2018 --- npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf ·...

28
დამტკიცებულიასსიპ - საქართველოს შსს აკადემიის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის 2018 წლის ________--- N_-________ ბრძანებით ივანე პაპიაშვილი ---------------------------------------------- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცრის გადამზადების კურსი

Upload: others

Post on 23-Oct-2019

7 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

„დამტკიცებულია”

სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის რექტორის მოვალეობის დროებით

შემსრულებლის

2018 წლის ________---N N_-________ ბრძანებით

ივანე პაპიაშვილი

----------------------------------------------

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცრის გადამზადების კურსი

Page 2: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

თბილისი

2018 წელი

პროგრამის სახელწოდება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცრის გადამზადების კურსი

პროგრამის ხანგრძლივობა: 196 აკადემიური საათი

პროგრამის აღწერილობა: სასწავლო პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დაკავება. სასწავლო კურსის საერთო ხანგრძლივობაა 196 აკადემიური საათი (26 საათი ეთმობა შეფასებას), რომელიც, შსს აკადემიაში სასწავლო კვირის დატვირთვის შესაბამისად, რაც გულისხმობს 5 დღეს - 30 აკადემიურ საათს, შეადგენს ≈ 33 სასწავლო დღეს (6 კვირა და ≈ 3 დღე).

პროგრამა ითვალისწინებს 7 ძირითად მოდულს. სწავლება შედგება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილებისაგან. პროგრამაში მოცემული მეთოდოლოგია და აპრობირებული პრაქტიკა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მსმენელთა პროფესიონალურ უნარ-ჩვევას, ხელს შეუწყობს მათ ეფექტიანად და რაციონალურად განახორციელონ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.

მსმენელები შეფასდებიან თითოეულ მოდულში ჩათვლის მიღების მიხედვით. I და II მოდულებისთვის გათვალისწინებულია ჩათვლა, რომელიც მოიცავს პრეზენტაციის წარდგენას ინსტრუქტორთან წინასწარ შეთანხმებულ თემატიკაზე. III, IV, V და VI მოდულები ითვალისწინებენ 10 ტესტური დავალების შესრულებას, ხოლო VII მოდულში ჩათვლა მიიღება ზეპირი გასაუბრების შედეგად.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსანტებს გადაეცემათ სერტიფიკატი, რის საფუძველზეც შეეძლებათ მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე მუშაობა.

პროგრამის მიზანი: მართლწესრიგის ოფიცერმა ეფექტიანად განახორციელოს სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.

2

Page 3: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

N საგნების სახელწოდება ხანგრძლივობა

საათი

შეფასება

საათი

მოდული 1

34

6

1. მართლწესრიგის ოფიცრის სასწავლო პროგრამის მიმოხილვა 2 ჩათვლა №1

დანართი №1 - ის შესაბამისად 2. საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია 6

3. მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქცია/მოვალეობები 4

4. პოლიციელის ეთიკის სტანდარტები 4

5. ადამიანის უფლებები და პოლიცია 18

მოდული 2 22 6

6. კრიმინოლოგია 12 ჩათვლა №2

დანართი №1 - ის შესაბამისად 7. მართლწესრიგის ოფიცრის როლი დანაშაულის პრევენციაში 6

8. მართლწესრიგის ოფიცრის როლი ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობაში

4

მოდული 3 30 2

9. ოჯახში ძალადობა 16 ჩათვლა №3

დანართი №2 - ის შესაბამისად 10. არასრულწლოვნების სამართლებრივი მდგომარეობა 14

3

Page 4: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

მოდული 4 24 6

11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან 18 ჩათვლა №4

დანართი №2 - ის შესაბამისად 12. მედიასთან კომუნიკაცია 6

მოდული 5 16 2

13. სამსახურებრივად საჭირო ინფორმაციის მოპოვება, შეფასება, ანალიზი და რეაგირება

6 ჩათვლა №5

დანართი №2 - ის შესაბამისად 14. ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გამოვლენა

და რეაგირება 8

15. სახელმწიფო მომსახურება 4

მოდული 6 14 2

16. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოება

10 ჩათვლა №6

დანართი №2 - ის შესაბამისად 17. ბრალდებულის დაკავება და პირადი ჩხრეკა 4

მოდული 7 28 2

18. ინგლისური ენა 28 ჩათვლა №7

დანართი №3 - ის შესაბამისად

4

Page 5: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

1 მოდული

1 მართლწესრიგის ოფიცრის სასწავლო პროგრამის მიმოხილვა (2 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

1/1

2 სთ

სსიპ შსს აკადემიაში ქცევის წესებისა და შეფასების სისტემის გაცნობა;

მართლწესრიგის ოფიცრის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის მიმოხილვა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

დაიცავს შსს აკადემიაში არსებულ ქცევის წესებს.

2 საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია (6 სთ.)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

2/1

2 სთ

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის არსი;

საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პრინციპები.

ცოდნა/გაცნობიერება:

განსაზღვრავს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის არსს;

იმსჯელებს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პრინციპებზე.

2/2

2 სთ

განსხვავება ტრადიციულ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციას შორის

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის უპირატესობებსა და დადებით მხარეზე;

5

Page 6: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

ჩამოთვლის საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციელისა და ტრადიციული პოლიციელის მახასიათებლებს;

იმსჯელებს ტრადიციულ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციას შორის განსხვავებებზე.

2/3

2 სთ

საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის პრინციპების განხორციელება;

პრობლემების გადაჭრის მოდელი (SARA): სკანირება, ანალიზი, რეაგირება, შეფასება.

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განხორციელების გზებზე;

იმსჯელებს პრობლემების გადაჭრის მოდელზე (SARA).

3 მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქცია/მოვალეობები (4 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

3/1

4 სთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულება

ცოდნა/გაცნობიერება:

იმსჯელებს მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქციებსა და კომპეტენციებზე.

4 პოლიციელის ეთიკის სტანდარტები (4 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

4/1

2 სთ

პოლიციელის ეთიკის ნორმები და პოლიციელის ქცევის ზოგადი წესები

ცოდნა/გაცნობიერება:

განსაზღვრავს ეთიკის არსსა და მნიშვნელობას;

ჩამოაყალიბებს პოლიციელის საქმიანობის პრინციპებს;

აღწერს პოლიციელის ქცევის ზოგად წესებს.

4/2

2 სთ

საზოგადოებასთან და კოლეგებთან ურთიერთობის პრინციპები

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს საზოგადოებასთან და კოლეგებთან ურთიერთობის ეთიკურ სტანდარტებზე.

6

Page 7: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

5 ადამიანის უფლებები და პოლიცია (18 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

5/1

2 სთ

ადამიანის უფლებების ზოგადი მიმოხილვა;

სიცოცხლის უფლება.

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს პოლიციის როლზე ადამიანის უფლებებთან მიმართებით;

განასხვავებს ერთმანეთისგან ადამიანის უფლების დარღვევასა და შეზღუდვას;

განსაზღვრავს სიცოცხლის უფლების არსს, შემთხვევებს რა დროსაც შეიძლება შეიზღუდოს სიცოცხლის უფლება, როდის და რა პრინციპების გათვალისწინებით უნდა იქნეს ძალა გამოყენებული;

იმსჯელებს ძალის გამოყენების პროპორციულობის პრინციპზე;

ისაუბრებს სახელმწიფოს ნეგატიურ და პოზიტიურ ვალდებულებებზე.

5/2

2 სთ

წამების აკრძალვა. ცოდნა/გაცნობიერება:

აღწერს წამების აკრძალვას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად;

ისაუბრებს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე;

განსაზღვრავს სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს წამების აკრძალვასთან დაკავშირებით.

5/3

2 სთ

თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება;

უდანაშაულობის პრეზუმფცია.

ცოდნა/გაცნობიერება:

აღწერს თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად;

აღწერს თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარანტიებს;

ისაუბრებს დაკავების საფუძვლების დაუყოვნებლივი შეტყობინების, უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე წარდგენის,

7

Page 8: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

სასამართლო პროცედურებისა და ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

იმსჯელებს უდანაშაულობის პრეზუმციასა და ბრალდებულის მინიმალურ უფლებებზე.

კომუნიკაციის უნარი

მოქალაქეებს განუმარტავს მათივე უფლებებსა და ვალდებულებებს.

5/4

2 სთ

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

ცოდნა/გაცნობიერება:

აღწერს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად;

აღწერს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შემადგენელ კომპონენტებს: პირად ინფორმაციას, იდენტობას, კერძო სივრცეს, ოჯახური ცხოვრების პატივისცემას, საცხოვრებელს, ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობის მიმოწერას, სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოებას;

განსაზღვრავს პოლიციელის ვალდებულებებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის დროს;

იმსჯელებს სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით.

5/5

4 სთ

პერსონალური მონაცემები ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს პერსონალური მონაცემების არსზე;

აღწერს პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებს და წესებს;

განმარტავს პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებებს;

ისაუბრებს პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის როლზე;

8

Page 9: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

იმსჯელებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევებში.

5/6

4 სთ

დისკრიმინაციის დაუშვებლობა ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის არსზე;

განმარტავს პირდაპირ და ირიბ დისკრიმინაციას;

იმსჯელებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებზე;

ისაუბრებს დისკრიმინაციის აკრძალვასა და სხვადასხვა საფუძველზე (სქესი, რელიგია, ორიენტაცია, ოჯახში ძალადობა და სხვა);

აღწერს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის თავისებურებებს.

5/7

2 სთ

პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირების ადგილობრივი და უფლების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები.

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, როგორც უფლების დაცვის ერთ-ერთ საერთაშორისო მექანიზმის როლსა და მნიშვნელობაზე;

განსაზღვრავს სახალხო დამცველის როლს ადამიანის უფლებების დაცვასთან მიმართებით;

ისაუბრებს შსს-ს გენერალური ინსპექციის როლზე;

განსაზღვრავს პროკურატურის როლს და მნიშვნელობას პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

2 მოდული

6 კრიმინოლოგია (12 სთ)

9

Page 10: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

6/1

2 სთ

კრიმინოლოგიის საგანი და მისი მნიშვნელობა საპოლიციო საქმიანობაში.

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს კრიმინოლოგიაზე, როგორც მეცნიერებაზე და მის ურთიერთობაზე სხვა მეცნიერებებთან (სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფსიქიატრია და კრიმნალისტიკა);

იმსჯელებს კრიმინალურ პოლიტიკაზე, შედარებით კრიმინოლოგიასა და კრიმინოლოგიის კვლევის მეთოდებზე.

6/2

6 სთ

დანაშაულის ახსნა-განმარტების თეორიები. ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს დანაშაულის ახსნა-განმარტების თეორიებზე, როგორიცაა მაგ.: ფსიქოანალიზის თეორია, ანომიის თეორია, ჩამტვრეული ფანჯრის თეორია და ა.შ.

6/3

2 სთ

დანაშაულის ჩამდენი პირის ზოგადი ტიპოლოგია ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს დანაშაულის ჩამდენი პირის ზოგად ტიპოლოგიაზე, ხასიათისა და ქცევის თავისებურებებზე.

6/4

2 სთ

ვიქტიმოლოგია და მისი თეორიები ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს ვიქტიმირების ეტაპებზე;

აღწერს ვიქტიმოლოგიის თეორიებს.

7 მართლწესრიგის ოფიცრის როლი დანაშაულის პრევენციაში (6 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

7/1

2 სთ

დანაშაულის პრევენციის ცნება. ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს დანაშაულის პრევენციის არსზე, სახეებსა და დონეებზე;

7/2

2 სთ

დანაშაულის პრევენციის სახეები და დონეები.

10

Page 11: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

7/3

2 სთ

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი.

ჩამოთვლის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

ეფექტიანად განახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს.

8 მართლწესრიგის ოფიცრის როლი ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობაში (4 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

8/1

4 სთ

ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფცია და ანალიტიკური პროდუქტები.

ცოდნა/გაცნობიერება:

აღწერს ანალიზზე დაფუძნებული საქმიანობის კონცეფციას;

ისაუბრებს ანალიტიკურ ციკლსა და ტექნიკებზე;

აღწერს ანალიტიკურ პროდუქტებს.

კომუნიკაციის უნარი:

დაამყარებს კომუნიკაციას ანალიტიკოსთან.

3 მოდული

9 ოჯახში ძალადობა (16 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

9/1 ოჯახში ძალადობის არსი. ოჯახში ძალადობის თეორიები.

ცოდნა/გაცნობიერება:

11

Page 12: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

2 სთ აღწერს ოჯახში ძალადობის გამომწევევ ძირითად ფაქტორებს;

ისაუბრებს გავრცელებულ თეორიებზე;

განასხვავებს ოჯახში ძალადობის სახეებს;

იმსჯელებს ბავშვებზე ოჯახური ძალადობის გავლენაზე.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

9/2

4 სთ

საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის შესახებ.

9/3

2 სთ

ოჯახში ძალადობის იდენტიფიკაციის საკითხები.

9/4

2 სთ

ოჯახური დანაშაული და ოჯახში ძალადობა.

9/5

4 სთ

შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმის შევსება.

9/6

2 სთ

ოჯახური ძალადობის გავლენა ბავშვზე.

10 არასრულწლოვნების სამართლებრივი მდგომარეობა (14 სთ)

10/1

4 სთ

ლექციის თემა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ზოგადი პრინციპები და წესები.

სწავლების შედეგები

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ზოგად პრინციპებსა და წესებზე;

იმსჯელებს სახელმწიფოს როლზე არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის სფეროში;

განმარტავს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების არსსა და ცნების მნიშვნელობას;

ისაუბრებს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებზე, ქუჩაში მყოფ არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ

10/2

2სთ

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.

10/3

4 სთ

ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამოქმედო ინსტრუქცია.

12

Page 13: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

საკითხებზე, მათ შორის, აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების წესსა და მისაღებ ზომებზე, სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესებსა და პირობებზე, სკოლის მანდატურის უფლება-მოვალეობებსა და მანდატურის სამსახურთან თანამშრომლობაზე.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

დაიცავს არასრულწლოვანთა უფლებებსა და ინტერესებს;

დაიცავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ პრინციპებს;

მიიღებს შესაბამის ზომებს ქუჩაში მყოფ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით;

მოახდენს ბავშვზე ძალადობის იდენტიფიკაციას;

აღკვეთს ბავშვზე ძალადობის ფაქტებს;

მოახდენს სოციალურ მუშაკებთან კომუნიკაციას;

უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებას.

10/4

2სთ

სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები.

10/5

2სთ

სკოლის მანდატურის უფელბა-მოვალეობები.

საქართველოს კანონი - მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

13

Page 14: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

4 მოდული

11 კომუნიკაცია მოქალაქეებთან (18 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

11/1

4 სთ

მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარების სტანდარტი

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარების მნიშვნელოვან პრინციპებზე;

ჩამოაყალიბებს კონტაქტის დამყარების საფეხურებს და კომპონენტებს;

აღწერს მოწონების და სიმპათიის ფორმირების კომპონენტებს, კომუნიკაციის პროცესის დაგეგმვისა და მიმდინარეობის დროს;

ისაუბრებს კომუნიკაციის ხელისშემშლელ ბარიერებზე;

აღწერს აქტიური მოსმენის ტექნიკებს და მისი გამოყენების მნიშვნელოვნებას კომუნიკაციის პროცესის მიმდინარეობისას;

ჩამოაყალიბებს რთულ მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კომუნიკაციის პროცესში ეფექტიანად გამოიყენებს აქტიური მოსმენის ტექნიკებს.

კომუნიკაციის უნარი

ეფექტიანად დაამყარებს მოქალაქესთან კომუნიკაციას;

ეფექტიანად მიიღებს და გასცემს ინფორმაციას.

14

Page 15: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

დასკვნის გაკეთების უნარი

კომუნიკაციის პროცესის სწორად წარმართვისა და კომუნიკაციაში არსებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ბარიერების ცოდნის საშუალებით, გააანალიზებს სიტუაციას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

11/2

2 სთ

არავერბალური კომუნიკაცია ცოდნა/გაცნობიერება:

განმარტავს არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობას, მუშაობის ძირითად მექანიზმებსა და კომპონენტებს (სახის გამომეტყველება, ვიზუალური კონტაქტი, სხეულის პოზა, პიროვნებათაშორის დისტანცია);

აღწერს სიცრუის, ნერვიული ან აგრესიული ქცევის ინდიკატორებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

გააკონტროლებს საკუთარ ემოციებს, არავერბალურ ჟესტიკულაციასა და მიმიკებს.

კომუნიკაციის უნარი

არავერბალური მანიშნებლების ცოდნის საფუძველზე ეფექტიანად წარმართავს კომუნიკაციის პროცესს.

11/3

2 სთ

სიცრუის ინტერპრეტირება კომუნიკაციის პროცესში.

ცოდნა/გაცნობიერება:

ჩამოაყალიბებს სიცრუის ვერბალურ და არავერბალურ მახასიათებლებს;

აღწერს ქცევითი ანალიზის ინტერვიუს ტექნიკას.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

მოახდენს სიცრუის ინდიკატორების იდენტიფიცირებას;

15

Page 16: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

გარშემომყოფთა არავერბალურ მანიშნებლებზე და სიცრუის ინდიკატორებზე დაკვირვებით პიროვნების შესახებ მიიღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

11/4

2 სთ

ბრაზის მართვა და აგრესიული ქცევის მენეჯმენტი.

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს მწვავე კრიზისული სიტუაციის მართვის დროს ბრაზის მართვის ტექნიკების და სტრატეგიების შესახებ;

აღწერს ბრაზის ტრიგერებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

მოახდენს ბრაზის ტრიგერების იდენტიფიცირებას;

მართავს საკუთარ ბრაზს.

კომუნიკაციის უნარი:

ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს ეფექტიანად დაამყარებს კონტაქტს გაბრაზებულ მოქალაქესთან.

11/5

2 სთ

კონფლიქტის მენეჯმენტი. ცოდნა/გაცნობიერება:

განმარტავს კონფლიქტის არსს, მის სახეებსა და კონფლიქტური სიტუაციის განვითარების სტადიებს;

აღწერს კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების გზებს (არბიტრაცია, მედიაცია).

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

მოახდენს კონფლიქტის იდენტიფიცირებას;

დაარეგულირებს კონფლიქტებს;

მოახდენს კონფლიქტის დეესკალაციას.

16

Page 17: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

დასკვნის გაკეთების უნარი

კონფლიქტურ სიტუაციაში მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას.

კომუნიკაციის უნარი

ურთიერთობას დაამყარებს კონფლიქტურ მოქალაქესთან.

11/6

2 სთ

მწვავე კონფლიქტური სიტუაციები და არსებულ სიტუაციაში ქცევის სტრატეგიები.

ცოდნა/გაცნობიერება:

ჩამოაყალიბებს რთულ სიტუაციებში ქცევის ძირითად სტრატეგიებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

დაარეგულირებს მწვავე კონფლიქტურ სიტუაციას.

დასკვნის გაკეთების უნარი:

კრიტიკულ სიტუაციაში მიიღებს რელევანტურ გადაწყვეტილებას.

11/7

2 სთ

ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან ურთიერთობა.

ცოდნა/გაცნობიერება:

ჩამოაყალიბებს ფსიქიკური აშილობის ტიპებს;

იმსჯელებს სხვადასხვა ფორმის ფსიქიკური აშლილობების მქონე პირებთან ურთიერთობის სტილებზე.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

მოახდენს ფსიქიკური აშლილობის იდენტიფიცირებას;

დაამყარებს კონტაქტს სხვადასხვა ფორმის ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან.

17

Page 18: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

კომუნიკაციის უნარი

ურთიერთობას დაამყარებს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთან.

11/8

2 სთ

მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის თავისებურება.

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს ალკოჰოლ- და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა თავისებურებებზე;

ჩამოაყალიბებს ნივთიერებაზე დამოკიდებულ პირებთან კომუნიკაციის ტექნიკებს.

კომუნიკაციის უნარი:

ალკოჰოლ- და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა თავისებურებების გათვალისწინებით მათთან დაამყარებს ურთიერთობას.

12 მედიასთან კომუნიკაცია (6 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

12/1

4 სთ

სოციალური მედიის როლი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის წარმოებისას;

ინფორმაციის თავისუფლება.

ცოდნა/გაცნობიერება:

იმსჯელებს სოციალური მედიის როლზე საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობისას. კერძოდ, კეთილგანწყობის მოპოვებასა და სანდო იმიჯის შექმნაზე;

ისაუბრებს ინფორმაციის თავისუფლების არსზე;

აღწერს ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო მოთხოვნებს;

განასხვავებს ერთმანეთისგან ღია და დახურულ საჯარო ინფორმაციას.

12/2

2 სთ

მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობის ეტაპები;

პრესკონფერენცია, ბრიფინგი, ინტერვიუ;

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს რესპოდენტის კომპეტენციაზე.

18

Page 19: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

ინტერვიუს ენა და ტექნოლოგია. კომუნიკაციის უნარი:

დაამყარებს ეფექტიან კომუნიკაციას მედიასთან.

5 მოდული

13 სამსახურებრივად საჭირო ინფორმაციის მოპოვება, შეფასება, ანალიზი და რეაგირება (6 სთ)

13/1

2 სთ

ლექციის თემა

ინფორმაციის მოპოვების წყაროები.

სწავლების შედეგები

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს სამსახურებრივად საჭირო ინფორმაციის არსზე, ინფორმაციის აღქმის პრობლემებსა და იმ მოტივატორებზე, რომლებიც განაპირობებენ მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას;

აღწერს ინფორმაციის შეფასების სისტემებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

მოახდენს სამსახურებრივად საჭირო ინფორმაციის იდენტიფიცირებას;

შეაფასებს ინფორმაციას და დაადგენს მის სანდოობას;

გაავრცელებს ინფორმაციას.

13/2

2 სთ

ინფორმაციის გადამოწმების და შეფასების მეთოდი.

13/3

4 სთ

ინფორმაციაზე რეაგირების პრინციპები.

14 ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების გამოვლენა და რეაგირება - 6 სთ

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

14/1

2 სთ

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა

ცოდნა/გაცნობიერება:

ჩამოთვლის უცხოელთა უფლებებსა და მოვალეობებს;

19

Page 20: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

იმსჯელებს უცხოელის საქართველოში ყოფნის კანონიერ საფუძვლებზე.

14/2

2 სთ

უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი

ცოდნა გაცნობიერების უნარი

იმსჯელებს საქართველოდან უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლებსა და წესზე;

ჩამოთვლის უცხოელთა უფლებებსა და მოვალეობებს;

ისაუბრებს უცხოელის დაკავების ოქმის შედგენის წესზე.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

მოახდენს უცხოელთა ინსპექტირებას და გამოავლენს ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირებს;

შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას დააკავებს უცხოელს;

შეადგენს უცხოელის დაკავების ოქმს;

შესაბამისი საფუძვლებისა და წესის გათვალისწინებით მოათავსებს უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში.

14/3

4 სთ

სამგზავრო დოკუმეტების გამცემი ქვეყნის ტიპების და სახეობების დადგენა.

სხვადაზვა ქვეყნის პირადობის, ბინადრობის და სხვა ტიპის მოწმობები.

საქართველოს სამგზავრო დოკუმენტები (პირადობის, ბინადრობის მოწმობები).

საქართველოს ვიზა და თარიღ-დამღები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

განასხვავებს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი მსოფლიოს სამგზავრო დოკუმენტებს გამცემი ქვეყნის/ორგანოს, სახეობის და ტიპების მიხედვით.

განასხვავებს სხვადასხვა ქვეყნის პირადობის, ბინადრობის და სხვა ტიპის მოწმობებს.

განასხვავებს საქართველოს პირადობის, ბინადრობის და სხვა ტიპის მოწმობებს და პასპორტების ტიპებს.

წაიკითხავს საქართველოს ვიზაში და თარიღ-დამღაზე არსებულ ინფორმაციას.

20

Page 21: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

დასკვნის გაკეთების უნარი

კონტროლის დროს პირსა და წარმოდგენილ დოკუმენტს შორის არსებული ურთიერთკავშირის ანალიზის საფუძველზე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

15 სახელმწიფო მომსახურება (4 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

15/1

1 სთ

მუნიციპალური მომსახურება. დასკვნის გაკეთების უნარი:

სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე გადაწყვეტს, თუ რომელი სოციალური და სახელმწიფო მომსახურება არის რელევანტური კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად.

კომუნიკაციის უნარი:

გადაამისამართებს სოციალური თუ სახელმწიფო მომსახურების საჭიროების მქონე მოქალაქეებს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ სახელმწიფო ორგანოებში.

15/2

1 სთ

შსს მომსახურება.

15/3

1 სთ

სოციალური მომსახურება.

15/4

1 სთ

იუსტიციის სახლი.

6 მოდული

21

Page 22: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

16 ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოება (10 საათი)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

16/1

4სთ

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება;

ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი.

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებსა და წესზე, მტკიცებულებებსა და მათ შეფასებაზე;

აღწერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პრინციპებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებას;

შეადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს.

16/2

2სთ

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების უზრუნველყოფის ზომები;

ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა;

არასრულწლოვნის დაკავების თავისებურებანი.

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების უზრუნველყოფის ზომებზე;

აღწერს ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის წესებს;

ისაუბრებს არასრულწლოვნის დაკავების თავისებურებებზე.

16/3

2 სთ

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის შეწყვეტის საფუძვლები;

სამართალდამრღვევის უფლებები და მოვალეობები.

ცოდნა/გაცნობიერება:

ისაუბრებს იმ გარემოებებზე, რომლებიც გამორიცხავენ საქმისწარმოებას და ამოცანებზე, რომლებიც დგანან სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წინაშე;

აღწერს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებებსა და მოვალეობებს.

22

Page 23: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

16/4

2 სთ

მუხლი 172. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობა;

მუხლი 1761 . 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ დაშვება ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვება ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის დაშვება

ცოდნა/გაცნობიერება:

ჩამოთვლის და ისაუბრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის, იმ მუხლებზე, რომლებიც ეხება: მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობას; 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ დაშვებაs ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვებას ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის დაშვებას

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მოახდენს შესაბამის რეაგირებას;

ასკ-ს 172 და 1761 მუხლების შესაბამისად მიანიჭებს ქმედებას სწორ კვალიფიკაციას.

17 ბრალდებულის დაკავება და პირადი ჩხრეკა (4 სთ)

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

17/1

2 სთ

ბრალდებულის დაკავების საფუძვლები და წესი. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

ბრალდებულის სახით დააკავებს პირს მისი საპროცესო უფლებების გათვალისწინებით;

შეადგენს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს. 17/2

2 სთ

ბრალდებულის უფლებები.

23

Page 24: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

7 მოდული

18 ინგლისური ენა (28 საათი)

შენიშვნა: კურსის გავლისაგან თავისუფლდებიან მსმენელები, რომლებიც დიაგნოსტიკურ ტესტში მიიღებენ 61 %

№ ლექციის თემა სწავლების შედეგები

18/1

2 სთ

ინგლისური ანბანი;

მისალმება/დამშვიდობება.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

სწორად წაიკითხავს და გამოიყენებს რთულ ასოთშეთანხმებებს.

კომუნიკაციის უნარი

მიესალმება და დაემშვიდობება უცხოელს.

18/2

2 სთ

ქვეყნები და ეროვნებები;

პროფესიები.

ცოდნა/გაცნობიერება:

ჩამოთვლის ქვეყნებსა და ეროვნებებს;

ისაუბრებს პროფესიებზე.

18/3

2 სთ

კვირის დღეები;

წელიწადის დროები და თვეები;

რიცხვები.

ცოდნა/გაცნობიერება:

ჩამოთვლის კვირის დღეებს, თვეებსა და რიცხვებს.

18/4

2 სთ

თარიღები;

საათები.

ცოდნა/გაცნობიერება:

იტყვის შესაბამის თარიღსა და დროს.

18/5

2 სთ

შეკითხვები პირადი ინფორმაციის შესახებ;

პასუხები პირადი ინფორმაციის შეკითხვებზე.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

წარადგენს საკუთარ თავს.

24

Page 25: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

კომუნიკაციის უნარი:

დასვამს მარტივ შეკითხვებს პირადი ინფორმაციის მიღების მიზნით.

18/6

2 სთ

ოჯახი (ლექსიკა).

ცოდნა/გაცნობიერება:

აღწერს ოჯახს მარტივი ფრაზების გამოყენებით.

18/7

2 სთ

ადამიანის აღწერა. ცოდნა/გაცნობიერება:

აღწერს ადამიანს ვიზუალურად საბაზისო ლექსიკის გამოყენებით.

18/8

2 სთ

სხვადასხვა სახის დოკუმენტები (მაგ: პირადობა, პასპორტი, მართვის მოწმობა...);

დოკუმენტიდან ინფორმაციის წაკითხვა და გარჩევა.

ცოდნა/გაცნობიერება:

აღწერს სხვადასხვა დოკუმენტს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

წაიკითხავს ინფორმაციას დოკუმენტში.

18/9

2 სთ

ფრაზები დოკუმენტის შესამოწმებლად. კომუნიკაციის უნარი:

დასვამს შეკითხვებს სამგზავრო დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით.

18/10

2 სთ

ადგილები ქალაქში;

ფრაზები კონკრეტული ადგილის დასადგენად.

ცოდნა/გაცნობიერება:

დაასახელებს კონკრეტულ ადგილებს ქალაქში;

კომუნიკაციის უნარი:

დასვამს შეკითხვას კონკრეტული ადგილის მდებარეობის გასარკვევად.

18/11

4სთ

მიმართულების კითხვა და მითითება თუ როგორ მივიდეს პიროვნება აღნიშნულ ადგილას.

კომუნიკაციის უნარი:

მიუთითებს პირს კონკრეტულ ადგილზე.

25

Page 26: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

18/12

2 სთ

ანტი-სოციალური ქცევის ტიპები;

ანტი-სოციალურ ქცევაზე რეაგირება.

ცოდნა/გაცნობიერება:

ჩამოთვლის ანტი-სოციალური ქცევის ტიპებს.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

გასცემს მითითებებს წესრიგის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

18/13

2 სთ

საგანგებო სიტუაციის ტიპები;

ოჯახური ძალადობის ტიპები;

ფრაზები ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით.

ცოდნა/გაცნობიერება:

აღწერს საგანგებო სიტუაციის მთავარ ტიპებს;

ისაუბრებს ოჯახური ძალადობის ტიპებზე.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

ძალადობის აღსაკვეთად გასცემს მითითებებს.

26

Page 27: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

დანართი N 1

ჩათვლა მოიცავს მსმენელის მიერ 20-30-წუთიანი პრეზანტაციის ჩატარებას ინტრუქტორთან წინასწარ შეთანხმებულ თემატიკაზე (მოდული 1, მოდული 2) 27 ქულიდან - 18 ქულის მიღების შემთხვევაში მსმენელს ჩათვლა ჩაბარებულად ჩაეთვლება. მსმენელს აქვს გადაბარების უფლება.

მსმენელთა შეფასების ფორმა

სასწავლო პროგრამა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცრის გადამზადების კურსი

მსმენელის სახელი,გვარი:

--------------------------------------------------------- არჩეული თემის დასახელება:------------------------------------------------------------

კომენტარი _____________________________________________________________________

კომისიის წევრის ხელმოწერა: _______________________________________ / /

№ კრიტერიუმი 0 ქულა 1 ქულა არადამაკმაყოფი

ლებელი

2 ქულა დამაკმაყოფილებ

ელი

3 ქულა სრულიად

დამაკმაყოფილებელი 1. საპრეზენტაციო მასალის შესაბამისობა პრეზენტაციის თემასთან

2. პრეზენტაციის დროს მოწოდებული ინფორმაციის გადმოცემა

3. პრეზენტაციის დროს მოწოდებული ინფორმაციის დასაბუთება მაგალითებით და თანმიმდევრულობა

4. პრეზენტაციის დროს ტერმინოლოგიის გამოყენება

5. პრეზენტაციის თემის შევსება დამატებითი წყაროებიდან

6. პრეზენტაციის დროს საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვა

7. პრეზენტაციისთვის განსაზღვრული დროის ოპტიმალურად გამოყენება

8. პრეზენტაციის დროს სიტყვების მკაფიოდ წარმოთქმა

9. გამომცდელის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი

27

Page 28: 2018 --- Npoliceacademy.gov.ge/uploads/docs/profedu/programs/qualification/p11.pdf · მოდული 4 24 6 11. კომუნიკაცია მოქალაქეებთან

დანართი N 2

ჩათვლა მოიცავს მსმენელის მიერ 10 ტესტური დავალების შესრულებას. 10 დავალებიდან 7 და მეტი დავალების სწორად შერულების შემთხვევაში მსმენელს ჩათვლა ჩაბარებულად ჩაეთვლება. მსმენელს აქვს გადაბარების უფლება.

დანართი N 3

კურსი ჩათვლილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ კურსის ბოლოს ზეპირი გასაუბრებისას მსმენელი შეძლებს დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცეს 10 კითხვას (სილაბუსის თემატიკიდან გამომდინარე) დასმული 16 კითხვიდან.

28