კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი:...

15
© საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ყველა უფლება დაცულია პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ პროექტი „რუსეთის ექსპანსია კავკასიაში და საქართველო“ მკითხველს სთავაზობს სამეცნიერო- პოპულარული სტატიების კრებულს, რომლის მიზანია, ოფიციალური რუსეთის მიერ ფართოდ ტირაჟირებული თვალსაზრისისგან განსხვავებულად გააშუქოს XVIII-XX საუკუნეების ქართულ-რუსული ურთიერთობები. მთავარი რედაქტორი: გიორგი ჭეიშვილი რედაქტორ-კორექტორი: თინათინ ევდოშვილი პროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი დიზაინერი: თორნიკე ბოკუჩავა

Upload: others

Post on 05-Oct-2020

7 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

© საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ყველა უფლება დაცულია

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ

პროექტი „რუსეთის ექსპანსია კავკასიაში

და საქართველო“ მკითხველს სთავაზობს

სამეცნიერო-პოპულარული სტატიების

კრებულს, რომლის მიზანია, ოფიციალური

რუსეთის მიერ ფართოდ ტირაჟირებული

თვალსაზრისისგან განსხვავებულად

გააშუქოსXVIII-XX საუკუნეების

ქართულ-რუსული ურთიერთობები.

მთავარი რედაქტორი: გიორგი ჭეიშვილი

რედაქტორ-კორექტორი: თინათინ ევდოშვილი

პროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი

დიზაინერი: თორნიკე ბოკუჩავა

Page 2: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

1

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

ზოვსა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში პოზიციების განმტკიცებამ, ყირიმის სახანოს ანექსიამ (1783), 1768-1774 და 1787-1791 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომებში გამარჯვებამ, რუსეთის იმპერიას შესაძლებლობა მისცა, სამხრეთ კავკასიის მიმართულებით გავლენა

გაეძლიერებინა და მისი შემომტკიცებისთვის აქტიური პოლიტიკა გაეტარებინა.

რუსეთმა ისარგებლა სპარსეთ-ოსმალეთის დასუსტებით და სამხრეთის მიმართულებით გაფართოება დაიწყო. XVIII ს-ის 80-იანი წლებიდან სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრება რუსეთის იმპერიის საგარეო-პოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ამოცანად იქცა.

1783 წელს რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გეორგიევსკში გაფორმებული ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ქართლ-კახეთის მფარველობის შესახებ, რუსეთისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ტრაქტატის პირობების შესაბამისად რუსეთმა შეძლო აღმოსავლეთ საქართველოში სამხედრო ძალის შეყვანა და რეგიონში მომგებიანი პოზიციის დაკავება. მსგავსი ხელშეკრულება მზადდებოდა იმერეთის სამეფოსთან გასაფორმებლად, თუმცა ოსმალეთის პროტესტის გამო, რუსეთმა იმ ეტაპზე თავი შეიკავა.

რუსეთისგან განსხვავებით, გეორგიევსკის ხელშეკრულება ქართული სამეფოსთვის საბედისწერო აღმოჩნდა. რუსეთის მფარველობაში შესვლამ და რეგიონში რუსული ჯარების გამოჩენამ ქართლ-კახეთს სპარსეთ-ოსმალეთი და სამხრეთ კავკასიის სახანოები დაუპირისპირა. გაუთავებელმა თავდასხმებმა უკიდურესად დაასუსტა მისი ძალები.

XVIII ს-ის მიწურულს რუსეთის ინტერესი კავკასიის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა, რაც გამოიწვია საერთაშორისო პოლიტიკაში მომხდარმა ცვლილებებმა:

რუსეთის იმპერიის ინტერესის გაძლიერება საქართველოს სამეფო-სამთავროების მიმართ

განაპირობა XVIII ს-ის II ნახევარში შექმნილმა საერთაშორისო ვითარებამ. რუსეთი

ყალიბდება ძლიერ სახელმწიფოდ და მსოფლიო ასპარეზზე ანგარიშგასაწევ ძალად.

ხათუნა ქოქრაშვილი

ქ ა რ თ ლ- კ ა ხ ე თ ი ს და ი მ ე რ ე თ ი ს ს ა მ ე ფ ო ე ბ ი ს გ ა უ ქ მ ე ბ ა

ruseTis mier saqarTvelosokupaciis dasawyisi

ეკატერინე IIრუსეთის იმპერატორი(1762-1796)

ruseTis mierqarTl-kaxeTis samefosgauqmeba

a

Page 3: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

2

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

1800 წლიდან რუსეთის იმპერატორი პავლე I (1796-1801) გამოეთიშა ანტიფრანგულ კოალიციას და ნაპოლეონ ბონაპარტეს მოკავშირე გახდა; შეიცვალა მისი აღმოსავლური პოლიტიკის პრიორიტეტები; რუსეთმა განიზრახა, დაესუსტებინა ინგლისის პოზიციები აღმოსავლეთში და ინდოეთში ლაშქრობაც კი დაგეგმა.

ასეთ პირობებში საქართველოს ტერიტორიების გეოპოლიტიკური მდგომარეობა მიმზიდველი გახდა რუსეთისთვის. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე სამხრეთ კავკასიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საზღვაო-სახმელეთო გზები, რაც ამ რეგიონს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქციას ანიჭებდა. სამხრეთ კავკასიის დაუფლება, სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსეთის იმპერიას აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ საზღვრების გაფართოების უპირატესობას აძლევდა. საქართველო მისთვის საიმედო დასაყრდენი იქნებოდა მთელი კავკასიისა და წინა აზიის ასათვისებლად, ასევე, სპარსეთისა და ინდოეთის მიმართულებით ვაჭრობის გასაშლელად. ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, იაფი ნედლეულის გასაღებისა და შრომის ბაზარი მომგებიანი ინვესტიციებისა და შემოსავლების შესაძლებლობას იძლეოდა.

საყურადღებოა, რომ საქართველოში სპეციალური მისიით გაგზავნილი გრაფი მუსინ-პუშკინი საიდუმლო მოხსენებით აუწყებდა რუსეთის იმპერატორ პავლე I-ს:

„ ... მდიდარი და სამოთხისებური ჰავით შემკული მხარის ... რუსეთთან შეერთებით იმპერიას შეემატებოდა ბარაქიანი და ხვავრიელი მიწები, კავკასიის ხაზს აღარ გაუჭირდებოდა იმიერკავკასიის ხალხების დამორჩილება. ... ოტომანთა პორტასთან უთანხმოების შემთხვევაში კი საქართველოს მხრიდან რუსეთის განკარგულებაში იქნება მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტები“.

ამდენად, XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე პეტერბურგში იმპერატორის კარზე და მმართველ ელიტაში აქტიურად ყალიბდება თვალსაზრისი ქართული სამეფო-სამთავროების იმპერიის შემადგენლობაში ჩართვის შესახებ. რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს ხელს აღარ აძლევდა სამხრეთ კავკასიაში ვასალურ სამეფოთა შექმნა. ის მათ დაპყრობაზე და ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსიაზე იწყებდა გადასვლას. რუსეთის ექსპანსია სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი, წინააღმდეგობებით აღსავსე ურთულესი პროცესი იყო, რომელიც, პრაქტიკულად, ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობით დაიწყო.

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნას ქართლ-კახეთის სამეფო გაუთავებელი თავდასხმებისგან შეწუხებული, მოსახლეობისგან დაცლილი, ეკონომიკურად დასუსტებული შეხვდა. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის (1762-1798) გარდაცვალების შემდეგ გიორგი ერეკლეს ძის გამეფებასთან დაკავშირებით ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. გიორგის ავადმყოფობის გამო, სამეფო ტახტის დაუფლებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ბატონიშვილების სხვადასხვა შტო, რომლებიც იულონ ერეკლეს ძისა და დავით გიორგის ძის მომხრეებად დაჯგუფდნენ.

ერეკლე II-ის შემდეგ ტახტზე ასულმა გიორგი XII-მ (1798-1800) რუსეთის იმპერატორს, პავლე I-ს, შეატყობინა თავისი გამეფების ამბავი და საგანგებო მიმართვით მემკვიდრედ თავისი შვილის, დავით ბატონიშვილის, აღიარება ითხოვა. ამით ის ბაგრატიონთა უფროს და უმცროს შტოებს შორის დავაში რუსეთს ანიჭებდა არბიტრის როლს. ამასთანავე, გიორგი მეფემ პავლე I-ს „წარდგინება“ გაუგზავნა, რომლითაც ის 1783 წლის ტრაქტატის შესაბამი- სად „მემკვიდრეობით, კანონიერ ტახტზე“ დამტკიცებასა და

პავლე Iრუსეთის იმპერატორი(1796-1801)

აპოლოს მუსინ-პუშკინი,რუსეთის იმპერატორის პავლე I-ის წარმომადგენელი საქართველოში

ერეკლე II(1720 — 1798)1744-1762 წლებში კახეთის, 1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე

Page 4: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

3

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

ამ ხელშეკრულების პირობების განახლებას ითხოვდა.რუსეთის დიპლომატიამ საქართველოში შექმნილი

ვითარება და დინასტიის შიგნით არსებული კრიზისი ოსტატურად გამოიყენა საკუთარი მიზნებისთვის, ქართლ-კახეთის სამეფოზე თავისი გავლენის გასაძლიერებლად.

იმპერატორმა პავლე I-მა 1799 წლის დასაწყისში ქართველ მეფეს მისი ვაჟის ― დავითის, ტახტის მემკვიდრედ დამტკიცების სიგელი უბოძა. ნოემბერში ქართლ-კახეთში მუდმივ წარმომადგენლად პეტრე კოვალენსკი გამოგზავნა, რომელსაც გენერალ ლაზარევის მეთაურობით შემოჰყვა ეგერთა პოლკი. 1799 წლის დეკემბერში კი კოვალენსკიმ გიორგი XII-ს რუსეთის იმპერატორის სიგელი და სამეფო ინვესტიტურის ნიშნები უბოძა, ხოლო ქართლ-კახეთის მეფემ საზეიმოდ მიიღო ფიცი. ამით შესრულდა გეორგიევსკის ტრაქტატის განახლების ფორმალური მხარე.

დავით გიორგის ძის მემკვიდრედ გამოცხადებამ ერეკლე II-ის ქვრივი ― დედოფალი დარეჯანი და მისი შვილები (გიორგი მეფის ნახევარძმები) გააღიზიანა. ამან ბაგრატიონების სამეფო კარზე მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ისინი აქტიურად მოქმედებდნენ გიორგი XII-ის წინააღმდეგ, სამეფო ტახტზე მათთვის სასურველი კანდიდატურის მხარდასაჭერად. ამასთან, ქართლ-კახეთში რუსის ჯარის გამოჩენამ სპარსეთი და კავკასიის სახანოთა მმართველები აამხედრა. ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთიდან დაღესტანში გადავიდა და იქიდან ხუნძახის

ბატონი, ომარ-ხან ავარიელი გადმოიყვანა. ალექსანდრე ბატონიშვილის გეგმით, დაღესტნელთა ერთი ნაწილი საგარეჯოსკენ უნდა გაჭრილიყო, მეორე ნაწილი თბილისის მისადგომებთან დაბანაკებულიყო, ხოლო მესამე ნაწილი მტკვარზე გადასულიყო და მეამბოხე ბატონიშვილებსა (ვახტანგს, იულონს, ფარნაოზს) და იმერეთის ლაშქარს შეერთებოდა; გაერთიანებული ძალებით თბილისი უნდა აეღოთ და რუსები განედევნათ. მაგრამ ამ გეგმებს განხორციელება არ ეწერა ― 1800 წლის ნოემბრის დასაწ- ყისში სოფელ კაკაბეთთან (კახეთი) ბრძოლაში რუს-ქართ- ველთა ერთობლივმა ლაშქარმა ალექსანდრე ბატონიშვილი და მისი მოკავშირეები დაამარცხა და ქართლ-კახეთის საზღვრებიდან განდევნა.

ქვეყნის მძიმე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ, საშინაო და საგარეო საფრთხეებმა, ტახტის სისუსტემ გიორგი XII აიძულა რუსეთის იმპერიასთან ქართლ-კახეთის უფრო მჭიდრო კავშირზე ეფიქრა. თავის მხრივ, რუსეთი შეეცადა ქართლ-კახეთს არ მიეღო დახმარება სხვა ქვეყნებისგან, ვერ დაელაგებინა ურთიერთობები ირან-ოსმალეთთან და რეგიონის მაჰმადიან სახანოებთან.

პავლე I-ის დიპლომატიური სამსახური ისწრაფოდა, რომ რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების ინიციატივა ქართლ- კახეთის სამეფოდან წამოსულიყო და იმპერიის შემადგენ-ლობაში მის შეყვანას ნებაყოფლობითი სახე ჰქონოდა.

გიორგი XII(1746-1800)ქართლ-კახეთის მეფე 1798-1800 წლებში

გენერალიივანე ლაზარევი,იმპერატორპავლე I-ის წარმომადგენელი ქართლ-კახეთის სამეფოში

დედოფალი დარეჯანიერეკლე II-ის მეუღლე

გარსევან ჭავჭავაძე,ერეკლე II-ის ელჩი რუსეთის იმპერიაში

Page 5: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

4

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

უკიდურესად დასუსტებულმა ქართლ-კახეთის მეფემ, რომელიც უკვე სარეცელს იყო მიჯაჭვული, „სათხოვარი პუნქტებით” მიმართა რუსეთის იმპერატორს. ეს დოკუმენტი ნოტის სახით ქართველმა ელჩებმა ― გარსევან ჭავჭავაძემ, გიორგი ავალიშვილმა და ელიაზარ ფალავანდიშვილმა წარადგინეს საიმპერატორო კარზე.

„მფარველის“ მეტად დაინტერესების მიზნით, ქართლ-კახეთის მეფემ კორექტივები შეიტანა გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) პირობებში და ისეთი პუნქტები დაამატა, რაც რუსეთს მეტ უფლებებს აძლევდა: ქართლ-კახეთი ითხოვდა რუსეთის ქვეშევრდომობას, მასზე უნდა გავრცელებულიყო რუსეთის იმპერიის კანონები.

მეფის რუსეთის ისტორიოგრაფია ხაზს უსვამდა გიორგი XII-ის მიერ რუსეთისათვის სამეფოს ნებაყოფლობით გადაცემას. თუმცა მოვლენები და „სათხოვარი პუნქტების“ შინაარსი მეტყველებს, რომ გიორგი XII-ს სრულებით არ ჰქონია მიზნად სამეფო ტახტზე ეთქვა უარი და ქვეყანა რუსეთის იმპერიისთვის დაეთმო. „სათხოვარ პუნქტებში“ ბაგრატიონების დინასტიური სამეფო უფლებები და პრივილეგიები ხელშეუხებლად რჩებოდა. გიორგი XII ითხოვ- და მისთვის და მისი შთამომავლობისთვის „მეფის“ ტიტულის შენარჩუნებას და სათანადო მატერიალურ უზრუნველყოფას. დოკუმენტი არ გულისხმობდა ქართლ-კახეთის სუვერენობის უარყოფას, ტახტის გაუქმებასა და ბაგრატიონთა დინასტიის შეწყვეტას.

ქართველი ელჩების საიმპერატორო კარის მოხელეებთან მოლაპარაკებებისა და ტექსტის რედაქტირების შემდეგ პავლე I-მა გაიზიარა „სათხოვარი პუნქტების“ პირობები. დოკუმენტი სათანადო ხელმოწერითა და დამოწმებით ქართველი ელჩების ― გიორგი ავალიშვილისა და ელიაზარ ფალავანდიშვილის ხელით გაიგზავნა თბილისში.

სინამდვილეში, რუსეთს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობა. საიმპერატორო კარი საგანგებოდ მალავდა ნამდვილ განზრახვას, მაგრამ საიდუმლო წერილებით მდგომარეობას აკონტროლებდა. 1800 წლის ნოემბერში იმპერატორი პავლე I კავკასიის ხაზის უფროსს, გენერალ კარლ კნორინგს, სწერდა: „მეფის ავადმყოფობა საფუძველს გვაძლევს, რომ მალე მოველოდეთ მის გარდაცვალებას. ამიტომ, როგორც კი ეს მოხდება,

დაუყოვნებლივ გაგზავნეთ იქ ჩვენი სახელით განცხადება, რომ ჩვენგან ნებართვის მიღებამდე არ შეუდგნენ ტახტის მემკვიდრის მეფედ კურთხევას“.

1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I-მა გიორგი XII-ის სიცოცხლეშივე ხელი მოაწერა ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების მანიფესტს. ის პეტერბურგიდან საიდუმლოდ გადმოუგზავნეს კავკასიის ხაზის უფროსს, გენერალ კარლ კნორინგს. უფრო ადრე მან იმპერატორისგან მიიღო საიდუმლო ბრძანება ― გიორგი XII-ის გარდაცვალების შემთხვევაში ქართლ-კახეთში სამეფო ხელისუფლების გაუქმება გამოეცხადებინა. შესაძლო გართულებების ასაცილებლად ჩრდილოეთ კავკასიიდან ქართლ-კახეთში დამატებით შემოჰყავდათ რუსული ჯარი, რომლის რაოდენობამ 1801 წლის ბოლოსთვის 10 ათას მეომარს გადააჭარბა.

1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა. გენერალმა ლაზარევმა არ დაუშვა იმპერატორის მიერ ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებული დავით ბატონიშვილის გამეფება. მან ქართლ-კახეთის დროებითი მმართველობა შექმნა.

ამან ააღელვა ქართული საზოგადოება. ყველა ხედავდა, რომ შეილახა ქართველი ერის ნება და ბაგრატიონთა საგვარეულო უფლებები. ტფილისის ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა. „წესრიგის დამრღვევნი“, მათ შორის სოლომონ ლიონიძე, დააპატიმრეს. ლაზარევმა დაშალა იულონ ბატონიშვილის მომხრენიც, რომლებიც მცხეთის საკათედრო ტაძარში იულონ ერეკლეს ძის მეფედ კურთხევას ცდილობდნენ.

კარლ კნორინგი,გენერალიკავკასიის ხაზის უფროსი

რუსეთის მიერ 1801 წელს ანექსირებულიქართლ-კახეთის სამეფოს რუკა

Page 6: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

5

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

1801 წლის 8 იანვარს ქართლ-კახეთის სამეფოს ელჩები თბილისში დაბრუნდნენ და ჩამოიტანეს იმპერატორის მიერ ხელმოწერილი გიორგი XII-ის „სათხოვარი პუნქტები“. მის საფუძველზე, გარდაცვლილი მეფის უფროსი ვაჟი ― დავით გიორგის ძე ბაგრატიონი გამოცხადდა „საქართველოს მემკვიდრედ და მმართველად“. მაგრამ „სათხოვარი პუნქტე- ბის“ მიხედვით დავითი ქართლ-კახეთის მეფედ რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა, ამიტომ ელჩები ამ მოთხოვნით ისევ პეტერბურგში გააბრუნეს. 1801 წლის 14 იანვარს დავითმა თავი ქართლ-კახეთის სამეფოს განმგებლად გამოაცხადა. ცხადია, ქართლ-კახეთის პოლიტიკურმა ელიტამ და ელჩებმა არ იცოდნენ, რომ პეტერბურგში უკვე გადაწყვეტილი იყო მათი სამეფოს ბედი.

1801 წლის 18 იანვარს პეტერბურგში გამოქვეყნდა იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამე-ფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ. 1801 წლის 20 იანვარს, იმპერატორის ბრძანებით, ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის ყველა წევრი რუსეთში გაიწვიეს. პეტერბურგში გაიგზავნა გიორგი XII-ის სამეფო გვირგვინი და კვერთხი. 1801 წლის 16-17 თებერვალს, რუსული ჯარით გარშემორტყმულ სიონისა და ვანქის ტაძრებში, პავლე I-ის მანიფესტი საჯაროდ წაიკითხეს და ხალხი რუსეთის მეფის ერთგულებაზე დააფიცეს. წინააღმდეგობის შემთხვევაში რუსეთი მზად იყო სამხედრო ძალა გამოეყენებინა. ერეკლე

II-ის მსაჯული, სოლომონ ლიონიძე, ურჩევდა დავითს, რომ თავი მეფედ გამოეცხადებინა, თუმცა უფლისწული ცდილობდა ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცია და გამეფებაზე იმპერატორის დასტურს ამაოდ ელოდა.

რუსეთის იმპერიის სენატის 1801 წლის

6 მარტის გადაწყვეტილებით ქართლ-

კახეთის სამეფო რუსეთის გუბერნიად იქცა.

რუსეთის ხელისუფლებამ ქართლ-კახეთის

საგუბერნიო მმართველობის დებულება

დაამტკიცა. იმპერატორის სურვილის

თანახმად, ქართლ-კახეთის სამეფოსთვის

„საქართველოს გუბერნია“ უნდა

ეწოდებინათ; „საქართველოს გუბერნიის“

მმართველად გენერალ-გუბერნატორი

დაინიშნებოდა, რეზიდენცია კი თბილისში

უნდა ყოფილიყო. 1801 წლის 11 მარტს

სენატის გადაწყვეტილებით „საქართველოს

გუბერნიის“ გენერალ-გუბერნატორად

კარლ კნორინგი, ხოლო სამოქალაქო

გუბერნატორად, რუსეთში აღზრდილი,

გარუსებული გენერალი, დიმიტრი

ორბელიანი დაინიშნა.

ამგვარად, პავლე I-მა უგულებელყო საერთაშორისო სამართალი, დაარღვია რუსეთ-საქართველოს შეთანხმებები (1783 წლის ტრაქტატი, 1799 წლის განახლებული ხელშეკრუ- ლება) და ქართლ-კახეთის სამეფო თვითნებურად გააუქმა. ეს იყო ქართული სახელმწიფოს მიმართ ძალმომრეობა და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა.

პავლე I-მა ვერ მოასწრო ქართლ-კახეთში მმართველობის ახალი სისტემის ჩამოყალიბება. ის 1801 წლის 11 მარტს შეთქმულების მსხვერპლი გახდა. რუსეთის ახალ იმპერატორ ალექსანდრე I-ს, რომელიც, ძირითადად, არ იზიარებდა წინამორბედის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსს, ქართლ-კახეთის საკითხთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებული პოზიცია არ გამოუხატავს. ის უფრო გონივრულად და წინდახედულად მიუდგა პრობლემას. მამისგან განსხვავებით, ალექსანდრე I შეეცადა შეენიღბა რუსეთის იმპერიის ნამდვილი მიზანი და ქართლ-კახეთის სამეფოს ინკორპორაცია ევროპის ქვეყნების თვალში ერთმორწმუნე ქართველ ხალხზე ზრუნვად ეჩვენებინა. მან არ გააუქმა პავლე I-ის მანიფესტი, მაგრამ ლიბერალური შეხედულებებისა და საერთაშორისო სამართლისადმი ანგარიშის გაწევის მოტივით, ქართლ-კახეთის სამეფოში რუსული მმართველობის დამყარების საკითხი დროებით შეაჩერა.

ალექსანდრე I-ს ქართლ-კახეთის სამეფოს დასაკავებლად დასაბუთებული და მყარი გამამართლებელი საფუძველი სჭირდებოდა. ამიტომ, ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა თავის სათათბირო ორგანოს, მუდმივ საბჭოს, დაავალა.

სოლომონ ლიონიძე(1754 – 1811)ქართველი საზოგადო მოღვაწე,ერეკლე II-ის მრჩეველი

იულონ ბატონიშვილი (1760 — 1827)ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტი

Page 7: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

6

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთება მუდმივი საბჭოს დაარსების პირველსავე დღეებში გახდა განსჯის საგანი. 1801 წლის აპრილში საბჭოს სხდომებზე ქართლ-კახეთის საკითხი ორჯერ განიხილეს. გამოიკვეთა საპირისპირო პოზიციები, თუმცა ხმათა უმრავლესობით ქართლ-კახეთის სამეფოს შემოერთება სასარგებლოდ მიიჩნიეს, როგორც საკუთრივ ამ ქვეყნის მოსახლეობის, ასევე რუსეთის იმპერიის საზღვრების დაცვისთვის. ამ ეტაპზე საბჭოს ეს გადაწყვეტილება რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა არ დაამტკიცა და ქართლ-კახეთის პრობ- ლემის შესასწავლად სპეციალური კომისია შექმნა. მას დასკვნა რუსეთის მუდმივი საბჭოსთვის უნდა წარედგინა.

შექმნილი ვითარების ადგილზე გამოკვლევა დაევალა გენერალ კნორინგს. ალექსანდრე I-ის 1801 წლის 19 აპრილის უმაღლესი რესკრიპტით გენერალს უნდა გაერკვია: შეძლებ- და თუ არა ქართლ-კახეთის სახელმწიფო დამოუკიდებლად არსებობას; სურდა თუ არა ამ ქვეყნის მოსახლეობას რუ-სეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში ყოფნა და მიაჩნდა თუ არა „რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოს მოქცევა გადარჩენის ერთადერთ გზად“. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად კნორინგს ვითარება ისე უნდა წარმოეჩინა, რომ ქვეყანას იერთებდნენ არა „რუსეთის ინტერესებისთვის“, არამედ „ქართველი ხალხის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“. შელამაზებულ ფრაზებთან ერთად იმპერატორი ვერ ფარავდა რუსეთის ნამდვილ მიზნებს და კნორინგს სწერდა: „არ დაგიმალავთ, რომ იმპერიის ღირსება, ჩვენი საზღვრების უშიშროება, ... საკუთრივ რუსეთის სარგებლობის გათვალისწინება ძველთაგანვე აიძულებდა ხელისუფლებას... მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სარგებლობის თვალსაზრისით შევაფასოთ მისი არსი. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვცნოთ ეს ძალა“.

ფაქტობრივად, კნორინგმა მიიღო

დავალება, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს

გაუქმების შესახებ რუსეთის პოლიტიკური

ნება, ქართული საზოგადოების სურვილად

გაესაღებინა.

გენერალი კნორინგი საქართველოში 1801 წლის მაისში ჩამოვიდა და დაუყოვნებლად ჩაერთო ქართლ-კახეთის მართვის პროცესში. ჩამოსვლისთანავე მან დავით გიორგის ძე ბაგრატიონი ქართლ-კახეთის განმგებლის თანამდებობიდან გადააყენა. 1801 წლის ივლისის დასაწ-ყისში შეიქმნა ქართლ-კახეთის „დროებითი მმართველობა“, რომლის თავმჯდომარედ გენერალი ივანე ლაზარევი, ხოლო წევრებად ქართველი მდივანბეგები ― ზაალ ბარათაშვილი, ეგნატე და სულხან თუმანიშვილები, ივანე ჩოლოყაშვილი და თბილისის ყოფილი მამასახლისი დარჩო ბებუთაშვილი დაინიშნენ.

დროებითმა მმართველობამ დაახლოებით ერთ წელიწადს იარსება. ეს იყო ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის დამყარების გარდამავალი საფეხური, როდესაც ქართულ

სახელმწიფოში მმართველობის არსებული ინსტიტუტების გაუქმება და რუსული მოდელით ჩანაცვლება სცადეს. ამ პერიოდში ქართლ-კახეთში საკმაო რაოდენობით რუსული სამხედრო შენაერთები შემოვიდნენ. დროებითმა მმართველობამ საფუძველი მოამზადა ქართლ-კახეთის სრული ოკუპაციისა და ანექსიისთვის, რუსული მმართველო ბის სისტემის დასამყარებლად და რუსეთისთვის ხელისუფ-ლების საბოლოოდ გადასაცემად.

კნორინგმა ქართლ-კახეთში 22 დღე დაჰყო. ეს ხანმოკლე ვიზიტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას, გენერალ ლაზარევის მიერ შერჩეული რუსული ორიენტაციის პირების ჩვენებების საფუძველზე, შეესრულებინა იმპერატორის დავალება და მუდმივ საბჭოში წარსადგენად ქართლ-კახეთის რუსეთთან მიერთების მიზანშეწონილობის დასკვნა შეედგინა.

1801 წლის 24 ივნისს, იმპერატორის თანდასწრებით და საიდუმლო კომიტეტის მონაწილეობით, მუდმივ საბჭოში ქართლ-კახეთის საკითხი განიხილეს. ქართლ-კახეთის ანექსიას განსაკუთრებით აქტიურად ითხოვდა გრაფი ვალერიან ზუბოვი, რომელიც უკანასკნელი სპარსული ლაშქრობის (1796) მთავარსარდალი იყო და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის კარგ მცოდნედ ითვლებოდა. ზუბოვი ამტკიცებდა, რომ რუსეთის „ქვეშევრდომობაში“ შესვლა ქართველების ერთსულოვანი სურვილი იყო; ბუნებრივი სიმდიდრით გამორჩეული პროვინ-ცია შემოსავლებს მოუტანდა იმპერიას; ქართლ-კახეთის დაკავებაზე უარის თქმით კი რუსეთი საფრთხის ქვეშ დააყენებდა თავის სამფლობელოებს კავკასიაში.

სრულიად განსხვავებულ პოზიციას გამოხატავდნენ საიდუმლო კომიტეტის წევრები, რომელთა მოსაზრებას მუდმივი საბჭოს წარმომადგენელი ალექსანდრე ვორონცო-ვიც იზიარებდა. ალექსანდრე ვორონცოვმა და ვიქტორ კოჩუბეიმ თავიანთ მოხსენებებში ეჭვი გამოთქვეს კნო- რინგის კვლევის ობიექტურობის თაობაზე და მისი დასკვნები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მუდმივი საბჭოს უმრავლესობამ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიას დაუჭირა მხარი და 1801 წლის 8 აგვისტოს დასკვნით დოკუმენტში აღნიშნა: „... ახლად შექმნილ მდგომარეობათა გამო, საბჭო საქართველოს შეერთებაში ოდნავ უსამართლობასაც კი ვერ შენიშნავს, პირიქით, იგი მასში ამ მხარის ხსნასა და რუსეთისთვის კი არსებით სარგებლობას, მისი საზღვრების საიმედო დაცვას ხედავს“.

საბოლოო გადაწყვეტილება ალექსანდრე I-ს უნდა მიეღო.

1801 წლის 12 სექტემბერს პეტერბურგში

გამოქვეყნდა მანიფესტი, რომელშიც

რუსეთის იმპერია ადასტურებდა ქართლ-

კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებას

და ამ მოვლენას რუსეთის მიერ ქართველი

ხალხის კეთილდღეობისთვის გაწეულ

სამსახურად აცხადებდა. რუსეთის

Page 8: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

7

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

იმპერატორის ალექსანდრე I-ის

მანიფესტით გაუქმდა ქართლ-კახეთის

სახელმწიფოებრივი არსებობა, მოხდა მისი

ტერიტორიის სრული ანექსია და ოკუპაცია

რუსეთის ჯარების მიერ.

ალექსანდრე I-ის მანიფესტმა დასაბამი

დაუდო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის

იმპერიის პოლიტიკური კურსის ახალ

ეტაპს. თუ XVIII ს-ის ბოლომდე რუსეთი

თავს იკავებდა სამხრეთ კავკასიაში

დამპყრობლური პოლიტიკისგან და

რეგიონის მოსახლეობის მიმართ,

ძირითადად, „განმათავისუფლებლის“

როლს ირგებდა, XVIII-XIX საუკენეების

მიჯნაზე სურათი რადიკალურად შეიცვალა:

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების

შემდეგ ცარიზმის სვლას სამხრეთ კავკასიის

მიმართულებით და მის ექსპანსიურ

პოლიტიკას, ტეროტორიების დაპყრობასა

და შემოერთებას ვეღარაფერი შეაჩერებდა.

ალექსანდრე I-ის მანიფესტში

ჩამოყალიბებული იყო რამდენიმე საკვანძო

დებულება, რომელიც საფუძვლად დაედო

რუსულ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში

საქართველოს წარმოსახვით აღქმასა და

მენტალურ შეფასებას: 1. საქართველო

აზიისა და აღმოსავლური სამყაროს ნაწილს

წარმოადგენდა; 2. ის იყო განადგურებული,

დანაწევრებული, მთლიანობადაკარგული

პოლიტიკური სივრცე; 3. ქვეყანა, რომლის

ისტორიული დიდება წარსულში დარჩა,

რუსეთის დახმარების გარეშე არსებობას

ვერ შეძლებდა; მისი შველა მხოლოდ

რუსეთის ძლიერ და სამართლიან

ხელისუფლებას შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრეს

მანიფესტის გადმოსახედიდან დანახული

საქართველო რუსი მოხელეების

წარმოდგენაში, პრაქტიკულად, მთელი

XIX საუკუნის I ნახევრის განმავლობაში

არსებობდა. შიდა და გარე აშლილობით

დასუსტებული საქართველოს აღქმის ეს

სქემა, გარკვეულწილად, რუსეთის მიერ მისი

ინკორპორაციის მორალურ გამართლებას

წარმოადგენდა.

რუსეთის საიმპერატორო კარზე მყოფმა ქართველმა ელჩებმა ― გ. ჭავჭავაძემ, ე. ფალავანდიშვილმა და გ. ავალიშვილმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ მხოლოდ მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ შეიტყვეს. ელჩებმა დაუყოვნებლივ გამოთქვეს პროტესტი:

„ვხედავთ, რომ ქართლ-კახეთის

შეერთება გამოცხადებულია, მანიფესტი

გამოქვეყნებულია და დამტკიცებული.

ჩვენ კი არაფერი ვუწყოდით, არც

ქართლ-კახეთის შეერთებისა და არც

მანიფესტის შედგენის შესახებ... თავს

უბედურად ვთვლით ... ამგვარი შეერთების

წყალობით... აღმოვჩნდით მოტყუებული და

შეურაცხყოფილი”

― წერდნენ ისინი რუსეთის ვიცე-კანცლერ კურაკინს. ქართველი ელჩები შეეცადნენ მდგომარეობის გამოსწორებას. რუსეთის იმპერატორისთვის წარდგენილ 1802 წლის 27 იანვარის ნოტაში ისინი მოითხოვდნენ ქართლ-კახეთის სამეფოდან რუსი მოხელეების გაწვევას და ადგილობრივი მმართველობის აღდგენას. 1802 წლის 6 თებერვალს, ბუნებრივია, სახელმწიფო საბჭომ უარყო ეს მოთხოვნა. ელჩებს კი შეახსენეს, რომ პეტერბურგში მათი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა. შეურაცხყოფილი გარსევან ჭავჭავაძე, სამშობლოში გამოგზავნილ წერილში აღნიშნავდა:

„ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმეს,

ქვეშევრდომებადაც არ მიგვიღეს, არავინაა

ისე დამცირებული, როგორც ქართველი

ხალხი”.

ის ითხოვდა რწმუნების გაგრძელებას, ურჩევდა ქართველ თავადებს რუსეთიდან გამოგზავნილი განკარგულებები არ შეესრულებინათ და მოეთხოვათ 1783 წლის ტრაქტატის პირობების დაცვა. ქართლ-კახეთის სამეფოში მანიფესტის ტექსტის გამოქვეყნებას რუსეთის ხელისუფლება განზრახ აყოვნებდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ამასობაში კი, გაგრძელდა ქვეყანაში დამატებითი რუსული სამხედრო შენაერთების შემოყვანა და მის ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მობილიზება.

ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-

კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი

რუსეთთან შეერთების შესახებ თბილისში

7 თვის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს

გამოცხადდა.

მანიფესტის გასაცნობად ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და ქართლ-კახეთის დიდებულები სიონის ტაძარში მიიწვიეს. საზოგადოების პროტესტისა თუ შესაძლო გართულების აღსაკვეთად ტაძრის გარშემო

Page 9: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

8

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

და მის მიმდებარე ქუჩებზე რუსული ჯარის ნაწილები განათავსეს.

ქართლ-კახეთის პოლიტიკურ ელიტას და

დიდებულებს მანიფესტი რუსული ჯარებით

ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში

წაუკითხეს და იმპერატორის ერთგულებაზე

ფიცის დადება მოსთხოვეს.

კახეთის თავადაზნაურობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების მანიფესტს პროტესტით უპასუხა და რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი არ მიიღო. მათ ალყა გაარღვიეს და თბილისი დატოვეს. ხელისუფლებამ რეპრესიებს მიმართა, რამდენიმე თავადი და მათი მომხრეები შეიპყრეს.

ალექსანდრე I-ის მანიფესტის პარალელურად

პეტერბურგში დამუშავდა ქართლ-კახეთის

ადმინისტრაციული დანაწილებისა და

რუსული მმართველობის შემოღების ახალი

პროექტი, რომელიც 1801 წლის 12 სექტემბერს

მანიფესტთან ერთად დამტკიცდა. ახალი

მმართველობის შესახებ დოკუმენტს ეწოდა

― „დებულება საქართველოს მმართველობის

შესახებ“, რომლითაც გაუქმდა ქართული

მონარქიული სახელმწიფოებრივი მართვის

მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და

ქართლ-კახეთის განმგებლობა, უცხო,

რუსული მოდელის მიხედვით წარიმართა.

„საქართველოს მმართველობას“ სათავეში

ჩაუყენეს „საქართველოს მთავარსარდალი“

იგივე „მთავარმმართველი“. ის იყო

საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის

სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფალი, ამ

ტერიტორიებზე განლაგებული რუსული ჯარის

მეთაური.

შემდგომში, ამ ტერმინების ნაცვლად დამკვიდრდა „მთავარ- მართებლის“ სახელწოდება. მთავარმმართველის თანაშემ-წედ სამოქალაქო საქმეებში ითვლებოდა „საქართველოს მმართველი“, რომელსაც შემდგომში „საქართველოს სამო-ქალაქო გუბერნატორსაც“ უწოდებდნენ.

ამ პროექტის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოში ახლად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ერთე-ულს „საქართველო“ ეწოდებოდა.

მისი მართვის სისტემა რუსული გუბერნიების

მართვის მოდელის მიხედვით აიგო, მაგრამ

სიტყვა „გუბერნია“ ან „საქართველოს

გუბერნია“ „დებულებაში“ არსად

იხსენიებოდა, როგორც ეს პავლე I-ის

პროექტში იყო. რუსეთის ხელისუფლება,

ამ ეტაპზე, სიფრთხილეს იჩენდა და

თავს იკავებდა ქვეყნის სახელწოდების

პოლიტიკური ლექსიკონიდან მთლიანად

ამოღებისგან იმისთვის, რომ ტერმინს

―„საქართველო“, დამოუკიდებელი

ადმინისტრაციულ-პოლიტიკური სუბიექტის

არსებობის გარეგნული შთაბეჭდილება

მაინც შეექმნა.

რუსეთის იმპერიამ შეცვალა საქართველოს პოლიტიკური გეოგრაფია. XIX საუკუნის დასაწყისიდან ტერმინი „საქართველო“ (რუსულად ― „Грузия“) აღარ გამოიყენებოდა ყოფილი ქართული სამეფო-სამთავროებისა და ისტორიული მხარეების გამაერთიანებელ თვითდასახელებად.

სახელწოდება „საქართველო“

დამკვიდრდა მხოლოდ ყოფილი ქართლ-

კახეთის სამეფოს ნაცვლად შექმნილი

პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის

აღსანიშნავად და იმერეთი, სამეგრელო,

გურია, აფხაზეთი და სვანეთი მასში აღარ

მოიაზრებოდა.

ამდენად, მისი მნიშვნელობა დავიწროვდა, დაირღვა სხვა-დასხვა ქართული პროვინციების ისტორიული, პოლიტიკური თუ ეთნოკულტურული კავშირების, მათი ერთობის გა-მომხატველი გეოგრაფიულ-პოლიტიკური ტერმინის „საქარ-თველოს“ რეალური შინაარსი და მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის 40-

იან წლებში რუსეთის ხელისუფლებამ

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული

რეფორმის შემდეგ ტერმინი „საქართველო“

საერთოდ გააქრო პოლიტიკური

ლექსიკონიდან.

1802 წლის 8 მაისს ქვეყანაში რუსული მმართველობის დამყარება საჯაროდ აღინიშნა. საქართველოს პირველ მთავარმმართველად გენერალი კარლ კნორინგი დაინიშნა, ხოლო საქართველოს პირველ მმართველად პეტრე კოვალენსკი. საწყის ეტაპზე, საქართველოს მთავარ-სარდალი, ძირითადად, გეორგიევსკში ცხოვრობდა და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. 1803 წლიდან კი მთავარმმართველი თბილისში გადმოვიდა, რადგან საქართ-ველოს რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.

Page 10: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

9

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

საქართველოს მთავარმმართველმა, პავლე ციციანოვ-მა, რომელიც თბილისში 1803 წლის 1 თებერვალს ჩამო-ვიდა, თავის მთავარ პოლიტიკურ ამოცანად რუსულ მმართველობაში წესრიგის დამყარება და ქართლ-კახეთში ანტირუსული განწყობის დაძლევა დაისახა. ხელისუფლება ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრებს ქართლ-კახეთში არეულობის სათავედ მიიჩნევდა, ამიტომ:

ციციანოვის ერთ-ერთი პირველი

ღონისძიება, სწორედ, ქართლ-კახეთის

სამეფო ოჯახის წევრების რუსეთში

გასახლება იყო.

პირველ რიგში, სამშობლო დაატოვებინეს ერეკლე II-ის

ქვრივს ― დედოფალ დარეჯანსა და გიორგი XII-ის ქვრივს ― მარიამს.

იმპერატორის მითითებით ბატონიშვილების რუსეთში გადასახლება ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო, ხელი-სუფლებას ძალდატანებისთვის მხოლოდ უკიდურეს შემ-თხვევაში უნდა მიემართა. სამეფო ოჯახის წევრებს დაენიშნებოდათ მაღალი პენსია, დასაჩუქრდებოდნენ მამუ-ლებითა და ყმა გლეხებით. დედოფლებსა და ბატონიშვილთა უმრავლესობას არ სურდათ სამშობლოს დატოვება, ამიტომ პროცედურას უმტკივნეულოდ, ძალმომრეობისა და მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ცნობილია, რომ გიორგი XII-ის ქვრივის,

დედოფალ მარიამ გიორგის ასულის, გასახლებას უკავშირდება გენერალ ლაზარევის მკვლელობა, რომელსაც ევალებოდა ამ პრობლემის მოგვარება. 1803-1805 წლებში ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრი რუსეთში გაასახლეს.

მათი უმეტესობა დამკვიდრდა სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვ-სა და რუსეთის ცენტრალურ ნაწილში.

რუსეთის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ საქართველოდან გადასახლებულ ბატონიშვილებს გვარად „გრუზინსკები“, ხო- ლო დასავლეთ საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს „იმერეტინსკები“ ან „ბაგრატიონ-იმერეტინსკები“ დაუკა- ნონა. რუსეთში გადასახლებული სამეფო ოჯახის წევრთა პირველი თაობის წარმომადგენლები „ქართველ ბატონი-

პავლე ციციანოვი,საქართველოს მთავარმმართველი(1802-1806)

გენერალ ლაზარევის მკვლელობა დედოფალ მარიამ გიორგის ასულის მიერ

ალექსეი ერმოლოვი,კავკასიური კორპუსის მთავარსარდალი(1816—1827)

ივანე პასკევიჩი,კავკასიის კორპუსის მთავარსარდალი(1827-1831)

Page 11: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

10

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

შვილებად“ (ცარევიჩებად) მოიხსენიებოდნენ და ფლობდნენ „უგანათლებულესობის“ საპატიო ზედწოდებას.

სამეფო სახლის საუფლისწულო მამულები, ალექსანდრე I-ის რესკრიპტის თანახმად სახაზინო მამულებად, ხოლო სამეფო სახლის კუთვნილი ყმა გლეხები სახაზინო გლეხებად გამოცხადდნენ. ამ მიწებიდან მიღებული შემოსავლები გადაეცა საქართველოს ხაზინის საშემოსავლო ფონდს.

ქართლ-კახეთის დაპყრობის შემდეგ შეიცვალა იმპერიის სტრატეგია კავკასიელი ხალხების მიმართ. თუ ადრე კავკასიის სახანოებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებთან რუსეთი მშვიდობიან მოლაპარაკებას ანიჭებდა უპირატესობას, ახლა სამხედრო ზეწოლისა და ბრძოლის აგრესიული პოლიტიკა დომინირებდა. კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის ამგვარი სტრატე-გია პავლე ციციანოვმა შემოიტანა და გააგრძელეს მთავარმმართველებმა ერმოლოვმა (1816-1827) და პასკევიჩმა (1827-1831). ციციანოვი კავკასიელებთან ურთიერთობისას, ხშირად, კონფლიქტებს ხელოვნურად ქმნიდა, რათა საბაბი ჰქონოდა იარაღით დაეპყრო მათი ტერიტორიები. მთავარმმართველები, რომლებიც ამ კურსს სათანადოდ ვერ ატარებდნენ, მალევე ტოვებდნენ თანამდებობას. გარკვეულწილად, ამითაც აიხსნება XIX ს-ის I ნახევარში საქართველოს მთავარმმართველთა საკმაოდ ხშირი ცვლა.

მმართველობის ახალ სისტემასთან შეგუების გასაად-ვილებლად ხელისუფლება ვარაუდობდა, ანგარიში გაეწია ადგილობრივი მოსახლეობის „უფლებების, ჩვეულებებისა და მისწრაფებებისათვის“. თუმცა რეალურად საპირისპირო ხდებოდა.

ქართული ენა გამოიდევნა სასამართლო და

ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან.

მართვა-გამგეობისა და სასამართლო

საქმისწარმოების ენად რუსული იქცა.

დროებით, ძალაში დარჩა ვახტანგ VI-ის სამართალი და განისაზღვრა, რომ სამოქალაქო სამართლის საქმეები ადგილობრივი ჩვეულებებისა და ვახტანგ VI-ის კანონების მიხედვით განჩინებულიყო, ხოლო დანარჩენი, სისხლის სამართლის საქმეების ჩათვლით, რუსული კანონმდებლობის მიხედვით გადაეწყვიტათ; მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები კი სამხედრო სასამართლოებს გადაეცემოდა.

ხალხისთვის გაუგებარ, რუსულ, ენაზე

შემოღებულმა საქმისწარმოებამ და

ბიუროკრატიულმა მმართველობამ მეტად

დაამძიმა მოსახლეობის მდგომარეობა და

გაართულა მასთან ხელისუფლების კონტაქტი.

საინტერესოა, როგორი იყო XIX საუკუნის I ნახევრის საქართველო და ქართველები რუსი პოლიტიკური ელიტის წარმოდგენაში.

რუსი ოფიცრებისა და ჩინოვნიკების საქმიან მიმოწერასა და დოკუმენტებში, ასევე მემუარულ ლიტერატურაში, კარ-გად ჩანს, რომ მათ წარმოდგენაში საქართველო და მისი მოსახლეობა აღმოსავლური, აზიური, სამყაროს ნაწილად აღიქმებოდა. ქართველთა „ორიენტალიზმი“ კი რუს ოფიცრებს საკუთარი პოლიტიკური, მენტალური თუ ინტელექტუალური უპირატესობის შეგრძნებას უქმნიდა. ეს, ხშირ შემთხვევაში, ქართველთა მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაშიც გამოიხატებოდა. წყაროებში დაცულია არაერთი ცნობა რუსი სამხედრო პოლიტიკური ელიტის (კოვალენსკი, ლაზარევი, ციციანოვი და სხვა) უდიერი, ქედმაღლური და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შესახებ, არამარტო უბრალო ადამიანების, არამედ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრების მიმართ.

რუსი სამხედრო და პოლიტიკური მოხელეები ქართვე-ლებს არასანდო მოკავშირეებად თვლიდნენ და მათ კავკასიაში მშვიდობის დამყარების საქმეში არასაიმე-დო პარტნიორებად აღიქვამდნენ. საქართველოს მთავარ-მმართველი ერმოლოვი აღნიშნავდა: „ეს ხალხი არ შექმ-ნილა ალექსადრეს უწყინარი მმართველობისთვის, ის იმსახურებს მხოლოდ რკინის კვერთხს“. რუსი მოხელეების თვალში მყარი იყო ქართველების, როგორც აზიელი ხალხის ნეგატიური კონოტაცია: ჩამორჩენილობა, ბარბაროსობა, გაუნათლებლობა, სიზარმაცე, უინიციატივობა, არაენერგიუ-ლობა, სიველურე, არაკეთილსაიმედოობა და ა. შ.

რუსი ჩინოვნიკებისთვის სრულიად გაუგებარი იყო ქართული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, მმართველობისა და სოციალური სტრუქტურის თავისებურებები, რასაც ციცი-ანოვი სრულ „უწესრიგობას“ უწოდებდა.

ქართველი თავადაზნაურობა საერთო კავკასიური სივრცის პოლიტიკური და სოციოკულტურული ლანდშაფტის განუყოფელ, ამავე დროს, უსარგებლო, სახელმწიფო სამსახურისთვის უუნარო ნაწილად მიიჩნეოდა. ხოლო რუს და ქართველ/კავკასიელ ხალხს შორის არსებული მენ-ტალური კონტრასტი, რუსი მოხელეების წარმოდგენაში ამძაფრებდა რუსეთისა და რუსების შესახებ ევროპელობის, განვითარებულობისა და ცივილიზებულობის თვითაღქმას.

აღსანიშნავია, რომ ქართველი და რუსი პოლიტიკური ელიტის წარმოდგენებში სხვადასხვაგვარი იყო მანიფესტში ხაზგასმული ერთმორწმუნეობის მნიშვნელობაც.

რუსი მოხელეების აღქმით საერთო

რელიგია სრულიადაც არ იყო

რუსებისა და ქართველების ერთობის

მთავარი საფუძველი; მაშინ, როდესაც

აღმსარებლობის საკითხი ქართულ

საზოგადოებაში ხშირად პოლიტიკური

ორიენტაციის უმთავრეს განმსაზღვრელ

ფაქტორს წარმოადგენდა.

Page 12: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

11

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

რუსი პოლიტიკური ელიტის წარმოდგენებში ქართველების ამგვარი ხედვა მხოლოდ XIX საუკუნის II ნახევრიდან იცვლება.

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებით რუსეთის იმპე-რიამ მყარი საფუძველი შექმნა სამხრეთ კავკასიის დასაპყ-რობად.

დასრულდა ქართული მონარქიის

სახელმწიფოებრივი მართვის

მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია,

ქართლ-კახეთის სამეფოში არსებული

მმართველობის ინსტიტუტები დაიშალა

და დამყარდა რუსული სამხედრო-

საოკუპაციო რეჟიმი.

ეს ქართველი ხალხისთვის სრულიად უცხო მართვის სისტემა იყო. მმართველობის სათავეებში სამხედრო პი- რები ინიშნებოდნენ, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სამოქალაქო საქმეების გადაწყვეტაში, არ იყო გამიჯნული სამოქალაქო და სამხედრო მოხელეების ფუნქციები. ქვეყანას ფაქტობრივად სამხედრო პირები განაგებდნენ, ადმინისტრაციული ერთეულები ― მაზრებიც, სამხედრო მოხელეების ― კაპიტან-ისპრავნიკების მიერ იმართე- ბოდა. ხელისუფლება ემყარებოდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, წესრიგის დაცვის გარანტი, ძირითადად, რუსული ჯარი იყო. სამეფო სახლის წარმომადგენლები სამშობლოს ძალით მოწყვიტეს და რუსეთში გაასახლეს.

სამეფო, რომელიც რუსეთისგან,

პრაქტიკულად, საგარეო უსაფრთხოების

გარანტიებსა და გარეშე მტრებისგან

დაცვას ითხოვდა, გააუქმეს და იმპერიის

პროვინციად აქციეს.

ქართლ-კახეთის გაუქმებითა და რუსული

მმათველობის დამყარებით დაიწყო

რუსეთის იმპერიის სამხრეთ კავკასიაში

დამკვიდრების პროცესი.

რეგიონში არსებულ პოლიტიკური ერთეულების დამო-უკიდებლობას სერიოზული საფრთხე შეექმნა. ბუნებრივია, აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებსაც დიდი განსაცდელი ელოდა.

იმერეთის მეფე სოლომონ II (1789-1810), რომელიც ცხადად აცნობიერებდა შექმნილ ვითარებას და რუსეთის პოლიტიკის მიზნებს, ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად აქტიურ ბრძოლას შეუდგა. თავისი სამეფოს გაძლიერებისა და გაერთიანების პარალელურად, ის შეეცადა ქართლ-კახეთში ბაგრატიონთა სამეფო ხელისუფლების უფლებებიც დაეცვა. 1802 წლის 4 აგვისტოს სოლომონ II რუსეთის იმპერატორს მიმართავდა: „...დამხობასა სამეფოსა სახლისასა და გამწა-რებულსა მწუხარებასა მათსა შევრაცხ უბედურებად ჩემდა. შეიწყალეთ ყოვლად-უმწყალესო ხელმწიფეო სახლი მეფისა ირაკლისა, фამილია და ძენი მისნი... რათა მიიღოს მეფობა იულონ მემკვიდრემან საქართველოსამან“. იმერეთის მეფემ შეი- ფარა ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის დამყარებით უკმაყოფილო ბატონიშვილები: ფარნაოზი და იულონი, ასევე ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე სოლომონ ლიონიძე და სხვები და მათთან ერთად დაიწყო ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად.

რუსეთმა იმერეთის მეფეს სამეგრელოსა და გურიის მთავრები დაუპირისპირა. იმპერიის მოხელეები მყისიერად გამოეხმაურნენ სამეგრელოს მთავრის თხოვნას მფარვე- ლობაში მიღების შესახებ. 1803 წელს სამეგრელოს სამთავრო, საშინაო საქმეებში თვითმმართველობისა და გარკვეული „ავტონომიის“ შენარჩუნების უფლებით, რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. სამეგრელოში რუსთა ჯარი შევიდა. რუსე- თის მთავრობამ სამეგრელოს მთავარს, გრიგოლ დადიანს, ურჩი თავადები დაუმორჩილა და ის იმერეთის წინააღმდეგ ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. სამეგრელოს მთავრის სახით რუსეთმა საიმედო დასაყრდენი მოიპოვა იმერეთის სამეფოსა და სხვა სამთავროებზე რუსეთის ზეგავლენის გასაძლიერებლად და საბოლოოდ მათ შესაერთებლად.

ruseTis mierimereTis samefosgauqmeba

სოლომონ II,იმერეთის მეფე(1789—1810)

Page 13: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

12

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

საქართველოს მთავარმმართველის პავლე ციციანოვისა და სხვა რუსი მოხელეების ურთიერთობა იმერეთის მეფეს- თან საკმაოდ ქედმაღლური და მომთხოვნი გახდა, თუმცა მისი დათანხმება „ნებაყოფლობით“ მფარველობაზე ვერ მოხერხდა. სოლომონ II-ის სამეფო ტახტზე ყოფნას რუსეთის ხელისუფლება ვეღარ ეგუებოდა; ციციანოვი მეფის მიერ დადიანის შევიწროებას იმიზეზებდა და იმპერატორს იმერეთის დაპყრობას ურჩევდა.

1804 წლის დასაწყისში, განჯის დაკავების შემდეგ, ციციანოვმა მთელი ყურადღება იმერეთისკენ მიმართა.

მთავარმმართველის ბრძანებით რუსული

ჯარი იმერეთში შეიჭრა და მოსახლეობის

იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება

დაიწყო.

25 აპრილს სოლომონ II იძულებული გახდა ხელი მოეწერა „სათხოვარი პუნქტებისთვის“ (ელაზნაურის ტრაქტატი) და რუსეთის „სამუდამო“ ქვეშევრდომობა ეღიარებინა. მას შეუნარჩუნდა მეფის ხელისუფლება ტახტზე მისი მემკვიდრეების სამუდამოდ დამტკიცების უფლებით. ვაჟიშვილის არ ყოლის შემთხვევაში, მემკვიდრედ სოლომონ II-ის ძმისშვილი კონსტანტინე ითვლებოდა. მეფე პირობას დებდა, დამორჩილებოდა რუსეთის ხელმწიფის მიერ დანიშნულ საქართველოს მთავარმმართველს. სოლომონი უარს ამბობდა სამეგრელოს სამთავროზე. გურია დარჩა იმერეთის მეფის მფლობელობაში და იმერეთთან ერთად რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა, თუმცა მოგვიანებით, 1810 წელს, ის ცალკე სამთავროდ გამოყვეს. ქვეყნის ადმინისტრაცია და სამართალი სოლომონ II-ის განკარგულებაში რჩებოდა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეებში მას რუსული კანონებით უნდა ეხელმძღვანელა. იმერეთსა და სამეგრელოს შორის სადავო ლეჩხუმის საკითხი ამჯერად ღიად დარჩა, თუმცა ციცანოვმა მეფეს ამ მხარის დაბრუნებაც აღუთქვა. იმერეთის მეფეს ალმასებით შემკული ალექსანდრე ნეველის ორდენი გადაეცა.

1804 წლის 4 ივლისს იმერეთის სამეფოსა და სამეგრელოს სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის ტრაქ-ტატები ალექსანდრე I-ის სიგელით დადასტურდა. იმპე- რატორმა ლეჩხუმის საკითხი სამეგრელოს სასარგებლოდ გადაწყვიტა, რამაც სოლომონ II-ის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

სულ მალე დასავლეთ საქართველოში ჩადგნენ რუსი სამხედროები, რომელთა შენახვა ადგილობრივ ხელისუფ-ლებას დაეკისრა.

რუსეთის პოზიციები შავ ზღვაზე კიდევ

უფრო გამყარდა: იმერეთისა და

სამეგრელოს ტერიტორიების კონტროლი

უზრუნველყოფდა ბაქოსა და დასავლეთ

საქართველოს შორის შეუფერხებელ

მიმოსვლას, აკავშირებდა შავ და კასპიის

ზღვებს და ახალ ასპარეზს უხსნიდა რუსეთის

ვაჭრობას.

1804 წლის მაისში იმერეთში რუსეთის წარმომადგენლად პეტრე ლიტვინოვი დაინიშნა. ციციანოვი მას „იმერეთისა და სამეგრელოს მმართველს“ უწოდებდა. იმერეთში რუსეთის ჯარების რაოდენობა თანდათან გაიზარდა. ლიტვინოვი სამეფოში ისე მოქმედებდა, თითქოს სრულუფლებიანი მმართველი ყოფილიყო. 1805 წლის 30 აგვისტოს სოლომონ II ციციანოვს წერდა: „ლიტვინოვი, მე ქრისტიან მეფეს, უკანონოს მიწოდებს და აცხადებს ― ის (ე. ი. ― მე) ძველი მეფეა, ახალი მეფე მე ვარო“.

1806 წელს იმერეთის მეფე შეეცადა რუსეთ-იმერეთის ხელშეკრულების განახლებას. მან მთავარმმართველ გუ-დოვიჩს (1806-1809) მოთხოვნების ახალი პროექტი წა-რუდგინა, რომელიც მეფის უფლებების გაფართოებას და თავსმოხვეული ხელშეკრულების პირობების გამოსწორებას ითვალისწინებდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ ის უპასუხოდ დატოვა.

ამის შემდეგ იმერეთის მეფემ ახალციხის ფაშისა და ოსმალეთის სულთნის დახმარებით იმერეთის სრული დამოუკიდებლობის აღდგენა განიზრახა. გუდოვიჩს სოლო-მონ II-ის ტახტიდან ჩამოცილება უბრძანეს, მაგრამ ეს მან ვერ შეძლო.

1809 წელს საქართველოს ახალმა მთავარმმართველმა, გენერალმა ტორმასოვმა (1809-1811), იმერეთის პრობლემის მოგვარება მშვიდობიანი მოლაპარაკებებით სცადა. მეფე რუსეთის ხელისუფლებასთან შერიგების პირობად ლეჩხუ-მის დაბრუნებას, ქუთაისიდან ჯარების გაყვანასა და ელაზნაურის ხელშეკრულების განახლებას ითხოვდა. იმე-რეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოლომონს უჭერდა მხარს, მაგრამ ამ მოთხოვნების შესრულებას რუსეთის ხელსუფლება არ აპირებდა.

პეტერბურგში დიდი ხნით ადრე გადაწყდა იმერეთის სამეფოს გაუქმება. ალექსანდრე ტორმასოვმა დავალების შესასრულებლად სამხედრო ძალა გამოიყენა. მეფის შეპყ-რობა პოლკოვნიკ სიმონოვიჩს დაევალა.

გენერალიალექსანდრე ტორმასოვისაქართველოს მთავარმმართველი 1809–1811 წლებში

Page 14: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

13

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

მას დახმარება გაუწიეს გურიისა და

სამეგრელოს მთავრებმა, რომლებმაც

სოლომონ II-ს იმერეთიდან გასასვლელი

გზები შეუკრეს.

1810 წლის თებერვალში იმერეთში რუსეთის ჯარი შეიჭრა. დაიწყო ციხესიმაგრეებისა და მთელი სამეფოს ოკუპაცია.

ხელისუფლება იმერეთის მეფეს

ხელშეუხებლობასა და სამეფოს

შენარჩუნების გარანტიას სთავაზობდა.

სოლომონ II დათანხმდა ასეთ პირობებზე

მოლაპარაკებას, თუმცა რუსულმა მხარემ

დაპირება მაშინვე დაარღვია, როგორც

კი სოლომონი თავისთან დაიგულა. მეფე,

როგორც პატიმარი, თბილისში წაიყვანეს და

რუსეთში გადასახლება შესთავაზეს.

სოლომონის დატყვევებით უზომოდ კმაყოფილი ტორმასოვი რუსეთის იმპერატორს აცნობებდა: „ურჩი ვასალი სოლომონ მეფე დატყვევებულია. გილოცავთ ამ დიდ შენაძენს ― იმერეთის უშუალოდ იმპერიის შემადგენლობაში შესვლას. ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ღმერთმა მე მარგუნა იმპერატორის ესოდენ რთული დავალების შესრულება“. თუმცა იმერეთის მეფემ ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა და ცხოვრების ბოლომდე სამეფოს აღდგენისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია.

ქუთაისში კი გამოქვეყნდა პროკლამაციები სოლომონ II-ის ტახტიდან ჩამოგდების შესახებ. ქალაქის მოსახლეობას რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე აფიცებდნენ. სარდლობამ იმერეთის მოსახლეობას ვრცელი მოწოდებით მიმართა: „იმერეთიდან სამუდამოდ განდევნილია მეფე სოლომონი... ახლა, იმერეთის საკეთილდღეოდ დაარსდე-ბა ხალხის მისწრაფებებსა და წეს-ჩვეულებებთან შეხა-მებული რუსეთის ლმობიერი დროებითი მთავრობა, რომე-ლიც შედგენილ იქნება იმერეთის თავადაზნაურობის საპატიო წევრთაგან, რუსეთის სამხედრო მოხელის თავმ-ჯდომარეობით“.

ეს „ლმობიერება“ სულ მალე მწარედ გამოსცადა საქართ-ველოს მოსახლეობამ.

იმერეთის სამეფო გაუქმებისთანავე

„იმერეთის ოლქად“ გამოცხადდა და რუსულ

ადმინისტრაციას დაექვემდებარა.

ჩამოყალიბდა „დროებითი მმართველობა“, რომელსაც„დროებით მთავრობას“ უწოდებდნენ. მას ხელმძღვანე-

ლობდა იმერეთის მმართველი ― რუსი სამხედრო მოხელე, რომელიც იყო ოლქის სამოქალაქო და სამხედრო ხელი-სუფალი, დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსე-თის ჯარების სარდალი. მას ნიშნავდა საქართველოს მთავარმმართველი და ამტკიცებდა რუსეთის იმპერატორი. იმერეთის მმართველის ძალაუფლება თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. იმერეთის ოლქის პირველ მმართველს, პოლკოვნიკ სიმონოვიჩს „იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მმართველს“ უწო-დებდნენ.

აღსანიშნავია, რომ იმერეთის ჩართვა რუსული მმართველობის საერთო სისტემაში საკმაოდ გართულდა. ხალხის მღელვარებისა და აჯანყებების შიშით ხელისუფ-ლებამ ვერ შეძლო ახალი „დროებითი მმართველობის“ ოფიციალურად გამოცხადება და იმერეთში ქართლ-კახეთი-საგან განსხვავებული მმართველობა შემოიღო, რომელიც იმერეთის სამეფოს მართვის ელემენტებს ინარჩუნებდა.

ამგვარად, 1810 წელს რუსეთის იმპერიამ

იმერეთის სამეფო გააუქმა და მისი

ტერიტორიები რუსული ჯარით დაიპყრო.

მიუხედავად ამისა, ოფიციალურ რუსულ

დოკუმენტებში თუ ისტორიოგრაფიაში

ხშირად აღნიშნავენ, რომ იმერეთის

სამეფოც, ქართლ-კახეთის სამეფოს

მსგავსად, „ნებაყოფლობით“ შეუერთდა

რუსეთს, რაც სრულებით არ შეესაბამება

სიმართლეს. ქართლ-კახეთის შემდეგ,

რუსეთმა სამხედრო ძალით კიდევ ერთი

ქართული სამეფოს სახელმწიფოებრივი

სუვერენიტეტი დაარღვია და ის თავისი

ქვეყნის საზღვრებში მოაქცია. იმერეთის

სამეფოს დაპყრობითა და გაუქმებით

დაიწყო მთელი დასავლეთ საქართველოს

ტერიტორიების დაპყრობა და რუსული

მმართველობის დამყარება.

რუსეთის ქვეშევრდომობა დასავლეთ საქართველოს მთავრებს შორის პირველმა, როგორც აღვნიშნეთ, სამეგრელოს (ოდიშის) მთავარმა გრიგოლ დადიანმა მიიღო (1803).

ruseTis politikadasavleT saqarTvelossamTavroebis mimarT

Page 15: კვლევის ფონდის მიერპროექტის ავტორი: ირაკლი გეგეჭკორი ... პირობებში და

14

რ უ ს ე თ ი ს ე ქ ს პ ა ნ ს ი ა კ ა ვ კ ა ს ი ა შ ი დ ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო

რუსეთის მიერ

საქართველოს ოკუპაციის

დასაწყისი

ქართლ-კახეთის

და იმერეთის

სამეფოების გაუქმება

ახალმა ხელისუფლებამ არც გურიის სამთავრო დატოვა უყურადღებოდ და 1810 წლის 19 ივნისს გურიის მთავარს, მამია V გურიელს, იმერეთის მეფის სოლომონ II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარების სანაცვლოდ, ქვეშევრდომობაზე დამოუკიდებელი ტრაქტატი გაუფორმა. იმავე წლის ოქტომბერში რუსეთის ქვეშევრდომობა და მფარველობა მიიღო აფხაზეთის მთავარმა გიორგი (სეფერ ბეი) შერვაშიძემ. 1833 წელს რუსეთის იმპერატორმა დაამტკიცა ზემო სვანეთის მთავრების ციოყ და თათარყან დადეშქელიანების „სათხოვარი პუნქტები“, ორივე საბატონო სვანეთის (სადადეშქელიანოს) „მფლობელებად“ აღიარა და რუსეთის ქვეშევრდომობაში მიიღო. 1840 წელს უბატონო ანუ თავისუფალი სვანეთი საბოქაულოდ გამოცხადდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა საბოქაულო რამდენიმე წელში გაეუქმებინა. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ დრომდე სვანეთში რუსეთის ჯარი ვერ შევიდა, არც მთავართა უფლებები შეუზღუდავს ვინმეს.

სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის მთავრები გარკვეულ „ავტონომიას“ ინარჩუნებდნენ, თუმცა რეალუ-რად, რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული იმერეთის მმართველის კონტროლს ექვემდებარებოდნენ. ისინი ვალდე- ბულნი იყვნენ სამთავროებში რუსული ჯარი დაები-ნავებინათ და სურსათით მოემარაგებინათ, ომის შემთხვევაში კი იმპერიის დასახმარებლად სამხედრო ძალა გამოეყვანათ. რუს მოხელეებს სამთავროების შინაურ საქმეებში აქტიურად შეეძლოთ ჩარევა. რუსეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ამ ხერხით დასავლეთ საქართველოს სამთავროების დამორჩილებას და თავისი ინტერესებისთვის მათ გამოყენებას იოლად შეძლებდა.

1829 წლიდან დაიწყო სამთავროების

გაუქმების პროცესი.

თავდაპირველად გურიის სამთავრო გაუქმდა. 1830 წელს დავით გურიელს მთავრის უფლებები ჩამოერთვა და რუსი სამხედრო მოხელის ხელმძღვანელობით გურიის დროებითი მმართველობა შეიქმნა, რომელიც, ფაქტობრივად, იმერეთის დროებით მმართველობას ექვემდებარებოდა და მის განყოფილებას წარმოადგენდა.

დაარღვია რა აფხაზეთის სამთავროსთან დადებული ხელშეკრულება, რუსეთმა 1837 წელს აფხაზეთის კუთვნილი წებელდა უშუალოდ დაიქვემდებარა. 1840 წელს კი დადიანს შავი ზღვის სანაპირო ზოლთან ერთად სამურზაყანოც ჩამოართვა.

სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროების გაუქმება რუსეთმა XIX საუკუნის II ნახევარში ყირიმის ომის შემდეგ შეძლო. 1857 წელს სამეგრელოში დროებითი რუსული მმართველობა შემოიღეს, ამით სამეგრელოს სამთავრო ფაქტობრივად გაუქმდა; ფორმალურად კი მან 1867 წელს შეწყვიტა არსებობა, როდესაც მთავრის უფლებებზე უარი ათქმევინეს სამეგრელოს მთავრის ოფიციალურ მემკვიდრეს ― ნიკო დადიანს. 1857 და 1859 წლებში რუსეთმა ერთმანეთის მიყოლებით გააუქმა სვანეთის ორივე სამთავრო და თავისუფალ სვანეთთან ერთად ერთი საბოქაულო შექმნა. 1864 წელს კი აფხაზეთის სამთავრომაც შეწყვიტა არსებობა.

ამგვარად, იმერეთის სამეფოს გაუქმებით რუსეთმა დასაბამი დაუდო მთელი დასავლეთ საქართველოს დაპყრობის პროცესს. სამთავროების რუსეთის ქვეშევრდო-მობაში მიღება მათი გაუქმებით სრულდებოდა. ასეთი პოლიტიკით რუსეთმა შეძლო თავისი გავლენის, კონტრო-ლისა და შემდეგ უშუალო მმართველობის ქვეშ აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად, მთელი დასავლეთ საქართველოც მოექცია. XIX ს-ის დასაწყისში რუსეთის მიერ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაუქმება-დაპყრობა და მათი სუვერენიტეტის ხელყოფა ქართველი ხალხის უდი-დესი ეროვნული ტრაგედია იყო. იწყება თავისუფლებისათ- ვის ბრძოლის დრამატული პროცესი ― ეროვნული მოძრაობა საქართველოში და ანტირუსული გამოსვლები ქართული სამეფოებისა და სახელმწიფოებრიობის აღსადგენად.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Акты собранные Кавказской Археографической Комиссией, под ред. А. Берже, т. I, Тифлис, 1866; т. II, Тифлис, 1868. 2. Авалов, Зураб, Присоединение Грузии к России, Санкт-Петербург, 1901. 3. Дубровин Николай, Георгий XII, последний царь Грузии и присоединение ее к России, Санкт-Петербург, 1867.4. Утверждение русского владычества на Кавказе, под ред. Потто, т. 1, Тифлис, 1901; т. 2, Тифлис, 1902.5. Хелтуплишвили, М., Вступление Грузии в состав Российской империи, Кутаисъ, 1901.6. ვაჭრიძე გოდერძი, იმერეთის დროებითი მმართველობა (1810-1840 წლები), ქუთაისი, 1999. 7. საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე, რედ. ვ. გურული, ბ. კუპატაძე, თბილისი, 2004.8. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე, ტ. IV,

ტომის რედაქტორი მამია დუმბაძე, თბილისი, 1973.9. ჭუმბურიძე დოდო, კიკნაძე ვაჟა, ქოქრაშვილი ხათუნა, სარალიძე ლელა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში, წიგნი I, თბილისი, 2016. 10. ხომერიკი მანანა, იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები, გამომც. „უნივერსალი“, თბილისი, 2012.11. ჯანელიძე ოთარ, საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე, თბილისი, 2005.12. ჯანელიძე ოთარ, ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 2013. 13. Кавказская война: истоки и начало 1770-1820 годы, серия: Воспоминания участников Кавказской войны XIX века, СПб, 2002.14. Урушадзе А.Т. Свои или чужие? Грузия и грузины глазами российских офицеров и чиновников (первая половины XIX в.), Уральский исторический вестник, 2015. N 3. С. 116; 122.15. Gvosdev, Nickolas K., Imperial Policies and Perspectives towards Georgia, 1760–1819; Palgrave Macmillan UK, 2000.