გლობუსი

4
გგგგგგგ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ... მმმმმ, მმმმმ მმმმმ მმ მმმმმმ მმმმმმმმმ, მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმ: მმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმ. მმმმმმმმმ, მმმმმ მმმმ მმმმმმმმმ... _ მმმ! _ მმ მმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ. მმმმმმმ მმმმმ, მმმმმმმმმმ მმმმმმმ. მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ. მმმმ! მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ! _ მმმმმმმმმმმმმ მმმმმ მმმ მმმმმმ. მმმმმ მმმმმმმ მმმმმ მმმ. მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ. მმმმ მმმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ. მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმ. მმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმ, მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმ მმ მმმმმ მმმმმმ. _ მმმმმმმმ, მმმმ მმმმ მმმმმმმმ, მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ, _ მმმმ მმმმმმმმმმმმმ. მმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ, მმმმმმ მმმმ მმმმმმ მმმმმმმმ. მმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმ მმმმმმ მმ მმმმმმმმ მმმმმ მმმმმმ, მმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმ, მმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმ. მმმმმმ მმმ მმმმმმმ, მმმმ მმ მმმმმმმ, მმმმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმ მმმმმმმმ. _ მმმ მმმმმმ? _ მმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმმ. მმმმ მმმმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმ მმ მმმმმმ მმმმმ მმმმ მმმმმმმ. _ მმმ, მმმ, მმ მმ მმმმ... _ მმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმმმ, მმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმ მმმმმმმმმ, _ მმმმმმ... მმმმმმმმმ მმ მმმმმ, მმმ მმმმმმმ მმმმმმ! მმმმმ, მმ მმმმ, მმმმ მმმმმმმ. მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ, მმმმ მმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმ. მმმმმმ მმმ მმმმმმ, მმმმმმმ მმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმ მმმმმმმ. მმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ. მმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმ, მმმმმმმ მმმმმ, _ მმმმმმმმმმ... მმ¬მმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ. მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმ მმმმმმ. მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმ მმმ. მმმმმმმმმმ მმმმ

Upload: mtbiblia

Post on 21-Jan-2017

133 views

Category:

Education


4 download

TRANSCRIPT

Page 1: გლობუსი

გლობუსი

მაღვიძარა აწკრიალდა... არადა, პაკოს სულაც არ უნდოდა გაღვიძება, მშვენიერ სიზმარს ხედავდა: თითქოს ავტომრბოლელი იყო და ტრასაზე მიქროდა, ყველას უსწრებდა. მოსახვევი, კიდევ ერთი მოსახვევი...

_ ბახ! _ და პაკო იატაკზე აღმოჩნდა. თვალები ჭყიტა, დაფეთებული წამოჯდა. მაღვიძარა წკრიალს განაგრძობდა. პაკო! სკოლაში დაგაგვიანდება! _ სამზარეულოდან დედის ხმა მოესმა.

სკოლა სახლთან ახლოს იყო. პირველი გეოგრაფიის გაკვეთილი ჰქონდათ. პაკო ჩქარობდა, რადგან გეოგრაფია უყვარდა. განსაკუთრებით მოსწონდა მისთვის უცნობი ქვეყნების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. პაკომ სკოლამდე მიირბინა, საკლასო ოთახში შევარდა და მერხს მიუჯდა.

_ ბავშვებო, დღეს ჩვენ გავიგებთ, როგორ აღმოაჩინეს ამერიკა, _ თქვა მასწავლებელმა.

თავიდან პაკო ყურადღებით უსმენდა, მაგრამ მერე გონება გაეფანტა. ჩანთიდან ფლომასტერი ამოიღო და მერხზე იმ მანქანის ხატვა დაიწყო, რომლითაც როცა გაიზრდება, ახალი ქვეყნების აღმოსაჩენად უნდა გაემგზავროს. ხატვამ ისე გაიტაცა, ვერც კი შენიშნა, მასწავლებელი თავზე როგორ წამოადგა.

_ რას აკეთებ? _ ჰკითხა მასწავლებელმა და სათვალე შეისწორა.

პაკო მოულოდნელობისაგან შეკრთა და ნახატს ორივე ხელი დააფარა.

_ აბა, აბა, ეს რა არის... _ მკაცრად თქვა მასწავლებელმა, პაკოს ხელები ააწევინა და ნახატს დააკვირდა, _ ფერარი... გაკვეთილს არ უსმენ, თან მერხსაც აფუჭებ! ბედად, ამ დროს, ზარი დაირეკა. მასწავლებელი კლასიდან გავიდა, პაკო კი სიხარულით სკამზე შეხტა. სკამმა ვერ გაუძლო, საწყლად დაიჭრიალა და ნაწილებად დაიშალა. პაკო იატაკზე აღმოჩნდა. დღეს მეორედ გავიშხლართე, გაუელვა თავში, _ მეტისმეტია... დე¬დიკოს ნამდვილად სკოლაში დაიბარებენ.

ხმაურზე კლასში ნიკუშა შევიდა. იატაკზე გაშხლართული პაკო დაინახა და გაკვირვებისგან ხელები გაშალა, თაროზე გლობუსი იდო. შემთხვევით ხელი წაჰკრა და გადმოაგდო. გლობუსი იატაკზე დაეცა, გაგორდა და რამდენიმე ადგილას შეიჭყლიტა.

`რა ხდება?~ _ გაიფიქრა პაკომ, _ `ეტყობა დღეს უიღბლო დღეა. როგორც მამიკო ამბობს ხოლმე, წარუმატებელი დღე! თუმცა, პაკოს გუნება მაინცდამაინც არ გაფუჭებია, _ უიღბლო დღეს ყოველთვის იღბლიანი მოჰყვება ხოლმე... მან ეს დანამდვილებით იცოდა.

Page 2: გლობუსი

საკლასო ოთახში ფანჯრები ღია იყო. ფანჯრიდან ხე მოჩანდა. ხეზე კი მაცაცო იჯდა და ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს, რაც კლასში ხდებოდა. მაცაცომ ფრთები აიქნია და წამსვე კლასში აღმოჩნდა, ფანჯრის რაფაზე.

_ რა ხდება თქვენთან? _ ინტერესით იკითხა, _ დაჯღაბნილი მერხი, გატეხილი სკამი, დაზიანებული გლობუსი... მმ... მეგობრებო, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა?

_ გლობუსს აუცილებლად შევაკეთებთ, _ თქვა ნიკუშამ.

_ სკამსაც, _ დაუმატა ლიზიკომ.

_ და მერხსაც, _ დაასრულა თუთამ.

_ მაგრამ გაკვეთილები უკვე დამთავრდა, სახლში უნდა გავიქცე, დედა მელოდება, _ ჩაილაპარაკა პაკომ და სასწრაფოდ ჩანთის ჩალაგება დაიწყო.

საღამოს ბავშვები ხის ქვეშ შეიკრიბნენ. მაცაცო ქვედა ტოტზე იჯდა და თავისი მოგზაურობის ამბებს ჰყვებოდა.

მოგვიანებით ბავშვებმა საჩუქრობანას თამაში გადაწყვიტეს. ისინი ერთმანეთს კეთილ სურვილებს აჩუქებდნენ. კენჭი ყარეს, თამაში ნიკუშას უნდა დაეწყო. მან თუთას საკუთარი თავის რწმენა უსურვა. თუთამ კი კოკის სიხარული აჩუქა. ახლა მისი ჯერი იყო, პაკოსთვის სურვილი უნდა ეჩუქებინა. ჰამ, ჰამ! _ დაიყეფა მან, _ პაკო, მეტ მოთმინებასა და სიმშვიდეს გისურვებ! პაკოს მოთმინება მართლაც არ ჰყოფნიდა. მოუთმენლად ელოდებოდა გაკვეთილის დამთავრებას, მოუთმენლად ელოდებოდა არდადეგების დადგომას და კიდევ ბევრ რაღაცას ელოდებოდა მოუთმენლად... პაკოს ჯერიც მოვიდა, _ ლიზიკოსთვის სურვილი უნდა ეჩუქებინა.

_ გისურვებ სიყვარულს, მეგობრობის უნარს და წარმატებას, _ თქვა მან. მე კი, _ თქვა ლიზიკომ, _ მინდა ბაოს ვუსურვო... რომ ყველა პატივს სცემდეს, ზრუნავდეს მასზე, სიცხეში წყალს უსხამდეს. მე მინდა ყველას საერთო საქმეში მონაწილეობის უნარი გაჩუქოთ, _ გამოაცხადა ბაომ, _ ერთად უნდა საქმიანობდეთ ეზოშიც, სკოლაშიც და სახლშიც. ეს რას ნიშნავს? _ გაუკვირდა თუთას. იმას, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, _ აუხსნა ლიზიკომ, _ და ვიზრუნოთ ჩვენს ეზოზე, სკოლასა თუ სახლზე. განსაკუთრებული მზრუნველობით უნდა მოვეპყროთ სახელმძღვანელოებს, _ წამოიძახა უცებ პაკომ და ამაყად გამოაცხადა, _ წიგნი ხომ ცოდნის წყაროა!

ყველამ გაოცებით შეხედა. მისგან ასეთ სიტყვებს არავინ ელოდა.

_ მართალია, მოდი ყველამ ერთად შევაკეთოთ გლობუსი, სკამი და მერხი, _ შესთავაზა ნიკუშამ. _ და კიდევ, მოდი, ეზო დავასუფთაოთ, _ თავის მხრივ

Page 3: გლობუსი

შესთავაზა კოკიმ, _ ეზოც ხომ გლობუსის ნაწილია. ბავშვები მეგობრულად შეუდგნენ საქმეს. სანამ ლიზიკო და თუთა ეზოს ასუფთავებდნენ, ნიკუშა და პაკო სკამს აკეთებდნენ და მერხს წმენდნენ. მაცაცო და კოკი გლობუსის წინ ჭკვიანური გამომეტყველებით ისხდნენ.

_ როგორ შევაკეთოთ გლობუსი? _ იკითხა კოკიმ და ყური მოიქექა, _ ეს ხომ ჩვენ დაგვევალა... საერთო საქმეში წვლილი ჩვენც უნდა შევი¬ტანოთ.

_ მე აფრიკას დავიჭერ, _ უთხრა მაცაცომ, _ შენ კი კარიბის ზღვას ფრთხილად დააჭირე თათი.

_ ვეცდები, _ ჩაიბურტყუნა კოკიმ, _ რას არ გააკეთებ ეზოს ხათრით...

და საქმეს შეუდგნენ...

მეორე დღეს ეკა მასწავლებელი კლასში შევიდა და მოულოდნელობისა¬გან გაშეშდა _ თვალებს არ დაუჯერა.

რა სისუფთავეა, როგორი წესრიგი! ფანჯრის რაფაზე ყვავილებია, მაგიდაზე კი გლობუსი... რა ხდება?ეზოც მოვაწესრიგეთ და კლასიც, _ აუხსნა ლიზიკომ, _ ხვალ სკოლის ეზოს და ბიბლიოთეკას მივხედავთ. ჩვენ ხომ იმ გარემოზე ვაგებთ პასუხს, რომელშიც ვცხოვრობთ. ერთად კი ყველაფერს შევძლებთ. და კიდევ, დაჭყლეტილი გლობუსი გავასწორეთ, _ დაუმატა პაკომ, _ ოღონდ კოკიმ თათი ზედმეტად დააჭირა, ამიტომ ჩვენს გლობუსზე მარიანის ღრმულმა ადგილი შეიცვალა - გვერდზე მოექცა. ბავშვებმა გულიანად გაიცინეს.