მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი...

8
7 ივნისი, პარასკევი 2013 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 21 (544) www.chkh.org 25 ივლისს ხარაგაულში სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება მალე განისაზღვრება, უახლოეს მომავალში აშენდება თუ არა რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთზე ავტობანი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულში შვიდი პროექტი დაფინანსდება ამერიკელი მოხალისეების მორიგი სტუმრობა ბორში საღანძილეში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა დავით ნარმანია: „ძალაშია სამი მთავარი პრინციპი - გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ხარისხი” ხარაგაული- ჩუმათელეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს საკრებულომ ორი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა 2 გვ. 3 გვ. 3 გვ. 8 გვ. 6 გვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. შპს „ადითი” ხარაგაულის თანამშრომლები საავადმყოფოს სახელმწიფოზე გადაცემას ამჯობინებენ 2 გვ. დღეს ნომერშია წელიწადნახევარია, რაც ხა- რაგაულის ისტორიულ მუზეუმში პროექტი „დიდი წინაპრები“ ხორ- ციელდება. პროექტის იდეა ნიკო მაჭავარიანს მეგობრულ წრეში მისთვის საინტერესო ისტორიულ თემებზე საუბრისას გაუჩნდა - „ხში- რად მეუბნებოდა ირინე ჩხეიძე, კარგი იქნება, ამ საუბრებს სისტე- მურ ხასიათს თუ მისცემო.“ ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების წარმოჩენით, 2012 წლის იანვრიდან, დაიწ - ყო პროექტის „დიდი წინაპრები“ განხორციელება. ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე საუბარს გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის შეფასება მოჰყვა. დავით კლდიაშვილი და მისი შემოქმედება პროექტის მონაწილეებმა მის მშობლიურ სიმონეთში გაიხსენეს. უდიდესი მოწონება დაიმსახურა მართლაც დიდებული წინაპრის - ექვთიმე თაყაიშვილის შეუფასებელი ღვაწ- ლის წარმოჩენამ. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობასა და სამშობლოსათვის ბრძოლაზე ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმ- ში (დირექტორი ნინო დიდიძე) გაიმართა საინტერესო საუბარი. კონსტანტინე გამსახურდიას ნა- წარმოების „დავით აღმაშენებლის“ შესახებ ლექცია-საუბარი ქუთაისში, გელათის აკადემიაში მოისმინეს პროექტ „დიდი წინაპრების“ მსმე- ნელებმა. სახელოვან წინაპართაგან ერთ- ერთის გამორჩევა ხშირად კონკ- რეტულ თარიღს უკავშირდება. თუმცა, პიროვნებების გარდა, ნიკო მაჭავარიანი საუბრებს ის- ტორიულ ეპოქებსა და ეპოქალურ პრობლემებზეც გვთავაზობს. ასე ჩამოყალიბდა თემა „მე-19 საუკუ- ნის ეროვნული კატასტროფა და ჩინ-მედლებზე გაყიდული ქვეყანა.“ პროექტში „დიდი წინაპრები“ სურვილისდამიხედვით ერთვე- ბიან ისტორიით, ლიტერატურით, სახელოვან წინაპართა შესახებ საინტერესო ფაქტების გაცნობით დაინტერესებული ახალგაზრდები და უფროსი თაობის ადამიანები. „რაც დრო გადის, მიადვილდება საუბრის მომზადება, - ამბობს ნიკო მაჭავარიანი, - პროექტს ღირსებას სძენს სიბრძნის სიყვარული. ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც ვსაუბრობ, გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე და ამით ძალიან ამაღ- ლებულები არიან. მიხარია, ახალ- გაზრდებთან ერთად ჩემი თაობის ადამიანებიც რომ გამონახავენ ხოლმე დროს და გვესწრებიან. 5 ივნისს პროექტის „დიდი წინაპრები“ ფარგლებში საუბარი თემაზე „მერაბ კოსტავა“ თბილის- ში, მთაწმინდის პანთეონში, მერაბ კოსტავას საფლავთან გაიმართა. ხარაგაულის ისტორიული მუზე- უმის თანამშრომლებმა და დაინ- ტერესებულმა ხარაგაულელებმა პატივი მიაგეს დიდ წინაპართა, მათ შორის ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას ხსოვნას. ნიკო მაჭავარიანი სამომავლოდ აპირებს უფროსკლასელთათვის კლუბის შექმნას და ახალგაზრდე- ბის კიდევ უფრო დაინტერესებას სახელოვანი წინაპრებით. ივნისში ამ პროექტის ფარგ- ლებში საბჭოთა კავშირის გმირის, ხარაგაულელი დავით ბაქრაძის, გმირობის ამბებს გავეცნობით. ლაურა გოგოლაძე ფოტოზე: მერაბ კოსტავას საფლავზე პროექტით „დიდი წი- ნაპრები“ მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი წინაპრები“ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალე- ობის შემსრულებელმა მამუკა ჭიპაშ- ვილმა 30 მაისს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა განათლების სამინისტროს. მამუკა ჭიპაშვილის თხოვნა დაკმაყოფილდა. ხარაგაულის საგანმანათლებლო რე- სურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად რესურსცენტრის პედაგოგი დავით კიკნაძე დაინიშნა. რაც შეეხება ამავე თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის შედეგები ოფი- ციალურად გამოქვეყნდა, ეს შედეგი გაუქმდა და კონკურსის ხელახლა გამოცხადება იგეგმება. შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს ვებგ- ვერდზე 23 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსის თანამდებო- ბაზე, კონკურსის შედეგების მიხედვით, დავით კიკნაძე ინიშნებოდა. განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილმა ჩვენთან საუბარ- ში განაცხადა, რომ დავით კიკნაძის კონკურსში გამარჯვებულად გამო- ცხადება იყო ტექნიკური შეცდომა, რა- საც უარყოფს თავად დავით კიკნაძე: -23 მაისს გამოქვეყნდა ინფორ- მაცია ვებ-გვერდზე და მეორე დღეს განათლების სამინისტროს კადრების სამმართველოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ საბუთები უნდა მომეგ- როვებინა და ჩამებარებია. ვიკითხე, ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო თუ არა. მიპასუხეს, - თქვენ ინიშნებით რესურსცენტრის უფროსად და უნდა წარმოადგინოთ დოკუმენტაცია. 31 მაისიდან ან 1 ივნისიდან დაინიშნებიო. გავრცელდა ინფორმაცია, მანანა ბარბაქაძემ გაუკეთა რეკომენდაციაო. არ ვიცნობ საერთოდ ამ ქალბატონს. როგორ შეიძლება გლობირებდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ?! მე ვნახე სკოლის დირექტორებმა რომ გაამზადეს წერილი მინისტრის სახელზე. რეკომენდაცია იურიდიული დოკუმენტი არ არის. ეს კომისიამ შეიძ- ლება გაითვალისწინოს, შეიძლება - არა. რომ გაემართლებინათ უკანონო გადაწყვეტილება, მოიგონეს, თითქოს რეკომენდაცია მქონდა პარტიიდან. არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილ- ვარ და არც ახლა ვარ. მე აპოლიტი- კური ადამიანი ვარ. ბატონმა დავით ზურაბიშვილმა მითხ- რა პირდაპირ, რომ მან შეიტანა აპელა- ცია ჩემს წინააღმდეგ. კომისიის წევრებს ექვსი კანდიდატიდან ყველაზე მეტად თქვენ მოეწონეთ, მე არ დავეთანხმე კომისიის გადაწყვეტილებასო, - მითხრა. თუმცა, არგუმენტირებულად ვერ მიპასუ- ხა, თუ რატომ იყო ჩემი წინააღმდეგი. საქმის კურსშია განათლების მინის- ტრი. მე ჩემ საქმეს ასე არ მივატოვებ. ეს ჩემთვის ღირსების საკითხია და არა სკამის დაკავების. რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დავით კიკნაძე დაინიშნა

Upload: others

Post on 13-Jul-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი წინაპრები“ · 7 ივნისი, პარასკევი 2013 წ. №21 (544)

7 ივნისი, პარასკევი 2013 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№21 (544)

www.chkh.org

25 ივლისს ხარაგაულში

სარკინიგზო ხაზის

მშენებლობასთან

დაკავშირებით საჯარო

განხილვა

გაიმართება

მალე განისაზღვრება,

უახლოეს მომავალში

აშენდება თუ არა

რიკოთი-ზესტაფონის

მონაკვეთზე

ავტობანი

რეგიონებში

განსახორციელებელი

პროექტების ფონდიდან

ხარაგაულში შვიდი

პროექტი

დაფინანსდება

ამერიკელი

მოხალისეების მორიგი

სტუმრობა

ბორში

საღანძილეში

მსხვილფეხა რქოსანი

პირუტყვის ცოფის

შემთხვევა

დაფიქსირდა

დავით ნარმანია:

„ძალაშია სამი

მთავარი პრინციპი

- გამჭვირვალობა,

ეფექტიანობა

და ხარისხი”

ხარაგაული-

ჩუმათელეთის გზის

მშენებლობასთან

დაკავშირებით

მოლაპარაკება

მიმდინარეობს

საკრებულომ ორი

ახალი ა(ა)იპ

დააფუძნა

2 გვ.

3 გვ.

3 გვ.

8 გვ.

6 გვ.

2 გვ.

3 გვ.

4 გვ.

შპს „ადითი” ხარაგაულის თანამშრომლები საავადმყოფოს სახელმწიფოზე გადაცემას ამჯობინებენ

2 გვ.

დღეს ნომერშია

წელიწადნახევარია, რაც ხა-რაგაულის ისტორიულ მუზეუმში პროექტი „დიდი წინაპრები“ ხორ-ციელდება. პროექტის იდეა ნიკო მაჭავარიანს მეგობრულ წრეში მისთვის საინტერესო ისტორიულ თემებზე საუბრისას გაუჩნდა - „ხში-რად მეუბნებოდა ირინე ჩხეიძე, კარგი იქნება, ამ საუბრებს სისტე-მურ ხასიათს თუ მისცემო.“

ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების წარმოჩენით, 2012 წლის იანვრიდან, დაიწ-ყო პროექტის „დიდი წინაპრები“ განხორციელება. ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე საუბარს გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის შეფასება მოჰყვა. დავით კლდიაშვილი და მისი შემოქმედება პროექტის მონაწილეებმა მის მშობლიურ სიმონეთში გაიხსენეს. უდიდესი მოწონება დაიმსახურა მართლაც

დიდებული წინაპრის - ექვთიმე თაყაიშვილის შეუფასებელი ღვაწ-ლის წარმოჩენამ. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობასა და სამშობლოსათვის ბრძოლაზე ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმ-ში (დირექტორი ნინო დიდიძე) გაიმართა საინტერესო საუბარი. კონსტანტინე გამსახურდიას ნა-წარმოების „დავით აღმაშენებლის“ შესახებ ლექცია-საუბარი ქუთაისში, გელათის აკადემიაში მოისმინეს პროექტ „დიდი წინაპრების“ მსმე-ნელებმა.

სახელოვან წინაპართაგან ერთ-ერთის გამორჩევა ხშირად კონკ-რეტულ თარიღს უკავშირდება. თუმცა, პიროვნებების გარდა, ნიკო მაჭავარიანი საუბრებს ის-ტორიულ ეპოქებსა და ეპოქალურ პრობლემებზეც გვთავაზობს. ასე ჩამოყალიბდა თემა „მე-19 საუკუ-

ნის ეროვნული კატასტროფა და ჩინ-მედლებზე გაყიდული ქვეყანა.“

პროექტში „დიდი წინაპრები“ სურვილისდამიხედვით ერთვე-ბიან ისტორიით, ლიტერატურით, სახელოვან წინაპართა შესახებ საინტერესო ფაქტების გაცნობით დაინტერესებული ახალგაზრდები და უფროსი თაობის ადამიანები. „რაც დრო გადის, მიადვილდება საუბრის მომზადება, - ამბობს ნიკო მაჭავარიანი, - პროექტს ღირსებას სძენს სიბრძნის სიყვარული.

ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც ვსაუბრობ, გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე და ამით ძალიან ამაღ-ლებულები არიან. მიხარია, ახალ-გაზრდებთან ერთად ჩემი თაობის ადამიანებიც რომ გამონახავენ ხოლმე დროს და გვესწრებიან.

5 ივნისს პროექტის „დიდი წინაპრები“ ფარგლებში საუბარი

თემაზე „მერაბ კოსტავა“ თბილის-ში, მთაწმინდის პანთეონში, მერაბ კოსტავას საფლავთან გაიმართა. ხარაგაულის ისტორიული მუზე-უმის თანამშრომლებმა და დაინ-ტერესებულმა ხარაგაულელებმა პატივი მიაგეს დიდ წინაპართა, მათ შორის ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას ხსოვნას.

ნიკო მაჭავარიანი სამომავლოდ აპირებს უფროსკლასელთათვის კლუბის შექმნას და ახალგაზრდე-ბის კიდევ უფრო დაინტერესებას სახელოვანი წინაპრებით.

ივნისში ამ პროექტის ფარგ-ლებში საბჭოთა კავშირის გმირის, ხარაგაულელი დავით ბაქრაძის, გმირობის ამბებს გავეცნობით.

ლაურა გოგოლაძეფოტოზე: მერაბ კოსტავას

საფლავზე პროექტით „დიდი წი-ნაპრები“

მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი წინაპრები“

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალე-ობის შემსრულებელმა მამუკა ჭიპაშ-ვილმა 30 მაისს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა განათლების სამინისტროს. მამუკა ჭიპაშვილის თხოვნა დაკმაყოფილდა. ხარაგაულის საგანმანათლებლო რე-სურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად რესურსცენტრის პედაგოგი დავით კიკნაძე დაინიშნა.

რაც შეეხება ამავე თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის შედეგები ოფი-ციალურად გამოქვეყნდა, ეს შედეგი გაუქმდა და კონკურსის ხელახლა გამოცხადება იგეგმება. შეგახსენებთ,

რომ განათლების სამინისტროს ვებგ-ვერდზე 23 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსის თანამდებო-ბაზე, კონკურსის შედეგების მიხედვით, დავით კიკნაძე ინიშნებოდა.

განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილმა ჩვენთან საუბარ-ში განაცხადა, რომ დავით კიკნაძის კონკურსში გამარჯვებულად გამო-ცხადება იყო ტექნიკური შეცდომა, რა-საც უარყოფს თავად დავით კიკნაძე:

-23 მაისს გამოქვეყნდა ინფორ-მაცია ვებ-გვერდზე და მეორე დღეს განათლების სამინისტროს კადრების სამმართველოდან დამირეკეს და მითხრეს, რომ საბუთები უნდა მომეგ-

როვებინა და ჩამებარებია. ვიკითხე, ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო თუ არა. მიპასუხეს, - თქვენ ინიშნებით რესურსცენტრის უფროსად და უნდა წარმოადგინოთ დოკუმენტაცია. 31 მაისიდან ან 1 ივნისიდან დაინიშნებიო.

გავრცელდა ინფორმაცია, მანანა ბარბაქაძემ გაუკეთა რეკომენდაციაო. არ ვიცნობ საერთოდ ამ ქალბატონს. როგორ შეიძლება გლობირებდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ?!

მე ვნახე სკოლის დირექტორებმა რომ გაამზადეს წერილი მინისტრის სახელზე. რეკომენდაცია იურიდიული დოკუმენტი არ არის. ეს კომისიამ შეიძ-ლება გაითვალისწინოს, შეიძლება - არა.

რომ გაემართლებინათ უკანონო

გადაწყვეტილება, მოიგონეს, თითქოს რეკომენდაცია მქონდა პარტიიდან. არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილ-ვარ და არც ახლა ვარ. მე აპოლიტი-კური ადამიანი ვარ.

ბატონმა დავით ზურაბიშვილმა მითხ-რა პირდაპირ, რომ მან შეიტანა აპელა-ცია ჩემს წინააღმდეგ. კომისიის წევრებს ექვსი კანდიდატიდან ყველაზე მეტად თქვენ მოეწონეთ, მე არ დავეთანხმე კომისიის გადაწყვეტილებასო, - მითხრა. თუმცა, არგუმენტირებულად ვერ მიპასუ-ხა, თუ რატომ იყო ჩემი წინააღმდეგი.

საქმის კურსშია განათლების მინის-ტრი. მე ჩემ საქმეს ასე არ მივატოვებ. ეს ჩემთვის ღირსების საკითხია და არა სკამის დაკავების.

რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დავით კიკნაძე დაინიშნა

Page 2: მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი წინაპრები“ · 7 ივნისი, პარასკევი 2013 წ. №21 (544)

2 xtvb [fhfufekb 7 ივნისი, 2013 წ.

4 ივნისს საქართველოს პარ-ლამენტის ხარაგაულის მაჟორი-ტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენ-ტრისა და შპს „ადითი“ ხარაგა-ულის საავადმყოფოში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. ის რამდენიმე სამთავრობო კომისიის წევრია და აქტიურად თანამშრომ-ლობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან.

„რას თვლით თქვენს საქმიანო-ბაში უმთავრეს პრობლემად, რა უნდა გამოსწორდეს და როგორ. უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ვხედავ, რომ შენობა სავალალო მადგომარეობაშია,“ - მიმართა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომ-ლებს დეპუტატმა.

ცენტრის დირექტორის, ალექ-სანდრე ბარბაქაძის ინფორმა-ციით, მათი ძირითადი საქმიანობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინან-სდება. ხელშეკრულებით ეძლევათ გარკვეული ხარჯი პროფილაქტი-კური აცრების მონიტორინგისთვის. „ხელფასები მინიმალურია, ხელზე 260 ლარს იღებს ექიმი. შენობა საშინელ მდგომარეობაშია. თანამ-შრომლები გაუსაძლის პირობებში არიან ზამთარ-ზაფხულ. არ გვაქვს სველი წერტილები,“ - აღნიშნა ალექსანდრე ბარბაქაძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წელს 58 ათასი ლარით ფინანსდება, რაც არასაკმარისია საქმიანობის სრულყოფილად გან-ხორციელებისთვის. ალექსანდრე ბარბაქაძის თქმით, ბიუჯეტის ორი პროცენტი უნდა იხარჯებოდეს ჯან-დაცვაზე. ხარაგაულში თუ ჯანდაც-ვის დაფინანსება მუნიციპალიტე-ტის ბიუჯეტის ერთ პროცენტამდე გაიზრდება, ცენტრი 95 ათას ლარს მიიღებს. ეს თანხა აუცილებელია ჯანდაცვის ცენტრის მუშაობისთვის.

„ტრანსპორტი არ გვყავს და

ხშირად ფეხით დადის ეპიდემი-ოლოგი. არ გვაქვს ხარჯი, რომ მგზავრობის თანხა ავუნაზღაუროთ, - ამბობს ალექსანდრე ბარბაქაძე, - ინფექციის შემთხვევა რომ დაფიქ-სირდება, უნდა გამოიკვლიო კერა და კონტაქტები. ნადაბურში იყო ეპიდემიოლოგი გუშინ, ხვალ ისევ წასასვლელია, რადგან წითელას ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხან ფეხით, ხან ვიღაცის ნაცნობობით ვსარგებლობთ.“

„ყველა ჩვენგანის ბრალია, რომ ვიტანთ ისეთ რამეს, რასაც არ უნდა ვიტანდეთ. უბანზე ერთი გასვლით ოთხი-ხუთი საქმის ერთდროულად გაკეთება წარმოუდგენელია. ყვე-ლა მივდივართ ერთად - პარა-ზიტოლოგი, პროფილაქტიკის ექიმი, იმუნიზაციის მონიტორინგის ჯგუფი, ეპიდემიოლოგი. კერებში სიარულისთვის არანაირი პირობა არ არსებობს. ჩემი პასუხისმგებ-ლობაა ეპიდზედამხედველობა. მეზობელ მუნიციპალიტეტებთან სასაზღვრო სოფლებში ხშირია წითელას შემთხვევები, ცოფიან ცხოველთა სავარაუდო კონტაქ-ტები. ამას გადაადგილება, ნახვა სჭირდება. სამუშაო გვემატება და პირობები გაუსაძლისია. იმის ფული არ გვაქვს, რომ სახელმწი-ფო ტრანსპორტით ვიმგზავროთ. ეპიდემიოლოგიაში საქმე ადგილ-ზე მიუსვლელად ვერ მოგვარდება და თუ ვინმე აგვარებს, მითხრას,“ - აღნიშნა შეხვედრაზე ეპიდემი-ოლოგმა გულნაზი ვეფხვაძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ითხოვს ნორმალურ შე-ნობას. როგორც ალექსანდრე ბარბაქაძე ამბობს, მას პოლიციის ყოფილ შენობას დაჰპირდნენ, მაგ-რამ ჯერჯერობით ვერაფერს მიაღ-წია. ქონების გადმოცემის საკითხში მან დახმარება ნოდარ ებანოიძეს სთხოვა. „ოპერატიულად უნდა გადავიდეთ იმ შენობაში, თორემ ის

უპატრონოდ არის მიტოვებული და დროთა განმავლობაში უვარგისი გახდება. ჯანდაცვის ცენტრში არ არის წყალი და ტუალეტი. სირცხვი-ლია, რომ ასეთი დამსახურებული ექიმები ასეთ პირობებში მუშაობენ,“ - ამბობს ალექსანდრე ბარბაქაძე.

„მადლობას გიხდით, რომ პრობლემები გამაგებინეთ. შე-ნობაში გადასვლის საკითხში მოგეხმარებით, - მიმართა ჯან-დაცვის ცენტრის თანამშრომლებს ნოდარ ებანოიძემ, - ისე უცნაური რამეა, გუშინ ახალი ა(ა)იპ-ი შექმ-ნა საკრებულომ შიდა ტურიზმისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის. მე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, რომ ტურიზმის განვითარება ცენტრალური ხელი-სუფლების საქმეა, ხოლო სპორ-ტულ ღონისძიებებს ხარაგაულში ორი სამსახური კურირებს.

თქვენ ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოთ. ხელფასებსაც გადა-ვავლე თვალი და მცირეა ანაზ-ღაურება. ხელშეკრულებით რომ მიიღეს გამგეობაში ხალხი და მაგიდები და სკამები რომ არ აქვთ, ისინი იღებენ 450 ლარს. ამ თემებ-ზე უნდა ვილაპარაკოთ ყველამ.“

ნოდარ ებანოიძემ ბიუროს წარმომადგენლებს დაავალა, რომ დაამუშაონ ჯანდაცვის პრობლე-მები და მიმართონ საკრებულოს. „ყველა დავარწმუნოთ, რომ აუცი-ლებელია ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსება. მნიშვნელობების მიხედვით უნდა დაიგეგმოს ყვე-ლაფერი. ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის ბიუჯეტი არ არის ძალიან დიდი, მაგრამ მანქანა რომ იქირაოთ, ამის მინიმალური ხარჯები უნდა გქონდეთ. ხარაგა-ულის ბიუჯეტში დაუგეგმავი თანხა შემოვიდა რკინიგზიდან. ყოველ ასეთ ახალ ფულს უნდა დავახვედ-როთ პროექტები. მოგვეხმარეთ, რომ კვალიფიციურად დავსვათ

ეს საკითხი,“ - დასძინა შეხვედრის ბოლოს ნოდარ ებანოიძემ.

შპს „ადითი“ ხარაგაულის საავადმყოფოს წინაშე არ-

სებულ პრობლემებს მთავრო-ბის განკარგულებით შექმნილი კომისია განიხილავს, რომელიც სამედიცინო პროფილის დაწესე-ბულებათა დატვირთვისა და ამ დაწესებულებების ფუნქციონირე-ბასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებს შეისწავლის. კომი-სიას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. ამ კომისიის წევრია პარლამენტარი ნოდარ ებანოიძე. „როგორც კო-მისიის სხდომებზე გაირკვა, შპს „ადითთან“ დაკავშირებული სა-კითხები ყველაზე მძიმეა, - აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ ხარაგაულის სა-ავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე, - მინისტრი ძალიან მკაცრად მოითხოვდა ხელშეკრუ-ლების დაუყოვნებლივ შეწყვეტას შპს „ადითთან.“ ხელშეკრულების პირობებით შპს „ადითის“ მხრი-დან პასუხისმგებლობა ნაკლებია. შეიძლება მას აწყობდეს კიდეც ხელშეკრულების ჩაშლა, რადგან საკმაოდ მსხვილ კომპენსაციას მიიღებს სახელმწიფოსგან. ამ კო-მისიის წევრმა, იუსტიციის მინისტ-რმა თეა წულუკიანმა დაივალა გაარკვიოს, ხელშეკრულების საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებისას მოგების რა შანსი აქვს სახელმწიფოს. ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია ასეთია, რომ სახელმწიფომ დაიბრუნოს შპს „ადითზე“ გადაცემული ობიექტები.“

17 მაისს პარლამენტში შეიკრი-ბენ იმ მუნიციპალიტეტების მაჟორი-ტარი დეპუტატები, სადაც საავადმ-ყოფოს მფლობელია შპს „ადითი.“ მათ შეიმუშავეს ერთობლივი წერი-ლობითი მიმართვა ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებისადმი.

როგორც წერილშია აღნიშ-

ნული, დეპუტატებმა არადამაკ-მაყოფილებლად შეაფასეს შპს „ადითის“ საქმიანობა, რაც პირ-დაპირპროპორციულია რიგ მუნი-ციპალურ ცენტრებში ათეულობით სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების უკმაყოფილებისა; არაკეთილსინდისიერად და არა-ჯეროვნად სრულდება ხელშეკ-რულების პირობები, ხოლო ვალ-დებულების დამრღვევ მხარეზე დღემდე არ არის გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინე-ბული საჯარიმო სანქციები.

დეპუტატები ითხოვენ შპს „ადი-თისგან“, რომ კომპანიაში დასაქ-მებულთა სახელფასო დავალი-ანება 2013 წლის 29 ივნისამდე დაიფაროს სრულად. ამავე დროს კომპანიამ უახლოეს ხანში უნდა წა-რადგინოს დასაბუთებული გეგმა, თუ რა გზით აპირებს საავადმყო-ფოების ხელშეკრულებით გათ-ვალისწინებულ რეკონსტრუქციას 2013 წლის ბოლომდე და რა სახის მყარი გარანტია იქნება წარმო-დგენილი მისი შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი ზიანის ასანაზღაურებლად.

როგორც დეპუტატები წერილში აღნიშნავენ, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება განიხილონ შპს „ადით-თან“ ხელშეკრულების გაგრძელე-ბის საკითხი.

„დარწმუნებული ვარ, სიახლე თქვენთან აუცილებლად იქნება და ისე სულელურად აღარ გააგ-რძელებენ ხელშეკრულებას და თუ გაგრძელდება, აუცილებლად თქვენთვის უკეთესი პირობებით,“ - მიმართა საავადმყოფოს თანამშ-რომლებს ნოდარ ებანოიძემ.

თავის მხრივ შპს „ადითი“ ხა-რაგაულის თანამშრომლები სა-ავადმყოფოს სახელმწიფოზე გადმოცემას ამჯობინებენ.

ნინო კაპანაძე

შპს „ადითი“ ხარაგაულის თანამშრომლები საავადმყოფოს სახელმწიფოზე გადმოცემას ამჯობინებენ

5 ივნისს ხარაგაულში პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლალი სებისკვერაძის ორგანიზებით იმ მასწავლებ-ლებისთვის, რომლებიც პროფესიულ უნარ-ჩვევებს აბარებენ, ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი დამოუკიდებელი გაზეთის „ჩემი სკოლა“ მთავარმა რედაქტორმა, ტრე-ნერმა დოდო ანთიძემ ჩაატარა. „შევქმენით დამოუკიდებელი ტრენინგ-ცენტრი და ვეხმარებით პედაგოგებს. ვიწრო პროფილი გვაქვს არჩეული. პროფესიული უნარ-ჩვევების ტესტებში ერთ-ერთი რთული ნაწილია სიტუაციური ამოცანები. მას-წავლებელს მოეთხოვება ანალიტიკური აზროვნება და არგუმენტირება. პასუხები აგებული უნდა იყოს დავალებიდან გამომდინარე პრობლემის სწორად დანახვაზე, სტრატეგიის სწორად შემუშავებასა და აქტივობების სწორად გამოყენებაზე. მასწავ-ლებლებს ვასწავლით, რას მიაქციონ ყურადღება და რას არა, როგორ დაინახონ მთავარი და ძირითადი პრობლემა, ზოგჯერ ქვეტექსტშია მოცემული მთავარი საკითხი,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქალბატონმა დოდო ანთიძემ.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მზია გიგაური და წიფის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ფატი ღამბაშიძე მადლიერებას გამოხატავენ პროფკავშირების რაიონული ორგანიზაციის თავმჯ-დომარის, ლალი სებისკვერაძის მიმართ და ძალიან კმაყოფილები არიან ტრე-ნერის. „მართლა გვიჭირდა სიტაციური ამოცანები, დროული იყო ეს ტრენინგი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ტრენერი ისეთი მოტივირებულია, რომ დადებითად განვეწყვეთ გამოცდისადმი. მარტივი კუთხით დაგვანახა სიტუაციური ამოცანების ამოხსნის ხერხები. ვფიქრობთ, ბევრი რამ შევიძინეთ.“

„ტრენინგი ნაყოფიერი აღმოჩნდა“

2013 წლის 25 ივლისს, 14 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გეობის შენობაში (მისამართი: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა #15), გა-იმართება საქართველოს რკინიგზის „ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის“ სარ-კინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი, ახალი (სადგ. მოლითი - სადგ. ხაშური) სარკინიგზო ხაზის მოლითი-ზვარეს მონაკვეთის საპროექტო ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

დაგეგმილი საქმიანობის მიზანია, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკი-ნიგზო მაგისტრალის მოდერნიზაცია.

საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს დაგეგმილ საქმიანობასთან და-კავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება ექნებათ შემდეგ მისა-მართებზე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში – დაბა ხარაგაული,

9 აპრილის ქუჩა #15; სს „საქართველოს რკინიგზა“-ს ადმინისტრაციულ შენობაში - ქ. თბილისი,

თამარ მეფის გამზირი #15; შპს „გამა კონსალტინგი“-ს ოფისში – ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი

#17ა. ტელ: 8 (95) 59 52 55; 8 (95) 28 75 60.

საზოგადოებისაგან საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის ვადაა 2013 წლის 21 ივლისის 18 საათამდე.

სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაცია

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტის - „მთების ძახილი“ განხორციელებას. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მთიან რეგიონებში ღირსეულ მამულიშვილთა საღამოების გამართვა, კონკრეტულ რეგიონში ამ კუთხის გამოჩენილ ადამიან-თა ცხოვრების წარმოჩენა-პოპულარიზაცია (მაგალითად, გოდერძი ჩოხელის საღამოს გამართვა მის მშობლიურ დუშეთსა და ფასანაურში, ოტია იოსელიანის საღამოს გამართვა სვანეთში და ა.შ). გარდა ამისა, ადგილობრივი შემოქმედები-თი კოლექტივების აქტიურად ჩართვა ამ საღამოებში, პატრიოტული გრძნობების და შემოქმედებითი ნიჭის გაღვიძება ახალგაზრდებში. პროექტი ხორციელდება ივნის-ივლისის თვეებში. სულ გაიმართება ოთხი საღამო.

24–25 ივნისს, გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „ამ მიწის ბედი ჩემი ბედია“ გაიმარ-თება დუშეთსა და ფასანაურში (24 ივნისს დუშეთში, 25 ივნისს ფასანაურში). 20-24 ივლისს ლიტერატურული სპექტაკლები გაიმართება სვანეთში, მესტიაში, მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი „საქართველოს შიშველი სატევარი“ და ოტია იოსელიანის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო „ჩვენი ოტია.“ აღნიშნულ საღამოებში ჩართული იქნებიან ადგილობრივი შემოქმედებითიი კოლექტივები და შემოქმედი ადამიანები.

თეატრი ახორციელებს პროექტს „მთების ძახილი“

ყურადღება!

Page 3: მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი წინაპრები“ · 7 ივნისი, პარასკევი 2013 წ. №21 (544)

3xtvb [fhfufekb7 ივნისი, 2013 წ.

30 მაისს თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში,“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონული მედიის წარმო-მადგენლები რიგით მეორე შეხვედრაზე მიგვიწვია. შეხვედრაზე მინისტრმა დავით ნარმანიამ, მინისტრის მოადგილეებმა თენგიზ შერგელაშვილმა და შოთა მურღუ-ლიამ წარმოადგინეს 2013 წლის პირველი კვარტალის ანგარიში, რეგიონებში განსა-ხორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგ-ლებში განსახორციელებელი პროექტები რეგიონების მიხედვით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი, გაერთიანებული წყალმო-მარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი.

მინისტრმა დავით ნარმანიამ შეხვედ-რაზე აღნიშნა, რომ „კვლავ რჩება ძალაში სამი მთავარი პრინციპი - სამინისტროს საქ-მიანობის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და განხორციელებული პროექტების ხარისხი.“

მინისტრმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საშუალო ვადიანი ტიპის დოკუმენტზე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი-ნისტროს 2014-2017 წლების სტრატეგიაზე, სადაც საკმაოდ დეტალურად გაიწერება სამინისტროს ხედვები, მიდგომები, პროექ-ტები და მიმართულებები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში: „ვფიქრობ, ძალიან სერიოზული დოკუმენტია, სადაც მკაფიოდ გამოჩნდება ჩვენი ხედვები, საქმიანობის მიმართულებები და ის, თუ რას ვაპირებთ ჩვენ,“ - ამბობს დავით ნარმანია.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტ-რუქტურის სამინისტრო თვითმმართვე-ლობის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას შეეჭიდა. დავით ნარმანიამ რეგიონული მედიისგან მხარდაჭერის იმედი გამოთქვა: „ვიმედოვნებ, რომ თითოეულ ადამიანამდე გასაგები, მარტივი ენით მიიტანთ ინფორმა-ციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლე-ბა მოუტანოს მოქალაქეებს ამ რეფორმამ. ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ხალხს, რომ რეფორმას ვატარებთ არა რეფორმის-თვის, არამედ - მოქალაქეებისთვის. დღეს

რომ ძალიან ბევრ სოფელში არსებობს პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ გამგებელი „ზემოდან“ ნიშნავს სოფლის რწმუნებულს და მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს ნდობა ამ ადამიანის მიმართ, ამგ-ვარი საკითხებიდან დაწყებული, უფრო მეტი პროგრამებით დამთავრებული, პირველ დონეზე მოგვარდება და გადაწყდება.“

რეგიონული განვითარებისა და ინფ-რასტრუქტურის სამინისტრო ფინანს-

თა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ორი ფონდის ადმინისტრირებას - საქართ-ველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. „ჩვენს სამინისტროში არსე-ბობს შესაბამისი სახელმწიფო კომისია, სადაც წლის დასაწყისიდან ძალიან ბევრი პროექტი განვიხილეთ, - ამბობს მინისტრი დავით ნარმანია, - 1 800-ზე მეტი პროექტი შემოვიდა საქართველოს რეგიონებში გან-სახორციელებელი პროექტების ფონდში, სა-იდანაც 200 მილიონი ლარის დაფინანსების ფარგლებში 600-ზე მეტი პროექტი შეირჩა. ამ პროექტების აბსოლუტური უმეტესობა სოფლებში წყალმომარაგების საკითხებს და შიდამუნიციპალური გზების მოწესრიგებას ეხება. შემდგომ არის საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.

ორი კვირის წინ საქართველოს მთავრო-ბის სხდომაზე მთლიანად ყველა პროექტი განვიხილეთ. ადგილობრივ თვითმმართვე-ლობებს უკვე დაეგზავნათ დოკუმენტაცია და ისინი მუშაობენ კონტრაქტორებთან იმისათ-ვის, რომ დროულად დაიწყოს სამუშაოები.“

საქართველოს რეგიონული განვითარე-ბისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

მოადგილე შოთა მურღულიამ შეხვედ-რაზე, 2013 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის წარმოდგენისას, აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს ამბიციური მიდგომა - შარშანდელთან შედარებით 180 მილიონი ლარით მეტი ღირებულების ცენტრალური ინფრასტ-რუქტურა უნდა შევქმნათ.“ მანვე აღნიშნა, რომ „2013 წლის პირველ კვარტალში 36 პროცენტით მეტი ინფრასტრუქტურაა შექმ-ნილი, 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ეს საკმაოდ დიდი წინსვლა იყო. ზრდა საკმაოდ მაღალია. ძალიან ორგანიზებულად შევუდექით სამუშაოებს. წლევანდელმა ზამთარმა შედარებით კარგი პირობები მოგვცა, ვიდრე შარშანდელმა ზამთარმა. ფაქტიც სახეზეა.“

ლაურა გოგოლაძე

„ძალაშია სამი მთავარი პრინციპი - გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და ხარისხი“

2013 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამი-ნისტრო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტში დააფინანსებს შვიდ პროექტს, რომელთა საერთო ღირებულება 2 591 000 ლარს შეადგენს.

ეს პროექტებია:

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში საბავშვო ბაღის მშენებლობა - პროექ-ტის ღირებულებაა 80 000 ლარი;

2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მაქათუბანში ხიდის მშენებლობა - პროექტის ღირებულებაა 120 000 ლარი;

3. დაბა ხარაგაულში არსებული კინოთეატრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და ინვენ-ტარის შეძენა - პროექტის ღირებულებაა 120 000 ლარი;

4. დაბა ხარაგაულის ქუჩების: ელისო ჭიპაშვილის, სოლომონ მეფის ქუჩაზე მრავალბინი-ანი საცხოვრებელი ბინების N56(ბ) და N56(ა) მისასვლელის, გრიშაშვილის, ზაზა გლუნჩაძის, წერეთლის მე-2 და მე-3 ჩიხების რეაბილიტაცია - პროექტის ღირებულებაა 680 000 ლარი;

5. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები: დაბა ხარაგაულში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდვაკეში - პროექტის ღირებულებაა 100 000 ლარი;

6. ნაპირსამაგრი სამუშაოები დაბა ხარაგაულში, სოფლებში ისლარი, ხევი, ნადაბური, ხუნევი, ბორითსა და ნუნისში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება - პროექტის ღირებულებაა 960 000 ლარი;

7. კინოთეატრის შენობის რეაბილიტაცა - პროექტის ღირებულებაა 531 000 ლარი.

ეს ინფორმაცია გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან 30 მაისს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

რეგიონებში განსახორციელებელი

პროექტების ფონდიდან ხარაგაულში შვიდი პროექტი

დაფინანსდება

„გადაწყვეტილია ავტობანის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილამდე. რაც შეეხება რი-კოთი-ზესტაფონის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობის გაგრძელებას, ეს დამოკიდებული იქნება პროექტის ღირებულებაზე,“ - ეს ინფორმაცია საქართველოს რეგიონული განვი-თარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიასგან მივიღეთ.

„ამჟამად ავტობანის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს რუისი-აგარის მონაკვეთზე, - ამბობს შოთა მურღულია, - ივნისში გამოცხადდება ტენდერი ახალ მონაკ-ვეთზე აგარა-ზემო ოსიაურის მიმართულებით. არსებული გზისგან განსხვავებით გაივლის ეს გზა - სავარაუდოდ, ხაშურს მოექცევა ჩრდილოეთიდან. შემდეგ უკვე განისაზღვრება პროექტი რიკოთის გვირაბამდე.

მსოფლიო ბანკთან მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას. დაახლოებით შვიდი მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ განისაზღვროს, რიკოთი-ზესტაფონის მიმართულებით სად რამდენი ხიდი ან პატარა გვირაბია გასაკეთებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძვირი პროექტი და შეიძლება რამდენიმე დონორმა ერთად განახორციელოს. რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთი იქნება ბოლო და გაკეთდება მას შემდეგ, რაც ავტობანის სხვა მონაკვეთები აშენდება.

ჩვენ ვამბობთ - რომ არ იყოს კითხვა - გაკეთდება თუ არ გაკეთდება, ავდგეთ და ვნა-ხოთ, რა არის გასაკეთებელი. ავტობანის რიკოთის გვირაბამდე მშენებლობა უკვე გადა-წყვეტილია. რიკოთი-ზესტაფონის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა კი დამოკიდებული იქნება პროექტის ღირებულებაზე. ეს არის ძალიან რთული მონაკვეთი. მიგვაჩნია, რომ თუ ქვეყანას შესაძლებლობა ექნება, აუცილებლად უნდა შეიკრას ავტობანი.“

მალე განისაზღვრება, უახლოეს მომავალში აშენდება თუ არა რიკოთი-ზესტაფონის

მონაკვეთზე ავტობანი

ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით

მოლაპარაკება მიმდინარეობს„ძალიან მნიშვნელოვანია ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, - ამბობს რეგი-

ონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია, - ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. აზიის განვითარების ბანკი იმყოფებოდა ხარაგაულში. ჩვენ მას მივაწოდეთ ინფორმაცია და ვთხოვეთ, რომ ჩაატაროს პირველადი კვლევა, თუ რა არის გასაკეთებელი. ეს გზა აზიის განვითარების ბანკის დაფი-ნანსებით აშენდება. ეს არის წინასწარი მოლაპარაკება, თუმცა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ეს გზა. მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი, რომ ხარაგაული-ჩუმათელეთის გზა გაკეთდეს. ძვირადღირებული და გრძელი მონაკვეთია და ბიუჯეტიდან ვერ დაფინანსდება. ვფიქრობთ, აზიის განვითარების ბანკთან მოლაპარაკება დადებითად იქნება გადაწყვეტილი.“

Page 4: მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი წინაპრები“ · 7 ივნისი, პარასკევი 2013 წ. №21 (544)

4 xtvb [fhfufekb 7 ივნისი, 2013 წ.

3 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა განიხი-ლეს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში შესატანი ცვლილება. ცვლილების თანახმად, დეპუტატებს, რომლებიც საკრებულოში ანაზღაურებად თანამდებობაზე (კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე) არ მუ-შაობენ, უფლებამოსილების განსახორციელებ-ლად ხარჯები 150 ლარიდან 350 ლარამდე უნდა გაზრდოდათ.

გასულ კვირაში ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომებზე აღინიშნა, რომ ხარჯების ანაზღაურება, შესაძლოა, მოემატებიათ საკრე-ბულოს ყველა წევრისთვის.

„ვინც არაფერს აკეთებს და არ მუშაობს, მარტო იმან უნდა ჭამოს? აქ უამრავია ადამიანია მოსული, რომელსაც აინტერესებს ეს საკითხი, - რატომ იმატებთ ხელფასებს?“ - აღნიშნა საკ-რებულოს სხდომაზე მოსულმა პარტიის „ქარ-თული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძ-ღვანელმა მანანა ბარბაქაძემ. მასთან ერთად საკრებულოს სხდომათა დარბაზში რამდენიმე ათეული მოქალაქე შემოვიდა, რომლებიც, მანანა ბარბაქაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ანაზღაურების გაზრ-დის მოტივით დაინტერესდნენ.

„ვიმსჯელეთ საკრებულოში. აღმოჩნდა, რომ შვიდი დეპუტატია, რომელსაც არანაირი ანაზღაურებადი სამსახური არ გააჩნია. თავი-დან მხოლოდ ამ შვიდი დეპუტატისთვის ხარჯის გაზრდის საკითხზე ვფიქრობდით, თუმცა კანონი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვყოთ საერთოდ უმუშევარი დეპუტატი სხვა ანაზღა-ურებად სამსახურში დასაქმებულისგან. ამავე დროს, ვთქვათ, დეპუტატი, რომელიც მუშაობს მასწავლებლად, მუზეუმის დირექტორად, ექიმად ან სხვა თანამდებობაზე, ხელფასს იღებს იმ კონკ-რეტული სამუშაოს შესრულებისთვის,“ - აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს იურისტმა ინგა ლურსმანაშვილმა.

„მე პირადად მხარს დავუჭერდი, რომ ხარჯები მხოლოდ რიგით დეპუტატებს გაეზარ-დოს, თუმცა მათ უნდა გაააქტიურონ მუშაობა ამომრჩევლებთან, - განაცხადა საკრებულოს

სხდომაზე მყოფმა ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, - სხვათაშორის, ადრეც ვთქვი, რომ ხელფასის სახით კი არ უნდა იცემოდეს ეს თანხა, არამედ ხარჯის სახით. დე-პუტატებს უფლება აქვთ მიიღონ ანაზღაურება უფლებამოსილების განხორციელებისთვის დასაფარი ხარჯისთვის. ხარჯს აუცილებლად სჭირდება შესაბამისი დოკუმენტი. ამ საკითხზე აუდიტის სამსახურს სერიოზული შენიშვნები აქვს.“

საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხის განხილ-ვას კამათი მოჰყვა. სხდომაზე დამსწრე მოქალა-ქეები და რამდენიმე რწმუნებული აღნიშნავდა, რომ დეპუტატები არაფერს აკეთებენ, ამიტომ მათთვის ხარჯების გაზრდა არამართებულია. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ და სხდომაზე მყოფმა მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა საკრე-ბულოს სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე დატოვა.

საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ კენჭისყ-რაზე დაეყენებინათ ორივე საკითხი: ანაზღაურე-ბის უკლებლივ ყველა დეპუტატისთვის გაზრ-დისა და ბიუროს წევრების გარდა დანარჩენი დეპუტატებისთვის ხარჯების გაზრდის.

„ყველა დეპუტატმა რომ მოვიმატოთ ხელფა-სი, საზოგადოების აზრს ვითვალისწინებთ? 20 ათასი ლარიც რომ მომცეთ ანაზღაურება, მე მაგ წინადადებას მხარს არ დავუჭერ,“ - განაცხადა საკრებულოს ბიუროს წევრმა, ბორითის მაჟო-რიტარმა დეპუტატმა თემურ გამცემლიძემ.

საკრებულოს აპარატის უფროსმა ლენა კა-ლანდაძემ დეპუტატებს სხვა მუნიციპალიტეტე-ბის გამოცდილება გააცნო. მისი თქმით, ხარჯები მოემატათ მხოლოდ იმ დეპუტატებს, რომლებიც საკრებულოში ანაზღაურებად თანამდებობაზე არ მუშაობენ.

საბოლოოდ, საკრებულოს წევრთა გადა-წყვეტლებით, საკრებულოს წევრების უფლე-ბამოსილების განხორციელებასთან დაკავ-შირებული ხარჯები ბიუროს წევრების გარდა (საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეები), ყველა დეპუტატს გაეზარდა.

ნინო კაპანაძე

საკრებულოს დეპუტატებს, ბიუროს წევრების გარდა, უფლებამოსილების

განსახორციელებლად ხარჯები 350 ლარამდე გაეზარდათ

ზვარეს ტერიტორიული ორგანოს სოფელ ჩრდილის კაუთის უბანში მცხოვრები ლევან გოგნაძე ამბობს, რომ მათი საუბნო გზა მძიმე მდგომარეობაშია. მისი განცხადებით, მესამე წელია, რაც ამ გზის შეკეთებას ითხოვს. უბან-ში ხუთი მოსახლეა, მაგრამ ამ მოკლე გზით სარგებლობს სხვა სოფლებში მიმავალი მო-სახლეობა. როგორც ლევან გოგნაძე ამბობს, წვიმიან ამინდში გზაზე გავლა შეუძლებელია და მეზობლების ეზოთი სარგებლობს, სახ-ლამდე რომ მიაღწიოს. „დედა გარდამეცვალა და ძლივს ჩავატარეთ მიცვალებული გზაზე. ბოლოსდაბოლოს დაადგეს საშველი ამ გზის გაკეთებას. შარშან დაგვპირდნენ და მერე თქვეს, თანხები არ გვყოფნისო. მითხარით, როდის შეკეთდება ჩვენი უბნის გზა?“ - იკითხა საკრებულოს სხდომაზე მოსულმა მოქალაქემ.

საკრებულოს თავმჯდომარის აკაკი მაჭავა-რიანისა და ზვარის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ მაღლაკელიძის განმარტებით, „სოფ-ლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში

სოფელ ჩრდილის მოსახლეობას არც ერთ-ხელ არ აურჩევია კაუთის უბანში გზის შეკეთება.

ლევან გოგნაძე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ ამბობს, რომ მოსახლე-ობის კრების ჩატარების დროსა და ადგილს, „ვინც თავად უნდათ, იმას აგებინებენ.“ იგი ამავე დროს წინა წლებში ამ პროგრამით შესრულე-ბული სამუშაოების ხარისხით უკმაყოფილოა.

თემურ მაღლაკელიძის თქმით, ჩრდილის მოსახლეობამ წელს პრიორიტეტად სარიტუ-ალო დარბაზისა და სასაფლაოს მოწყობა, ასევე გზის შეკეთება გადაწყვიტა. თუ თანხა მორჩება, შეიძლება მერე დაიხარჯოს კაუთის უბანზე.

საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავა-რიანის თქმით, რადგან კაუთის უბნის მოსახ-ლეობა დიდი ხანია გზის შეკეთებას ითხოვს, დეპუტატმა და რწმუნებულმა უნდა გააკეთონ ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი, წარად-გინონ საკრებულოში და გამოძებნიან თანხას საუბნო გზის შესაკეთებლად.

ნინო კაპანაძე

სოფელ ჩრდილის კაუთის უბანში გზა სასწრაფოდ შესაკეთებელია

ხარაგაულის მუნციპალიტეტის საკრებუ-ლომ 3 ივნისს სხდომაზე ორი ახალი არა-სამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ა(ა)იპ) დააფუძნა: „სპორტულ-გამაჯან-საღებელი და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ და „რ. თაბუკაშვილის სახელობის სახალხო-ლიტერატურული თეატრი.“

„სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დებულე-ბის თავდაპირველ ვარიანტში აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაცია უნდა დაკომპ-ლექტებულიყო 15 თანამშრომლით და მიმდინარე წელს უნდა დაფინანსებულიყო 70 ათასი ლარით.

„გაუგებარია ამ ა(ა)იპ-ის შექმნის მიზანი რა არის, - აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე პარლამენტარმა ნოდარ ებანოიძემ, - სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებისთვის არსებობს სპორტული სკოლა და გამგეობის სპორტის სამსახური. რაც შეეხება ტურიზმის განვითარებას, ეს ცენ-ტრალური ხელისუფლების ვალდებულებაა. რა გეგმა ექნება ამ სამსახურს. მე ვფიქრობ, რეალური არ არის მისი მიზანი. უმჯობესი იქნება, ამ ა(ა)იპ-მა იზრუნოს მუნიციპალი-ტეტის გარეთ კავშირების დამყარებასა და გრანტების მოძიებაზე. იმედია, ეს სამსახუ-

რიც „დასაქმების კანტორა“ არ გახდება.“დეპუტატების გადაწყვეტილებით, ა(ა)

იპ „სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ ექვსი შტა-ტით დაკომპლექტდა და მის დირექტორად მამუკა ჭიპაშვილი დაინიშნა. დეპუტატების თქმით, დებულებაში გასათვალისწინებელია ნოდარ ებანოიძის მიერ გამოთქმული შენიშ-ვნები. წლის ბოლომდე ორგანიზაციის და-საფინანსებლად 35 ათასი ლარი გამოიყო.

რაც შეეხება ა(ა)იპ „რ. თაბუკაშვილის სახელობის სახალხო-ლიტერატურული თეატრის“ შექმნას, საკრებულოს თავმჯ-დომარის, აკაკი მაჭავარიანის თქმით, „ორი აზრი არავის აქვს, რომ იზა ვეფხვაძემ ხარაგაულს სახელი გაუთქვა. ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი და გამოვუყოთ ცალკე დაფინანსება.“

„მხარს ვუჭერთ, შესანიშნავი წინადადე-ბაა,“ - აღნიშნა დეპუტატმა თემურ გამცემ-ლიძემ.

საკრებულოს გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „რ. თაბუკაშვილის სახელობის სახალხო-ლიტერატურული თეატრის“ დირექტორად იზა ვეფხვაძე დაინიშნა და 2013 წლის სუბ-სიდია 25 ათასი ლარი განესაზღვრა.

ნინო კაპანაძე

საკრებულომ ორი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა

3 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მო-რიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს. როგორც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებით ბარათშია აღნიშნუ-ლი, 2013 წლის 31 მაისის მდგომარეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის გეგმა-შესრულებიდან გამომდინარე, შე-საძლებელი გახდა მუნიციპალიტეტის მიერ ახალი ვალდებულებების აღება, კერძოდ:

ა(ა)იპ „რ. თაბუკაშვილის სახალხო-ლი-ტერატურული თეატრის“ შექმნასთან დაკავ-შირებით 2013 წლის სუბსიდია განისაზღვრა 25 ათასი ლარით. ეს თანხა 4 ათასი ლარით ცენტრალური ბიბლიოთეკის სუბსიდიიდან ლიტერატურული თეატრის ფუნქციონირე-ბისათვის გამოყოფილი თანხით შეივსო;

ა(ა)იპ „სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ შექმ-

ნასთან დაკავშირებით გამოიყო სუბსიდია 35 ათასი ლარი;

ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს“ დამატებით გამოეყო სუბსიდია 4,5 ათასი ლარი;

ა(ა)იპ „ხალხური შემოქმედების სახლს“ დამატებით გამოეყო სუბსიდია 36,1 ათასი ლარი შენობის კაპიტალური რემონტისთვის;

საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯე-ბის 17 დეპუტატისთვის 350 ლარამდე გაზრ-დასთან დაკავშირებით საკრებულოს 2013 წლის ხარჯები 23, 8 ათასი ლარით გაიზარდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებში ჯარიმები, სანქციები და საურავები 15, 4 ათასი ლარით გაიზარდა, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშ-ნულების მიწაზე ქონების გადასახადი - 120 ათასი ლარით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში

მორიგი ცვლილებები შევიდა

სოფლების - კიცხისა და ბორის მოსახ-ლეობა დახმარებას ითხოვს სოფლებში არ-სებული მძიმე სანიტარული მდგომარეობის გამო. როგორც სოფლების მაცხოვრებლები ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატისადმი წერილობით მიმართვაში აღნიშნავენ, გან-საკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ბორის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორი-იდან ერთი კილომეტრის მანძილზე, სადაც მინდვრებსა და მდინარეში იყრება საყო-ფაცხოვრებო ნარჩენები. მოსახლეობას ამ მინდვრებში გადენილი პირუტყვი და ფრინ-ველი დაეხოცა. კიცხელები და ბორელები ითხოვენ დამატებით ორ ურნას.

საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭა-ვარიანის განცხადებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან დაკავშირებით ანალოგიური მდგომარეობაა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში. მისივე თქმით, ამ საქმეს ორი ბუნ-კერი არ უშველის. მუნიციპალიტეტმა უნდა შეიძინოს მეორე ნაგვისშემკრები მანქანა.

საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის თქმით, კარგი იქნება, თუ ზონების მიხედვით მაინც მოეწყობა ნაგავსაყ-რელები. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლების, მალხაზ კუპრაძისა და ირმა ბერაძის წინადადებით, ცენტრა-ლურ ხელისუფლებას ინიციატივა საკითხის მოგვარებისთვის თვითმმართველობიდან

უნდა წარედგინოს, რათა გამოიყოს შესაბა-მისი ფინანსები. ამავე დროს დაწესებული საჯარიმო სანქციები უნდა ამოქმედდეს იმ პირთა მიმართ, ვინც უკანონოდ დაყრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავ-ლე-ახალგაზრდობის სახლის შენობის

ღია სარდაფში არსებულ ანტისანიტარიაზე ისაუბრა 3 ივნისს საკრებულოს სხდომაზე მოქალაქე მარინე გოგიამ. მისი თქმით, სარ-დაფი გადაქცეულია ტაქსების მძღოლების საპირფარეშოდ. მან მოითხოვა შესაბამისი რეაგირება საკრებულოდან და აღნიშნა, რომ ღია სარდაფის შესასვლელის ამოქოლვას რამდენიმე ცალი ფიცარი დასჭირდება.

მარინე გოგიამ ყურადღება გაამახვილა ხარაგაულში ახალგახსნილ სასურსათო მაღაზიაში ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტებით ვაჭრობის თაობაზე. მისი თქმით, ის ერთადერთი არაა, ვინც მაღა-ზიაში უვარგისი პროდუქტი შეიძინა. მან საკრებულოსგან ამ საკითხის შესწავლა მოითხოვა.

საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭა-ვარიანის განმარტებით, მოქალაქეთა ჯგუფმა წერილობით უნდა მიმართოს საკრებულოს აპარატს, რათა საქმეს შესაბამისი მსვლე-ლობა მისცენ.

ნინო კაპანაძე

მოსახლეობა მძიმე სანიტარული მდგომარეობის

გამო დახმარებას ითხოვს

Page 5: მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი წინაპრები“ · 7 ივნისი, პარასკევი 2013 წ. №21 (544)

5xtvb [fhfufekb7 ივნისი, 2013 წ.

უმუშევრობა, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო საშუალებები, გზის პრობლემა და გაურკვევლობა იმის გამო, მოუწევთ თუ არა საღანძილის მოსახლეობის ერთ ნაწილს სწრაფი რკინიგზის მაგისტრალის მშენებ-ლობის გამო თავიანთი სახლების მიტოვება - ეს პრობლემები აწუხებს ყველაზე მეტად საღანძილის მო-სახლეობას. საღანძილის ტერიტო-რიულ ორგანოს ყველა სოფელში საგაზაფხულო სამუშაოები დასრუ-ლებულია და ამით მოსახლეობა კმაყოფილია.

სოფელ ვანში მცხოვრები დარე-ჯან შარიქაძე ძალიან კმაყოფილია სოფლის მეურნეობის განვითარების

პროგრამის მიხედვით დარიგებული ბარათების გამო. მისი აზრით, სო-ფელ ვანის ყველაზე დიდი პრობლე-მა სოფლის ავტობუსის გაუმართა-ობაა. ეს ტრანსპორტი უკვე 22 წელია ამ სოფელში არ გამოცვლილა და თითქმის ყოველღიურად სჭირდება შეკეთება. ამას ემატება გზის პრობ-ლემა. ეს ყველაფერი მოსახლეობას მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

დარეჯან შარიქაძის თქმით, სო-ფელ ვანში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა ისიც, რომ ელექტ-როქსელი ჯერ არ გამრიცხველი-ანებულა. „საერთო მრიცხველების პირობებში მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება. სხვა მხრივ, იმედით შევყურებთ მომავალს“, - დასძენს ქალბატონი დარეჯანი.

საღანძილელი მურმან ტაბატაძე საღანძილელთა უმთავრეს პრობ-ლემად რკინიგზის სადგურის მო-საცდელის უქონლობას თვლის. მისი თქმით, ასევე მოსაწესრიგებელია სოფელში შემოსასვლელი სამან-ქანო გზა. „ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავალი არის სკამების კეთება. თვითონ პენსიონერი ვარ და ასე გაგვაქვს თავი“.

საღანძილეში მცხოვრები ლა-მარა ბლუაშვილი კმაყოფილია საღანძილეში საგაზაფხულო სამუ-შაოების დროულად ჩატარებით. ის იმედოვნებს, რომ შემოიღობება სოფლის სასაფლაო და მოიხრე-შება გზები, რადგან ეს პრობლემები სოფლის განვითარების პროგრამაში პრიორიტეტადაა დასახელებული.

საღანძილელი მორთულა ნადი-რაძე კი ამბობს: -სოფლამდე მოსას-ვლელი გზა არ გვაქვს. ყოველდ-ღიურად შიშში ვართ. გვითხრეს, რომ რკინიგზის მშენებლობის გამო ნგრევაში მოვყვებით, მაგრამ როდის გაგვასახლებენ, არ ვიცით. სრულ გაურკვევლობაში ვართ. წინასაარ-ჩევნოდ დაგვპირდნენ 5 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მომსა-ხურება იქნებოდა უფასო, მაგრამ ასე არ არის, მხოლოდ აცრებია უფასო. უმთავრესი მაინც დაუსაქმებლობაა, ახალგაზრდებს არანაირი შემოსა-ვალი არ აქვთ, მშიერი კი ვერავინ

გაჩერდება. თუ არ დასაქმდნენ, ისევ დაიწყება ქურდობა და ძარცვა.

თამუნა ბაკურაძე თვლის, რომ ხალხი, ზოგადად, მთავრობით ყოველთვის უკმაყოფილოა. ხელ-მძღვანელობა ცდილობს, რაღაც გააკეთოს, მაგრამ გასაკეთებელი მაინც ბევრია. მისი აზრით, წინა მთავრობის პირობებში ხალხი ფი-ნანსურად უფრო კმაყოფილი იყო, ბევრი მშენებლობები იყო და ხალ-ხიც საქმდებოდა მეტ-ნაკლებად. „ახლა ისევ დაიწყო ნაცნობობით დასაქმება, განათლებას ყურადღება აღარ ექცევა,“ - ამბობს თამუნა.

საღანძილელი გიორგი მესხი თვლის, რომ სერიოზული პრობ-

ლემაა გზაზე მანქანების გადა-ადგილებით წარმოქმნილი მტვერი, განსაკუთრებით ცხელ ამინდში. ამის გამო გაუსაძლისი მდგომარეობა იქმნება. ამ პრობლემის მოგვარებას ბატონი გიორგი გზის მორწყვაში ხე-დავს. მისთვის ასევე ძალიან მძიმეა გაურკვევლობაში ყოფნა: „ვერ გავი-გეთ, მოყვება თუ არა ჩვენი სახლები ნგრევაში. მინდა, რომ ამ გაურკ-ვევლობიდან გამოვიდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო სოფელს მოსახლეობის დიდი ნაწილი ტოვებს. აქ, ჩვენს სოფელში, მოსახლეობა ცდილობს სკამების კეთებით ირჩინოს თავი, მაგრამ თუ ტყეში შესვლის და მასალის გამო-ტანის უფლება არ მიეცათ, ეს მცირე კერძო ბიზნესიც განწირულია,“ - ამ-ბობს გიორგი მესხი.

ჩხერში მცხოვრები მაია მესხიშ-ვილი ამბობს, რომ რთული რელი-ეფის გამო გზები ყოველწლიურად გასაკეთებელია. მისთვის ასევე ძალიან აქტუალურია ოჯახის ექიმის პრობლემა. სოფელში არსებულ ამბულატორიაში ბავშვები მოჰყავთ ასაცრელად, მაგრამ ხანში შესული ადამიანები მაინც ვერ ახერხებენ აქამდე ჩამოსვლას. ისინი ითხო-ვენ თვეში ერთხელ სახლებში, ან ჩხერში ერთ კონკრეტულ ადგილზე ჩაუტარდეთ სამედიცინო შემოწმება. „სოფელში არ გვაქვს თავშეყრის ად-გილი. ძველი მაღაზიის შენობაც ავა-რიულ მდგომარეობაშია, რომელსაც წინასაარჩევნოდ საკუთარი ძალებით ვაწესრიგებთ, რომ საარჩევნო უბნად გამოდგეს. გვინდა გვქონდეს შენო-ბა, რომ სტუმრის მიღება შევძლოთ“.

საღანძილელი მანანა კიკნაძე თვლის, რომ მიუხედავად სხვა პრობლემებისა, ყველაზე მნიშვ-ნელოვანი მაინც ნაგავსაყრელის პრობლემაა. „ცხელ ამინდში ბუ-ზები მომრავლდება. ამას გარდა, სოფელში დაფიქსირდა ცოფის შემთხვევა. ვფიქრობთ, რომ ეს უკავ-შირდება ნაგავსაყრელს, რადგან არ ტარდება დეზინფექცია,“ - ამბობს ქალბატონი მანანა. მისივე თქმით, სოფელში პირუტყვი ყველას ჰყავს

და ამ შემთხვევის გამო ეშინიათ.მანანა კიკნაძე აცხადებს, რომ

წელს საღანძილეში მოსულ დამს-ვენებლებს მდინარე ჩხერიმელაში გაგრილების შესაძლებლობა არ ექნებათ, რადგან მდინარესთან მო-მუშავე ტექნიკით წყალი იმღვრევა და მასში ბანაობა შეუძლებელია. „ჩვენს სოფელში ეკოლოგიური პრობლემები ძალიან აქტუალურია - ზევით ნაგავსაყრელი გვაწუხებს, ქვევით - ამღვრეული წყალი“.

საღანძილის ტერიტორიული ორ-განოს რწმუნებული კობა ყრუაშვილი ცდილობს პრობლემებთან გამკლავე-ბას: -საღანძილის ტერიტორიულ ორ-განოში სამი უმთავრესი პრობლემაა.

პირველი, ეს არის რკინიგზის მეორე ხაზის მშენებლობით გამო-წვეული პრობლემები. შარშან, როდესაც მშენებლობის პროექტი წარმოადგინა რკინიგზის დეპარ-ტამენტმა, ნგრევაში ჰყვებოდა 37 ოჯახი და საღანძილის საჯარო სკო-ლა. შემდეგ ეს პროექტი შეიცვალა. მოსახლეობა არის გაურკვეველ მდგომარეობაში. ახალი პროექტის შესახებ არავინ არაფერი იცის.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელო-ვანია ნაგავსაყრელის პრობლემა. რამდენიმე დღის წინ სოფელში დაფიქსირდა ცოფის შემთხვევა და მოსახლეობა თვლის, რომ ეს ნაგავსაყრელის მოუვლელობითაა გამოწვეული. დღეს დილიდან ვმუ-შაობთ და სოფელში ჩავატარეთ ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

სოფლის გზისპირა მოსახლე-ობისთვის ძალიან შემაწუხებელია სოფლის გზაზე მძიმეწონიანი მან-ქანების მიმოსვლით გამოწვეული მტვერი. დღეს ჩემთან შემოვიდა მოსახლეობის განცხადება მუნიცი-პალიტეტის გამგებლის სახელზე და მოითხოვენ ამ პრობლემაზე შესაბამის რეაგირებას. ვიცი, რომ სხვაგანაც მიმდინარეობს მშენებლო-ბები, მაგრამ მსგავსი პრობლემების გამო, მაგალითად გურიაში, გზის ასეთ მონაკვეთს დღეში ორჯერ რწყავენ. ჩვენთანაც რომ იგივე გა-კეთდეს, პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება.

აქვე დავამატებ, რომ ზაფხულში დამსვენებლებისთვის ძალიან მნიშვ-ნელოვანია მდინარეში გაგრილება. მიმდინარე სამუშაოების გამო წყალი ამღვრეულია. ამ საკითხით არა-სამთავრებო ორგანიზაცია „სხივი“ დაინტერესდა და ამ პრობლებას, ბანაობის სეზონის დაწყებამდე, იმე-დია, მოვაგვარებთ.

რაც შეეხება სოფლის განვითარე-ბის პროგრამის მიხედვით მოსახლე-ობის მიერ დასახელებულ პრიორი-ტეტებს, ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვიწყებთ გამოყოფილი თანხის ათვისებას და ის პრიორიტეტული პრობლემებიც უახლოეს ხანებში მოგვარდება.

თამთა გოგოლაძე

„ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო სოფელს ბევრი ახალგაზრდა ტოვებს“

მურმან ტაბატაძე: -ჩემი ოჯახის შემოსავალი არის სკამების კეთე-ბა. თვითონ პენსიონერი ვარ და ასე გაგვაქვს თავი.

დარეჯან შარიქაძე: - 22 წე-ლია, სოფელში ავტობუსი ვერ შევცვალეთ და ყოველდღიურად სჭირდება შეკეთება.

ლამარა ბლუაშვილი: -სოფ-ლის სასაფლაოს შემოღობვას შეგვპირდნენ და იმედია შეასრუ-ლებენ.

მორთულა ნადირაძე: -უმთავ-რესი პრობლემა მაინც ახალგაზრ-დების დაუსაქმებლობაა.

მანანა კიკნაძე: -ჩვენს სოფელ-ში ეკოლოგიური პრობლემები ძალიან აქტუალურია - ზევით ნა-გავსაყრელი გვაწუხებს, ქვევით - ამღვრეული წყალი.

კობა ყრუაშვილი: -სოფლის პრიორიტეტული პრობლემები უახლოეს ხანებში მოგვარდება.

თამუნა ბაკურაძე: -ისევ დაიწყო ნაცნობობით დასაქმება, განათლე-ბას ყურადღება არ ექცევა.

გიორგი მესხი: -ჩვენს სოფელ-ში მოსახლეობა ცდილობს სკამე-ბის დამზადებით ირჩინოს თავი, მაგრამ თუ ტყეში შესვლის და მასალის გამოტანის უფლება არ მიეცათ, ეს მცირე კერძო ბიზნესიც განწირულია.

მაია მესხიშვილი: -სოფელში არ არის შენობა, რომელიც თავ-შეყრის ადგილი იქნება აქაური მოსახლეობისათვის.

Page 6: მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი წინაპრები“ · 7 ივნისი, პარასკევი 2013 წ. №21 (544)

6 xtvb [fhfufekb 7 ივნისი, 2013 წ.

50 მილიონი ლარია განსაზღვრუ-ლი საქართველოში თვითმმართვე-ლობის რეფორმის განსახორციელებ-ლად, - ეს ინფორმაცია რეგიონული მედიის ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუ-რის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა მოგვაწოდა. მისივე ინფორმაციით, პირველი მარტისთვის შემუშავებული იყო თვითმმართვე-ლობის რეფორმის სტრატეგია. ამის შემდეგ ყველა რეგიონულ ცენტრში გაიმართა სტრატეგიის განხილვა ცალკე ადგილობრივი თვითმმართ-ველობის წარმომადგენლების, ცალ-კე - ადგილობრივი არასამთავრობო საზოგადოების მონაწილეობით. პარა-ლელურად მიმდინარეობდა კანონპ-როექტზე მუშაობა.

თვითმმართველობის კოდექსმა თავის თავში მოიცვა ისეთი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მუნიცი-პალურ თვითმმართველობასთან და სოფლის საზოგადოებრივ თვითმ-მართველობასთან, რომელიც თავისი ბუნებით არის მოქალაქეთა მონაწილე-ობის ინსტრუმენტი.

შემოსულია ახალი მექანიზმი - მუ-ნიციპალიტეტთა რეგიონული გაერ-თიანება. იმ საკითხების ერთობლივად გადასაჭრელად, რომლებიც მუნიციპა-ლიტეტებისთვის არის საერთო, იური-დიული პირის სახით ჩამოყალიბდება მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერ-თიანება. ამ გაერთიანებას ექნება თავისი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი რგოლები, ბიუჯეტი, განესაზღვრება საკუთარი ფუნქციები.

დღემდე ადგილობრივი თვითმმარ-თველობის ქონების შესახებ ცალკე კა-ნონი მოქმედებდა. ახლა თვითმმართ-ველობის კოდექსშია ინტეგრირებული. კოდექსი ასევე მოიცავს საბიუჯეტო სა-კითხების ნაწილს; საბიუჯეტო საკითხე-ბის მეორე ნაწილი აისახება საბიუჯეტო კოდექსში, რომელშიც ცვლილებები იქნება შეტანილი. ამავე კოდექსშია ინტეგრირებული სახელმწიფო ზედამ-ხედველობის შესახებ კანონიც.

ზოგადად, მთავრობის დღევანდე-ლი საკანონმდებლო პოლიტიკა არის იმდაგვარი, რომ გვქონდეს მაქსიმალუ-რად ბევრი კოდექსი, ვიდრე უამრავი პატარ-პატარა კანონი.

ეს კანონპროექტი მთავრობის შიდადამუშავების ფაზაშია, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტა-ციები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც. იმდაგვარად უნდა წარიმართოს ეს პროცესი, რომ ივნისში საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოახდინოს საქართ-ველოს პარლამენტში თვითმმართ-ველობის ახალი კოდექსის ინიცირება.

კოდექსი განსაზღვრავს ჩარჩოებს, იძლევა მუნიციპალიტეტის უფლებამო-სილების კონკრეტულ ჩამონათვალს, ტერიტორიული ოპტიმიზაციის გარკ-ვეულ მექანიზმებს.

კოდექსი განსაზღვრავს ზოგად კრიტერიუმებს - გეოგრაფიულს, დე-მოგრაფიულს და ა.შ. რომლისკენაც უნდა წავიდეს, საბოლოო ჯამში, თვით-მმართველობის ოპტიმალური ზომე-ბის შერჩევა. კანონის გარდამავალ

დებულებებში მოცემულია მექანიზმი, რომლითაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა გადაიდგეს გარკვეული ნაბიჯები ამ კუთხით. ამ პროცესში ჩართული იქნება საკრებულო. საკრებულოთა მონაწილეობა აუცილებელია. თვითმ-მართველობის რეფორმა განხორ-ციელდება ეტაპობრივად - გარკვეული საკითხები გადაწყდება 2014 წლის ად-გილობრივი თვითმმართველობის არ-ჩევნებამდე. ეს პროცესი გაგრძელდება და საბოლოოდ, სრულყოფილ სახეს, ტერიტორიულად ოპტიმიზირებული თვითმმართველობისა, ჩვენ მივიღებთ ალბათ უკვე შემდგომი ადგილობრივი არჩევნებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ფინანსური ბაზა მუნიციპალიტე-

ტებისთვის. ამას ვერ დაარეგულირებს თვითმმართველობის კოდექსი. ეს დარეგულირდება სხვა საკანონმდებ-ლო აქტებით, კერძოდ, საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსით. ამჟამად მზადდება ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსში.

თვითმმართველობის კოდექსში არ არის გათვალისწინებული საარჩევ-ნო საკითხები, მხოლოდ პრინციპია

ჩადებული საარჩევნო. არჩევნების მოდელისთვის დეტალურად მზადდება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლი-ლებების პაკეტი.

რაც შეეხება საზოგადოებრივ თვითმმართველობას, აგებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე. კერ-ძოდ, თუ სოფლის მოსახლეობის 20 პროცენტი იტყვის, - მუნიციპალიტეტს მიმართავს, რომ მას უნდა შექმნას სა-ზოგადოებრივი თვითმმართველობა, მას ექნება ამის შესაძლებლობა. სადაც შეიქმნება ასეთი თვითმმართველობა, იქ ჩანაცვლდებიან რწმუნებულები, რომლებიც დღეს გამგებლის მიერ არიან დანიშნულები.

საზოგადოებრივ თვითმმართ-ველობას ექნება საკუთარი საბანკო ანგარიში და მიიღებს გარკვეულ დაფინანსებას მუნიციპალიტეტიდან. თუმცა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა მოხდეს ძალიან მყისიერად, უცებ. არ იქნება ისე, რომ ერთბაშად, კანონის მიღებისთანავე, ერთ თვეში შეიქმნას 3 500 საზოგადოებრივი თვითმმართველობა. წელს, ალბათ, იქნება რამდენიმე პილოტური შემთხ-ვევა. გაისად ნელ-ნელა, თანდათანო-ბით გაფართოვდება იმისდამიხედვით, რამდენად იაქტიურებს სოფელი.

ეს პროცესი ქმნის ჩარჩოს, რათა სოფელმა დაიწყოს აქტიურობა. ეს არ არის ვალდებულება. საზოგადოებრივი თვითმმართველობა მთლიანად უნდა

იყოს დაზღვეული პოლიტიზაციისგან. სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხი-ლად მივუდექით ცალკეული ნორმების ძალაში შესვლის ვადებს იმისათვის, რომ საზოგადოებრივი თვითმმართ-ველობა ეტაპობრივად დავამკვიდ-როთ და კორექტირება გავაკეთოთ გარკვეული მექანიზმების. საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ მართლაც მო-ქალაქეთა მონაწილეობის ფორმა ადგილობრივ გადაწყვეტილებებში და არა დამატებითი პოლიტიკურ-საინტ-რიგნო ინსტრუმენტი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე.

ძალიან მნიშვნელოვანი სიახ-ლეა რეგიონულ დონესთან

მიმართებაში. ჩვენ აქაც მივდივართ გამოზომილი ნაბიჯებით. კერძოდ, ამ ეტაპზე შემოთავაზებულია მუნიციპა-ლიტეტთა რეგიონული გაერთიანე-ბა, რომლის წარმომადგენლობითი ორგანოს ფორმირება მოხდება შე-მავალი მუნიციპალიტეტების საკრე-ბულოთა წარმომადგენლებისაგან. შემდგომ უკვე ეს ორგანო შეარჩევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის სამ კანდიდატს, რომელთაგან ერთს მთავრობა დაამტკიცებს. მოქალაქის შეხება მუნიციპალიტეტთან უნდა იყოს

მთავარი ამოსავალი პრინციპი. დღეს საკითხების უმრავლესობა ხშირად ცენტრალურ დონეზე წყდება - სამი-ნისტროებსა და რეგიონულ ცენტრებში წერილებით. წერილების ტრიალი და ბიუროკრატიაა.

თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების შემდეგ მოქალაქეს მინიმალური შეხება ექნება რეგიონულ დონესთან და გამონაკლის შემთხვევა-ში - ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მოქალაქე საკითხებს, უმეტესად, გადაწყვეტს მუნიციპალიტეტში.

მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური ფუნქციები იქნება ყველა შიდაინფრას-ტრუქტურული საკითხი. მუნიციპალი-ტეტზე დელეგირებული იქნება ისეთი ფუნქციებიც, რომელიც თავისი შინაარ-სით მოქალაქეებთან ურთიერთობას გულისხმობს; მათ შორის - სარეგისტ-რაციო, სოციალური საკითხები და სხვ. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სამუშაო ჯგუფი - იუსტიციის სამინისტროს დაქ-ვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართ-ლის იურიდიული პირის - სერვისების განვითარების სააგენტო, რომელმაც წინა წლებში რამდენიმე სოფელში შექმნა სოფლის სახლი.

ამჯერად ვმუშაობთ, რომ მოვახდი-ნოთ ამ ორი იდეის ინტეგრირება - ერ-თის მხრივ მივიღოთ ამომრჩევლებთან მაქსიმალურად ახლოს მყოფი მუნი-ციპალური რგოლი და ფიზიკურადაც იმავე შენობაში იყოს ამ სოფლის სახ-ლის ფუნქციის მატარებელი რგოლი

- მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებისა და სხვა ტიპის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევაც მოხდეს იქვე.

თითოეულ მუნიციპალიტეტში ჩა-ტარებულია ინვენტარიზაცია - სად რამდენი ადმინისტრაციული შენობაა, რა ფართის და რა მდგომარეობაში.

გამოვიკვლიეთ და მუნიციპალურ კადრებთან დაკავშირებით მივი-

ღეთ ძალიან უცნაური სურათი. ადმი-ნისტრაციული თანამშრომლების რა-ოდენობა ხშირად ისეთია, რომ ყოველ მეორე ოჯახში ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომელია - ასეთი მუნიციპა-ლიტეტებიც გვხვდება. დაახლოებით 13 ათასამდე ადმინისტრაციის მუშაკია მუნიციპალიტეტებში. ადმინისტრაცი-ული ხარჯები აღწევს ბიუჯეტის 42-48 პროცენტს. ასევე ძალიან ბევრი - 60 ათასამდე მუშაკია დასაქმებული მუნი-ციპალიტეტებს დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებში (თბილისის გარდა). გვხვდება შემთხვევა, სადაც საბავშვო ბაღში მასწავლებელთა და ადმინისტრა-ციის თანამშრომელთა რაოდენობა აღემატება ბავშვთა რაოდენობას. საჭიროა კადრების ოპტიმიზაცია. ამიტომ ჩარჩო კანონი განსაზღვრავს გარკვეულ შეზღუდვებსაც. კერძოდ, ადმინისტრაციულ მუშაკთა რაოდენობა და ასევე ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა ბიუჯეტში ლიმიტირებული იქნება, ამომრჩეველთა რაოდენობი-დან გამომდინარე.

თითოეული მუნიციპალიტეტი ვალ-დებული იქნება, რომ თითოეული სერ-ვისის განხორციელებისას დაამტკიცოს სპეციალური სტანდარტი, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საერთო ეროვნულ სტანდარტთან.

ადრე თავისუფლება იყო მუნიცი-პალიტეტებში შტატების აყვანასა და

გაბერვაში, რადგან ის იყო ნაციონა-ლური მოძრაობის საარჩევნო შტაბის დანამატი. ჩვენ მივდივართ პირიქით - ბიუროკრატიასთან, ადმინისტრაციული ხარჯების არასწორ ხარჯვასთან საბრ-ძოლველად შეიქმნება მაქსიმალურად ბევრი ჩარჩო. სამაგიეროდ იქნება მაქსიმალური ავტონომიურობა გადა-წყვეტილების მიღებაში, თუ რა არის ამ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი.

უმუშევრობასთან დაკავშირებით ქვეყანაში უნდა განხორციელდეს პოლიტიკა. თვითმმართველობის რეფორმა ვერ იქნება ქვეყნის გადა-რჩენის ერთადერთი საშუალება. ქვეყანა, სადაც კერძო სექტორი არ არის მთავარი დასაქმების წყარო, ეს არის გველი, რომელიც თავის თავს კუდიდან ჭამს.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება ქონებრი-

ვი ბაზა. ქონებრივ ბაზაში ჩვენ გვაქვს პრობლემები. ინტენსიური საუბარი მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით. სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების ათეულო-ბით მილიონი ლარი იხარჯებოდა შუშის ლამაზი იუსტიციის სახლების მშენებლობაზე და ამ შუშის შენობების მიღმა აბსოლუტურად ქაოტური მდგო-მარეობაა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, არ არსებობს მიწის შესახებ სტატისტიკა.

გასულ წლებში შენდებოდა მილი-ონიანი იუსტიციის სახლები და ვერ მოგვარდა მთავარი. იმის გამო, რომ არ ჩატარებულა აღწერა, არ ვიცით, რამდენი მოქალაქე გვყავს, რაც მთა-ვარი საქმეა იუსტიციის სახლის. ასევე არ ვიცით, სად, ვის რამდენი და რა კატეგორიის მიწა აქვს. ჩასატარებელია ეს სამუშაოები. მიწების სრულ რეგისტ-რაციას სჭირდება 2-3 წელი ძალიან ინტენსიური შრომისა და მნიშვნელო-ვანი ფინანსური დანახარჯების პირო-ბებში. ეს საკითხები უშუალო კავშირშია თვითმმართველობის რეფორმასთან, რადგან სასოფლო-სამეურნეო მიწას-თან დაკავშირებული უფლებები, მნიშვ-ნელოვანწილად, უნდა გადავიდეს მუნიციპალურ დონეზე.

ამის მერე დგება დემარკაციის თემები, დასახლებებისა და თემებს შორის საზღვრების საკითხები; ისეთი ტერიტორიების გამიჯვნის საკითხები, რომლებიც არც ერთი დასახლების ტერიტორიაზე არ შედის და ა. შ.

დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი - საჯარო რეესტრს აქვს მონაცემები, როცა კონკრეტული ქონება კერძო საკუთრებაა ერთ მონაცემში, და მეორე მონაცემში არის ტყის სახელმწიფო რესურსი, ან ნაკრძალის რესურსი. ასეთი გადაფარვების რაოდენობა 30 პროცენტს აღემატება. ძალიან მძიმე სურათია ამ კუთხით. ვმუშაობთ გეოინ-ფორმაციულ მოდელზეც.

ამჟამად მიმდინარეობს თვითმ-მართველობის კოდექსის პროექტის სამინისტროებს შორის შეთანხმების პროცესი. ძალიან მალე, ეს კანონპ-როექტი გახდება ოფიციალური დო-კუმენტი.

ლაურა გოგოლაძე

თენგიზ შერგელაშვილი: „საზოგადოებრივი თვითმმართველობა

დაზღვეული უნდა იყოს პოლიტიზაციისგან“

„ბაზალეთი-უბისის საავტომო-ბილო გზის მშენებლობა ადგი-ლობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, - ამბობს რეგიონუ-ლი განვითარებისა და ინფრასტ-რუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია, - ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მოგვმართა, რომ ამ გზის მშენებლობისთვის თანხა გამოგვეყო რეგიონში გან-სახორციელებელი პროექტების თანხიდან.

20 კილომეტრიან გზაზე ითხოვ-დნენ მხოლოდ მილიონ ლარს. ჩვენ არ გვინდა გავაკეთოთ გზა ისე, რომ მომდევნო წელს გა-ფუჭდეს. საუბარი იყო ბაზალე-თი-უბისის საავტომობილო გზის მოხრეშვაზე. მოთხოვნილი თანხა ამ გზის მოხრეშვასაც არ ყოფნი-და. ჩვენ თვითმმართველობის წარმომადგენლებს ვუთხარით, - კი ბატონო, პროექტს გაგიკეთებთ და მშენებლობა ორ წელზე გაანაწი-

ლეთ. შემდეგ მოგვმართეს, რომ შეგვიცვალეთ სხვა პროექტით. ეს საკითხი, თუ რამდენად მოხდება ამ პროექტის სხვა პროექტით ჩანაცვ-ლება, განხილვის სტადიაშია.

ჩვენ უნდა გამოვიდეთ ერთი რეალობიდან - უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველთვის არსებობს შეზ-ღუდული რესურსი. ის რაც გვინდა, ყველაფერი ერთდროულად არ გამოვა. საქმე ცუდად, მოჩვენები-თად, ვიღაცის დასანახად არ უნდა გავაკეთოთ. არ ივარგებს, მშენებ-ლობა რომ დავიწყოთ და მალე შეჩერდეს. თვითმმართველობა გადაწყვეტს და ახლა ეს საკითხი განხილვის პროცესშია. თუ ეს თანხა ბაზალეთი-უბისის საავ-ტომობილო გზის მშენებლობის პროექტიდან იქნება ამოღებული, ისევ ხარაგაულში სხვა პროექტს მოხმარდება.“

ლაურა გოგოლაძე

„გზა ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მომდევნო წელს არ გაფუჭდეს“

საღანძილის მაჟორიტარი დე-პუტატის, მალხაზ ყრუაშვილის ინფორმაციით, მათ სოფელში მსხვილფეხა პირუტყვი ცოფით გარდაიცვალა. ამ ფაქტს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმარ-თველო ადასტურებს. სამმართ-ველო ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის გამგებელს წერილობით მიმართავს. „ცოფთან ბრძოლის მოქმედი ინსტრუქცია ითვალის-წინებს ღონისძიებების გატარებას (მათ შორის ტერიტორიიდან უპატ-რონო, მაწანწალა ცხოველების - ძაღლებისა და კატების გაყვანას),“ - აღნიშნულია წერილში. სურსათის ეროვნული სააგენტო თხოვს მუნი-ციპალიტეტის გამგებელს, გამო-სცეს შესაბამისი ბრძანება.

მალხაზ ყრუაშვილი მიიჩნევს,

რომ ცოფის გამომწვევი მიზეზი სოფელში არსებული ნაგავსაყრე-ლია. მართალია, ნაგავსაყრელი შემოღობილია და მცველიც ჰყავს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ირგვლივ საშინელი სუნია და მრავლადაა მაწანწალა ძაღლები.

საკრებულოს წევრის, გია თაბუ-კაშვილის თქმით, სავალდებულო უნდა იყოს პირუტყვის აცრა ცოფზე ისე, როგორც ეს ახლა დაავადება თურქულზე ხდება. „მივმართოთ სახელმწიფოს, გამოგვიყოს ვაქ-ცინა და მე ავცრი უფასოდ,“ - აღ-ნიშნა მან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი მაჭავარიანმა გამოსცა ბრძანება

სოფელ საღანძილეში მცხოვ-რებ მოქალაქე გიგა ცხვედაძის ეზოსა და მიმდებარე ტერიტო-

რიის ცოფზე არაკეთილსაიმედო კერად გამოცხადებისა და შეზღუ-დული ღონისძიებების დაწესების შესახებ. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საღანძილის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა კობა ყრუაშვილმა ქმედითი დახმარება აღმოუჩინოს სპეციალისტებს ცოფ-ზე იძულებითი აცრების ჩატარების განხორციელების მიზნით;

არაკეთილსაიმედო ზონაში შემ-ზღუდავი ღონისძიებები მოიხსნას დაავადების უკანასკნელი შემთხვე-ვიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.

აღნიშნულ ბრძანებაზე კონტ-როლი საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიას (თავმჯდომარე გიორგი არევაძე) დაევალა.

ნინო კაპანაძე

საღანძილეში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცოფის შემთხვევა

დაფიქსირდა

Page 7: მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი წინაპრები“ · 7 ივნისი, პარასკევი 2013 წ. №21 (544)

7xtvb [fhfufekb7 ივნისი, 2013 წ.

ორმოცი ტკივილიანი დღე გავიდა 4 ივნისს შენი გარდაცვალებიდან, ჩემო საყვარელო ძამიკო, ივერიკო. ძალიან მიმძიმს შენზე წარსულში სა-უბარი, მაგრამ რას ვიზამ, თვალი უნდა გავუსწორო ამ საშინელ რეალობას და ვაღიარო, რომ შენ ჩვენთან აღარ ხარ. ჩუმად, უხმოდ დაგვტოვე დიდ სევდასთან და მოგონებასთან. ჩვენ შენი სურათებითა და მოგონებებით ვაგრძე-ლებთ ცხოვრებას, თუ ამას სიცოცხლე ჰქვია. ჩვენი ბედნიერი ოჯახი უშენოდ დაცარიელდა. ამას ძალიან განიცდიან დედა, მამა, შენი მეუღლე და შვილები. გამორჩეული პიროვნება იყავი შენი სიკეთით, სიმშვიდით და გააზრებული ცხოვრებით. შენი მეგობრები იგონებენ შენს ამაგს, მათზე გაწეულ ზრუნვას და აფასებენ შენს კეთილშობილებას, რო-

მელსაც ასე უხვად გასცემდი. ეს ყველა-ფერი წარსულში დარჩა. მოვალთ შენს საფლავთან, დაგინთებთ სანთლებს და ვილოცებთ შენი სულისათვის.

შენი ნანა და ოჯახი

მეუღლე ნელი ბენდიაშვილი, შვი-ლები ჯემალი, ზაზა, დედმამიშვილები ავთო, თამაზი, ადა, რძლები დარე-ჯანი, მედიკო, თამრიკო, ნანა, ნინო; შვილიშვილები დათო, ირაკლი, ნინო, შვილთაშვილი მარკი, დისშვილი ლია ცხადაძე, ძმისშვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები ოჯა-ხებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დავით (დანკო) კაციტაძე.დაიკრძალა 28 მაისს.

შვილი ნინო გურგენიძე, სიძე რევაზ კამკამიძე, შვილიშვილები დავით, გიორგი, მარიამ კამკამიძეები, მული ნათელა გურგენიძე იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

შურა ტაბატაძე-გურგენიძედაიკრძალა 1 ივნისს, სოფელ

სხლითში.

შვილები ნარგიზი, თამრიკო, იგო-რი, რძალი ნინო კამკამიძე, სიძეები ოთარ არველაძე, ბადრი კვინიკაძე, თემური ბუხნიკაშვილი, შვილიშვილე-ბი: თამაზი არველაძე, მარიკა, მამუკა, არჩილ კვინიკაძეები, ზურიკო, სოფო, თიკო ბუაჩიძეები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ვენერა ივანეს ასული შარიქაძე-ბუაჩიძე.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები თა-ნაუგრძნობენ მამუკა ჭიპაშვილს მამის

დავით ჭიპაშვილის გარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს. „გადაუდებელი სამედიცინო დახმა-

რება - ხარაგაულის“ თანამშრომლები თანაუგრძნობენ მარინა და კობა ჭიპაშ-ვილებს მამისა და სიმამრის

გრიგოლ ცუცქირიძისგარდაცვალების გამო.

ალექსანდრე, დავით და გიორგი ბარბაქაძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

არსენ სებისკვერაძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს მამუკა ჭიპაშვილსა და მის ოჯახს მამის

დავით ჭიპაშვილისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის 2013 წელს კურსდამთავრებულები და მათი მშობლები თანაუგრძნობენ თანაკლასელ დათო ჭიპაშვილსა და დამრიგებელ ლალი ებანოიძეს ბაბუ-ისა და მამამთილის

დავით ჭიპაშვილისგარდაცვალების გამო.

რობიზონ გრიგალაშვილი ოჯახით იუწყება, რომ გარდაიცვალა

დავით (დანკო) კაციტაძე და სამძიმარს უცხადებს განსვენე-

ბულის ოჯახს.

ვანის სკოლის პედაგოგიური კო-ლექტივი თანაუგრძნობს ნინო გურგე-ნიძეს და რევაზ კამკამიძეს დედისა და სიდედრის

შურა ტაბატაძე-გურგენიძისგარდაცვალების გამო.

ბაზალეთის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი თანაუგრძნობენ მარინა ცუცქირიძეს მამის და კობა ჭიპაშვილს სიმამრის

გრიგოლ ცუცქირიძისგარდაცვალების გამო.

უახლოესი მეზობლები გურამი და იზოლდა კურტანიძეები, ბიქტორი და მაია ჭიპაშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დანკო კაციტაძე და სამძიმარს უცხადებენ გარდა-

ცვლილის ოჯახს.

რ. დეკანოსიძის ქ. #3 მცხოვრები მეზობლები თანაგრძნობას უცხადებენ ამირან ლურსმანაშვილის ოჯახს დედის

თინა გერვასის ას ფურცელაძე-ლურსმანაშვილის

გარდაცვალების გამო.

ქვისლი გიზო, ცოლისდა მერი, ცოლისდისშვილები გრიგოლ, რამაზ, თამაზი ბუაჩიძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ბეჟან ებანოიძედა სამძიმარს უცხადებენ გარდა-

ცვლილის ოჯახს.

ვალერი კაპანაძე ოჯახით იუწყება, რომ გარდაიცვალა

ვენერა ივანეს ასული ბუჩიძედა სამძიმარს უცხადებს განსვენე-

ბულის ოჯახს.

საღანძილის ტერიტორიული ერ-თეულის და ამბულატორიის თანამშ-რომლები იუწყებიან მარინა ბერაძის დედამთილის

თამარ მაღრაძე-კიკნაძისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

„გაზკანტორის“ თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ, რომ გარდაიცვალა ყოფილი თანამშრო-მელი

არსენ სებისკვერაძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა ამავე სამსახურის თანამშრომ-ლის იგორ ბუაჩიძის დედა, ქალბატონი

ვენერა შარიქაძე-ბუაჩიძისადა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

სოფელ ანიულაში მცხოვრები მეზობლები იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

გაიოზ კვინიკაძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

თემიკო ოსანაძე ოჯახით იზიარებს თემური, დარეჯან და მარინა კიკნა-ძეებს მწუხარებას დედისა და დედამ-თილის

თამარ მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ვუსამ-ძიმრებთ ლალი და დათო კიკნაძეებს დედისა და სიდედრის

ციური ბერაძისგარდაცვალების გამო.

ოთარი აბაშიძე ოჯახით ღრმა მწუ-ხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

ციური ავალიშვილიდა თანაგრძნობას უცხადებს ოჯახსა

და ახლობლებს.

მეზობლები: თემური ვეფხვაძე, მე-თოდე ნიქაბაძე, მიმოზა ტოროშელიძე, ზვიად ნიქაცაძე, ლევან, შორენა, ბესო ბუაჩიძეები, მაია დევდარიანი, როზა ლაბაძე, იური ლურსმანაშვილი, ნიკო დეკანოსიძე, ჟუჟუნა მაქაძე ოჯახებით თანაუგრძნობენ მურმან, უჩა, სოფო ხიჯა-კაძეებს დისშვილისა და მამიდაშვილის

ზურაბ ვაშაკიძის გარდაცვალების გამო.

დაბადების დღეს გილოცავ ძმაო სამარადისო სასუფეველში. გჯერო-დეს და გწამდეს, რომ არა მარტო ჩემი ოჯახი, არამედ ყველა, ვინც კი გიცნობდა, მოგიგონებს ტკბილად და დიდი სიყვარულით.

იყავი უზომოდ შეყვარებული ყვე-ლაზე, მაგრამ ჩემთვის ძმასავით იყავი. გვერდში მიდექი ჭირსა და ლხინში. შენი იუმორი, შენი ხითხითი ახლაც

ყურებში მესმის. შენს სახელს დავიწყება არ უწერია. გყავს შესანიშნავი მეუღლე და შვილები. შენს შვილებს რომ ვხე-დავ, გული მიკვდება, შენც გეცოცხლა და გახარებულიყავი მათი ყურებით. რას იზამ ძმაო, ყველას ჩვენ ჩვენი ბედისწერა გვაქვს. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სული.

ენვერი კაკოიშვილი ოჯახით

ანზორი მეტრეველის გახსენება

საოცრად ლამაზი, მზიანი და ამა-ღელვებელი იყო, კიცხის საბავშვო ბაღისათვის ის პირველი სექტემბერი, როცა შენ, ცისფერთვალება პატარა ბიჭმა შემოაღე დედასთან ერთად ბაღის კარები და გაგვეცანი: მე სოსო ვარ ნიქაბაძე. გაგვაცანი თავი და იმ დღიდან გახდი ჩვენთვის საყვარელი აღსაზრდელი, ზრდილობით, სწავლით და სიყვარულით გამორჩეული. ახლაც ვიხსენებთ შენს საუბარს, ლექსის თქმას, ცეკვა-თამაშს.

გაგაცილეთ ბაღიდან და არა ერთი მადლობა მიგვიღია სკოლის მასწავ-ლებლებიდან შენი ზრდილობის და სწავლის გამო. თვითონ ხომ უსალმოდ და მოკითხვის გარეშე არ ჩაგვივლიდი.

ალბათ საუკეთესო იყო სტუდენ-ტობის წლებიც, რადგან ინსტიტუტში

იპოვე შენი სიყვარული, შენი მაია. ულამაზესი იყო შენი ქორწილი, მაგრამ ვაი რომ, ფრთამოტეხილი მიატოვე შემი მეუღლე.

ჩვენთვის ძალიან გასახარელი იყო ის, რომ შენი ერთადერთი ბიჭი - სპარტაკი მოგვაბარეთ აღსაზრდელად და ამით გამოხატეთ ჩვენდამი დიდი სიყვარული.

სოსო, შენთან ერთად მოვიგონებთ იმ თმაქოჩორა ბიჭებს, რომლებიც ჩვენ ბაღში გაიზარდნენ - კოტეს, გიას, საშ-კას, ავთოს, დათოს და მალხაზს... მათი სულები მარადისობაში გადასული.

ცხარე ცრემლით დავტირით შენთან ერთად ტრაგიკულად დაღუპულ ალე-კო მდინარაძეს. საოცრად წყნარ და პატიოსან პიროვნებას. მისი შვილებიც ხომ ამ ბაღში გაიზარდნენ. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს ასეთი დიდი ტკივილის გამო.

ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა, რაც ჩვენთან აღარ ხართ. ვხედავთ თქვენს გამწარებულ მშობლებს, მეუღლეებს და შვილებს. ისინი გაიზრდებიან ისე-თები, როგორებიც თქვენ იყავით. პა-ტიოსნები, ზრდილობიანები და ხალხის მოსიყვარულენი.

ვინც კი გიცნობდათ, სოსო და ალეკო, ამაყად იტყვიან, რომ თქვენ ნამდვილად დააკლდით სოფელს...

ზღვა ყვავილებით მიგაცილეს სა-მუდამო განსასვენებლამდე. თქვენს სახელზე დანთებულმა სანთლებმა გაგინათოთ სასუფეველი.კიცხის საბავშვო ბაღის კოლექტივი

ვაჟკაცები, რომლებიც დააკლდნენ სოფელს

უსაზღვრო და უსაშველოა ჩვენი ტკივილი, შვილო გოჩა. განსაკუთ-რებით მძიმეა ჩვენთვის 10 ივნისი. ამ დღეს 50 წლის ხდები . ვაი რომ, შენს საფლავთან მოგვიწევს ამ დღის აღნიშვნა. არადა, რა ბედნიერები ვიქნებოდით, ისევ ჩვენს გვერდით რომ იყო... ალბათ ძალიან ლამაზად აღვნიშნავდით ამ დღეს.

ძნელია უშენობა, ძალიან ძნელი. უნდა გეცოცხლა და გეხარა შენს ძვირ-ფას ცოლ-შვილთან ერთად. მხოლოდ ისინი არიან ახლა ჩვენი გამწარებული სიბერის ნუგეში და მალამო.

გვჯერა შენი სიკეთე, კაცურად განვ-ლილი ცხოვრების გზა გინათებს გზას მარადიულ სასუფეველში. არასოდეს მიეცემა დავიწყებას გოჩა თაბუკაშვი-ლის სახელი.

დაბადების დღეს გილოცავთ, შვი-ლო.

მშობლები: ელიკო და ზურაბი

გვენატრები, შვილო, გოჩა

10 ივნისი შენი დაბადების დღეა. 50 წლის შესრულდებოდი. უშენოდ გავიდა ტკივილიანი და ცრემლიანი წლები. ძალიან მიჭირს და გული მწყდება, ნაადრევად რომ წახვედი ამ

ქვეყნიდან. შენი მშობლები ჯავრმა და ფიქრმა დატანჯა. შენი გამწარებული დედა ყოველთვის თვალცრემლიანი გაყურებს გზას, საიდანაც შენ აღარ დაგვიბრუნდები. დაგრჩა მეუღლე და ორი შვილი, რომლებსაც ძალიან ჭირდებოდი, მაგრამ შენი მეუღლე მაია, ვაჟკაცურად გაუძღვა შვილებს, ფარხმალი არ დაუყრია, დედაც მაგ არის და მამაც. შვილებს არაფერს აკლებს. ოჯახს, შენს მშობლებს, შენს ახლობლებს, ნაცნობებს პატივს სცემს. ყველასთვის კარგია შენი მაია. გოჩა, შენი შვილები დაფრთიანდნენ. ზური-კო სტუდენტია, ანი ჯერ მოსწავლეა. ცხოვრება გრძელდება. დღემდე რომ ჩვენთან ყოფილიყავი, რამდენ რამეს გააკეთებდი, რამხელა იმედი იქნებოდი შენი ოჯახისათვის, შვილებისათვის და ყველა ჩვენთაგანისათვის. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სული აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე.

შენი ბიძაშვილი გულიკო თაბუკაშვილი

გოჩა თაბუკაშვილის გახსენება

ყოველი მაისის თვეში შენს დაბადე-ბის დღეს სიხარულით ვხვდებოდით. ვაი რომ, წლევანდელმა მაისმა გიმტ-ყუნა, შენი სული ზეციურ სასუფეველში დაამკვიდრა. წახვედი ჩვენგან და გაგ-ვიტოვე ის დიდი სითბო და სიყვარული, რომელსაც შენგან ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდით. ჯერ კიდევ ჭაბუკი იყავი, როცა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამეგრელოს ლამაზ კუთხეში აღზრდილი, იმერეთში გაგამწესეს. იმერეთი მერე შენთვის მშობლიური გახდა. შეიტკბე და შეიყვარე აქაური მიწაც და ხალხიც. ლამაზი ოჯახიც შექმენი. ხარობდი შვილებით, შვილიშ-ვილებითა და შვილთაშვილებით.

პატიოსნად, კაცურად იცხოვრე. სხვი-სი თანადგომაც იცოდი და დახმარებაც. წლების მანძილზე მუშაობდი ვეტფერშ-ლად, იყავი საქმის პროფესიონალი და პრინციპული. კეთილშობილი და სიკეთის მთესველი. ყველგან, სადაც კი გიმუშავია, დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდი. გქონ-და პასუხისმგებლობის გრძნობა და ზრუნავდი სოფლის საკეთილდღეოდ.

პენსიაზე გასვლის მერეც უშურვე-ლად უწვდიდი დახმარების ხელს ყვე-ლას, ვინც კი ამას საჭიროებდა, იყავი ქართული ტრადიციების დამცველი, სტუმართმოყვარე და იუმორით სავსე.

ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ახლა კი გვიჭირს იმის წარმოდგენაც კი, რომ ჩვენს გვერდით აღარ ხარ, ვეღარ მოვისმენთ შენს ტკბილ, ღიმილიან საუბარს, რჩევას და დარიგებას.

გვჯერა, რომ მარადიული სამყოფე-ლიდანაც შენი ოჯახის კეთილდღეობის-თვის ილოცებ. ღმერთმა დაამკვიდროს შენი სული იქ, სადაც მართალნი განის-ვენებენ. ჩვენ, ყველა ვილოცებთ და დაგინთებთ სანთლებს, რომ ნათელში იყოს შენი კეთილი სული.

მეუღლე ვარსენიკა ნოზაძე, შვილები და შვილიშვილები

ოჯახებით

არქიფო ძაძამიას ხსოვნასივერი ბერაძის მოსაგონარი

ამერიკული თეთრი პეპელა საკარან-ტინო მავნებელია. იგი გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ხოლო 1976 წლიდან აღინიშნა დასავ-ლეთ საქართველოში. იგი აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს.

ჩვენს პირობებში პირველი თა-ობის პეპელა გამოფრინდება მაისის ბოლოს, ივნისის მეორე ნახევრიდან შენიშნავთ მავნებლის ბუდეებს. პეპელა გამოირჩევა დიდი ნაყოფიერებით, იგი დებს 200-2000-მდე კვერცხს. ახლადგამოჩეკილი მატლები ქმნიან აბლაბუდის ბუდეს.

ივნისის მეორე ნახევარში სავალ-დებულოა: მავნებლის მატლებისაგან გაკეთებული ბუდეების ჩამოჭრა და დაწვა. მიმდებარე ფოთლებზე ჯგუფუ-რად მცხოვრები მატლების წინააღმდეგ ალის გადატარება;

მოჭრილი ტოტის დაცემის ადგილას ალის მიწაზე გადატარება;

თუ ბუდე ზედა ტოტზეა, მისი მოწვა ხდება გრძელ ჯოხზე გაკეთებული ჩირაღდნით;

მავნებლის წინააღმდეგ, მექანი-კურის გარდა, ტარდება ქიმიური ღონისძიება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით.

10 ლ წყალში: დეცისი - 5 გრ, ვალსამბა - 4-8 გრ, არრიკო - 8 გრ, ფასტაკი - 3 გრ, ალპაკი 3 გრ.

დაიცავით პრეპარატებთან მუშა-ობისას უსაფრთხოების წესები.

გახსოვდეთ!„მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა

დაცვის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად, პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ მიწის მესაკუთრეს, რომლის მოუვლელი საკარმიდამო ნაკვეთი საფრთხეს შეუქმნის მეზობელ საკარმიდამო ნაკვეთებს.

მავნებლის აღმოჩენის შემთხვე-ვაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 591 11 34 72

ნინო სახვაძესურსათის ეროვნული სააგენტო

ამერიკული თეთრი პეპელა

Page 8: მთაწმინდაზე - პროექტით „დიდი წინაპრები“ · 7 ივნისი, პარასკევი 2013 წ. №21 (544)

8 xtvb [fhfufekb 7 ივნისი, 2013 წ.

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

[email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

დ. ხარაგაული07.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +21ºC, ღამე +15ºC;08.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +24ºC, ღამე +14ºC;09.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +16ºC;10.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +26ºC, ღამე +17ºC;11 .06 - მოღრუბლულობა ნა -

ლექით, დღე +26ºC, ღამე +17ºC. 12.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა ნალექით, დღე +30ºC, ღამე +18ºC;

ბორითი07.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +23ºC, ღამე +13ºC;08.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +12ºC;09.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +28ºC, ღამე +13ºC.10.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +27ºC, ღამე +16ºC.11.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +27ºC, ღამე +17ºC12.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +17ºC;

კიცხი07.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +22ºC, ღამე +16ºC;08.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +24ºC, ღამე +14ºC;09.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +16ºC.10.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +27ºC, ღამე +18ºC.11.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +27ºC, ღამე +18ºC.12.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +30ºC, ღამე +18ºC;

მოლითი07.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +11ºC;08.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +23ºC, ღამე +10ºC;09.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +11ºC.10.06 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +25ºC, ღამე +14ºC.11.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +15ºC.12.06 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +29ºC, ღამე +15ºC;

amindi

უკვე მრავალი წელია, რაც ბორის საჯარო სკოლას ამერიკული არასამ-თავრობო ორგანიზაცია ეხმარება. ამერიკელი მეგობრების თანადგომით ამ სკოლაში ბევრი რამ გაკეთდა. ისინი თითქმის ყოველწლიურად სტუმრობენ ბორის სკოლას და თვალცრემლიანი ტოვებენ აქაურობას. ბორის სკოლაც მომზადებული ხვდება სტუმრებს.

წელს ამერიკელი სტუმრები, ლინ ბექსის ხელმძღვანელობით, 27 მაისი-დან 31 მაისის ჩათვლით იმყოფებოდ-ნენ ბორში. მათთან ერთად მოეწყო ბევრი ღონისძიება - ინტელექტუალუ-რი, სპორტული, სემინარ-გაკვეთილე-ბი. 31 მაისს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კონცერტი ამერიკული სიმღერებით დაიწყო. მოეწყო ფილ-მის ჩვენება წყალქვეშა ფლორასა და ფაუნაზე. კურსდამთავრებულებმა გამართეს „ბოლო ზარი.“

ბორის საჯარო სკოლისა და ამერი-კული არასამთავრობო ორგანიზაციის ურთიერთობის გაზიარების მიზნით 31 მაისს განართულ ღონისძიებას ჭიათუ-რის სკოლა-პანსიონის უნარშეზღუდუ-ლი ბავშვები, მათი აღმზრდელები და სკოლის დირექტორი ესწრებოდნენ.

ბორის საჯარო სკოლის ამერიკელ მეგობრებთან შუამავალია არასამ-თავრობო ორგანიზაცია „თბილისის მოზარდთა სახლი.“

-ბორის სკოლაში ჩვენი ამჟამინ-დელი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია იმ პროექტების მონიტორინგი, რომელსაც აფინანსებენ ჩვენი ამერიკელი მოხა-ლისეები, - ამბობს ჩვენთან საუბარში ა/ო „თბილისის მოზარდთა სახლის“ დირექტორი თამარ გრიგოლია, - მათ მოსწონთ ბორის სკოლის აღ-საზრდელებთან ურთიერთობა, მათი სიხარულის გაზიარება და კიდევ ერთ-ხელ იმის ჩვენება, რომ ჩვენ მუდმივად ამ ბავშვების გვერდით ვართ. კვლავ იგეგმება მრავალი სიახლე, რაც ამ ბავშვებს გამოადგებათ.

ლინ ბექსი, ამერიკელ მოხალისე-თა ჯგუფის ხელმძღვანელი: -ძალიან ვამაყობ იმ ბავშვებით. მიხარია მათთან ურთიერთობა. არაჩვეულებრივი კვირა გავატარეთ აქ. ყოველ ჩამოსვლაზე მაოცებს, როგორ სწრაფად იზრდებიან ბავშვები. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი მომავალი პროექტებით გვინდა, რომ უფრო საინტერესო გავხადოთ მათთვის საზაფხულო არ-დადეგები. ასევე გვინდა, ამ ბავშვების დახმარებით გავალამაზოთ სოფელი კიცხი. გვსურს, ბავშვებმა გაიარონ ტრე-ნინგები, რაც მათ მომავალ განვითა-

რებას შეუწყობს ხელს, პროფესიული თვალსაზრისით. ჩვენ აქ შევქმენით სხვადასხვა სახელობო და პროფე-სიული წრეები, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა საქმიანობას სწავლობენ. ეს მათ დაეხმარებათ, სამომავლოდ ჰქონდეთ გარკვეული პროფესია და იყვნენ დასაქმებულები.

მაია გაგოშიძე, ბორის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე: -ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვართ ჩვენი ამერიკელი მეგობრების კიდევ ერთხელ სტუმრობით, ძალიან გულისხმიერი ხალხია და დიდ დახმა-რებას გვიწევენ. აფინანსებენ ჩვენი ბავშ-ვების ბევრ საჭიროებას - კვებას, ჩაცმას, მკურნალობასა და მედიკამენტებს.

ფერიდე ბერაძე, მე-8 კლასის მოსწავლე: -ძალიან საინტერესო და დატვირთული კვირა იყო, სხვადასხვა გასართობი პროგრამებით. თამაშებში, შეჯიბრებებსა და კონკურსებში ჩვენთან ერთად ერთვებიან და ხალისობენ ამერიკელი სტუმრები. გამარჯვებული ბავშვები ჯილდოვდებიან პრიზებით. ბავშვები ვცდილობთ ვისწავლოთ მათი ენა და დავუმეგობრდეთ. ისინი ძალიან კეთილები არიან და ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ.

ჰამლეტ ბერაძე, ბორის საჯარო სკოლის დირექტორი: -ჩვენი ამერიკე-ლი მეგობრები ყოველი სტუმრობისას ადგენენ სამომავლო გეგმებს, თუ რა არის ამ ეტაპზე სკოლისა და ბავშვების-თვის პრიორიტეტული. ეს ერთი კვირა ერთგვარი შეჯამებაა მთელი წლის განმავლობაში მათი დახმარებით ჩა-ტარებული სამუშაოებისა. ამერიკელი მოხალისეების თანადგომით ბორის სკოლაში შექმნილია ხუთი სახელობო წრე: ქსოვის, ხატვის, კერვის, სტი-ლისტის და პურის მცხობელების. ამ წრეებში პედაგოგებად დასაქმებულნი არიან ადგილობრივი სპეციალისტები. ბავშვები სწავლობენ ხელობას, რომე-ლიც მათ ცხოვრებაში გამოადგებათ. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტით ჩვენი სკოლის 24 კურსდამთავრებული და-ფინანსდა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში სასწავლებლად. ეს არის ძალიან დიდი სიკეთე. ყველაფერ ამის გამო დიდი მადლობა ჩვენს ამე-რიკელ მეგობრებსა და მუნიციპალიტე-ტის გამგეობას, რადგან მათი ორივეს დახმარება ავსებს ერთმანეთს.

თამთა გოგოლაძეფოტოზე: ამერიკელმა ბავშვებს

სხვადასხვა საჩუქრებთან ერთად ზამთრისთვის თბილი „კაშნეებიც“ ჩამოუტანეს.

ამერიკელი მოხალისეების მორიგი სტუმრობა ბორში

ამ დღეებში ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტში მცხოვრები სო-ციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის საინტერესო ექს-კურსია მოეწყო. სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსით ვიმგ-ზავრეთ და მოვინახულეთ სა-თაფლიის მღვიმე, დინოზავრის ნაკვალევი, ბაგრატის ტაძარი ქუთაისში. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ქვეყნის წარსულის სიდიადესა და ბუნების მრავალფეროვნებაში.

ღონისძიება, რომელსაც ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის გამგე-ობის კულტურის სამსახური (ხელმ-ძღვანელი ირინე ჩხეიძე; უფროსი სპეციალისტი ხათუნა ტაბატაძე) ხელმძღვანელობდა, კარგად იყო ორგანიზებული. მადლობა მათ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს აკაკი მაჭავარიანს, გამგებელს კობა ლურსმანაშვილს ჩვენზე მზრუნველობისათვის.

ნანა ბარბაქაძე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის

მე-8 კლასის მოსწავლე

გვესაჭიროება მუშა მაღაზიაში, ხარაგაულის ავტოსადგურის ტე-რიტორიაზე.

ანაზღაურება შეთანხმებით.დარეკეთ ტელეფონზე: 22 01 10.

ვყიდი ოროთახიან ბინას სო-ლომონ მეფის ქ #56 (ა) კორპუსში მესამე სართულზე.

დაინტერესებული პირები დამი-კავშირდით ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 599 77 65 95.

დავეხმაროთ ლიკას9 წლის ლიკა კუპრაძე დაავადებულია უმძიმესი სენით - თავის ტვინის

სიმსივნით. მას ჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვთ დარეკოთ:0901700709 მხოლოდ მაგთიდან.ზარის ღირებულება 1 ლარი.

ვულოცავთ ლევან ცხადაძეს შვილიშვილის, ირაკლი ცხადა-ძესა და ლელა მაღლაფერიძეს მეორე ვაჟიშვილის, შეძენას. ვუსურვებთ პატარა ლუკას ჯანმ-რთელობას, ბედნიერ ბავშვობასა და საუკეთესო მომავალს. ღმერ-თი იყოს მისი ყოველი ნაბიჯის მფარველი.

ზაზა ლომიძე ოჯახით

ანზორი არევაძე, პაატა გოგო-ლაძე, დათო კურტანიძე, ნელი შარიქაძე, გულო ტალახაძე, ნანა ჯანიაშვილი, ნიკუშა მაჭავარიანი, მალვინა ჩერქეზიშვილი, ლევანი და შორენა ბუაჩიძეები, როზა ლაბაძე, მაია დევდარიანი ვუ-ლოცავთ მიმოზა ვეფხვაძე-ტო-როშელიძეს შვილის ბესო ვეფხ-ვაძის ქორწინებას. ვუსურვებთ ახალშეუღლებულებს ბედნიერი ოჯახის შექმნას.

ირმა წასიძესა და დავით ბარ-ბაქაძეს ვულოცავთ შვილიშვილის დავითის შეძენას. ვუსურვებთ პატარა დავითს ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს და უფლის წყალობას.

ხარაგაულის ბაზრის ადმინისტრაცია

***

***

ჩვენ ვართ ახალგაზრდების სა-ინიციატივო ჯგუფი, რომელიც ბავშვ-თა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: „რას შევც-ვლიდი დღევანდელ საქართველოში.“ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი სკოლის ნე-ბისმიერი კლასის მოსწავლეს (წლევან-დელი სკოლადამთავრებულების ჩათვ-ლით). თითოეულ მოსწავლეს უფლება ეძლევა, კონკურსისთვის გამოგზავნოს მხოლოდ ერთი ესსე. ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას. ესსე უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისა-მართზე: [email protected] ნამუშევარს თან უნდა ახლდეს ავტო-რის სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრე-ბელი ადგილი, სკოლის ნომერი, კლა-სი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ნამუშევრების მიღება დასრულდე-ბა 2013 წლის 14 ივნისს, 24.00-ზე. მიღებულ ნამუშევრებს შეაფასებენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვ-ნული ცენტრის საინიციატივო ჯგუფის წევრები. ჯგუფის კოორდინატორია სამოქალაქო განვითარების ინს-ტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე. ორი გამარჯვებული ნამუშევრის ავტო-რი დაჯილდოვდება.

მადლობა გულისხმიერებისათვის

2013 წლის 17 ივნისს ხარაგაულის ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრი და განათლების რესურსცენტრი ატარებს ქორეოგრაფიულ ფესტი-ვალს „კიდევაც დაიზრდებიან.“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს ვთხოვთ მონაწილეობა მიიღონ ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაში.

დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე: 22 19 38, მობილური: 593 36 32 31, 577 95 75 34.

გიწვევთ ქორეოგრაფიულ ფესტივალზე

უკრაინის პერსონალის მართვის საერთაშორისო აკადემია ქუთაისსა და ზესტაფონში აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას ბაკალავრიატის და კოლეჯის შემდეგ აკრედიტირებულ სპეციალობებზე: იურიდიული, ჯანდაცვა, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვა.

სტუდენტს, პირველი კურსის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია სწავლა გააგრძელოს კიევში და შემდეგ ლონდონის ოქსფორდის უმაღლეს კოლეჯში.

სამწლიან პროგრამადამთავრებულს უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს ბაკალავრიატის მე-2 კურსზე.

გთავაზობთ: ჩარიცხვას ეროვნული გამოცდების გარეშეაკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს, რომელიც აღიარე-

ბულია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის მიერსწავლების საფასურის გადახდის შეღავათიან პირობებსკონკრეტული სპეციალობის ბოლო კურსამდე სწავლების საფასურის უცვ-

ლელობასუმაღლესი კვალიფიკაციის ლექტორებსპრაქტიკების გავლას საქართველოსა და უკრაინის ცნობილ კომპანიებშიმისამართი:ქუთაისი, წერეთლის ქ #76. ტელ.: 591 152 162ზესტაფონი, ზაპოროჟიეს ქ. #10. ტელ.: 593 21 19 64.www.mayp.com.ua

გიწვევთ სასწავლებლად

კონკურსი მოზარდებისთვის

მადლობა, ძვირფასო აღმზრდელებო!

„ძალიან ემოციურია ჩემთვის დღე-ვანდელი დღე. როგორც საკუთარ შვილს ზრდი და გიხარია მისი თი-თოეული წარმატება, ასე ვარ ახლა. ვუსურვებ ჩემს პატარებს წინსვლას და ბედნიერებას, სასახელო პიროვნებე-ბად ჩამოყალიბებას,“ - ასე დალოცა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მაია დევდარიანმა თავისი აღზრდილები საზეიმო კონ-ცერტის შემდეგ.

„ნამდვილად თითოეული მასწავ-ლებლის თავდაუზოგავი შრომის შე-დეგია, რომ პატარებმა ასე ლამაზად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკ-ვეს. ეს უდავოდ აღმზრდელების მაია

დევდარიანის, თამარ ოსანაძის, ეკა ჩეკურიშვილის, ირმა ყანჩაველის, ირმა სებისკვერაძის დამსახურებაა. ქალბატონი ლენა ხომასურიძე მუდამ ზრუნავს ბავშვების სისუფთავეზე. მინდა მადლობა ვუთხრა მათ და გზა დავულო-ცო პატარებს,“ - აღნიშნა ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთი-ანების დირექტორმა ქეთევან ზუმბაძემ.

მანამდე კი ლამაზად მორთულ დარბაზში პატარების გაუბედავი და წკრიალა ხმები ისმოდა. ბავშვებმა თა-ვიანთი გულწრფელობით მოხიბლეს მაყურებლები. იყო ემოცია და ცრემლი, ლაღი და ბედნიერი სახეები. საზეიმო კონცერტით გაიხარეს პატარებმა და გაახარეს მშობლები. დალოცვილი იყოს მათი გზასავალი.