სხვადასხვა ტიპის რინიტი და მისი...

1
vufa nTqva! სხვადასხვა ტიპის რინიტი და მისი მკურნალობა ცხვირით სუნთქვის გაძნელების პრობლემა, რომელიც შეიძლება გა- მოწვეული იყოს ქრონიკული რინიტის სხვადასხვა ფორმით, კვლავ აქტუალურია. სასუნთქი გზები, მთლიანად, ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი, რაც სასუნთქი ორგანოების სრულყოფილ ფუნქციო- ნირებას უზრუნველყოფს. ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარს- ში განთავსებულია ჯირკვლოვანი უჯრედები და ეგრეთ წოდებული მოციმციმე ეპითელიუმი. ლორწოვანი გარსი წარმოქმნის სითხეს (ლორწოს), რომელიც ჩასუნთქულ ჰაერს ატენიანებს და ასუფთავებს მტვრის, ჭუჭყისა და მიკრობებისაგან. ლორწოვანი გარსის გამოშ- რობისას მათი ფუნქცია ირღვევა, რის შედეგადაც ხდება მიკრობების შეღწევა. ცხვირი წარმოადგენს პირველ კარიბჭეს, რომელიც ემსახურება ჩა- სუნთქული ჰაერის გათბობა-დატენიანებას, დაცვას ვირუსებისა თუ სხვადასხვა ინფექციისგან. ცხვირის გზით, ორგანიზმში მოხვედრი- ლი ჰაერი, ფილტვებში გაწმენდილი და გამთბარი ხვდება. ამიტომ, ჩასუნთქვა უნდა მოხდეს მუდამ ცხვირის მეშვეობით. თუმცა ეს პროცე- სი შეუძლებელია, თუ ცხვირის ფუნქცია დარღვეულია და ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია. გამოხატული კლინიკური სურათის მიხედვით არსებობს ქრონიკული რინიტის შემდეგი ფორმები: მარტივი ანუ კატარალური, ქრონიკული ჰიპერტროფიული და ქრონიკული ატროფიული რინიტი; გამომწვევი მიზეზის მიხედვით რინიტი შეიძლება იყოს: ინფექციური, ალერგიული და არაალერგიული ანუ ვაზომოტორული. აღნიშნული დაავადების გახშირება განპირობებულია ეკოლოგიური ფაქტორებით, კერძოდ გარემოს დაბინძურების მომატებით, ეს იქნება ტრანსპორტის გამონაბოლქვი თუ სამშენებლო მტვერი, ასევე, მწვანე საფარის შემცირებით, დახურულ სივრცეში გათბობის სისტემებით, რომელიც ძლიერ აშრობს ჰაერს, არასწორი თვითმკურნალობით, ცხვირის წვეთების ხანგრძლივი გამოყენებით. ცხვირის სიმშრალე ეს არის პრობლემა, რომელიც ძალზედ ხშირად იჩენს თავს წელიწა- დის ნებისმიერ პერიოდში. ატროფიული რინიტის დროს ცხვირში წარმოქმნილი ქერქის ფენები არა მხოლოდ შემაწუხებელია, არამედ ის შესაძლოა მტკივნეულიც იყოს. მისი მექანიკური მოშორება იწვევს ინფექციის რისკის მომატებას, ამ დროს სუნთქვა, ყნოსვა და გემო დაქვეითებულია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამკურნალო საშუალებების ადგილ- ობრივად გამოყენება ხშირად საკმაოდ ეფექტურია ყველა სახის რი- ნიტის კონსერვატიული მკურნალობის დროს და ზოგჯერ შესაძლოა ქირურგიული ჩარევა აღარც კი გახდეს საჭირო. ჩვენ ყურადღებას შე- ვაჩერებთ ატროფიულ ანუ მშრალ რინიტზე, რადგან ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე განსაკუთრებით გახშირებული პრობ- ლემაა. ლორწოვანი გარსის სიმშრალის შესაძლო მიზეზებია: ზოგიერთი მედიკამენტების გვერდითი მოვლენები; გარკვეული დაავადებები, როგორიცაა მაგ. დიაბეტი ან რევმატი- ული დაავადებები, იწვევს ასევე ლორწოვანი გარსის სიმშრალეს. ოთახები, სადაც იყენებენ გამათბობელს და კონდიციონერს; მტვერი და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებები; ასაკთან დაკავშირებული ლორწოვანი გარსის სიმშრალე; სითხის მცირე რაოდენობით მიღება; მზეზე და სიცხეში ხანგრძლივი ყოფნა. ამ უსიამოვნო მდგომარეობას ხშირად თან ახლავს ცხვირის გაჭედვა ორივე ნესტოში ან მონაცვლეობით: ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ამავე დროს აღინიშნება წვა, ქავილი, ჩნდება ქერქები და შესაძლებელია განვითარდეს ცხვირიდან სისხლდენა და თავის ტკივილი. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე იწვევს არა მარტო ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და ღამით ძილის დარღვევას, არამედ ცხვირის ლორწოვანის ფუნქციის დარღვევას, დაატენიანოს და გაასუფთავოს მიკროორგანიზმებისაგან ჰაერი, რომელიც ფილტვებში ხვდება. რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას, პირველ რიგში, ყველა- ზე მნიშვნელოვანია იმ გამომწვევი ფაქტორის მოშორება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული ჩივილები. ამისათვის ვიყენებთ მარილიანი წყლის შემცველ ხსნარებს, აეროზოლის ან წვეთების სა- ხით, დამატენიანებელ სითხეებს და სხვა, ხოლო შემდგომ ეტაპზე გა- დავდივართ სიმპტომურ მკურნალობაზე. ერთ-ერთი ასეთი არჩევის პრეპარატია სწორედ ნიზიტას დოზირებუ- ლი სპრეი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ბიკარბონატი და გამოხდილი წყალი. იგი წარმოდგენლია შესასხურებელი აეროზოლის სახით. მარილის (ნატრიუმისქლორიდი) სამკურნალო ეფექტი ადამიანების მიერ უკვე საუკუნეებია გამოიყენება. მარილის შემცველ ზღვის ჰავაზე ან ისეთ კურორტებზე ყოფნა, სადაც მარილის შემცველი წყაროს წყა- ლი შხეფსაცივარზე ორთქლდება, სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში იწვევს დაავადების შემსუბუქებას. სპრეიში შემცველი მარილები, მისი ჰიგროსკოპიული ზემოქმედების საფუძველზე ქმნის ტენიან გარემოს ცხვირის ღრუში. ნიზიტას დოზირებული სპრეი განკუთვნილია მოზრდილებისთვის, ბავშვებისა და ჩვილებისთვის. დანიშნულების მიხედვით გამოყენე- ბისას არ არის საჭირო სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება. თუმცა, ცხვირის ოპერაციების, ტრავმების დროს ნიზიტას დოზირებული სპრეის გამოყენებამდე მაინც უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. ასევე, არ არსებობს გამოცდილება, რომელიც ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ნიზიტას გამოყენების წინააღმ- დეგ მეტყველებს. ნიზიტას სპრეის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი სქემით: საჭიროებისამებრ, მოზრდილებსა და ბავშვებში (2 წლიდან); რამდენ- ჯერმე ყოველდღიურად 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში, ჩვილებსა და ბავშვებში 2 წლამდე – 1 შესხურება თითოეულ ნესტოში. საბოლოოდ, შეგახსენებთ, რომ ცხვირში ქერქებისა და ფუფხების წარმოქნისას, არ შეიძლება მათი ძალით მოშორება. პირველ რიგში, ეს ლორწოვანის ტრავმირებას იწვევს და შეიძლება სერიოზული სის- ხლდენის მიზეზი გახდეს, მეორეს მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს სიმშრალეს. ნიზიტას ნაზალური სპრეის შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის ქლორიდისა და ნატრიუმის ბიკარბონატის წყალობით, სურდოს დროს თავიდან გვაცილებს ცხვირის გაჭედვას; ასუფთავებს და ატენიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვანს, არბილებს და აშორებს ქერქებსა და ფუფხებს. ნიზიტა არ შეიცავს კონსერვანტებს და გამო- იყენება ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში, ორსულობისა და ლაქტაციის დროს. საჭიროებისას ნიზიტას ნაზალური სპრეი და მალამო შესაძლებელია გამოვიყენოთ ხანგრძლივად. ლიკა ლომიძე თსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნიზიტა

Upload: alpen-pharma-ag

Post on 24-Jul-2016

251 views

Category:

Documents


9 download

DESCRIPTION

ნიზიტა — თავისუფალი სუნთქვა!

TRANSCRIPT

Page 1: სხვადასხვა ტიპის რინიტი და მისი მკურნალობა

Tavisufali sunTqva!

სხვადასხვა ტიპის რინიტი და მისი მკურნალობა

ცხვირით სუნთქვის გაძნელების პრობლემა, რომელიც შეიძლება გა-მოწვეული იყოს ქრონიკული რინიტის სხვადასხვა ფორმით, კვლავ აქტუალურია. სასუნთქი გზები, მთლიანად, ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი, რაც სასუნთქი ორგანოების სრულყოფილ ფუნქციო-ნირებას უზრუნველყოფს. ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარს-ში განთავსებულია ჯირკვლოვანი უჯრედები და ეგრეთ წოდებული მოციმციმე ეპითელიუმი. ლორწოვანი გარსი წარმოქმნის სითხეს (ლორწოს), რომელიც ჩასუნთქულ ჰაერს ატენიანებს და ასუფთავებს მტვრის, ჭუჭყისა და მიკრობებისაგან. ლორწოვანი გარსის გამოშ-რობისას მათი ფუნქცია ირღვევა, რის შედეგადაც ხდება მიკრობების შეღწევა.ცხვირი წარმოადგენს პირველ კარიბჭეს, რომელიც ემსახურება ჩა-სუნთქული ჰაერის გათბობა-დატენიანებას, დაცვას ვირუსებისა თუ სხვადასხვა ინფექციისგან. ცხვირის გზით, ორგანიზმში მოხვედრი-ლი ჰაერი, ფილტვებში გაწმენდილი და გამთბარი ხვდება. ამიტომ, ჩასუნთქვა უნდა მოხდეს მუდამ ცხვირის მეშვეობით. თუმცა ეს პროცე-სი შეუძლებელია, თუ ცხვირის ფუნქცია დარღვეულია და ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია.

გამოხატული კლინიკური სურათის მიხედვით არსებობს ქრონიკული რინიტის შემდეგი ფორმები:მარტივი ანუ კატარალური, ქრონიკული ჰიპერტროფიული და ქრონიკული ატროფიული რინიტი;გამომწვევი მიზეზის მიხედვით რინიტი შეიძლება იყოს: ინფექციური, ალერგიული და არაალერგიული ანუ ვაზომოტორული.

აღნიშნული დაავადების გახშირება განპირობებულია ეკოლოგიური ფაქტორებით, კერძოდ გარემოს დაბინძურების მომატებით, ეს იქნება ტრანსპორტის გამონაბოლქვი თუ სამშენებლო მტვერი, ასევე, მწვანე საფარის შემცირებით, დახურულ სივრცეში გათბობის სისტემებით, რომელიც ძლიერ აშრობს ჰაერს, არასწორი თვითმკურნალობით, ცხვირის წვეთების ხანგრძლივი გამოყენებით. ცხვირის სიმშრალე ეს არის პრობლემა, რომელიც ძალზედ ხშირად იჩენს თავს წელიწა-დის ნებისმიერ პერიოდში. ატროფიული რინიტის დროს ცხვირში წარმოქმნილი ქერქის ფენები არა მხოლოდ შემაწუხებელია, არამედ ის შესაძლოა მტკივნეულიც იყოს. მისი მექანიკური მოშორება იწვევს ინფექციის რისკის მომატებას, ამ დროს სუნთქვა, ყნოსვა და გემო დაქვეითებულია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამკურნალო საშუალებების ადგილ-ობრივად გამოყენება ხშირად საკმაოდ ეფექტურია ყველა სახის რი-ნიტის კონსერვატიული მკურნალობის დროს და ზოგჯერ შესაძლოა ქირურგიული ჩარევა აღარც კი გახდეს საჭირო. ჩვენ ყურადღებას შე-ვაჩერებთ ატროფიულ ანუ მშრალ რინიტზე, რადგან ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე განსაკუთრებით გახშირებული პრობ-ლემაა. ლორწოვანი გარსის სიმშრალის შესაძლო მიზეზებია: • ზოგიერთი მედიკამენტების გვერდითი მოვლენები;• გარკვეული დაავადებები, როგორიცაა მაგ. დიაბეტი ან რევმატი-

ული დაავადებები, იწვევს ასევე ლორწოვანი გარსის სიმშრალეს. • ოთახები, სადაც იყენებენ გამათბობელს და კონდიციონერს;• მტვერი და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებები;• ასაკთან დაკავშირებული ლორწოვანი გარსის სიმშრალე;• სითხის მცირე რაოდენობით მიღება;• მზეზე და სიცხეში ხანგრძლივი ყოფნა.

ამ უსიამოვნო მდგომარეობას ხშირად თან ახლავს ცხვირის გაჭედვა ორივე ნესტოში ან მონაცვლეობით: ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ამავე დროს აღინიშნება წვა, ქავილი, ჩნდება ქერქები და შესაძლებელია განვითარდეს ცხვირიდან სისხლდენა და თავის ტკივილი. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე იწვევს არა მარტო ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და ღამით ძილის დარღვევას, არამედ ცხვირის ლორწოვანის ფუნქციის დარღვევას, დაატენიანოს და გაასუფთავოს მიკროორგანიზმებისაგან ჰაერი, რომელიც ფილტვებში ხვდება.რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას, პირველ რიგში, ყველა-ზე მნიშვნელოვანია იმ გამომწვევი ფაქტორის მოშორება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული ჩივილები. ამისათვის ვიყენებთ მარილიანი წყლის შემცველ ხსნარებს, აეროზოლის ან წვეთების სა-ხით, დამატენიანებელ სითხეებს და სხვა, ხოლო შემდგომ ეტაპზე გა-დავდივართ სიმპტომურ მკურნალობაზე. ერთ-ერთი ასეთი არჩევის პრეპარატია სწორედ ნიზიტას დოზირებუ-ლი სპრეი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ბიკარბონატი და გამოხდილი წყალი. იგი წარმოდგენლია შესასხურებელი აეროზოლის სახით.მარილის (ნატრიუმისქლორიდი) სამკურნალო ეფექტი ადამიანების მიერ უკვე საუკუნეებია გამოიყენება. მარილის შემცველ ზღვის ჰავაზე ან ისეთ კურორტებზე ყოფნა, სადაც მარილის შემცველი წყაროს წყა-ლი შხეფსაცივარზე ორთქლდება, სასუნთქი გზების დაავადებების შემთხვევაში იწვევს დაავადების შემსუბუქებას. სპრეიში შემცველი მარილები, მისი ჰიგროსკოპიული ზემოქმედების საფუძველზე ქმნის ტენიან გარემოს ცხვირის ღრუში. ნიზიტას დოზირებული სპრეი განკუთვნილია მოზრდილებისთვის, ბავშვებისა და ჩვილებისთვის. დანიშნულების მიხედვით გამოყენე-ბისას არ არის საჭირო სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება. თუმცა, ცხვირის ოპერაციების, ტრავმების დროს ნიზიტას დოზირებული სპრეის გამოყენებამდე მაინც უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის. ასევე, არ არსებობს გამოცდილება, რომელიც ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ნიზიტას გამოყენების წინააღმ-დეგ მეტყველებს.

ნიზიტას სპრეის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი სქემით:საჭიროებისამებრ, მოზრდილებსა და ბავშვებში (2 წლიდან); რამდენ-ჯერმე ყოველდღიურად 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში, ჩვილებსა და ბავშვებში 2 წლამდე – 1 შესხურება თითოეულ ნესტოში.

საბოლოოდ, შეგახსენებთ, რომ ცხვირში ქერქებისა და ფუფხების წარმოქნისას, არ შეიძლება მათი ძალით მოშორება. პირველ რიგში, ეს ლორწოვანის ტრავმირებას იწვევს და შეიძლება სერიოზული სის-ხლდენის მიზეზი გახდეს, მეორეს მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს სიმშრალეს. ნიზიტას ნაზალური სპრეის შემადგენლობაში არსებული ნატრიუმის ქლორიდისა და ნატრიუმის ბიკარბონატის წყალობით, სურდოს დროს თავიდან გვაცილებს ცხვირის გაჭედვას; ასუფთავებს და ატენიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვანს, არბილებს და აშორებს ქერქებსა და ფუფხებს. ნიზიტა არ შეიცავს კონსერვანტებს და გამო-იყენება ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში, ორსულობისა და ლაქტაციის დროს. საჭიროებისას ნიზიტას ნაზალური სპრეი და მალამო შესაძლებელია გამოვიყენოთ ხანგრძლივად.

ლიკა ლომიძეთსსუ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

ნიზიტა