცა თხოვდებიან ეხლანდელები!.. ჰი-ჰი–ჰი... გატყუებენ, ბალღო, ქალს გათხოვებამდე იმდენჯერა აქვ ნაყვარები, რამდენჯერაც თვალი გაუხელია. ეშმაკია, შვილო, ქალი, ძალიან ეშმაკია, მაგრამ სურვილიანია და ისა ღუპავს, საწყალსა...

– კარგი იყო წაწალი?

– ის გულის ძაგძაგი რო არა მქონოდა, თავს რა მამაწონებდა იმთვენ შრომაში. საქონელი ამთაბარეო, წველე-დღვიბეო... მკაში, შეშის დამზადებაში, მთიდან თივების თრევაში, არიქა, კაცებს გარდაღმეტდიო... თითისხელა ბალღს შეგაბმენ უღელში და უნდა გასწიო. ოცდაათი წლის ქალი უკვე ბებერი ხარ, მანამდე თუ რამ გაქვ მოხალისებული, ეგ არი შენი ქონება, ის უნდა იხსენო სიკვდილამდე, იმით იხალისო წუთისოფელი...

– კარგი იყო წაწალი? – ჩემგან რა გესწავლება. ისე ხალისით შევკაზმავდი ხოლმე ცხენსა, ისე მსუბუქად დავიტაცებდი უნაგირს, რაკი იმის კარზე უნდა გამევლო... ისე კი არ ვიყავი, სხვა დროს რომ მემკვლელებოდა ხოლმე!

– ხო მალვით იყავით და სადა ხვდებოდით ერთმანეთსა?

10

Page 11: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– ჰი-ჰი... მალვით კი ვიყავით, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მალვით ვიყავით, მალვით იმითა, რო ეგრე უხდება სიყვარულს, ძაან გაფარჩავებული არაფერი ვარგა, ჭკუა და ზომა ყველაფერს უნდა, შვილო... ზაფხულობით მთაში ვერეკებოდით საქონელს, მთელი დედაკაცობა იქ ვიყავით, ჩვენ გვებარა საქონი, ვწველიდით, ვაგროებდით ხაჭო-კარაქსა, საქსოვი გვქონდა, მთელი ჯალაფობისთვის იქა ვქსოვდით წინდათა. ჰოდა, ბინები ხო გვქონდა და, ნანდაურიც იქ მოგვნახავდა... მეთვეური ქალებისთვის ბოსლები იცოდნენ უწინ, ეხლა ესეებ დასცინიან, უჭკოები, ზოგ ოჯახში ხუთ-ექვსი მეთვეური იყო, ბოსლები თუ არა, სად წაეყვანათ? გაყრილები კი არ იყვნენ სახლიდან, წესს იყენებდნენ და ისვენებდნენ კიდევაცა. აბა, ერთი რამე დაეკლო ჯალაფთა!.. მაგრამ სულ მეთვეური ხო არ იყო ი ბოსელში, იქ შავიყუჟებოდით, სახლშიც ბევრჯერ შავუშვივართ ბებოჩემსა, შავეცოდებოდით ხოლმე და შაგვლალავდა...

– მაშინ ნამდვილი სიყვარული იცოდნენ!

– სიყვარული სულ ნამდვილია. მარტო პურზე და სიყვარულზე არ იტყუებს კაცი თავსა, შენ კიდევ რომ გაინტერესებს – ლექსები... ამ ჩვენს მხარეში, არავინ იცის, რა იყო ჯერა, სიყვარული იყო თუ ლექსობა... რომელმა რომლის აკვანი დაარწო, არავინ იცის.

– ვაჟა-ფშაველას იცნობდი, ბებო?

– მაშ არა! ავი კაცი იყო, შარიშხნული ფერისა.

– ხელაშვილი?

– ქარივით იყო, ისე შემოგიტრიალდებოდა, დაგაფეთებდა. ქერაგვარი იყო ფერით.

ადამიანის სასჯელი მისი კეთილდღეობის დროს აღინუსხება: სამაგალითო ცოდვებს რომ იხსენებს, კეთილდღეობის დროს ჩადენილნი ავიწყდება, მაგრამ კაცის წერამწერელს ყველაფერი ჩაწერილი აქვს, ერთხელაც გადაუშლის და გააკვირვებს ცოდნით.

ერთხელაც, დიდი ხნის შემდეგ, 14–15-ისა, პოეტის სახელით და ისეთი კაცის სახით, რომელიც ლამის უკვე იცნობს ცხოვრებას, ნოემბრის თვეში, სახლ-კარის საზამთროდ გასამზადებლად, ეწვევა თავის სოფელს. ორ-სამ დღეში მიჰკრეფ-მოჰკრეფს ხეებზე აქა-იქ შერჩენილ ვაშლს, დააბინავებს, დაუვლის ეზოს, გამოფოცხავს და დაწვავს ფოთლებს, კრამიტების გასასწორებლად სახლის სახურავზე ასვლას კვლავაც შემდეგისთვის გადადებს, და, ყველაფერს რომ მორჩება, მოიწყენს კიდევაც, დალევა მოუნდება, გონებაში ცოტას გაიხედ-გამოიხედავს და სანთია გაახსენდება და იფიქრებს, მოდი, წავალ სანთიასთანო.

ხეებს, ბუჩქებს ფოთოლი აღარ ებათ და ეზოში შორიდანვე ყველაფერს დაინახავდი. ციოდა. სველი ბურუსი მიწისკენ მოიწევდა... სანთიას გამოეფოცხა ეზო, გომურის გვერდით მოეგროვებინა ფოთოლი და ცეცხლს უკიდებდა. უცებ

11

Page 12: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რაღაცას გამოერიდა, თავი გვერდზე გასწია, თითქოს წაფრთხაო თეთრი ცხენივით... ეტყობა, ნაპერწკალმა ან კვამლს შერეულმა წინწელმა დასწვა თვალი. წამოდგა, გაიმართა, ფოცხის ტარს დაეყრდნო და უწყო ცეცხლს ყურება – მოედო თუ არაო. ვიდრე ბურუსი ჩამოედებოდა მის ეზოს, ფოთოლი თითქმის დაიწვოდა, დანარჩენი კი იხრჩოლებდა ღამემდე. დაღლილი ჩანდა სანთია, არც ტკბილი ფიქრები ეტყობოდა, თუმცა სვეტებივით ფეხები ისე მკვიდრად ედგა მიწაზე, რომ არც ფიქრს, არც ქარს, არც წვიმას და სიცივეს მისი გატეხვის იმედი არ უნდა ჰქონოდა. მარტოღა ცხოვრობდა სანთია. შეშა მოეტანინებინა, ლამაზად, წყობისად დაელაგებინა და დაეჭრა კიდევაც მესამედი... თოკზე სარეცხი ჰქონდა გაფენილი, ალბათ, იმის აკრეფასაც დაიწყებდა. მზეზე გამოწყობილ ჩირის ასხმულებს, ტაბაკებზე და ხონჩებზე გაფენილ ჩურჩას და კერკსაც სახლში შეტანა დასჭირდებოდა, ქათმებს – ჭმევა, ძროხას, ხბორებს – დაბინავება... საქმეები ჰქონდა სანთიას, ოჯახის კვალობაზე, რაც ადრე ჰქონდათ, იმას თვითონაც ქონიობდა... ეს ერთგულება ძველი ოჯახის წესისა სასმელსაც ეხებოდა, მაღალი და ჯანსაღი ქლიავები ედგათ ღობეების გაყოლებაზე და ბლომადა ხდიდნენ ქლიავ-ჭანჭურის არაყსა... ოო, როგორი ჟიპიტაური იცის სანთიამ!.. გემოწმინდა, წკრიალა, გეგონება, მარტო წინწანაქარი უდინებიაო, ჩაგდის ყელში და ბაგეები არ გეხურება, ლაპარაკოოობ...

“–ოო, შე ჩემთავმკვდარო, ჩამოხვედი, განა?.. აბა, რა როგორა ხარ, ხო არ მოტყდი ჩემსავითა... წამო, წამო, სახშიით შავიდეთ, კარგა რასმე დაგკვლიო...”

მერე გაუშლის სუფრას, ერბოკვერცხს შეუწვავს ბლომა ერბოში, თავის გამომცხვარ პურს, დამბალ ხაჭოს, მწნილს – სხვადასხვანაირს... ბოლოს კი დამბალი ხაჭოს ხაჭო-ერბო!.. ოო!.. სულს არ დაგიჭერს სხვაფრივ, მაგრამ ამას როგორ აკეთებს, რამდენიც არ უნდა ეხვეწო, არ გასწავლის: – რამდენჯერ გასწავლეო!..

გაინებივრებს თავს სტუმარი, მადიანად შეექცევა, სადღეგრძელოებს გაახშირებს, დათვრება, ათას სისულელეს იტყვის... თუ სიარულს ვეღარ შეიძლებს, სანთია ღამე დასარჩენად მეზობლის პატარა გოგოს გადმოიყვანს, სტუმარს კი წკრიალა და მზით სავსე ლოგინში ჩააწვენს.

დიახ, ასე მოხდება ყველაფერი, უფრო სწორად, ასე მოხდებოდა, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი რომ გადაედგა სტუმარს და მასპინძელს აჩქამებოდა. მაგრამ, დაუდგენელი მიზეზის გამო, სტუმარს მსუბუქი და მხიარული ფიქრები უცაბედად გაუქრა, ნაღველი მოაწვა რაღაც, არ უყოყმანია, შეტრიალდა და წავიდა, საიდანაც მოვიდა, იქით...

ადამიანის წარსული არის მისი ნაცხოვრები წლების მწკლარტეგემოიანი სასმელი, რომელსაც შეუძლია, დაუთრობლად აგატიროს და გაცინოს უსიხარულოდ... ოდესღაც ამ ქალს ისე უყვარდა კაცი, რომ კაცს თვითონაც უყვარდებოდა თავისი თავი... …

ნახევარი ორღობე რომ გაევლო ცარცივით თეთრ ციკოსთან ერთად, მთელი სოფელი აჩურჩულდებოდა, ამიტომ შუამავლის სახლში ხვდებოდა და ცოტად

12

Page 13: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გულის ალმურს იგრილებდა. ცარცივით თეთრი ციკოც მის დღეში იყო, არც ის იყო უარზე, მარტო დარჩენილიყვნენ, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ ეს შეეძლო და გული უფრო 14–15-ისასთვის უკვდებოდა და ერცხვინებოდა, რადგან იცოდა, რომ ყოველ ღამე, იმათ ღობეზე გადამძვრალი, დიდი მსხლის უკან ელოდა ხოლმე. უპაემნოდ, უიმედოდ იდგა და ელოდა, ვიდრე ფანჯრებში შუქი ჩაქრებოდა და აივანს გასკდომაზე მისული ყვითელი მსხალივით ერთადერთი ნათურაღა შერჩებოდა. ხეების ჩრდილებს იქით ჩანდა განათებული და მაინც იდუმალი აივანი, შესულ-გამოსული ოჯახის პატრონები, ნათურის გარშემო მორიალე სულის პეპლები... მარტო ცარცივით თეთრი ციკო არ გამოჩენილა არასოდეს.

რა საინტერესოა, რა იქნებოდა, იმწუთშივე რომ იწერებოდეს ყოველი განცდა – ვთქვათ, სიყვარული. რომ მერე კი არ იამბებოდეს, არამედ იმავდროულად გადმოიცემოდეს, როცა მთელი სამყარო უხილავი სიმებითაა მიერთებული შენს სულთანაც და შენს სხეულთანაც და სიყვარულიც იამბება მდინარესავით... რა იქნებოდა?

ხიფათიანი ლოდინი გამოსდიოდა 14–15-ისას. ცუდი ადგილი ჰქონდა არჩეული, მაგრამ სხვა არსაიდან რომ არ ჩანდა ის აივანი! დაბმულივით უვლიდა გარს ხეს და გული კი ყოველ წამს ითვლიდა. ზედ მსხლის გვერდით, ორიოდ მეტრში, კარგად შეკრულ-გამართული ფეხსალაგი იდგა და, მოგეხსენებათ, რომ მას პატრონები ხმარობდნენ კიდევაც. გამოვიდა ერთხელაც გარეთ დიასახლისი და გამოემართა შეჟრიალებული, შევიდა ფეხსალაგში, ხმაურით და შხივილით მოფსა და ზედაც, როგორც ოლა დეიდა იტყოდა, კუილი დააბეჭდა. – დიდი ქარი იყო გუშინ და დღესაც გამოთქმაშია ხალხიო, – გაიფიქრა 14–15-ისამ. მოკლედ, ძალიან შესაფერისი იყო 14–15-ისას ყურისთვის ყოველივე ეს. თანაც, ორ-სამ დღეში რომ შეხვდებოდა სადმე და, როგორც ცნობილ კარგ მოსწავლეს სოფლის პირველი ქალბატონი, გადაპომადებულ-გადაფიფქული, ტუჩების პრუწვით რომ მიესალმებოდა – “გამარჯობა, ჩემო კარგო ბიჭოო”.

უარესი მოხდა მეორე საღამოს, როცა 14–15-ისა, რატომღაც, უფრო მეტი იმედით იდგა თავის სამალავში და როცა, როგორც იქნა, გაიღო ერთ-ერთი ოთახის კარი და აივანზე ოჯახის უფროსი გამოვიდა. ავისმომასწავებლად, ჩქარა-ჩქარად ჩამოვიდა კიბეზე და მსხლისკენ გამოემართა. შიშისაგან ლამის გათავდა 14–15-ისა: “ვაი, შენ ჩემო თავო, ახლა ამან რომ დამინახოს, ხო ან მე დამიჭერს, ან დედაჩემს მოხსნის სამსახურიდან!” – კი არ აეკრა, შეეხორცა მთელი ტანით ხეს და ელოდა უბედურებას. ეს უშველებელი ტანის კაცი, სოფლის ბატონ-პატრონი და საფრთხობელა, რაღაცნაირი ბრაზიანი გრაციით შეხტა უცებ ფეხსალაგში და იქ რა დაემართა, ეშმაკმა იცის, რადგან იმავ წამს ერთი კვნესა და ვაიუშველებელი ატეხა. ჭინთვა რომ დაიწყო, ისეთი უმწეო, ისეთი საცოდავი ხმა შეექმნა, შეგეცოდებოდა. 14–15-ისამ კი მხოლოდ ეს გაიფიქრა – ვერა კუკავს ეს მამაძაღლიო... დიდი ბრძოლის ხმები გამოდიოდა, ისმოდა გინება და ხვეწნა უხილავისადმი. არ წარმოედგინა ასეთი რამ და გული კი უნეტარებდა, რომ ამასაც, ამ მძლეთა-მძლეს,

13

Page 14: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რაღაც გასაჭირი ჰქონია თურმე. მთელი სოფელი ამის შიშით იყო და ეს კიდევ, ხედავ, ვერა კუკავდა!

აივანზე ასულმა საფრთხობელამ ერთხელ კიდევ დააფეთა, როცა მოულოდნელად თავი ისევ ეზოსკენ შემოატრიალა, მკვახედ გახედა ბრძოლის ადგილს და ვიდრე ოთახში შევიდოდა, თითქოს სოფლის გასაგონად, ზედიზედ რამდენჯერმე ვაჟკაცურად ჩაახველა: ვითომ, აქა ვარ და დედას გიტირებთო... და მიხვდა 14–15-ისა, რაც ხეირი ამ ორ ღამეს აქ დგომით ნახა, იმაზე მეტს ვერ ეღირსებოდა.

როგორც ძილის წინ ჩაიფიქრა, ისე გაეღვძა 14–15-ისას. ნეტარება მოჰგვარა იმის განცდამ, რომ მიდიოდა, მაგრამ არ მისცა ოცნებას თავი, არ გაეტაცებინა, ბალიშს და ლოგინს აღარ შეეტკბო თვალმილულული. არა! წამოხტა, ჩაიცვა სასწრაფოდ და ბებომისის შეგონება გაიხსენა: “დილით არც უჭმელი უნდა გახვიდე სახლიდან და არც უქნელიო”.

იმავდროულად, სოფლის სასტუმროს თავზე დილის რადიო აჟღრიალდა. მზე ამოვიდა და იქმნა დღე. რადიოს ყველგანგამწვდომ ხმაზე ჩიტების ტალღამ ადგილი იცვალა, მარტო ნამი დარჩა ბალახზე და ფოთლებზე და 14–15-ისაც ნამიანი ბილიკით გაქანდა ფეხსალაგისკენ. გზად, რა თქმა უნდა, ისევ ეფეთა ქლიავის ტოტი, სველი ფოთლები შემოარტყა სახეზე და, ისიც, როგორც ყოველთვის, გაუწყრა გულში.

არ შეეძლო 14–15-ისას დაგმანულ ფეხსალაგში ჯდომა, ცოტა თუ მაინც არა ჰქონდა კარი ღია და სამყაროსა და ჰაერს არ ეზიარებოდა, არ შეეძლო. სიმარტოვეში ყოფნას ხიფათში ყოფნა ერჩივნა, მით უმეტეს, რომ ქვეყნიერება, ფეხსალაგიდან დანახული, სხვანაირი იყო, მეტი იყო მასში ნამდვილიც, შეთხზულიც, და რაც მთავარია, წამდაუწუმი კადრები თავისთავად იცვლებოდა... ამ მიზეზთა გამო დიდხანს იცოდა ჯდომა, სანამ მუხლები არ დაუბუჟდებოდა და ტრაკი თვითონ არ გამოაგდებდა...…

კარგია ნებადართული მარტოობით ტკბობა. ზიხარ გაუნძრევლად და ათასგანა ხარ, მათ შორის, სადაც მოისურვებ. ზღვარს რომ გადაგიცდება, ძახილია შინიდან: “ბიჭო, დაიკარგე?!”

ფეხსალაგის ოდნავ შეღებული კარიდან ორღობეც ჩანდა და მეზობლების ეზოებიც. ორღობეში ჩუკრიანთ დიდი რუსულა ღორი, ეზოდან გამოვარდნილიყო – “მაშა ღორს” უხმობდნენ – და ახალ მიწაზე დინგს დაატარებდა, ამაოდ. საღორის ფუფუნებაში იყო გაზრდილ-გავებერთელებული და აქ რა უნდა ეპოვა, უცხო მიწაზე. მძიმე-მძიმედ მოძრაობდა, მრავალგოჭთდამყრელი და ის კი არ უწყოდა, რომ სულ ერთ-ორ წუთში ძაღლების გასართობად იქცეოდა. მართალაც, თითქოს 14–15-ისას გაფიქრებაზე, გამოჩნდნენ ძაღლები და აიძულეს მაშა ღორი, მუხლი გაემართა და ისიც კი აფიქრებინეს, რომ ჯობდა, სახლში დატეულიყო. დაფეთებული ღორი აქეთ-იქით აწყდებოდა და ეზოში შესავალს ეძებდა. წითელ, ახლადგამოღეჭილ ძუძუებს პატრონივით ფეხქვეშ მიწა აუჭრელდათ, აქეთ-იქით იმდღვლეოდნენ მიწამდე

14

Page 15: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ჩამოვარდნილ მუცლიანად, მაგრამ ბედზე ჩუკრიანთ ქალი გამოწიოკდა და დააშორა ძაღლები ამ უცხო, ეგზოტიკურ ცხოველს. პატრონმა წიხლით შეტენა ეზოს კარში ღორი, უშველებელი, თეთრ-სპეტაკი, მრავალგოჭთდამყრელი, რომელიც ბავშვებისათვის სანახაობა იყო – მაკეობაშიც და როცა ახლადდაყრილი გოჭების წინ დაეგდებოდა, მაშინაც.

თოთიაანთ ეზოში, ფეხსალაგთან ერთად შემორაგულ ქათმების სამყოფში, გამოფხიზლებული მამალი გამორჩეული სიამაყით დააბიჯებდა – ნეტა, ღამით ვინ იყო?.. ტანთ ჩაეცვა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა... ერთიმეორესთან ზღაპრულად შეხამებული ხავერდი და ატლასი, გეგონება, განძის თავახდილი სკივრიაო, ოქროდ, სპილენძად, ზურმუხტად და, ვინ იცის, კიდევ რად არ ბრწინავდა!.. და დედლებიც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ეპეპლვინებოდნენ, რაც მამალს ყოველ ჯერზე თავიდან ასერიოზულებდა ხოლმე. მაგრამ რაკი დამცინავია ბუნება, მამალიც ფეხსალაგიდან გამოსულ ოჯახის უფროსს გადაეყარა: კმაყოფილი გამოვიდა?.. უკმაყოფილო?.. ზედ გზაზე დაუხვდა ავბედითად და წიხლი ეთავაზა და შეაფრინა ოდნავ კიდევაც კალოშიანმა ფეხმა და სერიოზულობის ყაპიც გადაშორდა და დროც დაეხარჯა, რომ თავიდან აღვსილიყო საკუთარ მეობით, თავიდან დაელაგებინა ტანზე სამოსი: აბრეშუმზე ხავერდი და ხავერდზე ატლასი.

კვლავ ზვერავდა მეზობლების ეზოებს. არაფერი ხდებოდა ახალი და განსხვავებული. ცოტ-ცოტა საჩიჩქნი ჰქონდათ ეზოებში, ცოტ-ცოტა– ვაშლი ასაგროვებელი. ძობანაანნი – იმიტომ, რომ ბავშვობაშიც სხვის ძობანში ჰყვარებიყო ამათ ბებერს ხელის შეყოფა – საარყე ქვაბსა მართავდნენ. ეგენი არაყს ყიდდნენ კიდევაც და ამიტომაც ქვაბი საკუთარი ჰქონდათ და ბევრსაც ხდიდნენ... გადმოაბიჯა ბებერმა მოულოდნელად ღობეზე და ამათ სახლისკენ წამოვიდა. “აა, ხედავ, საიდან ჰქონიათ გამოსასვლელი მაგასაც და მაგის ძროხებსაც, შუაღამისას რომ ატეხენ ხოლმე ხრამა-ხრუმს ჩვენს სიმინდებში, ჩამოვიდე ქალაქიდან, ამოვუქოლავ საძრომსა...” 14–15-ისამ კარი მიიხურა. ბებერი აივანზე ავიდა და დედამისს რაღაცა ელაპარაკა. მალევე გამოტუტუნდა, ჩაიარა მშვიდობიანად და ამათ გულაბს – პირველი მსხმოიარობა რომ ჰქონდა და ისიც კი იცოდნენ, რამდენი ება – ხუთიოდე კარგად ჩაყვითლებული ნაყოფი შეაწყვიტა და წინსაფარქვეშ შეაფარა... ტყუილად სჯერა ადამიანს, რომ ვერ ხედავენ!.. – ჰაი დედასა, თქვა გულში 14–15-ისამ, ფეხსალაგში არ ვიყოო...

დილის ექვს საათზე, ხატის მთის ძირში, ციდან ჩამომატებული მზის სითბოში და მიწიდან ამდინარე ორთქლის ბურუსში, შორი-შორ, გუნდ-გუნდად და ნაწილ-ნაწილ მიედინებიან ცხვრის ფარები, ძროხების ნახირი და მიწისმჩიჩქვნელი ღორების კოლტები. სიცოცხლე მოდის სოფლისკენ მზით და – დასაწყისით... და აჰა, ამობრძანდა, დალოცვილი, ტყიანი გორის თავზე გადმოდგა და გადმოიხედა და ალაგდა ღამის სანახაობები, აჩრდილები გაიკრიფნენ, ისე, რომ ერთი ლანდიც არ დარჩა მიწაზე და ცხოვრება იწყო სოფელმა.

15

Page 16: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

... და შეერწყა ერთმანეთს მზისა და მიწის ენერგია და ხალხიც შეეგება ახალ დღეს და იწყეს სამყაროსთან თანაშეწყობილი მეტყველება, რიტმით მიბმა და ვიბრირება მთელი აგებულებით, ხმით, კილოთი, ყელის ძარღვებით და ხელების ტრიალით, თვალის რიალით, ასოთი ყოვლით, მთელი არსებით, ფეხის თითებიდან თმის ღერამდე და განიფრთხობდნენ და განიწმენდდენ ხმას, ყელს, ფილტვებს, სისხლს... ტვინს ივარცხნიდნენ, ხარბად სუნთქავდნენ წმიდა ჰაერს და ფეთქდებოდნენ და თუხთუხებდნენ, ქაქანებდნენ, ქიქინებდნენ, ჩახჩახებდნენ, ჩუხჩუხებდნენ, დუღდნენ და გადმოდიოდნენ ენა-პირითა... სხვადასხვა სოფლიდან მოყვანილი რძლები და სხვადასხვა კუთხიდან მორეკილი სიძეები, სხვადასხვა ხმაზე, სხვადასხვა ბგერებით, სხვადასხვა კილოზე უხმობდნენ დღეს, მომავალს, სარჩო-საბადებელს, კრუხ-წიწილას, პირუტყვ-საქონელს – ისე, რომ ძველ მოსახლეს შეეძლო კიდევაც დაეჩივლა: სოფელი იმაზე დგას, ქალი როგორ დაუძახებს ქათამსა და ხბოსო, აქ კი როგორ არეულიაო, მაგრამ წაელეკა ახალს ძველი, როგორც მზეს ბნელი, როგორც დღეს ღამე და მოცვიოდა ბაგეთაგან გულთა სურვილი, ხმა, სიტყვა, ბგერა, ზრახვა, ძახილი და ხმიანობდა ერთიანი საგალობელი სოფლისა – მიწიდან ცამდე...

ჰა-რია-რია-რია, ჰა-რია-რია-რია, ჰაა-რიაუ-ჰო, ჰა-რიაუ-ჰო!

წკრრრრრრრრრრრრრრრრრ-ჰო, წკრრრრრრრრრრრრ-ჰო!

ჯუგ-ჯუგ-ჯუგ-ჯუგ, ჯუგ-ჯუგ ჯუგა-ჯუგა, ჯუგა-ჯუგა-ჰო!

ჰა-რია-რია-რია, ჰა-რია-რია-რია, ჰაა-რიაუ-ჰო, ჰა-რიაუ-ჰო!

ძიბა-ძიბა, ძიბა-ძიბა, ძიბა-ძიბა, ძიბა-ძიბა, წკრრრრრ-ჰო!

ჰოოოდე-ჰოო! Hჰოოოდე-ჰო!

ჯუგრახ-ჯუგრახ, ჯუგრახ-ჯუგრახ, Hჰაა-არიაუ-ჰო!

წის-წია-წია-წია, წის-წია-წია-წია, წკრრრრრრრრ- ჰო!

ჰუჩი-ჰუჩი, ჰუჩი-ჰუჩი, ჰეჩიო-ჰო, ჰეჩიო-ჰო!

დედო-ჰო, ჰიო-ჰო, დედო-ჰო, ჰიო-ჰო!

გეჩი-ჰო, გეჩი-ჰო, ჰოიშიო-ჰო, ჰოიშიო-ჰო!

ჩიე-ჰე, ჩიე-ჰე, ჩი-ჩრრრრრრდიო-ჰო!

ჰაამო-ჰო, ჰაამო-ჰო, ჰეგ-ჰოგ, ჰეგ-ჰოგ, ჰაამო-ჰო!

აცე, აჩუ, ჰიიო-ჰო, ჰოოდე-ჰო, ჰოოდე-ჰო!

ჰეი-ავა-ჰეია, ჰეი-ავა-ჰეია, ჰეი-ავა, ჰეივა-ჰეიავა, 16

Page 17: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ჰარი-არი-ჰარი-არი, ჰარი-არი-ჰარი-არი, ჰაა-რიაუ-ჰო!

ამ სოფლის გარშემო ათასი წვრილ-წვრილი სოფელი იყო, სადაც ადამიანები მყუდროდ კი ათენ-აღამებდნენ, მაგრამ მათზე დიდ გავლენას ახდენდა კულტურულად და ეკონომიკურად დაწინაურებული სოფელი, ვეღარ უძლებდნენ ცდუნებას და ცოტაოდენი დარდით ტოვებდნენ მამაპაპისეულ სახლ-კარს. ასე ივსებოდა ოდესღაც თავის საზღვრებში დატეული სოფელი, იზრდებოდა, განზე გადიოდა, ახალი მოსახლეები მისი მწვანე მინდვრების კალთებს უდიერად გლეჯდნენ და იყოფდნენ, სახლდებოდნენ ძველ სახნავ-სათესებზე, თან მოჰქონდათ განსხვავებული ურთიერთობები კაცთა შორის, ექსპანსიური და უცხო ხმობა ქათამთა, ძაღლთა და ყოველთ ოთხფეხთა... “ძიბა-ძიბას” ნაცვლად “წკრრრრრრ”, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ მალე სოფელში აბორიგენი სული აღარც ერთ ყლუპ ჰაერში, აღარც ერთ გოჯ მიწაზე აღარ დარჩებოდა...

ლაშარის მუხის ანგელოზო.

თეთრო გიორგი!

ამ წიგნშია ჩემი ცხოვრება.

რაც თქვენ

პაპაჩემმა და იმის მამა-პაპამ

სანთელი დაგინთეს და საკლავი დაგიკლეს,

სანთლების ალი ზეცას რომ სწვდებოდა,

კურატების სისხლით ორმო რომ ივსებოდა

და გადმოდიოდა –

საწყევ-კრულოდ სახელს ნუ გამიხდით,

თუ რამ გესულგულათ ჩემს ნაჯღაბნში,

ამინი დამეცით...

წმინდა პირითამც იხსენიებოდეთ.

ამ წიგნს სამი ავტორი ჰყავს:

პირველი, 8–10 წლისა (წინარე ავტორი),

17

Page 18: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მეორე – 14–15- წლისა, რომელსაც წაუკითხავს თავისი წინაპრის ნაწერი და, რაც ყურადღების ღირსად ჩაუთვლია, დედამისის შეკერილ, დიდ საერთო რვეულში გადაუწერია, რაც არა, ცეცხლისთვის მიუცია – ფეხსალაგის ახლოს, გაზაფხულზე, ქლიავის ძირში.

მესამე ავტორი მე გახლავართ, დღევანდელი, დანარჩენასაკოვანი, ოცდამეერთე საუკუნეში გადმობიჯებული – როგორც ხატის ყორეს გადმოაბიჯებს კაცი, გახედავს, გამოეთხოვება და დაეშვება ქვემოთ, სამანქანო გზისკენ.

მე ვისარგებლე 14–15- წლის ავტორის ნაწერებით, რაც ყურადღების ღირსად ჩავთვალე, ამოვიწერე, რაც არა და, – ერთ გაზაფხულზე, როცა ქალაქიდან სახლის დასახედად ჩავედი სოფელში – სხვადასხვა ნაზამთრალ ნაგავთან ერთად ცეცხლს მივეცი – ფეხსალაგის გვერდით, იმ მიწაზე, სადაც ადრე ქლიავი იდგა.

ასე რომ, ამ სამი ავტორიდან დღესდღეობით მეღა ვარ... არავინ არის, ვინც ჩემს შემდეგ ცეცხლით გამოცდიდეს ამ ნაწერებს, ვისაც თვალებს დასწვავს კვამლი – ვითომ ტიროდეს, ქარი ნავლს წაიღებს და მიწაზე დარჩება გულივით დამწვარი კვალი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

8–10 წლისამ სადღაც წაიკითხა სიტყვა “აღსარება”: ამ დროიდან იწყეს მასში მოდენა უცხო, ლიტერატურულმა სიტყვებმა და ფრაზებმა, სხვადასხვა აღნაგობის, სხვადასხვა ხმოვანების გამონათქვამებმა, ცალკეულმა თუ შედგენილმა სიტყვებმა, გაუგებარმა აზრებმა, რომელთა თარგმნასაც მშობლიურ ენაზე ტვინის განძრევა და ძალა სჭირდებოდა, მით უფრო, რომ უდაბნოსავით იყო სოფელი, ყოველი წიგნი სანახაობასავით იყო და ყოველი სიტყვა – რჩეული... 8–10ისა დაინტერესდა უცნობი სიტყვის მნიშვნელობით, ჰკითხა დედას და, დაახლოებით გაიგო, რომ “აღსარება” არის იმის ხმამაღლა თქმა, რაც გულში იცის კაცმა და მალავს. ამ განმარტებამ მოხიბლა, როგორც ნამდვილმა თავგადასავალმა, შემოქმედებითი იმპულსიც მისცა და წერა და წერა, ვიდრე აღტკინებამ არ გაუარა, უფრო სწორად, ვიდრე მეორე აღტკინება არ ეწვია.

როგორც ითქვა, 14–15-წლისას არც 8–10 წლის ავტორის დაწყებულ საქმეზე უთქვამს უარი და არც გავლენას მორიდებია – უსწავლელად იცის ყველამ, რომ მდინარე სათავეში უფრო წმინდაა – კალამი გამოუცდია ლექსებშიც და მსუბუქსიუჟეტიან ესკიზებშიც და უწერია და უწერია: – ვინ დაუშლიდა!.. ხოლო ის ადგილები, რომლებიც წინაპრის ნაწერებში “პოლიტიკურად” არასანდოდ მიუჩნევია, ამოუხევია და დაუწვავს.

პოლიტიკური მომწიფება სქესობრივ მომწიფებასავით არის, როცა ცნობიერება საზოგადოებრივად აქტიური ხდება, წვეტიანი რქით დამშვენდება და მოწადინეა, საკუთარ თავს გარეთ გააბიჯოს, შეაფასოს ახლო და შორი მოვლენები, ისწავლოს სიფრთხილე.

18

Page 19: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

იყო დრო XX საუკუნის შუაში, რომელსაც “ცივი ომის” დრო ერქვა, როცა “დასავლეთი” და “აღმოსავლეთი” ცდილობდა, ერთმანეთისთვის გამოეგლიჯა უპირატესობა, ანუ მიწა და ადამიანები. საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხების ცნობიერება – დიდ-პატარიანად – გაჟღენთილი იყო პოლიტიკით, იდეოლოგიის საბურველქვეშ ყველას სამყოფად იყო სადარაჯოები.

“პოლიტიკურად არასანდოდ” 14–15-ისას მიუჩნევია წინაპარი ბავშვის ის ჩანაწერები, სადაც ნახსენები ყოფილა – სტალინი, რაიკომის მდივანი, სკოლის დირექტორი... მაგრამ, ეტყობა, ცოდვას, ანუ იმ დამწვარი ფურცლების კვამლს ცრემლი უდენია მისთვის, აღარ მოუსვენებია და თვითონაც დაუწყია “პოლიტიკურად არასანდოდ” წერა. წერა და კითხვა ყველაფრისა, რაზეც ხელი მიუწვდებოდა, სხვენში დედამისისგან დამალული აკრძალული წიგნების გარდა.

ახალლიტერატურულცოდნაშეძენილს – მოგეხსენებათ, როგორი გამაბრუებელია ლიტერატურაში პირველი ჩაყვინთვა – შემოქმედებითი ინსტინქტისთვის, ანუ ბუნებითი ენისთვის მაინც არ უღალატნია, არ უღალატნია პირველყოფილი კანონისთვის: “არასოდეს გადაასხვაფერო შენი აკვნის ენა”.

უნდა ითქვას, რომ იმხანად, როგორც 8–10 წლის ავტორისა და მისი ოჯახისათვის, ისე გარშემო მთელი სოფლისთვისაც, მიწაზეც, ცაშიც, ცხოვრებაშიც, ქვეყნიერებაზეც სამი სიტყვა, ანუ სამი გრძნობა იყო უპირველესი და უსაშინლესი: შიში, შიმშილი, შეშა.

14–15-ისასთვის ამ სამი სიტყვა-გრძნობიდან მხოლოდ ერთი – შიში იყო უცვლელი და გასაგები, რადგან გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა. 8–10ისას “აღსარება” შიშთან დაუკავშირებია და სიის მსგავსი რამ შეუდგენია იმ სახეებისა და ამბებისა, რისიც და ვისიც ეშინოდა: მილიციის წინ გავლა, კლასელ ამხანაგთან რომ შინსახკომის უფროსი ცხოვრობდა მდგმურად და ყოველ ნახვაზე თვალმოჭუტული ჰკითხავდა, ვისი ბიჭი ხარო?.. რაიკომის მდივნის ან მილიციის უფროსის სიახლოვე... მოკლედ, 8–10ისას გულის მადანიც შიში იყო. ეტყობა, ჭუჭუამაც სხვადასხვა ეპიზოდში ბევრჯერ გამოუჟონა, მაგრამ, რაკი მაგარი ბიჭი იყო, შიშით არასდროს ჩაუფსამს.

14–15- წლისა იმ 8–10 წლის ბიჭის ნაჯღაბნებს, რა თქმა უნდა, ზემოდან დახედავდა. კაცმა არ იცის, კიდევ რა ემსხვერპლა იმის ცენზურას – მხატვრულადაც ხომ ბევრს დაიწუნებდა, მაგრამ შემორჩენილი სახითაც, შიშების ეს ლექსიკონი, ფაქტების სიუხვით და გულწრფელობით, უაღრესად შთამბეჭდავი იყო.

ლაშარის მუხის ანგელოზო,

თეთრო გიორგი!

19

Page 20: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

დაბადებიდან სიკვდილამდე ადამიანი ერთი არსებაა. არა აქვს მნიშვნელობა, სხვადასხვა ასაკში რომ სხვადასხვაა. აქედან გამომდინარე, ამ წიგნსაც ერთი ავტორი ჰყავს.

მე უყოყმანოდ მივიკუთვნე წინამორბედი ავტორების მემკვიდრეობა, კერძოდ, 8–10 წლის ბიჭის შემოქმედებითი იმპულსების გამოცნობა ვცადე ნაზი გრძნობებით და, თუმცა დამღალა უმანკო ფესვებზე დაბიჯებამ, მისი ნაწერებიდან წრფელი და ზუსტი ადგილები სიტყვასიტყვით გადმოვიტანე, დანარჩენი, მორიდებით, მაგრამ მაინც სულმოკლედ, შევაკეთე, შევავსე და ამ წიგნში ჩემთვის გულისამაჩუყებელ ორნამენტებად ჩავსვი. სამაგიეროდ, ულმობელი ვიყავი 14–15- წლის ავტორისადმი. ვერ ავიტანე მაღალფარდოვნება და სიყალბე, იმ დროის უპირველესი კუთვნილებანი, ვცადე მასთანაც თავდაპირველი, შეურყვნელი გრძნობები გამომეცნო და წიგნში მხოლოდ ისეთები შემეტანა.

ხოლო საკუთარ სისუსტეებს – დღესავით ნათელია, რატომაც – ვერ გავუსწორდებოდი.

მათ ჩანაწერებს რომ ვიყენებ, ხშირად სული წამძლევს და თვითონაც ჩავერთვები ხოლმე, ანუ იქ აღმოვჩნდები, სადაც ისინია, იმ ამბებში, იმ გარემოში და, ჩემდა უნებურად, რაღაც-რაღაცეებს ვამატებ მათ ნაწერებს. ასეთ დროს მონაყოლი მსგავსია იმისა, მდინარე რომ მდინარეს ერთვის და შესართავში რომ ჯერ კიდევ თავის ფერით არიან ერთურთს მიტოლებულები და სულ მალე რომ განურჩევლად შეირევიან... მეც ასე ვუერთდები მათ ჩემი ბოხი ხმით და ვგალობ იმას, რასაც ის ჩანაწერები მიბიძგებენ.

“ვწერ” ყველა დროში მეტაფორას შეფარებული თვითირონიაა, იმდენად არარეალურია მასში ქმედების საგანი. სწორედ ამიტომ ჭკვიანი ხალხი მუდამ უფრთხოდა ამ სიტყვას და ერჩიათ, ეთქვათ: “ვჩხაპნი”, “ვჯღაბნი”...

14–15-ისა “აღსარების” წერას მორიდებია და თავი უბორიალებია ნამდვილსა და გამოგონილს შორის. ან კი, ამ ხნის არსებას აღსარებას რა ძალა ათქმევინებს! ხომ ჩამოიქცა ზეცა, ხომ გადატრიალდა ცხოვრება... და საერთოდაც, შეეფერება კი ადამიანის ძალებს “აღსარება”? ან შესაძლებელია იგი საერთოდ? ადამიანის საქმეა “აღიარება” და “ჩხაპნა”, ჩხაპნა, რაკი ჯერაც არავის დაუშლია.

14–15-ისას ჰყავდა მეგობარი – ჭიჭია, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგოG 8–10ისასგან და რომლის მამაც უკრაინელი რუსი იყო. ჭიჭიას ყოველთვის უჭირდა ამის აღიარება და, თუ მეტი გზა არ ჰქონდა, ამბობდა, რომ უკრაინელი იყო და არავითარ შემთხვევაში – რუსი. თვითონ ჭიჭია, რა თქმა უნდა, ქართველი იყო, ამაში ეჭვი არც თვითონ ეპარებოდა და არც არავის, თუ არ ჩავთვლით პაპამისს, რომელიც ყოველ გაბრაზებაზე ჯიშს უხსენებდა შვილიშვილს. ჭიჭიას მამა ეგზოტიკური არსება იყო იმდროინდელ ქართულ სოფელში. ომის შემდეგ ჩამოვიდა და ცოლის ისედაც დაღლილ ფრთებს მშვიდობიანად შეეხიზნა. განათლებით ფიზიკოსი, დღედაღამ რაღაც აღმოჩენაზე მუშაობდა და ცოლ-შვილს დიდებული,

20

Page 21: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მდიდარი მომავლის იმედით ასულდგმულებდა. იმ დროს ატომური ბომბი იყო მოდაში და 14–15-ისა და ჭიჭია, როცა მამამისის ღამენათევ ფურცლებს ათვალიერებდნენ, გაუგებარ და მიუწვდომელ ნაწერებში და ნახაზებში, მათემატიკურ გამოთვლებში და უცნაურ განტოლებებში, თავიანთ წარმოსახვით ატომზე ძლიერ ძალას ჭვრეტდნენ და ბუნდოვანი იმედებით იბერებოდნენ. ნაომარი სოფლელებისაგან განსხვავებით, ჭიჭიას მამამ ბერლინიდან დიდძალი ნადავლი ჩამოიტანა – ნემსით დაწყებული, სხარტი, პატარა “მერსედესით” დამთავრებული. თავისუფალ დროს რუს-უკრაინელი სიძე ჭადრაკს ეთამაშებოდა 14–15-ისას. ძალიან სერიოზულად უდგებოდა საქმეს, თავი დაფაზე ჰქონდა დაკიდებული და ანგარიშობდა: ია ტუდა, ონ სუდა... ჭადრაკით შეხურებულები, პოლიტიკაზე გადადიოდნენ და საქართველოს თავისუფლებასაც შეეხებოდნენ ხოლმე. ეს მიკარება აკრძალულ თემასთან ორივეს ტრადიციულ იერსა სძენდა: ერთი რუსი იმპერიალისტი იყო, მეორე კი – თავისუფლებისმოყვარე ქართველი. ჭიჭიას მამა ტოლივით ეპყრობოდა 14–15-ისას, ჭიჭიას კი... კაკ ს პაცანომ... უცნაურია, რა თვისებებს ფლობდა 14–15-ისა, რომ ეს გარუსებული იმპერიალისტი, მთელ სოფელს რომ ზემოდან დაჰყურებდა, მას, არათუ თავს უტოლებდა, მუდამ გულღია მოკითხვით ეგებებოდა. ან იმას რა მიზეზი ჰქონდა, ან ეს რა ძალას ფლობდა ამისთანას!.. როგორ გაქრება ხოლმე მიზეზები და რჩება ცარიელი ფაქტები... ასევე გაუგებარია, რა უნდა ჰქონოდა იმ დროს 14–15-ისას სტალინის საწინააღმდეგო. ქართველი იყო ისიც, სტალინივით, თანაც ომი და გენერლები უყვარდა... ან რატომ ეჯავრებოდა რაიკომის მდივანი და მისთანანი?..… მიზეზები აორთქლდნენ, ფიტულები კი კომიკურად იყურებიან – აბა, მაშინ გენახათ!..

რა იყო მისი პროტესტის მიზეზი?.. პოლიტმეცადინეობები, პარტიული კრებები, კურსები, რაიკომის ბიუროები, რომლებზეც დედამისი უკრიტიკოდ, მაგრამ ძალზე უხალისოდ დაიარებოდა. ამას კი ეგონა, აღარ დაუბრუნდებოდა, საშინლად განიცდიდა დედის სახლიდან წასვლას. ცალკე ეჭვი კლავდა, ცალკე ითრგუნებოდა, ცალკე კიდევ აშინებდა პასუხისმგებლობა ღამის, სახლის და ჩაკუტებული ბებოს გამო, თორემ 8–10ისას, სტალინის საწინააღმდეგო მართლაც რა უნდა ჰქონოდა. სტალინი ხომ ბუნების ისეთივე მოვლენად ქცეულიყო, როგორიცაა ზამთარ-ზაფხული, მთები და მდინარე, სიცხე და ყინული, არც დასაწყისი რომ არ გააჩნიათ და არც დასასრული.

სხვა საქმეა 14–15-ისა. თუმცა, თანასოფლელების ფონზე, მეტი თუ არა, საკვირველი მაინც არის: როცა სკოლაში სტალინის სიკვდილი აუწყეს, შეიცხადა და თან ეუცხოვა ყალბი შეცხადების პირველი გემო. რაღაცნაირად აღეგზნო და თავის დამარტოვება მოუნდა. იყიდა სიგარეტი “იუჟნი” თუ “სევერნი” – ერთნაირები იყვნენ, ზომით ჩვეულებრივის ნახევრები – და წავიდა მდინარის გაღმა მოსაწევად. სახიფათო საქმე იყო, კაცმა არ იცის, ვინ მიუტანდა დედამისს ამბავს და... სამხიარულოდ რომ იყო განწყობილი, ამასაც დამალვა სჭირდებოდა.

ადამიანი, ყველა ასაკში განუწყვეტლივ ახლის მოლოდინშია... ბუნებაშიც კარგი დრო იდგა: ზამთარი მორჩა, ყინულმა დნობა იწყო, მალე გაზაფხული დადგებოდა.

21

Page 22: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, სახლი ყოველი სავსეა ლაპარაკით, ამოივსო თაგვის ბუნაგი, დაიტბორა რწყილის საძრომი, ჩაედინა ჭურჭელში, რასაც ცოტა მუცელი ჰქონდა და ჭურჭელმა იწყო ბუყბუყი... ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, არც წყენა ეტყობათ, არც სიხარული, არც მიზეზს ამბობენ, მიზეზი მკვდარია, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, ბავშვი და მოხუცი, ქალი და კაცი, ლაპარაკობენ რადიოში და სადალაქოში, ლაპარაკობენ მიტინგზე და ბაზრის სალაყბოში, დაიდორბლა ღობეები და გზის პირას მდგარი ხეები, ჩიტებმა შეწყვიტეს სრულიად გალობა, ზრდილობიანებმა გზა დაუცალეს უზრდელებს და გავიდა ლაპარაკი სახლიდან ქუჩაში და უტია გზა მთელმა ქვეყანამაც... იხილა ლაპარაკმა ეს და მოეწონა, გაიხარა, გაივსო, განივრცო, გაიმარჯვა და არღარავინ იყო თვინიერ იმისა, ნიკოფსიიდან ვიდრე დარუბანდამდე. გადასწორდა ლაპარაკით ხის ნუჟრი და მიწის ნაპრალი, ტყის ბუერაც კი ლაპარაკით აივსო და სამაგიეროდ, დადუმდა ყოველი და ხმა გაიკმინდა, რაც კი რამ ბგერობდა: წყარომ ტუჩზე იკბინა, მწყემსმა, რომ მღეროდა, თავში კეტი იცა, განერთხო ქვეყანა და გალაპარაკდა, სისინი, კიკინი ყეფას შეერია, – რა მშვენიერია, რა მშვენიერია, ჩინის ქვაზე აკი მიტომაც წერია, ეს ერი არა სხვა ერთა ფერია, არასაქმიერია, ლაპარაკმიერია... ძაღლის ყბითა, ძაღლის ყბითა, ძაღლური სულ-გულითა, ბავშვებს აძინებდნენ ძაღლისპირულითა...

14–15-ისას დროს ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი წყარო მოსახლეობის იდეურ-კულტურული აღზრდისა იყო რადიო. რადიო ეკიდა ყველგან, ერთნაირი, ფრთაჩამოვარდნილი ღამურასავით და განუწყვეტლივ მეტყველებდა. მსმენელს ისე ჰქონდა ყური მიჩვეული, რომ რაც არ აინტერესებდა, ის არც ესმოდა, არათუ ხელს უშლიდა საქმეში. ამ რადიოთი ცხოვრობდნენ – ისმენდნენ მუსიკას, თეატრალურ და ლიტერატურულ გადაცემებს, ცოცხალ პოეტებს, ცოცხალ მსახიობებს... 14–15-ისამ რადიოს წყალობით ყველაფერი იცოდა ქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე, განსაკუთრებით, ოპერის რეპერტუარზე, შემსრულებლებზე და გასტროლიორებზე... იმდენად, რომ როცა მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი – გამრეკელი – ქალაქში ჩამოვიდა, მისი მსმენელი 14–15-ისაც იყო: კომიკური ამ მგზავრობაში ის იყო, რომ მეზობლიანთ მდგმური ექიმის დედა, რომელსაც ქალაქში გააყოლეს 14–15-ისა, ოპერის თეატრში პირველად სოფლელ ბიჭთან ერთად მოხვდა და მეოთხე იარუსზე მჯდარმა, მასთან ერთად მოისმინა ოთხი სპექტაკლი – “რიგოლეტო”, “ტრავიატა”, “აბესალომი” და “დაისი”. 14–15-ისა, რა თქმა უნდა, თვითონაც ავარჯიშებდა ხმასდა მხოლოდ ტენორის რეპერტუარით არ კმაყოფილდებოდა. დიდად იზიდავდა ბარიტონის და ზოგიერთი ბანის პარტიაც, ნახევრად ზეპირად, ნახევრად ხმამიბაძვით იცოდა არიების რუსული ტექსტები, მათ შორის, თავადი იგორისაც, რომელიც საბჭოთა მოსწავლეებს შორის იმ დროს გავრცელებული წერილობითი ურთიერთობის გზით მოიპოვა.

– ხოლო მსმენელი? ვის შეეძლო ადგილიდან ფეხმოუცვლელად სმენა იმ ბარბაროსულად დამახინჯებული ჰანგებისა? ვის ევალებოდა ბულბულის გალობად სჩვენებოდა ვირის ყროყინი? ვის დაჰღრიალებდა ხოლმე თავზე ზედ გადამხობილი

22

Page 23: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

14–15-ისა: – დეზდემონა!.. დეზდემონა!.. ვინ იწვა ხოლმე იმ დროს საწოლში, გულწასულად მეოცნებე გადარჩენაზე?.. რა თქმა უნდა, ბებომისი, უახლოეს მეგობარს რომ ეწირებოდა.

რა მუსიკა აღარ ისმოდა ბელადის გარდაცვალების დღეებში: მოცარტის და ვერდის რექვიემები, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია, ჩაიკოვსკის კონცერტები, შოსტაკოვიჩი, პროკოფიევი, ფალიაშვილი... ქვა უნდა ყოფილიყავი, რომ გენერალსიმუსის დაკრძალვა ჩქარა მოგნდომებოდა. 14–15-ისას კი დიდად უყვარდა მუსიკა, განსაკუთრებით, ამაღლებული და ტრაგიკული. ამ ნიშნითაც იყო მისთვის ეს გლოვა ღირსშესანიშნავი, რომ არა მარტო სოფელი და მისი გარემო, როგორც რადიო იუწყებოდა, ხალხებიც მთელი დედამიწისა, აღივსნენ ტრაგიკული სულით, სიცილისა და ლაღობისაგან დაჩაგრულმა გლოვამ და უბედურებამ თავი ზე აღმართა, მხიარულება აიკრძალა, მაიმუნებს კუდები მოეკვეთათ, მოლაპარაკე ვირებს პირები ამოექოლათ, ებრძანა ყველას – უბედურები იყავითო!.. მოკლედ, სახალხო საქმედ იქცა რჩეულთა ხვედრი – ტრაგიზმი: – დურხ ლიდე ფროიდე.

საყოველთაო გლოვის სახალხო მოძრაობას პოეტებიც არ აკლდებოდნენ. აკლდებოდნენ კი არა, სულ მალე ისე წავიდა საქმე, რომ ვერ გაიგებდი, ბელადის სიკვდილი ატირებდა ხალხს, თუ ამ თემაზე შექმნილ პოეტურ ნაწარმოებთა ჯადო-სიტყვა, მით უფრო, რომ გარდაცვლილის ქართველობის გამო, ლექსებში თანდათან ეროვნულმა იდეამ იწყო გამოჟონვა. აქ კი ვეღარ გაუძლო 14–15-ისას გულმა და მგზნებარებით გამსჭვალული ასსტროფიანი პოემა გამოაცხო. სად გაქრა ეს ნაწარმოები, არავინ იცის. მართალია, ცალკე, საერთო რვეულში იყო, მაგრამ რაღა სულზე და სხეულზე დაწერილი ნაწარმოებები შემორჩა მის ავტორს, თუ რომ იყო გულწრფელი და საკუთარ პოლიტიკურ წარსულს არ დაჰკანკალებდა, ისევე, როგორც საქვეყნოდ აღიარებული კალმოსნები, რომლებმაც ასევე სასწრაფოდ და უჩუმრად გააქრეს სტალინის კვალი თავიანთ შემოქმედებაში.

პირი რომ დაიბანა და თმაც ჩაიჭუპჭუპა, დაიდგა წინ ძველთაძველი, პაპა-დედისძმის მრავალჩანახედი სარკე და წვრილკბილიანი სავარცხლით თმა საგულდაგულოდ დაივარცხნა, რასაც გადაფლესვას ეძახდა ბებომისი და იწყო სახის თვალიერება: მუწუკები, საბედნიეროდ, არ ჰქონდა.

როგორა ცვლის ხალისი ყველაფერს! ძალა გეძლევა, მხნე ხარ, ყველაფერი, რაც გარშემოა, გავსებს თავისი წილი სიკეთით. ხალისი კი იმედისგან არის, როგორც სხივი მზისგან. სამწუხაროდ, იმედი მუდამ რაღაცაზეა დამოკიდებული, მუდამ სასწორზე დევს და საფრთხეშია.

ამინდივით, თავისით იცვლება გუნება, თითქოს სხვაგან ცხოვრობდეს და იქიდან ეწვეოდეს კაცს. გუნება იმედის მტერიცაა და მოყვარეც და თვითონ კი იმითაა, რომ ცვალებადია. და მიხვდა 14–15-ისა, რომ ფრთხილად უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ ჰქონდა იმედი და იყო ძალიან ხალისიანი.

23

Page 24: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მთელი ცხოვრება ამ გზაჯვარედინზე ერთნაირი დილა თენდება. აქ გროვდება უბნის ნახირი, საქონლის პატრონები ენას პირველად აქ აახმიანებენ, მოლაპარაკეები ღობესთან მიდგებიან, აქ შეამხანაგდებიან, ვისაც ვისი ნახვა უნდა, აქ შეხვდება და წაჩხუბებითაც აქ წაიჩხუბებიან. აქვე აღმართავს მსურველი ტრიბუნასაც...

საქონლის პატრონები ნახირში რიგ-რიგით დადიან, რამდენი მსხვილფეხაც ჰყავს ოჯახს, იმდენჯერ ინახირებს და ამას “ჯერს” ეძახიან.

გამოსულა ნაავადარი კიმოთეც და დგას დამდურებულივით, ჯოხზე დაყუდებული.

– რა არის, კიმოთე, რამ გამოგიყვანაო – შეიბრალა ვიღაცამ.

– რა, და გუშინსამ გამოსულიყვნენ აქ ქალები და ჩემი რძალისთვის ეთქვათ, კიმოთეს ჯერ აკლავო... ამე-უქენ ენები!..

– არა, კაცო, შენ ჯერს როგორ დაიკლებდიო – ორაზროვნად დაამშვიდა ვიღაცამ, – ვითომ საჭმლის ჯერს არ დაიკლებდიო. კიმოთემაც არ დაახანა და ამის მთქმელს, სულაც რომ არ ითვლებოდა გონებამახვილ კაცად და ახლა გამოიდო თავი, სანაცვლოდ გადაუკრა:

– არა, მაშ!.. აქ ზოგ-ზოგა ისეთი ქალებია, რო ქმრებსა სტყვნენ...

აი, ასეთი დილა-ბინდის ხეივნით გასცდა ქუჩას და სოფლის ცენტრისკენ გაუხვია. ნახირი საძოვრებისკენ დაიძრა, მათი ორი ძროხაც, თითქოს ფეხს ითრევენო, ზარმაცად მიაბიჯებდა. ნახირს ბოლოში უგემური ზლაზვნით მისდევდა ბუღა, თითქოს უხილავი თოკით იყო ძროხებს გამობმული.

გუნება ხევსური ბეწინას დანახვამ გამოუკეთა. სახერხში ყარაულობა დაემთავრებინა და შინ ბრუნდებოდა. მაღალი იყო, ცარიელი ძვალი და ტყავი, უშველებელკეხიან, ნაიარევ ცხვირსა და უკბილობისგან ცისკენ წასულ ნიკაპს შორის დარჩენილი მცირე ადგილი ყურებს გაცილებულ ულვაშებს ეპყრა და მიდიოდა ბეწინაც ასეთი, დიდი ქონების პატრონივით დაფიქრებული და ფეხმტკიცე. მაგრამ 14–15-ისასთვის ყველაზე მომხიბლავი ბეწინაში მისი აზნაურშვილური სალამი იყო და როგორ გამოტოვებდა:

– გამარჯვება, ძია ბეწინ!..

– გაგიმარჯვასთ!.. – პასუხობდა ბეწინა სვიანად.

ბეწინას გამჭლევებული ხარის ქედივითა ჰქონდა გადახეხილი კისერი – ჭალისპირის მამულს რომ ახვნევინებენ ცალფა ხარს და უღლიდან გამოშვებული რომ მიალაჯებს ხოლმე შინისკენ დინჯი და უფიქრალი.

ხევსური ენაძუნწია, ფშაველი – ენაგაშლილი, იმ ზომით, როგორც იშლებიან მათი მთები...

24

Page 25: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ბეწინა რომ გესალმება – ძუნწად – გაგიმარჯვასთ! – ამით ღირსებას მოგაგებთ: თავსაც ღირსეულად თვლის და თქვენც, ამის იქით არ მიდის... ფშაველი გეტყვის – აა, დაგენაცვლე, ჩემ დროთა მაიყარე, გეეზარდე დედას და ა. შ., მაგრამ ამ სიტყვების იქით კიდევ სძინიათ ეშმაკებს... …

ბეწინას თვალიერებაში იყო სულ 14–15-ისა და, ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, ნახა კიდევაც, წვერსაკრავიანი რომ გამოვიდა სახლიდან მოსაფსმელად – ნაჭრით ჰქონდა ულვაშები აკრული და კეფაზე განასკვული. ეამა: – მე რომ სარკეში ვიყურები და ქოჩორს ვიყენებ ხოლმე და პრანჭია რომ მგონია თავი, აგე, ბეწინას რეები სცოდნიაო. ეგ ხომ ორასი წლის წინანდელი რაინდიაო... “წვერთსაპოხებიცა” აქვთ თურმე ზოგ-ზოგა ხევსურებს, საფიხვნოში დაჯდომის წინ, ულვაშზე და ტუჩებზე შემოიტარებენ და აიბზინებენ, ვითომ კარგი ნაკვებები ვართო და სათამბაქოე ქისასავით უფრთხილდებიან ცხვრის დუმის ნაჭერს. ესენი ხომ ღორს უწმინდურად თვლიან, ისევე, როგორც ციცას, არადა, სწორედ ეს სოფელ-სოფელ მოარული და სანავსოდ გაგეშილი ციცა მოჰპარავთ ხოლმე არაიშვიათად იმ წვერთსაპოხებს.

გამორჩეული და ასკეტური ცხოვრების წესის კვალობაზე, მდუმარე იყო ბეწინა ნიადაგ. რაკი იმის მხარეში სიტყვაძუნწობით ფასობდა ვაჟკაცი, იმასაც ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი წინაპართა ადათი. აქ კი, ამ მხარეში, სადაც იძულებით ჩამოასახლეს, სხვა ვითარება სუფევდა: აქ მხოლოდ სიტყვით და ლაქარდიანი ენით დარჩებოდა კაცი და ბეწინას სიტყვა კი “ჰო” და “არა” იყო, ან წინაპართა წმინდა და კანონიკური ანდრეზები, რომელთაც მკაცრად დანიშნულებისამებრ იყენებდა. მაგრამ, ეტყობა, აქაურ ბუნებას არ უნდოდა ამ კაცის ისე გადაგება და ყურმოუშორებლად უტრიალებდა, იქნებ რამე ვათქმევინოო.

სამხერხაოში რომ უფროსობა დაიჭირეს მამაძაღლობისთვის, მართალი ბეწინაც გაათავისუფლეს და ისიც გზის მუშად მოეწყო. ერთხელაც, მაღალ, დაბურულ ტყეში ახლად რომ გაჰყავდათ გზა, ტყის ფერდობის ბოლოს მშვენიერი წყარო აღმოაჩინეს. მოუნდათ საქმის მესვეურებს თავის გამოჩენა და ბეწინას დაავალეს, წადი, გაზომე, რამდენი მეტრი იქნება აქედან წყარომდე, რომ დაფა გავაკრათ თავის ისრითაო. წავიდა ბეწინა და მოიტანა ამბავი – სამოცი მეტრიაო. გააკრეს კიდევაც ისრიანი საგზაო ნიშანი, წარწერით “წყარო 60 მ”. რომ გაიმართა გზა და დაიწყეს დენა ზედ მანქანებმა, მრავალი დამაშვრალი ცდუნდა და დაუწყო წყაროს ძებნა, რაკი წარწერა ასე ახლოს მიანიშნებდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად: მთვრალები იჩეხებოდნენ, სუფთად ჩაცმულები ისვრებოდნენ, ქალები, კაცები, ბავშვები იკაწრებოდნენ, Bიღლებოდნენ და წყურვილმოუკვლელად უკან გაჭირვებით გამოიგნებდნენ ხოლმე გზას. ეს სახალხო იმედგაცრუება, რა თქმა უნდა, დიდხანსაც გაგრძელდებოდა და უკვალოდაც ჩაივლიდა, ერთხელაც რაიკომის მდივანს რომ არ მონდომებოდა იმ წყაროთი თავის დარწყულება. საკვირველი კია, მაგრამ, მანაც უბრალო ხალხივით ბევრი იარა, მათსავით დაიღალა, დაიკაწრა, წინადღის ნასვამზე გულმაც შემოუტია და შუა გზაზე მიატოვა ამ მიზეზით წყაროს ძიება და გაჭირვებით აბობღდა უკან. ამბობენ, მანქანაში რომ

25

Page 26: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ჯდებოდა, გამწარებულს ეთქვა: – კიდევ წამოყვეს თავი მავნებლებმაო!.. დაიბარა საგზაოს უფროსი და, სიტყვა რომ ვათამაშოთ, თავი კედელზე ახლევინა: “ ახლავე გაიგე, არის თუ არა იქ საერთოდ წყარო და თუ არის, ვინ მავნებელმა გაზომა იქამდე მანძილიო”!.. გამოიკვლია უფროსმაც და კვალმა ბეწინასთან მიიყვანა. დაიბარეს ბეწინა და ეუბნებიან: –კაცო, ორ კილომეტრშია წყარო და შენ სამოცი მეტრი საიდან მაიტანეო? – კაცურ ნაბიჯებით ას გაზომილიო!.. – იყო ბეწინას მოკლე პასუხი, რასაც ხანგრძლივი ხორხოცი მოჰყვა... ფშავლები იყვნენ საგზაოს უფროსობა და ჯეროვნად შეაფასეს ნათქვამი და შემდგომში ქვეყანასაც მოსდეს. ბეწინას არ ეამა ასეთი ხმა რომ დაუგდეს ფშავლებმა, არ უყვარდა ენალაქარდიანნი და ქალთა მიმყოლნი...

სოფელში წლების განმავლობაში ახალი არაფერი ხდებოდა. იცოდნენ ეს ამბავი სახელმწიფოს მესვეურებმაც და ხალხის გასალაღებლად ცვლიდნენ რაიკომის მდივნებს არაიშვიათად.

ახალი რაიკომის მდივანი სოფლის კულტურულ აღორძინებას შეეცადა და რაიკომის წინა არე ისე მოკაზმა, გეგონება, კულტურის ცენტრიაო. მდინარის კუდებში ერთი დიდი ლოდი იდო თვალსაჩინოდ, ბუნების საოცრება გეგონებოდათ, ის ჩამოატანინა, დიდის ჭირისოფლითა და უბედურებით. და დაასვენეს ლოდი ყვავილნართშორის და ჰკითხა ვიღაცამ ბეწინას, რას ერჩოდითო, ცუდად იდო, სადაც იდოო?.. და წამოსცდა დუმილისმოყვარე ბეწინას: –რაიკომის მდივანს მაუნდა თხილის სამტვრევადაო... და მოსდეს კვლავაც ენაგაგდებულმა ფშავლებმა ეს ამბავი ქვეყანას და გადაჰყვნენ კიდევაც თავანთ ენას, რადგან სამაგალითოდ დასაჯა ისინი რაიკომის მდივანმა: რევიზია მოუწყო და ყველას დასაჭერად გაუხადა საქმე. ბეწინას ნათქვამი კი დარჩა და დარჩა, ცას გამოეკერა და იმეორებდნენ მას მავანნი და მავანნი, როგორც კი იმ ლოდს დაინახავდნენ. და გასცდა ამ მიზეზით ჩია რაიკომის მდივნის სახელიც სოფელს და გაითქვა ქვეყანაზე საბედისწეროდ, რადგან ლოდისათვის ფარდის ჩამოფარება აზრად არავის მოსვლია.

წავიდა 14–15-ისა, რა თქმა უნდა, დედამისგამოცილებული. უბრად იარეს გზაჯვარედინამდე, მერე მარცხნივ გაუხვიეს, ცენტრისკენ, სადაც ავტობუსების სადგური იყო. მარჯვნივ, უფრო დავიწროებული გზა ნახირსჩამორჩენილი ბუღას მუქ-ნისლისფერ გავას გაევსო და ასეც კი შეაშინებდა კაცს, არა თუ იმის წარმოდგენა, რომ შემობრუნებულიყო და შენკენ წამოსულიყო!..

მაშინდელივით, 8–10ისა რომ შეეჩეხა ორღობეში...

ეტყობა, თოთიაანთ ძროხას უტრიალებდა და გაავებული იყო, ღობე რომ უშლიდა. ამ დროს 8–10ისამაც უდარდელად შეუხვია ორღობეში ცხენ-ჯოხის ჭენებით და შიშს რომ ერთ ადგილზე არ გაეყინა, შეიძლება, ბუღას რქებზეც წამოგებოდა.

სხვაფრივაც ხიფათიანი იყო 8–10ისა. ერთხელ, ზედ სკოლაში წასვლის წინ, აღმოჩნდა, რომ ბებომისი ჩაფსმული იყო. დატრიალდნენ 8–10ისა და დედამისი. – აბა, ჩქარა, გამოვუცვალოთ ყველაფერიო! გამოუცვალეს. დედამისმა, დანარჩენი

26

Page 27: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

შენ იციო, მე მასწავლებელს ვეტყვი, რომ დაგაგვიანდებაო და გავიქცევი, რომ მეორე გაკვეთილს მაინც მივუსწროო. 8–10ისაც ასე მოიქცა, ყველაფერი მიალაგ-მოალაგა, აკოცა ბებოს, რომ თავი დამნაშავედ არ ეგრძნო და სკოლაში გაიქცა. გაუხვია თუ არა მთავარ ქუჩაზე, მარჯვნივ, რაიკომის მდივანი არ მოდიოდა უკაცრიელ გზაზე!.. ისეთი მკაცრი იყო, საერთოდ, რაიკომის მდივანი, რომ, როცა სამსახურში მიდიოდა, იმის შიშით ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ იყო ხოლმე. ეზო-ეზო დადიოდა ხალხი, ყველას ეშინოდა, არ ეკითხა, რატომ სამსახურში არა ხარო? ჰოდა, მოულოდნელად 8–10ისას წინ არ აღიმართა!.. თავდახრილმა იცოდა სიარული, რადგანაც ბევრი საფიქრალი ჰქონდა სოფლის გამო და შუბლქვემოდან სჩვეოდა გამოხედვა ბუღასავით. ახლაც ასე ჰქნა, წინა ხელის თითით რომ მიიხმო: – რატომ აგვიანებ სკოლაში? – თითქოს ფუღუროდან გამოუბერესო, ისეთი ხმით იკითხა...

8–10ისამ, რა თქმა უნდა, სიტყვა ვერ დაძრა. რაიკომის მდივანმაც ცოტა ჭანგები მოუშვა და ოდნავ რბილი ხმით ჰკითხა, რომელკლასელი ხარო. აქ კი 8–10ისასაც მოეშვა გულზე, რადგან რაიკომის მდივნის უმცროსი შვილი მისი კლასელი იყო, – მეორე კლასშიო, უთხრა თამამად. იმან კი: – წადი ახლა და მეტჯერ აღარ დააგვიანოო!..

მთელი ამ განსაცდელის ჟამს 8–10ისა მაინც ხედავდა, როგორ შეშინებული იჭყიტებოდა დოიაანთ დედაკაცი ფანჯრიდან და სიამოვნებას ჰგვრიდა, რომ მის გმირულ თავგადასავალს მოწმე ჰყავდა.

ავტობუსების სადგურშიც 14–15-ისა და დედამისი ერთმანეთისგან შორი-შორს გაჩერდნენ. დედამისს ვიღაც მოსაუბრე გამოუჩნდა, ის კი გარეთ გავიდა, სადაც ავტობუსი უნდა მომდგარიყო. ავტობუსის სადგური ერთი მოზრდილი ოთახი იყო, კარი და ფანჯარა ჰქონდა გვერდიგვერდ, შიგნით პირდაპირ ტროტუარიდან შეგეძლო შესვლა. ადრე აქ პურსა ჰყიდდნენ.

მოულოდნელად სინდისის ქენჯნა ეძგერა 14–15-ისას, იშვიათი სტუმარი ამ ასაკისთვის, სახელიც რომ არ იცის: – ნეტა სად მივდივარ, რამ ამტეხა, ხომ არ დავაბრუნოთ ნეტა ბილეთი, თანაც, რა ძვირი ღირებულა, ოცდახუთი მანეთი, რამდენ რამეს ვიყიდდით ამით, ახლა კიდევ ჩემი სისულელისთვის ვხარჯავთ. საღამოზე, დედაჩემი ძროხების წველას რომ დაიწყებს, ბოჩოლებს ვინ დაუჭერს, ან ძროხებს ვინ დაუდგება მერე!.. ან ბებოჩემმა რა ქნას, დაჩვეულია და ჩემ სკოლიდან მოსვლამდე ითმენს, ტახტქვეშ უდგას სუდნო, დედაჩემი რომ დაგვიანდეს სკოლაში და ბებოჩემს რომ მოუნდეს სუდნო და ასაღებად გადმოიხაროს საწოლიდან, სუდნო კიდევ ტახტქვეშაა ცოტა ღრმად შეწეული და ესეც რომ გადმოიწიოს და გადმოვარდეს ლოგინიდან, როგორც ერთხელ დამხვდა, გადმოვარდნილი, გაუბედურებული რომ ეგდო იატაკზე და ისე რომ იცდიდა...

ბებომისი ხომ იმ დღეში იყო, ეს კიდევ ძაღლივით მშიერი...

27

Page 28: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

სამაგიეროდ, როგორი ბედნიერები შეიქნენ ორივენი, რომ დაბანა და გამოუცვალა, რამდენი იცინეს და იმხიარულეს... მაშინ უთხრა 14–15-ისამ ბებომისს: – ბავშვი რომ იფსამს, იციან, რომ გაიზრდება და აღარ ჩაიფსამს, შენი მომავალი რაღა არისო?.. – მიწაა ჩემი მომავალიო!.. – მიწა კი არა, მოგარჩენ და ბერტას მაგივრად ჩაგაყენებ დახლში, ჯერ დავბეჭდო ლექსები!.. შენ კიდევ, როცა მოვალ, კანფეტი და გალეტი მაჭამე ხოლმე...

ასე შეთანხმდნენ.

სადაც ადამიანის ფიქრი და გონება ურევია, იქ, რა თქმა უნდა, თვალთმაქცობაც მყუდროდ გრძნობს თავს, მაგრამ ამ სინდისის ქენჯნაში 14–15-ისა მართალი იყო, რადგან, როგორი ამაღლებულიც გინდა ყოფილიყო მისი ფიქრი, სინამდვილე მაინც იმდენი იყო, რამდენიც ფიქრი და ორივენი კი – საიმედო თავშესაფარი ერთმანეთისთვის. საერთოდ კი, რა სინამდვილე ჰქონდა, რომ ადვილად ვერ გაჰქცეოდა და რა ფიქრები, რომ ვერ გამოჰქცეოდა...

მოკლედ, როგორც სინდისის ქენჯნამ ამოუტრიალა ყველაფერი და განებივრებულ მეტიჩარად წარმოადგენინა თავი, ისევე თავდაცვის ინსტინქტმა ყველაფერი დაულაგა და დაუშოშმინა: – რატომ არ უნდა წავიდეს, სულ გაჭირვება და უბედურება ხომ არ შეიძლება, აგე, რა ეწერა 8–10 წლისას – “ყველაზე ძნელია, პურის რიგში რომ მოგეფსმებაო...” ცოდო არ იყო, ერთი ბეწო ბალღი!

თითქოს რაღაცამ წამოუარაო ცას, დაუბერა დასავლეთის ქარმა და ქოჩორი აუშალა ცოტათი, ამას კიდევ, ოღონდ ქოჩორს ნურაფერი აუშლიდა!..

– ბიჭო, შენ სულელი ხომ არა ხარ?.. ვინ არის შენი “ცოდო”, ცოდო შენა ხარ, რომ, რაც არ გინახავს, იმაზე ლაპარაკობ. ტყუილად კი არ ამბობდა ბებოჩემი, მაძღარი ბალღები თამამებიაო, შენც გაუთამამებიხარ თეთრი პურის ჭამასა, სად გინახავს შენ, პური რომ იყიდებოდა აქა, სად შეესწარი? პურის სიყიდლად აქ მე დავდიოდი, 8–10ისა, შენ არც პურის რიგი გინახავს და არც წუნწუხივით პური გიყიდია ტალონებზე. დამდგარხარ აქ სტუდენტივით და გინდა, დაგინახოს ვინმემ... მე კიდევ რამდენჯერ გავწუწულვარ ოფლში, ისე გაივსებოდა ხოლმე ხალხით ეს ოხერი ოთახი, ჰაერი აღარ იყო, გესუნთქა. შემოდიოდა და შემოდიოდა მყიდველი, გარეთ აღარავის უნდოდა დგომა: – მოიცათ, ხალხო, რეზინისა ხო არ არის, ეს ოხერი, ხო ხედავთ, ვერ ვეტევითო, ჰაერი აღარ არის, ლამის გულწასულები ვეყუდებით ერთმანეთსაო.

მარცხენა კედელს ქალების რიგი მისდევდა, მარჯვენას – კაცებისა, ბავშვებისთვის ორგანვე შეიძლებოდა, შუაში კი არეულობა იწყებოდა, აღარც ქალი ახსოვდა ვინმეს და აღარც კაცი, ბექიორას მორევივით დუღდა და ფუოდა რიგი, ერთი-ორჯერ მოვხვდი შიგ და კინაღამ დავიხრჩვე. წელებამდე ძლივსა ვწვდებოდი შემოტკეპნილ ხალხსა, სუნთქვა შემეკრა, ვიღას ახსოვდა, ბავშვი რომ ვიყავი! ყვირილით რომ ვერაფერს გავხდი, კოჭებში ბათინკის წვერი დავაყარე, ბავშვი ყოფილაო, მაშინ კი თქვეს!.. მერე ჭკუა ვისწავლე: ეს სულელი ხალხი, რაკი

28

Page 29: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

დახლის შუაში იდგა გამყიდველიც, იმას უსწორდებოდნენ და დახლს ისე უტევდნენ. მე კი კედელს მივყვებოდი ძრომა-ძრომით და დახლს შეუმჩნევლად, ზედ ხელჩავლებული, ცურვა-ცურვით ვეპარებოდი; ხან ისე შეტრიალდებოდნენ, ხან ასე, გამწარებული მყიდველები, მეც ტანს ვაყოლებდი მათ მიქცევ-მოქცევას და უცებ გამყიდველის წინ აღმოვჩნდებოდი ხოლმე. შემომხედავდა გაკვირვებული, ისიც ოფლიანი და გამწარებული და თითქოს გამარჯვებას მილოცავდა. …ბიჭი ომიდან არა ჰყავდა დაბრუნებული და, დაფიცებული ჰქონდა თუ რა იყო, ერთ გრამს არ აკლებდა მყიდველს. ახლა იმ ნაჭრებიანი ბუხანკის გამოტანა ჭირდა ხოლმე რიგიდან. ისევ ჭიდაობა გჭირდებოდა კაცს, ისევ იდაყვების ქნევა. მაგრამ ამ პურის ნაჭრებს ის სიკეთე ჰქონდა, რომ, სახლისკენ წამოსული, კელიაანთ მათხოვარა ბავშვებს ვაძლევდი ხოლმე... ტალონებზე ხან პურს არიგებდნენ, ხან მჭადს, სინამდვილეში კი, ტყუილად ერქვათ ეს სახელები: არც ერთი იყო პური და არც მეორე მჭადი...

– პური გირჩევნიათ თუ მჭადიო, – ვკითხავდი ვიღაცისგან გაგონილის მიხედვით, და როგორც თუთიყუშები, მომიგებდნენ: – ბაბაც გვიყვარს და ჭაჭიაცაო... გული მოგიკვდებოდა. შიმშილისაგან გალეულები, ძონძებივით ეყარნენ სახლის წინ. – ე ბალღები როგორი გამხდრებიაო – სისულელით დასცინოდა ზოგი ამათ დედას, – ერთი მოვიცალო, როგორ დავასუქოო, – პასუხობდა ისიც, ცალკე ბუნებისგან ისედაც დაჩაგრული და ცალკე გაჭირვებითა და შიმშილ-სიცივით სულ მთლად გაუგონთურებული...

რაც სისულელე ჩამიდენია, სულ მეტიჩრობით მომსვლია. ეს პურის რიგიც ჩემი მეტიჩრობა იყო. დადიოდნენ მშვენივრად ოლა დეიდა და დედაჩემი. გამოუვლიდა ოლა დეიდა დილაუთენია, შემოსძახებდა დედაჩემს – სახლში შემოვიდა ერთი-ორჯერ და დაგვიანდნენ – და წავიდოდნენ, თან პური მოჰქონდათ, თან ათასი ამბავი. მაგრამ გახდა ერთხელ დედაჩემი ავად და მე წავყევი, უთხოვნელად, მე თვითონ გამოვიდე თავი.

ოლა დეიდას ხუმრობა უყვარდა. პურზე წასასვლელად რომ გამოგვივლიდა, აივანთან მომდგარი სტვენით გვეხმიანებოდა, წწწსიუწწწსიუ... ხან ვიგებდით, ხან ვერა... შემოვიდოდა, რა მოგივიდათ, ტყუილად ვუსტვენო?.. არ ვიცოდით, თუ უსტვენდიო... ბარაქალა, თუ სხვაფრივაც ვუსტვენო, ყოჩაღ მეო, ისე ხომ გავგიჟდებოდიო და ჩემს რძალს გავახარებდიო, ისემც ეგ გაიხარებს თავისი ჯანითაო... აბა, წავიდეთ სტვენა-სტვენითა და სირბილითა, რომ არ გავიყინოთო.

იმ წელსაც დიდი ზამთარი იყო, იმხელა თოვლი დადო, რომ ღობეები აღარა ჩანდა, მერე გაყინა კიდევაც და ზედ ნაქარზე დავდიოდით მე და ჭიჭია ერთმანეთთან, აღარც მეზობლების ეზოები იყო და აღარც იმათი საზღვრები, სუ გააერთიანა სოფელი თოვლმა. მდინარეც გაიყინა, გაისარკა, ვსრიალებდით, შუკოებს ვაღუებდით, კუკუხოებითაც მაგრა ვეცემოდით. ერთხელ მე და ჭიჭიას ნაქარი ჩაგვიტყდა და თოვლში ჩავიძირეთ, რო ამოვედით, ვთქვით: რო დავკარგულიყავითო!...

29

Page 30: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ამაზე ადრე, ძალიან პატარამაც ვიმეტიჩრე და კარგადაც ვზღე: იმ დროს, ფარდების ნაცვლად, ფანჯრებზე გაზეთებს ჩამოჰკიდებდნენ ხოლმე. ჩვენც ასე ვიყავით. საღამოხანზე დედაჩემი გაზეთებს ჩამოჰკიდებდა ახალშეორთქლილ ფანჯრებს და ფარდებივით იყო. ერთხელაც, მივიდგი დაბალი სკამი ფანჯრის რაფასთან, ავბობღდი და, ვაი-ვაგლახით, მაგრამ მაინც, ფანჯრებზე გაზეთები ჩამოვკიდე, ვითომ, დედაჩემს გავახარებ-მეთქი. ის იყო და ის, ფანჯრებზე გაზეთების ჩამოკიდება ჩემი საქმე გახდა.

ომი რომ დაიწყო, მე ახალი გაჩენილი ვიყავი, მაგრამ კავკასიას რომ მოადგნენ, ის კი მახსოვს, იმიტომ, რომ მთელ სოფელს შენიღბვა უბრძანეს. ღამით ფანჯრებზე ლოგინის გადასაფარებელ ადიალებს ვკიდებდით, შუქი რომ გარეთ არ გასულიყო, არ დავენახეთ გერმანელებს და არ დავებომბეთ. ერთხელ, ნავთი არ გვქონდა და, როგორც კი დაბინდდა, დავწექით. დედაჩემმა მაინც ჩამოაფარა. – დედი, რად გინდა, სახლში ხომ მაინც ბნელა და მაიტა, ჩვენ დავიფაროთ ეგ ადიალები, ცივა-მეთქი, ვუთხარი. – არა, შვილო, აგე, ვიღაცეები დაიჭირეს ჩამოუფარებელი ფანჯრებისთვისო, გვიშპიონებენო... ყოველღამ დაფრინავდნენ გერმანელები. – მზვერავებიაო, – იტყოდა დედაჩემი. ვაიმე, ვინმეს რომ ენთოს ახლა შუქი! – ვფიქრობდი ხმამაღლა და ყური ბებოჩემისკენ მეჭირა – აბა, რას მეტყვისო... ბებოჩემი კი დუმდა.

– შენ მაგას კი ნუ ლაპარაკობ, შენ ის იფიქრე, მთელი დღე რომ თოვლსა ზილავ, დაგიშრება ეგ ბათინკები დილამდე?!

– მოიცადე, მოიცადე! – ჩაერია ლაპარაკში 14–15-ისა, თითქოს უცებ გზაზე გადაუდგაო... მე დედაჩემსა ვკითხე და არ ახსოვდა. შენ თუ გახსოვს, წითელი ბათინკი რომ მოგიტანა ერთხელ, ერთი ცალი, იმისი ამბავი?

– ეზოში ვიჯექი. ჩქარა მოვიდა დედაჩემი. წითელი ბათინკი მომიშვირა, ჩაიცვი, როგორ გექნებაო! კარგა მქონდა, თვითონაც გამისინჯა, გამომართვა, მეორესაც მოვიტანო. მალე მობრუნდა და მითხრა, გაუყიდია ის მეორე ბერტასაო. წითელი ბათინკი იყო, სულ ღუოდა.

– კარგი, ის ბერტა ვინ იყო?

– ბერტა რუსსა ჰგავდა, მაგრამ ქართველი იყო.

– ქართველი კი არა, ებრაელი იყო.

– მე რა ვიცი... – კი, მაგრამ, ის ცალი ბათინკი ვინ იყიდა, ვის რად უნდოდა ცალი ფეხსაცმელი...

– მე რა ვიცი... ცალფეხებიც ხო არიან... ცალფეხიშვილებიც ხოა გვარი...

– ვინ გახსოვს, აბა, ცალფეხა?

– რა ვიცი, აბა,… ხომ არიან...30

Page 31: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– ერთი ერთმა ცალფეხამ იყიდა და მეორე კიდევ ბერტამ დადო მაღაზიაში სხვა ცალფეხასათვის?! არიქა, სხვა ცალფეხა ისე არ დარჩესო?!

– ბიჭო, მაღაზიაში ფეხსაცმელი იმიტომ კი არ არის, რომ ვიღაცამ იყიდოს აუცილებლად. მაღაზიაში ფეხსაცმელი უნდა ეწყოს, გაიგეე?!

ბოლო ნათქვამი 8–10ისას თვითონაც არ გაუგონია, რადგან 14–15-ისამ სიცილი და ნაძალადევი მანჭვა-გრეხა იწყო.

მე სასწრაფოდ აღვიმართე გასაშველებლად:

8–10ისა გაბრაზებულია, თითქოს არ მოსწონდეს 14–15-ისა როგორიც გაზრდილა. თითქოს, გულში ადარებდეს თავისი დროის 14–15- წლის ბიჭებს, აღმა-დაღმა რომ არღვევდნენ ბექიორას მორევს.…

– თქვენ ორივე ერთი ხართ! – კინაღამ შვილობით მივმართე, მაგრამ დროზე ვიაზრე, თორემ ყველაფერს ავრევდი, რადგან სინამდვილეში, ისე ვუყურებდი, როგორც სხვებს, უცხოებს და იმის დაჯერება, რომ ეს ჩემი ბავშვობა იყო, რომ ერთნი იყვნენ ეს ორივენიც, უფრო მიჭირდა, ვიდრე რაიმე მხატვრული გამონაგონის სინამდვილედ მიჩნევა.

8–10ისამ უცხოსავით ამათვალიერ-ჩამათვალიერა, თავისი დროის კაცებს შემადარა გულში და ნათქვამიც ზერელედ მოისმინა.

ჭიკაიძე გაახსენდა, ბებომისის ნათესავი რომ იყო, ცხვრის ფერმის გამგე: რო მოიჭრებოდა ხოლმე ამათთან წელიწადში ორჯერ მაინც, სოფელზე ცხვარს როცა გაატარებდნენ სამთაბაროდ, გახურებულ იორღას ღობეზე მიაბამდა, ხმაურით შემოვარდებოდა ეზოში და: – აბა, დედისდავ, როგორა ხართო, გადაკოცნიდა ყველას გაუპარსავი პირ-ყბით, ბებომისს ბალიშქვეშ ფულს შეუჭუჭკავდა, ცოტას კიდევ იხმაურებდა და მასპინძლები რომ არ შეეწუხებინა, როგორც მოვიდოდა, ისევე ჩქარა გავარდებოდა.

უყურებდა ხოლმე 8–10ისა, ცხენს რომ წამისად მოახტებოდა, რომ მოსწყვეტდა ერთახმით და წამსუკან გაუჩინარდებოდა.. და უყვარდა 8–10ისას ის მტვერი და მთელი დღე ეამაყებოდა ასეთი სახელოვანი ვაჟკაცის სტუმრობა.

ნეტავი, ისინიც თუ ისევე მხედავენ, როგორც მე მათ – დაბინდულ შუშაში. აგერ, ის აკაციები, უხსოვარ დროს მოსწავლეებს რომ ჩაგვამწკრივებინეს მთელ ქუჩაზე, განა თავის ნერგებსა ჰგვანან?.. ისე ვართ ჩვენც, სხვადასხვახეები.

…როგორც მწყემსი გაიხსენებს თავისი ცხვრის ბატკნობას, ისე კაცი თავის “ბავშვობას”... ერთადერთი, რაც გვაერთიანებს, ჩვენი დედაა, რომელსაც ჩვენს გარდა სხვა შვილი არა ჰყოლია და ჩვენ – სამივე – ერთხელა გვშობა... ეჰ, ცოცხალი ადამიანისა რა ვთქვი, რა შეუძლია ცოცხალ ადამიანს! სიბრძნე მხოლოდ თაროებს უხდება.

31

Page 32: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და ვიგრძენი საშინელი სიცარიელე: მარტო დავრჩი მე – მესამედი. როგორც მიწიდან მესამედზე ამოძიძგნილი ბალახი, ცხოვრების შხამიანი ჰაერი რომ მოხვდება. ეს შუქი, ეს სინათლე, ეს სინამდვილე, მოსაკლავად მოღერებული შენს ფესვებზე და შენს წარსულზე...

მათ ნაწერებს რომ ვკითხულობდი, პირველად მაშინ გამიუცხოვდნენ, ისე სხვადასხვანი იყვნენ, რომ, როგორ შემეძლო, არ შემენიშნა ასეთი რამ და განსხვავებულ ავტორებად არ მეღიარებინა... ახლა ისინი ბნელი შუშის მიღმა არიან და ელიან, როდის ჩავხედავ. არ ვიცი კი, რამდენად ახარებთ მათ ეს ყველაფერი, მაგრამ მგონია, რომ მხარს არ მომტეხენ,…რაკი ყველას ერთად გვემუქრება დავიწყება. დედის ნახვის სურვილმა გვაიძულა, პირი შეგვეკრა და ერთად შეგვეტია დავიწყებისთვის, რადგანაც, მართალია, ვიცით, რომ უბრალო მოკვდავნი ვართ, მიზანი იმდენად წმინდაა, რომ სულაც არ გვესაჭიროება არაადამიანური ძალები.

წერა, ხშირად, თავსმოხვეულ ორთაბრძოლასავითაა, ჯერ ხმალს უწადინოდ იღებ ქარქაშიდან და მერე ჩაგება აღარ გაგონდება. ცხოვრებაც ასეა. ასეა მიზანიც.

სოფლის ცენტრში ერთი პატარა მოედანია. ამ მოედანზე, სამი სხვადასხვა უბნიდან, სამი ქუჩა შემოდის. აქვე, ადრე ავტობუსების სადგური იყო და მე, სტუდენტობისას, ქალაქში მიმავალი ავტობუსის მოლოდინში, მუდამ ერთი და იმავე სურათის მოწმე ვიყავი ხოლმე: მზიანი დილაა. სამივე ქუჩიდან, თითო-თითოდ თუ ჯგუფ-ჯგუფად, მოედანზე მოსწავლეები მოედინებიან, რათა შემდეგ ერთ ნაკადად შეერთებულნი სკოლისაკენ დაქანებულ სწორ გზას დაადგნენ. მოედანი გზაჯვარედინიცაა, სამსახურში და საქმეზე მიმავალთა უმეტესობამაც აქ უნდა გაიაროს, ამიტომ ეს ადგილი მუდამ ხალხმრავალი და საქმიანია.

და მეც სწორედ იმ ადგილზე ვდგავარ, სადაც გზა დაბლდება და ქვევით, სკოლისაკენ ეშვება, ასე რომ, მოედანი ოდნავ შემაღლებულ სცენას წააგავს. და აი, თითქოს სცენაზე მთავარი გმირი შემოვიდაო, მოედანზე გამოჩნდა ქართულის მასწავლებელი – ჩაცმულობითაც და გარეგნობითაც ყველასგან გამორჩეული. გამოჩნდა და უმალვე ბავშვების ნაკადში მოექცა. ბავშვები კი ბლომად არიან. მოედნის ყელიდან არც თუ ისე ფართო ქუჩაზე გამოსულნი, ღარში მოქცეულ წყალივით მჭიდროვდებიან, მასწავლებელს ეკვრიან და შუაში იქცევენ... და ისეთი სურათი იხატება, თითქოს მასწავლებელი კი არ მოდის – ბავშვების ნაკადს მოჰყავს ზეამართული – თეთრი იალქანივით.

ანგელოზების გუნდში ჩამდგარივით მოდიოდა იგი, გულზე ქალწულებრივად წიგნებმიხუტებული. ის იყო მაღალი და ლამაზი. ოქროსფერი თმები მზეზე უბრწყინავდა. სიყვარულით პასუხობდა ბავშვების უამრავ მისალმებას, ისე, რომ არც ერთი მაძებარი თვალი არ გამორჩენოდა და მიაბიჯებდა მათთან ერთად, მათი ხმით, მზით, უმშვენიერესი დილით გულგახარებული.

32

Page 33: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მიდიოდა ამაყი და თავმდაბალი, უბრალო და ამაღლებული. მთელი სიცოცხლე ამაღლებულის ტყვეობაში იყო, თაყვანს სცემდა სილამაზეს და რაკი ამ დილაშიც ის უზენაესი სილამაზე ევლინებოდა, თავს ნებას აძლევდა, ბედნიერი ყოფილიყო.

ყოველი სილამაზე ისარს ახვედრებდა მის გულს – წყარო, ტყე, მინდორი, მხატვრული სახე, მეტაფორა, მზე, ზეცა, ლიტერატურული გმირი, დაწნული ღობე, ფრინველი, ყვავილი...… ზოგიერთი ამათგანი ხშირად ერთადაც მოიყრიდა თავს, რათა სილამაზის ამ მხევლისათვის სამაგიერო მიეზღო და ზეიმი გაემართა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ზეიმის შემდეგ თქვა მან: “სიკვდილი არ მინდა. იმიტომ კი არა, რომ მეშინია, იმიტომ, რომ ეს სილამაზე ისევ იქნება და მე ვეღარ დავინახავ”.

და აი, მოედანზე მდგარმა, უცებ აღმოვაჩინე, რომ მრავალი წლის განმავლობაში, მზეში და ქარში, თოვლში და წვიმაში – პროვინციის წვიმაში – პოეტური ქოლგით, მხიარულიც და სევდიანიც, ავადმყოფიც და გულნატკენიც – ქართულის მასწავლებელი ერთი და იმავე ქუჩით ამ მოედანზე გამოვიდოდა, აქ მოსწავლეების ნაკადს შეუერთდებოდა და სკოლისკენ მიმავალ გზას დაუყვებოდა. ასე იყო სიკვდილამდე.… ასე იქნება სიკვდილის შემდეგაც. მით უმეტეს, რომ ასევე თეთრ აბრეშუმგადაკრულ კუბოში ესვენა, როცა იგივე გზა გაატარეს სასაფლაომდე.

ასეთი მასწავლებელი წარმომესახა მე და თანავუგრძნე 14–15-ისას, რომელსაც ისარივით მოხვდა გულზე მისი დანახვა, რადგან შეეშინდა, რომ ახალი შეგონებების მოსმენა მოუწევდა. მაგრამ მასწავლებელი ალერსით მიაჩერდა გაბუტულად მდგარს, არაფერი უკითხავს, დედამისს დაუდგა გვერდით და სიყვარულიანი თვალებით ათვალიერებდა ყოველივეს.. მერე, თითქოს, გულმა ვეღარ გაუძლოო, მომღიმარი სახე მიუტანა ყურთან და ჩასჩურჩულა:

– გაიზარდა მართვე შევარდნისა, უებრო და მშვენიერი შეიქნა და ამაღლდა ცად და უცხო ჰაერს შეერია... აწ მეშინია, თავისივე მსგავსი არ პოვოს იქ და ძველი ბუდე აღარ მოეწონოს. უებრობა და სიმარტოე ძნელია!..

14–15-ისას ტკბილად გაეღიმა ამ სიტყვებზე. მასწავლებელს ძალიან უყვარდა ძველი ქართული ლიტერატურა და რაიმე შემთხვევის გამო იცოდა სხვადასხვა ადგილის თავისუფალი ციტირება. ხშირად, ძველის ასეთი გახსენებით თითქოს მოსწავლეებსაც ჩააგონებდა, “ცხოვრება სულ ასე იყოო...”

– წავედითო!.. დაიძახა ვიღაცამ და ავტობუსიც დაიძრა.

შვება იგრძნო 14–15-ისამ. შვება და სიხარული იმისა, რომ სადღაც მიდიოდა... წავიდა ბოლებ-ბოლებითა და ჩვეული ჯაყჯაყით ავტობუსი, მალევე გამოსცადა ანგრეულ გზებზე თავი და გასცდა სოფელს. ფანჯარასთან იჯდა. წნორიანს რომ გაუსწორდნენ – ადრე ამ ადგილს “ჭყანტიანს” ეძახდნენ, მერე წნორები დარგეს, ჭაობი ამოაშრეს და ადგილსაც “წნორიანი” შეერქვა – დამოუკიდებლობა იგრძნო

33

Page 34: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და პასუხისმგებლობა, როგორც 8–10 წლისამ, როცა სოფელს გამომცდარი, აქ დამარტოხელდებოდა ხოლმე და თავისუფლად ამოისუნთქავდა, მაგრამ თან ეშინოდა იმ სიმარტოვის გამო: შორს სახლიდან და ახლოს სურვილებთან.

და გაჰყვა 14–15-ისას კვალს გზაც, როგორც კი დაიძრა ავტობუსი და მისდევდა გვერდით ყოველიც, რაც კი რამ იყო გზის აქეთ-იქით და რაც მას დიდი ხანია ჰქონდა ძალიან მობეზრებული. ავტობუსი ბუნების ისეთ ლამაზ ადგილებში მიიმტვერებოდა, რომ მისი პირველად მნახველი უცხო ვინმე კრუსუნს დაიწყებდა, ადგილობრივი კი გაამაყდებოდა. ხოლო 14–15-ისა იჯდა, როგორც ყრუ და ბრმა და ცის ძაფს ეკიდა და ასდევდა სულის კვამლით და კვლავაც ჩამოსდევდა... რისი დაწერაც არ შეიძლება, იმისი არც ყურება ღირს და არც ცოდნა: ვაჟა-ფშაველას მერე ბუნებაზე წერა თავმოყვარეობის უქონლობაა, “ჩხიკვიც” კი არ უნდა თქვას პატიოსანმა მესიტყვემ, არა თუ “შვლის ნუკრი”, 14–15-ისას კი ორ საქმეში უნდოდა, უფლება ეგრძნო – სიყვარულში და პოეზიაში. მაგრამ ვერ ეღირსა: ქალს უკვე მოესწრო ვიღაცის ყვარება, პოეზია კიდევ უარესი სოფელა იყო. ბუნებაც 14–15-ისამდე უთვალავის ხელში იყო გამოვლილი და წარსულს ეკუთვნოდა. ამიტომ, პოეზიასაც, თუ არ უნდა წარსულად იქცეს, ბუნებას არ უნდა ემსგავსოს... და მოსდევდა კვლავაც გზა 14–15-ისას, ჭრელი ძაღლივით დაუჩნდებოდა ხოლმე წყალდამშრალ ხევებში, ჩრდილიან აღმართებზე უშველებელ ბუერებში მოძუნძულებდა და იფიქრა, ბაწარი უნდა გამომება და ისე წამომეყვანაო... ან იქნებ აღარ მომდევსო, აბა, გადავიხედო ფანჯრიდანაო: გზა მეცხვარეების ქოსა ნაგაზს ჰგავდა, ფარას რომ მისდევს ხოლმე ნაპირ-ნაპირ.

14–15-ისას ადევნებული გზა ხან ისეთი ხრამის პირზე გაივლიდა, რომ მთელი ავტობუსი ერთ შეკავებულ სუნთქვად იქცეოდა. მხოლოდ ის არ ფიქრობდა გადაჩეხვაზე, რადგან მისთვის წარმოუდგენელი იყო კატასტროფა იქ, სადაც იგი მოსალოდნელია... მოცურდა ავტობუსი ერთხელაც, ყინულიან აღმართზე, წავიდა, წავიდა და, იცოდა, სადაც მიდოდა, სადაც მარტო ყორნები თუ ჩააღწევენ და მგზავრებისთვისაც არ იყო ეს დაფარული და იყო შიში გაშეშებულ-გაქვავებული... მხოლოდ ერთი რაინდი არ ძრწოდა და დუმდა გაკერპებული, თითქოს ხედავდა ზედ ხრამის პირზე თოვლში ჩაფლულ, ფერდობიდან ჩამომზღვლეულ ლოდს, სხვათა თვალისთვის უჩინო რომ იყო და ავტობუსს რომ გადაარჩენდა.

განა ბუნების მშვენიერებას კი ვერა ხედავდა? ხედავდა და იცოდა კიდევაც, მაგრამ ყველაფერში მხოლოდ თავისას ეძებდა და დანარჩენს კი გამოტოვებდა. ამ მიზეზით, შემდგომში იგი კარგა ხანს შეწყვეტს წერას და ხანგრძლივად უბედურიც შეიქნება, როცა ძალზე გაუგრძელდება უაზრო წანწალი. მაგრამ ახლა, ავტობუსში მჯდარმა მხოლოდ ის იცოდა, რომ აქ, ამ უბირ ადგილას, კატასტროფა არ ეწერა. და ბუნებაც, სკოლაში ნასწავლი დიდი მწერლების საზეპიროებივით, ტკბილად ჰქონდა ყელში ამოსული და გზაც, რომ მოსდევდა, ისიც. არც იმას ითვლიდა, მის ზურგსუკან ზამთრის დღეები რომ იყვნენ გამზადებულნი, თოვლი რომ დადებდა მძიმედ და სოფელი კუბოსავით დაიკეტებოდა. G

34

Page 35: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

14–15-ისამ გამოუხედა სოფელს და დაემშვიდობა, არც სიტყვით და არც ფიქრებით, მარტო გულის კრთომით. წინ გრძელი გზა ედო და დრო ბევრი ჰქონდა ფიქრისთვის. ბოლო, რაც დაინახა სულიერთაგან, ჭალისაკენ მიმავალი ცხენის ურემი იყო, რომელსაც ჯაშიაანთ კაცი მიუძღვოდა.

სწორედ ეს ადგილები უყვარდა 8–10სასაც, მდინარემდე გაშლილი მწვანე ბუსნოები, პალოზე დაბმული ცხენები, ხბორების საბალახოები, თავისუფალი სივრცე, რომელიც მდინარის პირას თავდებოდა, ახალი თავგადასავლების პირას.

როგორც ეს ჯაშიაანთ კაცი იყო 14–15-ისათვის ბოლო სოფლელი, ისე 8–10ისამაც, ერთხელაც, სწორედ ამ ადგილას რომ მიდიოდა, უცებ ქალაქისაკენ მიმავალი რაღაც უცნაური მანქანა შენიშნა და დააკვირდა. მანქანა დახურული იყო, პატარა გამოჭრილი სარკმლიდან ვიღაცა ხელს უქნევდა და ეძახდა: – ეე, ბალღოო, კარგა იყავი, კარგა!.. ისე გამწარებით ეძახდა, თითქოს, არიქა, ამას თუ არ გამოვემშვიდობე, დავიღუპებიო. თურმე, ციხეში მიჰყავდათ საწყალი ჯღუნე და 8–10ისას, როგორც მშობლიური კუთხის ბოლო შთაბეჭდილებას, ბოლო წვეთს და ცის ბოლო ნაჭერს, ისე ეთხოვებოდა. ჯღუნე უარყოფითი პერსონაჟი იყო სოფლისა და 8–10ისას არც ეკუთვნოდა ასეთი გულმხულვარება, მაგრამ ძნელია, როცა მშობლიურ მიწას ეთხოვება კაცი,…ტკბილი და ახლობელია ყველაფერი, პალოზე დაბმული ცხენიც და მასწავლებლის შვილიც.

კვლავ მძიმე ნერწყვივით შეაწუხა შვებამ და სიხარულმა: როგორც იქნა, დასრულდა ხანგრძლივი დავა დედასთან, რომ მისი წასვლა ქალაქში საჭირო და აუცილებელი იყო. იცოდა, დედას სულაც არ უკვირდა მისი ახირება, არც წინააღმდეგი იყო, მაგრამ, ჯერ ერთი, “პატარა”იყო, მეორეც, მათი ოჯახი დამძიმებული იყო იმის ხსოვნით, რომ ახალგაზრდა კაცი შეიძლება წასულიყო სახლიდან და შინ ცოცხალი აღარ დაბრუნებულიყო. მის დაბადებამდე, დედის ძმა იმისი ასევე აღეგზნო ქალაქში წასასვლელად, რათა მულსა და დედამთილს გარიდებული ცოლი შინ დაებრუნებინა... საკმაოდ გრძელი გზა ფეხით იარა და, ქალაქთან სრულიად ახლოს, სოფელ ნაკოდარში მოკლეს. მოკლეს სრულიად უაზროდ, რადგან მაშინაც არეულობა იყო ქვეყანაში, მაშინაც იარაღი ეჭირა ყველას ხელში და საკუთარი სამართლით მოქმედებდა, განუკითხაობით ხელებგახსნილი. თუმცა, კარგა ხნის წინ დაემართა ეს უბედურება ოჯახს, მაგრამ ამ მხარეში ცოცხალ არსებასავით ჰყავდათ მიჩნეული მიცვალებულები, არ გამორჩებოდათ არც სანთლის დანთება, არც მოხსენიება და არც ვახშმის სურნელის მიგებება. “შენი პაპა-ბიძის ხელთამც იყოსო” – ეტყოდნენ დედა ან ბებო, როცა გაშლილ სუფრას ხელწაღმა სანთელს შემოატარებდნენ.

– ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთო, შენის მოცემით, შაუნდენ ჩვენ მკვდართა ძველთა და ახალთა; თქვენამც მოგივათ, ჩვენო მკვდარნო, დადგმული ტაბლა, ანთებული სანთელი...

35

Page 36: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

8–10ისა ცდილობდა წარმოედგინა, როგორ მისდიოდათ მიცვალებულებს ცხელი ხინკლის ორთქლი, ან სანთელმიმაგრებულ ტაბლაზე დაწყობილი ქადა-ნაზუქის სურნელი. ალბათ, რა ძალაც ჭიანჭველებს აგებინებს მიწის გულში, აქა და აქ, იატაკზე თაფლის წვეთია დაღვენთილიო, იგივე ძალა აგებინებს მიცვალებულებსაც. …

დედის ძმის ბედი გავლენას ახდენდა 14–15-ისას წასვლა-წამოსვლაზე, დაგვიანებაზე, სადმე დარჩენა-დაღამებაზე,…იმდენად, რომ, როცა 23 წლისა გახდა, ანუ დედის ძმის ბოლო ასაკისა და 24-ში გადადგა, იფიქრა, ას წლამდე აღარაფერი მომივაო და მოისვენა სიკვდილის შიშისაგან.

ნაკოდარის მიმართაც სხვა, უცხო გრძნობა ჩამოუყალიბდა, რომელიც არც ზიზღი იყო, არც მტრობა – მხოლოდ პირქუში სევდა დაეცემოდა ხოლმე. ის ადგილი უსიამივნო იყო, თუმცა კი, ქალაქთან უახლოესი და ამდენად, მგზავრებისთვის სიმშვიდის მომგვრელი. ნაკოდარი და ნაკოდარელები იმის დედის ძმის მკვლელობასთან არავითარ კავშირში არ იყვნენ. კარგი ბიჭობისთვისაც კი შეიძლებოდა მოეკლათ მაშინ კაცი, მაგრამ ადგილს ერქვა ნაკოდარი და, როცა წლების შემდეგ, სოფელი ნელ-ნელა შეთხელდა და ერთ გავლაზეც სწორი გზაღა დახვდა მის ადგილას, ისეთი რწმენა შეექმნა, თითქოს ცოდვამ უყო სოფელს ეს ყოველი, ცოდვამ აღგავა მიწის პირიდან და ისიც ადგილს აკუთვნებდა ამ ცოდვას, ადგილი იყო დამნაშავე. ეს მოწითალო-მონაცრისფრო ნიადაგი, ფიცხელი, უღიმღამო, უთვალისჩინო.… სხვა სოფლებიც ენახა ასეთ ხრიოკზე, მაგრამ საკუთარი სახე ყველასა ჰქონდა. ეს კი ადგილი იყო მხოლოდ და მხოლოდ, ადგილი, სადაც ცოდვა მოხდა და იმიტომაც, პატარ-პატარა სახლები ჩანდა აქა-იქ, თითო-ოროლა საადრეო ხეხილით, თითქოს დანაშაულმა დააკნინაო. პატარა ხიდს გადახვიდოდი – მანქანა ფრთხილობდა – ძველდროინდელ ხიდს და გასცდებოდი უსახო, მტვრით დაფიფქულ სახლებს, თითქოს ნაჩქარევად რომ შეეკოწიწებინათ ალიზით და არა ქვითკირით აეგოთ, როგორც სჩვევიათ მკვიდრ მოსახლეებს. აქაურებს კი თითქოს ხელიც არ გაუნძრევიათო რაიმეს შესაცვლელად. სოფლელი აქ პირველად შეეყრებოდა სხვა ფერის თიხა-მიწას, ტალახსაც კი რაღაცნაირი წებოვანება და ლაბო ჰქონდა: ადგილი ენიშნებოდა, ადგილი იყო დამნაშავე.

მარტო გზა როდი მისდევდა ძუნძულით 14–15-ისას ქალაქისკენ, სადაც დაკარგულ კაცად კი არ უნდა წარმოჩენილიყო, არამედ დედის ძმის სკამიდან წამომდგარ ყმად, რომელმაც თავისი ბედი იცის წინასწარულად და კი არ თხზავს მეყსეული თავგადასავლებით, არამედ გზასავით ნაწერს მიჰყვება, რომელიც ძალიან შორია, ძველია, უხანოა და ამიტომაც კაცის სისხლში და აგებულებაში სუფევს და არა წიგნში.

მიჰფრიალებდნენ თან ფურცლები იმ დაუწერელი წიგნისა, იმ საგვარტომო ანდრეზებისა, რომლებიც საუკუნეები არსებობდა ზეპირი გადმოცემებით, მაგრამ ვერ ეღირსა თავის უმეროსს, რომ სხვათაც ენახათ ზარნიშიან წიგნში შეკრული, პირის ქარით მოტანილი იმ დროიდან, როცა ღმერთმა ამ ცამდე აღმართულ

36

Page 37: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მწვერვალთა კალთებზე სვილი მოფანტა და ამოიზარდნენ ასერიგად სვილისფერი ვაჟკაცები, 14–15-ისას უუძველესი წინაპრები, რომლებსაც, გარდა გმირობისა და გამძლეობისა, ღმერთისგან სხვა არაფერი არ დაევალათ. ესე უნდა ეცხოვრათ: ქორივით, არწივივით, მგელივით, ამათი სახელები უნდა რქმეოდათ და მათთვისვე უნდა მიებაძათ... მაგრამ ამ კლდეპრიალა სახელოსნოებში მარტო ტან-მუხლი კი არ ისხმებოდა და იჭედებოდა... მყინვართა ერთურთს მიშვერილ სარკეებში, ჯიხვების სამეფოებში, ორბების, შევარდნების, ქორ-ძერათა და ყვავ-ყორანთა საბოინოებში, რაკი სიმღერის ხმა ზვავებსა და მთებს ჩამოყრიდა და ცეკვასაც არ ექნებოდა დასატრიალებელი, რადგანფეხისთვისაც არ იყო აქ ბილიკი საკმაო და სანდო და მიწაც სულ ედავებოდათ, აქ რომ მკვიდრობდნენ, განთუ დედასავით ეცუცქებოდათ... ამიტომ იყო, რომ აქ, ამ სვილიანში და ქერ-ოქროიანში, კლდიანში და ჭიუხიანში სიმღერისა და ცეკვის სანაცვლოდ, ნამდვილი სიტყვა აღმოცენდა, ნამდვილ-კლდე და ნამდვილ-არწივი, დაემატა ჭექა-ქუხილი, ცის-ხორხოში, ზეცის-მედგარი და სიტყვის ძალით მკურნალობდნენ სულით სნეულთ სამკოჭაო დროშის ჩრდილის ქვეშ, რადგან ამ მთა-კლდეთა ნაოჭიან მოფარებულებში, სულ ტანს ირთავდნენ და ქსოვდნენ მახეებს ეშმაკნი და მაცილ-კაოტნი, დევ-დედაბერნი და ქაჯ-მანდილოსანნი და მარტოოდენ სიტყვითა და პირის ქარით განირთხმებოდნენ... ხედავდა კაციც თავის საკუთარ სიტყვის ძალას სხეულებრივ, ცა-მიწიანად, განა მხოლოდ თავის ცარიელ ხელებს და სხვა არაფერი დარჩენოდა, რომ ქრისტე-ღმერთს მინდობოდა და ელოცა თავის ჯვარ-ხატნი.

სათნოებისა და გულმოწყალების მქადაგებელ ქრისტე-ღმერთს თავიანთი რიხიანი ღვთისშვილები უმატეს, რომ გაეძლოთ ამ პიტალო კლდეებზე და სასტიკი სიცოცხლე ღვთის მადლი ჰგონებოდათ: ჰაუ, ჰაუ, ჰაუ!.. მე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის ხთისგან. თქვენ რო ჩემათ ყმათ აღარაად გააჩნიორთ, მკლავი-მკლავს გამისწორეთა-დ კისერი კისერს, მე აისივ ძალი და შაძლებაი მაქვ.

ჰაუ, ჰაუ, ჰაუ!.. ჩემს ურჩსა, უწამებელს, ჩემი ცხრაფესვიანი მათრახით მიწასთან გავასწორებ.

14–15-ისას წინაპრები დიდი მეცხვარეები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლაშარის ჯვრის ყმებად ითვლებოდნენ – ლაშარის ჯვრის ყმებს კი სხვისი ყმობა წესად არ მოუდიოდათ – და თაყვანს სცემდნენ საერთო და სათემო ხატებს, მათ, ამ საამაყო წინაპრებმა, თავის მხარეში, ანუ ფშავში, სამი ეკლესია ააგეს და ერთგულად ყმობდნენ ქრისტე ღმერთსაც და ღვთის შვილებად მიჩნეულ წინაპრების ხატ-სალოცავებსაც. თუმცა, ეს ყველაფერი წარსულია და 14–15-ისამ ანდრეზით უნდა დაუბაროს შთამომავლებს. როგორც მისმა პაპა-დედის ძმამ მოიტანეს, მასაც არა აქვს უფლება, დაკარგოს ის, რაც იცის თავის გვარზე, იმის წარსულზე, რომ გზა არ გადაუკეტოს მომავალს. 14–15-ისას პაპა კალატოზიც იყო და დურგალიც. ერთ დროს სოფლის არჩეული მამასახლისიც ყოფილა. სულ რამდენიმე ფურცელია შემორჩენილი მისი ცხოვრების მძიმე წიგნისა: ეს ოინი მაგრა იცის ცხოვრებამ – გაცხოვრებს ადამიანს და ორ ფურცლად დაგაგდებს. ალბათ ამიტომაც

37

Page 38: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

უფრთხილდება შთამომავალი იმ ორ ფურცელს, დაჰკანკალებს, იმეორებს და ზეპირად იცის.

პირველი ცოლი ბარელი ჰყოლია, ალბათ წყევლა თუ გამოჰყვა თავის სოფლიდან – პატარძლობაშივე მომკვდარა. დედისერთა ყოფილა და სხვა მზითვებთან ერთად Gვაშლის ნერგიც მოჰყოლია, რომლის ვარჯებზეც შემდეგში ბევრი შარვლის უბე გაუცვეთია 14–15-ისას. შვილის სიკვდლის შემდეგ დედამისი თურმე იმ ვაშლის სანახავად ამოდიოდა. პაპამისიც, თავისი ანდერძით, იმ ქალის გვერდით დაუკრძალავთ. 14–15-ისას დედის ძმა ეკლესიის ეზოში დამარხეს, მაგრამ მერე ეკლესიაც დაანგრიეს და მიწაც გადაასწორეს, ასე, რომ 14–15-ისას დედის ძმის საფლავი დაკარგულია.

ეიფორიამ გაუარა. დასცვივდა ოცნებები და პასუხისმგებლობა იგრძნო, დაჰკრა მოსალოდნელი ამბების სუსხმა: როგორ უნდა ჩასულიყო ქალაქში, როგორ უნდა ეპოვა მეგობრის სახლი. გასართობად კი არ მიდიოდა – საქმეზე! ოცნება კი არა, რეალობა ელოდა და ამიტომ, იმასაც იმსახურებდა, რომ აი, აქ, ნაკოდარის ამ ციცაბო დაღმართზე დაეკარგა მართვა ავტობუსს, ამოტრიალებულიყო ჰაერში, გადაჩეხილიყო და რაღაც ისეთი მომხდარიყო, რომ მეორედ დაბადებულიყო ამ კატასტროფიდან. სიკვდილიდან შობილიყო ახლად.

შესაძლოა, ბუნდოვნად ხვდებოდა, რომ იმ რაღაცის, იმ კატასტროფის თუ იმ სიკვდილის სახელი და საძიებელი იყო – სურვილი, ადამიანს რომ ეხმარება ახალდაბადებაში. სხვად გასახდომად მიდიოდა, ეტყობა, სხვა გახდებოდა და სხვად დაბრუნდებოდა.…

– რა მეწისქვილესავით გაგთეთრებია თმაო – შეეგება მეგობარი და ამ ზაფხულს სოფელში რომ სიცილი შეწყვიტა, გეგონება, ის განაგრძოო, ეზოში შეუძღვა.

–აბა, რა იქნება, საცერივით დაცხრილული ავტობუსით რომ იმგზავრებ, როგორც გარეთ იყო მტვერი, ისე შიგნით!.. ეზოში წყლის ონკანი ჩანდა და იმას მიაპყრო მზერა. მიუხვდა მეგობარი და წყლისთვის თავი შეაშვერინა, შავი ყვინტლები გადმოსცვივდა ცხვირიდან, როგორც “ფუი, შენი!” კიდევ კარგი, ეს ცხვირის ლორწო მაინცა აქვს ადამიანს თავისი...

14–15-ისა უცებ რაღაც უილაჯობამ შეიპყრო, ამაოება და სისულელე იგრძნო თავისი მგზავრობისა, ხალისმა ზურგი შეაქცია, როგორც იქ, ავტობუსის მოლოდინში, როცა უეცრად დაბერილმა ქარმა ქოჩორიაუშალა, ნალოლიავები ქოჩორი, და, როგორც უაზროდ ამოვარდა, ისევე უაზროდ დაიკარგა აღმოსავლეთისკენ. “დასავლეთის ქარი რო ამოვარდება – ამბობდა ბებომისი – მოგონებები მეწყება, გავბალღდები და სულ ერთთავად მამის სახლში ვტრიალებ”. ბებომისი ისე შეეჩვია… ამ აზრს, რომ ხანდახან გაახედებდა კიდევაც შვილიშვილს გარეთ, გახედე, ხეების წვერები მიმოდიან და დასავლეთის ქარი ხომ არ ადგაო?.. –…წარსულის ქარია, ბებო, წარსულისა, დასცინოდა ესეც და არ უწყოდა, რომ ცრურწმენები ადამიანს ნუგეშისთვის მოუგონია, რომ ადამიანისთვის ყველაფერი –

38

Page 39: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

სიყვარული, სურვილები, მოგონებები – რაც სიცოცხლის სიმსუბუქეს შეადგენს – გადარჩენისთვისაა, გაძლებისათვის, გაქცევისათვის. “ვიძინებ, რათა გავიღვიძო”, “მღვიძავს იმის იმედით, რომ დავიძინებ”.

სიმარტოვე კი არ იგრძნო, რაღაც იგრძნო და არ იცოდა რა, მაგრამ თითქოს უცებ გაახსენდაო, ეთქვა ტანისაგან: სოფელშიც ერთი არა ვარ! ერთი ვარ, მარტო კი არა, ერთი ვარ. აქაც ერთი ვარ და ყველგანაც ერთი ვიქნები.

ყველაფერი დასრულდება, ამბავიც, თავგადასავალიც, ომიც, მშვიდობაც, ქვეყანაც და სამყაროც კი, მაგრამ არასოდეს დასრულდება ერთი ადამიანი, დიახ, ერთი! ამიტომ ვმღერი მე ერთ ადამიანზე, რადგან მე ეს მერგო, ერთი ადამიანი და ის უნდა გამოვთქვა. მე არ მერგო არც ამბავი, არც თავგადასავალი, არც ქვეყანა, არც ხალხი და ისინი არ უნდა გამოვთქვა. მე მერგო ერთი ადამიანი. ერთს – ერთი.

სულ ერთი იზრდებოდა 14–15-ისა. ერთხელ, ღამით, ვიღაც მეშურნემ გზაჯვარედინზე მდგარი ცაცხვის უკნიდან ქვა ესროლა და წარბზემოთ შუბლი გაუტეხა. ჩაიჩოქა მუხლებზე, ხელისგული სისხლით გაუთბა. მთვარე იყო. ხის ჩრდილი იფარავდა, დაყვირება მოუნდა, მაგრამ თავისმა ერთმა დაადო პირზე ხელი და თავი აგრძნობინა. მიწა ჩაეცუცქა, პირველად იგრძნო მისი არსებობა. “ერთმა უნდა გადაიტანო ყველაფერი! “ – იმ ქვით თითქოს ეს ეთქვა. კიდევ ეთქვა: ვისაც ვარდებს არ ესვრიან, ქვანი ვარდობენ!

იგრძნო 14–15-ისამ, რომ დაიწყო თვითონაც და მისი ამბავიც და მაგრად დადგა მიწაზე. და ამოიშალნენ სახეები მისი ღრუვიდან და დაულაგდნენ მთელს სხეულზე, სადაც ვისი ადგილი იყო: მგელმა დაიჭირა მგლის ადგილი, ტურამ – ტურისა. იყვნენ სხვებიც – ძერა-არწივი, ყვავი, ბეღურა... გულკეთილები, გულავები, ნაწერიცა და წაკითხულიც. სულ 357 გასაღები ჰქონდა 14–15-ისას იმათ კარ-უჯრათა.

სახელოვანი პოეტის ცოლი იდეალურად წარმოესახა, თითქოს ყველა საუკუნეში ასეთი ქალი იყო “პოეტის ცოლი”, თითქოს ეკატერინე ჭავჭავაძეც ასეთი იყო, ასეთი იყო პუშკინის ცოლიც. ასეთი ქალები განეკუთვნებოდნენ ხოლმე დიდ პოეტებს, ასეთი იყო იდეალი, რომელიც სიყვარულს იმსახურებდა. “ასეთი ქალი უნდა უყვარდეს პოეტს!” დაასკვნა საბოლოოდ, ისევე გულუბრყვილოდ, როგორც დაასკვნიან ხოლმე დიდი პოეტის სამშობლო ადგილის მონახულებისას: – ასეთ ადგილას რომ დაიბადები, დაწერ კარგ ლექსებს, რა თქმა უნდაო.… “დაწერს, აბა რა, ასეთი ლამაზი ცოლის პატრონი” – სცადა გაფიქრება – თუმცა კი, სახიფათო იქნება ლამაზი ცოლი, ალბათ, ბევრს ეჭვიანობს ადამიანი, მაგრამ დაე, იეჭვიანოს, ეჭვი ხომ სიყვარულისთვის მოიგონა ღმერთმა, როგორც უჰაეროდ არ დაიწვის სანთელი, ისევე ვერ დაენთება სიყვარული ეჭვის გარეშე. …

წიგნი რომ წამოიღო, კიბეებზევე დაიწყო კითხვა, აბა, რა წამიწერაო სახელოვანმა პოეტმა, მოასწრო გამაგრება გულისა და წაიკითხა: “შესანიშნავ და ნიჭიერ ახალგაზრდას, იმისი სურვილით, რომ კიდევ ერთხელ ესახელებინოს ჩვენს

39

Page 40: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ლიტერატურაში თავისი დიდი სეხნია.” აღაფრთოვანა ასეთმა წარწერამ, სიტყვების ასეთმა თანმიმდევრობამ და, რაც უმთავრესია, გამოხატულმა აზრმა და სურვილმა. ჩამორბოდა კიბეზე, ჩამორბოდა ბედნიერი, როგორც არასდროს, ჩამორბოდა, რადგან ქვემოთ ცარცივით თეთრი ციკო ელოდა.

მიასკდა და მიახარა, ვინც ერთგულად ელოდა ამდენ ხანს, თუმცა კი, ჯერ მხოლოდ საკუთარი თავით იყო გატაცებული, ჯერ მხოლოდ წარწერას შეჰხაროდა. ციკო კი “ვინმე” იყო, ვინმე ახლობელი, რომელსაც მისი ბედნიერება უნდა გაეზიარებინა. იმ წუთებში 14–15-ისა იყო სამყაროს მთავარი, რადგან ახლა, დედამიწაზე, არავინ იყო მასავით ბედნიერი, ისიც კი დაავიწყდა, რომ, როგორც გულს აღუთქვა, დანახვისთანავე პოეტის ცოლისთვის შეედარებინა ცარცივით თეთრი.

“კარგი წარწერააო”, უთხრა და დადუმდა, ერჩია ის აღენიშნა, დიდხანს რომ ელოდა და 14–15-ისა მიხვდა, რომ სიხარულის გაზიარება ისევ დედამისისთვის მოუწევდა და რაღაცნაირად, რაღაც წამით, ენიშნა, რომ ცარცივით თეთრ ციკოს ნაკლებად აინტერესებდა ეს ამბავი. მაგრამ, როგორც ყოველთვის, იმ წამს არ დაუჯერა, საკუთარი აღტაცება ანუ, ის, რაც პატივმოყვარე გულს მოფხანდა, ამჯობინა იმწამის მოჭორილს – თითქოს ცარცივით თეთრ ციკოს ეფიქროს, რომ რაღაც წაუმატეს, გული გაუკეთეს, როგორც ბავშვს წაახალისებენ ხოლმე. სინამდვილეში, წარწერა იყო წრფელი და ნამდვილი შეფასების გამომხატველი. 14–15-ისა ამ გზაზე უნდა დამდგარიყო, პოეტი უნდა გამხდარიყო, ამ გზისთვის არასოდეს გადაეხვია.

“გინდა, ჩემთან წავიდეთო?..” წეღანდელივით ახლაც გაიხსნა წამი და ეთქვა: “ამას უნდა, ვიღაცეებს აჩვენოს შენი თავი,” მაგრამ, წეღანდელივით არ დაუჯერა იმ წამს და წაჰყვა. წაჰყვა მშვენიერ, ქალაქის ძველ უბანში, რომელსაც ყველაფერი განსაკუთრებული ჰქონდა, სუნიც კი და ჰაერის ფერიც კი.

პირველად ადიოდა მესამე სართულზე, პირველად ადიოდა დახვეული კიბით და ოთახში რომ შევიდა და სკამზე დაჯდა, უკვე მთვრალი იყო. განცდებისგან ენად გაიკრიფა, ხუმრობდა, ანცობდა, უცებ თავი ავტორიტეტად წარმოიდგინა და იგრძნო მხარდაჭერა და წაქეზებაც: აი, ასეთი უნდოდა ის ცარცივით თეთრ ციკოს და მაგიდასაც დიდებივით მიუსხდნენ. თუმცა გრძნობდა, ისე ექცეოდა, როგორც სოფლელ ახლობელს, რომლისგანაც სიკეთე ახსოვთ და სამაგიეროს უხდიან, რომ მიუხედავად მისი “პოეტობისა”, “ნაკითხობისა” და იმისა, რომ შეყვარებულები იყვნენ, ის, პირველ რიგში, სოფლელი ბიჭი იყო, რომელიც ცარცივით თეთრმა ციკომ ზაფხულში გაიცნო.

ამასობაში, სრულიად შემთხვევით, შემოურბინა თანაკლასელმა. ნახშირივით შავი გოგო იყო, გრუზათმიანი, ეშხიანი, ალუბლის ტუჩები ბროლის კბილებზე რომ დაუთრთოდა, ლოყაზე და ყელზე ხალები ესხდა. მაყვალივით თვალებს ტურფად აელმებდა ... 14–15-ისას მისმა ერთგულმა წამმა უმალ ამცნო ზარ-ზეიმით, რომ ის გოგონა მის სანახავად იყო მოსული, რომ ისაა, ვისაც აუცილებლად თავი უნდა

40

Page 41: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მოაწონოს, თუ უნდა ცარცივით თეთრი ციკოს გულის მოგება. თუმცა, ასეთი ვაჭრული ენა მისი გრძნობებისთვის უცხო იყო, ცოტა ხანში მაინც დარწმუნდა მათ სიმართლეში. 14–15-ისას უცებ ბევრი სალაპარაკო მოაწვა, მოუნდა ნახშირივით შავი გოგო, მისი ამბავი. ცარცივით თეთრი ციკოც კი გადაავიწყდა, რომელსაც ძალზე აინტერესებდა, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა 14–15-ისა მის მეგობარზე. გოგოების ამბავი ხომ მოგეხსენებათ, ყველას ერთი და იგივე ვიღაც მოსწონს, მაგრამ იძულებულები არიან, სხვა და სხვა აირჩიონ, გემოვნებას სწირავენ ბუნების წეს-კანონს... ზომავენ და წონიან, ანგარიშობენ, გაუშვან თუ არა ხელიდან ბედის მაძიებელი, ან რა სახის კომპრომისებზე ღირს წასვლა... საკითხავი აი ესა აქვთ. 14–15-ისა ასეთ რამეებში ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში, ერთადერთი, გულწრფელობით შეეძლო მოეტყუებინა კაცს. მას ისიც კი უგრძნია, რომ თვითონ ადამიანი კი არ ტყუის, ტყუის ის, რაც ადამიანში განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

ჩამორჩენილი სოფლელი ბიჭი არ იყო, შეეძლოთ ეთქვათ გასამართლებლად – “ნაკითხიაო”, “განათლებულიაო”, გარეგნობაზეც რაღაცას შეთხზავდნენ, ვინმეს ისეთს მიამსგავსებდნენ წაკითხულიდან ან ნანახიდან, თვითონაც რომ ბაძავდა. ალბათ პოეტის მეუღლის წამიერი ყურადღებაც სწორედ ამ “რაღაცის” გამო მიიქცია, რაღაც ისეთით, რითაც ადამიანი გაერთობოდა, გაუთლელობით, თუნდაც, რაიც ეგზოტიკურობადაც შეიძლება აღიქვას მაყურებელმა, თუ როლს გონიერი გაუთლელი თამაშობს.

ასეა. რაც უნდა მეტი იყოს სოფელში ადამიანი, ქალაქში ის მაინც სოფლელია. აქაც ასე იყო, რა თქმა უნდა, თუმცა კი, მალე მხიარულება გაიმართა ნამეტანი და ასე რომ გაგრძელებულიყო საათი ერთიც, შესაძლოა, მასა და ნახშირივით შავ გოგოს შორის უფრო მეტი სიახლოვეც დამყარებულიყო. ცარცივით თეთრმა ციკომ იგრძნო ყოველივე და თავისი უფლებები გაიხსენა, გაიხსენა, რომ 14–15-ისა მას ეკუთვნოდა და არა მის მეგობარს და ცოტა ხანში გაისტუმრა კიდევაც.

აივანზე რომ გაჰყვნენ გასაცილებლად, ნახშირივით შავმა ეშმაკურად მიაჭყიტა მაყვლის თვალები თოკზე გაკიდულ, პატარა, საყვარელ ტრუსიკს და თამაშით იკითხა – ნეტა ვისიაო?.. და გადაიკისკისეს უდარდელად თეთრმაც და შავმაც.

– უცებ მეკითხება შავი, წასვლის წინ, უნდა, რაიმეთი გამამასხროს. – ფანჯარაში ყურება არ გიყვარს?.. – არა-მეთქი, ვუთხარი და დაველოდე, რას იზამდა.

– ჩვენ გვყავდა ორი კვირა სტუმრად ჩემი ხნის სოფლელი გოგო და იმას უყვარდა, სულ ფანჯარაში იყურებოდა.

– აა, თვალებს უჭყიტავდა ბიჭებს, არა?.. აქა ვარ ბიჭებო და ყველაფერიც მაქვსო, ისე ნუ გამიშვებთ, რააო, ჩემი ქონება რომ არ იხილოთო... თუ არა და, სასწავლებლად რომ ჩამოვალ, მაშინ ავინაზღაურებ, რაც მითმენიაო. სოფელში ვთმენულობო, მაინც საშიშიაო, იმიტომა ვდგავარ მთელ დღეს ფანჯარასთან, იმიტომ ვიყურები, ერთმა ჩამიკარით თვალი, ანდა მანიშნეთო, იცით, როგორი

41

Page 42: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ტყუილები ვიცი, რომ ავმაკინტლდებიო? ტარაბუას დავახვევ ჩემ მასპინძლებსა და სადმე შევხვდეთო, აქ ვინ გამიგებსო...

გახალისდა ნახშირივით შავი, რწმენა მიეცა თავის ძალებში და აჰყვა ეშმაკის კერძ 14–15-ისას:

– როგორც კი თვალს მოვაცილებდით, ვიღაცას ელაზღანდარებოდა, სულ გაეცნო ჩემს ამხანაგ ბიჭებს, მამაჩემმა თქვა, ჩქარა მოვიშოროთ, თვარა, რამეს მოიწევს და რა ვუთხრა საწყალ მამამისსო...

– სოფლელი გოგოები მაგრა შეფიცხებულები ჩამოდიან ქალაქში, რა ქნან, შამფურივით არიან მზეზე ნატრიალები, თან, აბა, თქვენ უყურეთ ყოველ წუთს, მამალი რომ დედალს გამოეკიდება, რომ შეიპყრობს აკრიახებულ-ამრეზილს – “მე ისეთი ხომ არ გგონივარ, წეღან რომ მოახტიო” და თან კურტუმს რომ უმარჯვებს, მამალი არ შევაწუხოო, თავი კარგა დავამახსოვროო, ხვალაც ამ თვისა არისო... ახლა ძაღლები თქვით თქვენა, ჩირივით რომ აესხმებიან ძუკნას, კატები, ღორები, ძროხები, ბუღები, ცხენები... აჯილღისა და ფაშატის ბრძოლა გინახავთ?.. ვირებისა გინახავთ?.. ჰოდა, უნდა გაუგოთ იმათ, ვინც ასეთ სცენებს ყოველ წამს ხედავს, თუნდაც, მე, საწყალს...

ნახშირივით შავი ძალზე დაინტერესდა 14–15-ისათი, გიჟდებოდა, ისე უნდოდა მასთან მარტო ყოფნა, მაგრამ მეგობარს ხომ არ შეეცილებოდა... მით უმეტეს, რომ 14–15-ისამ ასეთი სანუგეშო სიტყვა დააგდო კიდევ, სულ ბოლოს:

– იმიტომაც ეტანებიან ჭკვიანი სოფლელი ბიჭები ქალაქელ გოგოებს... იმიტომ არჩევენ მათ შორის უკეთესს.

მარტონი დარჩნენ. გაშრნენ, განიავდნენ და 14–15-ისამ წყენით იგრძნო, რომ შეიცვალა, რომ სხვანაირი გახდა, რომ ცარცივით თეთრი მისთვის უცებ იმად იქცა, რადაც ღმერთმა თავიდან შექმნა – სიცოცხლისმოყვარე პატარა გოგოდ, ჭრელი, ლამაზი თვალები რომ ჰქონდა. მაგრამ ლამაზ თვალებს ხომ ვერ დასრისავ!.. და ისიც, რაც შეიძლება ახლოს მიიწია სავარძლის კიდეში მიყუჟულთან, ნელ-ნელა მიეპარა მის მკერდს, სახითაც მიეკრო და ლოყას ლოყაზე ალმური რომ აუვიდა, ყურის ბიბილოზე აკოცა. ამაზე ცარცივით თეთრ ციკოს სულ ცეცხლი წაეკიდა, სისხლის გაფიცხებას ვერ გაუძლო და გულშეწუხებულივით კალთაში ჩაესვენა.

გამოცდილ კაცად მიაჩნდა თავი და მაგრად კი შეშინდა. ეგონა, გულყრა დაემართაო. დაბნეული ერთ ადგილზე გაიყინა და ელოდა გადარჩენას. გოგო სავარძლიდან დაბლა ჩაცურდა და იატაკზე დაეშვა, თან მის მუხლებს არ აშორებდა თავს და ისხდნენ ასეთ სულელურ პოზაში, ვიდრე ნელ-ნელა არ მოსულიერდა.

რაკი გადარჩენა ეღირსა, აღარ დაეძებდა არაფერს, თავისუფლება სწყუროდა და შემოჩეჩებულ ფოტოსურათების ალბომს ნაძალადევი ყურადღებით ათვალიერებდა. ათვალიერებდა და… უცებ – ნამდვილი, ცარცივით თეთრი ციკო, ლამაზი, ეშმაკურად მოჭუტული თვალებით, თავზე იმ წუთას წამოდებული მამამისის

42

Page 43: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ქუდით, ერთი სიტყვით, ნამდვილი პორტრეტი ლამაზი გოგონასი, რომელშიც ყველაზე აქტიური – თვალებია. მოეწონა, მოეწონა და შესთხოვა – მაჩუქეო!.. აჩუქა, ყოყმანით, რომელიც არ გამოუხატავს და 14–15-ისას დაუბრუნდა სიყვარული კვლავ სოფლისა და იყო ბედნიერი ამიერ სოფელში და მშვენივრად მოთავსდა ფოტოც პოეტის წიგნში, ლექსების იმ ციკლში, რომელსაც “ლირიკული რვეულიდან” ერქვა და ესეც თითქოს რაღაცის მანიშნებელი იყო. როგორ არ გაუსკდა გული, ორი ერთმანეთზე უკეთესი საჩუქრით მიდიოდა!.. მთელი ზამთარი – სოფელში შემოდგომის ბოლოდან უკვე ზამთარია– აღარაფერი გაუჭირდება, ისწავლის მაგრა და დაწერს მაგარ ლექსებს, ამით გადაიხდის სამაგიეროს, გადაიხდის სიყვარულის ვალს!

კვლავ აჯობა იდეალმა სინამდვილეს. 14–15-ისამ კვლავ დაიბრუნა თვისი იდეალი, დაიბრუნა სიყვარული, რომელსაც წალეკვას ექადნებოდა სინამდვილე... და შეირხნენ დასტურად საუკუნეთა მიღმა მეჯნუნისა და რომეოს სინამდვილით ძლეული აჩრდილები, კვლავ აღივსნენ სიამაყით და 14–15-ისას სხეულის ღრუვში განათდნენ წამისად: “სიყვარული ცხოვრებაზე არ გაიცვლება”... ამიტომ აღტკინებულმა დატოვა ცარცივით თეთრი ციკოს ბინა, ჩაირბინა ხვეული კიბე და ძირს დაეშვა გახარებული და ცხოვრების აბლაბუდიდან თავდახსნილი.

როგორც ასწავლეს, შუა ბაზართან ჩაჯდა ათ ნომერ ტრამვაიში და წავიდა მეგობართან.

მეგობრები ერთმანეთის მესაფლავეებივით არიან, მით უმეტეს, თუ დიდხანს გაჰყვათ ეს გრძნობა. ადამიანის ცვალებადი ბუნებისთვის მეგობრობა მძიმე ტვირთია. აი, დედამისი და ქართულის მასწავლებელი: დაბადებიდან მეგობრები არიან, კრებაზე რომ გვიან მივიდეს ერთ-ერთი, გაიწ-გამოიწევიან სხვები და ერთად დასვამენ, შუაში არავინ ჩაუჯდებათ. სკოლა სოფელში, სკოლა ქალაქში, უნივერსიტეტი, მასწავლებლობა, განუწყვეტლივ ერთად და უკონფლიქტოდ... ცალ-ცალკე რომ იყვნენ, განა უფრო ძლიერები არ იქნებოდნენ? თუმცა, მათზე ძლიერი რა უნდა იყოს... ამათზე ლაპარაკი უჭირს, სხვებზე კი მარტივად იტყვის, რომ მეგობრები კარგა მაგრა აკარგვინებენ ერთმანეთს თავისუფლებას.

თავდაჭერილად უამბო თვისი ამბები მეგობარს, აჩვენა სახელოვანი პოეტის წიგნი, საიდანაც მან სამი თუ ოთხი ლექსი ამოიწერა, რადგან სკოლის ერთ-ერთი გამოჩენილი დეკლამატორი იყო. მერე დაღამებამდე იარეს ქოხმახებიან, უღიმღამო ქუჩებში, რომლებმაც 14–15-ისას აფიქრებინეს, ასეთი ქალაქი რა საჭიროაო.

მალევე დაწვნენ, ცარცივით თეთრი ციკოს ამბავი არ უთქვამს და არც ფოტო უჩვენებია, ვერ იტყვის კი, რატომ.

რამდენი ხანია, მარტო არა ყოფილა. კარგი აღმოჩნდა წოლა, ეშინოდა კი, უცხო გარემოში. ეხ, დედამისი მაინც ჰყავდეს ახლა!.. დააქვს სიხარული და ვერავისთვის გაუზიარებია, დააქვს ოცნება და ვერავისთვის უთქვამს. ძნელი ყოფილა სხვისთვის

43

Page 44: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

შენი ოცნების თქმა, ძნელია, შენი სიხარული სხვას გააგებინო, იმიტომ, რომ უხერხულობაც ურევია, ურევია გაბედულებაც, გადაჭარბებაც, გულუბრყვილობაც და თავხედობაც კი.. დედა დაგინდობს, დედა სირცხვილსაც შეგინახავს, გულუბრყვილობასაც, სითამამესაც და გადაჭარბებასაც... სხვა დაგიმახსოვრებს, დაგაყვედრის, დაგცინებს... დედა არა!.. იმიტომ, რომ დედაა ერთადერთი, რომელსაც შენ უნდიხარ და ამ სურვილს არაფერი აკარგვინებს, უნდიხარ და არასოდეს უფიქრია, რომ არ უნდოდე, რომ გაგცვალოს, რომ დაგშორდეს და შენზე უკეთესი შენს თავს ერჩიოს.

Fმიჯაყჯაყებდა ავტობუსით და ფიქრობდა სახელოვან პოეტზე, მის ბინაზე, მის მყუდროდ მოწყობილ სამუშაო გარემოზე, საწერ მაგიდაზე, წიგნების კარადებზე, მუხისა და კაკლის ხისაგან შექმნილ დიდებულ სივრცეზე, რომელსაც ფართო ფანჯრებიდან შემოსული შუქი ავსებდა მზის ენერგიით. რა რთული ყოფილა პოეტის ყოფა!.. რამდენი რამე ყოფილა საჭირო, რომ შეასრულო მიუსაფარის, დაუდგრომელის, მოუსყიდველის და თავზეხელაღებულის როლი.. გაახსენდა ვაჟა-ფშაველას სახლი ჩარგალში და ისიც, რომ მაშინ პოეტის იდეალურ ბინად სწორედ ასეთი სამყოფი ჩათვალა. როგორც ჩანს, პოეტი ის ძაღლია, რომელიც ყველანაირ მდგომარეობას ერთნაირად იფერებს. ..

მიდიოდა ავტობუსი ციებცხელებაშეყრილივით, ჯაყჯაყით და ხტუნვა-ხტუნვით, ის კი კვლავ ტკბილად და ჯიუტად ფიქრობდა სახელოვან პოეტთან სტუმრობაზე, უჭირდა იმ ყველაფერთან გამოთხოვება, რამაც მოხიბლა და გააკვირვა, უჭირდა შეყრა იმასთან, რაც ელოდა. ახსენდებოდა სახელოვანი პოეტის ბინა და მისი მეუღლის ქარვისფერი სახე, რომელსაც ოთახში შემოსული მზის სხივი ეჭვის აღმძვრელად ელამუნებოდა და ისხლიტებოდა და ნესტოებსაც კი უუმჭვირვალებდა. და ისეთ მშვენიერ ქალად ეჩევენა ის ამ წუთში 14–15-ისას, რომ არ იცოდა, სად მიეჩინა მისთვის ადგილი, ანუ რომელ საუკუნეში.

გაახსენდა ქალები, უკეკლუცესნი, ვისი შოვნისთვისაც სისხლი ბევრი დაღვრილიყო, გაახსენდა: შაჰრო მაჰდუხტ ადარბადაგანელი, დინარგეს და ზარინდეს, მზისებრნი, ჯულაბი და იასამან მთისძირელნი, შაქარლაბ, ნაზი და გულგუნოი შირაზელნი, აბანოშ მაჰფაიქარ გურგანელი, ნასლაქით დეჰისტანელი, შირინი და გურგესი, საინამ და საიბალა, ქალნი მწიგნობართ ასულნი, ჩინელნი, თურქნი, ბაბრბარელნი, ბერძენნი, ხვარაზმელნი, ყველა ერთმანეთის უმჯობე, პირად და ტანად ყოვლითურთ სრულნი, უკლებნი, სანატრელნი და... ყველა სხდა მის წინარე, იქ, ავტობუსში.

ოლა დეიდაც მაგარი მეოცნებე იყო. თავის ქმარზე ხომ ამბობდა – ქარის მპეპლავია, ეს მამაძაღლიო, თვითონ ისე ცხოვრება არ შეეძლო, თუ ქარი არ მიაჭენებდა.

– შეჯექი, ოლავ, ქარზე! – ეტყოდა ხოლმე 14–15-ისას დედა, როცა ოლა დაუწყებდა გამდიდრების საიდუმლო გზებზე ლაპარაკს. მოკლედ, ესეც, როგორც ყველა ამ

44

Page 45: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მხარეში, უკიდურესად რეალისტი და უკიდურესად იდეალისტი იყო. ახლაც მორიგი იდეით იყო აღვსილი: სადღაც თურმე მაყვალს იბარებდნენ ძვირად და ლაშქარი უნდა შეეკრიბა მაყვალზე წასასვლელად. 14–15-ისა და ჭიჭია ხო თავისთავად იქნებოდნენ, თავის გათახსირებული რძალი ბალღებს, რა თქმა უნდა, ხო არ გაატანდა, ესე იგი, გაღმა სოფელში უნდა გასულიყო, დეიდაშვილებში, ხალხის საშოვნელად. წუწუნებდა, საჭმელი რამ ხო უნდა გავაკეთო ტყეში წასაღებადაო... მე რომ ვიყო მარტო, არა მინდოდა რაო, მაგრამ ხალხს ხო უნდა ჩავაცეცხლო რამეო... ხვალე გამამყვნენ ბალღები გაღმაო და ვიშოვი ათამდე დედაკაცსაო. – ბალღების გაყოლება რათ გინდაო... – უფრო მალე წამოვალო, ე ბალღები რომ მეყოლება, ადრე გამომიშვებენ, ვახშამი არ მოგვთხოვონო...

მეორე დღეს გავედით გაღმა სოფელში. ოლა დეიდა ქალების საშოვნელად წავიდა, ჩვენ კიდევ ჩვენს ტოლ გოგო-ბიჭებში დავრჩით. ამ სოფლის თავზე უძველესი ნაქალაქარია, ციხე-სიმაგრის კედლებია ამოშვერილი, მოწყენას ისევ იქ წასვლა ვარჩიეთ და წავედით.

ეს უძველესი ნაქალაქარი 14–15-ისას უამრავჯერ ჰქონდა დათვალიერებული და აღწერილიც თავის საკონკურსო თემაში “ჩემი მხარე”. ბერი – ასე ეწოდებოდა ამ ადგილს – უძველესი საკულტო და პოლიტიკური ცენტრი იყო საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთისა, აქ ეპყრათ რელიგიური მართვის სადავეები, აქ ზრდიდნენ ხატისთვის შეთქმულ ყმაწვილებს, აქ განადიდებდნენ მთვარის ღვთაებას და თაყვანს სცემდნენ მუხის ანგელოზს, რის გამოც, ალბათ, ურთიერთდათმობაზეც მიდიოდნენ, სწორედ ისევე, როგორც შემდგომში ქრისტიანული რელიგია მიიღეს, იწამეს და აღიარეს აღდგომა, ღვთისმშობელი, ნათელ-მირონი, ზიარება... და მაინც, თავისი წარმართული გმირები კვლავაც ღვთის შვილებადა ჰყავთ შერაცხულნი, აქვთ საერთო ხატები, სათემო, ადგილის დედისა და წვერის სალოცავები: ფშაველის რწმენით, ყოველ ადგილს თავისი დედა ჰყავს და იქ მოხვედრილმა კაცმა პირველ რიგში იმას უნდა სთხოვოს დავლათი და დახმარება. ფშაველის რწმენით, ყველა მთის წვერი სანთლის ალივით წმინდაა და იქ აუცილებლად სამლოცველო უნდა აიგოს. ფშაველი თვლის, რომ ქრისტიანია, მაგრამ წლის განმავლობაში უთვალავჯერ მიაგებს პატივს საერთო-სათემო, ადგილისა თუ წვერის ანგელოზებს.

ციხის ასასვლელთან განმარტოებული სახლი იდგა: – მყრალი პატარძლისააო! გამიკვირდა ესეთი სახელი, გეგონება, ზღაპარიაო... ერთი უფრო გამოსული ბიჭი ცდილობდა ჩემთან დაახლოებას, იმან დამწია ხელით და მანიშნა, ამ გოგოებს ჩამოვრჩეთო.

– მაგ სახლში ძალიან ლამაზი ქალი ცხოვრობს, ნამდვილი მზეთუნახავი, მაგრამ, რომ მოისაქმებს, იმ არე-მარეში ვერავინ გაჩერდება, ისეთი სუნი იცის. მეც მოვყევი ბავშვობაში და გული ამერია... ეხლა ჩრდილოეთის ქარი თუ არ არის, ისე არ მოისაქმებს, რომ ქარმა წაიღოს ტყისკენ და იქიდან კიდევ კავკასიონის მთებისკენ. ყველა გიჟდებოდა და ყველას ეშინოდა. ერთ ბიჭს შეუყვარდა თურმე ძალიან,

45

Page 46: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

კვდებოდა, თურმე, სიყვარულით, უთხრეს, გააფრთხილეს, მაგრამ არ დაიშალა, ქალის პატრონებსაც ერცხვინებოდათ, მაგრამ უფიქრიათ, იქნებ გათხოვებამ უშველოსო. რას უშველიდა!.. წაუყვანია იმ ბიჭს მთაში, აუშენებია პატარა სახლი და დაუწყიათ ცხოვრება. ბიჭი სხვაგან რომ წავიდოდა სადმე, გოგო მაშინ მოისაქმებდა ხოლმე და უყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ, ერთხელაც ამ გოგოს მოსდომნია მოსაქმება და წასულა ბიჭიც, როგორც იცოდა ხოლმე, თოფგადაკიდებული. ყაჩაღობა იყო იმ დროში, მილიცია ყოფილა ხევში ჩასაფრებული და ეს თოფგადაკიდებული კაცი ყაჩაღი ჰგონებიათ და უსვრიათ. მას მერე ეგ გოგო მამის სახლში ცხოვრობს, გარეთ არ გამოდის და დაღამებასა და ჩრდილოეთის ქარს ელოდება. სულ პატარაობიდან ეგეთი ყოფილა: რო მოყაყავდა, ისეთი სუნი დგებოდა, რომ გარშემო ფანჯრებსა ხურავდნენ... უკვირდა ყველას ამ ანგელოზისგან... ჰაერი ხომ აყროლდებოდა და აყროლდებოდა, ამას გარდა, ისეთი სიძულვილი დაერეოდა ხალხს, რომ ერთმანეთს ვერც კი უმხელდნენ. ახლო რომ ნახო, თურმე, ვერც წარმოიდგენ, თუ ყაყავს, ისეთი ნაზი და უნუგეშო ყოფილა.

ძალიან ჩარჩა მონაყოლი 14–15-ისას ეკალთმოყვარე გულს. უთხრა მასპინძელ ბიჭს, დავრჩები ამაღამ თქვენთანო და ოლა დეიდაც რომ მოვიდა გახარებული – ვიშოვე ქალები, ბალღებოო, სთხოვა, ამაღამ მე და ჭიჭია აქ დავრჩებით და ერთი-ორსაც ჩვენ ვიშოვითო, იქ უფრო მეტ ხანს მოუნდები ჩვენს გაღვიძებასო, აქ დაგხვდებით გამზადებულებიო...

როგორც იქნა დაღამდა. საიდუმლო ჩასახლდა 14–15-ისას გულში და ყველაფერი ირგვლივ ეზედმეტებოდა.

დასაძინებლად გამზადებულმა თავის შიშველ ხელ-მკლავს მოჰკრა თვალი მთვარისა და ოდნავ მბჟუტავი ნათურის შუქზე და რატომღაც კეტივით გამოაფხიზლა აზრმა, რომ ისიც უნდა მომკვდარიყო და მისი სხეული მიწაში დამპალიყო. ამუშავდა მისი გონება და ასეთი ნაყოფი მოისხა:

საწყალო სხეულო, ვისაც სულ გღვიძავს, ვინც მუდამ გზაში ხარ, ვინც იგერიებ ძაღლებსა და ადამიანებს, ხელ-ფეხს არ აჩერებ, იღრიჯები, იღმიჭები, ვისაც გიყვარს შენი თავი, შენი სიცოცხლე და უფრთხი სიკვდილს კვიცი ცხენივით, სიკვდილს, რომელიც საძაგელია და პატარაა და ვერ ეტევა იქ ვერც ჩემი ცუნდრუკი, ვერც ჩემი ჭენება, ვერც ჩემი სიცილი! ვინც სხეული ხარ მარტოოდენ და მეგობრობ სულთან მხოლოდ ხსნილის დღეებში, ვინც აგროვებ ამ ცხოვრების შხამსა და ნექტარს, რომ სულმა ფლანგოს, უშურველად ქარს გაატანოს! სულმა, რომელიც არასოდეს არ დასრულდა, არ გაიზარდა.

შუაღამისას სულის მეხი დამეცა. მკითხა: – ვინა ვარ?

– რატომ მაღვიძებ შუაღამისას, შესაძლოა, კატა სადმე დაიპარება, ზღარბი მიწაზე ბალახის ფოთლებს აშრიალებს, უცებ რომ მზემ გამოანათოს შენც გაქრები და ამ ღამის იდუმალებაც... სწორია, კაცი, დილით ადრე გაღვიძებული, ყველაფერ ნაღამურს სიფრთხილით და ეჭვით რომ უყურებს... რა ხდება ღამით, იმის გარდა,

46

Page 47: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რომ ღამეა, კიდევ რა არის? იდუმალება, დიდი სიმარტოვე, შიში ამოუხსნელი და გარდაუვალი საფრთხის მოლოდინი... ჩქარა სახლში, ჩქარა ლოგინში! გარეთ რამ გამომაგდო ამ შავ მდუმარებაში. ჯერ ერთი მოფსმა საკუთარ ეზოში რა ძვირი დამიჯდა და რაღა იქნება ის შორეულიმგზავრობა, სადაც ერთი ხეც კი, არათუ ბილიკი, ნაცნობი არ არის...

შუაღამისას სულმა დამიძახა, განა სხვა ხმა იყო... “სადა ხარ მძინარევ? სურვილთა შორის შენი სული უჩინმაჩინობს!” ავდექ და ვიფიქრე: რას მივენდო ან რა მიშველის: ჭკუა მოსთარგმნის, გული დათვლის, სულს დავეკითხები... თავდაპირველად შენ, სულო, კაცმა უნდა გიპოვოს რიტმი, რაში დგახარ, რაში მდგომარებ? მკაცრი ხარ და დაუნდობელი, გვარყევ და გვფლითავ ჩვენ ყოველი შეყოვნებისას, ამიტომაც თამაში გვიჯობს, რომ აღვძრათ ჩვენში გულუბრყვილობა და ბავშვს ვემსგავსოთ, რომ დავივიწყოთ, რომ ადამიანების ნამდვილი საქმე მახვილი და დაუნდობლობაა, რომლითაც ისინი მიზანს აღწევენ, რომ ცეცხლივით არ ზომავდნენ შენამდე მანძილს – არც ისე ახლოს, რომ დაიწვან და არც ისე შორს, რომ გაიყინონ... ხანდახან ადამიანს ისე ურწმუნოდ გაეღვიძება, ისე არა აქვს არაფრის რწმენა, რომ არა მარტო სულისაგან, სხეულისგანაც ცარიელია და უკვირს, ნეტა რას ვუჭერივარ, რა მამაგრებსო, სული სად არის, ვერ გაუგია. არც ერთი რწმენა მას თან არ ახლავს, არც ცის, არც მიწის, არც იმისი, რომ ცოცხალია. სიკვდილის ჟამს, როცა სული და სხეული დაცალცალდებიან, მათ მაინც ერთად დაიტირებენ. ერთს – მკვდარს, ერთს – ცოცხალს, ერთად იგლოვენ...

დაწვა 14–15-ისა და მთვარეც მოდგა ფანჯარასთან. უმუშავებდა გული და გონება საათივით, ესმოდა კიდევაც მათი ხმა, ნერვების ამშლელი. ძაღლი ჰყავდათ ეზოში მასპინძლებს, სთხოვა, იქნებ ღამით დააბათ, ფეხსალაგი რომ დაგვჭირდესო... ადგა ვითომ ამ მიზეზით, ჩაიცვა, ფეხაკრეფით გაიარა ეზო, გადაბობღდა ღობეზე, კარს რომ არ გაეჭრიალა და გავიდა ბნელ ორღობეში.

ძალიან მოწმეები კი ჰყავს ესენი, მთვარე და ღამე. რამდენ დამალულს იტყოდნენ, რომ შეეძლოთ. ხომ ამათი ხნისანი არიან მზე და დღეც, ისე წავლენ, შენი არაფერი ამახსოვრდებათ. ახლაც თვალმოუშორებლად უყურებს, ვიდრე ისე არ ჩაეფლობა განსაცდელში, რომ სულ გადაავიწყდება მთვარეც და ყველაფერიც.

გორის ძირში დაჯდა, პანტის ქვეშ, ჭიშკრიდან თხუთმეტიოდე მეტრზე, ძველებური, ორსართულიანი სახლი იდგა, შეძლებულებს რომ ჰქონდათ უწინ, ოღონდ ახლა აივანი შუშაბანდად ექციათ და ზემოთა ოთახები დაეგმანათ. გრძელი კიბე ჩამოდიოდა ზედა სართულიდან და იქითკენ ეჭირა თვალი.

მწარე ფიქრები აეშალა კვლავ, რადგან სიყვარულის ერთ სინონიმს ნამდვილად მიაგნო და ვერ ვიტყვი, რომ ესიამოვნა, თუმც, ამის გამო, ხელი არ აუღია ფიქრზე: განა ასევე მღელვარედ არ ელოდა ხოლმე ცარცივით თეთრი ციკოს გამოჩენას? ცნობისმოყვარეობაა სიყვარული? აკი ისეთსავე გრძნობას განიცდის, აკი, ცნობისმოყვარეობა კლავს ახლაც, აკი, სალაპარაკოც იგივე აქვს თითქმის...

47

Page 48: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ცარცივით თეთრიც განა ოცნება და ცნობისმოყვარეობა არ არის?.. უსაქმური კაცი ვარ, სიყვარულში და ლექსში არაფერი მეხარჯება... მერცხალაც უსაქმური იყოო, ცნობისმოყვარეობა და მსუბუქი ტკბობა დაატარებდა და ხშირად ისეთ ხიფათსაც გადაჰყრიდა ქალის პატრონების მხრიდან, რომ შემოდგომაზე ლოგინად ჩავარდნილი, თოვლის დნობაზეღა დგებოდა ფეხზე.

რაღაც მეტაფორა მოელამუნა პოეზიასა და მყრალ პატარძალზე, ამან ახსნა ბორკილი და თავიც წარმოადგენინა.

დამაწერინა ნეტა ისეთი რამ, რომ, როგორც ეს მყრალი პატარძალია, თან გიჟდებოდნენ და თან გული ერეოდეთ. ბუნების მაქსიმუმიც ესაა: ყველაზე მშვენიერი – ყველაზე საძაგელია. ასეთი იქნებოდა ალბათ ლექსიც, თუკი მას ბუნება შობდა. თავისი ნაშობი ბუნებას ადამიანისთვის არ ემეტება.

პოეტსაცა აქვს ასეთი სადისტური გაორება: ხომ იმისთვის იკლავს თავს, რომ ადამიანებს მოეწონოთ, მაგრამ ადამიანებისთვის თავი მაინც არ ემეტება.

უცებ შუშაბანდი გაბაცდა. ეტყობა, ოთახში შუქი აანთეს. აბა, 14–15-ისავ, მოუმატე გულის ძგერას, თვალებად იქეცი, შენი ბედი ახლა წყდება!

წინ დედაბერი გამოვიდა კიბის სახელურს ჩაფრენილი და ხელჯოხიანი. პატარძალი შეყოვნდა კიბის თავში და კიდევ კარგი: მთვარემ, როგორც 14–15-ისას მოეჩვენა, თითქოს მომეტებულად შეანათა სახეზე, მთვარისავ ნალევს რომ მიუგავდა. სილამაზეს რა ქება უნდა, სიმუნჯე შეფერის წესიერისგან და 14–15-ისაც ხომ ისეთი წესიერი იყო, რომ იმ წამსვე სამყაროს შეახლიდა ხოლმე აღტაცებას, ახლა კი მიწის ღრუვში ჩაიტანა ქალის მშვენებამ და მის უკან გველივით სრიალი მოუნდა, რადგან აღარ გრძნობდა თავს ადამიანად.

ტყის ბილიკზე ქალმა გაასწრო დედაბერს, რომელიც განსწავლულ თოჯინასავით მხოლოდ დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა. 14–15-ისას ხელი შეეშალა: როგორ უნდა შემოევლო დედაბრისთვის ისე უხმაუროდ, რომ თავი არ გაემხილა და ბილიკი არ დაეკარგა? ტყე აჭრა მაღლა, ოცი ნაბიჯი გაიარა პირდაპირ და თავქვე დაეშვა. მისი აზრით, ასე აღმოჩნდებოდა დედაბრის წინ და ქალის უკან... შედეგებზე არა ფიქრობდა. როგორც ზღაპრის მეფისწული მისდევს ხოლმე საბედისწერო ირემს, ისეთი ოცნება მიუძღვოდა მასაც, მაგრამ ფიქრებმა და ზღაპრად ქცეულმა ტყემ დააბნია და გზა დაკარგა. შეეშინდა, რაღაც ორმოშიც ჩაცურდა, ჩქარა-ჩქარა ამობობღდა, იმის შიშით, რომ იმ ორმოს ძაბრივით არ ჩაეტაცა მიწის სიღრმეში...

თურმე იქ ერჩივნა! გდებულიყო, რას მობობღავდა... ჩრდილოეთის ქარს ხეებს შორის, ბუჩქებს შორის, ბალახზე და თავჭრელ ყვავილებზე სისინით მოჰქონდა ცეცხლივით მწველი, მძაღე, გულისამრევი და გამაბრუებელი სუნი გოგირდოვანი საკირისა და ხესჩაფრენილმაღა შეიმაგრა თავი, მოაბდღვნა ხავსი და ცხვირ-პირში

48

Page 49: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

შეიტენა, მაგრამ რას ეყო!.. მიწაზე დაეცა, თხარა ხის ქვეშ, რბილ ნიადაგს მიაგნო რაღაცას და უხსენებლის კუდმა გაჰკრა უცებ სახეზე...

– ააა!..

გაისმა 14–15-ისას შემზარავი ხმა, როგორც ორად გადასკდება ხე...

– ააა!.. გაისმა კვლავ, წამის მერე, ექოსავით ქალის კივილი... და ორივე,ირემიც და მეფისწულიც დაღმა დაქანდნენ და დედაბერს გადაასწრეს, რომელსაც თითქოს მოეჩვენა, რომ რაღაც მოხდა, რადგან დროზე ადრე დაიწყეს წელში გასწორება სიმყრალეზე დათუთქულმა დაბალმა ბუჩქებმა, ბალახებმა და თავჭრელმა ყვავილებმა.

დახოკილ-დაჟეჟილი 14–15-ისა კვლავ ქურდულად მასპინძლის სახლს უახლოვდებოდა. მოეფსა. იფიქრა, რაღა ფეხსალაგი ვეძებო, ბარემ აქვე მოვიშორებო და დაიწყო ფსმა და გულის დამშვიდება, მაგრამ, გეგონება, არ ეყოო, რაც თავს გადახდა: მთვარით კარგა ზურგგანათებული მასპინძლის დიდი ძაღლი მოჭენავდა მისკენ, გრაგვნითა და პირის ორთქლით უახლოვდებოდა, გეგონება, მთვარე შემოესვა ზურგზეო, თითქოს ისიც მოქანაობდაო მასთან ერთად, ხელში სასჯელის ქაღალდით. ამანაც უკანსვლა იწყო, პირით ძაღლისკენ მიქცეულმა და ზურგსუკან აცახცახებული ხელით კარის მძებნელმა, რადგან ღობეზე ვეღარ გადაბობღდებოდა, ვაითუ, ძაღლს ჩამოეთრია. მაგრამ ეტყობა, ძველი განსაცდელი დაუღირდა: ძაღლმა მის მოფსმულთან დაარჭო თითქოს მიწას ფეხები და წარმტაცად ყნოსვა დაუწყო და ერთბაშად გამოიცვალა, სიყვარულმა აათრთოლა დიდი ყვავილივით, რომ შეძლებოდა, ეტყოდა – შენ გენაცვალეო, სადა ხარ ამდენ ხანს, თავი რატომ მომანატრეო, ჩემო ძმაოო, აბა, რა როგორა ხარო, მოდი გადაგეხვიოო... სიხარულით ბურთივით ხტოდა 14–15-ისას გარშემო და ისიც ხომ შორს ვერ წაუვიდოდა – გადაეხვივნენ ერთმანეთს და ძლივს შეეტიენ ღობის ვიწრო კარში. იქ მასპინძელიც გამოვიდა. უკვე რიჟრაჟობდა:

– ჩვენ თქვენი გულისთვის ეზოს გარეთ გავუშვით და... მეშინოდა, ბალღებს არაფერი დაუშაოს, კაციჭამიაა ეს ოხერიო. ძაღლი და 14–15-ისა კი ეხვეოდნენ და ეთამაშებოდნენ ერთმანეთს. ძალიან დააფასა 14–15-ისა მასპინძლის სახლეულმა. სასწაული ეგონათ. 14–15-ისას არ გაუცია საიდუმლო. თავი მოიმთვარეულა.

ქორწილივით გაგრძელდა და გაჭიანურდა ეს ღამე 14–15-ისასთვის. მზე ამოვიდა და დახედა მიწის ზურგს, მასაც დახედა დაღლილ ქუთუთოებზე, თუმცა, იმავდროულად, ოლა დეიდას ვედროებით აღკაზმულ ქალებზეც ალაპლაპდა.

წავიდა ოლა დეიდას ლაშქარი მაყვალზე. მხოლოდ ოდნავ გაასწრო სოფლის ნახირმა. სულ ნარჩევი ქალები იყვნენ: ბობღიაანთ თალიკო, სამჯერ გამოთხოვილი, კოჭლი მართა, დაუცხრომელი მიჯნური... მჭლე ირინე, რომელზეც ყველამ იცოდა მწყემსი შეთეს ნათქვამი: “ირინე, ირინე, გვერდში ჩამოგირბინე,

49

Page 50: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ბარკალში ხელი წაგავლე, ვერ გიპოვე სირბილე”. ზემოუბნელი გაუთხოვარი დები ანეტა და ტატიანე, დოლენჯაანთ დედაკაცი, ოლა დეიდას დეიდაშვილები.

– საით მიგიდის ე ქალები, ოლავ, – ვეღარ გაუძლო გულმა ვიღაც შარახვეტიას.

– საქმეზე, საქმეზე! – მკვახედ უპასუხა ოლამ, რომელსაც ჯერ ერთი, არ უნდოდა ამ დილაუთენია დათარსულიყო, არც სამასხარაოდ ჰქონდა საქმე და არც ის უნდოდა, რომ ქალებს ვიღაც ვიგინდარების გამო შთაგონება დაეკარგათ. საქმე სერიოზული იყო და რაზმიც, თუმცა, ფეხშეუწყობლად, მაგრამ მონდომებით მიაბიჯებდა. ერთი უსიამოვნო შტრიხი გამოკრთა მხოლოდ, როდესაც ვიღაცამ თქვა, ნეტა მანქანა გამოჩნდებოდესო. ოლა დეიდამ, შთამბეჭდავი ხმით უპასუხა სულმოკლეს – ჩვენ მოკლეებზე ვივლით და მანქანა იქ ვერ გვატარებსო.

14–15-ისა ზანტი კურეტივით, დაფიქრებული, უკან მისდევდა ნახირს. გამოსულმა ბიჭმა და შორსოფლელმა სტუმარმა გოგომ ნაბიჯი შეანელეს და 14–15-ისას გაუსწორდნენ. ზანტად შეათვალიერა 14–15-ისამ გოგო: ხორცში ღვიოდა. სოფლის ლექსიკას ამაზე უფრო მაღალი შეფასება არ მოეპოვებოდა. 14–15-ისა ცოტა გამოცოცხლდა. გვერდით უცხო გოგო მოჰყვებოდა, ქართლის მზით სავსე... ხალისმა მოძალება დაუწყო და დაინტერესდა. ზუსტი საგნების გარდა, გოგოს ლიტერატურისადმი ინტერესიც აღმოაჩნდა, რაც არ დაუმალა 14–15-ისას, რომლის პოეტობაზეც, როგორც ჩანს, წინასწარვე სმენოდა და რომელსაც შორიდან იმედივით ელოლიავებოდა.

– წუხელ მთელ ღამეს ვკითხულობდი, – მოიწონა თავი გოგომ.

– რას?

– “ქალთა Bბედნიერებას”

– ააა, ემილ ზოლა?! – იმედი გადაუწურა გოგოს, რომელიც არ იყო მიჩვეული ავტორების გვარებს და მხოლოდ სათაურითა და შინაარსით კმაყოფილდებოდა.

ამათი საუბრის კვალობაზე მზე თანდათან აჭერდა. რაზმიც აღარ მიაბიჯებდა ისეთი ცინცხალი ნაბიჯით. ჩამოცხა. გოგოს ზედა ტუჩი დაეცვარა და მიმზიდველი შეიქნა. სახეზე ცეცხლი ეკიდა და კაბის ქვეშაც ყველაფერი უხურდა. ეს ისეთი თვალნათელი იყო, როგორც ორჯერ ორი. 14–15-ისამ გვერდზე გაიხედა და ნერწყვი ისე ჩაყლაპა. ზრდილობიანი იყო.

როგორც კი ტყის პირს მიაღწიეს, ოლა დეიდამ რაზმი შეაჩერა.

– აბა, დებო, ორად გავიყოთ. თქვენ მარჯვნივ წახვალთ, ჩვენ მარცხნივ. შემოვუაროთ ამ მთასა და ქაჩალ გორაზე შევიყარნოთ და შევჭამოთ რამეც.

ოლა დეიდა, ხუთი ქალი და ჯეილები მარჯვნივ წავიდნენ... თხლად რომ გამოჩნდა მაყვლიანი, გასცდნენ, ბელადი ნამდვილ საბადოსკენ ილტვოდა. ცოტაც გაიარეს და შედგა უცებ ელადანაცემი ოლა დეიდა, თითქოს გაწბილებული მისანიაო, და

50

Page 51: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მოუბრუნდა გუნდს ხელაღმართული: – ტყუილად მოვდივართ აქეთ, ხუტია ყოფილაო, იმის კვალზე ჩვენ მაყვალს ვერა ვნახავთო, სუ მკვახიანადა ბაღვავსო.

– რა იცი, რომ ხუტია იყოო, – ერთხმად გაიკვირვეს თანარაზმელებმა.

– აგე, მოჯმულიო, – ფოთლებწაფარებულ რაღაცისკენ გაიქნია თავი ოლამ უცხვიროდ.

– რა იცი, რო ხუტიასიაო ?– ინტერესი მოერიათ ქალებს.

– მაგან იცის ეგეთიო, – ურყევად თქვა ოლამ. – აბა, წამოდით აქედანაო!..

ოლა დეიდას ბუჩქი არ გამორჩებოდა: ასკილს, პანტას თუ კვრინჩხს ათვალიერებდა და მომავლისთვის იმახსოვრებდა.

იპოვეს ხამი, უკრეფი ადგილი, თუმც კი, ხრამის პირებში, მაგრამ ბევრი მაყვალი კრიფეს. ოლა დეიდამ უცებ პირთამდე მოყარა ტოლჩა. ჭიჭიას, იმის მაგივრად, რომ შვილობა გაეწია დედისთვის, ჩიტის ბუდეებზე აჰქავდა მკვეთრად. 14–15-ისა შორსოფლელ გოგოსთან ერთად მშვიდობიანად და საქმიანად ცდილობდა ჩამორჩენას.

ოლა დეიდამ დაინახა შავად დახუნძლული და მიწამდე ტოტებდახრილი უშველებელი ბუჩქი. მაგრამ ზედ ხრამის პირზე იყო ის სატიალო და იმიტომაც იყო ხელუხლებელი. მაგრამ ოლა დეიდას საღი აზრისთვის არ ეცალა. ტოტების მოსაწვდენად რო ჰქონდა ორკაპიანი ჯოხი, ის გამოსდო კუნელს და თონესავით გადაეკიდა. აშკარად აკლდა მესამე ხელი. თავისდაუნებურად ყველა ცქერად გადააქცია. კრიფა, რაც შეეძლო, მაგრამ ხარბმა თვალმა დაღუპა. – აი, აი, აიო – იძახა, გაიძაბა, გაიძაბა და ტოლჩიანად წავიდა ხევში... მსწრაფლ მიატოვა 14–15-ისამ ოფლით ტუჩდაცვარული შორსოფლელი გოგო. ჭიჭიამაც მიატოვა ბუდეების თვალიერება, დადო ერთი ბუდე ძირს, თექვსმეტი კვერცხით სავსე და დედის დასანახად გაიქცა ხევისკენ. ჩავიდნენ, როგორც იქნა. ოლა დეიდა პირაღმა ეგდო თავით ქვემოთ, ეტყობა, რამდენიმე მალაყის შემდეგ: მაყვლით სავსე ტოლჩა ხელში ჰქონდა შემართული, ეამაყებოდა, რომ ერთიც არ გადმოვარდნიყო და ორკაპი ჯოხით ბუჩქს ეჭიდებოდა წამოსადგომად. სახეზე განსაცდელის კვალი არ ეტყობოდა. ვითომ ასეთი წესი იყო მაყვლის კრეფისა.

ეშორებოდა 14–15-ისას ქაჩალ გორამდე მანძილი. გამოსული ბიჭი მეორე გუნდში იყო. ჭიჭია კიდევ მარტო იმ წუთებში შეგაწუხებდა, როცა საჭირო იყო. ამიტომაც, 14–15-ისას გულს შორსოფლელ გოგოსთან ერთად სადმე ჩრდილში ჯდომა ერჩივნა. საჭიროც შეიქნა. შორსოფლელი გოგო ბარიდან იყო და ასეთ მთიან-ტყიან ადგილებს შეუჩვეველი. წითლად ღუოდა ახლადშეთვალული მაყვალივით. გოგოჭიას ხატთან შედგნენ, დასათვალიერებლად. მერე მუხის ქვეშ ჩამოსხდნენ. – ძველ დროში რომ აქ ჩამოვმხსდარიყავით, ჩაგვქოლავდნენო, ეს ხატის კარია და აქ ყველაფერი წმინდააო.

51

Page 52: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– თქვენთან რამდენი ხატობები იმართებაო – თავი მოაწონა გოგომ.

–ყვავილების გვირგვინის დაწნა თუ იციო, – ჰკითხა 14–15-ისამ, – მოდი, დამიწანიო.

– შენი ლექსი მითხარი და მე თავზე გვირგვინს დაგადგამო, – წაუკეკლუცა პასუხად გოგომაც.

– მე კაც არ გამიგონიაო 14–15-ისავითა, დაეჭირა თავის ამე, დაენაყა ქვასავითა, რა სუ თავაწეულ დახვალ, Fფოთლიანში თხასავითა...

გოგომ ტკარცალი ატეხა და დაუმარცვლდა ზედა ტუჩზე ოფლის წვეთები. სახეზე სისხლი მოაწვა და იგრძნო 14–15-ისამ, რომ ქალთა ბედნიერება არ არის მიუღწეველი. გულს იმედი ჩაესახა, მკლავში ძალა მიეცა და ჩაეკრა გოგოს. – ჩვენებურად უნდა მოგეფერო, ჩვენებურადაო, – ჩასჩურჩულებდა ყურში და ეკვროდა სხეულზე – წაწლობა უნდა გასწავლო, წაწლობა უნდა გასწავლოო...

ქაჩალ გორაზე მოთენთილები ავიდნენ. მაყვლით თავშებმული ვედროები ცალკე ეწყო ჯგუფად ჩრდილში. ქალებს ლაჯებს შორის Bთავ-თავიანთი წილი საჭმელი ელაგათ და შეექცეოდნენ. შორსოფლელ გოგოს ამრეზით შეხედეს. 14–15-ისას არავისთვის ყურადღება არ მიუქცევია. აიღო თავისი წილი პური და ყველი და შორიახლო, შემაღლებულზე, განცალკევებით ჩამოჯდა. თან ჭამდა და თან უყურებდა ქალებს, რომლებიც აქტიურად შეექცეოდნენ ოლა დეიდას სიყვარულით მომზადებულ საგზალს. ისხდნენ, ხმაურობდნენ, ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ – არც ერთი არ დაკარგულიყო... ბობღიაანთ თალიკო, სამჯერ გამოთხოვილი, კოჭლი მართა, დაუცხრომელი მიჯნური... მჭლე ირინე, რომელზეც ყველამ იცოდა მწყემსი შეთეს ნათქვამი: “ირინე, ირინე, გვერდში ჩამოგირბინე, ბარკალში ხელი წაგავლე, ვერ გიპოვე სირბილე”, ზემოუბნელი გაუთხოვარი დები ანეტა და ტატიანე, დოლენჯაანთ დედაკაცი, ოლა დეიდას დეიდაშვილები. პეწენიკი იყო კიდევ ერთი ამათ რიგებში. ძალიან სუფთა ქალად ითვლებოდა ოჯახშიც და მის გარეთაც და შურით პეწენიკი შეარქვეს. სინადვილეში, ზედმეტი სახელი უფრო სიკოჭლისთვის ეკუთვნოდა... საერთოდ, ამ მხარეში იშვიათი არ იყო კოჭლი ქალი, ჯერ მარტო ოლა დეიდას რაზმში ორი კოჭლი ირიცხებოდა, რისი მიზეზიც ის იყო, რომ საკუთარ ჭერქვეშ იბადებოდნენ და არა საავადმყოფოში. მაგრამ ბუნება მფარველობდა აქაურ კოჭლ ქალებს. ერთიც არ დარჩებოდა გაუთხოვარი. ყოველთვის აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ფარულად გონგადაქანებული კაცები, რომელთა ოცნებაც კოჭლი ქალი იყო: მართლაც, კურდღელზე სანადიროდ ხომ არ სჭირდება კაცს ცოლი, სახლში უნდა იჯდეს და მაქოს ატრიალებდეს. პეწენიკი ნათესავად ეკუთვნოდა ოლა დეიდას და ხათრით გამოჰყვა ამ სიშორეზე – სინამდვილეში, ქმარმა მოიყვანა ცხენის ურმით ზედ მაყვლიანამდე და ახლა იჯდა განმარტოებით და საკუთარი ხელით გამომცხვარ პურსა და საკუთარი ხელით ამოყვანილ ყველს ნაზად ცუცქნიდა მოკუმული პირით. ამიტომ შენიშნა გვიან იგი 14–15-ისამ, როცა გულში სია წაიკითხა – ვაითუ, ვინმე დაიკარგა ტყეშიო.

52

Page 53: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და მოიწყინა 14–15-ისამ და ლუკმა ყელში გაეჩხირა და ძალიან მოუნდა სახლში წასვლა.

კვლავ სიყვარულის ჭაობში ჩავეფალი. მთელი ცხოვრება ამ დღეში ვარ, ამოვალ, გავშრები, გავმზეურდები, კვლავ ვიხილავ ქვეყნიერებას საღი თვალებით, და დაფიცებული რომ მაქვს ათასი ფიცით, კვლავ სიყვარულის ჭაობში ჩავეფლობი. ეტყობა, ეს მახე ამ ცხოვრებას განახლებისმოყვარეთათვის აქვს დაგებული, ახალი სიყვარული ხომ ახალი სისხლია, ახალი ენერგია, ახალი ხალისი... შესაძლოა, სიყვარულისკენ ადამიანს ამაოება უბიძგებს – ჩვენ ვცხოვრობთ იმიტომ, რომ სხვა არაფერი შეგვიძლია, ერთადერთი თავის გამოჩენა სიყვარულია, რომელიც სძლევს ამაოებას, დაიპყრობს მწვერვალს და თავის პატარა დროშას აღმართავს ამაოებაზე. და მაინც, სიყვარული ჭაობია, რომელშიც ამოითხვრები, გაერთმნიშვნელოვნდები და თავს დაკარგავ... მერე ისევ ის, რასაც სიყვარული ამჯობინე და აშენება კვლავ შენი თავისა, რადგან, რასაც არ ააშენებ, იმას ვერ დაანგრევ... დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც ამ სიყვარულის რიტმით ცხოვრობენ, რომელთაც სხვანი, სხვადასხვა დაფარული მიზეზის გამო, ძალზე ცუდად იხსენიებენ, თუმცა კი იციან, რომ ასე ცხოვრება ბევრს არ შეუძლია, რომ ასეთებში რაღაც მეტია, რაღაც ჭარბია, ხვდებიან, რომ ახალ სიყვარულში ადამიანი საკუთარ თავს ეძებს და როცა კვლავ ჭაობში იხილავს თავს, განწირული ეძებს უკან გამოსაღწევს... მოკლედ ესაა წყეული რიტმი, რომელიც სიყვარულისთვის დაბადებულთა ბედისწერაა. სისუსტე და სისულელეა თქვა შენს ბედზე კარგი ან ცუდი, როცა მას მიჰყვები და აღასრულებ. სიყვარულისთვის უცხოა ღალატი და ვერაგობა: ის, რაც შემართული დგას, შემართულივე ჩამოიშლება. ნუ ეძახით სიყვარულს იმას, რაც თქვენ გამოძრავებთ, არ გაგყვებათ დიდხანს იმისი სამოსი... სიყვარული ნაზი ალმურია, რომელიც ცხოვრობს ჭაობში.

უყვარს!.. რა ადვილად იტყვიან, უყვარს. გაიხედე, რამდენს უყვარს ირგვლივ რამდენი და კიდევ რამდენს ეყვარება მომავალ დროში. ჯანაბამდისაც გზა ჰქონიათ, ანუ ღმერთმა დალოცოს ყველა, მაგრამ მე კი დამიფაროს სიყვარულისგან, რადგან ერთი რომ შევიყვარო, მეორე ხომ გამებუტება, ხელს აიღებს ცხოვრებაზე, ჩამოხმება ნორჩი სხეული, მსხლებმსხმოიარე მკერდი ტყლაპად გადაიქცევა და მე ვიქნები ყოველივე ამის მიზეზი. არა ჯობია, სიყვარულით სულს ვიბრუნებდეთ და ისევე მივაშურებდეთ, როგორც მარტივ ტკბობის სამყაროს, სადაც ცეცხლი ნამდვილია, მაგრამ არა სწვავს. მე სიყვარულით გაცილებით მეტ დარდს ვიქარვებ და დრო გამყავს სიყვარულში, როგორც სარკეში. ვისაც სიგიჟე ელანდება, ვინც ეჭვების მოყვარულია, სხვაგან წავიდეს. მშვენიერი არსებებია ეს გოგოები, შვლებია და თხებია და მელაკუდები და ცხოვრების მძიმე ამბავიც, მათში მსუბუქ მონაყოლად გადაიქცევა და ტყუილად ასხამენ აბჯარს... სიყვარული მარტივი ტკბობის სამყაროა კაცთ ჯოჯოხეთში, სანთელია უკუნ ღამეში და ჰაერი სიკვდილის წამში.

ყველაფერი სიყვარულში უნდათ რომ შეატიონ, ათასნაირი გრძნობა – ერთში! პეტრეც მაგიტომ არ გადამეკიდა, უნდა, ვუთხრა, რომ მაგისი დისშვილი მიყვარს,

53

Page 54: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რომ ისე კი არ ვერთობი, რომ ცოლად მინდა... ჰეჰეჰეჰე... მაგისთვის გავჩენილვარ. ცუდად არის ობობა თავის ქსელში?

სიზმარიც გაახსენდა: თავფეხიანად ცუდად გაპუტულ სირაქლემა-გოგოებს სოფლის აბანოს ორთქლის ბუღში, კედელთან მიემწყვდიათ, თითქოს ბოროტი ზრახვით კი არა, დასათვალიერებლად – ცნობისმოყვარეობისთვის, და, ამასობაში კი, ყველაფერს ტკენდნენ, რაზეც ეხებოდნენ, იმიტომ, რომ ხელებადაც ფეხები ჰქონდათ, ანუ, მძიმე და კლანჭებიანი ტორები. თვითონ ძუძუს თავები ჩაბრუნებული ჰქონდათ და ამისმა დააინტერესათ და მოუქნელი ფოცხ-მაკრატელა თითებით ძუძუსთავებს წიწკნიდნენ. ბეცი თვალებით დაჰყურებდნენ ცნობისმოყვარედ. ამას ეწიწკნებოდა, თორემ, სირაქლემა-გოგოები არ იყვნენ უხეშები. სახეც, გულთან რომ მიჰქონდათ, ახლომხედველობის გამო მიჰქონდათ და არა სიბოროტით... ცნობისმოყვარეობის შვილები იყვნენ, თურმე, როგორც ჩვენა ვართ ცოდვის შვილები, სხეულზე ყველაფერი გაუქმებული ჰქონდათ საგანგებოდ, კვალი ეტყობოდათ მარტო მორჩენილი წყლულებისა, მკვდარი ჰქონდათ ის გრძნობებიც, ამ წყლულებთან ადრე რომლებიც აკავშირებდათ, ასე, რომ, ცნობისმოყვარეობა იყო მათი ბრმა მეგზური... აბანოში ისეთი ბუღი იდგა, რომ კაცები, როგორც ნისლში ხეები, ისე ჩანდნენ, მაგრამ კედელში დატანებული საჰაეროდან მაინც გაისმა ხმა: – არ გაიკაროთ, არ გაიკაროთო... 14–15-ისამ ვერ გაიგო, თუ რა უნდა ჰქონოდათ ამ საბრალო არსებებს საშიში... რომ გაეღვიძა, დედ-მამის ნაშენი ისე სტკიოდა, გეგონება, უხეშად დაუზილეს, ან ზედ მძიმე ტორი დაადესო. ძალზე უსიამოვნო გრძნობა იყო, მაგრამ სირაქლემა-გოგოების მხოლოდ სიბრალული გამოჰყვა.

ჯერ მყრალ პატარძალს და მერე ძაღლს გადარჩენილ 14–15-ისას ბუნებისაგან წყალობა ეთქვა. იგრძნო ეს 14–15-ისამ და მადლიერებით აღივსო და განახლება მოესურვა. ძველთაგან ბევრ ნაქებ მონადირეზე სმენოდა, ამდენი და ამდენი აზარი აათავაო. აზარი წმინდათაწმინდა რიტუალი იყო მონადირეებში: ყოველი ასი სული დახოცილი ნადირის შემდეგ მონადირეს იარაღი უნდა დაემარხა ერთი წლით მაინც, რომ მიწაში ცოდვათაგან განწმენდილიყო. 14–15-ისას არ უხოცია არჩვი, ჯიხვი, მგელი, დათვი, მაჩვი, ფსიტი, მელია და არც მათი რქები დაუკრავს დედაბოძზე და არც მათი ტყავი უბარებია მონკავშირში, სამაგიეროდ, უწერია ლექსები, სამსტროფიანი, ორსტროფიანი, ხუთსტროფიანი, უწერია ბალადები და იმ ნათქვამქვეშ რომ არ გასრესილიყო – დიდთა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვთ ხოცვა ნადირთა მცირეთაო – უწერია პოემებიც, თუნდაც, სულზე და სხეულზე...

ამიტომაც, სრულიად ბუნებრივად მიიჩნია, რომ საკუთარი იარაღისთვის აეგო აზარი, ცოდვათაგან განეწმინდა და თავად განახლების გზას შესდგომოდა. მით უმეტეს, რომ შემოქმედებითი კრიზისი ზამთარივით კარზე მოსდგომოდა, ცარცივით თეთრი ციკო უყვარდა და წერა აღარ ახსოვდა. ამ მაცოცოხლებელი აზრით შეპყრობილი, აფუსფუსდა გვიან შემოდგომის ადრებნელში, იქექა, იქექა და უჯრებში, ფანჯრის რაფებზე, წიგნებში, რვეულების ყდებზე, გაუგზავნელ წერილებში, ჯიბეებში ასზე მეტი ლექსი აღმოაჩინა. გაიხარა.

54

Page 55: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

აიღო თავისი ერთგული კალამი, მოეფერა, მაგიდაზე დაასვენა. მერე შემოიტანა თაფლის სანთელი, ცოტა ჩამოაჭრა, გაალღო და კალამს გარს შემოაკრა, შემოგმანა ერთგულად. მთვარის ამოსვლას დაელოდა და როდესაც ნაგომურალს დაებჯინა მთვარის მზერა, იარაღი მიწაში ჩაფლა და სანიშნოდ ზედ კრამიტი დააფარა. უსაფრთხო იყო, აქ დედამისს არაფერი ესაქმებოდა.

ცოტა ხანს მდუმარედ იდგა, ჩათვალა, რომ რიტუალისთვის ასე იყო საჭირო, მერე მთავრეს გაუსწორა მზერა და დიდხანს უყურა, თითქოს შეეთქვაო.

მისი ლექსების წაკითხვას სახელოვანმა პოეტმა ბევრი დრო არ მოანდომა. ის და დედამისი კი როგორი გაფაციცებით ადგენდნენ!.. აბა, არაფერი გამოგვრჩესო, ითვლიდნენ, როგორც გზაში წასაღებ ნივთებს: იყოს ესეც, ვინ იცის, რაში გამოდგებაო! სახელოვანმა პოეტმა კი, ის მათი ნალოლიავები საერთო რვეული უსწრაფესად გადაათვალიერა და, მართალია, ამით 14–15-ისას მადლიც მოისხა და ღელვა შეუმსუბუქა, მაგრამ მაშინ დრო მაინც ეცოტავა.

რაღა დასამალია, იმისთვის რომ ახალბედა პოეტის ლექსები შეაფასო, სულაც არაა საჭირო ათი და თხუთმეტი ლექსის ბოლომდე წაკითხვა, ამისათვის ხუთიც კმარა, ან თუნდაც ორი, ბოლოსდაბოლოს, ჭეშმარიტიაზრის სათქმელად რამდენიმე სტრიქონიც საკმარისია.

ის კი, ამასობაში, მთელი ძალით ებრძოდა დაძაბულობას, წამომდგარი ათვალიერებდა სხვადასხვა გამოჩენილი მხატვრის ნახატებს და განსაცდელს არ უტყდებოდა.

პოეტის შეძახილმა შემოატრიალა: “კარგი ბიჭი ხარო”, უთხრა და უფრო მეტი ინტერესით დაათვალიერა, შესაძლოა, თავისი აზრი შეამოწმა, შესაძლოა, გამოუხმო თავის სიყმაწვილეს, სინამდვილეში, სულაც არ უნდოდა, ზედაპირულად ან არასწორად შეეფასებინა. ჩანს, საკუთარ თავსაც უსვამდა კითხვებს, რაკი კიდევ ერთხელ გაუმეორა: კარგი ბიჭი ხარ!..

სახელოვანი პოეტი წამოდგა და თავისი სიტყვების დასტურად თაროდან საკუთარი ლექსების ერთტომეული გადმოიღო, გადაშალა სატიტულო გვერდზე, შეხედა, გეგონება, უნდა დახატოსო და წააწერა.

არ შეიძლება, რომ სიამოვნება შეერგოს ბოლომდე, რომ შერჩეს ცოტა მაინც, ჩაუშხამებლად. იჯდა ავტობუსში, წიგნი ედო მუხლებზე, მის გვერდით ცარიელი ადგილი მგზავრს ელოდებოდა და ამოვიდა კიდევაც, ყაყიჩას ცოლი და რაკი “კარგ ბიჭთან” და “მასწავლებლის შვილთან” ერთად მგზავრობდა, ხომ უნდა ესარგებლა კიდევაც ამითი და ყოველნაირად იწყო ლაღად მოქცევა და 14–15-სას შევიწროვება. ჯერ ხომ ძლივს დაატია ტრაკი, ყოველმხრივ ბარგი ხომ შემოულაგა, კალთაც ხომ აივსო “გასატეხი” რაღაცებით და ზედაც ხომ ამოიხვნეშა ჭეშმარიტი ნახშირორჟანგით და გზაზეც ხომ ავტობუსის ჯაყჯაყმა ძილი მოჰგვარა, რაც იმაში გამოიხატა, რომ საშინელი ძალით წავიდოდა ხოლმე ძილ-ქუშში, წავიდოდა,

55

Page 56: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

წავიდოდა და ტანზე როგორც კი გადმოაწვებოდა, უცებ გაიმართებოდა საათის ისარივით და ყველაფერს იწყებდა თავიდან.

ასე დაეშვა ფარდა, დასრულდა მოკლე პიესა, აინთო შუქი და 14–15-ისამ კვლავ ნაცნობი დარბაზის გარემოში ამოყო თავი. სადგურამდე გაჰყვა ავტობუსს, ადრეც შეეძლო ჩამოსვლა, მაგრამ მანამდე ვიღაცამ გააჩერებინა და შოფერი აქოთდა, ახლა ყოველ ნაბიჯზე გამაჩერებინებთო. ავტობუსიდან ჩამოვიდა და, მიწაზე დადგა ფეხი თუ არა, ერთი სკოლიდან გაგდებული ბიჭი, გაზეთების კიოსკთან რომ იდგა, თითქოს ელოდაო, წამოვიდა მისკენ. დაიწყო სამშობლოო, გაიფიქრა, – მოკლედ, მედიკო მომწონს და იცოდეო, გააფრთხილა, მეტი არც სიტყვა უთქვამს და პასუხსაც არ დალოდებია, ეტყობა, ბევრი ივარჯიშა მანამდე, მაგრამ 14–15-ისა რა შუაში იყო!.. მედიკო პარალელურკლასელი იყო, ერთხელაც არ მოსწონებია, უბრალოდ, სახელი დაუვარდა ისეთი... ახლა მედიკო!.. ისე, თვალებს კი ძალიან აჟუჟუნებს, გაზრდილა ამ ზაფხულს და ატაცებულ კაბას სულ ქვემოთ ექაჩება, იმხელა ძუძუები გაზრდია მედიკოს...

ქალაქელ მეგობართანაც დიდი ტანჯვის ღამე გაათენა. იმათთან, ეტყობა, ბლომად დადიან სოფლელები, ეტყობა, ამიტომაც არ გაიკვირვა მისი სტუმრობა დედამისმა, არც მისი ძღვენი გაკვირვებია, ეტყობა, ყველას მიაქვს სოფლის რაღაც-რაღაცები, უმუშევრად არიან და, ეტყობა, ასე იმართავს ხელს ქვრივი ქალი. 14–15-ისა და მისი მეგობარი, ჩაჭეჭყილად, რაღაც ფარდულივით ოთახში დაწვნენ. გვერდით, ასეთივე “ოთახში” ოცი-ოცდახუთი წლის ცოლ-ქმარი ისვენებდა, მეგობრის დეიდაშვილი და იმისი ქმარი, ვეებერთელები. მთელ ღამეს ერთ ამბავში იყვნენ, რაღა აქ მოუნდათ ამ მამაძაღლებსაო, უჩურჩულა მეგობარმა. ძალიან უხერხულად გრძნობდნენ თავს, საბნები წაიფარეს. ისევ ცოლ-ქმარმა უშველათ: ჩააცივდა ქმარი ცოლს, ალერსში რომ იყვნენ წასულები, მარცხენაა თუ მარჯვენაო, მარცხენაა თუ მარჯვენაო, რაღაც გემოს ატანდა ამ კითხვას და ალერსით უმეორებდა. რაზე ეკითხებაო, უჩურჩულა მეგობარს, რაზე და ძუძუებზეო. სხვადასხვანაირი აქვსო? არა, კაცო, რა სხვადასხვანაირი, გიჟია ეგ მამაძაღლი, რა მნიშვნელობა აქვს მარჯვენასა და მარცხენასაო, წავიფაროთ საბნები, თორემ გაგვაგიჟებენო..

სოფლელებს… ეგეთი რამეებით ვერ გააგიჟებენ, ბუნების შვილები არიან.

ავტობუსში არავითარი პეტრე არ იყო, მაგრამ მაინც თვალი-თვალში გაყრილები მისჩერებოდნენ ერთმანეთს. – მოიცადეო! – ეუბნებოდა და თან ცხვირიდან წამოსულ სისხლს ხალათის სახელოთი იმშრალებდა – აი, ცოტაც გავიზრდები და თუ არ მოგკლა, ნახავო! ახლაც მოგკლავდი, მაგრამ არ მინდა მცირეწლოვანთა ციხეშიო... მწარე დღეში იყო, იცოდა, რომ ვერ მოერეოდა, იცოდა, რომ უფროსი იყო, რომ სირცხვილი იყო ორივესი და ისიც იცოდა, ჩაცუცქულს რომ თავს დასჩერებოდა და ფეხიც ამოსარტყმელად უთრთოდა: –ერთი კიდევ მიჰკარებიხარო! – ამიტომ თავდაღუნულივე ადგა და წავიდა, სანამ არ შემობრუნდა და არ უთხრა – მოიცადე!.. – მძიმე საფიქრალი დაუტოვა, ვიღაცა იმიტომ იზრდება, რომ მოკლას. გზად სახლისკენ კიდევ შეხვდა ერთი-ორი ამხანაგი. იცოდნენ

56

Page 57: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ქალაქში რომ იყო და ამბავი ჰკითხეს, ისიც უთხრეს, დედაშენი წეღან მაღაზიაში იყოო. რა უნდოდა დედამისს მაღაზიაში? შევიდა, იცოდა, თუ მივიდოდა, ბერტასთან მივიდოდა და იმას მიაკითხა. – ცავიდა, ცავიდა, შვილო, უპასუხა ბერტამ და გამოისტუმრა. მაინც შეავლო ბერტას ზურგსუკან ჩამწკრივებულ ფეხსაცმელს თვალი. ქალაქში კარგი ფეხსაცმელები ეცვათ ბიჭებს, აქ არ იყო ისეთები.. დახედა თავის ფეხსაცმელს, ეს ოხრები, აქ კარგებია და ქალაქში რასა ჰგავდნენო, გაიფიქრა. და უცებ, საიდანღაც დაქროლა დასავლეთის ქარმა, წარსულში გადააგდო და გამოაცნობინა იმ წითელი ბათინკის გამოცანა. სამწუხაროდ, ეს ამბავი დედამისს საერთოდ არ ახსოვდა, თქვენი მოგონილიაო, იტყოდა, ვინ ჩვენიო, რომ ჰკითხავდა, თავს გადაიქნევდა, რა ვიციო.

წამოვიდა 14–15-ისა ქალაქიდან და გამოჰყვა გზაც ჩქეფა-ჩქეფით უკან. ჭალის წყალი რომ მოხტის ქვებზე – ისე. ხანდახან მალაყსაც გადაივლიდა მოზრდილ ლოდებზე, 14–15-ისას დასანახად. თუმც კი, ამაო იყო მისი გარჯა, მაგრამ გზას არად ენაღვლებოდა უყურადღებობა, მისთვის მთავარი იყო, რომ სახლში მოჰყავდა შვილი, სიცოცხლის ხალისის მომნიჭებელი. “ნემეცების ნასახლარებს” რომ გაუსწორდნენ, გამოასწრო ავტობუსს მოკლეებით, რომ 14–15-ისას შეგებებოდა... წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ შეუხვევდა მთავარი ქუჩიდან და როგორ გაგორდებოდა ისევ თავის ნაწოლზე და დაეგებოდა მწვანე არშიებიან ხალიჩასავით გზაჯვარედინიდან – ვიდრე – საკირემდე... ანუ მთელ უბანში ისევ თვითონ იქნებოდა გზა და შეასრულებდა კვლავაც თავის როლს. ზედ გზაჯვარედინზე უშველებელი ცაცხვი იდგა, ის იყო უბნის საზღვრად ნაგულისხმევი სამანი: იმის აქეთ შინ იყავი, იმის იქით კი – სხვა ქვეყანაში.

– აი, მოვიყვანეო!.. – შემოურბინა გზამ ცაცხვს, თუმც კი, ძლივს გასტია ცალი კალთა ღობესა და ცაცხვს შორის, ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთს მიკრულნი, – რა წაიღო, რა მოიტანაო?.. – როგორ თუ რა წაიღო, როგორ თუ რა მოიტანა!.. გაწყრა ცაცხვი, რადგან თვითონ უფრო შორს იყურებოდა... შენ ის იკითხე, რა გაატანე შენი ორღობიდანო.

გზას საკამათოდ არ წამოუწყია ეს საუბარი, ამიტომ მშვიდობიანად გასცდა, როგორც პატივსაცემსა და მასავით ხანსრულ არსებას. კამათი და საკუთარი აზრების ფრქვევა რომ ყვარებოდა, აქამდეც მოახერხებდა, მაგრამ გზას ყველა უყვარდა – მასზედ მავალიც და მასზედ მდგარიც და ღმერთს დაეფარა, სხვაფრივ რომ ყოფილიყო.

დიახ, გზას ყველა უყვარდა, ვინც დილიდან დაღამებამდე მას აჩქამებდა და ახმაურებდა. ამით განსხვავდება გზა გზისგან... სადაც გზას მეტი ბალახი აქვს მოდებული ნაპირებში, იქ ბალღები ცოტანი არიან, ცოტას დარბიან და ჯოხებსაც ცოტას იქნევენ. ეს კი ცუდია გზისთვისაც, ადამიანებისთვისაც და სოფლისთვისაც. საბედნიეროდ, გზა არ უჩიოდა არც ბალღების ნაკლებობას და არც მათი ფეხის ხმის სიმცირეს. არც ძაღლს უჩიოდა გზა და არც ურემს, არც ძროხებს, ხბორებს, ერთი-ორ კამეჩს და ცხენებს..

57

Page 58: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ცოდვა გამხელილი ჯობია, გზამ ზეპირად იცოდა თითოეული სულიერის ხმა. ისიც კი იცოდა, ვინ მოაგორებდა კასრის სალტეს, ვისი ნასროლი ქვა დაეცა და ვისი ეზოს ქლიავი. ასე იყო გზა მთელი საუკუნე, ამ დღის ჩათვლით. ან კი სხვანაირად როგორ იქნებოდა, ცარიელზე ხომ ვერ ივლიდა ხალხი – ბავშვი, ქალი, კაცი, მექორწილეები, გამსვენებლები...

გზა ლარივით სწორი იყო, აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთისკენ გაჭიმული – ერთი თავიდან რომ გაიხედავდი, მეორე ბოლოს დაინახავდი – ღობეების ნაპირებს ბუსნო მისდევდა. აქა-იქ, გულმავიწყ ან დაუდევარ მეკომურთა ეზოების გაყოლებაზე, ჭინჭარი და ქრისტესსისხლა ერია. გზის სავალი ქვა-მიწიანი იყო, მყარი. უსწორმასწორო არ ეთქმოდა, მაგრამ წვიმების შემდეგ, მაინც რჩებოდა გუბეები, რომ ბავშვებს ჯოხის ცხენები ეჭენებინათ. სოფელში იმ დროს ბავშვების სათამაშოები არ იყო – ჯოხებისაგან თხზავდნენ გასართობს, ჯოხებით აზროვნებდნენ, ჯოხის ცხენებზე ისხდნენ...

ცოლ-შვილს არ უყვარდა დიმპიტურა, ისე, როგორც გზა სცემდა პატივს. დილაადრიან დგებოდა საწყალი, იმიტომ, რომ მოძალებულ ხეიბრობას ებრძოდა. მატყლის საწყობში ჰყავდათ მუშად შეფარებული და დილაადრიან გამორაკუნდებოდა ხოლმე ჯოხით გზაზე. გრძნობდა გზა, დღითიდღე რომ უფრო და უფრო უჭირდა სიარული და ებრალებოდა საწყალი დიმპიტურა და იმის ცოლ-შვილზე კი გული ეყრებოდა, რომელთაც, რატომღაც დიდ რამედ წარმოედგინათ თავი და თითქოს ერცხვინებოდათ ხეიბარი, დაჩაჩანაკებული დიმპიტურა.

ცოტა ხანში გზაზე როდიონაც გამოღიღინდებოდა. ეზოს კარს გულდასმით დაკეტავდა, ხან მიბრუნდებოდა კიდევაც შესამოწმებლად. შოფერი იყო, თავის თავს მძღოლს ეძახდა, ავტობუსი დაჰყავდა ქალაქში და ფულს კარგად შოულობდა. ხარჯს ერიდებოდა, წუწურაქობდა, აგროვებდა ფულს და, ეტყობა, ზედ წამოსვლის წინ ითვლიდა ხოლმე, რისგამოც, კარგ გუნებაზე დგებოდა და, დილაუთენია, ამ გაუცინარ სოფელში ფრთებგაშლილი მიღიღინებდა.

მერე ბავშვებიც გამოიშლებოდნენ სკოლისაკენ, იმათი მშობლები... ჰო, მანამდე საქონელი გაივლიდა...

ოოო, ზოგი როგორა სცემს მიწას ფეხს, გაგიკვირდება!.. გეგონება, ვალი ჰქონდეს იმისი. ერთი მუჭა ქალი ისე გამოკაკუნდება, ისე აიკლებს გზას და მიწას, რომ დევკაცი ვერ იზამს იმდენს. სხვა კი არაფერი აამაყებს, სამსახურში მიდის და ეგ არის. ან, შეიძლება, პატიოსანი ვარო, ფიქრობს თავის თავზე და ეს ეამაყება. რას გაიგებ!.. აქაური კაცი, თუ წინა ღამეს არ დალია, იმას ამაყობს და ქალი კიდევ იმას, თუ წინა ღამეს არ მისცა...

შუაღამე რომ გადავა, ერთი-ორი ორღობე და გადასახვევი აქვს გზას – ოლაანთკენ და ამორაძეებისკენ – იმათ გახედავს და ძილისთვის მოემზადება. მაგრამ მანამდე ცოტა უნდა დაიცადოს, ვიდრე კოჭლი მედიკო და ლამაზ-გაბო გამოივლიან. შეყვარებულები არიან. მედიკო კოოპერაციის ბუღალტერია და, როგორც ამბობენ,

58

Page 59: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ფული აქვს. კეკლუცია, ბევრ პუდრს ისვამს და ყაყაჩოსფერ პომადას. ლამაზ-გაბო გლეხის უტ-უმეცარი მუტრუკია, ურმიდან მანქანაზე ახალგადამჯდარი, მაღალი, ლამაზი ვაჟკაცი, უნდა ძალიან “ვოლგა”და ამიტომ უყვარს მედიკო. და ბრუნდებიან მთვარიანში ხოლმე იმათი ჩრდილები და ირწევა მედიკოს ჩრდილი გაბოს ჩრდილზე, გეგონება, სწონის და სიმართლის გაგება უნდაო. გაბოს კი დასამალი არაფერი აქვს – “ვოლგა”უნდა ძალიან. ამიტომაც მიაცილებს პატიოსნად სახლამდე და მერე საკირეებს ზემოდან გადავა შინისკენ, რადგან ამ გზაზე აწონილია უკვე იმისი ფეხის ფასი. ამათ შემდეგ სულიერი აღარ გაივლის გზაზე, მთვრალიც კი არა! აქაურები ადრე თვრებიან და მალე ეძინებათ.

კი ჰგონია გზას, რომ ყველაფერი აქვს შემჩნეული, რაც მის გარშემოა, მაგრამ, ვაითუ, არის საგანი რამ, დაუნახავი, დილიდან დაღამებამდე და მუდამ – რომელიც, შესაძლოა, სამყაროსაც გამორჩენილი აქვს და ადამიანსაც...…

გზა დარბაისელი არსება იყო, შეიძლება, მეტისმეტადაც. იგი პატივს სცემდა თავის განსაკუთრებულ როლს, თავის დღევანდელ დღეს და წარსულსაც, რაც ყველაზე დიდი იშვიათობა იყო სოფელში, სადაც ხევსური ბეწინას გარდა, საკუთარი წარსული არავის ახსოვდა. მამა-პაპა, წინაპრები, იმათი წეს-ჩვეულებები – გარდა ხინკლის მოხვევისა და საქონლის ხმობისა – ყველაფერი, რასაც ძველი ეთქმოდა, გადაყრილი და ქარისთვის გატანებული ჰქონდათ. არც გაემტყუნებოდათ თითქოს, რადგან სოფელი იმ ქვეყანაში იყო, სადაც წარსულიც ისევე აკრძალული იყო, როგორც ღმერთი. წინ უნდა გეცქირა მხოლოდ, ბებო შვილიშვილს საკუთარი პაპის ამბავს არ მოუყვებოდა, არც გვარისას, არც თემისას... არ შეიძლებოდა წარსულისკენ ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი, მაშინვე ცეცხლი დაგბუგავდა თვალებს და იტყოდნენ წყრომით – წარსულს მისტირისო!

დიახ, დარბაისელი იყო გზა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ იტყოდი გზის ხიზნებზე – ოლა დეიდას ორღობეზე და ამორაძეების ჩასახვევზე, რომლებსაც არავინ უკრძალავდათ ჭორაობას, გზის გარდა. ჰოდა, როგორც კი გზა წარსულის ფიქრებს მიეცემოდა, გაძვრებ-გამოძვრებოდნენ ეს ორნი ღობეებში და გაჭირვებით მიიტანდნენ ერთმანეთთან თუ არა პირს, დაიწყებდნენ კიდევაც ტუტუნს.

–სად უვლია, გაიგე, ამ სულელ 14–15-ისას! – დაიწყებს ამორაძეანთ ჩასახვევი – სოლოლაკიო, სანაპიროო, დიდუბეო... როგორ ჩამოიტანა თავი, არ ვიცი. და სულ იმ ტრაკდაბალი გოგოსთვის. მარტო თვალებში უყურებს გოგოებს ეს 14–15-ისა. მართლა კარგი და ლამაზი ჯერ არ მოსწონებია. კიდე ბედი აქვს, თორე აქამდე ასჯერ მოიტეხავდა კისერს. რამდენ მზეთუნახავ გოგოს მოსწონს აქაურს, რამდენი დადის მაგის გულისთვის ჩემ გზაზე.

– ოო, ეგ საიდანღა იცი, მაგისთვის დადიან თუ არა – გაუწბილა ნათქვამი ოლა დეიდას ორღობემ.

– მაშ, მე ფეხის ხმა აღარა მცოდნია!

59

Page 60: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– ფეხის ხმა რო იცი, რა, გულის ხმაც გესმის? – თითქოს ნაღველი ამოიღოო ორღობემ – ჩვენი ჭანჭურები კი კინაღამ წააქციეს მაგანა და თალიკომ და რა ვიცი...ფეხის ხმა ჰოოო, მაგრამ ტრაკი დაბალი აქვს თუ მაღალი ადამიანს, საიდან იცი?

– გენაცვალე, მე ორღობის გზა ვარ და დაბლიდან მაღლა ვხედავ. არც სმენას ვუჩივი, ისიც ვიცი, ვინ როგორი ლაპარაკით ჩამოუხვევს ხოლმე.

ეტყობა, ამის თაობაზე ორივეს ერთი აზრი ჰქონდა და მოკრიალებულ ცაზე მავალი მთვარის შუქზე ერთიანად აკიაფდნენ კიჭა-ქვიანი სიცლით.

სოფელს ვუახლოვდებოდით. “ნემეცების ნასახლარებს” რომ გავუსწორდით – თქვენ თვითონ მიხვდით, რატომ შეერქმეოდა ეს სახელი ამ პატარა მიწის ნაგლეჯს – უკვე მთლად გამოჩნდა სოფელი, ერთიხე და ბუჩქიც აღარ ეფარებოდა და მინდოდა მეყვირა: – ეე, სოფელო, ქალაქში ვიყავი!.. მართალია, არ მინახავს, მაგრამ ხომ ვიყავი!..

II

ქალაქიდან დაბრუნებულ 14–15-ისას სახლში ჩუმად მისვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამიტომ ნელა შეაღო ეზოს კარი და მოათვალიერა იქაობა, მოათვალიერა და, ვაშლთან, ბალახებში ჩამჯდარ 8–10ისას მოჰკრა თვალი. იქვე იჯდა, სადაც დედამისმა ბათინკი მოაზომა. არ გაინძრა, რომ რაიმე არ შეცვლილიყო. განა რა დიდხანს მოუწევდა ლოდინი, სულწასული კი არ იყო!.. ძალიან მალე მოვიდოდა დედა და იმ ბათინკსაც მოუტანდა და მეორესაც, მაგრამ რომ განძრეულიყო, ვინ იცის!.. რომ ან გზაზე გასულიყო გასახედად, ან პურის მოსატეხად ასულიყო სახლში, შეიძლება, ყველაფერი შეცვლილიყო. ეს ამბავი აქ მოხდა და აქ უნდა დალოდებოდა. არ უნდა განძრეულიყო, რომ რაიმე არ შეცვლილიყო. გაჩაჩხულ ფეხებს შორის რაღაც საქმე გაეჩინა და მთელი ყურადღება იქითკენ ჰქონდა, ჩიჩქნიდა რაღაცას და დრო გაჰყავდა დედის მოლოდინში. 14–15-ისას შეებრალა: გეგონება, ობოლი დაუსვამთო. ობოლი ხომ სულ ვიღაცის დაბრუნებას, სულ რაღაცა სასწაულს ელის, ამიტომაც ჩუმად უნდა შეხვიდე ეზოში, როცა არც სასწაული შეგიძლია და არც წითელი ბათინკები გიჭირავს ხელში.

ბათინკების გაფიქრებაზე 8–10ისა მოტრიალდა და სევდიანად დააკვირდა 14–15-ისას, თითქოს, სანდოა თუ არაო... არ იყო სანდო. მას ცოცხალი არსებასავით უთრთოდა ხელში წიგნი, რომელშიც მშვენიერი, უცხო არსების სურათი ედო.

ალბათ საიქიოშიც ასეა, როცა სული სულსა ხვდება და მიწიერ ამბებს უყვება. ესენიც ხომ არარეალურებია.

რეალური მე ვარ, დღევანდელი, დანარჩენასაკოვანი და ვამბობ, რომ, როცა დედაჩვენს ასაფლავებდნენ, არც 8–10ისა იყო იქ და არც 14–15-ისა. მე ვიყავი მარტო. ახლა კი, მიაქციეთ ყურადღება, დედაზე ლაპარაკი ამათ უფრო შეშვენით.

60

Page 61: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ეს ცალი ბათინკის გამოცანაც მე ამოვხსენი და არა 14–15-ისამ, ისევე, როგორც მე გავარკვიე, რომ ჩემი დედის ძმის ცოლი, ამათ, მულმა და დედამთილმა გააქციეს სახლიდან. ეს იყო მიზეზი, რომ ცოლის გზაზე მოკლეს ნაკოდარში. 8–10ისამ, დაკეტილი უჯრების გახსნისა და დამალულების პოვნის ოსტატმა, ერთხელაც, ყველაზე საიდუმლო უჯრაში, დედის ძმის სისხლიანი პერანგი აღმოაჩინა და დედას უთხრა. 14–15-ისამ იმ პერანგის არსებობა საერთოდ არ იცოდა, ისე დატოვა თავისი ასაკი, რომ ერთხელაც არ უნახავს.

სულ უბრალო ამბავზე აიშალნენ რძალ-მული. დედამაც ქალიშვილის მხარე დაიჭირა. მოუვიდათ მაგარი ჩხუბი. დაბრუნდა შინ ძმა და ქმარი, დაღლილი. დახვდა გაუგემურებული ოჯახი, იკითხა, – რა მოხდაო, –ასე და ასე შენმა ცოლმაო, – ასე და ასე შენმა დამ და დედაშენმაო. ორივე მხარე შეჰყურებდა, ვისკენა ხარო, ამან კი თავი აარიდა პასუხს. მეორე დილას ჩაიცვა ცოლმა და ფოსტის დილიჟანს გაჰყვა ქალაქში, საიდანაც იყო მოყვანილი. ერთ კვირას იცადა გაოგნებულმა დედის ძმამ, იფიქრა, იდარდა. მულ-დედამთილი თითქოს ჩაცხრა, იმედით აივსო, ცოლიც მოენატრა, რადგან სიყვარულით ჰყავდა შერთული. ერთ დილასაც ადგა და უთენია ქალქის გზას დაადგა ფეხით. მზის ჩასვლისას ქალაქსაც მიუახლოვდა. თანასოფლელების ურემი შეხვდა. ცოტა ხანს წამოვისვენებო და ურემზე ჩაეძინა. არეული დრო იყო. თუ ვინმეს ჯიბრი და შური გქონდა, რომელიმე მთავრობის ან პარტიის სახელით გაუსწორდებოდი. ამასაც მძინარეს დაახალეს ბერდენკა. მალე მოვიდა სახლში სიკვდილის ამბავი, როგორც იცის ხოლმე უწვალებლად და დაუბრკოლებლად მოფრენა. შეაბა ცხენის ურემი კოტე დიაკვანმა, ოჯახის ნათელ-მირონმა და შუაღამისას მიცვალებული სახლში მოასვენა.

–შემოვიდა დედაჩემი ეზოში. ხელში არაფერი ეჭირა. მივხვდი.

– იმ ოხერ ბერტას მეორე ცალი გაუყიდიაო, მალე მივიღებო, ამ სიცხეში მაინც ვერ ჩაიცმევდა ბათინკებსაო... მართლაც!.. ისე მაქვს ფეხის გულებზე ტყავი გამაგრებული, მოჭრილი ყანის ნაწვერალიც არ მაშინებს, თორემ ეკალი და გოროხი რა არის.

თავიდანვე გასასინჯად მოიტანა დედამ ის ბათინკი. რომ მოაზომა და ნახა, ზუსტად ჰქონდა, იფიქრა, შემოდგომისთვის უკვე პატარა ექნებაო და დაუბრუნა ბერტას, თან უთხრა, როგორც იყო საქმე და იმისგანაც დასტური მიიღო – არ ჩაეტევა შემოდგომაზეო!.. თორემ გასაყიდად კი არ ელაგა დახლზე, შენახული ჰქონდა ჩუმად. ამ ღელვაში და მისვლა-მოსვლაში დედას დაავიწყდა კიდევაც, შვილი რომ მწარედ ელოდა და, როცა შვილს თვალებში შეხედა, მიხვდა ყველაფერს და ყველაზე მარტივი ტყუილი უთხრა. 8–10ისამ ძალიან თანაუგრძნო, მოეხვია დედას, ცხვირ-პირი ყელში ჩაურგო და ისუნთქა და ისუნთქა მისი საყვარელი ჰაერი. და რომ გაძღა და ბედნიერმა შეხედა დედას, გაუკვირდა, რომ ტიროდა. სამაგიეროდ, თავიდან დაწყებულმა ხვევნა-კოცნამ გუნება ძალიან გამოუკეთათ.

61

Page 62: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ვიდრე 14–15-ისა ვიყავი, ჯერ კიდევ ჰქონდა დედაჩემის ყელსა და კისერს ის სუნი, რითაც 8–10ისა იკვებებოდა, მაგრამ როდის დამეკარგა, ვერ ვიხსენებ.

მე მიგრძნია ჩემი მომავალი თავი, არა მარტო ოცნების ჟამს: მე, ბავშვს, ხშირად დამჭირვებია ჩემი მომავლის თავი, იმიტომ, რომ უბანში ჩემი გვარისა მარტო ვიყავი და, რომ არ დავჩაგრულიყავი სხვა გვარებისგან, გაზრდა მჭირდებოდა. უმიზეზოდაც ვმდგარვარ აივანზე და ჩემ უკან ჩემი მომავლი თავი მიგრძნია. ხშირად შევუშინებივარ კიდეც ამას – ნაყოფის ზრდას ყვავილში. ნაყოფზე რაღა ვთქვა: ადამიანებივით, არც ერთი ვაშლი არა ჰგავს მეორეს, რა ჰარმონიას აღწევენ ნეტა ამ განსხვავებით. ვაშლი ყვავილში ვერ შევა, მაგრამ იგი მასში არის. ასე ვიყავი მეც, მუდამ ჩემს ბავშვობაში, აი, ასეთი, როგორიცა ვარ. გჭირდებით თქვენ თუ არ გჭირდებით, ჰე, ადამიანებო, ამას აღარა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ იმ ყვავილისათვის მე ვარ ის, რაც უნდა ვყოფილიყავი და დედამაც რომ თქვას ჩემზე უარი, ის არასოდეს გაიქნევს ჩემზე თავს, ჩემი ყვავილი. იმიტომ, რომ ის ჩემშია და მე მასში ვიყავი... მე არავის წინაშე არა ვარ მოვალე, ჩვენ სამის გარდა. მე არა მარტო უნდა დავესრულო მათს სურვილებზე, არამედ, უნდა ვხედავდე იმას, რასაც ისინი ხედავდნენ და ვგრძნობდე იმას, რასაც ისინი გრძნობდნენ. ეს ძალიან მძიმე ჯვარია, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი სვენებ-სვენებით ტარება შეიძლება და... აი, სწორედ აქ შეიძლება გაგეცინოს სიცილს მიმსგავსებული სიცარიელით...

თანამედროვე ადამიანმა სულ უფრო მეტი და მეტი ვერსია უნდა იცოდეს ამ ცის ქვეშ თავის მოვლინებაზე, ისე შია საკუთარი თავი და ისე ეშინია მომავლისა, რომ, შესაძლოა, როგორც დიდ ყინვაში, საკუთარი თავი დაავიწყდეს და ისე მოკვდეს...

მაგრამ ადამიანს სჭირდება საკუთარი თავი და საკუთარი სახელი, იგი მოიპოვებს მას შორს, რათა თან წაიღოს ასევე შორს...

როცა დადგა გაზაფხული, მოინდომა ღმერთმა სიმრავლე კაცთა, მოიწვია მსოფლიო ქარი, ჩაუყარა კალთაში მარცვალი ხორბლისა, სვილისა, ქერისა, ბრინჯის... და უბრძანა, აჭრილიყო დედამიწის თავზე და ხელუკუღმა მოეპნია მისთვის მარცვალი ყოველი – ხორბლისა, სვილისა, ქერისა, ბრინჯის, რათა შობილიყო კაცთა ახალი მოდგმა და ევლო ახალ თაობას გარდასულთა ძვალ-ხორცით განოყიერებულ მიწაზე. მარცვალმა, რომელშიც მე ვიყავი, დიდხანს იტრიალა დედამიწის თავზე, ხან წაღმა და ხან უკუღმა, გამოტოვა ბევრი მხარე, ბევრი ქვეყანა აყვავებული და თვალმისავალი და, რომ მეგონა, აი, ახლა კი ამ მიწაზე დავითესები-მეთქი, უცებ ავიჭრებოდი იმავ ქარისგან, ბაბუაწვერასავით მსუბუქი, რადგან ბედისწერით არ ვიყავი დამძიმებული და ვტრიალებდი კვლავ ცის ნოტიოში, სანამ წერა-მწერელი აბგას მივსებდა მომავლის ნაწერით, ვღივდებოდი და, ნაყოფად რომ განვემზადე, აქ ჩამოვვარდი, ამ მიწაზე, სადაც ახლა ვარ... და მიხარია, რომ ჩემი დანაშაული არ არის...

მაგრამ არც წასასვლელ გზას უნდა დაადგეს კაცი ცარიელი აბგით.

– მე თქვენ გიცანით!62

Page 63: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– მეც, რა თქმა უნდა!

ძაღლისა და ძვლის დიალოგი, ასე როდი დაიწყებოდა!

– აგერ, უკვე ამდენი ხანია ერთად მოვდივართ, მდინარის ნაპირს მოვუყვებით, თქვენ გაღმა და მე კი გამოღმა, მე – ბიჭი და თქვენ კი მთვარე.

მწირი ადგილის მკვიდრნი ვართ, საკუთარ თავზეც კი მოგივა ბრაზი. წელიწადის დროებია აქ მოქმედნი პირნი – წვიმა, თოვლი, გაზაფხული... დრო იცვლება სხვაგან, აქ კი უძრავადაა. ამ მიწაზე ბევრი წარსული თესია, ბევრი ათასწლეულია შამბივით მოდებული. ალბათ, დადგება დრო და აჩრდილები ხორცს შეისხამენ, ასე უჩუმრად კი არ გამომყვებიან, სადმე გზაში გადამიდგებიან და აი იქ, ხომ ხედავ, როგორი კარგი გადასაჩეხია... ან მდინარის ვაკეზე რომ დავეშვები, შემიპყრობენ და წყალში ჩამახრჩობენ.

– შენ ერთი ძროხის დაკარგვას დარდობ და იმას ვერ ხედავ, რამდენი რამე გეკუთვნის, თუნდაც ახლა, როცა, იმათ, ვისიც დღე არის, უკვე სძინავთ, ხოლო იმათ, ვისიც ღამეა, ჯერ არ გაუღვიძიათ. ერთმა დაამთავრა მორიგეობა და მეორეს ჯერ არ დაუწყია. შენ ვერ ხედავ ცას, რომელიც მე ისევე დამყურებს თავზე, როგორც შენ. მეც ვერ მხედავ, მე კი სამყაროს ყველაზე ახლოს მოწეული ყური ვარ შენკენ. მეც ღობის აქეთ ვარ. ამიტომ ისევე გხედავ შენ, როგორც შენ მიყურებ. სამყარო ისევე უთვალავია ჩემთვის, როგორც შენთვის. მეც შენსავით არ მინდა, რომ სამყარო უსასრულო იყოს და ვკითხულობ: – უსასრულობა სად? ღმერთის იქით? ღმერთის იქით კიდევ ღმერთია და ჩვენი ღმერთი მხოლოდ მორიგე ღმერთი არის? სამყარო უსასრულოა თვალისთვის და გონებისთვის, სამყარო უსასრულოა შენთვის და ჩემთვის. სამყარო უსასრულოა შეცნობისათვის. შეცნობისათვის ყველაფერი უსასრულოა – ვიდრე ერთი ჩვილი წევს აკვანში, ვიდრე ერთს ძროხის ძებნაში აღამდება და მიდის ვარსკვლავებწამოხურული.

რაკი შენ არ მემალები, რაკი ამდენი ხანი ერთად მოვდივართ ამ გაყინულ ჭალაში, მკითხე, რაც გინდა.

– მომავალი რომ გკითხო ჩემი?..

– ყველა ყვავილს რომ გაუხსნა შუბლი, ყველა ჩიტს რომ თვალი გააყოლო, მაშინ ბრაზი დაგიბლაგვდება...…შენ იცოცხლებ შენი ხნის ადამიანისთვის საძაგელ ასაკამდე, ყოველ დილას ირბენ სადმე, იებსა და ყაყებს შორის და ეცდები ორივესთვის ერთნაირად ფეხის არიდებას, რადგან თავი ერთნაირად შეგჯავრდება, რომელიმეს რომ დააბიჯო... ირბენ იმიტომ, რომ არ ემსგავსო იმას, რაც სხვებს უნდათ შენთვის, რაც დროს უნდა, ხალხს და სამშობლოს, რაც უნდა ცხოვრებასაც და ყველაფერსაც, თუმც კი, რა თქმა უნდა, გულში რაღაც იმედი მაინც გექნება, ღმერთისა და შენი თავისა.

მოდიოდა 14–15-ისა ზემო სოფლიდან, სადაც დილიდანვე დაკარგული ძროხის საძებნელად იყო წასული. დედამისი მარჯვნივ წავიდა, ქვემო უბნის მენახირესთან,

63

Page 64: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

14–15-ისა კი მარცხნივ და ძებნა-ძებნაში სოფელს კარგა მაგრა გასცდა. ამაო ძებნის შემდეგ უკან ბრუნდებოდა და მთვარე რომ დაუხვდა ჭალაზე, სოფლიდან გამოსულს, ძალიან გაუხარდა. ხამად იყო ამ გზა-ჭალაზე და თანამგზავრი ერჩია. ვერცხლისფრად, თევზის ქერეჭივით ბზინავდა რიყე და მდინარისპირა ბუსნოები. ძლივს დაიწყნარა გული... წიგნებია გულუბრყვილონი და გოგოები, ხალხისას ვერაფერს გაიგებ, წიგნში უკანასკნელი ბოროტიც კი ასჯერ კეთილია.

ამის შემდეგ დაეკარგა მთვარეს 14–15-ისა. როგორც მეფის ძეს ასულელებდნენ გისოსებს იქით და მიცვალებული მამამისის სული კი ყველაფერს ხედავდეს, მთვარეც ხედავდა, როგორი მტკივნეული იყო 14–15-ისასთვის ცხოვრებისთვის სამაგიეროს გადახდა მისგანვე მოპარული სიამოვნებით, როგორ თანდათან დაკარგა უარის თქმისა და პროტესტის უნარი და ცდილობდა, ფეხი აეწყო იმისთვის, რაც ეჯავრებოდა.

– დადიოდა მთვარე ჩემთან, როცა გამიჭირდებოდა ხოლმე, როცა არა, დაიკარგებოდა და ამ თვისებით ძალიან ჰგავდა ცხონებულ ჭიჭიას... ერთხელაც მაშინ მესტუმრა, როცა ისე დაქანცული ვიჯექი მაგიდასთან, რომ არც კალმის დადება შემეძლო და არც წერა. რაღაც წამში, უცებ შევამჩნიე, რომ მთვარეს ფანჯარაში საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდა გასავლელი. ვუყურე, ვუყურე, უღონობამ და სიმარტოვემ ძალა შემმატა და ვუთხარი: – მთვარევ, აჰა, შენ კალამი, მე მოვრჩი, დავიღალეო.

მთვარე მიჩვეული იყო ასეთ თხოვნას. საუკუნეების მანძილზე, მას ბევრი განწირულისთვის შეუშველებია ხელი. ჩემზეც ყველაზე მეტი მან იცოდა, რადგან იმ სიცარიელეში, რომელშიც ვიმყოფებოდი, მის გარდა ვერავინ შემოაღწევდა. ისედაც არავის მოუნდებოდა გამოხედვა, რადგან უჰაერო სივრცე მიცავდა, როგორც უდაბნო. რადგან მარტო ვიყავი, ჩემს თავს ვებრძოდი და სრულიად არ ვიცოდი სინამდვილე. ამიტომაც დადიოდა მთვარე ჩემთან.

ქარი ვამუშავე. ნასესხების მთელი სამი დღე ჩემს ცრუ რწმენებს ვამოჯამაგირე. ვფინე და ვკიდე ნაზამთრალი ჩემი ტანსაცმელი, ვფინე და ვკიდე, ქარს ვაბერტყინე და ვაძენძინე ცოდვიანები... ქარს კი თან ზამთრის სუსხი ერია, თან გაზაფხულის მზე, გამყინვარი და რაც ზამთარში დამატარებდა, რასაც ებრძოდა და აწყდებოდა გარეთ ქვეყანა და შიგნით გული – ქარს ვაგლეჯინე, მზეს ვაწვევინე. ყანას მიმკიდა ორი მომკელი და ორი ხელი უბრუნებდა უკან ცხოვრებას თავის საუნჯეს და აფრების ხმა მესმოდა თითქოს და მომავალსაც მიქადდა თითქოს, მიმაქანებდა მათი თქარუნი და ზურგს ვაქცევდი წარსულს, ვით სარკეს, მთელი სამი დღე, მოტყუებით წართმეული ზამთრისაგან გაზაფხულისთვის...

გაუმარჯოს შენ მიერვე შექმნილ ცრურწმენებს, როცა გიჭირს, რომ დაუსტვინო, აქლემის ტვირთი რომ გეკიდოს და მიდიოდე და აკვირვებდე თვალთმაქც გამვლელებს, დაუსტვინე, რომ იფიქრონ, ქარი მიაქვსო, დაუსტვინეს არავინ არ

64

Page 65: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ჩამოუგდებს სიტყვას ცხოვრებაზე, რადგანაც რომ დაუსტვინესთვის ყველაფერი მსუბუქი არის.

კმაყოფილი ვარ ნასესხების ამ სამი დღისა, ზამთრის ქარისა და გაზაფხულის მწველი მზისა, შიგნიდან და გარედან რომ გავეფერთხინე – ყველა ნაოჭით, ყველა კალთით, გულის ჯიბით, სახელოებით, ან რომ ვინმეს ჩავკვრივარ და რომ გავდებივარ, მოუსავლეთისკენ ვაგზავნიდი მთელი სამი დღე. და თუმცა გემი მარტო ჩემს გულში მიცურავდა და არა ზღვაზე და და აფრებს კი არ მიბერავდა, მარტოდენ ფიქრებს, ჩანს, რომ კიდევ გზაში ვარ და ჩანს, რომ მინდა ისევ, სადღაც რომ მივაღწიო. ცხოვრება არ მიიღო ჭიჭიამ, რადგან იგი ისეთი აღმოჩნდა, ბავშვობაში რომ აშინებდა. ხმაც დაიბოხა, არქიტექტორიც გახდა, მაგრამ ცხოვრების ფერხულში ვერ ჩაება, სულ ეშლებოდა ფეხის აწყობა. მკვლელივით სიფათი დაიყენა ჩიტისგულა კაცმა, მაგრამ ის ფრთებიც არ შერჩა. სახელიც გამოიცვალა, კვლავაც უცნაური “მალხაზი” დაირქვა, რაზეც ხშირად სიცილით ვეუბნებოდი: დაგერქმია გიორგი, ხომ ხედავ, ჩვენში როგორ მიღებულია, დაგერქმია დავითი, იოსები... ბოლოს და ბოლოს, მიხეილი დაგერქმია... დავდიოდით ორნი მთელ ქვეყანაზე, მე არწივს ვგავდი, ის ძერას – ორი ღობემძვრალა – და ერთად არაფერი გვიჭირდა, დავძვრებოდით ჯაგებში და ჯიბეებში ბოთლები გვეწყო, ჩვენთვის სანდო და ასატანი ცხოვრების წესს ვიყენებდით და თავებიდან არ ამოგვდიოდა, რომ ოდესღაც უფრო უმანკოები ვიყავით. დედები გვყავდა და, როცა ისინი წავიდნენ, ჩვენც ხელები გაგვეხსნა სიკვდილისთვის და, რითაც შეგვეძლო, ვაჩქარებდით მასთან შეყრას. საათს მივანდეთ ჩვენი ცხოვრება – რამდენ ხანსაც იმუშავებდა, ემუშავა. ჭიჭია რომ მობრუნებულიყო ცხოვრებისკენ, მეც მოვბრუნდებოდი. ჭიჭია მე არ გამომყვებოდა.

– ჭიჭი, – ვეუბნები და თან ფრთებს ვიქექავ. პარკში ვისხედით, ხეების ჩრდილში, ახალგაღებულ პატარა დუქანში, ნაგვის მანქანის ტრაკსუკან – განა ცოტა სიკეთეა ადამიანებისგან, რომ ყოველ დილას ნაგავი გააქვთ და სადაც სძინავთ, იქ არა კუკავენ... დიდია დედამიწაზე ნაგვის ინდუსტრია: ერთ ადამიანს იმდენი აქვს, ყოველ დილით რომ გაიტანოს თავისი თავისგან, ამ საქმისთვის ორასმა ვირმა, შესაძლოა, არც კი იკმაროს, შეღამებულზე საჭირო გახდება ორასი აქლემი. ხოლო ქალაქებს რაც შეეხება: მთელი ეს დიდი ქალაქები – მოსკოვი, ნიუ-იორკი– მზის ამოსვლისთანავე რითი არიან გართულნი, იცი? ნაგავი გააქვთ, რადგან ქალაქის მცხოვრებლები, საკუთარი, უჩინარი ნაგვის გარდა, რომელიც ვერ აუწონიათ, თავის წონა ფიზიკურ ნაგავს წარმოქმნიან.

ნაძირლობა პოეტისა ის არის, რომ თავისი თავისთვის კი არ წინასწარმეტყველებს, არამედ სხვისთვის. რასაც მე ვწერდი, ჭიჭია იმას ცხოვრობდა:

– უთხარი, რომ არაფერი არ მინდოდა ამათი. არც გასაყოფი მქონია რამე და არც საოცნებო, ამიტომ მნიშვნელოვანი ცოდვები არ მიმყვება. ვიმსახურებ ჰაერის ერთ პატარა ბუშტუკს, რომელიც ჩემს სულს ეყოფა!

65

Page 66: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ყველამ იცოდა, რომ უნიჭიერესი არქიტექტორი იყო, რომელსაც ძველები,ანუ უფროსები და თანატოლები არა სწყალობდნენ და ახლებმაც, ადრე რომ გულშემატკივრობდნენ, შეკვეთებისთვის ბრძოლისას გაინაპირეს.

– სად შემიძლია მე მაგათთან ბრძოლაო, იღიმებოდა მალხაზად ჭიჭია, რამეს რომ ვიშოვიდით და ცოტას მაინც დავლევდით... ერთხელაც იყო, გასვენებაში წავედით. ვხედავთ, ჩვენს მეგობარს, მსგავსს ჩვენსას და ბოგანოს, დიდ პატივში როა უეცრად: კუბოს სახურავი უჭირავს ვიღაცასთან ერთად და მოუძღვის წინ პროცესიას. ჩვენს ნაცნობობაზე უარი არ თქვა, შემოგვხედა და გაიღიმა – ნახეთ, რა დღეში ვარო?.. მე მივუბრუნდი ჭიჭიას და მის გასაგონად ვუთხარი: – აი, ხომ ხედავ, კაცს თუ მუშაობა უნდა, ყოველთვის იშოვის საქმეს-მეთქი!.. ჭიჭიამ გაიღიმა. იმანაც, ვისაც კუბოს სახურავი მიჰქონდა.

როცა ჭიჭია დადიოდა ჩემთან, ერთს არ ვახსენებდით სინამდვილეს, იმის გამოკლებით, რომ ხანდახან მათრახს გადავკრავდით ცოტას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ აჩნდებოდა.

ახლა მთვარე დადის ჩემთან. ის იყურება ჩემს ჭიქაში – დაცალა თუ არაო – და არც მას უნდა სინამდვილე. ვერ გავიგე, ვიღას უნდა? მე მინდა!. ჩემი ერთადერთი ძალა ისაა, რომ მაქვს სურვილი.

– ჩვენში მარხია სახელშეურქმეველი გრძნობები, რომლებსაც თავს დასტრიალებენ ჩვენივ სიტყვები, მაგრამ მზის სინათლეზე ვერ ამოუტანიათ. ისინი ჰგვანან ფრინველებს, რომლებიც დაბრუნავენ თავს სამარეს და მიწაში შეღწევა არ შეუძლიათ, დასტრიალებენ ამაოდ, როგორც სახელშეურქმეველ გრძნობებს ჩვენი სიტყვები, რადგან გრძნობები მეტია, უსასრულოდ მეტი, ვიდრე სიტყვები და ღრმად მარხია ადამიანში. ერთ-ერთი არაზუსტ სიტყვათაგანია სიყვარული, რომელიც ქალისადმი გამძაფრებულ გრძნობასაც ჰქვია, დედა-შვილურ გრძნობასაც, სამშობლოსადმი დამოკიდებულებასაც და ა. შ... დამაბნეველია, “გიყვარდეს მტერი შენი”... და ეს იმიტომ კი არა, რომ ეს გრძნობები არ არსებობს, სიტყვა არაა სწორად მისადაგებული: აქლემს არაბებში, ცხვარს ჩემს წინაპრებში ათასი სახელი ერქვა, სხვადასხვაობისათვის, ჩვენ კი ერთ სიტყვას ვუსადაგებთ ადამიანის განსხვავებულ და ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს. ერთი სიტყვით, ვთარგმნით მათ. ამიტომაც არ ისვენებს სიტყვა, მას უნდა, გრძნობამდე შეამოკლოს მანძილი, დაყნოსოს, შეეხოს, გამოხატოს და განმარტოს, რადგან ვალად ეს ტვირთი აწევს. მაგრამ სიტყვები ზუსტად გრძნობებს ვერ გადმოსცემენ, რამაც არა მხოლოდ სიცილი და ტირილი წარმოშვა, არამედ კომენტარიც. ორი სიტყვა ერთმანეთის გვერდი-გვერდ იმიტომ ზის, რომ იმათ შორის კომენტარია და თუ მარჯვედ მოიხმარს კაცი, ანუ, შეავსებს სიტყვებს შორის მანძილებს, ყველა სიტყვა გადაებმება. და პირიქით: გიჟი რომ არ იყოს სულ ერთნაირი და სისტემატური, რომ გაანაწილოს თავის ნიჭი საათებზე, წლებზე და მთელს ცხოვრებაზე, მაშინ იგი აღარ იქნება გიჟი. არ ვიცი, მას თვითონ თუ აქვს ამის სურვილი, ცხადი ის არის, რომ მას არ შეუძლია შეყოვნება, დაშორიშორება, თავში არ უბრუნავს ის წისქვილი,

66

Page 67: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რომელიც დაფქვავდა, დაღერღავდა, დააქუცმაცებდა იმ მონოლითს, რომელსაც თავით დაატარებს. ძალიან მიყვარს კომენეტარები. ხომ დაგემუქრეთ, ჩემთან მთვარე დადის-მეთქი... …

– დროის საზომიც რაღააა: – ბგერა? მე იმდენივე დრო მაშორებს ჰომეროსამდე, რამდენი ბგერაცაა ამ სახელში და რა დროც ამ ბგერების წარმოთქმას ესაჭიროება? მანძილიც რაღააა? სულამდე მანძილი? ან სანიშნოდ რად გვინდა რუკა? რუკა ჩვენ გვინდა, ჩვენ თვითონვე გამოვსახეთ მასზე ქარაგმები, რომ ის ვიხილოთ, რაცა გვწადია. ნუ მიწყენთ, ჩემს თხოვნაში არის ადამიანის გაბედულება, თქვას რამეები და არ ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ეს იყოს ჭეშმარიტება.

ჩემს ნათქვამს დუმილი მოჰყვა მთვარისა, თითქოს არც თქმულიყო. მე საბედისწერო შეცდომისკენ მივიწევდი ჯიუტად, კვლავ მომესურვა პაუზა ფიქრისთვის, კვლავ უკან გადავიწიე სკამზე, ხელები მაგიდას დავაყრდენი მკვიდრად და გონებაში განათებული აზრით მივაჩერდი:

წარსულიც ახლოა

ისტორიაც ახლოა.

შორია ჩვენი უძლური ხსოვნა...

მაგრამ სულ მალე ადამიანები აღმოაჩენენ ისტორიის ახალ სიბრტყეს და წარსულის ფანჯარას გააღებენ და მოიტანენ იქაურ ხმებს და იქაურ სურათებს და ეს არ იქნება უფრო საკვირველი, ვიდრე სოფელში დაკიდული პირველი ელექტრონათურა, რომელსაც მალე ბუზების სკინტლმა დაუკარგა ელვარება... სულ მალე ადამიანები მოისმენენ და იხილავენ თავიანთ წარსულს და აღარც კი გაუკვირდებათ, თუ რა ახლოა სამყაროს თავი და ბოლო. მაშინ ღმერთი და ადამიანი ერთად იქნება, იმიტომ, რომ არავისა აქვს იმდენი საერთო საქმე ამ სამყაროში, როგორც ღმერთსა და ადამიანს, რომ მერე ორივემ ერთად განაგოს იგი.

შექმნა ღმერთმა დედამიწა და მოეწონა. შექმნა სიცოცხლე დედამიწის დასამშვენებლად და კვლავ მოეწონა. აიღო მტვერი, შეურია მცირედი ნერწყვი და თიხისგან გამოსახა თავისი მსგავსი. უყურა და გაეღიმა... შეურია ბნელს მცირედი ნათელი და იმითი ჩაჰბერა სული...

ასე დააყენა ღმერთმა ადამი სიცოცხლის თავში... და ანათებდა ადამიც მრავალ საუკუნეს... და მიილია მისი შუქიც და აღარავინ იყო ქვეყანაზე, ვინც სიცოცხლის თავში იდგებოდა.. იყო ხალხი, იყვნენ კერძო კაცნი, სიკეთით თუ სიბოროტით ერთმანეთზე აღმატებულნი, მაგრამ აღარავინ იყო, ვინც სიცოცხლეს დაამშვენებდა.

ჭიანჭველებივით ქალაქებს აშენებდა და ანგრევდა ხალხი, მხეცებივით ერთმანეთს დარაჯობდა და უსაფრდებოდა.

67

Page 68: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ქეციანი ძაღლი რომ რასმე გაექექება, გველის დაკბენილი ბოყოტი ბალახს მოპოტნის, ადამიანი კი ცოდვას ცოდვითვე მკურნალობდა.

ღმერთის მიერ შექმნილი სიცოცხლე ადამიანებმა მიიკერძოეს, ააშენეს მისგან სახლები, შეიტანეს შიგ სიამენი, სურვილებანი, ერთმანეთს წარსტაცეს ყველასათვის სამყოფი, დაწვეს გასათბობად და მხოლოდღა ნაცარს გაურბოდნენ.

თვინიერი აქლემები, ჯორები, სახედრები ზურგით ეზიდებოდნენ ოქროს და მარილს, სიბრძნე იყო იმდენი, რამდენიც ოქრო და ერთის პატრონს მეორე სძულდა და არც ერთში არ ერია სიცოცხლე.

ხანგრძლივი ფრინველი ხანმოკლედ ცოცხლობს, დიდი ცეცხლი მალე დაიწვის, შორსმჭვრეტელი სრულად ბრმავდება.

იცოდნენ, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი და არავინ იყო, ვინც სიცოცხლეს დაამშვენებდა.

ვერ მივა გმირი, სადაც არის სიმშვიდე, ვერ მივა მდიდარი, სადაც ნათელია, ვერ მივა ბრძენი, სადაც არის სული.

ვინ წაართმევს ბუნებას ხასიათს, ვინ წაართმევს მზეს სინათლეს, სულს ვინ იხილავს?

ვინ მიუხურავს ბუნებას კარს და გავა გარეთ, სინათლეს ვინ დაეფარება, ვინ გამოიხვევს ცეცხლს კალთაში, სულს ვინ შეიკრებს?

ვინ დაიწყებს ახალ სიცოცხლეს?..

განა დანაშაულია, თუ ჭიანჭველაჭამიამ წამოკრიფა ჭიანჭველები, რომელთაც უკვე ჩაყლაპული ჰყავთ სხვა ჭიანჭველები და ინელებენ და ხიფათი არ აგონდებათ?

განა გიჟი ვერ შეძლებდა სიმშვიდის პოვნას, ერთი წამის მეორესთან მიმატება თუ რომ შეეძლოს, რომ შეეძლოს შეყოვნება იმ წამისა, სადაც აზრია და ამ გზით გიჟი განა ბრძენად ვერ იქცეოდა?

განა სიბრძნე იმას არა ჰგავს, ზოგი თევზი წყლიდან ოდნავ რომ ამოფრინდება? განა ის თევზი სხვა თევზებთან ვერ დაიკვეხნის,ზეცა ვნახეო?..

არავინ იყო, ვინც სიცოცხლეს დაამშვენებდა.

რადგან ადვილია “არა კაც კლა”, ძნელი არის არ უთხრა ძმას – “ცოფ!”

რადგან ადვილია “არა იმრუშო”, ძნელია, ნდომით არ შეხედო ქალს.

რადგან ადვილია, რომ გასცდე საცდურს, ძნელი არის მაცდუნებელ თვალის ამოთხრა. რადგან ადვილია “კბილი კბილის წილ”,

68

Page 69: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ძნელი არის მიუშვირო მარჯვენა ლოყა. ადვილია, “გიყვარდეს მოყვასი შენი”, ძნელი არის გიყვარდეს მტერი.

რადგან ცოდვა ათ მცნებაზე ასჯერ მეტია.

და იფიქრა ღმერთმა: ვუშობ მე კვლავ ადამიანებს ახალ სიცოცხლეს, ახლა უფრო თავის თვალწინ, თვისთა შორის, თავისივე მსგავსს...

და იშვა ქრისტე, ჩვენნაირად რომ შივდებოდა და ხამლიც რომ ჩვენნაირად გაუცვდებოდა... და იტვირთა იმ პირველი სიცოცხლის ცოდვა,

მთელ მიწაზე და მთელ ჰაერში რომ ელოდებოდა. განიწმინდა, ევნო, ჯვარს ეცვა და კვლავ ზეცად ამაღლებული დაუბრუნდა ისევ მამის სახლს და კვლავ იმის ხელმარჯვნივ დაჯდა. სირცხვილის ნაცვლად – ჩვენ შორის რომ ვერ შევიცანით, ცოდვის გამო, რომ ვაწამეთ და ჯვარს ვაცვით – სინანული დაგვიტოვა: ჩაგვახედა თითოეული ჩვენ-ჩვენს უფსკრულში, რომელსაც თავი ცაში აქვს და ძირი– მიწაში, დაგვანახა, რა შორს არის ადამიანის დასაწყისი და დასასრული და გამოგვსახა სხეულზე ჯვარი – საიდანაც სადამდე რომ ხერხემალია, საიდანაც ძვლები არის მკლავების და ფეხის თითების და მას მერე ჯვართან ერთად ჩავისახებით, ჯვარი დაგვაქვს მთელი სიცოცხლე და ბოლოს ვკვდებით იმ ჯვართან ერთად...

ასე დაიწყო ადამის მოდგმამ ახალი სიცოცხლე და ეწოდა მას სინანული, რაც თარგმანებით ნიშნავს: “სცადე სიყვარული”.

და ადამიანობიდან ადამიანის ისტორია არ აირჩიო, აირჩიე ის ნათელი, რომელიც მას ღმერთმა ჩაჰბერა! აირჩიე, ორი არის, განა ბევრია, რომელიც ახალდაბადებულ ბავშვში ბრდღვიალებს და კაცში კი მხოლოდღა ბჟუტავს... ცოდვა მეტია, ვიდრე ათი მცნება, ათასჯერ მეტი და ეს არის თანადაწერილი წიგნი ჩვენი, ადამ, მე და შენი!

მო, ადამ, ჩემთან, გამოექეც მაგ წიგნ-ობობას!.. უკითხავად გამოსახულო, ნაწამებო უმანკობაში!..

მო, ადამ, ჩემთან, დღეს, ამ დროში, ამ მიწის თხემზე!.. გამოექეც მაგ წიგნ-ლაბირინთს, რომელიც დღემდე ნაფოტივით ატრიალებს კაცის ცხოვრებას და სიცოცხლეშიც ნეტარებად ჩაწერა “კვდომა!”

მო, ადამ, ჩემთან, აქ ვიცხოვროთ, ახალ ადგილზე, სადაც თევზსაც და ფრინველსაც დიდი ხნის წინ შერქმეული სახელი ჰქვია!

ცხოვრება არაა არსებობა მხოლოდ მიწაზე,

მგზავრი მეტია, ვიდრე ზღვის პირს დატოვილი ნაფეხურები,

ადამიანი მეტი არის, ვიდრე ცხოვრება!

69

Page 70: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გამოუსხლტი მაგ წიგნ-ობობას, გამოარღვიე მაგ წერილის ლაბირინთები, რომელმაც შიგ შეგიტყუა იმედით და დაპირებებით და ფურცელშემდეგ სისხლი გადინა!

მო, ადამ, ჩემთან, დაივიწყე ეგ ფურცლები, ეგ ნაპრალები, რომლებშიც ჩვენ არაერთხელ გადავიჩეხეთ!.. დაივიწყე ეგ ნაწერი, რომელმაც წყევლად დაგიწესა თავქვე სწრაფვა დასასრულისკენ...

მო, ადამ, ჩემთან, უმანკოება ცოდვათაგან შეკონილი კლდის ყვავილია, ჩვენ ვიცხოვროთ ჩვენი ნაწერით, ძველი წიგნის წილ ჩვენ დავწეროთ ახალი წიგნი,

ღმერთის სიტყვიდან სიტყვამდე ხომ უთვალავი საუკუნეა და ნუ ვიტყვით – გუშინ, დღეს, ხვალე...

ნუ შეგვაშინებს დრო ახალი სინანულისა,

რომელიც ნიშნავს თარგმანებით “სცადე სიყვარული”...

ვარდში – ვარდია, ნაყოფში – ნაყოფი და ადამიანში ჯერ არ არის ადამიანი... ღმერთო, რატომ აჰკიდე სახედარს აქლემის ტვირთი? მე, თვალმოარულს, გემოთმქონეს. – აქეთ – ნუო! და იქით – ნუო! რად მეუბნები?

როგორ ამოვითხარო მე ერთი და ორი თვალი, როცა ათასი თვალი მაცდუნებს და მალულად მყავს სხვა ორი ათასი?

როგორც ღმერთის თითო სიტყვას შორის მილიონი წელიწადია და არ ითქმის – გუშინ, დღეს, ხვალე...

– ღმერთო, როდემდის გამიგრძელდეს მე ეს პაუზა:

ადამიანი ჯერ არ არის სახე სულისა, რისთვისაც გყავს ნაგულისხმები!..

ცხოვრება ყოფილა საძაგელი ვაჭრუკანა: სინდისი, სიკეთე, მეგობრობა... ძალიანაც ღრმად რომ არ შეტოპო, არავინ გეტყვის რა არის პური და ქვა რა არის...

არგანო ჩემო, ცას აშვერილო, ძაღლთა, კაცთა ამშორებელო, ჭეშმარიტის მიმთითებელო, მეც შენკენ მე გზა, ამ ტანიდან როცა ავშრები.

სხვისი რა ხარ, მე არ მიკითხავს, როგორც დაგდებულს არა ჰკითხავ – სადაური ხარ? ჩემი რომ ხარ, ეს ვიცი, ღმერთო! რა კარგია, რომ საძებნი ხარ, და იმ წამში ხარ, ადამიანს როცა სჭირდები, ჭირში როა, აქეთ-იქით რომ იყურება, მაშინ რო ხარ და ბიწზე რომ შუქს დაუნათებ, რადგან კარგის შეუძლოა ადამიანი, რადგან უსაზღვროდ ძნელი არის შენ წინაშე საქმე ყოველი... რადგან შენ მადლს უფრო მკაცრად სჯი, ვიდრე ბიწს ჩვენსას... და ეს ყველაზე გრძელი პაუზაა შენი – იმედიდან გულისგატეხვამდე...

70

Page 71: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

თუ წესი არის, რომ შვილს მამაზე მეტად უყვარდეს ღმერთი, მამამ რაღა ქნას?.. მითხარი, ღმერთო!.. მწყემსი რომ მგელს დაინახავს, ხომ მიატოვებს სალამურს და ხომ ჯოხს აიღებს? მითხარი, ღმერთო “ჰო” ან “არა” – შენი სიტყვები, რომლებიც ქვეყნად უმოკლესი მეტაფორაა...

ძველი აღთქმა იწყება, როგორც იმედის წიგნი, მაგრამ ერთი-ორი ფურცლის შემდეგ უკვე ჩვეულებრივი ცხოვრება ხდება: იღვრება სისხლი, როგორც წინასიტყვა კაცთა მოდგმისა და ბოლოსიტყვაც რომ ყოფილიყო, არაფერი დაშავდებოდა...

ღმერთო, თავის ახალ წიგნს თვითონ ცხოვრება წერს. შეეწიე, სული ჩაუდგი, მადლი მოჰფინე... დაადასტურე ახალი სიცოცხლე.

ქრისტევ, ჯვრის დამბადებელო, შენ ჯვარი აღმართე, იქ, სადაც იყავი,რადგან ძნელია იმისი შეცნობა, საიდანაც წახველ, წეღან რომ იდექი.

ღმერთო, მაპატიე, რომ ასეთი მცირედი დავრჩი!

იმით, რომ მე ვწერ, მე ღმერთს მივმართავ, მისკენა ვარ მიქცეული, მისივ იმედით, ქედს ვიდრეკ და ვლოცულობ მასზე. იმით, რომ მე ვწერ, მე ღმერთს ვმსახურებ – ჩემი ძალით, ჩემი მარჯვენით და ყველაფრით, რაც შემიძლია. წერა წიგნისა, ერთადერთი ჩემი გზაა, ღმერთისაკენ რომელიც მიძღვის. ცისქვეშ ვდგავარ და მისკენ ვორთქლდები.

ო, სარკევ, სარკევ, ნუ მარგუნებ ჩემს თავს მარტოდენ. ნუ მიმატოვებ. უკუისრბოლე და რაიმე მითხარი ჩემზე.

რას მიამბობ, როცა მუნჯი ხარ...

სამყარო არის სარკე ღმერთისა, ერთი სარკე, ერთი სახისთვის. უწარსულო და უმომავლო, მარადი აწმყო.

სამყარო არის წიგნი ღმერთისა, რომლითაც ის არც ტკბება და არც შეასწორებს, რადგან ორივ ერთარსებაა.

წიგნი მწერლის სარკე არის, მხოლოდ მისი, მარადიული, რომელშიც თვითონ გამქრალია პირველწამს მერე. ამ სარკეშია მისი ცხოვრებაც, ისიც გამქრალი... გამქრალმა როგორ შეასწოროს, რაც აღბეჭდილა?

ღმერთის წიგნი იფურცლება, მოძრავია, თვითცვალებადი. ჩემი წიგნი კი მხოლოდ ჩემი სამყარო არის, ჩემი სარკე, რომელშიც გავქრი, უკანასკნელ როლისათვის გამოწყობილი.

წიგნი რჩება, როგორც ჩემი სულის ნაშუქი, როგორც კვამლი ჩემი არსობისა.

ვკითხულობ ამ წიგნს, დავტირი და არ შემიძლია, რამე შევცვალო, თუმცა კი თავს მაძალებენ სულ ახალი საკერებლები – ახალი ფურცლები, ძველი წიგნისათვის..

71

Page 72: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– საკვირველია, რატომ უნდა გადახდეს მწერალს თავს ის, რაც დიდი ხნის წინ დაუწერია, ნუთუ კაცი საკუთარ ბედს გამოიცნობს თავის ნაწერით?.. შენს ნამღერებ გზაზე მიდიხარ, შენს ნაგრძნობ ბილიკებს მისდევ, ერთი წამით იქ მოხვედრაც კი ისეთი მძიმეა... მაგრამ აქ ებმის წარსული მომავალს და ხმა ისმის იმ ადგილიდან: – ის ნაპრალები, რომლებშიც თქვენ არაერთხელ გადაიჩეხეთ, ფურცლებია თქვენი წიგნისა, გასცდით წაკითხულს და ნურაფერს ნუ აღნიშნავთ, ნუ დაიხსომებთ, რადგან თქვენი მხოლოდ ის არის, რაც წინ გელით, წაუკითხავი...

– კარგია, რომ ასე ლოიალური ხარ პოეზიისადმი... პოეტი იბადება თანდაყოლილი მოთხოვნილებით ცხოვრებისა და ადამიანებისადმი: რამდენად პოეზიაა რაიმე და რამდენად პოეტია ვინმე. ამის საფასურად იგი თანახმაა, იცხოვროს, შეეგუოს, გაძლოს... ამ მიწის ნაგლეჯს რა ვუთხარი, ეს ჩაცუცქული მიწა არის ყოვლის მიზეზი. რამდენი მაქვს დახარჯული მისთვის განცდა და ენერგია... მაინც ბრმად მჯერა...

მე ისევ სიცილი ამივარდა, რაც ხშირად არ მემართება და რის გამოც, მოწმეს უთუოდ დავსჯი ხოლმე... მაგრამ ეს ხომ მთვარე იყო.

– როცა მოფონებული ვარ სასმლისაგან, ნებისმიერ კაცს შეუძლია ჩემთან დაახლოება, ნებისმიერს შეუძლია კარგი შემწე იყოს, სულ ერთია, რაში, მე ხომ სავსებით ვიხსნები – ნებისმიერს შეუძლია, იყოს სტილისტი, ჩამისწოროს, რაც მოეხასიათება, იყოს მედიუმი, მეგარდერობე და რამდენადმე აღსარების მიმღებიც, მაგრამ ჩემი წინადადებებით წერას ვერასდროს შეძლებს, რადგან მე ძაღლივით ყნოსვით ვარჩევ და მერცხალივით საკუთარი ნერწყვითა ვკრავ. მე წინასწარ შემიძლია გათვლა, თუ მეათე სიტყვად რა დამიხვდება, წინასწარვე ვხედავ წინადადებების რიგს და სიტყვების თანმიმდევრობას.

ასე, რომ, ძალიან ძუნწი ვარ საკუთარი თავის გათქმაში და გამჟღავნებაში, თუ რამე წამომცდება ხეირიანი, მერე სულ იმის ცდაში ვარ, მსმენელის ხსოვნიდან ამოვაგდო, ამოვშალო... ამისთვის კი მივაყრი ხოლმე სხვა, უმნიშვნელო აზრებს, რომ დაივიწყონ ჩემივ ნათქვამი... ამას გარდა, ბედად, აბდაუბდა ლაპარაკიც ვიცი, თითქოს მათი ენა ახალი ნასწავლი მქონდეს და ჩემი ენა კი არ მემეტებოდეს მათი ყურისთვის, სწორედაც, ღმერთმანი! სიტყვები მოსაგერიებლად და თავის გასართობადაა მოგონილი. ვერავინ უნდა შეძლოს შენი ენის იმიტირება... აკვნის ენა, სულის ენა, პირის ქარის ენა...

– კვეხნა მიყვარს მე, ჩემი იმდენად არა, რამდენადაც სხვისი, უფრო მემხატვრულება, განსაკუთრებით, ვინმე ისეთის, რომ შეეფერება კიდევაც: თავს რომ იქებს კაცი, ის ეოცნებება , რასაც იქებს, მაგრამ თავს ზევით ხომ ძალა არაა! და ამიტომ ჰიპერბოლებით ეთამაშება თავის ოცნებას. “მე ზღვა მამიტანია”, რომ ვთქვა ჩემს თავზე, ტყუილი იქნება?

– ხანდახან ისე ვიცი გაჩუმება, ჩემი დუმილი შეგეცოდება. თუმცა, პირმოკრული ტომრის გახსნა პირ-სასმელით ძნელი არ არის ხოლმე...

72

Page 73: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ხშირად გულს მიჩუყებს სიღარიბე და წარსული, თუმცა კი, ვგრძნობ, რომ სიღარიბის ნოსტალგია ისევ ღარიბს ეწვევა ხოლმე... ჰაი, დედა ვუტირე.. ვისაც სიღარიბე არა სცემს მათრახს, იმან რა უნდა აკეთოს... ბუნებაში სულ მიმოდის ხმა კოსმიური მოწოდებისა “ქალის იორღავ, კაცის ჩაქჩაქავ, მი, მო, მი, მო... ერთად იქროლეთ...” ეს ხმაა ზემოდან, საიდანაც ადამიანი დაესახლა მიწაზე და საიდანაც ლამაზად ჩანს მოქანავე კამეჩის ზურგზე... ეტყობა, იმას დავკანკალებ, რომ სადღაც, წარმოსახვის მინდვრებში სახნავ-სათესიც მაქვს და წინაპრებიც მისახლია გამხვივნებულ, ძლიერ ოჯახად. და რაკი ჩემი წარმოსახვა მოუსავლეთში სიარულს არის მიჩვეული, მიწა ჩამეცუცქება ხოლმე ხშირად, შემისვამს და შემაგდებს ხოლმე ამ პატრიარქალურ სამფლობელოში, საიდანაც თავქუდმოგლეჯილი გამოვრბივარ ისევ:

–მე რომ გლეხი ვყოფილიყავი, ხო გავგიჟდებოდი! პაპაჩემივით რომ მყოლოდა ოთხი ხარი, ორი ცხენი, ძროხები, ურმები, ვყოფილიყავი დურგალი, კალატოზი... …როგორ შევძლებდი ყველაფერ ამას? ან ისეთივე კითხვები გამიჩნდებოდა სამყაროს მიმართ? მე არ ვთესავ ხორბალს და არც სეტყვისა და გვალვის მეშინია... მე არ ვუყურებ მთვარეს, რომლის მიხედვითაც უნდა დავთესო და გავთიბო, მე არ დავდივარ ხატობებში და არ ვუკლავ საკლავს სათემო და საერთო ხატებს. მე არ ვუფრთხი მგელს, დათვს, ქორს, მგლის პირსაკრავ კვერებს არ ვაცხობ, ჩიტთა ფაფას არ ვხარშავ, კატას თაგვისთვის არ ვყოლიობ, ძაღლს – მგლისთვის. მაღიზიანებს სიცხე, მაფრთხობს სიცივე. ყველა სტიქიაში მხოლოდ ფატალურობა მაშინებს... ადრე მიწისძვრა ალბათ ასჯერ ნაკლებ ადამიანს უნგრევდა მიწურ და ბანიან სახლებს... როგორ გავუძლებდი დაუბანლობას, ოფლის ღვრას... ვერც ცხოვრებისიმ კანონებს გავუძლებდი: არსებობისთვის ბრძოლას, მიწის მტკაველისთვის ბრძოლას...და მაინც, რა სიმშვიდის ხმა მოდის იქიდან, პაპაჩემისდროინდელი წარსულიდან. სულ გგონია, რომ მშვიდად ეძინათ ღვთით ნაკურთხ ჭერქვეშ – მზეს პირჯვრისწერით ეგებებოდნენ, სუნთქავდნენ ახლად აღმოცენებულ ნორჩ ჰაერს და ტკბებოდნენ სამყაროს უცოდველობით და საკუთარი უცოდნელობით...

უ-უ-უ-უ... ხომ გამოვშორდები ერთხელაც ამ სმას, ხომ გამოვკეთდები, ერთხელაც... როგორ დავეწაფები, ღმერთო, სიცოცხლეს, მზის სმას დავიწყებ... პირდაპირ!..

– ამ მჟავეების ნაკრებმა, წეღან გულგრილად რომ ჩავუარე, ახლა ჩემში უეცარი ძალით იფეთქა... დამძრა თითქოს რაღაც ადგილიდან და მომანდომა ჭამა, ჭამა, ჭამა უწყალოდ, ჭამა და სმა და ლხინობა ულმობლად და დაუსრულებლად... ლაპარაკი, თამაში, სიმჩატე, სიმსუბუქე... რომ შეიძლებოდეს თამაშ-ცხოვრება, თამაშ-ფიქრი და თამაშ-წერა. რადგან, რატომაა, იცი, შემოქმედის ძიება ტრაგიკული? იმიტომ რომ, უნდა იპოვო შემთხვევით... ჯანდაბას ყველაფერი, ეს ცხოვრებაც, ლიტერატურაც... გაუმარჯოს ჭამას და სმას და ძღვენის გაცემას... …

– მიწისძვრა რომ ვახსენე, მარტო დედამიწა ხომ არ იძვრის, ლიტერატურაც ხომ იძვრის ხოლმე: ოჰ-ო-ოჰ-ო... შეზანზარდება და წამოვა, თან დაიტანს ტომებსა და

73

Page 74: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ათტომეულებს, წვრილ-წვრილ ლექსებს, მსხვილ-მსხვილ პოემებს, ოოოჰ, უბედურება იქნება... მოყოლით კი ყველა მოყვება, მაგრამ გადარჩენით ცოტა გადარჩება: ვინც ველზე იქნება სტვენაში გართული. თავზე დაეყრებათ მთელი ტყუილები და ბუტაფორიები, რკინა-ბეტონივით უწვენ-უნერწყვო კონსტრუქციები, მძიმე კოჭები, მაღალი სვეტები ... ქვა და ღორღი თავისი ნაფიქრის დაიტანს ყველას... მეც დამემხობა თავზე ჩემი ნაშენი, მაგრამ არ გამჭყლეტს, გადავრჩები, რადგან თავზემოთ მსუბუქი ხუხულა მედგმება და ის შემინახავს.

მარტო ჩემს ვაჟა-ფშაველას ვერ დააკლებს მიწისძვრა ვერაფერს, იმიტომ, რომ ბუნების შვილია, იმის ძუძუ აქვს ნაწოვი; იმიტომ, რომ ტყე მის ლექსებში უფრო ტყეა, უფრო ნამდვილია, ვიდრე თვითონ ტყე, წყაროც ასევე, მთაც, ყვავილიც ათასნაირი; იმიტომ, რომ ია იის მეტაფორაა და ტყეც ტყისა... რა დაიტანს ვაჟა-ფშაველას ამ მიწისძვრაში, როცა ყველაფერი მსუბუქად დასცვივა: ფოთოლი, ბალახი, ჩხიკვის ბუმბული, მსუბუქი ჭერის ხის გალოები, ყარტის სახურავი, მზის სხივი თუ წყაროს შხეფი, ბალახის ნამი თუ მთვარის ხელსაქსოვი, თუ თავისივ ფანდური, ბუხრის თავიდან გადმოვარდნილი?.. ვაჟა-ფშაველა გადაურჩება ყველა მიწისძვრას, რადგან არასოდეს იქ არ იქნება.

რუსთაველს იმიტომ არ ვახსენებ, რომ თვითონ რუსთაველი ურევია მიწისძვრის ენერგიაში. მისმა ლექსმა ენა შეგვინახა, მისმა გმირებმა კი – ხასიათი; თორემ ჩვენს გადამკიდეს რა იდეალები უნდა ჰქონოდა ხალხს.

აქ კი ნამდვილად მომინდა მთავრის დასტური, რომელსაც ალბათ ათასჯერ ეყოლებოდა ნანახი ვაჟა... და სადღეგრძელოც მომინდა!

– ადრე მწერალი საკუთარ ნიჭს გულის შიგნით დაატარებდა, რადგან სახიფათო იყო თვითონ მისთვისაც. დღეს სად არის ნეტა ნიჭი, ადამიანის ღრუთაგან რაში? რა არხევს, ნეტა, ნიავი, ქარი... თუ ეგოიზმი, ინტერესი ეშმაკეული ...

თავდაპირველად ნიჭი ალბათ ადამიანის საკუთარი სახელი იყო: – ჰომეროსი... ხო ზუსტი სახელია... რა კარგი დრო იყო!.. და კარგი ადგილი, დასაფრენი წარსულის მძლეველი ფრინველისა, ოცნება რომ ერქვა სახელად, სადაც სევდა და სიხარული ერთმანეთს ხვდებიან და ეთხოვებიან... ღმერთო, როგორ მაწვალებს მე ეს სცენა, თითქოს, ლამის, დაბადებიდან:

ზეთისხილის ხეებით დაჩრდილული სახლის წინამო სავსე იყო მისი მსმენელით: დიდი ფული ჰქონდათ გადახდილი, რომ ჰომეროსის მეგობარი ოჯახის შუამავლობით, ლეგენდადქცეული აედისთვის ეჭვრიტათ. ისხდნენ რანგებისა და დიდ-პატარობის მიხედვით, ჰაერს როდი ხუთავდნენ, მათი სული მსუბუქად მიჰყვებოდა ჰომეროსის სიტყვებს წარსულის წარსულში.

საღამოვდებოდა. ჰომეროსმა დაამთავრა თავისი მოთხრობა. ცალი ხელით არგანს ჩამოკიდებული წინ გადაიხარა, სანოვაგითა და ღვინით სავსე ტაბლისკენ. ამ პაუზამ სწორედ ის დრო შეავსო, როცა მსმენელები, დატყვევებულნი და

74

Page 75: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ადამიანობაგაუქმებულნი, ისხდნენ და ისევ სასწაულს ელოდნენ. უცნაური იყო ჰომეროსის დადუმებაც. თითქოს ღმერთებმა დაუდუმეს ბაგე: სიტყვები, რომლებიც მსმენელებს აღაგზნებდა, მის გულშიც აალებდა სამსხვერპლო ცეცხლს. თვითონაც ღმერთად გრძნობდა თავს ამ ცისქვეშეთში.

იარე ცაზე, მწველო ჰელიოს, იგი უპირველესია მთელ ელადაში. ითაკაში ფემიოსს აქებენ, ფორმინეზეს – პიროსში, ლაკედემონს – ლესბოსზე, მაგრამ ღვთაებრივი მუხის ჩრდილქვეშ ჰომეროსია უპირველესი.

ამ საღამოს საზღაურად მწყემსებს უკვე მოუდით მისი სადგომისკენ კუდიანი ცხვრების ფარა და შუბლბრტყელი ხარების ფეხის მტვერიც ცხვირს ეყნოსება...

მაგრამ ღმერთებმა დასაჯეს ჰომეროსი ამ ფიქრებისთვის: მის ზურგსუკან მძიმედ დაკიდებულ ფარდებს იქით ბავშვის ტირილის ხმა გაისმა. უპირველესად დედა წამოიჭრა, თითქოს განიკრთო მოსმენილი და კვლავ აკვნის მრწევლად გადაიქცა. ყველამ იქით გაიხედა, საიდანაც მახვილივით გამოერჭო ბავშვის ძახილი. არავის ეამა ეს ჩარევა, ეს შემოჭრა დაუკითხავი, ეს სიმების უხეში ჟღრიალი – შენ მღერი, როცა მე ვარ დედის წიაღში?.. ეს ექო არ იყო, არც ისტორია, არც თავგადასავალი. ეს იყო ის, რაც სინამდვილეს ყოველ წამში აღემატება.

დელფოსში წასვლა აღარ დასჭირდებოდა ჰომეროსს, იქვე ემკითხავა: “ვიდრე ერთი ჩვილი წევს აკვანში, კაცთა შორის პირველობას ნუ დაიჩემებ!..”

იარე ცაზე, მწველო ჰელიოს, ვიდრე ბავშვი აკვანშია და დედის ძუძუს ჩრდილი იფარავს, ვერ გაიგებ, თუ ვინ იქნება.

– ნეტა შემძლებოდა ამ ყველაფრის ერთ სტრიქონად თქმა, როგორც ერთი ნერწყვი ემსახურა მას და ერთმა გრძნობამ დაიტია. ძველბერძნული პოეზიის ნაწყვეტებს რომ დახედავ, მარადიულობის გორგალს მოწყვეტილი ძაფები გგონია და არა არქეოლოგიური ფრაგმენტები. აქედანა მაქვს ეს განცდა “ერთი სტრიქონი, როგორც მთელი ლექსი”.

– სტრიქონი არის თოკი, ხოლო თოკი სტრიქონი არის, სიგრძე-სიმოკლე, დრეკადობა, დაძაგრულობა... შიშით გაივლი, გაქანდები-გამოქანდები, ოფლი დაგასხამს, აცეტდები გახარებული, შეეზრდები, შეეხორცები, არ იფიქრებ, თუ ჩამოწყდები.

– კვლავ ვთქვათ სტრიქონი: სადამდე გრძელდება მისი ტალღა, სურნელი, ელექტროველი, ემოციური საზღვარი, სივრცე... რა ზომის ადგილი ეკუთვნის მას ქაღალდზე, რა სიტყვებს ეხმაურება, რას გამოუძახებს, რას მიიზიდავს, როგორ შეიმოსება ერთი შიშველი სტრიქონი. როგორ შემოფრინდება იგი თავისი წონის გასაძლებ ტოტზე. დაიბადება ხოლმე ასეთი სტრიქონი და პოეტმა, ჩვეულების გამო, ლექსად უნდა აქციოს.

75

Page 76: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– მე ზღაპრების მიხედვით ვცხოვრობ, ასე უფრო არ ვიბნევი, რადგან ზღაპრები არ იცვლებიან ცხოვრებასავით, არც გზაჯვარედინი, არც ის გრძნობა, რომელიც გირჩევს, საით წახვიდე. მოდი, ვთქოთ ოცნება: პოეზია ხომ ოცნების წერააა. არგუსი გავიხსენოთ, სადღეგრძელო ვთქოთ მისი. ერთგულება, მეგობრობა... პირველად როდის დავინახე თვალით, იცი, მათი არსებობა?

ძნელია მონაყოლით რომ გული გაგიცივდება, როგორც ფრინველს ცაზე ბოინობით, მიწაზე დაეშვები და ათას რამესთან მორიდებას დაიწყებ...

– სინამდვილე განა ასეთი იყო, წიგნებში იხვეწებოდა, შორდებოდა ტალახი და მური, ოფლი და ღვარძლი, ცრემლი და ჭუჭყი... სინამდვილე წიგნებშია, ისეთი სინამდვილე, რომ კაცი არ გაექცეს მას. სად გადაიყრება ის წამები, რომლებიც სინამდვილეს გვთავაზობენ, მილიონ სხვადასხვას, სად გადაიყრება, ადამიანის რა-ში? სამყაროს რა-ში? საერთოდ, რა-ში? ყოველ დაწერაზე, ვგრძნობ, რომ პატიმრობის ვადა მიმცირდება. იმიტომ, რომ წერას სამუდამო პატიმრობით სადღაც ჰყავხარ შეგდებული, გამოუსვლელში...… გაქცევაც ამისგანააა... გაქცევა... მაგრამ გიჭერენ და უკან გაბრუნებენ და ისევ წერ, რომ როგორმე პატიმრობის ვადა გაიყვანო...

მე ხანგრძლივი სწრაფვისთვის არა ვარ შექმნილი, ჩემი დისტანცია არის წამი...

მე--ყვავივით-- ერთ ტოტზე--- დიდხანს--- ვერა ვძლებ-- …

– როგორც პეიზაჟს მოიწყენ – მორჩები და წახვალ, რომ ემოციის ნამცეციც აღარ დაგრჩეს წარსულიდან, რომ მერე ქლიავის ერთმა ფოთოლმაც კი ვერ შემოიხედოს შენს გულში... რომ სრულიად ახალი დაიწყო, ძველი ემოციური ტვირთისაგან განთავისუფლებულმა... – მხოლოდ თავზეხელაღებულიღაა წესიერი. მხოლოდ მასღა შეუძლია სასოწარკვეთა, მხოლოდ მასღა იზიდავს სიმართლე!..

არ მიყვარს მე დედაჩემის საფლავზე სიარული, არ მიყვარს! ეტყობა, ცუდი ვარ, მაგრამ ეს სხვამ თქვას, მე კი, ეტყობა დედაჩემი იქ არ მგონია. ვწვალობ, სინდისი მქენჯნის, იქნებ წესს ვარღვევ? შესაძლოა, მე დედაჩემი ცაში მეგულება... არ ვიცი... ნამდვილი დედაჩემი. განა ცოცხლები მიწაში გვგონია, განა ცოცხლები ჰაერით არ გვევლინებიან? მე თვითონ ვიყავი ჩემს თავში და მე თვითონ ვარ ახლა იქიდან...

– რო ვიხრჩობოდი და გონება რომ დავკარგე და ხელ-ფეხი რომ ტკბილად გადამეჯვარედინა, ისეთ ნეტარებას ვგრძნობდი იმ მორევში, როგორც დედის მუცელში ვიყავი ალბათ. ვგრძნობდი, იმის იქით სიკვდილი იწყებოდა, აქეთ ცხოვრება, მაგრამ სიკვდილი ისეთი კი არ იყო, ჩვენ რომ გვეშინია, ცხოვრებაც არ იყო ისეთი, ჩვენ რომ გვიყვარს, მაგრამ დედაჩემის წინაშე ვგრძნობდი დანაშაულს, თითქოს გამეწბილებინოს, მეცოდებოდა, რომ უბედური იქნებოდა და მრცხვენოდა, რომ ჩემი ბრალი იყო.

– უბედურება ისაა, რომ მე თვითონ ვხედავ ჩემს თავს დაბინდულ შუშაში. უნდა გადავაცალო, გადავწმინდო, მაგრამ სახელოთი კი არა, იმ დიდი ბურუსით,

76

Page 77: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რომელიც ჩემსა და დანარჩენ სამყაროს შორისაა. ბევრ რამეს კი არ ვითხოვ, მინდა, ყველაფერს მხოლოდ ისეთს ვხედავდე, როგორიც სინამდვილეშია. აღარ მინდა არც სიყვარულით, არც მკაცრად, არც ბავშვის დაორთქლილი მინიდან, არც ცრემლიანი თვალებიდან ყურება, რადგან ეს ისევ და ისევ დაბინდული შუშაა... მე მინდა სამყარო, ვიდრე მოასწრებს ჩემი თავი და ამეფარება..

– დედაჩემი ინსულტმა მოკლა, მაგრამ პირველ დარტყმას გაუძლო. – ნუ გეშინიანო, მეუბნებოდა თვალებით, ამისთანებისთვის გამიძლიაო... თავისი ნებისყოფის იმედი ჰქონდა. უაზროდ ვეჯექი ხოლმე თავთან. ერთხელაც, სხვათა შორის, ვუთხარი, – მოდი, რამე მიამბე შენი ცხოვრებიდან და ჩავიწერ-მეთქი. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. დღეს რომ ვუყურებ იმ გაყვითლებულ, ფანქრით ნაწერ ფურცელს, დაშიფრული რუკა მგონია, რომლის მიხედვითაც რაღაც უნდა ვიპოვნო წარსულში. და არა მარტო მე, ჩვენ სამივემ, დიახ, სამივემ!..

აი ეს რუკაც:

“ადამიანმა თავი ბედნიერად რომ იგრძნოს, მუდამ უნდა ახსოვდეს უბედურება. წეღან რომ გიყურებდი, გამახსენდა ციხე და ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ციხეში არ იყავი. უშეშობით ვიყავით ძალიან გაჭირვებული, ვიტყოდი ხოლმე, ნეტავი, დედაჩემი ისეთი მსუბუქი იყოს, რომ ავიკიდო ზურგზე და ვატარო-მეთქი. ერთხელ მივედი სკოლაში, ისეთი დროა, როცა ვთვლიდით დაჭრილ შეშას და ისე ვუყოფდით კლასებს. მეძახის ერთხელ დირექტორი ” წადი და ნახე შურკას დედ-მამის სახლი, ისე ცხელა, რომ ლამის კედლებს წაეკიდოს ცეცხლი, შენს ბავშვებს აქვთ ასეთი გათბობაო?” – არა-მეთქი. – წადი და მიიღე ზომები, გაასახლე ეგენი იქიდანო (უკრაინიდან შიმშილობის დროს იყვნენ ლტოლვილნი, სკოლის შენობაში, ვიწრო ოთახში ცხოვრობდნენ). გამოვუცხადე, უნდა გაგასახლოთ-მეთქი, ძალიან ეწყინათ. სულ მტრად მთვლიდნენ მერეც. სუდიას ბიჭი, რომელიც ინჟინერი გახდა მერე, ერთხელ მივედი მაგის სახლში და დავუძახე, ამ ბიჭს უნდა დავაჭრევინო შეშა. სხვა არავინა მყავს კაცი. – სად არის შენი ბიჭი, სონაო! გავაღვიძებინე, გავგზავნე დასაჭრელად. ბევრი კარგი შემხვდა და ბევრიც ცუდი შემხვდა. ბაგრატა რო იყო, გათახსირებული, მომივიდა ერთ საღამოს, წასულები ვართ სკოლის შეშის დასამზადებლად, ბავშვები, მასწავლებლები, ბებრები, ჯეილები. – სად არის ჩემი შვილიო, – შენი შვილი ტყეშია, სადაც ყველა ვიყავით. – რა უნდა ჩემს შვილს ტყეშიო, ერთი კიდევ გაგიგზავნია და მაშინ ნახავ, რას გიზამო! – ყველაფრის უფლება ჰქონდათ, ძალმომრეობითა, ცეცხლითა, კვლითა, ჰოდა, შვილო, ერთ საღამოს ისე მაქვს საქმე, რომ ნაფოტებიღა არის ჩემს ფეჩში, დედაჩემი არის ჩაკუტებული, მივედი ლარტასთან – დასაჟნული შეშა ჰქონდა გასაყიდი. მე ამოვარჩიე, დილაზე წავიღებო, მეორე დილით აღარ მომცა – სხვას მოგცემო, მე ვუთხარი, რაკი ეს შეშა გინდა გამატანო, მკლავივით მოხრილი, ფუტურო შეშები და სქელი კუნძები – ზემოდან დააწყე და შიგ ნუ მოაყოლებ, თუ მაინცადამაინც მაგას მაძლევო, ნუ გამიფუჭებ საქმესო. ამ კაცმა, ჩვენ ვერ მოვრიგდებითო. – არა, არაო! – ოღონდ პირს ნუ შემიშლი, უშეშოდ ნუ გამგზავნიო. – არაო და არაო. წამოველ სახლში იმ ნაფოტების ამარა. იმისი ორი შვილი მყავდა მოწაფე: მარუსა რო

77

Page 78: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

კვდებოდა, მე და ლიზიკო შევედით, ისე შემოგვიბღვირა, არც მოუშორებია თვალები, მე ვუთხარი ლიზიკოს, ხო კითხულობ მაგის თვალებსაო, ჩვენ აქ აღარ უნდა ვისხდეთო. ყველა გაჭირვებული იყო მაშინ, კაცმა რო თქვას.

ბევრჯერა ხარ სიკვდილსგან გამოტყუებული. – როდის? – აი, აქეთ რო კვდებიან, იქით რო კვდებიან.” – ხომ ვსხედვართ ორნი. ხომ ჩვენი ემოციური ველი გვაქვს... აქ ვართ, მოქმედნი ვართ და შემსრულებლები. მაგრამ, აი, შემოდის ვიღაც და უმალ გასულსხვავდება, გასულსხვაფერდება ყველაფერი, მაგრამ ეს კი არ არის საინტერესო, საინტერესოა ის, რაც ყველაფერი ამის მიღმაა. რა არის ამ ემოციური ველის მიღმა? რა ქმნის ემოციურ ველს? არ უნდა მოერიდო არაფერს, არც ერთ წამს, რომელიც სინამდვილეს გთავაზობს, სულ წინ მიგიხტის ის, რაც შენთანაა, სხვებთან ერთად მყოფ შენს თავზე წინაა.

ეს განცდა ჰგავს კეთილგანწყობას დაუსრულებელი აზრებისადმი, გაუგებარი სიტყვებისადმი, მიუღებელი ჩვევებისადმი... ყველაფრისადმი, რაც კი მიწაზე შეიძლება შეგხვდეს, სანამ მას გასცდები. “როგორც შენ ხარ ნაგულმოწყალები, იყავი შენც ისეთივე გულმოწყალე და გაიგებ, როგორ იცხოვრო მერე...“

– ქადაგი გინახავს? ვინ არის, იცი? რას ელოდება ქადაგისაგან ხატზე მიყრილი ხალხი, რის გაგებას ლამობს მისი ბუნდოვანი, მხოლოდ სამკაულებად გამოსადეგი სიტყვა-თქმებიდან, შორისდებულებიდან?.. რას იგებს კაცი, აზრს თუ მაინც ვერ გამოიტანს? რადგანაც ეს ყოველი ქადაგის პირის ქარია და ნაკადია და მიემართება მსმენელისაკენ და აფაციცებს და ანაწევრებს მის ცნობიერებას ისე, რომ ადამიანისთვის მთავარი ხდება ერთი ფრაზა ან, თუნდაც, ერთი სიტყვა, სიმართლეს რომ გამოაცნობინებს ან ბედიწერას დაემგვანება... ხალხს ტანით მიაქვს, რაც გაიგო, სისხლით მიარბენინებს, რაც შეისმინა. ამიტომაც მე მჯერა, როდესაც წინასწარმეტყველებენ სულელები... კაცი, რომელიც ჭკვიანია, ჭკუას უფრთხის და არაფერი სწამს ქვეყნად თვინიერ ჭკუისა, ვერ იქნება წინასწარმეტყველი. წინასწარმეტყველებს გარდა-გადასული, სულელი და სოფლის აბუჩი...…წინასწარმეტყველებს ხატის კარზე მრავალი საუკუნის წინ გადაქცეული მუხის ღრუვი, მაგრამ ჭკვიანი ვერასოდეს იწინასწარმეტყველებს. ასე რომ, მე მწამს სისულელისა...სისულელე მომავლის მადანია.… დღეს ადამიანები ამ მადანს ქურდულად ეზიდებიან ანეკდოტებისა და მონაჭორებისთვის. გაუმარჯოს სულელებს, არ დავივიწყოთ, რომ წინასწარმეტყველებენ სულელები!..

საერთოდ, შემოხედვის გარეშე არაფერი გაგცდება. სულ ტყუილად ვაბრალებთ ჩვენს საცოდავ ხუთ გრძნობას, ისინი უსუსურნი არიან იმისთვის, რომ დაიჭირონ იმათი მზერა, რაც უყურებთ და გაიგონ ის ხმები, რაც მათ გარშემოა. შემოხედვის გარეშე არაფერი გაგცდება...

ნაწარმოებმაც, დასრულების შემდეგ თვითონ უნდა შემოგხედოს, შემოგკითხოს, თვითონ უნდა გახდეს შენი მწერალი – წერა-მწერელი.

78

Page 79: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ჩემს ბავშვობაში ქალის ენა სხვა იყო და კაცისა– სხვა, ერთის სიტყვას მეორისგან ვერ გაიგონებდი, საქმესაც, საქონელსაც განსხვავებულ ენაზე მიმართავდნენ, ძაღლსაც სხვადასხვა სიტყვებით უწყრებოდნენ და ეფერებოდნენ... ზღვას მავალ კაცს ზღვა ახსოვს ალბათ, მიწას მავალს კი, ჩემსავით, ძაღლი.

მე ვცხოვრობდი ცუდ ეპოქაში, როცა ძაღლს ერქვა – “ძაღლი” და ბოროტ კაცზე იტყოდნენ – “ძაღლი კაციაო”. ჩვენი წინაპრები კი კარგ ვაჟკაცს არქმევდნენ “ძაღლიკას”. მეცხვარის ძაღლებიც კაცივით პატივში იყვნენ, სამადლოდ ვერავინ გადაუგდებდა ლუკმას. როგორც მწყემსს ეკუთვნოდა ხელფასი, ისე იმას – ჯერი და ულუფა... მომავალში ძაღლი უფრო მეტ ადგილს დაიჭერს ადამიანის ეგზისტენციალურ ცხოვრებაში. ადამიანი მხოლოდ ძაღლის ორეულზე იქნება თანახმა, ერთგულ ცოლსაც ერჩივნება და მეგობარსაც... “შენს ერთგულ შვილსაც”.

ჩემსავით, ღმერთის გაჩენილი არსებაა ძაღლიც. ვიგრძენი ეს დიდი ხნის წინათ, როცა ერთ ხეს შევეფარეთ ორივენი წვიმაში.

– ძაღლებთან გაუცხოებული, ეჭვიანი დამოკიდებულება მაქვს. თვითონაც ბევრჯერ ვყოფილვარ ბავშვობაში ძაღლი, მიჩხუბია, მიყეფია, დამიხრჩვია მგელი, მიმძუნავია კიდეც, როცა ამორაძეებიანთ გუბელა- ჯეკას სხვა ძაღლებთან ერთად დავდევდი და ბოთვერა მერქვა. ბოთვერა ლეკვიც მყავდა სახლში, დიდთათება და ფუმფულა, ჩემს ხელში რომ გაიზარდა და ეზოში ვეღარ ეტეოდა, მეცხვარის ძაღლი რომ იყო და ჩვენ კი არაფერი გვქონდა საყარაულო, მეც რომ ამასობაში ხმა დამიბოხდა და ორივეს ყეფა ძნელი მოსასმენი შეიქნა დედაჩემისთვის... მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, სწორედ კარგ დროს გავატანეთ მეცხვარეებს... არც ის ვიცი, რა მოვუხერხო იმ გრძნობას, რომელიც საყლაპავ და სასუნთქ სფეროებს შორის ძაფივით გამიძვრებოდა ხოლმე, როცა ჯაჭვზე დაბმულისთვის ქვაბით სალაფავი მიმქონდა და ისიც მოუთმენლად იწევდა და ჯაჭვს ექაჩებოდა და ზედ გვახტებოდა მე და ქვაბს და ტანზე ვგრძნობდი მისი ნერწყვით სავსე პირის სუნთქვას და მეც რაღაც გრძნობა მეუფლებოდა, რომელიც არც ერთ საჭმელზე არ დამმართნია და ახლა კი ყელში მიღუტუნებდა და ნერწყვსა მგვრიდა... ეს გრძნობა ცალკეა ჩემსგრძნობებში, ვერაფერთან ვაკავშირებ, ან კი რა შემთხვევა შემახვედრებს ძაღლის ნერწყვთან და პირის ჰაერთან.

ყველაფერი დრამატული იყო ჩვენს სახლში, ჩვეულებრივი საგნები სულიერდებოდნენ, ძროხები, ბოჩოლები, ძაღლები და კატები კი ადამიანის რანგში ხვდებოდნენ. არც ის ვიცი, ცოდვა იყო თუ არა, ტალახში ჩამხრჩვალი ლეკვი რომ მივათრიე სახლში ჰუმანური მიზეზით (სხვა მიზეზით ალბათ თავს ვერ გავიმართლებდი), მოვასულიერე, ვუექიმე და ის კი, სავალალოდ, ძუკნა რომ აღმოჩნდა და შევიჯავრე და შემდეგში, რომ მოიზარდა, დაუწყეს ჩვენს სახლს ტრიალი სხვადასხვა ხვადებმა და ამან რომ ამშალ-ამაეჭვიან-ამანერვიულა და დედაჩემმა რომ თქვა, ეხლა კარგი დროა, სახლიდან რომ გავისტუმროთო, ეხლა მძუნავენ ძაღლები და მაგას თავისი სილამაზე შეინახავსო და რომ გავატანეთ ვიღაცა მადლიანს ქალაქის გზაზე ჩამოსასმელად და მე მაინც რომ ვნერვიულობდი

79

Page 80: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და სინდისი მქენჯნიდა და დედაჩემი რომ მამშვიდებდა კვლავინდებურად, ნუ გეშინია, კავალრები უსახლკაროდ არ დატოვებენო და რომ, ისე აგიხდა მართლა ყველაფერი... ავტობუსის შოფერმა, ვისაც ქალაქში გაატანა ძაღლი დედაჩემმა, თქვა, საკითხავი არაფერი სჭირს თქვენს ძაღლს, ისეთ ხეირში ჩავარდა, აქ რას ეღირსებოდაო, ამას წინ დავინახე, ათ ძაღლს მიუძღვებოდა მედროშესავითაო, ერთი გამომხედაო, “მოკითხვა გადაეცი სოფლის წუნკლებსაო!” შემომძახა და მიუხედა თავის ბიჭებს, მომდევენ თუ არაო... მაგრამ ამ ამბავმა, ეტყობა, ცოტა მაინც გამაცოდვიანა, თორემ ისე, ამდენი ხნის მერე, რა გამახსენებდა, თუ რომ სხვა გახსენებებიც წინ არ უსწრებდნენ...

– სოფელში ძაღლების ცხოვრება ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს. როცა რომელიმე ძაღლი რომელიმე ორღობეში მიწანწალებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავის ადგილს ეძებს და, თუ კურსორით მივყვებით, აღმოჩნდება, რომ ეს სოფელიც სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს ერთი წერტილისხელა ნაწყვეტი, რომელსაც სხვანი და სხვანი – ანუ ამსოფლელები – სინამდვილედ მიიჩნევენ. ვერავინ დაამტკიცებს, რა მართავს ძაღლს, ცხვირი თუ კუდი, რაკი ასე ადვილად შეიძლება მათი შებრუნება, ანუ ჭეშმარიტი გზის ძიება...…

– ამასწინად, თურმე, ჩემს ძველ თანამსმელს – არც კი ვიცოდი, რეჟისორი თუ იყო, თორემ სმას ავუკრძალავდი – თურმე ნუ იტყვი, ფილმი გადაუღია გარეუბნელი ძაღლების ცხოვრებაზე: პატარ-პატარა სერებზე, გორაკებზე, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე რომ შეუქმნიათ საკრებულოებისაგან შემდგარი საკუთარი ქალაქი. ცხენიანი კაცი იქ ვერ გაივლის, იმიტომ, რომ თავის ცხენიანად ჩრდილად იქცევა, როგორც კი შეაბიჯებს ძაღლების ტერიტორიაზე. ასევე დაემართებათ სულელ შეყვარებულებსაც, თუ გაზაფხული და სურვილი ძლიერი შეიტყუებთ სულ მცირედად, მხოლოდ ერთი ნაბიჯით – გზა ხომ მშვიდობიანად მიდის ხიფათამდე. მხოლოდ ნაგვის მანქანები და ნაგვის მქექველები ბრუნდებიან იქიდან საღსალამათნი: ნაგვის მანქანებს იფარავთ ჯავშანი, ნაგვის მქექველებს კი – ნაგვის სუნი. ამიტომ იყო, რომ ფილმის რეჟისორი და ოპერატორი სანაგვეებში ათენებდნენ გადაღების წინა ღამეებს და უკან არცთუ ცარიელ, ანუ სავსე სამარშრუტო ტაქსის მოჰყვებოდნენ, მგზავრთაგან შეძულებულნი. ფილმის სატელევიზიო ჩვენებას დისკუსია ახლდა და ითქვა, რომ გარეუბნელი ძაღლების ცხოვრებას ალტერნატიულ ფონს უქმნის ბურჟუაზიული, ტკბილი ცხოვრების სურათები, და, რომ ფილმის ბოლოს მაყურებელი ვეღარც კი ხვდება, რომელი ეპიზოდია უფრო მთავარი და რომელია ფონი. მით უმეტეს, რომ ამ ეპიზოდების რიგითობაც პირობითია, გააჩნია გუნებას. მაგ.: ფილმი შეიძლება დაიწყოს სცენით, თუ როგორ ჩამოდის ჩრდილო კავკასიის რუსული ქალაქიდან ვიღაც კლავდია, მშვენიერი შეხორცების მანდილოსანი. გამოჩნდება ვაგონის კიბის თავზე და ერთ საფეხურზე ფეხს ჩამოდგამს, თავის ოდნავ ვაგონისკენ მიტრიალებით. მსხვილი პლანით ნაჩვენებია მშვენიერი რუსი ქალი, კლასიკური ატრიბუტიკით და მაყურებელსაც ეჩვენება, რომ იგია ამ წუთში მთავარი. მაგრამ თურმე – არა. ქალი კლავდია მხოლოდ მიზეზია, საბაბი კი ვერცხლის ჯაჭვზე გამობმული თეთრზე

80

Page 81: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

თეთრი ძაღლია (კლავდია მხოლოდ ერთხელ თეთრია), რომელსაც მოჰყვებიან და მოაცილებენ სახეგანათებული გამცილებელი და ცნობისმოყვარე ბავშვ-ადამიანები. კლავდია-ქალს და მის ძაღლს ეგებება ჯმუხი, ჯირკვივით მიწაზე მყარად დადგმული კაცი, რომელიც, თუმცა მკერდამდე სწვდება კლავდიას, მაგრამ მშვიდია და თვითდაჯერებული. “მოზდოკის ბუღაა” მეტსახელად იგი და მგრძნობიარედ ესალმება კიდევაც ჩამოსულებს, რომლებიც მას სრულიად არ უცხოობენ, რადგანაც ზუსტად ერთი წელია მხოლოდ, რაც ერთმანეთი არ უნახავთ. მოზდოკის ბუღას ნარნარად მიჰყავს ქალი და ძაღლი მანქანისაკენ.

კლავდია თურმე ძაღლსაც რქმევია, ჩვენ რომ გვეგონა, რომ მხოლოდ ქალს ერქვა. ისევე, როგორც მოზდოკის ბუღა ყოფილა სეხნია თავისი ძაღლისა, რომელიც ახლა სახლში ელოდება კლავდია-ძაღლს და მოლოდინით თრთის და კანკალებს. წარმოგიდგენიათ, რუსეთის მთელსსამხრეთ-აღმოსავლეთში მხოლოდ ამ კაცს ჰყოლია ძაღლ-კლავდიას ჯიშის ხვადი. მოკლედ, მშვენივრად გაწყობილ ბინაში ძაღლებმა მაშინვე გაიხსენეს შარშანდელი დღევანდელი დღე და მიეცნენ ტკბობას, რამაც, შესაბამისად, სისხლი აუდუღა ქალსაც და კაცსაც, ძაღლების პატრონებს და თვითონაც არანაკლებ ისიამოვნეს.

ორივე სცენა ნაჩვენებია ნატურალისტურად ანუ რეალისტურად, ან ორივენაირად, ან პირუკუ, ორივენაირად, რათა მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდეს, იმსჯელოს მსგავსებებსა და განსხვავებებზე. იმსჯელეს კიდეც და ის სევდიანი ისტორიაც შესაფერისად აღნიშნეს, რომ ფილმის წარმატებით თავბრუდახვეული და სიფრთხილედაკარგული რეჟისორი (ევროპაში ასეთ ფილმს ვერ გადაიღებენ, რადგან იქ ძაღლებისთვის სხვა პირობებია შექმნილი), მთვრალი, შამპანურის ბოთლით ხელში, ეწვია ძაღლების ტერიტორიას საერთო წარმატების მისალოცად (იქამდე იგი, რა თქმა უნდა, მეგობრებმა მიაცილეს). მანამდე რეჟისორი მთელი კვირა ადამიანებში ზეიმობდა და მათი სუნით იყო გაჟღენთილი. გადაავიწყდა სანაგვეში თავის განწმენდა და ასე, სულით ხორცამდე ადამიანი, ლაღად შებრძანდა ძაღლების ტერიტორიაზე, სადაც იგი თავისივე პერსონაჟებმა ჩრდილად აქციეს.

შედარებისთვის: რა უსაფრთხოა მწერლის ხელობა, რომელსაც მის მიერ აღწერილი საგნები და პერსონაჟები სამაგიეროს არ უხდიან, არც თვალს თხრიან, არც მარჯვენას აჭამენ, არც ჩრდილად აქცევენ.

ფილმი იმდენად ადამიანური გამოვიდა, რომ მაყურებელს უფლება აქვს, იკითხოს – ძაღლები ვინღა არიანო? მით უფრო, რომ ფილმს აქვს ორი ფინალი, ანუ ორნაირი ბოლო სცენა, ასარჩევად რომ შემოგვთავაზა თითქოს რეჟისორმა:

ჩამავალი მზის ფონზე, მთის კონტურზე, ერთიციცქნა ძუკნას სერ-და-სერ მისდევს მაღალ-დაბალი, დიდ-პატარა, შავ-თეთრ-წითელი, ბებერ-ჯეილი ძაღლების მწკრივი, სხვადასხვანი, ერთი გრძნობის ძაფზე ჩირივით ასხმულნი.

ან:81

Page 82: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გადაბმულ-გადაკლანტული დედალ-მამალი ძაღლის ოთხი უაზრო, სევდიანი თვალი, გრძელი, რუხი კედლის ფონზე, კედელს მიკრული მათი ღრმა, ეჭვიანი, უმანკო თვალები... მზერა, რომლითაც ფილმი ეთხოვება მაყურებელს...

...და კიდევ– წარწერა რუხ კედელზე, მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის გასაგები ენით: – ნუ ყრით აქ ნაგავს, თქვენიდედამო!..

– მე, იცი, რა მაკვირვებს? ორი ძაღლი, გადაბმულ-გადაკლანტულები, ქუჩის კედელთან რომ იდგნენ უმწეოდ და საიდანღაც რომ გამოვარდა სხვა ხვადი ძაღლი და რომ ეძგერა იმ გადაბმულ ხვადს და რომ გაწყდნენ და გაშორდნენ ერთურთს მრუშები... მე, იცი, რა მაკვირვებს? რომ იმ ხვადმა ის ძუკნა სინაზით გვერდზე გაიყვანა და ნატკენი ადგილის მორჩენა უწყო. მე, იცი, რა მაკვირვებს? როცა ამას ვამბობ, არც მწიგნობარი ვარ და არც წესიერი და კიდევ ის მაკვირვებს, როცა ამას ვუბნობ, რომ კაცობრიობა, ამის მხილველი, წვეთითაც ვერ მისწვდა ნამდვილ სიყვარულს, ნამდვილ ღალატს და ნამდვილ ზნეობას.

– სასაცილო ეპიზოდები არ გამოხატავს ადამიანის სასაცილო ცხოვრებას, იმდენად, რამდენადაც იგი არაა, საერთოდ, სასაცილო, მით უმეტეს, პატრონისათვის. თავის სასაცილოობას ადამიანი ძნელად იხსენებს, სხვებისთვის კი იგი განსაკუთრებულად სასაცილო მაშინაა, როცა ყველაზე უფრო სასოდაკარგულია.

– როგორ არ გამახსენდეს ჩემი მეგობარი ალაო, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გამასწრო კითხვაში და ახლაც კითხულობს, თითქოს მარტო წიგნის მონელება შეუძლიაო და მთელ ლიტერატურას უწოდებს ჰიპერბოლას, მაამებლობას, ადამიანის განდიდებას, ადამიანისა, რომელსაც ქვის ხანიდან დაწყებული, მეტი არაფერი უკეთებია, გარდა თავის განდიდებისა. ასე დაშორდა იგი ჰიპერბოლამდელ სახეს, რომლესაც ჩვენ დღეს ვეძებთ და ვკითხულობთ ადამიანში. ღონიერი თანამოძმეებისგან, რომელთა უსუსურობასა და გონებაშეზღუდულობაზე მხოლოდ ერთი-ორმა თანამედროვემ იცოდა, ადამიანი ქმნიდა გმირებს, გმირებიდან მითებს და ღმერთებს. ასერიგად, დაიკარგა ჰიპერბოლამდელი ადამიანი. დღეს ადამიანი უკვე იმდენად განდიდებულია, რომ აღარ ყოფნის ლიტერატურის სიტყვა და არჩევს გამოსახულებას.

– სიზმარია ყველაფერი, ყველაზე რეალური ამბავიც კი სიზმარი არის და ამის მაგალითი ისტორიაა. სულ იმაში ვიყურებით, როგორც სარკეში, რომ, როგორმე, ჩვენი თავი გამოვიცნოთ და ჭკუა ვისწავლოთ. მაგრამ რამდენი რამე ხდება ჩვენს სიზმრებში, რომლებსაც არცთარიღები უზის და ქრონოლოგიურადაც ერთმანეთს არ მისდევენ უკან, მაგრამ განა ნაკლებ გრძნობადებია, ვიდრე ცხოვრება და ისტორია? ადამიანისთვის სულ ერთი არის, რა სიზმარი, რა ცხოვრება, რა ისტორია... ფიქრია, მხოლოდ, როცა შენ არც ცხადში ხარ და არც სიზმარში, როცა “შენ” ხარ, ყველაზე უფრო. დღისით ადამიანს ცხადი მართავს და ისტორია, ღამით – სიზმარი, რომელსაც მთვრალი ატრიალებს, გიჟი ან ბავშვი.

82

Page 83: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– ამ აკომპანიმენტით მიმაცილებდა მთვარე მთვრალს სახლისკენ. მიკვირდა, თითქოს, არასოდეს მომიწევდა ლაპარაკი, იმდენი ვილაპარაკე, ან შესაძლოა, დამშეული ვიყავი შინ ჩაკეტილი ულაპარაკობისგან... ასე არეული გუნებით ვაპირებდი დაწოლას, ზარის რეკვა რომ გაისმა:

…– ვინ მამაძაღლია? თუმცა, რაკი აღარავის დაურეკავს ხელმეორედ, დავივიწყე მომხდარი. ამ შემთხვევამ კი გამომაფხიზლა, რაც ძალიან მეწყინა, რადგან ძილს სიმთვრალის წყალობით ვაპირებდი. – მოდი, კიდევ დავლევ...

– მე ვწერდი რაღაცას, დიდხანს ვწერდი და დავიღალე. სამწუხაროა, რომ სისულელეს და სიჭკვიანეს ერთნაირი ძალა სჭირდება, კრუხი საღ კვერცხებზე იჯდება თუ ლაყეზე, ერთნაირი ძალით გრილდება... მე ვწერდი რაღაცას, დავიღალე და კაკუნმა გამომაფხიზლა. ზარი კი არ დარეკა ვინმემ, დააკაკუნა... კაკუნი კი იგავივით ძალზე ძველი მოვლენაა. ზარი ჩემთვის აწმყოა, კაკუნი – წარსული, იდუმალი და ეჭვის მომგვრელი. ამა ფიქრების მდღვლევა-მდღვლევით გავაღე კარი: ჩემ წინ ნასხვისარპალტოიანი მოხუცი იდგა და პურსა მთხოვდა. გამიკვირდა, ამ დროში პურს ვინღა თხოულობს!.. და იმ წუთშივე მივეცი შოთის პური, რომელიც, საბედნიეროდ, იღლიაში მქონდა ამოდებული... მაგრამ მათხოვარი იქვე იდგა და მელოდა. გამიკვირდა. უხერხულობის განცდამ ძალა დამატანა და გამახსენა, რომ იღლიაში დედაჩემის ნათლიდედას გამოტანებული ორი ცალი შოთი-პური მედო და გაყინულ გზაზე კმაყოფილი მივიჩქაროდი შინისკენ. ზედ ჩვენს სახლთან ვიღაც თეთრწვერიანი მოხუცი გამომიჩნდა საიდანღაც, ჯოხის ბჯენით მომავალი, გეგონება, გომურში სადმე ეძინაო, ბზე-ნამჯა აკრული შინელივით რამ ეცვა... – პური მამიტეხე, შვილოო – მთხოვა დაეჭვებით, უცხო იყო და არ იცოდა, რომ ასეთი რამე არ შემეშლებოდა. გავუწოდე ერთი პური, გამომართვა, ჭროღა, დილის რიჟრაჟივით თვალები ჰქონდა და იმითი მითხრა მადლობა... ჩემი უცოდნელი სოფელში არაფერი იყო, მე ხომ არც 8–10ისა ვიყავი და არც 14–15-ისა, მე ხომ ის ვიყავი, ვინც მუდამ გზაშია... სოფლის მთელი ბებრები სულ ჩემი მეგობრები იყვნენ, ეს ვიღაც სხვა იყო, მავალობა ეტყობოდა გზისა. გამოვცდი და ეზოში შეველ, აღარ გამიხედავს, ვინ იყო, ვინანე თან, ვაითუ, თვითონ გამომხედა და დაიმახსოვრა ჩვენი სახლი-მეთქი, რა ვიცი, ვინ იყო...

გამოვერკვიე, კარი არ მივუკეტე მათხოვარს და სამზარეულოდან პური და ყველი გამოვუტანე, თან ვეჭვობდი, ნამდვილად პური მთხოვა-მეთქი, არ მეჯერებოდა. რომ მივაწოდე და გამოვბრუნდი, მარჯვენა ხელი, პური რომელშიც მქონდა, რაღაცნაირად დაღლილად მეგრძნო, თითქოს მძიმე რამე მჭეროდა, თან, თითქოს რაღაც გადმომცესო და ისიც მოვიკითხე ხელებში. “რა, იქიდან აქამდე სულ სიზმარი იყო-მეთქი”, ესღა გამეფიქრა. კიდევ კარგი, მაგიდასთან ვიჯექი და ხელში კალამი მეჭირა...

მოხუცმა მათხოვარმა ხსოვნა ამიზუზუნა, წარსულის ქარით იშლებოდნენ ფურცლები, გავსილი ჩემგან უცხო ნაწერით. ლექსის ფორმა არ ჰქონდათ და იმასაც ვერ ვამჩნევდი, რა ეწერა, ვგრძნობდი, ახალი რამე იყო, ასეთი

83

Page 84: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გავსილგვერდებიანი წიგნი მე არასოდეს მქონია. მე არცთუ ისე ფართო სტრიქონების, არცთუ ისე დიდი ზომის წიგნები მქონდა. ახლა კი, ჩემ წინ ნაწერის უცნობი ზღვა შრიალებდა, მე რომ ტალღებს ვიჭერდი მხოლოდ... ტყე, დედამიწიდან აწყვეტილი ქარიშხლისაგან.

ჩემთვის კაკუნი წარსულია. დააკაკუნებდნენ და მიჰყავდათ ხოლმე. ასე წაიყვანეს დედაჩემი ერთხელ დასაკითხად. უცებ, კარზე დააკაკუნეს... მეზობელი, სტუმარი, ეზოში შემოსვლისთანავე ოჯახს შეეხმიანებოდა, აივანზე ჩუმად არ ავიდოდა და მოულოდნელად თავზე არ დაადგებოდა. მახსოვს, როგორ აღარ გაუნელდა ბრაზი დედაჩემს, როცა ერთი დედაბერი რაღაცის სათხოვრად კარზე კაკუნით შემოგვეჭრა – რა, ვერ დაიძახეო, ეს შემოვარდნა რაღა არისო!..

ეტყობა, აწმყო ზარს რეკავს, წარსული კი აკაკუნებს... ვიცი, გამომიცდია, მე ხომ ისა ვარ, ვინც არც 8–10ისაა, არც 14–15-ისა და არც მწერალი, ვინც ამათგანია, ვინც პირველი გრძნობს მწერლის დათრობას და გამოფხიზლებულსაც პირველი ხედავს, მერე რა, რომ ადამიანი ვარ, შესაძლოა, კარგიც კი იყოს... ძველი ოსტატებისთვის მაქვს შემჩნეული: მკითხველს თავიდანვე განგებ აწვალებენ სხვადასხვანაირი ყბედობით, რომ მერე რაც უნდათ ის მოაჩვენონ. რადგან ის არის მთავარი ლიტერატურაში, რაც ზედმეტია. ზედმეტში ვლინდება ოსტატობა, გამოცდილება და ბავშვისთვის მოპარული კენჭებით ჟონგლიორობა...

ერთი წვეთი თაფლისთვის, რომელიც იატაკზე ეწვეთა, ერთი წვეთი თაფლისთვის, ზამთრის პირზე, მეთექვსმეტე სართულზე, მიწის გულიდან ამოვიდა ჭიანჭველა... სად ესმა მას ხმა-ტკბილი ზარის რეკვა თაფლის წვეთისა? მაშ რატომ არ მიუვათ მიცვალებულთა სულებს ტაბლაზე ამოყრილი ხინკლის ორთქლი, ან ქადა-ნაზუქის სუნი და სანთლის ალი?

გადაიწერა პირჯვარი და ისევ ის ადამიანი იყო. მკითხველს მინდა ვკითხო – მთები მაღლებია, მაგრამ პათეტიკა არ ახლავთ, ჩანს, პათეტიკა ხსნისთვის საჭირო საგანია.

დედაჩემის ნახვა რომ გვინდა – ეს ცხოვრებაა დედაჩვენი, ეს გზა, ეს ქუჩა... დედაჩემი მუდამ იქაა, სადაც მე ვარ, ზუსტად ჩემს თავზე, გამჭვირვალე სართულით მაღლა. ის არ შეცვლილა, მხოლოდ შევიდა თავის თავში, გატოპა და განიწმინდა და გავიდა სხვაფრად იგივე...

და დამყურებს მე მაღლიდან, როგორც ხაროში ჩაგდებულ კაცს... ერთი სართულით ცხაურს ზემოდან... მაგრამ ის არ მეუბნება – მაღლა ამოდი! – ის მელის, ვიდრე მოვიხდი სასჯელს.…

“შეხედე შენს სახლს – ლექსის შემდეგ – როგორ სხვა არის”... – მართლაც, ლექსის შემდეგ არათუ ეს არეული ბინა იცვლება ჩემი თვალებისთვის, არამედ მთელი ცხოვრება. ახლა მე ლექსი კი არა, წარსული მისხვაფერებს სახლსაც და სულსაც... და მგონია, განგებამ მოგაგზავნა ჩემთან: ამ კაცს თავისი წარსული დასხმია თავს

84

Page 85: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და სწეწს და აპარტახებს და არიქა, რაკი შენი ხელობა კაცთმოყვარულია, როგორმე დაიხსენიო... მე ავტობიოგრაფიას, მოგონებებს ვერ დავწერ, იმიტომ, რომ ტყუილია, საერთოდ, ავტობიოგრაფიები და მოგონებები... ჩემი ლექსების ბიოგრაფიას უფრო ვიცნობ. ცხოვრებას ცოტა სიტკბო ყველაფერში აქვს, ამიტომ შემოქმედება არის მისი მწარე ინტერპრეტაცია.

– რაიმეს გამოხატვისას ყველაფერი ავტობიოგრაფიულია: თუ შენს თავში ვერ უპოვი მას ადგილს, ვერ გამოხატავ, და თუ უპოვი, ის უკვე ავტობიოგრაფიულია... ქვა რომ წყალში ვისროლე, ისაა ავტობიოგრაფიული და ეს არა? მილიარდობით გრძნობა და განცდა გაივლის ადამიანის თვალწინ, მის გონებაში, ფიქრში, ისე, რომ მის ხსოვნას ნამცეციც არ შემორჩება, ისევე, როგორც უთვალავი წარმოსახული თავგადასავალი.

ბიოგრაფიის დაწერა შეუძლებელია. ავტობიოგრაფიისაც. თუ ტრადიციას მივყვებით და ადამიანის ბიოგრაფიად იმას ჩავთლით, რაც ფაქტებითა და თარიღებით აღინუსხება, ვერც ერთი ადამიანი საკუთარ თავს ამ მონათხრობში ვერ აღმოაჩენს.

ასეც არის, ამ ქვეყანაში ჩვენი საქციელის გამო ვისჯებით და არა ფიქრისათვის, ზრახვისთვის და გულისთქმისათვის. რამდენიც არ უნდა ვილაპარკო, ყველაფერი მატაფორაზე დადის, მაგრამ, ამჯერად ეს მეტაფორა უცნობია. სად ვეძებოთ ადამიანი და მისი ნამდვილი თავგადასავალი, სად ვეძებოთ მისი ნამდვილი ბიოგრაფია?

ვწვალობდი. სხვა ემოციურ სახლში გადასვლა მწყუროდა...

მინდოდა, მეხილა წარსულის სისხლისწვეთებიანი ჩემი სამოსი, მინდოდა, მეხილა წარსულისცრემლებიანი ჩემი თვალები, რომ მიმეღო პასუხი საკუთარ თავზე.

ვიდრე ფანჯრისკენ შევბრუნდებოდი, დიდი ძალა დავხარჯე და ბრაზი მოვთოკე, ვიღაცა რომ დაუკითხავად თავზე დამადგა. გაჭირვებით შევბრუნდი, ვგრძნობდი, სახეზე ალმური ამდიოდა, თვალები შუქს ვეღარ იტევდნენ, თითქოს იქიდან მობეზრებული სინამდვილე მცვიოდა, თითქოს სხეულში ჩამსახლებოდა პირცეცხლი და ბაგეებიდანაც მეყრებოდა, რაც კი რამ მენახა!..

– კაცი იმიტომ არის უბედური, რომ შიმშილს ერთ ლუკმაში ცვლის... კაცი არის თავისი სურვილი – საკუთრივ თავისი! დააბი შენი სულ-ვირი, შეხედე, შემოუარე გარშემო, შენ იხილავ ჯაგლაგს, რომელსაც მხოლოდ ორიოდ წადილის წაღება შეუძლია... კაცი არის საკუთრივ თავისი სურვილი... გადმოაბრუნე შენი ჯამი, სავსეა იგი? არა! მას გვერდებზე აკრავს სხვების წადილი... ამიტომაა, რომ არც შენი ჯაგლაგი ვირი გიყვარს და არც შენი ცარიელი ჯამი... ადამიანი არის ღვთაებრივის შიმშილი, მას შია სურვილი...… როცა შენ გაივსები სურვილით, მიმოიხედავ და გიყვარს ყველაფერი,… შენი ვირი ძალაზეა და შენი ჯამი – სავსე... მიმოიხედავ და გიყვარს ყველაფერი...… შენი სიტყვა იქნება სავსე, შენ გეყვარება შენი სახლი, იმიტომ, რომ შენ გაქვს სურვილი, საკუთრივ შენი... კაცი არის თავისი თავის სულ-

85

Page 86: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ვირი, აი, რა არ იცოდი შენ! ახლა წადი, გაასუქე ვირი, გაავსე ჯამი და მერე მენახე... შობე შვილი და სახლში დაბრუნდი... აღარაა ბებოშენი შენს სახლში და აღარაა დედაშენი შენს სახლში, მაგრამ შენ გვერდით მოდის შენი შვილი, შენს ვირს კვიცი მოსდევს...

შენი ჯამი სავსეა ხორბლით, მისი კალთა აღწევს კალომდე...

მაგრამ შენ გაქვს ახალი სურვილი, საკუთრივ შენი, რომელიც მზეა და რომელიც მთვარეა, მათ გაიგეს, რომ შენ გაქვს სურვილი... ისინი იცინიან, რომ შენ გაქვს სურვილი, ისინი უყურებენ შენს ჯაგლაგ ვირს და იცინიან, ისინი უყურებენ შენს ცარიელ ჯამს და კვლავ იცინიან, რომ შენ გაქვს სურვილი... შენ გყავს ვირი – ძვალი და ტყავი, რომელიც უნდა ხორცით გაავსო, შენ გაქვს ცარიელი ჯამი, რომელიც უნდა ხორბლით გაავსო და გადმოვიდეს და მისი კალთა მივიდეს კალომდე...

ჩემი სულ-ვირი არის ჩემი კალამი. მე არა მაქვს სახლი და ვწერ იმისთვის, რომ სახლში დავბრუნდე... ამიტომაც შეიწოვა სიყვარული ჩემმა სურვილმა თავის საზრდოდ... ამიტომაც ჩემი სურვილი მარტოა... ჩემი სულ-ვირი ერთია, ერთს შეისვამს და ერთს მიჰვება... ჩემს სურვილს აქვს დიდი პირი, დიდი ხელები, დიდი ძალა მკერდში... გადაივლის, გავა, გაცურავს, ყინვაში, კლდეში და ტყე-უვალში, რადგან იგი მზისა და მთვარის სურვილი არის, ის არ არის წადილი და წადილები! წადილებით ვერ შეიქმნები შენი შვილების და თაობების მასწავლებელი, მხოლოდ სურვილით, საკუთარი შენი სურვილით შენ ასწავლი შენს შვილებსაც და თაობებსაც... აბა, შესრულდი, შესურვილდი, თუ კვნესა აღმოგხდეს, ან თუ იყო ცნობისმოყვარე!.. ან იყო ბოროტი, ან იყო კეთილშობილი... აბა, გასრულდი, გასურვილდი, თუ იყო მშიშარა, ან თუ გქონდეს ინტერესები, მხოლოდ თვალის, მხოლოდ ხელების... სურვილი ძოვს ხალხს, სურვილი სვამს სატრფოს... გემრიელად შეექცევა, წვრილმანისკენ არ დაიხრება... წადილი არ აღძრავს, მშიერ კუჭზე არ დაწერს...

– ჭიჭიას მერე გარეთ აღარ ვსვამ... ცუდი სიმთვრალე მაქვს ძალიან... ცარიელ სახლში არაფერი არ აირევა, მაგათი დედაც ვატირე...

– საკვირველი არ არის, რომ მსახიობს სცენაზე და მთვრალს ქუჩაში ერთნაირად პატიობენ. ორივენი ერთსა და იმავეს შეგვახსენებენ? მე თვითონ ბევრჯერ ვყოფილვარ მთვრალის როლში. რასაც მთვრალი ერთ წუთში ჩაიდენ, იმას მთელი სიცოცხლე ვერ მოახერხებ ფხიზელი. მიუხედავად ამისა, ერთი მხარე აქვს სიმთვრალეს ისეთი... შენ აუდაბნოებ შენ მიერ მანამდე შექმნილ სამყაროს, შენ გიჩნდება სურვილი მისი ახლიდან შექმნისა და ქმნი კიდევაც, რათა ისევ გააუდაბნოვო. რასაც წერ, იმას იმდენი გმირობა უნდა, რომ დანარჩენი ყველაფრისა გეშინია. გულისა არ იყოს... უგულოაო, რომ ამბობენ მოშურნეები... რასაც წერ, იმას წერ გულით და დანარჩენისთვის აღარ გრჩება, ეს ოხერი. სიმართლე და გულწრფელობაც ეგრეა – ნეტა ნაწერში მოახერხოს კაცმა, თორემ

86

Page 87: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ისე რის მაქნისია. ცხოვრების სანელებელია ერთგვარი, ტყუილის შესანელებლად, რადგან ტყუილის პურსა ჭამს ადამიანი, ტყუილის ხარჯზე ერთობა და ვითარდება, თორემ სიმართლეს რომ მისდიოს, ერთ ადგილზე გაჩერდება ჯორივით... რა არის გულწრფელობა, რა სამსახური შეუძლია, გაუწიოს კაცს?.. ჯერ ერთი, არავის ამახსოვრდება გულწრფელი და მეორეც, ხიფათში იგდებს თავს, სულელი... მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს ატრიალებს... ტყუილი და მართალიო, სარღვევი და სართავიო... არც ერთი არ ვარგა ცალ-ცალკე!.. ეხლა მე, მაგალითად, მინდა ისეთი ნამდვილი მართალი, რომელიც საკუთარ ტყუილს მერჩივნება.

ერთი თვისება, რამე ერთი, მითხარი, რა საქონელია... თუ გაქვს ერთი თვისება, გადააგდე და აიღე მრავალი.

– საერთოდ, როგორც კი გავაცნობიერებ რაიმეს, ის წამია ხოლმე ჩემი შეცდომა: თუ გავაცნობიერე, რომ ხელში ცხელი ჩაიდანი მიჭირავს, ეტყობა, იმდენ ძალას ვახმარ ამ გაცნობიერებას, რომ მავიწყდება დანარჩენი და შემიძლია, მდუღარე წყალი საშაქრეში ჩავასხა. ეტყობა, ასე დამემართა ამ ტელეფონის აპარატზეც: ეტყობა, სადღაც მიმქონდა, თან, ეტყობა, სახსოვრებზე ვფიქრობდი, ამ ტელეფონისგან რა სახსოვარი მაქვს-მეთქი, ალბათ დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ, შესაძლოა, სულ ბოლოს დედაჩემმა დამირეკა სოფლიდან...

– ამ შაბათ-კვირას ხომ ჩამოხვალ?

– კიი-მეთქი, კიი...

– იცოდე, არ მომატყუო!..

ესაა ამ ტელეფონის სახსოვარი და რომ გავაცნობიერე, ისეთი ძვირფასი შეიქნა უმალ, რომ ტვირთს ვერ გავუძელი და დამივარდა... ისიც გავაცნობიერე, რომ ძაღლის ლეკვივით თან კი არ უნდა ვათრიო, ერთი ადგილი უნდა მივუჩინო, როგორც ძვირფას სახსოვარს, როგორც დედის სახსოვარ ნივთს. გამოვიხედავ და არ დავიჭერ ხოლმე ჩემს თავს ფიქრზე – დედაჩემსა ვკითხავ!... სადღაა დედაჩემი! ვიფიქრებ უფრო ცნობიერ ფიქრში, მაგრამ კვლავ მეშლება, კვლავ ვიფიქრებ – ერთი დედაჩემსა ვკითხო – რაღაც ამბავზე, რაღაც-ვიღაცაზე. …სულ ამ კითხვაში და გულგატეხვაში ვარ.

– ეგ სიმთვრალე, ერთხელაც იქნება, კარგ სამსახურს არ გაგიწევს. – მეტყოდა ხოლმე დედაჩემი, რომ მოეჩვენებოდა, ეხლა კი დაანება სმას თავიო.

– რას გულისხმობ-მეთქი.

– შენ, შვილო, საუბედუროდ, სინდისი გაქვს და დაჰკანკალებ კიდევაც, სიმთვრალე კი ცუდი იცი. ჰოდა, შეგემთხვევა რამე გლახა და გადაყვები, შენი ღირსება სიცუდეს ვერ შეეგუება. ამდენი ცოდვიანი დადის გალაღებული და შენ რატომ იკლავ თავს!.. მეძებდა, მაკითხავდა, თვითონაც იკარგებოდა.

87

Page 88: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

დღეს სასაცილოა, მაგრამ, მაშინ სულ სხვა იყო: ნარკოლოგთან შეხვედრა მომიწყო, ჩემს მალულად, სასიამოვნო კაცთან და ცნობილთან თავის ხელობაში. დავახლოვდით, დავმეგობრდით, ვსვამდით, ვსაუბრობდით გაბმულაზე, როგორც ზაპოიზე და პირიქით, ზაპოიზე, როგორც გაბმულაზე – მე ამ სიტყვის დანერგვა მინდოდა ალკოჰოლურ სიტყვათმიმოქცევაში – ვსაუბრობდით აგრეთვე იმუნოდეფიციტზე, ალკოჰოლიზმის გამომწვევ პირობებზე და ა. შ. ბოლოს გავიყარენით, რადგან ჩემს მკურნალს შეეშინდა გალოთებისა.

სულ უბრალო ძონძს ვერ გამოგლეჯ ძაღლს პირიდან და კაცს ზნეს წაართმევ?

გამებუტებოდა ხოლმე დედაჩემი და გამექცეოდა სოფელში. ერთხელ, ათასჯერ... მიზეზები აღარც კი მახსოვს, იმიტომ, რომ სოფელში რომ ჩავაკითხავდი, არც ვიხსენებდით იმ მიზეზებს და მარტო ვტკბებოდით. ვიცოდით: მიზეზები არ იყო მთავარი, მთავარი იყო ის უთქმელი საბაბი, რასაც სული დამართებდა ხოლმე მას.

მე ვეუბნებოდი: – წადი ხოლმე, თუ ქალაქიდან წასვლა გინდა, რაღა განხეთქილებას ეძებ-მეთქი. მაგრამ, არა! მიზეზს ელოდა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ იგვიანებდა. თუნდაც, ჩემგან აშკარად თუ ფარულად პროვოცირებული. რადგან გაყრა ეწადა ჩემს სულსაც დედისგან. ორივე ვგრძნობდით ამას და ვერ ვეგუებოდით. ისეთი დროც იყო, როდესაც ცხოვრებამ მიიხურა კარი და გაგვეცალა და დავრჩით მარტო, მე და დედაჩემი – ქალაქშიც და სოფელშიც, მიწის იმ ნაგლეჯზე, სადაც რეალური მხოლოდ სახლი და ხეები იყო და ოთახი, სადაც ჩვენ გვეძინა, სადაც ღამის მომნახულებელი კატა გადაეყრებოდა ჩემს ღამისმთეველ თვალებს და გულგატეხილი გაიძურწებოდა. ვიწექი ხოლმე და ვგრძნობდი, არაფერი ისე არ გამაკვირვებდა, უცებ თვალი რომ გამეხილა და ყავარჯნიანი დედაჩემი თავზე დამდგომოდა: – გაიარე?!

ტელეფონი კი, რომლის დამტვრევასაც ვგლოვობდი, ჩემთვის დღესაც ისეთივეა, როგორიც მაშინ, 14–15-ისამ რომ ვნახე პირველად, ოღონდ ახლა კვარცხლბეკს აღარ ჰგავდა და იმ ძველს, პროკურორის მაგიდაზე რომ იდგა, გამძლეობითაც ბევრად აღემატებოდა. ასე, რომ, მე, ყოველ წამს კატასტროფა რომ მელანდება, შიშმა არ გამიმართლა და ტელეფონი კვლავაც საღი იყო.

ჩემი უბედურება ისაა, რომ ყველაფერთან რწმენით ვარ დაკავშირებული. გამომეცლება ხოლმე კიბესავით და წავალ უფსკრულში, იმიტომ, რომ რწმენით ვუყურებ პურის ნამცეცსაც, ღმერთსაც და ადამიანსაც და ვერ ვუძლებ, რომ დამენგრევა.

თითქმის თვენახევარი გაბმით, გამოუფხიზლებლად ვსვამდი – ასეთი სიძულვილი ფხიზელი წუთებისა წარმოუდგენელია. სამჯერ მოვიწყინე და დავივიწყე, სამჯერ შევიჯავრე და შევიყვარე და, ამ სმის ბოლო ღამეს ფანჯარაში ჩემით თავმობეზრებული მთვარე-ღა რომ იყურებოდა, გადაჰგორდა ჩემს ცნობიერებას ბორბალი რამ... დილას უკვე მშვიდად ვიჯექი მაგიდასთან და მურაბიან ჩაის კოვზს ვურევდი. და, თუმცა, სახითაც და სხეულითაც ნანგრევებად ვიყავ ქცეული, ამ

88

Page 89: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ნანგრევებს მაინც ეტყობოდათ აღდგენისა და აღორძინების მოუთმენელი ჟინი. ოთახი დავალაგე. სმას მოვრჩი, დამთავრდა თვენახევრიანი კოშმარი...

– მივდივარ! – გავხედე თავისსავე ბურუსში გაცრეცილ მთვარეს.

საღამოს სოფელში უნდა წავიდე. წუხელ ოთხ-ხუთ საათზე ბავშვები მომადგნენ, 8–10ისა და 14–15-ისა. მითხრეს, წამოდიო, აღარ დალიოო... მითხრეს, რომ დედაჩვენის საფლავზე ხის ჯვარი წაიქცა... წუხელ აქ დარჩნენ, ამ ტახტზე გვეძინა. ამ საღამოს უნდა წავიდე აუცილებლად.. მივდივარ..… …ვიღაცას ეგონება, შეიშალაო, ეს ხშირად ემართებათ გონებაგანათებულ ადამიანზე.

ცხოვრება სხვებს დავუტოვე იმ მიტოვებული არყის ბოთლივით – ეს დარჩა და ესეც წაიღეთ, ესეც, ესეცო, მე კი წავედი-მეთქი... ცხოვრების იქით რაც არის, იმ გზით...

– მე უნდა წამეკითხა ჩემი წიგნის კორექტურა, რომელშიც ადრე გამოცემული ლექსები იყო შესული და, ძალაუნებურად, მთელი ჩემი შემოქმედება უნდა მეხილა. ამას კი ძალა სჭირდებოდა და საღი აზრი, რაც ადვილად მოსაპოვებელი არ არის. მით უმეტეს, რომ ახლა ძალიან ცუდად ვარ. მე მოველოდი, რომ ლიტერატურა დამესხმოდა თავს, ტრადიციული კითხვებით, მაგრამ ამ ხიფათმა გვერდი ამიარა და მის მაგივრად თავს საკუთარი ცხოვრება დამესხა. აღმოჩნდა, რომ ამ ლექსებში ყოფილა მთელი ჩემი დავიწყებული ცხოვრება, ლექსებში გამოხატული ემოციები სიმბოლოები ყოფილა სინამდვილისა, რომლებიც ისე მოულოდნელად გადამეშალნენ, რომ ვეღარ გავუძელი და კითხვა შევწყვიტე. გადავდე წიგნი, ისევე, როგორც გადადებული მქონდა მთელი ჩემი წარსული და ტკბილი ნერწყვი ჩავყლაპე, რომ გასაღები ხელთ მეპყრა. საინტერესოა, როგორ აღიქვამს სამყაროს ღმერთი, ითვლის ხოლმე ცხვრის ფარასავით თუ გრძნობს და განიცდის? ჩემთვის ემოციები აღმოჩნდა უმთავრესი, მათ სარკეში დავინახე მე წარსულის ფაქტები და თავგადასავლები. ახლა წინ მიდევს ჩემ მიერვე შექმნილი სამყარო, მე შემიძლია, მე მაქვს უფლება მისი გასწორებისა, მაგრამ მერიდება იმისა, ვინც ოდესღაც მოკვდა და უფლებები გულუბრყვილოდ მე დამიტოვა.

ამ ბოლო დროს ძალიან ცუდად ვარ, ცუდად მიდის ჩემი ცხოვრება, დამაგლიჯა ყოველივემ ნერვები და კიდევ კარგი, რომ ძალა არ შემწევს უფრო ღრმად განვიცადო ყველაფერი, თორემ ალბათ გავგიჟდებოდი, ახლა კი მხოლოდ იმ ძაღლივით ვგრძნობ თავს, რომელიც პატრონმა თავიდან მოსაშორებლად, სადღაც უცხო ქალაქის შესასვლელთან გადმოსვა და თვითონ კი სწრაფად მოუსვა, ან ძაღლი ან სინდისი არ დამეწიოსო. საწყალი ძაღლი, მხოლოდ ზურგის ქარია მის მხარეზე და ისიც ვითომ პატრონის გზას გაჰყვა. ჩემთვის ცხოვრებას არავითარი მიმართულება არ გააჩნია, ყოველი მხრიდან იგი იმას ცდილობს, რომ ყური ამახიოს. მაგრამ, ნურას უკაცრავად, მე თვითონ დავიწყე ცხოვრებიდან გამოსვლა, როგორც ძალზე გაჭიანურებული სმიდან და მხიარულად შევამჩნიე, რომ სხვებიც არ არიან მაინცდამაინც წინააღმდეგნი, მე რომ ცუდად ვარ. ამან ძალზე გამანაწყენა, გული მატკინა, ცრემლიც გამომწურა ბოლო დალევისას, ცოტა

89

Page 90: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

კიდევაც ამაჯანყა, მაგრამ სხვების ჯიბრით ხომ ვერ იცხოვრებ!.. მე ხომ სხვებისთვის არ დავბადებულვარ და ამ სურვილით არც არასდროს დავიბადებოდი, ხოლო თანაგრძნობის მოთხოვნა საშინელებაა, მით უმეტეს, თუ ბრალდებები შენი ხელითაა დაწერილი და ცხოვრებიდანაც შენივ ნებით გამოდიხარ. თუმცა, ეს ყველაფერი სხვების დასანახად როდი ხდება, ეს არის ჩემი ტკბილი საიდუმლო და მწარე გემო ამით სულაც არ ეკარგება იმ განცდას, რომ საშინელებაა, როცა არავის სჭირდები. ტკბილად, ნელ-ნელა გამოვდიოდი ცხოვრებიდან – ჩემი ნაწერებით, საქციელებით, სიცოცხლის ნარჩენით... თუმცა კი ის დრო, რომელშიც მე ვიცხოვრე, თითქოსდა წარსულად ქცეული მომავლის პირით იმასვე მეჩურჩულებოდა, რასაც ყოველი დრო მუდმივად ეჩურჩულება თავის შვილებს: “ ნუ აღმიქვამთ მე ასე ზედმიწევნით”.

დროული კარნახია! რადგან ცხოვრება ტაშს გვიკრავს ჩვენს ტანჯვაში – ჩვენ ეს არ გვესმის! ცნობისმოყვარეა ჩვენ მიმართ და ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ... ცხოვრება გვთელავს, დაგვცინის და მახეებს გვიგებს და სულს გვივსებს სასოწარკვეთით: რომ ახალი სიცოცხლე ვშვათ – მასთან ერთად, ჩვენით, ჩვენშივე!

ესე იგი, სოფელში!.. სხვა გზა არ არის... მთელი მარაგით, მთელ სახიან -ოქროიან-მთელ ნაგვიანად, გავექცე ჩემს თავს, აბა, ჩქარა, აბა ახლავე, ამ წამიდან, ამ წუთიდან, ამ დილიდან, ამ შუადღიდან, ფეხსაცმელით, უფეხსაცმელოდ, ტანშიშველი, ტანსაცმლიანი, უმანქანოდ, მანქანიანად, სარკიანად, საპარსიანად, უცაბედად, არგანიანად, ისე სწრაფად, არგვიანად, ისე სრულად, ისე სრიალად, ისე ახლავ, ისე მთლიანად, რომ ჩემი თავი დამრჩეს საწოლში...…

“ღმერთო, ხვალიდან!” აი, ძველისძველი, მრავალჯერგაწბილებული შეძახილი. ახლა ზუსტად მისი დროა. მოვახტები ხვალვე ჩემს ბებერ და ტანჯულ მანქანას (საქონელი პატრონს უნდა ჰგავდეს), ცუდი გზების ტრფიალსა და აღმართ-დაღმართებთან თანშეზრდილს და როგორც კი ქალაქს გავცდები, ყველაფერი თავიდან იშვება...

მით უმეტეს, რომ ახლა თავს ამ ქალაქში ისევე ვგრძნობ, როგორც ოდესღაც 14–15-ისა სოფელში, როცა თავს მთელი თავით მაღლა გრძნობდა ყველასა და ყველაფერზე და ეგონა, რომ სადღაც სხვაგან ნახავდა ეტალონს, რომელსაც დაეზომებოდა. ეს ალბათ მოხდაოდესღაც, ერთხელაც, დღემდე და ახლა, როცა მოწყენის და გაუცხოების მიზეზს ვეძებდი, აღმოჩნდა, რომ დღესაც ქალაქშიც თავს ისე ვგრძნობდი, როგორც 14–15-ისა ოდესღაც სოფელში.

ადამიანის მიმართულება სიკვდილისკენაა, კი არ ცოცხალობს, არამედ კვდება, ყოველი წამით და ყველა ნაბიჯით. ბავშვობაში რამდენჯერ გვინატრია სიკვდილი სხვების დასასჯელად, სიცოცხლე სწორედ ეს ოცნებაა, მაგრამ ოცნება გასაღებია, რომელიც სინამდვილეს არ ერგება, ამიტომ მიდის ის ბავშვობის ჭალებში, ჯდება ბავშვობის მდინარის პირას, უსმენს, ელოდება და ავიწყდება... ნამდვილი მეზღაპრე კი დაანთებს კოცონს იმავე მდინარის პირას, დაჯდება ბუსნოზე, ძალით აღივსება,

90

Page 91: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

წყალს მკაცრად მიაჩერდება და მომნუსხავი პირდაპირობით წარმოთქვამს: – მისმინე, მდინარევ!..

მან იცის, მონაყოლი ცხოვრებაზე კი არ ფიქრობს ან ჭეშმარიტებაზე, მონაყოლი ფიქრობს საკუთარ თავზე და საკუთარ ჭეშმარიტებაზე... და რომ იქ, იმ წარსულში, მისი ბავშვობა ახლაც ისეთივე შუქით ბრდღვიალებს. ის ხედავს თავის ყმაწვილობას ისე გარკვევით, რომ ოდნავ უკანაც კი იხევს, რომ თვალები არ დასწვას ღამისთევით სათევზაოდ წასული ბიჭების დანთებულმა ცეცხლის კვამლმა. ის ხედავს თავს, როცა 8–10 წლისას ბოჩოლები მიჰყავდა ჭალაში, როცა 14–15- წლისა პაემანზე იდგა გაუნძრევლად, ან ქლიავის ძირში წერდა რაღაცებს. ის გრძნობს მათ სუნთქვას, მათი შეგრძნებები აქვს, როცა წვიმაში სველდება და ეს იმიტომ, რომ მას არ დაუკარგავს იმისი ნიჭი, რომ წარსულს ჩვენსავით დაბინდულ შუშასავით კი არ ხედავდეს, არამედ პირისპირ, სადაც Fფეთქავს, სადაც არის და საიდანაც გვეხმიანება.

რა ქნას მზემ, თუ თავი უკუნ ღამეში გყავს გამოკეტილი, რა ქნას სიცოცხლემ, თუ თავი ამირანივით საწოლზე გიბია. გამოდი და გამოიხედე, ადექ და იარ... რა უჭირდა ადამიანს, იმას რომ აკეთებდეს, რაც იცის, რა უჭირდა ადამიანს, რომ ოცნებას მისდევდეს და არა მიზანს... ვამბობ მე ამას, ვისაც წარსული ეს-ესაა გაურიგდა, რომ ფრაგმენტებით გადაუხდის სამაგიეროს...

წარსული ფრაგმენტებით გიხდის დანახარჯს და არა თხრობით. არ დაგიჯდება და არ მოგიყვება, აკვანს არ დაგირწევს – კედელივით შეგეჩეხება, გაგკრავს ქლიავის ტოტივით, ცუდი შიგნით შეგითრევს, კარგი თავს გარედან გაყურებინებს და თუ ოდნავ შეარხიე, დიდი, გადატეხილი ხის ვარჯივით აშრიალდება, წამოვა შენკენ და ქვეშ დაგიტანს.

უნდა მოვიცილო, მოვიშორო ყველაფერი, უნდა ამოვთქვა, უნდა დავწერო და თვითონ დავრჩე... მე... მე... არც წარსული, არც ცხოვრება და არც ქვეყანა... მე... ყველაფერი მე... იმდენად მე, რომ სხვა… არაფერი მემჩნეოდეს და არც იყოს საინტერესო შემხედვარისთვის..

– აი, მოდის ის... ის არის ყველაფერი, ის არის ცა, მიწა, წარსული, მომავალი, ყველაფერი... იმიტომ, რომ ის არის სრულიად თვითონ და დანაბჯენიც კი მისი ჯოხისა ძვირფასია...

დიდი ხნის წინ გაიადამიანურა მან და დაამთავრა...… ახლა ის იგია, ვინც ერთდროულად იმყოფება თავის თავთანაც და ადამიანთანაც... როგორც ხე, რომელიც “თვითონ” არის... ტყიდან გამოშორებული – მარტოდმარტო მზისა და ქარიშხლის წინაშე... ვინ იფიქრებს მის წარსულს, მის მომავალს, მის განვლილ გზას, მის სურვილებს... ყველაფერი შეეწირა მის “თვითონობას”... ვინ შეუსწორებს თავგადასავალს მწვერვალზე ასულს ან ომიდან დაბრუნებულს: მას შეუძლია, რაც მოუნდება, ის ილაპარაკოს... მე თვითონ ვიყავი ჩემს თავში და მე თვითონ ვარ ახლა იქიდან... და “თვითონ” არის ჩემი მონაყოლი.

91

Page 92: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რა უნდა ვთქვა: მთელი ცხოვრება მე ვარკვევდი სიკვდილ-სიცოცხლეს, მეგონა, რომ დანიშნულება ჩემი ეს იყო – რომ გამეგო, საიდან ვარ და სად მივდივარ. მე ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს ამათ გარეშე, მე ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს სიტყვაკაზმულ მწერლობისათვის: როცა ყველაფერი, რაც ძნელია, გამოითქმება იოლი და მარტივი ხერხით. ჩემს თავმოყვარეობას ასჯერ მეტად ისა სწამლავდა, რომ მინდოდა გამერკვია, აქ რისთვისა ვარ. და თუმცა, ხშირად სიყვარული ჩადგებოდა ხოლმე ჩვენ შორის, მაინც საწამლავს ვამჯობინებდი: – საიდან ვარ და სად მივდივარ...

ჩემი სასოწარკვეთის ყველა მიზეზი რომ ჩამოვთვალო, ძალიან ცხოვრებისეული და ბანალური აღმოჩნდება, ამისთვის კი თავი არ მემეტება და მოკლედ ვიტყვი:

ცხოვრებამ ისეთი ინტრიგა მომიწყო, რომ სრულიად მარტო დავრჩი, ცისა და მიწის ანაბარა. სოფლის ეკლესიის სამრეკლოზეც რომ ავბობღდე და ვრეკო ზარები, ორი-სამი ცნობისმოყვარე უსაქმურიც არ მომისმენს...

სად გავიქცე?.. ეკლესიის წინ, პატარა მოედანზე, ორი სულიერი გამოჩნდა:

8–10ისა და 14–15- წლის ბიჭები, ფეხშიშველები და მაგრა გარუჯულები, უცნობები, მაგრამ ძალზე ახლობლები...

– ისინია?.. დავეშვი სამრეკლოს ბნელ კიბეებზე გახარებული, რადგან, რაც ავანტიურა გზად წარმოვისახე, სწორედ რომ ერთადერთი ხსნა იყო...

– გავალ სამზეოზე, გავალ სამზეოზე – რეკდა გული ჩაბნელებულში...

მე აქა ვარ, ჩემს სოფელში, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხისთვის კი არა, რადგან ვიცი, რომ ამ საქმეში ყველა სხვა ადგილი უფრო გამოდგება, ვიდრე მშობლიური ბალახიან-ტყიან-ჰაერიან-კენჭ-მდინარიან-ქვიან-ციან-მთა-ველიანი ადგილები, რომელთაც ათასი და ათიათასი დაჭყეტილი თვალი აქვთ და როგორც კი გამოჩნდები, მილიონი ნახტომით უმალ შენში ჩასკუპდებიან.

ყოველთვის ნახევრად სტუმარი ვიყავი მე ამ სოფელში. ისე მიელტვოდა გული შეუცნობელს, რომ ნახევრად-სტუმარი ვიყავი მე სინამდვილისა, რომელიც მაშინ ეს სოფელი იყო. ვგრძნობდი, რომ ის, არათუ ყველაფერი, ნამცეციც კი არ იყო იმისა, რაც მინდოდა და რასაც ვიხილავდი და შევიგრძნობდი შემდგომში – აუცილებლად. ხოლო ისინი, ვინც მაგრად ებნენ ამ სოფლის მიწაზე, სახლზე, ეზო-კარზე, აბორიგენ-მოვალეებად მიმაჩნდა – ფერებად და საღებავებად, მწერებად და ცხოველებად ამ მიწის და ამ ადგილისა. მიხაროდა, რომ არაფერი მაკავშირებდა მათთან, ჩვევის გარდა, როგორც საკუთარ სახელს შეეჩვევი. მე ხომ არაფერი ვიცი ჩემი თავის მეტი.

92

Page 93: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

კიდევ რითი ვდასტურდები, გარდა იმისა, რომ ვარსებობ? –სიხარულით, რომ ჩემი კუთვნილი ბადე მთელი სინამდვილის, მთელი გარესამყაროს კიდეებზეა გაბმული და მე სრულიად მარტო ვარ ამ ბადეზე მოგზაური და რისკიც ჩამოვარდნისა, მოწყვეტისა მე მეკუთვნის და არავისთან მაქვს საზიარო. სიხარულს მგვრის ჩემი ბადე, ქსელის ძაფები, რომლებიც მამაგრებენ და, სიხარულის მომგვრელი კიდევ ის არის, რომ ყოველივე დაუსაზღვრელი კი არაა, არამედ შენ მიერვე აღიარებული ლაბირინთია. შენ ხარ ლაბირინთში. შენ ეს იცი და შენ ეს გახარებს, რომ აქ ხარ და სადღაც ხარ ამავე დროს, რადგან უსასრულო სიმცირისათვის არ არსებობს დამოუკიდებელი ადგილი და დამოუკიდებელი ბედი, რადგან ნამცეცი, როგორი მცირეც არ უნდა იყოს, სამყაროშია, როგორც ობობა თავის ქსელში. განა ობობა ქსელის გარეშე უსასრულოდ და უაზროდ მოხეტიალე არსება არ არის? ადამიანიც, ვიდრე იგი ლაბირინთშია, უპატრონობას ვერ დაიჩემებს.

და მაინც, მე აქ ჩემი წარსულისთვის ვარ, რადგან არაფერი ისე არ გამახარებს ქვეყანაზე, როგორც ერთი ნაცნობი სურათის დანახვა, ერთი ფრთის შეხება იმ ჰაერისა, რომელიც ჩემს ბავშვობასთან ერთად ირწეოდა. ნიავო, ქარო, ერთხელ უკუღმა დაუბერეთ ადამიანისთვის, გადახვეწეთ, გადაკარგეთ, გადაასახლეთ, რაც გინდა ის ერქვას, თავის ნაცხოვრებ-ნაბუდარში: ის ძროხები დაანახეთ, ის ბოჩოლები, იმ აივანზე გამოვიდეს დედამისი და იქიდან გამოსძახოს – “სად დაიკარგეეე!..”

და აი, მე არა ვარ და ცხოვრება კი გრძელდება. თენდება, როგორც თენდებოდა ჩემს დროს. ოღონდ ახლა მე არა ვარ და მაინც თენდება. მაგრამ მე საიდან ვხედავ ამას? ჩვენს ეზოში ერთი ვაშლის ძირას ვზივარ და იქიდან ვიყურები, თუმცა, ვარდის ბუჩქი ოდნავ მეფარება, მაგრამ მაინც ყველაფერს ვხედავ: გამოდის 8–10ისა და აივნიდან აფსამს, მერე შებრუნდება და ისევ ლოგინში ჩაწვება, რადგან პირველმა გაიღვიძა. მერე 14–15-ისა გამოდის და ფეხსალაგისკენ გარბის, მაგრამ ეს მხოლოდ მანევრია, სინამდვილეში იგი ქლიავს აფსამს. მიხარია, რომ ლოგინში არ იფსამენ, ისევე, როგორც მე.

– ეგრე, 8–10ისავ, დანიშნე ეზო-კარი, კაცია აქაო, კაცსა სძინავო, ფეხი არავის შემოედგმებაო, სახუმაროდ არ არის საქმეო, ძაღლო მეზობლისაო, მგელო ტყისაო, გესმოდეთ და გეყურებოდეთო, თქვენცა, ზღარბებოო.

– ეგრე, 14–15-ისავ, შენც შეეწიეო, მგელი მოვა, ქურდი მოვა, თუ მამაძაღლი, სუნს იკრავენ და გაბრუნდებიან. აქ კაცები ყოფილანო, წავიდეთო, გავცილდეთო აქაობასო, ეს სახლ-კარი დაცულიაო, ფარსაგად ვერვინ რას შებედავსო.

– გეჩი, ბოჩოლავ, გეჩი, თორემ დაგამტვრიე ეს შინდის ჯოხი თავზე! გზაზე იარე, გეჩი-მეთქი, ამდენი ხანია, აქ დაგატარებ და ვერ დაისწავლე?.. ჰოო, ეგრე იარეთ, მიჰყევით ერთმანეთსა. შენი ბრალია, ნიკორავ, შენ აურევ ხოლმე თავგზას ამ დედუნასაც, ვერ აეწყობით და მტანჯავთ მეცა. ნეტა სკოლა რომ გქონდეს, რას იზამდი, რას ისწავლიდი, შენა, ნიკორავ, ქეთო მასწავლებლისთანა შეგხვდებოდა

93

Page 94: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და დაგიგრძელდებოდა ეგ ყურები, აგე, თოთიას რა დაემართა, ერთ წელიწადში საქალმისხელა გაუხდა. მასწავლებელი რომ ცარცს დააგდებსმაგიდაზე, ყველამ ვიცით, რომ იმას უნდა დაუგრიხოს ყურები. ცარციანი ყურებით მიდის ხოლმე სახლში. გეჩი, ხო ხედავთ, შინდის ჯოხი მიჭირავს ხელში, თხილისა კი არა, ამისი ძროხებსაც ეშინიათ. დღეს “სოფელო” ვარ და, იცოდეთ, წესიერად იარეთ.

–”სოფელო” მოვიდა, “სოფელო”! – გავარდებოდა ბავშვებში ხმა ელვის უსწრაფესად და მოხეტიალე ცირკივით გამოჩნდებოდა “სოფელო” გზაზე, აბდა-უბდა ტანსაცმლითა და ხელში ჯოხის ტრიალით – ერთ კაცს კი არა, ბედისუქონელ მასხარათა მთელ გუნდსა ჰგავდა – “მიდექ და მოდექ, სოფელო, შე მამაძაღლის ოხეროო!”

– მოკვდი, “სოფელო”! – გამოსძახებდა ვინმე ვირგლა მოფარებულიდან, ესეც თავს შემართავდა და უშეცდომოდ, ზუსტად იმ ადგილს მიაჩერდებოდა, საიდანაც ხმა წამოვიდა, რადგან იმის სმენას არაფერი დაემალებოდა – რათა, მე თქვენი დედა მოვკალ!.. – როგორც სალამზე სალამს, დაუბრუნებდა “სოფელო” სიტყვას და გაჩქარდებოდა გზად კვლავაც, საპატიოდ ბავშვებადევნებული “მიდექ და მოდექ, სოფელო, შე მამაძაღლის ოხეროოო”... და თან ჯოხს იშველიებდა. მღეროდა, არაადამიანური, გულშიჩამწვდომი ხმით. ეტყობა, ტყუილად როდი გაჰკვირდა ქალაქიდან ჩამოსული უცხო კაცი “სოფელოს” სიმღერის გაგონებაზე, ბაზრობა დღეს ცოლთან ერთად დახლებს რომ სიყვარულით ათვალიერებდა და აქაურ დიალექტზე გლეხებს რაღაცებს ეხუმრებოდა. “სოფელოს” ვიღაც ზემოუბნელი დიდი ბიჭები რაღაცაზე გარიგებოდნენ და მთელს რეპერტუარს აცლევინებდნენ. ამ უცხო კაცმა “სოფელოს” ხმას რომ ყური მოჰკრა, თითქოს გაიყინაო, ხელში შეაცივდა ნასყიდი, ყური უგდო დაჟინებით მთელ კონცერტს და, გაოგნებული, ცოლს მიუბრუნდა – რა უბედურებააო, რა ღვთისწყრომააო, ეს რომ გიჟი არ იყოს, დედამიწაზე ამისთანა ტენორი არ იქნებოდაო, ამისთანა ძალა და ტემბრი არსად მსმენიაო...

ალბათ, ზემოთ, სადაც დედამიწა სამყაროსკენ ადის, ყველა ჩვენი ტანჯვა, ჩვენი სიხარული, ჩვენი ადამიანობა და უადამიანობა, გიჟისა და ჭკვიანის სიტყვა ერთ სიმღერად ეყურებათ და ალბათ, ჩვენი ყოფაც ერთი ჰანგია უსასრულობისთვის...

უჭირავს 8–10-ისას ჯოხი ხელში და ხბორებს მისდევს. გუშინ იყო, “სოფელომ” თვალებში რომ ჩახედა და დღესაც ტანში აქვს იმისი განცდა. შინდის მძიმე ჯოხიც იმიტომ წამოიღო, რომ დღეს თვითონ იყოს “სოფელო”. ამიტომ ჩქარობს, უნდა, მალე გააცილოს სოფელს ხბოები და რიყეზე რომ ჩარეკავს, მერე უკვე თავისუფალია... იმღერეებს...

– აგე, ჭიჭიაცა!.. დაუტრიალა ჭიჭიას ჯოხი. იმანაც ანკესის ჯოხი შემართა. როგორც კი რიყეზე ჩავლენ, ჭიჭია მაშინვე მორევების ჩხრეკვას დაიწყებს, თოთია და მარტიაც სადღაც გაძვრებიან, ძაღლებივით დაიწყებენ სუნსულს. დარჩება მარტო

94

Page 95: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და იქნება თავის გემოზე, თორემ არც დილაა და არც საღამო მისთვის, ამ ბოჩოლების გადამკიდე.

ძოვს ძროხების ნახირიც. ნელა, მშვიდად ძოვს. ხარებიც ურევიათ, ისინიც თვინიერები, თითქოს წუხანდელ სიზმრებზე ფიქრობდნენ. მარტო ერთადერთი კურეტია ტანმოუსვენარი, ხან იქ, ხან აქ, სულ ერთია, ვინც ახლოა, იმას აჯდება. არ უკვირთ ხარებს, არც ძროხებს უკვირთ, ამათ კარგა იციან, რომ, სანამ ახურდებიან, კურეტს კიდევ დიდ ხანს მოუწევს უგონთურად სიარული.

შეაყენეს ძმობილებმა ხბოები, ნახირს აარიდეს და ხუთ წუთში უკვე ჭალაში იყვნენ. თავის ძროხებს 8–10ისა არ დაუნახავთ, ძოვდნენ და კუდებს იქნევდნენ.

– ჭიჭია, მარტია და თოთია ერთმანეთის ბიძაშვილებია. ჩემი გვარისა მარტო ქიტო პაპა და სიმონა პაპაა, ბიჭი მარტო მე ვარ. ჭიჭია ჩემი მეგობარია, კარგა ხატავს და წიგნებსაც კითხულობს. მე ძალიან ცუდად ვხატავ, მაგრამ ლექსებს ვწერ, მწერალი უნდა გამოვიდე. ეგრე უნდათ დედაჩემსა და ქართულის მასწავლებელს. მეც ეგრე მინდა. მე და თოთია ერთად კი ვთამაშობთ, მაგრამ მაინც ჩემი დაუძინებელი მტერია, იმიტომ, რომ იმისი დედა და და-ძმა სულ რაღაცას გვპარავენ და ღორებსაც არ ამწყვდევენ და ბევრჯერ გაყრის ხოლმე დედაჩემი სიმინდებიდან. მარტიაანი თაქლელებია, ასე ეძახის დედაჩემი, იმიტომ, რომ შენთან შენებია და სხვასთან სხვისი. სუყველანი ქვრივები არიან: მამა არც ერთს არა გვყავს, ჭიჭიას გარდა, მაგრამ რუსია ჭიჭიას მამა. ჩვენი დედები კიდევ ხან ჩხუბობენ, ხან რიგდებიან, ეგეთი წესი აქვთ. ამიტომ, ჩვენ ხშირად ჩუმადა ვძმობილობთ. ჩვენც ვჩხუბობთ ხოლმე, მაგრამ სკოლაში, საბანაოზე, ან სხვა უბანში თუ აგვიშარდნენ, ერთმანეთს ქომაგს ვაძლევთ. ცუდი ის არის, რომ მე და თოთიას გვაჭიდავებენ ხოლმე. რაკი იციან, რომ ჩვენი დედები უმძრახად არიან, არ უნდათ, მტრობა რომ მოიშალოს. ხიზანაანთ ბაღში რომ შეგროვდებიან, გვკითხავენ, გახვალთ ერთმანეთთანაო? ჩვენც სირცხვილით უარს ვერ ვამბობთ, დავიწყებთ ხოლმე უგულო ბღლარძუნს, სანამ რამე არ გაგვახელებს, უფრო სწორად, შეძახილები დაწკეპლა. ან ისეთ რამეს დაგვიძახებენ, წკეპლაზე უარესია.

სისხლისმსმელებია ეს უფროსები, დაგვაწყებინებენ ხოლმე ნამდვილ ჭიდაობას: – მიდი, პუშკინ, მიდი!.. – მეძახის სტარიკაანთ ვირგლა, ვითომ რაკი შავი ვარ და ხუჭუჭა და მასწავლებლის შვილი რომ ვარ და ლექსებს რომ ვწერ. ვიფიქრებ, ოღონდ ამან არ დამიძახოს კიდევ რამე-მეთქი და წამოვიღებ კისრულით თოთიასა. გამოვარდება იმისი ძმა – ღრეცელა და დამასვამს ზემოდან და დაიწყებენ სიცილსა და თავს დაგვანებებენ. გავდგებით ჩვენც გვერდზე, გაოფლიანებულ-გაწითლებულები.

ამორაძე ნინაზე ლექსიც სტარიკაანთმა მასწავლა, ავთანდილ მასწავლებლის დაწერილიაო, ვითომ. მაგარი ღონიერია ეს სტარიკაანთ ვირგლა, ძალიან უფროსია ჩვენზე, იმხელა კუნთები აქვს მკლავებზე, რომ ხელს ვერა ხრის, წყლის დალევა რომ მოუნდება, მეტი გზა არაა, თავი უნდა მიიტანოს ჭიქასთან. დღეს ხო

95

Page 96: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

სამშაბათია, ჭიჭია გადამეკიდა გუშინწინ და ბაზარში წამიყვანა: – წამო ბაზარში, ატამი ექნებათ ჩამოტანილი კახელებს და ვნახოთო. მე ვიუარე, მაგრამ შემეხვეწა – იქნებ თალიკოც გამოჰყვეს დედამისს ბაზარშიო, ან იქნებ “სოფელომაც” გამოიაროსო. შევედით ბაზარში და შიგ შუაგულში ეს ვალიკო არ ჩამდგარა გაღრეჭილი, ქალაქელ ლამაზ ქალებში და თავი მოსწონს ძალიან. ქალები კი ლამაზები იყვნენ, მაგრამ რა უნდოდათ სტარიკაანთ ვალიკოსთან, თუ ჭკუა ჰქონდათ. ეს ვალიკო ისეთი გაფუჭებულია, რომ საბანაოზე სულ რაღაცას ამბობს ქალებზე, თან ვითომ შაირებიც იცის გოგო-ბიჭზე და იმეებზე.

– აა, პუშკინ, მოდი აქა! – მეძახის ეს ვირი და თან უხსნის იმათ, ვინცა ვარ. ქალებიც ღიმილით და სიხარულით მხვდებიან – აბა გაიცინეო, მეუბნებიან, ვიცი, კბილებს მაჩენინებენ. მერე ვალიკო მეუბნება – აბა, ლექსი რო იცი, ავთანდილ მასწავლებლის დაწერილი, ისა თქვიო! მეც, დამათრო რამემ, თუ რა იყო, აღარ მომერიდა და ვთქვი: – ამორაძე ნინა, შენთან დამაძინა, შენი საბანი დამხურა, ოფლი მამადინა.

– ოო... ატყდა სიცილი, მომვარდა, ყველაზე ლამაზი ვინც იყო, ისა, გულზე მიმიკრა – ძუძუებზე – და სიცილითა და ეშმაკური თვალებით მითხრა – მე ვარ ნინა, გენაცვალე, მოდი ამაღამ და დაგაწვენ ჩემთანაო, ჩემო პუშკინაო... მიწის გასკდომა მერჩია – უჰ, ვალიკო! მოიცა ჯერა-მეთქი, და გავიქეცი, მოვკურცხლე, გადავიხვეწე. ეგრე შერცხვენილი ჯერ არ ვყოფილვარ, ჩატრაწულს მივლია ხატის ტყიდან სახლამდე, მაგრამ ასე უხეიროს – არა! ერთი ეგაა, ვერ დავეჭიდე, თორემ რაღას არ ვუშვრებოდი ვალიკოს ჩემს გულში: – მოიცა, სტარიკაანთ ვირო, ვუთხრა თოლექასა, რაც იმის დაზე სთქვი – ბაბუცას ძუძუებშია, სიკვდილს სიცოცხლე მერჩია, ცხვირს ისე ამოვურევდი, როგორც ნიჩაფი ბზეშიაო. ამ ნინაზე გაეგონა 8–10ისას – შურდულივითა ფსამსო და კმაყოფილი იყო, რომ ნახა.

არ შევარჩენ, მოკლედ, ჩემს შერცხვენასა. სულ ჭიჭიას ბრალია, წამო, წამოო, რო გადამეკიდა, ვერც თალიკო ნახა, დედამისი დადიოდა მარტოკა და ატამმაც მარტო ნერწყვი ადინა და არც “სოფელო” იყო იმ დღეს ბაზარში.. ხო, ხო, ხო... როგორი სიმღერა იცის ხოლმე!.. თან დაატრიალებს თავის ჯოხს და დაჰკრავს დედამიწას, დაატრიალებს და დაჰკრავს... “მიდექ და მოდექ, სოფელო, შე მამაძაღლის ოხერო...” – იქნევს ჯოხს ბრმასავით და მართალივით გამოდის, მამაძაღლის ოხერს რომ ამბობს სოფელზე... ნეტავი რას იზამდა, ნინა რომ დაენახა? ზედაც არ შეხედავდა!.. ან, იქნებ, იცნობს კიდევაც, იქნებ, მაგან გადააგდო გზათა უკან, სწორედ მაგ ნინამ ჩაუყარა საწამლავი სასმელში... ეგრე იციან ქალებმა კაცის გაგიჟება. სუდიას ბიჭს ეგრე არ უყო ქალაქელმა ცოლმა, ჯერ გააგიჟა საწამლავითა და მერე თავი დაახრჩობინა მტკვარში. ეს ნინაც ხომ ქალაქელია, მაგათი გვარის ქალები სულ ეგეთებია, ან წასულ-წამოსულებია, ან, თუ აქ არიან, მაინცა მამაძაღლობენ. გუბელაც მაგათი ბიძაშვილი არაა, “ისა-ისა” ვითამაშოთო, რო მეუბნება ხოლმე, ძაღლობანაო, ბოთვერა რო უშვრება ხოლმე ჯეკას, ისაო. ხან საბძელში შევძვრებით, ხან აივანქვეშ, ერთხელ თონეში ჩამოგვხედა დედამისმა, რადგანაც სიფრთხილე გვქონდა დაკარგული, უი, თქვე სასიკვდილეებოო,

96

Page 97: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გამოუდგა გუბელას ჯოხით... დედაჩემისთვისაც უამბნია, ეტყობა, რაკი მითხრა – რაღაცები მითხრა გუბელას დედამ და მაგათთან აღარ დაგინახოო!.. – კარგი-მეთქი... ქალა-ბიჭაა ეს გუბელა: ჩვენს უბანში, სირბილში რომ დავეჯიბრებით ხოლმე ბალღები, პირველი მე ვარ და ეგ მეორეა. მაინც უხარია, რომ მეორეა და პირველი რო მე ვარ. ავკრძალეთ მე და გუბელამ “ისა-ისა”, მაგრამ ყრუვი იორდანეს დასაფლავება რომ იყო და მთელი უბანი იქ იყო წასული, ვითომ რაღაცის საკითხავად მოვიდა. – რა გინდა-მეთქი, მინდოდა მეთქვა, სანამ სითამამეს დავკარგავდი, შე სოფლის ქარქაშო, რას გადამეკიდე-მეთქი, მაგრამ არაფერი მითქვამს და ჩვენი აივნის ქვეშ შევძვერით “ისა-ისას” საქნელადა. რომ გაიხადა ტრიკო, მაინც დავუნახე... მეც კიდევ გაბზეკილი მქონდა ძალიანა და ასამდე დავთვალოთ და გავძვრეთ ისევაო და, თუ გინდა, თქვენი თონის პურისა მაჭამე მერეო. ესენი ბევრი და-ძმანი არიან, ამათაც მარტო დედა ჰყავთ, მამა ომში დაეკარგათ, სულ შიათ, რა მაგათი ბრალია. ბებოჩემი წევს პურის სკივრთან ახლოს და სულ თვალს მადევნებს, იმასაც მარიგებს, ბევრი არ უნდა ჭამოო, პაპაშენი იტყოდა, მაგიდიდან ისე უნდა ადგე, რომ კიდევ გშიოდესო, ღამეც არ მაჭმევს– ძილი წაიღებსო. ახლა მე ვიცი, რასაც მოვატყუებ ბებოჩემს და მაინც წავუღებ პურს გუბელასა.

ჩვენ ცოტანი ვართ, მაგრამ არც ჩვენა გვაქვს ხშირად საჭმელი, იმიტომ, რომ დედაჩემი იტყვის ხოლმე ხშირად, რა ვაჭამო ახლა ამ ბალღსაო. არც ფული გვაქვს, ვიცი, თორემ ბერტასთან ვიყიდდით რამეებსა. მიყვარს, მაგრამ გარეთ არ მატანინებს ბებოჩემი პურსა: – დაგინახავენ ბალღები და ცოდოებიაო, ხო იცი, დანახვის ხატებიაო და შენ გააძღობ ამდენ მშიერ ბალღსაო?.. მართლაც, დამიწყებენ ხოლმე, მამიტეხე, მამიტეხეო, ბოლოს ცარიელი ხელი მრჩება, ისინი კი იცინიან და გარბიან, ემანდ, არ წაგვართვასო... მაგრამ, განა უცხოებთანაც ეგეთებია, გეგონება, მაძღრებიაო, ისე იქცევიან, მათხოვარა არავის ვეგონოთო. ისე, მეც მაგარი ვარ მოთმენაში. ძროხების საჭმელზე რომ ვიყავით გაღმა სოფელში და რომ დაგვიღამდა, სულ ფეხით ვიარე გაყინულ ჭალაზე და ერთხელაც არ მითქვამს დედაჩემისთვის, დავიღალე და ამიკუჩეო, ისეთი კარგი აკუჩება იცის დედაჩემმა. ერთხელ მაინც გავიფიქრე, ნეტა ამიკუჩოსო და ვუთხარი:

– დედი, აბა მკითხე, – დაიღალეო?..

– დაიღალე, ბიჭიკო?

– არა!..

ვუთხარი მე და მომეწონა ჩემი პასუხი, დედაჩემს რომ მოეწონა, იმიტომ. და მივდივართ ისევ და მე ცოტა გავასწარი და მოვბრუნდი და გამახსენდა, რომ მციოდა და ვუთხარი:

– დედი, აბა მკითხე , – გცივაო?

– გცივა, ბიჭიკო?97

Page 98: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

–არა!.. სად არის სიცივე...

და მომეწონა ისევ, დედაჩემს რომ მოეწონა და კიდევ მინდოდა, რომ გაეცინა და გამახსენდა, რომ მშიოდა და ჩქარა ვკითხე:

– აბა, მკითხე, – გშიაო?..

– გშია, ბიჭიკო?..

– არა, რა დროს ჭამაა ამ შუაღამისას...

და გაახსენდა გულში დედაჩემს, დილას რომ ნანო დეიდასთან ვიყავით და ნანო დეიდა რომ იწვა გაციებული და რომ უთხრა დედაჩემს, მაკარონია, აგე, იმ ტაფაში და გაუცხელე ბალღსაო და დედაჩემმა რო მოატყუა – არა შიაო და ახლა გაახსენდა გულში, რომ მოატყუა და მეუბნება:

– მოიცა, მოიცა, ჩვენ დილას სიცხე არ გავუზომეთ ნანო დეიდას? ეგ როგორ მომივიდაო, არც გარშოკი მიმიტანიაო, რომ ადგეს, ხომ უარესი მოუვა, ოფლიანი იყოო, წამო, გენაცვალოს დედა, ჩქარა, ნანო დეიდა ვნახოთ, უკვე ღამდება, სახლში მისვლაც ხომ გვინდაო. მივედით და დედაჩემმა სიცხის საზომი ჩაუდო და გარშოკიც შეუდგა საწოლქვეშ და მეც გამიცხელა მაკარონი და ბევრი გადმომიღო.

ნანო დეიდა საბავშვო ბაღის მასწავლებელია და შვილი არა ჰყავს და დედა და ქმარი დაუჭირეს და მარტო ცხოვრობს და საჭმელი სულ აქვს და სულ გვაჭმევს ხოლმე. მურაბები აქვს მუდამ და ყველი. ხანდახან დედაჩემი იტყვის ხოლმე, მართლა: – რა ვაჭამო ახლა ამ ბალღსაო და მიაშტერდება ბებოჩემს. ბებოჩემი კიდევ კედლისკენ გაიხედება, პასუხს არ გასცემს. მე კიდევ შემრცხვება, შეწუხებულები რომ არიან. ეს ბებოჩემია და ჩაკუტებულია, ეს ძროხები, ეს ბოჩოლები, ამათი საჭმელი და ზამთარში გამოკვება. დედაჩემს კიდევ ეს სკოლა აქვს გადაკიდებული, ხან სამოცი რვეულიც მოაქვს, ღამით რომ გაასწოროს. მეცოდება ხოლმე მუდამ დედაჩემი, პასუხს რომ არავინ ეუბნება და იკითხავს: – რა ვაჭამო ახლა ამ ბალღსაო. ხანდახან წამიყვანს ხოლმე ქართულის მასწავლებელთან, იმათ ჩაი იციან და ყველი და კარაქი აქვთ. იმიტომ რომ იმერელი კოლექტივის თავმჯდომარე ცხოვრობს იმათთან მდგმურად და ის აძლევს ბევრ ყველს. ქართულის მასწავლებელს დედამისისა ერიდება, თორემ, ალბათ, ცოტა ყველს გამოგვატანდა ხოლმე, მაგრამ დედამისი სულ ხელებში უყურებს, სუფრაზე მოსატანად ყველის თავს რომ ნაჭერს ჩამოაჭრის. დედაჩემი მთელი ზაფხული ზამთრისათვის ინახავს ყველაფერს – შვიდი თვე ზამთარიაო – კარაქს ერბოდ ადნობს, ხაჭოს ზოგს აგუნდავებს, ძობანში გააშრობს, გაახმობს და ჩაალბობს თიხის დიდ ქილაში, ზოგს კიდევ, ხმელ სუნელში გარეულს, ცალკე ჩადებს თიხის მომცრო ქილებში, დოშხალის შეჭამანდისთვის. მთელ ზამთარს ერბოზე და ხაჭოზე ვართ და კიდევ – კორკოტზე და ხავიწზე. ხავიწი ხო ის არის, გაცხელებულ ერბოს ფქვილს რო მოუკიდებენ და მოადუღებენ და ხან ქადის გულადაც ხმარობენ. ზაფხულში კარაქიან პურსა და რძეზე ვიყავი ხოლმე. ჩაი ადრე

98

Page 99: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

არა გვქონდა, არც შაქარი. შაქარი არც მენახა, სანამ ომი არ დამთავრდა და არ გავიზარდე. მერე შაქრიან რძეს ვსვამდი, ოთხ ჭიქას ზედიზედ და პურსაც კეცში ვაცხობდით და უკვე ძალიან გემრიელი იყო კარაქიანი პური და ვჭამდი ძალიან ბევრს. ძალიან მიყვარს კარაქის სუნიც, დედაჩემის სუნიც და ძროხების სუნიც. ბებოჩემსაც აქვს გამხმარი პურის სუნი. ძროხების ჰაერი და სუნი ძალიან მიყვარს. მინდა ისე ვცხოვრობდეთ, როგორც ჩვენი სხვასოფლელი ნათესავი მათურელი ცხოვრობს, თავის ბევრ შვილთანდა ცოლთან და ძროხებთან, ხარებთან და ცხვრებთან ერთად. ერთი დიდი ოთახი აქვთ, შუაში წნელის ლასტით გადაღობილი. მიწის იატაკი აქვთ, შუაცეცხლი უნთიათ. ერთხელ შევეხვეწე ძალიან და დამტოვა დედაჩემმა იმათთან. თივაზე ნაბადი დამიგეს და ზემოდან ცხვრის ტყავის დურა დამახურეს საბნის მაგივრად. ღამე სულ ცეცხლი ენთო და ბოლი ჭერში ადიოდა საკვამურისკენ, რცხილის ორი კუნძი იდო და ტკაცუნობდა ცეცხლი. ხან გაჩუმდებოდა და მერე ისევ ატკაცუნდებოდა და კედელზე ჩრდილებით გაიგებდი, როგორ ენთო ცეცხლი. საქონელი იცოხნებოდა, სუნთქავდა, ნეხვავდა, შარდავდა და ისეთი კარგი იყო, ტკბილი და თბილი ღამე იყო, ჩვენსავით გაყინულ ოთახში კი არ ავდექით დილით. ასეთი ოთახი არა ჯობია-მეთქი, ვფიქრობდი, დედაჩემი რომ ხან წვიმაში წველის, ხან ქარში და ღამეც რომ გარეთ გადის ძროხების დასახედად, რომ არავინ მოგვპაროს. მაინც ხომ მოგვპარეს ერთხელ ერთი ძროხა. ამ მათურელის შვილებს კიდევ რცხვენიათ, ჩემხელებია, სხვა სახლი უნდა ავაშენოთო, ორსართულიანიო, ეს კი გომურად გვექნებაო. დედამისი ეუბნებათ – აგე, იოსების შვილმაც ააშენა ორსათულიანი, მაგრამ მაინც პირველ სართულზე ცხოვრობენ, წელიწადში ერთ-ორჯერ თუ ავლენ მაღლა, ვაშლს ინახავენ და ჩირს აშრობენ – ნეტა შეიძლებოდეს და ეს მეორე სართული გადაგვაჭრევინაო, ამბობენ.

მკვეხარა არა ვარ!.. არც ძალიან ცუდი ვარ, მაგრამ სხვებმა არ იციან, რომ ცუდები არიან. სკოლიდან რომ მოვდიოდით, კოჭლ მასწავლებელს დაუვარდა უცებ ჯოხი (რაიკომის მდივანი რომ დაინახა, შეეშინდა და ღობეებისკენ უნდოდა ახლო გადასვლა და ჯოხი სიჩქარეში დაუვარდა) და მე ვიფიქრე, ჩემი ბრალია, რომ ვუყურებდი-მეთქი, ვუთხარი ნესტორას, საწყალ ევა მასწავლებელს ჯოხი დაუვარდაო, ხი-ხი-ხიო და სიარული დააჯავრა. ცუდი სიტყვებიც ვიცი, მაგრამ არ ვამბობ, იმიტომ, რომ მასწავლებლის შვილი ვარ, რომ ვთქვა, დედაჩემს მოხსნიან სამსახურიდან. კაცები კი ამბობენ ხოლმე. ფიციხა პაპასთან მიყვარს ხოლმე სახერხში მისვლა, კოჭლი ვასო პაპაც ძაან ლამაზი კაცია, მაგრამ ერთხელ ისე ცუდად მოიქცა, რომ აღარ მივდივარ. ცუდი სიტყვები მითხრა ფიციხა პაპაზე – არ მობღუნძავდიო?.. გაბრაზდა ფიციხა პაპაცა, სულ ცეცხლები ყარა, მერე მე მითხრა, ეხლა ხო გაიგე, რაცა ყოფილაო, ესე ერთობიან მაგათ გვარშიო, ცუდ-უბნობა ჩვენს გვარს არ მოსდგამსო... და გაუნება საქმეს თავი, სანამ უფროსი არ შეეხვეწა.…

ქალებმაც კარგა ბლომად იციან უზრდელი სიტყვები. ბებოჩემს რომ უფიხვნებენ ხოლმე, ნავახშმევზე, საჩეჩლებითა და სართავ-საქსოვით, თან ჭორაობენ და თან ლამფის შუქზე საქმეს აკეთებენ, უნდა განახა, რაღას არ იტყვიან. საბანს წავიხურავ ხოლმე, გადავბრუნდები კედლისკენ, მაგრამ ყველაფერი მესმის. ბებოჩემი

99

Page 100: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გამოერკვევა ხანდახან, დაუცაცხანებს დედაკაცებს, მოიცადეთ, რაებს ამბობთ, თქვე გათახსირებულებო, ბალღს არ ესმოდესო!.. მაგრამ, გაგიგონია!.. თავისას არ იშლიან. კაცისას საძაღლეს ეძახიან, ქალისას – საოხრეს:

– ეს ყაჩაღობა კი დამთავრდა ამ ჩვენს მხარეში თომას მოკვლითა!.. ქალო, რო გადმოუგდიათ მანქანიდან, საძაღლე გადმოვარდნია, თურმე, შარვლიდანა, შებრუნებულა მილიციის უფროსი და მარუსა ექთანს კი ვერ მოუსწრია, გაწითლებულა, თურმე, საწყალი...

– გაწითლებულა თორე, ხამათ არი ეგაცა, აი!..

– ცოცხალსაც ხო ვეკიდეთ ამეზე და მკვდარმაც დაგვიკიდაო – უთქვამს ვიღაცასა.

– ეგეთი უსინდისობა აღარ გამიგია, ქა, ერთ ღამესაც ეპარება თურმე ამორაძეების ბერიკაცი თავის დედაკაცსა, ამას კიდევა შვილიშვილი ეწვა თურმე გვერდითა, ნინა. აფარებდა თურმე ბალღი ბებიამისს საოხრეზე ხელსა – არა, ბებო, არაო... ეხვეწებოდა თურმე. ბერიკაცი კიდევ გაჰკრავდა ბალღს ხელსა, წადი შენს ლოგინშიო და გააგდებდა ასლუკუნებულსა.

არ უხდებათ ქალებს ეგეთი ლაპარაკი, პროკლოვიანთ კატოს კი ყველაფერი უხდება. გინდ შეიგინოს, მაინც კარგია. მივალ ხოლმე წიგნებისთვის, სახლი ძალიან ძველებური აქვთ, ორსართულიანი, დამსვამს ხოლმე აივანზე და მელაპარაკება. ბურნუთსაც ეწევა, მაგრამ მაინც კარგია. – აბა, რა წიგნი მოგცე ეხლაო! – მაგის მამა პროკურორი ყოფილა ნიკოლოზის დროს და კარგადაც უცხოვრიათ. ეხლა კი ბეჩავებია, წასულ-წამოსულები.

– მოიცა, აჩკები მოვიტანოო, – მოიტანს სათვალესა და მირჩევს წიგნებსა. – რად გინდა, ქა, აჩკები, თვალის ჩინი დაგაკლდაო? – დამცინავად უთხრა ერთხელ ბაძიაანთ ქალმა. პროკლოვიანთ კატო ამათ სინსილას აქრობდა, ამ სოფლის ქალებისას, მაგრამ ახლა წიგნებს ჩაჰყურებდა და არ ეცალა. ეს კი უთხრა სერიოზული სახითა – მთელი ცხოვრება ან ვქსოვ, ან წიგნს ვკითხულობ, ან ვტირი და თვალისჩინს რა შემარჩენდაო! ეეჰ, ნეტა “სოფელო” იცნობდეს პროკლოვიანთ კატოს, შეიძლება, იცნობდა კიდეც, ნეტა რატომ არაფერი ვკითხე “სოფელოზე”. სიტყვა არაფერი ჩამოვარდა ისეთი და იმიტომ. სოფლელი ხალხი არ უყვარს – სიკეთედაუნახავებიაო, მელა ხალხიაო... ჩვენი ოჯახი სიკეთემ დაღუპა. “ამას ეს უჭირს, იმას ეს უჭირს” – ძახილმა... ის არ ვიცოდით, რომ, ვინც როგორ არის, ისე უნდა იყოს. რითაც კაცის წიგნია სავსე, იმით უნდა იყოს, ის დაასრულოს, იმას მიჰყვეს იმ ადგილისკენ, იმისი როა და ჩვენ რომ ვერ ვხედავთ. ამ გლახაკებს, უვიცებსა და ქურდ-ბაცაცებს, ჩვენს სიკეთეს თავის დამსახურებად რომ მიიჩნევდნენ, თურმე თავიანთი მფარველი ღმერთი ჰყოლიათ და იმან იძია შური ჩვენზედა:

– აბა, რომელი ხართ მანდა, ჩემს შვილებზე რომ გული შეგტკივათო, აბა, გაჩვენებთ მე თქვენ სეირსაო... თქვე არამკითხეებოო... ისე გაგაბოგანოთ, რომ

100

Page 101: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

თავბედი გაწყევლინოთო, ვინ არის თქვენი შესაცოდიო, რო გვეტენებით აქაო, ვნახოთ ერთი, რო გადაგივლით, თქვენც თუ გამოგიჩნდებათ თქვენფერი კეთილი გულშემატკივარიო...

აკი გვაჩვენა კიდევაცა და მუქარაც აგვისრულა, აკი გაგვაბოგანოვა და გაგვამათხოვრა...სიკეთე ყველაზე ფრთხილად უნდა აკეთოს კაცმა, შვილო, დიდი ჭკუა უნდა სიკეთის მქნელსა, ვის უკეთებ, რატო უკეთებ, შენ რომ გსიამოვნებს, ეგ არა კმარა, გარჩევა უნდა, სიბრძნე და... სიძუნწე. ძუნწი უნდა იყო სიკეთის ქმნაში და გამომრჩევი. ახლა ვისწავლე, მაგრამ რაღა დროს, გავჩანაგდით, ტირილით ჩაიყვანეს ამ მათხოვრებმა ჩემი დედ-მამა საფლავში. ულმობელი ნადირივითაა სოფელი, შვილო, დედაშენს იმიტომა ვცემ პატივს, მაგათ რო იგერიებს. ალყა აქვთ შემორტყმული, მაგრამ ვერ ეკარებიან ფარსაგად და განა ცოტა ჯანი ეხარჯება ამ ომში?..

მართლაც, სოფელში ძალიან პრინციპული ხალხი ცხოვრობდა. კედელივით ასე ეწერათ შუბლზე 8–10ისას დედის მისამართით: – აბა, შენ თუ მასწავლებელი ხარ და განათლებული და ხელფასს იღებ სკოლაში და ჩვენ კიდევ გლეხები ვართ და რეგვნები და უსწავლელები, ვნახოთ, ვინ ვისაო?!

– დედი, როდემდე ვწოვდი მე ძუძუსა?

– ეეჰ, დედა მოგიკვდეს, სამ თვემდე...

– სამი თვე?! არდადეგების ხელა?

– ჰოო, შვილო, ნერვიულობაზე გავშრი..

– მერე?

– მერე ჩვენი ძროხების რძეს გასმევდი. ცოტა ხანს გუბელას დედაც გაწოვებდა.

– იმიტომ მიყვარს ალბათ რძე, არა? – და გასცილდა 8–10ისა დედას სწრაფად, იფიქრა, სხვა რამ არ დამბრალდესო.

ოჰ, როგორ აჭერს მზე, ბანაობის დროა. აგე, შეგროვილან კიდეცა! დაჩნიკების ბალღებს უყურე, რა თეთრებია! ოო, რა მოუვათ! მე უკვე ორჯერ გადამძვრა კანი. მივალ, აბა, ერთი!.. როგორი თეთრი ყოფილა ეს ლუნაზი! იმისი ძმა ვერა ბედავს ბექიდან თავურით გადახტომასა, უნდა ვუთხრა, რომ სიღრმეში დატრიალება იცის მორევმა და ფრთხილად იყოს, ფეხებს გადაუხლართავს. ჯერ მე გადავხტები და დავუდარაჯდები, ვაითუ, დაახრჩოს და მივეშველები. როგორ უნდა ჩახტეს ასე თეთრი...

ზამთრობით არ გამოჩნდება ხოლმე ჩვენს სოფელში გიჟი “სოფელო”, გეგონება – დაიკარგაო. სინამდვილეში, ზამთარი კვეტერაში გაჰყავს, იქ ეკლესიაც არის და გადახურული კოშკიც, სისულელეა, ვიღაცამ რომ თქვა: ზამთრობით თბილ ქვეყნებში მიფრინავსო.

101

Page 102: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

თითქოს ჩაიძინა ჩემში ცხოვრებამ, ჩაეშვა, ჩაიძირა, შეწყვიტა მოძრაობა და გაინაბა. იმიტომ, რომ აქა ვარ, ჩემს მშობლიურ მიწაზე, მწვანე გორაზე ტყის პირას ვარ წამოწოლილი და ცხრა წლის სამშობლოუნახავი ყაჩაღივით ხარბად ვათვალიერებ ყოველივეს. ტკბილად, შორეულად ვხედავ მზის ხვატში გარინდულ სოფელს, მდინარეში შესულ ბავშვებს, წყალს დაწაფებულ საქონელს და რიყეზე დაყრილ გოგო-ბიჭებსა და უფროს ქალებს. თხილის ხეები მიჩრდილავენ მზეს, ჰაერში ელექტრონია უჩინარი მწერებისგან გაბმული, გადადის მდინარის თავზე, სოფელზე და შორ ქედებს გამოებმება, ზუზუნებს ყურის უჩუმრად და ღუის ნაკვერჩხალივით – თვალისთვის დაუნახავი... სად უნდა წამოგყვე, ღმერთო, ხედავ, როგორი ახლობელი და საყვარელია ეს ყოველივე, ჯერ ამასაც ვერ მოვრევივარ და შენ კი უცხო უსასრულობას გინდა, შემაჭიდო. შრომას მპირდები, შრომას და გამოცდას, რომ ცხოვრება გამახსენდეს ტკბილი არდადეგებივით.

ჩემ წინ ჩრდილი დათამაშობს ტყის პირიდან წინ წამომდგარი ასკილის ბუჩქისა. ამ ჩრდილივით ვხედავ 8–10-ისას, ნიავში ასკილის ბუჩქის ჩრდილი რომაა, ისე. ხეივანმა იცის ცალ-ცალი ჩრდილები, სოფლის ორღობეში, მთვარიანში რომ მიდიხარ, იქაც რეალურ და ნამდვილ ჩრდილებს ხედავ. სხვას ვერ მოსთხოვ იმავეს, ვერც იმის მტკიცებას დაუწყებ, რომ როგორც ის ხედავს ამ ჩრდილებს და ეჭვი სულაც არ იპყრობს, ისევე მეც, სულ ოდნავი ძალა მჭირდება, რომ დავინახო ორივენი – 8–10-ისა და 14–15-ისა. ხანდახან ფიქრში და ნაწერშიც ვირევით ერთმანეთში, თუმცა, არც გადაყლაპულნი მყვანან და არც შეწოვილნი... ჩვენ ცალ-ცალკე ვართ, ძალიან ცალ-ცალკე, მაგრამ ერთნი ვართ, ძალიანერთნი. ამის ახსნა შეუძლებელია, ეს უნდა ირწმუნო.

ბავშვს რომ კუდში გამოებას უფროსი, მაშინ დარწმუნდება, თუ რამდენს შრომობს ეს უმწეო, დაუცველი არსება, რომელიც სულ კანონგარეთ ცხოვრობს ფარდაგიდან გადმოპარული ძაღლივით, მაგრამ მაინც ფარდაგს არ შორდება ყმაწვილი ობობასავით...

ფეხებსა და ხელებს კი გააჩნდათ მთელ დღეს და მთელ წელსაც საქმე და გასართობი, მაგრამ გონებას და ფიქრს ფრთები ჰქონდათ წაკვეთილი, რომ სახლის იქით არ გადაფრენილიყვნენ და სხვას არ დაეტაცა.

ძნელი იყო დაძინება. კვერცხისმდებელი ქათამი ადგილს ეძებს, რომ დადოს და დაისვენოს, მუცელშებერილიც ადგილს ეძებს, რომ გააკუოს და მოისვენოს, მწერალი ფურცელს ეძიებს... დავატარებდი თვალებს მაძებრებივით ჭერზე, კედლებზე, მრავალი თვალი მქონდა თითქოს და ცხვრის ფარასავით საძოვარზე იყვნენ. ცოტ-ცოტას რომ მოწიწკნიდნენ ლამპის შუქით ალიცლიცებულ ჭერზე და კედლებზე და მაინც რომ მშივრები იყვნენ, მაშინ ასეთი უიმედობისთვის გადანახულ საძოვარს მიადგებოდნენ, ანუ, კედელზე დაკიდებული ბებოჩემის მზითვის ფარდაგზე იწყებდნენ ძოვას...

102

Page 103: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ფარდაგი წითლით ჭრელი იყო, ხასხასა მუქ-მწვანე და შავი ფერებით შეზავებული, მდიდრული, უხვი, სახეებითა და ორნამენტებით და მეც ნებისად შევუდგებოდი ნაჭრელების თვალიერებას, რომ რაღაცა მიზეზით თხზვა და თამაში დამეწყო...

ესეც ხომ სიცილი არ იყო, ხან დედას და ხან ბებოს რომ შევთხოვდი, ვიცინოთო, მაგრამ ირგვლივ არაფერი იყო სასაცილო, ნახევრად ბნელ ოთახში, ბუხარში ცეცხლი რომ მინავლულიყო, ლაპარაკობდნენ სიცივეზე, შიმშილზე, სიცილი არავის ახსოვდა. მე კი ისე მინდოდა სიცილი, რომ მთელი სხეული წინასწარ მითრთოდა. თუ ჩავისლუკუნებდი რამეს, შემომხედავდნენ, ლაპარაკიდან თავაწეულნი, რა მოუვიდაო... მე ამაზეც ვიცინოდი, ამაზე, აბა სხვა რაზე, ამათ გაკვირვებულ სახეებზე, რაც ამათ კიდევ უფრო აკვირვებდათ და მეც უფრო გულიანად ვიცინოდი და დავრბოდი ოთახში სიცილით და დავდევდი სინათლის ლანდებს და ვიცინოდი, სანამ ბუხრის ახლოს მჯდომარე დედაჩემი ცეცხლის საჩხრეკს არ მომდებდა წვივებში, ან ორთაგან ვინმე რომ უფრო შეწუხდებოდა ჩემი ღიჯინით, ხი-ხი-ხიო, რომ გამოაჯავრებდა სიცილს სასაცილოდ და მეც დავიწყებდი ნამდვილ, მოუგონებელ სიცილს, ან კიდევ ისე რომ მოხდებოდა, რომ სიცილის მძებნელი ტირილს მოვიპოვებდი ხოლმე და როგორი მსგავსება ყოფილა თურმე მათ შორის!..

ფარდაგი მშვიდობიანად ეკიდა საწოლის გასწვრივ და ჩუმად ელოდა 8–10 ისას. ისიც არ აწბილებდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა და რაც ფანტაზია, თამაშობდა და თამაშობდა მის ნაჭრელებზე, თხზავდა და თხზავდა... არჩევანი დიდი იყო, ფარდაგზე გამოულევლად მიმოდიოდნენ გზები და ბილიკები, ათასფერი ლაბირინთები ისეთ გამოცანებს უყენებდნენ, რომ ხშირად ძილიც არ ჰყოფნიდა მათ გამოცნობას. სადღაც-სადღაც, ფარდაგზე სამი ძაღლიც იყო ლურსმნული ნახატივით გამოსახული. ყმაწვილი ობობებივით ჰყავდა გაწვრთნილი 8–10ისას თვალები: დასხავდა ფარდაგზე და ძაღლების გზას გაუყენებდა. ძაღლები ხან თითქოს ცალ-ცალკე დაცუნცულებდნენ, ხან ერთმანეთს მისდევდნენ მწკრივში, ხან უფროსის სხეულში იყვნენ ერთად ჩახატულნი. მათაც დიდი არჩევანი ჰქონდათ, რომელ გზასაც უნდოდათ, იმას გაჰყვებოდნენ, მაგრამ ფარდაგიდან, ნურასუკაცრავად, ვერსად წავიდოდნენ... ფარდაგის აშიაზე, ზედ შუა ადგილას კიდევ ერთი არსება იყო გამოსახული: ეს გახლდათ ასევე ლურსმნულ ენაზე გამოხატული, ხელფეხგაჩაჩხული შიშველი კაცი, ჩამოკიდებული ჭუჭუ-ყვერით... ეს, 8–10ის აზრით, იყო სამარცხვინო და საიდუმლო ნახატი, რომელიც დედამისს და ბებომისს, რა თქმა უნდა, არ ენახათ და რომლის არსებობაც არ უნდა გამხელილიყო. სამაგიეროდ, ძაღლები დარბოდნენ სრულიად წესიერად. ყველაზე მომცროს ხშირად ხვდებოდა ეშმაკობისთვის, საშუალო სახლს დარაჯობდა და ვაშლისა და კიტრის ქურდებს შარვლის ტოტებს აგლეჯდა, უფროსი ცხვარში იყო, მათურელი რომ ჰყავდათ ნათესავი მეცხვარე და თეთრი გიორგობისთვის ცხვარი რომ უნდა მიეცა ძალიან იაფად, იმასავით... მოკლედ, არც ეს ძაღლები იყვნენ უსაქმოდ და უვალდებულოდ, როგორც ყოველივე სახლში, სადაც უაზროდ ჯოხიც კი არ იყო, 8–10ისას სამნაირი ჯოხის ჩათვლით, თორემ ბებიამისის ჯოხი სადაც უნდა

103

Page 104: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ყოფილიყო მიყუდებული ან თუნდაც, შემთხვევით დაგდებული, მნიშვნელობას არასოდეს კარგავდა. ამ ფარდაგს ბევრჯერ დაუღლია 8–10ისა, ბევრჯერ გამოუშტერებია და ძილად მიუგდია, ბევრჯერ მობეზრებია კიდევაც, მაგრამ ფარდაგი ყოველდღე ახალი და თავიდან აღმოსაჩენი იყო: ცხოვრებასავით მასაც არ უყვარდა, როცა ვინმეს ეგონებოდა, მინახავს და ვიციო... ცხოვრებაშიც ისაა კარგი, რისი ჭვრეტაც შეიძლება – გაღმა მდინარე, გაღმა სოფელი... ყველაფერი მანძილია, მანძილი გვიზიდავს – ცაზე მობოინე ძერა, აქა-იქ მკრთალი ფთილასავით ღრუბლები...

როგორ გაურბის ადამიანს ყველაფერი, როგორ გაურბის, ზოგი ცაში იკარგება, ზოგი მიწაში, მწვერვალები იმის შიშით აიტუზნენ და აიზიდნენ და ტიტანებმაც გასაქცევი ჰპოვეს მიწაში. როგორ გაურბის ადამიანს ყველაფერი: მგელი, არწივი, როგორ გაურბის მონასტერი, ჯიხვი, ღრუბელი და ის ორიოდ საცოდავი, ვინც მასთან დარჩა... როგორ გაურბის ადამიანს ადამიანი.

დედაჩემი და ბებოჩემი ყოველთვის გამორჩეულები იყვნენ ჩემთვის, თითქოს ადამიანები არ იყვნენ, თითქოს იყვნენ ვარსკვლავები, რომლებთან ერთადაც ვიყავი მეც ამ სოფელ-სამყაროში და რაღაც ადამიანურ ყოფას – რადგან სხვა ფორმა არსებობისა და მოღვაწეობისა ჩვენთვის არ იყო – ვასახიერებდი. ჰაერს, ყვავილებს, ბალახს, არავითარი უხერხულობა არ ახლავს, ხეებს ხანდახან უკეთდებათ ადამიანის ასოები, ხავსით შემკული, ადამიანს კი უნდა, სუფთა ჰაერში მიაბიჯებდეს, ოდნავ მიწის ზევით, მაგრამ ძალიან კი არა... არ უნდა შეეფეთოს გზად რამე, როცა მიზეიმობს...

– ბებო, ხატში რო ვიყავით, რატო ჩანდნენ ძაან ვარსკვლავები?

– აბა, რა ექნათ!

– ნუ ეჩანებოდნენ...

ჩემი საქმე არ არის ტრაგედიები, რომლებიც ყოველთვის რაიმე ახირების გამო ხდება. დაპყრობაც ისევე არ მიზიდავს, როგორც დათმობა, მოგებაც ისევე, როგორც წაგება. არ მიზიდავს გმირები, თავსმოხვევა ნებისა, არ მიზიდავს მიღწეული ნიჭი, ყველაფერი ირგვლივ მეხმარება, რომ ჩავწვდე უარყოფას. ყველაზე დიდი გენია, თავის თავს რომ არ უარყოფდეს, მაშინ წაიღებდა ყველაფერს და წავიდოდა,

დიახაც, რომ კატასტროფა მესაჭიროება, ოღონდ ახლა უკვე არა მეტაფორულად, არამედ, ნამდვილად და საბოლოოდ. ძნელია, გული რომ გაგიტყდება, ძნელია, როცა აღმოაჩენ, რომ არა ხარ აუცილებელი, რადგან უშენობა სუფევს ყველაფერში და ეს არის უცვლელი და საბოლოო, სწორი და ნამდვილი. შენ არა ხარ აუცილებელი და შენ არა ხარ ნამდვილი, შენ დაგფარა ტყუილის ფერფლმა და არ ჩანს ქარი, რომ გადაგბეროს. მაგრამ რაკი ცოცხალი ხარ, იქნებ ის ბავშვი იყო, ისევ ის ყმაწვილი? აკი, ქუდი ახლაც არა გაქვს, აკი, ახლაც ქოჩრის იმედით ხარ,

104

Page 105: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

აკი, ახლაც არ გიჯდება ჭკუაში, რომ მშვიდად იცხოვრო, აკი, ახლაც სიცელქე გიპყრობს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე, სადაც ყველა ჩქარობს, შენ კი მინელაობ და მიფიქრიანობ და, შესაძლოა, ამ აურზაურში ლამაზი ქალის გავაზეც კი მოგიხვდეს ხელი, მაგრამ ქალმა ვერ მოიცალოს, რადგან გავაზე კი არა, თავის გადარჩენაზე ფიქრობს იგი გადასასვლელზე და რომ გააღწევს, იქითა ტროტუარიდან გიწყებს თვალთვალს, “ზოგი, ნახე, რა გიჟიაო”... და ის კი არ უწყის, რომ ჩვენ ყველანი ვიბადებით დანაშაულისთვის, რათა პირველქმნილი ცოდვა გავანედლოთ, გავაგრძელოთ, გავამართლოთ – ჩვენი ოფლით, ჩვენი სისხლით, ჩვენი ცრემლებით, რომ იყოს იგი მარადმწვანე და უბერებელი... ამისათვის ძალებს არ ვზოგავთ. მე და ცხოვრებამაც მივაგენით კომპრომისს, რომ არ შეიძლება, სულ ერთმანეთს ვაგინებდეთ და თან რაიმე სიამოვნების იმედი გვქონდეს.

ყოველი ახალი დღის ბილიკი მორიდებით უნდა დაიწყო, თითქოს ერთხელაც არ გივლია, არ გირბენია. არ უნდა ჩათვალო, რომ შენია და ნაცნობია, არავინ იცის, წუხელ ღამე იქ რამ ათია, ვინ ისუნსულა, ვის დასცვივდა კურკლი და დორბლი.

ქალსა უნდა გათხოვება, მაგრამ ურჩევნია გაუპატიურება, სულ მთლიანად, უხათრებელ-უხვეწნიანად, ოთხფეხიან-ტყავ-კაბიანად – უნდა გათხუნვა, უნდა დატყვევნა, უნდა, რომ იხმარონ... გარყვნილება უნდა. შენ კი ცხოვრება შემოგიმტვრევს ფანჯარას მაშინ, რომ ხარ უწყინარი და მშვიდობიანი და დრო გაგყავს თავაზიან, ღიმილიან სიტყვა-პასუხში, კეთილშობილ რამე-რუმეში და ამ დროს კი ცხოვრებაა უკითხავი, უზრდელ-უხეში და პასუხი უნდა გასცე იმას, ვინც ფანჯარა შემოგიმტვრია... იმავ დროს კი მარკეტია ქუჩის ყურეში და შედიხარ შენც იმ მარკეტ “რამე-რუმეში” და, როგორც კი კარს შეაღებ, გეფეთება იმ გრძნობის სუნი: ქალსა უნდა გაუპატიურება! და იმით გაწვება, რომ არ შეგიძლია, რომ დაღლილ ძარღვებში არ გიჩქეფს მაჭარი... აგერა, აქ არი... ცოტა სიღრმეში პატარა ოთახის კარია შეღებული და ერთი კარგა შეღერებული მშვენიერი, გოგო, ქალი, რა დაერქმევა... დანარჩენებს გარიდებული, მაგიდაზე გადახრილი ტელეფონს პასუხობს: რუპორი აქვს მოშვერილი უკნითა შენკენ და დაგატარებს კურსორს სხეულზე – სახეზე, ტანზე და სისხლძარღვებზე – ეძებს თავისას. ისევე იჭერს მას ის მაგიდა, როგორცძაღლს ძაღლის პატრონი იჭერს, რათა ხვადმა მისი ძუკნა კარგა ამექნას, კარგა მიუდგეს, შეერთვას და შეემძუნაოს. რომ დაგეუფლოს აგრესია, თავი იგრძნო გამოქვაბულში და მოგინდეს, თავს დაესხა... მაგრამ რაღაც ძალა გაკლია, რაღაც კიდევ უფრო სიბრაზე... იმახსოვრებენ ნეტა ძუკნანი, თუ უკნიდან ვინ რას უჩადით?

ეს ქალი გხმობდა თავის რუპორით, რომელიც უკვე ჩახრეწოდა, გამოდორბლოდა, მაგრამ შენ რაღაც ძალა გაკლდა – არაისეთი, წამები კი უარყოფას ემატებოდა. ხმობდა რუპორი: – ჰაააო–ჩქარა!.. – საუბარი მიმთავრდებაო, ტელფონიც ბეწვზეა და მოლოდინიცო... და მალე კუდს ამოვიკრავ ფეხებს შორის და მორჩა მერეო... სიტყვით თუ არა, მზერით მაინც რამეს დაგსჯიო. ცერად გხედავო, ამრეზილი, საფეთქლებს აქეთ გადმოსული თვალ-წამწამითო. – ჰააა, მუდრეგო, დაყვერილო, ვრჩები, იცოდე, მერე, მშვიდობით, – ყურმილს ხელში ლამის წვენს ადენს:

105

Page 106: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– გააგდე ეგ ღორი, ბაბუც, გააგდე, გოო... – ჩასძახა ყურმილს კვნესის ხმითა...

და მიაღწია... მოგანდომა-მოგასურვილა, რომ შემღვრეოდი მტკვარს არაგვივით... მისდგომოდი, დაგეგრილა – ცხენთა, აქლემთა, ჯორთა, ვირთაებრ – დაგებოტნა, დაგემაკინტლა...

მაგრამ შენ ის ხარ, ვინც მუდამ გზაშია –

უღლითა და მარტო–უღლითა, შებმული ხარად, გველი – აპეურად,

ბედი ბედნიერი, ტანი მშვენიერი, არწივის იერი, ყვავის ხნიერი.

– სად დაიბადე, სად დაიარსე, სად იყავ, სად იმალე?

– თეთრი მთის ძირსა, შავი ზღვის პირსა,

ცხენის ნატერფალში, ხარის ნაჩლიქარში...

– ავდექ, ავიღე თავნი, სოფელთ დავყუდნე თვალნი

არ მეამენ სოფელთ კარნი, იმის ია-ვარდნი,

ჩაველ, ჩავეყუდნე...

მე ვარ მპეპლავი ქარისა, განა ქალისა...…

ანგრეულმა კინაღამ არ გაუზიარე, რამ დაგიბნელა თვალი და ხელიც რამ გკრა, კვლავ კინაღამ, გადასაჩეხად...

“ბაბუ, გაა გოლი!..”

შემოდგომის წვიმიანი დღე. ეზო, სადაც ბევრი რამე არის ოთხფეხისგან გასაფუჭებელი, მეზობლის ღორები, ორნი, ეზოში. დინგები მიწაში... შენ, პაწაწინა, ფანჯარის რაფაზე, რაღაც აზრით აბობღებული... წვიმიანი შემოდგომის ხმით, უცებ მხილველი საშინელი ღრეობისა – დამბალ მიწიდან რომ ცვივიან წითელი ჭარხლები. და, სიმწრით ძალამოკრებილი, რადგან სიცოცხლეში პირველი წინადადება უნდა წარმოგეთქვა და პირველად უნდა დაგეცვა მიწა, შენი, საკუთარი და ეს იქნებოდა შენი დასაწყისი და მეზობლის გოგო ბაბუცასთვის დედაშენის დანაძახები სიტყვები სხეულში რომ გესხდნენ სხვადასხვაგან, უნდა აგეკინძა და აღბეჭდილი შენში, როგორც პატარა ღრმულში, ფანჯრიდან უნდა გარეთ გაგეფრქვია.

“ბაბუ, გაა გოლი”... ამდენი იცხოვრე და არასდროს გაგხსენებია შენი პირველი ნათქვამი ფრაზა. ფუი, შენს თავს, სირცხვილი ხსოვნას, წვიმიან დღესაც, დიდძუძუებიან ბაბუცასაც, იმათაც, ვინც ბაბუცა გაათხოვა, დოლ-გარმონით რომ გააცილეს და სხვას გაატანეს ბაბუცას დიდი ძუძუები შენი სოფლიდან. ფუი, ამ

106

Page 107: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

სოფელს! ფუი, ვაჟკაცებს, ფუი, იმათ თავმოყვარეობას: დაუმძლევლად თავისი ბაღის ხილი სხვას რომ შეაჭამეს სიხარულით და ვარხალალოთი..

მართლაც, რა იქნებოდა, ადამიანს თვალის დახუჭვა რომ არ შეეძლოს – სხვაზე, ახლობელზე, გარეთ და გვერდით მყოფზე და, რაც მთავარია, საკუთარ თავზე... ეს არ ვიცოდით, ეტყობა, მე და დედაჩემმა და მთელი ცხოვრება სიმართლისთვის ვებრძოდით ერთმანეთს. ქალიც და კაციც სიმართლისთვის იბრძვიან, მეგობრებიც, ცაც და მიწაც, სიკვდილიც და სიცოცხლეც... და, აი, თითქოს გადავწყვიტე, რომ მხოლოდ სიმართლე ვილაპარაკო, კალამიც თითქოს ამისთვის ავიღე, განსაკუთრებით, მაგრამ, შესაძლოა, მხოლოდ მე ვიცი, სიმართლე თვალსა და ხელს შუა როგორ მიქრება, როგორ ვერ ვერევი, ვერ ამოვთქვამ... მთებს, ზღვას, უდაბნოს და სხვა გამორჩეულებს თავისთავად, უჩვენოდ, პათეტიკა არ ურევიათ, იმგვარად არიან აგებულნი და ასევე დარჩებიან, თუ ჩვენ სიტყვას არ დავძრავთ და კალამს არ ავიღებთ. როცა ჩვენ ვდუმვართ, ვუქმობთ, უძრავნი ვართ, როცა ჩვენ ხელში კალამი არ გვიპყრია, სიმართლეში ვსუფევთ, თუმცა კი, ჩვენი მიზანი, ასევე გავაგრძელოთ ცხოვრება, კვლავაც მარცხით მთავრდება, პირველივე სიტყვისთანავე. ყველაფერი, წარმოთქმისთანავე გვიფერადდება, გვისხვაგრძნობდება. ასეთია თითქოს კაცის ცხოვრება, მისი დანაშაული ამ ცდომილებაში თითქოს არც ურევია, და თითქოს უნდა შეგუებოდა კიდევაც ამ უძლურებას, მაგრამ არა, მას მარცხი და გულის გატეხვა ურჩევნია... ლურჯი ზღვა, უკიდეგანო ცა... ეს არის სიმართლე?.. თუ ეს მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობებია? წარმოგიდგენიათ, რა შორსა ვართ სიმართლისაგან, როდესაც გრძნობების აღწერას ვცდილობთ? მაგრამრისთვისღა მოგვენიჭა გამოხატვის უნარი, ხსნისთვის?.. ყოველი მიწა, რომელსაც ფეხს ვადგამთ, მყარი არ არის. ძნელია ადამიანი. ხანდახან გინდება, გაშორდე, გაექცე შენს ტყავს, მაგრამ გეუბნება შენი ტყავი, რომ იგი მხოლოდ საპყრობილე კი არ არის, უპირველესი სარკმელია, საიდანაც შუქი აღწევს შენს ადამიანობაში. მზე, მთვარე, ვარსკვლავები მისი მეშვეობით გიკავშირდებიან. ადამიანობა ძალიან ძნელია, ამიტომაა, რომ ყველაზე ხშირად მასზე გვიწევს თვალის დახუჭვა, თამაში და თვალთმაქცობა. ერთი მწარე ხვედრთაგანი ადამიანისთვის დროა, რაც არ არის არსად, მთელ სამყაროში, სადაც არ არის ადამიანი. ადამიანი რომ არ იყოს, არ იქნებოდა არც აწმყო, არც წარსული და არც მომავალი – რაც არ არის იქ, სადაც არ არის ადამიანი, იმიტომ, რომ ადამიანი მარადისობის აქეთ ცხოვრობს, აქ დაესახლა, არ ინდომა მარადისობა და თავს დროთი შეიქცევს, რადგან რა აზრი აქვს ცარიელ სუფევას, როცა მოკვდავი ხარ. ჰოდა, ისიც ერთობა: წარსული, აწმყო, მომავალი – განცდილი, განცდა და განსაცდელი. დრო არც მიწის მამულებს ზომავს და არც ცის ნაკვეთებს, დრო ზომავს განცდას, გრძნობას. აწმყო?.. ერთი კაცი მეორეს რომ ქვას აწვდის და მეორე რომ იმ ქვას კედელზე აწყობს, სანამ იმ ქვას განიცდიან, აწმყო დრო არის, საღამო ხანს, ჭამის დროს თუ გაიხსენეს, წარსული იქნება, ხოლო ის თუ გაარკვიეს ან ვერ გაარკვიეს, ხვალ რა უნდა ქნან, მომავალია. კლდის ქიმზე რომ შერჩება კაცი და ფეხის მონაცვლებაც არ შეუძლია, რადგან წამითაც რომ შეიცვალოს მდგომარეობა, რომ გაინძრეს, ანდა ფეხი რომ მოინაცვლოს, ღრმა უფსკრულში

107

Page 108: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გადავარდება და შველას ელის – მთელი ეს დრო მისთვის აწმყო დრო არის, რადგან მისი ემოციის საათის ისარი ამ დროზეა გაჩერებული, თუმცა კი, მაშველების საათის ისარმა უკვე სამი საათი განვლო. განწირულებამ თითქოს შეაჩერა დროის სვლა, კაცს კბილებით უჭირავს აწმყო, რომ არ შეერთოს მარადისობას, არ იქცეს წარსულად, მცირეოდენი მომავლის გავლით. მისთვის დრო განცდით იზომება, ტყვია ჩაისხა მუხლებში, კლდედ აქცია აწმყო, იმიტომ, რომ დრო მხოლოდ ადამიანისთვის არსებობს, მასთან ერთად იწყება და მასთან ერთად მთავრდება.

რაც შეეხება წარსულს და მომავალს: მომავალი მე წარსულს მაგონებს, ორივე ზურგშექცევით დგას ადამიანთან – ერთი დაბინდულ შუშაში მოჩანს, მეორე – კაშკაშა სიცარიელეში, ყოველი აწმყო იდეა წარსულში ჩაისახება და ტოვებს ასპარეზს მომავალი იდეისათვის. ადამიანის არსებობის ისტორია იდეათა გამორიცხვის ისტორიაა. როცა დამთავრდება იდეათა გამორიცხვა, როცა უცხო აღარ იქნება ადამიანში, ღმერთი იხილავს თავის იდეას. დავიწყების გზა მიდის ხსოვნისკენ. ადამიანი ადიდებული მდინარის პირას იბადება და შიშით ყოფს ფეხს წყალში, მაგრამ, ღმერთო, წინ კიდევა აქვს გასავლელი და არ იცის, რა ელოდება!.. ადამიანი, ერთმხრივ, დამცირებულია და, მეორე მხრივ, განდიდებული, სამყარო დიდია, ადამიანი ელტვის და შეერწყმის მას, სამწუხაროდ, მაშინ, როცა კარგავს განსჯის უნარს დროსა და სივრცეზე. ამიტომ, შესაძლოა, გულმავიწყობით დააჯილდოვა იგი ღმერთმა: ხომ მილიარდობითაა მის მიერ ნანახი სურათი, ნაფიქრ-თხზული და განცდილი თავგადასავლები, მაგრამ,აბა, დასვით და ალაპარაკეთ, თუ სამას სამოცდახუთზე მეტი რამ გაიხსენოს. ხომ მხედავთ, ორ რამეზე ვიმტვრევ მეც თავს – სიმართლეზე და გახსენებაზე.

და აი, მე აქა ვარ, 8–10ისას მიწაზე. მდინარეზე მიყარა იმანაც თავისი ხბორები, მე კი, მდინარის თავზე, ბუსნოზე ვარ თხილების ძირში ინახით მწოლი და ვაპირებ ჭვრეტით დატკბობას.

…მხოლოდ წიგნი იხურება შენი, განა სხვა რამ ხდება, მხოლოდ წიგნი იხურება. შენ ამბობ – ვკვდები, უნდა მოვკვდე, რადგან წიგნი დაწერილია. მაგრამ ვიღაც სუფთა ფურცელს შემოგაჩეჩებს სულ უბრალო მიზეზის გამო და დაიწყებ ისევ წერას, კვლავ აღმოაჩენ, ისევ გქონია დასაწერი, რის გარეშეც შენი წიგნი არ იხურება.

– იცი, ვინ ცხონდება? ვისაც მუდამ ცოცხი უჭირავს ხელში. სამყარო რო კრიალაა, იმიტომ არის ადამიანის სახლიც კრიალა. და მიწაზეც ბუდეს იმიტომ იშენებს კაცი, რომ სამყაროა თვითონ ბუდე. არ შეიძლება ბუდე უსასრულო. უსასრულო არის სიმრავლე. სიმრავლე, როცა ძალას აღემატება, უსასრულოა. სამყარო არ არის უსასრულო იმიტომ, რომ შექმნილი არის.

– დედაჩემმა მითხრა ერთხელ ჩემზე გაჯავრებულმა, ქრისტეს რომ ჯვარი აჰკიდეს და ატარებინეს და მერე ზედ გააკრეს, განა მაგით დამთავრდა ყველაფერიო, მაგით დაიწყოო, ბავშვსაცა აქვს თავისი პატარა ჯვარიო...

108

Page 109: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ბებოჩემი ეგრე ილოცება ხოლმე – ქრისტევ, ჯვრის დამბადებელო, შენ უშველე აემ საქრისტიანოსა, აემ ოჯახსაო! ზამთარი როა ხოლმე და რო ცივა, უფრო მჯერა ამ სიტყვებისა. ბებოჩემი, საბანი რო აქვს ხოლმე პირთამდე წაფარებული – გეგონება იმიტომ, არაფერი მეთქმევინოს ამ სულელებშიო და მარტო ნისკარტი რომ მოუჩანს საბნიდან და კიდევ საჩვენებელი თითი, – საბანს ჩაჭიდებული კლანჭივით – ძალიან ჰგავს თოვლიან ვარჯზე ჩამომჯდარ ყვავს, მიდამოს რომ ათვალიერებს, თუ საით გაფრენაა უფრო გონივრული – აკი, ბებოჩემიც ხმას არ იღებს მოუზომავად... ჭკვიანი ფრინველია ყვავი: საზრდოს მიწაზე მოიპოვებს, მაგრამ დიდხანს როდი ჩერდება, ან მიწა არ იჩერებს ზურგზე, ან თვითონ ფიქრობს – არ გადმომაგდოსო, იმას არად აგდებს, ჩაცუცქული რომ ხვდება ყოველ წამს. ლამაზიც არის ყვავი, მაგრამ ამას როგორ იტყვი!.. არ უყვართ. იმიტომ, რომ ადამიანებისა ყველაფერი ესმის და არ ენდობა მათ... რამდენ ბავშვს შეაცივდება ხოლმე ქვა ხელში. ყვავის ნაკლი, ადამიანის თვალისთვის, ეტყობა ისაა, რომ მას არ გააჩნია ის ზედმეტობა, რის გამოც იმახსოვრებენ და იყვარებენ: ის არც არწივია, არც ბეღურა, სწორად გამოყვანილი თავი და ნისკარტი აქვს, დახვეწილი სხეული...

– რა გაშინებს, მიწას ხომ არ გავარდებიო... – გეტყოდნენ უფროსები, თუ ზოზინს შეგატყობდნენ ჭიდაობის წინ, თან, ვითომ, აქ არა ვდგავართ ცოცხალი მაგალითებიო...

ბებოჩემს აღარ ეშინოდა ლიგინიდან გადმოვარდნისა, ამ მიზეზის გამოც და იმიტომაც, რომ ტახტის ნაპირზე ლეიბს ვუმაღლებდით. საწყალი ბებოჩემი: თვითონ არ შეეძლო მოძრაობა და ერთ მდგომარეობაში ყოფნა რომ გაუჭირდებოდა, მეძახდა – გამაჩუჩუნეო! ხანდახან ისეთ დროს დამიძახებდა, მესამე ან მეხუთე ლექსს რომ ვწერდი, ან ძალიან გულით ვკითხულობდი, მაგრამ თუ კარგ გუნებაზე ვიყავი, ორივესთვის ზეიმი იმართებოდა. ახალდაბანილზე არა, მაგრამ სხვა დროს, ასევე კარგ გუნებაზე, გალამაზება მომინდებოდა ხოლმე ბებოჩემისა. ავუმაღლებდი ზურგს, მუთაქებით კარგა გავამაგრებდი და დავეკითხებოდი, დაგიწნა თმა –მეთქი? ისიც თავს დამიქნევდა, ბედს შეგუებული და შევიდოდი მეც ეშხში და ისეთ დალალ-კავებს დავუწნიდი, პრელესტ ბაბალეს შეშურდებოდა. ძალიან მიჯაჭვულები ვიყავით მე და ბებოჩემი, ჩვენთან შედარებით დედაჩემი ლაღი ფრინველი იყო.

დამიჯდებოდა ხოლმე დედაჩემი, მე, 8–10ისას თუ 14–15-ისას, და მიყურებდა, თუ როგორ მადიანად შევექცეოდი მის მიერ რუდუნებით დამზადებულ საჭმელს. არ დაგავიწყდეთ: საჭმელი იგი მოპოვებული იყო. მიყურებდა და ნათდებოდა ყოველ ჩემს ლუკმაზე, დედაჩემს ბებოჩემი უყურებდა და ისიც ნათდებოდა, ბებოჩემს უყურებდა, ალბათ, სამყარო, ან სულაც ღმერთი, თუ იმ წუთებში ბერიკიანთ ბალღებს არ აჭმევდა დედამისი კლიტედადებული საპურედან გამოღებულ პურს და იმათკენ არ ჰქონდა მიპყრობილი კმაყოფილი მზერა.

თვითონ დედაჩემს არასოდეს შიოდა, არც სციოდა და არც ჭინჭარი უსუსხავდა ხელებს. ერთი-ორჯერ გამიგონია კაი შეღამებულზე: აი, ახლა ვჭამ პირველად, აქამდე ვერ მოვიცალეო. ამ სიტყვების გამგონე ბებოჩემი თავს კედლისკენ

109

Page 110: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გადააბრუნებდა, ასეთი იყო მისი საყვედურიც და დარდიც. მე კი ასეთი შემთხვევა დედაჩემის გმირობის ერთ ჩვეულებრივ ეპიზოდად მიმაჩნდა. არც ფულის ამბავი ვიცოდი – ჰქონდა თუ არ ჰქონდა? მე არასოდეს მითხოვია, შესაძლოა, იმიტომ, რომ არ გამეგო, ჰქონდა თუ არა. მაგრამ, რაკი პურს ვყიდულობდით და ხანდახან ხილსაც–ბაზარში, ალბათ, რაღაც გვქონდა. ერთხელ ობლიგაციების გათამაშებაში მოიგო და მაშინ თქვა: უი, რა კარგია, კაპიკი არა მქონდაო. დედაჩემი ფულს არასოდეს ისესხებდა, ოლა დეიდა კი სულ სესხულობდა და დაბრუნება უჭირდა. ბებოჩემი ეუბნეობდა, ესე იმიტომ გემართება, რომ უბარაქო ხარო. ჩვენ არ გვესესხებოდა, რადგან ძალიან ახლობლები ვიყავით და გვზოგავდა თავისი სენისგან.

ერთხელაც, მოვიდა გამწარებული.

– დაჯექი, ოლაო,

– რა მეჯდომებაო, ეს მამაძაღლები, ფულს არ მასესხებენო, დავიარე მთელი სოფელი და სულ გაითავეს მაგ სიცოცხლეგათავებულებმაო.

– ჩასესხება არ იცი, ოლაო...

ოლა დეიდა ბუხართან იყო მიმჯდარი და გეგონება, ცეცხლმა რამე დასწვაო, ამის გამგონე შეხტა სკამზე და შემოტრიალდა:

– ეგ მამაძაღლებიო, მააქ და არ ვაძლევო?

ამ სიტყვებზე ბებოჩემმა ფხუკუნი დაიწყო. გაკვირვებული და უკმაყოფილო მიაჩერდა ოლა დეიდა, მაგრამ მალევე მიხვდა თავის სისულელეს და აუტყდა ისეთი გულიანი სიცილი, იფიქრებდი, ამას არც ვალი შეაშინებს და ფულსაც კვლავ უბარაქოდ დახარჯავსო.

სოფელში კიდევ, ყველაზე ქრისტიანი კაცი ქიტო პაპაა, ვინც კი მინახავს, პაპაჩემის სახელიც ჰქვია და ჩვენი გვარისაა, ერთი შვილი ჰყავს გაღმა გათხოვილი და ბევრშვილიანია და ძალიან უდიერი ქმარი ჰყავს და არ უშვებს, რომ თავის მამას მოუაროს ხოლმე და ქიტო პაპა სულ მარტოა და ობოლივითაა და მე ვშველი ხოლმე ცეცხლის ანთებაში. სანამ დუსტი გაჩნდებოდა, ყველას ტილები ჰყავდა და მე ვუხილავდი ქიტო პაპას თავს, როგორც დედაჩემი მე მიხილავდა: პერანგს გავახდევინებდი ხოლმე და ბუხარში ჩავბერტყავდი და სულ ტკაცა-ტკუცი გაუდიოდათ. დუსტი რომ შემოვიდა, ოლა დეიდამ თავის მამას და ქიტო პაპას ლოგინშიც ჩაუყარა და თმაშიც და დაისვენეს ორივემ. ერთხელაც, ზამთარი რომ იყო და გაკვეთილები რომ ვისწავლე ძალიან კარგა და ბებოჩემს რომ დავუწყე ჩაბარება და დედაჩემი რომ ჩუმად მისმენდა, როგორ გამოთქმით და კარგი სისწრაფით ვამბობდი და მოსწონდა, ვუთხარი მერე, გარეთ გამიშვიო და გამიშვა, იმიტომ, რომ ჯერ არ იყო დიდი თოვლი მოსული და რაც მოვიდა, ისიც გაყინა და ფეხები არ დამისველდებოდა და გამიშვეს და გარეთ რომ გავედი, უნდა ამერჩია, საით წავსულიყავი და ბურუსი იყო და ქიტო პაპა დავინახე, წვრილი ტოტების

110

Page 111: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გუდურა რომ ედო მხრებზე და ხელები უკნიდან ზედ გადმოედო და მიჰქონდა სახლში, იმიტომ, რომ შეშას, აბა, ვინ მისცემდა ისე, მეტყევისთვის უნდა დაებეჭდვინებინა, უნდა მოეჭრა, დაემზადებინა, ხარები ეშოვნა, დაეჩეხა და ისე მოეტანა და აბა, სად შეეძლო... არც ფული ჰქონდა, შეიძლება, არც ენახა, ასანთსაც კი ვერა ყიდულობდა, ნაკვერჩხალს დაწოლის წინ ნაცარში გაახვევდა და დილით ცეცხლს იმით ანთებდა, თუ არა და, მე მიმქონდა ტაფის სახურავით ან რამით. ნელა მიდიოდა ქიტო პაპა, ის პატარა გუდურაც კი ამძიმებდა და შორიდან გეგონებოდა, ჯვარი მიდისო, თავი და ტანი თითქოს ერთი ხაზი იყო, გუდურა და ზედ მოხვეული ხელები – მეორე. ვიცი, მიიტანს და დააწყობს გომურის გვერდით და მერე, ბასრი ცული რომ აქვს, იმით დაჭრის ზომაზე. დავეწიე ქიტო პაპას, ეზოს კარი გავუღე და შინ შევყევი. ციგა რო მომცა და ერთი მაგარი ბიჭიო, ხეები მოუჭრიათ გორის თავზე და ეზიდებიან, ხვალე წავიდოდი ტოტებზე, სანამ მომასწრებს ვინმეო. ხვალე ხო კვირაა-მეთქი, გაკვეთილები კარგა ვიცი და მე გამოგყვები-მეთქი. მაშინ მე ეხლა წავალ და ჩემ სიძეს ციგას გამოვართმევ, თუ უცალიანო. ქიტო პაპას ძალიან უყვარს უდედოდ გაზრდილი თავისი შვილი და არ უნდა, რომ იმის მიზეზით ქმარმა აწყენინოს და იმიტომ არა თქვა, თუ მათხოვაო და თქვა: თუ უცალიანო. ძალიან უდიერად ექცევა თავის ქმარი კატო დეიდას და სიყვარულით კი მოიტაცა, იმის სიყვარულით არ წავიდა ომში და თავი დაიკოჭლა და კინაღამ ციხეში ჩასვეს, მაგრამ, რაკი მეღორე იყო და ყაჩაღების ადგილები იცოდა, მთავრობას მიასწავლაო და გამოუშვესო, ეგრე ამბობენ. ქიტო პაპა რომ მისულა, თურმე, იმის სიძეს სტუმრები ჰყოლია და ნასვამი ყოფილა და რა თხოვნა გინდა, წაიღეო და მოიტანა კიდევაც ძალიან კარგი ციგა, ნახევარი მარხილი შეშა დაეტეოდა.

წავედით მეორე დილას ადრე, სიარულზე თოვლი გვიხრაშუნებდა და ციგა კარგა მომყვებოდა, დაღმართზე მეწეოდა ხოლმე, ფეხებში მეჯახებოდა. რომ მივედით ტყეში, შეშა უკვე გატანილი ჰქონდათ და დავუწყეთ ტოტებს მოგროვება, ქიტო პაპა ჩემს მიტანილებს წვრილ ტოტებს ასხიპავდა და მარხილზე ლამაზად ალაგებდა. მაგ წვრილებს და ფოთლებს ვინღა წაიღებს-მეთქი, ისე ვკითხე. მაგათ– მგელი, დათვი, მელა, მაჩვი; ძალიან წვრილებს, ნეკერივით როა – შველი და ირემი... კარგ გუნებაზე დადგა ქიტო პაპა, არავისზე არ იცოდა ცუდის თქმა და ახლა კი ცოტა თქვა, ამ ოხრებმა ზეხმელი მოჭრან, აგე, რამდენია, ამ მოზარდს რას ეტანებიანო. მოვრჩით და, – ბევრი დავუდეთ, შვილოო, მითხრა, – თავქვეზე თავი არ გაგვტაცოსო და, მართლაც, გაგვიჭირდა თავქვეებზე, უკნიდან ვებმებოდით და ვაი-ვაგლახში ვიყავით, რომ არ გაგვქცეოდა, სანამ არ გავივაკეთ. საღამოვდებოდა და ხრაშუნობდა თოვლი ისევ, ჩვენს გზაზე რომ დავდექით, დავინახე ჭიჭია, თავის გაკეთებული თხილამურებით, ჩვენკენ წამოვიდა გაწითლებული ლოყებით. მერე ის მიეშველა და მე ვიცურავე. უფრო კარგი ფეხის გასაყრელები აქვს ჭიჭიას თხილამურებს, ვიდრე ჩემსას, წვერებიც უკეთესად აქვთ ახრილი, ჩემი კიდევ, რამე პატარა თუ შეხვდა, მაშინვე წაედება. ჩემზე ძალიან მოხერხებულია ჭიჭია.

აი, ამ ადგილას წველიდა დედაჩემი ძროხებს. დააბამდა ჯარჯ-გირკლიან საბელებზე, ეზოში დაგლეჯილ ბალახს დაუყრიდა ხბოებს, შრატს დაალევინებდა და

111

Page 112: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ნანაა... ფეხსალაგთან რო ქლიავი გვედგა, იმის იქით, ეზოს კუთხეში, კიდევ ორი ქლიავი ხარობდა, მაღლები, მსხვილვარჯიანები, ძროხების ფერდებით გახეხილ-გაპრიალებულები. თვისი საკუთარი ჰაერი ჰქონდა ამ ადგილს, როგორც კი მიუახლოვდებოდი, კარს გაგიღებდა ძროხების საცხოვრებელში.

რა უნდა ვთქვა, შეუსაბამონი არიან ახალი სიტყვები ძველი გრძნობებისთვის, შეჭიდება კი გარდუვალია, როგორც 8–10ისა ეჭიდებოდა თავის სიმარტოვეს და სძლევდა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

სულ საქმე ჰქონდა 8–10ისას. აბა, ეჭიდავე მზეს ლოგინში, გაგორდი და გამოგორდი მასთან ერთად და წამოდექი მშვიდობიანად, აკეთე სულ ერთი და იგივე და უყურე სულ ერთსა და იმავეს ყოველ დილას, მთელ დღეს და ყოველ საღამოს... აბა, ჩაიარე ხის საფეხურებიანი კიბე და ეზოს ბილიკიდან დაწყებული, ფეხშიშველამ იარე მთელ დღეს: საქმე, საქმე და პური. სწორედ დროულად ენაცვლებიან ერთმანეთს. როგორი სუფთაობა უყვარს 8–10ისას დედას, როგორ ჩამობანს ხოლმე ძროხებს ცურს, ვიდრე მოწველას დაიწყებს, როგორ დაიკრიალებს ხოლმე ხელებს პურის მოსაზელად, როგორ მოწიწებით არის ხოლმე და როგორი სიყვარულით აცხობს, თონეშიცა და კეცშიც... ცუდი ის არის, რომ საქონელს რომ მოითავებენ, ბნელდება კიდეც და ბალღები თამაშს ვერ ასწრებენ. “ჩიტმა თავის ბუდე იცისო”, დაიძახებენ და ვითომ კანონია!.. სხვებს და-ძმა ჰყავს, დაღამებამდე ერთ ამბავში არიან. 8–10ისა კი მარტოა და დაღამდება თუ არა, წყნარად ყოფნას თხოვენ: ჯერ უხმაუროდ უნდა იყოს და მერე უხმაუროდ უნდა დაიძინოს. რაც უფრო მწირია გარემო, მით უფრო აქტიურია კაცის გონება, რაც უფრო პატიმარია, მით უფრო მეტსა ფიქრობს... ესა შველოდა 8–10ისასაც.

სოფელში ბუნების მოვლენებს დიდი მნიშვნელობა აქვთ. ისინი წარმართავენ ადამიანის ცხოვრებას, ცვლიან, სიახლე შემოაქვთ. მათ გარეშე ადამიანები ვერც სპექტაკლებს დადგამდნენ და ვერც როლებში გამოეწყობოდნენ, სპექტაკლებს, სადაც მთავარი მოქმედი პირები ბუნების მოვლენებია. ასეა წვიმა, რომელიც უფროსებისთვის სხვაა და ბავშვებისთვის – სხვა. ასეა თოვლი, ქარი და ოთხივე სტიქიაც...

ავაღე პირი და ვილაპარაკე სიმართლე, არაფერი დავმალე და მერა რა!.. დავრჩი თავღია ორმოსავით... სანამ მიწა მეყარა, სანამ პირი დამუწული მქონდა, ავს ვინახავდი გულში თუ კარგს, მაინც საინტერესო ვიყავი. ახლა, ჩემი ნათქვამით, ჩემი გამხელილით, ჩემი გულწრფელობით, ჩემზედა ხარობენ. რა არის სიმართლე, გულწრფელობა? რა სამსახურის გაწევა შეუძლიათ ადამიანისთვის? არავითარი! მართალი და გულწრფელი შეიძლება ბრიყვიც იყოს, გიჟიც და სულელიც, როცა კაცში დეფექტი მასზე გაცილებით მეტია.

8–10ისასგან განსხვავებით, რომელსაც მშიერი, მაგრამ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა – რადგან კაცს იმასაც მიაჩვევ, რომ წიწილის ულუფას დასჯერდეს და იმასაც, რომ ზამთრობით, ყოველ დილას, სამელნეში მელანი გაყინული ხვდებოდეს და მაინც

112

Page 113: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

იყოს ბედნიერი, როცა სიცოცხლის სიყვარული უანგარო და უმანკოა ფოთოლ-ბალახთაებრ... 14–15-ისას დრო პატრონის გარეშე შებმულ ურემსა ჰგავდა, როცა არც მეხრემ და არც მგზავრებმა არ იციან, ქორწილში წავიდნენ თუ გასვენებაში და რომც მოერიონ სიზარმაცეს და გადაწყვიტონ, ახლა ის არ ეცოდინებათ, სადამდე ატარებთ მოშლილი ურემი. და მაინც, 14–15-ისას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი დრო, ხან სოფლის კლუბის სცენაზე, ხან ცხოვრებაში იგი მრავლად ნახულობდა სხვადასხვა უბედურებას, რის გამოც სიცოცხლის უანგარო, ფოთოლ-ბალახთაებრ სიყვარულზე ხელი აიღო. ტყუილად კი!

– ვირგლა რანაირსა ჰქვია, მასწავლებელო?

– ვირგლა ჰქვია მშრომელი და პატიოსანი ვირის უწესო და უზნეო შვილს.

– ჯორი რა არის, მასწავლებელო?

– ჯორი არის გამართული, ფეხზე დამდგარი ვირი, რომელსაც ბევრს შეხვდები შენი სახლიდან სკოლამდე, თუ ხალხი ათვალიერე და არა გოგოები.

– ჯორგლა, მასწ?

– ჯორგლა მომავლის სიტყვაა. თანდათან გაივსება ეს ქვეყანა დამდგარი ჯორებით!..

– მასწ, თქვენ ხომ ომობდით მანჯურიაში და, კარგებია იქაური ქალები?

– ქალებია რა... ოღონდ ვიწრო აქვთ ისა... თვალის ჭრილი... ამას გარდა, ვერტიკალურად კი არა აქვთ გაჭრილი ის ადგილი, რაც თქვენ გაინტერესებთ, არამედ ჰორიზონტალურად.

– აფსუს!..

– მასწ, მასწ... ახალგაზრდა ბიჭები ვიზრდებით და ამ ჩვენ სოფელში კი ბოზები არ არიან. არც ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ ქალთან!

– მოახერხებთ რამეს... ხან აგიცდებათ და ბექში მოგიხვდებათ, მაგრამ მოარტყამთ ერთხელაც... ბუღა ხომ გინახავთ და ცხენი, ხო უცდებათ ხოლმე იმათაც და წვალობენ, მაგრამ აბა, კვიცები საიდან იბადებიან!

– იმათ უსწორებენ პატრონები!

– თქვენც გაგისწორებენ...

– აბა, ქალები არ არიან და...

–ჰე-ჰე-ჰე-ჰე... სწორია, მერხებია აქა და გაკვეთილი... აბა, ბადურაშვილი,… ჰოკაიდო, ჰონსიუ, სიკოკუ და კიუსიუ...

113

Page 114: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ეს ვალიკო ბადურაშვილი ძალიან მეგობარი იყო 14–15-ისასი. ერთხელაც, ზაფხულში, უკვე კაცები რომ იყვნენ, ეწვია დასასვენებლად მშობლიურ სოფელს პიიტიკოსი და წავიდნენ ის და ვალიკო სოფლის დასათვალიერებლად... იხსენებენ ბავშვობას, თვალს ირთობენ, მხიარულებენ. ეკითხება უცებ პიიტი:

– აქ კაცს ქალი რომ მოუნდეს, რა უნდა ქნას, იშოვებიან?

ვალიკო ინჟინერი იყო და იმხანად სოფელში მუშაობდა და იცოდა, ვინ ვინ იყო.

– აბა, გაიხედეო! – გაიხედა ამანაც... ორი ქალი მოდიოდა რაიკომის მხრიდან. – როგორებიაო? – რას ეტყოდა. წავიდნენ. გააჩერებინა სავაჭრო ფარდულთან, ადგილობრივი გაზეთის რედაქციასთან. ვისაც ვალიკო დაელაპარაკებოდა, ის იყო “ის”. ასე აჩვენა ბევრნი ქალნი მშვენიერნი პიიტიკოსს და ჰკითხა: – როგორები იყვნენო? – რას ეტყოდა. ერთ-ორსაც რომ მიესალმა ვალიკო ხელაწევით მანქანიდან – ეჰე, სულ გაბოზებულა ეს სოფელიო, დაასკვნა პიიტიკოსმა, რომელმაც, 14–15-ისობას, ვალიკოს, გეოგრაფიის განსაკუთრებული ცოდნის გამო, უწინასწარმეტყველა: გეოგრაფია დაგღუპავსო. ჯიუტი კაცი იყო ვალიკო. მასწავლებლებთან სულ დაპირისპირება და ქიშპი ჰქონდა. პროვოკაციას მოუწყობდა ხოლმე 14–15-ისა და ვალიკოს რომ გააგდებინებდა მასწავლებელს კლასიდან, ახლა ვალიკოს შეაგულიანებდა, არ გახვიდეო და დაეკრობოდა ვალიკოც მერხს. მთელი კლასი დაესეოდა და ვერ აგლეჯდნენ ხოლმე. აქ კვლავ 14–15-ისას ჭკუა ჭრიდა: – მერხიანად გავდგათ მასწავლებელო, ეს ოხერიო! დაეხვეოდნენ ბავშვები და გაიტანდენ და დერეფანში დადგამდნენ მერხიან ვალიკოს. პროცესიას კი 14–15-ისა მიუძღვოდა. ცოტა ხანში, პატიოსანი 14–15-ისა დაეთხოვებოდა მასწავლებელს და წავიდოდნენ ის და ვალიკო მდინარის გაღმა პარკში სიგარეტის მოსაწევად. დაუდეგარი და გულჩახვეული იყო ვალიკო. გადაიკარგებოდა ხოლმე სოფლიდან წლობით. ოდესელი ებრაელის ქალი შეირთო, რომელიც გათხოვების უმალ ჩამობერდა, გეგონება, შემოატყუესო და ვალიკომ საიდუმლო გაამხილა – მე მაგ ქალს არ ვუდგებიო... მერე გასცილდა. ქალი თავის ოდესაში წავიდა. მერე იმუშავა ვალიკომ სოფელში, მაგრამ ტანში გეოგრაფიული სივრცეები ედგა და თავში კიდევ გლობუსი უტრიალებდა და მალე ისევ სადღაც გადაიკარგა, ამჯერად, უმისამართოდ... სოფელში არავინ იცოდა იმის სამყოფელი, ძმამ და დებმაც კი... მაგრამ იქ, კრასნოდარის მხარეში, სადაც ლამაზად ნაჯვარი ქალები ხარობენ, ეტყობა, იცოდნენ ვალიკოს მშობლიური სოფლის მისამართი... და წავიდა და-ძმა და ჩამოასვენეს.

ამ უტ-უმეცრებმა, ხატ-ღმერთი და თემის ადათ-წესები რომ არ ახსოვთ, ვალიკოს ცხედარი კი წამოასვენეს უცხო მიწიდან, მაგრამ მისი სულის წამობრძანებაზე არ უფიქრიათ: უტ-უმეცრობით. უნდა წასულიყო მცირე დროშიონი მაინც, სამკოჭაო დროშით, გაეშალათ სალაღებელი, ელოცათ სულისათვის და სხეულთან ერთად ვალიკო მშობლიური ცის ქვეშ მოებრძანებინათ. ასე მოხდებოდა კიდევაც, ძველი დრო რომ ყოფილიყო, ვალიკოს მამ-პაპათა დრო. მერე რა, რომ დრო იცვალა – ძველი ახალში უნდა ერიოს, რომ იყოს წესი, როგორც ხატის საბრძანისის მუხა-

114

Page 115: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

იფნიან ჩრდილებში, სავსეში ფუტკრებითა და ზაფხულის ზუზუნით, გაისმის ხოლმე საუკუნეთა ერთადბგერება ჭაღაროსან ხევისბერის ბაგეთაგან:

შენამც იდიდები, ღმერთო მაღალო, შენამც იდიდები, ღმერთო მართალო!

შენამც იდიდები, იესო ქრისტეო, ცა და ხმელეთის ბადალო!

შენამც იდიდები, დედაო ღვთისმშობელო, ღვთის პირის მეღვინეო!

შენამც იდიდები, კვირავ ცხოველო, ღვთის კართ მიმსვლელო,

ჩვენო სამართლის გამამტანელო!

შენამც იდიდები, ხელმწიფეო, ლაშარის ჯვარო, ხმელ გორზე დაბრძანებულო, ლაშქართ მოარულო!

შენამც იდიდები, ლაღო იახსარო, ლახტიან-მათრახიანო, დევ-კერპთად მეომარო, ელვის მსროლელო!

შენამც იდიდები, გმირო კოპალაო, ბერო ბეგთრიანო, დევ-დედაბერთ გადამსხვავებელო!

შენამც იდიდები, პირქუშის წმინდაო გიორგიო, რკინა-მახვილთა, ჯაჭვთა-პერანგთა მკეთებელო!

თქვენამც იდიდებით, ადგილის დედებო და მთის წვერის ანგელოზებო!

შენამც იდიდები, დიდო პირიმზეო, ფუძის ანგელოზო, ოთხივ კუთხისაო, მფარველო მანათობელო, მზეო და მთვარეო!

როგორც წესი და ადათი მოითხოვს, ღმერთმა ალალ უყვას და გაანათლოს ამ დადგმული ჭიქა-ბარძიმით და დაჭვრეთილი სეფისკვერით.

ამ სინათლითამც მიუვა, მზის შუქითა და სანთელ-კელაპტრითა!

მარიამ ღვთისმშობელო, ღელის აქიმო, თამარ მეფეო,

თქვენ გამოუძეხით ლაშარის ყმას თავის ნაფუძარზე!

– მასწ, ოტელოს რატომ არ გათამაშებენ?

– ვიცი მიზეზი, მაგრამ ვერ ვიტყვი, აქ “იუდა” გვყავს ერთი და ის გამცემს.

იუდად რომ 14–15-ისა იგულისხმებოდა, ყველა ხვდებოდა.

– სტალინი ან ჰიტლერი როგორ ითამაშებდნენ ოტელოს?

– როგორ და კარგად, აკი, ითამაშეს კიდეც!

115

Page 116: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– მასწ, სტალინზე რა აზრისა ხართ?

– სტალინი რო თქვენხელა იყო, იმ დროსაც ყაჩაღობა იყო მთელ საქართველოში, მაგრამ ამბობენ, გორელი ყაჩაღები სულ სხვა იყვნენო: იჯდა თურმე სერზე ორი ყაჩაღი და პურსა ჭამდა. შორიდან ორსული ქალი დაუნახავთ. რა ეყოლება, ნეტაო, უკითხავთ ერთმანეთისთვის. ერთმა ბიჭი თქვა, მეორემ – გოგო. დანაძლევებულან და გაუჭრიათ ქალი, რომ გაეგოთ, ვინ იყო მართალი. აი, ასეთები იყვნენ იქაური ყაჩაღები. აქაურები კიდევ ქალებს დასდევდნენ და ყაჩაღები ეგონათ თავი. აბა, შენ გაგიხვიოს დედშენმა საგზალი და წახვიდერუსეთში, ვნახოთ, გახდები შენც ხელმწიფე?

– აგე, ვალიკო, მასწ?

– ვალიკო რა მოსატანია, სტალინს ქვის გული ჰქონდა და ეშმაკის ტვინი.

– როგორ მაისროლეს რუსებმა, არა, მასწ, ნაკბეჩი ვაშლივითა!

– მასწ, სტალინი რომ აღარ არის, რაღა ატრიალებს ამ დედამიწასა?

– რა და, გოგლა რო ფიქრობს და ცასწავლა რო ოცნებობს და სუდია დალაქი რო პარსავს...

– მასწ, მართლა უყიდია კოჭლ მედიკოს ლამაზ-გაბოსთვის “ვოლგა”.

– აბა შენ ადვილი გეგონა მედიკოსთვის ფეხის აწყობა? რომ მიაცილებს ხოლმე, მერე, თურმე, სულ სირბილით მიდის სახლში, რო ფეხები გაშალოს, იმხელა ლაჯები აქვს...

– მასწ, ამბობენ, ლამაზ-გაბო დინარა სუფლიორსაც უყვარსო...

– მიართმევენ!.. მაგ დამდგარ ჯორს დინარა როგორ დაელაპარაკება, სხვადასხვაა მაგათი ჰაერი!..

და დახედავდა მასწავლებელი საათს, რომელსაც “ტრაფეინის”ეძახდა და იტყოდა – ისე მაინც ნუ იხმაურებთ, რომ ზარის ხმა ვერ გაიგონოთ, ისევ თქვენი ზარალიაო – და დარეკავდა კიდეც ზარი.

14–15-ისა ამას თავისუფალ გაკვეთილს ეძახდა და ბევრად ამჯობინებდა სხვებს, მით უმეტეს, გერმანულისას, ქართული ასოებით რომ აწერინებდა მასწავლებელი: “იჰ გინგ ინ ვალდე, ზო ფურ მირ ნიჰ, უნდ ნიჰტ ცუ ზუჰენ, დას ვარ მაინ ზინ” – “დავდიოდი, ტყეში და ეს აზრი მწვავდა, არ მეძია სხვა რამ, ჩემი თავის გარდა” – თარგმანი რაჟდენ შქმერელისა.

ზოგჯერ ეს მასწავლებლები თავიანთი სისულელით მოსწავლეებსაც ამეტებენ. დასვენებაზე ვმღეროდით ბავშვები და გაკვეთილის დაწყება ვერ გავიგეთ, დაგვადგა თავზე ავთანდილ მასწავლებელი და გაგიჟდა: მიადგა პირდაპირ

116

Page 117: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ტრისტანას, გეგონება, მარტო ისა მღეროდა, რა გამღერებსო, ჯაზის დირექტორია მამაშენიო?.. ყველამ კარგა იცის, რომ მამამისი მეცხვარეა და ტრისტანა, ალბათ რამდენი წლისაცაა, იმდენჯერ თუ უნახავს, ან ჯაზისა რა ეცოდინება, სად გაუგია, ან ცხვრის ფარაა ჯაზი, თუ რა? მოკლედ ვერაფერი გავიგეთ. წვალების ცხოვრება აქვთ ამ მასწავლებლებსაც, ვერ გაამტყუნებ, ავთანდილ მასწავლებელიც შეშაზე დადის ტყეში და განერვიულებულია. თან ხომ მსახიობობს კიდევაც და მთელი არსებით სჯერა თავისი ნიჭისა. და ემდურის ქართულის მასწავლებლის ძმას, კარგ როლებს არ მაძლევსო. “ყაჩაღებში” არ მათამაშა და ვოდევილებში მათამაშებს კინტოებსო. იცის, რომ მე ახლო ვარ ქართულის მასწავლებლის ძმასთან და შემომჩივის. ვუშუამდგომლე მეც ერთხელ, მაგრამ უშედეგოდ: თავდაჯერებული კაცია, მეტისმეტად, იმდენივე ნიჭი რომ მისცაო... თან ამ დინარა სუფლიორს არის გადაკიდებული, სულელი და ეგ გასწვდება ამორაძეების ქალებს, შესჭამენ თავ-ფეხიანადო...

მასწავლებელი მარტო მასწავლებელი უნდა იყოს, იმდენი უნდა ჰქონდეს, რომ შეშა მოატანინოს კიდევაც და დააჭრევინოს კიდევაც ვინმეს. აგე, დედაჩემი, ეგრე არ არის! თვიდან თვემდე არა ჰყოფნის ხელფასი, თან კიდევ სულ ინტრიგებია სკოლაში. ახალ დირექტორზე ამბობენ, უფროსკლასელი გოგოების გარყვნას ეწევაო, დაქალებული გოგოებია, შორსოფლელები, გვიან შემოჰყავთ სკოლაში, პატარებს ვერ უშვებენ შორ გზაზე, და უფროს კლასებში უკვე ქალებივით არიან, მაგრამ მოწაფეები. ამიტომაც აღუდგა რამდენიმე მასწავლებელი დირექტორს, მაგრამ რაიკომის მდივანმა დაიცვა, რადგან ერთი კუთხისანი არიან, როგორც პროკურორი და მილიციის უფროსი... ისევ მასწავლებლები გაამტყუნეს და დაემუქრნენ კიდევაც – ცილისწამებისა და ინტრიგებისთვის გაგათავისუფლებთ სკოლიდანო, მომჩივანებს მოუბრუნეს ბრალდება. ხალხი ამბობდა: – მაშ, რა იქნებოდაო, სულ ერთად არიანო, ერთმანეთს აცხოვრებენ და ერთად დაქეიფობენო. ქართულის მასწავლებელი და დედაჩემი კი აქაური მასწავლებლების ორპირობას და ღალატს აბრალებენ ყველაფერს, ქალაქშიც ვერ უჩივლებენ, იქაც მაგათებია. ერთი-ორი კვირა სულ გამწარებული დადიოდა დედაჩემი. ამას ჰგონია, რომ ჩვენი კუთხის ბავშვების განათლება მარტო მაგას და ქართულის მასწავლებელს აინტერესებთ, სახლში უტარებენ დამატებით გაკვეთილებს, ავითარებენ და ისინიც უმაღლესში ადვილად ირიცხებიან. ჩვენ ექიმ მდგმურს ჰგონებია, ალბათ ფულს ართმევს მომზადებაშიო და თავისი თვალით რო ნახა, როგორ გაატანა დედაჩემმა ერთი მოსწავლის მშობელს ძღვნად მოტანილი ერბო, მაშინ თქვა, ეხლა კი მივხვდი, ეგრე რატომ გიჭირსო. დედაჩემი და ქართულის მასწავლებელი სულ თან ჰყვებიან ნიჭიერებს, რწმენას უნერგავენ, აგულადებენ, დირექტორი კიდევ ტილიანებსა და უვიცის შვილებს ეძახის, “რა უნდა ისწავლოთ გლეხუჭების შვილებმა და ველურებმაო”.

მაგრამ განა თვითონ კი ველურები არ იყვნენ – მდგმური ექიმი ქალი ისე სქლად თლიდა ხოლმე ვაშლს, რომ უხერხულობისგან თვალს არიდებდა 14–15-ისა, დარეული ჰქონდათ უზრუნველობა და უდარდელობა, სულ სიცილსა და ხახანში

117

Page 118: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

იყვნენ, წიგნს ერთხელაც არ გადაშლიდნენ, არშიყობდნენ და ერთობოდნენ, მაშინ, როდესაც, ბეთჰოვენი, ვინ იცის, მერამდენედ შეყვარებულდებოდა, რომ საიმედოდ მარტო ყოფილიყო. სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა ამათი მდგმური, ერთ ამბავში იყო ხოლმე, ხან ვის გადასძახებდა და ხან ვის, გზის აქეთ-იქით, ზოგს საქმისთვის თავს გაანებებინებდა, ზოგს სულელური კითხვით გააკვირვებდა, მიედ-მოედებოდა და ამგვარად უყვარდა სიცოცხლე. გამხდარი იყო, ერთი რბილი არ ჰქონდა, კაცებთანაც მარტო ტოლ-ამხანაგობდა და მაინც სოფელში აჯილღა შეარქვეს...

მოკლედ, არ იყო უქმად სოფლის შარაგზა და ორღობე, ჰაერი ერწყმოდა ყველგან ერთურთს და დაჰქონდა ამბები, მით უმეტეს, რომ ხან აქ, ხან იქ, ამორაძის ქალებიც გაივლიდნენ ხოლმე.

წინაპართაგან, სუყველასგან რაღაც-რაღაცები მაქვს წამოღებული და ნაგროვები. ბებოჩემის დედას “შუფთას”ეძახდნენ, მისივე გამოჯავრებით, რადგან უკბილობისგან ს ბგერას ვერ ამბობდა. სამაგიეროდ, თურმე, სულ ერთსა და იმავეს კითხულობდა: “შუფთაა”?.. ჰოდა, ეს მდგმური ქალი მასწავლიდა სისუფთავეს?.. ხალხს რომ ჰკითხო, სუფთებია და სულ სისუფთავეზე ლაპარაკობენ, ზოგზე იტყვიან, იმის დაგვილზე ერბო აიკრიფებაო, ზოგზე – ისეთი სუფთა საცვალი აცვია, რომ ზედ სუფრა გაიშლებაო, ზოგი პირი-პირ ალაგებს დღედაღამ, მაგრამ მადლი არ დასდევს, ზოგი ნაპირ-ყურიანად გვის, ზოგი ზეზეულად მიჰგვის კუთხეში, ზოგს გარეცხვას გადაყრა ურჩევნია – ბავშვის ჭინჭი იქნება თუ თავისი კაბა, ზოგი თავისებურად ბინძური და თავისებურად სუფთაა, ვერც ბინძურს დააბრალებ და ვერც სუფთას, ბინძურიც თავისებურად არის და სუფთაც თავისებურად, ზოგი სუფთად მოგიტანს და შიგ რა არის, არ იცი, ზოგი გარედან სუფთავდება, ზოგი შიგნიდან... წადი და იკითხე და მით უმეტეს – ეძიე. მძინარ კაცზე ამოტივტივდება ხოლმე მღვიძარი და გაგაკვირვებს... წადი და ეძიე... ეს ხელოვნებაა, რომ ცდილობს, ფორმა მისცეს და შეაფასოს ადამიანი.

14–15-ისას ბედმა არგუნა, შესწრებოდა ორ ადამიანურ კატასტროფას, ორ შემოქმედებით ტრაგედიას, რომელთა მსხვერპლთაგან არც ერთს არ ეწადა არც კატასტროფა და არც ტრაგედია, განსხვავებით ჩემგან და 14–15-ისასგან.

– მწარე პირი მაქვსო, – მოვიდა ოლა დეიდა და გამოგვიცხადა.

– ალბათ არაფერი გიჭამიაო,

– არაო, ნაღველა მაქვს ჩაქცეული ფიქრით, ე ჩემი ქმრის გადამკიდესაო, სარეცხის რეცხვაში კი ძაანა მშველის, მაგრამ სხვას არაფერს ეკარებაო, მამაჩემი კიდევ, – მე ესეთი კაცი არ გამიგიაო, ქალაჩუნაა თუ რა არიო, ქალაჩუნა კი არ არის, მაგრამ ეშმაკი რომ ჰყავს შეჩენილი, ეგ არის... ტი ნე ზნაეშო, მე კი ვიცი, მაგრამ მამაჩემმა რომ არ იცის და ხალხმა... ყველგან თავი მეეჭვება მაგისგანაო...

– იქნება მართლა დიდი გამოგონება აქვსო, – დაიცავდა დედაჩემი და უხაროდა ოლა დეიდას გულში.

118

Page 119: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– ჰოო, ქალოო, – მოყოჩაღდებოდა ოლა დეიდა, – მეც მაგითი ვნუგეშობ, თორემ წყალში გადავვარდებოდიო...

– მიიტანოს მეცნიერებათა აკადემიაშიო...

– ქართველები მომპარავენო, მოსკოვში უნდა წავიდე როგორმეო, ჩემი ამხანაგი მუშაობს ფიზიკის ინსტიტუტშიო... ადრესი არ იცის. გოჭები ვიყიდოთო, ოღონდ რუსულაო, მე დავასუქებო, მე ვიცი მაგათი მოვლაო... რა ცოდნა უნდა, რა ვი... ოთხი გოჭი რომ მაყიდინა როგორმე, დავზრდიდი, დავასუქებდი, დავაკვლევინებდი, ქალაქში გავაყიდინებდი და იმ ფულით მოსკოვში წავიდოდიო...

– ზამთარში რატოო,

– ზამთარში მოსკოვში იქნება ყველა, სამსახურებშიო...

– მაინც რას იგონებსო,

– ბომბსაო.

– ომში ხომ იყო და იქ ვერ გამოიგონაო, უფრო ადრე მორჩებოდაო...

– მამაძაღლები ყველგან არიან, ომშიც და მშვიდობაშიცო... – მოსკოვში არ მოატყუებენ, ისევ ეგა ვთქვათო...

– ჰო, მაგასაც ეგ იმედი აქვს, მაინც თავისი ჯიშისებია, აქ კიდევ, უკრადუტო, მამპარავენო, მაგანაც იცის, ქართველები რაც მამაძაღლები ვართ...

– ჰოო, რუსები ზაკონის ხალხია, პარიადკა უყვართ...

– ეგეც პარიადკიანია, საწყალი...

– ქართველებს რომ აგინებ, რაც მაგან ქონება ჩამოიტანა გერმანიიდან, ქართველმა არ მისცა იმოდენა მზითვი? ადექით და გაყიდეთ და იცხოვრეთ...

– ჰოო, სტალინს მიუწერია ჟუკოვისთვის, რიდჩენკოს მიეცით მარტოო!.. ყველამ ეგრე არ წამოიღო, ეს მაიორი იყო, არტილერისტი, ფიზიკოსი და რაც წესით ერგებოდა, ის წამოიღო, სხვისი არაფერი წამოუღია!..

– მეც მანდა ვარ, ეგ მზითვით ჩამოვიდა, სხვებმა კიდევ, აგე, ხელ-ფეხი ვერ ჩამოიტანეს, კუნძივითა გდია ჩემი დეიდაშვილის შვილი, ბუხრის წინა, ბალღები ზედ აფრინდებიან... მიდი ბერტასთან, ან კაბაჭრელაანთ მაროსთან და ისინი გაგაყიდინებენ... რადიო-პრიომნიკი გაქვთ, ზინგერის საკერავი, აკარდეონი, ხალიჩები, მაშინა გაქვთ, მარტო ვოვა და დოდო რითაც ერთობიან, ის რო გაყიდოთ, გეყოფათ...

119

Page 120: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– რა ვიცი, აბა, ქალაქში ჰპირდებიან სამსახურსა, მაშდეტალებში, ბინასაც მოგცემთო...

– ველოსიპედი აქვს, მართლა, ვოვასა, არა სვამს ბალღებს, ხელსაც არ ავლებინებს, უკან რომ დასდევენ ხოლმე. ერთი იმასა აქვს სოფელში და მეორე ბუღდანას ბიჭ ფარვიზასა...… დადიან ხოლმე ერთად, ხან გაუფუჭდებათ და აკეთებენ. ვოვამ მაგრა იცის რადიო-პრიომნიკი, ამერიკას ვიჭერო, გვაშურებს მე და ჭიჭიასა, მაგრამ არ გვასმენინებს, ატრიალებს, ატრიალებს, ბოლოს იტყვის – არაფერი არ იყოო და გამორთავს. როგორ არ იყო! თათრული სიმღერებიც იყო და არ გააჩერა...

ჭიჭიას მამა ორ სეზონს ასუქებდა თავის რუსულა ღორებს. ჩვილი ბავშვებივით დასტრიალებდა თავს, სულ რაღაცას ეალერსებოდა მშობლიურ ხახლურზე, ზნენი და უზნეობანი იცოდა მათი გოჭობიდანვე და 14–15-ისას გაანდო, რომ “ანი კაკ ლუდი”... ქოსმენებთან უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო, ნეზვებთან კი– აშიკი და დამთმობი: “კრასავიცა მოია”, “აბჟორკა მოია” მიმართავდა ისეთი წრფელი სიყვარულით, რომ შეუძლებელია, ნეზვებს არ ეგრძნოთ, ამიტომაც, საშუალოზე დაბალი ტანის კაცს, როცა საღორედ გადაკეთებულ გომურში სალაფავიანი ტაშტით შევიდოდა, ლამის იყო, შარვალს ჩააძრობდნენ ხოლმე. ამავე ტაშტში ჩაყრიდა შემდეგ ჭიჭიას მამა მათ ფაშვსა და ნაწლავებს, ბაგრატასთან ერთად გაწმენდდა და გაასისინებდა და წაიღებდნენ ქალაქში გასაყიდად. ბაგრატა ასეთი საქმეების სპეციალისტი იყო, მოქნილი, მამაძაღლი და გასულ-გამოსული...

ჭიჭიას მამა სტალინის სიკვდილმა ჯერ დააბნია, როგორც ყველა, მაგრამ მისი კრიტიკა იოლად მიიღო და გაიზიარა. სტალინმა ქართული ეროვნება დაიბრუნა, ქართველად – “კაცოდ”– იქცა, ქართველები კი რა მამაძაღლი ხალხიც იყო, არ ესწავლებოდა.

ესე იგი, ღორების ყიდვა-გაყიდვით აღებული ფულით ჭიჭიას მამა სამოსკოვოდ გაემზადა. მისწერა თავის მეგობარს, დათქვეს დრო და ზამთრის ბოლოს გაემგზავრა კიდევაც. ზამთარი ერჩია, ზამთარში ყველანი არიან მოსკოვშიო... ბავშვებს კიდევ ეგონათ, რომ რუსეთი ზამთარშია რუსეთი, ისევე, როგორც საქართველო ზაფხულშია საქართველო. ჭიჭიას მამას აზრით კი სოფელში ძალიან გრძელი ზამთარი იცოდა: “ცელიხ შესტ მესიაცევ ზძეს მალენკიჰ სიბირ”, სწერდა მეგობარს საბჭოთა კავშირის დედაქალაქში.

იმ წელს მართლაც დიდი ზამთარი იყო სოფელში, მაგრამ მაინც გავიდა.

მაინც გადნა თოვლი, ჯერ ბარში და მერე– ახლო-მახლო მთებში, რა თქმა უნდა, მარადყინულოვანი კავკასიონის გარდა. მაისისთვის უკვე მწვანე იყო ირგვლივ. მოდიოდნენ 14–15-ისა და ჭიჭია სკოლიდან და უცებ ჭიჭიამ, რომელიც პირველად პოულობდა ხოლმე ფულსაც, საერთოდ, ყველაფერს პირველი შეამჩნევდა, მამამისი დაინახა, – ბიჭო, მამაჩემი ჩამოსულა, წამო, რა! – მოლოდინით და შიშით მიუახლოვდნენ.

120

Page 121: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მამამისი უფრო დაჩიავებული, გამხდარი და ფერდაკარგული ჩანდა. მის ყბებჩაცვენილ სახეზე ფოლადშერეული კბილები მკვეთრად გამოირჩეოდა.

– ნუ კაკ, პაპა? – ჭიჭიას კითხვა მამამისს თითქოს ლახვარივით ეტაკაო.

– ტამ ტაკაია პოლიტიჩესკაია სიტუაცია...…გდე მამა?

მამამისის პასუხმა 14–15-ისა და ჭიჭია ისეთ გუნებაზე დააყენა, რომ სიამოვნებით წავიდნენ ოლა დეიდას მოსაძებნად. მონახეს, გააგებინეს, მაგრამ ჭიჭია სახლში არ გაყოლია.

საწყალი კაცია ჭიჭიას მამა. გარედან რომ ჩანს, ისე კი არ არის, საკუთარი თავისთვისაც კომიკური... ოლა დეიდა სულ გასულია და მთელი საქალო საქმე მაგის კისერზეა, დასცინიან მეზობლის ქალები. მე კი ბუნებრივად თანავუგრძნობ, რადგან მეც დედაჩემს ძალიან ვეხმარები: სახლის დაგვა და იატაკების სველი ტილოთი გაწმენდა, ბებოჩემის მოვლის გარდა, სულ ჩემი საქმეა. ძალიან მაგარი ვარ ცოცხის ხმარებაში, ისეთი ხერხები ვიცი და ილეთები! ეგ არის რომ, მაინც მერიდება უცხო თვალისა, სანამ სველი ტილოს მოსმას დავუწყებ აივანს, ჯერ გარეთ გავიხედავ, ხომ არავინ მოდის-მეთქი. ქალაჩუნურ საქმედ ითვლება და არ მინდა, ხმა გამივარდეს, ჭიჭიას მამასავით. აბრამა პაპაც კი დაცინვით უყურებს ხოლმე სიძეს, წყლიან ტილოს რომ აადგაფუნებს აივანზე – დაალპე, დაალპე, შენი ჯიში ამე-ვქენ, რა გენაღვლებაო... გამომხედავს ჭიჭიას მამა ნერვიული ღიმილით –ობო მნე, და?.. მოსკოვში ყოფნაზეც ამბობს ხოლმე ნაწყვეტ-ნაწყვეტად, მაგრამ ერთსა და იმავეს: – დოროგოი ტოტხმეტ-ხუტმეტისა, ვოტ ვიდიშ, კაკიმი ლუდი სტალი, პოსლე სტალინა, ი პოლიტიკე, იფიზიკე, ი ტვოეი პოეზიი კონეც!..

– ა ფუტბოლუ?

– ი ფუტბოლუ, ი შახმატამ, ვსეი სოვეტსკოი შკოლე... პოსნიმალი მოიხ დრუზეი, ფიზიკოვ-აკადემიკოვ ი პრიველი ნოვიხ. სკორო ევრეი პროდადუტ ვსიო ამერიკე!

ჭიჭიას მამის ბედი თუ ცხრა მთას იქით გადაწყდა, 14–15-ისას დედის საკონკურსოდ გაგზავნილი პიესების ბედი აქვე, სულ ახლოს, ქალაქში დამთავრდა. ვიღაცას ერთბაშად მოეთავებინა ორივე პიესისთვის ხელი. რეცენზია, რომელიც დაზღვეული წერილით მოვიდა, პირმოთნე ქებასაც შეიცავდა და ზრდილობიან უარსაც. ესე იგი, კარგია, მაგრამ ცუდიაო? იკითხავდა კაცი. არც 14–15-ისა და არც დედამისი არ აჰყვნენ ამ ცდუნებას. დედამისმა ქოქოლა მიაყარა რეცენზენტს, 14–15-ისამ კი შურისძიება ჩაიდო გულში. გატეხილ ღამეებს, რა თქმა უნდა, უკან არავინ მოჰგვრიდა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ისევე, როგორც არც ოცნება დაბრუნებიათ იმავ ლაღი ფრთებით. სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა კილოზე, ორივე შემოქმედმა ერთი და იგივე დაიქადნა: “ვნახოთ! “ ჭიჭიას მამა მალე “მაშდეტალში” გაიწვიეს სამუშაოდ და ქალაქში ბინას დაპირდნენ. ჭიჭია სკოლიდანაც წავიდოდა და სოფლიდანაც. 14–15-ისას დედამ ფუტკრების

121

Page 122: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მოშენებას მიჰყო ხელი. რადგან, საერთოდ, ცხოვრებაში ორ რამეს სცემდა პატივს – თაფლსა და ერბოს.

აღარ მახსოვს, ის უფრო გაგვიკვირდა, ორი პიესიდან არც ერთი რომ არ მიიღეს თუ ის, მეფუტკრეობას რომ მიჰყო ხელი დედაჩემმა, ექვს ძირამდე რომ აიყვანა, კარგად რომ უვლიდა და კვებავდა და ერთ ზამთრის პირზეც რომ კარგა ჩაუდგა საკვებურები და გაზაფულზე რომ არც ერთ სკაში არ დახვდა ფუტკარი... რამ დაანელა, ვინ უმტრო – ვერაფერი გავიგეთ.

14–15-ისა უკვე აღარ იყო 14–15-ისა, როცა მეფუტკრეობით ხელმეორედ გატაცებულმა დედამისმა, რომელსაც არ შეეძლო ისეთი საქმე არ წამოეწყო, რაც კატასტროფის ელემენტებს არ შეიცავდა, საკონსულტაციოდ სოფელში ჩამოსახლებულ გამოცდილ მეფუტკრე-მონადირე ხევსურ ყუდიასთან წაიყოლა. ყუდია არა, მაგრამ, ღმერთო ჩემო, ძახილზე გამოვიდა ყუდიას მიკედლებული, სახედაჩეხილი და პატივაყრილი, სასმელთან საუკუნოდ შეუღლებული უცნობი ხევსური, რომელიც 14–15-ისამ მილიციიდან დაიხსნა ოდესღაც და რომელმაც აღანთო მის გულში ზიზღი ძალადობის მიმართ.

“ესეც დაუკოდიათო”... გაიფიქრა იმან, ვინც, დიდი ხანია, აღარ იყო 14–15-ისა.

ყუდია ქვემო ეზოში, საფუტკრეში ყოფილიყო. ხევსური დედა-შვილს იქით გაუძღვა. გზად ქათმებისთვის შემოღობილი ადგილი უნდა გაევლოთ. ხევსურის დანახვაზე ქათმები აღეგზნენ, ეტყობა, ეს იყო იმათი პატრონი, უცხოების ხილვაზე კი აფრთხიალდენენ და ქათმური, ფრთიან-მტვრიანი სიტუაცია შექმნეს. ხევსურს არ მოეწონა ამათი დიაცური აფორიაქება, გამოწვევად მიიღო და ისე განრისხდა, რომ რაღაც ჯოხს დაავლო ხელი და მეომრული შემართებით დაატრიალა: – ჰაა, ქათმებო, თორო მავიდას თავების მჭრელ!

ჭიჭიაანთ… სახლისკენ გზიდან ხეივანივით მოკლე ორღობე უხვევდა. აქეთ-იქით, გაყოლებაზე, ორივე მხარეს, მიჯრით იდგა ჭანჭურები – კარგი არაყი გამოდიოდა და იმიტომ ედგათ და არა იმისთვის, რომ მზეზე ნავალი კაცისთვის მოეჩრდილა. უთვალავჯერ ვყოფილვარ ამ გზით ჭიჭიასთან და უთვალავჯერ შემშინებია უთვალავისა. კაცი რომ მოკვდება, უნდა თქვან, აი, შედგა ადამიანიო... ჭიჭიაანი დღე-დღეზე უნდა გადაბარგებულიყვენ. დიდ ოთახში ჭიჭიას მამა მაგიდასთან იჯდა და რაღაცას შეექცეოდა.

–მოდი, მოდი, 14–15-ისა, – ჩემდა გასაოცრად, ქართულად დამელაპარაკა, პირი დავაღე გაკვირვებულმა – ჩვენ დილას მივდივარტ, დაჯე ჩემტან, ჩამე, მინდოდა, დამელია ამ სახლზე, მაგრამ ოლა რომ დამინახავს, შეშინდეს, ჩემი ქმარი ლოტი, არა ატომშიკი. – პირველად ვიჯექი ჭიჭიას მამასთან, როგორც უფროს კაცთან. თევზი ეწყო თეფშზე, შემომთავაზა, – ჩემი ბოლო რიბალკაა, მოდი, გაუმარჯოს ამ სოფელს, ჩვენ შეგვინახა, სხვა რუსები და უკრაინელები შეინახა, ერთი სომეხიც, ხეირი რო იყოს, მეტი იქნებოდა, სოფელი როგორც სოფელი, კარგი-ცუდი, – და

122

Page 123: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გადაჰკრა ძალიან ორიგინალურად, ერთი ყლუპით. ხმაც თვითდაჯერებული ჰქონდა უფრო.

– მოდი, შენ გაგიმარჯოს 14–15-ისა, სადაც ინდივიდები იბადებიან, იქ ხალხი ხალხობს, ტო ესტ, ებრძვიან და სდევნიან ინდივიდს. არ შეშინდე. მე ჩემი ერტი კრედო მაქვს ზემოდან. ცული ერტს რომ ჰქონდეს, ყველას მოჩრის, ამიტომ ყველას უნდა ჰქონდეს ცული.

– სულ რომ არ ჰქონდეს?

– უარესი არის, მუშტები აქვს ყველას და იმას იხმარებენ, უფრო მეტს.

– თქვენ რუსი ხართ თუ უკრაინელი?

– ვარ უკრაინელი, მაგრამ ვამბობ რუსი. იაკ უმრუ, ტო პახავაიტი ნაუკრაინე მილოი. რაც მეტი უკრაინელი იტკვის, რუსი არის, უკეტესი, შეჯავრდება ტავი და შეუკვარდება უკრაინა. მოდი, გაუმარჯოს პატარა ერებს, რომლებსაც ჯერ არა აქვთ დიდი ცოდვები. ძრცოდეთ, დიდებო, განკითხვის დღის შემდეგ მცირენი დარჩებით.

– უკრაინა პატარაა?

– პატარაა, აბა, მალოროსია რატო ქვია...

ამ დროს ოლა დედამ შემოიხედა – ია სეიჩას, ოლენკა, დარაგაია, სეიჩას ვსიო, ი პამაგუ, სოლნიშკო.

– 14–15-ისა, გაუმარჯოს, ვიკოტ?

– გაუმარჯოს ადამიანებს, იკვნენ და იკვნენ, რომ გაიგონ, რა უნდატ...

– გაუმარჯოს ადამიანებს, სულ მოვიდნენ და მოვიდნენ, რომ გაიგონ საით...

– გაუმარჯოს ადამიანებს, სულ ტკუოდნენ და ტკუოდნენ, რომ იყოს მარტლები...

– გაუმარჯოს ადამიანებს, სულ იარონ, იარონ, რომ გაიგონ, არა აქვთ ფრთები...

– გაუმარჯოს ადამიანებს, სულ ჰკითხონ და ჰკითხონ, რომ წამოსცდეს როდის...

I I I

ეს მოხდა ყოველთვის და, კერძოდ, იმ დროს, რომელსაც ჩვენი ამბავი ეხება. თუმცა, ესეც ადიდებულ მდინარესთან მთვრალი კაცის ორთაბრძოლასავით იქნება. ხან იქით გადაქანდება ამბავი და ხან აქეთ. ხან ფეხებქვეშ წაუვა ქვიშა და ხან ჯიბრიანად წამოუდგება. არასახარბიელო, მაგრამ სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილი იქნება. ამბავი ქვეყნის ისეთ კუთხეს ეხება, სადაც, თუ ისე მოხდა, რომ მთვრალმა მეორე ნაპირს ვერ გააღწია, თუ დაახრჩო წყალმა, როგორც არა ერთი და ორი,

123

Page 124: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რადგან აქაური წყლები, რომელთაც ხან მდინარე ეთქმის და ხანაც ხევი, ისე თვალის დახამხამებაში ადიდდებიან ხოლმე, თუკი მათ სათავეში, ანუ ხუთიათასმეტრიან მთებში წვიმა და თოვლის ნადნობი ერთად წამოვიდა, რომ ერთი საათის წინ მშრალად გასულმა, ცოტა ხანში შეიძლება ვერც გამოაღწიო. აი, სწორედ ასეთებთან უყვართ შეჭიდება მთვრალებს, ნათესავ-მეგობრების, ჭირისა და ლხინის დაფასება რომ იციან და მასპინძლის სახლს აუცილებლად მთვრალები ტოვებენ. სანაცვლოდ, ასე დაღუპულს ისე დაიტირებს ხოლმე სოფელი, ისეთ საგმირო ლექსებს გამოუთქვამს –”ნაპირი მოსწყდა ცისაო”, რომ ჰომეროსის მუზა დაიმორცხვებს მსგავსი ჰიპერბოლის წინაშე. აქაური მუზა კი, ადვილი წარმოსადგენია, როგორ მზადყოფნაში დახვდება და მეტაფორებით როგორ ანაპერწკლდება თუ ორმა მთვრალმა, მეტისმეტი სიამაყისგან, ადიდებულ მდინარეში გამართა ორთაბრძოლა: აი, მაშინ კი, ნამდვილად ცეცხლში გამომწვარი სტრიქონები იბადება. მიწიერებას მოცილებული, როგორც ორი მნათობის შერკინება.

საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთი ერთმანეთთან ვიწრო და სახიფათო ბილიკებით იყო გადაკვანძული. 2000-3000 მეტრის სიმაღლის მთებითა და ქედებით ეს სასიცოცხლო ბილიკები ერთმანეთთან დაატარებდა სხვადასხვა კუთხის შვილებს – სამტროდაც და სამოყვროდაც. უფრო სახიფათო ბილიკებს მხედარი ცხენით არ გაივლიდა. ცხენისთვის წამოყრილ აღვირს ხელიდან არ უშვებდა და მასთან ერთად იზიარებდა ხიფათს. ამიტომაც მეგობრობდნენ, ამიტომაც ადგილზე მისული პატრონი ჯერ ცხენზე იფიქრებდა, მერე– საკუთარ თავზე. ბილიკები გადიოდა ქვიანზეც, ტყიანზეც, გადატრუსულ ქედებზეც, ზვავის ბოლოზეც, ჭალაშიც, ხევშიც, მთის ნაშალზეც და კორძიან კლდეებზეც. ერთმანეთთან მტრობას შერიგება და მოყვრობა მოსდევდა, მერე ისევ აიშლებოდნენ, კვლავ დალაგდებოდნენ და ისევ მტრობდნენ... ხან საქონელს სტაცებდნენ ერთმანეთს, ხან– ქალებს; ხან ერთ-ორს ხოცავდნენ, ხან– სოფლებს მთლიანად; ხან ერთი მომძლავრდებოდა, ხან– მეორე; გამარჯვებული ბეგარას დაადებდა დამარცხებულს. გამარჯვებულთა ბელადი, ამას გარდა, დამარცხებულ ტომს თითო ნაცრიან ტომარას დააკისრებდა კომლზე, რომ ზამთრობით გზა ემშრალებინათ თოვლიან ბილიკებზე, რომლებზეც ხშირად კაცი კაცს გვერდს ვერ აუქცევდა და რომლებზეც, გზებისაგან განსხვავებით, უსაქმოდ მავალს ვერავის ნახავდით. არავინ შესწრებია მათ გაყვანას. არავის უფიქრია, სხვაგან უნდა იყოსო, რადგან ერთადერთ და სწორ ადგილას იყვნენ ამ ბუნებაში და ისეთივე ბუნებრივნი, როგორც ჭალა ან ხევი. ყველა ახალ თაობას ბილიკები იქვე ხვდებოდა, სადაც ისინი მრავალი საუკუნის წინ იყვნენ. ამიტომაც მათ ცოცხლებივით ახსენებდნენ. თუმცა, ამ კუთხეების ისტორიისთვის ეს ბილიკები არქეოლოგიურ მასალად არ გამოდგება. სიცოცხლე ანუ სისხლი კვალს არ ტოვებს. იგი იშლება ზამთარ-ზაფხულობით... არწივი, ქორი, ძერა, სვავი და სხვა ფრინველნი თვალს არ აცილებენ ამ ბილიკებს. ამ ბილიკებზე ამაოდ დაიღვარა წმინდა ნინოს ოფლიც, რომელმაც 323 წელს იბერიის მთელი დანარჩენი სამეფო მოაქცია ქრისტიანულ რჯულზე, გარდა ფხოველებისა, კერპებისა და გაუტეხლებისა,

124

Page 125: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რომლებიც კიდევ მრავალი საუკუნის მანძილზე მხოლოდ წმინდა მუხის კარზე თუ გაშლიდნენ შუბლს და არსად სხვაგან.

წარმოისახე რუკა სოფლისა, დახაზე ქუჩები, დახატე სახლები, გზა, ორღობე, მდინარე, ტყე... გაიხსენე ადამიანები – აღარავინაა ცოცხალი და უნდა დაალაგო ჭადრაკის ფიგურებივით მკვდარ დაფაზე. ჭადრაკის ფიგურებს რომ სული ჩაუდგა, ღმერთმანი, არ იტყოდნენ უარს სოფელზე და იქ ითამაშებდნენ. საინტერესოა, როგორ გაცვლიდნენ ისინი სამარადჟამო უკვდავებას მოკვდავ, მაგრამ ცოცხალ ადამიანებზე? ჭადრაკი თამაშობს წარსულს – შუმერებისას, ეგვიპტელებისას, ბერძნებისას, რომაელებისას, ჩინეთ-ინდოეთისას... მოაქჟამამდე. ადამიანი კი ერთ სიცოცხლეს თამაშობს, ვერც წარსულს ჩაუდგამს სულს და ვერც ჭადრაკის ფიგურებს. მაგრამ ჭადრაკის ფიგურებში თუ შეასახლე წარსული სახეები და სოფლის გზაზე აამოძრავე, მაშინ ხელში აჩრდილები კი აღარ შეგრჩება, არამედ თამაში იმ წარსული სახეებით. მაშინ ცოდვად აღარ ჩაგეთვლება მსგავსი ღალატი რეალური ფაქტისადმი: რომ, სინამდვილეში, დილით კი არ წავიდა 14–15-ისა ქალაქში, მხოლოდ მესამე გაკვეთილის შემდეგ გაეთავისუფლა. მაგრამ ავტობუსი დილასთანაა დაკავშირებული, ამას გარდა, მოსწავლის ცხოვრებაც დილით იწყება – ლოგინით, ოჯახით... დილით მგზავრობამ შენ დაგაკავშირა სხვა მოგონებებთან, ეპიზოდებთან, რომლებიც შუადღისას რომ მომხდარიყო, არაბუნებრივი იქნებოდა, თანაც, იმ სამი გაკვეთილის განმავლობაში, ძალიან აღგზნებული იყავი, ერთფეროვანი და არადინამიკური არსება, ისეთი, როგორიც საერთოდ არა ხარ. მაგრამ უფრო მთავარი ისაა, შენ თუ შეგშურდა, 14–15-ისა რომ მიემგზავრებოდა, გამოწყობილი რომ იყო და ხალისიანი?..

აგე, უყურე: ის სახლები, ეხლა რომ ცივად ჩანან აქედან, ის ხიდი, სახერხი, სკოლა... ყველაფერი სავსეა დღესაც სკასავით, მაგრამ შენთვის კი ცარიელია და ცივი. სხვა დროს, ძველად, ამ ადგილიდან რომ უყურებდი მათ, როგორ ფეთქავდნენ სიცოცხლით და აზრით, შინარსს და ამბებს თავს დაჰკანკალებდნენ. როგორი მარადიული ჩანდა ყველაფერი, ცხოვრება, რომელიც თამაშდებოდა ამ სახლებში, ამ ქუჩაზე, ამ ორღობეში... ხასიათები, თვისებები, ზნე, უხილავი ძაბრით რომ ჩაღვრილიყო ადამიანებში მათ სათრევად, საწვალებლად და სატყუარად, აგე, სოფლის გადაღმა, სასაფლაოს მიწაში გრილდება. ჰაერის ტალღებს, ამ ადგილის დედის სულს, შესაძლოა, სადღაც ჰყავს შენახული ის ხმები და სახეები, მაგრამ, ცხადია, რომ დღეს ის მიზანსცენები უკვე დამწვარია.

წყევლა, რომელიც ადამს ღმერთმა ედემს გარეთ გამოაყოლა, თითქოს იმ რუკად იქცა, რომელსაც მონა ერთგულად უნდა მიჰყოლოდა, მაგრამ ადამმა და ევამ, უიმედობის გარდა, ღმერთის ნება-სურვილის გარეშე და თავიანთ უნებურად, თან წამოიყოლეს გამოუთქმელი სახე ედემის ბაღისა, რომელიც ახლა, თუმცა ეკალ-ბარდებითა და ძეძვით გავსილი ხრიოკი ბილიკებით შეიცვალა, მშვენიერების მარადიულ მოგონებად დარჩა მათშიც და მთელ მათ მოდგმაშიც, ისე, რომ მილიონი წლის შემდეგდროინდელი შთამომავლობაც კი, რასაც მოიწონებდა, ყველაფერს ედემს შეადარებდა და დაარქმევდა. მოპარული, ღმერთისაგან

125

Page 126: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

დაფარული ნადავლით განსაკუთრებით ევა იყო აღვსილი. არ გასდიოდა ტანიდან ხე ხილვად კეთილი და განცდით მშვენიერი, წყაროთა კამკამი, მშვიდი და სიამის მომგვრელი ჰაერი... მაგრამ ახლა ტიალ, ძეძვიან გზას მიუყვებოდნენ, სადაც ეკალბარდებში უფრთო, თითქოს შეუმდგარი ფრინველები დაფრთხიალობდნენ და ადამის გულს ნადირ-ცხოველების შიშით აღავსებდა, იმდენად, რომ ევას ჩაბღუჯული ხელის სიმხურვალეც, მთელი ჟრუანტელიც, რომლითაც ტანი ჰქონდა სავსე, მუხლების სისუსტეც და კიდურების ცახცახიც იმ შიშის შედეგი ეგონა. ადამს ვერ გაეგო, რა უნდა ექნა, დაბნეული იყო, არ იცოდა, სად წასულიყო, რა ელოდა. კეთილი და ბოროტიც ჯერ თვალით არ ენახა, მხოლოდ საკუთარი თავის ამარა იყო, მხოლოდ საკუთარ თავს განიცდიდა. ეს განცდა კი – ევას ხელი მის საკუთარ ხელში, მისი მხრის შეხება – ახალ, გამოუთქმელ და თითქოს სანაცვლოდ აღთქმულ ნეტრებას ჰგვრიდა. მთელი ის ხრიოკი გზა აკრძალული ნაყოფის გემო ჰქონდა პირში, როგორც ახლა – მე.

ადამიანის წარსული არის მისი ნაცხოვრები წლებისგან დაწურული მწკლარტე გემოიანი სასმელი, რომელსაც დაუთრობლად შეუძლია აგატიროს და გაგაცინოს უმიზეზოდ – სულელივით.

აქაურ სახეებს მთხრობლის კალამი ვერ მიეწევა, ისე მცირე ხანს არიან უცვლელნი, მეტაფორული ტიპებია და არა თხრობითი, ემოციებით სავსე შემოქმედებითი სულებია, წესრიგის ყალიბსა და ფორმაში ვერ გაძლებენ, აგებულება სთხოვთ, რომ გამოიხატონ. ამიტომ, ჯობია, მთხრობელმა მათზე მეტაფორით ინადიროს, და არა– ფოტო-აპარატით, აქ ისეთი სახეებია, ფოტოაპარატი ვერ იღებს.

სულ ჩემი ცრემლებითა და ბრაზით, ჩხუბითა და ნერვიულობით არის დაცული ეს ეზო და სახლ-კარი. ყოველი გოჯი და მტკაველი მიწისა, ყველა ხე და ნახარი ნერგი. ამ ეზო-კარის იქით არაფერი მეკუთვნის, მტკაველითაც რო გავცდე, უკვე სხვა სამყარო იწყება, ჭინჭარიც კი სხვაა, არა თუ ვაშლისა და მსხლის ხე. აქ ჩამომდგარი მზის შუქია ჩემი, დანარჩენი სულ ვალითა და ვახშით მაქვს აღებული. ამიტომაც, მე რომ არა ვარ აქ, აღარც მზეა და აღარც მთვარეა, აღარც თოვლია და აღარც წვიმა, ყოველნი განიყიდებიან ცივ სამყაროში და დაუთვლელ დროში, აქაურობას უჩემოდ აღარა აქვს წარსულიც, იგი იმ წამში შექმნილი სინამდვილეა მხოლოდ.

სადაა ჩემი დედის ძმა, ამ მიწაზე რომ სცემდა ფეხს, მამაცი კვიცივით?

სადაა ბებოჩემი, ამ სახლ-კარს რომ გონივრულად განაგებდა?

სადაა პაპაჩემის მადლი და შრომა?

სადაა დედაჩემი, მე რომ მპოვა ტარიგად?

სულ ჩაცუცქულია ეს მიწა, ერთხელაც კი ფრთები ვერ შემართა.

126

Page 127: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ამ სუყველაფერს რომ დავწერ, მერე უნდა გამოვნახო გზა, საშუალება, რომ ამისგან გამოვაღწიო... დასრულდება უკუსვლა პირველყოფილი წიაღისაკენ, ჩაიშლება გზა დედის საშვილოსკენ... სახლში ვიყავი მშვიდად, დედაჩემისა და ბებოჩემის გარემოში, სადაც აღარასოდეს დავბრუნდები... დაივიწყე წესი თავდამარხვისა.

სისხლითა და ჯვრით არის განწმენდილი მთელი ეს მიწა და როცა, მეცხრე საუკუნეში, ადგილი აღარ იყო მშრალი სარკინოზთაგან მთელ საქართველოში, ამ მიწის ნაგლეჯზე მხნეობდნენ ქართველნი, აქ იყო საქართველო. აქ ჩამოასვენეს არაბებისგან წამებული მეფე არჩილის წმინდა ცხედარი. აქ სიახლეს ისე იღებდნენ, როგორც ძველს და არ ღალატობენ. აქ სჯერათ, რომ სხეულის ცოდვები უმანკოა სულის ცოდვებთან. იმიტომ, რომ სხეულის ცოდვები ცხოველური წარმოშობისაა, სულისა კი – ადამიანური.

მშვენიერია ჩემი სოფლის სანახები, მაგრამ უფრო მშვენიერია მისი ხალხი – განთქმული შრომისმოყვარეობით, რის გამოც ცოტა ადრეც კი ბერდებიან, განსაკუთრებით – ქალები, მაგრამ, ამის მიუხედავად და, იქნებ, სწორედ ამის გამოც, კვლავაც საქმეში თანმიმდევრულნი, აწყობილნი და ამაყნი არიან, როგორც სამუდამოდ მომართული საათი, რომელიც პატრონმა წასვლის წინ დაქოქა და დაკიდა მტკიცედ ნაშენებ კედელზე ჩასობილ მსხვილთავიან ლურსმანზე და თვითონ კი გადაიკარგა, რომ უკან აღარ დაბრუნდეს, ვიდრე კედელზე უწყვეტ რიტმში იტიკტიკებს ეს მაცოცხლებელი საათი. გასაღები კარში დატოვა, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ სამუდამოდ წავიდა. ჯერ სახლს შეაქცია ზურგი და გაუხარდა, მერე ეზოს, ნაცნობ სანახებს, მდინარეზე გადებული ხიდი რომ გადაიარა, ფეხი გაუჩქარდა ბორკილახსნილივით და რაც უფრო მეტი სურათი რჩებოდა უკან, მით უფრო გახარებული, ტალღებივით მხტუნავი ზურგით მიდიოდა.

უკან დარჩენილი სოფელი ირგვლივ მთებშემოლაგებული, პატარა ადგილია – დიდი სახნავ-სათესებით, მდინარითა და ტყით. ტყე, ოთხივე მხრიდან ეკვრის სოფელს, ტყის ბოლოებს კი, როგორც წესი, შემოვლებული აქვს თხილნარის, პანტიანის, ტყემლიან-ასკილიან-კვრინჩხიანის აშიები, თითქოს იმისთვის, რომ ადამიანებს თხილისა და პანტის საძებნელად შორს წასვლა არ დასჭირდეთ. სოფელი პატარა კია, მაგრამ იქაც ის ხდება, რაც შეიძლება ხდებოდეს, თუნდაც ყველაზე დიდ ქალაქში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, შრომობენ, ქურდობენ და მამაძაღლობენ.

დასრულებულია სამყარო? თუ იმისთვის ნათდება ყოველწამიერ მისი ზეციური ანაბეჭდი, რომ ადამიანებმა კორექტურის აღმოსაჩენად ვიკითხოთ? რისთვის ბრწყინავს ჩვენ თვალწინ? რისთვის სჭირდება მას ადამიანი-მკითხველი და ადამიანი-შემკითხველის ცნობისმოყვარე მზერა, რომელიც მის აჩრდილად და ეპიგონად იქცა თავისდა საუბედუროდ? სამყარო არ დასრულებულა, სამყარო იწერება, ავტორს არ ადარდებს, რომ თვალს ადევნებენ ისინი, ვისთვისაც არ განუზრახავს თავისი წიგნი და ამიტომ გაუგებარია. ამიტომ არ ინახავდა ჭიჭიას მამა აბლაბუდების, ობობების, მორიელებისა და კიბორჩხალების მსგავსი ფორმულებით

127

Page 128: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გავსილ, გაკრული რუსულით ნაწერ რვეულებს, იცოდა, ვისაც უნდა ეჭვრიტა, აზრს ვერავინ ამოიკითხავდა. თავისუფალია სამყაროს ავტორი? თავისუფალია მისი ნება? გულისხმობს იგი მკითხველს? რისთვის შექმნა მან ეს გრანდიოზული წიგნი, რომელიც იმდენად თავბრუდამხვევია, ბრძნულია, ბედისწერულია, ლამაზი და მომხიბლავია, რომელიც არ არის ის, რაც ჩანს, არ არის ის, რაც წერია... სადაც ყველაფერი ზედაპირზეა, მაგრამ ნაგულისხმებია სადღაც შორთა-შორეთში.

სამყარო, რომელიც ყოველთვის არის სხვაგან, იყო აქაც, ამ ადგილას, ამ სოფელში, ამ კრამიტით დახურულ სახლში, ამ ვაშლის, მსხლის, ქლიავის ხეებით გავსილ ეზოში... რადგან სამყარო ყოველთვის იმდენია, რამდენიც რამეა, რამდენიც კრამიტია, რამდენიც ნამია, რამდენიც– მწერი... პურის ორ ნამცეცსაც კი, ცალ-ცალკე რომ გდია მაგიდაზე, თავ-თავისი სამყარო აქვთ, მათი წონაც ისევე იზომება სამყაროში და მათი მანძილიც, მათი აგებულებაც სამყაროშია და არ არსებობს არაფერი სამყაროს გარეთ.

სამყარო იდგა ამ ადგილას, ამ ეზოში და როგორც წესრიგისმოყვარე, აქაც საზღვრებით სუფევდა. საზღვარი იყო ყველა წამი და ყველა წერტილი, ღმერთის ნაკურთხი, ღვთის დანაბადები – მის მიერ ყველასთვის, ყველაფრისთვის მიკუთვნებული და დაწესებული. სამყარო, რომელიც არც საჩუქრად ჩაეთვლებოდა ვინმეს, არც წყალობად, არამედ ისეთივე მარადიულ საკუთრებად, როგორიც სამყაროა საკუთრივ თავისი... მაგრამ სამყარო, რომელიც ყოველ წამს არის, ასევე ყოველ წამს იწყება, ყოველ წამს პირველია... და როცა 8–10ისა შედიოდა თავის ეზოში, პირველი ბგერა სამყაროსი კარის გაღებით გამოიხატებოდა, ისევე, როგორც ყოველი ნაბიჯით ახალი საზღვარი გადაილახებოდა: ერთწერტილიანი სხივი უზუსტესად შემოივლიდა ღობეებს და გამოჰყოფდა სამყაროებს ერთმანეთისგან. 8–10ისას სამყარო მკაცრად განსხვავდებოდა თოთიაანთისგან, იმდენად, რომ 8–10ისას მუდამ აინტერესებდა, რა გემო ექნებოდა მათი ქლიავის ნაყოფს. 8–10ისა ფაქიზად აღიქვამდა და ემორჩილებოდა საზღვრების კანონს, წინ თითქოს სულ ის ერთწერტილიანი სხივი უძღოდა... ეზოს ხის კარი, შეხლართული წნელითა და ფიცრის ნაჭრებით, ძველი, ნაგომურალს ამძვრალი ანჯამებით მსხვილ მარგილებზე დაკიდებული, მშვიდად, უთავმოუტანლად გაიხმაურებდა, გომურის კარს გადებულ ხბორივით, როგორც ადამიანებსა აქვთ უნარი შემთხვევით სიკეთის ჩადენისა, რომელსაც საკუთარ თავში მოსაკლავად ვერ ერევიან, ვერ იმორჩილებენ და არ უყვართ, როცა სთხოვენ და ამიტომ, ჯობია, რომ მშვიდად ელოდო, რადგანაც იცი, რომ ეს რომელიღაც გამოუცნობ წვიმას მოჰყვება, წვიმას, რომელიც ხის კარივით დაალბობს მათი გულის კედლებს და ისიც სულ სხვა სილბოთი გაიღება და დაიხურება... ამიტომაც არ ღირს არც ეზოს კარზე კაკუნი, არც გულის კარზე, არც სამყაროსაზე... ეზოს კარი შიგნიდან სხვაა და გარედან – სხვა. ასევეა ღობეც და ადამიანიც: გარედან და შიგნიდან.

დროთა განმავლობაში ღობეები იცვლება და ეს ყოველთვის რაღაცასთან დაკავშირებით ხდება. ასე იცვლებიან ეპოქები, ასე უთმობს ადგილს ძველი ახალს. 8–10ისას დრო ყველაზე მძიმე იყო ღობეებისთვის და ყველაზე ცუდი ღობეებიც

128

Page 129: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მაშინა ჰქონდათ: წნელის ძველი ღობეები, მორყეულ მარგილებზე რის ვაი-ვაგლახით რომ იჭერდნენ თავს. არადა, მთელი ეზო ნათესებს ეჭირა. ყოველი გოჯი მიწისა ძვირფასი იყო, ისევე, როგორც დამღუპველი იყო თითოეული დინგი მეზობლის არათუ ღორისა, გოჭებისაც კი. ყოველი ყბა და ყოველი ნაბიჯი ორჩლიქიანებისა... 8–10ისას ეპოქა იწურებოდა, როცა დედამისმა ორი დიდი მორი მიატანინა სამხერხაოში, ერთ დღესაც გამოაცხო მხლის ხაბიძგინები, კეცის პური, გააკეთა ხაჭო-ერბო, დაკრიფა მწვანილი და დათქმულ დროს, 8–10ისასთან ერთად წავიდა სამხერხაოში, სადაც ფიციხა პაპას და კოჭლი ვასო პაპას დახმარებითა და იმედით მორების დახერხვა უნდა დაეწყოთ. 8–10ისა თავზე უნდა სდგომოდა მუშებს: გარბილები, ჩამონაჭრები, ქერქეჭელაც კი ცალკე უნდა მიეგროვებინა, ცალკე ჩამოხერხილი ფიცარი უნდა ეთვალა... მოკლედ, თავი უნდა გამოეჩინა, და ეფრემა პაპას ნათხოვარი ურმით რომ წამოიღებდნენ სახლში ფიცარს, ურმის კოფოზე თვითონ დამჯდარიყო და როსტიასა და ობოლასთვის ალერსით სახრე წაეკრ-წამოეკრა. ოო, ორღობეში რომ შეუხვევდნენ რა ამბავი დადგებოდა ბალღებში!.. აბა, გაეცათ, ბალღებო!.. 8–10ისავ, მოგვაშორე თავიდან ეს მამაძაღლები, არაფერი მოხვდეთ და საშარო არ გახდნენ, რამე რომ შეეძლოთ, დაიმალებოდნენ!.. თუმცა კი, მალე გაირკვეოდა, რომ საჭირონი იყვნენ და საქმესაც მარჯვედ უძღვებოდნენ.

მოუჯავრდებოდა კამეჩებს 8–10ისა და კვეხნა სწყუროდა, ყელში ებჯინებიდა სათქმელი და ის კი არ უწყოდა, რომ კვეხნა კი არა, თავმოწონება გამოდის, როცა შენი საქციელით კმაყოფილი ხარ და მიმატება არაფრისა გჭირდება

სოფელს XX საუკუნის, ისევე, როგორც ყველა წინა საუკუნის, ცვლილებები უფრო ადრე დაეტყო და ეს გამოიწვია არა სოფლელთა დაწინაურებულმა ხასიათმა, არამედ სოფელში ერთი, არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ უცნაური გვარის მქონე ოჯახის ჩამოსახლებამ. უნდა ითქვას, რომ სოფლის აბორიგენი მოსახლეობა ამ მიწიდან სხვა– უფრო თბილ და მტრისგან დაცარიელებულ– ადგილებზე გადასახლდა. აქ კი, მათ ნარჩენ მიწაზე, უფრო ცივი და მწირი მიწებიდან ჩამოსახლდნენ ფშავ-ხევსურები. ასე რომ, მიწის ეს ადგილი მიჩვეული იყო ზნეგანსხვავებული ტომების მიღებასა და გასტუმრებას. სოფელს ამჯერადაც ტანმა უგრძნო და მედგრად დაუხვდა უცხოთესლელებს, მაგრამ იგივე ტანი ცვლილებების აუცილებლობასაც უგრძნობდა და, ამის გამო, არაა გასაკვირი, რომ სულ მალე, თვალსა და ხელს შუა, ოღონდ, ვისი ნებით, არავინ იცის – ცისა თუ მიწისა – თითქოს ერთფეროვან უდაბნოში საოცრებასავით დამკვიდრებული ოაზისი წარმოიშვა, რომელსაც გეოგრაფიული, და არა კულტურული, შინაარსის სახელი “ამორაძეების უბანი” შეერქვა, სადაც ხუთკომლად სახლობდნენ ამორაძეების ერთ დროს უნათესაო ოჯახის განაყრები. არავინ უწყოდა ამორაძეების პირველი მეკომურის წარმოშობის ამბავი, ვინ იყო, საიდან მოვიდა ეს ხალხი, ერთნაირად კეთილგანწყობილი ყველასა და ყველაფრისადმი, და, რაც მთავარია, სოფლიდან განდევნილი ისეთი ადამიანური სისუსტეებისადმი, როგორიცაა ღვინო, გართობა, დოლი და გარმონი და ლოიალური ზნეობრივი მოთხოვნილებები. ცხადი იყო, რომ

129

Page 130: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ამორაძეები მოღალატე ცოლს ან გზასაცდენილ ქალს ვირზე უკუღმა არ შესვამდნენ. ამორაძეები წყალობის კალთას არ იშურებდნენ ისეთი კაცებისთვისაც, ვინაც ქალის სიყვარულით ატყდებოდა, მიატოვებდა მშრომელ და გამართულ ოჯახს და ბოგანოსავით თავშესაფარს ეძებდა. ძაღლიც კი სხვანაირი ჰყავდათ ამორაძეებს – ფეხნაკლული ან უცხო ჯიშისა და ძუკნას აუცილებლად “ჯეკას” არქმევდნენ. მათ სახლ-კარში მოტრიალეს ნახავდით გაწუწკებულ ძაღლსაც და გაშორებულ დედაკაცსაც. კოჭლსაც და ბრუციანსაც, ლოთსაც და რომელიმე კარგად მაცხოვრებელი ოჯახიდან ოტებულ უსაქმურსაც. მოკლედ, ალბათ ხვდებით, რომ ბუნებისთვის ეგზომ საყვარელი კონტრასტების ძალით, სოფლის სულიერ და კულტურულ არსებობასაც რაღაც ახალი დაუპირისპირდა – გაჩნდა ახალი დრამა, გაჩნდა ახალი როლები და, რაც მთავარია, გაჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ამ როლების შესრულება გიჟივით სწყუროდათ. ამორაძეებისკენ რომ ჩაუხვევდი, სხვა ჰაერი იყო, ლაღი და პერსპექტიული. როგორი მოწყენილიც არ უნდა ყოფილიყავი, კუნტრუშს დაიწყებდი, სამწუხაროდ, რუ არ იყო არსად, რომ გადამხტარიყავი ანცად.

რაც ხდება, ყველაფერი კარგია, მაგრამ ძნელია შეგუება. სოფლის მკვიდრთაც ვერ წარმოედგინათ, რომ მათ პატრიარქალურ წიაღში წარმოიშობოდა და დამკვიდრდებოდა მსუბუქი ცხოვრების ფუფუნებით მსუნთქავი ”ამორაძეების უბანი”, მაგნიტივით რომ იზიდავდა ახალგაზრდებს და იმათაც, ვინც სიცოცხლის ბოლოს ეღირსა ნანატრ თავისუფლებას. ამორაძეებმა იგრძნეს კულტურული გადატრიალების ძალა, მოედვნენ მთელ სოფელს, თუმცა, არავითარი აგრესიულობა არ გამოუმჟღავნებიათ. ”თუ ყველას ბოზობა გინდოდათ, მე რაღას მკლავდით შრომით, შინა თუ გარეთ, თქვე მამაძაღლებოო”, – უთქვამს ერთ რეტროგრადს სავახშმოდ მაგიდასთან ძლივს მოგროვებულ რძალ-შვილებ-სიძეებ-შვილიშვილებისთვის, მაგრამ ყვირილით რა საქმეს გააკეთებ, საქმეს გააკეთებ ჩურჩულით. რეტროგრადის ნახმარი უხამსი სიტყვა პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, სულ სხვაა სიძვა და სულ სხვა – პიროვნული თავისუფლება – რაც რეტროგრადებს ყველგან ერთნაირად აღიზიანებთ. ამ შემთხვევაშიც იგი თავისუფლებას ებრძოდა. განსაკუთრებით, სხვათა თავისუფლებას, ხოლო, მოფარებულში თვითონ რასაც “ითავისუფლებდა”, მისი ნება იყო.

როგორც ამორაძეებზე არაფერი იცოდა სოფელმა, ისე ამორაძეებმა იცოდნენ ყველაფერი სოფელსა და სოფლელებზე. ეს ცოდნა იმგვარ წესრიგში და სისტემაში ჰქონდათ მოყვანილი, რომ სახელმწიფო დაზვერვასაც კი შეშურდებოდა. დავუშვათ, გინდოდათ უბოროტოდ წაჭორავება მოსამართლეზე, რომელმაც ომიდან ორდენების გარდა, ცალი ფეხით კოჭლობაც ჩამოიყოლა და, რომელიც ჯერ სამხედრო კომისარიატში ამსახურეს და მერე, როგორც დაუსწრებელდამთავრებული, მოსამართლედ დანიშნეს – წაჭორავება და არა მამხილებლი საბუთების მოპოვება: ამორაძეები რაღაცას გაიცინ-გამოიცინებდნენ, მიირხევ-მოირხეოდნენ, გეგონება, ცოდნას იხმობენო და გეტყოდნენ:

130

Page 131: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– სასამართლოს შესამოწმებლად ქალაქიდან ჩამოსულებს ჯერ რაიკომის მდივანი მოუნახულებიათ და უთქვამთ , თქვენი სასამართლოს მუშაობა მოიკოჭლებს და უნდა შევამოწმოთო. იმხანად რაიკომის მდივნად ადგილობრივი კაცი მუშაობდა, ხალხის გაფუჭება არ უყვარდა და ყველას, თავის მხარისას, შეძლებისდაგვარად, იცავდა და ჩამოსულებისთვისაც, სანამ სუფრასთან დასხამდა, უთქვამს: – ეგ ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი მოსამართლე კოჭლიაო. ჯერ ფრთხილად გაუღიმიათ ამ სიტყვებზე შემმომწმებლებს, მაგრამ სუფრასთან გახსენებიათ და ძალიან გამხიარულებულან. ამაზე სხვა ეპიზოდიც უამბია რაიკომის მდივანს და სიცილით გახეთქილან: – სოფელში ერთი წვრილშვილი ქვრივი ცხოვრობდა, კარგა შეძლებული ოჯახის გვერდით. ქვრივის ეზოს დარღვეული, დაშლილი ღობე ერტყა, შეძლებულისას კი – ქვიტკირისა. ერთხელაც, შეძლებული მთვრალი შუაღამისას დაბრუნებულა სახლში და კარის დაკეტვა დავიწყნია. გამოცვენილან შეძლებულის ღორები, შეცვენილან ქვრივის ეზოში და მთელი ნათესი კარტოფილი და ჭარხალი ამოუბრუნებიათ. გამთენიისას აუტეხია ქვრივს წიოკი. შეყრილან მეზობლები, ზარალი დაუთვლიათ, მიუკითხავთ შეძლებულისთვის, იმას კი პირზე მური წაუსვია, რა ჩემი ბრალიაო, ღორების ცოდვა მე არ მეკითხებაო. რაკი მეზობლებში ვერ მორიგებულან, უჩივლია ქვრივს კოჭლ მოსამართლესთან. მოსამართლეს გულთან მიუტანია ქვრივის ამბავი, დაღონებულა ძლიერ, თვითონაც ქვრივის გაზრდილი იყო და უთქვამს შეძლებულისთვის: ზარალი უნდა აუნაზღაურო, სამასი მანეთი შენზეაო. შეძლებულს თავი დაუცავს: სამასი მანეთი რომ მაგას მივცე, მაშინ მე მაგაზე უკან უნდა დავდგეო, სადა მაქვს მე სამასი მანეთიო, ან რა ჩემი გადასახდელია, მაგას რომ ღობე არა ჰქონდესო. ღორები სულ ეგრე დადიანო, აგე, გაიხედე ფანჯრიდანო – გაუხედავთ და მართლა ღორები არ ბალახობენ სასამართლოს ეზოში !

– დარო, დარო!.. – აუტეხია მოსამართლეს ძახილი მდივანი ქალისთვის, თვალის საამოდ რომ ქანაობდა მენჯებში – რა უნდათ ღორებს სასამართლოს ეზოშიო? – სასამრთლოსი კი არა, რაიკომის ეზოდან გამოყარა იმ დღეს სოსიკო ყარაულმა სისაურიანთ ღორებიო, პასუხობდა გულში დარო და მენჯებზე ქანაობით, მეტად სამხიარულოდ ერეკებოდა ღორებს. მოსამართლე შეფიქრიანებულა: მართლაც, კაცი დღე და ღამე მუშაობს, მაგისი არც ქურდობა გაუგია ვინმეს და არც სხვა მამაძაღლობა, წელებზე ფეხს იდგამს, ხნავს, თესავს, ფრინველსა და საქონელს ყოლიობს. ამ საწყალ ქვრივს რომ ღობე ჰქონოდა, ღორები ხომ ვერ შეცვივდებოდნენ. ეს რომ გაჭირვებული არ იყოს, ხო ვიტყოდით, ახიაო, რატომ არა ღობავს ეზოსაო, ეს შეძლებული, კიდევ, კარგი კაცია, უფროს-უმცროსობა და პურმარილები იცის... მოკლედ, საიდანაც მიაწვნენ, იქიდან შეიღო მოსამართლის კარი, იგრძნო ეს ქვრივმაც და ცეცხლი მოიმატა, წამოხტა, გადაიგლიჯა გულისპირი და შეცბუნებულ მოსამართლესა და შეძლებულს თვალები დააჭყეტინა: – მაშ, ღობე უნდა ჰქონდეს ეზოს არა, ღობე!.. მაშ, მე რო საწყალი ვიყო და ნიფხავი არ მეცვას, ყველამ უნდა მამტყნას, არა?.. ეგრეა, არა, სამართალი, ეგრეა, არა!.. და დაუწყია ტირილი და მოთქმა და არც გაჩერდებოდა, მოსამართლეს რომ არ მიემართა შეძლებულისთვის – ეხლა კი ვხედავ, რომ ხუთასი მანეთი უნდა უზღოო!.. ხმის

131

Page 132: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

კილოთი, უსიტყვოდ ისიც უთქვამს, მართალია, კარგი კაცი ხარ და შენი პურმარილებიც მომაკლდება, მაგრამ, რა ვქნაო, ხო ხედავ ჩემს მდგომარეობასაო, ეხლა ასე იყოს და სხვა დროს რაიმეთი გიშეღავათებო.

ამ ეპიზოდის გარდა ამორაძეებმა ის შემთხვევაც იცოდნენ, რაც ერთხელ მოსამრთლის მოსაცდელში მოხდა: სხედან დარო მდივნის მოსაცდელში მომჩივანნი და მოსამართლესთან შესვლის რიგს ელოდებიან. რაღაცაზე დარეკა ზარი მოსამართლემ, მდივანს მიუხმო. მიქანავდა დარო დახურულ კართან, წაავლო ცალი ხელი სახელურს და მეორეს კი ცხვირ-პირზე იფარებს, თითქოს, სუნთქვას იკავებსო. ისევ დარეკა მოსამართლემ, ეტყობოდა, ნერვიულად, დარო კი დგას და ცხვირ-პირს იჭმუჭნის. აღელდნენ მომლოდინენი, არ უნდათ ანერვიულებულ მოსამართლესთან შესვლა და შეუტიეს დაროს – შადი, ქალო, რას ელოდებიო, რას ჩაგიბღუჯავს ე კარის სახელური, შადი, შაეტიეო!.. – მაიცათ-ქა, მეცემინება და შიგ ხო არ შავაცემინებო. სწორი იყო დარო, არაეთიკური იქნებოდა მისი საქციელი. ან მოსამართლეს ხომ არ ათქმევინებდა – რა იყო, ქალო, რა შიგ შამამაცემინეო! ნათქვამი კი იმიტომ გამოუვიდა ორაზროვანი, რომ ქართული ზმნაა ეგეთი ოხერი, თვითნება და ორაზროვანი, თორემ, სოფელში ყველამ იცოდა, რომ დარო პატიოსანი ქალი იყო.

ამორაძეების ცოდნის თაროები სულ სუფთა და დალაგებული იყო. ვინმეზე რომ იკითხავდი, პატრონი გადმოიღებდა ხსოვნის თაროდან მეტ-ნაკლებად სქელ საქაღალდეს და ცნობას მოგაწვდიდა. ვთქვათ, გაინტერესებდათ, ვინ ვის ჰყვარობდა ამ სოფელში: ახალბედა ქვრივი, ერთი ქალიშვილის ამარა დარჩენილი ელისო, ქმრის მოვლილი საფლავით რომ იყო სახელგაკეთილშობილებული და ბეწვისოდენა ეჭვს რომ ვერ შეიტანდი ქალიშვილზე გადაგებულ დედაში და მუდამ შავებში ჩაცმულ ლამაზ ქვრივ ქალში, ფინგანის გამგის საყვარელი იყო ამ კაცის სამსახურიდან დათხოვნის დღემდე. ვერც ამ ამბავს, ვერც საიდუმლო განშორების ბოლო ჩხუბს ვერავინ გაიგებდა, უსაქმოდ და უსახსროდ დარჩენილ ფინანსისტს, ერთ ღამესაც, თავისი ნაჩუქარი ჭიშკარი რომ არ ჩამოეხსნა და არ წაეღო. ეს ამბავი, ჭორებით გართობამოყვარულ ქალებში ასე განევრცო: რაიკომის ინსტრუქტორს, მანონს, რომელიც ასევე ჩამოშორდა ყოფილ საიდუმლო საყვარელს, ყოფილ რაიკომის მდივანს, უთქვამს: – ვაიმე, ქალო, ბერდომ რო გაიგოს და თავისი მოცემული აივნის რკინის საყრდენები მოჭრას და წაიღოს, ხო დამექცა სახლი თავზეო.

ამორაძეებმა იცოდნენ!.. სხვათა შორის, ყველა, დიდ-პატარიანად, ერთნაირ ცოდნას ფლობდა, იმდენად, რომ ათიოდე წლის გოგონას შეეძლო ბებიისთვის შეესწორებინა მისი ახალგაზრდობის დროინდელი ამბავი ან რაიმე ფაქტი შეეხსენებია:

კალატოზი ჩუმლაყელი, კახეთის სოფელ ჩუმლაყიდან კი არ იყო, აქაური იყო, ამსოფლელი და ახალგაზრდობისას უყვარდა ჩუმლაყელი ქალი, რომელიც ნიშნობის წინ მოუკვდა. გამწარებულმა ვაჟკაცმა საარაკოდ იგლოვა, ილოთა,

132

Page 133: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

იგიჟა, ციხეც მოითავა და სახელად ჩუმლაყელი დაირქვა, სახსოვრად ძველი სიყვარულისა. ამის შემდეგ ცოლ-შვილიც იყოლია, დიდხანს იკალატოზა, დაბერდა და მუდამ ჩუმლაყელად იხსენებოდა: აი, როგორ სიქველეებს განადიდებდა სოფელი ამორაძის ქალების პირით!...

... რომ ლიზა თავისი დის ქმრის სიყვარულმა დააჭლექა და მოკლა... რომ მენახირე ღრეცელა თორმეტ წლამდე წოვდა ძუძუს და შუადღისას ნახირიდან შინ მორბოდა ძუძუს მოსაწოვად და ა.შ.

მარტო ის არ იცოდნენ ამორაძის ქალებმა, რომ 8–10ისას ლუნაზი უყვარდა. შეამოწმა კიდევაც – გუბელას უფრო დაუახლოვდა, ამორაძეებსაც ესტუმრა შინ ერთი-ორჯერ: საღამო ხანს, ბუხრის წინ ისხდნენ ამორაძის ქალები, ბალღებს არ ერიდებოდნენ და კაბის კალთები ისე ჰქონდათ აკეცილი, მთელი ბარკლები უჩანდათ, ტრაკებს ითბობდნენ ცეცხლზე და რა ექნათ, შეტრიალ-შემოტრიალდებოდნენ, ერთ-ერთს აუცილებლად 8–10ისას თმებში ჰქონდა ხელი წაყოფილი და ეფერებოდა – პუშკინაო!.. ერთობოდა 8–10ისა, ლაზღანდარობდა კმაყოფილი იმით, რომ ამორაძის ქალებს მის გულში ჩახედვა არ შეძლებიათ.

სოფელში ყველას შერქმეული სახელი ჰქონდა, რომელიც ისე მკვიდრად დაიჭერდა ხოლმე ნამდვილის ადგილს, რომ, როცა კაცი მოკვდებოდა და საფლავის ქვაზე ნამდვილ სახელს დააწერდნენ, აღარც კი იცოდი, თუ ვინ იყო იმ ქვის ქვეშე მდებარე. რას აკეთებს ცხოვრებაში ახლად მოსული ადამიანი? უკვე არსებულ სახელებსა და შინაარსებს იზეპირებს, ეგ არის და ეგ, ასეთი ადამიანებისგან შედგება სოფელი. მაგრამ სად არის ამ დროს მისი შემოქმედებითი ნიჭი, რასა იქმს, ნუთუ დადუმებული და უაზროა? ნურას უკაცრავად! ადამიანი ყველაფერში გაურევს თამაშს და, დედამიწას, რომელიც ან თიხნარია, ან ქვიშნარი ან სხვა ათასნაირი, ფიცარნაგად აქცევს, სადაც სამარადჟამოდ მიკუთვნებულ როლებს თამაშობენ შერქმეული სახელები: ნამდვილები, ამ დროს, გამოსასვლელი ტანსაცმელივით ნესტსა და ჩრჩილს ელოლიავებიან. ასე რომ, სახელის შერქმევა სოფელში ადამიანის მეორედ დაბადების მაუწყებელი იყო. ამორაძის ქალთაგან არავის ჰქონდა შერქმეული სახელი, გარდა ერთისა, შნოიანისა, რომელსაც ეს ეპითეტი მეტსახელადაც შერჩებოდა, რომ არა მისივე მეტიჩრობა: ყველამ იცის, რა მშვენიერია მთვარიან ღამით სიმინდის რჩევა. ირგვლივ სითბოა და სიმყუდროვე, მარტო მშვიდობიანი ხალხი – ქალები და ბავშვები ჩანან და სად იქნება 8–10ისაც, თუ არა მათ შორის, იქ, სადაც სითბოა, ჭორაობა მიდის უბოროტო და ცეცხლზე სიმინდი იხარშება. ერთხელაც მჯდარა თურმე გემრიელად შნოიანი ნინა სიმინდის რჩევაში და მოულოდნელად გავარდნია უკნიდან, ბოდიში და... საკუთარსახელიანი, რა თქმა უნდა, ხმიანი და სხვაც რამიანი კუილი და, როგორც არტისტულ ადამიანს, ამჯერადაც უოხუნჯია – ტუჩებით გავაპრუწუნეო და თან მიუბაძნია კუილისნაირისთვის ლამაზი ტუჩებით. ნამუსისა და სირცხვილის შენახვა სჩვეოდათ ამ სოფლის ქალებს – რაკი ყველას სირცხვილ-ნამუსი ისედაც ბეწვზე ჰკიდია და შესაძლოა, შნოიან ნინასაც ეს სახელი შერჩენოდა (თუმცა, რომელი ერთი არაა შნოიანი ამორაძეების ქალებში), მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ “მკუანა

133

Page 134: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ნინა” შეერქვა და ცხოვრებამაც დაადასტურა ახალი სახელის სიზუსტე და გამძლეობა, რამეთუ, ამ დღის მერეც დიდხანს იცოცხლა და დიდხანს აკუა ყოფილმა შნოიანმა, რომელმაც ერთი სისულელით საუკუნო სახელი მოიპოვა.

14–15-ისას დროს ყაჩაღობა სოფელში და მის გარშემო ტყეებში უკვე მოლეული იყო, რადგან აღარ იყო ის მთავარი საბაბი, რის გამოც 8–10ისას დროს ტყეში გარბოდნენ და რაც ასე ზუტად არის გადმოცემული ერთ-ერთი ცნობილი ყაჩაღის ავტობალადაში:

“მე ჭიჭოშვილი გოგია, სოფელ ლიშოში მდგარია, ორმოცდაერთში დაგვეცა გერმანელების ჯარია, პარტიას არ დავეხმარე, ტყეს შავაფარე თავია... ილტოვ, ცრემლებით ნადენო, საითკე მიგეჩქარია, ბარი თუმც ლამაზი არი, მთები ხომ ჩვენი მხარეა, აქ სანადიროდ მოვსულვარ, რად მალე გამეყარეა...”

ამათთვის ხომ ყველაფერი სატრფო და დედაა. მილიციით დამფრთხალ ყაჩაღს სადმე გადაღმა ტყეში თუ დაუღამდებოდა, სანამ ქარს ამოიღებდა მუხლებიდან და გულს დაიმშვიდებდა, უპირველესად იმ ადგილის დედას შეევედრებოდა: “ ემ ადგილის დედავ, შენ გებარებოდე, შამინახე შენის მადლით და დავლათითაო.”

8–10ისას საკუთარი თვალითა ჰყავდა ნანახი ორი მოკლული ყაჩაღი. სამუდამოდ ჩარჩა მის მეხსიერებაში მკვდარი ჭიჭოშვილის გარეგნობა, როცა სურათს უღებდნენ მილიციის ეზოში და ის და სხვა ბალღები ღობის ჭუჭრუტანიდან იყურებოდნენ: მკერდზე ჯვარედინად შემორტყმული პატრონტაშები, წელზეც პატრონტაში, ნაგანი და მაუზერი, ბერდენკა, ლეკური ხანჯალი, თითბრით დაზიკული ხმალი... ყველაფერამიანად თავის ნაბადზე დააწვინეს და ისე გადაუღეს სურათი – წინდებში ჩატანებული შარვალი, არნახული ხელოვნებით ამოსხმული ქალამნები, რომლის მსგავსიც 8–10ისას არსად ენახა – არც სოფელში და არც ბაზარში, არც აქაურებზე და არც კახელებზე. ტყის კატასავით მოუხელთებელი იყოო, ამბობდნენ და ახლა კი იწვა დაკაფული, უწამლოდ, უქალისცრემლოდ, სანთლისფერ შუბლზე ჩამოყრილი ლამაზი თმებით. 8–10ისამ შეამჩნია, რომ მილიციელებმაცკი პატივისცემით გადმოასვენეს – ცხრა წლის ნაყაჩაღარი იყო, მილიციისა და ხელისუფლების აბუჩად ამგდები და ღირსების შემლახავი. მაგრამ ვერ აკადრეს დაკნინება, ხალხსაც ვერ დაუშალეს ტირილი. იცოდნენ, რომ ღალატით ჰყავდათ მოკლული, იცოდნენ, რომ სხვაფრივ ვერ აჯობებდნენ. იცოდნენ, რომ საყვარლის გაცემული იყო და ებრალებოდათ. სამაგიეროდ, ის მეორე ყაჩაღი? როგორი ზიზღით გადმოაგდეს მანქანიდან! ხალხში ისეთებიც კი ერია, ვისაც მიფურთხება უნდოდა მისი გვამისთვის. 8–10ისას მილიციის “კანუშნის “ ეზოში ღორების ამოთხრილი ადამიანის მკლავებიც კი უნახავს. 14–15-ისას დროს ერთი-ორი თუ ვინმე გავარდა ყაჩაღად, ისიც– ან გაჭირვების, ან ქალის სიყვარულის გამო. ასეთებისგან შედგებოდა ხოლმე ჯგუფი, რომელსაც “ბანდიტების ხროვას” ეძახდნენ და, მათზე ნადირობაც არცთუ ისე ძნელი საქმე იყო, რადგან შინსახკომს დამსმენები ყოველი ბუჩქის უკან ესხდა. ასე იოლად მოინადირეს სულ ბოლო ყაჩაღიც, რომელთანაც ახლობლები მიაგზავნეს ვითომ შემოსარიგებლად. – გენდობით, მაგრამ ჩვევისთვის

134

Page 135: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მაინც გაგჩხრიკავთო, ეთქვა იმ უბედურს და ის არ მოჰგონებია, რომ ერთ-ერთ ახლობელს საწვიმრის კაპიუშონში ექნებოდა ნაგანი ჩამალული და გადაჰყოლია კიდევაც ამ შეცდომას.

ბებოჩემის დეიდაშვილის შვილი, ომიდან ხელფეხჩამოცლილი რომ ჩამოიტანეს და ტოტებჩამოჭრილი კუნძივით რომ ეგდო ბუხრის წინ და ბალღები ზედ ახტებოდნენ, კალთებშემომწვარი წერილის ფურცელივით იყო. გადარჩენილი წინადადებების ნაწყვეტებით– აზრს რომ ვერ იგებ და მაინც რომ ვერ იმეტებ გადასაგდებად...

თვითონ ბებოჩემის დეიდაშვილი წელიწადში ერთხელ მაინც უთუოდ ჩამოდიოდა სოფლის სამხედრო კომისარიატში, შვილის ამბებზე და ჩვენც მოგვინახულებდა ხოლმე. იმას ბებოჩემი ეცოდებოდა, ბებოჩემს – ის. ბაწარა ერქვა, უცნაური სახელი, ყანის მომკელი იყო თურმე, სანამ შეეძლო. მსხვილ მაჯებზე ნართით ნაქსოვი სამაჯურები ეხვია, ნართისავე ზონრებით შეკრული. წინათ ოფლს იწმენდდა იმ სამაჯურებით , ეხლა კიდევ მაჯებს ითბობდა.

ვისაც უკიდეგანოდ გადაჭიმულ ყანასთან მომკელების ბრძოლა უნახავს – ვინღაა ახლა ასეთი – დამემოწმება, რომ უფრო წარმტაცი სანახაობა წარმოუდგენელია. არც მაკედონელის სისხლიანი ბრძოლები, არც გლადიატორების უხამსი შერკინებები, არც სპორტის დღევანდელი სახეობები ყანის მკასთან მოსატანი არ არის.

მაგრამ რა!.. არც შრომა დარჩა მისგან შთამომავლობას, არც მარილის კოჟრებით სავსე ტაფასავით ხელები, არც დახუთული წელ-მუხლი... დარჩა მარტო ის ანეგდოტური ამბავი, რის გამოც “ბაწარა” შეერქვა: ხუთ გოგოს მოყოლებული ბიჭი იყო, ნანატრი. დედ-მამა, დაც–ხუთივე–თავს დაჰკანკალებდა, მაგრამ კინაღამ დაღუპეს გართობისთვის მუდმივად თვალგაქცეულმა გოგოებმა: ერთხელაც, სათოხნში წასასვლელად გამზადებულმა დედამ დაიბარა მკაცრად – ე ბალღს მიხედეთ, არ ჩააფსმევინოთ შარვალში, თორემ მოვალ და სინსილას გაგიქრობთო!.. გოგოებს ბიჭისგან პირობა რომ ვერ მიუღიათ, უფიქრიათ, მოდი, ჭუჭუაზე ბაწარი დავახვიოთო. კიდევ კარგი, მეზობლის ქალი მოსულა ქვაბისთვის და გალურჯებული ბიჭი ბორკილებისაგან გაუთავისუფლებია. ამის შემდეგ შეერქვა “ბაწარა” და ნათლობის სახელი რომ დაგეძახა, შეიძლება არც მოეხედა. მეზობლის ქალი დიდად აფასებდა თავის როლს და სიკვდილამდე ამაყად იმეორებდა: – კიდევ კარგი, ქვაბისთვინ მივედიო...

ბაწარას მთელი ნაშრომ-ნაცხოვრები მისსავე სიცოცხლეში გაღეჭა და მოინელა დრომ. დარჩა იგი ამ ერთ ანეგდოტში, დარჩა კარიკატურად.

კარიკატურებად იმახსოვრებს სოფელი ადამიანს: ზოგისა ნათქვამი რჩება, ზოგისა–საქციელი... ვინც კარიკატურად არ ივარგებს, სოფელი იმას ვერ იმახსოვრებს. ვერ იმახსოვრებს მთელი დღე მშრომელს, მზის ქვეშე ოფლის მღვრელს, თოხნაში, მკაში, თიბვაში დაუღლელს... ვერ იმახსოვრებს სათნოს, საჩინოს, გონიერს, წესიერს, დინჯსა და ზომიერს, უხინჯოს, უკვანჭოს, უგონჯოს, უსმელს, უთქმელს,

135

Page 136: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

უქნელს, უვარგისს – ვერ იმახსოვრებს... იმახსოვრებს ბრუციანს, კუზიანს, გიჟს, ბოზს, ექვსთითას, ტაშფანდურასა და ტაშკუილას... ასეთები ინახავენ სოფელს და სოფელიც მათ ხსოვნას არ კარგავს. ამათი სიტყვა, ამათი საქციელი, ამათი სისულელე, ამათი სიგიჟე – არ ავიწყდება.

ასევე ინახავს კაცობრიობას ხელოვნებაც – ნათქვამებით, კარიკატურებით. თუმცა, მასაც ისეთივე არასრულფასოვანი ხალხი ემსახურება. და მაინც, ვისაც ხელოვნება არ წყალობს, ის არცაა ფასეული და მეორე სიცოცხლეც არ უწერია.

მით უმეტეს, რომ სოფელი მშვენივრად იყო მორგებული ტანჯვის ფილოსოფიას, ანუ შეგუებული იყო და სამართლიანად მიაჩნდა, რომ ტანჯვით, სისხლით და ოფლით უნდა მოეპოვებინა პური და არსებობაც.

“ცოდვის შვილი ხარ, დამნაშავე ხარ, უნდა გამოისყიდო შენი ცოდვები, უნდა ეწამო, ივაგლახო და ვალმოხდილმა დაიკრიფო გულზე ხელები. რაც უფრო ცუდად ხარ, უკეთესია.” აი, ქვაკუთხედი ცნობიერებისა, რომელიც დაბადების წიგნის პირველივე ფურცლებიდან გვეუწყება და სისხლით გადმოეცემა თაობებს დღემდე. ჯვრის ატანაც ამ კვრცხლბეკზე უნდათ, სადაც არასოდეს დააწერენ “გიხაროდეთ”.

ეგრე გოგლაც აუყირავდებოდა ხოლმე პლატონს. პლატონი მისთვის ისეთივე გადატვირთული იყო, როგორც ვარსკვლავიანი ზეცა და ამის გამო გაუგებარი.

ყველა საკუთარი თავის კარიკატურას ატარებს, იმით წარდგება საზოგადოების წინაშე და იმით გამოიცნობა. თუ ვინმე ეცდება, სადღაც ღრმა სარდაფში მის დამწყვდევას, დამალვას და ბორკილის დადებას, ის, ათასწლეულიც რომ გავიდეს, ერთხელ მაინც გამოვა სამზეოზე, ასე რომ: ნუ ეცდები შენი კარიკატურის გაქრობას და შეიცან თავი შენი მის საიდუმლო ამოოხვრაში. პლატონი, ყველაზე შეუბღალავი რეპუტაციის კაცი მთელ ისტორიაში!.. ნუთუ ისიც მალავდა თავის კარიკატურას, რათა მრავალი საუკუნის შემდეგ, ამ ორღობეში გოგლას სახით გამოგვცხადებოდა.

სხვებს, გოგლას მეზობელ-ახლობლებს პოლიტიკურზე იჭერდნენ ან ასახლებდნენ, გოგლა კი გაფლანგვაზე დაიჭირეს და რუსეთში მოახდევინეს სასჯელი. გამოცვლილი დაბრუნდა, გაეყარა ცოლს, მიუგდო ერთი პატარა შუშაბანდი და რუსი ცოლი მოიყვანა, საავადმყოფოს ექთანი. მშვიდად გრძნობდა თავს, რუსი ცოლი იცავდა თითქოს, თან გიჟივით მშრომელი ქალი იყო, ეუბნებოდა გოგლას, ტი ტოლკო სიძიო... გოგლაც იჯდა. თუნდაც ამ წუთში: ორფუთიანი გირებით ვარჯიშს მორჩენილიყო, წყალი გადაესხა სუფთა, უბეწვო თავზე და ტანზე და იჯდა ნებისად და უყურებდა ცოლს, რომელიც ამ დროს ყოველთვის ბოსტანში საქმობდა გამრჯედ და შნოიანად, რადგან ეჩვენებოდა, ქმარი მადევნებს ინტერესით თვალსაო. დაეკრიფა ნადიას ნივრის ყლერწები და მიჰქონდა გასასუფთავებლად: – ეხლა გადააძრობს კანს ამ მშვენიერ ყლერწებს, მდუღარეში მოთუთქავს და ჩაამწნილებს. – ასე ფიქრობდა გოგლა და ასეც მოხდებოდა უთუოდ. ამიტომაც, როცა ცოლი მიწას ებრძოდა ქმრის მოსაწონებლად, ის, საზღაურად, გირებით ვარჯიშობდა, ან იჯდა ხოლმე აივანზე და ცის წიგნს უაზროდ მისჩერებოდა. კაცი იფიქრებდა, ღრმა

136

Page 137: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ფიქრებშია წასულიო, ცოლიც ასევე, კვლავინდებურად, ტყუილად იფიქრებდა, მე მიყურებსო, სინამდვილეში გოგლას თავის უაზრობაში ეძინა ღრმად, გაურკვეველი ოცნებებით და დაღლილი მზერით ცას მიჩერებულს: ყველა როდი ოცნებობს ბუხრის წინ და ყველა როდი ხატავს ჩხირით ნაცარში. ის დრო წავიდა!.. გოგლა მაღალი ცაცხვების მსხვილ ვარჯებში გამოჭრილ ცასაც უყურებდა და ღობის იქით მეზობლის ჯანიანი ბიჭის საქმიანობასაც. ერთხელაც გააყოლა აივანზე ამოსულმა ნადიამ ქმრის სევდიან მზერას თვალის ისარი და მეფურნიანთ ბიჭს მოახვედრა. იდგა ბიჭი თივადადებულ ურემზე და ცლიდა, წელსზევით შიშველი. კარგი სანახავი იყო, ნამდვილად ახალგაზრდა ვაჟკაცი ეთქმოდა. ვერაფერი განსაჯა ნადიამ, თუმცა, ღორის დასაკლავად რომ მიიხმარა გოგლამ და პურმარილი გაუშალა და შეზარხოშებული რომ ბიჭს წარამარა გულში იკრავდა და ვითომც მთვრალის უფლებით ტუჩებზეც რომ აღუბეჭდა ხანგრძლივი კოცნა, გამოსწია ნადიამ ქმარი, ბიჭს მოაცილა, შეეცოდა დაბნეული ყრმა და რაღაც ეცნო მის გრძნობაში... მარტო გოგლას სახე დარჩა მისთვის სამახსოვრო: თვალანთებული, ბედნიერი და უსასრულობას უიმედოდ შეჭიდებული გოგლასი.

– აი, რა არის მშვენიერება, რომ ამბობენ, ძნელიაო: მშვენიერებაა ის, რაც უკვე არის შემდგარი!.. ამ დედაკაცისთვის ეს ნივრის ყლერწები მშვენიერები იქნებიან მას მერე, რაც დამდუღრავს, დაამჟავებს და მწნილად მოიტანს ვახშამზე და კითხვით მომაჩერდება – ხომ მშვენიერიაო?.. – იფ, იფ, მშვენიერიაო, ვეტყვი მეც, მაგრამ სინამდვილეში განა ეს არის ყლერწის მშვენიერება? წელიწადის ამ დროს მთელ ეზოში ყლერწი არის ერთადერთი შემართული და ამაყი არსება, გრძნობას რომ გიტკბობს. მე მინახავს მზე, მასზე ჩამოყრდნობილი, მინახავს ნისლი, მასზე ჩამოდებული. ორივე ერთნაირად უხდებოდა და მიფიქრია – რა მშვენიერია!.. განა ოქრო არის რამე, ადამიანის აღქმის გარეშე? – არა, რა თქმა უნდა! მაშასადამე, მშვენიერების აღქმა ადამიანშია და მშვენიერია ის, რაც ადამიანს ახარებს... ჰე-ჰე-ჰე-ჰე... სხვათაშორის, მე ისიც ვიცი, რომ ციცხვისა და ქოთნის მშვენიერებაზე მსჯელობისას, იმ ქოთანში მხალი კი არ იხარშებოდა, როგორც ითარგმნა, არამედ ნივრის ყლერწები...

ეგრე გოგლაც აუყირავდებოდა ხოლმე პლატონს...

რადგან, ადამიანი თუ ვერ აფასებს თავის თავში კარიკატურას, კარიკატურას არ ავიწყდება თავისი თავი და სადმე, როდესმე, აუცილებლად ხორცს შეისხამს და კუთვნილ სივრცეს დაიკავებს.

საკუთარი თავის მზეთუნახავებიც არსებობენ, არავის დასტური რომ არ სჭირდებათ – არც ცის და არც მიწის, არც კაცის და არც ქალის და არცგრძელ სკამზე ჩამორიგებული მოხუცებისა... თავის თავის მზეთუნახავები არიან და ეს სრულყოფილი საბუთია მათთვის.

ასეთი იყო ზაქიას ცოლიც. დაბალი, გოდორივით უწელ-უმენჯო, რედიკულს რომ დაიჭერდა ხელში, მიწაზე მისთრევდა. მაგრამ თავის თავის მზეთუნახავი იყო და ამ

137

Page 138: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რწმენას ვერაფერი წაჰგლეჯდა, როგორც აჯილღა ცხენიც ვერ გააგდებინებდა ხელიდან ღვინიან ჭიქას იმის ქმარს.

– რომელი ზაქიასი?

– აი, ჩაყინული რომ ამოაძრეს მთვრალი, სახლამდე ათიოდ მეტრში. თოვლში რომ ეგდო და ორხიდიანმა მანქანამ რომ გადაიარა მასზე, მერეღა რომ მოვიდა აზრზე ხალხით გატენილ მანქანის კაბინაში ერთ-ერთი ნაკლებმთვრალთაგანი და იყვირა – ბიჭო, მგონი, კაცს გადავუარეთო... მაგრამ არაფერი. ზაქია ისევ ისე ზომიერად სუნთქავდა, მხოლოდ მარჯვენა ხელის ნეკი დაუზიანდა და დაჰქონდა მერე გაშვერილი.

– ჰო, ამ ზაქიას ცოლი იყო. სულ მუდამ მზეთუნახაობდა. წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია ასეთი რამ სოფლის პირობებში, სადაც ყველაფერი ებრძვის ქალის ტანსა და ხელ-ფეხს, ტუჩ-პომადასა და ფერსაცხებელს... მაგრამ ზაქიას ცოლი მაინც ახერხებდა მზეთუნახაობას. საქმემ მოითმინოსო, ფიქრობდა, დასაგველმა და გასარეცხმაო, გასათოხნმა და გასამარგლმაო – ცოტ-ცოტას ცუცუნებდა სახლში თუ ბოსტანში და თავისი უებრობაც, ბაირაღივით სულ თავსზემოთ ეპყრა, განსაკუთრებით, მაღაზიაში რომ წავიდოდა ხოლმე, თავისი წითელ-ყვითელი რედიკულის ქანებით.

ზაქია კავშირგაბმულობის მუშაკი იყო, სატელეფონო ხაზებს გასდევდ-გამოსდევდა მეზობელ რაიონამდე და ქალიც იქ გაიცნო, ფოსტაში, საქმიანობის ჟამს: – ალო, ქალაქი, ქალაქი!.. გამოუშვი, რა, თერჯოლა!.. მორიგე, რომელი ხარ, მარინა ხარ? გამოუშვი, რა, შამჭამა ხალხმა...

და ეჯდა ზაქიაც იმ წუთებში სატრფოს გვერდით და ტკბებოდა, თვალს აყოლებდა იმის დალალებს და ნეტარებდა.

ხომ მოგეხსენებათ, რომ სოფელში ადამიანს სულ შია. გამონაკლისი არც ზაქია იყო და ცოლს რომ მიმართავდა დამნაშავესავით – ქალო, რა ვჭამოო? – შკაფში არიო... მოისმენდა ასეთს რაიმეს.

სამაგიეროდ, ერთ ნახვად ღირდა ორსართულიანი სახლის აივნიდან ვინმეს ძახილზე გადმომდგარ-გადმოფენილი და გადმოშლილი ვიდრე მოძახურამდე – მზეთუნახავი.

სამწუხაროა, მაგრამ, ადამიანი თავის უზნეობას არაფერზე გაცვლის.

ზოგი რამ და ზოგი ვინმე ჰიპერბოლისკენ მიიზიდება: ხსოვნა ცდილობს, იქცეს სინამდვილედ. სინამდვილე ფოტოდ იქცევა. ზაქიაზე ამბობდნენ, ისეთი სახე აქვს, რომ ფოტო ვერ იღებსო. სოფლის მეხსიერებას კი შემორჩა სახედ, რომელსაც ორხიდიანმა მანქანამ გადაუარა და ვერაფერი დააკლო, იმიტომ, რომ აბდაუბდად ეგდო ჩამოწყვეტილი მავთულივით.

138

Page 139: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

აი, ეს ხმელ-ხმელი, ახმახი ხევსური ბეწინა – მოკლე ხნის წინ მიუვალი მთებიდან ჩამოსახლდა სოფელში და 14–15-ისას მეზობლად პეტრე კუტის საბძელი იყიდა, რითაც ყველა გააკვირვა, აქ როგორ უნდა იცხოვროსო, მაგრამ, ის კი არ იცოდნენ, რომ ხევსურისთვის ის საბძელი სასახლე იყო, მით უფრო რომ, ბეწინა, ამავე დროს, საიდუმლო მოსამართლეც იყო თავისი ტომის ხალხისა და იმ საბძელშიც ბევრი ნაბიჯის გაკეთება შეიძლებოდა, წინ და უკან, ხელების ზურგქვემოთ შემოლაგებით... მის დანახვაზე 14–15-ისას გული სიამაყით ევსებოდა, რადგან, მისი წყალობით, მუდამ ერთი და იგივე სახე წარმოუდგებოდა ხოლმე და ბედნიერი იყო იმ სახის ხილვით. იყო ბეწინა მაღალი, გამხდარი, ცხვირიდან მარცხენა ლოყაზე გადაკიდული ნაიარევით, თითქოს ეს კავკასიონის ქედივით აწვდილი ცხვირის კეხი კიდევ რაღაცით შეიძლება დამშვენებულიყო, გარდა გაუპარსავ, ჩაცვენილ პირ-ყბაზე ყურებს იქით გაცდენილ ულვაშისა, რომელსაც ბეწინა ღამ-ღამობით აიკრავდა ხოლმე მიტკლის კარგა გაზინზნლული წვერსაკრავითა. ტანზე ძველი შინელი ეცვა, ხევსურული ტალავერი კი კედელზე ეკიდა, წელზე სალდათური ქამარი ერტყა, თოფ-იარაღი და ჯაჭვ-მუზარადი კი საწოლქვეშ, მიწაში ემარხა და მუდამ ღირსებით ივსებოდა, როცა მათი უხილავი მოწმეობით, მომჩივან-მოპასუხეთათვის ზეპირ ანდრეზებს წარმოსთქვამდა შესაგონებლად და საგულისხმოდ. ხოლო, როცა გზაზე მიდიოდა სახერხისკენ დინჯი ნაბიჯით, გეგონებოდა, მუხლის გასამართად ეტლიდან ჩამოსული გრაფიაო... აი, ასეთი იყო ხევსური ბეწინა და, რა გასაკვირია, რომ საიდანაც არ უნდა დაელანდა 14–15-ისას, იმდენს იზამდა, რომ წინ დაუხვდებოდა ერთადერთი სიტყვისთვის: – გამარჯვებათ, ძია ბეწინ!.. რაზეც ღირსეული არისტოკრატი დინჯად მიუგებდა: – გაგიმარჯვასთ!.. – და ტკბილად შეინახავდა ამ შეხვედრას 14–15-ისაც. იმ ხანებში ის “დონ კიხოტს” კითხულობდა და რა ბედნიერებაა, თან კითხულობდე და თან ხედავდე, რასაც კითხულობ. ბეწინას ხშირად აკითხავდნენ ბარად ჩამოსული ხევსურები, როგორც რჯულ-სამართლის გამო, ისევე მილიციაში მოხვედრილი თავისიანისთვის. მილიციაში კი ხშირად უწევდათ ღამის გათევა გულუბრყვილო და ფიცხ ვოჟებს...

ბეწინა, ღირსების მიუხედავად, არ თაკილობდა, რომ ბარის ან თოხის ტარში საფასურად მანეთი აეღო. ასე სოფელში არავინ იქცეოდა და ერთხელ, შესამოწმებლად, 14–15-ისამ მართლაც მიუტანა ბეწინას ბარის პირი: ტარი გამიკეთეო... ბეწინამაც დრო დაუთქვა კარგი ოქრომჭედელივით.

ხევსურებს შიგადაშიგ ესმით ყურში, ამიტომ გასძახებენ ხოლმე ერთმანეთს – მაგდისა?.. მივიდა 14–15-ისა, როგორც დაიბარა ბეწინამ, ეძახა ეზოდან, ეძახა უფრო ახლოდანაც და მიადგა საბძლის კარს და მოჰკრა კიდევაც ყური, რასაც იქ მყოფთაგან არც ერთი არ გაუმხელდა.

– აფიციანტების სამასხროდ გაუხდია თავი მა უტ-უმეცარსა, შასულა ტალავრიანი, ტანზეით აბჯარახდილი, არაყ დამისხითაო!.. არაყს ფული უნდაო, ამას კიდე შტოლისთვი დაუკრავ ხელი –მესამე დღეა, კაც არ მამიკლავო!.. ასტეხიათ სიცილი მა გაოხრებულებსა, განა ხევსურეთია აქაო, აქ ჩექმებით დადის ხალხიო, მილიციაა აქაო, კაცს ვინ მოგაკვლევინებსო... ღაჯიას ხო ვერ დამიშლიანო და გაწეულა ესეცა

139

Page 140: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და დაჰხვევია ბუზივით ხალხი... ავაჰმე, ჩემო დავითფერულოო... უძახნია კი, სანამ შასძლებია.

ბეწინას საბძლიდან ხუთი-ექვსი კაცის საბერვლისებრი სუნთქვის ხმა გამოდიოდა. – ტყეში უნდა გავილალათ, სხვა გზა არ არის, ჩვენს რჯულზე აქ არვინ დაგვაყენებს... – ჯერ რაც მისახედია, იმას მივხედოთ, ქადილი მემრ იყოს, ი ბალღს რო ვუშველთ! – დაასრულა საუბარი ბეწინამ და სტუმრები დაბალ, ცარიელ ტაბლასთან მიიწვია, რომელზეც, ალბათ რაღაც შელოცვის ძალით მალე არაყი და პურ-სატანი გაჩნდებოდა.

გამობრუნდა 14–15-ისა უბრად, გაამწარა ამ ამბავმა, გულმა უგრძნო, ვისზეც იყო ლაპარაკი და ქართულის მასწავლებლის ძმასთან გაქანდა, რომ იმისთვის გამოეხსნევინებინა ხევსური. ხევსურის თავგადასავალი, ეტყობა, წინა ღამისა იყო, ჩხუბი იყო, ეტყობა, მარტო: არავინ დაჭრილა. ეს კარგი ნიშანი იყო და მიქროდა 14–15-ისაც გულიმედიანად.

ბეწინას საბძელში უკვე ვაჟკაცური ხმების ტევა აღარ იყო, როცა 14–15-ისამ ცხვირპირდაჟეჟილი, მაგრამ ნირწაუხდენელი სტუმარი მიიყვანა. დაძახება და კარზე დაბრახუნება არ იკადრა სტუმარმა, შიგნიდან გულის ამგზნები ხმები მოისმოდა, ფეხი და მჯიღი ერთად დაჰკრა კარს და ისე შეალაჯა შიგ, რომ მეგზური არც გახსენებია. გრძნობდა საბძლის წინ მდგარი 14–15-ისა, საიქიოდან მოსულივით რომ შეიცხადეს სტუმარი, გადაეხვივნენ და გადაკოცნეს და, ვიდრე ის თავისი ვაჟკაცობისას მოუყვებოდა, შეაგულიანეს: ბევრ მახე გაგიკილავის, ბევრსაც გახკილავ კიდეცა...

დარჩა 14–15-ისას გმირობა ობლად. ღმერთი თუ დაუფასებდა, თორემ ბეწინა რომ ვერაფერს გაიგებდა, იცოდა. განა რა, ხევსურებში უნდოდა ყოფნა, მათი სმენა და ყურება... და უწყო ძახილი ბეწინას.

ეს დალოცვილი ხევსურები, მთაში ფსიტი რომ გახახუნებოდა კლდეს, ის ესმოდათ და აქ რა ემართებათ, არც ერთს არ ესმის ხეირიანად ყურში: – ჰაა? – ეს არის მათი პირველი იმპულსი კაცის ხმაზეო, ფიქრობდა 14–15-ისა, რომელსაც არ აკლდა განათლება არც ფიზიკაში და არც გეოგრაფიაში: ეტყობა, მთაში ჰაერის ბგერითიგამტარიანობა უკეთესია. მთებისა და კლდეების ამრეკლავი უნარი, მშრალი წყობით დალაგებული სიპებით ნაშენი კოშკები, ხატის ყურის ქვაბულივით ნიშები, ვიწროსაკვამურიანი ბინები, სადაც ძაბრივით ჩაედინება გარე ბგერები... ყოველივე ეს კარგი პირობებია სმენისთვის, ისევე, როგორც ჯანმრთელობისთვის, კერძოდ კი ფილტვებისთვის: ბარად ჩამოსახლებულ ხევსურებს ადვილად მოერია ჭლექიც კი, მთის მოსახლეობისთვის აქამდის უცხო სენი რომ იყო. ადამიანი თუ მაგრად გინდოდა გაგემწარებინა, “ შე ჭლექიანოო” უნდა გეთქვა– და ასეთ ვითარებაში სიყრუეს ვიღა ჩიოდა... ჯერ ერთი, რას უნდა უსმინონ, რომც უსმინონ, ჰაერი ბგერას არ ატარებს გაუმჭვირვალობის გამო. შესაძლოა, იმანაც იმოქმედა, რომ ბარში ხევსურისათვის მოსასმენი არაფერია: სულ სხვა რამეს ლაპარაკობს

140

Page 141: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ხალხი და სულ სხვა რამის გამო ღელდება. 14–15-ისა პატრიოტი იყო მთის ტომებისა და ადანაშაულებდა სახელმწიფოს, ეს მხარე დავიწყებული რომ ჰყავდა – ბედს მინდობილი. საუკუნეების განმავლობაში, იმის ნაცვლად, რომ სახსარი არ მოეკლოთ, რაკი ეს ხალხი ისედაც ერთგულობდა სამშობლოს და ქრთამ-ძღვენი არ ესაჭიროებოდა, გაუსაძლის, ცხოველურ პირობებში მიატოვეს, გადაივიწყეს საქართველოს ერთგული მენაპირე მცველნი. ერთი ეს იყო, რომ ბრძენი მეფეები მათ სამხედრო ბეგარისაგან ათავისუფლებდნენ – თქვენ ისედაც სულ ომსა და უბედურებაში ხართო... კომუნისტებმა კიდევ, მოხვეტეს, რაც მთის სოფლები იყო და ჩამოყარეს ბარში, სადაც მთის შვილნი დღესაც საკუთარ ბუნებრივ ფუნქციას ეძებენ. პატრიოტი იყო 14–15-ისა მაშინაც, როცა იმათ მდგმურ ექიმს შეღონებული მოხუცი ხევსური მოუვიდა: – ყურთ არ მამდისო!.. დასვა სკამზე მაიმუნმა ექიმმა პირზე მოუცილებელი ღმინით, ჩახედვა ეწადა სასმენელში, მაგრამ ვერ ჩახედა, რადგან ხევსურის ორივე ყურში მაგრა იყო ადგილობრივი ფლორა დაფესვიანებული... მიაჩერდა თვალებში და ეუბნება – ბიძია, ეტყობა ხშირად იბანთ პირს!.. – არა, ექიმო, ღვთის მადლმა, მეორე ხვნანია, პირ არ დამიბანავ! – იყო ალალი პასუხი. 14–15-ისა პატრიოტი იყო ხევსურებისა, –ჰაა? – ბეწინა რომ კითხავდა, მაშინ უფრო უყვარდებოდა... ხელის მტკავლებიც რომ უშველებელი ჰქონდა! ყურებს უკეთებდა ხოლმე ასარეკლსა, მოუძაბრავდა, მაგრამ ხორცისა და ძვლისა ესხა ოხერი ხელები, არა კლდისა და მოსარკული მყინვარისა. ან კი რა უნდა ჩასვლოდა ყურში, რა ჩაეტეოდა ანდრეზებით სავსეს, მოსასმენელში?

ანდრეზები მრავალსაუკუნოვანი ზეპირგადმოცემებია ხევსურთა ისტორიისა. მათ თითქმის ყველაფერი შემოინახეს ხევსურების საგმირო საქმეებზე, ერთი მნიშვნელოვანი ამბის გარდა, რომელიც, შესაძლოა, ფშაველების გავრცელებულიც იყოს, ყელზე რომ ადგათ მამა-პაპიდან მაღალ კლდეებზე ამოკვეთილი წარწერა: “ხევსურო, ხმალი გალაღებს, ფშაველო, ენა გრძელიო”. როგორც მოგახსენეთ, ღმერთმა უხსოვარ დროში ფშავ-ხევსურეთის მთებზე სვილი მოფანტა და ეს სვილისფერი ვაჟკაცები ამოვიდნენ, რათა დაეცვათ თავისი ქვეყნის ჩრდილოეთის საზღვრები. პირწმინდად მეომრები იყვნენ ეს ტომები და ქართველი მეფეების უნჯი ყმები, მაგრამ ამათშიც იყვნენ განსაკუთრებულნი, “ყმანი ნაპირისანი”, რომლებიც ზედ საზღვრის ხაზზე, ანუ კავკასიის მთების ფხაზე ცხოვრობდნენ. თუმცა, ეს სიტყვა, ტრადიციული გაგებით, მათ ყოფას არც მიესადაგებოდა. იმდენად ახლოს იყო მიწეული მტერთან მათი ციხე-სოფლები, რომ თავისი სახლის ბანიდან შეეძლოთ მტრის კრუხ-წიწილის დათვლა. ამ ხალხის ციხე-სოფლები კლდოვანი მთის წვერებზე იდგა, მიწაზე არც ეშვებოდნენ, ფარდაგისხელა სახნავ-სათესები ჰქონდათ კლდეთა ნაოჭებში, აბჯარასხმულნი ხნავდნენ და თესავდნენ. სახლები მიჯრით იყო ერთმანეთზე მიწყობილი. ციხე-სოფელი ერთ ნაგებობად იყო ჩაფიქრებული. გზა და ორღობე აქ არ იყო, კაცი მთელ სოფელს სახლიდან გაუსვლელად მოივლიდა. სამ-ოთხსართულიანი საცხოვრებლები ჰქონდათ: ადამიანებისთვის – სადიაცო და საკაცო, – საქონლისთვის და ბოლო სართული, დატანებული სარკმლებით – სათვალთვალო, მშვილდისა თუ თოფის სახმარად. ორლესული ხმლები ჰქონდათ და თვითონაც იმ ხმლებსა ჰგვანდნენ. უგონოდ მამაცები და ფიცხები იყვნენ და

141

Page 142: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

თავიანთ გვერდით სხვისი ხსენებაც არ ეამებოდათ. ამ ციხე-სოფლებს თავის საფიხვნოცა ჰქონდათ, დღევანდელი პარლამენტივით, სადაც დიდ საქმეებსაც არჩევდნენ, სამართალსაც აწესებდნენ და მომავალი ლაშქრობების ბედსაც წყვეტდნენ... შიგდაშიგ, ალბათ, უხეიროდაც, რომ ეს ანდაზა დაბადებულიყო: “საფიხვნოზე გატანილი საჩოხე სანიფხვედ აქციესო”. საფიხვნოს პატრონები მამაკაცები იყვნენ, მაგრამ არც 8–10 წლის მოყმეს დაუშლიდა ვინმე იქ მისვლას. პირიქით, მისულს ფეხზე წამოუდგებოდნენ, მოიკითხავდნენ სახლ-საქონლითა და, შესაძლოა, ყალიონის მოწევაც შეეთავაზებინათ. აქ საუბრობდნენ წარსულზე, ლესავდნენ ხმლებს, შეაკეთებდნენ ფარებსა და თოფებს, წვრთნიდნენ და ავარჯიშებდნენ “უნცრუებს”, აზეპირებინებდნენ ანდრეზებს, რომ უწინდელ ყმათა საგმირო საქმეები არ დავიწყებულიყო.აქ ცეკვა-სიმღერა არ მოუდიოდათ, აქ ლექსებს ამბობდნენ – ჰომეროსულ ფრაგმენტებს ძველების რაინდობაზე.

მაშინაც დიდი ზამთარი იყო. ერთფეროვანი შეიქნა საფიხვნოს ცხოვრება. დაიხუთა ხალხი ერთ ადგილზე ჯდომით და ყბედობით. ახალ-უხლებიც მალევე იზეპირებდნენ ანდრეზებს და ხმლებსაც გადალესვა ემუქრებოდა. თოვლმა გზა შეუკრა მტრობასაც და ნადირობასაც. მოიწყინა დიდმა და პატარამ, დაიწყეს ერთურთზე მიტევა ახალგაზრდებმა: სისხლი აწუხებდა^თ. ხიფათი გაჩნდა ძმათაშორის შუღლობისა. თან, იმ ხანებში მშვიდობიანობის აზრი გაჩნდა ვიღაცებში – აღარ მოსწონდათ გამუდმებით ლაშქრობა. წამდაუწუმ ძმად ეფიცებოდნენ მტრის შვილებს, ურთიერთსიყვარულსა და მშვიდობას ლამის რჯულზე და ხატ-ღმერთებზე წინ ახსენებდნენ და ასე რომ გაგრძელებულიყო, ხალხს, მთის აქეთ და იქით მხარეში, შეიძლება, ხმლის ქნევაზეც აეღო ხელი. რადგან მტერიც იმავ დღეში იყო: იქაც დაიხუთნენ უმოძრაობით და ერთურთს ამტერდნენ. მეზობელმა მეზობლის ძაღლი მოკლა მოწყენისაგან. წუხდნენ უხუცესები ორივე მხარეში: ღმერთმა ჩვენ აქ საომრად დაგვადგინაო და მშვიდობა არ ეგებისო. და ამ საკითხის გასარჩევად საიდუმლო შეხვედრა დათქვეს: შეხვდნენ კიდევაც, მოიკითხეს ერთურთი კაც-საქონლით და საქმეს შეუდგნენ, ანუ განბჭეს მტკივნეული საკითხი, თუ რამდენად დამღუპველია მშვიდობა: – ღმერთმა ომი და შუღლი იმიტომ მოიგონა, რომ ვაჟკაცობა არ მაიშალოსო. უწყიან ეს ჩვენმა ხატ-სალოცავებმა, იცის ეს ადამიანის ყველა ასო-იოგმაც, რომ, გარეთ თუ არ დაიხარჯა მისი ძალი და ენერგია, თავის თავს მოსწევს უბედურებას. მოილაპარაკეს: შეეგროვებინათ საერთო წილით ერთი ჯოგი ხაროვანისა და ერთმანეთისთვის დაეწყოთ ტაცება: “ხან ერთი ვივლით მეკოპარში და ხან მეორეო, ხმლები არ დაგვიჩლუნგდება, ვაჟკაცნი არ გადიაცდებიან, აღარავინ მოვიწყენთო”.– რა არი ესა, ბიჭო, სუ დედალი პეტლები გამოუტანებია ი ბერტასა!.. წადი და უთხარი: ორი დედალი და ორი მამალიო!

– იქნება ვერ არჩევს, კაცო!..

– ჰოდა, თუ ვერ არჩევს, უთხარი, ორი – შენნაირი და ორიც კიდევ, აი, ვანუასნაირიო...

– რაღა ჩემნაირი, კაცო, შენც მამალი არა გკიდია!142

Page 143: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

აი, ასე იყო: სულ დედალ-მამლობით არჩევდნენ სოფელში ყველაფერს.

ჯოხის ცხენი მიაბა ღობეზე და შევიდა ეზოში, ვითომ ჭიკაიძე იყო: – აბა, როგორა ხართ, ხალხო, – დაიძახა ფეხების ბრაგუნით აივანზე ასულმა, თან მათრახს შარვლის ტოტზე ირტყამდა

ტყუილის ძაფი – სიცოცხლის ძაფი:

რაკი ყველა ამბობს – იქ ვიყავიო, ნუღარ დავიწყებთ ჩვენც სიმართლის რკვევას და ისე ჩავთვალოთ, რომ იმ დღეს, სოფლის ოცმეტრიან სადალაქოში, მთელი სოფლის კაცები დაეტივნენ, თანაც სიცილით ერთიორად გაფართოებულები. მოკლედ, იმ დღეს ყველა იქ იყო. მთელი სოფლის კაცები იქ იყვნენ.

მისულა დილაუთენია კოლექტივის თავმჯდომარე სადალაქოში. მიხა დალაქი ამბობს, წყალიც არ მქონდა ჯერ ადუღებულიო და აბა, პირი გამპარსე, მიხაო! – დაბრძანდიო, – მიხა ძალიან ცერემონიების მოყვარე კაცი იყო, გეგონება, სამეფო ტახტზე, ისე დასვამდა კლიენტს, დიდის ამბით, საზეიმოდ და ღირსეულად. Hჰოდა, ისიც დამჯდარა შეფერებულად. – აქეთურიო, იქითურიო, სანამ გამოვაწყვე ეს ჩვენი ბლუვიშვილი, ადუღდა წყალიცაო და დავუწყე პირის პარსვაო. წავუსვი საპონიო და ვლესავ სამართებელსაო... ვგრძნობ, რაღაცის თქმა უნდა ამ კაცსა და საპონი უშლისო. ჩამოვპარსე ერთი ყბა და ვფიქრობ, ამ ოხერმა ცუდი არაფერი თქვასო. წავუსვი ისევ სასწრაფოდ ქაფიო, ტუჩის პირებამდე გავაყოლეო, პირი რო გაეღო, ქაფი შიგ ჩაუვიდოდაო. ჩამოვუსუფთავე ესეცაო და გავპუდრეო, გადამიხადა ფულიო, გაისწორა ხალათიო და... – კაცო, მიხაო, რა დამემართაო, ცხენი დავკარგეო... – ოოო, მეც პირში შევცინეო: – რატომ ზედ რომ იჯექი, მაშინ არ დაიკარგაო!

– ეეხ, კარგი მავნებელი ხარ შენცაო! – დაბზრიალდა უცებ ადგილზე ბლუვიშვილი და გავარდა გიჟივითაო.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ იმ დღეს ყველა იქ იყო, სადალაქოში. მთელი სოფლის კაცები დაესწრნენ ამ ამბავს, მიხა დალაქმა რომ უთხრა კოლექტივის თავმჯდომარეს: “რატო ზედ რო იჯექი, მაშინ არ დაიკარგა შენი ცხენიო.”

– დამჯდარიყო კაცო, აგე, სუდიასთან, ბიძაშვილია მაგისი, მაიკითხავდნენ ერთმანეთს ტკბილათა, რამდენი ხანია, არ უნახავთ ერთმანეთი, სულ საქმეზეა და სადა სცალია სუდიასთანებისთვისა. მაგის საქმეც რო ვეღარ გავიგეთ, მიაქ ქარსა, თუ რა არის, კაცო! ისეთი საქმე გააკეთოს, რომ დამძიმდეს და აღარ გაქრეს ეგრე უკვალოდა. ხოო, მოკლედ, იმ დღეს ყველა იქ იყო – ზოგი იჯდა, ზოგი იდგა, აუვარდათ სიცილი, ისეთი სიცილი, რომ კინაღამ ქამრები დაწყვიტეს...… კაცო, რაღა ჩემთანა ჯდებოდა ეგ დალოცვილიო, აგე, სუდიასთან დამჯდარიყოო, მაგის ბიძაშვილიაო... ეხლა გადამეკიდებაო... რაღა ჩემთან დაჯდაო ეგ ტურების შესაჭმელიო, მე სხვა რა უნდა მეთქვაო, დამჯდარიყო აგე სუდიასთანო, ეთქვა იმისთვისო, შეეჩივლა ბიძაშვილისთვისაო და შეიძლება ესეც გაჰყოლოდა

143

Page 144: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

საძებნელადაო, მარჯვე კაციაო. თვალი კარგი აქო, ერთმანეთში კი ერევა ცხენი და ვირიო, მაგრამ ხო დაინახავდა ოთხფეხსაო.

მოკლედ, მთელი სოფლის უფროსობა მიხასთან ჯდებოდა გასაპარსად, ვერ კი ამბობდნენ, რა იზიდავდათ. სუდია, რა თქმა უნდა, ისე ვერ დასვამდა კაცს, როგორც მიხა: “მობრძანდით, დიდო მეფეო, დაბრძანდით, უებროვ, ხო კარგად მოეწყეთ, რადიოს ხო არ დავუწიო ან ხომ არ ავუწიო, ხო კარგა ბრძანდებით სახლეულითა, საქონლითა”... მოკლედ, გამოგდებული რომ ყოფილიყო კაცი შინიდან, მიხა დალაქის სავარძელში თავს მეფედ იგრძნობდა. აღმასკომის თავმჯდომარეც იმასთან იპარსავდა, სანამ მოხსნიდნენ. მერეც მისულა და პარსავს თურმე ეს მიხაც და

– რა არი მიხაო, წინათ როგორ კარგად გასდევდა შენი სამართებელი, ეხლა რა მოუვიდაო, რომ მგლეჯს სახესაო.

– ეეჰ, წინათ თავმჯდომარე იყავი და უხაროდა სამართებელსაცაო.

შინსახკომის უფროსიც შეეჩვია მიხასა და ხარბად ისმენდა იმის ნალაპარაკევს და თვითონ კი ძუნწად რამეს ამბობდა. ერთხელაც, დაიბარა თურმე მიხა და უთხრა: – მიხაო, ეხლა მე რომ ვუყურებო, მთელი სოფელი სადალაქოში შემოდისო. ამიტომაც, შენაო, რამეს რომ გაიგებო, ან მთავრობაზე ვინმე ცუდს ამბობსო, ან ყაჩაღების ამბავს ამბობს, ან სხვა რამესო, ქრთამზე და მავნებლობაზეო, უნდა მოხვიდე და გამაგებინოო, უნდა ვიმეგობროთ ჩვენაო. –ჰოო, Hჰოო, – დასთანხმებია მიხა, – არ ვინათესაოთ კიდეცაო?–კარგი ცოლისდა ჰყავდა შინსახკომის უფროსს, – Hჰოდა, აბა, ხვალ მოდი ჩემთან ამა და ამ საათზეო. – უიმე, კაცოო, ხვალაო თავმჯდომარე მყავს გასაკრეჭიო. – არა უშავსო, თუ გინდა, იმასაც აქ მოვიყვანო. შენ მოდი ამხანაგო კვნიწაშვილო, აუცილებლადაო! მისულა მიხაც და უთქვამს: – მართალიაო, ბევრი ხალხი შემოდის სადალაქოშიო, სულ იქა დგანანო უსაქმურებიო, დილიდანვე საგულდაგულოდ ემზადებიანო, ისაუზმებენ, გამოეწყობიან და წამოვლენ ცენტრისკენ მთელი დღით საუქმოდაო. თორემ, საქმიანი კაცი, აი, თქვენაო, როგორც მოხვალთ, იმ წუთში გავარდებით ხოლმეო. – ჰოდა, ეგენი სუ ყველანი დასაჭერებიაო. ჩემთან რომ ერთი საათი დგანან, თქვენთან კიდევ ორი საათი არიანო. ჰოდა, იმათგან გაიგეო. მე რა უნდა გითხრათო, სად ვაგროვო, ერთი კაციდან მეორემდე ამბავიო. აბა, ხო არ დავწერ, არაო? ჰოდა, საღამოსკენ კიდევ კარ-ფანჯარას ვანიავებთ სადალაქოში და მერე აღარც მე ვარო, მერე წამოვალთო, თითო ჭიქას დავლევთ და აღარაფერი მახსოვს, რო მოვიდე და გიამბოთო. თორე, სიამოვნებით, მაგას როგორ დაგზარდებოდითო. აბა, თუ შენ ეგრეო – წაუყვანიათ მიხა და ჩაუსვამთ ციხეში, ვითომ, შესაშინებლად, ერთ-ორი ღამით. გამოუშვიათ მერე და,– რა იყო, მიხაო, და, – რავიო, დავისვენეო, ერთი-ორი დღე დავისვენეო, ვისხედითო მე და ჭყრუნიშვილი და კაი პურსაცა ვჭამდითო, წარმოიდგინე შენაო. ჭკუა კი ძაან ვისწავლეო, მაგას გაახარებს ღმერთიო, რაც იმ პადვლებში ქურდი და ყაჩაღი

144

Page 145: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მდგარა, სუ მაინტერესებდა, ნეტა რა როგორ არიანო... კიდევ კარგი, გაუგებრად არ წავედი ამ წუთისოფლიდანაო...

სადალაქო, 8–10ისას დროს უმთავრესი საბუდარი იყო ყოველგვარი ახალი ამბისა, დღევანდელ ენაზე რომ ვთქვათ, ის იყო ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ბუნებრივი და თვითნაბადი წყარო, ხალხისა და ბუნების სიმდიდრე, მისი ნაშობი. აქ არ ამახინჯებდნენ ფაქტებსა და მოვლენებს და ყოველივეს უშუალოდ, ადგილობრივი დიალექტის ენაზე გადმოსცემდნენ. მით უმეტეს, რომ იმ დროს არ იყო არც თავისუფალი სიტყვა, არც თავისუფალი პრესა, არც დემოკრატიული საზოგადოება. ერთი გაზეთი ჰქონდათ –” ახალი სოფელი,” – რომელშიც კვირაში ერთხელ საგულდაგულოდ გადამოწმებული ამბები ქვეყნდებოდა, ეს იყო და ეს... არავინ იცის, ან მიხასი და ან კოლექტივის თავმჯდომარის ნათქვამი საიდან გავრცელდა, იმიტომ, რომ მარტო ორი კაცი იყო იქა. ან კიდევ სუდია დალაქს რო უთხრა, ის ამბავი საიდანღა მოედო ქვეყანას აკი მაშინაც ორნი იყვნენ, მარტონი. დამთავრებული იყო მუშაობა, აღარც კლიენტები ჩანდნენ, აღარც მესამე დალაქი იყო, ახალგაზრდა, ამათი უჩენიკი, ბალღებსა და ბებრებზე რო სწავლობდა ხელობასა, ისიც წასული იყო, ისხდნენ მიხა და სუდია თავ-თავის სავარძლებში გადაჩაჩხულები და ბუზებსა ყლაპავდნენ სამუშაოს დამთავრებამდე. – სუდი! – რაო?.. – რა ყველაფერი შენს ნათესავებს ემართებათო. – კიდევ რაო? – არ გაგიგია ხახოლი სონიასა და შენი რძლის – ნადიას – ჩხუბიო? – არაო! –ჰოო, რაღა მე ვიყო მახარობელიო... – მაიცა, თუ ძმა ხარ, ნუ მიედ-მოედები ამ დღის ბოლოსაო... მოიცადა მიხამაცა, მოწმე სჭირდებოდა, ერთი მაინც... შემოლაჯუნდა ბანკის ღამის ყარაული, ჯერ არ დასწყებოდა მუშაობა. ჰოო...

– დაჯე, ვანო, ტრაკში შეგერჭობა ფეხები, წინ საქმე გელოდება, ცოტა ჩამაისვენე... – რა საქმე!.. – საქმე არ არი ფულის თვლა? ზოგს ათამდე ისე ვერ დაუთვლია, მანეთი რომ არ დააკლოს... მაიცა, მჟავე კიტრს მთავრობა თავისი ხარჯით გაძლევთ? – რა მჟავე კიტრი, სუდი, რა მოუვიდა ამ შენ ამხანიგსა? – რა, და, ნერწყვი რო არ დაგიშრეთ თითის დასასველებლად ფულის თვლაში, მჟავე კიტრი უნდა გედოთ წინა... ხი-ხი-ხი... – გაიგე შენცა, სუდიას ბიძაშვილის ცოლსა და ხახოლ სონიას რო ჩხუბი მოსვლიათ სასადილოს კუხნაში? ნადიას უკითხავ, მილიციაში რო გადაიტანე ხინკალი ხონითა, მაიტანე უკან ი ხონაო? მოვიტანეო, პრინესლაო... მაშ სად არიო... სადაცა დევ, იქაო, შენს სახლშიო... შეჰყოლიან ამაზე და ნადიას დაუწყევლია – მაშ მტყუანს ზაქარას ამეო... და თან იმხელა ნერწყვი გადაუყლაპია, კინაღამ დამხრჩვალა... – რაა ცუდი, რაა ცუდი, ცუდი რო იყოს, შენ ნერწყვს ხო არ გადაყლაპამდიო... – აბა, სხვას რას იტყვი, შე სოფლის ქარქაშოო... არასწორი ბრალდების მიუხედავად, სონია მაინც არასერიოზულად ყოფილა განწყობილი... – მე ცუდი ფიქრებს, ეგეთი ცუდი საქმე მირჩევნიაო, თუ ცუდი, რატომ სულ მაგაზე ლაპარაკობო!.. რა შენი საქმე, ვისი ვისში... კაცებს უბღვერი, რომ არ ხელს გკიდავენ, იმიტომ შენი საჭმელი ცუდი, რომ სულ ცუდ რამეებზე ფიქრობ, უთხარი შენი ქმარს, წიწაკა და მარილი მოუმატოს ვახშამში... აბა, შენ ეგ მითხარიო?.. წასწვდომია ნადია თმებში, მიუხლ-მოუხლია ეს შენი სონია

145

Page 146: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ცეცხლზე შემდგარი ქვაბებისთვის, გარბოდა თურმე სონია, მაგრამ ვერ უსხლტებოდა, უნდა გამოგფუფქო ეგ საოხროო... ძლივს გამოუგლეჯიათ ხელიდან, ნადიას კიდევ გული წასვლია ნერვიულობისგან. ამეებს მდუმარედ შეჰყურებდა სასადილოს ხანშიშესული მნე, რომელსაც არც ქალების ასეთი ჩხუბი ენახა და არც ასეთი ლაპარაკი მოესმინა – როგორ გამაიცვალა ქვეყანაო, მარტო ამას ფიქრობდა, ასაკის შესაფერისად, თუმცა, ეშმაკმა მაინცწაუღიტინა და ესეც მიაყოლა: მართლა ნერწყვი ჩაყლაპა იმ ოხერმა ნადიამაო, მართლა გამაიცვალა ქვეყანა, კაცს დედაკაცისთვის ვეღარ შეუგინია, აღარ იცი, აამე თუ აწყენინეო, უყურე შენაო... ამ ფიქრებით უკან გაედევნა სასადილოს გამგეს, რომელმაც ნამეტან მოწმეობას თავი აარიდა. არ უნდოდა შარი – ღიპი ჰქონდა ახალი დაწყებული. აქამდე სოფელში ადგილობრივი ღიპიანი არ არსებობდა, გარდა ორი ჩამოსულისა – ერთი ხე-ტყის დამზადების უფროსი იყო და მეორე – სასადილოს ადრინდელი გამგე, – რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ სოფლელებს დასილიანებული ავადმყოფები ეგონათ, მაინც სიახლის შემომტანები იყვნენ.

როგორცა ცხოვრობს ქვეყანა ცეცხლით, წყლითა და პურითა.

ეს ამბავი მართლაც მომხდარა სოფლის სასადილოში, სადაც სონია დამლაგებლად და ტრაკზე ხელის წამოსასმელად მუშაობდა, ნადია კი – მზარეულად.Kამის შემდეგ სონია თურმე კარგა ხნით გამოეთიშა აქტიურ ცხოვრებას, სასადილოს გამგეს დაუჩივლია, არ მეგონა, თუ ასეთი ძალა ექნებოდა სონიას ტრაკსაო, იმდენი ხალხი კითხულობს და თან ისეთებიო... ნადია გაათავისუფლა, მზარეულად ქალაქიდან ჩამოიყვანა რაჭველი, რომელსაც არაფერი ერჩია სტოლში მშვიდობიან ჩამოლაპარიკებას. სასადილოს ცხოვრება ერთი-ორად გააქტიურდა, სოფლის პურისმჭამელები აქეთ მოიჩქაროდნენ, მარტო სონიაღა აკლდა ნამდვილ სამოთხეს და აღარც იმან დააგვიანა. დასვენება და ერთფეროვანი ცხოვრება მოხდენოდა, წელში გამონასკვული კაბა ემოსა, ძალიან ლამაზი ტრაკი ჰქონდა, გამზეურებულ ფუმფულა ბალიშებისა. კრიალებდა, პირი უცინოდა, ყველას ესიყვარულებოდა და ეფერებოდა, ლამის იყო, ებოდიშებოდა, ამდენ ხანს რომ მიატოვა. მისი დაბრუნება ცალკე დარბაზში აღინიშნა და ცალკე ჩამოფარებულ კუპეებში. იმ დღეს – პირველად – სონია არავისი არ იყო, იგი ერთნაირად იყო ყველასი..

8–10ისას დედამაც მოიყვანა ერთხელ სონია და ოთახი გაათეთრებინა. სიმღერ-სიმღერით, გაუჭირვებლად მუშაობდა სონია, ეთამაშებოდა 8–10იასას, ბებომისსაც კი შეუდგა სუდნო, მღეროდა და მღეროდა.

არავის არ აინტერესებს სიმართლე. ილაპარაკე, რამდენიც გინდა, ყურს დაგიგდებენ, თავს დაგიქნევენ, არც გაგამართლებენ, არც გაგამტყუნებენ... ხვალე რომ თქვა იგივე, შებრუნებულად, ისევ ისე მოგისმენენ, ისევ ისე დაგეთანხმებიან, ისევ ტკბილად გაგშორდებიან. ცხოველებივით არიან სწორედ, არსებობას ადასტურებენ.

146

Page 147: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ასე იყო ამ დედაბრის ამბავიც, სოფელში რომ ხმა დააგდო – ძმისწული რო მყავს ქალაქში, დამიქვრივდაო. – უი, ქალოო, რას ამბობ კაცოო... შეიცხადეს დაუყვედრებლად, ყველამ კარგად იცოდა, რა ქვრივიც იყო და რა შეცდენილიც, მაგრამ ჰპატიობდნენ ერთმანეთს ასეთ რამეებს, თვითონაც რაღაც ამბავი ჰქონდა ყველას სათითაოდ დამალული, ყველას ვიღაცები ჰყავდა წასულ-წამოსული, შვილი თუ ძმისშვილი, ყველას რაღაც ჰქონდა ნაკისრები, ყველას ნამუსი ბეწვზე ეკიდა და თითქოს უთქმელად იყვნენ შეთანხმებულები – შენც სუ და მეც სუო... შენც ისა თქვი, რაც გინდა, მეც იმას ვიტყვი, რაც მინდა, სიმართლე რა ისეთი ქონებააო, ისედაც ჭირსო, ისედაც პური და წყალიო, ზამთარი და ზაფხულიო, მკვდარი და ცოცხალიო... შენც მართალი და მეც მართალიო.

ერთმანეთს ატყუებენ, სახლში მოქონილს ეფარებიან, გარეთ დასანახს ეტანებიან, ცრუობენ, წვალობენ... შემოდგომაზე ადრე შიშვლდება ხეები, გაზაფხულობით გვიან იმოსება, გადამწვლეულია საქონელი, თვითონაც დადიან და დალაპარაკობენ... ოღონდ სხვა ნუ გაიგებს, მოფარებულში ყველაფერს იკისრებენ, დღეს თუ კარგი სალამი მოგცეს და მოგიკითხეს, იმის მაუწყებელია, რომ ორ დღეში ან რაღაცას გთხოვენ, ან რაღაცას მოგპარავენ.

კარგა რომ დააგდო დედაბერმა სოფელში ხმა, ისე, რომ ამბავსაც კი ჰკითხავდნენ ხოლმე ძმისშვილისას, დიდი დრო არ გასულა და სოფელს ახალბედა დედა-შვილი შეემატა. გვრიტივით ბავშვი იყო, სიცოცხლით სავსე და უცოდველობის მასხივებელი, ჰაერზე სულ ვარდისფრად გაღუვდა, მნახველებს აკვირვებდა... დედა კიდევ მაწოვარა კატასავით გაფაციცებული დაკრთოდა ეზო-კარში. თუმცა დაჟინებით ქალაქელობდა, მაინც მალევე დაიბრუნა აქაური სუნი, არც “პრიჩოსკამ”უშველა, რადგან დიდი ხანი არ იყო გასული, რაც ქალაქში წავიდა სასწავლებლად. გაჭირვებით ცხოვრობდნენ, რაღა თქმა უნდა, ვაინაჩრობით გაჰქონდათ თავი, შიშით იყურებოდნენ ზამთრისკენ, რომელიც უკვე დაძრულიყო კავკასიონის მთებიდან. ამათ კიდევ შეშაც უჭირდათ და ყველაფერიც, თუმცა კი დედაბერი ბავშვის გაღვიძებისთანავე ისეთი ენერგიით აღივსებოდა ხოლმე, იმედი მოგეცემოდა.

ეჯდა ხოლმე დედა ბავშვის აკვანს – სხვა არაფერი ეკითხებოდა – და დაჰყურებდა დაწმენდილი თვალებით... სხვანაირი მზერა აქვთ ხოლმე, კაცის სხეულს რომ დაჰყურებენ – გეგონება, ტყუილ-მართალს არჩევენ და მთავარს კი ყოველთვის გარს უვლიან, რადგან მთავარი ყოველთვის ნატვრაა და ტყუილი. აჰა!.. ახლა ვხვდები: ეს კაცი, სულ ღლიცინა და სულ მარჯვე, ხან რაში წაახმარებდათ ხოლმე ხელს და ხან რაში... ბავშვის დედა ჯერ შიშით უყურებდა, მერე შვებით, რაკი ისეთი ცხოველი არა ჩანდა, როგორიც ერთი შეხედვით დალანდა – ჯერ ფანჯრიდან, მერე აივნიდან, მერე ბავშვიან ოთახში რომ შეიტანა კარტოფილიანი ტომარა... ამ კაცის თვალისდევნებაში ჯანმრთელდებოდა ბავშვის დედა, უახლოვდებოდა ნელნელა ბუნებას, ქალდებოდა, იმ კაცის ხმა ეზოდანაც კი იმედით ავსებდა, წარმოესახებოდა ხოლმე მისი გაუპარსავი სახე, ჯირკივით თავ-კისერი, გაბანჯგვლული მაჯები და გულისპირი და ღრეჭვა რაღაცნაირი, რომელიც იმედს იუწყებოდა თითქოს,

147

Page 148: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მომავალს იპირებოდა, ოღონდ ისევ ტყუილ-მართალით. უნდა დაეჯერებინა, უნდა ერწმუნა, რომ ამ არემარეში, დედამიწის ამ ნაგლეჯზე კაცის სახე ეს იყო... არც ქალაქელი შემცდენელი და არც ქოსა “დავითი”... ბავშვის ბედიც ისევ ტყუილ-მართლის გვირაბს გაივლიდა. მალე, ალბათ, როცა, ერთხელაც, ნაამაგარ და მოშიებულ კაცს, თითქოს გასამრჯელოს მისაღებად რომ შეყოვნდება კარში, ბავშვის დედა იმასვე მისცემდა, რითაც იხდიან ხოლმე ქალები მადლიერებას. ღმერთო, ოღონდ კი ბავშვი დააძინოს...

დაიმახსოვრე, ყველა ტყუილით, რასაც მივხვდები ან ვერ მივხვდები, მე მაჯილდოებ.

წავიდა ვიქტორა სახლიდან და დატოვა ქალი იმათ ამარა, ვის გულთა მოგებასაც ცდას არ აკლებდა ქალი: ნათესავ-მეგობრების, მეზობლების, თანამშრომლების... ხალხისა, საერთოდ. გაწყრა ქალი, განრისხდა, იუცხოვა ასეთი გაბედულება ბედოვლათისა, თავხედობა და შეურაცხყოფა უღირსისა, არადჩაგდება წესისა და კანონისა, ოჯახის ინსტიტუტისა საერთოდ და, თუ გნებავთ, მზისა და მთვარისაც. აქეთ ეცა, იქით ეცა, წუწუნით თავი არ დაუმცირებია, უბრალოდ, მონის დაკარგვასა ჩიოდა და მორალ-ზნეობის მოშლას. და არც არავინ იყო ვიქტორას მხარეზე თვინიერ გარყვნილებისა, თვინიერ ლოთობისა და უწესობათა ყოველთა. “არა მცალიაო”, “არ მინდაო”, “დავიღალეო”, “სხვაგან მივდივარო”, “საქმე მაქვსო”... ქალს ეს გამოთქმები თავისად დარჩა, ვეღარა ხმარობდა დანიშნულებრივ, შეაწუხა გაუცემელმა ენერგიამ, გამოუხატავმა გრძნობამ, უთქმელმა ბგერებმა. ახლა უნდა იმათი ნუგეშისთვის ესმინა, ვის გულთა მოსაგებადაც ამდენ დროს კარგავდა: გულის მოფხანა, თორემ სხვა არაფერი ხეირი იყო ამ ნუგეშში, ვიქტორას არაფერი ეცხებოდა აქედან, იყო იმ გათახსირებულ, ასეთ-ისეთ და კიდევ ისეთ-ასეთ ქალთან, ხარობდა და იშვებდა ვირის ტვინნაჭამი, ჯადოქმნილი, ხურუშაშლილი და გათახსირებული თვითონაც. და როცა იწყეს მოდენა გულშემატკივრებმა, ერია მათში ვიქტორას მეგობარიც, ამხანაგიც, თანამსმელიც, კაცნი უნჯნი და კაცურნი, სასიძონი ცოლშვილიანნი. უწყეს ზომიერი არშიყი ქალსა, ისე ზომიერი, რომ თუ ქალი იწყენდა, უმალვე შესძლებოდათ უკან დახევა – ვითომ, ვიხუმრეთო, ვითომ, გაგამხნევეთო ამგვარად და ამ ფორმით (არსებობს დაუსაბუთებელი ეჭვი, რომ ერთ შემთხვევაში, ვიდრე უცებვე გამოფხიზლდებოდა, მაინც ცდუნდა ოდნავად ქალი). მოკლედ, უცხო გარემოში, უცხო ცხოვრებაში აღმოჩნდა ქალი. ახალი ჩვევები ესაჭიროებოდა, ახალი გზა, ახალი ტყუილ-მართალი. გრძნობდა ამას ვიქტორა და ეცოდებოდა ქალი, მაგრამ ტანი არ უშვებდა მიბრუნებას, მიუხედავად პატრონის ასეთ-ისეთობისა, ტანს ვიქტორა უყვარდა მაინც და ცოტას კიდევაც შეაგონებდა: – ნუ უყურებ მაგის წუწუნსა და კრუსუნსაო, დანაკარგსა ჩივის, განა ვიქტორასაო, დადგება ფეხზეო, გაიმართებაო, შებრალებასაც შენ დაგიწყებს და დაცინვასაცაო, მაგრამ რაც აქამდე წაიღო შენგან, იმის მეტს ვერც ახლა წაიღებსო... …

რაც შენ გაგიკეთებია ჩემთვის, იმის დაბრუნება დღესვე შემიძლია, მაგრამ, რაც მე გამიკეთებია, იმას ვერასოდეს დამიბრუნებ.

148

Page 149: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მაშო ძალოს სახლი თავადური იყო, დიდი ხეხილის ბაღით და ვარდებით, გეორგინებით, ზამბახებით მორთული წინა ეზოთი, რაც ყველაზე იშვიათია სოფელში, სადაც მხოლოდ სიმინდ-ლობიო, კარტოფილი და ცოტაოდენი ბოსტნეული ითესება მიწაზე. ვაჟა-ფშაველას ასი წლის იუბილეზე, ამ სახლს დაფა მიაკრეს: ამ სახლში მოდიოდა და ღამეებს ათევდა დიდი ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველა.

მაშო ძალო, ალბათ, 8–10ისას ბებოს ხნისა იქნებოდა, მაგრამ უბანში მას ყველა ძალოდ მოიხსენიებდა, როგორც დიდი ხნის წინ გარდაცვლილი, სახელოვანი და უცხოეთში განსწავლული მეზობლის მეუღლეს. მაშო ძალო კვლავაც აგრძელებდა ოჯახის ტრადიციებს: აქ ჩაის სასმელად იკრიბებოდნენ სოფლის ინტელექტუალური და სულიერი ძალები – ვინმე ნიჭიერი თუ ქალაქის უნივერსიტეტში მოეწყობოდა, მაშო ძალო აუცილებლად საპატიო ვახშამს გაუმართვდა, ანუ მოუწვევდა სტუმრებს, ფოტო-ალბომებს დაათვალიერებინებდა, ილიას, ვაჟას და სხვათა ავტოგრაფებიან წიგნებს აჩვენებდა, დიდი რუდუნებით შენახულ ათიოდე ბარათსაც გამოიღებდა კამოდის უჯრიდან და ჩაით, მურაბითა და ტკბილი საუბრით გაუმასპინძლდებოდა. მაშო ძალოს წარმოდგენით, ყველა, ვინც უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა, ერისა და სამშობლოს სამსახურში იდგა.

ერთხელაც, ზაფხულის მიწურულს, როცა სოფელში უკვე ყველამ იცოდა თუ ვინ მოეწყო უმაღლესში, მაშო ძალომ 14–15-ისა გააგზავნა ორი ახალგაზრდა ვაჟის დასაპატიჟებლად. ამათ თან ქალაქიდან ჩამოყვანილი სტუდენტებიც ახლდნენ. მაშო ძალოს სახლს რომ მიუახლოვდნენ და გოგლას სახლს გაუსწორდნენ, დაინახეს აივანზე მჯდარი წელსზემოთ შიშველი გოგლა, უძრავად რომ მიებჯინა ცისთვის თვალები: მკვრივი თავ-კისერი ჰქონდა, ფართო მკერდი, უკიდეგანო შუბლი... ამ განათლებულმა და განსწავლულმა ახალგაზრდებმა ერთხმად შესძახეს: შეხედე, პლატონი! – რომ გამოსცდნენ, ერთმანეთს მიუბრუნდნენ და ისევ ერთხმად დაამტკიცეს, ნამდვილი პლატონი იყოო... 14–15-ისას მცირედი სმენოდა პლატონზე და საღამოს, ვახშმობის შემდეგ, გვიან რომ დაბრუნდა შინ, დედამისს უამბო… ყველაფერი. დედამისს პირი დარჩა ღია: – ჩემს სტუდენტობაში იყვენენ ჩამოსულები სტუმრად ტატიშვილი და ტაბატაძეო და იმათაც ეგრე თქვეს, გოგლა რომ დაინახეს, ცოცხალი პლატონიაო...

ყველაზე კარგი ხალხი ქეთომასწავლებელიანნი არიან. კოტე დიაკვანი, იმის ცოლი და ქეთო მასწავლებელი. იმათთან მეკვლედ დავდივარ ხოლმე, კარგი ფეხი აქვსო, ფიქრობენ თურმე ჩემზე. ქეთო მასწავლებელი რძალია კოტე დიაკვნისა, იმისი ქმარი ქალაქში მუშაობს. კოტე დიაკვანი გაპარსეს, მაგრამ მაინც ლოცულობს ჩუმად. ვიღაც მეზობელმა, აღდგომა დღეს ვითომ ქეთო მასწავლებელთან მისულმა, დაინახა, რომ ხატთან ენთო სანთლები და წავიდა დასაბეზღებლად. ყინული იდო თურმე შინსახკომის კიბეზე და დაუსხლტა ფეხი იმ კაცს და კეფა დაარტყა ქვის საფეხურს და მოკვდა და დაანებეს იმის მერე თავი კოტე დიაკვანს.

149

Page 150: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ელოა კიდევ, იმისი ორი შვილი პარტიულ სკოლაში სწავლობს და ეს კიდევ, ვითომ სულელია, სადაც ეკლესია იყო და დაანგრიეს, იქ რომ გაივლის, დადგება, პირს ნაეკლესიარისკენ მიიქცევს და პირჯვარს იწერს და ლოცვასაც ამბობს, ვითომც არაფერიო, ცოტა სულელი რომ ჰგონიათ, ისა შველის, მაგრამ სულელი არ არის, სხვებს უყურებს, ბავშვებივით, იმიტომ, რომ მე რომ მოვუსმინე სულ ჭკვიანურებს ამბობდა, თან სულ მოფერება და დალოცვა და რაღაცის მოცემა იცის. ახალი წელი რომ მოდის, უფრო მეტსა ფიქრობს ადამიანი სხვა ხალხზე. ლუნაზის დაბადების დღე ყოფილა ოცდათერთმეტში და პირველად წავედი ბავშვის დაბადების დღეზე. ჩვენკლასელებიც. არ ვიცოდით, რომ უნდა მიგვეტანა საჩუქრები, მერე რა, რომ ღარიბები ვართ, იმათ კიდევ, ჩუმად, ძალიან ბევრი საჭმელები ჰქონდათ. მერე სტუმრები უნდა მოვიდნენ და რაიკომის მდივანიცო. რომ ვისხედით მაგიდასთან, ლუნაზის მამაც მოვიდა, რასა შვრებითო, შეამოწმა ლუნაზის დედა და დეიდა, ლუნაზისაც მაგრა აკოცა, მოგივიდნენ მეგობრებიო, ლუნაზის დეიდამ კიდევ, აპა! გაავსეს ბაღანაო და ლუნაზის დედამ დაუბღვირა და: – აპა! ხომ უნდა ისწავლონ რაიმეო და ლუნაზის მამამ ამოხედათ ბღვერით და მეც შემომხედა და მიხვდა, რომ გავიგე და თვალი ჩამიკრა და ჭამა დაიწყო, ორი ყბა არა ჰყოფნიდა. ქართულის მასწავლებელიც შემოვიდა და ლამაზი წინდები აჩუქა და ბავშვებმა ვიგრძენით სირცხვილი და მერე მე მანიშნა, გარეთ გამომყევიო და მითხრა, სტუმრებს ელოდებიან და მალე წადითო და ქვემოთ რომ ჩახვალ, ბოძზე პარკი ჰკიდია და სახლში წაიღეო. მივხვდი, რომ დედამისს არ უნდოდა გაეგო და რაღაცეებს მატანდა საახალწლოდ ჩუმად და გამიხარდა, რომ ვიცოდი დედაჩემი გოზინაყსაც და რაღაცეებსაც გააკეთებდა.

– ეს ახალი წელიც მორჩა, არა, ბებო!.. ახლა რაღას უნდა ელოდოს კაცი?.. ახლა გაზაფხული!.. ბოჩოლები გაჩნდებიან... მერე სწავლის დამთავრება, მერე არდადეგები, ხბორობა, წყალში ბანაობები, მერე ისევ სწავლა, მერე ისევ ზამთარი, მერე ისევ ახალი წელი...

– მერე, ცუდია? – ჰკითხავდა ბებო, რომელსაც, ამასობაში, აუმოძრავდებოდა აზრი ცხოვრებაზე.

– არა, მაგრამ, რაღა ადამიანი ელოდოს, ისინი ელოდონ.

– კაცი თუ არაფერს ელოდება, ისე ვერ გაძლებს.

– ახლა დედაჩემს ველოდებით არა?..

– მაგისთვის დაიწყე? – ჰკითხავდა ალერსიანი თანაგრძნობით ბებო და თავს კედლისკენ გადაიბრუნებდა – რაღაც სისულელეს მეტყვის ხოლმე ეს ბალღი და დამაწყებინებს ფიქრსაო... დაიჩივლებდა გულში და შევიდოდა ძალაუნებურად აშლილ ფიქრებში...

– რასა ფიქრობდა? რა ჩვენი საქმეა, რასა ფიქრობს ადამიანი! დედაჩემი რასა ფიქრობდა დაწოლის წინ, რა ჩემი საქმეა! რასა ფიქრობდა პაპაჩემი, ოთხი ხარი

150

Page 151: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რომ მოუკლა საქონლის ჭირმა და ჯიბრით რომ დაუწყო ტყავება დახოცილებს და რომ შეეწირა თავის სასოწარკვეთას. რასა ფიქრობდა? იმ ჭირობამ ვაჟა-ფშაველასაც გაჰკრა ბწკალი და თვალის ქუთუთო ჩამოჰგლიჯა, რაკი მეტი ვერ შეიძლო... რასა ფიქრობდა, ბალღს რომ მუჯლუგუნით მოიშორებდა გვერდიდან – წადი, აგე, სადმე, გარმონი წაიღე და დაუკარიო, მე საწერი მაქვსო...

სხვის დაკეტილ უჯრას არ უნდა დაუწყოს კაცმა წვალება. რა ჩვენისაქმეა, რასა ფიქრობს ადამიანი.

სადაც სიღარიბე არ არის, იქ რით იხაროს კაცმა, ან რა იხალოს თავში.

ამის გვარი უნდა იყოს შიმშილაშვილიო, ფიქრობდა 8–10ისა ახალ თანაკლასელზე, რომელიც გაცილებით უფროსი იყო მასზე, მაგრამ იმდენჯერ დარჩა, რომ 8–10ისაც კი დაეწია. დიდი იყო, ღონიერი, უბრალო და უეშმაკო. შეუყვარდა 8–10ისას და შეეხვეწა დედას, კოჭანა ჩემთან დაასმევინეო. დასვეს მეორე რიგში. ეტყობა, მასწავლებელსაც ართობდა ეს სურათი: წინ ვირგლა კოჭანა და უკან კიდევ მოცუცქნული ბავშვები. მაგრამ, რომელი სიამტკბილობა გაგრძელებულა დიდხანს, რომ ეს გაგრძელებულიყო. შიშმილის გარდა, კოჭანას გასაჭირი მკბენარიც იყო. და გადაუსხა 8–10ისას, მაგრამ აღმოაჩინა დედამისმა მალევე, რადგან დიდი ტილიანობა მძვინვარებდა იმ დროს სოფელში და ყოველ ღამე თავს ჩაადებინებდა დედა კალთაში და ხილავდა ხოლმე. ამჯერად კი სურათი საგანგაშო აღმოჩნდა... და გადასვეს კვლავაც უკან კოჭანა, თავის ძველ ადგილას, სადაც მან ზაფხულამდე გაძლო ეულად. მთელ ზამთარს იჯდა კოჭანა სულ ბოლო მერხზე, მდუმარე და სევდიანი, კლდეზე მიჯაჭვული, ბუგრდახვეული ამირანივით, რომელსაც ქეთო მაწავლებელი მინელებული Fფეჩის საბერველად იყენებდა: – მიხედე ფეჩსა, კოჭან! კოჭანაც გამოუჩხრეკდა ფეჩს, მუხლებზე დამდგარი, მეზურნის ლოყებით შეუბერავდა... და გაუვიდოდა ბოლი ფეჩსაც და მილებსაც და ქეთო მასწავლებელს თვალები დაეწვებოდა, – გეყოფა, გეყოფაო, – და კოჭანაც დაემორჩილებოდა. როგორც წესი, სკოლაში მისული ბავშვები, პირველ რიგში, გაყინულ სამელნეებს ალხობდნენ ფეჩზე (პირველი გაკვეთილი ყოველთვის ზეპირი იყო, წერა არა ჰქონდათ ხოლმე, ყინვის გამო). მასწავლებელი ჯერ ავარჯიშებდათ – აბა, ხელისგულები ისე გაუსვით ერთმანეთს, რომ ბოლი აგივიდეთო და უსვამდნენ ბავშვებიც ხელისგულებს მონდომებით, რომ ხელები ისე გაეხურებინათ, გაკვეთილის ბოლომდე ყოფნოდათ. დასვენებაზე კი წიხლაობა იყო დადგენილი. და უკვირდა 8–10ისას, რომ ამ უწესობას მასწავლებლები არა კრძალავდენ. ბიჭები ან თავიანთი კლასის წინ დადგებოდნენ ან სხვას მიუხტებოდნენ კარზე და დააყრიდნენ ერთმანეთს წიხლებს და ხურდებოდნენ ზაფხულივით. 8–10ისა ყოველთვის კოჭანას გვერდით ირჩევდა ადგილს და, მის ჩრდილს შეფარებული, კოჭანას წიხლებს თავის ტლინკებს აშველებდა. მარჯვედ წიხლაობდა 8–10ისა, კოჭანა კი, ვისაც დაჰკრავდა, ცაში გააფრენდა.

შიშში სუფევდა სოფელი, შიშში იძინებდა და ფრთხილად იღვიძებდა. თუ ვინმეს შორისდებული ჰქონდა ნათქვამი, უხაროდა, რომ ლაპარაკი ამით დაამთავრა და

151

Page 152: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ახლა სხვამ იტეხოს თავი და ისე ილაპარაკოს, რომ არაფერი თქვასო. შიში იხარშებოდა ნელ ცეცხლზე და 8–10ისაც ფეტვის მარცვალივით იმ ქვაბში ეგდო. მაგრამ უმეტესად ჩხუბს შესწრებული ლეკვივით, მასაც არაფერი ეხებოდა და საყვარელი, რაღაცით განსხვავებული, შინაც და მეზობლებშიც დიდად სასურველი იყო. მშვიდობიანი კაცი იყო 8–10ისა და შიშის ქვეყანაში ცხოვრობდა. ქართულის მასწავლებელი გამოუვლიდა ხოლმე დედამისს, პარტკრებაზე ან პარტმეცადინეობაზე წასასვლელად და ცოტა ხანს სკოლის ამბებზეც ლაპარაკობდნენ ხოლმე. სკოლა ხომ იმ დროს არა მხოლოდ ცოდნის, კომუნისტური წრთობის სამჭედლოც იყო და პედკოლექტივშიც დიდი ვნებები დუღდა, ჰოდა, სანამ ლაპარაკს დაიწყებდნენ, 8–10ისას გაახედებდნენ გარეთ, აივანზე ხომ არა დგას ვინმე და ხომ არ გვისმენსო. ოლა დეიდამაც იცოდა ასე, რომელიც მხოლოდ მეზობლებზე თუ წაიჭორავებდა ან ძალიან საიდუმლოდ თავის რძალზე: – გადი, გენაცვალოს დეიდა, გაიხედე, ვინმე მამაძაღლი არ გვისმენდესო.

1937 წელმა, როგორც ენები დაუმოკლა ხალხს, ისე ყურთასმენა დაუგრძელა და ძველთაძველი ნათქვამი “კედლებსაც ყურები ასხიაო”, რეალობას ჩამორჩა: ყურები შეისხა ყველაფერმა, რადგან ამბის მიტანა და დაბეზღება დიდად ფასობდა, მეზობელი იქნებოდა, ახლობელი თუ ქურდი და ყაჩაღი. 8–10ისას ისედაც უამრავი რამ ჰქონდა ამქვეყნად შესამეცნებელი და ისიც დიდად ერთგულებდა მისთვის გამზადებულ რუკას, ხარბად ისრუტავდა ყველაფერს – თვალებით, ყურებით, ყნოსვით... კიდევ რა უნარი აქვს ლეკვს, რომ ყველგან იყოს, ყველგან შევიდ-გამოვიდეს, ყველასთვის კარგი და უსაფრთხო... შიშის ჰაერი ჩასდიოდა ფილტვებში 8–10ისას, ხან ცხელი, თონის ალმურივით, ხანაც გრილი და ნოტიო დაკეტილი ოთახებისა... ჯერ მარტო სიმწრით გაღებულ უჯრებთან რამდენჯერ მდგარა, რომ არ სცოდნია, რა ექნა გაკვირვებულს!..

როგორ გასართობ და თავის გადასაქნევ-გადმოსაქნევ არაკებად რჩება ისტორიის გათახსირება!.. არაფერს ტოვებს მოწმედ, რომ მწამებელი ეწამოს, მკვლელი მოიკლას. აღარ არის ის ჰაერი, ის მიწა, ის გარემო, სადაც მოქმედება ვითარდებოდა. ის ნამდვილი ტანჯვა-წამება, ნამდვილი სისხლი გარდასულისა იმავე ორმოში იღვრება, სადაც ჩაწურავდნენ ხოლმე უხსოვარ დროში მსხვერპლად შეწირულ ადამიანებს. ისევ ღიაა და გაუმაძღარი ის ორმო, პირი კი არ წაეკრა ტომარასავით, რომ მოიკიდოსმუყაითმა ისტორიამ ზურგზე და წაიღოს კოლექტივის საწყობივით ბნელ, ნესტიან, აღუვსებელ დავიწყებაში... ნაწამები სხეულებით გათელილი ბალახი კვლავ წელში სწორდება, კვნესითა და კივილით სავსე ჰაერი ნიავდება, მიწა და ცა ისევ ისეთია, ისეთივეა ადამიანიც. ასევე უკვალოდ გაქრა 8–10ისას ნამყოფ-ნასუნთქი ჰაერიც, ის საღამოებიც, როცა მოცლილი მეზობლებში დაწანწალებდა გასართობის საძებნელად და ხშირად უსიამოვნებას გადაეყრებოდა ხოლმე ჭინჭარივით.

– ეს ბალღები სულ შეშინებული ყვერებით არიან დაკეთებულები, რა გასაკვირია, ცარიელ სახლში რო ვერა რჩებოდნენ მარტონი!.. გაიგონა 8–10ისამ, როგორც კი აივანზე ავიდა და მოხვდა ტოტივით სახეში. შეყოვნდა და, რაც წამები გადიოდა,

152

Page 153: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მით უფრო ქურდს ემსგავსებოდა. იობას შვილი ეუბნებოდა ამ სიტყვებს ცოლს, იმიტომ, რომ იობაანთ აივანზე იდგა და იმათა ხედავდა ახლად ანთებულ სანთლის შუქზე. ამ იობას შვილმა, ომის დროს ძუა გაიყარა მუხლში და თავი დაიკოჭლა და იმიტომ ომში აღარ წაიყვანეს, ეხლა კიდევ შვილი ჰყავთ, 8–10ისას ტოლი. იობაც ამისი პაპა იყო, რო დაიჭირეს და გააკულაკეს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საქონელი ჰყავდა: კამეჩები, ხარები და ძროხები და წისქვილებიც. ახლა რო წისქვილია, იმასაც იობას წისქვილს ეძახიან და მილიციის საჯინიბოსაც – იობას თავლას. ახლა დაკოჭლებული იობას შვილი ნალბანდია და ნალავს კოლექტივის ხარ-კამეჩსა და მილიციის ცხენებს. მაინც დიდი სახლი აქვთ, მაგრამ ერთ ოთახში ცხოვრობენ, სხვა ოთახები დაკეტილი აქვთ და სათამაშოდ შეუშვებენ ხოლმე 8–10ისას და იმის ძმობილს. სუყველგან ნესტის, ფარდაგების და დიდი კარადების სუნია, გეგონება, ჩირი გაუშრიათო. რომ მორჩებოდა მუშაობას, იობას შვილი ჯერ ბალღებს დაადგებოდა ხოლმე თავზე – რაკი მასწავლებლის შვილი იყო 8–10ისა, ენდობოდნენ, სხვებს კიბის თავამდეც არ უშვებდნენ – დაადგებოდა და ბალღები რომ გაიტრუნებოდნენ იმის დანახვაზე და მიაჩერდებოდნენ, ეს წუთი უყვარდა, და დაცინვით ან იქნებ სიყვარულითაც ეტყოდა: – ჰაა, დაგიფრთხვათ ყვერებიო. რაკი მარტო ორად-ორი ბებერი კაციღა იყო 8–10ისას უბანში, ეტყობა, ის აქ კაცის სანახავადაც დადიოდა. უყვარდა, იობას შვილი სავახშმოდ რო დაჯდებოდა მაგიდასთან, დიდ ხელებს რომ დააწყობდა რკინის მაშებივით და ცოლს ეტყოდა, აბა, მაიტა, რა გაქვსო. ცოლიც დაფაცურდებოდა და იდგმებოდა სცენა ოჯახური და თამაშდებოდა სპექტაკლი სოფლურ-პატრიარქალური და, ეტყობა, ამის სანახავადაც მოსწევდა გული 8–10ისას. – აბა, გამამიტანეთ იმ ოთახიდან წინწანაქრიანი კოკურაო, იქ რო შეხვალთ, ხანჯალი არ ჩამოხსნათ კედლიდანაო, თორემ ხო იცით, მიყვარს მე ბალღების დაყვერაო. შევიდოდნენ ბალღებიც ოთახში, ჰაერი რო იდგა გაჩერებული საათივით, დიდ ბუფეტს გააღებდნენ ერთობლივი სიფრთხილით, გამოიღებდნენ გრილ კოკურას, შეხედავდნენ სპილოსძვლისტარიან, გრძელ, უხვად და მდიდრულად მოვერცხლილ ხანჯალს, გამოხურავდნენ კარს და მიართმევდნენ წინწანაქარს ოჯახის უფროსს. ისიც მადლიერების ნიშნად ეტყოდა: – თუ გინდათ, შედით და ითამაშეთო, ოთახში ნიავს მაინც აშლითო, ოღონდ, ხო იცითო!..

ახლა კი იდგა 8–10ისა აივნის კართან და თანდათან ქურდს ემსგავსებოდა – შენს ბალღზე გეუბნები, შენსაზე!..

– ვიცი, რომ ჩემსაზე. რა ბედენაა, ყველა ეგრეა, ვინც 37-ის მერეა გაკეთებული, ყველა შიშისააო, ამბობდა იობას შვილი დაბეჯითებით და თან სათითურა ჭიქით არაყს ურტყამდა.

– მაიცა, კაცო, ეგრე რო ყლურწავ, არ დამაცლი სუფრის გაშლასა, ღმერთი არა გწამს, ან საღამოს მადლი არ იცი!

– კიდევ კარგი, არ იცი, რა მწამს და რა არა!..

153

Page 154: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– რათა, რა, მე შენს რამეს გარეთ გავიტან?

– შენ კი არა, თვითონ გაგყვება კაბის კალთითა, ეგრე იცის ამბავმა, მა რა გგონია?!

– სუ კლიტედადებული არა ხარ, შენგან როდის ვინ რა გაიგონა?

– ეგრე არა ჯობია, მე კლიტე და შენ კიდევ იმის გასაღები... განა სულ კლიტე მედო? ისეთი პირდაღებული ვიყავი რო!.. მანამ ენაზე არ დამეჭიდნენ და არ მახვეწნინეს... შენ გვიან გამიცანი... გაგვიხრწნეს სულები, მაგათი დედ-მამის სული და სხეული გაგვიჩერდა, შეუბმელი ურემივითა, დამდგარ-დაფუტუროებულ ურემივითა, იმიტომ, რომ, სანამ სულია სხეულში, სხეული არ იხრწნება, ეს იცოდნენ კარგა და იმიტომაც დაგვყვერეს, ტვინი ამოგვაცალეს, სული სხეულს ზედ ჩამოჰკიდეს, მაგრამ ისტორია არ იკარგება, არც ადამიანის არსებობა, აგე, ცაზე რჩება ყველაფერი, ჩხირის გატეხვაც კი, ისტორიაც და ადამიანის ამბავ-თავგადასავალიც სამყაროს ცაზე იხატება, აი, ნახავ, რომ ისტორიაა თუ ადამიანის ცხოვრება, მალე ისეთს რამეს მოიგონებენ, რასაც გინდა, ნახავ, ყველაფერი გაცხადდებაო, რო წერია, იმაზე კი არ არი, კიტრუა თავისი ბიძაშვილის ცოლსა ყვარობს და არავინ იცისო, თუმცა მაგასაც გაიგებენ, შაუსწრებს სადმე 8–10ისა... არც მაგის მამოწმებელი იქნება სწორი, რადგან კიტრუა დედაკაცს კი არა ყვარობს, თავის ბიძაშვილს ეხმარება გაჭირვებაში, ეხმარება, ვეღარ გაიგეთ!.. როგორც რუსეთი ეხმარება ყველა ჩათლახსა და მამაძაღლსა...… გაიგე, ქალო... იცი, რა უბანი გვქონდა, კვიცივით ბიჭები ვიყავით, გაწმინდეს სულა...

– ეს შერეკილი ხალხი უფრო დაცულია, არც ლოცვა ეკრძალებათდა არც თავში რაც მოუვათ, იმის თქმა. ჯღუნე ხო იცი, აი, მანქანის მოტორებს რო აკეთებს, მუშტარი არა ჰყავს მაინცდამაინც, იმიტომ, რომ ხან მთვრალია და ხან სულელი. ისე კი, მაგარი ხელოსანია. ჰოდა, გაფუჭებია რაიკომის მდივანს მანქანა და სახლში დაუბარებია ჯღუნე, მანქანა ეზოში სდგომია და აივნიდან გადაუხედავს ჯღუნესთვის და არ მოსწონებია და უკითხავს – ეგ კარბურატორი იციო? – აუხედავს ჯღუნეს, მდივნის ცოლიც იქა მდგარა და უთქვამს უხათროდ – ზოგმა ცოლის საოხრო არ იცის ისე კარგა, მე რომ კარბურატორი ვიციო... ხე-ხე-ხე, ხედავ, შენა, რა კარგია, სულელი რომ ხარ! კიდევ კარგი, მაგან მაინც შეჰბედა სიტყვა, ამ სოფელში შიშით თვალს ვერავინ უსწორებს.

– ეეჰ, არაფერი რომ არა გწამს, იმიტომ ლაპარაკობ ეგრე.

– საწამებელი რაღა დარჩა! შრომა, ტყუილი, შიში... ისევ პირით თუ რამეს წააცლი ცხოვრებასა. ან კიდევა... ჰო, რა იყო, ვტყუი?.. მაშ რა გგონია, ეგრე რომ დაგვყარა ღმერთმა!.. ამ ცხოვრების ხელში... თან გვეუბნება, აირჩიეო, ჰოდა, აირჩია ადამიანმაცა, სულ სიტკბო ახსოვს, ეგ რომ არ იყოს, ქალი და კაცი ისე სხვადასხვაა, რომ კეტით ვერ მიყრიდი ერთმანეთთან... ხი-ხი-ხი... მარტო მოსაფსმელად ვინ გაიჩერებდა ამეებსა...

– მანდა ვარ მეცა, რო არაფერი გწამს... 154

Page 155: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

8–10ისას მაგრად შეეშინდა მოსმენილისა, ინანა, იქ რომ იყო, არ დამინახონო, დაფაცურდა, მაგრამ კაცის პასუხს დაელოდა, აინტერესებდა, კიდევ რას იტყოდნენ, თან ისიც გაიხსენა, თვითონაც რომ ეშინოდა ცარიელ ოთახში მარტო დარჩენისა.

– მეც ძალიან მინდა, რომ მწამდეს, მაგრამ რისი ვიწამო, რა მინახავს რო!.. ვთქვათ, ბევრი არაფერი გამეგება ცა-ქვეყნისა, კაცის ყოფა ხო მაინც ვიცი და როგორ უნდა ვიწამო, მარტო ყლითა და პირით რო შეუძლია სიამოვნება და ისიც არ ერგება, ჰა, იმ კაცისა როგორ ვიწამო!..

ადამიანობა ყველაზე ძნელია. მიდი, აბა, გახდი ადამიანი!

უგემური პირი გაუხდა 8–10ისას, გამობრუნდა ქურდულად, მაგრამ ასეთი ცუდსიტყვებნასმენი, სახლისკენ არ წასულა, თავიანთი უბნის ბოლომდე, ანუ გზაჯვარედინამდე იარა, მთავარ გზაზე გაიხედა მარჯვნივ და მარცხნივ, წარმოიდგინა, რომ ქვემოუბნელები შეემტერებოდნენ და უკან იხია სახლისაკენ, რადგან მის წარმოსახვაში უკვე ახალი ხიფათი ინასკვებოდა. წამოვიდა კოჭლობით, ცალი ფეხი გაიშეშა... ჩუკრიანთ ქალმა უყურა, ე ბალღს რა მოუვიდაო და იმას რომ გამოსცდა, ღობის ძირში ვიღაცის დამალული ჯოხი იპოვნა, აა, თოთიასი იქნებაო, გაუხარდა, იმან იცის ეგრე და ეხლა ეძებოსო...

8–10ისას ძალიან აწუხებდა ცუდი სიტყვების არსებობა, რომ ხელს, ფეხს, თავს უბრალოდ ამბობდნენ და ცუდ სიტყვებს კი, ჭუჭუას და რაღაცეებს – ზიზღიანად, სასაცილოდ და სალანძღავად. ეტყობა, სიყვარულით არ დაარქვეს, როცა არქმევდნენ და იმიტომ... ძნელი იყო ცუდი სიტყვებისა და ცუდი ამბების სმენაც და ყურებაც. ცნობისმოყვარეობაც კი, თითქოს სასწაულის მოლოდინში, თავს არიდებდა, რომ ბოლომდე მოესმინა ან ეცქირა. ძნელი იყო: გეგონება, გიჭერენ, ხელ-ფეხს გიკრავენ ან ნემსს გიკეთებენ ან პირში რაღაც უგემურ წამალს გასხამენო. ცუდი ძნელად შედის ტანში, თითქოს არ უშვებსო. ამ ბებრებმაც რატომ იციან ცუდი სიტყვები! რაც არ შეუძლია, კაცს იმის თქმა არ უხდება. მე რო ვთქვა ახლა, სტარიკაანთ ვალიკოს მოვერევიო, მომიხდება? აგე, როგორი ლამაზი კაცია კოჭლი ვასო პაპა და სულ არ უხდება. იმისი შვილიშვილიც 8–10-ისას ამხანაგია და სულ იგინება ან ცუდ სიტყვებს ამბობს.

8–10ისას დრო უფრო მძიმე იყო, ვიდრე 14–15-ისას დრო. მათი ეპოქები ისე შეხვდნენ ერთმანეთს და ისე გაიყარნენ, როგორც პაპა და შვილიშვილი. 8–10-ისას დრო მძიმედ და მოღრუბლულად მიაბიჯებდა, შიში და შიმშილი იყვნენ შებმულნი მის ურემში, სოფელში ყველაზე ცნობილი ორი კამეჩი – როსტია და ობოლა. ჭამას ვიღა ჩიოდა, გადაჩვეულები იყვნენ საფუძვლიანად, სიცივეს ვიღა ჩიოდა, ბუნების წესი იყო. ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც ამ წესს დამორჩილებოდა – შოვნა არ იყო არაფრისა. ქალმებს ქიტო პაპა უსხამდა თხელი ტყავისას, თითქოს სადღვებლის თავსაკრავი სერააო, ხარის ტყავს ვინ აღირსებდა.

მაინცდამაინც სიცივეში გამოაგზავნიდნენ ბალღს ორჯამიანით: – ცოტა კომბოსტოს წვენი ჩაგვისხიო... ბებომისი ჩაილაპარაკებდა, – ერთი-ორი ფოთოლი ჩაუყოლეთო

155

Page 156: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– და ეძებდა დედამისი თხელ ფურცლებს ძირზე დაყვანილ მწნილის ქილაში. ნემსის სათხოვნელად დადიოდნენ ერთმანეთთან, სავარცხლისა... ხახოლები ცხოვრობდნენ სოფელში, რუსის ხახოლებს ეძახდნენ, სინამდვილეში შიმშილობის დროს გამოქცეული უკრაინელები იყვნენ. თავიანთი წესით ცხოვრობდნენ, რჯულს არ იმღვრევდენ.. თვალმისავალი ქალები ჰყავდათ... მოკლედ, სოფელი მაინც არ იყო ღვთისაგან განწირული. ყველა ძალიან გაახალისა, ამორაძეების გადახჩუებულმა ბერიკაცმა რომ ხახოლის დედაბერი მიიყვანა ცოლად. ეს კაცი ზედმეტად გასულ-გამოსული იყო, ბევრი რამე ენახა და სმენოდა და ახლა კი მხოლოდ იმას ამბობდა, ენებში ყველაზე ძნელი ხახლურიაო... ხახოლები მშვიდი და უწყინარი ხალხი იყო. წიგნს მარტო ამათ ხელში თუ დაინახავდი. თუ კირით შეღებვა ვინმეს უნდოდა ბინისა, ხახოლები საუკეთესოები იყვნენ. კაცები ბონდარობდნენ, კასრებს აკეთებდნენ, ქალები დამლაგებლობდნენ. ხანდახან განწირულებაც წაუთაქებდათ და მხიარულებას ეძლეოდნენ. ბალღები სწავლობდნენ, ნიჭიერები იყვნენ, განსაკუთრებით, რუსულში. 8–10ისას კლასელები იყვნენ ლუბა და ვიტია.

14–15-ისას დროს შიშმა თავისი აბსტრაქტული სახე დაკარგა. აღარ იყო სტალინი. თუ გეშინოდა, კონკრეტულად ვინმესი გეშინოდა, თუ არა და არა. ქართულის მასწავლებლის ძმა ჩამოვიდა გადასახლებიდან და კულტურის სახლის დირექტორად დანიშნეს, ამან 14–15-ისას ახალი სარბიელი მისცა: კინო სხვაგან გადაიტანეს და თეატრალურმა ცხოვრებამ აღორძინება იწყო, იდგმებოდა სპექტაკლები, იმართებოდა კონცერტები, გასტროლებზე ჩამოდიოდნენ დიდი მსახიობები და თამაშობდნენ იმ სპექტაკლებს, რაც ადრე რადიოთი მოესმინა. ამაღელვებელი იყო მათი ხილვა, მათ სიახლოვეს ყოფნა, მათი ხმის მოსმენა... მასწავლებლის ძმის წყალობით, 14–15-ისა თამამად დააბიჯებდა სცენის ფიცარნაგზე, შინაური და ახლობელი იყო დრამატული წრის წევრებისთვის და დედამისის დაწერილი პიესაც კი შესთავაზა დასადგმელად, მაგრამ თურმე ასე არ შეიძლებოდა, დიდი თეატრებისთვისაც და სოფლის კლუბებისთვისაც რეპერტუარს, თურმე, სამინისტრო ადგენდა. 14–15-ისა აღაშფოთა ამ სისულელემ, აზრები გაუჩინა და გუნება მოუწამლა, მაგრამ სიცოცხლის სიტკბო მეტი იყო გარშემო და იძლია მისგან. ამ დროს შეუყვარდა 14–15-ისას აკრობატი გოგონაც, ერთადერთი არსება, ვისაც თავისი გრძნობა ვერ გაუმხილა. ეამაყებოდა ხოლმე 14–15-ისას, თავი რომ შეიკავა, თუმცა კი დიდხანს იყვნენ მარტო და გრძნობების ნაკლებობასაც არ განიცდიდა, მაგრამ ვერ შებედა, რადგან რაღაც მეტობა იგრძნო მასში და მოერიდა. მოკრძალებაც დიდი ჰქონდა ამ 12-13 წლის გოგონასადმი, რომელსაც თავისი რთული პროფესიის გამო უკვე მოესწრო დასერიოზულება. ამიტომაც მშვიდად ბაასობდნენ, ჯერ კლუბის ეზოში, მერე მთელი სოფლის გოგო-ბიჭებით გავსილ მთავარ ქუჩაზე... ცნობდნენ ცნობისმოყვარენი თხელსარაფნიან გოგონას, თავისი აზრებიც გააჩნდათ არტისტებზე და ისიც ეგონათ, რომ 14–15-ისა ქედმაღლურად იყურებოდა მათკენ. ამ დროს კი 14–15-ისას კრძალვისაგან წელიღა სტკიოდა.

156

Page 157: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ყველა ქალს ჰგონია, რომ დაკეტილი საუნჯის პატრონია და ბეჭედზე არავინ მიხლოს ფარსაგად ხელიო, იმასა ფიქრობს. იფარავენ ბეჭედს მოფარებულში, ლაჯებში აქვთ გამომწყვდეული... ზოგი ძუნწია ხარჯვაში, ზოგი – ხელგაშლილი, მაგრამ ფიქრი კი ერთი აქვთ – ბეჭდიანი სალაროს პატრონები არიან!.. სხვა ვერაფერი აურჩევიათ თავიანთი სამყაროდან, რომ ის დაიცვან, გამოყოლილი აქვთ ჟამთუკანიდან პირველხილვა და იმ ბურუსიდან და დაბნეულობიდან თავს ვერ იღწევენ... რაც უნდათ, ის ქნან, რითაც უნდათ, იმით იტყუონ თავი და თაობებსაც გადაულოცონ, მე ეგეთ რამეზე ვერ მიმიჩვევენ... კაცი კაცზე მეტი უნდა იყოს და ქალი ქალზე, რომ იწვევდეს ინტერესს და არ თავდებოდეს, როგორც სხვა სილამაზე, რომელიც ადვილია შესადარებლად. აბა, სიტყვა ნახა ვინმემ ტოტზე მჯდარი, რომ შეაფასოს?

ამ ფიქრებში, რა თქმა უნდა, კონკრეტული სახეები ეხატებოდა 14–15-ისას, იმათ გაუსწორდა და დაცხრა, მაგრამ, სანაცვლოდ, სხვა ფანჯარა გაუნათდა: – სულისა და სხეულის არაკი ადამ და ევაშია, აკი ამათში იშვა პირველად ორივე, აკი ამათ იწვნიეს პირველებმა ის თავგადასავალი, რომელიც მეც მეხება, ამდენი ხნის შემდეგ, ამ სოფლის გორაზე, ორღობეში თუ ვაშლის ძირას... მიტოვებულებია ადამ და ევა, საუკუნეებია, ჩრჩილი ჭამს იმათ გაქვავებულ სახეებს. გამოიდევნენ დანაშაულისთვის, რომელშიც კარგად ვერ გარკვეულიყვნენ, უფრო რიხიანი ღმერთის ხმამ შეაშინათ, მაგრამ შურისძიების ნაპერწკალიც ხომ აენთებოდათ, რომ სანაცვლო მიეზღოთ და, როგორ გაიხარეს, ალბათ, რომ ტკბილი და სანეტარო აღმოჩნდა ისიც, რაც იგემეს... გაიძრეს სული და მიაგდეს ჯაგებზე. მოკლედ, პირველი ქალი ევაა და ის პირველი თუ არ შეაქე...… ქალო, ისებრო, ისებრო უნდა გადავაკეთო ევაზე!..

ღმერთის სიტყვასა და სიტყვას შორის მილიონი წელიწადია და, როგორც სამყაროს შექმნას არ მოუნდა დღევანდელი ექვსი დღე, ადამისა და ევას სამოთხიდან გამოდევნაც ისე იქნებოდა...

ადამის მიერ სახელშერქმეულმა მხეცებმა არ უწყოდნენ ადამის სახელი. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ადამი და ევა ხრიოკში მიდიოდნენ თუ შროშანიანში, ყველგან ერთანირ სუნსა და კვალს ტოვებდნენ.

ედემის გარეთ ადამს ევაც ეუცხოებოდა. იგი აღარ იყო ის, ვისაც სამოთხის კამკამა წყლები აირეკლავდა. აქ იგი მზით დამძიმდა, ფეხის ტერფები გაუმაგრდა, ტანი გაუდრეკადდა. ეს იყო პირველი, რითაციგი ახალ ბუნებას შეეხამა. ხელებს ერთმანეთს მხოლოდ იმ წამებში უშვებდნენ, როდესაც მეტისმეტი სიმხურვალისგან ბოლი ავარდებოდათ. შეშინებულები დასხდებოდნენ მიწაზე და ხელისგულებს ნამიან ბალახზე იგრილებდნენ, თუმცა კი ყველგან, სადაც ჩამოსხდნენ და სადაც კი ხელები დააწყეს – მათ ნადგომ-ნაჯდომზე – დაიმდუღრა და დაჭკნა ბალახი. რა ნაწილითაც არ შეეხო ადამი დედაკაცს, ყველაფერს ცეცხლი ავარდა და ბოლი ადინდა. სადმე ვეფხვი შველსა ფლეთდა და ადამსაც ასეთვივე სურვილი დაეუფლა – დავგლეჯ კბილებით, ამდენი უცხო რამ რომ ჩამინერგაო, მაგრამ, როგორც კი

157

Page 158: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

შეეხო, სიტკბოების არმურმა კვლავ ძალა წაართვა, თვალები დაახუჭვინა და თითქოს ისევ ედემში მიაბრუნა. ოღონდ ახლა ეს ნეტარება სხეულზე მოედო და ტანის ღრუვში ცეცხლად დაუტრიალდა. ხანჩაგდებით ეხებოდა, რადგან დიდხანს ვერ უძლებდა და მიკარებებს შორის ედემის მოგონება ეფურცლებოდა. არდაგებით რომ იყვენენ დაფარულნი, ესეც თვალში ეცა, ესეც ეზედმეტა, მაგრამ გაბედულება არ გააჩნდა, გადაწყვეტილება მიეღო, გამოუცდელი იყო. უცებ ბალახებში გველი გასრიალდა და მათ წინ შედგა თავაწეული. მაღლა აწვდილ გრძელ კისერს აქეთ-იქით ატრიალებდა და ენას ასარსალებდა. მერე თითქოს რაღაცას თავს ესხმისო, წაწვეტებულ პირს დაასობდა ახლად ამობიბინებულ მიწას და ასე ჰქმნა რამდენჯერმე.

ევამ ხელი დაიფარა საოხროზე – შეეშინდა, არ შემიძვრესო. ადამსაც თავისი ამე იმ გველივით შეემართა, მეტისმეტად ასწია თავი. შეხედეს ერთმანეთს და მიხვდნენ, რა უნდა ექნათ... ასე შეიცნო ადამმა დედაკაცი და უწოდა ევა, სახელი, რომელიც, 14–15-ისას სოფელში, მრავალი მილიონი წლის შემდეგ, ბაჭყურაანთ ევასაც ერქვა, ყველაზე მრავალშვილიან სოფელში, რომელიც ყოველ შაბათს, კვირაძალის დაწყებამდე, შარვალ-ხალათს უუთოებდა და ჩექმებს უპრიალებდა თავის კალატოზ ქმარს, ლუკას, რათა მთელი კვირის დამაშვრალი კაცი ამაყად წასულიყო ბაზრობაზე და დუქანში მაგრა გამომთვრალიყო სხვა თანამოძმეებთან ერთად, რომელთაგანაც, სიყვარულის გარდა, ბევრი უსიამოვნებაც შეხვდებოდა, მაგრამ წესი წესია და ბაჭყურაანთ ლუკაც წესიერი კაცი იყო... პირველშეყრას, რა თქმა უნდა, გველი დაესწრო. მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულა. ცხოველების ცნობისმოყვარეობა ავტომატურად გამოირთვება ხოლმე.

იზრდებოდა ადამი და ხედავდა, ევა ის აღარ იყო, რაც ედემში. ევას მიწა იმსგავსებდა, თავისი სინამდვილით ავსებდა. ძალიან უხდებოდა მიწას და მის გარემოს – გზას, ბილიკებს, წყლის მორევებს, ტყეს და ტყის ნაყოფს. თვალები გაკვირვებული გაუხდა, რაც გამოუხატავად, ედემისდროინდელ უმანკოებასაც იტევდა და მოსჯილ წარმავალობასაც. თიხისფერს ეძახდა, რაც თარგმანებით უპირველესს ნიშნავს. თავზე კოკაშემოდგმულად წყალზე სიარულმა მისი კისერი და ხერხემალი ააღერა, გააღონივრა, გაადრეკადა. რბილის ადგილას კუნთი გაუჩნდა, ძარღვები დაუჩნდა, თმის ყველა ღერით და სხეულის ყველა ნაწილით მზეს ისრუტავდა და ფართო ტერფებით მზით გავსილ სხეულს მიწაში ცლიდა. მაგრამ ცეცხლი მაინც რჩებოდა მასში, თანაც – უზღვავი...

და თუ დროზე არ მიუსწრებდა ადამი, შესაძლოა საკუთარ ცეცხლში დამწვარიყო და, ერთ მისვლაზეც, მის ადგილას ადამს ნაცარი დახვედროდა. დრო ბევრი ჰქონდათ და მიწიერ ვნებათაგან დაცლილნი საღამო ხანს ცას უყურებდნენ, სადაც ყველა დროში ყველაფრის ხილვა შეიძლება, რაც კაცს მოუნდება. ისინი კი ედემს ხედავდნენ. მაგრამ დუმდნენ. ერთს ეგონა მეორეზე, რომ მას უბრალოდ თვალები გაუშტერდა ძერაზე ან ველის არწივზე. ისინი ხომ ძალიან თავისუფალი ადამიანები იყვნენ.

158

Page 159: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

წარსულიც ახლოა

ისტორიაც ახლოა.

შორია ჩვენი უძლური ხსოვნა.

მაგრამ სულ მალე ადამიანები აღმოაჩენენ ისტორიის სიბრტყეს და წარსულის ფანჯარას გააღებენ და მოიტანენ იქაურ ხმებს და იქაურ სურთებს და ეს არ იქნება უფრო საკვირველი, ვიდრე სოფელში დაკიდული პირველი ელექტრონათურა, რომელსაც მალე ბუზების სკინტლმა დაუკარგა ელვარება. სულ მალე ადამიანები მოისმენენ და იხილავენ თავიანთ წარსულს და აღარც კი გაუკვირდებათ, თუ რა ახლოა სამყაროს თავი და ბოლო. მაშინ ღმერთი და ადამიანი ერთად იქნებიან, იმიტომ რომ არავისა აქვს იმდენი საერთო საქმე ამ სამყაროში, რამდენიც ღმერთსა და ადამიანს, რომ ორივემ ერთად განაგოს იგი.

ასე გავა საუკუნეები ვიდრე დღეისდღემდე და, ერთ მშვენიერ დღეს, როცა გათხრიან ადამის შთამომავლის, მეჩანგე და მეფსალმუნე იობელის საფლავს, იხილავენ უხრწნელ ქაღალდს, რომელსაც მიწისმთხრელები იობელის გამხმარ თითებს ძლივს აართმევენ. იქ კი ეწერება:

ქალო, ისებრო, ისებრო, თიხისა კოკურისებრო,

შიგა მდგომარე სურვილო, მოკვდავთა წყურვილისებრო,

სახელო, შორით-შორულო, ნიავო ნაპირისებრო, თეთრ სახეს შავო ბულულო, ყორნისა ბოლოისებრო,

შუბლო, გათლილო ფიცარო, განთქმულის ხუროისებრო,

ყურნო, ირიბად აჭრილნო, სიონის საყდარისებრო,

თვალნო, წარბნო და წამწამნო, გველეშაპისა ფხისებრო,

შიგა რომ შუქი გიდგია, ტრიალებს მორევისებრო,

ცხვირო, პირო და ბაგეო,

ერთურთ სტვენთ მტრედის ფრთისებრო,

თან იტანიებთ ენასა, არმოქნეულსა ხმლისებრო,

აქეთ-იქითა ლოყებო, ნაწყობნო ქანდაკისებრო,

ღრძილებო, წყაროთ ნარწყავნო, კბილნო, მარგალიტისებრო,

ტუჩებო, იის კონაო, ვარდისა ფურცლებისებრო,

159

Page 160: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ყელო, სადგამო სახისა, ვერცხლისა კვარცხლბეკისებრო,

წელო, მხარნო და თეძონო, ნარხევნო არმურისებრო,

ხელნო და ხელის თითებო, ვის მოეხვევით ვისებრო,

მკერდო, ვის დაეტოლები, ვის დასწვავ ცეცხლო, მზისებრო,

ვის დააჩნდებით ძუძუნო, გველისა ნაკბენისებრო,

წელო, წვრილო და მაღალო, ჩრდილმოარული კლდისებრო,

მის ქვემოთ ვარცლში ცომივით მუცელო, საფუვრისებრო,

მუცლისა ქვემოთ საპარსო, ბოქვენო, აღმართისებრო,

მას ქვემოთ მტილო-ბოსტანო, წყლისპირის ბალახისებრო,

რამეო, მუჭისტოლაო, ნიგვზისა ლებნებისებრო,

მასშიდ რომ წყარო გამოდის, სასმელად ბადაგისებრო,

ისიმც კი დაეწაფება, ვინც ჰყავდეს ადამისებრო,

ქალო ისებრო, ისებრო, პირველი სიცოცხლისებრო,

გაუცვეთელო გზისებრო, დაუშრობელო წყლისებრო,

სამარეს ჩასვენებულო, უხრწნელი ქაღალდისებრო.

ქართულის მასწავლებლის ძმამ უთხრა სუფრაზე, ცირკის აკრობატებს რომ გაუმართეს გამოსათხოვარი პურ-მარილი და ბევრნი რომ იყვნენ სოფლის მოღვაწეთაგან წვეულნი, მაშინ. გვერდით ეჯდა 14–15-ისა და უჩურჩულა ყურში: “ძალიან ბევრი ჭკვიანი ხალხი გვყავს ერთი სოფლის კვალობაზეო”. მართლაც, რაღას არ მოისმენდი სუფრაზე მსხდომთაგან, რაღაზე არ მიუწვდებოდათ ხელი (“როგორ ეტყობათ, სტალინი რო მოუკვდათო”! ), სტალინისდროინდელი ერთსულოვნება აღარ სუფევდა სოფლის საზოგადოებაში, იყო დაპირისპირებები აზრისაც და შეხედულებებისაც, მოკლედ, ბორბლებმორყეულ ურემზე ისხდნენ და უდარდელად მილაყუნებდნენ, რაკი აღვირიც მიშვებული ჰქონდათ და ციმბირმაც შორს გადაიწია. ქართულის მასწავლებლის ძმა კი სულ ახალი დაბრუნებული იყო იქიდან– ერთი ომიდან და ორი გადასახლებიდან – და, როგორც უჩურჩულა 14–15-ისას, “აზრიცა და ფილოსოფიაც ცხოვრებაზე შეცვლილი ჰქონდა”. უნდა ითქვას, რომ შიშის ზონაში ნამყოფ, შიშის ჰაერნასუნთქ ადამიანებზე, მათ ჯანმრთელობაზე, შემდგომში და თანდათანობით, მომაკვდინებლად იმოქმედა მარწუხების მოფონებამ, მოდუნდა მათი სიფხიზლე, განელდა თვითდაცვის მაცოცხლებელი ინსტინქტი, მოტყდნენ, მობერდნენ, აზრი დაკარგეს და წარამარა იწყეს აფეთქება მოულოდნელ ნაღმებზე, რომელთაც უცხო სახელები ერქვათ – კიბო, ინსულტი,

160

Page 161: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ინფარქტი... ასე დასრულდა დროებითი ვარჰალალო თავახსნილი მონებისა, ძველმა არც წესიერებამ ჩაიარა უკვალოდ და არც უწესობამ, არც უფროსობამ და არც მორჩილებამ. ცოდვიანები ცოდვას გაჰყვნენ, უცოდველები – არცოდვას. მასწავლებლის ძმა თავის ამბებს არა ჰყვებოდა – 19 წლისა წაიყვანეს ომში და 42 წლისა დაბრუნდა სოფელში – ვითომც არაფერი, ისე განაგრძო ცხოვრება და მუშაობაც იქვე, კულტურის სახლში. ომამდე მსახიობის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და სოფლის სცენაზე ახლა ისე ეჭირა თავი, თითქოს აქამდე სადღაც დიდ სცენაზე იმოღვაწაო. წარსულის ბევრი დიდი დრამატურგი, რა თქმა უნდა, ვერც იფიქრებდა რომ მათ შემოქმედებას ამ მივარდნილ სოფელშიც ეყოლებოდა მხურვალე თაყვანისმცემელი. მასწავლებლის ძმა ტირანიის, ძალადობის, სიმხდალისა და ღალატის საწინააღმდეგო პიესებს დგამდა და ცეცხლოვანი მუხტით აღავსებდა სცენასაც და მაყურებელსაც, თითქოს საზეიმოდ ცეკვავდა სასიკვდილოდ დაჭრილი დათვის გარშემო, რომელსაც, ცოტაც უნდა მოგვეთმინა და სული ამოხდებოდა. მანამდე კი... იცოდა მასწავლებლის ძმამ, რომ დაჭრილი დათვი ძალიან საშიში ცხოველია. ამიტომაც ყველასთან გულიანი, უშუალო და ძალდაუტანებელი ურთიერთობა ჰქონდა. 14–15-ისას ბრაზიც კი ეტანებოდა ხოლმე, მასწავლებლის ძმა რომ გამოუცხადებდა, ამასთან და ამასთან დავლიეო, მაგრამ აპატიებდა ხოლმე, რადგან იცოდა, რომ ეს კი არა, ისინი პატიჟებდნენ, პატიჟებდნენ თანახმანი იმ აუცილებელ დოზა გესლზე, რომელიც ერგებოდა ხოლმე მასწავლებლის ძმის თანამეინახეს იმ მიზეზის გამო, რომ ყველანი ამ სოფლის შვილები იყვნენ. ამიტომაც ძალიან სასაცილო ეპიზოდი იყო საპირველმაისოდ, ერთადერთი სამსართულიანი შენობის, სასტუმროს თავზე ბელადის უშველებელი პორტრეტის დაკიდება. პროცესს ხელმძღვანელობდა სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, გახსოვთ, ალბათ, ცარცივით თეთრი ციკოს ახლობელი და მასპინძელი, ერთადერთი კაცი, რომელმაც გაუძლო 37-საც, ომსაც და ახლაც, როცა თითქოს ბევრი რამ შეიცვალა, წყალობას არ აკლებდნენ, ნაკლებ საპასუხისმგებლო პოსტზე ინახავდნენ.

ძალიან მოუხერხებელი აღმოჩნდა დასაკიდებლად ეს უშველებელი, ზეთის საღებავით დახატული პორტრეტი. წვალობდნენ პროლეტარები, ვერ იმორჩილებდნენ აფრასავით ქარით მართულ ტილოს. საბჭოს თავმჯდომარე კი სერიოზული სახით აქილიკებდა, არამი იყოს თქვენზე მაგისი შრომაო... აყლაყუდას ერთი-ორი აქტივისტი უმშვენებდა გვერდს, რომლებიც, რა თქმა უნდა, არაფერს აკეთებდნენ. უბრალოდ, ფონს უქმნიდნენ საბჭოს თავმჯდომარეს, რომ მას მარტო არ ეგრძნო თავი და საჭიროების შემთხვევაშიც, სავარაუდო რისხვა ვინმესთვის დაეტეხა. მასწავლებლის ძმა და 14–15-ისა კლუბის შენობისკენ მიდიოდნენ, რომ დრამატული დასის წევრებს შეხვედროდნენ და დინარა სუფლიორის გადაწერილი “ინ ტირანუსის” ტექსტი როლების შემსრულებლებისთვის დაერიგებინათ, სხვათა შორის, აყლაყუდას მეუღლეც მსახიობობდა.

– ოო, შენს დანახვას გაუმარჯოს!.. – სახე გაუბრწყინდა აყლაყუდას და ნამდვილი გულითადობით მიესალმა მასწავლებლის ძმას – გისურვებ ხვალინდელი დღის

161

Page 162: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

კეთილად გათენებას, გაზაფხულია, ძმაო, რა ჯობია!.. – აყლაყუდამ ახედ-დახედა აქტივისტებს, დარწმუნდა, რომ მათი თვალი და ყური მისკენ იყო და მასწავლებლის ძმას უთხრა: – ერთ-ორ საათში დავკიდებ ამ მძღნერს, გავთავისუფლდები და მოდი, თუ ძმა ხარ, ერთადა ვჭამოთ პური!.. ხო იცი, როგორ მიყვარხარ, ხვალ კიდევ უფროსებში უნდა ვიყო და ხო იცი...

– აი, ასეთი ქამელეონები მიუძღვიან ხალხსა და ქვეყანას და შენ კიდევ გინდა, ამათ შეაკლას ადამიანმა თავი. შალვა დადიანზე რომ ბრაზობ, როგორ აქებს ამ მთავრობასო, ასეთები არიან იქაც, ასეთი ქამელეონები, რადაც უნდათ, იმად მოაჩვენებენ თავს, როცა უნდათ, გარდაისახებიან უმანკო ადამიანადაც და მკვლელადაც, მათ ნიჭშია ერთად ჯალათიც და მკვლელიც; მომხიბლავი გარეგნობის ბალერინას, დიდ პოეტს, გენიალურ კომპოზიტორს ისინი პლასტიკად, პოეზიად, მუსიკად გარდასახულნი ესაუბრებიან და თავბრუს ახვევენ, ისე, რომ ეს უბედურები მათი ხილვით მოჯადოებულნი რჩებიან, რადგან ასეთია ამ ქამელეონების ნიჭი – ისეთად მოგაჩვენონ თავი, როგორიც შენ, მსხვერპლი ხარ. პოეტს ეჩვენება, რომ პოეტი ესაუბრა, მუსიკოსს – მუსიკოსი... და ასე, უკანასკნელ გათახსირებულამდე. ჯალათს მათთან საუბრის შემდეგ ძალები უორმაგდება, შთაგონება უასკეცდება, რადგან დარწმუნდა, რომ ასჯერ დიდ ჯალათსა და გარეწარს ესაუბრა. დიდი ქამელეონები ზოგჯერ ისე ჩაძაღლდებიან ხოლმე, რომ სიცოცხლეში ერთი წუთითაც ვერ ახერხებენ საკუთარ გათახსირებულ თავად ყოფნას, ისე ქამელეონობენ ყოველ წამს. აი, ამ პაწაწინა ქამელეონს ხომ უყურებ, მთელი სოფელი ამის ჩაყრილია, გგონია, განსხვავდება იმათგან, ვინც ზევით არიან? თავისუფლად გაუძღვება საბჭოთა კავშირსაც: რა ერთი სოფელი და რა მთელი ქვეყანა!.. რა უნდა ჩემგან? უჩემოდ რომ პურს არა ჭამს!.. ქამელეონია და ჩემთან თუ არა, აბა ვისთან იქცეს ნაომარ და გადანასახლებ კაცად, იმად, ვისაც სძულს ეს პარტიაც, მთავრობაც, ქვეყანაც და ხმას არ იღებს. შალვა დადიანი დიდი ნიჭის, დიდი განათლების და დიდი გვარის ადამიანი იყო, ნამდვილი ადამიანი, ისეთი, როგორნიც ბუნების ქმნილებებსა ჰგვანან და შენ გინდა, ამისთანა დიდებმა ეშმაკის შექმნილ ქამელეონებს შესწირონ თავი?!.. ამ უტან-უტვინო, უნიჭო და მახინჯმა ხალხმა უნდა იხაროს და კარგები მიწას ეფარნონ?.. კარგი სანახავი იქნება დედამიწა, ღმერთმანი, განსაკუთრებით, თუ ის გადმოიხედავს ციდან, ვინც ადამიანი ხატად და მსგავსად თვისად შექმნა.

მასწავლებლის ძმა არასოდეს ამჟღავნებდა თავის ფიქრებს ხმამაღლა, ან რა გამოცნობა უნდოდა იმ კაცის ფიქრებს, რომელიც ცხრამეტი წლისა წაიყვანეს ომში, ჯერ გერმანელებს ჰყავდათ ტყვედ და მერე კი, სამშობლოს ძახილზე გულუბრყვილოდ დაბრუნებული, სხვა მისნაირ ბრიყვებთან ერთად, ციმბირში აღმოჩნდა.

14–15-ისასთვის მასწავლებლის ძმის ასეთი წარსული ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იყო. ცხოვრებაც მის გულს ახალ-ახალი ჯანყებით ავსებდა, ნამი ნამს ემატებოდა, წვეთი წვეთს და 14–15-ისაც ქვეყნისა და მთავრობის მოძულე ხდებოდა. ან კი სხვანაირად როგორ იქნებოდა.

162

Page 163: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რაიკომის გვერდით, მილიციამდე, იდგა ფოსტის შენობა. ამ ფოსტაში სხვადასხვა სიყვარულის ჟამს ხშირად უწევდა მისვლა წერილებისთვის. დაუმეგობრდა კიდევაც ფოსტალიონს, რომელიც თან კოჭლი იყო და თან კუზიანიც, რათა, თითქოს, უფრო მოხდენოდა ფოსტალიონის ჩანთის ტარება. 14–15-ისასაც უფრო ხშირად უწევდა ფოსტაში სიარული, სანამ წერილებს სწერდნენ და ძალზე უიმედო რომ შეიქმნებოდა, მილიციის ზემოთ, პარკისკენ გასწევდა დარდის გადასაყრელად – მილიციის წინ არ გაივლიდა, ტროტუარის მეორე მხარეს მიჰყვებოდა ხოლმე. ერთხელაც გაჩერდა გაზეთების კიოსკთან, ზედ მილიციის გადაღმა რომ იყო, ავტობუსების სადგურის წინ და ისეთ სურათს გადააწყდა, რომ თვალს არ დაუჯერა და სწორადაც მოიქცა, რადგან, რომ დაეჯერებინა, მაშინ მთელი ცხოვრების მანძილზე არ ემახსოვრებოდა: საშუალო ტანის ხევსური იყო. რომ მოგნდომებოდა ვინმესთვის ნამდვილი ხევსურის ჩვენება, იმას აჩვენებდი: მეომრის ტრადიციული ჯაჭვ-მუზარადით, ფარით, ხმლით, ხანჯლით, მხარზე გადაკიდებული თოფით... აი, ასეთი მიადგა მილიციას და კიბეზე ავიდა. მორიგე იმ დღეს ასევე ხევსური რიაული იყო, რომელიც მერე, მილიციიდან რომ დაითხოვეს, სასწრაფოდ გალოთდა. საერთოდ, ხევსურებმა, როგორც კი მთავრობამ მთიდან ბარში ჩამორეკა, ახალი ყოფისადმი შიშისა თუ იარაღისადმი ნაჩვევობის გამო, იოლად დაიწყეს მილიციაში მუშაობა. ხევსურები ძალიან ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ერთმანეთის ნათესავები – იმის შვილობით, იმის გვარ-თემით, იმის ჩამომავლობით და ა.შ. და საზეიმოდ აღკაზმულმა ხევსურმაც უმალ იცნო რიაული და იმედიც უმალვე დაკარგა, რადგან სუნი ეცა ამის შიშით შეპყრობილი სხეულისა და დაზიზღა მჭვარტლის გემოიანი ჟიპიტაურის ნაბოლავარივით.

14–15-ისას გადაწყვეტილი ჰქონდა, თუნდაც დაღამებამდე დალოდებოდა ხევსურის გამოსვლას და თუ მაინც ვერაფერს გაიგებდა, მაშინ დილას რიაულის ცოლისძმასთან გაერკვია იმის ამბავი. მაგრამ ჩაფიქრებული ლოდინი არ გაუგრძელდა. ეტყობა, ადამიანს, რომლისთვისაც პატივის აყრა უნდათ, დიდხანს არ ელოლიავებიან. სულ მალე მილიციიდან ჯაჭვმუზარადთოფხმალხანჯალაყრილი ხევსური გამოვიდა. საკინძე გახსნოდა ძლიერ მკერდზე, ღრმა ნაიარევი, რომელიც მარცხენა თვალის ქუთუთოს უწევდა, ცრემლის ღარად გადაჰქცეოდა. შედგა, გაიხედ-გამოიხედა, მარჯვნივ, მარცხნივ და მთების მიმართულებით დააპირა წასვლა.

14–15-ისა მიხვდა, რომ მას აქ არც ნაცნობი ჰყავდა ვინმე და არც ნათესავი და, რაკი თვითონ ცნობილი უცხოთა და უსახლკაროთა შემფარებელი იყო, გულმა უთხრა, მიდი, დაელაპარაკეო. დიდი გაჭირვებით მივიდა და ჰკითხა: ხო არაფერი გინდაო. შემოხედა ჭროღათვალებიანმა, ეს ვინღაა და რაღააო. არ ეპიტნავა, ჭირისუფლობას რომ უპირებდა:”სასადილო სადასა აქ?”– და ამანაც ხელით ანიშნა.

მალე ჩამობნელდა კიდევაც. დაღამდა. სიბნელემ და ძილმა ღრმად ჩაკირა 14–15-ის არსებაში იმ უცხო ხევსურის სახე. არც ისე დიდი ხნის შემდეგ 14–15-ისა საკავშირო კონკურსზე გასაგზავნ თემაში – “ჩემი მხარე”– დაწერს: “ხევსურები საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრების მცველები იყვნენ ოდითგან, ღმერთმა

163

Page 164: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ოდესღაც ამ მთებზე სვილი დათესა და ეს ვაჟკაცები ამოვიდნენ, რომ სამშობლოსთვის ედარაჯათ”. ეს წინადადება სხვანაირად მთავრდებოდა, მაგრამ რუსულის მასწავლებელმა შავად ნაწერშივე წაუშალა: “ ... რომლებიც საუკუნეების მანძილზე ვერვინ გატეხა, ვერვინ აყარა კლდოვანი ბუდეებიდან...”

შიშები, რატომღაც ზაფხულში იცოდა. ზამთარში მარტო სიცივე და მგლები იყო საშიში. აგე, ტატაანთ ძაღლი ჯაჭვზე შეჭამეს. აივანზეც კი ამოდიან, როცა, დიდთოვლობაში გამწარებულნი, ტყიდან დაბლა ჩამოეყრებიან. მოსაფსმელად რომ გამოდიოდა 8–10ისა, მუგუზალი გამოჰქონდა თან და ისე აფსამდა აივნიდან: დანიშნე, გენაცვალე, სახლი? მოვლენ მგლები და გაბრუნდებიან, ლეკვი ჰყოლიათ ამათ ავიო, წავიდეთ, წავიდეთ აქედანაო, ეტყოდა ბებომისი და 8–10ისაც სახელოვნად წვებოდა ლოგინში.

– ის როგორ იყო, დედი, შენ რომ ერთხელ პატარა იყავი და სკოლიდან რომ მოხვედი და...

– რაღა პატარა! ადამიანი მეგონა უკვე თავი. სკოლიდან მოვედი და დავაგდე ჩანთა და მეუბნება მამაჩემი – შენს სახელზე წერილია მოსულიო. – რა წერილია, სად არისო? – აგე, კამოდის თავზეაო... ავიღე მეც ინტერესით ის ორად გაკეცილი ქაღალდი და იქ კიდევ რა წერია!.. “ენაცვალოს მონატრებული მამა თავის ჭკვიან და ლამაზ ქალსა!”.. ძახილის ნიშანიც კი ესვა, გამიკვირდა და წერილი საიდანაც ავიღე, იქვე დავაგდე – ეეჰ-მეთქი! – გავიქნიე თავი, სისულელედ მეჩვენა მამაჩემის საქციელი. ის კიდევ მიყურებდა და იღიმოდა თავისთვის, ხმა არ ამოუღია.

– ბებო, ის როგორ იყო, პაპაჩემმა გაღმასოფლელს რომ სახლი აუშენა და...

– სამი კვირა იქა რჩებოდა, კალატოზიც ის იყო და დურგალიცა და რომ მოუმთავრა და გასწორდნენ, წამოვიდა მერე შინ და ორ-სამ დღეში იმ სახლის პატრონიც მოგვადგა. რო დავინახე, შევშინდი, რა უნდა ამ კაცს-მეთქი, საქმე ხომ არაფერი გაუფუჭდათ-მეთქი... პაპაშენი გულმხიარულად შეხვდა, ეჭვი არაფრისა ჰქონდა. მოიპატიჟა ეს კაცი, სუფრა გამაშლევინა. უთხრა იმ კაცმა – ქიტო, ის ჩემი მეფე ავად გაგვიხდა და სულ შენა გკითხულობსო, ცხენი შეკაზმე და მამიყვანეო, ჰოდა, მოვსულვარ მეც მეფის ბრძანებითა და ახლა შენ იცოდეო... – აბა, რაღას ვიზამო – პაპაშენმა – მეფის ბრძანებას სად წაუვალო, შეკაზმა ცხენი და გაჰყვა სიცილითა. მეორე არა და მესამე დღეს გამოვიდა. კარგად არის ბალღიო, პაპა ეძახდა მეფესა, ყველაფერს უსრულებდა თითისტოლა ბალღსა, იმას კიდევ პაპაშენი შეჰყვარებია... ბალღების მისანი იყო პაპაშენი.

– ბებო, ის როგორ იყო, ესენი რო შემოვიდნენ და პაპაჩემი რომ მივიდა ჩუმად იმათ უფროსობასთან, ვითომ უცხო გლეხი იყო...

– ხალხი ისევ პაპაშენის არჩევას ფიქრობდა მამასახლისად, ძაან კმაყოფილები იყვნენ. პაპაშენს კიდევ ეჯავრებოდა ესენი და მივიდა და უთხრა, ვითომ სხვა იყო, იმათი ერთგული ვინმე – მაგ ქიტოს არჩევას ეპირება ეს ბრიყვი ხალხი და ნება არ

164

Page 165: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მისცეთო... დაუჯერეს მართლა. ერთ უცნობ შპიონს დაუჯერეს და ხალხს არა... აი, ეგეთები იყვნენ. იმიტომ გეუბნები შენაც...

– ეხლა რიღასი გეშინია, ბებო! – ისევ მიადგებოდა ხოლმე 14–15-ისა ბებომისს წარსულის დასაკითხად – სტალინი ხო მოკვდა.

– სტალინი კი მოკვდა, მაგრამ ქვეყანა ისევ იმაზე დგას, რაზეც იდგა.

– რაზე?

– შიშზე, დაშინებაზე, შპიონობაზე, კვლაზე, რა ვიცი... მაგათაც იციან, რომ თუ შიში არა, ამხელა ქვეყანას მარტო ტყუილით ვერ დაიჭერენ.

– მე მარტო ხელაშვილის ამბავი მინდა. ხომ იცი, ძალიან დიდი პოეტია, “დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, იმისთვის წუთისოფელი გვტანჯავს და გვაცოდვილებსა”... ქაქუცას ჯარში იყოო, მართლა? ქაქუცა ვინღა კაცი იყო?

– აბა, რა ვიცი, ქაქუცა ტყუილად ხო არ ერქმეოდა, გამართულ კაცს ხო არ დაარქმევდნენ ეგეთ სახელსა. ხელაშვილმა აკი თქვა კიდევაცა: “ერთი შეცდომა დავუშვი, გამოვყევ ქაქუცელებსა, მტყუვნებსა, ავაზაკებსა, ყაჩაღებს, კაცისმკვლელებსა”.

– დედა რა ხელითღა მოუკლეს, ჰა...

– დედა... აი, ბიჭ-ბუჭა კომკავშირლებმა, საქმეს, სახლს გარიდებულებმა... დაურიგეს ასეთებს თოფ-იარაღი და მიდით, თქვენია ქვეყანაო... 18-20 წლის ბიჭს რომ თოფს მისცემ, საკუთარ დედას არ დაინდობს... გადაიარა და გადმოიარა იმ ქაქუცამაც, შავ-წითელი წყალივით და დაიხოცა იმდენი ხალხი უდანაშაულოდა... თვითონ კიდევ, მოუსვა საქართველოდანა, აკი ეკუთვნოდა შეღავათი სამშობლოს სიყვარულისთვის! ხელაშვილი არ გაჰყვა, ხომ იცი, აქიდანაცა ჩანს იმისი კაცობა და მარტუაღა იმალებოდა ტყე-ღრეებში. ეგრე ადვილია საქართველოს განთავისუფლება? აგე, კოჭლი დარეჯანასი არ იყოს, რო მისულა რაიკომის მდივანთან წელზე თოკშემორტყმული – პატივცემულო, ნება მომეცით, ტყეში წავიდე და ჭიჭოშვილი დავიჭიროო... – რითი, ქალოო... – აი, ამ თოკითაო... გასცინებიათ და გასჯავრებიან კიდევაც – შენ ისე სუსტი გგონია საბჭოეთი რო კოჭლმა დედაკაცებმა სდიონ ყაჩაღებსაო!.. შენზე მეტ საქმეს რომ მოეჭიდები, სიბოროტით დაამთავრებ. გოშიამა თქვა, ჩხუბს ვიზამ და ქვეშ მამნახეთო...

– დედა ვინღა მოუკლა ხელაშვილს?

– ვინა და ჩეკამ და კომკავშირლებმა... თვითონაც, რა, ოცდახუთამდე იყო... თავისმა ტოლ-ამხანაგებმა, ჩეკას ხალხმა მოკლეს ნაქეიფარი, თოფზე ჩამოძინებული ბიჭი... დამ ამოთხარა მერე იმის ძვლები და დაასვენა დედის გვერდითა. აი, ეგეთი ქალებიც იყვნენ... ხელაშვილის ერთი მკვლელი ხომ ამ

165

Page 166: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ჩვენმა ჭიჭოშვილმა მოკლა. ისევ ყაჩაღებს დასდევდა ის უბედური, ან კი სხვას რას იზამდა... მწყემსებში ერია თურმე, ჭიჭოშვილი რომ მიადგა.

–აბა, რომელი ხარ აქ ხელაშვილის მკვლელი, გამოერჩიეო! – ის კიდევ მაინც თოფს წაეტანაო და აბა, თუ ეგერეო და დაჰკრა თურმე შუბლში ჭიჭოშვილმა.

– როგორც თქვენ მოჰკალით ფეხზე მძინარე მიხა, ისე შენც შუბლშიო!

– სუ ზატვრების რაკრუკი ისმოდა სოფელში. ეჭირათ ჯეილებს თოფ-მაუზერი, ნაგნები. ისროდნენ და ხარობდნენ და ედგათ ერთი თოფის არაობა… და ქეიფი. ქაქუცაც, თურმე, სავსე ჭიქას დაიდგამდა თავზე ქეიფის ბოლოს და ისე ცეკვავდა. თემი და ხატ-ღმერთი აღარ იჭერდა ხალხს და აბა, რას იზამდა. – გადაიბრუნა ბებომ თავი კედლისკენ, სახე და თვალები დაუმალა 14–15-ისას და მერე სწარფადვე მოხედა.

– ბიჭო, ეს რაები წამომაცდენინე, ესენი რო გეთქმევინოს სადმე, იცოდე, დაგვიჭერენ ყველას. გაფიცებ, ი დედიძმაშენის სულსა, იმათ ტოლი იყო უბედურიცა, დასხდებოდნენ ის და ბუჩუკური ბალკომზე და ედგათ ზატვრების რაკრუკი. ხან მიზნში ესროდნენ აგე იმ მსხლის წვერებსა – სოფელს მაინც გასცდით-მეთქი ვეტყოდი. აკი, გასცდა კიდევაც, დაეყაროს აგრემც მიწა იმის დედის გულსა.

– ბებო, მე კიდევ სხვენში ძალიან მაგარი წიგნები ვიპოვე!

– ჰოდა, არ გაგვიგონ ეგეცა, აკრძალულია, იჭერენ მაგეებზე. იქვე დაალაგე, რო მორჩები, არავის აჩვენო, დაიხსომე!

14–15-ისამ ტელეფონის აპარატი პირველად პროკურორის კაბინეტში ნახა, სადაც ის და მისი ამხანაგი მიიყვანეს დასაკითხად, იმის გამო, რომ ამ ორმა ბანდიტების საჯარო გასამართლებაზე, ბანდის მეთაურის საბოლოო სიტყვის შემდეგ, ტაში დაუკრა. განსაკუთრებით აქტიური იყო თურმე 14–15-ისა. ამხანაგი კი მხოლოდ აჰყვა, რასაც თავის ქნევით ადასტურებდა ამხანაგის მშობელი, სკოლის დირექტორი, რომელსაც ხელისუფლების ყველა წარმომადგენელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რამაც ამ საქმის მშვიდობიანად დამთავრებაში დიდი როლი შეასრულა: ძიება არ გაგრძელებულა, არ დასჯილან არც დამნაშავეები, არც მათი მშობლები, მით უმეტეს, რომ ბანდიტების საჯარო გასამართლებას გენერალური პროკურატურის ორი წარმომადგენელიც ესწრებოდა (პურმარილიც განათლების განყოფილების გამგემიკისრა თურმე). “რო იღრიჭებით ბიძია, პოლიტიკური ამბავია მაგი, ვინ გაპატიებთ ასეთ სკანდალს, შეარცხვინეთ რაიონი... მე არ ვყოფილიყავი, დედაშენი ნახავდა მის ამბავს, ჩემი ფასი რო არ იცის...”

– ეჰ, რამდენი საწყალი ირემი მოუკლავთ წყალს ჩაშტერებული, საკუთარი ორეულის ხილვა რომ დააბნევს ხოლმე და სიფრთხილეს დააკარგვინებს, რადგან უფრო ძვირფასია ორეულის ხილვა... საინტერესოა, იცნობს ბეწინა საკუთარ თავს, დონ კიხოტი რომ წავაკითხო?

166

Page 167: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და მისცა განმანათლებელმა 14–15-ისამ ბეწინას ჯერ მხოლოდ ნიკა აგიაშვილის “სერვანტესის ცხოვრება” – დასაწყისისთვის – და ხანგრძლივი ლოდინისთვის გაემზადა, რადგან ისიც არ უწყოდა, თუ რამდენად ეხერხებოდა ბეწინას კითხვა. მაგრამ შეცდა 14–15-ისა, შეცდა, რადგან არ იცოდა, რომ ბეწინა შემოდგომა-ზამთრის გრძელ ღამეებს მისი ნათხოვარი წიგნით კარგა მაგრა გაიიოლებდა, როგორც გულჯავრიანი კაცი გალევს მანძილს თვალის უსწრაფესად. გაუტყდა ცულის ტარი 14–15-ისას და იმაზე ადრე მოუწია ბეწინასთან მისვლამ, ვიდრე ეგონა.

გააღო გამოქვაბული საბძლის კარი ბეწინამ და სახეზე ხელი მიიჩრდილა – თოვლის ანარეკლში 14–15-ისა იდგა.

– გამარჯობათ, ძია ბეწინ, როგორ ბრძანდებით?

– ააა, გაგიმარჯვასთ, გაგიმარჯვასთ... რა როგორ? უჭირს მიგელს, ძალიან უჭირს!

უფრო ტკბილი ლუკმა 14–15-ისას აქამდე არ გადაეყლაპა. კინაღამ დაახრჩო სიხარულმა, რა ირწმუნა, რომ ბეწინა კითხვის ეშხში შესულიყო. “მიგელიც” ისე წარმოთ^ქვა, გეგონება, ხევსური მოყმის სახელი ყოფილიყო. აღელვებულმა მოახსენა თავისი გასაჭირი და, რა შეუთანხმდა ოქრომჭედელივით დროს, დღეს და საათს, უკუილტოლვა აღტაცებულმა შინისაკენ და უკვე იმაზე დაიწყო ოცნება, თუ როგორ შეჰყრიდა ორეულებს – ბეწინასა და ალონსო კიხანოს.

არავის ეღირსება ბავშვის ფანჯრიდან სამყაროსთვის ყურება, ვერავინ გააღებს და დახურავს მას, არ ეყოფა ამისთვის არც სისწრაფე და არც გულუბრყვილობა და ინანებს ერთხელაც: რატომ დაუჯერა იმ უცხო ჩიტს, რომელიც ყოველ დილას, მზის ამოსვლისთანავე, მისი ფანჯრების წინ აღმართული მსხლის კენწეროზე შემოჯდებოდა ხოლმე და უმღერდა – “გაიზარდე, გაიზარდე!”

8–10ისას ტკბილეროტული სამყარო ჰქონდა. თავისი პატარა თითებით ყველაფერს სიტკბოსა სწურავდა, ყველაფერში იმას მოიპოვებდა რაც უმთავრესი და ტკბილი იყო მასში... ფუტკრის ნესტრის ჩათვლით და ნესტან მეზობლით დაწყებული.

იმის გამო, რომ ნესტან მეზობლის ქმარი, სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ხშირად ტოვებდა სოფელს და ქალს კი, მკრთომარე გულის გამო, მარტო დარჩენის ეშინოდა, 8–10ისა მიჰყავდა ხოლმე თავისთან ღამის გასათევად. ივახშმებდნენ გვრიტებივით სხვადასხვა ნუგბარით და მერე წვებოდნენ. ნესტან მეზობელს ღამის შიშები ჰქონდა, ხან რა ელანდებოდა და ხან რა. ამიტომაც, ყოველ დაფრთხობაზე 8–10ისას ცხვირ-პირს მაგრად მიიკრავდა ხოლმე ტკბილ-სურნელოვან მკერდზე და ჩასჩურჩულებდა: “ნუ გეშინია, ნუ გეშინია...” 8–10ისამ ჯადოსნურად იცოდა სიტკბოს ამოცნობა, იცოდა, რომ ეს თვისება საგნებს ყოველთვის ათას რაღაცაში აქვთ არეული და მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულებს ძალუძთ გამორჩევა. ნესტან მეზობლის ხმაში შიშის გემო არ იგრძნობოდა, უფრო ტკბილ-ფრთხილი იყო, მიმპატიჟებელი, მაგრამ რისკენ, 8–10ისას ვერ გაეგო, როგორც ის,

167

Page 168: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

თუ რატომ უბზიკდებოდა ჭუჭუა და რატომ ეჩურჩულებოდა ნესტან მეზობელი: “დავიძინოთ, ჩემო პატარარქიანო ლოკოკინაო.. “

– ეს ანგელოზი და ეშმაკი როგორ რას არიან, ბებო?

– მადლობთ, კარგა!

– არა, მართლა...

– ძალიან კარგა იცი. ეშმაკი მარცხენა მხარზე აზის ადამიანს და აცდუნებს სუ მუდამ.

– გული როა მარცხნივ?

– ჰოდა, მაგიტომ. გული ატყუებს ადამიანს, ღმერთი კი წესიერებას კარნახობს. მტერი რომ შემოგივარდეს, გული შეიძლება შეგიშინდეს, მაგრამ ღმერთი გაგამაგრებს.

– მე რომ დავკარი ბუხრის საჩხრეკი ერმონას მომტაცებელს, არა?

– ჰო! ვაჟკაცი იყავი მაშინ. ისინიც ვაჟკაცურად მოგექცნენ...

– რატომ, ისინიც?

– რატომ და, გიხათრეს, ფასი დასდეს შენს ვაჟკაცობას, ასე პატარამ სახლის პატივი რომ დაიცავი. ცუდა ვინმე, კაცი კი არა, კაცა, დაგავლებდა ხელს და მოგისვრიდა. ბალღი ხარ, მაინცა, მერე რა, რომ გული გაქვს მამაცი. ისინი კიდევ თოფ-იარაღში იყვნენ ჩამსხდრები, სათამაშოდ კი არ იყვნენ, რისკზე მიდიოდნენ, საციხო საქმეზე... ერმონა უყვარდა იმ ქერაგვარ ბიჭსა, შენ რომ საკეცური ჩაარტყი, მოტაცება უნდოდა, არას მიხედავდნენ დედაშენის ხათრსა, წაიყვანდნენ, შენ რო არა.

– ძალიან ლამაზი იყო ერმონა, ბებო?

– ჰოო, სჯობდა თავისზე ნაკლებსა.

ერმონა და კიდევ მეორე გოგო ამათი მდგმურები იყვნენ. უყვარდათ ძალიან 8–10ისა და სწავლას მასთან თამაში და ღლაბუცი ერჩივნათ... ჩაიწვენდნენ ხოლმე ძილის წინ, ან რომ გაიღვიძებდნენ მაშინ და ედგათ ერთი სიცილ-ხახანი და გნიასი. ბევრ რამეს გაეცნო მაშინ 8–10ისა აღნაგობისთვის ქალისა, რის გამოც ერმონა ძალიან მოსწონდა, მეორეს კიდევ აეჭვიანებდა და ამასაც გრძნობდა.

– აგე, გაგაგზავნა დედაშენმა გუშინწინ ნავთზე. მიდიოდი შენც პატიოსნად, განა რა! მაგრამ დაგიწყო ეშმაკმა ცდუნება: “ ხიზანაანთ ბაღში წადი, ხიზანაანთ ბაღში წადიო!” შენც დაუჯერე და რომ დაიქანცე კოჭაობის ყურებით, სანავთეც დაკეტილი დაგხვდა.

– მე არ მიკოჭავია, ბებო! 168

Page 169: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

– ჰო. იცი, რომ მასწავლებლის შვილმა არ უნდა იკოჭაოს! უსწავლელი და უპატრონო ბალღები კოჭაობენ.

– არ დავუჯერე ეშმაკს და იმიტომ!

– გამოგხედა წვერის წმინდა გიორგიმ და იმიტომ!

– სუ გვხედავს?

– სუ გვხედავს, დიდება იმის ძალასა! ამ ჩვენს კუთხე-ქვეყანას წმინდა გიორგის ხატები და წვერის ანგელოზები ინახავენ, თორემ წაგვლეკდა აქამდე ბოროტი.

ბავშვს უფროსების ქვეყანაში ის შველის, რომ ბევრი ფანჯარა აქვს სამყაროში გაჭრილი და უფროსები ვერ ასწრებენ მათ ამოქოლვას. არ გავა დიდი დრო და 8–10ისა გამოიდევნება თავისი კუთვნილი ეროტული სამყაროდან, რომელსაც შემდგომში ჩაენაცვლება შიში. რა თქმა უნდა, 8–10ისა ამ ინსტინქტით არ დაბადებულა, ისევე, როგორც არც ერთი ბიჭი, რომელსაც ნაწვიმარზეც და ისეც, რქა უბზიკდება. უთუოდ ვიღაცამ გადადგა პირველი ნაბიჯი, როცა გაკიცხა და ასწავლა სირცხვილი და დანაშაულის განცდით აღჭურვილი გამოდევნა თავისი ეროტული სამოთხიდან. სამოთხიდან გამოგდება სირცხვილის აღიარებაა, გამოგდებულის პირველი განცდა კი სირცხვილის დაფარვა. იმ სამყაროს ბაღში სარცხვენელი სახელი არაფერს ერქვა... სარცხვენელი და საძაგელი სახელი ბაღს აქეთ ჰქვია ყველაფერს. დაცხოვრდა 8–10ისა ბაღს აქეთ. ერთმა ამოქოლილმა ფანჯარამ სიფრთხილე ასწავლა, თორემ სხვაფრივ რა შეცვლიდა!..

ძალაუნებურად, ცუდ სიტყვებს შეავლო თვალი 8–10ისამ და მათმა სიმრავლემ შეაწუხა, ისიც გაიგო, რომ ზოგი სიტყვის თქმა აკრძალულიც იყო: ალბათ იმის გამო, რომ ბებიამისი მორწმუნე იყო ნალბანდის ცოლივით, რომ საღამოობით სანთლებს ანთებინებდა დედამისს, რომ ამოიღებდნენ ხოლმე სკივრიდან ქრისტეს ხატს, ფანჯრის მარცხენა კუთხეში კედელს მიაყუდებდნენ, ფანჯრის რაფაზე ანთებულ სანთლებს მიაკრავდნენ და ლოცულობდნენ და რომ ეს საიდუმლო ამბავი 8–10ისას არსად ეთქვა და დედამისი არ მოეხსნათ და არ დაეჭირათ კიდევაც, უთხრა ყოველივე ბებომისმა და მიზეზიც არ დაუმალა, აღშფოთების ეშხში შესულმა: – აი, უყურე შენა, ქრისტეს სახელი მარტო ჯოჯოხეთშია აკრძალული და ამ ქვეყანაში... ღმერთი მარტო ამ ორ ადგილას აშინებთო...

8–10ისამ ლექსების წერას მაშინ დაანება თავი, ლუნაზი რომ შეუყვარდა, ისევე, როგორც 14–15-ისა შეეშვა ლექსებს ცარცივით თეთრი ციკოს სიყვარულის ჟამს. ამათთვის მიზეზი მარტივი იყო: ერთ ქარქაშში ორი ხმალი არ ეტევა. ამას გარდა, კიდევ ერთი რამ მოხდა: 8–10ისამ თავისი საკუთარი სახელი აღმოაჩინა და ირწმუნა, რომ 8–10ისა ერქვა, დედის ძმის სახელი, 14–15-ისამ ამასთან ერთად, იცოდა ისიც, რომ მთელ სოფელში მხოლოდ მას ერქვა ძველი დროის დიდი პოეტის სახელი, ირწმუნა ეს ამბავი და შეიყვარა ის დიდდდდდი პოეტი ღვიძლი დედის ძმასავით.

169

Page 170: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მოდიოდა 8–10ისა ხიზანაათ ბაღიდან, რადგან დედის ხმა გაიგონა: “სად დაიკარგე...” რცხვენოდა თავის ფიქრებისა და მაინც ფიქრობდა, ამიტომ, მივიდოდა სახლში თუ არა, ისევ კარგი რომ გამხდარიყო, მაშინვე ამირანის ზღაპრის კითხვას დაიწყებდა.

“სანადიროდ წასულიყვნენ, ამირან და ძმანი მისნი” – ძალიან დატვირთა წაკითხულმა და უკვე დამძიმებული გაჰყვა შემდეგ სტრიქონებს, გაახსენდა, რომ სიმღერაც იყო ასეთი, ბებომისს უყვარდა ძალიან... დედას გაუკვირდა, გამოჰხედა, რა მოუვიდაო, შეაყოჩაღა, ამან კიდევ ერთი სტრიქონი ორჯერ წაიკითხა, ამირანი რომ მოატყუა ეშმაკმა და ერთსა და იმავე გზაზე სამჯერ გაატარა. თვითონაც მოუნდა, ვერა და ვერ მოახერხა მეორე სტრიქონზე გადასვლა, კითხულობდა და იქვე იყო – “არც ისე დაკარგული ვარ, ძმისწული ვარ უსუპისი”... ტრაგიკული შეიქნა 8–10ისა, ტრიალებდა და ტრიალებდა, გრძელი სიტყვები უხვდებოდა წინ გადასავლელი გორებივით, ტალღებივით იხვევდნენ და მერე გადმოაგდებდნენ, გახედავდა წაკითხულ სიტყვებს, წინადადებას რომ მორჩებოდა, აბა, რომელი უფრო მოსდევდა, რადგან წინადადების შემდეგ სიტყვები რჩებოდა უკან. მიმატება-გამოკლებაშიც ძალიან ერეოდა განცდები, გამრავლება-გაყოფაში ხომ სულ... ათჯერ ათი ასი, ასი კიბესავით არის, ძნელია...… “უთვალავი” აწვალებდა ძალიან, ვინმე რომ იტყოდა, უთვალავიო, არ იცოდა, რას გულისხმობდა და ბოლოს მიხვდა, რომ უთვალავი არის თეთრზე რომ თეთრი დადო...

ხანდახან 8–10ისა ძალიან ჰგავდა ადამს, რომელიც ამოვარდნილ ციტატასავითაა: დააბიჯებს კარდაკარ, დახეტიალობს წიგნიდან წიგნში, სტუმრად ყველასთვის სასურველია, მაგრამ კუთვნილი ადგილი არ გააჩნია...

ალბათ წვიმა მოვიდოდა, მაგრამ დიდი ქარი იყო და წვიმის ღრუბლებს ერეკებოდა და წვიმა ვეღარ მოდიოდა და მირბოდა 8–10ისა სკოლისკენ და მიცუხცუხებდა და ქარი კი ხელსა ჰკრავდა და უკან აბრუნებდა, მაგრამ მაინც მირბოდა, ფეხებს მიწას მაგრა აბჯენდა, ქარს ხან მკერდით მიაპობდა, ხან მხრებს უნაცვლებდა, სახეზე წვიმაში ამოვლებული ქარის სველი ფრთა ხვდებოდა ხანდახან, თვალებს აჭუტინებდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა, ზურგზე აბგა ებრაგუნებოდა. მაინც გაიხედა მაშო ძალოს ეზოსკენ, რომ ფლუგერისთვის შეეხედა. ტრიალებდა უსწრაფესად ფლუგერი. მაშო ძალოც პოსტზე იყო: კიბეზე იდგა და რაღაცას იწერდა სკასავით ყუთში მოთავსებული აპარატებიდან. ბევრჯერ უნახავს, როგორ გადასცემს ხოლმე ქალაქში აქაური ამინდის ცნობებს მორზეს ანბანით, როგორც ფოსტაში გადასცემენ დეპეშებს და სიხარულმა ძალა შემატა და ეამაყა წარმოსახული, რომ თითქოს მაშო ძალო აუწყებდა მთელ დედამიწას – ჰე, დედამიწავ, მართალია, სოფელში ისე დიდი ქარია, რომ ლამის ხეები ამოგლიჯოს მიწიდან, მაგრამ, არა უშავს რა, ხალხი კარგად არის, საქონელიც და ბოჩოლებიც მაგრა უძლებენ და 8–10ისაც სკოლაში გარბის და სკოლის მერე ორ ხეზე უნდა ავიდეს თავის ეზოში და ნახოს, როგორ გაუძლეს ჩიტის ბუდეებმა ქარიშხალს.

170

Page 171: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მე რომ ლუნაზის ძმას დახრჩობისგან ვარჩენდი და მეც კინაღამ დავიხრჩვე და მეორე დღეს რომ ისევ მივედი საბანაოზე, გაუკვირდათ. დეიდამისმა ფერება დამიწყო პატარასავით. მარტო ხალხი იყო საბანაოზე, საქონელი გაერეკათ ტყის პირებში და მთელ სოფელში ყველაზე დიდი და ღონიერი კამეჩები, როსტია და ობოლა ეყარნენ ცალკე მდინარის შეტბორებულ ტოტში. ძალიან საყვარელი კამეჩებია, ზურგზეც მისვამენ. განსაკუთრებით ობოლა მიყვარს, იმიტომ, რომ ობოლი დაიბადა და მიკვირს ობოლი კამეჩი. ამათ ლაპარაკში და ჩემი გულის ღელვაში მუცელმა დამიწყო წუხილი და გავიქეცი შორს, ბუჩქებს კარგა მოვეფარე და დავიწყე ყაყის ქნა. თან მაინც ვიყურებოდი აქეთ-იქით. – ნეტა, ლუნაზიც თუ შვრება ყაყას, არ ვიცი, ვერა ვფიქრობ. მეჯავრება ყაყის ქნა და ამიტომ სულ გადავდებ ხოლმე. ღამე რო მომინდება, ვიჭინთები, მტკივა და ძლივსა ვშვრები. დიდხანს ვზივარ ხოლმე შეწუხებული, ძალით ვფიქრობ: რამდენი მწერი და ბუზი იცის ამ დროს, გეგონება, ცაზე ვარსკვლავებიაო, გეგონება, ბალიში ვინმემ გაბერტყა მზეში ან სხვენში გააღეს კარი და მწერებით დაფარული ჰაერივით მტვერი დაჩნდაო. ჩვენ კი ვერა ვხედავთ, თუ შუქი არ მოხვდა და ვსუნთქავთ ხოლმე წვრილი მწერის მტვერს.

სანამ ბებოჩემი დამაჩვევდა დილაობით ყაყის ქნას, ცუდი იყო, ღამე რო მომინდებოდა ფეხსალაგში. მეშინოდა გასვლა. ვეხვეწებოდი დედაჩემს: – წამოდი შენცაო, – არაო, მიდი, აი, კრამიტი წაიღე და ამაზე ქენიო, მერე მე გადავყრიო, ის ვერ წარმოედგინა, რომ ღამისა მეშინოდა. ზამთარში უფრო მემართება ასე, იმიტომ რომ დიდხანს ვართ სახლში, რაკი ადრე ღამდება. ვზივარ ხოლმე და მეშინია. მოწმენდილი ცაა, მცივა. მე კიდევ ვიჭინთები და ტაკუა მტკივა. ხშირად ღამითაც მტკივა ხოლმე ტაკუა. დედაჩემი გამიცხელებს ხოლმე კრამიტის ნაჭერს, გამოახვევს შალში და ზედ ვიდებ...

ლუნაზმა არ მინდა ნახოს, ძროხას რო ბუღა აჯდება, თორემ, ვინ იცის, რა ეგონება. სანამ წყალში დავიხრჩობოდი, მანამ ვიყავით ბალღები ტყის ველებში მარწყვიანების საძებნელად და მაშინაც მომინდა ყაყა და ვუთხარი ბავშვებს, ცოტა ქვემოთ წავალ, სადაც ძროხები ძოვენ და ნეხვავენ ხოლმე, იქ ვიზამ და მერე ამოვყვები ზევითკე-მეთქი. ისეთი სიცხე იყო, სადაც საქონელი ძოვდა, რო,Hჰა! მე ხის ძირში ჩავცუცქდი. ნახირებს შეურევენ ხოლმე ზემო და ქვემო უბნელები ხანდახან, როცა ტყისპირებში აძოვებენ, რომ კარგა უყარაულონ და ძროხები ტყეში არ გაებნათ. ძოვდნენ და იქნევდნენ ხან თავს და ხან კუდებს იმ სიცხეში. ბიჩინაანთ ვალიკო იყო ქვემო უბნის ნახირში, დაბალ-დაბალი, ჯირკა და დაკუნთული ბიჭი, ზემოუბნელების ნახირში კი მართა იყო, ციხელაანთი, ქმარი მოუკვდა, შვილები კიდევ პატარები ჰყავდა და რიგი რომ უწევდათ, თვითონ დადიოდა ნახირში. თან საქსოვი დაჰქონდა. ტყის პირში ერთმანეთისგან მოშორებით იდგნენ და ყარაულობდნენ ძროხებს. ზოგი ხო სულ ტყისკენ იწევდა, რადგან იქიდან სიგრილე მოდიოდა და ველზე რო ბალახი იყო, ის არ უნდოდა. მე კიდე მუცელი იმან ამიშალა, რომ ჭიჭიამ ხოკერი გაგვაკეთებინა და ტყემალი შევწვით და ისა ვჭამე, მაინც მჟავე იყო. ტრაწი დამემართა. კარგი ხოკერის გაკეთება იცის მარტიამ.

171

Page 172: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

შემოაჭრის ხეს მრგვლად კანს, გაკერავს ეკლებით, თავ-ბოლოში თხილის ფოთლებს ჩაუფენს, იმასაც დაკემსავს წაწვეტებული წკირებით და რომ მორჩება, თოთიასაც ცეცხლი მზადა აქვს. ჰოდა, ვჭამე და მაწყინა. ჩქარა-ჩქარა გამოვიქეცი და ჩავცუცქდი. თან ნახირს ვუყურებ, რომ ძოვს და Fფშვინავს – მართავ, აგე კურეტმა გააფრთხო ბაბუცაანთ ძროხა და ტყეში შეცვივდნენ – გამოსძახა ვალიკომ და თვითონ გაიქცა გამოსაგდებად. გამოყარა ისევ ველზე ჯოხის ქნევით, თან მართას ეძახის: – ძროხა ახურებულია და თავი დავანებოთო. გაანებეს თავი და დადგნენ ისევ ისე. ვუყურებ მეც იმ ძროხასა და ბუღას, რას იზამენ-მეთქი. ძალიან ცხელა, გახურებულია მიწა და ჰაერი. იყურებიან თავ-თავიანთი ადგილებიდან ვალიკო და მართაც. ვალიკოს თვალები უბრწყინავს ეშმაკურად და რაღაცასა ღეჭავს თან. რო გადმოაგდო პალოსავით ბუღამ და შეაჯდა ძროხას და შეურჭო, ეს ხელსაქსოვიანი ქალი უცებ ბალახებში არ ჩაიკეცა! ჩაიშალა და გადავარდა გულაღმა. აბა, გამოვარდა ვალიკო მოსასულიერებლად. გადააწვა ზემოდან და თან ჩქარა-ჩქარა კაბას უწევდა. ქალმაც მოხვია ორივე ხელი ბეჭებზე და მიიკრა და მიიკრა, ხელებითა ჯიჯგნიდა ზურგზე და ებღაუჭებოდა, აი ხევში რო გადავარდები და მიგორავ და არ არჩევ რას ეჭიდები ხელებით და რომ ჩაგორდები და მერე რო დაიხედავ ხელებზეც და ტანზეც, ეგრე ეტაცებოდა ის ქალიც ვალიკოს, გეგონება, სადმე უნდა ჩაიკარგოსო. რო მოსულიერდა და წამოდგნენ, ქალი უფრო ნელ-ნელა, რადგან წამოდგომამდე მიწას დაახალა კეფით რამდენჯერმე თავი, უთხრა იმ ქალმა: – შენ ხო იცი, რომ ეგეთი არა ვარ და თუ სადმე გითქვამს, სახლ-კარს გადაგიწვავო. – ვიციო, – უთხრა ვალიკომაც, რადგან მართლა იცოდა. მართა უფრო შორს გაუდგა ნახირს და ქსოვდა გამწარებით. სკოლაში რომ მართას შვილი ვნახე, ის კი ძალიან შემეცოდა. მეც არსად მითქვამს, ეგეთ რამეს როგორ ვიტყვი, მაგრამ ამორაძეებმა საიდან გაიგეს?

მოკლედ, ამორაძეებმა ყველაფერი იცოდნენ. ომის დროს ბევრ სოფლელს არ გაუწია გულმა სახლს გარეთ და ტყეს შეეფარნენ. ასეთები “დეზერტირებად” მონათლეს და სდევნიდნენ. ეს დევნა გაცხოველდა ომის გამარჯვებით დამთავრების შემდეგ. მილიციამ და შინსახკომმა აამოძრავა თავისი ჯაშუშები, მაგრამ, სოფელი, მთა და ტყე მაინც მიუდგომელი რჩებოდა. შინსახკომის მაშინდელმა უფროსმა (ეს ის კაცი იყო, რომელიც ასე აშინებდა 8–10ისას თავისი ცბიერი შეკითხვით: – ვისი შვილი ხარო, ვითომ ერთხელ მიღებული პასუხი არ ახსოვდა) კარგად იცოდა, რომ ამორაძეების უბანში ბევრი ინფორმაციული გზა იკვეთებოდა და გადაწყვიტა, დაახლოებოდა მათ, უფრო სწორად კი, ამორაძეების თვალსაჩინოდ ათქვირებულ ერთ-ერთ წარმომადგენელს, ერთ-ერთ ნინა ამორაძეს, რომელიც ძალზე იოლ ხილადაც ეჩვენა ამავე დროს. მაგრამ ნინამ კაბა კი არა, ისეთი ბადე გაუშალა, რომ შინსახკომის უფროსს ბუხრის წინ მუხლის ჩოქვით ატარებდა. შედეგად: შინსახკომის უფროსმა თავიც დაკარგა და სამსახურიც...…

იმ დროს ძალიან გავრცელებული იყო ადამიანების სიყვარულის წამლით გაგიჟება. სულ ის გაისმოდა, ამან და ამან წამალი დაალევინა ამას და ამას და გააგიჟა

172

Page 173: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

სიყვარულითაო. რამდენიმე რეცეპტი დადიოდა სოფლიდან სოფელში და მთელ კუთხეშიც. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ერთი კაცის გაგიჟებას ცოლი, დედა, საყვარელი და იმისი და ერთად ცდილობდნენ. ყველა თავ-თავის წამალს ასმევდა, მაგრამ კაცს ვერაფერს აკლებდნენ, საღსალამათი დააბოტებდა. ამორაძეები თვლიდნენ, რომ სხვადასხვანაირი წამლები კაცს კი არა, ერთმანეთს აგიჟებდნენ, ერთმანეთს უკარგავდნენ ძალას, ებრძოდნენ და ეჭიდებოდნენ და კაციც იმით იყო გადარჩენილი. 8–10ისაც ერთობოდა იმის თამაშით, თუ როგორ ჩხვერდნენ წამლები ერთმანეთს ბუღებივით, როგორ ეტაკებოდნენ რქებით, როგორ სდიოდათ დორბლი ბალახზე. შინსახკომის უფროსის გაგიჟებისა და გადაკარგვის შემდეგ ამორაძეებზე არავის უთქვამს, წამალი დაალევინესო, რადგან ყველამ კარგად უწყოდა რომ ამორაძის ქალებს ამ საქმეში ხრიკები არ ესაჭიროებოდათ, მათ წამალი თან ჰქონდათ, მოფარებულში, კაბის კალთის ქვეშ. მაგრამ ისე არავინ იფიქროს, თითქოს ამორაძეების გვარს კაცები არ ჰყავდა და მისგან მხოლოდ ქალები იშვებოდნენ. დიახაც, რომ ჰყავდათ კაცები, ისეთივე მოყივნებულები და გამორჩეულები, სულ დუქანში რომ მუშაობდნენ და დახლში იდგნენ. თითქოს გლეხები არც კი იყვნენ, ქალაქურ იერს იდებდნენ, ქალაქური სიტყვა-პასუხი ჰქონდათ. დაქეიფობდნენ, დაბოზაობდნენ, დასაჭერადაც იხდიდნენ საქმეს, მაგრამ მაინც ყველა უსიამოვნებიდან და აყალმაყალიდან მთელნი და უვნებელნი გამოდიოდნენ – ამ დროს საქმეში ამორაძეების ქალები ჩაერთვებოდნენ ხოლმე და ყოველივე ლამაზად, დოლ-გარმონით მთავრდებოდა. მოყვარული და-ძმობა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობა ჰქონდათ, ერთმანეთს არც ხელს უშლიდნენ ცხოვრებაში და არც გამოსწორებას ცდილობდნენ. ერთ-ერთი მედუქნე ამორაძე, სიმთვრალეში, სუფრაზე, იმათ გასაგონად, ვისაც, შესაძლოა, უკვე ჰქონდა წინასწარი აზრი მისი გვარის ქალებზე, ტრაბახით, შუბლგახსნილად იტყოდა ხოლმე: “მე იმ გვარის დედაც, ერთი ბოზი თუ არ ურევიაო”. ასეთ ნათქვამს აზრიც ჰქონდა და შედეგიც – ყველა ზნეობრივად ლოიალური ხდებოდა და თან გულში თვალს გადაავლებდა თავისი გვარის ქალებს – იმათ გარეგნობასაც და სიქველეებსაც. ამ საკითხის გამო ერთხელ ჩხუბიც შეიქნა სასადილოში და ფანჯრებიც ჩაიმსხვრა: ვიღაცამ, სოფლის ერთ-ერთი დაწინაურებული გვარის კაცმა, ბევრი სათნო, მაგრამ ფერად შავ-ყვითელი ქალი რომ ჰყავდა გვარში გაუთხოვარი, მეტისმეტად უშვერად მოიხსენია ამორაძის ქალები: – მარტო ბოზები რომ იყვნენ, რა უჭირდათო?! – მართალი ხარ, სიგონჯეზე უკეთესი ყარაული ქალისთვის რა უნდა იყოს და თქვენს ციკდაცვეთილ ქალებსაც ვინ რას შეჰბედავსო! – უპასუხა ამორაძიანთ ავყიამ და ხელჩართული ბრძოლაც გაიმართა, რაც უნდა ითქვას, იშვითი იყო სოფლის ცხოვრებაში, რადგან აქაურებს მუშტის ქნევა არ ეხალისებოდათ.

ხომ ასეთი თავისუფლები იყვნენ ამორაძის ქალები, ხომ ასე იოლად ჰქონდათ კისრიდან გადაგდებული ტრადიციული ზნეობის უღელი, თითქოს ქიშმირის ყელფოში მოუსროლიათო, ხომ სულაც არ აღელვებდათ სათნოების კიბის არსებობა, ხომ არც ერთი ოჯახი არ ფიქრობდა მათ რძლობას, მაგრამ ამორაძის ქალები, როცა უნდოდათ, მაშინ თხოვდებოდნენ, თანაც, ვისაც თვალს დაადგამდნენ, ისა თხოულობდა, დიდის ხვეწნა-მუდარით. კარგი ოჯახიშვილი,

173

Page 174: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

კარგი კაცი თუ ჭაბუკი ამათი იყო. – მაგათაო, მაგ ამორაძის ქალებს წინ ვინ დაუდგებაო, მაგათ მგლის საოხროები აქვთო – მტრულად და შურით ამბობდნენ სხვა გვარის სათნო ქალები... ამ სიტყვების გაგონებაზე 8–10ისამ გაიფიქრა, მგლისა კი არა, ვარდისა აქვთო. ისიც კი სმენია, ამორაძის ქალები არც ვინმეს შეხედავენ და არც ხმას ამოიღებენ, თუ წელზე ხიბლ-ხვანჯარი არ არტყიათო.

–მერე, ცუდია აბრეშუმის ჭრელი ძაფისგან დაწნული ხვანჯარი, თავ-ბოლოში გიშრის თვლები რომ აქვს?.. –ფიქრობდა 8–10ისა. მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეს გაიგონებდა, პასუხს რომ ვერ იფიქრებდა ხოლმე – ამორაძის ქალებიო ჭიპზე მკითხაობენო...

8–10ისა ძალზე ეჭვიანი გახლდათ. სულ თვალის არეში ჰყავდა დედა, სულ უკან დასდევდა, სადაც შეეძლო. სოფელში ბაზრობა მარტო კვირაობით იმართებოდა, ერთხელ ისიც გაჰყვა დედას. გარშემო სოფლებიდან ჩამოსულები იყვნენ, ყველ-კარაქს ყიდდნენ, თაფლს, ოთხფეხი საქონელიც მოუდიოდათ – წვრილ-მსხვილი... დედამისი თითქმის ყველას იცნობდა, ზოგისას შვილს ასწავლიდა, ზოგი ნამოწაფარი იყო... გაჩერდნენ თაფლის გამყიდველთან, გამოჰკითხა დედამისმა – რისი თაფლი იყო, სად გამოაზამთრა, ზამთარში რითი ჰყავდა გაკვებილი და, რაც მთავარია, თუ ჰქონდა სართულის თაფლი... თან, ამასობაში რაღაცას გაეხუმრნენ ერთმანეთს მყიდველ-გამყიდველი. 8–10ისას არ მოეწონა, ჩამოქაჩა დედამისს პალტოზე და შეუბღვირა. დედამ ჩამოხედა, ვერ მიხვდა, რა უნდოდა და რაკი ჭკუაში არ დაუჯდა თაფლის წარმომავლობა, გასცდნენ გამყიდველს, რომელმაც ცქმუნით გამოაყოლათ თვალი და პასუხად 8–10ისას ბღვერა მიიღო.

– რა იყო, რას ეხუმრებოდი იმ კაცსა?

–მაგისი ბიჭი ჩემს სადამრიგებლოშია და კალთები დავაგლიჯე მასწავლებლებს იმის ნიშნებზე და ამან კიდევ მართლის თქმაც დაიზარა.

– შენ ცოტა წყნარად იყავი, გაიგე!..

– გეწყინა!.. უი, დედა გენაცვალოს, აღარავის გავეხუმრები, რაკი გწყინს.

– ის რაჟდენა მასწავლებელიც გადავიდეს ჩვენგან!

– მალე გადავა, უკვე იშოვა ოთახი და მალე გადავა, ეხლა მაგიდაზე და სკამებზე დარბის...

ეს რაჟდენა გერმანულის მასწავლებლად ჩამოვიდა სოფელში და სანამ ბინას იშოვიდა, სასწავლო ნაწილმა სთხოვა დედამისს, ცოტა ხანს შენს მეორე ოთახში დააყენეო. დადგა რაჟდენაც. ხან რა სჭირდებოდა და ხან რა და სთხოვდა დედამისს, თან ჩაყვითლებული თვალები ჰქონდა და მტვერს ვერ იტანდა, სულ მტვერი ელანდებოდა. ფხიზელი ძილი გაუხდა 8–10ისას, გავიხედოთ და, შუაღამისას, დედამისს ჩაუწვებოდა ხოლმე. კი უკვირდა დედას, მაგრამ ფიქრობდა, მუცელი სტკივდება ღამე, ან კიდევ ეშინიაო.

174

Page 175: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მეტად ეჭვიანი იყო 8–10ისა, პაპის ხანჯალი გამოიღო კამოდის უჯრიდან და ტახტის გვერდით შემალა, ღამე ტარზე ევლო ხელი და ვითომ ისე ეძინა... ათასი ძაღლი და მამაძაღლია, ვაშლის ქურდი, კიტრის ქურდი, ტყეში ყაჩაღები... ასე გაგრძელდა, მანამ დენი არ გამოიყვანეს და ღამით აივანზე შუქის დატოვება არ დაიწყეს. მოსწონდა, ოთახში რომ ბნელოდა და აივანი კი განათებული იყო.

–თვალებს რო დავხუჭავ, უფრო მეტსა ვხედავ, ვიდრე, რო მიხელია.

რო გავახელ – ბებოჩემი წევს თავის ლოგინში, დედაჩემს კიდევ ლამპა უნთია მაგიდაზე და რვეულებს ასწორებს. დახუჭული რო მაქვს, მაშინ კიდევ ეეე...

იმ რაჟდენა მასწავლებელმა, ვისთანაც მდგმურად გადავიდა, იმათი გოგო შეირთო, დამამთავრებელი კლასის მოსწავლე და ამაზე ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ სამინისტროდან ჩამოსულმა დაიცვა და დატოვეს რაჟდენა სკოლაშიც და სოფელშიც. 14–15-ისა დაუმეგობრდა კიდევაც, რადგან რაჟდენა მასწავლებელიც ლექსებისთვის ირეოდა, ანუ წერდა, მაგრამ შურით არ უბეჭდავდნენ: “დაე ჩემი ხმაც ისმოდეს, მორცხვად, სხვა ხმების გვერდით, მე დიდ საბჭოეთს, ერთგულად, დავიცავ ჩემი მკერდით”.

ერთ რამეში კი ნამდვილად გაუმართლა კოლექტივის თავმჯდომარეს: როგორც თვითონ ეჯავრებოდა ხალხი, მავნებლებსა და მამაძაღლებს ეძახდა და მთელ დღეს მზის გულზე ნაგდებ გლეხს ყანიდან ხუთიოდე სიმინდის ტარო რომ გამოჰყოლოდა, თუნდაც თავისით, საჩივარს შეუდგენდა და სამილიციოდ გაუხდიდა საქმეს – ისევე სოფელსაც ეჯავრებოდა ეს “ნამდვილი კომუნისტი”და სახელითაც კი არ იხსენიებდა, ყრუ მამის შვილს, ბლუვიშვილს ეძახდა და ამ სახელით მოიხსენიებდა.

უცოლშვილო იყო ბლუვიშვილი, დედასთან და გაუთხოვარ დასთან ერთად ცხოვრობდა. დაკრიალებული სახლ-კარი ჰქონდათ და ხიზანაანთ ბაღის შემდეგ ამათ ედგათ საუკეთესო ხეხილი, მაღალ, თვალგადაუტარებელი ქვის გალავანს იქით რომ ხარობდა.

რა გასაკვირია, რომ ეს ზღაპრული სილამაზისა და ზღაპრული იდუმალების ციხე-გალავანი, ეს ჩრდილად ქცეული მწვანე კუნძული 8–10ისას გულისთქმის საგნად ქცეულიყო. მაგრამ მუქთად როდი უნდოდა, ან შეღავათით, მაშ რისთვისღა ედგა ტანის ღრუვში ეშხით სავსე გოდრები, რისთვის ეწყო ცნობისმოყვარე ტბათა ზედა ლერწამთ შუბები? განა არ მსხვერპლის სატყუებელ-ჩასაძირავად? განა არ თავმჯდომარის გაუთხოვარ დის – ცასწავალასთვის? და განა ცოტა სამამაცო საქმეებით ჰქონდა თავი გამოცდილი, განა თავისით იხსნებოდნენ მის წინ განთქმული სიმაგრეები? სრა-სასახლე რაიკომის მდივნისა, ციხე-კოშკი მილიციის უფროსისა, რომელსაც თავიდან არ ჰქონდა კოშკი არავითარი და, რომელსაც ათიოდ წამში, გზად გავლისას უსწრაფესად შეუშენა 8–10ისამ, რათა იქიდან გადმოეხედა მშვენიერ თუთარჩელას, რადგან მის წინ დაინახა მანქანა იმ კაცისა,

175

Page 176: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

რომლის ასულიც იყო ლუნაზი. განა ასევე არ დაეცა მის წინ ნახევარ-ციხე შინსახკომის უფროსისა.

კდემით მოდიოდა ორღობეში ცასწავალა, გულზე სანუკვარწიგნმიდებული და ოცნებაში წასულს გაჰვარდა კიდევაც იღლიიდამ ნახევარი წიგნი, ისე, რომ ვერც შეამჩნია და აკი გმირთაებრ დაინახა იმ დროს იმ მიდამოებში ცხენ-ჯოხის მიმჭენებელმა 8–10ისამ, აკი, აიღო წმინდა წიგნის ნაწილები კრძალვით მტვრიანი მიწიდან და გაუწოდა თექვსმეტი წლის ჭარბოცნებიანს ვარდისებურად. ეს გალავნის ლურჯადშეღებილი კარის წინ მოხდა. გაიღო კარი, რომელსაც მანამდე ამდენი არასდროს უჭრიალია: რა ვაშლი, რა მსხალი, რა ზღმარტლი, კიტრი, მოცვი და მოცხარი და ტკბილი საუბარი ყოველთა თანა. ტკბილ-მყუდრო ოთახი, რომლის დათვალიერებასაც ალბათ ჩვეულებრივ პირობებში მთელი წელი დასჭირდებოდა, რაღაც წამებში იქნა 8–10ისას მიერ ჩასურათხატებული. ვინ მიხვდება, თუ რა იდო ცასწავალას კდემულ მაგიდაზე? წიგნი, რა თქმა უნდა. “თვალთაი” ქებული. მთელი 8–10 წლით იყო უფროსი ცასწავალა 8–10ისაზე. იცოდა ეს მან. წიგნი კი ღრმა იყო და ბავშვის შეყვანა მის მღვრიე ტალღებში სახიფათო იქნებოდა, იცოდა ეს მან, მაგრამ, რომ არაფერი ეთქვა, ესეც არ შეეძლო, რადგან წიგნი ენთო მაგიდაზე. – “თვალთაი” – თქვა ცასწავალამ, ეტყობა ამ მდუღარე სიტყვას ვერ შეჰგუებოდა და გადაჰყარნა თვალნი უკუღმა, ჯერ წარბთაკენ, მერმე შუბლთაკენ და მერმე თმათაკენ და რა უკან გადაეფარნენ, ლიანებთაებრ ჩაჰყვნენ წელთამდე იგნი ნაწნავთ. მერე უკან გზა გამოიარეს და ბუდეებში ჩაესვენენ შეღონებულნი. “ო, 8–10ისავ!” – ჩაიკრა გულში ცასწავალამ ის 8–10ისა. ამ დროს ჩრჩილის დაჭმული ნართის ფთილასავით უჩუმრად შემოჩნდა წინდების ამარა და სხვაფრივ კი სრულ სათავმჯდომარეო ეკიპირებით აღჭურვილი თავჯდომარე: აქაოდა, კრიალა იატაკი არ დაისვაროსო, ფეხთ გაეხადა. შიშველი რომ ენახა, ასე არ გაუკვირდებოდა 8–10ისას. თავმჯდომარემ იხტიბარი არ გაიტეხა. მართალია, კერძომესაკუთრული ინსტინქტები არ მამოძრავებს, მაგრამ სახლი ჩემია და რა ვქნაო. წუთი დასჭირდათ, ერთმანეთი რომ აღენუსხათ. ნიკაპამდე შეკრული სათავმჯდომარეო კიტელი ეცვა, წინ ჩემოდნების ტევადობის ჯიბეებით. ზედ ეკიდა სხვადასხვა საპატიო ნიშანი, მათ, შორის აგროკურსებისა და პარტსკოლის დამთავრების მაუწყებელნი. მომინანქრებულ-ვარსკვლავიან-ორპროფილიან-ნიშნებიანნი. კითხვა ბევრი ჰქონდა იმავ წამში ორივეს, მაგრამ დუმდნენ. შესაძლოა, თავჯდომარეს მოეწონა კიდევაც 8–10ისა, რადგან მან რამდენიმე ეშხი აფრინა თავის გალიიდან. ესენი იყვნენ ერთჯერადი ეშხები, რომელთაც 8–10ისა მეორედ აღარ იყენებდა. დაჰყო ჟამი ერთი 8–10ისამ და თავისუფლება გაახსენდა. ღობეზე მიბმული ცხენ-ჯოხი შეხსნა, რომელიც მამალი იყო, განსხვავებით თავმჯდომარის ჭაკი ცხენისგან, სანაქებო იორღა რომ იყო მთელ იმ მხარეში. 8–10ისას კი მაინც მამალი ცხენი ერჩია თავისთვის და უფრო რომ დარწმუნებულიყო, მილიციის მეჯინიბესა ჰკითხა ერთხელ, ღორებმა რომ ყაჩაღები ამოთხარეს საჯინიბოს ეზოში, ცუდად რომ ჩაეფლოთ და ერთს მკლავი რო მოუჩანდა, თომაა, თომააო, ვიღაცამ რომ თქვა და 8–10ისამ, ვითომ დარდის გადასაყრელად, მეჯინიბეს რომ ჰკითხა პირდაპირ: საფერხედ რომელი ცხენი ჯობია, დედალი თუ მამალიო, რაზეც მეჯინებემ საქმის

176

Page 177: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ცოდნით უპასუხა, დედალი სხვაფრივაც უკეთესიაო. 8–10ისამ სასაცილო მდგომარეობას იმით ააცილა თავი, რომ ასევე საქმის ცოდნით გაიფიქრა, ალბათ, გუბელა იმიტომ დარბის ყველაზე სწრაფად, რომ დედალიაო.

გადიოდა დრო. ცასწავალას თანდათან უფრო აკლდებოდა ყურთ და თანდათან უფრო უხდებოდა ეს ნაკლი, სანამ ბოლოს სულ არ დაამშვენა. წიგნების მუსუსი ცასწავალა, რა თქმა უნდა, იმდენს ვერ მოიპოვებდა ბიბლიოთეკაში თუ კერძო განათლებულ ოჯახებში, რამდენსაც ნთქავდა მისი იორღა ტვინი და გავრცელდა ამ მიზეზითაც ანონიმ ავტორთა ხელნაწერი რომანები სოფელში, კარდაკარ რომ დაიარებოდნენ გრძელნაწნავიანი ქალწულების მისამართებზე. ხოლო ყოველი გზა ცასწავალას კარზე გადიოდა, სჩანს, იგი აღძრავდა სოფლის დღემდე უქმად მყოფ შემოქმედებით ენერგიასაც. მხოლოდ 14–15-ისა ვერ აიყოლიეს სოფლის ამ ფერხულში, რადგან ლიტერატურად მხოლოდ პოეზიას მიიჩნევდა იგი.

როცა აღარც 8–10ისა იყო და აღარც 14–15-ისა, დაბერებული თავმჯდომარეც დაყრუვდა, მაგრამ, მანამდე თავჩაქინდვრით და უბრად მოარულმა, ენა აიდგა და რაც დამალული ჰქონდა ადამიანებთან ერთ დროს რამ სათქმელი, ახლა გადაეფურცლა უკვდავ ეპოპეად და ხარბად დაიწყო ყველას მოყოლა, ანუ იმის ანაზღაურება, რაც რამ ჰქონდა გამოტოვებული. ნაპოლეონისაებრ შეჰყვარებოდა ძველი დიდების ტანისამოსი, ორფად შემორტყმულ შინელზე ვარსკვლავიანი ქამარი ჰქონდა წაჭერილი. ხან ვის კარზე მიდგებოდა, ხან ვისაზე და გამხმარ პირ-ყბათ არაკუნებდა გაუჩერებლად. თუ ამდენი გქონდა სალაპარაკო, როცა ფასი ჰქონდა შენს სიტყვას, მაშინ გელაპარაკაო, დასცინოდნენ ბოროტნი. მაშინ რომ ეძებდა, ხალხი სწორედ ახლა იყო გაფუჭებული. ახლა ყველამ იცოდა მისი სახელი – იოსები ერქვა, ნათლობის სახელი, აღარც ბლუვიშვილი იყო და აღარც თავმჯდომარე. ასე აჯანჯღარებდა კაცს ცხოვრება, აგორგოლავებდა, ღეჭდა თამბაქოს ფოთოლივით და ნერწყვთან ერთად, სადაც უნდა, იქ გადააფურთხებდა, გზა იქნებოდა თუ მეზობლის კარი.

ტანსაცმლის გახდისას მე უცებ ავტირდი.

მას შემდეგ, რაც ჯღაბს დაშორდა კეჟერაანთ ნინა, მეხრეთა მასწავლებელი შეიქნა და ფსევდონიმად ჯღაბის ნინა აირჩია.

და ასწავლიდა მათ, როგორც მდინარეში, ასევე ველზე, როგორც ღამით, ასევე დღისით, ერთნაირი თავდადებით, მზის ქვეშაც და მთვარის მოწმეობითაც. და აღზარდა ასერიგად თაობა არაერთი. და არ იკვრებოდა მისი კაბის ღილი და თოკზე განუწყვეტლივ უშრებოდა საცვალი.

საადრეო მარწყვი, შუშა კიტრი, ბალ-ალუბალი, ხომანდური ვაშლი, პანტა-მსხალი, ჭანჭური, თხილი და ზღმარტლი – მოედინებოდა აბგებით, გუდებით, ჯიბეებით და შარვლის ტოტებით. და ზეობდა ჯღაბის ნინა მთელ სოფელში, ვიდრე სრულ ჭკნობამდე, რადგან ყოველთვის მჭკნარი იყო ცოტათი ნინა და ცოტაც უხორცო, მაგრამ ბედმა მაინც დაინდო და როგორც ვარსკვლავიან ღამეში გაწირა ჯღაბმა

177

Page 178: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ღამის მეხრეთა სათვალთვალოსთან, ეგრედვე ვარსკვლავებივით იმრავლეს მისმა მოწაფეებმა.

– ქალწული ვარ, ჯღაბ, ქალიშვილი ვარ!..

– ჯღაბისთვის ეგ ვსეროვნა არი, – რაც იმას ნიშნავდა, რომ ჯღაბს ასეთი ნიუანსები ფეხებზე ეკიდა.

ტანსაცმლის გახდისას მე უცებ ავტირდი.

კვდებოდა ლარტა, ოთხმოცდაათს მიტანებული. ბოლო სამი თვე ლოგინად ჩავარდა და სახლშიც ყველაფერმა გამოცვლა დაიწყო. ისვენებდა თვითონ ლარტას სულიც, მისი დღედაღამ დაუყენებელი მუხლები, გონება – მუდამ ავ ფაციცუცში რომ იყო, თვალები, დაფარულს რომ ვერაფერს იტანდნენ... ისვენებდა ყველაფერი ლარტასთან ერთად: ისვენებდა ცოლის ყურები, ბალღების წვივები, კამეჩების გვერდები. ჭურჭელი კრუხ-წიწილასავით მშვიდად დაბუდებული ჩანდა თაროებზე – რადგან დიდი ოჯახი ჰქონდა ლარტას, მამა-პაპური ზნეობისა... ძაღლმა ხმა ჩაიწყვიტა, გრძნობდა, ლარტას ვეღარ გაახარებდა. ამოზრდილ ბალახში ჩაერგო თავი ურემს, ზაქები სიმინდებს სტუმრობდნენ. კვდებოდა ლარტა და ყველაფერი იცვლებოდა, ყველაფერი ემზადებოდა ახალი ცხოვრებისთვის – შვილები, შვილიშვილები, რძალ-სიძენი, კრამიტით გადახურული ორსათულიანი სახლი – ძველი დროისა, ხეხილი, მიწა... ყველაფერი ოცნებაში იყო წასული. მიდიოდნენ კანტი-კუნტი მნახველები – ზრდილობისთვის, წესისთვის მიდიოდნენ, თორემ ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ლარტა ყველასთან ძაღლი იყო, ყველასთვის რაღაც ჰქონდა წართმეულ-წაგლეჯილი, მოპარული, მითვისებული. ზოგს ლარტას ეზოში აქამდე ფეხიც არ დაედგა. დიდი მსხლის ქვეშ ვიღაცამ თავისი მუხის კასრი იცნო, ვიღაცამ მარხილის – ხელნა... ზნეშეცვლილივით ეგებებოდა ლარტა ყველას – კეთილი, გულმოწყალე, გულჩვილი. ყველას გასაჭირი სცოდნოდა თურმე, ყველას ამბავი. ეშმაკობდა ლარტა სიკვდილის წინაშე. მოტყუება უნდოდა, ქრთამს აჩეჩებდა. აქეთ კიდევ შთამომავლობას, მეზობლებს, სოფელს კარგ კაცად უნდა დამახსოვრებოდა – ნავალისა და ნაკვალევის წაშლა და შეტრიალება ცხოვრებაში კარგად ესწავლა, ძველ ავ საქმეებს შლიდა და იმათ ადგილზე, თავისი ჭკუით, სიკეთეს თესდა. ყველას ერთსა და იმავე ამბავს უყვებოდა, ლეგენდას უთხრობდა, რომ გვერდი ვერავის აევლო:

– ბერიკიანებს ვიღაცამ საქონლის საჭმელი დაუწვა. ნაჩხუბრები ვიყავით და ხელი მე დამადეს – ლარტამ დაგვიწვაო. დიდი ზამთარი იყო იმ წელს, დიდი თოვლი მოვიდა, ნიშანი არაფერი ჰქონდათ და საბუთი, მაგრამ, რაკი ნაჩხუბრები ვიყავით, დაუჯერეს და საციმბიროდ გამიხადეს საქმე. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძერლო, ქიტოს სიტყვაზე ეკიდა ჩემი ბედი. ღმერთი გაახარებს იმასაც და იმის ჩამომავლობასაც!.. სასამართლოს უთხრა ქიტომა – ლარტა საქონლის მოყვარე კაცია – აბა, თორმეტი სული ძროხა მყავდა, ხარ-კამეჩი, ხარები, იმათი ზაქ-ბოჩოლა, მოზვერი და დეკეული... საქონლის მოყვარე კაცი კი, მტრისაც რომ

178

Page 179: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ყოფილიყო, საქონლის საკვებს არ დასწვავდაო. დაუჯერეს. ენდნენ ქიტოსა, მართალი და პატიოსანი კაცი იყო, ყველგან მიჩნეული და გადავრჩი მეც ციმბირსა. ჰოდა, სანთელ-საკმეველი გზას არ დაჰკარგავს, ხო იცით, დიდი დრო კი იყო გასული, მაგრამ ერთ ზამთარსაც მომივიდა 8–10ისას დედა – ერთი მარხილი შეშა მამყიდეო – მოგყიდი-მეთქი, – რა ეღირებაო, –სამოცი მანათი-მეთქი, – ეძვირა, მთელი თვის ჯამაგირი ღირებულაო, მაგრამ უშეშოდა ვარ და იყოს სამოცი მანეთიო. დილაზე მოგიტან-მეთქი, შევპირდი და მივუტანე კიდევაც, სანამ სკოლაში წავიდოდა. – ხუთი მანეთი მკლებულა და ლიზიკოს გამოვართმევო, – მეუბნება. – მოიცა, ჯერ შეშა გადმოვყარო-მეთქი. გადმოვუყარე შეშა – 8–10ისამ დაიწყო გაზიდვა და დალაგება: სულ პლახი შეშა იყო, ზეხმელი წიფლისა... გამომიტანა ფული და მაძლევს – მაშინ ვუთხარი, მამაშენს ისეთი დიდი საქმე აქვს გაკეთებული ჩემთვის, იმის სახსოვრად, ეს შეშა უფასოდ იყოს-მეთქი ... გახარებულები დარჩნენ, მე უფროც კმაყოფილი ვიყავი... – დაამთავრებდა ლარტა თავის ამბავს და მიაჩერდებოდა მსმენელს – აბა, გაჭრა თუ არა ჩემმა ნათქვამმაო.

უფსკრულში გადაგდებული ბოროტი უფსკრულის ძირში აღარ არის უკვე ბოროტი.

უფრო უწყინარი, უჩინარი კაცი არ გაიგონებოდა სოფელში. ყველა რაღაცით ამჟღავნებდა თავს, წესიერებითაც კი, ეს კი დამსწრესავით იყო. ჭიმიები ხომ ტრადიციულად იჭიმებოდნენ, ეს კი, ბუმბერაზი, თითქოს თან არ ახლდაო თავისი სიმძიმე, გზაზე ისე გაგცდებოდა, რომ შეიძლება ვერც შეგემჩნია. ორი მეტრი სიმაღლისა იყო, ნიჩაბივით ხელებს ნეტა როგორ გამოსტევს ხოლმე სახელოშიო, იფიქრებდი – იმსისხო მაჯებს და ხელის თითებს.. რაკი ორმეტრიანი დევკაცი იყო, ამბობდნენ იდუმალად, ჩონჩხი აქვს გაყიდულიო, რომ მოკვდება, კი არ დამარხავენ, მუზეუმში წაიღებენო.

ეს კი დადიოდა ჭალისპირებში და მღეროდა. ცხენი ჰყავდა, ბედად. ისიც განსხვავებული იყო სოფლის დაბალტანიანი ცხენებისაგან და უჩუმარი კაცი და ცხენი, თითქოს ერთმანეთის მიზეზით, სულ სოფლის გარეთ იყვნენ. ცხენი ძოვდა, ეს კი მღეროდა, თან საქმობდა – აგროვებდა ხის ტოტმატს, პანტა-მაჟალოს, ასკილს, თხილს, როდესაც რა შემოდიოდა სოფლის ტყის პირებში. შესაძლოა, გალაღებულ დევსაც გავდა, უშველებელი ფილტვებიდან ხმას რომ ამოინაცვლებდა და კლდესავით პირ-ყბას გახსნიდა. ეს სოფელს გადაეჩვია და სოფელი კიდევ ამას. უსალმო და უკარება კი არ იყო – უთქმელი იყო და უჩუმარი. ტყე-ველიდან მუდამ დაქანცული ბრუნდებოდა. თითქოს ერთი სიტყვაც აღარ ჰქონდა სათქმელი და ერთი გრძნობაც გამოუხატავი. დაეგდებოდა და

დაიძინებდა...

მხოლოდ თავზეხელაღებული ადამიანიღაა წესიერი!.. ადამიანობას დიდი თავზეხელისაღება უნდა. ადამიანობისთვის ახლობელს გაეყრები და უცხოს შეეყრები, ამიტომაც, ადამიანობისთვის თავზეხელაღებულს ყოველთვის აქვს იმედი, შორეული საუკუნეებიდან დღემდე – ადამიანისა, როგორც უსასრულო

179

Page 180: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

სამყაროში ღმერთისა, რადგან, რაც ლამაზია ამ ქვეყნად – სასოწარკვეთისაგან, ადამიანობაზე ხელაღებულს ეკუთვნის. განა რა ინახავს ამ დედამიწას? ყოველ დროში თითებზე ჩამოსათვლელი იყო იმ ნიჭის პატრონი, რითაც ის დაიწყო, როდესაც დაიწყო... ეს ადამიანები, როგორც მაშო ძალო გადასცემდა სოფლის ამინდის ცნობებს და ვიღაც იღებდა მათ სწორი მისამართით, მემკვიდრეობენ დედამიწის აზრს, იღებენ მას ვიღაც უცხო დროის ადამიანისგან და გადასცემენ ასევე უცხოს – მომავალ დროში. განა რატომ არ ესხმიან ადამიანობის აზრის პატრონს და არ ძარცვავენ? არაფერია ხალხისთვის მასში სახარბიელო და მით უმეტეს, მისაბაძი, რადგან ადამიანობის აზრი ძალზე ძველია და ხანგადასული ყველა დროის დღევანდელ დღისთვის. ადამიანობის აზრის პატრონს კი ადამიანობა ისე შორი ჰგონია და მიუღწეველი, რომ თავი ძალზე ეცოტავება, ეკნინება თავი თავის ხორციელობით, ასო-იოგები არა ჰყოფნის აზრის მისაწვდომად: აკლია ძალა, დრეკადობა, სილბო, სიმაგრე, თვალი და ყური...

ადამიანობას ყოველდღე უნდა ავსება. იმიტომ, რომ ყოველ დილას ცარიელია და თავიდან უნდა აავსო.

ღმერთო, მაპატიე და ხანდახან ვალიკოს სულს ვხედავ დედამიწის სფეროზე სხივივით მავალს. მოძრაობს, მიდის, თითქოს ძვლისფერი არგანივით იმ სხივს ვალიკო გზად მიიბჯენდეს.

– ჰეე, ვალიკო, სადა ხარ, სადა?!..

– უდაბნოში შევდივარ და კალთებს ვუკოცნი, რადგან დიდი წყურვილი მელის, იმდენი, რამდენიც აქ ოდესღაც წყალი ესვენა...

– ჰეე, ვალიკო, ახლა სადა ხარ?!..

– აქა ვარ, აქა... და არა აქვს მნიშვნელობა რა ჰქვია ადგილს... მიწაზე ქერქივით გადაკრულ კონტინენტებზე მივალ და ქვეშ კი ცეცხლი მიდუღს... ტანსაცმელი თვითონ მეცმება და მეხდება... მითეთრდება და მიმწვანდება...

– ჰეე, ვალიკო, როგორა ხარ, არ დაიღალე?!

– რა დამღლის, ბიჭო! დედამიწა ჯვარი კი არა – საჩუქარია! მეცუცქება, რო დავიღლები და ზედ მიკიდებს... მიაწექი ამ ცხოვრებას, ეთამაშე, ესიყვარულე!… ნუ დაიჯერებ, რომ ცხოვრება მგელი არის, ნუ გეშინია!

შესაძლოა, უკვე აღვნიშნეთ, რომ 8–10ისას უბანი მთავრდებოდა, ერთის მხრივ, მთავარ ქუჩასთან, რომელსაც, ამ მიზეზის გამო ბიოგრაფია არ გააჩნდა და, მეორეს მხრივ, საკირეებთან, რომელიც უმძრახ ადგილადაც ჩაითვლებოდა, მის გარშემო ადამიანებს რომ არ ეცხოვრათ. ეს იყო გაუქმებული საკირეები, ანუ ადგილი, სადაც ადრე კირს წვავდნენ და მას შემდეგ გაუქმდა, რაც ჯომიამ ჩაიწვა იქ თავი.

180

Page 181: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

იმხანად სოფელში გიჟი არ იყო, სოფელს კი გიჟი უნდოდა. საერთოდ, ბოლო გიჟის წასვლის შემდეგ ბუნება ცოტას შეისვენებს ხოლმე. სოფელი კი უფრო სულსწრაფი ადამიანების სადგომია და არა ბუნებისა, ამიტომაც ეძებდა სოფელი გამწარებით თავის გიჟს და ეჩაქარებოდა. გმირი რომ სდომნოდა, გმირს მოიპოვებდა, მაგრამ ახლა გიჟი უნდოდა, ის კი არ ჩანდა..

ეს ჯომია კუზიანი კი იყო, კისერმოქცეული კი იყო, კუნძისხელაც კი იყო და არც გონებრივად გამოირჩეოდა, მაგრამ გიჟი არ იყო, საუბედუროდ. სოფელს კი გიჟი სწუროდა. განსაკუთრებით კი, მოზარდ სისხლისმწოვლებს და უწყეს აბუჩად აგდება ჯომიას, ვინიცობაა, მასში მძინარე გიჟი გამოვტეხოთო. რაც არა ხარ, იმაში გამოტყდომა კი ძალიან ძნელია. გონჯი კი იყო, თვალებგადმოყრილი კი იყო, გიჟს კი გავდა მთელი აგებულებით, მაგრამ გიჟი არ იყო. თუმცა, სოფელს უკვე შესახელებული ჰყავდა გიჟად და ამას ვერაფერი გადააფიქრებინებდა, რადგან ცხოვრების ფიცარნაგზეც ორ მოქმედ პირს უნდა ეთამაშა – გიჟს და სოფელს. სოფელი მზად იყო თავისი როლისთვის, ჯომიაც არ უნდა გაჯიუტებულიყო.

წყნარი, მშრომელი გლეხი ცხოვრობდა ჯომიას აგებულებაში, მაგრამ რას არგებდა? სოფელი უკვე სიგიჟეზე გეშავდა. გზაზე უკვე ვეღარ გაევლო: ან რამეს ესროდნენ, ან რამეს დაუძახებდნენ. მერე წიხლის ამოკვრაც დაუწყეს, ქუდის მოტაცებაც... მერე ჰკითხეს: – ჯომი, დღეა ახლა თუ ღამეაო, – შეცდა ჯომია და უპასუხა: – ვერა ხედავ, ღამეაო? – ან რატომ ვამბობთ, შეცდაო, სულ ერთი არ იყო, რას უპასუხებდა!

შეცდა ერთხელაც საწყალი ჯომია და, ვიღაცისგან გამწარებული, ჯოხს დასწვდა და გაედევნა. მერე ვიღაცას ქვა დაუღირა... “ეგრე, რაღაო,”– სოფელმა – “ამდენ ხანს რას გვაწვალებდიო?! აბა, გიჟის მეტი ბალღს ვინ გამოუდგება ქვითა და სახრითაო?!”

ასე ნელ-ნელა გახდა ჯომია სოფლის აბუჩი. იცოდა ჯომიამ, რომ არ იყო გიჟი. იცოდა სოფელმაც, რომ არ იყო ჯომია გიჟი, მაგრამ თავის შემოქმედებას დაჰკანკალებდა. ხომ ცნობილია, რომ ბუნება არ უფრთხილდება ისე თავის ქმნილებას, როგორც ადამიანი.

ერთ დღესაც დაიკარგა ჯომია. მოიკითხეს, მოისაკლისეს. დიდ სოფელში წავიდაო. აქ დიდ სოფელს ქალაქის სინონიმადაც ხმარობდნენ. ან, იქნებ, მართლაც, უფრო დიდ სოფელში წავიდა. სოფელს ნუგეშად ისა ჰქონდა, რომ ჯომია ყველა სოფელს ერთნაირად გაახარებდა. სოფელმა სხვა სოფლის გემოვნება, რაც გინდა შორს იყოს, კარგად იცის, მაგრამ გიჟი მაინც თავისი უნდოდა.

– ქაა, ჯომია სად დაიკარგა, ქაა? – იკითხავდა მთელი დღის მუშაობით დაღლილი ქალი.

– ი გამჩენძაღლი ჯომია არ გამოჩენილა? – იკითხავდა ასევე დარბაისელი გლეხი.

181

Page 182: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გამოჩნდა ჯომიაც. ხელობა ესწავლა. გასუქებულიყო. კუზი გასტიკნოდა. შარვალი, გადმოვარდნილ მუცელს ზემოთ, იღლიებქვეშ შეეკრა, თვალის საჩრდილობლად გადმოხურულ შუბლსა და გადმოლაშულ ტუჩებს შორის ქლიავის კურკისხელა ცხვირი უპრიალებდა. დარბაისლობდა, სუფთად იყო გამოპრანჭული, ახალი ცხოვრების დაწყებას ლამობდა. გაუხარდა სოფელს. ცოტა ხნით ცდუნდა. და გაიფიქრა, მორჩენილაო, ვითომ აქამდე გიჟი ყოფილიყო! მაგრამ მალევე ისევ ისე გაინაპირა, ისევ ისე აედევნენ ბალღები და ნელ-ნელა ისევ ისე იქცა სახალხო კუთვნილებად.

გადიოდა წლები და ჯომიაც, სოფელსდამორჩილებული, ასრულებდა დაკისრებულ როლს – უსურვილოდ, დიდი გაჭირვებით.

საკირეები ორ-სამ მიტყუპებულ ბორცვს ერქვა. რა მიზეზით, არავის ახსოვდა, მაგრამ, ძველთაგან გადმოყოლილი წესით, წლის ერთ-ერთ დღეს ხალხი აქ შავ თხას კლავდა. ერთხელაც ასეთი დღე იყო. ორი-სამი საკირე ბოლავდა, ხალხი შეკრებილიყო, მოჰქონდათ თავ-თავიანთი სასმელი, თავ-თავიანთი პურ-მარილი და ზეიმს ეპირებოდნენ. ჯომიაც იქ იყო. უკვე ნამდვილი გიჟი – ბედსშერიგებული კი არა მხოლოდ, ამაყი თავისი ნიჭის გამო, ზემოდან მაყურებელი ხალხისა და ბრბოსი, პირზე ღმინითა და გულში ავი ზრახვებით, ნიღბოვანი, ელინთ ხანიდან ვიდრე ამ სოფლამდე, გიჟის უფლებებით აღჭურვილი, გიჟის ქადილით შეპყრობილი გამოუცნობით და ქადაგ-მკითხაობის გუნებაზე მყოფი.

თხის დაკვლა რომ დაიწყეს, თხის მაგივრად, თვითონ აკიკინდა: – მეეე, ხალხო, მეეეე, მეეეო, – ვის ეცალა ჯომიასთვის, თხა იყო დასაკლავი. მოაშორეს იქაობას, ჯოხით, ხელით, ფეხით. შევარდა ქალებში, ზოგს ვითომ კალთებს უწევდა ზოგს ვითომ ჰკოცნიდა... დაწიოკდნენ ქალები ადვილად... ჰკვირობდნენ, ნამდვილი ლხინი შეიქნა.

სამკოჭაო დროშასავით მოიტანეს რაღაცა ჯოხზე აცმული ფლასი ბალღებმა. “გამოგილოცოთ, ჯომი, გამოგილოცოთო!” აიყვანეს ბორცვზე. დაეგდო ჯომია, თავთით დროშა დაუდგეს, ხტუნავდა ჯომია, ფართხალებდა, ბორცვავდა: დაიწყო ჯომიამ ქადაგ-მკითხაობა და თავშეწირვა. აფართხალდა სამსხვერპლო კურეტივითა, თავისი პაპის პაპის, პაპის წინა პაპის შესაწირავ თავმსხვერპლივითა:

– შენდა სამთავროდა და გასამარჯვებლად მაიხმარე, ეს ძღვენი, ჰი-ჰი-ჰი-ჰი-ჰიი... სამსახურიიიი...

ბალღები აძგერებდნენ ჯოხებს ტანზე ნამდვილ შუბებად, ნამდვილ მახვილებად სჭრიდნენ ყელსაც ჯოხის ხანჯლებით, ნამდვილ ფერხულივით უვლიდნენ გარს აგზნებულები, ნამდვილ ჭყივილით, ზედახორით როკავდნენ. ნამდვილი ხტუნვით, ძველისძველ მიწაზე, რომელიც, იმავდროს, თავისთავად, ტკბებოდა თავისით.

– ეგრე ბალღებო, ეგრეეე… მზილეთ, მზეკეთ, ჩამრიეთ მიწაში... ეგრეეე...…

182

Page 183: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

როგორც ნამდვილ მსხვერპლს, ოდესღაც ამ მიწაზე, ნეტარება შეუჯდა ჯომიას ტანში და იგრძნო, რომ დღეს იყო შესაძლებელი მისი ზეიმი. მთელი ღამეები, რაც უტანჯია და ცრემლი უღვრია, დღეს იყო აღსრულებად შესაძლებელი. და აღეგზნო ჯომია და თავის თავზე მეტად იქცა. მიწამაც გაიხსენა ის თავის ტკბილი წარსული: აუთრთოლდა, აუცახცახდ-აუგრაგნილდა ტანქვეშ ჯომიას, ჩაცუცქულმა გააქან-გამოაქანა აკუჩებული.

და რომ დაკლეს და დაკოდეს, წამოიჭრა ფეხზე ჯომია, ერთიათად აღმატებული, მსხვერპლის სულივით. ფრთა-შესხმულად მსუბუქად შეხტა საკირის თავზე:

– ხალხოოოოო! – დაიზმუვლა ხარ-მანიშივით, და მოჰხედეს ამ ზეიმის მონაწილეთაც, – რაც თქვენ მე მტანჯეთ და მაწამეთ, რაც მე მატირეთ ცხადლივ თუ მალვით, ღმერთმა შეგარგოოოოოთ, ხალხოო!!

არ შეარგო, სიგიჟესავით, სოფელს ის წამიც.

და ჩაიმზღვლა ჯომია საკირეში, თითქოს არც კი დაიწვებოდა. და, შესაძლოა, არც დაიწვა, რადგან მას შემდეგ ბევრი გიჟი გამოიცვალა სოფელმა და კვლავაც მადაზეა.

გაუქმდა საკირე. ცოდვიანი შეიქნა ადგილი. ხანდახან დიდ ცოდვას პატარა სოფელიც ჩაიდენს. იშვიათად თუ დაკლავს აქ ვინმე გიჟი დედაბერი შავ მამალს, მაგრამ ორ კაცსაც მოწმედ ვერ დაისწრებს. დღეს საკირე უბნის სამანად ქცეული ადგილია. აქ მოუხვევენ ხოლმე 8–10ისა და მისი უბნელი ჯოხ-ცხენოსანნი და წავლენ თავქვე – გზაჯვარედინამდე: ვინ იქნება პირველი?! პირველი – 8–10ისა, მეორე – გუბელა, მესამე – ჭიჭია, მეოთხე – ცუგო, მეხუთე – ნუკრია...

შემდგომში თავის ამბავს 8–10ისა ისე უყურებდა, როგორც წარსულს. დიახ, წარსული ნამდვილად არსებობს, მაგრამ იგი დღეს არის... რომ გაიღვიძა, დედამისი არ იყო ოთახში. იცადა, იცადა და მერე ადგა, თავი უფროს კაცად წარმოიდგინა, რომ არ შეშინებოდა, უხმოდ გაუარა მძინარე ბებოს და აივანზე გავიდა. არც იქ იყო დედა. ეზო მოათვალიერა. არც იქ ჩანდა, რამე საქმეზე ჩასული... ჩაახველა ძალიან ხმამაღლა, რომ, თუ სადმე იყო, გაეგონა. მერე ეზოშიც ჩაბედა, მივიდა ფეხსალაგამდე, ფრთხილად გაუსწორდა კარს და გამობრუნდა, ქუჩაში გავალო, იფიქრა. მოეწონა თავისი სითამამე და გავიდა. ზემოდან მურა მოცანცარებდა, ცალფეხდადამბლავებული, ძაღლობა ჰქონდა დაკარგული და ადამიანივით ჭკვიანი იყო, შემოხედა 8–10ისას ძალიან დაკვირვებით და იქითკენ შებრუნდა, საიდანაც მოცანცარებდა. 8–10ისა მიხვდა. იფიქრა, რატომ წუხელ არა თქვა დედაჩემმა, ზემო უბანში მივდივარო... გზის მოხვეულიდან გამოჩნდა დედამისი. ჩაეღვარა გულში სითბო 8–10ისას, ფეხისგულებამდე ჩაუვიდა, მერე ისიც შეამჩნია, ხელში რომ რაღაც ეჭირა, ქაღალდში გახვეული და ისევ ჩაეღვარა გულში სითბო. მოწყდა ადგილიდან და გავარდა, მივარდა დედას და შეახტა, დაეკიდა კისერზე... არ დამაგდებინო, ბიჭოო, ჩუმად, რაღაცა მომაქვსო... და შევიდნენ კიდევაც ეზოში. ბებოც იყურებოდა საბნიდან. ნიკაპამდე ჰქონდა საბანი

183

Page 184: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

დახურული, მარტო მარჯვენა ხელის თითები ჰქონდა ამოყოფილი და საჩვენებელ თითს ასწევ-დასწევდა ხოლმე სხვების ლაპარაკზე.

– ფაშაანთ ძროხას ფეხი მოსტეხია და დაუკლავთ, ორი კილო ვიყიდე, სულ რბილი, ხინკალს გავაკეთებდი, მაგრამ ფქვილი არ მეყოფა, ისევ მაშო ძალოსთან გადავალ, ხორცს დავკეპ, ვკითხავ, იმან იცის კარგი კატლეტი და ბოჩოლებს რომ მოიყვან, დაგახვედრებ.

– ვიცი მე კატლეტი.

ბებომისს გაეცინა. გაენძრა საჩვენებელი თითი. ახლა იმას ეუბნება დედა: ვკითხე, სხვა რამ მიზეზით ხო არ მოგიკვდათ ძროხა, ბაზარში რო არა ჰყიდითო, ხო იცი, ოხრებია. სხვებიცა ყიდულობდნენ. ძვლიანს მაძლევდა, მაინცდამაინც, ძლივს დავღწიე რბილი. ცოტა ხანში გადავალ მაშო ძალოსთან, დავისვენებ ცოტას. გიჟივით გავვარდი დილას, რო გავიგე, ხორცი აქვთო...

– სად ვიშოვო ეხლა მე შუშა, ჰა, სად ვიშოვო?.. ამ სოფელში აქ შუშას ვინ მოგვიტანს, პაპაშენმა ორი დღე ატარა ქალაქიდან ურმით... ღილის ტოლადა აქვს კუთხე გატეხილიო, რო ამბობ, აგრემც ცის კუთხე დაგეცემა, მაგ ნატეხში რამდენი სიცივე და ქარი შემოვა ზამთარში, იცი?.. რა მშვილდ-ისრობა აგიტყდა ბალკონზე, რა გეგონა ძობანი, რას უმიზნებდი, ბებოშენს გული გახეთქია შუშის გატეხვაზე, რისი წვერი გაუკეთე ისარსა, ვინმეს რო მოარტყა ახლა კიდევ და გამოსთხარო თვალი...

8–10ისას თვალწინ დაუდგა მშვილდი და ისარი, ახლა ეზოში რომ ეყარა, როგორმე ჩასვლა მოუნდა და მოძებნა, რომ ვინმე ბალღს არ წაეღო. მაგრამ ეხლა გადაყარა დედამ და ხომ ვერ იტყოდა.

– ძალიან მარცხ-ფათერაკიანი ხარ დილიდანვე, აგე, რძეს თავზე ედექი და მაინც გადმოგივიდა...

მზე აღარ იყო ჩემთვის, დედაჩემი რომ გამინაწყენდებოდა. მიიჯრებოდა ცა, ცის კარი, მიიხურებოდა სიხარული, ბნელი იყო მიწაზე, სახლში, აქეთ ჩემკენ, მე მიყურებდა, იქით კი დედაჩემი ნათელში, ჩემგან ზურგშექცეული.

ახლად აშენებულ სახლში, ახალგამხვივნებული ოჯახი რომ იჯდეს ვახშმად – უფროს-უმცროსიანად, ქალ-რძლიანად, შვილ-შვილიშვილებიანად და რომ შემოასკდეს ფანჯრებს კლდის ლოდი და იმის ხორხოში, კაცის ხელისგან თუ ავი სულისგან, თუ გაღმა მთიდან, თუ მაღლა ციდან... და რომ აიშალოს, ახმაურდეს, აბრახუნდეს მთელი სახლეული და აივანზე გამოვარდეს... ეგრე მთელმა სოფელმა, წყლის გაღმა-გამოღმა, იმ თავიდან ამ თავამდე, გეგონება, ყველას უცებ მიწა ეძრაო, ან კერაზე ცეცხლის ღვარი ამოუსკდაო, ყველა გარეთ გამოვარდა დაფეთებული, შემხვედრი შემხვედრს არ ჰკითხავდა, სად მიდიხარო. თვალთა ისარი, ყურთა ფიქალი, ყველას აქეთ მოემართა, 8–10ის სახლისკენ. გულთა ძგერანი, ფეხთა თრევანი, გზათა მტვრევანი, ცხენთა თქერანი, ჭალათ სრევანი, თავთა წყევანი, სულ აქეთ იყო მომართული, 8–10ისას სახლისკენ...

184

Page 185: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

დამუნჯებული დედა 8–10ისას საწოლს იყო გადამხობილი, ბებოს საბანი თავზეც ეფარა, ესენი, ეტყობა ასე აპირებდნენ სიკვდილს, არავინ იყო ხმის დამძრავი, რა იყო, რა მოხდა...

ზემოუბნელი ბებერი ეჯდა 8–10ისას თავთით, შეულოცავდა თვალშურისასა, ავგულისასა, მეშურნე-მეჯაბრისასა, ვინ იყო იმის მთვალავი, თვალჭრელი გინა თვალშავი... წინ უმძრახწყლიანი ჯამი ედგა, ხელში დანა და ნახშირი ეჭირა, თლიდა ნახშირს ჯამში, ხმაზე ისრის წვერი ეგო, რომ გაეკვეთა 8–10ისას მხიბლავი, ეძახდა, გამოდი ავის ავთვალო, თორემ გამოგიყვანო... დილაა. ამოდის მზე. აშრობს მდინარის პირას ნამიან რიყეს. აშრობს ბილიკებს და ბილიკისპირა ბალახს, კაბის კალთამდე რომ არიან გაზრდილი. დაწალიკებით, ცალ-ცალად, ერთმანეთის ზურგსუკან მიდიან ქალები. უბედურებაზე მიდიან. გაუგიათ ავი ამბავი. ცხარე ნაბიჯით მიდიან. ზოგი გულზე ხელს იცემს, ზოგი როკაპივით ენაჩავარდნილია. მარტო მზემოკიდებული სახეები უჩანთ შავადმოსილებს. ცუდ, საძაგელ ამბავზე მიდიან – ჯერ რომ არ მომხდარა, არც მოხდება და არც უნდა მოხდეს, ღმერთისთვის თვალებში ვერ შეუხედავთ, სირცხვილისგან კდემა დაუკარგავთ, დაბნეულან, არ იციან, რა თქვან, რითი მოერიონ ამ საშინელ ამბავს – 8–10ისა მომკვდარა, დედისერთა, სირცხვილ-ნამუსის შვილი.

ახალ სახელო ღვთისაო, მამისაო და ძისაო! შაგილოცავ თვალისასა, თვალშურისასა, ავგულისასა, მეშურნე-დამნატრებლისასა, კაცისასა, დედაკაცისასა, მიმავლისასა, მომავლისასა, მეზობლისასა, შორი გზისასა, შურის მეავთვალისასა. ვინ იყო შენი მთვალავი, თვალჭრელი იყო, თვალშავი, თვალში ნაცარი, გულში ლახვარი, კრულ მეავთვალეს საკმისას მეხი, კარისას ცეცხლი, გულში დანა აფთარი. შენ ქრისტემ დაგწეროს ჯვარი. გამოდი ავის ავთვალო, თორემ გამოგიყვან. გამოიდა, გამოიშალა, შავი კლდე, შიგ გამოვიდა შავი რაში, ზედ იჯდა შავი მხედარი, ტანზე ეცვა შავი ჩოხა, წელზე ერტყა შავი ხმალი, თან შამოყვა შავი გველი, შემოუქნია შავი ხმალი, გაწყდა გველი, გასკდა იმის თავ-გულიო, ვინც შენ ავის თვალ-გულით გაგსინჯოსო. გაქრა ქარივითა, გაიარა წყალივითა, შენ ჯვარი გეწეროსო.

აი, ჩემო მასწავლებელო, მნახე, როგორი მოგივედი, წუხად ჰყავ ბალღიო, რო მითხრეს, არც თმათ მივხედე, აღარც პირთა, ვერც გზა გავიგე ველისანი, მძივნიც ზედ დამრჩა ყელისანი, წყალთით გიჟივით გამოვვარდი, სულ ჭალა-ჭალა გამოვქროლდი, თოფს გამოსხლეტილ მგელივითა... სუყველა დამგლოვებულია, მე კი არ მჯერა, ღვთის ძალითა, სიკვდილი იმდენს როგორ შესძლებს, ზეცა-მყარი რომ შეაბრუნოს, წყალი აღმა რომ აადინოს, დედა და შვილი დააშოროს. ოჰოო... შვილო-ო!..

ადექი, ბიჭო, რასა წევხარ, შენ ოინია ყველაფერი,

რიყეზე ქვანი მიგელიან, წყალი დამწდარი ჭალებისა, ბაყაყი სახტუნაოთიო, მიგელის ბუსნოზედაოო, ოჰო...

185

Page 186: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ადექი, თავს ნუ იმძინარებ, ჩემიც დედაა დედაშენი, ცხოვრება მაგან გამასწავლა, ძროხას და გომურს მამაშორა, წიგნი და ცოდნა დამანახა, შვილ მამცა სახლ-ამოწყვეტილსა... სუ ეგრ გვასწავლიდა ქალებსა, უშვილოდ არ გადახვიდეთო, – აბა, ვის გავყვეო, ვეტყოდი, კაცი არსადა ჩემ თვალადო, ერთი ბებერი ბიძაი მყავ, იმას ხო არ დავუწვებიო... ოჰო, ამამიწყვიტა მამის სახლი ომმა და ყაჩაღობამაო, მამა ბედნიერმა მამიკლა, ოცდასამი წლის ძმა – ტყვიამა, საბძელ-გომური და საქონი მე დამრჩა თავში საცემადა. ბიძა და მამისძმიშვილებიც სუ მიწას ამაეფარნენ-ო...

გამწარებული ვიყავ მამაჩემზე და ი ჩემ ძმაზე: – თქვენ სანთელს აღარ დაგინთებთო, სუ ნუ ამოხვალთ კუპრიდანო, ეგეთმა სულ-ცოდვიანებმა ცოდვისთვის თუ გამაჩინეთ-ო... ერთხელ, მარიამობა ღამეს, მითხრა ღვთის ანგელოზმა რისხვით: შენს მკვდრებს კი ნუ გასჯავრებიხარ, იმათ წინ სანთელს კი ნუ აქრობ, შენი ქალობით გაამზევე იმათი სულები შავეთში – მამაშენს გვარი აღუდგინე, შენს გაუხარელ ძმას – სახელი... თავ-ხელ-მარტოკა ქალი რომ ხარ, მაგას უნდა სცე პატივი...

მე სწავლას ვეპირებოდი, სწავლა მწყუროდა ძალიანა, ბალღის გამჩენი არ ვიყავი, სუ რომ მამაჩემი ამდგარიყო, – გვარი გამიგრძელე, ჩემო შვილოო, რამდენიც უნდა ემხვეწარა... მაგრამ ერთხელაც, დამესიზმრა ჩემი ძმა, გულში ნატყვიარი: – გვარს ნუ დაგვიკარგავ, დაოო, ჯიშ-ჯილაგს ნუ ამოგვიგდებო, მკვდარიც იკარგება სულეთშია, მამგონ თუ არა ჰყავ კერაზეო, ხალხს ნუ ჰკვლევ, ხალხი უნდო არი, შენ არავინ გირჩევს საშენოსა, სირცხვილ-ნამუსი სხვისთვის უნდათ, თავისთვის ბედი და იღბალი, თამამად ფეხი გადაადგი, ქვეყანას გაეხმე სახლშიითა-ო...

წვიმა მიყვარდა ძალიანა, ჩემ ფიქრთ რო გაღმეტდებოდაო,

ჭექა-ქუხილზე ის მეგონა, ჯვარს მიცემს ცის ხორხოშელაო,

სულ ვწერდი ჩემს მასწავლებელსა, სიზმართაც არ ვუმალავდიო,

– დედა ფუტკარივით იყავიო, ცაში შორ სადმე აფრინდიო, დამწევი არვინ იყოსო, თუ ვინმემ ძალი შეიძლოო, თავად შაატყობ ფრენაზეო, მაახვნევინე მუშასაო, მუშასავ დაათესინეო,

ჭირით დათესილი მარცვალი ლხინით დაგითავთავდებაო, შენ ღმერთის დედას ეხვეწე, მარიამსა, ღვთისმშობელსაო... უშვილოდ სიკვდილიც არ არის, ქალი რად უნდა გადაეგოსო, ადამმა პეშვით მოგაკროთო, თავისი ნერწყვით დამბალიო, იმ პირველ დაბადებაშიო, შემოგიშენათ ბუდეო, მყუდრო, თვალუხვედრ ადგილას, მზე-მთვარის უნახავშიო. მუჭადამც გექნესთ, ქალებო, განა საოხროდ და საფსმურადო, ბალღების საჩეკელადაო, საგანძურისა კლიტედო... გაშლა თქვენსურვილზემცა ქნა, შაკვრა თქვენ ქალობაზეო...

ასე გვასწავლიდა ქალებსა, კაცობრივ თავმოყვარებასა.

186

Page 187: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

აკი თქვენაც ქალები გქვიათ, დამსხდარხართ ჩაშავებულები,

პირზე შემოკრულ შალებითა. გველებს ემგვანებოდით მწივანთა,

ცხვირებ რო არ გაჩნდეთ კაცისა, მაგრამ თვალნი გაქვისთ ქორისა,

აცა, რამ დავიტაცოთო, ყურშიაც ყველაფერი მოგდით,

აცა, რამე არ გამოგვრჩესო... აკი გიამბეთ ყველაფერი,

ჩვენს შორის დავა აღარ არის, აღარც ვის კითხვა დაგჭირდებათ,

აღარც მოტყუება არავისი, ქურდიც ისვენებს და პატრონიცა,

დამალული რო გაცხადდება, აბა, მიმოწმე ტუშურთ ქალო,

ქალაქს რო წაველ ათი წლის წინ, რა მათხოვარივით არიო,

გულში, ხო გახსოვს, გაიფიქრე, ხო ჩაცმულ-დახურულ ჩამოველ,

ბალღიც ხო ხელში მეტატაო, რატო სალამი არ მამეცით,

რატო არ მამილოცეთაო, ხო უცებ ყველა გაგაკვირვეთ, ტყეში დაკარგულ ძროხასავით, თან ხბოს რომ მოიყოლებსაო... ძროხა გაახარებს პატრონსა, ჩემი არ გაგხარებიათო, ხბოს არ გაარჩევენ მინდორში, ჩემ ბალღ არ ითანიავეთაო. სულ ბოზ-ბეზირგანი მეძახეთო, გზაში არ გამომესვლებოდაო... თქვენთანამც იყოს თქვენი თვალიო, თქვენთანამც იყოს თქვენი გულიო, მე ღმერთამ ერთი მიცოცხლოსო, თქვენ ათჯერ იმაზე მეტიო.

მე კი ეს იმისთვინ ვიუბნე, ქრისტეს დედამ გაიგონოსო,

დედა-შვილთ გაყრა თუ თქმულა, თავად რად არ გაეყარაო,

ვაჰ,H ხმამაღლა ნათქვამო ფიქრო, ყურს როგორ უცხოდა ხვდებიო, იმისთვინა შვილო, გენაცვლე, რო ფიქრის ყური გულიაო... ადექი დედის გულ-ფიქროო, ჩიტებით დილა გათენდაო, ჩიტებს ჭიკჭიკს რა გადააჩვევს, შენ დედის ყელის ხვევნასაო, ვითომ წასულიც ყოფილხარო, დაგვიანებულიც მოსულხარო, წასვლაც იცოდი, მოსვლაცაო, ეხლა როდის მოუხვალ დედასა, ყელზე როდის მოეხვევიო, ტყუილ-მართალთ როდის უამბობ, შენ კარგ ბიჭობაზე ვითომაო... ვითომ სუ ენას არ აჩერებდი, მისდღემჩი დაუდეგარიო, ვითომ სუყველგან შააღწევდი, სუყველგან გამააღწევდიო, ჯაგიან-მაყვლიანშიცაო, ტყიან და ველიანშიცაო, მთვარიან-ღამიანშიცაო... ეხლა რომენი გაგვიანებს, რო უკან მოსვლას ვეღარ იგებო... აბა, ქრისტე ღმერთო, შენ გეტყვი, ხო ხარ შენც დედის გაჩენილი, ცაში რო გიზის გვერდით დედა, ამ დედასაც ხო უნდა თავის შვილი. ეს წესი რად არ დაუყენე, ღმერთო, კაცი რო გააჩინე! ოჰოო-ო...

187

Page 188: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ეჰე, დაო და მასწავლებელო, სულ შენ გასართობად ვიუბნე, ესეებ ჭირს წაუღიაო, ამათ თვალიც და სმენაცაო, ესენი მიწას აკვრიანო, ძირს კენკვენ ყვავებივითაო...

მზის მყოლი ანგელოზები სანთელს თავს დაჰბრუნვიანო, ფრთით ნიავს აშრიალებენ, სახლს და კარს განათლიანო.

ცოცხალი არის ეგ ბალღი, მაგაზე მზის მკვდარს იტყვიანო, ხელთ არ მიეცემა სანთელი, ხმიად-მარილი არ დაედგმის, სულის ცხენიც არ შაეკაზმის, ვენაცვლე მაგის ჯოხ-ცხენასა-ო, მკვდარს მაგაზე არვინ იტყვის,

იტყვიან თუ სულწუხიაო... მზის სხივს თუ მოუხვდა ისარი-ო, მზეს უნდა ძღვენ-სამხვეწარიო, შევკაზმოთ მაგის ჯოხ-ცხენიო, ვიყოლოთ მშვილდი, ისარიო, წავიდეთ მზის დედასთანაო, ვეთხოვოთ მზის პირნაბანიო.

წავიღოთ ტაბლა და სანთელი, მოვიხმოთ ქადაგ-მისანიო, ვაცადოთ სამი ცისკარიო, ცაზე გაჩნდება ნიშანიო...

ეს რა უყოთ წერამწერელმაო... მთელი სოფელი ფეხზე დადგა, გაივსო ეზო-კარი ხალხითა... წინ და უკან აღარ დარბოდა დედა, შვილს ვეღარა შორდებოდა, ეჯდა თავთით და უხმოდ მუხლებს ითეთქვავდა – ეს რა ვქენიო... 8–10ისას ჯოხ-ცხენა ება კიბესთან. აქ აბამდა ხოლმე მუდამ, უცებ რომ დასჭირვებოდა. ყველა ხედავდა... ერთს შეხედავდნენ და მაშინვე თვალს მოაცილებდნენ – ეცოდებოდათ, ერცხვინებოდათ, ის რომ იქ იწვა იმ დღეში და თვითონ კი მის მოვლილ პამიდვრის კვლებს შორის დააბოტებდნენ, თუმცა კი ფრთხილად და სევდიანად... “სულის ცხენივით” აბიაო, ფიქრობდნენ ჯოხ-ცხენზე, სულის ცხენს რომ დააბამდნენ ხოლმე სულამომავალი კაცის სახლწინ, შეკაზმულს, ნაბადგადაკიდებულს.

8–10ისაზე არავინ ფიქრობდა, კვდებაო, წუხად არისო, ეტყოდნენ ახალმოსულს, ანუ ჯერ კიდევ სული უდგაო... ასე იყო 8–10ისა, სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე იდგა, როგორც ზღაპარში. ზღაპარი ხო ბევრი იცოდა, ზღაპრების მიხედვითაც ცხოვრობდა სანახევროდ, იმიტომ, რომ ასე უფრო არ იბნეოდა ცხოვრებაში, რომელიც ყოველ წამს იცვლება. ზღაპრები არ იცვლებიან, არც ის გრძნობები, ზღაპრებში როა, არც ის განუწყვეტელი გზაჯვარედინი და არც ის ალღო და გულისხმა, რომელიც გმირს ურჩევს, მარჯვნივ წავიდეს თუ მარცხნივ... ამ გაუცნობიერებელი გრძნობების ამარა იდგნენ მდუმარედ ეზოში. იდგნენ და ელოდნენ.

“სუყველაფრის დედა ვატირეო, სუყველაფრისა, რაც ბავშვის თავსგაგაწყრომინებსო, გინდა ფანჯრის შუშა იყოს, გინდ კამოდის გასაღები და გინდ რავი... რაც გინდა იყოს”... იმეორებდნენ გულში მოკლიაანთ დაროს ნატირალს და ეთანხმებოდნენ.

დაიძრნენ გაღმაური ქალები, შავებით დაიმშვენეს თავ-მხარნი, წყალზე ხიდი გადმოიარეს, ჭალას გამოუყვნენ ქვითქვითითა. წინ შვენას ქალი მოდის, თამარი,

188

Page 189: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ვითომ წინამძღოლი იყოს ლაშქრისა. მკვდარზე რომ მივა, ხელებს გაშლის, ყვავივით ფრთებს გადაიყრევინებს, მერე გულს დაიმჯიღავს და დაიწყებს:

–კიოთ დაისვენა დედაშენმაო, სახლს გარეთ რო არ გიშვებდაო, ემანდ, არ დამეკარგოსოო... აკი, აუხდა კიდევაც, აკი, დაკარგვას აპირებო.

კიოთ დაისვენა დედაშენმაო, შენი ძახილითა და ყელის წევითაო, შენც კი დაისვენებდი დედისგან, იმის “სად დაიკარგესგანო.”

კიოთ დაისვენე, სოფელო, ე ბალღის შურობისგანაო. ამის ადრე ადგომისგანო, ამის ხმა-ჭიკჭიკობისგანაო. ამისი მშვილდისაგან და ამისი შურდულისგანაო. ამისი ცხენ-ჯოხისგანა და ამის ფეხის ჩქამისგანაო. წყალო და ჭალავ დაისვენე, რიყევ და რიყის ქვანოო. სძინია თქვენს გამღვიძებელსა, ფეხის ხმა ნუ გელანდებათო. ადექი, ბიჭო, ნუ გძინავს, ცხენ-ჯოხი გელოდებაო.

– იჯდა დედა მარიამი კარსა სამოთხისასა, ტიროდა. ჩამაიარა ქრისტე ღმერთმა. რა არის, რადა სტირი, დედავ მარიამო? რასა ვტირი, შვილო, ჩამაიარა თვალშურმა, თავგახეხილმა, თავგაწეწილმა, დალახროს წმინდა გიორგიმა, კოკა წაიქცა, ვერცხლის წყალი დაიღვარა, ვარდის მთა ჩამოიდა ბროწეული, წამექცა ძოწეული.

– ნუ სტირი, დედავ მარიამო, შემოიტანე წყალი უბიწო, ორშაბათსა და შაბათსა, ჩაშრიტე მშრეტელი, ესრემც ჩაიშრიტება შენი ავი თვალით მსინჯავი. შენი ავი გულით მსინჯავი გაქრეს ჩალის ცეცხლივითა, გადნეს თოვლის წყალივითა, გაიაროს ქარივითა, შენ ქრისტემ დაგწეროს ჯვარი. იყო ქვა სიპი, იჯდა გველი ასპიტი: ცალი თვალი წყლისა ჰქონდა, ცალი ცეცხლისა. გაქრეს შენი ავი გულით მსინჯავი ჩალის ცეცხლივითა, თოვლის წყალივითა, გორის ქარივითა, შენ ქრისტემ დაგწეროს ჯვარი, ქრისტეს დედა მარიამმა შაკრას შენი შამკრავი, გადიკვინტლოს შენი გადამკვინტლავი, შენი გადამხიბლავი. თქვენს დამნატვრელს ცით მეხი კარით, თქვენ ქრისტემ დაგწეროსთ ჯვარი.

თეთრი იყო ყველაფერი. თეთრი, თეთრი იყო. როგორც თოვლი იყოს და ბურუსი. მაგრამ მსუბუქი იყო აქ ყოველი, წონა არ ჰქონდა არც ჰაერს და არც სხვა არაფერს. არც ერთი მიწიერი სიტყვა არ გამოდგება მის აღსაწერად, თუმცა კი ისინი უნდა იხმარო. თეთრი ხარები იყო შებმული თეთრ მარხილებში, შეშაც თეთრი იყო. თეთრები იყვნენ კელიაანთ ბალღები, თეთრი პურები მოჰქონდათ, ოღონდ არ გაზრდილიყვნენ, არც ადამიანობა მომატებოდათ. თეთრი იყო სახლები, სულ თეთრი, მაგრამ როგორღა ჩანდა ყველაფერი, თუ სულ თეთრი იყო. შავი ძაფის ნაწყვეტიც კი გამოჩნდებოდა, მაგრამ, თეთრად. არც ზღაპარი, არც სიზმარი არ მოგწყვეტს ასე მიწაზე ნაცხოვრებ სინამდვილეს. როგორ უნდა გადაკეთდეს ადამიანი, საიქიოს რომ შეეჩვიოს. თუ ხსოვნა არ ექნა, რაც უცხოვრია იმისა, მაშინ რაღა ადამიანია, მაშინ მხოლოდ არეკლილა სარკესავით და არც უცხოვრია. მაგრამ შრომა? შრომა ხომ მხოლოდ სიზარმაცის, უქნარობის საწინააღმდეგო საქმიანობა არ არის? აქ რა უნდა იშრომოს სულმა? როგორც გინდა ბედნიერი იყოს ადამიანი სხვაგან, მაინც სახლი ეძახის. აქ? ნუთუ ტყვეებია? ნუთუ გამოსასვლელი

189

Page 190: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ვერ უპოვიათ? ცხოვრება სიზმრით ვნახე? არა მგონია, ცხოვრება სიზმარივით იყოს, მაგრამ მე აქ იმიტომ მოვედი, რომ თეთრის მერე მწვანე გავიარო და მივიდე ლურჯ მდინარემდე და იქ ვიტრიალო, რომ წამოვიდნენ ჩემკენ მგებრები – ჩემი პაპა-დედისძმის სულები, როცა ჩემი სუნი მიუვათ. აი, რა კარგია, რომ საიქიოში ერთი ანდაბისანი ერთად არიან, სადაც გინდა იყვნენ დახოცილები, მთელ დედამიწაზე, სისხლით ნათესავი ხალხის სულები საიქიოში ერთად არიან. წყალთან რომ ვიტრიალებ, თან დასავლეთის ქარს უნდა ველოდო, რომ ჩემი სუნი წაიღოს წყალსზემოთ და იმათკენ გადაიტანოს და მერე, გეშს რო იკრავენ, წამოვლენ და ნავით გამოსცურავენ და ჩემთან მოვლენ და წამიყვანენ. წყალში რო დავიხრჩვი მაშინაც და ეხლაც დედაჩემი მეცოდება და მრცხვენია, იმიტომ, რომ მოუნდება ჩემი ნახვა და ვერა მნახავს, სანამ არ მოკვდება თვითონაც. მაგრამ, ვაკოცებთ თუ არა, არ ვიცი. მე წვრილ ყმაწვილებში არ გამრევენ, სულ დედას რომ ეძებენ, იმიტომ რომ ვერა ცნობენ, მოუნდებათ ძუძუ და თითებსღა იწოვენ, სხვები ჰგონიათ დედა, ჩაეხვევიან მუხლებზე – პური გვაჭამე ან ჭაჭიაო, გვშიაო... ესენი კიდევ ხელსა ჰკრავენ, არა ვართ თქვენი დედებიო. წყალგაღმა, მინდორში ვეშა-წყარო ამოდის, სულ ლამაზ ყვავილებში, უმამისსახლოთა ცრემლებია თურმე და არა შრება... რავი, აბა... მე ჯერ ძუვის ხიდიც არ გამივლია, ჯერ წყალთან უნდა მივიდე, იქ უნდა ნავით მგებრები მოვიდნენ და წამიყვანონ, ძუვის ხიდს მერე გამატარებენ. ხიდთან რო დადგები, არაფერი იფიქროო, არა ღირსო, შეიძლება სულ სხვა ცოდვები გქონდეს, შენ რო გგონია, ის კიარაო... თქვეს, მკვდარი შვილების დედები რომ ტირიან სულ, არ ვარგაო, იმიტომ, რომ ბალღებს ტანსაცმელი უსველდებათო და ვერ იშრობენო... რავი, აბა, ეგრე თქვეს... “აქა”– მეთქი, უნდა მეთქვა, მაგრამ რო არ ვიცი სადა ვარ, არა ვთქვი.

8–10ისას რომ სცოდნოდა, რომ დრო გავიდოდა და მის გარშემო ყველაფერი შეიცვლებოდა და საკუთარი არსება კოშკივით თავს დაადგებოდა, მაშინ ყველაფერს უფრო ღრმად შეიწოვდა და შეისუნთქავდა, დაიმახსოვრებდა და ჩაიწერდა თავში, მაგრამ 8–10ისა მხოლოდ იმ წამში იყო, როდესაც იყო, რადგან ყოველ წამს სამყარო იდგა ხოლმე მის წინ, სულ ახალ-ახალი. მიდიოდა ხოლმე 8–10ისა და აღემართებოდა წინ ახალი სამყარო და ავიწყდებოდა ძველი წამი. მიჰქროდა დრო, გადაუვლიდა ხოლმე მასაც, ყველაფერსაც, ვერც შეხებას იგრძნობდი, ვერც ზურგს დაინახავდი. ზამთარში ხო სასტიკად გასწრაფდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ არც ტყე იყო და არც ბალახი, არც ჯაგი და არც ქაცვ-ეკალი, რომ კალთით რამეს წამოსდებოდა. მიჰქროდა დრო ზამთრის გორებზე, ზამთრის თოვლზე, მოკრიალებულ უღრუბლო ცაზე...

თოვდა, თოვდა, რომ ჰა... 8–10ისამ ეზოს კარიდან გაიხედა – მარჯვნივ და მარცხნივ, ვითომ, ორივე მხარეს თოვსო? კაცის ჭაჭანება არ იყო. თოვლისგან მთელი გზა დაბნელებულიყო. თეთრი იყო ყველაფერი, თეთრი, ისე თოვდა, რომ ჰაერი არ ჩანდა, გასქელებულიყო ისიც და შერეოდა თოვლს. დაკვირვებული თვალით გაიხედა მარჯვნივ, გზის ბოლოსკენ 8–10ისამ და რაღაც შავ ლანდს მოჰკრა თვალი. ბავშვის ლანდი იყო და აქეთ მოდიოდა, ისიც ეტყობოდა, რომ

190

Page 191: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მხარზე აბგა ჰქონდა გადაკიდებული. სკოლიდან მოდისო, გაიფიქრა 8–10ისამ. მაგრამ, ეტყობა, ოხერი ბალღის ლანდი იყო – ცალი ფეხი გაეშეშებინა და ისე მოკოჭლაობდა. ხისფეხობანას თამაშობსო, გაიფიქრა 8–10ისამ და აუცურდა კიდევაც ლანდს ფეხი და დაეცა ძირს ზღართანით. ეტყობა, კუკუხოთი დაეცა მაგრად, იმიტომ, რომ უცებ ვერ წამოხტა, მერე ნელა წამოდგა, თუმცა, იხტიბარს მაინც არ გაიტეხდა, რომ არ გახსენებოდა, უიმე, ბებოჩემი არ იყოს ლოგინიდან გადმოვარდნილიო. აუჩქარა ფეხს, მერე ცუხცუხით წამოვიდა, მოვიდა, მოვიდა და... და შეერთო 8–10ისას... და ავიდა აივანზე ისიც ფეხების ბრაგუნით, იცოდა, რომ ბებომისი კარგად იწვა, მხრებს, დიდთმიან თავს იბერტყავდა. ეზოში ხეებზე თოვლს დიდი ბუდეები მოეწყო, ძლივსღა ეტყობოდათ ჰაერში ხეები რომ იყვნენ. ისე თოვდა, გეგონება ყველაფერმა დაანება საქმეს თავი და მთელი ცა და მიწა თოვლს დაუთმოო. ყველაფერი გაყუჩებულიყო. იფიქრა, მოდი ვუყურებო, გეგონება, პირველად ხედავდა თოვლს, თუმცა, ყოველთვის ასეა ადამიანი, როცა თოვს ან წვიმს. თვალის დახამხამებაში თეთრად შეიღება ყველაფერი, გაუკვირდა, თითქოს აქამდე არ იცოდა თოვლის ფერი. ბებომისმა კი უკვე იცოდა, რომ აივანზე იყო, იცოდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ, რომ არ შეცივნოდა, დაუძახა: დაიკარგეე...

– ბებო, ისე თეთრია ყველაფერი, ისე თეთრი რო...

– წყალკურთხევა მოდის და... და 8–10ისამ წარმოიდგინა, შარშანდელივით როგორ წავიდოდნენ მდინარეზე სიბნელეში, რომ არავის დაენახა.…

– ოოო, ამაღამ თხა და მგელი ერთად დაწვება, შემოვიდოდა დედაჩემი შალგადაბერტყილი, მაგრამ ცოტათი თოვლიანი და შემომხედავდა, ვითომ ემანდ მწოლიარევ მასხრობით ლოგინში, ხომ გაიგე, რაცა ვთქვი და ვიგულისხმეო. ამაღამ ძალიან ეციება და საბანი კარგად უნდა ამოიჭუჭკოო, არ უნდა იტრიალოო, გულში ჩაიყოლე, იცოდეო...

ამაზე ბებომისს ლაპარაკის საღერღელი აეშლებოდა, თან თავის ფიქრებს ამბობდა, თან 8–10ისას არიგებდა შორი გზით.

– აგე, შვილო, სოფლის გარშემო სულ შეკრულია თოვლისგან გზები, გაზაფხულამდე არაფერი ეშველება, დაიმშევა ტყეში ნადირი, დაბლა დაიწყებს ჩამოდენას მგელი, მელა... სულ ბარისკენ დაიძრება ყოველი. ღამე, თუ მუგუზალი არ გიჭირავს, გარეთ არ უნდა გახვიდე, აქ მოფსი ხოლმე შვილო, აგე, ტაშტში. აუუ, რამდენ უბედურს გაჰყინავს ტყე–ჭალა!

– რატო, ბებო, ნუ გაჩერდებიან და ვერ გაჰყინავს.

– ეეჰ, ხელ-ფეხს შეუკრავს ხოლმე ყინვა ადამიანს. ტვინს დასწვავს ცეცხლივით და გაუქვავებს, აფიქრებინებს, აქ დავეგდები, ცოტას დავისვენებ, მაგრამ არ დავიძინებო და ჩაყინავს კუნძივითა... აგე, გაღმაური ბიჭი... შვიდი დღე ეძებეს საწყალი... ერთ წიფელს მიჰყუდებიყო ფესვის ძირას და ჩასძინებოდა გაყინულს, თოვლი დაჰფარებოდა დიდი და მგლის პირი არ მიეშვა, არც ყორნების ლეში

191

Page 192: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გამხდარა... აუუუ, უბედური იმისი დედ-მამა... ჯვარი აქაურობას... დაწექი, კარგა გაეხვიე, ხელები არ ამოჰყო, გაგიყინავს. გუშინ მგელი ამოსულიყო აივანზე, დავინახე... ნაკვერცხლებივით თვალები ჰქონდა... საცოდავად ყმუოდნენ ძაღლები... ეშინოდათ და აივანზე ცვიოდნენ... სხვა დროს რა გული აქვთ ხოლმე, არა?!

ვეშა წყაროს ერთი მილი ბალღების საფერებლად აქვს. წყალს გადმოაქვს ხოლმე მძივები. დაეხვევიან გახარებული ბალღები, ზრიალია ხოლმე ცისა.

მგებრებს ველოდები და არ ჩანან, რად იგვიანებენ, არ ვიცი. ისე აქაურივითა ვგრძნობ თავს, ყველაფერი ერთ წამში გავიგე, რადგან აქ სწავლა უცებ ხდება. ადამიანებმა არ იციან, რომ როგორც მოკრიალებული ციდან, ისე ჩანს აქედან ყველაფერი, გეგონება, ჭერიდან იყურები ქვემოთ ოთახშიო, ან როგორც ღრმა ჭაში... დედაჩემი ზედ გადამწოლია და არ იძვრის... არა სჯერა, რასაცა ხედავს... მთელი ეზო სავსეა, სხვადასხვანაირი ხალხით, იქ მაინც ვიყო და მეუბნებოდნენ: – ვაიმე, ვაიმე, რა დაგმართნიათ, თქვე უბედურებო, რარიგად დაიღუპენით! ღმერთმა დეგემ გაკმაროსთ და ნუღარა ავი და ურიგო მოგარგინოსთ! აბა, რაღა ვუყოთ, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ნათქვამია, კაცს იმდენი ჭირი ნუ მირგებია, რამდენსაც გაუძლებსო!..

– აგე, ახალაანთ ნარჩენი ძმა, ხატობაში მისულა, ცოდვის ასახდელად მიუყვანია ბუღაური, მანამდე ხევისბერს ელაპარაკა დიდხანს:

– ჩემს წინაპართ ტვირთი დანატოვარიო, ცოდვა მოუშორებელიო, სიკვდილი უზღვევიო, უხან-უჟამო, უბერებელიო, არც გამცხადებიაო, არც დამსიზმრებიაო, მაგრამ ვილევით გვარწულიანადო, ერთ დროს გამხვივნებულ-გავსილებიო, კოდიანიდან რომ ქერ-ოქრო გადმოვაო... ახლა ჩამოგვიქროლა ცოდვის ქარმაო, გვაქცია უფოთლო ხესავითაო, ვეხვეწები ღმერთსაო, ნიშანი მაცოდინეო, ვინ გვყავდა ავი–ავსულიო, დევ-დედაბერიო, ქაჯ-მანდილოსანიო, რა ქნა ჩემმა გვარმაო, ჩემმა წინაპარმაო, კაცი მოკლაო ტყვიითაო, ენითაო, ბეზღებითაო, კლდის ბილიკითაო, ჭალის ყინულითაო, როდემდე, ღმერთო, ეს ცოდვის ხდენანიო? არ დაუმოკლდა ხანიო? არ გაუვიდა ჟამნიო? ვზივართ მე და ჩემი ბალღიო გაწიებულ კერის წინაო, ველით და არ ვიცითაო, დღე გათენებითაო, ჭურჭელი სენ-სამსალითაო, მოდის, არ ვიცით რითაო, ჰაერითა თუ წყლითაო, ვიტყვი ყელის წევითაო, ბალღს დავიფარებ მხრითაო, მოდი, ცოდვის მკითხველოო. ე სანთელს კი ნუ ჩამიქრობო.

არც დღე აქვს და არ ღამე, არც ჟამი, არც წამი, ცოდვის მომკითხავსა. არც ურჯულოა, არც რჯულიანი, არც უსახოა, არც სახიანი, ცოდვის მომკითხველი. მოუქრთამავია, მოუსყიდავია, მოყრილი ჩოქი, მორთმეული მანიში არად ექშერება, ხელი არ შეუბრუნდება, სიტყვა არ შეექცევა, წარბი არ შეეხრება, გული არ შეუშინდება, ცოდვის მომკითხველსა. ვინც, რითი შესცოდა, იმითვე ჩაადნობს, ცხრა ადლ მიწას გაარღვევს, შიგ ჩაატანინებს ცხრა სახლსა, ცხრა თაობასა, სათავნოსაც

192

Page 193: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

აიღებს. დაედება სახლს კლიტე, დალპება კიბე, ჩამოინგრევა ჭერი, გაჩნდება სურიელი, წავა სხვაგან ცოდვის მომკითხველი, ნუ იფიქრებენ ზოგები, გავუძვრებ- გავეტოქები, ვინც სიკვდილამდე არსობდა, იმას არ დავეზოგებით.

– მილიციამ რომ მოკლა პურის ყანაში ყაჩაღი, სისხლს რომ ანთხევდა პირიდან, თან ხორბალს მოაყოლებდა. უბედურს, შიებიაო, ხორბალი უჭამიაო. რათ გავიმეტეთ ასეო, პირი ხორბლით აქვს სავსეო.

– ერთმა საჭიროებისთვის ჩაცუცქულს დაახალა ტყვია, რაკი სხვაფრივ ვერ მოიხელთა.

– ერთი მკვლელი ჰყავდა მილიციას, ისეთი მიზანი იცოდა, ნასროლს არ ააცილებდა. სულ სასეიროდ ხოცავდა ყაჩაღებსა და პატიმრებსა. ისე ამოუწყდა ოჯახი და მოსადევარი, როგორც ამოგლეჯილი და მზისგულზე დაგდებული ბალახი. ხალხოო, მიდიოდა შინა, უზრუნველი, გეგონება, პური უცხვია მთელი ღამეო, ბალღებს ეთამაშებოდა. თვითონ გაასწრო იმათ უბედურებას, მიწას მიეფარა. საიქიოში ჯოჯხეთს რა უნდა, აქა აქვს ძალა ცოდვის მომკითხველსა, აქა აქვს ჯოჯოხეთი, ამ ჩაცუცქულ მიწაზე. აბა, ამეკუჩეთაო. მომეჭიდ-მომეყუჩეთაო. ცოტა გაცანცაროთაო. უკუღმ გადაგყაროთაო.

– ქვემოთ, ჩემი ნარჩენი ძმა კურატს ამხვეწარებს. ცოდვისასა ძიობს და ხატის კარზეა მისული, მე კი ერთი სართულის ზემოთ ყველაფერი ვიცი. რომ ამოიხედავდეს!.. მიწაზე ჩადენილი მადლი მიცვალებულებისთვის სანთლის შუქად ამოედინება, ბოროტებაზე კი ჩავა ხოლმე ცოდვის მომკითხველი თავისი კიბით და რიგით გაჰყვება. ამიტომ ჰგონია ახალ-ცოდვილს, გადავრჩიო, მაგრამ ცოდვა სულ სასწორზე უდევს ცოდვის მცნობსა და მისცემს ხოლმე წიგნს ცოდვის მომკითხველსა.

– არ იცის ჩემმა ნარჩენმა ძმამ, რა დიდი ცოდვა ჩაიდინეს ჩემმა დედამ და დეიდამ: დეიდაჩვენი მთაში, ერთ ტყეში ჩაკარგულ პატარა სოფელში ცხოვრობდა, საქონელი ჰყავდა, ცხვარი, ფრინველი, სულ იმისი იყო ის არემარე, ვინ გაუზომავდა, თან მთავრობასაც ქრთამავდა და იყო დიდ ხეირში, ომიანობის გაჭირვება იმის წყალობით ჩვენ არ გაგვკარებია. დედაჩვენი იქიდან იყო გამოთხოვილი და ზაფხულობით დავყავდით. ყაჩაღობასაც არ შევუშინებივართ, რადგან დეიდაჩვენი ერთ მაგარ ყაჩაღსა ყვარობდა. ეს ისეთი ყაჩაღი იყო, ხალხსრომ უყვარს, მთავრობას, მილიციას სულ მასხრად იგდებდა. მაგრამ ომის მერე მოიცალეს იმისთვისაც. დეიდაჩემი კი ორსულად იყო იმისგან და ნერვიულობდა, ეხვეწებოდა ყაჩაღი – ეგ მაინც დამრჩეს, ისედაც მალე გადავეგებიო, ყველას შეირიგებენ და მე არაო. მშობიარობის დრო რომ დაუდგა, დაიბარა დედაჩვენი თავისმა დამ და რა უყვეს ახლადდაბადებულს, არავინ იცის. ცოდვა ცოდვაზე მოუნდა დეიდაჩვენს, ბალღის მიზეზით თურმე მაგრა იჩხუბეს იმან და ყაჩაღმა და დილით, წასვლის წინ არაყში გარეული საწამლავი დაალევინა, მაგრამ ვერ მოკლა, რადგან ყაჩაღს თავი ჰქონდა საწამლავზე მიჩვეული. გაიგო

193

Page 194: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

დეიდაჩვენმაც ეს ამბავი. შეეშინდა, მომკლავსო და მილიციაში ჩავიდა. რას შეთანხმდნენ, ვინ იცის... ქალს იმედი ჰქონდა რომ ადრე თუ გვიან ყაჩაღი მაინც მიაკითხავდა – ან სახვეწრად მოვა, ან მოსაკლავადაო – რადგან ძალიან უყვარდა და აღარც სხვასთან ვინმესთან ჰქონდა ანგარიში გასასწორებელი. მართლაც ასე მოხდა. ლამაზი იყო ძალიან დეიდაჩვენი და ენას ხო ნუ იტყვით, ქვას გასტეხდა და რკინას გაადნობდა. გზები შეუკრა მილიციის ხალხმა ყოველ მხრივ, ეხლა უკვე ხალხს მილიცია და მთავრობა ერჩია... მთის, ანუ სოფლის ქვევით, ვაკეზე ახო იყო გაჭრილი და პურის ყანა მწიფდა. ყველაზე ჩუმი და ძნელი ამოსავალი იქიდან იყო. იქ მოკლეს ის უბედური. აი, ამ ცოდვისთვის ვარ აქ მე, მიწაზე ახალგაზრდა მერქვა, აქაც ასე მეძახიან, იქ კი, გახედეთ, კაცი რომ დაჩოქილა ხატის ყორესთან და შიგ შესვლა ვერ გაუბედნია, დიდი ხელებით რომ უჩრდილებს სანთელს და ხევისბერს რომ უსმენს და ძაბრივით რომ ჩასდის სიტყვები ტანის ღრუვში – ჩემი ძმაა.

– გამარჯვებულო ცეცხლის ჯვარო, დასაჯულია თქვენგნიდან, დასნეულებული. ასრულებს სამსახურს. თქვენი წყალობა მიეცით და ალალი იქნას მისი ხვეწნა-ვედრება.

8–10წლისას დედის ძმას სოფლის სახლ-კარის სუნი მიუვიდა. ხო არ მელანდებაო, ვინ მოვიდოდაო, ვითომ დედაჩემიო? მაგრამ დედაჩემის სუნი მაინც სხვააო, უფრო ჩემი ყელხალიანი დისასა ჰგავსო, მაგრამ ვაჟის სუნი ურევიაო, ნუთუ ჩვენი ბალღისააო...

სისხლით ნათესავი სულები რიგ-რიგით დადიან ვეშა-წყაროზე, რომელიც სამზეოდან ჩამოედინება და მიწის ამბავი მოაქვს. წყალსა და ჰაერს სულ ჩააქვს სამზეოს ამბები სულეთში, ყველაფერი იციან მიცვალებულებმა, მაგრამ, როგორც ცოდნა არა ჩანს, ისე არაფერს არა აქვს სხეული და ხორკლი. ხორკლი ხო აწუხებს ცოცხალ კაცს, ისე აწუხებს სულსაც სხეული და იმიტომ იშორებს, სხვა კი არაფერი. კი არ ეჯავრება...

ქიტო პაპას ვერ დაუძახა 8–10ისას დედის ძმამ, იმიტომ, რომ შორს იყო. მართალია, ერთი ანდაბის სულები განუყრელნი არიან, მაგრამ, როგორც გეჯურ-პაპამ თქვა სიცილით, “აქაც თხას თხა ურჩევნია”... და, ნარჩევი ახალგაზრდები, სისხლით ნათესაობით კი არა, მეგობრობით და რაინდობით შეძმავებულები, სულ ერთად არიან და ლხინობენ.

გამწარდა 8–10ისას დედის ძმა, თავისი და დაუდგა თვალწინ, ისიც გაახსენდა, რასაც სიზმრებში ურჩევდა, ცოცხლები თუ არა ჰყავს მიცვალებულს მიწაზე, იმისი სახელიც ისევე ქრება, როგორც დაძახებული სიტყვის ხმა... გაუვარდა ხელიდან ვეშრაპიანი, წყალიც დაავიწყდა და თავიცა. გაგორდა ბალახზე ლამაზყურიანი ჭურჭელი, გახმაურდა, ყურთა-სმენა მიუვიდა ქიტო პაპასაც. როგორც ბრმა გრძნობს ჰაერით და მიცურავს იქით, ესენიც ისე არიან, ოღონდ უჰაეროდ, წყალივით შედიან ერთმანეთში, ოღონდ უწყლოდ.

8- 10ისააო!..194

Page 195: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

სუფრას შემომსხდარ ახალგაზრდებს სამზეოდან ტკბილი სუნი ჩამოსდიოდათ მწვად-ხინკლისა და ქადა-ნაზუქისა და იყვნენ ტკბობაში, ცარიელი ჯამები ეჭირათ და ღვინოს უსხამდათ სამზეოზე ნათქვამი სადღეგრძელოები, ვისაც უგვიანდებოდა ხსენება, ისხდნენ პირუკუღმა...

სუფრაზე ბევრი იყო ახალგაზრდა ამათ ანდაბისა. სისხლი აღარ ედგათ, როგორც სამზეოზე – ერთნი რომ ფიცხელნი იყვნენ სისხლის სიმხურვალისგან და მეორენი მშვიდნი, ცივი სისხლის გამო. აღარც ფერი ჰქონდათ აქ სამზეოსი: შუაგაყოფილად თეთრი დღესავით რომ იყვნენ და შავი ღამესავით. აქ რიტმი ჰქონდათ სხვადასხვანაირი, ელექტრონი და ატომი, სამზეოზე რომ არა ჩანან, სულეთში იყო ერთადერთი, რითაც ცხელს და ცივს და შავს და თეთრს გამოარჩევდნენ...

სუფრაზე მსხდომთ ლუკმა ყელში გაეჩხირათ, დაეღვარათ ხელთნაჭერი ჯამები, პირუკუღმა მსხდომნი წაღმა შემობრუნდნენ:

“აა-ვაიჰ!..” იტყოდნენ, სამზეოზე რომ ყოფილიყვნენ.

ძაბრის მსგავს ღრუბელივით აიკრიფნენ და ზე აიწიეს... პირ-ხორცითა და თვალ-შეხედულობით, ვაჟკაცობით, უფროს-უმცროსობით, მამა-შვილობით და სარაინდო ზნეობით სრულქმნილთა... ცივმაცხელს დაუთმო, სიმშვიდემ – რისხვას, და დედის ხილაბანდში ჩანაგმინივით, დაეხვნენ, დაგორგლდნენ და ღრუბლის ელვასავით აიჭრნენ მაღლა. გაანგრიეს საიქიო მყარის კედელი და დაჩნდნენ მიწაზე

ვინ იყვნენო?..

ჯუღურა იყო და საბა იყო; იყო ივანე-წარბდაღრუბლული, დანის მხმარებელი; იყო ხუმარა, ტანდაბალი, თავისზევე ორჯერ მაღალ შუბს წიწკარივით მსუბუქად რომ ხმარობდა; იყო პავლე და იყო გიორგი, ხმის ამოღებაზე პირს ოფლი რომ ასხამდათ სისხლის სიმხურვალისგან; იყო კვირია, საქმეთა მოთავე, თიბვაში დაუღლელი...

იყვნენ: ახალა და ადუა, გაურჯელი და გამიხარდი, დათვია და დათუნა, ვაჟიკა და ვაჟიძე, ლეგა და ლეგუა, მთვრალა და მჭედელა, ფრუშკა და ფშაველა, ქუმსი და ქურსიკი, წიქა და წოწკური, ხარიკა და ხადუა.

აი, სრული სია იმათი, ვინც ღვთის საგმობი საქმე ჩაიდინა, ვინც შეახო ხელი სულეთის კარს და ჰაერი ჩაყლაპა.

გადაიფრინა ამათმა ლაშქარმა მწვანე ველი და ვეშა-წყარო, ყვავილებით მორთული, მენავე ნავს მიაჩქარებდა, 8–10ისა უმანკოდ იდგა, მზად იყო, იმას გაჰყოლოდა, ვინც პირველი ხელს მოჰკიდებდა. ორივე მხარე თანაბარად ახლოვდებოდა: მდინარის თავზე გაიშალა ბინდივით ჩრდილი. მენავე ნავს მიაჩქარებდა. გაიშალა ხილაბანდი. მდინარეს თავს გადაუარა. გადაიქცა ისევ ღრუბლად. ისევ. წამისად. და 8–10ისა აიტაცა. და მენავე იდგა ნავში. ხელებაწვდილი.

195

Page 196: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

შვილზე დამხობილ დედას სითბო შეუვიდა შვილის ტანიდან. ორი დღე იყო ასე შვილზე გადამხობილი, თავი, ტანი არ აუღია და უცებ ზეწამოიჭრა დამდუღრულივით და დააფრთხო კედლის გასწვრივ მჯდარი ქალები. დაიღმუვლა, დაიბღავლა, დაიყმუილა, ან რა უნდა ეთქვა სიტყვებით, სიცოცხლის თქმა ცხოველთაებრ უნებურია...… ფუჰ, ადამიანს, სიცოცხლე რომ ვერ დაუნახავს, ფუჰ, იმის სათქმელს, სიცოცხლე რომ არ ურევია...

რამდენიმე ქალი თავისით გამოირჩა – გულით, ადამიანობით... ქართულის მასწავლებელს პირველობას არავინ შეეცილა, დაჰხედა იმანაც 8–10ისას ტანს, როგორც სიცოცხლით ამოხედილ კვალს, სახე სახეს მიუტანა და იგრძნო სიცოცხლე და გა-ცა-კრთა და ზეწამოიჭრა და რიგ-რიგით ყველას შეახედა 8–10ისასთვის, ყველას ერგო თითო ყლუპი ამ პირველი სიხარულისა. და გაიფრქვა გარეთ ყოველი და ყველაფერს ეთქვა მადლობა – სახლს და ეზო-კარს, გაღმა მთას და სულ შორით ზეცას, საიდანაც დაუბრუნდა 8–10ისას კვალად სიცოცხლე.

ხო მოცვივდა ხალხი დილაუთენიავე, ხო სუყველა მოტირალი, რაც კი ახლომახლო სოფლებში იყო, ხო სუყველა იქ ჩამოიქცა, მუხლებზე ხელების ცემითა და ცრემლ-სიტყვების გულში გროვებით. ხო ერთბაშად გაივსო ეზო-კარი თავზარდაცემული ადამიანებით, ხო ატკბობდათ, თანაგრძნობას რომ განიცდიდნენ, გველეშაპს რომ უფლისწული უნდა წაეყვანა, მოწმეებად თავს ხო სწირავდნენ. ხო იქ იყო კოწიწათ ქალი, დღესაც რომ მოყვება ამ ამბავს და ხვალაც და ზეგაც და სიკვდილის წინაც – საოცრების მხილველი:

– კოწიწათ ქალი არა ვარო, თავმწვეტი მწივან გველივითა... ხო ჩემი უნახავი არაფერია ამ ქვეყნად, ეგეთს არას შევსწრებივარ... აბა, საცა ჩვენ ჩამოვცვივდით იმსიშორიდან, ხუთი-ექვსი დედაკაცი... ჩვენმა ჩქამმა გააღვიძა ჭალა, ჩვენმა ქოთქოთმა და მუხლების თქვეფამა, ერთს არ უფიქრია გულში, კვდებაო, წუხად არიო, ყველა იმას ამბობდა, ან კი იმის სიკვდილს კაცის პირი როგორ იტყოდა. ჰოჰოჰო, გამოველ გარეთა, ვეღარ გავუძელ საცოდაობასა, ცალკე იმ ბალღსა და ცალკე იმის დედა-ბებოს ყურებასა, ამოდენა უბედურება მინახავს, ზღვისოდენი მიტირია და ასე უცრემლო ჯერ არა ვყოფილვარ, ცრემლის ლოპი დამიშრო დარდმა, ენა ამომგლიჯა უბედურებამა...

ცისკრის თენება ემზადებოდა და ველოდით ჩვენს უბედურებასა, რო რაღაცად ფერი იცვალა დასავლეთის ცამა, მეგონა გონთ გადავედი-მეთქი და ის მაჩვენ-მალანდებს-მეთქი, ეს ამოდენა ცა მუჭისხელა გახდა უცება და დაეხურა ქუდივით სახლსა, გამაშორდა ცა ზეცასა, გეგონება მიწის ნამიც კი წაიღოო და მთლიან-ქვეყნიანად წავიდა აღმოსავლეთისკენა და ჩვენ კიდევ ბნელი დაგვხურა ნაბადივითა... გათენებას ვიღა იკითხავდა, იყო ერთხანს იქა, გეგონება, რასმე დაეკითხა მზესაო და რო მიიღო პასუხი, წამის მსწრობლად უკან გამობრუნდა, მხარნაქცევივითა, შუქი ჰქონდა აკრული გულის პირზე, გაუნათდა ფრთათ ქიმებიცა, ნისკარტით მოჰკვეთავდა უღრუბლოსა, გადმოემართა არწივივით გაღმა მთის თავიდანა, გეგონება ლაშქარი რამ გადმოჩინდაო, რჯულიან-ურჯულომ პირჯვარი

196

Page 197: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

დაიწერა, მუხლის ჩოქზე დავცვივდით ყველანი. ისეთი შხუილით წამოვიდა სოფლისკენ, მიწაში ჩაზეკსო. – სასწაული სასწაულზეო, ამასღა თუ იფიქრებდი... ბნელი წამოვიდა მერე, ხის ფოთოლი დარუჟღა, მემრე თეთრმა გაანედლა ისევ და განათებულ არწივს ემსგავსა, კურდღლისად დაღერებული თავზე რო გადაგშხუვლებს, გეგონება თავ-გონიგადაგხადაო, და მიეხალა ბრმასავით სახლის ფანჯრებსა... დავხუჭეთ თვალები, რო გვეგონა, ჩამაიღებს ძირსაო, ისეთი ხმა გამოსცა, იტყოდი, ჩიტის ბთე მიახალა ქარმაო. გავკვირდით, გაღმა მთაზე რო გადმოვარდა, ერთი მუჭა ბალახივით მოგლიჯა ტყე, აქ კიდევ, ამოდენა ძალა თბეწვრილი ჩიტის ყელივით დაურბილდა და გაუმსუბუქდა.

ვითომც არაფერიო, ამოვიდა მზე და ვიგრძენით, რომ რაღაცა მოხდა. ყველას სახლში შევარდნა უთხრა გულმა. რო მივაწყდით კიბესა, მაშინღა გავჩერდით. დაძინებული მთვრალი რო ვერ გაიგებს მიწისძვრასა, ეგრე ბალღის თავმდგომებს არ გაუგიათ არაფერი. გავიდა ათიოდ წუთი და ქართულის მასწავლებელი გამოვიდა აივანზე. კარგა გვენიშნა. ჯერ ხოა ანგელოზივით ლამაზი, ახლა კიდევ წმინდა სანთელივით უნათოდა სახე, თითქო საამური ცეცხლი უკიდიაო...

– გადავრჩით, ხალხოო, სული მოუბრუნდაო!

ბავშვს სწყურია კატასტროფა, კედლები, კიდეები, მაღალი ხეები, ძველი ციხის ნანგრევები, ხრამის პირები... როცა იგი ვარდება, გაფრენის იმედი აქვს და არა დაცემისა. მეც ამწყურდა კატასტროფა. რატომ სწყურია ადამიანს კატასტროფა? რატომ სწყურია სიკვდილი, გაქრობა, გარდასახვა? რაღაც იცის და რაღაცის იმედი აქვს. თითქოს წინ ელოდეს ჯანსაღი და ნათელი არსებობა, რომლისთვისაც უნდა გაუძლოს ერთ წამს და ამოიძროს ეს სიცოცხლე – ჭიანი კბილი.

ახლადცხოვრებადაწყებული ბავშვისთვის ხანდახან ისე ძნელია ხოლმე მოულოდნელად მომწყდარი სიცოცხლის განცდა, ისე დაადგება ხოლმე გულზე სიხარულით ჩაკბეჩილი სიცოცხლის ნაყოფი, რომ განსაცდელის ამ ერთ წამში იგი მომავალს ჭვრეტს.

– მეუბნება დედაჩემი: – წადი, გალეტი იყიდეო და თან ფულს მაწვდის – ამისი სულაო. – წონა უთხარიო – ბებოჩემმა, – ბერტა არ მოატყუებსო.

– ამისი, სულა? – ვეხუმრები მეც, მძიმეს რომ მსუბუქად ასწევ და გიხარია და რომ არ იმჩნევ, ისე...

– წადი მალე, თორემ გათავდებაო, – იცის დედაჩემმაც, როგორ მომიშოროს თავიდან, რომ ღლაბუცი და მაიმუნობა არ დავუწყო გახარებულმა.

რაც გავცოცხლდი, პირველად მექცევა დედაჩემი ასე: მაყოჩაღებს. გავთამამდი მეც და კიდეგატეხილ ფანჯარას მივაჩერდი, ისრის შემოსავარდნი ადგილი რომაა ღიად. უფრო გავთამამდი და ვუთხარი ორივეს – ეს რომ არ გამეტეხა, საიდან მომიბრუნებდა სულს ღმერთი, საიდან შემოფრინდებოდა იმის ლაშქარი-მეთქი?.. –

197

Page 198: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

იპოვიდნენ ადგილსა, იდიდოს იმისმა სახელმა და ჩვენი ანდაბიც სულ იაღში ამყოფოსო... შენ გირჩევნია, წახვიდე, არ გათავდესო.

– მართლა არ გათავდეს-მეთქი, ვიფიქრე და მოვუსვი უცებ... გავიქეცი დაოთხილი, მერე იორღაზე გადავედი, მერე ვიფიქრე, რომ დინჯად სიარული უფრო შემეფერებოდა ფულიან კაცს, თან პირველად გამგზავნა დედაჩემმა, ამდენი ხანია, თან, რაც ფული გამოცვალეს, ჯერ ჯიბეში არა მდებია ახალი ფული... და ვიფიქრე, გადასახვევამდე დავათვალიერებ-მეთქი, ან მაშო ძალოს სახლამდე-მეთქი, ფული მალე უნდა ჩავიდო ჯიბეში, თორემ ან ფურნიაანთ სახლიდან დამინახავს ვინმე, ან დიდი ბიჭი და რომ მოუნდეს წართმევა, ვეჩხუბები-მეთქი. მაინც მაშინვე ჩავიდე ფული ჯიბეში, რომ მეტიჩარა არ ვგონებოდი ვინმეს და წავედი ნელა. სადაც ფული მედო, იმ ადგილს ვგრძნობდი ბარკალზე... იქიდანაც ფრთხილად უნდა ვიარო, თორემ, რომ შემხვდნენ ბუღუჭურაანი ან ჯუღლუტა, სულ რომ გზაზე გდია, ჰო-ჰო-ჰო-ჰო... ცარიელ ქაღალდს მოვიტან შინ, ბალღოო... მივხვდი, რომ ასეთი ფიქრით გზას ვიუგემურებდი, როგორც დედაჩემი ეტყვის ხოლმე ოლა დეიდას: – მაგ ფიქრებით იუგემურებ ცხოვრებასაო, რა წინ მიურბიხარ საქმეს, უკან მიჰყევიო... – რას ვიუგემურებ ფიქრებს!.. აგე, თოთიამ დამინახა, ალბათ იფიქრა, სად მიდის ნეტაო, ერთ გალეტს მაგას მივცემ, იმიტომ, რომ ეტყვის ყველას და იფიქრებენ, ალბათ გამდიდრდნენო, ორ ცალს მივცემ გუბელას, იმიტომ, რომ ნერწყვი მოუვა, მერე რო ვეტყვი, ოთხ ცალს წავუღებ ქიტო პაპას, დედაჩემს ძაან შევეხვეწები და მეტყვის – კარგი, კარგი, ერთ ცალს გავსინჯავ შენი ხათრითაო, დანარჩენს კიდევ ბებოჩემს დავუდებ თავთან, სკამზე, რომ, როცა მოუნდება, აიღოს...

– რა სულ ნათესავებსა კითხულობ, შე საწყალოო, – ეტყოდა ხოლმე ბებომისი, როცა 8–10ისა ნათესავებს მოისურვებდა. ეხლაც ეს გაიფიქრა – ნეტა ნათესავები მაინც მყავდესო, იმიტომ, რომ გაახსენდა, რომ მარტიას ინტრიგების წყალობით, უბნის სამივე გვარის ბალღები გადაეკიდნენ და ახლა ომს უპირებდნენ. 8–10ისას უმეტესწილად ეამაყებოდა, რომ სხვა გვარისა იყო და იმათი არა, მაგრამ, როცა ხანდახან საქმე გაურთულდებოდა, ინატრებდა, ნეტა ნათესავები მაინცა მყავდესო: ერთი ჩემზე პატარა, 4-5ისა და მეორე ჩემზე დიდი 14–15-ისა. პატარას მე თვითონ ვასწავლი ჩხუბსა და ჭიდაობასაო, დიდი კი, მისი ფიქრით, ისედაც გმირთაგმირი იქნებოდა. როცა გაუჭირდებოდა, გააგზავნიდა 4-5ისას 14–15-ისასთან – ჩუმად მიდი და უთხარი, ქომაგი უნდა დაურტყან სხვა გვარისებმა და მიეშველეო. ისიც ჩამოვარდებოდა ველოსიპედით, ფარვიზას რო აქვს, ისეთით, დასაჯდომზე ჭრელი, ფოჩებიანი გადასაკრავი რომ ექნებოდა, კარგა შეკაზმული ცხენივით – ჭიკაიძე რომ მოვარდება ამათთან სტუმრად, მაგარი საფერხეთი, მიაბამს ცხენს ამათ ღობეზე და აივნიდანვე დაიძახებს, აბა, როგორა ხართო, ხო არაფერი გიჭირთო, დედას ვუტირებ ყველასაო... შევიდოდა ეშხში 8–10ისა, ბრძოლისა და ომის ჟინი მოუვლიდა და მოუნდებოდა მეტი და მეტი ნათესავი. ათი ჰყოფნიდა. მოწინააღმდეგე სამივე გვარიდან თხუთმეტი გროვდებოდა. ათი ცხენის ჯოხი, ათი თხილის ხმალი, ათი მშვილდ-ისარი შვინდისა, ათი ქვაბის სახურავის ფარი... 4-

198

Page 199: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

5ისას ხეზე ააგზავნიდა, სულ მაღალ ტოტზე დასვამდა, უბეს ვაშლებით აავსებინებდა, რომ ომის დროს მტერი ებომბნა.

ომი ხიზანაანთ ბაღში იქნებოდა, 8–10ისა ქუჩის მხრიდან შეუტევდა.

დადგნენ გზის პირას. დაე, მოწინააღმდეგემ ბაღის ქვემოდან დაიკავოს ადგილი. თუ უკან დახევა გახდება საჭირო, 8–10ისას ჯარს ექნება სივრცე. მოწინააღმდეგეებს კი, თუ უკან დახევა დასჭირდებათ, ბაღის კუთხეში მიიმწყვდევენ და გასაქცევი აღარ ექნებათ. 4-5ისა კიტრა ვაშლის ხეზე აძვრება ჩუმად და წვრილფოთლიან ტოტებში კარგად შეიმალება და თუ ვინმეს გაუჭირდება, იქიდან დააყრის ვაშლის ბომბებს.

აგე, გამოჩნდნენ კიდევაც! წინ თოთია და მარტია დგანან და სულ ბოლოში კი ჭიჭია, რომელიც დამორცხვებულია და გვერდზე იყურება, რომ 8–10ისას თვალებში არ შეხედოს. ეჰ, როგორ გამცვალე მაგათშიო, ეუბნება 8–10ისა და ისიც თითქოს ამბობს, აბა, რა ვქნა, ერთი გვარისანი ვართო, მეტი რა გზა მქონდაო, იქნებ ომი მაინც დამთავრდეს კეთილადაო... რომელი ომი დამთავრებულა კეთილად, რომ ამათი დამთავრებულიყო!.. შეაყენა ჯოხის ცხენი ყალყზე 8–10ისამ და სხვებმაც ასევე. გაჰხედა თავის რიგს და სულ ბოლოში დაინახა ტუჩნაიარევი 8–10ისა. აბა, ვახსენოთ ღმერთიო! – დიდება შენდა, ღმერთო, ძალა მოგვეცი და მხნეობაო, ამ ადგილის დედაო, შენ გვიპატრონეო, შენ დაუბნელე თვალები მტერს და იმათი მოქნეული ხმალი ვადაში გადატეხეო. გახედ-გამოხედა კვლავაც მარჯვნივ და მარცხნივ დაწყობილ მეომრებს 8–10ისამ და აბა, ჯერ მშვილდ-ისარიო! სამ-სამი ისარი უნდა ესროლათ და მერე ცხენები ყალყზე შეეყენებინათ და უნდა დაეჭიხვინებინათ და გაცვენილიყვნენ ფარ-ხმლითა. ასეც მოიქცნენ. აბა, ჰკა მაგასაო, შემოსძახა 8–10ისამ და გაქანდნენ და ეძგერნენ მტერს. ატყდა ფიცხელი ბრძოლა. დაიჭრა თოთია მკლავში. დაიჭრა ვანია, დაიჭრა რომიკო. მარტია თავს არიდებდა 8–10ისასთან ბრძოლაში შესვლას და ფარს იფარებდა. როდემდე დამემალებიო, ფიქრობდა 8–10ისა. უცებ ერთი ბავშვი გამოეყო მტრის გუნდს, ღობეზე გადახტა და გაქანდა. თურმე, უნდოდა ღრეცელასთვის და მისი ამხანაგებისთვის დაეძახა. ავი უგრძნო გულმა 8–10ისას და 4-5ისას გასძახა, დაბომბეო, იმანაც დააყარა, მოსდო ერთი თოთიას, ერთი მარტიას. დაერივნენ ერთურთს ჯარები და დაიწყო უწყალო ხოცვა-ჟლეტა და ცხენიდან ჩამოაგდეს მარტია და ძირს დავარდნილი ფარით იფარავდა სახეს.

მაგრამ მაინც მხნედ იყვნენ, ცდილობდნენ, რომ ცოტა დრო გაეყვანათ – გავძლოთ ცოტა ხანსაო, ყვიროდა თოთია. მტერი ორჯერ მეტი იყო. თხუთმეტის მაგივრად თვრამეტი მოსულიყო. მაგრამ 8–10ისას უფრო იმის შიში ჰქონდა, რომ ღრეცელა და მისი ამხანაგები არ მოსულიყვნენ. ასე აგიხდათ კეთილად ყველაფერი!.. და გასძახა 8–10ისამ 4-5ისას, აბა გავარდი და 14–15-ისას შეატყობინე, რომ გაგვიჭირდაო და გავარდა ისიც, ხიდან ხეზე ხტებოდა და ბოლოს ერთ დაბალ ტოტს დაეკიდა, ქანი მისცა ტანს, გადაევლო ღობეს და გავარდა. მართლაც, ზემო მხრიდან გამოჩნდა ღრეცელა და იმის სამი ამხანაგი. მორბოდნენ, სულ მტვერს აყენებდნენ გზაზე, ისე მოიჩქაროდნენ. შემოცვივდნენ და დაუწყეს ამათ ბრძოლა.

199

Page 200: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და აქეთ-იქით მოისროლეს რვა-ათიანები პირველივე დაძგერებაზე, მაგრამ გამაგრდა 8–10ისა, მაჯაში დაარტყა ხმალი და გააგდებინა შუბი ღრეცელას. შეხედე ამასაო, როგორ გათამამებულაო, ეხლა არ იყო, რომ ცხვირს ვერ იხოცავდიო, შე წვინტლიანოო. აბა თუ წვინტლიანოო და დასცხო კიდევ, მაგრამ ეძგერა ღრეცელა და ცხენიდან ძირს გადმოაგდო...

დაჭრილი ეგდო 8–10ისა ტრიალ მინდორში... სოფელში ბოლი ასდიოდათ გადამწვარ სახლებს, უთანასწორო ბრძოლაში მარცხდებოდა 8–10ისას ჯარი: ბრძოლის ველზე ეყარნენ მკვდრები, დაჭრილები კვნესოდნენ, მიჰყავდათ ტყვეები, მიჰქონდათ სიმდიდრე, საიდანღაც მოესმა ლუნაზის ტირილი და გუბელას ძახილი – გვიშველეე... ძალა მიეცა 8–10ისას გაქანებული ზვავისა, წინაპრების სისხლმა გაიღვიძა მის ძარღვებში, წამოიმართა, ხელთნაჭერი ხმალი მაღლა შემართა და შეუძახა თანამებრძოლთა: არ გასტყდეთ, ხევსურთ შვილებო, გატეხვით რა იქნებისა, ვისაც მოგვკლავენ, დაგვმარხვენ, სხვან კიდევ დაიზრდებისა.… უეცრად ორღობეში ნიავი აიძრა და მალევე გაისმა ველოსიპედების შრიალ-სისინი და ქშენა გამალებული მხედრებისა: როგორც ვეფხვი შევარდეს ტურა-მელათა ხროვაში, ისე შემოიჭრა 14–15-ისა. გვერდზე ფარვიზა და ვიტია ეყენა. სამივენი ათასფერად დაჭრელებულ ველოსიპედებზე ისხდნენ. ვიტიას ჰქონდა გაფუჭებული ველოსიპედი და, კიდევ კარგი მოასწრო გარემონტება და მოიჩქაროდნენ და ტანსაცმელს ქარი უბერავდათ და ლამაზი სანახავები იყვნენ. და ღრეცელამ და მისმა მებრძოლებმა ველოსიპედების შრიალ-სისინზე და მხედრების ქშენაზე თავები უნებურად გზისკენ მიატრიალეს და ისარგებლა 8–10ისამაც, გამოუცურდა გულზე დაბჯენილ შუბს და მუცელში აძგერა ღრეცელას ხმალი და შემოცვივდნენ 14–15-ისაანი პირდაპირ და თოფები გადმოიღეს: ჯახ, ჯახ... ხედავ, ამათ თოფები ჰქონიათო, შეშინდნენ ღრეცელაანნი. დაყარეთ იარაღიო, უბრძანა 14–15-ისამ. იცოცხლე, იკადრეს. მიაყენეს ღობესთან, ჩაგვაბარეთო. გადმოუწყვეს იმათაც თავიანთი მშვილდ-ისრები, ხმლები... ფარები თქვენა გქონდეთ, სულ ფარი გეხმაროთო, უთხრა 14–15-ისამ. გამოხვიეს ხელი ნადავლს და წამოიღეს. ჯიბეები ამოატრიალებინეს, ათასი რამ ჰქონდათ შიგა. იცნო თოთიას ჯიბიდან ამოვარდნილი თავისი შვიდფერიანი შუშის ნატეხი, ღამით რომ ანათებდა: – ჰა-ჰა-ჰა... აკი არ იცოდი, ვერაგო თოთიავ, ჩემი მარგალიტის ადგილ-სამყოფელი!.. ჭიჭიას თავი გაბრუნებული ჰქონდა, თვალს არიდებდა 8–10ისას, სირცხვილნაჭამი ხმას არ იღებდა... მაგრამ გრძნობდა 8–10ისა, რომ ჭიჭია მაინც უყვარდა, რომ მაინც მეგობრები იქნებოდნენ. ამასობაში, მებრძოლების ხმაურსა და გნიასს აღმოსავლეთის მხრიდან მშვიდობიანი ძახილი მოაწყდა. მიატრიალეს თავი ერთმანეთს შემტერებულებმა და თვალს არ დაუჯერეს: მათკენ ჯოხის ბჯენით ორი ჭაღარა მოხუცი მოაბიჯებდა, დარდისგან თითქოს უფრო მეტად დაბერებულები, ქიტო პაპა და აბრამა პაპა – ჰეე, შესდექით, ხმალი ჩააგეთ!.. ახლოს მოვიდნენ მებრძოლებთან, ღობიდან კი არ დაუწყეს ძახილი, აბრამა პაპამ ჯოხიანი ხელი ზეაღმართა და შეუძახა მოწიწებით თავდახრილ ორივე ლაშქარს: არცხვენთ სოფელ-უბანსა? როგორ შეიძლება ძმათა შორის ომი და სისხლისღვრა, აქ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს ათი და ათჯერ ათასი წელი და ჯერ არ თქმულა, წყენა

200

Page 201: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ომით დაამებულიყოს, ნუ იქმთ იმას, რაც არ გაგონილა, რაც არავის უქნია ამ უბანში მამა-პაპიდან დღემდე. აბა, წამოდექით წინ, მოთავეებო, აბა, თოთიავ, მიდი და 8–10ისას გადაეხვიე და შეჰფიცე, რომ თქვენს შორის შუღლი აღარ იქნება!.. ამუბნელები კი არა ხართ ერთმანეთის მტრები, თქვენი მტრები სხვაუბნელებია: კლუბისუბნელები, საკირელები, ზემოუბნელები და ქვემოუბნელები, თქვენ ძმები ხართ, თქვენ ერთად უნდა დაიცვათ მშობლიური უბანი, მისი სირცხვილ-ნამუსი, მისი სიმშვიდე... მიხვდა ყველა, რომ ამ კეთილშობილი მოხუცების პირით თვითონ უბანი ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა მიწაც და ცაც, და თვითონ სასაფლაოც კი ლაპარაკობდა და ირწმუნეს და იგრძნეს სიყვარული ერთმანეთისა. წინ წამოდგა ჭიჭია, სიყვარულით მიეახლა 8–10ისას და ძველმა ძმობილებმა გადაკოცნეს ერთურთი. ამან მაგალითი მისცა სხვებსაც. 14–15-ისამაც მაგრად ჩამოართვა ხელი ღრეცელას და დაიშალეთ შვილებოო, სწორედ დროზე მოუწოდა მათ აბრამა პაპამ. აბა წამოდით, წამომყევით, სამაგანძურნოო. წავიდნენ, გაილალნენ. მშვიდობიანად დასრულდა ომი... შერიგებით დასრულდა. მაგრამ გული კი მღელვარე დარჩა 8–10ისას. ბევრჯერ მოუწყვეს ასეთი ინტრიგები. არ ისვენებდა მზაკვარი მარტია მისდღემში. ისევ თოთიასთან მირჩევნია ამხანაგობაო, ფიქრობდა. გადაწყვიტა, არ გაბუტვოდა და გალეტიც მიეცა მისთვის. დაე, ყველამ იცოდეს, როგორ კეთილად ექცევა იგი იმათ, ვინც მისი მტერი არ არის. ვინც არ გადმოვა მათ ღობეზე ჩუმად და მათი ვაშლის მოპარვას არ დაიწყებს. ვინც არ მიასწავლის გზას ქურდებს ამათი კიტრისა და ვაშლისკენ. – ო, ისეთი კიტრი უდგათო და ზაფხულის ვაშლი კიდე ხომ მთელი ქვეყანისთვის ცნობილიაო! არა, აუცილებლად მისცემს ერთ გალეტს თოთიას. ერთი კი არა, შეიძლება ორიც მისცეს. ერთი რას ეყოფა. შეიძლება არც დაამახსოვრდეს ერთი გალეტი. იმიტომ, რომ ისე უცბად გადასანსლავს ხოლმე ყველაფერს, რომ ვერც კი გაიგებს, რა ჭამა. ორს მისცემს, დიახაც! გზაჯვარედინს უახლოვდებოდა 8–10ისა და, ის იყო, ფურნიაანთ სახლს უნდა გასწორებოდა, რომ ბაზრიდან მომავალი ცხენ-კვიციანი კაცი დაინახა და გზის ნაპირისკენ დაიჭირა გეზი, შორიდანვე გადავიდა გზიდან, რომ კარგად ეყურებინა ცხენ-კვიცისთვის. კაცი გაღმა სოფლიდან იყო ჩამოსული და სოფელში ყველ-ერბო ჰქონდა გასაყიდად ჩამოტანილი. მოსწონდა ასეთი ხალხი 8–10ისას. ამათი ყურება უყვარდა. რამდენჯერ გაჰყოლია დედამისს ბაზარში ამათ საყურებლად. ან ის და ჭიჭია გაიპარებოდნენ ხოლმე. მოუნდა და, ოჰ, როგორ მოუნდა 8–10ისას კვიცი. ისე მოუნდა, რომ დაეწვა საფეთქლები. ჩრდილში იდგა და უყურებდა. დაუდარდიანდა გული, ლამის დაავიწყდა, რისთვის მიდიოდა. იმის სახლსაც და საკირეებსაც რომ გასცდნენ, გაიხსენა კვლავ გალეტი და ისიც კი წარმოიდგინა, რომ კვიცსაც უყიდდა დედამისი, რაკი გალეტის ფული ჰქონია. და მოწყდა ადგილიდან, სიხარულით და ამაყად დაჰკრა მიწას ფეხი, მაგრამ ვაგლახ, ეშმაკს არ სძინავს და ხიფათიც სულ ფხიზლად არის და დაახია ფეხი ბალახებში ჩამალულ ბოთლის ნამტვრევს 8–10ისამ. ოოო, გეგონება, მეხი დაეცაო და თან ჩაიტანა მიწაშიო, ჩაიკეცასაწყალი 8–10ისა ტკივილისაგან. სისხლი ისე მოჩქეფდა ცერა თითიდან, რომ წამში ფეხის წვერი აღარც კი უჩანდა, და რა ექნა აღარ იცოდა და ჩაიცუცქა გამწარებულმა, მერე ბალახებში ჩაჯდა, მოგლიჯა მრავალძარღვას ფოთლები, დაიდო სისხლმდინარ ჭრილობაზე, ზემოდან ძირხვენის სქელი ყლორტი შემოიხვია და დაიწყო აქეთ-იქით

201

Page 202: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ყურება, რადგან, როგორ ამდგარიყო არ იცოდა და ფიქრობდა, ვაიმეო, რა მეშველება, აქ რომ სისხლისგან დავიცალოო... ისევ დედის ძალა შეეწია, ღმერთმა უშველოთ, გამოჩნდნენ საიდანღაც მეთერთმეტეკლასელები, ორი კარგი ბიჭი, სწორედ დედამისთან მიდიოდნენ თურმე, გასწორებული თემების წამოსაღებად და, რა გინდა, ბიჭო, შენ აქაო, მისცვივდნენ, ნახეს, რაც სჭირდა და საკაცესავით გაუმართეს ხელები და სახლისკენ გააქანეს 8–10ისა.

დაღამება რომ დაიწყო, ტკივილმაც თანდათან უკლო, დაუამდა და უკვე სასიამოვნოც კი გახდა მასზე ლაპარაკი. ამით ისარგებლა ბებომისმა და უთხრა: – კარგი გიქნია, შვილო, რომ მრავალძარღვა დაგიდია ჭრილობაზე, წამალიაო, ნახე, რა გიამბო, პაპაშენისაო: პაპაშენი და იმის ამხანაგები ღამედგომით იყვნენ წასულები მთაში სათიბათაო, თიბვისას პაპაშენს ბალახში ჩამალულ გადაჭრილ ჯაგზე ასხლეტია ცელი და ფეხი გაუჭრია. ჩამჯდარა იქვე, სადაცა თიბავდა, გაუხდია წინდა-ქალამანი, ღრმად ჰქონიყო გაჭრილი და რაც ბალახი ხელში მოხვედრია, მოუგლეჯია და დაუდია ზედა. კარგა ბლომად ბალახი დაუდია, მერე ბრძამით შეუკრავს და თიბვა გაუგრძელებია. – მალიმალ დავხედავდი ფეხსაო, მაგრამ სისხლი არსად მიჩანდაო, საღამოზეო, რო ავიკვირაძლეთო, ვთქვი, აბა, ვნახო ე ჩემი ფეხიო... გავიხადე წინდა-ქალამანი და დიდება შენდა, ღმერთო! აღარც ჭრილობა იყო სადმე და აღარც ბალახიო... ბრძამი და ბუერას ფოთოლი წინდაში ჩამპნეოდაო... გამოვვარდი, დავუწყე იმ ბალახს ძებნაო, მაგრამ დამახსოვრებული არა მქონდა და რას ვიპოვნიდიო... ეგრე შვილო, ყველაფრის წამალია ბუნებაში, მაგრამ თავს იმალავს...

მეც ვიფიქრებ ხოლმე, ნეტა ერთი კვირა დამაგდო თეთრი გიორგის ხატის მამულებშიო, ყველა ბალახს გავსინჯავდი, იქნებ ერთს მაინც ერგო რამე, ასე რო ვარ ჩაკუტებულ-ჩავარდნილიო... მათურელია შეპირებული, ცხენზე გადაგკიდებ და ხატში ისე წაგიყვანო, ოხერმა, ვნახოთ აბა... ცხვარსაც იაფად მოგცემთო... ეგრეა ცხოვრება, თავი ზღაპარში გვაქვს, ფეხები მიწაზე...… სუ პატარა რო იყავი, გადაკიდება იცოდი ხოლმე... ხან რაზე გადამეკიდებოდი, ხან რაზე... ეტყობა, ერთხელ ძალიანა ცელქობდი და გითხარი, – გაჩერდი, ის ზღაპარი უნდა გიამბო, დაანებე მაგას თავი და მოდიო... რა მახსოვს, რომელი ზღაპარი გიამბე... აიჩემე იმის შემდეგ, რაც უნდა მეამბნა, გინდა თუ არა, ის ზღაპარი მიამბეო... ვერა და ვერ ამოვედი შენს ვალში, ძილისთვის თავი რო გიკვდებოდა, მაინც მეტყოდი, – ის ზღაპარი, ბებო?.. – ის ზღაპარი, ბებო?.. ეგრე დარჩა ის ზღაპარი უამბობელი... …

ბარტყები ფრენას იმიტომ სწავლობენ, რომ იციან, ეს მათთვის აუცილებელია. ბავშვებიც თანდაყოლილი ინსტინქტით სწავლობენ სიყვარულს, იციან, რომ აუცილებელია. იციან, რომ დაბადებამდე მათში უკვე იყო სიყვარული და ახლა იმეორებენ, ახორციელებენ იმას, რაც ევალებათ. პირველი სიყვარულის მსგავსად, ბავშვები თავიანთ თავს ხედავენ ყველაფერში – ჭაში, სარკეში, ტბორში, მდინარეში, უფსკრულში, ხრამში, მაღალი სართულიდან, ხიდან... იციან, რომ გზა ქვემოთ არის, ქვემოთ არის წინაპარი.

202

Page 203: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

და აი, მე აქა ვარ, 8–10ისას მიწაზე. მდინარეზე მიყარა იმანაც თავისი ხბორები, მე კი, მდინარის თავზე, ბუსნოზე ვარ თხილების ძირში წამოწოლილი და ვაპირებ მისი ჭვრეტით ტკბობას.

ამ ადგილას ოდესღაც გერმანელი ტყვეების ნასახლარი იყო. უცნაურია, რატომ შეურჩიეს თავისუფლებაწართმეულ ხალხს ასეთი სივრცე, სადაც თვითონ გარემოა აღსვილი თავისუფლებით, სწრაფვით და ზეაღმტაცი ენერგიით. ყველა ცნობისმოყვარე არ იქნებოდა იმ გერმანელ ტყვეებში, ფეხებზე ეკიდებოდათ ეს ტყეც, ეს მთებიც კავკასიონისა, ეს უმშვენიერესი გადასახედიც, შორით მარადყინულიანი მწვერვალები რომ მოჩანს და ქვემოთ კი წყალ-ჭალიანი ველი – ზამთრის გაყინულ ჰაერში ვერცხლად გამომჭვირვალი და ზაფხულობით – ფოლადად. ეტყობა, არც ქართულის მასწავლებლის ძმა იყო დაავადებული ცნობისმოყვარეობის სენით, რადგან ერთხელაც არ უხსენებია ის ადგილები, სადაც დიდხანს ტყვეობდა, არ უხსენებია ერთი გეოგრაფიული სახელიც კი, ერთი რამე მდინარე, ერთი რამე ტბა... ციმბირიც კი არ უხსენებია და ზამთარი. 14–15-ისას პაპამაც მოისტუმრა ტყვეობა რუსეთ-ავსტრიის ჩხუბში, მაგრამ მისი იქაური შთაბეჭდილებები შინაურებისთვისაც კი უცნობი დარჩა. ჩანს, არც ის იყო ცნობისმოყვარე. მიუხედავად ამისა, იმ გერმანელ ტყვეებში ბევრი იქნებოდა ისეთი, ვინც, თუკი სამშობლოში დაბრუნდებოდა და ხის ჯვრად არ დარჩებოდა უცხო მიწაზე, იტყოდა, კავკასიაში ვიყავიო, კარგი ბუნებააო, კარგი ხალხი ცხოვრობს სოფელშიო, კარდაკარ რომ ჩამოვივლიდით გამათხოვრებულები, ზოგი პურს გამოგვიტანდა და ზოგი ხილსაო, ღარიბები არიან, მაგრამ კეთილებიო, კარგი მიწა აქვთ, მაგრამ მეურნეობა არ უვარგათო... სარწმუნოა, რომერეოდა იმათშიაც ვალიკოსნაირად გეოგრაფიულცნობისმოყვარეობაგაალმასებული ვინმე, მაგრამ ვალიკოსნაირი გიჟი შეიძლება არ ჰყავდათ:

– არ შეიძლება, მსოფლიომ ერთ კაცს იმისი უფლება მისცეს, რომ დედამიწა მოიაროს და სადაც რომელ ქვეყანაში შევა, აცხოვრონ და ღამე გაათევინონ... რომ იმ კაცმა დაიაროს მთელი დედამიწა და გული გაიძღოს იმისი სხვადასხვანაირობის ნახვით და მერე, რომ დაბერდება, ჰკითხონ, სად და რომელ მხარეში ისურვებდი სიკვდილსო... ვნახოთ, რას იტყოდა ის კაცი, რომელ ქვეყანას, ან რომელ ადგილს აირჩევდა!..

ხევგრძელა ერთ-ერთი შენაკადია მდინარისა, რომელიც მას სოფლის ბოლოს დაემგზავრება და შეეზავება კიდევაც საერთო თემატიკით, რომელშიც ახალიც ბევრია ორივესთვის და თანამგზავრთა სვლას და საუბარს ხალისიანს ხდის: როგორც მქსოველი დედაკაცი თავისივე მსგავს ჭალის დედოფალს, იმიტომ, რომ მარტო ხბო-ძროხის მწყემსვა კი არ არის ქალის საქმე, სხვაფრივაც დიდი ხელი სჭირდება ოჯახს, და ამიტომ, როგორც გინდა დედოფალი იყო, ხელსაქმე მაინც უნდა გამშვენებდეს. შეეყრებიან ერთურთს დობილები, თავისი ამბებით, ჭორებით, ტყუილ-მართალით და უთუოდ განსხვავებული ფერის სამოსით: ხევგრძელასთან შეყრის შემდეგ მდინარე კირქვის ფერს შეირევს და ხმაშემატებული, ენერგიულად აგრძელებს გზას. სწორედ ამის შემდეგ აქვს ყველაზე ღრმა მორევები, ერთ

203

Page 204: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ადგილას კი ხუთმეტრიანი სიმაღლის ბექიდან დაბლა ეხეთქება და შავად ტრიალებს. ეს ადგილი გამოცდილი მოცურავეებისთვისაა გასართობი, გამოუცდელებისთვის კი საშიშია.

სწორედ ამ შავ გორაკს დავყურებდი ჩემი ტყისპირის ფანჩატურიდან, მაგრამ, როგორც ტკბილი წუთებისთვის უხერხულ არსებას, აქაც არ გამიმართლა: რიყეზე ნებივრად დაყრილი ხალხი ერთბაშად აფრიალდა თითქოს ქარისგან და მდინარეს მიაწყდა: 8–10ისა და ლუნაზის ძმა მდინარეში ჩაიმალნენ. გამოვიქეცი დაღმა, საქონლის მიერ დაკიბულ ფერდზე, მგლური ძუნძულით ჩავირბინე, ზიგზაგურად, რომ არ დავგორებულიყავი, თან გზას ვარჩევდი, თან თავზე ვბრაზობდი, თან მდინარისაკენ ვიყურებოდი, როგორც კი წამით მომეცემოდა მიწიდან თვალის აღების საშუალება და... სიხარულისგან კინაღამ დავგორდი: (აღტაცება, ეტყობა, ბურთივით გორავს), როცა თავზეხელაღებულად მორევში გადაშვებული 14–15-ისა დავინახე. არ ვიცი ამას რა ჰქვია, უცხო ადამიანი შენიანად რომ გაგეცნობა, ან შენ რომ გამოიცნობ შენიანს უცხოში. საიდან უნდა ვეცნე 8–10ისას ანდა 14–15-ისას, მათ ხომ არ იცოდნენ, რაც მე ვიცოდი, რა უნდა ეფიქრათ, კაცს რომ შემოეხედა, შვილ-შვილიშვილებს ჰგავდნენ ჩემსას... 8–10ისა გონს რომ მოვიდა და თვალი გაახილა, ნაზად, რაღაცნაირად მზრუნველად გაგვიღიმა, თურმე, გრძნობა რომ დაკარგა და ტკბილ ბურუსში წავიდა, მხოლოდ იმას ნანობდა, დედაჩემს რა ეშველებაო... ეს სევდა მისდევდა, თორემ, სხვაფრივ ისე დაუმშვიდდა სხეული და ისე მოეკიდა ძილი, როგორც ძალიან მაღალსიცხიანს.

კიდევ ის მოხდა, რომ მოულოდნელად ერთმანეთი ვიგრძენით, ვიგრძენით, რომ გამოუთქმელნი და გამონაკლისნი ვიყავით.

მე წინ მივდიოდი, 14–15-ისა ჩრდილივით მომყვებოდა, 8–10ისა კი სხვა ბავშვებთან ერთად მენახირეს მოსდევდა, ლუნაზის ძმა რომ აეკუჩებინა. მივდიოდი და უმარტივესი ნეტარება მჭირდა: მე, 8–10ისა და 14–15-ისა დედაჩვენის საფლავზე წავიდოდით. უცნაური სანახავი იქნებოდა, მარტო ჩვენ რომ ვიქნებოდით. B

ამის შემდეგ სამივენი ერთად დაბრუნდნენ სახლში. თავთავიანთი კარით შემოვიდნენ: 8–10ისას დროს ღობეს წარმოადგენდა მუხის ბოძებზე სიგრძივ გაკრული ფართო ფიცრები, “შილოპკა” რომ ერქვა, დედამისმა წნელის ძველი ღობე აშალა და ის გააკვრევინა. ასეთი ღობე არ იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეზო გარედან არავის დაენახა, ანუ, ადამიანის თვალისგან კი არ იცავდა სახლ-კარს, არამედ მხოლოდ ოთხფეხი საქონლისაგან. ღობის ფიცრები, ქვემოდან ზემოთ, უფრო ახლო-ახლოს იყო გაკრული, მოხეტიალე კრუხ-წიწილისა და წვრილფეხა გოჭების ფარად და ზღუდედ. ძაღლები იმ დროს ასე წარამარა არ დაწანწალებდნენ, უპატრონოები არ იყვნენ, საქონელმა კიდევ არ იცის ღობეს მოწყდომა. ვიწრო კარი ჰქონდა ღობეს დაყოლებული, მეტი ოჯახს არ სჭირდებოდა, მანქანები მაშინ არ იყო და, შეშას ღობის იქიდანაც გადმოჰყრიდნენ. ეზოს კარს დასაკეტად სამკუთხედად გამოჭრილი ფიცრის კორა ეკიდა, ოთახების

204

Page 205: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

კარებს საკეტები კი ჰქონდა, მაგრამ, იმ დროს სახლს არავინ კეტავდა, ყველა ერთნაირი ქონების პატრონი იყო, განსხვავებული სხვის ბინაში მარტო ჰაერი იყო.

შევიდნენ ეზოში და თავთავიანთი ცხოვრება დაიწყეს, თავთავიანთ დროში.

ასე მოვიქცევი და თქვენც თვალი ასევე მომაყოლეთ: ვიტყვი და მეორე სკამზე გადავჯდები. ვინ ვარ მე? რომელი ვარ? თუ ეს მოძრაობა მიტაცებს – ერთი სკამიდან მეორეზე გადაჯდომა, ადგილის შეცვლა? თუ ფიქრი მამოძრავებს, მაიძულებს ხან ერთ სკამზე და ხან მეორე სკამზე ჯდომას? ვინ ვარ მე? როდის ვიყავი? თუ ვიყავი, რატომ ვიყავი? სახლში სამი სხვადასხვა ზომის ზედადგარი გვქონდა, ბუხარში კი საშუალო იდგა...

დიდხანს უსწორებდა თვალს ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბს, რომელიც უკვე მზად იყო ფეხის დასაბანად: “ახლა წავალ, ტაშტს მოვიტან” – წავიდა. ტაშტი მოიტანა. “არაფერი დამავიწყდეს”... “საპონი და პირსახოცი?” საპონი სასაპნეში იდო. “აქ ხომ არ მომეტანა წყალი? “ “არა, იქ წავიღებ, თან ბუხართან ვიჯდები. რო უნდა მეფიქრა, იმაზე ვიფიქრებ. აქ ვერ ვიფიქრებ: არც მართა, არც მარიამი... ბუხართან ვიფიქრებ. ახლა რას ვიზამ იცი, რო ვიცი ხოლმე, სამი რამის ერთად აღება და მერე ხელიდან რო მიცვივა, ეგრე არ მოვიქცევი. აი, ხმამაღლა ვაცხადებ, მიმაქვს საპონი და გასანელებლი წყალი. მივიტან, მივბრუნდები, წამოვიღებ წინდებსა და გასაწმენდს, ყველაფერს ერთად არ მოვედები. ეს არის ჩემი კანონი. ეს ბუხარი გასართობად გვინდა აქ ჩვენ. ეს ზედადგრებიც წარსულის საგნებია. ეს ჩალხანაც. ეს თანგირა ქვაბი. ეს დიდი თანგირა. ესე არ შეიძლება... ნამდვილი ბუხარი გვენთო ჩვენ, ეეეე... ჩემს ბავშვობაში ბუხარი იყო ყველაფერი... და არაფერი... იმიტომ რომ იმავე წუთში გაცივდებოდა ხოლმე, სოფლურ ბუხარს ნახევარი სითბო გარეთ გააქვს. თითქოს იმიტომ ანთია, რომ სახლიდან კვამლი ამოვიდეს. პაპაჩემმა იცოდა ეგრე, იტყოდა და მეორე სკამზე გადაჯდებოდა”.

ამ დედაჩემს სულ არ ახსოვს ჩემი ფეხების დაბანა. მეც ერთი კვირით გვიან მახსენდება, რომ დასაბანი მაქვს. ახლა მოვიტან ტაშტს, ჩავისხამ შიგ ცხელ წყალს, ცივსაც მოვიტან თუნგით, დავიდგამ გვერდზე. ნეტა სუფთა წინდებს თუ ვიპოვი? ჩავყრი ფეხებს, ჩავილბობ კარგად და მერე შერეული დანით (ღორის ხორცზე ნახმარით და ამიტომ შერისხულით), დავიფხეკ ფეხისგულებს, დავისისრსველებ და მერე ჯანდაბას, გადავივლებ ცივ წყალს. სად ვანელო?! ჯერ ახლა ჩავყავი ფეხები და როგორი შავი წყალი გამვარდა, ო-ჰო-ჰო-ჰო... ჭრელი წინდების ლაქებიც კი მაქვს... ჰა-ჰა-ჰა-ჰა... აბა, დავიწყოთ ფხეკა, სულ ქერქივით არა მძვრება ჩამკვდარი ჭუჭყი... არ ახსენდება ამ დედაჩემს, ვერ იცლის... სანამ კატო დეიდა რჩებოდა ჩვენთან, ბებოჩემის მოსავლელად, მაშინ ხშირად ვიბანდი ხოლმე... ათენებს ეს დედაჩემი ღამეებს... ან რვეულებს ასწორებს, ან თავისებსა წერს... ახლა დაწერა ორი ისეთი მაგარი პიესა...

თუ მიიღეს თეატრში... ბევრი ფული გვექნება... რიჟამ ჩამოიყვანა ტენტიანი “პაბედა”, უტენტოცა ყოფილა, რკინისსახურავიანი... თუ ერთს არ მიიღებენ,

205

Page 206: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მეორეს ხომ მიიღებენ.. ერთი ატომურ ბომბზე აქვს, მეორე კიდევ თურქების მიტაცებულ მიწებზე... გვექნება ფული... წავიყვანთ ბებოჩემს ქალაქში და დავაწვენთ საავადმყოფოში, … დაგვრჩება კიდევ ბევრი ფული და ვიყიდით “პაბედას”.

იყურება ცარიელ სახლში აქეთ-იქით, ათვალიერებს, საიდან დაიწყოს დალაგება, რა ქნას, ჯერ რა გააკეთოს... ქალი მაინც არის საჭირო, ერთი კაი ქალი რო იყოს, ან კატო დეიდა რომ გააცოცხლა, ან ნორა რო არ იყოს წათრეული... ბევრი კი არაფერია, მაგრამ მაინც ქალი უნდა! იცი რა, მოდი ახლა ამაზე თავის მტვრევას არ დავიწყებ. არ გავიუგემურებ აქ ყოფნას, ახლა, ამ საღამოს დავიბან ფეხებს და დავწვები. როგორც სულ ვიყავი, ისე ვიქნები. მთვარე იქნება ფანჯარაში და მე ვიქნები. მთელ დღესაც ვიწვები, ვითომ ძილისათვის ვარ ჩამოსული, ხვალ შუადღემდე არ ავდგები. იქნებ ერთხელ გავძღე ძილით. დავიბან ფეხებს და ამოვალ ამ მთელი მამაძაღლობიდან. რა ქალი უნდა ამას. მით უმეტეს, ნორა რომ იყოს აქ? თან ლაპარაკს დამიწყებს, თან საქმის კეთებას, “უი, უის” იძახებს, არც ერთი არ გამოუვა წესიერად. აი, კატო დეიდა რომ იყოს? 8–10ისას რომ ეუბნებოდა: არა გცოდნია შენ ფეხების გამშრალება, ბიჭოო... თითებშუა უნდა კარგად… გაიმშრალოო... 8–10ისამაც ხელით დაიწყო ფეხის თითებშუა გამშრალება. “რასა შვრები ბიჭო, ნასწავლი კაცი ხარ, ჩემი ორკლასთავგანებებულიც არ იზამს მაგასაო... აიღე ეს ნაჭერი და იმით გაიმშრალეო! ჩაწე, ახლა ლოგინში და მიამბე, რა როგორა ხარო”. და თან გაიცინებდა, ვის ქვეშა ხარ და ვის ზევითო – ვითომ, რა თამამად ვიხუმრეო...

კატო დეიდა ბევრ რამეზე ლაპარაკს თავს არიდებდა, იმიტომ, რომ იცოდა, რომ ღვთის გაჩენილ ადამიანს არ შეიძლება ბევრი რამ ერთნაირად აინტერესებდეს. ნორას კიდევ ყველაფერი ერთნაირად აინტერესებს, ამიტომ, სულერთია, რას ილაპარაკებს, რას გააკეთებს, ამიტომ არც ერთი საქმე არ აშინებს, შეუძლია, ათი საქმე ერთად წამოიწყოს.

ორი დაბალი სკამი ედგათ სახლში, ბუხრის პირას. გადაჯდებოდა და გადმოჯდებოდა 8–10ისა. ერთი სულით მეტი გამოდიოდა სახლი. ერთხელაც წყალში აქვს ფეხები: ჩალბობა, დაბანა, ფეხის გამშრალება, იმის კისერზე იყო, ზურგზე აკუჩება და ლოგინში ჩაწვენა კი დედას ევალებოდა. მაგრამ, მოვიდა ოლა დეიდა, თავის ძმის ცოლზე გამწარებული – დაო, ერთი ჭიქა არაყი უნდა დამალევინოო. მოუტანა დედამისმაც. 8–10ისა ამ დროს ფეხებს ილბობს – შენც დალიე, ერთი, გეხვეწები, ლოთი ხო არა ვარ, მარტუამ დავლიოო.… დალიეს. ცოტა ხანში ეუბნება: – აბა, შემომხედე, ერთი ფეხითა ვარ მოსული თუ ორითაო – ჰოდა, მეორე ჭიქაც უნდა დამალევინოო – დაალევინა – აბა , ეს მითხარი, ღმერთი ორობით არის, თუ სამობითაო, – იცინის ოლა დეიდა, თან 8–10ისას გახედავს და ისიც კარგ გუნებაზე დგება.

– დედიიიი...

206

Page 207: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

–Pმოიცა, ბალღო, მოიცა...

– კაცო, დედიიი...

– მოიცა, ჰო!

იცის 8–10ისამ, რომ ოლა დეიდა ახლა იკითხავს:

–ოთხი სახარება არ შეგვეწიოსო?

გამოდის, რომ ჩემი აღარაფერია, დღევანდელი დღის გარდა, სკამსა ვზი დედის ძმისასა... რომ ვფიქრობდი. ყანასავით ყოფილა ადამიანი: ამოვა ჯეჯილად, იქნება მზე-ჰაერზე, თუმც კი შიშით, რომ არ შენიშნოს ცის მედგარმა, ღორღლიანი გოდორი არ გადმობრუნდეს მასზედ და ცის ხორხოშ-კორკოტნი არ დაეფრქვას და მიწაში არ ჩაილეკოს... დაპურდება ყანა, თავს დაჰკიდებს შესაწირავ ხარ-მანიშივით...

მე კი: – არც მართა, არც მარიამი!.. ვიტყვი და მეორე სკამზე გადავჯდები.

ვგრძნობდით: ფეხები ისე სამარადჟამოდ გვქონდა დაბანილი, რომ აღარასდროს მოგვიწევდა იმათზე ფიქრი. გამოფხიზლებულები ვიყავით სრულიად. 8–10ისა ლოგინში ტკბილად ჩავაწვინეთ, არ ვიცით, დაიძინა თუ არა. ფარდაგი თავთით უკიდია, დანარჩენზე თვითონ იზრუნოს, გინდა, მიუსიოს თავისი ყმაწვილი ობობები ფარდაგს, გინდა, “ისზღაპარი” იმკითხაოს, უამბობელი რომ დარჩა.

აივანზე ვისხედით მე და 14–15-ისა და სიგრილე გვათრობდა. ჭერზე ერთადერთი ნათურა ეკიდა, სულ რომ დაჰკარგვოდა ძალა მთვარის ტბადმომდინარე შუქისგან.

ამის შემდეგ, რა გამოცნობა უნდა, თუ რაზე ვისაუბრებდით. რაკი მთვარის მიზეზი გვქონდა, 14–15-ისას დაწუნებული ლექსი გავიხსენე, რომელიც, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც მახსენდება ხოლმე მთვარის დანახვისას და მიზეზი ვერ ამიხსნია. “ანათებს მთვარე, ჰგავს მედალიონს, ქალის თეთრ მკერდზე ალერსით მცურავს, ცა ელოდება ახალ ალიონს და ღვინით ავსებს ვერცხლისფერ სურას...…” ეს სტროფი, იცი, რისი დასტურია?.. როდესაც რაღაც მოულოდნელ ხმაზე, გაიხედავ იქით, სადაც არც ერთი აზრი არასოდეს გაგახედებდა და აღმოჩნდება, რომ მართალი ყოფილხარ, რომ გაიხედე, რადგან სწორედ ამ სულელურ ხმაზე იხილე ის, რასაც ეძებდი. – აგე, მთვარე!.. წარმოიდგენდი, რომ ეს ჩვენი სამარადისოდ დაწუნებული ლექსი, რომელიც თითქოს იმისთვის გახსენდება ხანდახან, რომ გაგაღიზიანოს, მაინც ატარებს პოეზიის იმ ძალას, როდესაც ერთი რაღაც სულელური სტრიქონი ნაპერწკალივით გაგისვრის საკუთარი თავისგან, რომ სულ ერთი წამით დალანდო ის უცხო, ირეალური სამყარო, რომლის ერთადერთი ძალა და მშვენება სწორედ მის უხილავობაშია... ანუ, რა სწორი აღმოჩნდი, რომ გაიხედე იქით, საითაც არასოდეს გაიხედავდი.

207

Page 208: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ვსაუბრობდით. ვუსმენდი 14–15-ისას და მიკვირდა: არც ხმა შესცვლია, არც ინტონაცია, სულ არ ეტყობა აქაურობა – დიალექტი, ფრაზეოლოგია, კუთხურობაზე დამყარებული ენობრივი უნიკალურობა. თითქოს ღრმად შეუგნია, რომ ნამდვილი პოეზია ყველა ენაზე ერთი და იმავე რჩეული სიტყვებით გადმოიცემა... სოფლელია, ამ ხალხშია, ამ ბავშვებში თამაშობს და ერთობა და სხვებს არაფერს სთავაზობს თავისას, ითმენს, თავს იცავს, იცის, რომ გზა უდევს სიმარტოვემდე... ზემოთ სამყაროა, იქაა მისი ტყუილიც... რამდენი გზაა მისკენ მისასვლელი, რამდენი ნაბილიკარია მითების, ზღაპრების, ეპოსის, ოცნების, აზრის... მეც უკვე შევეშვი მისი სახის თვალიერებას, მოჰყვება თუ არა ჩემს სიტყვებს-მეთქი. ვიგრძენი, ისინი უღონოდ ეცემოდნენ მისი გონებისაკენ მიმავალ ბილიკებზე და ვიფიქრე, ასე ვიყავ მეც და ასე ვარ ახლაც-მეთქი.

მაინც გადავუკარი სულზე და სხეულზე:

– შენ შეგფერის, სიკვდილისთვის რომ გენანებოდეს სხეული, სული კი ჩემთვის არის პირველი მეხი. რომ იცოდე, რაც დრო გადის, სული და სხეული ცალ-ცალკე აღარ იგულისხმება და ერთადაც იქნებიან როდესმე, როცა ადამიანებს იდეები ამოუშრებათ.

დრო მოვა, სული და სხეული ერთად მოიყრება. მაგრამ მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით. რომელიმე ჩვენი შორეული შთამომავალი იქნება, შესაძლოა, ძალზე სახეცვლილი – არც ბიბლიელი და არც წარსულელი, არამედ მომავლელი, რომლისთვისაც უცხო იქნება უკან სვლა და უკან ცქერა, რადგან, როცა უნდა, მაშინ შეხედავს ვიდეომასალად ქცეულ წარსულს, რადგან ჯერ კიდევ სკოლაში ექნება მობეზრებული წარსული ადამიანის ისტორია – ომები, სისხლი, ბოროტება, შიმშილი... ზეპირად ეცოდინება ყველა მეფე, ყველა გლეხი, ყველა შეტაკება მინდორზე თუ საწოლში და არავინ იქნება მისთვის საამაყო. ერთი იდეა, ერთი აზრი იქნება სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ყველა ადამიანში – მე ნუ გამომაცნობინებ, უფრო სასაცილო რომ არ შევიქმნა – ჩვენი, დღევანდელების ვალია, აწმყოში ვთესოთ ყველა მარცვალი, მოსავალს ჩვენ ვერ დავესწრებით, ვერ ვიხილავთ, იმისაგან გამომცხვარ პურს დედა რომ გაუყოფს შვილებს – სამს.

მხოლოდ ზეცასღა შეუძლია, რომ შეგვიქციოს, მხოლოდ მასღა შერჩა ტყუილი. მხოლოდ ზეცაღაა სუყველაფრის დაუჯერებლობა, ყველაფრის არცოდნა, არცოდნა, რომელიც გვაძლებინებს და შეგვიქცევს იმ ტყუილის გამოცნობაში.

ხელოვნება, ცოტათი ოფლს რომ გამოგადენს, ძალიან კარგია, ხიფათიც, როცა არ გაშინებს, ძალიან კარგია, მაგრამ ახლა წამოტივტივდნენ სხვა მნიშვნელობები, ხიფათსა და ხელოვნებას რომ მიეტმასნენ, თუმცა კი მხოლოდ იმისათვის გამოდგებიან, რომ თავბრუსხვევამონატრებულ ახალ არსებებს ხელი გაუმართონ – “ვაი, დედა, ვაი, დედა” და მაინც რომ ტრიალებენ, რომ იზიდავთ ეს თავბრუსხვევა და საკუთარ შიშს სხვებში ათამამებენ “მატრიალე, მატრიალე”…– ხიფათი რომ არ გაშინებს, კარგია. ხელოვნებაც, ცოტათი ოფლს რომ გამოგადენს, ძალიან კარგია.

208

Page 209: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ორად არ უნდა გაიყო წერისას – სარტყელს ზემოთ და სარტყელს ქვემოთ.@

რაც იცი, ის მკვდარია, რაც არ იცი – ცოცხალი.

რა თქმა უნდა, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ისევე, როგორც ეს გამოცდილება, არც ეს პოზა, სანახევროდ დაცლილ ლუდის ბოთლის წინ... ეს ყველაფერი მოიფიქრა ძველმა ვიღაცამ, ვის სულსაც სურს, რომ საუბარი სულ გრძელდებოდეს... ჩვენი საუბარი, ვინც სულის პეპლებივით გარს ვეხვევით პოეზიის ალს, ფრთებს ვიწვავთ და ვიხოცებით. ასეთი არის ფორმა ჩვენი არსებობისა... ხომ იცით ფორმა!.. მის გამო ჩვენ არც სხვას ვინდობთ, არც საკუთარ თავს. გავუფრთხილდეთ მთავარ სულსა და ენერგიას, ნუ ვენდობით პერიფერიებს, სეპარატულ გემოვნებას, სხვასა და სხვასა... ჩვენ ვკითხულობთ, ჩვენ დავეძებთ დედამიწის ყველა კუნჭულში, არ გავცდებით კენჭსაც გემოს გაუსინჯავად და როგორნიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ვშენდებით ჩვენს წინაპრებზე. სინამდვილე მერყევია, ნაძრავია, ნაძრახიც არის... ჩვენ ვშენდებით ჩვენს წინაპრებზე!..

პოეტი არის ის სიტყვები, რომლებიც მის გარეშე არ იარსებებდა.

პოეტის ინდივიდუალურობა მოითხოვს მკითხველის ინდივიდუალურობას.

ზოგჯერ პოეტი ცხოვრობს თავის მიერ წარმოსახული მკითხველის წინაშე და ეს არის ცუდი.

სტრიქონებს შორის რაღაც მწარე უნდა გაჩნდეს ხოლმე, მჭახე, რომ არ დატკბეს და გაუჩინარდეს.

პოეზია ახალი ადგილიდან არ იწყება, იმიტომ, რომ მას საერთოდ არა აქვს დასაწყისი. და, თუ აქვს, პირველსაწყისიდან – მომავალ ახლამდე.

რატომ უნდა ვაკეთო ყველაფერი ზერელედ და არა მთელი არსებით? ბოლომდის!.. ბოლომდის!.. როდემდის უნდა ვწერო მარცხენა ხელით?

ყველაფრამდე რატომა ვარ მე ამოჩრილი? რატომ არიან ეს მოგონილი თუ ნამდვილი პატიმრები ჩემზე პატიმრები? რა სახე ვარ? რისთვის მოვედი?

განა ეს სახე საპატიმრო არ არის ჩემი?

როცა სიტყვები თვითონ მოდიან, უხერხულია მათი დასწრება.

სიახლე ისე უნდა გწვდეს ყელში, რომ არათუ დაგავიწყოს პრინციპები, ეჭვიც შეგეპაროს მათს სიმართლესა და მარადიულობაში. აქ პრინციპები რა მოსატანია! პოეზია მშვენიერია ყველა ფორმაში, სადაც იგი არის. სადაც იგი არ არის, ფორმა გინდ ყოფილა, გინდ არა!.. ნუ ვეცდებით პოეზიის ახსნას, ის სამ უპასუხო კითხვათაგან ერთ-ერთია, ისევე უპასუხოა, როგორც “რა არის სიცოცხლე” და “რა არის სიკვდილი”.

209

Page 210: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

როგორ უნდათ, რომ მიაგდონ პოეზია ერთ რამეზე – საბოლოო ჯამში, სიტყვებით ტკბობაზე, რადგანაც მათთვის ენა უკვე ნოსტალგიაა, გახსენებაა, წარსულია... როგორ უნდათ, შეუკრან ხელები და სათნოება მოსთხოვონ შინგამოკეტილი ქალივით... როგორ ირიდებს პოეზია უხამსობას.

საოცარია, რომ ურწმუნო და უსიყვარულო კაცის ცხოვრებაც რწმენისა და სიყვარულის მოლოდინში მთავრდება.

საგანმა მთლიანად არ უნდა დაიკავოს ლექსი, ბოლო მიზანი სჯობს, რომ ემარხოს გულში.

პოეზია არის რაღაც, რითაც ასლი განსხვავდება დედნისაგან.

შესახებ სარკისა: შენ ერთადერთი ღმერთი ხარ, რომელშიც სამყაროს შექმნის შემდეგ ადამიანი თავის ამოცნობას ცდილობს. ჩვენ არ ვამბობთ “ცასავით კრიალა სარკე”, “წყალივით კრიალა სარკე”, პირიქით, სარკით ვაფასებთ... მხოლოდ ღმერთს ვერ იხილავ სარკეში.

ყველაფერი უნდა გასცე და გაამხილო, მაგრამ შენ მზე და მთვარე არა ხარ, საკუთარ თავს რომ არაფერი შეუნახო.

“გავაკეთებ”– რა ტკბილია ამისი თქმა და რა ძნელია, რომ თქვა “ვაკეთებ”. იგივეა: “დავწერ” და “ვწერ”... ო, კურთხეულო განუხორციელებლობავ, შენ რომ არა, ადამიანები თავიანთ ნაწერში გაიხლართებოდნენ. ჯობია, რომ იწვე ორ დობილს შუა, ერთს ერქვას “დავწერ”, მეორეს – “ვწერ”, იწვე მათი ეშხის ქსელში და ირწეოდე და წვალობდე და ყუჩდებოდე და კვლავ ტკბებოდე და იმისგან, რაც ქსელივით შემოგხვევია, ცდილობდე, რომ რაღაც დაართო და გამოეხსნა... მაგრამ, ვაითუ, ნართი კი არ არის, გულის გორგალია და იმითი ქსოვ შენს სისულელეებს, რითაც გული დაგინაკლულდა.

სიკვდილმა რომ ვერ აღმოგაჩინოს, არ უნდა იყო ერთი წამითაც იქ, სადაცა ხარ.

ახლა შემოქმედებას უწოდებენ იმას, რასაც ადრე ახლობლებს წერდნენ კერძო წერილებში. ახლობლები აღარ არიან, ამიტომ ახლა მთელ ქვეყანას შესჩივიან, როგორც ახლობელს.

– ჭამეთ ეს ხილი!

აწერია ვაშლს ოდითგანვე,

– ჭამეთ ეს კაცი!

მაწერია დაბადებიდან

და თუ დროზე არ გამოვეცალე საკუთარ ნაწერებს,

მასაც ჩემთან ერთად შეჭამენ...…შემიჭამენ შემოქმედებას.210

Page 211: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

უნდა დროზე გამოვეცალო, რომ მოშორდეს ჩემი სახელი.

ამეებისთვის კი, მე იცი, რა მჭირდება? გავთავისუფლდე ხსოვნისგან, გავთავისუფლდე წარსულისგან, გავთავისუფლდე დედაჩემისგან, გავთავისუფლდე ჩემი ბავშვობისგან, ხსოვნის ამ ეკალბარდიანი ჭალებისგან და დავუდგე ჩემს თავს წინ, დავუდგინდე, დავენახო, რომ ვიხილო ჩემი თავი, რადგან მცირე წვლილი როდია მასში ჩემი საკუთარი, რადგან წარსულზე, დედაზე და ბავშვობაზე კი არ მკითხავენ, არამედ ჩემს თავზე.

ღმერთო, შენი გზისა და ბილიკის ჭირიმე, როგორ მინდა, რომ დაგინახო, შენს გავლილზე ჰაერი ვისუნთქო, არც სიტყვა მაქვს სათქმელი, არც რამ სათხოვარი, შორს, ცხვრის მწყემსი რომ დამინახავს, შენ მგონებიხარ, მდინარის ფშანს დაწაფებულს, ზედ დაფენილ წნორების ჩრდილში შენ მჩვენებიხარ და თუ გეღირსე, რომელ ფიქრზეც დაგინახავ, სიტყვად ვიტყვი და დავიჯერებ.

დაწვა 8–10ისაც. თითქოს ერთი საუკუნე არ ენახა ფარდაგი, მიაჩერდა. დაცარიელებულიყო. დედამისი ხო ცოცხალი უნდა იყოს ამ დროს?

– რავი, აბა! – უპასუხა საკუთარ ფიქრებს და საბოლოოდ დაეძინა.

მე და 14–15-ისაც ვემზადებოდით დასაძინებლად. გული მწყდებოდა, რომ ვეთხოვებოდი და მომინდა, რაიმე მესახსოვრებინა წარსულისათვის:

პოეტის ლოცვა ძილის წინ და გამთენიისას:

საძლიერო ღმერთო,

შენის სახელითა!

ძაღლს ძვალი მომაშორებს,

ქალს – თვალი და ცხოვრებას – სიცილ-ხახანი, გული და გონება ჩემთვის მქონდეს,

არვის ვუზიარო,

მე მმონებდეს,

მე მსახურებდეს,

ცარიელს გავუშვებდე –

სავსე ბრუნდებოდეს,

ქაღალდს დავუდებდე –

ზედ იწერებოდეს:

ერთი, ორი, ათასი ფურცელი,

211

Page 212: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ტყის ფოთოლი,

მინდვრის ბალახი,

იწერებოდეს და ვერ ეტეოდეს

და ეტანებოდეს კაცი და მხეცი

და ერთმანეთს გზას მიასწავლიდეს.

საძლიერო ღმერთო, შენის სახელითა,

შენის დავლათითა და მონდომებითა...

დილის ხუთ საათზე არაფრისა არა გწამს კაცს, გარდა ღმერთისა, ჯერ არც მტერი გყავს, არც მოყვარე, გარდა ღმერთისა, დილის ხუთ საათზე ჯერ არაფერს უჭერიხარ, გარდა ღმერთისა...

სიმამაცე სიმამაცეს მოაქვს, ნაწერი – წერას. ღამე მორჩა, წავიდა ბოლოდამწვარი სიბნელე და თანდათან, როგორც დაორთქლილ სარკეში, სულ უფრო და უფრო აშკარად განათდა დღე. ექვსის ნახევარი იქნებოდა, როცა უკვე წაუბორძიკებლად შეიძლებოდა ეზოში სიარული, აშკარავდებოდა ყველაფერი, როგორც აზრი, როგორც მოპოვებული სისუფთავე, როგორც გადაწმენდილი მური. ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ნახევარი საათის წინ იმედით მახარებდა, დამეკარგა შუქურასავით, ისე კარგი იყო თვალით ხილული ბუნება. ცოტა ხანში, თითქოს სანათური ამოდგეს მთის იქით და აუწიეს და აუწიეს, იმატა დაუძლეველმა სინათლემაც და იქმნა დღე – ეს მერამდენემილიარდეჯერ – პირველად.

დიდი იყო ჩემი სიხარული, როგორც ჩიტებისა და ფოთლებისა, მეც მათსავით შემეყარა უზრუნველობა – რაკი გათენდა. ერთად ვხარობდით და ღამის ნამსაც ერთად ვიშრობდით, ერთად გვიხმობდა მომავალი.

ადამიანობიდან ადამიანის ისტორია არ უნდა აირჩიო... სოლომონს ჰყავდა ასი ათასი ქალი, ყველა ჯიშის, ფერის და სქესის, ხოლო ის, ვინც დაწერა “ქებათა ქება”, დილეგიდან ხედავდა ზეცას.

ბუნების განსაცდელი ადამიანის განსაცდელსა ჰგავს, იგი არასდროს არ არის იმაზე მეტი, რისი ატანაც მას არ შეუძლია. ქარიშხალი რომ გადაივლის და დაწყნარდება, მზე რომ უმანკოდ გამოანათებს, ყველა გრძნობს, რომ იმაზე მეტი არ მომხდარა, რაც იმ ადგილს არ შეეფერებოდა – უბრალოდ, ჰიპერბოლამ გადაიარა... ადამიანსაც ღმერთმა აშოროს იმდენი განსაცდელი, რამდენის გადატანაც შეუძლია, მაგრამ, მაინც, ჩვეულებრივად, თავისი შესაფერისი განსაცდელი ეწვევა ხოლმე.

ამ საგანმა მთელი ღამე მარტომ ათია, მარტომ ატარა ღამის ნამი და მარტო იშრობს, მარტო არის სამყაროში გადაგდებული, სახურავზე იქნება თუ ეზოს ბოლოში – იმად დარჩება იგი ყველგან, რაც ახლა არის, რაც ადრე იყო,

212

Page 213: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მომავალშიც იგივ იქნება. არ შეიცვლება არც თავის და არც სხვისი ხათრით. მას არავინ შეენაცვლება. არც გაგრძელდება მისი გვარი, არც ამოწყდება. არც შეიძენს მნიშვნელობას და არც დაკარგავს.

ადამიანი საკუთარ თავგადასავლებსაც არ აგონდება, არათუ სხვებს. მოგონებები ადამიანზე მისი სახელ-დიდების კვალობაზე ჩნდება და რა შუაშია ადამიანთან მისი სახელ-დიდება? ჯობია, იყო ხე და ძაღლები გაფსამდნენ, ვიდრე იყო ცნობილი და სახელიანი. ბოლოსდაბოლოს, ადამიანი ხომ ერთი უბრალო ან ბრალიანი მხატვრული სახეა, რომელიც მხოლოდ რამდენადმე შეიძლება იყოს რეალური. ბიოგრაფიაც და ავტობიოგრაფიაც გარესამყაროსთვისაა განკუთვნილი, ამიტომაც მხატვრულობას მიელტვის და მონაყოლშიც არაფერია მომხიბლავი – სილამაზის გარდა. მე ზედა ტუჩის მარჯვენა მხარეს ბავშვობისდროინდელი ნაიარევი მაქვს, ხანდახან უკითხავთ – რატომა გაქვსო? ჩემი ბავშვობის ერთადერთი ორიენტირი იყო და არის ბებოჩემის ჩამოვარდნა კიბიდან და ჩაკუტება. მაგრამ ისიც მახსოვს, როგორ დავდიოდით მე და Bბებოჩემი ბაზარში მაწვნისა და საზაფხულო ვაშლის გასაყიდად და როგორ წავედით თეთრი გიორგის ხატში სალოცავად – ანუ “ორიენტირამდელი” ამბები. არ ვიცი, სად იყო ეს ხატი, მახსოვს, რომ მაღალ მთაზე იყო და ისე დაუკავშირდა მას შემდგომში ჩემი წარმოსახვა, რომ დღეს ეს წარმოსახვაც ჩემთვის ბიოგრაფიული ფაქტია, უფრო სწორად, ბიოგრაფიული წარმოსახვაა, ისევე, როგორც შემდეგდროინდელი ბიოგრაფიული ფაქტები თუ ბიოგრაფიული წარმოსახვები. ტუჩის გაჭრა მე არ მახსოვს, ალბათ არც დამემჩნეოდა, ექიმს რომ ემკურნალა. დედაჩემის თქმით, აივნიდან გადმოვვარდნილვარ... მოკლედ, რომ არ მემჩნეოდეს, ფაქტიც არ იქნებოდა, მე კი რამდენი თავგადასავალი მაქვს მის შესახებ შეთხზული. მოკლედ, რასაც წარმოისახავ, ყველაფერი ავტობიოგრაფიულია და თუ ფაქტიც ემთხვევა, მთლად უკეთესი! ადამიანის წიგნი სავსეა წარმოსახული ავანტიურებით, ინტრიგით, მკვლელობით, გაუპატიურებით, ბანდიტობით, ქველმოქმედებით, თავგანწირვით, სახელოვანი სიკვდილით, სიყვარულით და სიუხვით... მაგრამ, თუ არ შემთხვევით, არც ერთ გზას არ ენდობა იგი, რადგან, ხედავს იმასაც, რომ ყველა ეძებს კეთილშობილის ისეთ ნაირსახეობას, რომელიც იქნება ბრმა, ყრუ და გონებასუსტი. ადამიანის წიგნი სავსეა წარმოსახული ამბებით, წარმოსახული მონოლოგებითა და დიალოგებით. ცოცხალი ადამიანის უპირველესი გრძნობა ამაოების განცდაა, მასთან ორთაბრძოლის უპირველესი საშუალება კი – თამაში. ამიტომ არ დაიჯეროთ საწინააღმდეგო – ადამიანი თამაშობს თავის შიგნით და თავის გარეთ, თუ უნდა სიცოცხლე.

მართალია, მე ერთი თმის ღერსაც ვერ მოვიმატებ, ღმერთის უნებურად, მაგრამ ორმოცი რომ ჩამომვარდეს ყოველ დღე, ორმოცივე შემიძლია ვიგლოვო. შემიძლია გავბრაზდე, გავიცინო... შეუძლია ეს ღმერთს? ადამიანი მაშინ არის დამცირებული, როდესაც ის კერძოს ჩაუვარდება ხელში.

რატომ არ გამოდიან ადამიანები ფრინველებივით მზის ამოსვლისთანავე და სიხარულს არ გამოხატავენ? რა, ფრინველებს გამზადებული ხორბლის გორები

213

Page 214: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ელოდებათ? მაშ, რა ახარებთ, ცას რომ მიწისკენ ეხვეწებიან და მიწას – ცისკენ, ისეთ საგალობელს მღერიან, ისე ჭიკჭიკებენ და ჟრიამულობენ, რომ ლამის არის, ტყე აიტაცონ... და ველის შროშანები? განა სიხარული არ ეწევა მათ ზეცისაკენ – მიწაზე ვართო, ამ ღელიდან შემოგხარითო! რატომ არ ციმციმებენ ადამიანები დილის ნამისგან და სიხარულს არ აღავლენენ? აკი სიხარული არის ღვთისგან ჩადგმული სული!

გინახავთ ბავშვი როგორ ტირის, როდესაც მას სიხარულის გზას უღობავენ... როგორ უკვირს... ვერ ეგუება...

რადგან მთლიანად ჩაბმულია სულის ზეიმში, რადგან სული სიხარულია და ამისათვის დაიბადა ისიც ამგვარი.

კარგია, როცა თავის ზრახვა არის ადამიანი. შესაძლოა, ოდესღაც ჭიანჭველები იყვნენ გოლიათები, მაგრამ ზრახვა არ ჰქონდათ გოლიათობისა და ჭიანჭველობა არჩიეს, თავიანთ ზრახვას რომ დამსგავსებოდნენ.

მწვანე ბუსნოიან ხევში, ძერასგან დამფრთხალი თაგვი ჩაძვრება სოროში, ძერა კი გადაიფრენს დამშვიდებული. ამოძვრება თაგვი კვლავ, ბეწვით ჰაერის რხევას მიდარაჯებული და მოუნდება ხევს იქით გადასვლა, ჩაძვრება ისევ და მიწისქვეშა გზას დაადგება. ძერა კი მიფრენს... ასეთი წესი აქვთ, ასეთი გზა აქვთ, ორივ სხვადასხვა და ნამდვილი. ასევეა მონაყოლი: ლამაზია, რაც გადიფრენს და არა ის, რაც გაივლის, ლამაზია, რაც მზის გულზე ხდება, და არა ის, რაც სიბნელეში და სინესტეშია – წვალება და ოფლი... ასე მიიღწევა ორნაირად შედეგი: ერთმა უნდა მაღლიდან იყუროს აუჩქარებლად, მეორემ კი უნდა თხაროს, თხაროს და თხაროს, რომ მიიღოს შედეგი და სიამოვნება არც გაახსენდეს, აფორიაქებული ბეწვის დალაგებაში ჩაფლულს. ……

ადამიანი იზრდება და ერთადერთი ის უხარია, რომ საკუთარ ლაბირინთშია – ხნავს, თესავს, იმკის...… მისი ბადე მთელი სამყაროს კიდეებზეა გაბმული და თვითონ სრულიად მარტო არის ამ ბადეზე მოგზაურად და სიხარულს ჰგვრის თავისი ბადე, რომელიც მას თითქოს იხსნის მოწყვეტისაგან და ამავე დროს, სიხარულის მიზეზად ისიც აქვს, რომ ყოველივე დაუსაზღვრელი კი არ არის, მის მიერვე აღიარებული ლაბირინთია, საიდანაც ისევ სული გამოიხსნის, გამოიტაცებს სიკვდილის წამში, რომლითაც მას კვლავ სიხარულის კარი ეღება...

პური არ იდო საპურეში, ყველის სახელიღა ახსოვდათ... 8–10ისას კი არც ერთ დილას ცუდ გუნებაზე არ გაღვიძებია. ლოგინშივე ატეხდა ჟრიამულს, გამხიარულდებოდა სულ უფრო და უფრო, დედამისს კი არ ეცალა, ჩქარა-ჩქარა ემზადებოდა წასასვლელად და მხოლოდ წყრომითღა გამოხედავდა ხოლმე: ნეტა რა უხარია ამ სულელსო... მერეც ასე იყო, დილა სერიოზულად და საქმიანად უნდა დაწყებულიყო და არა ასე, სიცილ-მაიმუნობაში. დურხ ლიდენ ფროიდე – ეწერა ბეთჰოვენზე დაწერილ წიგნში, რუსულის მასწავლებელმა რომ ათხოვა 14–15-ისას –რადოსტ ჩერეზ სტრადანიე... ადამიანი ტანჯვით უნდა მიიკვლევდეს გზას

214

Page 215: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მიზნისაკენ, რომლის ბოლოსაც, რაღაც მანქანებით, გამარჯვების სიხარული აკიაფდება. – რა გიხარია, ცოცხალი რომ ხარ, ისაო? ჰკითხავდნენ “უმიზეზოდ” მხიარულს და ისიც, ვიღაც, შენ იქნებოდი თუ მე, სულ ერთია, რადგან უაზროდ სიხარულზე ყველა ცდუნდება სხვადასხვა დროს, პირს მოკუმავდა გაჭირვებით და “დასერიოზულდებოდა”. მართლაც, ამდენი გაჭირვებაა ქვეყნად, ამდენი მტერია და უსამართლობა და ვიღაც სულელს და უპასუხისმგებლოს კი რაღაც უხარია... რომელი ჭკვიანი და ბრძენი გინახავთ გაკრეჭილ-გაცინებული?.. აბა, დაათვალიერე გონებაში მათი პორტრეტები!..

გათენებისთანავე ყველაფერს უხარია თვალის ახელა და შესწრება კვლავ სიცოცხლესთან. ძველი ადამიანი ინსტინქტით ეძიებდა საზრდოს, ახალი კი – ცნობიერებით, აზრით, გონებით, გულის ძგერით... ძველი ადამიანისთვის საზრუნავი ის იყო, რაც გზად შეხვდებოდა, ახალი კი მას წინასწარ გეგმავს და წარმოიდგენს გათენებისთანავე... ძველი ადამიანისთვის მზის ამოსვლა ისეთი დღესასწაული იყო, რომ ამ სიხარულმა ჯერ რიტმი წარმოშვა მის სხეულში და მერე კი რიტუალი, რომელიც პირველი დიალოგი იყო სამყაროსთან, უსასრულო სიცოცხლესთან, რომელშიც თვითონაც ერია. ახალი ადამიანისთვის ეს დიალოგი სიცოცხლესთან დიდი ხანია შეწყდა, ხე-ტყეს, მინდორ-ველს, წყალსა და ნაკადულს კი არ დაშორდა, სამყაროს სიცოცხლეს, ამ სიცოცხლის ბუნებას მოწყდა. ხე ფესვებითა და ფოთლებით იწოვს ბუნებას, ახალი ადამიანი კი ამას ცნობიერებით ცდილობს...ხე მზისაა და მთვარისაა, წვიმისა და ყინვისაა, ადამიანი კი ფიქრის, ზრუნვის და საკუთარი მფრინავი გალიის... ბუნების გარეგანი სახისათვის ადამიანს ამდენი არასოდეს უთათუნებია მზრუნველი ხელი, მაგრამ მაინც წუხს, დავშორდიო, ამავ დროს კი ბუნების გვირგვინადაა მიჩნეული, თუმცა, ხუთივე გრძნობიდან, რომელთაც ფლობს, არც ერთში არაა პირველი. შეხედეთ ფრინველებს, არც ხნავენ და არც თესავენ, მაგრამ მაინც არიანო... როგორ იარსებოს ადამიანმა, თუ არ დათესა?.. ჩანს, ყოფიერების სიხარული სხვაა და ბუნების სიხარული – სხვა. ამიტომ ნაბიჯებით და წუთებით კი არ ჩამორჩა ბუნებას ადამიანი დროთა განმავლობაში, მან ყოფიერების სიხარული ამჯობინა ბუნების სიხარულს, საკუთარი ნიჭი, საკუთარი წარმოსახვა და შემოქმედება ამჯობინა მას. ამგვარად დაშორდა მამის სახლს, ასე წავიდა საკუთარი თავის შესაცნობად... ყოფიერების სიხარული ხომ მრავალი საგნისა და სურვილის დაპატრონებაა, კონკრეტულია, ხელშესახები, ბუნების სიხარული კი მხოლოდ სიცოცხლეა და ზღაპარი... სიცოცხლე ჩვენთვის მოკუთვნებული დროა – სამყაროსთვის, იმისთვის, რომ მას განვეკუთვნოთ. მიფრინავს ველზე სამდღიანი პეპელა, უყურებ და გინდა წარმოიდგინო, როგორ ემატება შენ თვალწინ ასაკი: ოცის, ორმოცის, შესაძლოა ასი წლისაც ხდება და სულ მალე დაასრულებს კიდევაც საცოცხლის ციკლს, რომელსაც განცდის ინტენსივობა განსაზღვრავდა. არსებობის ხანგრძლივობა უდრის სიცოცხლის განცდის ინტენსივობას... ამდენად, მოცარტის სიცოცხლე მაშინ უნდა დამთავრებულიყო, როცა დამთავრდა. იმას, რასაც ადამიანი მიელტვის, ჩამორჩება საკუთარივე სასაცილოობის ხარისხით, ამიტომ, უმჯობესია, განუწყვეტლივ სიხარულს აღავლენდეს. ნაკლი მხოლოდ ადამიანს გააჩნია, სხვა არაფერია ბუნებაში ნაკლზე

215

Page 216: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მომჩივანი, ამიტომაა, რომ ნაკლს სქესი არ გააჩნია, იგი არც მამრობითია და არც მდედრობითი, იგი ადამიანურია, მისი ზომის, წონის და სქესის... არაფერი არაა ისე ზუსტად მორგებული მას და არაფერი ისე არ ამშვენებს. მაშ რატომ არ ურევია გაღვიძებული ადამიანის სხვა გრძნობებში თავსიცილი და თვითირონიის მაცოცხლებელი განცდა, რატომ არის ჯიუტი და გაუთლელი, რატომ აღმოაჩენს ხოლმე მასზე უპირველესად მის სასაცილოობას სხვა? ის უნიკალური თვისებაც ვთქვათ, რომელიც, ასევე არაფერს არ გააჩნია ბუნებაში ადამიანის გარდა: ოცნება! ოცნება, რომელიც მასში სამყარომ აღძრა თავდაპირველად, ვარსკვლავიანმა ცამ. ვერ დაეწია თავის ოცნებას ადამიანი, ვერ მოარტყა მზეს ისარი... 8–10ისას დროიდან მოყოლებული, ასწავლიდნენ, რომ ოცნება არ სრულდება, ფუჭია, უსაგნოა, უსაქმურთა საქმეა და ამიტომაც შეეშვნენ და ნატვრა დაიტოვეს, რომელსაც ასევე გააჩნია ფრთები, მაგრამ ფრენა არ შეუძლია.

სიხარულიც, რომლის წინააღმდეგ ბევრი იმუშავა ბიბლიამაც, მიწასა და მარცვალს, ბუდესა და ადგილს დაუკავშირეს... – ღმერთო, მაპატიეო, ბევრჯერ უთქვამს 14–15-ისას დედასაც, როცა მოჩვენებია, რომ ზედმეტად გამხიარულდა, რადგანაც სიხარულის შეგრძნება მაშინვე ტანჯვასა და ცოდვას შეახსენებდა. შეხედეთ ახლადგაღვიძებულ ბავშვს, როგორ არის მიმართული სიხარულისკენ, შენც კი უხარიხარ, ცოდვილი, მაგრამ ოცნება სისულელეა, მიზანი ტანჯვით მიიღწევა, სიხარული დანაშაულია და თუკი ხანდახან რაიმედ დაფასდება, მხოლოდ ტანჯვითა და თვითშეწირვით მიღწეული... ასეთი მრწამსი ადამიანს მთელ არსებობას უუგემურებს, რადგან “საქმე” იმას ჰქვია, რაც ნერვებს აგიშლის, რაც გაგაღიზიანებს... რამდენისიხარული გვაქვს ასე გადაყრილი საქმისა და მიზნის სანაგვეზე!.. გამოტოვებული სიხარული სამყაროს გამოტოვებაა, ღვთის გმობაა, თვითგმობაა, თვითწამებაა, ასე გაატარებს ცხოვრებას მწკლარტე გემოთი და მერე, სიკვდილის წინ, “ფუო!”– იტყვის. ასეთი ღვთივუპატრონო ადამიანები, ხალხები ებრძვიან და ეომებიან ერთმანეთს, თავისი იდეებისთვის, თავისი ღმერთებისთვის... ცალმხრივობა ცალმხრივობას შერკინებია და მგონია, ესეც მოგვეკითხება, რადგან არაფერი ისე არ ეჯავრება ბუნებას, როგორც ცალმხრივობა. ადამიანი, უნდა მას ეს თუ არა, მრავალმხრივია, მრავალსახაა, ცვალებადია, სიხარულისთვის არსებულია, მაგრამ უშლის ცნობიერება, უშლის სიბრძნე, მიზანი, საქმე... და სიხარულიც ღმერთისღაა, ბავშვისღაა. სული განუწყვეტლივ უნდა ადუღოს კაცმა და ხორცს რომ არ მიეკრას, მზისსხივტარიანი კოვზით ურიოს, რომ ყოველივეს ჯიბრით, გული და გრძნობა სამყაროს შეუწყოს ან დროის გარეთ გადგას ფეხი, საიქიო მოინახულოს, განა ცოტა სიხარულია, რომ ჰკითხავენ გმირს – “რა ამბავ მაიტანეა? “ განა ცოტა დალოცვაა ადამიანისთვის: – არ დაგელიოს ცნობისწადილი!..

დევების ნაბურთალს ეძახდნენ იმ ტყიანი მთის წვერს, რომელზეც ხეებს ვეღარ აეღწიათ, ერთ ადგილას შემდგარიყვნენ და ურო ბალახისთვის და სხვა ალპური მცენარეებისთვის დაეთმოთ ადგილი. მთის წვერზე დიდი ველი იყო, დაბალი ბალახი იზრდებოდა ქვიან-კლდიანზე და სხვადასხვა ზომის უამრავი ლოდი ეყარა,

216

Page 217: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

თითქოს მართლაც დაუდევარ დევებს ებურთაოთ. სამანქანო გზა აქეთ არ იყო, მაგრამ ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, უთუოდ გაუმართლებდა.

სხვადასხვანაირ შთაბეჭდილებას ახდენდა აქაურობა. თითქოს სამყაროს შექმნისდროინდელი სურათიაო. ველზე დაყრილი ლოდები ხატის კარზე დახოცილი კურატების ფაშვებს მოგაგონებდათ. მით უფრო, როცა ასზე მეტი მოზვერი და ჭედილა იკვლებოდა. რაც შეეხება ცას, ორივეგან კაცის ხელის აწვდენაზე იყო.

მივაბრძოლებდი მანქანას მდინარის კუდებისკენ, ზოგჯერ ნავალზე, ზოგჯერ უვალზე და ვეჩვეოდით ორივე და გული გვიგრძნობდა კიდევ უარესს. რწმენა იმისა, რომ მხოლოდ მე მეკუთვნოდა დედაჩემის საფლავის ლოდთან ორთაბრძოლა და სხვას არავის, მამაგრებდა და იმედს მაძლევდა, რადგან ბევრჯერ ჩავხედე გულს – წმინდა არის თუ არა-მეთქი. სიკვდილის სანაცვლოდ უნდა გამემარჯვა და სიკვდილისფერი დავრჩენილიყავი, როგორც გამტკნარდება ხოლმე ზეცა იმ წუთებში, როცა დედაჩემის სულია მასზე და მეც რომ დამედება ხოლმე სიკვდილის ფერი, იმიტომ, რომ ერთმანეთს ვეხებით. “დევების ნაბურთალზე” მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება ასვლა, ისიც – კარგ ამინდში, გადმოხედავ ქვეყანას, ცას ხელს აუწევ, მიუშვერ კავკასიის მყინვარებს გადახურებულს ტვინით შუბლს და დაგენიძლავებით, რომ ისევ თქვენს სიმცირეს ირჩევთ. ავიდოდი ფეხით, ავირჩევდი რომელიმე ერთ მეასეთაგანს, თუკი არჩევა მარტო ჩემზე იქნებოდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტ დროს მოვუნდებოდი, მაგრამ მე დანამდვილებით ვიცოდი, რომ როგორც კი ნაბურთალზე ავჩნდებოდი, ლოდი თვითონ წამოიწევდა, შეინძრეოდა, შემომხედავდა... სულ ერთია, მტრულად ან მოყვრულად. მოკლედ, როგორ თუ რით, იმ ლოდს ავძრავდი მთის ფერდიდან და ნაღვარევ ხევში ჩავაგორებდი, მანქანასთან მივაგორებდი და ლოდს შიგ ჩავტენიდი. აი, ასეთი იყო ჩემი გეგმა და კიდევ კარგი, რომ არსებობდა ისიც და არა მხოლოდ გულისნადები. რაც გინდა ერქვას, ძალზე ძნელი საქმე იყო, მაგრამ ხომ მარადიულად არსებობს ისეთი შემთხვევა, როცა შეუძლებელი უნდა შეძლო.

განა არ შემეძლო უკეთესი მანქანა მეშოვა? განა არ შემეძლო ხალხი წამომეყვანა? მაგრამ მარტოკას მინდოდა ბრძოლის გადახდა, მინდოდა, როგორც სამსხვერპლო კურატს, მარტო, ერთი-ერთზე შევჭიდებოდი, გავჩერებულიყავი მის წინ, გვეცნო ერთმანეთი, თვალი თვალში გაგვეყარა, უნდა მოგვწონებოდა დედაჩემის საფლავის ლოდს და მე ერთურთი, რომ მას მერე შევრკინებულიყავით... თეთრი ქორა კურატი, ნაკვები, ნაიალაღარი, ძალითა და ღონით სავსე, ჯოგში ჩემი ხნის ხარების წინა ფეხებზე დამჩოქებელი, ბრტყელ შუბლქვემოდან ნაკვერცხლებით გამომზირალი... დედაჩემისთვის უნდა დამეკლა ამქვეყნიური სიმაძღრე და სიძლიერე, სიბრიყვე და სირეგვნე... მე თავად ხომ ფიზიკურად ძლიერი არა ვარ და სწორედ ამის გამო ვგრძნობ, სად უჭირთ საგნებს... რაღაც დაღლილობაა ჩემს აგებულებაში, რაღაც უსურვილობაა ჩემი სხეულის ღრუვში... – სკოლიდან რომ მოვდიოდი, ბალღები იყავით ყორესთან მიგროვილები და რომ დაგაკვირდით, სხვები იდგნენ და შენ კიდევ იჯექი ყორეზეო, რათა, იღლები, შვილოო? – რავი, აბა!.. – იქნებ ხელმწიფის შვილიაო? – იხუმრებდა ბებოჩემი. ხან ხის ფესვებს, ხან

217

Page 218: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მიწაში ჩაზრდილ ქვებს რომ ვეჯაჯგურებოდი, მკითხავდა დედაჩემი – რა გინდაო და – რავი, აბაო... – როგორა ხარო? – რავი აბა!.. აგიჟებდა დედაჩემს ეს ჩემი “რავი, აბა!” დამსვამდა, მაჭმევდა, შემომყურებდა ყოველ ლუკმაზე და “მოგეწონაო?” და გაგვეღიმებოდა ორივეს, რომ არვთქვი “რავი, აბა”.

– დიდი საქმე გავაკეთეო, იტყოდა სულ უმცირეს რამეზე, მადლიერებაც დიდზე-დიდი იცოდა, ერთიათად დიდი, რაც გინდა ყოფილიყო.

ავბობღდი მთაზე, წელში გავსწორდი, გავშალე დაღლილი მხრები და მზერა მოვატარე ფრთხილად და მეტაკა კიდევაც ქორისფერი ლოდი თვალებში და მითხრა დანამდვილებით: “მე ვარო... “

მივიღე, რა თქმა უნდა, გამოწვევა, შევბრუნდი პირით აღმოსავლეთისკენ, დავიჩოქე და შევეხვეწე: აემ ადგილის დედავ, აემ წვერის ანგელოზო, ცუდ საქმეზე არა ვარ, ხელი მომიმართეთ!.. შენც შემეწიე, გმირო კოპალავ, ლაღად მობურთალო!

ლოდი ზეზეულ არ იდო მიწაზე, ცხვირივით რამ ჰქონდა ჩათხლეშილი მიწაში და ის მაფიქრებდა. თან ქიტო პაპასეული ხელცულა მქონდა, წავედი და ბოწკინტად წიფლის შიმელს უშნოდ გაშვერილი მხარი ჩამოვჭერი, ბოწკინტიც გამოვიყვანე და სოლიც... დავუწყე ლოდს ძირის მოფხვიერება. კონუსური უჩანდა ცხვირი და ამან გამახარა, წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა საფლავზე აღმართული.

დევები ჩვენი მხარის მითოსში ისევე აქტიურნი არიან, როგორც რეალურ საისტორიო წყაროებში თურქნი, სპარსნი და არაბნი. აქედან გამომდინარე, რომ ვუყურებდი “დევების ნაბურთალს”, აღარ მიკვირდა, რომ ფშაველი გმირები, რომლებიც დევებს ებრძოდნენ, იმარჯვებდნენ და ადამიანებისთვის თავისუფლება და მშვიდობა მოჰქონდათ, მათ ცნობიერებაში და შთამომავლობაშიც ღვთის შვილებად იხსენიებიან და მათ სახელზე ყოველწლიურად ხატობები იმართება, იკვლება საკლავი, ინთება სანთელი და გმირებისადმი მადლიერება ზეცას აღევლინება. ჭეშმარიტ გმირებს, ქვეყნისთვის პიროფლიანებს ხალხი არ ივიწყებს და წმინდა გიორგისდარ მოწამეებად სახავს.

“დევების ნაბურთალზე” რეალური ძალების რეალური ქმედებაა ასახული. ჯერ ერთი, თითქოს რაღაცნაირი “ჭადრაკ-ბურთია” ნათამაშევი, ამოთხრილია უშველებელი ორმო და სანახევროდ ლოდებითაა ამოვსებული, წვეტიანი სალი ქვებითაა მინდორი დახაზული – არა სწორჭადრაკულად, არამედ ზიგზაგურჭადრაკულად... ყოველ შემთხვევაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ ბურთი უთამაშიათ – არა ერთხელ და ორჯერ, ადამიანებზე გაცილებით დიდ და ძლიერ არსებებს.

ჩაგრიალდა ლოდი ნაღვარევ ხევში, ჩალეწა ბუჩქი და ტოტმატი და ჭალაში გახრიალდა და მეც გახარებული გავუდექი იმის გზას, წყალდაწყალ ამოვყევი მანქანით და ლოდს ზედ პირზე მივუყენე. ყველაფერი ენით ნანატრსა ჰგავდა, მაგრამ ახლა ამ ორას კილოზე მეტი სიმძიმის ლოდის საბარგულში დადება არ

218

Page 219: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

გინდოდა! დავჯექი და დავიწყე ფიქრი. წამძლია სულმა და შემთხვევითი მშველელი მომინდა. გავბრაზდი ჩემს თავზე. მაგრამ არ მყოფნიდა, მეტი სიბრაზე მესაჭიროებოდა!.. ორი ხის მსხვილი ტოტი მაინც მინდოდა ხიდად, რომ საბარგულსა და ლოდს შორის გამედო და ისე გამეცურებინა. ძნელია მარტო კაცი, ეს ოხერი, ვთქვათ, ავაცოცე, დამაგრება და ზედმეტი ხელის შეშველება ხომ უნდა. ჩავდექი ხის ტოტებს შორის და შევუდე ძირი ლოდს. დავიჩოქე მუხლებზე და ჩავჭიდე მკლავები და ვაწვები მკერდით. და მხოლოდ ოფლი მასხამს, სხვა არაფერი...

ღმერთო, სული ჩამიდგი დედაჩემისა, ერთი წლით ან ერთი დღით ან ამ წამით მაინც, გაუტეხელისა და ცეცხლოვანისა, რომელსაც მარტო მე ვაჯობე, ასეთმა, რაც ვარ... რომელიც ღმერთს არასოდეს არ სთხოვდა შველას, თოვლის ბუქივით მიაპობდა თვის წინ ცხოვრებას და განსაცდელებს მოუხმობდა ორთაბრძოლისთვის... დევის ფილტვებით უბერავდა ცეცხლს, ჩემს გასათბობლად, რომელიც მარტო მე გავტეხე, რადგან შვილი ვიყავ.

მაგრამ მაშინ ვინ ვიყავი? განა ჰრომაელი ჯალათი სავლე არ ვიყავი, ტუალეტში რომ მივათრევდი ინსულტგადატანილ დედაჩემს, ცალი მხარი რომ მუხლებამდე ჩამოვარდნოდა, ფეხებს რომ ძალით მიითრევდა და თავი რომ მკერდზე ჰქონდა ჩამოგდებული, ჩემს გამზრდელ მკერდზე.

ფრინველის ფიტულივით ხან რას და ხან რას წამოედებოდა უმოძრაო სხეულით და ისევე გაჭირვებით უნდა დაგედო უნიტაზზე, როგორც ფიტული.

განა ქრისტიანთ ჯალათი, ჰრომაელი სავლე არ ვიყავი, სულის მოთქმას რომ არ ვაცდიდი და დავჭყიოდი გუთნეულში დავარდნილ ხარივით – ჩქარა ქენიო!..

ღმერთო, რამდენი წელიწადი გაგრძელდა ეს ჩვენი ტანჯვა, რამდენი წელიწადი მეჯავრებოდა თავი გაბმულად, რომ დავჭყიოდი – გაიჭინთეო,

ის კი დაკიდულ თავსქვემოდან გამომხედავდა და ჩემში თავის შვილს ეძებდა და ვერა სცნობდა და ხმა ესმოდა წარსულიდან და სურათსაც მასვე ხედავდა, გუთნეულში ჩაჩოქილ ხარს თავს დასდგომოდა უტ-უმეცარი, ხელში გრძელი სახრე ეჭირა და დასჭყიოდა და სახრით სცემდა.

მაგრამ მაშინ ვინღა ვიყავი, განა არა 8–10ისა, მოკრიალებულ ზამთრის ღამეში, თვალწინ ღამისა და ვარსკვლავებისა, შემცივნებულ-შეშინებული, ხელთნაჭერ კრამიტს ჩემგნით გატკეპნილ თოვლზე რომ ვდებდი და ვემიზნებოდი და თავსაც რომ მოვუწოდებდი – გაიჭინთეო!.. და თან თვალი მთელს უბნის ცაზე გადაწვდენილ დიდი დათვისკენ რომ მეჭირა, თან გზისკენ და ღობეებისკენ, გაყინულ თოვლს გვიანი მგზავრი რომ მოახრაშუნებდა და ფანჯრებში ლამპის შუქი რომ კრთოდა ცოტათი და ძალიან ცოდვა იყო ცის სინათლესთან, რომელიც სახლსაც და ეზოსაც, ხეებსა და გომურს და საბძელს თეთრად შეფუთულ

219

Page 220: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

საავადმყოფოს საოპერაციო დარბაზს ამსგავსებდა, სადაც ერთხელ, 8–10ისას დედამ გამოიხედა ნარკოზიდან და შვილი შეიცნო.

უცებ, გეგონება, ტოტი რამ ჩამომედო მხარზეო, 8–10ისამ დამადო ხელი და მზერით დახმარება შემომთავაზა. ოო, გავიხარე და ძალა მომეცა, ვუთხარ: ეს ლოდი უნდა სვენებ-სვენებით ზემოთ ავაცუროთ, მესამე ხის ნაჭერს ვიშოვი და როცა ავწევ ხოლმე, შენ უნდა შეუდგა საგორავივით და ასე ავიტანთ საბარგულის კიდემდე და მერე უკვე ადვილად შევდებთ.

დავიწყეთ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ცოდვა იყო ამ საქმისთვის 8–10ისა და ცოტა ხანს შევიქაქანოთ-მეთქი, ვუთხარი. ჩამოვსხედით.

ღმერთო, წყალდაწყალ 14–15-ისა არ მოგელავდა!..

სასაფლაოზე რომ მივედით, ჩამოვედი მანქანიდან, ჭიშკარი რომ გამეღო. დაღლა ვიგრძენი. მზე ესვენებოდა, დაღალული მზე, როგორცა ჰქვია. მე არ მეცალა დაღლისთვის. კაცის ჭაჭანება არ იყო, მე კი იმედი მქონდა, მესაფლავეები დამხვდებოდნენ. ოთხი კაცი მაინც უნდოდა ლოდის გადმოღებას, ვიცოდი. ხალხი თან არის და თან არ არის, საერთოდ, როგორც ახლა მოხდა, იმედი რომ მქონდა და მარტო აღმოვჩნდი.

– ჩვენ რა, აღარ ვარსებობთ, რა გქვია, ბიჭო შენ?

– 8–10ისა.

– შენ?

– მე 14–15-ისა.

– მაშინ დავიწყოთ!

– ჯერ ცხვირი დავადებინოთ საბარგულის კიდეზე. ამისთვის, 8–10ისა საბარგულში უნდა იყოს, რომ ბოწკინტი შეუდოს ხოლმე ძირში და უკან არ ჩაგვიცურდეს. ეხლა მე ვიპოვი ხისას რამეს და წინა ბორბლებს შევაყენებ, რომ საბარგულმა დაიწიოს და მერე დავიწყოთ.

– ხელი არ მოგიყვეთ!..

თან ვერ მოძრაობ, ძალას ვერ იყენებ, თითქოს არაფერ შუაში იყოს, საერთოდ, თითქოს ძალას არც ხმარობდნენ ასეთ შემთხვევებში, მოკლედ, ტყუილადა გაქვს ძალა, თითქოს. გავიხსენეთ, როგორ ძრავდნენ ამაზე დიდ ლოდებს ადამიანის წინაპრები, დავადებინეთ ცხვირი საბარგულის კიდეზე ლოდს, მაგრამ ნაადრევად გაგვიხარდა, მეტმა სიმძიმემ გადახარა ლოდი და საბარგულის ბოლოსკენ გაცურდა. გადარჩა 8–10ისა, მაგრამ მარტო ეს არ გვყოფნიდა, შეგვიბრუნდა ლოდი და მძიმე მხარით ჩვენკენ მობრუნდა. დავიწყეთ თავიდან: 14–15-ისამ წელზე მომკიდა ხელი, ისე, რომ წელქვევით მიწაზე დავები, მე კი ტანი საბარგულში

220

Page 221: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

შევიტანე, შევწექი და ორივე ხელით დავეჭიდე ლოდს, თუ ამას მოვერიე, ჭიქაზე მძიმეს არ ავწევ-მეთქი – ვიხუმრე ვითომ. გადავემხე ლოდს და დავიწყე მოცურება. 14–15-ისას მაგრა ვუჭერივარ მიწაზე, 8–10ისას სუნთქვა აქვს შეკრული და გადაიხედა ლოდის სამკუთხედმა წვერმა მიწისკენ და საჩქაროდ შეუცურა 8–10ისამაც ხის ნაჭერი ბოწკინტად და ეხლა უკვე ღონეღა იყო საჭირო. გავჩერდით, შევიქაქანეთ და ვეძგერეთ სულმოუთქმელად. ავწიეთ, ავწიეთ და, როგორც ნათქვამი გვქონდა, ფიცარი დაუდო 14–15-ისამ დასაცურებლად, ბოლო კარგა გაუმაგრა მიწაში და უკვე გადმოღებაზე რომ მიდგა საქმე, ყველამ ერთად ავუწიეთ ძირი და დავსვით ლოდი მიწაზე. ზუსტად დაჯდა, თავის იქით ბალახის ღერიც არ გაუქანებია, გეგონება, წონა არ ჰქონდაო, გეგონება, დაფრინდაო, თავის ადგილს მიაგნოო, როგორც იქნა... მთელი ეს ხანი, ალბათ ოთხი-ხუთი საათი, დიდი გულშემატკივრობა იგრძნობოდა ირგვლივ, თითქოს ჩვენით სუნთქავდა მიდამო, სასაფლაოს მკერდი აუდ-ჩაუდიოდა საფლავის ქვებით.

დავდეთ ქვა თუ არა, ტაშივით გაისმა წვიმის ხმა, აქუხდა ზეცა, სასაფლაოს ქვაღორღიან ფერდობს, გარშემო ტყეს, ელექტრომავთულებს, წვიმის საბგერელად, სეტყვის დასაკრავად, გრუხუნისთვის, წივილისთვის, ყველა ინსტრუმენტი ჰქონდათ ჩვენი გრძნობების გამოსახატავად.

როგორც კი სერიოზულად წახვალ სადმე, იმავე წუთში სასაცილო აგემგზავრება: ამ ლოდის აწევა, აქ მოტანა და მერე გადმოღება, რეალურად შეუძლებელი იყო, ისევე, როგორც შეუძლებელია რეალურად გააკეთო ყველაფერი დიდი. რა უცნაური მზის ჩახჩახი იცის სასაფლაოზე. მოვიჩხრიკე მზით დამძიმებული თვალები და არსად 8–10ისა და არსად 14–15-ისა. მზის დასავლეთით ღრუბლის ორი ფთილა ცას მიჰკრობოდა... მარტო ვიყავი...

–ისევ მარტოოოოოო...

ვიღრიალე ცხოველთაებრ მე.…

ავტორმა, სახლში დაბრუნებულმა ერთი საათით, ერთი დღით, ერთი წლით თუ არასოდეს, სიგარეტის ძებნისას ეს ნაწერი აღმოაჩინა. ეცნო თავისი ბატიფეხური, წაიკითხა, ხელი ჩაიქნია და იქვე დადო, საიდანაც აიღო.

– ეს წიგნი რომ მართლა დამეწერა, იმ მსოფლიო პრემიასაც მივიღებდი და ამაყად შევაღებდი მშობლიური სოფლის კარსო. – გაიფიქრ-გაითამაშა და განაგრძო: ვიქნებოდი დამცინავი და ქედმაღალი მთელი სამყაროს მიმართ – გარდა მშობლიური მხარისა, გავახურებდი ჩემს ნებაზე. დავთვრებოდი ქლიავის არყით და ხანდაზმული ასაკის (გვიან ეძლევა ხოლმე ადამიანს თავისუფალი ქცევის უფლება) მიუხედავად, შესაძლოა, “ ისა-ისაც” კი მეთამაშა ამორაძეების ერთ-ერთ ბოლო წარმომადგენელთან, მსოფლიო ესტრადის ვარსკვლავთან – ნინა ამორაძესთან, რომელიც, რა თქმა უნდა, სხვა გამოჩენილ პიროვნებებთან ერთად ჩამოფრინდებოდა შორეული სადღაციდან – შეწყვეტდა რა საკონცერტო ტურნეს – და ამ ნაბიჯით, უკვე მთელი ცხვირ-პირით მოახედებდა მსოფლიოს ჩემკენ და

221

Page 222: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

საკუთარი კაპრიზებისკენ. ეს იმასაც დაამტკიცებდა, რომ გმირები იმ ხალხშია, სადაც ქალებს თავგანწირვა შეუძლიათ. ეს იქნებოდა ჩემი ოცნების ასრულება, დანარჩენი სისულელეა! – ესეც შენი მსოფლიო! მსოფლიოც გავაცურეთ – ალერსის დროს მეტყოდა ნინა – ამორაძე ნინას, უმცროსთ უმცროსის უმცროსი. კვინტესენცია ყველა ნინასი! – რა ერთი სოფელი და რა მთელი მსოფლიო – მთავარია, გიყვარდეს “ისა-ისა” და მოკვდე “ისა-ისაში”.

მსოფლიოს პრემიით დაჯილდოების ცერემონიაზე, რომლისთვისაც ყველა მწერალი პირველი გაუმართავი სტრიქონის დაწერისთანავე ემზადება და რომელიც, აი, უკვე 40 წელია მზად ტექსტობს ჩემშიც, მე ვიტყვი:

– ბატონებო და ქალბატონებო! მგონი, თქვენთვის იოლი წარმოსადგენია ასეთი სურათი: მწერალი, წინასწარვე ეჭვებითა და კონტრ-ეჭვებით აღჭურვილი, ზის მაგიდასთან და საკუთარი ლექსების კორექტურას კითხულობს და, მისდა გასაოცრად, თავს ლიტერატურა კი არა, განვლილი ცხოვრება დაატყდება... ყველაფერი ბილიკია, ლაბირინთი...

აი, იგი, 14–15- წლისა, თავისი ლექსებით გატენილი რვეულით მიდის სახელოვან პოეტთან შესახვედრად. ამავე დროს ხვდება სატრფოს, რომლის ნახვაც ისევე ახარებს, როგორც განშორება, რადგან, თავად თვითცვლილების გზაზეა დამდგარი.

მწერალი არა მარტო ფიქრობს, არამედ იწყებს რეალურ ცხოვრებას თავის ბავშვობაში. ხედავს თავის თავს 8–10 და 14–15- წლის ასაკში და მათ ცხოვრებასა და ვნებებში ერთვება...

მწერლის მთავარი შეხვედრა თავის ბავშვობასთან ხდება 8–10ისას წყალში დაღრჩობისას, რომელსაც 14–15-ისა გადაარჩენს, სანამ მწერალი მიირბენდეს.

გადარჩენილი 8–10ისა, 14–15-ისა და მწერალი მიდიან თავიანთ მიტოვებულ სოფლის სახლში. ღამით მოდის წვიმა, თითქოს იმისთვის, რომ ტრანსცენდენტალიზმით დამუხტული ჰაერი გაწმინდოს და გამოაჩინოს რეალობა: ჩამოვიდა წვიმა კრამიტებიდან, შემოვარდა ეზოში ღვარი, შემოგლიჯა ჭიშკარი. მწერალი უსუსურია სტიქიასთან ბრძოლაში, ის კვლავ მარტოა...

მეორე დილას, როგორც წესი, კაშკაშებს მზე. მწერალი იწყებს ქარიშხლისაგან გამომჟღავნებული სახლისა და ეზო-კარის ნაკლოვანებების გამოსწორებას – ღობე, კრამიტები, ჩამომტვრეული ტოტები, ჭიშკრის შეკეთება და წელამდე ბალახის გათიბვა...

მწერალი, ამ სულიერი ძვრის შემდეგ, ქალაქში ბრუნდება და ცდილობს, შეერწყას თავისი ჩვეული ცხოვრების რიტმს, ცდილობს წეროს, მაგრამ მისი ხელიდან ლექსების ნაცვლად გამოდის სხვა რაღაც... მწერალი იმდენად შეძრულია თავისი აკვიატებული ხილვებით, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოგონებებს გასცდა, რომ ცდილობს თვითმკურნალობას გამოცდილი მეთოდით, როცა იმდენს სვამდა, რომ,

222

Page 223: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

არათუ ის ავიწყდებოდა, რომ მწერალი იყო, არამედ, წყალს ატანდა თავის უკანასკნელ ადამიანობასაც. მწერალი ამაოდ ცდილობს, თავისი სულიერი მეტამორფოზა აქციოს წიგნად, ცდილობს, რაღაცეები მოიგონოს, მაგრამ არაფერი გამოსდის და ამბობს: – ხედავ, რა ყოფილა ეს პოეზია – ერთადერთი მართალი, რომელიც სრულიად ტყუილია...

რატომ არ ყაბულდება შემოქმედი თავის გენიას და არ შედგება მასზედ, რატომ არის გენიალური ასეთი ცუდი და აუტანელი?..

– ცუდი როა, ეს არ იციან!

ერთ დღესაც, ალკოჰოლით გადაქანცულ მწერალს ეწვევიან 8–10ისა და 14–15-ისა და აუწყებენ იმ ქარიშხლის დროს დედის საფლავზე წაქცეული ჯვრის ამბავს – მწერალი ხომ დედის საფლავის სანახავად არ დადის...

მწერალი მიდის მდინარის სათავეში, მთაზე, რომელსაც ხალხი დევების ნაბურთალს ეძახის, რომ უთვალავი დიდ-პატარა ლოდიდან ერთ-ერთი ამოარჩიოს და დედის საფლავზე დადოს. მაგრამ აღმოჩნდება, რომ ლოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა და მანქანაში უნდა ჩაედო, ძალზე მძიმეა... მწერალი წვალობს, ოფლად იღვრება... ამასთანავე, მას არასოდეს უფიქრია, რომ ამდენი თანამგრძნობი ეყოლებოდა ირგვლივ – დილის მზე, შუადღის მზე, ცა, ვარსკვლავები, მთვარე... არასოდეს უგრძნია, რომ ვინმეს ოდესმე ეგულშემატკივრა მისთვის ბრძოლაში.

დაქანცული დავარდება ლოდთან... სიკვდილი მარტო იმიტომ არ უნდა, რომ სიმხდალე იქნებოდა დამცირებული სიკვდილი. ძილ-ბურანში პირქვე გდია ლოდთან, უღონოდ და უიმედოდ. ეს მისი საიდუმლოა, არ უნდა, ხალხი მიიხმაროს, თვითონ უნდა გააკეთოს, თვითონ უნდა დადოს ლოდი, მარტომ... ამ დროს მას ზურგზე ხელს დაადებს 8–10ისა: – წამოდი, მე ვიცი ხერხიო – ხელში უჭირავს მდინარისგან დიდი ხნის ნალოკი, ნარიყი კეტი და ეუბნება: – ლოდი ამ კეტით მივაგოროთ დაღმართამდე და თავქვეზე რომ არ დაგვიგორდეს, ყოველ მხრისქცევაზე ძირში ქვა შევუდოთ ხოლმეო. მაგრამ ლოდი ერთ ადგილზე იწყებს ბრუნავს და ხვდებიან, რომ მეორე კეტი სჭირდებათ. იშოვეს კიდევაც. სამწუხაროდ, უღელში როსტია და ობოლა არ ებნენ – მაგარი კამეჩები.

ამ დროს ტყიდან თითქოს კენტავრი გამოვიდაო, გამოჩნება 14–15-ისა... და სამივე ერთად ასწევენ ლოდს და დედის საფლავზე წაიღებენ.

რა უცნაური მზის ჩახჩახი იცის სასაფლაოზე!

დილით ჩიტების და მენახირეების ხმები აღვიძებს მწერალს. ახლა მას ყველაფერი ახარებს: ხედავს კუნელს და ასკილს, რომლებიც აქვე ამოსულა.. ყველაფერი სიხარულს გვრის და გრძნობს, რომ ბედნიერებას გემოს განწირულება აძლევს...

223

Page 224: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ამ წიგნს ჰყავს სამი ავტორი და სამი პერსონაჟი, რომლებიც, ისევ ვიმეორებთ, მწერლისთვის რეალურად ცოცხლდებიან...

8–10ისა და 14–15-ისასათან ერთად მწერალი აცოცხლებს თავის სოფელს, კუთხეს, ხალხს, რომელთა წინაპრებიც ოდესღაც ღმერთმა კავკასიის მწვერვალების ფხებზე სვილივით დათესა და ეს ქვეყნის მცველი ვაჟკაცები ამოიზარდნენ... 14–15-ისას პათეტიკას მწერალი სინამდვილეს აყოლებს და, ამგვარად, ჩაცუცქული მიწის პატარა გოროხზე, გამოისახება ოციოდე კომლისგან შემდგარი მეკომურების ქვეყანა...

საოცარია, უმაღლესი შემოქმედის საფარქვეშ, როგორ ეწვევა ჩვეულებრივ მჩხაპნელს იმისი ძალა, რომ შექმნას თავისი სამყარო და იფიქროს მის წესრიგზე? იქნებ, იმ უზენაეს შემოქმედსაც ასევე ჰქონდა დახატული სოფლისა და, უპირველესად კი, უბნის რუკა, იქნებ, ასეთივე დევიზები ჰქონდა ცაზე გაკრული?! იქნებ, ერთხელაც, ვინმეს გამო გაეფიქრა – ნეტა, ერთი დღე მქნა ადამიანადო!.. და გაიფიქრა თუ არა, გამოეთამაშა კიდევაც სიფრთხილედაკარგული მჩხაპნელი:

– დავიფიცებ, რომ ჩემს ნაწერში სისხლი არ იქნება წითლად აბიბინებული – ყველაზე საშინელი ფერი ხელოვნებაში, ენას რომ გაალოკინებს მკითხველს. არავის მოვკლავთ, არ ვაწამებთ, ჩვენს სინდისზე არ იქნება არც ერთი წვეთი ცრემლი, მოკლედ, იმდენ საფიქრალს არ გავუჩენთ მკითხველს, რისი ატანაც მას არ შეუძლია, მსუბუქად გადავაფრენთ ფურცლიდან ფურცელზე... ადამიანები ერთი ლუკმა პურისთვის და ერთი მრუდესახელურიანი ტაფისთვის ხოცავენ ერთმანეთს, მაგრამ ერიდებათ ამისი გამხელა და ეფარებიან იდეებს, ხალხებს, წარსულს და მომავალს... ჩვენ მოვიპატიჟებთ კაცს, რომელსაც აქვს ღირსებები და სიმარტოვე ვერ აუტანია, რადგან ღირსებებით ხალხში გასვლა სახიფათოა... ჩვენ ვეტყვით, მოდი... – მოდით, გავერთოთ ტრაგიკულ-წრფელ-მაიმუნურად, მოდით, ვწეროთ წყლებურ-პლასტიკურად. – ეს ნაწარმოები არ ივარგებს, თუ არ მიეცა, ერთადერთი, თავისი სახე..

– მოდი, ფრაგმენტებს შევაჩვიოთ ჩვენი მკითხველი. სინამდვილეში გაბმულად არაფერი ხდება. ყველაფერი ფრაგმენტებად მიმდინარეობს. მოდი, შევაყვაროთ, მოდი, შევაჩვიოთ, მოდი, დავარწმუნოთ ფრაგმენტებში. ვინ ტირის გაბმით? ყველა წამდაუწუმ იცრემლება. დღეს ყველაფერი თვალ-და-ისარმიმართულია. მხოლოდ ქარმა არ იცის თავისი სახელი.

მხოლოდ ბავშვები არიან წრფელები და დაუნდობლები, ჭუჭუბზეკიები, თვალდაუსვენრები, ყურდაცქვეტილები... და, მაინც, როგორ არ უბრაზდება მათ სამყარო და ყველაფერი როგორ მიეტევებათ...

დავუმალოთ ბავშვებს სიკვდილი! რადგან ირგვლივ სუყველა კვდება და ეს ძალზე სამარცხვინოა: ლამაზი კვდება, ჭკვიანი კვდება, სულელი კვდება, სუყველა კვდება... მე არ მინდა, რომ ასე იყოს, ვიღაც მაინც არ უნდა მოკვდეს!.. დაე, ღმერთმა მოგვცეს ამის ნიშანი, წინ დაგვიყენოს – კოჭლი მაინც, სულელი მაინც –

224

Page 225: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ვინც არ მოკვდება. ნუ კვდება წუთი, ნუ კვდება წამი, ნუ კვდება დღე... რა კარგია, რომ შეგიძლია თქვა ისეთი რამ, რაზეც არავინ გიპასუხებს, რადგან არც სიბრძნე გითქვამს და არც სიგიჟე. მხოლოდ ამიტომ გისმენენ და შენც მხოლოდ ამიტომ ლაპარაკობ!..

ბატონებო და ქალბატონებო!.. სიტყვა მხატვრულობისკენ რომ გაუხვევს, თავი ავიწყდება და არა მიზანი. გადაეცით მთელ მსოფლიოს, რომ არ დაღვარონ სისხლი. ყველა ერმა და ყველა ენამ უნდა იცოცხლოს, რომ ჩაცუცქული დედამიწა არ გადაქანდეს. დაე, დიდი ერები ნუ ჩაყლაპავენ პატარა ერებს, ვაითუ, რომელიმე აღმოჩნდეს ალმასისა... დიდთა ენებო, ნუ დაამცირებთ მცირეთა ენებს, ვაითუ, რომელიმე ღმერთს ეამებოდეს... ყველაზე ძნელია ადამიანობა. მოდი, გავხდეთ ადამიანი! ყველაზე ძნელია სიყვარული, ვცადოთ სიყვარული!

გაუმარჯოს სიყვარულს, ერთადერთ გრძნობას, რომელსაც მთლიანად ეძღვნება ადამიანი, გაუმარჯოს სიყვარულის კუნძულს, სადაც თვალახელილნი, ერთდროულად ბრმანიც არიან და ეძლევიან “ისა-ისას” ძველ და მარად ახალ ხელოვნებას. ვიტყვი ამას და ჩემი მოგებაც ის იქნება, რომ მსმენელები ვერ გაიგებენ, რადგან აქვს მწერალს იმის სადისტური ქვენა ზრახვა, რომ მკითხველმა მისი ვერ გაიგოს.

ადამიანის არსი და ადამიანის ცხოვრება განუწყვეტელ ურთიერთცდოზმოლებაშია და, ალბათ, ესეცაა ლიტერატურის წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი, თორემ, როგორც ოდესღაც მითოსურ კოლხეთში, ჩვენ დღესაც ვიგალობებდით მარტივ, რწმენით და ლირიზმით აღსავსე საგალობელს – მზე დედაა ჩემი, მთვარე – მამა ჩემი, ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი...

– ბატონებო და ქალბატონებო! ადამიანის მოდგმა დაუსაბამო წარსულიდან დაუსაბამო მომავლამდეა დედამიწის მკვიდრი. ერთი ადამიანი კი ერთი დღე-ღამის სტუმარია. შესაძლებელია, ამაზეცაა ეს საგალობელი... სტუმარს არ ავიწყდება მასპინძლის სახლი და იქ ნანახი სიზმრები.

– ახლა მე წავალ, – ამბობს სასმელმოკიდებული ნინა – და ამ ქვეყანას დავაფსამ, მერე შენც მოდი და თუ მოგინდა, შენც მიაფსი, თუკი რამე მშრალი გადამრჩა.. და ვიპყარ მეც ხელთ ლამპარი ზეაწვდილი და ვუნათებდი მთელ ზედაპირს დედამიწისას.…

...და ფსა და ფსა ნინამ... და რამდენი ფსა.. და უშვერდა თავს ჩაცუცქული დედამიწა, ცოდვილი, სადაც განუწყვეტლივ თოვს მტვერი და წიდა... …

და ვიდექ მე მაღალ მთას, დევების ნაბურთალს, საიდანაც ღვარებად ეშვებიან მყინვარები დნობის ჟამს და დიდდებიან მდინარეები. და მეჩვენებოდა, რომ ეს ქვეყანა განიბანა, შესაძლოა, განიწმინდა კიდევაც, მე კი არაფერი მქონდა დასამატებელი...

225

Page 226: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

მსოფლიო-დედამიწა უკვე ისე იყო დამბალი და გალუმპული, რომ მე მხოლოდ მოვუშვი ძლიერი ონკანი და ვისხი და ვისხი სახეზე წყალი.. გონებას დაუბრუნდა თითქოს სიფხიზელე, მსგავსად ნინას მიერ განბანილი დედამიწისა...

ვიდექი მე, დევების ნაბურთალზე... მე ვუნათებდი ლამპარს ნინას.. ვუყურებდი დამდნარ მყინვარებს, მთების ლაჯებში ჩამავალ წყლებს, შორეულ, აყვავებულ დედამიწას.

რამდენი ნიჭი ეკარგება ადამიანს აბსურდის ძიებაში. რა სასაცილოა, როცა მას ეძებენ სხვაგან. დილას რომ გავიღვიძეთ, ჩვენს მაგიდაზე დაწერილი წიგნი აღმოჩნდა, გავიკვირვეთ, წავიკითხეთ, მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, სხვებისთვისაც არ დაგვემალა. ავტორის სახელსა და გვარზე ვყარეთ კენჭი და, ვისაც შეხვდა, იმისი მოვაწერეთ.

წიგნი, თავისთავად არავისია. იგი არ არის არც ჩემი, არც ბავშვების – ერთის თუ მეორის, და...… დედაჩვენისაც კი არაა... უბრალოდ, წიგნია, რომელიც, რომ გავიღვიძეთ, გადაშლილი დაგვხვდა ჩვენს მაგიდაზე.

გვერდი იყო 58:

“ქალაქიდან დაბრუნებულ 14–15- წლისას სახლში ჩუმად მისვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამიტომ ნელა შეაღო ეზოს კარი და მოათვალიერა იქაობა, მოათვალიერა და, ვაშლთან, ბალახებში ჩამჯდარ 8–10ისას მოჰკრა თვალი. იქვე იჯდა, სადაც დედამისმა ბათინკი მოაზომა, არ გაინძრა, რომ რაიმე არ შეცვლილიყო. განა რა დიდხანს მოუწევდა ლოდინი, სულწასული კი არ იყო!.. ძალიან მალე მოვიდოდა დედა და იმ ბათინკსაც მოუტანდა და მეორესაც, მაგრამ რომ განძრეულიყო, ვინ იცის!.. რომ ან გზაზე გასულიყო გასახედად, ან პურის მოსატეხად ასულიყო სახლში, შეიძლება ყველაფერი შეცვლილიყო. ეს ამბავი აქ მოხდა და აქ უნდა დალოდებოდა. არ უნდა განძრეულიყო, რომ რაიმე არ შეცვლილიყო. გაჩაჩხულ ფეხებს შორის რაღაც საქმე გაეჩინა და მთელი ყურადღება იქითკენ ჰქონდა, ჩიჩქნიდა რაღაცას და დრო გაჰყავდა დედის მოლოდინში. 14–15-ისას შეებრალა: გეგონება, ობოლი დაუსვამთო. ობოლი ხომ სულ ვიღაცის დაბრუნებას, სულ რაღაცა სასწაულს ელის, ამიტომაც ჩუმად უნდა შეხვიდე ეზოში, როცა არც სასწაული შეგიძლია და არც წითელი ბათინკები გიჭირავს ხელში.

ბათინკების გაფიქრებაზე 8–10ისა მოტრიალდა და სევდიანად დააკვირდა 14–15-ისას, თითქოს, სანდოა თუ არაო...”

ამაზე სულ მოუკვდა გული 14–15-ისას, ნაზად მიიკრა მკერდზე და, რაკი 8–10ისაც მიენდო, ჩაიხუტა, ყელი-ყელს გადააჭდო და დედის სუნი მიუვიდა... მიიკრა, მიიკრა და როცა ცრემლი ჩამოუვარდა თვალიდან და კრამიტის წვეთივით დაეცა 8–10ისას, ვეღარ გაუძლო სიმარტოვეს, სულში შეისვა და შემამჩნია მეც, აივნის ბოძს რომ ვიყავი მიყუდებული...

226

Page 227: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

14–15-ისას არც ალერსი დასჭირვებია და არც გულში ჩაკვრა, მან სრული შეგნებით ამოიარა კიბე, მოვიდა ჩემთან, წინ დამიდგა, ყელი ყელს მისწორა და კისერი კისერს და მითხრა:

– შენა ვარ!..

მე ზმუილი მომინდა, მაგრამ ვძლიე თავს და ვთქვი ადამიანთაებრ:

– მე ვარ!..

აემ წიგნისა წამკითხველნო,

ძველნო და ახალნო,

ცოდვა-მადლიანნო,

ქუდიან-უქუდონო, სათვალიანნო,

მაძღარ-მშიერნო სიტყვისათვისა:

კარი ღია გაქვთ, წიგნი გადაშლილი,

სანთელი დანთებული,

ყველანი შემოხვალთ,

ყველა დაეტევით,

სხვასაც ნუ გააბრუნებთ, შემოიპატიჟეთ.

ცუდი კარგად მოგეჩვენოთ, რიოში წმინდად,

რაც ჩვენ ვერ მოვიქონიეთ, ჩვენის უძლურებით,

თქვენ შემოუმატეთ თქვენის მონდომებით,

ცის ცვარი გადააწვდინეთ ხრიოკზე ნათესსა.

თვალში სინათლე მოგცეთ, ცნობისმოყვარება,

აუწყებდეთ აემ წიგნსა დიდ-პატარათა,

დობილ-ძმობილთა,

გონიერ-უგუნურთა, საზუგარდოებასა...

დამარქმევდეთ ბრძენსა, გონიერსა,

სიტყვამადლიანსა,

ყოველთა კითხვათა პასუხის მიმგებსა,227

Page 228: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ვინაითგან –

ზოგი კაცი მკითხავს – რა არის ღმერთი?

– უძეოს ძე და უბედოს ბედი.

ზოგი მკითხავს –ადამიანმა ვისთან იმეგობროს?

– ქალმა კაცთან და კაცმა ქალთან.

ზოგიერთი მკითხავს

– საფერხედ რომელი ცხენი სჯობსო,

დედალი თუ მამალი?

– ვეტყვი, დედალი სხაფრივაც ჯობია.

სხვასაც ბევრს ვეტყვი აემ წიგნის წამკითხველსა,

ხანი ბევრი მადევს ხემხვივანი ტყის წვერთავივითა...

სულ დედალ-მამლობით გამოვარჩევ, მთის წვერებიდან დაწყებული წყლის კენჭებამდე...

აემ წიგნის წამკითხველნო!

ჩიტი არ გაუშვებს გზაზე მარცვალსა,

არაფერი არის მთვარის დაუნახავი,

თქვენც არა გაგცდებათ რა, არა გამოგრჩებათ რა,

ზღვის და გორის ტოლად გეჩვენოთ ეს ჩემი ნაწერი,

სადაც სამ პურობდეთ, სადაც სამ ჟამობდეთ,

ცოდვიანნი ნანობდეთ, მადლიანნი ხარობდეთ,

სულსამც ეწამლება თქვენსას ჩემი ნაწერი,

თქვენდა სახმარად იყოს, თქვენდა გასაგონად

ჩემი ენით ნათქვამი, ჩემი ხელით ნაქნარი,

თვალით დანახული, ყურით გაგონილი

აიმ მთათა თავისათა, აიმ წყალთა თავისათა

წაიღონ და წამოიღონ ეს ჩემი სიტყვა,

228

Page 229: ƒ®არანაული... · Web viewმე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის

ეს ჩემი ნათქვამი.

კაი გაფიქრებინოთ, კაი გათქმევინოთ,

კარის მეზობლებისთვის,

რძალ-მაზლისათვის, ქალ-სიძისათვის, ამხანაგებისთვის,

სადაც ვინ შეგხვდებათ, სადაც სამ გაივლით,

დადგებით, დაჯდებით, იფხიზლებთ, იძინებთ,

ნუ მომიწყენთ, ნუ მომიძულებთ,

აემ წიგნის წამკიხთველნო,

თქვენამცა გფარავდეთ

ჯვარი ხახმატისა,

ჯვარი კარატისა და ანატორისა –

რჯულიან-ურჯულოთა, მარცხ-ფათერაკიანთა

და სულით სნეულთა სალოცავები!

229