გრიპი და გაციება

1
გრიპი და გაციება ექიმი გიორგი გვილია ყველასთვის ცნობილია ძველი ექიმების გამოთქმა: თუ გრიპს (იგულისხმება ზემო სასუნთქი გზების ბანალური ვირუსული ინფექცია და არა მხოლოდ კონკრეტული დაავადება გრიპი) უმკურნალებ – მორჩება 7 დღეში, თუ არა – 1 კვირაში. იგი უმეტეს შემთხვევაში მართლდება. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ მართლდებოდა, რადგან აქტუალური იყო გაცილებით „სუფთა“ გარემოს პირობებში, როცა ადამიანი ცხოვრობდა ნაკლებად „სწრაფად“ და გაცილებით ნაკლებ სტრესულ სიტუაციაში. ბუნებრივია ნაკლები იყო რესპირატორული ვირუსული დატვირთვა, ვირუსული დაავადების გართულებები და რაც მთავარია, ამ დაავადებებისგან მიყენებული სოციალურეკონომიკური ზარალი. ზემო სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია თანამედროვე პირობებში აღარ წარმოადგენს მარტივ დაავადებას, რადგან მას თან ახლავს სხვადასხვა გართულების დიდი რისკი ზოგადი შედარებითი იმუნოდეფიციტისა და კომორბი- დული (თანმხლები, მანამდე არსებული) მდგო- მარეობების მრავალფეროვნების გამო. სტატისტიკური მონაცემების მოტანას არ ვაპირებ, რადგან რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს რიცხვები და გრაფიკები, ისინი მაინც არ იწვევს იმ ემოციას, რასაც თითოეული ჩვენგანის მიერ გახსენებული რეალური ცხოვრებისეული მაგალითები. დაფიქრდით, რამდენ სასურველ შეკრებას დაკლებიხართ იმ მარტივი მიზეზით, რომ იყავით „გაციებული“, რამდენი სამუშაო, თუ სასწავლო საათი გაგიცდენიათ იგივე მიზეზით, და ბოლოს, რამდენი სასარგებლო, უსარგებლო და უფრო მეტიც – საზიანო მედიკამენტი მიგიღიათ იგივე „მარტივი მიზეზის – გაციების“ გამო. თუ ამ მსჯელობას გავავრცელებთ კო- ლეგებზე, უახლოეს ადამიანებზე, ვფიქრობ, შთაბეჭდილება საკმაოდ ძლიერი იქნება. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, რომელ- თათვისაც „გაციება“ უმეტეს შემთხვევაში მძიმედ რთულდება ქრონიკული, უკვე არსებული დაავადების, ან ხანდაზმული ასაკის გამო. ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, უდიდესი მნიშვნელობის იქნება უხიფათო მედიკამენტი, რომელიც ტრადიციულ სიმპტომურ მკურნალობასთან კომბინაციაში ან მის გარეშე შეამცირებს მკურნალობისთვის საჭირო იმ „სტანდარტულ“ 7 დღეს ან „1 კვირას“, რის შესახებაც აღნიშნულია სტატი- ის დასაწყისში. ამავე დროს, თუ ასეთი მედიკამენტით მკურნალობა არ იქნება მხოლოდ ავადობის ხანგრძლივობის მექანიკური შემცირება და შემცირდება ასევე გართულებები და სიმპტომური, ზოგჯერ სახიფათო მედიკამენ- ტების გამოყენება, პრაქტიკულად გადაიჭრება დიდი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა. ასეთ მედიკამენტად მოვიაზრებთ გერმანულ ჰომეოპათიურ საშუალებას – „ინფლუციდი“, რომელიც არის DHU-ს (გერმანული ჰომეოპა- თიური გაერთიანება) პროდუქტი. იგი გერმანიაში გამოდის 1928 წლიდან (თავიდან იყო წვეთების სახით). ინფლუციდი მიეკუთვნება კომბინირებულ მედიკამენტებს. მისი შემადგენოლობაა: Aconitum (ტილჭირი, აკონიტუმი) D3 25 მგ; Bryonia (ლეშურა) D2 25 მგ; Eupatorium Perfoliatum (ვარდკანაფა) D3 21 მგ; Gelsemium (მარადმწვანე გელზემიუმი) D3 25 მგ; Ipecacuana (იპეკაკუანა, ოქროსძირა) D3 25 მგ; Phosphorus (ფოსფორი) D5 25 მგ; სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი. Aconitum Napellus – ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებას და აქვეითებს ტემპერატურას. Bryonia Alba – ამცირებს მშრალი ხველის ინტენ- სივობას და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის წვის შეგრძნებას. Eupatorium Perfoliatum – ამცირებს მიალგიურ (კუნთების) და ართრალგიურ (სახსრების) ტკი- ვილს. Gelsemium Sempervirens – ამცირებს თავის ტკივილს, სისუსტეს, აუმჯობესებს სუნთქვას ცხვირის ლორწოვანის შეშუპების შემცირების გზით. Ipecacuana – ათხელებს ნახველს. Phosphorus – იმუნომოდულატორი. მედიკამენტს პრაქტიკულად უკუჩვენება არ აქვს, გარდა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისა და ხორბალ- ზე ალერგიულობისა (რაც არ გულისხმობს გლუტენმგრძნობიარე ცელიაკიას). მისი მი- ღება შესაძლებელია ბანალურ სიმპტომურ მკურნალობასთან ერთად (სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, ცხვირის ლორწოვანის შეშუპების მომხსნელი მედიკამენტები). კონ- გრიპისა და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების მკურნალობისა და გადაუდებელი პროფილაქტიკისათვის! ინფლუციდი რეკომენდებულია მწვავე რესპირაციული ვირუსული დაავადებების დროს; აქვს ანტივირუსული მოქმედება; ახდენს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებას; განაპირობებს იმუნიტეტის განმტკიცებას. კრეტული შემთხვევებისთვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ინფლუციდის ეფექტურობის შესახებ ცალსახად მიუთითებს ერთდროულად გერმანიასა და უკრაინაში ჩატარებული ფართო მასშტაბიანი, კონტროლირებადი მულტინაციონალური რან- დომიზებული კვლევა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ 1-დან 65 წლამდე პაციენტები. 258 მკურნალობდა სტანდარტულად (პარა- ცეტამოლი, ოქსიმეტაზოლინი, ამბროქსოლი). 265 პაციენტი კი დამატებით ღებულობდა ინფლუციდს. ზედა სასუნთქი გზების ვირუს- ული ინფექციის სიმპტომები მოწმდებოდა მკურნალობის მე-4 დღეს ვისკონსინის შკა- ლით. აფებრილურობა და სიმპტომების მნიშვ- ნელოვანი შემცირება იყო პირველადი გამო- სავალი. მულტიცენტრულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰომეოპათური მედიკამენტი ინფლუციდი ამცირებდა ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის ხანგრძლივობას, სიმპტომური მედიკამენტების გამოყენების საჭიროებას. კვლევის დროს არ გამოვლენილა ინფლუციდის არასასურველი გვერდითი ეფექტები. ამ მულტიცენტრული კვლევის დიზაინს, შუალედურ და საბოლოო შედეგებს უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.karger.com შემდეგი სტატიით: A Homeopathic Combination Preparation in the Treatment of Feverish Upper Respiratory Tract Infections: An International Randomized Controlled Trial. მწვავე მდგომარეობების დროს: 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბ. ყოველ 2 საათში (მაქსიმუმ 6 ტაბ.), მდგომარეობის გაუმჯობესებამდე; შემდგომში – 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში სრულ გამოჯანმრთელებამდე. მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბ. ყოველ საათში (არაუმეტეს 12 ტაბ. დღეში), გაუმჯობესების დადგომამდე; შემდგომში – 1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში, სრულ გამოჯანმრთელებამდე. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ინფექციების პროფილაქტი- კისათვის ინიშნება 1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში, 12 წლამდე ბავშვებში კი – 1 ტაბ.3-ჯერ დღეში.

Upload: alpen-pharma-ag

Post on 25-Jul-2016

250 views

Category:

Documents


4 download

DESCRIPTION

ინფლუციდი - გრიპისა და გაციების პროფილაქტიკა და მკურნალობა!

TRANSCRIPT

Page 1: გრიპი და გაციება

გრიპი და გაციება

ექიმი გიორგი გვილია

ყველასთვის ცნობილია ძველი ექიმების გამოთქმა: თუ გრიპს (იგულისხმება ზემო სასუნთქი გზების ბანალური ვირუსული ინფექცია და არა მხოლოდ კონკრეტული დაავადება გრიპი) უმკურნალებ – მორჩება 7 დღეში, თუ არა – 1 კვირაში. იგი უმეტეს შემთხვევაში მართლდება. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ მართლდებოდა, რადგან აქტუალური იყო გაცილებით „სუფთა“ გარემოს პირობებში, როცა ადამიანი ცხოვრობდა ნაკლებად „სწრაფად“ და გაცილებით ნაკლებ სტრესულ სიტუაციაში. ბუნებრივია ნაკლები იყო რესპირატორული ვირუსული დატვირთვა, ვირუსული დაავადების გართულებები და რაც მთავარია, ამ დაავადებებისგან მიყენებული სოციალურეკონომიკური ზარალი. ზემო სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექცია თანამედროვე პირობებში აღარ წარმოადგენს მარტივ დაავადებას, რადგან მას თან ახლავს სხვადასხვა გართულების დიდი რისკი ზოგადი შედარებითი იმუნოდეფიციტისა და კომორბი-დული (თანმხლები, მანამდე არსებული) მდგო-მარეობების მრავალფეროვნების გამო.

სტატისტიკური მონაცემების მოტანას არ ვაპირებ, რადგან რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს რიცხვები და გრაფიკები, ისინი მაინც არ იწვევს იმ ემოციას, რასაც თითოეული ჩვენგანის მიერ გახსენებული რეალური ცხოვრებისეული მაგალითები. დაფიქრდით, რამდენ სასურველ შეკრებას დაკლებიხართ იმ მარტივი მიზეზით, რომ იყავით „გაციებული“, რამდენი სამუშაო, თუ სასწავლო საათი გაგიცდენიათ იგივე მიზეზით, და ბოლოს, რამდენი სასარგებლო, უსარგებლო და უფრო მეტიც – საზიანო მედიკამენტი მიგიღიათ იგივე „მარტივი მიზეზის – გაციების“ გამო. თუ ამ მსჯელობას გავავრცელებთ კო-ლეგებზე, უახლოეს ადამიანებზე, ვფიქრობ, შთაბეჭდილება საკმაოდ ძლიერი იქნება. აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანებზე, რომელ-თათვისაც „გაციება“ უმეტეს შემთხვევაში მძიმედ რთულდება ქრონიკული, უკვე არსებული დაავადების, ან ხანდაზმული ასაკის გამო.

ყველაფერი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, უდიდესი მნიშვნელობის იქნება უხიფათო მედიკამენტი, რომელიც ტრადიციულ სიმპტომურ მკურნალობასთან კომბინაციაში ან მის გარეშე შეამცირებს მკურნალობისთვის საჭირო იმ „სტანდარტულ“ 7 დღეს ან „1 კვირას“, რის შესახებაც აღნიშნულია სტატი-ის დასაწყისში. ამავე დროს, თუ ასეთი მედიკამენტით მკურნალობა არ იქნება მხოლოდ ავადობის ხანგრძლივობის მექანიკური შემცირება და შემცირდება ასევე გართულებები და სიმპტომური, ზოგჯერ სახიფათო მედიკამენ-ტების გამოყენება, პრაქტიკულად გადაიჭრება დიდი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა.

ასეთ მედიკამენტად მოვიაზრებთ გერმანულ ჰომეოპათიურ საშუალებას – „ინფლუციდი“, რომელიც არის DHU-ს (გერმანული ჰომეოპა-თიური გაერთიანება) პროდუქტი. იგი გერმანიაში გამოდის 1928 წლიდან (თავიდან იყო წვეთების სახით).ინფლუციდი მიეკუთვნება კომბინირებულ მედიკამენტებს. მისი შემადგენოლობაა:Aconitum (ტილჭირი, აკონიტუმი) D3 25 მგ;Bryonia (ლეშურა) D2 25 მგ;Eupatorium Perfoliatum (ვარდკანაფა)D3 21 მგ;Gelsemium (მარადმწვანე გელზემიუმი)D3 25 მგ;Ipecacuana (იპეკაკუანა, ოქროსძირა)D3 25 მგ;Phosphorus (ფოსფორი) D5 25 მგ;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

Aconitum Napellus – ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებას და აქვეითებს ტემპერატურას.Bryonia Alba – ამცირებს მშრალი ხველის ინტენ-სივობას და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანის წვის შეგრძნებას.Eupatorium Perfoliatum – ამცირებს მიალგიურ (კუნთების) და ართრალგიურ (სახსრების) ტკი-ვილს.Gelsemium Sempervirens – ამცირებს თავის ტკივილს, სისუსტეს, აუმჯობესებს სუნთქვას ცხვირის ლორწოვანის შეშუპების შემცირების გზით.Ipecacuana – ათხელებს ნახველს.Phosphorus – იმუნომოდულატორი.

მედიკამენტს პრაქტიკულად უკუჩვენება არ აქვს, გარდა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისა და ხორბალ-ზე ალერგიულობისა (რაც არ გულისხმობს გლუტენმგრძნობიარე ცელიაკიას). მისი მი-ღება შესაძლებელია ბანალურ სიმპტომურ მკურნალობასთან ერთად (სიცხის დამწევი, ამოსახველებელი, ცხვირის ლორწოვანის შეშუპების მომხსნელი მედიკამენტები). კონ-

გრიპისა და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების მკურნალობისა და გადაუდებელი პროფილაქტიკისათვის!

ინფლუციდირეკომენდებულია მწვავე რესპირაციული ვირუსული დაავადებების დროს;

აქვს ანტივირუსული მოქმედება;

ახდენს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებას;

განაპირობებს იმუნიტეტის განმტკიცებას.

კრეტული შემთხვევებისთვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ინფლუციდის ეფექტურობის შესახებ ცალსახად მიუთითებს ერთდროულად გერმანიასა და უკრაინაში ჩატარებული ფართო მასშტაბიანი, კონტროლირებადი მულტინაციონალური რან-დომიზებული კვლევა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ 1-დან 65 წლამდე პაციენტები. 258 მკურნალობდა სტანდარტულად (პარა-ცეტამოლი, ოქსიმეტაზოლინი, ამბროქსოლი). 265 პაციენტი კი დამატებით ღებულობდა ინფლუციდს. ზედა სასუნთქი გზების ვირუს-ული ინფექციის სიმპტომები მოწმდებოდა მკურნალობის მე-4 დღეს ვისკონსინის შკა-ლით. აფებრილურობა და სიმპტომების მნიშვ-ნელოვანი შემცირება იყო პირველადი გამო-სავალი. მულტიცენტრულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰომეოპათური მედიკამენტი ინფლუციდი ამცირებდა ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის ხანგრძლივობას, სიმპტომური მედიკამენტების გამოყენების საჭიროებას. კვლევის დროს არ გამოვლენილა ინფლუციდის არასასურველი გვერდითი ეფექტები.

ამ მულტიცენტრული კვლევის დიზაინს, შუალედურ და საბოლოო შედეგებს უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.karger.com შემდეგი სტატიით:

A Homeopathic Combination Preparation in the Treatment of Feverish Upper Respiratory Tract Infections: An International Randomized Controlled Trial.

მწვავე მდგომარეობების დროს: 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბ. ყოველ 2 საათში (მაქსიმუმ 6 ტაბ.), მდგომარეობის გაუმჯობესებამდე; შემდგომში – 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში სრულ გამოჯანმრთელებამდე.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბ. ყოველ საათში (არაუმეტეს 12 ტაბ. დღეში), გაუმჯობესების დადგომამდე; შემდგომში – 1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში, სრულ გამოჯანმრთელებამდე.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ინფექციების პროფილაქტი-კისათვის ინიშნება 1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში, 12 წლამდე ბავშვებში კი – 1 ტაბ.3-ჯერ დღეში.