სტილები და დიზაინი

25
სსსსსსს სს სსსსსსს სსსსსსსს სსსს XVIIIს.

Upload: ana-lipartia

Post on 17-Jan-2017

69 views

Category:

Design


2 download

TRANSCRIPT

Page 1: სტილები  და დიზაინი

სტილები და დიზაინი ანტიკური ხანა XVIIIს.

Page 2: სტილები  და დიზაინი

 ანტიკური(XVIIIს. ) ხანის ინტერიერისათვის ძველი ბერძნული და რომაული არქიტექტურული დეტალები იყო დამახასიათებელი. ამ სტილის ინტერიერებში დორიულ, იონურ და კორინთულ კოლონებს იყენებდნენ. კედლის ნახატები და რელიეფები, ხოლო იატაკს მოზაიკა ამშვენებდა. ბერძნული ავეჯი სისადავით გამოირჩეოდა. ოთახებს მოხატული ლარნაკებით და ცნობილი ადამიანების ბიუსტებით რთავდნენ.

Page 3: სტილები  და დიზაინი
Page 4: სტილები  და დიზაინი

  რომანული(Xს.-XII ს.) სტილის ინტერიერისათვის თაღები და მასიური კედლები იყო დამახასიათებელი. კედლებში პატარა ფანჯრები იყო გაჭრილი რომანული სტილის ინტერიერი მძიმე, მასიური ავეჯით და ბრინჯაოს იარაღით იყო მორთული.

Page 5: სტილები  და დიზაინი
Page 6: სტილები  და დიზაინი

გოტიკური სტილი (XII-XIVს.)-უზარმაზარი ფანჯრები რომლებიც თითქმის იატაკიდან იწყებოდა, ფერადი ვიტრაჟები და მოჩუქურთმებული დეტალები გოტიკური სტილის ინტერიერებს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებდა. ოთახების კედლები დიდი სარკეებით, ხალიჩებით და გობელენებით იყო მორთული. კედლებზე ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილი იყო გაკრული. დარბაზებს ლამაზად დრაპირებული ფარდები ამშვენებდა. გოთიკურ ავეჯში ამ სტილის არქიტექტურის მსგავსი ფორმები იყო გამოყენებული.

Page 7: სტილები  და დიზაინი
Page 8: სტილები  და დიზაინი

რენესანსი-XV-XVII ს-ებში კილტურული რევოლუცია მიმდინარეობდა. ამ პერიოდს რენესანს უწოდებენ რაც აღორძინებას ნიშნავს. ევროპელები ისევ დაინტერესდნენ ანტიკური კულტურით, რაც ცხოვრების ყველა ასპექტში აისახა: მხატვრობაში, არქიტექტურაში, მეცნიერებაში, ფილოსოფიაში. აღორძინების ხანის ინტერიერი მონუმენტური იყო, დიდებული და მდიდრულად მორთული.ავეჯი თავისი ფორმებით სასახლეს ჰგავდა.მასზე პატარა კოლონები, პილასტრები და ფრონტონები იყო გაკეთებული. საწოლი დიდი და მასიური იყო. მის გვერდით ხშირად მოხატულ სკივრს ათავსებდნენ. ავეჯის მასალად ხშირად თეთრად ან შავად შეღებილ ხეს, სპილოს ძვალს და მარმარილოს იყენებდნენ.აღორძინების დროს განსაკუთრებით ვენეციური ავეჯი ფასობდა.

Page 9: სტილები  და დიზაინი
Page 10: სტილები  და დიზაინი

ბაროკოს სტილის უზარმაზარი დარბაზები დიდებულად გამოიყურებოდა. ინტერიერში პიკანტური დეტალები გამოჩნდა: მრუდე, ტალღოვანი ფორმებით გაფორმებული დიდი ლარნაკები, შანდლები, სკამები, სავარძლები და ა.შ. ბროლის ჭაღები, ლამაზი ბუხრები, იატაკიდან ჭერამდე სარკეები დარბაზებს პომპეზურ, ბრწყინვალე, საზეიმო იერს ანიჭებდა.

Page 11: სტილები  და დიზაინი
Page 12: სტილები  და დიზაინი

როკოკოს სტილის ძირითადი პრინციპი ფანტაზიისა და მითოლოგიის სამყაროში გადასვლა იყო. ჭერზე და კედლებზე მითოლოგიურ პერსონაჟებს გამოსახავდნენ.კედლებს მცენარეული ორნამენტები ამშვენებდა. ამ სტილის ინტერიერი გადაჭარბებული მორთულობითა და გრაციოზულობით გამოირჩეოდა. ოთახები სარკეებით, გობელენებით, ბიუსტებით და ფაიფურის პატარა ქანდაკებებით იყო გაფორმებული.

Page 13: სტილები  და დიზაინი
Page 14: სტილები  და დიზაინი

ახალი სტილი (XIX-XXIსს.)

Page 15: სტილები  და დიზაინი

ამპირის სტილი საფრანგეთში ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერიის პერიოდში, XIX ს-ს პირველ ნახევარში შეიქმნა. ამპირი პარადული , ტრიუმფალური სტილი იყო. იგი რომის იმპერიის ფუფუნებას იმეორებდა, ამ სტილის ინტერიერში გამოიყენებოდა მორთულობა სამხედრო ემბლემატიკით: მოოქროვილი გადაჯვარედინებული ხმლები, მუზარადები, ფარები, დაფნის გვირგვინები, ამპირის სტილის ავეჯს ხშირად ლომის და გრიფონის ფორმის ფეხებით აფორმებდნენ.

Page 16: სტილები  და დიზაინი
Page 17: სტილები  და დიზაინი

მოდერნისტულმა სტილმა(XIXს.ბოლო-XX ს. დასაწყისი)(ფრანგულად ახალს უახლესს ნიშნავს)ინტერიერში ახალი დეკორატიული ელემენტები შემოიტანა. ამ სტილის ავეჯის, ჭურჭელის და სხვადასხვა ნივთების ფორმები დაკლაკნილი და უცნაური იყო. უჩვეულო განათება ინტერიერს ზოგჯერ არარეალურ ზღაპრულ იერს ანიჭებდა. ამ სილის არქიტექტორების მთავარი დევიზი იყო: „არც ერთი სახლი არ უნდა ჰგავდეს ერთმანეთს“.

Page 18: სტილები  და დიზაინი
Page 19: სტილები  და დიზაინი

მინიმალისტური(XX-XXI) სტილის ინტერიერი ოთახებში განლაგებული ნივთების სიმცირით გამოირჩევა. არაფრით არ არის ზედმეტი, ყოველ ნივთს თავისი ფუნქციური დანიშნულება აქვს. სივრცე ნათელია, მასში ორი ან სამი ფერი დომინირებს. ამ ფერებიდან ხშირად ერთი თეთრია. „ცოტა უკვე ბევრია“ - ასე წერდა მინიმალისტური სტილის ერთ-ერთი არქიტექტორი მის ვან დე როე.

Page 20: სტილები  და დიზაინი
Page 21: სტილები  და დიზაინი

ჰაიტეკი(XXI) მაღალ ტექნოლოგიებს ნიშნავს. ამ სტილის ინტერიერისთვის სინათლით სავსე დიდი სივრცეა დამახასიათებელი. ასეთ ინტერიერში მორთულობა თითქმის არ არის. მას მინაზე სინათლის თამაში და ლითონის ბზინვარება ცვლის. ინტერიერში თეთრი ფერი დომინირებს. ჰაიტეკის სტილის მთავარი დეტალი განათებაა. „დაივიწყე ჭაღები და აბაჟურები“ განათებას კედლებში ჩასმული სანათები და ჰალოგენური ნათურები ქმნის. დიდი სივრცის ილუზიის შესაქმნელად. კედლებზე და ჭერზე ხშირად სარკეებია დამაგრებული.

Page 22: სტილები  და დიზაინი
Page 23: სტილები  და დიზაინი

ეკლექტიკული სტილის ინტერიერი(XIX-XXI)- ამ ინტერიერს ერთ რომელიმე სტილს ვერ მიაკუთვნებ. სტილების ამგვარ შერწყმას ეკლექტიზმი ჰქვია. ინტერიერში ეკლექტიკიზმი ორი ან სამი სტილის დეტალის, ავეჯის და აქსესუარების შეთანხმებას ნიშნავს. ორიგინალურად გაფორმებული ეკლექტიკური ინტერიერი შეიძლება საკმაოდ საინტერესო იყოს . მრავალი თანამედროვე დიზაინერი თვლის რომ ეკლექტიკა საკმაოდ პოპულარული გახდება.

Page 24: სტილები  და დიზაინი
Page 25: სტილები  და დიზაინი

გმადლობთ ყურადღებისათვის!!!