ეს ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!

1
ეს ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს! პრეპარატ პროსტამედის გამოყენება ქრონიკული პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის დროს. ერთი პრეპარატი – კომპლექსური მოქმედება! პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ყველასათვის ნაცნობი დაავადე- ბებია, რაც განპირობებულია მათი საყოველთაო გავრცელებით მამა- კაცებში. ქრონიკული პროსტატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრობლემა, როგორც ბაქტერიულის, ასევე არაბაქტერიულის დღემდე ბოლომდე არ არის გადაჭრილი. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ამ დაავადების გაჩენას და რეციდივირებას – ხშირ გამწვავებებს, გარდა ინფექციური ფაქტორებისა, მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მთელი რიგი დარღვევები: ნეიროვეგეტატიური, სისხლისმიმოქცევის, იმუნიტეტის, ჰორმონების, ქიმიური და ბიოქიმიური. ქრონიკულ პროსტატიტს უკავია პირველი ადგილი მამაკაცის შარდსას- ქესო ორგანოთა დაავადებებს შორის. პრაქტიკულად, ყოველ მეორე მამაკაცში მას თან სდევს ისეთი გართულებები, როგორიც არის: მოშ- არდვის აქტის დარღვევები (გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით, შარდის ნაკადის შემცირება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება), პოტენციის დაქვეითება (არასაკმარისი და არამდგრადი ერექცია, მეორადად განვითარებული ნაადრევი ეაკულაცია), ვეზიკული- ტი (სათესლე ბუშტუკების ანთება), ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთება), განაყოფიერების უნარის შემცირება სპერმის ხა- რისხის გაუარესების შედეგად (ვეზიკულიტის და ეპიდიდიმიტის გამო). სტატისტიკურად ითვლება, რომ ქრონიკული პროსტატიტის არაბაქტე- რიული ფორმა გვხვდება 8-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე ბაქტერიული. არაბაქტერიული პროსტატიტი გაიგივებულია მცირე მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომთან, ხოლო ტკივილების ლოკალიზაცია ქრონიკუ- ლი პროსტატიტის დროს ძალზედ მრავალფეროვანია: შორისი 46%, სათესლე პარკი, სათესლე ჯირკვლები 39%, წელი 14%. პროსტატიტის მკურნალობის დროს, ისევე როგორც სხვა ქრონიკული დაავადების დროს, უნდა იქნას დაცული თანმიმდევრობისა და კომპ- ლექსური მიდგომის პრინციპები. პირველ რიგში, აუცილებელია ცხოვ- რების წესის შეცვლა და მავნე ფაქტორების მოშორება, როგორიც არის: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება, გადაცივება და ა.შ. ამგვარი ეტაპობრივი მიდგომა გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ მკურნა- ლობის ეფექტურობა ყოველ ეტაპზე, საჭირო ცვლილებების შეტანით და რაც მთავარია, ვებრძოლოთ დაავადებას იმავე პრინციპით, რა გზითაც ის ვითარდებოდა. მეტად მნიშვნელოვანია ქრონიკული პროსტატიტის კომპლექსური მკურნალობა და ერთდროულად იმ პრეპარატების გა- მოყენება, რაც ხელს უწყობს ინფექციური ფაქტორის მოსპობას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას მცირე მენჯში და უშუალოდ წინამდებარე ჯირკვალში – პროსტატაში, პროსტატის სადინრების ადექვატურ დაც- ლას, ჰორმონების დონისა და იმუნიტეტის ნორმალიზებას. ბოლო წლებში, ქრონიკული პროსტატიტის კომპლექსურ მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა გერმანიში წარმოებულმა პრეპარატმა სახელწოდებით პროსტამედი. სამკურნალო მცენარეების თვისებების მცოდნე პროფესორმა გუსტავ კლაინმა შეამჩნია, რომ ტრანსილვანიის (რუმინეთის ერთ-ერთი პროვინცია) მამაკაცებს ნაკლებად აწუხებდათ პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემები. ის მიხვდა, რომ მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ მამაკაცები დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ გოგ- რის თესლს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მან შექმნა უნიკალური პრეპარატი პროსტამედი. იგი შეიცავს სამკურნალო გოგრის განსაკუთ- რებულ სახეობა „ჩუცურბიტა პეპოს“ და გოგრის გლობულინს, რომელსაც თესლისგან დამუშავებით იღებენ. ეს ნივთიერებები ხელს უშლიან წი- ნამდებარე ჯირკვლის ქსოვილის პათოლოგიურ ზრდას. პროსტამედში შედის ოქროწკეპლა, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ვერხვის ფოთლების ექსტრაქტი – ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. პროსტამედის ეფექტურობა პროსტატიტების დროს განაპირობა მისმა უნიკალურმა თვისებამ: ერთი პრეპარატი – კომპლექსური მოქმედება! კერძოდ, პროსტამედის სამკურნალო მოქმედება არის დაფუძნებული წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე, რაც განაპირობებს ქსოვილის შეშუპებისა და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას, ანთებითი პროცესისა და ტკივილის სინდრომის მოხსნას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროსტამედში შემავალ გოგრის გლობულინს (გლუტამინის მჟავას მეშვეობით) ახასიათებს ანტიანდროგენული, ანტიპროლიფერაციული ეფექტი, რაც როგორც უკვე ვთქვით, აჩერებს პროსტატის ქსოვილების ზრდას. გოგრაში შემავალი თუთია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სპერ- მის ხარისხს, კერძოდ ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს, რაც შხირად არის დაქვეითებული პროსტატასა და სათესლე ბუშტუკებში არსებული ანთებითი პროცესებით. ოქროწკეპლა ზრდის შარდის ბუშ- ტის კუნთის ტონუსს, აუმჯობესებს მის შეკუმშვას და შედეგად მცირდება მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, ნარჩენი შარდი. პროსტამედის უნარმა, მოახდინოს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილ- ზე ამგვარი კომპლექსური მოქმედება, განაპირობა მისი უროლოგიური ასპარეზის გაფართოება და დამტკიცდა ამ პრეპარატის ეფექტურობა არა- ნაკლებ გავრცელებული დაავადების დროს, როგორიც არის წინამდება- რე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ანუ პროსტატის ადენო- მა. პროსტატის ადენომა – ყველა მამაკაცისათვის ნაცნობი დაავადებაა, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ეს დაავადება დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა პროგრესირებს. დაავადების ძირითადი და ყველაზე ხში- რი გამოვლინება უკავშირდება მოშარდვის აქტის გაძნელებას, რიგ შემთხვევაში კი შარდის შეკავებას. რაც უფრო იზრდება ადენომა, მით უფრო მატულობს მისი ზეწოლა შარდსადენ მილზე და მით უფრო გა- ძნელებულია მოშარდვის აქტი. აქედან გამომდინარე, პროსტატის ადენომის ტიპიურ ჩივილებს მიეკუთვნება გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება და შესაბამისად გახშირებული შარდვა. სამწუხაროდ, საქართველოში მამაკაცები ხშირად მოგვმართავენ პროს- ტატის ადენომის გართულებული ფორმებით, როდესაც მედიკამენტო- ზური მკურნალობა დაგვიანებულია და ერთადერთი გამოსავალია ოპერაციული მკურნალობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დრო- ული მომართვა და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, ვი- ნაიდან პროსტატის ადენომის საწყის ეტაპზე დროულად დაწყებული მედიკამენტური მკურნალობა აგვაცილებს მოსალოდნელ გართულებებს. პროსტამედი, პროსტატის ადენომის დროს, სწორად შერჩეულ პაციენ- ტებში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მამაკაცის მდგომარეობას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკური კვლევებისა და პრაქ- ტიკული გამოცდილების საფუძველზე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პროსტამედი ითვლება არჩევის პრეპარატად ქრონიკული პროს- ტატიტისა და პროსტატის ადენომის კომპლექსური მკურნალობისას. ალეკო ხელაია მედიცინის დოქტორი, უროლოგი ტელ: 555 30 50 51 www.tqveniurologi.ge გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს გაიცემა რეცეპტის გარეშე პროსტამედი მამაკაცებისთვის პრობლემებისგან დაცვის საშუალება!

Upload: alpen-pharma-ag

Post on 24-Jul-2016

276 views

Category:

Documents


1 download

DESCRIPTION

პრეპარატ პროსტამედის გამოყენება ქრონიკული პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის დროს. ერთი პრეპარატი – კომპლექსური მოქმედება!

TRANSCRIPT

Page 1: ეს ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!

ეს ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს!პრეპარატ პროსტამედის გამოყენება ქრონიკული პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის დროს.ერთი პრეპარატი – კომპლექსური მოქმედება!

პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ყველასათვის ნაცნობი დაავადე-ბებია, რაც განპირობებულია მათი საყოველთაო გავრცელებით მამა-კაცებში. ქრონიკული პროსტატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრობლემა, როგორც ბაქტერიულის, ასევე არაბაქტერიულის დღემდე ბოლომდე არ არის გადაჭრილი. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ამ დაავადების გაჩენას და რეციდივირებას – ხშირ გამწვავებებს, გარდა ინფექციური ფაქტორებისა, მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მთელი რიგი დარღვევები: ნეიროვეგეტატიური, სისხლისმიმოქცევის, იმუნიტეტის, ჰორმონების, ქიმიური და ბიოქიმიური.ქრონიკულ პროსტატიტს უკავია პირველი ადგილი მამაკაცის შარდსას-ქესო ორგანოთა დაავადებებს შორის. პრაქტიკულად, ყოველ მეორე მამაკაცში მას თან სდევს ისეთი გართულებები, როგორიც არის: მოშ-არდვის აქტის დარღვევები (გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით, შარდის ნაკადის შემცირება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება), პოტენციის დაქვეითება (არასაკმარისი და არამდგრადი ერექცია, მეორადად განვითარებული ნაადრევი ეაკულაცია), ვეზიკული-ტი (სათესლე ბუშტუკების ანთება), ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლების დანამატების ანთება), განაყოფიერების უნარის შემცირება სპერმის ხა-რისხის გაუარესების შედეგად (ვეზიკულიტის და ეპიდიდიმიტის გამო). სტატისტიკურად ითვლება, რომ ქრონიკული პროსტატიტის არაბაქტე-რიული ფორმა გვხვდება 8-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე ბაქტერიული. არაბაქტერიული პროსტატიტი გაიგივებულია მცირე მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომთან, ხოლო ტკივილების ლოკალიზაცია ქრონიკუ-ლი პროსტატიტის დროს ძალზედ მრავალფეროვანია: შორისი 46%, სათესლე პარკი, სათესლე ჯირკვლები 39%, წელი 14%.პროსტატიტის მკურნალობის დროს, ისევე როგორც სხვა ქრონიკული დაავადების დროს, უნდა იქნას დაცული თანმიმდევრობისა და კომპ-ლექსური მიდგომის პრინციპები. პირველ რიგში, აუცილებელია ცხოვ-რების წესის შეცვლა და მავნე ფაქტორების მოშორება, როგორიც არის: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება, გადაცივება და ა.შ. ამგვარი ეტაპობრივი მიდგომა გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ მკურნა-ლობის ეფექტურობა ყოველ ეტაპზე, საჭირო ცვლილებების შეტანით და რაც მთავარია, ვებრძოლოთ დაავადებას იმავე პრინციპით, რა გზითაც ის ვითარდებოდა. მეტად მნიშვნელოვანია ქრონიკული პროსტატიტის კომპლექსური მკურნალობა და ერთდროულად იმ პრეპარატების გა-მოყენება, რაც ხელს უწყობს ინფექციური ფაქტორის მოსპობას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას მცირე მენჯში და უშუალოდ წინამდებარე ჯირკვალში – პროსტატაში, პროსტატის სადინრების ადექვატურ დაც- ლას, ჰორმონების დონისა და იმუნიტეტის ნორმალიზებას.ბოლო წლებში, ქრონიკული პროსტატიტის კომპლექსურ მკურნალობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა გერმანიში წარმოებულმა პრეპარატმა სახელწოდებით პროსტამედი. სამკურნალო მცენარეების თვისებების მცოდნე პროფესორმა გუსტავ კლაინმა შეამჩნია, რომ ტრანსილვანიის (რუმინეთის ერთ-ერთი პროვინცია) მამაკაცებს ნაკლებად აწუხებდათ პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემები. ის მიხვდა, რომ მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ მამაკაცები დიდი რაოდენობით მიირთმევდნენ გოგ-რის თესლს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მან შექმნა უნიკალური პრეპარატი პროსტამედი. იგი შეიცავს სამკურნალო გოგრის განსაკუთ-რებულ სახეობა „ჩუცურბიტა პეპოს“ და გოგრის გლობულინს, რომელსაც თესლისგან დამუშავებით იღებენ. ეს ნივთიერებები ხელს უშლიან წი-ნამდებარე ჯირკვლის ქსოვილის პათოლოგიურ ზრდას. პროსტამედში შედის ოქროწკეპლა, რომელიც ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ვერხვის ფოთლების ექსტრაქტი – ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.

პროსტამედის ეფექტურობა პროსტატიტების დროს განაპირობა მისმა უნიკალურმა თვისებამ: ერთი პრეპარატი – კომპლექსური მოქმედება! კერძოდ, პროსტამედის სამკურნალო მოქმედება არის დაფუძნებული წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე, რაც განაპირობებს ქსოვილის შეშუპებისა და ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას, ანთებითი პროცესისა და ტკივილის სინდრომის მოხსნას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროსტამედში შემავალ გოგრის გლობულინს (გლუტამინის მჟავას მეშვეობით) ახასიათებს ანტიანდროგენული, ანტიპროლიფერაციული ეფექტი, რაც როგორც უკვე ვთქვით, აჩერებს პროსტატის ქსოვილების ზრდას. გოგრაში შემავალი თუთია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სპერ-მის ხარისხს, კერძოდ ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს, რაც შხირად არის დაქვეითებული პროსტატასა და სათესლე ბუშტუკებში არსებული ანთებითი პროცესებით. ოქროწკეპლა ზრდის შარდის ბუშ-ტის კუნთის ტონუსს, აუმჯობესებს მის შეკუმშვას და შედეგად მცირდება მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, ნარჩენი შარდი.პროსტამედის უნარმა, მოახდინოს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილ-ზე ამგვარი კომპლექსური მოქმედება, განაპირობა მისი უროლოგიური ასპარეზის გაფართოება და დამტკიცდა ამ პრეპარატის ეფექტურობა არა-ნაკლებ გავრცელებული დაავადების დროს, როგორიც არის წინამდება-რე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ანუ პროსტატის ადენო-მა. პროსტატის ადენომა – ყველა მამაკაცისათვის ნაცნობი დაავადებაა, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ეს დაავადება დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა პროგრესირებს. დაავადების ძირითადი და ყველაზე ხში-რი გამოვლინება უკავშირდება მოშარდვის აქტის გაძნელებას, რიგ შემთხვევაში კი შარდის შეკავებას. რაც უფრო იზრდება ადენომა, მით უფრო მატულობს მისი ზეწოლა შარდსადენ მილზე და მით უფრო გა-ძნელებულია მოშარდვის აქტი. აქედან გამომდინარე, პროსტატის ადენომის ტიპიურ ჩივილებს მიეკუთვნება გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება და შესაბამისად გახშირებული შარდვა. სამწუხაროდ, საქართველოში მამაკაცები ხშირად მოგვმართავენ პროს-ტატის ადენომის გართულებული ფორმებით, როდესაც მედიკამენტო-ზური მკურნალობა დაგვიანებულია და ერთადერთი გამოსავალია ოპერაციული მკურნალობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დრო-ული მომართვა და პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება, ვი-ნაიდან პროსტატის ადენომის საწყის ეტაპზე დროულად დაწყებული მედიკამენტური მკურნალობა აგვაცილებს მოსალოდნელ გართულებებს. პროსტამედი, პროსტატის ადენომის დროს, სწორად შერჩეულ პაციენ-ტებში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მამაკაცის მდგომარეობას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკური კვლევებისა და პრაქ-ტიკული გამოცდილების საფუძველზე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პროსტამედი ითვლება არჩევის პრეპარატად ქრონიკული პროს-ტატიტისა და პროსტატის ადენომის კომპლექსური მკურნალობისას.

ალეკო ხელაიამედიცინის დოქტორი, უროლოგიტელ: 555 30 50 51www.tqveniurologi.ge

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს

გაიცემა რეცეპტის გარეშე

პროსტამედიმამაკაცებისთვის პრობლემებისგან დაცვის საშუალება!