„მაჟორიტარი სისტემით არჩეული...

25
1 მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა

Upload: cida-georgia

Post on 25-Oct-2015

301 views

Category:

Documents


6 download

DESCRIPTION

2013 წლის ივნისი–ივლისის განმავლობაში, საქართველოს 10 რეგიონში მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა ჩატარდა. კვლევა ორგანიზებული იყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ფასილიტაციით და „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მხარდაჭრით. კვლევის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შეფასება. კვლევის უმთავრეს ამოცანებს წარმოადგენდა: მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის პრაქტიკის შეფასება;მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციების შეფასება.

TRANSCRIPT

Page 1: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

1

მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის

წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა

Page 2: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

2

მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

კვლევა ორგანიზაბულია პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი"

(R-CSN) ფარგლებში. ქსელის საქმიანობა მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის

მართვის ინსტიტუტის G-PAC პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ეთანხმებოდეს აღმოსავლეთ

დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს

შეხედულებებს.

Page 3: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

3

შინაარსი

შესავალი ..........................................................................................................................................4

კვლევის მიზანი ..............................................................................................................................5

კვლევის ამოცანები .........................................................................................................................5

კვლევის მეთოდოლოგია ................................................................................................................5

ძირითადი დასკვნები ................................................................................................................... 11

კვლევის შედეგები ........................................................................................................................ 13

Page 4: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

4

შესავალი

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი 2012 წლიდან აქტიურად საქმიანობს

საქართველოს რეგიონებში, იკვლევს რა რეგიონებში არსებულ პრობლემებს და ცდილობს

მათ გადაწყვეტაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ქსელში გაერთიანებულია 40

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ყველა რეგიონიდან.

მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა

მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სხვადასხვა რეგიონებში პრობლემების კვლევისას

ნათელი გახდა, რომ პარლამენტის ცალკეული წევრი არ მონაწილეობს, ან არაა

სრულფასოვნად ჩართული იმ ოლქის ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში, საიდანაც

თავად იყვნენ არჩეული მაჟორიტარული წესით.

პრობლემის შესწავლის მიზნით გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდები. კვლევის

პროცესში ჩართული იყო ქსელის წევრი 22 არასამთავრობო ორგანიზაცია.

1. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“

2. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია;

3. სამოქალაქო საზოგადოების კვლევის და განვითარების ცენტრი;

4. კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო;

5. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი;

6. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი;

7. უკეთესი მომავლისთვის

8. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი - მცხეთა–მთიანეთის რეგიონული

კომიტეტი

9. დუშეთის განვითარების ფონდი

10. სტეფანწმინდა

11. გორის ინვალიდთა კლუბი

12. ასოციაცია „ტოლერანტი“

13. კავშირი „სვანეთის ტურიზმის ცენტრი“

14. ასოციაცია „ზეკარი“

15. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

16. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

17. ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“

18. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი

19. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

20. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი

21. ასოციაცია „ათინათი“

22. დემოკრატიის ინსტიტუტი

Page 5: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

5

კვლევის მიზანი

კვლევის მიზანია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების

საქმიანობის შეფასება.

კვლევის ამოცანები

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის პრაქტიკის შეფასება;

მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციების

შეფასება.

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის ამოცანების მისაღწევად გამოყენებულ იქნა სამი მეთოდი:

1. გაანალიზდა დებულება „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის

ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის

ბიუჯეტიდან ბიუროსთვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის

შესახებ“;

2. სოფლის მცხოვრებთა სოციოლოგიური გამოკითხვა. თითოეულ რეგიონში

გამოიკითხა თანაბარი რაოდენობის რესპონდენტები (150 თითოეულ რეგიონში).

სოფლების შიგნით შერჩევის ფორმირებისთვის გამოყენებულ იქნა მოსახლეობის

რაოდენობები, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სოფლები დაიყო 3 პირობით

კატეგორიად: პატარა სოფელი - 50-დან 200-მდე მოსახლე, საშუალო სოფელი - 200-

დან 1000-მდე მოსახლე, დიდი სოფელი - 1000 -დან ზევით მოსახლე. სულ

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1496-მა რესპონდენტმა საქართველოს მასშტაბით.

სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა გამოყენებითი კვლევების კომპანიის მიერ.

Page 6: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

6

ცხრილი 1. კვლევაში მონაწილე მუნიციპალიტეტები და სოფლები

მუნიციპალიტეტი სოფელი

აჭარა ქობულეთი ხუცუბანი

შუაღელე

ოხტომი

ჭახათი

ხელვაჩაური კახაბერი

შარაბიძეები

კვარიათი

გურია ოზურგეთი ოზურგეთი

თხინვალი

გონებისკარი

არჩეული

ლანჩხუთი ქვემო შუხუთი

ქვედა მამათი

ორაგვე

იმერეთი ზესტაფონი არგვეთა

შროშა

ლელაძისეული

წყალტუბო გეგუთი

ჟონეთი

მექვენა

მცხეთა-მთიანეთი მცხეთა მუხრანი

გოროვანი

ცხვარიჭამია

დუშეთი დაბა ფასანაური

წითელსოფელი

ქვემო მლეთა

რაჭ-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი ამბროლაური სადმელი

ზემო ჟოშხა

კვირიკეწმინდა

ქვედა ლუხვანო

ცაგერი ორბელი

ბარდნალა

ნაკურალეში

ტოლა

სამეგრელო - ზემო სვანეთი ზუგდიდი რუხი

ანაკლია

ოირემე

სენაკი ძველი სენაკი

საცხვიტაო

Page 7: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

7

რეკა

სამცხე-ჯავახეთი ახალქალაქი ხულგუმო

ჩუნჩხა

თახჩა

ახალციხე წნისი

ზემო სხვილისი

ივლიტა

ჭაჭარაქი

ქვემო ქართლი მარნეული ყიზილ-აჯლო

ილმაზლო

პატარა ბეგლარი

გარდაბანი სართიჭალა

მზიანეთი

კიკეთი

შიდა ქართლი გორი კარალეთი

მეღვრეკისი

შავშვები

ხაშური ცხრამუხა

ნაბახტევი

ზემო ბროლოსანი

კახეთი გურჯაანი კარდანახი

ზეგაანი

ყიტაანი

თელავი რუისპირი

სანიორე

კობაძე

3. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის მიერ შემუშავებული კითხვარის

საშუალებით მოხდა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გამოკითხვა.

რეგიონული ქსელის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კითხვარი

ოფიციალური მიმართვის წერილთან ერთად მიეწოდეს საქართველოში არსებულ 63–

ვე მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს. ოცი კითხვისგან შედგენილი

ანკეტა მოიცავდა როგორც დახრულ ისე ღია კითხვებს და იძლეოდა რაოდენობრივი

და თვისობრივი ინფორმაციის მიღების საშუალებას.

ქსელთან ითანამშრომლა და კითხვარი შეავსო 41-მა ბიურომ. 3 ბიუროსგან (სენაკი,

წალენჯიხა, აბაშა) შევსებული კითხვარის ნაცვლად ელექტრუნული ფორმით მივიღეთ

მოკლე ინფორმაცია ბიუროს მუშაობის შესახებ, ხოლო ფოთის ბიურომ ასევე კითხვარის

ნაცვლად მოგვაწოდა მათი საქმიანობის შესახებ ამსახველი პრეზენტაცია PowerPoint

Page 8: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

8

ფორმატში. დანარჩენი ბიუროების მიერ რიგი მიზეზების გამო (ბიუროს ფაქტიურად არ

არსებობა, ბიუროს საქმიანობის კონფიდენციალურად მიჩნევა, კითხვარის შევსების

გაურკვეველი ვადით გადაწევა და სხვა) არ მოხდა შევსებული კითხვარის დაბრუნება.

დავამატოთ ეს 4 ბიურო სათვალავში თუ იყოს 41?

ცხრილში მოცემულია ბიუროების ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით და მათი სია

(მონიშნულია X სიმბოლოთი) ვინც კვლევაში მიიღო მონაწილეობა:

მაჟორიტარების ბიუროები მათივე განცხადებით თანამშრომლობენ ადგილობრივ

ხელისუფლების ორგანოებთან, ცდილობენ პრობლემების ერთად გადაჭრას და მუდმივად

მიმართავენ მათ შუამდგომლობით.

რეგიონი შეავსო რეგიონი შეავსო

კახეთი ქვემო ქართლი

ხიდაშელი თინათინი/ო #11

საგარეჯო

X ძიძიგურიზვიადი/ო #20 რუსთავი X

გელაშვილი გელა/ო #13

სიღნაღი

X ფეიქრიშვილიგიორგი/ო #21

გარდაბანი

X

გოზალიშვილი გიორგი/ო #15

ლაგოდეხი

X სულეიმანოვიაზერი/ო #22

მარნეული

X

სამხარაული გელა/ო #17

თელავი

X ნაყოფიაკობა/ო #23 ბოლნისი X

ზვიადაური ზურაბი/ო #18

ახმეტა

X ოქრიაშვილიკახაბერი/ო #24 დმანისი X

გიორგი ღვინიაშვილი/ო #12

გურჯაანი

შავლოხაშვილირევაზი/ო #25 წალკა X

კედელაშვილი ზაზას/ო #14

დედოფლისწყარო

ბეჟუაშვილიდავითი/ო #26

თეთრიწყარო

X

ვერულაშვილი მარიკას/ო #16

ყვარელი

მცხეთა –მთიანეთი შიდა ქართლი

Page 9: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

9

ხუნდაძე დიმიტრი/ო #27

მცხეთა

X ონოფრიშვილი დავითი/ო #30 კასპი X

ტრიპოლსკი ერეკლე/ო #28

დუშეთი

X ვახტანგიშვილი მალხაზი/ო #32

გორი

X

წიკლაური მირიანი/ო #29

ყაზბეგი

X ხაბელოვი ლერი/ო #33 ქარელი, X

ქუცნაშვილი ზაქარია/ო #19

თიანეთი

X გელაშვილი ვალერი/ო #35 ხაშური

X

სამცხე-ჯავახეთი აჭარა

ლონდარიძე ტარიელი/ო #39

ასპინძა

X შერვაშიძე იაშა/ო #80 ქედი X

ჩიტაშვილი ვაჟა/ო #37

ახალციხე

X ხალვაში ფატი/ო #81 ქობულეთი X

ფოფხაძე გედევანი/ო #36

ბორჯომი

მეგრელიძე ომარი/ო #82 შუახევი X

ჩილინგარაშვილი ზურაბი/ო

#38 ადიგენი

ხალვაში როსტომი/ო #83

ხელვაჩაური,

X

ეტროსიანი სამველი/ო #40

ახალქალაქი

ბოლქვაძე ანზორი/ო #84 ხულო X

მკოიანი ენზელი/ო #41

ნინოწმინდა

დუმბაძე მურმანი/ო #79 ბათუმი

გურია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

კვაჭანტირაძე ზვიადი/ო #60

ოზურგეთი

X ენუქიძე გოჩა/ო #44 ამბროლაური X

ჩხაიძე თეიმურაზი/ო #61

ლანჩხუთი

X ხაბულიანი სერგო/ო #45 ცაგერი

X

ჭკუასელი თეიმურაზი/ო #62

ჩოხატაური

X ლიპარტელიანი გოგი/ო #46

ლენტეხი,

X

ჯაფარიძე თამაზი/ო #43 ონი

Page 10: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

10

იმერეთი სამეგრელო-ზემო სვანეთი

ებანოიძე ნოდარი/ო #48

ხარაგაული

X ჯაფარიძე ვიქტორი/ო #47 მესტია

X

კობახიძე მანანა/ო #50 საჩხერე X დარცემლიძე დავითი/ო #63 აბაშა X

გიორგი ქავთარაძე/ო #51

ზესტაფონი

X მისაბიშვილი გურამი/ო #64 სენაკი

X

ჭავჭანიძე დავითი/ო #55 ხონი X ჯანაშია ნაული/ო #65 მარტვილი

წერეთელი მალხაზი/ო #56

ჭიათურა

X ბუკია გოდერძი/ო #66 ხობი

ჩაფიძე ელისო/ო #57 ტყიბული X ახალაია როლანდი/ო #67 ზუგდიდი

ბობოხიძე აკაკი/ო #58

წყალტუბო

ქარდავა ლევანი/ო #68 წალენჯიხა

X

სანიკიძე გუბაზი/ო #59 ქუთაისი

ლემონჯავა ვახტანგი/ო #69

ჩხოროწყუ

ბუცხრიკიძე კახა/ო #49

თერჯოლა

ბესელია ეკა/ო #70 ფოთი

X

ლეჟავა პაატა/ო #53 ვანი

კახიანი გიორგი / #54

სამტრედია

კიკნაველიძე პაატა/ #– ბაღდათი

Page 11: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

11

ძირითადი დასკვნები

მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობას არეგულირებს

დებულება „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების,

ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსთვის

გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“. არსებული დოკუმენტი

სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის ბიუროს საქმიანობისთვის, თუმცა, ბუნებრივია, დოკუმენტი არ

აყალიბებს ბიუროს საქმიანობის ინსტრუმენტების მეთოდოლოგიურ მხარეს, ისევე როგორც

ამ საქმიანობის განხორციელებისთვის არ განსაზღვრავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის და

რაოდენობის საკითხებს.

საქართველოს სოფლებში გამოკითხული 1496 რესპოდენტიდან 39% არ იცის ვინ არის მათი

მაჟორიტარი დეპუტატი. რესპონდენტთა 42,5% არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის

პარლამენტში საქმიანობის შესახებ. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (52,6%) მხოლოდ

წინაასარჩევნო შეხვედრებისას შეხვედრია თავის ოლქის დეპუტატს, 39,3% საერთოდ არ

შეხვედრია მას. არჩევნების შემდეგ რესპონდენტთა მხოლოდ 13,8% ჰქონია კონტაქტი

დეპუტატთან არჩევნების შემდგომ შეხვედრებზე, 4%-ს კი - საკუთარი/თანასოფლელების

მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე. რესპონდენტების 56%-მა არ იცის სად მდებარეობს მათი

მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.

კითხვარი შევსებული იქნა 41 ბიუროს მიერ. აქედან, 30 ბიურომ შეავსო სრულყოფილად.

დანარჩენ შემთხვევებში კითხავრი შეივსო ნაწილობრივ ან ზოგიერთი კითხვები არასწორად

იქნა გაგებული რესპოდენტის მიერ. ცალკეულ შემთხვევებში, რესპოდენტებმა არ ისურვეს

კითხებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.

კვლევამ აჩვენა რომ ბიუროებში საშუალოდ 5 ადამიანია დასაქმებული. საერთო ჯამში 159.

აქედან ყველაზე ნაკლები თანამშრომელი (2) ყავს ზესტაფონის, სენაკის, მარნეულის,

სიღნაღის და ხელვაჩაურის ბიუროებს და ყველაზე მეტი (10) დმანისის მაჟორიტარის

ბიუროს.

ბიუროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გახსნის დღიდან 41 ბიუროს სულ

მიმართა 30 533 ადამიანმა. აქედან წერილობით 7 753 და ზეპირად 22 780.

მოსახლეობა შემდეგი საკითხების მოსაგვარებლად მიმართვას ბიუროებს:

Page 12: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

12

1. სოციალური დახმარება;

2. ეკომიგრანტების პრობლემები;

3. სამედიცინო ოპერაციებისა და მკურნალობის კურსის დაფინანსება;

4. უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლების დაფინანსება;

5. დასაქმება;

6. სამართლებრივი პრობლემები;

7. კომუნალური პრობლემები, მათ შორის დაზიანებული სახლები, წყლის მიწოდებასა

და გაზის დისტრიბუციასთან დაკავშირებული პრობლემები;

8. სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;

9. ფართების დაკანონება;

10. ადამიანის უფლებები;

11. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება;

12. სამართლიანობის აღდგენა.

ბიუროების უმეტესობას ან არ ჩაუტარებია ან გეგმავს კვლევის ჩატარებას უახლოეს

მომავალში, თუმცა ისინი მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენას აკეთებენ განცხადებების

საფუძველზე და გასვლების დროს შეხვედრებზე გამოვლენილი პრობლემების ანალიზით.

პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ბიუროს მუშაობისთვის, ბიუროების

უმეტესობამ აღნიშნა, რომ საკმარისია, თუმცა ისიც აღინიშნა რომ ბიუროების უმეტესობა

ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლების შენობებში იმყოფება და თუკი ისინი ცალკე ოფისში

გადავლნენ, მაშინ გაიზრდება ოფისის და მისი შენახვის ხარჯები. გამოითქვა მოსაზრება,

რომ კარგი იქნებოდა, რომ თუ მათ ბიუჯეტს დაემატოს ფონდები კონკრეტულად

სოციალური, კულტურული, სამედიცინო პროგრამების და სოციალურად დაუცველი

მოქალაქეების მატერიალური დასახმარებლად.

ბიუროების თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ძირითადად გულისხმობს

ტრენინგებს, ინფორმაციის გაცვლას, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, ერთობლივი

კამპანიების წარმოებას, დახმარებას ადგილობრივ დონეზე კოორდინაციაში.

მედია საშუალებებთან თანამშრომლობის კუთხით გამოიკვეთა, რომ ბიუროები ძირითადად

თანამშრომლობენ ადგილობრივ მედიასთან, საქმის კურსში აყენებენ მაჟორიტარი

პარლამენტის წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობის შესახებ, ასევე მონაწილეობას იღებენ

სატელევიზიო გადაცემებში, ტრენინგებში და აწერინებენ ინეტრვიუებს. წალენჯიხაში

ადგილობრივი ტელევიზიით პერიოდულად გადის გადაცემა „დეპუტატის საათი“, სადაც

მოქალაქეებს აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში მიმართონ კითხვით მაჟორიტარ დეპუტატს.

თელავის ბიურო იყო ერთადერთი, რომელმაც სხვა მედია საშუალებებთან ერთად

დაასახელა სოციალური მედიაც რომელსაც ისინი აქტიურად იყენებენ.

Page 13: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

13

კვლევის შედეგები

1. დებულება „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს

ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის

ბიუჯეტიდან ბიუროსთვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის

განსაზღვრის შესახებ“

დებულება დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის 29/3

გადაწყვეტილებით. დებულება აწესრიგებს პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირებასა

და საქმიანობასთან, აგრეთვე ბიუროსთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის

განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ბიუროს ფუნქციებია: პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზება,

აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში პარლამენტის წევრის

მონაწილეობისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის

მონაწილეობის უზრუნველყოფა.

დებულებაში დეტალურადაა გაწერილი ბიუროს საქმიანობის ინსტრუმენტები, რაც მოიცავს:

მოქალაქეთა მიღებას, წერილების, საჩივრებისა და განცხადებების ანალიზსა და დასკვნების

მომზადებას, ამომრჩევლებთან დეპუტატის შეხვედრების ორგანიზებას, პარლამენტის

წევრის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან ურთიერთობის ორგანიზებას, უზრუნველყოფს

პარლამენტის წევრის ტექნიკურ-ადმინისტრაციულ მომსახურებასა და ბიუროს

საქმიანობისთვის აუცილებელ სხვა საქმიანობებს.

ბიუროს საქმიანობისთვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა ერთჯერადი 5000 ლარი მატერიალურ-

ტექნიკური უზრუნველყისთვის. შემდეგ, ყოველთვიურად 5000 ლარი: ძირითადი

საშუელებების შეძენის, ოფისის იჯარის, ბიუროს თანამშრომლების ანაზღაურებისთვის,

ასევე საკომუნიკაციო, საწვავის, სატრანსპორტო საშუალებების ქირავნობის, ოფისის

სარემონტო სამუშაოებისა და ბიუროს ფუნქციონირების სხვა ხარჯებისთვის.

არსებული დოკუმენტი იძლევა ნათელ წარმოდგენას ბიუროს საქმიანობის არსზე და

ძირითად მიმართულებებზე. ის, სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის ბიუროს საქმიანობისთვის,

თუმცა, ბუნებრივია, დოკუმენტი არ აყალიბებს ბიუროს საქმიანობის ინსტრუმენტების

მეთოდოლოგიურ მხარეს, ისევე როგორც ამ საქმიანობის განხორციელებისთვის არ

განსაზღვრავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის და რაოდენობის საკითხებს. როგორც

სოციოლოგიურმა კვლევამ და ბიუროების გამოკითხვის პროცესმა აჩვენა, აშკარაა, რომ

დებულების გარდა, გარკვეული სახის სტრატეგიული დოკუმენტის/ სახელმძღვანელო

მეთოდოლოგიის არსებობა მნიშვნელოვანია, რათა ბიუროებს შეეძლოთ დებულებით

განსაზღვრული მიზნისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელება.

Page 14: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

14

2. სოფლის მცხოვრებთა სოციოლოგიური გამოკითხვა

რესპონდენტებს ვეკითხებოდით იცოდნენ თუ არა, ვინ არის მათი ოლქის მაჟორიტარი

დეპუტატი: 39% არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. მათგან, ვინც იცოდა,

დასახელდა შემდეგი ადამიანები, სია წარმოდგენილია უცვლელად, როგორც დაასახელეს

რესპონდენტებმა:

დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატები

დეპუტატები

1 გოგი ქავთარაძე

2 აკაკი ბობოხიძე

3 სამველ პეტროსიანი

4 ვაჟა ჩიტაშვილი

5 პარვიზ ზეინალოვი

6 მახიდ დარზიევი

7 სულეიმანოვი

8 ისმაილოვი

9 მამედოვი

10 ირაკლი ტრიპოლსკი

11 ვახტანგიშვილი

12 ზვიად კვაჭანტირაძე

13 თემიურ ჩხაიძე

14 მისაბიშვილი

15 ახალაია

16 გუნავა

17 ფეიქრიშვილი გიორგი

18 პაპუაშვილი

19 ფატი ხალვაში

20 ანზორ თხილაიშვილი

21 მალხაზ ბაუჟაძე

22 ხუნდაძე

23 ავთო მელაძე

24 ღვინიაშვილი

25 სერგო ხაბულიანი

26 გელაშვილი

27 გოჩა ენუქიძე

28 გელა სამხარაული

29 მურმან დუმბაძე

30 როსტომ ხალვაში

რესპონდენტთა 42,5% არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის

შესახებ.

Page 15: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

15

მაჟორიტარი დეპუტატების პარლამენტში საქმიანობის შეფასება

რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (52,6%) მხოლოდ წინაასარჩევნო შეხვედრებისას შეხვედრია

თავის ოლქის დეპუტატს, 39,3% საერთოდ არ შეხვედრია მას. არჩევნების შემდეგ

რესპონდენტთა მხოლოდ 13,8% ჰქონია კონტაქტი დეპუტატთან, 4%-ს კი

საკუთარი/თანასოფლელების მიერ ინიცირებულ შეხვედრაზე.

შეხვედრები მაჟორიტარ დეპუტატთან

Page 16: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

16

რესპონდენტების 24% ამბობს, რომ დანამდვილებით იცის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ

მოსახლეობასთან მოწყობილი შეხვედრების შესახებ. 17,4% დარწმუნებულია, რომ

დეპუტატი არ აწყობს შეხვედრებს. 25,1% ვარაუდობს, რომ დეპუტატი აწყობს შეხვედრებს,

ოღონდ ამის შესახებ თავად ინფორმირებული არ არის.

ინფორმირებულობა მაჟორიტარი დეპუტატის მიერ მოსახლეობასთან მოწყობილი შეხვედრების შესახებ

რესპონდენტების 61%-მა არ იცის სად მდებარეობს მათი მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.

Page 17: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

17

ინფორმირებულობა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ადგილმდებარეობის შესახებ

მათგან ვინც იცის, სად მდებარეობს მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, 52,1%-მა არ იცის

როგორ მიმართოს ბიუროს. 47,9%-მა კი იცის.

ინფორმირებულობა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსადმი მიმართვის რეგულაციების შესახებ

Page 18: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

18

3. მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გამოკითხვა

სულ კითხვარი შევსებული იქნა 41 ბიუროს მიერ. აქედან, 30 ბიურომ შეავსო

სრულყოფილად. დანარჩენ შემთხვევებში კითხავრი შეივსო ნაწილობრივ ან ზოგიერთი

კითხვები არასწორად იქნა გაგებული რესპოდენტის მიერ. ცალკეულ შემთხვევებში,

რესპოდენტებმა არ ისურვეს კითხებზე შესაბამისი პასუხის გაცემა.

კვლევამ აჩვენა რომ ბიუროებში საშუალოდ 5 ადამიანია დასაქმებული. საერთო ჯამში 159.

აქედან ყველაზე ნაკლები თანამშრომელი (2) ყავს ზესტაფონის, სენაკის, მარნეულის,

სიღნაღის და ხელვაჩაურის ბიუროებს და ყველაზე მეტი (10) დმანისის მაჟორიტარის

ბიუროს.

ბიუროებში გამოკვეთილია ისეთი პოზიციები როგორიცაა: ბიუროს ხელმძღვანელი,

თანაშემწე, მდივანი, იურისტი, ბუღალტერი, სპეცილისტი; საზოგადოებასთან და პრესასთან

ურთიერთობის სპეციალისტი, ტექნიკური მუშაკი.

კითხვაზე ახდენენ თუ არა მოსახლეობის მიმართვიანობის აღნუსხვას ყველა ბიურომ

დადებითად უპასუხა. ბიუროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად გახსნის

დღიდან 45 ბიუროს სულ მიმართა 30 533 ადამიანმა. აქედან წერილობით 7 753 და ზეპირად

22 780.

ყველაზე მეტი მიმართვიანობა აღინიშნება რუსთავში (10 000 მდე) და ტყიბულში (4 000 მდე);

ყველაზე ნაკლები მესტიაში (33). გარდაბანში 60 მიმართვიდან მხოლოდ 1 იყო წერილობითი.

მოსახლეობა შემდეგი საკითხების მოსაგვარებლად მიმართვას ბიუროებს:

13. სოციალური დახმარება;

14. ეკომიგრანტების პრობლემები;

15. სამედიცინო ოპერაციებისა და მკურნალობის კურსის დაფინანსება;

16. უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლების დაფინანსება;

17. დასაქმება;

18. სამართლებრივი პრობლემები;

19. კომუნალური პრობლემები, მათ შორის დაზიანებული სახლები, წყლის მიწოდებასა

და გაზის დისტრიბუციასთან დაკავშირებული პრობლემები;

20. სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;

21. ფართების დაკანონება;

22. ადამიანის უფლებები;

23. საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება;

24. სამართლიანობის აღდგენა.

Page 19: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

19

კითხვაზე თუ რამდენად ესმის მოსახლეობას ბიუროს დანიშნულება და ამისამართებენ თუ

არა შესაბამის სამსახურებში არასწორი მომართვიანობის შემთხვევაში – ყველა ბიუროსგან

მივიღეთ თითქმის იდენტური პასუხი, რომ მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში არ არის

ინფორმირებული მაჟორიტარი პარლამენტარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის

კომპენტენციებთან დაკავშირებით და ვერ მიჯნავს მათ. ხშირია ბიუროსთვის მიმართვა იმ

პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ადგილობრივი

თვითმმართველობის კომპეტენციაა. ბიუროები ასეთ მომართვებს შუამდგომლობის სახით

აგზავნიან შესაბამის სამსახურებში.

ბიუროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ისინი სისტემატურად აწყობენ

ჯგუფურ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ეს შეხვედრები იმართება თვით ბიუროსა და

სოფლებში და ფარავს სოფლის ადგილობრივ პრობლემებს (ინფრასტრუქტურა, სოციალური

საკითხები), ასევე სოფლის განვითარების პროგრამების განხილვას, სასოფლო– სამეურნეო

ვაუჩერების საკითხებს.

რაც შეეხება ჩატარებული შეხვედრების რაოდენობას, პასუხები ზოგადი იყო: ხშირად, ყოველ

კვირა, თვეში ერთხელ. ყველაზე ნაკლები შეხვედრა განხორციელდა სიღნაღში (2) და

მესტიაში (1). ჩოხატაურში არ ჩატარებულა არც ერთი ასეთი ტიპის შეხვედრა, რადგანაც,

როგორც კითხვარში იყო მითითებული, არ ყოფილა მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან.

ბიუროების მიერ ჩატარებული კვლევითი ან მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის

საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა შემდეგი სურათი: ბიუროების უმეტესობას ან არ

ჩაუტარებია ან გეგმავს კვლევის ჩატარებას უახლოეს მომავალში, თუმცა ისინი მოსახლეობის

საჭიროებების გამოვლენას აკეთებენ განცხადებების საფუძველზე და გასვლების დროს

შეხვედრებზე გამოვლენილი პრობლემების ანალიზით.

ამ კითხვაზე ამომწურავად უპასუხა ხარაგაულის მაჟორიტარის ბიურომ, რომელმაც

ზემოთხსენებულთან ერთად, ისიც დაამატა, რომ ბიუროს თანამშრომლები აქტიურად არიან

ჩართულნი სოფლის კრებებში და ხშირად ეცნობიან და იყენებენ სხვა ორგანიზაციების მიერ

ჩატარებულ კვლევებს, რომლებსაც მეტი კომპეტენცია და რესურსი აქვთ კვლევების

ჩასატარებლად. ჭიათურის ბიუროს კითხვარში ამ თემაზე მითითებული იყო, რომ ჩაატარა

მრავალშვილიანი, უკიდურესად გაჭირვებული და უსახლკარო ოჯახების გამოკვლევა,

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებისა და სპეციალისტების დახმარებით. ხოლო

ოზურგეთში მოხდა მოქალაქეთა ზეპირი გამოკითხვა სოციალურ დახმარებასა და

პოლისებთან დაკავშირებულ საკითხებზე. წერილობითი ფორმით გამოკითხვა ჩატარებული

აქვს კასპის ბიუროს, რითაც დაადგინეს რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს

უმუშევრობა და სოც. პრობლემები. შუახევის ბიურომ ჩაატარა მოკვლევა საზაფხულო

სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების მდგომარეობისა და სოციალური

Page 20: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

20

დახმარების შეწყვეტის შესახებ. ხოლო რუსთავის ბიურო ყოველთვიურად აკეთებს

ანგარიშს, სადაც მოქალაქეთა ინდივიდუალური თუ კოლექტიური განცხადებების

საფუძველზე ხდება პრობლემების დახარისხება და საჭიროებების მიხედვით

პრიორიტეტების გამოვლენა.

მაჟორიტარების ბიუროები მათივე განცხადებით თანამშრომლობენ ადგილობრივ

ხელისუფლების ორგანოებთან, ცდილობენ პრობლემების ერთად გადაჭრას და მუდმივად

მიმართავენ მათ შუამდგომლობით. მაგალითად, თიანეთის ბიუროს წარმომადგენელი

მუდმივად ესწრება გამგებლის მიერ ყოველ სამშაბათს ჩატარებულ თათბირებს და აწვდის

მას ინფორმაციას მოსახლეობის პრობლემების შესახებ.

საჩხერის ბიურო რწმუნებულთან ერთად ხვდება მოსახლეობას, ხოლო ტყიბულის ბიუროს

წარმომადგენელი აქტიურ მონაწილეობას იღებს გამგეობის და საკრებულოს სხდომებში.

ფოთის ბიუროს მიერ ადგილობრივ თვითმმართველობაში შუამდგომლობით 58 საკითხი

გადაწყდა დადებითად.

განსხვავებული აზრი დაფიქსირდა მხოლოდ რუსთავის მაჟორიტარის ბიუროში, რომელთა

განცხადებიდაც ბიუროს აქვს სურვილი ითანამშრომლოს ადგილობრივ

თვითმმართველობასთან, რადგან მოქალაქეების პრობლემების უდიდესი ნაწილის გადაჭრა

სწორედ მათი პრეროგატივაა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილი

დამოკიდებულების გამო თანამშრომლობა შესუსტებულია.

ბიუროების უმეტესობა გაიხსნა 2012 წლის ნოემბერ- დეკემბერში და შემდეგი კითხვა

მდგომარეობდა იმაში თუ ამ პერიოდის განმავლობაში რამდენი და რა საკითხების

ინიცირება მოახდინეს მათ ადგილობრივ საკრებულოში. უმეტესობამ თავი შეიკავა ამ

კითხვაზე პასუხის გაცემისგან ან განაცხადა რომ ამ სფეროში ჯერჯერობით არაფერი არ

განუხორციელებია.

ვრცლად ამასთან დაკავშირებით უპასუხა წალკის ბიურომ, რომელთა განცხადებიდაც

ამჟამად მიმდინარეობს ეკომიგრანტებთან დაკავშირებული საკითხების საფუძვლიანი

შესწავლა საკრებულოში ინფორმაციის გადაცემის და პრობლემების მოგვარების მიზნით.

ლენტეხში მოხდა ხიდების, ნაპირსამაგრების და სოციალური პრობლემების ინიცირება.

ხოლო მესტიაში - რაიონის ცენტრის დასუფთავების საკითხის, სანაგვე ტერიტორიის

გამოყოფის, დაბის ცენტრში საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობის საკითხების

ინიცირება. ასევე ინფრასტრუქტურული საკითხების ინიცირენბა მოახდინა ტყიბულის

ბიურომ და გარდა ამისა კომუნალური, სოც დახმარების, ამომრჩევლებთან ურთიერთობის

განვითარების.

ხარაგაულის ბიუროს მიერ მოხდა სოფელ კიცხში ნაგავსაყრელის მოწესრიგების, დაბა

ხარაგაულსა და სოფ. დიდვაკეში მრავალბინიანი სახლების გადახურვის, სოფელ

მაქათუბანში ხიდის აშენების, სოფელ ვახანში საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხების

Page 21: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

21

წამოწევა. ასევე საბავშვო ბაღების მშენებლობის ინიცირება მაოხდინა ლანჩხუთის ბიურომ.

თეთრიწყაროს ბიუროს მიერ იგივე სოციალური თემიდან მოხდა 2 საკითხის ინიცირება.

კერძოდ, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების გადასახადისაგან განთავისუფლება მ/წ 1

თებერვლიდან და 18 წლამდე ობოლი ბავშვებისათვის ყოველთვიური დახმარების დაწესება

100 ლარის ოდენობით.

ხელვაჩაურის ბიუროსთვის პრიორიტეტული აღმოჩნდა ხელვაჩაურიდან ბათუმში წინა

პერიოდში გადაცემული მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტზე უკან დაბრუნების საკითხის

ინიცირება და სოფლის მიზნობრივი პროგრამების შედგენაში უშუალოდ მოსახლეობის

ჩართულობის ინიცირება. ხოლო თელავისთვის თელავის ბატონის ციხის განვითარების

კონცეფციის შემუშავება და მასზე შემდგომი მუშაობა, ასევე საკითხი თელავის

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიმდებარედ სიჩქარის შემზღუდველი ხელოვნული

ბორცვების დაყენების შესახებ.

ქარელის ბიურომ 34 საკითხის ინიცირება მოახდინა და მოგვაწოდა მათ შესახებ

კონკრეტული და დაწვრილებითი ინფორმაცია. ქობულეთის მიერ კი ფიჭვნარის

არქეოლოგირი ზონის სტატუსის მინიჭების ინიცირება მოხდა.

რაც შეეხება რუსთავს, ის აქტიურად ჩაერთო 2013 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში, სადაც

როგორც ბიურო აცხადებს თვითმმართველობის მიერ პრიორიტეტები არასწორად იყო

განსაზღვრული, არ იყო გათავლისწინებული სამედიცინო სფეროში სხვადასხვა სახის

დაფინანსება. ბიუჯეტი არ იყო სოციალურ პროგრამებზე ორიენტირებული, არ

განიხილებოდა შეზღუდული შესაძლებლობის, უსინათლოების, დედათა და ბავშვთა,

სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარების საკითხი, შედეგად ბიუროს წარმომადგენელთა

კატეგორიული მოთხოვნით, მოხდა სხვადასხვა პრობლემური საკითხების გათვალისწინება.

კითხვაზე თუ რამდენი და კონკრეტული პრობლემა მოგვარდა ბიუროს უშუალო

ლობირებით მივიღეთ შემდეგი ინფორმაცია:

1. წალკა – შეჩერებულია ეკომიგრანტთა გამოსახლება მათ მიერ დროებით დაკავებული

საცხოვრებელი სახლებიდან.

2. ტყიბული– დაფინანსდა ათობით მძიმე ოპერაცია.

3. მესტია – უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ცენტრი ორი

კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი ტუალეტით.

4. ამბროლაური– სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები.

5. კასპი– ბიუროს ლობირებით დაფინანსდა რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია .

Page 22: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

22

6. ხულო- 6 მოქალაქეს დაუფინანსდა ოპერაცია, დაფინანსდა 7 სტუდენტი, საზაფხულო

იალაღებზე მოხდა ელექტრო ნერგიის მიწოდება.

7. ცაგერი – მოხდა 5 ოპერაციის ნაწილობრივი დაფინანსება, 260 ოჯახს საახალწლოდ და

სააღდგომოდ გაეწია კვების პროდუქტებით დახმარება. 10 ოჯახს გადაერიცხა

საოპერაციო თანხა და ხანძრისგან დაზარალებულ ორ ოჯახს ფულადი კომპენსაცია.

8. ქობულეთი- მოგვარდა ჯანდაცვის 35 საკითხი.

9. ყაზბეგი – მოგვარდა 7 მკურნალობის დაფინანსება, გუდაური–კობის გზის

მშენებლობა, ყაზბეგის ინფრასტრუქტურული პროექტი, წყალგაყვანილობის

რეაბილიტაცია.

10. თიანეთი – ერთჯერადი დახმარება გადაეცა რამდენიმე ოჯახს, დაფინანსდა

რამდენიმე ოპერაცია, რიგ უბნებში მოგვარდა სასმელი წყლის პრობლემა, დაჩქარდა

შიდა გზების მოხრეშვა, 2 შშმ ბავშვს გადაეცა ეტლი, მოგვარდა ნაქალაქარის ეკლესიის

რესტავრაციის საკითხი.

11. თეთრიწყარო – დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ სამღერეთში; შვიდ

სკოლაში კი სარემონტო სამუშაოები; სოფლებში არდისუბანში, დიდგორში,

დვალთაში, ახალსოფელში მისასვლელი გზების კაპიტალური შეკეთება. თ/წყაროში

და მანგლისში შიდა გზების მოხრეშვა და მოასფალტება, მთელ რიგ სოფლებში

სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესება, გაზსადენების მშენებლობა.

12. შუახევი- 10-ზე მეტ მოქალაქეს გაეწია შუამდგომლობა სამედიცინო ცენტრებთან და

გადაწყდა დადებითად.

13. გარდაბანი – ბიუროს შუამდგომლობით რამდენიმე მოქალაქე დასაქმდა, აგრეთვე

რამდენიმე კურსდამთავრებული იმყოფება სტაჟირებაზე ადგილობრივ

მუნიციპალიტეტში, დეპუტატის შუამდგომლობით რამდენიმე პიროვნებას

დაუფინანსდა საოპერაციო ხარჯები.

14. ხარაგაული – მოხდა დაბა ხარაგაულსა და სოფ. დიდვაკეში მრავალბინიანი სახლების

გადახურვა, სოფელ მაქათუბანში ხიდის აშენება და სოფელ ვახანში საბავშვო ბაღის

მშენებლობა ჩასმული იქნა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელსაც

ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მოქალაქეთა მომართვა სოციალური

შემწეობასთან დაკავშირებით გადამისამართებულ იქნა შუამდგომლობოს სახით

სოციალურ სააგენტოში, განმცხადებელთა თითქმის ნახევარზე მეტს

დაენიშნა/აღუდგა სოციალური შემწეობა.

15. ჭიათურა – ბიურომ რამდენიმე ადამიანს უშუამდგომლა ჯანდაცვის სამისტროში და

მიღეს ოპერეციების დაფინანსება, „რეგრესის“ პენსიონრებს დაენიშნათ პენსია.

Page 23: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

23

16. საჩხერეში მოგვარდა ერთ–ერთი ქვიშის კარიერის ლიცენზირებასთან

დაკავშირებული პრობლემა.

17. გორი– არაერთმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა შეღავათები და დახმარება ჯანდაცვის

მიმართულებით, მოხდა ბაზრის მოვაჭრეთა დახმარება რომ 2014 წლის 20 იანვრამდე

ბაზარი დარჩენილიყო ძველ ადგილას, ბიუროს ჩარევით მოხდა ქარსაცავი ზოლის

გაკაფვის შეჩერება ერთ- ერთ დასახლებაში, ბიუროს იურისტების დახმარებით

მოხდა რამოდენიმე მსჯავდებულის ციხიდან გამოყვანა, ასევე სოფელ შინდისის ერთ-

ერთ უბანში გაზის შეყვანა თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

18. ქარელი – 10 მოქალაქეს გაეწია შუამდგომლობა; 50–მდე მოქალაქე დასაქმდა

სხვადასხვა თანამდებობაზე.

19. ქედი- მოხდა სასმელი და სარწყავი არხის, ბაგა-ბაღის, სასოფლო კლუბის,

სამედიცინო პუნქტის და დაწყებითი სკოლის მშენებლობა.

20. ფოთი – დაწყებულია მუშაობა ქალაქის გენგეგმაზე; მიმდინარეობს დასაქმების ბაზის

შექმნა კონკრეტული სპეციალობების მიხედვით- კონსულტაციები დამსაქმებლებთან;

დაწყებულია გენერალური პროექტი - 24 საათიანი წყალმომარაგების სისტემის

მოწესრიგება და ქუჩების რეაბილიტაცი; დაწყებულია შშმპ კონვენციის

რატიფიცირების პროცესი პარლამენტში და ფოთში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს

ხელშეწყობით ამოქმედდება შშმ ბავშვთა რეაბლიტაციის ცენტრი. ფოთის

ცენტრალურ საავადმყოფოში მაჟორიტარი დეპუტატის საქართველოს ონკოლოგიის

ნაციონალური ცენტრის და კლინიკური საავადმყოფოს ერთობლივი საქველმოქმედო

აქცია ჩატარდა. მაჟორიტარის შუამდგომლობით მოხდა სამეგრელოში წყლის

სისტემის რეაბილიტაცია; მეთევზეების პრობლემის წამოწევა და მოგვარება; ორი

ქუჩის ტროტუარების რეაბლიტაცია; კოლხური კოშკისა და მუზეუმის

რეაბილიტაცია; ფოთის დრამატული თეატრისა და ცენტრალური სტადიონის

მშენებლობა;

21. თელავი – სხვადასხვა ინსტანციების წინაშე ორმოცდაათამდე ადამიანს გაეწია

შუამდგომლობა სამედიცინო მომსახურების მიღების თაობაზე და დაკმაყოფილდა,

ასევე შუამდგომლობა გაეწია ისეთ საკითხებს როგორიცაა: სადაზღვევო კომპანიასთან

არსებული დავის მოწესრიგება, გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, მწერალთა

ასოციაციის დაფინანსება, თელავის რამოდენიმე ქუჩის მაცხოვრებელებს

კომუნალური პრობლემების მოწესრიგების შესახებ, სახელმწიფო მზურნველობის

ქვეშ მყოფი ბავშვების ოჯახს საცხოვრებელი სახლის ყიდვისათვის საჭირო თანხის

მიღების თაობაზე (საქველმოქმედო ორგ. წინაშე); უნარშეზღუდულ პირს

გადაადგილებისათვის საჭირო დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე და ა.შ.

შუამდგომლობა გაეწია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფ მოქალაქეებს;

Page 24: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

24

ორ სკოლას დაეფარა დაგროვილი კომუნალური დავალიანება და აღუდგათ

ბუნებრივი აირის მიწოდება.

კითხვაზე საკმარისია თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფონდი ბიუროს სრულფასოვანი

მუშაობისთვის, აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა, თუმცა ისიც აღინიშნა

რომ ბიუროების უმეტესობა ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლების შენობებში იმყოფება და

თუკი ისინი ცალკე ოფისში გადავლნენ, მაშინ გაიზრდება ოფისის და მისი შენახვის ხარჯები.

გამოითქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა, რომ თუ მათ ბიუჯეტს დაემატოს ფონდები

კონკრეტულად სოციალური, კულტურული, სამედიცინო პროგრამების და სოციალურად

დაუცველი მოქალაქეების მატერიალური დასახმარებლად.

ბიუროების თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ძირითადად გულისხმობს

ტრენინგებს, ინფორმაციის გაცვლას, სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, ერთობლივი

კამპანიების წარმოებას, დახმარებას ადგილობრივ დონეზე კოორდინაციაში.

მედია საშუალებებთან თანამშრომლობის კუთხით გამოიკვეთა, რომ ბიუროები ძირითადად

თანამშრომლობენ ადგილობრივ მედიასთან, საქმის კურსში აყენებენ მაჟორიტარი

პარლამენტის წევრისა და მისი ბიუროს საქმიანობის შესახებ, ასევე მონაწილეობას იღებენ

სატელევიზიო გადაცემებში, ტრენინგებში და აწერინებენ ინეტრვიუებს. თელავის ბიურო

იყო ერთადერთი, რომელმაც სხვა მედია საშუალებებთან ერთად დაასახელა სოციალური

მედიაც რომელსაც ისინი აქტიურად იყენებენ.

Page 25: „მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის

25

რეკომენდაციები

პარლამენტის წევრების მხრიდან სასურველია მეტი ყურადღების გამოჩენა

ბიუროების საქმიანობისა და ზოგადად ამომრჩევლებთან კომუნიკაციის

მიმართულებით;

დებულების გარდა, გარკვეული სახის სტრატეგიული დოკუმენტის/

სახელმძღვანელო მეთოდოლოგიის არსებობა მნიშვნელოვანია, რათა ბიუროებს

შეეძლოთ დებულებით განსაზღვრული მიზნისა და ამოცანების ეფექტიანი

განხორციელება.

ბიუროების თანამშრომელთა მიზნობრივ ტრენინგებში ჩართვა მათი კვალიფიკაციის

ამაღლების მიზნით;

სასურველია ბიუროებმა გაზარდონ თანამშრომლობის ხარისხი არსამთავრობო

ორგანიზაციებთან, რომლებსაც ადგილებზე მუშაობის, არსებული პრობლემების

ცოდნის, დონორებთან და მედიასთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება

აქვთ;

საინფორმაციო სამუშაო განხორციელდეს ამომრცევლებთან, რათა ბიუროების

ფუნქციების გაცნობა და გამიჯვნა მოხდეს სხვა სტრუქტურების ფუნქციებისგან;

ანალიზის საფუძველზე მოხდეს ბიუროს თანამშრომელთა ნუსხისა და

კვალიფიკაციის მიბმა იმ საქმიანობებთან, რასაც ბიურო დებულების საფუძველზე

უნდა ახორციელებდეს;

მოხდეს ბიუროების საქმიანობის ციკლურობის უზრუნველყოფა: პრობლემის

კვლევის, ანალიზის, სამოქმედო გეგმის შემუშავების, გეგმის განხორციელებისა და

მოსახლეობასთან უკუგების საფეხურების უზრუნველყოფით;