კლიმაქსური ჩივილები

1
კლიმაქტოპლანი – ეფექტური და უსაფრთხო არჩევანი კლიმაქსური ჩივილების დროს კლიმაქსი ანუ კლიმაქტერული პერიოდი, ქალის ცხოვრების ფიზი- ოლოგიური ეტაპია. ის ქალის ცხოვრების დაახლოებით 1/3–ს მოიცავს და დგება ყველა ქალის ცხოვრებაში. „კლიმაქსი“ ბერძნული სიტყვაა და კიბის საფეხურს ნიშნავს, ცხოვ- რების ამ ეტაპს კრიტიკულ პერიოდს უწოდებენ, რამდენადაც ქალის ორგანიზმში ამ დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. კარდი- ნალური მოვლენაა მენსტრუაციის შეწყვეტა, რასაც მენოპაუზა ეწოდე- ბა. ის საშუალოდ 49–51 წლის ასაკში დგება, თუ ქალს მენსტრუაცია 45 წლის ასაკზე ადრე უწყდება – ეს ნაადრევი მენოპაუზაა. კლიმაქტერული პერიოდი საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის დაქვეითებისა და დათრუნგვის პერიოდია. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებები ქალის სასქესო ჰორმონის – ესტროგენების რაოდენობის შემცირებითაა განპირობებული. ესტროგენების დეფიციტის ფონზე განვითარებულ პათოლოგიურ ცვლილებებს კლიმაქტერული სინდრომი ეწოდება. კლიმაქტერული სინდრომი აწუხებს ქალების 40–60%. ყველაზე ადრეული გამოვლინებებია: ალები – ცხელების შეგრძნება და წამო- წითლება, რაც სახის, კისრის და გულმკერდის არეში ვრცელდება, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მერყეობა, ხელ–ფეხის დაბუჟება, დეპრესია, უგუ- ნებობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, შფოთვა, უძილობა, საერთო სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და სხვა. განსაკუთრებით არასასიამოვნოა ის ცვლილებები, რაც მოგვიანებით ვლინდება – შარდ-სასქესო სისტემის და კანის მხრივ – შარდის შეუკავებ- ლობა, კანზე ნაოჭების, პიგმენტური – სიბერის ლაქების გაჩენა და სხვა. ქალის ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია გულ–სისხლძარღვთა და- ავადებები და ოსტეოპოროზი, რასაც მივყავართ ინფარქტის, ინსულტის, მოტეხილობების განვითარებამდე. ძვირფასო ქალბატონებო, ნუ შეგაშინებთ კლიმაქსის სუსხი!!! ქალის ცხოვრების ეს ახალი ეტაპი ისეთივე აქტიური და არანაკლებ საინტერესო შეიძლება იყოს, როგორც ახალგაზრდობა. საჭიროა მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას. დროულად დაწყებული და სწორად შერჩეული თერაპია არა მარტო ამცირებს, არამედ მთლიანად აქრობს კლიმაქტერულ ჩივილებს. მკურნალობის ოქროს სტანდარტი ნატურალური ესტროგენებით ჩა- ნაცვლებითი ჰორმონოთერაპიაა, რაც მხოლოდ პროფესიონალი ექიმის – რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით და მეთვალყურეობით ხდება, რადგან ამ დროს გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი დეტალი. საუკეთესო ალტერნატივას ფიტოესტროგენები და ფიტოჰორმონები წარმოადგენენ. ისინი მცენარეებში შემავალი ბუნებრივი ნივთიერებებია. ფიტოესტროგენებს გააჩნიათ ესტროგენული და ანტიესტროგენული მოქმედება. ფიტოჰორმონებს არ ახასიათებთ ესტროგენული ეფექტები, თუმცა ორივე დადებითად მოქმედებს კლიმაქტერულ სიმპტომებზე. ფიტოესტროგენებს დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები, მწვანე ჩაი, სოიო. აღნიშნულ საკვებს ჭარბად მოიხმარენ აზიის ქვეყნებში, ამიტომაც, ჩინელ და იაპონელ ქალებს კლიმაქტერულ პერიოდში ნაკ- ლებად აწუხებს ალები, იშვიათად ემართებათ ოსტეოპოროზი და გულ– სიხლძარღვთა სისტემის დაავადებები. კლიმაქტერული პერიოდის დარღვევების დროს ძალზე ეფექტური პრეპარატია კლიმაქტოპლანი. კლიმაქტოპლანი გერმანული წარმოების უნიკალური კომპლექსური ჰომეოპათიური საშუალებაა, რომელიც შეიცავს ციმიციფუგას, სეპიას, სანგვინარიას და იგნასიას. ისინი სხვადასხვა მოქმედების მექანიზ- მით იწვევენ კლიმაქტერული ჩივილების კუპირებას, მნიშვნელოვნად მცირდება ან მთლიანად ქრება ალები, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულის აჩქარება. პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ან ხსნის დეპრესიას, გაღიზიანებას, უხასიათობას, ემოციურ ლაბილურობას. აღადგენს შრომის უნარიანობას, კარგ გუნება-განწყობას, დადებითად მოქმედებს სიხლძარღვთა კედლებზე, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამიტომაც მისი გამოყენება შეიძლება გულ–სისხლძარ- ღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. მისი გამოყენება შე- იძლება არა მხოლოდ მონოთერაპიის სახით, ასევე კლიმაქტერული პერიოდის დროს არტერიული ჰიპერტენზიის კომპლექსურ თერაპიაში და ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიასთან კომბინაციაში. კლიმაქტოპლანი 1938 წლიდან არის ევროპის ფარმაცევტულ ბაზარზე. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალი მაღალი დონის მეცნიერული კვლევებით. ჰორმონალური პრეპარატებისგან გან- სხვავებით შეიძლება დაინიშნოს დამატებითი გამოკვლევების გარეშე. კლიმაქტოპლანის მცენარეული წარმოშობა განაპირობებს გვერდითი მოვლენების განვითარების დაბალ რისკს. ამიტომ, მოსახერხებელია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. მისაღებია ფასის თვალსაზრისითაც. მიიღება 1 ან 2 ტაბ. 3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 30 წუთის შემდეგ ჩასაწუწნად 3 თვის განმავლობაში. რეკომენდირებულია მკურნალობის კურსის განმეორება პერიდულად. ასე რომ, კლიმაქტოპლანი შეიძლება გამოვიყენოთ კლიმაქ- სის ნაადრევი დაწყების, კლიმაქტერული სინდრომის მძიმე ფორმების განვითარების, მათ შორის გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციის მიზნით, კლიმაქტერული ჩივილების ინტენსივობის შემცირებისა და კუპირებისათვის, როგორც მენოპაუზის დადგომამდე, ასევე მენოპაუზის შემდეგ. ლალი ფხალაძე მედიცინის დოქტორი ექიმი რეპროდუქტოლოგი გინეკოლოგი არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი მისამართი: თ. მღვდლის ქ. N13 ტელეფონი: 2240099 / 2240098 გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ამცირებს ალებს და ოფლიანობას აღადგენს გუნება-განწყობას და აწესრიგებს ძილს უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისას კლიმაქტოპლანი rCi Ti, ric r!

Upload: alpen-pharma-ag

Post on 24-Jul-2016

263 views

Category:

Documents


0 download

DESCRIPTION

კლიმაქტოპლანი - ეფექტური და უსაფრთხო არჩევანი კლიმაქსური ჩივილების დროს

TRANSCRIPT

Page 1: კლიმაქსური ჩივილები

კლიმაქტოპლანი – ეფექტური და უსაფრთხო არჩევანი კლიმაქსური ჩივილების დროს

კლიმაქსი ანუ კლიმაქტერული პერიოდი, ქალის ცხოვრების ფიზი-ოლოგიური ეტაპია. ის ქალის ცხოვრების დაახლოებით 1/3–ს მოიცავს და დგება ყველა ქალის ცხოვრებაში.

„კლიმაქსი“ ბერძნული სიტყვაა და კიბის საფეხურს ნიშნავს, ცხოვ-რების ამ ეტაპს კრიტიკულ პერიოდს უწოდებენ, რამდენადაც ქალის ორგანიზმში ამ დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. კარდი-ნალური მოვლენაა მენსტრუაციის შეწყვეტა, რასაც მენოპაუზა ეწოდე-ბა. ის საშუალოდ 49–51 წლის ასაკში დგება, თუ ქალს მენსტრუაცია 45 წლის ასაკზე ადრე უწყდება – ეს ნაადრევი მენოპაუზაა.

კლიმაქტერული პერიოდი საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის დაქვეითებისა და დათრუნგვის პერიოდია. ამ დროს ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებები ქალის სასქესო ჰორმონის – ესტროგენების რაოდენობის შემცირებითაა განპირობებული. ესტროგენების დეფიციტის ფონზე განვითარებულ პათოლოგიურ ცვლილებებს კლიმაქტერული სინდრომი ეწოდება.

კლიმაქტერული სინდრომი აწუხებს ქალების 40–60%. ყველაზე ადრეული გამოვლინებებია: ალები – ცხელების შეგრძნება და წამო-წითლება, რაც სახის, კისრის და გულმკერდის არეში ვრცელდება, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მერყეობა, ხელ–ფეხის დაბუჟება, დეპრესია, უგუ-ნებობა, აგზნებადობა, გაღიზიანება, შფოთვა, უძილობა, საერთო სისუსტე, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და სხვა.

განსაკუთრებით არასასიამოვნოა ის ცვლილებები, რაც მოგვიანებით ვლინდება – შარდ-სასქესო სისტემის და კანის მხრივ – შარდის შეუკავებ-ლობა, კანზე ნაოჭების, პიგმენტური – სიბერის ლაქების გაჩენა და სხვა.

ქალის ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია გულ–სისხლძარღვთა და-ავადებები და ოსტეოპოროზი, რასაც მივყავართ ინფარქტის, ინსულტის, მოტეხილობების განვითარებამდე.

ძვირფასო ქალბატონებო, ნუ შეგაშინებთ კლიმაქსის სუსხი!!!ქალის ცხოვრების ეს ახალი ეტაპი ისეთივე აქტიური და არანაკლებ

საინტერესო შეიძლება იყოს, როგორც ახალგაზრდობა. საჭიროა მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას. დროულად დაწყებული და სწორად შერჩეული თერაპია არა მარტო ამცირებს, არამედ მთლიანად აქრობს კლიმაქტერულ ჩივილებს.

მკურნალობის ოქროს სტანდარტი ნატურალური ესტროგენებით ჩა-ნაცვლებითი ჰორმონოთერაპიაა, რაც მხოლოდ პროფესიონალი ექიმის – რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით და მეთვალყურეობით ხდება, რადგან ამ დროს გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი დეტალი. საუკეთესო ალტერნატივას ფიტოესტროგენები და ფიტოჰორმონები წარმოადგენენ. ისინი მცენარეებში შემავალი ბუნებრივი ნივთიერებებია.

ფიტოესტროგენებს გააჩნიათ ესტროგენული და ანტიესტროგენული მოქმედება. ფიტოჰორმონებს არ ახასიათებთ ესტროგენული ეფექტები, თუმცა ორივე დადებითად მოქმედებს კლიმაქტერულ სიმპტომებზე.

ფიტოესტროგენებს დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები, მწვანე ჩაი, სოიო. აღნიშნულ საკვებს ჭარბად მოიხმარენ აზიის ქვეყნებში, ამიტომაც, ჩინელ და იაპონელ ქალებს კლიმაქტერულ პერიოდში ნაკ-ლებად აწუხებს ალები, იშვიათად ემართებათ ოსტეოპოროზი და გულ–სიხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

კლიმაქტერული პერიოდის დარღვევების დროს ძალზე ეფექტური პრეპარატია კლიმაქტოპლანი.

კლიმაქტოპლანი გერმანული წარმოების უნიკალური კომპლექსური ჰომეოპათიური საშუალებაა, რომელიც შეიცავს ციმიციფუგას, სეპიას, სანგვინარიას და იგნასიას. ისინი სხვადასხვა მოქმედების მექანიზ-მით იწვევენ კლიმაქტერული ჩივილების კუპირებას, მნიშვნელოვნად მცირდება ან მთლიანად ქრება ალები, ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულის აჩქარება. პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ან ხსნის დეპრესიას, გაღიზიანებას, უხასიათობას, ემოციურ ლაბილურობას. აღადგენს შრომის უნარიანობას, კარგ გუნება-განწყობას, დადებითად მოქმედებს სიხლძარღვთა კედლებზე, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამიტომაც მისი გამოყენება შეიძლება გულ–სისხლძარ-ღვთა დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. მისი გამოყენება შე-იძლება არა მხოლოდ მონოთერაპიის სახით, ასევე კლიმაქტერული პერიოდის დროს არტერიული ჰიპერტენზიის კომპლექსურ თერაპიაში და ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიასთან კომბინაციაში.

კლიმაქტოპლანი 1938 წლიდან არის ევროპის ფარმაცევტულ ბაზარზე. მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია მრავალი მაღალი დონის მეცნიერული კვლევებით. ჰორმონალური პრეპარატებისგან გან-სხვავებით შეიძლება დაინიშნოს დამატებითი გამოკვლევების გარეშე. კლიმაქტოპლანის მცენარეული წარმოშობა განაპირობებს გვერდითი მოვლენების განვითარების დაბალ რისკს. ამიტომ, მოსახერხებელია ხანგრძლივი გამოყენებისათვის. მისაღებია ფასის თვალსაზრისითაც. მიიღება 1 ან 2 ტაბ. 3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 30 წუთის შემდეგ ჩასაწუწნად 3 თვის განმავლობაში. რეკომენდირებულია მკურნალობის კურსის განმეორება პერიდულად.

ასე რომ, კლიმაქტოპლანი შეიძლება გამოვიყენოთ კლიმაქ-სის ნაადრევი დაწყების, კლიმაქტერული სინდრომის მძიმე ფორმების განვითარების, მათ შორის გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციის მიზნით, კლიმაქტერული ჩივილების ინტენსივობის შემცირებისა და კუპირებისათვის, როგორც მენოპაუზის დადგომამდე, ასევე მენოპაუზის შემდეგ.

ლალი ფხალაძემედიცინის დოქტორი ექიმი რეპროდუქტოლოგი გინეკოლოგიარჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორიმისამართი: თ. მღვდლის ქ. N13 ტელეფონი: 2240099 / 2240098

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

ამცირებს ალებს და ოფლიანობას

აღადგენს გუნება-განწყობას და აწესრიგებს ძილს

უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისას

კლიმაქტოპლანიdarCi iseTi, rogoric xar!