ფიროსმანი და მისი შემოქმედეაბ

Post on 21-Jul-2015

403 Views

Category:

Education

0 Downloads

Preview:

Click to see full reader

TRANSCRIPT

ფიროსმანი

მეოთხე კლასი

თ. გოზალიშვილი

2014 წელი

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარაყველა ხევსური და ყველა სვანი,ქართველი ქალი თვალებმაყვალა,ჩემი თბილისი და ფიროსმანი,არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა.მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა,ცოცხალი არვინ არ მიიკარა,მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობდა ყოველდილით ვხვდები ნიკალას.

ძილგატეხილიდა არეულიჭიქა არაყით გაიხსნის მადას,მერე შეკრთება, ვით მთვარეულიდა ორთაჭალის ლამაზებს ხატავს.ქართული ზეცა, ქართული ზვარი,მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა,ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა.

ლადო ასათიანი

ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილიამისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, სოფელმირზაანში 1862 წელს. ის ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისშიგადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესსმხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც.სპეციალური სამხატვროგანათლება არ მიუღია.1880-იან წლებში სხვა თვითნასწავლმხატვართან ერთად გახსნაფერწერის სახელოსნო დააბრების შეკვეთებს ღებულობდა.

1890-1894 კონდუქტორადმუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე,შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XXსაუკუნეების მიჯნაზე თბილისელმედუქნეებთან და მიკიტნებთანაფარებდა თავს, მათი შეკვეთითხატავდა აბრებს, პორტრეტებს,სურათებს.

სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია. ქართველმხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინამისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა1918 წელს და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.მისი შემოქმედებისადმი დიდი

ინტერესი გამოიჩინეს სიკვდილისშემდეგ. ამ საქმეში დიდი ღვაწლიმიუძღვით მხატვრებს: დიმიტრიშევარდნაძეს, ლადო გუდიაშვილს, დავით კაკაბაძეს, პოეტ გიორგილეონიძეს.განსაკუთრებით გაცხოველდა

ფიროსმანის შემოქმედებისადმიინტერესი მეოცე საუკუნისსამოციან წლებში. მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე

გამოიცა უამრავი წიგნი. რეჟისორმაგიორგი შენგელაიამ გადაიღო მისიბიოგრაფიული ფილმი.

მარჯანიშვილის სახელობისთეატრში დაიდგა სპექტაკლი„მარტოობის დღესასწაული“.მოეწყო მისი სურათებისგამოფენა როგორც თბილისში,ისე მსოფლიოს დიდ ქალაქებში.თბილისში დაიდგა მისი ძეგლი.

მირზაანში გაიხსნა მისის სახლ-მუზეუმი. მხატვრისნამუშევრების დიდი ნაწილი ინახება საქართველოს ხელოვნებისმუზეუმში, აგრეთვესაზღვარგარეთისმუზეუმებსა და კერძოკოლექციებში.

ავტოპორტრეტი

_ ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალიდაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიცუხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულმემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავსქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურპორტრეტებს წარმოადგენს . ზოგჯერ ქეიფისსცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე.

ფიროსმანაშვილს იზიდავდასოფლის ბუნება და ცხოვრებაიშვიათად მიმართავდა ქალაქურპეიზაჟებს . განსაკუთრებულიპოეტური ძალით არისაღბეჭდილი ფიროსმანაშვილისმიერ დახატული ღამის სცენები.

მკვეთრი სოციალურიდახასიათებებით გამოირჩევაფიროსმანაშვილის მიერთბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემისწარმომადგენელთა, აგრეთვემუშების პორტრეტები .

ქალაქელები

ქალაქელი მუშები

ექიმისა და მეეზოვის პორტრეტები

ფიროსმანაშვილის შემოქმედებაშიდიდი ადგილი უჭირავსანიმალისტურ ჟანრს (დღემდეფიროსმანაშვილი ერთადერთიქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთაგამოსახულებებში ხშირადგარკვეულ სიმბოლურ-მორალურაზრს აქსოვდა.

ფიროსმანს იზიდავდა ისტორიულითემებიცა და პერსონაჟებიც . ფიროსმანიჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მისსურათებში ადვილი შესამჩნევია, რომავტორს სპეციალური განათლება არმიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელსმხატვრის მიერ შექმნილი სამყაროსმთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობსკიდეც მისი სურათების მკაფიოთავისებურებების გამოვლენას.

ნიკა აგიაშვილის „ფიროსმანისმეგობარი“

(ტექსტის კითხვა გაგრძელებით )

საანალიზო კითხვები:_ ვინ მოგვითხრობს ტექსტში აღწერილამბავს?_ როგორ ფიქრობთ რა პროფესიის იყო ის?

_ საიდან ჩანს ეს? _ ნიკალას ხასიათის რა თვისებები ჩანსმონათხრობში? _ ტექსტში ნახსენებია ორი ცნობილიპოეტის სახელი. თუ გსმენიათ მათშესახებ? _ რა გავიგეთ ახალი ნიკო ფიროსმანისშესახებ?

_ რის გაგებას ისურვებდით კიდევფიროსმანის შესახებ?

top related