რა არის გრიპი და როგორ ვებრძვით მას

1

Click here to load reader

Upload: alpen-pharma-ag

Post on 25-Jul-2016

241 views

Category:

Documents


4 download

DESCRIPTION

ინფლუციდი - გრიპისა და გაციების პროფილაქტიკა და მკურნალობა!

TRANSCRIPT

Page 1: რა არის გრიპი და როგორ ვებრძვით მას

რა არის გრიპი დაროგორ ვებრძვით მას

წელიწადის ცივ სეზონზე მნიშვნელოვნად იმატებს რესპი-რატორული ინფექციების სიხშირე, რომელთაგან უმეტესობა გამოწვეულია ვირუსებით. 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირდა რესპირატორული დაავადებების გამომწვევი შემდეგი ვირუსები – გრიპის, პარაგრიპის, რესპი-რატორულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსი, რინოვირუსი, მეტაპნევმოვირუსი და ბოკავირუსი. ყველა მათგანისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები მსგავსია, თუმცა სხვადასხვა სიმძიმით და ხანგრძლივობით. როგორიცაა – საერთო სისუსტე, ტემპერატურის მომატება; თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი; მადის დაქვეითება; გულისრევა, ღებინება; კატარული ანგინა და კატარული ოტიტი (არა ჩირქოვანი!); მშრალი ხველა, ძალზე იშვიათად ნახველიანი (მაგრამ არა მოყვითალო ფერის და უხვი!). ამრიგად, ყველა რესპირატორული ვირუსული ინფექცია გრიპი არ არის.

გრიპი სერიოზული ინფექციაა, რომელსაც იწვევს მხოლოდ და მხოლოდ გრიპის ვირუსი (A, B და C ტიპის). ყოველწლიურად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გრიპს იწვევს სეზონური გრიპის გამომწვევი B ტიპის ვირუსი, იგი აავადებს მხოლოდ ადამიანს. ზოგჯერ გავრცელებას იწყებს A ტიპის ვირუსი (პანდემიური შტამის სახელწოდებით ცნობილი), რომელიც აავადებს ადამიანებს, ცხოველებს და ფრინველებსაც. არსებობს მისი მრავალი შტამი – H1N1, H3N2, H5N1 და ა.შ. როდესაც ფრინველებში ან ცხოველებში ცირკულაციას იწყებს მანამდე არ არსებული A გრიპის ვირუსის შტამი და ადამიანს ექნება მათთან ძლიერ ახლო კონტაქტი, მაშინ მას დაემართება ფრინველის ან ცხოველის გრიპი, მაგრამ იგი ამ ადამიანისგან სხვა ადამიანს არ გადაეცემა.

მაგრამ, როდესაც მოხდება ამ შტამის და ადამიანის გრიპის ვირუსის შიფტი („შერწყმა“), მიიღება ახალი შტამი, რომელიც უკვე ადამიანის გრიპის ვირუსია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ცხოველთან ან ფრინველთან კონტაქტის გარეშე. ასე მოხდა 2011 წლის ნოემბერში, როდესაც შიფტით მივიღეთ A(H1N1) შტამი. სწორედ, ეს შტამი იწვევდა წინა წლებში და წელსაც იწვევს დაავადებას. კერძოდ, 2015 წლის 49 კვირიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. პიკს ველოდებით თებერვალ-მარტში. იგი სხვა ვირუსებთან შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. ჩვენი მოსახლეობის უმეტესობამ იგი 2013-2015 წწ-ში გადაიტანა. წელს ამ ეტაპისთვის ავადობის გან-საკუთრებულ მატებას არ აქვს ადგილი, იგივეა, როგორც სხვა წლებში. შედარებით მძიმედ მიმდინარეობს განსაკუთრებული რისკის პაციენტებში, რომლებმაც უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია ან სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს.

ვირუსული ინფექციების დროს არა თუ არ შეიძლება, არამედ დანაშაულიც კი არის ანტიბიოტიკების მიღება. იგი ვირუსზე არ მოქმედებს, დაავადებას ახანგრძლივებს და გამოჯანმრთელებას

აფერხებს. ანტიბიოტიკი გამოიყენება მხოლოდ ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში.

სხვა მხრივ გრიპის მკურნალობა სიმპტომურია ექიმის მეთ-ვალყურეობით. ამ მიზნით, გრიპის და რესპირატორული ვი-რუსული ინფექციების დროს პირველივე წუთიდანვე შესაძ-ლებელია გამოიყენოთ გერმანული ჰომეოპათიური პრეპარატი ინფლუციდი – ბუნებრივი, ეფექტური, ადვილად მოქმედი და ბალანსირებული საშუალება. ინფლუციდი რეკომენდებულია გრიპისა და გაციების გადაუდებელი პროფილაქტიკისათვის.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ინფლუციდის ეფექტი უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

რას შეიცავს? ინფლუციდის 1 ტაბლეტი შეიცავს 250 მგ აქ-ტიურ ნივთიერებას, მათში 25-25 მგ შედის – აკონიტუმი, ლე-შურა, ვარდკანაფა, მარადმწვანე გელზემიუმი, ოქროსძირა, ფოსფორი და შემავსებლები.

რა გზით მოქმედებს და რას იწვევს? იმუნური სისტემის გაკაჟების გზით, იწვევს დაავადების სიმპტომების შემსუბუქე-ბასა და ხანგრძლივობის შემცირებას (რაც დადასტურებულია სარწმუნო კვლევებით, კერძოდ უშუალოდ A გრიპის არსებულ შტამზე).

როგორ მივიღოთ? ტაბლეტი მიიღება ჭამამდე ნახევარი საა-თით ადრე ან საკვების მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ. ვინაიდან საუკეთესოდ შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან, ამიტომ ტაბლეტი გადაყლაპვამდე უნდა დააყოვნონ პირში. 3 წლამდე ბავშვებისათვის შეიძლება გაიხსნას მცირე რაო-დენობით წყალში.

ვის ენიშნება და როდის? ბავშვებსაც და მოზრდილებსაც. ვირუსული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით.

რა არის მთავარი ინფლუციდით მკურნალობისა და დაუ-ყოვნებელი პროფილაქტიკის დროს? სრული ეფექტის მისა-ღებად სრულად უნდა მოხდეს დოზის და ხანგრძლივობის დაცვა. კერძოდ, მკურნალობის ხანგრძლივობაა 1-7 დღე.

:• პირველი 3 დღე 12 წლამდე პაციენტი იღებს ყოველ 2 სთ-

ში 1 ტაბლეტს (8 ტაბ. დღეში), 12 წლის ზევით კი მისაღებია 1 ტაბლეტი ყოველ საათში (12 ტაბლეტი დღეში).

• შემდეგი 4 დღე 12 წლამდე 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში, ხოლო 12 წლის ზევით 2 ტაბ. 3-ჯერ დღეში.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში კი – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მალვინა ჯავახაძესეფსისის და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკის დირექტორის მოადგილე, თსსუ პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

გრიპითა და გაციებით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ,

გადაუდებელი

პროფილაქტიკისთვის, მიიღეთ ინფლუციდი არანაკლებ 1 თვისა.

ინფლუციდი