დემნა უფლისწულის აჯანყება

Post on 17-Jan-2017

590 Views

Category:

Education

2 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

„შეიბ მახვილი,დემნა“!

პრეზენტაცია მოამზადა ისტორიის პედაგოგმა ლალი დავითაშვილმა

დავით აღმაშენებლის მემკვიდრეებს წილად ხვდათ ეცხოვრათ პოლიტიკურად ბევრად უფრო სტაბილურ გარემოში, ვიდრე მათ წინაპრებს. მოსახლეობა დაცულია, საქართველო ანგარიშგასაწევი ძალაა მთელ  კავკასიაში და მახლობელ აღმოსავლეთში. მაგრამ დაძაბულობაა ქვეყნის შიგნით _ ახალ ფაზაში შედის სამეფო ხელისუფლებასა და მსხვილ ფეოდალურ არისტოკრატიას შორის დიდი ხნის წინ  დაწყებული ბრძოლა, რომელიც, მართალია, დროებით შენელდა დავით აღმაშენებლის დროს, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. იმდროინდელ  მღელვარე საზოგადოებრივ ცხოვრებში ჩაბმულნი არიან სამეფო ოჯახის წევრები, განდიდებული აზნაურები, “ლაშქარნი”, დაბალი  მსახურეული ფენა თუ ეკლესია. 

საქართველო დავით აღმაშენებლის შემდეგ:

მღელვარებამ საქართველოს სამეფო კარი ჯერ 1150,შემდეგ კი,1155წ.მოიცვა,როცა დემეტრე1–ს უფროსმა ვაჟმა დავითმა ტახტი მოსთხოვა.ამის მიზეზი კი ისტორიულ წყაროში მოკლედაა მოცემული:“დემეტრე იყო მრჩეველი ძისა უმცროსისა, (ანუ გიორგი მესამისა), ხოლო მკიცხველი იქნა – უფროსისა”.  კონფლიქტის ძირითადი მიზეზი იყო მამა-შვილის სხვადასხვაგვარი ხედვა კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ეს იყო, მაგალითად: სომხებთან ურთიერთობის საკითხი, კონკრეტულ ფეოდალურ საგვარეულოებთან ურთიერთობის საკითხი.. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დავით მეხუთემ ციხიდან გაათავისუფლა თირქიშ აბულეთის ძე და ამირსპასალარობა უბოძა. ანუ ის ადამიანი დააწინაურა, რომელიც მამამისს ჰყავდა დაჭერილი. ამას გარდა, ამ პერიოდში ბევრი ფეოდალი დაწინაურდა. 

ტახტიდან გადამდგარი დემეტრე ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით და ბერობისას რამდენიმე იამბიკო დაწერა,მათ შორის „შენ ხარ ვენახი“,რომელიც დღესაც ცოცხალი საეკლესიო საგალობელია და მარიამ ღვთისმშობლის სადიდებელი ჰიმნია.

დავითvგამეფებიდან 6 თვის თავზე გარდაიცვალა, მას მემკვიდრედ მცირეწლოვანი ვაჟი,პაპის სეხნია დემეტრე(დემნა)დარჩა.სომეხი ისტორიკოსის,სტეფანოზ ორბელის ცნობით, სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა დავითმა თავისი ძმა გიორგი და დიდებულები დააფიცა პატარა უფლისწულის ერთგულებაზე:სრულწლოვანობის შემდეგ,დემნას სამეფო ტახტი უნდა დაეკავებნა,მანამდე კი ქვეყანა გიორგის უნდა ემართა,–ასეთი იყო მომაკვდავი დავით მეხუთის სურვილი..

დავითის გარდაცვალების შემდეგ დემეტრე პირველი კვლავ დაუბრუნდა მეფობას და ამით ლეგიტიმაცია მისცა გიორგის გამეფებას.1156წ,დემეტრე მალევე გადაიცვალა და პატარა დემნას ნაცვლად,გიორგიმ დაიდგა სამეფო გვირგვინი. დემნა ბატონიშვილი საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული ფიგურაა ,–ადამიანი,რომელსაც მემკვიდრეობით ეკუთვნოდატახტი ,მაგრამ ბიძამ,გიორგი მესამემ წაართვა და სასტიკად გაუსწორდა.

მეცნიერთა განმარტებით,გიორგი მესამის გამეფებაზე ობიექტურად მსჯელობა ძალზე რთულია,რადგან საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი სუბიექტურადაა აღწერილი როგორც ქართულ,ასევე სომხურ წერილობით წყაროებში.ქართული წყაროები მეფე გიორგი მესამის გავლენთაა დაწერილი,სომხური კი–საქართველოდან გიორგის მიერ განდევნილი დიდგვაროვანი ქართველების მონაყოლზე დაყრდნობითაა შექმნილი.

გიორგი მესამის გამეფებიდან 20 წლის შემდეგ უკვე სრულწლოვანმა დემნა ბატონიშვილმა მეფობის სურვილი გამოთქვა.და რადგან გიორგი ტახტის დათმობას არ აპირებდა,ახალგაზრდა უფლისწული ქართველ დიდებულთ დიდ ნაწილთან ერთად ბიძას აუჯანყდა .აჯანყებას სათავეში ჩაუდგა დემნას სიმამრი ივანე ორბელი.უგვირგვინო ფლისწულის მხარეზე 30000 მეომარი იყო. მას გვერდში ედგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები:ივანე ვარდანის ძე,შოთა,ძე ართავაჩოს ძისა,ქავთარ ივანეს ძე და სხვები.

ამბოხებულები თითქოს დემნას ინტერესებს იცავდნენ,სინამდვილეში კი სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და თავიანთი უფლებების გაფართოებისათვის იბრძოდნენ. ქართლ–სომხური წყაროების ანალიზით  ირკვევა,რომ დემნა უფლისწულის როლი აჯანყებაში საკმაოდ პასიურია.ის სულაც არ იღწვის მეფობისათვის,დიდაზნაურთა გავლენის ქვეშ მოქცეული თანხმდება აჯანყებაში მონაწილეობაზე.ლაშა–გიორგის დროინდელი მემატიანე მოგვითხრობს:“ოდეს ორბელნი განუდგნენ გიორგი მეფესა,იგი(დემნა)თანაუკუიტანეს და ლორეს შედგნენ“.სომეხი ისტორიკოსის დავით ქობაირელის ცნობით,“ორბელებმა–ივანე სპასალარმა,მისმა ძმამ ლიპარიტმა,მათმა შვილებმა და ნათესავებმა გადაიბირეს გიორგი მეფის ძმისწული,მიიყვანეს აგარაკის სიმაგრეში და გაამეფეს“. “.

შეთქმულები ლორეს ციხეში გამაგრდნენ.

აჯანყების დაწყებისას მეფე გიორგი სახატე,მოგვიანებით ხატისთელეთს(დღევანდელი თელეთი.გარდაბნის რაიონი)იდგა.ამბოხმა და აჯანყებულთა სიმრავლემ არ დააბნია გიორგი,მას გვერდში ედგნენ დვალეთიდან და ქართლის მთიანეთიდან მოსული მეომრები და დაქირავებული ყივჩაღები.გიორგის სოლიდარობას უცხადებდა ქართული ეკლესია.როგორც ისტორიანი და აზმანი“იუწყება,აჯანყებულთა ერთი ნაწილი მეფის მხარეზე გადასულა,მათ შორის ,დიდი გამრეკელი და გრიგოლ ანელი,სარგის მხარგრძელი შვილიშვილითა და ძმისწულით.გიორგიმ ისისნი დიდი პატივით მიიღო:“უზომოსა ნიჭითა განამდიდრებდა და ყოველსავე მამულსა აღუთქვამდა მიცემად“.

მეფე გიორგიმ დიპლომატიის გზა აირჩია და ივანე ორბელთან მოლაპარაკება დაიწყო.ივანემ კი აჯანყების შეწყვეტის სანაცვლოდ ნახევარი სამეფოსდამობა მოინდომა. მოლაპარაკება ჩაიშალა,მეფემ აჯანყებულებს ჯერ დარჩენილი ციხეები ძალით წაართვა და ლორეს ციხეს ალყა შემოარტყა,რომელიც 7 თვეს გაგრძელდა.დემნა უფლისწული თოკით ჩამოეშვა ციხიდან,ბიძას ფეხებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა.

მეფე გიორგიმ თავდაპირველად შეიწყნარა განდგომილი ძმისწული,თუმცა აჯანყების ჩახშობის შემდეგ დემნას ჯერ თვალები დასთხარა,მერე კი დაასაჭურისა.დასჯილი უფლისწული მალევე გადაიცვალა,დასაკრძალად მას გელათი არ აღირსეს და „მცხეთას დაფლეს“.ორბელთა გვარს კი გიორგი მეფე სასტიკად გაუსწორდა,დედა–წულიანად გაჟლიტა,

შერისხულ და დასჯილ ორბელთა მამულები და თანამდებობები გიორგიმ ერთგულ თანამებრძოლებს ჩამოურიგა.ნაყივჩაღარ ყუბასარს ამირსპასალარობა და ივანე ორბელის მამული უბოძა.ყოფილი ყმა აფრიდონი მსახურთუხუცესად ,ლიპარიტ სუმბატისძის ადგილზე კი ქართლის ერისტავად რატი სურამელი დანიშნა.

ვიდრე გიორგი ორბელს ებრძოდა,საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მიქელ მირიანის–ძემ საეკლესიო კრება მოიწვია და გიორგის აჯანყებაში მხარდაჭერის სანაცვლოდ,“შეუვალობა“ მოსთხოვა.გიორგი დათანხმდა „შეუვალობაზეც „ და საგადასახადო იმუნიტეტზეც და ეკლესიაზე ზეგავლენა ბოლომდე რომ არ დაეკარგა,გააზრებული ნაბიჯი გადადგა:ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მიერ გაერთიანებული მწიგნობართუხუცესობა და ჭყონდიდელობა ,რომელიც მისი გამეფებისას კვლავ გაყოფილი იყო,კვლავ შეარეთა და მასზე სათნო ბერი ანტონ გნოლისთავისძე დანიშნა,

ანტონ გნოლისთავის–ძე

ჭყონდიდელიმწიგნობართუხუცესი

დემეტრე(დემნა უფლისწულის)ტრაგიკული სიკვდილით დასრულდა ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის პირდაპირი მამრობითი შტო.1178წ.გიორგიIII–მ თანამოსაყდრედ და ტახტის მემკვიდრედ უფროსი ქალიშვილი–თამარი აკურთხა!

გიორგიIII და თამარი(ვარძიის ფრესკა)

გმადლობთ ყურადღებისათვის!

top related