2011 წლის დეკემბერი...ადამიანის...

21
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამოქმედო გეგმა “ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 2011 წლის დეკემბერი

Upload: others

Post on 03-Jul-2020

4 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამოქმედო

გეგმა “ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“

2011 წლის დეკემბერი

Page 2: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

სარჩევი

ეროვნული პოლიტიკის განაცხადი

ქალთა მდგომარეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში

ქალები, როგორც თანასწორი მონაწილეები კონფლიქტის გადაჭრის საკითხებში

ქალთა დაცვა კონფლიქტამდე და კონფლიქტის შემდეგ

ქალები და კონფლიქტის პრევენციის ძალისხმევა

ქალების თანაბარი ხელმისაწვდომობა რეაბილიტაციაზე

ეროვნული სამოქმედო გეგმის განვითარება

ეროვნული ამოცანები და სამოქმედო ჩარჩოები

ეროვნული ინტეგრაცია და ინსტიტუციონალიზაცია

სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღება

ძალადობისგან დაცვა

კონფლიქტის პრევენცია

ხელმისაწვდომობა დახმარებასა და რეაბილიტაციაზე

კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი და ანგარიში

პარტნიორობები და თანამშრომლობა

მოწოდება ქმედებისკენ

Page 3: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი
Page 4: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

ეროვნული პოლიტიკის განაცხადი

“ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზანი

რამდენადაც მარტივია, იმდენად სიღრმისეულია. ეს გეგმა მიზნად ისახავს მსოფლიოს

ნახევარ მოსახლეობას მიეცეს უფლებამოსილება, რომ მათ, როგორც

თანასწორუფლებიანმა პარტნიორებმა შეაჩერონ კონფლიქტი და ააშენონ მშვიდობა

საფრთხის ქვეშ მყოფ და ომის, ძალადობისა და დაუცველობის შედეგად

დაზარალებულ ქვეყნებში. ამ მიზნის მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი,

როგორც ეროვნული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის.

მომაკვდინებელი კონფლიქტების უფრო ეფექტურად თავიდან აცილება და მშვიდობის

დამყარება და შენარჩუნება შესაძლებელი იქნება, როდესაც ქალები

თანასწორუფლებიანი პარტნიორები გახდებიან მშვიდობის შენებისა და

კონფლიქტების პრევენციის ყველა ასპექტში, როდესაც მათი სიცოცხლე იქნება

დაცული, მათ გამოცდილებას გაეწევა ანგარიში და მათი ხმა იქნება შესმენილი.

პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულების მითითებით

მიღებული იქნა ეროვნული სამოქმედო გეგმა „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“.

გეგმა აღწერს შეერთებული შტატების მთავრობის კურსს, რაც მდგომარეობს ჩვენი

ძალისხმევის უკეთეს კოორდინაციაში რათა დაჩქარდეს და მოხდეს ქალების

სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის, მშვიდობის მშენებლობის საქმიანობებში და

კონფლიქტის პრევენციის პროცესებში მათი მონაწილეობის ინსტიტუციონალიზაცია;

რათა დავიცვათ ქალები სექსუალური და გენდერული ძალადობისგან;

უზრუნველვყოთ მათი ხალმისაწვდომობა დახმარებასა და რეაბილიტაციაზე

კონფლიქტურ და დაუცველ რეგიონებში. გეგმა ხელმძღვანელობს შემდეგი ხუთი

პრინციპით:

პირველი – ქალების, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის აგენტების დაცვა და

ჩართულობა ცენტრალურ ადგილს დაიკავებს აშშ–ს ძალისხმევაში ხელი შეუწყოს

უსაფრთხოების, კონფლიქტის პრევენციის, რეაგირების, გადაჭრისა და

საზოგადოების გარდაქმნის პროცესებს.

მეორე – გენდერული ინტეგრაციის მიზნებზე დაყრდნობით, როგორც ეს აღწერილია

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და დიპლომატიის

და განვითარების ოთხწლიან მიმოხილვაში, შეერთებული შტატების ძალისხმევა

ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში შეავსებს და გააძლიერებს

გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების არსებულ ინიციატივებს ,

უზრუნველყოფს ქალთა უფლებების პატივისცემას და დაიცავს კრიზისულ და

კონფლიქტურ გარემოში მყოფ მოწყვლადი მოსახლეობის ინტერესებს.

Page 5: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამოქმედო გეგმა „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“

ეფუძნება გენდერული ინტეგრაციის მიზნებს, როგორც ეს აღწერილია აშშ–ს უსაფრთხოების სტრატეგიაში

და 2010 წლის დიპლომატიის და განვითარების ოთხწლიან მიმოხილვაში. გენდერული ინტეგრაცია ყველა

ჩვენს პროგრამასა და პოლიტიკაში, გულისხმობს გენდერულ განსხვავებებისა და უთანასწორობის

იდენტიფიცირებას და პრობლემაზე ორიენტაციას, ასევე ქალისა და კაცის როლს. გენდერული ინტეგრაციის

ანუ „გენდერული კონცეფციის ინტეგრაციის“ მიზანია გენდერული თანასწორობის წინა პლანზე წამოწევა

და პროგრამირებისა და გატარებული პოლიტიკის შედეგების გაუმჯობესება.

მესამე – ამ პოლიტიკის გასატარებლად, შეერთებული შტატები იხელმძღვანელებს

ინკლუზიის პრინციპით, და შეეცდება ჩართოს რაც შეიძლება ფართო წრე

დაინტერესებული პირებისა – ქალები და გოგონები, მამაკაცები და ბიჭები,

მარგინალური ჯგუფების წევრები, მათ შორის ახალგაზრდობა, რასობრივი და

რელიგიური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების პირები, იძულებით

გადაადგილებული პირები და ადგილობრივი მოსახლეობა, ლესბოსელები,

ჰომოსექსუალები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები და ადამიანები ყველა

სოციალურ–ეკონომიკური ფენებიდან.

მეოთხე – ამ გეგმის ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდისათვის, შეერთებული

შტატები უზრუნველყოფს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდამჭერი

საქმიანობების კოორდინაციას აშშ–ს ყველა შესაბამის საგარეო პოლიტიკის

ინიციატივებში ინტეგრირებული სააგენტოსა და სახელმწიფო უწყებებს შორის და

საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობის გაზრდას.

და ბოლოს, აშშ სამთავრობო უწყებები იკისრებენ ანგარიშველდებულებას ამ გეგმით

დამტკიცებული პოლიტიკისა და ინიციატივების განხორციელებაზე.

უწინარეს ყოვლისა, მოცემული ეროვნული სამოქმედო გეგმა გამოხატავს აშშ–ს უპირობო

ვალდებულებას მოხდეს ქალთა შეხედულებების და ინტერესების სრული ინტეგრაცია

ჩვენს დიპლომატიურ, უსაფრთხოების და განვითარების ძალისხმევაში – არა მხოლოდ

როგორც ბენეფიციარებისა, არამედ როგორც მშვიდობის, შერიგების, განვითარების,

ზრდის და სტაბილურობის აგენტებისა. ჩვენ მივესალმებით ამ შესაძლებლობას

ვითანამშრომლოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან რათა დაპირებული

ვალდებულება რეალობად ვაქციოთ, გავაუმჯობესოთ გაერთიანებული ერების

უსაფრთხოების საბჭოს 1325 გადაწყვეტილება და მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ

იმ მიზნის განხორციელებაში რომელიც ემსახურება საყოველთაო მშვიდობისა და

უსაფრთხოების შენარჩუნებას.

Page 6: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

ქალთა მდგომარეობა მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში

ქალები, როგორც თანასწორუფლებიანი მონაწილეები კონფლიქტების გადაჭრის

პროცესებში

ყველა სამშვიდობო შეთანხმებების ნახევარზე მეტი ხელის მოწერიდან 10 წელიწადში

წარუმატებელი აღმოჩნდა. მრავალ ქვეყანაში ძალადობის მაღალი დონე კვლავ არის

შენარჩუნებული, რაც დიდ ტკივილს აყენებს საზოგადოებებს ომების ოფიციალურად

შეწყვეტის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში. სამშვიდობო შეთანხმემბებზე

მოლაპარაკებები ხშირად მიმდინარეობს ომში მონაწილე მცირერიცხოვან შეიარაღებულ

მებრძოლებს შორის – იმ ჯგუფებს შორის, რომელთა ბრძოლის ველზე მიღებული

გამოცდილება ადვილად ვერ გადადის მშვიდობის მშენებლობის რთულ ამოცანაში.

/ფოტო/ პირველი ლედი მიშელ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

დაჯილდოვებულებთან ერთად გადაღებული 2011 წლის მამაცი ქალების დაჯილდოვების ცერემონიაზე

სახელმწიფო დეპარტამენტში. ფოტო კრედიტი: სახელმწიფო დეპარტამენტი

ქალები, როგორც სრულუფლებიანი მონაწილენი ზრდიან შეთანხმებების მოქმედების

სფეროს, რომლებშიც დებენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს და

მოთხოვნილებებს, რაც საჭიროა მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისთვის.

ჩრდილოეთ ირლანდიაში, მაგალითად, ქალმა მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს

ვალდებულებებს 1998 წელს დიდი პარასკევის შეთანხმებაში რომლებიც

ითვალისწინებდნენ ახალგაზრდობისა და ძალადობის მსხვერპლთა ჩართულობას

შერიგების პროცესში; პოლიტიკური პატიმრების რეინტეგრაციისა და

განთავისუფლების დაჩქარებას და ინტეგრირებული განათლების სისტემისა და

ინტეგრირებული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას. 1990–იან წლებში,

გვატემალელი ქალები ჩაერთნენ მოლაპარაკებებში 36– წლიანი სამოქალაქო ომის

დასრულების თაობაზე და უზრუნველყვეს შრომისა და ადგილობრივი უფლებების

მნიშვნელოვნად დაცვა, ისევე როგორც სამოქალაქო და სამხედრო ძალაუფლების

ბალანსის შექმნის გარანტიები. მათ აგრეთვე განამტკიცეს ვალდებულებები ქალთა

თანასწორი უფლებების და სამშვიდობო შეთანხმებებში მონაწილეობის მიმართ.

პოსტ–აპარტეიდულ სამხრეთ აფრიკაში, 70–ზე მეტი ორგანიზაცია გაერთიანდა ქალთა

ეროვნულ კოალიციაში რათა ჩამოეყალიბებინათ ქალთა ფუნდამენტური უფლებები

„ქალთა ეფექტური თანასწორობის ქარტიაში“ . ქარტია პირდაპირ გადაიზარდა

კონსტიტუციაში, რომელიც არა მხოლოდ იცავს ქალთა თანასწორ უფლებებს, არამედ

აგრეთვე შეიცავს სხვა მნიშვნელოვან უფლებებს, რომლებიც საზოგადოების ყველა

წევრს ეხება. ესენია: განათლების უფლება, რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება,

Page 7: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი ქალები ფორმალური

მოლაპარაკეკების მიღმა მოქმედებდნენ და აყენებდნენ თავიანთ მოთხოვნებს ქუჩაში და

აძლიერებდნენ მედიატორთა ძალისხმევას მშვიდობის უზრუნველყოფაში, რათა

საბოლოოდ მოეღოთ ბოლო დამანგრეველი სამოქალაქო ომისთვის ქვეყანაში.

სამშვიდობო პროცესების შედეგად კონფლიქტის წარუმატებლად დასრულების

შემთხვევაშიც კი, მოლაპარაკებების მეშვეობით ქალებმა პოზიტიური გავლენა

იქონიეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პროგრესზე. 2006 წელს უგანდელმა

ქალებმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, უგანდის

მთავრობასა და ლორდის წინააღმდეგობის არმიის წარმომადგენლებს შორის

უზრუველყვეს ძალადობის, მათ შორის გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის

კომპენსაციის ფონდის შექმნა, და აგრეთვე უზრუნველყვეს რომ ბრძოლის ყოფილ

მონაწილეთა ჯანმრთელობისა და განათლების პრობლემები ცხადად წარმოჩენილიყო

მოლაპარაკების პროტოკოლებში; მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება არასდროს

განხორციელებულა, ქალთა პრიორიტეტები აისახა ჩრდილოეთ უგანდის

სარეაბილიტაციო ძალისხმევებში და ქალები განაგრძობდნენ რეკონსტრუქციის

გამჭვირვალეობის მისაღწევად ბრძოლას. დარფურელი ქალების ცოდნამ გენდერულ

საკითხებში, რომელიც მათ გამოავლინეს აფრიკის კავშირის მიერ მოწყობილ

მოლაპარაკეკებში 2005 წელს, შუქი მოჰფინა მოწყვლად და იძულებით

გადაადგილებულ პირთა დაცვის აუცილებლობას და აგრეთვე ხაზი გაუსვა

მნიშვნელოვანი გენდერული პრობლემური საკითხების ფართო სპექტრს, როგორიცაა

მიწის უფლებები და ფიზიკური უსაფრთხოება. ამ ქალებმა მნიშვნელოვანი საკითხები

შეიტანეს მოლაპარაკებებში, რომლებსაც მანამდე მოლაპარაკების მხარეები არ

აქცევდნენ ყურადღებას.

ქალების, როგორც დადებითი ცვლილებების მომტანი აგენტების მიმართ ჩვენი

ვალდებულების ინსტიტუციონალიზაცია

როგორც აღნიშნულია აშშ უსაფრთხოების სტრატეგიაში, „გამოცდილება აჩვენებს, რომ

ქვეყნები, სადაც ქალებს მინიჭებული აქვთ სრული და თანაბარი უფლებები და

შესაძლებლობები , სხვა ქვეყნებზე მეტად მშვიდობიანი და წარმატებულნი არიან.“

მშვიდობისა და კეთილდღეობის დასამკვიდრებლად, რისკენაც ჩვენ ასე მივილტვით,

აშშ ყველანაირად ხელს უწყობს უკეთესი ურთიერთგაგების დამყარებას და

გენდერული საკითხების ინტეგრაციას ყველა უწყებებს შორის.

Page 8: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

სახელმწიფო დეპარტამენტი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო

განვითარების სააგენტო ახორციელებენ 2010 წლის დიპლომატიის და განვითარების

ოთხწლიანი მიმოხილვის მიერ ინიცირებულ რეფორმებს, რომლებიც უკავშირდება

საზღვარგარეთ ქალთა და გოგონათა მხარდაჭერას სტრატეგიული კურსის

განვითარების, ბიუჯეტის დაგეგმვის და კადრების მომზადების სფეროში. ახალი

პოზიციები, როგორიცაა სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა გლობალური საკითხების

სრულუფლებიანი ელჩი და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფროსი

კოორდინატორი გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების

საკითხებში უზრუნველყოფს, რომ ქალთა უფლებები და მათი პრობლემები კვლავ

ძირითად ადგილს იკავებდეს აშშ საგარეო პოლიტიკაში. აშშ საერთაშორისო

განვითარების სააგენტოს პოლიტიკის ჩარჩოებში პირველ პლანზე წამოწეულია

ვალდებულებები გენდერული თანასწორობის მიმართ და ქალთა უფლებამოსილება,

როგორც ძირითადი სამოქმედო პრინციპი, ხოლო აშშ საერთაშორისო განვითარების

სააგენტოს მიერ გადახედული პოლიტიკა გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა

უფლებამოსილებაზე მოახდენს ჩვენი ვალდებულებების ინსტიტუციონალიზაციას აშშ–

ს განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების საქმიანობების მეშვეობით.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო აუცილებლად მოითხოვს, რომ ყველა

ქვეყანაში, მათ შორის კრიზისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში,

განვითარების და ჰუმანიტარული დახმარების საქმიანობები წარიმართოს გენდერული

ანალიზის გათვალისწინებით. მეთოდოლოგიური პრინციპების გაფართოება ქვეყნის

განვითარების თანამშრომლობის სტრატეგიაში, პროექტის გეგმის შემუშავებასა და

სწავლებისა და შეფასების ინსტრუმენტებში, პროგრამირებაში , გენდერული

ინტეგრაციის საკითხებში უზრუნველყოფს გენდერული უთანასწორობების

შემცირებას და ქალებისა და მამაკაცებისთვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და

სოციალურ რესურსებსა და შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას. იმისათვის, რომ

გადავჭრათ იძულებითი შრომის და სექსუალური ექსპლოატაციის პრობლემები, აშშ

საერთაშორისო განვითარების სააგენტო აგრეთვე განიხილავს პოლიტიკას ადამიანების

ტრეფიკინგის წინააღმდეგ, რომელიც შეიცავს კონკრეტულ ამოცანებს მიმართულს აშშ–ს

საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციების გაზრდაზე და ადამიანების

ტრეფიკინგის პრევენციაზე და კრიზისისა და ომის შედეგად დაზარალებული

რეგიონების დაცვაზე .

და ბოლოს, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო

დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროგრამის შესრულების უცხოეთის

დახმარების მონიტორინგის ინდიკატორები, ახლა უკვე შეიცავენ კონკრეტულ

მაჩვენებლებს გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა უფლებამოსილების, სექსუალური

და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე და რეაგირებაზე და მშვიდობის

მშენებლობის პროცესებში ქალთა მონაწილეობაზე.

თავდაცვის დეპარტამენტმა გამოჰყო სპეციალური შტატი, რომელიც პასუხს აგებს

გენდერულ საკითხებზე თავდაცვის დეპარტამენტის მისიასთან შეთანხმებით.

თავდაცვის მდივნის ოფისთან არსებული თავდაცვის მდივნის მოადგილის ოფისი

პოლიტიკის საკითხებში კოორდინაციას უწევს თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევას

Page 9: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

„ქალებზე , მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გეგმის განხორციელებას და

განვითარებას.

კადრებისა და მზადყოფნის საკითხებში თავდაცვის მდივნის მოადგილის ოფისი

კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ძალისხმევას სექსუალური ძალადობის

პრევენციასა და რეაგირებაში, ადამიანის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავდაცვის დეპარტამენტის საკონსულტაციო კომიტეტი სამხედრო მოსამსახურე ქალთა

საკითხებში კონსულტაციას უწევს სამხედრო სამსახურებს იმ სტრატეგიულ

საკითხებზე, როგორიცაა კადრებით დაკომპლექტება, პერსონალის შენარჩუნება და

ქალთა ინტეგრაცია აშშ–ს შეიარაღებულ ძალებში. მთელს მსოფლიოში, თავდაცვის

დეპარტამენტის არაერთმა საბრძოლო სარდლობამ გაამახვილა ყურადღება გენდერულ

საკითხებზე. აშშ–ს გაერთიანებულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ აფრიკაში

ჩამოაყალიბა გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია

გენდერული საკითხების ხელმძღვანელობის პროგრამებში ინტეგრირებაზე და აფრიკელ

სამხედროებთან მუშაობაზე. ავღანეთში აშშ –ს ცენტრალურმა სარდლობამ და ნატოს

საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერმა ძალამ დანიშნა კონსულტანტი

გენდერულ საკითხებში, რომელიც დაეხმარება ხელმძღვანელობას დაადგინოს თუ რა

განსხვავებული შედეგები შეიძლება მოგვცეს შესაძლო ოპერაციამ ადგილობრივ

ქალებთან და მამაკაცებთან მიმართებაში. ამასთან ერთად საზღვაო ქვეითთა

კორპუსის ქალთა ჩართულობის ჯგუფები და არმიის კულტურული ღონისძიებების

ხელშეწყობის ჯგუფები ახალ გზებს უხსნიან მეზღვაურ და ჯარში მოსამსახურე ქალებს

მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად და ქალთა ადგილობრივ მოსახლეობაში

დასასაქმებლად .

ამ პოზიტიური მონაცემების მიუხედავად, 1992 წლიდან ქალები წარმოადგენდნენ

მედიატორთა 3 პროცენტზე ნაკლებს და ძირითად სამშვიდობო მოლაპარაკებებში – 8

პროცენტს. ეს ციფრი შესამჩნევად არ გაზრდილა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325

რეზოლუციის გამოსვლის შემდეგ, ათი წლის წინ. თუმცა ქალთა რაოდენობა გაეროს

წარმომადგენლობითი მისიების ხელმძღვანელ პოსტებზე გაიზარდა, გაეროს არასოდეს

დაუნიშნავს ქალი წამყვან მედიატორად.

სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ქალები სიცოცხლეს რისკავდნენ შეიარაღებული

აქტორების წინააღმდეგ, რათა დაერწმუნებინათ ისინი ჩართულიყვნენ სამშვიდობო

მოლაპარაკებებში, გაეღვივებინათ რწმენა მოლაპარაკებების დაწყების

აუცილებელობაზე, გარიყულები აღმოჩნდნენ ოფიციალური მოლაპარაკებების

დაწყებისას. მათი ამგვარი გამოთიშვა ისეთივე დიდ დარტყმას აყენებს მშვიდობას და

საერთაშორისო უსაფრთხოების ძალისხმევას, როგორც თვით ქალებს.

ქალების ხმა და მათი პრობლემები, რომლებმაც გაუძლეს ძალადობას და კონფლიქტის

პერიოდში გვერდში ედგნენ საზოგადოებას და რომლებსაც უდიდესი ტვირთის ზიდვა

მოუწევთ საზოგადოების ჭრილობების შეხორცებასა და თავიდან შენებაში მშვიდობიან

პერიოდში, როგორც წესი შეუმჩნეველი რჩება მოლაპარაკების მაგიდასთან.

ასეთი მდგომარეობა ხშირად გრძელდება კონფლიქტის შემდგომი პერიოდის

ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია რეკონსტრუქციისკენ, უსაფრთხოების

სექტორის რეფორმირების მეშევეობით მშვიდობის გამყარებისკენ, წარსულის

მწუხარებების და შეურაცხყოფების გამოსწორებისკენ. სამშვიდობო შეთანხმებები

Page 10: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

რომლებიც ფოკუსირებულია მხოლოდ ბრძოლის დასრულებაზე სათანადოდ ვერ

ართმევენ თავს ჭეშმარიტი მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს ამოცანას, რაც

მდგომარეობს უსაფრთხოებისა და ძირითადი მომსახურების უზრუნველყოფში,

მოწინააღმდეგე მხარეებს შორის ნდობის განმტკიცებაში, ინსტიტუტების

ხელშეწყობაში, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან კანონის უზენაესობა და გვერდში

დაუდგნენ ლეგიტიმურად არჩეულ ხელმძღვანელობას. ქალების მიერ ლიდერების

პოზიციების დაკავება და მონაწილეობა დიდად წაადგება ამ ხარვეზის გამოსწორებას

და გააჩენს შესაძლებლობას უფრო ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმებებისთვის.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურების მონაცემები გვაჩვენებს, რომ

სამშვიდობო პროცესებში ქალთა ინტეგრაცია და გენდერული საკითხების

გათვალისწინება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას და ხანგრძლივ

სტაბილურობას . ამ მიზნების მისაღწევად, ქალებმა უნდა შესძლონ თავისი როლის

შესრულება ფართო პროფილის გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტების შექმნასა

და მათში მონაწილეობაში თავიანთ ქვეყნებში. ეს ინსტიტუტები, დაწყებული

სამოქალაქო საზოგადოებიდან და დამთავრებული საკანონმდებლო და უსაფრთხოების

სექტორებით, აგრეთვე უნდა პასუხობდნენ ქალთა მოთხოვნებს და მოქმედებდნენ

მათი გათვალისწინებით.

ფოტო

აშშ საზღვაო ქვეითები ავღანეთის საექსპედიციო ბრიგადასთან და ქალთა

ჩართულობის ჯგუფის წევრებთან ერთად, რომლებიც თარჯიმნის

საშუალებით ურთიერთობენ ავღანელ ქალებთან და ბავშვებთან ჰელმანდის

პროვინციაში, ავღანეთი, ფოტო კრედიტი: ევან ბარაგანი, აშშ საზღვაო კორპუსი

ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერა მშვიდობის მშენებლობაში: ავღანეთი

2001 წლიდან, შეერთებული შტატები მუშაობს ავღანეთის ქალებთან რათა

უზრუნველყონ მათი მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით ყველა ძირითადი პოლიტიკური

გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. ავღანელი ქალები წარმატებით იცავდნენ

ქალთა უფლებებს 2004 წლის კონსტიტუციაში, სადაც ქალთა წარმომადგენლობა

პარლამენტში 25 პროცენტს შეადგენდა. 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში 400–ზე

მეტი კანდიდატი ქალი იყო, რაც მნიშვნელოვანი ზრდა იყო ქალთა

წარმომადგენლობაში 2005 წლის შემდეგ. დღეს, ავღანეთის ეროვნულ ასამბლეაში 249

Page 11: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

ადგილიდან 69 ქალებს უჭირავთ (აქედან 68–ს კონსტიტუციური მანდატი გააჩნიათ).

სამი ქალი მთავრობის წევრია და ბევრი სხვა მონაწილეობს სამხარეო ასამბლეებში.

ავღანეთის გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად,

ჩვენ გავნაგრძობთ მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებასთან და ავღანეთის

სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველვყოთ ქალების მონაწილეობა

გადაწყვეტილებების მიღებისა და მმართველობის ყველა დონეზე.

ავღანელი ქალები ჩართულნი არიან ავღანეთის მშვიდობისა და რეინტეგრაციის

პროგრამაში. ამჟამად კონსულტანტი გენდერულ საკითხებში მუშაობს ერთობლივ

სამდივნოში, რომელიც პასუხისმგებელია პროგრამის განხორციელებაზე. ავღანეთის

მშვიდობის უმაღლეს საბჭოში, რომელიც პოლიტიკურ კურსს შეიმუშავებს, 68

წევრიდან ცხრა – ქალია. ქალები აგრეთვე იწყებენ მუშაობას სამხარეო დონეზე

მშვიდობისა და რეინტეგრაციის საბჭოებში. აშშ დაჟინებით მოითხოვს, რომ

შემორიგებული თალიბანები დაითანხმონ დაიცვან ავღანეთის კონსტიტუცია, მისი

დებულებები ქალთა და უმცირესობათა უფლებების შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ავღანელ

ქალებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი სრული თანასწორობის მიღწევამდე და

ჩვენ მზად ვართ მათ გვერდით დავუდგეთ ამ გზაზე.

Page 12: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

ქალთა დაცვა კონფლიქტის დროს და მის შემდეგ

თუმცაღა ჩვენ ვმუშაობთ მეტი რაოდენობის ქალების ჩართვაზე სამშვიდობო

მოლაპარაკეკბებში, ჩვენ უფრო ძლიერი და საყოველთაო ძალისხმევა უნდა გავიღოთ

რათა დავიცვათ ისინი ძალადობისგან როგორც კონფლიქტის დროს, ისე მის შემდგომ

პერიოდში. ოცდამეერთე საუკუნის ორი ათწლეულის განმავლობაში, კონფლიქტი

უმთავრესად ქვეყნის შიდა მოვლენად რჩება. დღევანდელი ომების მთავარი დარტყმის

ქვეშ სამოქალაქო პირები არიან. შიმშილისა და დაავადებების მსხვერპლნი ძირითადად

ქალები, ბავშვები და მოხუცები ხდებიან.

მსოფლიოს მრავალ კონფლიქტურ ზონაში ასეთ მტკივნეულ პირობებში ქალებს და

გოგონებს გამიზნულად ესხმიან თავს, და ხშირად ეს დაუსჯელი რჩება. კრიზისისა

და კონფლიქტების გამო იძულებითი გადაადგილების შედეგად ლტოლვილები და

დევნილები, განსაკუთრებით ქალები და გოგონები ხშირად დამატებითი ძალადობისა

და ექსპლუატაციის რისკის ქვეშ ექცევიან. ქალებზე ძალადობა, განსაკუთრებით

სექსუალური ძალადობა, მათ შორის გაუპატიურება, სექსუალური ძალმომრეობა,

დასახიჩრება, იძულებითი პროსტიტუცია, სექსუალური მონობა სულ უფრო და უფრო

მეტად არის აღიარებული, როგორც ბოლო დროის მრავალი კონფლიქტის ერთერთ

ასპექტი, ბალკანეთიდან აფრიკის კონტინენტის ჩათვლით.

სექსუალურ და გენდერულ საფუძველზე აღმოცენებული ძალადობა კონფლიქტებისა

და უკიდურესი ძალადობის სიტუაციებში ხანდახან გამოიყენება როგორც

წინასწარგანზრახული ტაქტიკა დამცირების, ტერორის, საზოგადოების დესტრუქციის,

ეთნიკური წმენდის მიზნით. სხვა გარემოებებში სექსუალური ძალადობა შემთხვევით

ხასიათს ატარებს.

იმ რეგიონებში, სადაც ომები ოფიციალურად დასრულებულია, ქალები და გოგონები

მაინც ხშირად დგებიან ძალადობის და დაუცველობის პირისპირ; ფართოდაა

გავრცელებული დაუსჯელობის სინდრომი და კანონის უზენაესობის დაუცველობა, რაც

ხელს უწყობს გენდერული და ოჯახური ძალადობის მაღალ დონეს. ამდენად, ქალებზე

ძალადობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების დაშლა. ქვეყნებში სადაც

კონფლიქტებს აქტიურად არ აქვს ადგილი, ფაქტები გვაჩვენებენ, რომ ძალადობა

ქალების მიმართ შეიძლება იყოს მთავარი ინდიკატორი ქვეყნის სტაბილურობის,

უსაფრთხოების და შიდა თუ გარე კონფლიქტებისადმი მიდრეკილებისა. ეს

ინდიკატორი შესაძლოა ამდენადვე იყოს დემოკრატიისა თუ კეთილდღეობის დონის

მაჩვენებელიც.

ქალთა დაცვა სექსუალური და გენდერული ძალადობისგან

Page 13: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

მსოფლიოში არსებულ კონფლიქტურ სიტუაციებში სექსუალური და გენდერული

ძალადობის, აგრეთვე სექსუალური ექსპლოატაციის და შეურაცხყოფის პრევენციისა და

რეაგირების მიზნით, აშშ–მ დასახა სამოქმედო პრიორიტეტები. 2010 წლიდან აშშ

საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 17.5 მილიონი დოლარი გაიღო

ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებისთვის კატასტროფებისა და კონფლიქტების

შედეგად აღმოცენებული სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენციისა და

რეაგირების მიზნით. 12 ქვეყანაში თითქმის 3 მილიონი ბენეფიციარი აღმოჩნდა. იმავე

დროის მონაკვეთში, სახელმწიფო დეპარტამენტმა 21.5 მილიონ დოლარზე მეტი ჩადო

ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებში დევნილების კრიზის შედეგად სექსუალური

და გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიზნით.

იუსტიციის დეპარტამენტმა ადამიანების ტრეფიკინგისა და იუსტიციის სექტორის

მიერ შემუშავებული პროგრამების საშუალებით აქტიური ძალისხმევა გაიღო

პარტნიორ ქვეყნებში მათი აქტიური მონაწილეობისა და კომპეტენციების

ასამაღლებლად რათა მათ გამოიძიონ, განახორციელონ სამართლებრივი დევნა, და

შეაჩერონ გენდერული ნიშნით ექსპლოატაცია. ეროვნული უსაფრთხოების

დეპარტამენტმა ადამიანების ტრეფიკინგის, ექსპლოატაციის, ქალების მიმართ

ძალადობის წინააღმდეგ შემოიღო საიმიგრაციო ჰუმანიტარული შეღავათები

საზღვარგარეთ სამართალდამცავებთან თანამშრომლობით და საერთაშორისო

პარტნიორობის და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობით.

ბოლო წლებში აშშ–ს დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა შემოიღო

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიური ნორმები ლიბერიაში, შრი

ლანკაში, ჰაიტიში და უგანდაში კომპლექსური ჰუმანიტარული საგანგებო შემთხვევების

შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების დასახმარებლად გენდერული

სექსუალური ძალადობის რისკების და ხარისხის დონის დოკუმენტაციის საშუალებით.

მონაცემების გამოყენებით გაუმჯობესდა პროგრამები და პოლიტიკის შემუშავების

ინფორმირება. გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან

თანამშრომლობით, დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იყენებს

გაძლიერებულ სათვალთვალო სისტემებს გენდერული სექსუალური ძალადობის

შემთხვევების მონიტორინგისთვის ჰუმანიტარულ სიტუაციებში გაეროს ლტოლვილთა

უმაღლესი კომისარიატის ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემის მეშვეობით,

რომელიც ამჟამად ფარავს ჯამში 2.4 მილიონ ლტოლვილს მსოფლიოს 18 ქვეყანაში.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, აშშ–მ უზრუნველყო სექსუალური და

გენდერული ძალადობის შედეგად დაზარალებული 100,000–ზე მეტი ადამიანი

იურიდიული კონსულტაციებით და დახმარებით, აგრეთვე სამედიცინო

მომსახურებით. მომსახურებაში შედის მობილური კლინიკები, რომელიც

აფართოვებს დაზარალებულთათვის მომსახურების მიწოდების არეალს, აგრეთვე

ახორციელებს პროგრამებს, რომელთა ამოცანაა მამაკაცები და ბიჭები გაეცნონ იმ

ნორმებსა და პრაქტიკებს, რაც იწვევს გაუპატიურებას და ოჯახური ძალადობას მათ

საზოგადოებაში.

Page 14: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

აშშ–მ გაიღო ძალისხმევა ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისა ეროვნულ დონეზე

სამართლებრივი რეფორმების ხელშეწყობით. მაგალითად, 2006 წელს მიღებულ იქნა

კანონი სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ და ჩატარდა

რეფორმა ოჯახური კოდექსის, ადვოკატირების სფეროებში და ძალადობის მსხვერპლი

პირებისთვის გაიზარდა იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობა მობილური

სასამართლოების მეშვეობით.

თავდაცვის დეპარტამენტის საერთაშორისო თავდაცვის სამართლის კვლევების

ინსტიტუტის ინსტრუქტორები უტარებენ ტრეინინგებს კონგოელ სამხედროებს

სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე და სამართლებრივი

დევნის საკითხებზე სამხედრო სასამართლო სისტემის მეშვეობით. ამასთანავე, აშშ –მ

აღმოუჩინა დახმარება გაერთიანებული ერების ირგანიზაციის სტაბილიზაციის მისიის

ბრალდების მხარდამჭერ უჯრედებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

, რომლებიც ეხმარებიან კონგოელ პროკურორებს სასამართლო საქმეების წარმოებაში და

ერთობლივი დაცვის გუნდებსა და ადამიანის უფლებების ერთობლივ ორგანიზაციებს

გააძლიერონ დაზარალებულთა, მოწმეთა და სასამართლოს მუშაკების დაცვა

სერიოზული საერთაშორისო სამართალდარღვევების საქმეებში.

ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიუხედავად, სექსუალური და გენდერული ნიშნით

ძალადობა კვლავ რჩება საშინელ რეალობად კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნების

საზოგადოებებში. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა რათა

განვსაზღვროთ და შევქმნათ წარმატებული პროგრამები, ვიმუშაოთ პარტნიორებთან

მათი ზეგავლენის გასაძლიერებლად.

არც ერთ საზოგადოებას არ ძალუძს აღადგინოს მშვიდობა ან სტაბილურობა, როდესაც

მოსახლეობას აქვს ყოველდღიური შიში გაუპატიურების ან სხვა სექსუალური

ძალმომრეობისა – ან როდესაც ამგვარი დანაშაულის ჩამდენები არ აგებენ პასუხს მათი

საქციელისთვის. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ რათა უზრუნველვყოთ

დაზარალებულების ხელმისაწვდომობა სამართალზე, დამნაშავეების პსუხისგებაში

მიცემა და მათ, ვინც განიზრახავენ ძალადობას მოქალაქეებზე უნდა ესმოდეთ, რომ მათ

ქმედებებს შესაბამისი შედეგები მოყვება. კონფლიქტის დროს განხორციელებული

სექსუალური ძალადობა უსაფრთხოების საკითხია, რომელიც ისეთივე ყურადღებას

იმსახურებს, როგორსაც სხვა საფრთხეები კონფლიქტურ სიტუაციებში. ქალებისა და

მათი ოჯახების უსაფრთხოება უნდა გახდეს უმთავრესი პრიორიტეტი მთელს

მსოფლიოში უსაფრთხოების ძალისხმევაში.

ქალები და კონფლიქტის პრევენციის ძალისხმევა

მთელს მსოფლიოში სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანია

კონფლიქტებისა და ომების შეჩერება მათ აღმოცენებამდე, რაც სიცოცხლითა და

საარსებო წყაროს არსებობით იზომება. სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული

Page 15: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

ანალიზი უნდა გვკარნახობდეს თუ რა ძალისხმევაა საჭირო კონფლიქტის

მამოძრავებელი ძალის აღმოცენების პროგნოზირებისთვის და მის გასანეიტრალებლად.

თუ შევისწავლით, თუ რამდენად სხვადასხვა გავლენას ახდენენ კონფლიქტის რისკის

ფაქტორები ქალებზე და მამაკაცებზე, უკეთ შევძლებთ გავიგოთ კონფლიქტის მიზეზის

ძირი და მისი შედეგები, მასიური სისასტიკის მიმართ მოწყვლადობა. კოსოვოდან

დაწყებული რუანდამდე, საზოგადოებები მოწმენი გახდნენ მზარდი დისკრიმინაციის

და ქალების მიმართ ძალადობისა, რამაც მოახლოებული კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე

იჩინა თავი. დაკვირვებამ და იმის უკეთ გაგებამ, თუ როგორ არის დაკავშირებული ეს

ინდიკატორები არასტაბილურობის შესაძლებლობასთან, უნდა მოგვაწოდოს

ინფორმაცია კონფლიქტის პრევენციის დაწყებამდე თუ რა ზომები უნდა იქნას

მიღებული საერთაშორისო საზოგადოების საუკეთესო პრაქტიკის

განსახორციელებლად.

ხშირად, ქალებს მნიშვნელოვანი ცოდნა ჰქონიათ მოსალოდნელი ან ზრდადი

კონფლიქტის შესახებ, მაგრამ ეს ან არ გამჟღავნებულა ან მათ ვერ შესძლეს უსაფრთხოდ

დაეფიქსირებინათ მათი წუხილი. კოსოვოში ქალები ხედავდნენ როგორ იზრდებოდა

იარაღის რაოდენობა მალულ საცავში, მაგრამ არავინ იყო, ვისაც ამას შეატყობინებდნენ.

მსგავსად ამისა, ქალებმა სიერა ლეონეში იცოდნენ რომ შეტევა მზადდებოდა გაეროს

მშვიდობის დამცველებზე, მაგრამ მათი პირადი უსაფრთხოების საშიშროების გამო, ვერ

შესძლეს ინფორმაციის გადაცემა.

ამგვარი მაგალითების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა

ქალების სტატუსის მონიტორინგის მიმართ და უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტის

დროულად გაფრთხილების, სისასტიკის შეჩერების და კონფლიქტის შერბილების და

მართვის მცდელობა ითვალისწინებდეს გენდერული ანალიზის გაკეთებას. მაგალითად,

მოქალაქეობის არმქონე ქალები და მათი შვილები ძლიერი დისკრიმინაციისა და

შეურაცხყოფის წინაშე დგებიან და საჭიროა მათი კონკრეტული რისკის ფაქტორების

შეფასება. და გენდერული ნიშნით განპირობებული მიგრაციული მოდელები ან

ნაჩქარევი ცვლილებები ქალებისა და გოგონების სტატუსთან დაკავშირებით,

შესაძლოა ყველაზე სუსტი რგოლი აღმოჩნდეს თავდასხმის, კონფლიქტის თუ სასტიკი

მოქმედებების დაწყებისა ან ესკალაციის დროს.

ზემოთ ხსენებულზე ყურადღების გამახვილება დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, რომ

კონფლიქტის პრევენციის ძალისხმევა რეაგირებას მოახდენს სექსუალურ და

გენდერულ ძალადობაზე და ძალადობის სხვა ფორმებზე ქალებისა და გოგონების

მიმართ და ჩვენი მიდგომები ნაკარნახევი იქნება ქალების და მამაკაცების, გოგონების

და ბიჭების განსხვავებული გამოცდილებებით. ამას გარდა, ჩვენ ვეცდებით

მაქსიმალურად უკეთ გამოვიყენოთ ქალთა ქსელები და ორგანიზაციები ისეთ

საქმიანობებში, რომელიც მიმართულია შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერებასა ან

ძალადობის აღმასვლის პრვენციაზე.

და ბოლოს, აშშ–ს ესმის, რომ კონფლიქტის პრევენციის წარმატებული მცდელობა უნდა

ეფუძნებოდეს მნიშვნელოვან ინვესტიციებს ქალთა ეკონომიკური უფლებამოსილების,

განათლების და ჯანდაცვის სფეროებში. სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებების

ერთობლიობა გვაჩვენებს, რომ ქალებისთვის უფლებამოსილების მინიჭება და

Page 16: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

გენდერული უთანასწორობის შემცირება ჯანმრთელობის, განათლების, შრომის

ბაზრებზე და სხვა სფეროებში უკავშირდება სიღარიბის დაბალ დონეს, ეკონომიკის

მაღალ ზრდას, სოფლის მეურნეობის წარმოების ნაყოფიერების ამაღლებას, ბავშვთა

უკეთეს კვებას და განათლებას და კიდევ სხვა საზოგადოების წარმატებისთვის

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შედეგებს.

ფოტო

კიშვარ სულთანა, პაკისტანის ინსანის ფონდის დირექტორი განიხილავს ქალების მშვიდობისა

და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებში ჩართულობის მნიშვნელობას აშშ სამხედრო აკადემიის

კადეტთან ერთად, ვესტ პოინტში. ფოტო კრედიტი: ინკლუზიური უსაფრთხოების ინსტიტუტი

ინვესტირება კონფლიქტის პრევენციაში ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების,

ჯანდაცვის და განათლების მეშვეობით

ამერიკის შეერთებული შტატები ხაზსა უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც

ქალებმა უნდა შასრულონ კონფლიქტის პრევენციასა და შესუსტებაში მათი

მონაწილეობით ადრეული გაფრთხილების სისტემებში, ქალთა ქსელური

ორგანიზაციების გამოყენებით და დაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების

დალაგებით. ჩვენ აგრეთვე ვთვლით, რომ კონფლიქტის პრევენციის წარმატებული

მცდელობა მოითხოვს გრძელ–ვადიან ინვესტიციებს ქალთა ეკონომიკური

პოტენციალის გაძლიერებაში, ჯანდაცვაში და განათლებაში. აშშ საერთაშორისო

განვითარების სააგენტომ ახლახანს წამოიწყო ახალი მრავალწლიანი ინიციატივა

ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად, რომელთა საშუალებით მცირე და საშუალო

ბიზნესის მფლობელ და მენეჯერ ქალებს მოეხსნებათ სამართლებრივი, სოციალური,

განათლების და ეკონომიკური ბარიერები. იმავდროულად მოხდება ამ ძალისხმევის

შედეგების მკაცრი შეფასება.

აშშ აგრეთვე ერთობლივად მუშაობს კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებთან რათა

უზრუნველყოს, რომ ქალები გლობალური განვითარების ძალისხმევის პირველი რიგის

ბენეფიციარები იყვნენ, როგორიცაა „გლობალური ჯანდაცვის ინიციატივა“ და

„გამოკვებე მომავალი“, რაც საჭიროა როგორც მათი, ისევე მათი ოჯახებისა და

საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, რადგან ქალებს

ცენტრალური ფუნქცია აკისრიათ ამ მხრივ.

მაგალითად, „გლობალური ჯანდაცვის ინიციატივა“ მიზნად ისახავს შეამციროს

მშობიარე დედების სიკვდილიანობა 30 პროცენტით იმ ქვეყნებში, რომელსაც

დახმარებას უწევს, მთელი რიგი მიზნობრივი ინვესტიციების განხორციელებით, რაშიც

შედის პრენატალური მოვლა და მომსახურება, სამეანო დახმარება, ოჯახის

ნებაყოფლობით დაგეგმვა, აივ–ინფექციის ტესტები და კონსულტაციები, საკვებით

ხელშეწყობა,, უსაფრთხო წყალი, სანიტარია და ჰიგიენა. ქალებს აგრეთვე

Page 17: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ პრეზიდენტ ობამას საკვების უსაფრთხოების

ინიციატივაში „გამოკვებე მომავალი“ . აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტომ $5

მილიონი გამოჰყო „გამოკვებე მომავალი“–ს ახალი პროგრამისთვის რომელიც ხელს

შეუწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალთა პოტენციალის გაძლიერებას სოფლის

მეურნეობასა და მიწით სარგებლობაში.

განათლებას ასევე შეუძლია კონფლიქტის შედეგების შემსუბუქება და ეკონომიკური

ზრდისა და სტაბილურობის საფუძვლის შექმნა. 70 მილიონი დაწყებითი სკოლის ასაკის

ბავშვიდან, რომლებიც სკოლაში არ დადიან, დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი

ცხოვრობს შეიარღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში. ამდენად

ძალზე მნიშვნელოვანია აღდგეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მომსახურება და

ზოგადსისტემური საშუალებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით

გოგონებისთვის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ან საფრთხის შემცველ

ადგილებში. ჩვენ ვმუშაობთ რათა 2015 წლისთვის გავზარდოთ სათანადო

ხელმისაწვდომობა განათლებაზე კრიზისისა და კონფლიქტის ზონებში 15 მილიონი

მოსწავლისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის.

ქალთა თანაბარი ხელმისაწვდომობა რეაბილიტაციის საშუალებებზე

ქალები და ბავშვები განსაკუთრებით ზარალდებიან კონფლიქტების შედეგად. მათ დიდ

უმრავლესობას შეადგენს იძულებით ადგილნაცვალი პირები მსოფლიო მასშტაბით.

ბევრ შემთხვევაში გენდერული როლები და ნორმები იმაში მდგომარეობს, რომ

კრიზისულ სიტუაციებში ძირითადად ქალები ზრუნავენ ოჯახებსა და საზოგადოებაზე.

ქალთა ინტერესები მნიშვნელოვანია რათა უზრუნველვყოთ, რომ დახმარებისა და

რეაბილიტაციის ხელშეწყობა მთლიანად ემსახურება დაზარალებული მოსახლეობის

ინტერესებს. მაგალითად, ქალების მონაწილეობა ბანაკების ადმინისტრაციულ

კომიტეტებში უზრუნველყოფს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკების მეტ

უსაფრთხოებას და დახმარების პროგრამების მეტ ხელმისაწვდომობას მოწყვლადი

ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ქალები, ბავშვები და უნარშეზღუდული პირები.

ქალებს და გოგონებს აგრეთვე გააჩნიათ გარკვეული საჭიროებები და მეტად საჭიროებენ

დაცვას, რასაც დახმარების პროგრამებმა უნდა მიაქციონ ყურადღება. მაგალითად,

ქალებითვის, რომლებმაც გადაიტანეს სექსუალური ძალადობა, ხელმისაწვდომი უნდა

იყოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება. ქალებისა და

გოგონების დაუცველობა ხშირად მწვავდება კრიზისულ სიტუაციებში.

როდესაც ისინი მონაწილეობენ ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა საკვების განაწილება,

ფიჩხის შეგროვება, საპირფარეშოში ან წყალზე წასვლა–წამოსვლა, მათ შეიძლება მარტო

მოუხდეთ მოქმედება, ოჯახის გარეშე და შესაძლოა დადგნენ ტრეფიკინგის,

სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის, სექსუალური ექსპლოატაციის და

შეურაცხყოფის ან სხვა რაიმე ზიანის მიყენების რისკის წინაშე. გაუპატიურებამ

კონფლიქტურ სიტუაციებში შესაძლოა გაზარდოს აივ/ შიდსის ინფექციის შემთხვევები,

რაც არა მხოლოდ ქალებზე, არამედ მათ ოჯახებზეც ახდენს გავლენას. კონფლიქტის

ზემოქმედება აგრეთვე ვრცელდება უნარშეზღუდულებზე და შეზღუდული

Page 18: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

შესაძლებლობის მქონე ქალები ხშირად კონკრეტული რისკის ქვეშ ექცევიან, როგორიც

არის სტიგმა და იზოლაცია, ჰუმანიტარულ დახმარებაზე გაძნელებული

ხელმისაწვდომობა, ჯანმრთელობის საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, სექსუალური

და გენდერული ნიშნით ძალადობის მაღალი დონე და ძალადობის სხვა ფორმები,

როგორც კონფლიქტის დროს, ისე მის შემდეგაც.

და ბოლოს, ქალები და გოგონები საბრძოლო მოქმედებებში ან სხვა შეიარაღებულ

ძალებთან დაკავშირებულ საქმიანობაში იღებენ მონაწილეობას, თუმცა

დემობილიზაციის, განიარაღების და რეინტეგრაციის პროგრამები ხშირად არ

ითვალისწინებენ მათ კონკრეტულ საჭიროებებს. ყოფილ მეომარ ქალებს ხშირად

აჯგუფებენ მათთან ერთად, ვისაც როგორც „ცოლებს“ ისე ამყოფებდნენ, მიუხედავად

მათი ინდივიდუალური გამოცდილებისა და რეაბილიტაციის საჭიროებებისა. ქალებს,

რომლებიც წამყვან პოზიციებზე იყვნენ სამხედრო სტრუქტურებში ხშირად არ უნდათ

დაუბრუნდნენ თავიანთ როლებს, რაც მათ მოეთხოვებათ კონფლიქტის დასრულების

შემდეგ და ქალები და გოგონები, რომლებიც ასოცირდებიან შეიარაღებულ ძალებთან

საჭიროებენ სათანადო ხელშეწყობას რათა ძალები აღიდგინონ ფიზიკური და

ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ და თავიდან ააწყონ ცხოვრება წარმატებით.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ

დახმარების, რეაბილიტაციის და ძალების ხელახლა აღდგენის ძალისხმევა

აკმაყოფილებდეს ქალებისა და ბავშვების განსაკუთრებულ საჭიროებებს კრიზისის

სიტუაციაში და იცავდეს მათ სექსუალური ეხპლოატაციისა და შეურაცხყოფისგან.

უმნიშვნელოვანესი დაცვითი საქმიანობები, მათ შორის სექსუალური და გენდერული

ნიშნით ძალადობის პრევენცია და რეაგირება უნდა იყოს პრიორიტეტი საგანგებო

შემთხვევების დროს, სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ დახმარებასთან ერთად.

ქალებისა და გოგონებისთვის ყველა სახის დახმარების პროგრამები უსაფრთხოდ და

სამართლიანად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, წყლიდან და სანიტარული

წერტილებიდან დაწყებული, დამთავრებული საკვებით და თავშესაფრით, აგრეთვე

განათლება, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დახმარება, და საარსებო წყაროს

მოპოვება. ეს სამუშაო იწყება დახმარებისა და რეაბილიტაციის პროექტებში ქალების

მონაწილეობის უზრუნველყოფით, რაც ხელს უწყობს გენდერული და დაცვის

საკითხების სისტემატურ და უეჭველ ინტეგრაციას რეაგირების ძალისხმევაში. და ქლებს

უნდა ჰქონდეთ საშუალება განსაზღვრონ პრობლემები და ინფორმაცია მიაწოდონ

პრიორიტეტების შესახებ გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულებასა და

ანგარიშვალდებულებაზე, ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაზე და ძირითადი

მომსახურებების აღდგენაზე, მათი და მათი ოჯახების შესაძლებლობების ფარგლებში

მეურნეობების თავიდან მოწყობაზე.

ქალთა თანაბარი ხელმისაწვდომობა დახმარებასა და რეაბილიტაციაზე

Page 19: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

აშშ მუშაობს მის პარტნიორებთან ერთად დახმარებისა და რეაბილიტაციის

პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე, რომელთა მიზანია მოემსახუროს

ქალებისა და გოგონების საჭიროებებს, შეარბილოს საფრთხის შემცველი რისკები და

ასახოს მათი პერსპექტივები და პრიორიტეტები. ჩვენ ამას ვახორციელებთ სახელმწიფო

და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამების მეშვეობით, რომლებიც

ფოკუსირებული არიან სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა

და რეაგირებაზე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაზე, ქალებისა და

გოგონებისთვის ყველა დახმარებისა და რეაბილიტაციის პროგრამის

ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ გადაუდებელ სიტუაციებში

რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო ინსტრუმენტების

კომპლექტების შექმნას, აგრეთვე ტრეინინგ კურსის მოდულების შემუშავებას

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ბენეფიციართა მიმართ სექსუალური

ექსპლოატაციისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის პრევენციის საკითხებზე. ჩვენ

აგრეთვე ვეძებთ ჰუმანიტარული კრიზისის პერიოდში ქალების და გოგონებისთვის

რისკის მინიმიზაციის გზებს ახალი ტექნოლოგიების საშუალებით . მაგალითად,

არსებობს პროგრამა, რომელიც ქალებს კენიის დადააბის ლტოლვილთა ბანაკში

ამარაგებს ქურებით, რომელიც ნაკლებ საწვავს საჭიროებს. ეს იმ დიდი ძალისხმევის

ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საწვავითა და შეშით

მომარაგების ინტერვენციის საუკეთესო გამოცდილებების გაცნობას რათა ქალებისა და

გოგონების უსაფრთხოებას არ დაემუქროს რაიმე რისკი, მაგალითად, შეშის

მოგროვებისას. ჩვენ აგრეთვე ხელს ვუწყობთ დევნილი ბავშვებისა და

ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს განათლებაზე კრიტიკულ

სიტუაციებში. მაგალითად, ლტოლვილთა ბანაკში, ჩვენ უზრუნველვყოფთ

საშუალო განათლების ხელმისაწვდომობას როგორც გოგნების, ასევე ბიჭებისთვის.

ინვესტიციები ქალთა ეკონომიური პოტენციალის გაძლიერებაში აგრეთვე ხელს უწყობს

სტაბილურობას და კრიზისისგან თავდაღწევას, ქალების და ბავშვების პოზიტიურ

ცვლილებებსა და ადრეულ ეტაპზე რეაბილიტაციაში მონაწილეობით . მაგალითად, ჩვენ

ვაფინანსებთ წერა–კითხვისა და საარსებო საშუალებების მოპოვების სასწავლო

პროგრამებს პაკისტანში, ავღანეთში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რათა

გავაუმჯობესოთ ქალთა მომავალი ცხოვრება, როდესაც ისინი დაბრუნდებიან თავიანთ

ქვეყნებში დევნილობის შემდეგ. კოტ დ’ივუარში ჩვენ ხელს ვუწყობთ ქალების

მონაწილეობას მოკლევადიანი დასაქმების პროგრამაში, მაგალითად, დასუფთავების

სამსახური, რაც ეხმარება მათ და მათ ოჯახებს კონფლიქტისა და დევნილობის შემდგომ

რეაბილიტაციაში.

ეროვნული სამოქმედო გეგმის განვითარება

ეროვნული სამოქმედო გეგმის დასანერგად, შეერთებული შტატები აერთიანებს

მსოფლიოს ქვეყნებს რათა დაჩქარდეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 (2000)

Page 20: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

რეზოლუციის განხორციელება, პირველი რეზოლუციისა, რომელიც უსაფრთხოების

საბჭომ მიიღო და რითაც სცნო ქალთა უმნიშვნელოვანესი როლი მშვიდობისა და

უსაფრთხოების აღდგენასა და შენარჩუნებაში.

1325 რეზოლუცისა და მის მომდევნო რეზოლუციებში – 1820 (2008), 1888 (2009), 1960

(2010) – სხვა მიზნებს შორის გათვალისწინებულია ქალების მონაწილეობის გაზრდა

მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ძალისხმევებში და ქალთა დაცვის

გაძლიერება შეიარაღებული კონფლიქტების სიტუაციებში. აშშ–მ შეიმუშავა და

წარმოადგინა ეს სამი რეზოლუცია, მათ შორის რეზოლუცია 1888, რომლის

საფუძველზეც შეიქმნა კონფლიქტის სიტუაციებში სექსუალური ძალადობის

საკითხებზე გენერალური სამდივნოს სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა და

კვლავაც რჩება ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების სამოქმედო პროგრამის

საერთაშორისო და მრავალმხრივი ძალისხმევების ძლიერ მხარდამჭერი. ეს გეგმა

მოიცავს უსაფრთხოების საბჭოს ძალისხმევებს, რომელიც ითვალისწინებს პროგრამის

ძირითად პრინციპებს და სადაც შევა მრავალი სხვა ზომების მიღება სიტუაციების

ფართო სპექტრის გათვალისწინებით, რაც შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული

კონკრეტული უწყების მანდატით.

ეს გეგმა წარმოადგენს სამთავრობო ძალისხმევას გამოიყენოს აშშ დიპლომატიური,

თავდაცვის და განვითარების რესურსები ქალთა სამშვიდობო და კონფლიქტის

პრევენციის, ქალთა და გოგონათა სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის

პროცესებში მონაწილეობის გასაუმჯობესებლად, დახმარებასა და რეაბილიტაციაზე

ქალების სრული და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. იმისათვის,

რომ სამთავრობო კონცეფცია მთლიანად იყოს წარმოჩენილი გეგმის განვითარებაში,

ერთი წლის მანძილზე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების აპარატმა შეკრიბა

სახელმწიფო დეპარტამენტების, თავდაცვის დეპარტამენტის, იუსტიციის, ფინანსთა

დეპარტამენტის, ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის, გაეროში აშშ მისიების,

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აშშ დაავადებების კონტროლისა და

პრევენციის ცენტრების, აშშ სავაჭრო პალატის წარმომადგენლები ვალდებულებების

ინიციატივის და კოორდინაციის განსახორციელებლად. თითოეულმა ამ უწყებამ შექმნა

შიდა სამუშაო ჯგუფები რომლებიც თავის წვლილს შეიტანენ ეროვნულ სამოქმედო

გეგმაში. უწყებების სამუშაო ჯგუფებმა გაიარეს კონსულტაციები ვაშინგტონის ოფისში

და შეაგროვეს ინფორმაცია როგორც აშშ–ს საელჩოების დიპლომატიური და

განვითარების მისიებიდან, ასევე თავდაცვის დეპარტამენტის გაერთიანებული

საბრძოლო სარდლობებისგან.

მნიშვნელოვანია, რომ აშშ–ს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აწარმოებენ

კონსულტაციებს ქალებთან და ქალთა ორგანიზაციებთან, გენდერული თანასწორობის

დამცველებთან, და მთავრობის საკონტაქტო პირებთან რათა მოხდეს მათი გეგმებისა

და ინტერესების გარანტირებულად გათვალისწინება ამ გეგმაში. ამასთან ერთად,

უწყებათაშორისმა ჯგუფმა ჩაატარა კონსულტაციები ამერიკის შეერთებულ შტატების

სამოქალაქო საზოგადოებისა და კონგრესის წარმომადგენლებთან ამ დოკუმენტისთვის

ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად.

Page 21: 2011 წლის დეკემბერი...ადამიანის უსაფრთხოების უფლება. 2003 წელს, ლიბერიელი

ამ კონსულტაციებზე დაყრდნობით, ჩვენ დავადგინეთ რამოდენიმე პრიორიტეტი

ქალების თანასწორობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში მათი გავლენის

გაძლიერების კუთხით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დოკუმენტში

შემოთავაზებული ქმედებები მაღალეფექტური, აუცილებელი და მიღწევადია და

ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელსაც გვაწოდებენ ისინი, ვინც უშუალოდ არიან

პასუხისმგებელნი მათ ადგილზე განხორციელებაზე.