საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო...

22
საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამა პერსონალური პროექტის გზამკვლევი მოსწავლეებისათვის

Upload: others

Post on 02-Oct-2020

1 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამა

პერსონალური პროექტის გზამკვლევი

მოსწავლეებისათვის

Page 2: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

მიმოხილვა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის ფარგლებში

განსახორციელებელი პერსონალური პროექტის საწყის ეტაპზე. ეს შეიძლება თქვენს აკადემიურ

კარიერაში ერთადერთი შესაძლებლობა იყოს, როცა გეძლევათ სრული თავისუფლება თქვენი

სურვილისამებრ აირჩიოთ ნებისმიერი თემა და პროექტი. ეს არის თქვენი შანსი ისწავლოთ რაიმე

ახალი, იყოთ შემოქმედებითნი, განივითაროთ ძველი უნარ-ჩვევები და შეიძინოთ ახლები.

საშუალო წლების პროგრამის პერსონალური პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება:

პერსონალური პროექტის კომპონენტები რის მიხედვით ფასდება

საკითხი, რომელიც მიგიყვანთ საბოლოო

პროდუქტამდე ან ღონისძიებამდე

საკითხის გამოკვეთა

პრეზენტაციაში/ანგარიშში

პროცესის ამსახველი ჟურნალი ანგარიშის დანართში მოცემული

ამონარიდები ჟურნალიდან

ანგარიში შეფასების ოთხივე კრიტერიუმი

მიზნები და ამოცანები:

საბაზო პროგრამის ფარგლებში პერსონალური პროექტის განხორციელების მიზნებია

მოგიწოდოთ და ხელი შეგიწყოთ იმაში, რომ:

გამოიმუშავოთ ახალი, შემოქმედებითი წვდომა და

სიღრმისეულად გააანალიზოთ გაგებული;

აჩვენოთ ხანგრძლივი პროექტის შესრულებისთვის

საჭირო უნარები, დამოკიდებულება და ცოდნა;

მოახდინოთ ეფექტური კომუნიკაცია მრავალგვარ

სიტუაციაში;

გამოავლინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა სწავლის

პროცესში;

დააფასოთ სწავლის პროცესი და იამაყოთ თქვენი მიღწევებით.

მოცემული ამოცანები ცხადყოფს კონკრეტულ მიზნებს, რომელთა მიღწევაც უნდა მოხდეს

სწავლის პროცესში. ეს ამოცანები განსაზღვრავს, თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ სწავლის

შედეგად და, ამავდროულად, შეესატყვისება შეფასების იმ კრიტერიუმებს, რომლებითაც

განისაზღრება თქვენი პროექტის ქულა.

ამასთან, პროექტის

განხორციელება

აჩვენებს თუ როგორ

გარდაისახება

მოსწავლე მიღებული

გამოცდილების

შედეგად

Page 3: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

ამოცანა A: კვლევა

i. თქვენი პირადი ინტერესების მიხედვით აირჩიეთ მკაფიო მიზანი და გლობალური

კონტექსტი პროექტისთვის

ii. დაადგინეთ რა წინასწარი და დარგობრივი ცოდნაა საჭირო პროექტის

განსახორციელებლად

iii. გამოავლინეთ კვლევის უნარი

ამოცანა B: დაგეგმვა

i. შეადგინეთ კრიტერიუმები საბოლოო პროდუქტისთვის / ღონისძიებისთვის

ii. დაგეგმეთ და აღრიცხეთ პროექტის მიმდინარეობის პროცესები

iii. გამოავლინეთ თვითორგანიზების უნარი

ამოცანა C: ქმედება

i. შექმენით / ჩაატარეთ თქვენი მიზნის, გლობალური კონტექსტის და კრიტერიუმების

შესაფერისი პროდუქტი / ღონისძიება

ii. გამოავლინეთ აზროვნების უნარი

iii. გამოავლინეთ კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები

ამოცანა D: რეფლექსია

i. შეაფასეთ თქვენი პროდუქტის / ღონისძიების ხარისხი დადგენილი

კრიტერიუების მიხედვით

ii. აჩვენეთ თუ როგორ გააუმჯებესა თქვენი ცოდნა, საკითხისა და გლობალური

კონტექსტის წვდომა ამ პროექტის შესრულებამ

iii. აჩვენეთ თქვენი პიროვნული განვითარება პროექტის განხორციელების

განმავლობაში საერთაშორისო ბაკალავრიატის მოსწავლის მახასიათებლების

მიხედვით

Page 4: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

დაწყება

1. პროცესის დოკუმენტირება: თქვენი ჟურნალი

ადგილი, სადაც პროექტის მიმდინარეობისას აღწერთ თქვენი

შემეცნების პროცესს, იქნება პროცესის ამსახველი ჟურნალი.

შეგიძლიათ ჟურნალი შექმნათ კომპიუტერულ პროგრამა

"Word"-ში, ბლოგზე, ვიდეოს სახით, ან ნებისმიერი სხვა

ფორმატით. ჟურნალი შეფასდება B კრიტერიუმის მიხედვით.

კრიტერიუმების მიხედვით უმაღლესი შეფასების

დასამსახურებლად უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულება იმისა,

რომ ოთხივე ამოცანას წარმატებით გაართვით თავი.

რა არის პროცესის ამსახველი ჟურნალი?

ჟურნალი... ჟურნალი არ...

გამოიყენება პროექტის

განმავლობაში იმისათვის, რომ

ასახოთ პროექტის მიმდინარეობა,

თქვენი ინტერესების და პროცესის

განვითარება, და მიღწევები

არის ადგილი, სადაც ჩაწერთ თქვენს

საწყის იდეებს და ასახავთ წინსვლას;

ჩაინიშნავთ თქვენს ნააზრევს, ძიების

განვითარების სავარაუდო გზებს და

პროექტის მიმდინარეობისას

გაჩენილ კითხვებს

არის ადგილი, სადაც ასახავთ თქვენს

ურთიერთობას ინფორმაციის

წყაროებთან: მასწავლებლებთან,

ხელმძღვანელთან და გარეშე

პირებთან

არის ადგილი, სადაც ჩაინიშნავთ

შერჩეულ, ანოტირებულ ან/და

რედაქტირებულ წყაროებს და

აწარმოებთ ბიბლიოგრაფიას

არის საჭირო ინფორმაციის

თავმოყრის ადგილი: ციტატების,

იწერება პროცესის დასრულების

ან საბოლოო პროდუქტის შექმნის

შემდეგ

არის პროექტიაგან განყენებული

დამატებითი სამუშაო, არამედ

წარმოადგენს მის განუყოფელ

ნაწილის და ხელშემწყობ

ინსტრუმენტს

არის სტატიკური დოკუმენტი

მხოლოდ ერთი სახის ფორმატით

პროცესის ამსახველ

ჟურნალში უნდა

აჩვენოთ სწავლისადმი

მიდგომების

გამოყენება და

განვითარება. ამას

არსებითი

მნიშვნელობა ექნება,

როცა თქვენს

ნამუშევარს თავს

მოუყრით ანგარიშის

წერისას.

Page 5: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

სურათების, იდეების, ფოტოების

არის იდეების და პრობლემის

გადაჭრის გზების ძიების საშუალება

გამოიყენება შესრულებული

სამუშაოს შესაფასებლად

გამოიყენება შეძენილი ცოდნის

შესაფასებლად

იქმნება ისეთი ფორმატით,

რომელშიც მოსწავლე თავს ყველაზე

კოფორტულად გრძნობს

გამოიყენება მოსწავლის მიერ

პროექტის განხორციელების

მიმდინარეობის ანალიზისა და

მიღებული რჩევების ჩასაწერად .

ჟურნალი და ხელმძღვანელთან შეხვედრა

ხელმძღვანელთან შეხვედრისას უნდა წარმოადგინოთ მიმდინარე პროცესის მტკიცებულება

და თქვენი დასახული მიზნებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ჟურნალში იქნება

ასახული.

რას უნდა მოიცავდეს ჩემი ჟურნალი? დასაწყისისთვის...

პერსონალური პროექტის გეგმა არის თქვენი ჟურნალის საწყისი ეტაპი

ყველა ჩანაწერისას უნდა მიუთითოთ თარიღი

შეეცადეთ კვირაში სულ ცოტა ერთ ჩანაწერი მაინც გააკეთოთ

ჩანაწერები მოიცავს:

თქვენი ნააზრევის და იდეების განვითარების რუკას

შენიშვნებს, დიაგრამებს, ტექსტის მცირე ფრაგმენტებს

ანოტირებული კვლევის წყაროებს

რესურსების ბიბლიოგრაფიას

Page 6: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

ნასწავლის შესახებ ჩანაწერებს

სურათებს, ფოტოებს, ესკიზებს

მუზეუმებში, წარმოდგენებსა და სხვა ამგვარ ადგილებში ღირსშესანიშნავი

ვიზიტების ამსახველ ნივთებს

თვითშეფასებას და მიღებულ უკუკავშირს

იმის განმარტებას, თუ როგორ დაგეხმარათ კვლევა თქვენი მიზნების მიღწევაში

დაბრკოლებებს / სირთულეებს რომლებსაც გადააწყდით

ხელმძღვანელისთვის დასასმელ კითხვებს და მიღებულ პასუხებს

2. თემის არჩევა

როცა ფიქრობთ თქვენი პროექტის სავარაუდო თემაზე, განიხილეთ მომდევნო კითხვები,

რომ დაგეხმაროთ დაწყებაში:

რა არის ის, რისი სწავლაც ყოველთვის გსურდათ, მაგრამ არასდროს გქონდათ

შესაძლებლობა?

თქვენს საზოგადოებაში არსებული რომელი პრობლემების გადაჭრას ისურვებდით?

რა ფორმით გიყვართ საკუთარი თავის გამოხატვა?

რა სიახლის დანერგვით შეძლებდით ცხოვრების ხარისხის ან საზოგადოების

კეთილდღეობის ამაღლებას

3. გლობალური კონტექსტის არჩევა

თემის ძიება გარკვეულ გლობალურ კონტექსტში საშუალებას გაძლევთ უფრო ღრმად

ჩაწვდეთ თემის არსსა და რეალურ სამყაროსთან მის კავშირს. პერსონალური პროექტის

განხორციელებისას კითხვების დასმაში დაეყრდნობით თქვენს მიერ არჩეულ გლობალურ

კონტექსტს. გლობალური კონტექსტი დაგეხმარებათ იმის ახსნაში, თუ რატომაა თქვენი

პროექტი მნიშვნელოვანი. (იხილეთ მასალა გლობალური კონტექსტის შესახებ, რომელიც

PDF ფაილის სახით გამოგიგზავნეს დამატებითი ინფორმაციისთვის)

იხილეთ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ მოახდენს გლობალური კონტექსტი თქვენი

პროექტის ფოკუსის ფორმირებას.

Page 7: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

მაგალითი: რეპი

გლობალური კონტექსტი მაგალითები

პიროვნებები და ურთიერთობები რატომ არის ჩემთვის ახლო და გასაგები რეპი?

ორიენტაცია დროსა და სივრცეში გამოიკვლიეთ რეპის, როგორც მუსიკალური

სტილის, განვითარება სხვადასხვა კონტინენტზე

ინდივიდუალური და

კულტურული თვითგამოხატვა

შეასრულეთ რეპი თქვენი თანატოლებისთვის

და იქონიეთ კითხვა-პასუხის სესია მოსმენილი

სიმღერის, მიღებული შთაგონების და

განვითარების შესახებ

მაგალითი: მზის ენერგიის დანადგარები

გლობალური კონტექსტი მაგალითი

მეცნიერული და ტექნოლოგიური

ინოვაცია

შექმენით მზის ენერგიის გამოყენებისთვის

სჭირო 3D მოწყობილობის მოდელი თავისი

ინსტრუქციებით

ორიენტაცია დროსა და სივრცეში გამოიკვლიეთ როგორ იყენებდნენ სხვადასხვა

კულტურები მზის ენერგას ამა თუ იმ

დანიშნულებისთვის

გლობალიზაცია და მდგრადობა გამართეთ დებატები ჰერვ კემპფის იმ

მოსაზრების თაობაზე, თუ "როგორ

ანადგურებენ მდიდრები დედამიწას"

4. დაისახეთ მიზანი და დაადგინეთ თქვენი საბოლოო პროდუქტი /

ღონისძიება

თქვენ უნდა დაისახოთ ისეთი მიზანი, რომლიც მიღწევადია, თუმცა გამოწვევის წინაშე

აყენებს თქვენს ცოდნას, უნარებს და ტექნიკას. დარწმუნდით, რომ დასახული მიზნის

მიღწევას მოახერხებთ არსებული რესურსებით და ჩაეტევით მოცემულ დროში. თქვენს

ხელმძღვანელთან განიხილეთ დასახული მიზანი და დარწმუნდით იმაში, რომ იგი

მიღწევადია; არც ძალიან ადვილი და არც ძალიან რთული. დაეყრდენით ქვემოთ მოყვანილ

სქემას.

Page 8: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

რთული მზიანი უაღრესად რთული მზიანი

მოსწავლე წარმოადგენს

ფოტოგრაფიის თვითნასწავლ

უნარებს

მოსწავლე წარმოადგენს ფოტორეპორტაჟს თავის

სამეზობლოზე

მოსწავლე დაამზადებს

გრძელვაიდანი მოხმარების

ჩანთას მეორადი მასალებისგან

მოსწავლე მოაწყობს მეორადი მასალებისგან

დამზადებული მრავალგვარი ჩანთების

გამოფენას

მოსწავლე დაწერს სტატიას

(სკოლის/

აკადემიური/განსაკუთრებული

განხრის მქონე ჟურნალისთვის)

მისთვის საინტერესო თემაზე და

წარუდგენს აუდიტორიას

მოსწავლე დაწერს და გამოაქვეყნებს წიგნის

ფორმატის ნამუშევარს მისთვის საინტერესო

თემაზე

5. შეიმუშავეთ წარმატების კრიტერიუმები

როგორ დარწმუნდებით იმაში, რომ თქვენი პროექტი წარმატებულია? ეს ის ერთადერთი

შემთხვევაა, როცა თქვენ არა მხოლოდ იმის საშუალება გეძლევათ, რომ აირჩიოთ სასურველი

თემა, არამედ იმისაც, რომ გადაწყვიტოთ რის მიხედვით შეფასდება თქვენი პროექტი. თქვენ

შექმნით შეფასების საკუთარ რუბრიკას, რომლის მიხდვითაც თქვენი ხელმძღვანელი შეაფასებს

პროექტს. თქვენს ხელმძღვანელთან ერთად თქვენ გადაწყვეტთ, თუ რა წარმოადგენს მაღალი

ხარისხის პროდუქტს / ღონისძიებას.

ნუ შეეცდებით კრიტერიუმების შედგენას მანამ, სანამ დასახულ მიზანს სრულად არ

ჩამოაყალიბებთ. კრიტერიუმები მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეადგინოთ, რაც მკაფიოდ

გაიაზრებთ თუ რისი მიღწევა გსურთ და როგორი იქნება თქვენი პროდუქტი / ღონისძიება.

წარმატების კრიტერიუმების ნიმუშია:

მოსწავლე წარმოადგენს ფოტორეპორტაჟს თავისი სამეზობლოს შესახებ მოწყობილ

გამოფენაზე

მკაფიო შემოქმედებითი სათქმელი, რომელიც ხსნის როგორც მოსწავლის ხედვასა და

მიზანს, ისე მის დამოკიდებულებას პრობლემისადმი, რომელიც ამ ფოტოებშია

აღბეჭდილი

პროექტი პასუხობს კითხვას: როგორი კულტურულ თავისებურებების მატარებელია

ჩემი საზოგადოება?

Page 9: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

მოსწავლე წარმოადგენს მინიმუმ 10 ფოტოს, რომელებიც წარმოაჩენს მისეულ ხედვას

და საზოგადოების კულტურული თავისებურებების ინტერპრეტაციას

თითოეული ფოტო ჯდება ესთეტიკურ კრიტერიუმებში: შუქ-ჩრდილები, ფერები,

ფოკუსი და კომპოზიცია ადექვატურადაა გამოყენებული

6. დააკონკრეტეთ პროცესი: განსაზღვრეთ ის ნაბიჯები, რომლებიც

მიგიყვანთ საბოლოო მიზნამდე

რესურსები, რესურსები, რესურსები...

ცოდნა, რომელსაც თქვენ უკვე ფლობთ, გავლენას იქონიებს თქვენი მუშაობის პროცესზე

საწყისი ეტაპიდანვე. თუმცა, უნდა წარმოადგინოთ იმის მტკიცებულება, რომ პროექტის

მიმდინარეობისას ცოდნა გაიღრმავეთ კიდეც. მხოლოდ არსებული ცოდნა საკმარისი არ

იქნება კვლევის ჯეროვანი სიღრმისა და მოცულობის უზრუნველსაყოფად. ამქედან

გამომდინარე, თვალსაწიერის გაფართოება თქვენი პროექტის მიმდინარეობის აუცილებელი

კომპონენტია.

ინფორმაციის წყაროების რაოდენობა და რაობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა

ტიპისაა თქვენი პროექტი; თუმცა, კვლევაში უმაღლესი შეფასების მისაღებად უნდა

გამოიყენოთ ინფორმაციის რაც შეიძლება მეტი, ერთმანეთისგან განსხვავებული წყარო.

ინფორმაციის წყაროს სანდოობის ხარისხის სწორად შეფასების უნარი უნდა შეიძინოთ

სწავლისადმი მიდგომების დახვეწით, კერძოდ: საინფორმაციო- და მედია-წიგნიერების

განვითარებით.

ინფორმაციის წყაროები შეიძლება მოიცავდეს: მნიშვნელოვან ადამიანებს, გამოკითხვის

შედეგებს, მედია საშუალებებს, ინტერნეტ რესურსებს (გამოიყენეთ მრავალგვარი

რესურსები), ვიდეო ან აუდიო ჩანაწერებს, სურათებს

ზემოთ მოყვანილი ფოტორეპორტაჟის მიხედვით:

მოიძიეთ საზოგადოებაში არსებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები და დაადგინეთ მათ

კავშირი საზოგადოების კულტურასთან

მოიძიეთ ინფორმაცია ფოტოგრაფიის ესთეტიკის შესახებ

შექმენით იმ ღონისძიებების კალენდარი, რომელთა დასწრებაც განზრახული გაქვთ

ჩამოართვით ინტერვიუ საზოგადოების წევრებს

Page 10: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

7. რეფლექსია! რეფლექსია!რეფლექსია!

უმაღლესი ქულის მისაღებად უნდა გააანალიზოთ პროექტზე მუშაობის პროცესში შეძენილი

ცოდნა

ეს რეფლექსია უნდა შევიდეს პროცესის ამსახველ ჟურნალში

გასაანალიზებელი თემებია:

სწავლისადმი მიდგომების (იხილეთ ქვემოთ და დანართში) უნარ-ჩვევების

განვითარება. სწავლისადმი მიდგომების რომელი უნარ-ჩვევა იყო თქვენი ძლიერი

მხარე პერსონალური პროექტზე მუშაობის დაწყებამდე? რომელი უნარ-ჩვევები

განივითარეთ პერსონალური პროექტზე მუშაობისას?

მაგალითი: კვლევის უნარი პერსონალური პროექტის განხორციელების მნიშვნელოვანი

კომპონენტია. როდესაც დაამთავრებთ პროექტზე მუშაობას, თქვენ განხილული

გექნებათ ინფორმაციის წყაროების სანდოობა, შესაბამისობა და შექმნილი გექნებათ

სათანადო ბიბლიოგრაფია. თუკი ეს აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ, ნიშნავს, რომ

პროექტზე მუშაობისას გამოიმუშავეთ სწავლისადმი მიდგომების შემდეგი უნარ-

ჩვევები: საინფორმაციო წიგნიერება და აზროვნების უნარი!

ანგარიშის დაწერა

საბაზო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პერსონალური პროექტის ანგარიში

ასახავს თქვენს შემეცნებას პროექტის მიმდინარეობისას. ანალიზი და თვითშეფასება

პროცესის ამსახველი ჟურნალის უმთავრესი კომპონენტებია და ანგარიშშიც მკაფიოდ უნდა

აისახოს. როცა ანგარიშის დაწერის დრო მოახლოვდება, მიიღებთ დამატებით ინფორმაციას,

ამ დროისათვის კი განიხილეთ მომდევნო კთხვები:

როგორი გავლენა იქონია დარგობრივი ცოდნის გაღრმავებამ და შეძენილი ცოდნის

გამოყენებამ თქვენს პროექტზე?

რა გაარკვიეთ პროექტის მიზანთან და არჩეულ გლობალურ კონტექსტთან

მიმართებაში?

როგორი წინსვლა აჩვენეთ თქვენ, როგორც მოსწავლემ, განსაკუთრებით

სწავლისადმი მიდგომების უნარ-ჩვევების მიხედვით?

ანგარიში უნდა წარმოადგინოთ მომდევნო ქვესათაურებით. დაიხმარიეთ მოცემული

შეკითხვები, რომ დაგეგმოთ რა შევა თითოეულ ქვეთავში.

Page 11: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

კვლევა

o რა იყო თქვენი მიზანი, რომელიც ჯეროვან სირთულეს შეიცავდა?

o რამ განაპირობა ამ მიზნის მიღწევის სირთულე?

o რა გავლენა იქონია თქვენმა პირადმა ინტერესებმა მიზნის არჩევაზე?

o რა არის თქვენი გლობალური კონტექსტი? რატომ აირჩიეთ ეს გლობალური კონტექსტი?

o რა ურთიერთდამოკიდებულებაა თქვენს მიზანსა და გლობალურ კონტექსტს შორის?

o რა საბაზისო ცოდნა გქონდათ პროექტის დაწყებამდე?

o რა ახალი შეხედულებები შეგექმნათ კვლევის პროცესში?

o ინფორმაციის რა წყაროები გამოიყენეთ?

o როგორ დაადგინეთ, რომ ეს წყაროები იყო სანდო? ზუსტი? შესაფერისი? ობიექტური?

დაგეგმვა

o რა იყო თქვენი კრიტერიუმები?

o რატომ აირჩიეთ ეს კრიტერიუმები?

o რატომ მიიჩნევთ თქვენს კრიტერიუმებს ამომწურავად?

o აღწერეთ თქვენი პროექტის მიმდინარეობის ქრონოლოგია და თითოეული ეტაპი.

o დაუკავშირეთ თქვენი მსჯელობა პროცესის ამსახველი ჟურნალიდან ამოღებულ

კონკრეტულ ამონარიდებს.

o რა დაბრკოლებებს გადააწყდით?

o როგორ გადალახეთ ეს დაბრკოლებები?

ქმედება

o აღწერეთ თქვენი საბოლოო პროდუქტი / ღონისძიება

o როგორ ეხმიანება თქვენი პროდუქტი / ღონისძიება თქვენ მიერ დასახულ მიზანს?

o როგორ ეხმიანება თქვენი პროდუქტი / ღონისძიება არჩეულ გლობალურ კონტექსტს?

o რატომ გადაწყვიტეთ თქვენი შემეცნება ასეთი პროდუქტის / ღონისძიების სახით

წარმოგეჩინათ?

o ვისთან და როგორ ითანამშრომლეთ პროექტის მიმდინარეობისას?

o რა ახალ იდეებს და პერსპექტივებს ასახავს თქვენი პროდუქტი / ღონისძიება?

რეფლექსია

o როგორ აკმაყოფილებს თქვენი პროდუქტი / ღონისძიება დადგენილ კრიტერიუმებს?

o როგორ შეგიძლიათ შეძენილი ცოდნა გამოიყენოთ თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტში?

o როგორ გააღრმავა თქვენი ცოდნა ამ პროექტზე მუშაობამ?

Page 12: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

o როგორ დაგეხმარათ პროექტზე მუშაობა უკეთ გაგეგოთ არჩეული გლობალური

კონტექსტის არსი?

o საერთაშორისო ბაკალავრიატის მოსწავლის რომელი მახასიათებლები გამოავლინეთ

პროექტზე მშაობისას?

ანგარიშის ჩაბარებისას დარწმუნდით, რომ იგი შეიცავს:

o პერსონალური პროექტის თავფურცელს

o აკადემიური კეთილსინდისიერების ფორმას

o ამონარიდებს პროცესის ამსახელი ჟურნალიდან

პროცესის ამსახველი ჟურნალიდან ამოღებული ამონარიდები დაკვირვებით უნდა

შეარჩიოთ იმისათვის, რომ ისინი ყველა კრიტერიუმს ეხმიანებოდეს. პროექტის

მიმდინარეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპების საჩვენებლად შეგიძლიათ აირჩიოთ არა

უმეტეს 10 ამონარიდისა . ეს ამონარიდები უნდა აჩვენებდეს, თუ როგორ შეასრულეთ

თითოეული ამოცანა. ამონარიდები თქვენს ანგარიშში შევა დანართების სახით, რომლებიც

უნდა დანომროთ 1-დან 10-მდე და მოიხმოთ როგორც თქვენი შემეცნების მტკიცებულება.

ანგარიშს აგრეთვე უნდა დაერთოს:

o თვალსაჩინოებანი, რომლებიც დაგეხმარათ პრეზენტაციის ჩატარებაში

o ბიბლიოგრაფია

Page 13: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·
Page 14: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

სწავლისადმი მიდგომები

აზროვნება

კრიტიკული აზროვნება შემოქმედებითი აზროვნება გადმოცემის უნარი

ამოიცანით პრობლემები, დაისახეთ

მიზნები და ამოცანები

გამოიტანეთ დასკვნები

გამოავლინეთ ხარვეზები ცოდნაში

და მოახდინეთ მთავარი კითხვების

ფორმულირება

განიხილეთ იდეები განსხვავებული

მიდგომით

წამოაყენეთ კონტრარგუმენტები

დაანაწევრეთ პროექტი

კომპონენტებად და დააკავშირეთ

ისინი ლოგიკურად

მოახდინეთ აქტუალური კითხვების

და მიზნების ფორმულირება

დაგეგმეთ მიზნის მიღწევის გზები

და გააკეთეთ თითოეული ნაბიჯის

მონახაზი

გაითვალისწინეთ მოვლენების

შედეგები

მოახდინეთ დაბრკოლებებისა და

გამოწვევების იდენტიფიცირება

გააკეთეთ ლოგიკური შეფასებები

და გაამყარეთ ისინი არგუმენტებით

შეიმუშავეთ არსებული

,მექანიზმების მედიის და

ტექნოლოგიის გაუმჯობესების

გზები

მოახდინეთ ავთენტური

პრობლემების და მნიშვნელობანი

კითხვების იდენტიფიცირება

მოიძიეთ საკითხის გადაწყვეტის

ალტერნატიული გზები

ამოიცანით ტენდენციები და

გააკეთეთ მოვლენების

განვითარების პროგნოზი

გადაწყვიტეთ სისტემებთან და

პროგრამებთან დაკავშირებული

პრობლემები

წამოაყენეთ გაბედული იდეები

შექმენით თქვენი ნააზრევის

გეგმა

განიხილეთ ყველა არსებული

ალტერნატივა

განიხილეთ ისიც, რაც

შეუძლებლად გეჩვენებათ

შექმენით პრობლემის

გადაჭრის ახალი გზები

შეაფასეთ პრობლემის

გადაჭრის გზები

იპოვეთ კავშირი შემთხვევით

ხდომილებებს შორის

განიხილეთ ახლებური ხედვის

შესაძლებლობა

გამოიყენეთ ინტუიცია

წამოაყეეთ "რა მოხდება თუ"

სახის კითხვები

გამოიყენეთ თქვენი ცოდნა

ახალი იდეების, პროდუქტების

და პროცესების

განსახორციელებლად

მიეცით ძველ იდეებს

ახლებური სახე

გამოიყენეთ მოქნილი

აზროვნება - დაამტკიცეთ

იდეის ან საკითხის ორივე

მხარე

კითხვის ქვეშ დააყენეთ

აღიარებული ჭეშმარიტებები

კითხვის ქვეშ დააყენეთ

საკუთარი და სხვათა

ვარაუდები

შეხედეთ პრობლემებს,

შესაძლებლობებსა და

გამოწვევებს პოზიტიურად

გააანალიზეთ სხვადასხვა იდეა

და გააკეთეთ არჩევანი

გამოიყენეთ თქვენი ცოდნა,

გაგება და უნარები

სხვადასხვა საგნებში რომ

შექმნათ პროდუქტი ან

მიხვიდეთ

გადაწყვეტილებამდე

დაუკავშირეთ ერთმანეთს

სხვადასხვა საგნობრივ

სფეროში შეძენილი ცოდნა

გამოიყენეთ უნარები და

ცოდნა უცნობ სიტუაციებში

მოიკვლიეთ მრავალგვარი

კონცეფცია მრავალფეროვანი

პერსპექტივის შესაქმნელად

გამოიყენეთ შემეცნების

ნაცნობი ხერხები უცნობ

გარემოებებში

გამოიყენეთ არსებული

ცოდნა ახალი

ტექნოლოგიების

შესასწავლად

გამოავლინეთ მუდმივი

შემეცნების მიმართ

პიროვნული პასუხისმგებობა

შეცვალეთ თქვენი პროექტის

კონტექსტი, რომ შეიძინოთ

გასხვავებული პერსპექტივები

მიიღეთ გადაწყვეტილებები

Page 15: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

სწავლისადმი მიდგომები

მართვის უნარები

ორგანიზაციული უნარი თვითდისციპლინის უნარი ანალიზის უნარი მიჰყევით განრიგს და

დაიცავით ვადები

დაისახეთ შუალედური

მიზნები და მიაღწიეთ მათ

მოწესრიგებულად

გამოეცით წერილობითი,

ზეპირსიტყვიერი და

ვიზუალური ინფორმაცია

გულადასმით მოემზადეთ

მასწავლებლებთან

შეხვედრებისთვის

ჩანაწერები და

ელექტრონული ფაილები

იქონიეთ ლოგიკურად

ორგანიზებული სახით

მოიძიეთ და შეარჩიეთ

ინფორმაცია მრავლობითი

წყაროებიდან

სტრატეგიულად დაგეგმეთ

პერსონალური პროექტის

ფარგლებში კვლევის

საწარმოება

დაგეგმეთ თუ რა

დაგჭირდებათ

პროექტისათვის

დასრულებული სახის

მისაცემად

გონივრულად შეარჩიეთ

პროექტისთვის საჭირო

ტექნოლოგიები და

ეგექტურად გამოიყენეთ

ისინი

პროექტზე მუშაობისას

დააბალანსეთ თქვნი შრომა,

დასვენება, კვება, ფიზიკური

ვარჯიში და გართობა

იყავით მიზანდასახულნი

და გულმოდგინენი

მოახდინეთ საქმეზე

კონცენტრირება და ნუ

გაგეფანტებათ ყურადღება

მოიქცით დაფიქრებულად

და გონივრულად

წარმართეთ საქმიანობა

მოისმინეთ სხვათა აზრი და

შეხედულება თქვენს

შესახებ და გადაწყვიტეთ

როგორ გაიზიაროთ იგი

გახსოვდეთ გონებრივი და

ფიზიკური მდგომარეობის

შორის კავშირი

შეინარჩუნეთ დადებითი

განწყობა

ისწავლეთ მარცხთან და

იმედგაცრუებასთან

გამკლავება

ისწავლეთ შეგუება

ცვლილებებთან

სტრატეგიულად აღუდექით

წინ თანატოლთა შორის

ადამიანის დამცირებისა და

აბუჩად აგდების ფაქტებს

ისწავლთ დაძაბულობის

განმუხტვა და ემოციებთან

გამკლავება

დაუკვირდი ამა თუ იმ

საკითხის ეთიკურ და

კულტურულ ასპექტებსა

და მათ გავლენას გარემოზე

ჩამოიყალიბე საკუთარი

შეხდულება ადამიანებზე,

იდეებსა და კონცეფციებზე

დაინახე სწავლის

პროცესში შენი ძლიერი და

სუსტი მხარეები

დაინახე შესაძლბლობათა

ზღვარი

დაუკვირდი დასწავლის

პროცესის ეფექტურობას

წავლის პროცესში

პერიოდულად შეჩერდი და

დაუფიქრდი თუ რა გზით

უფრო უკეთ ითვისებ

მასალას

გამოსცადე დასწავლის

სხვადასხვა გზა და შეაფასე

მათი ეფექტურობა

მზად იყავი დასწავლის

არაეფექტური ჩვევის

ახლით შესაცვლელად

მიიღე კეთლგანწყობილი

კრიტიკა

აწარმოე ჩანაწერები

სწვლის მიმდინარეობის

შესახებ, რომელშიც ასახავ

როგორც თავად პროცესს

ისე შედეგებს

ჩაიწერე თუ როგორ ცვლი

და აუმჯობესებ დაწავლის

პროცესს

Page 16: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

სწავლისადმი მიდგომები

კვლევა

საინფორმაციო წიგნიერება მედია წიგნიერება მოიპოვეთ ინფორმაცია საკუთარი თავისა

და სხვათა გათვითცნობიერებისთვის

მოიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა

მედიაში

იკითხეთ დაკვირვებით

იკითხეთ მრავალდგვარი ლიტერატურა

ინფორმაციისა და სიამოვნების მისაღებად

შეაგროვეთ ცნობები სხვადასხვა

ციფრული და ბეჭდური წყაროებიდან

მოიპოვეთ და გადაამოწმეთ მონაცემები

შეაჯერეთ ინფორმაციის სხვადასხვა

წყაროდან მიღებული ცნობები

გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის მედია

საკითხის სხვადასხვა კუთხით დასანახად

გამოიყენეთ შესაფერისი მულტიმედია

საშუალებები ეფექტური პრეზენდაციის

გასაკეთებლად

სწორად მოახდინეთ თავწყაროთა

ციტირება და გულდასმით შეადგინეთ

ლიტერატურის ნუსხა

დაიცავით ინტელექტუალური

საკუთრების უფლებები და აკადემიური

კეთილსინდისიერების ნორმები

განასხვავეთ ლიტერატურის პირველადი

და მეორადი წყაროები

შეიმეცნეთ ინფორმაციის მიწოდების

სხვადასხვა ფორმის განსხვავებული

ეფექტი

მოიპოვეთ და გააანალიზე მონაცემები

ინფორმირებული გადაწყვეტილებების

მისაღებად

გადაამუშავეთ მონაცემები ანგარიშში მათ

ასასახად

შეაფასეთ და შეარჩიეთ ინფორმაციის

წყაროების განსახილველ საკითხთან

შესაბამისობის მიხედვით

მოძებნეთ, თავი მოუყარეთ, გააანალიზეთ,

შეაფასეთ, შეაჯერეთ და ეფექტურად

გამოიყენეთ სხვადასხვა წყაროდან

მოპოვებული ინფორმაცია

გააზრებულად გამოიყენეთ ამა თუ იმ

დარგობრივი სფეროსთვის

დამახასიათებელი ტერმინოლოგია

დაუკვირდით თუ რა კავშირიშია

ერთნამეთთან ტექსტობრივი და

ვიზუალური ინფორმაცია

მოიძიე ერთსა იმავე საკითხზე არსებული

განსხვავებული შეხედულებები

დაუკვირდით, თუ რაგვარად ასახავს

ერთსა და იმავე მოვლენას ან იდეას

სხვადასხვა წყარო, მათ შორის -

სოციალური მედია

დაუკვირდით წაკითხულ ტექსტს მის

არსში ბოლომდე ჩასაწვდომად

გამოიყენეთ სხვადასხვა ტექნოლოგია და

მედია-პლატფორმა ინფორმაციის

მოსაპოვებლად

გამოიყენეთ სხვადასხვა მედია საკითხის

მრავალგვარი კუთხით გასაშუქებლად

ეფექტურად გადაეცით ინფორმაცია

სხვადახვა აუდიტორიას შესატყვისი

ფორმისა და მედიის გამოყენებით

პრეზენტაციისას დაამყარეთ აქტიური

კავშირი სხვადასხვა მედია-რესურსს

შორის

გაითავისეთ და მიემხარით

ტექნოლოგიების გამოყენების უსაფრთხო,

კანონიერ და ცნობიერ ფორმას

Page 17: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

სწავლისადმი მიდგომები

სოციალური კომუნიკაციური თანამშრომლობის უნარი კომუნიკაციის უნარი

მიიღე და პატივი ეცი სოციო-

კულტურულ განსხვავებებს

განიხილე, პატივი ეცი და გააანალიზე

განსხვავებული შეხედულებები, იდეები

და მოსაზრებები

გამოავლინე თანაგრძნობა

ენდე სხვებს და გაამართლე სხვათა

ნდობა

დაეხმარე სხვებს: ხელი შეუწყვე

წარმატებაში

იყავი პასუხისმგებელი საკუთარ

საქციელზე

განმუხტე კონფლიქტური სიტუაციები

და დაარეგულირე გუნდური მუშაობა

იგრძენი თუ როდის და რა ფორმით

არის უპრიანი კონსენსუსის დამყარება

გადაწყვეტილებების მიღებისას

დაეყრდენი სამართლიანობის და

თანასწორობის პრინციპებს

წინასწარ შეათანხმე მასწავლებლებთან

და თანატოლებთან მიზნები და

დააფიქსირე შემზღუდველი

გარემოებები

დაეხმარე სხვებს და მიიღე სხვათა

დახმარება საჭიროებისამებრ

გაუგე სხვებს და ამოიცანი ჯგუფური

დინამიკა ცვლილების მოსახდენად

იყავი აქტიური მსმენელი გაუზიარე სხვებს შენი აზრი და მოისმინე

მათი შეხედულებები

გაიაზრე ინფორმაციის მნიშვნელობა სოციო-

კულტურული ასპექტის გათვალისწინებით

მიმართე ვერბალური კომუნიკაციის

სხვადასხვა ტექნიკას იმისათვის რომ

სათქმელი მიიტანო სხვადასხვა ტიპის

აუდიტორიებამდე მიმართე წერითი მეტყველების სხვადასხვა

ფორმებს მიზიდან და მკითხველის

თავისებურებებიდან გამომდინარე

გამოიყენე სხვადასხვა მედია-საშულებები

პრეზენტაციის დროს

ამოიცანი არავერბალური კომუნიკაციით

მიღებული ინფორმაცია და თავადაც

მიმართე ურთიერთობის ამ ფორმას

შენი იდეები და ცოდნა განიხილე

მასწავლებლებთან და თანატოლებთან

ეკონტაქტე და ეთანამშრომლე თანატოლებს,

ექსპერტებს და სხვა კოლეგებს ციფრული და

სხვა მედია-საშუალებებით აამაღლე კულტურული და გლობალური

ცნობიერება სხვა კულტურის

წარმომადგენლთა დახმარებით

წერე სხვადასხვა დანიშნულებით

გაკვეთილზე და დამოუკიდებლად

მეცადინეობისას აწარმოე ჩანაწერები

შეაჯამე ინფორმაცია და საკუთარი

სიტყვებით ჩამოაყალიბე მისი არსი

მიმართე დოკუმენტის ფორმის დაგეგმვას

სტრუქტურირებული წერისთვის

ორგანიზებულად დაალაგე ინფორმაცია

რეზიუმეებში, ესეებში, ანგარიშებსა და

პრეზენტაციებში ინფორმაცია

Page 18: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

შეფასების კრიტერიუმი A: კვლევა

დამსახურებული

ქულა

შეფასების

განმარტება

0 მოსწავლემ ვერ მიაღწია სტანდარტულ დონეს ქვემოთ აღწერილი ვერც ერთი

კრიტერიუმით

1-2 მოსწავლეს შეუძლია:

i. დასახოს პროექტის მიზანი და შემოსაზღვროს მისი ფარგლები საკუთარი

ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მისი ფორმულირება ზედაპირულია და

მიზნის მიღწევა სათუოა

ii. განსაზღვროს საბაზისო ცოდნისა და ახალი მასალის დასწავლის საჭიროება

პროექტის მიზნებისთვის, მაგრამ ეს ხედვა შეზღუდულია და მიზნობრიობა

ნაწილობრივი

iii. გამოავლინოს კვლევის შეზღუდული უნარი

3-4 მოსწავლეს შეუძლია:

i. ძირითადად გასაგები ფორმით დასახოს პროექტის მიზანი და

შემოსაზღვროს მისი ფარგლები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე

ii. ადექვატურად განსაზღვროს საბაზისო ცოდნისა და ახალი მასალის

დასწავლის საჭიროება პროექტის ზოგიერთი მიზნისათვის

iii. გამოავლინოს კვლევის დამაკმაყოფილებელი უნარი

5-6 მოსწავლეს შეუძლია:

i. მკაფიო და გასაგები ფორმით დასახოს პროექტის რთული მიზანი და

შემოსაზღვროს მისი ფარგლები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე

ii. ადექვატურად განსაზღვროს საბაზისო ცოდნისა და ახალი მასალის

დასწავლის საჭიროება პროექტის ყველა მიზნისათვის

iii. გამოავლინოს ღრმა კვლევის უნარი

7-8 მოსწავლეს შეუძლია:

i. მკაფიო და გასაგები ფორმით დასახოს პროექტის უაღრესად რთული მიზანი

და შემოსაზღვროს მისი ფარგლები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე

ii. ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს საბაზისო ცოდნისა და ახალი მასალის

დასწავლის საჭიროება პროექტის ყველა მიზნისათვის

iii. გამოავლინოს კვლევის შესანიშნავი უნარი

Page 19: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

შეფასების კრიტერიუმი B: დაგეგმვა

დამსახურებული

ქულა

შეფასების

განმარტება

0 მოსწავლემ ვერ მიაღწია სტანდარტულ დონეს ქვემოთ აღწერილი ვერც ერთი

კრიტერიუმით

1-2 მოსწავლეს შეუძლია:

i. შეიმუშავოს გარკვეული კრიტერიუმები თავისი პრეოქტის საბოლოო

პროდუქტის / ღონისძიების შესაფასებლად

ii. წამოადგინოს პროექტის გეგმისა და მისი მიმდინარეობს ამსახველი სუსტი

ან ნაწილობრივი ჩანაწერები

iii. გარკვეულწილად მოახდინოს თავისი მუშაობის ორგანიზება

3-4 მოსწავლეს შეუძლია:

i. შეიმუშავოს შესატყვისი კრიტერიუმები თავისი პროექტის საბოლოო

პროდუქტის / ღონისძიების შესაფასებლად

ii. წამოადგინოს პროექტის გეგმისა და მისი მიმდინარეობს ამსახველი

დამაკმაყოფილებელი ჩანაწერები

iii. მოახდინოს თავისი მუშაობის ზოგადი ორგანიზება

5-6 მოსწავლეს შეუძლია:

i. შეიმუშავოს ზუსტი და შინაარსიანი კრიტერიუმები თავისი პროექტის

საბოლოო პროდუქტის / ღონისძიების შესაფასებლად

ii. წამოადგინოს პროექტის გეგმისა და მისი მიმდინარეობს ამსახველი სრული

ჩანაწერები

iii. მოახდინოს თავისი მუშაობის სწორი ორგანიზება

7-8 მოსწავლეს შეუძლია:

i. შეიმუშავოს ყოველისმომცველი კრიტერიუმები თავისი პროექტის

საბოლოო პროდუქტის / ღონისძიების შესაფასებლად

ii. წამოადგინოს პროექტის გეგმისა და მისი მიმდინარეობს ამსახველი

დაწვრილებითი და ზუსტი ჩანაწერები

iii. მოახდინოს თავისი მუშაობის შესანიშნავი ორგანიზება

Page 20: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

შეფასების კრიტერიუმი C: ქმედება

დამსახურებული

ქულა

შეფასების

განმარტება

0 მოსწავლემ ვერ მიაღწია სტანდარტულ დონეს ქვემოთ აღწერილი ვერც ერთი

კრიტერიუმით

1-2 მოსწავლეს შეუძლია:

i. შექმნას / ჩაატაროს გარკვეული პროდუქტი / ღონისძიება პროექტის მიზნის,

გლობალური კონტექსტისა და კრიტერიუმების შეასაბამისად

ii. გამოავლინოს აზროვნების შეზღუდული უნარი

iii. გამოავლინოს კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის

შეზღუდული უნარი

3-4 მოსწავლეს შეუძლია:

i. შექმნას / ჩაატაროს დამაკმაყოფილებელი პროდუქტი / ღონისძიება

პროექტის მიზნის, გლობალური კონტექსტისა და კრიტერიუმების

შეასაბამისად

ii. გამოავლინოს აზროვნების დამაკმაყოფილებელი უნარი

iii. გამოავლინოს კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის

დამაკმაყოფილებელი უნარი

5-6 მოსწავლეს შეუძლია:

i. შექმნას / ჩაატაროს კარგი პროდუქტი / ღონისძიება პროექტის მიზნის,

გლობალური კონტექსტისა და კრიტერიუმების შეასაბამისად

ii. გამოავლინოს აზროვნების ჯეროვანი უნარი

iii. გამოავლინოს კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის

ჯეროვანი უნარი

7-8 მოსწავლეს შეუძლია:

i. შექმნას / ჩაატაროს შესანიშნავი პროდუქტი / ღონისძიება პროექტის

მიზნის, გლობალური კონტექსტისა და კრიტერიუმების შეასაბამისად

ii. გამოავლინოს ღრმა აზროვნების უნარი

iii. გამოავლინოს კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის

ძლიერი უნარი

Page 21: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

შეფასების კრიტერიუმი D: რეფლექსია

დამსახურებული

ქულა

შეფასების

განმარტება

0 მოსწავლემ ვერ მიაღწია სტანდარტულ დონეს ქვემოთ აღწერილი

ვერც ერთი კრიტერიუმით

1-2 მოსწავლეს შეუძლია:

i. წამოადგინოს თავისი პროდუქტის / ღონისძიების ხარისხის

ზედაპირული შეფასება მისსავე მიერ დადგენილი კრიტერიუმების

მიხედვით

ii. წამოადგინოს ზედაპირული ანალიზი იმის შესახებ თუ როგორ

დაეხმარა პრეოქტის განხორციელება ცოდნის გაღრმავებაში,

საკვლევ საკითხთან დაკავშირებით თვალსაწიერის გაფართოებასა

და გლობალური კონტექსტის გააზრებაში

iii. წარმოადგინოს ზედაპირული ანალიზი იმისა, თუ რა როლი

შეასრულა პროექტზე მუშაობამ მისი, როგორც საერთაშორისო

ბაკალავრიატის პროგრამით მოსწავლე ადამიანის განვითარებაში

3-4 მოსწავლეს შეუძლია:

i. წამოადგინოს თავისი პროდუქტის / ღონისძიების ხარისხის

დამაკმაყოფილებელი შეფასება მისსავე მიერ დადგენილი

კრიტერიუმების მიხედვით

ii. წამოადგინოს დამაკმაყოფილებელი ანალიზი იმის შესახებ თუ

როგორ დაეხმარა პროექტის განხორციელება ცოდნის

გაღრმავებაში, საკვლევ საკითხთან დაკავშირებით თვალსაწიერის

გაფართოებასა და გლობალური კონტექსტის გააზრებაში

iii. წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი ანალიზი იმისა, თუ რა

როლი შეასრულა პროექტზე მუშაობამ მისი, როგორც

საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამით მოსწავლე ადამიანის

განვითარებაში

5-6 მოსწავლეს შეუძლია:

i. წამოადგინოს თავისი პროდუქტის / ღონისძიების ხარისხის

კარგი შეფასება მისსავე მიერ დადგენილი კრიტერიუმების

მიხედვით

ii. წამოადგინოს სრული ანალიზი იმის შესახებ თუ როგორ

დაეხმარა პროექტის განხორციელება ცოდნის გაღრმავებაში,

საკვლევ საკითხთან დაკავშირებით თვალსაწიერის გაფართოებასა

და გლობალური კონტექსტის გააზრებაში

iii. წარმოადგინოს სრული ანალიზი იმისა, თუ რა როლი

Page 22: საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამაpersonalprojectnewschool.weebly.com/uploads/8/8/6/3/88637504/pe… ·

შეასრულა პროექტზე მუშაობამ მისი, როგორც საერთაშორისო

ბაკალავრიატის პროგრამით მოსწავლე ადამიანის განვითარებაში

7-8 მოსწავლეს შეუძლია:

i. წამოადგინოს თავისი პროდუქტის / ღონისძიების ხარისხის

ამომწურავი შეფასება მისსავე მიერ დადგენილი კრიტერიუმების

მიხედვით

ii. წამოადგინოს ღრმა ანალიზი იმის შესახებ თუ როგორ დაეხმარა

პროექტის განხორციელება ცოდნის გაღრმავებაში, საკვლევ

საკითხთან დაკავშირებით თვალსაწიერის გაფართოებასა და

გლობალური კონტექსტის გააზრებაში

iii. წარმოადგინოს ღრმა ანალიზი იმისა, თუ რა როლი შეასრულა

პროექტზე მუშაობამ მისი, როგორც საერთაშორისო

ბაკალავრიატის პროგრამით მოსწავლე ადამიანის განვითარებაში