fanebi com (7)

8

Upload: beka-dograshvili

Post on 09-Mar-2016

221 views

Category:

Documents


2 download

DESCRIPTION

სპორტულ ინტერნეტ-პორტალ Fanebi.Com-ის ყოველკვირეული ჟურნალის მეშვიდე ნომერი.

TRANSCRIPT

Page 1: Fanebi com (7)
Page 2: Fanebi com (7)

– ექვსი თვის წინათ სამშობლო დატოვეთ და

კატალონიის „ბარსელონაში“ გადახვედით.

გუნდთან ადაპტაცია მალევე გაიარეთ. ელოდით

თუ არა ამას?

– სიმართლე გითხრათ, არ ველოდი.

გამიმართლა, რისთვისაც ღმერთს მადლობას

ვუხდი. ძალიან კარგი ადამიანების გვერდით

მოვხდი, ისინი აქ თბილად დამხვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონას“

ფეხბურთელებს უამრავი ტიტული აქვთ

მოგებული, ისინი საკმაოდ თავმდაბლები არიან.

ბარსელონაში არაერთი მეგობარი შევიძინე.

ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ

ადაპტაცია მალევე გავიარე.

– უკვე მოახერხეთ თუ არა ესპანური ენის

შესწავლა?

– ესპანურად საუბარი ჯერ-ჯერობით მიჭირს.

ესპანური ენა პორტუგალიულს გავს, მაგრამ

რთული სასწავლია.

– გასულ წელს, კონფედერაციის თასის

ფინალში, „ბარსელონას“ არაერთმა

ფეხბურთელმა ითამაშა. როგორ ფიქრობთ,

მოახერხებენ თუ არა ისინი მსოფლიოს 2014 წლის

ჩემპიონატის ფინალში მოხვედრასაც?

– ვფიქრობ, ფინალში თამაშს ყველა ვერ

მოახერხებს. მუნდიალზე, ყველა ნაკრები იმ

მიზნით მიდის, რომ ტურნირი მოიგოს. ყველა

გუნდი ბოლომდე იხარჯება და ცდილობს,

ფინალში გააღწიოს.

– ლუიშ ფელიპე სკოლარის მოსვლის

შემდეგ, რა შეიცვალა ბრაზილიის ეროვნულ

ნაკრებში?

– ჩემი აზრით, ჩვენმა გუნდმა თავისი

დამახასიათებელი ნიშნები მოიპოვა. ცხადია,

იმისათვის, რომ სასურველი ფეხბურთი

ვითამაშოთ, კიდევ დროა საჭირო.

კონფედერაციის თასზე ჩინებულად ვიასპარეზეთ.

ძალიან შეკრული გუნდი გვყავს და რაც მთავარია,

მოტივაცია არ გვაკლია.

– ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე დღეებს

ითვლიან. რას ეტყვით მათ?

– მინდა, მათ ვუთხრა, რომ მსოფლიოს

ჩემპიონატზე თითოეული ჩვენგანი ბოლომდე

დაიხარჯება და მათი გულების გახარებას

შეეცდება. გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენს

გვერდით დგანან და დარწმუნებული ვარ, ეს

მუნდიალზეც ასე იქნება.

– დაასრულეთ: „2014 წელს ნეიმარი

იქნება...“

– ...მსოფლიოს ჩემპიონი.

Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
2
Page 3: Fanebi com (7)

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელების სია

გამოაქვეყნა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის

შესარჩევ ეტაპზე გოლის გატანა მოახერხეს.

საუკეთესო ხუთეულში მეორე ადგილი დაიკავა

ლევან მჭედლიძემ, რომელმაც 2008 წლის

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, 2007

წლის 17 ოქტომბერს, საქართველოსა და იმ

მომენტისთვის ჯგუფის ლიდერ შოტლანდიის

ეროვნულ ნაკრებთა შორის თბილისში

გამართულ მატჩში (2:0) ანგარიში გახსნა. მაშინ

მჭედლიძე სულ 17 წლისა და 207 დღისა

გახლდათ.

უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე

გამოაქვყნებულ პუბლიკაციაში ქართველი

ფეხბურთელის შესახებ ვკითხულობთ:

„ლევან მჭედლიძე - თბილისის „დინამოს“

სარეზერვო გუნდის მეკარის, კარლო მჭედლიძის

შვილი. სულ რაღაც 14 წლის ასაკში ქართველი

იტალიაში წავიდა, სადაც საკლუბო კარიერა

დაიწყო. ის იქ „ქართველ იბრაჰიმოვიჩად“

მონათლეს. სწორედ იტალიელთა წინააღმდეგ

ჰქონდა საქართველოს მთავარ ნაკრებში

დებიუტი, პირველი გოლი კი მეორე შეხვედრაში

გაიტანა, რომელიც შოტლანდიის ნაკრების

წინააღმდეგ გაიმართა. „ემპოლის“

თავდამსხმელის გოლი ქართველებს დაეხმარა,

რომ ჯგუფის ლიდერი დაემარცხებინათ.

ამასთანავე, „სკუადრა აძურასაც“ საშუალება

მიეცა, ბრიტანელთა ზემოთ მოქცეულიყო.

„როდესაც შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ

"ემპოლიში" დავბრუნდი, მომეჩვენა, რომ მთელი

საფეხბურთო იტალია მიცნობდა. ამ გოლის

წყალობით სამშობლოშიც ცნობილი გავხდი. ეს

ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტი იყო“, -

განაცხადა მჭედლიძემ უეფას ოფიციალური ვებ-

გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

რაც შეეხება სრულ სიას, პირველ ადგილზე

უელსის ნაკრების ფეხბურთელი გარეტ ბეილი

გავიდა, რომელმაც 2006 წლის 7 ოქტომბერს,

სლოვაკეთის ნაკრებს 16 წლისა და 83 დღის

ასაკში გაუტანა.

მესამე ადგილი წილად ხვდა ისრაელის

ნაკრების თავდამსხმელ ბენ საჰარს, რომელმაც

2007 წლის 28 მარტს, ესტონეთის ნაკრებს 17

წლისა და 230 დღის ასაკში გაუტანა.

მეოთხე ადგილზე გავიდა ინგლისის

ნაკრების ფორვარდი უეინ რუნი, რომელმაც 2003

წლის 6 სექტემბერს, მაკედონიას 17 წლისა და 317

დღის ასაკში გაუტანა.

მეხუთე ადგილი კი ყოფილი იუგოსლავიის

ნაკრების ფეხბურთელ ზორან ფილიპოვიჩმა

მიიღომ, რომელმაც 1971 წლის 9 მაისს, გერმანიის

დემოკრატიულ რესპუბლიკას გაუტანა.

Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
3
Page 4: Fanebi com (7)

საქართველოსა და ლიხტენშტეინის საფეხბურთო

ნაკრებთა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის

სახელობის სტადიონზე 5 მარტს, 18 საათზე დაიწყება. ქეცბაიამ

გუნდში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“, თბილისი), ნუკრი

რევიშვილი („ვალეტა“, მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“,

ქუთაისი);

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე

(„დნიპრო“, უკრაინა), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა

სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი) დავით კვირკველია,

გიორგი ხიდეშელი (ორივე „დინამო“, თბილისი), სოლომონ

კვერკველია („რუბინი“, რუსეთი ), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“,

რუსეთი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( „კარპატი“, ლვოვი,

უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე

„დნიპრო“, უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“,

ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), ირაკლი

ძარია („დინამო“, თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“,

ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე („ჟილ ვისენტე“,

პორტუგალია);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია),

ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ბაჩანა

ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“,

რუმინეთი).

საქართელოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი

ჭანტურიამ რუმინულ „კლუჟთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი

გააფორმა.

უკრაინული პრესის ცნობით, დიუსელდორფის

„ფორტუნას“ ნახევარმცველ ლევან ყენიას სიმფეროპოლის

„ტავრია“ ეპატიჟება. აღნიშნულ გუნდს ნიკოლაი კოსტოვი

ხელმძღვანელობს, რომლის თავკაცობითაც ქართველი

ფეხბურთელი ლვოვის „კარპატიში“ თამაშობდა. სწორედ ის

არის შესაძლო ტრანსფერის ინიციატორი. გავრცელებული

ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ

იოზილმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე

მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართული მატჩის (0:2) შემდეგ

ქომაგებს მოუბოდიშა: „დილით თავს ძალიან ცუდად

ვგრძნობდი. მაპატიეთ, სულაც არ ვაპირებდი ასე თამაშსძალიან

რთულია, რომ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა ასეთი დონის

გუნდი დაამარცხო“.

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან

გაალმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებად

არგენტინის, ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებები დაასახელა.

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ისკოთი

„მანჩესტერ სიტი“ და „მილანი“ დაინტერესდნენ. (Marca)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ

სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის (0:2)

შემდეგ, „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ

პელეგრინიმ მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად

გააკრიტიკა. „სიტის“ თავკაცის თქმით, შვედი მსაჯი

არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში

კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან

გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა

მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა

პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა

მოედნიდან. პელეგრინიმ მოგვიანებით მოიბოდიშა, თუმცა

უეფაში ამ საკითხს მაინც განიხილავენ, საბოლოო ვერდიქტს კი

28 თებერვალს გამოიტანენ.

უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 4

წლის ვადით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება ძალაში

2019 წლის ივნისამდე იქნება. ფეხბურთელი კვირაში 300 ათას

ფუნტს მიიღებს, რაც პრემიერლიგის სარეკორდო

მაჩვენებელია. კარიერის დასრულების შემდეგ რუნი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ელჩი გახდება.

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ

ბოსკე მიიჩნევს, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაც ხოსეპ

გვარდიოლას იუპ ჰაინკესთან შედარება არაკორექტულია:

„ვფიქრობ, ეს არაკორექტული შედარებაა. ორივე მათგანი

შესანიშნავი მწვრთნელია. იუპის „ბაიერნმა“ ყველაფერი

მოიგო, ის უყვართ მიუნხენში. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც,

ვისაც პეპის გაკეთებული ბოლომდე არ მოეწონება. მე

მაგალითად, ორივე მწვრთნელი ძალიან მომწონს“. (Bild)

ლონდონის „არსენალის“ სტადიონ „ემირეითსზე“

მორიგი ძეგლი გაიხსნა. ამჯერად პატივი კლუბის

ლეგენდარულ თავდამსხმელ დენის ბერგკამპს დასდეს.

„მილანმა“ და „ბოკა ხუნიორსმა“ საერთაშორისო

დონეზე ყველაზე წარმატებული კლუბის სტატუსი დაკარგეს.

იტალიურ და არგენტინულ კლუბებს, რომელთაც 18-18

ტიტული აქვთ დასაკუთრებული, ეგვიპტურმა „ალ აჰლიმ“

გაუსწრო, რომელმაც მე-19 საერთაშორისო დონის თასი

მოიგო.

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო

ანჩელოტი „მილანის“ მცველ მატია დე შილიოთი

დაინტერესდა.

Admin
Typewritten Text
4
Page 5: Fanebi com (7)

როგორც იქნა, ჩემპიონთა ლიგა განახლდა და ჩვენი რუბრიკის პირველი კარიკატურაც ამ თემას

ეხება. ომარ მომანმა ტურნირის მერვედფინალური ეტაპის 16-ივე გუნდის თითო ფეხბურთელი ერთ

კარიკატურაზე დაატია, რითაც გვამცნო, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი

საინტერესო ფაზით დაგვიბრუნდა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონასთან“ ანგარიშით 0:2

დამარცხდა. მატჩის შემდეგ „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მარცხი მსაჯს

გადააბრალა და პირზე რაც მოადგა, ყველაფერი თქვა, რის გამოც, არ არის გამორიცხული, უეფასგან

დაისაჯოს კიდეც. მატჩამდე ჟოზე მოურინიომ თქვა, ეს ბოლო წლების ყველაზე ცუდი „ბარსელონაა“ და

ფავორიტად „სიტის“ ვთვლიო. თუმცა, კატალონიურმა გუნდმა პორტუგალიელის სიტყვები უმალ

გააქარწყლა და „ეტიჰადზე“ „სიტი“ დაამარცხა. ამას ეძღვნება მომანის კიდევ ერთი კარიკატურა,

რომელზედაც მსაჯზე გაცეცხლებული მანუელ პელეგრინი, ფაბრეგასისგან პირში დამამცირებელი

ღვეზლით გაჩრილი მოურინიო, ხოლო ფონზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ აწიოკებული ლევერკუზენის

„ბაიერია“ გამოსახული.

Admin
Typewritten Text
5
Page 6: Fanebi com (7)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე, ლონდონის „არსენალსა“ და მიუნხენის

„ბაიერნს“ შორის გამართულ მატჩში (0:2) მასპინძელთა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა პენალტი ისე

ცუდად დაარტყა, რომ უკვე გადამხტარმა მანუელ ნოიერმა მაინც მოახერხა ბურთის მოგერიება. ამის გამო

იოზილი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ომარ მომანმა კი ამ ეპიზოდს იუმორნარევი კარიკატურაც

მიუძღვნა.

პარასკევს უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.

ფეხბურთელი კვირაში 300 ათას ფუნტ სტერლინგს მიიღებს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ

„იუნაიტედის“ თავკაცმა დევიდ მოიესმა რუნის ქება-დიდება არ დააკლო.

„უეინი 2003 წელს პირველად მე ვათამაშე ევერტონში“ და მას შემდეგ ინგლისის საუკეთესო

ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ვხედავ, როგორ განვითარდა. უნარიანი, გამოცდილი და წარმატებაზე

დაგეშილი რუნი ჩემი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - აღნიშნა მოიესმა.

Admin
Typewritten Text
6
Page 7: Fanebi com (7)

ჟუნინიო პერნამბუკანომ კარიერის

დასრულების შესახებ განაცხადა. ის ფეხბურთის

ისტორიაში ჯარიმების საუკეთესო

შემსრულებელია, რასაც ფაქტებიც ადასტურებს:

39 წლის ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმებით

76 გოლი გაიტანა, მასზე მეტი ვის უნდა გაეტანა?!

76 გოლი საჯარიმო დარტყმებით:

რომელი გუნდების შემადგენლობაში გაიტანა?

გოლი: კლუბი: კარიერის

წლები:

1 „სპორტი“,

რესიფი

(ბრაზილია)

1993/1994

18 „ვასკო და

გამა“, რიო დე

ჟანეირო

(ბრაზილია)

1994/2001, 2011/2012. 2013/2014

44 „ლიონი“

(საფრანგეთი)

2001/2009

9 „ალ გაფარა“,

დოჰა (ყატარი)

2009/2011

4 ბრაზილიის

ნაკრები

1999/2006

ვის გაუტანა ყველაზე მეტი?

3 გოლი

„სანტოსი“ (ბრაზილია)

„ლანსი“ (საფრანგეთი)

„ნიცა“ (საფრანგეთი)

„მეცი“ (საფრანგეთი)

„ტულუზა“ (საფრანგეთი)

რომელ ტურნირზე რამდენი გაიტანა?

გოლი ჩემპიონატი

31 საფრანგეთის

ჩემპიონატი

17 ბრაზილიის

ჩემპიონატში

10 ჩემპიონთა ლიგა

7 ყატარის ჩემპიონატი

3 ბრაზილიის ნაკრები

(ამხანაგური მატჩი)

3 საფრანგეთის თასი

1 2006 წლის მუნდიალის

შესარჩევი ეტაპი

1 ლიბერტადორესის

თასი

1 შეიხ იასიმის თასი

(ყატარი)

1 შეიხ იასიმის თასი

(ყატარი)

1 მემკვიდრე პრინცის

თასი (ყატარი)

მხოლოდ ფაქტები:

საჯარიმო დარტყმით ჟუნინიომ პირველი

გოლი მშობლიური „სპორტ რესიფის“ რიგებში

გაიტანა, ბოლო კი „ვასკო და გამას“

შემადგენლობაში იმავე „სპორტ რესიფის“

გაუტანა.

2003/2004 წლების სეზონის უეფას

ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე

ჟუნინიომ საჯარიმო დარტყმით „ბაიერნის“

ლეგენდარულ კიპერ ოლივერ კანს გაუტანა,

რითაც საქვეყნოდ გაითქვა სახელი.

Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
Admin
Typewritten Text
7
Page 8: Fanebi com (7)

„ლიონის“ რიგებში 44 საჯარიმო დარტყმით

გატანილი გოლიდან ოთხის დისტანცია ორმოცი

მეტრის ტოლია, ან ორმოც მეტრს აღემატება: 41

მეტრის რადიუსიდან გაუტანა „აიაჩოს“ 2006 წელს,

45 მეტრიდან - „ბარსელონას“ 2007 წელს, 48

მეტრიდან - „ნიცას“ 2008 წელს და 40 მეტრიდან -

„მარსელს“ 2009 წელს.

18 გატანილი გოლით ჟუნინიო

ევროთასებზე „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირი

გახდა. მე-17 გოლი ბრაზილიელმა

ნახევარმცველმა 2008/2009 წლების სეზონის

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ბარსელონას“

გაუტანა.

იმ შემთხვევაში, თუ დევიდ ბექჰემი საჯარიმო

დარტყმას 20 მეტრის ან ნაკლები დისტანციის

მანძილიდან ასრულებდა, ჯარიმა ნაკლებად

ეფექტური გამოდიოდა. რონალდინიოს

შემთხვევაში კი, საჭირო იყო მინიმუმ 30-მეტრიანი

დისტანცია. აი, ჟუნინიოს შემთხვევაში,

მნიშვნელობა არ ჰქონდა მანძილს, მას

ნებისმიერი დისტანციიდან შეეძლო ეფექტურად

დარტყმა.

მის დარტყმულს მეტსახელებიც კი

მოუგონეს: „გველის გასროლა“, „მკვდარი

ბურთი“.

ჟუნინიოს დარტყმის ტექნიკას

თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელებიც

იყენებენ: რონალდუ, მესი, ბეილი, ნეიმარი,

რონალდინიო, პირლო...

ჟუნინიო პერნამბუკანო (2006 წელი):

„საჭიროების შემთხვევაში, ვიყენებ მარჯვენა

ფეხის ან შიდა ან გარე მხარეს. ვცდილობ, ბურთი

არ დავატრიალო, რადგან არსებობს რისკი, რომ

საჭირო ტრაექტორია დაიკარგოს. რა თქმა უნდა,

სიძლიერით ჩემი დარტყმული რობერტო

კარლოსის დარტყმას ვერ შეედრება, მაგრამ

დამიჯერეთ, ჩემს შემთხვევაშიც კი, ბურთი ძალიან

სწრაფად მიფრინავს.

არასდროს არ ვფიქრობ იმაზე, ვარ თუ არა

საუკეთესო. ვიცი, რომ ჩემს საჯარიმო დარტყმებს

ქულისა და გამარჯვების მოტანა შეუძლია. ამიტომ,

ვარჯიშებზე ძალიან ბევრს ვშრომობ, ვცდილობ,

რომ დარტყმა მუდმივად გავაუმჯობესო. ჩემი

მთავარი საიდუმლო საკუთარ თავზე მუშაობაა.

საჯარიმო დარტყმებზე ბავშვობიდან

ვვარჯიშობ, ეს ყოველთვის მაინტერესებდა“.

ანდრეა პირლო, იტალიის ნაკრების

ნახევარმცველი:

„ჟუნინიო სტანდარტული მდგომარეობების

ყველაზე დიდი ოსტატია. მისი საჯარიმო

დარტყმები სრულიად უნიკალურია. ჯარიმის

შესრულებისას ვცდილობ, რომ ჟუნინიოს მივბაძო

ხოლმე და ხანდახან ეს გამომდის კიდეც“.

2014 წლის 23 თებერვალი თბილისი, საქართველო

(Fanebi.Com) ჟურნალი Fanebi.com

რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ჟურნალისტები: დიტო ჭიჭინაძე, ბექა დოგრაშვილი

Admin
Typewritten Text
8