ჰორიზონტი და მისი მხარეეები

Post on 18-Feb-2017

2.902 Views

Category:

Education

1 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

სსიპ ქ.თბილისი №167 საჯარო სკოლადაწყებითი

კლასების პედაგოგი: რუსუდან გორგაძე

კლასი: მე-42014წ.

ჰორიზონტი.ჰორიზონტი და მისი მხარეები

მიზანი:

გაეცნონ ,,ჰორიზონტს“, ,,ჰორიზონტის ხაზს“, ,,ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეები“ -ს ცნებებს;

გაეცნონ ჰორიზონტის მხარეების განმსაზღვრელ ხელსაწყოს - კომპასს;

ისწავლოს ჰორიზონტის მხარეების გარკვევა ზოგიერთი ბუნებრივი

პირობების მიხედვით.

სივრცეს, რომელსაც ჩვენი თვალი სწვდება,

ჰორიზონტი ჰქვია.

წარმოსახვითი ხაზი, რომელიც თითქოს ერთმანეთთან აერთებს ხმელეთსა და ცას,

ან ზღვასა და ცას , ეწოდებაჰორიზონტის ხაზი.

დახურული ჰორიზონტი

დახურულიჰორიზონტი

ღია ჰორიზონტი

ჰორიზონტის მხარეები

ჰორიზონტის მხარეები

ჰორიზონტის ძირითადი მიმართულებების გარდა არსებობს შუალედური მხარეები: ჩრდილო-აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი

ორიენტირება ჰორიზონტის მხარეების

განსაზღვრა და გზის გაგნება: კომპასით, მზის, მთვარის ან

ვარსკვლავების დახმარებით, აგრეთვე, ადგილობრივი ბუნებრივი

ნიშნების მეშვეობითაა შესაძლებელი.

ორიენტირება კომპასით

მაგნიტურიისარი

შკალა

კომპასის მაგნიტური ისრის ლურჯად შეღებილი ბოლო

ჩრდილოეთის მხარეს, აჩვენებს წითელი - კი სამხრეთ მხარეს.

კომპასთან მუშაობისწესები

კომპასი დავიდოთ ხელზე ჰორიზონტალურად.ისარი უნდა იყოს გაუნძრევლად. ამის შემდეგ კომპასი ისე უნდა შევატრიალოთ, რომ კომპასის შკალაზე ასო «ჩ(N)» დაემთხვეს მაგნიტური ისრის მუქ (ლურჯ) ბოლოს.

ორიენტირება მზის დახმარებით

ს ჰორიზონტის მხარეს, საიდანაც მზე ამოდის, აღმოსავლეთს უწოდებენ, ხოლო სადაც ჩადის - დასავლეთს. თუ სახით მზის ამოსვლის მხარეს, ანუ აღმოსავლეთისაკენ დადგები, მაშინ შენ მარცხნივ ჩრდილოეთი იქნება, მარჯვნივ- სამხრეთი, უკან კი -დასავლეთი.

გადაჭრილ ხეს თუ დავაკვირდებით, წრიული რგოლები სამხრეთით უფრო ფართოა, ვიდრე ჩრდილოეთით.

ს ჩ

ჭიანჭველებს ბუდე ხეებისა და ქვების სამხრეთ მხარეს აქვთ, რადგან ეს მხარე უფრო თბილია; ამ ბუდის სამხრეთ მხარე უფრო დამრეცია, ვიდრე ჩრდილოეთ მხარე.

სჩ

ცალკე მდგომ ხეს ჩრდილოეთით მოკლე ტოტები აქვს, ხოლო სამხრეთით ხის ვარჯი უფრო განვითარებულია - ტოტები უფრო გრძელი და ხშირია.

ს ჩ

ქვებსა და ხეებს ხავსი უფრო ხშირად ჩრდილოეთ მხრიდან ფარავს, რადგან ეს მხარე უფრო გრილი და ტენიანია.

სოკოები უფრო მეტად ამოდის და იზრდება ხეების ჩრდილოეთ მხრიდან.

თურმე, ხილი უფრო მალე მწიფდება

სამხრეთის მხრიდან

რუკებსა და ნააზებზე ჩრდილოეთის მიმართულება ფურცლის ზედა მხარეა, სამხრეთი -ქვედა მხარე, აღმოსავლეთი- ფურცლის მარჯვენა მხარე, ხოლო დასავლეთი -მარცხენა მხარე.

სამუშაო ფურცელი word-ის პროგრამაში აწყობილი, რომლითაც მოსწავლეები შეააჯამებენ მიღებულ ცოდნას.

გამოყენებული სახელმძღვანელო - :და ვებ გვერდი

• მე-4 კლასის ბუნების სახელმძღვანელო. ავტ: მ.ბლიაძე და რ.ახვლედიანი; გამომცემლობა-ბაკურ სულაკაური სურათები მოძიებულია: • https://www.google.ge/search?

es_sm=93&biw=1366&bih=677&tbm=isch&sa=1&q=%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%B8%D0%B7%D0%BE%D0%BD%D1%82+%C2%A0+%D0%A1%D1%82%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%BD%D1%8B&oq=%D0%B3%D0%BE%D1%80%D0%B8%D0%B7%D0%BE%D0%BD%D1%82+%C2%A0+%D0%A1%D1%82%D0%BE%D1%80%D0%BE%D0%BD%D1%8B&gs_l=img.3...16643.16643.0.17085.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.1.64.img..0.0.0.viNiCC3fsuM

მადლობა

!ყურადღებისათვის

top related