ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

35
ტარიელის წასვლა ხატაეთს და დიდი ომი განხილვა POSTED ON DECEMBER 3, 2013 UPDATED ON DECEMBER 15, 2014 დილა რომ გათენდა, ბუკსა და დაფდაფს ჰკარით-მეთქი, ვუბრძანე. მთელი ლაშქარი შესასხდომლად გამზადებულიყო და ნიშანს ელოდა. ლომმან მივჰმართე ხატაეთს, მხნედ და ფიცხლად გავეშურეთ, უვალი გზით მივდიოდით. კარგა მანძილი გვქონდა გავლილი, როცა ინდოეთის საზღვარს გავსცდით. ხატაელთა მეფის, რამაზის, მოციქულები მომეგებნენ და მისგან ძღვნად უცხო და საკვირველი განძეულობა მომართვეს, ფასი არ დაედებოდა. დანაბარებიც მომახსენეს, გულის მოსაფხანი სიტყვები შემოეთვალა: გვაპატიე, რაც შეგცოდეთ, ახლა თვითონვე ვნანობთო, აბა, თქვენ რას გაგიმკლავდებით: ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენნი თხანია. მორჩილებით ყელზე წნელი შემოგვიბამს და გევედრებით: შეგვიწყალე, ნუ ამოგვწყვეტ, ცას რისხვით ნუ ჩამოგვიქცევ, შენს ვაჟკაცობას ეგ არ შეშვენისო. ლაშქრით მოსვლა არ გინდა, თან მცირე რაზმი იახლე და მობრძანდი: უომრად და მოურბევლად ჩაგაბაროთო ციხე-ქალაქნი და თავნი, შვილნი, საქონელი. ვეზირები გვერდით დავისხი და მოვისაუბრეთ. მითხრეს: ყმაწვილი ხარ და ჩვენ, გამოცდილებით დაბრძენებულნი, ამიტომ გიბედავთ გირჩიოთ: ნუ მიენდობი, მეტად მუხთალნი არიან, ღალატით არ მოგკლანო. აჯობებს, მამაც მოყმეთა ამალით წახვიდე, ლაშქარიც შორიახლოს მოგყვეს და შიკრიკით შენს ამბავს გებულობდესო. მიდი და ნახე, თუკი გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა, არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა. რჩევა ჭკუაში დამიჯდა, მომეწონა `ვაზირთა ნავაზირები, და შევთვალე: რამაზ მეფევ, წადილს მიგიხვდი. იცი, ვერაფერი დაგვიმაგრდება, და სიკვდილს სიცოცხლე ამჯობინე. აგრე იყოს, ლაშქარს დავტოვებ და მცირე ამალით წამოვალ-მეთქი. სამასი მამაცი მოყმე შევარჩიე და თან წავიყვანე, ხოლო მთელს დანარჩენ ლაშქარს დავუბარე: შორიახლოს უკან მომყევით, თვითონვე გიხმობთ, თუ დამჭირდა, და მაშინ მომეშველეთ-მეთქი. კიდევ სამი დღე რომ ვიარე, ხატაელთა მეფის სხვა მოციქული მომივიდა. რამაზს ამჯერად უამრავი უცხო და ძვირფასი სამოსი ეძღვნა და შემოეთვალა: შენი სიახლოვე მწადია, ვესწრაფვი მალე გნახო ლაღი და ჯან-ღონით სავსე, მოსაგებებლად თვითონ წამოვსულვარ და, როცა შევხვდებითო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა.

Upload: lasha-natelashvili

Post on 28-Jan-2016

105 views

Category:

Documents


0 download

DESCRIPTION

ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

TRANSCRIPT

Page 1: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

ტარიელის წასვლა ხატაეთს და დიდი ომი – განხილვა

POSTED ON DECEMBER 3, 2013 UPDATED ON DECEMBER 15, 2014

დილა რომ გათენდა, ბუკსა და დაფდაფს

ჰკარით-მეთქი, ვუბრძანე. მთელი ლაშქარი შესასხდომლად გამზადებულიყო და ნიშანს

ელოდა. “ლომმან მივჰმართე ხატაეთს”, მხნედ და ფიცხლად გავეშურეთ, უვალი გზით

მივდიოდით.

კარგა მანძილი გვქონდა გავლილი, როცა ინდოეთის საზღვარს გავსცდით. ხატაელთა მეფის,

რამაზის, მოციქულები მომეგებნენ და მისგან ძღვნად უცხო და საკვირველი განძეულობა

მომართვეს, ფასი არ დაედებოდა. დანაბარებიც მომახსენეს, გულის მოსაფხანი სიტყვები

შემოეთვალა:

– გვაპატიე, რაც შეგცოდეთ, ახლა თვითონვე ვნანობთო, აბა, თქვენ რას გაგიმკლავდებით:

“ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენნი თხანია”. მორჩილებით ყელზე წნელი

შემოგვიბამს და გევედრებით: შეგვიწყალე, ნუ ამოგვწყვეტ, ცას რისხვით ნუ ჩამოგვიქცევ,

შენს ვაჟკაცობას ეგ არ შეშვენისო. ლაშქრით მოსვლა არ გინდა, თან მცირე რაზმი იახლე და

მობრძანდი: უომრად და მოურბევლად ჩაგაბაროთო ციხე-ქალაქნი და “თავნი, შვილნი,

საქონელი”.

– ვეზირები გვერდით დავისხი და მოვისაუბრეთ. მითხრეს: ყმაწვილი ხარ და ჩვენ,

გამოცდილებით დაბრძენებულნი, ამიტომ გიბედავთ გირჩიოთ: ნუ მიენდობი, მეტად

მუხთალნი არიან, ღალატით არ მოგკლანო. აჯობებს, მამაც მოყმეთა ამალით წახვიდე,

ლაშქარიც შორიახლოს მოგყვეს და შიკრიკით შენს ამბავს გებულობდესო. მიდი და ნახე,

თუკი

“გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა,

არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და კვლაცითა”.

– რჩევა ჭკუაში დამიჯდა, მომეწონა `ვაზირთა ნავაზირები”, და შევთვალე: რამაზ მეფევ,

წადილს მიგიხვდი. იცი, ვერაფერი დაგვიმაგრდება, და სიკვდილს სიცოცხლე ამჯობინე.

აგრე იყოს, ლაშქარს დავტოვებ და მცირე ამალით წამოვალ-მეთქი. სამასი მამაცი მოყმე

შევარჩიე და თან წავიყვანე, ხოლო მთელს დანარჩენ ლაშქარს დავუბარე: შორიახლოს უკან

მომყევით, თვითონვე გიხმობთ, თუ დამჭირდა, და მაშინ მომეშველეთ-მეთქი.

– კიდევ სამი დღე რომ ვიარე, ხატაელთა მეფის სხვა მოციქული მომივიდა. რამაზს ამჯერად

უამრავი უცხო და ძვირფასი სამოსი ეძღვნა და შემოეთვალა: შენი სიახლოვე მწადია,

ვესწრაფვი მალე გნახო ლაღი და ჯან-ღონით სავსე, მოსაგებებლად თვითონ წამოვსულვარ

და, როცა შევხვდებითო, “მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა”.

Page 2: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

პასუხად შევუთვალე: აღსრულდეს ნება თქვენი, მეც ეგ მინდა, ერთმანეთი ტკბილად

მოვინახულოთ და მამაშვილურად ვიყოთ-მეთქი.

– იქიდან წასული შესასვენებლად უდაბური ტყის პირს ჩამოვხტი. რამაზის მოციქულნი

კვლავ მომივიდნენ და თამამად მომესალმნენ, “წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის

მოზიდვიდესა”, მომახსენეს, რამაზ მეფე შენს ნახვას მართლაც რომ გულით ნატრობსო,

შემოგითვალა, შენკენ მოვეშურები და ხვალ ადრიანად შეგხვდებიო. მოციქულთ “მეტად

ამოდ ვუალერსე”, მათთვის საგანგებო კარავი გავამართვინე და მაყრებივით ერთად

დაიძინეს.

– კაცზე გაწეული სიკეთე თურმე უქმად არ დაიკარგება. ერთი მოციქულთაგანი სხვებს უკან

ჩამორჩა, მოვიდა და ჩუმად მითხრა:

– თქვენ წინაშე დიდი ვალი მაძევს. ჩემგან ძნელად თუ გადაიხდება: მამათქვენს

ყმაწვილობიდანვე გავუზრდივარ, მისი ამაგის დავიწყება და თქვენი გაწირვა რანაირად

შემიძლია? მშვიდად მომისმინე და ყველაფერს მოგახსენებო:

“თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი,

მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი”.

ამაოდ არ მოტყუვდე, გღალატობსო რამაზი: ასიათასი მეომარი ერთგან ჩაუსაფრებია,

სხვაგან კიდევ – ოცდაათიათასი. ასე ფიცხლად იმიტომ გიხმობს და, თუ თავს არ უშველე,

ფათერაკს გადაეყრებიო. მეფე მცირე ამალით მოგეგებება და პირფერობით მიგინდობს,

ამასობაში აბჯარს ფარულად ჩაიცვამენ და ჩასაფრებულთ კვამლით ნიშანს მისცემენ, მაშინვე

მთელი ლაშქარი გარს მოგეხვევა და, “რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

– იმ კაცს საამოდ ვებაასე, დიდი მადლობა ვუთხარი და აღვუთქვი: ნეტავი კი ცოცხალი

დავრჩე და სიკეთეს ისე გადაგიხდი, თავს თვითონვე შენატროდე. ახლა წადი და

შენიანებთან იარე, ეჭვი არ აიღონ. თუ დაგივიწყო, საქვეყნოდ შერისხული და ყველასაგან

ზურგშექცეული ვიყო-მეთქი.

არავის გავენდე, ჭორივით დავმალე. რაც იქნება, სულერთია, ყოველგვარი ბჭობა

უსარგებლოა-მეთქი. ოღონდ ჩემი ლაშქრისაკენ, თუმცა შორს იყო, კაცი ვაფრინე და

შევუთვალე: “ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია”.

– რა გათენდა, მოციქულნი ტკბილი სიტყვით გავასტუმრებინე, რამაზს მოახსენონ-მეთქი:

“მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე”. გზას განვაგრძობდი, ხიფათს არ გამოვქცევივარ. თუ

სიკვდილი მეწერა, მაინც ხომ ვერსად დავემალებოდი: “განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა

სადა დავიმალე?!” დაშუადღებულიყო, როცა ერთ ქედს გადავადექი. იქიდან შორს

მინდვრად მტვრის კორიანტელი მოჩანდა. აი, მოდის თავისი ლაშქრით რამაზ მეფე, ჩემთვის

რომ მახე დაუგია, მაგრამ დამაცადონ, ჩემი ბასრი ხმლისა და შუბის საკბილო გახდებიან-

მეთქი, გავიფიქრე და “მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე”:

ძმანო! ხატაელნი გვღალატობენ, მაგრამ თქვენი მკლავის სიმაგრეს, მჯერა, ეს ვერ

მოადუნებს. ახლა ხმალი უქმად ნუღარ გვარტყია, მტერს მხნედ შევუტიოთ! გახსოვდეთ,

ქვეყნისა და მეფისათვის სიკვდილიც სანეტაროა, თავს ნუ დაზოგავთ-მეთქი.

“ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;

დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა;

Page 3: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,

მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.”

– რა მივუახლოვდით, შეგვამჩნიეს, ტანთ აბჯარი გვეცვა. რამაზის მოციქული მომივიდა,

შემოეთვალა: ახლა ხომ ორგულობას ვეღარ შეგვწამებთ და გვწყინს, აბჯრით რომ გხედავთო.

პასუხად შევუთვალე: ვიცი, რასაც მიპირებ, მაგრამ მაგას ვერ ეღირსები! ახლა მობრძანდით

და, როგორც წესი და რიგია, შეგვებით, მეც ხელთ ხმალი მიპყრია და მზადა ვარ მუსრი

გაგავლოთ-მეთქი.

– მოციქულმა რომ ამბავი მიუტანათ, კვლავ რაღად გამოგზავნიდნენ? ლაშქარს კვამლით

ნიშანი მისცეს და იდუმალი ზრახვა გაამჟღავნეს. ორივე მხირდან ჩასაფრებულნი

გამოვიდნენ და მრავალკეც რაზმებად მოეწყვნენ. მაინც ვერა მავნეს რა. თავს მუზარადი

დავიხურე და შუბი მოვიმარჯვე, მათ დასალეწად ბრძოლის ჟინმორეული “ერთსა წავსწვდი

უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად”, ჯიქურ იქ მივიჭერ, საცა მათი ურიცხვი რაზმი

გულდამშვიდებით იდგა.

“ახლოს მივე, შემომხედეს, შმაგიაო, ესე თქვესა,

მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;

კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,

შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!

შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,

კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;

კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,

ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძი რაზმი ორი.”

– ირგვლივ შემომეხვივნენ და დიდი ომი გაჩაღდა. ჩემს მახვილს ვერავინ უმაგრდებოდა,

“ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი”, მივჩეხავდი და სისხლი ჩქეფად

ჩასდიოდათ. საითაც კი მკლავი გავშალე, შეშინებულნი გამირბოდნენ.

– საღამოჟამს ქედიდან მოთვალთვალემ გადმოსძახათ: ნუღარ დგახართ, წადით, თავს

უშველეთ, ცამ რისხვით გადმოგვხედა, საშინელი მტვრის კორიანტელი აქეთ მოიწევს,

უთვალავი ლაშქარი მოდის და სულმთლად არ ამოგვწყვიტოსო.

ჩემი ლაშქარი ამბის გაგებსთანავე ფიცხლად წამოსულიყო, დღე და ღამე გაეერთებინათ.

რაზმი რაზმზე მოდიოდა, მინდორს ვერ დაეტია და მთების კალთებსაც შეჰფენოდნენ,

“გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზეარა”.

მათ დანახვაზე ხატაელებმა იკადრეს გაქცევა. ყიჟინა დავეცით და უკან ბრძოლით

დავედევნეთ. ინდოთა დიდი ლაშქარიც წამოეწიათ და “დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა

შეშინებულთა, ძლეულთა”.

რამაზ მეფე მოვიხელთე, ხმლით ჩამოვაგდე და დავატყვევე. მისი მეომრებიც, ვინც

სიკვდილს გადარჩენოდა, აღარ დაგვიხოცავს, ტყვედ წამოვასხით. ღამენათევთ და

ქანცგაწყვეტილთ, “ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა”.

– ნაომარ ადგილას დასასვენებლად დავბანაკდით. ხელში ვიყავი დაჭრილი, ნახმლევი

მაჩნდა. მეომრები ჩემ საჭვრეტად და ქების შესასხმელად მოდიოდნენ და მოდიოდნენ,

სათქმელის თქმა კი მაინც ვერ მოეხერხებინათ. ზოგი შორიდან მლოცავდა, ზოგიც

Page 4: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

საკოცნელად მოიწევდა, გამზრდელი დიდებულნი ხომ სიხარულით ამიტირდნენ. ჩემგან

ხმლით ნაკვეთის ნახვას ყველა გაეკვირვებინა. ერთ კაცს ეყოფოდა, რაც მე სახელი

მომეხვეჭა.

– ლაშქარი სათარეშოდ მივუშვი, ერთობ დატვირთულნი დაბრუნდნენ. მერე რამაზს

ვუთხარი: შენი სიმუხთლის ამბავი კარგად ვიცი და ახლა მაინც, შეპყრობილი რომ ხარ,

გულმართლად მოიქეცი, “სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე”, თორემ, რაც

მოგივიდეს, თავისთავს დააბრალე-მეთქი.

მეტი რა ღონე მაქვსო, მიპასუხა, ოღონდ ერთი ჩემი დიდებული მომეცი, რომ ციხოვანთ

მივუგზავნო, და ყველაფერს მოგართმევენ, შენი იყოსო. დავუჯერე. დიდებული რომ

გაგზავნა, თან ჩემი მოყმენი წავატანე. ციხოვანნი ვიხმე. ყველანი ერთობ მეახლნენ, ურჩობა

შევანანე და “კარი ქალაქთა უომარდ გავაღებინე”. ციხე-სიმაგრეთა და უამრავ საგანძურთა

კლიტენი უკლებლივ მომართვეს, მთელი ხატაეთი მოვიარე და ყოველივე მივითვალე.

ხალხი დავამშვიდე, თქვენ არას გერჩით-მეთქი:

“ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: იყვენით თქვენ უკრძალავად,

მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.

– განძეულობა შესაფერისად გადავინახე და დავაბინავე. უცხო და ძვირფას ნივთსა თუ

სამკაულს თვლა არა ჰქონდათ. ერთგან საკვირველ კაბასა და მოსახვევს წავაწყდი, გენახა,

იტყოდი, ეს რა უცნაური რამ არისო: ვერ მივხვდი, რა იყო ან კაცის ხელს როგორ

გაეკეთებინა. ვისაც კი ვუჩვენე, ღვთის სასწაულიაო, თქვეს: `არცა ლარულად ჰგებოდა მას

ქსელი, არ ორხაულად”, სიმტკიცით ცეცხლში ნაწრთობსა და ნაჭედს ჰგავდა.

ორივე მის საძღვნოდ გადავდე, ვისი შუქიც გულს მინათებდა. მერე მეფისათვის შევარჩიე,

საარმაღნოდ რაც რამ უმჯობესი იყო, ათასი მუხლმაგარი ჯორ-აქლემი დავტვირთე და

გავუგზავნე, ამბავიც კარგი შევუთვალე.

Page 5: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

ტარიელის წერილი ინდოთა მეფისადმი და გამარჯვებით დაბრუნება – განხილვა

POSTED ON DECEMBER 3, 2013 UPDATED ON FEBRUARY 6, 2014

– იბედნიერეთ, ხელმწიფეო, – ვსწერდი ფარსადანს, – “სვემცა

არს თქვენი სვიანად!” ამბავი იმიტომ დაგიგვიანეთ, რომ ხატაელებმა მიმუხთლეს, თუმცა

ვერა დამაკლეს რა, თვითონვე დაზიანდნენ, რამაზ მეფე შევიპყარ, ტყვითა და ნადავლით

მოვდივარ-მეთქი.

როცა ყველაფერი გავაწესრიგე, ხატაეთიდან გამოვეშურე და განძეულობა თან წამოვიღე.

ჯორ-აქლემით რომ ვერ ავუვედი, ხარ-ურემიც მოვიშველიე, “აზავრები ვააზავრე”. ვიშვებდი

და ვიხარებდი, რახან საწადელს ვეწიე.

– ინდოეთს გამარჯვებით დაბრუნებულს სატახტოდან კარგა მოშორებით წინ ჩემი ტკბილი

გამზრდელი, ფარსადანი, მომეგება. “რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად

წბილია!” ხელი გამიხსნა და რბილი სახვევით შემიხვია. ახლოს დამისვა, ხალისით

მებაასებოდა, შემომხაროდა და მიალერსებდა. მოედანს ტურფა კარვები დაედგა, იმ დღეს

ნადიმი იქ გამართა. მთელი ღამე ვილხენდით და საამოდ შევექცეოდით.

– დილით ბანაკი ავშალეთ და ქალაქს შევედით. ხელმწიფემ ბრძანა: დღეს ლაშქარი

შეკრიბეთ და ხატაელთა მეფე მიჩვენეთ, სხვა ტყვეებიც მომიყვანეთო. შეპყრობილი რამაზი

რომ მივგვარე,

“ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე,

ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე,

ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!”

ფარსადანმა რამაზს ალერსიანად უმასპინძლა, მეგობრული ბაასი გაუბა. მეორე დღეს

ხელმწიფემ უთენია მიხმო და ლმობიერად მკითხა: “შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის

შენამტერსა?” რახან შეცოდებულს ღმერთი შეუნდობს, თქვენც მოიღეთ მოწყალება და

აპატიეთ-მეთქი, მოვახსენე.

მერე რამაზს უბრძანა: იცოდე, ახლა კი უკან შეწყალებულს გაბრუნებ, მაგრამ ამიერიდან

აღარ ვნახო, ჩვენ წინაშე თავი შეგერცხვინოსო! ხარკად ათიათასი დრაჰკანი და დიდძალი

სტავრა-ატლას-აბრეშუმი დაუწესა. თვითონ და მისი დიდებულებიც დამოსა და წყრომის

Page 6: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

მაგიერ ტკბილად გაისტუმრა: “შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია”.

რამაზმა დიდად დაუმადლა, დადრკა, მოწიწებით თაყვანი სცა და შეჰკადრა: თქვენი

ორგულობა ღმერთმა სანანებელი გამიხადა და, თუ ოდესმე კიდევ შეგცოდოთ, აი, მაშინ

ნუღარ მაცოცხლებთო! გახარებული წავიდა და თავისიანებიც ყველანი უკლებლივ თან

წაიყვანა.

– ის იყო ინათა, კვლავ მეფის კაცი მეახლა. შემოეთვალა: სამი თვეა, რაც შენ წახვედი, და მას

აქეთ აღარ მინადირია. თუ დაღლილობას მოერიო, წამო, წავიდეთო.

“შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,

შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,

მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;

გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!”

მე არაფერი ვიცოდი, წასვლის წინ ფარსადანი დედოფალს თურმე საიდუმლოდ ეუბნა:

ომიდან დაბრუნებული ტარიელის ცქერა ვის არ სწადია, “მან განანათლოს მჭვრეტელთა

გული რაზომცა ბნელია”, გამარჯვებას ვზეიმობთ, ნანატრი ჟამი დაგვდგომია, “აჰა დღე

ედემს ხლებული”, და რახან გადაწყვეტილი გვაქვს ჩვენი ასული გავამეფოთ, ბარემ ახლა

ნახოს, ვისაც მისი ნახვა უნდა, უკეთეს დროს სადღა ვიპოვითო, გვერდით დაისვი და

სასახლის დარბაზს დამხვდით, ჩვენც მალე მოვალთო.

– ქორ-შავარდენი და მწევარ-მეძებარი მრავლად ვიახლეთ და გავემართეთ. მინდორი მთის

ძირამდე მოვინადირეთ და, შორს აღარ წავსულვართ, უკან ადრე დავბრუნდით. ნადირობის

შემდეგ ხელმწიფემ ბურთაობა-ასპარეზობაც ჩვეულებრივზე ჩქარა დააშლევინა და

სასახლისაკენ გავეშურეთ.

– მთელი ქალაქი ჩემ საჭვრეტელად გამოფენილიყო. კოხტა ზოლიანი სამოსი მეცვა და

ხატაეთს ნაშოვნი უცხო მოსახვევი მეხვია. ომში ხმლით ნაიარევი ხელი ყელზე მქონდა

ჩამობმული და “ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი”. ჩემი ცქერით

გაგიჟებულიყვნენ, გონი მისდიოდათ. დიაღ, ასე იყო, ნამდვილს გეუბნები, არა ვტყუი.

– სასახლესთან ხელმწიფე ცხენიდან ჩამოხტა, მეც ჩამოვქვეითდი და სამეფო დარბაზისაკენ

გავწიეთ. რა შევედი და მას შევხედე, მზეებრ სხივნათელ ღაწვთა ელვამ შემაკრთო. ტანთ

ნარინჯისფერი ჯუბა ემოსა. ზურგს უკან უამრავი პირისფარეში დას-დასად ედგა. მის

სიტურფესა და შუქმოსილებას

“სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,

მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი”.

დედოფალი წამოდგა, წინ მომეგება და შვილივით მაგრად გადამკოცნა, “ღაწვი ვარდი

დამილება”. ამიერიდან, ფიქრი ნუ გაქვს, მტერთან შებმა აღარ მოგიწევსო, მითხრა.

– ნადიმზე თავიანთ მახლობლად დამსვეს, მე რომ მეამებოდა, ისეთ ადგილას: `პირის-პირ

მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა”.

ფარულად შევყურებდით ერთმანეთს, გამოსაუბრება კი ვერ გაგვებედა. თვალს

მოვაშორებდი თუ არა, სიცოცხლეს ფასი ეკარგებოდა ჩემთვის, ხოლო რა ისევ ვუჭვრეტდი

და მიჭვრეტდა, მტანჯველი ცეცხლი წამსვე დამიცხრებოდა. გახელებულ გულს ვიოკებდი,

ვცდილობდი მორიდებით ვყოფილიყავ, რომ რამე არავის შეემჩნია:

Page 7: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

“კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.

რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!”

ფარსადანმა, მის ხელმწიფობას რომ შეშვენოდა, ისეთი ლხინი გამართა. ყველა სასმისი

ლალისა და ფირუზისა იყო. უკეთეს დროსტარებას კაცი ვერ ინატრებდა.

უზომოდ გავიხარე. მეფეს ებრძანებინა, მთვრალიც კი შინ არავინ გაეშვათ. მხიარულების

ხმაურში, გაჩუმდითო, გაისმა. ყველამ მოწიწებით თავი დახარა და გაიტრუნა, სიმღერაც

შეწყდა.

– შვილო ტარიელ, – მითხრა ხელმწიფემ, – ენით არ ითქმის, რარიგ გვიხარია! ჩვენ აქ

ვზეიმობთ და ნეტარებას მივსცემივართ, მტერს კი გლოვა და ვაი-ვაგლახი აქვს, და ეს შენ

გამოა, შენი წყალობით.

მჭვრეტელნი ქებას ამაოდ არ გიძღვნიან, ნამდივილად რომ ღირსი ხარ. შვებითა და

დიდებით გაბრწყინებულს თუმცა ჩვენგან ახლით შემოსვა გეკუთვნის, მაგრამ ეგ სამოსი ისე

გშვენის და გიხდება, სხვა ვერც შემოგვითავაზებია. ასი საუნჯე შენი იყოს, “ვის შუქნი

მოგიფენიან”, და, რაც მოგეწონოს, თვითონვე შეაკერვინე, ჩვენ ნურას მოგვერიდებიო.

– ასი საუნჯის ასივე კლიტე მომართვეს. მეფე-დედოფალს თაყვანი ვეცი და სვესვიანობა

დავულოცე. “თვით იგი მზენი მზეთანი” ადგნენ და გადამკოცნეს. მერე იმოდენა

განძეულობა გასცეს, ანგარიში არ ეგებოდა, ლაშქარი პირთამდე აივსო.

ხელმწიფე ხელახლა დაბრძანდა მხიარული და ნადიმობაც გაგრძელდა. სმამ და სიმღერამ

იმატა, ჩანგი და ბარბითი ისევ საამოდ ჟღერდა.

შებინდებისას დედოფალმა დაგვტოვა, ჩვენ კი კარგა ხანს დავრჩით, “ძილ-პირამდის

სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა”. მერე ყველანი დავიშალენით, მეტი სმა და

დროსტარება აღარ შეგვეძლო. შინ რომ მივედი, სიშმაგემ ხელი დამრია და აღარ ვიცოდი, რა

მექნა:

“ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.

მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

ნესტან-დარეჯანის წერილი მიჯნურთან. ტარიელის უგონოდ გახდომა. საპასუხო

წერილი – განხილვა

POSTED ON DECEMBER 3, 2013 UPDATED ON FEBRUARY 6, 2014

Page 8: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

– ფარეში შემოვიდა და მომახსენა,

პირმობურული ქალი გკითხულობსო. მაშინვე გამოვიცან, ვინც უნდა ყოფილიყო, და გულმა

ბაგა-ბუგი დამიწყო.

წამოვვარდი და წინ მივეგებე. ვისთვისაც ვკვდები და ვიტანჯები, “მე ვისთვის

ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად”. თაყვანისცემა აღარ დავაცადე და ვეამბორე, მერე

ხელი მოვკიდე, ჩემი საჯდომის ახლოს დავისვი და ვუთხარი: გამაგებინე, `მორჩი ალვისა

ხე” თავის სამყოფელში, ნეტავ, თუ დაბრუნდა, მისი ამბავი მიამბე, სხვა არა მინდა რა-მეთქი.

მოგახსენებ, უკვე აღარ გერიდებიო, მომიგო და სიამით დასძინა: დღეს ერთმანეთი გინახავთ

და მეტად მოგწონებიათ, ახლაც შენი ამბის შესატყობად გამოვუგზავნივარო. ეს თქვა და

“წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა,

ეწერა: `ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა,

ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა,

არ-ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,

შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა;

მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა;

შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,

ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო;

Page 9: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;

რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.”

ეგ მოსახვევი მე მაჩუქე და, შენეულით დამშვენებულს რომ მნახავ, თვითონაც გეამება,

თავად კი სამხრეს გიგზავნი და, თუ ჩემი ხათრი გქონდეს, შენ ეს შეიბიო. იცოცხლე და

გაიხარე, ურვა-ვაება ამის მეტად აღარ გენახოსო.

რა სამხრე გაიხსენა, ტარიელი საშინლად გაშმაგდა, კვალვ ტირილი მოერია, ვარამი

უზომოდ დაუმძიმდა. სამხრე შეიხსნა, ისეთი იყო, ფასი არ დაედებოდა. მერე ძლივსღა თქვა:

აი, ეს ახლა მე მაქვს, უწინ რომ მას ება მკლავზე. სახესთან სათუთად მიიტანა, მიუალერსა

და… გონდაკარგული ძირს დაეცა, სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა.

“ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,

ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა.”

მისი შემყურე ავთანდილი მწარედ ქვითინებდა. ასმათის გულსაკლავ მოთქმა-ვაებას

იქაურობა აეკლო, ცრემლის ნაკადით ქვას ხვრეტდა, დაკაწრულ ღაწვთაგან სისხლი ღვარად

სდიოდა. ქალი გულწასულს წყალს ასხამდა, შველას ლამობდა. როგორც იქნა, მოასულიერა,

“ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა”.

ტარიელი წამოჯდა და აქეთ-იქით რეტდასხმული იცქირებოდა, ფერი წასვლოდა, “ვარდი

სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად”. რად გადავრჩიო, მეტისმეტად უმძიმდა.

ვაი, რომ ისევ ცოცხალი ვარ და წუთისოფელი ახლა ჩემს სისხლს კვლავ ხარბად დაეწაფება,

კლვავ გამაწამებსო, დაიჩივლა. სასაუბროდ სადღა სცალოდა, დიდხანს არც კი შეუხედავს

მათთვის. მერე ავთანდილს მიუბრუნდა:

– თუმცა გონება გიჟივით ამრევია, მისმინე და მაინც გიამბობ ჩემსა და ჩემი ცოცხლად

დამმარხველის ამბავს. წახვალ, სატრფოს ამ ამბის შეტყობით აამებ და გაბედნიერდები, მეც

ეგ მახარებს, “ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა”. აბა, თავად რაღა

დამრჩენია სასიხარულო, ისიც საკვირველია, სული რომ მიდგას!

მერე აღარ დააყოვნა და თხრობა განაგრძო:

– დისაებრ ტკბილი და მისანდო ასმათის ნახვა დიდად მეამა. წერილი წავიკითხე თუ არა, ეს

სამხრე მომართვა და მაშინვე მკლავზე შევიბი, ხოლო უცხო და უებრო შავი მოსახვევი

მოვიხსენი, საკვირველი კაბაც გამოვიღე, ამ მოსახვევთან ერთად ხატაეთს რომ

მომეხელთებინა, და ორივე სიხარულით გავუგზავნე.

– მზეო, შენგან მონაფენმა შუქმა დამატყვევა, შიგ გულში მეცა და სიჩაუქე-

სიმამაცე რაღასმიშველიდა-მეთქი, – ვსწერდი პასუხად.

– ესოდენ ტურფა და ნატიფი რომ გაშმაგებულმა კვლავ გნახე, თავგზა სულმთლადამებნა.

სიცოცხლე ხომ შენგან მაქვს ნაბოძები და, არ ვიცი, სანაცვლოდ რა უნდა შემოგზღო. აი,მაშინ

რომ არ გამწირე და სული შემარჩინე, ახლაც ისევე მხსნელად გამომჩენიხარ:

“აწჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე”.

– შენეული სამხრე მომივიდა თუ არა, მაშინვე მკლავზე შემოვიბი და ერთობ გავიხარე,თუმც

ა, მე რომ მმართებს, იმდენ სიხარულს რა გული დაიტევს?!

Page 10: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

“დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე;

სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”

მოსახვევი რომ მთხოვე, აჰა, მომირთმევია, მასთან ერთ კაბასაც გაახლებ, მისი მსგავსირომ ვ

ერსად ვერა ვპოვე რა. გევედრები, გონდაკარგულს უნუგეშოდ ნუ დამტოვებ,მიშველე რამე,

შენ გარდა ხომ ქვეყნად სხვა არავინ მყავს-მეთქი შვების მომნიჭებელი!

რა ასმათი გავისტუმრე, დავწექი და ტკბილად დავიძინე, მაგრამ სატრფო მეზმანა და

შევკრთი: “გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგულობა მომეწყინა”. ღამე ისე გავათენე, მეტად არც

მომჩვენებია.

ბჭობა ნესტან-დარეჯანის გათხოვებაზე – განხილვა

POSTED ON DECEMBER 3, 2013 UPDATED ON FEBRUARY 6, 2014

– ადრე დილით სასახლეში მიხმეს, მყისვე გავეშურე. მეფე-

დედოფალი ერთად დაბრძანებულიყო, წინ სამიოდე ურჩეულესი დიდებული უსხდათ, სხვა

არავინ მოეწვიათ. სკამი შემომთავაზეს და მეც იმ დიდებულთ შევუერთდი.

– სიყმაწვილის ჟამი უკან დაგვრჩენია, – შემოგვჩივლა ხელმწიფემ, – ღმერთმა უძეოდ

დაგვაბერა. მაგრამ ამას აღარა ვნაღვლობთ, რახან ასული გვყავს ისეთი, “ვისგან შუქი არ

გვაკლია”. ახლა დროა იგი დავაქორწინოთ. სასიძოდ იმგვარ კაცს ვეძებთ, რომ ტახტი

ჩავაბაროთ და ჩვენი მაგივრობა გასწიოს: ქვეყანას გაუძღვეს და არავის დააჩაგვრინოს,

მტერთა მახვილის საკბილო არ გავხდეთ და არ ამოვწყდეთო.

– ვითომდა ბჭობას შევუდექით, თუმცა, ავს რომ მიპირებდნენ, იმთავითვე მივუხვდი და

გული გადამელია, მაგრამ მხნეობა მოვიკრიბე. დამეშალა, არც მიფიქრია, ეს მე არ

შემშვენოდა, და მოვახსენე: თქვენს უძეობას გული ვერ შერიგებია, მაგრამ კმარა `ჩვენად

იმედად, ვინ მზესა დაედარების”. ვისაც კი სასიძოდ შვილსა სთხოვთ, დიდად გაუხარდება.

სხვა რა უნდა გკადროთ, თვითონ იცით, რაც უნდა ჰქნათ-მეთქი.

– ხვარაზმის ხელმწიფე თუ მოგვცემს შვილს სასიძოდ, იმისთანა სხვა არავინ არისო, –

ბრძანა ფარსადანმა და დედოფალმაც კვერი დაუკრა: – მართლაც რომ დიდებული მეფეა და

მის შვილზე უკეთეს სასიძოსაც ვერსად ვიპოვითო.

ეტყობოდათ, ყველაფერი წინასწარვე ჰქონდათ გადაწყვეტილი: ერთმანეთს ცბიერად

Page 11: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

შესციცინებდნენ და ლაპარაკიც თითქოს ერცხვინებოდათ. შეცილებას როგორღა

შევბედავდი, დასტური მივეცი და სულის ამოხდომის დღეც დამიდგა.

“ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,

ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა”.

– ხვარაზმს კაცი გაგზავნეს და ხელმწიფეს შეუთვალეს: მთელი ჩვენი სამეფო უმემკვიდროდ

გამხდარა, ერთადერთი ასული გვყავს, ჩვენთვის ძის მაგიერია და, თუ შვილს ზედსიძედ

მოგვცემ, ხომ კარგი, ქალს კი აქედან ვერავის გავატანთო.

მოციქული საბოძვარით სავსე დაბრუნდა, დასაბურავ-ჩასაცმელით უხვად

დაესაჩუქრებინათ. ხვარაზმელთა მეფეს დიდად გაჰხარებოდა და ეთქვა: რასაც

ვნატრობდით, ბედმა ის გვარგუნა, იღბლიანი შვილი მყოლია, უკეთეს ბედს სად

ვუპოვიდითო! სასიძოს მოსაყვანად ახლა სხვა კაცნი გაგზავნეს და დააბარეს: მობრძანდით,

ნუღარ დააყოვნებთო.

ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სჯა-ბაასი. ხვარაზმელი სასიძოს მოკვლა

– განხილვა

POSTED ON DECEMBER 3, 2013 UPDATED ON FEBRUARY 6, 2014

– ბურთაობით დაღლილ-დაქანცული

დასასვენებლად საწოლს შევედი. გულს მძიმეზე მძიმე სევდა შემომწოლოდა და ის იყო

მკერდში მახვილის დაცემა კინაღამ დავაპირე, რომ ასმათის მსახური მეახლა.

ამაყსა და ჯან-ღონით სავსეს ვინ რას შემატყობდა, მხნედ დავუხვდი. ბარათი მომართვა: “ვინ

სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”, მწერდა ასმათი.

Page 12: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

– შევჯექი და გავეშურე. მასთან მივდიოდი და უზომოდ მიხაროდა. ბაღში შევედი, კოშკის

ძირას ასმათი დამიხვდა, მოუთმენლად მიმელოდა. შევატყვე, ნამტირალევი იყო, “ცრემლი

აჩნდა ღაწვთა წთომით”, უწინდებურად აღარ გამიღიმა, დაღვრემილი მომეგება, ერთი

სიტყვაც არ უთქვამს. მერე კვლავ ტირილი მოერია და ცრემლი გადმოაწვიმა, “ამით უფრო

დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა”.

მეტად დავღონდი, მაგრამ არა ვკითხე რა. მე ერთსა ვფიქრობდი და სულ სხვა რამე კი ჩანდა.

ქალმა კოშკში შემიყვანა, ფარდაგიც გადამიწია და, ჩემი მთვარე რომ დავინახე, ვარამი

ერთობ მომექარვა, “გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა” გავუძელი, გონი აღარ

დამიკარგავს.

“იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი,

ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი,

მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,

ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,

არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;

ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული;

მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.”

– მიკვირს, პირის შემშლელი და ფიცის გამტეხი, მუხთალი და გამწირავი აქ რად

მოსულხარო?! მაგრამ არ შეგრჩება, სამაგიერო სატანჯველს ღმერთი მოგაგებსო!

არ ვიცი, ბრალს რაში მდებ-მეთქი, მოვახსენე, და პასუხი როგორღა მოგცე? მითხარი, რა

შეგცოდე, შენთვის ფერგამკრთალსა და ცნობამიხდილს ასეთი რა მიქნია-მეთქი.

უარესად შემომწყრა: ცრუსა და მოღალატეს რა უნდა გელაპარაკოო, “მამაცისა სიცრუესა,

ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!” გული იმაზე მეწვის, დიაცურად რად მოვტყუვდიო:

“შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!

შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი ჰრთულა ამას ნება,

შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,

ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება!”

გახსოვს, მწარედ რომ ქვითინებდი და ცრემლით ველსა რწყავდი, მკურნალნი თავს

გეხვივნენ და ვერას გშველოდნენო, ახლა რახან გამიმეტე, მეც გაგიმეტებ და ვნახოთ, ვინ

უფრო დაზიანდესო. იცოდე, ინდოეთს ისე ვერავინ დაეპატრონება, რომ, ავად განაგებდეს,

თუ კარგად, მოზიარედ მე არ ვყავდე. არა, შენ რომ გგონია, ის არ მოხდება, ამაოდ

მომცთარხარ, უნდოსა და უკუღმართს აზრიც ეგეთი მოგსვლია.

თუ ცოცხალი დავრჩი, ინდოეთში დიდხანს ვეღარ იბოგინებ, ბევრიც ეცადო, თავს

ტყუილად წააგებ. ახლა წადი, გამეცალეო, “სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი

აჰყო!”

რა ამის თქმა დაასრულა, ტარიელმა ამოიგიმინა და ატირდა.

– ეს რომ მისგან მოვისმინე, – უთხრა მერე ავთანდილს, – დიდად გავმხნევდი, თვალთაგან

ბინდი ჩამომშორდა და კვლავ ღონე მომეცა მისი ნათლისათვის მეცქირა. ახლა სადღაა,

დავკარგე! გასაკვირი ისაა, სული რომ მიდგას, თორემ სიშმაგეს ვინ დამიზრახავს?! რა ვქნა,

Page 13: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

ბოროტად მბრუნავ წუთისოფელს ჩემთვის მოუცლია, ვერა და ვერ გამძღარა ჩემი სისხლით!

– ბედად დროზედ შევამჩნიე, სალოცავი წიგნი სასთუმალს გადაშლილი ედო. ავიღე, ჯერ

ღმერთს, მერე კი მას ქება შევასხი და შევჰკადრე: მზეო, შენგან დამწვარ-დადაგულს ბარემ

სიცოცლეც მომისწრაფე და ის იქნება, ოღონდ, რახან აქამდე არ მომკალ, ერთიღა მათქმევინე.

თუ გეცრუო ან რამე პირფერობით მოგახსენო, ზეცა მრისხავდეს და მზის შუქი ვეღარ

ვიხილო! გამიგონე, ავი არა ჩამიდენია რა, და განკითხვა მაღირსე-მეთქი.

თავი დამიქნია და მიბრძანა: რაცა გაქვს სათქმელი, თქვიო. კვლავ შევჰკადრე: მზეო, მე თუ

შენი ღალატი გულში გამევლოს, ღვთის რისხვა თავს მეხად დამატყდეს-მეთქი:

“ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?!

მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!”

– მეფემ სადარბაზოდ მიხმო და დიდვეზირთა ბჭობა გამართა. დავრწმუნდი, რომ

ზედსიძედ ხვარაზმელი უფლისწულის მოყვანა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. დამეშალა,

მაინც არ დაიშლიდნენ და უგნურებად ჩამეთვლებოდა. გული გავიმაგრე და თავისთავს

ვუთხარი: ამჯერად ასე სჯობია, დავუდასტურო-მეთქი. უარი რომ შემეკადრებინა, რახან

თვითონვე ვერ მიმხვდარა, რომ ინდოეთი უპატრონოდ არ დარჩენილა:

“ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა,

ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?!”

ბევრიც ვიუარო, ამით არაფერი გამოვა, სხვა რამ უნდა ვიღონო-მეთქი, გავიფიქრე და

მხნეობა მოვიკრიბე, თუმცა “მედვა გული მხეცისაებრ” და ტყე-ველად გაჭრას ვნატრობდი.

რას მიქვიან, “ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!” ამაოდ გარჯილან-მეთქი.

“სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა.

იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა,

ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა”.

– ეს აზრად როგორ მომივიდაო, მითხრა. ვერა, შენს ღალატსა და ორგულობას ვერ

დავიჯერებ, ღვთისა და კაცის წინაშე ასეთი უმადურობა რაზედ უნდა გამოგეჩინა?! ჩემგან

ხელს ითხოვდი და შვება-დიდებით ინდოეთის ფლობა გეწადა, აგრე იყოს: ხელმწიფედ მე

და შენ დავსხდეთ, ყოველ სიძე-სძლობას ესა სჯობიაო.

“მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული,

ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული,

ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული,

მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული”.

მერე მითხრა: “გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს”, რაცა სჯობია, დინჯად უნდა

მოვაგვაროთ. სასიძო რომ არ მოუშვა, ვაითუ ამან ხელმწიფე გაამწაროს, “შენ და იგი

წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!” მოუშვებ და შემირთავს, ისინი იშვებენ და იხარებენ,

ჩვენ კი, ერთმანეთს დაშორებულნი, ასკეც სატანჯველს მივეცემით, ძოწეული ძაძით

შეგვეცვლება. არა, ეს მოუთმენელია, რომ სპარსნი გაგვითავადდნენ, ხვარაზმელთა მონა-

მორჩილი გავხდეთო.

Page 14: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

– ღმერთმა ნუ ქნას, იმას შენი ქმრობა ეღირსოს-მეთქი, მოვახსენე. ინდოეთში შემოვლენ თუ

არა, ვუჩვენებ, რა მეომარიცა ვარ, ჩემი ძალგულოვნება, აი, მაშინ ნახონ: ისე დავხოცავ,

ხელის გაქნევაც ვერ მოასწრონ-მეთქი.

– რაც გინდა იყოს, ქალი ვარ და ქალური გულჩვილობა მომდევსო, მითხრა: დიდ

სისხლისღვრას ერიდე, ლაშქარს ნუ იახლებ, სასიძო მიპარვით მოკალ, მის რაზმს კი

დაეხსენ, ნუ დახოცავ, კაცმა კაცის სისხლი უბრალოდ რად უნდა იტვირთოსო. ასე მოიქეც,

ჩემო ლომო და გმირთა მძლეველო! ეს იქნებაო ნამდვილი სამართალი, ხმელ ხესაც რომ

სიცოცხლეს ანიჭებს: “ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”.

– რა იგი მოჰკლა, მამაჩემს შეუთვალე, ინდოეთს სპარსთა სათარეშოდ ვერ გავხდი-თქო: ჩემი

სამკვიდრო მამულია და ერთ ციდასაც არავის დავუთმობ, თავი გამანებე, თორემ ციხე-

ქალაქს ერთობ გაგიცამტვერებ, ტრამალად გიქცევ-თქო. ჩემი ნდომა და სიყვარული არც

ახსენო, რომ შენს სამართალს ჩრდილი ვერავინ მიაყენოსო, ხელმწიფე ქედმოდრეკილი

თვითონვე შემოგეხვეწება და `ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.

– მისი რჩევა მეტად მომეწონა. მტერს ხმლით ავკაფავ-მეთქი, დავიქადე. მერე

წამოსასვლელად რომ წამოვდექი, ისევ დაჯდომა შემომთავაზა. მინდოდა მოვხვეოდი,

მაგრამ ვერ შევბედე.

“ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.

ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.

ჭირი ბევრჯელ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,

მერმე წასვლა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”

ტარიელისაგან ხვარაზმელი სასიძოს მოკვლა

– მაცნემ, სასიძო მოდისო, გვახარა. რას იფიქრებდა, რაც იმას მოელოდა. მეფეს დიდად ეამა,

მიმიხმო, ახლოს დამისვა და მითხრა: ეს დღე ჩემთვის ლხინისა და სიხარულის დღეაო,

დიდებული ქორწილი უნდა გადავიხადოთ, ყველგან კაცი გავგზავნოთ და მთელი საუნჯე აქ

მოვატანინოთ, უხვად გავსცეთო საბოძვარი, `სიძუნწე უმეცრულია”.

– ის იყო საქმეს შევუდექი, რომ სასიძოც მოგვივიდა. აქედან ჩვენები გაეგებნენ, იქიდან

ხვარაზმელნი მოდგნენ და ერთად იმდენმა ლაშქარმა მოიყარა თავი, ტევა აღარ იყო.

მოედანი კარვებით მოკაზმეთო, ბრძანა ფარსადანმა, სასიძომ ცოტა ხანს დაისვენოს, მერე კი

მოყმენი უშენოდ ეახლონ, ისინიც `კმარიან იქა ნახვისად”, შენ აქ ინახულეო.

“მოედანს დავდგით კარვები წითლისა ატლასებისა,

მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,

შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,

დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.”

– თავი არ დამიზოგავს, ჯერისაებრ გავისარჯე და დაღლილ-დაქანცული დასაძინებლად შინ

წამოვედი. მსახური მეახლა და ასმათის ბარათი მომართვა, მწერდა: “ადრე მოდიო,

გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”. ცხენიდან არც ჩამოვსულვარ, ფიცხლად გავეშურე.

ასმათი ნამტირალევი დამხვდა, ვკითხე: “ცრემლსა რასა ჰმილდი?!” შენს გადამკიდეს

სატირალს რა გამომილევსო, შემომჩივლა, მუდამ მოსარჩლედ როგორ დაგიდგე ან რით

გამართლოო?! შემიყვანა, ვნახე, წარბშეჭმუხვნილი იჯდა.

Page 15: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

“მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას გაენათლა რომ არე,

წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგა? დღე მიგჩს წინ საომარე!

ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?!”

მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლა გარე შემოვბრუნდი.

უკუ-ვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!

ქალი ომსა რაგვარ მაწვევ, აგრე ვითა დავძაბუნდი?”

– შინ მივედი და ჯაჭვ-იარაღით შევიჭურვე, მის მოკვლას ვესწრაფოდი. ასი რჩეული

მეომარი ვიახლე, შევსხედით და ქალაქი უხმოდ გავიარეთ. რა მივადექით, “კარვის კალთა

ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე” და შევედი. სასიძო ნებივრად იწვა და ეძინა, გახსენებაც

კი მზარავს. ფეხებში ვსწვდი და თავით სვეტს მივახალე. უსისხლოდ მოვკალ, თუმცა მისი

სისხლი მწყუროდა. “წინა-მწოლთა დაიზახეს” და საარაკო გლოვას მიეცნენ. ცხენს მოვევლე

და გამოვეშურე. დიდი განგაში ატყდა, მდევარი დამადევნეს. ვინც კი დამეწია, დავხოცე.

“ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,

მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი!”

მთელ ღამეს, უკუნ სიბნელეში, მდევრის მოსვლა არ შეწყვეტილა. ჩემი მკლავის ამბავს რომ

გებულობდნენ, დამფრთხალნი თავს ხელით იფარავდნენ, თუმცა ჯერ არა სჭირდათ რა.

ყველგან კაცი გავგზავნე და ინდოთ ლაშქარი ვიხმე: ვისაც გინდათ მომეშველოთ, აქეთ

ისწრაფეთ-მეთქი.

– უთენია ავდექი და შევეკაზმე. დილით მეფის სამი დიდებული მომივიდა, შემოეთვალა:

ღმერთია მოწამე, შვილივით გამიზრდიხარ, და სიხარული გლოვად რად შემიცვალეო?!

უდანაშაულო ხვარაზმელი უფლისწულის სისხლი რად დამაკისრე, ადრევე რად არ მითხარ,

თუ ჩემი ქალი გინდოდაო?! რას მერჩოდი შენს ბებერ გამზრდელს, რომ სიცოცხლე

გამიმწარე და შენი თავიც დამიკარგე, სიკვდილის დღემდე განუყრელად თან არ

მაახლებინეო.

“მე შევუთვალე: მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,

თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?

მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა.

მე, თქვენმან, მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!”

– მოგეხსენებათ, ინდოეთში რამდენი სატახტოც იყო, სხვა მეფენი ამოწყვეტილან და მთელს

მათ სამფლობელოს ახლა თქვენ დაპატრონებიხართ-მეთქი. მაგრამ ღმერთს თქვენთვისაც ძე

არ უბოძებია, ერთადერთი ასული გაგაჩნიათ, მეტი სხვას არავის ერგება-მეთქი. აბა, ეგ

სადაური სამართალია, გადამთიელი გაგვიხელმწიფო, მე წელზე ხმალი მერტყას და

ინდოეთს მეფედ სხვა დაჯდეს! ვერა, თქვენმა სიკეთემ, მაგას ვერ დაგყაბულდებით-მეთქი:

“შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე,

ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე,

ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,

სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!”

Page 16: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

ნესტან-დარეჯანის დაკარგვის ამბავი – განხილვა

POSTED ON DECEMBER 3, 2013 UPDATED ON FEBRUARY 6, 2014

– დიდებულნი გავისტუმრე. დარდი უფრო

შემომაწვა და გამახელა. მისი არა ვიცოდი რა და მომეტებულად ეს მტანჯავდა. მინდვრის

მხარეს რომ ზღუდე მქონდა აგებული, იმას გადავადექ და… საშინელი ამბავი შევიტყვე,

მიკვირს, თავი რომ არ მოვიკალი! ორი ქვეითად მომავალი დავინახე და წინ მივეგებე. ვიღაც

მონას ქალი მოჰყავდა, ვიცანი, ვინც იყო:

“თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე,

აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე”.

მისი შემყურე დავიბენი და სიშმაგე მომერია. რა ამბავია ჩვენს თავს, რა მეხი დაგვცემია-

მეთქი, შორიდანვე შევეხმიანე. მან საბრალოდ შემომტირა და ძლივს ესღა დაიჩივლა:

“ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა”.

ახლოს რომ მივედი, კვლავ ვკითხე: რა დაგვმართია, მართალი თქვი-მეთქი. ისევ საცოდავად

ამიტირდა, მწუხარებით გაოგნებულს დიდხანს ენა ვეღარ მოებრუნებინა, “მკერდსა წითლად

უღებვიდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი”. მერე მუდარით მითხრა: მოგახსენებ, რაღას

დაგიმალავ? ოღონდ, როგორც მე გაგახარო, შენც ისეთი მოწყალება მიყავ: გეხვეწები, ღვთის

გულისათვის შემიბრალე და “დამხსენ ჩემსა საწუთროსა”, ნუ მაცოცხლებო!

– როცა სასიძო მოჰკალი და ხმა დაგივარდა, – მიამბობდა ასმათი, – მეფე ზე აიჭრა და

გამწარებულმა ყვირილი მორთო, მყისვე შენ გიხმო. მოგნახეს და, შინ რომ არ იყავ,

Page 17: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

მოახსენეს, სადღაც წასულაო.

მაშინ კი მოჰყვა ჩივილსა და მუქარას: ძალიან კარგად ვიცი, რად დაუღვრია სისხლიო, მას

ჩემი ქალი უყვარდა, “რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან”. თავი მომიკვდეს,

თუ ჩემი და ცოცხალი დავარჩინო, ღვთის მადლმა, სულს ტანჯვით ამოვხდი, ეს რა მიყო,

რანაირი აუზრდიაო:

“მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა!

მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა?!”

აქ ტარიელმა გაიხსენა, რომ ფარსადანს წესად ჰქონოდა დადებული, თავი იშვიათად

დაეფიცებინა, მაგრამ თუკი დაიფიცებდა, აასრულებდა კიდეც.

– ვიღაც ავმა და ბოროტმა მეფის ეს წყრომა რა მოისმინა, მივიდა და ყველაფერი

შეატყობინაო “დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის”, ისევ მიამბობდა ასმათი.

შენმა ძმამ საქვეყნოდ თავი დაიფიცა, რომ ცოცხალს აღარ დაგარჩენსო. ღმერთია მოწამე,

ბრალი არა მიმიძღვის რაო, თქვა დავარმა, მაგრამ, რახან ასეა, ვის გამოც და ვისი

გულისთვისაც ვკვდები, ერთმანეთს ვეღარ ეღირსონო, დაიქადა.

“პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს,

შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს”.

დავარი უშვერად ლანძღავდა ნესტანს, რას არ უწოდებდა, თანაც მოთქმა-ტირილით

ემუქრებოდა: საქმრო ხომ მოაკვლევინე და მეც ტყუილუბრალოდ ვიღუპები, იცოდე, არც შენ

გაგახარებ, “აწ ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე”, ვინცა გწადიაო.

“ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,

დაალება, დაალურჯა, მედგრად პირი მოიქუშნა,

მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა,

ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა”.

– როცა დავარი მისი ცემით გაძღა, ორი მონა იხმო, ქაჯებს რომ ჰგვანდნენ, და კიდობანი

მოატანინა. “მას შიგან ჩასვეს იგი მზე” ჯიქურ და უბოდიშოდ, როგორც ტყვედპყრობილი.

ზღვისაკენ სარკმელი იყო, კიდობნიანად იქიდან გადაიპარნენ და გაუჩინარდნენ.

გაბოროტებული დავარი გონს მოეგო და გამწარდა: ეს რა ჩავიდინე, ნამდვილად დასაქოლი

ვარ! სიცოცხლე მაინც მომძაგებია და, ვიდრე ჩემი ძმა მომკლავდეს, ბარემ თავს მოვიკლავო,

თქვა და “დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა”.

– არ გიკვირს, მახვილით გული მეც რად არ გავიგმირეო, შესაბრალისად შემომტირა ასმათმა,

ცრემლად რომ იღვრებოდა. ახლა ის მიყავ, რაც “მმართებს ამისსა მახარობელსა, ზენაარ,

დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!”

– ერთობ გავქვავდი, გული ლოდივით დამიმძიმდა, მაინც ვანუგეშე: რა შენი ბრალია, წავალ,

მოვძებნი, ზღვა და ხმელს შევაჯერებ-მეთქი.

“მეტმან ზარმან გამაშმაგა. მომივიდა ცხრო და თრთოლა.

გულსა ვუთხარ: `ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა,

გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა”.

Page 18: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

ვისაც ჩემთან წამოსვლა გინდათ, აჰა, ჟამია-მეთქი, მივმართე მეომართ. შევეკაზმე, შევჯექი

და წამოვედი. ასსამოცი რჩეული მოყმე გამომყვა, ჩემთან ხანმონათევი და მისანდო.

ზღვას მივაშურე, ხომალდში ჩავსხედით და გავემართეთ. ზღვაში მარჯვე ადგილი

დავიჭირეთ, საცა ყოველი მხრიდან მომავალ ხომალდს უნდა გამოევლო, და უნახავი არავინ

გაგვიშვია. ამაოდ მოვილოდინე, ვერა გავიგე რა, და “შმაგი უფრო გავე-ვშმაგდი”. თურმე

ღმერთს ძალზე ვსძულებივარ, ასე რომ გამწირა!

– მთელი წელიწადი რომ დავყავ, “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა” და ნაპირზე გადმოველ.

გული ერთობ გამიმხეცდა, აღარავის ვუსმენდი. მხლებელნი ამომიწყდა და, ვინც ცოცხალი

დარჩენილიყო, ისინიც დამეფანტნენ. ორიოდე მსახური და ასმათიღა შემრჩა, ტკბილი

ასმათი, ვის ამაგსაც ვერასოდეს გადავიხდი.

“მისნი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,

ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

ნურადინ ფრიდონის ამბავი და ტარიელისაგან ფრიდონის შველა – განხილვა

POSTED ON DECEMBER 3, 2013 UPDATED ON FEBRUARY 6, 2014

– მთელი ღამე მევლო. დილით ზღვის ნაპირას

ბაღი გამოჩნდა, მეორე მხარეს კლდის მღვიმეები იყო. ისე შევატყვე, ქალაქს

მივუახლოვდით. `არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი”, და ქალაქში შესვლას

იქ შეჩერება ვარჩიე. შესასვენებლად ლაღად აზრდილ ხეთა ჩეროში ჩამოვხტი. მსახურთ

პური ჭამეს, მე კი თვალი მოვატყუე, მივიძინე.

“მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური:

ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,

ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური”.

– ძახილი მომესმა და იქით გავიხედე: მოყმე იყო, ამაყად ყიოდა და ზღვისპირ შავ ტაიჭს

ქარივით დააქროლებდა, გაფიცხებული “მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა”,

ხელთ სისხლით მოსვრილი ხმლის ნატეხი ეჭირა, თვითონაც სისხლი ჩამოსდიოდა,

დაჭრილი ტკივილს გაემწარებინა.

მისი ნახვის წადილმა შემიპყრო, მყისვე მსახური მივადევნე და შევუთვალე: შეჩერდი, ლომს

ვინ გიბედავს დაგჩაგროს, მიჩვენე-მეთქი. მან არ მოუსმინა, ხმაც არ გასცა. “ფიცხლად შევჯე,

ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა”, და ვუთხარი: შეჩერდი, გამაგებინე, რა მოგსვლია-მეთქი.

შემომხედა, მოვეწონე და შედგა.

Page 19: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

“გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: ‘შენ ასეთნი ხენი ვინ ჰხენ!’

მერმე მითხრა: ‘მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:

იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,

უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ'”.

მისმა თვალტანადობამ მეც გამაოცა და მომხიბლა. ვუთხარი: კარგი ჭაბუკი იარებს არ

შეუდრკება, დაწყნარდი, ხის ძირას ჩრდილში ჩამოვსხდეთ-მეთქი. დამიჯერა და გამომყვა,

ერთმანეთს მამა-შვილივით შევეტკბეთ.

ერთი ჩემი მსახური დასტაქარი იყო, ისრის პირები ფრთხილად ამოუღო და წყლულნი

შუხვია. მერე ვკითხე, ვინ ხარ ან ვინ გავნო-მეთქი. გიამბობო, დამპირდა და

“პირველ მითხრა: არა ვიცი, რა ხარ ანუ რას გამსგავსო

ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო.

რამან შეგქმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?

ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო?!”

მულღაზანზარის მეფე ვარ, ფრიდონი მქვიანო, მითხრა, მახლობლად ქალაქი მაქვს და

ტახტი იქ მიდგას, აქედან მოკიდებული ჩემი სამფლობელოა, მცირეაო, მაგრამ “ყოველგნით

სიკეთე-მიუწდომელი”. მერე მიამბო:

– პაპაჩემმა ვაჟიშვილები რომ გაყო, ზღვაში ერთი კუნძულია, იგი ბიძაჩემს არგუნა, ოღონდ

იმ კუნძულში წილი მეც დამიდო. იქ კარგი სანადირო ადგილებია, მე არ მერგო, მაინც

ვჩემულობდი და ბიძაშვილები მომერჩოდნენ.

დღესაც გამოველ, ქორ-შავარდნით მინდოდა მენადირა და ხუთიოდე ბაზიერი ვიახლე, სხვა

არავინ. ლაშქარს ვუბრძანე დამლოდებოდა. ზღვის შტო ნავით გადავცურე და კუნძულზე

გავედი, მოზიარენი არაფრად ჩამიგდია, ჩემიანებია და რად დავერიდო-მეთქი.

ვნადირობდი და ყიჟინასა ვსცემდი. ჯავრი მოსვლოდათ, ასე როგორ გაგვითამამდაო.

ლაშქარი ფარულად დამახვიეს, ნავებითა და ხომალდებით გზა შემიკრეს, დრო მიხელთეს,

მათ სიმრავლეს რომ არას დაგიდევდი. ბიძაშვილები თავადაც შემსხდარიყვნენ და დიდი

ჯარით აქეთ ჩემს ლაშქარს ეომებოდნენ.

“მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,

ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,

ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა,

სწადდეს, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.”

უკან ხომ დიდი ლაშქარი მომდევდა, იქიდანაც მიტევდნენ და აქედანაც, “არ მომწურვოდეს

წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს”, ერთი მხრიდან რომ ვერ დამჯაბნეს, ირგვლივ

მომეჯარნენ.

ხმალმა მიმტყუნა, გამიტყდა, ისარიც გამომელია. რაღა მექნა, ნავიდან ცხენი ვასკუპე და

“ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე”. მდევართ მივუბრუნდებოდი და

შავ დღეს ვაყრიდი, უკანვე გარბოდნენ. მხლებელნი იქვე დამრჩნენ და ყველანი დამიხოცეს.

“აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა!

ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!

Page 20: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,

ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!”

– უფრო მეტად მომეწონა ფრიდონი, ჩემი გული ერთობ მოინადირა. ვუთხარი: რა გეჩქარება,

ჯერ იარები მოგიშუშდეს, მერე კი მეც წამოგყვები და იმათ სულ მუსრი გავავლოთ, ჩვენ ორს

ერთად რა მეომარი დაგვიმაგრდება-მეთქი.

საჩემოდ მაგას რა ლხინი შეედრებაო, მომიგო, სიკვდილამდე შენი მადლიერი და მონა-

მორჩილი დავრჩებიო. მიგვიწვია და წაგვიძღვა. რა მივედით, ვნახეთ, თუმცა პატარა, მაგრამ

მართლაც სიტურფითა და სიკეთით სავსე ქალაქი იყო, ყველას მდიდრულად ეცვა.

ნაბრძოლსა და დაწყლულებულს ლაშქარი ერთი ვაი-ვიშით გამოეგება, “პირსა იხოკდეს,

გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა”, ეხვეოდნენ და ხმალს უკოცნიდნენ. მეც დიდი ამბით

შემხვდენენ, იმათაც

“კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი,

შემასხმიდიან ქებასა: მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!”

– ფრიდონი მალე მომჯობინდა, ცხენზე შეჯდომა და აბჯარ-იარაღის ხმარება შეეძლო. მისი

ნახვა ერთ რამედ ღირდა: “კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!” ნავ-

ხომალდნი დავკაზმეთ და დიდი ლაშქრით საომრად გავემზადენით. გულხელდაკრეფილნი

არც ისინი მსხდარან, ჩაბალახი ჩამოებურათ და შებმას გვიპირებდნენ.

– ზღვაში რომ შევცურეთ, წინ რამდენიმე ნავი ერთად მომეგება, ამაოდ გარჯილიყვნენ:

ფიცხლად ზედ შევეჯახე, “ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა”. მეორე ნავსაც

მივსწვდი, კიდეზე ხელი მოვავლე და ‘ზღვას დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა!”

სხვებმა იკადრეს გაქცევა და სამალავს მიაშურეს. მხილველთ უკვირდათ და ქებას

მასხამდნენ. რა ზღვა გავიარეთ და ხმელზე გავედით, ცხენდაცხენ შემოგვიტიეს,

სისხლისმღვრელი ომი გაჩაღდა.

“მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:

იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია”.

ორივე ბიძაშვილნი ხმლით მარჯვედ ჩამოყარა, მერე მაგრად გათოკა და, ამის დამნახავნი,

“მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა”. მტრის ლაშქარს ვეკვეთეთ და ზარდაცემულნი

გავფანტეთ, გაქცეულთ “ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით”. ქალაქი

ფიცხლად დავიჭირეთ. ნადავლი განძეულობა აღარაფერში ეტეოდა. ფრიდონმა საუნჯენი

მოინახულა, თავისი ბეჭდით დაბეჭდა და წამოვიდა, ორივე ბიძაშვილი ტყვედ იახლა:

“მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა.

ჩემი თქვეს, თუ: ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

– მულღაზანზარს დაბრუნებულთ მოქალაქენი დიდი ჟრიამულით დაგვიხვდნენ. იყო ერთი

ზეიმი და თვალის სეირი, “აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან”. მე და

ფრიდონს ქება-დიდებას გვასხამდნენ და მოწიწებით გვიხსენიებდნენ, მას მეფედ, მე კი

მეფეთმეფედ მიხმობდნენ.

Page 21: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

“დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით,

ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ-იეფობით”

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა – განხილვა

POSTED ON DECEMBER 4, 2013 UPDATED ON FEBRUARY 6, 2014

– ერთ დღეს მე და ფრიდონი სანადიროდ გავემართეთ. კონცხზე ავედით და ზღვასგადავხე

დეთ. აქ ერთი საკვირველი ამბავი გადამხდაო, ანაზდად გაიხსენა ფრიდონმა დამიამბო:

– მაშინაც, აი, ამ ცხენზე ვიჯექი, ზღვაში რომ იხვსა ჰგავს, ხმელზე კი შავარდენს, დასანადირ

ოდ მივდიოდი. სწორედ აქ შევჩერდი, გაფრენილ ქორს თვალს ვადევნებდი.მერე ზღვას გავხ

ედე და დავინახე, რაღაც მოცურავდა: შორიდან ოდნავღა ჩანდა,უჩვეულო სიჩქარით მოსრია

ლებდა, არც მხეცს ჰგავდა და არც ფრინველს.

გავკვირდი, ნეტავ, რა არის-

მეთქი. თურმე ნავი იყო, ნაპირისაკენ მოეშურებოდა.მეტადრე “თვალი ამად დავაცეცი, მთვა

რე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი!”კუპრივით შავი ორი მონა ამოძვრა და

“ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი,

მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!

მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,

იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;

დავაპირე შეტევება, ვთქვი: ‘წავიდე მათკე მე, წა'”

ეგებ ჩავუსწრო, ჩემს მერანს რა სულიერი გარდაეხვეწება-

მეთქი. ცხენი გავქუსლე,შამბნარი სულ დეზების ცემითა და ლაწა-

ლუწით ჩავიჯირითე. მაინც ვერ ჩავუსწარი,

“ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.

– ფრიდონის ნათქვამმა გულს ცეცხლი უარესად შემომინთო. სირცხვილს რაღასდაგიდევდი,

ცხენიდან გადმოვიჭერი და ღაწვთაგან დანადენ ჩემსავე სისხლშიმოვითხვარე. მერე ვუთხა

რი: მომკალი, მირჩევნია, იგი უჩემოდ რად ვის უნდაენახა-მეთქი.

ფრიდონი ამას ჩემგან არ მოელოდა. გაოცებული იყო, მაგრამ ძალზე შევებრალედა “თვალთა

თ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა”, შვილსავითმომიალერსა, შემეხვეწა და ც

ოტათი დამაწყნარა.

ბევრი ინანა, ეს რა წამოვროშეო. მაგას ნუ ნაღვლობ-მეთქი, ვუთხარი,

Page 22: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

“იგი მთვარე ჩემიიყო, მით მედების ცეცხლი მდაგად”. რაც თავს გადამხდომია, უკლებლივ გ

იამბობ, რახანმეგობრად გამომჩენიხარ-მეთქი. მართლაც, ავდექი და ვუამბე.

– ჯერ იყო და იმაზე შეწუხდა: ვაიმე, როგორ შევრცხვიო! რას ვიფიქრებდი, რომ შენ,ინდოთა

მაღალი ხელმწიფე, ვისაც დიდზე დიდი პატივი გმართებს, ჩემსა იყავმოსულიო?! მერე, ჩემ

ი ამბის მოყოლა რომ დავამთავრე, მომიმტკივნა და მანუგეშა.

“კვლაცა მითხრა: ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,

მას ლახვარსა მოაშორებს, თუცა პირველ გულსა უხებს,

იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,

ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს”.

– ნამტირალევი დავბრუნდით და სასახლეში განვმარტოვდით. შენ გარდა შემწე ვინამყავს-

მეთქი, შევჩივლე, და დიდად მოხარული ვარ, შენ რომ გაგიცან, ვისი მსგავსიცქვეყნად ღმერ

თს სხვა არავინ მოუვლინებია. თუ შემთხვევა მომეცა, ნახავ, რომ ავიმოყვარე არც მე გყოლივ

არ-მეთქი, ახლა კი ამასა გთხოვ, ენა და გონება მომაშველე, რამემირჩიე:

“რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?

თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოფელი წამისად”.

– ისეთი ბედნიერება მწვევია, მეტს ვერც ვინატრებდიო, მითხრა მან. შენ რომ მესტუმრე,ეს ჩ

ემთვის დიდი წყალობაა და სამადლობელი რა გაქვს? შენი მონა-

მორჩილი ვარ,როგორც გენებოს, ისე მიმსახურეო! მერე კი დასძინა: ამ ქალაქს ვერა ხომალდ

ი გვერდსვერ აუვლის, საცა უნდა მიდიოდეს, და ამიტომ, თუკი რამ უცხო და საკვირველიამ

ბავია, ყველას აქ გაიგონებ, ჩვენც მოვილოდინოთ და “აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომედაუწვა

ვ ალთა”.

ვინ იცის, ესოდენი ჭირ-

ვარამი იქნებ ღმერთმა კეთილად გიზღოსო. გამოცდილიმეზღვაურნი გავგზავნოთო, რომ “მ

ოგვინახონ იგი მთვარე”, მათ დაბრუნებამდეროგორმე გაუძელი, ისეთი ჭირი ხომ არა არის რ

ა, ლხინი ვერ მოერიოსო: “ყოლა ჭირი არეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია”.

– მყისვე მეზღვაურნი იხმო და უბრძანა: ნავებში ჩასხედით და “ზღვა-

ზღვა მოიცურვეთ,მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ”, რაგინდ გასაჭირი შ

ეგხვდეთ, არდაერიდოთ, თავს ნუ დაიზოგავთო. საცა კი ნავსაყუდარი იყო, იქაც ამბის მცნო

ბელნიგაგზავნა: ყველგან ძებნეთ, ეგების რამეს ყური მოჰკრათ და კვალი დაიკვლიოთო.

– ფრიდონი ცდას არ აკლებდა, რომ მეფურ პატივში ვყოლოდი. იმასაც ვერ შერიგებოდა,აქამ

დე რად არ ვიცოდი, ინდოთა დიდი ხელმწიფე მწვევიხარო. ქებას მასხამდა დამიბოდიშებდა

, რა ვქნა, შენი მოსაწონი არა გამაჩნია რაო. ასე გადიოდა დრო. მოლოდინილხინად მეჩვენებ

ოდა, თითქოს აღარც ვიტანჯებოდი, მრცხვენოდა კიდეც, უმისოდ რამემხიარულება-მეთქი.

– რაღა ბევრი გავაგრძელო. საცა კი ვინმე გაგვეგზავნა, ამაოდ დამაშვრალნი დაბრუნდნენ,ვე

რა გაეგოთ რა, და “მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი”.ფრიდონს

ვუთხარი: ღმერთია მოწამე, ეს დღე თუ რარიგ მზარავს და გულსმიკლავს-

მეთქი. უშენოდ მყოფს დღეც ღამედ მეჩვენება და “დახსნილ ვარ ლხინსაყოველსა”, ამიტომ თ

ქმაც მიჭირს, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს: რაკი მის ამბავს არსაითმოველოდები, მეტს ვეღარ გა

ვჩერდები, ნება მომეცი წავიდე-მეთქი.

Page 23: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

“ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი,

მითხრა, თუ: ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”

მისი ლაშქარი ხომ მუხლმოყრილი მომაწყდა,

“მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს დაამატირეს”, მეხვეწებოდნენ, ნუ წახვალ და მთელი სიც

ოცხლე შენი მონა-მორჩილივიქნებითო.

– რა არ იღონეს, რარიგ არ იწუხეს და ივაგლახეს, მაინც ვერას გახდნენ. თქვენი განშორებამე

ც ძალიან მეძნელება-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ უმისოდ შვება-

ლხენა როგორ უნდაავიტანო! ვიცი, თქვენც დიდად გებრალებათ და “ჩემსა ტყვესა ვერ გავსწ

ირავ”, წასვლასნურავინ მიშლით, ამის დაშლა არც იქნება, სულერთია, ვერ დავრჩები-მეთქი.

რა დაინახა, ჩემსას აღარ გადავთქვამდი, აი, მე რომ მყავს, ფრიდონმა ეს ცხენი მიძღვნადა მი

თხრა:

“ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი”, ვიცი, მეტი არა გინდა რა,ამასთან სხვა ძღვენ

ი რა მოსატანიაო, ახლა შენ იცი და მაგან, ან კი ქება რად უნდა, თავითვითონვე მოგაწონოსო.

“ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით,

მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.

სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.

გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით”.

– იქიდან წამოსულმა კვლავ ბევრი ვძებნე, ზღვა და ხმელი შევაჯერე, გაუსინჯავი არადამრჩ

ენია რა, მაგრამ მის მნახავსაც ვერსად ვერავის შევხვდი და სულმთლადგავშმაგდი, მძვინვარ

ე მხეცს დავემსგავსე. ბარემ მხეცებთან წავალ, იქნებ მათმასიახლოვემ ურვა მომიქარვოს, ამა

ოდ რაღას დავეძებ-მეთქი, გავიფიქრე.

მერე ასმათსა და მსახურთ ვუთხარი: ვიცი, გაგსაჯეთ და შეგაწუხეთ, თქვენგან დიდისამდუ

რავის ღირსი ვარ, ახლა მაინც წადით, დამტოვეთ,

“ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთაცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა”, თავს უშველეთ-

მეთქი. ჰაი, რასა ბრძანებო,შეიცხადეს, მაგას ნუ გაგვაგონებ: შენ შემდეგ სხვა პატრონი არამც

გვყოლია, შენსნაკვალევზე სიარული ღმერთმა ნუ მოგვიშალოს! ოღონდ კი შენ “გიჭვრეტდე

თსაჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა” და მეტი რაღა გვინდაო.

– რაგინდ ხალისიანიც იყო, თურმე უკუღმერთი ბედი ერთობ დუნესა და დაუდევარსგაგხდ

ის. მეც, თუმცა არას დაგიდევდი, მსახურთ მაინც ვუსმინე და ისევ თან ვიახლე.

“მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი,

სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი,

გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი”.

ტყე-

ღრე მოხეტიალე ამ გამოქვაბულთ წავაწყდი, კლდეში დევებს რომ შეეკაფათ.გულუშიშრად შ

ემოვები და სულ ერთიანად ამოვწყვიტე. წუთისოფლის სიმუხთლესმაინც ვერ ავსცდი: დევე

ბმა მსახურნი დამიხოცეს და მან დამაღონა.

– იმ დღიდან, ძმაო, აქ დავიდევ ბინა და აქ ვიტანჯები. ხან ველად გავიჭრებიგაშმაგებული

და მხეცებში გავერევი,

“თავსა მათებრვე მხსენები”, ხან ვტირი და გონსავკარგავ. ასმათი შემრჩა მანუგეშებლად, მის

Page 24: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

თვისვე გულდამწვარი და განაწამები. მასვიგონებ და ერთადერთი ეს მოგონება მასულდგმუ

ლებს, ვეფხვის ტყავიც მის გამოამომიჩემებია:

“რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახვს,

ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს”.

თუნდ მთელი ქვეყნის ბრძენთ მოიწადინონ, მას რომ შეჰფერის, ისეთ ქებას ვერა და ვერიტყვ

იან. ახლა, მის დამკარგავს, სიკვდილის მეტი არა მინდა რა, ღმერთსაც მხოლოდამას ვეხვეწე

ბი, სიცოცხლე მომისწრაფე-მეთქი. ეს თქვა და გამწარებულმა:

“პირსა იცა, გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აიხეწა,

ლალი ქარვად გარდიქცია, ბროლი სრულად დაილეწა.”

ავთანდილსაც ტირილი მოერია და წამწამთაგან ცრემლი წანწკარით ჩამოსდიოდა.როგორც ი

ყო, ასმათის ხვეწნა-

მუდარამ გაჭრა და ტარიელი დაწყნარდა, მერეავთანდილს მიუბრუნდა: შენ ხომ მაინც “გაამე

მე ვერას ვერ ამებულმან”, რომ ჩემიბედკრული ამბავი გიამბე, ახლა კი წადი და, მის ნახვას

დანატრებულმა, სატრფოსმიაშურეო.

– უშენოდ რა გამაძლებინებს, – მიუგო ავთანდილმა,

– წავალ და, ვიცი, თვალთაგანცრემლიც დამედინება, მაგრამ მალე ხომ ისევ გნახავ. სათქმელ

ი სხვაცა მაქვს, მართალსგკადრებ და ნუ მიწყენ: შენ ვისთვისაც იტანჯები, მაგით იმას არა დ

აელხინება რა.

გამიგონე, მე უფრო ვატყობ, თუ რა სჯობია შენთვის,

“სხვამან სხვისი უკეთ იცისსასარგებლო საუბარი”. ასეა, როცა ექიმი დასნეულდება, თავად რ

აგინდ კარგიმკურნალიც იყოს, მაინც სხვას უხმობს და ის ეტყვის,

`რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთამომდებარი”, და ის მოეშველება.

“რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი:

ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი,

კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი”.

ახლა წავალ და იმას მოვინახულებ, ვის გამოც გაუნელებელი ცეცხლით ვიწვი. მისსიყვარულ

ს შემოვიმტკიცებ და შენს ამბავს ვუამბობ, მეტი ჯერ მე იქ არა მესაქმება რა,უმალვე უკან გამ

ოვბრუნდები. ოღონდ ამასა გთხოვ, არ მიმტყუნო,

“ღმერთი იღმრთო,ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო”.

თუ იმას შემპირდები, რომ აქედან არსად წახვალ, მეც ჩემს სიტყვას არასგზით არ გავტეხ:ისე

ვ მოვალ და გნახავ, შენთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ და, თუ ღმერთმა ინება,

“ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.

– უცხო კაცს ეგრე რამ შეგაყვარა ჩემი თავი, რომ ვეღარ მელევი, როგორც იადონი ვარდს,

– უთხრა ტარიელმა,

– ღმერთმა ქნას და “ალვა მორჩი, განაზარდი” ისევ მენახო! იცოდე,შენი დავიწყება არ შემიძ

ლია, ჩემი გულიდან ვეღარაფერი ამოგშლის.

“პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,

გული მინდორს არ გაიჭრეს, არ ირმოს და არცა ითხოს;

Page 25: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!

შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

– ერთხელ კიდევ წრფელი ფიცით შეიფიცნენ ერთურთის სიყვარულით გულანთებულიმეგო

ბრები, ურვისაგან ღაწვთა იაგუნდი რომ ქარვისფრად ქცეოდათ და ბრძენი გონებაგაშმაგებო

დათ. ის ღამეც ერთად იყვნენ. რა გათენდა, ცრემლითა და ვაებით გაიყარნენ,დაღვრემილნი

და უზომოდ შეწუხებულნი.

ასმათი ავთანდილს შამბნარამდე გამოჰყვა, მუხლმოყრილი მოწიწებით ეხვეწებოდა,

“ადრე მოსვლასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა”. დაო, უთქვენოდ რაგამაძლებინებსო,

უთხრა ავთანდილმა, მალე გინახულებთ, შინ დიდხანს არ დავრჩები,ოღონდ თვითონ არსად

წავიდეს და, ფიქრი ნუ გაქვთ, მე არ გაგწირავთო:

“აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,

შეიგენით, მივსცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

ავთანდილის არაბეთს დაბრუნების ამბავი – განხილვა

POSTED ON DECEMBER 4, 2013 UPDATED ON FEBRUARY 6, 2014

– იქიდან წამოსულ ავთანდილს აუტანელი

სევდა შემოსწოლოდა. “პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს”. მისგან დადენილ სისხლის ცრემლს

მხეცნი დასწაფებოდნენ. ფიცხლად მოდიოდა და შორი გზა მალე გალია.

როცა იმ ადგილს მოატანა, საცა თავისი ლაშქარი მიეტოვებინა, თვალი მოჰკრეს და იცნეს.

სიხარულით რომ გული იჯერეს მსწრაფლ გაეშურნენ და შერმადინს ახარეს: “მოვიდაო,

აქანამდის ვისთვის ლხინი გაგვემწარნეს!” ერთგული მოყმე პატრონს მყისვე:

Page 26: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

“გაეგება, მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა,

აკოცებდა, სიხარულით ცრემლსა ღვრიდა, ველთა მრწყველსა.”

ნეტავი, ცხადია, თუ სიზმარში ვარ, ეს რა მეღირსა, უვნებელს გხედავო! ავთანდილმაც

მიუალერსა, სიყვარულით მოიკითხა, უთხრა: მადლობა ღმერთს, თუ არა გაგჭირვებია რაო.

დიდებულებმა თაყვანი სცეს და მოწიწებით ეამბორნენ. დიდით პატარამდე ყველა

სიხარულს მოეცვა. სასახლემდე ზარ-ზეიმით მოაცილეს, აქ ხომ უამრავი ხალხი მოაწყდა:

“მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.

მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული.

ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კლებული!”

რაც რამ ენახა, შერმადინს სრულად უამბო. უცხო მოყმეზე რომ უყვებოდა, ცრემლმორეული

თვალს ძლივს ახელდა. ბოლოს შესჩივლა: უმისოდ ჩემთვის ყველაფერს ერთი ფასი აქვს,

სიცოცხლეს ხალისი დაჰკარგვიაო. შერმადინმა შინაური ამბები უკვებლივ მოახსენა და

დასძინა: როგორც მიბრძანე, ისე მოვიქეცი და ხვაშიადი შეგინახეო.

ის დღე ნადიმობაში მიიწურა, სადღა წავიდოდა, დაღლილ-დაქანცულმა ღამით გამოისვენა

და, ინათა თუ არა, შეჯდა და სატახტოსაკენ გაემართა. ფიცხლად მიეშურებოდა, “სავალი სამ

დღე ვლო დღისა ათისა: მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა”.

მახარობლად შერმადინი აფრინა და როსტევანს შეუთვალა: მუდამ განცხრომა-დიდებითამც

სუფევდე, მეფეო! ლაღსა და ამაყს ამას დიდი რიდითა და მოკრძალებით შემოგკადრებ: იმ

მოყმისა რომ ვერა გვეცნა რა, თავი მომძაგებოდა, “აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ

შვებით და მშვიდობით”. შერმადინმა რა ეს მოახსენა, გახარებულმა ხელმწიფემ ღმერთს

შეჰღაღადა: რასაც გეხვეწებოდი, გმადლობ, რომ ამიხდინეო!

“თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:

ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”.

იგი მით აკრთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა,

მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა.”

როსტევანი შეჯდა და ავთანდილს მიეგება. მოყმე ცხენიდან ჩამოხტა და მოწიწებით თაყვანი

სცა, ბედნიერებით გაბადრულმა ხელმწიფემ მხურვალედ გადაკოცნა. შვება-ლხენით

გამოეშურნენ და სამეფო დარბაზს მიმართეს.

მისი დაბრუნება ყველას სიამეს ჰგვრიდა, დიდებულთაგან ზოგი მთვრალსა ჰგავდა,

სიხარულით რეტდასხმული. მალე თინათინიც გამოჩნდა და:

“მას ავთანდილ თაყვანის-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა,

მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა,

პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა-ზესა,

სახლ-სამყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა!

იმ დღეს ნადიმად ისხდნენ და უხვი საბოძვარი გასცეს. მეფე მოყმეს, როგორც შვილს

ტკბილი მამა, ისე შეჰხაროდა და უალერსებდა, “მათ ორთავე აშვენებდა ფიფქსა თოვნა,

ვარდსა ნამა”. ნადიმის შემდეგ მარტო დიდებულნი დარჩნენ. ხელმწიფემ ავთანდილი

ახლოს დაისვა და აამბობინა, თავს რაც გადახდომოდა ან უცხო მოყმისა “რა ენახა, რა

Page 27: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

ესმინა”.

გამწირავი წუთისოფელი კაცს ჭირში გამოატარებს და ნირს შეუცვლის, მისი სიმუხთლით

“ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან”. ტარიელი მაინც სხვა იყო,

შუქდაუბინდავი! მისი სახელის ხსენებაზე ავთანდილს ღაწვი ცრემლით დაენამა და

ქვითინი აღმოხდა. დაიჩივლა, ნუ გაიოცებთო, თუ იმის მომგონი სულ ვკვნესოდე და

ვვაებდე:

“მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და ანუ მისისა სახისა,

ვინ უნახავ ქმნის გონება ყოველთა კაცთა მნახისა;

ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა, შორს მყოფი, ახ, ის ა!”

მის ამბავს დაწვრილებით მოჰყვა. თხრობა რომ დაასრულა ქება შეასხეს და მხნე მარჯვენა

დაულოცეს. მერე მხიარულად დაიშალნენ, დიდად კმაყოფილნი.

ის იყო საწოლს მივიდა, რომ თინათინის მსახური ეახლა და, გიხმობსო, მოკრძალებით

მოახსენა. რარიგ ეამა, ენა ვერ იტყვის. ადგა და ფიცხლად გაემართა `ყმა სოფლისა ხასიათი,

ჯავარ-სრული, მრავალ-წყალი”. სიხარულით ფრთაშესხმული მიდიოდა. თავად ხომ ლომი

იყო და შამბნარშიაც ლომთა შორის უშიშრად ევლო, მასთან მაინც შემკრთალი შევიდა,

თუმცა გული გულთან გაეერთებინა.

“მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ ნადევრი,

წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი;

ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,

მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!”

თინათინი მხიარულად დაუხვდა, სკამი შესთავაზა და პირისპირ დაისვა. ლხინით სავსენი

ერთმანეთს შესტრფოდნენ, ტკბილად და თამამად ბაასობდნენ. ქალმა უთხრა: იპოვე არა,

ვისი ძებნითაც გაიტანჯეო? როცა კაცი გულის წადილს აისრულებსო, მიუგო ავთანდილმა,

მაშინ უკვე:

“ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა;

ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა,

მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.”

– მე რომ მიკიდია, ისიც იმავე ცეცხლით იწვის და მეტადრე ეს მაღონებს. ვაი, რომ

წუთისოფელს უცრემლოდ ვერავინ გადაურჩება! – დაიჩივლა ჭაბუკმა მიჯნურმა და

ტარიელის ამბავი უფრო დაწვრილებით უამბო: – საბრალოს ვერ აუტანია ბროლ-

მინანქარივით სხივმოელვარე გულისსწორის დაკარგვა და გახელებული, მტირალი ტყე-

ველად “მხეცთა თანა იარების”. სიცოცხლე მოსძაგებია და ძეხორციელს ახლოს არ ეკარება,

ვეფხვივით მღვიმეში ბინადრობს. `სულთა დგმად და ჭირთა თმენად” ერთადერთი ასმათი

ჰყავს, სატრფოს რჩეული მოახლე და მეხვაშიადე. ტარიელის ქებას რა ენა იტყვის ან მის

მნახველს სხვა რაღად მოეწონება:

“თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების,

ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!”

Page 28: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

თინათინს წადილი აუხდა: ამბავი, მის შეტყობას რომ ასე ნატრობდა, დიდი ხალისით

მოისმინა და “განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა”. თანაც ამ ამბავმა

ჩააფიქრა და გული აუჩვილა. რა ვუშველოთ, ჭირთა გაძლება რით გავუადვილოთ, მის

წყლულს რა წამალი ეწამლებაო, ჰკითხა ავთანდილს. მოყმემ აღარ დაახანა და გაუმჟღავნა:

– მისვლის ვადაც დამითქვამს და მზეც შემიფიცავს, შენთვის სიცოცხლეს არ დავიშურებ-

მეთქი. იგი ჩემი გულისთვის არ დაერიდა და თავისი მწარე თავგადასავალი გაუძლისი წვა-

დაგვით მიამბო. მომენდო, მიძმო და როგორღა ვუმტყუნო?!

“ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;

კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,

აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

– აქამდის დადაგული გული დამიამდა, სურვილი რომ ერთობ ამსრულებია, – უთხრა

თინათინმა: – შენ მშვიდობით დამიბრუნდი, გადაკარგული უცხო მოყმის მპოვნელი, და

დამიბრუნდი ისე, რომ “ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა”.

წუთისოფელი ყველასათვის ამინდივით ცვალებადი ყოფილა: კაცს თურმე ხან მზეს

გამოუბრწყინებს და ხან კიდევ ცას რისხვით მოუქუხებს. ხომ ხედავ, “აწ ასრე ლხინად

უხვდების”, რაც უშენოდ ჭირი მინახავს. “რათგან შვება აქვს სოფელსა”, არა, უსასო ურვა-

წუხილს კაცმა თავი არ უნდა მისცეს.

“შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა,

ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა”.

შენ წახვალ და, თუ რამ ეწამლება, ვიცი, გაუჩენელს გააჩენ და მიეშველებიო, ოღონდ მე რა

ვქნა “ბნელ-ქმნილმა, მზე მიმეფაროს, მი, ცისა?”

– შენმა მცირე ხნით ნახვამ ურვა უფრო მომიმატა, – შესჩივლა ჭაბუკმა, – დამზრალ წყალს

სულის შებერვა რას გაათბობს? ისიც ხომ ამაოა, მზეს მაღლა, ცაში, დაბლიდან სიყვარულით

ეალერსებოდე და ამბორს უგზავნიდე. “თუ გეახლო, ერთხელ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ

ვა!” საშველი ვეღარ დამდგომია და ეს არი.

“ვა თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი,

გული ძეს საგნად ისრისა, მესრის საკრავად სამალი;

დრო სიცოცხლისა ჩემისა დღესითგან ჩანს ნასამალი;

მალვა მწადს, მაგრა გარდახდა ჟამი პატიჟთა სამალი!”

ვიცი, ვარდი უეკლოდ არ მოიხელთება და, თვითონ ხედავ, ეკალს არც ვუფრთხიო, დასძინა

ავთანდილმა, ოღონდ, “მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, სიცოცხლისა

საიმედო ნიშანი რა წამატანე!” ტკბილი მოყმე იყო და ენაც ტკბილი ჰქონდა, მისთვის

სიკეთეს ვინ დაიშურებდა? ქალმა წადილი წამსვე აუსრულა: მარგალიტის მკლავსაბამი

შეიხსნა და მისცა.

“რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,

ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,

Page 29: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს!

ვაი მოყვრისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!”

ერთურთის ჭვრეტით ტკბებოდნენ და ხარობდნენ. მაგრამ, რა მისგან წამოვიდა, ავთანდილს

სევდამ ხელი დარია და გაშმაგდა, მკერდში მჯიღს იცემდა და ილურჯებოდა, ცრემლად

იღვრებოდა მიჯნურობით აგულჩვილებული: “მზე ტირს სისხლისა ცრემლითა ზღვისაცა

მეტის-მეტითა”.

რად ვერ გაძღაო ჩემი სისხლით წუთისოფელი, მწარედ ქვითინებდა. ასეა, “რა ღრუბელი

მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს”, მასაც შუქმომფინარე სატრფოს დაშორებით

გულს ბინდი დასცემოდა, თინათინის სიახლოვის სიამე ჩაშხამებოდა. ცრემლითა და ვაებით

გზად მიმავალს მძიმე ფიქრები სულ უფრო უკარგავდა მოსვენებას, თავის ძნელებდობას

მოთქვამდა, წუთისოფლის სიცრუესა და სიმუხთლეს უჩიოდა:

“სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად;

იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად!

მიკვირს, თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად,

ვირე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

ვინ გუშინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია,

დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,

დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია,

აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”

ვერც შინ მისულმა მოისვენა, საწოლზე წამომჯდარი ისევ სისხლის ცრემლს აფრქვევდა და

გონი მისდიოდა. სატრფოს სახე სულ თვალწინ ედგა დათრთვილული ბალახივით

ფერგამკრთალს. “ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!” თინათინის მკლავს

ნაბამი მარგალიტის სამკაული სათუთად მკერდში ჩაიკრა და ეამბორა. მერე, გული რომ

ვერაფრით დაიწყნარა, გამწყრალმა მისი სიხარბე და დაუდგრომლობა დაგმო:

“გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

გული – ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,

გული – ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,

ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!”

რა გათენდა, კაცი მოუვიდა, მეფე დარბაზს გიხმობსო. მყისვე გაემართა, ლაღად და

მოხდენილად მიეშურებოდა, დარდსა და უძილობას არ იმჩნევდა. მოყმის სანახავად უამრავ

ხალხს მოეყარა თავი, ერთმანეთს აწყდებოდნენ, ტევა აღარსად იყო. უჩვეულო ჟრიამული

იდგა, საკრავთა ხმიანობას ხომ ყურთასმენა წაეღო.

მეფე შეეკაზმა და შეჯდა, ავთანდილი სანადიროდ აწვია. თან იმდენი წაეყვანათ, “მზესა

ქორნი აბნელებდეს”, მწევარ-მეძებართაც თვლა არა ჰქონდათ. უამრავი ნადირი დახოცეს,

სულ სისხლით მორწყეს მიდამო. სასახლეში მხიარულნი დაბრუნდნენ, აქ გაშლილი სუფრა

ელოდებოდათ.

დიდებული ნადიმი გაჩაღდა, მომღერალ-მოსაკრავენი ხომ, ნუღარ იკითხავთ, ისეთნი

იყვნენ. ავთანდილი მეფეს გვერდით დაესვა და ტკბილად ბაასობდნენ, იცინოდნენ,

Page 30: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

ხარობდნენ, “ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა”. მახლობლად

რჩეულნი ისხდნენ და ისმენდნენ, “შორს ჯარი დაიჯრებოდა”. უტარიელოდ ხომ ენა ვერავის

მოებრუნებინა, ყველა მის ხსენებაში იყო.

მოყმე შინ გულმოკლული მივიდა. სასახლიდან წამოსულს გზად ბევრი ცრემლი ეღვარა.

თვალწინ სულ სატრფოს სახე ედგა, თინათინი ელანდებოდა. ვერა და ვერ

დაწყნარებულიყო: “ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა!” გულს ამაოდ

ევედრებოდა, აიტანეო, არ უსმენდა, ეურჩებოდა.

“წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დავუსახეო?

მოგშორდი, ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო,

შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,

ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტამცა სიზმრად გნახეო!”

მოთქმა-ტირილით ამას შეჰღაღადებდა სატრფოს. მერე კვლავ შეეცადა დაწყნარებულიყო.

გულს უთხრა: მოთმენაო “ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა, არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა,

მითხარ, რა მოვუგვაროთა?” ღვთისაგან თუ ლხინი გვინდა, ჭირიც ავიტანოთო!

იცოდე, გულო, სიკვდილს რაოდენ მოწადინებულიც ვიყოთ, სჯობია, სიცოცხლის

გასაძლებად თავი გამოვიდოთ, ოღონდ დამალე, ვერავინ შეგატყოს, რა ცეცხლიც გიკიდია,

მიჯნურს ხომ მიჯნურობის გამჟღავნება “ავად შეჰფერობს”, არ შეშვენისო!

ავთანდილის მიერ როსტევანისაგან ხელახლა გაშვების თხოვნა – განხილვა

POSTED ON DECEMBER 4, 2013 UPDATED ON FEBRUARY 6, 2014

Page 31: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

გათენდა თუ არა, ავთანდილი შეეკაზმა, შეჯდა და ვეზირის სახლისაკენ გასწია. გზად

სულ იმის ფიქრში იყო, ნეტავი, მიჯნურობა არ დამეტყოს, არავინ შემამჩნიოსო. გულსკვლავ

ევედრებოდა, მოითმინე, გაუძელიო.

ვეზირმა მოყმე რომ დაინახა, მიეგება, თაყვანი სცა და ქება შეასხა: ჩემს კერას ეს რაეღირსა, მ

ზედ ამომიბრწყინდი! დღეს სასიხარულო ნიშანი მენიშნა და თურმე ამასმოასწავებდაო. ასეა,

“ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”. ვეზირმა ცხენიხალისით ჩამოართვა ავ

თანდილს.

“ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.

ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან,

თქვეს: “სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

მნახველთ გული მისდიოდათ და ოხვრა-

კვნესა ვერ შეეკავებინათ. მისი ჭვრეტით რომჭკუას კარგავდნენ, ესახელებოდათ კიდეც. მოყმ

ემ ვეზირთან განმარტოება ისურვა დაჯალაბობა გაიკრიფა.

– სასახლეში ისე არაფერი მოხდება, რომ შენ არ შეგატყობინონ და მოგესაუბრონ,

– უთხრაავთანდილმა ვეზირს,

– მეფეს შენი ხათრი აქვს და, რა საქმესაც მოიწადინებ, უარს არგეტყვის.

ახლა ჩემს გასაჭირს გიამბობ და “მკურნე, რაცა მეკურნების”. იმ მოყმის სატანჯველსდავუწვა

ვარ, მისი ცეცხლი მეც ცეცხლად მომდებია. თვითონ ჩემთვის სულიც არდაუშურავს. მისგან

ისე ვარ დავალებული,

“შეზღვა ხამს შეუზღველისა! ხამს სიყვარულიმოყვრისა უხვისა, უშურველისა”. უნდა წავიდე

, უმისობის ატანა მეტი აღრ შემიძლია.

“მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა,

მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება, და!

რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,

მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა”.

როცა ვშორდებოდი, დიდი ამბით შევციფე: კვლავ მოვალ და მოგეშველები,

“შენსა მევეძებ ნათელსა”, ვისთვისაც გული დაგბნელებია-

მეთქი. ჩემი წასვლის დრომ მოაწია დაამაზედ ვწუხვარ. არას დაგიფარავ, სრულ სიმართლეს

გეტყვი: მიმელის და ვერწავსულვარ, გაუნელებელი ცეცხლით სწორედ ამიტომ ვიწვი.

“ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,

რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!”

ხელმწიფის კარის თავკაცი ხარ და, ფიცით მითქვამს, ეს იცოდე: თუ არ შემიპყრობს,წასვლას

არასგზით არ დავიშლი, შეპყრობილი კი რაღად ვუნდივარ, რაში გამოვადგები?მიშველე რამ

ე, სანამ გულს ცეცხლი ერთობ დამიწყლულებდეს. როსტევანს ეახლე და,რაც გითხარი, ჩემ მ

აგიერ მოახსენე: დიდებულო ხელმწიფეო, ღმერთია მოწამე, ამას რაშიშითა და ძრწოლით შემ

ოგკადრებ-თქო,

Page 32: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

“მაგრა მან ყმამა ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,

გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე, მან!”

ახლა, მეფეო, იგი რომ არ ვნახო, არასგზით არ იქნება-თქო: მთელი არსებით იქა ვარ,

“გული მას აქვს გულოვანსა” და უგულოდ აქ რის მაქნისი ვარ! თუ რამეს ვარგებ,უპირველსა

დ თქვენი სახელია, ვერ ვარგებ და, გულს მაინც დავდებ, რაც უნდა იყოს,ფიცს ვერა და ვერ გ

ავტეხ-

თქო. ჩემი წასვლა ნუ გეწყინებათ და ნუ დაღონდებით,ღმერთს რაც ენებოს, დაე, ისე იყოს-

თქო. იქნებ გაგვიმართლოს და კვლავ გეახლოსთქვენი ავთანდილი, თუ არადა,

“თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს!”

– მეფესთან რომ არავინ შეგასწროს, სათქმელს ვამოკლებ, – უთხრა მან ვეზირს.

– ახლავეწადი და მოახსენე, აბა, შენ იცი, თავს ნუ დაიზოგავ და ისე შემავედრე, სიამტკბილ

ობითგამიშვას. ქრთამად ასიათას ოქროს მოგართმევ.

– შენი ქრთამი შენ გქონდეს, – სიცილით უთხრა ვეზირმა,

– შენგან წყალობად ისიცმეყოფა, გამგზავრებას რომ ეპირები! როცა მეფეს მაგას მოვახსენებ, ვ

იცი, უსათუოდსაბოძვარით ამავსებს, შოვნა ვის მოსწყენია?! მისმა სიკეთემ, იქვე გამათავებს,

მგონი,წამიც აღარ მაცოცხლოს! მე ცივ სამარეში ჩავწვები, შენი ოქრო კი შენვე დაგრჩება.

თუ არ მომკლა, ხომ ამიკლო და მიწასთან გამასწორა: ეგ როგორ მითხარი, აგრე რამგადაგრია

, რომ უმალვე ვერ მოისაზრე, მაგის თქმა არ ეგებოდაო?! რა ვქნა, აკლებასწყალობა მირჩევნი

ა და სიცოცხლის ფასი ხომ კაცს არა გააჩნია რა! ვერა, რაგინდმისაყვედურო,

“არ ითქმის და ვერცა ვიტყვი”. მეფემ კიდევაც რომ გაგიშვას, ლაშქარს რასეუბნები? ნუ გგონ

ია, მოტყუვდნენ და მზე დაგთმონ მოსაშორებლად, მეტადრე, რაკიკარგად იციან, რომ შენი წ

ასვლა მტერთ დაგვითამამებს. არა, “ეგე აგრე არ იქმნების,ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

– გეტყობა, სიყვარულისა არა იცი რა, – უთხრა ვეზირს ცრემლმორეულმა მოყმემ,

– არცფიცი და მეგობრობა გინახავს, თორემ მიხვდებოდი, უმისობით რა გასაჭირშიაც ვარ.ახ

ლა ისღა დამრჩენია, გულში დანა დავიცე.

“მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!

აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს.

ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს.

ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს”.

მეფესა და მის ლაშქარს, ნეტავი, რაში გამოვადგები, მუდამდღე მტირალი დაგონმიხდილი?

“სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან”. ეგ შენი რჩევა,ვეზირო, ამ ტანჯულმ

ა გულმა რანაირად უნდა შეიწყნაროს? ჩემს ადგილას კაცი კი არა,რკინაც რომ ყოფილიყო, ტ

არიელის სიბრალული ცვილივით დაადნობდა: რა უბედობაარ დასტყდომია თავს, რა ჭირი ა

რ გამოუვლია! თითქოს ცრემლი და ვაება ჰკლებოდეს,მეც ბევრი ვატირე,

“ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს!”

ახლა, არ გამიშვებენ და, სულერთია, გავიპარები, მივალ, მის წვა-დაგვას გავიზიარებ:

“ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად”. თუ გასაძევებლად არუნდიხა

რ, ვიცი, ჩემი გულისთვის არას გიზამს. მოდი და, რაც უნდა დაგემართოს, თავიგადადე, ნუ

რა სატანჯველს ნუ შეუშინდები!

– შენი ცეცხლი მეც ცეცხლად მედება, – მიუგო ვეზირმა,

Page 33: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

– მაგ ცრემლს ვეღარ ვუცქერ,გული მელევა, თითქოს სიცოცხლეს ვეთხოვები! რას ვიზამთ,

“ზოგჯერ თქმა სჯობსარა-

თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”. მივალ და მოვახსენებ, გინდ მოვკვდე, აღარვნაღვლ

ობ, ჩემი დღეც შენ შეგმატებოდეს.

ეს თქვა და მყისვე სასახლისაკენ გაეშურა. ხელმწიფე მორთულ-

მოკაზმული დაუხვდა,მხიარულს სახე მზესავით უბრწყინავდა. ვეზირი შეშინდა, საწყენის მ

ოხსენება ვერშეებედა, შეწუხებული იდგა და საგონებელს მისცემოდა. რა დაგმართია, რა მო

ხდა, რასშეუჭირვებიხარო, შეშფოთებით ჰკითხა მეფემ

– ვაი, რომ ჩემი ჭმუნვა ჩემს ჭირს შესტოლებია,

“არცა ჰმატს და არცა სდიდობს”. რა ვქნა,თქმა მეშინია, მაგრამ მოციქული ხომ შიშს ვერ დაერ

იდება. მემართლებით, მომკლათ,ამას რომ მოგახსენებთ: ავთანდილი შემოგეხვეწათ, ტარიე

ლთან ისევ გამიშვითო,უმისოდ წუთისოფელი გამცუდებიაო.

“რაცა იცოდა, ყველა ჰკადრა მოშიშრად ენითა,

კვლა მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,

თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!

მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა.”

რა ეს მოისმინა, მეფე “გაგულისდა, გაავცნობდა”, ფერი გაუკრთა და შემზარავი იერიდაედო,

ვეზირს შესძახა:

– შმაგო, ენა როგორ მოგიბრუნდა მაგის სათქმელად?! ეგეთი შმაგი არამცთუ ვეზირად,სხვა

დაც არაფრად ვარგიხარ! თითქოს დიდი სასიხარულო ამბავი ყოფილიყოს, ისემოსწრაფებით

რომ მომახარე, მაგის მეტს ვინ რას მიზამს, თუ მუხთლად, ღალატით არმომკლა?!

პატრონის წყენას კაცი ნუთუ არ უნდა დაერიდოს და უალაგოდ დაიყბედოს უმეცრულისიტყ

ვა?! ნეტავი, მაგის გაგონებამდე რად არ დავყრუვდი! ერთი იმისგან არ იყომოგზავნილი, უსა

თუოდ თავს წაგაცლიდი და შენს სისხლს კისრად დავიდებდი!

“წა, უკუდეგ ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!

შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

დაიხარა და სკამი შესტყორცნა. სკამი კედელს შეელეწა, ვეზირს არ მოხვედრია, მაგრამმაინც

გული თითქოს ალმასით დაესერა და მდუღარე ცრემლით ღაწვები დაეწვა.

შიშით ხმა ვეღარ გაეღო, მეფეს გამოერიდა, გულნატკენი “გამოძრწა და გამომელდა”,პირმომც

ინარე რომ შესულიყო. აი, რა უყო ენამ, რა სირცხვილი და დამცირება აგემა!ვერა, თვით “მტე

რი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს”.

რა ცოდვა მიმიძღვის ისეთი, რომ ღმერთმა კიდევ ამაზე მეტად დამსაჯოსო, ფიქრობდაგამწა

რებული ვეზირი. ასეა, ვინც პატრონს გაუთამამდება და საწყენს კადნიერადმოახსენებს, ნახო

ს, რა შვება-სიამესაც მოიმკის, ჩემს დღეში რომ ჩავარდებაო. ეს რადამემართა,

“რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს?!”

გაწბილებული და შეწუხებული მოდიოდა. როცა ავთანდილი ნახა, დაღვრემით დაპირქუშა

დ უთხრა: არ ვიცი, რა მადლი გადაგიხადო, რომ ეგრერიგად გავიხარე! ვაიმე,უებრო ბედში მ

ყოფმა თავი როგორ გავიუბედურე და დავიღუპეო! მერე მოქარგულიენით, თითქოს ხუმრობ

Page 34: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი

სო, ქრთამი მოსთხოვა, თუმცა ჯერ ისევ გული უწუხდა დაცრემლი ვერ მოეწურა, პირდაპირ

საოცარი იყო! ურცხვად ეუბნებოდა:

“ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს.

თქმულა, ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს.”

– შავი დღე დამაყენა, – შესჩივლა მოყმეს, – ჩემგან არ ითქმის, რაც იმან მაკადრა:

“რასიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა!” კაცად აღარ ვარგივარ, თავი ვერც კიმიცვნი

ა, ან კი რად არ მომკლა, მიკვირს, როგორ მოითმინა! განა არ ვიცოდი, რაცმომელოდა, და მე

ტადრე ეს მაღონებს. რა ვქნა, ასეთი ყოფილა ჩემი ხვედრილ ღვთითმოვლენილ რისვას სხვა

ვინ დამალვია?! ესეც არ იყოს, რახან ‘შენთვის სიკვდილილხინად მიჩნს”, ჭირი ფუჭად როდ

ი მინახავს.

“ყმამან უთხრა: `აღარ-წასვლა არ ეგების ჩემგან აროს

იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.

ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,

ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!”

– უტარიელოდ რა გამაძლებინებს, – შესჩივლა მან ვეზირს,

– მირჩევნია, ველად გავიჭრადა ნადირთა შორის გავერიო. ან კი ამ დღეში მყოფი მეფისა და

ქვეყნის მტერს რანაირადგავუმკლავდები? ნურც ის დაავიწყდება,

“სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისაყოლასა”

რაგინდ წყრებოდეს, ერთხელ კიდევ მოვახსენებ ხელმწიფეს,

“გული ჩემი ვით იწვის დავით ენთების”, ეგებ გამიკითხოს და გამიშვას. არადა, როცა იმედი

გადამიწყდება,გავიპარები და ის იქნება. მე თუ მოვკვდი, ჩემი წილი წუთისოფელიმც დაქცე

ულა!

მოისაუბრეს. მერე ვეზირმა, ავთანდილს რომ შეჰფეროდა, ისეთი წვეულება გამართა,

“უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი”, სხვა წვეულნიც, მოხუცი თუახალგაზ

რდა, ერთობ საბოძვარით აავსო. მერე მოყმე გამოეთხოვა, წავიდა და ვეზირისკარმიდამოს მი

სი შუქი მოაკლდა, “სახლად ჩადგეს მზისა წვერნი”.

პირმზე და ტანსარო ჭაბუკი შინ მივიდა თუ არა, ასიათასი ოქრო, სამასი თავისტავრა-

ატლასი და სამოცი თვალი ლალ-

იაგუნდი, ნაირფრად რომ ციაგებდა, მაშინვეგამოატანინა და ვეზირს გაუგზავნა. აბა, სიძუნწ

ე და უპირობა რა მისი ხელი იყო?შეუთვალა: რაც მე შენი ვალი მაძევს, მაგიერი რა უნდა შემ

ოგზღო, რომ იგიგადავიხადოო, მაგრამ, თუ ცოცხალი დავრჩი, იცოდე, თავს განაცვალებ,

“სიყვარულისიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.

ავთანდილის სიკეთესა და უებრობას რა ენა იტყვის! კაცი იყო, რომ უნდა ისეთი, დახელიც შ

ესაფერისი საქმისათვის მოეკიდა. ვისაც ვინმეზე გული შესტკივა, მოხმარებაცამასა ჰქვია. აბა

, მოძმე და მოკეთე რის მაქნისია, თუ გასაჭირში არ შეგეშველა:

“ოდესკაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი”.

Page 35: ვეფხის ტყაოსნის შინაარსი