ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1 (1)

9

Click here to load reader

Upload: sophiescribbler

Post on 09-Jul-2016

87 views

Category:

Documents


18 download

DESCRIPTION

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1

TRANSCRIPT

Page 1: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1 (1)

1 შ. ტეილორი „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია“, თავი 1: რა არის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის განსაზღვრება

რაში გვჭირდება ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

კავშირი სულსა და სხეულს შორის: მოკლე ისტორია

ფსიქოანალიზის წვლილი

ფსიქოსომატური მედიცინა

ბიოფსიქოსოციალური მოდელი ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში

ბიოფსიქოსოციალური მოდელი ბიოსამედიცინო მოდელის საწინააღმდეგოდ

ბიოფსიქოსოციალური მოდელის დადებითი მხარეები

ბიოფსიქოსოციალური მოდელის კლინიკური გამოყენება

- - - - -

„იხტუნავეთ სარბენ ბილიკზე: ეს ამართლებს“ (21 მაისი, 2007)

„პოპულარული დიეტების შედეგები არამდგრადია“ (10 იანვარი, 2005)

„მხარდაჭერა მკერდის სიმსივნის დროს: აქ მყოფმა ავტორმა მამაკაცებს ურჩია, როგორ დაეხმარონ მკერდის

სიმსივნით დაავადებულ თავის საყვარელ ქალებს . . . “ (10 იანვარი, 2005)

„ერთი დღე ზღვის სანაპიროზე სტრესისგან განთავისუფლებასა და სრულ გაახალგაზრდავებას უწყობს

ხელს“ (28 მაისი, 2007)

„ივარჯიშე იოგას კლასში, სანამ ექიმის მიერ რეცეფტის გამოწერას ელოდები“ (27 დეკემბერი, 2004)

ყოველ დღე ჟურნალ-გაზეთებში ვხვდებით ჯანმრთელობის შესახებ ჰედლაინებს ზემოთ მოყვანილი ლოს

ანჟელეს ტაიმსის ჰედლაინების მსგავსად. გვეუბნებიან, რომ მოწევა ცუდია, რომ მეტი ვარჯიში გვჭირდება

და რომ უფრო და უფრო ჭარბწონიანები ვხდებით. ვეცნობით ისეთი დაავადებების მკურნალობის

მეთოდებს, რომლებზეც მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა თუ გვაქვს, ან ვიგებთ, რომ რაღაცა ტიპის

მცენარეული საშუალება გააუმჯობესებს ჩვენს თვით-შეგრძნებას. გვეუბნებიან, რომ მედიტაციას ან

ოპტიმისტურ რწმენებს ძალუძს ჩვენთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება ან გვეხმარება უფრო სწრაფ

გამოჯანმრთელებაში. როგორ აღვიქვამთ ყველა ამ მტკიცებულებას და რომელია მათგან პიროვნულად

მნიშვნელოვანი? ჯანმრთელობის ფსიქოლოგია სწორედ ამ კითხვების მსგავს კითხვებზე ცდილობს

პასუხის გაცემას.

რას წარმოადგენს ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია საინტერესო და შედარებით ახალი დარგია, რომლის უმთავრესი მიზანია

ფსიქოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობის შეფასება ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადების

წარმოქმნისა და განვითარების და დაავადებაზე რეაგირებაში. ჯანმრთელობის ფსიქოლოგები შეისწავლიან

Page 2: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1 (1)

2 შ. ტეილორი „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია“, თავი 1: რა არის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

ამ და სხვა მრავალ საკითხს, ამზადებენ სხვადასხვა სახის ინტერვენციებს, რომელთა მიზანიც

ჯანმრთელობის შენარჩუნება ან დაავადების დაძლევაა. მაგ., ჯანმრთელობის ფსიქოლოგი შეიძლება

დაინტერესდეს, თუ რატომ აგრძელებენ ადამიანები მოწევას მიუხედავად იმისა, რომ იციან - მოწევა

ზრდის სიმსივნისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ

ეწევიან ადამიანები, ეხმარება მკვლევარს როგორც ამ მავნე ჩვევის გაგებაში, ასევე მოწევისთვის თავის

დანებებაზე ორიენტირებული ინტერვენციების შემუშავებაში.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის კვლევისა და პრაქტიკისთვის ფუნდამენტურს ჯანმრთელობის

განსაზღვრება წარმოადგენს. 1948 წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოახდინა ჯანმრთელობის

განსაზღვრა; კერძოდ, ჯანმრთელობა განისაზღვრა როგორც „სრული ფიზიკური, ფსიქიკური და

სოციალური კეთილდღეობა და არა უბრალოდ დაავადების ან უძლურების არ ქონა“ (მსოფლიო ჯანდაცვის

ორგანიზაცია, 1948). მოცემული განსაზღვრება, რომელიც დღემდე აქტუალობას ინარჩუნებს და იმ

პერიოდისთვის ძალიან პროგრესული იყო, ჯანმრთელობის ფსიქოლოგებისთვის ჯანმრთელობის ცნების

ბირთვს წარმოადგენს. ჯანმრთელობის, როგორც უბრალოდ დაავადების არ ქონის განსაზღვრის მაგივრად,

ჯანმრთელობა განიხილება როგორც მიღწევა, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ

კეთილდღეობას შორის წონასწორობას. ბევრი მკვლევარი კეთილდღეობის ცნებას ჯანმრთელობის

ოპტიმალური მდგომარეობის განსაზღვრისთვის იყენებს.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის სიცოცხლის მანძილზე ჯანმრთელობასა და

დაავადებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ჯანმრთელობის ფსიქოლოგია ყურადღებას ამახვილებს

ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და შენარჩუნებაზე, რაც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა

ჯანმრთელობის ხელშემწყობი ქცევების/ჩვევების გამომუშავება ბავშვობაში, რეგულარული ვარჯიშის

წახალისება და მაგალითად, მედია-კამპანიის დაგეგმვა მოსახლეობაში კვების რეჟიმის

გასაუმჯობესებლად.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია ასევე შეისწავლის დაავადების პრევენციისა და მკურნალობის

ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ჯანმრთელობის ფსიქოლოგმა შეიძლება ასწავლოს ძლიერ სტრესთან

დაკავშირებული პროფესიის მქონე ადამიანებს სტრესის ეფექტური მართვა, რათა მოცემული პროფესიის

შედეგად არ მოხდეს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება. ჯანმრთელობის ფსიქოლოგმა შესაძლოა

იმუშაოს უკვე დაავადებულ ადამიანებთან დაავადებისადმი შეგუების გასაუმჯობესებლად ან მათთვის

მკურნალობის რეჟიმის სწორი შესრულებისა და დაცვის სასწავლად.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია ასევე შეისწავლის ჯანმრთელობის, დაავადებისა და დისფუნქციის

ეტიოლოგიასა და კორელატებს. ეტიოლოგია შეისწავლის დაავადების წარმოშობასა და მიზეზებს და

ჯანმრთელობის ფსიქოლოგები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან იმ ქცევითი და სოციალური

ფაქტორებით, რომლებსაც გარკვეული წვლილი მიუძღვით ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ან დაავადებისა

და დისფუნქციის განვითარებაში. მსგავსი ფაქტორებია, მაგალითად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული

ისეთი ჩვევები, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლის მიღება, ვარჯიში, უსაფრთხოების ღვედების გამოყენება,

სტრესის დაძლევის სტრატეგიები და ა.შ.

და ბოლოს, ჯანმრთელობის ფსიქოლოგები აანალიზებენ და ცდილობენ გააუმჯობესონ ჯანმრთელობის

დაცვის სისტემა და ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირება. ისინი შეისწავლიან ჯანდაცვის

დაწესებულებებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ზეგავლენას ადამიანების ქცევაზე და

იმუშავებენ რეკომენდაციებს ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად.

Page 3: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1 (1)

3 შ. ტეილორი „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია“, თავი 1: რა არის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელობის ფსიქოლოგია შეისწავლის ფსიქოლოგიურ და სოციალურ

ფაქტორებს, რომლებიც განაპირობებენ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, დაავადების პრევენციასა და

მკურნალობას და ჯანმრთელობის პოლიტიკის შეფასებასა და მოდიფიკაციას, რაც მთლიანობაში გავლენას

ახდენს ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის საკითხვებზე.

რატომ გვჭირდება ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

ადამიანების უმრავლესობისთვის, ჯანმრთელობა წარმოადგენს უბრალოდ კარგად ყოფნას ან

დაავადებისგან სწრაფ განკურნებას, რაშიც ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს მცირე წვლილი თუ

მიუძღვნით. მაგრამ ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია შემდეგი

გამოცანების ამოხსნა:

რატომაა, რომ ერთნაირ პირობებში, ერთი და იგივე გაციების ვირუსის ზეგავლენის ქვეშ

მოხვედრილი ორი ადამიანიდან ერთი ავად ხდება და მეორე არა?

დაოჯახებული კაცები სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობით ხასიათდებიან მარტოხელა კაცებთან

შედარებით. რატომ?

მთელ მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც დრამატული

სოციალური არეულობაა, სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს. რატომ?

ყველგან ქალები უფრო მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევიან კაცებთან შედარებით

იმ ქვეყნების გამოკლებით, სადაც მათ უარს ეუბნებიან ჯანდაცვის სერვისებზე. ამავე დროს ქალებს

უფრო მეტი დაავადება აქვთ, უფრო მეტად არიან შეზღუდულნი ჯანმრთელობის თვალსაზრისით

და უფრო მეტ სერვისს იყენებენ. რატომ?

მდიდარ ქვეყნებს უკეთესი ჯანდაცვა აქვთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საშუალო

წლიური შემოსავალი $22,794, ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 77

წელია. მაგრამ კოსტა რიკაში, სადაც საშუალო წლიური შემოსავალი $4,193, სიცოცხლის

ხანგრძლივობა იგივეა. რატომ?

გასული საუკუნის დასაწყისში, ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ტუბერკულოზი, პნევმონია

და გრიპი, ავადმყოფობისა და სიკვდილის უმთავრესს მიზეზს წარმოადგენდნენ. ამჟამად

ინვალიდობა და სიკვდილი უმეტესწილად ისეთ ქრონიკულ დაავადებებს უკავშირდება,

როგორიცაა გულის დაავადება, სიმსივნე და დიაბეტი. რატომ?

ეკლესიაში ან სინაგოგაში სიარული, ლოცვა ან სხვა სულიერი მოღვაწეობა კარგია თქვენი

ჯანმრთელობისთვის. რატომ?

ამ თავში განხილულ იქნება ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების წინაპირობები.

თავდაპირველად მიმოვიხილავთ ფილოსოფოსების შეხედულებებს სულისა და სხეულის ურთიერთობის

შესახებ და თუ როგორ მივედით თანამედროვე შეხედულებამდე ჯანმრთელობაზე სხეულისა და სულის

რთული ზეგავლენების შესახებ. შემდგომ განხილულ იქნება ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის დომინანტური

კვლევითი და კლინიკური მოდელი: ბიოფსიქოსოციალური მოდელი. ბოლოს, მიმოვიხილავთ

Page 4: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1 (1)

4 შ. ტეილორი „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია“, თავი 1: რა არის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

ფსიქოლოგიაში, მედიცინასა და ჯანდაცვაში არსებულ ტენდენციებს, რომლებმაც გარკვეული როლი

ითამაშეს ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში.

სულისა და სხეულის ურთიერთმიმართება: მოკლე ისტორია

ისტორიულად ფილოსოფოსები ორ უკიდურეს შეხედულებას შორის მერყეობდნენ: სული და სხეული

ერთიანი სისტემის ორი ნაწილია თუ ეს ორი განსხვავებული და დამოუკიდებელი სისტემაა. შეიძლება

ითქვას, რომ ანტიკური ფილოსოფიიდან მოყოლებული დღემდე მოცემულმა კამათმა სრული წრე შეკრა.

კაცობრიობის პრეისტორიის მანძილზე სული და სხეული განიხილებოდა როგორც

ურთიერთგადაჯაჭვული მთლიანობა. დაავადების მიზეზად ავი სულებით შეპყრობა მიაჩნდათ და

მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, ამ ავი სულების განდევნაში მდგომარეობდა. ქვის ხანის ზოგიერთ

თავის ქალაზე აღმოჩენილია სიმეტრიული ნახვრეტები, რომლებიც, მეცნიერების აზრით, სპეციალურად

იქნა გაკეთებული ბასრი იარაღებით, რათა ავ სულს შეძლებლოდა სხეულის დატოვება შამანის მიერ

სამკურნალო რიტუალის განხორციელების პროცესში.

ანტიკური ეპოქის ბერძნები იმ პირველ მეცნიერთაგანნი იყვნენ, ვინც ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაში

მნიშვნელოვნ როლს სხეულებრივ ფაქტორებს ანიჭებდნენ. ავადმყოფობის ავი სულებისთვის

გადაბრალების მაგივრად მათ ავადმყოფობის ჰუმორალური თეორია შეიმუშავეს. მათი შეხედულების

თანახმად, ავადმყოფობა წარმოადგენს სხეულში ცირკულირებული 4 სითხის - სისხლი, შავი ნაღველი,

ყვითელი ნაღველი და ფლეგმა - დისბალანსის შედეგს. მკურნალობის მიზანი კი ამ სითხეებს შორის

წონასწორობის აღდგენაა. ბერძნები გონებასაც მიაწერდნენ გარკვეულ როლს. ისინი თითოეულ სითხესთან

შესაბამისობაში პიროვნების სხვადასხვა ტიპებს აღწერდნენ. სისხლი ასოცირდებოდა ვნებებით აღსავსე

ტემპერამენტთან, შავი ნაღველი - სევდასთან, ყვითელი ნაღველი - აგრესიულ დისპოზიციასთან და

ფლეგმა - ცხოვრებისადმი მსუბუქ, ზედაპირულ მიდგომასთან. ამრიგად, ბერძნები დაავადებას

სხხეულებრივ ფაქტორებს მიაწერდნენ, თუმცა ფსიქოლოგიური ფაქტორების როლსაც აღიარებდნენ.

შუა საუკუნეებისთვის დაავადების ახსნაში კვლავ უკუგანვითარება მოხდა ზებუნებრივი ძალების

სასარგებლოდ. ავადმყოფობა განიხილებოდა, როგორც ღმერთის სასჯელი ბოროტი ქმედებებისთვის და

განკურნება ხშირად დაკავშირებული იყო ბოროტი ძალებისგან განსათავისუფლებლად სხეულის

ტანჯვაში. მოგვიანებით, „თერაპიის“ ეს ფორმა ჩანაცვლდა მონანიებით ლოცვისა და კარგი საქმეებით. ამ

ეპოქაში ეკლესია სამედიცინო ცოდნის დამცველი იყო, შესაბამისად, სამედიცინო პრაქტიკა რელიგიური

ნიშნებით ხასიათდებოდა. ექიმის როლს ხშირად მღვდელი ითავსებდა, რაც მკურნალობასა და რელიგიურ

პრაქტიკას განუყოფელს ხდიდა.

დაწყებული რენესანსიდან და დღემდე, დიდი ნაბიჯები გადაიდგა მედიცინის ტექნიკური საშუალებებით

აღჭურვაში. ეს წინსვლა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, 1600-იან წლებში მიკროსკოპის გამოგონებას,

აუტოფსიის მეცნიერების განვითარებას, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა დაენახათ სხვადასხვა

დაავადებაში ჩართული ორგანოები. უჯრედული პათოლოგიის შესახებ მეცნიერების განვითარებამ

(თანამედროვე ჰისტოლოგია) განაპირობა დაავადების ჰუმორალური თეორიის საბოლოო უარყოფა.

მსგავსი მეცნიერული პროგრესის შედეგად, სამედიცინო პრაქტიკისთვის უმნიშვნელოვანესი საყრდენი

ლაბორატორიული კვლევები და ამ კვლევების შედეგად დაავადების გამომწვევი ან დაავადებასთან

დაკავშირებული სხეულებრივი ფაქტორების იდენტიფიკაცია გახდა. მედიცინამ ჯანმრთელობისა და

Page 5: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1 (1)

5 შ. ტეილორი „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია“, თავი 1: რა არის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

ავადმყოფობის განხილვიდან სრულებით გამორიცხა ფსიქიკა (სულის). წინა ეპოქის ცრურწმენებისგან

განსათავისუფლებლად ექიმებმა სრული უარი განაცხადეს ფსიქიკის ნებისმიერი როლის/წვლილის

განხილვაზე დაავადების პროცესებში. ამის მაგივრად, მათ დიაგნოსტირებისა და სამკურნალო

რეკომენდაციების გაწევისას ყურადღება ორგანულ და უჯრედულ პათოლოგიაზე გაამახვილეს.

ფსიქოანალიზის წვლილი

ამ შეხედულებამ თანდათანობით შეცვლა დაიწყო თანამედროვე ფსიქოლოგიის, განსაკუთრებით კი

ზიგმუნდ ფროიდის კონვერსიულ ისტერიაზე ადრეული შრომის, ზეგავლენით. ფროიდის აზრით,

სპეციფიკურმა გაუცნობიერებელმა კონფლიქტებმა შეიძლება გამოიწვიონ გარკვეული ფიზიკური

დარღვევები, რომლებიც რეპრესირებულ ფსიქიკურ კონფლიქტებს ასახავენ. კონვერსიულ ისტერიაში,

პაციენტი ახდენს კონფლიქტის კონვერტირებას ნებისმიერი ნერვული სისტემის სიმპტომად; ის შედეგად

შედარებით თავისუფლდება შფოთვისგან, რომელსაც სხვა შემთხვევაში ეს კონფლიქტი გამოიწვევდა.

კონვერსიული ისტერიის შესახებ ლიტერატურა სავსეა დამაინტრიგებელი, მაგრამ ბიოლოგიურად

შეუძლებელია დარღვევებით, როგორიცაა ხელთათმანისებური ანესთეზია (რომლის დროსაც მტევანი,

მაგრამ არა ხელის სხვა ნაწილები, კარგავს მგრძნობელობას) ძლიერ სტრესულ მოვლენებზე საპასუხოდ.

სხვა პრობლემები - მეტყველების, სმენის ან მხედველობის მოულოდნელი დაკარგვა, ტრემორი, კუნთთა

დამბლა, კვებითი აშლილობები, როგორიცაა ანორექსია და ბულიმია - ასევე განიხილება როგორც

კონვერსიული ისტერია. ჭეშმარიტად კონვერსიული პასუხები დღეს ძალიან იშვიათია.

ფსიქოსომატური მედიცინა

იდეა, რომ სპეციფიკური დაავადებები შეიძლება ინდივიდების შინაგანი კონფლიქტების შედეგი იყოს

1930-იან წლებში ფლანდერს დანბერის (Dunber, 1943) და 1940-იან წლებში ფრანც ალექსანდერის

(Alexander, 1950) შრომებში დამკვიდრდა. ფროიდისგან განსხვავებით, ეს მკვლევარები სპეციფიკური

კონფლიქტის ნაცვლად, სპეციფიკურ დაავადებებს სპეციფიკურ პიროვნულ ნიშნებს უკავშირებდნენ.

მაგალითად, ალექსანდერმა კუჭის წყლულისადმი მიდრეკილი პიროვნებად განიხილა ადამიანი, ვისი

დაავადებაც გამოწვეულია, უპირველეს ყოვლისა, დაქვემდებარებისა და სიყვარულის ძლიერი

საჭიროებით.

ფროიდისგან კიდევ უფრო განმასხვავებელი აღოჩნდა იდეა დაავადებასა და კონფლიქტს შორის კავშირის

ფიზიოლოგიური მექანიზმის არსებობის შესახებ. მაშინ როდესაც ფროიდს სჯეროდა, რომ კონვერსიული

რეაქციები ვლინდება რაიმე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ცვლილებების გარეშე, დანბერი და

ალექსანდერი ამტკიცებდნენ, რომ კონფლიქტებით გამოწვეული შფოთვა, რომელიც არაცნობიერი ხდება,

ფიზიოლოგიურ ზეწოლას ახდენს სხეულზე ავტონომიური ნერვული სისტემის მეშვეობით. განმეორებადი

ფიზიოლოგიური ცვლილებები კი თანდათანიბით განაპირობებენ ნამდვილ ორგანულ დარღვევას.

წყლულის მქონე პაციენტის შემთხვევაში, მაგალითად, დათრგუნული (რეპრესირებული) ემოციები

მაფრუსტირებელი დაქვემდებარებისა და სიყვარულის ძიების საჭიროებიდან გამომდინარე, იწვევენ კუჭში

მჟავის გამოყოფას, რაც აზიანებს კუჭის შიდა ზედაპირს და იწვევს წყლულებს (Alexander, 1950)

დანბერისა და ალექსანდერის შრომამ განაპირობა ახალი დარგის - ფსიქოსომატური მედიცინის

ჩამოყალიბება. ფსიქოსომატური მედიცინის თანახმად, არსებობს კონკრეტული დაავადებები, რომლებიც

ფსიქოსომატურია თავისი ეტიოლოგიით - ანუ, სხეულებრივი დარღვევები გამოწვეულია ემოციური

კონფლიქტებით. ამ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება წყლულები, ჰიპერთირეოდიზმი, რევმატიული

Page 6: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1 (1)

6 შ. ტეილორი „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია“, თავი 1: რა არის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

ართრიტები, ჰიპერტენზია, ნეიროდერმატიტი, კოლიტი და ბრონქიალური ასთმა. მოსაზრებათა ნაწილი,

რომლებიც ფსიქოსომატური მედიცინის პიონერებს ეკუთვნის, დღემდე აქტუალობას ინარჩუნებს (Engel,

1986).

მიუხედავად ყველაფრისა, ფსიქოსომატურ მედიცინასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე

მნიშვნელოვანი კრიტიკული შენიშვნა: 1. მოცემული მიმართულების ფარგლებში განხორციელებული

კვლევების მეთოდოლოგია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება; 2. დღეს მკვლევარებს

სჯერათ, რომ გაკრვეული პიროვნული ნიშნები ან შინაგანი კონფლიქტები არაა საკმარისი დაავადების

განვითარებისთვის. უფრო მეტიც, დაავადება დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორის

ურთიერთქმედებასთან; კერძოდ, ეს შეიძლება იყოს გარკვეული გენეტიკური მოწყვლადობა, გარემო-

სტრესორები, ადრეული გამოცდილება და კონფლიქტები, მიმდინარე გამოცდილება და კონფლიქტები,

ინდივიდუალური შეფასება და დაძლევის სტრატეგიები. 3. ფსიქოსომატური მედიცინა შემოიფარგლება

დაავადებათა ვიწრო ჯგუფით, მაშინ როდესაც ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები მნიშვნელოვან

როლს ასრულებენ გაცილებით მეტ დაავადებასა თუ სამედიცინო პრობლემაში.

მიუხედავად კრიტიკისა, ადრეულმა ფსიქოსომატურმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა

ფსიქიკასა და სხეულს შორის კავშირის შესახებ რწმენების შეცვლაში (Engel, 1986). ამჯერად ცნობილია, რომ

ფიზიკური ჯანმრთელობა განუწყვეტლივაა გადაჯაჭვული ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოსთან:

ჯანმრთელობა და ნებისმიერი დაავადება, არა მხოლოდ ფსიქოსომატური მედიცინის მიერ

იდენტიფიცირებული, განიცდის ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენას. დაავადების

მკურნალობა და გამოჯანმრთელების პროგნოზი დამოკიდებულია, მაგალითად, ისეთ ფაქტორებზე,

როგორიცაა ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა და ტკივილსა და დისკომფორტთან დაკავშირებული

მოლოდინები. ჯანმრთელობის შენარჩუნება მნიშვნელოვნადაა განპირობებული ისეთი ფაქტორებით,

როგორიცაა ჯანმრთელობის ხელმშემწყობის კარგი ჩვევები, რომლებიც პიროვნულ კონტროლზეა

დამოკიდებული და ისეთ სოციალურად განსაზღვრულ ფაქტორებზე, როგორიცაა სტრესი და სოციალური

მხარდაჭერა. შეუძლებელია ფსიქიკისა და სხეულის გაყოფა, როდესაც ჯანმრთელობასა და დაავადებაზე

ვსაუბრობთ.

ფსიქიკასა და სხეულს შორის კავშირისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა დასავლურ მედიცინაში

ტრადიციული აღმოსავლური სამედიცინო ფილოსოფიისა და პრაქტიკებისადმი გაზრდილმა ყურადღებამ.

მაგალითად, ჯანმრთელობისა და დაავადებისადმი ჩინური მიდგომა ყურადღებას პიროვნებაზე, როგორც

ერთ მთლიანზე, ამახვილებს და არ განიხილავს დაავადებას, როგორც მხოლოდ ერთი ორგანოთი

შემოფარგლულს, არამედ სხეულის ყველა სისტემასთან კავშირში. სიმპტომების იდენტიფიკაციისა და სხვა

სადიაგნოსტიკო საშუალებების გამოყენების გზით ხდება დისჰარმონიის ნიშნების აღწერა, რაც დაავადების

მიზეზად განიხილება. მკუნალობის მიზანი წონასწორობის აღდგენაა, რისი მიღწევაც ხშირად ისეთი

სამკურნალო საშუალებებით ხდება, როგორიცაა მცენარეული საშუალებები, აკუპუნქტურა (ნემსებით

მკურნალობა), მასაჟი, ვარჯისი და კვება. ეს მიდგომა უფრო და უფრო გამოიყენება დასავლურ სამედიცინო

სისტემაში.

ადამიანის ჯანმრთელობის ან გამოჯანმრთელების პროცესის ადექვატური გაგება შეუძლებელია იმ

ფსიქოლოგიური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, რომელშიც ჯანმრთელობა და

დაავადება განიცდება. ეს კონცეფცია ერთ-ერთია, რომელმაც განაპირობა ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის

სწრაფი განვითარება.

Page 7: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1 (1)

7 შ. ტეილორი „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია“, თავი 1: რა არის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

ბიოფსიქოსოციალური მოდელი ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში

იდეა, რომ სხეული და ფსიქიკა ერთობლივად განსაზღვრავს ჯანმრთელობასა და დაავადებას, ლოგიკურად

აყალიბებს მოდელს ამ საკითხების შესასწავლად. ამ მოდელს ბიოფსიქოსოციალური მოდელი ეწოდება.

როგორც მისი დასახელებიდან ჩანს, მისი ფუნდამენტური დაშვებაა, რომ ჯანმრთელობა და დაავადება

არიან ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგი (Suls &

Rothman, 2004).

ბიოფსიქოსოციალური მოდელი ბიოსამედიცინო მოდელის საწინააღმდეგოდ

ბიოფსიქოსოციალური მოდელის გასაგებად მნიშვნელოვანია მისი ბიოსამედიცინო მოდელთან

დაპირისპირება. ბიოსამედიცინო მოდელი, რომელიც ექიმების გონებას სულ მცირე 300 წლის მანძილზე

მართავდა, დაავადებას განიხილავს წმინდად დარღვეული სომატური სხეულებრივი პროცესების შედეგად,

როგორიცაა ბიოქიმიური დისფუნქცია ან ნეიროფიზიოლოგიური ანომალიები. ბიოსამედიცინო მოდელის

თანახმად ფსიქოლოგიური და სოციალური პროცესები ირელევანტურია დაავადების პროცესის

განხილვისას.

მიუხედავად იმისა, რომ ბიოსამედიცინო მოდელი ნამდვილად ეფექტურია ზოგიერთი დაავადების

შესწავლისას, მას მრავალი პოტენციური შეზღუდვებიც გააჩნია. 1. ეს რედუქციონისტური მოდელია. მას

დაავადება დაყავს ქვედა დონის პროცესებზე, როგორიცაა დაზიანებული უჯრედები და ქიმიური

დისბალანსი და უფრო ზოგადი სოციალური და ფსიქოლოგიური პრიცესების იგნორირებას ახდენს. 2.

ბიოსამედიცინო მოდელი ფაქტობრივად ერთ-ფაქტორიანი მოდელია. დაავადება აღიწერება ბიოლოგიური

დისფუნქციის ტერმინებში იმის აღიარების გარეშე, რომ დაავადებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს,

რომელთაგან მხოლოდ ცალკეული ფაქტორებია ბიოლოგიური. 3. მოცემული მოდელი იმპლიციტურად

ეყრდნობა ფსიქიკისა და სხეულის დუალიზმის იდეას. 4. ბიოსამედიცინო მოდელი გამოყოფს დაავადებას

და არა ჯანმრთელობას ანუ სწავლობს დარღვევებს, რასაც მივყევართ დაავადების განვითარებამდე და არა

იმ ფაქტორებს/პირობებს, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ამრიგად, ბიოსამედიცინო მოდელს მრავალი შეზღუდვა აქვს. 1. ამ მოდელის მიხედვით რთულია აიხსნას,

მსგავს პირობებში ზოგიერთი ადამიანი ავადდება და ზოგიერთი არა? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია

ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაავადების განვითარებაზე

და რომელთა იგნორირებასაც ახდენს ბიოსამედიცინო მოდელი. 2. მკურნალობა რამდენად განაპირობებს

გამოჯანმრთელებას ასევე ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ ხვდება და ასევე

ბიოსამედიცინო მოდელის მიერ იგნორირებულია. აქედან გამომდინარე, ბევრმა მკვლევარმა და

პრაქტიკოსმა დაიწყო ბიოფსიქოსოციალური მოდელის გამოყენება.

ბიოფსიქოსოციალური მოდელის დადებითი მხარეები

როგორ ახდენს ბიოფსიქოსოციალური მოდელი ბიოსამედიცინო მოდელის უარყოფითი მხარეების

დაძლევას? ბიოფსიქოსოციალური მოდელი, როგორც უკვე აღინიშნა, ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და

სოციალურ ფაქტორებს განიხილავს როგორც თანაბარმნიშვნელოვან დეტერმინანტებს დაავადებასა და

ჯანმრთელობაში. შესაბამისად, ხდება მაკროდონის (როგორიცაა სოციალური მხარდაჭერის არსებობა ან

Page 8: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1 (1)

8 შ. ტეილორი „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია“, თავი 1: რა არის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

დეპრესია) და მიკროდონის (როგორიცაა უჯრედული დარღვევები ან ქიმიური ანომალიები) პროცესების

ურთიერთქმედება ჯანმრთეკიბის მდგომარეობის ან დაავადების განვითარებაში.

ბიოფსიქოსოციალური მოდელის თანახმად, ჯანმრთელობდა და დაავადება გამოწვეულია მრავალი

ფაქტორით და იწვევს მრავალ შედეგს. უფრო მეტიც, ამ მოდელის თანახმად, ჯანმრთელობისა და

დაავადების განხილვისას ფსიქიკისა და სხეულის გამიჯვნა შეუძლებელია, რადგან ისინი თვალსაჩინო

გავლენას ახდენენ კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს მოდელი ორივეს -

ჯანმრთელობასა და დაავადებას განიხილავს ერთობლიობაში და არ აკეთებს აქცენტს დაავადებაზე,

როგორც გარკვეულ გადახრაზე რაღაც მდგრადი მდგომარეობიდან. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე,

ჯანმრთელობა წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც მიიღწევა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და

სოციალური საჭიროებებისადმი ყურადღების დათმობით და არ არის უბრალოდ საჩუქრად მიღებული.

მაგრამ როგორც ხდება ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედება,

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიოლოგიური ფაქტორები მიკროდონის პროცესებია, ხოლო

ფსიქოლოგიური და სოციალური - მაკროდონის? ამ კითხვაზე საპასუხოდ შემუშავებულ იქნა ე.წ.

სისტემების თეორია, რომლის თანახმადაც ერთ მთლიანობაში ორგანიზაციის ყველა დონე იმყოფება

ერთმანეთთან იერარქიულ კავშირში და ერთ დონეზე ცვლილება გამოიწვევს სხვა დონეებზე ცვლილებას.

კერძოდ, მიკროდონის პროცესები (როგორიცაა, მაგალითად, უჯრედული ცვლილებები) მოცემულია

მაკროდონის პროცესების (მაგ., სოციალური ღირებულებები) ფარგლებში და შედეგად მიკროდონის

ცვლილებებს შეიძლება მაკროდონეზე ჰქონდეთ შედეგები (ან პირიქით).

შესაბამისად, ჯანმრთელობა, დაავადება და სამედიცინო მომსახურება ურთიერთდაკავშირებული

პროცესებია, რომლებიც მოიცავენ ურთიერთდაკავშირებულ ცვლილებებს როგორც ინდივიდუალურ ასევე

ამ სხვადასხვა დონეებზე. ამ საკითხების კვლევის აუცილებლობამ წარმოშვა ინტერდისციპლინური

აზროვნებისა და თანამშრომლობის, მრავალფეროვანი მულტივარიაციული მიდგომებისა და რთული

სტატისტიკური ანალიზის საჭიროება (Suls & Rothman, 2004).

ბიოფსიქოსოციალური მოდელის კლინიკური გამოყენება

ბიოფსიქოსოციალური მოდელი პაციენტებთან კლინიკური გამოყენების მრავალ შესაძლებლობას იძლევა.

1. მოდელის შესაბამისად, დიაგნოსტირების პროცესი უნდა ითვალისწინებდეს ბიოლოგიური,

ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთკავშირს კონკრეტული ინდივიდის

ჯანმრთელობისა თუ დაავადების შეფასებისას (Oken, 2000). ამრიგად, დიაგნოზის დასასმელად

მულტიდისციპლინური მიდგომა საუკეთესოა (Suls & Rothman, 2004).

2. მკურნალობის რეკომენდაციები ფაქტორების სამივე ჯგუფს უნდა ითვალისწინებდეს. თერაპია

ინდივიდზე ორიენტირებული უნდა იყოს, ითვალისწინებდეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და

მკურნალობის რეკომენდაციებში ერთზე მეტ პრობლემას მოიაზრებდეს. კვლავ, მულტიდისციპლინური

მიდგომა შესაძლოა ყველაზე ადექვატურია (Schwartz, 1982).

3. ბიოფსიქოსოციალური მოდელი ხაზს უსვამს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას.

ეფექტურმა ურთიერთობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს პაციენტის მიერ სერვისების გამოყენებას,

მკურნალობის ეფექტურობას და გამოჯანმრთელებასაც კი (Belar, 1997).

Page 9: ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სემინარი 1 (1)

9 შ. ტეილორი „ჯანმრთელობის ფსიქოლოგია“, თავი 1: რა არის ჯანმრთელობის ფსიქოლოგია?

შეიძლება ითქვას, რომ ბიოფსიქოსოციალური მოდელი ხაზს უსვამს, რომ ექიმს უნდა ესმოდეს

დაავადებაში მონაწილე სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორების როლი ამ დაავადების ეფექტური

მკურნალობისთვის. ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში კი, ბიოფსიქოსოციალური მოდელი

ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობ ჩვევებს მხოლოდ ფსიქოლოგიური და სოციალური კონტექსტის

ფარგლებში განიხილავს.