სული კივის - palitral.ge.pdf1 სული კივის! ახლად...

30
1 სული კივის! ახლად გამოღვიძებულმა თვალები რომ გაახილა, ირგვლივ საოცარი სიმყუდროვე იგრძნო. მხოლოდ საათის შეუსვენებელი წიკ-წიკიღა თუ არღვევდა ყრუ ჰარმონიას. ხედავდა ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივები ნელ-ნელა როგორ მიიწევდნენ მის საწოლში, შემდეგ კი ისე გათამამდნენ, რომ სხეულშიც ატანდნენ, ბოლოს კი სულში შეუძვრნენ და გაათბეს. მან იგრძნო სიცოცხლის ძალა და, მისდა გასაოცრად, აღმოხდა სიტყვები: „რა მშვენიერია სიცოცხლე!“, თუმცა მალევე მოვიდა გონს და ეს აზრი როგორც შეეძლო გონებაში ღრმად დაასამარა. * * * ევას წყლისფერი თვალები და გრძელი, მზისფერი დალალები ამშვენებდა. მისი მორჩილი, გამხდარი ტანი და გრძელი, ნაზი თითები შესახედავად უსუსურს ხდიდა. იგი ადგა, პერანგი გაიხადა, მზე ახლა მის შიშველ სხეულს შეეხო და ნაზად მოეფერა. მისი თოლიასფერი სხეული ახლა უფრო ფითქინა ჩანდა. ჩაიცვა ყვავილებიანი კაბა, თმა გადაივარცნა და ოთახიდან გავიდა. სახლში საშინელი სპირტის სუნი იდგა. ევა მოიღუშა და ახლა უფრო დარწმუნდა თავისი სიტყვების დასამარების სისწორეში. შეიხედა ოთახში. მამამისი გაშხლართული საწოლზე ეგდო და უშფოთველად ეძინა. დედა არ ჩანდა. „ეტყობა პურზე გავიდა“ - გაიფიქრა ევამ, შევიდა სამზარეულოში და ყავა გაიმზადა. - იოსებ, იოსებ გაიღვიძე! - შესძახა მამას. - ადექი, თორემ სამსახურში დაგაგვიანდება, გესმის? იოსებმა წინა ღამით სმისგან გასიებული თავი ძლივსღა ასწია და ევას შეუღრინა: - რა გაყვირებს შე ძაღლიშვილო?! როცა მინდა მაშინ გავიღვიძებ და ავდგები, რა ყვავივით დამჩხავიხარ? - თქვა და გოდორა თავი ისევ ბალისში ჩარგო.

Upload: others

Post on 24-Oct-2020

3 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

  • 1

    სული კივის!

    ახლად გამოღვიძებულმა თვალები რომ გაახილა, ირგვლივ საოცარი სიმყუდროვე

    იგრძნო. მხოლოდ საათის შეუსვენებელი წიკ-წიკიღა თუ არღვევდა ყრუ ჰარმონიას.

    ხედავდა ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივები ნელ-ნელა როგორ მიიწევდნენ მის

    საწოლში, შემდეგ კი ისე გათამამდნენ, რომ სხეულშიც ატანდნენ, ბოლოს კი სულში

    შეუძვრნენ და გაათბეს. მან იგრძნო სიცოცხლის ძალა და, მისდა გასაოცრად,

    აღმოხდა სიტყვები: „რა მშვენიერია სიცოცხლე!“, თუმცა მალევე მოვიდა გონს და ეს

    აზრი როგორც შეეძლო გონებაში ღრმად დაასამარა.

    * * *

    ევას წყლისფერი თვალები და გრძელი, მზისფერი დალალები ამშვენებდა. მისი

    მორჩილი, გამხდარი ტანი და გრძელი, ნაზი თითები შესახედავად უსუსურს ხდიდა.

    იგი ადგა, პერანგი გაიხადა, მზე ახლა მის შიშველ სხეულს შეეხო და ნაზად მოეფერა.

    მისი თოლიასფერი სხეული ახლა უფრო ფითქინა ჩანდა. ჩაიცვა ყვავილებიანი კაბა,

    თმა გადაივარცნა და ოთახიდან გავიდა.

    სახლში საშინელი სპირტის სუნი იდგა. ევა მოიღუშა და ახლა უფრო დარწმუნდა

    თავისი სიტყვების დასამარების სისწორეში. შეიხედა ოთახში. მამამისი

    გაშხლართული საწოლზე ეგდო და უშფოთველად ეძინა. დედა არ ჩანდა. „ეტყობა

    პურზე გავიდა“ - გაიფიქრა ევამ, შევიდა სამზარეულოში და ყავა გაიმზადა.

    - იოსებ, იოსებ გაიღვიძე! - შესძახა მამას. - ადექი, თორემ სამსახურში

    დაგაგვიანდება, გესმის?

    იოსებმა წინა ღამით სმისგან გასიებული თავი ძლივსღა ასწია და ევას შეუღრინა:

    - რა გაყვირებს შე ძაღლიშვილო?! როცა მინდა მაშინ გავიღვიძებ და ავდგები, რა

    ყვავივით დამჩხავიხარ? - თქვა და გოდორა თავი ისევ ბალისში ჩარგო.

  • 2

    - ხოდა მაგ სამსახურიდანაც გამოგაგდებენ და მერე მიყარე კაკლები! - ვეღარ

    დამალა მღელვარება ევამ, თუმცა კი იცოდა ამ სიტყვებს რა შედეგიც

    მოჰყვებოდა.

    და მართლაც - იოსებმა მოიკრიბა ძალ-ღონე, დახედა მისთვის საამაყო კუნთებს,

    ხომ ისევ მწყობრშიაო, ძლივს აზიდა უშნოდ გაბერილი სხეული საწოლიდან და

    შეშლივივით შევარდა სამზარეულოში, საიდანაც ეს სისინა ხმა გამოდიოდა.

    თვალები, ამღვრეული თვალები ცოფებს ყრიდა. მისი ყავისფერი, არაფრისმთქმელი

    თვალები მხოლოდ ზიზღს აფრქვევდა. მივარდა შვილს, თმაზე ხელი მოჰკიდა და

    შეჰყვირა:

    - რაო, რა მითხარი, გაიმეორე?!

    ევა, შიშმა შეიბყრო, ცოტაც დაიბნა. ვეღარ გადაეწყვიტა გაქცეოდა ამ აფთარს თუ

    ერთ ადგილზე გაყინულიყო და მედგრად დახვედროდა მოსალოდნელ საბრთხეს,

    თუმცა კი მაინც გუმანით ხვდებოდა, რომ ტკივილი გარდაუვალი იქნებოდა.

    - აი, ახლა გაიგებ ვინ ვის უყრის კაკლებს! - სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული,

    რომ ევამ სახეში საშინელი ტკივილი იგრძნო, რომელიც მამის ძალ-ღონით სავსე

    მუშტმა გამოიწვია. მის ფაქიზ ნაკვთებს ალმური მოედო, თავი გაუბრუვდა.

    ძვირფასმა მამამ შვილს გონებაზე მოსვლაც არ აცალა, რომ მეორე მუშტიც

    უთავაზა. ევა კი გაუნძრევლად, ერთ ადგილზე იდგა. მას ტკივილის მიუხედავად

    წარბიც არ შეურხევია. ეს კიდევ უფრო ახელებდა მშობელს და ახლა ხელებს

    ფეხებიც შეაშველა. (ეტყობა დაეღალა საწყალს). ევა ახლა მუხლებში

    ტკივილისაგან ჩაიკეცა, თუმცა მამისათვის თვალი არ მოუშორებია - შიგ

    თვალებში ჩაჰყურებდა. იქნებ იმის იმედით, რომ რაიმე შეცოდება, რაიმე

    გულმოწყალება ამოეკითხა მასში, იქნებ ფიქრობდა რომ მამას კიდევ შერჩენოდა

    რაღაც ადამიანური, თუმცა რახან ეს ვერ დაინახა მის თვალებში , უფრო გაცობდა

    და ნერვიულად შესძახა იოსებს:

    - შე, საცოდაო! შე, უბედურო, მეცოდები! თუკი ფიქრობ, რომ ცემით რაიმეს

    დამაკლებ ძალიანაც შემცდარხარ! პირიქით, მმატებ, რადგან მე ამით უფრო

    ვძლიერდები! რაო, თვრამეტი წლის გოგოს ერევი, არა? ბრავო! რა ძლიერი

    ყოფილხარ! მოხიბლული ვარ შენით! სწორედ საამაყოდ გქონია საქმე, ბუნების

    შეცდომავ, ღვთისგან მივიწყებულო არარაობავ!

    იოსებს ევასთვის ის იყო საპასუხო დარტყმა უნდა მიეზღო, რომ იგი ხელიდან

    გაუსხლტა და ელვის სისწრაფით სახლიდან გავარდა. იოსებმა სულ დედის

    უკანალის ტრიალით გააცილა შვილი. გინებით, რომელიც დღითიდღე იხვეწევა

  • 3

    ქართველ მამაკაცთა წყალობით, რომელთაც ასე უყვართ საკუთარი გამჩენნი. განა რა

    დასაძრიხია მათი ეს საქციელი, გინება ხომ სულში გადმოღვრილ ბოღმის ცეცხლს,

    ნაწილობრივ მაინც აქრობს და ანელებს?!

    პატარა გოგოს აბა რისი თავიღა ექნებოდა ადგა და თავის საყვარელ ადგილს

    მიაშურა, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა, თანაც აქ იშვიათად თუ

    გაივლიდა ვინმე. მაშასადამე, ეს იყო იდეალური ადგილი ევასთვის, რომ

    განმარტოებულს, ტკივილი განექარვა და მშვიდად მისცემოდა ფიქრებს. და აი, აქ კი

    ატირდა ევა, ისე ატირდა, რომ დიდი ხანი ვეღარ დამშვიდდა და ბოლოს შეეშინდა

    ვინმეს არ გაეგონა და გაიტრუნა. მას ხომ არ სურდა ვინმეს ასეთ უმწეო

    მდგომარეობაში ენახა?! განა რა მოემატებოდა, რომ ეს ამბავი ვინმეს სცოდნოდა, თუ

    რამ არ დააკლდებოდა?! საპასუხოდ მხოლოდ ყალბ, დამამშვიდებელ სიტყვებს

    მოისმენდა. ევას კი არ სურდა ვინმეს შებრალებოდა. მეზობლები გაიგებდნენ თუ

    არა ჯერ კიდევ გაუნელებელ ცხელ-ცხელ ამბავს, იმწუთასვე ჭორაობას

    დაიწყებდნენ. ხომ გაგიგონიათ, სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო?! ოღონდ ამ ხალხს

    მიეცი საჭორაო და რაღა უნდათ მეტი?! ღვარძლს, რომელიც მათ ცხოვრებას

    სარეველა ბალახივით მოსდებია, სხვათა გალანძღვით და ფეხქვეშ გათელვით,

    თავიანთი მოკლე ჭკუით ვითომ თხრიან და ამით გულს იოხებენ. გულის სიღმეში

    უხარიათ კიდეც, სხვისი ავის გამგონეთ, მათი უბედურება. მარტო მე ხომ არ უნდა

    ვიყო უბედურიო - ფიქრობენ გაუცნობიერებლად.

    ევა ფიქრებმა მოიცვა:

    „განა არის ჩვენი საშველი, ღმერთო? ნეტა მამა ცოტათი მაინც მოეგოს გონს. ეს

    დედაც რას ისაცოდავებს თავს, ერთი ვიცოდე... მთელი ცხოვრება მამას შესწირა -

    არაფრის ღირსს. საკუთარი თავი დავიწყა და მისი ძაღლივით ერთგული დარჩა.

    როგორ უთმენს ყველაფერს ეს ქალი ვერ გამიგია, ამასობაში კი მეც დამივიწყა. ნეტა,

    როგორ შეუძლია ასე ცხოვრება?!.

    უცებ ევამ ფაჩუნის ხმა გაიგონა. უკან მიიხედა. შორიახლოს ბუჩქები შეირხა.

    გოგონას შეეშინდა. რამდენიმე წუთით აკვირდებოდა იმ ადგილს და ბოლოს რომ

    მიხვდა საშიში არაფერი იყო, ისევ ფიქრებს მიეცა.

    შუადღემაც მოატანა. ცოტაც მოშივდა ევას. ახლა უკვე იგრძნო, რომ ისევ ადამიანი

    იყო და არა მაწანწალა ძაღლი, რომელსაც ვისაც მოუნდებოდა, ხან ერთი წაუთაქებდა

    ზიზღით ხელს და ხან მეორე. (სწორედ მაწანწალა ძაღლი ეგონა თავი მამის მუშტებში

    მოქცეულს). მასაც ისევე შიოდა, ისევე სწყუროდა, ისევე გრძნობდა და ისევე

    სტკიოდა, როგორც ყველა სულიერს. და რაღაც ამოუცნობი ტკივილი იგრძნო გულში.

  • 4

    ევას საკუთარი თავი დაენანა მაწანწალა ძალღის როლში ამხელა პიესაში. განა

    უკეთესი ადგილი ვერ მოიძებნებოდა მისთვის, განა ასეთი ცუდი მსახიობი იყო, რომ

    რეჟისორმა მესამე ხარისხოვანი როლიც კი არ არგუნა?! ნურას უკაცრავად! ევა

    სწორედ რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო და ამას კიდეც დავინახავთ მოვლენათა

    მსველობაში, ნუ ავჩქარდებით!..

    * * *

    დედა სახლში უკვე დაბრუნებულიყო. ევა უთქმელად უყურებდა მას და თავისთვის

    ფიქრობდა ოდესღაც ულამაზესი ქალი ნაადრევად როგორ დაბერებულიყო.

    ბრწყინვალე, ულამაზესი თვალები როგორ ჩაექრო მისთვის ძვირფას მეუღლეს. ქერა

    თმაში როგორ უბრწყინავდა აქა-იქ სიბერისფერი თმა და მაინც, ევა ხედავდა მის

    გამოხედვაში ბავშვური მიამიტობა როგორ გამოკრთოდა. ამას მხოლოდ ევა თუ

    შეამჩნევდა. იოსები დალის თვალებში თუკი რამეს ხედავდა ეს იყო მანამ, სანამ არ

    დაეწაფებოდა მას ვნებით ალეწილი. სწორედ ამ ჟინის დაკმაყოფილების დროს

    ჩაისახა ჩვენი მთავარი გმირიც, თუმცა იოსებს მანამდე თუ ფიქრადაც არ გაევლო

    ცოლის შერთვა, მას მერე იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო. იოსები ფიქრობდა,

    რომ სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და თავისი შეცდომის გამო დიახაც, რომ ღირსი

    იყო დასჯილიყო! ეს მდგომარეობა გახდა მიზეზი იმისა, რომ უმაღლესი განათლება

    ვეღარ მიიღო (თუმცა სურვილი ამისა ყოველთვის ჰქონია), გაეყარა მშობლებს და

    დაიწყო ორსულ ქალთან ერთად ღარიბული ცხოვრება. დღითიდღე ამ

    მდგომარეობით ისე ბოროტდებოდა, რომ საბოლოოდ ადამიანის სახეც დაკარგა და

    ურჩხულად გადაიქცა!..

    დალიმ კი - მასზე ორი წლით უმცროსმა ვეღარც სკოლის დამთავრება მოახერხა და

    იძულებული გახდა მთელი ცხოვრება ედიასახლისა. დასჯერდა იმას, რაც ცხოვრებამ

    მოუტანა და სრული მორჩილებით მიჰყვებოდა მას. ოჯახისგან განწირული

    ახალგაზრდა გოგონასთვის ახლა უკვე ქმარი იყო დედაც, მამას, დაც, მეგობარიც...

    თუმცა, რა ექნა იოსებს, ამდენი ადამიანის როლის ერთად თამაშს ვერ გასწვდა და

    მოთმინების ძაფი ერთიანად აიწყვიტა.

    - რა გჭირს, რა სახე ჩამოგტირის? - ჰკითხა დედამ ევას, როცა კართან მგლოვიარე

    სახით, მდუმარედ მდგარი შვილი დაინახა.

  • 5

    - აბა როგორი სახე გინდა მქონდეს, დედა? - ბედნიერი? მერედა მაქვს კი

    ბედნიერების მიზეზი თქვენი შემხედვარე? - ერთი სული ჰქონდა ბოლომდე

    როდის ამოყრიდა მამამისისა და დედამისის ჯავრს. სულ კბილები უკაწკაწებდა.

    - მორჩი ახლა და ჭამე თუ გინდა, თუ არადა მიხედე საქმეს, მე შენი ნერვები არ

    მაქვს! - აიმრიზა დალი.

    - აბა ვისი ნერვები გაქვს, დედა? ძვირფასი მეუღლის ნერვები ხომ გაქვს? კარგად

    მოუარე, არაფერი დაემართოს, თორემ მერე ხომ ვეღარ შესძლებს შენს ღალატს? -

    თქვა და ნასიამოვნებმა ერთი კარგად ამოიხვნეშა.

    - ახლავე გაეთრიე აქედან! ეს ვინ ყოფილა?! უხ, შე ლაწირაკო! უიიი დაიწყევნოს ის

    დღე როცა გაგაჩინე! ნეტა უფრო კარგად რატომ არ მიგჟეჟა მამაშენმა, რომ

    საერთოდ ხმა ვერ ამოგეღო?! მადლობა თქვი საერთოდ რომ საჭმელი გაქვს და

    შიმშილით არ კვდები! დიახ, სწორედ მამაშენი გაჭმევს საჭმელს და ეცი პატივი

    მას, გასაგებია? არაფრის ღირსი შენ არ ხარ საერთოდ, შე უმადურო! - გაჰკივის და

    თავისი მწარე, გრძელი ხელებით თავში უპარტყუნებს საცოდავ ევას.

    - ვერ გიტანთ, ვერ გიტანთ, ვერა, ვერააა!..

    ევა თავისი ოთახიდან დილამდე არ გამოსულა. შიმშილისგან და ცემისაგან

    მიოსებულს უნდოდა რაიმეს წაკითხვა, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. მუცლის

    გაუთავებელი ჭყუილი ხომ უარესად უშლიდა ნერვებს საცოდავ გოგოს. არეულ

    ფიქრებში გართულ ევას ძლივსღა ჩაეძინა. იოსები უთენიაღა დაბრუნდა სახლში და

    და სასტუმრო ოთახში ტახტზე ჩვეულად გაიშოტა.

    * * *

    იმ ღამეს ესიზმრა:

    „უკუნითი სიბნელეა, ხელში სანთელი უჭირავს და ცდილობს გზა გაინათოს...

    უცბათ, ხედავს მის წინ აღმართულ უზარმაზარ მთას, ნაბიჯს დგამს და ფეხი უცდება.

    დაიხედა... უზარმაზარ უფსკრულში ჩავარდნას გადარჩენილა. აფორიაქდა... ეშინია...

    ირგვლივ სიშავე და სიწითლე ერთმანეთს ერწყმის, ცეცხლის ალი არე-მარეს ედება

    და აწითლებს ყოველივეს, სურს როგორმე უფსკრული გადალახოს და იმ მთას

    შეუდგეს, რომელიც ასე იზიდავს თავისი იდუმალებითა და სისპეტაკით, გრძნობს, იქ

    არის რაღაც ისეთი, რისთვისაც ღირს ბრძოლა, არ ეპუება არც ერთ დაბრკოლებას,

    იტანჯება, სტკივა, რათა მიზანს მიაღწიოს. დაღლილი და ნაწამები არაფერი

    გამოსდის“

  • 6

    გამოეღვიძა...

    * * *

    თოვლიანი საღამო იდგა. ღამე უკუნეთს, უკუნეთი კი ღამეს შთანთქავდა, ირგვლივ

    ყოველი სიჩუმეს მოეცვა, ლამპიონების შუქზე ფიფქები ციდან მოიმღეროდნენ -

    თითქოს გალობდნენო. ევას ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა თითქოს ამ ფუმფულა

    ბუნების სასწაულით არე-მარე იწმინდებოდა ყოველი ტკივილით, ტყუილით,

    გაუსაძლისობითა და ავბედითობით. როგორი ღუნღულა იყო ეს სასწაული, როგორი

    სპეტაკი, როგორი თბილი?!.. ცას ახედა ევამ, ფიფქები სახეზე ადნებოდნენ და

    ეფერებოდნენ, ასე ეგონა, თითქოს გარდაცვლილი ბავშვების სულები იყვნენ,

    სრულიად სუფთები და უსუსურები, რომლებსაც ეზოში ერთი სული ჰქონდათ,

    როდის გაუშვებდნენ სათამაშოდ... მათი ზარივით წკრიალა ხმები ჩაესმოდა, ისინი

    უხმობდნენ იმ ემოციათა ზღვაში, რომელიც ასე დავიწყებოდა... ევამ მათთან ერთად

    დაიწყო ცეკვა, თამაშობდნენ დაჭერობანას და იყო ერთი ჟრიამული მის ირგვლივ,

    რომელიც მხოლოდ ევას ესმოდა. მათს სითბოს მთელი სხეული გრძნობდა. ქუჩაში

    მათთან ერთად ესვენებოდა ძირს, ხუჭავდა თვალებს და სულში დატოვებულ ღია

    კარში სიწმინდეს უშვებდა... ევაში თავისუფლებამ დაისადგურა, ის დათოვლილ იას

    ჰგავდა, რომელიც იდუმალ სურნელს აკმევდა სულში და სევდას აბნევდა... ერთი

    წამით გაელვებულმა სინათლემ სულში იმედი დათესა და ცეცხლივით აღაგზნო

    იგი...

    - ევაა, ევაააა! - გაისმა შორიდან ხმა.

    ევა შეკრთა.

    - ვინ ხარ? - შეშინებულმა ჰკითხა ხმას.

    - თავად ვინ ხარ შენ?

    ევა დაიბნა.

    - მაგას რა მნიშვნელობა აქვს, აქ საიდან გაჩნდი? გამოდი! სად ხარ?

    - მე სულ შენთან ვარ, განა აქამდე ვერ შემამჩნიე?

    - რა? რას ამბობ? გითხარი გამოდი და დამენახე მეთქი!

    - როცა დრო მოვა დამინახავ, ახლა არა!

    გულგახეთქილი ევა გაიქცა, შეეშინდა, ვაითუ ვიღაც მანიაკი ყოფილიყო და რამე

    დაეშავებინა მისთვის, ჯერ კიდევ სურდა ევას სიცოცხლე...

    გიჟივით შევარდა სახლში და თავისი ოთახის კარი მიიხურა. დედამისი

    გაკვირვებული უყურებდა შვილს და საკუთარ თავს ეკითხებოდა ნეტა რა ეტაკაო. ეს

    იყო და ეს, ხაჭაპურების ცხობა გააგრძელა.

    დაღლილ ევას მკვდარივით ჩაეძინა.

  • 7

    * * *

    მეორე დილით ევას დალის ხმა შემოესმა, შველას ითხოვდა. ევამ სწრაფად ჩაიცვა და

    დედასთან გავიდა. ფერფმკრთალი, მიბნედილი სახით ტახტზე წამოწოლილიყო.

    - რა მოგივიდა,დედა? - შეშინებულმა იკითხა.

    - მტკივა, მტკი.. ვაააა ააააჰ, ყველა ფე რი მტკივაააა. - კვნესითა და ოხვრით

    ამოილუღლუღა დედამ.

    ევამ სასწრაფო გამოიძახა.

    - წყალი ხომ არ გინდა? მითხარი რა გავაკეთო, დედაა? ნუ გეშინია ყველაფერი

    გაგივლის, ცოტაც მოითმინე და მალე მოვა ექიმი. - დაბნეულად აწყნარებდა

    გოგონა დედას.

    - არა არაფერი არ მინდა, ნეტა მოვკვდე და დავისვენო, აღარ შემიძლია. აღარ

    მინდა სიცოცხლეეეეეე, აააააჰ, ვაი!

    - ნუ ლაპარაკობ დედა მასე დამშვიდდი, როგორი ცხელი ხარ?! ხომ არ გაცივდი?

    - არააა არ გავციებულვარ, მამაშენი წუხელ რომ მოვიდა, მე უკვე მეძინა, მითხრა

    მაჭამეო, მე კი ისეთი დაღლილი ვიყავი, თან თავიც ძალიან მტკიოდა, რომ

    ადგომის შნო აღარ მქონდა და ვუთხარი მაცივარში დევს საჭმელი, გამოიღე და

    შენთვითონ გაიცხელე მეთქი, ჩემი სიტყვები ვერ აიტანა და შემდეგ, ხომ

    ხვდები რაც მოხდებოდა?!.. მერე აქვე მივეგდე. დღეს კი ვგრძნობ, რომ ძალიან

    ცუდად ვარ.

    - მოკვდებოდა, ვერ გავიგე, თვითონ რომ გაეშალა სუფრა და ეჭამა? რაიყო

    გვარიშვილობა წაუხდებოდა თუ რა მოხდებოდა მაგით? აააჰ, ეგ ხო ნამდვილი

    ქართველი ვაჟკაცია და ცოლი მისი მონა?! ბოდიში, სულ დამავიწყდა.

    - გეყოფა, ევა რა, გეყოფა!..

    ზარის ხმა გაისმა.

    -აი, მოვიდნენ, ახლავე გავუღებ კარს, შენ არ გაინძრე!

    -გამარჯობათ, სადაა ავადმყოფი?

    - აქეთ, მობრძანდით, აქეთ თუ შეიძლება!

    -რა გაწუხებთ ქალბატონო?

    -იცით, ექიმო - დაიწყო ევამ - მეუბნება რომ ყველაფერი სტკივა და თან ეჭვი მაქვს

    რომ მაღალი სიცხე აქვს, აი, შეამოწმეთ თვითონვე..

  • 8

    როგორც კი დაასრულა ექიმმა გასინჯვა თქვა, რომ ეს გადაღლილობის ბრალია,

    გარდა ამისა სხეულზე დაზიანებები შეინიშნება, რაც ეჭვს ბადებს რომ იგი ნაცემია. ეს

    კი, ფიქრობს, რომ უგუვებელსაყოფი არაა და პოლიციას უნდა შეატყობინოს.

    ამის გაგონებაზე დალი უარესად გაყვითლდა, ბოლოს ფერი საერთოდ გადაუვიდა

    სახეზე და შეჰყვირა:

    - რას ამბობთ, ექიმო რა ნაცემი?! გუშინ კიბეებზე ჩასვლისას ფეხი ამისხლტა და

    დავგორდი, მაგიტომაც მაქვს ამდენი სინიაკი.

    - კი, მაგრამ... კარგით, კარგით... გასაგებია ყველაფერი. მე ახლა გამოგიწერთ

    რამდენიმე წამალს და წავალ.

    როგორ უნდოდა ევას ყველაფერი ეთქვა ექიმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ

    დამთავრებულიყო ეს ჯოჯოხეთი, მაგრამ ვერ გაბედა. შეეცოდა არამხოლოდ დედა,

    არამედ მამაც, ციხისთვის მაინც ვერ გაწირა, ამიტომაც ხმა აღარ ამოუღია.

    ექიმი, რომ წავიდა ევა მოეფერა დედას, დააფარა, აჭამა და შემდეგ გავიდა წამლების

    მოსატანად.

    * * *

    გაჩერებაზე ხედავს კაცი აგდია, არყის ბოთლით ხელში, სახე სისხლიანი აქვს,

    გაბარჯღლულ სახეზე ნაიარევი კიდევ უფრო ამაზრზენს ხდის მის გამომეტყველებას,

    გაზეთილი ტანსაცმელი ზედ შემოფლეთვია, ფეხსაცმელებს ძირები გაცვეთია.

    „ნეტავი რა გადახდა ცხოვრებაში, რომ ასეთ მდგომარეობაშია დღეს?“ -ფიქრობდა

    ევა.

    ევასთან ერთად გაჩერებაზე სხვებიც იდგნენ, თუმცა მათ სახეებზე ეტყობოდათ,

    რომ სულაც არ ანაღვლებდათ ეს კაცი, პირიქით, ზიზღით უყურებდნენ და რაც

    შეიძლება შორს დგებოდნენ მისგან, იქნებადა ავადმყოფიაო, ალბათ ფიქრობდნენ.

    ევა ავტობუსში ავიდა. ფანჯარაში იყურებოდა და ცდილობდა ყველაფრისთვის

    უცხო თვალით შეეხედა. წარმოიდგინა თითქოს უჩინ-მაჩინის ქუდი ეხურა და

    ვერავინ ხედავდა, თვითონ კი ყველას დაწვრილებით აკვირდებოდა. ზოგიერთი

    არაფერს ფიქრობდა და უაზროდ გაშტერებოდათ თვალი, ზოგსაც ეტყობოდა

    აგვიანდებოდათ და ადგილს ვერ პოულობდნენ, იღრინებოდნენ. გოგონები კი ისე

    იყვნენ გათხიპნილები და გამოწყობილები გეგონებოდათ სცენაზე გამოდიოდნენ.

    ერთი ბიჭი კი... „ოჰო, რა სიმპათიურია?! რაღაც მედიდური და იდუმალი

    გამომეტყველება აქვს.“ რაღაც იზიდავს მასში - ევას ეღიმება - ამ ადამიანის

    გარეგნობამ ევას მოანდომა ჩაეხედა მის სულში.

  • 9

    იგი ისევ დაფარფატებდა ხალხში და უკვირდა როგორ არიან ადამიანები ასეთი

    ერთნაირები და ამავდროულად განსხვავებულები ერთმანეთისგან. ერთი შეხედვით,

    თითქოს ისინი ერთ მასას ეკუთვნიან, მაგრამ როცა უფიქრდებოდა, უფრო ღრმად,

    თავისი სიტყვები უკან მიჰქონდა. რა იცოდა მან თითოეულის გულში რა ხდებოდა?!

    მოაგონდა, რომ ისიც ამ საზოგადოებას ეკუთვნოდა.

    ახლა კი ცდილობდა საკუთარ ცნობიერებაში წარმოედგინა, თითქოს გამოდიოდა

    სხეულიდან და უყურებდა საკუთარ თავს.

    „ნეტავი რას ფიქრობს ხალხი ჩემზე?! იქნებ ვაღიზიანებ მათ, იქნებ მახინჯი ვარ

    მათთვის, ან იქნებ ლამაზი? ან იქნებ სულ არ აინტერესებთ თუ როგორი ვარ მე

    სინამდვილეში და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ? მე უფრო მეორე ვარიანტი

    მგონია...“

    ყველაფერი ნაცრისფრად ეჩვენებოდა. მოქუფრული ცა და წვიმის წვეთები მტვერს

    უფრო მეტად ამუქებდნენ და აბნელებდნენ ქუჩებს. რაღაც სევდა ისადგურებდა ევას

    სულში და ერთ ადგილს გამუდმებით აძიძგნინებდა ყორანს, რომელიც მას ძალიან

    სტკენდა.

    სიცივე, წვიმა, მუქი ფერები... სულს ყინავდა და ზედ ათოვდა სევდა, ერთი პატარა

    ბიძგი და მაშინვე ძირს დაანარცხებდა.

    ამოდის ქალი, ასე შუახნის ასაკის იქნებოდა. ევას გვერდით მჯდარი, ისიც ასაკოვანი

    ქალბატონი ადგა და ამოსულ ქალს ადგილი შესთავაზა. ევას, სიმართლე გითხრათ,

    არ უფიქრია სკამის დათმობაზე, დაღლილი იყო და თავი არ ჰქონდა დგომის,

    მითუმეტეს რომ ხალხი ბევრი იყო ავტობუსში როგორც ყოველთვის. აპარატი იქვე

    იდგა, ეს ახალ ამოსული კი ვერ წვდებოდა და ბარათს იქნევდა, იქნებადა ვინმემ

    ამიღოსო. ევას რატომღაც მოუნდა დახმარებოდა ქალს და ბარათი გამოართვა. ქალმა

    კი გამოგლიჯა უკან ეს ბარათი და შეჰკივლა:

    - არ მჭირდება შენი დახმარება, აქამდე გეფიქრა! მაშინვე უნდა ამდგარიყავი და

    ჩემთვის ადგილი დაგეთმო, გასაგებია?

    ქალის თვალებს ჩირქიანი ბოღმის ოხშივარი ასდიოდა და მისი გარეთ

    გადმოღვრით ნეტარებდა. მისი ხინკლის ნაოჭებივით მოპრუწული ბაგენი კი გაღებას

    ლამობდა და თვალებიდან დარჩენილი სუნის განიავებას ცდილობდა...

    ევას შერცხვა და არაფერი უპასუხია. თუმცა რაღაც ახრჩობდა და რომ არ

    გამოლაპარაკებოდა ამ ქალს ალბათ ვერც მოისვენებდა.

    - ქალბატონო, იცით მე ძალიან დაღლილი ვიყავი და სწორედ ამიტომ აღარ

    ავდექი ადგილის დასათმობათ. ბოდიშს გიხდით!

  • 10

    - როგორ თუ დაღლილი?! დაღლილი მე ვარ! გული მაწუხებს ორი ოპერაცია

    გავიკეთე, ეხლაც წამლებს ვსვამ, ფეხზე ძლივს ვდგავარ და მეუბნები რომ შენ

    ხარ დაღლილი?

    - კი მაგრამ ქალბატონო მე ხომ არ ვიცოდი თქვენ რა პრობლემა გქონდათ?

    - მაგას რა მნიშვნელობა აქვს ორმოცდაათი წელიწადი შენხელებს ვასწავლიდი

    და შენნაირი თავხედი მე არსად მინახავს!

    - ქალბატონო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, მე ხომ არაფერი ცუდი არ

    მიკადრებია თქვენთვის?

    - ერთი ამას დამიხედეთ, შეურაცხყოფილადაც გრძნობს თავს ეს ლაწირაკი, შენ

    საერთოდ ვინ გაგზარდა, რა ოჯახიდან ხარ, შე ქვეყნის სირცხვილო! შენ რა

    შვილი უნდა გაუზარდო ჩვენს ერს, შენ თავად აღსაზრდელო! არ გეღირსოს

    არასდროს შვილი!

    - დიდი მადლობა, ქალბატონო!

    ევა თვალცრემლიანი ჩავიდა მაშინვე ავტობუსიდან. განა რაღა უნდა ეთქვა იმ

    ქალისთვის, განა იყო კი რაიმე სათქმელი?!

    ჩამოვიდა თუ არა მაშინვე ატირდა, ხალხი გაკვირვებული და ინტერესით

    უყურებდა. ერთი ქალი ევასთან ერთად ჩამოვიდა ავტობუსიდან, მხარზე ხელი

    დაადო მას და დაამშვიდა:

    - ნუ ტირი, ასეთი გამწარებული დღეს ბევრია, რომლებიც თავის უბედურებების

    გამო სხვებზე იყრიან ჯავრს, ნუ მიაქცევ ყურადღებას!

    - მე... მე უბ რალოდ, ვერ გავიგე ასეთი წყევლის ღირსი რატომ გავხდი, მე ხომ

    ისეთი არაფერი მითქვამს მისთვის? თუმცა რატომ გაყოვნებთ, ალბად

    გეჩქარებათ?! მადლობის მეტი თქვენთვის არაფერი მეთქმის. დიდი მადლობა!

    გმადლობთ!

    მგზავრი წავიდა.

    ევამ ქუჩის კუთხეში ის ბიჭი შეამჩნია, ავტობუსში, რომ დაინახა. იდგა და მას

    მისჩერებოდა, თუმცა ევასთვის ახლა სულ ერთი იყო ვინ უყურებდა და რატომ,

    რადგან მხოლოდ მას არ აინტერესებდა გოგონას ცრემლების მიზეზი, ამიტომ ამ

    ფაქტისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

    გოგონა ერთ ადგილას გაუნძრევლად იდგა და თვალებიდან ღაპა-ღუპით

    ჩამოსდიოდა ცრემლები. ასე იდგა მანამ, სანამ ცოტათი გონს არ მოეგო. წამლები

    იყიდა, მიუტანა დედას და შემდეგ თავის საყვარელ ადგილს მიაშურა. ქვაზე

    ყვითელი მინდვრის ყვავილი დაინახა.

    დაჯდა ჩვეულ ადგილას ჩვენი ევა და ფიქრებს მიეცა:

  • 11

    „ავი, ავი ძაღლი! საძაგელი ქალი! ფუუ! იტირე ჩემო თავო, იტირე! ვგრძნობ, რომ ეს

    ცრემლი სულის იმ დაფლეთილი კუნჭულის კივილია ასე, რომ იტანჯება მთელი ეს

    დრო“.

    ევა სახლისკენ გაემართა. ქუჩაში მან ძველი ნაცნობი გოგო შენიშნა და მისმა გულმა

    უცებ ხარხარი ატეხა. ფიქრობდა, რომ ეს გოგო ისევ ისეთი აღტაცებითა და მთელის

    დიდი ოტატობით განაგრძობდა ვიღაც გოგო-ბიჭების გულის მონადირებას, როგორც

    ევას გულს შეუდგა ერთ დროს. ხარხარს უფერული ღვარძლი შეეზარდა და სულს

    საბანივით გადაეფარა და გააცია. ეს ის გოგო იყო თავის ისტორიებით ყველას რომ

    აოცებდა. ყვებოდა თუ როგორ დაჭრა საკუთარი შეყვარებული, როგორ მოიკლა

    მამამისმა თავი, როგორ ღალატობდა დედამისი მამამისს და ასე შემდეგ. საკუთარი

    ოჯახის უბედურებას იყენებდა იმისთვის, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

    ისე ოსტატურად ახერხებდა ამას, რომ მის ქსელში ბევრი ებმებოდა. როდესაც იგი

    ევასთან მეგობრობდა, ჩვენი გმირი საღამოობით იმდენად დამძიმებული მიდიოდა

    სახლში, რომ ფსალმუნების კითხვაც დაიწყო, რაც ცოტას ამშვიდებდა კიდეც.

    ევამ ეკლესიასთან „კუკლასავით“ გამოწყობილი ქალი შენიშნა -წითელი თმითა და

    ვარდისფერი ტუჩსაცხით -დანარჩენ მათხოვრებს ეჩხუბებოდა ახლა ჩემი რიგი იყო,

    ფულს რომ ჩემს მაგივრად ჯიბეებში იტენითო, დამიბრუნე ეგ ათი თეთრი, ჩემიაო.

    და იყო, ერთი სიტყვით, ვაი უშველებელი ეკლესიის ჭიშკართან.

    ევა უყურებდა ამ ტაძარს და ეჩვენებოდა, თითქოს შველას ითხოვდა... ევა მას

    ხედავდა მუხის სახით, რომელსაც ღორები მისეოდნენ და ძირს უთხრიდნენ...

    „რამდენ ადამიანს ვხედავ კვირაობით ეკლესიაში მისულს, რამდენი ადამიანი

    ლოცულობს თურმე?! მაგრამ ერთი რამ არ მესმის - თუკი ამდენი მორწმუნეა, მაშინ

    რატომ არის დღევანდელი საზოგადოება ისეთი როგორიც არის? განა ღმერთთან

    ახლოს ყოფნით ადამიანი უფრო სათნო არ უნდა იყოს, უფრო კეთილი და

    კაცთმოყვარე?

    მაგრამ როგორია დღეს საზოგაოდება? განა ეტყობა მას რაიმე ღვთისმოშიშობის? არც

    არაფერი ეტყობა და არც არაფერი შედეგი არ აქვს ყოველ კვირა ეკლესიაში სიარულს.

    ვითომ სათნოები, გამოდიან თუ არა ეკლესიიდან ისევ ცოდვიან გზას ადგებიან.

    მაშინვე ავიწყდებათ ღმერთიც და ადამიანიც. მხოლოდ საკუთარი თავი ახსოვთ!

    ერთი სული აქვთ როდის დამთავრდება წირვა, რომ გამოვიდნენ და ფეხები

    დაასვენონ. ადამიანს საათობით შეუძლია დგომა ისე რომ ვერც იგრძნოს დაღლა,

    ეკლესიაში კი თხუთმეტ წუთში მუხლები ეკვეთება და გამუდმებით თვალებს

    აცეცებს სკამი იქნებ სადმე იყოსო. ზოგს კი შია მუცელი უყმუის და ერთი სული აქვს

    როდის დამთავრდება ლოცვა, რომ გავიდეს და შაურმა ჭამოს. ზოგსაც ცოტა არ იყოს

    ეზიზღებათ ყველა ერთი კოვზიდან რომ იღებს ზიარებას, ამიტომ ცდილობენ ისეთი

    ადამიანის უკან არ დადგნენ ვინც ცოტა ავადმყოფია ან რაიმე ჭირს. ასევე ცდილობენ,

    რაც შეიძლება მალე ეზიარონ, რომ ქადაგებამდე დაისვენონ. ჩვენ, ქართველებს, ხომ

  • 12

    იცით, არ გვიყვარს ბევრი ლოდინი?! ყველაფერი სწრაფად და ერთბაშად გვინდა.

    ქადაგების მოსმენისას კი ყველა შთაბეჭდილების ქვეშაა, თავს უქნევენ მღვდელს

    კანტუზიანებივით, იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერი ესმით. რაში გამოიხატება

    თუკი მართლა ესმით მღვდლის სიტყვა. ეკლესიაში ისმის ქადაგების სიტყვები და

    ეკლესიაშივე რჩება. ერთი მხრივ, ეკლესიაც უშვებს გარკვეულწილად შეცდომას.

    ნახევარი წირვისა თანამედროვე ადამიანისთვის გაუგებარია. მონოტონურად

    წაკითხულ ძველ ქართულში ეჭვი მაქვს არც არავის ესმის რა. ამ ქართველებს კიდევ

    გაიგეთ, გვეზარება ტვინის განძრევა!

    მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვა, სიცივე, გულგრილობა სხვა ადამიანების

    მიმართ, სიჩუმე, ყველაფერზე თვალის დახუჭვა, ზურგს უკან გაკილვა, ხოლო პირში

    მოფერება... მეტი ამბიცია მეტი! დავაჭერ ფეხს ვინც კი გადამეღობება, მთავარია მე

    წავიდე წინ! მთავარია მე არ შემეხონ, მთავარია მე ვიყო კარგად, მთავარია ყველა

    პატივს მცემდეს და ვუყვარდე, ამისთვის კი საჭიროა იდეალური თამაში. ეს კი, ჩვენ

    ქართველებს კარგად გამოგვდის. ესაა თანამედროვე ქართველი. ეგომანია!“

    იქვე სახლთან ევამ რაღაც ბუშტების მსგავსი საგნები შენიშნა. რომ მიუახოვდა

    გაბერილი პრეზერვატივები აღმოჩნდა. საბოლოოდ მოიშხამა ევა, სახლშიც არ

    უნდოდა მისვლა, მაგრამ ჰქონდა კი სხვა გზა?!

    * * *

    იმ ღამეს,

    ევას სულში სევდით დაბნედილი ფიქრები იკმეოდა. ნელ-ნელა სიჩუმე

    ისადგურებდა... ნისლი მძიმედ მიძვრებოდა და სუსხლიანი ხელებით, მთელი

    სხეულით ეხუტებოდა გოგონას... დაუშვა კოკისპირულმა წვიმამ, სეტყვამ, და სულის

    მთებზე ამოსულ ყვავილებს ფურცლები სულ დააცალა... სული სითბოს ეძებდა...

    სული კიოდა! მას სურდა სიცოცხლე! მას აღარ უნდოდა ცოცხალი - მკვდარი

    ყოფილიყო! სად ეძიოს თავისუფლება? სადაა გზა ამ ყველაფრისგან თავდასაღწევი?

    სად იპოვოს ის სიყვარული, რომელიც ასე შორსაა მისგან? რით შეივსოს

    დაცარიელებული და გამომხმარი სული? ერთი მხრივ, არის „ჩამომხრჩვალი

    ღმერთი“. მეორე მხრივ, უსულო გარემო - გამონაბოლქვითა და მტვრით

    გაჟღენთილი. მესამე მხრივ, ადამიანთა გაციებული გულები. ხოლო მეოთხე მხრივ,

    ფულის კულტი, რაც შეიძლება მეტი ქონების დაგროვება და სახელის მოხვეჭა...

    სადაა გზა? სადაა სულიერება? სადაა სიყვარული? ნუთუ გაქრა? არა! იქნებ ის კიდევ

    არსებობს?! იქნებ, მისი ხელახლა დაბადება შესაძლებელია?

  • 13

    * * *

    დილით, როდესაც ევამ გაიღვიძა ფანჯარასთან რაღაც კონვერტი შენიშნა. სწრაფად

    გახსნა დაკეცილი ფურცელი, რომელზეც ეწერა:

    „გახსოვს ის ხმა, მაშინ რომ შეგაშინა? ეს მე ვარ... ჩვენ დიდი ხნის წინ შევხვდით

    ერთმანეთს... მას მერე სულ შენს გვერდით ვარ, მაგრამ ვერასდროს მამჩნევდი.

    გახსოვს ორი წლის წინ ფეხი, რომ მოიტეხე და გონება დაკარგე? სახლში მე

    მიგიყვანე... პოეზიის საღამოზე გვერდით, რომ ბიჭი გეჯდა, ის მე ვიყავი... მაგრამ

    არამგონია ეს გახსოვდეს, რადგან სადღაც შორს იყავი ყველაფრისგან, მხოლოდ შენს

    ხმას უსმენდი და არავის აქცევდი ყურადღებას... მე შენს ნაბიჯებს მოვყვებოდი,

    შენთან ერთად ვიჯექი შენს საყვარელ ადგილას, მე გიტოვებდი ქვაზე მინდვრის

    ყვავილებს... შენთან ერთად ვფიქრობდი, შენთან ერთად მანაღვლებდა, შენთან

    ერთად მიყვარდა და მძულდა... შენთან ერთად მწამდა და ეჭვი შემქონდა... შენთან

    ერთად გავნიცდიდი და მიხაროდა, მტკიოდა, მშიოდა, მწყუროდა... მე შენში სულიერ

    სიახლოვეს ვგრძნობდი ყოველთვის! ამიტომაც დაგყვებოდი, ამიტომაც მიყვარხარ,

    შენ ჩემო ფაქიზო არსებავ! შენ არ უნდა გტკიოდეს, შენ არ უნდა იყო სევდიანი, შენ

    მხოლოდ ბედნიერი უნდა იყო! შენ მხოლოდ სიყვარულისთვის უნდა ცოცხლობდე!

    მალე შევხვდებით...

    შენი უცნობი თაყვანის მცემელი...“

    ევა სახტად დარჩა.

    „მას მე ვუყვარვარ? ვუყვარვარ!“ - და ოთახში ხტუნვა დაიწყო. იგი ეიფორიაში იყო.

    ცხოვრებაში არავის უთქვამს მისთვის ასეთი რამ, ახლა კი... „რა მნიშვნელობა აქვს ვინ

    არის, მას ხომ ვუყვარვარ?! - ევა ბედნიერი იყო. მიხვდა, რომ ის უცნობი იყო, თოვლში

    რომ გამოელაპარაკა. მოუნდა თვითონაც მიეწერა წერილი. მოიმარჯვა კალამი,

    ფურცელი და წერას შეუდგა:

    „არ ვიცი ვინ ხარ, საიდან გაჩნდი ასე მოულოდნელად ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ

    დამიჯერე შენ შეძელი წამიერად გაგენათებინა ჩემი სიცოცხლე და ამით მადლობელი

    ვარ!

    ესე იგი შენ მუდამ ჩემს გვერდით იყავი? მაშ, ასე ოსტატურად როგორ ახერხებდი

    ჩემს ჩრდილში ყოფნას? ისე კი, ბოლოს ცოტა დამაეჭვა იმ ყვითელმა ყვავილმა,

    რომელიც თითქმის ყოველთვის მხვდებოდა ქვაზე. ახლა ყველაფერი ნათელია.

    მინდა შენთან შეხვედრა! ვფიქრობ, უფლება მაქვს ვიცოდე ვინ მწერს წერილს.“

  • 14

    წერილი ისევ ფანჯრის რაფაზე დადო, იმ იმედით, რომ უცნობი ისევ მოვიდოდა და

    წაიღებდა.

    ევას სულში სიყვარული ჩაიღვარა. მას უკვე მთელი სამყარო უყვარდა, მხოლოდ

    უცნობზე ფიქრობდა, მხოლოდ მასზე და ეს აბედნიერებდა. ოთახიდან

    გასვლისთანავე დედას ჩაეხუტა და მოეფერა...

    - რაიყო, ევა რამ გაგაგიჟა? -გაკვირვებულმა იკითხა დალიმ.

    - არაფერი, არ შეიძლება ჩაგეხუტო? - მიყვარხარ დედა!

    - კარგი, კარგი... მიდი ჭურჭელი გარეცხე, მე უნდა გავიდე, საქმე მაქვს რაღაც...

    - რა საქმე? სად მიდიხარ?

    - არაფერი ისეთი, მალე მოვალ...

    - კარგი, დედა!

    მეორე დღეს წერილი აღებული დახვდა...

    მას მერე ევა სულ ფანჯარაში იყურებოდა. უნდოდა უცნობის ნახვა... ხანაც

    უსაფრდებოდა ხოლმე. ღამით ეღვიძებოდა, იქნებ აქ იყოსო, მაგრამ ამაოდ, მას

    შემდეგ აღარ გამოჩენილა, აღარც წერილი დაუტოვებია.ევას საყვარელ ადგილზეც

    არავინ ჩანდა. ევას უკვირდა, ძალიან უკვირდა... მაგრამ მაინც გრძნობდა, რომ

    უცნობს მალე ნახავდა და იმედს არ კარგავდა.

    * * *

    გაზაფხულიც დადგა. ერთ ჩვეულებრივ დღეს ევა ქუჩაში მიდიოდა, როდესაც

    უეცრად ქარი ამოვარდა, წვიმამ დაუშვა და ტყემლის ყვავილის ფურცლები აქეთ-

    იქით მიმოფანტა. ცოტა სიარულიც კი გაუჭირდა, იმდენად ძლიერი იყო მობერილი

    ქარი. ამღვრეული ფიქრები უეცრად გაიჭრა გარეთ და ქარმა, როგორც ობოლი

    იშვილა და თან გაიყოლა. უცბათ, ევამ იგრძნო, რომ ბედნიერი იყო, თუმცა საბაბი

    ნაკლებად ჰქონდა... „მე ცოცხალი ვარ“ - და მიხვდა, რომ სწორედ ეს გამხდარა მისი

    სიხარულის მიზეზი. სიცოცხლე უხაროდა, როგორიც იყო... და ბედნიერი იყო... იმ

    წუთას ევას უყვარდა ყველაფერი, ყველა... უყვარდა უფალი, სამყარო, დედამიწა,

    ყველა ერი, ყველა ქვეყანა, საქართველო, მისი ყოველი კუთხე და ხალხი, თბილისი,

    მისი სახლი, მისი ოჯახი... სიყვარულით მთვრალი იყო ევა და არ იცოდა ეს როგორ

    გამოეხატა. წვიმა ასველებდა, ქარი აფხიზლებდა, ყვავილის ფურცლები ნისლივით

    დაქროდა ქუჩის ყოველ კუნჭულში. ჰაერს მძიმედ სუნთქავდა, სახეს წვიმას უშვერდა

    და სიამოვნებდა. ევას ამ წუთებში არაფერი ანაღვლებდა, არაფერზე ფიქრობდა, ის

    უბრალოდ ბედნიერი იყო...

  • 15

    ევას მაშინვე უცნობი გაახსენდა და მოუნდა მისთვის ისევ მიეწერა წერილი იმ

    იმედით, რომ ამჯერად მაინც გამოეხმაურებოდა. სახლთან მეზობლები

    შეკრებილიყვნენ და ყველას მზერა ევას სახლზე იყო მიმართული, თან რაღაცებს

    ბუტბუტებდნენ, ზოგიც ბოროტულად დროდადრო ჩაიხითხითებდა ხოლმე.

    - ვაი, ეს საწყლები ესენი;

    - მაგათ არაფერი ეშველებათ;

    - არ წაიღეს ტვინი კაცო, ვეღარ გავჩერებულვარ მშვიდად სახლში ამათი შიშით;

    - ეს გოგო კიდე მთელი დღეები აქეთ-იქით დაწანწალებს, რაიცი სად დადის...

    - ვაი, ვაი მაგათ პატრონს უბედურს..

    ევას დანახვისთანავე ყველა გაჩუმდა და შეფარვით ყველამ მას გააყოლა თვალი.

    მიხვა ევა უკვე, რაც ხდებოდა, მორიგი სპექტაკლი...

    შევიდა სახლში და აი რა სურათი დახვდა - დედა ჩანთას ალაგებდა, იოსები

    ღრიალებდა:

    - წადი, წადი, ჩემთვის სულ ერთია... შენი დედამ... შე, ბოზო!

    - წესსსსსიერად ილაპარაკე! დიახაც წავალ! მე შენი ატანა აღარ შემიძლია.

    მთელი ცხოვრება შენ გემსახურებოდი, გივლიდი, გირეცხავდი, გაჭმევდი...

    ვინ დამიფასა? არავინ.. ეხლა ვინც გინდა იმან მოგხედოს. მორჩა და გათავდა!

    - უხ შენი დედამ... - ეს იყო და ეს კარები გაიჯახუნა და წავიდა. გარეთ

    მეზობლები რომ დაინახა ამაზე საერთოდ გაგიჟდა და დაუღრიალა:

    - რა იყო საქმე გამოგელიათ? დაიშალეთ დროზე თქვენი...

    მეზობლები კუდამოძუებულები და ხმაგაკმენდილები სახლებში შეიძურწნენ,

    ვაითუ ეხლა ჩვენც მოგვხვდეს რამეო.

    ევა დედას მივარდა ტირილით:

    - რა მოხდა, დედა? რა არ გასვენებთ, რა? ჩემზე საერთოდ არ ფიქრობთ, არა? რა

    გემართებათ, შეგიძლიათ ერთხელ და სამუდამოდ ამიხსნათ?

    - ეგ მამაშენს ჰკითხე! - თან ნერვიულად ჩანთას ალაგებდა.

    - და სად მიდიხარ ვერ გავიდე?

    - დედაჩემთან სოფელში...

    - ხო, მაგრამ... მე?

    - შენ უკვე დიდი ხარ და როგორმე მიხედავ თავს, მამაშენსაც მიხედავ. მე აქ უკან

    მომბრუნებელი არ ვარ!

    - ხო, არა? ესეიგი მიდიხარ? ანუ მეც მტოვებ! ჰმ! მშვენიერია! წაბრძანდი ბატონო,

    მეტი რა შეგიძლიათ ან შენ და ან იმას... გარბიხართ მთელი ცხოვრება,

    საკუთარ თავს გაურბიხართ ყოველთვის და მაგიტომაცაა თქვენი საქმე ასე! -

    გამწარებული ყვიროდა ევა.

  • 16

    - მოკეტე სანამ დროა, თორე გადაგამტვრევ თავზე ეხლა რაღაცააააააააააააას -

    იკივლა დალიმ.

    - ფუ ფუ ფუუუუუუუუუუუ - არ დააკლო ევამ და თავისი ოთახის კარი

    მიიჯახუნა.

    უყურებოდა ევა ფანჯრიდან, როგორ ტოვებდა დედა სახლს, შვილს, ქმარს...

    მიდიოდა კი არა, მირბოდა... უკან არც მოუხედავს. წავიდა და წავიდა...

    გოგონას დაავიწყდა თუ როგორი ბედნიერი იყო ერთი საათის წინ, როგორ უყვარდა

    ყველა და ყველაფერი, ახლა კი... ახლა მხოლოდ სძულდა, ეზიზღებოდა... ციდან

    მიწაზე დაენარცხა. ახლა იმ უცნობზეც მოსდიოდა ბრაზი.

    მას მერე დედას არც დაურეკავს, არც წერილი მოუწერია და არც ჩამოსულა. ევა

    მიხვდა, რომ დედა სამუდამოდ გაქრა მისი ცხოვრებიდან. მამა კი კვირაში ერთხელ

    თუ მივიდოდა სახლში, ისიც გათხლეშილი მთვრალი. საჭმლისთვის ცოტა ფულს

    უტოვებდა ხოლმე ევას, და მერე ისევ მიდიოდა. გოგონა თითქმის სულ მარტო იყო.

    მისი გონება სასოწარკვეთამ მოიცვა. ერთადერთი წიგნები თუ ეხმარებოდა მის

    გაფანტვაში. როგორ უნდოდა ევას უნივერსიტეტში ესწავლა?! სტუდენტობა ცოტათი

    მაინც შეუმსუბუქებდა შექმნილ მდგომარეობას, ცოტას გახალისდებოდა. მაგრამ, არა!

    ვის ჰქონდა მისი სწავლის ფული?! არც არავინ ზრუნავდა გოგონას განათლებაზე!

    სამაგიეროდ, ევა არ კარგავდა დროს და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ეკითხა.

    წიგნები კი თავზესაყლერად იყო სახლში, თუმცა ევას მეტი მათი წამკითხველი

    არავინ იყო.

    * * *

    ერთ დღესაც, ევას კართან წერილი ხვდება:

    „დიდი ხანი გავიდა, რაც არ მომიწერია შენთვის. ვიცი რაც მოხდა, ნუ იფიქრებ, რომ

    დაგტოვე ან აღარ მახსოვხარ, არა! მე ისევ შენთან ვარ! ნუ გამიბრაზდები, ძალიან

    გთხოვ... შენი წერილი წავიკითხე. ის უკვე ძალიან ძვირფასია ჩემთვის. იცი რას

    გთხოვ? მომწერე ხოლმე. მომწერე როცა მოგინდება, ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ

    საკითხზე...

    შენი უცნობი თაყვნისმცემელი.“

    ამ მოულოდნელი წერილის მიღების შემდეგ ევა გახალისდა.

    ის წერს:

  • 17

    „რატომ მეთამაშები, უცნობო? ვბრაზდები... თუმცა, ვფიქრობ, ამ თამაშმა ჩამითრია...

    მე მოგწერ წერილებს, იმ იმედით, რომ მალე შეგხვდები...“

    მას მერე, როცა კი ჩვენს გოგონას ვინმესთან საუბარი მოუნდებოდა, მაშინვე

    უცნობისათვის წერილის წერას იწყებდა.

    „ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდის, მე ვიზრდები, ნელ-ნელა ბავშვობას

    ვემშვიდობები და შევდივარ ცხოვრების იმ პერიოდში, რომელიც ასე უცხოა

    ჩემთვის... რაღაც ამოუცნობისკენ მიმაქანებს ცხოვრება და რატომღაც ეს წლები მუქ

    ფერებში მესახება. ვგრძობ, შავი ლაქები როგორ ჩნდებიან ჩემს სულზე და ნელ-ნელა

    როგორ იზრდებიან, ადგილს იმკვიდრებენ და როგორ უღიტინებენ, ისედაც სევდით

    მოქანცულ სულს. რაც უფრო მეტად ვფიქრობ, მით მეტად ედება გულს დაღი. მძიმე

    ლოდი დააწვა სულს, როდესაც სხეულმა ცოდვას გემო გაუსინჯა და მისი სიტკბოება

    შიეგრძნო. გავხდი ისეთივე, როგორიც ყველაა - ცოდვიანი, მრუში, ამპარტავანი,

    ცინიკოსი, ბოროტი... ამას შინაგანად ვგრძნობ, გულის კუნჭულში კი რაღაც

    განუწყვეტლივ მკენწლავს. ეს კი სულს მიფორიაქებს და არ მაცდის ამქვეყნიური

    სიამოვნებით ბოლომდე დავტკბე. რაღაც მაბრკოლებს, თუმცა ვცდილობ ეს „რაღაც“

    თავიდან მოვიშორო. ეს „რაღაც“ ვერ გამიგია რა არის...

    დღეს კი ჩემთვის ყველაფერი ნათელია - „თმა-გაწეწილი, ნაცემ-ნაბეგვი, გათელილი,

    მაღალ მთაზე დაჩოქილი, მომლოდინე, შემზარავი კვნესით მოსილი სინდისი“

    დასტრიალებდა თურმე შავი ყორანივით ჩემს სულს, სინდისი ყოფილა, რომელიც ასე

    სდაგავდა და ჰბუგავდა, ისედაც სევდით დაკრუნჩხულ გულს... დრო გავიდა და

    აწეწილი ფიქრები კიდევ უფრო აიბურდა, ერთმანეთს გადაეხლართა, ისე, რომ თავსა

    და ბოლოს ვერ ვპოულობ. ახლა უკვე საერთოდ ვეღარაფერი გამიგია. უკვე ეჭვი

    მეპარება, რომ ისეთი ვარ როგორიც ყველა. მე არ შემეძლო ჩემი გრძნობები

    ვინმესთვის გამეზიარებინა, არა იმიტომ, რომ გულშემატკივარი გვერდით არ

    მახლდა, არამედ იმიტომ, რომ არ ვიცოდი რა მეთქვა, რა მინდოდა საერთოდ, რა

    მტკიოდა, რა მახარებდა... სწორედ ამიტომ გულში ყოველი ტანჯვით განცდილი

    სიხარული ილექებოდა და სულის შავ ლაქებს ერწყმოდა. მე ვცეკვავ, ვმღერი, ისე,

    რომ ჩემს გულსა და სულს შიგ ვაქსოვ, შავ-თეთრ ნახატებს ვხატავ და ამით ვცდილობ

    გულის მოფხანვას. არავის ვაგრძნობინებ, რომ რაღაც მაწუხებს, რადგან ვგრძნობ, ეს

    ყველაზე ინტიმური რამაა,რაც მხოლოდ მე მეხება და სხვა არავის. მტკივა, ძალიან

    მტკივა, მაგრამ მე მაინც არ ვუხვევ იმ ცოდვიან გზას, რასაც კაცობრიობა დღემდე

    მიყვება. ტკივილში ხშირად შვებას ვგრძნობ და ვხვდები, რომ ეს სიხარული

    სინანულისგანაა გამოწვეული. მიხარია, რადგან ვნანობ და გ