(607), 26 სექტემბერი 2014 წელი

8
მოსახლეობა წყალს ითხოვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების - საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობა წყალმო- მარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ამ თემაზე 78 მოსახლის- გან ხელმოწერილი მიმართვა გაიგ- ზავნა იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძესთან. უწყლობა წყლის დებეტის სიმცირითაა გამოწვეული. საქარიქედში მცხოვრებთ საკრე- ბულოს თავმჯდომარე ინგა მაღრა- ძე, კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე და საკრებულოს წევრი მარინა ვეფხვაძე შეხვდნენ. მათი თქმით, სპეციალისტის დახმარებით მოსაძიებელია წყლის რესურსი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ამ სოფლებისთვის უწყლობის პრობ- ლემის მოგვარება შესაძლებელი. -ძალიან ცუდ დღეში ვართ. ტირილით ვაკეთებთ საქმეს, - წვრილფეხის მოვლაა თუ საოჯა- ხო საქმე, ხომ გვინდა წყალი? - ამბობს საქარიქედში მცხოვრები ლიანა მაჭარაშვილი. ის და მისი თანასოფლელები ზაფხულობით ოჯახისთვის საჭირო წყალს ხელით ეზიდებიან. -პირველ ეტაპზე ძირითადი მა- გისტრალი მოვაწესრიგეთ, - ამბობს კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე, - შევცვალეთ წყლის მილები. 16 ათასი ლარი ღირებუ- ლების პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე ამაზე მეტის გაკეთების შესაძლებლობა არ იყო. მომავალი წლიდან, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, პირველ რიგში ამ უბანში უნდა მოწესრიგდეს წყალმომარაგების პრობლემა. -სისტემა რეაბილიტირებულია და ამან ცოტათი გამოასწორა მდგომარეობა, - ამბობს საკრებუ- ლოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, - მაგრამ ის, რაც არ არის, ბუნებ- რივია, ვერც მილში წამოვა. ამიტომ უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტი, რომელიც დაიძიებს წყალს. თუ წყლის დებეტი საკმარისად არ აღმოჩნდა, შესაძლებელია ჭაბურ- ღილის გაკეთება. რა და როგორ ჯობია, ამას სპეციალისტები გვირ- ჩევენ. სასმელი წყლის სისტემის მოვ- ლა-პატრონობაზე, შესაძლებე- ლია, თვითმმართველობამ აიღოს ვალდებულება. გარკვეული, მცირე სახის მოსაკრებელი, სიმბოლურად დააწესოს, გამოყოს ადამიანი, რომელიც ამ სისტემის მოვლა-პატ- რონობაზე იქნება პასუხისმგებელი. საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ შეკრებილ მო- ქალაქეებს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ჩართვა და თავიანთი პრობლემების კიდევ ერთხელ დაყენება ურჩია: „თვითმ- მართველობის წარმომადგენლები ხელფასებს ვიღებთ იმისთვის, რომ თქვენი პრობლემები მოვაგვაროთ. თუ მოსახლეობას პრობლემას ვერ გიგვარებთ, მაშინ რისი მაქ- ნისები ვართ?! ამიტომ საბიუჯეტო თანხის განაწილებისა და ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ განხილვი- სას, ნოემბერში, შეგატყობინებთ და მობრძანდით. თქვენ უნდა აიძულოთ, - უნდა გვაიძულოთ თვითმმართველობა, რომ თქვენი პრობლემა გადაწყდეს. ამას იმი- ტომ ვამბობ, რომ ხშირ შემთხვევაში ბევრი არ გვიჭერს მხარს და ჩვენი სიტყვა სიტყვად რჩება ხოლმე. რომ დაგპირდეთ, რომ ამ შემოდგომაზე რამე გეშველებათ-თქო, - ტყუილი იქნება, თუმცა ახალ ბიუჯეტში თუ გავითვალისწინებთ, გაზაფხულზე მაინც მოხერხდება საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების მოწესრიგება. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ წლების მანძლზე ამ სოფლის წინაშე არსებული ყველაზე დიდი - წყალმომარაგების პრობლემა - გადაწყდება დადებითად. საქარიქედის მოსახლეობას- თან შეხვედრაზე ასევე დაისვა ლაშე-იგორეთი-საქარიქედის და- მაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწესრიგების საკითხი: „ორი წელია, ვითხოვ ამ გზის შეკეთებას და ორმოების ამოვსებას. გვპირ- დებიან. შეპირება შეპირებად არ უნდა დარჩეს,“ - ამბობენ საქარი- ქედელები. ლაურა გოგოლაძე 27 სექტემბერს 21 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან. ხარაგაულიდან აფხაზეთის ომში გმირულად იბრძოდნენ და დაიღუპნენ: ალექსანდრე ბერაძე (1970 წ. კიცხი - 1993 წ. ხონი); არსენ ბერაძე (1964 წ. ხიდარი - 1993 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის); თემურ ბაბლიძე (1969 წ. ხარა- გაული - კობა გელაშვილი (1972 წ. ნადაბუ- რი - 1993 წ. აგუძერა, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით); მერაბ გელაშვილი (1960 წ. ნადა- ბური - 1993 წ. ახალშენი); პაატა თაბაგარი (1971 წ. ღარიხე- ვი - 1992 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის); მამუკა თაბუკაშვილი (1972 წ. ღუდუმექეთი - 1993 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის); ნოდარ თავზარაშვილი (1962 წ. თეთ- რაწყარო - 1993 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვ- და მედლით მხედრული მამაცობისთვის); გელა კაპანაძე (1972 წ. ღორეშა - 1993 წ. ოჩამჩირე); გიორგი ლურსმანაშვილი (1971 წ. ჩხერი - 1993 წ. კინდღი); თამაზ ლომიძე (1974 წ. ზვარე - 1993 წ.) ალეკო მდინარაძე (1972 წ. კიცხი - 1993 წ. სოხუმი); ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძე (1967 წ. სარგვეში - 1992 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის); როინ პავლაძე (1970 წ. კიცხი - 1993 წ.) იოსებ პაქსაშვილი (1971 წ. ვერტყ- ვიჭალა - დაიღუპა ზუგდიდში სამოელ ჭყოიძე (1972 წ. ქვები - 1994 წ.) ხვიჩა ჭყოიძე (1964 წ. ქვები - 1993 წ. შრომა, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორ- დენით); გოჩა ჩადუნელი (1974 წ. გედსამა- ნია - 1993 წ.) ამ გმირების სახელები, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, ხარაგაულის კულტური- სა და დასვენების პარკის წინ აღმართულ ქვაზეა აღბეჭდილი, ხოლო ოქროს ასო- ებით ამოტვიფრულია თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობი- სათვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე. 21 წელი სოხუმის დაცემიდან... 26 სექტემბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 36 (607) www.chkh.org დოდო გელაშვილი - კლასში რომ შევდივარ, ყველა პრობლემა მავიწყდება 5 გვ. რა ხდება ა(ა)იპ-ებში „ღვთისმშობელმა ღორეშელებთან ინება მობრძანება ნუგეშად” 2 გვ. 5 გვ. დღეს ნომერშია „იმედი ხვალის” 28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა განცხადებები 3-5 გვ. 6 გვ. 6-8 გვ.

Upload: nguyenphuc

Post on 05-Feb-2017

231 views

Category:

Documents


1 download

TRANSCRIPT

Page 1: (607), 26 სექტემბერი 2014 წელი

მოსახლეობა წყალს ითხოვს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების - საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობა წყალმო-მარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ამ თემაზე 78 მოსახლის-გან ხელმოწერილი მიმართვა გაიგ-ზავნა იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძესთან. უწყლობა წყლის დებეტის სიმცირითაა გამოწვეული.

საქარიქედში მცხოვრებთ საკრე-

ბულოს თავმჯდომარე ინგა მაღრა-ძე, კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე და საკრებულოს წევრი მარინა ვეფხვაძე შეხვდნენ. მათი თქმით, სპეციალისტის დახმარებით მოსაძიებელია წყლის რესურსი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ამ სოფლებისთვის უწყლობის პრობ-ლემის მოგვარება შესაძლებელი.

-ძალიან ცუდ დღეში ვართ. ტირილით ვაკეთებთ საქმეს, - წვრილფეხის მოვლაა თუ საოჯა-

ხო საქმე, ხომ გვინდა წყალი? - ამბობს საქარიქედში მცხოვრები ლიანა მაჭარაშვილი. ის და მისი თანასოფლელები ზაფხულობით ოჯახისთვის საჭირო წყალს ხელით ეზიდებიან.

-პირველ ეტაპზე ძირითადი მა-გისტრალი მოვაწესრიგეთ, - ამბობს კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერაძე, - შევცვალეთ წყლის მილები. 16 ათასი ლარი ღირებუ-ლების პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე ამაზე მეტის გაკეთების შესაძლებლობა არ იყო. მომავალი წლიდან, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, პირველ რიგში ამ უბანში უნდა მოწესრიგდეს წყალმომარაგების პრობლემა.

-სისტემა რეაბილიტირებულია და ამან ცოტათი გამოასწორა მდგომარეობა, - ამბობს საკრებუ-ლოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე, - მაგრამ ის, რაც არ არის, ბუნებ-რივია, ვერც მილში წამოვა. ამიტომ უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტი, რომელიც დაიძიებს წყალს. თუ წყლის დებეტი საკმარისად არ აღმოჩნდა, შესაძლებელია ჭაბურ-ღილის გაკეთება. რა და როგორ ჯობია, ამას სპეციალისტები გვირ-ჩევენ.

სასმელი წყლის სისტემის მოვ-ლა-პატრონობაზე, შესაძლებე-ლია, თვითმმართველობამ აიღოს ვალდებულება. გარკვეული, მცირე სახის მოსაკრებელი, სიმბოლურად დააწესოს, გამოყოს ადამიანი, რომელიც ამ სისტემის მოვლა-პატ-რონობაზე იქნება პასუხისმგებელი.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ შეკრებილ მო-ქალაქეებს 2015 წლის ბიუჯეტის

პროექტის განხილვაში ჩართვა და თავიანთი პრობლემების კიდევ ერთხელ დაყენება ურჩია: „თვითმ-მართველობის წარმომადგენლები ხელფასებს ვიღებთ იმისთვის, რომ თქვენი პრობლემები მოვაგვაროთ. თუ მოსახლეობას პრობლემას ვერ გიგვარებთ, მაშინ რისი მაქ-ნისები ვართ?! ამიტომ საბიუჯეტო თანხის განაწილებისა და ბიუჯეტის პროექტის საჯაროდ განხილვი-სას, ნოემბერში, შეგატყობინებთ და მობრძანდით. თქვენ უნდა აიძულოთ, - უნდა გვაიძულოთ თვითმმართველობა, რომ თქვენი პრობლემა გადაწყდეს. ამას იმი-ტომ ვამბობ, რომ ხშირ შემთხვევაში ბევრი არ გვიჭერს მხარს და ჩვენი სიტყვა სიტყვად რჩება ხოლმე. რომ დაგპირდეთ, რომ ამ შემოდგომაზე რამე გეშველებათ-თქო, - ტყუილი იქნება, თუმცა ახალ ბიუჯეტში თუ გავითვალისწინებთ, გაზაფხულზე მაინც მოხერხდება საქარიქედისა და იგორეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების მოწესრიგება.

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ წლების მანძლზე ამ სოფლის წინაშე არსებული ყველაზე დიდი - წყალმომარაგების პრობლემა - გადაწყდება დადებითად.

საქარიქედის მოსახლეობას-თან შეხვედრაზე ასევე დაისვა ლაშე-იგორეთი-საქარიქედის და-მაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწესრიგების საკითხი: „ორი წელია, ვითხოვ ამ გზის შეკეთებას და ორმოების ამოვსებას. გვპირ-დებიან. შეპირება შეპირებად არ უნდა დარჩეს,“ - ამბობენ საქარი-ქედელები.

ლაურა გოგოლაძე

27 სექტემბერს 21 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან.

ხარაგაულიდან აფხაზეთის ომში გმირულად იბრძოდნენ და დაიღუპნენ:

ალექსანდრე ბერაძე (1970 წ. კიცხი - 1993 წ. ხონი);

არსენ ბერაძე (1964 წ. ხიდარი - 1993 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის);

თემურ ბაბლიძე (1969 წ. ხარა-გაული -

კობა გელაშვილი (1972 წ. ნადაბუ-რი - 1993 წ. აგუძერა, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით);

მერაბ გელაშვილი (1960 წ. ნადა-ბური - 1993 წ. ახალშენი);

პაატა თაბაგარი (1971 წ. ღარიხე-ვი - 1992 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის);

მამუკა თაბუკაშვილი (1972 წ. ღუდუმექეთი - 1993 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის);

ნოდარ თავზარაშვილი (1962 წ. თეთ-რაწყარო - 1993 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვ-და მედლით მხედრული მამაცობისთვის);

გელა კაპანაძე (1972 წ. ღორეშა - 1993 წ. ოჩამჩირე);

გიორგი ლურსმანაშვილი (1971 წ. ჩხერი - 1993 წ. კინდღი);

თამაზ ლომიძე (1974 წ. ზვარე - 1993 წ.)

ალეკო მდინარაძე (1972 წ. კიცხი - 1993 წ. სოხუმი);

ზურაბ (ხვიჩა) მუმლაძე (1967 წ. სარგვეში - 1992 წ. ოჩამჩირე, დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისთვის);

როინ პავლაძე (1970 წ. კიცხი - 1993 წ.)

იოსებ პაქსაშვილი (1971 წ. ვერტყ-ვიჭალა - დაიღუპა ზუგდიდში

სამოელ ჭყოიძე (1972 წ. ქვები - 1994 წ.)

ხვიჩა ჭყოიძე (1964 წ. ქვები - 1993 წ. შრომა, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორ-დენით);

გოჩა ჩადუნელი (1974 წ. გედსამა-ნია - 1993 წ.)

ამ გმირების სახელები, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, ხარაგაულის კულტური-სა და დასვენების პარკის წინ აღმართულ ქვაზეა აღბეჭდილი, ხოლო ოქროს ასო-ებით ამოტვიფრულია თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობი-სათვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე.

21 წელი სოხუმის დაცემიდან...

26 სექტემბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№36 (607)

www.chkh.org

დოდო გელაშვილი - კლასში რომ შევდივარ, ყველა პრობლემა მავიწყდება 5 გვ.

რა ხდება ა(ა)იპ-ებში

„ღვთისმშობელმა ღორეშელებთან ინება მობრძანება ნუგეშად”

2 გვ.

5 გვ.

დღეს ნომერშია

„იმედი ხვალის”

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

განცხადებები

3-5 გვ.

6 გვ.

6-8 გვ.

Page 2: (607), 26 სექტემბერი 2014 წელი

2 xtvb [fhfufekb 26 სექტემბერი, 2014 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში რეორგანი-ზაცია მიმდინარეობს. რამდენიმე ორგანიზაციას შეეცვალა ხელმძ-ღვანელი.

● ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესე-ბულებათა გაერთიანების დირექ-ტორად 16 სექტემბრიდან მუნი-ციპალიტეტის გამგებელმა ირმა სებისკვერაძე დანიშნა. ამ თა-ნამდებობაზე 2 ივლისიდან ნინო ბუხნიკაშვილი მუშაობდა. ირმა სებისკვერაძის თქმით, საბავშვო

ბაღების უმთავრესი დანიშნულებაა ბავშვების მომზადება სასკოლოდ, მათთვის ესთეტიკური გარემოს შექმნა. „გაერთიანებაში ყველა პი-რობაა შექმნილი საიმისოდ, რომ აღსაზრდელებს ჰქონდეთ კარგი კვება, ჰიგიენა და სითბო. აუცილე-ბელია ბავშვის თვითრეალიზაცია, საკუთარი ადგილის დამკვიდრება. აღსაზრდელებმა იციან, რომ მათ საბავშვო ბაღში ელიან.“

ირმა სებისკვერაძის ინფორ-მაციით, 2015 წლიდან იგეგმება თანამშრომელთა ხელფასების ზრდა და პროექტზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ინტენ-სიურად მუშაობენ. მისივე თქმით, ხელისუფლება მათ საუკეთესო პირობებს ჰპირდება.

გაერთიანების დირექტორის თქმით, სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს ამოქმედდება ახალი სა-ბავშვო ბაღები ვარძიაში, ვახანსა და ლეღვანში. თითოეული მათ-განი 25-25 აღსაზრდელზეა გათვ-ლილი. მოგვიანებით იგეგმება საბავშვო ბაღების გახსნა ხიდარსა და წყალაფორეთში, ხოლო ბო-რითში ორი ახალი ჯგუფი გაიხს-ნება 50 აღსაზრდელზე.

ამ დრომდე ვაკანტურია ხარა-გაულის №1 საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობა. ირმა სებისკვერაძის ინფორმაციით, ეს საკითხი უახ-ლოეს ხანში, პირველ ოქტომბ-რამდე, გადაწყდება.

● ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოად-გილედ ნინო ბუხნიკაშვილი 17 სექტემბერს დაინიშნა. მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის ინფორმაციით, მისი მოადგილე დამთვალიერებლებზე ორიენ-ტირებულ პროგრამას უხელმძ-ღვანელებს. „ამჟამად მუზეუმში მიმდინარეობს დიგიტალიზაცია ანუ ფონდში არსებული ყველა ექსპონატის აღწერა და ელექტრო-ნული ვერსიის შექმნა. ეს საკმაოდ შრომატევადია. დირექტორის მოადგილე ნინო ბუხნიკაშვილი მთლიანად უხელმძღვანელებს ამ პროცესს,“ - ამბობს ნინო დიდიძე.

● ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყო-ბას“. მის დირექტორად 12 სექ-ტემბრიდან მიხეილ ჭიპაშვილი დაინიშნა. ყოფილი დირექტორი დავით ლაცაბიძე კი მუშაობას

დირექტორის მოადგილედ აგრ-ძელებს.

„მოადგილის შტატი არ დამი-მატებია. ამ სამსახურში ეს თანამ-დებობა არსებობდა და ცოტა ხნის წინ აქ ბესო ბუაჩიძე მუშაობდა,“ - ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი.

მისი თქმით, მათი სამსახურის უმთავრესი ფუნქცია დაბა ხარაგა-ულის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და პარკების, ასევე გარე განათების კეთილმოწყობაა. „შევიძინეთ ხუნევში გარე განათე-ბის მოწყობისთვის საჭირო ყველა

მასალა და უახლოეს დღეებში მუშაობას შევუდგებით. ამჟამად გარე განათება, დაბა ხარაგაულის გარდა, ფუნქციონირებს ლაშეში, ფარცხნალში, თეთრაწყაროში, საქარიქედსა და ბორითში. ვფიქ-რობთ სხვა პროექტების განხორ-ციელებას, რისთვისაც წლევანდე-ლი დაფინანსება არასაკმარისია. საბიუჯეტო ცვლილებაზე მოთხოვ-ნას წარვადგენთ ადგილობრივ ხე-ლისუფლებაში,“ - ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი.

მიხეილ ჭიპაშვილი მიმართავს მოსახლეობას, რომ არ გაუშვან პირუტყვი ბაღებსა და სკვერებში. „დებულებით გვევალება, რომ დავაჯარიმოთ პირუტყვის პატ-რონი. დღეში ჯარიმის ოდენობა ათი ლარია. ეს სანქცია მკაცრად ამოქმედდება,“ - ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი.

● გამგებელმა კობა ლურსმა-ნაშვილმა 12 სექტემბრიდან ა(ა)იპ საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორად ნიკოლოზ მაჭავა-რიანი დანიშნა. მის მოადგილედ კი ამ სამსახურის ყოფილი ხელმ-ძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი მუშაობს.

საბიბლიოთეკო გაერთიანება 23 განყოფილებას აერთიანებს. ნიკოლოზ მაჭავარიანის თქმით, პირობები ბოლო წლებში გაუმ-ჯობესდა, თუმცა სასოფლო გან-ყოფილებების ბიბლიოთეკარების ხელფასი მცირეა - 120 ლარი. მათ ყოველდღიურად არ უწევთ ბიბლიოთეკაში მისვლა, მაგრამ საჭიროების შემთხევაში ადგილზე არიან და ემსახურებიან მკითხ-ველებს.

ნიკოლოზ მაჭავარიანის ინ-ფორმაციით, გაერთიანებაში დას-რულებულია წიგნების ინვენტა-რიზაცია. ამჟამად მთელ ქსელში დაახლოებით 235 ათასი წიგნია. ინვენტარიზაციის შედეგად 40 ათასი გაცვეთილი და თემატურად მოძველებული წიგნი ჩამოიწერა. „უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და სასწრაფოდ გადასაწყვეტი ამ ჩამოწერილი წიგნების ბედი, - ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, - ზოგი გამომცემლობა წიგნებს მაკულატურაში იბარებს, ზოგი - გაგვიცვლის ახალ წიგნებში. ჩვენთვის წიგნების გაცვლა უმჯო-ბესია. სოფლების ბიბლიოთეკებში

განსაკუთრებით საჭირო და აუცი-ლებელია ახალი ლიტერატურა. ერთი უმთავრესი პრობლემაა ის, რომ ჩამოწერილი წიგნები აუდიტმა უნდა შეაფასოს. ზოგ მუ-ნიციპალიტეტში ეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაკომპლექ-ტებულმა კომისიამ გადაწყვიტა. ამ თემაზე უნდა მივმართო ადგი-ლობრივ ხელსუფლებას.“

ნიკოლოზ მაჭავარიანის თქმით, სოფლების ბიბლიოთეკების წინაშე ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემებია. „სოფლების ბიბ-ლიოთეკარები ძალიან კარგად მუშაობენ. ისინი მკითხველის მო-საზიდად ღონისძიებებს აწყობენ. ვფიქრობ, რომ პროექტი „დიდი წინაპრები“ განვახორციელო სა-სოფლო ბიბლიოთეკებში,“ - ამ-ბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი.

მეორე და მთავარი პრობლე-მა ცენტრალური ბიბლიოთეკის ფართის სიმცირეა, რაც წიგნების შენახვისთვის არასახარბიელოა. „საუბარია, რომ ან იერსახე შევუც-ვალოთ ცენტრალურ ბიბლიოთე-კას, ან რომელიმე დიდი ფართის მქონე შენობა გადმოგვეცეს. ჩემი ინფორმაციით, გაისად სერიოზუ-ლი თანხა გამოიყოფა ცენტრა-ლურ ბიბლიოთეკაში პირობების გასაუმჯობესებლად.“

დირექტორად ნიკოლოზ მა-ჭავარიანის დანიშვნის შემდეგ გაერთიანებაში მოადგილის შტატი დაუშვეს. „მჭირდებოდა მოადგი-ლე. ნანაც საჭირო იყო გაერთიანე-ბაში. მზადყოფნა გამოვთქვი, თუ თავად არ ექნებოდა პრობლემა, რომ ემუშავა ჩემს მოადგილედ. ის ადმინისტრაციულ საკითხებში ჩემთან ერთად მართავს საბიბ-ლიოთეკო ქსელს,“ - ამბობს ნი-კოლოზ მაჭავარიანი. მისი ინფორ-მაციით, ბიბლიოთეკაში დაემატა კიდევ ერთი შტატი - ლოჯისტიკის სპეციალისტი. „ბიბლიოთეკაში მუშაობა და მკითხველის მომსა-ხურება არ არის ადვილი. ამავე დროს წიგნს მოვლა-პატრონობა, მკურნალობა სჭირდება. ამისთ-ვის საჭიროა პროფესიონალი კადრები,“ - ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი და დასძენს, რომ საბიბლიოთეკო გაერთიანებაში შტატები ამ ეტაპზე საკმარისია.

● საკადრო ცვლილება გან-ხორციელდა ა(ა)იპ „ხარაგაულ-დასუფთავებაში“. 16 სექტებრიდან ომარ მაჭავარიანის ნაცვლად დირექტორად თემურ ფურცელა-ძე დაინიშნა. თემურ ფურცელაძის თქმით, პირველი ოქტომბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ნარჩენებისთვის 50 კონტეინერს მიიღებს, რომლებიც სოფლებსა და დაბა ხარაგაულში განთავს-დება. 20 ოქტომბრისთვის მუნიცი-პალიტეტს ეყოლება ნაგავმზიდი მანქანა. „ერთი პრობლემა გვაქვს - ფართის სიმცირე, - ამბობს თე-მურ ფურცელაძე, - წერილობით მივმართეთ მუნიციპალიტეტის გამგებელს და შუამდგომლობა ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტ-როსთან წყალმომარაგების კომპა-ნიის ყოფილი ფართის თხოვების წესით გადმოცემაზე. იმედია, ეს საკითხი მალე მოგვარდება.“

თემურ ფურცელაძის თქმით, „ხარაგაულდასუფთავების“ ყო-ფილმა დირექტორმა ომარ მაჭა-ვარიანმა საკუთარი განცხადებით დატოვა თანამდებობა. „ჩემი სურ-ვილია, რომ ბატონი ომარი ისევ დარჩეს ჩვენს სამსახურში, - ამბობს ბატონი თემური,- საუბარია, მის მენეჯერად დანიშვნაზე. ეს საკითხი ამ დღეებში გადაწყდება.“

ნინო კაპანაძე

რა ხდება ა(ა)იპ-ებში

ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა. გამგებლის წარმომადგენელი ნიკოლოზ ბირკაძე ერთპიროვნულად წყვეტს სოფლის მტკივნულ საკითხებს. ერთ-ერთ პროექტზე მინდა გითხრათ. სოფელში გვაქვს შესანიშნავი კლუბის შენობა, რომელიც საჭიროებდა მცირე შეკე-თებას. მოსახლეობის მოთხოვნით გამოიყო გარკვეული თანხა კლუბის შესაკეთებლად, მაგრამ არ დაიხარჯა მიზნობრივად. ამან გაანაწყენა სოფლის მოსახლეობა. ფარცხნალელმა გივი ბუაჩიძემ მოითხოვა საქ-მეში გარკვევა და აღმოაჩინა სერიოზული ფინანსური დარღვევები. ამან ააფორიაქა ბატონი ბირკაძის მხარდამჭერები და გივი ბუაჩიძეს ნათესავები მიუგზავნა. ბოლოს შეწუხდა ბატონი გივი და ჩამოშორდა ყველაფერს. იმედია, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ამ საქმით დაინტერესდება და მიიღებს შესაბამის ზომებს.

ალექსანდრე არღუნაშვილიფარცხნალი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირე-ბელმა ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლა-რამდე შემცირდება. შემცირებული საფასურის გადახდა მოქალაქეს 24 თვის განმავლობაში შეეძლება. ცვლილებათა პაკეტი მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე შევა ძალაში.

სემეკის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ შესატანი ცვლილე-ბათა პაკეტი გამანაწილებელ კომპანიებს დაავალდებულებს ზედმიწევნით დაიცვან მომხმარებელთა უფლებები და ახალი მომხმარებლის გაანაწი-ლებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში ხარისხიანად აწარმოონ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მხრიდან მოხდება ვადების დარღვევა და ახალი აბონენტის ქსელზე მიერთება კანონით განსაზღვრულ ვადებს გადაცდება, მომხმარებელი მიერთების საფასურის 50%-ის გადახდისგან გათავისუფლდება. აღნიშნული ცვლი-ლებათა პაკეტი ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის უფლებების განუხრელ დაცვას ისახავს მიზნად. ცვლილებების მიხედვით, გაუმჯობესდება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური სამუშაოების ხარისხი და მის მოვლა-პატრონობაზე სრული პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან

ურთიერთობის დეპარტამენტიwww.gnerc.org

ბუნებრივი გაზის მიერთების საფასური

მცირდება

გაზიფიცირება გაგრძელდება

ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატ ნოდარ ებანოიძისგან მოწოდე-ბული ინფორმაციით, სოფელ პატარა სახვლარში უახლოეს პერიოდში დაიდგმება მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატურა, რომლის მეშვეობითაც სოფლის მოსახლეობა ელექტროენერგიას მიიღებს.

მისივე ინფორმაციით, ის შეხვდა ენერგეტიკის სამინისტროში პასუხის-მგებელ პირებს ხარაგაულის გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირე-ბით. ნოდარ ებანოიძის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება პატარა ხარაგაულის, ისლარისა და ჯაფაროულის გაზიფიცირება. ენერგეტიკის სამინისტროში იგეგმება შემდეგი ორი წლისათვის გაზიფიცირებასთან დაკავშირებული სამუშაოები, მათ შორის საუბარია ლაშის, ფარცხნალის, ახალსოფლის, ჩხერისა და ბაზალეთის ქვედა უბნის გაზიფიცირებაზე.

მიწის მართვის კომისია შეიქმნა

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობე-ლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა ხარაგაულის საკრებულოში. კომისიის თავმჯდომარეა გივი ხიჯაკაძე, მოადგილე - ინგა ლურსმანაშვილი. ამ კომისიაში წევრებად იმუშავებენ ვარლამ თავზარაშვილი და ვარლამ ჭიპაშვილი. კომისიის მეხუთე წევრი იქნება ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი.

უქმდება თუ არა 21 შტატი გამგეობაში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაცია მიმდინა-რეობს.

დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს გამგეობისა და საკრებულოს საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვითაც გამგეობასა და საკ-რებულოში მომუშავე 106 შტატიდან 21 შტატი გაუქმდება და დარჩება 85 საშტატო ერთეული.

ჩამონათვალში არ შედის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საშტატო განრიგი, რადგან 2015 წლიდან სახანძრო -სამაშველო სამსახური შსს დაქვემდებარებაში გადავა.

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კახა გოლუ-ბიანის თქმით, გათავისუფლებული 21 თანამშრომელი კონკურსამდე ხელშეკრულებით დარჩება თანამდებობებზე.

თამთა გოგოლაძე

მივმართავ მუნიციპალიტეტის

ხელმძღვანელობას

Page 3: (607), 26 სექტემბერი 2014 წელი

3xtvb [fhfufekb26 სექტემბერი, 2014 წ.

აწყურის ეკობანაკში

წინ განსხვავებული მომავალი მელოდება

31 აგვისტოდან 13 სექტემბ-რის ჩათვლით აწყურის ბანაკ-მა 30 ახალგაზრდას უმასპინძ-ლა. პროექტი ხორციელდებოდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ ნაკრესისა და სამცხე-ჯავა-ხეთის მედიაცენტრის მხარდაჭე-რით. მონაწილეები აპლიკაციის, გასაუბრებისა და სამოტივაციო წერილების მიხედვით შეირჩნენ.

ბანაკი ორ ნაკადად გაიყო. თითო ნაკადში სხვადასხვა მუნი-ციპალიტეტიდან შერჩეული 15 ახალგაზრდა მონაწილეობდა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზ-რდების ჩართვა ბორჯომ-ხარა-გაულის ეროვნულ პარკში მურა დათვის, არჩვის, ფოცხვერისა და ირმის ბინადრობასთან დაკავშირე-ბულ მონიტორინგში.

ბანაკის წევრებს სამცხე-ჯავახე-თის მედიაცენტრი ერთი კვირის განმავლობაში გვიტარდებოდა

ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე. ერთი დღე დაეთმო ტრენინგს, რომელიც მოიცავდა ეროვნული პარკის ისტორიასა და გეოგრა-ფიულ ელემენტებს. გავეცანით, თუ რა განსხვავებაა ეროვნულ პარკს, ნაკრძალს, დაცულ ტერიტორიას, აღკვეთილსა და ბუნების ძეგლს შორის. ტრენინგები მოიცავდა როგორც თეორიულ, აგრეთვე პრაქტიკულ სწავლებას. გავეცანით ფოტოხაფანგებს, ცხოველზე და-მაგრებელ საყელურებს ჯიპიესე-ბით, რომლებიც ცხოველის გადა-ადგილების არეალს აჩვენებს.

ტრენინგის დასასრულს გა-იმართა მხიარული თამაში, - ჩამოყალიბდა ხუთი გუნდი, რო-მელთაც ჯიპიესის გამოყენებით უნდა ეპოვათ ტყეში დამალული შოკოლადები. თამაში წარმატებით დასრულდა. მეორე დღეს ველზე ფოტოხაფანგები დავამაგრეთ. ხუთი ფოტოხაფანგიდან ორში

მგელი გაება. ასევე შევისწავლეთ კარვის გაშლა და ერთი ღამე კა-რავში გავათენეთ.

ბანაკის თითოეულ მონაწილეს გადმოგვეცა სერთიფიკატი და ეროვნული გეოგრაფიული საზო-გადოების წევრის მოწმობა. ერთი წლის განმავლობაში ყოველთ-ვიურად ნაკრესისგან საჩუქრად მივიღებთ ჟურნალს „National Geographic საქართველო“-ს.

დიდი მადლობა ბორჯომ-ხა-რაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებს მანანა ტაბაშიძეს და ტარიელ ხიჯაკაძეს იმისთვის, რომ ხარაგაულელი ახალგაზრ-დები ჩავერთეთ ამ საინტერესო პროექტში.

მარიამ თხელიძეხარაგაულის №3 საჯარო სკო-

ლის მოსწავლე

ფოტოზე: ბანაკის მონაწილეთა ერთი ჯგუფი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი №55

2014 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწი-ფო უნივერსიტეტი ახორციელებდა პროექტს „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ (ხელმძღვანელები ჟანა ბოლქ-ვაძე და იუსუფ გიულვერი), რომე-ლიც ითვალისწინებს მე-6 - მე-12 კლასელთა ცოდნის ამაღლებას მათემატიკაში. პროექტში მონაწი-ლეობდნენ ხარაგაულის №2 სა-ჯარო სკოლის მოსწავლეები ნანა ჭიპაშვილი, გიორგი ბუხნიკაშვილი და აკაკი კიკნაძე. ორმოცდაექვს შერჩეულ მონაწილეს თსუ-ში, ორი კვირის მანძილზე ლექციებს უტარებდნენ მათემატიკაში პრო-

ფესორი თამაზ ვაშაყმაძე, ზოგად ფიზიკაში პროფესორი თენგიზ მეუნარგია, ჯემალ ანთაძე და სხვები. ლექციების პარალელუ-რად შეირჩა ოცდაათი საუკეთესო მოსწავლე, რომლებიც ერთი კვი-რით გაემგზავრნენ თურქეთში. ამ მოსწავლეებს შორის აღმოჩნდა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ნანა ჭიპაშ-ვილი. ჩვენ მას შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

„პროექტის დახურვის ღონისძი-ებაზე გადმოგვცეს სერთიფიკატები და მოსაწვევები, ოქტომბერში შაბათის სკოლაში სწავლისათვის და პარალელურად - თურქეთში გასამგზავრებლად, - გვიამბობს ნანა. ივანე ჯავახიშვილის სახე-ლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს გაცვლითი პროგრამა. შარშან თურქი ბავშ-ვები იყვნენ ჩამოსულები და მათ აქ უტარდებოდათ სემინარები. ამჯერად ჩვენ მიგვიწვიეს. ჩავედით ქალაქ ორდუში და ყორღანის სკოლა-პანსიონში დავბინავდით. ლექციები თურქ ბავშვებთან ერ-

თად გვიტარდებოდა. ვიმყოფებო-დით ართვინში, სადაც მოვინახუ-ლეთ მე-16 საუკუნის ქრისტიანული ეკლესია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს შეშის საწყობადაა ქცეული. მიგვიწვიეს თურქული კლასიკური მუსიკის კონცერტზე, ორდუს გუ-ბერნატორთან სადილზე. ვიყავით გამოფენაზე და თურქული კულტუ-რა გავიცანით.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში მოვხვდი. უფრო კომუნიკაბელური და თავისუფა-ლი გავხდი, გავიღრმავე ცოდნა მათემატიკაში. გადმოგვცეს სერთი-ფიკატები და ფულადი საჩუქრები. შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი. კარგი იქნება, თუ ასეთი პროექტი უფრო ხშირად განხორციელდება. ეს დადებითად აისახება ჩვენს მომავალზე.

თუ პროექტმა დაფინანსება მოიპოვა და გაგრძელდა, შემოგვ-თავაზეს, რომ ვიყოთ ასისტენტები და ამჯერად ჩვენ ვითანამშრო-ლოთ კონკურსის ახალ მონაწი-ლეებთან.

თამარ ჩხიკვაძე

ნანა ჭიპაშვილმა თურქეთში მათემატიკის ცოდნა გაიღრმავა

სკოლაში გადავწყვიტეთ გამო-ფენა-გაყიდვა მოგვეწყო და შემო-სული თანხით დავხმარებოდით გოგა ხახალაშვილს, რომელიც მოულოდნელად სერიოზულად დაზიანდა. გამოფენა-გაყიდვისთ-ვის მოვხატეთ ქვები, დავამზადეთ მედალიონები და ნახატები.

გამოფენის ორგანიზებაში დაგ-ვეხმარა ხელოვნების მასწავლებე-ლი მერი ღამბაშიძე.

მერი მასწავლებელმა დაამ-ზადა მაისურები წარწერით „მე მიყვარს წიფა“, რომელიც ჩვენს სოფელში ძალიან პოპულარული გახდა. სასიამოვნოდ მახსენდება

გამოფენისთვის მზადების დღე-ები. ყველას გვიხაროდა, რადგან შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდებოდა.

გამოფენა-გაყიდვას უამრავი ადამიანი დაესწრო. ბევრმა გაიღო თანხა გოგას დასახმარებლად. ჩვენმა ნამუშევრებმა დიდი მოწო-ნება დაიმსახურა. ვამაყობთ, რომ წიფის სკოლის ინიციატივას სხვა სკოლებიც შემოუერთდნენ გოგას დასახმარებლად.

მარი კვინიკაძეწიფის საჯარო სკოლის მეცხრე

კლასის მოსწავლე

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

მინდა ჩემი სკოლის შესახებ გიამბოთ. ბევრი მაღალმთიანი სოფლის მსგავსად ჩვენთანაც დიდი პრობლემაა მოსახლე-ობის სიმცირე. ეს მოსწავლეთა რაოდენობაზე აისახება. სკოლის უზარმაზარ შენობაში მხოლოდ 62 მოსწავლე ვსწავლობთ. ყო-ველ ახალ სასწავლო წელს სულ უფრო ცოტანი ვრჩებით უფროსკ-ლასელები.

მეთერთმეტე კლასში რვა მოს-წავლე ვსწავლობთ. განსაკუთ-რებული სითბო და სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან. ყვე-ლასგან გამორჩეული ურთიერ-თობები გვაქვს. გულწრფელად ვიზიარებთ ერთმანეთის ჭირსა და ლხინს. ასეთი მეგობრობის გამო ყველაზე რთული, დამღლელი დღეებიც კი ბედნიერია.

ერთ ფაქტს გავიხსენებ. შარ-შან ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასელები საატესტატო გამო-

ცდებს აბარებდნენ. ეს არ იყო მხოლოდ მათი სადარდებელი - ყველა განვიცდიდით, თუ როგორ ჩააბარებდნენ ჩვენი მეგობრები გამოცდებს.

პირადად მე ძალიან ვნერვი-ულობდი და უფალს ვთხოვდი, ხელი მოემართა ჩემი სკოლელე-ბისთვის. მეთერთმეტეკლასელებ-მა სასურველი შედეგი მიიღეს, რამაც ყველა გაგვახარა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავ-ლეთა შორის მეგობრულ ურ-თიერთობებში დიდი როლი ჩვენს მასწავლებლებს მიუძღვით. მოხა-რული ვარ, ასეთ თბილ და მეგობ-რულ სკოლაში რომ ვსწავლობ.

ჩემთვის სკოლა ერთი დიდი ოჯახია. ყოველთვის ასეთი სიყვა-რული ყოფილიყოს წიფის საჯარო სკოლაში.

ანა კვინიკაძეწიფის საჯარო სკოლის

მეთერთმეტე კლასის მოსწავლე

ჩემთვის სკოლა დიდი თბილი ოჯახია

სწავლის დაწყებას განსაკუთ-რებული განცდით ველოდებოდი. ეს ჩემთვის სკოლაში გატარებული ბოლო სასწავლო წელი იქნება. 15 სექტემბერს ტრადიციულად ვიკრი-ბებით სკოლის ეზოში. დირექტორი და მასწავლებლები გვილოცავენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მასწავლებლების სახეზე ღიმილი პოზიტიურ განწყობას გვიქმნის და ახალი შემართებით განგვაწყობს სწავლისათვის. ჩემი სკოლის ცხოვ-რება სწავლასთან ერთად დაკავში-რებულია ექსკურსიებთან, ლაშქ-რობებთან, უამრავ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებასთან.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელო-ვანი იყო გადაცემა „ეტალონში“ მონაწილეობა. უდიდესი სიხარუ-ლი განვიცადე, როდესაც შესარჩევ ტურზე ათეულში მოვხვდი. არასო-დეს დამავიწყდება გადაცემის წამყ-ვანის, ბატონი გოჩა ტყეშელაშვი-ლის გამამხნევებელი საუბარი. ამ პროექტში მონაწილეობამ უფრო მეტად თავდაჯერებული, გაბედუ-ლი და მიზანდასახული გამხადა.

ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს.

სასკოლო ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს ექსკურსიებს. ამ დროს ბევრს ვერთობით და ცოდ-ნას ვიძენთ. ვყვებით საინტერესო ისტორიებს, ვცეკვავთ, ვმღერით, ერთმანეთს ვეჯიბრებით იუმორში, საინტერესო და აქტუალურ თე-მებზე ვაწყობთ დისკუსიებს. ამავე დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გაცნობა ჩვენში სამშობ-ლოსადმი სიყვარულს აძლიერებს. ჩვენი ქვეყანა ხომ ულამაზესი ბუნებით და ხუროთმოძღვრული ძეგლებით გამოირჩევა. სკოლის დირექტორის, გოჩა კვინიკაძის, ხელშეწყობით მოსწავლეებმა საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოვინახულეთ.

ამ სასწავლო წელს უდიდესი შემართებით შევხვდი, რადგან წინ განსხვავებული მომავალი მელოდება.

თამარ ბანცაძეწიფის საჯარო სკოლის

მეთორმეტე კლასის მოსწავლე

Page 4: (607), 26 სექტემბერი 2014 წელი

4 xtvb [fhfufekb 26 სექტემბერი, 2014 წ.

განახლებულ 2014-2015 სასწავლო წელს ყოველმხრივ მოწესრიგებული მატერიალური ბაზითა და ინფრასტ-რუქტურით, წარმატებული პედაგოგი-ური კოლექტივით შეხვდა ვაშლევის საჯარო სკოლა (დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი). სკოლის დირექცია და პედაგოგები დღენიადაგ ზრუნავენ სასწავლო რესურსების შეძენისა და თვითშექმნისათვის; ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვასა და პოპულარიზაციას.

სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად ჯანსაღი მოქა-ლაქის აღზრდაა. ამისათვის კი საჭი-როა შემოქმედი, აქტიური პიროვნების ჩამოყალიბება, ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რაც მოსწავლეებში პასუ-ხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას უწყობს ხელს.

კლასის დამრიგებელი ის ფიგურაა, რომელიც უზრუნველყოფს საკლასო და სასკოლო ცხოვრებაში, სხვადასხ-ვა აქტივობებში მოსწავლეების ჩაბმას მათი ინტერესების გათვალისწინებით;

გამოუმუშავებს და ხელს უწყობს თა-ვისუფალი პიროვნების ფორმირებას; უვითარებს თანამშრომლობის უნარს და ჯანსაღ ღირებულებებს.

მთავარია მოსწავლეებს გამო-ვუმუშავოთ გარემოს დაცვითი კულტუ-რა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს, სწორად დაიცვან დღის რეჟიმი. ხელს ვუწყობთ სპორტის განვითარებას. გადამზადდა მოსწავლე ფიზორგები და ყოველღიურად, გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე, ტარდება დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. ეს ხელს შეუწყობს არამარტო დღის რეჟიმისა და სპორტის განვითარებას, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვას.

სასურველია ჩვენს ინიციატივას გამოეხმაუროს მუნიციპალიტეტის სკოლებიც.

ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღი და შე-მოქმედი პიროვნების აღზრდისათვის!

ვენერა ჩადუნელივაშლევის საჯარო სკოლის პედაგოგი

ხარაგაულის ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის სასული-ერო გიმნაზიის ერთ-ერთ საუკეთე-სო მოსწავლედ მასწავლებლებმა მეთორმეტეკლასელი შალვა აბაშიძე დაასახელეს. შალვას ყველაზე მეტად მათემატიკა უყ-ვარს და ამიტომ ეკონომიკის ფა-კულტეტზე აპირებს ჩაბარებას. თავისუფალ დროს კომპიუტერთან თამაშობს, თუმცა დრო მხატვრუ-ლი ლიტერატურის კითხვისთვისაც რჩება, უფრო დეტექტიური ჟანრი იტაცებს. შალვა ამბობს, რომ მისი ყველა მასწავლებელი თბილი და ყურადღებიანია. მას ძალიან ახარებს, რომ გიმნაზიელები საეკ-ლესიო დღესასწაულებზე ტაძარში წირვა-ლოცვას ესწრებიან. მას ძალიან უყვარს ნადირობა, თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი მოუნადი-რებია და მეგობრებთან ერთად ხანდახან სათევზაოდაც დადის.

ნინო მაღრაძე ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ნინო ცდილობს, ყველა საგანი ერ-თნაირად კარგად ისწავლოს. მისთ-ვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ

მისი კლასის დამრიგებელი მისივე დედაა. ნინოს ძალიან უყვარს სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვა და საინტერესო ფილმების ყურება. ის აქტიურად მისდევს სპორტს და თავისუფალ დროს მე-გობრებთან ერთად კალათბურთს თამაშობს. „კომპიუტერთან ძალიან ნაკლებ დროს ვატარებ, ვცდილობ დრო სწავლას დავუთმო“. მას ძალიან უყვარს თავისი სკოლა და თვლის, რომ შესანიშნავი მას-წავლებლები ჰყავს. არ მოსწონს, რომ ზოგიერთი მისი თანატოლი სკოლაში მხოლოდ დროის გასაყ-ვანად დადის და ცოდნის მიღება არ სურს. „ალბათ რაღაც საშუალება უნდა გამოიძებნოს, რომ ასეთი ბავშვების დასაინტერესებლად“. ნინოს სურს ისეთი პროფესია ჰქონდეს, რომ საზოგადოებასთან აქტიური ურთიერთობა შეძლოს. თავის პროფესიულ არჩევანში ჯერ ჩამოყალიბებული არაა, - „ან საერთაშორისო ურთიერთობებს ავირჩევ ან ფსიქოლოგიას,“ - ამ-ბობს ნინო.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლის მესამე საფეხურის საუკეთესო

მოსწავლეა მეათეკლასელი ნინო ჭყოიძე. მისთვის „საუკეთესო მოსწავლის“ ტიტული იმ შრომის დაფასებაა, რაც მან ცხრა წლის განმავლობაში სკოლაში იშრო-მა. „ცხრა კლასი ათიანებზე და-ავამთავრე. ჯილდოდ ლეპტოპს ველოდები. ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატებაა. შემდგომში ალბათ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევ“. ნინო თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატა-რებს. „ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ცოდნა გავაღრმაო,“ - ამბობს ნინო. მას გამორჩეულად უყვარს ქართველი მწერლების ნაწარ-მოებები. ინტერესით კითხულობს სათავგადასავლო ლიტერატურას. „მყავს ძალიან კარგი პედაგოგები და საუკეთესო კლასელები,“ - ამ-ბობს ნინო. უყვარს ცეკვა, რასაც ხუთი წლის ასაკიდან ეუფლება. ნინოს სურვილია, სკოლაში შემოქ-მედებითი წრეები გაიხსნას.

„ჩემი თავი მომავალში ტელე-ჟურნალისტად წარმომიდგენია და ვცდილობ, ჟურნალისტური ჩვევები აქედანვე შევითვისო.“

თამთა გოგოლაძე

რას ფიქრობენ წარჩინებული უფროსკლასელები

გვესაუბრებიან ვარძიის საჯა-რო სკოლის მეორეკლასელები:

ნიკოლოზ ივანიაძე: -ზაფხული წელიწადის დროებში ყველაზე მე-ტად მიყვარს, რადგან დასვენების დროა. წელს ზაფხული მხიარუ-ლად გავატარე. ვეხმარებოდი მშობლებს, დავდიოდი მდინარე ჩოლაბურზე საბანაოდ და სა-თევზაოდ. გავიცანი სოფელში სტუმრად ჩამოსული თანატოლები, შევიძინე ბევრი მეგობარი, ვკით-ხულობდი წიგნებს. შეუმჩნევლად გაიპარა ზაფხული. მხიარული და კარგი განწყობით დავუბრუნდი სკოლას.

საბა ხიჯაკაძე: -ძალიან კმაყო-ფილი ვარ ამ ზაფხულით, თუმცა, გულიც მატკინა. ჯერ ახალციხეში ვიყავი ბებოსთან და კარგად ვერ-თობოდი. იქედან დაბრუნებულს მალევე დამეღუპა ჩემი დიდი ბებო, რამაც ძალიან დამწყვიტა გული, მაგრამ მალევე დაიბადა პატარა

ძამიკო და ის ტკივილი დამავიწყა. არდადეგების მანძილზე ვწერდი, ვკითხულობდი. მენატრებოდა კლასელები და მასწავლებელი. სასექტემბრო ზეიმზე ლექსი წავი-კითხე და მოწონებაც დავიმსახურე.

ჯაბა ხიჯაკაძე: -არდადეგები ჩემს ბებიასთან გავატარე, დეიდაშ-ვილებთან კარგად ვერთობოდი და ვმხიარულობდი, ვმართავდით კონცერტებს. მენატრებოდა კლა-სელები, სკოლა და მასწავლე-ბელი. სწავლა რომ განახლდა, მხიარული დავბრუნდი სკოლაში.

დიმა ხიჯაკაძე: -ზაფხულის მოსვლას დიდი სიხარულით ვე-ლოდი, მიყვარს არდადეგებზე ბებიასთან წასვლა. ბებოს ვეხმარე-ბოდი საოჯახო საქმეებში. ვარძიაში დაბრუნებულს სახლში მონატრე-ბული ოჯახის წევრები დამხვდნენ. შეგვეძინა პატარა ბიძაშვილი, დავდიოდი სტუმრად მამიდებთან, ვერთობოდი მამიდაშვილებთან.

დროდადრო ვწერდი საშინაო დავალებას და ვკითხულობდი საბავშვო ლიტერატურას.

მარიამ ოკრიბელაშვილი: -არდადეგები ჩემი სოფლისგან მოშორებით, დედულეთში, თიანე-თის სოფელ ტუშურებში გავატარე. განსხვავებულია იმერეთისა და ტუ-შურების ბუნება, სასაუბრო კილო. ძალიან მომწონს მაღალ მთებში მწვანეში ჩაფლული სოფელი, თავისი სწრაფი, ცივი და ხმაურიანი მდინარეებით, ვნახე ჩანჩქერი. იქა-ურები მეცხვარეობასა და მესაქონ-ლეობას მისდევენ. ჰყავთ ფარა და ნახირი. ჩვენი სოფლისაგან განს-

ხვავებით, დღისითაც და ღამითაც გრილოდა და მთელი ზაფხული სიგრილეში გავატარე. ხშირად იმართებოდა შეჯიბრი ჭიდაობაში, დოღში. მათი ყოველდღიური კერძია ხინკალი, რომელიც მეც ძალიან შემიყვარდა.

ანი ნიქაბაძე: -ზაფხულის არ-დადეგები ახლობლებთან გავა-ტარე. ვიყავი თბილისში ბიძაშვი-ლებთან, დავდიოდით თბილი-სის ზღვაზე, ზოოპარკში. შემდეგ ხარაგაულში წავედი და ხშირად ვბანაობდი მდინარე ჩხერიმელაზე. დარჩენილი დღეები ჩემს სო-ფელში გავატარე, - სკოლისათვის მომზადებას და საზაფხულო დავა-ლებების შესრულებას დავუთმე.

ფოტოზე: ვარძიის საჯარო სკოლის მეორეკლასელები მას-წავლებელ ლამზირა ბააკაშვილ-თან ერთად

მხიარული არდადეგები

ჩემს მასწავლებელსშემასწავლე ანი, ბანი, შემაყვარე დედა-ენა,მუდამ ჩემზე ფიქრობ, ზრუნავ,რომ ავიდგა კარგად ენა.

შემასწავლე ბევრი რამე,საქართველოს სიყვარული,შევეცდები კარგი სწავლითმოგიტანო სიხარული.

გიორგი ღონღაძეწიფის საჯარო სკოლა, მე-2 კლ.

მოსწავლეთა შემოქმედება

სკოლაჩემო მონატრებულო,საყვარელო სკოლა,როგორ მომნატრებიაშენს კედლებში ყოფნა.

სკოლის ზარი დარეკავს,მერხებისკენ გვიხმობს,სწავლისაკენ მოგვიწოდებს,ბავშვებს გულებს გვითბობს.

ნათია გუდაძეწიფის საჯარო სკოლა, მე-2 კლ.

შემოდგომა ბარაქიანმა შემოდგომამ შემოაბიჯა. სოფელში ხმაური და ხალისია, ვენახი

იკრიფება, ყურძენი იწურება, ადამიანები ზამთრისათვის ემზადებიან.მალე ჩიტუნები გადაფრინდებიან თბილ ქვეყნებში, ხეებს ფოთლები

გაცვივა. აცივდება და დაზამთრდება კიდეც.საბა გელაშვილი,

წიფის საჯარო სკოლა, მე-2 კლ.

ობოლაობოლა ჩემს ლეკვს ჰქვია. რატომ? იმიტომ, რომ ჩემსავით დედა არ

ჰყავს. ობოლა ჭკვიანია, ცრემლიანი თვალები და ნაცრისფერი თათები აქვს. მე ყველაზე მეტად ვუყვარვარ. რომ დამინახავს, თავზე თავს მომადებს, ჩამეხუტება და ერთმანეთს ვათბობთ. კარგად გვესმის ერთმანეთის. როცა მოვიწყენ, მასაც თვალები ცრემლით ევსება. მინდა ობოლა დიდი გაიზარდოს. ზამთრისთვის თბილ, ლამაზ სახლს ვუკეთებ.

ბაჩუკი ტალახაძეწიფის საჯარო სკოლა, მე-2 კლ.

ცის ანაბებოს ცისანა ჰქვია, ის უბრალოდ ანა კი, არა ცის ანააო, - ამბობს ბაბუა.

მართლაც ცასავით უძიროდ ლურჯი და კამკამა თვალები აქვს ბებოს. იმ ლურჯი თვალებიდან კი უზომო სითბო და სიყვარული მოედინება.

გაზაფხულობით ჩვენი ეზოს ბოლოზე, პატარა ფერდობზე, პაწაწინა ლურ-ჯი ყვავილები ამოდის. პატარა რომ ვიყავი, ბაბუამ იმ ფერდობზე წამიყვანა, ის ყვავილები მაჩვენა და მითხრა, ამ ყვავილს ცისანა ყვავილი ჰქვიაო. მეც ასე მეგონა დიდხანს. ისე კი მიკვირდა, სხვაგან არსად გამეგონა, არც წამეკითხა ყვავილის ასეთი სახელი. მერე მივხვდი, ბაბუამ ბებოს თვალების ფერის გამო, მისი სიყვარულით დაარქვა ასე.

დაე, ერქვას ამ პაწაწინა ყვავილს ბაბუას სიყვარულის ნიშნად „ცისანა“.გავლენ წლები... შეიცვლებიან თაობები...მე კი სოფლად მისულს, იმ პატარა ფერდობებზე, კვლავ შემოგებება

ლურჯთვალა ყვავილი და ისევ გამახსენებს იმ სიყვარულის ამბავს, ბაბუას ბებო რომ უყვარდა. გამახსენებს იმ ლურჯი თვალების სითბოს, უხვად რომ უნაწილებდა ბებო გარშემო მყოფებს.

ნინო ჭყოიძე ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა, მე-10 კლ.

ვიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს

Page 5: (607), 26 სექტემბერი 2014 წელი

5xtvb [fhfufekb26 სექტემბერი, 2014 წ.

„ღვთისმშობელმა ღორეშელებთან ინება მობრძანება ნუგეშად“

ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ღონისძიებებზე სკოლებმა საფეხურების მიხედვით საუკეთესო მასწავლებელი, მოსწავლე და კლა-სის დამრიგებელი გამოავლინეს. ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებ-ლად დაწყებითი კლასების სერტი-ფიცირებული მასწავლებელი დოდო გელაშვილი დასახელდა.

დოდო მასწავლებელს მოს-წავლეებისადმი ურთიერთობის მისეულ მეთოდებსა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმაზე ვესაუბრეთ.

„იურისტობაზე ვოცნებობდი, - გვიამბობს დოდო გელაშვილი, - მაგრამ მასწავლებელი გავხდი. 1998 წლიდან ვმუშაობ ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში. ჩემი მოს-წავლეებისადმი უზომო სყვარულის გამო, ვერ წარმომიდგენია საკუთა-რი თავი სხვაგან. მაისში ძალიან გადავიღალე და ვიფიქრე, წავალ

სკოლიდან-მეთქი. აგვისტო რომ მოახლოვდა, ჩემი მოსწავლეები ძალიან მომენატრენ. კლასში რომ შევდივარ, ყველა პრობლემა მა-ვიწყდება. საოცრად საყვარლები არიან ჩემი მოსწავლეები. გიყურებენ და სულ იმას ცდილობენ, ცოდნა მიიღონ. შაბათ-კვირას მიჭირს მათ გარეშე.“

-დოდო მასწავლებელო, რო-გორი იყო თქვენი საქმიანობის პირველი წლები, კოლეგებთან ურთიერთობა.

-ყველა დამხვედრ მასწავლე-ბელში ვეძებდი იმას, რა გამეზიარე-ბია. ღია გაკეთილებზე ვესწრებოდი. განათლების სამინისტროს დასავ-ლეთ საქართველოს კურატორმა შოთა მამალაძემ ოცდაათი მასწავ-ლებლის ღია გაკვეთილზე დამასწ-რო, სანამ პედაგოგიურ საქმიანობას დამოუკიდებლად შევუდგებოდი. ყველასგან რაღაცას ვსწავლობდი. ხარაგაულის №2 სკოლაში დამხვდ-ნენ საუკეთესო მასწავლებლები და კოლეგები ნათელა ხეცაძე, კლარა გოგოლაძე, კლარა ჭყოიძე და ირი-ნა გიორგაძე.

-თქვენი აზრით, როგორ მიმ-დინარეობს სასკოლო რეფორმა?

-სქემაში ჩართვა, რომლითაც მასწავლებელი კრედიტებს დააგ-როვებს, არ მიმაჩნია მართებულად. 22 მოსწავლე მყავს კლასში და მათთან მუშაობისას ბოლომდე ვიხარჯები. სქემის საკეთებლად შემ-დეგ დრო და ენერგია აღარ მრჩება. განტვირთვაც საჭიროა. ახლა ისე გვახვევენ თავზე რაღაცებს, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს სწავ-ლების ხარისხის გაუმჯობესებასთან. გავაკეთებ, გაუკეთებელი რა იქნება, მაგრამ არ ვთვლი აუცილებლად. ღონისძიების სცენარები უნდა დავ-წერო, გადავიღო, ავტვირთო და ვი-კეკლუცო ვიღაცების წინაშე. ვთვლი, რომ მასწავლებელმა საგანი უნდა იცოდე კარგად.

გადავიმეორე მასალა და სა-სერტიფიკაციო გამოცდა ჩავაბარე. თუმცა, პროტესტის გრძნობა მაშინაც მქონდა, რადგან მე ისეთივე მას-წავლებელი ვარ ახლა, როგორიც ვიყავი გამოცდამდე. კონფერენციასა

და ტრენინგებში მონაწილეობას გვითვლიან კრედიტად. იქნებ ვე-რაფერი შევიძინე ამ ტრენინგზე. მარტო დასწრება ხომ არ არის მნიშვნელოვანი. როგორ შეიძლება, მასწავლებელმა ვერ ჩააბაროს სა-განი და ჩატარებული ღონისძიებით გაუტოლო გამოცდაჩაბარებულს და სერტიფიცირებულ მასწავლებელს. მნიშვნელოვანია ასევე ის, თუ ვინ იქნება შემფასებელი. ვფიქრობ, ამ სქემაში ჩართვა უსიამოვნებას მოგვიტანს და სკოლიდან წავლენ მასწავლებლები.

ყველაზე დიდი პრობლემა სახემ-ძღვანელოებია. ხუთი წიგნი შემაქვს მათემატიკაზე. სტანდარტს ასეთი მუშაობით ვაღწევ. ჩემი ექვსი მოს-წავლე მათემატიკაში კინგსის ოლიმ-პიადის ფინალისტია. ორმა მეორე, ორმაც - მესამე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა, ერთმა - სერტიფიკატი. ერთ წიგნს რომ აირჩევ, ექვსი წელი ვეღარ შეცვლი. მათემატიკაში ერთ გაკვეთილზე თანმიმდევრობით უნდა ისწავლებოდეს ამოცანა, მა-გალითი, გეომეტრია. ეს სახალისოც არის. ამ წიგნებით ერთი კვირა მაგა-ლითებზე ვმუშაობთ, მეორე კვირა - ამოცანებზე და ა. შ. ერთ გაკვეთილ-

ზე ზომიერად ყველაფრის მიწოდება მოსწავლისთვის უკეთესია.

უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს არა-ფერს ეკითხებიან. არ ითვალისწი-ნებენ ქართულ ტრადიციას. უზნაძის პედაგოგიკა ყველაფრის მომცვე-ლია. უცხოეთიდან გადმოიღეს ყვე-ლაფერი, გარდა მასწავლებლების ხელფასებისა და პრივილეგიებისა.

-თქვენ აზრით, რა იქნებოდა უმჯობესი?

-ბუქის საშუალებით ათ წუთში ვიცი, როგორ გაიგეს ახსნილი მასალა მოსწავლეებმა. ქვეყნის მასშტაბით შეიძლება გაკეთდეს იგივე. შეიძლება, რომ გააგზავნო კლასების მიხედვით ტესტები და ათ წუთში სტატისტიკა დალაგდება - ყველა მასწავლებლის მონაცემი გვექნება თავისი რეიტინგით. შე-ხედავენ, სად რა პრობლემაა და იმ მიმართულებით ჩაგვიტარონ შემდეგ ტრენინგები. დიდი სურვი-ლი მაქვს, სახელმძღვანელოები გაგვიუმჯობესონ.

ახლა დაგვემატა კითხვის სა-ათი ანაზღაურების გარეშე. გასულ წლებში ვატარებდით ანაზღაურებად კლასგარეშე კითხვის საათს. იყო

შესანიშნავი ლიტერატურა. ახლა, ზოგჯერ ისეთი თემებია, შეიძლება შინაარსი ვერ გაიგო.

ჩემი სურვილია, მოუსმინონ გამოცდილ მასწავლებლებს და რეფორმა მოსწავლეზე გათვალონ. ამ ხელფასზეც ვიმუშავებ, ოღონდ რეფორმა აღმოჩნდეს ორიენტირე-ბული სკოლასა და მასწავლებლებ-ზე, მოსწავლის სწავლა-აღზრდაზე და არა იმაზე, რომ მასწავლებელი გაუნათლებელია და უნდა ვასწავ-ლოთ.

არ შეიძლება ყველაფერი ერ-თმანეთში აურიო და არ იცოდე, ბოლოს რა გექნება შედეგი. გამო-ცდის შედეგით რა მივიღეთ? უარესი შედეგი მოჰყვება სქემას.

-დოდო მასწავლებელო, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს უყვარდეთ?

-როცა მუშაობას ვიწყებდი, ტე-ლევიზორში ვნახე გადაცემა, რო-მელიც 90 წლის იუბილარ მასწავ-ლებელს ეძღვნებოდა. მახსოვს, იმ ქალბატონმა თქვა, არ არსებობს რეცეპტი, რითაც ბავშვის სიყვარულს დაიმსახურებო. ეს თავისთავად მოდის. კლასში არ შეიძლება გა-

ნასხვაო ბავშვი, რომ ის კოლეგის ან თანამდებობის პირის შვილია. ჩემთ-ვის ყველა მათგანი თანასწორია. არ არსებობს ცუდი მოსწავლე. ვერ სწავლობს კარგად? სხვა რამეშია საუკეთესო, - ეს უნდა დაინახო მოსწავლეში. საგანი შეიძლება ვერ ისწავლოს, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი დადგეს. მოსწავლეებს სულ ვეუბნები, თუ რამეს ვერ გა-იგებთ, მოდით, მხოლოდ მე მკით-ხეთ, მე ვარ თქვენი მასწავლებელი და არა შემფასებელი. ჩემი არ უნდა ეშინოდეთ და არც ეშინიათ. გასულ წელს ჩემმა მოსწავლე ნინო შავიძემ, რომელიც ახლა სტუდენტია, დაბა-დების დღე მომილოცა და მითხრა, დოდო მასწავლებელო, კიდევ ერ-თხელ დავბრუნდებოდი თქვენთვის სკოლაშიო. ამაზე მეტი სიხარული და ბედნიერება მასწავლებლისთვის არ არსებობს.

მოსწავლეებს ვუსურვებ ჯანმრ-თელობას, არ ყოფილიყოს მათ ოჯახებში პრობლემები, კარგი მო-ქალაქეები აღზრდილიყვნენ.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: დოდო გელაშვილი მეოთხეკლასელებთან ერთად

ძირძველი კუთხე იმერეთისა უბისა... საქვეყნოდ ცნობილ მო-ნასტერთან ავტომანქანები ძლივს უქცევენ ერთმანეთს გვერდს. ღო-რეშისაკენ გავემართე. წინ დიდ გზა მაქვს. თუ გინდა ყოველგვარ ხმაურს განერიდო და კარგად დაისვენო, ამ მყუდრო სოფელს უნდა ესტუმრო, დატკბე მისი თვალწამრმტაცი და ველური ბუნებით.

ღორეშის გზის მარჯვენა ნაპირ-ზე, მწვანე ფერდობის დასასრულს ერთი დიდი თითქოს განგებ გამო-პირკეთებული ლოდი მეგულება ქვისა. ერთხელ მე და ჩემი მეგო-ბარი სახვითი ხელოვნების მასწავ-ლებელი ქალბატონი რუსუდანი დავემგზავრეთ ერთმანეთს.

რა ლამაზი ქვაა, - თითქმის ერთ-დოულად წარმოვთქვით.

ჩემმა თანამგზავრმა გამანდო.-დიდი ხანია ვფიქრობ ამ ქვაზე

ღვთისმშობლის სახე გამოვსახო.-რა კარგად გადაგიწყვეტია, მაგ-

რამ სახლიდან ამ სიშორეზე როგორ მოახერხებ?!

-ღმერთი შემაძლებინებს!ფიქრები ნაცნობი ადგილის

მოახლოებამ შემაწყვეტინა. აჰა, გამოჩნდა ეს ლოდიც. ისევ აქა დგას. ოღონდ არა ზედმეტ ბარდებში, ხავ-სსა და ტოტებში მიმალული...

დგას ამაყად, ქვა კი არა ქვად-

ყოფილი, ამჟამად შეუზღუდავი, გათავისუფლებული, ამოსუნთქული, ივერიის ღვთისმშობლისა და ყრმა იესოთი გაბრწყინებული, დამშვენე-ბული... თითქმის დავიჩოქე ხატის წინაშე.

-ღვთისმშობელო დედაო! - პირ-ჯვარი გადავისახე და სწრაფად გადავიკითხე საოცარი ხატის ქვეშ მინაწერი: „მოწყალებისა კარი განგ-ვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამე-თუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქტისტიანეთასა, ამინ.

უფალო შეიწყალე დამწერი ამა ხატისა ეფემია.

28.08.2012 წელი“რა სწრაფად შეუსრულებია ნათქ-

ვამი ქალბატონ რუსუდან ფოცხუას, იგივე ეფემიას, ხატმწერს, ყველა-სათვის საყვარელ, პატივსაცემ პიროვნებას. იგი ღორეშლების რძალია, მოტყიერის წმინდა გიორ-გის სახელობის ტაძრის მედავითნე, ბატონი სოსო ორჯონიკიძის მეუღ-ლე. მათი შვილები, წარჩინებული მოსწავლეები - გიორგი და დავითი სტიქაროსნებიც არიან, ანა და ელენე კი საკუთარი შემოქმედებით გამოირჩევიან.

თვალს ვერ ვწყვეტდი ხატს. მხატ-ვრის მიერ უნაკლოდ შეზავებულ ფერთა ჰარმონიას მზის ნათელი სხივები აძლიერებდა. დედობრივი სიყვარული, სულის ბრწყინვალება ჩაუქსოვია თავის უკვდავ ქმნილება-ში ოთხი შვილის გამზრდელ დედას, რომელიც ყველაფერს ღვთის რწმე-ნითა და იმედით აღწევს.

მოტყიერის წმინდა გიორგის ეკლესიას ამშვენებს ამ დიდსულო-ვანიქალბატონის მიერ დაწერილი ხატები. „მოტყიერი“ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით მნათო-ბიერს, ცეცხლოვანს ნიშნავს.

...ფიქრებით ისევ ქალბატონ რუსუდანთან ვარ.

ტელეფონით ვეხმიანები, - გა-ვიხსენეთ ბევრი რამ. მითხრა, „იმ ქვიდან თითქოს ღვთისმშობელი შემომცქეროდა. ჯერ ღირსარსის შექმნას ვაპირებდი, მაგრამ ანგე-ლოზები ქვაზე ვერ მოთავსდებოდა, ამიტომ ჩემმა დამ, გურიის ერთ-ერთი ეკლესიის იღუმენმა დედა მარიამმა მირჩია ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაწერა. ქვის ფორმაც ამის საშუალებას მაძლევდა. სოფლის თა-ვიდან სოფლის ბოლოში ჩავდიოდი ყოველდღე. შვილებიც თან დამყვე-ბოდნენ. გავასუფთავეთ ქვა ხავსებისა და ზედმეტი ბარდებისგან. იარაღს, სამხატვრო ხელსაწყოებს, საღებავებს

მითარჯებდნენ. სასმელ წყალს მაწვ-დიდნენ. ნათხოვარ კიბეზე შემდგარმა დავიწყე გადაადგილება. ღმერთმა მომივლინა ღორეშელი ახალგაზრდა დასახმარებლად - თემურ კუპრაძე.

-რატომ უნდა იწვალო ასე, ხვა-ლისთვის ხარაჩოს დავამზადებო. დედამისმა კი მითხრა, - საგზალი აღარ წამოიღო, განა ჩვენ ვერ გი-მასპინძლებთო. დიდ ყურადღებას მაქცევდნენ.

და აი, ასე ღვთის შეწევნითა და კეთილი ადამიანების დახმარებით ერთ კვირაში შევქმენი ხატი, რომე-ლიც, უნდა გაგიმხილოთ, რომ ყვე-ლა თხოვნას მსწრაფლ მისრულებს.

გულით ვმადლობ უფალს, რომ ინება ყოვლაწმინდა ღვთისმშობ-ლის სახე გამომესახა და, რომ მან ღორეშელებთან ინება მობრძანება ნუგეშად. დაე, დაიფაროს იმერეთი და სრულიად საქართველო მისმა სიდიადემ“.

მადლიერების გრძნობით და-ვემშვიდობე მარჯვენაკურთხეულ ქალბატონს. მართლაც ბედნიერია ოჯახი, ასეთი სულიერებით სავსე უკეთილშობილესი და სათნო დედა რომ ჰყავს.

ზაირა ხაჩიძე

ფოტოზე: რუსუდან ფოჩხუა ხატწერისას

დოდო გელაშვილი - კლასში რომ შევდივარ, ყველა პრობლემა მავიწყდება

Page 6: (607), 26 სექტემბერი 2014 წელი

6 xtvb [fhfufekb 26 სექტემბერი, 2014 წ.

მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება

სახელმწიფო ინტერესებს აზიანებსუკანასკნელ პერიოდში სა-

ქართველოს მოსახლეობა ხე-ლისუფლების ორ შტოს შორის კონფლიქტის მოწმე გახდა. დაპი-რისპირება პრეზიდენტსა და მთავ-რობის წარმომადგენლებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშ-ვილის, მიერ პრეზიდენტის გაკრი-ტიკების შემდეგ. შედეგად, საქარ-თველოს მთავრობისა და საპარ-ლამენტო უმრავლესობის წარმო-მადგენლებმა აქტიურად დაიწყეს პრეზიდენტის კრიტიკა, გაკეთდა შეურაცხმყოფელი განცხადებე-ბიც და, ზოგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის ინსტიტუტის როლის იგნორირებას.

დაპირისპირება იმდენად აშკა-რა გახდა, რომ უკვე მნიშვნელოვა-ნი პრობლემები შექმნა საქართვე-ლოში მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებისას. იყო შემთხვევები, როდესაც ამ ვიზიტების დროს მთავრობის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ კანონით და თანამდებობიდან გამომდინარე მათზე დაკისრებული ვალდე-ბულებების შესრულებაზე. მაგა-ლითად, იყო შემთხვევა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებდა უშიშროების საკითხების განხილვაზე, თუ ეს შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტ-რაციის მიერ იყო ორგანიზებული. ასეთი მაგალითები ქვეყნის წინაშე

მდგარი საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, ზიანს მიაყე-ნებს სახელმწიფოსთვის მნიშვნე-ლოვანი საკითხების მართებულად გადაჭრას და უარყოფითად იმოქ-მედებს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე მეგო-ბარი სახელმწიფოების თვალში.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ კონფლიქტი არ წარმო-ქმნილა ქვეყნისთვის სტრატეგი-ულად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებების საფუძველზე. და-პირისპირების მიზეზი არ ყოფილა საქართველოში კონკრეტული რეფორმის ან ინიციატივის უკეთ დაგეგმვა ან განხორციელება. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის კრიტი-კისას ყოფილი პრემიერმინისტრის პირადი უკმაყოფილებით ხელმძღ-ვანელობს, რომელიც დიდწილად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელის შეცვლამ გამოიწვია.

ერთადერთი შემთხვევა, რომე-ლიც კონკრეტულ ინიციატივასთან იყო დაკავშირებული, ეხებოდა პრეზიდენტის სურვილს, ვეტო და-ედო კანონპროექტზე, რომლითაც პარლამენტმა წლის განმავლო-ბაში მესამედ შეცვალა თავისივე გადაწყვეტილება და მოწმეთა დაკითხვის ახალი პროგრე-სული წესის ამოქმედება ორი წლით გადაავადა. მაშინ ყოფილმა პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს

შეაცვლევინა კანონპროექტზე ვეტოს დადების განზრახვა, რაზეც ის თავის ინტერვიუში საუბრობს. სამწუხაროა, რომ მაშინ პრეზიდენ-ტი დათანხმდა პოზიციის შეცვლას, რადგან ამ კანონმა კვლავ რისკის ქვეშ დატოვა მოწმედ დასაკითხი პირების უფლებების დაცვის გა-რანტიები.

დღეს საქართველოს მოსახლე-ობა უსმენს ურთიერთბრალდე-ბებს, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან მომდინა-რეობს. მმართველი კოალიციის მიზანი, როგორც ჩანს, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც, ქვეყნის მეთაურის, მთავარსარდლისა და საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელის, ხელოვნუ-რად დაკნინებაა. ამის სამწუხარო შედეგი კი ისაა, რომ პრეზიდენტი ხელოვნურ ბარიერებს აწყდება საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას, რომელიც მას კონსტიტუციით ევალება. ყვე-ლაფერს ემატება ის, რომ ქვეყა-ნაში იკვეთება არაფორმალური მმართველობის ტენდენციები, როცა არაუფლებამოსილი პი-რის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და თანამდებობის პირებზე სახელმ-წიფოს მართვისას გავლენის მოხ-დენაში გამოიხატება.

სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი დემოკრატიული

ინსტიტუტების არსებობის მნიშვ-ნელოვანი საფუძველია. ხელისუფ-ლების დანაწილების კონსტიტუცი-ური პრინციპი სახელისუფლებო ორგანოების ურთიერშეკავებისა და გაწონასწორების წინაპირობაა. ეს ყოველივე საზოგადოებას იცავს ძალაუფლების ერთი ხელისუფლის ან მცირე გუნდის მიერ მონოპოლი-ზაციისგან. ამ გაგებით ხელისუფ-ლების სხვადასხვა ინსტიტუტები შესაძლებელია სხვადასხვა მოცე-მულობაში ერთმანეთის კონკურენ-ტებადაც გვევლინებოდნენ. ასეთი ინსტიტუციური „კონფლიქტი“ არა თუ წინააღმდეგობაში არ მოდის დემოკრატიულ წეს-წყობილებას-თან, არამედ მისი არსებობისა და შენარჩუნების აუცილებელი წინაპი-რობაა. ასეთ სისტემაში რაც დაუშ-ვებელია, ეს არის დამატებითი არაფორმალური მმართველობის რგოლის შექმნა.

საქართველოში, როგორც გან-ვითარებადი დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, არაფორმალური მმარ-თველობის სისტემის დამკვიდრება და ნებისმიერი ინსტიტუტისთვის მისთვის კონსტიტუციით განსაზღ-ვრული უფლებების შესრულე-ბისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა მძიმე დარტყმას მიაყენებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესს, რის გარე-შეც შეუძლებელია ქვეყნის დემოკ-რატიული განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და მმართველ კო-ალიციას, გაითვალისწინოს ეს საფრთხეები და საკუთარი ქმედე-ბებით დაამტკიცონ, რომ არ დაუშ-ვებენ არცთუ შორეული წარსულის გამოცდილების გამეორებას, რო-დესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთ ხმაში ლაპარაკობდა და პირ-თა მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ იმართებოდა. ასეთ მოცემულობა-ში სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოები გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მოკლე-ბულნი არიან და მათ მუშაობას, ფაქტობრივად, ფორმალური ხასი-ათი აქვს. საქართველოს მთავრო-ბას უნდა ახსოვდეს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველობის დამკვიდრებისა და დემოკრატი-ული ინსტიტუტების მშენებლობის გარეშე საქართველო ვერასოდეს გახდება ევროატლანტიკური ოჯა-ხის წევრი, რაც საქართველოს მო-ქალაქეთა დიდი უმრავლესობის ნებას წარმოადგენს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო

საზოგადოება (ISFED) ფონდი „ღია საზოგადოება -

საქართველო” (OSGF)

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და მისი პარტნიორი წევრი ქვეყნები, სა-ზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების ყურადღების მისაქცევად აღნიშ-ნავენ მსოფლიო „ჯანმრთელობის დღეებს“. ერთ-ერთი ასეთი დღე 28 სექტემბერია.

28 სექტემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ცოფთან (რომლის მიზეზითაც ყოველწლი-ურად დაახლოებით 55 000 ადამი-ანი იღუპება) ბრძოლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. მსოფლიოში ცო-ფით გარდაცვლილთა 40% ბავშვი და 15 წლამდე ასაკის მოზარდია.

ცოფი მწვავე ვირუსული ზო-ონოზური (ცხოველებიდან გადა-ეცემა ადამიანებს) დაავადებაა. ვირუსი აინფიცირებს შინაურ და გარეულ ცხოველებს და გადაეცემა ადამიანებს ინფიცირებულ ნერწყვ-თან მჭიდრო კონტაქტისას, კბენის ან დაკაწვრის შედეგად.

ცოფი გვხვდება ყველა კონ-ტინენტზე, ანტარქტიდის გარდა, მაგრამ ადამიანთა სიკვდილის 95%-ზე მეტი გვხვდება აზიასა და აფრიკაში. ცოფის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში გამო-

სავალი თითქმის ყოველთვის ლეტალურია.

სიმპტომებიცოფის ინკუბაციური პერიოდი

გრძელდება ჩვეულებრივ ერთი-დან სამ თვემდე, მაგრამ შესაძლე-ბელია მერყეობდეს ერთი კვირაზე ნაკლები პერიოდიდან ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში. ცო-ფის განვითარებისას პირველადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერა-ტურა და უმრავლეს შემთხვევაში ტკივილი ან ჩხვლეტის უჩვეულო, აუხსნელი შეგრძნებები (პარესთე-ზია), ჩხვლეტა ან წვა ნაიარევზე.

ვირუსის ცენტრალურ ნერვულ სიტემაში გავრცელებისას ვითარ-დება პროგრესული, მომაკვდი-ნებელი თავის და ზურგის ტვინის ანთება.

დაავადების განვითარება შე-საძლებელია ორი ფორმის სახით. ადამიანებს შფოთვასთან ერთად უჩნდებათ ჰიპერაქტიურობის ნიშ-ნები, აგზნებული ქმედებები, ჰიდ-როფობია და ზოგჯერ აეროფო-ბიაც. რამდენიმე დღის შემდეგ იგი იღუპება კარდიორესპირატორუ-ლი სისტემის დამბლის შედეგად.

ადამიანთა ცოფის შემთხვევათა 30% მოდის ჰიდროფობიის პარა-ლიზური ფორმის წილად. ცოფის ეს ფორმა მიმდინარეობს უფრო დრამატულად და დიდხანს, ვიდრე აგზნებული ფორმა. კუნთების თან-დათანობითი მოდუნება იწყება ნაკ-ბენი ან ნაკაწრი ჭრილობის არე-დან. ნელა ვითარდება კომა და საბოლოოდ ავადმყოფი კვდება.

დიაგნოსტიკაკლინიკური ნიშნების გამო-

ვლენამდე ინფექციის დიაგნოსტი-

კისთვის რაიმე ტესტი არ არსებობს და საერთოდ, სანამ კარგად არ გამოვლინდება ისეთი განსაკუთ-რებული ნიშნები, როგორიცაა ჰიდროფობია და აეროფობია, დიაგნოზის დასმა შეიძლება გარ-თულდეს. სიცოცხლეში და სიკვდი-ლის შემდგომ ცოფის დიაგნოსტი-რება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით ვირუსის გამოყოფის, ვირუსის ანტიგენების ან ნუკლეინის მჟავების გამოვლენით ინფიცი-რებულ ქსოვილში (ტვინი, კანი, შარდი ან ნერწყვი).

ინფექციის გადაცემაადამიანთა დაინფიცირება ხდე-

ბა დაინფიცირებული ცხოველის მიერ დაკბენის ან დაკაწვრის შედეგად დაზიანებული კანიდან. ამ ინფექციის გამომწვევი ვირუსის მტარებლები და გადამცემები ძირითადად არიან ძაღლები. ისინი არიან ინფექციის წყარო იმ 55000 ცოფით სიკვდილის შემთ-ხვევისა, რომელიც თითქმის ყო-ველწლიურად ფიქსირდება აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ადამიანთა ცოფით გარდაცვალების უმრავლეს შემთხ-ვევაში ინფექციის წყარო ღამურაა. ცოტა ხნის წინ ღამურების ცოფი ადამიანთა ჯანმრთელობისთვის გახდა საშიში ავსტრალიაში, ლა-თინურ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაშიც. ადამიანთა სიკვდი-ლი მელიებთან, ენოტებთან, ტურებთან, მანგუსტებთან და სხვა სახეობის მტაცებელ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად, რომლებიც ცოფის ვირუსის მტარებლები არიან, იშვიათია.

ინფექციის გადაცემა შეიძლება

მოხდეს დაინფიცირებული მასა-ლის (ნერწყვი) პირდაპირ მოხ-ვედრით ან ლორწოვან გარსზე, ან ახალ ღია ჭრილობაში. ინფექციის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე დასაშვებია, თუმცა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

იშვიათ შემთხვევაში ცოფით დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ვირუსის შემცველი აეროზოლის ჩასუნთქვის ან დაინფიცირებული ორგანოს ტრანსპლანტაციის მეშ-ვეობით. დაინფიცირების რისკს არ წარმოადგენს დაავადებული ცხოველის უმი ხორცის მიღება ან ქსოვილებთან შეხება.

ექსპოზიციის შემდგომი მკურნალობა

ექპოზიციის შემდეგ რამდენიმე დღეში (რაც შეიძლება ადრე) დაწ-ყებული ეფექტური მკურნალობის წყალობით შეიძლება თავიდან იქ-ნეს აცილებული ცოფის სიმპტომე-ბის განვითარება და შესაბამისად, ლეტალური გამოსავალი.

პოსტექსპოზიციური პროფი-ლაქტიკა მოიცავს

- ჭრილობის ადგილობრივ დამუშავებას ექსპოზიციიდან რაც შეიძლება ადრე,

- ვაქცინის და- ანტირაბიული იმუნოგლობუ-

ლინის (ჩვენების შემთხვევაში) შეყ-ვანას.

ჭრილობის ადგილობრივი დამუშავება

ექსპოზიციის შემდეგ პირველი დახმარებისას რეკომენდირებუ-ლია ჭრილობის დაუყონებლივ ბანვა მინიმუმ 15 წუთის განმავ-ლობაში საპნიანი წყლით, შემდეგ ჭრილობის დამუშავება იოდის

სპირტხსნარით ან 70° სპირტით.ინფიცირებული არედან ცო-

ფის ვირუსის მოცილება ქიმი-ური და ფიზიკური მეთოდების გამოყენებით ეფექტური დამც-ველობითი ღონისძიებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს ყველა ნაკბენის და ნაკაწრის ადგი-ლობრივი დამუშავება, რომელზეც შეიძლება იყოს ცოფის ვირუსი.

პროფილაქტიკაცოფით დაავადების თავიდან

აცილება შესაძლებელია ვაქცი-ნაციით. ჰიდროფობიის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა ცოფის ლიკვიდაცია ძაღლებში მათი ვაქცინაციის გზით. მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ძაღლების ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებში (ასევე ცხოველებში) საგრძნობლად შემცირდა ცოფის შემთხვევები. ადამიანთა ცოფით გარდაცვალების შემთხვევების ზრდა აფრიკის, აზიის და ლათი-ნური ამერიკის ზოგიერთ ნაწილში მიუთითებს იმაზე, რომ დღესდ-ღეობით საზოგადოებრივი ჯანდაც-ვისთვის ცოფი კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ადამიანთა პროფილაქტიკის-თვის არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები. ბავშვები იმყოფებიან დაინფიცირების გან-საკუთრებული რისკის ქვეშ ცხო-ველებთან თამაშისას, რომლის დროსაც შეიძლება მოხდეს დაკ-ბენა ან დაკაწვრა და მის შესახებ უფროსებს არ შეატყობინონ. უნდა გადაიხედოს მაღალი რისკის რა-იონებში მცხოვრები და იქ დრო-ებით მყოფი ბავშვების იმუნიზაცია.

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

Page 7: (607), 26 სექტემბერი 2014 წელი

7xtvb [fhfufekb26 სექტემბერი, 2014 წ.

74 წლის გახდებოდით 2014 წლის 21 სექტემბერს. 69 წლის ასაკში გამო-ეთხოვეთ თქვენს საყვარელ ოჯახს, შვი-ლებს, შვილიშვილებს, ხარაგაულელებს, ახლობლებს და კოლეგებს. საუკეთესო პიროვნული თვისებებით შემკული, სრუ-ლიად ახალგაზრდა ჩაებით ხარაგაულის კულტურის სახლის კოლექტივის საქმი-ანობაში. ხუთი ათეული წლის მანძილზე ერთგულად და ღირსეულად ემსახურე-ბოდით თქვენს საყვარელ პროფესიას. კულტურის სახლის არაჩვეულებრივ კოლექტივთან ერთად დღე და ღამე და-უღალავად იღვწოდით რამდენიმე ათე-ული წლის მანძილზე აწ გარდაცვლილ ქალბატონ თამარ ხარატიშვილის, პაშა გიორგაძის, ბატონ თამაზ კიკნაძის, ელგუ-ჯა დეკანოსიძის, ჯონდო გიორგაძის, ვაჟა სვანიძისა და სხვათა გვერდით.

პუნქტუალური, ენერგიული, სა-იმედო, ხალისიანი, იმედისმომცემი, უკეთილშობილესი, მუდამ მომღიმარი, ხავერდოვანი ხმის ტემბრის მფლო-ბელი გვერდით ედექით ძვირფას,

საყვარელ მეუღლეს ბატონ თამაზ კიკნაძეს და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდით ხელოვნებას.

ქალბატონმა გიულიმ და ბატონმა თამაზიმ სამი საუკეთესო ვაჟკაცი აღზარდეს - სერგო, ვასილ და ბათუ კიკნაძეები, რომლის შვილებით ამა-ყობდა და გახარებული იყო ქალბა-ტონი გიული.

ბევრი სიკეთე და სიყვარული და-ტოვე თქვენს ირგვლივ მყოფ საზოგა-დოებასა და მეგობრებში. ამდენი ხნის თანაცხოვრების შემდეგ ძნელია უთქ-ვენოდ ყოფნა. გწამდეს, რომ თქვენი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას, მუდამ იქნებით თქვენ და ბატონი თამა-ზი ჩვენს გულებში.

ჩვენო უფროსო მეგობარო, ღმერთ-მა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი და ნათელში ამყოფოს თქვენი სპეტაკი სული. ღვთის მადლი ეფინოს თქვენს სასუფეველს.

ივ. აბაშიძის სახ. კულტურის ცენტრის თანამშრომლები

რას ნიშნავს უძრავი ნივთის დაყოფა

უძრავი ნივთი არის მიწის ნაკ-ვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, ასევე შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშე-ნებული ან დანგრეული) ან შენო-ბა-ნაგებობის ერთეული (მშენება-რე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა.

მესაკუთრე უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი დაყოს ორ ან მეტ ნაწილად და საკუთრებაში ერთი მთლიანი უძ-რავი ნივთის სანაცვლოდ, იქონიოს დაყოფის შედეგად წარმოშობილი ორი ან მეტი უძრავი ნივთი.

იმ შემთხვევაში, როდესაც არსე-ბობს მესაკუთრის სურვილი მიწის ნაკვეთის ნაწილი განიკარგოს/გასხვისდეს როგორც დამოუკიდე-ბელი უფლების საგანი, აუცილებე-ლია განკარგვამდე/გასხვისებამდე ამ მიწის ნაკვეთის დაყოფა და გან-საკარგავ/გასასხვისებელ ნაწილზე მესაკუთრის (გამსხვისებლის) სა-კუთრების უფლების რეგისტრაცია.

უძრავი ნივთის დაყოფისას უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე დაყოფამ-დე რეგისტრირებული ნებისმიერი უფლება ან ვალდებულება უცვლე-ლად გადადის დაყოფის შედეგად წარმოშობილ შესაბამის უძრავ ნივთზე ან მათ ნაწილზე (ნაწილებ-ზე) თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

უძრავი ნივთის დაყოფისას აუცილებელია დამზადდეს და-

ყოფის შედეგად წარმოშობილი უძრავი ნივთების საკადასტრო აზომვითი ან/და შიდა აზომვითი ნახაზები.

საკადასტრო აზომვითი ნახაზი მზადდება იმ შემთხვევაში, თუ ხდება მიწის ნაკვეთის (მასზე არ-სებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე) დაყოფა. საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოდგენილ უნდა იქნეს როგორც ქაღალ-დის, ასევე ციფრული ვერსიის სახით, შესრულებული სახელმ-წიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ, WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს (shp) ფაილის სახით.

შიდა აზომვითი ნახაზი მზად-დება იმ შემთხვევაში, თუ ხდება შენობა-ნაგებობის ან მისი ერთე-ულის დაყოფა. შიდა აზომვითი ნახაზი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქაღალდის ვერსიის სახით.

რეგისტრაციის წესი და პირობები

უძრავი ნივთის დაყოფის სა-ფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერი-ტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტო-რიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

1) განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუ-მენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

2) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

3) უძრავი ნივთის დაყოფის თაობაზე მესაკუთრის ნების გამო-ვლების დამადასტურებელი დო-კუმენტი (განცხადება, თანხმობა და ა.შ.); აღნიშნული დოკუმენტი მოწმდება ან სანოტარო წესით ან საჯარო რეესტრის/იუსტიციის სახ-ლის უფლებამოსილი პირის მიერ.

4) უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ან/და შიდა აზომვითი ნახაზი;

5) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი (4 სამუშაო დღის ვადაში).

შესაძლებელია ასევე დაჩ-ქარებული მომსახურების გან-ხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვა-დები შემდეგნაირია: განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი; ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი.

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რე-გისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო

დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დამატებითი ინფორმაცია• თუ დაინტერესებულ პირს

რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმო-მადგენლის მეშვეობით, ასეთ შემ-თხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის და-მადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

• ზემოჩამოთვლილი დოკუმენ-ტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონ-კრეტულ შემთხვევაში შესაძლებე-ლია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია,

რაც აუცილებელია საკუთრების უფ-ლების რეგისტრაციისათვის.

• მომსახურების საფასური გადაიხდება ერთეული ნივთის მიხედვით. ანუ უძრავი ნივთის და-ყოფის შედეგად წარმოშობილ თი-თოეულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ცალ-ცალკე.

• იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე არის სახელმწი-ფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლე-ბის რეგისტრაცია ხორციელდება მომსახურების საფასურის გადა-ხდის გარეშე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან

ურთიერთობის სამსახური

საკონსულტაციო ბარათები

საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე

ხარაგაულის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესე-ბულებათა გაერთიანება სამძიმარს უცხადებს ნანა მენაბდეს მეუღლის, ბაქარ და ხათუნა დევდარიანებს, თაკო კობერიძეს მამის

თეიმურაზ (თემიკო) დევდარიანის

გარდაცვალების გამო.

შვილები დათო, ბესო, ქეთინო, რძლები: ნაილი კიკნაძე, ხათუნა მაღრაძე, შვილიშვილები ეკა, მაკა, მაია, საბა, გვანცა, ლადო, ნინო იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ნინელი დავითის ასული ავალიანი-გიორგაძისა

დაიკრძალა 25 სექტემბერს ხა-რაგაულში.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარა-გაულის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ყოფილი თანამშ-რომელი, დიდებული პიროვნება, კარგი ხარაგაულელი

თამაზ მაღრაძედა თანაუგრძნობენ გარდა-

ცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

სოლომონ მეფის ქ №56(ა) კორპუსის მაცხოვრებლები თანაუგ-რძნობენ ქეთინო, დავით და ბესო გიორგაძეების ოჯახებს საყვარელი დედის

ნინელი ავალიანი-გიორგაძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესე-ბულებათა გაერთიანება სამძიმარს უცხადებს თამარ ავალიშვილს დეიდაშვილის და ნათელა დეკა-ნოსიძეს რძლის

ნინელი ავალიანი-გიორგაძისგარდაცვალების გამო.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხარა-გაულის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ოლეგი თხელიძეს დედის

ირა პირველაშვილი-თხელიძისგარდაცვალების გამო.

ბიძაშვილები ეთერი, გულნაზი, ნანა, დალი, ალიკა, ავთო არღუნაშ-ვილები ოჯახებით ღრმა მწუხარე-ბით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ომარი გრიგოლის-ძე არღუნაშვილი

და თანაგრძნობას უცხადებენ ჯე-მალი, ლამარა და ნათელა არღუ-ნაშვილების ოჯახებს მწუხარებაში.

მამუკა გიორგაძე, ბადრი მესხი ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

ნინელი ავალიანი-გიორგაძისადა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ვენერა კიკნაძე ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდა-იცვალა უსაყვარლესი ქალბატონი

ნინელი ავალიანი-გიორგაძედა სამძიმარს უცხადებს განს-

ვენებულის ოჯახსა და ნათესავებს.

სოლომონ მეფის ქ.№56(ა) კორ-პუსში მცხოვრები გია ლომსაძე, ვა-ლოდია არამიანი, ჯამბული გვაზავა, ზაალ ლურსმანაშვილი, ტარიელ ტაბატაძე, ციცო შარიქაძე, ლენა აქ-სიონოვა ოჯახებით თანაუგრძნობენ ქეთინო, დათო, ბესო გიორგაძეების ოჯახებს საყვარელი დედის

ნინელი ავალიანი-გიორგაძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლე-ბი თანაუგრძნობენ ნინო კვინიკაძეს ბიძის

მურადი კვინიკაძისგარდაცვალების გამო.

გურამ გობიანი ოჯახით თანაუგ-რძნობს დავით, ქეთინო, ბესიკ გიორგაძეებს დედის

ნინელი ავალიანი-გიორგაძისგარდაცვალების გამო.

გულო ხარატიშვილი, იზოლდა გამეზარდაშვილი, ლიანა ხიჯაკაძე, ნაირა ჭუმბაძე, მარია ოქრომჭედ-ლიძე, დიმიტრი ლოლაძე, თე-იმურაზ ხიჯაკაძე, რეზო სხილაძე თანაუგრძნობენ ნათელა და ოლეგი ჭანკვეტაძეეს ოჯახს დედისა და სიდედრის

ნუნუ ჯოხაძე-რობაქიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის ივ. აბაშიძის სა-ხელობის კულტურის ცენტრის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყოფილი თანამშრომ-ლის - ჯონდო გიორგაძის მეუღლის

ნინელი ავალიანი-გიორგაძისგარდაცვალების გამო და სამ-

ძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.

ანზორ არევაძე, პაატა გოგოლა-ძე, ნიკუშა მაჭავარიანი, დათო კურ-ტანიძე, მალვინა ჩერქეზიშვილი, გულო ტალახაძე, ნელი შარიქაძე, ნანა ჯანიაშვილი ოჯახებით სამძი-მარს უცხადებენ ნინო და მანუჩარ ღონღაძეებს დედისა და ბებიის

ანია ღონღაძისგარდაცვალების გამო.

სოლომონ მეფის ქუჩა №56 (ბ) კორპუსში მცხოვრები მეზობლები თანაუგრძნობენ ავთო ვეფხვაძის ოჯახს ბიძის

ჯუმბერი ვეფხვაძისგარდაცვალების გამო.

გიული ლომიძის მონატრება

ვეძებ სამუშაოს. ვიმუშავებ დარა-ჯად, მაღაზიებსა და კვების ობიექტებში დამხმარედ. ტელ.: 598 35 48 38; 557 65 33 20 (შალვა).

ვაქირავებ ბინას საოფისედ, კომერ-ციული საქმინობისთვის ან საცხოვრებ-ლად, ერთ ან ორ ნაწილად, საერთო ფართით 100მ2, - 4 ოთახი ტელეფონით და ინტერნეტით, დამხმარე სათავსოები-თა და ეზოთი. მისამართი - ხარაგაული, კიკნაძის ქ. №13 რკინიგზის სადგურთან (ყოფილი აფთიაქის შენობა). ტელ.: 555 65 70 06; 570 90 60 47; (0433) 22 12 62.

იყიდება საძინებელი ოთახის გარნი-ტური (საბავშვო ოთახი) - ორი საწოლი, ორი სკამი, საწერი მაგიდა თავისი ტუმ-ბოთი, კედელი 3 მეტრი სიგანის სტაფი-ლოსფერი ფასადით. ფასი შეთანხმებით. ტელ: 593 24 26 13; 577 55 01 15.

სოფელ კიცხში სკოლასთან ახლოს იყიდება საცხოვრებელი სახლი თავისი ეზოთი (თხილის პლანტაციებით), ფასი 8 000 აშშ დოლარი. ტელ: 593 24 26 13; 577 55 01 15 (ლევან ხიჯაკაძე).

უფასო განცხადების ქვითარი #36

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

Page 8: (607), 26 სექტემბერი 2014 წელი

8 xtvb [fhfufekb 26 სექტემბერი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას და იმ პირებს, რომლებიც დამეხმარენ, გავმხდარიყავი უფასო სასადილოს წევრი. ასევე დიდ მადლობას ვუხდი სასადილოს პერსონალს. უფასო სასადილოში არის უმაღლესი დონის მომსახურება, ამზადებენ უგემრი-ელეს კერძებს. ყველა ბენეფიციარს ეპყობიან დიდი ყურადღებითა და გულისხმიერებით. დიდი მადლობა მათ ამისათვის.

გივი

დათო ნიქაცაძე: -მთელი ზაფ-ხული ველოდი, როდის გავხდებო-დი მოსწავლე. აქ ბევრი რამ უნდა ვისწავლო და მასწავლებელს კარგად ვუპასუხო.

როგორია სკოლა

დიანა ბოგვერაძე: -კარგი ყო-ფილა სკოლა. მომეწონა ჩემი მასწავლებელი და ამხანაგები. მინდა კარგად ვისწავლო.

ელენე ბოგვერაძე: -მიხარია, მოსწავლე რომ ვარ. მომეწონა სკოლა და გაკვეთილები.

მარიამ თაბუკაშვილი: -სკოლა ჯობია ბაღს. მიხარია გაკვეთილებ-ზე ყოფნა.

მარიამ ჭიპაშვილი: -კარგია ჩემი სკოლა. გაკვეთილებზე წერა-კითხვა უნდა ვისწავლო.

ეკა ბერაძე: - სკოლა იმიტომ მომეწონა, რომ აქ ბევრ რამეს მასწავლის ჩემი მედიკო მასწავ-ლებელი.

თენგო მანჯავიძე: -წერას მალე ვისწავლი და ამიტომ მომწონს სკოლაში სიარული.

მერაბ ჩუბინიძე: -მომეწონა სკოლა. მიხარია, რომ გაკვეთი-ლებს შორის დასვენებებია.

ნიკოლოზ კიკალიშვილი: -ლა-მაზია ჩემი წიგნები და ჩანთა; კეთი-ლია ჩემი მასწავლებელი.

ნოდარ ებანოიძე: -კარგია, რომ ვსწავლობთ და მერე ეზოში გვიშვებენ.

ვულოცავთ სტუდენტობას ჩვე-ნი სკოლის კურსდამთავრებუ-ლებს: ნოდარ ჭანკოტაძეს (100% გრანტი), ქრისტინა მუმლაძეს, ნინო ნიქაცაძეს, ია ჭიპაშვილს, თორნიკე ტაბატაძეს, თეონა ცხვედაძეს, ანა ტაბატაძეს, ილია აბაშიძეს, დავით ნიქაბაძეს, იოანე რამიშვილს და გიორგი გლუნჩაძეს. ვუსურვებთ მათ უფ-ლის მფარველობას და შემდგომ წარმატებებს.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის

სახელობის გიმნაზიის პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავთ ალექსანდრე ბარ-ბაქაძეს და თამარ ავალიშვილს ქალიშვილის ბედნიერებას. ვუსურ-ვებთ ქეთი ბარბაქაძეს და დავით კიკნაძეს ულევ სიყვარულს, სიხა-რულს, ლამაზი ოჯახის შექმნას და ღვთის წყალობას.ხარაგაულის საზოგადოებრივი

ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები

ჩვენი შვილებისა და შვილიშ-ვილების მკურნალ ექიმს, სათნო ქალბატონს მანანა ტაბატაძეს, ვულოცავთ მისი ლამაზი ოჯახის დიდ ბედნიერებას და სიხარულს - შვილიშვილის დაბადებას.

ვუსურვებთ დემეტრე კვირიკაშ-ვილს ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერ და ლაღ ბავშვობას. უფლის წყალობა და ღვთის მადლი არ მოკლებოდეს მის მომავალ გზასავალს აწ და მარადის.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით: ჟუჟუნა ეთერი,

ნანა, სოფო, შორენა, ლალი, ირმა, ნორა

ვულოცავთ სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარებას შორენა ბუაჩიძესა და მაია ლომსაძეს (რუსულ ენაში). ვუსურვებთ შემდ-გომ წარმატებებს თავიანთ საქმი-ანობაში.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის

სახელობის გიმნაზიის პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავ ჩემს საყვარელ შვი-ლიშვილებს: თეონა იჩქიტიძეს თბილისის სახელმწიფო სამედი-ცინო უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებას და სამედიცინო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩარიცხვას; მის დაიკოს ლელა იჩქიტიძეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ქართუ-ლი ფილოლოგიის უფასო სწავ-ლების სპეციალობაზე ჩარიცხვას.

ვუსურვებ წინსვლას, ბედნიერ სტუდენტობას, არჩეული პროფე-სიის წარმატებით დაუფლებას, წარმატებებს პირად და საზოგა-დოებრივ საქმიანობაში. ღვთის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ, ბებიკო, თქვენი ცხოვრების მანძილზე.თქვენი ბებია და ბაბუა თაფლო

ბუაჩიძე და ზურაბ გიორგაძე

ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურ-სდამთავრებულ ზაქარია ღამ-ბაშიძეს ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით საქართვე-ლოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ვუსურვებთ წინსვლას, ნაყოფიერ სტუდენტობას და საუკე-თესო მომავალს. ღმერთი იყოს მისი მფარველი.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ჩვენს საყვარელ ბაბუას უსუპი ხაჩიძეს ვულოცავთ დაბადებიდან 60 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს.

შვილიშვილები შოთიკო, ბუბა, ირაკლი, სანდრო, ელენე

ვულოცავთ მაია ხარაძეს და მამია ლომსაძეს ქალიშვილის ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალ-დაქორწინებულებს თამარ ლომ-საძეს და სერგი გეგეშიძეს ულევ სიხარულს, სიყვარულს, შვილთა სიმრავლეს და ღვთის წყალობას.

უახლოესი მეზობლები: ჯემალი კვირიკაშვილი, თამაზ

ლომსაძე, ავთო ჭიპაშვილი, გურამ გოგია, ეთერ ლომსაძე, დარეჯან ლომსაძე, ვლადიმერ

კაპანაძე ოჯახებით

ჩვენს საყვარელ და საამაყო მამიდაშვილს მარიამ მაქაძეს, ასევე ჩვენს ახლო მეგობარს ნია გამრეკელაშვილს ვულოცავთ სტუდენტობას. ვუსურვებთ მათ წარმატებულ სწავლასა და ბედ-ნიერებას. სახელოვანი პროფესი-ონალები დამდგარიყვნენ ცხოვ-რებაში. ღვთისმშობლის ძალი და მადლი ფარავდეს მათ სტუდენტურ ცხოვრებას.ბიძაშვილები და მეგობრები ანი,

გოგა, ნანა მდინარაძეები, ბიძია და ბიცოლა

ხევის საჯარო სკოლის პე-დაგოგს ბატონ უსუპ ხაჩიძეს ვულოცავთ საიუბილეო თარიღს. ვუსურვებთ ოჯახურ ბედნიერებასა და წარმატებებს პედაგოგიურ საქ-მიანობაში. მრავალი დაბადების დღე გათენებოდეს.

ხევის საჯარო სკოლა

ირმა სებისკვერაძეს ვულო-ცავთ საბავშვო ბაღების გაერთი-ანების დირექტორად დანიშვნას. ვუსურვებთ წარმატებებს.

ლილი სებისკვერაძეს კი ვუ-ლოცავთ ქალიშვილის სამსა-ხურში დაწინაურებას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და უფლის მფარ-ველობას.

გურამ და მერი კვირიკაშვილები ოჯახით

ვულოცავთ გაბედნიერებას ქეთი ბარბაქაძეს და დავით კიკ-ნაძეს. ახალდაქორწინებულებს ვუსურვებთ ულევ სიხარულს, სიყ-ვარულს, შვილთა სიმრავლეს და უფლის მფარველობას.

ხარაგაულის ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის

ცენტრი და მასთან არსებული თეატრალური დასი

ვულოცავთ ირმა წასიძეს და დავით ბარბაქაძეს, ქეთინო ბარბაქაძეს და ავთო ფურცე-ლაძეს, თამარ ავალიშვილსა და ალეკო ბარბაქაძეს შვილების ნინიკო დათოს ასული ბარბა-ქაძის, სალომე ავთოს ასული ფურცელაძის და ქეთი ალეკოს ასული ბარბაქაძის ქორწინებას. ვუსურვებთ ახალშეუღლებულებს თავიანთ რჩეულებთან ერთად შვილთა სიმარვლეს, უფლის წყა-ლობას, ხანგრძლივ, ჯანმრთელ სიცოცხლეს.

ნადია (ელენა) ფუტკარაძე, გენადი, იმედა ბარბაქაძეები

ვულოცავთ რუსუდან მდინა-რაძეს და უჩა მაქაძეს შვილის - ჩვენს მარი (მარიკა) უჩას ასულ მაქაძეს უმაღლეს სასწავებელში ჩარიცხვას; მამუკა (მამია) ტა-ბატაძეს და ნაირა ჩხიკვაძეს შვილის ირაკლი მამუკას ძე ტა-ბატაძის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ვუსურ-ვებთ მათ წინსვლას და ნაყოფიერ სტუდენტობას, ულევ სიხარულს თავიანთ მშობლებთან და კეთი-ლისმსურველებთან ერთად.

ნადია (ელენა) ფუტკარაძე, გენადი, იმედა ბარბაქაძეები

მადლობა ყურადღებისთვის

***

***

***

***

***

***

***

***

***