გამოცდის შედეგების კვლევის...

3
მმმმმმმმმმ მმმმმმმმ: მმმმმმმმმმ მმმმმმმ: ზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზ ზზზზზ. შშშშშშშშ: ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზ, ზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზ ზზზზზ ზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზ, ზზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზზ. ზზზზზზზზზ ზზზზზზზზ, ზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზ, ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ, ზზზზ. ზზზზზზზ-ზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ. ზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზ, ზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზზ. ზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზ ზზ ზზზზ ზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზ. მმმმმმმმ მმ მმმმმმმმ მმმმმ მმმმმმ: მმმმმმმმ: ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ, ზზზზზზზზზზ მმმმმმმმმმმმ: 2012 ზზზზ ზზზზზზზ ზზ-7, ზზ-8 ზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზ ზზზზზ ზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზ (ზზ ზზზ ზზზზზზზ) ზზზზზზზზ. ზზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზ ზზზზ ზზზზზ ზზზზზზზ 4 ზზზზზზზზზზზზ: ზზზზზზზ, ზზზზ, ზზზზზზ, ზზზზზზზზ. ზზზზზზზ ზზზზზზზ ზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზ ზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ. ზზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ, ზზზზ ზზზზზზზზზ--ზზზზზზზზზზ. ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზ:

Upload: diana-chaladze

Post on 26-Jul-2015

70 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: გამოცდის შედეგების კვლევის მოხსენების თეზისები

მოხსენების თეზისები:

მოხსენების სათაური: ზეპირი გამოცდის შედეგების კვლევა რუსულ ენაში.

შესავალი: გამოცდა როგორც მოსწავლისათვის, ასევე მასწავლებლისათვის

არის მთელი წლის ნამუშევრის შეჯამება, გაწეული მუშაობის შეფასება.

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ საგამოცდო საკითხების არასწორად შერჩევამ,

საგამოცდო ატმოსფეროს არა სწორად განსაზღვრამ და შექმნამ შეიძლება

გამოიწვიოს მოსწავლის დისკომფორტი, შიში. შედეგად-დაბალი აკადემიური

მაჩვენებელი. ამავე პრაქტიკამ ცხადყო, რომ საჭიროა საგამოცდო საკითხების

დიფერენციაცია მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.

მოცემული კვლევის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის დონისა და მათი

დამოკიდებულების დადგენა რუსული ენის ზეპირი გამოცდის მიმართ.

მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა:

მეთოდები: ანონიმური ანკეტირება, გამოკითხვა

მიმდინარეობა: 2012 წლის ივნისში მე-7, მე-8 კლასებში ჩატარდა გამოცდა

რუსულ ენასა და ლიტერატურაში წინა წლებისგან განსხვავებული ზეპირი (და

არა ტესტური) ფორმატით. ეროვნული გეგმის თანახმად მოსწავლეთა ცოდნა

უცხო ენაში ფასდება 4 მიმართულებით: მოსმენა, წერა, კითხვა, ლაპარაკი.

ტესტური გამოცდა არ იძლევა მოსწავლის ყველა ამ მიმართულებით შეფასების

საშუალებას. გამოცდის შემდეგ შედეგების კვლევის მიზნით მოსწავლეებში

ჩატარდა ანონიმური ანკეტირება, ხოლო მშობლებში--გამოკითხვა. მოსწავლეთა

ანკეტირებისას გამოყენებული იყო შემდეგი კითხვები:

1. რესპოდენტის სქესი

2. საჭიროა თუ არა გამოცდის ჩატარება რუსულ ენაში? რატომ?

3. გაგიძნელდათ თუ არა გამოცდის ჩაბარება?

4. გამოცდის რომელი ნაწილი იყო თქვენთვის უფრო რთული?

5. გაგიჭირდათ თუ არა გრამატიკული ნაწილის შესრულება?

6. რამდენი ბილეთი იყო შემოთავაზებული?

Page 2: გამოცდის შედეგების კვლევის მოხსენების თეზისები

7. რამდენი ხნით ადრე დაგირიგდათ საგამოცდო ბილეთები?

8. რამდენად ობიექტურად ჩატარდა გამოცდა?

9. რომელ გამოცდას ანიჭებთ უპირატესობას (ტესტურს თუ ზეპირს) და

რატომ?

10. თქვენი სურვილი გამოცდის ჩატარების შემთხვევაში.

შედეგი

გამოცდის შედეგების ანალიზმა გვაჩვენა, რომ მე-7 მე-8 კლასის მოსწავლეთა

უმეტესობამ (52%-მე-7 და 51% -მე-8 კლასებში) წარმატებით დაძლია რუსული ენის

გამოცდა, თუმცა დიდია იმ მოსწავლეთა რაოდენობაც, ვინც ნაკლებად ფლობს ენას

(16%- მე-7 და 24% -მე-8 კლასებში).

მშობელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი 47,2% დადებითად აფასებს ზეპირ

გამოცდას, რადგან ის იძლევა მოსწავლეთა არა მხოლოდ წერითი, არამედ ენის

საკომუნიკაციო უნარის წარმოჩენის საშუალებას. საერთოდ გამოცდის ჩატარების

წინააღმდეგია მშობელთა 4,4%. 46,5% კი თვლის, რომ უფრო ადვილია

ტესტური გამოცდის ჩაბარება.

მოსწავლეთა 44,2%-ს ურჩევნია ტესტური გამოცდა, თვლიან, რომ სტრესის გამო

გაუჭირდათ უკეთესი შედეგის ჩვენება. მოსწავლეთა ნაწილი (დაახლოებით

25%) თვლის, რომ შედარებით რთული იყო მათთვის ბილეთების ტექსტური

(ზეპირმეტყველების) ნაწილი.

კვლევის პროცესში ყველაზე მეტი სირთულე სწორედ მონაცემთა დამუშავებამ

წარმოშვა და შედეგად, ანალიზსაც მეტი დრო დაჭირდა.

დასკვნა

კვლევამ აჩვენა, რომ მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეთა უმეტესობამ

წარმატებით დაძლია ზეპირი გამოცდა რუსულ ენაში, თუმცა დიდია იმ

მოსწავლეთა რაოდენობაც, ვინც შედარებით ნაკლებად ფლობს ენას.

Page 3: გამოცდის შედეგების კვლევის მოხსენების თეზისები

მოსწავლეები და მათი მშობლები პოზიტიურად აფასებენ ზეპირ გამოცდას

რუსულ ენაში.

მოსწავლეებს შედარებით მეტად გაუჭირდათ ე.წ. სასაუბრო ნაწილის

დაძლევა.

გამოცდა ჩატარდა ობიექტურად.

სწავლის ხარისხის ასამაღლებლად რუსული ენის კათედრამ უნდა

შეიმუშავოს ეფექტური გეგმა, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა საკომუნიკაციო

უნარების განვითარებას.

ზეპირი გამოცდა რუსულ ენაში ჩატარდეს სხვა კლასებშიც.