სარედაქციო...

170
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი ახალგაზრდა მეცნიერთა V ინტერდისციპლინური კონფერენცია (სოფ. სნო, 11-13 მაისი, 2018) მასალები თბილისი 2019

Upload: others

Post on 07-Jan-2020

6 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო

    ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდი

    ახალგაზრდა მეცნიერთა V ინტერდისციპლინურიკონფერენცია

    (სოფ. სნო, 11-13 მაისი, 2018)

    მასალები

    თბილისი2019

  • სარედაქციო კოლეგია:

    გიორგი სიორიძე (თავმჯდომარე)მარინე შავლაყაძე (თავმჯდომარის მოადგილე)ზურაბ ბარათაშვილი (სწავლული მდივანი)ვლადიმერ ბარამიძეგიორგი ბერიძელელა გიგლემიანიბაგრატ გოდიბაძეთამაზ დათუნაშვილიგიორგი ვეშაპიძეოთარ ნიკოლეიშვილიიმედა რუბაშვილითამრიკო სუპატაშვილიალექსანდრე სხირტლაძეთენგიზ ტეტუნაშვილილევან ტიელიძემარინე ტურაშვილილალი ყრუაშვილიანა ჩუტკერაშვილივახტანგ ჭარაიალევან ჯიქია

    კრებულში დაბეჭდილი მასალების შინაარსსა და სტილზეპასუხისმგებლები არიან ავტორები.

    © საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

    ISBN 978-9941-8-0915-6

  • 3

    შინაარსიჰუმანიტარული მეცნიერებები .................................................... 11მარვან (მურვან ყრუ) იბნ მუჰამმადის ლაშქრობა კავკასიაში..... 11

    გურამ ლეგაშვილიქართველთა დენაციონალიზაციის პროცესი XVIII საუკუნეში ... 15

    ანა დოლიძენაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი...................................................... 17

    გიორგი თანიაშვილისახელშეკრულებო სამართლის უნიფიკაციის ტენდენციები და

    მისი როლი ქართული კერძო სამართლის ევროპეიზაციაში....... 19

    გიორგი ამირანაშვილიოჯახური ძალადობა ...................................................................... 22

    მარიამ კურტანიძეარასრულწლოვანთა ტრეფიკინგი საქართველოში ..................... 25

    მეგი კაკალაშვილიმეტყველების თავისებურებანი პოლიტიკურ ტექსტში (ლევან

    ბერძენიშვილის პოლიტიკური გამოსვლების ანალიზის

    საფუძველზე).................................................................................. 27

    მარიამ ნავაძე, ელენე ქადაგიშვილიპოლიტიკური დისკურსის ცნება და მისი პრაგმატიკული ანალიზი

    (პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლებზე

    დაყრდნობით)................................................................................. 29

    მარიამ რუხაძე

  • 4

    ქალისა და მამაკაცის მეტყველების თავისებურებანი ქართულში

    ......................................................................................................... 30ნინო ზედგენიძე

    კომპიუტერით გაშუალებული კომუნიკაცია ასინქრონული

    ფეისბუკმეტყველების ანალიზი და მისი კომპიუტერულ

    მოდელირებასთან დაკავშირებული პრობლემები ....................... 32

    მარიამ მათიაშვილიპირის ნაცვალსახელები ქართულსა და აფხაზურ ენებში ........... 34

    მონიკა ხობელიაქართული მჭევრმეტყველების მეცნიერული შესწავლის ისტორია......................................................................................................... 37

    ნათია კენჭიაშვილიანთროპონიმთა ცვალებადობა XX საუკუნეში............................. 41

    თეკლა ჭინჭარაული, სალომე კახეთელიძე„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა სახელების ეტიმოლოგიისათვის......................................................................................................... 44

    სალომე ამირხანაშვილიენის კორპუსის ბაზაზე ჩატარებული კვლევების მნიშვნელობა

    ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ...................................................... 46

    თამარ ლომაძელინგვისტიკა და სტრუქტურული პოეტიკა: ოთარ ჭილაძის

    ლექსის „შენა ხარ ჩემი ჯილდოც“ სტრუქტურული ანალიზი ..... 48

    ანა გოგოლაძერიცხვთა სიმბოლური დატვირთვა „ვეფხისტყაოსანში“: 5, 7, 12......................................................................................................... 50gabriel Tagauri

  • 5

    პლატონის გამოქვაბულის ალეგორიის ანარეკლი

    „ვეფხისტყაოსანში“........................................................................ 53

    გიორგი კახიშვილიშვიდიანის სიმბოლური დატვირთვა ლიტერატურაში................. 55

    მარიამ რაქვიაშვილიზღაპარი, როგორც მეტატექსტი და მისი რეფლექსია

    თანამედროვე რომანში .................................................................. 57

    ნინო მალუტაშვილი„ხელმწიფის კარის გარიგების“ ეთნოგრაფიული ასპექტები ...... 58

    თამარ დიდებაშვილიხალხური ავეჯი ხევის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში XIX-XX სს.

    მიჯნაზე ........................................................................................... 62

    ნუნუ ხარაიშვილიმოხევე ქალის ჩაცმულობა (XIX-XX სს.) ...................................... 66

    მარიამ ხინთიბიძექართულ ხალხურ სიმღერებთან დაკავშირებული თქმულებები და

    მათი მნიშვნელობა ფოლკლორში ................................................. 70

    ბექა კოვზიაშვილიზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები .......................... 72მრავალკუთხედებისა და მრავალწახნაგების ტრიანგულაციები 72

    შალვა ბერიაშვილიურანგო სკოლემიზაცია ................................................................. 73

    ლია კურტანიძემცირე სიმრავლეები ალგებრული ჯამების მიმართ .................... 74

    lika beraia

  • 6

    სიურექციული ჰომომორფიზმების მეთოდი და გამოყენებები... 76

    მარიკა ხაჩიძედინამიკის კოშის ამოცანის შესახებ .............................................. 77

    დიანა ივანიძე, მარეხ ივანიძეთერმოდრეკადობის თეორიის ნეიმანის ამოცანა

    მიკროტემპერატურის გათვალისწინებით.................................... 79

    თორნიკე ცერცვაძეგარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები ჰიდროტექნიკური

    ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე........... 80

    ლევან იოსელიანიინჟინერია და ტექნოლოგიები..................................................... 82ცხელი დაწნეხვის პროცესის ზოგიერთი ტექნოლოგიური

    პარამეტრის გაუმჯობესების გზები.............................................. 82

    თენგიზ ფხალაძე, ზურაბ ავალიშვილიაგრარული მეცნიერებები ........................................................... 86საფერავის ფლავონოიდების ეფექტები კაინის მჟავას

    ეპილეფსიური სტატუსით განპირობებულ ბიოქიმიურ

    ცვლილებებზე ................................................................................ 86

    მაკა ლემონჯავა, ზ. ქუჩუკაშვილი, მ. ქურასბედიანი, ნ.დორეული

    ქართული ვაზის როლი და მნიშვნელობა მსოფლიო მევენახეობის

    ისტორიაში...................................................................................... 88

    ნანა კუნელაურიღვარცოფული აუზების კლასიფიკაცია და მათი გავრცელება .. 89

    sandro sabaSvili

  • 7

    მაკრო და მიკროელემენტების როლი ცოცხალ ორგანიზმში .... 91

    მ. გოგალაძე, ნ. ბარბაქაძე, ნ. ხურცილავა, ი. ლომთაძეHumanity .................................................................................... 94Marwan ibn Muhammad’s Campaign in the Caucasus ....................94

    Guram Legashvili

    Georgians’ Denationalization Process in XVIII Century .................98

    Ana Dolidze

    Jurors’ Institute ...............................................................................100

    Giorgi Taniashvili

    Trends of the Unification of Contract Law and its Role in the

    Europeanization of Georgian Private Law .....................................101

    Giorgi Amiranashvili

    Family Violence .............................................................................104

    Mariam Kurtanidze

    Juvenile’s trafficking in Georgia ....................................................106

    Megi Kakalashvili

    Speech Peculiarities in Political Texts (based on analyzes of Levan

    Berdzenishvili's political speeches) ................................................108

    Mariam Navadze, Elene Kadagishvili

    The notion of political discourse and its Pragmatic analysis..........109

    (According to the speeches of Mikheil Saakashvili) ......................109

    Mariam Rukhadze

    Man and woman speech peculiarities in Georgian language..........110

    Nino Zedgenidze

  • 8

    Computer Mediated Communication Analyses of the Asynchronous

    Facebook Discourse and Its Computational processing problems .111

    Mariam Matiashvili

    The Personal Pronouns in Georgian an Abkhazian languages .......113

    Monika Khobelia

    History of Scientific Study of Georgian Rhetoric ..........................115

    Natia Kentchiashvili

    Changeability of Anthroponyms in XX century.............................119

    Tekla Chincharauli, Salome Kakhetelidze

    Towards the Names of the Characters in The Knight in the Panther’s

    Skin.................................................................................................122

    Salome Amirkhanashvili

    Importance of Corpus-Based Research in Humanities ...................123

    Tamar Lomadze

    Linguistics and Structural Poetics: Structural Analysis of Otar

    Chiladze’s Poem “You are my reward…” .....................................125

    Ana Gogoladze

    The Symbolic Meaning of Numbers in Vepkhistkaosani: 5, 7, 12.127

    Gabriel Tagauri

    Reflection of Allegory of Plato’s Cave in "The Knight in the

    Panther's Skin"................................................................................130

    Giorgi Kakhishvili

    Seven as Symbol in Literature........................................................131

    Mariam Rakviashvili

    Fairytale as a metatext and its reflection in a modern novel ..........133

  • 9

    Nino Malutashvili, Tamar Didebashvili

    National Furniture in Khevi’s Ethnographic Reality during XIX –

    XX Centuries ..................................................................................139

    Nunu Kharaishvili

    Clothes of Mokhevian Woman (XIX – XX Centuries) ..................142

    Mariam Khintibidze

    Tales of Georgian Folk Songs and Their Importance in Folklore ..146

    Beka Kovziashvili

    Exact and Natural Sciences ...................................................... 148Triangulation of polygon and polyhedron ......................................148

    Shalva beriashvili

    Unranked Skolemization ................................................................149

    Lia Kurtanidze

    Small sets with respect to algebraic sums ......................................150

    Lika Beraia

    Method of surjective homomorphisms and applications ................152

    Marika Khachidze

    Cauchy Problem of Dynamical Equations......................................153

    Diana Ivanidze, Marekh Ivanidze

    The Neumann problem of the theory of thermodinamics with

    allowance of microtemperature ......................................................155

    Tornike Tsertsvadze

    The main environmental principles on construction an operation

    phase of hydrotechical structures ...................................................156

    Levan Ioseliani

  • 10

    Engineering and Technology .................................................... 158Ways for Improvement of Some Technological Parameters in Hot

    Pressing Process .............................................................................158

    Tengiz Pkhaladze, Zurab Avalishvili

    Agrarian Sciences ..................................................................... 162The influence of flavonoids “Saperavi” on biochemical changes

    induced by kainic acid-status epilepticus .......................................162

    Maka Lemonjava, Z. Kuchukashvili, M. Kurasbediani, N.Doreuli

    The Role and Importance of Georgian Vines in a World Viticulture

    History ............................................................................................163

    Nana Kunelauri

    Classification of mudflow basins and their dissemination .............164

    Sandro Sabashvili

    The Role of Macro- and Microelements in the Living Organism ..166

    M. Gogaladze, N. Barbakadze, N. Khurtsilava I. Lomtadze

  • 11

    ჰუმანიტარული მეცნიერებები

    მარვან (მურვან ყრუ) იბნ მუჰამმადის ლაშქრობა კავკასიაშიგურამ ლეგაშვილი

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდოქტორანტი, 1-ლი კურსი

    საკვანძო სიტყვები: არაბთა ლაშქრობები, მურვან ყრუს შემოსევა

    საქართველოში არაბთა პირველი მარბიელი ლაშქრობა 643წელს განხორციელდა, მაგრამ ქართულმა წყაროებმა საერთოდარაფერი იციან არაბთა პირველი და შემდეგდროინდელი ლაშ-ქრობების შესახებ საქართველოში. „ქართველთ ცხოვრების“ მი-ხედვით, არაბთა პირველი ლაშქრობა საქართველოს ტერიტორი-აზე მოდის VIII საუკუნის 30-იან წლებზე და დაკავშირებულიამურვან ყრუს სახელთან. თუმცა ქართულ ისტორიოგრაფიაში ძი-რითადად მიჩნეულია, რომ მარვანის ასეთი მასშტაბური ლაშქრო-ბის შესახებ საქართველოში არაფერი იციან ბიზანტიურმა, სომ-ხურმა და არაბულმა წყაროებმა. მკვლევართა აზრით, ამ უკანას-კნელთა დუმილი შეგნებული იყო, რადგან დასავლეთ საქართვე-ლოში განხორციელებული წარუმატებელი სამხედრო კამპანიისმიჩქმალვას ცდილობდნენ არაბი ისტორიკოსებიო. ამასთან, დამა-ტებით არგუმენტად მოხმობილია ის, რომ არაბულმა წყაროებმაასევე არაფერი იციან X საუკუნის დასაწყისში აბულ-კასიმის (იუ-სუფ იბნ აბუ ლ-საჯი) ლაშქრობის შესახებ საქართველოში. ამი-ტომ ქართველი მკვლევრების უმრავლესობა ნდობას უცხადებსქართველი მემატიანის ასე დაწვრილებით გადმოცემულ ცნობებს.თუმცა აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ქართველ მეისტორიეს გაზვი-ადებულადაც წარმოეჩინა ზოგიერთი საკითხი.

    ქართულ წყაროებზე დაკვირვებამ და სამეცნიერო მიმოქცე-ვაში შემოსული სიახლეების გაცნობამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე,რომ „ქართველთ ცხოვრების“ მიხედვით არაბთა პირველი ლაშ-ქრობის ქვეშ გაერთიანებული უნდა იყოს სარკინოზთა რამდენიმეშემოსევის ამბავი. რაც ჩვენი აზრით, დაკავშირებულია, არა უშუ-ალოდ მემატიანე ჯუანშერ ჯუანშერიანთან (ან თუნდაც ე.წ. ფსევ-დო ჯუანშერთან), არამედ „ქართველთ ცხოვრების“ ძველი ციკ-

  • 12

    ლის მატიანეების XI საუკუნეში მოღვაწე, ცნობილი რედაქტორ-გადამწერისა და ავტორ-შემოქმედის, მროველი ეპისკოპოსის, ლე-ონტის სახელთან. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ლეონტის უხეშირედაქციული ჩარევის კვალი „ქართველთ ცხოვრებას“ სხვა მრა-ვალ ადგილზეც ატყვია.

    ჩვენი აზრით, მურვან ყრუს ლაშქრობის ქვეშ გაერთიანებულიუნდა იყოს: 654 წლის არაბთა ლაშქრობა ჰაბიბ იბნ მასლამას მეთაურო-

    ბით, რასაც მოჰყვა ე.წ. „დაცვის სიგელის“ გაფორმება. დასაშვებად მიგვაჩნია, რომ 668 წელსა და 685 წელსაც უნდა

    ელაშქრათ არაბებს საქართველოს ტერიტორიაზე და ამ ლაშ-ქრობათა ნიუანსებიც უნდა შესულიყო მურვან ყრუს შემოსე-ვის ამბავში, მაგრამ მწირი ცნობები სიღრმისეული დასკვნებისსაშუალებას არ გვაძლევენ!

    ყველაზე მთავარი ცნობები, მუჰამმად იბნ მარვანის ლაშქრო-ბებს უნდა შეეხებოდეს, რომელიც მარვანის ანუ მურვან ყრუსმამა და ასევე ცნობილი სარდალი იყო. მიგვაჩნია, რომ სწო-რედ მუჰამმადის 704 წლისა და 718 წლის ლაშქრობათა პერი-პეტიები აისახა ყველაზე მეტად მურვან ყრუს შემოსევის ის-ტორიაში.

    ბოლოს კი, თავად მარვან იბნ მუჰამედის 735 წლის საქართვე-ლოში ლაშქრობაც უნდა იყოს ასახული მურვან ყრუს შემოსე-ვაში, რაც ქართული წყაროების ცნობათა გარდა, დასტურდე-ბა არაბულ წყაროში – ტაბარისთან და ბოლო პერიოდში, გა-მოვლენილი ნუმიზმატიკური მასალის მიხედვითაც.ასე რომ, „ქართველთ ცხოვრებაში“ წარმოდგენილი არაბთა

    პირველი ლაშქრობა მურვან ყრუს სარდლობით წარმოადგენს ამ-ბის გაზვიადებას და მასში გაერთიანებულია არაბთა რამდენიმეშემოსევა, რადგან ლეონტი, მროველი ეპისკოპოსი, შეეცადა, შუასაუკუნეების დოგმატის საფუძველზე, შეექმნა წმინდა მეფე არჩი-ლის კულტი. ამისთვის მან ნახევარ საუკუნეზე მეტი ისტორიულიმონაკვეთი ისტორიულ პირებთან ერთად საერთოდ გააქრო. ასეაღმოჩნდნენ ერისმთავარ სტეფანოზ მეორის ვაჟებად მეფე მირიდა მეფე არჩილი, რომელთაც პირველებს მოუწიათ არაბებთანბრძოლა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მემატიანემ გვერდი ვერ აუქ-ცია იმის აღნიშვნას, რომ არაბთა პირველი ლაშქრობიდან მეორე

  • 13

    შემოსევამდე 50 წელი გავიდა. ამრიგად 654+50=704 წელს, სავა-რაუდოდ 668+50=718 წელს, სავარაუდოდ 685+50=735 წელსდა 704+50=754 წელს, როცა „ქართველთ ცხოვრების“ მიხედვითარაბთა პირველი ანუ მურვან ყრუს ლაშქრობიდან „წელიწადსაორმოცდამეათესა“ სარკინოზები მეორედ შეეცადნენ ქართლშიშემოსვლას და სწორედ ამას მოჰყვა, მეფე არჩილის მოწამებრივიაღსასრული.

    გამოყენებული ლიტერატურა1. გ. აბრამიშვილი. სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა ატენის სიონ-

    ში. თბ. 1979.2. გ. ალასანია. თბილისის საამიროს დაარსების თარიღისთვის. საისტო-

    რიო კრებული. თბ. 2007.3. გიორგი დუნდუა, თედო დუნდუა. ქართული ნუმიზმატიკა. ნაწ. I. თბ.

    2006.4. თეოფანე ჟამთააღმწერელი. ქრონოგრაფი. გეორგიკა. ტ. IV, ნაკვეთი I.

    თბ. 1941.5. მოვსეს კალანკატუაცი. ალვანთა ქვეყნის ისტორია. ძველი სომხურიდან

    თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ლიანა დავლი-ანიძე-ტატიშვილმა. საქართველოს ისტორიის წყაროები 37. თბ. 1985.

    6. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“. ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ორიგინა-ლური ტექსტები და თარგმანები ახალქართულად. მეორე გამოცემა. თბ.2011.

    7. ზ. პაპასქირი. ბიზანტიის დიპლომატია და პოლიტიკური ცვლილებებიდასავლეთ საქართველოში VIII ს. I ნახევარში. – ქართული დიპლომა-ტია, წელიწდეული, №4. თბ., 1998.

    8. მ. სანაძე. თ. ბერაძე. VIII ს-ის I ნახევრის ქართლისა და ეგრისის პოლი-ტიკური ისტორიიდან. – ქართული წყაროთმცოდნეობა, X. თბ., 2004.

    9. მ. სანაძე. ქართლის მეფეებისა და პატრიკიოსების ქრონოლოგია (ფარ-ნავაზიდან აშოტ კურაპალატამდე). ქართველთა ცხოვრება, წიგნი III.თბ. 2016.

    10. ბ. სილაგაძე. არაბთა ბატონობა საქართველოში (არაბული ცნობების მი-ხედვით). თბ. 1991.

    11. ე. სიხარულიძე. საქართველოში არაბთა პირველი ლაშქრობის ზოგიერ-თი საკითხისათვის. საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მო-ამბე. ტ. I. თბ. 1961.

    12. ი. ფაღავა. საქართველოში არაბთა ბატონობის პერიოდიზაცია (ნუმიზ-მატიკური მონაცემების გათვალისწინებით). ახლო აღმოსავლეთი და სა-ქართველო. ტ. VIII. თბ. 2014.

  • 14

    13. „ქართლის ცხოვრება“, ანა დედოფლისეული ნუსხა. თბ. 1942.14. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ. II. თბ. 1965.15. ჯუანშერი. ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა. ქართლის ცხოვრება. ტექ-

    სტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩი-შვილის მიერ. ტ. I. თბ. 1955.

    16. Баладзори. Книга завоевания стран. Текст и перевод Л. К. Жузе. Баку1927.

    17. Всеобшая история Степаноса Таранского Асалика по прозванию. Пе-ревод с армянского и объясн. Н. Эмин. Москва, 1864.

    18. Гевонд. История халифов. СПб. 1862.19. В. Дорн. Известия о хазарах восточного историка Табари. Журнал ми-

    нистерства народного просвещения. часть XIII. СПб. 1844.20. История Епископа Себеоса. Перевел с четвертого исправленного ар-

    мянского издания – С. Т. Малхасянц. Ереван 1939.21. Материалы по истории Азербайджана из „Тарих ал-Камиль“ Ибн ал-

    Асира. Баку. 1940.22. А. Мюллер. История ислама. СПб. 1895.23. Г. В. Цулая. Джуаншер Джуаншериани и его исторический труд. – წგნ.

    Джуаншер Джуаншериани. Жизнь Вахтанга Горгасала. Перевод, вве-дение и примечани. Г.В. Цулая. Тбилиси, 1986.(http://www.vostlit.info/Texts/rus4/Gorgasal/framepred.htm).

    24. Я’куби. История. Текст и перевод П. К. Жузе. Баку 1927.25. C. Toumanoff. Iberia between Chosroid and Bagratid Rule. – Studies in

    Christian Caucasian History.Georgetown University Press, 1963.26. F. Winkelmann, R-J. Lilie. Muhammad ibn Marwän. Prosopographie der

    mittelbyzantinischen Zeit: I Abteilung (641-867), 3 Band: Leon. 1998.

  • 15

    ქართველთა დენაციონალიზაციის პროცესი XVIIIსაუკუნეში

    ანა დოლიძესაქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია

    პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიისტორიის მაგისტრი

    საკვანძო სიტყვები: ქართველთა გათათრება, გასომხება, გალეკება,გაფრანგება; რუსეთის გავლენის ზრდა კავკასიაში

    მართლმადიდებელ სარწმუნოებას საქართველოში მუდამ გან-საკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა: იგი ერის იდენტობის,კულტურისა და ზნეობის განმსაზღვრელი იყო და მის დაცვასა დაშენარჩუნებას საუკუნეთა მანძილზე ასიათასობით ქართველიეწირებოდა მეფეებიდან დაწყებული რიგითი მოქალაქეებით დამ-თავრებული. საერო ხელისუფლებასთან ერთად ეკლესია ყოველ-თვის იღვწოდა დაეცვა საზოგადოება ზნეობრივი გადაგვარებისა-გან და შეენარჩუნებინა ეროვნული ღირებულებები და ფასეულო-ბები, რაც ერის სულიერი და პოლიტიკური მთლიანობის აუცილე-ბელი პირობა იყო. განსაკუთრებით განსაცდელების დროს ეკლე-სია ქვეყნის გამაერთიანებელ ძალას წარმოადგენდა. მტრისგანაოხრებული ქართველი ერი კვლავ ერთიანდებოდა ეკლესიის წი-აღში და განახლებული ძალებით იღვწოდა სარწმუნოებისა და სა-მშობლოს დასაცავად.

    XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე განსაკუთრებით გაიზარდამართლმადიდებელი რუსეთის გავლენა კავკასიაში, რომელიცთანდათანობით მოიწევდა სამხრეთისაკენ და საფრთხეს უქმნიდასპარსეთსა და ოსმალეთს; ვინაიდან რუსეთის ერთადერთი ბუნებ-რივი პოლიტიკური მოკავშირე, სარწმუნოებრივი თვალსაზრი-სით, საქართველო იყო, იმ მიზნით, რომ ქართველები რუსებს არშეერთებოდნენ, მართლმადიდებლობა საქართველოში სასტიკადიდევნებოდა, სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს კი სრულითავისუფლება ჰქონდათ. მაგალითად, სომხებს ქრისტიანთა შო-რის განსაკუთრებული პრივილეგიები გააჩნდათ: მათ ჰქონდათორი საპატრიარქო – ეჩმიაძინისა და კონსტანტინოპოლის, დაორი საკათალიკოსო – სისისა და ახტამარის. ეჩმიაძინს დიდი მა-

  • 16

    მულები ჰქონდა ნაყიდი თბილისში და შესაბამისად გლეხებიც,რომელნიც ამუშავებდნენ მიწებს. სპარსეთის შაჰმა ეჩმიაძინს მო-უხსნა გადასახადი და სპარსეთის მოხელეებს აუკრძალა ჩარეუ-ლიყვნენ მის საშინაო საქმეებში. ამ დროს კი, საქართველოს ეკლე-სია განადგურების პირას იყო მისული და თბილისის სიონის ტაძა-რი ლამის მეჩეთად აქციეს. მნიშვნელოვანი იყო გამუსლიმების წე-სის შესრულებაც: თუ ზოგადად მუსლიმობის მისაღებად საკმარი-სი იყო მხოლოდ ალაჰის აღიარება, ოსმალები ქართველებისაგანმოითხოვდნენ წინაპართა სარწმუნოების საჯაროდ დაგმობასაც.წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სიცოცხლე წამებით სრულდებო-და.

    ამავე პერიოდში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისათვისქართული ასოებით იწერებოდა სომხურენოვანი, სპარსული დაოსმალური სახარება, რითაც ქართველები თანდათანობით ეთვი-სებოდნენ უცხო სამყაროს, რაც მათ ასიმილაციას ამარტივებდა.დროთა განმავლობაში ქართველები შეეგუენ იმ აზრს, რომ საკუ-თარი სიცოცხლისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისათვის აუ-ცილებელი იყო სარწმუნოების შეცვლა, რასაც მოჰყვა ქართვე-ლთა მასიური „გათათრება“ და „გასომხება“, ასევე, „გალეკება“და „გაფრანგება“. ქართველებისათვის მიმზიდველი იყო ლეკებისუბატონობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლეკებმა ქართული სოფლე-ბი დაბეგრეს, ქართველთა მდგომარეობა საგრძნობლად გაუარ-ესდა. რაც შეეხება ქართველების „გაფრანგებას“ – ისინი კათო-ლიკურ სარწმუნოებას აღიარებდნენ იმ მიზნით, რომ კათოლიკემისიონერები ხელს უწყობდნენ ქართველების განათლებას და გა-ჭირვების დროს ეხმარებოდნენ. სარწმუნოებასთან ერთად კი,ქართველები ივიწყებდნენ მშობლიურ ენასაც. ასეთი დენაციონა-ლიზაციის პირობებში ქართველი მეფეები ცდილობდნენ რუსეთ-თან დაკავშირებას და იმედოვნებდნენ, რომ ერთმორწმუნე, მარ-თლმადიდებელი ქვეყანა დაიცავდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.თუმცა, რუსეთის იმპერატორი მხოლოდ საკუთარი გეგმის მიხედ-ვით მოქმედებდა, ქართველთა ბედი მისთვის ნაკლებად პრიორი-ტეტული იყო და ქართველები მხოლოდ საკუთარი მიზნების მისა-ღწევად სჭირდებოდა.

  • 17

    ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტიგიორგი თანიაშვილი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი

    ბაკალავრიატი, მე-2 კურსი

    საკვანძო სიტყვები: ნაფიცი მსაჯული, განსაკუთრებული მნიშვნელობისსაქმე, მიკერძოება

    მსოფლიო სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვნადგანვითარებული რგოლია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ის სა-თავეს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს. ამ ინსტიტუტის სპე-ციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე-ები იღებენ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელება-ში .საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 2010 წლიდანფუნქციონირებს და ამ დროში არაერთი მნიშვნელოვანი საქმე იქ-ნა განხილული.

    ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 ძირითადი და 2სათადარიგო წევრისგან.ნაფიც მსაჯულად შეიძლება აირჩესსრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სისხლის სამარ-თლის საპროცესო ენას. საინტერესოა რამდენად შეძლებენ ისინიპოლიტიკურ წნეხთან ან საზოგადოების განწყობასთან გამკლავე-ბას.რამდენად სარწმუნოა ასეთი ადამიანების ვერდიქტი რომელ-თაც თავიდანვე აქვთ სტერეოტიპული შეხედულებები ჩამოყალი-ბებული სხვადასხვა უმცირესობათა მიმართ, მით უფრო ჩვენსქვეყანაში, სადაც საზოგადოება თავიდანვე სტიგმატიზებულია.ცხადია იურიდიული განათლების არმქონე პირი უფრო ადვილადდაექვემდებარება ადვოკატთა რიტორიკასა და ემოციურ მანიპუ-ლაციებს, ვიდრე მოსამართლე,რომელსაც დიდი გამოცდილებააქვს ამ საკითხში და ინსტინქტების დონეზე არ იღებს გადაწყვე-ტილებას. ამ პრობლემათა გააზრებით კანონი სხვა სახით ფორ-მულირდა და ახლა უკვე იურისტებსაც აქვთ მსაჯულთა რანგშიყოფნის უფლება ამგვარ პროცესებში .მსოფლიო პრაქტიკაშიარის შემთხვევები, როდესაც ნაფიც მსაჯულთა შორის იყო მოსა-მართლეც. ერთი მხრივ კარგია, როდესაც იურიდიული განათლე-ბის მქონე პირი არის მსაჯულთა შორის, ყველაფერს ცივი გონე-ბით უყურებს და პოზიტიური სამართლის ნორმებით მოქმედებს,

  • 18

    ხოლო მეორე მხრივ, ეს პირი არ უნდა იყოს მოსამართლე, რადგანამ შმთხვევაში მთლიანად ირღვევა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუ-ტის არსი.ვინაიდან ჩვენი ქვეყანა არ ეფუძნება პრეცენდენტულსამართალს და ეს კონკრეტული ინსტიტუტიც ახალია ჩვენი ქვეყ-ნის რეალობისათვის ,არამიზანშეწონილად მიმაჩნია საზოგადოე-ბისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამოძიების ამსისტემისთვის მინდობა,ვინაიდან ამ საქმეში გამოუცდელი 12 პი-რის საზოგადოებრივი აზრის ქვეშ მოქცევის ან პირადი ინსტინ-ქტებით განპირობებული გადაწყვეტილების მიღების რისკი საკმა-ოდ მაღალია.

    ამგვარად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მსოფლიო მაშტაბითერთ-ერთი მნიშვნელოვანიასასამართლო სისტემის საქმიანობაში,საქართველოში კი, სადაც ეს ინტიტუტი სულ ცოტა ხნის წინ და-არსდა, ის ჯერ კიდევ დასახვეწია, შესაბამისად, საზღვარგარეთისწამყვან ქვეყნებში ინსტიტუტის იმპლემენტაციის დონეს ვერ შე-ედრება.

    ამ სისტემაში არაერთი საკითხია დასახვეწი და დასაზუსტებე-ლი, ამიტომ არამიზანშეწინილია ამ ეტაპზე ამ სისტემისთვის გან-საკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამოძიების მინდობა.

  • 19

    სახელშეკრულებო სამართლის უნიფიკაციის ტენდენციებიდა მისი როლი ქართული კერძო სამართლის

    ევროპეიზაციაშიგიორგი ამირანაშვილი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტიდოქტორანტი

    საკვანძო სიტყვები: სახელშეკრულებო სამართალი, სამართლისუნიფიკაცია, სამართლის ევროპეიზაცია, საქართველო, კერძოსამართალი

    ბოლო ათწლეულებში, კანონმდებლობის უნიფიცირების სულუფრო ინტენსიურმა ტენდენციამ შესაძლებელი გახადა კონტინე-ნტური ევროპის ერთიან კერძოსამართლებრივ სივრცედ განხილ-ვა. კერძო სამართლის უნიფიკაციის მიზანია ერთიანი საკანონ-მდებლო სივრცის შექმნა საერთაშორისო სამოქალაქო ბრუნვისმონაწილეთათვის.

    ბოლო ხანებში, საერთო კერძო სამართალი სულ უფრო დაუფრო ხდება ევროპული სამართალშემოქმედების საგანი. ყველა-ფერი მოწმობს იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ევროპული სამო-ქალაქო კოდექსი ჩაანაცვლებს ეროვნულ სამოქალაქო კოდექ-სებს. საერთო ევროპული სამოქალაქო კოდექსის იდეის შთაგონე-ბით, გასული საუკუნის 80-იან წლებში, დაიწყეს ფორმირება სა-მეცნიერო-კვლევითმა ჯგუფებმა, საერთო ევროპული კერძო სა-მართლის ერთიანი პრინციპების შემუშავების მიზნით. პირველრიგში, კონცენტრაცია ხდებოდა სახელშეკრულებო სამართალზე.როგორც აღინიშნა, ვალდებულებითი, განსაკუთრებით კი, სა-ხელშეკრულებო სამართლის უნიფიკაციას საკმაოდ მძლავრიტენდენცია ახასიათებს. მართალია, საქართველო არ არის ამპროცესის მონაწილე, თუმცა, ეს არ გამორიცხავს ლოკალურ დო-ნეზე იმ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას, რომელიცევროპულმა კავშირმა ამ მიმართულებით დააგროვა.

    ევროპულმა ინტეგრაციამ ხელი შეუწყო იურისტების თანამ-შრომლობას როგორც ევროპული კავშირის შიგნით, ისე მის მიღ-მა. ამგვარი თანამშრომლობის ნაყოფია ადვოკატების, მოსამარ-

  • 20

    თლეების, ან იურიდიული ფაკულტეტების გაერთიანებები, ევრო-პელ იურისტთა ფორუმი და ევროპული სამართლის ინსტიტუტი.კერძოდ, გასული ათწლეულების განმავლობაში, ბევრმა საერთა-შორისო კვლევითმა ქსელმა განავითარა ევროპული წესების კრე-ბულები, რომლებიც არ არის იურიდიულად სავალდებულო, მაგ-რამ, მიუხედავად ამისა, შეუძლია იდეების მიცემა ევროპული კავ-შირის სამართლისა და ეროვნული სამართლისათვის.

    საერთო ევროპული კერძო სამართლის სივრცის ნაწილადდარჩენა, თუ მის სრულფასოვან წევრად გახდომა შეიძლება ჩაი-თვალოს საქართველოში კერძოსამართლებრივი რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მიზნად. მჭიდრო ევროპული ინტეგრაციისათვისევროპული კავშირი მოითხოვს ქართული სამართლის მაქსიმა-ლურ ევროპეიზაციას. საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევ-როპული სტრუქტურების წევრობის დეკლარირებული პოლიტი-კიდან გამომდინარე, გონივრულია, შეფასდეს და გაანალიზდესევროპული კავშირის ფარგლებში შემუშავებული უნიფიცირებუ-ლი წესები. სხვათა შორის, უცხო სამართლის რეცეფციისას, კო-მისიისათვის ძირითად ღირებულებას წარმოადგენდა სამართალ-თა უნიფიკაცია-ჰარმონიზაციის საფუძველზე შექმნილი სამართა-ლი. ამ უკანასკნელს დიდი გასაქანი მიეცა ვალდებულებით სამარ-თალში. სარედაქციო ჯგუფი სარგებლობდა იმ მოდელური პრო-ექტებით, რომლებზეც სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, კონ-ტინენტური ევროპის ქვეყნებისათვის საერთო ვალდებულებით-სამართლებრივი სივრცის შესაქმნელად. სამართალთა უნიფიკა-ცია-ჰარმონიზაციის შედეგებს ემყარება სახელშეკრულებო სა-მართლის კერძო ნაწილის თითქმის ყველა ინსტიტუტიც.

    აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 23 და 24 ივნისს, IE უნივერსი-ტეტისა (ესპანეთი) და ევროპული კვლევების IE ცენტრის (ესპა-ნეთი) ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია –„უნიფიცირებული წესები ევროპული სახელშეკრულებო სამარ-თლისათვის? კრიტიკული შეფასება“. კონფერენციას ქ. სეგოვიაში(ესპანეთი), ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში (EEC)/ევრო-პულ კავშირში (EU) ესპანეთის გაერთიანების 30 წლისთავთანდაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნიდან და სამართლებრივი კულ-ტურიდან ჩამოსული ამ სფეროში წამყვანი პროფესორების ჯგუ-ფი ესწრებოდა, რათა განეხილა და გაეანალიზებინა ევროპულ სა-

  • 21

    ხელშეკრულებო სამართალში უნიფიცირებული წესების ახლან-დელი საჭიროება. პროგრამის მეხუთე სექცია ეხებოდა ევროპუ-ლი პროცესის ზეგავლენას არაევროპულ ქვეყნებზე. კერძოდ,კონფერენცია მოიცავდა გარკვეულ მოხსენებებს უნიფიცირებუ-ლი წესების ზეგავლენებზე, როგორც მოდელზე არაევროპულქვეყნებში.

    მაშასადამე, შედარებითსამართლებრივი ანალიზის გარდა,რომელიც ცალკეული ქვეყნის გამოცდილებასა და საუკეთესო სა-ერთაშორისო პრაქტიკას ემყარება, არანაკლებ საინტერესოა კი-დევ ერთი „განზომილება“. კერძოდ, საუბარი სცდება ევროპული(მაგ., გერმანია), ან, ისტორიული გამოცდილების თვალსაზრი-სით, საქართველოსთან ახლოს მდგომი (მაგ., რუსეთი), ან სამ-ხრეთკავკასიური (სომხეთი და აზერბაიჯანი) სისტემების სამგან-ზომილებიანი განხილვის ფარგლებს და შემოთავაზებულია სრუ-ლიად არაორდინალური შედარების ობიექტი – ზემოთ მოხსენიე-ბული უნიფიკაციის ევროპული ინსტრუმენტები. ამ დოკუმენტებ-ში მოცემული ნორმები შეიძლება განხილულ იქნეს ერთგვარ რე-კომენდაციად ქართველი კანონმდებლისთვის, საქართველოში მი-მდინარე კერძო სამართლის რეფორმის პროცესში.

    გამოყენებული ლიტერატურა1. ბაღიშვილი ე., ნების გამოვლენის (ოფერტის) გამოთხოვა უნიფიცი-

    რებულ კერძო სამართალში, ჟურნ. „ქართული სამართლისმიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, 2007;

    2. ბაჩიაშვილი ვ., ხელშეკრულების განმარტება ევროპული სახელშეკ-რულებო სამართლის პრინციპების მიხედვით და საქართველოს კა-ნონმდებლობაში მისი იმპლემენტაციის მიზანშეწონილობა, „სამარ-თლის ჟურნალი“, №1, 2013;

    3. ბორონი ა., წინათქმა, წიგნში: ჩაჩავა ს., ზაალიშვილი ვ. (რედ.), შრო-მის სამართალი (სტატიათა კრებული) III, გამომც. „მერიდიანი“, თბ.,2014;

    4. ზოიძე ბ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სისტემა, ჟურნ.„ქართული სამართლის მიმოხილვა“, პირველი კვარტალი, 1998;

    5. ზოიძე ბ., ქართული ვალდებულებითი სამართლის სისტემა და პრინ-ციპები, ჟურნ. „ქართული სამართლის მიმოხილვა“, მესამე და მეოთ-ხე კვარტალი, 2000;

    6. კერესელიძე დ., ევროპული კოდიფიკაციებისა და კანონმდებლობისუნიფიკაციის საერთაშორისო ინსტრუმენტების გავლენა საქართვე-

  • 22

    ლოს კერძო სამართლის განვითარებაზე, ჟურნ. „ქართული სამარ-თლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, 2007;

    7. სამხარაძე ი., საქართველოს ევროპეიზაცია: ევროკავშირში გაწევრი-ანების ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, ჟურნ. „მართლმსაჯუ-ლება და კანონი“, №5(48)’15;

    8. ძლიერიშვილი ზ., ცერცვაძე გ., რობაქიძე ი., სვანაძე გ., ცერცვაძელ., ჯანაშია ლ., სახელშეკრულებო სამართალი, გამომც. „მერიდია-ნი“, თბ., 2014;

    9. Vargas-Brand I.N., Conference Report: ‘Uniform Rules for EuropeanContract Law? A Critical Assessment’, European Review of PrivateLaw, Volume 24, Issue 6, 2016;

    10. Бэрнсдорфф Н., Common European Sales Law (CESL) – развитие ифункции, Южнокавказский Юридический Журнал, №07/2016,Гражданские кодексы в процессе развития, Немецкое Общество поМеждународному Сотрудничеству (GIZ), 2016.

    ოჯახური ძალადობამარიამ კურტანიძე

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი

    ბაკალავრიატი, მე-3 კურსი

    საკვანძო სიტყვები: კრიმინოფამილისტიკა, ოჯახური ძალადობა, სტატისტიკა

    ოჯახური ძალადობა არის საშიში მოვლენა, რადგანაც ამ სახისძალადობა ხელყოფს ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს,როგორიცაა: თავისუფლებისა და ხშირ შემთხევევაში სიცოცხლისუფლებაც. ამავდროულად ის არა მხოლოდ კონკრეტული პირის,არამედ საზოგადოების პრობლემაცაა და სოციალურ სახეს ატა-რებს. გაეროს 2004 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის მე-8 ადგილზეა ოჯახში ჩადენი-ლი ძალადობის მხრივ. საქართველოში რეგისტრირებულ მკვლე-ლობათა შორის, საგრძნობლად იმატა ოჯახში კონფლიქტების შე-დეგად ჩადენილმა მკვლელობებმა. ამ ფაქტთა ერთობლიობაცხადყოფს ამ პრობლემის აქტულურობას ჩვენს ქვეყანაში.

  • 23

    პირველეს ყოვლისა, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთარა როგორც პირადი პრობლემა, არამედ როგორც სოციალურიმოვლენა იმდენად, რამდენადაც მოძალადე ხელყოფს, ერთიმხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას, ფსიქიკას ან უარეს შემთხვევა-ში სიცოცხლეს, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების ძირითადუჯრედს – ოჯახს და ეს ყველაფერი მომავალ თაობებზე აისახება.

    მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კრიმინოლოგებს დიდი ხანია აინ-ტერესებთ ოჯახში ძალადობის კრიმინოლოგიური გამოვლინება.ოჯახში გამოვლენილი ძალადობრივი ქმედება კრიმინოფამილის-ტიკის ნაწილია. კრიმინოფამილისტიკა წარმოადგენს ერთ-ერთმნიშვნელოვან სამეცნიერო კრიმინოლოგიურ მიმართულებას. სა-ქართველოში ფუნდამენტური ნაშრომი ამ საკითხზე პრაქტიკუ-ლად არ მოგვეპოვება.

    მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან საზღვარგარეთის განვი-თარებული ქვეყნები ატარებდნენ ფართომასშტაბიან კვლევებს ამსაკითხზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეცხრე კონ-გრესმა, რომელიც 1955 წელს კაიროში გაიმართა, სპეციალურადგანიხილა „ძალადობით ჩადენილი დანაშაულების თავიდან აცი-ლების“ საკითხი, რომელიც შემდგომ წარადგინეს „ძალადობისმიზეზების საერთაშორისო მიმოხილვის“ ნაწილის სახით. ვინაი-დან ეს საკითხი სოციალურად საშიში მოვლენაა, იგი გათვალის-წინებული იყო ძველ ქართულ სამართლის კანონმდებლობაშიც.ოჯახის წევრთა და ნათესავთა შორის ჩადენილი მკვლელობა ჩვე-ულებრივ მკვლელობასთან შედარებით დამამძიმებელ გარემოე-ბად იყო მიჩნეული და უმკაცრესად ისჯებოდა. 2006 წლის ნოემ-ბერში კი კანადაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ოჯა-ხური ძალადობის პრობლემაზე. ამ კონფერენციაზევე შეიმუშავესპრევენციული გეგმა.

    იმისთვის, რომ პრობლემის პრევენციაზე ან რეაბილიტაციისგზებზე ვისაუბროთ, საჭიროა ჯერ მისი გამომწვევი მიზეზებიგანვიხილოთ. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ფიზიკური,ფსიქოლოგიური თუ სქესობრივი ძალადობის ძირითად ფაქტო-რებად მიჩნეულია ალკოჰოლი, ნარკოტიკი, მატერიალური არას-ტაბილურობა, ბავშვობისას გადატანილი ტრავმა და განათლებისდაბალი დონე. პრევენციის ზომების მისაღებად აუცილებელიათითოეული ამ პრობლემის გააზრება და ამ მიმართულებებით სა-

  • 24

    მუშაო ჯგუფების შექმნა. საჭიროა სარეაბილიტაციო ცენტრებისგახსნა არა მხოლოდ მსხვერპლთათვის, არამედ მოძალადეთა-თვისაც. ასევე კარგი იქნება, თუ გავიზიარებთ ამერიკის გამოც-დილებას და სამართალდამრღვევთათვის სავალდებულოს გავ-ხდით სამკურნალო კურსს. დღესდღეობით საქართველოს მას-შტაბით 4 სარეაბილიტაციო ცენტრია გახსნილი და სულ 180ადგილია, რაც არასაკმარისია. ასევე საჭიროა მსხვერპლთა ფსი-ქოლოგიური რეაბილიტაცია და მატერიალური უზრუნველყოფა,რათა ისევ იმ ძალადობრივ გარემოში არ მოუწიოს დაბრუნება.ასევე არასრულწლოვანთათვის უნდა შეიქმნას ოჯახური ტიპისბავშვთა სახლები. 1980 წელს სენტ-ლუისის შტატში, ოჯახურიძალადობის აღმოფხვრის მიზნით, სპეციალური ფსიქოთერაპიუ-ლი პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც ითვალისწინებდა მოძალადემამაკაცთა 3 თვიდან 12 თვემდე თერაპიულ კურსს. ამ პროგრა-მის განხორციელების შემდეგ 25%-ით შემცირდა ამ ტიპის დანა-შაულები. ეს ფაქტი ცხადყოფს ამ სახის პროგრამის აუცილებლო-ბას ჩვენი ქვეყნისათვის. ამერიკის მაგალითის გადმოტანა შეიძ-ლება საგანმანათლებლო სისტემაშიც: ამერიკის შეერთებულიშტატების მინესოტის შტატის სკოლებსა და ბაღებში ბავშვები გა-დიან ოჯახში ძალადობრივი მოქმედებისადმი ფსიქოლოგიურიმუნიტეტის შეძენის კურსს. ასევე საჭიროა ჩატარდეს კვლევებიდა მათ საფუძველზე შეიქმნას კრიმინოლოგიური ნაშრომები, რო-მელთაც სტუდენტები გაეცნობიან. ეს ყველაფერი ხელს შეუწ-ყობს მორალურად მტკიცე თაობათა აღზრდას. პროფილაქტიკი-სათვის ასევე საჭიროა სპეციალურ კანონპროექტთა პაკეტის შე-მუშავება, რომელიც შეეხება ოჯახში ძალადობაზე კონტროლს.ასეთი საკანონმდებლო პროგრამა შემუშავდა რუსეთის ფედერა-ციაში. ეს პროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში სასტიკი მოპყრობისშესახებ“ კანონის მომზადებას. რაც შეეხება ქართულ კანონმდებ-ლობას, სასურველია ზოგიერთი კანონის კონკრეტიზაცია და და-ხვეწა. ამის მაგალითს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექ-სის 112-ე მუხლი. სასურველია ამ მუხლში დაკონკრეტდეს მშობი-არობის დროს ქალის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა.ასევე საჭიროა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 305-ემუხლის დახვეწა ისე, რომ არც პროცესის მონაწილეთა უფლებები

  • 25

    დაირღვეს და არც საქმის მწარმოებელი ორგანოები დარჩნენ უმე-ქანიზმოდ.

    ოჯახში ჩადენილი ძალადობითი დანაშაული სოციალურიპრობლემაა და საქართველოში ამ სახის დელიქტები ჭარბობს.აუცილებელია, ამ პრობლემის პრევენციისათვის ჩატარდეს სპე-ციალური კრიმინოფამილისტიკური კვლევები და მათ საფუძ-ველზე შეიქმნას ნაშრომები. ასევე საჭიროა სისხლის სამართლისკოდექსის რამდენიმე მუხლის დახვეწა და კონკრეტიზაცია. სა-სურველი იქნება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათადანერგვა ჩვენი ქვეყნის პრევენციულ პრაქტიკაში. აუცილებელიაშეიქმნას თავშესაფრები არა მხოლოდ მსხვერპლთა, არამედ მო-ძალადეთათვისაც. სკოლებსა და ინსტიტუტებში როგორც პედა-გოგებმა, ასევე ფსიქოლოგებმა ყურადღება უნდა გაამახვილონამ საკითხებზე. ამ პრევენციულ ზომათა ერთობლიობა ხელს შე-უწყობს ამ სახის დანაშაულის შემცირებასა და საზოგადოების გა-ჯანსაღებას.

    არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი საქართველოშიმეგი კაკალაშვილი

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი

    ბაკალავრიატი, მე-2 კურსი

    საკვანძო სიტყვები: ტრეფიკინგი, არასრულწლოვნები, პრევენცია, რეა-ბილიტაცია, მონაცემების არარსებობა

    მოზარდის განვითარებასა და ქცევაზე სხვადასხვა გარემოე-ბის ერთობლიობა ახდენს გავლენას, მათ შორის ინდივიდუალურიფაქტორები, საზოგადოება, გარემო და სხვა. ამიტომ მოზარდისგანვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დაცული გარე-მო, რომელსაც ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფომ.

    2000 წლის დეკემბერს იტალიის ქალაქ პალერმოში მიღებულიქნა გაეროს კონვენცია, სადაც აღინიშნა, რომ ტრეფიკინგი ნიშ-ნავს ადამიანთა გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას,

  • 26

    შეფარებას ან მიღებას მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულებისსხვა საშუალებებით, მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით,ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით ან პი-რის თნხმობის მისაწევად თანხის ან სხვა სარგებლობის მიცემითან მიღებით. ბავშვთა გადაყვანა, ტრანსპორტირება მათი ექს-პლუატაციის მიზნით უნდა ჩაითვალოს „ტრეფიკინგად“ მაშინაცკი, როდესაც გამოყენებული არ ყოფილა ზემოაღნიშნული საშუა-ლებანი.

    ტრეფიკინგი არამარტო ადამიანური ტრაგედიაა, არამედეროვნული კრიზისიც, რადგანაც დამნაშავეები ამ ქალებისა დაგოგონების მეშვეობით ერთ კვირაში უფრო მეტ ფულს აკეთებენ,ვიდრე ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის წლიური ბიუჯეტია.

    გაეროს ბავშვთა ფონდის 2006 წლის მოხსენებაში აღნიშნუ-ლია, რომ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის შესახებ არ არსე-ბობს მიახლოებითი სტატისტიკა, თუმცა საუბარია მზრუნველო-ბამოკლებულ 15-დან 17 წლამდე გოგონენზე, რომელთა ტრეფი-კინგიც ხდება სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით და 13 წლამ-დე ბავშვებზე, რომელთა ტრეფიკინგიც ხდება იძულებითი შრო-მისა და მათხოვრობის მიზნით.

    საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის საინ-ფორმაციო მიმოხილვის თანახმად, საქართველოში ტრეფიკინგშიჩართულ პირთა პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გამო-იყურება: დასაქმების სააგენტოები 50%; ტურისტული ფირმები38%; საზღვარგარეთ სწავლების ორგანიზებით დაკავებულიფირმები 33%; პოლიცია 11%; საერთაშორისო სატრანსპორტოორგანიზაციები 4%.

    საქართველოში არ მოიპოვება ცნობები პედოფილთა „ხვედრი-თი წილის“ შესახებ ბავშვთა საქსუალური ექსპლუატაციის შემთ-ხვევებში. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ პედოფილთა არსე-ბობა იმ მსჯავდებულთა შორის, რომელთაც ბრალი „არასრულ-წლოვანთა გაუპატიურების“ მუხლით ჰქონდათ ან აქვთ. არ არსე-ბობს არანაირი იძულებითი მკურნალობის, ან სხვა სახის ფსიქო-ლოგიურ-სამედიცინო პროგრამები და სამსახური პედოფილიისპრევენციის მიზნით. სამართალდამცავი ორგანოები არ ფლობენმეთოდოლოგიასა და ინსტრუქტაჟს პედოფილთა მოძიების, აღ-

  • 27

    რიცხვისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების მიზ-ნით.

    ეს და სხვა მსგავსი მაგალითები ქმნიან საჭიროებას, რომ ქვე-ყანაში შეიქმნას კონკრეტულად ტრეფიკინგზე მომუშავე ჯგუფი,ორგანიზაცია, რომელიც სტატისტიკას მაინც აღრიცხავს და შე-იმუშავ