სამცხე-საათაბაგოdspace.gela.org.ge/bitstream/123456789/6162/4... ·...

638
სტეფანე კონს. ძე ზუბალაშვილის ხსენებისა და სახელის სახსოვრად. სამცხე-საათაბაგო ისტორიული და ეთნოგრაფიული ცნობები ხალხზედ, ვაჭრო- ბაზედ, კათოლიკობასა და მათ სამღვდელობაზედ და სხვანი. აღწერილი და დაბეჭდილი ზ. ჭიჭინაძისაგან. ტფილისი მსწრაფლ-მბეჭდავი ა. რ. ქუთათელაძისა, ნიკ. ქ. № 21. 1905 Длзволено цензурою, Тифлисъ, 4-го iюля 1905 г. „სამცხე-საათაბაგოს " უწყება მკითხველთადმი „სამცხე-საათაბაგოს" შესახებ, ორ ნაწილად გავყავ, ერთი წიგნი უმეტესად შეეხება მესხეთ-ჯავახეთის აღწერას, ქართველ ქრისტიანებს, ქართველ კათოლიკებს და სხვათაც. ამაშივე არის ანუ- სხული ზოგი რამ ნაწილები ოსმალეთის საქართველოს ქართველ კათოლიკობაზედ. უმეტესი ნაწილი ამ წერილების ცალკეც იყო და- ბეჭდილები. ეხლა ყველა იგინი ერთად ავკინძეთ, თუ რამ სადმე რამე ცნობა აქვნდა შესავსები, ისიც დაურთეთ და ეხლა ყველა ესენი მდგე დავბეჭდეთ. ასე ცალკე დაბეჭვდის დიდი მსურველი იყო ჩვენ მიერ პატი- ვის ცემით მოხსენებული კონსტანტინეს ზუბალაშვილი, ამის ნატვრა გახლდათ ორივ წიგნის ცალკ-ცალკე, ან ერთად დაბე- ჭვდა. მეორე წიგნი „სამცხე-საათაბაგო” შეეხება ოსმალეთის საქართ- ველოს და ქართველ მაჰმადიანებს. ქართველ მაჰმადიანების შესახებ სტეფან კონსტანტინეს ძე გაკვირვებული იყო. 1901 წ. „ქართვე- ლების გათათრება" რომ დავბეჭდე, ამ წიგნის ერთი ცალი გადავე- ცი, წაეკითხა და განცვიფრებაში მოსულიყო, როგორც ღვთის მო- სავი კაცი, მკითხა: თუ ამ ხალხს რა უნდა ეშველოსო? მე ბევრი რამ უამბე, ჯერეთ წიგნების ბეჭვდის შესახებ და მერე ვთხოვე შემდეგი: ბათუმში, როშ ჩვენი წერაკითხვის სამართველოს სკოლა რომ გადაკეთდეს ქართველ მაჰმადიანთ სასულიერო სკოლად. აქ გამო- იზარდნენ მომავალი ხოჯები და მოლები. მოლებს ყველა საგნები

Upload: others

Post on 22-Jun-2020

20 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • სტეფანე კონს. ძე ზუბალაშვილის ხსენებისა და სახელის სახსოვრად.

    სამცხე-საათაბაგო ისტორიული და ეთნოგრაფიული ცნობები ხალხზედ, ვაჭრო- ბაზედ, კათოლიკობასა და მათ სამღვდელობაზედ და სხვანი.

    აღწერილი და დაბეჭდილი ზ. ჭიჭინაძისაგან.

    ტფილისი მსწრაფლ-მბეჭდავი ა. რ. ქუთათელაძისა, ნიკ. ქ. № 21.

    1905

    Длзволено цензурою, Тифлисъ, 4-го iюля 1905 г.

    „სამცხე-საათაბაგოს "

    უწყება მკითხველთადმი „სამცხე-საათაბაგოს" — შესახებ, ორ ნაწილად გავყავ, ერთი წიგნი უმეტესად შეეხება მესხეთ-ჯავახეთის აღწერას, ქართველ ქრისტიანებს, ქართველ კათოლიკებს და სხვათაც. ამაშივე არის ანუ- სხული ზოგი რამ ნაწილები ოსმალეთის საქართველოს ქართველ კათოლიკობაზედ. უმეტესი ნაწილი ამ წერილების ცალკეც იყო და- ბეჭდილები. ეხლა ყველა იგინი ერთად ავკინძეთ, თუ რამ სადმე რამე ცნობა აქვნდა შესავსები, ისიც დაურთეთ და ეხლა ყველა ესენი მდგე დავბეჭდეთ. ასე ცალკე დაბეჭვდის დიდი მსურველი იყო ჩვენ მიერ პატი- ვის ცემით მოხსენებული კონსტანტინეს ზუბალაშვილი, ამის ნატვრა გახლდათ ორივ წიგნის ცალკ-ცალკე, ან ერთად დაბე- ჭვდა. მეორე წიგნი „სამცხე-საათაბაგო” შეეხება ოსმალეთის საქართ- ველოს და ქართველ მაჰმადიანებს. ქართველ მაჰმადიანების შესახებ სტეფან კონსტანტინეს ძე გაკვირვებული იყო. 1901 წ. „ქართვე- ლების გათათრება" რომ დავბეჭდე, ამ წიგნის ერთი ცალი გადავე- ცი, წაეკითხა და განცვიფრებაში მოსულიყო, როგორც ღვთის მო- სავი კაცი, მკითხა: თუ ამ ხალხს რა უნდა ეშველოსო? მე ბევრი რამ უამბე, ჯერეთ წიგნების ბეჭვდის შესახებ და მერე ვთხოვე შემდეგი: ბათუმში, როშ ჩვენი წერაკითხვის სამართველოს სკოლა რომ გადაკეთდეს ქართველ მაჰმადიანთ სასულიერო სკოლად. აქ გამო- იზარდნენ მომავალი ხოჯები და მოლები. მოლებს ყველა საგნები

  • ქართულად და რუსულად ვასწავლოთ, ხოლო „ყურანი" კი არაბულს ენაზედ, ზოგი რამ ლოცვის წესების ახსნა, ამისთვის საჭირო იქნება მსოლოდ ორი ღვთის მეტყველის ხაფიზ ხოჯის დაბარება სტამბოლიდამ. დანარჩენი ჩვენებური მასწავლებლები უნდა იყვნენ და უნდა ვეცადოთ რომ მომავალს მოლებს ჩვენის ქვეყნის სიყვარუ- ლით ვზრდიდეთ და ვაშზადებდეთ ჩვენებურის მოქალაქობისადმი პა- ტივ საცემლად. ეს ცნობა სტეფან კონსტანტინეს ძეს დიდათ მოე- წონა და მთხოვა ქართველ მაჰმადიანთ შესახებ წერილების წერა. რაც შეეხება სკოლის საქმეს, ეგეც მოხერსდებაო, მაგრამ სოფელმა აღარ აცალა. ქართველ მაჰმადიანთ შესახებ მე მოვამზადე შემდეგი წიგნები: 1. ზეგანი. ვრცელი აღწერა. 2, აჭარა, ვრცელი აღწერა, 3. ლივა- ნა, ვრცელი აღწერა. 4, მაჭახელი, ვრცელი აღწერა. 5, მურღულის ხეობა, 6. შავშეთი და იმერხევი. 7. ახმედ-ფაშა ხიმშიაშვილი და სამ- ცხის მდგომარეობა 1828 წლამდე. 8. ალი ფაშა თავდგირიძე და მათი გვარის ღალატი. 9. ოსმალეთის საქართველოს ისტორია. 10. თამარ მეფე, მათში შეკრებილის ამბებით. 11. ქართველ გვარის ფაშები. 12 ქართველ მაჰმადიანთ სასულიერო წოდება. 13. მუჰაჯი- რი, ანუ ემიგრაცია. 14. კინტრიში, ქობულეთი და ბათუმის აღწე- რა. 15. „იარები“ ქართველ მაჰმადიანთა. 16. გურჯისტანის ქალი და მრავალ ცოლიანობა. 17. სწავლა განათლებით საქმე ქართველ მაჰმადიანთა. 18. მესხეთის და ჯავახეთის გათათრება. 19. ქართ- ველთ მაჰმადიანთ მოწინავე პირნი და მათი თვით ცნობიერება. 20. ჭანეთი და ლაზისტანის აღწერა. 21. ნავოსნობა და გემოსნობა მათში. 22. ხელოსნობა და ვაჭრობა და 23. „ფუხარა" ანუ ხელ- მოკლენი. ყველა ესენი მზად არის ეხლა და როგორც ბედი გადაწყვეტს საქმეს, ამ წიგნების ბეჭვდაც ისე აღსრულდება ქართველ მაჰმადიანთ სასარგებლოდ. ამას ჩვენ აქ მიტომ ვამბობთ, რადგანაც სტეფან კონსტანტინეს ძე ამას ვედარ მოესწრა. მაინც ჩვენ მსახელს იმოდენად პატივს ვსცემთ, როშ ყველა აშ შრომასაც მის ხსენებას მიუძღვნით, მიტომ აქ მის სურათსაც ვათავსებთ. არის ნიშანი მისის დიდის მამულიშვილობის გამოხატვისა ჩვენ-მიერ. ____________________

    სამცხე-საათაბაგოს გათათრება. ქართველ კათოლიკეთ ერთმა მოძღვარმა თავის ქადა- გებაში წარმოსთქვა შემდეგი: ქართველთ გათათრების და ტანჯვა-ვაების ისტორია რომ დაიწეროს, 24-ს ტომზედ ნაკ- ლები არ გამოვაო. ჭეშმარიტად ეს ასე იქმნებოდა, რომ თავის დროს ვისმეს ხელი მიეყო, ცნობები ეგროვებინა და თან ეწერა. ქართველთ გათათრება ადვილად არ მომხდარა,

  • მას დიდი, ვრცელი ისტორია აქვს, სამწუხაროდ ამ გათა- თრების შესახებკი ჩვენ ბევრი არაფერი ცნობები გვაქვს. როგორც კვალაც გვითქვამს, ამ საგანის შესახებ არც „ქარ- თლის ცხოვრება“-ში და არც სხვა ისტორიულს წიგნებში მოიპოვება რამე. ჩვენი ძველი მწერლობა ამაზედ მდუ- მარებს. მესხეთი და ჯავახეთი ოსმალთ ადრიდგანვე გაათათრეს. ლაზისტანი, არტაანი, არდანუჯი, ლივანა, აჭარა, თორთო- მი, ოლთისი და სხვა უშორესი ადგილები გათათრებული არ იყო, რომ მესხეთის და ჯავახეთის ქართველებს გათათრება დაუწყეს. 1635 წ. ახალციხე ოსმალეთის მთავარ საფაშალიკო ქალაქად დაინიშნა და ფაშად დადგენილ იქმნა ბექა ათაბა- გი, რომელიც პირველად გათათრდა და სახელად საფარა ეწოდა. რადგანაც ახალციხეს ოსმალეთის მთავრობაც იმას სცდი- ლობდა, რომ ამ ადგილის გარეშემო მცხოვრებნიც მუსულ- მანის სარწმუნოების მიმდევარნი ყოფილიყვნენ, ამიტომ ქართველებს ძალით დაუწყეს გათათრება და ამ გათათრები- სათვის მახვილსაც ხმარობდნენ. არც მესხეთ-ჯავახელნი აკლე- ბდნენ მათ მტრობას. მესხთაგან მათ საქმე ძლიერ უჭირ- დებოდათ, ქართველთ გათათრება ერთობ უძნელდებოდა. მესხნი და ჯავახნი ჩვეულებრივის გმირობით ებრძოდნენ ოსმალთა სასულიერო წოდებას და არსად და არას დროს ადვილად არ ემორჩილებოდნენ. დროს განმავლობის და ჟამთა ვითარების მეოხებით, მესხნი და ჯავახნიც მოიღალ- ნენ ბრძოლაში და ამიტომ, ზოგიერთს ადგილებში, იწყეს ბედის მორჩილება, სჯულის გამოცვლა. სჯულის გამოცვლას დიდად ერიდებოდა მესხელ და ჯავახელ ქართველთ დედა- კაცობა. ამის საფუძვლად კმარა გავიხსენოთ თუნდა როს- ტომ ფაშა ჯაყელის ცოლის მაგალითი, რომელმაც დიდის ტანჯვით დასთმო ქრისტიანობა და ისლამს დაუკავშირდა. ამით დააწყნარა მან თავის ქმრის როსტომ ფაშის გული. სამ- ცხეში ქრისტიან ქართველთ საქმე ისე გამწვავდა, რომ 1713 წ. ახალციხეში საქვეყნოდ იქმნა დახრჩობილი ელისე არქი- მანდრიტი. ოსმალეთის მთავრობას საკმარისად მობეზრდა ქართველ ქრისტიანებთან ბრძოლა, ისლამის ვრცელება და ამიტომ მესხეთსა და ჯავახეთში შემოიღეს ისეთი წესები, რაც ქართველთ გათათრებას ხელს უწყობდა. აი ეს წესებიც: 1) მოლის, თუ ხოჯისაგან მინარეთიდგან დაძახილ ლო- ცვის დროს, რომ ქრისტიან ქართველს ან გაეცინა, ან და- ყვირებით გაეჯავრებინა, ან კენჭი ესროლა და სხვა ამ გვა- რნი, ამ ქართველს უსათუოდ სიკვდილით სასჯელი ელოდა

  • და მამულების წართმევა. ეს ეპატიებოდა მაშინ, როცა იგი გათათრდებოდა. 2) ჯამეს წინ თუ გაევლო ქართველს და აქ რამე სიტ- ყვა ეთქვა თათრის წინააღმდეგ, ან ჯამეში ლოცვის, ბან- ვის და სხვა დროს, იმას სიკვდილი ელოდა, პატიება მხო- ლოდ გათათრების მეოხების მოხდებოდა. 3) ქართველს აგინა თათარმა, შეუგინა ყველაფერი, ქართველმაც პასუხი მისცა და სამგიერო გადუხადა სიტყვით, ან საქმით, და შეუგინა ზოგიერთი რამ სარწმუნოების მხა- რეები, მას სასჯელად სიკვდილი ელოდა. სიკვდილი ეპატი- ებოდა გათათრებით. 4) ქართველმა თუ თათრის სასაფლაოზე გაიარა და იქ დაპილწა, ამის სასჯელად ეკუთვნის დარბევა, მამულების წართმევა. ეს ეპატიება მხოლოდ — გათათრებით. 5) ქართველმა თათრის „მეჯლის", ყადებს, მათ მასლა- ათს და ხაფიზ (ღვთის-მეტყველი) ხოჯებს პატივი არ სცა მდივან-ხანაში, მის სასჯელად დარბევა და მამულების წარ- თმევაა, პატივი გათათრებით ელოდა. 6) ქრისტიანმა ქართველმა ქართველისაგან ფული ისე- სხა და აღარ მისცა, ან ფული დასტყუა და უარი სთქვა, ამხანაგი იყო და ამხანაგს უღალატა და ფული გამორჩა, იმუშავა და ფული არ მისცა, იყიდა რამე და სამაგიერო არ გადაუხადა, ყველა ეს მას ეპატიებოდა გათათრებით. 7) ქართველმა მოკლა თავისი მამა, დედა, ცოლი, დაჲ, ან ძმა, გინდა სხვა მონათესავენიც და მასთან აიკლო დახოცილის ოჯახიც, ქართველს ყველ ეს ეპატივებოდა გათათრებით. 8) ქართველმა იქურდა, გაჰქურდა ეკლესიები, ეკკლე- სიების ნივთები აქა-იქ დაზიდა, ამას გარდა მოჰკლა მღვდე- ლი, მთავარი, დიაკონი და აიკლო მათი სახლ-კარი, მას პა- ტივება ელოდა მხოლოდ გათათრებით. 9) ქართველს საფაშო ხარჯი რომ ვერ გადაეხადნა და გინდ სიღარიბის გამო მას ამის გადახდა ვერც შესძლებო- და, ამის პატიობა მას გათათრებით ელოდა. თუმცა მესხელ და ჯავახელ ქართველ ქრისტიანებს დაუწყეს გადაგვარება, მაგრამ იყვნენ მათში ისეთნიც, რო- მელნიც თვით უკანასკნელ სისხლის წვეთამდინაც-კი იღვწო- დნენ მწარედ, ყოველნაირ საიდუმლო საშუალებას ხმარობ- დნენ და თათრობას-კი არ უკავშირდებოდნენ, თუ უკავშირ- დებოდნენ და იმასაც ისე, რომ ისლამთან ერთად ქრისტი- ანობას არ ჰკარგავდნენ და საიდუმლოდ ინახავდენ, გარე- გან-კი ისლამს აღიარებდნენ. ასეთ ჩუმ ქრისტიანთ ქართ- ველთა რიცხვმა ჯავახეთში 1803 წლამდე მოახწია, ასევე იყო მურღულის ხეობისაკენ და პარხალში, რომელთ ქრისტი-

  • ანეთ მომსწრეთ და მნახველად ითვლებოდნენ გრიგოლ გუ- რიელი და დიმ. ბაქრაძე. მურღულის ჩუმ ქირისტიან ქართ- ველთ მოძღვარი ღებრაძე ყოფილა, — მღებროვი, ტრაპიზონ- ში ნამყოფი, ბერძნების სკოლაში ნასწავლი და იქვე ნაკურ- თხი იყო ბერძნის ებისკოპოსისგან. საინტერესო აქ ერთი ის არის რომ ტრაპიზონის ბერძენთ სკოლაში გაზრდილს ქართველს და მასთანვე ბერძნულის ენით განვითარებულს ქართველი ენა და ისიც ძველი ხუცრის წიგნების კითხვა ისე კარგად სცოდნია, რომ მას თავისუფლად შესძლებია ქართ- ული წიგნების კითხვა და მასთანვე დიდის შიშით და ძრწო- ლით ქართული ენით ქადაგება, იმ ენით მოქმედება და გრძნობა, რომელი ენაც ოსმალთაგან სასტიკათაც იდე- ვნებოდა. ოსმალეთის საქართველოში, აქა-იქ, სადაც-კი ქართ- ველთ შეინახეს მამა-პაპური სჯული და ენა, ამათში სამღვდე- ლონი ყოველთვის ერთის ოჯახიდგან გამოდიოდნენ. მღვდე- ლი-მამა რომ მოკვდებოდა, მის სიკვდილის შემდეგ მღვდე- ლობა შვილს რჩებოდა, რომელსაც თვით მამა ამზადებდა, მომზადების შემდეგ ამ სამღვდელო პირს ტრაპიზონს გზავნი- დენ და იქ აკურთხებინებდნენ ბერძნის ეპისკოპოსს. ქართ- ლსა და იმერეთში გადმოსვლას-კი ვერ ბედავდნენ, რადგანაც ოსმალთა სასულიერო წოდებისა ეშინოდათ, რომ არ შეგვი- ტყონო. რამდენსაც ოსმალნი რომელიმეს კუთხის ქართ- ველთ უფრო სტანჯავდენ სარწმუნოების ცვლილებისათვის, იმდენი საუკეთესო ქართველნი და მებრძოლნიც იქ უფრო ხშირად სჩნდებოდნენ. ასეთია მაგალითებრ, ჯავახეთი და მესხეთი. ასპინძის ომის შემდეგ ოსმალთა ჯავახეთში არამც თუ მართლმადიდებელთ, არამედ ქართველ კათოლიკეთაც-კი და- უწყეს დევნა. არსად აღარავის სიტყვის თქმის ნებასაც არ აძლევდენ და რამდენიმე ალაგას სტანჯეს ქრისტიანები ას- პინძას, სოფ. ბალაჯარის და ახალ-შენის ქართველთ კათო- ლიკეებიც-კი დასაჯეს დ გაათათრეს. ასპინძის და ადუგენის კათო- ლიკენი მთლად მაშინ გათათრდენ, რომელთა შთამომავალ ფანა- ტიკ შვილებთაგანნი დღესაც სცხოვრობენ სოფ. ასპინძას დ ზოგ- ნი ოსმალშიაც წავიდნენ. ამ დროს, ოსმალნი ისე აღმხედ- რდნენ ქართველებზედ, რომ მათ წინაღმდეგ ვეღარას აწყო- ბდნენ თვით ქართველთ მხნე პატრებიც. სწორედ ამ დროს, გაათათრეს მათ დიდი ძალი ქართველ კათოლიკებისა. თუმცა ასეთი საშინელი გარემოება დატრიალდა ოსმალთაგან, თუმ- ცა ქართველთ დევნის ზომა საზღვარ გადავიდა, მაგრამ ამ დროსაც-კი ქართველთ შორის არ მოსპობილან აქა იქ თი- თო ოროლა ჩუმი ქრისტიან მოძღვართ რიცხვი, რომელთაც ხალხში აქა იქ თავ-გადადებითაც უღვაწნიათ. ასეთი პირების

  • რიცხვს ეკუთვნიან ვასილი და საბა მღვდელი ორბელიანები, რომელნიც XVIII საუკუნის დამლევს სცხოვრობდნენ. გრი- გოლ მღვდელი, დესპოდე ეპისკოპოსი, ტომით ბერძენი. მესხეთის ქართველთა საიდუმლო ქრისტიანეთ რიცხვი ყოველთვის არსებობდა და მათი რიცხვი 25 სოფელზედ მეტიც ყოფილა. ამათს საიდუმლო მღვდელს ოსმალურად ეც- ვა, თავზედ სარუღი ეხურა ან დოლობანდი, ხშირად ჩოხასაც იცვამდნენ, ზედ ნაბადს ისხამდნენ და საეკკლესიო ნივთებს და წიგნებს ქვეშ მალავდნენ. თავიანთი სალოცავი ოთახი გაკეთებული ჰქონდათ და- რნების მსგავსად, თხრილებში, სათონეში და სხვა. საიდუმლო მღვდელნი ამ ადგილებში ულოცავდენ ჩუმ ქრისტიანებს. საღ- მრთო მსახურებას ისე ოსტატურად ასრულებდნენ, რომ მა- თის მოქმედებისა ვერავის-რა ესმოდა. ასეთი მღვდლები 1819 წლებამდე ყოფილან და საი- დუმლო ქრისტიანებიც მრავლად ჰყოლიათ. ეს საიდუმლო ქრისტიან მღვდელნი და ერნი სისწორით ასრულებდნენ თვით მუსულმანთა სჯულის წესებსაც. ჯამეში ერთგულად დაიარებოდნენ, ყოველს სავალდებულო წესსაც ასრულ- ებდნენ, და ისე, რომ კაცი თავის დღეში ვერ იფიქრებდა, იგინი ნამდვილი მუსულმანები არ არიან და მათში ქრისტიანო- ბის რამე არსებობსო. ამით ეს პირნი დიდს შნოს, დიდს ოსტატობას იჩენ- დნენ. ასრულებდნენ ქართველთ დღესასწაულებსაც მაგალით- ებრ, აღდგომას; იცოდნენ კვერცხის შეღებვა, მილოცვა, საღმრთოს დაკვლა და სხვა. წმინდა სანთელს, ნართს და სხვა ამ გვარებსაც თვითონვე ამზადებდნენ, ზიარება, სეფისკვერის დარიგება, ზეთის ცხებაც სცოდნიათ. საიდუმლო ქრისტიანეთ ასპარეზზედ დიდად დაიმსახურ- ეს თავი რამდენიმე საიდუმლო მღვდელმა, ორბელიანებმა, ხმალაძეებმა და სალარიძეებმა. ამათ შორის ფრიად გამოჩენი- ლი ყოფილა ვასილი მღვდელი ორბელიანი, რომელიც იერუ- სალიმიდამ 1757 წ. მოსულა საქართველოში. ეს მღვდელი ანაფორას თურმე აშკარად ატარებდა. ამავ ვასილის დროს ყოფილან მღვდლებად გრიგოლი, დიმიტრი და დესპოდე ეპისკოპოზი. ესენი ყველგან ქართველთ ამხნევებდნენ, მომა- ვლის იმედებს უნერგავდნენ და თან არწმუნებდნენ: მაგრად იყავით, მომავალი ჩვენია, ჩვენ ქრისტიან ქართველებთან დავკავშირდებითო. საიდუმლო ქართველნიც, რასაკვირველია, გმირულად მოქმედებდნენ და იღვწოდნენ ყველაფერს ითმენ- დნენ. 1805 წ. ამ მღვდლების ამბავი შეუტყვია ვიღაც ფან- ატიკოს, ხოჯას, დავა აუტეხია და ეს დავა კონსტანტინე-

  • პოლს წასულა, იქაური შეიხ ულისლამი დიდად განრისხებ- ულა. იქიდამ ახალციხის სელიმ ფაშას დიდი საყვედური და მუქარის წერილი მოსვლია. ფაშა გაცეცხლებულა, მაშინვე დაუბარებია ეს მღვდელნი და უკითხავს: — შევიტყე, ქრისტიანების სჯულს არა სჯერდებით და სხვებსაც ახვევთ თავზედ? — არა, ჩვენო ფაშავ, ჩვენ იმდენი დრო სადა გვაქვს ღა ან, როგორ მოვახერხებთ ამას. — მე დამარწმუნეს, მასთან დიდი საყვედურიც მომივი- და. გთხოვთ, ჩემს საბრძანებელს მოშორდეთ და წახვიდეთ აქედგან? — ჩვენ მაგას ვერ ვიზამთ. — დახოცილ იქმნებით და აქ-კი არ დაშთებით! — დაგვხოცე, მაინც ბოლო ეგ არის ჩვენი. — უსათუოდ მოისპობით, მოშორდით აქაურობასა. — ერთს წუთსაც ნუ გვაცოცხლებთ, თუ ჩვენზედ რამე ეჭვს იქონიებთ. თუ ან ვისმე თათარს ათქმევინებთ, რომ იმას ჩვენ ქრისტიანურად ვალოცებთ, ან მათში სადმე რამე გვექადაგოს ქართველებზედ. — მაშ თქვენ თათრის ოჯახებში რად დაიარებით, იმათ- ში რა გესაქმებათ, რა გინდათ? — ისინი ჩვენი დოსტები არიან. — მე ეგ არ ვიცი; ბრძანება ასეთია, ან მოშორდით ახალციხეს და ან გათათრდით. — ვერც ახალციხეს მოვშორდებით, ვერც გავთათრ- დებით. აქედამ არსად წავალთ. — იმას გარეშე, რომ თქვენ ჩვენს თათრებში ქრისტი- ანობას ავრცელებთ და ქართულად ლაპარაკობთ, ახალ-ციხი- დამ რუსის მთავრობას ცნობებსაც უგზავნით, აქ რუსების მოყვანა გინდათ. თუ არ წახვალთ, იცოდეთ, დაიხოცებით. მე გიბრძანებთ, წახვიდეთ. — არ წავალთ, არა, არა. რაც გენებოს, ისა ჰქენით, ჩვენთან ლაპარაკი უბრალოა. — გირჩევთ, დაგვთანხმდეთ, თორემ თქვენი საქმე ცუ- დად იქმნება. ფაშამ დარიგება მისცა და შინ გაისტუმრა. საპასუხო დროდ მეორე დღე იყო დანიშნული, მაგრამ მეორე დღესაც იგივე პასუხი მიიღო ფაშამ, რომელიც დაემუქრა: საქმე სიკ- ვდილით გათავდებაო. ესენი წავიდნენ შინ, შეკრიბეს ქრისტიანი ქართველები და გადასწყვიტეს: ჩვენ აქედგან ფეხს არ მოვიცვლითო. დანიშნულს დღეს წავიდნენ ფაშასთან და მოახსენეს, აქედგან ვერსად წავალთ და ვერც გავთათრდებითო. ფაშას ჯავრი მოუვიდა და კვალად მისცა სამი დღის ვადა.

  • მესამე დღეს წარსდგნენ ფაშის წინაშე და ასეთი პასუხი მისცეს: „ვიდრე ცოცხლები ვართ, აქედგან წასულებს ვერ გვნახავ, აქ დავრჩებით და აქვე დავიხოცებით". ფაშამ გადასწყვიტა, ეს სამივე კაცი სიკვდილით დაესჯა. ახალციხის ციხის გალავანში ფაშა სცხოვრებდა, დიდი მედრე- სეც იქ იყო და ქრისტიანეთ საჯალათოც, აქ პირველად თა- ვი მოსჭრეს ვასილ მღვდელს, ორბელიანს, რომელმაც თავის მოჭრის წინად ფაშას მუქარით უთხრა: — ყველას ხომ ვერ დასჭრი თავებს, დღეს თუ ხვალ სამაგიერო მოგეკითხება ქრისტიანეთაგან. ვასილის შემდეგ, დესპოდე ეპისკოპოსი სტანჯეს, ჰგვე- მეს და თავი გააგდებინეს. გრიგოლ მღვდელს ამათის საცო- დავობის ცქერით გული წაუვიდა და გარდაიცვალა. ესე რომ მისი დასჯა და თავის მოჭრა ვეღარ მოასწრეს. ეს შემთხვევა მოხდა 1806 წ., შემოდგომის პირზედ, ამათი წამების ამბები ახალ ციხეში მალე მოიფინა. ფაშისა- თვის მოუხსენებიათ, მაგ დახოცილებს ერთი ამხანაგიც ჰყავსთო. ეს ყოფილა მთავარი სტეფანე ლორთქიფანიძე. ფა- შას სტეფანე დაუბარებია, ფული მიუცია და თან დაუვალე- ბია, ეს გვამები თქვენებურის წესით დაასაფლავეო. ლორთ- ქიფანიძეს წაუსვენებია და დაუსაფლავებია იქ, სადაც დღეს ახალციხის ქართველ წმ. მარინეს ეკკლესიაა, ხსენებულ ტაძ- რის ერთს კედელზედ არის ქართული წარწერაც, რომელიც ცხადად მოწმობს ვასილი მღვდელის ამაგს. ამათ შემდეგ ახალციხეში მოღვაწეობდნენ იოსებ მღვდე- ლი ორბელიანი, ძე ვასილისა და პეტრე მღვდელი ხმალაძე და სხვანი. ამ ორბელიანთ მოძღვართა შთამომავალია აწინდელი ახა- ლციხის მცხოვრები ცნობილი ქართველი იაკობ იოსების ძე ორბელიანი, კაცი ხნიერი და ცნობილი კეთილის ადამიანობით. ამათს ოჯახში ბევრი რამ ძველი ამბებია დაშთენილი და ამ ცნობების უმეტესი ნაწილიც მათში შევკრიბე. როგორც თვით იაკობი, ისევ ამისი დაც მეტად კარგი მომთხრობნი არიან ქართველთა ძველებურის ამბების. მესხეთის და ჯავახეთის უმეტესმა ნაწილმა, ქართველ მაჰმადიანებისამ, დაკარგა ქართული ენა. თუმცა გარშემო ქართულად მოლაპარაკე ქართველები ახვევიან, მაგრამ ესენი კი ისე გათახსირდნენ და ისე გადაგვარდნენ, რომ დღეს არამც თუ ქართული ენის ხმარება, არამედ საქართველოს ხსენებაცკი ჭირივით სძულთ. ____________________________

  • საომარი იარაღის ხელოსნობა და მისი დაცემა სამცხე-სათაბაგო და მაჭახელს.

    ძველად, მაჭახელში, განთქმული იყო საომარი იარაღის კეთების ოსტატობა. მთელ დასავლეთ საქართველოში ქებუ- ლი იყო ეს კუთხე ასეთ იარაღთა ხელოსნობით, მაჭახლელე- ბს ასეთის კარგის ხელობის ცოდნით ძველადგანვე იცნობდენ ათაბეგში, გურიელები, დადიანები, შარუაშიძეები, დადიშ- ქელიანები, მთავარნი და მეფენი ქართველთა. საქართველოს ოსმალთაგან დამორჩილების შემდეგ მაჭახლელებმა სახელი განითქვეს ოსმალეთშიაც, ნამეტურ სტამბოლს, დიარბექირს, ქურთისტანს, შამს და სხვა უშორეს ადგილებშიაც. როგორც ცნობები გვაუწყებს, მაჭახელში ეს ხელობა თითქმის საერო საკუთრებათ ყოფილა გადაქცეული. ყოველ მაჭახლელს კარგად სცოდნია ეს ხელობა, თითქმის ძველის დროდამ, ვიდრე ოსმალი დაიჭერდა ამ კუთხეს, მინამდი ყოველი სოფელი თავისთვის ამზადებდა ყოველს საჭირო სახ- მარ იარაღს, ხოლო იყო ისეთი ადგილებიც — სოფლები, სა- დაც კერძოდ ამის ქარხანებიც არსებობდა. ასეთია მაგალით- ებრ სოფ. ხერთვისი, ევფრატი და სხვანი, სადაც ძველადგან- ვე ქარხანები არსებობდა და იქ მრავლად მუშაობდენ ხელო- სნები და იარაღი გამოჰყვანდათ. მაჭახლის იარაღი ქებული იყო ჯერეთ მეფეების დრომ- დენ და შემდგომ ოსმალთა მფლობელობისა. მაჭახლის იარაღს ქებით მოიხსენებენ მეზღაპრენი თავიანთ ზღაპრებში, მეშაი- რანი და მელექსენი. შაირებში იტყვიან ასე: — „მაჭახელი, ან სტამბოლი", ე. ი. იარაღი უნდა იქმნეს მაჭახლის, ან სტამბოლსაო. ერთობ კაი ფასი ჰქონია აქაურს იარაღს. ია- რაღებთ შორის მთელს აზიაში და ოსმალეთს სახელოვნებდა დამბაჩა „ნალფარა“ ძველადგანვე შემოღებული „სირმა" და- ხვევული, სევადებით „თაფურნე" და დაკენკილი. ორი შემო- ღებულია ქართველთ მეფობის დროს და თვით სახელებიც გვაუწყებს მას და ხოლო მესამეკი ოსმალთ მფლობელობის დროს უნდა იყოს შემოტანილი, რადგანც თვით სიტყვაც ოსმა- ლურია. ამ სამს დასახელებულთ გარდა სხვა იარაღებიც კარ- გად გამოჰყვანდათ, იარაღების სევადები, ყვავილები და ას- ოები ხელოვნურად ამოჭრილი განცვიფრებაში მოიყვანენ მნა- ხველს, სანაქებოა მათი ნახვა და მზერა, ნამეტურ საინტე- რესო და მეტად იშვიათი სანახავია ისეთი იარაღები, რომ- ლებიც ქართველთ მეფობის დროს არს გაკეთებული და რომ- ლებზედაც ოსტატურად ქართული ასოებიც არს ამოჭრი- ლი, დღეს კი ასეთი იარაღი იშვიათია და ქართული ასო- ების ხომ ჭაჭანებაც აღარ არის, რადგანაც მაჭახლელები ფანა-

  • ტიკები არიან და ქართველთ ენის აღარაფერი სწამთ. მაჭა- ხლის იარაღი ისეთ ფასებში ყოფილა რომ თოფი, დამბაჩა, ხმალი და ხანჯალი 20 მ. 300 მანეთამდე ავიდოდა და უფ- რო მეტ ფასიანიც იქმნებოდა, თუკი მას მსურველი გამო- უჩნდებოდა. სტამბოლში, ყველა ფაშის სახლში და სახელ- მწიფო კაცთა იარაღს მაჭახელი პირველობდა, მათს მკერდს და გულს ესენი ამშვენებდენ. ოსმალეთში ყველა მეომარმა იცოდა მაჭახლურ ოსტატურ იარაღების მნიშვნელობა. ცნო- ბები არს დაშთენილი, რომ მაჭახლური იარაღი სტამბოლს გარდა სხვა ქვეყნებშიც მიჰქონდათ დასაყიდათაო. ასეთს ქებაში ყოფილა ძველად მაჭახლის იარაღი. დღესკი, მაჭახელში ამის მსგავსი აღარაფერია დაშთენი- ლი. ყოველივე ჟამთა ვითარების მახვილმა ჩანთქა. აქ დავ- რდა მთლათ ეს ხელობა და დღეს მთელს მაჭახელში სულ ხუთი კაციღა იქმნება რომელთაც იციან ეს ძველებური სევადიანი ხელობის ოსტატობა, დანარჩენი ყოველივე მო- ისპო და არქივს ჩაბარდა. კარგად ვიცით, რომ მაჭახელიდამ წელიწადში რამდენიმე ათასი ცალი ხმალი, ხანჯალი, თოფი და დამბაჩა გამოვიდოდა. დღესკი მაჭახელში ამის აღარაფე- რია დარჩენლი და რამდენიმე ხნის შემდეგ აქ ეს სულ მოისპობა, აღარაფერი დაშთება. იქმნება ეს მოხსენება დაშ- თეს მის ნაშთად რომ ერთხელ მაჭახელში ასეთი ხელობა გაბრწყინვებული იყო და მრავლადაც მოფენილი აქა იქ. ისიცკი უნდა ითქვას, რომ მაჭახლურ თოფ-იარაღის კეთების ოსტატობას სხვა კუთხის მაჰმადიანებიც სწავლობდენ და მათ ეს ოსტატობა სხვაგანაც გაჰქონდათო. იმასაცკი ლაპარაკობენ, რომ იარაღისათვის საჭირო რკი- ნა, ტყვია, ფოლადი, თითბერი, სპილენძი და თუჯი აქვე მა- ჭახელში გამოჰყვანდათ. ყოველივეს აქ პოულობდენო. აქ იყო ყველას მადნებიო. მაჭახლელებისგან ეს ხელობა ლაზებს ძველადგანვე შეუსწავლიათ და გაურცელებიათ ლაზისტანში. მცოდნე კაცებმა მითხრეს, რომელთაც ლაზიკაში უმგზავრნიათ, რომ ამ ხელობამ იქაც იწყო საკმარისად კლებაო. დღეს თუ რამეა იქაც ნატამალობსო. ჯიბრს უწევს ევროპიელი იარა- ღი — ნამეტურ დამბაჩა, ანუ მარტენის სისტემის ლივერი. ლაზისტანში ამ ხელობასთან სხვაც ბევრი რამ ეცემა და ეძლევა დავიწყებას. _______________________

  • სამცხესა და ლაზისტანში გემების და ნავების კეთება, გემოსნობის და ნავოსნობის დაცემა მათში. ნავოსნობა და გემოსნობა ქართველებში ერთობ ძველ დროს უნდა ვაკუთნოდ. ევროპის მსწავლულთა თქმით ქარ- თველებს ნავოსნობა ბერძნებზედ ადრე სცოდნიათ. ამ აზრი- სა არის ბარონ როზენიც. კოლხები ძველ მწერლებისაგან შენიშნულნი არიან როგორც წარჩინებულ ძველ კულტურულ ხალხთაგანნი. კოლხები ხომ ქართველები არიან. კოლ- ხებმა ძველადგანვე იცოდნენ კარგად ზღვაზედ მოგზაურობა და ცურვაც. იგინივე აკეთებდნენ კარგად გემებს,ნავებს, ხო- მალდებს და სხვა სამგზავრო სატარებელთ, რადგანაც გემების, ნავების და ხომალდების კეთებასთან მჭიდროთ არს გადაბმუ- ლი თვით ნაოსნობაც. ამიტომ ჩვენ აქ ორივეზედ ერთად ვი- საუბრებთ. გემების და ხომალდების კეთება ითხოვს ისეთ ოსტატთა რიცხვს, რომელთაც კარგად უნდა იცოდენ ზღვაში მოგზაუ- რობა და ნაოსნობაც. გარდა ამის ისიც თუ მოგზაურობის დროს, მატარებელს სად რა ხიფათი შეემთხვევა, სად როგო- რის ვითარებით უნდა ასეთ მატარებელთ მოწყობა, მომარ- თვა და ან კეთების დროს სად რა მხარე რა გვარის ზომით და ნაჭრებით უნდა დაიჭიროს. ესეთი ოსტატობა და მოხერ- ხება ჩვენში ერთობ წინ ყოფილა წასული, რადგანაც მის განვითარებისთვის ქართველთ ერის მოგზაურობით პირობე- ბიც მოითხოვდა. ნამეტურ ქართველთ მოგზაურობა საბერ- ძნეთში და სხვაგანაც. მოგეხსენებათ, რომ ქართველნი საბერძნეთში მოგზა- ურობას გემებით დ ხომალდებით ძველადგანვე შაეჩვივნენ. ქარ- თველთაგანნი ხშირად მოგზაურობდენ იქ და ქრისტიანობის მიღების შემდეგიდამ ხომ საქართველოდამ ქართველნი მიემ- გზავრებოდენ მუდამ თვეს, კვირას და თითქმის ყოველ დღეს. მიდიოდნენ მეფენი, მთავარნი, მოქალაქენი, გლეხნი, მღვდე- ლნი, ბერნი და ქალებიც. ერთის სიტყვით, არ იყო ისეთი ქართველი კაცი, რომ იმას საბერძნეთში წასვლის ნატვრა არა ჰქონიყოს. ასეთმა გარემოებამ და მგზავრთა სიმრავლემ ქა- რთველებში ძველადგანვე ააღორძინა ხსენებული ხელობა და მის მიმდევრობა. დროის განმავლობის წყალობით, X საუ- კუნეში ქართველებში ეს ოსტატობა უკვე კარგად იყო მო- წყობილი და XII საუკუნეში ხომ დავით აღმაშენებლის ჟამს უმაღლეს ხელოვნების წერტილამდის აღვიდა. საქართვე- ლოში ნავოსნობის სკოლაცკი დაარსდა, მის მეთაურთ და ხელმძღვანელათ მცოდნე კაცები ირიცხებოდენ. ამათ საქმე ისე კარგად მოაწყეს და ნავოსნობა ისე დააწინაურეს, რომ მათ ძნელათ რომ რამეში შეცთომა მოსვლიყოთ. ამის აღორ-

  • ძინების დასაწყისი მათში თან და თან ის კარგის განვითარებით მომხდარა. ნავოსნებამ კარგად იცოდნენ ზღვაზედ მოგზაურობა და ბანაობა, ამას იგინი სწავლობდენ პატარობიდანვე. მათ კარგად იცოდნენ ტაროსის ვითარება და ზღვის ღელვის დასაწყისი, ღელვის ხანა და დაწყნარების დრო. იცოდნენ კარგად ზღვაში სავალი ფონი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი. კომპასი არ ჰქონდათ მრავლად, მაგრამ თვით იყვნენ კომპასი. იცოდნენ ერთის სიტყვით ყველა საჭირო მხარე ნავების გემის და ხომალდების ტარების, მოსმის, გაყვანის, გადატანის, ხალხის მშვიდობით გადასხმის და ვინიცის რამდენი კიდევ სხვანი. შესწავლილი ჰქონდათ ღელვის ღროს თავის გადარ- ჩენის ოსტატობაც და უკეთ რომ ვსთქვათ ღელვის დაწყების წინა-გრძნობა. იგინი იყვნენ ცოცხალი ბარომეტრი და ტე- რმომეტი. იცოდენ ხელობა გემების კეთების, თოკების და ღაზლების წვნის და გზაში ყოველივე თუ რამ დასჭირდებოდათ, სულ მათის ზედამხედველობის ქვეშ კეთდებოდა, ყველაფერს თვით აკეთებდენ, თან ჰქონდათ ყველაფერი იარაღი, რაცკი საჭი- რო იყო დაზიანებულ გემთა და ხომალდთა გასაკეთებლათ. ვიტყვით აქ კიდევ დამატებით, რომ იგინივე იყვნენ კარგი მეთევზენი და ბადეების მქსოველნიც, სათევზავო სა- ჭერი იარაღების გამკეთებელიც. ბევრის კიდევ სხვა მხარეთა და საგანთა ცოდნა აქვნდათ, რასაც ჩვენ აქ ყველას ვერ მოვსთვლით. ყველა ამ საქმეთა და საგანთა ცოდნა წარმო- ადგენდა აუცილებელს საჭიროებას და ღირსებას ქართველის გემოსანის, ნავოსანისთვის და სწორედ ესევე ღირსება იყო სახე ქართველის სანავოსნო სკოლისა. ვიტყვით, რომ ქართ- ველებს სანავოსნო სკოლები ძველადგანვე გვქონდა, მისი ოსტატობა და ღირსება დიდის პატიოსნებით და ოსტატო- ბით იყო გარე შემოსილი და მოსილი უამისობა არც შეიძ- ლებოდა და ქართველთ ისე კარგად იცოდნენ ზღვაზედ მგზა- ვრობა, რომ ამას აქებენ თავ-თავის დროის ქართველ ხელო- ვანი მწერლებიც. მოწმობენ, რომ ქართველთა ზღვაზედ მგზავრობა ისე კარგად იცოდენო, რომ თვით ღელვის დრო- საცკი უვნოდ მგზავრობდენ. გრიგოლ ჩახრუხაძის თქმით, თვითქოს ზღვა დაწყნარებული იყო და მარტოდენ ნიავი ჰქროდაო, ისე ოსტატურად მიმოდიოდენ ზღვაში ღელვის დროსაცკი ქართველ ნავოსანი და გემოსნებიო. ესე ყოფილა ძველად ქართველ ნავოსნობის სკოლის სწავლის საქმე გან- ვითარებული და ვგონებ ამაში ეჭვი არავის ექნება, ცილს ვერვინ დაგვწამებს. როგორიც სკოლა იყო და მისი წესები საქართველოში

  • ამაღლებული, ისევე კარგი უშიშარი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხში ზღვაზედ მოგზაურობას. რადგანაც ამ საქმის პატივის ცემა და მნიშვნელობა ყველას შეგნებული ჰქონია, ამიტომ ამ საქმეთა ხელობის ცოდნაც დიდის ხალისით იფინებოდა და ისწავლებოდა შავი ზღვის ნაპირას მდებარე მცხოვრებ ქართ- ველთაგან და შესანიშნავია, რომ ამის ასპარეზედ ძველადგან- ვე დიდის ხალისით აღმოჩენილან ლაზები, ლივანელები და ყველა ის ქართველნი, ვინცკი ზღვასთან ახლოს სცხოვრებ- დენ და სანავოსნო ხელობასაც კარგად მისდევდენ. ჩვენ კარ- გად ვიცით, რომ ლაზები და ლივანელები ნავოსნობით, გემოსნობით და ამ სამგზავრო ხომალდთა კეთების სიყვარუ- ლით გატაცებულნი ყოფილან. ლაზები ძველადგანვე ზღვის კაცებათ თუ შვილებათ ირიცხებოდენ და ლივანელნი ჭო- როხის ხეობის და მდინარის მდევებათ. ჩვენდა სამწუხაროდ არ გვაქვს მის ცნობები, თუ გემე- ბის და ხომალდების პატრონებად ვინ იყვნენ, თითო კაცი, თუ რამდენიმე ამხანაგი, ანუ შემდგარი ამხანაგობა. არც ის ვიცით თუ მგზავრობის ფასი როგორ იყო და ან მგზავრობა რა გვარად იცოდნენ. ცხადი საქმეა კი რომ მათ ყოველივე ამის წესები მოწყობილი ექმნებოდათ და ისიცკი უნდა ვსთქვათ, რომ იგი არც უბრალოდ იქმნებოდა მომართული, რადგანაც ხშირად საქართველოდამ საბერძნეთში მგზავრობ- დენ თვით საქართველოს უმაღლესი პირნი-მეფენი. ესენი აბა ტივებზედ და ღია ნავებზედ ხომ არ დასხდებოდენ, უეჭვე- ლია მათთვის შესაფერად მოწყობილი გემები და ხომალდები ექმნებოდათ და მგზავრობის გეგმაც კარგად შედგენილი; შე- უძლებელია, რომ ძველად ამ საზღვაო მგზავრობაზედ ქართ- ველებს არა ეწეროთრა. წერით კი დასწერდენ, მაგრამ მათ ჩვენ დრომდე ჟამთა ვითარების მოსვლის წყალობით არ უნდა მოეღწიოთ. ეს რომ ასე არ ყოფილიყოს, მაშინ ხომ ჩვენ ასე ცარიელები არ დავშთებოდით. სამწუხაროდ ჩვენი საქმენი ასეა თვით ჩვენგანვე მოწყობილნი, რომ წინაღმდეგ მებრძო- ლად ჩვენს თავს და წარსულს თვით ჩვენვე უხდებით, ჩვენ ვარღვევთ და ვაუქმებთ ყოველივეს ჩვენსას რაც სხვები უნდა გვირღვევდნენ და გვისპობდენ, ესე გავთახსირდით ჩვენ. ესე უკუღმა წარვედით ცხოვრების გზაზედ. დღევანდელ ზოგს ქართველს რომ უთხრათ, რომ ადრე ქართველებს ნაოსნობის სკოლა გვქონიაო, ვინ იცის, იქმნე- ბა იგი მგელივით მოგვარდეს და დაგიწყოს კიცხვა და ყვირი- ლი, რომ ნავოსნობის სკოლაკი არა და უნივერსიტეტიც ჰქონიათო! ამას რასაკვირველია მასხარობით იტყვის. უნდა ვსთქვათ, რომ ნავოსნობა და გემოსნობა ლაზებს გარდა მე- გრელებსაც კარგად სცოდნიათ. ამის სრული მოწამეა ის გარემოება, რომ ჯერეთ ქრისტეს წინეთ და შემდეგაც, შავი

  • ზღვიდამ, ფოთის მახლობლივ, გემები შემოდიოდენ რიონში, მერე რიონით მოემართებოდენ ორ პარამდის. მას აქეთ და იქითაც აუარებელი საქონელი გაჰქონდათ და შემოჰქონდათ. ბერძენთა ძველ მწერლებთა ცნობებით აქედამ წლიურად ვაჭრებს გაჰქონდათ რამდენიმე მილიონი საქონელი, ისევე შემოჰქონდათ. ყოველივე ესეთი პირობები ითხოვდა როგორც ქართველთ დაწინაურებას სახელოსნოს განვითარების მხრით, ისევე ნავოსნობას და მეზღვაურობის კარგად მიხვედრას. ასე იყო ძველად ქართველ ტომის ვითარება ამ საქმეთა ასპა- რეზედ, ქართველს საკმაოდ ჰქონდა დროის შესაფერად როგორც ხელოსნობის ნიჭი, ისევე მეზღვაურების, ნავოსნო- ბის და ვაჭრობისაც. დღესკი, ყოველივე მოისპო ქართველთ ტომისა. ჩვენში აღარაფერია დაშთენილი. ჩვენს საკუთრებათ დაშთა მხოლოდ მეტივობა. ქართველთაგან დღეს მეტივეს თუ დაასახლებს ვინმე და იტყვის, თორემ ნავოსანი, გემოსანი და მეზღვაურ- თა ხსენება ჭაჭანებითაც აღარ არის. ყოველივე არქივს ჩაბარ- და. დღეს აქა იქ თუ ქართველ მენავეობას თუ შეხვდებით. მეზღვაურთ და გემების და ნავების მკეთებელთ, ესენი იქმნე- ბიან ისევ და ისევ ლაზები, აფხაზნი, მეგრელნი და სხვანი, მაგრამ მათი რიცხვიც სულ მცირეა, ისიც უბრალო საქმეები უკავიათ ხელში, რაც დღიურ მუშის ვალს შეადგენს. მეთა- ურ-მეზღვაურ ხელოვან ოსტატები ჩვენში აღარავინ სჩანს. მთელ დასავლეთ-სამხრეთ საქართველოში ერთ ქარხანასაც ვეღარ ვნახავთ ამისასა. ორიოდ პატარა ქარხანები მოიპოვება ლივანაში, სადაც გამოჰყავსთ ჭოროხში სამგზავრო ნავები, რომელ ნავებსაც ართვინიდამ აწარმოებენ და იმგზავრებენ კახაბრამდის. ისიცკი უნდა ითქვას, რომ ლაზებში ამბათ არი დაშთენილი, რომ ძველად ქართველებმა ნავოსნობა და გემების კეთების ხელობა ერთობ კარგად იცოდენ, ისე რომ იგინი ბერძნებს, ოსმალებს და სხვათაც ამ ხელობის ცოდნით დიდათ აღემატებოდენო. შედარება რომ ყოფილიყო, მაშინ ქართველნი მათზედ მაღლა მდგარნიც აღმოსჩნდებოდენო. ამასვე კარგად აჩენს დღევანდელ ლაზების და ჭანების მო- ხერხებული მეზღვაურობა და გემების ოსტატურად კეთების ხელოსნობა, რაც ლაზისტანში კიდევაც სჩანსო. ლივანაში, ლაზისტანს და სხვა კუთხეებშიაც გემებს აკეთებდენ სხვა და სხვა ზომისას. ზოგი ისეთი გრძელი იყო და მასთან მაღალი, რომ სიგძე სიგანით დღეინდელ ევროპის გემებს არაფრით ჩამოუვარდება, ზოგს ისეთი დიდრონი ხუფე- ბიც ეხურა, რომ მასში წვიმა ადვილათ ვერ ჩააღწევდა. იალ- ქნები, აფრანი და სხვანი ჭერის ბანზედ აქვნდათ მომართული და ღუზაკი შიგ გემში იდო. როცა დასჭირდებოდათ იალქ- ნებს, აფრებს და სხვებს ჭერიდამ აუშვებდენ და აქროლდებო-

  • დენ სხვა მოწყობილობით. ღუზასკი იქ უშვებდნენ სადაც ალაგი იცოდენ და საჭირო იყო მათვის. გემები კლასებათ არ იყო დაყოფილი, ყველა ერთად ისხდენ, მხოლოდ მოწინავე პირებს საუკეთესო, უპარატესი ადგილი ეთმობოდათ. ფასის გარდახდის საქმეც ვაჭრობით იყო| უნდა ითქვას რომ ქართ- ველებმა და ნამეტურ ლაზებმა ისე კარგად იცოდენ გემების და ხომალდების კეთების ხელოსნობა, რასაც ძნელად რომ ბერძნების და ოსმალების ხელოსნობა სჯობნებოდა, თუმცა ბერძნები ევროპულ ოსტატობის საშუალებითაც იყვნენ გაწურ- თვნილნი გემების კეთებასა და ხელოსნობაში. ჩვენდა სამწუ- ხაროდ, რაც საქართველოს დასავლეთ ნაწილი დაეცა და გა- თათრება დაუწყეს, რაც იქ დაეცა ქართველთ გვაროვნობა და ისლამის წყალობით ხალხოსნობაც ამოვარდა, ხალხოსნო- ბასთან ერთად დაეცა ქართველ ერისაგან ძველად გაბრწყე- ნილი გემების კეთების ხელოსნობა და მას სრულიად თა- თრული, ანუ ოსმალური სუნი ჩაედგა, ოსმალური სახელი ეწოდა. ის რაც წინეთ ქართველებისა იყო, დღეს ოსმა- ლებისა არის, იგი დღეს მათს საკუთრებას შეადგენს. სამ- წუხაროდ ისიც კი უნდა ვსთქვათ, რომ ქართველ ტომი- საგან მონარუქებული გემების კეთების ხელოსნობა ოსმოლთა ხელში დარჩა მკვდრად და უმოძრაოდ, მათ ხელში მან წინ ვერ წაიწია. დღეს მათში იგი წარმატების მაგიერ მოსპობა- ზეა დამდგარი, ეს იცის ისლამმა. ისლამის ხელში ჩვენი მამა პაპისაგან მონარუქებული ხელოსნობა დაჭლერქდა, სული ამოხდა და მოისპო. როგორც დასავლეთ საქართველოში მოისპო ქართველი გვარი, ისევე მოისპო ქართული ხელო- სნობაც. ვიტყვით კი, რომ ქართველ ტომის გემების და ხომალ- დების კეთების ისტორიას დიდი წარსული აქვს, მისი დასა- წყისი რამდენიმე ათასი წლის წინა დროებიდამ იწყება. მას მოიხსენებენ რომაელთ და ბიზანტიელთ ძველი მეისტორიე მწერლებიც. იგი უმნიშვნელო არავის ეგონოს, მას დიდი ვრცელი ისტორია აქვს, მხოლოდ დაკვირვება უნდა, ძველის ძველ მეისტორიეთა ნაწერების კითხვა და ცნობების გარჩევა და გამოაშკარვება. ქართველი ტომის ძეთა დურგლობის, ხუროობის და მხერხავობის ნიჭს უარს ვერვინ ჰყოფს. თვით დღესაც კი ლაზები განთქმულნი არიან ხუროობით და დურ- გლობით. გემებიც სწორედ ამათგან კეთდებოდა, მხერხაობა საქართველოში საერთოდ ისე იყო გავრცელებელი, რომ ამას უაღრესად მისდევდენ თვით რაჭველებიც კი. დღესაც რაჭვე- ლები საქართველოში კარგა ხუროებად, მხერხავებად და დურ- გლებად ირიცხებიან. რაც შეეხება ლაზებს და მათ ხელო- სნობას გეგმის სასარგებლოდ, ამას ხომ ეჭვი არ უნდა, რად- განაც იგინი არამც თუ ბარტოდ გემების და ხომალდების

  • კაი მკეთებელნი იყვნენ, არამედ კარგი ნავოსნებიც. ნავო- სნიობაც ამათის წყალობით გაბრწყინდა მძინარ ოსმალთ ტომში და ამის ხელოსნობაც. დღეს, შავი ზღვის ნაპირები ტრაპიზონ-სტამბოლამდე მოფენილია ქართველ და ლაზელ ტომის შვილებით, იგინი ირიცხებიან საუკეთესო ნავოსნებათ და ხელოსნებათ, იგინი ამგზავრებენ გემებს, ნავებს და მასთან მგზავრობის დროს, დაზიანებულთაც შეაკეთებენ კიდეც. ყველაფერს მარდათ უძღვებიან, ყველაფერს კარგად აკეთებენ, მხოლოდ ჩვენი უძლურება ის გახლავსთ, რომ ყველა მათ თურქები ეწოდებათ და მათი ხელოსნობაც თურქთა ტომის საკუთრებათ შთება, თუმცა ლაზები დღესაც ლაზურად ლაპარაკობენ, თურქული ბევრმა არცკი იცის, მაგრამ რა გაეწყობა, ისლამის წყალობით ჩაყლაპულნი არიან და ჩვენთვის საყოველთაოდ დაკარგული. დღეს ბევრს იქმნება საკურველათაც კი დაუშთეს ის ამბავი, რომ ქართველებში ძველად გემების კეთებაც იცოდნენ, ხომალდებისაც და მასთან კარგად მგზავრობა, ანუ ნაოსნობა. აქ საოცრება არავისთვის რა უნდა იქმნეს, თუ ჩვენში ისტორიული ცოდნა აღორძი- ნდება და ქართველთა ტომის შვილები თვალს გაახელენ, თავიანთ წარსულს ნათელის თვალით შეხედვენ. ამის მოვა- ლეა დღეს თვით ქართველ მაჰმადიანთ ახალგაზდობაც, რომ მათ შეისმინონ თავიანთი გვაროვნული მოვალეობა და იძიონ ის რისაც მოვალეა ყოველი შვილი თავის ქვეყნისა — საქართველოსი. ამის ნიშნები უკვე არის, ქართველ მაჰმა- დიანთ იშვილები იღვიძებენ, თვალს ახელენ ისევე როგორც ეს უკვე წინეთ ქართველებში და ქართველ კათოლიკეებში მოხდა. _____________________

    სამზადისი

    გურიის გათათრებისა და გათათრებულ ალი (გიორგი) გურიელის დახვრეტა. (ზეპირ ცნობები შეკრებილი აჭარაში) ამ ალი გურიელის ამბავი მეტად უცხოა ჩვენთვის. ჩვენს ისტორიულს მასალებში ამ პირის შესახებ სულ არაფერი ცნო- ბებია დაშთენილი. ამის შესახები ცნობები ადრე მე შევკრიბე აჭარაში, იგი მიამბო ერთმა მოხუცმა ქართველ მაჰმადიანმა, რომელიც 1878 წლის შემდეგ, ქართველ მაჰმადიანთ ოსმა- ლეთში დიდის გარდასახლების დროს ტრაპიზონში გადასახლე-

  • ბულა და იქ ვაჭრობს. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ვაჭარი კაცი აჭარაში დაბრუნდა და შემთხვევით გავიცანი. ალი გურიელის შესახებ სხვა და სხვა ცნობებთან ერთი სახალხო ლექსიც მითხრა. ყველა ის ცნობები ერთად შეკრებილი თფილისში გამოვგზავნე „ივერიის" რედაქციაში დასაბეჭდათ, მაგრამ ეს წერილი რედაქციამდის არ მივიდა, გზაში დაიკარგა. ეხლა ახლად დავსწერე ეს ამბავი და ლექსი კი ვეღარ მოვი- გონე. XVIII საუკუნის დამლევს, ოსმალეთის ბძანებით ახალ- ციხის ფაშებმა დიდი ზე გავლენა იწყეს გურიაზედ. ოსმა- ლეთს დიდათ ენატრებოდა ურიის დაჭერა, მორჩილება და გურულების გათათრება. ამათ სურვილს განხორციელება არ ეძლეოდა, რადგანაც გურიელები ოსმალთა წინაშე დიდს ოსტატობას იჩენდნენ. საზოგადოთ გურულები, დადიანები, მასთან ყველა მთავრები საქართველს ნაწილებისა, იმერეთ ბატონები და ქართლის მეფენი ოსმალთ, სპარსთა წინაშე დიდს ოსტატობას იჩენდნენ, მათ აღმოსავლეთის ერთა მეფეთა პოლიტიკა კარგად იცოდნენ, ამიტომაც გახლდათ რომ იგინი ამათ ვერ იმორჩილებდნენ, ვერ ატყუილებდნენ. აღმოსავ- ლეთის ერთა საქმეებსა და პოლიტიკაში ქართველი მეფენი და მთავრებიც სჯობდენ, ამის შედარებაც არ შეიძლებოდა. ოსმალ სპარსებს ჩვენზედ ერთი უკეთესი შნო აქვნდათ მისი, რომ რაკი იგი�